forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თმოგვის ციხე, ასულხართ ვინმე ? შესაძლებელია ასვლა ?
SaintAnger
Member


***
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 90
წევრი No.: 243206
რეგისტრ.: 30-May 18

გამოგზავნილია: 13 Jun 2018, 13:34  #52900434      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან მინდა თმოგვის ციხის მონახულება.. სამსახურში ვზივარ ახლა, ვუყურებ ამ ვიდეოს და ვოცნებობ მის მონახულებაზე..

ვინც ხართ ნამყოფი იქნებ დაწეროთ, არის შესაძლებელი ასვლა ? რამდენად უსაფრთხოა ბილიკი ? საიდან უნდა მივუდგეთ, რომ ავიდეთ ? Google Map - ში სამწუხაროდ ინფორმაცია არ არსებობს.

s-n-r
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1215
წევრი No.: 140028
რეგისტრ.: 6-December 11

გამოგზავნილია: 13 Jun 2018, 15:22  #52901236      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SaintAnger

QUOTE
არის შესაძლებელი ასვლა?


კი შესაძლებელია, არაფერია რთული ლაშქრობაში მეტ-ნაკლებად გამოცდილი ადამიანისთვის.
მაგრამ მტკვრის მხარეს მთის კალთა საკმაოდ ციცაბოა და ფრთხილად უნდა იყო, სასურველია სასიარულო ჯოხებიც გქონდეს.
ოღონდ ჯობია მარტო არ წახვიდე.
მახსოვს მე დამაღამდა და უკან დაბრუნებაზე გვარიანი შიში ვჭამე.

QUOTE
საიდან უნდა მივუდგეთ, რომ ავიდეთ


ხერთვისი - ვარძია საავტომობილო ტრასიდან არის გადასახვევი, ოდნავ ქვემოთ ჩახვალ, გადაივლი ხიდს და შემდეგ გრუნტიანი გზა მიდის თითქმის ციხემდე.
მანქანით თუ აპირებ წასვლას, მაშინ მანდ მისასვლელად მაღალკლირენსიანი ავტომობილი დაგჭირდება (გზას რომ გაყვები, თმოგვის ზემოთ კიდევ არისო რაღაც ისტორიული ძეგლები).
შემდეგ გზიდანვე გამოჩნდება ციხე, გაუყვები ბილიკს და მიხვალ.
პატარა ბავშვების და სიმაღლის შიშის მქონე ადამიანების წაყვანა არაა რეკომენდებული.


ისე მაგ მხარეში ბევრი სხვა საინტერესო ადგილია - ვარძია, ვანის ქვაბები, ნაქალაქევი, ხერთვისი, ცოტა მოშორებით რაბათი და საფარა.
2 დღე მაინც გინდა კარგად რომ დაათვალიერო ყველაფერი.
SaintAnger
Member


***
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 90
წევრი No.: 243206
რეგისტრ.: 30-May 18

გამოგზავნილია: 13 Jun 2018, 16:48  #52901774      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
s-n-r

დიდი მადლობა

მაგ კუთხიდან ვარ წარმოშობით და რაც ჩამომითვალე ყველა მაქვს არაერთხელ ნანახი.. ვარძიაში საერთოდ ბავშვობა მაქვს გატარებული..

თმოგვის ციხეზე მინდოდა მარტო წავსულიყავი.. მაგრამ დაღამების რისკი არსებობს კი.. დიდი კომპლექსია ვიცი.. რომელიმე მეგობარი უნდა დავიყოლიო biggrin.gif

ისე ერთ დღეში მოსწრებადია მხოლოდ თმოგვზე რომ ავიდე ?

მანქანით არ მივდივარ.. ვთქვათ, დილას რომ ჩავიდე ახალციხეში და მერე ავტოსტოპით ან რეისის "მარშუტკით" რომ მივიდე, საღამოს 7 საათიან "მარშუტკას" თბილისისკენ ვერ მოვუსწრებ ?
s-n-r
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1215
წევრი No.: 140028
რეგისტრ.: 6-December 11

გამოგზავნილია: 13 Jun 2018, 19:15  #52902693      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SaintAnger

ძალიან კარგი up.gif

ტრანსპორტზე ვერ გეტყვი ნამდვილად, თვითონ ციხესიმაგრემდე გრუნტის გზა არ არის ძალიან გრძელი, ფეხით სიარულით მაქსიმუმ 1 საათი - 1 საათი 20 წუთი თუ დაჭირდება ტრასის გადასახვევიდან.
თბილისიდან ადრე თუ გახვალთ, 1 დღეში მხოლოდ თმოგვის ნახვა და უკან დაბრუნება ალბათ მოესწრება, მაგრამ ჯობია 2 დღიანი დაგეგმოთ და ის ღამე კარავში ან სადმე სასტუმროში დარჩეთ.
იქ ზემოთ სათანადო, გამძლე ფეხსაცმელებია საჭირო, ალბათ გრძელი ბალახი იქნება და დამალული ქვები შეიძლება ვერ შენიშნო.
მგონი არ წყაროა ახლომახლო, ჯობია წყალი საკმარისად მოიმარაგო.
მაგ მხარეში გაზრდილს რჩევა ალბათ ნაკლებად გჭირდება, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავი, გზის მხრიდან ადვილი მისასვლელია, თუმცა მტკვრის მხარე საკმაოდ ციცაბოა.
მე დამაღამდა და დავპანიკდი, უკვე გავლილი ბილიკით უკან ვეღარ ვბრუნდებოდი biggrin.gif
დანარჩენს სხვები დაამატებენ, ვფიქრობ ბევრია ფორუმიდან ნამყოფი.
Paranormal
მოხევე


