Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სილამაზე და მოდა > პარფიუმერია/Perfume


Posted by: BadKid 29 Mar 2018, 21:24
user posted image
https://forum.ge/?f=99&showtopic=35004143
---------------------------------------------
მაღაზიები თბილისში, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სუნამოები:
http://iciparis.ge/
http://www.voulez-vous.ge/
http://lutecia.ge/
http://www.arome.ge ნიშ-პარფიუმერია
https://www.facebook.com/aromatequeGe/ ნიშ-პარფიუმერია
---------------------------------------------
ონლაინ მაღაზიები საიდანაც შეგიძლიათ გამოწეროთ სუნამო
http://www.fragrancex.com/
http://www.fragrancenet.com/
https://www.notino.com/ https://www.notino.de/ https://www.notino.uk/
---------------------------------------------
ასევე:
http://www.amazon.com/
https://www.ebay.com/
---------------------------------------------
გადამზიდები რომელთაც ჩამოაქვთ სუნამოები:
http://camex.ge/
https://www.usa2georgia.com/
https://inex.ge/
http://linoni.ge/
==================================================================================================================
user posted image
==================================================================================================================

Posted by: DaviD Davidson 29 Mar 2018, 21:34
გილოცავთ ახალ თემას.

ყველას გეპოვოთ სასურველი არომატი! smile.gif

Posted by: akako78 29 Mar 2018, 21:49
მეც გილოცავთ..300 გვერდი კი გადავცურეთ "ბეზ პრობლემ" smile.gif

Posted by: პიანისტი 29 Mar 2018, 23:00
გილოცავთ ახალ თემას , ეს თემაც წინასავით წარმატებული ყოფილიყოს , ახალი სურნელის ძიებაში.

summertime sadness
love.gif
user posted image

Posted by: BadKid 30 Mar 2018, 08:12
პიანისტი
საოცარი სუნამოა და ძალიან მინდა შევმატო კოლექციას smile.gif
-----------------------------------------------------------------------
user posted image
===========================================================================================
Jo Malone London Blackberry & Bay იდეაში ქალის უნამოა, მაგრამ ჩემი აზრით უნისექსია
სურათი გადმოსცემს სუნამოს ხასიათს.. საოცრად ავთენტური ახლად მოკრეფილი მაყვლის სუნი, რომელიც ერევა გრეიფრუტში
ისეთი გემრიელი სუნი აქვს რო შეიძლება შემოგეჭამოს biggrin.gif
როგორც ბევრი ამ ბრენდის თეთრი ხაზი, ესეც არ გამოირჩევა მდგრადობით.. 2 საათში ვეღარ ვგრძნობ :/
კარგ ფასში ჩამივარდა და არ ვნანობ.. 30 $ 30 მლ
მაგრამ სუნამო ჩემთვის არის 10/10
------------------------------------------------------------------------
user posted image

Posted by: MAN-DARK 30 Mar 2018, 10:56
ვტესტავ ჯერ ყველაფერს.
Atelier Cologne -ზე ჯერ რაც შემიძლია ვთქვა არის რომ მდგრადობა არც ისე ცუდი აქვს როგორც მოველოდი.

user posted image

Posted by: sunamo 30 Mar 2018, 13:37
mandrak
Rose Anonyme მოგეწონა? გამოარჩევდი?

Posted by: MAN-DARK 30 Mar 2018, 14:12
sunamo
არა, ყველაზე მეტად ეგ არ მომეწონა ამ სინჯებიდან. ვარდი და უდი საგრძნობლად დომინირებს სხვა ინგრედიენტებზე, პირადად მე არცერთზე არ ვგიჟდები. ჩემი აზრით ასაკოვანი ქალბატონები უფრო მოირგებენ ამ სუნამოს.

Posted by: akako78 30 Mar 2018, 14:13
BadKid

საოცარი კაცი ხარ ბედკიდsmile.gifკაპიკებში ჰყიდულობ უმეტესად ყველაფერსsmile.gifვა მაგარია ეგ სუნამო მეც მაინტერესებს..რაც მე რაჭაში მაყვალი მაქვს ნაკრეფი და დაგემოვნებული..ეჰ კარგი იყო ბავშობაsmile.gif


mandrak

გაგვიზიარე კილიანიც და ატელიერებიც..რომელი ატელიერი იქნება ყველაზე მდგრადი და სასიამოვნო..

Posted by: MAN-DARK 30 Mar 2018, 14:46
QUOTE
გაგვიზიარე კილიანიც და ატელიერებიც..რომელი ატელიერი იქნება ყველაზე მდგრადი და სასიამოვნო..

ყველაზე მეტად ამ სეტიდან მომეწონა Bergamote Soleil, ბერგამოტი ჩემი საყვარელი ინგრედიენტია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიუხედავად არამდგრადი კომპონენტებისა საკმაოდ დიდხანს რჩება კანზე, ტანსაცმელზე მეორე დღესაც ვგრძნობდი სურნელს. აშკარად იგრძნობა ნატურალური ინგრედიენტები.
user posted image
------------------------------------------------------------------------
Orange Sanguine ეს არც ისეთი მდგრადია როგორც Bergamote Soleil, სურნელი ამასაც ძალიან ბუნებრივი აქვს, შუშხუნა ფორთოხლის. ზაფხულს ნამდვილად დაამშვენებს.
user posted image

-------------------------------------------------------------------------
Clementine California სუსტი მაგრამ უფრო განსხვავებული ზემოთ ნახსენებიდან. უფრო ციტრუსოვან მცენარეული. მანდარინს და ჯუნიპერის კომბინაციას აკაშკაშებენ ბაზილიკი და კვიპაროსი.
user posted image

Posted by: akako78 30 Mar 2018, 16:43
mandrak

მაგ ბერგამოტ სოლეილზე იძახიან რომ საუკეთესო ნიშე არმოტია ბერგამოტისო-ასე რომ მეც ალბათ მაგაზე შევაჩერებ ყურადღებას..ძალიან მიყვარს ბერგამოტი მეც,რასაც ვერ ვიტყვი ფორთოხალზეsmile.gif

Posted by: sunamo 30 Mar 2018, 18:57
mandrak
QUOTE
ვარდი და უდი საგრძნობლად დომინირებს

ოო, გადასარევი უნდა იყოს love.gif



* * *
სტამბულში აი ეს სუნამო შემიყვარდა. გუჩი საერთოდ მაღალი დონის დიზაინერია, ერთ-ერთი საუკეთესო.
ვინმეს გიცხოვრიათ სტამბულში? ''ზორლუში'' იყო ყველაზე კარგი პარფიუმერული განყოფილება.
თითქმის ყოველდღე მივდიოდი და ვსინჯავდი სუნამოებს, თუმცა იქ მაინც არ ღირს სუნამოს ყიდვა. მგონი იმაზე გაბერილი ფასებია, ვიდრე ქართულ მაღაზიებში.
ეს სუნამო განსაკუთრებით ჩამივარდა ტვინში. ეჭვი მაქვს, ამ ზაფხულში ვინმეს ვაჩუქებ
user posted image


სტამბულში ღირს ადგილობრივი წარმოების სუნამოს შეძენა. მაგალითად, ადგილობრივი მაღაზიაა ''ნიშანე''.
სულ რაღაც 100 მეტრში ვცხოვრობდი ნიშანედან, მაგრამ სამწუხაროდ არ შევსულვარ. მდიდრულ ბრენდად ითვლება და თუ მოხვდებით შეიარეთ ნიშანეში, ტაქსიმის მოედანთან ისტიკლალ ჯადეზე




Posted by: senpai 31 Mar 2018, 10:57
კარგია ახალი თემა. მოვიდა ნელ-ნელა გაზაფხული და შესაბამისი სუნამოები გვჭირდება.

user posted image


Posted by: akako78 31 Mar 2018, 12:03
senpai

კარგია ენტება როგორც ჩანს..როგორი გამძლეობა აქვს?

Posted by: senpai 31 Mar 2018, 13:14
akako78
ამინდზეა დამოკიდებული, იმიტომ დავდე, ზუსტად ამ გარდამავალი პერიოდისთვისაა ესეთი სუნამოები. საშუალოდ არის 8 საათი. Silver Mountain Water Creed-ის უმცროსი ძმაა biggrin.gif

Posted by: პიანისტი 31 Mar 2018, 17:45
BadKid
ცოტა მეტად გამყოლი რო იყოს დი ამალფი მაგარი იქნებოდა , 2-3 საათი ფუბლიკზე ძლებს ჩემთან ,შემდეგ 2 საათი ახლო ურთიერთობის დროს ქალთან biggrin.gif მდგრადობის გაზრდა თუ შეიძლება რამის შერევით? წინა თემაში მოვკარი თვალი მოლეკულას შესახებ.

Posted by: akako78 31 Mar 2018, 17:54
senpai

სილვერ მაუნთინის კლონი მე ალ რეჰაბის სილვერი მაქვს და ძალიან მაგარია თავის ფასში..45 ლარი გამოდის 100მლ-იანი და ისეთი გამყოლობა და ვერსითალითეტი აქვს რომ ყველა სეზონზეც მაგარია:)30მლ-ში გადავიხადე 5.5დოლარი მგონი..ჩამოტანაც(ძალიან მსუბუქია)სადღაც 3.5ლარიsmile.gif
* * *
პიანისტი

მამაკაცური და უმაგრესი გამყოლობა აქვს შანელის პლატინუმ ეგოისტს..მე ძველი ფორმულაცია მაქვს და სულ სხვა დონეა..სხვა სურნელია-რაღაცა აქვს იდუმალიც კი და ეხლანდელს აქვს ეს: აი აქ ვარო რა-სურნელი გეუბნებაsmile.gifდონეა ახალიც რომ დავტესტე ჩემთვის-ისე მაინც გემოვნების საკითხია..ქალებთან თუ გაინტერესებს არ მგონია რომელიმემ დაგიწუნოს მითუმეტეს რომ მათურეცაა და ამევე დროს სექსუალურიც და არა რაღაც თამედროვე ფულის მახე და დღევანდელი ტრენდი-ფარჩაკიsmile.gif

Posted by: NorthSea 31 Mar 2018, 18:22
აქუა დი პარმა მომწონს ხანდახან

ქალის და მამაკაცის სუნამოების მიქსია სასიამოვნო

user posted image

Posted by: პიანისტი 31 Mar 2018, 19:44
akako78
სილვერ მაუნთინის კლონზე არვიცოდი, აქ თუ იყიდება ჩვენთან ეგ ალ რეჰაბი , მე მიმთავრდება და ჩავანაცვლებდი მაგით, ძალიან მომწონს ეგ სურნელი.

მთავარია მე მომწონდეს სუნამო და მეორე პლანზეა გოგოს მოეწონება თუ არა biggrin.gif
დი ამალფი ძალიან მომწონს ,დავტესტავ აუცილებლად შანელსაც .

Posted by: Wrest 31 Mar 2018, 20:14
მივაღწიე როგორც იქნა პეკინზე არომა ბუტიკამდე.
პირველ რიგში მინდა აღვნიშო კონსულტანტები, რომლებიც ძალიან ყურადღებიანები, საყვარლები და დაუზარლები არიან. ყველაფერი გამატესტინეს ვაფშე მგონი თავისი სურვილით იმის მერე რაც ჩემთვის საყვარელი ინგრედიენტები ვუთხარი.
დაჟე ბოლოს მე თვითონ მერიდებოდა მარა მაინც მოდი მოდი ესეც ნახეო მეუბნებოდნენ biggrin.gif
მოკლე ძალიან კმაყოფილი ვარ გოგოებით, რაც მთავარია საქმეც ესმით.
ამა თუ იმ ხაზის ისტორიას, შთაგონების წყაროს და ყველაფერს მაცნობნდნენ პარალელურად.

რც შეეხება სუნამოებს. ბევრი რამე გავტესტე ძალიან და 90% აქედან პირველი იყო ჩემთვის. ბევრი არც გამეგო აქამდე.
ძალიან რითიც აღვფრთოვანდი ესენეია:
Carner - cuirs რომელსაც 100% ვიყიდი უახლოეს მომავალში მიუხედავად სეზონისა
Micallef - delice საოცარი სუნამოა, ძალიან მომეწონა. ჩემთვის ძვირია საკმაოდ მაგრამ ოდესმე აუცილებლად ვიყიდი biggrin.gif
Cuir garamante - ეს სუნამო შეიძლება ითქვას რომ დღევანდელი აღმოჩენების დაგვირგვინება იყო. საოცრებაა, ერთი დაყნოსვით შემიყვარდა biggrin.gif
L’humaniste-ც გავტესტე და არაა სხვათაშორის სუსტინმდგრადობის. საკმაოდ კაი რამეა. თვითონ სითხის კონსისტენციაც ისეთია რო არამგონია მალე გაქრეს. ხელზე დავისხი და დიდიხანინარ შეიწოვა კანმა იმდენად ბლანტია.
კიდე 2 სუნამო მომეწონა უდიდან ძალიან და ზუსტად ვიცი რა ადგილას უდევთ პროსტა სახელები აღარ მახსოვს biggrin.gif
კიდე ძალიან მომეწონა რაღაც არისტოკრატული ხაზი არის ლონდონიდანო პლატინით გაფორმებულ შეფუთვაშიაო და ფასიც შესაბამისად ჩემთვის ზედმეტად მიუღწეველია სუნამოსთვის.. 1000ლ პლიუს ღირდა თუმცა სუნამოც ძალიან მდიდრული და კარგი იყო ნამდვილად. ცოტა ზერელედ გავსინჯე ფასის გამო უფრო მარა ეგრევე ვიგრძენი ხარისხი და გემრელიბა. ტყავი იყო ესეც.
ძირითადად ტყავი და უდი გავსინჯე მოკლედ დღეს მაინც biggrin.gif

Posted by: oshi 31 Mar 2018, 20:31
გილოცავთ ახალ თემას, სულ ახალ-ახლები და შუშხუნები შეგეძინოთ.


BadKid

მშვენიერი თავმოყრაა ინფორმაციის, ფოტოების, ქრონოლოგიის! კარგია..


Wrest
Cuir garamante ერთადერთია , რომელიც მაგ ხაზიდან მომინდებოდა. ძალიან კარგი სუნამოა. დახვეწილი!

კონსულტანტები ნამდვილად ყურადღებიანები და თავაზიანები არიან. თან მართლა იციან მომხმარებელთან ურთიერთობა.

ბევრი გაგისინჯავსsmile.gif. მერე დაალაგებ თავში და დაიმახსოვრებ რამ უფრო დაგიტოვა შთაბეჭდილება. მგონი ეგ ერთადერთი მაღაზიაა თბილისში, სადაც „რაღაცნაირად“ არ გიყურებენ, როცა შედიხარ და არც ეზარებათ აგიხსნან და გაჩვენონ რამე. დანარჩენგან კომპეტენცია არის მეოთხედი და ზოგან ეგაც არა. არომატეკაშიც არის ხოლმე კარგი მომსახურება, მაგრამ მანდ ზოგჯერ..., თანაც სხვა აურაა და რაღაცნაირი ამპარტავნული დისტანციურობა იგრძნობა...

Posted by: akako78 31 Mar 2018, 20:56
პიანისტი


აქ არ იყიდება-რავიცი მე არ შემხვედრია..მე ნეტით შევუკვეთე..მეც ასე ვარ მთავარია მე მომეწონოსsmile.gif

oshi


ისე მაგ მხრივ ლუტეციაც მომწონს და მარჯანიშვილზე ვულევუც რომ არის..არ დაგზარდებიან რაიმით თუ დაინტერესდი..არომაშიც კარგები არიან..ყველაზე "გრუზინი" კონსულტანტები ისი პარის ჰყავს და თანაც ასე ვთქვათ "უთაო მხედრები "-არაფრის აზრზე არ არიან,რომ ჰკითხო რაიმე ეს მდგრადიაო გეტყვიან რაღაცა უბანძესს მდგრადიან სუნამოზეsmile.gifრომლებიც ისე გიყურებენ თუ რამე არ იყიდე-რას მოდიხარო რა!!??ამათ ჰგონიათ უნდა შევარდე მაღაზიაში და გაამდიდრო მაგათი მეპატრონე-სხვანაირად რომ ვთქვათ ვერსაჩეში უნდა მისცე 330 ლარი რომელიც ნეტში ღირს 48 დოლარი მაქსიმუმsmile.gif

Posted by: senpai 31 Mar 2018, 20:59
akako78
QUOTE
ალ რეჰაბის სილვერი მაქვს და ძალიან მაგარია თავის ფასში

yes.gif up.gif


user posted image
ვტესტავ ამ სუნამოს მეორე დღეა და რაღაც ვერ მიმდის გული.

Posted by: Wrest 31 Mar 2018, 20:59
oshi
კი ბევრი რამე გავსინჯე, ყველა ხაზიდან გავსინჯე მგონი ერთი მაინც. Bois, ramon bejar, frank boclet და ა.შ. biggrin.gif
რეებიც ჩამოვწერე ეგენი კანზეც გავტესტე და ძაან მომეწონა. დანარჩენები მხოლოდ ბლოტერზე და იქედანაც რამდენიმე ძაან მომეწონა, მივუბრუნდები აუცილებლად მერე კარგად. ერთი მომეწონა განსაკუთრებით მსუბუქი ხავერდოვანი უდი იყო მარა სახელს ვეღარ ვიხსენებ sad.gif

Posted by: oshi 31 Mar 2018, 21:16
akako78
მე ლუტეციაში არ მომეწონა მაგ მხრივ პეკინზე. მოკლედ ადამიანსაც გააჩნია , მაგრამ რაღაცნაირად რო დაგყვებიან და გიყურებენ კრიზისი მეწყებაbiggrin.gif

Wrest
მგონი მეც გავსინჯე ეგ უდი და მომეწონა, სახელი ვერც მე დავიმახსოვრე. მაგ მაღაზიას ბევრი ისეთი დიზაინერი ყავს წარმოდგენილი, რო ბევრ წამყვან ევროპულ ქალაქს არ აქვს

Posted by: Wrest 31 Mar 2018, 21:52
oshi
ევროპა არ ვიცი მარა უმეტესობა რო უცნობი იყო ჩემთვის და მხოლოდ ბოთლებით დავიმახსოვრე ეგ კი ვიცი, სახელებით დამახსოვრება არც მიცდია biggrin.gif

Posted by: rezi0881 1 Apr 2018, 22:21

წარმატებები ყველას ახალ თემაში, და ბევრი საინტერესო სიახლე .. smile.gif

ისე დამამახსოვრდა რომ ყველაზე ძალინ მომინდა ისევ ეს მენახა .. love.gif სასწაულია. შავი ჩაი და ნეროლი. და არ შემიძლია არ ავღნიშნო ვაკის ვულე-ვუს ძალიან ყურადღებიანი და კომპეტენტური კონსულტანტი. smile.gif

guerlain neroli outrenoir

user posted image

Posted by: BadKid 1 Apr 2018, 22:42
პიანისტი
მანდარინო გამყოლი რომ იყოს გავიმეტებდი და ვიყიდიდი, ესეთი კარგი სუნამო მანდარინით არ მინახია
------------------------------------------------------------------
oshi
up.gif
------------------------------------------------------------------
user posted image
==================================================================================================================
MiN New York Barrel ძალიან საინტერესო ბრენდია მისტიური სურნელებით smile.gif
ეს კონკრეტული მომეწონა, ძალიან დახვეწილია და იდუმალი..კონიაკი, ხის ნოტები და ტყავი იგრძნობა მკვეთრად
უნიკალური სუნი აქვს და არ გავს სხვა სუნამოებს.. უფრო ზამთარში საღამოს სატარებელია
==================================================================================================================
user posted image
==================================================================================================================
Rudis Nobile 1942 for men oshi-სგან გავიგე და დამაინტერესა... ძალიან კარგი სუნამო აღმოჩნდა
ტყავის და ტკბილი ფრუქტების სუნი აქვს.. კარგი განვითარება აქვს და ძალიან მომეწონა
==================================================================================================================
user posted image
==================================================================================================================
Dunhill Icon Elite დანჰილის აიქონის ხაზმა ზოგადად ძალიან მომხიბლა თავის დახვეწილი სუნამოებით
ეს კონკრეტულიც არაა გამონაკლისი.. ძალიან კარგი სუნამოა ნორმალური მდგრადობით
ფრეშ გახსნა აქვს და თითქოს ტიპიური "ოდეკოლონის" სუნი აქვს, მაგრამ შემდეგ ჯდება და იცვლება სუნამო ხის ნოტებისკენ
განვითარებისას უფრო სანდალვუდის ნოტი ჭარბობს რაც ძალიან მომწონს
გაზაფხულისთვის მშვენიერი სუნამოა ფასსაც თუ გავითვალისწინებთ

Posted by: akako78 1 Apr 2018, 23:03
rezi0881

რეზი დღეს დავტესტე ფრაპინი ჰუმანისტი და ავენტუსის კლონი ფრაპინ ორქიდი..ნუ რა მაგრად გავს ბლანშეს რაღაცით ჰუმანისტი..ე.ი. ასეთი ლამაზი ციტრუსოვანი გახსნა არ მახსენდება მეცsmile.gifორქიდიც კი სჯობნის გამყოლობით,მაგრამ ავენტუსთან ყველა რაღაცა სიაფანდია რა..ერთადერთი მგონი ორიონია რაც მახსენდება ტერენზის რომელიც მდგრადობით მაინც რომ გამოირჩევა-თორემ სურნელით ტერენზი რომ დიდი ნაჯახით დარბის ეგ ჩემი გამოგონილი არ არის-მჭახე და უაზროდ მყვირალაა-ბალანსი აკლია ტერენზის სუნამოებს ჩემის აზრით საერთოდ-ის სირბილე და მგრძნობელობა რომელსაც შეიძლება ინტიმი-სირბილე და ნოტების ბალანსი დავარქვათ ზოგადად..

BadKid

აიქონი მეც მომწონს ძალიან ძალიან.ახალი რეისერიც არ არის ცუდი-ამას კიდევ ერთხელ დავტესტავ-ერთხელ ძალიან მომეწონა-მეორედ რაღაცა ვერ წავიდა..

rezi0881

პ.ს.ასევე დავტესტე სილვერი ამუაჟის და რამ გაგაყიდინა რეზი ეგ სუნამო მართლა-ნეტა მე მაინც მეყიდაsmile.gifლირიკ მენი დავტესტე და ეგ თუ კაცის სუნამოა
მე ეგვიპტელი ვყოფილვარ-მამლუქის არ იყოს...უნისექსიც არაა დაჟე-იმენნა ფემინიმიაsmile.gif

Posted by: sunamo 1 Apr 2018, 23:09
akako78
QUOTE
ლირიკ მენი

კაი ხანია ვუტრიალებ მაგ სუნამოს. ერთი ვარდის სუნამო მინდა.
როგორი სურნელია იცი? ევროპულ საქართველოში, სადაც ჰარმონიაში ცხოვრობენ სექსუალური უმრავლესობა და უმცირესობა, სადაც სექსუალური თავისუფლებაა, ქმრებიც ცოლებს აღარ ხოცავენ, ახალგაზრდები ყოველ შაბათ-კვირას ბასიანზე დადიან, 20 წლის ასაკში უკვე წარმატებული არიან და ასე შემდეგ biggrin.gif
ანუ გენდერული თანასწორობის და თავისუფალი ნარკოპოლიტიკის მომხრე თუ ხარ მიიპკურებ საღამოს

Posted by: akako78 1 Apr 2018, 23:23
sunamo

ეგ არ გინდა დამიჯერე..ულტიმი იყიდე ივსენის ან კარტიეს დუნ სუა-ოღონდ ეგ არ იყიდოsmile.gif

Posted by: sunamo 1 Apr 2018, 23:24
akako78
QUOTE
ეგ არ გინდა დამიჯერე..ულტიმი იყიდე ივსენის ან ცარტიეს სურ ლე ნილი-ოღონდ ეგ არ იყიდო

უბრალოდ აღვწერე რასთან ასოცირდება

Posted by: MEGI_MEGI 1 Apr 2018, 23:40
როგორი სურნელი მინდა იცით?
QUOTE
? ევროპულ საქართველოში, სადაც ჰარმონიაში ცხოვრობენ სექსუალური უმრავლესობა და უმცირესობა, სადაც სექსუალური თავისუფლებაა, ქმრებიც ცოლებს აღარ ხოცავენ, ახალგაზრდები ყოველ შაბათ-კვირას ბასიანზე დადიან, 20 წლის ასაკში უკვე წარმატებული არიან და ასე შემდეგ
ანუ გენდერული თანასწორობის და თავისუფალი ნარკოპოლიტიკის მომხრე თუ ხარ მიიპკურებ საღამოს

ასე უნდა მოვიკითხო მაღაზიაშI lol.gif

იმ პეკინის არომა ბუტიკს ერტხელ შევუჭვრიტე და ძაან ძვირი მომეჩვენა rolleyes.gif

Posted by: rezi0881 1 Apr 2018, 23:42
akako78

ჰო, ძალიან ლამაზი გახსნა აქვს ჰუმანისტს, ნამდვილი ზაფხულია, ეგრევე ფრეშ-ბრიზის შემოფრქვევაა, მდგრადობა ვერ უქაჩავს კარგად ერთი ეგაა..
ჩემთვის ჩიმერა რჩება ყველაზე მიმზიდველი მაინც, რაღაც იდუმალი შინაარსის სუნამოა.. მდგრადობა მართლა მაგარი აქვს ტერენზის.
ავენტუსის კლონს რო ვირჩევდე მე cedrat boise-ზე შევჩერდებოდი ტესტერი ქონიათ შემორჩენილი და ვნახე, დიდი ხანი მაინტერესებდა, მშვენიერია გავს ავენტუსს, ძალიან არა მაგრამ თავის შინაარსი აქვს მაგ სუნამოს.. ერთი ერთში კოპირებული კლონი არაა..
ლირიკი არის, ვარდი, ვარდი, ვარდი, არ მთავრდება.. ერთი ისაა თუ რამით მიაკუთვნებ მამაკაცს არაა ვარდი ტკბილი ოდნავ გაკრავს სიტკბო.. რაღაცით მომწონს მაგრამ მაგის ყიდვას ჯობს ისევ ვარდის და უდის კარგი კომბო შაერჩიო
QUOTE
პ.ს.ასევე დავტესტე სილვერი ამუაჟის და რამ გაგაყიდინა რეზი ეგ სუნამო მართლა-ნეტა მე მაინც მეყიდა

down1.gif down1.gif user.gif

BadKid

ნობილეს 1001-იც მომეწონა ძალიან კარგია, რუდისიც ძალიან განსხვავებული და უცხოა, საინტერესო სუნამოებია. ეგ სუნამოები ჩემთვის ორივე იყო აღმოჩენა არაფერს არ გავს ორივე ძალიან ნიშე და ექსკლუზიურია up.gif
კიდევ Chypre Palatin MDCI მომწონს ძალიან, Bertrand Duchaufour-ის ძალიან გამორჩეული სუნამოებია ეგ და იუბილეიშენი, რაღაცით ვამსგავსებ კიდეც ერთმანეთს.

sunamo

მე ვერ ვატარებდი ლირიკს, აი სემფლი შეიძლება 5-10 მლ რო მქონდეს ხანდახან დამესხა, ზოგადად მომწონს ვარდის სუნი მაგრამ მალე ხდება ჩმთვის დამღლელი და მოსაბეზრებელი როცა ძალიან გამოკვეთილად მესმის.

Posted by: Lilian 2 Apr 2018, 18:31
წეღან ვტესტავდი რაღაცეებს, ამერია და კაცის სუნამო დავისხი.
ძალიან მომეწონა : ))))))
moschino იყო თუ არ ვცდები ფორევერი . რომ დავგუგლე ფლაკონი არ ჰგავს და რავიცი
ქალისები არ მომეწონა არაფერი , რაღაც მოყვალილოსებრ სუნს ვეძებდი user.gif





Posted by: sunamo 2 Apr 2018, 18:40
rezi0881
ჩემთვისაც ძალიან რბილი ვარდია. არ ვაპირებ ყიდვას.
ვარდს და უდს რაც შეეხება, ძალიან მინდა. როუზ ანონიმე გადასარევი ფასი ჰქონდა ნოტინოზე, თუმცა საიტიც გაუქმებულია და არც სურნელი გამისინჯავს.
ლუტეციაში და არომა ბუტიკში შეიძლება რამის არჩევა.
პეკინზე რა ადგილზეა არომა?

Posted by: DaviD Davidson 2 Apr 2018, 18:51
BadKid
QUOTE
Jo Malone London Blackberry & Bay იდეაში ქალის უნამოა, მაგრამ ჩემი აზრით უნისექსია
სურათი გადმოსცემს სუნამოს ხასიათს.. საოცრად ავთენტური ახლად მოკრეფილი მაყვლის სუნი, რომელიც ერევა გრეიფრუტში
ისეთი გემრიელი სუნი აქვს რო შეიძლება შემოგეჭამოს
როგორც ბევრი ამ ბრენდის თეთრი ხაზი, ესეც არ გამოირჩევა მდგრადობით.. 2 საათში ვეღარ ვგრძნობ :/
კარგ ფასში ჩამივარდა და არ ვნანობ.. 30 $ 30 მლ
მაგრამ სუნამო ჩემთვის არის 10/10

კარგია, მეც ვფიქრობ მაგის ყიდვას.
შენ ეტყობა დამუღამებული გაქვს იბეიზე სანდო სელერი, მე რამდენჯერაც ვიყიდე, არცერთხელ არ გამომადგა ორიგინალი და შევეშვი ექსპერიმენტებს. ერთხელ გაარტყავ, ორჯერ და მესამედ ისე ჩაფლავდება, რომ წინა ორის ეკონომიას აბათილებს. მირჩევნია ცოტა ძვირი მივცე და ყოველთვის ვიცოდე, რომ ორიგინალს ვყიდულობ. smile.gif

mandrak
QUOTE
ვტესტავ ჯერ ყველაფერს.
Atelier Cologne -ზე ჯერ რაც შემიძლია ვთქვა არის რომ მდგრადობა არც ისე ცუდი აქვს როგორც მოველოდი.


ეგ ციტრუსები ძალიან ნატურალური აქვს ატელიერს, ადრეც დავწერე. მე ყველაზე მეტად Clementine California მომეწონა, უფრო იგრძნობა არომატების ნაზავი და კანზე დაჭყლეტილი ციტრუსუს შეგრძნებას არ იწვევს, Cedre Atlas-იც ძალიან კარგია, მდგრადობაში მოისუსტებს.

QUOTE
არა, ყველაზე მეტად ეგ არ მომეწონა ამ სინჯებიდან. ვარდი და უდი საგრძნობლად დომინირებს სხვა ინგრედიენტებზე, პირადად მე არცერთზე არ ვგიჟდები. ჩემი აზრით ასაკოვანი ქალბატონები უფრო მოირგებენ ამ სუნამოს.


ასაკოვანი ქალბატონი არ ვარ, მაგრამ ძალიან მომწონს biggrin.gif

Kilian Moonlight როგორ მოგეწონა?

Posted by: sunamo 2 Apr 2018, 19:00
DaviD Davidson
ატლიე კოლონის ყალბები საერთოდ არსებობს? არამეინსტრიმ სურნელების ყიდვაც არ ღირს იბეიზე?

DaviD Davidson

მონტალი უსაგნო სუნამოებია. უბრალოდ სურნელებია, თითქოს ვიღაც ლაბორატორიაში დგას, ერთმანეთში ურევს სურნელოვან ზეთებს და ასხამს. არავითარი კონტექსტი

Posted by: DaviD Davidson 2 Apr 2018, 19:05
sunamo
QUOTE
ვარდს და უდს რაც შეეხება, ძალიან მინდა.

მონტალს აქვს დიდი არჩევანი ვარდის და უდის კომბინაციის, ვულე-ვუში და ამფორაში შეგიძლია ნახო.
* * *
sunamo
QUOTE
ატლიე კოლონის ყალბები საერთოდ არსებობს? არამეინსტრიმ სურნელების ყიდვაც არ ღირს იბეიზე?


ყალბი ალბათ ყველაფერი არსებობს. მე კრიდები გამოვიწრე ორჯერ, სხვადასხვა სელერებისგან, ძალიან რეიტინგული და დადებითი ფიდბექებით, მაგრამ არცერთი არ ჩამოვიდა ორიგინალი და შევეშვი საერთოდ იბეის. ოროგინალიც იყიდება ბევრი, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ლატარიაა და მე პირადად არ მიღირს ექსპერიმენტებად. თუ ფასში დიდი სხვაობა არაა, ისევ ნოტინო (თუ ჩაირთო როდისმე), ფრაგრანსნეტი ან თუნდაც მწარმოებლის საიტიდანვე გამოწერა მირჩევნია. თუ იაფად ნახევ რამეს, შეგიძლია სცადო, ბოლო-ბოლო დააბრუნებინებ თანხას უკან, მაგრამ ყველა უკან გაგზავნას გთხოვს, თუ არ მოგწონს პროდუქტი და აქედან რამის გაგზავნა რა ჯდება გეცოდინება smile.gif
* * *
QUOTE
მონტალი უსაგნო სუნამოებია. უბრალოდ სურნელებია, თითქოს ვიღაც ლაბორატორიაში დგას, ერთმანეთში ურევს სურნელოვან ზეთებს და ასხამს. არავითარი კონტექსტი


ეტყობა ზოგადად ხაზის კონცეფციას გულისხმობ, რა გითხრა აბა, ხარისხი მაღალი აქვს, მდგრადობას და შლეიფს ვგულისხმობ, არომატებიც არ მეჩვენება სინთეტურად მე რაც გავსინჯე, განვითარებით ნაკლებად ვითარდება, უფრო სწორხაზოვანი სურნელებია, მაგრამ შეიძლება რამის არჩევა, ჩემი აზრით.

Posted by: rezi0881 2 Apr 2018, 20:13
sunamo

უამრავია ვარდის და უდის კომბინაცია, თავგზას რო აგიბნევს იმდენია, როუს ანონიმი მეც მაინტერესბდა.
დანიურ სახლთან სანამ ჩაუხვევ მანდვეა ახლოს. პეკინის-7
კონსულტანტებს რო უთხრა შეგარჩევინებენ.

Posted by: BadKid 2 Apr 2018, 20:45
QUOTE (rezi0881 @ 1 Apr 2018, 23:42 )


BadKid

ნობილეს 1001-იც მომეწონა ძალიან კარგია, რუდისიც ძალიან განსხვავებული და უცხოა, საინტერესო სუნამოებია. ეგ სუნამოები ჩემთვის ორივე იყო აღმოჩენა არაფერს არ გავს ორივე ძალიან ნიშე და ექსკლუზიურია up.gif
კიდევ Chypre Palatin MDCI მომწონს ძალიან, Bertrand Duchaufour-ის ძალიან გამორჩეული სუნამოებია ეგ და იუბილეიშენი, რაღაცით ვამსგავსებ კიდეც ერთმანეთს.


Chypre Palatin MDCI არის შედევრი
---------------------------------------------------------------
QUOTE (DaviD Davidson @ 2 Apr 2018, 18:51 )

შენ ეტყობა დამუღამებული გაქვს იბეიზე სანდო სელერი, მე რამდენჯერაც ვიყიდე, არცერთხელ არ გამომადგა ორიგინალი და შევეშვი ექსპერიმენტებს. ერთხელ გაარტყავ, ორჯერ და მესამედ ისე ჩაფლავდება, რომ წინა ორის ეკონომიას აბათილებს. მირჩევნია ცოტა ძვირი მივცე და ყოველთვის ვიცოდე, რომ ორიგინალს ვყიდულობ. smile.gif


სანდო სელერი არ მყავს არჩეული.. უბრალოდ ვრისკავ გამოცდილების ხარჯზე. ბევრ რამეს უნდა დააკვირდე
ჯო მალონეს ვინც ყიდიდა არ იყო სანდო რეიტინგული სელერი, მაგრამ 30 მლ არავინ აყალბებს და მაგიტო გავრისკე და არ ვინანე
ჩემი კოლექციის 90% გამოწერილი მაქვს და მხოლოდ ერთი შემთხვევა მქონდა როცა უდ ვუდის 10 მლ სემპლი გამომიგზავნა ყალბი და ისიც ფეიფალით დავიბრუნე გადახდილი თანხა
---------------------------------------------------------------
QUOTE (akako78 @ 1 Apr 2018, 23:03 )
ერთადერთი მგონი ორიონია რაც მახსენდება ტერენზის რომელიც მდგრადობით მაინც რომ გამოირჩევა-თორემ სურნელით ტერენზი რომ დიდი ნაჯახით დარბის ეგ ჩემი გამოგონილი არ არის-მჭახე და უაზროდ მყვირალაა-ბალანსი აკლია ტერენზის სუნამოებს ჩემის აზრით საერთოდ-ის სირბილე და მგრძნობელობა რომელსაც შეიძლება ინტიმი-სირბილე და ნოტების ბალანსი დავარქვათ ზოგადად..

არაფერი არ აკლია დამიჯერე .. უბრალოდ შენ არ მოგწონს..smile.gif მე პირადად ქრიდის ხაზი არ მიზიდავს მაგრამ რათქმაუნდა უმაღლესი ხარისხის სუნამოები აქვს

Posted by: akako78 2 Apr 2018, 21:37
BadKid

ხო რავიცი მე მემძიმება-რაც კი დამიტესტავს საჩემო არაა ჯერჯერობით-შეიძლება შემეცვალოს თვალთახედვაsmile.gifმადლობა უფალს იმდენი შესანიშნავი სახლებია..რომ მე პირადად ავარჩევ თუნდაც ქრიდს,ტომ ფორდს,დე მარლის,კილიანს,ქსერჯოფს და ამუაჟს..სხვა უამრავ სახლს რომელიც მომწონს.. ნეტა მქონდეს შესაძლებლობა მაგის რომ მწვანილივით ვყიდულობდე ნიშეებს-მე პირადად ტერენზიში ნაღდად არ დავხარჯავდი ფულს..

პ.ს.როგორც გამოცდილი კაცი დუა ფრაგრანსეებზე და ალექსანდრია ფრაგრანსეებზე რას გვეტყვი?გექნება დატესტილიsmile.gif

rezi0881
კუირსიც დავტესტე(ძალიან მომწონს,მაგრამ LM უფრო მაგარია ჩემთვისsmile.gif) და D600..D600-მა თითქოს ბოლოს ბლოტერზე ფარენჰეიტ პარფიუმის მაგვარი სურნელი დატოვა-ასე დამამახსოვრდა..
ფრაპინის https://www.fragrantica.ru/perfume/Frapin/The-Orchid-Man-32088.html ესეც დატესტე-ავენტუსს ჰგავს.მაგრამ-მაგრამ და კიდევ ერთი მაგრამsmile.gif

Posted by: MAN-DARK 2 Apr 2018, 23:18
DaviD Davidson
QUOTE
Kilian Moonlight როგორ მოგეწონა?

მოკლედ, რომ მივედი ასარჩევად პირველ რიგში ეს გავსინჯე შენი დახასიათების შემდეგ. მესმის რატომაც თქვი წაუფემინინებსო, ჩემი აზრით ტონკას და მანგოს უნდა დავაბრალოთ. თუმცა კანზე დრაი დაუნი აღარ იყო ფემინური (ამას ვეტივერს მივაწერ). მოკლედ საბოლოოდ ძალიან მომეწონა, ფრეშიც არის, ციტრუსოვანიც, ტროპიკულიც და თბილიც, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, საერთო ჯამში კარგ კონტრასტს ქმნის, განსაკუთრებით ზაფხულის საღამოებს მოუხდება.

QUOTE
მე ყველაზე მეტად Clementine California მომეწონა, უფრო იგრძნობა არომატების ნაზავი და კანზე დაჭყლეტილი ციტრუსუს შეგრძნებას არ იწვევს, Cedre Atlas-იც ძალიან კარგია, მდგრადობაში მოისუსტებს.


Pomelo Paradis & Orange Sanguine ნამდცილად კანზე დაჭყლეტილ ციტრუსის შეგრძნებას იწვევს gigi.gif  Clementine California შედარებით უფრო მწვანეა, Cede Atlas არ დამიტესტავს სამწუხაროდ.

Posted by: rezi0881 3 Apr 2018, 12:22
akako78
QUOTE
კუირსიც დავტესტე(ძალიან მომწონს,მაგრამ LM უფრო მაგარია ჩემთვის) და D600..D600-მა თითქოს ბოლოს ბლოტერზე ფარენჰეიტ პარფიუმის მაგვარი სურნელი დატოვა-ასე დამამახსოვრდა..
ფრაპინის https://www.fragrantica.ru/perfume/Frapin/T...-Man-32088.html ესეც დატესტე-ავენტუსს ჰგავს.მაგრამ-მაგრამ და კიდევ ერთი მაგრამ

ორივეს ალბათ ბლექი ჯობია ისე ყველაზე ძალიან კუირს ამსგავსებენ ბლექს - https://www.fragrantica.com/perfume/Nasomatto/Black-Afgano-6472.html - LM უფრო მეინსტრიმია და მასკულინური.
ავანტუსის კლონი როგორც ვიცი დუას, და ალექსანდრიასაც არ გამოუვიდათ კარგი, რომლებიც რამის ერთი-ერთში აკოპირებენ სუნამოებს. ფრაპენის სუნამო თუ გავდა ავენტუსს არ ვიცოდი..

Posted by: BadKid 3 Apr 2018, 17:46
QUOTE (akako78 @ 2 Apr 2018, 21:37 )
პ.ს.როგორც გამოცდილი კაცი დუა ფრაგრანსეებზე და ალექსანდრია ფრაგრანსეებზე რას გვეტყვი?გექნება დატესტილიsmile.gif

მაქვს ორივესთან შეხება..კონკრეტულად რა გაინტერესებს?
====================================================================================
user posted image
====================================================================================
Molecule 01 Escentric Molecules საოცარი სუნამოა.. უნივერსალური, უპრობლემო, ყოველდღიური, ყველასეზონის, უნისექსი
ძალიან მაგარი მარკეტინგული გათვლა ქონდათ, რომ ვითომ ყველა ადამიანზე ინდივიდუალურ სუნს ტოვებს biggrin.gif
დიდი ხანი ძლებს, თუმცა კანთან ახლოს ჯდება და მსუბუქად ისმის
50$-ად ვიყიდე 100 მლ ავთენტური ტესტერი და ძალიან კმაყოფილი ვარ
==================================================================================================================
user posted image
==================================================================================================================
შემდეგი საზაფხულო სამიზნეები smile.gif
-------------------------------------------

Posted by: senpai 3 Apr 2018, 17:56
BadKid
QUOTE
შემდეგი საზაფხულო სამიზნეები

di parma-ს ეგ სუნამო იმედგაცურება არის ჩემთვის, როცა 2 საათი ძლივს ძლებს(ისიც სუსტად) და შესანიშნავი სუნის მიუხედავად ძალიან სლაბია, თუ ჯიბით არ ატარე ისე ვერც შენ ისიამოვნებ და გარშემომყოფები ხომ საერთოდ.

Posted by: akako78 3 Apr 2018, 18:20
BadKid

რომელია კარგი კლონი და შენი გამოცდილებით რომელს გამოარჩევდი

?რავიცი რაც არ დაგეზარება ის მოგვიყევიsmile.gif

პ.ს.კონკრეტულად არაფერი,მაგრამ საინტერესოა აშკარადsmile.gif

Posted by: Feeling 4 Apr 2018, 16:38
სულ ერთიდაიგივე სუნამოს ვყიდულობ ისი-პარში და ბოლო 2 ყიდვაა ვამჩნევ რომ აშკარად არამდგრადი სუნი გაუხდა,რა ხდება ნეტა?თქვენ სად ყიდულობთ ორიგინალ და კარ სუნამოებს მდგრადი სურნელით?

Posted by: akako78 4 Apr 2018, 19:55
Feeling

იფრას რეგულაციების ბრალი უნდა იყოს სადაც სუნამოებს შეუმცირეს მდგრადობა და გამყოლობა..თუ ლუტეციაში,ისი პარიში ან ვულევუში ყიდულობ ყველა ორიგინალი პროდუქტია..გამორიცხულია რომ იყოს ფეიკი!!!

Posted by: sunamo 4 Apr 2018, 22:12
rezi0881

მოლეკულა 1 გაყიდე, ხო? რატომ ვერ იხმარე თუ საიდუმლო არ არის. ამჩნდევდა ვინმე როცა გესხა/

Posted by: rezi0881 4 Apr 2018, 22:48
sunamo
QUOTE
მოლეკულა 1 გაყიდე, ხო? რატომ ვერ იხმარე თუ საიდუმლო არ არის. ამჩნდევდა ვინმე როცა გესხა/

არაფერია საიდუმლო.. გავყიდე იმიტომ რომ სისულელე გავაკეთე.
კი ამჩნევ, თავადაც ძალიან კარგად და სხვაც ამჩნევს, ერთერთი უნივერსალური სუნამოა.

Posted by: sunamo 4 Apr 2018, 22:58
rezi0881

და ხელოვნური ინგრედიენტისგან რომ შედგება, არ არის შემაწუხებელი? არაფერი არ აქვს ბუნებრივი, ხო/

ესეიგი ამჩნევ და გსიამოვნებს ....

Posted by: rezi0881 4 Apr 2018, 23:23
sunamo
ვერ გეტყვი, ჩემთვის არაფერი არ აქვს შემაწუხებელი, პირიქით ძალიან სასიამოვნოა..
მაგრამ თუ გაინტერესებს კანზე უნდა ნახო, კანზე ინდივიდუალურია მოლეკულა მოსინჯვა უნდა.

Posted by: sunamo 5 Apr 2018, 22:54
rezi0881
გასაგებია. ერთხელ მოვისნჯე მაღაზიაში, მაგრამ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ხალხი ძალიან აქებს და ამიტომ გკითხე.


მაიმარკეტზე დავიწყე სუნამოების თვალიერება, მაგრამ 90 % ყალბი დევს.
აფსუს, 100 ml. Bright Neroli 35 დოლარად იყიდდი ნოტინოზე. ჩვენს მაღაზიებში ფერარი აქვთ? თუ აქვთ, ეს სუნამო 170 ლარზე ნაკლები არ ეღირება.

ლა ნუი დელ ომ 60მლ. 43 დოლარი ღირდა, დოლჩე გაბანა The One ედპ 100მლ. 49 დოლარი.
ამუაჟები და პარფუმს დე მარლი ზოგჯერ 100 დოლარზე ნაკლები. აღარ გავაგრძელებ ამ სიას ...

Posted by: Wrest 6 Apr 2018, 20:50
QUOTE
Bright Neroli

ლუტეციას აქვს ფერარი.
ეს კონკრეტული სუნამო ბედ კიდმა მირჩია და იმ დღეს ვათვალიერე მაგრამ არ ქონდათ.
სხვა ფილიალში შეიძLება კი იყოს.
მე საბურთალოს მოლის ლუტეციაში ვნახე და ეგ ლუტეცია ზოგადად ძაან ბანძია.. არაფერი არ აქვთ ტიპებს თითქმის იქ :/

Posted by: sunamo 6 Apr 2018, 21:31
Wrest

ხო, თბილისში არსად მინახავს. შარშან ზაფხულში ნოტინოზეც აღარ იყო და ვერ ვიყიდე.
ერთ-ერთი კლასნი სუნამოა ზაფხულში. შეიძლება ნეროლი პორტოფინოსაც კი მირჩევნია

Posted by: Snowflake123 6 Apr 2018, 22:01
დედაჩემს აქ დუხ ირა მყრალი სუნი აქ იმას .

Posted by: sunamo 6 Apr 2018, 23:18
დღეს გავსინჯე აქუა დი ჯიო პროფუმო, რომელსაც ყველა აქებს ჩვენების ჩათვლით.
მართლა არ მომეწონა. დღეს ისეთ ტალღაზე ვიყავი, არც ერთი სურნელი მომწონებია. არის ხოლმე ეგეთი დღეები

Posted by: akako78 6 Apr 2018, 23:27
sunamo


ჩემთვის პროფუმოს ესსენსა სჯობნის ბევრად კი არადა ათასჯერ..ბევრად გამყოლია ჩემს კანზე..პროფუმოს საერთოდ გამყოლობას ვერ მოვუწონებ(არადა ისე აქებენ-გეგონება მართლა ავენტუსი ეგ იყოს და არა ქრიდი:smile.gifარმანი ათითუდს რომ შევადაროთ სუფთა კიშლაკია(სამწუხაროდ აღარ გამოდის)საერთოდ პროჯექშენიც არ მომწონს-რაღა დავმალო სუნამოდაც კი ვერ აღვიქვავ-ჩემთვის ეგ არის სიაფანდი სუნამოsmile.gifსასტიკად არ მომწონს,მაგას ემპორიო არმანის სუნამოებიც მირჩევნია რაც კი დამიტესტავს-პირველ გამოშვებაზე რომ არაფერი ვთქვა და ბოლოზეsmile.gif

პ.ს. ფერარის ბრაით ნეროლი მეც ძალიან მაინტერესებდა და ფასდაკლებას ვერ მივუსწარი ნოტინოზე-24 დოლარი იყო 100მლ..3 თვის წინ სადღაც და 2 ცალი მინდოდა--გააქრეს ეგრევეsmile.gif

Posted by: sunamo 6 Apr 2018, 23:34
akako78

კვერცის სუნს ადარებენ. მართლა აქვს გოგლი-მოგლის სუნი. არც გახსნა მომეწონა და არც განვითარება.

ჰო ...

Posted by: akako78 6 Apr 2018, 23:57
akako78

ხო ეხლა ყველას სხვადასხვანაირი აღმქმა აქვს და ცხვირის რეცეპტორებიsmile.gifეხლა გამახსენდა:ტიპი ყიდულობდა ვაგზალზე მაგას ძველი ტროლეიბუსების ბაზრობა რომ არის მანდ.. ორი ძმები არიან ერთ ჯიხურში და ორიგინალებს ჰყიდიან..და მეც რაღაცას ვარჩევდი..ამ ტიპს ვეკითხები რატომ ჰყიდულობ მაგ სუნამოს მეთქი?რავიციო-რაღაცა იბოდიალა..ესენსაზე ვუთხარი ეს იყიდე მეთქი--და ეგონა რაღაცას ვატყუებდი..მერე მაინც წაუგია პროფუმო..წასულა დაუტესტია და უკან მოსულა და ესენსა აუღია-მოგვიანებით მომიყვა გამყიდველმა შემდგომ მისვლაზე..თვითონაც გახარებული იყო-რამდენი ხანი მედოო ესენსაო და არავინ კითხულობდაოsmile.gifმეც გამეცინა..10 ჯერ მექნება დატესტილი ხელდახელ და შემიდარებია ყველა სეზონზე..ყოველთვის ჩემთვის ესსენსამ აჯობაsmile.gif

Posted by: oshi 7 Apr 2018, 00:11
ძალიან პომპეზური „პარფიუმერიის“ სახლი ფლორენციაში. თავისი ისტორიით, ძველი ექსპონანტებით, შთამბეჭდავი მოხატულობით, ჩაის სახლით და დიდი მწვანე შიდა ეზოთი. ეს უფრო მუზეუმია, ვიდრე სავაჭრო ობიექტი.


მართალია ის, რაც აქაა წარმოდგენილი ძველმოდური (ამასაც თავისი ეშხი აქვს) და რეფორმირება მოკლებულია, თუმცა პარფიუმის მოყვარულთათვის და ისედაც ესთეტიური თვალსაზრისითაც საინტერესო სახლია.

მისი დიდებულება: di Santa Maria Novella

https://www.smnovella.com/

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: sunamo 7 Apr 2018, 00:22
oshi
საოცარი ადგილია.

ფლორენციაში ფერწერა და ქანდაკებები უკვე ნახე ალბათ, ხო?

შენი ნახატი მახსოვს სუნამოების ფონზე, რადგან პროფესიით მეც მხატვარი ვარ. აკადემია მაქვს დამთავრებული

Posted by: MAN-DARK 7 Apr 2018, 09:36
oshi
საოცარი ადგილია, მე მაგათი მხოლოდ ე.წ. სახლის პარფიუმი მაქვს, თითქმის ერთი წელია რაც დავდე და ამ ხნის განმავლობაში საოცარი სუნი დგას მთელს სახლში, წარმოდგენა არ მაქვს ამდენ ხანს როგორ გაძლო. user posted image
user posted image

Posted by: rezi0881 7 Apr 2018, 09:58
akako78

ბლოტერზე დავტესტე ორიონი და მართლა რა მაგრად გავს ავნტუსს.. smile.gif როგორც კლონი მართლა კარგია მდგრადობას და ხარისხს თუ გავითვალისწინებთ..
მაგრამ ერთი პრეტენზია მაქვს ტერენზისთან, ჯერ იყო ნოტინოს უჩივლა, ვითომ მაგაზე ნაკლები ბრენდების პროდუქცია იყიდებოდა დაბალ ფასში.. აქ არის და არიქა ისეთი ექსკლუზივია რომ სეზონურ ფასდაკლებაზე 10% ზე მეტი არ აკლდება როცა ძალიან მაგარ ბრენდებს 20% აკლდება.. უბრალოდ ტეხავს თუ ესეთი ნიშა და ექსკლუზივი უჭირავს კლონს არ უნდა ქმნიდეს, ეს ჩემი აზრია smile.gif
წამოვიღე რაღაც ბლოტერები და ჩიმერაც გამოვაყოლე.. ყველაფერი გადაფარა, ვაბშე ყველაფერი, მარტო მაგის სუნი იგრძნობოდა ძალიან გამოკვეთილად.. რაღაც ამუაჟ ინტერლუდივით კომპლექსური და ძალიან მდგრადი სუნამოა ..

oshi

რა ლამაზი ადგილია smile.gif სიძველე მართლაც მუზეუმის შეგრძნებას უფრო ტოვებს ვიდრე უბრალოდ პარფიუმერიის მაღაზიის.

მშვენიერია.. smile.gif მწვანე ეზოსთან და ჩაის სახლთან ერთად ალბათ ტურისტული დატვირთვა უფრო აქვს ვიდრე უბრალოდ პარფიუმერიის მაღაზიის..

...........................

იდოს კარგი ბიჭია.. გაზაფხულს მოუხდა

user posted image

კიდევ ერთი აღმოჩენა არომა ბუტიკში Tundra Rouge Bunny Rouge
უფრო მასკულინური სუნამოა ამ სეზონს რო მოუხდება ისეთი, მდგრადობა ისე რა მაგრამ სუნამო ძალიან დასტოინია.. მართლაც Earthy, Ozonic, ალბათ ისეთი როგორიც ტუნდრას კლიმატი და ჰავაა..

user posted image


Posted by: akako78 7 Apr 2018, 10:42
rezi0881


კი კარგია რეზი,მაგრამ პინიეპალ ვინტაჟ ინტენს უფრო აქებენ და ეგ კი არ დამიტესტავს..98 დოლარი უნდა და ეგაა..

https://www.parfumsvintage.com/product-page/copy-of-pineapple-vintage-intense-100ml აი აქ..სხვაგან თუ იყიდება არ ვიცი..

შენ უკვე გაქვს ავენტუსი საბედნიეროდ..უბრალოდ ისე საყოველდღიუროდ მაინც კარგ კლონს თუ მოიხმარ არც ეგ იქნება ცუდი ვარიანტი..მე ჯერ-ჯერობით კლონების შეგროვებით ვარ დაკავებული..ავენტუსს ევროპისკენ რომ გავგაზავ-იქ ვიყიდი სადმე(მანამდე რომელიმე ემიგრანტმა თუ არ გამახარაsmile.gif)

oshi

მართლა რა კარგი ადგილია..მანდ ჩაის სიამოვნებით დავლევდიsmile.gif

Posted by: rezi0881 7 Apr 2018, 12:50
akako78

მეც მასე ვფიქრობ ყველაზე კარგი კლონი Pineapple Vintage Intense იქნება რამის ერთი-ერთში ადარებენ, ხარისხთან და სურნელთან მიმართებაში თუ მართლა მასეთი კარგია ფასიც ადეკვატურია თან 100მლ..

Posted by: akako78 7 Apr 2018, 13:28
rezi0881

ხო რეზი მასეა..აქ ხომ არაადეკვატურია ყველაფერი და ყველა..ახმეტელის მეტროსთან არის მარიამის ე.წ. შენობა და მანდ ჰყიდიან ჩამოსასხმელ სუნამოებს(ისე ვისაც აინტერესებს დასატესტადაც კარგი ვარიანტია ხოლმე-თანაც ისეთი სუნამოებიც აქვთ რაც არ იშოვება-მაგ:გუჩის უდი,მონ ბლანის ინდივიდუალი და არმანის მანია-ბევრი სხვაც რომელიც აღარ გამოდის ან არ იშოვება.. აქვთ პრივატ ბლენდიდანაც და ტომ ფორდებ-მანსერ-მონტალებიც))..ივსნები,გუჩები,არმანები,დიორ-შანელები შეგიძლია გადმოასხმევინო და გრამი საშუალოდ ღირდა ხოლმე 2 ლარი..ამას წინათ ვიყავი და 2.5 ლარიო(ნუ ეს საშუალო პრემიუმ დიზაინერები-თორემ შანელები და დიორები 3 ლარი იყო ისედაც))..გაძვირეს მაშინ როცა დოლარი 2.4-ია!!!??არადა 2 ლარად ჰყიდიდნენ როცა იყო 2.67! ??? ისე რა იცი -იქნებ ფართის ქირა გაუძვირეს ან ჩაქაფული რომ ძვირი ჯდება იმან იმოქმედა?smile.gifისე ზამთარშიც არც ტოლმა ჯდებოდა იაფიsmile.gif

პ.ს.ხოდა ეგ სუნამოც დოლარი გამოდის გრამი და თუ მართლა მასეთი კარგია-როგორ არ ღირსsmile.gif

Posted by: oshi 7 Apr 2018, 14:36
sunamo
ჰო, მაგათი უნახავი როგორ უნდა წამოხვიდეsmile.gif რიგები კია უზარმაზარი, მაგრამ მაინც... კარგია ხელოვნებასთან შეხება რომ გაქვს. მეც მინდოდა ერთ დროს აკადემიაში ჩაბარება, მაგრამ სულ სხვა მიმართულებით წავედი მერე. ქანდაკება მომწონდა... დადე მერე შენი რამე თუ სურვილი გექნება, საინტერესო იქნება!


mandrak
სახლის პარფიუმერია უფრო მაღალ დონეზე აქვთ. დარწმუნებული ვარ კარგი სურნელია. ძალიან ბუნებრივი იყო ყველაფერი. იქაც შიგნით მშვენიერი სურნელი იდგა.


rezi0881

კი რეზი ტურისტული დატვირთვა აქვს, მაგრამ ალბათ ადგილობრივი მომხმარებლებიც არიან.

კარგია ჰალფეტის სეზონი რომ გახსენიsmile.gif) აგერ ვარდობის თვეც მოვა მალე.
akako78

ჰო მეც დავლიეsmile.gif) რაღაც ბალახებიsmile.gif

Posted by: BadKid 7 Apr 2018, 19:09
oshi
კარგი ფოტოებია, საოცრებაა იტალია
-------------------------------------------
akako78
დუას სუნამოები არის მაღალ ხარისხის ზეთებზე დამზადებული და ძალიან კარგი კლონები აქვს უმეტესობა
ბლექ ავგანოს, ბარაონდას, მემოს იტალიურ ტყავს და კილიანის ბლექ ვიდოვს აქვს ყველაზე კარგი კლონები..თითქმის ინდენტურებია და საოცარი მდგრადობა აქვს
ყველაზე ცუდი კლონი აქვს უდ ვუდის და ინტერლუდ მენის
==================================================================================================================
user posted image
==================================================================================================================
Tom Ford Vanille Fatale შემოიტანეს ჩვენთანაც და დიდი სიამოვნებით გავსინჯე
გურმანული სუნამოების მოყვარულთათვის ძალიან სასიამოვნო იქნება.. გახსნისას ვანილი დომინინერბს, ოღონდ ბალანსი დაცულია და არ ყვირის
15 წუთში ჯდება და საოცარი სუნამო ხდება.. უგემრიელესი სუნი აქვს.. სუნამო არის უნისექსი და სეზონი ალბათ გაზაფხული, ზამთარი, შემოდგომა
უდაოდ უნიკალური სუნი აქვს და არცერთ სუნამოს არ გავს
ეს სუნამო და Vanille 44 Paris Le Labo არის საუკეთესო სუნამოები ვანილის თემაში
==================================================================================================================
user posted image
==================================================================================================================
ეს ორი კიდე გავსინჯე და უბრალოდ საოცარი სუნამოებია.. ბევრისთვის საპნის სუნი აქვს biggrin.gif მაგრამ ჩემთვის შეუდარებელი სუნამოებია
გავს ერთმანეთს მაგრამ.. აქუას ვერსია უფრო სუსტად ისმის და უფრო პიტნა ეტყობა.. მთლიანობაში კარგია, მაგრამ პარფიუმი ჯობია ჩემი აზრით
==================================================================================================================
user posted image
==================================================================================================================
ოდესმე ავისრულებ ოცნებას და მოვხვდები ამალფის და პოზიტანოს სანაპიროებზე. biggrin.gif
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Posted by: akako78 7 Apr 2018, 19:26
BadKid

ხო საინტერესოა დუა ფრაგრანსები.. სად შეიძლება მაგათი ყიდვა ისეთ ფასში რომ პოულობ ხოლმეsmile.gif

საინტერესოა ტომ ფორდი ეგ ვანილის სუნამო..ერთ-ერთი საყვარელი ნოტია ვანილი ჩემთვის-დავტესტავ აუცილებლადsmile.gif

ეგ საზაფხულოები საპნისებრ ამბავში პრადას ხომ არ გვანან?

Posted by: rezi0881 7 Apr 2018, 22:15
akako78

აკაკო ისე ძალიან კარგია როდესაც სემფლების ყიდვა შეგიძლია, ურალოდ აუცილებელია რა ერთი დღის განმავლობაში მაინც გქონდეს სრულად დატესტის საშუალება, რუსულ ფრაგრანტიკაზე ალბათ შეგხვედრია ხშირად ახსენებენ რომ სემფლებს ღებულობენ отливанты-სგან.. მგონი მიწოდების სერვისის აქვთ, კარგი იქნებოდა აქაც რო იყოს მსგავსი რამ, მაგრამ არ მგონია ქ გაქაჩოს მაგ საქმემ.. https://www.youtube.com/watch?v=gaeNDIGbQg8

oshi
QUOTE
კი რეზი ტურისტული დატვირთვა აქვს, მაგრამ ალბათ ადგილობრივი მომხმარებლებიც არიან.

კარგია ჰალფეტის სეზონი რომ გახსენი) აგერ ვარდობის თვეც მოვა მალე.

ჰო, მთელი ფლორენცია ისტორიული ძეგლებით და ღირშესანიშნავობებით არის სავსე, ტურისტული მექაა..
ზამთარში ცოტა ვერ გავუგე ჰალფეტს ეხლა სულ სხვანაირად ვგრძნობ, მართლა სეზონის შერჩევა უნდა სუნამოს smile.gif

BadKid

Tom Ford Vanille Fatale მეც ვნახე და მომეწონა მშვენიერია, მე პირადად ტობაკო ვანილს მირჩევნია და სხვისი არ ვიცი, აქვე დავდებ თუ ვინმეს აინტერესებს ეს სუნამო ტობაკო ვანილის ერთერთი საუკეთესო კლონია https://www.fragrantica.com/perfume/Franck-Boclet/Tobacco-29147.html
Tom Ford Vert d'Encens ამ სეზონს ვერ მოვუხდინე, ძალიან გაჯერებული სუნამოა, მწვანე ნოტებით რო იყო უფრო გაზაფხულისთვის მინდოდა მაგრამ, მგონია ზამთარში უფრო კარგი იქნება რადგან საკმეველი და balsamic ნოტები საკმაოდ გამოკვეთილად ისმის..
.
* * *

ქრისტე აღსდგა!

გილოცავთ მეგობრებო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მრავალს დასწარით!
* * *

* * *


Posted by: akako78 8 Apr 2018, 10:38
rezi0881

ჭეშმარიდად აღსდგა!!!


გილოცავთ ფორუმელებო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!

აქ გაქჩვით კი აქაჩინებს ის მაღაზია ფაქტია10 წელზე მეტია რაც მუშაობს..პირველად მანდ მეუღლეს ვუყიდე დოლჩეს ლაით ბლუ 2009 წელი იყო და დუტი ფრიში იყი ნაყიდი ისრაელის..უმაგრესი გამყოლობით და შლეიფით იყო..მერე დედაჩემს ვუყიდე ფრაგრანსე იქსზე და ტესტერი იყო ორიგინალი,მაგრამ საშინელება იყო იმასთან შედარებით..ნახევარი არ ჰქონდა გამყოლობა და შლეიფი..მე მგონი რეფორმულირებული იყო..

Posted by: sunamo 8 Apr 2018, 14:48
ჭეშმარიტად, მრავალს დაესწარით.

oshi

ლ'ომ ულტიმს ისევ ხმარობ ხოლმე? მგონი გაზაფხული-ზაფხულში კარგი იქნება. ახლა ვაპირებ რომელიმე მეინსტრიმ სუნრელის შეძენას. ლ'ომ ულტიმი ბევრად მირჩევნია იგივე ჯიო პროფუმოს, დილან ბლუს და მათ ძმებს.
ნოტინო რომ იყოს რამე ორიგინალურს აარჩევდა კაცი. 100 დოლარის ფარგლებში აქუა დი პარმას, დე მარლის, ამუაჟის ან სხვა ხაზიდან.
თბილისის მაღაზიებში ისევ ივსენ ლორანში, ან ტომ ფორდში თუ აარჩევ რამეს.

Tom Ford for Men Tom Ford for men

ამაზე რას იტყვით? გუშინწინ გავსინჯე. ძალიან კარგი ეგრე წოდებული professional სურნელია.
ჯინჯერი, თამბაქო, ლიმონი, ამბრა, ციტრუსები.
ტომ ფორდის ვეტივერს ბევრად მირჩევნია
დამიჯდა გონებაში

Posted by: sexi-bicola 8 Apr 2018, 21:23
პრინცი მაჩაბელის მომხარებლები ხომ არ ხართ ვინმე ?

Posted by: akako78 9 Apr 2018, 09:38
sunamo


მე მაგალითად ეგეც მომეწონა,მაგრამ მაგას ექსტრიმიც მირჩევნია და ვეტივერი ორივე ედტ-ეც და ედპ-ეც..წარმოიდგინე ეგ სუნამო არ არის გამყოლი და ეს სამივე ჯობნის მაგას..

ულტიმი არაა ცუდი,მაგრამ მე 200მლ ლ'ომს ვიყიდიდი და 6-8 სპრეის დავისხავდი ერთ დასხმაზე..და ასეც ვაპირებ-ძალიან მომწონს ლ'ომი..კლასიკაა

Posted by: BadKid 9 Apr 2018, 11:01
ქრისტე ადგა!! ყველას გილოცავთ smile.gif
---------------------------------------------
QUOTE (akako78 @ 7 Apr 2018, 19:26 )
BadKid

ხო საინტერესოა დუა ფრაგრანსები.. სად შეიძლება მაგათი ყიდვა ისეთ ფასში რომ პოულობ ხოლმეsmile.gif

საინტერესოა ტომ ფორდი ეგ ვანილის სუნამო..ერთ-ერთი საყვარელი ნოტია ვანილი ჩემთვის-დავტესტავ აუცილებლადsmile.gif

ეგ საზაფხულოები საპნისებრ ამბავში პრადას ხომ არ გვანან?

პრადას არაბუნებრივი სუნი აქვს და ამათ საოცრი სუნი აქვს.. სამწუხაროდ დიდხანს ვერ ძლებენ
რაც შეეხება დუას http://dua-fragrances.com ესაა მაგათი საიტი მხოლოდ აქ შეგიძლია ყიდვა
http://smellsandsuds.com ესაა დუას სემპლების საიტი

Posted by: oshi 9 Apr 2018, 14:48
გილოცავთ მეც. ყველანი მრავალს დაესწარით.

sunamo

რომ გითხრა ამ სეზონზე მესხა თქო არა, მაგრამ გაზაფხული ზაფხულისაა და ნამდვილად სასიამოვნო სურნელი ძველი დნით..


კარგი გამყოლობა აქვს და შეზავების მხრივაც კარგი ბალანსშია.


უნდა დაისხა ერთი ორჯერ და თუ თავს კომფორტულად იგრძნობ შეგიძლია მერე გადაწყვიტო



* * *
დღეს შევძელი ამ ორი სუნამოს შედარება ერთმანეთისთვის. გვანან იდეაში. გერლაინი ძლიერი და გამოკვეთილია ბევრად. დიორი მსუბუქი და ლაითი...
user posted image

Posted by: sunamo 9 Apr 2018, 18:14
QUOTE
რომ გითხრა ამ სეზონზე მესხა თქო არა, მაგრამ გაზაფხული ზაფხულისაა და ნამდვილად სასიამოვნო სურნელი ძველი დნით..


კარგი გამყოლობა აქვს და შეზავების მხრივაც კარგი ბალანსშია.


უნდა დაისხა ერთი ორჯერ და თუ თავს კომფორტულად იგრძნობ შეგიძლია მერე გადაწყვიტო

აჰა, მადლობა. ერთხელ უკვე ვსინჯე. კიდევ ვცდი.

QUOTE
დღეს შევძელი ამ ორი სუნამოს შედარება ერთმანეთისთვის. გვანან იდეაში. გერლაინი ძლიერი და გამოკვეთილია ბევრად. დიორი მსუბუქი და ლაითი...

ამბრე ნუი გავს გერლანის ლომ იდეალს? დიორის ამბრე ნუი რაღაც საოცრება მეგონა. ვსო დაკნინდა biggrin.gif

Posted by: oshi 10 Apr 2018, 12:43
sunamo
საოცრება ნამდვილად არააsmile.gif

Posted by: პიანისტი 10 Apr 2018, 17:31
ტომ ფორდზე ფასდაკლება თუ იყო ლუტეციაში დაწერეთ რა თემაში, 10% ზე ზევით .
8 ნოემბერს ყოფილა 30% სეილი , ფბ ზე რაც არ შევდივარ ვეღარ ვადევნებ თვალს biggrin.gif ეს მესიჯები არ მოდის მაგათგან , რო კითხო აგზავნიან ფასდაკლების ბარათის მფლობელებზე.
50მგ 638 ღირს დი ამალფი , 190 ლარამდე აკლდებოდა ნოემბერში sad.gif

Posted by: sunamo 10 Apr 2018, 21:46
პოსტი რედაქტირებულია. გავარკვიე რაც მაინტერესებდა

Posted by: rezi0881 10 Apr 2018, 23:48

2018 წლის გაზაფხულზე გერლენი უშვებს ახალ არომატს სახელწოდებით Guerlain L'Homme Idéal L'Intense რომელიც გახლავთ (ფლანკერი-(როდესაც კონკრეტული ბრენდის არომატი აღწევს განსაკუთრებით დიდ წარმატებას მისი შემქმნელები ხშირად ცდილობენ შექმნან ახალი არომატი რომელიც იდენტიფიცირდება იმ პროდუქტის ცნობადობასთან და სახელწოდებასთან რომელიც უკვე ფართოდ გავრცელებულია და მოხვეჭილი აქვს პოპულარულობა) მამაკაცის ხაზიდან და მოიცავს რამოდენიმე არომატს:

L'Homme Ideal from 2014
L'Homme Ideal Cologne from 2015
L'Homme Idéal Eau de Parfum from 2016
L 'Homme Idéal Sport from 2017
L'Homme Idéal L'Intense 2018

სუნამო დაანონსებულია როგორც მამაკაცის: ძვირფასი და ელეგანტური, აღმოსავლურ-ხისებრი, სურნელოვანი კომპოზიცია, ბრენდი აღნიშნავს რომ არომატი არის პოპულარული სუნამოს ახალი ინტერპრენტაცია, ხოლო მის ინტენსიურებას კი ახალ საფეხურზე აყავს კონკრეტული არომატი.

ძირითადი ნოტები: ჩილი, ნუში და კარდამომი.
შუა ნოტები: ბულგარული ვარდი, ტყავი და ლაბდანუმი.
ქვედა ნოტები: პაჩული, სანდალვუდი, კვამლისებრი ნოტები, ვანილი და ტონკა.

user posted image

ვნახოთ, ვნახოთ, L'Homme Idéal ედპ ვიშ ლისთში მაქვს.. მაგრამ ესეც ძალიან საინტერესო ჩანს..

user posted image
.

Posted by: akako78 11 Apr 2018, 10:25
rezi0881


ხო რეზი კარგია ედპ და ედტ კოლონი..მე არ მომეწონა ედტ და სპორტი..ესეც წესით კარგი უნდა იყოს..

Posted by: rezi0881 11 Apr 2018, 12:25
akako78

ალუბლის მურაბა მოტეხეს mad.gif

Posted by: NorthSea 11 Apr 2018, 13:19
მეჩვენება თუ ბოლო წლებში ნაყიდ სუნამოს რამდენიმე წუთის მერე სუნი უქრება. აიჩემეს აქ ნაყიდებია მასეო მარტოო. არა და "იქაც" ვიყიდე ხოლმე და მაინც ერთნაირად ქრება

Posted by: oshi 11 Apr 2018, 15:51
NorthSea
სად ატარებ სუნამოს, თბილისში? აქ ჰაერში იმდენად ბევრი რაღაც ირევა, რო დიდი ხნით მგონი ვერცერთი ვერ ძლებს. ორტო პარიზი უნდა ამ გარემოს აქbiggrin.gif

Posted by: NorthSea 11 Apr 2018, 18:21
oshi
უიმე, თბილისშიც მასეა ეგ სუნამოები ბოლო 17-18 წელია დიუსელდორფშიც და ლიონშიც. სახლიდან გახვალ თუ არა ქრება სუნი. იქნებ მართლა ჰაერის ბრალია?! ჩავატრებ ექსპერიმეტს სადმე ეკოლოგიურ გარემოში. მადლობა რჩევისთვის.

Posted by: sunamo 11 Apr 2018, 22:24
rezi0881
QUOTE
ალუბლის მურაბა მოტეხეს 

იქნებ რამე ეშველოს მაგ სუნამოს biggrin.gif
ნოტების მიხედვით ეს ბევრად უკეთესი უნდა იყოს

Posted by: rezi0881 12 Apr 2018, 18:08
sunamo
QUOTE
იქნებ რამე ეშველოს მაგ სუნამოს

no.gif არ გააფუჭონ თორემ საშველი არაფერი არ ჭირს..

Pacific Rock Moss ეს სუნამო ძალიან პოპულარული ხდება რაც დრო გადის..
ვერ გავიგე ჰაიპია თუ მართლა ესეთი მაგარია, ძალიან სუსტი მდგრადობა აქვს როგორც ამბობენ.


Posted by: sunamo 12 Apr 2018, 19:12
rezi0881
QUOTE
იქნებ რამე ეშველოს მაგ სუნამოს

არ გააფუჭონ თორემ საშველი არაფერი არ ჭირს..

ხო მე ვერ მოვიწონე.



ლუტეციაში ნაყიდი 60მლ. სავაჟი ედტ უნდა ვინმესა? 5-7 სპრეი აკლია. სავაჟის სეზონი მოდის.
150 ლარი ბოლო ფასი

Posted by: sunamo 13 Apr 2018, 22:39
Mont Blanc Individuel მეორეჯერ ყიდვას ვაპირებ.
კარგი კი არა, გამორჩეულად კარგია. გაზაფხულზე და შემოდგომაზე ხატავს

Posted by: პიანისტი 14 Apr 2018, 01:31
sunamo
გაზაფხულზე თბილ ამინდში? არასდროს დამისხავს ისე , ხვალ ვცდი.

Posted by: rezi0881 14 Apr 2018, 01:50

ეს სუნამო გაზაფხულზე კიდევ უფრო საინტერესო და შთამბეჭდავია, ამ ბრენდის მიმართაც რატომღაც განსაკუთრებული ინტერესი გამიჩნდა.. იმ სამი სუნამოს სინჯიდან რომელიც მაქვს ყველაზე მრავალმხრივი ალბათ მაინც Brutus-ია, არც ზაფხულის ფრეშია და არც აღმოსავლური სუნამო.. რაღაც საოცარი შუალედი აქვს, ხავერდოვანი, დამჯდარი ციტრუსია რომელიც ძვირფასი პარფიუმის შეგრძნებას ტოვებს.. და კიდევ ერთი საოცარი ინგრედიენტი პაჩული რომელიც თავიდან არ მიყვარდა და ვერ ვუგედი კომპოზიციის მთავარი რგოლია..

პაჩული ძალიან საინტერესოა smile.gif
Xerjoff Richwood
By Kilian Straight to Heaven
Diptyque Tempo
ამ სუნაოებში ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავია..

user posted image


Posted by: sunamo 14 Apr 2018, 09:50
პიანისტი
QUOTE
გაზაფხულზე თბილ ამინდში? არასდროს დამისხავს ისე , ხვალ ვცდი.


შენ გაქვს? აღარ მახსოვდა. ხომ მოგწონს? სიცხეში არა მაგრამ გრილ და თბილ ამინდში კი

Posted by: პიანისტი 14 Apr 2018, 22:00
sunamo
კი, მეორე სეზონია რაც მაქვს, უცხო სურნელია მართლა , სოლიდურ -კლასიკურ ჩაცმულობას უხდება , გასასვლელი ვარ და დავისხავ დღეს, თან ცოტა გრილა.

Posted by: sunamo 14 Apr 2018, 23:10
პიანისტი
ხო მართლა თავისებური ხასიათი აქვს. სუნამოში ყველაზე უფრო ეს მომწონს, რომ იცნობ სხვა სურნელებში


ჩემი ფავორიტი მაინც მილესიმ იმპერიალია.

ასეთი დიდებული სურნელი მე მართლა არ გამისნიჯავს. კოხტაპრუწაობის გარეშე ვამბობ, ოდნავ ნასვამი ვარ.

ხოლო როცა ფული შემომაკლდება და ერთი სუნამოს საშუალება მაქვს, Dolce Gabbana The One edp კარგი ვარიანტი არ არსებობს

Posted by: Arien 15 Apr 2018, 19:10
ვაუჩერს ვადა ეწურებოდა და...
----------------------

Posted by: rezi0881 15 Apr 2018, 20:46
Arien

მშვიდობაში.. ლამაზია 30 მლ-ს პრეზენტაცია ტყავის ჩასადები რო აქვს.
მაგ ვაუჩერის გამო ღირს მარტო ატელიერის სეტის ყიდვა smile.gif

Posted by: beso1968 16 Apr 2018, 11:13
sunamo
Mont Blanc Individuel-ძაან სუსტი შლეიფი აქვს

Posted by: Arien 16 Apr 2018, 11:39
rezi0881

მადლობა smile.gif

კარგი სეტია,თან რაღაცეებიც ვისწავლე,რა მომწონს,რა არა.6 თვე გავიდა და დღემდე მეხალისება დატესტვა.
აი შავი მოცხარი პარფიუმერიაში რომ არ მომწონდა აქამდე არ ვიცოდი.ზოგჯერ ბრმად ვიწერ რაღაცეებს და ახლა დაუტესტავად არ ვიყიდი სუნამოს დომინანტი შავი მოცხარით.

მთელი მარტი და აპრილი დღემდე Café Tuberosa ჩემი სუნამოა,ხანდახან Like This და Latin Lover-ით ვანაცვლებ,მაგრამ ეს ორი ერთ დღეზე მეტ ხანს მბეზრდება და ისევ Café Tuberosa -ს ვუბრუნდები.
მოკლედ Café Tuberosa ყველაზე იღბლიანი ბრმა შენაძენი მაქვს love.gif


Posted by: DaviD Davidson 16 Apr 2018, 21:29
როგორ ხართ ახალგაზრდებო? biggrin.gif

არაბული პარფიუმერული ზეთების მაღაზია

user posted image

ქვემოთ რომ ფურცლები კიდია, მომხმარებლების შთაბეჭდილებებია თავიანთ ენაზე. smile.gif

ვიყიდე 100 მლ. 5 ევროდ. საინტერესო სურნელია, მძიმე აღმოსავლური, არ მგონია ვატარო. შეიძლეობოდა რამე უკეთესის არჩევა, მაგრამ ისეთი შემაწუხებელი აგრესიული მარკეტინგი აქვთ, რომ დიდხანს ვეღარ დავრჩი... smile.gif

Posted by: sunamo 16 Apr 2018, 21:58
beso1968
QUOTE
sunamo
Mont Blanc Individuel-ძაან სუსტი შლეიფი აქვს

არც ისე

Posted by: DaviD Davidson 16 Apr 2018, 22:01
Arien
QUOTE
აუჩერს ვადა ეწურებოდა და...

კარგია Figuier Ardent. Fico di Amalfi-ს ანალოგიურია. ორივე მომწონს.

ჩემ ვაუჩერს ისე გაუვიდა ვადა, ვერ ჩამოვყალიბდი რა მინდოდა. არც კი დამისრულებია ყველა სემფლის დატესტვა. smile.gif
* * *
rezi0881
QUOTE
პაჩული ძალიან საინტერესოა 
Xerjoff Richwood
By Kilian Straight to Heaven
Diptyque Tempo
ამ სუნაოებში ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავია..

სულ კარგებიიი... biggrin.gif

Xerjoff რენესანსი ხომ არ გაქვს დატესტილი შენ?

Posted by: rezi0881 16 Apr 2018, 22:20
Arien

მართალია, დრო ჭირდება იმის გაანალიზებას რა არის საშენო და რა არა, ამისთვის სემფლებია კარგი.. თავიდან შეიძლება რაღაც მომეწონოს მაგრამ დროთა განმოვლობაში აღმოვაჩინო რო არაა საჩემო..
მე თავიდან 1888 ზე მჭირდე მასე რამდენჯერაც სხვა რამეზე გადავერთე მაინც მაგას ვუბრუნდებოდი.. smile.gif

DaviD Davidson
QUOTE
ვიყიდე 100 მლ. 5 ევროდ

საინტერესოა, სეილები არ აქვთ? biggrin.gif
ალბათ უდები იქნება ძირითადად.
რენესანსი არა, ძალიან კარგი იქნება ეგ smile.gif ფრეშია გრილი ციტრუსოვანი მაინტერესებს ეგ სუნამო მაგრამ ვერ დავტესტე აქ არ აქვთ.. როგორც ვიცი მეუს აქვს რენესანსი..

Posted by: teonateona91 18 Apr 2018, 11:47
მოგესალმებით, www.fragrancenet.com-ზე საქართველოს ბანკის ამერიქან ექსპრესიც არ მიდის თუ იცით ??

Posted by: oshi 18 Apr 2018, 15:42
rezi0881
1888 -ისე მოუხდა გაზაფხულს. მომწონს! ეს დღეები მაგრად მსიამოვნებს. ძალიან ბუნებრივად ჯდება კანზე, თან კარგადაც ისმის. თაფლის ცვილის სუნი აქვს ჩემთვის , საღამოს სიმშვიდის და სითბოს აურა დაყვება.
user posted image

ä——-„


მეორე, რომელსაც ინტენსიურად ვატარებ ბაირედოს ოლივერია.. ეს უფრო დილისაა, ენერგიული, მჟავე, შუშხუნა..
user posted image

Posted by: sunamo 18 Apr 2018, 15:48
Arien
ატელიე კოლონი თბილისში სად იყიდება? რამდენადაც ვხვდები, თუ სემპლების ნაკრებს იყიდი, ვაუჩერს გაძლევენ რომლითაც იმავე ბრენდის 30მლ. ბოთლის ყიდვა შეგიძლია? თუ არ შეწუხდები გამარკვიე.
რამდენი ხანია როუზ ანონიმი მაინტერესებს და არ ვიცოდი რომ თბილისში აქვთ

Posted by: rezi0881 18 Apr 2018, 16:51
oshi

გაზაფხულზე არ მიტარებია 1888 მოვსინჯავ.. კი, კარგად ჯდება კანზე ეს სუნამო და საკმაოდ მდგრადიცაა, რაც მთავარია ძალიან ბუნებრივია და სინთეტურ ბაზას არ ტოვებს არც კანზე და არც ტანსაცმელზე. რაღაც პერიოდი გადაბმულად ვატარებდი და ტანსაცმელზე ძალიან დიდხანს რჩება.. აქვს ცვილის მსგავსი სუნი ვხვდები რასაც გულისხმობ.. smile.gif

Posted by: Nuca1989 18 Apr 2018, 20:05
https://www.fragrancex.com/ დან რისი მეშვეობით იწერთ? ანუ რაიმე ჩამომტანი კომპანია საჭიროა ? მაგალითად camex..

და მასტერ ქარდი ან ვიზა თუ მიდის საქართველოს ბანკის ?

Posted by: DaviD Davidson 18 Apr 2018, 22:00
rezi0881
QUOTE
საინტერესოა, სეილები არ აქვთ? 

ძაან დამისეილა, 20 დოალრიდან დაიწყო და 5 ევროზე ჩამოვიდა ბოლოს biggrin.gif

QUOTE
ალბათ უდები იქნება ძირითადად.

არა სხვათაშორის, მეც ეგრე მეგონა, უფრო მოტკბო არომატები იყო უმეტესობა, რაც გავსინჯე. უფრო სუვენირად ვიყიდე, თორე... smile.gif

QUOTE
რენესანსი არა, ძალიან კარგი იქნება ეგ  ფრეშია გრილი ციტრუსოვანი მაინტერესებს ეგ სუნამო მაგრამ ვერ დავტესტე აქ არ აქვთ.. როგორც ვიცი მეუს აქვს რენესანსი..


ცუდია აქ რომ არ აქვთ, მისვალს ვაპირებდი სანახავად.
* * *
oshi
QUOTE
მეორე, რომელსაც ინტენსიურად ვატარებ ბაირედოს ოლივერია.. ეს უფრო დილისაა, ენერგიული, მჟავე, შუშხუნა..

ეგ ვერ დავეტსტე ვერსად, დეფიციტშია, საიტზეც კი არ არის ხოლმე, ახლა დაუდიათ.
სხვადასხვა ფერები როა, რა სხვობაა მაგათში, შემადგნელობა ერთია მგონი ყველა.

Posted by: oshi 18 Apr 2018, 22:20
rezi0881

ჰო, ტანსაცმელზეც გემრიელად რჩებაsmile.gif არ მოველოდი სიმართლე გითხრა ამ სუნამოსგან ასეთ განვითარებას. აი ამ სეზონზე ძალიან მომეწონა


DaviD Davidson

ფერებია სხვა, შემადგენლობა იგივეა. ჭრელი კონცეპტი აქვს უბრალოდ.... ჰო აღარაა არსად, ვერც მე ვეღარ ვნახე მაღაზიებში და იმედია შემოიტანენ ისევ.


აბა მირჩიეთ რამე საგაზაფხულო საზაფხულო სურნელი, ისეთი რომელიც არ ვიცი ან ვიცი და დრო არ დამითმია. ყიდვა მინდა და ვერ მივხვდი რა ვიყიდო. :/

Posted by: Arien 19 Apr 2018, 00:13
DaviD Davidson

QUOTE
კარგია Figuier Ardent. Fico di Amalfi-ს ანალოგიურია. ორივე მომწონს.

ჩემ ვაუჩერს ისე გაუვიდა ვადა, ვერ ჩამოვყალიბდი რა მინდოდა. არც კი დამისრულებია ყველა სემფლის დატესტვა. smile.gif

Fico di Amalfi არ ვიცი,ესეც პირველი სუნამო იყო ჩემთვის ლეღვის არომატით და მოვიხიბლე.
ცოტა ვნანობ 100მლ რომ არ ვიყიდე.ვაპირებდი,მაგრამ ვისაც ვკითხე დიდად არავის არ მოეწონა და ვიფიქრე ჩემთვის 30მლ-ც მეყოფოდა.
თქვენი ვაუჩერი კი შემეცოდა biggrin.gif

rezi0881
QUOTE
თავიდან შეიძლება რაღაც მომეწონოს მაგრამ დროთა განმოვლობაში აღმოვაჩინო რო არაა საჩემო..

ეს მეც ხშირად მემართება,ან მბეზრდება,გემოვნება მეცვლება და რა ვიცი,ჯანდაბა.
არ არსებობს იდეალური ერთი სუნამო,არც ხუთი და შეიძლება არც ასი.

* * *
teonateona91
QUOTE
მოგესალმებით, www.fragrancenet.com-ზე საქართველოს ბანკის ამერიქან ექსპრესიც არ მიდის თუ იცით ??


წესით არ უნდა იყოს ამექსით ყიდვა პრობლემა.გადახდის მეთოდი აირჩიეთ amazon pay,მაგრამ მანამდე ამაზონზე უნდა იყოთ დარეგისტრირებული და უნდა გქონდეთ შენაძენი გაკეთებული მაგ ბარათით.
მე ერთხელ ახალი ბარათით მინდოდა შეძენა მაგარამ არ გამიშვა,
ამიტომ ჯერ ამაზონზე ვიყიდე რაღაც და მერე fragrancenet-ზე.

* * *
sunamo
QUOTE
ატელიე კოლონი თბილისში სად იყიდება? რამდენადაც ვხვდები, თუ სემპლების ნაკრებს იყიდი, ვაუჩერს გაძლევენ რომლითაც იმავე ბრენდის 30მლ. ბოთლის ყიდვა შეგიძლია? თუ არ შეწუხდები გამარკვიე.
რამდენი ხანია როუზ ანონიმი მაინტერესებს და არ ვიცოდი რომ თბილისში აქვთ


http://www.ateliercologne.com/samples.html
სემფლები და სუნამოც აქედან გამოვწერე.თბილსში არ აქვთ,ყოველშემთხვევაში მე არ მინახავს.
34 თუ 35 სემფლია,მოყვება 35$-ნი ვაუჩერი,ვადა 6 თვე აქვს.
სუნამოები ზოგადად ძვირია საიტზე,ყიდვის დროს ვაუჩერის კოდს წერთ და 35$ აკლდება, სხვაობას იხდით რა თქმა უნდა smile.gif


Posted by: sunamo 19 Apr 2018, 01:10
Arien
QUOTE

QUOTE
ატელიე კოლონი თბილისში სად იყიდება? რამდენადაც ვხვდები, თუ სემპლების ნაკრებს იყიდი, ვაუჩერს გაძლევენ რომლითაც იმავე ბრენდის 30მლ. ბოთლის ყიდვა შეგიძლია? თუ არ შეწუხდები გამარკვიე.
რამდენი ხანია როუზ ანონიმი მაინტერესებს და არ ვიცოდი რომ თბილისში აქვთ


http://www.ateliercologne.com/samples.html
სემფლები და სუნამოც აქედან გამოვწერე.თბილსში არ აქვთ,ყოველშემთხვევაში მე არ მინახავს.
34 თუ 35 სემფლია,მოყვება 35$-ნი ვაუჩერი,ვადა 6 თვე აქვს.
სუნამოები ზოგადად ძვირია საიტზე,ყიდვის დროს ვაუჩერის კოდს წერთ და 35$ აკლდება, სხვაობას იხდით რა თქმა უნდა

დიდი მადლობა

Posted by: Nuca1989 19 Apr 2018, 12:29
QUOTE (Nuca1989 @ 18 Apr 2018, 20:05 )
https://www.fragrancex.com/ დან რისი მეშვეობით იწერთ? ანუ რაიმე ჩამომტანი კომპანია საჭიროა ? მაგალითად camex..

და მასტერ ქარდი ან ვიზა თუ მიდის საქართველოს ბანკის ?

დავიჯერო ჩემს კითხვაზე პასუხის გაცემა არავის შეგიძლიათ ?


Posted by: akako78 19 Apr 2018, 14:53
Nuca1989


ფრაგრანსე იქსიდან არ გამომიწერია დიდი ხანია..ადრე გამოვიწერე ორჯერ და ჩამომივიდა ამერიკიდან..აქ რომ შევუკვეთე ის დამიკარგეს რომელიც ფოსტაში უნდა ჩამოსულიყო..ერთი ჩამომივიდა პირდაპირ საქართველოს შიპინგით..

კამექსით არ გამომიწერია..უნდა დაურეკო ოფისში და ჰკითხო ჩამოაქვთ თუ არა სუნამოები..მაგრამ ისეთი გადამზიდი უნდა შეარჩიო რომელიც დელავერის შტატში აქვს მისამართი-მანდ ზედმეტად 4-5 დოლარს დაზოგავ 2 შენაძენეზე(ტაქსებიც ემატებოდა მე რომ ვუკვეთავდი)..თუ არადა ინექსით ვიცი რომ ჩამოდის და გზავნილით სუნამოები(გზავნილი.გეზე დარეგისტრირდი გირჩევ იაფიცაა და მალეც ჩამოიტანეს)...არც საქართველოს ბარათი არ გამომიყენებია არასოდეს ეგეც უნდა დარეკო ბანკში და იკითხო(უნდა ჰქონდეს მულტისავალუტო-საერთოდ ვიზა კლასიკია კარგი მე როგორც ვიცი ან მასტერკარტზე ვერაფერს ვერ გეტყვი მე გამომიყენებია თი-ბი-სი,ლიბერთი და ტერა ბანკის კარტები))..თვითონ რაც შეეხება საიტს მე დარეგისტრირებული ვიყავი და ჩვეულებრივ შევუკვეთე..ჩაწერ გადამზიდის მისამართს როგორც მოგთხოვენ და კარტასაც გამოიყენებ ჩვეულებრივად რომელსაც ექნება დოლარის ანგარიში დაგექნება საკმარისი თანხა დოლარებში!!!

Posted by: sunamo 19 Apr 2018, 22:10
Arien
თქვენთვის როგორია როუზ ანონიმი? მამაკაცზე მოგეწონებოდათ?

Posted by: DaviD Davidson 19 Apr 2018, 23:49
oshi
QUOTE
ფერებია სხვა, შემადგენლობა იგივეა. ჭრელი კონცეპტი აქვს უბრალოდ....

გასაგებია. მადლობა.
QUOTE
აბა მირჩიეთ რამე საგაზაფხულო საზაფხულო სურნელი, ისეთი რომელიც არ ვიცი ან ვიცი და დრო არ დამითმია. ყიდვა მინდა და ვერ მივხვდი რა ვიყიდო.

აბა ჩვენ რა უნდა გირჩიოთ ისეთი, რომ შენ არ იცოდე და თან მოგეწონოს biggrin.gif
აქეთ ველოდებით შენგან რჩევებს.

ნიშანეს ბრენდზე რას გვეტყვი, რა აქვთ საინტერესო და გამორჩეული? გამოხმაურებები რაც ვნახე Fan Your Flames და Hundred Silent Ways უნდა იყოს საინტერესო. კიდევ Hacivat აქვთ ავეტნტუსის ინსპირაციით შექმნილი, არომატით ალბათ ვერა და გამძლეობით სჯობნისო. smile.gif





Arien
QUOTE
Fico di Amalfi არ ვიცი,ესეც პირველი სუნამო იყო
ჩემთვის ლეღვის არომატით და მოვიხიბლე.
ცოტა ვნანობ 100მლ რომ არ ვიყიდე.ვაპირებდი,მაგრამ ვისაც ვკითხე დიდად არავის არ მოეწონა და ვიფიქრე ჩემთვის 30მლ-ც მეყოფოდა.


ლეღვის თემაში Byredo Pulp მაქვს და იმდენად ძლიერი და ინტენსიურია, რომ აღარ გამჩენია სხვა მსგავსი არომატის ყიდვის სურვილი. smile.gif დიფტიქის ფილოსიკოც კარგია
QUOTE
თქვენი ვაუჩერი კი შემეცოდა


ხო, შეიძლებოდა რამის არჩევა, მაგრამ საიტზე იმხელა ფასები უდევთ, მაგ ვაუჩერითაც საკმაოდ ძვირი გამოდის. რაც მომწონს Rose Anonyme ფრაგრანსნეტზე და ნოტინოზეც უფრო იაფად იყო, ვიდრე მაგათი კუპონით ფასდაკლებული.

მაგ 30 მლ. ბოთლს პულვიზატორი (თუ სპრეიერი, თუ რაც ქვია) ეხრახნება?

* * *
QUOTE
არ არსებობს იდეალური ერთი სუნამო,არც ხუთი და შეიძლება არც ასი.

+1

Posted by: Arien 20 Apr 2018, 00:46
sunamo
QUOTE
თქვენთვის როგორია როუზ ანონიმი? მამაკაცზე მოგეწონებოდათ?


ჩემთვის კარგია, გონების დამბინდავი და მათრობელა smile.gif) მამაკაცზეც მომეწონებოდა.
ტერენზის Gold Rose Oudh-ით იმდენად დავიზაფრე,ვარდისა და უდის კომბინაცია აღარ მაინტერესებდა,მაგრამ
Rose Anonyme მაინც მომინდა.ამას აქვს რაღაც სიმსუბუქე,თუ არ ვიცი როგორ ვთქვა ისეთი გაზავება,რაც თავს არ მაბეზრებს.დაწყება ინეტნსიურია,ცოტა მძაფრი,მაგრამ მალე წყნარდება და აღარც იცვლება.

ძმებსაც ვკითხე აზრი,
ერთი 39 წლისაა,ბუნებით რომანტიკოსი და სუნამოებიც უყვარს.ამან მითხრა სიამოვნებით ვატარებდი,რა მაგარიაო.
სახეზეც რაღაც გაუკრთა, გაკვირვება და აღფრთოვანება,მგონი მომიწევს ვაჩუქო biggrin.gif
მეორე 27 წლისაა,ბუზღუნა და პრაგმატიკოსი,ამან მითხრა ეს რა სუნამოა, არც კაცისაა და არც ქალისო.ვუთხარი რომ
უნისექსია,მაგრამ მაინც ეჭვით უყურებდა.
14 წლის ძმისშვილმა (ბიჭია) ყოველთვის არა,მაგრამ ხანდახან მენდომება რომ დავისხა,იყიდეო.


Posted by: sunamo 20 Apr 2018, 01:27
Arien
QUOTE

QUOTE
თქვენთვის როგორია როუზ ანონიმი? მამაკაცზე მოგეწონებოდათ?


ჩემთვის კარგია, გონების დამბინდავი და მათრობელა ) მამაკაცზეც მომეწონებოდა.
ტერენზის Gold Rose Oudh-ით იმდენად დავიზაფრე,ვარდისა და უდის კომბინაცია აღარ მაინტერესებდა,მაგრამ
Rose Anonyme მაინც მომინდა.ამას აქვს რაღაც სიმსუბუქე,თუ არ ვიცი როგორ ვთქვა ისეთი გაზავება,რაც თავს არ მაბეზრებს.დაწყება ინეტნსიურია,ცოტა მძაფრი,მაგრამ მალე წყნარდება და აღარც იცვლება.

ძმებსაც ვკითხე აზრი,
ერთი 39 წლისაა,ბუნებით რომანტიკოსი და სუნამოებიც უყვარს.ამან მითხრა სიამოვნებით ვატარებდი,რა მაგარიაო.
სახეზეც რაღაც გაუკრთა, გაკვირვება და აღფრთოვანება,მგონი მომიწევს ვაჩუქო 
მეორე 27 წლისაა,ბუზღუნა და პრაგმატიკოსი,ამან მითხრა ეს რა სუნამოა, არც კაცისაა და არც ქალისო.ვუთხარი რომ
უნისექსია,მაგრამ მაინც ეჭვით უყურებდა.
14 წლის ძმისშვილმა (ბიჭია) ყოველთვის არა,მაგრამ ხანდახან მენდომება რომ დავისხა,იყიდეო.

ძალიან საინტერესო იყო. სრულფასოვანი და გულმოდგინე მიმოხილვა ამას ქვია love.gif
მთლიანი ბოთლის ბრმად ყიდვას ვუმიზნებ და იმიტომ ვფიქრობ ამდენს.

Posted by: Arien 20 Apr 2018, 11:27
DaviD Davidson
QUOTE
ლეღვის თემაში Byredo Pulp მაქვს და იმდენად ძლიერი და ინტენსიურია, რომ აღარ გამჩენია სხვა მსგავსი არომატის ყიდვის სურვილი.  დიფტიქის ფილოსიკოც კარგია


Byredo Pulp ეს ალბათ მოტკბო იქნება,უფრო ფოთლების და ხის სუნი მომწონს.
დიფტიქი საინტერესოა, L'Artisan-ის Premier Figuier ესეც მაინტერესებს.

QUOTE
ხო, შეიძლებოდა რამის არჩევა, მაგრამ საიტზე იმხელა ფასები უდევთ, მაგ ვაუჩერითაც საკმაოდ ძვირი გამოდის. რაც მომწონს Rose Anonyme  ფრაგრანსნეტზე და ნოტინოზეც უფრო იაფად იყო, ვიდრე მაგათი კუპონით ფასდაკლებული.


ჰო ძვირია,Rose Anonyme -ს მეც თუ ვიყიდი ალბათ fragrancenet-ზე.
Emeraude agar,Santal Carmin,camelia intrepide ესენი მინდოდა.30მლ.-ზე ვაუჩერით 300 ლარიანი ლიმიტი მყოფნიდა და დღგ-ს აღარ გადავიხდიდი.
ბოლოს მაინც Figuier Ardent გდავწყვიტე,უფრო იმიტომ რომ სხვა საიტებზე ვერ ვნახე.დანარჩენები არის ამაზონზე,ფრაგრანსზე.

QUOTE
მაგ 30 მლ. ბოთლს პულვიზატორი (თუ სპრეიერი, თუ რაც ქვია) ეხრახნება?

დამავიწყდა დილით მენახა sad.gif
საღამოს რომ მივალ სახლში შევამოწმებ და დავწერ

Posted by: sunamo 20 Apr 2018, 13:30
Arien
DaviD Davidson
ამაზონზე 72 დოლარი ღირს. მშვენიერი ფასია

https://www.amazon.com/Atelier-Cologne-Rose-Anonym-Ounce/dp/B00BY58BHO/ref=sr_1_1_a_it?ie=UTF8&qid=1524216598&sr=8-1&keywords=rose+anonyme

Posted by: oshi 20 Apr 2018, 13:49
DaviD Davidson
QUOTE
აბა ჩვენ რა უნდა გირჩიოთ ისეთი, რომ შენ არ იცოდე და თან მოგეწონოს


biggrin.gif biggrin.gif იქნება და იცით რამე) გაგიკვირდება და არ ვიცი მე ეგ სახლი) ნიშანზე ვამბობ.. არსად შემხვედრია..

ისე კიდე ამ სეზონზე ანუ თბილი დღეებისთვის ორ სუნამოს გამოვარჩევ.. კი მაქვს აქ დაწერილი, მაგრამ მაინც
პირველია Pomelo Sorrento-Dr. Gritti-ს და მეორე Wackelwasser Light-2017 ორივე კარგებია. Fრაპინის-L'Humaniste-ც რა თქმა უნდა..

Posted by: sunamo 20 Apr 2018, 13:57
oshi
მხოლოდ სტამბულშია ეგ სახლი. მაგის გვერდზე ვცხოვრობდი მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევედი. ისე მდიდრულად გამოიყურებოდა, შემეშინდა ის ბოლო 200-300 დოლარი არ მიმეთხლიშა

Posted by: oshi 20 Apr 2018, 14:02
sunamo
არც ვიცი სადაურია, მაგრამ მგონი არ ღირდა ბოლო თანხის გადახდა მაგ ფირმაში.

კოჭებში ეტყობათbiggrin.gif

Posted by: sunamo 20 Apr 2018, 14:02
oshi
ხო, ადგილობრივი თურქული ...

Posted by: oshi 20 Apr 2018, 14:04
sunamo
ნუ მაშინ არაbiggrin.gif ჯინსები კერონ ისევ ჯობია. ან ალიბასტრი გამოუშვან საქართველოში

Posted by: Estrella 20 Apr 2018, 14:14
გამარჯობა.
გამითავდა ჩემი სურნელი და ვეძებ ახალს, კარგად დავიწყებულ ძველს.
13 წლის რომ ვიყავი ანუ 14 წლის უკან, მაჩუქეს სუნამო. ფლაკონი პატარა, მრგვალი ბურთულა, დაბინდული შუშა.
სტფილოსფრად ეწერა რაღაც, ემალივით პრიალებდა, და მწვანე მრგვალი, პლასტმასის თავსახური ჰქონდა.
ამ მრგვალ თავსახურს გამობმული ჰქონდა უფრო პატარა, მოგრძო ფორმის ისეთივე მწვანე პლსატმასი, ყურივით თუ რაღაც.
საზამთროს ორბიტის არომატივით, ნაზი, ცოცხალი, საზაფხულო, ხასხასა, მსუბუქი, კეთილი.
არავითარი სინარცისე. არც რამე საერთო ჰქონდა ე.წ. "გაბაზრებულ სუნებთან", რომელზეც სახეს იხოკავენ ხოლმე მოწონებისგან, თავისთვის იყო საყვრალად.
მაჩუქეს და ვატარებდი, არც კი მცემდა სურნელი, საკუთარი ორგანული ნაწილი იყო რა. სამაგიეროდ, ყველა ყოველთვის აღნიშნავდა ხოლმე მოწონებას და ა.შ.
ძალიან მინდა და ძალიან ვეძებ. თუ ვინმე მიხვდით, რომელ სუნამოზე ვწერ, სიკეთე გააკეთეთ და დამეხმარეთ რა, დაწერეთ.
დიდად გავბედნიერდები და უზარმაზარ მადლობას ავაგზავნი კოსმოსში თქვენს სახელზე yes.gif

პ.ს. კიდევ გამახსენდა რაღაცეები. ფლაკონი იდო კვადრატულ კადრონის ყუთში.
ყუთი იყო სამ ფერში, მწვანე, თეთრი, სტაფილოსფერი.
მგონი, ისეთნაირად იკვეთებოდნენ ფერები, რომ გულს აკეთებდა, რომელშიც ეწერა რაღაც ანუ სახელი სუნამოსი, რაც ასევე ფლაკონსაც ეწერა.

ამ სუნამოს პერიოდულად სულ ვიხსენებ და სულ მინდა, ახლა მარტო ეგ მინდა. სხვა არაფერი. yes.gif

Posted by: sunamo 20 Apr 2018, 15:05
Estrella
ჩემს ცხოვრებაშიც დიდ როლს თამაშობს წარსული.
ფილმები, რომლებიც ბავშვობაში ვიდეო კასეტებზე მქონდა და ყოველდღე ვუყურებდი, სხვა ნივთები, ადგილები სადაც მშობლებს დავყავდი და ასე შემდეგ.
თითქმის ყველაფერი მიყვარს ჩემი წარსულიდან. მესმის რაც დაწერე ...

Posted by: Estrella 21 Apr 2018, 09:53
sunamo
კი, ეგეცაა. მადლობა. smile.gif
მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჩემთვის ბავშვური მოგონება აღარაა, ეგეთები 12 წლამდე და უფრო პატარა ასაკიდან მაქვს.

უბრალოდ, სუნამო მჭირდება.
ბოლო 8 წელი რასაც ვატარებ, ის ზემდეტად გავითავისე და მომბეზრდა სასწაულად.
ამიტომ ვეძებ იმ ძველ სუნამოს, რომელიც სულ მინდა და მინდა. იმედია, ვიპოვი.
მგონი, ექპსერტის დონეზეა ხალხი ამ თემაში და იქნებ ეცნოს ვინმეს და მიხვდეს რაზე ვლაპარაკობ,
ამის დიდი იმედი მქონდა, ამიტომ დავწერე და ცოტათი ახლაც მაქვს და მინდა გამიმართლდეს. smile.gif

Posted by: Arien 21 Apr 2018, 10:08
QUOTE
QUOTE
მაგ 30 მლ. ბოთლს პულვიზატორი (თუ სპრეიერი, თუ რაც ქვია) ეხრახნება?

დამავიწყდა დილით მენახა sad.gif
საღამოს რომ მივალ სახლში შევამოწმებ და დავწერ


შევამოწმე და ეხსნება მთლიანად

Posted by: sunamo 21 Apr 2018, 11:44
Estrella
QUOTE
კი, ეგეცაა. მადლობა. 
მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჩემთვის ბავშვური მოგონება აღარაა, ეგეთები 12 წლამდე და უფრო პატარა ასაკიდან მაქვს.

უბრალოდ, სუნამო მჭირდება.
ბოლო 8 წელი რასაც ვატარებ, ის ზემდეტად გავითავისე და მომბეზრდა სასწაულად.
ამიტომ ვეძებ იმ ძველ სუნამოს, რომელიც სულ მინდა და მინდა. იმედია, ვიპოვი.
მგონი, ექპსერტის დონეზეა ხალხი ამ თემაში და იქნებ ეცნოს ვინმეს და მიხვდეს რაზე ვლაპარაკობ,
ამის დიდი იმედი მქონდა, ამიტომ დავწერე და ცოტათი ახლაც მაქვს და მინდა გამიმართლდეს.

სულ სხვაგან წავედი ხო? biggrin.gif უბრალოდ სუნამოზე ლაპარაკობდი ....

Posted by: akako78 21 Apr 2018, 12:20
Arien

გილოცავ-ძალიან ლამაზი და კარგი სუნამო ჩანს ატელიერი..მაგის ბერგამოტო სოლეილი მაინტერესებს,ხომ არ დაგიტესტავს?

კარგი და გემრიელი სუნამოა ბაირედოს პულპი(ერთი კეთილი ადამიანის სურვილით მფლობელი გავხდი და დავტესტე რამოდენიმე იშვიათი სუნამოები-რომლებიც აქ არ იშოვება და არა მხოლოდ სუნამოებიsmile.gif)..დავტესტავ შემდგომში და მოგწერთ ჩემს აზრებს და ხედვებს.გახსნა აქვს ხილის ნაზავის,რომელშიც დომინირებს-აი ხილის არაყის გამოხდისას რომ არომატებია მაგდაგვარი სადღაცsmile.gifსაკმაოდ ძლიერი გახსნა აქვს-ამჟავებული ხილისsmile.gifშემდგომ ჯდება სურნელი ძალიან სასიამოვნოდ და სატარებლად არის საკმაოდ კარგი..გამყოლობაც არის საკმაოდ სოლიდური..შავი ყურძნის არომატი დომინერებს შემდგომში და ის დანარჩენი ნოტები რომლებიც ამ სუნამოს აძლევენ თავის უნიკალურობას-რომელსაც ჰქვია მოტკბოც და ამავე დროს გრილიც-გაზაფხულს უხდება აშკარად!!!კანზე 5-6 საათი და პერანგზე მეორე დღეს საგრძნობლად იგრძნობოდა..ესეც ორი პატარა სპრეი.

ასევე ძალიან მომეწონა ტომ ფორდის ნეროლი პორტეფინო აცქუა..მიყვარს საერთოდ ნეროლის ნოტი,ციტრუსების ყვავილების სურნელი და ციტრუსები ზოგადად(ფორთოხლის გარდაsmile.gif)..ესეც გამყოლობით არ დამიწუნებია 4-6 საათი გაძლო და ისეთ აურაში გახვევს რომ რეფრეშის განცდას გიტოვებს აშკარად..ასევე აკაციის ყვავილის სურნელიც იგრძნობა ლაითად და სასიამოვნოთ ნეროლითან ერთად..ესეც საკმაოდ გემრიელი სატარებელია ჩემთვის.. და უნისექსია რომელსაც მანდილოსანიც და მამაკაციც ერთნაირად გემრიელად ატარებს..

პ.ს. და რაც მთავარია მუგლერის პურ ჰავანა-რომელიც ძალიან მომეწონა და რომელსაც ფორუმელები აქებდნენ აქ!ძალიან გურმანული და ლამაზი სატარებელია..თითქოს იმ ფუტკრის თაფლსა გავს,რომელსაც თამბაქოს და ალუბლის ყვავილი აქვს ნაჭამიsmile.gifძალიან გემრიელი სუნამოა ცივი დღეებისთვის..

Posted by: rezi0881 21 Apr 2018, 13:57
akako78

მშვიდობაში Byredo .. კარგი იქნება და საინტერესოდ დაახასითე smile.gif
ერთერთი ის ბრენდია რომელიც მაინტერსებს მაგრამ ჯერ ვერაფერი დავტესტე.

ნეროლი მეც მომწონს ერთერთი ძალიან სერიოზული ნეროლის სუნამო არის Xerjoff Nio
აი სუფთა ნეროლია რა გამოკვეთილად ისმის და მსაკულინურია, ნეროლის მოყვარულებს მოეწონებათ.
ძვირია მაგრამ ფორდიც არაა იაფი, ამათ შორის Nio-ს ავირჩევდი..

პურ-ჰავანა ალბათ ძალიან კარგია, დაახლოვებით ვხვდები რაც იქნება, ნაქსოსი რო არ მქონდეს მაგას ბლაინდში ვიყიდიდი.. კარგ ფასში იყო რამოდენიმეჯერ ნოტინოზე.. smile.gif

.


Posted by: akako78 21 Apr 2018, 14:29
rezi0881

გმადლობ!

ხო მეც ვაპირებდი სამომავლოდ პურ ჰავანის ყიდვას,მაგრამ დამასაჩუქრეს და ასე კარგა ხანია საჩუქარი არ გამხარებია..ნიოსაც დავტესტავ არომათეკაში არის არა ალბათ?

Posted by: rezi0881 21 Apr 2018, 14:46
akako78

მშვიდობაში აკაკო, მაგარი საჩუქრები მიგიღია .. smile.gif მე მარტო Byredo მეგონა..
მეც დავტესტე ფორტეპინო ძალიან კარგია, მართლა უნისექსია და ორივე სქესისთვის ძალიან დაბალანსებურად იყოფა ისეთი სურნელია.
Nio კი არომატეკაში აქვთ.. მასკულინური სუნამოები რო მოგწონს და ნეროლის ნოტიც, წესით უნდა მოგეწონოს.

Posted by: Estrella 21 Apr 2018, 18:25
sunamo
QUOTE
სულ სხვაგან წავედი ხო?  უბრალოდ სუნამოზე ლაპარაკობდი ....

არა, არა, არ წასულხარ სხვაგან. smile.gif
მეც ეშხში შევედი აღწერისას და იქ მიხვედი შენც.
და ამასობაში მგონი სულ დაიკარგა რაც მინდოდა.

პარფიუმანებო, იძებნება სუნამო:
ფლაკონი პატარა, მრგვალი ბურთულა, დაბინდული შუშა.
სტფილოსფრად ეწერა რაღაც, ემალივით პრიალებდა, და მწვანე მრგვალი, პლასტმასის თავსახური ჰქონდა.
ამ მრგვალ თავსახურს გამობმული ჰქონდა უფრო პატარა, მოგრძო ფორმის ისეთივე მწვანე პლსატმასი, ყურივით თუ რაღაც.
ფლაკონი იდო კვადრატულ კადრონის ყუთში.
ყუთი იყო სამ ფერში, მწვანე, თეთრი, სტაფილოსფერი.
მგონი, ისეთნაირად იკვეთებოდნენ ფერები, რომ გულს აკეთებდა, რომელშიც ეწერა რაღაც ანუ სახელი სუნამოსი, რაც ასევე ფლაკონსაც ეწერა.

Posted by: akako78 21 Apr 2018, 18:53
მადლობა-გაიხარე!კი მართლა მაგარი-თან რომ არ ელოდებიsmile.gif

Posted by: Fragrance66 22 Apr 2018, 00:21
გამარჯობა Estrella, ეს სუნამოა ? moschino l'eau l'eau cheap & chicuser posted image

Posted by: DaviD Davidson 22 Apr 2018, 10:54
Arien
QUOTE
Byredo Pulp ეს ალბათ მოტკბო იქნება,უფრო ფოთლების და ხის სუნი მომწონს.
დიფტიქი საინტერესოა, L'Artisan-ის Premier Figuier ესეც მაინტერესებს.

კი, მოტკბოა, მწიფე ვაშლი და მოცხარი ატკბობს smile.gif
QUOTE
ჰო ძვირია,Rose Anonyme -ს მეც თუ ვიყიდი ალბათ fragrancenet-ზე.
Emeraude agar,Santal Carmin,camelia intrepide ესენი მინდოდა.30მლ.-ზე ვაუჩერით 300 ლარიანი ლიმიტი მყოფნიდა და დღგ-ს აღარ გადავიხდიდი.
ბოლოს მაინც Figuier Ardent გდავწყვიტე,უფრო იმიტომ რომ სხვა საიტებზე ვერ ვნახე.დანარჩენები არის ამაზონზე,ფრაგრანსზე.

Sud Magnolia არ მოგეწონა? გოგოებს, ვისაც ვანახე, ყველას მაგრად მოეწონა, მეც მომწონს, უბრალოდ ფემინინ არომატია 100%. კაცი ვერ ატარებს.
QUOTE
შევამოწმე და ეხსნება მთლიანად

მადლობა. მეც ეგრე ვიცოდი და გადავამოწმე მაინც. smile.gif

* * *
oshi
QUOTE
  იქნება და იცით რამე) გაგიკვირდება და არ ვიცი მე ეგ სახლი) ნიშანზე ვამბობ.. არსად შემხვედრია..

ისე კიდე ამ სეზონზე ანუ თბილი დღეებისთვის ორ სუნამოს გამოვარჩევ.. კი მაქვს აქ დაწერილი, მაგრამ მაინც
პირველია Pomelo Sorrento-Dr. Gritti-ს და მეორე Wackelwasser Light-2017 ორივე კარგებია. Fრაპინის-L'Humaniste-ც რა თქმა უნდა..


შენ უფრო ევროპული სახლებისკენ იხრები, ხელიც უფრო მიგიწვდება... ამერიკულებს და აზიურებს ნაკლებად წყალობ biggrin.gif

ეგ ნიშანე არც მე გამისინჯავს, მაგრამ მგონი არ უნდა იყოს ცუდი, რევიუებიდან გამომდინარე, ფასებიც საკმაოდ მაღალი აქვს. ეგრე ერთი ხელის მოსმით ნუ გაუშვებ სანაგვეზე biggrin.gif ხომ იცი, პარფიუმერია ძიების და აღმოჩენების სამყაროა! smile.gif


* * *
akako78
გილოცავ მატებას! smile.gif კარგი რამეები უჩუქებიათ. პალპი კარგია, ხილის სუნამო ეგეთი კარგი გამძლეობით და შლეიფით ძალიან იშვიათია! ცოტა დამუღამება უნდა, არაა მეინსტრიმი, რომ ყველგან ყველაფერზე იხმარო. ბევრი არ უნდა დაისხა, თორემ შემაწუხებელია მერე. ნეროლი პორტოფინო აქვა ძალიან კლასნია, ფრეში, ნაზი და მამაკუცური ერთდროულად, არომატთან პრეტენზია ვერ გექნება კაცს, ერთი ფასიდან გამომდინარე მდგრადობა უკეთესის მოლოდინის იმედს ტოვებს smile.gif მუგლერის პუარ ჰავანაც კარგი არომატია, თაფლის და თამბაქოს კარგი კომბინაციაა, ძალიან ძლიერი შლეიფი და მდგრადობა აქვს, დახურულ სივრცეში მაგის ტარება აკრძალულია biggrin.gif ჩემთვის ეგ არომატი სინთეტურის შთაბეჭდილეაბს ტოვებს, ცოტა ზედმეტად მყვირალაცაა და მაგის გამო შევიკავე თავი ყიდვისგან, თუმცა თავის ფასში ალბათ საუკეთესო არჩევანია! smile.gif

Posted by: Estrella 22 Apr 2018, 12:45
QUOTE (Fragrance66 @ 22 Apr 2018, 00:21 )
გამარჯობა Estrella, ეს სუნამოა ?  moschino l'eau l'eau cheap & chicuser posted image

ვაუ! ! ! smile.gif დავგუგლე და იმ ბურთულა ფლაკონსაც მივაგენი. ვერც კი წარმოიდგენ, როგორ გამიხარდა!
ყველაფერი შემეძლო წარმომედგინა, გარდა "მოსკინოსი". უუუდიდესი მადლობა.
როგორც აღმოჩნდა, ამ თემატიკის ბევრი სხვა და სხვა სურნელი აქვთ, ფლაკონები იდენტური, განსხვავება ფერებში, სურნელის შესაბამისად.
აქ ღირს 32 დოლარი --> https://www.ebay.com/p/Leau-Cheap-and-Chic-Perfume-4-9-Ml-EDT-SPL-Mini-Women-by-Moschino-per/1501873246
აქ 11 და თან გათავდაო --> https://www.ebay.com/itm/MOSCHINO-LEAU-CHEAP-AND-CHIC-EDT-0-16-FL-OZ-4-9-ML-MINIATURE-FOR-WOMEN-/112886752645
რა უნდა გავიგო ახლა რაშია საქმე ან საიდან უნდა გამოვიწერო? საქართველოში არის ნეტავ? ან ფასში რომაა სხვაობა, ხარისხში სხვაობას ნიშნავს ნეტავ?

ჩემი კოხტა ესა. smile.gif როგორ ავჟიტირდი. smile.gif
user posted image






Posted by: akako78 22 Apr 2018, 14:22
DaviD Davidson

მადლობა-გაიხარე!ხო კარგია ძალიან ბაირედო..უცხოა და კლასნია..აშკარად ისეთია რომელიც გაგაკვირვებს..გეთანხმები ფორდზე..მუგლერი კი ძალიან მომეწონა-რაც მთავარია ისეთია რომ არ მაწუხებს და თავს არ მატკიებს(საერთოდ ზოგიერთი ტკბილი სურნელი ისე მაწუხებს ხოლმე რომ ზოგადად ცუდად მახსენდება-აი მაგალითად მაგის ფლაკნერი მუგლერის ა მენი-ძალიან მომწონდა სურნელი,მაგრამ ტარებას ვერ ვახერხებდი ხოლმე 2001-2003შიsmile.gif)ეს გემრიელია და სასიამოვნოა!!!

Posted by: Fragrance66 22 Apr 2018, 14:25
QUOTE

QUOTE (Fragrance66 @ 22 Apr 2018, 00:21 )
გამარჯობა Estrella, ეს სუნამოა ?  moschino l'eau l'eau cheap & chic

ვაუ! ! !  დავგუგლე და იმ ბურთულა ფლაკონსაც მივაგენი. ვერც კი წარმოიდგენ, როგორ გამიხარდა!
ყველაფერი შემეძლო წარმომედგინა, გარდა "მოსკინოსი". უუუდიდესი მადლობა.
როგორც აღმოჩნდა, ამ თემატიკის ბევრი სხვა და სხვა სურნელი აქვთ, ფლაკონები იდენტური, განსხვავება ფერებში, სურნელის შესაბამისად.
აქ ღირს 32 დოლარი --> https://www.ebay.com/p/Leau-Cheap-and-Chic-...-per/1501873246
აქ 11 და თან გათავდაო --> https://www.ebay.com/itm/MOSCHINO-LEAU-CHEA...N-/112886752645
რა უნდა გავიგო ახლა რაშია საქმე ან საიდან უნდა გამოვიწერო? საქართველოში არის ნეტავ? ან ფასში რომაა სხვაობა, ხარისხში სხვაობას ნიშნავს ნეტავ?

ჩემი კოხტა ესა.  როგორ ავჟიტირდი. 


არაფრის, მეც მიხარია თუ გაგიხარდა. რაც შეეხება გამოწერას,არასოდეს გამომიწერია ვერ გეტყვი. ყოველთვის აქ ვყიდულობ თან მითუმეტეს როცა საქმე ძველ სუნამოს ეხება (ეს მოსკინო სადღაც 2000 წელს არის გამოშვებული) იმიტომ, რომ დიდი შანსია რეფორმულირებული იყოს და ან შლეიფი იის აღარ იყოს როგორიც იყო, ან მდგრადი აღარ იყოს როგორიც იყო, ან სურნელი ჰქონდეს განსხვავებული, უნდა ვიჯდე მერე და ვიყო "მკითხაობაში" ფეიკია, რეფორმულირებულია, ჩემი აღქმა შეიცვალა წლების მერე თუ ა.შ.(ლოდინს და "ის ბარათი" "ეს ბარათი" აღარ ვამბობ) რაც არ უნდა ეკონომია გამომივიდეს მე არ მიღირს ამდენი ნერვები. ნუ აქ თუ არ იშოვება და ძალიან მომწონდა რამე სუნამო იმ შემთხვევაში შეიძლება ვიფიქრო გამოწერაზე. მირჩევნია ძვირი გადავიხადო აქ ვიყიდო, ეს ჩემი პირადი აზრია და არავის ვახვევ თავზე. წარმატებები ყველას !

Posted by: Estrella 22 Apr 2018, 15:57
Fragrance66
QUOTE
არაფრის, მეც მიხარია თუ გაგიხარდა. რაც შეეხება გამოწერას,არასოდეს გამომიწერია ვერ გეტყვი. ყოველთვის აქ ვყიდულობ თან მითუმეტეს როცა საქმე ძველ სუნამოს ეხება (ეს მოსკინო სადღაც 2000 წელს არის გამოშვებული) იმიტომ, რომ დიდი შანსია რეფორმულირებული იყოს და ან შლეიფი იის აღარ იყოს როგორიც იყო, ან მდგრადი აღარ იყოს როგორიც იყო, ან სურნელი ჰქონდეს განსხვავებული, უნდა ვიჯდე მერე და ვიყო "მკითხაობაში" ფეიკია, რეფორმულირებულია, ჩემი აღქმა შეიცვალა წლების მერე თუ ა.შ.(ლოდინს და "ის ბარათი" "ეს ბარათი" აღარ ვამბობ) რაც არ უნდა ეკონომია გამომივიდეს მე არ მიღირს ამდენი ნერვები. ნუ აქ თუ არ იშოვება და ძალიან მომწონდა რამე სუნამო იმ შემთხვევაში შეიძლება ვიფიქრო გამოწერაზე. მირჩევნია ძვირი გადავიხადო აქ ვიყიდო, ეს ჩემი პირადი აზრია და არავის ვახვევ თავზე. წარმატებები ყველას !

გასაგებია. მეც რაღაც ასეთები ვიფიქრე ისე და ვიზიარებ შენს მოსაზრებას.

Posted by: akako78 22 Apr 2018, 19:47
https://www.fragrantica.com/perfume/Houbigant/Fougere-Royale-2010--10891.html


ეს სუნამო თუ იცის ვინმემ აქ ან თუ დაგიტესტიათ?

Posted by: rezi0881 22 Apr 2018, 22:45
akako78

დატესტვით არა, მაინტერესებდა ეგ სუნამო და ბლომად ვათვალიერე ადრე რევიუები მაგრამ შევეშვი, ოლდ სქულ ფუჟერია ცოტა სტარამოდნი ოდეკოლონისტი სუნამო მგონია რატომღაც. თან Bracken Man Amouage ადარებენ და დაახლოვებით ვხვდები რაც იქნება .. Bracken არაა ცუდი ახალია 2016 ში გამოუშვეს მაგრამ მდღეს იმდენი საინტერესო სუნამოა კონკრეტულად ფუჟერით თუ არ ხარ დაინტერესებული, რამეს უკეთესს აარჩევ კაცი..

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

Rudis Nobile 1942 for men - არაა მარტივი სუნამო პირველ ნახვაზე ვერ ჩამომიყალიბდა აზრი, მოწონებით კი მომეწონა, რამოდენიმეჯერ ვნახე მის მერე და მოკლედ ძალიან მაგარი სუნამოა, ხაზგასმით მამაკაცური, ტყავი ცოტა მკაცრი საკმეველით და სპაისებით რაღაც ესეთი მესმის, მაგრამ რაც უნიკალურს ხდის არის ყურძნის არომატი რომელიც ძალიან უხდება, მგონი ადრე არასდროს შემხვედრია..

Patchouli Franck Boclet for men - მომეწონა კარგია სასიამოვნო პაჩულია სადა, მივამსგავსე დიფთიკის ტემპოს რომელიც მომეწონა, ასევე გავს გერლენის ლ'ინტენტს, ბრენდის ყველა სუნამოს ინგრედიენტის სახელი ქვია და მაქსიმალურად იმეროებს კონკრეტულ ნოტაზე აწყობილ სურნელს, საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს ხარისხიანი სუნამოებია და შეიძლება კარგი რამის არჩევა..

ძალიან მაინტერესებდა Cocaïne Franck Boclet for women and men - მაგრამ არ მომეწონა, ქალია ჩემთვის თავიდან ბოლომდე, ეს ტუბეროზაა ალბათ, კაცმა როგორ უნდა ატაროს rolleyes.gif თან ისეთი მდგრადია გადაფარა ვაბშე ყველაფერი..

ძალიან საინტერესო სუნამოს აღმოჩენა შეიძლება არომა ბუტიკში, სულ უცხო და განსხვავებული ნიშე ბრენდებია, კიდევ დავტესტე რაღაცეები მაგრამ ამერია ერთმანეთში უაზრობაა რა ბევრი რამის ერთად ნახვა..

Posted by: akako78 23 Apr 2018, 14:57
rezi0881


ხო ეგეთი იქნება ალბათ რეზი-არა უბრალოდ დამაინტერესა..ამუაჟის სილვერი კი მომეწონა-მაგარიაsmile.gifბრეიქენ მენს კი დავტესტავ მერე ეგ არ ვიცი..

Posted by: Khatuta 23 Apr 2018, 18:11
akako78

მადლობა, Armani Emporio ჩამოვიდა და მოწონებაც დაიმსახურა, მშვენიერი სურნელია. (თქვენი რჩევით შევიძინეთ).

Posted by: oshi 23 Apr 2018, 18:20
DaviD Davidson
ევროპული სახლებისკენ იმიტო ვიხრები, რომ ძირითადად დახვეწილი სუნამოებია. ამერიკული რაც მე პირადად გამისინჯავს ისეთი ვერაა ბალანსის ან განვითარების მხრივ, როგორც დავუშვათ იტალიური, ინგლისური ან ფრანგული.....

თურქული ბაზარი მაგ მხრივ საერთოდ არ ვიცი და მგონია რო ბევრი ექნებათ სასწავლი ჯერ. smile.gifკონკრეტულად მაგ სახლის სუნამოები მჯერა რო ცუდი არ იქნება და მოსინჯვა შესაძლებელია.

ამერიკული ბონდი NO 9 ხაზის სუნამოები ძირითადად ხელოვნური სუნამოებია და ხალხი ფულს იხდის იმიტო რო რაღაც ტრიუკით გააპიარეს. ტომ ფორდიც ხო მაქედან მოდის და ხო ძალიან მოწონს მასებს, მაგრამ მე მაგის სუნამოებიდან მაქსიმუმ სამის ყიდვა თუ მომინდებოდა. რავი. ატელიერის სუნამოებია გამორჩეული მაგრამ ძირითადად ცუდი მდგრადობა აქვთ, თუმცა ლე ლაბო კარგია და ვაღიარებ რო ძლიერი სახლია, მდგრადიც, თვითმყოფადიც. . ერთი სიტყვით მაღალი ხარისხის სუნამოებს ამზადებს, მაგრამ ფასების გამო ეგაც მერყეობს...
ადამიანია და ხასიათი. smile.gif როგორც აღნიშნე ეგრეა, smile.gif ძიებაა არომატი და თუ კონკრეტული სუნამო სიამოვნებას განიჭებს არ აქვს არც მარკას და არც წარმომავლობას დიდი მნიშვნელობა.


Posted by: akako78 23 Apr 2018, 20:01
Khatuta

გაიხარე..არაფრის-რისი მადლობა..თუ რაიმე შეგვიძლია აქ არავინ არ დაგზარდებით..
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პ.ს.ერთი რამე დავასკვენი პატივცემულო პარფიუმერიის მოყვარულებო და ძვირფასო ფორუმელებო:რომ როცა აქ მაღაზიაში ტესტავ სუნამოებს(მე პირადად ვტესტავდი ხოლმე ძალიან ბევრ სუნამოს და ეს შეცდომაა აშკარად)უნდა წინასწარ წარმოსახო ის ორი სუნამო რომელიც გაინტერესებს და უნდა დატესტო ეს ორი მხოლოდ..ერთს ისხავ ერთ მაჯაზე და მეორეს მეორეზე..და იმ წამსვე უნდა გაეცალო იქაურობას,რომ ხელი არ წაგიცდეს მესამეზე და ა.შsmile.gifასევე აუცილებლად ბლოტერზეც უნდა დაასხა ეს ორი სურნელი და წამოიღოsmile.gifუნდა დააკვირდე ნახევარი საათი გახსნას და შემდგომ სურნელების განვითარებას კანზეც და რაღათქმაუნდა ბლოტერზეც..უნდა გაანალიზო რომ მოსწონს შენი ცხვირის რეცეპტორებს თუ არა მოსწონს-შეძლებ ამ სურნელის ტარებას თუ არა..არადა რა მარტივია ცალსახად-ან მოგწონს სუნამო ან არა(შეცდომაა ისიც რომ გაასაშუალო და იფიქრო რომ წავა რა,მერე მოგეწონება,ან დაისხავ რა როცა იქნებაsmile.gif) და რომელიც მოგწონს ის უნდა შეიძინო ან მოინიშნო სამომავლოდ..

oshi

გეთანხმები და არც ის არის მთავარი ეს სუნამო უნისექსია ან მარტო მამაკაცისააა თუ ამ სეზონის არაა და რატომ დავისხა მე ეხლა და ამ მომენტში როცა დადგენილია ის კრედო-რომ ეს არ არის ამ სეზონის და ა.შ...რაც გსიამოვნებს ის უნდა იყიდო და ის უნდა დაისხა,მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია რა დოზებით და რა ადგილას..ღია სივრცეში თუ დახურულში..თუ ამას დაამუღამებს პარფიუმერიის მოყვარული,მაშინ შეეძლება ყველა სუნამო მოიხმაროს ყველა სეზონზე ისე რომ ამით არ გააღიზიანოს გარშემომყოფნიsmile.gifდღეს რომ მეტნაკლებად ყველა ან უმეტესი სუნამოები ქიმიურად მზადდება და უმეტესობა(ყველა თუ არა)რომ შეიცავს სინთეთიკურ ნოტებს-ესეც არახალია..უბრალოდ ყველა ბრენდში შეიძლება მოძებნო ის სუნამო რომელიც შენ მოგეწონება პიროვნულად და შეიძლება ნიშეებად და დიზაინერებად დაყოფაც აღარ დაგვჭირდესsmile.gif

Posted by: rezi0881 23 Apr 2018, 20:08
akako78

ჰო Bracken ნახე რო მოახერხებ smile.gif სხვანაირი სუნამოა არაა აღმოსავლური ამუაჟი, დასავლურ სუნამოს უფრო გავს თავის შინაარსით..

