ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 2006 წელს. 2006-დან 2011 წლამდე მის შემადგენლობაში შევიდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია, გურამიშვილის პედაგოგიური კოლეჯი, გოგებაშვილის პედაგოგიური კვლევითი ინსტიტუტი, ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრი, ზოოლოგიის, ბოტანიკის, გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის, პოლიტოლოგიის, დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის და სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს სტუდენტთა და პროფესორთა კავშირს - მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებას, რომელშიც სტუდენტების, პროფესორების, მასწავლებლებისა და მკვლევრების თანამშრომლობით იქმნება აკადემიური და პროფესიული განათლებისა და კვლევის ერთიანი სივრცე.
ერთიანი სივრცე ემყარება სამ პრინციპს:
აკადემიურ თავისუფლებას;
სინდისის თავისუფლებას;
არჩევანის თავისუფლებას.
ვებ გვერდიფაკულტეტები:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისაბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტიბიზნესის სკოლასამართლის სკოლაარგუსი საკონტაქტო ინფორმაციასაინტერესო ბმულები სწავლი გადასახადის გადახდის თარიღები: 2 ნაწილად გაყოფილი გადასახადის თარიღები:I- 15 სექტემბერი
II- 31 იანვარი
4 ნაწილად გაყოფილი გადასახადის თარიღები:I- 15 სექტემბერი
II- 30 ნოემბერი
III- 31 იანვარი
IV- 31 მარტი
6 ნაწილად გაყოფილი გადასახადის თარიღები:I- 15 სექტემბერი
II- 30 ნოემბერი
III- 30 დეკემბერი
IV- 31 იანვარი
V- 31 მარტი
VI- 31 მაისი
პს. ეს თარიღები გათვალისწინებულია II, III, IV კურსის სტუდენტებისთვის
I კურსის სტუდენტებისთვის პირველი გადასახადი 30 საქტემბრის ჩათვლითაა გათვალისწინებული
სიზუსტისთვის ჩაიხწდეთ კონტრაქტში
X ნაწილად გაყოფის შემთხვევაში:I- 15 სექტემბერი
II- 30 სექტემბერი
III- 31 ოქტომბერი
IV- 30 ნოემბერი
V- 31 დეკემბერი
VI- 31 იანვარი
VII - 28 თებერვალი
VIII - 31 მარტი
IX - 30 აპრილი
X - 31 მაისი
This post has been edited by dato:) on 7 Jan 2016, 14:36