Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > აქტივირებული ნახშირი |
Posted by: tatusia 27 Nov 2009, 22:57 |
ექიმმა დაგვინიშნა შეკრულობაზე, პერისტალტიკის სტიმულაციისათვის, თავიდან თითქოს უშველა ასე ერთი კვირა, ეხლა აღარ შველის. ხომ არ იცით რამდენ ხანს შეიძლება რომ სვას 2 წლის ბავშვმა ეს ნახშირი, და რა მავნე და გვერდით ეფექტები აქვს? და საერთოდ რამდენად ასტიმულირებს ნაწლავების პერისტალტიკას ეს პრეპარატი? ტყუილად ხომ არ ვჭყიპავ ბავშვს. მეშინია რამე არ დავმართო ასეთი დიდი დოზებით>> დღეში 2-3 ტაბლეტი, ბავშვი 15 კილოა. |
Posted by: bagda 28 Nov 2009, 00:01 | ||
tatusia
რომელ ექიმთან იყავით??? საერთოდ მაგ ასაკში ბავშვებს ახასიათებთ შეკრულობა, მაგრამ ნახშირს არ ასმევენ ხოლმე... თუმცა ნუ გეშინიათ, ნახშირი არაფერს უზამს, მაგრამ დააკვირდით, რომ ბავშვში ალერგია არ გამოიწვიოს ამან... ისე 2 ტაბლეტზე მეტს ნუ მიცემთ და ეცადეთ ერთდროულად არ მიცეთ. სავარაუდოთ თქვენს ბავშვს მალე გაუვლის შეკრულობა, რადგან ეს ჩვილებს ახასიათებთ ხოლმე, ასე რომ არ დაპანიკდეთ... ======= |
Posted by: MAIN KAMPF 28 Nov 2009, 02:13 |
პერისტალტიკის სტიმულაციისათვის[/quote] პირველად მესმის. დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება შეკრულობა გამოიწვიოს |
Posted by: tatusia 29 Nov 2009, 00:58 | ||||
MAIN KAMPF
არ უთქვია ამ უკუჩვენების შესახებ არაფერი, ზუსტად მაგიტომაც დაუნიშნა რომ შეკრულობა აქვს ბავშვს. აღარ მივცემ მე მგონი... bagda
საერთოდ არ გადის კუჭში , თუ ოყნა არ გავუკეთე. ენტენორმი, ლაქტოჯი, დუფალაკი დიდი დოზებით. დიეტა, ქატო, შავი ქლიავის ჩირი, მაწონი წყალგარეული თუ ისე, ზეთი, ზეთის ოყნა, ნახშირი... არაფერი არ შველის. რამე მირჩიეთ |
Posted by: bagda 29 Nov 2009, 20:59 | ||||
tatusia
არ ქნათ, განსაკუთრებით ენტენორმი, ეს საკმაოდ ძლიერმოქმედი წამალია... რაც შეეხება ლაქტო-ჯის ეს დიზბაქტერიოზის წამალია, ასე რომ თქვენ პატარას მაგი არ ჭირდება...