QUOTE
პ.ს.ერთი რამე დავასკვენი პატივცემულო პარფიუმერიის მოყვარულებოდა ძვირფასო ფორუმელებო:რომ როცა აქ მაღაზიაში ტესტავ სუნამოებს(მე პირადად ვტესტავდი ხოლმე ძალიან ბევრ სუნამოს და ეს შეცდომაა აშკარად)უნდა წინასწარ წარმოსახო ის ორი სუნამო რომელიც გაინტერესებს და უნდა დატესტო ეს ორი მხოლოდ..ერთს ისხავ ერთ მაჯაზე და მეორეს მეორეზე..და იმ წამსვე უნდა გაეცალო იქაურობას,რომ ხელი არ წაგიცდეს მესამეზე და ა.შასევე აუცილებლად ბლოტერზეც უნდა დაასხა ეს ორი სურნელი და წამოიღოუნდა დააკვირდე ნახევარი საათი გახსნას და შემდგომ სურნელების განვითარებას კანზეც და რაღათქმაუნდა ბლოტერზეც..უნდა გაანალიზო რომ მოსწონს შენი ცხვირის რეცეპტორებს თუ არა მოსწონს-შეძლებ ამ სურნელის ტარებას თუ არა..არადა რა მარტივია ცალსახად-ან მოგწონს სუნამო ან არა(შეცდომაა ისიც რომ გაასაშუალო და იფიქრო რომ წავა რა,მერე მოგეწონება,ან დაისხავ რა როცა იქნება) და რომელიც მოგწონს ის უნდა შეიძინო ან მოინიშნო სამომავლოდ..


გეთანხმები დიდი ხანია მივხვდი მაგას, მაგრამ მაინც სუ მიცდება ხელი, და იმდენ რამეს ვნახულობ რაც მაინტერესებდა და რისტვისაც მივედი იმასაც კი ვეღარ ვგრძნობ facepalm.gif ერთი ბღუჯა ბლოტერები მომაქვს რა რა არის ხეზ. ორი ყველაზე ნაღდია მართალი ხარ. ან უნდა დააწერო ცალცალკე ჯიბეში ჩაიდო და ისე წამოიღო..
Narciso Rodriguez for Him Bleu Noir Eau de Parfum ეს ხომ არ გაქვს შენ? მომეწონა სასიამოვნო ბუნებრივი და ხარისხიანი სუნამო ჩანს ამ სეზონზე ვფიქრობ კარგი იქნება,

oshi

რუდისს რა სეზონზე ატარებდი? smile.gif დაგვიხასიათე კიდევ ერთხელ, რომელ სეზონზე რა გარემოში სატარებელია, არაა ქეჟუალი, მაგრამ შესაბამის გარემოს და სიტუაციას თუ შეუთავსე ვფიქრობ ძალიან საინტერესოა. მომწონს, სუნამოს რამოდენიმეჯერ სხვადასხვა დროს რო ვნახულობ და ყოველ ნახვაზე უფრო მომწონს ვხდები რომ ასე ვარჩევ საჩემო სურნელს რაღაც ესეთი დამემართა ამაზე თან კარგად დამამახსოვრდა..

აი ბონდი არ ვიცი მართლა რამხელა ფასი ღირს როგორი პოპულარულია მაგრამ რაც ვნახე თითქმის ყველაფერზე ჩიფ სინტეთიკის შეგრძნება დამრჩა ჰარლემის სემფლი მაქვს და კიდევ კარგი ბრმად არ ვიყიდე ნოტინოზე იყო კარგ ფასში, მაგაზე სინტეთური და ჩიფ სურნელი ბევრი არ შემხვედრია..

MDCI Chypre Palatin - ეს არაა ხო საშენო რატომღაც ასე მგონია თორემ აღნიშნავდი აქამდე ამ სუნამოს smile.gif MDCI ბრენდმა ძალიან ნიშე და ლიმიტირებულები ვართო და ჩვენ პროდუქციაზე არანაირი ფასდაკლება და შეთავაზება არ ვრცელდებაო, არომა ბუტიკისთვის აუკრძალავთ ფასდაკლება თავიანთ პროდუქციაზე..

წავაწყდი ძველი ფორმულაციის იუბილეიშენს ვულევუში, მოკლედ დავაკვირდი კანზეც ტანსაცმელზეც და ბლოტერზეც, კიბატონო უფრო მდგრადია მაგრამ სურნელშიც არის სხვაობა ჩემი აზრით, ძველი უფრო ამუაჟის ხასიათისაა, უფრო ინტენსიური უფრო მკვეთრია ცოტა უხეშიც კი ესე მომეჩვენა, ახალი უფრო კრემოვანია უფრო რბილია და უფრო სასიამოვნო ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა რავიცი მაგრამ ისეთი მდგრადი არაა როგორც ძველი smile.gif

ამ სუნამოზე მაინტერესებს კიდევ შენი აზრი Crystal Oud ALYSONOLDOINI for men თუ არ იცი და შეგხვდა სადმე ნახე, ესეთი უდი მე არ შემხვედრია ან თუ უდია არ ვიცი, გრილი მართლა კრისტალური, ფრეშისკენ მიდის, რაღაც გაწკრიალებული ყველაზე ევროპული უდია ლაბათ, ავენტუსს მივამსგავსე ბლოტერზე ძალიან მაგარი სუნამოა..

დღეს პირველად ვატარე Vert d'Encens და არ მოველოდი მთელი დღე ესე თუ გამისწორდებოდა smile.gif დღის ბოლომდე ძალიან კარგად იგრძნობა დაჟე შლეიფით, ძალიან ხარისხიანი სუნამოა Italian Cypress გავს მაგრამ ეს უფრო საინტერესოა ჩემთვის Cypress-ის და წიწვების გარდა საკმეველი, მწვანე ნოტები კარგად იგრძნობა, მშვენიერი შეთავსება აქვს საინტერესო სუნამოა და ძალიან უცხოა..

Posted by: oshi 23 Apr 2018, 21:04
akako78
მართალი ხარ. smile.gif უნდა იცოდე სად, როდის, რამდენი. მაგ შემთხვევაში ყველა ზღვარს და სტანდარტებს წაშლი


rezi0881
რუდისი აი ახლა რო ცივა გარეთ იმ სეზონისაა. მეტწილად ცივი ზამთრის და ცივი დღეების სუნამოა ჩემთვის და თან დღის მეორე ნახევრის უფრო. მასკულინურია, ტყავის ქურთუკის და ჯინსების სუნამო. smile.gif . კლასიკური ვარიანტისაც.. . რაღაცნაირი ძალაუფლების მოყვარული ნოტები აქვსsmile.gif მტკიცე ხასიათის და ცოტა მკაცრი მიმართულების.. ლოკაცია თავად უნდა განსაზღვრო სად უფრო ჯობია. თბილი არაა, დისტანციურია უფრო და იმისდამიხედვით დააბალანსო სად ან ვისთან ერთად მიდიხარsmile.gif
Chypre Palatin- კარგი სუნამოა, კლასიკური ფაჩულის ნოტებით და მაგიტო ისე კარგად და დამაჯერებლად ვერ აღვიქვამ , როგორც ეგ დიდებული სუნამო იმსახურებს:. საერთოდ მოდერნიზებული ფაჩულის მოყვარული ვარ მე და ეგ ტომ ფორდს ნამდვილად შედევრალურად გამოუვიდაbiggrin.gif

იუბილეიში შეიძლება მართლა ეგრეა. ძველი ხრინწიანი უფროbiggrin.gif ახალი რბილი და ლაითი...


კრისტალ უდი არ ვიცი, მაგრამ შემადგენლობიდან გამომდინარე ლაითი და მსუბუქი უდია... თეთრი უდის ვარიანტში. ვნახავ თუ სადმე გადავაწყდი.

* * *
rezi0881
კარგია ასე რომ გსიამოვნებს Vert d'Encens-



ესეც მოგეწონება მაშინ. თბილისში ჯერ ალბათ არ შემოიტანეს
user posted image

Posted by: akako78 23 Apr 2018, 21:12
rezi0881

ხო ეგ პარფიუმი სანამ გამოვიდოდა ნარცისო ბლუ ნუარი ედტ მინდოდა და აღარ ვიყიდე-გადავდე სამომავლოდ,რადგანაც პარფიუმი უფრო მომეწონაsmile.gif

კი მასეა-უნდა დააწერო და ან დაიმახსოვრო და იმ მხარეს უნდა ჩაიდო ჯიბეში ბლოტერი რომელ ხელზეც იგივე სუნამო დაისხიsmile.gifკი ხარისხიანი და საინტერესოა აშკარად..
პ.ს.ბლეიქენ-ი წესით უნდა მომეწონოს..პრეზენტაცია რად ღირს მარტოsmile.gif

oshi

ზუსტად მაგიტომ არის კარგი კოლექციის შექმნა,რომ ეგ ყველაფერი ისწავლო ადამიანმაsmile.gif

Posted by: oshi 23 Apr 2018, 21:48
akako78
ხო მართალი ხარ. ზოგჯერ იცი რას ვშვები? სახლიდან გასვლამდე, რო ვერ ვხვდები რომელი მინდა, მივდივარ ფანჯარასთან, ვაღებ , ვდებ სამ ან ოთხ სუნამოს მაგალითად, დავხუჭავ თვალებს და ვსუნავbiggrin.gif მერე რომელსაც სასიამოვნოდ და ზუსტად ვიგრძნობ, იმას მივისხამ ხოლმეsmile.gif

Posted by: rezi0881 23 Apr 2018, 21:55
oshi
QUOTE
რუდისი აი ახლა რო ცივა გარეთ იმ სეზონისაა. მეტწილად ცივი ზამთრის და ცივი დღეების სუნამოა ჩემთვის და თან დღის მეორე ნახევრის უფრო. მასკულინურია, ტყავის ქურთუკის და ჯინსების სუნამო.  . კლასიკური ვარიანტისაც.. . რაღაცნაირი ძალაუფლების მოყვარული ნოტები აქვს მტკიცე ხასიათის და ცოტა მკაცრი მიმართულების.. ლოკაცია თავად უნდა განსაზღვრო სად ჯობია, რო დაისხა. თბილი არაა, დისტანციურია უფრო და იმისდამიხედვით დააბალანსო სად ან ვისთან ერთად მიდიხარ

აი მეც მასეთი წარმოდგენა მაქვს დაახლოვებით მკაცრი ძლიერი და დომინანტი სურნელია, აი ამ რევიუში ისე ახასიათებს რაღაც საერთო დავიჭირე smile.gif აი მარანთან გრილ მარანში რო ჩადიხარ და ყურძნის და ღვინის სუნი როა რაღაც თავისებური სურნელის ბუკეტი რო ტრიალებს მშრალი ხილიც და სპაისებიც, ძალიან საინეტერსოა რაღაც მასეთი smile.gif https://www.youtube.com/watch?v=z9-julvuKGk პაჩული ზოგი მომწონს ზოგი არა უფრო აი ისეთი მომწონს Straight to Heaven-ში როა უფრო მსუბუქი კარგად დამუშავებული, ძაან მიწისებრი როა ხვდები ალბათ რომელსაც ვგულისხმობ ეგეთი არ მომწონს.. Chypre Palatin ეს მომწონს რა, ძალიან განსხვავებულია მოდერნიზებული შიპრი.. ჰო ფაბილოუსი არ ვიცი შემოვა თუ არა ჩვენთან მგონი ექსკლუზივია და ყველგან არ გაიყიდება ეგ, ისე კი მაინეტერსებს.. კი ეგ კრისტალ უდი ვფიქრობ რომ მოგეწონება.. smile.gif

akako78
QUOTE
ხო ეგ პარფიუმი სანამ გამოვიდოდა ნარცისო ბლუ ნუარი ედტ მინდოდა და აღარ ვიყიდე-გადავდე სამომავლოდ,რადგანაც პარფიუმი უფრო მომეწონა

კარგი სუნამო ჩანს smile.gif სურნელიც სასიამოვო და ძალიან მოზომილი აქვს, გემოვნებიან და ხარისხიან სუნამოდ აღვიქვი..


Posted by: oshi 23 Apr 2018, 22:26
rezi0881
ყურძენი გამოკვეთილად ისმის ჩემთანაც, ტყავიც. როცა ვისხამ მძიმე, მუქი წითელი ღვინის ასოციაცია მრჩება... . დირბულას როცა აყენებენ ალბათ მსგავსი ნოტებია ჰაერშიsmile.gif.



ხო ფაჩული რაც უფრო დაუმუშავებელია, მით მეტად ტლანქია ცხვირისთვის. პალატინი რო კარგია მაგაზე ორი აზრი არაა .. ფასი ძალიან დიდი აქვს ისე.
* * *
კარგად ახასიათებს ეგ ქალი რუდისს. ეგრეა ნამდვილადsmile.gif

Posted by: rezi0881 23 Apr 2018, 22:37
oshi

ჰო, მასეა რა ტყავზე და ყურძნის სურნელზეა აგებული კომპოზიცია.
QUOTE
დირბულას როცა აყენებენ ალბათ მსგავსი ნოტებია ჰაერში.

პირადად დამიწურია დირბულა smile.gif up.gif


Posted by: oshi 23 Apr 2018, 22:42
rezi0881
იფsmile.gif დირბში დირბულაsmile.gif

Posted by: rezi0881 23 Apr 2018, 22:50
oshi

ჰო, დირბის განთქმულია .. smile.gif

Posted by: Arien 24 Apr 2018, 11:38
akako78
QUOTE
გილოცავ-ძალიან ლამაზი და კარგი სუნამო ჩანს ატელიერი..მაგის ბერგამოტო სოლეილი მაინტერესებს,ხომ არ დაგიტესტავს?


მადლობა, და თქვენც გილოცავთ საჩუქარს smile.gif

Bergamote Soleil ჩემი აზრით კარგი სუნამოა,ციტრუსების,ლავანდის და ბალახების არომატია.ფრეშია,მაგრამ შემაწუხებლად შუშხუნა არა,რაღაც აქვს რბილი,აბრეშუმისებრი,კომფორტული.უნისექსია,უფრო შეიძლება კაცებს მოეწონოთ,თუმცა
მეც ძალიან მომწონს და მინდა.

DaviD Davidson
QUOTE
Sud Magnolia არ მოგეწონა? გოგოებს, ვისაც ვანახე, ყველას მაგრად მოეწონა, მეც მომწონს, უბრალოდ ფემინინ არომატია 100%. კაცი ვერ ატარებს

Sud Magnolia საშუალოდ მომწონს, მგონი ჩემს კანზე კარგად არ იხსნება.რამდენჯერმე ვცადე და ყოველთვის რაღაც სუნელების,ალბათ ზაფრანის,ციტრუსების და მცირედ ვარდის სუნს ვგრძნობ. დასხმიდან ერთი საათის მერე უფრო მომწონს,თავიდან ზაფრანა + ციტრუსი ძალიან მკვეთრია და ვფიქრობ უნისექსია,მაინცდამაინც ქალურ არომატად ვერ აღვიქვამ user.gif
ეს ორი მირჩევნია, ტყავის და ყვავილების სუნამოები Rendez Vous და Mimosa Indigo.
საერთოდ რამდენიმეს გარდა ყველა მისაღებია,ზოგი მეტად,ზოგი ნაკლებად.Sud Magnolia-ს ჩემით არ ვიყიდიდი,მაგრამ თუ მაჩუქებენ,ვიჩუქებ და გამიხარდება smile.gif)



Posted by: sunamo 25 Apr 2018, 13:11
ხალხო, სასარგებლო ინფორმაცია მაქვს.
ლუტეციაში ფერარის Essence ხაზი ღირს 244 ლარი.
დაახლოებით ისეთივე ბუნებრივი სურნელები აქვთ ამ ხაზში, როგორიც არის ბრაით ნეროლი.

მაგალითად, ფერარის ''ესენს ეტყავი'', რომელსაც ძალიან აქებენ, ამაზონზე ღირს 39 დოლარი.
ლუტეცია ყიდის 244 ლარად.
http://lutecia.ge/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/Ferrari-Leather-Essence

უსინდისობაც არის და უსინდისობაც ...


ეს არის უეჭველად ასაღები ამაზონიდან

Posted by: Leo woman 25 Apr 2018, 18:52
მამაკაცის სურნელები მომწონს ძირითადად,,ქალის სუნამოებიდან თითქმის არცერთი...
შანელ სპორტ, ჰუგო ბოსი ესენი ძალიან მიყვარს.

Posted by: rezi0881 25 Apr 2018, 19:08
oshi

QUOTE
კარგია ასე რომ გსიამოვნებს Vert d'Encens-
ესეც მოგეწონება მაშინ. თბილისში ჯერ ალბათ არ შემოიტანეს


გამიკივირდა პოსტი რო ვნახე გუშინ არომატეკას ფბ-ზე, არ მეგონა თუ შემოიტანდნენ ფაბილოუს.

ვერ მივხვდი ეს რო დაწერე, დავტესტე და აქვთ მართლა რაღაც საერთო, მიმართულება გავს.. არ ვიცი როგორ შევაფასო, შეფასება ალბათ უფრო ნეიტრალური, ვიტყვი რომ მეტს მოველოდი და სულ ვფიქრობდი რომ ფრაგრანტიკაზე არასამართლიანად აფასებენ ამ სუნამოს.. მომეწონა ძალიან ხარისხიანი და სასიამოვნო სუნამოა, აი აღფრთოვანება არ გამოუწვევია, მაგრამ ცუდსაც არაფერს ვიტყვი.. ვნახავ კიდევ სხვა დროსაც, მთლიანობაში ძალიან საინტერესოა და ისეთი ხელწამოსაკრავი არაა ათას სისულელეს რო წერენ..

Tam Dao Eau de Parfum Diptyque - ესაც მაინტერესებდა სანდალვუდის ერთერთ პოულარულ და ხარისხიან სუნამოდ ითვლება, ალბათ ყველაზე რეალისტურად იმეროებს ამ ინგრედიენტის სურნელს თუ ასეთია სანდალვუდი.. აი პატარა მშრალი ხის მორი რო შუაზე გაჩეხოთ, წარმოიდგინეთ ხის სუფთა მსუბუქი სუნი პირველად რო გამოაფრქვია.. ან მშრალი გირჩი რაღაც ხის და ცოტა წიწვის სუნიც რო დაყვება მსუბუქად, ცოტა მეტი ვერსიტალობა მოუხდებოდა ალბათ, ამის შეფასებაც ნეიტრალური.

Posted by: DaviD Davidson 25 Apr 2018, 20:32
Arien
QUOTE
ეს ორი მირჩევნია, ტყავის და ყვავილების სუნამოები Rendez Vous და Mimosa Indigo

Randez Vous კარგია, გუჩი რაშის უკეთესი რეინკარნაციაა, ოღონდ ეგეც ძალიან ქალურია ჩემთვის. smile.gif

Posted by: 4L3X 25 Apr 2018, 22:34
გამარჯობა პატივცემულო და დახვეწილო საზოგადოება, დავფიქსირდები.

მოდის ზაფხული და საჭიროა ახალი სუნამოს ყიდვა. თუ შეგიძლიათ რამე მირჩიოთ 30 წლის მამაკაცს ყოველდღიური გამოყენებისთვის. Invictus-ის გარდა.

მადლობას გიხდით წინასწარ.

Posted by: DaviD Davidson 25 Apr 2018, 22:39
ჩამოსასხმელი სუნამოები ვისაც გინდათ, ნახეთ. ფასები საშუალოზე მაღალია, თუმცა შეიძლება ნახოთ ისეთი რამე, რაც სხვაგან არაა.

https://www.fragrancesline.com/

ძალიან დიდი არჩევანი არაა, მაგრამ სულ ნარჩევი პროდუქციაა.
პ.ს. პაკო რაბანი რატომ მოხვდა ოღონდ მაგათ სიაში, არ ვიცი biggrin.gif

Posted by: oshi 25 Apr 2018, 23:04
rezi0881
ჰო აქვთ, დღეს ვნახე ლუტეციაში.

ტამ დაო დიდი ვერაფერია ისე. .. დიპტიქმა ბოლოს რაც გამოუშვა ყველაზე კარგად მეჩვენება.. ტემპოზე ვამბობ. კარგი სუნამოა ნამდვილად. კანზე არ გამისინჯავს, მაგრამ ისე მომეწონა.



Posted by: rezi0881 26 Apr 2018, 00:21
oshi

ტამ დაო უფრო მეტი მეგონა, სულ სხვა რამეს ვფიქრობდი შეფასებების მიხედვით, მთელი დღის განმავლობაში დავაკვირდი, არ იყო დამაჯერებელი,

ტემპო მეც მომეწონა, კანზე თუ არ გინახია ცოტა დრო უნდა, ორჯერ ვნახე, გახსნა ცოტა მძიმე პაჩულია მაგრამ ჯდება ნელნელა და იცვლება სულ უფრო და უფრო სასიამოვნო ხდება.

DaviD Davidson

ჰო, არაა იაფი მაგრამ თუ რამე ნიშეს ყიდვა გინდა მაინც ჯობია 1-2 მლ იყიდო და დააკვირდე რაღაც პერიოდი, მოირგო კარგად, არის თუ არა საშენო..

Posted by: oshi 26 Apr 2018, 09:21
4L3X
გაგიმარჯოს პატივცემულოsmile.gif კოსტარელა შეგიძლია ნახო კარნერის თუ რა თქმა უნდა მოგეწონება. ამბროქსანის თემაა. D 600-იც გასინჯე იგივე ფირმის, მაგრამ ზაფხულზე არ ვიცი რამდენად კარგად დაჯდება...

და ყველაზე ისეთი უპრეტენზიო და უშეცდომო გაზაფხული ზაფხულისთვის დიზაინერული ხაზიდან არის ეს: Allure Homme Édition Blanche—- თუ რა თქმა უნდა არ გქონია ჯერ... მართლა უპრეტენზიო და უნივერსალური სუნამოა.


rezi0881

გავსინჯავ კანზე მერე რეზი. მე ეგრევე მომეწონა ისე. გახსნისთანავე. ისე რეჯიო ვნახე ამ დღეებში და არაა ცუდი. კანზეც არ დაჯდა ცუდად. კაზამორატის. იცი ეეგ?

Posted by: rezi0881 26 Apr 2018, 18:00
oshi

კი ვიცი, დიდ ხნის წინ ვნახე რეჯიო კარგად არ მახსოვს ოღონდ, ვნახავ რო მოვახერხებ smile.gif
მეფისტო და ფიერო დიდად არცერთი არ მომეწონა არაფერი განსაკუთრებული..

Posted by: DaviD Davidson 26 Apr 2018, 20:05
ძალინ მოუხდა დღევანდელ მზიან დღეს, ჩაცმულობაც შევუსაბამე და გაასწორა მაგრად biggrin.gif ჯინსი და თეთრი პერანგი...
სულ სხვანაირად დამანახა თავი! smile.gif

user posted image


Posted by: sunamo 26 Apr 2018, 22:05
DaviD Davidson

ზაფხულს თეთრ ფერებს, მზიან კურორტს წესით ძალიან უნდა მოუხდეს, იმის მიუხედავად რომ სურნელი არ ვიცი biggrin.gif
მაგ ჟანრის რომელიმე სუნამო მეც მჭირდება.

მაგალითად ლალიქის White შეიძლება ვიყიდო

Posted by: 4L3X 26 Apr 2018, 22:09
oshi
დიდი მადლობა გმაოხმაურებისათვის. პირველი ორი არსად არ შემხვედრია საქართველოში. და ჩამოტანის მეშინია, ჯერ მაინც სუნი უნდა გავიგო სანამ ვიყიდი.

Posted by: oshi 26 Apr 2018, 23:18
rezi0881
ხო ეგ ორი იმდენად არა. მეფისტო არც მე მიზიდავს დიდად და ფიერო მყვირალა ფუჟერულია, თან
მგონი ძალიან მდგრადი...


DaviD Davidson
ნამდვილდ მოუხდებოდა დღევანდელ დღეს. ახლა გონებაში წარმოვიდგინე მაგის სურნელი. ვიგრძენიsmile.gif კარგად შეგირჩევია სტილისთვისsmile.gif სითეთრე ჭირდება ნამდვილად.

4L3X

არაფრის. პეკინზეა ორივე არომა ბუტიკში. თუ სურვილი გექნება ნახე.

Posted by: rezi0881 26 Apr 2018, 23:20
DaviD Davidson

დავით კარგი უნდა იყოს ეგ, ბევრი კარგი გამოხმაურება აქვს, თან მამაკაცის სუნამოა, ბრენდიც ისეთია არაა ადვილად ხელმისაწვდომი და ფასიც მაღალი აქვს,
კარგია რო არ გაყიდე, მსუბუქი ვარდია როგორც მახსოვს ისე თქვი, ამ სეზონზე ალბათ კარგი იქნება..

4L3X

გამარჯობა,

ავენტუსი არ მოგწონს? ეს ავენტუსის ერთერთი საუკეთესო რეპლიკაა და კარგი სუნამო იქნება გაზაფხული/ზაფხულისთვის.. https://www.parfumsvintage.com/product-page/copy-of-pineapple-vintage-intense-100ml

oshi

ყველაზე უფრო ფიერო არ მომეწონა სტარამოდნი ფუჟერის შთაბეჭდილება დატოვა, მდგრადია, მაჯაზე დავისხი და ისე მოედო სახელოს სანამ არ გაირეცხა ვგრძნობდი..
მეფისტო უფრო ისეთია რა უფრო ვერსიტალი, მაგრამ Silver Mountain Water-ს რო ადარებენ, სილვერი ჯობია ჩემი აზრით მაგას..
ხო არ შეგხვედრია სადმე, Pineapple Vintage Intense ისე ახასიათებენ კარგი უნდა იყოს,

Posted by: DaviD Davidson 27 Apr 2018, 12:27
sunamo
QUOTE
ზაფხულს თეთრ ფერებს, მზიან კურორტს წესით ძალიან უნდა მოუხდეს, იმის მიუხედავად რომ სურნელი არ ვიცი

ზაფხულში უფრო საღამოს, მზის ჩასვლის მერე, ზღვის პირას ღია კაფეში... smile.gif
oshi
QUOTE
ნამდვილდ მოუხდებოდა დღევანდელ დღეს. ახლა გონებაში წარმოვიდგინე მაგის სურნელი. ვიგრძენი კარგად შეგირჩევია სტილისთვის სითეთრე ჭირდება ნამდვილად.

კი, თავიდნავე ეგეთ სტილზე მქონდა წარმოდგენილი მაგის ტარება და ძალიან მოუხდა smile.gif
rezi0881
QUOTE
დავით კარგი უნდა იყოს ეგ, ბევრი კარგი გამოხმაურება აქვს, თან მამაკაცის სუნამოა, ბრენდიც ისეთია არაა ადვილად ხელმისაწვდომი და ფასიც მაღალი აქვს,
კარგია რო არ გაყიდე, მსუბუქი ვარდია როგორც მახსოვს ისე თქვი, ამ სეზონზე ალბათ კარგი იქნება..


ჩვენ შეხვედრას ერთი ნახვით შეყვარებას ვერ დავარქმევ, მაგრამ დროთა განმავლობაში დავმეგობრდით. biggrin.gif
საღამოობით ავიღებდი ხოლმე და ვყნოსავდი, ნელ-ნელა გამეცნო და შემაყვარა თავი. ძალიან დასტონი და ძვირფასი სურნელია. smile.gif



პ.ს. ფიერო მეც არ მომწონს, ვეტივერი ყვირის ძალიან. ფორდის გრეი ვეტივერი პარფიუმიც გავსინჯე კიდევ ერთხელ კარგად და დავასკვენი რომ, დომინანტი ვეტივერი კლასიკური გაგებით არ მომწონს, უფრო რბილი და დამჯდარი მირჩევნია.

Posted by: toyota12345 27 Apr 2018, 15:49
მოგესალმებით! შანელის ბლუ თბილისში ორიგინალის ყიდვა სად შეიძლება ყველაზე ნორმალურ ფასად? თუ გამოწერას მირჩევდით?

გამოწერას თუ მირჩევთ იქნებ ლინკი დამიდოთ ორიგინალს ვინც ყიდის თუ არ შეწუხდებით.

Posted by: beso1968 27 Apr 2018, 16:14
https://www.fragrantica.com/perfume/Afnan-Perfumes/Supremacy-Silver-27352.html ეს ბევრად ჯობია ამას
https://www.fragrantica.com/perfume/Parfums-Vintage/Pineapple-Vintage-Intense-45249.html

Posted by: rezi0881 27 Apr 2018, 22:31
beso1968

როგორც ჩანს საკმაოდ კარგად ერკვევი ავენტუსში და მის რეპლიკებშიც, Supremacy Silver-ზე ბევრი აღნიშნავს რომ smokey-ია, თუ ასეა მე არ მომეწონება, Pineapple Vintage Intense უფრო ნაკლებად smokey-ია, არცერთი არ დამიტესტავს და არაფრის მტკიცებას არ დავიწყებ მაგრამ ჩემი აზრით Pineapple Vintage კარგი უნდა იყოს, ეს ბრენდი კონკრეტულად ამ მიმართულების სუნამოებზე მუშაობს და საინტერესოდ მეჩვენება..

პატივისცემით, ბლანშის, ბლუს, ალურის, სავაჟის და მსგავსების მიმართ, მაგრამ თუ რეალურად არსებობოს ავენტუსის ისეთი კლონი რომელიც მაქსიმალურად იმეორებს ავენტუსს მე მას ავირჩევდი..

Posted by: DaviD Davidson 28 Apr 2018, 20:09
ისე, რა არომატი მოარტყა ქრიდმა, რომ რამის მთელი პარფიუმერული სამყარო მისი კლონის, ან მიმსგავსებული არომატის შექმნას ცდილობს! biggrin.gif

კარგ არომატია ავენტუსი, ორი აზრი არაა, მაგრამ არანაირად არ ღირს ის ფასი, რაც ადევს! პიარი და სახელია ნახევარი, მეორე ნახევი კი ღირს თვითონ არომატი. ასე ვფიქრობ მე, რიავიცი, რიავიცი... wink.gif

Posted by: 4L3X 28 Apr 2018, 20:42
კრიდის გახსენებაზე. საქართველოში სად შეიძლება დავითრიო ნაღდი ავენტუსის პრობნიკი. ვიცოდე მაინც რა სუნი აქვს რომ კლონის ყიდვისას მივხვდე ეგ არის თუ არა.

Posted by: პიანისტი 28 Apr 2018, 20:54
QUOTE (DaviD Davidson @ 28 Apr 2018, 20:09 )
ისე, რა არომატი მოარტყა ქრიდმა, რომ რამის მთელი პარფიუმერული სამყარო მისი კლონის, ან მიმსგავსებული არომატის შექმნას ცდილობს! biggrin.gif

კარგ არომატია ავენტუსი, ორი აზრი არაა, მაგრამ არანაირად არ ღირს ის ფასი, რაც ადევს! პიარი და სახელია ნახევარი, მეორე ნახევი კი ღირს თვითონ არომატი. ასე ვფიქრობ მე, რიავიცი, რიავიცი... wink.gif

მეც მაგას ვიძახი და ჩემი ძმაკაცი მეუბნება ,,ადეკალონები "გევასებაო
მაგარია მაგრამ არა პირველი ან მეორე, თუნდაც მეხუთე

Posted by: rezi0881 28 Apr 2018, 21:01

Néroli Outrenoir

user posted image

Posted by: DaviD Davidson 29 Apr 2018, 11:51
rezi0881
მაგარია, გილოცავ!
მაგის არომატი არ ვიცი, დაგვიხასიათე შენებურად. smile.gif
* * *
პ.ს. სხვათა შორის, ჩაის და ციტრუსების თემაში ატელიერის Philtre Ceylan მომეწონა. არომატიც კარგია და მდგრადობაც ერთ-ერთი საუკეთესო აქვს ატელიერის ხაზში. საკმაოდ კომპლიმენტარული აღმოჩნდა მანდილოსნების მხრიდან. wink.gif


https://www.fragrantica.com/perfume/Atelier-Cologne/Philtre-Ceylan-35378.html

Posted by: rezi0881 29 Apr 2018, 12:49
DaviD Davidson

მადლობა! ძირითადად არის ნეროლი და ჩაი (ოღონდ ნეროლი ისეთი არაა როგორც ძირითადად გვხვდება ხოლმე მკვეთრი, ძალიან დამუშავებული და მსუბუქია - ჩაიც ასეთივე) ბუნებრივი ინგრედიენტებისგან არის დამზადებული და კანზე ძალიან მაგრად დაჯდა, იგრძნობა ვანილი ძალიან მსუბუქი და გრილი (ეს ხაზი ვანილებში ყველაზე მაღალი ხარისხის სუნამოებით გამოირჩევა) ციტრუსი და სმოუქი ნოტები მსუბუქად.. მამაკაცისთვის ამ ხაზის ყველაზე ფრეში სუნამოა და ყველაზე ვერსიტალური, კანზე მდგრადობას რაც შეეხება საშუალოზე მაღალიც, მაგრამ ტანსაცმელზე მინიმუმ 1 კვირა, და აი სულ გრძნობ სულ.. თან სურნელი ისეთივე რჩება როგორიც თავიდან არის.

თუ დატესტავთ 1-2 სპრეი ტანსაცმელზე დაისხით და დააკვირდით..

ატელიერის Philtre Ceylan კარგი იქნება, ალბათ მომეწონებოდა..

Posted by: sunamo 29 Apr 2018, 15:30
იყიდება 99 % სავსე Dior Sauvage ედტ. ლუტეციაში ვიყიდე ფასდაკლებაზე 195 ლარად. ფასდაკლების გარეშე 240 ლარამდე ღირს.

ვჩქარობ და საბოლოო ფასი 120 ლარი

user posted image

Posted by: DaviD Davidson 29 Apr 2018, 21:03
თითქმის ერთი წელი გავიდა ჩემი პირველი პოსტიდან ამ თემაში. ჰოდა ესეც შედეგი:
ჰერმესის გარდა ყველა ამ ერთი წლის განმვალობაში მაქვს შეძენილი.
მადლობა ყველას, ვინც რჩევას და გამოცდილებას არ იშურებდით სხვებისთვის! smile.gif

user posted image

Posted by: rezi0881 29 Apr 2018, 23:45
DaviD Davidson

მაგარი კოლექციაა! პატარა ქრიდი რა არის ავენტუსია? დოლჩეს გვერდზე რეებია პატარები, პენჰალიგონის ლოთეირია?
ჰეროდიც დაგიმატებია, რაღაცეებს არ აბაზრებდი ჰო biggrin.gif ბლომად გქონია.. ერთი წელი რჩევა ძიება თვალიერება აღმოჩენა ძალიან მენიშნა ცოტა ხო არ მოგბეზრდა კიდეც biggrin.gif
მგონი პარდონზე არ დაგიწერია შენი აზრი, დაგვიხასიათე მერე, რატომღაც ძალიან მაგარი სუნამო მგონია და რასაც მაგას ადარებენ გერლენის L'Instant-ით დაწყებული და სხვებით დამტავრებული ვერცერთი ვერ მივა მაგასთან.. რას ატარებ ყველაზე მეტად რა მოირგე, რაზე ჩამოგიყალიბდა აზრი რომ 100%-ით შენია.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - -

Eisenberg - ის SECRET სერია რომელიც 2017 წელს გამოუშვეს, ამ ხაზში მამაკაცის 6 სუნამოა რომლებიც ნიშე კატეგორიას მიეკუთვნება.

დავწერ ჩემ აზრს რამოდენიმე დავტესტე:

SECRET III PATCHOULI NOBLE - საინტერესო პაჩულის სუნამო, რომელიც არის გრილი არომატი (და აი რაღაცნაირი ცოტა მომჟავოც კი) მიმართულება თითქოს ფრეშისკენ მიდის მაგრამ მთლად ბოლომდე ფრეშიც ვერაა, ციტრუსი და პაჩული იკვეთება თავიდან, ნელნელა ჯება და მერე უფრო პაჩულის სუნამო ხდება, პირამიდა საინტერესო აქვს და კომპლექსური არომატია მთლიანობაში, გავს საკმაოდ გერლენის L'Instant-ს და რასაც გადავხედე ამსგავსებენ კიდევაც..

SECRET VI CUIR D'ORIENT - ფორდის ტუსკანურის მოყვარულებისთვის კიდევ ერთი ინტერპრეტაცია, უფრო სმოუქი ტყავია, ცოტა უხეშიც კი, მასკულინური, ვერ იტყვი დამუშავებული და რაფირინებული, მაგრამ იმასაც ვერ იტყვი რომ უხარისხო სუნამოა, ჩემთვის ბრუტალური მამაკაცური სუნამოა ტყავის ქურთუკზე სატარებელი, და რო ჯდება კარგად იმეორებს ნატურალური ტყავის სურნელს გაფორმებების გარეშე, ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა..

SECRET V AMBRE D'ORIENT – აი ეს კი რაღაც ისეთია რა „პრაზნიჩნი არომატებს რო ეძახიან“ ცოტ მკვეთრი მყვირალა, რაღაც ალუბალი და ვარდი ირევა ერთმანეში, ამბრა მსუბუქია, ცოტა ყვავილების სუნიც დაჰკრავს ალბათ ჟასმინია არ ვიცი, ეს აქვს.. ისე ვერ ვაანალიზებ რა რა არის მაგრამ კომპლექსური სუნამოა ესეც და საინტერესო პირამიდა აქვს.. მაგრამ ეს ცოტა ფემინინური მეჩვენება..

user posted image

Posted by: oshi 30 Apr 2018, 13:45
rezi0881
კარგი შენაძენია რეზი! ამ სეზონს და ზაფხულს მოუხდება. როგორი გამძლეობა აქვს?

DaviD Davidson

ძალიან კარგი კოლექცია გაქვს! გაზაფხული-ზაფხულისთვის მშვენიერი შეიარაღებით. კაზამორატის წითელს, რომ ვხედავ, ეგრევე რაღაცნაირ სითბოს ვგრძნობ. გენიალური ხაზია და საერთოდ ქსერჟოფი უკონკურენტოა თავის საქმეში.

პალპიც მშვენიერია! . მოკლედ კარგია!

Posted by: rezi0881 30 Apr 2018, 16:50
oshi

მადლობა! კი, უფრო თბილი დღეების სუნამოა, საშუალო გამძლეობა აქვს ან ცოტა მეტიც კანზე, ტანსაცმელზე ძალიან დიდ ხანს რჩება,
ისე რაც ზამთარში საერთოდ ვერ დავაფასე და არ მომეწონა იყო ქრიდის ვეტივერი, ეხლა კიდევ ძალიან მომწონს, სულ სხვანაირია თბილ ამინდში..

Posted by: akako78 30 Apr 2018, 17:31
rezi0881
ვა რეზი რა მაგარი სუნამო ჩანს-თანაც ნეროლია და ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ნოტია პარფიუმერიაში..გილოცავ და უამრავ შენაძენს გისურვებ..ისე შენ რომ მაგრად გაინტერესებს და გიყვარს სუნამოები ეს ეგრევე ჩანდა,მაგრამ დავითმაც საკმაოდ გამაკვირვა შენი არ იყოს-მართლა საღოლ რა!!!

DaviD Davidson

დავით რა შენასანიშნავი კოლექცია გაქვს..საქართველოში ბევრს არ ექნება მაგდაგვარიც კი..აქ ფორუმზეც ბევრი ინატრებს ასეთ კოლექციას..სრული სილამაზეაsmile.gif

oshi

პალპი მართლა კარგი რამეა..მკვდარი რომ იყო გაგაცოცხლებსsmile.gif

ისე რა კარგი მეთოდისთვის მიგიგნია..ერთი უნდა ვცადო რა მეც..სპრეიერზე რომელი სურნელიც მოგეწონება და იმ ამინდს მოუხდება დილით მართლა ეგ უნდა დაისხა..და თან ცხვირის რეცეპტორებიც თავისას შვრება მაგ დროს ალბათ..რაც ესიამოვნება ტვინს იმას მიიპკურებ!!!:)
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პ.ს.ერთი კარგი ფორუმელი დაგვეკარგა(კარგი ხანია არ გამოჩენილაsmile.gif)მეუზე ვამბობ..ავარიის მერე თითქმის არც კი გამოჩენილა-არადა დიდი კოლექციის მქონე და პარფუმოყვარულია აშკარად(ისე მე მგონი მობეზრდასავით-დაიღალაsmile.gif)

Posted by: rezi0881 30 Apr 2018, 18:36
akako78

მადლობა! ვიცი რომ შენ გიყვარს ნეროლი, მეც მომწონს და ამ ბოლო დროს ვათვალიერე ნეროლის სუნამოები, ალბათ ესენი მოგეწონება,

არომა ბუტიკშია, ბრენდი - Au Pays de la Fleur d'Oranger

Neroli blanc Intense Eau de Parfum
Neroli blanc Eau de Parfum
Neroli blanc L'eau de Cologne

აი ესენია სტროგად ნეროლის სუნამოები, ისე მკვეთრად და გამოკვეთილად ისმის რომ არცერთ სუნამოში ესე არ შემხვედრია.. 40% იან ფასდაკლებაში გვქონდა ეს ბრენდიო..
ვერსიტალი სუნამო არ ჩანს არცერთი, აი ისეთი რა რაღაცაში რო ამოარჩიო.. კონკრეტულად ნეროლის მოყვარულებისთვისაა ეს სუნამოები შექმნილი ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა..

user posted image

Posted by: akako78 30 Apr 2018, 20:40
rezi0881

არაფრის..ხო საინტერესოა აშკარად რეზი,გავივლი და დავტესტავ..ავენტუსსზე მოგვიყევი მერე თუ არ დაგეზარება შენი აზრი..რა და როგორ უხდება და რასsmile.gifჩემთვის დაბადების დღის სურნელია-ასეთი სურნელი უნდა ჰქონდეს ჩემის მოკრძალებული აზრით მამაკაც იუბილარსsmile.gif

პ.ს ეიზენბერგერიც ძალიან საინტერესოა აშკარად!

Posted by: 4L3X 30 Apr 2018, 21:31
QUOTE (DaviD Davidson @ 29 Apr 2018, 21:03 )
user posted image

ძალიან სერიოზული კრებულია. up.gif

კრიდი, მარლი, პარმა, კაზამორატი, მოლეკულა, მანსერა, ბირედო, სერიოზულ ინვესტიციასთან გვაქვს ადგილი. ნამდვილი პარფიუმერიის "გურმანი" ბრძანდებით.

Posted by: rezi0881 30 Apr 2018, 22:58
akako78

ალბათ არ დამიჯერებ და ჯერ ავენტუსზე თითი არ დამიჭერია.. smile.gif რამოდენიმეჯერ დავისხი არომატეკაში, ერთი იმას ვიტყვი რომ ერთერთი ის სუნამოა რომლის შეგრძნებაც იმდენად მომწონს რომ ჩემ განწყობაზე მოქმედებს smile.gif მეც ვაპირებ გამოვიყენო განსაკუთრებული დღეებისთვის, კიდევ ერთი იმას დავაკვირდი რომ ზოგადად ნიშეები უფრო განსაკუთრებული დღეების სუნამოებია, შესაბამის დრესკოდზე გათვალისწინებით.. არ უნდა გახადო ყოველდღიური რუტინის ნაწილი თორემ რაღაცნაირად კარგავს თავის ხიბლს, ცოტა უფასურდება ეჩვევი და განსაკუთრებულად აღარ აღიქვავ..

Posted by: DaviD Davidson 30 Apr 2018, 23:32
rezi0881
QUOTE
მაგარი კოლექციაა! პატარა ქრიდი რა არის ავენტუსია? დოლჩეს გვერდზე რეებია პატარები, პენჰალიგონის ლოთეირია?

მადლობა! პატარა ქრიდი Virgin Island Water-ია. ის პატარები პრადაა, L'Homme მგონი, არ აწერია სახელი, ლუტეციაში მაჩუქეს ადრე. პენჰალიგონი ლოთეირია კი.
QUOTE
ჰეროდიც დაგიმატებია, რაღაცეებს არ აბაზრებდი ჰო  ბლომად გქონია.. ერთი წელი რჩევა ძიება თვალიერება აღმოჩენა ძალიან მენიშნა ცოტა ხო არ მოგბეზრდა კიდეც


ჰეროდი შენთან ერთად ვიყიდე იმ კოდით biggrin.gif აქ აღარ დავწერე რატომღაც.
არა არ მომბეზრდა, უბრალოდ ძალიან ინტენსიურად მივყევი თავიდან და ბევრი დამიგროვდა, ტემპი უნდა დავაგდო ცოტა. კვლევა-ძიებას ვაგრძელებ smile.gif

QUOTE
მგონი პარდონზე არ დაგიწერია შენი აზრი, დაგვიხასიათე მერე, რატომღაც ძალიან მაგარი სუნამო მგონია და რასაც მაგას ადარებენ გერლენის L'Instant-ით დაწყებული და სხვებით დამტავრებული ვერცერთი ვერ მივა მაგასთან.. რას ატარებ ყველაზე მეტად რა მოირგე, რაზე ჩამოგიყალიბდა აზრი რომ 100%-ით შენია.


კი, რამდენი ხანია გპირდებით პარდონის დახასიათებას და ვერ მოვაბი თავი, განწყობა უნდა მაგასაც, როგორც ტარებას biggrin.gif სუნამო ნამდვილად გამორჩეულია, მაგას და კილიანს გამოვყოფდი, დანარჩენები ყველა ერთნაირად მიყვარს და ვაფასებ. ერთი Cedrat Boise-ს ვერ დავუძმაკაცდი და შეიძლება დავდო გასაყიდად. smile.gif

* * *









oshi
QUOTE
ძალიან კარგი კოლექცია გაქვს! გაზაფხული-ზაფხულისთვის მშვენიერი შეიარაღებით. კაზამორატის წითელს, რომ ვხედავ, ეგრევე რაღაცნაირ სითბოს ვგრძნობ. გენიალური ხაზია და საერთოდ ქსერჟოფი უკონკურენტოა თავის საქმეში.

პალპიც მშვენიერია! . მოკლედ კარგია!

გაიხარე! უმეტესობა შენი რეკომენდირებულია wink.gif
ქსერჟოფი ნამდვილად შედევრებს ქმნის და კიდევ არაერთი სუნამოს დამატების სურვილი მაქვს მაგ სახლიდან.

* * *
akako78
QUOTE
დავით რა შენასანიშნავი კოლექცია გაქვს..საქართველოში ბევრს არ ექნება მაგდაგვარიც კი..აქ ფორუმზეც ბევრი ინატრებს ასეთ კოლექციას..სრული სილამაზეა


მადლობა. ყველას გისურვებთ სასურველი არომატების ფლობას! smile.gif
* * *
4L3X
QUOTE
ძალიან სერიოზული კრებულია. 

კრიდი, მარლი, პარმა, კაზამორატი, მოლეკულა, მანსერა, ბირედო, სერიოზულ ინვესტიციასთან გვაქვს ადგილი. ნამდვილი პარფიუმერიის "გურმანი" ბრძანდებით.


მადლობა! აქ არის რამდენიმე კაცი, ვისაც ვერც გემოვნებით და ვერც კოლექციით ვერ შევედრები. მათი დიდი წვლილია ჩემ "პარფიუმმოყვარულად" ჩამოყალებებაში. smile.gif

Posted by: rezi0881 1 May 2018, 00:19
DaviD Davidson
QUOTE
კი, რამდენი ხანია გპირდებით პარდონის დახასიათებას და ვერ მოვაბი თავი, განწყობა უნდა მაგასაც, როგორც ტარებას  სუნამო ნამდვილად გამორჩეულია, მაგას და კილიანს გამოვყოფდი, დანარჩენები ყველა ერთნაირად მიყვარს და ვაფასებ. ერთი Cedrat Boise-ს ვერ დავუძმაკაცდი და შეიძლება დავდო გასაყიდად.

ჰო, როცა იქნები მაგის განწყობაზე დაგვიხასიათე smile.gif ყველა კარგია პარდონი უხდება კოლექციას განსაკუთრებით, ლოთეირი მეც მომწონს ძალიან კარგია..

Posted by: beso1968 1 May 2018, 11:07
rezi0881
არ რა smocy ტან კაი პირამიდა აქვს თავიდან ხილის არომატის სუნით იწყება და მერე გადადის. გამძლეობაც ნორმალური აქვს. მე ჩამოვატამიმე დუბაიდან ერთს ჩემთვის აქვს კიდევ ერთი გახსნილი და ერტიც გაუხსნელი, ტუ გაინტერესებს აკაკომ იცის სადაც აქვთ.
რაც შეეხება ავენტუსის მიახოლებულ კლონებს ზაან ბევრი დამიტესტავს და მიყიდია, თითქოს გავს მაგრამ შეადარება არამართებულია.

Posted by: toyota12345 1 May 2018, 12:03
ამ სუნამოზე რამე ხო არ იცით? ერთს ესხა მაგრად დამევასა და რო ვკითხე სახელი ეს არისო და საქართველოში იყიდება სადმე ორიგინალი?

შაიკ 165

user posted image

Posted by: barbara7 1 May 2018, 13:37
https://www.fragrantica.ru/perfume/Ex-Nihilo/Fleur-Narcotique-27571.html ამის ფორმულითაა ალბათ დამზადებული

Posted by: rezi0881 1 May 2018, 21:51
beso1968

მადლობა, ეხლა არ მინდა თან სუნიც არ ვიცი მაგის, დააახლოვებით ვხვდები რაც იქნება.. ისე კარგად ახასიათებენ,
Pineapple Vintage Intense თუ გაქვს დატესტილი დაგვიხასიათე, რითი ამჯობინებ Supremacy Silver-ს რო შეადარო..


Posted by: oshi 2 May 2018, 21:10
DaviD Davidson
მშვენიერია)) კიდევ მრავალი.

rezi0881

დღეს ვნახე შენი ნეროლი გერლაინი.. კარგი სუნამოა ნამდვილად, დაფნის და ჩაის სუნი ვიგრძენი მე. ამ სეზონისაა უკონკურენტოდ...


ბიჭებო გერლაინის სანტალ როიალი იცით?

როგორ მოგწონთ?

* * *
დღეს ეს შევიძინე. ფაქტიურად ვიჩუქე ისეთ კარგ ფასში იყო. თან გრავირებას გაუკეთებენ უფასოდ..
* * *
user posted image

ძალიან ლამაზი ტყავის ჩასადები აქვს.
user posted image

Posted by: rezi0881 2 May 2018, 23:08
oshi

გილოცავ! მშვიდობაში .. smile.gif სულ კაი ამბებში მოიხმარე .. ვიცი ეგ ძალიან კარგია, დაბლ ვანილაც მომეწონა მე.. პრეზენტაცია მართლა ლამაზი აქვს, თბილისში იყიდე?
დაგვიხასიათე მერე smile.gif საინტერესო იქნება.

QUOTE
დღეს ვნახე შენი ნეროლი გერლაინი.. კარგი სუნამოა ნამდვილად, დაფნის და ჩაის სუნი ვიგრძენი მე. ამ სეზონისაა უკონკურენტოდ...


ჰო, ჩაი იგრძნობა კარგად, ნეროლიც იგრძნობა, დაფნა არ ვიცი მე ვერ ვგრძნობ ზოგადად კი ვიცი იყენებენ პარფიუმერიაში ამას არ აქვს.. ამ სეზონის არის ალბათ ზაფხულშიც კარგი იქნება, ტანსაცმელზეც თუ დაისხი დააკვირდი რაღაც პერიოდი დიდ ხანს რჩება smile.gif

ამას გულისხმობ ალბათ, https://www.fragrantica.com/perfume/Guerlain/Santal-Royal-38808.html მე არ დამიტესტავს საინტერესო სუნამო ჩანს თბილისში ალბათ არ აქვთ არსად შემხვედრია..




Posted by: DaviD Davidson 2 May 2018, 23:51
QUOTE
დღეს ეს შევიძინე. ფაქტიურად ვიჩუქე ისეთ კარგ ფასში იყო. თან გრავირებას გაუკეთებენ უფასოდ..

oshi

მაგარია. გილოცავ!
გამოუშვი აბა ნაკოლი, სად როგორ... ვულევუს ჰქონდა მგონი გერლენის დღეები.

სანტალ როიალი ადრე ვნახე დუთი ფრიში. კონკრეტული პირამიდა არ მახსოვს, ხარისხი მაღალი, მდგრადობა და შლეიფი სერიოზული biggrin.gif ცოტა მემძიმა მე, არც სანდალვუდი მიყვარს მაინცდამაინც და აღარ ჩავუღრმავდი.

Posted by: akako78 3 May 2018, 00:26
oshi

ვა მშვიდობაში-გილოცავ!მაგარია ძალიან-"პო გლაზამ ვიდნო":)

Posted by: oshi 3 May 2018, 02:03
rezi0881
მადლობა. სიმართლე გითხრა მანდილოსნის სუნამო უფროა ვიდრე კაცის, მაგრამ მომეწონა მაინც. smile.gif ზოგადად ამ ხაზის უმეტესობა ქალისკენ იხრება..ამაზე ერთხელ კი გვაქვს აზრები გაცვლილი...
შენ სუნამოში დაფნაა არაა , მაგრამ აი პირველი რაც ვიგრძენი დაფნის მსგვასი სურნელი იყო. გახსნა ეგეთი ქონდა. ძაან კარგი სუნამოა. მაგ ხაზიდან Bois d'Arménie—— მომწონს კიდევ ძალიან !! გამორჩეულად კარგია და კაცურიც.


ამ სანტალს ვგულისხმობ... 2014 წლისაა. შეიძლება ეგ ძველი ვარიანტია.

user posted image

DaviD Davidson

გერმანიაში ვიყიდე. :-)

მანდ არ ვიცი სიმართლე გითხრა როგორაა ფასები. ვაკის ფილიალს აქვს ისე მგონი...

მეც მემძიმა სანტალ როიალი, მაგრამ სასიამოვნოდ. კანზე არ გამისინჯავს ისე.. საკმაოდ ძვირია... მოვსინჯო უნდა კიდევ— არ დამტოცა გულგრილი..


akako78

მადლობა, ხო ვიდნო:-) ძაან ლამაზი ნახელავია შუშა, ჩასადებიც.

Posted by: beso1968 3 May 2018, 11:24

DaviD Davidson
მანცერას ცედრატზე ადრე დავწერე აქ ავენტუსს ამგვანებენთქო და მე მაგის მსგავსება ვერ გავიგე საერ^თოდ, სუფთა ქიმიკატია ტანსაცმლის გარეცხვის შემდეგაც არ ამოდის
* * *
rezi0881
მართლა არ მეხერხება თორე დავახასიათებდი.

Posted by: teonateona91 3 May 2018, 13:15
მოგესალმებით,

ვულევუში, ისი პარიში, ლუტეციაში შანელის სუნამოს კოკო მადმუაზელის ყიდვას თუ მირჩევთ. ორიგინალი თუ აქვთ ნეტა, ნუ ფასი საკმაოდ აქვს მაგრამ ეჭვი მეპარება და ვყოყმანობ ყიდვას მაინც.

Posted by: rezi0881 3 May 2018, 13:28
oshi

გერლენის THE EXCLUSIVE COLLECTIONS სრულად არაა თბილისში წარმოდგენილი, რაც არის ძირითადად ვანილებია, თავიდან მეც უფრო მანდილოსნის სუნამოებს ვაკუთვნებდი, მაგრამ ეხლა უფრო უნისექსებად ვთვლი და სიამოვნებით ვატარებდი ცივ დღეებში.. თუ ვანილის და ტონკას მოყვარული ხარ ეს ხაზი ერთერთი გამორჩეულია, კი იცი შენ, და ქსერჯოფის ვანილია კიდევ ძალიან ხარისხიანი.. Songe d'un bois d'été ეს მაინტერესებდა მაგრამ აქ არაა და ბრმად ამის მყიდველი არ ვარ მასკულინურ სუნამოდ ახასიათებენ.. Angélique Noire მაგ ხაზის ერთერთი პოპულარული სუნამოა.. ამ სეზონის არაა მაგრამ ცივ დღეებში ძალიან მაგარი იქნება.. რო ვტესტავტი უკვე თბილი დღეები იყო, ვანილებით დავიწყე, ზამთარში რო მენახა შეიძლება სხვა რამე შემერჩია (თუმცა ამ სეზონზე ჩემი ნეროლით ძალიან კმაყოფილი ვარ) .. ესეთ კარგ ფასში თუ იყიდე არ იყო ხელიდან გასაშვები, როგორც სუნამო და როგორც საკოლექციო ორივე შემთხვევაში მაგარია.. smile.gif

Les Absolus d`Orient Santal ეს უნდა ვნახო, მეც მაინტერსებს, რამოდენიმეჯერ დავყნოსე მაგრამ არ მახსოვს კარგად. თავიდან რო გამოჩნდა მახსოვს არ ახასიათებდნენ მაინცდამაინც კარგად, ამ ხაზის სამივე სუნამო აღმოსავლური, ინტენსიური არომატებია, Oud Essentiel ნამდვილი აღმოსავლური, ცოტა მწკლარტე მძიმე რაღაც ესეთი უდია.. Ambre Eternel ესეც აი რაღაც უხეშია რა მძიმე სუნამოა აღმოსავლური.. ამეებს კარგი დატესტვა უნდა გემოვნების საკითხია.. Ambre Eternel ეს ამფორაში კონსულტანტმა რო მანახა ეიფორიაში იყო რა smile.gif ახალი მიღებული გვაქვსო და გავგიჟდით ყველას ისე მოგვეწონაო..

teonateona91

კი, რათქმაუნდა ორიგინალია, მაღაზიები მწარმოებლებისგან ღებულობენ პროდუქციას, და გრეი მარკეტიდან არ შემოაქვთ იმის ალბათობა რო ყალბი იყოს ფაქტიურად არაა ..
შანელი აქაც ძვირია და ონლაინშიც, ისევ აქ ღირს ყიდვა ფასდაკლებაზე..

Posted by: teonateona91 3 May 2018, 13:39
rezi0881
QUOTE
კი, რათქმაუნდა ორიგინალია, მაღაზიები მწარმოებლებისგან ღებულობენ პროდუქციას, და გრეი მარკეტიდან არ შემოაქვთ იმის ალბათობა რო ყალბი იყოს ფაქტიურად არაა ..
შანელი აქაც ძვირია და ონლაინშიც, ისევ აქ ღირს ყიდვა ფასდაკლებაზე..


კი ზუსტად ახლა აქვთ ფასდაკლება და მაგიტომ ვიკითხე დიდი განსხვავება აღარ გამოდის რეალურ ფასთან. უბრალოდ რაც აქ ვიყიდე მაგალითად ნარცისო და დონა კარანი არცერთს არ აქვს გამყოლი სუნი ხოდა ამიტომ ვყოყმანობდი მაინც.

Posted by: oshi 3 May 2018, 15:29
rezi0881
ძალიან კარგი არჩევანი გააკეთე. ოპტიმალური ვარიანტია ამ ორი სეზონისთვის!!! ის სამი გერლაინის მართლა არაა მსუბუქი, თუმცა ამბრა მომეწონა ყველაზე მეტად.... კარგად დაჯდა კანზე. მერე მეორედ ცოტა ცივ დღეებში გავსინჯავ

Posted by: rezi0881 3 May 2018, 23:03
oshi

ეს უკვე იყიდება ევროპაში თუ შეგვხვდა სადმე გაგვიზიარე შთაბეჭდილებები smile.gif L'Homme Idéal L'Intense Guerlain არ სყალობენ მაინცდამაინც შეფასებებში მაგრამ რატომღაც მგონია კარგი იქნება.. smile.gif

ზამთარში ზაფხულის სუნამოს აღარასდროვ ვანახავ და პირიქით..

აი ესეთი შინაარსის არის როგორიც ფოტოზეა, მეორე ქრიდი რომელიც ძალიან მომეწონა..

user posted image


Posted by: abes777 4 May 2018, 15:51
club de nuit armaf ავენტუსის მსგავსს რო ეძახიან გინდათ ვინმეს? $29 + ტრანსპორტირება ჯამში გამომივიდა 80. 5 ჯერ არ მაქვს გამოყენებული. შემომთავაზეთ ფასი.

გაცვლით გავცვლი gioში. სულ ძველებური თუ გაწვთ ვინმეს მაღალ მატოვ ბოთლში რო იყო რელიეფურში, მაგასაც ვიყიდი.

Posted by: sunamo 5 May 2018, 15:11
abes777

შეიძლება გავიგო რატომ არ მოგეწონა? გამოწერას ვაპირებ და მინდა ვიცოდე. მადლობა

Posted by: abes777 5 May 2018, 22:13
sunamo
ავენტუსიც მაქვს და ჯობია ის. ამას დასხმიდან 10 წუთი უნდა აცადო რო დაჯდეს სუნზე. ტრანსპორტირება ბევრს წაიღებს, მძიმე ბოთლია ძაან. გაცვლის გარდა გაყიდვაც მაწყობს და წაიღე თუ გინდა.

Posted by: rezi0881 6 May 2018, 00:11

Layton Exclusif დავტესტე დიდი ხანი მაინტერესებდა ეს სუნამო, მთლიანობაში ძალიან მაგრად გავს Layton-ს, ეს უფრო დარქ ჯუსია, თუმცა ლეიტონიც არაა მსუბუქი, ერთი რაც ვიგრძენი ექსკლუზივში ყავაა და ენიმალიქ ოღონდ ძალიან მსუბუქი და კარგად დამუშავებული ნოტაა.. ოღონდ გამოკვეთილად არცერთი არ ისმის უფრო ბეის ნოტებია ორივე.. ლეიტონი უფრო პარზნიჩნისკენ მიდის უფრო მეტი ვანილი აქვს უფრო მოტკბოა ზამთარს სიცივეს უხდება.. მოკლედ ერთი ბაზა აქვთ ამ ორ სუნამოს პატარ-პატარა ნიუანსების განსხვავებით.

user posted image

Guerlain Les Absolus d`Orient Santal Royal კანზე ესეც დავტესტე კარგი სუნამოა ბლოტერზე უფრო სასიამოვნოდ დარჩა, იგივე უდი აქვს რაც ამავე ხაზის უდის სუნამოს.. ეგ უდი აღმოსავლურია, ფრაგრანტიკაზე წერია კიდეც In Arabic manner - oriental composition - იგივე უდის აქვს აჯმალის ამ სუნამოს https://www.fragrantica.com/perfume/Ajmal/Santal-Wood-26018.html რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს და ამ ბრენდის პრემიუმ კლასის სუნამოა (ვარდის და უდის კომბოა საკმაოდ სერიოზული არომა ბუტიკში იყიდება).. მე არ მიყვარს ეგ უდი ვერ აღვიქვავ სასიამოვნოდ.. არც მძულს მაგრამ რაღაც ვერა რა.. სხვას შეიძლება მოეწონოს..

ეისენბერგის ტყავი დავტესტე კიდევ ფორდის ტუსკანურს რო წააგავს, ბევრად უკეთესი კლონები არსებობს, ამან ტუსკანურს რეალურად რაიმე კონკურენცია გაუწიოს შანსი არაა.. down1.gif

Posted by: 4L3X 6 May 2018, 12:07
აბა დახვეწილო საზოგადოება წარმოგიდგენთ სრულიად ახალ კომპანიას Claude Marsale რომელიც ამერიკულ ბაზარზე წელს გამოჩნდა

http://claudemarsal.com/

არავინ არ იცის ჯერ რა ხილია ამ კომპანიის სუნამოები მაგრამ რომ გადავხედე მივხვდი რომ ბევრი სხვადასხვა გემოვნების დაკმაყოფილებას ცდილობენ. არის Eau de parfum. ღირს $200

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც რჩევა მომცა ამ ზაფხულს რა დავისხა და ძალიან სარფიანი წინადადებები მომაწოდა. მაგრამ ჩემი არჩევანი ბოლოს Mancera Sicily-ზე შევაჩერე. სასიამოვნოდ ატმის და ციტრუსის სუნი. რომელიც დიდხანს მიგყვება. Fresh ნაღდათ არ არის მაგრამ ზაფხულს ალბათ კარგათ გამატარებინებს.


Posted by: borbolia777 6 May 2018, 13:06
Kai sunamoebis saiti dadet ra onlain magaziis

Posted by: DaviD Davidson 6 May 2018, 17:47
rezi0881
QUOTE
Layton Exclusif დავტესტე დიდი ხანი მაინტერესებდა ეს სუნამო, მთლიანობაში ძალიან მაგრად გავს Layton-ს, ეს უფრო დარქ ჯუსია, თუმცა ლეიტონიც არაა მსუბუქი, ერთი რაც ვიგრძენი ექსკლუზივში ყავაა და ენიმალიქ ოღონდ ძალიან მსუბუქი და კარგად დამუშავებული ნოტაა.. ოღონდ გამოკვეთილად არცერთი არ ისმის უფრო ბეის ნოტებია ორივე.. ლეიტონი უფრო პარზნიჩნისკენ მიდის უფრო მეტი ვანილი აქვს უფრო მოტკბოა ზამთარს სიცივეს უხდება.. მოკლედ ერთი ბაზა აქვთ ამ ორ სუნამოს პატარ-პატარა ნიუანსების განსხვავებით.


კარგი დახასიათებაა. მე არ გამისინჯავს, მაგრამ არ მგონია, რომ ძველზე მეტად მომეწონოს. ფასი ხომ არ გახსოვს?
* * *
4L3X
QUOTE
მაგრამ ჩემი არჩევანი ბოლოს Mancera Sicily-ზე შევაჩერე. სასიამოვნოდ ატმის და ციტრუსის სუნი. რომელიც დიდხანს მიგყვება. Fresh ნაღდათ არ არის მაგრამ ზაფხულს ალბათ კარგათ გამატარებინებს.


კარგია ძალიან. მაქვს მე. smile.gif

Posted by: rezi0881 6 May 2018, 18:39
DaviD Davidson

უაზროდ ძვირი.. 750-მდე ღირს.. დატესტვად ღირს საინტერესო სუნამოა.


Posted by: borbolia777 6 May 2018, 18:51
მე არ გამისინჯავს, მაგრამ არ მგონია, რომ ძველზე მეტად მომეწონოს. ფასი ხომ არ გახსოვს?

Posted by: 4L3X 6 May 2018, 20:58
პირველ გვერდზე მაღაზიების ჩამონათვალი რომ არის იქნებ ესეც დავამატოთ. https://www.facebook.com/le.parfum24/
ნაღდი სუნამოები დაბალ ფასებში ჩემს პირად გამოცდილებას გაგიზიარებთ. მანსერას 60 მლ ვულე ვუ ყიდის 220 ლარად. ეს მაღაზია იგივე ფასად 120 მლ ყიდის. ვერსაჩე ეროსი 50 მლ 175 ლარი.

Posted by: akako78 6 May 2018, 21:15
rezi0881

კარგი დახასიათებაა რეზი "ეზ ოლვეის":)ისე დახატე ამ ნიშე სუნამოს სურნელი რომ დარწმუნებულივარ ორიგინალზე მეტად ეგ მომეწონება!!!ლეიტონი ძალიან მაგარი სუნამოა-ერთგვარი კომბოა და ისეთი ტოპ დიზაინერების წარმატებული კომპოზიციებია შიგნი თავმოყრილი რომ-იმ აღქმას გავს მოკლემეტრაჟიან საკულტო ფილმში რომ არის რეკორდში: ქალებში რომ დავდიოდიოთო მე და მამამისიო-მაგრამ რაზე დავდიოდითო ის აღარ მახსოვსოsmile.gifაი ასეთი კომბოა ჩემთვის ლეიტონი-მაგონებს ერთად რამოდენიმე ტოპ სუნამოს სურნელს და თითქოს რაღაცა მარტივიცაა,მაგრამ ამავდრულად რთულიც-ერთი შეხედვით არაა ისე მარტივი თავიდან რომ გეგონება კაცსsmile.gifმაგრამ შენი დახასიათების მიხედვით ექსკლუზივი უფრო მომეწონება ალბათ და შენც გეტყობა ხელწერაზე და რევიუზე რომ ეგ უფრო მოგეწონა ვიდრე ორიგინალი!?ასეა?smile.gifრაც შეეხება ფასს მართლაც რომ გაბერილია აშკარად:როჟას რამოდენიმეში ან ავენტუსში თუ გაიხდი მაგ ფასს..ტომ ფორდის რამოდენიმეც ქაჩავს ამ ფასს -აღარაფერს ვამბობ ნასიმოტოებზე,მატრიარხატებზე,ქსერჯოფებზე,კილიანებზე და და ა.შ. მაგრამ დე მარლის სუნამოები ნამდვილად არა(არადა ძალიან მიყვარს ეს ბრენდი-განსაკუთრებით პეგასი)

პ.ს.გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს პატივცემულო ფორუმელებო!!!

Posted by: rezi0881 6 May 2018, 21:17
4L3X

ეს რა გააძრე eek.gif ახალი გახსნილია? ეს ბრენდები თუ იყიდებოდა საქართველოში არ ვიცოდი .. smile.gif

akako78

გაიხარე.. შეიძლება უფრო მოგეწონოს არ ვიცი, რო მოახერხებ ნახე, ერთ ხელზე ექსკლუზივი დაისხი მეორეზე ჩვეულებრივი და გაგვიზიარე შენი აზრი საინტერესო იქნება wink.gif როგორც ვიცი არ ხარ მაინცდამაინც ლეიტონის მოყვარული.. დღეს რო ვაკეთებდე არჩევანს შეიძლება ექსკლუზივი ამერჩია მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, იცი როგორია? მდგრადი საკმაოდ, ცოტა მძიმეც დღის ბოლოს ცოტა მომაბეზრებელიც გახდა, დამღალა.. ზამთარში ალბათ უფრო კარგი იქნება.. ბოლოს თითქოს ყავა უფრო გამოიკვეთა.. ვერ ვიტყვი რომ აუ ეს მქონდეს ლეიტონის მაგივრად მსგავსი აზრი არც გამჩენია მომწონს ორიგინალი ლეიტონი. ფასი მართლა მაღალია. ჯერემი ისე რულავს იუთუბის კამანდას მაგან დაიწყო თავიდან დიზაინერების სუნამოების თავმოყრააო და აყვა ყველა smile.gif .. არადა ლეიტონი დე მარლის ერთერთი ყველაზე მოთხოვნადია.. ძალიან ნიშე სუნამოა თავისი შინაარსიით საოცრად იცვლება მთელი დღის განმავლობაში, უმეტესობა სუ პოზიტიური დახასიათება აქვს.. რავიცი რამდენი დიზაინერი მაქვს დატესტილი მაგრამ ვერცერთს ვერ ვადარებ მე.. აბა თუ გაანალიზებ რომელ დიზაინერებს მიამსგავსებ გვითხარი მერე.. smile.gif

მრავალ გიორგობას დაესწარით.

Posted by: 4L3X 6 May 2018, 21:54
rezi0881
ახალი არ არის 2.5 წელია მუშაობს. კი, ძალიან მრავალფეროვანი არჩევანია, ეკომიური ბრენდებიდან დაწყებული სუპერ ბომბებით დამთავრებული.

Posted by: akako78 6 May 2018, 23:07
rezi0881

ზუსტად არ მახსოვს მაგრამ თითქოს ნავაზი იყო ინვიქტუსის და ინვიქტუს აქვასი და საერთოდ რომ არ მცოდნოდა ლეიტონი იყო პაკო რაბანის სუნამო მეგონებოდა თავიდან ერთ-ერთი..ასევე ეროსის და ლა ნუი დელ ომის და ის არ ჰქონდა რაც პეგასს(პეგასი გაგრძნობინებს მე ვარ და ჩემი ნაბადიო)..მე პეგასს ჰეროდზე მაღლა ვაყენებ და ლეიტონზეც..ერთი-ერთზე მესხა ავენტუსთან და არ ჩამოუვარდა ზამთარში(მაგრამ გაზაფხულის ამინდი უფრო იყო-ეს ჩემთვისაა ასე თორემ ყველას აქვს თავისი აზრი,შეხედულება და ფავორიტი-ჰეროდიც და ლეიტონიც ძალიან კარგები არიან) არაფრით..გამყოლობაში აჯობა კიდევაცsmile.gifაი ეს გამახსენდა სპონტანურად..მე უფრო მილიონერი ბაბუის შვილი რომ არის ბრიტანელი მყვინთავ-გიტარისტი მაგის აღქმას დავეთანხმე ერთი-ერთში..ჯერემი მაყუთის მკეთებელია ეს აშკარაა და გემოვნებაც აქვს საკმაოზე მეტიც-მაგარია უდავოთ როგორც იუთუბელი..მაგრამ ისეთ სუნამოებს აპიარებს ხოლმე მაგას ვერ გავუგე ვერაფერიsmile.gifდახვეწილი ცივი გონების გერმანელია და მიზნისკენ მიმართული რობოტია რომელიც ცხოვრობს გეგმის მიხედვით და ვითომდაც სპონტანური მასტია(აპიარებს ამას,მაგრამ დარწმუნებული ვარ წყალს არ დალევს სხვის მიწოდებულს-აშკარად ნარცისიზმითაა შეპყრობილი--ასევე ფულითაა გაგიჟებული..ძვირიანი მანქანები და იახტები ან თვითმფრინავები)თავის თავს ბევრად ძვირად აფასებს რაც არის სინამდვილეში..არიან სხვა იუთუბელები-არ ჩანან,მაგრამ მე კი ვიცი და ნანახი მაქვს მათი რევიუები, რომლებსაც მაგის წლის შემოსავალი ერთ პატარა ნოუთბუქის ჩანთაში აქვთ სახარჯო ფულად,მაგრამ მასავით არ არიან თავის თავზე გადარეულები(ვისაც აქვს ნანახი კი მიხვდებაsmile.gif)მისი რევიუებიდან ნახევარი ფარსია-მეტი თუ არა..მეზღაპრეა..ასევე რობოტები და ჩაწერილივით ლაპარაკობენ რედოლესენსი და ბრუკლინელი ჰიბრიდი რომ არის კარლოსი(ვერ გავიგე მულატია თუ ლათინოსიsmile.gif)და ა.შ. იმდენი არიან ეგენი რომ მაგათ რა დათვლის!!???..დანარჩენი კიდევ უფრო საშინელი რობოტები არიან..ანუ ქართულად რომ ვთქვათ რასაც ჩასძახებ-იმას ამოგძახებსო:)95% მასეთნი არიან ეგ როჟებიsmile.gif

პ.ს. სართოდ ნიშე სუნამო ნიშნავს აი პატარა წრისთვის რომ არის განკუთვნილი და ვიწრო სპეციალიზაციას არა?გარკვეული ხედვის,აღქმის და ნოტების ერთობლიობის კომპოზიციას რომელიც მასებისთვის არაა განკუთვნილი,რაღაც საფუძველი უდევს და ისტორია ხომ?ლეიტონის შემთხვევაში ეგ თუ იგრძნობა მაშინ მე აკაკი კი არა-აქილევსი ვყოფილვარ პელევსის ძეsmile.gif

Posted by: rezi0881 7 May 2018, 01:16
akako78

პეგასუსი ისე მომეწონა თავიდან მაგის ყიდვას ვაპირებდი, დღესაც მომწონს, უფრო ცივი დღეების სუნამოა ძალიან მდგრადია.. ამუაჟის რეფლექშენი რო ვნახე ვეღარ ჩამოვყალიბდი ეს უფრო მინდოდა თუ პეგასუსი.. ძალიან ბევრი მსგავსება აქვთ, რეფლექშენი უფრო ლაითი სუნამოა მსუბუქი, პეგასუსი უფრო მდგრადია და ინტენსიური..

ჰო, აი ლეიტონზე მეც მომისმენია კარდამომის სუნით ამსგავსებენ ლა ნუი დელ ომის, ასევე ბოსს ბოთლედს ამსგავსებენ ვაშლით.. ალბათ უმნიშვნელოა მაინც ეგ მსგავსებები, მთლიანობაში ლეიტონს თავისი ხასიათი აქვს მე ასე ვთვლი smile.gif ისე კი, კიბატონო არაა ისეთი ვიწრო მოხმარების ნიშე როგორიც ნასომატოს ბლექია და სხვები.

ეგ ბრიტანელი სტივი ერთერთი საინტერესო რევიუერია, ძალიან კარგად ერკვევა და თავის ბრენდის შექმნას აპირებს.. დამაჯერებელია მაგის რევიუები, უბრალოდ თავისი გემოვნება აქვს და სტროგად იმას განიხილავს ძალიან დამაჯერებლად რაც თვითონ მოსწონს.. არ ფუთავს სხვებივით ყველაფერს და არ გაწვდის კომერციული ინტერესებით შეფუთულს.. ამიტომ ვაფასებ მაგის რევიუებს, უფრო დარქ სურნელების მოყვარულია, რაც მეც მომწონს.. აი მაგალითად არ მოეწონა ლეიტონი გაუშვა ეგრევე ნახუიზე არ დაიწყო შეფუთვა.. იგივე ქნა კურკჯანის გრანდ სოირზე.. smile.gif არადა ფაქტია ეს ორი სუნამო ძალინ პოპულარულია და ძალიან მოწონს ხალხს.. ბოლო პერიდი ძალიან ძვირფას უდებს განიხილავს ალბათ მაგარი სუნამოები იქნება ეგენი..

ჯერემის რაც შეეხება მაგის ჩენელი სუფთა კომერციული ინტერესების არის.. smile.gif გარეგნობა, ქარიზმა, დამაჯერებლობა, მსახიობური ნიჭი, სულ გოგოების გარემოცვა და ა.შ. მაყურებელზე ძალიან მაგრად მუშაობს, დღემდე ვუყურებ მაგის ახალ დამატებულ ვიდეოს, ანუ სუნამო კიდევ სხვა თემაა მაგის შემთხვევაში, ისე გადაიღო ვიდეო რომ ხალხს მოსწონდეს და უნდოდეს ყურება მაგაშია ჯერემის ოსტატობა.. smile.gif მოწესრიგებულია, ჩაცმულობა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზება, საინტერესო ვიდეობი ივენთებიდან და ა.შ. მოკლედ აღარ გავაგრძელებ.. დღესდღეობით იმ დიზაინერული სუნამოების გაყიდვაზე რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყიდება მაგრად რო მუშაობს მაგის ჩენელი ფაქტია..

აბა ის არის? ინდოელია მგონი არ მახსოვს biggrin.gif ულვაშებში რო იჩითბა, ხან კლეჩატი საროჩკა აცვია ხან გაწელილი ჯემპრი, არადა როჟა დავებს კლაივ კრისტიანებს და სულ რაღაც უძვირფასეს უდებს განიხილავს.. ანუ რევიუში სხვა ფაქტორებიც მუშაობს ჩემი აზრით ვიდრე მარტო სუნამო როცა დიდი პუბლიკა გიყურებს.. smile.gif დილეტანტს რო აყურებინო ჯერემის განხილულ პროფუმოს ამჯობინებს, მაგის განხილულ როჟა დავს..

ლეიტონს მოყვა დისკუსია და ვიტყვი კიდევ, დღეს რო ვირჩევდე ექსკლუზივს ავირჩევდი.
იმასაც ვიტყვი ორიგინალიც მომწონს და საკმაოდ ბევრი საერთო აქვთ ამ ორ სუნამოს.
სულ ესაა..

Posted by: 4L3X 7 May 2018, 10:17
კიდევ ერთი სუნამოების კომპანია შემოგვემატა ამ წამს. იტალიური Brera 6

http://www.profumomilano.com/38_brera6-perfumes

მე რასაც ვუკვირდები ეს სუნამოების კომპანიები უფრო ხშირად უნისექსებს უშვებენ ვიდრე მკაცრად კაცის და ქალის სუნამოებს.

ჯერემიზე მინდა რომ დაგეთანხმოთ, სულ რამდენიმე სუნამო აქვს არჩეული და მაგათ აპიარებს. 10 მდე ვიდეო ვნახე მაგისი და აი ამეებს ატრიალებს მუდმივათ. Aventus Creed, Marley Pegasus, Prada L'Homme, Armani Aqua di Gio, Jean Paul Gaultier Ultra Male, Dior Sauvage, Amouage Reflection Man, Spicebomb. ამეების გახსენებაც არ დამჭირვებია იმდენჯერ აქვს ნალაპარაკები რომ ამოწვა ტვინში, მისი მიზანიც ეგ არის ალბათ რომ ხალხი მაღაზიებში რომ შევა ესენი გაახსენდეთ. ვინც ახალბედაა სუნამოებში მისთვის ეგ კაცი უმაღლესი ინსტანციაა. ეხლა ბოლოს ვიდეო დადო ვამთავრებ რეცენზიების წერასო და ჩემი კომპანია უნდა გავაკეთოო, დარწმუნებული ვარ კლიენტი ეყოლება დაწყებისთანავე.

Posted by: sunamo 7 May 2018, 11:41
rezi0881
QUOTE
ეგ ბრიტანელი სტივი

სტივენი რედოლესენსი? ეგ ამერიკელია. სხვა სტივი რომელია?

QUOTE
აბა ის არის? ინდოელია მგონი არ მახსოვს  ულვაშებში რო იჩითბა, ხან კლეჩატი საროჩკა აცვია ხან გაწელილი ჯემპრი, არადა როჟა დავებს კლაივ კრისტიანებს და სულ რაღაც უძვირფასეს უდებს განიხილავს.. ანუ რევიუში სხვა ფაქტორებიც მუშაობს ჩემი აზრით ვიდრე მარტო სუნამო როცა დიდი პუბლიკა გიყურებს..  დილეტანტს რო აყურებინო ჯერემის განხილულ პროფუმოს ამჯობინებს, მაგის განხილულ როჟა დავს..

ნიკილი ძაან კაი კაცია. სულ მპასუხობს კომენტარებს. სხვები ვინ ჩემი სირი არიან? როცა რამე მაინტერესებს თავსაც არ იწუხებენ რომ მიპასუხონ



ჯერემის ეს დავუწერე ერთ-ერთ ბოლო ვიდეოზე. თავხედობის და კუდაბზიკობის გარდა აღარაფერი გვხვდება მის ვიდეოებში ბოლო დროს.
Please don't fuck us up with your ego. I have not subscribed you, but I see your new videos every time when I enter Youtube. They are becoming less interesting each time

Posted by: rezi0881 7 May 2018, 11:54
4L3X

ემატება და ემატება ახალი ბრენდები ბოლო დროს ძალიან ხშირად,
საინტერესო სიახლეები და ექსკლუზივები ამ საიტზე ხვდება მალევე https://www.luckyscent.com/

sunamo

სტივი არა პიტერს ვგულისხმობდი, ამერია..
https://www.youtube.com/channel/UC_Zj9atmpE2MQBtzTfqDFfw
სხვათა შორის ესეც სულ პასუხობს კომენტარებს..

Posted by: sunamo 7 May 2018, 11:58
rezi0881
კი ეგ კაი ბიჭია, ზუსტად ჩემი ასაკისაა

Posted by: akako78 7 May 2018, 15:07
rezi0881

აი ზუსტად მასე მეგონა მეც რომ ეხლა ექსკლუზივს იყიდიდი და არა ორიგინალსsmile.gifგასაგებია შენეული ხედვა და სრულიად გეთანხმები მეც..ხო ვიცი ეგ ულვაშა კაცი..მაგი აქებდა ლატაფას ავენტუსის კლონს და მართლაც ძალიან კარგი გამოდგა თავის ფასში!!!

sunamo
ვაა მაგარი რამე მიგიწერია, მაგრამ ეგ ისეთი ჩარუ გერმანელია ერთ ყურში შეუშვებს და მეორეში გამოუშვებს-ნახავდა აუცილებლად მაგ კომენტარს..შეიძლება დაქირავებულიც ჰყავდეს ვინმე ცუდი კომენტები რომ შეაჯეროსsmile.gifფულის სუნს მიჰყვება აშკარად..იცის გემო და ამბიციური კარიერისტია!

Posted by: sunamo 7 May 2018, 15:11
akako78
QUOTE
ვაა მაგარი კაი რაღაცა მიგიწერი, მაგრამ ეგ ისეთი ჩარუ გერმანელია ერთ ყურში შეუშვებს და მეორეში გამოუშვებს-ნახავდა აუცილებლად მაგ კომენტარს..შეიძლება დაქირავებულიც ჰყავდეს ვინმე ცუდი კომენტები რომ შეაჯეროსფულის სუნს მიჰყვება აშკარად..იცის გემო და ამბიციური კარიერისტია!

კი ზუსტად ეგეთია.
ავსტრიელებთან ვმუშაობდი თარჯიმნად. 48 წლის მენეჯერი მყავდა, ერთი წელი ყოველდღიური შეხება მქონდა და ხუთი თითივით შევისწავლე. კარიერისტები არიან, თან როგორი ... ავსტრიელები და გერმანელები ერთი ჯიში არიან, მაგრამ არ ევასებათ ერთმანეთი

rezi0881
თუ ექსკლუზივს იყიდი და ლეიტონის გაყიდვას დააპირებ გაგვაგებინე

Posted by: toyota12345 7 May 2018, 18:27
ახლობელი არის საფრანგეთში და რაღაც სუნამოს ფასი გამიგე მეთქი იმიტომ რომ მანდ მაინც მეცოდინება რო უეჭველი ორიგინალი იქნება ხოდა მეუბნება რომ აქ ძალიან ძვირებიაო და მართლა ეგრეა იქ უფრო ძვირია ორიგინალი ვიდრე აქ?

Posted by: DaviD Davidson 8 May 2018, 00:18
მე საერთოდ არ ვუყურებ მაგ იუთუბელების, თუ იუთუბერების ვიდეოებს! თუ რამე ახალ სუნამოზე ინფოს ვეძებ და ამომიგდო იუთიბის ვიდეო, მაგ შემთხვევაში შეიძლება მოვუსმინო. ისე რომ აბა რა ხდება პარფიუმერიის სამყაროში და რას აპიარებენ ვიღაც-ვიღაცეები და მაგათი პირადი რეიტინგები ნაკლებად მაინტერესებს. ჩემით უფრო ვეძებ სიახლეებს და საინტერესო არომატებს.

akako78
QUOTE
ზუსტად არ მახსოვს მაგრამ თითქოს ნავაზი იყო ინვიქტუსის და ინვიქტუს აქვასი და საერთოდ რომ არ მცოდნოდა ლეიტონი იყო პაკო რაბანის სუნამო მეგონებოდა თავიდან ერთ-ერთი..


მეც ვამსგავსებ ლეიტონს და ინვიქტუსს. დავწერე კიდეც აქ ადრე. smile.gif


oshi
rezi0881

დღეს დავტესტე გერლენის Neroli Outrenoir და Angelique Noir. ძალიან კარგებია. Angelique Noir უცხოა და განსხვავებული, ვერაფერს მივასგავსე, თბილია და გრილ ამინდებს მოუხდება. ზოგადად, ორივე რბილი, ხავერდოვანი, დამჯდარი არომატებია, თითქოს არც გასხია არაფერი და თან სასიამოვნო შლეიფი დაგყვება. იმდენად რბილებია, რომ გგონია მალე უნდა გაქრეს, მაგრამ 2 საათი მესხა და ისევ კარგად იგრძნობოდა. მერე ვიბანავე და დიდხანს ვერ დავაკვირდი.

როგორც მოველოდი Neroli Outrenoir და ატელიერის Philtre ceylan საკმაოდ გვანან ერთმანეთს, გერლენში უფრო დომინირებს ჩაი, იმდენად, რომ სხვა ნოტები მე ვერ აღვიქვი, ატელიერში ჩაი და კუმინი მოდის ერთად. ორივე კარგებია, სავარაუდოდ გერლენი აჯობებს გამძლეობაშიც და შლეიფითაც, ატელიერი თავიდან უფრო ხმამაღლა ისმის, მაგრამ მალე ჯდება და გერლენი თავიდანვე რბილია, მაგრამ დიდხანს რჩება უფრო. ფასს თუ არ შევხედავთ, გერლენი უპირობო ლიდერია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ატელიერი ორჯერ იაფია, ღირს მასზე დაფიქრება.

Bois 1820 - Oltremare მინდა გავსინჯო კიდევ ჩაის თემაში და გადავწყვიტავ მერე რომელი ვიყიდო. smile.gif

Posted by: პიანისტი 8 May 2018, 01:20
პეგასუსმა გადამატანინა ზამთარი ,მართლაც კარგია და ბევრი ფაზა აქვს სურნელის .

მანდარინო ვისაც გაქვთ გამოცდილებს, დადეთ რა ვრცლად ინფო, რამდენ ხანს ძლებს როგორია , სერიოზულად ვფიქრობ შეძენას

Posted by: oshi 8 May 2018, 12:24
rezi0881
L'Homme Idéal L'Intense Guerlain—- გუშინ ვნახე ისე უბრალოდ, ცხვირში სენსორებ არეულმა და მომეწონა. იდეალის ხაზს აგრძელებს რა თქმა უნდა, მაგრამ მეტი სიმსუბუქით და სიგრილით.



DaviD Davidson

გერლაინის ეგ ხაზი ნამდვილად ეგეთია, ძალიან რბილი და გლუვი. გგონია ქრება.... არ ვიცი. ანგელიკა მეტწილად ქალისაა, მაგრამ უცხოა ძალიან . ზოგადად ყველა გამორჩეულად კარგია....



ჩემი გაოცება და აღფრთოვანება ბარედოს ამ სუნამომ დაიმსახურა. სასიამოვნოდ სატარებელია! გაზაფხული ზაფხულისთვის ერთ-ერთი კარგი!. ცოტა გამძლეობაში ვერ ქაჩავს , მაგრამ უკვე შევეჩვიე იმას, რომ მსგავსი სუნამოები დიდი ხანი ვერ მოგყვებიან.user posted image

Posted by: rezi0881 8 May 2018, 12:59

დღეს პირველად დავისხი Laylati (Afgano Puro) Sospiro დასხმული კიდევ სხვაა, და კანზე ერთ ადგილზე დაკვირვებით კიდევ სხვა.. ორი სპრეი დავისხი მხოლოდ.. საოცარი შლეიფი აქვს სულ იგრძნობა.. კუირს გავს მაგრამ ცოტა სხვანაირია, ეხლა უფრო მომეწონა.. Afgano-ს მიმართულებებში ერთეთი სერიოზული სუნამოა ეს..

DaviD Davidson
QUOTE
ზოგადად, ორივე რბილი, ხავერდოვანი, დამჯდარი არომატებია, თითქოს არც გასხია არაფერი და თან სასიამოვნო შლეიფი დაგყვება. იმდენად რბილებია, რომ გგონია მალე უნდა გაქრეს

ისეთი დამუშავებული, და რაფირინებულია, ამ ხაზის სუნამოები ტოვებს მასეთ შეგრძნებას, საკმაოდ კარგი შლეიფები აქვს და კანზეც დიდხანს რჩება, Neroli Outrenoir ტანსაცმელზეც თუ დაისხი დააკვირდი ძალიან დიდ ხანს რჩება და სასიამოვნოდ.. ვანილებიც ძალიან ბუნებრივი და სასიამოვნებია.. smile.gif

ჩაი იგრძნობა კარგად, მაგრამ მარტო ჩაის არ ვგრძნობ, ვგრძნობ ნეროლს მსუბუქად, ვანილს ციტრუსს ცოტა სმოუქი სურნელს, მაგრამ ყველაფერი ძალიან მსუბუქი ბუნებრივია რაღაც ესეთია..
ატელიერის სუნამოებიც მაღალი ხარისხის არის.. კარგი იქნება Philtre ceylan ..

oshi
QUOTE
L'Homme Idéal L'Intense Guerlain—- გუშინ ვნახე ისე უბრალოდ, ცხვირში სენსორებ არეულმა და მომეწონა. იდეალის ხაზს აგრძელებს რა თქმა უნდა, მაგრამ მეტი სიმსუბუქით და სიგრილით.

გამოჩნდება ალბათ თბილისშიც L'Homme Idéal სა მაგის შორის ვაპირებ არჩევანის გაკეთებას .. smile.gif გრილი და უფრო მსუბუქი ალბათ კარგი იქნება
ბაირედოს სუნამოები არ გამოირჩევა მდგრადობით, მაგრამ როგორც ჩანს ხარისხი და სურნელი საკმაოდ მაღალი აქვს..


Posted by: sunamo 8 May 2018, 14:38
Arien
ატელიე კოლონის 30 მლ. ბოთლებს შესაშხურებელი აქვს?

Posted by: DaviD Davidson 8 May 2018, 19:47
oshi
QUOTE

ჩემი გაოცება და აღფრთოვანება ბარედოს ამ სუნამომ დაიმსახურა. სასიამოვნოდ სატარებელია! გაზაფხული ზაფხულისთვის ერთ-ერთი კარგი!. ცოტა გამძლეობაში ვერ ქაჩავს , მაგრამ უკვე შევეჩვიე იმას, რომ მსგავსი სუნამოები დიდი ხანი ვერ მოგყვებიან.


მაგის სემფლი მაჩუქეს პალპი რომ ვიყიდე. მე ვერ დავუმუღამე. ანისი არ მომწონს. თან ნახევარ საათში ძლივსღა იგრძნობა კანზე. ჩემი აზრით არ ღირს თავის ფასი.


rezi0881
QUOTE
ჩაი იგრძნობა კარგად, მაგრამ მარტო ჩაის არ ვგრძნობ, ვგრძნობ ნეროლს მსუბუქად, ვანილს ციტრუსს ცოტა სმოუქი სურნელს, მაგრამ ყველაფერი ძალიან მსუბუქი ბუნებრივია რაღაც ესეთია..


ზოგადად პირველად რომ სინჯავ ნებისმიერ სუნამოს, რაც დომინანტი ნოტებია, ის გესმის და გამახსოვრდება. აი ტარებას რომ დაიწყებ უკვე ან რამდენჯერმე გასინჯავ, უკვე სრულად აფასებ მთელ პირამიდას. მე ასე აღვიქვავ. თან ეგ სუნამო დიდხანს არ მესხა და აღარ ვაცალე გახსნა ბოლომდე. მაღალი კლასია ერთმნიშვნელოვნად. ვატარებდი სიამოვნებით. smile.gif
* * *
sunamo
QUOTE
ატელიე კოლონის 30 მლ. ბოთლებს შესაშხურებელი აქვს?

აქვს კი, დაგვეკარგა ეირიენი და მე გიპასუხე biggrin.gif

Posted by: borbolia777 8 May 2018, 20:12
რომელი ფირმის სუნამოს ანიჭებთ უპირატესობას და რატომ?

Posted by: sunamo 8 May 2018, 20:29
DaviD Davidson
კარგია, მადლობა.
იბეიზე 30 დოლარამდე ღირს. მშვენიერი ვარიანტია, მით უმეტეს თუ ბრმად ყიდულობ პირველ ჯერზე უფრო დიდი რა საჭიროა.


მწარე მცენარეების და ზაფრანის კარგი სუნამოები რა გაგისინჯავთ? ნაწვიმარ ამინდში მძაფრად რომ იგრძნობა მცენარეების მომწარო სუნო, ეგეთს რას მირჩევთ?
ატკინსონის British Bouquet ვიცი და ძალიან მომწონს. სხვა?

ვთქვათ დედამიწის სხვა მხარეში როცა ვა რხოლმე, იქაც ნაწვიმარი დიდი დიღმის სურნელი მიტრიალებდეს
დაე

Posted by: rezi0881 8 May 2018, 20:52
DaviD Davidson
QUOTE
ზოგადად პირველად რომ სინჯავ ნებისმიერ სუნამოს, რაც დომინანტი ნოტებია, ის გესმის და გამახსოვრდება. აი ტარებას რომ დაიწყებ უკვე ან რამდენჯერმე გასინჯავ, უკვე სრულად აფასებ მთელ პირამიდას. მე ასე აღვიქვავ. თან ეგ სუნამო დიდხანს არ მესხა და აღარ ვაცალე გახსნა ბოლომდე. მაღალი კლასია ერთმნიშვნელოვნად. ვატარებდი სიამოვნებით. 

ჰო, პრინციპში მასეა ჩაი გამოკვეთილად ისმის ორი აზრი არაა, პირველი ეგ დაგამახსოვრდებოდა, სხვა დანარჩენი ფონად მისდევს მსუბუქად..

Posted by: oshi 8 May 2018, 23:35
rezi0881
მე მგონი ჯობია იდეალს. კანზე არ ვიცი როგორ განვითარდება ოღონდ, თუმცა ეს ახალი უფრო სხვა სეზონისაა ვიდრე ზამთრის და მაგიტო შედარება არ ღირს...


.DaviD Davidson

მე ანისი მიყვარს, მაგრამ საჭმელში-D თუმცა ჩემ კანზე საერთოდ ვერ ვგრძნობ ანისს ან კამის ოჯახისებურ რამეს. გამძლეობა ცუდი არ აქვს. მინიმუმ სამი საათი. ზოგადად კანს გააჩნია და ტენიანობას...სამი საათის მერე ახლოს ჯდება კანთან და თბება, ოღონდ ისე რო „ბანალური „ სიფრეშე აღარ ისმის. დღეს ვატარე.... სასიამოვნოა. ცივ პერიოდში ალბათ მალე კვდება ან ცუდად ისმის. გახსნის მერე უფრო მომწონს, საინტერესო ნოტაში გადადის და რაღაცით ჯიფსის წყალს ემსგავსება. ისე კომპლიმენტებს იმსახურებს როგორც ჩანს . მე ვიყიდიდი.
* * *
გუშინ ვიყიდე მემოს ეს. ჩემთვის უნისექსია.ისე ქალისააbiggrin.gif ორი კვირის უკან არომატეკაში მაჩვენა კონსულტანტმა და იმ დღეს რაღაცით მოვიხიბლე, ახლა მეორე მოსინჯვაზე უფრო დავრწმუნდი რო უნდა მქონოდა

user posted image

Posted by: rezi0881 8 May 2018, 23:54
oshi

სულ საინტერესო აღმოჩენები გაქვს.. smile.gif მემოს სუნამოების ხარისხი მართლა მაღალია, როგორც ჩანს მოგწონს ეს ბრენდი, ადრე მარფა მაჩვენეს და მომეწონა კარგია..
QUOTE
თუმცა ეს ახალი უფრო სხვა სეზონისაა ვიდრე ზამთრის და მაგიტო შედარება არ ღირს...

ვნახოთ თუ აჯობა.. სხვა სეზონის იყოს ნო პრობლემ smile.gif

sunamo
QUOTE
მწარე მცენარეების და ზაფრანის კარგი სუნამოები რა გაგისინჯავთ? ნაწვიმარ ამინდში მძაფრად რომ იგრძნობა მცენარეების მომწარო სუნო, ეგეთს რას მირჩევთ?

ჩემთვის მასეთი არის French Lover იმ დონეზე ახდენს პოლარიზებას ვერ ვხვდები სუნაოს სუნია თუ ტკბილ/მწარე ბალახების.. ბევრი სხვადასხვა მცენარე რო არის აბალახებულ მინდორზე და რო იგრძნობა ამათი ბუკეტი რაღაც ესეთია ჩემთვის.. კიდევ წვიმის მერე რო იცის გააქტიურება მცენარეების სურნელმა.. აი სდღაც შევხვედრივარ ამ სუნს სულ ესეთი შეგრძნება მრჩება მაგრამ სად ვერ ვიხსენებ, ნელნელა მომწონს თავიდან ძალიან მეუცხოვა.

Posted by: oshi 9 May 2018, 00:10
rezi0881
მარფაც კარგია კი მაგრამ აირიშს ვუმიზნებ უფრო. . იტალიური ტყავი ყველაზე ნაკლებად მომწონს მაგ ხაზიდან. მემო ზოგადად ამართლებს ხარისხს. ნუ ფასი დიდი აქვს. თუმცა სხვებთან შედარებით ნორმალური....


———-


ზამთარშიც დაისხამ. ვნახავ მერე კიდევ კანზე.

Posted by: akako78 9 May 2018, 00:38
oshi
იდეალი საერთოდ არ მევასება ედტ..არც სპორტი..ძალიან მომწონს პარფიუმი და კოლონი..ესეც არ მგონია ძალიან მაგარი იყოს..პარფიუმს ვერ აჯობებს ჩემის აზრითsmile.gif

კამის მაგვარი სურნელი მქონდა მაშინ როცა დავტესტე ჰერმესის ტერეს ედტ-ზე,არ მომწონდა თავიდან მაგრამ შემდგომ შემეცვალა გემოვნება და მომეწონაsmile.gif

პ.ს.ეგ მემოც კარგი უნდა იყოს,მაგრამ იტალირ ტყავს და "აფრიკ-შმაფრიკებ"ს აჯობებს ვითომ?

Posted by: oshi 9 May 2018, 00:56
akako78
არ მახსოვს მაგ ორის სურნელი შენ რომელიც მოგწონს. არ ვიცი აჯობებს თუ არა. მგონი სხვა შემადგენლობა აქვს არა?


არა ვერ ჯობია აირიშს , მაგრამ ეს ამ სეზონისთვის კარგია და მაგიტო. გაზაფხული ზაფხულის სუნამოები იმდენად ბევრი არ აქვს ამ ხაზს.

Posted by: sunamo 9 May 2018, 01:32
rezi0881

მაშინ უზომოდ მომეწონება. სახელიც მიმზიდველი აქვს. გავსინჯავ როგორც კი საშუალება მექნება

Posted by: DaviD Davidson 9 May 2018, 13:22
sunamo
QUOTE
კარგია, მადლობა.
იბეიზე 30 დოლარამდე ღირს. მშვენიერი ვარიანტია, მით უმეტეს თუ ბრმად ყიდულობ პირველ ჯერზე უფრო დიდი რა საჭიროა.


რომელი ნახე 30 დოლარამდე?

ისე, მაგ ატელიერებს სპრეერი ხრახნით აქვთ და იბეიზე თუ ყიდულობ ყურადღებით იყავი მაინც, შეგიძლია მოხსნა და სითხეზე მანიპულაციეები ჩაატარო.

oshi
QUOTE
მე ანისი მიყვარს, მაგრამ საჭმელში-D თუმცა ჩემ კანზე საერთოდ ვერ ვგრძნობ ანისს ან კამის ოჯახისებურ რამეს. გამძლეობა ცუდი არ აქვს. მინიმუმ სამი საათი. ზოგადად კანს გააჩნია და ტენიანობას...სამი საათის მერე ახლოს ჯდება კანთან და თბება, ოღონდ ისე რო „ბანალური „ სიფრეშე აღარ ისმის. დღეს ვატარე.... სასიამოვნოა. ცივ პერიოდში ალბათ მალე კვდება ან ცუდად ისმის. გახსნის მერე უფრო მომწონს, საინტერესო ნოტაში გადადის და რაღაცით ჯიფსის წყალს ემსგავსება. ისე კომპლიმენტებს იმსახურებს როგორც ჩანს . მე ვიყიდიდი.


საჭმელში მეც მიყვარს biggrin.gif


QUOTE
გუშინ ვიყიდე მემოს ეს. ჩემთვის უნისექსია.ისე ქალისაა ორი კვირის უკან არომატეკაში მაჩვენა კონსულტანტმა და იმ დღეს რაღაცით მოვიხიბლე, ახლა მეორე მოსინჯვაზე უფრო დავრწმუნდი რო უნდა მქონოდა


მშვენიერია. up.gif

Posted by: borbolia777 9 May 2018, 13:29
ყველაზე კარგი საიტი საიდანაც სუნამოს გამოწერას შევძლებ რომელია?

Posted by: Arien 9 May 2018, 13:40
QUOTE (DaviD Davidson @ 29 Apr 2018, 21:03 )
თითქმის ერთი წელი გავიდა ჩემი პირველი პოსტიდან ამ თემაში. ჰოდა ესეც შედეგი:
ჰერმესის გარდა ყველა ამ ერთი წლის განმვალობაში მაქვს შეძენილი.
მადლობა ყველას, ვინც რჩევას და გამოცდილებას არ იშურებდით სხვებისთვის! smile.gif

user posted image

რა მაგარია up.gif

მწვანე ფლაკონი Amazingreen-ია?
მახსოვს oshi-იმ დაწერა რომ გამვლელ გოგონაზე მოეწონა,თქვენც გქონიათ და როგორია თქვენთვის?
ცუდად შემაწუხა ამ სუნამოსთან დაკავშირებით ცნობისმოყვარეობამ,ჯერ მარტო ისეთი მწვანე ფერი აქვს smile.gif)

--------------------

რაც შეეხება განსაკუთრებული დღეების სუნამოებს,ამასთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება მაქვს.
ეს ადრე დამემართა,ახლა რომელი წელი იყო ზუსტად არ მახსოვს,მაგრამ მაშინ ის სუნამო ჩემთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იყო და ძალიან ვუფრთხილდებოდი.ჰოდა გადავწყვიტე მხოლოდ მნიშვნელოვან დღეებში დამესხა,თან ეს მნიშვნელოვანი დღეები შემოდგომა-ზამთარს უნდა დამთხვეოდა,მძიმე არომატი იყო. გავიდა ერთი წელი,ორი წელი,სამი წელი... ერთხელაც არ დამისხამს.
ამასობაში მეც შევიცვალე,უკვე სხვანაირი არომატები მომწონდა და დამრჩა ის სუნამო ხელუხლებელი.
ჯობდა ჩვეულებრივ მეხმარა.
ახლა ყველა, სამოცდაათამდე ფლაკონი გახსნილი მაქვს და არ ვიცი დილაა,საღამოა,მოღრუბლულია თუ მზეა,კარგი დღეა,ცუდი დღეა, როცა რა სუნამოს მუღამი მაქვს ის მასხია.ერთადერთი რასაც ანგარიშს ვუწევ დახურული სივრცეა,არ მინდა ვინმე შევაწუხო მძაფრი არომატით.ჯერჯერობით.

პ.ს.ალერგია მაქვს,მგონი დეპრესიაც.როდის მოვა შემოდგომა facepalm.gif





Posted by: borbolia777 9 May 2018, 13:43
ვახ ვახ რაამბავია.ამდენს როგორ იპკურებ? smile.gif))))))))))))) გეყოფა ბოლო დღემდე

Posted by: Wrest 9 May 2018, 18:17
Arien
QUOTE
Amazingreen

წარმოიდგინე, რომ პალმებით სავსე სანაპიროსთან ახლოს ბალახებში ხარ წარმოწოლილი და მიხვდები როგორი სურნელიცაა biggrin.gif
კარგი სუნამოა ძალიან, თუმცა მალე ქრება ნამეტანი ჩემს კანზე განსაკუთრებით sad.gif

Posted by: akako78 9 May 2018, 20:21
Arien

ხო მართალი ხარ..სჯობია საკუთარ თავზე არ დაიშურო არც ძვირიანი და არც იაფიანი სუნამოები..სჯობია გახსნა მართლა თორემ გაუხსნელზე შეიძლება ხელი წაგიცდეს ან ჩუქებისკენ ან გაყიდვა-გაცვლისკენsmile.gifდახურულ სივრცეშიც შეგიძლია ცოტა მიიპკურო და არც არავის არ შეაწუხებsmile.gif

პ.ს.დარწმუნებულივარ საინტერესო კოლექცია გექნებაsmile.gif

Posted by: DaviD Davidson 9 May 2018, 22:54
Arien
QUOTE
რა მაგარია 

მწვანე ფლაკონი Amazingreen-ია?
მახსოვს oshi-იმ დაწერა რომ გამვლელ გოგონაზე მოეწონა,თქვენც გქონიათ და როგორია თქვენთვის?
ცუდად შემაწუხა ამ სუნამოსთან დაკავშირებით ცნობისმოყვარეობამ,ჯერ მარტო ისეთი მწვანე ფერი აქვს )


მადლობა! smile.gif
კი, Amazingreen-ია. როგორია იცი? -ახალგაკრეჭილი ბალახი, მწვანე ბულგარული წიწაკა და პალმის ფოთლები ერთად რომ ჩაყარო წყალში, დაახლოებით ეგაა. ძალიან მწვანე და ფრეშია, ბოთლივით. გოგოებსაც ძალიან მოუხდებათ, არაა გამოკვეთილად მასკულინური არომატი. მე მომეწონს. ხანდახან მოლეკულასათან ერთად ვხმარობ და ცოტას უხანგრძლივებს მდგრადობას და იმ გამოკვეთილ სიმწვანესაც არბილებს. დღეს ვატარე ზუსტად ეგრე.

QUOTE
რაც შეეხება განსაკუთრებული დღეების სუნამოებს,ამასთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება მაქვს.
ეს ადრე დამემართა,ახლა რომელი წელი იყო ზუსტად არ მახსოვს,მაგრამ მაშინ ის სუნამო ჩემთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იყო და ძალიან ვუფრთხილდებოდი.ჰოდა გადავწყვიტე მხოლოდ მნიშვნელოვან დღეებში დამესხა,თან ეს მნიშვნელოვანი დღეები შემოდგომა-ზამთარს უნდა დამთხვეოდა,მძიმე არომატი იყო. გავიდა ერთი წელი,ორი წელი,სამი წელი... ერთხელაც არ დამისხამს.
ამასობაში მეც შევიცვალე,უკვე სხვანაირი არომატები მომწონდა და დამრჩა ის სუნამო ხელუხლებელი.
ჯობდა ჩვეულებრივ მეხმარა.


გეთანხმები.

QUOTE
სამოცდაათამდე ფლაკონი


wow.gif ყოჩაღ, რამდენი დაგიგროვებია! რამდენი ხნის ნაგროვებია!

პ.ს. შენობით მომმართე, აქ ხომ ყველა ახლობლები ვართ. smile.gif

Posted by: sunamo 10 May 2018, 01:29
DaviD Davidson
როუზ ანონიმ იბეიზე 31 დოლარად, მაგრამ ნამდვილად არ გავრისკავ. კარგია რომ მითხარი ...

Posted by: DaviD Davidson 10 May 2018, 12:46
sunamo
ფრაგრანსნეტზე იყო 30 მლ. 37 თუ 38 $. ახლა გაყიდულია. შემოტანენ ალბათ კიდევ. მე მანდედან ვაპირებ ყიდვას.

Posted by: toyota12345 10 May 2018, 12:50
რაღაც სუნამოების მაღაზია ყოფილა თბილისში ნავნე ხო არ იცით რა პროდუქცია აქვთ და ვინმეს გქონიათ შეხება?

Posted by: Arien 10 May 2018, 13:22
Wrest
QUOTE
წარმოიდგინე, რომ პალმებით სავსე სანაპიროსთან ახლოს ბალახებში ხარ წარმოწოლილი და მიხვდები როგორი სურნელიცაა კარგი სუნამოა ძალიან, თუმცა მალე ქრება ნამეტანი ჩემს კანზე განსაკუთრებით 


მადლობა,
ვფიქრობ მომეწონება,პალმაც მინდა და ზღვის ნაპირიც smile.gif)
მდგრადობაზე დიდად არ მაქვს გართულება,თუ მთლად ნახევარ საათში არ ქრება.მთავარია მომეწონოს.

akako78
QUOTE
სჯობია საკუთარ თავზე არ დაიშურო არც ძვირიანი და არც იაფიანი სუნამოები..სჯობია გახსნა მართლა თორემ გაუხსნელზე შეიძლება ხელი წაგიცდეს ან ჩუქებისკენ ან გაყიდვა-გაცვლისკენ


ეგრეც ხდება, ბოლოს ჰერმესის Twilly გავაჩუქე.
გაუხსნელი დამრჩა,გაზაფხულს ველოდებოდი,მაგრამ ბიძაშვილის დაბ.დღე უფრო მალე მოვიდა smile.gif

იმის თქმა მინდა,რომ გარკვეულ ნივთებს დროში აქვთ ფასი.სურვილებიც,მოწონებებიც დრომ შეიძლება შეცვალოს,რაც გინდა 25 წლის ასაკში,იგივე შეიძლება აღარ გინდოდეს 30 წლის ასაკში.ამიტომ სანამ გაქვს ემოცია,მანამ უნდა მიიღო სასურველი.
სუნამო რომ ხელში შემოგაცვდება და შემოგელევა, ეგ არის სიყვარული biggrin.gif

QUOTE
პ.ს.დარწმუნებულივარ საინტერესო კოლექცია გექნება 


არ ვიცი,არა მგონია.ხშირად სპონტანურად ვიცი ყიდვა,ძალიან ძვირადღირებულებსაც გვერდს ვუვლი.გამონაკლისი ალბათ frederic Malle იქნება,ამის რომელიმე სუნამო აუცილებლად მჭირდება.
ყველაზე მეტი მონტალი მაქვს 7 ცალი + 1 მანსერა,
4 ჰერმესი,4 სერჟ ლუტენსი,4 მაჟდა, 3 ატელიე კოლონი,3 ნეჟმა,3 პროვოკატორი,2 კენზო,2 ქსერჯოფი,2 ბალენსიაგა,2 არტისანი, დანარჩენი თითი-თითო სხვადასხვა ბრენდიდან.
ბოლოს არომა ბუტიკში ვყიდულობდი, 8 მაგათი სუნამო მაქვს,აქაც ვწერდი ამაზე რაღაცეებს.

მე ბიჭების კოლექციები უფრო მომწონს,ნარჩევია,კარგად მოფიქრებული smile.gif

Posted by: 4L3X 10 May 2018, 14:17
Arien
გამარჯობა Frederic Malle და Serge Lutens აქ ყიდულობთ და თუ კი სად? rolleyes.gif

Posted by: Arien 10 May 2018, 14:22
DaviD Davidson
QUOTE
კი, Amazingreen-ია. როგორია იცი? -ახალგაკრეჭილი ბალახი, მწვანე ბულგარული წიწაკა და პალმის ფოთლები ერთად რომ ჩაყარო წყალში, დაახლოებით ეგაა.  ძალიან მწვანე და ფრეშია, ბოთლივით. გოგოებსაც ძალიან მოუხდებათ, არაა გამოკვეთილად მასკულინური არომატი. მე მომეწონს. ხანდახან მოლეკულასათან ერთად ვხმარობ და ცოტას უხანგრძლივებს მდგრადობას და იმ გამოკვეთილ სიმწვანესაც არბილებს. დღეს ვატარე ზუსტად ეგრე.


მადლობა,
მწვანე ბულგარული წიწაკის სუნი კარგია,ეგეთი არაფერი მაქვს და საინტერესო იქნება smile.gif
ვნახავ ამ დღეებში გალერიის ლუტეციაში,მაგათ უნდა ჰქონდეთ.

QUOTE
QUOTE ყოჩაღ, რამდენი დაგიგროვებია! რამდენი ხნის ნაგროვებია!


უჰ,ბევრი წელია,ალბათ 10,ზოგი სუნამო უფრო ძველიცაა,სპეციალურად არ დამიგროვებია,ეგრე გამოვიდა.
ხშირად გაჩუქებაც მიწევს,როცა რომელიმე ჩემს რძალს ან მეგობარს ვატყობ რომ ჩემზე ძალიან მოსწონთ,მაშინ ვაძლევ,ვფიქრობ იმათ უფრო მეტად სჭირდებათ და ასე შემდეგ biggrin.gif

QUOTE
პ.ს. შენობით მომმართე, აქ ხომ ყველა ახლობლები ვართ. 

კარგი smile.gif)
* * *
4L3X
QUOTE
გამარჯობა Frederic Malle და Serge Lutens აქ ყიდულობთ და თუ კი სად?


არა,აქ არ ვყიდულობ.

Serge Lutens - ამის ნიმუშები მქონდა ნოტინოდან და მერე გამოვწერე fragrancenet-დან.
Frederic Malle ამასაც არ ვიყიდი აქ,ზუსტად არ ვიცი,მე მგონი არც არის.თავისივე საიტიდან გამოვწერ.

Posted by: 4L3X 10 May 2018, 14:41
Arien

დიდი მადობა

Jo Malone-მა გამოუშვა ახალი სუნამო

user posted image

Rose & White Musk Absolu

Middle Note ვარდი Base Note მუშკი, ქარვა და სამოთხის ხე ანუ Agarwood დიახ Top Note არა აქვს. საინტერესო კომბინაციაა. ყოველდღიურად ნაღდათ ვერ იხმარ.

Posted by: sunamo 11 May 2018, 00:02
DaviD Davidson
QUOTE
ფრაგრანსნეტზე იყო 30 მლ. 37 თუ 38 $. ახლა გაყიდულია. შემოტანენ ალბათ კიდევ. მე მანდედან ვაპირებ ყიდვას.

მაქედან ვერ ვიწერ. ორჯერ ვცადე და თავი დავანებე

Posted by: bochua 11 May 2018, 13:31
Mogesalmebit..arvici temas ramdenad sheesabameb,mirhies am temit mesargebla..sunamostan dakavshirebit vinme msurveli tu aris rom evropidan sasurveli sunamo sheidzinos..gmadlobt

Posted by: akako78 11 May 2018, 14:42
user posted image

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გუშინ ჩამომივიდა Nikos Sculpture Homme for men Eau De Toilette Spray, 3.4 Ounces

გამოშვების წელი 1995(ისე საერთოდ ვერ მივაკუთვნე ამ წლის სუნამოს-ბევრად უფრო თანამედროვეა ჩემთვის)გამოირჩევა ციტრუსების და ტონკა ბინის სიძლიერით..

(იყო ბლაინდ ბაი და თუ არ მოეწონებოდა მე უნდა დამეტოვა,მაგრამ აუცილებლად ჩემთვისაც ჩამოვიტან ისე მომეწონაsmile.gif)ახლობლისთვის ეს სუნამო და ერთად დავტესტეთ..არის საკმაოდ მამაკაცური და ამავდროულად რაღაც უნიკალური..ძალიან ლამაზი პრეზენტაციაა,ყუთიდან დაწყებული და ბოთლი ხომ საერთოდ ულამაზესია..გამოშვება ბატჩ კოდის მიხედვით არის 2017 წლის ნოემბერი..ფასი 100მლ $17.85...ძალიან მოეწონათ ყველას ვინც კი ნახა სურნელი..მე პირადად მონ ბლანის ინდივიდუალს მირჩევნია..გაზაფხულზეც და შემოდგომაზეც ყოველდღიურ ჩასანაცვლებათ სამსახურში ძალიან კარგი იქნება...არც ზამთარში უნდა დაიჩაგროს წესით,მაგრამ ზაფხულშიც თუ 45 გრადუსი ცელსიუსით არ იქნება სიცხე-არ მგონია რომ შემაწუხოს..თითქოს მოტკბოცაა,მაგრამ ამავდროულად არის ერთგვარი რეფრეშერი..ახალ შხაპიდან გამოსულის შეგრძნებაა და სისუფთავის..არის საკმაოდ სექსუალური სურნელი..გამყოლობაც 5-6 საათია..პირველი 4 საათი ქარის დაბერვისას-აშკარად შევიგრძნობდი სურნელს მე თვითონ..

Posted by: rezi0881 11 May 2018, 22:03
akako78

მშვიდობაში აკაკო.. smile.gif შენც დიდი არმია გაქვს როგორც ვხვდები და დიდი ხანია აგროვებ, მეტ ნაკლებად ვხვდები შენ გემოვნებას, მასკულინური სუნამოები გიყვარს უფრო ევროპული ცხვირებისთვის შექმნილი, აღმოსავლურები უფრო ნაკლებად.. ძველი ფორმულაციის სუნამოები უფრო კარგები იყო ფაქტია, რომელი მოგყვება დღემდე ხარისხით სურნელით, რომელია შენი მასთ ჰევ სუნამო..

Posted by: akako78 11 May 2018, 23:09
rezi0881
კი მართალი ხარ რეზი-უფრო მასეთ სუნამოებს ვანიჭებ უპირატესობასsmile.gif

მადლობა გაიხარე..არ ველოდებოდი ამ სუნამოსგან..რაღაცა ძალიან ოულდ სქული მეგონა..არადა ივსენ ლორენის ლ ომს და ლ ულტიმესაც ვამგვანებ რაღაცით..ვარდიცაა აშკარად მაგრამ ისე კარგადაა შეფუთული რომ მამაკაცურია და არა ფემინური..კი დიდი ხანია პარფიუმერიას გამოყენებაში ვარ..იმ საშინელი 90 წლებიდან..მაგრამ მაშინ დავცლიდი და მერე ვყიდულობდი ახალს..ხო ეხლა სამნი ვართ ფაქტიურად ოჯახში..და ჩემი ძმაც მოყვარულია და მამაჩემიც..ნუ მამა არ მყავს პრეტენზიული..ჩემი ძმამ ხომ თუ დალია რაც 300 ლარზე დაბლაა ყველაფრის ყიდვა უნდა ნეტში(ნუ როცა მაყუთი აქვს კარტაზეsmile.gif) მერე კი ნანობს ხოლმეsmile.gifკი მასეა..მაქვს რაღაც ვინტაჟურებიც-ცოტა შემომრჩა..დიორებს გამოვარჩევდი უმეტესად(სპორტი მომწონს 2012 ფორმულაციის,აქუა ფარინჰეიტი,ჰაიერი-ასევე ენერჯი,ომი და ომის პარფიუმი,ეუც არაა ცუდი..და შანელის ალურის სპორტის გარდა თითქმის ყველას მამაკაცის..სპორტს ვერ ვიტან-ფორთოხალი აქვს ამაზრზენი ჩემთვისsmile.gifნუ არმანის ათიუთუდ ჩემი საყვარელი სუნამოა-მაქვს და ცოტაღაა 11 წლის გახდა და ისეთი გამყოლია ეხლაც როგორ ადრე..ეხლა მომწონს პრადა ლომ ინტენსი და ლორენის ლანუი..ოპიუმი თუ აღმოსავლური არ იყო რავიცი..90-ანებში რომ მესხა მართლა თავს ატრიალებდნენ გინდ ქალი და გინდ კაციsmile.gifაქ არ იშოვებოდაsmile.gifისე გამიგია სწორი შენახვის პირობებში(სიგრილეში,სიბნელე და არანესტიან ადგილებში) რომელ სუნამოსაც აქვს სპრეიერი ინახება ძალიან დიდხანს-ასე 30 წელიც და მეტიც,მაგრამ სუნამოსაც გააჩნია-შეიძლება ფერიც იცვალოს და გაწყალდეს-მაგრამ 100-დან 95-ს წესით ეს არ ემუქრებაsmile.gifრომელიც ფლაკონია და ხრახნიანიანია აქააცაა საშიშროება გარკვეულწილად,მაგრამ საცობი რომ აქვს უბრალოდ-ამ შემთხვევაში უფრო რთულადაა საქმე..შეიძლება 30-40 პროცენტი დაკარგოს სიძლიერე-მდგრადობა და გამყოლობა თუ პროექცია..



გაზაფხულზე მიყვარს და შანელის ალურ ექსტრიმი,ალური და ეგოისტ პლატინუმი..პრადა ლომის ინტენსი(ეს ყველა სეზონზე მომწონს ფაქტიურად),ფორდის ვეტივერი ედპ და ივსენ ლორენის ლ ომი

ზაფხულში დანჰილის აიკონი და დიორ ომ სპორტი 2009-2012,ჰაიერი და ჰაიერ ენერჯი,ასევე აქუა ფარინჰეიტი,ზეინას ესენსა დი ზეინა-ჰერერას ჩიკი(ნაბახუსევზეა მისწრებაა ეს ორიsmile.gif)ფორდის ვეტივერი ედტ

შემოდგომაზე დოლჩეს ვან-ის პარფიუმი,არმანი ათითუდ და გუჩის ენვი

ზამთარში დიორ ომ პარფიუმი(ასევე ინტენსიც) და ივსენის ლა ნუი ედტ,ასევე მუგლერის პურ ჰავანაც მომეწონება აშკარად..ფორდის ნუარ ექსტრიმი და გერლენის იდიალის პარფიუმი

და სხვა უამრავი ეხლა ბევრი არც კი მახსენდებაsmile.gif


პ.ს.აღმოსავლურებიც მომწონს და გურმანულებიც..მაგრამ არა ყველა რაღათქმაუნდა

Posted by: rezi0881 12 May 2018, 01:41
akako78

ძალიან კარგად და დამაჯერებლად გადმოცემ ზემოთჩამოთვლილებს.. არ მახსოვს მაგ პერიოდის ბევრი სუნამო, ან არ ვაკვირდებოდი ისე რო დამმახსოვრებოდა.. smile.gif

მასე ვიყავი მეც, მქონდა ხოლმე რაღაც მაგრამ ბოლომდე დაცლამედე.. smile.gif

რაც საკმაოდ დიდი ხნის წინ ვნახე, და იმ დონემდე დაილექა ჩემ მეხსიერებაში რომ დღემდე მომყვა იყო, ფარენგეიტი, დიორის პარფუმი, მახსოვს აქუა დი ჯიო სულ სხვანაირი საოცარი სურნელი ქონდა.. რაც მქონდა.. ბოსის ბურთულა მგონი ორენჯი იყო, კიდევ დრაკარი, ერთი პერიოდი ძალიან აიტაცეს დუ ით ასე ერქვა, ნინა რიჩის სუნამო რომლის სახელიც ვერაფრით ვერ გავიხსენე.

თბილისის უნივერმაღის პირველ სართულზე იყო სუნამოების სექცია, საკმაოდ ხშირად შევდიოდი ხოლმე და მეპატიჟებოდა კონსულტანტი სუნამოების გასასინჯად.. smile.gif ალბათ ეხლა სადაც გალერიას ლუტეციაა ოღონდ ცოტა უფრო შიგნით სადღაც მაგ ტერიტორიაზე..

ივსენის მ7 საოცრება იყო ალბათ ამან უფრო გამიღვივა ინტერესი, დიზაინერული უდი იყო მაგრამ იმ დროისთვის მართლა ძალიან დასტოინი სუნამო იყო. დღემდე მიყვარს ეს ბრენდი გამორჩეულად, ლა ნუი ლ’ოუმ ამ ბრენდის საკულტო სუნამოა, ულტიმეც ძალიან დონეა და მომწონს, ამათი ხარისხი რო შეენარჩუნებინათ დიზაინერებში დღეს სერიოზული საუნამოები იქნებოდა.. არ მახსოვს მაგ პერიოდის პრადა, ზეინა, ვერსაჩე და სხვები, ალბათ არ დავკვირვებულვარ ისე რომ დავახასიათო..

ესენიც უკან თუ არ მიდიან შანელის პარფუმ ბლუ უნდა იყოს წინ გადადგმული ნაბიჯი.
ასევე გერლენის ლ’ოუმ ინტენსი.. ვნახოთ.


Posted by: akako78 12 May 2018, 11:06
rezi0881


ფარინჰეიტი მართლა იყო არის და იქნებაsmile.gifხო ძველი არმანი ჯიო მართლაც ლეგენდააა,მანიაც კარგად მახსენდება და ძველი კოდიც უნიკალური იყო მაშინდელი..და მახსოვს ასევე 212 კაროლინასი..212 იყო ზე სუნამო მაშინ..ა მენიც ძალიან დასტოინი იყო,მაგრამ ვერ ვატარებდი ხშირად..და გუჩები ხომ ძალიან მაგრები..ალურებსაც სასწაული სურნელი ჰქონდათ ძველებს და ჯაზიც კარგად გამოვიყენე..მაშინაც ივსენ ლორენი უდიდესი კლასი იყო და ოპიუმი ხომ უძაანმაგრესი.თავისი რივ გოშით და კუროსით..აზაროს ხრომი და ვიზიტიც დობრატნათ მაქვს ნახმარი-ასევე პურ ლავანდერი მიყვარდა ძალიან და 1978 წლის(ჩემი დაბადების წელიაsmile.gif) პურ ომი..ეს ჩემთვის მართლა კლასიკაა რომელიც არ ბერდება..
ზეინას ჰქონდა ექსტრიმი და შხაპის მერეც იგრძნობოდა სურნელი..პრადასი მქონდა დავითს რომ აქვს პრადას ამბერი და ძალიან კარგი იყო..

პ.ს.გაზაფხულზე დამავიწყდა ნარცისოს ედტ არის ჩემი სიგნიჩა წვიმიან ამინდშიsmile.gifისე 2000-2002 წლებში ყველაზე მოდური მაინც 212 მახსოვს-საოცარი იყო ამ წლებივითsmile.gifsmile.gifsmile.gif

ახალი ბლუ საინტერესოა აშკარად,მაგრამ 150$ მაგაში გადაიხადო კაცმა?შანელს კარგი მადა აქვს აშკარად..პრადასი არ იყოს-ძალიან ძვირად აფასებს პრადაც..კარგია მაგრამ ფასები გაბერილია აშკარად!!!

Posted by: პიანისტი 12 May 2018, 12:21
როგორც იქნაlove.gif
user posted image



-30% ისთ პოინტის ლუტეციაში ტომზე
სხვა ფილიალებში არვიცი

Posted by: akako78 12 May 2018, 21:25
პიანისტი

ძალიან მაგარი შენაძენია-გილოცავ!!!მრავალი შეგაძენინოს ღმერთმა!!!

Posted by: rezi0881 12 May 2018, 21:40
პიანისტი

მშვენიერია, მშვიდობაში..

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ამან ალბათ ვერ გაქაჩა? აქამდე სერიოზული გაპიარებული იქნებოდა..

user posted image

Posted by: პიანისტი 12 May 2018, 22:04
akako78
rezi0881
გაიხარეთ დიდი მადლობა alk.gif

ქრიდზე გამახსენდა ქალის ავენტუსი კიდევაა 30 მგ და ჩვენი აღარ გამოდის თურმე 30 მგ sad.gif

Posted by: Fragrance66 12 May 2018, 22:30
გამარჯობა, ვინმემ თუ იცით მითხარით როგორი მდგრადობა და შლეიფი აქვს Prada L'Homme Intense-ს. დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: rezi0881 13 May 2018, 11:46
ბოლო პერიოდი უდებს ვათვალიერებ ისევ, კილიანის Pure Oud თავიდან არ მომეწონა მაგრამ დღეს ისე მომწონს, ერთერთი უძვირფასესი უდის სუნამოა ძალიან სერიოზულია.

user posted image

Maison Francis Kurkdjian Oud Cashmere Mood - ამას კილიანის Pure Oud-ს ამსგავსებენ ესეც ძალიან მაგარი სუნამო იქნება ალბათ, oshi ხო არ დაგვიხასიათებ თუ იცი.

user posted image

Mancera Black To Black ამსგავსებენ ერთერთ მძიმე მასკულინურ უდის სუნამოს Montale Black aoud-ს და როგორც იძახიან Mancera კიდევ უფრო მდგრადია და კომპლექსური, არ ვიცი ჩვენთან თუ იყიდება სინტერესო ჩანს..

user posted image

Posted by: fleurs 13 May 2018, 15:11
user posted image როგორი სუნამოა თქვენი აზრი მაინტერესებს smile.gif

Posted by: akako78 13 May 2018, 16:38
fleurs

მე ძალიან მომწონს ტონკა ბინი,ტყავი და ირისია დომინანტი..ჩემთვის ერთ-ერთი N1 დღესდღეისობით დიზაინერებში..ძალიან მომწონს..ბოთლი აქვს რაღაც უმაგრესი და ულამაზესი..

პ.ს.2017 წლის საკუთესოა აშკარად ჩემთვის დიზაინერებში!!!

Posted by: abes777 13 May 2018, 17:49
QUOTE (rezi0881 @ 12 May 2018, 01:41 )
აქუა დი ჯიო სულ სხვანაირი საოცარი სურნელი ქონდა..

კიდე ვერ ვიშოვე ეგ ძველი. არადა როგორ მინდა.

Posted by: fleurs 13 May 2018, 17:51
akako78
მადლობა .შემადგენლობას შევხედე და მადედან გამომდინარე ავარჩიე.ადგილზე მაღაზიაში არ აქვთ რომ მენახა თუ როგორია.ვერ გადამიწყვეტია პრადა თუ ესuser posted image

Posted by: akako78 13 May 2018, 19:38
არაფრის.ეს საერთოდ ისი პარის აქვს..ეგ ან ტუალეტის წყალია ან პურ პარფიუმი..ეგ ხრახნიანი ბოთლია..მაგას სპრეიერი არ აქვს.ეგ უნდა გადაასხა რაიმეში და ისე დაისხა..125მლ-იანია თუ არ ვცდები..ნუ გემოვნების საკითხია..მე ამ ეტაპზე პრადა უფრო მომწონსsmile.gif

Posted by: fleurs 13 May 2018, 20:10
akako78
3 მაღაზიაში ვიყავი საფრანგეთში და პრადა არ გვაქვსო.მეუღლესთვის ვეძებ .ჩემთვის მაქვს ქალის პრადა .თან 150მლ პრადა 83 ევროში გამომდის.

Posted by: კიკაჩა 14 May 2018, 12:34



l'eau par kenzo მარტო მე მიყვარს!?


kiss.gif

Posted by: 4L3X 14 May 2018, 13:14
QUOTE (კიკაჩა @ 14 May 2018, 12:34 )
l'eau par kenzo მარტო მე მიყვარს!?

ჩემი სტუდენტობის დროის ერთერთი უსაყვარლესი.

Posted by: კიკაჩა 14 May 2018, 13:15
QUOTE (4L3X @ 14 May 2018, 13:14 )
QUOTE (კიკაჩა @ 14 May 2018, 12:34 )
l'eau par kenzo მარტო მე მიყვარს!?

ჩემი სტუდენტობის დროის ერთერთი უსაყვარლესი.




და ახლა რატომ აღარ არის?))))))

Posted by: 4L3X 14 May 2018, 13:16
კიკაჩა
შენი კომენტები ვნახე ამ განყოფილებაში. აგროვებ წერილების რაოდენობას? gigi.gif
აღარ არის იმიტომ რომ მომბეზრდა და სიახლეების გასინჯვა მინდა.

Posted by: კიკაჩა 14 May 2018, 14:02
QUOTE (4L3X @ 14 May 2018, 13:16 )
კიკაჩა
შენი კომენტები ვნახე ამ განყოფილებაში. აგროვებ წერილების რაოდენობას? gigi.gif
აღარ არის იმიტომ რომ მომბეზრდა და სიახლეების გასინჯვა მინდა.