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13482
წევრი No.: 90317
რეგისტრ.: 2-May 09

გამოგზავნილია: 13 Jun 2018, 19:41  #52902875      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მე დამაღამდა და დავპანიკდი, უკვე გავლილი ბილიკით უკან ვეღარ ვბრუნდებოდი 

სიბნელის შეგეშინდა? biggrin.gif თუ რა თემა იყო s-n-r


--------------------
ლა დესიმა
_Pablo_
Blue Label


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7452
წევრი No.: 223985
რეგისტრ.: 15-September 16

გამოგზავნილია: 13 Jun 2018, 23:27  #52903952      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მაგრამ ჯობია 2 დღიანი დაგეგმოთ და ის ღამე კარავში

ესმის საგანი.
მე არ გამაშლევინეს კარავი, ვიღაც ტიპები გაიჩითნენ და აქ რუსთაველი კი არ არის ძმაო-ვო.
ჰოდა ისევ მტკვრის პირას მომიწია ჩასვლა.
ვიძიუ კარგია და დრონის კადრებიც მაგრამ ადგილზე რომ მიხვალ სულ სხვა შეგრძნებებია.
ლამაზია დალოცვილი საქართველო<3
პ.ს. ვარძიიდანაც გამომაპანღურეს ეგრე, აქ სასტუმრო კი არ გვაქვსო, მერე ბერებს დავუმეგობრდი და მგონი იმის ხათრით დამტოვეს, რომ რჯულზე მომაქცევდნენ biggrin.gif
დღემდე ვმეგობროთ და ვკამათობთ
facepalm.gif
ტელეფონი, ინტერნეტი, ჯოჯოხეთი givi.gif


--------------------
ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ!
SaintAnger
Member


***
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 90
წევრი No.: 243206
რეგისტრ.: 30-May 18

გამოგზავნილია: 14 Jun 2018, 12:49  #52906274      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
_Pablo_

ასვლა, დათვალიერებაზეც დაწერეთ თქვენი შეხედულებები.. რა დროა საჭირო, ერთ დღეში თუ მოესწრება, უსაფრთხოა თუ არა და ა.შ. (შეიძლება გოგოებთან ერთად წავიდე)
_Pablo_
Blue Label


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7452
წევრი No.: 223985
რეგისტრ.: 15-September 16

გამოგზავნილია: 14 Jun 2018, 13:06  #52906387      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SaintAnger
QUOTE
შეიძლება გოგოებთან ერთად წავიდე)

შეიძლება კი არა, აუცილებელიც არის მე თუ მკითხავ.
QUOTE
რა დროა საჭირო,

სწორად დაწერა იუზერმა ზევით, კი წახვალ ხა ჩამოხვალ ერთ დღეში, მაგრამ შეგრძნებები დაგრჩება მხოლოდ მგზავრობის და რომ გაიხსენებ სულ ეგ ამოგიტივტივდება.
როდესაც არ გეჩქარება და დრო შენს ხელშია, ეგ არის უდიდესი სიამოვნებაა.
QUOTE
დათვალიერებაზეც დაწერეთ თქვენი შეხედულებები.

ულამაზესი ადგილია და ძალიან შთამბეჭდავი, რაღაცნაირი აურა ტრიალებს მანდ, აღქმა ინდივიდუალურია და თავს ვერ დავდებ, მაგრამ სანამ ახვალ წაიკითხე მაგ ადგილის ისტორია და იქ რომ იქნები, იგრძენი ის ყველაფერი.
გოგოებს(გოგოს) კიდევ მწვადი შეუწვი საღამოს კოცონზე და არ დაგავიწყდეს იმის თქმა რომ გარიჟრაჟივით ლამაზია და ამომავალ მზეს ჰგავს, კარავში გადაგიხდის მადლობას biggrin.gif
maiako_mao
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1692
წევრი No.: 233308
რეგისტრ.: 26-June 17

გამოგზავნილია: 14 Jun 2018, 13:36  #52906594      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
SaintAnger

თუ იქაური ხარ და იქ გაიზარდე ესეთ დეტალებში რატომ ჩადიხარ ფორუმზე? უბრალო ვიზიტორმა რა უნდა გითხრას აქ ისეთი, რაც იქაურმა შენმა ნათესავებამ არ იციან უკეთესად ......

მე პირიქით, ვანის ქვაბებთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა და იმდენი კითხვა დასვი, დავიბენი ცოტა არ იყოს rolleyes.gif rolleyes.gif


--------------------
“უნდა ქმნიდე,როგორც ღმერთი,ფლობდე,როგორც მეფე და მუშაობდე,როგორც ტყვე”…
s-n-r
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1215
წევრი No.: 140028
რეგისტრ.: 6-December 11

გამოგზავნილია: 14 Jun 2018, 16:49  #52907782      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Paranormal

QUOTE
სიბნელის შეგეშინდა?  თუ რა თემა იყო


სუსტი მხედველობა მაქვს user.gif სანათი ხელსაწყოც არაფერი მქონდა, თან უკან იმავე საღამოს უნდა დავბრუნებულიყავი, ჰოდა შემეშინდა, მეთქი თუ ჩავიჩეხე სადმე biggrin.gif



QUOTE
მე არ გამაშლევინეს კარავი, ვიღაც ტიპები გაიჩითნენ და აქ რუსთაველი კი არ არის ძმაო-ვო.
ჰოდა ისევ მტკვრის პირას მომიწია ჩასვლა.


მე თოკი მომპარეს, მანქანის სახურავზე ბარგი მქონდა დამაგრებული.
ახლაც მიკვირს ვის რაში ჭირდებოდა უბრალო თოკი facepalm.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0194 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]