სტიმპანკი (ინგლ. steam-ორთქლი და punk-პროტესტი) სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრია, რომელიც ბოლო დროს სხვადასხვა საგნების დიზაინში მოდურ მიმართულებად გადაიქცა. ტერმინი “სტიმპანკი” 1987 წელს მწერალმა კევინ ჯეტერმა გამოიგონა. ეს სტილი ეფუძვნება კაცობრიობის ალტერნატიული განვითარების მოდელირებას, რომლის დროსაც სრულყოფილად განვითარდა მექანიკისა და ორთქლის მანქანების ტექნოლოგია.
როგორც წესი სტიმპანკი გულისხმობს ვიქტორიანული ინგლისის (XIX საუკუნის მეორე ნახევარი) და ადრეული კაპიტალიზმის ეპოქის ქალაქისა და ტექნოლოგიების სტილიზაციას. სტიმპანკის სტილის ელემენტები შედის აგრეთვე ზღაპრულ, გულახდილად საბავშვო შემოქმედებაში.
სტიმპანკის სამყაროს დამახასიათებელ ელემენტებად შეიძლება ჩაითვალოს მექანიკის პრინციპებზე დაფუძვნებული ტექნოლოგიები, ძველებური ავტომობილები, ლოკომოტივები, აეროპლანები, ტელეფონები და სხვა (ხშირად ფანტასტიკური და სრულიად ამოუცნობი) მექანიზმები, რომლებიც გაკეთებულია მოქლონილი მეტალით სპილენძის, თითბირის ფირფიტებითა და ხით, ელექტროობის განვითარების საწყისი ეტაპით-ტელეგრაფით, პრიმიტიული ელექტრორკალური ნათურებით ნიკოლა ტესლას სტილში. ეს ყველაფერი აღჭურვილია ბერკეტებით, საათისნაირი ციფერბლატებითა და ისრებით.
ამ სტილს ახასიათებს ნაკაწრი, ზოგჯერ კოროზიამოდებულ ზედაპირზე გაპრიალებული, მბზინავი დეკორისა და ელვარე თვლების ჩასმა, რაც მეტ ეფექტურობას სძენს მას. სტიმპანკის ნაკეთობები, ხშირად არის ასიმეტრიულიც.
ბოლო წლებში საზღვარგარეთ სულ უფრო პოპულარული ხდება სტიმპანკი. ევროპის ქვეყნებში ამ სტილში კეთდება არა მარტო სამკაულები და პირველადი მოხმარების საგნები, არამედ ხშირად მთლიანი სახლის რემონტიც კი.
ვანო ხუბიერაშვილი: მე უფრო ხელით მუშობა მირჩევნია, ვიდრე ლაპარაკი. დავიწყე იმით, რომ ამ ზაფხულს ინტერნეტში ბოდიალისას წავაწყდი სტიმპანკს. გადავცკვიტე მეც მეცადა გაკეთება და თუ გამომივიდოდა გამეყიდა ანუ შემეთავსებინა სასარგებლო სასიამოვნოსთან. რაც შეეხება ამის სწავლას, როცა რამის გაკეთება გეხერხება არ არის რთული გააკეთო ის რაც გსურს. გეგმაში მაქვს სანათებისა და ბრების გაკეთებაც, სურათები და სუვენირებიც შეიძლება ამ სტილში.
ძირითადად საათის მექანიზმებს ვიყენებ. მასალად გამოიყენება აგრეტვე სხვადასხვა მანქანა-დანადგარების მექანიკური ნაწილები, უჟანგავი ლითონი, სპილენძი, ლატუნი. ძველ ბიჟუტერიასაც მოვუძებნე თავისი ადგილი. როგორც მიმართულების სათაურიდან ჩანს ორთქლის მანქანის ნაწილებიც უნდა იყოს, მაგრამ ეგ იმდენად დიდია, რომ სამკაულად არ გამოდგება.
წყარო კოლექცია და ა.შ :
პირველი ქართველი სთიმპანკერი
მიმაგრებული სურათი