არა არ ვაგროვებ, ახალი იუზერი ვარ, მე სულ მაგას ვასახელებ
ფავორიტად და დამცინიან რა დროს ეგ არისო sad.gif

Posted by: 4L3X 14 May 2018, 20:19
კიკაჩა
დაიკიდე. Chanel 5 ისევ ბევრი ფანი ყავს.

შვედებმა ახალი ნიშური სუნამოების ბრენდი გამოუშვეს

http://www.dofta.com/

სულ უნისექსები აქვთ.

Posted by: oshi 15 May 2018, 15:20
ორი რომელიც მომწონს.

user posted image

user posted image

Posted by: toyota12345 15 May 2018, 16:39
შანელი ბლუ ორიგინალი როგორ ვიყიდო ან სად დამაკვალიანეთ კაცურად. ყველაზე იაფად როგორ შეიძლება მაგის ორიგინალის აგდება
* * *
რა განსხვავებაა პარფიუმსა და ტუალეტის წყალს შორის და რომლის ყიდვა ჯობია? შანელი ზოგი ტუალეტის წყალი ამოაგდო ზოგი პარფიუმი

Posted by: 4L3X 15 May 2018, 20:42
ხალხო Carolina Herrera-მ ახალი სუნამოები გამოუშვა

CH Insignia კაცისთვის და ქალისთვის

user posted image

კაცის სუნამოს შემადგელობას გეტყვით და აბა ვინც ერკვევით თუ მეტყვით წლის რომელი დროის და დღის რომელი დროის სუნამოა.

Top Note ზაფრანა და დარიჩინი
Middle Note ვარდი და ია
Base Note ხე, ქაშმერანი (ერთგვარი მუსკუსი) პაჩული, ოუდი (იგივე agarwood) და ლაბდანუმი.


Posted by: MAN-DARK 15 May 2018, 23:11
4L3X
QUOTE
კაცის სუნამოს შემადგელობას გეტყვით და აბა ვინც ერკვევით თუ მეტყვით წლის რომელი დროის და დღის რომელი დროის სუნამოა.

დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ მცირე გამოცდილებით შემიძLია ვთქვა, რომ ზაფრანა, დარიჩინი, ხე, პაჩული, უდი და ლაბდანუმიც საკმაოდ ინტენსიური ინგრედიენტებია, შესაბამისად შემოდგომა-ზამთრის უნდა იყოს. დღის მონაკვეთს რაც შეეხება, საღამო რათქმაუნდა.

Posted by: 4L3X 15 May 2018, 23:15
mandrak
მეც ეგრე მგონია სიმართლე რომ გითხრა. სანელებლები და უდი და პლიუს შავი ფლაკონი. ცივ ამინდებს და ღამის პერიოდს გულისხმობს. მადლობა. ე.ი ჩემი მოსაზრება სწორი ყოფილა. ნელნელა ეტყობა მეც ვიწყებ ამ საქმეში გარკვევას. smile.gif

Posted by: MAN-DARK 15 May 2018, 23:39
4L3X
შენი წინა პოსტებიდან გამომდინარე შთაბეჭდილება დამრჩა რომ მთლად დამწყები არ უნდა იყო.

Posted by: 4L3X 15 May 2018, 23:51
mandrak
დიდი მადლობა ასეთი შეფასებისათვის, მაგრამ აქ ისეთი "ცხვირები" აკომენტარებენ მხოლოდ ნეოფიტის წოდებას თუ დავჯერდები.

Posted by: toyota12345 16 May 2018, 00:19
მაინცდამაინც აქ უნდა ვიყიდო ვინმესგან რამე სუნამო რო კაცს მიწეროთ. რამდენჯერ ვიკითხე კაციშვილმა პასუხი არ მომწერა. ამ ჩემ ###ს გავედი ამ თემიდან!!!!!!

Posted by: oshi 16 May 2018, 16:26
toyota12345
რამ გაგაბრაზა შე კაცო:-) მოდი აქ.

საქართველოს ყველა პარფიუმერიის მაღაზიას აქვს ორიგინალი. ონლაინზე არ ვიცი როგორაა. ზოგჯერ ნოტინოს აქვს ფასდაკლებები და ისე თუ ვინმემ რამე იცის დაგიწერენ.


პარფიუმს და ტუალეტის წყალს შორის არის კონცენტრანტის სხვაობა. ანუ პარფიუმის- ზეთის მეტი ან ნაკლები შემცველობა, დოზირება იგივე. ხშირად პარფიუმს ტუალეტის წყალი ამჯობინებენ, რადგან სიმძიმე არ აქვს და კანზეც ლაითად არაინტენსიურად იშლება. სუნამოდან გამომდინარე და შენი ინდივიდუალურობიდან გამომდინარე უნდა შეარჩიო ეგ.

სულ ესაა:-) ხო აღარ ბრაზობ? თუ კი?smile.gif
* * *
4L3X
უფრო გრილი დღეების უნდა იყოს. ან ყველა სეზონის გარდა ზაფხულის.
* * *
mandrak
აი დაგიწერია კიდეც. ეგრეა ნამდვილად.

Posted by: sunamo 17 May 2018, 23:20
ბოდიშს ვიხდი, ლეიტონ ვისაც გაქვთ, შეგიძლიათ განახლებული ინფორმაცია დაწეროთ? გემრიელად ხმარობთ? გარშემო მყოფები ამჩნევენ?

Posted by: oshi 18 May 2018, 16:15
sunamo
გემრიელადაც ვიყენებ და გარშემომყოფებიც ამჩნევენ.



——

არ ვიცი ვარდობისთვის ბრალია თუ რაა, მაგრამ მემოს აფრიკული ვარდი გენია და ერთ-ერთი საუკეთესო სურნელია რაც კი გამისინჯავს. გადამრია. წამიერად დაიპყრო ჩემი გონება.

სრული ნეტარებაა ეს სუნამო

ძალიან სადად დოზირებული აფრიკული ტყავის, გემოვნებით დამუშავებული ვარდის და კიდევ რაღაც საოცარი სისუფთავის მატარებელი , კომპოზიციაა
user posted image


ბრავო.
გენიალური ხაზია

Posted by: rezi0881 19 May 2018, 23:44
akako78

L'Homme Idéal L'Intense Guerlain ვნახე ეს სუნამო და უფრო მეტს მოველოდი, რატომ ქვია ინტენსი ვერ გავიგე პარფიუმის ლაითი ვერსიაა, ცოტა გრილია ლაითი ალუბლის სუნი აქაც იგრძნობა მაგრამ რავიცი არაფერი საინტერესო და განსაკუთრებული, მოკლედ მე პარფუმი მირჩევნია უფრო გემრიელი და კომპლექსურია,

sunamo

რა გაინტერესებს კომპლიმენტ-ფაქტორი როგორი აქვს? ბევრი წერს ფრაგრანტიკაზე რომ ძალიან კარგი კომპლიმენტ-ფაქტორი აქვს, კარგი შლეიფი აქვს მდგრადია გარშემომყოფები ყოველთვის ამჩნევენ, ბევრს უკითხავს რა სუნამოა და უთქვამთ რომ კარგი სუნი აქვს..

oshi

ძალიან საინტერესოა აფრიკული ვარდი, ჯერ არ დევს ინფორმაცია, ბოლო პერიოდი გადავათვალიერე კიდევ ტყავები აირიშ მომეწონა რაღაც ამ სეზონისაა უფრო.. რა მიმართულებაა ვარდი, გაავს აფრიკულ ტყავს?


Posted by: oshi 20 May 2018, 00:18
rezi0881
თავიდან იხსნება რაღაც გრილი ვარდის და რაღაცნაირი საპნის სურნელით... სარჩულად გახსნიდანვე გრძნობ აფრიკული ტყავის სუნს, მაგრამ ლაითად, თუმცა მერე რო დავაკვირდი , მალე ტოვებს ვარდიც, ის რაღაცნაირი სიფრეშეც და რჩება აფრიკულის სტილში. ფასი აქვს კატასტროფაsmile.gif
* * *
აირიში უხდება ამ სეზონს კი და ვიყიდე 10 მლ . გუშინ..

Posted by: rezi0881 20 May 2018, 00:36
oshi

გასაგებია მადლობა, ტყავებს უფრო ადეკვატური ფასები აქვს მემოს ხაზში.. მაგალითად აირიშის უდი რომელიც არც თუ ისე მომეწონა მასეთივე კატასტროფა ფასი ღირს, იმდენად პოპულარულები გამოუვიდათ ტყავის სერია მგონი ეხლა მაგეების ფლანკერებს უშვებენ ტყავი სარჩულად დარჩება და + უდი, ვარდი და ა.შ. ალბათ სხვადასხვა ინტერპრეტაციით შემოგვთავაზებენ, ფასი კი უაზროდ დიდი, აფრიკული ვარდი საინტერესო იქნება ვნახავ აუცილებლად იმედია შემოიტანენ. მშვიდობაში აირიში ძალიან კარგია.. smile.gif

არომატეკაში მემოს თრეველები იყიდება 30 მლ. 3 ცალი 10მლ დევს კოლოფში.

Posted by: პიანისტი 20 May 2018, 02:33
დღეს მაგრად მასიამოვნა მანდარინომ, თავიდან სახლში დამიწუნეს გემოვნება გრილი საღამო იყო და ფლაკონიდან რო ნახეს სუნი არ მოეწონათ biggrin.gif დღეს დავისხი და რო გავდიოდი რომელი სუნამოაო მკითხეს, მაგრად მოეწონათ, მთელი დღე მიყვა კომპლიმენტები .
მდგრადობა 2 საათი სულ ვგრძნობდი, შემდეგი ორი საათი დრო გამოშვებით მაკვირვებდა ისე მოქონდა ციტრუსები და შეცვლილი იყო სურნელი, უფრო დახვეწილი , მდგრადობას დავუწერდი 6.5-10 , ისეთი საგანგაშო არაა, უარესი მეგონა.
ზედაზე ეხლაც მაგრად იგრძნობა 12-14 საათის მერე.



oshi


ჩვენს მაღაზიებში არაა ეგ ბრენდი? დამაინტერესა აფრიკულმა ვარდმა

ეჰ რამდენიმე წლის წინ მაგრად მეკიდა სუნამო, მოვიწამლე ბოლო წლებია კარგი გაგებით lol.gif

პ.ს მოვიდა სავაჟის დროც


rezi0881
ფასი რა აქვს 30 მგს?

Posted by: akako78 20 May 2018, 10:07
rezi0881

მეც დავტესტე ახალი გერლენი რეზი და არ მომეწონა საერთოდ არანაირად..პარფიუმი და კოლონი მომწონს იდეალებიდან..პარფიუმი ძალიან კარგია!!!

Posted by: rezi0881 20 May 2018, 10:13
პიანისტი

ზუსტად არ მახსოვს მგონი 280

akako78

ჰო, მეც პარფუმს ავირჩევდი..

Posted by: oshi 20 May 2018, 11:25
rezi0881
ჰო ეგრეა ნამდვილად. ინტერპრეტაციაა ჯერჯერობით. აირიშ უდი მემძიმა მეც ძალიან. არ ღირს არცერთი განვრცობილი ვარიანტი მაგდენი!
ეგ თრეველები, რაც არომათეკაში იყიდება, სხვა კომპლექტაციის სეტებია. ცალკე ათიანებს არ ყიდიან მგონი... თუ ვცდები?

მადლობა, კანზე აირიში კარგია და თან დიდი ხანი იგრძნობა.



user posted image


პიანისტი
არის ამბასადორის გვერდით არომათეკაში, მაგრამ ეგ კონკრეტული აქვთ თუ არა , არ ვიცი.

Posted by: rezi0881 20 May 2018, 12:24
oshi

კარგია ამდენი სემფლები და თრეველები რო გაქვს. გაგიადვილდება შერჩევა.
მე ვნახე აფრიკულის თრეველი არომატეკაში აი ესეთია, შეფუთვის ფოტო ვერ ვნახე ამაზე ლამაზ კოლოფშია რაღაც ყავისფერი ბარხატის ზედაპირი აქვს და 3ც. დევს ესე.
10 მლ-იანი თრეველებიც აქვთ 180 ღირს.

user posted image

Posted by: oshi 20 May 2018, 14:40
rezi0881
ჰო, ეგაა. რა ამბავია 180:/ მაქსიმუმ 120 უნდა ღირდეს

Posted by: პიანისტი 20 May 2018, 14:51
oshi
მაგარი კოლექციაა up.gif დავტესტავ აუცილებლად ,განსაკუთრებით აფრიკული ვარდი მაინტერესებს

rezi0881
გამოწერით რა ჯდება არ გადაგიხედავს?

Posted by: oshi 20 May 2018, 20:47
პიანისტი
ნახე საინტერესოაsmile.gif ათიანები ისე 46 ევრო ღირს აქ. მანდ ძვირად ყიდიან.

Posted by: <<Innamorata>> 20 May 2018, 22:27
ხომ არ იცით ცალკე ბალონჩიკები თუ იყიდება სადმე..ადრე ამფორას ჰქონდა მაგრამ ახლა ცალკე აღარ ჰყიდიან..

user posted image

Posted by: პიანისტი 20 May 2018, 23:12
oshi
ფბ ფეიჯი ვიპოვე მაგათი და მგონი ჯერ არ აქვთ შემოტანილი, ექაუნთზე არ შევდივარ და ვერ ვწერ რო ვკითხო, თუ აპირებენ, ჰო სიძვირეა და თან არანაირი ფასდაკლება არ აქვთ , არც ბარათის სისტემა.
მაგრამ ლოდინს 2 კვირა ,მირჩევნია 40-50 ლარით მეტი გადავიხადო .
მაინც ყველაზე კარგი მაღაზია ეგ არის მგონი და ფასდაკლების ბარათის სისტემა რო ქონდეთ მანდ ვიყიდდი სულ.
უტყდებათ ფასდაკლებები თუ რა არის biggrin.gif

Posted by: rezi0881 20 May 2018, 23:53
პიანისტი

რამოდენიმეჯერ გადავათვალიერე და შევეშვი, ძვირი იყო ყველგან, ფასთან შეფარდებაში ტყავის ოპტიმალური ვარიანტია 30მლ თრეველი, არ არის ტყავის სუნამო მაინცდამაინც ყოველდღიური და დიდხანს გეყოფა.

<<Innamorata>>

ვერ ვიხსენებ სადღაც მოვკარი თვალი, შანელი ვულე-ვუს, ლუტეციას და ისი-პარისაც აქვს, რომელიმეს ექნება ალბათ.

- - - - - - - - - - - - - - - - - -

საინტერესო სუანმოა Ambra Nobile 1942, მეორედ ვნახე, რაღაც ფრეშ მიმართულებაა გრილი, პუდროვანი, საპნისებრი, საკმაოდ მდგრადია და კარგი შლეიფიც აქვს.. ელეგანტური სუნამოს შთაბეჭდილებას ტოვებს, შეიძლება ცოტა ოლდ სტაილ სუნამოსკენაც მიდის, მაგრამ რაც არის მომეწონა..

user posted image


Posted by: oshi 21 May 2018, 00:12
პიანისტი
მე რაც მანდ მინახავს იყო სეტი , რომელიც 2000 ლარამდე ღირდა,'მაგრამ რეზიმ დაწერა რო აქვთო და ე.ი აქვთ. მანდ არც მე მინახავს ფასდაკლება. ნამეტანი პომპეზურ ადგილასაა სამაგისოდ. სასტუმროს ხალხი შედის ბლომად და მაქაური სტუმრებისთვის სულერთია დააკლებენ თუ არა:-D

Posted by: <<Innamorata>> 21 May 2018, 00:40
rezi0881
შანელი აქვთ, მაგრამ კონკრეტულად ეს მოდელი ვერ ვნახე...ამფორაში ჰქონდათ ცალკე ბალონები ახლა აღარ აქვთ.. მიწევს ისევ ჩასადების ყიდვა რომელიც უკვე მაქვს,თან თანხას აორმაგებს.:/

Posted by: ქარიანა 21 May 2018, 03:17
user.gif ----------------------------------------------------------

Posted by: sunamo 21 May 2018, 11:54
წვიმიან ამინდს უდი უხდება.
დაიწყო ბათუმში წვიმა მაგრამ ჩემი ფერარი ესენს უდი თბილისშია და ჯერ სურნელიც არ გამისინჯავს

Posted by: B.Siegel 21 May 2018, 15:33
მეგობრებო ვინმეს ზაფხულის გრილი სუნამო ხომ არ გაქვთ გასაყიდი ?
მხოლოდ ორიგინალი მაინტერესებს.

Posted by: BadKid 21 May 2018, 20:06
ჩემი გაზაფხულის ორი მშვენება smile.gif
======================================================================================
Jo Malone Oud & Bergamot
======================================================================================

user posted image
======================================================================================
Tom Ford Oud Wood
======================================================================================
user posted image
=========================================================================================

=========================================================================================

Posted by: sunamo 22 May 2018, 15:51
akako78
Joop Homme გქონია? იაფი კლასიკაა.მეგობარი ჩამოდის და ვუთხარი, თუ duty free ში 15 ევროზე ნაკლები ეღირება, წამომიყოლე-მეთქი. არასოდეს მქონია ეგ სიროფი

Posted by: akako78 22 May 2018, 19:08
sunamo


კი ცოტა მემძიმებოდა ადრე-გამყოლობა ჰქონდა რაღაც უმაგრესი-ეხლა გადაარეფორმულირეს ათჯერ მგონიsmile.gifრომ გითხრა დიდად კარგად ვიხსენებთქო არა,მაგრამ არაა ცუდი სუნამო..უბრალოდ ეხლა მე მაგას დიზელის ფურ ფორ ლაიფს ვამჯობინებ(კი არის ქიმია-მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ რომ თანამედროვე პარფიუმერია თუნდაც ნიშე და უძვირესი კატეგორიაც ხომ ყველა ქიმიია აბა ისე ნატურალური მარტო ზეთებია რასაც სუნამოს დასამზადებლად იყენებენsmile.gifმაგ შემთხვევაში სიიაფით თუ მოგხიბლავს მარტო,მაგრამ შენ თუ მონ ბლანის ინდივიდუალი მოგწონდა მაშინ არც ეგ არ უნდა იყოს შენთვის ცუდი..აქ დატესტე სადმე მაინც

Posted by: rezi0881 25 May 2018, 22:58

მემოს თრეველები 3X 10მლ სრულ კოლექციაზე არ აქვთ ოღონდ, აირიშ და აფრიკული ტყავებში.. კიდევ რაღაცეები მითხრა ოღონდ სახელები არ მახსოვს, 281 ღირს.

user posted image


Posted by: akako78 26 May 2018, 11:14
BadKid

ტომ ფორდი ძალიან მომწონს ეგ და მართლაც რომ განსაკუთრებული უდია ჩემთვისაც-მოლოუნი არ ვიცი სამწუხაროდ!

rezi0881

კარგი სეტი ჩანს,მაგრამ ფასი იკბინება აშკარად-ეგ სადმე სხვაგან უნდა იყიდო იაფადsmile.gif
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პ.ს.ავენტუსის ამ ახალ კლონს აქებენ დუა ფრაგრანსის და რავიცი თუ ვინმეს უნდა შეძენა-გრამი 1.5$ გამოდისsmile.gifარც ეს არის ძალიან იაფი,მაგრამ მაინცsmile.gif

https://dua-fragrances.com/10949932/checkouts/1caa1b76f1623229ec8be9bea6408f73?_ga=2.41771490.192448608.1527318010-1722878283.1522666528

Posted by: rezi0881 26 May 2018, 13:24
akako78

ძვირია მაგრამ მაგაზე იაფი სხვაგანაც რო არაა https://us.memoparis.com/en/37-travel-spray-refills ყოველშემთხვევაში მე ვერსად ვნახე..
აფრიკული ვარდით მაინტერესებს, მაგარი იქნება..
დღეს დავისხი ცოტა უდ-ვუდი მართლა კლასია,

ეს არ დამიტესტავს რაც ვნახე აქებენ დიორ ჰოუმის მიმართულებაა ალბათ კარგი იქნება,
https://www.fragrancenet.com/cologne/ermenegildo-zegna/ermenegildo-zegna-peruvian-ambrette/edt#296179

Posted by: პიანისტი 26 May 2018, 13:43
rezi0881
აფრიკული ვარდი არ ქონდათ? შერჩეული სეტები აქვთ,თუ შეგვიძლია არჩევა ჩვენ მაგ ფასში?

Posted by: oshi 26 May 2018, 14:45
rezi0881
სამი მაგ ფასში იაფია. ოღონდ გააჩნია რეებია.


აუ ეს მომწონს ძალიან. მაგარი რამეა.

user posted image
* * *
ამ სახლის ერთ-ერთი საუკეთესო. ბევრი კარგი სუნამო აქვს ამ ხაზს

Posted by: rezi0881 26 May 2018, 16:02
პიანისტი
QUOTE
აფრიკული ვარდი არ ქონდათ? შერჩეული სეტები აქვთ,თუ შეგვიძლია არჩევა ჩვენ მაგ ფასში?

ვარდი არ აქვთ, რას გულისხმობ სამი სხვადასხვა სუნამო რო იდოს მაგ კოლოფში? მასე არაა ყველა ერთია,

oshi

არ მახსოვს სხვა რეები მითხრა.. მგონი უფრო ქალისებია ერთი ლალიბელა დამამახსოვრდა, ისე ტყავების გარდა ბევრი არაფერი მაქვს დატესტილი ერთხელ უნდა ვნახო..
საინტერესო ბრენდი ჩანს მაგარი სუნამოები იქნება, თავსახურში თრეველის ჩასადები ქონია, უნამუსიათ თრეველის ჩასადებს ცალკე რო არ ყიდიან 200 ევროდ biggrin.gif

Posted by: BadKid 26 May 2018, 19:14
akako78
განსაკუთრებული უდია ნამდვილად
---------------------------------------------------
rezi0881
1 თვის წინ ვიყავი არომატეკაში და როგორც მახსოვს აფრიკული ვარდი ააქვთ.. შემომთავაზა და არ გავსინჯე სამწუხაროდ
==================================================================================================================
user posted image
==================================================================================================================
French Leather Memo Paris: სემპლი მაქვს ამის და მართალი გითხრათ დიდად ვერ მოვიხიბლე.. დომინანტი მსუბუქი ვარდია და ტყავი თითქმის არ იგრძნობა
მე ვერ ვატარებდი , მაგრამ სხვაზე მომეწონებოდა შორიდან
==================================================================================================================
user posted image
==================================================================================================================
ჩემი 3 ფავორიტი სუნამო ვარდის თემაში... პირადი კომფორტისთვის ძალიან სასიამოვნოა ეს 3ვე სუნამო, მაგრამ ქუჩაში და ხალხში დიდ ყურადღებას იქცევს
ზოგს ძალიან მოსწონს და ზოგს გონია რო ბებიაშენის სუნამო დაისხი biggrin.gif ზოგადად მდიდრული და მისტიური სუნი აქვს სამივეს
==================================================================================================================

Posted by: oshi 26 May 2018, 22:08
rezi0881
ლალიბელა ბევრი ვერაფერი. თუ ტყავების ნაკრების მაშინ კიდევ ღირს, ისე კიდე რავი. ბევრი ქალური სუნამოები აქვს..



თრეველის ჩასადები ისეთი მაგარი აქვს. აი კაი სანადირო თოფში, გილძს რო დებ, ეგეთი შეგრძნება გაქვს... დღეს მთელი დღეა მასხია და შეუდარებლდ კარგი სუნამოა.

Posted by: rezi0881 26 May 2018, 22:45
BadKid
QUOTE
1 თვის წინ ვიყავი არომატეკაში და როგორც მახსოვს აფრიკული ვარდი ააქვთ.. შემომთავაზა და არ გავსინჯე სამწუხაროდ

ამის გულისთვის შევიარე, არ გვაქვსო ასე მითხრეს, ქონდათ და გაუთავდათ ვითომ? არც შემინიშნავს არასდროს..
გამახსენდა ლირიკის სუნი, სამივე კარგია მაგრამ ვარდის თემაში მგონი ვერ ჯობნიან.

oshi

ეგ ფოტო აირიშის არის, აფრიკულიც აქვთ მასეთივე. მარფა მომწონდა მაგრამ ბოლომდე ვერა რა, აი რო მოგწონს და თან რაღაც რო გაფერხებს.. ეს ტუბეროზა არ მომწონს გამოკვეთილად ქალისაა.. კედუ ალბათ კარგი იქნება ციტრუსოვანია უფრო, როგორც წერენ.

ჰო, ფოტოზევე ეტყობა შუშაც და თრეველიც დახვეწილი აქვს, ეტყობა მაღალი ხარისხის სუნამო რომ არის. რა მიმართულება რისი სუნამოა ამსგავსებ რამეს რო შეადარო?
საიტიც საინტერესო და მომხიბვლელი აქვს..


Posted by: oshi 26 May 2018, 23:14
rezi0881
აფრიკული, რუსული ან იტალიური, აირიშთან ერთად. ეგ იქნებოდა კარგი სეტი.
მაგრამ აფრიკული შეუდარებელია მაინც. არავის ტოვებს გულგრილს . უცნაური და მდიდრულია...

„ორ ხეს შორის“ —- შევადარებდი აირიშს, მემოსას, მაგრამ ბევრად დახვეწილს და მსუბუქს. Vert d'Encens-საც ტომ ფორდისას , მაგრამ ამას ზაფხულზეც ატარებ, გაზაფხულზეც. ყველა დროს წელიწადის. ეგ მიმართულებაა რა უფრო.... შესარევადაც ძალიან კარგია . კომბინირებული სახით გამოიყენება ამ ხაზის სხვა სუნამოებთან მიმართებაში. მომწონს ამისს სეტი. რეფილებიც აქვს როგორც კილიანს—მდგრადობა საკმაოდ კარგი...


——-


ყვითელი ფუჟერი, ასაკს ვგრძნობ ნელ-ნელა:-)
user posted image

Posted by: MAN-DARK 26 May 2018, 23:49
oshi
სკანდალი იყიდე? wow.gif

Posted by: rezi0881 26 May 2018, 23:58
oshi

მასე არაა მეც ეგ მინდოდა.. აი იმ პატარა ჩემოდანშია მასე ძალიან ძვირი რო ღირს. ერთი სუნამო დევს და დანარჩენი სხვადასხვა ტყავის 10 მლ თრეველები და ამათი ჩასადები.
კარგი იქნება მართლაც, დავათვალიერე რეფილებიც ვნახე, რა აღარ მოქნდა გადათვალიერებული ეგ ბრენდი არ ვიცოდი..
დაამატე სკანდალი? ვიცი ძალიან მოგწონდა.. თუ კი მშვიდობაში ძალიან მაგარია, აშკარად ვერ შევაფასე ზამთარში სათანადოდ, კიდევ მაქვს სემფლი და ძალიან მაგარი სუნამოა ეხლა სულ სხვანაირად ვგრძნობ..


Posted by: oshi 27 May 2018, 00:27
mandrak
ჰო.


rezi0881
ხო ეგრე აზრი არ აქვს ყიდვას. Shams OUD-ც კარგია ისე. ძირითადი მაქვს მაგათი. ამ ეტაპზე მემო მორჩა.

ხო დავამატე. კარგა ხანია უკვე. ორი თვე იქნება.

—-
Floraïku-ს აქვს კარგი სეტი. მგონი 250 ევრომდე ღირს. თერთმეტი ათ მლიანებია და ყველა წარმოდგენილი თუ არ ვცდები.. ესაა.
user posted image


გაზაფხული ზაფხულისთვის ეს ფორთოხალი სასიამოვნოა ფარმასი. მაგრამ ძალიან ბევრ ვისხამ. ვბანაობ. ჰუმანისტასაც და მოლეკულასაც კარგად ერევა .

user posted image

Posted by: rezi0881 27 May 2018, 00:51
oshi

სეტიც მაგას ქვია, ძალიან მაგარია თან სრული ასორტიმენტი.. .. Shams OUD ამას ვნახავ იმედია ექნებათ
ფარმას ბლუ ხაზიდან ჯერ არაფერი მაქვს დატესტილი არადა ვიცი მომეწონება ეგ კოლონები, კარგი იქნება ზაფხულში.. ერთი ეგ ტეხავს ესეთი სუსტი მდგრადობა რო აქვს

Posted by: akako78 27 May 2018, 13:39
oshi


მშვიდობაში!!!ძალიან მაგარი როჟაა სკანდალიsmile.gifლამაზი ბოთლია!!!

rezi0881

ხო ეგ ზეინას არ ვიცი..არ დამიტესტავს

Posted by: rezi0881 27 May 2018, 19:13

oshi

ფოტოც ძალიან მაგარი გამოგივიდა უნდა აღინიშნოს yes.gif ატვირთე გუგლ იმიჯზე..

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

დღეს დავტესტე D600 გრილ ამინდში უფრო კარგი იქნება.. გემრიელი ვანილი ისმის, მსუბუქად ირისი, ცოტა პუდროვანი სუნამოსკენ მიდის, მთლიანობაში ძალიან კარგად დაბალანსებული და სასიამოვნო სურნელია მომეწონა.


მომწონს ამ მიმართულების სუნამო, ბევრი არის მსგავსი მიმართულელები მაგრამ ამეეგს გამოვყოფ მგონია სხევბს სჯობს..

Diptyque Tempo
L'Instant de Guerlain pour Homme EDP - ახალი
L'Instant de Guerlain pour Homme Eau Extreme - ძველი შავკანტიანი

დღეს ახალი EDP დავისხი, საკმაოდ სასიამოვნო, სურნელი შლეიფი მდგრადობა, ყველაფერი ნორმაში. მერე ტემპო გამახსენდა და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ტემპოს ლაითი ვერსიაა, თითქოს ცოტა ფრეშისკენაც მიდის, მაგრამ ტემპო უფრო ბოლდ არის, უფრო კომპლექსური და შინაარსიანი ალბათ.. მიჭირს ამათში არჩევანის გაკეთება.. ძველი შავკანტიანი აჯობებს ვითომ ტემპოს? ხო არ გქონიათ ვინმეს შეხება შავკანტიანთან, ერთი ვიცი რო აკაკოს ქონდა ადრე..

Posted by: oshi 27 May 2018, 21:29
akako78
მადლობა აკაკი.

rezi0881

ჰო, ფოტოს არაუშავსbiggrin.gif

ტემპო კარგი რამეა. დიდი ხანია უტრიალებ მაგ სუნამოს შენsmile.gif)


D600 მეც მომწონს. კარგი რამეა

* * *
კი ავაჭრელე აქაურობა ამით, მაგრამ მართლა მაგარია.

ორი დღეა ვატარებ და შემაყვარა თავი
user posted image

Posted by: fujita 28 May 2018, 11:37
ბიჭებო არომატეკაში სუნამოს ყიდვას ვაპირებ, უნდა იყოს უნისექსი და მირჩიეთ რა რომლებს დავადგა თვალი რო გავტესტო, ყველას რო არ ჩამოვუარო biggrin.gif

Posted by: rezi0881 28 May 2018, 12:30
oshi

ტემპოც კარგია და, გერლენიც არაა ცუდი.. დავაკვირდები კიდევ smile.gif

fujita

ძალიან ზოგადი კითხვაა.. ქალისთვის კაცისთვის, ასაკი, ფასი? ბრენდებს რაც შეეხება უმეტესობა სულ ძვირფასი ბრენდებია მანდ, ფასები თუ მისაღები იქნება..

By Kilian
Memo Paris
xerjoff/Casamorati
Amouage
Creed
Tiziana Terenzi
Tom Ford Privat Blend

შედარებით ბიუჯეტური ვარიანტები

Penhaligons
Diptyque
Amouroud,
Parle Moi de Parfum

Posted by: fujita 28 May 2018, 13:53
rezi0881
უღრმესი მადლობა, ხო დამავიწყდა იმის თქმა რომ ქალისთვის უნდა იყოს განკუთვნილი სუნამო
უნისექსიც იმიტომ დავწერე რომ კაცის სუნამოები მოსწონს და მთლად ძაან კაცური რო არ იყოს rolleyes.gif

Posted by: oshi 28 May 2018, 14:10
rezi0881
გერლენის მე კლასიკური მაქვს და ვერ გამოვიყენე. მომწონს და თან არა, ჩემ ხასიათში ვერ ჯდება.... ახალზე არ ვამბობ... ახალს უფრო სიმსუბუქე დაყვება გახსნიან გადასვლიანად მგონი..

ძველი ვერსია არ ვიცი როგორია.




Posted by: rezi0881 28 May 2018, 14:45
oshi

ჰო, მე ახალს ვგულისხმობ უფრო სიმსუბუქე რო დაყვება, ძველი არც მე არ ვიცი როგორია ისე კი აქებენ და ადიდებენ.

fujita

Casamorati 1888
Xerjoff Naxos
Memo Paris ტყავის სერია ძალიან კარგი უნისქსებია. არამარტო ტყავები ამ ბრენდის სუნამო ძალიან კარგი საჩუქარი იქნება ნახეთ.
Penhaligons Halfeti
Neroli Portofino Tom Ford ზაფხულისთვის

ესე რთულია, საკმაოდ დიდი არჩევანია მანდ. უფრო ძვირფას საჩუქარს თუ არჩევთ კილიანიც დაათვალიერეთ, კონსულტანტიც შეგარჩევინებთ. smile.gif

Posted by: fujita 28 May 2018, 15:26
rezi0881
მადლობა ძმაო მადლობა, გაიხარე alk.gif

არა ძაან ძვირიანს ვერ გავწვდები,
ანუ უკვე ვიცი დაახლოვებით რომლები ვნახო, მთლად არეული რომ არ ვიყო გაფანტული სკლეროზივით rolleyes.gif

Posted by: aguilera 29 May 2018, 15:41
QUOTE (akako78 @ 7 Apr 2018, 13:28 )
rezi0881

ხო რეზი მასეა..აქ ხომ არაადეკვატურია ყველაფერი და ყველა..ახმეტელის მეტროსთან არის მარიამის ე.წ. შენობა და მანდ ჰყიდიან ჩამოსასხმელ სუნამოებს(ისე ვისაც აინტერესებს დასატესტადაც კარგი ვარიანტია ხოლმე-თანაც ისეთი სუნამოებიც აქვთ რაც არ იშოვება-მაგ:გუჩის უდი,მონ ბლანის ინდივიდუალი და არმანის მანია-ბევრი სხვაც რომელიც აღარ გამოდის ან არ იშოვება.. აქვთ პრივატ ბლენდიდანაც და ტომ ფორდებ-მანსერ-მონტალებიც))..ივსნები,გუჩები,არმანები,დიორ-შანელები შეგიძლია გადმოასხმევინო და გრამი საშუალოდ ღირდა ხოლმე 2 ლარი..ამას წინათ ვიყავი და 2.5 ლარიო(ნუ ეს საშუალო პრემიუმ დიზაინერები-თორემ შანელები და დიორები 3 ლარი იყო ისედაც))..გაძვირეს მაშინ როცა დოლარი 2.4-ია!!!??არადა 2 ლარად ჰყიდიდნენ როცა იყო 2.67! ??? ისე რა იცი -იქნებ ფართის ქირა გაუძვირეს ან ჩაქაფული რომ ძვირი ჯდება იმან იმოქმედა?smile.gifისე ზამთარშიც არც ტოლმა ჯდებოდა იაფიsmile.gif

პ.ს.ხოდა ეგ სუნამოც დოლარი გამოდის გრამი და თუ მართლა მასეთი კარგია-როგორ არ ღირსsmile.gif

გამარჯობა,ახმეტელის მეტროსთან ორიგინალი სუნამოებია ცამოსასხმელი?
* * *
ხომ ვერ მეტყვით ორიგინალ ტესტერებს რომ ყიდიან ხოლმე აქ მართლა ორიგინალია თუ არა და ტესტერი უფრო მდგრადია თუ სუნამო ?

Posted by: BadKid 29 May 2018, 18:00
aguilera
თბილისში ტესტერები, რომლებიც იყიდება არაბრენდირებულ მაღაზიებში არის 99.9% ყალბი
"ორიგინალ" ტესტერში და ჩვეულებრი სუნამოში არის ერთაიგივე სითხე.. ტესტერი არის საჩვენებელი მყიდველისთვის და არაა განკუთვნილი გასაყიდად
=============================================================
ხო მართლა ვიღაც წერდა არ მახსოვს ჭავჭავაძის 24-ში კაი ბუტიკიაო.. ხოდა შევიარე 2-3 კვირის წინ და ნამდვილად ავთენტური სუნამოები აქვთ.. გამყიდველი ჯიგარია, თუმცა ფასები ძვირია
გამიკვირდა რომ დიდი არჩევანი ქონდათ..რაც მახსოვს დავწერ
Acqua Di Parma - Oud, kurdijian 5 სახეობა ქონდათ, nasomatto თითქმის ყველა, kilian, the house of oud ქონდათ 5 სახეობა რამაც ძალიან გამაკვირვა.. კიდე რაღაცეები არ მახსოვს
შევლა ღირს..
Acqua Di Parma - Oud მაგრად მაინტერესებდა.. აბსოლიტურად არ იგრძნობა უდი და ცოტა იმედი გამიცრუა.. გავს პარმას ქუერჩიას (კლასიკურია).. ვერსიტალია ვატარებდი მარა ფასი არ შეესაბამება სუნამოს.. ძალიან ძვირია
=============================================================
oshi
არანჩია დი კაპრი საოცარი სუნამოა და კარგი ყოველდღიური სუნამოა ავთენტური ციტრუსების სუნით.. კარგი შენაძენია smile.gif
-------

Posted by: cuda 29 May 2018, 19:30
100- ლარში კაი სუნამოები ჩამოწერეთ

Posted by: sunamo 29 May 2018, 23:32
მოკლედ ბათუმში ვარ ოციოდე დღეა, ჰოდა ირანელი მაჩერებს, რაღაცას მეკითხება, ჩემი ინგლისურით იხიბლება, შემდეგ ცელოფნიდან სითხით სავსე გაურკვეველ ფლაკონს იღებს და მეუბნება - ქრიდის ავენტუსს იყიდი/
რა ვარ ასეთი სირი რომ მაინც და მაინც ირანელი კაცი მაჩერებს (ამდენ მიმზიდველ ტურისტში) და თან ქრიდის ავენტუსის მოყიდვას ცდილობს

Posted by: winipux 30 May 2018, 00:54
გამარჯობა! დამეხმარეთ ფლზ.... მოკლედ მე ძალიან მიყვარს მოლეკულა იქნებ ანალოგი მითხრათ რომელიმე ... არ მიყვარს ტკბილი და ძალიან ცივი სუნამოები

Posted by: aguilera 30 May 2018, 10:11
QUOTE (BadKid @ 29 May 2018, 18:00 )
aguilera
თბილისში ტესტერები, რომლებიც იყიდება არაბრენდირებულ მაღაზიებში არის 99.9% ყალბი
"ორიგინალ" ტესტერში და ჩვეულებრი სუნამოში არის ერთაიგივე სითხე.. ტესტერი არის საჩვენებელი მყიდველისთვის და არაა განკუთვნილი გასაყიდად
=============================================================
ხო მართლა ვიღაც წერდა არ მახსოვს ჭავჭავაძის 24-ში კაი ბუტიკიაო.. ხოდა შევიარე 2-3 კვირის წინ და ნამდვილად ავთენტური სუნამოები აქვთ.. გამყიდველი ჯიგარია, თუმცა ფასები ძვირია
გამიკვირდა რომ დიდი არჩევანი ქონდათ..რაც მახსოვს დავწერ
Acqua Di Parma - Oud, kurdijian 5 სახეობა ქონდათ, nasomatto თითქმის ყველა, kilian, the house of oud ქონდათ 5 სახეობა რამაც ძალიან გამაკვირვა.. კიდე რაღაცეები არ მახსოვს
შევლა ღირს..
Acqua Di Parma - Oud მაგრად მაინტერესებდა.. აბსოლიტურად არ იგრძნობა უდი და ცოტა იმედი გამიცრუა.. გავს პარმას ქუერჩიას (კლასიკურია).. ვერსიტალია ვატარებდი მარა ფასი არ შეესაბამება სუნამოს.. ძალიან ძვირია
=============================================================
oshi
არანჩია დი კაპრი საოცარი სუნამოა და კარგი ყოველდღიური სუნამოა ავთენტური ციტრუსების სუნით.. კარგი შენაძენია smile.gif
-------

რითი ხვდებით რომ ავთენტურია? კარგი მაღაზიაა მაგრამ ტესტერები არ აქვს და თუ სუნი არ იცი წინასწარ ყიდვა რთულია

Posted by: rezi0881 30 May 2018, 13:31
winipux
QUOTE
გამარჯობა! დამეხმარეთ ფლზ.... მოკლედ მე ძალიან მიყვარს მოლეკულა იქნებ ანალოგი მითხრათ რომელიმე ... არ მიყვარს ტკბილი და ძალიან ცივი სუნამოები

ანალოგში რას გულისხმობ, მოლეკულას რო გავდეს? იმდენად ინდივიდუალური ხაზია მაგის მსგავს სუნამოებს ალბათ ვერ ნახავ.. თან კანზე უნდა კარგი დაკვირვება როგორ გაიხსნება.. იმ სუნამოებში რომლებშიც გამოყენებეულია Iso E Super შეიძლება დაიჭირო მომენტი რო მიამსგავსო, მე მოლეკულა 01 მომწონს.
ამსგავსებენ მოეკულა 02 https://www.fragrantica.com/perfume/Juliette-Has-A-Gun/Not-A-Perfume-10296.html

aguilera
ერთერთი მარკეტის ვიტრინაში, კილიანის სუნამო დავინახე მივედი ახლოს და იმ დონის ფეიკი ტესტერი იყო ემბლემა ირიბად ქონდა მიწებებული და წებოები იყო გვერდებზე გამოსული, ოფიციალურ მაღაზიებს აკრძალული აქვს ტესტერის გაყიდვა.. გამოწერა ჯობია ან 20-25 პროცენტიანი თბილისის მაღაზიების ფასდაკლება. ვუ-ლევუს აქვს 25% გერლენზე.
ახმეტელზე სავაჭრო ცენტრ მარიამში იყიდება ჩამოსასხმელი მლ-ბით, ოღონდ არ ვიცი მანდ რეები აქვთ.

Posted by: akako78 30 May 2018, 14:12
winipux
პენჰალიგონის ჯუნიპერ სლინგ-ი უნდა დატესტოთ..კარგი სუნამოა..გამყოლობითაც არ უნდა იყოს ცუდი-ასე მახსოვსsmile.gifლუტეციაში არის ეს ბრენდი

https://www.fragrantica.com/perfume/Penhaligon-s/Juniper-Sling-13266.html


BadKid

ისე რა "მაგარი" ქვეყანაა საქართველო:აქ ხომ ყველაფერი ძვირია სუნამოდან დაწყებული და მანქანებით დამთავრებული.რა მდიდრები ვართ-თუ გოიმები?
პ.ს.ლონდონში ბიძაშვილმა იყიდა 45 ფუნტად თევზი(ნორვეგიული სიომგა) რომელიც აქ იყიდება კარფურში 70 ლარამდე ერთი კილოგრამი!!!??? და 7 კგ თევზში გადაიხადა სადღაც 150 ლარი..აქ ეგ თევზი(გაუყინავი მაქვს მხედველობაში) კარფურში 490 ლარი გამოდის..ასეა სამწუხაროდ!!!საქართველო არის საშინელი ქვეყანა ფასების მიხედვით(მაცხოვრებლების შემოსავლების გათვალისწინებით)!!!

Posted by: aguilera 30 May 2018, 14:27
QUOTE (rezi0881 @ 30 May 2018, 13:31 )
winipux
QUOTE
გამარჯობა! დამეხმარეთ ფლზ.... მოკლედ მე ძალიან მიყვარს მოლეკულა იქნებ ანალოგი მითხრათ რომელიმე ... არ მიყვარს ტკბილი და ძალიან ცივი სუნამოები

ანალოგში რას გულისხმობ, მოლეკულას რო გავდეს? იმდენად ინდივიდუალური ხაზია მაგის მსგავს სუნამოებს ალბათ ვერ ნახავ.. თან კანზე უნდა კარგი დაკვირვება როგორ გაიხსნება.. იმ სუნამოებში რომლებშიც გამოყენებეულია Iso E Super შეიძლება დაიჭირო მომენტი რო მიამსგავსო, მე მოლეკულა 01 მომწონს.
ამსგავსებენ მოეკულა 02 https://www.fragrantica.com/perfume/Juliette-Has-A-Gun/Not-A-Perfume-10296.html

aguilera
ერთერთი მარკეტის ვიტრინაში, კილიანის სუნამო დავინახე მივედი ახლოს და იმ დონის ფეიკი ტესტერი იყო ემბლემა ირიბად ქონდა მიწებებული და წებოები იყო გვერდებზე გამოსული, ოფიციალურ მაღაზიებს აკრძალული აქვს ტესტერის გაყიდვა.. გამოწერა ჯობია ან 20-25 პროცენტიანი თბილისის მაღაზიების ფასდაკლება. ვუ-ლევუს აქვს 25% გერლენზე.
ახმეტელზე სავაჭრო ცენტრ მარიამში იყიდება ჩამოსასხმელი მლ-ბით, ოღონდ არ ვიცი მანდ რეები აქვთ.

მაინც ძვირი გამოდის ნიშე ბრენდები და ტესტერს რომ გთავაზობენ ბევრად იაფად გიღირს.თუნდაც ჭავჭავაძეზე ხომ შემოაქვს ვიგაცას იაფად და როგორ უნდა დარწმუნდე,რა საბუთი მოთხოვო,თუ მხოლოდ ვიზუალით შემოიფარგლო?

Posted by: oshi 30 May 2018, 14:45
BadKid
wink.gifნამდვილად ეგრეა.

akako78
პენჰალიგონის Bayolea-ც კარგია. ლავანდა სასიამოვნოდ და არაბანალურადაა დაბალანსებული.

Posted by: qatsia 30 May 2018, 19:43
გამარჯობათ, ე.ი. არჩევანი უნდა გავაკეთო ორ სუნამოს შორის: Reyane Tradition Insurrection II PURE - სა და Perry Ellis 360 Red for Men - ს შორის (ბიუჯეტიდან გამომდინარე, ძვირადღირებულს ვერ ვყიდულობ), არც ერთი არ დამიტესტავს. რომელს მირჩევდით? (ვისთვისაც ვყიდულობ Armani Emporio მოწონს) თუ არ დაიზარებთ დაწერეთ რაა, მძაფრიც არ მინდა რომ იყოს, მადლობა წინასწარ.

Posted by: cuda 30 May 2018, 21:12
rezi0881
QUOTE
ტესტერის

QUOTE
გამოწერა ჯობია


რომელი საიტიდან?

Posted by: BadKid 30 May 2018, 21:23
winipux
მოლეკულა თუ გიყვარს ანუ Escentric Molecules..მაგ ხაზს აქვს 10 სუნამო და შეგიძლია სხვებიც გასინჯო.. აუცილებლად აარჩევ რომელიმეს
======================================================
aguilera
რითი ვხვდები ავთენტური როაა და სუნით.. შეფუთვით.. ისეთი სტაჟი მაქვს ამ თემაში რომ ვინ რას გამომაპარებს biggrin.gif
თუ გამოცდილება არ გავს ნუ გაეკარებით საეჭვო გამყიდველებს.. იყიდეთ ქსელურ ბრენდირებულ მაღაზიებში
ტესტერები არ აქვთ მაგრამ თავსახურზე აქვს სუნი და თუ რომელიმეს ყიდვას დააპირებ ხელზეს დაგისხავს
======================================================
akako78
კი ჩვენთან ძვირია ყველაფერი
======================================================
qatsia
რათქმაუნდა Reyane Tradition Insurrection II PURE
============================================================================================================
user posted image
============================================================================================================
Byredo Baudelaire უნიკალური სუნამოა.. მამაკაცური, კლასიკური, რბილი, მდიდრული, ელეგანტური..
ტყავის და საკმეველის სინთეზი უგემრიელესად აქვთ დაბალასებული
სეზონი: გაზაფხული, შემოდგომა, ზამთარი
ძლებს სადღაც 5-6 საათი და შლეიფი ნორმალური აქვს
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Posted by: rezi0881 30 May 2018, 21:24
qatsia

Reyane Tradition Insurrection II PURE - ეს არის Creed Aventus ის კლონი, ამის სუნი არ ვიცი, ისე ვიცი რო აქებენ.
Perry Ellis 360 Red for Men - ეს არის Acqua di Gio Giorgio Armani ის მსგავსი სუნამო, მაქვს თავის ფასში ძალიან კარგი არჩევანია.

cuda

http://notino.com აქედან გამომიწერია ტესტერები მაგრამ ეხლა გათიშულია ეგ საიტი.

Posted by: პიანისტი 30 May 2018, 22:14
პეგასუსი დავისხი წეღან და არვიცი როგორ ავხსნა რა ხასიათზე მომიყვანა , მეგონა შემოდგომა და დამავიწყა ის სიცხეები რაც წინ გველოდება თბილისში(მე თვენახევარი მაინც ), რამდენიმე საათით ძალიან მაგარ ხასიათზე დამაყენა, გარეთ გარემოც ისეთი იყო , რამდენს ნიშნავს სუნამო ...


Posted by: qatsia 30 May 2018, 22:33
BadKid

rezi0881
უღრმესი მადლობა, გავითვალისწინებ

Posted by: Khatuta 30 May 2018, 22:44
cuda
fragrancenet.com - დან გამოვიწერე Guerlain Shalimar Souffle-ს და Gucci Premier-ის ტესტერები, ორივე ძალიან კარგი გამოდგა.

Posted by: aguilera 31 May 2018, 10:06
QUOTE (rezi0881 @ 30 May 2018, 13:31 )
winipux
QUOTE
გამარჯობა! დამეხმარეთ ფლზ.... მოკლედ მე ძალიან მიყვარს მოლეკულა იქნებ ანალოგი მითხრათ რომელიმე ... არ მიყვარს ტკბილი და ძალიან ცივი სუნამოები

ანალოგში რას გულისხმობ, მოლეკულას რო გავდეს? იმდენად ინდივიდუალური ხაზია მაგის მსგავს სუნამოებს ალბათ ვერ ნახავ.. თან კანზე უნდა კარგი დაკვირვება როგორ გაიხსნება.. იმ სუნამოებში რომლებშიც გამოყენებეულია Iso E Super შეიძლება დაიჭირო მომენტი რო მიამსგავსო, მე მოლეკულა 01 მომწონს.
ამსგავსებენ მოეკულა 02 https://www.fragrantica.com/perfume/Juliette-Has-A-Gun/Not-A-Perfume-10296.html

aguilera
ერთერთი მარკეტის ვიტრინაში, კილიანის სუნამო დავინახე მივედი ახლოს და იმ დონის ფეიკი ტესტერი იყო ემბლემა ირიბად ქონდა მიწებებული და წებოები იყო გვერდებზე გამოსული, ოფიციალურ მაღაზიებს აკრძალული აქვს ტესტერის გაყიდვა.. გამოწერა ჯობია ან 20-25 პროცენტიანი თბილისის მაღაზიების ფასდაკლება. ვუ-ლევუს აქვს 25% გერლენზე.
ახმეტელზე სავაჭრო ცენტრ მარიამში იყიდება ჩამოსასხმელი მლ-ბით, ოღონდ არ ვიცი მანდ რეები აქვთ.

ჩამოსასხმელი სანდოა?საიდან მოაქვთ ჩამოსასხმელი სუნამოები?

Posted by: akako78 31 May 2018, 12:55
qatsia
მეც რეიენს გირჩევდი,მაგრამ არც ელისია ცუდი..უბრალოდ აქვს ნოტები წიწაკის და პაჩულიც ცოტა მძაფრი,მაგრამ როგორც ასეთი თუ ბევრი სუნამოები არ აქვს მაშინ ეს ჯობია..ძალიან კარგი პროექცია აქვს და საკმაოდ კომპლიმენტარულიცაა..რეიენი ნაზია და ზაფხული მხოლოდ ჩემთვის და ჩამორჩება პროექციით

პიანისტი

პეგასი მაგარია მართლა..აუცილებლად ვიყიდი ოდესღაცsmile.gif

Posted by: qatsia 31 May 2018, 18:19
akako78
მადლობა, დამეხმარეთ ნამდვილად

Posted by: პიანისტი 1 Jun 2018, 11:22
akako78
კი მართლა დახვეწილი სურნელია , კიდევ კარგი 125მლ ვიყიდე, რამდენიმე სეზონი მეყოფა კიდევ.

Posted by: rezi0881 1 Jun 2018, 22:44

ცოტა მეც ვიფოტოგრაფე smile.gif

Nasomatto Pardon

user posted image

Posted by: პიანისტი 2 Jun 2018, 00:59
QUOTE (rezi0881 @ 1 Jun 2018, 22:44 )
ცოტა მეც ვიფოტოგრაფე smile.gif

Nasomatto Pardon

user posted image

up.gif up.gif ლამაზი ბოთლია, თავსახური კარგად ეხამება ,რაზეც დევს იმ ხეს up.gif
არ დამიტესტავს ამ საზაფხულოა?

Posted by: akako78 2 Jun 2018, 11:00
rezi0881


ვა რეზი რა მაგარია პარდონი-შეიძინე?თუ მასეა გილოცავ!!!აფგანოც მალე დაგემატებინოს!

Posted by: rezi0881 2 Jun 2018, 13:32
პიანისტი

შუშაც, თავსახურიც ლამაზი და ორიგინალურია.. შეფუთვა უბრალო აქვს.
არაა ზაფხულის, ცივი ამინდის სუნამოა უფრო, როგორც ახასიათებენ smile.gif

akako78

ჰო, მადლობა აკაკო.. smile.gif

Posted by: X_Datka_X 3 Jun 2018, 17:06
user posted image

სად ვიყიდო ეგენიი sad.gif დამიმთავრდა, ბოლო ფლაკონზე ვარ. sad.gif

Posted by: (echo) 3 Jun 2018, 20:53
სალამი პარფიუმერებო rolleyes.gif

თქვენი რჩევა მჭირდება. საჩუქრად უნდა ვიყიდო მოლეკულა 01 და დღეს გავიგე რომ ეს ხაზიც ორნაირია და რამე მნიშვნელოვანი განსხვავებაა სურნელში თუ უბრალოდ შეფუთვაა სხვადასხვა?

აგერ ორივეს ფოტო, ორივე 01ია


user posted image

Posted by: rezi0881 3 Jun 2018, 21:46
(echo)

ეს ორი სუნამო სხვადასხვაა უბრალოდ ბრენდს Escentric Molecules ქვია.
პირველი Escentric 01 არის, ციტრუსოვანი ვარიანტია უფრო ფრეშისკენ მიდის.
მეორე Molecule 01 ეს სანდალვუდის სუნამოა, მსუბუქი სასიამოვნო ფრეშ/ხისებრი სუნამოა..

Posted by: leto_leto 4 Jun 2018, 04:35
https://www.amazon.com/dp/B01IVLATK0/
https://www.amazon.com/dp/B002XQ1X4G/

1)
ეს 2ვე ხო ერთიდაიგივე მოდელია?
განსხვავება არის მხოლოდ და მხოლოდ იმაში რო ერთი არის პარფუმი მეორე ტუალეტის წყალი
როგორც ვიცი (და სწორად ვიცი) პარფუმი უკეთესია და უფრო ძვირიც ღირს ზოგადად

და ამ შემთხვევაში რატო ღირს ტუალეტის წყალი უფრო ძვირი პარფუმზე?
ორივე 100 მილიგრამიანია
ხო ორივე ერთიდაიგივეა?




2)
ხო და კიდე
ამერიკიდან რომელ გადამზიდით ჩამოაგაქვთ სუნამოები?

Posted by: (echo) 4 Jun 2018, 09:11
rezi0881

მადლობაა


და პირველის ანუ Escentric 01-ის შეძენა სად შეიძლება ესეც გეცოდინებათ? ლუტეციას საიტზე მხოლოდ Molecule 01 უდევს.

Posted by: rezi0881 4 Jun 2018, 12:12
(echo)

სრულად არ დევს პროდუქცია ლუტეციას საიტზე, მანდ ნომერიც წერია დაურეკე და გეტყვიან რომელ ფილიალში ექნებათ.

Posted by: abes777 4 Jun 2018, 12:41
CLUB DE NUIT ARMAF ავენტუსის მსგავსს გავცვლი ACQUA DI GIOში.

Posted by: leto_leto 4 Jun 2018, 14:35
https://www.amazon.com/dp/B01IVLATK0/
https://www.amazon.com/dp/B002XQ1X4G/

1)
ეს 2ვე ხო ერთიდაიგივე მოდელია?
განსხვავება არის მხოლოდ და მხოლოდ იმაში რო ერთი არის პარფუმი მეორე ტუალეტის წყალი
როგორც ვიცი (და სწორად ვიცი) პარფუმი უკეთესია და უფრო ძვირიც ღირს ზოგადად

და ამ შემთხვევაში რატო ღირს ტუალეტის წყალი უფრო ძვირი პარფუმზე?
ორივე 100 მილიგრამიანია
ხო ორივე ერთიდაიგივეა?




2)
ხო და კიდე
ამერიკიდან რომელ გადამზიდით ჩამოაგაქვთ სუნამოები?

Posted by: akako78 5 Jun 2018, 15:58
leto_leto

ეგ ორი სულ სხვადასხვა სუნამოებია..პრაივი წაუმათურებს და კლასიკურია ვიდრე ედტ მილიონი(სულ სხვა სუნამოა)..მილიონი ტკბილია(აშკარად ზამთრისაა და ცოტა მეტი თუ მოგივიდა დახოცავ გარშემო მყოფებსsmile.gif) და 2ჯერ გამყოლი პრაივზე-თუმცა პრაივიც არ უჩივის გამყოლობას..5-6 საათი ძლებს..მილიონი12 საათია ედტ ჩემზე..აქ უნდა დატესტო ორივე ისი პარიშო აქვტ..ბლაინდში არ შეუკვეთო-არ გირჩევ..

გადამზიდი თუ გაინტერესებს-ბარამს ჩამოაქვს და არ გაეკარო..დაგიჭყლიტავენ ყუთს ან ნერვებს ისე მოგიშლიან რომ არ გირჩევ..სასწორშიც იტყუებიან ეგ არამზადები(სასწორი არ აქვთ ოფისში რომ წონა გადაამოწმო!!!???კლასიკური ბიზნისია ქართული-საშინელი სტაფი ჰყავთ..რასაც ვერ ვიტყვი გადამზიდი .ჯე-ზე მე ძალიან მომეწონა მათი მომსახურეობა..)

პ.ს.სუნამოს როცა უკვეთავთ გადამზიდს უნდა ჰქონდეს შტატი დელავერ..ქალაქი უმეტესად ვილმიგტონია ხოლმე..რომ ცალკე ტაქსის გადასახადები არ დაგერიცხოთ.ისე სხვებსაც ჩამოაქვთ როგორც ვიცი-ხო გამახსენდა ინექსი რომ არის იქიდანაც ჩამომიტანია-მაგრამ ბარამზე ცოტათი უკეთესია დიდი ვერაფერი..ჩემი ხმა გზავნილს!!!!

Posted by: leto_leto 5 Jun 2018, 18:49
akako78
მადლობა დიდი პასუხისთვის, უბრალოდ ის ვერ გავიგე რო ვიზუალურადაც და სახელითაც ორივე ზუსტად ერთია 1 Million ქვია ხო ორივეს.
ერთია პარფუმი - პრაივი, მეორე ტუალეტის წყალი

სუნამოებშI არ მაქ ზოგადად დიდი გამოცდილება, მარა რასაც გადავხედე გუგლში ინფორმაციას რაც მოვიძიე ტუალეტის წყალზე ბევრად უკეთესია პარფუმიო, ანუ გამყოლი სუნი პარფუმს უფრო აქვსო, ძლებს სადღაც 12 საათამდეო, როცა ტუალეტის წყლის ხანგრძლივობა 3 სთ არის დაახლოებითო...
და ზოგადად რასაც გადავხედე პარფუმები უფრო ძვირია ხოლმე თან შენც მეუბნები რო ამ შემთხვევაში პარფუმს ტუალეტის წყალი ჯობიაო და მაგრად დავიბენი იტოგშI smile.gif))

Posted by: akako78 5 Jun 2018, 20:07
leto_leto


ეს მილიონი გამოვიდა https://www.fragrantica.com/perfume/Paco-Rabanne/1-Million-3747.html 2008 წელს

ეს პრაივი კი 2016 წელს https://www.fragrantica.com/perfume/Paco-Rabanne/1-Million-Prive-37698.html

პირველი ძალიან ტკბილი სუნამოა და გავს კაროლინა ერერას აი ამ სუნამოს https://www.fragrantica.com/perfume/Carolina-Herrera/212-VIP-Men-12865.html

შეგიძლია ეგეც დატესტო..პრაივის სტილშია ახალი 2017 წლის პაკოც აი ეს https://www.fragrantica.com/perfume/Paco-Rabanne/Pure-XS-46038.html

პ.ს. პარფიუმი არაა მაგალითად შანელის ეგოისტ პლატინუმი მაგრამ ამ მიწერილ პარფიუმებს რომელითაც ატყუებენ სიაფანდი ევროპელი ბიზნესმენები მომხმარებლებს 2-ს მისცემს ფორას..12 სათი ძლებს კანზე ჩემი ეგ შანელი 2011 წლის გამოშვება..ტანსაცმელზე მიახლოებით 6-7 დღე..დასკვნა თვითონ გამოიტანე..არის ახალი პარფიუმებიც რომლებიც ძალიან კარგად ძლებენ-მაგალითად არმანის კოდ პროფუმო,გერლენის იდეალ პარფიუმი და ტომ ფორდის ნუარ ექსტრიმი(ფორდის ვეტივერის პარფიუმიც და პრადა ლ'ომ ინტენსის პარფიუმი-ორივე ძალიან გამყოლია ჩემს კანზე) და ა.შ. მაგრამ საუკეთესო დიზაინერის პარფიუმი რაც კი შემხვედრია ეს არის დიორ ომის პარფიუმი-საშინლად კარგი სუნამოა-ბევრ ნიშეს მირჩევნია პირადად მეsmile.gif

ეგ პირველი 2008 წლის პაკოს მილიონი ხომ ბევრ პარფიუმს დაიყენებს რიგში და გაასწრებს მართლაც რომ ფორითsmile.gifრა აწერია არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის-ოდეკოლონი-ტულეტის წყალი თუ პურ პარფიუმი თუ პარფიუმის წყალი..ყველაფერი გამოჩნდება ხოლმე დატესტვისას და პრაქტიკაში გამოყენებისას..

Posted by: leto_leto 5 Jun 2018, 20:23
akako78
გასაგებია ყველაფერი
დიდი მადლობა bis.gif

Posted by: oshi 6 Jun 2018, 10:49
rezi0881
კარგია რეზი! მოუხდება შენ კოლექციას.

Posted by: WUDU 6 Jun 2018, 12:53
rezi0881
QUOTE

2018 წლის გაზაფხულზე გერლენი უშვებს ახალ არომატს სახელწოდებით Guerlain L'Homme Idéal L'Intense რომელიც გახლავთ (ფლანკერი-(როდესაც კონკრეტული ბრენდის არომატი აღწევს განსაკუთრებით დიდ წარმატებას მისი შემქმნელები ხშირად ცდილობენ შექმნან ახალი არომატი რომელიც იდენტიფიცირდება იმ პროდუქტის ცნობადობასთან და სახელწოდებასთან რომელიც უკვე ფართოდ გავრცელებულია და მოხვეჭილი აქვს პოპულარულობა) მამაკაცის ხაზიდან და მოიცავს რამოდენიმე არომატს:

L'Homme Ideal from 2014
L'Homme Ideal Cologne from 2015
L'Homme Idéal Eau de Parfum from 2016
L 'Homme Idéal Sport from 2017
L'Homme Idéal L'Intense 2018

სუნამო დაანონსებულია როგორც მამაკაცის: ძვირფასი და ელეგანტური, აღმოსავლურ-ხისებრი, სურნელოვანი კომპოზიცია, ბრენდი აღნიშნავს რომ არომატი არის პოპულარული სუნამოს ახალი ინტერპრენტაცია, ხოლო მის ინტენსიურებას კი ახალ საფეხურზე აყავს კონკრეტული არომატი.

ძირითადი ნოტები: ჩილი, ნუში და კარდამომი.
შუა ნოტები: ბულგარული ვარდი, ტყავი და ლაბდანუმი.
ქვედა ნოტები: პაჩული, სანდალვუდი, კვამლისებრი ნოტები, ვანილი და ტონკა.



ვნახოთ, ვნახოთ, L'Homme Idéal ედპ ვიშ ლისთში მაქვს.. მაგრამ ესეც ძალიან საინტერესო ჩანს..


.

ეს დავტესტე აეროპორტში, საოცარი სუნი აქვს. უფრო ხის, ტყავის და წიწაკის. რაღაცით ტომ ფორდის სუნამოს (სახელს ვერ ვიხსენებ) წააგავდა. გაცილებით იმაზე ძვირიანი სუნამოს სუნი აქვს, ვიდრე რეალურად არის. აუცილებლად შევიძენ.

Posted by: black_man 6 Jun 2018, 13:10
გამარჯობათ, რომელს აიღებდით ამ სეზონზე Dior savuage eau de parfum თუ Bleu de Chanel Eau de Parfum ?

Posted by: WUDU 6 Jun 2018, 14:34
black_man
QUOTE
Bleu de Chanel Eau de Parfum ?

ჩემს კანზე ეს უფრო დაჯდა ხანგრძლივობითაც და არომატიც საოცარი აქვს.

Posted by: akako78 6 Jun 2018, 14:38
black_man

მე აშკარად შანელს..სავაჟი საჩემო არაა მთლად..უნდა დატესტო..ვულევუს აქვს მარჯანიშვილზე მაკდონალდის წინ..დაასხმევინე(არ მოგერიდოს)ერთ ხელზე ერთი და მეორეზე მეორე..ბლოტერებზეც დაასხმევინე ეგ ორი(სხვა არ გასინჯო,თორემ აგერევა სურნელები)და ნახავ-შეაფასებ-გადაწყვიტავ!!!
* * *
WUDU

მაქედან პარფიუმი მომწონს და კოლონი..ის სამი ჩემთვის სუნამოების გარდა ყველაფერია-ვერ აღვიქვავ მასეთ სუნამოებს:არც თევზი და არც ხორციოsmile.gif

Posted by: WUDU 6 Jun 2018, 15:08
akako78
QUOTE
WUDU

მაქედან პარფიუმი მომწონს და კოლონი..ის სამი ჩემთვის სუნამოების გარდა ყველაფერია-ვერ აღვიქვავ მასეთ სუნამოებს:არც თევზი და არც ხორციო

მე ინტენსი ძალიან მომეწონა, უბრალოდ გამყოლობაში მოიკოჭლებს. მეორე ხელზე პრადას კარბონი მესხა და ის აშკარად უფრო ხანგრძლივად დარჩა.

Posted by: black_man 6 Jun 2018, 16:13
WUDU
akako78
მადლობთ....

Posted by: პიანისტი 6 Jun 2018, 16:53
QUOTE (black_man @ 6 Jun 2018, 13:10 )
გამარჯობათ, რომელს აიღებდით ამ სეზონზე Dior savuage eau de parfum თუ Bleu de Chanel Eau de Parfum ?

სავაჟს
სავაჟი არ დამევასა მეც თავიდან , ორჯერ დავტესტე და მეგონა საზიზღრობა , მესამედ დავტესტე და რო გამოვედი მაღაზიიდან გონება დამიბნელა ისე მომეწონა gigi.gif რამდენიმე დღეში შევიძინე , მეორე სეზონია მაქვს და ვერ მოვიბეზრე .
პ.ს ახალი სავაჟი არ დამიტესტია ,არვიცი როგორია...

Posted by: rezi0881 6 Jun 2018, 17:58
oshi

ჰო, რატომღაც პარდონი მაინტერესებდა.
ვნახე Shams OUD და ერთერთი ძალიან მაგარი უდის სუნამოა. ფორდის უდ-ვუდს მივამსგავსე, მსგავსი მიმართულების უდია up.gif

WUDU

L'Homme Idéal Eau de Parfum უფრო კომპლექსური და არომატულია ჩემთვის, უფრო ზამთრისაა. ჯობდა ინტენსისთვის სხვა სახელი შეერჩიათ.
L'Homme Idéal L'Intense ესეც კარგია უფრო გაზაფხული/შემოდგომისაა Parfum-ის მსუბუქი ვარიანტია. გემოვნების საკითხია, პრინციპში ორივე კარგია.
გერლენის სუნამოები მართლა კარგი ხარისხის არის, მე რაც მინახია არცერთი არ ტოვებს ისეთ ჩიფ სინთეტიკ სუნს როგორც სხვა დიზაინერული სუნამოები..



Posted by: leto_leto 7 Jun 2018, 01:52
https://www.amazon.com/gp/product/B00RBQWCWK/
ეს ვისაც გასინჯული გაქვთ მოგეწონათ ვინმეს?

Posted by: WUDU 7 Jun 2018, 17:46
rezi0881
QUOTE
WUDU

L'Homme Idéal Eau de Parfum უფრო კომპლექსური და არომატულია ჩემთვის, უფრო ზამთრისაა. ჯობდა ინტენსისთვის სხვა სახელი შეერჩიათ.
L'Homme Idéal L'Intense ესეც კარგია უფრო გაზაფხული/შემოდგომისაა Parfum-ის მსუბუქი ვარიანტია. გემოვნების საკითხია, პრინციპში ორივე კარგია.
გერლენის სუნამოები მართლა კარგი ხარისხის არის, მე რაც მინახია არცერთი არ ტოვებს ისეთ ჩიფ სინთეტიკ სუნს როგორც სხვა დიზაინერული სუნამოები..

კი, ზუსტად ეგ შევამჩნიე მეც, გაცილებით ძვირი არომატი აქვს, ვიდრე რეალურად არის.

Posted by: black_man 8 Jun 2018, 00:05
გამარჯობათ, ესეიგი Dior Sauvage Eau de toilette გამომიგზავნეს ტესტერი ევროპიდან, გარეგნულად თითქოს ორიგინალია თავსახურის ქვეშ ლოგო აქვს სპრეი ჩვეულებრივი, მაგნიტიც წარწერებიც, ხანგრძლივობა აქვს, მაგრამ გამყოლი არ არის, თუ ეგეთი უნდა იყოს ვერ მივხვდი, ვინც ეკრვევით ან ვისაც გაქვთ დამეხმარეთ დადგენაში გთხოვთ.......

Posted by: framoj 8 Jun 2018, 01:03
საოცრად უხდება ზაფხულს love.gif
და მე rolleyes.gif
user posted image

Posted by: akako78 8 Jun 2018, 11:18
black_man

https://www.youtube.com/watch?v=DfaX3FRYavA ეს ვიდო უნდა დაგეხმაროს წესით.დღეს ესხა ჩემს თანამშრომელს და ეგრევე მივხდი დიორ სავაჟი ედტ იყო და შლეიფი აქვს 0.5მეტრი ზუსტად..ცუდი ნაღდად არაა,მაგრამ სხვანაირი სუნამოა რა ან მოგწონს ან არა! შუაში ვერ გაჩერდებიsmile.gif

პ.ს.გამყოლობას ნაღდად არ უჩივის-პირიქით შემაწუხებელიც კია..შეიძლება შენ ვერ აღიქვავ და ცხვირის რეცეპტორები ეჩვევა-აი სხვაც თუ ვერ გრძნობს მაშინ ფეიკია აშკარად..

Posted by: black_man 8 Jun 2018, 13:42
akako78
წესით ორიგინალია, რაც ამ ვიდეოშია საერთოდ ყველაფერი ემთხვევა, ეტყობა მე ვერ ვგრძნობ ეგრე გამოდის......
Bleu de Chanel Eau de Parfum ამას როგორი შლეიფი აქვს და ხანგრძლივობა თუ იცი?

Posted by: akako78 8 Jun 2018, 19:49
black_man


დღეს დავტესტე ახალი ბლუ დე შანელი პარფიუმი..არაა ცუდი..თითქოს მკვეთრი მეჩვენა და უფრო მათურე..ოლდ სქულისკენ მიაქვს-ედტ უფრო ახალგაზრდულია და გახსნა აქვს საოცრად კარგი..აი ეგ პარფიუმი მე ძალიან მომწონს-აქვს სასიამოვნო სიმშრალე პარფიუმის და ამავდროულად არის კლასიკური და ასევე თანამედროვე ტრენდი!!მე ძალიან მომწონს!!!

პ.ს.თუ ყველაფერი ემთხვევა და თავს რომ ატრიალებ მაგნიტი აღარ მოქმედებს-უნდა იყოს წესით ორიგინალი..ყველაფერს ეტყობა სპრეიერს-ბოთლს,თავსახურს,წარწერებს,სურნელს რაც მთავარია..აი რომ დაისხავ 1-2 საათში შლეიფით თუ ვერ აღიქვეს გარშემომყოფებმა მაშინაა გასაკვირი..რა უნდა სჭირდეს?არის ან ორიგინალი ან არა!!!შუაში ვერ იქნებაsmile.gif

Posted by: rezi0881 8 Jun 2018, 22:03
akako78

უკვე ვფიქრობ რომ ეს სუნამო ინდივიდუალურია სხვადასხვანაირად იხსნება და რჩება კანზე, მეც დავტესტე აკაკო, გახსნა ჰქონდა თავბრუდამხვევი ძალიან მაგრად მომეწონა.. სულ რაღაც ნახევარი საათი დარჩა ალბათ ისეთი როგორიც თავიდან იყო, მერე დაიწყო სურნელმა შეცვლა დაახლოვებით ისე როგორც ბლუს ოდე პარფუმი და სავაჟი შვება ჩემ კანზე მაგ მიმართულებით, ნელნელა იმენა იცვლეობდა და ბანძდებოდა სურნელი 2-3 საათში ძალიან ჩიპ სინთეტიკ ბაზა დატოვა და ეგ იყო.. რატომღაც მეგონა პურე პარფიუმიო ესაო ისაო უფრო მარალი ხარისხის ინგრედიენტებით იქნებოდა და ასე არ იზავდა.. ბლოტერზე დარჩა დიდი ხანი ისეთი როგორიც თავიდან იყო კიდევ ვნახავ..

Posted by: akako78 8 Jun 2018, 23:50
rezi0881


ხო მეც მინდა ახლიდან დავტესტო რეზი..უფრო კარგი უნდა ყოფილიყო რა..ამდენი წელია შანელს არაფერი დაუდია მამაკაცის სუნამო და უფრო უკეთესი უნდა შეექმნათ წესით..სურნელი ეხლაც იგრძნობა,მაგრამ შეცვლილი არის რათქმაუნდა-ეხლა მთლად ჩიპ სენტი არაა მაგრამ მგონი ედპ ძველი უფრო რულამსsmile.gifედტ რა კარგი გახსნა აქვს ციტრუსოვანი..

Posted by: l-e-v-a-n 9 Jun 2018, 03:23
ხალხნო ეს სუნამო ხო არ იცით ვინმემ ?
https://www.amazon.com/MONTBLANC-Individuel-Eau-Toilette-2-5/dp/B000C1W032/
როგორი არომატი აქვს თუ მოგეწონათ ?

მანდ რატომღაც 75 $ ღირს როცა იბეიზე და ვოლმარტზე 25$ ებში დევს
https://www.ebay.com/itm/INDIVIDUEL-by-Mont-Blanc-2-5-oz-EDT-Cologne-for-Men-NEW-IN-BOX/151893778340?hash=item235d931fa4:g:YegAAOSwXeJYEMrC
https://www.ebay.com/itm/Individuel-for-Men-by-Mont-Blanc-2-5oz-75ml-EDT-Eau-de-Toilette-Spray-New-in-Box/142451480550?epid=2254437727&hash=item212ac517e6

პირველ ლინკზე 1000+ გაყიდვა აქ
აგერ ვოლმარტიც
https://www.walmart.com/ip/Mont-Blanc-Individuel-EDT-Spray-2-5-Oz/26555986

ამაზონი რატო ყიდის 3 მაგ ფასში ვერ ვხვდები, ეგეთი რაღაც არც შემხვედრია არასდროს არც სუნამოზე და არც სხვა რამეზე,რო ამაზონს ეგეთ არაადეკვატურ ფასში ქონდეს.. რაღაცაშია ვითომ საქმე? givi.gif

Posted by: პიანისტი 9 Jun 2018, 03:42
l-e-v-a-n
მე მაქვს , ცივი ამინდისთვის არის, გვიანი შემოდგომა -ზამთარი, ნახევრად კლასიკურ სამოსს უხდება.
მაგის პატენტი არ არსებობს როგორც ვიცი და შეგიძლია ვაგზალზე დაათვალიერო, თუ აქვთ კიდევ და იყიდო, ფასში დიდი სხვაობა არაა .

Posted by: l-e-v-a-n 9 Jun 2018, 03:56
პიანისტი
აქ იყიდე შენ ? რა ღირს აქ?
პროსტა ამაზონს რატო აქ ეგ ფასი მიკვირს მაგრად იმენა ეგ ყიდის Ships from and sold by Amazon.com
fragrantica-ზე უწერია Creed Santal ს გავს ძაანო, რევიუებში ბევრი წერს რო Homme Joop -ს გავსო

Posted by: პიანისტი 9 Jun 2018, 04:26
l-e-v-a-n
კი აქ ვიყიდე , ორი წლის წინ და 50მლ 50-60 ლარი ღირდა .
მაგარი სუნამოა ძალიან, საუცხოო სურნელია , ბევრი კომპლიმენტი დააგროვა ამ ორი წლის მანძილზე.
ამაზონის ფასზე ვერ გეტყვი, ის ვიცი რო პატენტი არ არსებობდა ორი წლის წინ, ყველა ორიგინალი იყო.

ისეთი სუნამოა გგონია რო ნიშ პარფუმია , ვერ გრძნობ 60 ლარი რო ღირს.

Posted by: akako78 9 Jun 2018, 21:52
l-e-v-a-n

კი მასეა უკვე დიდი ხანია..ვარვატოსებსაც და ბერბერისაც საკმაოდ საშინელ ფასებში ჰყიდის და კელვინ კლაინებსაც.შანელებს ხომ საერთოდ გაურკვეველ სელებისგან დებს..კიდევ ბევრი ბრენდია რომელიც არაადეკვატურია ფასების მიხედვით ამაზონ ამერიკაში..მაგრამ არის გამონაკლისები ზოგ რამის ისეთ ფასში ჩააგდებენ ხოლმე გაგიკვირდება კაცს..ნუ მოკლედ უნდა ინადირო და მოინადირებ რაიმეს,მაგრამ ფასები უნდა იცოდე რისი ყიდვასაც აპირებ..

პ.ს.მაგ მონ ბლანს დატესტვის გარშე ყიდვას არ გირჩევ-ვერ შეედრება დამიჯერე სანტალს(თან უფრო ადრეაო გამოსულიო-ქრიდმა მიბაძაო-ბლა ბლა-არ დაიჯერო რომ ახლოსაც კი მივა ქრიდთან)!დატესტე ორივე გული რომ არ დაგწყდეს და გადაწყვიტეsmile.gifსანტალი ქრიდის ჰქონდათ პეკინზე ლუტეციაში-შეგიძლია დარეკო და იკითხო..ეგ კი გლდანში მარიამის შენობაში მეტროსთან(ტესტერი იყო როგორც მახსოვს)მანდ სადაც არ უნდა იკითხო უნდა მიგასწავლონ წესით!!!

ეგ სუნამო არის 75მლ-აინი..და ღირს ხომ 25 დოლარამდე არა?100მლ რომ იყოს რა უნდა ეღიროს?33 დოლარი არა?ხოდა 33 დოლარად თუნდაც 100მლ გერლენს იდეალ კოლონს იყიდი კაცი და ეგ გერლენის სუნამოსთან მოვა ახლოსაც კი?რავიცი ჩემთვის ვერ მოვა და ყველას აქვს თავისი აზრი-ბევრს მოსწონს ეგ -მე არ მომწონს!!!

Posted by: rezi0881 9 Jun 2018, 23:00
akako78

აკაკო ეს ნახე? Givenchy Gentleman ახალი https://www.fragrantica.com/perfume/Givenchy/Gentleman-Eau-de-Parfum-48476.html დღეს ვნახე ძალიან მივამსგავსე Dior Homme Intense-ს მსგავსი სურნელია ბლოტერზე ვნახე მე, ცოტა ვანილი ისმის მეტად მგონი დიორთან შედარებით, მთლიანობაში ძალიან ისეთი, პლოტნი გაჯერებული სურნელია, ცივი ამინდისაა უფრო..

დღეს ეს კანზე დავტესტე და მომეწონა თავიდან რაღაც ვერ გავუგე თან მომწონდა თან არა, გახსნა უფრო აღმოსავლური უდია მაგრამ კარგად დაჯდა კანზე, ნელნელა რაღაც სოFთ ხდება, უფრო და უფრო სასიამოვნოდ ისმის, მთლიანობაში მაინც აღმოსავლური სუნამოს შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემთვის მაგრამ კარგია მომეწონა, ვარდი აქვს მაგრამ არ იკვეთება წინ ისე როგორც სხვა ვარდი-უდის სუნამოებში. უფრო უდის სუნამოდ რჩება..

user posted image

პ.ს. გალერიას ლუტეციაში Carthusia მიიღეს, ვინც ზაფხულის ციტრუსოვან ფრეშ სუნამოს არჩევთ ამ ბრენდის Mediterraneo ნახეთ.



Posted by: akako78 9 Jun 2018, 23:34
rezi0881

ეგ არ დამიტესტავს რეზი..საინტერესო იქნება-შენ ტყუილად არ დაინტერესდებოდიsmile.gifდიორში პუდრისებრი და ვანილის სურნელი სჭარბობს..რაღათქმაუნდა არის ტყავიც..ვნახავ..პრეზენტაცია ძალიან ლამაზია სურათზე მწვანე ბოთლის!!

პ.ს აა ეგ კი დავტესტე და ძალიან მომეწონა ჟივონშიsmile.gifმაგარია..დატესტვისაც დიორი მეგონა ნაღდადsmile.gif

Posted by: rezi0881 9 Jun 2018, 23:51
akako78

სხვა რაღაცეები მაინტერესებდა, ფრაგრანტიკაზე ნაქები რამოდენიმე სუნამოს დატესტვა მინდოდა მაგრამ დიდად არაფერი არ მომეწონა.. მერე კონსულტანტმა მითხრა 25% გვაქვს ჯივენშზეო და ეგ მაჩვენა, მეც ეგრევე ჰოუმ ინტენსი გამახსენდა.. smile.gif ეგ უდიც გვერდზევე იდო და ეგ დავისხი, მართლა ლამაზი ბოთლი აქვს..

Posted by: qatsia 10 Jun 2018, 11:58
Amazon-დან ვყიდულობ დაახლოებით 20$-იან სუნამოს და წერია 25 დოლარის ზემოთ უფასო შიფინგიო, ანუ დავამატო 5 დოლარიანი რაღაცა და ამერიკის მისამართზე უფასოდ მივა, სწორად გავიგე?

Posted by: akako78 10 Jun 2018, 13:10
qatsia

კი მასეა უნდა დაამატო და უფასო შიპინგია

Posted by: qatsia 10 Jun 2018, 14:58
akako78

მადლობა, გაიხარეთ


Posted by: oshi 11 Jun 2018, 00:15
რა ძალიან კარგია ამ სიცხეში. არადა ცივი დღეებისაა. ირევა ხოლმე აღქმები. მგონი ამ სუნამოს სეზონი არ აქვს.
user posted image

Posted by: l-e-v-a-n 11 Jun 2018, 01:00
akako78
სანტალს გავსო უბრალოდ რავი, 505 კაცს აქ მიცემული ხმა რო სანტალს გავსო და 136 კაცს Joop-ზე
QUOTE
ვერ შეედრება დამიჯერე სანტალს

ეს ღირს 25$ (ან ამაზონზე 75), სანტალი 116$ givi.gif

პიანისტი
ოქეი ვნახავ მეც მაშინ მარა ვაგზალზე სად? რომელიმე მაღაზიაში აქვთ თუ..?

Posted by: Trump 11 Jun 2018, 11:35
ძალიან ძალიან კარგი სუნამო

==========

Posted by: Lallana 11 Jun 2018, 14:23
akako78
QUOTE
ოდა 33 დოლარად თუნდაც 100მლ გერლენს იდეალ კოლონს იყიდი კაცი და ეგ გერლენის სუნამოსთან მოვა ახლოსაც კი




სად იყიდება გერლენი 33 დოლარად შეგიძლია მითხრა?

Posted by: akako78 11 Jun 2018, 15:59
Lallana
https://www.amazon.com/gp/product/B00X4YFFLS/ref=ox_sc_act_title_1?smid=ATVPDKIKX0DER&psc=1

ამაზონია სელერი და 100მლ-ია..კოლონი აწერია მაგრამ კონცეტრაცია ეუ დე ტოილეტია..32$ ღირს სულ რაღაცsmile.gif

https://www.fragrancenet.com/cologne/guerlain/guerlain-homme/eau-de-parfum#298806 ეს ზაფხულისათვისაა და ძალიან კარგია 35$ გამოდის ტესტერი-პარფიუმია


https://www.fragrancenet.com/cologne/guerlain/vetiver-extreme/edt#293615 ეს 34$ და მათურე უნდა იყოს წესით//დაუტესტავად არცერთს არ გირჩევ მითიმეტეს ვეტივერსsmile.gif

https://www.fragrancenet.com/cologne/guerlain/linstant-de-guerlain/edt#298598 ეს 36$ და ერთერთი საუკეთესო სუნამოა დიზაინერებში ზამთრის სეზონზე..ტესტერი ღირდა 33 დოლარი-გაეყიდათsmile.gif

მე არ მიძებნია..რომ დაძებნოს კაცმა სხვადასხვა საიტებზე შეიძლება უფრო იფადაც წააწყდე..

l-e-v-a-n

თუ მოგეწონება უნდა იყიდო..მე დიზელი რომ არის ფურ ფორ ლაიფი ეგ მირჩევნია მაგას ყველაფრით-ეგეც ჟოლოს დომინანტია და ბევრად კარგია ჩემთვის..არ აქვს მნიშვნელობა მონ ბლანი ეწერება თუ სხვა რამ-ფასები რომ ვიცი მაგიტომ გითხარი რომ ვერ შეედრებათქო-ბევრი სანტალზე კარგიაო-უფრო გამყოლიაო-არც ეგ დაიჯერო..უბრალოდ ბლიანდში არავის არ ვურჩევდი მეგ მაგ სუნამოს..აგერ ზემოთ რაც მაქვს ჩამოთვლილი მე ეგენი მირჩევნია მაგას და მაგათ თუ დატესტავ და უფრო მოგეწონება-გადაწყვიტავ რომელი იყიდო..უბრალოდ არც ისეთი იაფიათქო 75მლ-ია და 100მლ რომ იყოს 33 დოლარშია-ეგაა მთელი ფილოსოფია-მე მაგ სუნამოს იაფად არ ვთვლი..18 დოლარშიც მინახავს მაგრამ არ მიყიდია..მაგას მე ფერეგამოს ბლექი მირჩევნია ბევრად მაგ ფასში..გერლენებს არც კი შევადარებsmile.gif
* * *

ეს ინფორმაცია მომივიდა გადამზიდისგან პატივცემულო ფორუმელებო?ეს რა დოზანა და ჯანდაბაა ხომ არ იცით?არ ეყოთ რომ ისედაც კაპიკებზე გვანბაჟებინებენ და ეხლა ეს უნდათ რომ გამოიყენონრომ როგორმე წაგვლიჯონ რაიმე?ვაი ბედკრულო საქართველო სათ მიექანები?ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?რა დავაშავეთ ასეთი-არ გიფიქრიათ ამ საკითხზე?smile.gif

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ყურადღება! გაცნობებთ რომ , განახლებული საბაჟო რეგულაციების თანახმად - ერთი რეისით ჩამოსული ნივთები რომლებიც გამოწერილია სხვადასხვა საიტიდან და ჯამური ღირებულება აღემატება 300 ლარს ექვემდებარება განბაჟებას.

პ.ს. ეხლა დავრეკე და ეგ მოიხსნაო..უბრალოდ ერთ ადამიანზე რომ არის გამოწერილი თუ ერთი რეისით ჩამოვაო და ერთი საიტიდანო-მაშინ და ჯამურად 300 ლარს გადააჭარბებსო მაშინ კი მოუწევს განბაჟებაო..სხვადასხვა საიტიდან მოიხსნაო..რა სისულელეა..ე.ი.რამოდენიმე გადამზიდი რომ გამოიყენო და ერთი საიტი მაშინ ერთი რეისი ხომ არ გამოვა?რას იგონებენ რომ ხალხს ხელი შეუშალონ ყველაფერში და გააწვალონ-ან რაიმეში გაოჭირონ როგორმე....

Posted by: black_man 13 Jun 2018, 02:16
გამარჯობათ, მოკლედ ვერ შევეგუე ამ სუნამოს Dior Sauvage edt ორიგინალი ტესტერია 100 მილიგრამიანი და 90 იქნება დარჩენილი, გავცვლი სხვა სუნამოში არ აქვს მნიშვნელობა 50 მილიგრამი იქნება თუ 60 მთავარია მომეწონოს.... უფრო გაზაფხული-ზაფხულის მინდა.......

Posted by: rezi0881 13 Jun 2018, 23:05

Xerjoff Join the Club Ivory Route - ძალიან საინტერესო სუნამოა გრილ ამინდში დავისხი, ძალიან გამოიკვეთა წარმოჩინდა სურნელი საკმაოდ ხმამაღლა ისმოდა და შლეიფობდა, ჩემთვის ეს არის სპაისბომბის ნიშე ვერსია, სპაისები სანდალვუდში.. ზოგადად სუნამოს რო აქვს შემადგენლობაში Spicy Notes თუ ვგრძნობ ძალიან მსუბუქად.. მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა ვინც კითხულობთ რევიუებს შეიძლება შეგხვედრიათ ესეთი განმარტება.. რომ ეს აგონებს კარადას სადაც ინახება სურნელოვანი სანელებლები, სურნელოვანი ესენციები, აღმოსავლური სუნელები და ა.შ. დიდი ხნის დებისგან ხის კარადას ასდის უკვე ეს სუნი და გაჯერებულია თავიდან ბოლომდე ამ სურნელით, ზუსტად ეს მემართება ამ სუნამოზე, რო გამოაღებ ამ კარადას და შემოგეფრქვევა ეს სურნელი.. ისე Join the Club ამ ხაზში ძალიან კარგი სუნამოებია.

user posted image

- - - - - - - - - - - - - - - - - - -

LES ABSOLUS D`ORIENT

ვერ დავუმუღამე ამ ხაზს, მოკლედ ბოლომდე არაფერი არ მომეწონა, ბოლოს კიდევ Ambre დავტესტე და რაღაც უხეში, მძიმე, ენიმალიქ, დაუმუშავებელი სუნამოს შთაბეჭდილება დამრჩა, რაღაც შემაწუხებელი გახდა დღის განმავლობაში.. ზოგადად არ მოსწონთ ხალხს მაინცდამაინც ეს ხაზი, ვერ მოიხვეჭა პოპულარობა.

Les Absolus d`Orient Ambre Eternel
Les Absolus d`Orient Oud Essentiel
Les Absolus d`Orient Santal Royal

ესეც ახალი, საინტერესოა მაინც რა იქნება, როგორც ჩანს არ წყვეტს გერლენი ამ ხაზის გაგრძელებას..

Musc Noble

user posted image

Posted by: ragazza39 15 Jun 2018, 11:18
გამარჯობაა, დუტი ფრიში ორიგინალი სუნამოებია თუ იცით ? კიევიდან ჩამომიტანეს Dior-pure poison და 2-3 საათში სადღაც ქრება საერთოდ, არადა ლუტეციაში რომ დავტესტე უკეთესი მდგრადობა ჰქონდა ((((

Posted by: akako78 15 Jun 2018, 18:39
ragazza39

თუ მართლა დუტიშია ნაყიდი-აუცილებლად ორიგინალია..
=======================================================================================================================================================================
და აქ მინდა ყველა პარფიუმის მოყვარულს მივმართო-ეს რათქმაუნდა ჩემი მოგონილი არაა,მაგრამ მე პირადად ასე მგონია:რათქმაუნდა აქვს სუნამოების რეფორმულირებას ადგილი-და ეს ფაქტია-და თანაც ძალიან სამწუხარო..ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება აქვს ამას ადგილი-შეიძლება არა,მაგრამ აი კახელ გლეხს რომ ჰკითხო რომელიც ღვინოს აყენებს სუფთას,ნატურალურს და ზუსტად იგივე წესით ყოველ წელს-ერთნაირი ჯიშის ყურძნით-ისიც კი იტყვის რომ ყოველ წელს სხვადასხვა ფერის და სხვადასხვა გრადუსის-სიძლიერის და გემოს ღვინო გამოსდის..და სუნამოებზეა გასაკვირი?კონკრეტული ზეთი,ყვავილი,ხის ნოტები და ის ქიმიაც რომელიც გამოშვების წელს ჰქონდა იმას ექნება ადგილი როცა ვინტაჟური "წვენი" გამოილევა?აბა დაფიქრდით ვინც ერკვევით სუნამოების წარმოებაში ოდნავ მაინც-შეიძლება მიიღო ზუსტად იგივე რაც თავდაპირველად?არა და არა-ჩემის აზრით ეს გამორიცხულია!!!
პ.ს.მოკლედ თუ იმ წელს გამოსულ სუნამოს შეიძენთ რომელ წელსაც გამოვიდა მაშინ მიიღებთ ამ პირველ ჩამოსხმას და შემდგომ უკვე აღარ გაგიკვირდეთ რომ ის ფერი აღარაა,ის სიძლიერე და მდგრადობა არ აქვს და ა.შ.

აქედან დასკვნა:მოგწონს სუნამო?გამოვიდა 2018 წელს?იყიდე 2018-შივე ან თუ იყიდი მოგვიანებით უნდა იყიდო 2018 წლის ბატჩ კოდით..არ იყიდი 2018 წლისას?მაშინ ისაო ესაო რაც არ უნდა ადარო ერთმანეთს-სხვა იქნება..ხო კიდოsmile.gif-ამ სხვაობას ვერ იგებს 95% ვინც ყიდულობს სუნამოს და ამიტომაც ან უნდა დაიკიდოთ ეს მომენტი ან უნდა ეძებოთ ვინტაჟურები და დაიტანჯოთsmile.gif

Posted by: <<Innamorata>> 15 Jun 2018, 21:31
სალამი,რამოდენიმე წელია ერთი და იგივე სუნამოს ვხმარობ..კოკო მადმუაზელს,მონტალს,ნარცისოს და შალიმარის.. ყოველთვის მინდა ახალის ყიდვა, მაგრამ ბოლოს არჩევანს მაინც ამ ოთხზე ვაკეთებ... იქნებ მირჩიოთ რაიმე ახალი: )))

Posted by: 4L3X 15 Jun 2018, 21:59
<<Innamorata>>
მონტალი თუ მოგწონთ გირჩევთ მანსერა სცადოთ, იგივე კაცის პიერ მონტალის სუნამოები აქვს მაგ კომპანიასაც და ouds იყენებს იქაც როგორც მონტალში.

Posted by: akako78 15 Jun 2018, 23:10
<<Innamorata>>

LM პარფიუმს სუნამოების დატესტვას გირჩევდი-ლორენცო მაცონეა ასეთი ნიშ ბრენდის სახლის თავკაცი..არომა ბუტიკშია ბუკიას ბაღის პირდაპირ ან ძველი მიხაილოვისკენ პლეხანოვზე..შეგიძლია დატესტო..ნუ ფასები ცოტა იკბინება დიზაინერებთან შედარებით-მაგრამ ხარისხი ვს ფასი შესაბამისობაშია..ასევე ამუაჟიც შეგიძლია დატესტო ქალის ხაზი მძაფრი სუნამოების პონტში..ისე მონტალს აქვს ერთი ცნობილი სუნამო ინტენს კაფე და ეგ რომ დავტესტე არომა ბუტიკში(არადა ერთ-ერთი ცნობილა ნიშეა საერთოდ მონტალებში და ნიშე კატეგორიაში ზოგადად)ზუსტად წარმომიდგა აქ ფორუმელია სუნამოს ნიკითაა-ჩემი ძველი ნაცნობის აღქმა:ზის კაცი-დაითრევს ხის-გურმანულ-ხილის მზაფრ ზეთებს-მისცემს ქიმიასsmile.gifმერე გადაურევს ხელების ფათურით ან "არიოლ-რეშკის" პრინციპით ერთმანეთში და მიიღებს ეგრეთწოდებულ სუნამოსsmile.gifდიხლოფოსი გამახსენდა ზუსტად ეგ რომ დავტესტე(ააყროლა სახლი,ოთახი და ისეთი აიროზოლის ეფექტი ჰქონდა ჩემთვის რომ თუ გინდა შაკიკიანი კაცი დატანჯო ან აწამო-ესეთი სუნამო უნდა ასხა და ასხაsmile.gifდარწმუნებული ვარ-ჩინელების წამებას მხოლოდ საქონლის ხორცს რომ აჭმევდნენ დამნაშავეს და ბოლოს რომ კვდებოდა საშინელი სიკვდილით იგივე ეფექტი ექნებაsmile.gifროგორ უნდა ვატარო მე პირადად ვერ წარმომიდგენია და ვისაც მოსწონს ღმერთმა გაუმარჯოს თავის გზაზე..

Posted by: rezi0881 15 Jun 2018, 23:25
<<Innamorata>>

თუნდაც .. smile.gif

Mancera Pink Prestigium
Mancera Gold Prestigium
Mancera Black Prestigium

Black ძალიან მომწონს,

მონტალის რჩევა ისეთი პონტია რა.. ძალიან დიდი არჩევანი აქვს სასურველს რასაც იპოვნი ეგაა რა შენი..
ვარდი და უდი თუ გიყვარს ერთერთი საუკეთესო მონტალია Aoud Damascus Montale.

Posted by: Joanna 16 Jun 2018, 03:32
user posted image

ეს სუნამო თუ იცით ვინმემ? შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში. ხოდა ქვემოთ აწერია პრინცი მაჩაბელი. აქამდე მართლა არაფერი გამეგო პრინცი მაჩაბელის შესახებ და ძალიან გამიხარდა რომ ქართული სუნამოც არსებობს jump.gif

თან ძალიან კარგი შეფასებები აქვს biggrin.gif

Posted by: akako78 16 Jun 2018, 12:12
Joanna

მე პირადად ბავშობიდან ვიცოდი და მაჩაბელის სუნამო ჰქონდა დედაჩემს..აქ შეგიძლია მოიძიო ინფორმაცია

https://www.kvirispalitra.ge/history/7115-giorgi-machabeli-sunamoebis-princi.html?device=xhtml

Posted by: Joanna 16 Jun 2018, 12:44
დანქე აკაკო smile.gif ყველაფერი მოვძებნე ნეტ.ში smile.gif ისე მაინტერესებს, რომ გადავწყვიტე ვიყიდო. თან ძვირიც არ ღირს. კი ვხვდები რომ ძველებური სუნამოს სუნი ექნება, მაგრამ მაინც. თუ არ მომეწონება, მერე ვინმეს ვაჩუქებ

Posted by: akako78 16 Jun 2018, 13:01
Joanna
კი ძველია მართლაც..ბებიების სურნელია ასე ვთქვათsmile.gif

Posted by: 4L3X 16 Jun 2018, 13:11
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი fragrantica რა მაგარი და ყოვლის მომცველი საიტი. Prince Machabeli-ც კი იცის eek.gif

Posted by: Joanna 16 Jun 2018, 13:43
QUOTE (4L3X @ 16 Jun 2018, 13:11 )
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი fragrantica რა მაგარი და ყოვლის მომცველი საიტი. Prince Machabeli-ც კი იცის eek.gif

მაჩაბელის დეკადენსიც ნახე? რა ლამაზი ფლაკონი ქონია

Posted by: sunamo 16 Jun 2018, 15:01
ამაზონიდან ჩამომივიდა ბრმა შენაძენი Ferrari Oud Essence.
უცუდუსი სუნამოა.
უდი კი არა, ვიეტნამის მალამო უფროა

Posted by: akako78 16 Jun 2018, 16:36
sunamo

აუ რა მაგრად მიყვარს ეგ მალამო რომ იცოდე ლევანsmile.gifაქ არ დატესტე-ისე იყიდე?help.gif
შენ ხომ ლეზერის ყიდვას აპირებდი? user.gif
პ.ს.ნეტა ბრაით ნეროლი როგორია-აქ თუ არის ნეტა?სენპაიმ ძალინ კარგიაო და აქო ძალიან..წესით უნდა მომეწონოს მეცsmile.gif

Posted by: sunamo 16 Jun 2018, 17:37
akako78
დაუტესტავად ვიყიდე

Posted by: rezi0881 17 Jun 2018, 18:42

დღეს კასამორატის Dama Bianca დავისხი და ძალიან მომეწონა, ჩემ კანზე უნისექსია ეს სუნამო.. სიამოვნებით ვატარებდი ზაფზულში.. Salty note-ს რო ეძახიან მსგავსი გახსნა აქვს, ციტრუსი ისმის მსუბუქად სასიამოვნოდ, გრილი, პუდროვანი ყვავილების სურნელი აქვს, უფრო ისეთი სუნამოს კატეგორიას მიეკუთვნება სისუფთავის ფრეშ შეგრძნებას რო ტოვებს, როგორც წერენ ტკბილია და ვანილი იგრძნობაო, ჩემ კანზე სულ სხვანაირად გაიხსნა.. სულ ერთი სპრეი დავისხი მაჯაზე, კანთან ახლოს ჯდება.. უფრო მშვიდი, მსუბუქი სურნელია კომფორტული..

user posted image


Posted by: პიანისტი 17 Jun 2018, 18:46
საღამოობით ისეთი ამინდებია ზამთრის სუნამოც შეიძლება , გუშინ მიიღო ზამთარმა კომპლიმენტები

Posted by: BadKid 17 Jun 2018, 22:06
user posted image
------------------------
Kilian Straight to Heaven VS Tiziana Terenzi Ursa
ეს ორი სუნამო გავს ერთმანეთს.. კილიანი ჩემს ტოპ ლისთშია.. საოცარი სუნამოა და ხშირად კომპლიმეტს ვიღებ
Tiziana Terenzi Ursa უფრო მიწისებრი აურა აქვს.. ძალიან მდგრადია და შლეიფიც კარგი აქვს რასაც ვერ ვიტყვი კილიანზე
კილიანი ბევრად ძვირია ტერენზიზე ასე რომ შეგიძლიატ დასკვნა თქვენთვითონ გამოიტანოთ
მე პირადად მაინც კილიანი მირჩევნია უფრო მკაცრ სიცივის შეგრძნებას ტივებს და რომის ნოტი ბევრად გამოკვეთილია
------------------------
user posted image
------------------------
Sospiro Erba Pura ძალიან კარგი სუნამოა ტკბილი არომატების მოყვარულებისთვის
გახსნა აქვს მწიფე ხილის და ციტრუსებით.. შემდეგ ჯდება და უფრო გადამწიფებული ტკბილი ხილის სუნი აქვს
უნისექსია მაგრამ უფრო ქალბატონებს მოუხდებათ
ამ სუნამოს ტარების სეზონი გამოკვეთილად არ შეიძლება ითქვას.. ყველა სეზონზე შეიძლება ტარება უფრო ცივ დღეებში
ხანრგძლივობა და შლეიფი იდეალური აქვს
ამ სუნამოს გავს Tiziana Terenzi Kirke .. გახსნა თითქმის იდენტურია თუმცა სხვანაირად ვითარდება.. ტერენზი უფრო უნისექსია
რაღაცით კილიანის მუნლაით ინ ჰევენსაც მაგონებს
---------------------------
user posted image
---------------------------
Amouage Lyric Man აუცილებლად ვიყიდი ამ საოცარ სუნამოს... ესაა ნიშ კატეგორიის სახე.. უმდიდრესი , მისტიური სუნამო
მხოლოდ ნიშ კატეგორიის მომხმარებლები მიხვდებიან ამ სუნამოს სილამაზეს.. გახსნა აქვს ციტრუსებით და საკმეველით... ფრეშ შეგრძნებას ტოვებს
ცოტა ხანში იშლება და უფრო მისტიური ვარდი ამოდის ტოპად.. თუმცა გამოკვეთილად ვარდი არ ისმის თუ არ დააკვირდი
კანზე რო დაისხავ და დაყნოსავ მკაცრად შეიძლება მოგეჩვენოთ.. რო დაისხავ ვთქვათ კისერზე ან ხელზე აურა იქმნება საოცარი...ქაღალდზე სულ სხვანაირად ისმის.. ანუ კანზე უნდა დატესტოთ
კოპლექსურად ძალიან კარგად დასმულია და ალბათ შედევრია ამ კატეგორიაში
ამ სუნამოს სეზონი არ აქვს ჩემი აზრით და შეგიძლიათ ნებისმიერ პერიოდში ატაროთ..უფრო გრილ ამინდში
დიდი ხანი ძლებს თუმცა შლეიფით არ გამოირჩევა
---------------------------

Posted by: sunamo 17 Jun 2018, 23:42
BadKid
ლირიკ მენზე მეც ბევრი მიფიქრია. ყიდვაც მდომებია.
გეთანხმები, რაღაც აურაში გახვევს. შთაბეჭდილების მომხდენია. ფრთგრანტიკაზე დაწერეს, სეილსმენის სუნამოა, რომელიც მანიპულირებს ყველაფრით

Posted by: rezi0881 17 Jun 2018, 23:44
BadKid

ლირიკი მართლაც მაღალი დონის სუნამოა, მომეწონა თავიდანვე, მაგრამ პირველად ნახვისთვის ვერ ჩამომიყალიბდა აზრი, რამოდენიმეჯერ დატესტვის შემდეგ უფრო და უფრო მომწონს, გული მწყდება რო არ ვიყიდე ნოტინოზე, რა ფასში იყო ხოლმე? თითქოს სულ რაღაც უკეთესს ვარჩევდი მაგრამ ბოლომდე ვერაფერზე ჩამოვყალიბდი, მგონი ვარდის თემაში მამაკაცისთვის ყველაზე სერიოზული სუნამოა ეგ.

Posted by: l-e-v-a-n 18 Jun 2018, 00:59
სალამი ხალხნო, თუ ვინმეს გაგისინჯავთ ან იცით ამათ შორის რაღა სხვაობაა? biggrin.gif
https://www.chanel.com/de_DE/parfum-schonheit/parfums/p/herren/bleu-de-chanel/bleu-de-chanel-eau-de-parfum-zerstaeuber-p107350.html#skuid-0107360
https://www.chanel.com/de_DE/parfum-schonheit/parfums/p/herren/bleu-de-chanel/bleu-de-chanel-parfum-zerstaeuber-p107170.html#skuid-0107170

ერთი eau de parfum მეორე parfum
ორივე პარფუმია ხო? რატოა სხვადასხვა? თან ფასშიც არის სხვაობა..

https://www.fragrantica.com/perfume/Chanel/Bleu-de-Chanel-Eau-de-Parfum-25967.html
https://www.fragrantica.com/perfume/Chanel/Bleu-de-Chanel-Parfum-49912.html

Posted by: <<Innamorata>> 18 Jun 2018, 10:32
4L3X
akako78
rezi0881
მადლობა:** გავითვალისწინებ ყველა რჩევასsmile.gif
იმდენად მინდა ახალი სურნელი დარწმუნებული ვარ რაიმეს ავარჩევ♥

Posted by: BadKid 18 Jun 2018, 18:07
sunamo
rezi0881
პირველად რომ გავსინჯე მომეწონა მაგრამ რთული მომეჩვენა.. რამოდენიმე გატესტვა სჭირდება და მიხვდები რომ საოცარი აურა აქვს
--------------------------------------
l-e-v-a-n
მე პირადად არ გამისინჯავს მაგრამ ამ თემაში გარკვეული ხალხი ამბობს რომ დიდი სხვაობა არაა მაგ ორს შორის
თუ მაინცდამაინც ეგ სუნამო გინდა მე შენს ადგილას ო დე პარფუმს ავიღებდი
-------------------------------------
user posted image
-------------------------------------
Parfums de Marly Layton Exclusif შემოიტანეს ჩვენთან და გავსინჯე
რაც ორიგინალ ლეიტონს აკლდა.. ამ ვერსიაში ყველაფერი დაბალანსებულია.. უფრო მკაცრი და კომპლექსურია
ძალიან მომეწონა, ორიგინალს ბევრად მირჩევნია.. ამ ვერსიას უკვე აქვს ის ნიშ პარფიუმის ვაიბი რომელიც აკლდა ორიგინალს
-------------------------------------
user posted image
-------------------------------------
Byredo Oud Immortel ჩემი ყოველდღიური კომფორტი.. უნიკალური არომატია
ყველა სეზონზე მომწონს.. ფრეშ ნოტები ჭარბობს უდი თითქმის არ ისმის..მთლიანობაში უნიკალურ სურნელს ქმნის
ისე მიკვირს ბაირედოს რომ არ ყავს ჩვენთან მომხმარებლები.. ძალიან მაგარი ხაზია
-------------------------------------

Posted by: akako78 18 Jun 2018, 19:33
BadKid

ამუაჟის ლირიკს თუ შეძლებ რომ ატარო ასე მგონია რასაც ჰქვია ტკბილი სუნამო ჩვენს ენაზე ყველას ტარებას შეძლებ ბედ კიდsmile.gifვარდის ამბავში მე ვერ ვქაჩავ ნაღდად,მაგრამ რაც კი დამიტესტია ფორდის ნუარ დე ნუარი მომეწონა..დატესტილი გექნება და როგორ შეადარებდი ამათ-შენი აზრი იქნება საინტერესო..

ეგ ბაირედოსი არ მაქვს დატესტილი-მე ძალიან მომეწონა პალპი-მაგარია..ბალ დე აფრიკუე-ზე რას იტყვი-როგორია?

ლეიტონის ექსკლუზივი მართლაც რომ საინტერესოა-დარწმუნებულივარ რომ აჯობებს ლეიტონს..

rezi0881
რეზი მე კი შენ რომ ჰქონდა სილვერი ეგ მომეწონა მართლა ძალიან..უმაგრესი სუნამოა ჩემთვის..ამუაჟს თუ ვიყიდი რაიმეს მაგას ვიყიდდი პირველსsmile.gif

Posted by: პიანისტი 18 Jun 2018, 19:41
ტკბილ სუნამოს ვერ ვატარებ , რამდენიც დავტესტე არაა საჩემო
ისე ამუაჟს რამდენი ძვირფასი სურნელი ექნება, უნდა დავტესტო, უეჭველი მომეწონება რამე

Posted by: l-e-v-a-n 18 Jun 2018, 19:42
BadKid
არა მაინცდამაინც ეგ არ მინდა, უბრალოდ დამაინტერესა, ინფოს ვიძიებ tongue.gif

Posted by: ramona 18 Jun 2018, 20:12
ასი დოლარის ფარგლებში რომელ სუნამოს მირჩევდით გოგოსთვის საჩუქრად.რაიმე ფასდაკლება ხომ არაა სადმე?

Posted by: rezi0881 18 Jun 2018, 22:49
BadKid

თუ ჩაირთო ნოტინო ჩავუსაფრდები 50 მლ-ც საკმარისია ლირიკი..

akako78

ძალიან მწყდება გული არადა მომწონდა სილვერი, რას ვერჩოდი. smile.gif

პიანისტი

ამუაჟის, დია და რეფლექშენი ნახე თუ არ იცი.

Posted by: პიანისტი 18 Jun 2018, 23:08
rezi0881
რეფლექშენ მენი? ეგ პეგასს გავს ჰო? შარშან მახსოვს არჩევანი გავაკეთე
აი დია არვიცი და დავტესტავ აუცილებლად, ახალი სურნელი არ შეუქმნიათ ბოლო თვეების განმავლობაში?

Posted by: rezi0881 18 Jun 2018, 23:18
პიანისტი

ეს არის ბოლო, ალბათ ჯერ არ იქნება ჩვენთან https://www.fragrantica.com/news/Amouage-Imitation-for-Men-and-Women-Because-Life-Imitates-Art-10879.html

Posted by: °Nuna 19 Jun 2018, 00:23
ფიფლ, Parfums de Marly -ის Herod გამოკვეთილად მამაკაცის სუნამოა? თუ უნისექსია?

გავგიჟდი ისე მომეწონა ჩემს კანზე.

საერთოდ, დარიჩინის ნოტები სადაც იგრძნობა, ყველა სურნელი მსიამოვნებს.

Lira შემოდგომა-ზამთრისაა, თორემ აუცილებლად გავიმეორებდი ისევ.






Posted by: toyota12345 19 Jun 2018, 01:17
შანელის ბლუ პარფიუმი ჩამომივიდა ორიგინალი მაგრამ სუნს ვერ შევეჩვიე რატომღაც. თუ ვინმეს უნდა იმაზე იაფად დავუთმობ რაც დამიჯდა ფაქტიურად უხმარია 100 მილიგრამიანია

Posted by: პიანისტი 19 Jun 2018, 02:06
rezi0881
საინტერესო იქნება , შემოდგომით შემოიტანენ ალბათ, აფრიკული ვარდი მაინტერესებს მაგრად, გავივლი ალბათ ამ დღეებში არომატეკაში.

°Nuna
საღამო ხანს დატესტე? ცოტა გრილოდა და ალბათ მაგიტომ მოგეწონა , ეხლა ყველაზე კარგი ამინდებია, შეგიძლია შუადღით ზაფხულის სუნამო იხმარო, საღამო ხანს შემოდგომის- გაზაფხულის და გვიან ღამით ზამთრის biggrin.gif

პრინციპში უნისექსია ჰეროდი , რომ აცივდება მერეც დატესტე და ისე გადაწყვიტე შეძენა.

Posted by: °Nuna 19 Jun 2018, 02:32
პიანისტი

კი, დღეს საღამოს დავტესტე Herod "ლუტეციაში", სულ შემთხვევით და იქვე გადავირიე smile.gif) ქუჩაში რომ გამოვედი, წვიმაში კიდევ უფრო გაიხსნა და გამდიდრდა კანზე.

ჯერ სხვა სუნამოები მაქვს გეგმაში, მაგრამ ამას დავიმახსოვრებ. თუ შემოდგომაზე, იგივენაირად იმოქმედა, შევიძენ.

მადლობა, ყურადღებისთვის smile.gif

Posted by: ramona 19 Jun 2018, 07:52
Orifleimis sunamos tu xmarobs vinme?

Posted by: პიანისტი 19 Jun 2018, 13:54
°Nuna
არაფერს, ჰო ძვირფასი სურნელია ჰეროდი , წარმატებები შერჩევაში.




Posted by: sunamo 19 Jun 2018, 14:12
ამ თემის მთავარ მომხმარებლებთან მაქვს შეკითხვა. რატომ აღარ ახსენებთ სუნამოებს რომლებიც შარშან ცამდე აგყავდათ? უბრალოდ ბევრი გაქვთ და ისინი მიგავიწყდათ, თუ დრო რომ გავიდა აღარ მოგწონთ? მართლა მაინტერესებს.

მაგალითად, ერთი პერიოდი სულ Lothair ლაპარაკობდით, შემდეგ Cuirs რაც ყველა მამაკაცს უნდა ჰქონოდა

Posted by: ramona 19 Jun 2018, 14:28
გადის დრო. ყველაფერი იცვლება. ახალ ახალი შემოდის მოდაში. ჩვენც ავყვეთ უნდა ფეხის ხმას

Posted by: პიანისტი 19 Jun 2018, 18:28
sunamo
თუ გრილოდა ამ საღამოს დავისხავ ივსენ ლორენის ლანუიტს alk.gif
ჩემი ერთერთი ფავორიტი ზამთრის სურნელია დღემდე ,სასწაულია.

Posted by: sunamo 19 Jun 2018, 18:34
პიანისტი
სურნელი სასწაულია მაგრამ გაწყალებულია გააფუჭეს

Posted by: პიანისტი 19 Jun 2018, 18:57
sunamo
როგორ თუ გააფუჭეს? ორი წლის წინ ნაყიდი მაქვს და რავიცი გაწყალებულობას ვერ ვამჩნევ biggrin.gif

Posted by: sunamo 19 Jun 2018, 19:23
პიანისტი
ორი თვის წინ გავსინჯე ვუ ლე ვუში და ისი პარიში. ერთი საათის შემდეგ კანთან უნდა მიგეტანა ცხვირი და იქაც ხასიათდაკარგული არომატი იგრძნობოდა.
მაგრამ ერთი საათი კი არა ერთი წუთისთვისაც ღირს ლა ნუის ქონა

Posted by: ramona 19 Jun 2018, 19:27
Ar icit magazia sadac sunamos ganvadebit shedzena sheidzleba?

Posted by: Wrest 19 Jun 2018, 20:06
sunamo
სეზონი აღარაა არცერთის და იმიტო.
“შევინახეთ” ტანსაცმრლთან ერთად უკანა თაროებზე და ზამთარში ისევ გადმოვდებთ წინ biggrin.gif

Posted by: sunamo 19 Jun 2018, 20:19
Wrest
Cuirs იყიდე? კარგად იხმარე?

ramona
განვადება მეც მაინტერესებს

Posted by: akako78 19 Jun 2018, 20:20
sunamo
პიანისტი

ლა ნუი რომ დავტესტე პირველად მახსოვს..საოცარი იყო მართლაც..სად იყო მაშინ რეფორმულაციები და ჯანდაბა-დოზანებიsmile.gif???!!!ეს რა არომატიათქო და ეგრევე ვიყიდე ეგ 2010 წელი იყო და 2008 წლის დიორ ინტენს პარფიუმი(ეხლაც მაქვს ვინტაჟური 10 წლისაა და კონიაკივითააsmile.gif)-აი ეგ ორი პირველსავე დატესტვისას ვიყიდე-საერთოდ რომ არც კი მიფიქრია..ეხლაც ეს არომატებია ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო-მაგრამ ინტენს-დიორ პარფიუმით ჩავანაცვლებდი-მემძიმება ინტენსი რაღაც ამ ბოლო დროსsmile.gif

Posted by: BadKid 19 Jun 2018, 20:21
QUOTE (akako78 @ 18 Jun 2018, 19:33 )
ბაირედოსი არ მაქვს დატესტილი-მე ძალიან მომეწონა პალპი-მაგარია..ბალ დე აფრიკუე-ზე რას იტყვი-როგორია?

------------------------
ბეი დაფრიკ არის უფრო ფემინინური, ტკბილი, უნიკალური ვეტივერი და გადამწიფებული ხილის ასორტი
უგემრიელესი სუნამოა და ძალიან მიყვარს.. შედევრია
------------------------

QUOTE (sunamo @ 19 Jun 2018, 14:12 )
ამ თემის მთავარ მომხმარებლებთან მაქვს შეკითხვა. რატომ აღარ ახსენებთ სუნამოებს რომლებიც შარშან ცამდე აგყავდათ? უბრალოდ ბევრი გაქვთ და ისინი მიგავიწყდათ, თუ დრო რომ გავიდა აღარ მოგწონთ? მართლა მაინტერესებს.

მაგალითად, ერთი პერიოდი სულ Lothair ლაპარაკობდით, შემდეგ Cuirs რაც ყველა მამაკაცს უნდა ჰქონოდა

-------------------------
რათქმაუნდა ორივე კარგი სუნამოა და ორივე დღემდე მომწონს და ვატარებ (Cuirs-ის უფრო სხვა ვარიანტი მაქვს) ეგ თემა გავიარეთ, ბევრი ვისაუბრეთ და ყველამ თავის აზრი გამოთქვა
ალბათ მაგიტომ აღარ ვუბრუნდებით მაგ თემას
------------------------------------------------------------------------------------------------
user posted image
------------------------------------------------------------------------------------------------
XJ 1861 Naxos Xerjoff (2015) რამოდენიმეჯერ შევეხე ამ სუნამოს და კიდე მინდა ჩემი აზრი ვთქვა
ძალიან გავს Mugler A*Men Pure Havane-ს რომელიც გამოშვებულია 2008 წელს (ნაქსოსი 2015 წელს).. ჩემი აზრით მუგლერი არის უნიკალური იმიტომ რომ გამოშვების მომენტში
არცერთი სუნამო არ გავდა.. 2015 წელს გამოუშვა გზერჟოფის ხაზმა თითქმის იგივე ხასიათის სუნამო .. რათქმაუნდა უფრი მაღალი ხარისხის ინგრედიენტებია და უფრო ავთენტური სუნი აქვს
ვიდრე მუგლერს.. მუგლერს უფრო მეტი სიტკბო აქვს და სინთეთიკური სუნი აქვს, თუმცა მე მირჩევნია მუგლერი.. თითქმის 5 წელია მაქსვს და ერთერთი ფავორიტია
ნაქსოსის სეპლი მაქვს...ნაქსოსი იხსნება ყვავილოვანი სუნით და ეს არ მომწონს.. თაფლი და ლევანდერის კომბო ვერ მოვიწონე
ძალიან დიდი ჰაიპია ამ სუნამოს მიმართ უფრო სნობების შექმნილი.. ჩემი აზრია რათქმაუნდა don't believe the hype smile.gif
--------------------------

Posted by: პიანისტი 19 Jun 2018, 21:05
QUOTE (akako78 @ 19 Jun 2018, 20:20 )
sunamo
პიანისტი

ლა ნუი რომ დავტესტე პირველად მახსოვს..საოცარი იყო მართლაც..სად იყო მაშინ რეფორმულაციები და ჯანდაბა-დოზანებიsmile.gif???!!!ეს რა არომატიათქო და ეგრევე ვიყიდე ეგ 2010 წელი იყო და 2008 წლის დიორ ინტენს პარფიუმი(ეხლაც მაქვს ვინტაჟური 10 წლისაა და კონიაკივითააsmile.gif)-აი ეგ ორი პირველსავე დატესტვისას ვიყიდე-საერთოდ რომ არც კი მიფიქრია..ეხლაც ეს არომატებია ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო-მაგრამ ინტენს-დიორ პარფიუმით ჩავანაცვლებდი-მემძიმება ინტენსი რაღაც ამ ბოლო დროსsmile.gif

ძალიან კარგია ორივე , სუნამოები ლანუიტმა შემაყვარა მე .

ნუარის ტესტერები მაქვს და არ მომწონს , ნუარ ექსტრიმი კი ძალიან მაგარი სუნამოა , ბევრად დახვეწილია , ზამთრის სეზონზე თუ დავიმატე , ეს იქნება ნუარ ექსტრიმი!
https://www.fragrantica.com/perfume/Tom-Ford/Noir-Extreme-29675.html


მანამდე ერთი მაქვს გადაწყვეტილი, უეჭველი შევიძენ შემოდგომით.


sunamo
დიდი ხანია მაღაზიაში აღარ დამიტესტავს ივსელორენი , ხდება ეგეთი რამე რო წლების მანძილზე აფუჭებდნენ ლუდივით? gigi.gif

Posted by: Wrest 19 Jun 2018, 22:39
sunamo
გაზაფხულზე კი. რამდენჯერმე მესხა მარტო და გაისისთცის შევინახე biggrin.gif
გენიალური რამეა. ერთი დაყნოსვით რომ გაყვარებს თავს აი ისეთია yes.gif

Posted by: sunamo 20 Jun 2018, 00:31
Wrest
ანუ მოგწონს და სხვებსაც მოეწონათ ძალიანი მკაცრი, მომწარო ხასიათის მიუხედავად

BadKid

საინტერესოა შენი აზრი ნაქსოსზე დიდხანს ვუტრიალებ მაგრამ არ გამისინჯავს

Posted by: rezi0881 20 Jun 2018, 15:04

ქსერჯოფი მარტო არომატეკას ჰქონდა, გავიდა ეს ბრენდი საქართველოდან, მაინცდამაინც პოპულარობით ვერ სარგებლობდა ქართველ მომხმარებელში როგორც კონსულტანტმა მითხრა, მე ძალიან მიყვარდა, სულ ვაპირებდი მეყიდა მაინც უდენი..

Posted by: carona 20 Jun 2018, 18:40
გამარჯობათ , ბაირედოს შეძენა მინდა და ხომ არ იცით სად შეიძლება იყოს? ვეძებ და ვერ ვპოულობ არც არომაბუტიკშია და არც არომატეკაში sad.gif

Posted by: rezi0881 20 Jun 2018, 20:44
carona

არ იყიდება ჩვენთან ბაირედო.. რამოდენიმეცალი აქვთ ამ ბუტიკში ოღონდ რეები არ მახსოვს https://www.facebook.com/le.parfum24/

* * *

ჩემი ამუაჟ სილვერი, დამიბრუნა უკან ფორუმელმა IVDIT-მა, უნდა ავღნიშნო აუცილებლად, ისე დამიბრუნა თან, უფასოდ!
დიდი მადლობა მას, ძალიან კარგი ადამიანია.. smile.gif

user posted image

Posted by: nick385264 21 Jun 2018, 00:14
user posted image

მოკლედ, მაინტერესებს ყალბია თუ ორიგინალი. ეს ზოლი რომ გასდევს მაგან დამაეჭვა. ვულევუში მაქვს ნაყიდი.

Posted by: rezi0881 21 Jun 2018, 00:24
nick385264

ვულე-ვუში თუ გაქვს ნაყიდი რათქმაუნდა ორიგინალია, მასეთი ზოლი დაყვება ბევრ ოთკუთხედ მართკუთხედ ფორმის შუშებს..
ზუსტად მასე დაყვება ამუაჟის შუშას რომელიც ზემოთ დავდე.

Posted by: toyota12345 21 Jun 2018, 01:35
nick385264

რამდენ მილიგრამიანია და რამდენი გადაიხადე?

Posted by: nick385264 21 Jun 2018, 14:13
QUOTE (toyota12345 @ 21 Jun 2018, 01:35 )
nick385264

რამდენ მილიგრამიანია და რამდენი გადაიხადე?

50მილიგრამი და 190 ლარი. ფასდაკლებით ვიყიდე გაზაფხულზე

Posted by: aguilera 21 Jun 2018, 14:58
QUOTE (BadKid @ 18 Jun 2018, 18:07 )
sunamo
rezi0881
პირველად რომ გავსინჯე მომეწონა მაგრამ რთული მომეჩვენა.. რამოდენიმე გატესტვა სჭირდება და მიხვდები რომ საოცარი აურა აქვს
--------------------------------------
l-e-v-a-n
მე პირადად არ გამისინჯავს მაგრამ ამ თემაში გარკვეული ხალხი ამბობს რომ დიდი სხვაობა არაა მაგ ორს შორის
თუ მაინცდამაინც ეგ სუნამო გინდა მე შენს ადგილას ო დე პარფუმს ავიღებდი
-------------------------------------
user posted image
-------------------------------------
Parfums de Marly Layton Exclusif შემოიტანეს ჩვენთან და გავსინჯე
რაც ორიგინალ ლეიტონს აკლდა.. ამ ვერსიაში ყველაფერი დაბალანსებულია.. უფრო მკაცრი და კომპლექსურია
ძალიან მომეწონა, ორიგინალს ბევრად მირჩევნია.. ამ ვერსიას უკვე აქვს ის ნიშ პარფიუმის ვაიბი რომელიც აკლდა ორიგინალს
-------------------------------------
user posted image
-------------------------------------
Byredo Oud Immortel ჩემი ყოველდღიური კომფორტი.. უნიკალური არომატია
ყველა სეზონზე მომწონს.. ფრეშ ნოტები ჭარბობს უდი თითქმის არ ისმის..მთლიანობაში უნიკალურ სურნელს ქმნის
ისე მიკვირს ბაირედოს რომ არ ყავს ჩვენთან მომხმარებლები.. ძალიან მაგარი ხაზია
-------------------------------------

ბაირედო სად შეიძლება ვნახო ? არის მაღაზიებში?

Posted by: akako78 21 Jun 2018, 17:17
nick385264

ვულევუში გამორიცხულია ასეთი რამ რომ ყალბი გაიყიდოს..

rezi0881


ვა რეზი მაგარია..არ მოეწონა?

Posted by: rezi0881 21 Jun 2018, 22:28


QUOTE
akako78

ძალიან მწყდება გული არადა მომწონდა სილვერი, რას ვერჩოდი.


ნახა ეს რო დავწერე და დამიბრუნა..
* * *

დღეს დავტესტე By Kilian Straight to Heaven Extreme დიდი ხანი მაინტერესებდა ეს სუნამო, ჩვეულებრივი ვერსია ძალიან მომწონს და მეგონა ეს უფრო მომეწონებოდა, მაგრამ მგონი არა.. გახსნა აქვს გამოკვეთილად ალკოჰოლის ნოტებით, რო ჯდება სურნელი კედარის და ალკოჰოლის მსგავსი ბაზა რჩება, უფრო ბოლდ არის სურნელი, იდეაში გავს ძველს მაგრამ ცოტა სხვანაირია, ის სიფრეშე, სიგრილე და ჰაეროვნება ძველს რო დაყვება ისეთი არაა.

Posted by: sunamo 22 Jun 2018, 21:18
ხალხო, თუ ექსკლუზივის ყიდვას აპირებთ, ლეიტონს ხომ არ გაყიდით? (ხელმისაწვდომ ფასად)

მოკლედ აქ ვარ ამ საქმისთვის

Posted by: FenixA 22 Jun 2018, 22:29
გამარჯობათ.
ეს სუნამო მაქვს და ვინმეს არ გაქვთ სურვილი რომ შეიძინოთ? ორიგინალია რა თქმა უნდა. სუნი აღარ მომწონს ტყუილად დამრჩა ნაყიდი. იქნებ ვინმე ეძებდეთ ამ სუნამოს
100ml ფასი შეთანხმებით

user posted image

Posted by: rezi0881 23 Jun 2018, 16:13

უნდა ვთქვა რომ Lyric ცხელ ამინდში კიდევ სხვანაირად გაიხსნა კანზე, ვარდი თან იგრძნობა თან არა, რაც იგრძნობა ძალიან მსუბუქად.. უფრო ფრეში, აქუა/ვოთერი სუფთა სურნელია სასიამოვნო სატარებელი.. სხვათაშორის Lyric-ს ვამსგავსებ A Day in My Life https://www.fragrantica.com/perfume/Mark-Buxton/A-Day-in-My-Life-37138.html საკმაოდ ბევრი მსგავსება აქვთ, ესეც ისეთი ვარდია თან რომ არის და თან არა, მსუბუქი სასიამოვნო ფრეშია არომა ბუტიკში აქვთ, კონსულტანტმა მითხრა ზაფხულში სულ სხვანაირად გაიხსნაო იგივე შეგრძნება დამრჩა Lyric-ზე..

ვინც უყურებთ ხოლმე ჯერემის ვიდეოებს გაჭედილი აქვს ბოლო დროს Tobacco Oud -ზე რამოდენიმეჯერ შუშაზევე დავყნოსე და დავდე, დღეს გავბედე და დავისხი, არაა ჩემი არც მსგავსი უდი და არც მსგავსი ტაბაკი.. შეიძლება ცივ ამინდში სხვანაირად გაიხსნას არვიცი, რო მქონდეს ხანდახან ვატარებდი მრავალფეროვნებისთვის მაგრამ ამის ყიდვის სურვილი ალბათ არ გამიჩნდება..

Patchouli Leaves Montale - პაჩულის მოყვარულებს მოეწონებათ, კარგი სუნამოა მდგრადი, ვანილიც სასიამოვნოდ ისმის, ცივ ამინდში უფრო კარგი იქნება..

Intense Pepper Montale - შეფასება ერთი სიტყვით.. „დიხლაფოსი“ facepalm.gif

Posted by: BadKid 23 Jun 2018, 20:38
aguilera
ბაირედოს ხაზი თბილისში ოფიციალურად არ არის წარმოდგენილი თუმცა ჭავჭავაძის 24-ში ბუტიკში აქვთ რამოდენიმე
---------------------------
rezi0881
კიალიანის ექსტრემ ვერსია მეც მაინტერესებს და 1 თვის წინ არ ქონდათ, როგორც ჩანს შემოიტანეს.. მეც მგონია რომ ექსტრემ ვერსია ვერ აჯობებს ორიგინალს
ორიგინალი იმდენად კომპლექსურია რომ არ სჭირდება ზედმეტი ნოტები
--------------------------
Lyric-ზე რაც დაწერე ზუსტად ეგრეა.. ყველა სეზონზე სხვანაირად იხსნება იმიტომაც დავწერე რომ სეზონი არ აქვთქო.. ძალიან მაგარი სუნამოა 6 ჯერ დავტესტე და დავრწმუნდი smile.gif მაქსიმუმ 50მლ მინდა
Tobacco Oud შარშან გავსინჯე და მომეწონა.. მივამსგავსე ლაუდანო ნეროს drydown-ს ამიტომ აღარ გავაგრძელე დაკვირვება.. ისე გამიკვირდა ჯერემი რომ აპიარებს.. რაღაც თემა იმალება მანდ biggrin.gif
Tobacco Oud Intense ბევრად ჯობია.. უფრო ძვირიც არის
========================================
user posted image
========================================
Tom Ford Venetian Bergamot კიდევ ერთი ძალიან კარგი სუნამო.. რა ნოტებიც შედის და რა კატეკორიასაც ეკუთვნის მთლად ვერ დავეთანხმები
არაა ზაფხულში სატარებელი.. უფრო შემოდგომა, გაზაფხული
იხსნება ბერგამოტის და ხის ნოტების ნაზავით.. შემდეგ ჯდება და უფრო ყვავილოვანი და უფრო მძიმე ხდება და რაღაცით ემსგავსება ბლექ ორქიდს, მაგრამ უფრო უნისექს ბლექ ორქიდს
დიდი ხანი ძლებს და შლეიფიც კარგი აქვს..
========================================

Posted by: rezi0881 23 Jun 2018, 21:09
BadKid
QUOTE
კიალიანის ექსტრემ ვერსია მეც მაინტერესებს და 1 თვის წინ არ ქონდათ, როგორც ჩანს შემოიტანეს.. მეც მგონია რომ ექსტრემ ვერსია ვერ აჯობებს ორიგინალს
ორიგინალი იმდენად კომპლექსურია რომ არ სჭირდება ზედმეტი ნოტები

რო დაჯდა 2-3 საათის მერე უფრო გავდა მაგრამ ცოტა სხვნაირია.. როგორ გითხრა უფრო მშრალი სურნელია ჭარბობს ალკოჰოლის ნოტა.. მდგრადობით ჩვეულებრივზე მდგრადია დიდხანს ვგრძნობდი საკმაოდ, მართლაც ექსტრიმია რო შეადარო ძველს, ტყუილად არ მიაწერეს.. მაგრამ ეს სიექსტრიმე მე არ მომეწონა ისეთი დახვეწილი ვერაა სურნელი როგორიც ძველი.. დატესტე და შეადარე შენც რო მოახერხებ საინტერესო იქნება.