სავარაუდოდ ის ექიმი არაკომპეტენტური იყო, ასე რომ სჯობს ვინმე ახლობელს ჰკითხოთ, რომელიც იცნობს კარგ პედიატრს და გამოცდილ ექიმს გაასინჯოთ... კვების რაციონი უნდა დაარეგულიროთ, ბავშვი ჯერ პატარაა და გირჩევთ წამლებით არ გაჭყიპოთ, რადგან შეიძლება კუჭის ან ნაღვლის გაღიზიანება გამოიწვიოს ამან... დაახლოებით რამდენი ხანია რაც კუჭში ვე გავიდა??? |
Posted by: lgogokhia 29 Nov 2009, 23:36 | ||||
ნამდვილად.. საერთოდ ნახშირს სამკურნალოდ არ ხმარობენ არამედ უფრო სიმპტომურად. ისე ნახშირის გვერდითი ეფექტები მისი შემადგენლობის გამო გამორიცხულია ალბათ.. bagda
რატომაა ძლიერმოქმედი? ჩვეულებრივი პრობიოტიკია, როგორც ლაქტოG,.. tatusia არ უნდა გაუკეთოთ დისბაქტერიოზის ანალიზი და არ მისცეთ ბავშვს არც ფაგები და არც საქართველოში გამოშვებული პრობიოტიკები და დაანებოთ თავი იმ ექიმებს ვინც მსგავს სტრატეგიას შემოგთავაზებთ, რადგან დარწმუნებული ვარ ბევრი შემოგთავაზებთ.. ეს არის ჩემი რჩევა |
Posted by: Solveig 30 Nov 2009, 03:31 |
tatusia შეკრულობაზე მე რაც გამიგია, იყო: უზმოზე 1 კოვზი ზეთი ასევე უზმოზე 1 ჭიქა წყალი ან ზეთიანი მოხარშული ჭარხალი... ისე, რამე ფსიქოლოგიური პრობლემა ხომ არ აქვს ბავშვს, მაგის გამოც ხდება ხოლმე შეკრულობა. მშობლების კლუბში წერდი რაღაცას და... |
Posted by: tatusia 2 Dec 2009, 00:13 |
დღეს მყავდა კიდევ სხვა ექიმთან. დაუნიშნა : დუფალაკი ან ჰეპატოლაკი ან ნორმაზე 45 მილილიტრი დღეში, ფორლაკსი ერთი პაკეთი დღეში ბიფლორაკი 3 კაფსულა დღეში აქტივირებული ნახშირი 15 (?!)ტაბლეტი დღეში ეს ყველაფერი 1 თვე ცხენის დოზებია მგონი ამ დოზების მიცემა მეშინია არ მიცემაც მეშინია რა ვქნა არ ვიცი :თავისმოკვლისმაილი: |
Posted by: Masked 2 Dec 2009, 02:46 |
აკტივკოჰლე მიიღება ორალე "მოწამვლა" დროს, აკტივკოჰლეს შეიწოვს შხამებს და ამის გამო მიიღება რამე გაფუჩებული საკვების მიღების სემდეგ, ან სხვა ო.მოჭამვლას დროს. აკტივკოჰლე არ უშველის პატარას. სხვა რამე ხომ არ აწუხებს და კიდე ერტი კითხვა დასიებული არის ტუ არა ბავშვი.? სხვ კარგად არის და აწუხებს მარტო"კოლიტის"? |
Posted by: tatusia 2 Dec 2009, 11:17 |
Masked თითონ არაფერი არ აწუხებს, არც გაზები უგროვდება, ჩვეულებრივად დარბის და თამაშობს, ოღონდ დღეები რომ გადის და არ გადის კუჭში, მერე კვებას აკლებს ძალიან, და თითქმის არაფერს აღარ ჭამს ხოლმე. |
Posted by: Masked 2 Dec 2009, 11:37 | ||
PM დავწერე რა უნდა მიიღოს... |
Posted by: bagda 2 Dec 2009, 20:42 | ||
lgogokhia
ბავშვი ჯერ მხოლოდ 2 წლისაა, ხოდა ენტენორმი კუჭს გაუღიზიანებს იმის გათვალისწინებით, რომ ამდენი წამლები აქვს ნაყლაპი, რაც შეეხება ბიფლორაკს ეს არ აწყენს ნამდვილად... |
Posted by: UMTS 5 Dec 2018, 13:13 |
ამ ნახშირზე რა კარგი რაღაცები წერია მაგრამ თან წერია რომ: გააქტიურებული ნახშირი არ არის რეკომენდებული ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანებისთვის, ვისაც კუჭ–ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადებები აქვს და რომ დავლიო რა მომივა? წყლული მაქვს თორმეტგოჯაზე, უბრალოდ არ მაწუხებს ამეტაპზე |