Venetian Bergamot ეს რო დამივარდა და გატყდა შრვლის ტოტებს შეესხა ბლომად, რამის ერთი კვირა ასდიოდა სუნი.. კარგი სუნამოა მართლაც. დღეს ჰქონდა 30% ამფორას ფორდზე..

Lyric კი დღეს რასაც ქვია გამაკვირვა ამ სუნამომ.. არადა პირველად ზამთარში ვნახე და ვარდის ბუკეტი იყო პირდაპირ, ისე მაგრად ვგრძნობდი ვარდის სუნს.

ერთი სუნამოს პიარით ეგ ბრენდს აპიარებს იდეაში, თორემ მაგას ისეთები აქვს ზაფხულში არ გაჭედავდა ესე მაგ ერთ სუნამოზე.. უდი ბევრნაირია ეგ ერთერთი ის სახეობაა რომელიც მაინცდამაინც მე დიდად ვერ მხიბლავს.. კუირის ლმ პარფუმის მაგ მიმართულების უდები უფრო მომწონს, და უდ-ვუდის ნაირი, ალბათ ბლექ ავგანოც მომეწონება.. ამის ინტენსი არ დამიტესტავს.


* * *

Chergui & Ambre Sultan

user posted image

Posted by: nick385264 25 Jun 2018, 01:32
user posted image

ამის ყიდვა ღირს?

Posted by: sunamo 26 Jun 2018, 16:00
უნდა ვინმეს? ზუსტად 100 ლარი დამიჯდა ამაზონიდან. 50 მლ. სავსეა


user posted image

Posted by: nick385264 27 Jun 2018, 22:00
user posted imageuser posted imageuser posted image
ეს ვნახე ნავნეში, მგონი იგივეა რაც ლუტეციაში იყიდება. 190 ღირდა

Posted by: akako78 28 Jun 2018, 14:20
nick385264

ეგ მელოუნი არაა ორიგინალი სუნამო..ეგ არის იმიტაცია ანუ ფეიკი..დანარჩენი შენ უნდა გადაწყვიტო..

არც ნავნეშია ორიგინალი სუნამოები როგორც წესი..ეხლა ვინმემ თუ სახლიდან გამოტანილი დაუდო ეგ არ ვიცი..მუშაობენ პატენტებზე..

Posted by: BadKid 28 Jun 2018, 22:46
--------------------------------------
user posted image
--------------------------------------
Atelier Cologne Bergamote Soleil: ძალიან კარგი სუნამოა .. ბუნებრივი ბეგამოტის სუნი აქვს და შეზავებულია ბევრ ნოტებთან კარგად
ხასიათით მუგლერის უტრა ზესტს გავს მაგრამ ეს 10 თავით ჯობია.. ხანგრძლივობა კარგი აქვს დაახლოებით 5-6 საათი თუმცა 1 საათში
კანთან ახლოს ჯდება .. უნისექსია და ყველა ასაკის ადამიანისთვის კარგი სატარებელი იქნება
--------------------------------------
user posted image
--------------------------------------
Maison Martin Margiela Jazz Club: დიდი ჰაიპი იყო ამ სუნამოზე და ძალიან მაინტერესებდა
მოკლედ თამბაქოს, რომის და ვანილის კარგი ნაზავია.. ვისაც გიყვართ სუნამო ალკოჰოლის ნოტებით ეს სუნამო არის იდეალური
ძალიან გავს Dolce&Gabbana The One-ს რომელიც ძალიან მიყვარს წლებია, მაგრამ ეს უფრო ნიშ ხასიათით არის
ვერც იფიქრებ რომ ნიშ პარფიუმი არაა.. ძალიან მაღალი ხარისხი და მდიდრული ხასიათი აქვს
დიდი ხანი ძლებს, შლეიფიც კარგი აქვს... კანზე კარგად იხსნება, 1 საათში იცვლის სახეს და უნიკალური სუნზე ჯდება
მოკლედ მოვიხიბლე კარგი სუნამოა... By the Fireplace მაინტერესებს კიდე ამ ხაზიდან
--------------------------------------
მოხიბლული smile.gif

Posted by: akako78 29 Jun 2018, 00:32
BadKid
ბედ კიდ ბატონო ეგ ორივე სუნამო ძალიან მაინტერესებს მეც..ბერგამოტის ნოტი ძალიან გამყოლია ჩემს კანზე და საერთოდ ხომ ყველაზე გამყოლი ციტრუსია ერთ-ერთი?ეს რათქმაუნდა ამ საშინელ სიცხეში იქნება კარგი და საუკეთესო და მეორე კი ცივ და ზამთრის პერიოდში იქნება უნაკლო..თუ არ შეწუხდები 100მლ-ანების ფასები ყველაზე კარგ ვარიანტში რომ გვამცნო აქ დანარჩენ ფორუმელებს-ხომ ვიცით რომ ოსტატი ხარ ძვირიანი სუნამოების იაფად ყიდვის ამბავშიsmile.gif

Posted by: nick385264 30 Jun 2018, 18:20
user posted image

ეს ხომარავის გაქვთ, ხომარ მოგბეზრდათ და ყიდით?

Posted by: BadKid 1 Jul 2018, 18:01
akako78
ბოთლების ფასები არ ვიცი მე 10-10 მლ სემპლები ვიყიდე
-------------------------
user posted image
-------------------------
Bois 1920 Agrumi Amari di Sicilia (Unisex): ჩემი ბოლო შენაძენი ამ ზაფხულისთვის და ამით მოვრჩი სეზონს smile.gif
შემადგენლობა: პეტიტგრინი, გრეიფრუტი, ლიმონი, ფორთოხალი, შავი მოცხარი, მანდარინი, პაჩული, მუშკი
იტალიის საუკეთესო ციტრუსების ბუკეტი.. შუშხუნა და ძალიან სასიამოვნო
ყველასთვის არ იქნება იდეალური.. უფრო ციტრუსების კანს რო გახლიჩავ იმის სუნი აქვს და ცოტა DIRTY ხასიათი აქვს
შუშხუნა და სასიამოვნოა ცხელ დღეებში, განსაკუთრებით უიქენდზე smile.gif
ხანგრძლივობა საშუალო აქვს და კანთან ახლოს ჯდება 30 წუთში..
ძალიან დახვეწილი და კარგი ხაზია.. ბევრი მაქვს კიდე დასატესტი
---------------------

Posted by: rezi0881 1 Jul 2018, 21:54

BadKid

კარგი იქნება, ალბათ მომეწონება, არომა ბუტიკში ექნებათ, ამ სიცხეში ციტრუსის მეტი არაფერი მაინტერესებს.. smile.gif

-------------------------------

დღეს ეს ახალი ბრენდი აღმოვაჩინე გალერიას ლუტეციაში, რაღაცეები ვნახე მანამ და კარგად ვერ დავტესტე, აი ეს ხაზი სუ სვეჟაკი ციტრუსებია, არ ვიცი ბაძავენ თუ მე მივამსგავსე Neroli Extreme Gritti ფორდის ნეროლი პორტოფინოს მივამსგავზე, Pomelo Sorrento Gritti ესეც ფორდის მანდარინო დი ამალფის, ეს ცისფერი ხაზი ციტრუსებია ზაფხულია.. ხარისხიანი სუნამო ჩანს კანზე არ შეიცვალა სურნელი, ბოლომდე ხარისხიანად იგრძნობოდა, მდგრადობა შლეიფი ცოტა სუსტი მაგრამ სასიამოვნო როგორც მსგავს სუნამოებს ახასიათებს.. smile.gif https://www.fragrantica.com/news/Tangerina-Gritti-Tangerine-Purr--11060.html

user posted image

Posted by: 4L3X 1 Jul 2018, 22:06
rezi0881
ფასი თუ შეიძლება რომ დაწეროთ? rolleyes.gif

Posted by: rezi0881 1 Jul 2018, 22:09
4L3X

ფასი არც თუ ისე სასიამოვნო, მგონი 450 ლარი ეწერა 100 მლ-ბია.

Posted by: 4L3X 1 Jul 2018, 22:56
rezi0881
მადლობა დიდი. ცუდია 50-60მლ რომ არ არის.

Posted by: BadKid 1 Jul 2018, 23:54
rezi0881
აქვთ არომა ბუტიკში.. ადრე გავსინჯე და მომეწონა..ისეთ ფასში გადავაწყდი რომ ხელიდან ვერ გავუშვებდი
-------------------
GRITTI-ს ხაზს ოში აქებდა Pomelo Sorrento-ს თუ არ ვცები.. საინტერესოა უნდა შევიარო დავტესტო

Posted by: Master_Nick 2 Jul 2018, 12:56
Gucci Guilty ს ვეძებ პარფიუმს და სად ვიპოვი?

Posted by: Corpse_Bride 2 Jul 2018, 13:55
ჩემი საყვარელი სუნამო გამოვიწერე ავსტრიაში ყოფნის დროს ნოტინოდან, ფასები გადავამოწმე ყველგან ორმაგი ღირდა, იქ მაღაზიაშიც, აქაც სადღაც 300 ლარამდე ღირს და მე კიდევ 190 ლარამდე დამიჯდა, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ




Master_Nick

თუ გამოწერით გაწყობს აქ არის

https://www.notino.co.uk/gucci/guilty/




Posted by: rezi0881 2 Jul 2018, 19:37
4L3X
არაფრის smile.gif

BadKid
QUOTE
Pomelo Sorrento

ეს ყველაზე ძაან მომეწონა.

------------------------------

ისეთი წარმატებული იყო, და არის Dolce&Gabbana The One საინტერესოა ეს რა იქნება. exclusive edition
https://www.fragrantica.com/news/Dolce-Gabbana-The-One-Mysterious-Night-Four-Videos-To-Describe-The-Newest-Fragrance-11056.html
საინტერესოდ კი გამოიყურება.. Oriental Spicy, დიზაინერული ხაზის სუნამოა მაინც და იმედია ძაან აღმოსავლური ნოტებით არ იქნება გაჯერებული..



Posted by: Master_Nick 2 Jul 2018, 21:36
Corpse_Bride
მადლობა, არ ვიცი ეს საიტი, ჩამოდის უპრობლემოდ?

Posted by: Corpse_Bride 2 Jul 2018, 22:33
Master_Nick

კი მე უპრობლემოდ გამოვიწერე

ეს საიტიც სანდოა, რომ გადავხედე ნოტინოზე შედარებით იაფი გამოდის

https://www.fragrancenet.com

ამ თემის პირველი გვერდი ნახე იქ ყველაფერია პირველ პოსტში
* * *
rezi0881

უჰუუ ზუსტად ეგ სუნამო გამოვიწერე, ჩემი ყველაზე შეუცვლელი სუნამო ჯერჯერობით, როგორი ორიგინალური და საინტერესოა ეს ახალი, არის ნეტა უკვე ჩვენთან? ვნახო დამაინტრიგა biggrin.gif

Posted by: rezi0881 2 Jul 2018, 23:19
Corpse_Bride

Dolce&Gabbana The One - იმდენი ფლანკერი აქვს ამ სუნამოს თავგზა აგერევა კაცს, რომელი გაქვს? ამას გულისხმობ ხო.
ეგ სულ ახალია აქ ჯერ არ იქნება, შეიძლება არც იყოს ექსკლუზივია და მასიურად ყველა ქვეყანაში შეიძლება არ გაიყიდოს.. smile.gif

Master_Nick

usa ნოტინო გათიშულია, uk ძვირი დაგიჯდება, ფრაგრანსნეტიდან გირჩევნია რაც ზემოთ დაგიწერეს..

Posted by: Corpse_Bride 3 Jul 2018, 14:50
rezi0881

ნოტინოდან გამოგიწერია? რატომ არის ნეტა ამერიკული გათიშული?


ჰოო ძაან ბევრი დაგროვდა, ახალი ვარიანტიც ვნახე მაგრამ მე მაინც ძველი მირჩევნია

აი ეს მაქვს

user posted image


QUOTE
ეგ სულ ახალია აქ ჯერ არ იქნება, შეიძლება არც იყოს ექსკლუზივია და მასიურად ყველა ქვეყანაში შეიძლება არ გაიყიდოს..


რაღაც მეც მგონია რომ ძაან უსაშველოდ ტკბილი იქნება biggrin.gif


ახალი სუნამოების ძიებას ვიწყებ, ერთ-ერთ კოსმეტიკური საიტიდან საჩუქრად ტესტერებს მაძლევენ და ასე ნელნელა დავტესტავ, შეხვიდე მაღაზიაში გასინჯო გამოხვიდე მივხვდი რომ ეგრე ვერ ამოირჩევ ადამიანი სუნამოს, აუცილებლად ტესტერს უნდა გაძლევდნენ და რამოდენიმე დღის განმავლობაში გამოიყენო და მიხვდე მოგწონს თუ არა

Posted by: rezi0881 3 Jul 2018, 16:19
Corpse_Bride

აა, ეგ ქალის არის, მაგის სუნი არ ვიცი..

კი ბევრჯერ გამომიწერია და ძალიან მაგარი იყო ამერიკული ნოტინო.. ყოველთვის კარგი ფასები და კარგი შეთავაზება ქონდა
რატომ არის გათიშული ზუსტად არ ვიცი, როგორც ვიცი უჩივლეს ბრენდებმა რომლის პროდუქციაც საკმაოდ დაბალ ფასად იყიდებოდა მანდ.


Posted by: nat_nat777 6 Jul 2018, 18:38
გამარჯობა, ნოტინოდან ამერიკაში ვერ ვიწერ ? შიფინგის თანხა ემატება ? თქვენ როგორ ჩამოგაქვთ ? ბოდიში გაოფებისთვის

ძალიან მჭირდება smile.gif


Posted by: rezi0881 6 Jul 2018, 22:13
nat_nat777

https://www.notino.com/ დიდი ხანია უკვე გათიშულია ამერიკული ნოტინო, შიფინგსაც ამატებდა free shipping არ აქვს, როდის ჩაირთვება კაცმა არ იცის მაგის ლოდინი არ ღირს. smile.gif


Posted by: samuraisxmali 8 Jul 2018, 13:30
Climat Lancome 0.47 oz perfum თუ გაქვთ ვინმეს? ოროგინალი ოღონდ, ასლი არა.

Posted by: sunamo 10 Jul 2018, 20:26
პიანისტი
პრივეტ. შენს ლა ნუი დე ლ'ომს გარშემო მყოფები გრძნობენ? თუ შეგიძლია ფლაკონზე ან ყუთზე შეამოწმე რომელი წლის გამოშვებულია და მომწერე. მადლობა

Posted by: nat_nat777 10 Jul 2018, 22:12
rezi0881
მადლობა smile.gif და კიდევ ერთშ გკითხავთ, თუ არ შეიძლება smile.gif ფრაგრანსნეთ.ქომ დან გამოწერა მეგობარმა სუნამოები smile.gif და დაუქენსელეს მეორე დღეს ორდერები და რა შეიძლება რომ იყოს
მიზეზი? თქვენ ხო არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა ? ან რომელ საიტს მირჩევთ ორიგინალი სუნამოების გამოწერა რომ ხდებოდეს გართულებების გარეშე smile.gif

Posted by: sunamo 11 Jul 2018, 00:29
nat_nat777
ვერ ვიწერ Fragrance.net დან. მეც მიუქმებენ შეკვეთას. ამ თემაში ვერ დამეხმარნენ. სხვა საიტზე ეს პრობლემა არ მქონია. ამჟამად თუ სუნამო მჭირდება ამაზონიდან ვყიდულობ, მაგრამ არჩევანი დიდი არ თრის, ფასი თბილისის მაღაზიებზე უკეთესი, ფრეგრანს ნეტზე ცუდი

Posted by: პიანისტი 11 Jul 2018, 00:43
sunamo
გამარჯობა, ყუთი გადაგდებული მაქვს , ძირზე არ აწერია გამოსვლის თარიღი ,კოდი აწერია , ნიუ იორკი, კანადა მონრეალი და made in france, კოდით არმგონია შეიძლებოდეს გაგება , თუ გინდა დავწერ

კი გრძნობენ , ზომიერად უნდა დასხმა უბრალოდ, ზედმეტზე ერთიორად კარგავს ორიგინალ სურნელს

38L600 აწერია ძირზე ცენტრში კოდი

Posted by: WUDU 11 Jul 2018, 15:13
sunamo
QUOTE
ვერ ვიწერ Fragrance.net დან. მეც მიუქმებენ შეკვეთას. ამ თემაში ვერ დამეხმარნენ. სხვა საიტზე ეს პრობლემა არ მქონია. ამჟამად თუ სუნამო მჭირდება ამაზონიდან ვყიდულობ, მაგრამ არჩევანი დიდი არ თრის, ფასი თბილისის მაღაზიებზე უკეთესი, ფრეგრანს ნეტზე ცუდი

ამაზონზე დარეგისტრირდით და მაგ საიტზე მიუთითეთ შეძენა ამაზონის ექაუნთით და აღარ გააუქმებს.

Posted by: პიანისტი 11 Jul 2018, 16:33
რამე საზაფხულო სუნამო არ გამოსულა ახალი? ნიშ ხაზიდან?
2010-2014 წლები იყო მაგარი , ბოლო დროს წონა დააგდეს ხარისხი

Posted by: nick385264 11 Jul 2018, 17:30
jo malone-ს მირო და ტონკა როგორია?

Posted by: rezi0881 13 Jul 2018, 22:37

ისევ უდი love.gif საუცხოოდ ლამაზი, განსხვავებული..

SoOud - Jadab

user posted image

Posted by: akako78 14 Jul 2018, 01:33
rezi0881

ვა მაგარია რეზი..უცნაურადაც კი გამოიყურება და მისტიურადაცsmile.gifგილოცავ-მრავალი შეგეძინოს!!!

Posted by: rezi0881 14 Jul 2018, 08:33
akako78

მადლობა აკაკო, ისე კი არც უცნაურია და არც მისტიური, შეიძლება მასე გამოიყურება.. biggrin.gif ბლექის, კუირის, მაგ მიმართულების უდია.. ალკოჰოლის, ყვავილების, და აღმოსავლური ნოტებით გაჯერებული, ოღონდ ვერ იტყვი რომ ძაან აღმოსავლურია, მძიმე მძაფრი და ა.შ. პირიქით ვერსიტალური უდის სუნამოა.. smile.gif საკმაოდ კარგი მდგრადობით და შლეიფით.


Posted by: Arien 14 Jul 2018, 11:53
rezi0881

SoOud - ეს ჩვენთან ვის აქვს?
Ambre Sultan ამაზე რას იტყვით?ჰგავს ტომ ფორდს?სულ ვაპირებ ამის გამოწერას და ბოლოს მაინც სხვა რამეს ვყიდულობ.
მშვენიერი ახალი სუნამოები გაქვთ smile.gif

ლუტეციაშია მაჟდა ბეკალიზე 50% ფასდაკლება. Fusion Sacree - Clair და Fusion Sacree - Obscur ესენი ვიყიდე,
ბიჭებს შეიძლება Tendre Est La Nuit და Mon Nom Est Rouge მოეწონოთ,ამ სეზონის არ არის,მაგრამ მართლა კარგებია.

არომა ბუტიკსაც აქვს 30% ფასდაკლება რამდენიმე ბრენდზე.ამ ნეროლის სუნამოზე ვფიქრობ


Posted by: rezi0881 14 Jul 2018, 12:30
Arien
QUOTE
SoOud - ეს ჩვენთან ვის აქვს?

ჩვენთან არ აქვთ ეს ბრენდი, გამომიგზავნეს.
QUOTE
Ambre Sultan ამაზე რას იტყვით?ჰგავს ტომ ფორდს?სულ ვაპირებ ამის გამოწერას და ბოლოს მაინც სხვა რამეს ვყიდულობ.
მშვენიერი ახალი სუნამოები გაქვთ

მადლობა, შენც კარგი შენაძენები გაქვს, ფორდის Amber Absolute-ს თუ გულისხმობ არ ვიცი მაგის სუნი, ვერსად მივაგენი.
Ambre Sultan - კარგია მივამსგავსე რაღაც ამბრის სუნამოებს რაც გასინჯული მქონდა, მაგრამ განსხვავებულია, რო ჯდება სურნელი უფრო პუდროვანი ხდება.. არ ვიცი ვატარებ თუ არა ეს ქალის სუნამოა, უმეტესობა წერს უნისექსიაო მაგრამ მგონი ცოტა ქალისკენ მიდის.. თუ გაინტერესებს შემიძლია გაჩვენო smile.gif

ეგ ვიცი, თუ გიყვარს ნეროლი მოგეწონება, გამოკვეთილად ისმის..

Posted by: nat_nat777 14 Jul 2018, 20:37
ჩემი ახალი სუნამო smile.gif bis.gif bis.gif user posted image

ვუდი, ვარმ სფაისის და ფავდერი რასაც აქვს შემადგენლობაში, მგონი ყველა სუნამოთი ვიხიბლები

Posted by: sunamo 14 Jul 2018, 23:54
ვიყიდი ლუტეციას, ვუ ლე ვუს ან ისი პარის მოქმედ 200 ლარიან ვაუჩერს 150 ლარად. ან 150 ლარიანს ასად

Posted by: Arien 16 Jul 2018, 10:45
rezi0881
QUOTE
მადლობა, შენც კარგი შენაძენები გაქვს, ფორდის Amber Absolute-ს თუ გულისხმობ არ ვიცი მაგის სუნი, ვერსად მივაგენი. Ambre Sultan - კარგია მივამსგავსე რაღაც ამბრის სუნამოებს რაც გასინჯული მქონდა, მაგრამ განსხვავებულია, რო ჯდება სურნელი უფრო პუდროვანი ხდება.. არ ვიცი ვატარებ თუ არა ეს ქალის სუნამოა, უმეტესობა წერს უნისექსიაო მაგრამ მგონი ცოტა ქალისკენ მიდის.. თუ გაინტერესებს შემიძლია გაჩვენო


მადლობა.ტომ ფორდის სუნი ვიცი,ადრე მაქვს ნანახი და მახსოვს მომეწონა.ეს თუ უფრო პუდროვანი ხდება,შეიძლება ეს მეტად მომეწონოს და ადრე თუ გვიან გავრისკავ ყიდვას.სუნამოს ჩვენებაზე ჯერ არ შეგაწუხებთ,მერე ვნახოთ smile.gif
* * *
nat_nat777
რა მაგარია!იცოდით არომატი თუ გარისკეთ?
მაგათი წითლი მაინტერესებდა - Nirvana Rose და ვერ გავბედე.ვარდი ძალიან მიყვარს,მაგრამ ხშირად ალკოჰოლს ვგრძნობ ვარდის სუნამოებში და ეგ არ მომწონს.
ბურთულიან ფლაკონებში რომ 4 სუნამოს ნაკრები აქვთ მაგაზე ვფიქრობ, 20$ ღირს და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად არ არის ცუდი.

ვიყავი არომა ბუტიკში,ნეროლის ყიდვა ვერ გადავწყვიტე,ვერც სხვა იმ სუნამოების რაზეც ფასდაკლება იყო და ბოლოს ეს შემრჩა.
ამის სემფლი მქონდა და ზუსტად ვიცოდი რომ მინდოდა.

Posted by: Khatuta 16 Jul 2018, 18:57
გამარჯობათ, მოკლედ ვიტყვი - fragrancenet.com-დან გამოვწერე რაღაცეები, მათ შორის Calvin Klein Euphoria
(ტესტერი), რომელიც ძალიან არ მომეწონა და ეჭვი შემეპარა მის ორიგინალობაში. ახლა მაინტერესებს რომ გავაპროტესტო და მივწერო საიტის ადმინისტრაციას გამომივა რამე? ვინმეს მსგავსი შემთხვევა თუ გქონიათ იქნებ დამაკვალიანოთ, თუ საერთოდ შევეშვა?

Posted by: akako78 16 Jul 2018, 21:30
Khatuta

რატომ არ მოგეწონა?ან ორიგინალია ან არა..შუა არ არსებობსsmile.gifდადე აბა სურათები და ყუთიც დადე თუ აქვს..მე არ მქონია ასეთი შემთხვევა..ადრე დავითმაც დაწერა მახსოვს ფრაგრანსენეტიდან ყალბი ბოგარტი იყოო და არ ვიცი ნაღდად-მაიმუნობენ?
* * *
Arien

კარგი შენაძენია მშვიდობაში!!!

Posted by: Khatuta 16 Jul 2018, 21:54
ამ მდგომარეობაშია ჩემი ეიფორია, გაჟონილი, დაჭმუჭნილი ყუთით, პულვერიზატორთან აქვს იისფერი წარწერა (ადრე გამოწერილ ეიფორიას არ ჰქონდა ეს წარწერა)
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
ეს ბოლო ფოტო ძველი ეიფორიისაა, აშკარად სხვადასხვაა, სუნი თითქმის ერთნაირია
user posted image

Posted by: akako78 17 Jul 2018, 23:49

Khatuta


თუ დაქცეული მაშინ არაა ორიგინალი..ისე უნდა იყოს თერმულად მოხუფული რომ რაც არ უნდა ატრიალო წინ და უკან არ უნდა დაიქცეს..სპლეში ხომ არ არის ბოლო ბოლო..ბებიაჩემის ლამარიკოს დახუფულ ჭურჭელს ეხლაც არ გასდისsmile.gifაგერ 86 წლისაა უკვე და კელვინის სუნამოს არ უნდა გაუვიდეს რაც არ უნდა მოხდეს ტრანსპორტირებისას-ერთადერთი თუ გატყდა რა..ეგ როგორც ჩანს ტესტერია არა?ისე მისწერე აბა რას გეტყვიან ფრაგრანსენეტზე..(უნდა გაუგზავნო ფოტოები და მოსთხოვო ან ჩაანაცვლონ ან არადა ფული დაგიბრუნონ-რავიცი უნდა გაუხურო-შენი რა მიდის-ეცადეsmile.gif

პ.ს. ცუდი ბრენდი არაა კლაინი მაგრამ დიდი ხანია არ მიყიდია მაგის სუნამოები..ერთადერთი თრუსი მინდოდა ბოლოს და დეოდორანტი ვიყიდე სტიკი და ძალიან კმაყოფილი ვიყავი..წარწერა არ უნდა ჰქონდეს მეც ასე მახსოვს..ოო ამას არ ვერლოდი:0

Posted by: Khatuta 18 Jul 2018, 00:55
საიტის ჩათში მივწერე და ეგრევე მიპასუხა ოპერატორმა - სამწუხაროა რომ ფეიკი გამოდგაო, გამომიგზავნით PDF ფაილსო რომელიც უნდა დავაწებო ეიფორიას და გადავუგზავნო უკან და შეგიცვლითო. კვირის ბოლოს მივხედავ ამ ამბავს, ახლა გავდივარ ქალაქიდან, საჩალიჩოა, რამდენად გამომივა არ ვიცი, ძალიან იმედგაცრუებული დამტოვა Fragrancenet-მა, არადა უკვე 7-8 სუნამო მაქვს ამათგან გამოწერილი და ყოველთვის კმაყოფილი ვიყავი...

Posted by: akako78 18 Jul 2018, 05:56
Khatuta

ხო უნდა გაუგზავნო..მე მგონი ბარამი აგზავნის უკან რაღაც სერვისი აქვთ უფასო თუ რაღაც მაგდაგვარი უნდა გაარკვიო თორემ ისე შეიძლება ძვირი დაგიჯდეს(არადა საშინელი ჩამომტანია-ყოვლად გათახსირებულები არიან-წონაშიც იტყუებიან სხვას რომ დავანებოთ თავი -სუნამოს ყუთებს ისე კუჭავენ რომ შეგეგნანება კაცს..ახალი სუნამოს ცელოფნებს და ყუთებს გადაფუთვისას დანით სერავენ თუ ეჭრებათ-ზედ აკრავენ ხანდახან სუნამოს ცელოფანზე სკოჩით ჩამოტანის ინფოს და მერე ფენითაც რომ აძრო სკოჩის წებოვნება მაინც რჩება ზედ..)

Posted by: Khatuta 18 Jul 2018, 06:34
მადლობა ყურადღებისთვის, ბარამით ვსარგებლობ, თანხას არ დავეძებ რაც დაჯდება, ისე ვარ აჭრილი უნდა მოვიშორო ეს სუნამო

Posted by: rezi0881 21 Jul 2018, 20:43

დღეს მუგლერ კოლონი დავტესტე, კარგი და ხარისხიანი კოლონია, მშვენიერია ცხელი დღეებისთვის, საპნისებრ/ციტრუსოვანი სურნელია, მართლა რა ძალიან მაგრად გავს ქრიდის ორიგინალ ვეტივერს, ქრიდს აქვს რაღაც თავისებული, უფრო ელეგანტული, ქრიდისებური რომელიც უფრო მომწონს, მაგრამ მინდა ვთქვა მუგლერიც ძალიან კარგია ფასთან ხარისხთან მიმართებაში მშვენიერი საზაფხულო არომატია.

user posted image

ამდენი ხანი ვათვალიერებ რაღაცეებს და პირველად ვნახე ბლოტერზე Amouage Epic Man ნამდვილი ამუაჟისებური ამუაჟი, ამუაჟის ხასიათში.. ნამდვილი აღმოსავლური არომატი, სამი მკვეთრი ნოტა რომელიც იგრძნობა და პირამიდაში თამაშობს. უდი, საკმეველი და ტყავი.. ძალიან მსუბუქად ენიმალიქ. თითქოს რაღაც სიფრეშეც დაყვება, მივამსგავსე Green Grassy spicy, სიფრეშეს მაგრამ ვერ იტყვი რო გამოკვეთილად, უფრო ქვედა ნოტებია, ძალიან მდგრადი და კომპლექსური, ელეგანტური აღმოსავლური არომატია, ცოტათი მივამსგავსე Oud Essentiel Guerlain-ს მაგრამ მგონი ამუაჟი უფრო უკეთესია.

user posted image

* * *

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და პოპულარული ნიშე ბრენდი დაემატა არომა ბუტიკს Masque Milano მომხიბვლელი პრეზენტაცია, ლამაზი შუშა Eau de Parfum 35ml, რევიუებიდან ვიცნობდი ამ ბრენდს და ძალიან მაინტერესებდა L'ATTESA ირისის თემაში ერთერთი პოპულარული და რეიტინგული სუნამოა, ტყუილად არ აქებდნენ მართლაც ძალიან სასიამოვნო არომატია, გახსნა მკვეთრი და სასიამოვნო, შუშხუნა შამპანურის სურნელით.. ჩემ კანზე ნამდვილი უნისექსია, სულ სხვანაირს ვფიქრობდი უფრო ქალის სუნამოდ წარმომედგინა.. ირისი არ არის ისეთი ფემინინური როგორიც სხვა სუნამოებში შემხვედრია, ძალიან დაბალანსებული და კარგად დამუშავებულია ირისი და ტყავი, ტყავი ძალიან მსუბუქია უფრო ზამშისებრი, Soft.. რაღაც სიფრეშე და მსუბუქად სიგრილეც დაყვება, მაგრამ არა ციტრუსოვანი, თუმცა ბერგამოტი და ნეროლიც აქვს.. სხვა დანარჩენებიც საინტერესო და ძალიან კარგი არომატებია.. smile.gif

user posted image

Posted by: fujita 25 Jul 2018, 17:27
ბიჭებო ეს როგორი სუნამოა? რა სტილის სუნი აქვს
აქ ვიღაც წერდა მგონი ამაზე და იქიდან მახსოვს
ვერ ვერკვევი სუნამოებში და ადგილზე არის გაყიდვაში რომ ვნახო?
იაფიანი როა მაგიტომ მოვინდომე ეს rolleyes.gif
https://www.amazon.com/gp/product/B000FJVQ0Y/ref=ox_sc_saved_title_3?smid=ATVPDKIKX0DER&th=1

Posted by: rezi0881 26 Jul 2018, 22:19
fujita

არ იყიდება პერი ელისი საქართველოში მე რამდენადაც ვიცი.
ეგ სუნამო გავს https://www.fragrantica.com/perfume/Giorgio-Armani/Acqua-di-Gio-410.html
აქუა დი ჯიო დატესტე და მაგის მიხედვით გადაწყვიტე, მე მაქვს, თავის ფასში ხარისხიც მშვენიერია,
100 მლ ეძებე უფრო 18-20 დოლარად იპოვი მე ამაზონზე ვიყიდე ადრე..

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ყველაფრისგან განსხვავებული, რაღაც უცხო და თანამედროვე, კონტრასტები რომელიც საუკეთესოდ ერწყმის, ეს არის პარფიუმერული ნოტების ჰარმონია, Music For a While, ნიშე სუნამოს ერთერთი ძალიან პოპულარული ბრენდი, რომლის სუნამოს შექმნაზე ყოველთვის მაესტრო პაფუმერები მუშაობენ, Frederic Malle.

user posted image

Posted by: პიანისტი 26 Jul 2018, 22:35
rezi0881
ვერ დავტესტავ ფრედერიკს თბილისში?



.........

Posted by: rezi0881 27 Jul 2018, 00:20
პიანისტი

არ აქვს ჩვენთან Frederic Malle.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

Maison Margiela Replica

ეს ბრენდიც შემოვიდა, ახალია ჩვენთან, ვულე ვუ -ს აქვს, ძალიან კარგი და ხარისხიანი სუნამოებია,
მე By the Fireplace მაინტერსებდა, მომეწონა კიდეც მშვენიერია, ზამთარში იქნება პირდაპირ ის სუნამო რომელიც ბუხარში დანთებული ცეცხლის სითბოს და სიმყუდროვეს შეგიქმნით. smile.gif მართლაც რომ მასეთია smile.gif სხვა დანარჩენებიც მშვენიერია, საინტერესო ბრენდი ჩანს.

user posted image

Posted by: fujita 27 Jul 2018, 15:32
rezi0881
QUOTE
არ იყიდება პერი ელისი საქართველოში მე რამდენადაც ვიცი.
ეგ სუნამო გავს https://www.fragrantica.com/perfume/Giorgio...di-Gio-410.html
აქუა დი ჯიო დატესტე და მაგის მიხედვით გადაწყვიტე, მე მაქვს, თავის ფასში ხარისხიც მშვენიერია,
100 მლ ეძებე უფრო 18-20 დოლარად იპოვი მე ამაზონზე ვიყიდე ადრე..

მადლობა ძმაო გამოხმაურებისთვის alk.gif

Posted by: carona 27 Jul 2018, 19:48
QUOTE (rezi0881 @ 13 Jul 2018, 22:37 )
ისევ უდი love.gif საუცხოოდ ლამაზი, განსხვავებული..

SoOud - Jadab

user posted image

გამარჯობა . ეგ სუნამო სად შეიძინეთ?

Posted by: rezi0881 30 Jul 2018, 22:23
carona

გამარჯობა, საქართველოში არ შემიძენია.
გამომიგზავნეს ევროპიდან.

Posted by: nat_nat777 2 Aug 2018, 12:43
სეფორას მაღაზიაში (ონლაინ არა, ისე მაღაზიაში) ნაყიდი სუნამო შეიძლება რომ არაორიგინალი იყოს? YსL-ის ბლექ ოპიუმი ვიყიდე და 30 წუთში ქრება სუნი. :/

Posted by: nutsiko 2 Aug 2018, 14:47
ტომ ფორდის თამბაქო და ვანილი ძალიან მომეწონა.
საკმაოდ მაღალია ფასი.
სადმე შეიძლება ვნახო უფრო დაბალ ფასად, ვიდრე ქართულ მაღაზიებშია?
პ.ს. ამაზონზეც საკმაოდ ძვირია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რამდენად ორიგინალია.


Posted by: Wrest 2 Aug 2018, 20:08
nat_nat777
აგვისტოში რატო იყიდე ბლექ ოპიუმი? biggrin.gif
ორიგინალი იქნება წესით. არა ორიგინალს შეატყობ შუშაზეც, შეფუთვაზეც, ყუთზეც და რა ვიცი ყველაფერზე.. უხარისხო იქნება.
ზოგადად კი დიდად გამყოლი სუნამო არაა ისე ბელქ ოპიუმი.

nutsiko
ტომ ფორდი ძვირია საქართველოშიც და ანტარქტიდაზეც, იაფად ტყუილად ეძებ.
ამაზონს რაც შეეხება მანდ არაორიგინალი ჯერ არაფერი მინახავს biggrin.gif

Posted by: nutsiko 2 Aug 2018, 21:41
Wrest
ანტარქტიდაზე არ იყიდება sad.gif
ვიჩუქებ ამ სუნამოს.

აიზენბერგიც მომეწონა.
გერლენს ჰქონია ახალი კიდევ.

Posted by: rock in rose 2 Aug 2018, 21:42
nat_nat777
QUOTE
სეფორას მაღაზიაში (ონლაინ არა, ისე მაღაზიაში) ნაყიდი სუნამო შეიძლება რომ არაორიგინალი იყოს? YსL-ის ბლექ ოპიუმი ვიყიდე და 30 წუთში ქრება სუნი. :/


თუ სეფორაში იყიდე ორიგინალი იქნება აუცილებლად, უბრალოდ შეიძლება შენ ვეღარ გრძნობ მის სუნს. ძალიან ხშირად დამმართნია მასე.


Wrest
QUOTE
აგვისტოში რატო იყიდე ბლექ ოპიუმი?


ჩემთვის არ აქვს სუნამოს სეზონი, უფრო სწორედ აღარ აქვს. ადრე ძალიან ვყოფდი, გაზაფხულზე სხვას ვხმარობდი, ზაფხულში სხვას და ა.შ. სხვადასხვა ამინდშიც სხვადასხვა სუნამო მესხა. ახლა კი მთავარია სუნი მომეწონოს და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში დავისხამ, უბრალოდ ყოველთვის ვაკონტროლებ რამდენჯერ ვიპკურებ, რომ სხვა არ შევაწუხო, თან მეც ბედნიერი ვიყო biggrin.gif
ზაფხულში მაგალითად Kilian-ის Love, don't be shy-ს 2-ზე მეტად არ მივიპკურებ.

Posted by: Wrest 2 Aug 2018, 22:10
rock in rose
როგორ არ აქვს ნუ გადამრევ ეხლა biggrin.gif
არ გაწუხებს კიმარა?
ზამთარში რასაც ვისხამ ის, რომ დავისხა ეხლა ხომ ჩამეხუთა გული და სული ისედაც იგუდება ქალაქი biggrin.gif
თუ სუნამოს ტოპ ნოტების მიხედთვიდ შეუხამებ სეზონს და დღის პერიოდს მის "გემოს" ბევრად უფრო კარგად გაიგებ, მითუმეტეს თუ ნიშ პარფიუმერიის მომხმარებელი ხარ.

პ.ს. სხვათაშორის თბილისში ხშირად შეუწუხებივარ მაგ ფაქტს, რომ ქალს/გოგოს ასხია 45 გრადუს სიცხეში არასეზონური, ტკბილი სუნამო და თან უუუუუამრავი sad.gif

nutsiko
არ მიყვარს ტომ ფორდი.
ჯერ ჩემი მოსაწონი ვერაფერი შექმნეს.. ერთადერთი უდ ვუდშს ვიყიდიდი 3ჯერ იაფი თუ ეღირებოდა, ისე არა biggrin.gif

გერლენს რაც შეეხება ჩემი რეკომენდაცია პასიფლორას love.gif

Posted by: rezi0881 2 Aug 2018, 22:24
nutsiko

Tobacco Franck Boclet - https://www.fragrantica.com/perfume/Franck-Boclet/Tobacco-29147.html

ეს სუნამო ძალიან გავს, ტობაკო ვანილის მშვენიერი ალტერნატივაა,
არომა ბუტიკში იყიდება, 50 მლ როგორც მახსოვს 250 ლარამდე ღირს,

Posted by: nat_nat777 2 Aug 2018, 22:35
Wrest
გემოვნების ბაზარია smile.gif მე მაგალითად გრილ, ფრეშ, ციტრუსებს და წყლის სუნებს ვერ ვეგუები smile.gif ყოველთვის თითქმის ერთი და იმავე შემადგენლობის სხვადასხვა სუნამოებს ვარჩევ და ყველა მძიმე, მძაფრი და შლეიფიანია )) ისე განწყობის მიხედვით მასხია smile.gif აი ამ სიცხეში და ხვატში მაგრად მომწონს მუგლერის ეინჯელი smile.gif ბლექ ოპიუმი სულ მომწონს და შანსი როგორც კი ჩამივარდა ეგ ვიყიდე smile.gif უხარისხო რატო იყიდება ? sad.gif ლუტეციას თუ ვულევუს ტესტერი მქონდა და დიდხანს ძლებდა და ბოთლი , კოდი და ა.შ იდენტურია.
პ.ს ა, აი ტომ ფორდიც. არ გყვარებიათ მე კიდევ მგონი 90% ი პროცენტი მისი სუნამოების ჭკუის გადაკეტვამდე მომწონს smile.gif
* * *
rock in rose
აუ, დიდი იმედი მაქვს მასეა sad.gif(

Posted by: nutsiko 2 Aug 2018, 22:56
Wrest
გერლენს ჰქონია ექსკლუზივები, საკმაოდ მაღალ ფასებში. საუცხოო სურნელით.
რჩევას მივყვები და ვნახავ.

rezi0881
ეგ ჩემი რჩეული სუნამოა. ფრანკმა ტომის ვანილა თობაქო მაპოვნინა.
კიდევ ექნება ვინმეს ვანილიანი და თამბაქოს მაგვარი.

Posted by: rezi0881 2 Aug 2018, 23:06
nutsiko

აი ესეც გავს https://www.fragrantica.com/perfume/Atkinsons/The-Odd-Fellow-Bouquet-18973.html
მოსინჯეთ ატკინსონი, უფრო მსუბუქია მაგათთან შედარებით მაგრამ სასიამოვნო სუნამოა.
თუ კონკრეტულად ვანილები გაინტერესებთ გერლენის ექსკლუზივები არის N1 ყველა კარგია მაგრამ ეს უფრო მომწონს Spiritueuse Double Vanille

Posted by: Wrest 2 Aug 2018, 23:31
nat_nat777
ჩემს შემთხვავაში ნამდვილად არაა გემოვნების ამბავი biggrin.gif
მეც უდი, მუშკი და ტყავი მიყვარს ყველაზე მეტად მაგრამ ზაფხულში არაა.
უბრალოდ 5ჯერ უფრო მეტად დამცხება ის რომ დავისხა რასაც ზამთარში ვისხამ biggrin.gif


Posted by: 4L3X 2 Aug 2018, 23:57
nat_nat777
აუ რას ამბობ ზამთრის მძიმე სუნამოები ზაფხულში რომ დავისხა ცხვირიდან სისხლი წამომივა ალბათ. biggrin.gif

Posted by: nat_nat777 3 Aug 2018, 13:59
.............................................
* * *
4L3X
QUOTE
აუ რას ამბობ ზამთრის მძიმე სუნამოები ზაფხულში რომ დავისხა ცხვირიდან სისხლი წამომივა ალბათ.


ჩემს შემთხვევაში ასე ვახ :დ აი, გერლენის შალიმარი მასხია ხოლმე lol.gif და ძალიან კომფროტულად ვარ, უბრალოდ გარშემომყოფთა აზრი არ ვიცი biggrin.gif უბრალდო, ზაფხულობით მიმუშავდება სუნამოს მიპკურების კულტურა : ) ცოტას ვისხამ ხოლმე : ))

Wrest
QUOTE
მეც უდი, მუშკი და ტყავი მიყვარს ყველაზე მეტად მაგრამ ზაფხულში არაა.


ტყავს ვერანაირ ბრუნვაში ვგუობ smile.gif ჩემს დას მოწონს და საკმაოდ სერიოზული სუნამოები აქვს მისი შემცველობით და ვცადე რამდენჯერმე smile.gif მაგრამ წელიწადის 4 -ვე დროს მგუდავს და მახრჩობს smile.gif

Posted by: nutsiko 3 Aug 2018, 15:36
rezi0881
გერლენის ექსკლუზივებში რომი და ვანილი მომეწონა.
ძალიან კარგია, ასევე, გარდენია.
მადლობა რჩევისთვის. იმ სუნამოსაც ვნახავ აბა smile.gif

Posted by: rezi0881 3 Aug 2018, 23:14
nutsiko

არ ვიცი რომელს გულისხმობ, ალბათ ამას? https://www.fragrantica.com/perfume/Guerlain/Spiritueuse-Double-Vanille-38809.html
საინტერესო ჩანს ეგ მაგრამ საქართველოში არ იყიდება.

Posted by: BadKid 4 Aug 2018, 14:52
- - - - - - - - - - - - - - -
თითქმის ყველა სუნამოს აქვს თავის ტარების პერიოდი (სეზონი) გამონაკლისების გარდა
ძალიან მიყვარს ტომ ფორდის უდ ვუდი, შემიძლია ყველა სეზონზე ვატარო, მაგრამ ვიღაცას გავგუდავ.. ამიტომ ზაფხულში არ ვატარებ
სამწუხაროდ გოგოებისგან არის საკვირველი ის ფაქტი რომ ვერ ხვდებიან ტკბილი რო ზაფხულში არ უნდა ატარო ან ფრეშ სუნამო ზამთარში არ უნდა ატარო
აი ეს ფენომენი მაკვირვებს კიდე.. მე ცივი სუნამოები მიყვარს ან რაღაც.. ჩემი აზრით ეს იგივეა რომ კითხავ როგორი მუსიკა გიყვარს და გიპასუხებს ჩქარები ან ნელები biggrin.gif
=====================================================================================
user posted image
=====================================================================================
Carthusia Terra Mia: ზოგადად მიყვარს ყავის სუნამოები და ძალიან მაინტერესებდა ეს სუნამო
ძალიან კარგი სუნამო აღმოჩნდა, უგემრიელესი და კარგად დაბალანსებული.. კარგი შლეიფი, კარგი ხანგრძლივობა
უნისექსია ნამდვილად.. კილიანის ბლექ ფანტომის მერე ყავის თემაში ძააან მაგარია
გავს მონტალის ინტენს კაფეს.. მონტალი უფრო ვარდისკენ მიდის და უფრო ქალისკენ იხრება.. ეს კი რბილად ჯდება
ფასიც ნორმალური აქვს
=====================================================================================
user posted image
=====================================================================================
Maison Martin Margiela Music Festival რეპლიკას ხაზი საოცარია ზოგადად.. ნიშ ხარისხია უდავოდ
ეს სუნამო მომეწონა ძალიან განსხვავებული სუნი აქვს
მთავარი ნოტები:
Cannabis accord, Patchouli Essence, Leather accord
By the Fireplace და Jazz Club ზო საერთოდ საოცარი სუნამოებია ..
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

Posted by: nat_nat777 5 Aug 2018, 13:09
BadKid
სუნამოს ვისხამ ჩემი კომფორტისთვის და ბედნიერებისთვის და რაც მიყვარს, ყველა სეზონზე მიყვარს smile.gif ძალიან ბევრი მაქვს უბრალოდ და ნუ ხასიათIს მიხედვით ვარჩEვ ხოლმე (არა სეზონის) smile.gif და ვერ ვდარდობ იმაზე ვაიმე, ვინმე გამვლელს დისკომფორტს ხომ არ ვუქმნი smile.gif მუსიკის მაგალითი საერთოდ ვერ გამოხატავს იმას რისი თქმაც გსურდათ : )))))

შეიძლება ძალიან ფრეში, გრილი, საგულდაგულოდ ნარჩევი და ზაფხულის სეზონისთვის 100% ადეკვატური არომატი ატაროთ მაგრამ მე მაგან მომახრჩოს smile.gif ინდივიდუალურია, ასე რომ ნუ გიკვირთ ასე ძალიან smile.gif

ამ ზაფხულს ყველაზე ხშირად ვატარებ როუზ უდს smile.gif)) და ვფიქრობ მხოლოდ ჩემს თავზე facepalm.gif

Posted by: rock in rose 5 Aug 2018, 16:04
BadKid
QUOTE
თითქმის ყველა სუნამოს აქვს თავის ტარების პერიოდი (სეზონი) გამონაკლისების გარდა
ძალიან მიყვარს ტომ ფორდის უდ ვუდი, შემიძლია ყველა სეზონზე ვატარო, მაგრამ ვიღაცას გავგუდავ.. ამიტომ ზაფხულში არ ვატარებ


ცოტას თუ დაისხამ არავის არ გაგუდავ, აქ ჩვენ ვამბობთ, რომ ნაკლებს ვისხამთ და ეგაა.

სუნამოში არ ვბანაობ და სახლიდან გასვლის წინ მთელ ფლაკონს არ ვისხამ. 2 მიპკურებით კიდე არაფერი შავდება biggrin.gif

QUOTE
სამწუხაროდ გოგოებისგან არის საკვირველი ის ფაქტი რომ ვერ ხვდებიან ტკბილი რო ზაფხულში არ უნდა ატარო ან ფრეშ სუნამო ზამთარში არ უნდა ატარო


ჩემი მეგობარი ზამთარ-ზაფხულ შანელის "ფრეშს" ატარებს, აი სხვა სუნამოს ვერ ეგუება, ვერ წარმოუდგენია და რახან მასისთვის ზაფხულის სუნამოდ ითვლება ზამთარში არ დაისხას ხოლმე? biggrin.gif

ნუ შევიბოჭავთ თავს მეგობრებო რაღაც სტერეოტიპებით smile.gif


Posted by: rezi0881 5 Aug 2018, 21:54

2010 წელს გამოშვებული ავენტუსი დღემდე ერთერთი ყველაზე პოპულარული სუნამოა.
რამდენმა ბრენდმა დააკოპირა ავენტუსი აღარც ვიცი, მაგრამ ამ ახალ ბრენდებში თუ აღმოვაჩენდი არ მეგონა.
ორივე ნიშე და ძვირიანი ბრენდია, ორივე ძალიან გავს ავენტუსს, ორივე კარგია მგონი გრითთი უფრო ფრეშისკენ მიდის..

Time To Target M.INT for women and men

user posted image

Decimo Gritti for men

user posted image


Posted by: BadKid 5 Aug 2018, 22:40
QUOTE (nat_nat777 @ 5 Aug 2018, 13:09 )
BadKid
სუნამოს ვისხამ ჩემი კომფორტისთვის და ბედნიერებისთვის და რაც მიყვარს, ყველა სეზონზე მიყვარს smile.gif ძალიან ბევრი მაქვს უბრალოდ და ნუ  ხასიათIს მიხედვით ვარჩEვ ხოლმე (არა სეზონის)   smile.gif და ვერ ვდარდობ  იმაზე ვაიმე, ვინმე გამვლელს დისკომფორტს ხომ არ ვუქმნი smile.gif 

შეიძლება არ დარდობთ სხვებზე, მაგრამ ფაქტია რომ შეიძლება ძალიან აწუხებდეთ .. ამის გამო არ დაგიჭერენ biggrin.gif
---------------------------------------------------
QUOTE (rock in rose @ 5 Aug 2018, 16:04 )
ცოტას თუ დაისხამ არავის არ გაგუდავ, აქ ჩვენ ვამბობთ, რომ ნაკლებს ვისხამთ და ეგაა.

სუნამოში არ ვბანაობ და სახლიდან გასვლის წინ მთელ ფლაკონს არ ვისხამ. 2 მიპკურებით კიდე არაფერი შავდება

ზაფხულში 2 მიბრკურებაც საკმარისია ბლექ ორქიდის ან ოპიუმის რომ შეაწუხო სხვა ადამიანი.. თან ისეთი ჰაიპია ამ 2 სუნამოზე smile.gif
--------------------------------------------------
QUOTE (rock in rose @ 5 Aug 2018, 16:04 )
ჩემი მეგობარი ზამთარ-ზაფხულ შანელის "ფრეშს" ატარებს, აი სხვა სუნამოს ვერ ეგუება, ვერ წარმოუდგენია და რახან მასისთვის ზაფხულის სუნამოდ ითვლება  ზამთარში არ დაისხას ხოლმე? biggrin.gif
ნუ შევიბოჭავთ თავს მეგობრებო რაღაც სტერეოტიპებით smile.gif

სტერეოტიპებით თავს რომ არ ვიბოჭავ თავს იმიტომ დავწერე ჩემი აზრი wink.gif
თქვენი მეგობარი ერთ სუნამოზე მეტს რომ ვერ გუობს.. უბრალოდ არ ჩაუღრმავდა ზოგადად პარფიუმერიას
მსოფლიოში ალბათ 1000 ნიშ და ინდი ბრენდი არსებობს და თითოეულს ალბათ საშუალოდ 20 სხვადასხვა სუნამო აქვს გამოშვებული (დიზაინერს 2-ჯერ მეტი ალბათ)
როგორ შეიძლება ადამიანმა 1ის მეტი ვერ მოირგოს biggrin.gif უბრალოდ მისი კომფორტისთვის ეს სუნამო დამაკმაყოფილებელია და ეს გაგაგებიცაა
თუ კომფორტულად გრძობს თავს რათქმაუნდა უნდა ატაროს
მე ჩემი აზრი გავოთქვი და იმიტომ და ამიტომ ეგ უკვე სხვა თემაა smile.gif
---------------------------------------------------
rezi0881
გრიტი მეც გავსინჯე და მართლა გავს ავენტუსს.. უფრო ციტრუსებით იხსნება და როგორ ჯდება არ მინახავს.. კარგი სუნამოა

Posted by: პიანისტი 5 Aug 2018, 22:57
რა კარგია ისე წინა წლებთან შედარებით , უფრო გახშირდა სუნამოს მომხმარებელი, ელემენტალური ქუჩაში გავლისას გსიამოვნებს ადამიანს, მაგრამ ზოგს ბევრი ასხია და ზოგიც სხვა სეზონის სუნამოთი სარგებლობს.

Posted by: rezi0881 6 Aug 2018, 00:15
BadKid

კანზე ორივე კარგად ჯდება, Decimo უფრო მსუბუქია ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, უფრო ვერსიტალურია და სასიამოვნო გახსნა აქვს, აი ავენტუსთან ჩემი აზრით Time To Target უფრო ახლოს არის, არადა ეს უნისექსია მაგრამ უფრო მამაკაცისკენ მიდის ჩემთვის, თავიდან მგონი მუშკი იგრძნობა ბევრი არვიცი, ცოტა სტრანნია და მომძიმო თავიდან გახსნისას, მაგრამ ნელნელა გადის ეგ სიმძიმე და სულ უფრო და უფრო ემსგავსება ავენტუსს, უფრო მდგრადია Time To Target ორჯელ დავტესტე უკვე და იგივე აზრი დამრჩა, Decimo საც კარგი მდგრადობა აქვს სუსტი არც ეს არაა..

Posted by: Wrest 7 Aug 2018, 21:08
2ჯერ რო იპკურებ ტკბილ სუნამოს აგვისტოში იგივეა 7ჯერ რომ მიიპკურო biggrin.gif
პირადი კომფორტისთვის თუ ისხამთ მაშინ დაჯექით სახლში და დატკბით, როცა ხალხში გადიხარ ვალდებული ხარ, რომ შემაწუხებელი არ იყო.
შინაგანი კულტურის თემაა ეს უკვე და არანაირი კომპლექსი, ჩარჩოები და ა.შ.
სულ ჰეროდი, ქუირსი ან ნებისმიერი ჩემთვის უსაყვარლესი ზამთრის სუნამო რომ გესხას აგვისტოში, ჩემთვის მაინც შემაწუხებელი იქნები იგივე დონეზე, რა დონეზეც ოფლის ან ფეხის სუნით სხვა გვერდით მყოფი biggrin.gif
სამწუხარო რეალობაა მაგრამ ასეა..
არც მე მიყვარს ფრეშ სუნამოები დიდად ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, თუმცა რას ვიზამთ ჩვენი ყნოსვის ორგანო ასეა მოწყობილი, რომ სხვადასხვა სუნს ტემპერატურის მიხედვით სხვადასხვანაირად აღიქვამს.. smile.gif

Posted by: Arien 8 Aug 2018, 17:36
მესმის გოგონების,საყვარელი სუნამოები ყველა სეზონზე რომ შეუძლიათ იხმარონ smile.gif

წელს საგანგებოდ ზაფხულის სუნამო არ მიყიდია.Amazingreen-ს ვფიქრობდი,მაგრამ მსგავსი მწვანე XIX March მაქვს და გადავიფიქრე.
XIX March - მიუხედავად იმისა რომ ზაფხულის სუნამოა -მწვანე ფოთლები,ლავანდა და პიტნა, ცივ სეზონზე უფრო ვატარებდი.ამ ზაფხულს ჯერ არ მომნდომებია.
ივნისში ძირითადად NEJMA 6 და ELDO-ს Like This Tilda Swinton იყო ჩემი სუნამოები.ნეჟმა რამდენიმე წელია მაქვს,უნისექსია,ოდეკოლონისებრი,უდის ბაზაზე,ქოქოსის,მწვანე ვაშლის და საკმევლის არომატია.ძალიან მომწონს,ოღონდ მხოლოდ ზაფხულში. Like This - უკვდავა + გოგრა და გამხმარი ბალახი. ბავშვობასთან და ზაფხულთან ასოცირდება.სოფელში,მთის სახლში გირლიანდებად ჰქონდათ დაწნული უკვდავა და კიდევ ათასი მცენარე,ხან სამკურნალოდ და ხან როგორც ჩაის ისე გვასმევდნენ.ბევრს არ მოსწონს,მაგრამ არ არის შლეიფური და გამყოლი,ამიტომ მხოლოდ ჩემთვისაა.
ივლისი ძალიან სტრესული იყო,სუნებსაც ვერ ვგრძნობდი.Boss Nuit Pour Femme და Lete en Douce იყო გამოსავალი.დატესტილია,არავინ არასდროს არ შეწუხებულა ამ არომატებით.ძირითადად სამსახურში,ოფისში ვხმარობ.
ახლა მინდა tulaytulah - თბილი,კომფორტული და დამამშვიდებელი. ისე ზამშის, ნუშის და ალუბლის არომატია smile.gif
ალბათ ბევრს ესეც არ მოეწონება,მაგრამ კანთან ახლოს ჯდება და არავინ არ წუხდება.

Posted by: nutsiko 8 Aug 2018, 22:22
rezi0881
ეგეც რაღაც კარგი ჩანს. ვნახავ.
მე ისევ გერლენს დავტრიალებ.

Posted by: nat_nat777 9 Aug 2018, 14:43
Arien
ამ მაჟDა ბეკალის სუნამოს რა საინტერესო შეფუთვა აქვს smile.gif ისე არომატი არც ერთი მისი სუნამოსი არ ვიცი smile.gif არომატეკაში იყიდება? smile.gif


საკმეველი თუ მოგწონთ სუნამოებში მონტალის ფულ ინსენსს აქვს მკვეთრად გამოხატული smile.gif სხვადასხვა ნოტებში არ გადადის smile.gif დასხმის მომენტიდან ბოლომდე ერთი და იგივე ,,ნეტარის” სურნელება დაგყვება givi.gif მაგრამ რაღაცნაირად მომწონს მაინც yes.gif

Posted by: Arien 10 Aug 2018, 18:49
nat_nat777
QUOTE
ამ მაჟDა ბეკალის სუნამოს რა საინტერესო შეფუთვა აქვს  ისე არომატი არც ერთი მისი სუნამოსი არ  ვიცი  არომატეკაში იყიდება?


არომათეკაში არ ვარ ნამყოფი,არ ვიცი.ლუტეციაშია,გალერიის,პეკინის და ვაკის ფილიალში აქვთ.
ამ ბრენდს სავარაუდოდ აღარ შემოიტანენ,ამიტომ 50% ფასდაკლებით ყიდიან.ეს ჩემი აზრია smile.gif ფასები გადამოწმებული მაქვს საიტებზე და ჩვენთან მართლა კარგ ფასად იყიდება.
შეფუთვა ლამაზია,განსაკუთრებით ცისფერი მომწონს,არომატებიც ცნობილი პარფიუმერების შექმნილია,თუ ნახავთ,უცებ არ შეაფასოთ.მიეცით შანსი smile.gif
ჩემი აზრით საინტერესო და ხარისხიანი სუნამოებია.

QUOTE
საკმეველი თუ მოგწონთ სუნამოებში მონტალის ფულ ინსენსს აქვს მკვეთრად გამოხატული  სხვადასხვა ნოტებში არ გადადის  დასხმის მომენტიდან ბოლომდე ერთი და იგივე  ,,ნეტარის” სურნელება დაგყვება    მაგრამ რაღაცნაირად მომწონს მაინც 


ოო,საკმეველი მიყვარს,ვნახავ მაგასაც,მონტალი მომწონს,მაგრამ ძალიან შლეიფურია და ხმარება მიჭირს.
ეს მაქვს - Rock Crystal love.gif

Posted by: H20 10 Aug 2018, 19:23
ფიფლ, Juliette Has A Gun -ის ახალი სურნელი ხომ არ გინახავთ როგორია ?!

user posted image

პ.ს. ისე, თითქმის ყველა ნიშ სუნამოს მწარმოებელს აქვს 1 სუნამო მაინც რუსეთთან კავშირში.
საბოლოოდ, მაინც ყველაფერი კომერციულია, მომხმარებლის საამებლად გათვლილი, მაღალი მოდაც კი smile.gif)

Posted by: rezi0881 12 Aug 2018, 17:07

დღეს დავტესტე გერლენის Musc Noble იგივე მიმართულების სუნამოა რაც ამ ხაზის სხვა სუნამოები, აღმოსავლური, გავს ამავე ხაზის Santal Royal -ს, ამის სუსტი ვერსიაა თითქმის, სანტალი უდით კიდევ უფრო საინტერესოა, თუმცა დიდად არც ეგ მომწონს, მაგრამ ამას კი მირჩევნია..

user posted image

მამაკაცის ერთერთი ძალიან კარგი ციტრუსოვანი სუნამო,
იმაზე ძვირფასი სუნელი აქვს და ხარისხი ამ სუნამოს ვიდრე ღირს,
კლასიკურ/მასკულინური, სასიამოვნო ფრეშ ციტრუსები, ხის ნოტები, (მაგრამ არა უდი)

user posted image

Posted by: nutsiko 13 Aug 2018, 00:35
rezi0881
ვატყობ, ერთნაირი გემოვნება გვაქვს.
ველოდები, კიდევ საინტერესო რომელ სუნამოს აღწერ. რაც ჩამოთვალე, უმეტესობა დამიტესტავს.

Posted by: rezi0881 13 Aug 2018, 15:19
nutsiko
QUOTE
ვატყობ, ერთნაირი გემოვნება გვაქვს.

ძალიან კარგი.. smile.gif გერლენის ეგ ხაზი მაინცდამაინც არ მომეწონა გამოკვეთილად აღმოსავლურებია.
საინტერესო თუ რამე აღმოვაჩინე დავწერ smile.gif მაინტერესებს რამოდენიმე ახალი ბრენდის სუნამო..
წინა თემაში იმდენი ვწერეთ მგონი გავიარეთ ყველაფერი biggrin.gif




Posted by: nutsiko 13 Aug 2018, 15:38
rezi0881
შევთანხმდით.



..........

Posted by: Pyramid_of_Cheops 13 Aug 2018, 15:47
არი რამე სხვაობა ხარისხში დუტიში ნაყიდსა და ისი-პარიში ნაყიდ პროდუქციას შორის?

Posted by: rezi0881 13 Aug 2018, 22:22
Pyramid_of_Cheops

სხვაობა არაფერი არ იქნება, მე პირადად დუტიფრიში არაფერი მიყიდია მაგრამ, არც არავისგან გამიგია ვინმეს პატენტი ეყიდა მანდ.
ასევე ისი-პარი, ავთენტური პროდუქცია იყიდება მანდაც. სხვაობა იქნება ფასი, სადაც იფად ნახავ იქ იყიდე..

Posted by: nutsiko 13 Aug 2018, 22:24
rezi0881
განსაკუთრებით თუ ფასდაკლებებია დიუთიფრიში, მაშინაა კარგი.
ხარისხი ერთია ხოლმე.
ნამდვილად ღირს ფასის თვალსაზრისით დიუთიში ყიდვა.

Posted by: Pyramid_of_Cheops 13 Aug 2018, 23:36
rezi0881

მადლობა

Posted by: BadKid 18 Aug 2018, 20:09
user posted image
=====================================================================================
Acqua di Parma Colonia Intensa Oud Eau de Cologne Concentree for men:
=====================================================================================
რამოდენიმე თვის წინ გავსინჯე და დავწერე რომ დიად ვერ მოვიხიბლე ამ სუნამოთი.. სემპლი არ მქონდა ხელზე დავისხი ერთხელ
Acqua di Parma ხაზიდან სუნამო არ არსებობს რომ არ მომწონდეს და რაღაც ვერ დავიჯერე რომ უდით ვერ მოვიწონე
სანდო წყარომ გამომიგზავნა 10მლ .. იუთუბერია freddiefragz თუ გაგიგიათ.. კარგ ფასში აქვს ხოლმე სემპლები
მოკლედ სუნამო არის უმაღლესი დონის.. მდიდრული, ელეგანტური, მამრული, ძლიერი ხასიათით
აბსოლიტურად უნივერსალურია.. არ არის ტიპიური ძლიერი უდი.. უფრო ფრუქტებთან არის შეზავებული და ძალიან კარგი შერწყმაა
26-30 გრადუსში მესხა და ძალიან მსიამოვნებდა ისეთი კარგი სატარებელია..
სეზონი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარში უფრო შენობაში თუ ატარებთ
გამძლეობა ჩემს კანზე დაახლოებით 5-6 საათი.. შლეიფი 1 საათი
ჩემი შეფასება 10/10 შედევრ
მასთ ჰევ
=====================================================================================
user posted image
=====================================================================================
Arabian Oud Kalemat for women and men
=====================================================================================
ძალიან აქებენ პარფიუმ გურმანები ამ სუნამოს და მე დავტესტე..
პარფიუმერული სახლი Arabian Oud ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს აღმოსავლეთში და ახლა უკვე ევროპასაც მოედო
საუდის არაბეთში საკმაოდ კარგი ხარისხის სუნამოები იქმნება და გამონაკლისი არც ესაა
ვისაც პარფიუმერიაში განსაკუთრებით ამბრას ნოტი გიყვართ.. აუცილებლად უნდა გასინჯოთ ძალიან მაგარი სუნამოა
ამბრა,თაფლი და მოცვის კომბო ძალიან კარგ ატმოსფეროს ქმნის
ზამთრის სუნამოა სხვა სეზონზე ალბათ ვინმეს გაგუდავთ
გამძლეობა აქვს... მოკლედ 2 დღე ალბათ biggrin.gif
=====================================================================================





Posted by: rezi0881 19 Aug 2018, 20:20

- - - Summer Time - - -

Jul et Mad Paris - Aqua Sextius

მზე, ზაფხული, ზღვა, ციტრუსები, ზღვის ნიავი, სუფთა ჰაერი, და მსგავსი შეგრძნებები.
ალბათ ერთერთი ყველაზე ხარისხიანი ციტრუსოვანი სუნამოა რაც აქამდე მინახავს,
ვერ მივამსგავსე ვერაფერს, ერთი შეხვედით ვერსიტალური სუნამოა, მაგრამ ამავე დროს ძალიან უცხო.
ბევრი ძებნის შემდეგ, აღმოვაჩინე არომა ბუტიკში..

user posted image


Posted by: akako78 19 Aug 2018, 21:38
rezi0881
მშვიდობაში რეზი..მაგარი ჩანს-თან შენ რომ ასე ახასიათებ მეც დარწმუნებული ვარ მომეწონება!დავტესტავ და ჩემს აზრს გეტყვი..

Posted by: rezi0881 19 Aug 2018, 22:22
akako78

მადლობა აკაკო.. თუ აკვირდები განხილვებს ბოლო დროს აიტაცეს ლეღვის სუნამოები, მე რაშიც ვნახე არაფერი მომეწონა ყველაფერი ძაან სტრანნი იყო, ამის პირამიდა არც ვიცოდი მერე ვნახე და ამასაც აქვს, ოღონდ აქ სხვანაირადაა, იგრძნობა კიდეც მსუბუქად სასიამოვნოდ, სულ სხვანაირად ისმის, ციტრუსები, აქუათიქ, ცოტა ფრეშ ხილი, რაღაც ასეთია, ნახე რო მოახერხებ.. smile.gif

Posted by: B.Siegel 22 Aug 2018, 22:39
გრილი მამაკაცის სუნამოები ვის რა გაქვთ გასაყიდი?

პ.ს ნორმალურ ფასად მინდა))))

Posted by: sunamo 24 Aug 2018, 13:34
B.Siegel
მე მაქვს ივსან ლორანის ლომ ულტიმ 100 მლ.
Yves Saint Laurent L'Homme Ultime 100 ml.
ლუტეციაში ღირს 368 ლარი.
მე ამაზონზე ვიყიდე, ეხლა ჩამოვიდა. გადავწყვიტე გავყიდო დო ბლუ დე შანელი ვიყიდო.
დამიჯდა 260 ლარი. 250 ლაპად გავყიდი

user posted image

Posted by: პითონი 25 Aug 2018, 17:04
ისევ ეს ვიყიდე...
ძალიან მაგარია რა

ფასდაკლება იყო ისიპარიში


348 ლარი ღირდა და 243 დამიჯდა.

user posted image

Posted by: rezi0881 26 Aug 2018, 00:05
Carner Barcelona -ს სამი ახალი სუნამო არომა ბუტიკში,

user posted image

Megalium
Ambar Del Sur
Botafumeiro

სამივე ძალიან კარგი და საინტერესო სუნამოაა, Ambar Del Sur ზამთარში ალბათ უფრო მომეწონება მაგრამ ეხლაც მშვენიერი იყო, რაღაცნაირი პლოტნი და მსუყე არომატია, ამბრა ვანილი, ტონკა, myrrh იგივე მური, მცენარეებზე წარმოქმნილი სურნელოვანი ფისოვანი ნივთიერება, აქტიურად იყენებენ პარფიუმერიაში, ასევე რელიგიური დატვირთვით საკმეველად, მსუბუქდ ვგრძნობ ისეთი შეგრძნება მრჩება სადღაც მსგავსი საკმეველის სუნს შევხვედრილვარ.. მსგავსი არომატების მოყვარულებს მოგეწონებათ ნამდვილად..

Botafumeiro ძალიან საინტერესო სუნამო, როგორც ვიცი გამოყენებულია იმ ტიპის საკმეველი რომელსაც იყენებენ ესპანეთის ქალაქ სანტიაგო-დე-კომპოსტელას საკათედრო ტაძარში, სუნამოს სახელიც მას უკავშირდება, და ბრენდიც ასევე ესპანურია, საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ინფორმაციაა ვისაც გაინტერესებთ ლინკს დავდებ.. http://en.wikipedia.org/wiki/Botafumeiro სმოუქი ნოტები იგრძნობა. საკმაოდ კომპლექსური და მდგრადი სუნამო ჩანს, რაღაცნაირად საერთოს ვიჭერ Jubilation თან თუმცა დიდად არა..


Posted by: nati_natiia 26 Aug 2018, 00:36
ფრაგრანსნეტიდან ტესტერს გამოვწერ თU ყუთIთ ალბათ არ აქვს ხო მნიშVნელობა ხო?

და კიდევ მაინტერესებს ჯიმი ჩუს ილისითზე რა აზრის ხართ?

Posted by: sunamo 26 Aug 2018, 18:56
nati_natiia


პრივეტ) Fragrance.net - ზე სუნამოს რომ ყიდულობ, წერია ტესტერია თუ არა

P. S.

მარიამობაზე კარგი ფასდაკლებები იქნება თბილისში

Posted by: პიანისტი 26 Aug 2018, 19:05
QUOTE (sunamo @ 26 Aug 2018, 18:56 )
nati_natiia


პრივეტ) Fragrance.net - ზე სუნამოს რომ ყიდულობ, წერია ტესტერია თუ არა

P. S.

მარიამობაზე კარგი ფასდაკლებები იქნება თბილისში

ქრიდზეც?


...................

Posted by: H20 26 Aug 2018, 19:17
QUOTE (rezi0881 @ 26 Aug 2018, 00:05 )
ვანილი, ტონკა, myrrh იგივე მური

ზაფხულის გასვლას ველოდებოდი, ამ დღეებში უნდა დავისაკუთრო, შემოდგომისთვის
Jo Malone "Myrrh & Tonka".

თბილი, ქარვისფერი, ბალანსირებულად მოტკბო, სავსე სურნელია.


user posted image

ბონუსად, ტოპ ნოტებში აქვს ლავანდა, ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი კომპონენტი.

Posted by: sunamo 26 Aug 2018, 19:34
პიანისტი
არ ვიცი, ისი პარიშ დავრეკე, ყველაფერზე იქნებაო. ქრიდ არ აქვთ

Posted by: rezi0881 26 Aug 2018, 20:05
H20

QUOTE
Jo Malone "Myrrh & Tonka".

არ ვიცი მაგის სუნი და ძალიან მაინტერესებს, ჩემი აზრით ძალიან კარგი სუნამო იქნება..

Posted by: ramchik 26 Aug 2018, 20:14
გამარჯობა ქალბატონებო, ესენი რამდენად შეიძლება გაიყიდოს ? ან ვინმეს ხომ არ უნდა?

user posted image

Posted by: პიანისტი 26 Aug 2018, 20:21
sunamo
ლუტეციაც მიბაძავს იმედია , ქრიდი მინდა ამჯერად .

თბშიც იმედია მომიხერხდება ჩამოსვლა.

შანსი არაა ის რო არ დავითრიო

Posted by: sunamo 26 Aug 2018, 22:46
პიანისტი
არ ცხოვრობ თბილისში?

Posted by: პიანისტი 28 Aug 2018, 11:48
sunamo

კი ვცხოვრობ, მაგრამ გასული ვარ დროებით .
ნეტა თუა ქრიდზე სეილი
sad.gif

Posted by: nati_natiia 28 Aug 2018, 14:10
sunamo
ეგ ვიცი,ხარისხში არ აქ თუ არა სხვაობათქო

Posted by: rezi0881 30 Aug 2018, 23:42

სუნამოები რომლებიც ეხლა ყველაზე უფრო მაინტერესებდა, სემფლები გამოვიწერე..
მცოდნოდა მაინც არ გამოვიწერდი, არომატეკამ შემოიტანა Maison Francis Kurkdjian ძალიან სერიოზული ბრენდი დაემატა.

Baccarat Rouge 540 Extrait de parfum - ყველაზე ძაან რატომღაც მაინც ეს მაინტერესებდა, ჰაიპს ვერ ვუწოდებ ამ სუნამოს ისეთი შეფასებები და გამოხმაურებები აქვს, არ ვიცი ალბათ ჩემ კანზე საერთოდ არ გაიხსნა, მძაფრი სინთეტიკური სურნელი, პირდაპირ წამლის სუნს ვგრძნობ, რაღაც დამწვრის სუნს, თან ძალიან მძაფრი და მდგრადია..

user posted image

Posted by: sunamo 31 Aug 2018, 14:12
rezi0881
თვითონ თქვა, ამ სუნამოს კონცეფციაა მდნარი ძვირფასი ქვების არომატი.
წარმოვიდგინე როგორი სუნი ექნება ძვირფას ქვებს დნობისას. ამის შექმნა მინდოდაო

Posted by: BadKid 31 Aug 2018, 15:44
rezi0881
ბედი არ გინდა სად დაგასწრეს biggrin.gif Baccarat Rouge 540 სემპლი მაქვს დიდი ხანია ..მეც სულ მინდოდა დამეწერა მარა მავიწყდებოდა
არ მესმის რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი ამ სუნამოზე.. თან შენც როგორც ჩანს არ მოგეწონა
ძალიან ტკბილი და გაურკვეველი სუნი აქვს.. რაღაც მომენტში გსიამოვნებსავით მარა ცოტა განში თავს გხდის
რაც მე მძიმე სუნამოები მაქვს და ვატარებ, წესით უნდა მომწონებოდა, მაგრამ ძალიან გამაკვირვა ამ სუნამომ
1 სპრეიც საკმარისია და მთელი ოთახი ყარს, კანზე ხო საერთოდ ვეღარ მოიშორებ
ხო კიდე სახლში ისეთი სუნი დადგა რამის ცუდად გახდნენ ჩემები ძლივს გავანიავე biggrin.gif აი ესეთი სუნამო ღირს 1000 ლარი
ჩემი აზრით უფრო 50 წელს გადაცილებული მომხარებლები ყავს
----------------------------------
რომელიღაც უდი მაქვს გასინჯული მაგ ხაზიდან , შემოდგომაზე ფოთლებს რო ვწვავთ ხოლმე აგარაკზე და ტანსაცმელი რო აირებს სუნს
აი ეგეთი სუნი ქონდა biggrin.gif
დაწერე შენი აზრი უდებზე საინტერესოა.. უნდა შევირბინო ერთი არომატეკაში გავსინჯო ეგ ხაზი
ხო aqua universalis მქონდა და არ მომეწონა, ქალის სუნამო იყო.. aqua universalis ფორტე არ გამისინჯავს

Posted by: akako78 31 Aug 2018, 18:44
rezi0881

ხო მეც მინდოდა რეზი დამეწერა რომ მიიღეს მეთქი და შენ დამასწარი რომ მიუღიათ სომეხთყოფილის სუნამოები(ისე მართლა ძალიან სომხური ტიპია-გეგონება ცხოვრებაში არაფერი უჭამიაოsmile.gif)მაგრამ რა გინდა-უდავოდ უნიჭიერესი და ერთ-ერთი დიდი პარფიუმერია..ჰოი საოცრებავ ტიპი რა გაკეთდა გოწიეს ლე მალე რომ შექმნა-ბავშვი იყო მასტი და რა სუნამო იყო 90-იანებში გაყიდვებიდან მარტო არმანის ჯიო სჯობნიდა ხანდახან ხოლმეsmile.gif

პ.ს. აბა აფსუს ნეტა ადრე შემოეტანათ-ისე ჰერევანში აქვს როგორც ვიცი მაგას ბუწიკიsmile.gif

Posted by: rezi0881 31 Aug 2018, 19:51
sunamo

არ ვიცი, ფაქტია ამ ბრენდის ერთერთი ბესთსელერია ეგ სუნამო, ან ყველა სხვადასხვანაირად აღიქვავს, ან რეკლამა და პრეზენტაცია მუშაობს ძალიან მაგრად ვერ გეტყვი. კონცეფცია საინტერესოდ ჟღერს, მაგრამ სურნელი არა!

BadKid

თან სემფლები რო ჩამოვიდა, იმ დღეს დადეს ზუსტად პოსტი მივიღეთო.. smile.gif მე მაჯაზე მესხა ექსტრაქტის სულ 2 სპრეი, სახლშიც რო მივედი მითხრეს საშინელი მძაფრი სუნიაო biggrin.gif 2-ჯერ ჩამოვიბანე საპნით და კიდე იგრძნობოდა.. მოკლედ, საერთოდ არ მომეწონა, ერთი ორჯერ წამიერად თითქოს რაღაც სასიამოვნო დავიჭირე მაგრამ არა ეგრევე იცვლებოდა, შევინახავ და ზამთარშიც ვცდი..

Aqua Universalis Forte - პრინციპში უნისექსია, მაგრამ არანაირად არაა მასკულინური, ნაზი სურნელების მოყვარულებს უფრო მოეწონებათ, ციტრუსები მეორე ხარისხოვანია თუმცა იგრძნობა ზომიერად, ძირითადად ეს არის white florals ძალიან ნაზი ყვავილების ბუკეტი, და ძალიან სუფთა მუშკი, ცოტა მოტკბოცაა, დღეს ვატარე, ძირითადად სისუფთავის შეგრძნებას რო ტოვებს მსგავსი სუნამოს კატეგორიას მიეკუთვნება. ამაზე შემიძლია ვთქვა რაღაც მსგავსს მოველოდი რევიუებიდან, მაგრამ ალბათ უფრო მამაკაცურს..

აქუას ხაზი ზოგადად ძალიან კარგი აქვს შეარჩევს კაცი მოსაწონს.
Aqua Celestia Forte ეს ძაან მომეწონა ბლოტერზე, კანზე არ მინახია.

უდი ველვეტი და ქაშმირი ვიცი, აღმოსავლურებია მე რო არ მიყვარს დაახლოებით ისეთი და არ გამოვიწერე.

Oud - Extrait de Parfum
Oud Satin Mood - Extrait de parfum
ესენი კი ედპ-სგან განსხვავებით, როგორც წერენ უფრო მამაკაცური გახდაო და იმიტომ ავირჩიე, ჩვეულებრივი უდის სემფლი მაქვს მომწონს მაგრამ უფრო ქალისკენაა.
ჯერ არ დამიტესტავს ესენი დავწერ რო დავტესტავ.

akako78

მართლა მასეა ნიჭიერი პარფიუმერია, უამრავი სუნამო აქვს შექმნილი, ჰო ლე მალე მაგის ერთერთი პოპულარული სუნამოა, მთავარი რაც არის ამ კაცის როგორც ვხვდები არაფერს არ აკოპირებს არავისგან, ყოველ შემთხვევაში მე რაც ვნახე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, იმიტომ რომ ყველაფერი უცხო და განსხვავებული იყო, მიუხედავად იმისა მომეწონა თუ არა, smile.gif ჰო გარეგნულად და წარმომავლობით ტიპიური სომეხი პერსონაჟია, საფრანგეთშია დაბადებული გაზრდილი. smile.gif

Posted by: sunamo 31 Aug 2018, 21:50
akako78
Ultra Male ვიყიდე მარიამიბის ფასდაკლებაზე. ძალიან გავს რიფლექშენ მენს რომელიც მე მქონდა. გოტიე უფრო მარტივი და სწორხაზოვანია მაგრამ გემრიელად იხმარს კაცი. ვანილი მინდოდა და ვანილი აშკარად იგრძნობა.

კარტიეს სუნამოებიც დავტესტე. ლენვოლებიც კარგია და დეკლარაციებიც. საერთოდ საოცარი ბრენდია. ძალიან მინდა კარტიეს საათი

Posted by: akako78 31 Aug 2018, 22:47
sunamo
ვა კარგი არჩევანია-მშვიდობაში!!!კი ვიცი ეგ..ერთხელ დავტესტე ეგ და დოლჩეს ვანი-ს ედტ ხელდახელ და კაიფი ის იყო რომ ულტრა მეილს მაჯის ამოტრიალებაც არ უნდოდა-ისეთი მყვირალა სურნელი იყო(მომეწონა რომ იგრძნობოდა მსხლის,ვანილის და უმეტესად დომინანტური დამწვარი შაქრის სურნელი-ეს დამამახსოვრდა ყველაზე მეტადsmile.gif)..ეს დოლჩეს ედტ კი ძლივს იგრძნობოდა ამოტრიალებულზეც და ცხვირდადებულზეცsmile.gif

პ.ს.კი კარგია აბა დუნ სუარი დატესტე სადმე ისი პარში იქნებ შემორჩათ..სანდრა ბალოკის და დანარჩენი ქალურ ოუშენს ხომარ უყურე?მაგ ფილმში არის კარტიეს მაგარი რეკლამაsmile.gif

Posted by: dolidzee 1 Sep 2018, 11:18
გამარჯობა ფორუმელებო smile.gif

საჩუქრად ვაპირებ შანელის კოკო მადმუაზელის ყიდვას, ხოდა როგორც ვიცი ლუტეციას და ისი პარის აქვს მხოლოდ.
ფასები ერთნაირია

რომელ მაღაზიაში მირჩევთ ყიდვას ? აქვს რამე მნიშვნელობა ?

დილეტანტი ვარ ამ თემაში

Posted by: B.Siegel 1 Sep 2018, 11:26
აბა გასაყიდდად ვის რა გაქვთ გრილი სუნამო???

Posted by: პიანისტი 1 Sep 2018, 11:36
QUOTE (dolidzee @ 1 Sep 2018, 11:18 )
გამარჯობა ფორუმელებო smile.gif

საჩუქრად ვაპირებ შანელის კოკო მადმუაზელის ყიდვას, ხოდა როგორც ვიცი ლუტეციას და ისი პარის აქვს მხოლოდ.
ფასები ერთნაირია

რომელ მაღაზიაში მირჩევთ ყიდვას ? აქვს რამე მნიშვნელობა ?

დილეტანტი ვარ ამ თემაში

არანაირი, რომელშიც გაგიხარდება იქ იყიდე.

Posted by: dolidzee 1 Sep 2018, 12:46
პიანისტი
მადლობა smile.gif

2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: sunamo 1 Sep 2018, 21:09
akako78
მაგ სუნამოს ნოტები ვნახე და წესით უნდა მომეწონოს. პენჰალიგონს აქვს კარგი სიახლეები ვარდის მიმართულებით. მაგ სახლის რამეს აუცილებლად ვიყიდი

Posted by: rezi0881 2 Sep 2018, 18:46

მოკლედ, ბოლო დროს ძალიან საინტერესო ბრენდები დაემატა ქართულ მაღაზიებს. გალერიას ლუტეციაშია.

ნიშე ბრენდი PERRIS MONTE CARLO ერთერთი გამორჩეული და დახვეწილი ბრენდია.

ITALIAN COLLECTION - სამივე ძალიან მაღალი ხარისხის, გამორჩეულად სასიამოვნო ციტრუსები..

Bergamotto di Calabria
Cedro di Diamante
Mandarino di Sicilia

user posted image

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

Oud Imperial Extrait - უდი მთელი თავისი დიდებულებით, აღმოსავლური სტილის უდია მაგრამ ისეთი დამუშავებით არის და, ისეთი ხარისხის სურნელია.. დახვეწილი, ელეგანტური, სასიამოვნო, ერთი ნახვით მიხვდებით რომ ძალიან ძვირფასი უდია..

Patchouli Nosy Be - ესეც მაგარია, პაჩული, კაკო, ვანილი, კარგად დაბალანსებული სურნელი. მომეწონა გემრიელი სუნამოა..


Posted by: Wrest 2 Sep 2018, 20:54
QUOTE
Oud Imperial Extrait

ეუჰ ეს რა არის ასეთი ნეტა?
fragnatica_ზე ყველა ერთი და იგივეს წერს, რომ სასწაული რამეა და მდგრადობა აქ უსაშველო lol.gif
უნდა გავსინჯო ერთი..

ფასი რა აქვს რეზი?
ყველა? biggrin.gif

Posted by: rezi0881 2 Sep 2018, 21:10
Wrest

QUOTE
რომ სასწაული რამეა და მდგრადობა აქ უსაშველო

ფასიც უსაშველო აქვს 50 მლ 900 biggrin.gif
ედპ-ები 100 მლ 450

Posted by: Wrest 2 Sep 2018, 21:26
rezi0881
ედპ_ები თუ ედტ_ები?

რა ამბავია 900 ლარი 50 მლ მაგის დედა ვატირე ყველა ფაშა და ხანი ხოარაა biggrin.gif
ეგ რო ვიყიდო "სერვანდში" თუ გამოვდებ თორე დამსხმელი მე არ ვარ..
პროსტა საზოგადოება არ მეგულება თბილისში ვისაც ღირსად ჩავთვლი, რომ ეგ სუნი იგრძნოს თორე ფულის მეტი რა არი, ერ ერთია რაც ქართველებს არ გვიჭირს და ღვინო კიდე lol.gif

Posted by: rezi0881 2 Sep 2018, 21:39
Wrest
QUOTE
ედპ_ები თუ ედტ_ები?

ედპ-ები, ის 50 მლ ექსტრაქტებია..
QUOTE
რა ამბავია 900 ლარი 50 მლ მაგის დედა ვატირე ყველა ფაშა და ხანი ხოარაა

აბა მაგის დედა ვატირე biggrin.gif იმდენი უცხოელი დადის გალერიაში მგონი მაგდენი ქართველი არაა, ამ უცხოელებიდან 60-70% როგორც ვატყობ, არაბები და ირანელები არიან, რას გაიგებ შეიძლება ფაშა ხანებიც ურევიათ.. smile.gif ეგენი ეტანებიან ძვირფასს პარფიუმერიას, განსაკუთრებით უდებს..

Posted by: Wrest 2 Sep 2018, 22:15
rezi0881
ფაშა და ხანი კიარა თავის ქვეყანაშა ყველა მათხოვარი იყო და ჩამოვიდნენ აქ და მართლა ფაშასავით ცხოვრობს ყველა biggrin.gif
ხო მანდ სულ ეგ არაბები დადიან და მაგიტომაც არ მევასება მაქაურობა..
QUOTE
ედპ-ები, ის 50 მლ ექსტრაქტებია..

ააამ გასაგებია.
ედპ არაა მერე იმდენად კაი?
ეგ არ გასინჯე?
მაგას ადამიანური ფასი აქ, თან 100 მლ თუა.

Posted by: sunamo 2 Sep 2018, 22:29
დღეს ვიღაცამ ქუჩაში დატოვა საოცრად ნატურალური ვანილი + ვისკი და კიდევ ძალიან სასიამოვნო რამეები. მაღაზიაში ეგეთ ძვირფას არომატებს ან არ ვტესტავ, ან ქუჩაში უფრო უფუქტური მეჩვენება.
რა სუნამო შემძლება ყოფილიყო.


ვანილი, სანდლის ხე, უდი - ამ ნოტებს რომ შეიცავდევ რას მირჩევთ?

Wrest
კუირსის და ჰეროდის გარდა, შემოდგომა ზამთრისთვის რა გაქვს არსენალში?

Posted by: rezi0881 2 Sep 2018, 22:35
Wrest
QUOTE
ფაშა და ხანი კიარა თავის ქვეყანაშა ყველა მათხოვარი იყო და ჩამოვიდნენ აქ და მართლა ფაშასავით ცხოვრობს ყველა
ხო მანდ სულ ეგ არაბები დადიან და მაგიტომაც არ მევასება მაქაურობა..

ჰო, ბაზარი არაა ათასი რჯულის ადამიანი დადის, რას გაიგებ ვინ ვინაა.. smile.gif
QUOTE
ააამ გასაგებია.
ედპ არაა მერე იმდენად კაი?
ეგ არ გასინჯე?
მაგას ადამიანური ფასი აქ, თან 100 მლ თუა.

ედპ - უდიც ვნახე ამისი, ორივე დავისხი, ჯერ ეს და, ისე მომეწონა ედპ-ც ვნახე დამაინტერესა, მოკლედ გავს რა, ძაან არა წააგავს, ედპ - უფრი სმოუქია უფრო უხეში და მომძიმოა, როგორც უდის სუნამო ეგაც კარგია, მაგრამ ექსტრაქტი უფრო მაგარი დამუშავებულია, უფრო დახვეწილია, უფრო ბუნებრივია, უფრო ძვირფას სურნელს ტოვებს.. ისე ედპ-ც მაგარი მდგრადია..

Patchouli Nosy Be ეს ვნახე კიდევ კანზე და მომეწონა მშვენიერია..

აი ციტრუსები იცი როგორი სერიოზულია? ფორდის მანდარინო და ნეროლი რო არის ეგრევე მაქეთ წავედი რო ვნახე, არ ვიცი, პირველი ნახვისთვის თუ არ ვაჭარბებ მაგრამ, მაგაზე მეტი თუ არა, მგონი ნაკლები არაა, თან 100 მლ არის.

ნუ მარტო ესენი არაა ბლომად სუნამოები აქვს ამ ბრენდს



Posted by: პიანისტი 2 Sep 2018, 22:46
rezi0881
მდგრადობა თუ უკეთესი აქვს ციტრუსებს, ესეიგი ჯობია ფორდს , დიდი სიამოვნებით დავტესტავდი .
ნეროლიც ძალიან მაგარია, შემდეგ ზაფხულს ავენტუსსა და ნეროლს შორის გავაკეთებ არჩევანს .

Posted by: rezi0881 2 Sep 2018, 23:20
პიანისტი

ამ ტიპის ციტრუსებისთვის საკმაოდ ნორმალური მდგრადობა აქვს, ბლოტერებზე ეხლაც ძალიან კარგად იგრძნობა, კანზე მსუბუქად, თითო პატარა სპრეი დავისხი,
ეგ საერთოდ ინდივიდუალურია ყველას კანზე ერთი ხანგრძლივობით არ რჩება სუნამო ამიტომ უნდა დატესტო,

Posted by: Wrest 3 Sep 2018, 00:12
sunamo
მეტი ისეთი არაფერი, Ysl l’homme მაქ კიდე.
ლოთაირი მაქ პენჰალიგონსის და cedrat boise მანსერასი.
მარა ამათი სეზონი ეხლა უფრო დაიწყება, ვიდრე ყინვების დროს თუმცა ლოთაირი ზამთარშიც ძაან მიყვარს მე.
ჰანი უდი შეიძლება ვიყიდო მონტალის ზამთარში და მაგლერის ფუარ მალტიც მინდა..
ვნახოთ მოკლედ. შეიძლება დავიკიდო ეგენი და მეორე ხელიც მოვიხატო მთლიანად biggrin.gif
ფულის თემაა მოკლედ თორე ბევრი სუნამო მაქ მიზანში biggrin.gif

Posted by: sunamo 3 Sep 2018, 00:19
Wrest
Lothair იმ დღეს დავტესტე. ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ იცი რას მაგონებს? სმაროძინის ტორტს. მკაფიოდ ვგრძნობ კენკრას. პენჰალიგონსის არომატები მევასკბა, რამე უნდა ვიყიდო.
მეც თანხაში ვიჭედები და ერთი რამე მინდა ზამთრისთვის

Posted by: beso1968 3 Sep 2018, 09:58
ამ დინამოზე ამბობთ
http://dolcisperfumes.com/WP/product-tag/Elegancia/

Posted by: rezi0881 3 Sep 2018, 10:16
beso1968

https://www.fragrantica.com/perfume/Perris-Monte-Carlo/Oud-Imperial-Extrait-37829.html

https://www.fragrantica.com/perfume/Perris-Monte-Carlo/Oud-Imperial-15315.html

Posted by: პიანისტი 3 Sep 2018, 11:07
rezi0881
ბლოტერი სურნელს დღეებიც ინარჩუნებს, მანდარინოს მდგრადობა ვერ გავიგე ბოლმდე 4-6 საათი აქვს,მაგრამ ერთხელ მეორე დილითაც უგრძვნია სხვას

Posted by: Wrest 3 Sep 2018, 12:06
sunamo
რედ ბერი კი აქ ნოტებში კი მარა ეგრე მძაფრად მე ვერ ვგრძნობ რავი, მამენტ სმაროდინის ტორტიც არ მაქ ნაჭამი მგონი biggrin.gif

spicebomb მინდა კიდე და D&G the one გამითავდა და ეგეც..
მგონი სხვა არაფერია ისეთი, რისი ყიდვაც მაქ გადაწყვეტილი ხელმისაწვდომ ფასებიანში biggrin.gif

Posted by: akako78 3 Sep 2018, 17:25
დღეს დავტესტე ახალი ჰერმესის ეს სუნამო Terre D'Hermes Eau Intense Vetiver Hermès და ფორდის ვეტივერი გამახსენა,მაგრამ მე ფორდის ვეტივერი მირჩევნია გინდ პარფიუმი და გინდ ტუალეტის წყალი..და ასევე დავტესტე(ადრეც არაერთხელ დამიტესტავს) პაკო რაბანის ინვიქტუს აქუა(ახალი 2018-ის გამოშვება-ძველიც დამიტესტავს დიდი ვერაფერი სხვაობაა) და არც ესაა გასაგიჟებელი როგორც ჯერემი ხატავს და აქებს და ადიდებს.ცუდი ნაღდად არაა.კარგი იქნება უფრო თინეიჯერებისათვის და სტუდენტებისათვის..ჰერმისი კი აშკარად მათურეა..გამყოლობა 4-5 საათი ორივე..პროექცია მაინც პაკოსი უფრო მეტია,მაგრამ დიდადაც ვერ სჯობნის..

Posted by: beso1968 3 Sep 2018, 21:34
დუბაიში ბევრად იაფია 1USD=3.7 AED
https://uae.souq.com/ae-en/oud-imperial-perris-monte-carlo/s/?as=1

Posted by: sunamo 4 Sep 2018, 13:01
user posted image

ეს ორი სუნამო ვიყიდე და ვერ ვიხმარე. ორივე სავსეა.
280 ლარი ორივე ერთად.

მარტო 100 მლ. ულტიმი ღირს 368 ლარი თბილისში

Posted by: rezi0881 5 Sep 2018, 08:53
sunamo

Ultime რატომ ვერ იხმარე? კარგია ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს, La Nuit სერიას ვათვალირებე ხოლმე,
ყველაზე უფრო Ultime და La Nuit de L'Homme ორიგინალი მომწონს.

Posted by: sunamo 5 Sep 2018, 09:17
rezi0881
მეც მომწონს და იმიტომ ვიყიდე, მაგრამ რომ ჩამოვიდა, ძალიან ცხელ დღეს ვატარე. თან არც ისე სასიამოვნო დღე იყო. ალბათ ამანაც იმოქმედა. აღარ მიმიწევს გული

Posted by: Arien 5 Sep 2018, 13:14
ინექსმა სუნამოები ამერიკიდან და ბრიტანეთიდან ვერ ჩამოგვაქვსო sad.gif

რომელი გადამზიდით სარგებლობთ?

გუშინ რეზის ახალი სუნამო ვნახე არომა ბუტიკში.ძალიან კარგია,განსხვავებული,მომეწონა და ვიფიქრებ love.gif
ამ შემოდგომაზეც ციტრუსები და ნათელი არომატები მჭირდება.

Posted by: sunamo 5 Sep 2018, 13:24
Arien
Camex, USA to Georgia
ამათ ამერიკიდან ჩამოაქვთ.

Posted by: Arien 5 Sep 2018, 13:42
sunamo
QUOTE
Camex, USA to Georgiaამათ ამერიკიდან ჩამოაქვთ. 


მადლობა,დავრეგისტრირდები უსაზე.
fragrancenet.com - აქედან რომ ვერ გამოვწერო ახალი სტრესი იქნება,ნოტინოც მყოფნის რომ არ ჩართეს biggrin.gif
სეფორადან გამოგიწერიათ?

Posted by: sunamo 5 Sep 2018, 14:03
Arien
არაფრის. Fragrance.net რამე დაემართა?
სეფორადან მე არ.
მხოლოდ ნოტინო. ამაზონ, იბეი

Posted by: Arien 5 Sep 2018, 14:18
sunamo
QUOTE
არაფრის. Fragrance.net რამე დაემართა?


არა,ინექსმა რომ უარი მითხრა წამოღებაზე იმიტომ დავწერე.
ყველაზე მეტს მაგ საიტიდან ვყიდულობ.
ახლა სეფორაზეა ერთ-ერთი სუნამოს ნაკრები რაც მაინტერესებს და ალბათ პირველ შეკვეთას გავრისკავ.
https://www.parfumaria.com/en/ - აქედანაც მინდა რაღაცეები,გერმანიაში შიპინგით.
დიდი არჩევანი აქვთ და რომ გამოვიდეს კარგი იქნება.

Posted by: tamuniko_3 5 Sep 2018, 14:20
ტომ ფორდი იყო არის და იქნება ჩემი სუნამო !!!!

Posted by: rezi0881 5 Sep 2018, 15:29
Arien
QUOTE
გუშინ რეზის ახალი სუნამო ვნახე არომა ბუტიკში.ძალიან კარგია,განსხვავებული,მომეწონა და ვიფიქრებ 
ამ შემოდგომაზეც ციტრუსები და ნათელი არომატები მჭირდება.

ციტრუსები ბევრი ვათვალიერე ამ ზაფხულს, ეგ მართლა უცხოა, განსხვავებული.. smile.gif

MFK Aqua -ს ხაზი სულ კარგი ციტრუსებია.
PERRIS MONTE CARLO ამის ციტრუსებიც მაგარია..
GRITTI - ესეც, მშვენიერია.

იტალიური ნოტინოდან მაქვს გამოწერილი ინექსით, ჩვეულებრივად ჩამოვიდა, ევროშია მაგრამ ხანდახან, ძალიან კარგი სუნამოები კარგ ფასდაკლებაში ხვდება.
სეფორადან ერთხელ ვცადე გამოიწერა ჩვეულებრივ გამოიწერა ჩამომაჭრა, რამოდენიმე დღეში უკან დამიბრუნდა, ბარათმა ავტორიზაცია ვერ გაიარაო თუ რარაც მსგავსი მომწერა აღარ მახსოვს..
კამექსს კი აქვს გერმანიიდან გზავნილები მაგრამ სუნამო არ გაუშვათ გერმანიის მისამართზე არ ჩამოაქვთ.
QUOTE
fragrancenet.com - აქედან რომ ვერ გამოვწერო ახალი სტრესი იქნება,ნოტინოც მყოფნის რომ არ ჩართეს 

ამაზონის ექაუნთი გექნება ალბათ, fragrancenet ზე დარეგისტრირებაც არ უნდა, ფეიმენთ მეთოდი, ამაზონ ფეი აირჩიე, გადაგამისამართებს სადაც დამახსოვრებულია ამაზონის მონაცემები, მანდედან მიყვები და იწერება ჩვეულებრივად.

Posted by: H20 5 Sep 2018, 20:47
Moscow Mule_ კიდევ კარგი, 50-100 მლ-იანი არ შევიძინე (7,5 მლ-იანი ეს), მდგრადობა აქვს მინუსებში...
3 დღეში მოვუღებ ბოლოს smile.gif)
ვერ ვგრძნობ დასხმიდან. 10 წუთში და ისტერიულად ვიმატებ.

გახსნა მომწონს, fresh, ჯინჯერი, ლაიმი, vodka, მოჰიტოს ვაიბი აქვს ჩემთვის, სექტემბრის ცხელ დღეს აგრილებს და აბალანსებს.

პ.ს. Jo Malone "Myrrh & Tonka" _ ესეც დავისაკუთრე, სემპლებიც ვიჩუქე, სულ ძალით smile.gif)) ენანებოდა კონსულტანტს.

user posted image
* * *
Jo Malone-ის განშტოება ბრენდიაო.
თავიდან თითქოს მომეწონა ეს გრეიფრუტი, მაგრამ ძალიან მაღალი კონცენტრაცია აქვს, გადავიფიქრე.


user posted image


user posted image
* * *
ზამთრისთვის ეს მოვინიშნე.

user posted image

Posted by: sunamo 6 Sep 2018, 14:29
Arien
რამდენადაც მახსოვს თქვენ ბავრი სინჯი გაქვთ. მამაკაცივთვის რომელი ვანილი მოგწონთ? იმ დღეს ქუჩაში ვიგრძენი ნატურალური ვანილი + ვისკი. თითქოს ფენებად მოდიოდა ეს ნოტები. ეგეთ ვვირფას არომატებს რატომ ვერ ვპოულობ არ ვიცი


Serge Lutense un Bois Vanille ზე კომენტარებს ვკითხულობდი. ბევრი ამბობს დამწვარი შაქრის სუნი აქვს, უხასიათო სუნამოაო. მე არ გამისინჯავს.

სამაგიეროდ ბოლო დროს ყველა ერთხმად აქებს Parfums de Marly Carlisle. ესეც არ გამისინჯავს. მოვიცლი მივალ...

Posted by: Arien 6 Sep 2018, 18:11
rezi0881
QUOTE
ციტრუსები ბევრი ვათვალიერე ამ ზაფხულს, ეგ მართლა უცხოა, განსხვავებული.. MFK Aqua -ს ხაზი სულ კარგი ციტრუსებია. PERRIS MONTE CARLO ამის ციტრუსებიც მაგარია.. GRITTI - ესეც, მშვენიერია.


GRITTI - ამის რაღაცეები მეც ვნახე,მაგრამ თქვენი სუნამო უფრო მომეწონა,ის ორი ბრენდი არ ვიცი.სუფთა ციტრუსებიც არ მინდა,ასეთები ძალიან ნატურალური და კარგი აქვს Atelier Cologne -ს და სემფლები ისევ მაქვს.

ინექსიდან ვიწერდი სუნამოებს ამერიკიდან და ცოტა დავპანიკდი უარი რომ მითხრეს.
რახან იტალიიდან შეუძლიათ წამოღება,მეც იტალიურ ნოტინოს დავათვალიერებ,ეგ საქმე მაინც ძალიან მეხალისება smile.gif)
შიპინგი გერმანიაშიც მაინტერესებს,ინექსს აქვს მისამართი მანდ და სუნამოს წამოღებაც შეუძლიათ.
fragrancenet - დან ყიდვისთვის კი usa2georgia-ს გამოვიყენებ.სეფორა აღარ მინდა,თქვენი ბარათი თუ არ მიიღო,არც ჩემსას მიიღებს.
მგონი დავლაგდი,
მადლობა smile.gif

ეს მაქვს ახალი - ტუბეროზას და მუშკის ნაზავი,ცოტა ყვითელი ყვავილების და მწიფე მსხლების სუნსაც ვამსგავსებ,მენთოლის ეფექტით.ჯერ სემფლი მომცეს და რომ დამიმთავრდა უკვე ვიყიდე.ერთი რაც არ მომწონს მხოლოდ 100მლ.-ნი ფლაკონებით რომ უშვებენ სუნამოებს,20-30მლ. მეყოფოდა.
* * *
sunamo
QUOTE
რამდენადაც მახსოვს თქვენ ბავრი სინჯი გაქვთ. მამაკაცივთვის რომელი ვანილი მოგწონთ? იმ დღეს ქუჩაში ვიგრძენი ნატურალური ვანილი + ვისკი. თითქოს ფენებად მოდიოდა ეს ნოტები. ეგეთ ვვირფას არომატებს რატომ ვერ ვპოულობ არ ვიცი


ვანილის ორი სუნამო მაქვს მონტალის Blue Amber და Atelier Cologne-ის Vanille Insensee.პირველი ამბრა+ვანილი - ინტენსიური და შლეიფურია,ლითონისებური თუ მენთოლისებური სიგრილის ეფექტით, მეორე -
ვანილი+ხის ნოტები, შედარებით მოკრძალებულია,თუმცა ორივეზე ბევრი კომპლიმენტი მაქვს მიღებული,ბევრს მოსწონს.ორივე უნისექსია და
შეიძლება ითქვას უფრო მამაკაცური,ვიდრე ქალური.

QUOTE
Serge Lutense un Bois Vanille

ამის სემფლიც მაქვს,პირველი დატესტვით არ მომეწონა,ვერ ვიგრძენი არომატი და დავივიწყე,რამდენიმე თვის მერე გამახსენდა და უკვე სხვანაირად აღვიქვი,გამიკვირდა კიდეც პირველი უარყოფითი ემოცია,ვნახავ სახლში,დამწვარი შაქრის სუნი არ მახსოვს,მაგრამ მეორე დატესტვით გაცილებით საინტერესოდ მეჩვენა.
ზოგადად ვფიქრობ ვანილის სუნამოები უმეტესობისთვის გასაგები და მისაღებია,დადებითი ემოციების და კომფორტის ნოტაა smile.gif
* * *
პ.ს.
DaviD Davidson
oshi

დაბრუნდით,
ან თუ სუნამოები აღარ გაინტერესებთ,იმ მაინც გვასწავლეთ ეს როგორ მოახერხეთ smile.gif)

Posted by: BadKid 6 Sep 2018, 18:54
------------------------
საინტერესო სუნამო გამოუშვა ტომ ფორდმა.. კარგი და საინტერესო შემადგენლობა აქვს
სავარაუდოდ კარგი იქნება.. იმედია მალე შემოვა ჩვენთან
წინასწარი შეკვეთა თუ გინდათ 50 მლ-ში უნდა გადაიხადოთ სულ რაღაც 320 $ biggrin.gif
Tom Ford Lost Cherry for women and men
edition 2018
-------------------------
black cherry, cherry liquer, bitter almonds
griotte syrup, Turkish rose, jasmine Sambac
Peru balsam, roasted tonka beans, sandalwood, vetiver, cedar
===========================================================================================
user posted image

Posted by: rezi0881 6 Sep 2018, 22:41

Arien

Montale Blue Amber ეს მაქვს ჩანიშნული უნდა ვნახო, ამას ამსგავსებენ Ambre 114 Histoires de Parfums და ეს ძალიან მაინტერესებს.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

Aqua Celestia Forte ბევრად უკეთესი სუნამო მამაკცისთვის ვიდრე Aqua Universalis Forte,
MFK უდი, უდი სატინ მუდი, უდი სილქ მუდი, ექსტრაქტები დავტესტე მეტნაკლებად,
ამეების გაანალიზებას ვერ დავწერ, მოკლედ ერთი მეორეზე მდგრადები შლეიფიანები, ყველა ძალიან მაგარია 2 აზრი არაა.
მგონი სილკ მუდი უფრო მომეწონა, up.gif ამის სემფლი მაინც გამომეწერა.

Cacao Azteque Perris Monte Carlo ამის სემფლი მაქვს, დავისხი და რაღაც ძალინ ნაცნობია, ვერ მივხვდი რას გავდა, მერე ვნახე და Royal Mayfair Creed ეს წინა დღეებში მესხა ერთხელ და, მართლა ძალიან მაგრად გავს, საინტერესო სუნამოა მომეწონა..

BadKid

საინტერესო ჩანს, ფოტოებიდან და შემადგენლობით ქალის სუნამოს შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს.




Posted by: H20 7 Sep 2018, 19:11
აგრილდა დღეს და შევიმოსე საშემოდგომოდ smile.gif)

ერთი წინადადებით დავახასიათებ, რომ გახსნიდან განვითარების ჩათვლით, უმაგრესია!
მდგრადობაც საკმარისი.
ვნეტარებ smile.gif)

user posted image

Posted by: nati_natiia 7 Sep 2018, 19:19
ინსოლენსი გამოვწერე პარფიუმი და ცოტას ვნანობ,დღეს დავისხი მაღაზიაში საცდელად და მემძაფრება, ველვეტორქიდეა მინდოდა და ეს გადავწყვიტე ბოლოს,არ მქონია არასდროს და რატო ავიჩემეე ((

Posted by: 4L3X 7 Sep 2018, 19:49
H20

გილოცავ ნამდვილათ მშვენიერი სუნამოა. ავტოპორტრეტიც გადაგიღია. smile.gif

user posted image

ესეც ჩემი ახალი ჯილა. მეც ძალიან კმაყოფილი ვარ ხალხსაც მოსწონს. smile.gif

შესანიშნავი ნიშური პარფიუმერია ფლაგმანური დიზაინერული პარფიუმერიის ფასში ეს ჯეკპოტია! მჯერა რომ ჩემი და Mancera-ს ურთიერთობა დიდ ხანს გაგრძელდება. chups.gif

PS

youtube-ზე რეკომენდაციის სახით ამომიგდო ეს არხი https://www.youtube.com/channel/UC0hCSf4Xn920wCDiaJQRBPg წამყვანს ეტყობა ტაშზე რომ ჯერემის ვიდეოები ბლომაად აქვს ნაყურები მაგრამ ჯერემიზე გაცილებით უფრო სწორად უდგება საკითხს IMHO

Posted by: H20 7 Sep 2018, 20:01
4L3X
უი, ხო, ვჩანვარ smile.gif)

მადლობა smile.gif
ასევე და სასიამოვნოდ გეტარებინოს შენი მანსერა.

* * *
რუსი ვლოგერები ძალიან მომწონს, ზოგადად.

Posted by: akako78 8 Sep 2018, 09:12
https://www.youtube.com/watch?v=1A6iEA1WFZ8

ეს ვიდეო მოიცავს ძალიან ბევრ საკითხებს რასაც აქ კითხულობენ ფორუმელები..დიდი ვიდეოა საკმაოდ 48 წუთი-თანაც რუსულად(შეიძლება აქ ბევრი მწყრალადაა რუსულზე)მაგრამ ამ გოგონას ცოდნა და ასე ღრმად ჩაწვდომა საკითხისადმი მე პირადად მომეწონა..ჩემის აზრით სასარგებლო ვიდეოა იმ კატეგორიის ადამიანებისთვის ვისაც აინტერესებს ზოგადად პარფიუმერია ან საერთოდ ვინც დიდი კოლექციის შეგროვებაზე რომ ფიქრობს!!!

Posted by: rezi0881 8 Sep 2018, 13:33
akako78

აკაკო, უცხოურ ფორუმებზე 15-16 გრადუსს უწევენ რეკომენდაციას, ამად 25-იო, ნანახი მქონდა ეგ ვიდეო.
ეგ ჰაერი რო არ დარჩეს დასხმის შემდეგ უნდა ამოატრიოლო ფლაკონი და ქვემოდან ზომოთ დააწვე სპრეიერს, უკან იტუმბება ეგ დარჩენილი ჰაერი, ასეც უხანგრძლივდება დრო.



Posted by: akako78 8 Sep 2018, 14:48
rezi0881


კი მასეა(მე ვერ ვინახავ მუდამ 15-16 გრადუსზე რადგანაც საძინებელში მაქვს და ზაფხულში 18-22 გრადუსია ხოლმე,მაგრამ რავიცი უძლებს და არ გაფუჭებულან აგერ 10 წლის სუნამოები მაქვს)საერთოდ ალკოჰოლური სასმელების შენახვას მართლა გავს სუნამოების შენახვაsmile.gifხო ეგრე ამოტრიალებული არ მიცდია-უნდა ამოატრიალო და გამოასხა ასე თუ სპრეიერზე დაჭერილი უნდა ამოტრიალო?რამდენად პრაქტიკულია ასე რომ ქნა ყოველ დასხმაზე?

Posted by: rezi0881 8 Sep 2018, 17:08
akako78
QUOTE
ხო ეგრე ამოტრიალებული არ მიცდია-უნდა ამოატრიალო და გამოასხა ასე თუ სპრეიერზე დაჭერილი უნდა ამოტრიალო?რამდენად პრაქტიკულია ასე რომ ქნა ყოველ დასხმაზე?

პრაქტიკულობის რა გითხრა, დავუშვათ ისხავ 5 სპრეის 3 დაისხავ ჩვეულებრივ, მერე ამოატრიალებ 1-2 სპრეი ამოტრიალებულზეც ჩვეულებრივა გამოდის, მერე რო დააწვები სითხე აღარ გამოდის და ჰაერი გამოაქვს. თუ ერთ სუნამოს ხმარობ არ უნდა არაფერი არ მოუვა სნამ დაცლი, თუ ანაცვლებ რამოდენიმეს აალბათ ჯობია ასე გააკეთო..

Posted by: abes777 8 Sep 2018, 17:21
გამარჯობა. chanel allure sport extreme სად ვიყიდო, რომელ მაღაზიას აქვს უკეთესი ვერსია?

Posted by: rezi0881 8 Sep 2018, 17:33
abes777

ვერსია ყველას ერთი აქვს, ვულევუ, ლუტეცია, ისისპარი, ამფორა,

Posted by: akako78 8 Sep 2018, 18:06
rezi0881

ხო ვცდი რეზი ეგრეც..სადა გასაფუჭებელი სუნამოებიsmile.gifე.ი. რუს პუტკუნა გოგოს თუ დავუჯერებთ..გამოუსხმელი რომ შეინახო წლები არ არისო პრობლემაო..ეგრე ვფიქრობდი მეც იდეაში რომ გამოფრქვევის შემდგომ უკვე მიდის ბოთლში რეაქცია რომელიც გარდაუვალია,მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ 5 წლის მერე აღარ ევარგება სუნამო..უბრალოდ უნდა შეინახო რაც შეიძლება გრილ და ბნელ ადგილას სადაც ნესტიც ვერ მიუდგება!!!

Posted by: abes777 8 Sep 2018, 18:14
QUOTE (rezi0881 @ 8 Sep 2018, 17:33 )
abes777

ვერსია ყველას ერთი აქვს, ვულევუ, ლუტეცია, ისისპარი, ამფორა,

რომ გამოვწერო უკეთესი ხარისხი იქნება?



თუ უკვე გაქვთ ვინმეს, ვიყიდი.

Posted by: rezi0881 8 Sep 2018, 18:38
akako78

საინტერესო ჩენელია ეგ რუსული, ავუნტუსის შექმნის ვიდეოა მანდ ერთი როგორ ქმნიდნენ რა იყო შთაგონება და ა.შ.

ესაც კარგია, ეს გოგო ძალიან მაგრად ერკვევა მაგრამ სულ ქალის სუნამოებს განიხილავს.

https://www.youtube.com/user/AnisiaBellaBeauty?pbjreload=10

abes777

არ ღირს იაფი რო გამოიწერო შანელი, შეიძლება უფრო მეტიც დაგიჯდეს, ხარისხი იგივე იქნება.
თუ იაფად გინდა ყიდვა ისევ აქ დაელოდე 20% ფასდაკლებას, როცა ექნებათ.




Posted by: 4L3X 8 Sep 2018, 22:55
ხშირია შემთხვევა როდესაც სუნამოს არ გააჩნია საკუთარი დეზოდორანტი. როგორ უხამებთ რაიმე სუნამოს და დეზოდორანტს ერთმანეთს არის რაიმე უნივერსალური წესი? მაგ მსგავსი შემადგელობის სუნამოს და დეზოდორანტს ხმარობთ ერთად თუ უსუნო დეოზოდორანტს მაგ ნივეა?

Posted by: beso1968 9 Sep 2018, 11:02
ეხლა ვნახე შემთხვევით დაhttps://youtu.be/ESbU8DoAu1E
* * *
https://youtu.be/vQqOOUM0pvk რამდენადბეთანხმებით ამ ტიპს საინტერესოა
* * *
https://youtu.be/ESbU8DoAu1E აქ თუ გაიხსნება არ ვიცი პირველი ლინკი არ გაიხსნა

Posted by: 4L3X 9 Sep 2018, 20:22
ხალხო ვინმეს Penhaligon's ან L'Artisan Parfumeur გქონიათ? რა აზრის ხართ?

Posted by: shomple 9 Sep 2018, 21:04
https://www.facebook.com/Dzintars-in-Batumi-376869422816642/

Posted by: nati_natiia 9 Sep 2018, 22:30
4L3X
მე მაქვს, L'Eau D'ambre, დიდად პროფისიონალურად ვერ შევაფასებ, აქ ხალხი ისეთი კომპეტენტურია ცოტა მერიდება,
სუნი აქვს არაჩვეულებრივი, მაგრამ მდგრადობა 0, დასხმიდან ნახევარ საათში აღარ იგრძნობა, სულ ამის თქმა შემიძლია smile.gif

Posted by: 4L3X 10 Sep 2018, 20:50
nati_natiia
მადლობა გამოხმაურებისათვის. ეტყობა ეს ორი ბრენდი ფორუმზე პოპულარობით ვერ სარგებლობს.

ამ დროს Xerjoff-მა Casamorati-ს სერიას კიდევ ერთი სუნამო შემატა Corallo

user posted image


Posted by: nati_natiia 10 Sep 2018, 20:52
სუნამო გამოვწერე პირველად ფრაგრანსნეტიდან და შიფინგზე მიწერს - shipment vendor-fedex და რა უნდა ვქნა? რას ითხოვს როგორ დავადეკლარირო თრექინგის ადფილას ფედექსის ლინკია, მიშველეთ ))))))
* * *
fedexზე რა ციფრებსაც მიწერს ის დავადეკლარირე და ალბათ ეგრე უნდა მექნა, კიდე მაინტერესებს უსა2ჯორჯიაზე დეკლარირების დროს დამატებითი უსაფრთხოება ან რამე ხო არ უნდა სუნამოს ))

Posted by: Wrest 10 Sep 2018, 21:11
4L3X
ქონით იმდენი რამე გვქონია biggrin.gif კონკრეტულად რომელი სუნამო გაინტერესებს?
მაგათ ბევრი რამე აქვთ.

Posted by: 4L3X 10 Sep 2018, 21:18
Wrest
მაინტერესებს Sartorial-ზე, Endymion-ზე, Juniper Sling-ზე, Opus 1870-ზე და Bayolea-ზე რა მოსაზრება გაქვთ. თუ ამათზე უკეთესი გეგულებათ Penhaligon's-ში მაშინ რომელი.

Posted by: Wrest 10 Sep 2018, 21:26
4L3X
პირადად მაქვს ლოთაირი და ვფიქრობ საუკეთესოა biggrin.gif
მაქედან ყველაზე მეტად bayloea მომწონს, sartorial_იც კაია.
დანარჩენები დიდი ვერაფერი.

Posted by: 4L3X 10 Sep 2018, 22:05
Wrest
მადლობა. სამომავლოდ გავითვალისწინებ.

Posted by: rezi0881 11 Sep 2018, 01:31
beso1968

მეტნაკლებად ვიზიარებ მაგ აზრს, ბოლომდე არა, ბევრი დიზაინერული სუნამოს ხარისხი რაც დრო გადის ფუჭდება და ფუჭდება..


nati_natiia

ფედექსის საიტზე ჩაწერე ეგ ტრეკინგის ციფრები რაც არს, მანდ ნახავ გადაადგილების პანელს შტატიდან შტატში სანამ უსა2ში შევა, როცა შევა და საწყობში აისახება ტრეკინგი მანდ უკვე მინიჭებული იქნება, გახსნი და გრაფას შეავსებ, რომელ მაღაზიაში იყიდე რამდენად და ა.შ. ზოგადი ინფორმაციაა რა, კითხვა პასუხის რეჟიმში შეავსებ. მგონი ფრაგრანსნეტი ინვოისს არ გაძლევს, შესყიდვის დამადასტურებული მეილი დასკრინე და ეგ მიაბი უსა2ზე.

4L3X

მე ჰალფეტი მაქვს, ძალიან კარგია მომწონს. ენდიმიონი და ლოთეირი ორივე კარგია, ძალიან ბევრი სუნამო აქვს პენჰალიგონს ყველაზე დიდი კოლექცია არომატეკაშია, ლუტეციაში ძალიან ცოტა ულაგიათ.
ანტიპერსპირანტს რაც შეეხება ხან გარნიერს ხან მენნენს ვიყენებდი, მძაფრია ძალიან ორივე, მერე გადავედი ინჯოიზე ამ ზაფხულს, ყველაზე იაფი, სუნი საერთოდ არ იგრძნობა თითქმის, თავის საქმესაც ძალიან კარგად აკეთებს,


Posted by: 4L3X 15 Sep 2018, 20:58
ჯერემი რომ არის ხომ იცით აი (ტაში და ბრუნი) ეგ ხომ სუნამოს კომპანიის შექმნას ჩალიჩობს, ხო და იპოვე თავისი პარფიუმერი Alberto Morillas ძალიან დიდი პორტფოლიოს პატრონია. გამოვყოფ რამდენიმეს DKNY 212!!! არმანის Aqua di Gio-ს სერია და Attitude, Aqua Di Parma Colonia Intensa, Amouage Opus VII, კენზოს მთელი ყვავილების სერია, Givenchy pour Homme და Pi, CK One, კილიანის რამდენიმე სუნამო და კიდებ ბევრი, ბევრი სხვა.

https://www.fragrantica.com/noses/Alberto_Morillas.html


Posted by: ragazza39 16 Sep 2018, 16:33
user posted image
Galimard- ი გავაჩუქე თითქმის ყველა )))

Posted by: Arien 20 Sep 2018, 12:07
rezi0881
QUOTE
Montale Blue Amber ეს მაქვს ჩანიშნული უნდა ვნახო, ამას ამსგავსებენ Ambre 114 Histoires de Parfums და ეს ძალიან მაინტერესებს.


Ambre 114 Histoires de Parfums - არომა ბუტიკში მიიღეს,არ გამოწეროთ სემფლები smile.gif
თან 15მლ. ფლაკონებიტაც აქვთ ბევრი სუნამო.

sunamo
QUOTE
Serge Lutense un Bois Vanille ზე კომენტარებს ვკითხულობდი. ბევრი ამბობს დამწვარი შაქრის სუნი აქვს, უხასიათო სუნამოაო


მოვძებნე ამის სემფლი,დასაწყისით მართლა ჰგავს დამწვარ შაქარს,რამდენიმე წუთში ეს მსგავსება სუსტდება და რჩება მომწარო ვანილის სუნი.ჩემთვის ტკბილია,ცოტა არ იყოს მსუყეც,რომ არა ეს მშრალი,მწარე ვანილი,საერთოდ აუტანელი იქნებოდა.მოგვიანებით ეს სიტკბოც ნეიტრალდება და უკვე თბილი,კომფორტულია.მდგრადია,არომატს 7-8სთ ვგრძნობ,თუმცა დიდად შლეიფური არ არის.
თუ ზოგადად ტკბილი არომატები არ მოგწონთ,ბრმად ყიდვა რისკია.
* * *
4L3X
QUOTE
ხალხო ვინმეს Penhaligon's ან L'Artisan Parfumeur გქონიათ? რა აზრის ხართ?


L'Artisan Parfumeur - ამის სამი სუნამო მაქვს და მინიმუმ ერთი სამი კიდევ მინდა.რაც მინახავს უმეტესობა მომწონს,ძირითად ერთი,საკმაოდ ცნობილი პარფიუმერის შექმნილი არომატებია.
რაც შეეხება მდგრადობას,ჩემთვის სუნამოს ხარისხიანობა ამით არ განისაზღვრება,თუმცა არც ნახევარ საათში უნდა ქრებოდეს.
3-4სთ.ამ ბრენდის ჩემი ყველაზე სუსტი სუნამოს არომატსაც კი ვგრძნობ,ჰოდა საკმარისია smile.gif)

Penhaligon's - ამისი ერთი სუნამო მაქვს - OSTARA. (რაღაცამ დამაეჭვა, ვნახე და იგივე პარფიუმერია - Bertrand Duchaufour)
LUNA და AS SAWIRA ესენიც მომეწონა.ყველა არ მინახავს,მაგრამ ზოგადად ბრენდზე კარგი აზრი მაქვს,მაინტერესებს/

Posted by: nati_natiia 20 Sep 2018, 14:04
ინსოლენსი ჩამომივიდა გერლენის და მივხვდი რო ვერ ვიხმარ ((( მძაფრია ძაან
თუ ვინმეს უნდა ან გაცვლა ან ყიდვა აქ ვარ

Posted by: 4L3X 20 Sep 2018, 14:09
Arien
დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის.

Posted by: rezi0881 20 Sep 2018, 14:09
Arien

ვნახე Ambre 114 კარგი ამბრაა მომეწონა, ამბერ სულთანს მივამასგავსე დაახლოებით ერთ სტილშია.
1899 Hemingway - ეს მომეწონა კარგი სუნამოა, Spicebomb თუ იცი, მაგას გავს..

Posted by: reddoc555 21 Sep 2018, 11:02
ragazza39

ვხედავ არმანის სი გაქვთ შავი და მაინტერესებს რამდენად გავს მის კლასიკურ ვერსიას?
კლასიკურ ვერსიაში ცოტა მდგრადობა არ მყოფნიდა, არა და თვითონ არომატი მომწონს ძალიან.
ზოგადად მიყვარს სუნამოები სადაც black currant-ის ნოტი იგრძნობა.

Posted by: B.Siegel 21 Sep 2018, 13:53
tom ford gray vetiver არავინ ყიდით დს რა ფასში?

Posted by: Khatuta 21 Sep 2018, 22:18
nati_natiia
საერთოდ გერლენი მძაფრია, მე გამოვიწერე Guerlain Shalimar Souffle, პირველი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა ჩემზე, მაგრამ თანდათან ძაან მივეჩვიე და ახლა სიამოვნებით ვხმარობ (ზამთარში). ცოტა ხანი გადადე გვერდზე ეგ ინსოლენსი და მერე მოსინჯე რომ აცივდება.

Posted by: nati_natiia 21 Sep 2018, 22:22
Khatuta
დასხმასაც ვერ ვბედავ შორიდან მივისხი ორჯერ და ეგ იყო სულ))))
, ინსოლენსი მომწონს ძაან ედტ ოღონდ და ესპაეფიუმია და ძაან მძაფრია,ამხელა სხვაობას არ ველოდი, თან 100 მლიანი ვიყიდე ((

Posted by: BadKid 22 Sep 2018, 21:06
user posted image
==============================================================
Maison Francis Kurkdjian Oud ეს მომეწონა ყველაზე მეტად უდებიდან. ექსტრაქტები არ გამისინჯავს
გახსნა კარგი აქვს და კარგად ჯდება .. უფრო elemi-ს ნოტი დომინირებს რაც სხვა სუნამოებშიც შემინიშნავს
უფრო მოტკბო ხდება და უნიკალურ სუნი აქვს.. არ გავს არცერთ სუნამოს
ძალიან კარგი უდია და ადვილი სატარებელია .. მინდა smile.gif
-------------------------
Oud Satin Mood ძალიან იგრძნობოდა ვარდი და არ მომეწონა
-------------------------
Oud Silk Mood აქაც იგრძნობა საკმაოდ ვარდი მაგრამ კარგი დაბალანსებულია და ძალიან კარგი სუნამოა
უფრო ქალისკენ იხრება ..პრინციპში მეც ვატარებდი
-------------------------
Baccarat Rouge 540 არ მომწონს ეს სუნამო და რატომ გიჟდება ხალხი ვერ ვხვდები
ათას რაღაც ღირს არომატეკაში .. ძალიან ძვირია
მოკლედ ვისაც ეს სუნამო ძალიან გიყვართ და ფული არ გაქვთ რომ შეიძინოთ
DUA FRAGRANCES - Casino Royale არის კლონი 1-1 ში გავს თუ დამიჯერებთ
სემპლი მაქვს და შევადარე .. კარგი კლონია
--------------------------
Aqua Universalis Forte მე მქონდა სემპლი Aqua Universalis და არ მომეწონა აი ფორტე უკვე სხვა თემაა
ძალიან მაგარი სუნამოა.. ელეგანტური ფრეშ სუნამოა მამაკაცებისთვის
უნიკალური არაა იმიტომ რომ ამ მიმდინარეობის ბევრი კარგი სუნამო არსებობს გაცილებით მისაღებ ფასში
-------------------------
By Kilian Straight to Heaven Extreme ორიგინალი Straight to Heaven ჩემ ტოპ 3 ფავორიტებში შედის და ძალიან მაინტერსებდა ექსტრიმ ვერსია
სამწუხაროდ ორიგინალს არ აქვს კარგი გამძლეობა და მაგიტომაც გამოუშვეს ექსტრიმი
გავს მაგრამ უფრო მეტი ალკოჰოლი იგრძნობა და უფრო მომჟავო სუნი აქვს რაც არ მომეწონა
ორიგინალი ვერსია ჯობია
-------------------------
Memo Tiger's Nest კარგი სუნამოა.. აღმოსავლური სტილია და ძალიან გავს ამუაჟის სუნამოებს
ამბრა ვისაც უყვარს ეს სუნამოც მოეწონება .. განსაკუთრებული არაფერი
--------------------------
Penhaligon's Halfeti ვერ ვხვდები რატომ არის ეს სუნამო ქალის.. უნისექსია 100%
ვარდის თემაში ერთერთი საუკეთესო სუნამოა თუ საუკეთესო არა
ადრეც გავსინჯე და ეხლაც დავრწმუნდი რომ კარგი სუნამოა.. სამწუხაროდ ამის სემპლი ძნელი საშოვნელია
ბოთლი ძვირია..ადრე თუ გვიან იმედია ჩავიგდებ ხელში
-------------------------

Posted by: akako78 23 Sep 2018, 10:32
ragazza39

როგორ მიყვარს არმანის ათითუდ-ი..აღარ გამოდის და ეხლაც მაქვს 2007 წლის ბოთლი და სურნელი აქვს ისევ შენარჩუნებული.."სპეშელ" დღეებში ვატარებ ხოლმე და ნოსტალგიისკენ მიბიძგებს ხოლმე მუდამ(ეხ ნეტავ 11 წლით პატარა ვიყო ჰასაკითsmile.gif)

BadKid

ძალიან საინტერესოა მართლაც ფრენსისის ხაზი..უბრალოდ რაღაც მათურე სურნელები მგონია მაინც(გამოცდილი ცხვირებისთვისაა უფრო შექმნილიო თითქოს)ვიდრე თანამდეროვე ტრენდის მითითებით გაკეთებული..უფრო დამჯდარი ხალხისთვის აკეთებს ეგ კაცი სუნამოებს და არა თინეიჯერებისთვის ჩემის აზრით..თან ევროპის ბაზრისკენ აქვს მიმართულება როგორც ჩანს ჯერჯერობით(აი ისეთი 40-70 წლის ფულიანი ევროპელებისთვის-თანაც უფრო ქალბატონებისკენ აქვს გეზი აშკარად-აქაც გათვლაა-ქალებს მეტს ჩუქნიან და მეტს ჰყიდულობენს პონტშიsmile.gif)მერე შეიძლება უგანოს კიდევაც და გადავიდეს არაბული სამყაროსკენ და როჟა დოვის პონტში დაიწყოს სულთანიო-შახიო-ხანიო-ამირა თუი ემირიო-მართალია მუსლიმების "წყალობით" მოხვდა ეგ პიროვნება საფრანგეთში,მაგრამ ფული ჯოჯოხეთს ანათებს-მოუნდება 20 მილიონიანი იახტა ან შვეულმფრენი და უფრო მეტად დააბოლებს არაბებს თანაც ისეთი წარმატებით-რასაც აკეთებენ სხვა წარმატებული ნიშე ბრენდები..უდავოდ უნიჭიერესი პარფიუმერია!!!

Posted by: B.Siegel 24 Sep 2018, 23:43
გასაყიდი სუნამოები ვის რა გაქვთ????

Posted by: nati_natiia 25 Sep 2018, 01:34
B.Siegel
მე გერლენის ინსოლენსი,100მლ ტესტერი,ფრაგრანსნეტზე ნაყიდი

Posted by: ragazza39 25 Sep 2018, 02:05
reddoc555
კლასიკური ვერსია არ მქონია, მაგრამ დატესტილი მაქვს და ბევრად ინტენსიური და მდგრადია ეს, მაგალითად ტანსაცმელზე თუ მიმესხა 2-3 კვირა კარადაში ეს ჯადოსნური საურნელი ტრიალებს, ამ სუნამოს გარეშე ვერ ვძლებ და იმედია არ მომბეზრდება, რასაც ნარცისოს სუნამოებზე ვერ ვეტყვი

akako78

ამაშიც წვეთები, რომ არ იყოს გაჩუქებდი )))
* * *

Posted by: kshaneli 25 Sep 2018, 08:59
მე ჰალფეტი მაქვს, ძალიან კარგია მომწონს. ენდიმიონი და ლოთეირი ორივე კარგია

Posted by: akako78 25 Sep 2018, 16:11
ragazza39
მადლობა დიდი,მაგრამ არაა საჭირო..მაქვს დარჩენილი 7-10მლ და მყოფნის..ვისხავ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ..კიდევ დიდხანს გავაქაჩინებsmile.gif

Posted by: Arien 25 Sep 2018, 17:18
rezi0881
QUOTE
ვნახე Ambre 114 კარგი ამბრაა მომეწონა, ამბერ სულთანს მივამასგავსე დაახლოებით ერთ სტილშია.1899 Hemingway - ეს მომეწონა კარგი სუნამოა, Spicebomb თუ იცი, მაგას გავს..


Spicebomb -ეს ვიცი,კარგია,ადრე ვაჩუქე მეგობარს.
რაღაცეები ვნახე,დალაგების პროცესში იყვნენ და მგონი ყველაფერი არც ედოთ,მაგრამ ვერ დავიმახსოვრე.ერთი რაც მომეწონა პატარა ბოთლით არ ჰქონდათ და მერე VENI ავარჩიე.გურმანულია,ზოგადად ანანასის სუნს მივამსგავსე,ახლა ვფიქრობ მაგ დღეს დალევის ხასიათზე ვიყავი,რადგან დარიჩინიანი ვაშლის ლიქიორიც ვიყიდე biggrin.gif

მაჩვენეს თურქული ბრენდის NISHANE-ს რამდენიმე სუნამოც,ზრდილობის გამო დავეთანხმე რომ რამდენიმე არომატი მომეწონა,მაგრამ სინამდვილეში არ შემიძლია,არ მაინტერესებს.თუმცა მესმის,ობიექტურად შეიძლება ძალიანაც კარგი სუნამოები ჰქონდეთ.
ამაზე ფსიქოლოგიაში მაქვს საწერი.facepalm.gif

გონი ამან დამაკარგვინა,ისეთი პაჩული იგრძნობა,როგორიც მინდა

Posted by: reddoc555 25 Sep 2018, 17:57
ragazza39
QUOTE
კლასიკური ვერსია არ მქონია, მაგრამ დატესტილი მაქვს და ბევრად ინტენსიური და მდგრადია ეს, მაგალითად ტანსაცმელზე თუ მიმესხა 2-3 კვირა კარადაში ეს ჯადოსნური საურნელი ტრიალებს, ამ სუნამოს გარეშე ვერ ვძლებ და იმედია არ მომბეზრდება, რასაც ნარცისოს სუნამოებზე ვერ ვეტყვი


ვაიმე დიდი მადლობა პასუხისთვის, ზუსტად ასეთი მინდა. უფრო ღრმა, მძიმე და ინტენსიური

Posted by: rezi0881 25 Sep 2018, 23:09
Arien

ნიშანე ძალიან მაინტერესბდა, რაღაცეები ვნახე, რო გითხრა რაღაც განსაკუთრებული აღმოვაჩინეთქო არა
რეებიც ვნახე:
Wulong Cha - ჩაის სუფთა ფრეშ მსუბუქი სურნელი, ძალიან მაგრად მივამსგავსე გერლენის ნეროლის.
Hacivat - ავენტუსის კლონი, მაგრამ კანზე აშკარად დიდი დოზით ამბროქსანი იგრძნობოდა.
Suede et Safran - ფორდის ტუსკანური ტყავის კლონია ფაქტიურად, აღმოჩენა ვერც ეს იყო..
B-612 - ეს უფრო განსხვავებული სუნამოა და საინტერესო ჩანს.

მერე HDP ვნახე რაღაცეები.. ნიშანეთი არ უნდა დამეწყო, ნორმალურად ვერაფერი ვეღარ გავიგე, ექსტრაქტებია და ძალინ მდგრადებია biggrin.gif
1725 Casanova მამაკაცის არის ბარბერშოპ ტიპის მასკულინური სუნამოა, კარგია.

აი ეს დამამახსოვდა კიდევ, უცხოა და საინტერესო.

user posted image


Posted by: პარფიუმერი 30 Sep 2018, 13:00
QUOTE (BadKid @ 29 Mar 2018, 21:24 )
user posted image
https://forum.ge/?f=99&showtopic=35004143
---------------------------------------------
მაღაზიები თბილისში, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სუნამოები:
http://iciparis.ge/
http://www.voulez-vous.ge/
http://lutecia.ge/
http://www.arome.ge ნიშ-პარფიუმერია
https://www.facebook.com/aromatequeGe/ ნიშ-პარფიუმერია
---------------------------------------------
ონლაინ მაღაზიები საიდანაც შეგიძლიათ გამოწეროთ სუნამო
http://www.fragrancex.com/
http://www.fragrancenet.com/
https://www.notino.com/ https://www.notino.de/ https://www.notino.uk/
---------------------------------------------
ასევე:
http://www.amazon.com/
https://www.ebay.com/
---------------------------------------------
გადამზიდები რომელთაც ჩამოაქვთ სუნამოები:
http://camex.ge/
https://www.usa2georgia.com/
https://inex.ge/
http://linoni.ge/
==================================================================================================================
user posted image
==================================================================================================================

მოგესალმებით.

სუნამოების ასეთი ონლაინ მაღაზია თუ გინახავთ ვინმეს?
მაინტერესებს თქვენი აზრი
https://ciel.ge/ka/

* * *
QUOTE (Arien @ 25 Sep 2018, 17:18 )
rezi0881
QUOTE
ვნახე Ambre 114 კარგი ამბრაა მომეწონა, ამბერ სულთანს მივამასგავსე დაახლოებით ერთ სტილშია.1899 Hemingway - ეს მომეწონა კარგი სუნამოა, Spicebomb თუ იცი, მაგას გავს..


Spicebomb -ეს ვიცი,კარგია,ადრე ვაჩუქე მეგობარს.
რაღაცეები ვნახე,დალაგების პროცესში იყვნენ და მგონი ყველაფერი არც ედოთ,მაგრამ ვერ დავიმახსოვრე.ერთი რაც მომეწონა პატარა ბოთლით არ ჰქონდათ და მერე VENI ავარჩიე.გურმანულია,ზოგადად ანანასის სუნს მივამსგავსე,ახლა ვფიქრობ მაგ დღეს დალევის ხასიათზე ვიყავი,რადგან დარიჩინიანი ვაშლის ლიქიორიც ვიყიდე biggrin.gif

მაჩვენეს თურქული ბრენდის NISHANE-ს რამდენიმე სუნამოც,ზრდილობის გამო დავეთანხმე რომ რამდენიმე არომატი მომეწონა,მაგრამ სინამდვილეში არ შემიძლია,არ მაინტერესებს.თუმცა მესმის,ობიექტურად შეიძლება ძალიანაც კარგი სუნამოები ჰქონდეთ.
ამაზე ფსიქოლოგიაში მაქვს საწერი.facepalm.gif

გონი ამან დამაკარგვინა,ისეთი პაჩული იგრძნობა,როგორიც მინდა

Arien ვხედავ საკმაოდ კარგად ერკვევით სუნამოს თემატიკაში
და დახვეწილი გემოვნებაც გაქვთ.

თქვენ სწორად აღნიშნეთ თურქულ ბრენდთან დაკავშირებით - ეს
ფსიქოლოგიის თემაა. ჩვენ იმდენად შევეჩიეთ ბრენდულ სუნამოებს,
რომ გვიჭირს სიახლის აღქმა. მეორეს მხრივ, ნიშ-პარფიუმერიასაც მივეჩვიეთ,
თუმცა 15-20 წლის წინ ცოტა შორს ვიყავით ამ თემისგან.



Posted by: პარფიუმერი 30 Sep 2018, 14:57
QUOTE (პიანისტი @ 31 Mar 2018, 17:45 )
BadKid
ცოტა მეტად გამყოლი რო იყოს დი ამალფი მაგარი იქნებოდა , 2-3 საათი ფუბლიკზე ძლებს ჩემთან ,შემდეგ 2 საათი ახლო ურთიერთობის დროს ქალთან biggrin.gif მდგრადობის გაზრდა თუ შეიძლება რამის შერევით? წინა თემაში მოვკარი თვალი მოლეკულას შესახებ.

სუნამოს მდგრადობა საკმაოდ საინტერესო თემაა.
თუ გაინტერესებთ ამ თემატიკაზე იდეები, სიამოვნებით გავაზიარებ აქ.

ეს მცირედი მონაწყვეტია ამ თემიდან:



"სუნამოს მდგრადობა: არომატის ბევრ ფანს სურს ამ საკითხზე ამომწურავი პასუხის მიღება. თუ ამ საკითხს სწორი კუთხით მივუდგებით, ყველაფერი თავისადგილზე დალაგდება. მდგრადობასთან დაკავშირებით მეც მქინდა გაუგებარი სიტუაციები. აი თუნდაც სიყმაწვილეში.



ერთხელ დეიდას ვსტუმრობდი სოხუმში. ეს იყო 80-იანი წლები. ის საკომისიომაღაზიაში მუშაობდა და სახლში სუნამოების დიდი კოლექცია ჰქონდა. მახსოვს დავიწყე მათი გასინჯვა და ჩემი ყურადღება უცებ ერთმა ლამაზმა ფლაკონმა მიიპყრო. მას ეწერა CLIMAT LANCOME. ეს იყო ფლაკონიპულველიზატორის ანუ სპრეის გარეშე. მოვხსენი საცობი და მაჯაზე დავისხი ცოტა. მახსოვს, ამ საოცარმა სუნამომ უბრალოდ დამათრო!

მაშინ პიონერთა ბანაკები იყო და ერთ ერთი ასეთი, დეიდას სახლთან ახლოს იყო, საითაც გოგონების მოსახიბლად გავეშურე. 100 მეტრი არ ვარ სახლსგაცილებული და უკვე ვერ ვგრძნობ სურნელს. ვიფიქრე, ალბათ ცოტა დავისხი მეთქი. გავბრუნდი და კიდევ დავისხი. გაინტრესებთ, ზეთების რაკონცენტრაცია იყო იმ სუნამოში? როგორც თავად ფრანგმა პარფიუმერებმა მითხრეს შემდგომ (ეს იყო უკვე დაახლებით 23 წლის შემდეგ მოსკოვში), მაშინ ეთერზეთების კონცენტრაცია იყო 35 50%. მე კი მეგონა, რომ სუნამო არ იყო მდგრადი.

ნონსენსი იმაშია, რომ თითქოს ბევრმა იცის მდგრადობასთან დაკავშირებული ნიუანსები, მაგრამ საქმეზე ყველაფერი თავდაყირა დგება. ეჭვი არმეპარება, რომ ერთხელ მაინც გსმენია, თუ რა ფაქტორები განაპირობებს სუნამოს მდგრადობას. მივყვეთ რიგრიგობით. მდგრადობის შეფასება ხდებაკომპლექსურად და არც ერთი კომპონენტი არ უნდა გამოირიცხოს".

პ.ს: თუ დაგაინტერესებთ გაგრძელება, სიამოვნებით გაგიზიარებთ აზრებს შემდეგ პოსტში.
ყველას წარმატებებს გისურვებთ და სუნამოს ფანებს ნამდვილ პარფიუმერულ ექსტაზს ვუსურვებ!

Posted by: Lapustaki5 30 Sep 2018, 20:55
ხალხო, ვისაც ვაუჩერი გაქვთ გასაყიდი, დადეთ ხოლმე რა.
სულ ვეძებ ლუტეციას 150 ლარიან ვაუჩერს 100 ლარად, ან 200 იანს 100 ლარად biggrin.gif biggrin.gif
მოკლედ, გთხოვთ დავდოთ ხოლმე

user posted image

Posted by: akako78 30 Sep 2018, 21:18
Lapustaki5

არასოდეს არ მიყიდია და არ გამიყიდია,მაგრამ მასეთ ფასებში არ მინახავს რომ ვინმეს გაეყიდოსsmile.gifეგეთ ფასებში ისე ვინ არ იყიდის..მე მგონი 150ლარიანი 130 ში რომ მოგყიდოს ვინმემ ეგეც გასაკვირი იქნებაsmile.gifsmile.gifsmile.gif

პარფიუმერი

რათქმაუნდა საინტერესო იქნება ყველა გამოცდილება რაც წლების შეწმდგომ მოდის მხოლოდ და არა მარტო წლებით-სხვა უნარებიც ბევრია და თუ გაგვიზიარებ -მე პირადად მადლობელი ვიქნები..

Posted by: Lapustaki5 30 Sep 2018, 21:19
akako78

რეზი მაძლევდა 150 ლარიანს 100 ად, მაგრამ იმ მომენტში მჭირდებოდა და იმ მომენტში მოქმედების ვადა არ იყო დაწყებული. კი ზოგჯერ ყიდიან ... თუ გაჩუქეს და იმ მაღაზიაში არაფრის ყიდვა არ გინდა, მაშინ იაფად გაყიდი

Posted by: Arien 1 Oct 2018, 10:54
პარფიუმერი
.
QUOTE
Arien  ვხედავ საკმაოდ კარგად ერკვევით სუნამოს თემატიკაში და დახვეწილი გემოვნებაც გაქვთ.


მადლობა.
თუმცა ვფიქრობ სხვები მეტად თუ არა,ნაკლებად არ ერკვევიან.

QUOTE
თქვენ სწორად აღნიშნეთ თურქულ ბრენდთან დაკავშირებით - ესფსიქოლოგიის თემაა. ჩვენ იმდენად შევეჩიეთ ბრენდულ სუნამოებს,რომ გვიჭირს  სიახლის აღქმა.


სიახლის აღქმა არ მიჭირს,უფრო პირიქით, მუდმივად მჭირდება რამე ახალი და განსხვავებული,ან დავიწყებული ძველი.
პრობლემა თურქულ ბრენდთან მაქვს,მიუხედავად იმისა, რომ NISHANE საკმაოდ ცნობილი და დაფასებულია,მასში ექვსას რაღაც ლარის გადახდას არ ვაპირებ.რა საოცრებაც არ უნდა შექმნან,უკვე მაქვს წინასწარ აკვიატებული,ნეგატიური აზრი,რაც მოწონებასა და გადაწყვეტოლების მიღებაში უეჭველი შემიშლის ხელს.

QUOTE
მეორეს მხრივ, ნიშ-პარფიუმერიასაც მივეჩვიეთ,თუმცა 15-20 წლის წინ ცოტა შორს ვიყავით ამ თემისგან.


როცა პარფიუმერია გვაინტერესებს,ადრე თუ გვიან გადავდივართ ნიშ სუნამოებზე.თუნდაც იგივე სიახლის ძებნის გამო smile.gif

30 წლის წინ ბავშვი ვიყავი და სურნელოვანი საპნების კოლექცია მქონდა.მერე ბნელ 90-ან წლებს შეეწირა.
20 წლის წინ საჭმლის ფული არ მქონდა,არამც თუ ფარფიუმერიის.
10 წლის წინ უკვე შემეძლო მეტ-ნაკლებად მეყიდა ის სუნამოები რაც მინდოდა.ნუ ცხადია გონიერების ფარგლებში.
ჩემთან ასე იყო smile.gif

Posted by: kshaneli 1 Oct 2018, 11:26
წეღან ვტესტავდი რაღაცეებს, ამერია და კაცის სუნამო დავისხი.
ძალიან მომეწონა : ))))))
moschino იყო თუ არ ვცდები ფორევერი

Posted by: akako78 1 Oct 2018, 20:19
kshaneli

მოშინო თუ მოსკინოა..მაგ ბრენდის სუნამო რომ არის ქალბატონების-გულის თავსახური აქვს და ფანი ჰქვია..ეგ მქონდა ერთ დროს აბი გლუკოზასავითsmile.gifყველას მაგას ვჩუქნიდი..ერთ ჯერზე 6 ცალი ვიყიდე 60 ლარად ანუ 360ლარი(მაშინ იაფი იყო პარფიუმერია-ლარი ლარობდა ხოლო დოლარი ჩმორიკი იყოsmile.gif) გადავიხადე და სულ გავაჩუქე-ისე ყველა კმაყოფილი იყო ვისაც ვაჩუქე..ეხლაც აქვს დედაჩემს და ძალიან უყვარს..
Lapustaki5

ეგ ამბავი არ ვიცი მაგრამ რეზი ამუაჟის სილვერს ჰყიდდა და ეგ რომ უნდა მეყიდა ეგ კი ნარდად ვიცი..უმაგრესი სუნამოა ჩემთვის,მით უმეტესს მემძიმება ეგ არაბულ-მუსულმანური ბრენდი მთლიანობაში,მაგრამ ეგ სუნამო გამონაკლისია..

Arien

მახსოვს 1996 წელში პაკოს იქს ესი მქონდა ვინტაჟი და მერე ოპიუმი ივსენის..მერე აზაროები პურ ლავანდერს გამოვარჩევდი..გუჩებს ვერ ვივიწყებ და ძალიან მენატრება ეგ ორივე სურნელი რაში და ენვი..არადა ენვი მქონდა მეორე შემორჩენილი მქონდა 5 წლის წინ და ჩავცალე უმოწყალოდsmile.gifეხლაღა ვნანობ..ისე ბევრი კარგი სუნამო ჰქონდა კენზოს,მაგალითად ჯუნგლი და ვარდი ეხატა ერთს..გოგონებს მაშინ უფრო კენზოებს ვჩუქნიდი-მეც მომწონდა კენზოს პურ ომი..ლევანისგან ვყიდულობდი ბაზრობაზე-სულ ორიგინალები ჰქონდა და თანაც კარგ ფასებში..სამწუხაროდ ცუდად წაუვიდა მაგ კაცს საქმე და დაკარგა მაღაზიაც და ეგ ბიზნესიც..

Posted by: პიანისტი 2 Oct 2018, 01:51
ვაუჩერს შეგიძლია დაამატო თანხა და ისე იყიდო? მაგალითად ვაუჩერი მაქვს 200 ლარიანი და მინდა 500-600ლარიანი სუნამო?

Posted by: Lapustaki5 2 Oct 2018, 11:42
პიანისტი

კი.............
* * *
user posted image

მოკლედ ამ სამ სუნამოს ვყიდი ძალიან იაფად. სამივე სავსეა.
ტელეფონი პირადად

Posted by: ragazza39 2 Oct 2018, 15:33
ვინმემ ხომ არ იცით ეს სუნამო იყიდება ჩვენთან ? ? ? smile.gif

user posted image

Posted by: akako78 2 Oct 2018, 15:41
ragazza39

ეგ სუნამო ინგლისში უნდა იყოს წესით-ლონდონში იყიდა მე მგონი ერთმა ნაცნობმა..ნეტში მოიკითხე და გადამზიდსაც კი ნახავ ბრიტანეთიდან რომ ჩამოაქვთ..აქ როგორც ვიცი არ არ იშოვება..

Posted by: ragazza39 2 Oct 2018, 16:27
akako78

მადლობა smile.gif

Posted by: toyota12345 2 Oct 2018, 16:37
გაუმარჯოს ბიჭებს ამ თემაში სუნამოს გაცვლა გამოცვლა მოსულა? შანელის ბლუ მაქვს პარფიუმი 100% ორიგინალია გამოვიწერე შანელის საიტიდან და რავი მომბეზრდა სუნი გავცვლილი მასეთივე დონის რამე კარგ კაცურ სუნამოში 100 მილიგრამიან ფლაკონს ძალიან ცოტა აქვს მოკლებული ჩემს სუნამოს ანუ ნახევარზე მეტია კოლოფში თუ ვინმე დაინტერესდება შემეხმიანოს ოღონთ ასევე ორიგინალი უნდა იყოს მისი სუნამოც და რამე საკაიფო მდგრადი როგორც შანელის ბლუ.

Posted by: პიანისტი 3 Oct 2018, 21:52
პარფიუმერი
რა დროს გაჩერდი;დ დამაინტერესა, გააგრძელე თუ არ დაგეზარება .
თან ამდენ წლიანი გამოცდილება გაქვს , მე სულ რაღაც 4-5 წელიწადი იქნება რაც,, მოვიწამლე "სუნამოებით , ჩემი ორი ძმაკაცის დამსახურებაა და ძალიან კარგია ლაივში სუნამოების განხილვა, მეგობრებთან ერთად.

Lapustaki5
მადლობა.

Posted by: BadKid 4 Oct 2018, 20:26
QUOTE (Arien @ 1 Oct 2018, 10:54 )
სიახლის აღქმა არ მიჭირს,უფრო პირიქით, მუდმივად მჭირდება რამე ახალი და განსხვავებული,ან დავიწყებული ძველი.
პრობლემა თურქულ ბრენდთან მაქვს,მიუხედავად იმისა, რომ NISHANE საკმაოდ ცნობილი და დაფასებულია,მასში ექვსას რაღაც ლარის გადახდას არ ვაპირებ.რა საოცრებაც არ უნდა შექმნან,უკვე მაქვს წინასწარ აკვიატებული,ნეგატიური აზრი,რაც მოწონებასა და გადაწყვეტოლების მიღებაში უეჭველი შემიშლის ხელს.

ზუსტად იგივე შეხედულება მაქვს მეც ამ თურქულ ბრენდთან.. ყველა აქებს ამ ბრენდს, მაგრამ გული არ მიმიწევს
------------------------------------------------
QUOTE (ragazza39 @ 2 Oct 2018, 15:33 )
ვინმემ ხომ არ იცით ეს სუნამო იყიდება ჩვენთან ?    ?    ?  smile.gif 

ეს ბრენდი ჩვენთან არ არის.. ისე ძალიან გავს Tiveden Zara for men-ს სამწუხაროდ ქსელში არც ესაა დარჩენილი
================================================================================================
user posted image
================================================================================================
Tom Ford Tuscan Leather პირველად რომ გავსინჯე ეს არომატი მეგონა საბურავს ვსუნავდი biggrin.gif გავიდა დრო და გაიწთვრნა ცხვირიც და გემოვნებაც
ახლა ერთერთი ფავორიტი სუნამოა ჩემთვის.. ტყავის თემაში პირველია.. ტომ ფორდის პროდუქცია ზოგადად ძვირია და არც ესაა გამონაკლისი
50მლ 638ლ ღირს ლუტეციაში.. თან საკმაოდ ძველი სუნამოა 2007 წელსაა გამოშვებული
გამძლეობა და შლეიფი აქვს იდეალური .. არანაირი უნისექსი არაა ჩემი აზრით.. ქალზე ვერ წარმომიდგენია
------------------------------------------------
La Yuqawam Homme Rasasi for men ძალიან ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდა ტოსკანურ ტყავს და საბოლოოდ შეთანხმდა პარფიუმმანიაკების უმრავლესობა რომ
საუკეთესო კლონი არის ეს კონკრეტული..
დიდი ხანი მინდოდა გამესინჯა და გამოვიწერე 10მლ გასატესტად.. გაოცებული ვარ ისე გავს
ხანგრძლივობა და შლეიფი იდეალურია.. მეტსაც გეტყვით, ტოსკანურ ტყავს მირჩევნია
ამ სუნამოში მეტი ჟოლოს სიტკბო ისმის რაც ძალიან მომეწონა
რეკომენდაციას ვუწერ თუ დამიჯერებთ ..ნუ გადაიხდით ზედმეტს, ნუ იყიდით ქოლგეითს, იყიდეთ რასასის ტყავი smile.gif
------------------------------------------------
ისე კანადელმა ჰიპ ჰოპ არტისტმაც კი მიუძღვნა ტოსკანურს სიმღერა.. მისი აზრით სუნამო ტოსკანური ტყავი გავს კოკაინის სუნს
=============================================

=============================================

Posted by: Van10Persie 8 Oct 2018, 02:58
ლუტეციას ფასი და ამაზონის ფასი... რა მაფიაა? user.gif

user posted image

user posted image

Posted by: Lapustaki5 8 Oct 2018, 16:34
გამარჯობა.

კურკჟანის ტყავის ბრასლეტი აქვს ვინმეს, სუნამოს რომ მოყვება?
--------------
-

Posted by: პიანისტი 16 Oct 2018, 17:14
მეღადავებით? რა სეზონი დადგა და თემას ძირავთ?
მალე ჩამოვიდეს რა 10 გრადუსზე ,ყელში მაქვს ზაფხულის სუნამოები

Posted by: Khatuta 16 Oct 2018, 19:02
Armani Emporio (ქალის) თუ ვინმეს გიხმარიათ, როგორია... რევიუებიდან ბევრი ვერაფერი გავიგე. მამაკაცის Аrmani Emporio იმდენად მომეწონა რომ გადავწყვიტე ქალის ემფორიო გამოვიწერო. თუ დაწერთ ორიოდე სიტყვას მადლობელი დაგრჩებით.

Posted by: akako78 16 Oct 2018, 19:57
Khatuta

კი მეუღლეს აქვს სემპლი..ტკბილია და ძალიან კარგია რა..მაგრამ დაუტესტავად არ გირჩევთ..გამყოლია აშკარად..ზაფხულის სუნამო ნაღდადა არაა-დანარჩენ სეზონებზე კი წავა გემრიელადsmile.gif

Posted by: Khatuta 16 Oct 2018, 23:42
akako78
დატესტვა მინდა, მაგრამ ვერსად ვერ მივაგენი თბილისში ემფორიოს. მადლობა, ბრმად გამოვიწერ, იმედია გაამართლებს.

Posted by: subterranean 17 Oct 2018, 01:39
Van10Persie
ზედა სუნამოა და ქვედა - სპრეი

Posted by: Van10Persie 17 Oct 2018, 11:26
subterranean
QUOTE
ზედა სუნამოა და ქვედა - სპრეი

ვერ მივხვდი, სპრეი ანუ ჰაერში გასაშვები? biggrin.gif რა განსხვავებაა?

Posted by: subterranean 17 Oct 2018, 12:01
Van10Persie
სურნელოვანი ზეთის კონცენტრაციაა განსხვავება. ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა პარფიუმში, ყველაზე დიდხანს ძლებს და შესაბამისად, ყველაზე ძვირი ღირს.შემდეგ მოდის eau de parfum, ანუ პარფიუმის წყალი. შემდეგ ტუალეტის წყალი, კიდევ რაღაცები და სპრეი.

Posted by: Van10Persie 17 Oct 2018, 12:21
subterranean
QUOTE
eau de parfum

ეს არის ლუტეციაშიც და ამაზონზეც
QUOTE
სპრეი

შესაშხურებელი რომ აქვს მაგიტომ აწერია სპრეი

Posted by: LEGOshark 17 Oct 2018, 23:50
გამარჯობა მეგობრებო,

მინდა მოკლედ გითხრათ Sterling Parfume-ს შესახებ. ეს არის მაღაზია სადაც თქვენ ნახავთ ორიგინალ სუნამოებს ქალისა და მამაკაცის, ზუსტად იმავეს 1-1ში რომელსაც ყიდულობთ უფრო ძვირად - ქსელურ პარფუმერიის მაღაზიებში

Sterling Parfume დიდი ხანია არსებობს და ჰყავს ერთგული მომხმარებლები, ახლა უკვე დავიწყეთ სოციალური ქსელის გამოყენება რათა უფრო ფართო საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი, ვისაც უბრალოდ გნებავთ შეიძინოთ იდენტური სუნამო 30-40% ით უფრო იაფად ვიდრე ქსელურ მაღაზიებში, გთხოვთ დაგვიმეგობრდეთ

https://www.facebook.com/Sterlingparfum/

რატომ გვაქვთ დაბალი ფასები ?

როგორც მოგეხსენებათ თითოეული პროდუქტის საწარმოო ფასი ფიქსირებულია, გასაყიდ ფასს კი განსაზღვრავს მაღაზია. დიდი ხარჯების გამო ქართულ ქსელურ მაღაზიებში პროდუქციის ფასი მაღალია, ჩვენი ბრენდი კი თავის მომხმარებელს მინიმალური დანახარჯით აწვდის იმავე პროდუქციას.


დანარჩენი facebook-ზე

Posted by: 4L3X 17 Oct 2018, 23:59
subterranean
Van10Persie

user posted image

Posted by: senpai 18 Oct 2018, 17:48
user posted image

შემოდგომისთვის დაბალანსებული სუნამოც ვიპოვე. გარდამავალ ამინდში კარგად იხსნება.

ვანილის მოყვარული არ ვარ, მარა აქ ძალიან კარგადაა შერეული ინგრედიენტები და მთლიანობაში კარგად ჯდება სანდალვუდთან.

Posted by: Lapustaki5 18 Oct 2018, 18:00
senpai
ნოტები ვნახე, მეც უნდა მომეწონოს. სად იყიდება?

Posted by: senpai 18 Oct 2018, 18:18
Lapustaki5
ისიპარიში. დატესტე ჯერ, სადღაც 20 წუთში მოსდის გარდასახვა. სოლიდური სუნამოა, მარა თუ ამინდი სწორად ვერ შეარჩიე, ცოტახანს ძლებს კანზე.


ქართულად უნდა ვისწავლო ნოტების დასახელებები facepalm.gif სალდალვუდი სანდალოზი ყოფილა ქართულად.

Posted by: BadKid 18 Oct 2018, 21:55
senpai
კარგი სუნამოა, მეც მომწონს.. ამ სეზონს უხდება
==================================================================================
user posted image
==================================================================================
Tom Ford Ombré Leather (2018) ახალი რელიზი ტომ ფორდისგან.. 2016 წელში პრივე ბლენდში გამოდიოდა Ombre Leather 16
რომლის წარმოებაც შეწყვიტეს და გამოუშვეს შედარებით ბიუჯეტურ ხაზში (თუ ბიუჯეტური ქვია ..550 ლარი ღირს)
დიდი მოწონება დაიმსახურა პარფიუმ მოყვარულებში და ძალიან მაინტერესებდა
შემოიტანეს ლუტეციაში.. ძალიან გავს ტოსკანურ ტყავს, მითუმეტეს გახსნა.. შემდეგ იცვლება და ძალიან საინტერესო აურას ქმნის
ვისაც ტყავის სუნამო მოგწონთ და ტოსკანური ტყავი გემძიმებათ, აუცილებლად გასინჯეთ ეს არომატი ნამდვილად კარგი სუნამოა
კანზე არ მიტარებია, მაგრამ ჩემი აზრით შეიძლება ტოსკანურს სჯობდეს სატარებლად
==================================================================================
user posted image
==================================================================================
Initio Parfums Prives Rehab ეს სუნამოც 2018 წლის გამოშვებაა და ძალიან პოპულარობით სარგებლობს
გავსინჯე და ძალიან ნაცნობი სუნი აღმოჩნდა.. ძალიან გავს Spicebomb Viktor&Rolf-ს რომელიც ასევე ძალიან პოპულარულია
გახსნა მომეწონა კარგია და გემრიელი, მაგრამ ჯდება და გავს სფაისბომბს..ნიშ ვარიანტს? შეიძლება, კანზე უნდა დაიტესტოს
მე არ ვარ დიდად Spicebomb -ს მოყვარული და დიდად არ ამ რელიზით ავღფთოვანდი
აღსანიშნავია რომ Spicebomb-ი რამდენჯერაც მიტარებია სულ ვირაც აღნიშნავს რომ კარგი სუნამო მასხია...
==================================================================================
Tom Ford Fougère Platine (2018) ესეც შემოიტანეს და ესეც ძალიან ნაცნობი სუნი აღმოჩნდა
ძალიან გავს Amouage Memoir Man-ის გახსნას.. სიმწვანის და ტყის სუნი აქვს რაც ძალიან მომწონს
==================================================================================
Tom Ford Fougère d’Argent კაროჩე ხელის საპონი მაქვს და მაგრად გავს მაგის სუნს biggrin.gif
ისე ლავანდის თემაში კარგი სუნამოა.. ბარბერშოპის სტილში
==================================================================================
Tom Ford Champaca Absolute რატო იდო დახლზე არ ვიცი 2009 წლის სუნამოა და დიდად პოპულარული არაა
ჩემი აზრით ქალის სუნამოა... ყვავილოვანი სუნი აქვს რაც არ მიყვარს
==================================================================================
სხვა სუნამოებთან აღარ მიმიშვეს გამომაგდეს biggrin.gif

Posted by: senpai 18 Oct 2018, 22:32
BadKid
ლუტეციის რომელ ფილიალს მირჩევ დასატესტად, ტვინს რომ არ ჭამდნენ და ნორმალურად შევძლო საინტერესო სუნამოებთან მისვლა ?

Posted by: BadKid 18 Oct 2018, 22:36
senpai
ტვინს ყველგან ჭამენ.. ალბათ გალერეა თბილისში ჯობია..ბევრი ხალხი შედის და ყურადრებას ნაკლებად გაქცევენ

Posted by: 4L3X 18 Oct 2018, 22:38
QUOTE (senpai @ 18 Oct 2018, 22:32 )
ლუტეციის რომელ ფილიალს მირჩევ დასატესტად, ტვინს რომ არ ჭამდნენ და ნორმალურად შევძლო საინტერესო სუნამოებთან მისვლა ?

თუ არ გინდა კონსულტანტებთან ურთიერთობა, ყურსასმენები გაიკეთე და არავინ აღარ მოვა. მე ეგრე ვშვები და მშვიდათ ვარჩევ პრიდუქტს.

Posted by: senpai 18 Oct 2018, 22:40
BadKid
QUOTE
ტვინს ყველგან ჭამენ

სადაც შევედი ყველგან ქალი დამყვება, ვეუბნები კოლექციონერი ვარ, შემდეგ სუნამოს ვარჩევ და შენზე მეტი კომპეტენცია მაქვს, თუ მოგმართავ, მხოლოდ იმიტომ რომ გავიგო კონკრეტული სუნამო სად დევს და გვერდზე კი დგება მარა მაინც ახლოს მოდის და მიყურებს biggrin.gif მოკლედ მშვიდად ვერ ამირჩევია სუნამო რა.

4L3X
QUOTE
მე ეგრე ვშვები და მშვიდათ ვარჩევ პრიდუქტს.

მართლა მოქმედებს ეს მეთოდი ? თუ უბრალოდ შენ ხარ ეგეთი ტიპაჟი ?

Posted by: 4L3X 18 Oct 2018, 22:43
senpai
ხო ეგეთი ტიპაჟი ვარ, მაგარი ბრუტალური, ცალი თვალით, მთელ სახეზე იარა მაქვს, 2 მეტრი ვარ და განიერი და სულ ვიბღვირები yes.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: senpai 18 Oct 2018, 22:49
4L3X
რა იყო ეგეთი ცუდი კითხვა დაგისვი ?

Posted by: PoisonnIvy 18 Oct 2018, 22:50
ფლორაბოტანიკა ფააფუ cry.gif

Posted by: Arien 18 Oct 2018, 23:51
QUOTE
ალბათ გალერეა თბილისში ჯობია..ბევრი ხალხი შედის და ყურადრებას ნაკლებად გაქცევენ


ასეა,აქ არასოდეს მაქცევენ ყურადღებას,ჩემზე მნიშვნელოვანი კლიენტები ჰყავთ არაბების და მსგავსი ტიპების სახით.განსაკუთრებით შაბათ-კვირას და დღის მეორე ნახევარშია ხალხმრავლობა.არომატს ვარჩევ ჯერ ფლაკონიდან,შეიძლება 10-15 სუნამო ვნახო და ბლოტერზე მხოლოდ 1-2 მოვსინჯო,ისიც ბოლოს, თან წასაღებად.ასე მაქვს გალერიაში არჩეული Carthusia Essence of the Park ,თუმცა ყიდვით
მერე ისთ პოინტში ვიყიდე.

Histoires de Parfums ამის ორი სუნამო დავიმატე This Is Not A Blue Bottle 1.2 და Noir Patchouli.
პაჩული ამ ბოლო დროს ძალიან მაინტერესებს, პირველი კი ხალისიანი,ენერგიული და უფრო თინეიჯერულია,ოღონდ კონსულტანტს არ უთქვია ქალბატონო თქვენ ეს არ შეგეფერებათო (ადრე მითხრეს ლუტეციაში)პატარა ბოთლიც ასეთი ფერადიაlove.gif

Posted by: Lapustaki5 18 Oct 2018, 23:56
senpai

გავსინჯავ.


Gucci დაბრუნდა ბაზარზე ძალიან სერიოზულად თავისი Guilty სერიით.

Guilty Oud ძალიან მაინტერესებს. მაყვალი და მსუბუქი უდიაო. ნეტავ როგორი გაკეთებულია ... მე პირადად ამუაჟიუს იუბილეიშენ ბებრულ სუნამოდ მიმაჩნია და ვერ ვგრძნობ უამრავ ნოტს რომელიც მასშია.
ლპობის წასული მაყვალი, მწარე ოპოპონაქსი, კეთილშობილი უდი და თაფლი - ესენია რასაც ვგრძნობ.
წესით გუჩის უდს უფრო მომჟავო და ახალგაზრდული მაყვალი უნდა ქონდეს.

akako78

მოკლედ, უნდა გავსინჯო გილთი უდი, აგრეთვე რაც შენ მირჩიე - კარტიე დეკლარასიონ დ'უნ სუა და შანელის ეგოისტი. ვარდის თემაში ეს სამი სუნამო მაინტერესებს

Posted by: senpai 19 Oct 2018, 00:02
Lapustaki5
QUOTE
შანელის ეგოისტი

ეს პლანიტიუმი ნახე, თორე სუფთა ეგოისტი არის საკმაოდ ასაკოვანი კაცებისთვის დღევანდელი გემოვნებით. 45+იც ვერ გაქაჩავდა ჩემ გარემოცვაში მაგ სუნამოს.

Posted by: Lapustaki5 19 Oct 2018, 00:07
senpai
QUOTE
შანელის ეგოისტი

ეს პლანიტიუმი ნახე, თორე სუფთა ეგოისტი არის საკმაოდ ასაკოვანი კაცებისთვის დღევანდელი გემოვნებით. 45+იც ვერ გაქაჩავდა ჩემ გარემოცვაში მაგ სუნამოს.

პლატინუმ ეგოისტი ვიცი და მომწონს.
ეხლა ვარდის თემაში ვეძებ
* * *
user posted image

ეს გასინჯეთ? მე ლ'ჰომ იდეალი არ მომწონს, მაგრამ ინტენსის ნოტებმა ძალიან დამაინტერესა. ესეც აუცილებლად უნდა დავტესტო

Posted by: akako78 19 Oct 2018, 17:23
Lapustaki5
M7 აბსოლუ ივსენის რომ არის ახალი ეგეც საინტერესო იქნება-მე ძველი მქონდა და ეგ არ ვიცი..ეგოისტი იცი იკბინება რაღაცნაირად-აშკარად მათურეა და არ მოგეწონება 99%-ით მგონიაsmile.gifპლატინუმი სხვა თემაა..ისე რომ არ დაიხარჯო შეგიძლია არმაფის აი ეს იყიდო..არაფრით არ ჩამოუვარდება არმაფის ლეჯასი https://www.eapollowholesale.co.uk/armaf-mens-perfume-edp-legecy.html ღირს 40 ლარის ამაში გადახდა

Posted by: zviozvio 19 Oct 2018, 23:43
სუნამოები ტესტერის შეფუთვით რომელი საიტიდან გამოგიწერიათ და სანდო სელერიც რომ მიაყოლოთ თუ იცით,
ნახევარ ფასშია ასეთი სუნამოებიო და კარდონის ყუთში იქნება, თუ ფლაკონზე ტესტერი წარწერა ექნება ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს როგორც მომხმარებლისთვის,
აქაურ მაღაზიებს ორმაგი ფასები უდევთ და ისედაც ვიწერ როდესაც მჭირდება, მაგრამ ამ ტესტერებს ვერ მივაგენი
user posted image

Posted by: senpai 20 Oct 2018, 01:01
zviozvio
ტესტერები თავსახურის გარეშეც მოდის ხოლმე ხშირად. იბეიზე ორი სელერია ვისაც ვენდობოდი აქამდე. 1-perfumes და perfumearth.

მოგწონს ეგ სუნამო ?

Posted by: zviozvio 20 Oct 2018, 08:55
senpai
მაგალითისთვის მოვძებნე ეგ სურათი ინტერნეტში, არ მქონია
უთავსახურობაც არ არის პრობლემა, მოვძებნი თქვენს მითითებულ გამყიდვლებს იბეიზე, დიდი მადლობა smile.gif

Posted by: meu 20 Oct 2018, 15:33
რავახართ სასტავ ? smile.gif)))) რამდენი ხანია არ შემომიხედავს ააქ, ახალიც არაფერი მიყიდია უკვე დიდი ხანია და რამოდენიმე დღის წინ შევედი რაღაცის სანახავად 1-2 საიტზე და რა მაინტერესებს, ფასებია მომატებული საგრძნობლად და რა მოხდა? თან განა რომელიღაც კონკრეტულ სუნამოზე ან ბრენდზე, ვაბშე ყველაფერზე...

Posted by: Lapustaki5 20 Oct 2018, 15:41
meu

კი, ამაზონზე ყველაფერი გაძვირებულია. თბილისში ხომ საუბარი ზედმეტია.
Fragrance.net ზე მე მგონი იგივე ფასებია, მაგრამ ბევრი რამე არ აქვთ.
მოგეხსენება ნოტინო დახურეს.
მე მაგალითად ორი კვირის წინ მაიმარკეტზე ვიყიდე ახალი, გაუხსნელი შანელი 100 ლარად biggrin.gif

Posted by: meu 20 Oct 2018, 15:45
Lapustaki5

Fragrance.net-ზეც გაძვირებულია, ჰო ნოტინოზეც შევედი და დახურული დამხვდა, არ ვიცოდი იმდენი ხანია არ შევსულვარ... და რამ გამოიწვია ეს ფასების ზრდა რა მოხდა

Posted by: rezi0881 20 Oct 2018, 16:47

ესეც ჩემი Fragrance Journey - დავდებ აქ, მაინც ამ თემაში იყო ყველაზე ბევრი კითხვა/რჩევა აზრთა გაცვლა გაზიარება.

user posted image

Posted by: Lapustaki5 20 Oct 2018, 17:27
rezi0881

მაგარია. დიდ დიღომში ძევს ეს ყველაფერი? biggrin.gif

დიზაინერებს საერთოდ არ ყიდულობ როგორც ჩანს

Posted by: rezi0881 20 Oct 2018, 18:25
Lapustaki5

კი, ვაპირებ დიზაინერებსაც, ერთი ეს მაქვს შერჩეული L’Homme Ideal Eau de Parfum
სხვა რაღაცეებიც მომწონს მაგრამ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ.

Posted by: akako78 20 Oct 2018, 20:08
meu
მეუს გაუმარჯოს!!!ვა როგორ ხარ?მართლა სად დაიკარგე და ფასებიც გაძვირდა ხომ ხედავ მეგობარო ამასობაშიsmile.gifხო გეთანხმები კატასტროფულად არა მაგრამ საკმაოდ გაძვირებულია მართლაც-თანაც სად ვცხოვრობთ ხომ იცი?შეხვალ მაღაზიაში გუშინდელი ფასის მაგივრად გხვდება სხვა გაზრდილი ფასი ეს უკვე ჩვეულებრივი სიტუაციაა-რომ მეუბნებიან გაძვირდაო ჩემი პასუხია "ძალიან კარგი" ზაზაევიჩის პონტში რაsmile.gif აბა რა არის მაში ცუდი?smile.gif


rezi0881

რევაზ რა მაგარი კოლექციაა-არცერთს არ დაიწუნებს კაცი..კარგი გემოვნება გაქვს აშკარად-კიდევ მრავალი შეჰმატებოდეს შენს ლამაზ კოლექციას!!!მასკაში რომ არის ხომ იცი-ყბა რომ ჩამოუვარდება და თვალებს რომ ისრებივით გამოყრის აი ეგ ეფექტია პარფუმანიაკისთვისsmile.gif

Lapustaki5

გახნილს ჰყიდდა აქ ერთი ფორუმელი 100 ლარად შანელს და გაუხსნელი მართლა იაფად გიყიდია-ხომ ავთენტურია?საუკეთესო ფასია გაუხსნელი შანელისთვისsmile.gifგილოცავ

Posted by: Arien 20 Oct 2018, 20:11
Amouage-ზეა 50% ფასდაკლება ლუტეციაში.
ზოგადად წარმოდგენა მქონდა,მაგრამ არჩევა გამიჭირდა.
Opus X ვფიქრობდი და არ ქონდათ,ბოლოს შედარებით კლასიკური ვარიანტი ვარჩიე -
ყვავილები,უდი და პუდრა.
* * *
akako78
QUOTE
შეხვალ მაღაზიაში გუშინდელი ფასის მაგივრად გხვდება სხვა


აჰა biggrin.gif რა მინდოდა დღეს რომ შევბოდიალდი ლუტეციში.Carthusia ღირდა 285 ლარი და დამხვდა 210 ლარად.
ზაფხულიდან მომწონდა და მომეცადა კიდევ ერთი კვირა,ხომ ვიყიდიდი გაიაფებულს.

ისე რა თქმა უნდა გეთანხმებით,ყველაფერი ძვირდება.

Posted by: BadKid 20 Oct 2018, 21:08
meu
შენ ისედაც კარგი კოლექცია გქონდა და თუ არ შეგიძენია ეგ არაფერი smile.gif
ზოგადად ნოტინო აგდებდა ბაზარზე ფასს და ალბათ მაგიტომ გააქრეს ფაქტიურად
ერთადერთი იაფი ვარიანტი იბეია და ისიც კარგად უნდა ჩაუჯდე რომ კარგ ფასში ჩაიგდო ხელში
-------------------------------------------
rezi0881
ძალიან მაგარი კოლექცია გაქვს.. პარდონის გარდა თითქმის ყველა მომწონს up.gif
-------------------------------------------
Arien
ოპუსები IV და VI მომწონს ძალიან...Carthusia Terra Mia უნდა ვიყიდო რა .. ყავის თემაში ერთერთი საუკეთესოა

Posted by: Lapustaki5 20 Oct 2018, 21:34
akako78
QUOTE
გახნილს ჰყიდდა აქ ერთი ფორუმელი 100 ლარად შანელს და გაუხსნელი მართლა იაფად გიყიდია-ხომ ავთენტურია?საუკეთესო ფასია გაუხსნელი შანელისთვისგილოცავ


100 % ნამდვილია. ზუსტად ის სუნამოა რაც შენს ნათესავს მივყიდე ორი წლის წინ. მე დიუთი ფრიში მივეცი 70 ევრომდე, მაგრამ თბილისში 300 ლარამდე ღირს 50 მლ. თან ტუალეტის წყალი.
ფული არ მქონდა იმ მომენტში, მაგრამ ვისესხე და ვიყიდე. ძალიან მინდოდა ისევ მქონოდა ეგ სუნამო

Posted by: MAN-DARK 21 Oct 2018, 09:35
rezi0881
შესაშური კოლექციაა. რა რთული იქნება გადაწყვიტო ყოველ დილით რის ტარება უფრო გინდა იმ დღეს biggrin.gif

Posted by: 4L3X 21 Oct 2018, 11:11
rezi0881

Posted by: Lapustaki5 23 Oct 2018, 16:02
ახალი, სავსე ლ'ომ ულტიმი 100 მლ.

150 ლარად თუ ვინმეს უნდა PM მომწეროს
368 ლარი ღირს თბილისში. იყიდება ყუთით.

არ არი ტესტერი, ჩვეულებრივი შეფუთვით

user posted image

Posted by: senpai 23 Oct 2018, 17:20
რამდენი ქვეყნის კოლექციონერებს ვნახულობ მსოფლიოში და ცუდია რომ ჩვენთან ნაკლებადაა ეგ განვითარებული. უნდა არსებობდეს რამე საერთო გვერდი, სადაც ერთმანეთთან კომუნიკაცია და ინფოს/სუნამოების/ გაცვლა მოხდება. აზრების დაფიქსირება და მეტის გაგება ზოგადად პარფიუმერიის შესახებ.


რამდენიმე სუნამოს მცირე ზომის ფლაკონში გადასხმა და გაცვლა მინდა, თუ ვინმეს სურვილი გექნებათ და დაინტერესებული ხართ ახალი სურნელებით. (თქვენც თქვენი მხრიდან რომ იგივე სხვა სუნამოზე გააკეთოთ) თუნდაც იყოს 2 მლ-იანი.


Posted by: Arien 23 Oct 2018, 19:10
BadKid
QUOTE
ოპუსები IV და VI მომწონს ძალიან...Carthusia Terra Mia  უნდა ვიყიდო რა .. ყავის თემაში ერთერთი საუკეთესოა 


მეც ძალიან მომწონს ეგ ორი ოპუსი,ისე ყველა სიამოვნებით მექნებოდა მეცხრეს გარდა.
V ოპუსს გასხნა აქვს ლამაზი,თან არაბული კლასიკური სუნამო ეგეთი წარმომიდგენია.
ჩემი პირველი ამუაჟია,მინდოდა,მაგრამ ფასდაკლება რომ არ ყოფილიყო,არაფერსაც არ ვიყიდიდი.

Carthusia Terra Mia - იყიდეთ,ახლა ფასიც კარგი გამოდის up.gif



Posted by: rezi0881 27 Oct 2018, 11:20

მადლობა, ყველას მეგობრებო მოწონებებისთვის! მინდა კიდევ 2-3 სუნამო და ალბათ შევჩერდები,
სულ რაღაცეებს ვათვალიერებ და ვეძებ, ხასიათში გადამივიდა, smile.gif

ჩემი ფავორიტი მონტალი ვიპოვე, აქამდე განსაკუთრებით არაფერი მომწონებია Aoud Musk Montale
გავს ეს სუნამო Duro Nasomatto -ს, მდგრადობას რაც შეეხება უმდგრადესია, ორი სპრეი კანზე დავისხი როცა დავტესტე, პულავერი რომელიც მეცვა ორჯელ გარეცხვის შემდეგ, სახელოზე ისევ კარგად იგრძნობა სუნი, ესეთი არაფერი მინახია, მასკულინურია, უფრო კომპლექსური და მომძიმო სუნამოების მოყვარულებს უფრო მოეწონებათ, ელეგანტური და დახვეწილი სუნამოა უფრო აღმოსავლურ ხასიათში, არ გავს უმეტესობა უაზრო მონტალს. მუსკუსის მოყვარული მე დიდად არ ვარ, მაგრამაქ მგონი ჩემთვის უდის და მუსკის საუკეთესო შეხამებაა, ძალიან მაინტერესებს Duro ძალიან მაგარი სუნამო იქნება..

user posted image

Posted by: BadKid 28 Oct 2018, 12:24
rezi0881
ზოგადად მონტალს იმდენი სუნამო აქვს და თან ისეთი რთული არომატები, რომ მიკვირს როგორ ყიდიან
თითქოს მომწონს ბევრი, მაგრამ ტარებაზე რო მიდის საქმე, ძალიან მიჭირს რომელიმეს შერჩევა
ერთი პერიოდი ნასომატოზე ვიყავი ჩაციკლული და Aoud Musk-ს მაშინ მივადექი.. ძალიან მომეწონა , მაგრამ ძალიან რთული არომატია
ვისაც გავასინჯე ზოგი იძახდა რომ აფთიაქის სუნი აქვს, ზოგი რარაც გაფუჭებულის სუნი აქვს და ამიტომ შევეშვი და აღარ ვიყიდე
როგორია იყიდო სუნამო და ხალხი აღიქვამდეს რომ იოდის და წამლების სუნი აგდის smile.gif) შენი კომფორტისთვის სახლში შეიძლება ისიამოვნო
ისეთი მდგრადი და შლეიფიანია რომ 1 სპრეიზე მეტი და შეიძლება გაგუდო ვიღაც
მოკლედ კარგი არომატია, მაგრამ ხალში სატარებლად არ ღირს.. 20 მლ ყიდვა ღირს მეტი არ იქნება საჭირო
========================================================================
user posted image
========================================================================
TOM FORD LOST CHERRY სემპლი გამოვიწერე და ალბათ 2 კვირაში ჩამოვა.. ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება
ჩვენთან 2 თვე მაინც არ შემოვა სავარაუდოდ..

Posted by: senpai 28 Oct 2018, 14:28
BadKid
QUOTE
TOM FORD LOST CHERRY

ესეთი ცუდი მემგონი ამას ჯერ არ გამოუშვია. არ ეკადრებოდა.

Posted by: BadKid 28 Oct 2018, 14:55
senpai
ცუდი არ იქნება უბრალოდ შენ გემოვნებაში არ ჩაჯდა ჩემი აზრით..

Posted by: 4L3X 28 Oct 2018, 18:46
ჯერემი და პაოლო ტერენცი


Posted by: rezi0881 28 Oct 2018, 19:23
BadKid

ვნახე, შეფასებებში ახასიათებენ მასე როგორც დაწერე, არ ვიცი ჩემთვის არაა მასეთი, გახსნა ბევრად რთული აქვს მაგრამ მერე იცვლება, მასკულინური ძლიერი ხასიათის სუნამოა, ცალკე ძალიან გამოკვეთილად არც უდი მიყვარს და არც მუშკი, მაგრამ ფაქტია ძალიან კარგი სინთეზი აქვს შაფრანთან ერთად, არ არის ყოველდღიური არომატი, საერთოდ შაფრანი უდთან ძალიან კარგი კომბინაციაა, არ ვიცი გარშემომყოფები როგორ აღიქვამენ მაგრამ რო მქონდეს პერიოდულად დიდი სიამოვნებით ვატარებდი.. ვერ ვიტვი რომ ძალიან, მაგრამ რაღაც საერთოს ნისეანთან ვიჭერ. დასხმას რაც შეეხება მასეა, ამის გადაზედმეტება არ შეიძლება no.gif

TOM FORD LOST CHERRY
მაინტერესებს რა იქნება L’Homme Ideal Eau de Parfum -ში ძალიან მომწონს ალუბალი,



Posted by: senpai 28 Oct 2018, 19:40
BadKid
QUOTE
ცუდი არ იქნება უბრალოდ შენ გემოვნებაში არ ჩაჯდა ჩემი აზრით..

ნებისმიერი კრიტერიუმი აიღე და გეტყვი თუ გინდა რატომაც არაა კარგი. სურნელი, შლეიფი, ხანგრძლივობა, კომპლიმენტები, აღქმადობა სხვების მხრიდან.

სუნამო რომ ღირს 320$ და ძლებს 3 საათი როგორი შეფასების ღირსია ? ცალკე თემაა სურნელი და მაგაზეც ვილაპარაკოთ თუ გინდა.


QUOTE
ჯერემი

აქაც ამ საზიზღარ არსებას აპიარებენ ? facepalm.gif ამაზე ნაბოზარი ტიპი საერთოდ არ არსებობს რევიუერებს შორის. ოღონდ თავისი გაისწოროს და ყველას და ყველაფერს გადაუვლის, გამოიყენებს და დაიკიდებს.

Posted by: 4L3X 28 Oct 2018, 20:08
senpai
ჯერემი მეც მკიდია. უბრალოდ პაოლო ტერენცის ჩვენება მინდოდა. smile.gif

Posted by: akako78 28 Oct 2018, 21:51
senpai

კი გეთანხმები-ჯერემიზე ჩარუ_ჩათლახი კაცი არ მეგულება ამ ქვეყანაზე..დარწმუნებულივარ რომ აპიარებს აშკარად ვერსაჩეს,ასევე ქრიდსაც უკვე და ივსენ ლორანს(ნუ ფულს რომ იღებს რევიუებში ეს აშკარაა-ეს ჩემი აზრია დ არავის ვეკამათები-არ მაინტერესებს სხვისი აზრი იმის შესახებ რომ ეს მასტი არის ჯიგრულად მერევიუვე და არ ჩათლახობს)..ნუ მონ ბლანის რაღაცა საშინელებაზე არაფერს ვამბობ-რომელიც აქ ბევრს სუნამო ეგონათ და შეიძინეს..ქრიდის სანტალს ამგვანებენ დიხლაფოსს!!!????გაუგონარი ამბავია!?აი ჯერემის გაუგია და არეკლამირებს კაცი-ფრაბნიკ-სოფტნერ თუ რაღაც ჯანდაბას ეძახის..ასევე ლაქი ბრენდის ლაქი იუს არეკლამირებს-საშინელი საპნისებური რაღაცაა-უბრალოდ ოდეკოლონის პონტში თუ მოიხმარს ვინმე შეიძლება გაუქაჩოს..

Posted by: 4L3X 28 Oct 2018, 22:11
QUOTE (akako78 @ 28 Oct 2018, 21:51 )
აი ჯერემის გაუგია და არეკლამირებს კაცი-ფრაბნიკ-სოფტნერ თუ რაღაც ჯანდაბას ეძახის..

Prada L'homme yes.gif

რადაგნ რევიუერებზე მიდგა საქმე ამ კაცზე რას იტყვით?



მე სერიოზული ტიპი მგონია.

Posted by: BadKid 28 Oct 2018, 22:29
senpai
რომ გავტესტავ გეტყვი ჩემ აზრს.. ისე ძვირია რათქმაუნდა, მაგრამ ბაზარზე მაგაზე ძვირიანი სუნამოებიც დევს რომელიც რთული სატარებელია და კომპლიმენტსაც ნაკლებად მიიღებ (მაგ. Roja Dove უდები)
ისეთი ხალხის რევიუები ვნახე და ისე ახსნეს რომ წესით უნდა მომეწონოს.. ასე რომ ველოდები სემპლს
ისე ეს ხომ ტომ ფორდია.. მას შეუძლია ნორმალური პროდუქტი ისე შეფუთოს და დაარეკლამოს რომ ერთერთი ბესთსელერი გახადოს ბაზარზე..
-------------------------------------------------------------------------------
4L3X
ეგ ტიპი ერთერთი საუკეთესო რევიუვერია იუთუბზე.. თუმცა ცოტა კრიტიკულობა აკლია

Posted by: senpai 29 Oct 2018, 00:00
akako78
ეგრეა. კარგად დაგიჭერია მაგის გაიძვერობები.

რევიუერებს დიდარ არ ვენდობი, თუმცა ზოგმა იცის სწორად აღწერა და წარმოდგენა სუნამოების.

ისეთი ტიპის კოლექცია მაქვს რომ შემიძლია ბრმად ვიყიდო თუ რომელიმეს ნოტები მომეწონება, სიტყვაზეც შემიძლია ვენდო რევიუერს. მაგალითად არმაფის სუნამოების გატესტვა იქნება შემდეგი ეტაპი ჩემთვის. რეალურად ღირს თუ არა იმხელა ამბის ატეხვა რაც დღესაა.

BadKid
QUOTE
რთული სატარებელია და კომპლიმენტსაც ნაკლებად მიიღებ

არ ეხება ეგ ტომ ფორდს, ჩემი ყველა დროის ყველაზე საყვარელ სუნამოებს შორისაა უდ ვუდი. შედევრი, მოდი და დააბრალე მაგას რომ ერთიდაიგივე სახლის შექმნილია.
ზოგადად გეთახნმები, ინდივიდუალურია ყველასთვის, მარა ვერ დავაძალებ თავს მომწონდეს სუნამო, თუნდაც ტომ ფორდისგან იყოს წარმოდგენილი. ფასს რაც შეეხება ყოველთვის ვაფასებ სურნელი/ფასი/ხარისხი/ხანგრძლივობა შეფარდებით. მაქვს სუნამოები, რომელიც ჯდება 25$ და გაცილებით უკეთესი პერფორმერია(არვიცი ქართულად როგორ ვთქვა) ვიდრე ვთქვათ ქრიდის ვიკინგი.

იმედგაცრუებული ვარ მაგ სუნამოთი, თორე არ გეგონის რომ რამე პირადული მქონდეს biggrin.gif სამჯერ მესხა და სამივეჯერ ვერ მივიღე სიამოვნება.(არ მეყო მეტზე მინი ტესტერი) არადა არც მოლოდინი მქონდა დიდი, მინდოდა ლიქიორის შეგრძნება ნუშთან ერთად, მარა მხოლოდ მჟავე ალუბალს ვგრძნობ biggrin.gif ვკითხე სხვებს, თქვენ რას გრძნობთ თქო და იგივენაირად.

Posted by: კასიოპეა 30 Oct 2018, 18:39
არც მე მომეწონა Tom Ford_ის ალუბალი.

ჩემი Tiffany smile.gif) უფრო, სახელის გამო მინდოდა მქონოდა, თუმცა სურნელიც სასიამოვნოა ყოველდღიურად : ფემინინური, fრეშ, ბედნიერი და მხიარული არომატი.

user posted image

user posted image

Posted by: 4L3X 30 Oct 2018, 20:37
user posted image

მოდის ზამთარი, აცივდა, დაბნელდა და მოვიდა დრო ჩემი სურნელიც ზამთრის პერიოდზე გადავიყვანო.

ხოდა არ ვუღალატე მანსერას ბრენდს და Mancera Black Prestigium ვიყიდე smile.gif

თავიდან რომ ვისხამ...მთალდ სასიამოვნოც არ არის, წამალივით მკვეთრად მწარე სუნი აქვს პირველი წუთის მერე ცოტა მასტიკას ვამსგავსებ lol.gif

3-4 წუთში ეგეც გადის და მერე ჯდება მძიმე მაგრამ სასიამოვნო (ყველასთვის არა ალბათ) სურნელი. პროექცია აქვს კარგი, გაწვდენილ ხელზე კარგად იგრძნობა თუ 2-3ჯერ მივიპკურებ. 5-6 მიპკურებაზე უკვე ქიმიური იარაღად იქცევა. გამძლეობა აქვს 6-7 საათი. მოკლედ Mass appeal არ არის, მაგრამ ჩემის მოკლე გამოცდილებით ვიტყვი რომ მცოდნეებს და გამოცდილ "ცხვირებს" მოეწონებათ. სამომავლოდ ალბათ რამე უფრო მეინსტრიმულს ვიყიდი smile.gif

Posted by: senpai 30 Oct 2018, 21:17
QUOTE
Mancera

up.gif

ჩემი დიდი სიმპატიები ამ ბრენდს, ერთი მინუსი აქვს რომ უნისექსის კატეგორიაში აქვს ძირითადი სუნამოები, და დიდი ნაწილი კიდე მოტკბოა biggrin.gif დანარჩენში მაღალ შეფასებას იმსახურებს.

QUOTE
Mancera Black Prestigium

ეს უდის თემაა უფრო, ვარდთან ერთად. მთლად კაცური არაა ჩემი გემოვნებით.

Posted by: 4L3X 30 Oct 2018, 21:29
QUOTE (senpai @ 30 Oct 2018, 21:17 )
უნისექსის კატეგორიაში აქვს ძირითადი სუნამოები,

Black Gold და Wind Wood სუფთა მამაკაცურიც არის და ეგრეც არის დასახელებული. ბევრ Mancera-ს კი აწერია რომ უნისექსია მაგრამ მაგალითად Cedrat Boise მამაკაცურია, ქალზე არ წარმომიდგენია და ამავე დროს Sicily კაცისთვის რთული სატარებელია მაგრამ ქალისთვის ზედ გამოჭრილი, პირადი გამოცდილებით ვამბობ. ასე რომ იარლიყი "უნისექსი" ყოველთვის არ არის გასათვალისწინებელი. Cedrat Boise საერთოდ არ არის მოტკბო.

QUOTE
ეს უდის თემაა უფრო, ვარდთან ერთად. მთლად კაცური არაა ჩემი გემოვნებით.


ისეთი "მძიმეა" ქალზე ცოტა უცნაური იქნება IMHO. ეგეთი აღქმა იმიტომ აქვს ბევრს რომ Mancera უფრო აღმოსავლური ინსპირაციით ქმნის სუნამოებს ვიდრე დასავლური. და იქ მამაკაცური სუნამოებიც ცოტა სხვანაირია.

Posted by: rezi0881 30 Oct 2018, 21:31
4L3X

დიდი ხნის წინ ამფორაში ვნახე ეგ სუნამო, მახსოვს მომეწონა, ძალიან კარგი სუნი აქვს, კარგი არჩევანია, მშვიდობაში.
უფრო ცივი ამინდის არის, მდგრადობაც კარგი აქვს.. ბლოტერიც წამოღებული მქონდა და საკმაოდ დიდ ხანს ძალიან კარგი სურნელი შერჩა.

კასიოპეა

რა ლამაზი შუშა აქვს თქვენ სუნამოს, თბილისში არ შემხვედრია ეგ ბრენდი..

Posted by: senpai 30 Oct 2018, 21:40
4L3X
მართლა 6 სპრეის ხმარობ მანსერაზე ? biggrin.gif



Aoud Lemon Mint-ი მაქვს დასხმული ერთი სპრეი და მაგხელა პროექცია მარტო სლამბერჰაუსისგან მახსოვს.

Posted by: 4L3X 30 Oct 2018, 21:41
rezi0881
დიდი მადლობა chest.gif
მეც ცივი ამინდებისთვის ვიყიდე. ეს რომ გაზაფხულზე დაისხა ან მითუმეტეს ზაფხულში ტვინში სისხლი ჩაგექცევა ალბათ gigi.gif

senpai
სუნამოს რომ ვყიდულობ ერთ ისეთ დღეს როდესაც გარეთ არ გავდივარ სახლში ვცდი სიმძაფრეს და გამძლეობას. ასე რომ კი ახალი სუანმოებს ბევრ წერტილზე ვიპკურებ და ვნახულობ რამდენი იქნება ნორმი. საერთოდ 11 წერტილი ვიცი მაგრამ ძალიან იშვიათად რომ ყველაზე დავისხა. EDT-ებს 9 წერტილზე ვისხამ. EDP 5-6 წერტილზე. მაგალითად Cedrat Boise და Sicily 6 წერტილზე ვისხამდი და ნორმალური იყო. Black Prestigium-ზე მივხდი რომ 6 ნამეტანი ბევრი და 3-4-ზე დავწიე.

Posted by: senpai 30 Oct 2018, 22:01
4L3X
თმაზეც ხო არ ისხავ ხოლმე ?

პ.ს. როგორ ფიქრობ, სად შეძლებ Mancera Black Prestigium-ის გამოყენებას ? რა დროს.

Posted by: 4L3X 30 Oct 2018, 22:09
senpai
ნახევრად ხუმრობაზე სერიოზულად გიპასუხებ.

1-2 მაჯის შიდა მხარე.
3-4 საძილე არტერიები.
5-6 საძილე არტერიების უკანა მხარე (უფრო კარგათ და დიდხანს გრძნობ სურნელს შევთვითონ)
7-8 ყურის ქვევით
9 კეფა (შლეიფი რომ უკეთესად დატოვო უკან)
10-11 მხრების წინა მხარეს (ყველაზე იშვიათად აქ ვისხამ)

მეორე კითხვაზე პასუხი ასეთია. ზამთარში, ცივ ამინდებში. სამსახურშიც და ვთქვათ სადნე თუ გავალ მაგ წვეულებებზე. სამომავლოდ შეიძლება მარტო წვეულებებზე ვიხმარო.

Posted by: senpai 30 Oct 2018, 22:21
4L3X

QUOTE
9 კისერზე (შლეიფი რომ უკეთესად დატოვო უკან)

QUOTE
3-4 საძილე არტერიები.

ესაა ჩემი მეთოდი ძირითადად, მაჯაზეც ხანდახან, ნაკლებად ძლიერი სუნამოებისთვის. თუმცა აი მაგალითად ეხლა მასხია გუჩის გილტ აბლოსუტი და ვერ წარმომიდგენია ორ სპრეიზე მეტი დავისხა. (არავის უყვარს ისედაც, ქალებს ეზიზღებათ)


როგორ მინდა მშობლიურ ენაზეც იყოს ხალხის ისეთივე კომუნა, როგორც ფრაგრანტიკაზეა sad.gif

QUOTE
სამსახურშიც

sad.gif
QUOTE
ზამთარში

up.gif
QUOTE
თუ გავალ მაგ წვეულებებზე

up.gif

Posted by: 4L3X 30 Oct 2018, 22:24
senpai
ჯერჯერობით სამსახურში შენიშვნა ან გადაკრული მინიშნებაც არ მიმიღია და მაგიომ ვბედავ 120მლ 4 თვეში ხომ უნდა გავანახევრო მაინც? biggrin.gif
რომ გავიგე Gucci-ს სუნამოების ხაზი P&G იყიდაო აი მაშინ ჩავიქნიე მაგ ბრენდზე ხელი.

Posted by: senpai 30 Oct 2018, 22:37
4L3X
რავიცი აბა, ტურისტებთან მიწევს მუშაობა და სუნამოებზე გიჟდება ხალხი, იმდენი კომპლიმენტი და შენიშვნები მოდის ხალხისგან, არც ერიდებიან, არც არაფერი biggrin.gif


ეგ კონკრეტული სუნამო არის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური, რასთანაც მქონია შეხება დიზაინერის ხაზიდან. უბრალოდ ბომბია, ძალიან მამაკაცური და ღრმა. ჯარედ ლეტო რატოა სახე არვიცი biggrin.gif დილას გაპარსულ წვერზე დავისხი და დღის განმავლობაში ამომივიდა ორმაგად, იმდენად მამაკაცურია biggrin.gif უფრო ცივ ამინდში უფრო მოსახდელი იქნება ალბათ. არვიცი. ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი როგორ ვგრძნობ თავს. ფაქტი ერთია - ხალხისგან კომპლიმენტებს ვერ ვეღირსები და სამსახურში არ უნდა დავისხა. დანარჩენი უკვე ჩემ ცხვირზეა biggrin.gif
* * *
ლუტეციაში ტომ ფორდის Ombré Leather ღირს 50მლ 384 ლარი და რა თემაა ? დაწიეს ფასები თუ რატო ყიდიან.

Posted by: კასიოპეა 1 Nov 2018, 01:00
QUOTE (rezi0881 @ 30 Oct 2018, 21:31 )
რა ლამაზი შუშა აქვს თქვენ სუნამოს, თბილისში არ შემხვედრია ეგ ბრენდი..

მადლობა smile.gif
სატარებლადაც სასიამოვნო აღმოჩნდა.
დღეს თბილა, წინა დღეებთან შედარებით და უფრო კომფორტულია. ცივ ამინდში იკარგებოდა...თუმცა, შენობაში მკვეთრდებოდა და როგორც არაშემაწუხებელი, ნათელი ხასიათის სურნელი, დებიუტი სამკაულების მწარმოებლის გრანდისგან პარფიუმერიის სფეროში, საკმაოდ კარგია.

Tiffany-ის მშობლიურ ქალაქში შევიძინე, ნიუ-იორკში.

Posted by: Keti-Ket 1 Nov 2018, 21:31
ხალხნო, ბოლო პერიოდში საიდან იწერთ სუნამოს? fragrancex დარჩა მარტო, მაგრამ არ მომწონს მათი კომუნიკაციის ფორმა მომხმარებელთან

Posted by: Lapustaki5 2 Nov 2018, 19:24
Keti-Ket
მე ამაზონი, იბეი და Fragrance.net

თუ რაღაც განსაკუთრებული ნიშ სუნამოები გინდა, მაშინ არ ვიცი. ალბათ უშუალოდ მწარმოებლის საიტიდან

Posted by: Keti-Ket 2 Nov 2018, 22:01
Lapustaki5
ადრე დაწერა ვიღაცამ, რომ ამაზონზე რაც არ უნდა კარგად შეარჩიო გამყიდველი მაინც არ ჩამოდის ავთენტურებიო.

QUOTE
Fragrance.net

აქ გადის ქართული ბარათები?

არა, ნიშ სუნამოები არ მინდა. ჩვეულებრივები

Posted by: Lapustaki5 3 Nov 2018, 00:20
Keti-Ket

ხო რამდენჯერმე არ მომეწონა რაც ჩამოვიდა, მაგრამ ავთენტურებიც დევს.

კი ქართული ბარათი გადის, ამაზონ ფეი უნდა მიუთითო

Posted by: akako78 3 Nov 2018, 09:45
Keti-Ket

ეგ ვინ დაწერა არ ვიცი მაგრამ ამაზონი როცაა სელერი ყველა ავთენტური ჩამომოსულა ხოლმე..

ფრაგრანსე იქსიდანდანაც არ მქონია შემთხვევა ადრე ეხლა კაი ხანია არ გამომიწერია..მაგრამ დეიდაშვილი იწერს ხოლმე ხანდახან და კმაყოფილი..ფრაგრასენეტიდან უნდა გამოიწერო ამაზონის ღილაკით..ე.ი.ამაზონით ექაუნტს ეკისრება პასუხისმგებლობა და არც რეგისტრაცია არ დაგჭირდება როგორც ვიცი ექაუნთის ფრაგრანსენეტზე..

Posted by: oshi 4 Nov 2018, 14:16
კარგსუნიანებო როგორ ხართ?

ჩემი ვარდობისთვე ყვითელ შემოდგომაში... მინდოდა გამეზიარებინა და მეთქვა ამ სუნამოს თავდაჯერებულობა ცივ დღეებში. ორგანულად ერწყმის ფოთოლცვენის პერიოდს ..

user posted image


user posted image

Posted by: akako78 4 Nov 2018, 20:23
oshi

რავიცი ძველებურად ვართ რა-ტრადიციულადsmile.gifთავად როგორ გიკითხო?კარგი რამე ჩანს აშკარად!!!დაგვაკლდი ფორუმზე..ცოტა მოწყენილობა იყო ერთგვარი და სიახლეების მხრივადაც გვაკლდიsmile.gifრა კარგი სუნამო შეგიძენია-მშვიდობაში!!!

Posted by: Keti-Ket 4 Nov 2018, 21:58
Lapustaki5
akako78
მადლობა, ძალიან დამეხმარეთ

Posted by: senpai 5 Nov 2018, 15:05
QUOTE
ამაზონზე რაც არ უნდა კარგად შეარჩიო გამყიდველი მაინც არ ჩამოდის ავთენტურებიო

გააჩნია, ორჯერ გამიმართლა ალბათ და კარგი ჩამოვიდა, ერთი კიდე სუსტი, სუნი იდენტური, თუმცა ხანგრძლივობა განახევრებული იყო.



user posted image

როგორი კარგი სუნამოა და როგორ მალე იცის მობეზრება, დავისხავ, ორი საათი მშვენივრად ვგრძნობ თავს, მერე უკვე მაბეზრებს თავს და რამდენიმე დღე გაკარება აღარ მინდა biggrin.gif სამაგიეროდ ყოველი დასხმის დროს, რაღაც მოკლევადიანი კომფორტის შეგრძნებას მიტოვებს.

Posted by: Lapustaki5 5 Nov 2018, 16:12
senpai

მაგ ხაზის პირველი სუნამო DG Pour Homme საერთოდ კლასიკაა, მგონი 1994 წელში გამოვიდა. ახალი ფორმულაციაც მქონდა და ძველიც, იტალური გამოშვება

Posted by: senpai 5 Nov 2018, 16:36
Lapustaki5
QUOTE
DG Pour Homme საერთოდ კლასიკაა,

yes.gif
სულ ძველი არვიცი და ახალი ფორმულა კარგი გამოუვიდათ.


ზოგადად ლავანდის ნოტით დომინანტი სუნამოები მომწონს.

Posted by: oshi 5 Nov 2018, 17:55
akako78
კარგად ვარ კარგად-) ვიხედებოდი ხოლმე. ძიების სურვილი აღარ მქონია და ინტერესიც ცოტა გაცივდა-) ეგ იყო და ეგ. სიახლეები კია ბლომად, მაგრამ რამე ამობრწყინებას ვერ მივაგენი ჯერ))

Posted by: rezi0881 5 Nov 2018, 22:36
oshi

ძალიან მაგარი ფოტო გამოგივიდა, ზუსტად მაგ სუნამოს შესაფერისი, ფერები, შინაარსი, ხასიათი.. პროფესიონალურ დონეზეა ჩემი შეხედულებით,
ვარდი ხო საერთოდ.. მასეთია ზუსტად, მსუბუქი ძალაგამოცლილი. არა მკვეთრი და მყვირალა..
დღეს დავტესტე, აქამდე აქუას ხაზი უფრო მაინტესებდა.. ჩემი აზრი გამიჩნდა ამ ბრენდის სუნამოებზე, ნამდვილად გამორჩეულია თავისი ხელწერით კურკჯანი,
მსუბუქი ყვავილოვანი ნოტები და ძალიან სუფთა მუსკუსი, ეს არის ბაზა სუნამოების რაც გამოარჩევს, მაგალიათად აქუა ციტრუსებით არის ეს ვარდით მაგრამ ბაზაში საკმაოდ გავს.
მშვენიერი ვარდია, იშვიათად შემხვედრია მსგავსი.. მშვიდობაში.

Dark Lord By Kilian for men

ერთერთი გამორჩეულად მასკულინური სუნამო, მკაცრი, უხეში.. გავს Gucci Guilty Absolute -ს
ვერ მოიპოვა დიდად მოწონება მაგრამ, აქვს თავის ხიბლი ასეთ სუნამოს.

4L3X

შენ უკვე დაახასიათე დარკ ლორდი biggrin.gif ზუსტად ეს გამახსენდა და ესეთი ტიპაჟი წარმოვიდგინე biggrin.gif
QUOTE
ხო ეგეთი ტიპაჟი ვარ, მაგარი ბრუტალური, ცალი თვალით, მთელ სახეზე იარა მაქვს, 2 მეტრი ვარ და განიერი და სულ ვიბღვირები


user posted image

Posted by: oshi 5 Nov 2018, 23:02
rezi0881
ჰო, ცივ დღეებში მისწრებაა და თან დილიდანვე კარგი სატარებელია. მასკულინ პლურიელიც საინტერესოა. ლავანდა კარგადაა შეფუთული და უფრო განსხვავებულ დატვირთვას იძენს.

Posted by: Lapustaki5 9 Nov 2018, 16:33
7 წლის წინ გერმანიიდან შინ ვბრუნდებოდი, ვიყიდე სუნამო duty Free ში.
ასობით სუნამოდან მაინც და მაინც ეს შევარჩიე. ჩემმა თანამგზავრმა ქალმა არ დამიჯერა, რომ ჩემთვის მინდოდა

user posted image


ქალის სუნამოა, თან ითვლება რომ არის ნაზი - ზაფხულისთვის.
მაშინ პარფიუმერიით არ ვიყავი დაინტერესებული.

ამდენი წელი გავიდა, ბევრი ვიყიდე, ვსინჯე მაგრამ კვლავ ამის ყიდვას ვაპირებ.
რა თქმა უნდა ცარიელია, მაგრამ როცა ბოთლს ვყნოსავ, საოცარი შეგრძნებები და კომპლიმენტები მახსენდება.
მგონი, მამაკაცის არც ერთი სუნამოსგან არ მიმიღია ამდენი კომპლიმენტ.

მეორე რომელიც აგრეთვე ჩემი გემოვნების მიხედვით ავარჩიე duty free ში, იყო ედისიონ ბლანში.

სწორედ ეს ორი სუნამო მინდა და მჭირდება. ვუბრუნდები ჩემს საწყისებს.

Posted by: unknown lady 11 Nov 2018, 10:33
Lapustaki5
ეგ რა არის? დიორის ედიქთს მივამსგავსე
==================================
მე ვიყიდე დუთი ფრიში დიორის ახალი სუნამო Joy
რამე ახალი მინდოდა. უფრო გაზაფხულისას გავს, თუმცა მგონი კარგად გამოვიყენებ ზამთარშიც
უბრალოდ შანელის ახალი გაბრიელე რომ გამოვიდა, ის უფრო მომწონდა და ზამთარსაც უფრო უხდება
ეს რამე ახლის პონტში ვიყიდე და ვის როგორ მოგწონთ, დაწერეთ აბა

Posted by: Lapustaki5 11 Nov 2018, 15:42
unknown lady

კი, ერთ ერთი ედიქთი.

გუშინ გავსინჯე მონტალის უდმეიზინგ და უდ მასქ.

უდმეიზინგ კარგია. გადასარევი არა, მაგრამ გოგოსთვის მომწონს. თან იშვიათი შემთხვევაა, ვუ ლე ვუში 50 მლ. 200 ლარი ღირს, ინტერნეტში კი ბევრად უფრო ძვირი.
ასე რომ ერთ მონტალს შეარჩევდა თბილისში, საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის

Posted by: RetroFuture 12 Nov 2018, 00:49
ჟადორი არის ყველა დროის ყველაზე ქალური, სექსუალური და დახვეწილი სუნამო, ჩემთვის ასეაsmile.gif

Posted by: senpai 12 Nov 2018, 14:29
user posted image

იცით ამ ბრენდის შესახებ ? შესანიშნავ კლონებს აკეთებენ ჩემი აზრით.

Posted by: rezi0881 12 Nov 2018, 23:35

მეგობრებო, ეს სუნამო ვინმეს დაგიტესტავთ? დიდი ხანია მაინტერესებს, მაგრამ ვერსად წავაწყდი. სემფლიც არსად შემხვდა.

მაღალი შეფასება აქვს და კარგად ახასიათებენ, Perfume rating: 4.41 out of 5 with 2745 votes. საინტერესოა..

NO 02 L'AIR DU DÉSERT MAROCAIN

user posted image


Posted by: BadKid 13 Nov 2018, 21:02
senpai
dua-fragrances უფრო კარგ კლონებს აკეთებს ჩემი აზრით.. ერთი პერიოდი დუაში მუშაობდა ამ სახლის დირექტორი ჰენი ჰაფესი და ეხლა ცალკე კოპანია აქვს ალექსანდრიას სახით
alexandria no apologies სავსე მაქვს.. ნასომატო პარდონის კარგი კლონი მარა ვერ ვხმარობ პარდონი ძალიან რთული სატარებელია ჩემთვის.. კიდე მაქვს რაღაცეები ამ სახლის
==============================================
rezi0881
ძალიან მაინტერესებდა ამ სუნამოს გასინჯვა.. ძლივს გავტესტე და ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი.. პრინციპში როგორც ბაქარათ რუჟზე
სუნამო უდაოდ მდიდრული, აღმოსავლური და მისტიურია.. ამბრას ნოტები ცხვირს ხსნის ეგრევე smile.gif შორიდან მსიამოვნებს მარა ტარებისას ცუდად მხდის
უფრო 40 ან 50 წელს ზემოთ მამრებისთვისაა ისიც ქუჩაში თუ ატარებ ცივ ზამთარში.. შენობაში ცოდვაა ხალხი
ძალიან მდგრადია და შლეიფიც ძლიერი აქვს...
Au Coeur du Désert გამოუშვა თითქმის იგივე სუნი აქვს .. ექსტრაქტია.. L'Air du Desert Marocain ჯობია უფრო მსუბუქია
==============================================
oshi
მშვიდობაში smile.gif რა კარგი სურაათებია
სამწუხაროდ სუნი არ ვიცი მარა ცუდს არ იყიდიდი შენ smile.gif

Posted by: senpai 13 Nov 2018, 21:21
BadKid
რეკომენდაციას ხომ არ გაუწევდი რომელიმეს ? ძალიან ბევრი აქვთ და მინდა რომელიმეზე გავაკეთო აქცენტი, რომელიც სხვას გამოცდილი აქვს და მოწონებული.

Posted by: rezi0881 13 Nov 2018, 22:39
BadKid

ბევრ განხილვაში შემხვდა, ვიცი რომ არ არის მარტივი სუნამო, მაგრამ მაინც მაინტერესებს, ეგ მეორეც ჩავათვალიერე, მერე ამათ სემფლებს ვიჩალიჩებ სადმე, პირამიდა ისეთი აქვს წესით უნდა მომეწონოს, ამბრა მიყვარს მაგრამ ამ პირამიდის ნდობაც არ შეიძლება სანამ არ ნახავ, როგორც ვხვდები ამ სუნამოს მთელი მუღამი ეგ მისტიურობაა, უდაბნოს ჰაერის მისტიურობა. უნდა ნახო ან არის შენი ან არა, მეც რაღაც მსგავსს ვფიქრობ.

სხვათაშორის დღეს დავისხი პირველად ბაკარატ რუჟი და ვატარე მთელი დღე, როგორც დილით ეხლაც ზუსტად ისევ ისე ვგრძნობ, საშინლად მდგრადი და შლეიფიანია, პირველად რო ვნახე ძალიან სტრანნი იყო.. რაღაც დამღალა ამის მძაფრმა სუნმა, თან რაღაცნაირად მსიამოვნებდა კიდეც, ერთი ის მიკვირს ყველა წერს რომ ძალიან ტკბილიაო, მე საერთოდ ვერ ვგრძნობ ამ სუნამოს სიტკბოს, ტოპ ნოტში ნუშს გრძნობენ ვერც ნუშს ვერ ვგრძნობ საერთოდ, მგონი უფრო ამბერგისია დიდი დოზით, ეს წამლის სუნიც სულ დაყვება, სმოუქ, ბურნ, ეფექტიც სულ იგრძნობა, მაგრამ რაღაცნაირად მდიდრულად და ძალიან უცხოდ არის შეფუთული ეს ყველაფერი, მე ვერ აღვფრთოვანდი მაგრამ მთელი დღის განმავლობაში რო ვატარე ეხლა უფრო გავიგე ამის მუღამი.. ცივ ამინდში კიდევ სხვანაირად აღიქმება, სიცხეში ამის დასხმა საშინელებაა..



Posted by: BadKid 14 Nov 2018, 19:03
senpai
Dua-fragrances აქვს Nasomato Baraonda და Nasomato Black Afgano-ს კლონები 99% იდენტურია
=====================================================================================
rezi0881
სვიტრზე დავისხი და საშინლად შემაწუხა.. რამოდენიმე დღის შემდეგ იგივე სვიტრი რომ ჩავიცვი გადავირიე ისეთი მაგარი სუნი ქონდა.. ანუ რაღაც ნოტი არ მსიამოვნებს თორე სხვას რო ესხას ალბათ მომეწონებოდა.. ერთი სიტყვით ეს ისეთი სუნამოა სანამ შენ არ გასინჯავ ვერ მიხვდები
=====================================================================================
user posted image
=====================================================================================
Tom Ford Lost Cherry: მოკლედ ჩემ აზრს გეტყვით ამ სუნამოზე
გახსნა აქვს ალუბლის მურაბის თუ სიროფის ..ცოტა მომჟაო, მოტკბო და ძალიან გემრიელი სუნით
10-15 წუთში ჯდება ალუბლის სუნი და ირევა ტონკას სუნში.. ზუსტად იმ ტონკასი რომელიც გამოყენებულია Fucking Fabulous-ში
Fucking Fabulous მომწონს მაგრამ ტარებისას შემაწუხებელია ჩემთვის.. ხოდა მივაგენი იდეალურ ვარიანტს
Lost Cherry არის ფაქტიურად Fucking Fabulous-ს დამატებული უგემრიელესი ალუბალის ნოტები
მთლიანობაში მჟავე არ არის.. პირიქით სიტკბოსკენ მიდის და წაუგურმანულებს რაც ძალიან მომწონს
სეზონი: შემოდგომა,ზამთარი, გაზაფხული
სუნამო ჩემი აზრით უნისექსია.. ზოგი თვლის რომ ქალისკენ იხრება. შეიძლება მაგრამ მე პირადად მოვიხმარდი ამ სუნამოს
სამწუხაროდ დიდხანს ვერ ძლებს და შლეიფითაც არ გამოირჩევა.. ფასი ხო საერთოდ
ზოგადად ტომ ფორდის მორიგი სუნამოს წინასწარ პიარკამპანიის შემდეგ დიდი ჰეითი მოდის ხალხისგან.. მაგალითად Fucking Fabulous რომ დაანიონსდა ფრაგრანტიკაზე
50 დისლაიქი ქონდა როცა ხალხს გასინჯულიც არ ქონდა.. იგივე მოხდა დაახლოებით ამ სუნამოზეც
მოკლედ ძალიან მსუბუქი და სასიამოვნო სატარებელია.. კარგი სუნამოა უდაოდ.. ვიცოდი რომ მომეწონებოდა smile.gif
სუნამო 8/10
პეფომანსი 6/10
--------------------------------------

Posted by: oshi 14 Nov 2018, 20:45
BadKid
სუნი აქვს ძაან კარგი და გამყოლი. მშვენიერი ვარდია..

გამოვიდა ხო უკვე ეგ ფორდი? აი შენ რასაც ადარებ რა ფაბულოუსს არის იმდენად ამაზრზენი სურნელი რო ერთი საათით ეგ რო ვატარო შეიძლება წავიქცე. ნუშს თუ დაამატებდა მაინც არ მგონია ტრამპლინი შესამჩნევი გამოსვლოდა, მაგრამ რავი რა. კაცია და ხასიათი...

აი ჰისტორის ძალიან ლამაზად შეფუთული ლავანდა. ნამდვილად მომხიბლა. ყველაზე კარგი ლავანდაა რაც მინახავს

user posted image

აუცილებლად ნახეთ არომაბუტიკში
* * *
ამ ბოლოს ფორდის რაც გამოვიდა, ესაა ყველაზე ნორმალური!
user posted image
* * *
აი ეს სუნამო თან მომწონს, თან რაღაცნაირად მეზედმეტება. მგონია ალექსანდრიას მიმართულებაა ქსერჟოფის სახლიდან, ძალიან დოზირებულად სატარებელია.
user posted image
* * *
rezi0881
ლარტიზანის მაგ სუნამოს რაც შეეხება ვიზიარებ ბედკიდის აზრს. გულისმხუთავი:-) მოკლედ და კონკრეტულად. მეტი სიტყვა არ მემეტებს მე პირადად მაგ საოცრებისთვის. აი რაღაცნაირ სპირალური ატრაქციონიდან რო ჩამოხვალ და გულის ფრიალი გეწყება ის მიმართულებაა
* * *
ტაუერსს ვგულისხმობდი და არა ლარტიზანს ბოლოს რეზი. მაროკანიზე დავწერე

Posted by: მრნ 15 Nov 2018, 22:31
Mugler-ის Pure Malt-ის ყიდვას ვაპირებ და საიდან მირჩევთ რომ გამოვიწერო ?

Posted by: rezi0881 15 Nov 2018, 22:58
oshi

ჰო, უბრალოდ მაინტერესებს სუნი, როგორც ჩანს მძიმე არომატების მოყვარულების სუნამოა, საინტერესოა მაღალი შეფასება რო აქვს და ამდენ ხალხს რომ მოსწონს..

მრნ

რატომ უნდა გამოიწერო, ლეტეციაში მოიძიე 180 ლარი ღირს როგორც მახსოვს, გამოწერით მეტი დაგიჯდება..

Posted by: senpai 20 Nov 2018, 13:02
თბილისში სად შეიძლება მანსერას სუნამოების დატესტვა/ყიდვა ?

Posted by: 4L3X 20 Nov 2018, 13:14
senpai
QUOTE (senpai @ 20 Nov 2018, 13:02 )
თბილისში სად შეიძლება მანსერას სუნამოების დატესტვა/ყიდვა ?

ვულე-ვუში ან Le Parfume (დატესტვა არ იქნება)

Posted by: Camel 20 Nov 2018, 17:28
ეს არის საუკეთესო ეხლა რაც არსებობს.. ვინმეს ხო არ აქვს და აწუხებს?smile.gif


Posted by: senpai 20 Nov 2018, 17:36
4L3X
QUOTE
დატესტვა არ იქნება

რატომ ? გახსნილი ფლაკონები არ აქვთ ?


Camel
QUOTE
ეს არის საუკეთესო ეხლა რაც არსებობს

ჩემს ტოპ 10-ში ყოველთვის იქნება ალბათ.

Posted by: 4L3X 20 Nov 2018, 17:41
senpai
არ დაგასხმევინებს გამყიდველი მოკლედ.

Posted by: senpai 20 Nov 2018, 17:54
4L3X
QUOTE
არ დაგასხმევინებს გამყიდველი

ფასებიც ხო არ იცი შემთხვევით ? დაახლოებით რის ფარგლებში მერყეობს.

Posted by: 4L3X 20 Nov 2018, 17:59
senpai
კი როგორ არა. მანსერა მაგალითად 120 მლ ღირს 220-250 ლარებში. ვულევუში 60 მლ ღირს 220-250 ლარი.

Posted by: senpai 20 Nov 2018, 20:28
4L3X
QUOTE
მანსერა მაგალითად 120 მლ ღირს 220-250 ლარებში

spy.gif ნამდვილად იცი რომ ორიგინალებია ?


Posted by: 4L3X 20 Nov 2018, 20:33
senpai
QUOTE (senpai @ 20 Nov 2018, 20:28 )
ნამდვილად იცი რომ ორიგინალებია ?

ორი მანსერა ვიყიდე უკვე მაგისგან და თავს ვდებ რომ ნაღდებია. დაბალ ფასს მგონი იმით იჭერს რომ ერთი პატარა ფართია, პერსონალი არ ყავს, თვითონ მუშაობს და დატესტერაც არ ემეტება კლიენტზე. პატარა მარჟაზე მუშაობს მოკლედ.

Posted by: senpai 20 Nov 2018, 20:53
4L3X
QUOTE
ორი მანსერა ვიყიდე უკვე მაგისგან და თავს ვდებ რომ ნაღდებია

მადლობა, შევივლი და ვნახავ. სასაჩუქრედ მინდა და გამოწერა ვერ ესწრება.


რომლები გაქვს პირადად ნაყიდი მანდ ? თუ სწორად მახსოვს ცოტახნის წინ გქონდა პოსტი პრესტიჟიუმზე. chups.gif

Posted by: 4L3X 20 Nov 2018, 20:56
senpai
Black Prestigium და Cedrat Boise.

Posted by: senpai 20 Nov 2018, 21:12
4L3X
QUOTE
Cedrat Boise.

ეს ლამის ყველასთვის must have-ია biggrin.gif კარგია ძალიან.

დაუტესტავად იყიდე ანუ ?

Posted by: 4L3X 20 Nov 2018, 21:22
QUOTE (senpai @ 20 Nov 2018, 21:12 )
დაუტესტავად იყიდე ანუ ?

პრინციპში ბრმად ვიყიდე. არ გამიშხურებია, ატომაიზერიდან შევისუნთქე არომატი.უბრალოდ წინასწარ მოვიპოვე ინფორმაცია სუნამოზე და ისე ვიყიდე. არც შევმცდარვარ.

Posted by: senpai 20 Nov 2018, 21:45
4L3X
QUOTE
არც შევმცდარვარ.

მე არ მეგულება არავინ, ვინც მაგის სურნელზე იტყვის რომ ცუდია, უფრო ის თემაა უბრალოდ მოგწონს თუ გიყვარს. ყველა ვარიანტში კარგი არჩევანია.

Posted by: Ziggy Pop 21 Nov 2018, 18:13
4L3X
QUOTE
Le Parfume

ჭავჭავაძეზე რომ არის?

Posted by: 4L3X 21 Nov 2018, 19:27
Ziggy Pop
QUOTE (Ziggy Pop @ 21 Nov 2018, 18:13 )
QUOTE
Le Parfume

ჭავჭავაძეზე რომ არის?

დიახ, სწორედ ეგ. yes.gif

Posted by: rezi0881 21 Nov 2018, 19:59

განა რა არის ამისთანა spy.gif

oshi დაყნოსე ერთი თუ სადმე გადაეყრები biggrin.gif

user posted image

Posted by: პიანისტი 23 Nov 2018, 14:57
გილოცავთ გიორგობას ,მრავალს დაესწარით.
ამფორა მარტო თბილისი მოლშია? სხვაგან არ აქვთ ფილიალები?

Posted by: chitiashvili 25 Nov 2018, 05:47
პირველ რიგში ფიქსირ ! და სალამი, მაინტერესებს აქ რა ფასი აქვს ck - eternity - ს ? ვინმემ ხომ არ იცით ? იბეიზე ვნახე იაფად მივწერე გამყიდველს ბარკოდი თუ აქვს და ვნახოთ ... აქ რა ფასები აქვს ხომ არ იცით ?

Posted by: beso1968 25 Nov 2018, 13:51
senpai
514250770 მანსერას რამოდენიმე დასახელება აქვს დაურეკე და ბევრად იაფად მოგცემს

Posted by: Mananiko_84 25 Nov 2018, 22:27
user posted image

მოგესალმებით, ამ სუნამოს ვყიდი 100 ლარად 30 მლ. ორჯერ დავისხი და არ არის ჩემი sad.gif ( ახალი 2018 წლის სუნამოა)

Posted by: padresito 26 Nov 2018, 07:10
გამარჯობათ მეგობრებო გუშინ აღმოვაჩინე რომ ფორუმზე ყოფილა სუნამოს მოყვარული ხალხი : )))
შემოვედი თუ არა რასაც ვეძებდი წლებია ვიპოვე იმედია.. smile.gif)))
Calvin klein CK Be ლე ფარფუმს ქონია, რაც ებაიდან ვიწერ აუთენტური არცერთი არ ჩამომსვლია sad.gif(

ამჟამად მომხმარებელი ვარ
Creed aventus
Perry Ellis 360 Red
Lacoste pour homme
და პატენტი Calvin klein CK Be smile.gif))

Posted by: B.Siegel 26 Nov 2018, 16:27
გამარჯობათ, ქალის გრილი სუნამოს ყიდვა მინდა 50 მილიგრამიანი, რომელს მირჩევთ 150 ლარის ფარგლებში ?

Posted by: senpai 26 Nov 2018, 16:53
padresito
ერთი ზამთრის სუნამოც გინდა. რამე მძიმე უფრო და კარგად ამტანი.

Posted by: padresito 26 Nov 2018, 16:58
senpai
ეხა მივდივარ ლე ფარფიუმში და ვნახოთ რას ავარჩევ smile.gif) რამე თU იცი კარგი მირჩიე smile.gif)

Posted by: senpai 26 Nov 2018, 17:03
padresito
მანსერას თუ ნახავ, Wild Leather და Hindu Kush დატესტე.

Posted by: 4L3X 26 Nov 2018, 17:14
padresito
მე გახლავართ Mancera-ს მომხმარებელი და მეც Le Parfum-ში ვყიდულობ. მეც დავამატებ რჩევას და Black to Black ან Black Intensitive Aoud. Red Tobacco-ც კარგია თუ თამბაქოს სურნელი მოგწონთ.

Posted by: padresito 26 Nov 2018, 17:31
ტკბილი სურნელები არ მომწონს მაგალითად ტომ ფორდის Tobacco oud მქონდა გამოწერილი პატარა და დიდათ ეგეთი სუნი არმომწონს .. Mancera-ს რაც შეეხება ხო წავიკითხე პოსტები და ვნახავ რო მივალ smile.gif) მადლობა ორივეს :* :*

Posted by: rezi0881 26 Nov 2018, 23:35

Parfums de Marly - ბრენდი რომელიც დღემდე განსაკუთრებულად მიყვარს, ბოლო სიახლე Percival რომელიც ძალიან მაინტერესებდა დღეს დავტესტე და ვატარე დღის განმავლობაში, ვინც აკვირდებით განხილვებს და შეფასებებს შეგხვდებოდათ უკვე, და ალბათ მეტნაკლებად შთაბეჭდილებაც ჩამოგიყალიბდათ.. ალბათ არც თუ ისე პოზიტიური იმიტომ რომ დიდად არ გამოხატეს სიახლის მიმართ აღფრთოვანება.. პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ, როგორც კი დავისხი იყო რაღაც ისეთი რომელიც უკვე ვიცოდი და ვიცნობდი, მომწონდა და ჩემ მეხსიერებაში ძალიან სასიამოვნოდ იყო დარჩენილი.. პარფიუმერი - Hamid Merati-Kashani, მისი შექმნილია Layton რომელიც დღეს უკვე ერთერთი პოპულარული სუნამოა ნიშ პარფიუმერიაში „დიზაინერული“ სუნამოს ხასიათით, დიზაინერული იმიტომ ავღნიშნე რომ, Layton -თან შედარებით, ბევრად უფრო დიზაინერული ხასიათის სუნამოა Percival. დღეს წავიკითხე შეფასებები ფრაგრანტიკაზე და არც თუ ისე ბევრია ჯერ, 2018 წლის ოქტომბრის სიახლეა. მოკლედ აზრები რა თქმა უნდა იყოფა, ვიღაცისთვის არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი დიზაინერული სუნამო ძალიან ძვირად.. ვიღაცისთვის დიზაინერული ხასიათის სუნამო ბევრად ძვირფასი ინგრედიენდებით, ბევრად ხარისხიანი და ბევრად მდგრადი სურნელით. ვიღაცისთვის სკოლის და ოფისის სუნამო, ვიღაცისთვის 50+ ადამიანის სუნამო და ა.შ. აღარ გავაგრძელებ. ამ სუნამოზე ადამიანს აზრი რომ ჩამოგიყალიბდეს აუცილებლად უნდა ნახო, სადავო არაფერია ან კი ან არა ოღონდ ნახვის შემდეგ smile.gif ამ არც თუ ისე ბევრ შეფასებაში თუ რომელიმე არ გამომრჩა აქვე სია რეებსაც ადარებენ, განხილვების მატებასთნ ერთად სხვა სუნამოებიც დაემატება ორი აზრი არ არის smile.gif
Montblanc legend
Abercrombie and fitch
Hugo Boss Motion
Chanel's Platinum Egoiste
Dior Sauvage
Invictus Aqua
Le Male Popeye
Axe body spray
Azzaro Chrome Intense.
Rive Gauche
ჩემთვის კი ძვირფასია ეს სუნამო, და ძალიანაც მომეწონა, მართლაც მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით, და ბევრად ბუნებრივი სურნელით, 6-7სთ, ძალიან კარგად ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა სპრეიერის გარეშე პატარა სემფლიდან დავტესტე როგორც შევძელი, სპრეიერით დასხმული ბევრად დიდხანს დარჩება და ბევრად მდგრადი იქნება, ეს ადამიანი როგორც ჩანს მაღალი ხარისხით დიზაინერული სუნამოების ძალიან კარგ ბუკეტს ქმნის. მაშინვე ის გამახსენდა როგორ ადარებდნენ ლეიტონს დიზაინერულ სუნამოს და დღემდე როგორ არის თითქმის ყოველთვის განხილვების ტოპ სუნამოებში.. ისე კი დიზაინერული სუნამო ყოველთვის უფრო ვერსიტალურია, ადვილად სატარებელი, სასიამოვნო, კომპლიმენტფაქტორი უფრო მეტი აქვს ვიდრე ნიშეს, მაგრამ ყველამ ვიცით ბოლო პერიოდში როგორ დაუკლეს ხარისხს, ყოველი რეფორმულაციის შემდეგ სულ აღნიშნავენ რომ ის აღარაა რაც ადრე იყო და ა.შ. ჩემი აზრით კი პერსივალი პოპულარული გახდება, იმდენად ვერსიტალურია, მოკლედ ენი თაიმ ენი ოქეიჟენ სწორედ ეს არის ჩემთვის.

user posted image

oshi -ის მადლობა სიახლის აღმოჩენაში.



Posted by: padresito 27 Nov 2018, 06:55
მოკლედ მეგობრებო თქვენც გაგიზიარებთ ვისაც ფული არ აქვს და უნდა რაღაც სუნამო . მოკლედ ერთ დღეს მოვხვდი სანზონაში რაღაც უბრალო მაღაზიაში სადაც პატარა დუხები 25მლ . ყველა ერთ ფასზე იყო 12 ლარი, ოღონდ რამ მიმიქცია ყურადღება გეტყვით. ყველა დუხს აწერია vilily collection N და რაღაც ნომერი მაგრამ ბოთლები აქვს ზოგს მონტ ბლანკის ზოგს სავაჟის და ასე შემდეგ , გავსინჯე და 85% აუთენტურია იგივე სუნზე დგას და რაც მთავარია მდგრადია ძალიან smile.gif)) ხოდა რატო გიზიარებთ, ეს დუხები არის დუბაის დუხები რომლებიც იქ ღირს 3 ევრო , ვინმე თუ ერკვევით გამოწერის საიტებში ონლაინ მაღაზიებში კარგად თხოვნა მექნება აბა ჩაუჯექით smile.gif)))

PS: მონტ ბლანკი დავისხი და უკვე ძალიან ბევრი კომპლიმენტი მივიღე გოგოებისგან smile.gif) ასევე თხოვნა რო ვაჩუქო =))))

user posted image
user posted image
user posted image

Posted by: chuboo 27 Nov 2018, 17:03
გამარჯობათ..

ICI PARIS პასდაკლების კოდი ხომ არ გაქვთ? jump.gif

Posted by: yobo 27 Nov 2018, 17:21
მე არ მეგულება არავინ, ვინც მაგის სურნელზე იტყვის რომ ცუდია, . ყველა ვარიანტში კარგი არჩევანია.

Posted by: senpai 27 Nov 2018, 21:50
rezi0881
QUOTE
Parfums de Marly

ამის გოდოლფინი დატესტილი გაქვს ?

Posted by: rezi0881 27 Nov 2018, 22:31
senpai

კი, დატესტილი მაქვს, ტუსკანური ტყავის ერთერთი საუკეთესო კლონია.

Posted by: senpai 27 Nov 2018, 22:59
rezi0881
QUOTE
კი, დატესტილი მაქვს, ტუსკანური ტყავის ერთერთი საუკეთესო კლონია.

yes.gif up.gif

უცნაურია ისაა რომ ბოლო დატესტვაზე ორივე ხელზე მესხა ბოლო რეფორმულირებული ტუსკანი და მეორეზე ეს საოცრება, და აჯობა გამძლეობაში. კარგი ბრენდია ნამდვილად, დიზაინიც ძალიან მომწონს კონკრეტულად ამ ფლაკონის.


ხვალე ვაპირებ პეგასუსის პირველად დატესტვას. მაინტერესებს საჩემო სიტკბოება აქვს თუ ვერ ვიხმარ. არ ვარ დიდი ფანი ვანილის, თუმცა მომწონს ნუში და სანდალოზი.

Posted by: akako78 27 Nov 2018, 23:24
senpai

ნუში თუ მოგწონს ვანილიც მოგეწონება მაგისი..ძალიან მაგარია პეგასი..დე მარლი ჩემი საყვარელი ბრენდია..რაც კი დამიტესტავს ყველაზე მეტად ლეიტონ ექსკლუზივი მომეწონა..ძალიან მაგარია..ტუსკანური ტყავი ძალიან მემძიმა რასაც ომბრე ლეზერზე ვერ ვიტყვი..სიამოვნებით ვატარებდი..ძალიან გამყოლია ჩემს კანზე და ბლოტერზეც კაი შლეიფი ჰქონდა..

პ.ს.ისე მეუღლეს დავატესტინე ერთხელ:ერთ ხელზე ტუსკანი მესხა-მეორეზე მუგლერის პურ მალტი..და პურ მალტი უფრო მოეწონა და არა ეგ ტუსკანური ტყავი..მე პირადად ავღანელს და მაცონეს ბლექ უდს(რომელიც ძალიან გავს უდ ვუდსაც რაღაცნაირად) და კუირსაც სიამოვნებით ვატარებდი რომ მქონდეს და მაგ ტუსკანურს ვერა..უდ ვუდი ნარკოტიკია ერთგვარი..აშკარად მარიხუანის ზეთი და მისი ნამწვის მშრალი სურნელი მიჰყვება..ფორდს არ ეშლება კარგი ტრიუკები-მარტო უდი არაა მანდ..

Posted by: rezi0881 27 Nov 2018, 23:25
senpai

რეფორმილებული ტუსკანური არ ვიცი მაგრამ ერთერთი ძალიან მდგრადია ეგაც, რამდენჯერაც მესხა მეორე დღესაც კი ვგრძნობდი კანზე, გოდოლფინსაც კარგი ხანგრძლივობა აქვს და სუნიც მართლა ძალიან კარგი აქვს, უფრო გლუვია გოდოლფინი, ტუსკანური უფრო ხისტია ტყავის თემაში.

ნუში და ვანილი თუ გიყვარს მოგეწონება პეგასუსი, სანდალვუდიც იგრძნობა და მდგრადია ეგაც მაგარი, თავისებური სიფრეშეც აქვს რაღაც ისეთია, არაა გურმანულად ჩამტკბარი სუნამო, ამუაჟის რეფლექშენს გავს, თუ იცი რეფლექშენი მიამსგავსებ.

Posted by: senpai 27 Nov 2018, 23:30
akako78
ხო, ზოგი ამბობს უფრო ასაკიანი ადამიანი მეტად დააფასებდაო. არვიცი. ალბათ 50-ს რომ გადავცდები მერე ვიტყვი მაგას. მაქამდე დიდი დროა.


იმდენი სუნამო დამიგროვდა დასატესტად love.gif



სამწუხაროა რომ ქალები ისე ვერ აფასებენ niche სუნამოებს, ეგრევე ცხვრიზე ხელი და დაიბანე დროზე-ს ძახილი biggrin.gif ბოლო ესეთი მქონდა Figment Man-ზე biggrin.gif

Posted by: nutsiko 29 Nov 2018, 15:00
როცა რამე ახალი სუნამო გინდათ, როგორ არჩევთ? რის მიხედვით? რას აქცევთ მეტ ყურადღებას არჩევისას? რამდენად რისკავთ დიდი მოცულობით ყიდვას თუ 30 მლ საკმარისია საცდელად?
ახალი სუნამო მინდა შევარჩიო და ვფიქრობ, გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება.

Posted by: Arien 30 Nov 2018, 17:46
nutsiko
QUOTE
როცა რამე ახალი სუნამო გინდათ, როგორ არჩევთ? რის მიხედვით? რას აქცევთ მეტ ყურადღებას არჩევისას? რამდენად რისკავთ დიდი მოცულობით ყიდვას თუ 30 მლ საკმარისია საცდელად?ახალი სუნამო მინდა შევარჩიო და ვფიქრობ, გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება


საცდელად 1-1.5მლ საკმარისია,30მლ. უკვე სრულყოფილი ფლაკონია.
ახალ სუნამოს ყოველთვის ერთნაირად არ ვარჩევ,ზოგჯერ რომელიმე დომინანტი ნოტით მინდა და იმის მიხედვით საიტზე www.fragrantica.com
ვეძებ,კომენტარებს ვკითხულობ და მერე უკვე მაღაზიაში ვეძებ.ჯერ ფლაკონიდან,მერე ბლოტერზე და ბოლოს კანზე ვსინჯავ.
მიყიდია ფასის მიხედვითაც,მაგ.რამე ახალი მინდა და რა არ ვიცი biggrin.gif ასეთ დროს ფასდაკლება რაზეც აქვთ იმას ვათვალიერებ.
1-2 ჯერ კონსულტანტის ხათრითაც შემიძენია.
ყველაზე კარგია როცა ნიმუში მაქვს,არომა ბუტიკში ყოველთვის 4-7 ცალს მაძლევენ,ასე უკეთ ეცნობი არომატს.ნიმუში მალე თავდება და თუ სუნი მომწონს მერე უკვე ჩვეულებრივი ფლაკონით ვყიდულობ.
ასევე მაინტერესებს სიახლეები,რასაც არეკლამებენ, თუ ვახერხებ მივდივარ და ვნახულობ.ბოლოს დიორის joy მომეწონა.

Posted by: senpai 30 Nov 2018, 19:18
nutsiko
QUOTE
ახალი სუნამო მინდა შევარჩიო და ვფიქრობ, გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება.

მე გეტყვი როგორ ვურჩევ ხოლმე ჩემ ახლობელ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს და იქნებ გამოგადგეს.

პირველ რიგში ვეკითხები როგორი სურნელი მოსწონთ, მერე ვეკითხები რას ხმარობდნენ ადრე ან რომელი მოსწონდათ, მაქედან გამომდინარე ვნახულობ ნოტებს, კატეგორიებს და ამ ნოტების მიხედვით ვარჩევ მსგავსს სუნამოს, მითხარი შენც რა მოგწონს ან რას ხმარობ და ანალოგიურად შეგირჩევ თუ გინდა.

Posted by: Sixto 30 Nov 2018, 21:33
ფრაგრანსნეტ.ქომიდან როგორ იწერთ ამიხსენით, შიფინგ და ბილინგ მისამართი ერთმანეთს უნდა დაემთხვეს? უსა2ჯორჯიაა გადამზიდი და ქართული კარტით რომ ვიყიდო გამოვა? როცა ყიდულობ იქ აქვს ოფშენი რომელიც უნდა მონიშნო რომ შიფინგ და ბილინგ მისამართი ემტხვევა ერთმანეთს. თქვენ როგორ იწერთ?

Posted by: rezi0881 1 Dec 2018, 14:25
nutsiko

როგორი არომატი მოგწონს იდეაში მაგის მიხედვით უნდა შეარჩიო, დომინანტი ნოტი რა არის შენთვის რომელიც გამოკვეთილად მოგწონს.. მაგალითად უდი, ვანილი, ტყავი, ციტრუსი, და ა.შ. თუმცა ისიც შეიძლება სუნამო ისეთი კომპლექსური და საინტერესო იყოს სულაც არ იყოს ერთი კონკრეტული მიმართულება მაგრამ მთლიანობაში ძალიან მოგეწონოს.. ყველა ვარიანტში თვითონ უნდა მიაგნო დატესტვით, რჩევა გარტყმაზეა რა მაინც. 30 მლ საცდელად კი არა ჩვეულებრივ მოცულობადაც სრულებით საკმარიასია მაგრამ იშვიათად თუ შეგხვდება, საცდელად კარგია 1,5 - 2 მლ რო დაისხა კარგად და რამოდენიმე დღის განმავლობაში დააკვირდე არის თუ არა საშენო.. smile.gif

Arien

ვეღარ მივაღწიე არომა ბუტიკამდე, ლურჯი ხაზი მინდა კარგად დავათვალიერო, მარჯვნივ მგონი პაჩულია ხო, სემპლი მაჩუქეს მაგის და მომწონს კარგია,
VENI დაგვიხასიათე smile.gif საინტერესო უნდა იყოს, რა მიმართულებაა, რამეს თუ ამსგავსებ.. მშვიდობაში, როგორც ვხვდები საკმაოდ დიდი კოლექცია გაქვს და კარგი სუნამოები..


Posted by: senpai 1 Dec 2018, 18:26
Arien
QUOTE
ყველაზე კარგია როცა ნიმუში მაქვს,არომა ბუტიკში ყოველთვის 4-7 ცალს მაძლევენ,ასე უკეთ ეცნობი არომატს

რაიმეს ყიდვის დროს გაძლევენ ხო ალბათ ? თავისით გირჩევენ თუ შენ უებნები სასურველ სემპლს ?

Posted by: dewkdewk 1 Dec 2018, 22:28
ასეთი ტესტერები ვინმეს თუ შეგიძენიათ მაინტერესებს რამდენად კარგია , ფეისბუქზე ვნახე გვერდი რომელიც ყიდის იტალიურ ტესტერებს

Posted by: senpai 1 Dec 2018, 22:42
dewkdewk
QUOTE
იტალიურ ტესტერებს

ეს რას ნიშნავს ? იტალიაშია დამზადებული ტესტერი ?

Posted by: dewkdewk 1 Dec 2018, 22:45
senpai
QUOTE
ეს რას ნიშნავს ? იტალიაშია დამზადებული ტესტერი ?


ზუსტად არც მე ვიცი ფეისბუქზე რომ მივწერე მითხრეს რომ არაბული ხაზი და იტალიური მაქვსო და ვერ ვხდები რამდენად კარგი სუნამოებია , ჯერ არ შემიძენია

Posted by: senpai 1 Dec 2018, 22:51
dewkdewk
ფასები როგორია.

Posted by: dewkdewk 1 Dec 2018, 22:54
senpai
QUOTE
ფასები როგორია.

45 მილიგრამიანი 20 ლარი

Posted by: senpai 1 Dec 2018, 22:56
dewkdewk
QUOTE
45 მილიგრამიანი 20 ლარი

ესეთებს ვაგზლის ბაზრობაზეც აღარ კადრულობენ. ჩემი აზრით არ უნდა შეიძინო მსგავსი პროდუქტი, ყველა ვარიანტში მოტყუებული და წაგებული რჩები.

რომელი სუნამო გაინტერესებს ისე ? იქნებ ალტერნატივა გითხრა ცოტა ნორმალური ხარისხის.

Posted by: dewkdewk 1 Dec 2018, 23:00
senpai
QUOTE
ესეთებს ვაგზლის ბაზრობაზეც აღარ კადრულობენ. ჩემი აზრით არ უნდა შეიძინო მსგავსი პროდუქტი, ყველა ვარიანტში მოტყუებული და წაგებული რჩები.

რომელი სუნამო გაინტერესებს ისე ? იქნებ ალტერნატივა გითხრა ცოტა ნორმალური ხარისხის.


სკანდალის შეძენა მინდოდა ან გერლინის შავი კაბის , სად მირჩევთ თქვენ?

Posted by: senpai 1 Dec 2018, 23:24
dewkdewk
მე ზოგადად ფულის დაზოგვის და ნამდვილად ორიგინალის შეძენისთვის ვიწერ ხოლმე ან ვინმეს ვაბარებ ვინც იმ დროს უცხოეთშია(როცა მეთვითონ არ ვარ უცხოეთში).

ტესტერები რახან გაწყობს, გამოწერა შეგიძლია, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ეგრე იაფი დაჯდება როგორც ესენი ყიდიან ფეიკებს biggrin.gif (თუმცა გაცილებით ნაკლები დაჯდება ვიდრე აქ შეიძენ სადმე ორიგინალს)

51$ ღირს ტესტერის გამოწერა იბეიდან რასაც ვნახულობ ეხლა. საკმაოდ კარგი ფასია ამ ბრენდისთვის.

პ.ს. პერსონალურად მე ვერ ვიტან ამ გაპიარებულ სუნამოებს, დაწყებული სკანდალიდით დამთავრებული ფლაუერბომბით biggrin.gif

Posted by: Special_1 2 Dec 2018, 11:05
აუ სკანდალი საოცარი სუნამოა, ძალიან მომეწონა მე

Posted by: padresito 3 Dec 2018, 05:30
dewkdewk
შეგიძლია დაწერო იმ ფბს გვერდი ? smile.gif) არაბულები არარის ცუდი მგონი

Posted by: nutsiko 3 Dec 2018, 12:02
დიდი მადლობა ყველას რჩევებისთვის.
რაც აღწერეთ, დაახლოებით ამ სცენარით ვმოქმედებ მეც.
ვეძებ სიახლეებს, ვკითხულობ კომენტარებს, შეფასებებს, კონსულტანტებს ვუკირკიტებ და რამდენჯერმე მართლაც გამიმართლა. კარგი / ახალი სუნამოები ამარჩევინეს.
მოცულობითაც უფრო ზომიერად, მოკრძალებულად ვყიდულობ, რადგან მქონდა პრაქტიკა, მომწონებია, მიყიდია 100 მლ და მერე გამიჩუქებია (არაერთხელ თან, რაც ძალიან ახარებს ჩემს ახლობლებს), ახლა გამოცდილებით, უფრო ვზოგავ თანხას.
ვეცნობი უცხოურ ფორუმებს, აღწერებს, სუნამოების დამზადების ტექნიკასა და ნოტებს, ა.შ.
საინტერესო სფეროა ნამდვილად და რაც მთავარია, ამოუწურავია ეს თემა.
თუ რამეს კიდევ გამიზიარებთ შერჩევა / აღმოჩენასთან დაკავშირებით, მადლობელი დაგრჩებით.
პ.ს. დაიწყება ახლა საახალწლო ფასდაკლება პარფიუმერიის მაღაზიებში.

Posted by: Arien 3 Dec 2018, 13:04
Sixto
QUOTE
ფრაგრანსნეტ.ქომიდან როგორ იწერთ ამიხსენით, შიფინგ და ბილინგ მისამართი ერთმანეთს უნდა დაემთხვეს? უსა2ჯორჯიაა გადამზიდი და ქართული კარტით რომ ვიყიდო გამოვა? როცა ყიდულობ იქ აქვს ოფშენი რომელიც უნდა მონიშნო რომ შიფინგ და ბილინგ მისამართი ემტხვევა ერთმანეთს. თქვენ როგორ იწერთ?


ამაზონის ექაუნთით - AMAZON PAY - ამ მეთოდით ვყიდულობთ.

ჯერ ამაზონზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შენაძენიც გააკეთოთ რომ მისამართი და ბარათი დაიმახსოვროს,შემდეგ შეძლებთ fragrancenet-ზე ყიდვას.

[b]rezi0881


QUOTE
ვეღარ მივაღწიე არომა ბუტიკამდე, ლურჯი ხაზი მინდა კარგად დავათვალიერო, მარჯვნივ მგონი პაჩულია ხო, სემპლი მაჩუქეს მაგის და მომწონს კარგია, VENI დაგვიხასიათე  საინტერესო უნდა იყოს, რა მიმართულებაა, რამეს თუ ამსგავსებ.. მშვიდობაში, როგორც ვხვდები საკმაოდ დიდი კოლექცია გაქვს და კარგი სუნამოები


VENI -ჩემთვის რატომღაც გურმანულია,რომ დავუკვირდე დარიჩინს და ლავანდას გამოვარჩევ,თუმცა მთლიანობაში ანანასის წვენთან,კოქტეილთან ასოცირდება,ან რაღაც გემრიელ სასმელთან.სეზონის განსაზღვრაც მიჭირს,შემოდგომის თბილ დღეებში მესხა და მგონია რომ ნებისმიერ სხვა სეზონზეც არავის შეაწუხებს.ეფექტური და უნისექსია,ყოველშემთხვევაში როცა მესხა სულ აღნიშნავდნენ.
ნახეთ აუცილებლად,მე 15მლ. მაქვს,კონსულტანტმა მითხრა ძალიან ცოტა დარჩა პატარა მოცულობითო.
მესამე სუნამო პაჩულია,სინამდვილეში სხვანაირი პაჩული მინდოდა,მაგრამ ის ძვირი ღირდა და ესეც მომწონს.
სუნამოები ბევრი მაქვს და ეს აკვიატება უკვე პრობლემებს მიქმნის.პრიორიტეტების განსაზღვრა მჭირდება და ამ პრიორიტეტებს ვურევ.
სულ არ მჭირდებოდა,მაგრამ ნოემბერში 4 ახალი სუნამო მაინც ვიყიდე user.gif

* * *
senpai
QUOTE
რაიმეს ყიდვის დროს გაძლევენ ხო ალბათ ? თავისით გირჩევენ თუ შენ უებნები სასურველ სემპლს ?


კი, ყიდვის დროს მაძლევენ,მეკითხებიან რამე კონკრეტული ხომ არ მინდა,ერთხელ ვარდი მაინტერესებს-თქო და 9 თუ 10 სემფლი მომცეს smile.gif
სიახლეებსაც მაძლევენ.
ზოგადად კარგი გოგონები ჰყავთ,უშუალოები,მეგობრულები და კეთილგანწყობილები.
თავიდან ცოტა მეშინოდა შესვლა,მერე აღარ biggrin.gif
* * *
აი არომათეკაში მეშინია შესვლის,მანდ არ ვყოფილვარ smile.gif)

Posted by: dewkdewk 3 Dec 2018, 14:35
padresito
QUOTE
შეგიძლია დაწერო იმ ფბს გვერდი ? ) არაბულები არარის ცუდი მგონი

სუნამოები საბითუმო ფასებში ასე ჰქვია პროფილის ფოტოზე არმანის სუნამოა ერთერთი

Posted by: senpai 3 Dec 2018, 22:58
nutsiko
Orissima Ted Lapidus დატესტე აბა. ძალიან დიდი გამძლეობა აქვს. კარამელის სუნი თუ მოგწონს, ზამთრისთვის შესაბამისია.



Arien
QUOTE
თავიდან ცოტა მეშინოდა შესვლა,მერე აღარ

შიშის არა, მარა ცოტა მორიდების თემა მქონდა მეც თავიდან. ეხლაც მთლად ვერ ვარ გახსნილი ისე როგორც მინდა, ჩემი კოლექციის და გამოცდილების მიუხედავად.

QUOTE
აი არომათეკაში მეშინია შესვლის,მანდ არ ვყოფილვარ

რატომ ?

Posted by: rezi0881 3 Dec 2018, 23:20
Arien

გუშინ პეკინზე მოვხვდი და ვნახე, მართლა საინტერესო სუნამოა და მომეწონა, პირველ რიგში განსხვავებული და უცხო სურნელი იყო ჩემთვის, მე უფრო კარდამომს და ამბერგისს ვგრძნობდი, ბაკარად რუჟში იმხელა დოზით არის ამბერგისი მანდედან თუ დაგამახსოვრდა ყველგან გამაორჩევ მაგის სუნს, smile.gif აი წვენი რო ახსენე დავისხი თუ არა კონსულტანტს ვუთხარი სტაფილოს წვენის სუნი აქვს მეთქი biggrin.gif ზუსტად მასე გაიხსნა, მაგრამ მალევე შეიცვალა, ჩემთვის სადღაც შუაშია არც გურმანულია არც ფრეშია, მგონი უფრო ისეთია ყველა სეზონზე რო გამოიყენებ.. ლავანდას ფონზე ფრეშისკენაც მიდის.

ბოლო პერიოდი ძალიან დაიწყეს Parfums de Marly სუნამოს Carlisle -ს ქება და გაპიარება, მაინტერესებდა და დღეს დავისხი, Harrod’s London ამ სვაჭრო სახლის ექსკლუზივი იყო და თავიდან ყველგანაც არ იყიდებოდა, ჩვეულებრივ დე მარლის სუნამოებზე ბევრად ძვირია თან, საოცარი გახსნა აქვს ამ სუნამოს გამორიცხულია არ მოგეწონოს, very rich and deep ასე ახასიათებენ და მართლა ასეთია, კონსულტანტმა როგორც მითხრა უფრო ძვირფასი ინგრედიენტებით მზადდდებაო, თავიდან უცხო იყო და ძალიან კომპლექსური რაც მომწონდა, მაგრამ დღის განმავლობაში რომ ვაკვირდებოდი სუ რაღაც ნაცნობი იკვეთებოდა, წავიკითხე შეფასებები და გამიკვირდა, 3 ცნობილი და პოპულარული დე მარლის სუნამო Layton, Herod, Oajan.. ვინც იცით წარმოიდგინეთ ამათი ნაზავი ერთ სუნამოში. დღის მეორე ნახევარში უბრალოდ შემაწუხებლად დატკბა ჩემთვის, უფრო აღმოსავლური ხასიათის სპაისი სუნამო გახდა, ტკბილი ამბრის და უდის ბაზა დატოვა ბოლს ვანილთან ერთად, მაგრამ არ გახდა რაღაც ბანალური და უბრალო სურნელი, ტკბილი აღმოსავლური არომატების მოყვარულებისთვის აღმოჩენა იქნება.

user posted image

Posted by: padresito 4 Dec 2018, 03:57
dewkdewk
მადლობა..........................

Posted by: nutsiko 4 Dec 2018, 12:19
senpai
დიდი მადლობა.ვნახავ ამ ვარიანტს.
montale -ს აქვს ბევრი ვარიანტი. ადრე რამდენიმე მქონდა.
თეთრი მუშკი მომეწონა.

Posted by: senpai 4 Dec 2018, 12:52
nutsiko
მონტალეს ფასის გადამხდელი თუ ხარ მაშინ უფრო ძვირიანებს გეტყვი.

Prada Candy Gloss
Nahema Guerlain
24 Faubourg Hermès


რჩევა ის იქნება რომ არასოდეს არ დატესტო ფურცელზე, ხელზე დაისხი, ოღონდ იმ ნაწილზე სადაც კარგად იგრძნობ. ზამთარი როცაა მაჯაზე არ დაისხა, ტანსაცმელს არ უნდა ეხებოდეს დატესტვის დროს სუნამო.

Posted by: rezi0881 4 Dec 2018, 23:15

Tiziana Terenzi - Orion

არ ვიცი მართლა რამდენი კლონია უკვე ავენტუსის მაგრამ მე რაც მინახია და დამიტესტავს საუკეთესოა ტერენზის ორიონი, უნისექს კატეგორიაა მაგრამ უფრო მამაკაცის სუნამოა, უმდგრადესია რასაც ქვია, შლეიფი აქვს ხანგრძლივი და სასიამოვნო, თავიდან გახსნა აქვს ცოტა რთული, მაგრამ დღის განმავლობაში სულ იხვეწება, უფროდაუფრო სასიამოვნო ხდება, ავენტუსთან მსგავსება საკმაოდ დიდია მაგრამ იმასაც ვერ იტყვი რომ ერთიერთშია დაკოპირებული, თუმცა ინსპირაცია ავენტუსია ორი აზრი არ არის, საკმაოდ ძვირფასი ბრენდია და ხარისხიან ინგრედიენტებს იყენებს, ალბათ ეს განაპირობებს ესეთ ბუნებრივ, ხანგრძლივ და, სასიამოვნო სურნელს, სადღაც წავიკითხე თუ ვუყურე აღარ მახსოვს, თვითონ ტერენზიმ თქვა კლონებს არ ვქმნიო, მაგრამ რავიცი, უფრო მეტი ექსკლუზიურობით უნდა გამოირჩეს ასეთი ფასის და რეპუტაციის მქონე ბრენდი, მაგრამ რასაც აკეთებს ფაქტია მაღალი ხარისხის არის, რამოდენიმე რაც ვიცი რომ მსგავსია.. orion – Aventus <> Ursa - Straight to heaven <> Laudano Nero - Black Afgano <> Porpora - Portrait of a lady - სხვა დანარჩენები ბევრი არ ვიცი, შეიძლება აქვთ მსგავსებები სხვა სუნამოებთან მაგრამ ეგ ჩვეულებრივი მომენტია მიმსგავსება და საერთოს დაჭერა, ესენი რაც დავწერე პოპულარული და ცნობილი სუნამოებია, და მათთან მიმსგავსებულობა უკვე კლონებად ითვლება, მაგრამ კლონი ამ შემთხვევაში კარგი გაგებით, იმიტომ რომ მაღალი ხარისხის ძვირფასი სუნამოა ყველა..

user posted image

Posted by: akako78 4 Dec 2018, 23:42
rezi0881

რეზი მეც დავტესტე ეგ ადრე და ძალიან გავს მართლაც..და გამძლეობაც კარგი აქვს...მაგრამ ავენტუსი ავენტუსია მაინც..მაგას რომ აჯობოს მაგ სტილის სუნამომ ალბათ უძნელესი იქნება..

Posted by: senpai 4 Dec 2018, 23:49
rezi0881
QUOTE
Tiziana Terenzi

მოუხშირა სუნამოები, წელს მერამდენე აქვს უკვე. საკმაოდ კარგი ბრენდია, Delox როცა დავისხი, მეცნო, მაგრამ ვერ ვიხსენებდი, მერეღა გამახსენდა რომ მონტალეს მსგავსი ყოფილა, Intense Cafe-ს, თან თითქმის იგივე სიძლიერის.

როგორ ტესტავ ხოლმე ? ლუტეციაში დადიხარ ?


akako78
Cedrat Boise-მ ვერ აჯობა ? biggrin.gif ბოლო წლების ავენტუსს მაინც biggrin.gif

Posted by: akako78 4 Dec 2018, 23:55
senpai

რავიცი ჩემთვის ვერ აჯობა..Cedrat Boise მე ორიონი მირჩევნია

Posted by: rezi0881 5 Dec 2018, 00:02
akako78
QUOTE
რეზი მეც დავტესტე ეგ ადრე და ძალიან გავს მართლაც..და გამძლეობაც კარგი აქვს...მაგრამ ავენტუსი ავენტუსია მაინც..მაგას რომ აჯობოს მაგ სტილის სუნამომ ალბათ უძნელესი იქნება..

აკაკო, ჯობნაში ვიგულისხმე ყველა ის მსგავსი, რაც აქამდე მინახავსთქო, ავენტუსი არ მიგულიხმია.. smile.gif

senpai
QUOTE
მოუხშირა სუნამოები, წელს მერამდენე აქვს უკვე. საკმაოდ კარგი ბრენდია, Delox როცა დავისხი, მეცნო, მაგრამ ვერ ვიხსენებდი, მერეღა გამახსენდა რომ მონტალეს მსგავსი ყოფილა, Intense Cafe-ს, თან თითქმის იგივე სიძლიერის.

როგორ ტესტავ ხოლმე ? ლუტეციაში დადიხარ ?

რატომ არ მოუხშირებს უყვარს ხალხს ტერენზის სუნამოები, ქართველ მომხმარებელშიც კარგად იყიდება მე რამდენადაც ვიცი. ფასით და ექსკლუზიურობითაც საკმაოდ მაღალი ნიშა უჭირავს.. Delox არ ვიცი არ დამისხავს, საკმაოდ დიდი სია აქვს ისე.. დატესტვით რავიცი სადაც ვხვდები რა, ერთერთი ლუტეციაც.

Posted by: senpai 5 Dec 2018, 00:10
rezi0881
QUOTE
დატესტვით რავიცი სადაც ვხვდები რა, ერთერთი ლუტეციაც.

არა, ანუ იმას ვგულისხმობ რომ უბრალოდ მიდიხარ და ნებისმიერს იღებ და ტესტავ ? თუ წინასწარ იცი რა გინდა. პროცესი მაინტერესებს.



მე მაქვს ე.წ. ვიშ ლისტი სასურველი სუნამოების და იმის მიხედვით ვაკეთებ, სხვების ვარიანტები მაინტერესებდა.


ახალ წლამდე ორ სუნამოს ველოდები, ორივე არის ბრმად ნაყიდი. ორივე ზამთრის გამძლე სუნამოა, ვიცი დაახლოებით რასაც უნდა მოველოდო. (ნოტებიდან და მსგავსებიდან გამომდინარე)

Charriol Royal Gold და Royal Amber S.T. Dupont.

Posted by: rezi0881 5 Dec 2018, 00:16
senpai

ვინიშნავ წინისწარ რისი ნახვაც მაიტერესებს და იმის სანახავად მივდივარ, რაც მაინტერსებს, იმის ნახვის შემდეგ სხვა რაღაცეებსაც ვათვალიერებ, ისე მაინც ვერ მოვდივარ, smile.gif
ვიშ ლისთი მეც მაქვს მაგრამ, ბევრი რამე არ იყიდება საქართველოში რაც მაინტერსებს და ხანდახან სემპლებსაც ვიწერ ხოლმე,
ბრმად ყიდვას ვერიდები, თუ რამე ძალიან იაფად არ ჩავარდა, მირჩევნია კარგად დავტესტო და ისე გადავწყვიტო.

Posted by: senpai 5 Dec 2018, 01:24
rezi0881
QUOTE
ბრმად ყიდვას ვერიდები, თუ რამე ძალიან იაფად არ ჩავარდა

ეხლა ეგ შემთხვევა მაქვს ზუსტად, საეჭვოდ კარგ ფასებში იყო და მეთქი ბარემ ვცდი ბედს. თან თუ არ მომეწონება საჩუქრადაც გამოდგება biggrin.gif

QUOTE
სემპლებსაც ვიწერ ხოლმე

რომელი საიტიდან ?

akako78
QUOTE
რავიცი ჩემთვის ვერ აჯობა..Cedrat Boise მე ორიონი მირჩევნია

ფასის მიუხედავად და გამძლეობის მიუხედავად ? თუ იმენა სურნელზე აკეთებ აქცენტს ?

Posted by: Arien 5 Dec 2018, 11:05
QUOTE (senpai @ 3 Dec 2018, 22:58 )
Arien
QUOTE
თავიდან ცოტა მეშინოდა შესვლა,მერე აღარ

შიშის არა, მარა ცოტა მორიდების თემა მქონდა მეც თავიდან. ეხლაც მთლად ვერ ვარ გახსნილი ისე როგორც მინდა, ჩემი კოლექციის და გამოცდილების მიუხედავად.

QUOTE
აი არომათეკაში მეშინია შესვლის,მანდ არ ვყოფილვარ

რატომ ?

ზედმეტად მონდომებული და დატრენინგებული კონსულტანტების გამო, 800-1000 ლარიანი სუნამოს აკვიატების.

ეს გუშინდელი,
პირველად ზაფხულში ვნახე,მაგრამ ყიდვა მაშინვე ვერ გადავწყვიტე.მეორე დღეს უკვე აღარ იყო ფასდაკლებით და მას მერე ველოდებოდი. სველი მიწის,გაზაფხულის სუნია,ძალიან უცნაური,ათიდან ცხრას ალბათ არ მოეწონება და ამიტომ ჩემთვის,ჩუმად
ვატარებ ხელზე.არანაირი სხვა პლანეტა,ჩვენი დედამიწაა...
დანარჩენი სტარკებიც მინდა love.gif

Posted by: senpai 5 Dec 2018, 11:27
Arien
QUOTE

ეს გუშინდელი,

საინტერესო ჩანს, თან გამოწერით არაა ძვირი. სად შეიძლება აქ დატესტვა ? მიწის ნოტებზე სისუსტე გამომიმუშავდა Figment Man-ის მერე.


Posted by: Arien 5 Dec 2018, 12:27
senpai
QUOTE
საინტერესო ჩანს, თან გამოწერით არაა ძვირი. სად შეიძლება აქ დატესტვა ?  მიწის ნოტებზე სისუსტე გამომიმუშავდა Figment Man-ის მერე.


ლუტეციაშია,გალერიის,პეკინის და ისთ პოინტის ფილიალებში ნანახი მაქვს.
ახლა 40მლ. 122 ლარი ღირს.
ზაფხულში უფრო დიდი ფასდაკლებითაც ჰქონდათ.
დასაწყისი ზედმეტად უცნაური და პრეტენზიულია,მერე ხდება ისეთი,როგორიც ვერ დავივიწყე.
საკმაოდ მდგრადია 12სთ.-ზე მეტ ხანსაც არომატი მკვეთრად იგრძნობა.
მაინტერესებს თქვენ როგორ მოგეწონებათ,დაწერეთ აუცილებლად თუ ნახავთ.

Posted by: senpai 5 Dec 2018, 12:42
Arien
QUOTE
ლუტეციაშია,გალერიის,პეკინის და ისთ პოინტის ფილიალებში ნანახი მაქვს.

მადლობა, დავტესტავ დღესვე. მე 30$-ში შემიძლია გამოწერა იგივე მლ.


QUOTE
მაინტერესებს თქვენ როგორ მოგეწონებათ

მეც მაინტერესებს. მიწის და მინერალის ნოტებით არვიცი ბევრი სუნამო.

QUOTE
დასაწყისი ზედმეტად უცნაური და პრეტენზიულია

იმედია ვინმე ახლობელი არ შემხვდება ამ დროს biggrin.gif

QUOTE
როგორიც ვერ დავივიწყე

ჩემი და Figment Man-ის შეხვედრის პროცესი აღწერე თითქოს. ძალიან შემაწუხებელი იყო სხვებისთვის, მარა ჩემთვის ძალიან კომფორტული, ნოსტალგიურიც რაღაც კუთხით.

Posted by: nutsiko 5 Dec 2018, 16:49
senpai
ტელ ლაპიდუსი ორისიმა დავტესტე. არა უშავდა რა.
მომეწონა. ცდად ღირს.

მადლობა რჩევისთვის.

დაიწყო ფასდაკლებები ისიში.

Posted by: akako78 5 Dec 2018, 18:40
senpai
სურნელით-ჩემთვის ორიონი სჯობნის

Posted by: senpai 5 Dec 2018, 22:29
Arien
პირველ რიგში დიდი მადლობა რომ გააზიარე ეგ სუნამო აქ და მაპოვნინე რაღაც ახალი, მოულოდნელი. თხოვნა იქნება რომ კიდევ გააზიარო ესეთი უნისექსის კატეგორიის სუნამოები.

გადავიდეთ სუნამოზე ეხლა, მივხვდი რატომ თქვი რომ არ იქნება დასხმისთანავე სასიამოვნო ბევრისთვის, მაგრამ ჩემთვის პირველი ერთი საათი იყო ძალიან კარგი, განსხვავებული და საგრძნობი. არომატი ცალსახად არის გაზაფხულის, ზამთრის სიცივეს ვერ უძლებს, როგორც კი გარეთ გავედი, ვერ ვიგრძენი სუნამო, თითქოს გაქრა, თბილ შენობაში შესვლისთანავე იგრძნობოდა 20 წუთის შემდგომ biggrin.gif

სურნელთან ასოციაციები: ნეშომპალა, წვიმიანი ტყის მიწა და მუშკი. თითქოს ამ ყველაფერს დაასხეს ნაცნობი ქალის სუნამო, უნისექსი კი აწერია, თუმცა უფრო ქალისკენ იხრება. ვერ დაგეთანხმები რომ მერეა დასამახსოვრებელი, პირიქით, ჩემთვის პირველი ერთი საათი იყო ის რის გამოც ვიყიდიდი ამ სუნამოს, მერე უკვე იქითკენ მიდის, რაც ვიცი და რაც აღარაა საინტერესო პირადად ჩემთვის.

ხანგრძლივობას რაც შეეხება, ჩემს კანზე იგრძნობა 2.5 საათი ზუსტად. მერე აღარ, ხოლო მთლიანად სუნამო გაქრა 4 საათში. ეტყობა კანის, სეზონის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

თავად ფლაკონი ნორმალურია, თუმცა სპეიერი არის ცუდი, ერთი დასხმით გამოვიდა ბევრი და ერთ ადგილზე მარტო. საერთოდ არ მიყვარს ხოლმე "ჩაშენებული" სპეიერები სუნამოებში.

კაცის ვერსიაც ყოფილა და ქალისაც ცალკე. (სხვადასხვა ნოტებით) შემდეგ დღეებში სხვებსაც ვნახავ.

ფასებს რაც შეეხება, უცნაურადაა. ზოგან 70$ ღირს, ზოგან 30$. თამაშობს ფასები.

პ.ს. ამის კაცის ვერსიას აწერია რომ არის მამაკაცებისთვის, რომელთაც უნდათ მათი ქალური მხარის აღმოჩენა biggrin.gif დამაფრთხობელია ეგეთი დახასიათება ჩემთვის biggrin.gif




nutsiko
QUOTE
ტელ ლაპიდუსი ორისიმა დავტესტე. არა უშავდა რა.
მომეწონა. ცდად ღირს.

კი, ღირს ნამდვილად. თან ფასიდან გამომდინარე. რა ღირდა ფასდაკლებით ეხლა ?

Posted by: rezi0881 6 Dec 2018, 00:15
senpai

სემპლებს Notino.com იდან ვიწერდი.
luckyscent.com აქედანაც გამომიწერია,
კურკჯანის სემპლები ოფიციალური საიტიდან მაქვს გამოწერილი.
სხვა დანარჩენები რავიცი, აქ შეძენილებზე ნაჩუქარი სემპლებიც მაქვს,

Posted by: NIN_O 6 Dec 2018, 03:34
ვინმემ იცით ისეთი ადგილი სადაც პარფიუმერიას გრამებით ყიდიან? user.gif

Posted by: nutsiko 6 Dec 2018, 10:23
senpai
ფასდაკლებით ისიში 97 ლარი ღირდა.
ცდად ღირს. მომეწონა. მდგრადია.
დღეს მინდა შემდეგი სია დავტესტო, რომელიც აქ დამიწერე.
ვნახოთ, რამეს ავარჩევ.

Posted by: amiger 6 Dec 2018, 11:20
ამ ჩვენ პარფიუმერიულ მაღაზიებში ღირს ყიდვა? არის ორიგინალები თუ ჩინეთში სან ჩუს საყობში გაზავებული აქსიდებია? biggrin.gif

ადრე ცოტა დაბალი ფასები ჰქონდათ უცხოეთთან შედარებით მახსოვს, მაგრამ ეხლა თითქმის იგივე ფასები აქვთ, მაგრამ შედარებით მაინც იაფი, ეგ დოლარის კურსის გამო მოხდა თუ უბრალოდ ხალხმა რომ არ იეჭვოს რამე იგივე ფასები დაასვეს?

Posted by: Arien 6 Dec 2018, 12:19
QUOTE (senpai @ 5 Dec 2018, 22:29 )
Arien
პირველ რიგში დიდი მადლობა რომ გააზიარე ეგ სუნამო აქ და მაპოვნინე რაღაც ახალი, მოულოდნელი. თხოვნა იქნება რომ კიდევ გააზიარო ესეთი უნისექსის კატეგორიის სუნამოები.

გადავიდეთ სუნამოზე ეხლა, მივხვდი რატომ თქვი რომ არ იქნება დასხმისთანავე სასიამოვნო ბევრისთვის, მაგრამ ჩემთვის პირველი ერთი საათი იყო ძალიან კარგი, განსხვავებული და საგრძნობი.  არომატი ცალსახად არის გაზაფხულის, ზამთრის სიცივეს ვერ უძლებს, როგორც კი გარეთ გავედი, ვერ ვიგრძენი სუნამო, თითქოს გაქრა, თბილ შენობაში შესვლისთანავე იგრძნობოდა 20 წუთის შემდგომ biggrin.gif

სურნელთან ასოციაციები: ნეშომპალა, წვიმიანი ტყის მიწა და მუშკი. თითქოს ამ ყველაფერს დაასხეს ნაცნობი ქალის სუნამო, უნისექსი კი აწერია, თუმცა უფრო ქალისკენ იხრება. ვერ დაგეთანხმები რომ მერეა დასამახსოვრებელი, პირიქით, ჩემთვის პირველი ერთი საათი იყო ის რის გამოც ვიყიდიდი ამ სუნამოს, მერე უკვე იქითკენ მიდის, რაც ვიცი და რაც აღარაა საინტერესო პირადად ჩემთვის.

ხანგრძლივობას რაც შეეხება, ჩემს კანზე იგრძნობა 2.5 საათი ზუსტად. მერე აღარ, ხოლო მთლიანად სუნამო გაქრა 4 საათში. ეტყობა კანის, სეზონის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

თავად ფლაკონი ნორმალურია, თუმცა სპეიერი არის ცუდი, ერთი დასხმით გამოვიდა ბევრი და ერთ ადგილზე მარტო. საერთოდ არ მიყვარს ხოლმე "ჩაშენებული" სპეიერები სუნამოებში.

კაცის ვერსიაც ყოფილა და ქალისაც ცალკე. (სხვადასხვა ნოტებით) შემდეგ დღეებში სხვებსაც ვნახავ.

ფასებს რაც შეეხება, უცნაურადაა. ზოგან 70$ ღირს, ზოგან 30$. თამაშობს ფასები.

პ.ს. ამის კაცის ვერსიას აწერია რომ არის მამაკაცებისთვის, რომელთაც უნდათ მათი ქალური მხარის აღმოჩენა biggrin.gif დამაფრთხობელია ეგეთი დახასიათება ჩემთვის biggrin.gif





მაგარია up.gif

სპრეიერისთვის სულ არ მიმიქცევია ყურადღება,მართალი ხართ,ალბათ სხვანაირადაც შეიძლებოდა.
სუნამო კანზე დატესტილი მაქვს ზაფხულში,პირველი 15-20 წუთი რაც სალონში ვიყავი,ყიდვა ვერ გავბედე,რომ წამოვედი მერე მცირედ დაიპუდრა და დათბა,თითქოს სველი მიწიდან ცხელ მიწად გადაიქცა და ეს გარდასახვა მომეწონა.იგივე რომ დარჩენილიყო ალბათ დამღლიდა.მომწონს ისეთი როგორიც არის,დასაწყისში მცირე შოკი და მერე უკვე ადვილად სატარებელი,ამავე დროს შენარჩუნებული აქვს დამახასიათებელი სპეციფიურობა.
ხანგრძლივობას რაც შეეხება ბლოტერზე იგრძნობოდა 12 საათის განმავლობაში და მეტიც,თუმცა კანზე ამ ხანგრძლივობით არ დამიტესტავს.
ზოგადად სტარკის სამივე სუნამო კანთან ახლოს ჯდება და დიდად არც შლეიფურია.
ვფიქრობ თქვენი აღწერა ამასთან დაკავშირებით ობიექტურია და მეტად გასათვალისწინებელი.

Posted by: nutsiko 6 Dec 2018, 12:35
amiger
ჩვენს პარფიუმერულ მაღაზიებში ყიდვა ღირს, ბაზრობებსა და საეჭვო ადგილებში / ხელზე ნაყიდ თურქულ, დუბაის და კიდევ რა ვიცი, კამბოჯის პატენტებთან შედარებით. სურნელითაც კი ვცნობ სუნამოებს, რომელი ქვეყნის და რა ადგილას ნაყიდია, ისე კარგად ვიცი, სად რა ხდება.

საქმე იმაშია, რომ ფასები რეალურად მაღალია რაღაცეებზე, ჩვენი საშუალო ხელფასების გათვალისწინებით.
Duty Free-ში ყიდვა ნამდვილად გამოსავალია, თუ გიწევს სადმე წასვლა და ეს შანსი გაქვს.
შეგიძლია ფასდაკლებებს აქაც დაელოდო.

თუმცა არის სუნამოები, რომლის გამოწერაც (ძირითადად ნიშპარფიუმერია, ლუქს კლასები და ა.შ.) იგივე გიჯდება და აზრიც არ აქვს. ამიტომ აქ ველოდებით ფასდაკლებას და ვყიდულობთ სასურველ ნივთს.

დროთა განმავლობაში ამუღამებ: შეგიძლია დაიარო მაღაზიები, სასურველი სუნამოს ფასები გაიგო, შეადარო, მერე დაელოდო ფასდაკლებებს, სადაც მეტი პროცენტია ან მეტად გიღირს, იმ ადგილას იყიდო.

ეს გამოცდილებით მოდის.

თუ არადა, აგერ, უამრავი კომპეტენტური ადამიანი დაწერს, რომელი საიტებიდან შეიძლება იაფად გამოწერა და როგორ.
anyway, keep an eye and follow us wink.gif

Posted by: senpai 6 Dec 2018, 13:06
nutsiko
QUOTE
ფასდაკლებით ისიში 97 ლარი ღირდა.

60 ლარში შეგიძლია ტესტერი გამოიწერო. 100 მლ.

amiger
QUOTE
ადრე ცოტა დაბალი ფასები ჰქონდათ უცხოეთთან შედარებით მახსოვს, მაგრამ ეხლა თითქმის იგივე ფასები აქვთ,

არვიცი სად ნახულობ, მარა გამოწერით თითქმის ყველაფერი გაცილებით იაფია ვიდრე აქ რომ იყიდო. (ლარის კურსის მიუხედავად)


Arien
საინტერესოა, რა სუნამოს ხმარობ ეხლა ყველაზე ხშირად ? როგორც იტყვიან signature სუნამო რომელია ?

QUOTE
ბლოტერზე იგრძნობოდა 12 საათის განმავლობაში

მეთქი კანზე ამბობდი sad.gif

ეხლა დავაკვირდი და სპრეიერი ორივეჯერ არასწორად დამიწერია biggrin.gif

ბრმად რომ არ გამომეწერა უკვე ორი სუნამო, ამას გამოვიწერდი წელსვე. თუმცა არამგონია გაზაფხულამდე მეხმარა. მოკლედ, შენი წყალობით კიდევ ერთი კარგი ნიშ-დიზაინერული ბრენდი აღმოვაჩინე.


Posted by: nutsiko 6 Dec 2018, 14:21
senpai
ტესტერი საიდან? რამდენად კარგია ეგ ტესტერი? არასოდეს გამომიწერია და არ ვიცი, ძირითადად უცხოეთში ვყიდულობ ხოლმე, როცა იქ ვმოგზაურობ.
გამოგიწერია? შეგიძლია გამომიწერო?

Posted by: senpai 6 Dec 2018, 14:43
nutsiko
https://www.ebay.com/itm/ORISSIMA-BY-TED-LAPIDUS-WOMEN-EDP-SPRAY-3-3-OZ-100-ML-AUTHENTIC-TESTER-FRANCE/153184726233?epid=133865945&hash=item23aa856cd9:g:7-0AAOSwwFJbnDDC:sc:USPSFirstClass!19711!US!-1:rk:1:pf:0

სელერი კარგია, ტესტერი თავსახურითაა თან. იბეის ფეიფალი უნდა, მარა მგონია რო უნდა ცადო და შენთვითონ გამოწერო. გადამზიდები დაგეხმარებიან პირველად გამოწერაში. კონსულტაციები უფასო აქვთ და მემგონი თვითონაც შეძლებენ გამოწერას შენი სახელით (ადრე ეგრე იყო და ბოლო წლებია არვიცი როგორ ხდება, დაუკავშირდი და გეტყვიან ზუსტად). მე ჩემით ვიწერ კარგახანია და არ დამჭირვებია რომ მიმემართა.

პ.ს. როცა ერთხელ გამოწერ და ნახავ რომ კარგია, მერე აქ აღარც იყიდი პარფიუმერიას.

Posted by: amiger 6 Dec 2018, 17:41
nutsiko

აქ ნაყიდი მაქვს და ნამდვილად ვიცი რომ არ იყო ორიგინალი, თან არაერთი, ერთერთ მაღაზიაში (ლუტეცია ერქვმა მგონი) ნაყიდი სახლში რომ გავხსენი თავზე დასაფარებელი თავსახური აკლდა biggrin.gif არომატზე ხომ საერთოდ არაფეს ვამბობ, ნუ ხანგძლოვობა მაგ არომატის მამენტ არც იყო სასურველი biggrin.gif


senpai

ამაზონზე ვნახულობ, ოღონდ ვცდილობ ისეთი ვნახო, რომელსაც თავად ამაზონი ყიდიდეს. ადრე ვიყიდე ამაზონიდან და რომ დავისხი ლამის მეზობელმა საჩივარი დაწერა ნაგვის სუნი მოდისო biggrin.gif

ფასს რაც შეეხება მაგალითად ბოლო რაც ვნახე ვარვატოსის ერთერთი სუნამო ამაზონზე 200 ლარის ექვივალენტია იგივე ამ ლუტეციაში 177 და როგორაა იაფი? აქაური რომ ორიგინალი არ იქნება იასნია... მარტო ფასის გამო არა

შენ რას ფიქრობ რომელიმე ამ 3 მაღაზიიდან ყიდის ორიგინალებს? თუ 1-2 ეგზემპლარი აქვთ სიმბოლურად დადებული? ადრე ვიღიაცისგან მოვისმინე რომ ერთხელ ან ორჯერ შემოიტანენ ორიგინალებს და დანარჩენი მოაქვთ ახლო აღმოსავლეთიდან ლიწინით biggrin.gif



Posted by: senpai 6 Dec 2018, 17:55
amiger
გეტყვი ჩემს გამოცდილებას, ამაზონიდან გამოწერები, ერთხელ შემხვდა ცუდი სუნამო და ისიც თვითონ ამაზონი ყიდიდა biggrin.gif დანარჩენები სხვა კარგი სელერებისგან მაქვს გამოწერილი, თუმცა ზოგადად ამაზონიდან გამოწერას ვერიდები. იბეი უფრო ხელსაყრელია ჩემთვის. (ისიც სანდო სელერებისგან)

რაც შეეხება ორიგინალებს და ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოტანილებს, ამერიკაშიც არის საკმაოდ დიდი რაოდენობა დუბაის ნაწარმი, ანუ თემა ისაა რომ როგორც წესი არსებობს ორი მარკეტისთვის განკუთვნილი სუნამოები. მაგალითად რუსეთში და უკრაინაში მონტალეს სუნამოები ღირს გაცილებით იაფი, ვიდრე რომ გამოიწერო იბეიდან. ჩვენთანაც რაც ვნახე სხვანაირი ფლაკონებია(ფერით, შეფერილობით) თუმცა სუნი იგივეა. ერთი უფრო გამძლეოა ამბობენ და მეორე არაო. ეგ კიდე გასარკვევი მაქვს.


ვარვატოსი მიყვარს ერთი, თუმცა ვერ ძლებს და ამიტომ აზრს ვერ ვხედავ რომ დავისხა, სულ ჯიბით თუ არ დავატარე მინი ფლაკონში გადასხმული biggrin.gif

QUOTE
ამაზონზე 200 ლარის ექვივალენტია იგივე ამ ლუტეციაში 177

ძვირია, 50$ მეტი არცერთი არ უნდა ღირდეს.

Posted by: akako78 6 Dec 2018, 18:11
amiger

nutsiko


ნამდვილად არაა მასე..არ გეგონოთ რომ აქ სუნამოებს ვყიდულობდე მე პირადად..აქ ვტესტავ ხოლმე და ნეტით ვიწერ..უფრო ამაზონიდან..ამაზონი ვარვატოსებს,მონ ბლანს,კელვინ ქლეინს,აზაროს,ბარბერის და სხვა კიდევ რამოდენიმე ცნობილ ბრენდს ძალიან ძვირად ჰყიდის ამ ბოლო დროს..ვარვატოსები უნდა გამოიწერო ფრაგრანსენეტიდან..იაფია და სხვებიც შეგიძლია შეარჩიო..პრადა ამბერი ყველგან 50 დოლარზე მაღლაა და მე ამაზონიდან 23-24$ ვიყიდე!!??100ML(სელერიც ეგ იყო რათქმაუნდა აბა სხვა სელერებისგან არც ვყიდულობ)..კენზოს ჰყიდდა ამაზონი 10 დოლარად პურ ომს და ვერ მივუსწარი-ძმაკაცმა იყიდა და ორიგინალი იყო 100%..ზოგ სუნამოს "გჩუქნის" ამაზონი უბრალოდ უნდა ჩაუჯდე..საერთოდ იაფად ყიდვის ოსტატებიც არიან აქ ბევრი-შეგიძლიათ ჰკითხოთ..

აქ სუნამო ბოლოს ვიყიდე 2 კვირის წინ ლუტეციაში და მანამდე რომ არ მოგატყუოთ ქსელურ მაღაზიაში 2008 თუ 2009 წელს მქონდა ნაყიდი მხოლოდ..მაგრამ ის რომ აქ არ არის ორიგინალები კი არა აქ რომ იშოვება უცხოეთში ძებნაა გამოცხადებული და ორიგინალებს ჰყიდიან 100%-ით ლუტეციაც,ვულევუც და ისი პარიც-ამას წყალი არ გაუვა(ეგ რომ იყოს საერთოდ ფუნქციას შეუწყვეტენ-არის შესაბამისი კანონმდებლობა)აქ ხანდახან იფადაც გამოხტება ხოლმე ქსელურებში გინდ ნიშე და გინდ დიზაინერი..მაგრამ ძირითადში ძალიან დიდი ფასნამატი აქვთ და მაგიტომაც არ ვიყიდულობ აქ!!!
პ.ს.უბრალოდ გეტყვით რომ სუნამოები იმავე წელს უნდა იყიდოთ-გამოშვებისთანავე ან მერე ფერიო სხვა შეფუთვაო სხვა და მისთანნი იქნება-ასეა სულ..გამყოლობა შეუკვეცესო-ანუ დაასაჭურისესო-ეს ხდება და სამწუხაროდ ამას ჰქვია რეფორმულიზაცია..ღვინოს რომ ვწურავთ ერთი გლეხიდან ნაყიდს ის გამოგვდის მე და ჩემს ძმას სხვადასვა თანაც ისეთი რომ დააფიცო კაცი ვერ იტყვის-ეს ერთი ვენახისააოsmile.gif(ჩემი მუქიცაა და გემოც სხვაა აქვს-ტანინიც მეტი აქვს ხოლმე აღებული)--იმიტომ რომ ჩემთან თბილა სადაც ვაყენებ..იმასთან უფრო სიცივეა..მე ჭაჭაზე ვაჩერებ 21-30 დღე-ის 14 დღეში იღებს..და ის გიკვირთ რომ თავდაპირველი ფორმულა რომელიც ჩამოისხა პირველ ჯერზე მეორე რომ არ დაემთხვა?ის გლეხიც რომელიც სულ ერთი წესით აყენებს ღვინოს ისიც კი ვერ იღებს ერთნაირს ფერს ან გემოს ან კიდევ ბუკეტს..არც გრადუსი აქვს ხოლმე ერთნაირი..აბა დაუფიქრდით შეიძლება კომპანიამ რომელიც ფულის კეთებაზეა გადასული რომ ერთიდაიგივე მომწოდებლისგან აიღოს მასალა?არ შეიძლება!!იმიტომ რომ ერთი იმ წელს იაფად ჰყიდიდა,მეორემ მეორემ წელს გაყიდა იაფად..და ასეა სულsmile.gif

Posted by: nutsiko 6 Dec 2018, 20:30
amiger
წინასწარ გენახა სურნელი და ისე გეყიდა. მსგავსი შემთხვევა არ მქონია აქ არც ერთ მაღაზიაში: ვულევუ, ისი თუ ლუტეცია, გინდა არომა ბუწიკი.
შემიძლია ვთქვა, რომ რაც არის ტესტერი, იმას ვყიდულობ. ორიგინალებს (ზოგი ევროპის რომელ ქვეყანაშია დამზადებული და ზოგი - სად).
აი, პატენტები, რაღაც გაურკვეველი წარმოშობის რამეებს არც ვეკარები: ჯერ ერთი შეფუთვა სხვაა, შტრიხ კოდები სხვაა, ფლაკონი სულ სხვაა, სურნელზე ხომ არაფერს ვამბობ, აჭრილია ცაში ან რამე.
duty free მისწრებაა ამ მხრივ. რომ ვადარებ ფასებს, აქ რომ 300 ლარები ღირს და ა.შ. 100 და მეტი ლარით არის განსხვავებები აქაურ და საზღვარზე ფასებს შორის.
ამდენად, ღირს ყიდვა.
ამაზონზე არ მიცდია. არ ვიცი. რაც ვნახე, აქაურ და ამაზონის ფასებს შორის განსხვავება არ იყო. დავანებე თავი.

Posted by: nita0607 7 Dec 2018, 11:27
მოგესალმებით,

აქ მხოლოდ ბიჭები პოსტავთ? სუნამოს არჩევაში დამეხმარეთ თუ ქალის სურნელებში ერკვევით. ფიზიკურად არ მაქვს დრო,რომ არომატეკაში გავიდე და ვტესტო სუნამოები, თან ძალიან ვიძაბები, როცა კონსულტანტი შეწუხებული სახით დამსდევს და ამის გამო სულ ნაჩქარევად ვყიდულობ რამეს და მერე აღარ მომწონს.

მოკლედ ზუსტად ვიცი ორი სუნამო, რაც მართლა ძალიან მომწონს : tom ford oud wood; tom ford fucking fabulous. ამდენის საშუალება არ მაქვს, მაქს 300 ლარის ფარგლებში მინდა 50მლ-იანი სუნამო. ფასდაკლებებზე ამ თანხაში რა შეიძლება შევიძინო მსგავსი სურნელით? ან შეიძლება მსგავსი არ იყოს, მაგრამ უცხო და კარგი იყოს.


Posted by: senpai 7 Dec 2018, 11:50
nita0607
QUOTE
რაც მართლა ძალიან მომწონს : tom ford oud wood

არ არსებობს ქალის ვერსიის კლონი ამისთვის სამწუხაროდ. Versace Pour Homme Oud Noir არის კაცისთვის.

QUOTE
300 ლარის ფარგლებში

ბრმად არ იყიდო არაფერი, მარა უდის კატეგორიაში შეგიძლია ნახო
Golden Oud Alexandre.J

user posted image


პრინციპში ესეც ნახე.
user posted image


ოღონდ პირველივე წამებიდან გამომდინარე ნუ გააკეთებ არჩევანს. დაისხი, მერე გამოდი და გაიარე ცოტა. ერთ 20 წუთში მიიღებ გადაწყვეტილებას თუ რომელიმე მოგეწონება.

Posted by: nita0607 7 Dec 2018, 12:12
senpai

მადლობა, ვნახავ ამათ. ნეჟმა 6 შემომეყიდა ადრე, უფრო სწორად კონსლუტანტმა "დამკერა", ერთ კვირაში გავაჩუქე. პირველი არ დამიტესტავს არასდროს, ვნახავ ამ დღეებში.


Posted by: senpai 7 Dec 2018, 12:18
nita0607
რა ფასიც დაწერე მაქედან გამომდინარე შემოგთავაზე ეს ვარიანტები(თან 100 მლ)

თუ ნიშ კატეგორიიდან არ გინდა, უფრო გაფართოვდება ეგ სია.

Gucci Guilty Absolute pour Femme მომეწონა მე პირადად სურნელი ქალბატონზე.

user posted image

Posted by: nita0607 7 Dec 2018, 12:23
senpai

ლუქს ბრენდები კატეგორიულად არ მინდა.

აი ამაზე გავგიჟდი, გადავირიე შარშან და ცუდად გამხადა Xerjoff Bouquet Ideale და ამ ხაზში სხვა რა ვარიანტებია საინტერესო ხო არ იცით?

ისე ვინმე არ ყიდით tom ford oud wood კარგ ფასად?smile.gif)) არავის მოგბეზრდათ?

Posted by: senpai 7 Dec 2018, 12:27
nita0607
QUOTE
Xerjoff Bouquet Ideale

ვანილის სურნელებიც თუ მოგწონს მაშინ შეიძლება Golden Powder The House of Oud მოგეწონოს. ექნებათ აქ ალბათ.

user posted image

მარტო ფლაკონის და პრეზენტაციის გამო ყიდულობს ხალხი ისე biggrin.gif


QUOTE
tom ford oud wood კარგ ფასად?)) არავის მოგბეზრდათ?

givi.gif

Posted by: Arien 7 Dec 2018, 13:11
senpai
QUOTE
საინტერესოა, რა სუნამოს ხმარობ ეხლა ყველაზე ხშირად ? როგორც იტყვიან signature სუნამო რომელია ?


მასე გამორჩეული სუნამო არ მაქვს,ერთდროულად ვხმარობ ბევრს და განსხვავებულს.
ამ სეზონზე ყველაზე ხშირად ამბრა,ტყავის,ვანილის და თაფლის სუნამოები მომწონს:Vanille Insensee,Ambre Intense Evody,Neroli blanc Intense,Noel au Balcon,Le Somptueux,Daim Blond.

QUOTE
მეთქი კანზე ამბობდი 


სტარკი გუშინ ხელზეც ვნახე,მაინტერესებდა რამდენ ხანს ვიგრძნობდი.ძალიან ჩუმია,კანს არ სცდება,მაგრამ დღის ბოლომდე მაინც იგრძნობოდა და დამატება არ დამჭირვებია.პრეტენზიაც არავის გამოუთქვამს,ასე რომ სამსახურშიც შემიძლია ტარება.
სუნამოს დასხმა ვიცი ხელის მტევანზე და არა მაჯაზე,მუშაობის დროს უკვე ინსტიქტურად მომუშტული ხელი მიმაქვს სახესთან და ვყნოსავ,სხვა ვერ იგრძნობს,თუ ჩემი ხელი არ მოხვდება biggrin.gif
ესეც ჩემი სამი სტარკი smile.gif

Posted by: senpai 7 Dec 2018, 13:24
Arien
QUOTE
ესეც ჩემი სამი სტარკი

მშვიდობაში, როგორ ოპერატიულად გიყიდია.


მარა მარაგით რატომ იყიდე ? givi.gif fig.gif


QUOTE
სუნამოს დასხმა ვიცი ხელის მტევანზე

yes.gif

Posted by: Arien 7 Dec 2018, 13:30
senpai
QUOTE
მშვიდობაში, როგორ ოპერატიულად გიყიდია


მადლობა,
ვერძული სულსწრაფობაა,თმენის ცუდი უნარი მაქვს smile.gif)

QUOTE
მარა მარაგით რატომ იყიდე ?


მარაგით რატომ უნდა მეყიდა,სამივე სხვადასხვაა.

Posted by: senpai 7 Dec 2018, 13:33
Arien
user posted image

ყუთზე ესეა შენთანაც ?

Posted by: Arien 7 Dec 2018, 13:37
senpai
QUOTE
ყუთზე ესეა შენთანაც ?


კი,შტრიხი და წარწერები იგივეა.


კიდევ დატესტე,უცებ არ გამოწერო,
მეორედ იქნებ არ მოგეწონოს.

ჩემთვის უცხო არ არის სპონტანური გადაწყვეტილებები,მაგრამ კარგად მოფიქრება ჯობია user.gif

Posted by: senpai 7 Dec 2018, 13:44
Arien
მშვენიერია თუ სამივე იყიდე. სამუშაოზეც გაგირისკია დასხმა, მარა გააჩნია რა სიხშირით დაისხავ და რა ადგილებში. შემჩნეული მაქვს რომ ითმენს ხალხი რამის თქმას მანამდე სანამ მართლა არ შეაწუხებს სურნელი biggrin.gif



Posted by: Arien 7 Dec 2018, 13:59
senpai
QUOTE
სამუშაოზეც გაგირისკია დასხმა, მარა გააჩნია რა სიხშირით დაისხავ და რა ადგილებში. შემჩნეული მაქვს რომ ითმენს ხალხი რამის თქმას მანამდე სანამ მართლა არ შეაწუხებს სურნელი 


სახლიდან გასვლამდე 20წუთით ადრე მხოლოდ ერთ ხელზე დავისხი,სამსახურამდე საათზე მეტია გზა და თუ რამეს იყნოსავდნენ,უკვე განეიტრალებულს.
დღის განმავლობაში აღარ დამიმატებია,მე ვგრძნობდი სუნს.
თან წლებია ერთად ვმუშაობთ და მეტყოდნენ,არ მოერიდებოდათbiggrin.gif
ხშირად არა,მაგრამ ხანდახან მაინც გავრისკავ,უკვე ვიცი როგორი ხასიათიც აქვს.
ისე ამასაც ვერძულ სულსწრაფობას დავაბრალებ,კვირამდე რომ ვერ მოვითმინე სახლში დამეტესტა smile.gif)

Posted by: senpai 7 Dec 2018, 14:06
Arien
QUOTE
ვერძულ სულსწრაფობას დავაბრალებ

ორი ყოფილი მყავდა ვერძი და ვერცერთში ვერ შევამჩნიე ეგეთი სულსწრაფობა.

სუნამოების მოყვარულები კი იყვნენ ისე, მაგას ვადასტურებ biggrin.gif ოღონდ ლაითი, უფრო ციტრუსოვანის და გრილის.


შავი ორქიდეის დასხმას გაბედავ სამსახურში ?

Posted by: Arien 7 Dec 2018, 14:25
senpai
QUOTE
ორი ყოფილი მყავდა ვერძი და ვერცერთში ვერ შევამჩნიე ეგეთი სულსწრაფობა.


ალბათ საკითხსაც გააჩნია.

QUOTE
შავი ორქიდეის დასხმას გაბედავ სამსახურში ?


არ მიყვარს ეს სუნამო.მქონდა,ცოტა კურიოზულად ვიყიდე,ბლოტერზე სხვა სუნამო მომეწონა,მაგრამ ეგ მომყიდეს ლუტეციაში.ვერ ავიტანე და გავაჩუქე.ამის გამო ზოგადად ტომ ფორდის ატანა მიჭირს,რაღაცას ვიჭერ შავი ორქიდეისეულს და არ მსიამოვნებს,მხუთავს.
ერთ-ერთი აუტანელი სუნამოა,ენჯელთან,გოლდ როუზ უდთან და კიდევ რამდენიმესთან ერთად.

ზოგადად არ არის ეგ ოფისში დასასხმელი სუნამო.ჩვენთან ვიცავთ ეტიკეტს და ხანდახან თუ მცირე ამოვარდნა გვაქვს გაგებით ვეკიდებით.

ისე სამსახურსაც გააჩნია,ზოგან შეიძლება მისასალმებელიც იყო რაიმე ავანგარდული ან ინტენსიური.

Posted by: senpai 7 Dec 2018, 19:32
user posted image

მომეწონა, მაგარი დამუშავებულია.


Arien
QUOTE
.ჩვენთან ვიცავთ ეტიკეტს

ბანკში მუშაობ ?

QUOTE
ბლოტერზე სხვა სუნამო მომეწონა,მაგრამ ეგ მომყიდეს ლუტეციაში

ესეც ვერძისეული სულსწრაფობაა თუ ესე ყიდულობ ხოლმე სუნამოებს ერთხელ ფურცელზე დასხმით ? ups.gif


QUOTE
ტომ ფორდის ატანა მიჭირს

White Suede დატესტილი გაქვს ?



Posted by: Lapustak 7 Dec 2018, 20:22
მონტალის ოფიციალური საიტიდან ვინმეს გამოგიწერიათ?

Posted by: Arien 8 Dec 2018, 10:50
senpai
QUOTE
ბანკში მუშაობ ?


არა.
რამდენიმე ადამიანი ვმუშაობთ ერთ სივრცეში და ყველას გვესმის რომ შესაწუხებელი მილიონი მიზეზი გვაქვს და დამატებით რომელიმეს სუნამო არ უნდა გვაღიზიანებდეს.

QUOTE
ესეც ვერძისეული სულსწრაფობაა თუ ესე ყიდულობ ხოლმე სუნამოებს ერთხელ ფურცელზე დასხმით ? 


ჰმ,ჩემი გაგიკვირდათ და ეს ვისი ნაწერია? -
QUOTE
ბრმად რომ არ გამომეწერა უკვე ორი სუნამო


ბრმად გამოწერა ნიშნავს რომ ერთხელ ფურცელზე დასხმა კი არა, არ იცით და ისე იწერთ biggrin.gif

ერთი გაწერილი ინსტრუქცია არ მაქვს როგორ ვიყიდო სუნამო.იდეალურია როცა მაქვს ნიმუში და მერე ვიღებ გადაწყვეტილებას.
რეალობაში შეიძლება ერთხელ ფურცელზე დასხმით ან ცნობისმოყვარეობის გამო ბრმადაც ვიყიდო.
ბევრი ვარიანტია.

QUOTE
White Suede დატესტილი გაქვს ?

არა.
არ მინდა ისე გამომივიდეს რომ ტომ ფორდს არ ვაფასებ,როცა მქონდა შავი ორქიდეა რამდენჯერმე ეგეც მესხა და ხელის დასაბანად არ გავქცეულვარ.
ხარისხიანი და ძალიან კარგი სუნამოებია,ცისფერი ხაზი მაინტერესებდა,მაგრამ გადავიფიქრე - ციტრუსები ბევრს აქვს კარგი ტომ ფორდს რომ არ მივადგე.
ალბათ რახან პირველი გამოცდილება ცუდი იყო ცოტა ეჭვით ვუყურებ, ვიყიდო და ერთ თვეში ვერ ავიტანო,გასაჩუქებელი გამიხდეს არ მინდა.
ენჯელის გამო მიუგლერის სიახლეებიც დიდად არ მაინტერესებს.

Posted by: ketusha-1988 8 Dec 2018, 19:20
მეგობრებო გამარჯობა.მოკლედ მოლეკულა 02 ზე ვარ გადარეული და ვერ ვწვდები ამ ეტაპზე. მსგავსი სუნით იქნებ მირჩიოთ რამე ბიუჯეტური. მინდა გამოვიწერო

Posted by: akako78 8 Dec 2018, 19:22
Arien
კაცზე თუ წარმოგიდგენია ფორდის შავი ორქიდეა..თანამშრომელ ყმაწვილ კაცს ესხა და შლეიფი იცოცხლე 2 მეტრი იყო მეტი თუ არა,მაგრამ არ მომეწონა აშკარად კაცზე რა..ისე სურნელი არაა ცუდი მთლიანობაში,მაგრამ მაგას მე ნუარის პარფიუმი მირჩევნია..ზაბხაია პუდრისებრი და საკმაოდ კარგი სუნამოა ზამთრის ვარიანტში

პ.ს.ახალი ომბრე ლეზერი ძალიან მომეწონა-გამყოლობა აქვს კარგი და ბენზოინის ნოტებიც იგრზნობა აშკარად როგორც დიორის ფარინჰეიტში , პლიუს ამას დამატებული ტყავი-უდ ვუდის სმოუკი ნოტებიც ახლავს-მარიხუანის ღეროს სურნელი დატოვა ბლოტერზეც და საკმაოდ დონეა-მაგრამ ნაკლი ისა აქვს რომ 200$ ძალიან ძვირია

Posted by: Lapustak 8 Dec 2018, 20:43
rezi0881
senpai

რომელი მონტალისთვის მიგიღიათ კომპლიმენტები? ძალიან კარგი ფასდაკლებაა ვუ ლე ვუში.
ის აღარ აქვთ რაც მინდა და რაც მონტალის ქვაკუთხედია მამაკაცის ხაზიდან / ბლექ უდს / ვგულისხმობ. მსგავსს რას მირჩევთ მონტალიდან? მამაკაცურიც რომ იყოს, ცოტა მყვირალა და სასიამოვნოც. ძალიან მძიმე უდები არ მინდა. მონტალის არაბული ხაზი არ მომწონს, სამაგიეროდ მომწონს უდმეიზინგ ქალზე, ბლექ უდი მამაკაცზე. რეზის მოწონებული უდ მასკიც კარგია, მაგრამ ეგ უფრო შიშველი უდების კატეგორიაშია.
აბა, უდი ვარდის კატეგორიაში კიდევ რომელი მონტალი მოგწონთ?

პ. ს.

დღეს პირველად დავტესტე შანელ ეგოისტი, რომელსაც შორიდან ვეტრფოდი. რბილი და თბილი ნაფტალინი და ცოტა მაგარი სასმელი. ასეტი შთაბეჭდილება დატოვა მაგრამ მაინც კაი სუნამოა

akako78

აკაკი, პლატინუმზე არ ვამბობ

Posted by: akako78 8 Dec 2018, 21:10
Lapustak

ნაფტალინს აშკარად სხვა სუნი აქვსsmile.gifეგოისტ პლატინუმი არის ძალიან მამაკაცური(ნუ წაუმათურებს აშკარად)-ოდეკონოლისებური-ძლიერ ციტრუსოვანი და რკინის ვედროს რომ აქვს ლითონის სურნელი აი ეგაა..ნაფტალინის სუნის ნასახი არაა მანდsmile.gifისე ყველას თავისი აღქმა აქვს-მე ასე ვგრძნობ..ჩემი 2010 წლის მაქვს ბატჩ კოდით მაქვს და ორი სპრეი არის 12+ საათი(ეს იმათ ვისაც ჰგონია რომ დღევანდელ პარფიუმს რომ მიაწერენ სუნამოებს და რახან პარფიუმიაო გამყოლი არისოsmile.gifsmile.gifაი ედტ რომელიც 90-95% პროცენტს პარფიუმის წყლებს მიაყენებს კედელზე დიზაინერებში)
პ.ს.ისე ვისაც იაფად უნდა უნდა მაგის შეძენა ყველამ იცოდეთ რომ შესანიშნავი კლონია არმაფის ლეჯასი თუ ლეჯესი აი ეს

https://www.fragrantica.ru/perfume/Armaf/Legesi-Homme-52265.html

ახალი გამოსულია და დავტესტე თუ არა ეგრევე შანელი წარმომიდგა თვალწინ და თანაც ძველი ფორმულა..ახალიც ძალიან კარგია შეცვლილია აშკარად და გათანამედროვებულია შედარებით..ძველი უფრო მრისხანეა და მყვირალაsmile.gif

Posted by: rezi0881 8 Dec 2018, 21:40

Lapustak

მე არ მაქვს მონტალი, ეგ რაც მომეწონა Aoud Musk ძალიან არავერსიტალურია, ყოველდღიურად ამას ვერ ატარებს კაცი, ალბათ უფრო მრავალფეროვნებისთვის.
ეს ნახე, Aoud Damascus პირველად ეს ვნახე უდის და ვარდის თემაში და ისე მომეწონა ამის მერე დავიწყე ამ ჟანრის სუნამოების თვალიერება, მგონი არიენს აქვს ეს სუნამო
რჩევის რა გითხრა კონკრეტულად ვერაფერს გირჩევ იმხელა ასორტიმენტი აქვს მონტალს, ბლექ უდი მაგარი სუნამოა დაფასებულია, მაგრამ ძალიან მემძიმება, ძალიან ბოლდ არის,

Posted by: senpai 8 Dec 2018, 21:58
Arien
QUOTE
ბრმად გამოწერა ნიშნავს რომ ერთხელ ფურცელზე დასხმა კი არა, არ იცით და ისე იწერთ

კი,მაგრამ მე ვაცნობიერებ რისკებს, უბრალოდ ესეთი მუღამი მაქვს. თან ძალიან ხელსაყრელ ფასში ჩავიგდე ხელთ და ცოდვა იქნებოდა მოკლევადიან შემოთავაზებაზე უარის თქმა. biggrin.gif

თან მე გიჟი ვარ ეგეთ ამბებზე და სხვებისგან არ მოველოდები ხოლმე მსგავსს tongue.gif

QUOTE
ციტრუსები ბევრს აქვს კარგი ტომ ფორდს რომ არ მივადგე.

მომწონს შენი მიდგომა. მეც ესე ვფიქრობ.

Lapustak
QUOTE
რომელი მონტალისთვის მიგიღიათ კომპლიმენტები?

Intense Cafe და Red Vetyver

მონტალე რად გინდა მაინცდამაინც ? ფასდაკლების გამო ?

Dark Aoud ძალიან გამძლე და ბევრისთვის აუტანელია სიმძაფრიდან გამომდინარე.

პ.ს. მონტალეს ბევრი სუნამო რომელიც თავიდან კაცის გგონია, თანდათან, რამდენიმე საათში ქალურობისკენ მიდის(უნისექსის კატეგორიაზე ვამბობ) ასე რომ იცოდეთ მაინც ვინც აპირებს ნაჩქარევად ყიდვას.

Posted by: Lapustak 8 Dec 2018, 23:25
rezi0881
მადლობა. კი ბლექ უდ გაბედული ტიპია

senpai

მხოლოდ ფასდაკლების გამო არა. 140 ლარი ძალიან კარგი ფასია და ერთი მონტალი მინდა მქონდეს. უდის თემაში კარგი რამეები აქვს. დარქ უდი არა, ბლექ მინდოდა.
Intense Cafe ვერ მოვიწონე. რედ უდს ვნახავ

Posted by: senpai 8 Dec 2018, 23:36
Lapustak
QUOTE
140 ლარი ძალიან კარგი ფასია

140 ლარი 50 მლ ?

Posted by: Lapustak 8 Dec 2018, 23:38
senpai
კი, დღეს ეგ ფასი იყო ამფორაში. ვუ ლე ვუშიც იგივე იქნება. ამფორაში ძველი პროდუქცია აქვთ, ამოყიდვა უნდათ. ახალი მონტალები ჯერ არ მიუღიათ

Posted by: senpai 8 Dec 2018, 23:56
Lapustak
QUOTE
ამფორა

თუ მიხვალ შეგიძლია გადაუღო რეები აქვთ ? მაინტერესებს შემორჩენილები თუ არის ზოგი ძველი გამოშვება, მაგალითად Full Incense-ი

Posted by: Lapustak 9 Dec 2018, 00:06
senpai
მანდ ჯერ არ ვაპირებ. თუ თბილისში ხარ ნახე, მართლა კარგი ფასია

Posted by: akako78 9 Dec 2018, 09:54
Lapustak
ხო მე პლატინუმი მეგონა ლევანsmile.gifეგ უფრო მათურე სუნამოა..ნუ ალბათ 50-80 წლის მამაკაცებს მოუხდებათ..არის აშკარა ოლდ სქული რასაც ჰქვია..შანელის ხელწერაა-ძალიამ მჭახეა და ამიტომაც შეადარე ალბათ ნაფტალინსsmile.gifხო მე მაგ სუნამომდე ჯერ არ გავზრდილვარ სამწუხაროდ-თუ საბედნიეროდ..ცუდი ნაღდად არაა-ისე ვეტივერ-ციტრუსების თემაში პურ მონსინიორიც არააა ცუდი-ეგეც ოლდია მაინც..

Posted by: Arien 9 Dec 2018, 10:49
akako78
QUOTE
კაცზე თუ წარმოგიდგენია ფორდის შავი ორქიდეა..თანამშრომელ ყმაწვილ კაცს ესხა და შლეიფი იცოცხლე 2 მეტრი იყო მეტი თუ არა,მაგრამ არ მომეწონა აშკარად კაცზე რა..ისე სურნელი არაა ცუდი მთლიანობაში,მაგრამ მაგას მე ნუარის პარფიუმი მირჩევნია..ზაბხაია პუდრისებრი და საკმაოდ კარგი სუნამოა ზამთრის ვარიანტში


შეიძლება ექსცენტრიკულ და აღმოსავლურ ტიპაჟს მოუხდეს,არ ვიცი,ჩემთან ახლოს და სამსახურში ამის წარმოდგენა არ მინდა.სუნამო კარგია,ბევრისთვის საკულტო,სამწუხაროდ ჩემთვის არ არის.
პუდრისებრი სამი სუნამო მაქვს,ვარდი მინდა დიდი ხანია უდის გარეშე და ჯერ ვიპოვე მოსაწონი.

rezi0881
QUOTE
ეს ნახე, Aoud Damascus პირველად ეს ვნახე უდის და ვარდის თემაში და ისე მომეწონა ამის მერე დავიწყე ამ ჟანრის სუნამოების თვალიერება, მგონი არიენს აქვს ეს სუნამო

კი,მაქვს, ჩემი პირველი მონტალია და მეც ამის მერე დამაინტერესა ბრენდმაც და ამ ტიპის სუნამოებმაც.

senpai
QUOTE
მაგალითად Full Incense-ი

საკმეველი თუ გინდათ ესეც ნახეთ.
სულ ორი საათით იყო ჩემი.სახლში მისულს უმცროსი ძმა მომხვდა თვალში და ვიფიქრე მასზე დავტესტავდი,15 წუთში თავზე დამადგა სად იყიდეო,რა ღირდაო და ბოლოს რად გინდა ეს კაცის სუნამოაო.ვაჩუქე ცხადია.ზოგადად ვერ იტანს სუნამოებს,ძალიან პრეტენზიულია, ერთი Lothair Penhaligon's მოეწონა და მეორე ეს.
მდგრადობა არ ვიცი,ეგეც ფურცელზე ერთხელ დასხმით მაქვს ნაყიდი smile.gif)

Posted by: ketusha-1988 9 Dec 2018, 11:08

...
მადლობა ,ძალიან დამეხმრეთ

Posted by: rezi0881 9 Dec 2018, 15:20
ketusha-1988

https://www.fragrantica.com/perfume/Juliette-Has-A-Gun/Not-A-Perfume-10296.html
ეს გავს მოლეკულა 02 -ს ფასი არ ვიცი, იაფი ისე არც ეს არაა, არომატეკას აქვს ვიცი.
მოლეკულები იშვიათად მიმსგავსებულები რო შEგხვდეს ყველას კანზე ინდივიდუალურია, თუ ისე დაჯდა რომ ძAლიან მოგეწონა, შEიძLება მიმსგავსებული სხვა ვერ ნახო, ესე რომ მოგეწონოს.

Posted by: Lapustak 9 Dec 2018, 18:45
მოკლედ, სიტუაცია შემდეგია.
დღეს დავიარე ვუ ლე ვუ.
ზოგიერთ მონტალზე არის 30 % ფასდაკლება, ისე კი 20 %.

თუ ვინმეს აინტერესებს, პეკინზე ერთი ცალი Dark Aoud აქვთ დარჩენილი 130 ლარად.
მხოლოდ ორი ნოტია: უდი და სანდლის ხე, რითიც გავს გავს Cuirs Bareclonaს. კუირ უფრო მდიდარი და ღრმა არომატია, მაგრამ დარქ უდი კარგი შემცვლელია. ვისაც გინდა დაეწაფეთ.

მე უდს და ვარდს ვეძებდი. მაინც უდმეიზინგისკენ ვიხრები. მეინსტრიმ სუნამოს გავს.
შანელის ბლანშს ავურიე ბლოტერზე. ფანტასტიკა მივიღე.
უდმეიზინგს ავიღებ

Posted by: Master_Nick 9 Dec 2018, 21:46
ამ სუნამოზე რა აზრის ხართ?
user posted image

Posted by: Lapustak 9 Dec 2018, 21:55
Master_Nick
ძალიან მაინტერესებს. თბილისში სად იყიდება?

senpai

სად გასინჯე გილთი უდი?

Posted by: senpai 9 Dec 2018, 21:59
Master_Nick
QUOTE
ამ სუნამოზე რა აზრის ხართ?

ღირს ცდად. ცოტა ქალის ვერსიას გავს, მარა კაციც იხმარს.


პ.ს. არ მომეწონა ახლადისიპარისმიღებული
user posted image

Posted by: Master_Nick 9 Dec 2018, 22:05
Lapustak
როგორც ვიცი უკვე იყიდება თბილისში,

senpai
ეს მამაკაცის სუნამოა

Posted by: senpai 9 Dec 2018, 22:14
Master_Nick
QUOTE
ეს მამაკაცის სუნამოა

არაა მამაკაცის, უნისექსია.

Posted by: ketusha-1988 10 Dec 2018, 09:16
rezi0881
რეზი დიდი მადლობა.სულ მაინტერრსებდა ეს სუნამო.ვატყობ მომეწონება.

Posted by: Lapustak 11 Dec 2018, 00:25
ისე, ხომ არ შევიკრიბოთ და სადმე დავსხდეთ?
დიდი მსმელი არ ვარ, მაგრამ გავიცნოთ ვისაუბროთ.

მხოლოდ აკაკის ვიცნობ, ისიც პირბადე მეკეთა როცა გავიცაინ, ცხვირის ოპერაციის შემდეგ

არ ვიცი რამდენად მოგეწონებათ აზრი

Posted by: tamuska 11 Dec 2018, 00:32
ვისაც fragrancenet-იდან გამოგიწერიათ რამდენად კმაყოფილი ხართ ხარისხით ?

Posted by: Lapustak 11 Dec 2018, 00:33
tamuska

Fragrance.net კი არა ჩემს პოსტს უპასუხეთ biggrin.gif

Posted by: MAN-DARK 11 Dec 2018, 00:42
tamuska
მე გამომიწერია და ვუწევ რეკომენდაციას. ხშირად აქვს კარგი აქციები, უფასო შიფინგი და ა.შ.

Posted by: Lapustak 11 Dec 2018, 00:48
დღეს სთიმ უდზე შევაჩერე არჩევანი. 154 ლარი 50 მლ.
ბევრი სუნამოს ასოციაციას იწვევს, მათ შორის ავენტუსი უდით.
უდი, თამბაქო და მიხაკი დომინირებს.
უფრო ფორმალური ამბებისთვის
პატარაა და ჯიბეშიც კარგად თავსდებ
user posted image

Posted by: beso1968 11 Dec 2018, 10:05
ავენტუსი დავტესტე ორი დღის წიმ და რაც ადრე იყო იმის ნახევარი აღარ არის გამძლეობით 3 საათში კანზე სუნი გაქრა.

Posted by: lineika 11 Dec 2018, 11:17
გამარჯობა, რომელი საიტიდან იცით 100%, რომ ორიგინალებია?

notino
fragrance direct
fragrancex

თუ იცით,რითი აიხსნება იაფი ფასი, ვიდრე მწარმოებლის საიტზეა?


მადლობა წინასწარ

Posted by: Arien 11 Dec 2018, 12:24
ამ ვარდის სუნამოს ველოდები,უდი არ ურევია,Francis Kurkdjian-ის ქმნილებაა და იმედი მაქვს მომეწონება.
არ დამიტესტავს ამ კაცის სუნამოები,მხოლოდ FRAGILE მაქვს და მომწონს.

მაგრამ, თუ ჩემი ვარდი არ აღმოჩნდება,რომელიმეს მოგყიდით smile.gif)

Posted by: ketusha-1988 11 Dec 2018, 13:10
Lapustak
მე ვერ გამოვწერე იქიდან.ქართ.ბარათი არ მიიღო.ჩამომაჭრა თანხა და უკან დამიბრუნა მალევე.ვინც იწერთ,როგორ ახერხებთ?

Posted by: Arien 11 Dec 2018, 13:34
ketusha-1988
QUOTE
მე ვერ გამოვწერე იქიდან.ქართ.ბარათი არ  მიიღო.ჩამომაჭრა თანხა და უკან დამიბრუნა მალევე.ვინც იწერთ,როგორ ახერხებთ?



ამ საიტიდან www.fragrancenet.com ?

ამაზონის ექაუნთით - AMAZON PAY - ამ მეთოდით ვყიდულობთ.

ჯერ ამაზონზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შენაძენიც გააკეთოთ რომ მისამართი და ბარათი დაიმახსოვროს,შემდეგ შეძლებთ fragrancenet-ზე ყიდვას.

გაითვალისწინეთ რომ სუნამო ამერიკიდან ყველა გადამზიდს არ ჩამოაქვს,პირადად usa2georgia-ს ვიყენებ.
ანუ გაიარეთ რეგისტრაცია ამაზონზე,შეიძინეთ ნივთი და გაუშვით usa2georgia-ს მისამართზე.
შემდეგ უკვე შეიძლება fragrancenet-ზე ყიდვა ამაზონ ფეი მეთოდით.

ჩემი გამოცდილება ასეთია,სხვამ სხვა რამე იცის დაწერენ smile.gif

Posted by: senpai 11 Dec 2018, 13:36
QUOTE
usa2georgia

ძალიან ცუდი გადამზიდია ჩემი გამოცდილებით. უაზროდ გაპიარებული და ბანძი მომსახურებით.


Posted by: Arien 11 Dec 2018, 13:45
senpai
QUOTE
ძალიან ცუდი გადამზიდია ჩემი გამოცდილებით. უაზროდ გაპიარებული და ბანძი მომსახურებით.


ამერიკიდან სუნამო სხვას ვის ჩამოაქვს?

ინექსით ვიწერდი და უარი მითხრეს.
უსათი მაქვს რამდენიმე ამანათი მიღებული და ჯერ ყველაფერი რიგზეა.

Posted by: senpai 11 Dec 2018, 13:49
Arien
QUOTE
ამერიკიდან სუნამო სხვას ვის ჩამოაქვს?

ხუმრობ ? პოსტალონს ჩამოაქვს მაგალითად. ჯერ არ შემხვედრია გადამზიდი უარი რომ ეთქვას სუნამოს ჩამოტანაზე, რამე რეგულაცია იყო ?

QUOTE
usa2georgia

ორჯერ დამიკარგეს, ორჯერაც დაზიანებული ჩამოვიდა. ბანძი ხამი ხალხი ყავთ, არც მომსახურება არ იციან და არც პასუხისმგებლობის აღება.

მაგრად მიკვირს ხოლმე ხალხი რომ აქებს და მაგითი სარგებლობენ. თითქოს სხვა მინიმუმ 5 გადამზიდი არ არსებობდეს ამ ქვეყანაში ვისაც შეიძლება ენდო ან ცადო მაინც.


QUOTE
ინექსით ვიწერდი და უარი მითხრეს.

კომპანია "ინექს გრუპის" საშუალებით შესაძლებელია ალკოჰოლური სასმელების (4 ლიტრამდე), სუნამოების და მსგავსი პროდუქციის გამოგზავნა.

spy.gif

Posted by: Arien 11 Dec 2018, 14:06
senpai
QUOTE
ინექსით ვიწერდი და უარი მითხრეს.

კომპანია "ინექს გრუპის" საშუალებით შესაძლებელია ალკოჰოლური სასმელების (4 ლიტრამდე), სუნამოების და მსგავსი პროდუქციის გამოგზავნა. 


არა.
https://www.inex.ge/home.html მთავარ გვერდზე მეორე ინფორმაციაა.
"ცვლილება აკრძალული ნივთების ჩამონათვალში!

გაცნობებთ, რომ ამერიკის კანონმდებლობაში შესული ცვლილებების გამო აიკრძალა ფოსტით იარაღის, იარაღის ნაწილებისა და სამიზნის გამოგზავნა. ასევე ავიაკომპანიის მიერ აიკრძალა აეროზოლისა და სუნამოს, ასევე ცოცხალი ყვავილების გამოგზავნა.

გთხოვთ აღნიშნული ნივთების გამოწერისგან თავი შეიკავოთ!"

მიმოწერა მქონდა,პირადადაც ველაპარაკე და ამერიკიდან არ ჩამოაქვთ,არც ბრიტანეთიდან,გერმანია,იტალიაზე მომწერეს პრობლემა არ არისო.
ინექსი ძალიან მაწყობს,უსათი მხოლოდ სუნამოს ვიწერ.

Posted by: akako78 11 Dec 2018, 14:12
Lapustak
მშვიდობაში ლევან...კარგი აზრია-სიამოვნებით!!!ღვინოს თუ არ დავლევთ -ჩაი მაინც დავლიოთsmile.gif
* * *
beso1968
ბესო გწერდი დაგადავსებულიგქონდა მესინჯერი..ე.ი. არ მოგეწონა 100მლ-ანში რომარის ბოთლში ავენტუსი?ვა დაასაჭურისეს ეგეც?smile.gif

Posted by: senpai 11 Dec 2018, 14:16
Arien
როდის ჩამოგდის შენ ? მე ხვალე ველოდები. საჩუქრად პარფიუმის ზეთი გამოგიგზავნეო სელერმა მომწერა და ნეტა როგორი იქნება. amber-ის ძლიერი კონცენტრატია.

წელს ტრენდია amber-ის ნოტა, ბევრმა გამოუშვა უკვე და 2019 მგონი კიდევ უფრო წამოვა.

უდის მერე მაგაზე გადავიდნენ პარფიუმერები, თუმცა ჩემთვის უდს ვერაფერი ჩაანაცვლებს. ჯერ კიდევ M7-დან მოყოლებული მომწონს ეგ ნოტა.

Posted by: beso1968 11 Dec 2018, 14:54
akako78
გაბანძებულია ადრენდელთან შედარებით ცა და დედამიწაა 2-3 საატი და სუნი კანზე საერთოდ აღარ არის, აფნარის სილვერი უფრო დიდხანს ქაჩავს))))

Posted by: ketusha-1988 11 Dec 2018, 17:29
უიი ,მაგდენის ჩალიჩი მეზარება sad.gif( ფოსტალონით ვიწერ მე .5- ში ველოდებოდი და დააგვიანა.გუშინ ჩამოვიდა და დღეიდან იწყება გატნა.ერთი სული მაქვს ავიღო

Posted by: lineika 11 Dec 2018, 19:50
QUOTE (lineika @ 11 Dec 2018, 11:17 )
გამარჯობა, რომელი საიტიდან იცით 100%, რომ ორიგინალებია?

notino
fragrance direct
fragrancex

თუ იცით,რითი აიხსნება იაფი ფასი, ვიდრე მწარმოებლის საიტზეა?


მადლობა წინასწარ

მიპასუხეთ რა ((

რომელი საიტია, რომლიდანაც 100% ორიგინალები ჩამოდის თქვენი გამოცდილებით.

ძვირიანი სუნამოების ყიდვა მინდა და არ მინდა #####უვდე.

Posted by: senpai 11 Dec 2018, 19:52
lineika
რა სუნამო გინდა ეგეთი ?

Posted by: lineika 11 Dec 2018, 19:59
senpai
ლანკომი და ysl.
ორივე 300-მდე გამოდის. შეიძლება ქრიდის ფასი არ აქვს, მაგრამ მაინც არ მინდა ფული გადავყარო smile.gif))



Posted by: senpai 11 Dec 2018, 20:00
lineika
კონკრეტულად რომელი ? შემიძლია იბეის კარგი სელერი გითხრა თუ აქვთ მაგათ ეხლა გაყიდვაში.

Posted by: lineika 11 Dec 2018, 23:04
senpai

YSL Mon Paris
Lancome La Nuit Tresor

სხვებსაც გადავხედავ,მკაცრად ეს ორი არ მინდა. მითხარი სელერი, თუ არ შეწუხდები.

ამ საიტებიდან არცერთს გაუწევ რეკომენდაციას?

Posted by: senpai 11 Dec 2018, 23:31
lineika
QUOTE
YSL Mon Paris
Lancome La Nuit Tresor

სამწუხაროდ ესენი არ აქვთ იმ სელერებს გაყიდვაში. სხვები მითხარი და გადაგიმოწმებ. თუ გინდა პმ-ში მომწერე.

QUOTE
ამ საიტებიდან არცერთს გაუწევ რეკომენდაციას?

არ მისარგებლია ბოლო წლის განმავლობაში და შესაბამისად ვერ ვიტყვი ვერც კარგს ვერც ცუდს. თუმცა ამბობენ რომ საგრძნობლად გაუარესდა მაგათი პროდუქცია და მომსახურება.


Posted by: lineika 11 Dec 2018, 23:47
senpai

გასაგებია. არა იყოს,გმადლობ.

სხვასაც თუ აქვს გამოცდილება,ალბათ მომწერენ მათ აზრსაც.


Posted by: Khatuta 12 Dec 2018, 00:00
tamuska
fragrancenet.com-დან გამომიწერია რამდენიმე სუნამო, ყველა ორიგინალი იყო, მხოლოდ ერთი Calvin Kleini-ის Euphoria აღმოჩნდა ყალბი. საიტს მივწერე და უკან გადავაგზავნე ეს სუნამო, თანხა დამიბრუნეს. ვსარგებლობ ბარამის გადამზიდი კომპანიით და უკანაც მათი მეშვეობით გავაგზავნე, უფასო გადაგზავნის სერვისი აქვთ.

Posted by: Arien 12 Dec 2018, 11:43
senpai
QUOTE
როდის ჩამოგდის შენ ? მე ხვალე ველოდები. საჩუქრად პარფიუმის ზეთი გამოგიგზავნეო სელერმა მომწერა და ნეტა როგორი იქნება. amber-ის ძლიერი კონცენტრატია.


ჯერ არ ველოდები,ახალი გამოწერილია.რომც არ მომეწონოს 1-2 თვე მაინც არ გავყიდი.
დაწერეთ თქვენს სუნამოზე როგორ მოგეწონებათ.

QUOTE
წელს ტრენდია amber-ის ნოტა, ბევრმა გამოუშვა უკვე და 2019 მგონი კიდევ უფრო წამოვა.

უდის მერე მაგაზე გადავიდნენ პარფიუმერები, თუმცა ჩემთვის უდს ვერაფერი ჩაანაცვლებს. ჯერ კიდევ M7-დან მოყოლებული მომწონს ეგ ნოტა.


არადა ვფიქრობდი ამბრა ძველი თემა იყო, ტომ ფორდის Amber Absolute მომწონდა ასე 7-8 წლის წინ.
ჰერმესის L’Ambre des Merveilles მაქვს,ასევე მონტალის So Amber ,Blue Amber,Amber & Spices და Ambre Intense Evody.
Evody-ის და Blue Amber-ის გარდა დანარჩენებს აღარ ვხმარობ,მომბეზრდა.
თვეების წინ არომა ბუტიკში მომცეს Copal Azur Aedes de Venustas-ს სემფლი,ძალიან მომეწონა,რაღაც მეუცხოვა და როგორც საიტზე ვნახე ეს იყო
მარილი - Salt.ჩემთვის ეს სიახლეა და მინდა,ასევე ყვავილები და ნეროლი.პაჩული და საკმეველიც ისევ მაინტერესებს.

Posted by: senpai 12 Dec 2018, 16:32
Arien

QUOTE
დაწერეთ თქვენს სუნამოზე როგორ მოგეწონებათ.

დავწერ, მარა აგვიანებენ ძალიან, მაგარი უკმაყოფილო ვარ ბოლო თვეებია ამ გადამზიდით. უნდა გადავიდე სხვაზე და შევარჩევ ახალი წლიდან. 8 დღეა ჰაერშია და კიდე კვირის ბოლომდე დაელოდეთო facepalm.gif

ერთი უდის სუნამო გამითავდა და ველოდები სანაცვლოდ ამას მაინც. vis.gif


მეორეს დამატებით ორი კვირა ჭირდება. იმედია ახალ წლამდე ჩამოვა ყველაფერი და არ გამაწვალებენ.

ესეთ უსიამოვნო წვიმაში ერთადერთI რაც მახარებს ამ სუნამოს სურნელია.

user posted image

Posted by: Deamon 15 Dec 2018, 14:13
მოგესალმებით. fragrancenet.com-ზე amazon-ის account-ით შესვლა აღარ ხდება?
* * *
გამახსენდა, გადახდისას ხდება მიბმა მგონი... smile.gif

Posted by: tamuska 16 Dec 2018, 00:24
Khatuta
MAN-DARK

დიდი მადლობა ^^

ძალიან მომწონს შანელის გაბრიელი , 50 მლ არსებობს ამ სუნამოს? (((

Posted by: neosat 16 Dec 2018, 23:23
მეგობრებო ამ სუნამოს როგორ დაახასიათებდით ვისაც შეხება გქონიათ?

Bentley Intense Eau de Parfum, 3.4 Fluid Ounce https://www.amazon.com/dp/B00CP7A1BY/ref=cm_sw_r_cp_apa_i_HwQfCbYRZCNG5

Posted by: senpai 16 Dec 2018, 23:33
neosat
QUOTE
Bentley Intense Eau de Parfum

ძალზედ გაპიარებული, საშუალო დონის, ჩემთვის არაფრით გამორჩეული სურნელი. არანაირი ინტენსი არაა თან. საშუალო გამძლეობა აქვს.

არ გამოვრიცხავ რომ ბევრს მოეწონოს კიდევაც, მარა ნუ ჩემი გემოვნებისთვის ძაან ჩვეულებრივია.

35 დოლარზე ქვემოთ თუ ეძებ ჯობია ნახო DOLCE GABBANA Intenso
https://www.amazon.com/gp/product/B00RBQWCWK/

დატესტე ჯერ ისიპარიში ექნებათ წესით.

Posted by: akako78 16 Dec 2018, 23:55
neosat
მე მაქვს და ძალიან მომწონს..ორი ნიშე სუნამოს კომბოა Lubin Idole vs Olfactive Studio Chambre Noire..35 დოლარად..ჩემზე გამძლეობა ძალიან კარგი და ბრწყინვალე აქვს..მე ეს სუნამო ძალიან მომწონს-შეიძლება სხვას არ მოეწონოს..ყველაზე კარგი გამოსავალი არის რომ ლუტეციაში დატესტოთ აუცილებლად ბლოტერზეც და კანზეც..შეგიძლიათ ისე მიხვიდეთ რომ მაინტერესებს როგორ შევეწყობითქო და დაისხით როგორც ისხავთ სუნამოს ყელის მიდამოებში..მოგეწონებთ-შეიძენთ..არა?-არ შეიძენთ..

პ.ს.რაც შეეხება ინტენსიურობას-ბევრ ეგრეთ წოდებულ ინტენსებს გააფრენს ჰაერში დიზაინერებში კი არა ბევრ ნიშესაც მიაყენებს კედელზე..

Posted by: neosat 17 Dec 2018, 11:07
senpai
akako78


მადლობა, არ ვიცოდი აქ თუ იყო და მაგიტომ ვიკითხე, ვნახავ აბა ადგილზეც



სხვა რა შეიძლება 30 წლის ასაკის ბიჭისთვის ამ სეზონის შესაბამისი 50 დოლარის ფარგლებში

Posted by: senpai 17 Dec 2018, 12:42
neosat
გააჩნია როგორი სურნელი მოგწონს.

ზამთარს ცოტა მძიმე სუნამოები უყვარს: უდის, ტყავის, ვანილის, თამბაქოს, საკმევლის და ვარდის ნოტებით.

მე პირადად 50$-ად ვიყიდიდი ამას. ბევრ კომპლიმენტს მიიღებ გოგონებისგან და ზოგადადაც. ნახე, დატესტე.

user posted image


Posted by: Lallana 17 Dec 2018, 14:33
senpai
QUOTE
მე პირადად 50$-ად ვიყიდიდი ამას. ბევრ კომპლიმენტს მიიღებ გოგონებისგან და ზოგადადაც. ნახე, დატესტე.



აუ ვიცი ეს მაგრად მიყვარს up.gif up.gif

Posted by: senpai 20 Dec 2018, 00:43
ფორუმელებო xerjoff-ი ფართო არჩევანი სად იქნება? ლუტეციაში ვიცი და იქ არ იყო, კონკრეტულად ეს სუნამო მაინტერესებს.


user posted image

Posted by: rezi0881 20 Dec 2018, 21:59
senpai

ქსერჯოფი მარტო არომატეკას აქვს, ეხლა უკვე ძალიან ვიწრო შემადგენლობით, ეგ ლურჯი ხაზიც როგორც ვიცი აღარ აქცთ, ადრე ქონდათ.
ბოლოს როგორც მითხრეს უნდა მიიღონ განახლებული კოლექცია, სხვანაირ შუშაში როა უკვე,

ეგ მაინტერესებდა და ვერ დავტესტე ვარდი იგრძნობაო ფრაგრანტიკაზე წერენ თუმცა ნოტებში არაა, ასევე უდიც, მგონი უდი-ვარდის კომბოა რა, როგორც ახასიათებენ,
მეუ რო პოსტავდა თუ იცი, მაგან დაწერა ადრე მაქვსო და ვარდი იგრძნობაო,

Ivory Route ეს მაქვს მაგ ხაზის, სემპლი, ძალიან მდგრადი და ძლიერი სუნამოა, სპისები და სანდალვუდია, ძლიერი მკვეთრი არომატია..


Posted by: damski-kaprizi 20 Dec 2018, 23:11
ვინმე ხომ არ იცით რამე ორიგინალ კარგ სუნამოს ნახმარს იაფად რომ ყიდიდეს??

Posted by: senpai 21 Dec 2018, 10:04
rezi0881
რას მირჩევ დაველოდო მაგათ თუ გამოვიწერო სემპლი ?

ერთი დატესტვაც საკმარისია ხოლმე ჩემთვის რომ ვიცოდე მიღირს თუ არა ყიდვა და ხმარება.




სულ სამი სუნამოა რომელიც მაინტერესებს ამ ეტაპზე და ვერ ვნახე აქ.


Posted by: rezi0881 21 Dec 2018, 13:16
senpai

არვიცი როდის ექნებათ, მგონი ჯერ თვითონაც არ იციან, დრო და თარიღი ვერ მითხრეს,
გამოწერაზე რა გითხრა, როგორც გირჩევნია..
თუ რამე კონკრეტული მაინტერესებს ყოველთვის სემფლი მირჩევნია, რამოდენიმე დღის განმავლობაში კარგად რო დავაკვირდე..

Posted by: Lapustak 21 Dec 2018, 16:02
ლუტეციას ვაუჩერს ვიყიდი იაფად.
მაიმარკეტზე ყიდიან 500 ლარიანს 400 ად, მაგრამ ხუთასიანი ნამდვილად არ მჭირდება.


Posted by: 4L3X 21 Dec 2018, 20:44
ჯერემი რომ არის ხომ იცით ხალხო. სუნამო გამოუშვია



ალბერტო მორილასთან ერთად.

Posted by: Lapustak 21 Dec 2018, 20:53
ჯერემის კომენტარებში უმრავლესობა ეღადავება, რადგან ძალიან გაუტია უკვე.

მისი სუნამოს ყიდვა არაფერია თუ არა ქველმოქმედება. მოხალისეები ისედაც ურიცხავდნენ ფულს ანგარიშზე, რომელიც გამიზნულად ჰქონდა გახსნილი და ხალხს თხოვდა, თუ ჩემი ვიდეოები მოგწონთ ფინანსურად ხელი შემიწყეთო.

რატომ უნდა იყიდო ჯერემის სუნამო, როცა ათასობით ბრენდის ათასობით სუნამო არსებობს?

მხოლოდ იმის გამო, რომ ენთუზიასტია, ყოველდღე ვხედავთ და ასე შემდეგ

Posted by: senpai 21 Dec 2018, 21:09
4L3X
რატო არეკლამებ არ მესმის. ეგრე მაგრად გევასება ?


ნებისმიერი სუნამოს ანონსი ან რევიუ უფრო გამოსადეგი, საჭირო და კარგი იქნებოდა ვიდრე მაგის თქმა.


მაგალითად ეს უფრო გამოსადეგია ხალხისთვის.

user posted image

ამ ფასში (10$) ესეთი ხარისხი მე ჯერ არ მინახავს. ხალხი თავისუფლად მისცემდა 50$ ან მეტს.


Posted by: Lapustak 21 Dec 2018, 21:52
rezi0881

Lhomme Ideal Intense ზე რას იტყვი? აპირებდი დატესტვას. მე მომეწონა, ნიშ სუნამოს გავს. ბევრად მირჩევნია წინამორბედს. ფასიც კარგი აქვს და ალბათ ვიყიდი

Posted by: rezi0881 22 Dec 2018, 11:10
Lapustak

კარგია მომწონს, ეხლა არის მაგის სეზონი სიცივეს უხდება ეგაც და ედპ-ც, ხარისხიანია თავის ფასში კარგი არჩევანია.

Posted by: Lapustak 22 Dec 2018, 13:58
rezi0881
დიდი ხანია მინდა ტომ ფორდის Noir Extreme, მაგრამ მაინც სხვა რამეს ვყიდულობ და ეგ ისე მრჩება.
ამჯერად ან ამას ვიყიდი ან ლ'ომ იდეალ ინტენსს. არ ვიცი, მაინც ტომ ფორდი უფრო გემრიელი მგონია

Posted by: rezi0881 22 Dec 2018, 17:50
Lapustak

Noir Extrem მართლა მსუყე და გემრიელი სუნამოა, ზამთარში ეგაც მაგარია..

--- --- --- ---

რას ერჩით ჯერემის, ბიზნესის კეთება მაგას რომ სცოდნია მასეთი უნდა, მეორე საკითხია ვის რა მოსწონს ან არ მოსწონს,
FragranceView -ს პოტია 19 საათის წინ დაპოსტა biggrin.gif biggrin.gif

Alessandro Gualtieri sold 900 bottles in the first 12 months of launching Nasomatto.
Some independent brands only sell 300 in the first year.
I know one popular indie brand that took 3 years to sell their first 1,000 bottles.

Jeremy has sold over 2,000 and raised over £290,000. in less than one day. Going up rapidly every few seconds. If anyone doubted the insanity of the Fragrance Army, they proved themselves today..
I'd imagine his going rate for his paid promotions for other brands just went up with this level of proven influence. His brand is a guaranteed success, whether you like it or not. He's already out doing most indie niche brands in a single day, and his product isn't even finished yet, no one even knows how it smells.
That's "Maximum Strength" branding. He may have turned himself into a Meme with those kinds of tags, but it's actually the reality.

ეხლა რო ნახო უკვე $572,920 ია, წინასწარი შეკვეთით, biggrin.gif თან ტიპმა რო დააანონსა მარტო პირველი ჩამოსხმა იქნება რაღაც სასაწაულიო და მერე რაღაც კომპონენტი შიცვლება და ისეტი აღარ იქნებაო biggrin.gif მიაწყდა სასტავი იმენა, Alberto Morillas სერიოზული პარფიუმერია რათქმა უნდა, მაგის სახელს უკავშირდება უკვე იმდენი იყვირა,
მთლიანობაში თანმიმდევრული პიარია წარმატება, ხალხიც დააჯერა სუნიც არ იციან და ამდენი ხალხი უკვეთავს, ცოტა ხანში ჯერემი ლიმონებს დაწერს როგორც ჩანს.
სუნამო კარგი იქნება ჩემი აზრით, როგორც ჩანს წარმატებითაც გაიყიდება , მეორე ავენტუსი ან სხვა რაღაც სასწაული არ იქნება ალბათ, მაგრამ თავის კატეგორიაში ფასში კარგი ფრეში უნდა იყოს.

Posted by: Lapustak 22 Dec 2018, 17:54
rezi0881

ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ ნამდვილად არ მჯერა რომ კარგი იქნება როგორც სუნამო. გინდა თქვა, რომ იმ სახლების ფრეშ სუნამოებს აჯობებს, რომლებიც 50 წელია სუნამოებს ქმნიან?
შანელის ალურს, დგაბანას ლაით ბლუს, ვერსაჩეს დილან ბლუს და ასე შემდეგ, ამ სუნამოებს დაუდგება? ეგ იგივეა, მოყვარული ფეხბურთელი შევარდეს პროფესიულ ლიგაში და საუკეთესო გახდეს.

ლიმონებს მართლა დაწერს, ორწელიწადნახევარია არ გაჩერებულა. მიაპობს რქებით.

P. S.

ეგ არის ტიპური, წარმატებაზე დაგეშილი კარიერისტი, გემრანიის რომელიღაც სოფლიდან.

მოდელობაც სცადა, მუსიკალურ კლიპებში მონაწილეობდა, მაგრამ ვერ ქაჩავდა

Posted by: akako78 22 Dec 2018, 18:13
rezi0881
რეზი ფასი 100 დოლარზე მეტი ხომ მგონი "ჯერემი და კომპანიის" სუნამოსი?რას აბოლებს ამ გამოქლიავებულ უცხოელებს!!!???smile.gifიცის რომ გაეყიდება და შანელის ფასი დაადო ტიპმა..შეიძლება ძალიან კარგი სუნამოც გამოუვიდა,მაგრამ ფასის რეიტინგში რომ ნიშე-პრემიუმ ლუქს გაუსწრო ეგ უკვე ჩათლახობაა მაგისი..კარგი კომერციულ-მარკეტინგული სვლები ჰქონდა სულ და ეხლა დააგვირგვინაsmile.gifამ უთავო უცხოელ ბლოგერებს მეტი რა უნდათ..იყიდა ერთმა?მეორემაც უნდა იყიდოს..ეგ რო აპიარებს სუნამოებს-ეს უთავო მხედრები ეგრევე ატრიალებენ ხოლმე იმ სუნამოებს ეგ რომ აქებს..თავიანთი ტვინი ნაკლებათ აქვთ უმეტესს ბლოგერებს სუნამოებისას..სხვა აქებს ესენიც აქებენ-90% აზრზე არ არიან საერთოდ..
Lapustak

ლევან მაგ ხაზიდან პარფიუმი და კოლონი მომეწონა..ტომ ფორდს არც კი შევადარებ მაგ ექსტრემს მე პირადად..მაგრამ შენი გადასაწყვეტია..მაგ გერლენს არ გირჩევ არანაირად..ეხლა შენ თვითონ ტომ ფორდის ნუარ ექსტრემს როგორ შეძლებ რომ ატარო ეგ უკვე მეორეა..შენს ადგილას დავაკვირდებოდი კარგად ორივეს და მერე გადავწყვიტავდი..მიიპკურე ხელებზეც..ტანისამოსზეც და ყელის მიდამოებშიც

Posted by: rezi0881 22 Dec 2018, 18:30
Lapustak

ბრენდებს რომელიც ჩამოწერე, ყავთ საკუთარი პარფიუმერები რათქმაუნდა, ასევე არიან პოპულარული პარფიუმერები როგორიც Alberto Morillas ია მაგალითად, მასე მე რო შევუკვეთო მეც დამიმზადებს რა პრობლემაა, მაგრამ ალბათ ეგ კაციც ხვდებოდა ჯერემის ბრენდის პოპულარობას, პოტენციალს როგორც ბიზნესს, და ცუდ სუნამოს რატომ დაუმზადებდა? უბრალოდ შეკვეთაც ყველაზე სწორად გათვლილი იყო, არა უდი ან ამბრა, ფრეშ კატეგორიის რომელიც ყველაზე მთხოვნადი და გაყიდვადია, რაღც სასწაული არ იქნება რომელიც ამ ცნობილ ბრენდებს უკან გაწევს, მაგრამ ცუდი ან უხარისხო არ მგონია იყოს,
* * *
akako78

აკაკი სხვა რამე ვიგულისხმე "ჯერემი და კომპანია" ჩემთვის ყველაზე ნაკლებად საინტერესოა როგორც ასეთი,
ჩაათვალიერე https://www.fragrantica.com/noses/Alberto_Morillas.html რა ბრენდის სუნამოები აქვს შექმნილი. (მაგალითად M7 არა ივსენისთვის არამედ ჯერემისთვის დაემზადებინა ცუდი სუნამო იქნებოდა?)
ვგულისხმობ ესეთი პროფესიონალი რომელიც ხვდებოდა წარმატებას ცუდ სუნამოს არ დაუმზადებდა,
ჩემი აზრია რავიცი smile.gif იმედია მოვახერხებთ დატესტვას, შეფასებებიც მალე გამოჩნდება..

Posted by: akako78 22 Dec 2018, 19:58
rezi0881

არა შეიძლება ძალიან მაგარიც კი იყოს და არც გამიკვირდება..აქ ფასზეა ლაპარაკი..ესაო ისაო ძმები ხართო და ეგ არის ძმობა რომ შემოვარდა ბაზარზე შანელის ფასით..შანელმა საუკუნე იწვალა ამ ფასისთვის და დიორმა..აქ უბრალოდ გამოჩნდა მაგის ფულზე გადარეულობა..მეტი არაფერი

პ.ს.ხო მე და შენც შეგვიძლია შევუკვეთოთ ალბერტოს და გადავუხადოთ ერთჯერადი თანხაsmile.gifმაგრამ ამ მომეტისთვის ჩვენს სუნამოებს არ იყიდის პარფუმოყვარულების 0.001% smile.gif
მაგისი კი უკვე წინასწარ გაყიდულია..რაც აქვს ამ ბლოგერს ვერ წაართმევ-მაგარია პიარში-მარკეტინგში-კომერციაში..გარეგნობაც და შარმიც აქვს საამისო და რათქმაუნდა უნარი და ჭკუა..გემოვნებაც არ აქვს ცუდი რაღათქმაუნდა და შედეგიც დადო..ლევანის არ იყოს მოდელობაში და სიმღერაში რომ ვერ ივარგა ფაქტია,მაგრამ არც ფარ-ხმალი არ დაყარა და მიაღწია რასაც მიაღწია..უბრალოდ ფასი რომ ყოფილიყო 35-50 დოლარმდე აქ რაც ზემოთ დავწერე არ დავწერდი..მაგის სუნამოში მე მეტს არ გადავიხდი-ეგ ვიცი

Posted by: Lapustak 22 Dec 2018, 20:42
მდა, ნახეთ ამ ლინკზე რამდენი კომენტარია და უმრავლესობა სწორედ მაგას ამბობს, კაცმა ორ დღეში 700 000 დოლარის ღირებულების სუნამო გაყიდა. კრიტიკის მოყვარულებმა ჩემი თამადობით ჯობია ჩვენი საქმე ვაკეთოთ, იქნებ სადმე რამე გამოგვივიდეს biggrin.gif

https://www.fragrantica.com/news/Fragrantica-Exclusive-Jeremy-Discusses-His-Own-First-Fragrances-11112.html


მართლა ''საღოლ'', სამი წელი გამიზნულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა და ახლა მილიონებს იშოვის.

რაც შეეხება პარფიუმერისთვის ერთჯერადი თანხის გადახდას, მასე არ ხდება. გაყიდვებიდანაც ექნება ჰონორარი

Posted by: senpai 22 Dec 2018, 20:50
არ დაგავიწყდეთ რომ მორილასია ის კაცი, ვინც ეს შექმნა ბოლო წელს biggrin.gif

user posted image


ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სუნამო, რაც კი წელს დამიტესტავს.

Posted by: akako78 23 Dec 2018, 00:36
senpai

კი გეთანხმები-ეგ სუნამო არც მე მომეწონა..არანაირი გამყოლობა არ აქვს თან..

Posted by: senpai 23 Dec 2018, 01:03
ესეთი სიამოვნება არამგონია ნამდვილი კოკსისგან მიმეღო, როგორც ამისგან ვიღებ ეხლა biggrin.gif

user posted image


იმედია დამოკიდებული არ გავხდები biggrin.gif

Slumberhouse-ის დონის გამყოლობა აქვს.

Posted by: Lapustak 23 Dec 2018, 01:22
senpai
თბილისში შევიძენთ? ფასი?

Posted by: jes 23 Dec 2018, 04:55
ჩემი ახალი შენაძენი...
ძაან მომწონს..
ჩემია..
user posted image

Posted by: senpai 23 Dec 2018, 10:34
Lapustak
QUOTE
თბილისში შევიძენთ? ფასი?

კი, არომა ბუტიკში და ვულევუშიც მინახავს. 564 ლარია. ზე-კონცენტრაციაა.

ზამთრის სეზონზეც ერთი მიპკურება საკმარისი იქნება ბევრისთვის, ენთუზიასტებისთვის 2.

თავიდანვე იგრძნობა ხარისხი და დონე, მარა თითქოს ჩვეულებრივი ინტენს სურნელია, თუმცა გიზიდავს, კიდევ გინდება დოზა biggrin.gif (ალბათ რაღაც ფორმულა ჩადეს ეგეთი რომ კიდევ გინდება დაყნოსვა biggrin.gif )

თან საინტერესო ნოტები აქვს, უნისექსის კატეგორიის მიუხედავად მე ვიტყოდი რომ უფრო მამაკაცურია.


jes
QUOTE
ჩემი ახალი შენაძენი...
ძაან მომწონს..

მეც მომეწონა. ქალზე ელეგანტურია ძალიან.

Posted by: Lapustak 23 Dec 2018, 11:12
senpai


ჰო საინტერესოა მაგრამ ძვირი

Posted by: senpai 23 Dec 2018, 17:17
Lapustak
QUOTE
ჰო საინტერესოა მაგრამ ძვირი

რავიცი აბა, მე ვერ ვიტყოდი რომ ძვირია ნიშ კატეგორიისთვის. 200$ ხელოვნების ნიმუშისთვის, რომელიც მინიმუმ 3 წელი გეყოფა არამგონია ძვირი ღირდეს.

ტომ ფორდის ფასები როგორია კი მოგეხსენებათ ყველას, მარა ხალხი აქტიურად ყიდულობს.

Posted by: BadKid 23 Dec 2018, 19:44
senpai
ძალიან კარგი მარკეტინგული სვლაა ზოგადად ეგეთი სახელის დარქმევა ან ზოგადად ნარკოტიკთან კავშირში თუა სახელი
უფრო მეტ ყურადღებას იქცევს.. ადრე გავსინჯე და მახსოვს მომეწონა.. რო მოვხვდები კიდე გავსინჯავ კარგი უნდა იყოს
====================================
user posted image
====================================
Parfums de Marly Carlisle ამ ბოლო დროს ამ სუნამომ მომხიბლა ძალიან კარგი რამეა
მდიდრული და ძალიან დახვეწილი სუნამოა

Posted by: senpai 23 Dec 2018, 20:07
BadKid
QUOTE
ნარკოტიკთან კავშირში თუა სახელი

არაა როკის სერიიდანაა, Rock and Riot ქვია მთლიან სერიას და ბევრი რაღაცეები აქვთ.

მაგ სერიაში არა, მარა Nude Collection-ში მომეწონა
user posted image

სერიოზული ხაზია ორივე.


აი თუნდაც Parfums de Marly-ს ყიდვას(რომელიც თავისთავად კარგი ბრენდია, მაგრამ ხშირად უშვებენ მაღალი ხარისხის დიზაინერის სურნელის მსგავს სუნამოებს), მირჩევნია ესეთი სუნამოები ვიყიდო(უფრო იაფად სხვათაშორის), რომელსაც ეტყობა განსხვავებულობა, გაჯადოებს და ვერ მიამსგავსებ ვერაფერ სხვას.

Posted by: BadKid 23 Dec 2018, 20:21
senpai
Carlisle ვითომ ტომ ფორდის ნოირ ექსტრიმს გავსო იძახიან.. რაღაცით გავს მაგრამ ძალიან განსხვავდება
მე ნოირ ექსტრიმს ვერ ვატარებ ცუდად მხდის ეს კი ძალიან მაღალი დონის სუნამოა და განვითარება აქვს საოცარი
ისე ჩემთვის საყვარელი განსხვავებული სტილის სუნამო, სხვისთვის შემაწუხებელია.. ბლექ ავგანოს ან ლაუდანო ნეროს რო ვისხავ ხალხი ცუდად მიხდება biggrin.gif
სამსახურში ვხმარობ უფრო დიზაინერებს ან მსუბუქ ნიშეს.. სხვა გზა არ არის

Posted by: senpai 23 Dec 2018, 20:39
BadKid
QUOTE
Carlisle

კონკრეტულად ეს არვიცი ჯერ, დავტესტავ მალე. მე უფრო ისეთ სუნამოებზე ვამბობდი როგორიცაა: Pegasus, Layton და Akaster. ნაღდად არ ვარ ამათში 680 ლარის გადამხდელი.

Godolphin რჩება მაღლა ჯერჯერობით biggrin.gif

QUOTE
მე ნოირ ექსტრიმს ვერ ვატარებ ცუდად მხდის

sad.gif


მე მიჭირს Oud Ispahan-ის ტარება, მძიმეა. ყელთან ახლოს ვერ დაისხავ, ხელზე დასხმისთვის კიდე მენანება ხოლმე biggrin.gif

სულ პრობლემას ვაწყდები როცა ცივი ქუჩიდან თბილ შენობაში შევდივარ, თუ რამე მძიმე მასხია ეგრევე სიწითლე მეწყება სახეზე და სუნთქვა მიხშირდება.




სამშაბათს ველოდები ახალ სუნამოებს და დავწერ როგორებია. იმედიანად კი ვარ ეხლა, მარა ბრმად ყიდვის რისკები ყოველთვის ვერ ამართლებს ხოლმე.

Posted by: alikantura 23 Dec 2018, 21:51
გამარჯობათ თქვენი რჩევა მჭირდება კეთილო ხალხო

გოგო ხმარობს სუნამოს beckham signature for her ქვემოთ სურათიც.

რამე მსგავსი არომატის მინდა ისი პარიდან რომ ვიყიდო.

თუ ვინმე ერკვევით ისი პარის პროდუქციაში და beckham signature for her-აც იცით როგორია, რამე მირჩიეთ, გემოვნებაში რომ ჩაჯდეს.

როგორც ამ სუნამოს უწერია არომატებში: აქვს ატამი, მწარე ფორთოხალი, კუმკატი, ვარდის ფურცლები, თეთრი პეონი, ფორთოხლის ყვავილები, მუშკი, პაჩული, ხავსი

Posted by: senpai 23 Dec 2018, 22:10
alikantura
Euphoria Calvin Klein ნახე აბა, იქნებ მოეწონოს.

Posted by: alikantura 23 Dec 2018, 22:38
senpai
QUOTE
Euphoria Calvin Klein ნახე აბა, იქნებ მოეწონოს.

ხო ეგ არის, ბევრი ტონი აქვს საერთო.
დიდი მადლობა.

კიდევ NARCISO RODRIGUEZ Fleur Musc და YSL Elle გამოვარჩიე თითქოს მგავსი ტონები აქვთ.

Posted by: senpai 24 Dec 2018, 23:53
BadKid
QUOTE
Parfums de Marly Carlisle ამ ბოლო დროს ამ სუნამომ მომხიბლა ძალიან კარგი რამეა
მდიდრული და ძალიან დახვეწილი სუნამოა

დავტესტე დღეს, ძალიან მომეწონა სურნელი, საკმაოდ გამძლე და მომხიბვლელია. არ გავს ტომ ფორდს ისე, ანუ კლონის დონეზე, თუმცა მსგავსება არის განცდის მხრივ. ჩემთვის ორივეს ვანილის ნაყინის სურნელი აქვს, დამატებული სუნელები და ცოტა თამბაქო(არ უწერია ნოტებში, მარა მე ვიგრძენი) ორივე ძალიან კარგია, თუმცა Carlisle უფრო ინტენსია და უფრო ღრმა.

ერთადერთი მინუსი ფასია biggrin.gif 1000 ლარზე მეტი ღირდა biggrin.gif ჩემს ბიუჯეტს ცდება მსგავსი სუნამოებისთვის.

კოლექციონერი რომ არ ვიყო ალბათ გავყიდიდი რამდენიმე სუნამოს და ამას ვიყიდიდი, ისე მომეწონა biggrin.gif

Posted by: Arien 25 Dec 2018, 11:50
BadKid
QUOTE
რო მოვხვდები კიდე გავსინჯავ კარგი უნდა იყოს


Herve Gambs Coeur Couronne ესეც ნახეთ რა,შეიძლება მოგეწონოთ,გურმანულია,თან ბოლის ეფექტით.
ამ ბრენდის სემფლები მომცეს და პაჩული ყველაზე კარგი აქვთ რაც კი მინახავს,ვარდიც სხვა ვარდებზე მეტად მომეწონა და
Coeur Couronne-იც მინდა,მომაჯადოვეს love.gif

Posted by: Lapustak 25 Dec 2018, 15:37
რედაქტირებულია

-------------------...........

Posted by: mako_s 26 Dec 2018, 01:45
Chloe nomade რა აზრის ხართ? ისი პარიში მაჩუქეს "პრობნიკი" და მომეწონასავითsmile.gif

Posted by: BadKid 26 Dec 2018, 07:51
senpai
კი ფასი აქვს სერიოზული biggrin.gif მე ამ ბოლო დროს ბოთლებს არ ვყიდულობ აზრი არ აქვს.. ბოლოს როდის დავცალე ბოთლი არ მახსოვს
როცა ბევრი გაქვს არ ღირს ბოთლის ყიდვა და ამიტომ სემპლებს ვიწერ ხოლმე და მაგით "მუღამს ვისწორებ" biggrin.gif
------------------------------------------------------------
Arien
კარგი ნოტები აქვს მომეწონება სავარაუდოდ.. გავსინჯავ როცა მოვხვდები smile.gif
------------------------------------------------------------
user posted image
------------------------------------------------------------
Van Cleef & Arpels Midnight In Paris ისევ მივუბრუნდი ამ საოცარ სუნამოს.. ნამდვილად ნიშ დონეა
------------------------------------------------------------

Posted by: akako78 26 Dec 2018, 08:31
BadKid


ედტ მქონდა მაგ მიდნაითის და გავცვალე-პარფიუმი არ დამიტესტავს..არც ვნანობ-რადგანაც არც შლეიფი და არც სურნელი არ მომეწონა მაგ სუნამოსი-რაღაცით გავს დიორ პარფუმ ინტენს და ბულგარი ბლექს..ძალიან ფემინურად აღვიქვი-მე მგონი ბულგარის ბლექი ჯობნის მთლიანობაში ჩემთვის და ჩემს 2008 წლის ვინტაჟურ დიორ ინტენს არც შევადარებ(არადა ერთი უნისექსია ისედაც და მეორე კი წაუფემინინებს-მაგრამ არის მაინც მათში ის რასაც ვიწონებ)..პრადას ახალი ბლექიც მირჩევნია-მაგ სტილშია და აშკარად კარგი სუნამოა..ნიშ დონე ჩემთვის დიორ ომ პარფიუმია-რასაც მაგას მაგ სუნამოზე მე პირადად ვერ ვიტყვი..


პ.ს.ისე გემოვნების და სურნელის აღქმის საკითხია-რაღათქმაუნდა ყველა ინდივიდი სხვადასხვანაირად აღიქვამს ნოტების ერთობლიობას..მაგის ტარება მე ვერ შევძელი..

Posted by: B.Siegel 26 Dec 2018, 13:48
davidoff cool water-ს ხომ არ ყიდით ვინმე ?
გამოწერა და ლოდინი მეზარება

Posted by: MAN-DARK 26 Dec 2018, 14:48
BadKid
QUOTE

------------------------------------------------------------
Van Cleef & Arpels Midnight In Paris ისევ მივუბრუნდი ამ საოცარ სუნამოს.. ნამდვილად ნიშ დონეა

user posted image
ჩემი ახალი შენაძენი, ამ სუნამოს ამსგავსებენ fragrantica-ზე. მგონი ეს ის არის რასაც სულ ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. ჩემი აზრით ძალიან განსხვავებულია, ხასიათით მოლეკულას გავს.
* * *
akako78
QUOTE
პრადას ახალი ბლექიც მირჩევნია-მაგ სტილშია და აშკარად კარგი სუნამოა

გირჩევ დატესტვას.

Posted by: senpai 26 Dec 2018, 16:10
MAN-DARK
დაწერე მერე როგორია PDM-ები.

პრადას ბლექს რაც შეეხება, მამაკაცური და ინტენს ვერსიაა ზემოთნახსენები სუნამოსი, თან უფრო მოდერნიზებული.

Posted by: akako78 26 Dec 2018, 16:15
MAN-DARK

კი დატესტილიც მაქვს და ვიშ ლისტშიც არის..ჯერჯერობით 95 დოლარზეა არა ფასი?

Posted by: Lapustak 26 Dec 2018, 16:31
მე მგონი სუნამოებს: Sauvage, Bleu de Chanel, Dylan Blue სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.
YSL Y edp - ჯერ ისე პოპულარული არ არის, მაგრამ ვინც გასინჯა ყველა კმაყოფილია.
ვნახოთ ვნახოთ ამ ზაფხულში

Posted by: MAN-DARK 26 Dec 2018, 18:51
senpai
QUOTE
დაწერე მერე როგორია PDM-ები.

ამ ორიდან ჩემი ფავორიტი უდაოდ ჰეროდია, xerjoff-ის ნაქსოსს მახსენებს ხასიათით, ძალიან ვამსგავსებ. მე თამბაქოს დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ აქ საოცრად არის გამოყვანილი. ასევე ისმის მოტკბო ყვავილის სუნი, მაგრამ დაახლოებით ერთ საათში უფრო ისმის თამბაქო და სანელებლები.
Oajan-ს რაც შეეხება, ეს უფრო მეტად გურმანული და ტკბილია, დარიჩინის და თაფლის გარშემოა ყველაფერი, გახსნაშიც და დრაი დაუნიც. პირადად მე ალუბლის მურაბას მახსენებს, მაგრამ ინგრედიენტებში არ უწერია. ჰეროდთან შედარებით ეს გაცილებით, ტკბილი, მძაფრი და ღრმაა, გამძლეობაც უკეთესი აქვს.

akako78
QUOTE
ჯერჯერობით 95 დოლარზეა არა ფასი?

მე აქაურ მაღაზიაში ვიყიდე 80 ევროდ, ფასდაკლება იყო.

Posted by: senpai 26 Dec 2018, 18:53
MAN-DARK
მადლობა, ნელ-ნელა ვტესტავ PDM-ებს. ჰეროდი მიწევს შემდეგი და მაინტერესებს. ხანგრძლივობა რამდენია შენს კანზე ?

Posted by: MAN-DARK 26 Dec 2018, 18:56
senpai
QUOTE
ჰეროდი მიწევს შემდეგი და მაინტერესებს. ხანგრძლივობა რამდენია შენს კანზე ?

ჩემი კანი საკმაოდ მალე აქრობს ყველაფერს, დაახლოებით 4 საათის წინ დავისხი ხელის მტევანზე და ახლაც ძალიან გამოკვეთილად ისმის. ჩემი დაკვირვებით ექნება ხანგრძლივობა 8-9 საათი ჩემს კანზე.

Posted by: akako78 26 Dec 2018, 19:11
MAN-DARK

ეხლა მასხია ეგ პრადა და მართლა კარგია..აქვს ის რასაც პრადას ვერ წაართმევ-ხარისხი და აშკარად დონეა დიზაინერებში!!!გილოცავ კარგი შენაძენია..ის როხასი წაწვეტებული ბოთლი რომ არის ისაა?თუ ეგაა აბა როგორ მოგწონს?

Posted by: MAN-DARK 26 Dec 2018, 19:57
akako78
QUOTE
ეხლა მასხია ეგ პრადა და მართლა კარგია..აქვს ის რასაც პრადას ვერ წაართმევ-ხარისხი და აშკარად დონეა დიზაინერებში!!!გილოცავ კარგი შენაძენია..ის როხასი წაწვეტებული ბოთლი რომ არის ისაა?თუ ეგაა აბა როგორ მოგწონს?

დიდი მადლობა, ეს პრადა მგონი ჩემი signature გახდება. რაც შეეხება ხსენებულ როხასს, 2018 წლის Moustache EDP ამან გამოიწვია ჩემი გაოცება, არის ძალიან სასიამოვნო თბილი, ქარვისებური მორტკბო სუნი შუშხუნა გახსნით. არ არის ძალიან კომპლექსური, მაგრამ მოდიფიკაციას განიცდის. გახსნა მახსენებს YvesRocher Ambre Noir, რომელიც ადრე მქონდა და საკმაოდ მომწონდა. რაც ყველაზე მთავარია არის ძალიან გამყოლი, თავისუფლად 10+ საათი. რომ არ მცოდნოდა ალბათ ვიფიქრებდი რომ ნიშეა. ახლა კი საუკეთესო ნაწილის დრო დადგა, ფასი. მაღაზიაში ფასი არ მინახავს, მაგრამ ამაზონზე გადავამოწმე, 125მლ 50 ფუნტი ღირდა, თუ ექვივალენტური ფასი იქნება მაღაზიაში აუცილებლად შევიძენ ამასაც.

Posted by: Arien 27 Dec 2018, 00:31
ჩამოვიდა ელი სააბი,ისეთი ვარდი არ არის როგორიც მინდოდა,მაგრმ ძალიან საინტერესო სუნამოა,ცვალებადი და სხვადასხვანაირი.

Posted by: Lapustak 27 Dec 2018, 02:11

ერთი ''ნაკოლი'' უნდა მოგცეთ ივსენ ლორანის ძველი ლ'ომის მოყვარულებს. ზარაში W collection ქვია. პასუხისმგებლობით ვამბობ, ასლია მაგრამ უკეთესია ვიდრე ივსენ ლორანი.
დღეს ორი ცალი იყო დარჩენილი. უკვე მერამდენედ ვიხიბლე ამ სუნამოს ტონკას ნოტით

Posted by: Arien 27 Dec 2018, 11:10
გუშინ მაგრად მეძინებოდა და ვეღარაფერი დავწერე.არ ვიცი ვინმე გარისკავს თუ არა ელი სააბის ამ ვარდის სუნამოს ბრმად ყიდვას,მაგრამ ვისაც ვარდის და უდის კომბინაცია მობეზრდა,ვფიქრობ ეს ერთ-ერთი კარგი ვარიანტია.
გახსნა აქვს პომადისებრი ვარდის,ვანილის,ნაზი და ძალიან ფემინური,შემდეგ იპუდრება და ცოტა ვინტაჟური ხდება.ვიგრძენი ვარდის მურაბის,ლიქიორის,მსუყე და მძიმე ნოტებიც,ისეთი რომ ვიფიქრე მორჩა ამას ვეღარ ავიტანდი.საბოლოოდ დარჩა უნისექსი არომატი,ყველაზე მეტად რასაც მივამსგავსე ეს არის ხის ქერქის და წიწვების სუნში გაზავებული ვანილიანი ვარდი biggrin.gif

შეფუთვა და ფლაკონი უმაღლესი ხარისხისაა.თავის დროზე საკმაოდ ძვირადღირებული სუნამო იყო,ახლა კი ღირს 200 ლარის ფარგლებში.ჩვენთან მხოლოდ ჭავჭავაძის 24 - ში იყიდებოდა 580 ლარად.ვისაც FRANCIS KURKDJIAN-ის სუნამოები მოგწონთ,შეიძლება ელი სააბის ამ ხაზმაც დაგაინტერესოთ.

ნეროლიც აქვთ და ახლა ეგეც მინდა user.gif

Posted by: senpai 27 Dec 2018, 18:26
ბრმად ნაყიდ ერთ სუნამოზე მზად ვარ პირველი შთაბეჭდილება დავწერო. 50$ ესეთი მდიდრული სურნელი მართლა იშვიათია. ეტყობა ხარისხიც, გამძლეობაც და გამყოლობაც. თუმცა განსაცვიფრებელი არცერთი არ აქვს. ზამთრისთვის იდეალურია, თუმცა ცოტა ქალისკენ იხრება. ჩემს სამივე მოთხოვნას ერთდროულად აკმაყოფილებს ცივი ამინდისთვის(უდიც აქვს, ამბრაც და ტყავიც). გაამართლა ამ შემთხვევაში ბრმად ყიდვამ. თუმცა ცოტა სხვა რამეს ველოდებოდი სურნელის მხრივ. ჯერჯერობით სოლიდურ 7/10 ვუწერ. იმედია უფრო მომეწონება მომავალი ყინვების დროს.

user posted image



პ.ს. ბრმად აღარ ვიყიდი ახალი წლიდან, პირობა მივეცი თავს. წელს იყო ბოლო და უკანასკნელი biggrin.gif

Posted by: neosat 27 Dec 2018, 20:30
ამ სეზონის მამაკაცის რამე კარგი სუნამოები ხომ არ გაქვთ ფორუმულ ფასებში biggrin.gif

Posted by: senpai 28 Dec 2018, 19:24
Arien
ცოტაც რომ დაგეცადა

user posted image

user.gif

Posted by: Arien 29 Dec 2018, 10:35
senpai
QUOTE
ცოტაც რომ დაგეცადა


არ მაინტერესებს მაგათი ისტერიული და აგრესიული სარეკლამო კამპანია,50%,უპრეცედენტო და სრულ სპექტრზე biggrin.gif

სტარკის სუნამოები ბევრად ადრე მინდოდა და 40 % ფასდაკლებით რომ ყიდიდნენ ვიცოდი.
ერთხელ მაინც ვაპირებდი ყიდვას,20%-ნი ფასდაკლების ბარათი მაქვს,მაგრამ კონსულტანტმა რა გეჩქარებაო,მე დაგირეკავო,ჰოდა დამირეკა.რადგან ერთი უკვე მქონდა,მეორე დღეს ორიც დავამატე.
ვერძულ სულსწრაფობაზე ხომ დავწერე და პრინციპის საკითხიც იყო mad.gif lol.gif




Posted by: senpai 29 Dec 2018, 11:02
Arien
სპეციალურად დაგიწერე givi.gif fig.gif

ერთი წამით მაინც ხომ გაგიჩნდა ეგ შეგრძნება ნეტა დამეცადაო givi.gif old.gif

Posted by: Arien 29 Dec 2018, 11:22
senpai
QUOTE
ერთი წამით მაინც ხომ გაგიჩნდა ეგ შეგრძნება ნეტა დამეცადაო givi.gif old.gif


რა თქმა უნდა.
მაგრამ ვერ დავიცდიდი,დამირეკეს.
რომ არ მივსულიყავი გამოვიდოდა რომ სიტყვას გადავედი.


QUOTE
სპეციალურად დაგიწერე givi.gif


სულ არ მიკვირს ყოფილი ვერძები რომ გყავს mad.gif

Posted by: senpai 30 Dec 2018, 15:38
აბა წავედით დასატესტად.

ექსკლუზივი L'arome Boutique-ში!
Alessandro Gualtieri- Nasomatto-ს განუმეორებელი ქმნილებები...

user posted image



ახალი Nudiflorum თუ ექნებათ ნეტა.

Posted by: Lapustak 30 Dec 2018, 20:26
ტერენცი ტყუილა არ გაუპიარებიათ. მართლა სერიოზული პარფიუმერიაა.

გუშინ დავტესტე პორპორა. აი ძალიან მაგარი სუნამოა: მიწისებრი, მცენარეული და დელიკატური წითელი ნოტები გესმის. როგორც ქალბატონების ისე მამაკაცებისთვის, მაგრამ ალბათ უფროს თაობას დაამშვენებს


Posted by: akako78 30 Dec 2018, 20:43
senpai
ვაუ..შემოვიდა არომა ბუწიკში?რა კარგია..აბა აფგანო ბოლო უნდა დავტესტო და ასევე გირჩევ..თორემ მაგის მერე ცხვირის რეცეპტორებს დარხეული ექნებათ სერიოზულsmile.gif

Posted by: senpai 30 Dec 2018, 20:51
akako78
მარტო ბოლო ორ თვეში 6 სუნამო დავტესტე რომელიც სხვების თქმით გავს მაგას. biggrin.gif ყველა განსხვავებულია თან biggrin.gif

ორი სუნამოც მქონია, რომელიც თურმე გაქვს მაგას biggrin.gif მაგრამ ეგენიც საერთოდ განსხვავებული კატეგორიებია. ერთია ეს biggrin.gif

user posted image



Posted by: Lapustak 30 Dec 2018, 20:55
ვთქვათ გაქვს 800 ლარამდე და ერთი მაღალი კლასის და გამორჩეული სუნამოს ყიდვას აპირებ.

რომელი სახლისკენ გადაიხრებით? ტერენცი უფრო ლაქშერი მგონია, ვიდრე იგივე პარფუმს დე მარლი და ან თუნდაც ამუაჟი. სითხის ხარისხზე ბამბობ, პრეზენტაციას თავი დავანებოთ

Posted by: akako78 30 Dec 2018, 21:02
Lapustak

მე პირადად ლევან აფგანოს თემაში LM პარფიუმს ვიყიდიდი ბლექ უდს..ძალიან მაგარი სუნამოა და ფასდაკლებით შეიძლება 500 ლარში გამოხვიდე ასიანი არომა ბუტიკში..ავენტუსი თუ გევასება შეგიძლია პირდაპირ იყიდო და ეგაა..ბევრი რომ არ იჭყლიტო ტვინი..მოკლედ შენ იცი..ხომ იცი ადვილად ვერ იწონებ სუნამოებს-ამიტომაც ძალიან კარგად ჩაუსაფრდიsmile.gifხო დე მარლიში ლეიტონ ექსკლუზივი მომეწონა ძალიან..აი უდონესია რა ჩემთვის...

Posted by: senpai 30 Dec 2018, 21:02
Lapustak
QUOTE
ვთქვათ გაქვს 800 ლარამდე

ერთი სუნამო მარტო ? მე ორს ვიყიდიდი და მთელი წელი მექნებოდა გარანტირებული რომ დავისხავდი. ეხლა არ მახსენდება ისეთი ერთი სუნამო, რომელსაც მთელი წელი დავისხავდი და კომფორტულად ვიქნებოდი. ვერ ვხმარობ ზამთარში იმას, რასაც სიცხეში. (ან რატომ უნდა ვიხმარო)

ერთი ეს იქნებოდა აუცილებლად.(ზაფხულის ვარიანტი)

user posted image

Posted by: akako78 30 Dec 2018, 21:13
senpai
ეგ როჟა ბიძიას სუნამო იყიდება ამ ჩვენს ბედკრულ სამშობლოში?მაგის კლონს აქებენ არა იმ არაბ როჟის რომ არის არა?გეცოდინება-კარგი ალტერნატივა ჩანს ესეც https://www.fragrantica.com/perfume/Parfums-Vintage/Evolution-De-L-Homme-Soir-52040.html

და ესეცო https://www.fragrantica.com/perfume/Alexandria-Fragrances/Zion-50103.html

Posted by: Lapustak 30 Dec 2018, 21:15
akako78
ავენტუსი უკვე არც კი მინდა, ფასის მიუხედავად. არ არის საჩემო და ჩემს კანზე ნაკლებად მომწონს.
ტერენცის თითოეული არომატი უკეთესია მე თუ მკითხავ. სერიოზული რამეები აქვს.

ლეიტონს რაც შეეხება, ექსკლუზიფი გავსინჯე გუშინ. ბევრად მირჩევნია ორიგინალი ლეიტონი.
თუ ექსკლუზიფი მოგწონთ, მაშინ გასინჯეთ მონტალის Wild Aoud, ჩემი აზრით საკმაოდ ახლოს არის.


senpai

მე ვიყიდიდი ლეიტონს და ტერენცის რომელიმე დელიკატურ არომატს

Posted by: Arien 30 Dec 2018, 21:16
QUOTE
ექსკლუზივი L'arome Boutique-ში!
Alessandro Gualtieri- Nasomatto-ს განუმეორებელი ქმნილებები...


სულ მაინტერესებდა up.gif

რეზის კოლექცია რომ ვნახე,ამ ბრენდის გამო გული დამწყდა რომ გოგო არ იყო,გოგო რომ ყოფილიყო ხომ იყიდიდა ჩაინა ვაითს და ვენუსს,აბსენტის,პარდონის და ავღანელის მაგივრად,მერე კი ვთხოვდი ეჩვენებინა biggrin.gif

Posted by: senpai 30 Dec 2018, 21:26
akako78
QUOTE
ეგ როჟა ბიძიას სუნამო იყიდება ამ ჩვენს ბედკრულ სამშობლოში?

არვიცი. მე სემპლის საშუალებით გავეცანი. კითხვა იყო მაღალი ხარისხის სუნამოზე და იმიტომ ავარჩიე ეს. უმაღლესი ხარისხია და ძალიან სასიამოვნო ამავე დროს. ბევრი ჰეიტერი გამოუჩნდა ვითომ ბანძი გამყოლობა აქვსო, არადა ძალიან სოლიდურია ყველა ასპექტში. ერთი ისაა რომ ფასიც სოლიდური აქვს.

ამ ვინტაჟს აქებენ, თუმცა არივიცი როგორია, აი ალექსანდრია კიდე რაც მე დავტესტე კარგი ალტერნეტივაა, თუმცა აქაც ფასი არაადექვატური გამოდის ხშირად(გააჩნია რომლის კლონი გინდა რომ გამოიწერო) მაგალითად ამ წამს 63 დოლარი ღირს აფგანოს და შანელის კლონიც. 60მლ თან. ანუ 1 მლ 1 $-ზე ძვირია. (რაც არაა მთლად ადექვატური როცა კლონს ეხება საქმე) +6დოლარი უნდა შიპინგს.

Lapustak
QUOTE
მე ვიყიდიდი ლეიტონს და ტერენცის რომელიმე დელიკატურ არომატს

მთელი წელი იხმარ ლეიტონს ? user.gif

Posted by: akako78 30 Dec 2018, 21:29
Lapustak
ახალი პერსივალ-ი არ მოგეწონა?აქო რეზიმ-კარგიაო ძალიანო..ტერენზი შემაწუხებელია ჩემთვის ყველა ორიონის გარდა..ლაუდანო იყიდე შე კაცო აგერ ფრაგრანსე ნეტზე კაპიკებშია..

ლეიტონს მე ვერაფერი გავუგე სამწუხაროდ..მაგას მე ჰეროდიც და პეგასიც მირჩევნია..საერთოდ ფორდის პრივატ ბლენდის სუნამოებს ტერენზის ქმნილებებს ვერ შევადარებ..ტერენზი მონტალ-მანსერას დონეა ჩემთვის სურნელების მხვრივ..ეხლა ექსტრაიტი-პარფიუმი და წვენი მთლიანობაში შეიძლება უკეთესი აქვს-არ ვიკამათებ,მაგრამ საჩემო არაა ტერენზი..სუნამო ხომ ერთობლიობაა ნოტების და არა ზეთის ხარისხი???!!..კომპოზიცია არის მთავარი და არა მხოლოდ ინგრედიანტების ხარისხი..არ დაგვავიწყდეს თანამედროვე პარფიუმერია არის ქიმია და მთლიანად ქიმიური პროცესია ეს ყველაფერი..არც ზეთების ერთობლიობა არაა არანაირად..

Posted by: DaviD Davidson 30 Dec 2018, 22:18
მოგესალმებით! smile.gif

როგორ ხართ, პარფიუმერებო? მიხარია, რომ ეს თემა არ იძირება.
გაზაფხულის მერე აღარაფერი შემიძენია. ისეთი პერიოდი მქონდა, არ მცხელოდან ნაღდად სუნამოებისთვის. ნელ-ნელა დაგიბრუნდებით, ამ საახალწლო სეილებზე შევმატე რამდენიმე სუნამო ჩემ პატარა კოლექციას. დავდებ მერე ფოტოებს.

დამდეგს გილოცავთ ყველას! აგსრულებოდეთ სურვილები! wink.gif

Posted by: Arien 31 Dec 2018, 00:41
DaviD Davidson

გამიხარდა თქვენი დაბრუნება smile.gif

Posted by: akako78 31 Dec 2018, 00:48
DaviD Davidson
ვა დავით როგორ ხარ?დაგვაკლდი აშკარად..ოშის და მეუს არ იყოს..შენ რაღა პატარა-მახსოვს კარგი კოლექცია გაქვს..გვაინტერესებს ახალი შენაძენებიცsmile.gif

Posted by: oshi 31 Dec 2018, 15:28
ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. ჯანმრთელი ბედნიერი და მშვიდობიანი წელი გქონებოდეთ, ყველაფერი კარგი მოეტანოს 2019-ს.

——

ელიზეუმს რაც შეეხება უმაღლესი კლასია და ნიშეებს შორის ნიშეა. თუმცა ედპ ალბათ რვაჯერ უკეთესია!

ედტ მასებზეა გათვლილი, მიუხედავად იმისა, რომ ფასი არც ისე ცოტა აქვს. განვითარებაში ბევრად ჩამორჩება პარფიუმს და კომპონენტებშიც იგრძნობა, რომ სხვაა. მოკლედ ჩემი ხმა ედპ-ეს:-)

user posted image

Posted by: MAN-DARK 31 Dec 2018, 15:36
oshi
მეც გილოცავთ. კეთილი იყოს შენი დაბრუნება.

მოკლედ სწრაფად მირჩიეთ, არჩევანი უნდა გავაკეთო Creed-ის Millesime Imperial და Royal Water-ს შორის. ვერაფრით გადავწყვიტე

Posted by: oshi 31 Dec 2018, 15:53
MAN-DARK
მადლობა.

მე იმპერიალს ავიღებდი მაგ ორიდან. როიალი უფრო ფემინურია ჩემთვის, თუმცა კანზე დააკვირდი და კომფორტის შეგრძნებას. მთავარია თავად როგორ იგრძნობ თავს. მილესიმე კლასიკურია ნებისმიერ ვარიანტში, თუმცა ციტრუსოვანი ნოტები ზოგ კანზე ისე ლამაზად აღარ ვითარდება, როგორც გახსნისას.

Posted by: Temperance 31 Dec 2018, 17:34
რამე კაი ლაითი სუნამო მირჩიეთ გოგოსთვის.

Posted by: senpai 31 Dec 2018, 18:38
გილოცავთ წინასწარ ახალ წელს. მრავალი სიახლე პარფიუმერიაში და ბევრი სუნამო დაგვეტესტოს.


2018 წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო პირადად ჩემთვის მაგ მხრივ. ვთვლი რომ ახალ ლეველზე ავედი და სხვა გემოვნება ჩამომიყალიბდა.


იმედია 2019 უფრო ინტენსიური იქნება, ჩემს კოლექციას უნდა შევმატო მინიმუმ 6 ნიშ სუნამო. დიზაინერებიდან ორი მაქვს მხოლოდ ჩანიშნული.


ფრაგრანტიკის სიის მიხედვით 74 სუნამო მაქვს დასატესტად ჩაწერილი.


ახალ წლის შესახვედრად რომელ სუნამოს იხმართ ? biggrin.gif მე ჯერ კიდევ ვფიქრობ.

Posted by: 4L3X 31 Dec 2018, 19:03
ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! უკეთესი სურნელები. უკეთესი სუნამოები და ბევრი ბევრი!!!
2018 წელი ჩემთვისაც დიდი გარდატეხის წელი იყო. თუ ნამამდე მაღაზიებში რამე კარგ და სეზონის შესაფერის სუნამოს ვითხოვდი ან იმას რასაც წლებია ვხმარობდი ამ წელს ავიმაღლე ცოდნა სუნამოებში ცოტა-ცოტა გარკვევა დავიწყე. მომავალი წლისთვის დიდი გეგმები მაქვს ამ მხრივ.

user posted image

Posted by: MAN-DARK 31 Dec 2018, 20:02
oshi
QUOTE
მე იმპერიალს ავიღებდი მაგ ორიდან. როიალი უფრო ფემინურია ჩემთვის, თუმცა კანზე დააკვირდი და კომფორტის შეგრძნებას. მთავარია თავად როგორ იგრძნობ თავს. მილესიმე კლასიკურია ნებისმიერ ვარიანტში, თუმცა ციტრუსოვანი ნოტები ზოგ კანზე ისე ლამაზად აღარ ვითარდება, როგორც გახსნისას.

მადლობა. მეც ამისკენ მიმდიოდა გული და დამეხმარა შენი აზრი საბოლოოდ გადაწყვეტაში.

Posted by: akako78 31 Dec 2018, 21:35
MAN-DARK
4L3X
senpai
oshi

დიდი მადლობა და რათქმაუნდა მეც ასევე ყველა აქ მპოსტავს გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!!!ჯანმრთელობას და ულევ სიხარულს გისურვებთ!!!მრავალი სანუკვარი სუნამო შეგეძინოთ 2019 წელში!!!

Posted by: rezi0881 31 Dec 2018, 21:48

მეგობრებო, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, ყველაფერი კარგი მოეტანოს, ჯანმრთელობა, წარმატება, და ჩანაფიქრების ასრულება არ მოგკლებოდეთ.
თემიდან გამომდინარე კიდევ, სასურველი სუნამოების შემატება რა თქმა უნდა yes.gif

Posted by: BadKid 1 Jan 2019, 13:20
გილოცავთ ახალ წელს მარფიუმ მოყვარულებო !!!
=====================================================
გისურვებთ კარგ განწყობას და ბევრ კარგ სუნამოს შემატებას 2019 წელს biggrin.gif
----------------------------------------------------------------------
დღის სუნამო Bouquet Ideale by Xerjoff.. ფორ ვუმენ არ ვიცი მე.. უნესექსია და კომპლიმენტგეთერი: ))
----------------------------------------------------------------------
user posted image
----------------------------------------------------------------------

Posted by: senpai 2 Jan 2019, 18:00
ჰეროდი დავტესტე დღეს. კიდევ კარგი სხვა სუნამოც მესხა მეორე ხელზე დასატესტად, თორე ბედობა დღეს ესეთ იმედგაცურებას ვერ გადავიტანდი. გაცილებით ცუდი ვერსიაა სპაისბომბის.

უკვე მოვრჩი მემგონი მაგ ბრენდთან მუშაობას. ორი სუნამო ძალიან კარგი აქვთ. დანარჩენს მივცემდი საშუალო შეფასებას. რათქმაუნდა არ ღირს ის ფასი რაც ადევს.

Posted by: oshi 5 Jan 2019, 16:17
BadKid
ძალიან მიყვარს ეგ სუნამო. ქსერჟოფის ერთ-ერთი საოცარი ქმნილებაა. თბილი და გემრიელი-არაგურმანული ოღონდ.


——-

ელიზეუმის ედტ - კანზე ძალიან კარგად ჯდება და თითქმის უცვლელად იგრძნობა 6-7 საათზე მეტი. წლების მერე მოვიდა დრო ავენტუსმა პირველობა გადააბაროს ამ შედევრს:-) ათიდან ათი ქულა ლურჯას ჩემგან.

user posted image
* * *
ასეთია ეს სუნამო. კოსმიური. ყველა საზღვარს რომ ცდება
https://youtu.be/CrrBlYphsdU

Posted by: Hill 6 Jan 2019, 07:57
user posted image

მეგობრებო რამდენად ღირს ამ სუნამოს ყიდვა? ადეკოლონია მგონი, ხო?

ამ საფასო კატეგორიაში პარფიუმის ყიდვა გამორიცხულია? :დ

დაახლოებით 300 ლარამდე მამაკაცის რა სუნამოს მირჩევდით? აი რამე განსხვავებული არომატით. ოღონდ ტკბილი არა/

მადლობა.

Posted by: senpai 6 Jan 2019, 12:09
Hill
ამის ძველი ვერსიის ყიდვა 100%-ით ღირდა, ამისიც ღირს პრინციპში ბევრისთვის.


QUOTE
ამ საფასო კატეგორიაში პარფიუმის ყიდვა გამორიცხულია?

35 ლარადაც მაქვს ნაყიდი eau de parfum კონცენტრაცია, რომელიც მინიმუმ 9 საათი ძლებს. biggrin.gif

QUOTE
დაახლოებით 300 ლარამდე მამაკაცის რა სუნამოს მირჩევდით? აი რამე განსხვავებული არომატით

მანსერას ბევრი განსხვავებული სუნამო აქვს. დიზაინერებში ბევრია ხელმისაწვდომი, რისი ცდაც ღირს საშენოდ.

user posted image

პრადას სუნამოებიც მაგ ფასშია აქ, თუმცა მე შენ ადგილზე 300 ლარში სამ მაგარ დიზაინერის სუნამოს გამოვიწერდი.

Posted by: fujita 6 Jan 2019, 20:07
senpai
QUOTE
პრადას სუნამოებიც მაგ ფასშია აქ, თუმცა მე შენ ადგილზე 300 ლარში სამ მაგარ დიზაინერის სუნამოს გამოვიწერდი.

აბა რომელია სამი მაგარი სუნამო?
მეც მაინტერესებს შედარებით იაფად და

Posted by: senpai 7 Jan 2019, 11:07
fujita
ჩემი გემოვნებით დავწერო ? თუ ზოგადად მასების მოსაწონი სუნამოები ?

მოდი ჯერ ბიუჯეტურებს დავწერ რამდენიმე ნორმალურს. (ფასი/ხარისხის შესაბამისი)
Perry Ellis Cobalt. 20$ ონლაინ. ტესტერი 17$ იქნება. თავისუფლად ძლებს 7 საათი და ნორმალურად იგრძნობა.
user posted image

Joop! Homme Wild. რომის სუნიანი, მოკტბო და ძალიან ძლიერი სუნამოა. ჩემზე ძლებს მინიმუმ 14 საათი. ონლაინში 25-30$ ფარგლებშია. (გააჩნია რა მოცულობის გინდა)
user posted image

Visit For Men Azzaro. საკმევლის, ხის და სუნელების კარგი ნაზავია. საკმაოდ ნორმალური სიძლიერის, 7-8 საათი ძლებს. 30$ ონლაინ.
user posted image

80$ -ისაა ეს biggrin.gif დაგვრჩა კიდე 32$-მდე დასახარჯი 300 ლარამდე რომ ავიდეთ biggrin.gif

ძალიან ბევრი ვარიანტებია მაგ ფასად, მარა მე ორს ვიყიდიდი. მაგალითად
Reyane Tradition Insurrection II Pure. 21$ ავენტუსის ცნობილი კლონი.
user posted image

და დარჩენილი ფულით ვიყიდიდი Homme David Beckham 10-12 $ ფარგლებშია ძირითადად.
user posted image

მინი კოლექციაც გამოვიდოდა, ზაფხულის ვარიანტები არ დავწერე, მაგარ სიცხეში რომ შეიძლებოდეს დასხმა, ეგ მერე იყოს, გაზაფხულისთვის.


დაიმახსოვრეთ რომ არ აქვს მნიშვნელობა სუნამოს ფასს და მაგან არ უნდა დაგაბრკოლოთ რომ იყიდოთ ან ცადოთ რამე ახალი და სასიამოვნო პირადად თქვენთვის.

25 ლარიან სუნამოსაც სიამოვნებით ვხმარობ ისევე როგორც 500 ლარიანს.

პ.ს. არაბულები სპეციალურად არ დავწერე biggrin.gif

Posted by: akako78 7 Jan 2019, 15:48
senpai

კარგი ნამუშევარია-ბრავო..რეიენი ზაფხულშია ზუსტად კარგი..ასე რომ ზაფხულიც გამოვიდაsmile.gifრიანას სუნამოც იაფია ძალიან და პერი ელის რედიც პრინციპში..და არის კიდევ ბევრი კარგი სუნამოები..კოტის ასპენიც ძალიან იაფია და კოლონის პირობაზე ბევრად მეტად ძლებს პარფიუმის 70 პროცენტზე მეტად დიზაინერებში..თან ზამთარი მაქვს მხედველობაში და წარმოიდგინე ზაფხულ-გაზაფხულზე რას რას იზავსsmile.gifბევრად კარგია ვიდრე დავიდოვი და ქრიდის ტვიდთანაც ახლოსაა უფრო..

https://www.fragrantica.com/perfume/Rihanna/Rogue-Man-26866.html 17$

https://www.fragrantica.com/perfume/Perry-Ellis/360-Red-for-Men-1906.html 18$

https://www.fragrantica.com/perfume/Coty/Aspen-For-Men-17326.html 10$

პ.ს.ვერსაჩე დრიმერი ვისაც მათურე სურნელი და თამბაქო უყვარს..ვარვატოსის დარქ რებელი და რაიდერიც არაა ძვირი და ბარბერის ლონდონი..უამრავია რავიცი..არაბულებში ხომ საერთოდ შეიძლება გვერდები გამოვიდესsmile.gif

Posted by: senpai 7 Jan 2019, 16:26
akako78
QUOTE
კარგი ნამუშევარია

ცოტა გავაზიარე, ძალიან ცოტა. იგივენაირად შემეძლო ერთი 6 სხვადასხვა ვარიაცია გამეკეთებინა ამგვარი 5 სუნამოსი, შედარებით უსაფრთხოები ავარჩიე. ისეთები, რომ ჩვეულებრივი გამვლელი არ იტყვის ფუუ ეს რანაირი სუნიაო biggrin.gif

თორე უდის, ვარდის და სხვა ეგეთი "სახიფათო" ნოტებითაც ბევრი მაქვს სარჩევი.

QUOTE
კოტის ასპენი

ჩემთვის ძალიან ოლდ სქულია. ეტყობა რომ გამოშვებულია 80-იანებში.

QUOTE
ვერსაჩე დრიმერი

ეს კიდე ძალიან არაუსაფრთხოა. ბრმად ვინც ამას იყიდის ძალიან დიდი შანსია რომ ინანოს.

QUOTE
რიანას სუნამოც იაფია ძალიან და პერი ელის რედიც პრინციპში

yes.gif up.gif


უფრო მაღალფასიანებს დავწერ მოგვიანებით. ისე რომ სამი გამოვიდეს 300 ლარში(განბაჟება რომ არ მოუწიოს) და ხარისხითაც მაღალი იყოს შედარებით.


Posted by: akako78 7 Jan 2019, 17:08
senpai

ოლდ სქული ცოტა ხმამაღალი ნათქვამია-კლასიკაა და კლასიკა აროდეს ს არა არის ოლდ სქული..ვერსაჩე დრიმერი მთლიანად ვერსაჩეს შემოქმედებაში არის ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივად კანზე მჯდომი-ეს ისე-რომ იცოდეს ყველამ აქ ფორუმზე..დანარჩენები რომ აქებენ-ატრიალებენ(ტვინწარყეული,იდიოტი იუთუბელი მაქვს მხედველობაში)ყველა ზედმეტად საგრძნობი ქიმიით გამოირჩევა-შესამჩნევია აშკარად..გამონაკლისია უდ ნუარი და ვერსაჩე მენი..კომპოზიცია არ დაგვავიწყდეს საერთოდ სუნამოსი..რა არის მუსიკა ზოგადად?ნოტების ერთობლიობა არა?ისე შეიძლება სამი ნოტიც ატრიალო ადამიანმა დროის პაუზებით და შედევრი მიიღო..როგორიც არის როკში მაგალითად ჰარდ როკის ჰიმნი:სმოუკ ონ ზი ვოთერი..სხვა შემთხვევაში არის უსარგებლო ეს ნოტები-პაუზების გარეშე..ლალიკებიც ვისაც მოსწონს არაა მანდ "ჩერნილებს" რომ ეძახიან რუსები ბევრი ნოტები,მაგრამ ვისაც ტარება შეუძლია შედევრზე მეტიც არის..

Posted by: Lapustak 7 Jan 2019, 17:10
senpai
QUOTE
Joop! Homme Wild.

ამან დამაინტერესა. იაფფაისაინი ვაიბ ხომ არ აქვს? იუპ ომის ყიდვა ისედაც მინდოდა და ამას გამოვიწერ

Posted by: senpai 7 Jan 2019, 17:25
akako78
QUOTE
-კლასიკაა და კლასიკა აროდეს ს არა არის ოლდ სქული

ამ კონკრეტულ სუნამოზე ვერ დაგეთანხმები, კლასიკა არის ფარენჰაიტი. მაგას კიდე ვაიბი აქვს ვადაგასულობის. ამას ეძახიან dated-ს ინგლისურად. აი ზუსტად შეესაბამება ეგ სიტყვა მსგავსს სუნამოებს.

Lapustak
QUOTE
ამან დამაინტერესა. იაფფაისაინი ვაიბ ხომ არ აქვს? იუპ ომის ყიდვა ისედაც მინდოდა და ამას გამოვიწერ

არა, პირიქით. კლუბური სუნამოა ერთი შეხედვით, თუმცა ძალიან კარგად დაბლენდერებული. ზედმეტი არ აქვს არაფერი. ყოველდღე მე ვერ ვხმარობ, თუმცა ერთი სიამოვნებაა როცა ვისხავ და ყველა გრძნობს ჩემს გარშემო biggrin.gif
თუ გიყვარს არომატული და ცოტა ალკოჰოლისუნიანი სუნამოები, მგონი მოგეწონება. როგორც კარგად დაძველებული ვისკი. (ოღონდ აქ რომის ნოტაა) შერეული ხის ნოტებთან.

თუ ბრმად გამოწერას აპირებ იცოდე რომ ორნაირი ბოთლის ფერია. ერთი ძველი გამოშვება და მეორე ახალი.
ეს ძველი
user posted image

ეს ახალი
user posted image

Posted by: Khatuta 7 Jan 2019, 17:31
ძალიან ბევრნი აქებთ Perry Ellis-ის მამაკაცის სუნამოებს, ქალის ხაზში რომელია უფრო რეიტინგული? ან თბილისში სადმე შეიძლება დატესტვა?

Posted by: Lapustak 7 Jan 2019, 17:34
senpai

ჰო, მადლობა. ბოთლი ახალი მირჩევნია.
სურნელს რაც შეეხება, მინდა რამე ხმამაღალი და აქცენტირებული. ცოტა ახალგაზრდული და მაჩოურიც

Posted by: senpai 7 Jan 2019, 17:36
Khatuta
ქალის არა და უნისექსი თუ გინდა აქვთ რამდენიმე კარგი ვარიანტი.

მაგალითად

user posted image

50$-ზე ნაკლებში ესეთი მარგალიტები ბევრი არაა.


QUOTE
თბილისში სადმე შეიძლება დატესტვა?

მე არ შემხვედრია ჯერჯერობით.


Lapustak
QUOTE
ჰო, მადლობა. ბოთლი ახალი მირჩევნია.

ორივე ძლიერია. უბრალოდ ძველი უფრო ძლიერი იყო biggrin.gif ამიტომ გითხარი.


QUOTE
მინდა რამე ხმამაღალი და აქცენტირებული

ზამთრისთვის იდეალურია. უბრალოდ მზეზე ცუდი ხდება. სიძლიერის გამო სითბოში შემაწუხებელია ხოლმე.

Posted by: Khatuta 7 Jan 2019, 19:02
senpai
მადლობა ყურადღებისთვის

Posted by: fujita 7 Jan 2019, 20:16
senpai
akako78
ეს ორი გვერდი უნდა მოვინიშნო რომ გავითვალისწინო ეს რჩევები მერე..
ისე ზაფხულის სუნამოებიც რომ დადოთ ბარემ კაი იქნებოდა ან ნებისმიერ სეზონისთვის სახმარი და შედარებით უპრეტენზიო

Posted by: neosat 7 Jan 2019, 20:58
ეს გამოვწერე ამ თემაში მიღებული რეკომენდაციით და ძაან კმაყოფილი ვარ

თან იაფი დამიჯდა 150 მლ სადღაც 180 ლარში როცა აქ 100 მლ ღირს 300 ლარამდე

https://www.amazon.com/gp/product/B01LE1GQT2/ref=ox_sc_act_title_1?smid=ATVPDKIKX0DER&th=1

Posted by: Arien 7 Jan 2019, 21:26
გილოცავთ ყველას ახალ წელს,შობას,ჯანმრთელობა გვქონოდეს,იღბალი... smile.gif

წინა წელი ჩემთვის მძიმე იყო და ბევრი ახალი სუნამო რაღაცნაირად ყურადღების გადატანის საშუალებას მაძლევდა.
წელს ეგრე არ მინდა,ვეცდები დისქავერი სეტები მოვსინჯო,ყვავილების და განსაკუთრებით ვარდის სუნამოს
ნიმუშები ვნახო.
ლუტეციას ვაუჩერი მაქვს და მონტე კარლოს ვარდზე ვფიქრობ,EUTOPIE No. 1 კი გამოწერილი მაქვს,ველოდები.
ჯერ მეტი არაფერი.
მარლის სუნამოებიც ვნახე კაცის,დამახსოვრებით ვერ დავიმახსოვრე,მაგრამ მოწონებით ყველა მომეწონა და ავბედითი
ქრიდის ავენტუსი გამახსენდა,ისევ ჩემთანაა biggrin.gif

Posted by: senpai 7 Jan 2019, 21:33
დამღალეს ამ მძიმე სუნამოებმა, ბოლო კვირეები სულ ეგეთებს ვხმარობ. ავენტუსის ერთ-ერთი ინსპირაციის დრო მოვიდა მგონი, ცოტა რომ განვიტვირთო.


neosat
QUOTE
ეს გამოვწერე ამ თემაში მიღებული რეკომენდაციით და ძაან კმაყოფილი ვარ

up.gif კარგია რომ გამოგადგა.


fujita
QUOTE
ისე ზაფხულის სუნამოებიც რომ დადოთ ბარემ

ეხლა რად გინდა ჯერ ? აქ ვართ ისედაც და დათბეს ცოტა, წამოვა რეკომენდაციები უფრო მეტი. თან ბევრი სხვა სუნამოს დატესტვა/შეძენასაც მოვასწრებ მაქამდე.

* * *
Arien
QUOTE
,ყვავილების და განსაკუთრებით ვარდის სუნამოს
ნიმუშები ვნახო.

Tuberose-ით დომინანტი რამე სუნამო გაქვს ? როგორ მომხიბლა მაგ ნოტამ წლის ბოლოსკენ.

Posted by: MAN-DARK 7 Jan 2019, 22:55
oshi
დავუჯერე შენს რჩევას. უნდა ავღნიშნო, რომ არც ისე სუსტია როგორც ახასიათებენ, რაც შეეხება სუნს აი აქ კი მეფეა. ცხვირს ვერ ვაშორებ, ამ ყინვაში მომწონს და ზაფხულში მთლად გაანათებს, მითუმეტეს მოლეკულასთან ერთად.
user posted image

Posted by: Arien 7 Jan 2019, 23:06
senpai
QUOTE
Tuberose-ით დომინანტი რამე სუნამო გაქვს ? როგორ მომხიბლა მაგ ნოტამ წლის ბოლოსკენ.


Tuberose Giardino Benessere ეს მქონდა,პაოლო ტერენზის ქმნილება.სუნამოს გარდა სანთლებიც აქვთ, კრემები,სკრაბები.ზაფხულში ვიყიდე,100 მლ. სუნამო 102 ლარი ღირდა ლუტეციაში.
ნაზი,მსუბუქი,კრემისებრი,უპრეტენზიო არომატია,აუზზე დამქონდა,საბოლოოდ კი ჩემმა ძმისშვილმა მოსპო.
Dorin-ის ტუბეროზაც მაქვს სეტში,ეს მძიმეა,მარტივად ვერ ატარებ.
როგორც პარფიუმერული ნოტა ნაცნობია და ჟასმინზე ან ჰიაცინტზე ბევრად უკეთ ვიტან,ცოცხლად არ ვიცი როგორია.
Tubereuse Rosee Au Pays de la Fleur d’Oranger - ესეც მაქვს,უფრო კომპლექსურია,ყვავლების ფრეშ სუნამოა და
მიყვარს love.gif

Posted by: akako78 7 Jan 2019, 23:19
MAN-DARK

მშვიდობაში-ვის ლისტში მქონდა ყოველთვის..რაჭაში შემოდგომაზე თბილ დღეებში რომ ახალ ჩამოყრილ კაკალს მივირთმევდი-ზუსტად მისი გატეხვისას რომ ახალს,ჯერ ისევ არაგამომხმარ კაკლის უღელს რომ აქვს ზუსტად ის სურნელი მეცა როცა დავტესტე მილისიმ იმპერიალის სურნელი..კარგი სუნამოა..მე ზამთარში ვატარე ერთხელ და მალე დაიკარგასავით..გაზაფხულ-ზაფხულ-შემოდგომისაა უფრო..

senpai
არმაფის შენ ნაქებარ არაბულ ვარიაციას ბევრად მირჩევნია მე პირადად ასპენი..ტრეს ნუი არის ბიდლო უთუბელების გაპიარებული ვითომდა კლონი ქრიდის ტვიდის( მოლა ნასრედინს რომ ესხას ძალიან მოუხდებოდა-აქვს ის რასაც ვერ ვიტან არაბული სუნამოების დატესტვისას-ახასიათებს მათი კლასიკური სიმყრალეsmile.gif) და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სუნამოა რაც კი დამიტესტავს არმაფის(ძალიან არაგამყოლია ასპენი ორჯერ ძლიერი სამჯერ თუ არა)არმაფი მაქვს დატესტილი რაც კი გამოუშვია 80% სუნამოების..რაც შეეხება დიორს-კლასიკა ფარინჰეიტი კი არაა ჩემთვის არამედ ძველი სავაჟი..ფარინჰეიტს ბევრად მირჩევნია ახალი ტომ ფოდის ამბრე ლეზერი,რომელიც სახელდახელოდ არის გამოშვებული ისეთ პონტში რა-სავაჟს ძველს კლასიკურ ედტს ტომ ფორდი კია არა მთელი ქვეყნიერების პარფიუმერები რომ ჩაურთო-გაუშვებს მოლა ნასრედინთანsmile.gif

Posted by: senpai 8 Jan 2019, 00:03
Arien
კაცმაც რომ იხმაროს ისეთი დაგიტესტავს ?
Tuberose Giardino Benessere ამას აიტანს კაცი ?




akako78
QUOTE
არმაფის შენ ნაქებარ არაბულ ვარიაციას

QUOTE
ტრეს ნუი


მე ვაქე ეს ? როდის ? biggrin.gif


სხვა არაბულ სუნამოებზე ვამბობდი წინა გვერდებზე. ნაკლებად ცნობილებზე.

QUOTE
კლასიკა ფარინჰეიტი კი არაა ჩემთვის არამედ ძველი სავაჟი

კიბატონო, ერთი მეორეს არ გამორიცხავს.

რატო ვკამათობთ კონკრეტულ გემოვნებაზე ? შენ მოგწონს და მიგაჩნია, მე არ მომწონს და არ მიმაჩნია. მარტივია. აღქმის ამბავია, შენზე მოქმედებს, ჩემზე ვერა.


QUOTE
ფარინჰეიტს ბევრად მირჩევნია ახალი ტომ ფოდის ამბრე ლეზერი

კიბატონო. მე ვერ გეტყვი ეს გერჩივნოს თქო biggrin.gif


Posted by: rezi0881 8 Jan 2019, 00:38

ერთერთი პოპულარული ტუბეროზას ნოტით სუნამო მემოს მარფაა და მართლაც ძალიან კარგი სუნი აქვს, პირველად რო დავისხი საერთოდ არ ვიცოდი ტუბეროზას არსებობა მაშინ, თან მომწონდა თან რაღაც მაფერხებდა, მერე კიდევ სხვა სუნამოებშიც რო ვნახე მივხვდი რომ ეს ის ნოტაა რომელიც საჩემო არაა, ჩემთვის ქალია თავიდან ბოლომდე ტუბეროზა, კაცზე უფრო ნაკლებად წარმომიდგენია, კიდევ ფრენკ ბოკლეს კოკაინია ერთერთი გამორჩეული ტუბეროზა, ეგაც ადრე მაჩვენეს არომაბუტიკს ახალი მიღებული რომ ქონდა და მაშინვე მარფა გამახსენდა, მოკლედ უფრო მოყვარულებისთვის ალბათ.. თვითონ სურნელი მკვეთრი და გამორჩეული აქვს, ერთხელ თუ დაგამახსოვრდა ყველგან იცნობ.

user posted image

Posted by: senpai 8 Jan 2019, 00:56
rezi0881
QUOTE
კიდევ ფრენკ ბოკლეს კოკაინია ერთერთი გამორჩეული ტუბეროზა

ხოდა ამაში მყოფმა მომხიბლა ზუსტად, თან კაცური იყო საკმაოდ. იგრძნობოდა მაგ ნოტის მაგია.

მემო საინტერესოა, თუმცა ვერიდები მაგ ბრენდს ჯერჯერობით, გვერდს ვუვლი. სულ ტყავი, ტყავი ტყავი.... წელს დავტესტავ ამასაც. იქნებ კიდევ ერთი არმოჩენა იყოს.

Posted by: MAN-DARK 8 Jan 2019, 15:44
akako78
QUOTE
მშვიდობაში-ვის ლისტში მქონდა ყოველთვის..რაჭაში შემოდგომაზე თბილ დღეებში რომ ახალ ჩამოყრილ კაკალს მივირთმევდი-ზუსტად მისი გატეხვისას რომ ახალს,ჯერ ისევ არაგამომხმარ კაკლის უღელს რომ აქვს ზუსტად ის სურნელი მეცა როცა დავტესტე მილისიმ იმპერიალის სურნელი..კარგი სუნამოა..მე ზამთარში ვატარე ერთხელ და მალე დაიკარგასავით..გაზაფხულ-ზაფხულ-შემოდგომისაა უფრო..

მადლობა. მილესიმის ეგ სურნელი ზღვის მარილის ხარჯზე აქვს ჩემი აზრით, ეგაა ყველაზე მეტად რაც მომწონს ამ სუნამოში და რაც განასხვავებს სხვა ხილის სუნამოებისგან.

Posted by: laff 8 Jan 2019, 23:19
გამარჯობათ, https://www.fragrancex.com/products/_cid_cologne-am-lid_c-am-pid_158m__products.html ეს როგორია ღირს გამოწერა?

Posted by: senpai 9 Jan 2019, 00:10
laff
QUOTE
ეს როგორია ღირს გამოწერა?

გააჩნია როგორი ტიპის სუნამოები მოგწონს.


თანამედროვე სუნამოებს ეგეთი სურნელი აღარ აქვს.

ყველას დავიწყებული აქვს ეგ სუნამო და როგორ აღმოაჩინე ?


Posted by: Lapustak 9 Jan 2019, 16:11
senpai

Guilty Oud თბილისში სად გასინჯე? ფასი ხომ არ გახსოვს?

Posted by: senpai 9 Jan 2019, 20:01
Lapustak
ზუსტად ვერ ვიხსენებ, მგონი ერთად იყო ეგ და Gucci Guilty Absolute pour Femme. პროდუქციის ყიდვის დროს საჩუქრად. მინი ვერსიები. გავს ერთმანეთს.

Posted by: პიანისტი 10 Jan 2019, 02:35
akako78
ამის წინა სავაჟს გულისხმობ?

ეს ახალი არც დამიტესტია ისე.
სავაჟს ზაფხულში ძალიან ცოტა სუნამო ჯობია.

Posted by: akako78 10 Jan 2019, 03:02
პიანისტი

ხო ძველს კლასიკურს..ყველა დროის კლასიკაა მართლაც...თანამშრომელს ესხა ედტ ახალი..ზუსტად ვიდექი 1.5 მეტრში და დროდადრო ისეთ სლეიფს ჰქმნიდა რომ ბევრ სუნამოს მსგავსიც კი არ შეუძლია..

Posted by: პიანისტი 10 Jan 2019, 14:32
akako78
მართალი ხარ, ყველაზე მეტი კომპლიმენტი ქალებისგან სავაჟზე მაქვს მიღებული, ძალიან ძლიერი იარაღია. ;დ


როგორ მახსოვს ორჯერ დავტესტე და არ დამევასა, მესამედ რო დავტესტე ისეთ მაგარ ხასიათზე დამაყენა რო რავი და ძალიან მალეც ვიყიდე, მაგრად გამიხარდა რო წავიდა ჩემს კანზე .
გამარჯვების განწყობას და თავდაჯერებულობას უხდება სავაჟი.

Posted by: senpai 10 Jan 2019, 14:36
QUOTE
სავაჟი

ამის ბოლო Eau de Parfum ვერსია არის ყველაზე უნივერსალური სუნამო, რაც კი მიხმარია. (ამ მომენტისთვის ესე ვფიქრობ) ყველა სიტუაციაში შეიძლება ხმარება, ყველა სეზონზე.

Posted by: პიანისტი 10 Jan 2019, 14:45
ზაფხულში დავტესტავ ახალს, წინა სავაჟი გაზაფხულზე არ ტოვებს მაქსიმუმს, რასაც ქვია ზაფხულისთვის იყო შექმნილი + ადრეული შემოდგომა.

Posted by: senpai 10 Jan 2019, 15:19
მოდი რამდენიმე სუნამო კიდე დავწეროთ ბიუჯეტურ ვარიანტში.

Dark Obsession Calvin Klein. 30$. კარგია ცივი, ქარიანი ამინდისთვის. გამყოლობა ტემპერატურის მიხედვით 6-8 საათი.
user posted image


Tous Man Intense. 30$. კლონის კატეგორიაში შეიძლება აღიქვას ზოგმა, მარა ჩემთვის ცალკე დგას. ელეგანტური, ყველა სეზონზე სახმარი, ლავანდის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით. ძლებს 5-6 საათი.
user posted image


Silver Scent Pure Jacques Bogart. 20$. ძლიერი, მოტკბო, ახალგაზრდული. კარგია გაზაფხულისთვის. გამყოლობა 10-12 საათი. ტანსაცმელზე დღეები.
user posted image

L’Eau d’Issey Pour Homme Sport. 25-35$ ზომის მიხედვით. სპორტული, ციტრუსების და ვეტივერის კარგი ნაზავი. გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის. (სპორტ დარბაზში ნებისმიერ დროს) 6 საათი საშუალოდ ძლებს ხოლმე.
user posted image




გამოვიდა ესეც 300 ლარიან ლიმიტში. biggrin.gif

Posted by: პიანისტი 10 Jan 2019, 19:52
ესეც , ალბათ 20 დოლარი ეღირება
user posted image

Posted by: senpai 10 Jan 2019, 20:14
QUOTE (პიანისტი @ 10 Jan 2019, 19:52 )
ესეც , ალბათ 20 დოლარი ეღირება
user posted image

მე პირადად არ გავუწევდი ამას რეკომენდაციას.

უაზროდ დაიწყეს დიდიხნის წინ ამის პიარი და რახან დატესტვის საშუალება არ მქონდა ბრმად ვიყიდე. ძალიან ცუდი გამოდგა თვითონ სურნელი, მეტალიკური, მწვავე, გამაღიზიანებელი.

რამდენჯერაც დამისხავს იმდენიჯერ მდომებია რომ ჩამომებანა. ხარისხითაც ვერაა ისეთი, როგორსაც ახასიათებენ. ნოტები არაა კარგად შეხამებული ერთმანეთს.


ბევრი აქებს და მესმის რატომაც, ხმამაღალია, იგრძნობა რომ გასხია და შეიძლება კომპლიმენტებიც მიიღო, მარა მე თუ კომფორტულად არ ვიქნები, ეგეთი კომპლიმენტები რად გინდა.

Posted by: keen 10 Jan 2019, 20:17
აქ მარტო მამაკაცების სუნამოების ექსპერტები პოსტავენ? rolleyes.gif

Posted by: პიანისტი 10 Jan 2019, 21:30
senpai
მეც სულ 20 ჯერ ვარ ალბათ ამით გასული 3-4 სეზონის განმავლობაში, მხოლოდ კლასიკურ ტანსაცმელზე მიდის ეს სუნამო, ისიც ძალიან ცოტა უნდა დაისხას ადამიანმა და 4-5 გრადუსზე ზევით როდესაც არის ტემპერატურა არ ღირს.

კლასიკურად თუ მაცვია და ამინდიც მიწყობს ხელს , აუცილებლად მონ ბლანს ვხმარობ.

Posted by: laff 10 Jan 2019, 21:57
senpai
რედიტზე წავიკითხე ყველა ჩემ გფს ევასებოდაო და რავი )

Posted by: senpai 10 Jan 2019, 22:40
laff
QUOTE
რედიტზე წავიკითხე ყველა ჩემ გფს ევასებოდაო და რავი

და შენ თU არ გევასება ქალის გამო იხმარ მარტო ? ანუ რაღაც მოგეწონება მხოლოდ იმიტომ რომ სხვას მოწონს ? ყოჩაღ შენ მაშინ.


პიანისტი
QUOTE
მეც სულ 20 ჯერ ვარ ალბათ ამით გასული 3-4 სეზონის განმავლობაში, მხოლოდ კლასიკურ ტანსაცმელზე მიდის ეს სუნამო, ისიც ძალიან ცოტა უნდა დაისხას ადამიანმა და 4-5 გრადუსზე ზევით როდესაც არის ტემპერატურა არ ღირს.

ალბათ ერთი 10 წელი მედო და შარშან გადავაგდე. უკვე გასული ქონდა ვადა ეტყობოდა.

შენი მინი კოლექცია ვნახე რომ დადე სურათი და კარგი არჩევანია, მაგის გამოკლებით. დავამატებდი რამე ციტრუსოვანს.

Posted by: laff 10 Jan 2019, 22:48
senpai
ვიცოდი რო მაგას დამიწერდი biggrin.gif არა რათქმაუნდა უბრალოდ თუ მდედრებს მოსწონთ პლიუსია და ცუდი არ უნდა იყოს ბევრი აფვოუტი ჰქონდა უბრალოდ არ ვარ სუნამოებში ჩახედული და ვაპირებ მომავალში ნორმალურის შეძენას

Posted by: senpai 10 Jan 2019, 22:56
laff
შეიძლება ძალიანაც მოგეწონოს კონკრეტულად ეგ სუნამო, მაგაზე არაა. მამაკაცი როცა ხარ ყოველთვის ის უნდა იხმარო რაც გმატებს დამაჯერებლობას, არის კომფორტული შენთვის. კომპლიმენტები არის უბრალოდ ბონუსი.


ზოგადი რეალობა რომ ავიღოთ, ძალიან ბევრი უბრალო ჰიგიენას არ იცავს და ამ დროს ჩვენ აქ სუნამოების კოლექციებზე ვსაუბრობთ facepalm.gif


როცა პირველი 10 სუნამო ერთად მქონდა ხალხს ძალიან უკვირდა, რაში გჭირდებაო. ქალებზე მეტი სუნამო რატომ უნდა გქონდესო.


აქსესუარები ეგრე არ უნდა აღიქმებოდეს, კიდევ კარგი ბოლო ათწლეული იცვლება ჩვენთანაც სიტუაცია.

Posted by: laff 10 Jan 2019, 23:02
ხო ეგრეა, მე უბრალოდ ბევრ ადამიანთან მიწევს კონტაქტის დამყარება და მინდა სასიამოვნო იყოს გარშემომყოფისთვის ძალიან მძაფრიც არ მინდა. ბიუჯეტი 200 გელ

Posted by: senpai 10 Jan 2019, 23:13
laff
QUOTE
მინდა სასიამოვნო იყოს გარშემომყოფისთვის

თუ გინდა რომ იგრძნონ სხვებმა კარგად, ეგ ნიშნავს რომ საშუალოზე მაღალი სიმძაფრის უნდა იყოს.

ლუტეციაში შეგიძლია ეს ცადო. უმეტესობისთვის სასიამოვნო იქნება როცა სხვაზე იგრძნობს სურნელს, მთავარია შენ მოგეწონოს. (მე 50/50 ვარ დღემდე)

user posted image

გამოწერით უნდა ქნა ოღონდ, აქ უაზრო ფასებია. დაგიჯდება 40$ სადღაც.

Posted by: პიანისტი 10 Jan 2019, 23:20
senpai
მადლობა, ჰო რაც ძალიან მომეწონა ისინია , ერთი დავფეილდი ქრიდის გრინ ირიშზე შემოდგომით და ძმაკაცს ვაჩუქე, შემდეგი აუცილებლად ქრიდის სილვერი იქნება, მერე ვნახავ რომელი მომეწონება კიდევ ესე, გაჩერებას არ ვაპირებ biggrin.gif

გამოწერა მეც უნდა ვისწავლო, ძალიან გააძვირეს ამ ბოლო ორ წელიწადში ჩვენთან.

დე მარლი დაახლოებით 180-200 ლარით არის გაძვირებული ორ წელიწადში

Posted by: senpai 10 Jan 2019, 23:26
პიანისტი
QUOTE
ქრიდი

აბა ვიკინგი ნახე. იქნებ მოგეწონოს. როიალ უდიც.

QUOTE
გამოწერა მეც უნდა ვისწავლო

ძალიან ფრთხილად უნდა იყო ქრიდის გამოწერის დროს. ისეთ მაღალ ხარისხში აკეთებენ ფეიკებს.

Posted by: პიანისტი 10 Jan 2019, 23:32
senpai
ვნახავ აუცილებლად, ანუ ქრიდის ყიდვა ისევ აქ ჯობია? ფეიკს მირჩევნია 200 ლარით მეტი გადავიხადო biggrin.gif

Posted by: senpai 10 Jan 2019, 23:40
პიანისტი
ქრიდს მე შენ ადგილზე საერთოდ აღარ ვიყიდიდი biggrin.gif ბევრი სხვა კარგი ბრენდია და ისინი ცადე. მაგალითად უნიკალური ისტორიების მქონე

user posted image


თუ უფრო მაღალფასიანი გინდა სხვა ვარიანტიც მაქვს biggrin.gif

Posted by: პიანისტი 11 Jan 2019, 00:51
senpai
ხასიათის ამბავია ,რაც ყველაზე მეტად მომწონს ის მინდა ხოლმე, არც მეტი და არც ნაკლები,ჰო რაც მთავარია არც მსგავსი;დ სილვერის ყიდვის მერე დავტესტავ სხვებსაც biggrin.gif
ქრიდიც არაა შუაში, ავენტუსიც დავტესტე რამდენჯერმე და არ მომეწონა, თორე აუცილებლად ჩემი იქნებოდა biggrin.gif

ყველას ისე მოსწონს ავენტუსი, მაგის გამო მე მიტყდება რო ვერ მოვიწონე
givi.gif

Posted by: senpai 11 Jan 2019, 01:05
პიანისტი
QUOTE
ყველას ისე მოსწონს ავენტუსი

no.gif მე არა. ვინც პირველად მაგას მეფე შეარქვა, არის უბრალოდ სუნამოების უნახავი.

ზოგადად მაგარი ოვერრეიტედ ბრენდია ქრიდი, აი ძალიან. როიალ უდის სურნელი დააკოპირა 15-20 $ სუნამოების კომპანიამ და მაგის მერე გამიცრუვდა იმედები. (მივხვდი რომ ისევე მაგოიმებდნენ, როგორც აიფონის მომხმარებლებს)

ნიშ ჰაუსი როცა გქვია უნდა შექმნა ხელოვნების ნიმუშები და არა მასებზე გათვლილი ყველასთვის მოსაწონი მარტივი სურნელები.

არის სუნამოები, რომელსაც ვერ დააკოპირებ. აი მაგათში ღირს მთელი ქონების ჩადება.

Posted by: Tom_Waits 11 Jan 2019, 10:08
kiss.gif

user posted image

Posted by: Arien 11 Jan 2019, 14:41
senpai
QUOTE
კაცმაც რომ იხმაროს ისეთი დაგიტესტავს ? Tuberose Giardino Benessere ამას აიტანს კაცი ?


ვერ გავიხსენე,
Tuberose Giardino Benessere - ამის ატანას რაც შეეხება,საკმაოდ მსუბუქია,ზაფხულში შეიძლება და კაცსაც გააჩნია.
ნახეთ მაინც გალერიის ლუტეციაში,ფბ-ზე დაარეკლამეს გუშინ 100 ლარად.

ეს მაქვს კიდევ ტუბეროზით - Fusion Sacree - Clair Eau de Parfum Majda Bekkali
ჩემი ერთ-ერთი საინტერესო და რთული არომატია

Posted by: პიანისტი 11 Jan 2019, 18:05
senpai
up.gif ძალიან ცოტა ვართ ვისაც ავენტუსი არ მოსწონს biggrin.gif კი მართლა გაპიარებულია ქრიდი.
სილვერი მაინც სასწაული აქვთ.

Posted by: senpai 11 Jan 2019, 21:17
პიანისტი
QUOTE
ძალიან ცოტა ვართ ვისაც ავენტუსი არ მოსწონს

არ მომწონს არა, უბრალოდ არ მიღირს. თორე კლონი მაქვს ამჟამად და როტაციაში ვხმარობ.



ისე ბევრისთვის საკულტუ სუნამოა, თავისი მარტივად გამოყენების გამო. თან კომპლიმენტების მაგნიტია.

QUOTE
სილვერი მაინც სასწაული აქვთ.

ამისი ალტერნატივაც ვნახე უკვე biggrin.gif უფრო ინტენსი თან biggrin.gif გაზაფხულზე გამოვწერ და მშვიდობით ქრიდი biggrin.gif

Arien
ისეთი რომელი სუნამო გაქვს ამჟამად კოლექციაში, რომელსაც მეუღლეც იხმარდა შენთან ერთად ?
რაც ვნახე ძალიან ქალურებია, ტყუილად უწერიათ ხოლმე უნისექსი.

Posted by: Arien 12 Jan 2019, 11:48
senpai
QUOTE
ისეთი რომელი სუნამო გაქვს ამჟამად კოლექციაში, რომელსაც მეუღლეც იხმარდა შენთან ერთად ?
რაც ვნახე ძალიან ქალურებია, ტყუილად უწერიათ ხოლმე უნისექსი.


შემოდგომა-ზამთრის:
Tendre est la Nuit Majda Bekkali
Mon Nom est Rouge Majda Bekkali
Coeur Couronne Herve Gambs Paris
Chergui Serge Lutens

გაზაფხული-ზაფხულის:
Figuier Ardent Atelier Cologne
Peau de Pierre Starck
Sandalo e The Bois 1920
Aventus Creed for men

Veni Histoires de Parfums
Noir Patchouli Histoires de Parfums

მქონდა და გავაჩუქე:
Love Affair Homme Eisenberg for men
XIX March Tiziana Terenzi
Still Life in Rio Olfactive Studio -ეს ისევ მინდა...
Comme des Garcons 2 Man
Bentley for Men Intense

Posted by: rezi0881 12 Jan 2019, 22:45
WIDIAN V - კიდევ ერთი ტუბეროზა, ულამაზესი, ამ ნოტის მოყვარულებმა მოსინჯეთ აუცილებლად არომაბუტიკში,
თუ სადმე შემხვედრია ტუბეროზა მგონი ყველაზე ძაან აქ მომეწონა.. უფრო ქალისკენ მიდის მაგრამ მშვენიერი სურნელია.

user posted image

WIDIAN London - თუ არ მოვექეცი ამ ულამაზესი შუშის და პრეზენტაციის ზეგავლენის ქვეშ, ერთერთი #1 სუნამოა ტუსკანური ტყავის მიმართულების სუნამოებში,
მსუბუქი ტყავი, მალიანას ყველაზე სასიამოვნო სურნელი, უდს ვერ დავარქმევდი ვერ ვგრძნობ, უბრალოდ ხის ნოტები მსუბუქი, საოცარი შერწყმაა კომპონენტების, ძალიან ძვირფასი და გლუვი სურნელია, very well made ..

user posted image

Posted by: ravi_shen 13 Jan 2019, 01:11
ხალხო ოდესმე მსგავსი რაღაც დაგმართვნიათ?

გოწიეს სკანდალში მწერი აღმოვაჩინე :დ
სკანდალია პირდაპირ biggrin.gif
user posted image

Posted by: DaviD Davidson 13 Jan 2019, 21:38
Arien
QUOTE
გამიხარდა თქვენი დაბრუნება


მადლობა! smile.gif
ხომ შევთანხმდით, რომ შენობით ვისაუბრებდით? wink.gif

akako78
QUOTE
ვა დავით როგორ ხარ?დაგვაკლდი აშკარად..ოშის და მეუს არ იყოს..შენ რაღა პატარა-მახსოვს კარგი კოლექცია გაქვს..გვაინტერესებს ახალი შენაძენებიც


არამიშავს. შენ როგორ ხარ?
მეც დამაკლდა აქაურობა, უბრალოდ ისეთი ცუდი წელი მქონდა, სუნამოების დასხმაც არ მეხალისებოდა, არათუ ახლების შეძენა.
ერთი ლეიტონი ვიყიდე წლის ბოლოს ლუტეციას ფასდაკლებებზე და სასაჩუქრედ წვრილმანები. კუპონები დამიგრვდა ბლომად და რამეს ავარჩევ კიდე.


* * *
rezi0881
როგორ ხარ რეზი?

QUOTE
WIDIAN London - თუ არ მოვექეცი ამ ულამაზესი შუშის და პრეზენტაციის ზეგავლენის ქვეშ, ერთერთი #1 სუნამოა ტუსკანური ტყავის მიმართულების სუნამოებში,
მსუბუქი ტყავი, მალიანას ყველაზე სასიამოვნო სურნელი, უდს ვერ დავარქმევდი ვერ ვგრძნობ, უბრალოდ ხის ნოტები მსუბუქი, საოცარი შერწყმაა კომპონენტების, ძალიან ძვირფასი და გლუვი სურნელია, very well made ..


ვა, ეს რა კარგი რამე დადე! დიდი ხანია ვეძებ ჟოლოს არომატით რამეს, ტუსკანური მქონდა მხედველობაში და ვფიქრობ ეგ უფრო მომეწონება, ისე დაახასიათე.
გამოხმაურებებიც კარგი აქვს. ფასი ხომ არ გახსოვს მაგისი?

Posted by: rezi0881 14 Jan 2019, 16:51
DaviD Davidson

კარგად, გაიხარე..
შენ როგორ ხარ დავით?

ვიდიანი არაბული ბრენდია, საკმაოდ საინტერესო და უცხო სუნამოები აქვს რაც დავათვალიერე, ამის ფასი არ მახსოვს, სხვადასხვა ფასები აქვს,
ნახე რო მოახერხებ, ტუსკანურს მიამსგავსებ მაგრამ პირდაპირ დაკოპირებულს ვერ დაარქმევ, უფრო სხვანაირია, მალინის არომატი მომწენა ძალიან სასიამოვნოდ ისმის.
ჩემთვის ტუსკანური უფრო მონოტორული ტყავია, ეს უფრო საინტესეროდ მომეჩვენა.

Posted by: DaviD Davidson 14 Jan 2019, 22:36
rezi0881
QUOTE
კარგად, გაიხარე..
შენ როგორ ხარ დავით?


კამაც კამაც biggrin.gif

QUOTE
ვიდიანი არაბული ბრენდია, საკმაოდ საინტერესო და უცხო სუნამოები აქვს რაც დავათვალიერე, ამის ფასი არ მახსოვს, სხვადასხვა ფასები აქვს,
ნახე რო მოახერხებ, ტუსკანურს მიამსგავსებ მაგრამ პირდაპირ დაკოპირებულს ვერ დაარქმევ, უფრო სხვანაირია, მალინის არომატი მომწენა ძალიან სასიამოვნოდ ისმის.
ჩემთვის ტუსკანური უფრო მონოტორული ტყავია, ეს უფრო საინტესეროდ მომეჩვენა.


მიყვარს ჟოლოს არომატი და რასაც ვუყურებდი, უმრავლესობა ქალის სუნამოებია ჟოლოთი, რამდენიმეა სულ მასკულინური და მათ შორის ტუსკანური იყო ლიდერი. ეგ რაც დადე, არ ვიცოდი. ვნახავ აუცილებლად, როგორც კი შევძლებ.

ორი წელი თითქმის სუნამოებმა გამიტაცა და არომა ბუტიკში ვერ მივედი აქამდე facepalm.gif არადა რამდენიმე რამის გასნჯვა მინდა მანდ...

პ.ს. მარჯიელა შემოიატანა თუ იცით რომელიმე ქსელმა ჩვენთან?

Posted by: rezi0881 14 Jan 2019, 23:21
DaviD Davidson

ბოლო სამი საიხლე ერთიმეორეზე მაგარი აქვთ, ნასომატო, ორთო პარიზი, ვიდიანი, საინტერესო რამეები დაგხვდება რო მიხვალ.

მარჯიელა ვულევუმ შემოიტანა, ყველა არ მინახია, ჯაზ კლუბი კარგია კაცის სუნამოა, ფაიერპლეისიც ნახე ტკბილი მსუყე არომატები თუ მოგწონს.

Posted by: qatsia 15 Jan 2019, 11:38
გამარჯობა, Tuberose Giardino Benessere - ამ სუნამოს იცნობთ ვინმე? ლუტეცია ყიდის 100 მგ 100 ლარად... ტკბილია, გრილია, მდგრადია? თანაც დღეს ბოლო დღეა ფასდაკლების

Posted by: Master_Nick 15 Jan 2019, 16:02
გერლენის ხაზის ახალ სუნამოებზე რას იტყვით?

Posted by: Ziggy Pop 15 Jan 2019, 19:13
მეგობრებო, ვინმე რამე საინტერესოს ხომ არ ყიდით? თუნდაც განახევრებულს და შესაბამის ფასად.
აქვე გკითხავთ, მარჯიელას რეპლიკას ხაზი თუ იცით სადმე თბილისში?

Posted by: DaviD Davidson 15 Jan 2019, 20:07
QUOTE
ბოლო სამი საიხლე ერთიმეორეზე მაგარი აქვთ, ნასომატო, ორთო პარიზი, ვიდიანი, საინტერესო რამეები დაგხვდება რო მიხვალ.

მარჯიელა ვულევუმ შემოიტანა, ყველა არ მინახია, ჯაზ კლუბი კარგია კაცის სუნამოა, ფაიერპლეისიც ნახე ტკბილი მსუყე არომატები თუ მოგწონს.

rezi0881

კარგია. რაც მეტი, მით უკეთესი wink.gif

ფაიერპლეისი მაინტერესებს პრინციპში მარტო, რეებსაც გადავხედე, რგ მომეჩვენა ჩემთვის საინტერესოდ.

Posted by: senpai 15 Jan 2019, 20:31
ამ ზამთრის ჩემი ყველაზე მეტად ხმარებადი სუნამოები. (დიზაინერები)

user posted image

user posted image

user posted image

user posted image


(ნიშე)

user posted image

user posted image

user posted image


Posted by: oshi 18 Jan 2019, 00:43
senpai
დიპტიკის ტემპო ძაან კარგია! ბოლო არ ვიცი ვერ ვიხსენებ, მაგრამ ალბათ კარგია ეგაც.


——-
ელიზეუმების მადლმა
user posted image

Posted by: f57 18 Jan 2019, 14:24
გამარჯობა, სულ მალე დედაჩემს აქვს დაბადების დღე, სუნამოებში ვერ ვერკვევი, მითუმეტეს ქალის
და რამეს ხომ ვერ მირჩევტ? ოღონდ კარგს, ფასს მნიშვნელობა არააქვს.
ერთი შანელი #5 გამიგია მარტო, კარგია ეს საერთოდ?

Posted by: პიანისტი 18 Jan 2019, 14:36
f57
რომელიც შენ მოგეწონება, ამას დავტესტავდი შენს ადგილას.
https://www.fragrantica.com/perfume/Christian-Dior/Joy-by-Dior-51285.html

Posted by: akako78 18 Jan 2019, 15:03
f57
არმანი მანია რომ არის ქალის მაგას თუ ნახავ აქ სადმე ან არმანის სი პარფიუმმი ნახე და ტომ ფორდის ნუარი ქალის ..მე მგონი კარგი უნდა იყოს ეს სამივე!!!

https://www.fragrantica.ru/perfume/Giorgio-Armani/Armani-Mania-415.html

https://www.fragrantica.ru/perfume/Giorgio-Armani/Si-18453.html

https://www.fragrantica.ru/perfume/Tom-Ford/Noir-Pour-Femme-30957.html

oshi
რა სილამაზეაsmile.gifის მეორე უთავსახურო ჩაცლილია არა?smile.gif

Posted by: senpai 18 Jan 2019, 15:13
f57
ცოტა მძიმე სუნამოები თუ უყვარს ტომ ფორდის შავი ორქიდეა ნახე.


oshi
QUOTE
დიპტიკის ტემპო ძაან კარგია!

yes.gif თავის კატეგორიაში ამაზე უკეთესი ვეც ვნახე ჯერჯერობით, რაც მეტად ხმარობ უფრო უკეთესი ხდება. იხსნება თითქოს ბოლომდე.


მომწონს შენი ელიზიუმები. მართლა ტოპია.

Posted by: oshi 18 Jan 2019, 18:29
akako78
ჰო ჩაცლილია:-) რა თვალი გაქვს:-)

senpai
კანზე არ ვარ დაკვირვებული, მაგრამ როცა ვნახე მაშინვე მომეწონა.ბლოთერზე ვნახე და ხასიათით მელოუნის უდ-ბერგამოტს მივამსგავსე. მგონი დიპტიქის ხაზში ეგ საუკეთესო სურნელია.



Posted by: Lapustak 20 Jan 2019, 13:57
ხალხო, Gucci Guilty Oud მაინტერესებს და ვერ მეტყვით სად მივიდე გასასინჯად?

რამდენჯერმე ვიკითხე ამ თემაში, ცალკე ისი პარში დავრეკე, მაგრამ არ აქვთ ეს არომატი.
ლუტეციაში გუჩი საერთოდ არ არის

Posted by: nat_nat777 20 Jan 2019, 15:55
მინდა რომ საჩუქარი გავუკეთო ადამიანს, რომლის პარფიუმერულ გემოვნებაზეც არაფერი ვიცი biggrin.gif

გუშინ ეს მომეწონა smile.gif რაც დამამახსოვრდა smile.gif (ისტერიულად ვსინჯავდი ლუტეციაში სუნამოებს smile.gif მგონი ნახევარი მაღაზია გავტესტე და სულ ავირიე )
თქვენ რა აზრის ხართ? help.gif

Posted by: senpai 20 Jan 2019, 16:19
nat_nat777
QUOTE
მინდა რომ საჩუქარი გავუკეთო ადამიანს, რომლის პარფიუმერულ გემოვნებაზეც არაფერი ვიცი

კაცს თუ ქალს ? biggrin.gif

QUOTE
გუშინ ეს მომეწონა

კი, კარგია, მარა ტყავის ნოტის მოყვარული უნდა იყოს რომ დააფასოს.


QUOTE
ისტერიულად ვსინჯავდი ლუტეციაში სუნამოებს

თავსახურიდან/ატომაიზერიდან სუნავდი ? (ეგრე ვერ გაიგებ რეალურ სურნელს ხშირ შემთხვევაში, სანამ კანზე არ დაიტესტება)


oshi
QUOTE
.ბლოთერზე ვნახე და ხასიათით მელოუნის უდ-ბერგამოტს მივამსგავსე. მგონი დიპტიქის ხაზში ეგ საუკეთესო სურნელია.

ბევრი არ მინახავს მაგ ხაზიდან, მარა რაც ვნახე ეს და Oud Palao მომწონს.

Lapustak
QUOTE
, ცალკე ისი პარში დავრეკე, მაგრამ არ აქვთ ეს არომატი.

მიიღებენ ალბათ მალე. ასოციაციის წარმოსადგენად მაგის ქალის ვერსია ნახე. უნისექსიც ახლოსაა ოღონდ ცოტა უფრო კაცური.

Posted by: nat_nat777 20 Jan 2019, 17:07
senpai
QUOTE
კაცს თუ ქალს ?


კაცს smile.gif

QUOTE
თავსახურიდან/ატომაიზერიდან სუნავდი ? (ეგრე ვერ გაიგებ რეალურ სურნელს ხშირ შემთხვევაში, სანამ კანზე არ დაიტესტება)


ტესტერის ქაღალდზე და რომელიც მომწონდა, მერე კანზე smile.gif

სხვათაშორის ტყავი დიდად არ იგრძნობოდა smile.gif მე მაწუხებს გამოკვეთილი ტყავის არომატი smile.gif
რაღაც რბილი და სასიამოვნო სურნელი დაყვებოდა.

პს. ისე ამ სიარულში ყველაზე მეტად კომ დე გარსონის ფლორიენტალი მომეწონა smile.gif

წერია რომ ორივე სქესისთვისაა მაგრამ, უფრო ქალურ სურნელად აღვიქვი smile.gif

Posted by: senpai 20 Jan 2019, 17:15
nat_nat777
QUOTE
კაცს

სავაჟი არ მოგეწონა ? როგორც წესი სასიამოვნოა ხოლმე ესე საჩუქრად მსგავსი სუნამო. (როცა არ იცი როგორი სურნელი მოსწონს)

იმიტომ გკითხე რომ ეგ უნისექსი სუნამოა. იქნებ რამე უფრო კაცური შეურჩიო.


user posted image
ესეთი რამე.


თუ ბიუჯეტში შეზღუდული არ ხარ მაშინ ეგრევე ზენიას სუნამოებთან მიდი და ძლიერ კაცურ სურნელებს ნახავ.

Posted by: rezi0881 20 Jan 2019, 21:34

nat_nat777
QUOTE
მინდა რომ საჩუქარი გავუკეთო ადამიანს, რომლის პარფიუმერულ გემოვნებაზეც არაფერი ვიცი

ამ შემთხვევაშო ბიუჯეტი რო განსაზღვრო და სასაჩუქრე ბარათი აჩუქო არ ჯობია? სუნამოს სურნელი და მისი აღქმა ინდივიდუალურია, თან მის გემოვნებაზეც არაფერი გცოდნია..

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

გადავათვალიერე დღეს რაღაცეები და ეს სურნელი წამოვიღე ბლოტერით, რას გავს, რას გავს ვფიქრობ, თან მეცნობა თან მომწონს, Interlude Man Amouage ამას გავს, ადარებენ კიდეც, ინტერლუდს ამსგავსებენ ისე რაღაცეებს, რაც ვნახე ვერაფერს მივამსგავსე მე, ყველაზე ძალიან აქ მივამსგავსე, ინტერლუდივით ბლუ ბისთი არაა, მაგრამ ვერ იტყვი რომ რაღაც უბრალოა და ა.შ. ამ ხაზში მაღალი კონცენტრაციაა პარფუმის გამოყენებული ყველა ძალიან მდგრადია, მგონი ვანილი ცოტა მეტად იგრძნობა და ინტერლუდისგან განსხვავებით ნოტები შერბილებულია შემსუბუქებული ხასიათში მაგრად ჯდება.. ვატარებდი ზამთარში სიამოვნებით ამ სუნამოს..

Heroes Franck Boclet

user posted image



Posted by: Arien 20 Jan 2019, 22:08
nat_nat777
QUOTE
მინდა რომ საჩუქარი გავუკეთო ადამიანს, რომლის პარფიუმერულ გემოვნებაზეც არაფერი ვიცი biggrin.gif


მგონი რამე კარგად ცნობილი და გაპიარებული ჯობია.დიორი ან შანელი,ბოსი და კლაინი...
პირადად ნიშ ბრენდს არ გავრისკავდი.კარგად დარეკლამებული სუნამოები მეტად არის გათვლილი მასების გემოვნებაზე და შანსი იმის რომ შეიძლება არ მოეწონოს ნაკლები იქნება.

Posted by: senpai 21 Jan 2019, 15:19
რახან ავენტუსის თემა აქტუალურია ამ ფორუმზეც, როგორც ალბათ ყველგან, გიზიარებთ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო კომპლიმენტების მიმღებ სუნამოს. ავენტუსზე მაღალი ხარისხისაა თან. სურნელით გავს დასაწყისში, მარა ჯობია ყველა ასპექტში ეს. უფრო ინტენსი, უფრო მძაფრი გამყოლობა, ისეთმა ადამიანმა მითხრა კომპლიმენტი, რომლისგანაც ბოლო წელია ერთი კარგი არ გამიგონია biggrin.gif

user posted image



ძლივს ჩამომიტანეს სემპლი, ძალიან კმაყოფილი ვარ. ელიზიუმმა ჩამოიწია მეორე ადგილზე biggrin.gif

პირველი შთაბეჭდილების კვალობაზე არის ფანტასტიკური.


abes777
ნახე შენც. იქნებ მოგეწონოს.

Posted by: rezi0881 22 Jan 2019, 23:56
senpai

ტემპო ძალიან მომწონს, ვიშ ლისთშია, კარგად იხსნება და ვითარდება, სურნელი უფრო მამაკაცურია, რამოდენიმეჯერ დავისხი კარგად დამამახსოვრდა,
ვეტივერიოც კარგი აქვს, ეგაც მომწონს..

კარგია ეგ ნიშანე, მაგრამ მე ტერენზის ორიონი მირჩევნია. მაგრამ არცერთს არ ვიყიდიდი იმიტომ რომ რამის ავენტუსის ფასში გვთავაზობენ, ჯობნით კი რა თქმა უნდა ავენტუსს ვერცერთიი ვერ ჯობია no.gif

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

Pélargonium Aedes de Venustas

ეს სუნამო ძალიან მომეწონა, ფრეშ მიმართულებაა თითქოს მაგრამ ფრეშიც არაა ბოლომდე, რაღაცნაირი გრილი სასიამოვნო ვერსიტალური, ყველანაირი ორიენტალის გარეშე..

user posted image



Posted by: senpai 23 Jan 2019, 00:39
rezi0881
QUOTE
ტემპო ძალიან მომწონს, ვიშ ლისთშია, კარგად იხსნება და ვითარდება, სურნელი უფრო მამაკაცურია, რამოდენიმეჯერ დავისხი კარგად დამამახსოვრდა,
ვეტივერიოც კარგი აქვს, ეგაც მომწონს..

yes.gif

ძალიან იშვიათია რომ ერთი სუნამო ორი დღე გადაბმულად დავისხა. თუ ვისხავ ესეიგი მომხიბლა განსაკუთრებულად და ეგ შემთხვევა მაქვს ტემპოსთან.


QUOTE
ჯობნით კი რა თქმა უნდა ავენტუსს ვერცერთიი ვერ ჯობია

ვერანაირად ვერ დაგეთანხმები, მითუმეტეს თუ ბოლო ორი წლის ბატჩკოდიან ავენტუსებს ავიღებთ. აი დაკარგული აქვს ის ჯადოსნურობა რითიც ფასობდა თავიდან.

-----------------------------------------------------------------
user posted image
ერთადერთი სუნამოა ეს, რომელსაც ოჯახში ქალი და კაცი თანაბრად კომფორტულად ვხმარობთ biggrin.gif


Posted by: rezi0881 23 Jan 2019, 01:24
senpai

კარგია სანტალ როიალი, ორიენტალია მაგამ არარის შემაწუხებელი, მახსოვს ძალიან მდგრადია, ორი ცალი ახალი დამეტა მაგ ხაზში საინტერესო იქნება,
მაგის ამბერი არ მომეწონა ენიმალიკ ძალიან უხეში სუნამოა, არც მუსკი ძაან სტრანნია და სპეციფიური,


Posted by: senpai 23 Jan 2019, 01:40
rezi0881
QUOTE
კარგია სანტალ როიალი, ორიენტალია მაგამ არარის შემაწუხებელი, მახსოვს ძალიან მდგრადია, ორი ცალი ახალი დამეტა მაგ ხაზში საინტერესო იქნება,
მაგის ამბერი არ მომეწონა ენიმალიკ ძალიან უხეში სუნამოა, არც მუსკი ძაან სტრანნია და სპეციფიური,

გეთახმები, ყველაზე ნორმალური ესაა. დღევანდელი ქარიანი ამინდისთვისაც ზედგამოჭრილია.



ეს წელი გამორჩეული უნდა იყოს სუნამოების მხრივ. მარტო იმას შევიძენ რაც უმაღლეს შეფასებას და სიყვარულს იმსახურებს ჩემგან. არანაირი ბრმად ყიდვა, არანაირი ალბათ მერე ვიხმარ და მერე მომეწონება biggrin.gif არანაირი სხვისი რჩევით ნაყიდი.

გაზაფხულისთვის უკვე მაქვს იდეები, რისი დამატებაც მინდა კოლექციაში, მარა აი ცხელი ზაფხულისთვის მოსაფიქრებელი მაქვს.

თქვენც გააზიარეთ გაზაფხულზე რისი ხმარება იქნება კარგი.

Posted by: oshi 23 Jan 2019, 15:39
ამერიკული სუნამოების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ამ დღეებში ბონდის- B9 ვნახე, არაა ცუდი, დიდი ხანი რჩება კანზე და მკაფიოდ ისმის.. . სხვა დანარჩენი მაგ სახლის გვერდზეა გადასადები. ფასიც ძალიან არაადეკვატური აქვს.

რეზი, უნდა დაგეთანხმო ავენტუსზე. ამდენი წლის შემდეგ გახსნას შეიძლება ვინმე კარგად ახერხებდეს და შეიძლება უკეთესადაც , მაგრამ მარტო გახსნა ხო არაა:-) მთავარი კერძი და დესერტი ვერ მოყვება ვერც ერთს და მშიერი დარჩენა ცოტა ისეთი თემაა:-) რასაც თავად ავენტუსი ახერხებს, ჯერ ვერც ერთმა სხვა სახლმა ვერ შეძლო. . რადიუსის სრული ათვისება შეუძლია და ირგვლივ ჯადოსნურ აურას ქმნის. მართალია ორ წელი იქნება რაც აღარ დამისხმას, მაგრამ ღირებულებით არ ჩამოქვეითებულა ჩემთვის და არც რომელიმესთან გამითანაბრებია...

ახალი გამოსულების შემადგენლობა-განვითარებაზე ვერ დავდებ თავს, მაგრამ ქრიდის ეგ სუნამო არის და იქნება პირველი კიდევ მრავალი წელი.


ზოგადად ამ სახლის სუნამოები მკაფიო, ექსცენტრიული აურით გამახსოვრებენ თავს და თუ კარგად დაიმახსოვრებ სხვებში არასდროს და ვერასდროს აგერევა..

ამ ბოლო დროს ჩემი ერთ ერთი ფავორიტი აშშ-დან წმინდა მასკულინური ენერგიის მატარებელი ეს სუნამოა:

user posted image

Posted by: senpai 23 Jan 2019, 16:02
QUOTE
მაგრამ ქრიდის ეგ სუნამო არის და იქნება პირველი კიდევ მრავალი წელი.

ამას ვინც ამბობთ მგონია რომ :

ან ვიღაცის ზეგავლენის ქვეშ ხართ(იუთუბერების, სტერეოტიპების, ფორუმელების, ახლობლების)

ან ბევრი სუნამო არ დაგიტესტავთ იგივე კალიბრის

ან ბევრჯერ ერთიდაიგივეს თქმით თავს აჯერებთ რომ მართლა ეგრეა.

რატო გახდა ესე ხელშეუხებელი ეგ სუნამო, იმის გამო ხომ არა რომ ხალხს დაბალი შეფასების კრიტერიუმები აქვს ?


რომელ ნომერ პირველობაზეა საუბარი, რისი ნომერი პირველი ? რომელი კატეგორიის ? ესე ავიღოთ ყველა კატეგორია დავიკიდოთ და უბრალოდ მაღლა დავდოთ ავენტუსი ? და მერე მშვიდად ვიყოთ რომ ამაზე კარგი მაინც არაფერია ? და თუ რამე გამოვა ეგრევე მაგრა გავაკრიტიკოთ რომ ავენტუსზე კარგი მაინც არ იქნებაო ? biggrin.gif უბრალოდ სასაცილოა ჩემთვის...


მესმის იმ ადამიანმა თქვას ეგ ვისაც ნიშ კატეგორიაში არ ქონია არაფერი ან ძალიან ცოტა, მარა ხალხი როცა თუნდაც 50 მაღალი ხარისხის სუნამოს დატესტავს და ისევ იტყვის ავენტუსი პირველიაო რავიცი აბა...


მაპატიეთ პირდაპირობისთვის, მარა მართლა არ მესმის...

Posted by: oshi 23 Jan 2019, 16:18
senpai
ასე აგრესიული შეფასება რაა ვერ გავიგე:-) არავის ზეგავლების ქვეშ ვარ და მითუმეტეს უტრირებულად არ შემიფასებია არაფერი. იუთუბი, ფორუმი და მსგავსი მედია საშუალებები არასდროს ახდენდნენ ჩემზე პირადად გავლენას და ვისაც ეგრე გონია ვერ დავუწყებ რამის მტკიცებასbiggrin.gif

პირველია თავისი წამოწყებით და არა ერთადერთი. თორემ ბევრი მაქვს სხვებიც, რომლებსაც პირველობას ვანიჭებ, მაგრამ ფეიკ „ ავენტუსებში„ ასე ვთქვათ პირველია:-) და ამაზე კამათს არ ვაპირებ. ინტერპრეტირება კიდე ყველას თავისებური შეუძლია...

ეს სტერეოტიპული იუთუბი გავლენები და დასკვნები არ ყოფილა არასდროს ჩემთვის გადამწყვეტი და სანამ მანდ ვიღაცეები რაღაცეებს გააფეტიშებდნენ მანამდე ჩამიცლია ბევრი სხვა კარგი რამbiggrin.gif


მოკლედ ჩემი აზრი სხვა იყო და ინტერპრეტირება სრულიად სხვა. პირველობაზე ძაან სხვაგვარი წარმოდგენა გქონია თუ ეგრე ფიქრობ.





Posted by: senpai 23 Jan 2019, 16:25
oshi
ხოდა რაშია პირველი თქვი biggrin.gif ავენტუსის მსგავს სურნელებში ? biggrin.gif ანანასის ნოტაში ? Chypre Fruity კატეგორიაში ? biggrin.gif


როცა ამბობს ადამიანი პირველიაო, მეფეაო, ვერაფერი შეედრებაო biggrin.gif რატო გიკვირთ რომ მეორე ადამიანი განმარტებას მოითხოვს biggrin.gif

Posted by: oshi 23 Jan 2019, 16:27
აი ჩემი ერთ ერთი პირველი პირველებიდანbiggrin.gif
და ასეთი პირველები ათამდე ან 20 ავა. შეიძლება 30-დეც..

user posted image
* * *
senpai
ავხსენი ძაან მარტივად და კარგად რო გაგეაზრებინა, რაც დავწერე მაგხელა განმარტებას პირველობაზე არ მოაყოლებდი;-)
——
“კითხვებს “ თავად გაეცი პასუხი, მაგრამ ანანასამდე და ხილის სალათამდე ნუ დაიყვან ზეპირველ სუნამოსbiggrin.gif. თავის კატეგორიაში პირველია და შენთვის თუ გინდა ნიშანე იყოს და სხვა დანარჩენიც.

რაღაცაზე ბრაზობ და წარმოდგენები გაქვს გადაჭარბებული შეფასებებში. მითუმეტე მაშინ, როცა არ იცნობ არც ადამიანებს, არც მათ შეხედულებებს.

Posted by: senpai 23 Jan 2019, 16:44
oshi
QUOTE
რაღაცაზე ბრაზობ

გაბრაზებას და პირდაპირობას ნუ აურევ.



QUOTE
თავის კატეგორიაში პირველია

შენთვის, შენთვისაა პირველი. ეგ დააყოლე ყოველთვის. თუნდაც მილიონმა ადამიანმა რომ დაწეროს ეგ სიმართლე ვერ იქნება მაინც. სუნამოს აღქმა არის ინდივიდუალური და ობიექტურ ჭეშმარიტებად ნუ მისაღებ ძაან გთხოვ რა biggrin.gif

QUOTE
ზეპირველ სუნამოს

ეჰ... გეწყინა...

QUOTE
შენთვის თუ გინდა ნიშანე იყოს და სხვა დანარჩენიც.

აა ესეა საქმე რომ ნიშანე უკვე ერთი ჩვეულებრივი ბრენდია და სად მოვა მაქამდე ხო ? biggrin.gif

QUOTE
არ იცნობ არც ადამიანებს, არც მათ შეხედულებებს.

ხოდა აი ვეცნობი შეხედულებებს ამ წამს.

Posted by: oshi 23 Jan 2019, 16:53
senpai
QUOTE
გაბრაზებას და პირდაპირობას ნუ აურევ

პირდაპირობაში თუ ეგეთ აგრესიას ურევ მაშინ იყოს შენთვის პირდაპირობა, ალბათ უტრირებაც ობიექტური შეფასებაა შენთვის.

QUOTE
შენთვის, შენთვისაა პირველი. ეგ დააყოლე ყოველთვის.

ჩემთვის, აბა შენთვის რატო უნდა იყოს? კონკრეტიკა არაა საჭირო ლოგიკა თუ ჩართულია, მითუმეტეს თავად დაწერე, რო სუნამოს აღქმა სუბიექტურია და ბევრი რამისაცsmile.gif
QUOTE
ზეპირველ სუნამოს


ზეპირველობა ირონია იყო და აქაც რაღაც სახელი დაარქვიbiggrin.gif


QUOTE
აა ესეა საქმე რომ ნიშანე უკვე ერთი ჩვეულებრივი ბრენდია და სად მოვა მაქამდე ხო ?


ზემოდან ხედვა ჩემი სტილი არაა განმარტებისთვის და თუ შენ ეგეთ კვალიფიკაციას უკეთებ, მეც მივამატებ ნიშანეს სამ სმაილს DDD რო დაგიწერე შეფასებები გადამეტებულადაა თქო ეგრეა..

QUOTE
ხოდა აი ვეცნობი შეხედულებებს ამ წამს.


ამ წამს ეცნობი და მანამდე დასკვნები იმხელა დადე ვერ გავიგე თავი როგორ მემართლებინა ან რატოbiggrin.gif

როცა თავს ესხმი ადამიანს, არგუმენტი ცოტა დამაჯერებელი უნდა მოიშველიო.

Posted by: senpai 23 Jan 2019, 17:12
oshi
QUOTE
როცა თავს ესხმი ადამიანს, არგუმენტი ცოტა დამაჯერებელი უნდა მოიშველიო.

დავწერე რამდენიმე ვერსია როგორც მგონია და შენ თუ არ აკმაყოფილებ მაგ ჩემს ჩამოთვლილს რატო გამომეხმაურე საერთოდ biggrin.gif რატო მიიღე ესე პიროვნულად და თან აქეთ გადმოდიხარ შეტევაზე და თავდაცვით პოზიციებში biggrin.gif შენ მონიშნული არ ყოფილხარ, მრავლობითში იყო ნათქვამი თან.


გეთქვა მარტივად შეიძლება ეგ სხვას შეეხებოდეს მარა მე ეგრე არ ვარ თქო და მორჩა biggrin.gif მარა იმენა პიროვნულად მიიღე და გეწყინა. რატო ?


ადამიანი რომ ამბობს რაღაცაზე პირველიაო დიდი ალბათობით უწერს მას 10/10 შეფასებას, აქედან გამომდინარე გამიკვირდა და დავწერე რომ შეფასების კრიტერიუმები არის ხშირად დაბალი თქო.


მესმის ფორუმია და ძნელია გაიგო ვინ როგორი ინტონაციით და განწყობით წერს მარა ესე სერიოზულად მიღებაც არ შეიძლება.


Posted by: oshi 23 Jan 2019, 17:21
senpai
ნუ დაიწყე ახლა დაწვრილმანება და არ ყოფილხარ მონიშნული და მსგავსები. ჩემი წინადადება, ჩემი შეფასება დააციტირე და მერე ირონიით შეაფასე გემოვნება, გავლენები და ა. შ.. გადახედე რაც დაწერე და ვინ რა როგორ მიიღო მიხვდები. ზომიერებიდან გადაცდომა რომ იყო იმიტო დაგიწერე, თორემ შენ არ გითვალთვალებ აქ.biggrin.gif პროვოცირებას როცა ახდენ ადამიანებისას, მაშინ პასუხსაც მიიღებ და არ აქვს მნიშვნელობა პიროვნულად მიმართე თუ არა ვინმეს.

QUOTE
შეფასების კრიტერიუმები არის ხშირად დაბალი თქო.

მე შენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია შენი გემოვნების გამო და შესაბამისად არც მე მინდა შენგან მივიღო. დაბალი მაღალი რელატიურია, მაგრამ გადამლაშებაში გეტყობა, რო ვერ იცავ საზღვრებს. ამიტო იმაზე მქონდა რეაქცია, რაც არასწორი იყო და თუ შენთვის ტრაინოი ადეკოლონია სიამოვნების მომგვრელი იყოს. შენ გემოივნებას და შეფასებებს არ შევეხები. მოკლედ არ ვაპირებ აქ სხვა ახსნა განმარტებებს და კომუნიკაციის ფორმებს თუ დახვეწავ კარგი იქნება.

Posted by: senpai 23 Jan 2019, 17:42
oshi
QUOTE
ნუ დაიწყე ახლა დაწვრილმანება და არ ყოფილხარ მონიშნული და მსგავსები.

ეგრეა და თუ გინდა ნუ დაიჯერებ. არავიზე პიროვნულად არ დამიწერია და შენ მიიღე ეგრე. არ მომერიდებოდა კონკრეტულად შენი მონიშვნა. შენც მოიაზრებოდი იმ შემთხვევაში თუ რაც დავწერე მაღლა სიმართლე იქნებოდა შენთან მიმართებაში. მარა რახან არ ხარ ეგრე რაღატო გაზიღიანდი.


QUOTE
მე შენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია შენი გემოვნების გამო და შესაბამისად არც მე მინდა შენგან მივიღო. დაბალი მაღალი რელატიურია

ხოდა ჩემი აზრი დავწერე. ჩემი გაკვირვება გამოვხატე, შენ თუ მიიღე ეგ შეურაცხყოფად ეგ სხვა თემაა უკვე.


აქ ხალხი ხო ჩვენი გადმოსახედიდან ვწერთ რაღაცეებს არა ? ხოდა ჩემი გადმოსახედიდან ჯერ ვერ დაიმსახურა იდეალური 10/10 შეფასება ვერცერთმა სუნამომ. რაც აისახა ჩემს გაკვირვებაზე და გამოვთქვი ვარაუდი ხალხის დაბალ შეფასებაზე.


ეხლა ისე გამოდის თითქოს არ იცოდეთ რამდენია ისეთი ადამიანი, ვინც ჩემს პირველ პოსტში ჯდება, გაუგია პროსტა გაპიარებული სახელი ავენტუსი და ამითი აფასებს მერე სხვა სუნამოებს. და ის შეფასება რომ
QUOTE
ქრიდის ეგ სუნამო არის და იქნება პირველი კიდევ მრავალი წელი.


ამყარებს ეგეთ დამოკიდებულებას და რეალურად ბევრ სუნამოს უკარგავს შანსს რომ მოიწონონ. იმიტომ რომ ის თვით ავენტუსის ჩრდილის ქვეშ დგება.


QUOTE
ვერ იცავ საზღვრებს

თუ რომელიმე ფორუმული წესი დავარღვიე მზად ვარ მოდერისგან მივიღო ვორნი ან ბანი. პირველად ფორუმულ ცხოვრებაში.

Posted by: oshi 23 Jan 2019, 18:03
senpai

[quote]ეგრეა და თუ გინდა ნუ დაიჯერებ. არავიზე პიროვნულად არ დამიწერია და შენ მიიღე ეგრე. არ მომერიდებოდა კონკრეტულად შენი მონიშვნა. შენც მოიაზრებოდი იმ შემთხვევაში თუ რაც დავწერე მაღლა სიმართლე იქნებოდა შენთან მიმართებაში. მარა რახან არ ხარ ეგრე რაღატო გაზიღიანდი.
[/quote]

ამაზე აღარ ვაპირებ რამის დაწერას. მსგავსი განმარტებებით უფრო აბსურდულს ხდი აზრს ,,თითქოს იმას რო მე არ მგულისხმობდი და მე გადმოვედი იერიშზე.,,

[quote]ამყარებს ეგეთ დამოკიდებულებას და რეალურად ბევრ სუნამოს უკარგავს შანსს რომ მოიწონონ. იმიტომ რომ ის თვით ავენტუსის ჩრდილის ქვეშ დგება. [/quote]

არაფერს არ ვამყარებ. ყველას თავის აზრი და გემოვნება აქვს და თან ჩემგან სხვა კონტექსტში ნახსენები იყო, კერძოდ, ფეიკებში! მაინც კონკრეტიკისთვით.

quote]თუ რომელიმე ფორუმული წესი[/quote]

ფორუმულ წესებამდე სხვა ინტერაქციებია ადამიანებს შორის და კომუნიკაციის ფორმებიც. ვორნ-ბანზე არც გამიმახვილებია ყურადღება და მაქამდე არც უნდა მივიდეთ. საზღვრის გადასვლა კონტექსტებიდან ამოგლეჯა და ,,უმისამართოდ,, სტატუსების მინიჭებაა. კი იძახი არ მიგულისხმიხარო, მაგრამ ლოგიკურად, ობიექტურად ეგრე გამოდის.

იცი რა? აქ ავენტუსის თემა კარგა ხნის მოჭმულია. აქტუალური საერთოდაც არაა და წლების წინ ვსაუბრობდით ხოლმე. ისიც ცოტას და ეგ იყო და ეგ. აქ შენთვის კიდე აქტუალური გახადე და რადიკალურად დაუწყე შეფასება და რაღაცნაირი ჯიბრით აზრების ფრქვევა.

არეულობა არაა საჭირო. არც ამპარტავნება და არც თავის გამოდება ექსპერტობაზე. მითუმეტეს გემოვნების კრიტერიუმებზე.

რაღაც ზედაპირული შეფასებებისგან გათავისუფლდი

Posted by: senpai 23 Jan 2019, 18:06
oshi
ხო, ჯობია მოვრჩეთ ეს თემა მარა ამას რომ მიწერ
QUOTE
რაღაც ზედაპირული შეფასებებისგან გათავისუფლდი

ამის დამწერი

QUOTE
ქრიდის ეგ სუნამო არის და იქნება პირველი კიდევ მრავალი წელი.


ანუ დაჟე გამორიცხავ რომ უკვე არსებობს ან წელს გამოვა უკეთესი რამე, და მე მესაუბრები ზედაპირულობაზე ? facepalm.gif

Posted by: oshi 23 Jan 2019, 18:10
senpai
QUOTE
ანუ დაჟე გამორიცხავ რომ უკვე არსებობს ან წელს გამოვა უკეთესი რამე, და მე მესაუბრები ზედაპირულობაზე ?


ცოტა უკეთესად რო გაიაზრო ვერა? ან შენ ვერ კითხულობ, ან არ, რასაც ვწერ, ან გამიზნულად ცდილობ რაღაცეების არ დანახვას.

ქრიდის ეს სუნამო ამ კატეგორიაში არის იქნება და დარჩება პირველი. აი კიდეც რო გაიხნენ სხვა სახლები და მიბაძვა ცადონ, ავენტუსი დარჩება მაგ ეპოქისთვის პირველი. მორჩაsmile.gif ძაან ელემენტარულია ამის გააზრება და თუ გინდა კიდევ დააციტირე ეს

QUOTE
ქრიდის ეგ სუნამო არის და იქნება პირველი კიდევ მრავალი წელი.

biggrin.gif

* * *
ქრიდის ავენტუსმა თავისი თავი გამორჩეულად შექმნა და როგორც ერთ-ერთი უძლიერესი ნიშ სუნამო დარჩება პირველი. 2010 წლიდან დღემდე ასეა და იმის გამო, რომ მეფეს გვირგვინი აღარ ექნება მომავალში, არ ნიშნავს იმას, რომ მასზე ისტორიას აღარ დაწერენ. წარმატებულების ბედი და ნუმერაცია კი ვიცით როგორიცაა.

Posted by: senpai 23 Jan 2019, 18:18
oshi

გეყო პირადზე გადასვლა და დაწყნარდი. არავინ გეხება.

Posted by: oshi 23 Jan 2019, 18:23
senpai

მომავლისთვის გაითვალისწინე რას და როგორ დაწერ და რა მიმართულებას მიცემ ტექსტს.

QUOTE
პირადზე


მე არა, შენ უთხარი ეგ შენ თავს.

Posted by: senpai 23 Jan 2019, 18:25
oshi
შენ კიდე გირჩევ ამდენ მითითებებს მოეშვა, რას როგორ დავწერ ჩემი საქმეა და თუ რაიმე გადაცდომას ექნება ადგილი მოდერაცია არსებობს მაგისთვის.


Posted by: oshi 23 Jan 2019, 18:28
senpai
ხოდა ჩემი ტექსტი აღარ დააციტირო მომავალში და შენი ბრძნული აზრები შეინახე შენთვის, მაღალი დონის გემოვნებაც.

Posted by: senpai 23 Jan 2019, 18:34
oshi
შენ ვინ გეკითხება რას დავწერ ? რატო აძლევ თავს მაგდენის უფლებას ? დაწნარდი მეთქი გითხარი და მაინც ავარდნილი ხარ.

შენი დაციტირება კიდე ნაღდად აღარ იქნება, მეყო რაც მოვისმინე.

Posted by: oshi 23 Jan 2019, 18:36
senpai
ჩემი ტექსტებიდან აღარ დააციტირო თქო გითხარი და თუ გინდა გაავსე ფორუმი.

QUOTE
დაწნარდი მეთქი გითხარი და მაინც ავარდნილი ხარ.

ავარდნილი, აგრესიული და ცინიკური შენ უფრო ხარ თუ კარგად შეხედავ ნაწერებს.

ხოდა მორჩა.



Posted by: Arien 23 Jan 2019, 19:09
წავიკითხე ბოლო გვერდები

senpai
QUOTE
მაგრამ ქრიდის ეგ სუნამო არის და იქნება პირველი კიდევ მრავალი წელი.

ამას ვინც ამბობთ მგონია რომ :

ან ვიღაცის ზეგავლენის ქვეშ ხართ(იუთუბერების, სტერეოტიპების, ფორუმელების, ახლობლების)

ან ბევრი სუნამო არ დაგიტესტავთ იგივე კალიბრის

ან ბევრჯერ ერთიდაიგივეს თქმით თავს აჯერებთ რომ მართლა ეგრეა.

რატო გახდა ესე ხელშეუხებელი ეგ სუნამო, იმის გამო ხომ არა რომ ხალხს დაბალი შეფასების კრიტერიუმები აქვს ?


ეს შეფასებები არც სწორია და არც კორექტული.
ქრიდზე კი არა,სულ რომ მართლა "ტრაინოი ადეკოლონზე" დაეწერა ოშის პირველიაო,მაშინაც კი არ იქნებოდა სწორი.

როგორც თვენ თვლით რომ ნიშანე
QUOTE
ავენტუსზე მაღალი ხარისხისაა თან. სურნელით გავს დასაწყისში, მარა ჯობია ყველა ასპექტში ეს.


ისე თვლის ოშიც რომ:
QUOTE
ამდენი წლის შემდეგ გახსნას შეიძლება ვინმე კარგად ახერხებდეს და შეიძლება უკეთესადაც , მაგრამ მარტო გახსნა ხო არაა:-) მთავარი კერძი და დესერტი ვერ მოყვება ვერც ერთს და მშიერი დარჩენა ცოტა ისეთი თემაა:-) რასაც თავად ავენტუსი ახერხებს, ჯერ ვერც ერთმა სხვა სახლმა ვერ შეძლო. . რადიუსის სრული ათვისება შეუძლია და ირგვლივ ჯადოსნურ აურას ქმნის


არ იყო საჭირო კამათი და დატოლებები ვინ რამდენი სუნამო დატესტა ან შეფასებების რა კრიტერიუმები და დონეები აქვს.
სუნამოს აღქმა ძალიან პირადულია და ამასთან მაინცდამაინც კავშირში არ არის.

პს. ვიცი რომ ჩემი საქმე არ არის და მე ვინ მეკითხება,მაგრამ თავი ვერ შევიკავე smile.gif)


Posted by: oshi 23 Jan 2019, 19:28
Arien
ჩამოაგდე მანდილიbiggrin.gif
დავაფრთხე გუგულის ჩიტები მგონიsmile.gif)

ისევ გაშლას არ ვაპირებ, მაგრამ სხვის გემოვნებაში ასე უხეშად ვარაუდიდ შესვლა და თეორიები არაა კორექტული.

რა თქმა უნდა სუბიექტურია ყველაფერი მაგ მხრივ, ისევე , როგორც სმენა, შეხება, გემო. ყველას ჩვენებური ასოციაციები და კავშირები გვაქვს სამყაროსთან. ჰოდა ვიღაცისთვის ჭეშმარიტება სხვისთვის აბსურდია და ეგაც ჩვეულებრივი მომენტია..

მოკლედ მშვენიერი, დიპლომატიური სვლა იყო.smile.gif

Posted by: DaviD Davidson 23 Jan 2019, 19:35
ვისაც რა უნდა ის მოსწონდეს!
ეს თემა იმისთვისაა, რომ ყველამ თავისი აზრი და შეხედულება დააფიქსიროს და სხვებს გაუზიაროს და არა იმისთვის, რომ სხვების გემოვნება ვაკრიტიკოთ!
არ არსებობს ორი იდენტური გემოვნების მქონე ადამიანი, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს. კრიტიკა და ზემოდან ყურება ამ თემიდან შორს! არაა საჭირო.
მოგწონთ რამე? -დაწერეთ! არ მოგწონთ? - ეგეც დაწერეთ! მაგრამ სხვას რატო მოწონს და რას თვლის ნომერ პირველად თუ ნომერ მეორედ, ეს მისი საქმეა და ამის გამო კამათი არის უადგილო!

Posted by: akako78 23 Jan 2019, 22:43
Arien
DaviD Davidson
აქ ფორუმია და ერთმანეთის მოსაზრება უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს..ორივეს გეთანხმებით..მეც ბევრჯერ დამიწერია ზოგადად კრიტიკული აზრი აქ,მაგრამ მე პირადად მართებულად მიმაჩნია აი მაგალითად ლაპუსტაკის და ბედ კიდის ნაწერი თუნდაც ამ თემაზე-ავენტუსზე და საერთოდ გემოვნებაზე ვის რა მოსწონს-"საჩემო არაა და მორჩა"..არავის დაცვა არ სჭირდება ავენტუსს არც ოშის და მითუმეტესს არც ჩემი,მაგრამ აი მაგალითისთვის ძალიან არ მევასება ვინსენ კასელი-როგორც ძალიან ცუდი შესახედაობის მამაკაცი ჩემთვის(საერთოდ როგორ გაჰყვა მას ქალთა შორის "ქალღმერთი" ჩემის მოსაზრებით ამ ძალიან მახინჯ კაცს???!!!აღარ არიან ერთად მაგრამ მაინც მონიკამ მასთან გაატარა საუკეთესო წლები!!!???არადა უდავოდ ნიჭიერი მსახიობია და ბევრ სურათში ძალიან მომწონს მისი თამაში როგორც არტისტისsmile.gif)მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ვისაც პირველად მოეწონა და თვლის რომ არის სიმპატიური მამაკაცი ან ზოგადად ვინც ფანია მისი-ისინი ვაკრიტიკო!!!???
პ.ს.1.მე რათქმაუნდა დატესტვის დღიდან ისე მომეწონა რომ უკვე არაერთი კლონი მაქვს კოლექციაში,მაგრამ ავენტუსი ჯერ არ მაქვს სამწუხაროდ..ავენტუსი აშკარად საჩემოაsmile.gifვიმედოვნებ აუცილებლად მექნება მომავალში..
პ.ს.2.ჩემის აზრით "პინ-პონკის" თამაში დაიწყო სენპაიმ-რაშიც ჩემდა გასაკვირად აჰყვა ოშიsmile.gifგავიხსენოთ რუსული მულტფილმის კეთილი პერსონაჟი- ლიაპოლდი:"რებიატა დავაიტე ჟიტ დრუჟნო":)smile.gifsmile.gifარ არის მართებული მართლაც გემოვნების გაკრიტიკება ან მენიშეებად და მედიზაინერებად დაყოფა პარფუმოყვარულების..ნუ გავაკრიტიკებთ ერთმანეთის გემოვნებას-ამას ჩემს გასაგონადაც ვწერsmile.gif

Posted by: oshi 23 Jan 2019, 23:04
akako78
აკაკი, აქ და ისედაც არასდროს მაგ კუთხით გაყოფა არ მქონია მე პირადად და არც იუზერები შემიფასებია დიზაინ-ნიშედ როდესმე. ადამიანები შინაგანით ფასობენ და ამის განვრცობა აქ უხერხულია. მარკებით, სტატუსებით და სნობიზმით კი არა სხვა რამეებით უნდა მოვაწონოთ ერთმანეთს თავი, თუ ეს საერთოდ საჭიროა. ეგეთ დაყოფებზე ვინც ფიქრობს, რო სხვები ანუ “ნიშე მომხმარებელი“ ზემოდან უყურებს სხვას, მისი პრობლემა, კომპლექსი და შეზღუდულობაა და არა ჩემი. .
* * *
ეს ისე ვთქვი ზოგადად. საერთოდ რო გარკვეული იყოს ჩემი პოზიცია და ვინც მე მიცნობს მგონი შეუძლიათ ეს დაადასტურონ:-) იმედი მაქვს.
* * *
ზოგადად ჯგუფურ დინამიკას თუ არ გინდა შეერწყა, ცდილობ რამე განსაკუთრებულებიდან მოიპოვო აღიარება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სხვისი დაკნინების ხარჯზე განხორციელებული ქმედება:-) ყურადღებას ნეგატიურს თუ პოზიტიურს მაინც ახერხებს ადამიანი...

აქაურ უზერებს ყველას ჩვენებური გემოვნება და შესაძლებლობები გვაქვს და შესაბამისად ყველას გემოვნებას პატივს ვცემ. თან მე ვინ მეკითხება ვის რისი ტარება სიამოვნებს ან ვისთვის რაა პირველი ან ბოლო

Posted by: senpai 23 Jan 2019, 23:35
ცუდია რომ იმ კუთხით წავიდა თემა ვინ მტყუანია და ვინ მართალი. სადაც მტყუანი ვარ არც აღიარება და არც ბოდიში მოხდა არ მიტყდება. უბრალოდ გაუგებრობას ქონდა თავიდანვე ადგილი.

მოდი მეც ჩემი მხრიდან განმარტებებს გავაკეთებ. ჩემი პოსტი იწყება ციტატით, რომელსაც არ აქვს მნიშვნელობა რომელი თქვენგანი გააკეთებდა. ადრესატი კონკრეტული არ ყოლია.

იქ იყო ესეთი ფრაზა რომ "არის და იქნებაო". ჩემთვის მიუღებელია ესეთი დამოკიდებულება ნებისმიერი საკითხისადმი. რომ გამორიცხო რაღაც იქამდე სანამ ნახავ. რომ თქვა რომ ეს ესეა და მორჩა. ვითომ საზოგადო კანონია ეგეთი. აი ეს დამოკიდებულება არის მიუღებელი და არა კონკრეტული ადამიანი, ან ვინმეს სიყვარული რომელიმე სუნამოსადმი. უბრალოდ ჩემი გამოხატვა იყო არასწორი, ანუ აქცენტი სხვა რამეზე უნდა გამეკეთებინა. მერე ამას მოყვა ის რაც არ უნდა მოყოლოდა...


მემგონი მე ვიყავი ამ თემაში ვინც დაწერა რომ 25 ლარიან სუნამოსაც ისევე სიამოვნებით ხმარობს როგორც ძვირიანს. ასე რომ იმის თქმა რომ ვინმეს გემოვნებაზე დავცინე ვერაა სწორი.

არავისთან დაპირისპირება, დაცინვა, ზემოდან ყურება არ შედის ჩემ მიზნებში და გეგმებში.

აქ იმისთვის ვარ რომ მეტი გავიგო, გავაზიარო სიახლეები, ჩემი შთაბეჭდილებები სუნამოებისადმი და შეძლებისდგვარად დავეხმარო ხალხს რეკომენდაციებით.


პ.ს. ახალი არმანი გამოსულა ამასობაში user.gif

user posted image

პარფიუმერი იგივე ყავს რაც ორიგინალს.

Posted by: akako78 24 Jan 2019, 01:54
oshi
"""აკაკი, აქ და ისედაც არასდროს მაგ კუთხით გაყოფა არ მქონია მე პირადად და არც იუზერები შემიფასებია დიზაინ-ნიშედ როდესმე. ადამიანები შინაგანით ფასობენ და ამის განვრცობა აქ უხერხულია. მარკებით, სტატუსებით და სნობიზმით კი არა სხვა რამეებით უნდა მოვაწონოთ ერთმანეთს თავი, თუ ეს საერთოდ საჭიროა. ეგეთ დაყოფებზე ვინც ფიქრობს, რო სხვები ანუ “ნიშე მომხმარებელი“ ზემოდან უყურებს სხვას, მისი პრობლემა, კომპლექსი და შეზღუდულობაა და არა ჩემი. .
* * *
ეს ისე ვთქვი ზოგადად. საერთოდ რო გარკვეული იყოს ჩემი პოზიცია და ვინც მე მიცნობს მგონი შეუძლიათ ეს დაადასტურონ:-) იმედი მაქვს.
* * *
ზოგადად ჯგუფურ დინამიკას თუ არ გინდა შეერწყა, ცდილობ რამე განსაკუთრებულებიდან მოიპოვო აღიარება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სხვისი დაკნინების ხარჯზე განხორციელებული ქმედება:-) ყურადღებას ნეგატიურს თუ პოზიტიურს მაინც ახერხებს ადამიანი...

აქაურ უზერებს ყველას ჩვენებური გემოვნება და შესაძლებლობები გვაქვს და შესაბამისად ყველას გემოვნებას პატივს ვცემ. თან მე ვინ მეკითხება ვის რისი ტარება სიამოვნებს ან ვისთვის რაა პირველი ან ბოლო"""
==========================================================================================================================================
კი სიმართლეა და გეთანხმები-მართლაც ასეა!!!ბევრჯერ მითქვამს:ბევრ ნიშე სუნამოს დიზაინერი ფორას მისცემთქო მეცsmile.gifმე არც შენგან მითუმეტეს და არც რავიცი სხვისგან არ მახსენდება მასეთი დამოკიდებულება და ეს ძალიან კარგიაsmile.gif

Posted by: senpai 24 Jan 2019, 02:26
უკვე მეორე სიახლე ერთ დღეს.


user posted image

ნოტების მიხედვით ძალიან საინტერესო ჩანს. სულ სამი ნოტა აქვს. უდის და ფორთოხლის ყვავილი ერთად მარტო ბოგარტის სუნამოზე მახსოვს, მარა იქ იმდენი სხვა რამე ხდებოდა, ამას ვერ შეედრება.


Posted by: Lapustak 24 Jan 2019, 02:47
ერთ რამეს დავწერ რაც დამამახსოვრდა ამ განყოფილების მომხმარებლებისგან.

როცა ოშიმ, ბედ კიდმა და რეზიმ საკუთარი კოლექციიდან სუნამოების გაყიდვა გადაწყვიტეს, წავიდა კომპლიმენტები ფასებზე, რეკლამირება და ასე შემდეგ.

მე რომ ვყიდდი ქრიდს და ამუაჟს, თითოში 400 ლარი მქონდა გადახდილი და ორივე ერთად 300 ლარად გავყიდე, ხმა არავინ ამოიღო, არავის დაუწერია რა იაფად ყიდი.

ერთი აკაკი მეუბნებოდა ზოგჯერ.

ეს საწყენი იყო. მე ვერ ვიტან კლანურობას. აქ არავისთვის არაფერი დამიშავებია და უბრალოდ ერთი წინადადებაც კარგად დამამახსოვრდებოდა

Posted by: akako78 24 Jan 2019, 16:25
Lapustak

ოშის და რეზის-ორივეს ვიცნობ თავისი საქციელებიდან გამომდინარე....თუ დამიჯერებ ძალიან კარგი ადამიანები არიან..ბედ კიდს მართლა არ ვიცნობ პირადად-არასოდეს არ დამზარებია ინფორმაციის მოძიებაში..მე ერთხელ ოშიმ საერთოდ უცნობი ადამიანი ძალიან გამახარა და დიდი სიკეთე გამიკეთა-მითუმეტესს მე არაფერი მითხოვია-წარმოიდგინე პირადად არც კი ვიცნობ-თვალითაც არ მყავს ნანახიsmile.gif ბევრ ბავშვობის ძმაკაცს არ გაუკეთებია მასეთი სიკეთე და სიურპრიზი..მე არავის კლანში არ ვყოფილვარ და არც ეხლა ვარ..არც ჩემი დაცვა არ სჭირდებათ არცერთს და არც ქება..ღმერთმა ხომ იცის სიმართლე?რაც არის ის არის..საერთოდ აქ პირადად(ვინც თვალით მყავს ნანახი იმას ვგულისხმობ) ვინც კი გავიცანი შენ,ზიგი პოპი,ერიენი,რეზი(გინდ რაიმის დატესტვაზე პირადად-შეწუხებულა არაერთხელ და არაფერზე დამზარებია),ვრესტი,ბ.სიგელი და სხვები რავიცი მე მომიტევეთ ეხლა თუ ვინმე არ გახსენდა-ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დამრჩა..


====================================================================================================================================================================

პ.ს.აღარ გვინდა ეს კამათის და წყენის თემები ფორუმელებო..მეც შეიძლება რაიმე მწყენია,მაგრამ აღარ მახსოვს ეხლაsmile.gifსაერთოდ ადამიანმა თუ ძალიან არ მატკინა გული არ მამახსოვრდება..ფიცხი ვარ ზოგადად,მაგრამ გულში ჩადება არ მიყვარსsmile.gifჩაიარა ამ "მატარებელმა" და ეხლა მოდით ვისაუბროთ იმ შეგრძნებებზე რასაც გვანიჭებს პარფიუმერია ჩვენ მოყვარულებს-ანუ პარფუმანიაკებსsmile.gifდღეს პანდა რომ აწერია სტადიონის მოპირდაპირედ ბაზრობასავითაა და ტელეფონების მაღაზიებია..მანდ არის შერეული მაღაზია ზედ წერეთელზე..და დავტესტე ნასიმოტოს აფგანო..იყო სხვა ბოთლში..პატენტი იქნება აბა ორიგინალი შეფუთვა არ იყო(ორიგინალი არ დამიტესტია ჯერჯერობით)ისეთი კარგი შლეიფი აქვს და დმგრადობა,რომ გაოცებული ვარ..ნატურალურად ისმის აშკარად და ის ბოთლი რომ არ მენახა-არც კი ვიფიქრებდი ნაღდია თუ ფეიკი მეთქიsmile.gif

Posted by: senpai 24 Jan 2019, 16:32
akako78
QUOTE
ნასიმოტოს აფგანო.

კანაბისის სურნელი იგრძენი დასაწყისში ?

Posted by: Lapustak 24 Jan 2019, 16:37
akako78
QUOTE
ოშის და რეზის-ორივეს ვიცნობ თავისი საქციელებიდან გამომდინარე....თუ დამიჯერებ ძალიან კარგი ადამიანები არიან..ბედ კიდს მართლა არ ვიცნობ პირადად-არასოდეს არ დამზარებია ინფორმაციის მოძიებაში..მე ერთხელ ოშიმ საერთოდ უცნობი ადამიანი ძალიან გამახარა და დიდი სიკეთე გამიკეთა-მითუმეტესს მე არაფერი მითხოვია-წარმოიდგინე პირადად არც კი ვიცნობ-თვალითაც არ მყავს ნანახი ბევრ ბავშვობის ძმაკაცს არ გაუკეთებია მასეთი სიკეთე და სიურპრიზი..მე არავის კლანში არ ვყოფილვარ და არც ეხლა ვარ..არც ჩემი დაცვა არ სჭირდებათ არცერთს და არც ქება..ღმერთმა ხომ იცის სიმართლე?რაც არის ის არის..საერთოდ აქ პირადად(ვინც თვალით მყავს ნანახი იმას ვგულისხმობ) ვინც კი გავიცანი შენ,ზიგი პოპი,ერიენი,რეზი(გინდ რაიმის დატესტვაზე პირადად-შეწუხებულა არაერთხელ და არაფერზე დამზარებია),ვრესტი,ბ.სიგელი და სხვები რავიცი მე მომიტევეთ ეხლა თუ ვინმე არ გახსენდა-ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დამრჩა..


====================================================================================================================================================================


შეიძლება კარგი ადამიანები არიან, უბრალოდ ფაქტი ვთქვი რაც დამამახსოვრდა. კლანები და ''სასტავები'' მძულს ყველგან აბსოლუტურად: ფორუმზე, რეალურ ცხოვრებაშიც.

მეც ამავე თემაში ვპოსტავდი და კაციშვილს არაფერი უთქვამს კარგი.

მე და შენ ერტმანეთი ნორმალურად არ გაგვიცნია. პირბადე მეკეთა, ცხვირის ოპერაცია ახალი გაკეთებული მქონდა. პლასტიკური ქირურგის სანახავად გავედი რესპუბლიკურში და შენც შეგხვდი. ორ - სამ დღეში მივფრინავდი და მოვითავე საქმეები. ისე სახლიდან არ გავდიოდი ეგ დღეები.

ვერ მიცნობ ქუჩაში. მერე გავიცნოთ ნორმალურად

Posted by: oshi 24 Jan 2019, 17:37
Lapustak
რა კლანი, რა სასტავი, რა მაფია?:-) რა შუაშია ეგ საერთოდ ვერ ვხვდები.
თუ ის ხარ ყველა ნაყიდს რომ ყიდდა ისევ, მაშინ არ გეწყინოს, მაგრამ რომელი ერთისთვის უნდა გამეწია რეკომენდაცია? როცა პირადად იცნობ ადამიანს, თავისთავად სხვა დამოკიდებულება გიჩნდება მის მიმართ და ეგ ისედაც ცხადია...(თუ ამ კუთხით განვიხილავთ) . ვინმეს რამე თუ მოვუწონე და რეკომენდაცია გავუწიე ესეიგი პირადად მომწონდა ის კონკრეტული სუნამო და სიიაფის გამოც გამოვხატე ჩემი რეაქცია, ამით მერე რა?. ანუ სპონტანური იყო რეაქცია და არა გათვლით და კლანურობით ან შერჩევითი სამართლითbiggrin.gif ჩემი მხრიდან ეგაა “მიკერძოების“ ახსნა და სხვა რა გითხრა . მე არ ვიღებ მაგ შენიშვნას, მაგრამ შენ თუ ეგრე დაინახე შენი ნებაა და უფლებაც გაქვს “სასტავზე” გული დაგწყდეს


—-
რა უსაშველოდ იწელება გვერდი
* * *
ძალიან საინტერესო სუნამოა და საერთოდ მომეწონა ეს სახლი. მადლობა რეზის რჩევისთვის!


user posted image

Posted by: Lapustak 24 Jan 2019, 19:10
oshi

ყველა ნაყიდს არა. რაღაც პერიოდი ისე მიეწყო, რაც ვიყიდე და სახლში მივიტანე აღარ მომწონდა და სავსეებს ვყიდდი მესამედ ფასად.

ის იყო კლანურობის გამოვლინება. 3 - 4 ადამიანი ერთმანეთს ხოტბას ასხამდით როცა კოლექციიდან რაღაცებს ყიდდით და არც ერთს არ აღგინიშნავთ ჩემი პოსტები.

კი ბატონო, ნაცნობების მიმართ გქონდეთ სხვა დამოკიდებულება, მაგრამ თემაში ისე ჩანდა, დამამახსოვრდა

Posted by: senpai 24 Jan 2019, 19:13
user posted image


ეთანხმებით ?

3 მლ მინდა სატესტოდ გამოვიწერო.

Posted by: oshi 24 Jan 2019, 19:22
Lapustak


მე ასე მახსოვს რო სულ ყიდულობდი და ყიდდი... . ეგ შენი პირადი აღქმაა ეგეთი და ვერც შეგეწინააღმდეგები. მე რაც დამამახსოვრდა ვთქვი და არც ვინმე რამით გამომირჩევია აქ. გემოვნების ამბავში თუ ემთხვევი შეყვები და საუბრობ. კლანურობა გადაჭარბებულად შეფასებული მგონია მე იმიტო რო ყველა ადამიანს თავისი ავტონომია აქვს აქ და ნებაც. შესაბამისად მე პირადად ასეთ რამეებს ყურადღებას ვერ ვაქცევ. შენ აქცევ. სხვა კიდე სხვაგვარად ფიქრობს და ეგრე.

ამ სუნამოზე დავწერე აქ სადღაც, მაგრამ ახლაც ვიტყვი, რომ დახვეწილი და სასიამოვნოდ სატარებელია.


Posted by: Lapustak 24 Jan 2019, 19:28
oshi
შეურახმყოფელად ჟღერს მეორეჯერ ამის დაწერა, რადგან უკვე გითხარი, სულ არ ვყიდულობდი და ვყიდდი.
რამდენიმე თვე იყო, მომქონდა და არ მომწონდა. თქვენსავით კოლექციონერი არ ვარ, სახმარად ვყიდულობდი და ვერ ვხმარობდი.
კარგი, დავასრულეთ

Posted by: oshi 24 Jan 2019, 19:35
Lapustak
არაფერია შეურაცხმყოფელი. მესმის რო ძიების პროცესში იყავი და იმიტო შვებოდი ეგრე. კლანურობაც და კატეგორიების მინიჭებაც შეურაცხყოფაა მაშინ მაგ კონტექსტში აქაურებისთვის!. მითუმეტეს სიძულვილდართული განმარტებით.

ყველაფერი შეფარდებითია აზრების გამოხატვის დროს.

მოვრჩით ამაზე.

Posted by: akako78 24 Jan 2019, 19:42
senpai

კი ვიგრძენი და ეხლაც ვგძნობ მაჯაზე დამწვარი კანაფის ქერქის და დამწვარი ღეროს სუნს(ე.წ. სმოუქი ვაიბსsmile.gif)..ლ'არომაბუტიკში შევივლი და ეგენი უნდა დავტესტო..მაგრამ ერთ ჯერზე ორზე მეტი ალბათ კაცს კოსმოსში გააფრენს!!!
Lapustak
ვა როგორ დაგიმასხოვრებია..სახეზე ცნობით კი გიცნობ-უნდა გიცნო წესითsmile.gifაქ ფორუმზეც შემხვდა სადღაც შენი ფოტოებიsmile.gif

Posted by: Lapustak 24 Jan 2019, 19:45
akako78

ძლივს გავბედე რინოპლასტიკის გაკეთება, ზუსტად ორი წლის წინ იყო, რა დამავიწყებს

Posted by: senpai 24 Jan 2019, 19:52
akako78
QUOTE
კი ვიგრძენი და ეხლაც ვგძნობ მაჯაზე დამწვარი კანაფის ქერქის და დამწვარი ღეროს სუნს(ე.წ. სმოუქი ვაიბს

ერთი რუსი ქალის ვიდეოს ვუყურე, რომელიც აჩვენებდა რომ ფეიკიც კი მაღალი დონის აქვთო და ძნელია სურნელით გარჩევა პირველი საათიო. (ალბათ რუსეთში იყიდა) მერე დავდევ ვიდეოს თუ ვიპოვე. სხვა სუნამოზე ლაპარაკობდა და ეგეც აჩვენა უბრალოდ ფეიკის და ნაღდის შესადარებლად. ფეიკის ფასები არის ნახევარი თან და ვითომ ფასდაკლება ეხებაო. ესე ასაღებენო. რამდენად სიმართლეა არვიცი.

ფასი რა იყო მაგის, შენ რაც ნახე ?

QUOTE
ლ'არომაბუტიკში შევივლი და ეგენი უნდა დავტესტო

yes.gif up.gif

მე თითოს გირჩევდი, თითო ჯერზე. ბოლომდე რომ შეიგრძნო უნიკალურობა თითოეულის.

Posted by: akako78 24 Jan 2019, 20:07
senpai
ხო ეგ საერთოდ სხვა ბოთლი იყო..გადმოსხმული იყო შუშაში უბრალოდ და ბრენდის მიახლოებული პრეზენტაცია საერთოდ არ ჰქონდა..60 ლარიო ალბათ 30-40 მლ იქნბოდა....ფერიც ზუსტად იგივე..დავისხი 13.30ზე და ეხლაც იგრძნობა სურნელი..შლეიფობს კიდევაცsmile.gif

Posted by: senpai 24 Jan 2019, 20:21
akako78
QUOTE
ხო ეგ საერთოდ სხვა ბოთლი იყო..გადმოსხმული იყო შუშაში უბრალოდ და ბრენდის მიახლოებული პრეზენტაცია საერთოდ არ ჰქონდა..60 ლარიო ალბათ 30-40 მლ იქნბოდა....ფერიც ზუსტად იგივე..დავისხი 13.30ზე და ეხლაც იგრძნობა სურნელი..შლეიფობს კიდევაც

საინტერესოა, მადლობა ინფოს გაზიარებისთვის, ვნახავ მეც.


არაბული რამე დატესტე ბოლო დროს ?

Posted by: akako78 24 Jan 2019, 20:31
senpai
არმაფ ჰანტერ ინტენსი..და ვისაც სავაჟი ევასება დიორის და პაკოს ინვიქტუსი-აქვს აშკარა საერთო,მაგრამ უფრო სავაჟია..ბლოტერზე გაჩერდა ძალიან დიდხანს-24 საათი..კანზე მოიკოჭლებს და ტანსაცმელზეც საკმაოდ გამყოლია..უბრალოდ რასაც პარფიუმი ჰქვია მაგ განხრის სუნამოებში ნაკლებადაა..

არაფრის..ისე ქრიდებიც ჰქონდათsmile.gifგარედან ჩანს დაფასავით და იქ უწერიათ ქრიდი და ნასიმოტო..დიზაინერებიც აქვთ..სადაურია გაიგე ეხლა?უფრო თურქული მგონია ვიდრე არაბული ეგენიsmile.gif

Posted by: senpai 24 Jan 2019, 20:53
akako78
კი თურქულებიც შემოსულია ბლომად. მარა ხარისხებითაა აშკარად. იმიტომ რომ მე რაც ვნახე არ მომეწონა არაფერი, არც სურნელით და არც გამყოლობით. ფასიც შედარებით დაბალი ქონდა, სადღაც 15-25 ლარი.


QUOTE
არმაფ ჰანტერ ინტენსი

მოგეწონა თვითონ სურნელი ? იყიდიდი ? მერე დავწერ ჩემ აზრს მაგ სუნამოზე.


შენ რომ მირჩიე იქ მითხრეს რომ მაღალფასიანი არაბულები არ ჩამოაქვთ თურმე, რადგან არ იყიდება და არაა გათვლილი ქართველ მომხმარებელზეო.

რასასიზეც ვკითხე(ნიშ ხაზის, 140$ 50მლ-იანი იბეიზე) ხოდა გაიცინეს მაგის ჩამოტანა შეგვეშინდება გზაში რამე არ მოუვიდესო biggrin.gif

კარგი ხალხი იყო. მომეწონა სიტუაციაც. ბევრი უცნობი სუნამოები აქვთ.


Posted by: akako78 24 Jan 2019, 21:13
ხო აი სურნელზე გეუბნები..რასაც სუნამო ჰქვია ანუ პარფიუმი ეგ არაა..თანამედროვე ტრენდია-გასაგებია და გარკვეულ წილად შეიცვალა რასაც პარფიუმი ჰქვია ეს განმარტება,მაგრამ მაინც აირ სოფტნერი უფროა ვიდრე სუნამო..მაინც შეძენაზე დავფიქრდებოდი

Posted by: oshi 26 Jan 2019, 15:28
ამ რამდენიმე დღის წინ საშუალება მქონდა გავცნობოდი ''AJ ARABIA''-ს ხაზს, რომელიც ალი ჯაბერმა აბუ დაბიში 2014 წელს დააფუძნა და 2016 წლიდან ,,WIDIAN''-ის (ქართ. ხევი) სახელითაა ცნობილი . მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა , მალევე მოიპოვა წარმატება და დღეს ერთ-ერთ გამორჩეულ და დახვეწილ ბრენდად ითვლება.

user posted image

შემქმნელის მიზანი ტრადიციის და თანამედროვეობის, დილის და საღამოს თემატიკის შერწყმაა იყო, რაც ჩემი აზრით მშვენივრად გამოუვიდა-).. უმეტეს ნაწილში, როგორც აღმოსავლური (უდაბნოს თემატიკა) ისე დასავლური ტენდენციების საინტერესო და დახვეწილი სინთეზია... სახლს წარმოდგენილი აქვს, როგორც ლიმიტირებული სუნამოები, ისე რამდენიმე ხაზი , მათ შორის: Gold- Black- Sapphire- და Velvet-ის კოლექცია.

თავად ჯაბერმა სუნამოს შექმნის ხელოვნება პროფესიულ დონეზე, პარიზში Micallef-ის სახლის ერთ-ერთ პარფიუმერთან შეისწავლა. დასავლური გავლენა და დოზირებული ბალანსი მისი ოსტატის დამსახურებაა აშკარად smile.gif
ესეც ალქიმიკოსი:

user posted image

სუნამოების ძირითადი ნაწილი პირადად ჩემთვის გამორჩეული, დახვეწილი და თანამედროვეობასთან კარგად ინტეგრირებულია. მიუხედავად იმისა, რომ პარალელებს და მსგავსებას (ძირითადად პოზიტიური კუთხით) სხვა სახლებთან მაინც ვპოულობ, ვიტყვი იმას, რომ ინდივიდუალიზმის, ხარისხის, სასიამოვნო ბალანსის და პროფესიული ფიქრის მშვენიერი წარმოჩენაა.

ამ ეტაპზე რამდენიმე ძალიან მოვიწონე და მათ შორის ერთ-ერთია Liwa. ვინც ჩემსავით თვლის, რომ Baccarat Rouge 540- კურკდჯიანის წარმატება კი არა წარუმატებლობაა, მაშინ აუცილებლად ღირს ამის ნახვა..

user posted image

Posted by: BadKid 26 Jan 2019, 18:33
ვა აქ მთელი ამბები ყოფილა.. თურმე კლანშიც ვყოფილვარ biggrin.gif

oshi
AJ ARABIA პოპულარულია მოყვარულებში.. ზოგადად არმოსავლური სუნამოები მიყვარს და ეს ხაზიც არ იქნება გამონაკლისი
=============================================================
user posted image
=============================================================
Le Labo Patchouli 24 მომწონს ეს სუნამო თავის მკაცრი სუნით.. ჩემი აზრით უნისექსი ვერაა სუფთა კაცური სუნამოა
ცივი ზამთრის დღეებს ძალიან უხდება..სუნამოსაც ვერ დავარქმევდი, უფრო სასიამოვნო აურასავით დაგყვება და გათბობს
ფასი არაადეკვატურია ზოგადად ამ სახლის და დიდად პრეზენტაცია არ ხმიბლავს
ამხელა თანხას რომ იხდი მინიმუმ ორ ყუთში მაინც უნდა იდოს biggrin.gif
--------------------------------------------------------------------------------

Posted by: Lapustak 26 Jan 2019, 18:42
oshi
BadKid

ვაღიარებ გადაჭარბებული იყო ჩემი ფრაზები. მოკლედ, რაც არის ის არის, წარმატებები

Posted by: oshi 26 Jan 2019, 18:57
BadKid

ძალიან ხარისხიანი სახლია ლე ლაბო, მაგრამ ფასები ასტრალში აქვთ გაყვანილი. 2018 ში ტონკა გამოუშვა, მაგრამ ტონკის მსგავსი არაფერი აქვს. საინტერესო სუნამოა, მსუბუქი, სიტკბოს და კლასიკური ჩარჩოების გარეშე..

user posted image

სანტალი და Thé Noir 29 გამორჩეულებია ისე. ნუ ბერგამოტიც.

Lapustak

არაუშავს, ყველაფერი კარგადააsmile.gif

ასევე.

Posted by: BadKid 26 Jan 2019, 19:10
Lapustak
დაიკიდე smile.gif


oshi
ისე მაგათი ვერსია ნონკათი საინტერესოაა.. ნოირ 29 ძალიან მომწონს, მაგრამ ყოველდღე ვერ ვატარებ ამ სიმჟავის გამო.. სანტალი ვერ გავსინჯე მარა წარმოდგენა მაქვს როგორი სუნი აქვს
======================================================
user posted image
======================================================
ისე მიკვირს ამ საოცრებაზე რომ არავინ არ საუბრობთ აქანე biggrin.gif ენით აუღწერელი სურნელს აფრქვევს
10 მლ ვიყიდე და ვერ დავცალე.. 1 სპრეი და მთელი დღე მოგყვება... შლეიფიც იდეალური
10/10
--

Posted by: oshi 26 Jan 2019, 19:14
BadKid
სანტალის სუნი არსად სხვაგან არ შემხვედრია. ალბათ სადმე მეორდება..


მაგაზე იმიტო არ ვსაუბრობ, რომ ჩემთვის დამწვარი საბურავის სუნი აქვს ვანილ დამატებული და ცოტა ბარამბოს რაცხა შოკოლადი შერეულიbiggrin.gif

ვერაფრით biggrin.gif

მარა კი ყელყელაობს იცოცხლე. ფასიც..
ეგ და ეს ერთი მგონია მეbiggrin.gif

user posted image

Posted by: senpai 26 Jan 2019, 23:13
BadKid
QUOTE
Le Labo Patchouli 24 მომწონს ეს სუნამო თავის მკაცრი სუნით

ასევე up.gif


ზოგადად Patchouli-ის სუნი მგონი არ მოწონთ ხოლმე ქალებს. ჩემი დაკვირვებით.

QUOTE
ისე მიკვირს ამ საოცრებაზე რომ არავინ არ საუბრობთ

ეგ ხაზი მთლიანად შესათვისებელია. ისპახანმა დამაშინა ცოტა დასაწყისში biggrin.gif მარა ცივ ამინდებში ვუგებთ ერთმანეთს უკეთ.



user posted image

შაბათი საღამოს ჩემი გემრიელობა. დალევა მოგინდება კაცს, ისეთი სურნელი აქვს.

Posted by: BadKid 26 Jan 2019, 23:19
oshi
დამწვარი საბურავიო biggrin.gif აი ეგ ორი საბურავი ჩემს ტოპ 10-ში შედის biggrin.gif
ფასი კიდე ძვირია თან ყველაზე პატარა ბოთლი ლიტრიანია biggrin.gif
----------------------------------------
senpai
Patchouli მიყვარს მარა არაყოველდღიურად.. ტომ ფორდ აქვს კარგი.. ისპაჰან არ გამიინჯავს, რატომღაც მგონია რომ არ მომეწონება

Posted by: senpai 26 Jan 2019, 23:34
BadKid
QUOTE
ისპაჰან არ გამიინჯავს

ვარდის ნოტა თუ არ გიყვარს მგონი არ მოგეწონება. მძიმედ მიდის დასაწყისში. მარა რაც დრო გადის უფრო გიყვარდება, პირველი საათი თუ აიტანე biggrin.gif


QUOTE
Patchouli მიყვარს მარა არაყოველდღიურად

მეც ეგრე, ოღონდ გაანია რასთან არის კომბინაციაში. მაგალითად ვეტივერთან ერთად მომეწონა ძალიან.

QUOTE
ჩემს ტოპ 10-ში შედის

up.gif

რომელი ბრენდი დომინირებს შენ ტოპებში ?

ჩემთვის არცერთი. ყველა თანაბრად მყავს.


Posted by: oshi 27 Jan 2019, 00:30
BadKid

QUOTE
დამწვარი საბურავიო  აი ეგ ორი საბურავი ჩემს ტოპ 10-ში შედის


ტონკა-ვანილი ვერაა ჩემიbiggrin.gif. ხო მქონდა ეგ და ერთხელაც ვერ დავისხი. ვიღაცას ვაჩუქე, არ ვიცი ოღონდ ვის. Ambre Nuit მომწონს, მაგრამ არც ეგ დამისხამს არასდროს.

Posted by: akako78 27 Jan 2019, 08:27
senpai
ეს პურ ტონკაა არა სურათზე?ამაზე იძახიან რომ აქვს ყავის სუნიო ვიდრე ტი\ონკასიო..გამყოლობასაც უქებენ..მალტთან ან ჰავანასთან როგორ ჰეადარებდი?მე ორივე მომეწონა რაც მაქვს კიდეც და მაგაზეც მიფიქრია რომ მეყიდა,მაგრამ დაუტესტავად ყიდვა რავიცი-რისკია აშკარად!!!ან მაგ სამიდან რომელი უფრო კომპლექსურია მთლიანობაში შენთვის?oshi
oshi
ისე მაგ დიორს და მალეს ყველა უთუბელი ატრიალებს ხელში..ეგენი ყველას აქვს კოლექციაში..არიან დიდ ქება-დიდებაში..ისე რას ვაკვირდები სულ..ესენი რობოტებივით არიან..ერთ ავტორიტეტულ უთუბელს რომ მოეწონება-მერე იწყება აუ რა კარგია-განძი იყო დამალულიო და არიან ერთმანეთის რევერანსებში:)90 %-ს მე ქვევრის პოზაში ვხედავ-რასაც ჩასძახებ იმას რომ ამოგძახებენsmile.gif

პ.ს.ვიდიანი ისე დაახასიათე რომ მართლა საინტერესო იქნება აზიური და ევროპული სინთეზის შერწყმა..

BadKid
დიორ ომის ხაზს თუ გაქვს რომელიმეს ეგ ფივ დელიკიუსი?კი იცოცხლე ფასი ისე იკბინება მანსერა-პენჰალიგონ-ლუტანს-მონტალს სამ ცალს იყიდის კაცი ან ოთხსsmile.gif

Posted by: eet 27 Jan 2019, 10:12
ხალხნოო, https://www.notino.co.uk/burberry/body-eau-de-parfum-for-women/p-73768/ ამ დუხზე დამიწერეთ რაა რამე როგორი სუნი აქვს. მომწონს მაგათგან ერთ-ერთი და ვერ გავიგე რომელიიი სამნაერია ეგ,

Posted by: BadKid 27 Jan 2019, 10:56
QUOTE (senpai @ 26 Jan 2019, 23:34 )
რომელი ბრენდი დომინირებს შენ ტოპებში ?

ჩემთვის არცერთი. ყველა თანაბრად მყავს.

დიზაინერებიდან მიუგლერი აუცილებლად.. ნიშედან არ მყავს გამორჩეული.. ყველა ხაზში მყავს ჩემი ფავორიტი
2 ბრენდია რომელიც არ მიზიდავს.. ეს არის ქრიდი და ბონდ N 9


QUOTE (oshi @ 27 Jan 2019, 00:30 )
ტონკა-ვანილი  ვერაა ჩემიbiggrin.gif. ხო მქონდა ეგ და ერთხელაც ვერ დავისხი. ვიღაცას ვაჩუქე, არ ვიცი ოღონდ ვის. Ambre Nuit მომწონს, მაგრამ არც ეგ დამისხამს არასდროს.


ტონკა და ვანილი პირიქით ჩემი ერთ ერთი საყვარელი ნოტებია smile.gif

QUOTE (akako78 @ 27 Jan 2019, 08:27 )
დიორ ომის ხაზს თუ გაქვს რომელიმეს ეგ ფივ დელიკიუსი?კი იცოცხლე ფასი ისე იკბინება მანსერა-პენჰალიგონ-ლუტანს-მონტალს სამ ცალს იყიდის კაცი ან ოთხსsmile.gif

ზოგადად ვერცერთ სუნამოს ვერ ვამსგავსებ.. ბოთლი არც უნდა იყიდო
ჯობია კარგ სელერისგან სემპლი იყიდო რამდენი მილილიტრიც გინდა

Posted by: senpai 27 Jan 2019, 11:36
akako78
QUOTE
ეს პურ ტონკაა არა სურათზე?ამაზე იძახიან რომ აქვს ყავის სუნიო ვიდრე ტი\ონკასიო

yes.gif დალევა იმიტომ ვახსენე.

მეც შევაქებ და ვიტყვი რომ მირჩევნია იმ ორს, (თუმცა შენი გემოვნების მიხედვით, მგონია რომ ჰავანა მოგეწონება უფრო, ვიდრე სხვები) გამყოლობა იგივე აქვს დაახლოებით. ჰავანასთან დასაწყისია ჩემთვის პრობლემური, რაღაც ნოტაა აქვს, რომელიც ცუდად მაგრძნობინებს თავს(თაფლი ალბათ) და მერე, მიუხედავად იმისა რომ 20 წუთში ქრება, მაინც მგონია რომ არის, თითქოს ვერ ვივიწყებ იმ დასაწყისს. თუმცა ჰაერში რა სურნელიც ტრიალებს, მოსაწონია ჩემი გარშემომყოფებისთვის.

კომპლიმენტებს ნამდვილად მიიღებ. ძლებს საკმაოდ დიდხანს. ეგ სუნამო საღამოსთვისაა ისედაც და 8 საათზე დიდხანს წესით არ უნდა უნდოდეს ადამიანს, თუმცა გუშინ რომ დავისხი, ეხლაც იგრძნობა მცირედით კანზე.

აუცილებლად გაითვალისწინე რომ წლების მიხედვით იცვლება მაგათი ფორმულაც და სულ უფრო მოტკბო ხდება, კომპლექსურობა კიდე იკლებს.

QUOTE
ისე რას ვაკვირდები სულ..ესენი რობოტებივით არიან

ფულს აკეთებენ ეგ იუთუბერები მაგით და აბა როგორ biggrin.gif რა პარფიუმის სიყვარულზე უნდა იყოს ლაპარაკი, როცა სუფთა ფინანსური ინტერესის გამო შეაქებენ ნებისმიერ სუნამოს და ბრენდს.

ვინც ფულს არ აკეთებს კიდე უბრალოდ უნდა რომ სხვებს აყვეს, მაგას თავისი მიზეზები აქვს(მაგალითად ნახვების რაოდენობის გაზრდა, მეტი გამომწერების გაჩენა, ბობოლა იუთუბერი მოიხსენიებს მერე სადმე და შეაქებს, კომპანიები დაინტერესდებიან და დაასპონსორებენ) ეგ მათი პიროვნული არჩევანია, თუმცა ნდობას კიდევ უფრო ნაკლებად იმსახურებს.

ეგ ზოგადად დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ნაკლებად ცნობილი და არანაკლები ხარისხის სუნამოები ჩრდილში არიან ხოლმე. იმიტომ ვარ ხოლმე ძიების პროცესში და არასოდეს ვენდობი მაგათ სიტყვაზე.

ერთი იუთუბერია, ყველა სუნამო მოსწონს, რის მთლიან ბოთლსაც უკეთებს რევიუს, ხოდა იმას როგორ უნდა ენდო ? არადა მაგარი გულახდილი ტიპი ჩანს და თან არ აფინანსებს არავინ. ხოდა ერთ ვიდეოში წამოცდა, რომ ბრმადაც რომც ვიყიდო სუნამო(ხშირად აკეთებს მაგასაც), თუ ფული გადავიხადე, როგორ არ უნდა მომწონდესო ? biggrin.gif ტიპი 30-40 სუნამოს ყიდულობს თვეში. მერე ახსენებს იუთუბერებს, რომლებსაც მოეწონათ და მათ საპატივცემულოდ ვიყიდეო. (და მოსწონს აბსოლუტურად ყველა)

მოკლედ ვერ ენდობი ვერავის საკუთარი ცხვირის გარდა.

თუმცა მაგ კონკრეტულ სუნამოზე მართლები არიან, ანუ ვიღაცა თუ ნახავს მაგ ვიდეოს, მივა და დატესტავს, არამგონია თქვას რომ ცუდიაო. (საჩემო არაა შეიძლებაო თქვას, მარა ხარისხს გვერდს ვერ აუვლის)

QUOTE
დიორ

კოლექციიდან, 250მლ-იანი უდ ისპაჰანი ღირს 350 დოლარი.



BadKid
QUOTE
დიზაინერებიდან მიუგლერი აუცილებლად

up.gif

Posted by: Arien 27 Jan 2019, 11:55
გუშინ მეც ვიყავი არომა ბუტიკში.ისე შემდეგში როცა ყველასთვის საინტერესო ბრენდს შემოიტანენ,იქნება შევთანხმდეთ და ერთად წავიდეთ დასატესტად,სახალისო იქნება biggrin.gif
Nasomatto -დან ყველაზე მეტად Absinth და Blamage მომეწონა,China White-ზეც ვიფიქრებ.
Narcotic Venus ძალიან ხმამაღალია,არ ვიცი რამდენ რადიუსში,მაგრამ იმ ტიპის არომატია გარშემო რომ ყველას მიაქცევინებს ყურაღებას.ძალიან გამომწვევია,კიდევ კარგი ბრმად არ ვიყიდე - არც ყურადღების მიქცევა მჭირდება და არც ბევრი ჟასმინი.
WIDIAN-ის სამი სემფლი მომცეს.ლონდონი დასხმიდან ერთ საათში ძალიან დაემგვანა ტომ ფორდს,მერე ფრაგრანტიკაზე წავიკითხე რომ სხვებიც ამგვანებენ,ჩემთვის ზედმეტად ტკბილი ტყავია,Hili - ყვავილების არომატია,არაბული ელეგანტურობა,მომეწონა მაგრამ უფრო მკვეთრი მჭირდება, I WIDIAN -აი ამან მართლა მოახდენა შთაბეჭდილება,მათრობელაა,ცოტა მეგურმანულება love.gif
ახალი კი შროშანების მშვიდი და თბილი სუნამო მაქვს.ადრე მაჩვენა კონსულტანტმა და დამამახსოვრდა.

Posted by: oshi 27 Jan 2019, 13:30
akako78
QUOTE
.ერთ ავტორიტეტულ უთუბელს


რომელია ნეტა ეგეთი ან რა კრიტერიუმით უნდა განსაზღვრო?biggrin.gif ზოგადად მარკეტინგული სვლაა მანდ გამოტელევიზორება.. გაყიდვების ამბავში ინსტაგრამ-იუთუბს დიდი წვლილი აქვს ჰოდა მათთვის ვისაც საკუთარი გემოვნება არ გააჩნია, ან ვერ ერკვევა, ბრმად ენდობა და ყიდულობს. მაგათ, რო აყვე მთელი მსოფლიო ბაზარი უნდა დაიწყო სახლშიbiggrin.gif ზოგ სუნამოს მართლა ფეკალიების სუნი აქვსbiggrin.gif, მაგრამ იმიტომ რომ ცვეტშია და დავუშვათ ავტორიტეტმა შექმნა ან აქო, აუცილებლად უნდა ვატარო-მიუხედავად იმისა მომწონს თუ არა და კომფორტულად ვგრძნობ თავს თუ არა მასში, რადგან იუთუბერმა ვაჟამ ქალებზე გამოცადა და დაასკვნა, რო ხუთიდან ოთხი დაკერა'':D ეგ ფსიქოლოგია აქვს ბევრს და თან, როცა ფული დიდ როლს არ თამაშობს ჩვეულებრივად ყიდულობ რა. ბევრი ფიქრის გარეშე-

Arien

QUOTE
იქნება შევთანხმდეთ და ერთად წავიდეთ დასატესტად,სახალისო იქნება 


მე და რეზი ვიყავით ერთხელ მანდ და გავშალეთ პურმარილიbiggrin.gif

QUOTE
WIDIAN


1-იც კარგია.. მე 2 და მერე 4 ნომერი მომეწონა ძალიან..

QUOTE
შროშანების მშვიდი და თბილი სუნამო მაქვს


ლამაზი შუშაა. არ ვიცი ეს სახლი.

Posted by: Arien 27 Jan 2019, 15:04
oshi
QUOTE
მე და რეზი ვიყავით ერთხელ მანდ და გავშალეთ პურმარილიbiggrin.gif


მაგარია up.gif
ისე გვცნობენ,
ვახსენე რომ ფორუმზე დაწერეს WIDIAN-ის შესახებ და დამაინტერესა.ამის მერე მომიყვნენ რომ ერთ-ერთი მომხმარებელი მოდიოდა, ნახულობდა სუნამოებს და რაღაც პერიოდის მერე მოდიოდა სხვა მომხმარებელიც იგივე სუნამოების სანახავად biggrin.gif ჰოდა ჩვენი ამბავია.ერთხელ მეც ვიყავი რეზის სუნამოს Aqua Sextius სანახავად,სხვებიც იქნებოდნენ...

QUOTE
ლამაზი შუშაა. არ ვიცი ეს სახლი.

ბოლო პერიოდი ყვავილების არომატები მაინტერესებს და კონსულტანტმა მაჩვენა.დამამახსოვრდა და გუშინ ხელმეორედ ნახვისას ვიყიდე,ძვირიც არ ღირს.დიზაინერის Sue Wong-ის სუნამოა,ისეთი არაფერი,მაგრამ ეს კონკრეტული Beauty მომეწონა,თან შროშანებითაც არაფერი მქონდა.

WIDIAN-ის სხვა არომატები კარგად ვერ დავიმახსოვრე,თუმცა არც რაიმე მიუღებელი ყოფილა.გავაგრძელებ გაცნობას,ყველაფერი მაინტერესებს.

Posted by: senpai 27 Jan 2019, 17:15
Arien
QUOTE
იქნება შევთანხმდეთ და ერთად წავიდეთ დასატესტად,სახალისო იქნება

სადმე ისეთ ადგილზეც კარგი იქნებოდა შეკრება, სადაც ჩვენ საკუთარ და სხვებისთვის უცნობ სუნამოებს მოვიტანდით და საყოველთაო დატესტვა იქნებოდა. biggrin.gif განსაკუთრებით ისეთების, რომელიც აქ არ იშოვება დასატესტად.


მე მაგალითად მაქვს ერთი სუნამოს სემპლი, რომელიც არვიცი რა სუნამოა და ვერც გავაკრკვიე დღემდე, სელერმა მაჩუქა და უბრალო ფლაკონში ასხია 5მლ. სახელი არაა მითითებული. რომ მივწერე, თვითონაც არ იცოდა, ესე ვაკეთებ საჩუქრად სემპლებსო.

Posted by: oshi 28 Jan 2019, 02:30
Arien
გვცნობენ რომელია:-)) კარგი კონსულტანტები ყავთ ისე! და თუ აქ იხედებიან მოკითხვაbiggrin.gif

შროშანის სუნს ვერ ვიხსენებ. კარგი იქნება! ძალიან დიდი არჩევანი აქვთ ისე მაგათ და კარგად პრეზენტირებულიც!


* * *
———-
user posted image

ჩემი ყურძნებში ამოვლებული.
* * *
ზამთარს ძალიან უხდება.. რაღაცნაირი ინდივიდუალური და განუმეორებელი სურნელია. არასდროს სხვაში, რომ არ აგერევა ეგეთი..

Posted by: akako78 28 Jan 2019, 14:43
Arien
მართლაც ლამაზი შუშაა...მშვიდობაში!!!
oshi
ისეთი წითელია ბევრ ხარს ააბღავლებსsmile.gifლამაზია..მრავლის შეძენაში!!!

Posted by: DaviD Davidson 28 Jan 2019, 20:20
Montale - Honey Aoud

user posted image

ძალიან კარგი არომატია ზამთრის სიცივისთვის. ნებისმიერ ყინვას უძლებს. biggrin.gif თაფლი უფრო ცვილის სუნიკენ მიდის, ვიდრე სუფთა თაფლი. საოცარი მდგრადობა აქვს - დილით დასხმული საღამოს ისევ ისე ძლიერ ისმის, როგორც ახალდასხმული. ისეთი შეგრძნებაა, თუ არ დაიბანე, არასდროს არ მოგშორდება ეს არომატი. დღის ბოლოს უკვე გღლის და თავს გაბეზრებს. ერთი დღე რომ ვიხმარ, მერე სანამ არ მიმავიწყდება ეს მობეზრება, ვეღარ ვხმარობ. როცა დალევა მეტი მოგივა და მეორე დღეს რომ იფიცები ცხოვრებაში აღარასდროს დავლევო და რაღაც პერიოდის მერე მაინც რომ სვავ, როცა ის ცუდი შეგრძნებები გავიწყდება, ეგ თემაა. smile.gif კიდევ კარგი მთლიანი ბოთლი არ ვიყიდე, ალბათ ვერასდროს დავცლიდი. 20 მლ-მდე მაქვს ნაყიდი და მეორე ზამთარია უკვე ვერ გამოვლიე.

Cgergui და Oajan-ის ბიძაშვილია, ოღონდ შერგი უფრო მკაცრია და თაფლი უფრო დამწვარი შაქრის სუნისკენ მიდის, თამბაქოც მომწაროა თითქოს. ოაჯანი უფრო მოტკბოა და რბილი, აქ ყველაზე ნატურალურად იგრძნობა თაფლის არომატი და ამის გამო ოაჯანი უფრო გურმანულია. არჩევანის შემთხვევაშო ოაჯანს ავიღებდი, თუმცა სამივე სუნამო თავისთავად კარგია. მდგრადობაში და შლეიფში მონტალი სერიოზულად ჯობნის ორივეს. smile.gif

Posted by: Okinawa-Matsuzakaya 28 Jan 2019, 21:39
თემა ვერსად ვნახე და აქვე ვიკითხავ.

ლორეალის ტუშები და პომადების ფასები ვნახე თბილისში 52 ლარები ღირს ყველგან.

რომ ჩამოვიტანო 25-30 ლარებში გაიყიდება ვითომ? თავისთავად ორიგინალზეა საუბარი..


Posted by: akako78 29 Jan 2019, 00:07
Okinawa-Matsuzakaya

კი გაიყიდება წესით,მაგრამ ჯერ უნდა იკითხო აქ რა ტიპის ტუშძებს და პომადებს ეტანებიან აქ და არაზეა მოთხოვნა..მაიმარკეტზეც უნდა გაიყიდოს რომ დადო ალბათ თუ გარანტიას მისცემ რომ ნაღდია და არა 2 ლარიანი ფეიკი..ჩაბარებითაც შეიძლება ჩააბარო,მაგრამ იმედი არ გქონდის რომ ნახევარს ღირებულებისას რომ გადაგიხდიან(თან თუ რაოდენობაა ფულს ვაჭარი არ მოგცემს-შეიძლება გითხრას დავდებო და რაც გაიყიდებაო და ეგეთი სისულელეები-მერე შენს საქონელს უნდა სდიო..ზოგი მოგატყუებს,ზოგი გაწვალებს ფულზე-ვერავის ვერ ენდობი დღეს)

Posted by: Arien 29 Jan 2019, 12:18
akako78
QUOTE
მართლაც ლამაზი შუშაა...მშვიდობაში!!!


მადლობა,
არომატიც სასიამოვნოა და ფასიც კარგი - 145 ლარი 50მლ. + 6 სემფლი smile.gif

oshi
მეც მომწონს მათი გოგონები.
პირველი მისვლიდანვე დამრჩა შთაბეჭდილება რომ მცოდნე,კეთილგანწყობილი ადამიანები მეხმარებოდნენ და არა დატრენინგებული რობოტები.არასოდეს შემოუხედავთ შემაფასებელი მზერით,არ უთქვამთ გაზეპირებული ფრაზები,შესამჩნევია მათი კარგი ურთიერთდამოკიდებულებაც.საერთოდ მაქვს ხოლმე უხერხულობის მომენტი როცა ერთი მიწევს კონსულტაციას,მაგრამ ყიდვისას მეორე მხვდება.მირჩევნია ყიდვის დროსაც იგივე დამხვდეს,რადგან ვიცი რომ ზოგადად ანაზღაურება კონსულტანტებს ბონუსებით აქვთ,თუმცა ამ გოგონებს ერთი გვარი აქვთ,ახლობლები არიან და შემიძლია ამაზე არ ვინერვიულო.
მოკლედ ერთი სიამოვნებაა მათთან მისვლა smile.gif
თქვენი ფოტო როგორც ყოველთვის ჩვეულებრივ ფოტოზე უფრო მეტია smile.gif)

* * *
senpai
QUOTE
სადმე ისეთ ადგილზეც კარგი იქნებოდა შეკრება, სადაც ჩვენ საკუთარ და სხვებისთვის უცნობ სუნამოებს მოვიტანდით და საყოველთაო დატესტვა იქნებოდა.  განსაკუთრებით ისეთების, რომელიც აქ არ იშოვება დასატესტად.


გოგოები რომ იყოთ მოვიფიქრებდი რამეს,გამოვიჩენდი ინიციატივას,მაგრამ ბიჭები ხართ,თქვენ გაინტერესებთ ერთმანეთის სუნამოები,კოლექციები და თქვენ შეთანხმდით biggrin.gif

Posted by: oshi 29 Jan 2019, 18:16
DaviD Davidson

მონტალს ძალიან ინტენსიური სუნამოები აქვს, კონკრეტულად ეგ სურნელი არ ვიცი. ისე დალევას როცა ვაპირებ, ვცდილობ სუნამო სულ არ დავისხა, მეორე დღეს სხვა ნეგატიურ შეგრძნებებს რო არ დავუკავშირო და მერე საბოლოოდ არ მოვიძულო:-)


Arien


ზუსტად ეგეთები არიან კი!! მშვენივრად დაახასითე! კეთილგანწყობილები ყოველთვის და ცდილობენ თავი თავისუფლად გაგრძნობინონ. არ გზღუდავენ გამყიდველ-მყიდველის კატეგორიაში. არ აქვთ მოლოდინები მომხმარებლის მხრიდან და ჩვეულებრივად უშვებენ იმ აზრს, რო ცნობისმოყვარეობის და შედარების გამო მიხვედი. სხვა დანარჩენებიც თუ მიბაძავენ მათ სტანდარტს, კარგი იქნება!

მაშინ კომუნიკაციის დეფიციტი არ ექნებათ ერთმანეთში თუ ახლობლები და მეგვარეები არიან.smile.gif)

ნობილეს ეს ტყავი საინტერესოა და აკაკიმ როგორც თქვა, ბევრ ხარს ააბღავლებსbiggrin.gif
* * *
akako78

შენც ასევე, მრავალი!:-)

Posted by: DaviD Davidson 29 Jan 2019, 22:56
QUOTE (oshi @ 24 Jan 2019, 19:22 )





ამ სუნამოზე დავწერე აქ სადღაც, მაგრამ ახლაც ვიტყვი, რომ დახვეწილი და სასიამოვნოდ სატარებელია.

ეგ რომელი ვერსია მოგწონს, EDT თუ EDP?

ფოტო არ დააკოპირა, ამაზე გეკითხები

https://www.fragrantica.com/perfume/Diptyque/34-boulevard-Saint-Germain-Eau-de-Parfum-51383.html

Posted by: oshi 29 Jan 2019, 23:47
DaviD Davidson
EdT -მომწონს, მაგრამ პარფიუმი თვითონ არ მომისინჯავს კანზე, თუმცა პირველი ვერსია კლასიკაა და სასიამოვნოდ სატარებელი.
. დიპტიკის ტემპო და მერე ეგ! ან ორივე. ერთი მეორეზე არანაკლებია.

Posted by: KIBA 30 Jan 2019, 11:03
გამარჯობა,

სუნამოს გამოწერა მინდა და რომელ საიტს მირჩევთ?
fragrancenet.com - freight forwarder-ებში არ ვაგზავნითო
და
fragrancex.com - ფულს ვერ მაჭრის უკან მიბრუნებს...

კიდევ საიდან იწერთ ხოლმე და ხომ ნამდვილად ორიგინალები ჩამოდის???

Posted by: senpai 30 Jan 2019, 12:08
KIBA
იბეის სანდო სელერები. გააჩნია რომელი სუნამო გინდა.

Posted by: keen 30 Jan 2019, 12:39
KIBA
QUOTE
fragrancenet.com - freight forwarder-ებში არ ვაგზავნითო
და

ამაზონის ექაუნთით შეგიძლია გამოწერა...

Posted by: DaviD Davidson 30 Jan 2019, 20:00
oshi
QUOTE
EdT -მომწონს, მაგრამ პარფიუმი თვითონ არ მომისინჯავს კანზე, თუმცა პირველი ვერსია კლასიკაა და სასიამოვნოდ სატარებელი.
. დიპტიკის ტემპო და მერე ეგ! ან ორივე. ერთი მეორეზე არანაკლებია.


აჰა, გასაგებია. არცერთი არ მაქვს ეგენი გასინჯული. მაქვს გეგმაში ორივე.



KIBA
QUOTE
სუნამოს გამოწერა მინდა და რომელ საიტს მირჩევთ?
fragrancenet.com - freight forwarder-ებში არ ვაგზავნითო


ამაზონის ექაუნთი თუ გაქვს ზედ მიბმული ბარათით (ანუ რამე თუ გაქვს ნაყიდი შენი ექაუნთიდან იმ ბარათით) მაგ შემთხვევაში გამოიწერ. სხვა არანაირი გზა არ არსებობს ამ ეტაპზე მაგ საიტიდან გამოწერის.

ამაზონი პირველ რიგში, ოღონდ დააკვირდი გამყიდველი თვითონ ამაზონი იყოს. სხვა სელერებიც ორიგინალებს ყიდიან სავარაუდოდ, მაგრამ თუ ამაზონი ყიდის, 100 % დაზღვეული ხარ.
შეგიძლია luckyscent.com-დან გამოწერა, გამოცდილია, მაგრამ ფასებია მაღალი.
ევროპული ნოტინოტან შეგიძლია ასევე გამოწერა, იტალიური მაგალითად.
არის კიდევ ბევრი საიტი, მაგრამ რაც პირადად არ ვიცი, ვერ გირჩევ.
ასევე მწარმოებლის ოფიციალური სატიდებიდან შეგიძლია გამოწერა.

იბეის რაც შეეხება, მე ვერცერთხელ გავარტყი სანდო სელერი და შევეშვი. არიან წესიერი გამყიდველებიც, მაგრამ სანამ მიაგნებ რამდენი ყალბის ყიდვა მოგიწევს ვინ იცის? ასე რომ ეგ შენი გადასაწყვეტია.

წარმატებები! smile.gif

Posted by: Ebrku 1 Feb 2019, 10:53
user posted image

გამარჯობათ. ვინმეს თუ გაქვთ ვიყიდი
* * *
an the ones - viyidi edp s momweret iqneb vinme yidit an gaqvt sxva variantebsac ganvixilav

Posted by: Madame Wong 2 Feb 2019, 04:35
გამარჯობა, ქრიდის ავენტუსის ყიდვას ვაპირებ და რომელი წლის რომელი ბაჩ კოდითაა ყველაზე კარგი თქვენი გამოცდილებიდან და მაგის მიხედვით თუ შეიძლება ყიდვა?

Posted by: akako78 2 Feb 2019, 11:21

Madame Wong


https://www.youtube.com/watch?v=Kg4d9anAu8E
https://www.youtube.com/watch?v=iYcvsMtUz40
https://www.youtube.com/watch?v=rFQub4Hsns4
https://www.youtube.com/watch?v=0wbI7L-etHE
https://www.youtube.com/watch?v=K7AllBS3SDs

ერთმა სულელმა 4000$ კი მისცა ავენტუსში!!!???smile.gif
თუ არ დაუკვირდები ამ ბატჩებს სჯობია,მაგრამ თუ მაინდამაინც გინდა რომ დაუკვირდე აი ეს ვიდეოები ნახე უთუბზე და სხვა კიდევ ბევრის ნახვა მოგიწევს..

Posted by: senpai 2 Feb 2019, 14:53
Madame Wong
ბოლო ორი წლისას არ გირჩევ და დანარჩენს რაც შეეხება, სუფთა შენ გემოვნებაზეა. ყველაზე კარგი ჩემთვის იყო 14L01

Posted by: __ნიკოლოზი__ 3 Feb 2019, 13:28
გამარჯობა. ლუტეციას 175 ლარის ვაუჩერები მაქვს. რამეში გამიცვლით? მისაღებია ქრიდების კლონებიც. ან 30მლ ქრიდებიც.

Posted by: DaviD Davidson 3 Feb 2019, 22:38
__ნიკოლოზი__
სალამი. მაქვს რაღაც ვარიანტები და მოგწერ PM-ს.


* * *
ეს დღევანდელი შენაძენი - Jibilation XXV

არომატის აღწერას არ დავიწყებ, ისედაც ყველა პარფიუმმოყვარულმა იცის რაცაა.
ცნობისთვის, 50 % ფასდაკლებაა ამუაჟის სრულ სპექტრზე ლუტეციაში. ბლომად ვაუჩერებიც მქონდა და სუპერ დემოკრატიულ ფასად გამომვიდა ყიდვა. smile.gif

user posted image

პ.ს. პატარა იაღლიში მაინც მოუვიდათ ლუტეციას კონსულტანტებს: დახლზე ტესტერი ძველი ვერსია ედოთ, თეთრი თავსახურით, ჩავთვალე რომ გასაყიდიც ძველი ვერსია იქნებოდა, მაგრამ მაინც ვთხოვე კონსულტანტებს გადამოწმება. შევიდნენ თავის პროგრამაში, შტრიკოდი მიასკანერეს და დამიდასტურეს, რომ კი, გასაყიდიც ძველი ვერსიაოო. გამიხარდა და შევიძინე, მაგრამ მაინც გავხსენი იქვე... ახალი აღმოჩნდა sad.gif ვუსაყვედურე. გარდა იმისა, რომ არომატით და სავარაუდოდ მდგრადობითაც ძველი ჯობია, ეს ახალი გასაყიდი ჰქონდათ კომპლექტის სახითაც, რომელსაც 150 თუ 200 მლ დუშგელი მოყვებოდა და გაცილებით მდიდრულ და პრეზენტაბელურ ხის ყუთში იყო მოთავსებული, სულ მცირე სხვაობა გამოდიოდა ფასში და რა თქმა უნდა იმ კომპლექტს ვიყიდიდი, რომ მცოდნოდა, რომ ესეც ახალი ვერსია იქნებოდა. გული დამწყდა! sad.gif

Posted by: oshi 4 Feb 2019, 01:01
DaviD Davidson
კარგი შენაძენია ძალიან! მიბრუნებით აღარ მიიბრუნებდნენ? ან არ ამოგიცვლიდნენ? თუ სულ ეგ ვერსია ქონდათ?

Posted by: __ნიკოლოზი__ 4 Feb 2019, 12:51
DaviD Davidson
გამარჯობა. ჯერ დაველოდები აბა სხვა რამეებსაც.


ლუტეციას 175 ლარის ვაუჩერები მაქვს. გაცვლა მისაღებია ქრიდების კლონებშიც. ან 30მლ ქრიდებშიც. ფასის შესაბამისად.

Posted by: Lapustak 4 Feb 2019, 16:42
DaviD Davidson

თუ შეიძლება, Layton ზე ორი სიტყვით. კმაყოფილი ხარ და რამე განსაკუთრებულ რეაქციას გამოხატავენ გარშემო მყოფი ქალები, თუ არაფერი ისეთი?

Posted by: oshi 4 Feb 2019, 17:03
ვიფიქრე თბილისში დავისხამ თქო, მაგრამ აქ ისე ცხელა ნეროლების და შუშხუნების ამინდია.-D


მაინც დასტოინი!


user posted image

Posted by: Arien 4 Feb 2019, 19:13
DaviD Davidson

ძალიან კარგი სუნამოა,
არ ღირს გულის დაწყვეტა ძველ ვერსიაზე smile.gif

QUOTE
50 % ფასდაკლებაა ამუაჟის სრულ სპექტრზე ლუტეციაში


დიდი ხანია ასეთი ფასდაკლება აქვთ.ამის გამო OPUS V მეც შემომეყიდა.
თუ რამე არ შეცვალეს, ვიცი ბრენდი ვულევუს შემოაქვს,მაგრამ არ მახსოვს ვულევუს ასეთი ფასდაკლება ჰქონოდეს,30%-40% კი ყოფილა.

Posted by: akako78 4 Feb 2019, 19:35
DaviD Davidson

oshi

ძალიან ლამაზი პრეზენტაციებია ორივე-მშვიდობაში და უამრავის შეძენაში(ისე იმდენი სუნამოები გვაქვს აქ პარფუმოყვარულებს რომ ნეტა კონიაკივით დალევა შეიძლებოდეს თუ აღარ გამოიყენებდი როგორც სუნამოს-რა დაისხავს ამდენს ბრატცი?smile.gif)

DaviD Davidson

ისე არ ხარ შენ გეტყობა "ინტრიგანი"კაცი თორემ უეჭველი გადააცვლევინებდი ომანში ან ფულის უკან დაბრუნებას მოსთხოვდიsmile.gifგული თუ გეთანაღრება უნდა გადააცვლევინო-შენახული გექნება გადახდის ჩეკი..თუ არა და დაიკიდე ფეხებზე რასაც ჰქვია..არ აჰყვე ამ "დასაწვავ" ბატჩ კოდებსsmile.gif

Posted by: rezi0881 4 Feb 2019, 22:52
DaviD Davidson

მშვიდობაში დავით, ამუაჟზე რადგან შეჩერდი იუბილეიშენი კარგი არჩევანია..
მეც ეგ მაქვს, ტყუილად არ დაგწყდეს გული დამიჯერე, ათას სისულელეს წერენ და იძხიან, გინდა არგინდა ზეგავლენის ქვეშ ექცევი,
მდგრადობას რაც შეეხება 4-5 სპრეის ვისხავ და მთელი დღის განმავლობაში ძალიან კარგად ვგრძნობ.
ახალი ვერსია უფრო შერბილებულია უფრო კრემოვანია რაღაცნაირად დარბილებულია, ძველი ოდნავ მკაცრია, ძალიან მინიმალური სხვაობაა, ძალიან, ვერ იტყვი იმას რომ სხვადასხვა რამეა,
ერთ დღეს მაქვს ორივე დასხმული, ერთი ერთ ხელზე, მეორე მეორეზე, და ისე ვარ დაკვირვებული, საერთოდ არ ვნანობ რომ ახალი მაქვს..

oshi

მშვიდობაში ტემპო, რალამაზი ფერია, მეც ძალიან მომწონს, ისეთი თბილი და დაბალანსებული სუნამოა გამორიცხულია არ მოგხიბლოს,
რამდენი ხნის წინ ვნახე და მომეწონა, რამოდენიმეჯერ დავისხი კიდეც, პირველივე დღიდან აზრი არ შემცვლია სულ უფრო და უფრო მომწონს.

Posted by: DaviD Davidson 4 Feb 2019, 23:06
oshi
QUOTE
კარგი შენაძენია ძალიან! მიბრუნებით აღარ მიიბრუნებდნენ? ან არ ამოგიცვლიდნენ? თუ სულ ეგ ვერსია ქონდათ?


akako78
QUOTE
ისე არ ხარ შენ გეტყობა "ინტრიგანი"კაცი თორემ უეჭველი გადააცვლევინებდი ომანში ან ფულის უკან დაბრუნებას მოსთხოვდიგული თუ გეთანაღრება უნდა გადააცვლევინო-შენახული გექნება გადახდის ჩეკი..თუ არა და დაიკიდე ფეხებზე რასაც ჰქვია..არ აჰყვე ამ "დასაწვავ" ბატჩ კოდებს


მე არ მომითხოვია, თვითონ შემომთავაზეს თანხის უკან დაბრუნება, რომ ნახეს ჩემი რეაქცია, მაგრამ არ დავაბრუნე, ძველ ვერსიას დიდი ალბათობით ვეღარსად ვიყიდი და ეგ სუნამო მაინც მინდოდა, კარგ ფასში გამომივიდა, ვაუჩერებსაც ვადა გაუვიდოდა 10 დღეში და მოკლედ აღარ ჩავთვალე საჭიროდ მიბრუნება.

ვთხოვე, რომ გადაეცვალათ სხვაში, თუ იყო, ან ის ნაკლული ტესტერი მოეცათ, რაც დახლზე ედოთ და ჩემსას დავუტოვებდი, მაგრამ არც გასაყიდი იყო მეტი (ბოლო წამოვიღე) და ტესტერშიც გადაცვალც არ გამოვა პროგრამულ/ბიოროკრატიული სირთულეების გამოო. ის ტესტერიც აიღეს დახლიდან და შეინახეს, რადგან გასაყიდი პროდუქტი აღარ იყო.

* * *
Arien
QUOTE
ძალიან კარგი სუნამოა,
არ ღირს გულის დაწყვეტა ძველ ვერსიაზე


მადლობა smile.gif

rezi0881
QUOTE
მშვიდობაში დავით, ამუაჟზე რადგან შეჩერდი იუბილეიშენი კარგი არჩევანია..
მეც ეგ მაქვს, ტყუილად არ დაგწყდეს გული დამიჯერე, ათას სისულელეს წერენ და იძხიან, გინდა არგინდა ზეგავლენის ქვეშ ექცევი,
მდგრადობას რაც შეეხება 4-5 სპრეის ვისხავ და მთელი დღის განმავლობაში ძალიან კარგად ვგრძნობ.
ახალი ვერსია უფრო შერბილებულია უფრო კრემოვანია რაღაცნაირად დარბილებულია, ძველი ოდნავ მკაცრია, ძალიან მინიმალური სხვაობაა, ძალიან, ვერ იტყვი იმას რომ სხვადასხვა რამეა,
ერთ დღეს მაქვს ორივე დასხმული, ერთი ერთ ხელზე, მეორე მეორეზე, და ისე ვარ დაკვირვებული, საერთოდ არ ვნანობ რომ ახალი მაქვს..


გაიხარე.
კი, ზუსტად ეგ სხვაობაა, როგორც დაწერე, ძველი უფრო მშრალი სურნელია და მკაცრი, ახალი რბილი და კრემოვანი. ახალში მაყვალი უფრო დომინანტია და თავიდანვე კარგად ისმის, ძველში ჯერ საკმეველი'გუნდრუკია და მერე ცოტა ხანში მოდის მაყვლის არომატი.
არ ვნანობ, რა თქმა უნდა, მშვენიერი სუნამოა, ძველი ვერსია ერთგვარი ბონუსი იქნებოდა, თორემ ამის ყიდვა კაი ხანია გადაწყვეტილი მქონდა ისედაც smile.gif

* * *
Lapustak
QUOTE
თუ შეიძლება, Layton ზე ორი სიტყვით. კმაყოფილი ხარ და რამე განსაკუთრებულ რეაქციას გამოხატავენ გარშემო მყოფი ქალები, თუ არაფერი ისეთი?


ვანილის და კარდამომის ბომბი. ვაშლი თავიდან მკვეთრად ისმის, მაგრამ მალე იჩაგრება და უკანა პლანზე გადადის, ხის ნოტებს და ციტრუსებს მე ვერ გვგრძნობ, სადღაც სანდალვუდს ვიჭერ მომენტებში. ცოტა მოტკბო, ჩემთვის სულ ოდნავ გურმანული, მდგრადობა და შლეიფი საშუალოზე მეტი. ოდნავ სინთეტური. სეზონი ადრე გაზაფხული - გვიანი შემოდგომა. ასაკი 25 +

არაა must have სუნამო, თუ კოლექციონერი არ ხარ, ან მაგის სუნზე არ აფანეტებ. უფრო მეინსტრიმ მიმართულებაა, ისეთი რომ ბევრი იაფფასიანი სუნამოსგან ვერც გაარჩევს არაპროფესიონალი. ფასი მაღალი. თუ სულ რამდენიმე სუნამოს ყიდვას აპირებს ადამიანი, მაგის ფასად ან უფრო განსაკუთრებულ/გამორჩეულ არომატს იყიდი, ან რამდენიმე იაფიანს. ჩემთვის მაინც ძვირიანი ინვიქტუსია biggrin.gif. კარგ ფასად იყო, განწობაც დაემთხვა და შევიძინე. სხვა შემთხევაში შეიძლება არც მეყიდა.

ქალებისგან კომპლიმენტს რაც შეეხება, რომ მიკითხავს, მოსწონთ, მაგრამ ისე ქუჩაში უცხოსგან კომპლიმენტი არ მიმიღია. ისედაც ერთხელ თუ ორჯერ ვატარე სულ და ზოგადადაც ქალების წრეში ყოფნა, შინაურების გარდა, ნაკლებად მიწევს. მე თვითონ მაგ კუთხით სუნამს ნაკლებად ვარჩევ, მე რაც მსიამოვნებს, იმას ვყიდულობ. ეგრე ზარას ვიბრანტ ლეთერზე უფრო მეტი კომპლიმენტი მიმიღია, ვიდრე დავუშვათ მასზე ათჯერ ძვირინ სუნამოზე. გოგოებს უფრო ფრეშ/არომატული მიმართულებები მოსწონთ, ცივი სუნები. ნიშ პარფიუმერიას ნაკლებად აფასებენ მასები. მიუჩვეველია ჯერ ხალხის ცხვირი.biggrin.gif

Posted by: Lapustak 5 Feb 2019, 00:25
DaviD Davidson

მადლობა, საინტერესო იყო შენი შეფასება.
არადა მე სულ სხვანაირად აღვიქვამ, უკვე დიდი ხანია ვუტრიალებ. ეგეთი სუნამოა, სხვადასხვანაირად აღიქმება.
სწორედ მდიდრული არომატი მგონია, რამდენჯერაც გავსინჯე. გოგოსაც მოეწონა, რომელიც მახლდა. თუ ოქტომბრის სითბოში მოეწონა, სიცივეში ალბათ მით უმეტეს ... სხვა ქალების აზრსაც მოვისმენდი სიამოვნებით

Posted by: DaviD Davidson 5 Feb 2019, 00:37
Lapustak
დაწუნებით მაგ სუნამოს არავინ დაიწუნებს, როგორი არიფიც არ უნდა იყოს biggrin.gif მაგრამ ვერც იმას უტყვის ბევრი, რომ 500+ ლარიანი სუნამო გასხია. ეგ თემაა. შეიძლება მაგაზე გაცილებით იაფიანი სუნამოთი უფრო მეტი შტაბეჭდილება დატოვო ადამიანზე. პრიორიტეტების ამბავია, ხო ხვდები? შენ თუ მოგწონს და სიამოვნებას განიჭებს, უნდა იყიდო რა თქმა უნდა, მაგრამ იმის გამო რომ მასას მოსწონს და შენთვის ეგ არომატი განსაკუთრებული არაფერიაა, მაშინ არ გადავიხდიდი მაგხელა ფასს. ინდივიდუალურია რა, ვისთვის როგორ. smile.gif

oshi
QUOTE
ვიფიქრე თბილისში დავისხამ თქო, მაგრამ აქ ისე ცხელა ნეროლების და შუშხუნების ამინდია.-D


მაინც დასტოინი!


მშვენიერია. ფოტოც მოწოდების სიმაღლეზე, როგორც ყოველთვის wink.gif

Posted by: senpai 5 Feb 2019, 00:40
DaviD Davidson
კარგი სუნამოა, მშვიდობაში. მესმის შენი გულდაწყვეტა ძველ ვერსიასთან დაკავშირებით.

რომელი ბეტჩ კოდიანია ?

user posted image

Posted by: Lapustak 5 Feb 2019, 01:21
DaviD Davidson

კი, ეგრეა.


დღეს გავსინჯე სენპაის ნაქები ზადიქ ენდ ვოლტერ და კარტიეს ლ'ენვოლ.
ზადიქ და ვოლტერმა ''ბუკეტ იდეალ'' გამახსენა

ლ'ენვოლ საკმაოდ მდგრადი რამეა. მაოცებს კარტიე სითხის ხარისხით და ბოთლის დიზაინითაც.

მდგრადი და მჭახე თაფლი ყვავილოვანი ნოტებით. ვერც ახალგაზრდულს ვუწოდებ და ვერც ქალურს, მაგრამ ცოტა შემაწუხებელი მგონია.
თუ ვინმემ სურნელი მოირგო, ყველანაირად კმაყოფილი დარჩება.

Posted by: __ნიკოლოზი__ 5 Feb 2019, 12:54
ლუტეციას 175 ლარის ვაუჩერები მაქვს. გაცვლა მისაღებია ქრიდების კლონებშიც. ან 30მლ ქრიდებშიც. ფასის შესაბამისად.

Posted by: rezi0881 5 Feb 2019, 22:44

>>> Frederic Malle French Lover <<<

user posted image

Posted by: oshi 6 Feb 2019, 09:30
akako78


ისე ატკინსონს აქვს ერთი ორი ისეთი, გეგონება ჰენსის რომელიღაც ძვირიან სასმელს მოხადე თავი:-!

DaviD Davidson

მადლობა:-)


rezi0881

ტემპო მეც პირველივე ნახვისას მომეწონა. მგონი სხვაგვარად გამორიცხულია.


——-

ფრანგი საყვარელი —) ამ ინტრიგნული სახელის უკან მშვენიერი სუნამო იმალება! მალეს ერთ ერთი შედევრი.

* * *
ორივეს ამინდია:-)

———————————————————-
user posted image

Posted by: akako78 6 Feb 2019, 15:49
rezi0881

მშვიდობაში რეზი..მაგარი უნდა იყოს ფრანგი საყვარელიsmile.gif

oshi

მაგაზე ერთი ამბავი გამახსენდა..მოსკოვში ვართ ცუმ-ში მე (ცენტრალნი უნივერმაგ მასკვი)..ასე 1987 წელია სადღაც..smile.gifდა მამაჩემი(ნაღდი გრუზინია ულვაშებში და რამეsmile.gif)და მაგიტომაც მოდის ერთი რუსი პიანიცა(მიხვდა რომ კავკასიელები ვიყავით და უარს არ ეტყოდა)-ოღონდ კულტურული ტიპი რა განათლებული,თანაც საკმაოდ კარგად ჩაცმული იყო იმ დროინდელი რუსებისგან განსხვავებით(ძალიან ზრდილობიანი იყო-დამამახსოვრდა)და ეუბნება:მეგობარო მე აღარ მაძლევენ და აგერ მანეთებიო და ტრაინოი ოდეკოლონი მიყიდე 12 ბოთლიო..მამაჩემმა უყიდა და რაჭველივით მერე მიხვდა-კაცო-რად უნდა და ამ ქრისტეს ფეხის მკვნეტელს ეს 12 ცალი ტრაიონიო ოდეკოლონიო?კაი ხანს იფიქრა და მერე სახლში რომ მივედით მიხვდა რომ უნდა დაელია როგორც სპირტის შემცვლელიsmile.gifრაც მამაჩემმა იმას აგინა მკვდარი და ცოცხალი..მე მეგონა ბიზნესი ჰქონდა და აღარ აძლევდნენო რომ სხვაგან ძვირად გაეყიდაო-ისე არ ვუყიდიდიო-ინერვიულა!!??smile.gif

პ.ს.ასე რომ ღრუსები დიდი ხანია ოდეკოლონებს დასალევათ იყენებენsmile.gifჩვენ ღმერთმა დაგვიფაროს..
========================================================================================================================================

ორივე ქსერჯოფის უდენიც და კურკდჯიანის ლუმიერე ნოირე 2009 წელში რომ არის გამოშვებული იმიტომ დააყენე მხარდამხარ?smile.gif

Posted by: oshi 6 Feb 2019, 16:27
akako78

მანდ ყველაფერს სვამენ, რასაც ოდნავ სპირტი აქვს:-D მაინც წავიდოდი ერთხელ მოსკოვში

არ ვიცოდი თუ ორივე ერთ წელს იყო გამოშვებილო. ისე ავარჩიე.

——

შავი მუსტანგი:-)

ისეთი მაგარია, რო აუცილებელი იყო ამის ლიმიტირება!


user posted image

love.gif

Posted by: DaviD Davidson 6 Feb 2019, 17:24
rezi0881
QUOTE
>>> Frederic Malle French Lover <<<


შენ უკვე უმაღლეს ლიგაში თამაშობ, კაი ხანია! სუპერ!

მწარმოებლის საიტიდან გამოიწრე< თუ უკეთესი კანალი მიაგენი რამე?
დაგვიხასიათე არომატი. ეგ არ გამისნიჯავს, რატომღაც მგონია, რომ გერლენის Angelique Noire-ს ფრეშ ვარიანტს ემსგავსება

.oshi
QUOTE
შავი მუსტანგი:-)

ისეთი მაგარია, რო აუცილებელი იყო ამის ლიმიტირება!


ცოტა ტემსპ მოუკელით, თორემ დავსკდით შურით ყველა. biggrin.gif

მაგარია ძალიან!

* * *
senpai
QUOTE
კარგი სუნამოა, მშვიდობაში. მესმის შენი გულდაწყვეტა ძველ ვერსიასთან დაკავშირებით.

რომელი ბეტჩ კოდიანია ?


მადლობა.
ციფრები აწერია მარტო, made in Oman აღარ აწერია. ვნახავ მერე ზუტად თუ გაინტერესებს და ჩაგიგდებ.
* * *



Bois 1920
Oltremare - ოშის რეკომედაცია
Dolce Di Giorno - ბედკიდის რეკომენდაცია biggrin.gif

ორივე ბლაინდ ბაი იყო და ორივე იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდებოდი.

user posted image

Posted by: akako78 6 Feb 2019, 20:29
DaviD Davidson

ვა გილოცავ დავით..დი ჯიორნო დავტესტე აქ და კარგი სუნამოა აშკარად..უბრალოდ ცოტა აი ქლიავის სუნით რომ არის ჩემთვის წაუფემინებს..მაგრამ რაც კარგია კარგია..ჯერემიც აქებს ერთ ვიდეოში-ძველი ვიდეოა(მაშინ მგონი არ იყო ასეთი "კორუმპირებული":))..ოლტრემარეს მეც ჩავინიშნავ და დავტესტავ-მაგრად მაინტერესებს..მაგ ფერის ბედ კიდმაც აქო მაგრამ ეგ იყო თუ სხვა არ ვიციsmile.gifძალიან ლამაზი პრეზენტაციაა!!!

პ.ს.რევაზი მართლა არ ხუმრობს-მაგარი კოლექციაც აქვს..ყველა მომწონს მისი სუნამოები რაც კი დამიტესტავსsmile.gif


https://www.fragrancenet.com/fragrances/bois-1920/bois-1920/dolce-di-giorno-eau-de-parfum-spray-.5-oz-three-pieces-travel-set#312966

ალბათ აქედან არა?სამივე 51მლ-ია..ფასიც საკმაოდ კარგი გამოდის!!!

Posted by: oshi 6 Feb 2019, 20:37
DaviD Davidson

biggrin.gif


ვა , ვა, რა მაგარია:-) Oltremare- ძალიან კარგი ზაფხულის სუნამოა, ზოგადად თბილი დღეების. მეორის სეზონი ახლაა, მაგრამ ცოტა უნდა დაისხა, საკმაოდ ძლიერია!

ორივე კარგია ძაან! არ ვიცოდი ბოისს ეგეთი შეფუთვებიც თუ ქონდა . გამოიწერე? თუ სადმე იყიდე?

Posted by: DaviD Davidson 6 Feb 2019, 22:15
akako78
QUOTE
ვა გილოცავ დავით..დი ჯიორნო დავტესტე აქ და კარგი სუნამოა აშკარად..უბრალოდ ცოტა აი ქლიავის სუნით რომ არის ჩემთვის წაუფემინებს..მაგრამ რაც კარგია კარგია..ჯერემიც აქებს ერთ ვიდეოში-ძველი ვიდეოა(მაშინ მგონი არ იყო ასეთი "კორუმპირებული":))..ოლტრემარეს მეც ჩავინიშნავ და დავტესტავ-მაგრად მაინტერესებს..მაგ ფერის ბედ კიდმაც აქო მაგრამ ეგ იყო თუ სხვა არ ვიციძალიან ლამაზი პრეზენტაციაა!!!


მადლობა. კი, ძალიან კარგია ორივე და პრეზენტაციაც ძალიან დასტოინი, ყუთი, ხავერდის შალითა, თვითონ ბოთლებიც ძალიან საკაიფოა. აბსოლიტურად უნისექს არომატებია ჩემთვის ორივე, 50/50.

QUOTE
ალბათ აქედან არა?სამივე 51მლ-ია..ფასიც საკმაოდ კარგი გამოდის!!!

კი, მანდედან. ფასიც კარგაი და რეალურად არც მჭირდება მეტი, თითო პატარა ბოთლიც რომ ყოფილიყო 17 მლ-ანი, ეგეც მეყოფოდა, თორემ იმდენი მიგროვდება, შენი თქმის არ იყოს, დალევით თუ გამოცლი, თორემ რა გახარჯავს მაგდენს?! biggrin.gif

oshi
QUOTE
ვა , ვა, რა მაგარია:-) Oltremare- ძალიან კარგი ზაფხულის სუნამოა, ზოგადად თბილი დღეების. მეორის სეზონი ახლაა, მაგრამ ცოტა უნდა დაისხა, საკმაოდ ძლიერია!

ორივე კარგია ძაან! არ ვიცოდი ბოისს ეგეთი შეფუთვებიც თუ ქონდა . გამოიწერე? თუ სადმე იყიდე?

კი, კარგებია ორივე. smile.gif
აკაკომ რომ ლინკი დადო, იქიდან გამოვიწერე. კონკრეტულად ეგ ორი სუნამო მაინტერესებდა მაგ სახლიდან და ზუსტად ეგენი დაიდოე ეგეთი სახით, სხვა არც მინახავს არცერთი მაგ სახლის სუნამო ეგეთ შეფუთვაში.

Posted by: senpai 6 Feb 2019, 22:43
DaviD Davidson
QUOTE
რეალურად არც მჭირდება მეტი, თითო პატარა ბოთლიც რომ ყოფილიყო 17 მლ-ანი, ეგეც მეყოფოდა, თორემ იმდენი მიგროვდება, შენი თქმის არ იყოს, დალევით თუ გამოცლი, თორემ რა გახარჯავს მაგდენს

მშვენიერი მიდგომაა. კოლექციონერისთვის ეგეც მშვენიერია. მეც პირადად მაგ მიზეზით შევაჩერე უმეტესობა სუნამოზე მთლიანი ბოთლების ყიდვა, განსაკუთრებით ისეთების, რომელთა ერთი-ორი მიპკურებაც საკმარისია ხოლმე.



თუმცა კარგი ხარისხის სუნამო იმდენხანს ძლებს, შვილიშვილებს რომ შემოენახოთ არ გამიკვირდება biggrin.gif


------------------------------------------------------------------
საღამოს გატაცება boli.gif
user posted image


Posted by: rezi0881 6 Feb 2019, 22:53
senpai

ეგ ძველი ვერსიაა? ჩემსასაც მასე აწერია made in oman, დაბლაც იგივე ნაცრისფერი ნაწერები როა, ციფრები სხვა აწერია.

akako78

მადლობა აკაკი, საინტერესო რამეა ფრენჩი.
მახსოვდა ადრე დავწერე https://forum.ge/?showtopic=35016210&view=findpost&p=52673551, პირველი ნახვისას აზრად არ მომსვლია რომ როდესმე ფრენჩი მომინდებოდა, მეორედ, მესამედ, ისიც ნელნელა შემეცვალა აზრი, ვერ ვამსგავსებ ვერაფერს ისე ვერ დავახასიათებ რომელიმე სუნამოს რო მივამსგავსო, ჩემთვის უკავშირდება ბუნებას, ბუნებრივობას, ძველი პოსტისგან განსხვავებით დიდად არ შემცვლია აზრი. უცხოა მაგრამ რაღაც პერიოდის მერე ამჩნევ რო რაღაც ძალიან რეალისტურია.

DaviD Davidson
QUOTE
რატომღაც მგონია, რომ გერლენის Angelique Noire-ს ფრეშ ვარიანტს ემსგავსება

რატომ გგონია? Angelica -ს რო გრძნობენ ტოპში? biggrin.gif საერთოდ არაფერი აქვთ საერთო, ვერაფრით ვუკავშირებ ერთმანეთს..
Angelique Noire ძალიან მაგარი სუნამოა თუ მოირგე, ერთი კვირა ბლოტერზე სუნი არ შეიცვალა უფროდაუფრო კარგად ისმოდა.
Dolce Di Giorno მომწონს ძალიან კარგი სუნამოა up.gif
Oltremare - ს ვერ ვიხსენებ ალბათ მომეწონება ისეთი ჩანს,
თრეველები თუ ქონდა მეც არ ვიცოდი.

oshi

აქაც გილოცავ, არასდროს არ გახდება მასიური და ყოველთვის გეცოდინება, ერთერთი მართლაც საკოლექციო ნიმუში გაქვს,
ბრენდს ლივას სახით დარჩება 71 -ის ალტერნატივა, რომელიც ძალიან კარგი სუნამოა მაგრამ მასეთი მაინც ვერაა, ამიტომ ალბათ გამართლებულია 71-ის ექსკლუზიურობა და ლიმიტირება.


Posted by: senpai 6 Feb 2019, 23:13
rezi0881
ყველაზე ძველი ვერაა, თუმცა ეს ვერსია არის ყველაზე ძლიერი მე რაც მინახავს, ნიმუშად იმიტომ დავდე. ამას ადარებენ ხოლმე. მერე უკვე ბრიტანეთის ვერსიები მოდის როგორც ვიცი.

პ.ს. ყველა კარგია, თუმცა გამძლეობაში მართლაც არის მცირედი სხვაობა.


Posted by: Lapustak 7 Feb 2019, 17:41
senpai
ზადიქ ენდ ვოლტერ For him, შენი რეკომენდაციით გავსინჯე. თავიდან ჩუმი მომეჩვენა, მაგრამ ძალიან სასიამოვნო, მამაკაცური კვალი დატოვა ტანსაცმელზე. შკჰენმ აზრით,
დაგვიანებულია ამ საზონზე ყიდვა, თუ გაზაფხულისთვისაც კარგია?

Posted by: senpai 7 Feb 2019, 19:55
Lapustak
მიხარია რომ მოგეწონა, ბევრი სუნამო არაა ეგეთ ხარისხს რომ იძლეოდეს მაგ ფასად.

ეხლა თუ იყიდი, მარტის ბოლომდე თავისუფლად იხმარ წესით. ისედაც ცივი ამინდებია ხოლმე ამ პერიოდში. ჩემთვის არის ოქტომბრის დასაწყისიდან აპრილამდე სახმარი სუნამო.



Posted by: __ნიკოლოზი__ 8 Feb 2019, 00:57
რას მირჩევთ, 175 ლარის ვაუჩერები მაქვს ლუტეციასი და ამ ფასად რომელი სუნამო ვნახო? ან სუნამოები? ცოტას დამატებაც შეიძლება.
ან გაგიცვლით ქრიდში ან მის კლონშI ფასის შესაბამისად.

Posted by: rezi0881 8 Feb 2019, 00:59

Frédéric Malle - Musc Ravageur

სუნამო რომელიც დიდიხანი მაინტერსებდა.. ისევ განხილვების და შეფასებების მიხედვით წინასწარ ჩამოვიყალიბე აზრი და ვფიქრობდი რომ საერთოდ არ მომეწონებოდა, საბოლოოდ დავრწმუნდი სანამ თვითონ არ ნახავ არ უნდა ჩამოიყალიბო აზრი.. არც ცხოველური ნოტები მიყვარს და არც მუსკუსი, ამიტომ ვფიქრობდი რომ საერთოდ არ იქნებოდა საჩემო.. მსგავსებას რაც შეეხება რაღაცას მაგონებდა და რაღაც პერიოდის მერე მივხვდი რომ Ambre Sultan -ს ვამსგავსებდი, მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო ენიმალიქია ჩემთვის ვიდრე Musc Ravageur, დავსერჩე და ძალიან ბევრი იუზერი სწორედ ამბრას ამსგავსებს, და კონკრეტულად ამბრის სუნამოებს, ერთ იუზერს პოსტიდან ამონარიდი ,,Luca Turin described the drydown as being similar to Ambre Sultan, so it seems we are in argreement’’ ლუკა ტურინი კი როგორც ვნახე პარფიუმერიის გიდი ყოფილა და წიგნიც ქონია გამოშვებული.

სეზონს რაც შეეხება: გრიცლ/ცივ ამინდში ყველაზე კარგი იქნება ალბათ.
ძირითადად რასაც ვგრძნობ.. ვანილი, ტკბილი ამბრის ნოტა, მიხაკი და დარიჩინი.
მთლიანობაში თბილ და კომფორტულ აურას ქმნის, ეს არის რომანტიული საღამოს სექსუალური სუნამო.

user posted image




Posted by: oshi 8 Feb 2019, 16:51
DaviD Davidson
კარგი შენაძენია. სატარებლადაც პრაქტიკული:-)


rezi0881

ეგრეა კი. განსაკუთრებულია!



————————

გუშინ ვნახე ეს სუნამო. ძალიან კარგია!

user posted image

Posted by: rezi0881 10 Feb 2019, 12:38

user posted image

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

Monsieur Frederic Malle

Monsieur – Gentleman თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ მომეწონებოდა, ცოტა სხვანაირს წარმოვიდგენდი, მეგონა უფრო სადა მსუბუქი და ვერსიტალური იქნებოდა, ფრეშ არომატის მსგავსი როგორიც ამ დასახელების სუნამოები ვიცით.. ამ დროს არცმეტი არცნაკლები Nasomatto Duro -ს შედარებით მსუბუქი ვერსია აღმოჩნდა.. თუმცა მსუბუქ სუნამოს ვერანაირად ვერ დავუკავშირებ Monsieur-ს, უმაგრესია ძვირფასი შლეიფით და მდგრადობით. დურო რო არ მქონდეს ამათ შორის გავაკეთებდი არჩვანს.

ეს ორი სუნამო Nasomatto Duro და Montale Aoud Musk ვისაც გაინტერესებთ თუ მიგიწვდათ ხელი ნახეთ Monsieur

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

user posted image

Posted by: akako78 10 Feb 2019, 12:53
rezi0881
ვა რეზი რა მაგრობები დადე ტო..გაგიტაცა ნასიმოტო ბიძიამ?smile.gifსილამაზე და დონეა აშკარად..უბრალოდ მე არ მომწონს ერთი რამ 30მლ რომ არის..60 იანები მაინც გაეკეთებინაsmile.gifმრავალი შეგეძინოს-აქ შეიძინე თუ ნეტით ეს სიახლეები?

Posted by: rezi0881 10 Feb 2019, 13:14
akako78

გაიხარე აკაკი, მადლობა, შენც მრავალი შეგეძინოს.. კი, ნასომატომ გამიტაცა დიდი ხანია, უფრო მეტ მოცულობაზე მეც არ ვიტყვოდი უარს, თუმცა უმეტესობა ძალიან მდგრადია, დურო და ბარაონდა აქ ფასდაკლებაზე, აბსინტი და ბლექი მეგობარმა იტალიიდან ჩამომიტანა, პარდონი გამოწერილია.

Posted by: oshi 10 Feb 2019, 18:50
rezi0881
როგორი ლამაზი მწკრივია:-) დურო მექნებოდა მაქედან მგონი. უნდა მოვსინჯო ერთხელ ხელზე.


აკაკის ვეთანხმები. ცოტაა 30. მინიმუმ 50 მლ. უნდა ქონდეს, თუმცა იმდენად მდგრადებია ბევრ ასიანს ჩამოიტოვებს.

——————————————

ესეც ლურჯი ლონდონი

user posted image

Posted by: rezi0881 10 Feb 2019, 21:14
oshi

შენ და დურო? no.gif ვერ წარმომიდგენია, ჯერ არ დამისხამს, ყველაზე მძიმე სუნამოა ჩემთვის, ბლექ ავგანოზეც კი, იქსტრიმ მასკულინური, დურო მკაცრს ნიშნავს იტალიურად, ამართლებს სახელს biggrin.gif
რა ლამაზია ლონდონი, სემპლი მაქვს მე, სულ უფროდაუფრო მომწონს, ყველაზე ლამაზი პრეზენტაცია აქვს ბრენდში, სურნელიც არაჩვეულებრივი.

ესეც ნაგროვები ვაუჩერებით და ფასდაკლებით, 202 ლარი გამოვიდა, ატკინსონის სუნამო ძალიან მინდოდა დიდი ხანია და ამაზე გავაკეთე არჩევანი. რაღაცით გერლენის იდეალს ედპ-ს ვამსგავსებ. ძალიან კარგი ხარისხი და სურნეულია, საკმაოდ მდგრადი და შლეიფიანი.

Atkinsons 1799 - 41 Burlington Arcade

user posted image

- - - - - - - - - -

__ნიკოლოზი__

ნახე ეს სუნამო შეიძლება მოგეწონოს ძალიან კარგია არაა პრეტენზიული, ისეთია ბევრს რო მოეწონწბა 440 ღირს, მაგ ვაუჩერებით დაგიკლებენ, მომხმარებლის ბარათის გახსნაც თხოვე იმაზეც შეიძლება ცოტა დაგიკლონ, ამ ხაზიდან ესეც მოსინჯე, ძალიან კარგია https://www.fragrantica.com/perfume/Atkinsons/24-Old-Bond-Street-Triple-Extract-25348.html - მოკლედ მშვენიერი ბრენდია, დაათვალიერე კარგად smile.gif აღმოაჩენ რამეს საშენოს.

Posted by: akako78 10 Feb 2019, 21:53
oshi
სულ სასიკეთოდ მოგეხმაროს!!!მართლაც ძალიან ლამაზია ლონდონი..ხელოვნების ნიმუშია ბოთლი და სითხეც კარგი იქნება-შენ ისე დაახასიათე მაგ სახლის ცხვირიsmile.gif

rezi0881

ე.ი. მე მომეწონება-მშვიდობაში და მრავლის შეძენაში!!!!

პ.ს.აუ ისე როცა მოიცლით გაგვიხარეთ თვალი და გადაუღეთ შევსებულ კოლექციებს ფოტოები...smile.gif

Posted by: senpai 10 Feb 2019, 22:29
akako78
ესეთ კოლექციას ისურვებდი ?

user posted image


Posted by: Arien 10 Feb 2019, 22:52
რამდენი ახალი და საოცარი სუნამო გაქვთ love.gif

ჩემი ლუტეციას ვაუჩერები გავაჩუქე.ფბ-ზე მონტე კარლოს არეკლამებდნენ და მაგათი ამბავი რომ ვიცი,როგორც კი ვიყიდიდი ეგრევე უპრეცედენტო აქცია დაეწყებოდათ.ჰოდა გადავიფიქრე...

WIDIAN-ის დანარჩენი სუნამოებიც ვნახე,არჩევანს ალბათ პირველსა და მეოთხეს შორის გავაკეთებ,ან ჯერ ერთი და მერე მეორე.71 ძალიან შთამბეჭდავია,პირველად ვნახე უდის და ლავანდის კომბინაცია,და საერთოდაც ფავორიტია smile.gif)

ეს მორიგი აკვიატებული ვარდი - Amour Elegant - უნისექსია,არც ნაზი ვარდის ფურცლებია და არც მურაბის სიტკბო აქვს,მაგრამ სრულყოფილი ვარდია თავისი ფოთლებით,ეკლებით და ფესვებით.

Posted by: rezi0881 10 Feb 2019, 23:12
akako78

ალბათ მოგეწონება, ლიქიორის ნოტა აქვს ამას, ალბათ ეს ქმნის გერლენისებურ სურნელს,

Arien
QUOTE
მაგრამ სრულყოფილი ვარდია თავისი ფოთლებით,ეკლებით და ფესვებით.

ვიცი, ძალიან კარგი სუნი აქვს. smile.gif



Posted by: akako78 11 Feb 2019, 00:14
senpai

კი ნამდვილადsmile.gifმაგარი კოლექციაა..ნუ ყველაზე მეტი ერთეული გაქვს აშკარად აქ ვინც პოსტავს მგონი-ერთი მაღაზია შეგიძლია გახსნაsmile.gifტომ ფორდ-მონტალ-ამუაჟ-ქსერჯოფები-ეტატ ლიბრე დ'ონაჟებიც ბევრი გქონია და ბონდებიც..ისე ნიშეები მეტი გაქვს აშკარად ვიდრე დიზაინერები-მე პირიქით მეგონაsmile.gif

პ.ს.დასალევიც რომ იყოს რა დალევს მაგდენს შე კაცოsmile.gifრამდენი წლის ნაგროვებია?

Posted by: Arien 11 Feb 2019, 00:18
rezi0881
QUOTE
ვიცი, ძალიან კარგი სუნი აქვს. smile.gif


მადლობა,მე გვიან ვნახე,სემფლი მომცეს და ისე მომეწონა.
სხვანაირი ვარდებიც მინდა, უდის და ამბრის გარეშე, ვფილტრავ ფრაგრანტიკაზე და ალბათ ბრმად თუ გამოვიწერ რამეს.
კიდევ თუ გაგახსენდებათ საინტერესო ვარდის სუნამო მითხარით smile.gif

Posted by: akako78 11 Feb 2019, 00:22
Arien

მშვიდობაში..ლამაზი შეფუთვაა და ბოთლიც ძალიან ლამაზია..

Posted by: fujita 11 Feb 2019, 00:23
senpai
QUOTE
ესეთ კოლექციას ისურვებდი ?


აუ რამდენიაა, ყოჩაღ ძმაო რაა
რამდენი იქნება დაახლოვებით ფული დახარჯული biggrin.gif

Posted by: akako78 11 Feb 2019, 03:10
senpai


Brooklyn Fragrance Lover კოლექციაა არა?smile.gif

Posted by: senpai 11 Feb 2019, 08:56
akako78
QUOTE
Brooklyn Fragrance Lover კოლექციაა არა?

yes.gif

ჩემი ერთ-ერთი ინსპირაციაა.


fujita
ჩემი არაა სამწუხაროდ biggrin.gif სიდიდის გულისთვის დავდე რახან კოლექციებზე წავიდა ლაპარაკი, ამ ტიპს ერთ-ერთი გამორჩეული კოლექცია აქვს.

Posted by: rezi0881 11 Feb 2019, 09:13
Arien

ძირითადად რასაც ვათვალიერებდი ვარდი და უდი იყო, მარტო ვარდს ბევრს ვერ გირჩევ.
Lumiere Noire Pour Femme Maison Francis Kurkdjian - ეს თუ არ იცი შეიძლება მოგეწონოს, როგორც წერენ ვარდი და ყვავილები იგრძნობა,
A Day in My Life Mark Buxton – ეს შარშან გაზაფხულზე არომაბუტიკში მაჩვენეს, მომეწონა უფრო ფრეშ ვარდია, რაღაც ესეთია, ორიენტალების გარეშე.

Posted by: Arien 11 Feb 2019, 10:43
akako78
QUOTE
მშვიდობაში..ლამაზი შეფუთვაა და ბოთლიც ძალიან ლამაზია.. 


მადლობა,
სურათის გადაღებას რომ ვაპირებდი,რძალმა მე გადავიღებო და ეგ არის biggrin.gif

rezi0881
QUOTE
ძირითადად რასაც ვათვალიერებდი ვარდი და უდი იყო, მარტო ვარდს ბევრს ვერ გირჩევ.Lumiere Noire Pour Femme Maison Francis Kurkdjian - ეს თუ არ იცი შეიძლება მოგეწონოს, როგორც წერენ ვარდი და ყვავილები იგრძნობა, A Day in My Life Mark Buxton – ეს შარშან გაზაფხულზე არომაბუტიკში მაჩვენეს, მომეწონა უფრო ფრეშ ვარდია, რაღაც ესეთია, ორიენტალების გარეშე


პირველი არ ვიცი,თუ შემხვდა სადმე ვნახავ.მეორე მეც მაჩვენეს,მომეწონა მაგრამ არც ისე რომ მეყიდა,ღირს ახლიდან ნახვა,ხშირად განსხვავებულია პირველი შთაბეჭდილებიდან.
მადლობა smile.gif

Posted by: Khatuta 11 Feb 2019, 13:44
გამარჯობათ, Anyway by Juliette Has a Gun ეს სუნამო თუ ვინმეს გიხმარიათ, სურნელი მაინტერესებს დაახლოებით როგორია, თბილისის მაღაზიებში ვერსად ვნახე რომ დავტესტო...

Posted by: akako78 11 Feb 2019, 14:19
Khatuta
გამარჯობა

591 54 07 53 ეს ნომერია არომატეკის და მე მგონი მაგათ აქვთ

იოანე შავთელის 17

senpai
მე მაგ სელაპისმაგვარი ჰიბრიდის(რომ ვერ გაიგებ მულატია-ლათინოსია) კოლექციას(ხო ეგ ახალს რაც გამოდის ყველაფერს ყიდულობს) და თლიფინს ის "გოგოშკები" მირჩევნია სტუმრად რომ იწვევს ხოლმეsmile.gifსაკმაოდ კარგ სლავ-ლათინო-მულატ ქალბატონებს ეპატიჟება..მართალია ჯერემის ქალბატონებს ვერ შეედრებიან,მაგრამ არ დაიწუნებს კაციsmile.gifერთია ინდიელს რომ ჰგავს კუპრივით შავი თმები აქვს-ლათინოსი უნდა იყოს წესით-კაცივით მხრები რომ აქვს,მაგრამ "ზატო" ყველაფერიც დიდი აქვს საკმაოდ და ნატურალურიsmile.gif(სახლში იატაკის საწმენდი ნახევრად გადახერხილი მაქვს ყოველშემთხვევაში-რა იცი რა ხდებაsmile.gif)

Posted by: senpai 11 Feb 2019, 15:06
akako78
პერსონები მაგარი მკიდია, კოლექციაზე ვამბობ მე. ჯერემიც არ მევასება, მარა თუ კარგი კოლექცია აქვს არ ვიტყვი რომ თვითონ კოლექცია ცუდია, მარტო იმიტომ რომ იმას ეკუთვნის ვინც არ მომწონს.



Posted by: Lapustak 11 Feb 2019, 15:25
senpai
QUOTE
მიხარია რომ მოგეწონა, ბევრი სუნამო არაა ეგეთ ხარისხს რომ იძლეოდეს მაგ ფასად.


ბრავო, მეგობარო, კარგი აღმოჩენაა და მადლობა რომ გაგვიზიარე.
საკმეველი, სანდლის ხე, ვანილი - ამ ტერიტორიაზე ვეძებდი სუნამოს. ეს სუნამო გურმანულის და მასკულინურის ზღვარზე გადის, ყველაფერი მოზომილი და დახვეწილი. აუცილებლად ვიყიდი ამ სეზონზევე

პ. ს.

ის მეორე სუნამო მამაკაცის ხაზიდან ''ჯასთ როკ'' სრული კატასტროფაა

Posted by: akako78 11 Feb 2019, 15:47
senpai

მე იცი რომელი კოლექცია მომწონს?
აი ეს https://www.youtube.com/watch?v=-LQfgxz0QE8
https://www.youtube.com/watch?v=zmgugRguZFA
კარლოსის ნაკლებად..აი კოდის კოლექციას რობ08 მირჩევნია..ერთ-ერთი პირველები იყვნენ უთუბელებიდან..მაგ კანადელი რობის გემოვნება კი არ მევასება..უფრო კოდი ახლოსააsmile.gif
https://www.youtube.com/watch?v=BWZ1qkSFCRI ეს კი ინდოელი ფაკირი რომ არისsmile.gif https://www.youtube.com/watch?v=IXLRYR4h_sM

რედოლესენსაც მაგარი კოლექცია აქვს-ძალიან დიდი თუ სიდიდეს გულისხმობ..ასევე გენტ სენტი(კანადელია) რომ არის ეგეც მაგარი მეყველაფრეა..ყიდულობს ტონობით..ისე ეგენი უფრო ახლოს არიან და კეპკიანი მათურე მასტი რომ არის სმელს გრით..ისე ეგ ჩითავს შეუხედავ ქალებსsmile.gifმაგასაც უმაგრესი და დიდი კოლექცია აქვს- ეგ მაქს ფორტისავით არაა დ არ აქებს ყველაფერს..ისე მაქსაც უდიდესი კოლექცია აქვს..

ერთი ზანგი რომ არის გორილასავით კარატისტი-აი მაგას განსაკუთრებული ნიშეები აქვს..

Posted by: senpai 11 Feb 2019, 16:22
Lapustak
QUOTE
ბრავო, მეგობარო, კარგი აღმოჩენაა და მადლობა რომ გაგვიზიარე.

up.gif გაიხარე.


QUOTE
ყველაფერი მოზომილი და დახვეწილი

yes.gif ალბათ ამიტომაც ვხმარობ აქტიურად.

QUOTE
აუცილებლად ვიყიდი ამ სეზონზევე

ქარიან ამინდშიც საკმაოდ კარგი გამოდგა.


akako78
კარგი კოლექციებია ნამდვილად, ისეთი ისედაც არავინ მინახავს, ვისი გემოვნებაც დაემთხვეოდა ჩემსას. (საკმაოდ თავისებური გემოვნება მაქვს)

არის ბევრი მსგავსებები, მარა როგორც კი აღმოვაჩენ რომ რეკლამის გამო აპიარებენ რომელიმე ბრენდს ეგრევე გამოწერას ვაუქმებ.

ეხლა თუ რამე მაინტერესებს ძირითადად ფრაგრანტიკას ხალხს ვეკითხები პმ-ში და იქ მპასუხობენ. კარგი ხალხია ძირითადად. არ დაგზარდებიან კითხვებზე პასუხს.

QUOTE
რობ08

თვითგამოცხადებულია გურუა ტიპი. საკუთარ თავს დაარქვა და ალბათ გონია მართლა გურუა ამ სფეროში.

Posted by: akako78 11 Feb 2019, 16:28
senpai


ხო ეგ რობი რომაა რამეს რომ აქებს 10 პროცენტია შანსი მე რომ მომეწონოს..ჩემს გემოვნებას არ ემთხვევა მაგისი..სხვათაშორის კარლოსის გემოვნება ემთხვევა ჩემსას უფრო და ფორტისsmile.gifჯენტ სენტიც და სმელს გრითი კარგები არიან..ისე ჯენთ სენტი უბერავს ამ ბოლო ხანს საკმაოდsmile.gif


Posted by: senpai 11 Feb 2019, 16:40
akako78
Le Male როგორ შეფასებას მისცემდი ?


მაგ იუთუბერთან კავშირშია და იმიტომ გისმევ ამ შეკითხვას.

Posted by: akako78 11 Feb 2019, 17:06
senpai
კი მქონდა ლე მალე და ძალიან ინტენსიურად ვიყენებდი..მომწონდა..უბრალოდ ძალიან ძველი ვერსია მქონდა და მერე რაღაცა დაემართა(სულ 2 სუნამო რაც კი მინახავს დაძველებული და სურნელ შეცვლილი) და მომაძულა თავი..აქვა დუი ჟიოს მერე ეგ ისედაც ყველაზე გაყიდვადი იყო..ეხლა რომ მქონდეს როგორც სამუშაო სუნამოს პონტში გამოვიყენებდი ყოველდღიურ სურნელად..დღეს დილის 8 საათზე რომ გამოვიხედე ნარცისოს ფორ ჰიმ ედტ დავისხი..და მერე მზეში კი შემაწუხაsmile.gif..არადა წვიმიანს უხდებაsmile.gif

Posted by: Khatuta 11 Feb 2019, 17:25
akako78 მადლობა, ვნახავ აუცილებლად

Posted by: senpai 11 Feb 2019, 17:26
akako78
ხოდა მაგ იუთუბერის Signature სუნამოა ეგ.



Posted by: DaviD Davidson 11 Feb 2019, 20:52
rezi0881
საღორ რეზი, ნასომატოს მთელი მასკულინ კოლექცია მოგიგროვებია. პარდონის გარდა არცერთის არომატი არ ვიცი. ისეთი ლამაზი ბოთლებია, არომატზე სულ რომ არ გიჟდებოდე, მაინც გიჩნდება ფლობის სურვილი. პატარა ჯარისკაცებივით არიან ჩამწკრივებული.

კასამორატიზე მჭირს მე ეგრე. ისეთი საყვარლობა ბოთლებია, მოგროვება გინდება biggrin.gif

user posted image


Posted by: rezi0881 11 Feb 2019, 21:01
Arien

აი მომწონს რაღაცნაირად ვარდი, მაგრამ სასურველს მაინც ვერ მივაგენი,
აი ამ სუნამოს ყველაზე მასკულინურ ვარდად ახასიათებენ სულ ვარდია, რანაირადაა მასკულინუი ძალიან მაინტერესებს.



- - - - - - - - - - - - - - -

კოლექციები ბევრს კარგი აქვს, მაგრამ მგონი ყველაზე ძვირფასი ნიშე კოლექცია ამას აქვს https://www.instagram.com/mrzayas81/
სხვათაშორის ჯიგარი ტიპია რამოდენიმეჯერ მივწერე რჩევების პონტში და ყოველთვის მიპასუხა, მითხრა კიდეც როცა რამე დაგჭირდეს მომწერეო..
ყველა სურათი მას ეკუთვნის და თხოვნა აქვს ნუ დააკოპირებთო, ძირითადად ორიენტალს უბერავს მაგრამ სულ სერიოუზულები აქვს. მგონი არაბია.




Posted by: DaviD Davidson 11 Feb 2019, 21:03
QUOTE (senpai @ 10 Feb 2019, 22:29 )
akako78
ესეთ კოლექციას ისურვებდი ?

user posted image

აი მაგ კოკრეტული კოლექციის პატრონი არაა ნორმალური! მაგდენი სუნამოს ყიდვის საშუალება თუ გაქვს, ეგეთ სახლში რატომ უნდა ცხოვრობდე და ეგეთი ავეჯი რატომ უნდა გედგას? Shit...
* * *
Arien
QUOTE
კიდევ თუ გაგახსენდებათ საინტერესო ვარდის სუნამო მითხარით

ენდი ტაუერს აქვს ვარდის რამდენიმე სუნამო, მე არ გამისნიჯავს არცერთი, მაგრამ კარგი რევიუები აქვს.

Une Rose De Kandahar
Tauerville - Rose Flash
Une Rose Chypree
Une Rose Vermeille
Incense Rose


პირველი ორი მაინტერესებს მე, ეგენი უფრო უნისექსებია, დახასიათების მიხედვით, მაგარმ მოტკბოებია ორივე და შენ არ გიყვარს ტკბილი, როგორც ვიცი. დანარჩენები არ ვიცი როგორია.
* * *
rezi0881
QUOTE
აი მომწონს რაღაცნაირად ვარდი, მაგრამ სასურველს მაინც ვერ მივაგენი,


Rose Anonyme არ გასინჯე შენ? მე მომწონს და ვიყიდი აუცლებლად, ხელსაყრელ ფასად რომ ჩავარდება smile.gif
რაც გამისნჯავს, ყველაზე მასკულინური ვარდია.

Posted by: rezi0881 11 Feb 2019, 21:31
DaviD Davidson

ვაა 1888-აც მიგიმატებია, აუ ეგ როგორ მიყვარს იცი? ერთერთი ჩემი საყვარელი სუნამოა, ძალიან კარგი ხაზია და ბევრი კარგი სუნამო აქვს.
ახალი მეფისტო ჯენტლიუომო მაინტერესებს ალბათ კარგი იქნება.

არადა არ ვაპირებდი ამდენ ნასომატოს მართლა, კარგი ვარიანტი იყო იტალიიდან და ამდენი გამოვიდა.. biggrin.gif

QUOTE
Rose Anonyme არ გასინჯე შენ? მე მომწონს და ვიყიდი აუცლებლად, ხელსაყრელ ფასად რომ ჩავარდება
რაც გამისნჯავს, ყველაზე მასკულინური ვარდია.

ვერ მოვახერხე, მაგარ ფასში იყო ხოლმე ფრაგრანსნეტზე, მაგრამ ბლაინდ არ ვიყიდე, მაინც ვარდი და უდია, უდიც იგრძნობა როგორც ახასიათებენ.

Posted by: senpai 11 Feb 2019, 21:33
rezi0881
QUOTE
აი მომწონს რაღაცნაირად ვარდი, მაგრამ სასურველს მაინც ვერ მივაგენი,

ეს ცადე ?

user posted image


DaviD Davidson
QUOTE
მაგდენი სუნამოს ყიდვის საშუალება თუ გაქვს, ეგეთ სახლში რატომ უნდა ცხოვრობდე და ეგეთი ავეჯი რატომ უნდა გედგას?

სუნამოები ევასება, რემონტი კი არა givi.gif

ყველა ეგეთი კოლექციონერი მსგავსი ტიპია როგორც ჩანს, ბოლო კაპიკს იკლებენ და მანდ აბანდებენ.


Posted by: rezi0881 11 Feb 2019, 21:40
senpai

ეგ მგონი არა, ვნახავ რო მოვახერხებ.. პატარები რო აქვს 50 მლ ექსტრაქტები ძალიან ძვირი როა, მაგის უდია რაღაც სასწაული.

Posted by: senpai 11 Feb 2019, 21:42
rezi0881
ნახე იქნებ მოგეწონოს, ცოტა განსხვავებული მიდგომაა ვარდთან.

თუ ჯემის ვარდი მოგწონს მაშინ დიზაინერებიდანაც შემიძლია გირჩიო ცოტა უცხო ვარიანტები.

Posted by: rezi0881 11 Feb 2019, 22:04
senpai
QUOTE
თუ ჯემის ვარდი მოგწონს

no.gif ეგენი განსაკუთრებით არ მომწონს აი ეს მაქვს სემპლი Oud Satin Mood Extrait de parfum, განსაკუთრებული მოლოდინით ველოდებოდი რაღაც საოცრებას,
ტკბილი ჯემი პუდროვანი ვარდი, კაცზე მე ვერ წარმომიდგენია არადა მოსწონთ.

კაცისთვის მაინც ლირიკ მენი ალბათ საუკეთესო ვარიანტია,

Posted by: DaviD Davidson 11 Feb 2019, 22:12
senpai
QUOTE
ყველა ეგეთი კოლექციონერი მსგავსი ტიპია როგორც ჩანს

არ მგონია, მე ვისაც ვუყურებ, ყველა შეძლებული მასტია, კარგი ბინა/მანქანა/მოგზაურობები და ა.შ. საკმაოდ ძვირიანი ჰობია და სხვანაირად ვერც წარმომიდგენია.
QUOTE
ბოლო კაპიკს იკლებენ და მანდ აბანდებენ

ჰოდა ზუსტად ეგ არაა ნორმალურობა, ჩემი აზრით. მაგ ტიპის გარდა, არცერთ კოლექციონერზე არ დამრჩენია ეგეთი წარმოდგენა. შეიძლება არც ეგაა გაჭირვებული, არც ბოლო კაპიკს იკლებ და სულ კიდია რემონტი, მაგრამ ეგეთი გემოვნება და ამბიცია რომ გაქვს, ეგეთ სახლში ცხოვრება მაინც არანორმალურობაა. biggrin.gif ენივეი, რა მიზეზითაც არ უნდა ცხოვრობდეს მაგ გამომპალ სახლში, ეგ კოლექცია და ეგ ინტერიერი არის აბსოლიტურად შეუსაბამო ჩემთვის. ფერარი რომ იყიდო და ბოსელში გააჩერო, ეგ ვარიანტია.
* * *
rezi0881
QUOTE
ვაა 1888-აც მიგიმატებია, აუ ეგ როგორ მიყვარს იცი? ერთერთი ჩემი საყვარელი სუნამოა, ძალიან კარგი ხაზია და ბევრი კარგი სუნამო აქვს.


გეთანხმები, მაგ ხაზშიც საუკეთესოა 1888 და ისედაც ძალიან კარგია. ერთადერთი სუნამოა ჩემ კოლექციაში ცივი სეზონისთვის, რომელიც რამდენიც არ უნდა დაისხა, არ გღლის და თავს არ გაბეზრებს.

Posted by: senpai 11 Feb 2019, 22:34
rezi0881
QUOTE
პუდროვანი

ვერ ვიტან ესეთ ნოტებს კაცის სუნამოებში. ქალურობის ელფერი რომ დაკრავს ხოლმე.


QUOTE
Oud Satin Mood Extrait de parfum, განსაკუთრებული მოლოდინით ველოდებოდი რაღაც საოცრებას,

მესმის, მეც ეგრე ვიყავი რამდენიმე სუნამოზე.


DaviD Davidson
QUOTE
ყველა შეძლებული მასტია, კარგი ბინა/მანქანა/მოგზაურობები

ესეც შეძლებულია, (აბა სხვანაირად ამხელა და ესეთ კოლექციას ვერ გაწვდებოდა) მარა ალბათ ეგეთი ტიპია პროსტა. თან ბრუკლინში.

QUOTE
არცერთ კოლექციონერზე არ დამრჩენია ეგეთი წარმოდგენა

აი აკაკიმ დადო რამდენიმე ვიდეო კოლექციები წინა გვერდზე და გადახედე, რომელიმე შეძლებულის შთაბეჭდილებას თუ ტოვებს სახლის და ინტერიერის მხრივ.

უმეტესობა ჩვეულებრივი ტიპია, მუშაობენ, ყავთ ოჯახი და პარალელურად გადარეულები არიან სუნამოებზე. აი ეს ტიპია საინტერესო მაგ კუთხით.


Posted by: akako78 11 Feb 2019, 22:59
senpai
ხო აი მაგაზე გეუბნებოდი ეგ არის კარატისტი..სუფთა გორილააsmile.gif
DaviD Davidson
მართალი ხარ..ეგ ძალიან მომაბეზრებელი ტიპია ჩემთვის -კარლოსი მაქვს მხედველობაში.ვისაც დიქცია არ უვარგა იმ ადამიანებს არ დავცინი,მაგრამ ენა არ ეტევა პირში ტიპს-გავამხელ ჩემი წამების ერთ-ერთ ხერხს:მაგისი ხმა ყურებში-უდიდესი წამებაა ჩემთვის..ცოტა მაინც მოეჭრა ენა მაგ ჩემი ცოდვით სავსესsmile.gif
rezi0881
რევაზ შენ კოლექციას ერთი 20 ნიშე სუნამო უნდა კიდევ და უკვე კაცი ლეგენდა გახდებიsmile.gif

========================================================================================================================================

პ.ს.უბრალოდ ადამიანი რომ ხარ და გაქვს პრეტენზია რომ გიყურონ ან გისმინონ:შეხედულება კაი ჯანდაბას-ყველა ბრედ პიტი ვერ იქნება,მაგრამ შე კაი კაცო ლაპარაკი ხომ მაინც უნდა შეგეძლოს?ყველა უთუბელზე ვიძახი..კიდევ არის ერთი ბოტასებით რომ იჩითება კედელზე-ეგეც მუქ კანიანია-აუუუუ ბიგ ბოი და რაღაცეებს რომ ყვირის..ფუ მაგისი დიქცია რა ვთვი რა..ალბათ მტერი რომ იყოს ჩემი გაცხელებულ ლავას ჩავასხავდი პირშიsmile.gifაი მაგაში ჯერემია ოსტატი და მაგიტომაც ჩამოიტოვა ყველა "პო ზადი":)ესთეთიკას ხომ აქვს მნიშვნელობა?ელემენტარულად თავი ხომ უნდა მოიწესრიგო ადამიანმა და ეცადო სასურველი სპიჩერი იყო..კუბა ნოუ რომ არის ერთი ეგ არის კიდე რა-"უპრაწივნესი ტიპია"..მაგათ ყველას ის საწყალი ჯო ამინ-ი რომ არის(ეგეც ისე დაბალზე ლაპარაკობს შეიძლება ახალი აკუსტიკური აპარატურა გაყიდინოს კაცს ან კომპს დაგამტვრევინებს თუ ნერვები ცოტათი მაინც არ გაქვს მწყობრშიsmile.gif) ბანგლადეშიდან ის მირჩევნია მე პირადად..ხო კიდევ ის ბიჭი რომ არის კილა ფრგარანსე-მაგან ინგლისურის მოსმენა მასწავლა რასაც ჰქვია-კალაშნიკოვია ტიპი და ისეთი ბრიტანული კუთხური აქცენტი აქვს რომ ბევრი ამერიკელი ვერ გაიგებს მაგის ნალაპარაკებსsmile.gif

გადმოცემის უნარი ჯერემის,რედოლესენს და მე რომ მოწონს კოლექცია იმასი და არის კიდევ რამოდენიმე..განსაკუთრებულად სმელს გრითი და ფორტიც კარგია მომწონს..გურუ რობ08 ვერა,კოდიც ვერ ბაზრობს კარგად მაგრამ მიანც მირჩევნია გურუს

Posted by: senpai 11 Feb 2019, 23:26
akako78
QUOTE
ჯო ამინ

givi.gif

ჯოი ამინი.

ეგ ცოტა ნორმალურად მეჩვენებოდა თავიდან, მარა მერე რაც მეტ ვიდეოს ვუყურებდი ვხვდებოდი რომ ყველაფერს ერთნაირი სიყვარულით აფასებდა, ადვილად წერდა 10/10 შეფასებებს, ყოველ მეორე ვიდეოში აღმერთებდა თავის გურუს, ჯერემის უჭერდა მხარს სადაც მტყუანი იყო, შლიდა პოზიტიურ კრიტიკას, ერჩივნა 4 საშუალო სუნამო 1 უმაგრესს. ბოლოს მაგის ფრაგრანტიკის ფეიჯს გადავხედე და ეგრევე გავაუქმე გამოწერა. ტიპს 99% სუნამოზე უწერია love. აი უბრალოდ გამორიცხულია ყველა სუნამო გიყვარდეს. მოწონებაზე არაა საუბარი, იმენა სიყვარულზეა. მაგის კლიმატური პირობები ვიცი რომ განსხვავებულია და ვერანაირ სასარგებლოს ვერ მივიღებ მაგისგან როცა ტიპი საპირისპიროს ამბობს სუნამოს გამძლეობაზე.


ისე ვიზუალით შეფასება არ მომწონს ხოლმე, ყოველთვის კონტენტი არის მთავარი, რაზე და როგორ ლაპარაკობს და რამდენად სასარგებლოა ინფორმაცია. უბრალოდ გადმოცემის ხერხებიც უნდა წაიხმარონ ხოლმე ხანდახან.



Posted by: akako78 11 Feb 2019, 23:37
senpai


კი ბოლოს გენტ სენტის არ იყოს მაგანაც ისეთები იბოდიალა რომ გეთანხმები..ამ ბოლო ხანს ვერაა ისეთი..ბევრი კარგი სუნამო დამატესტინა მაგის რევიუმ და მაყიდინა ადრე..

ისე ორი მასტი რომ არის ინდოელები ეხლა სუნამოც გამოუშვეს....სხვათა შორის რაც კი დამიტესტავს მაგარი სწორი შეფასებები გაუკეთებიათ ჩემთვის უმეტესად..ეგრე ყველაფერში ვერავის დაეთანხმები..რამდენი ადამიანიცაა იმდენი ცხვირია და გემოვნებაsmile.gif

აი ესენი https://www.youtube.com/channel/UCMcI4P3uUyLrDwSn1pP09mw ისე მაგათი მოსმენაც ძნელია-რაღა დავმალოsmile.gifმაგრამ ცუდი ტიპები არ არიან

Posted by: senpai 12 Feb 2019, 00:03
akako78
QUOTE
..ბევრი კარგი სუნამო დამატესტინა მაგის რევიუმ და მაყიდინა ადრე..

ასევე მეც, იმიტომ ვაფასებდი მაქამდე. მარა ძაან ავცდით მერე გემოვნებაში და შეფასების კრეტირეუმებში. დაიწყო სუნამოების მცირე ზომებში ჩამოსხმა და გაყიდვა, მაქედან უფრო აურია. თითქოს თავის ბანგლადეშელებს აგოიმებს მაგით რომ ყველა სუნამოს მაღალ შეფასებას აძლევს და თითქოს მოუწოდებს - მოდით და იყიდეთ ჩემგან 10მლ მაგ სუნამოსიო.

სულ რომ მილიონი შემოსავალი გქონდეს რატომ უნდა იცხოვრო კაცმა მარტო სუნამოებით არ მესმის, ცხოვრება გაცილებით ფართო, მრავალფეროვანი და საინტერესოა. ეგ ჯოი კიდე მარტო მაგით ცხოვრობს და ცუდი ბედი უწერია ჩემი აზრით, დიდი დრო არ გავა როცა დეპრესია და უიმედობა დაეუფლება, შეპყრობილია ტიპი მანიით.

QUOTE
ორი მასტი რომ არის ინდოელები

ვერ ვუსმენ ამათ.

Posted by: oshi 12 Feb 2019, 12:23
DaviD Davidson
კაზამორატის ეგ სამი ძაან ლამაზია. თან ხელის გულში კარგად მეტევა ხოლმე:-):-)
* * *
rezi0881
ხო დურო და მე და საერთოდ ნაზომატო და მე ვერ ვუგებთbiggrin.gif

მშვენიერია 41!

akako78

მადლობა! ჰო, შუშა, ხარისხი, დიზაინი ყველაფერი კარგი აქვს:-)

Posted by: chipmunck* 12 Feb 2019, 13:42

მოკლედ საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე

ჩემი საყვარელი სუნამოები ყველა ნაჩუქარია biggrin.gif



ჰოდა ველოდები ვინმე მოულოდნელად რამე სუნამოს თუ მაჩუქნებს რომ კიდევ ერთი საყვარელი სუნამო მქონდეს chups.gif lol.gif

Posted by: oshi 12 Feb 2019, 20:51
ბანძი სვაროვსკის თვლებით ხოა მორთული, მაგრამ აი კარგი სუნამოა.

მეფურია რაღაცნაირი.

user posted image

Posted by: lilu777 13 Feb 2019, 04:32
აქ ძირითადად მამაკაცები შემოდიან? smile.gif


ისეთი მამაკაცის სუნამო მირჩიეთ მაღალ, სიმპატიურ ბიჭს , რომ მოუხდება , რომელიც ძალიან სადად იცმევს,
უფრო სპორტულად.
არაფერი ჭირდება გასალამაზებლად, ისედაც კარგი აღნაგობა და სხეული აქვს
უბრალოდ რომ გაივლის მოახედოს ისინი ვინც სხვა მხარეს იხედება ან ბოლომდე სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვოს. ეს არ უნდა იყოს ძალიან მძაფრი და გამომწვევი. არც ქალური სუნამოს მსგავსად ძაან ყვავილების სუნი არ უნდა ქონდეს და არც მაგარი ტიპი ვარს იძახდეს. ისედაც ნათქვამი უნდა იყოს ყველაფერი biggrin.gif ხო და არც კატასტროფა ფასი არ უნდა ღირდეს.

თუ იცით ასეთი სუნამო მითხარით პლზ რამოდენიმე ავარჩიო საჩუქრად მინდა smile.gif

Posted by: DORO 13 Feb 2019, 08:47
QUOTE
ეს არ უნდა იყოს ძალიან მძაფრი და გამომწვევი. არც ქალური სუნამოს მსგავსად ძაან ყვავილების სუნი არ უნდა ქონდეს და არც მაგარი ტიპი ვარს იძახდეს. ისედაც ნათქვამი უნდა იყოს ყველაფერ

გერმანულებში იქნება მასეთი Главными чертами немецких ароматов принято считать безупречный стиль, новаторские тенденции, практичность и некоторую прямолинейность. В отличие от французов, немецкие бренды гораздо меньший акцент делают на цветочных нотах, предпочитая цитрусовые, фрукты и ароматные травы.
ESCENTRIC MOLECULES
Schwarzlose Berlin,
Maurer & Wirtz.
BALDESSARINI

Posted by: senpai 13 Feb 2019, 09:44
lilu777
მამაკაცის ასაკი და ბიუჯეტი რამდენია ?

ესენი შეგიძლია ნახო. შედარებით უნივერსალური ვარიანტებია.

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: Arien 13 Feb 2019, 10:47
rezi0881
QUOTE
აი მომწონს რაღაცნაირად ვარდი, მაგრამ სასურველს მაინც ვერ მივაგენი,
აი ამ სუნამოს ყველაზე მასკულინურ ვარდად ახასიათებენ სულ ვარდია, რანაირადაა მასკულინუი ძალიან მაინტერესებს.


სუნამოს არჩევა დომინანტი ვარდით მეც მიჭირს,რაც ვიყიდე თავიდან ისიც არ მომწონდა,მაგრამ სემფლი კარგად ვიხმარე,მთელი ის პერიოდი რაც არომატს ვგრძნობდი არ შევუწუხებივარ,არც მომბეზრებია,უფრო პირიქით.ესეც კარგია Hervé Gambs - Coup de Grâce არომა ბუტიკში აქვთ და სემფლის გამორთმევაც შეიძლება.
ამუაჟის ქალის ლირიკი ჩემთვის ძალიან აუტანელი იყო,კაცის კარგია.
ვნახე ვიდეო საინტერესეოა up.gif

DaviD Davidson
QUOTE
ენდი ტაუერს აქვს ვარდის რამდენიმე სუნამო, მე არ გამისნიჯავს არცერთი, მაგრამ კარგი რევიუები აქვს.

Une Rose De Kandahar
Tauerville - Rose Flash
Une Rose Chypree
Une Rose Vermeille
Incense Rose


პირველი ორი მაინტერესებს მე, ეგენი უფრო უნისექსებია, დახასიათების მიხედვით, მაგარმ მოტკბოებია ორივე და შენ არ გიყვარს ტკბილი, როგორც ვიცი. დანარჩენები არ ვიცი როგორია.


ყველა საინტერესო იქნება,არ გამხსენებია ეს ბრენდი,თავისივე საიტიდან შეიძლება სემფლების გამოწერა ან luckyscent-დან.
თუ ვიცოდე რა მიყვარს და რა არა biggrin.gif
ვარდი-ამბრას თემაში EUTOPIE NO. 1 გამოვწერე,სემფლიც მქონდა,მაგრამ ახლა ვეღარ ვიტან,თან 100მლ.

Rose Anonyme - კარგია,ცოტა დამრჩა ვუფრთხილდები
Encens Jinhae - ესეც მომწონს.

Posted by: Dehumanizer 13 Feb 2019, 11:18
fragrancenet.com-მა შეკვეთა დამიქენსელა sad.gif
საკითხის გარკვევა მინდოდა მივწერე რაშიც იყო სავარაუდოდ საქმე, რომ ამერიკის ფარგლებს გარედავ ვუკვეთავდი შუამავალი კომპანიის მისამრთზე
და მიპასუხეს ეგეთ მისამართებზე არ ვაგზავნითო
fragrancex.com-ზე შეკვეთის გამოცდილება გაქვთ?
რაღაც ბევრი დაბალი შეფასება აქვს რევიუებში და არ ვიცი ღირს თუ არა მანდ შეკვეთა

Posted by: Arien 13 Feb 2019, 11:43
Dehumanizer
QUOTE
fragrancenet.com-მა შეკვეთა დამიქენსელა



გადახდის მეთოდი აირჩიეთ amazon pay.
მანამდე ამაზონზე უნდა იყოთ დარეგისტრირებული და შენაძენიც გქონდეთ გაკეთებული რომ დაიმახსოვროს მისამართი და ბარათი.
ამის მერე შეიძლება fragrancenet-ზე ყიდვა.

მეორე საიტიდან არ გამომიწერია.

Posted by: Dehumanizer 13 Feb 2019, 11:53
Arien
მადლობა smile.gif
სამწუხაროდ გაყიდულა უკვე რასაც ვუკვეთავდი ...

Posted by: una_nuna 13 Feb 2019, 18:42
Wood Sage & Sea Salt love.gif
წვეთები დამრჩაsad.gif თბილისში ხომარ გეგულებათ სადმე?
user posted image

Posted by: lilu777 13 Feb 2019, 19:39
DORO

გერმანული ყველაფერი მომწონს ამ ბოლოდროს smile.gif მოვძებნი მადლობა

senpai

26 წლის

მადლობაა smile.gif

Posted by: DaviD Davidson 13 Feb 2019, 20:11
akako78
QUOTE
მართალი ხარ..ეგ ძალიან მომაბეზრებელი ტიპია ჩემთვის -კარლოსი მაქვს მხედველობაში.ვისაც დიქცია არ უვარგა იმ ადამიანებს არ დავცინი,მაგრამ ენა არ ეტევა პირში ტიპს-გავამხელ ჩემი წამების ერთ-ერთ ხერხს:მაგისი ხმა ყურებში-უდიდესი წამებაა ჩემთვის..ცოტა მაინც მოეჭრა ენა მაგ ჩემი ცოდვით სავსეს


მე საერთოდ არ ვუყურებ მაგ პიარშიკებს. ყველა ვიდეოს კომერციული სარჩული აქვს. უბრალო რევიუებით უფრო გამომაქვს ობიექტური დასკვნები, თუ რომელიმე სუნამო მაინტერესებს.

oshi
QUOTE
ბანძი სვაროვსკის თვლებით ხოა მორთული, მაგრამ აი კარგი სუნამოა.

მეფურია რაღაცნაირი.


რა სუნამოა ეგ?

* * *
Arien
QUOTE
ყველა საინტერესო იქნება,არ გამხსენებია ეს ბრენდი,თავისივე საიტიდან შეიძლება სემფლების გამოწერა ან luckyscent-დან.
თუ ვიცოდე რა მიყვარს და რა არა


თავისივე საიტიდან სჯობს. ყველაზე იაფი მანდაა. თუ რომელიმე სუნამოს იყიდი, 5 ცალიანი დისქავერი სეტი უფასოა საერთოდ, შენი შერჩევით.
ეგრე ვაპირებ მე, მაგრამ ვერ გადავწყვიტე რომელი გამოვიწერო. smile.gif

Posted by: oshi 13 Feb 2019, 20:16
lilu777
არ ვიცოდი სუნამოს გასალამაზებლად თუ ისხამდნენbiggrin.gif



una_nuna

ეგ სუნამო არის ძალიან კარგი და ფავორიტი ბლეკბერისთან ერთად მელოუნის ხაზში.. თბილისში არ იყიდება.


მე რასაც გირჩევ, რომელიც აქ იყიდება არის ტერეზა ჰელბიგის ეს:


user posted image


ძალიან სასიამოვნო სურნელია და ნამდვილად გემოვნებიანი ქალბატონის შექმნილი. კომპონენტებით არ გვანან, მაგრამ მაინც მოგეწონება.
* * *
ბრატცი გალამაზდიიიით:-D

მოკლედ ძაან მომწონს მე 34!! თანაც Pარფიუმი. მინდა ორი ყუთი!


user posted image

Posted by: una_nuna 13 Feb 2019, 20:26
QUOTE (oshi @ 13 Feb 2019, 20:16 )
user posted image



oshi
არომათეკაშია? ჩემი ფავორიტი ნოტები აქვს სიტკბოს გარდა smile.gif

Posted by: oshi 13 Feb 2019, 20:28
una_nuna


საერთოდ არ აქვს სიტკბო. გრილი და სადაა. არომა ბუტიკშია მარჯანიშვილზე , პეკინზეც. ნახე აუცილებლდ. ყველა გოგოს დახატავდა. :-) კანზეა ძაან კარგი.

Posted by: una_nuna 13 Feb 2019, 20:37
oshi
მადლობა ვნახავ აუცილებლად : )

Posted by: senpai 13 Feb 2019, 20:39
user posted image

ისეთი საოცარი ნოტების ერთობლიობა აქვს. დამაინტრიგებელია.

Posted by: oshi 13 Feb 2019, 20:41
DaviD Davidson


ესაა მიკალეფის ჯენტლმენი. ექსკლუზივია კონკრეტული მაღაზიისთვის.

user posted image

Posted by: Keti-Ket 13 Feb 2019, 21:47
Dehumanizer
QUOTE
fragrancex.com-ზე შეკვეთის გამოცდილება გაქვთ?

ადრეც დავწერე, ალბათ ათამდე სუნამო მაქვს გამოწერილი მაგ საიტიდან და ჯამში კარგებია. უბრალოდ ბოლო ჯერზე რაც გამოვიწერე ვადაგასული ჩამოვიდა და რომ მივწერე არც კი მიპასუხეს, ამიტომ რაღაცნაირად გული ამიცრუვდა, თორემ ჯამში მაინც ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია სუნამოს გამოსაწერად.

Posted by: DaviD Davidson 13 Feb 2019, 22:22
oshi
საინტერესოა. არცერთ კატალოგში არ იძებნება, მაგ მაღაზიის ექსკლუზივი უდები ვნახე, მაგრამ მაგის ხსნებაც არაა. biggrin.gif
როგორი არომატია?

Posted by: 4L3X 13 Feb 2019, 22:41
მეგობრებო Alexandre J ვის გაქვთ და რომელზე უნდა შევაჩერო ყურადღება?

Posted by: Dehumanizer 13 Feb 2019, 22:49
Keti-Ket
QUOTE
ადრეც დავწერე, ალბათ ათამდე სუნამო მაქვს გამოწერილი მაგ საიტიდან და ჯამში კარგებია. უბრალოდ ბოლო ჯერზე რაც გამოვიწერე ვადაგასული ჩამოვიდა და რომ მივწერე არც კი მიპასუხეს, ამიტომ რაღაცნაირად გული ამიცრუვდა, თორემ ჯამში მაინც ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია სუნამოს გამოსაწერად.

მადლობა smile.gif

Arien
ისევ გამოიტანეს რისი ყიდვაც მინდოდა და გაატარა ტრანზაქცია amazon pay-თ smile.gif

Posted by: senpai 13 Feb 2019, 22:50
4L3X
QUOTE
Alexandre J

Argentic კარგია საგაზაფხულოდ თუ ნახავ.


უდის თემაში Golden Oud, თუმცა სეზონი გაუვიდა თითქმის უკვე.

Posted by: Arien 13 Feb 2019, 23:02
DaviD Davidson
QUOTE
მე საერთოდ არ ვუყურებ მაგ პიარშიკებს. ყველა ვიდეოს კომერციული სარჩული აქვს. უბრალო რევიუებით უფრო გამომაქვს ობიექტური დასკვნები, თუ რომელიმე სუნამო მაინტერესებს.


დიდად არც მე ვუყურებ ბლოგერებს,არაფერია იმაზე ბუნებრივი ჰობი დამატებით შემოსავლის წყაროდ აქციონ,ამიტომ ბევრს არაფერს ნიშნავს მათი შეფასება.ბრმად როცა ვიწერ მაშინ თუ ვინტერესდები.
ჯერემის კი არა,აგერ საკუთარ ცხვირს ვეღარ ვენდობი ეუტოპიის მაგალითზე biggrin.gif

QUOTE
თავისივე საიტიდან სჯობს. ყველაზე იაფი მანდაა. თუ რომელიმე სუნამოს იყიდი, 5 ცალიანი დისქავერი სეტი უფასოა საერთოდ, შენი შერჩევით.
ეგრე ვაპირებ მე, მაგრამ ვერ გადავწყვიტე რომელი გამოვიწერო. smile.gif


კარგი ფასებია,შეიძლება მოფიქრება და გარისკვა.

------------------------
ფრაგრანტიკაზე საზარელი რეიტინგი აქვს,მაგრამ მომწონს love.gif

Posted by: lilu777 14 Feb 2019, 09:10
oshi

biggrin.gif არა ეგ არ მიგულისხმია. ვიგულისხმე ისეთი სუნამო მინდათქო გარეგნობის გადასაფარად კიარ გამოიყენოს ადამიანმა. პირიქით კარგი გარეგნობისკენ , რომ ყურადღება მიიქციოს და ხაზი გაესვასთქო. დაახლოებით ამის თქმა მინდოდა biggrin.gif

Posted by: 4L3X 14 Feb 2019, 16:14
senpai
მადლობა, Golden Oud-ს შემდეგ ზამთარში გამოვცდი.Argento კარგი და Mandarine Sultane-ზე რას ფიქრობ? მე ვნახე და საინტერესო პირამიდა აქვს.

Posted by: senpai 14 Feb 2019, 17:13
4L3X
QUOTE
Mandarine Sultane

ვერ შევაფასებ ჯერჯერობით.
QUOTE
Argento

ამას ვიყიდიდი თუ მომინდებოდა დიზაინერიდან გადასვლა ნიშ ხარისხში. უფრო კაცური, განსხვავებული, დიდხანს ძლებს, თუმცა სიცივეში არ მესიამოვნა.

Posted by: პიანისტი 14 Feb 2019, 17:35
Arien
დიორის ეგ სუნამო კარგია, მეც მომწონს გოგოზე, ოღონდ ცოტა არის საჭირო მაგის დასხმა.

Posted by: tamunia80 15 Feb 2019, 20:07
მოგესალმებით ყველას <3 მაინტერესებს ნიშ სუნამოები რომ ჩამოვიტანოთ და მერე ყველამ გავინაწილოთ დავუშვად 10-10მლ რა აზრის ხართ? ძალაინ მაინტერესებს ნიშა და ყველას
ვერ შევწვდები სამწუხაროდ smile.gif))

Posted by: senpai 15 Feb 2019, 21:16
tamunia80
რომელი გაინტერესებს აბა, იქნებ მე დაგატესტინო ჩამოუტანებლად, ან პირდაპირ 10მლ-იანი ჩამოგიტანო.

Posted by: tamunia80 15 Feb 2019, 21:59
QUOTE (senpai @ 15 Feb 2019, 21:16 )
tamunia80
რომელი გაინტერესებს აბა, იქნებ მე დაგატესტინო ჩამოუტანებლად, ან პირდაპირ 10მლ-იანი ჩამოგიტანო.

Memo
Byredo
Serge Lutens
Amouage
Xerjoff
Mancera
Frederic Malle
Francis Kurkdjian
რამდენია რა გამოლევს ......))
კარგი იქნებოდა ჯგუფი რომ იყოს ,სადაც დავინაწილებდით პარფმანიაკები smile.gif))

Posted by: senpai 15 Feb 2019, 22:21
tamunia80
მშვენიერი ჩამონათვალია, კონკრეტულად იცი რომლები გინდა ? აქ დატესტილი გაქვს ?

QUOTE
კარგი იქნებოდა ჯგუფი რომ იყოს ,სადაც დავინაწილებდით პარფმანიაკები

ბანგლადეშელებმა გვაჯობეს მაგაში sad.gif

Posted by: tamunia80 15 Feb 2019, 23:27
პირად კოლექცოაში ჯერ მარტო Serge Lutens მაქვს smile.gif
არადა ebay საკმაოდ დიდი ხანია კარგად მაქვს ათვისებული და კოლექციაც შევიგროვე,მაგრამ ნიშებს მარტო ვერ გავუმკლავდები smile.gif
* * *
senpai ყველა ვარიანტში მადლობა <3 ვაფასებ <3

Posted by: პარფიუმერი 16 Feb 2019, 02:55
კარგ სუნამოს მახასიათებელი მხოლოდ მდგრადობა როდია. გასაგებია, რომ
როცა სუნამო ძალიან მოგწონს, გსურს დიდი ხანი გესმოდეს მისი ხმოვანება.
ძლიერი მდგრადობის სურვილი ისეთივეა, რომ გსურდეს ორგაზმი
2 დღე არ წყდებოდეს. ან საყვარელი სიმღერის მელოდიას
უსასრულოდ უსმინო.
დამეთანხმეთ, რომ ცოტა ხანში, უბრალოდ დაიღლებით.
კარგ სუნამოს რა თქმა უნდა ახასიათებს მდგრადობა, თუმცა მთლად
ამაზეც დაციკვლა არ ღირს. უნდა გქონდეთ რამდენიმე სუნამო და
პერიოდულად ჩაანაცვლოთ ერთმანეთს. რას ფიქრობთ?

Posted by: Arien 16 Feb 2019, 11:55
Dehumanizer
QUOTE
ისევ გამოიტანეს რისი ყიდვაც მინდოდა და გაატარა ტრანზაქცია amazon pay-თ


ძალიან კარგი up.gif
ხშირად ვიწერ და არასოდეს ამ საიტიდან პრობლემა არ შემქმნია.
ისე ჩათრევა იცის,თუ რამეა აქ ვართ biggrin.gif

პიანისტი
QUOTE
დიორის ეგ სუნამო კარგია, მეც მომწონს გოგოზე, ოღონდ ცოტა არის საჭირო მაგის დასხმა.


მგონი რომ გოგონებს მაინც ბევრის დასხმა მოუწევთ smile.gif) პირველი 10-15 წუთია ცოტა მძაფრი,მაგრამ მერე კანთან ახლოს ჯდება,არც დიდად შლეიფურია და არც დიდხანს რჩება,3-4 საათის მერე უკვე სუსტად იგრძნობა ხელის სახესთან მიტანის შემთხვევაშიც კი.ყოველ შემთვევაში ჩემთან ასეა.
ოფისისთვის კარგი ვარიანტია,ციტრუსების,ჟასმინის ფრეშ არომატია,ისეთია რომ ჩემი აზრით არავის არ შეაწუხებს.

Posted by: Arien 16 Feb 2019, 12:27
ზუსტად არ ვიცი და მგონი არომა ბუტიკის შეფმა მაჩვენა Dom Rosa
ვარდის სუნს ვერა,მაგრამ რასაც ვგრძნობ ძალიან სასიამოვნო არომატია,შამპანურის,ხილის,მსუბუქი,თავბრუდამხვევი და გამყოლი
ამ ბრენდის ერთი სუნამო - L'Ile Pourpre მომწონს და ახლა Dom Rosa-ც დამემატა smile.gif

Posted by: rezi0881 16 Feb 2019, 18:15

სხვათაშორის კარგი და საინტერესო ბრენდია Les Liquides Imaginaires
კარგად არ დამითვალიერებია ყველაფერი. რაღაცეები მომეწონა მაგრამ სახელები არ მახსოვს. როცა მოვახერხებ მინდა კარგად დავატვალიერო.
Fortis უდის სუნამო, რომელიც გავს ბლექ ავგანოს, ძალიან კარგი ხარისხით და სურნელით. თუ ვინმეს ეს ჟანრი გაინტერესებთ ფორტისსაც დააკვირდით აუცილებლად მოგეწონებათ.

user posted image

Posted by: kenshin 17 Feb 2019, 13:27
QUOTE
რომელიც გავს ბლექ ავგანოს

https://alexandriafragrances.com/collections/niche-inspirations/products/anubis-kiss

ამასაც ამგვანებენ ბლექ ავგანოს და მაინტერესებს როგორია

Posted by: rezi0881 18 Feb 2019, 21:40
kenshin

მაგას კიარ ამსგავსებენ და ბლექ ავგანოს კლონია biggrin.gif კარგად ახასითებენ ალბათ კარგი იქნება.

Posted by: Lapustak 19 Feb 2019, 11:22
__ნიკოლოზი__

ლუტეციას ვაუჩერი ისევ გაქვთ და ყიდით?


ვიყიდი ლუტეციას ვაუჩერს შეღავათიან ფასად

Posted by: anxeli777 19 Feb 2019, 22:37
ზენია ირისი
ფორდი აუდ ვუდი
ლმ ბლექ აუდი
ფორტისი
ამუაჟ ეპიკი
ტომი მადარინო დი ამალფი
ტომი ტოსკან ლეზერ...
რას მირჩევდით ამათ მსგავსებს


Posted by: Arien 20 Feb 2019, 10:47
anxeli777

Nasomatto და Widian - ის სუნამოები ნახეთ

Aedes de venustas Iris Nazarena, Copal Azur,Pelargonium
Masque Milano - Tango,L`Attesa
Carner Barcelona - Botafumeiro,D600,Cuirs

Posted by: __ნიკოლოზი__ 20 Feb 2019, 13:51
QUOTE (Lapustak @ 19 Feb 2019, 11:22 )
__ნიკოლოზი__

ლუტეციას ვაუჩერი ისევ გაქვთ და ყიდით?


ვიყიდი ლუტეციას ვაუჩერს შეღავათიან ფასად

არმანის ჯიო ვიყიდე. გავყიდი იაფად შედარებით.

Posted by: Lapustak 20 Feb 2019, 14:27
__ნიკოლოზი__

მშვიდობაში. ანუ ლუტეციას 175 ლარიანი ვაუჩერი ისევ გაქვს?
მინდა ყიდვა. პირადად მოგწერ და შეამოწმე

Posted by: oshi 20 Feb 2019, 14:47
DaviD Davidson
ახლა ვნახე დავით. როგორია და მსუბუქია უფრო. გახსნა მანდარინი და ლიმონი, მერე კედარი ირძნობა და ბოლოს ძალიან ლაითად ტონკა, მუშკთან და ამბერთან ერთად.

Posted by: __ნიკოლოზი__ 23 Feb 2019, 13:55
Lapustak
მადლობა. აღარ მაქვს სამწუხაროდ. იმ ვაუჩერით ვიყიდე და თანხა დავამატე.

Posted by: damski-kaprizi 24 Feb 2019, 22:11
ივ როშეს ტონალური მინდა იაფად არ გამოვა გამოწერა სადმე?

Posted by: Khatuta 25 Feb 2019, 11:29
damski-kaprizi
2 კვირის წინ პეკინზე ივ როშეს მაღაზიას ჰქონდა ტონალურებზე ფასდაკლება, 20 ლარი ღირდა და გამოწერით ამაზე იაფი იქნება ვითომ?

Posted by: Trump 25 Feb 2019, 11:30
გაცვლა არ მოსულა აქ?smile.gif

ეს მაქვს ასიანი,ოდნავ აკლიაsmile.gif

Posted by: billy*jack 25 Feb 2019, 14:08
გამარჯობა,

გთხოვთ მომწეროთ იბეის სანდო სელერები თუ ვინმეს გყავთ ეგეთები (თუნდაც პმ-ში გამოუშვით მადლობელი ვიქნები)

ან იბეის გარდა ხოარ იცით რამე საიტი სადაც ნამდვილად ორიგინალი სუნამოს ყიდვას შევძლებ და არც ჩამოტანა იქნება პრობლემა

მადლობა წინასწარ love.gif

Posted by: senpai 25 Feb 2019, 14:15
billy*jack
იბეის სამ დიდ სელერს გირჩევ და ნახე თუ ექნებათ შენთვის სასურველი სუნამო. (ბოლო თვეებია კარგი გამოცდილება მაქვს ამათთან)

perfume-empire, ehsence და maxaroma.

Posted by: billy*jack 25 Feb 2019, 14:21
senpai

მადლობა ! user.gif up.gif up.gif up.gif
* * *
Gritti Decimo

up.gif up.gif up.gif

Posted by: Fragrance66 26 Feb 2019, 13:39
გამარჯობა, ვყიდი Bvlgari aqva atlantiqve ორიგინალ ტესტერს 100 ml აკლია 10ml სადღაც. ორიგინალი რომ არის პასუხისმგებელი ვარ. 60 ლარად ვყიდი მაგრად მეჩქრება. დაინტერესებულმა პირებმა მომწერეთ პირად შეტყობინებაში.

Posted by: black_man 27 Feb 2019, 23:17
billy*jack
მეც რეკომენდაციას ვუწევ მაგ სელერებს რამდენჯერმე ვიყიდე და ყველა ორიგინალი ჩამოვიდა............

Posted by: billy*jack 27 Feb 2019, 23:28
გუშინ ისეთი სუნამო გამოვწერე perfume empires გან რო სადღაც 200 ლარი დავზოგე ვიდრე ვულე ვუში უნდა მიმეცა :დ

არ მჯერა დაჟე ორიგინალი რო ჩამოვა ისე იაფია , ველოდები გიჟივით :დ


Posted by: black_man 28 Feb 2019, 23:56
გამარჯობათ. გაზაფხული-ზაფხულის სუნამოს რას მირჩევთ 40$ მდე?

Posted by: billy*jack 1 Mar 2019, 00:16
QUOTE (black_man @ 28 Feb 2019, 23:56 )
გაზაფხული-ზაფხულის სუნამოს რას მირჩევთ 40$ მდე?

სეზონის მიხედვით როგორ განასხვავებენ სუნამოებს ?

გრილი ვზ ტკბილი სუნი ?

__

გრილი თუ მოგწონს 33 USD ღირს Kenzo Pour Homme გირჩევ

https://www.fragrantica.com/perfume/Kenzo/Kenzo-pour-Homme-77.html

__

ხომ არ იცით Acqua di Parma-ს სუნამოები გვაქვს თბილისში ?

დატესტვა მაინტერესებდა..

Posted by: black_man 1 Mar 2019, 01:09
billy*jack
მადლობა, ეგ სუნამო მაქვს უკვე... სხვა რამე ახალს ვეძებ რომელიც არ ვიცი...
acqua di parma ძალიან კარგი სუნი აქვს უბრალოდ მდგრადობა არ უვარგა, ჯიბით უნდა ატარო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: senpai 1 Mar 2019, 01:26
black_man
40$ ბევრი სუნამოს რჩევა შემიძლია. რა მოგწონს ჯერ ის თქვი რომ ორიენტირი ავიღო.

user posted image

აი ეს მაგალითად, შეგიძლია დატესტო ლუტეციაში.

Posted by: black_man 1 Mar 2019, 11:42
senpai
გრილი სუნი მინდა რამე ყურადღებას რომ იქცევდეს biggrin.gif , კარგი შლეიფით და ნორმალური მდგრადობით....

Posted by: senpai 1 Mar 2019, 12:08
black_man
Wanted Azzaro
user posted image

3 მიპკურებით 10 მეტრის რადიუსში იქნება ყურადღების ცენტრში biggrin.gif 8-9 საათით მაინც. (მე ვერ ვუძლებ პროსტა biggrin.gif )

Coach for Men
user posted image
ეს შედარებით უწყინარია. თუმცა მდგრადობაც აქვს.


თუ ცოტა უფრო კაცური გინდა(უფროსი კაცისთვის შესაბამისი) მაშინ ეს ცადე.
Hommage a l'homme Voyageur Lalique
user posted image

Posted by: Lapustak 1 Mar 2019, 12:17
senpai

კაი კაცი ხარ მაგრამ მონბლან ინდივიდუელზე არ გეთანხმები smile.gif არ არის ბასრი და მძაფრი, არც ძიშოვი სუნია. ყნოსვაზეა დამოკიდებული, ვინ როგორ აღიქვამს ...


ლეიტონზე მოვისმენდი შენს აზრს. მიგაჩნია ფასის შესაბამისად? 550 ლარი ღირს და ახლა ფასდაკლებად ველოდები.
ვიცი, ამ ფასად ორ - სამ კარგ სუნამოს იყიდი, მაგრამ ორი წელია ლეიტონს ვაკვირდები და მართლა დიდებულია.

ფრაგრანტიკაზე დაწერა ვიღაცამ, ''შინდლერის სია''-ში ოსკარ შინდლერზე წარმომიდგენიაო ეს სუნამო smile.gif შეიძლება ვეთანხმები კიდეც.
35 დან ზემოთ, სიმპათიურ, კეთილშობილ და მნიშვნელოვან მამაკაცს მოუხდება.

მაიმარკეტზე ორიგინალ ავენტუსს ყიდიან ზუსტად ამავე ფასად, მაგრამ ლეიტონი მირჩევნია

Posted by: Trump 1 Mar 2019, 12:25
ძალიან მომეწონა ტომ ფორდის Ombre Leather

საერთოდ ტომ ფორდი ალბათ დღეს ყველაზე მაგარია თავის ოდ ვუდიანად.

Posted by: senpai 1 Mar 2019, 12:42
Lapustak
კიბატონო, ინდივიდუალურია სურნელის აღქმა. მგონი ადრეც დავწერე რომ სპეციფიური გემოვნება მაქვს, მიყვარს ბალანსირებული სუნამოები ძირითადად. რომელსაც ნაკლებად აქვს ხელოვნურობის შეგრძნება.

უნდა იყიდო და იხმარო ის, რაც შენ მოგწონს(საბოლოო გადაწყვეტილების დროს მარტო შენ ცხვირს და შეგრძნებებს ენდე)


QUOTE
ლეიტონ

ჩემი აზრით არ ღირს ყიდვა. განსაკუთრებული ვერაა ჩემთვის.(იმიტომ რომ მაგ ფასად ჩემთვის უფრო ეფექტურ 2-3 სუნამოს ვიყიდი)

თუმცა მესმის რატომაც შეიძლება მოსწონდეს ხალხს. ორად-ორი სუნამოა რომელსაც ვიყიდიდი მაგ ბრენდისგან. Carlisle და Godolphin.

ყველა კიდევ არ მაქვს დატესტილი მარა რაც ვნახე ბალანსი არ აქვთ, მაწუხებს რაღაც დონეზე ეგ და ამიტომაც არ ვიყიდი.

დამთავრდა ზამთრის სეზონი მაგრამ საშემოდგომოდ აუცილებლად ვიყიდი
user posted image

ყველანაირ ჩემს მოთხოვნას აკმაყოფილებს რაც შეიძლება ამ კატეგორიის სუნამოს ქონდეს.

Posted by: black_man 1 Mar 2019, 13:49
senpai
მადლობა რჩევებისთვის. კომპლიმენტების მაგნიტი რომელი სუნამოა? biggrin.gif კი გასაგებია ჯერ შენ უნდა მოგწონდეს, მაგრამ რომელმა დაიმსახურა ხალხის ყურადღება და მოწონება შეგიძლია მითხრა? ზაფხულის სუნამოზე მაქვს საუბარი, რაც გაქვს ან გქონია?

Posted by: senpai 1 Mar 2019, 13:59
black_man
თუ ხალხის რეაქციით გინდა მაშინ ეს მაგ ფასში.

Club de Nuit Intense Man Armaf
user posted image

ალბათ წინა წლების ყველაზე გაყიდვადი კლონ-სუნამო მთელ პარფიუმ სამყაროში biggrin.gif

Posted by: black_man 1 Mar 2019, 14:22
senpai
ქრიდის კლონი biggrin.gif შლეიფი და მდგრადობა როგორი აქვს?

Posted by: senpai 1 Mar 2019, 14:29
black_man
QUOTE
შლეიფი და მდგრადობა როგორი აქვს?

საკმაოდ კარგი. 3 საათი სერიოზულად იგრძნობა შორიდან, ტანსაცმელზე რომ დაისხა დღეები გაძლებს.

საერთოდ სუნამო თუ გინდა რომ იგრძნობოდეს უნდა დაისხა თითოჯერ: ყურის ქვემოთ, კისერში, ხელის მტევანზე და ტანსაცმელზე. გამოგივა 6 სპრეი და ძალაუნებურად შეგამჩნევს ხალხი.

ზოგი თმაზეც ისხავს, ზოგი ჭიპთან biggrin.gif გააჩნია ვის რა ადგილიდან უნდა რომ იქცევდეს ყურადღებას biggrin.gif

Posted by: black_man 1 Mar 2019, 14:31
senpai
აჰა ძალიან კარგი. biggrin.gif Club de Nuit Intense Man Armaf ამ სუნამოებშიც არის სხვაობა ბაჩ კოდის მიხედვით? რომელია კარგი ვერსია თუ გაქვს რომ მითხრა?

Posted by: senpai 1 Mar 2019, 14:41
black_man
60 ლარიან სუნამოს რამდენ რამეს თხოვ რა იყო biggrin.gif

სხვაობა არის მცირედი, მარა ძველი არამგონია იშოვო. დატესტე ჯერ ოღონდ, ბრმად ნუ იყიდი.

Posted by: black_man 1 Mar 2019, 14:50
senpai
80 ლარიანი გამოდის biggrin.gif biggrin.gif იქნებ ვიშოვო იმ ბაჩ კოდით რომელიც კარგია. მითხარი თუ იცი...

Posted by: senpai 1 Mar 2019, 15:05
black_man
მოგწერე პმ-ში და ნახე.

Posted by: billy*jack 1 Mar 2019, 16:22
QUOTE (billy*jack @ 1 Mar 2019, 00:16 )
სეზონის მიხედვით როგორ განასხვავებენ სუნამოებს

და

QUOTE
ბაჩ კოდი
რა არის ?

მეც მასწავლეთ რა user.gif

Posted by: 4L3X 1 Mar 2019, 16:44
billy*jack
უფრო მსუბუქი სუნამოები არის ზაფხულის. მსუბუქი სუნამოების დამახასიათებელი ინგრედიენტებია: სხვადახსვა ხილი, ყვავილები და მაგალითად ზღვას რომ მოგაგონებს ეგეთი ქიმიური ინგრედიენტები. მსუბუქი სუნამოს ინგრედიენტები უფრო მალე ორთქლდება.
ზამთრი სუნამოები უფრო მძიმეა. მათში გამოიყენებენ სანელებლებს, ხეებს, ცხოველურ ინგრედიენტებს მაგალითად მუშკს ან ამბრას. მძიმე ინგრედინეტები გაცილებით უფრო მდგრადია და უფრო დიდხანს ორთქლდება.
შემოდგომა-გაზაფხულის სუნამოები მძიმე და მსუბუქი ინგრედიენტების ნაზავია.

ბაჩ კოდი. არის რიცხვების კოდი რომელიც ასახავს როდის არის სუნამო ქარხნიდან გაშვებული.

Posted by: rezi0881 1 Mar 2019, 16:47

ვინმეს ხო არ გქონიათ შეხება ამ ბრენდთან? თავიდან მომხიბვლელი იყო როგორც ხარისხიანი რეპლიკების შემქმნელი ბრენდი მაგრამ აშკარად გასცდნენ უკვე რეპლიკის ფასებს, ეს ორი სუნამო მაინტერესებს.

PARFUMS VINTAGE Emperor Extrait ადარებენ ავენტუსის წინა წლების ბატჩებს იმ პერიოდს როდესაც ყველაზე უფრო მოსწონდათ, ალბათ დღესდღეობით ესაა ავენტუსის საუკეთესო ალტერნატივა.

PARFUMS VINTAGE Evolution De L'Homme Soir ესეც როჟას ელიზეუმის რეპლიკა, ელიზეუმი არის უმაგრესი სუნამო, ერთერთი საუკეთესო რაც კი მინახავს ამ ჟანრში მამაკაცის სუნამო. ამ სუნამოსაც ძალიან კარგად ახასიათებენ, როგორც იძახიან ძალიან გავს ელიზეუმს.

senpai

ეგ პაჩულის სუნამო ძალიან მაგარია, მაგ ბრენდს აქვს კიდევ პატარები 50მლ ექსტრაქტები, ისენი კიდევ უფრო მაგრებია მაგრამ უაზროდ ძვირია,
უდი ხო გიყვარს, თუ შეგხცვდა მაგ ბრენდის პატარა უდი ნახე,

Lapustak

ლეიტონზე რატო გაქვს ჩაციკლული? არაა ვერსიტალური და ყოველდღიური, ის შეფასებები რომლის მიხედვითაც იყალიბებ წარმოდგენას არაა მთლად რეალისტური, უმეტესობა ფრეშ სუნამოდ ახასიათებს, რასაც არანაირად არ დავეთანხმები, ბევრი მდგრადობას უჩივის არადა ერთერთი უმდგრადესი სუნამოა, ერთადერთი როდესაც მსიამოვნებს ცივი ამინდია, არის კომპლექსური, მოტკბო, მომძიმო, წაუგურმანულებს.

billy*jack

ბატჩ კოდი, უნიკალური იდენტიფიკატორი ქვია, ანუ კონკრეტულ პერიოდში გამოშვებულ სუნამოს აქვს თავის ბატჩ კოდი, ციფრები ან ციფრებთან ერთად ასოების კომბინაცია, აწერია ან შუშაზე ან ყუთზე, მერე რეფორმულაციის შემდეგ იცვლება ბატჩ კოდი, და მაგას მიხედვით ადარებენ და იძახიან წინა პერიოდის ჯობდაო, თუ შეცვლილია მდგრადობა ან სურნელი.

Posted by: billy*jack 1 Mar 2019, 16:53
4L3X
rezi0881


მადლობა ინფოსთვის love.gif

Posted by: Lapustak 1 Mar 2019, 16:55
rezi0881

იმიტომ, რომ თქვენსავით ბევრს ვერ ვტესტავ და ვერც ვყიდულობ. მინდა ერტი კარგი და აქცენტირებული ნიშ სუნამო და ლეიტონი ერთერთია
რაც მომწონს მათ შორის რაც გამისინჯავს. ფრეშ სუნამოდ არც მე აღვიქვამ. მძიმე და მდგრადია, განსაკუთრებული დღეების ვარიანტშიც გადის და მაწყობს.
ზუსტად ეგრე აღვიქვამ მეც: მოტკბო, ნახევრადგურმანული, მომძიმო და კომპლექსური. რატომ ფიქრობ რომ მე სხვანაირი წარმოდგენა მაქვს ამ სუნამოზე?

Posted by: senpai 1 Mar 2019, 17:11
rezi0881
QUOTE
ეგ პაჩულის სუნამო ძალიან მაგარია

yes.gif თან რა კომბოა, პაჩული და კაკაო.

QUOTE
თავიდან მომხიბვლელი იყო როგორც ხარისხიანი რეპლიკების შემქმნელი ბრენდი მაგრამ აშკარად გასცდნენ უკვე რეპლიკის ფასებს

ფასის შესაბამისი ხარისხი ნამდვილად არ აქვთ. 100$-ზე მეტს როცა ითხოვ უნდა გქონდეს შესაბამისი დონე. იგივე ეთქმის ალექსანდრიასაც.

ზიონი იქნება ბოლო სუნამო ჩემთვის მაგათგან, სანამ არ დაწევენ ფასებს. (ან ხარისხს არ აწევენ)



Posted by: rezi0881 1 Mar 2019, 17:13
billy*jack

არაფრის smile.gif

Lapustak
QUOTE
ლეიტონზე მოვისმენდი შენს აზრს. მიგაჩნია ფასის შესაბამისად? 550 ლარი ღირს და ახლა ფასდაკლებად ველოდები.
ვიცი, ამ ფასად ორ - სამ კარგ სუნამოს იყიდი, მაგრამ ორი წელია ლეიტონს ვაკვირდები და მართლა დიდებულია.

QUOTE
რატომ ფიქრობ რომ მე სხვანაირი წარმოდგენა მაქვს ამ სუნამოზე?

წარმოდგენა არა.. შენ პოსტს ვუპასუხე ფაქტიურად, იმის თქმა მინდოდა თუ ასე გაქვს გადაწყვეტილი ერთი სუნამო ამ ფასად არ გირჩიე, იმიტომ რომ არაა ვერსიტალური და ყოველდღიური.

Posted by: Lapustak 1 Mar 2019, 17:18
rezi0881

კი მესმის, არაერთხელ დავტესტე და გავიცანი ეს სუნამო. რამდენიმე სუნამო მაქვს მაგრამ ერთი მინდა ამ ტიპის, შესამჩნევი და მდიდრული

Posted by: akako78 1 Mar 2019, 17:55
rezi0881

მეც მაგრად მაინტერესებს პარფუმს ვინტაჟები..აქ არავის არ აქვს მგონი..საინტერესოა მართლაც

senpai

ზიონი მეც მაინტერესებდა თუ შეუკვეთავ და დატესტავ-დაგვიხასიათეsmile.gif

Lapustak

ისე მაგ პონტში ბლუ დე შანელი რომ გეყიდა ლევან-ადრე ფიქრობდი..იჩითება ხოლმე მაი მარკეტზე..მე მგონი ორიგინალები ჩანს რამოდენიმე სურათიდანაცsmile.gif

black_man
კლაბ დე ნუიტი ჩემზე ზამთარში სხვანაირად იხსნება და თბილ ამინდებში სხვანაირად..ისე ამ უცნაურ კლონებს საერთოდ ახასიათებთ ხასიათის ცვლილებებიsmile.gifმე მაქვს 2017 წლის მაისის ბატჩი და უმეტესად შავი მოცხარის სურნელს ტოვებს და მერე უფრო მიწიანი პაჩულის და ვანილის ბაზაში გადადის..ისე ძალიან მყვირალაა-ეგრევე ამჩნევს ყველა..ჩემი ვერცხლისფერ სპრიერიანია..ეხლა შავი სპრეიერებით გამოდის..დიდად ნუ აჰყვები მაგის ბატჩებს დამიჯერე-დაიტანჯები..გიღირს იყიდე არ გიღირს კვლევებს თავი დაანებე თორემ დაგტანჯავს..ადრე მეც ვუყურებდი ბატჩებს ეხლა მაგარი მკიდია რასაც ჰქვია..ბატჩი არა პატჩიsmile.gif

Posted by: black_man 1 Mar 2019, 18:39
akako78
მადლობა და აქ იყიდე თუ გამოიწერე?

Posted by: akako78 1 Mar 2019, 19:44
black_man

დეიდაშვილმა მაჩუქა დაბ.დღეზე..გამოიწერა ნეტიდან..ყველას მაგას ჩუქნიდა აბი გლუკოზასავითsmile.gif

Posted by: __ნიკოლოზი__ 2 Mar 2019, 11:35
გამარჯობა. დღეს აღმოვაჩინე ასეთი გვერდი, ტესტერებს ვყიდითო. რას ნIშნავს ეს ტესტერები და ვარგა საერთოდ?
https://www.facebook.com/parfumdefrance.ge/

Posted by: akako78 2 Mar 2019, 11:38
__ნიკოლოზი__

არ მქონია შეხება,მაგრამ მარკეტინგის მიხედვით რომ ვნახე არ იქნება ეგ ორიგინალი ტესტერები..დუბაი,სხვა ევროპა და ყველაზე ცუდ შემთხვევაში იქნება ჩინური საწამლავიsmile.gif

Posted by: __ნიკოლოზი__ 2 Mar 2019, 15:05
akako78
ბელგიურებს უფრო იაფად ყიდის როგორც უწერია. როგორ გავარჩიო ხომ არ იცი?
https://www.facebook.com/EvropuliKhariskhisSunamoebi/
ეს კიდე მეორე საიტი

Posted by: beso1968 2 Mar 2019, 15:06
აბა ბიჭებო ქრიდის ვიკინგი თუ ქრიდის ავენტუსი. ანუ რომელს აირჩევდით. ვისაც დატესტილი გაქვთ მხოლოდ მათი კომენტარი მაინტერესებს.

Posted by: senpai 2 Mar 2019, 15:16
__ნიკოლოზი__
ვაგზლის თურქულ ტესტერებს გავს რაც ვნახე ეხლა მაგათი საიტიდან biggrin.gif არ მოტყუვდე.




Posted by: Arien 2 Mar 2019, 18:41
---------------------------------------------------------

Posted by: akako78 2 Mar 2019, 20:03
__ნიკოლოზი__

ტესტერი თუ არ გიყიდია არასოდეს დაანებე თავი აქ..იმიტომ რომ უმეტესი არის დუბაი და თურქეთი..გარჩევა აი როგორ გითხრა მაგას ვერ გაიგებ ეგრე ადვილად და ასახსნელადაც ძნელია რა-თორემ არ დაგზარდებოდიsmile.gif
* * *
Arien

ვა რა მაგარია..მშვიდობაში

Posted by: senpai 2 Mar 2019, 20:50
akako78
ზიონის გარდა კიდე რომელიმე გაინტერესებს მაგ ბრენდისგან ? ნაკრების ჩამოტანას ვფიქრობ და გავითვალისწინებდი შენ ინტერესსაც.

Posted by: akako78 2 Mar 2019, 21:35
senpai
მადლობა.ანუბის ქისი და ბრაზილია..რავი ბევრი არის მასეთიsmile.gif

Posted by: senpai 2 Mar 2019, 21:42
akako78
ბრაზილიას არ ჩამოვიტან ნაღდად biggrin.gif მეყოფა მაგის კლონები უკვე. მაგრად ყელში მაქვს.

ანუბის ქისი კარგი გამახსენე, საზამთროდ შეიძლება ცდა, მარა ეხლა უკვე გაუვიდა სეზონი.

ჯერჯერობით სამი მაქვს არჩეული და მეოთხეზე ვფიქრობ რომელი ავარჩიო (4 ცალია ნაკრებში)


პ.ს. ახალი გამოვიდა კიდე ერთი კლონი facepalm.gif
user posted image

იმ დღეს დავტესტე და CDNIM-ზე ცუდი გამოდგა. არადა ხალხი ისე აქებს იუთუბზე, გეგონება ორიგინალს აჯობა vis.gif

Posted by: rezi0881 2 Mar 2019, 22:25
Arien

მშვიდობაში.. smile.gif Fate -ია ხო, როგორ დაახასიათებ?

Creed Aventus
Tom Ford Tuscan Leather
Nasomatto Black Afgano

ამ სამმა სუნამომ ისეთი პოპულარულობა მოიპოვა და იმდენად მოთხოვნადია დღემდე, რამდენმა ბრენდმა მიბაძა არ ვიცი, დიზაინერულმა, ნიშემ, კლონების შემქნელებმა, და რვიცი მოკლედ.. კლონების კიბატონო გასაგებია და არაფერია გასაკვირი, მაგრამ ძვირფას ნიშეს რო იღებ და გგონია რაღაც სიახლე და ავენტუსი გრჩება ხელში ეგ უკვე ტეხავს რა biggrin.gif უამრავმა მიბაძა კიდევ ავგანოს და ტუსკანურს.

Posted by: Lapustak 2 Mar 2019, 22:27
პერსივალ გავსინჯე.

დუშგელი, დუშგელი და კიდევ ერთხელ დუშგელი, მაგრამ ძალიან არომატული და სექსუალური


Posted by: rezi0881 2 Mar 2019, 22:41
Lapustak

არ მოგეწონა? თავიდან მაგრად მომეწონა, მერე შემეცვალა აზრი, მაგრამ მაინც მომწონს, ხარისხი მართლა მაღალი აქვს სურნელიც შლეიფიც და მდგრადობაც, უბრალოდ იმდენად ნაცნობია და იმდენ რამეში შემხვედრია მსგავსი სუნი ვერ აღვიქვავ სიახლედ, მაგრამ მაინც მომწონს, მასებზეა ეგ გათვლილი და ძალიან ბევრს მოეწონება, ქართველ მომხმარებელსაც მსგავსი სურნელები მოსწონს. ენი თაიმ ენი ოქეიჟენ ზუსტად ეგაა..

Posted by: Lapustak 2 Mar 2019, 22:46
rezi0881

კი გახსნა იმდენად მომეწონა, ყიდვა მომინდა, მაგრამ ერთ ორ საათში ჩვეულებრივი კარგი დუშგელი ხდება.

მასებზეც არის გათვლილი, ყოველდღიურია და ხარისხიც აქვს

თითქოს რაღაც კიდევ მინდა ამ სუნამოში ....

Posted by: akako78 2 Mar 2019, 23:13
senpai

ეგ მონ ბლანი კი მეც დავტესტე და დიდად არც მე მოვიხიბლე..რავიცი რაიმე კილიანის პონტიც რომ ჩააგდო მეოთხედ ეგეც არ იქნება ცუდი..ან ან უდ ვუდის კლონი აი ეს

https://alexandriafragrances.com/collections/niche-inspirations/products/agar


Posted by: __ნიკოლოზი__ 3 Mar 2019, 12:22
akako78
senpai
მადლობა. უწერია რომ მიიბრუნებს თუ ორიგინალი ტესტერი არაა. ამიტომ მინდა გარჩევა რომ ვიცოდე.

Posted by: პარფიუმერი 3 Mar 2019, 14:04
სალამი ძვირფასებო. რამე გსმენიათ სიელის სუნამობზე?
user posted image

Posted by: პარფიუმერი 3 Mar 2019, 14:15
სიელის სუნამოები - გსმენიათ ვინმეს?

Posted by: sაlოmეa 3 Mar 2019, 14:45
ლუტეციას და ისი პარის დიორზე და შანელზე 30-40 % იანი სეილი აქვს 8 მარტისთვის
bis.gif

Posted by: Катеньки 3 Mar 2019, 15:40
ძალიან გოგოშკური და ახალგაზრდული უნდა იყო სტელლას არომატი, ვფიქრობ. ვინმეს ხომ არ გაქვთ უკვე?
POP by Stella McCartney Film by Fashion Fashion


user posted image

პ.ს. გილოცავთ დღევანდელ დღეს დედებო და მომავალო დედებო))

Posted by: Arien 4 Mar 2019, 00:50
akako78
rezi0881

მადლობა smile.gif

კი, Fate - ია.ისე დიდხანს ვფიქრობდი,ალბათ ერთი წელი, მჭირდება,არ მჭირდება...
იწყება საკმევლით და ცხარე სანელებლებით,ცოტა ცხვირიც კი მეწვის ისეთია.თანდათანობით ზავდება ყვავილებით,ვარდით,ცოტა პომადისებრი,კრემისებრი,მაგრამ მოსაწყენი ნამდვილად არ არის,წიწაკები ამის უფლებას არ აძლევს.ბოლოსკენ რატომღაც დარიჩინს ვგრძნობ მეტად.შეიძლება რასაც ვცნობ იმას ვამსგავსებ,არ ვიცი.ხანგრძლივობა ასე 7-8 საათი,უფრო შემოდგომის და ადრეული გაზაფხულის სუნამოა,ჩემთვის კომფორტული,ცოტა უცნაური და უზომოდ ქალური არომატია.

ახლა ეს იქნება აქტუალური ბულდოგთან ერთად,ნუ ცოტა ხანს biggrin.gif

Posted by: rezi0881 4 Mar 2019, 01:11
Arien
QUOTE
ახლა ეს იქნება აქტუალური ბულდოგთან ერთად,ნუ ცოტა ხანს 

ეგაც გააქვს? biggrin.gif მგონო ყველაზე დიდი კოლექცია შენ გაქვს..
ბულდოგი არ მახსოვს, მაგრამ მაგისი რაც ძალიან მომწონს ესაა Tangier Memories
ფეიტის პირამიდას რო შევხედე მაგ ინგრედიენტების ერთობლიობა მართლაც საინეტერესო უნდა იყოს, მითუმეტეს ამუაჟისგან, მგონი არ მინახავს არც ქალის და არც კაცის ვერსია ვერ ვიხსენებ.

წიწაკებზე გამახსენდა, დღეს მონტალის რედ ვეტივერი დავისხი და მართლაც ზედმეტად აქვს მგონი, პირდაპირ ცხვირში გრძნობ. კარგი სუნამოა მამაკაცური, მაგრამ პეპერი ოვერდოზ აქვს აშკარად.


Posted by: Arien 4 Mar 2019, 11:49
rezi0881
QUOTE
ეგაც გააქვს?  მგონო ყველაზე დიდი კოლექცია შენ გაქვს..


user.gif 90-მდე.
მაგრამ კოლექცია არ არის,მავნე ჩვევაა biggrin.gif

ტერეზას სამივე სემფლი მქონდა,თან ორჯერ მომცეს,Tangier Memories კარგია,მაგრამ ჩემთვის ბულდოგი უფრო კომფორტულია,თბილი,ხის ნოტები ვანილით,ცოტა შუშხუნა, შარფში მაქვს ხოლმე ცხვირი ჩარგული როცა ეგ მასხია.მესამე სუნამო Teresa - ც მომწონს,თამბაქოს და ნეროლის ნარევი.

WIDIAN-ს არ ფიქრობთ?
მესამეს და მეხუთეს სემფლებიც გამოვართვი შავი კოლექციიდან,ოქროსფერი არ ვიცი მარტო.

China White ვნახე ხელზე და ვერა,თან მოუშორებელია,ხელის დაბანის მერეც კი ვგრძნობდი.რახან ყველა ექსტრაქტია,შეიძლება ეს ბრენდი გამოვტოვო,არადა როგორ მაინტერესებდა.

Posted by: Lapustak 4 Mar 2019, 12:05
Arien

თქვენ ამუაჟის რომელი Opus გაქვთ?

Opus V - ის ნოტებმა ძალიან დამაინტერესა. ლუტეციაში ფასდაკლებაა. გავსინჯავ და აუცილებლად ვიყიდი თუ ის არის, რაც ნოტების მიხედვით მგონია: ირისი, კრემოვანი ნოტები, ვისკის ნოტები, უდი, ვარდი მოკლედ ყველაფერი დელიკატური

ვინმეს დაგიტესტავთ?


პ. ს.

ეგ ხაზი ლუტეციაშია თუ სხვაგან?

Posted by: Arien 4 Mar 2019, 13:15
Lapustak
QUOTE
თქვენ ამუაჟის რომელი Opus გაქვთ?


მეხუთე smile.gif

ძალიან სასიამოვნო დასაწყისი აქვს,პუდრა + კრემოვან ნოტებს ალბათ რომი იძლევა,ვარდის და უდის ლამაზი,ჩემი აზრით
კლასიკური არომატია,როგორც მერე გავიგე ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული ოპუსი ყოფილა.

ამუაჟი ნანახი მაქვს პეკინის,გალერიის და ისტ პოინტის ლუტეციაში.
ვულევუში გაცილებით მეტი არჩევანია - პეკინზე მაქვს ნანახი,მაგრამ არა 50% ფასდაკლებით.
ისიც უნდა ვთქვა,არ ვიცი დამთხვევაა თუ არა,ლუტეციაში ნაყიდი ამუაჟებიდან ერთს ყუთი ჰქონდა დალაქავებული,დასველებული და გამშრალი,მეორე კი გახსნილი ცელოფნით იყო,თუმცა თვითონ სუნამოსთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს.

Posted by: Lapustak 4 Mar 2019, 13:24
Arien

რაც მაინტერესებს ზუსტად ის გქონიათ. ქალისკენ იხრება თუ მამაკაცისკენ? ირისი საერთოდ პუდრისებრია, მაგრამ ქვემოდან რამე მყარი ჭირდება ...

სწორედ რომი, უდი და კრემოვანი ნოტები მაინტერესებს როგორ არის ამ სუნამოში.

ვუ ლე ვუ სულ დამავიწყდა. კიდევ უკეთესი ფასები აქვთ ხოლმე ....

ამუაჟის საიტზე ძალიან ლირიკაში არიან გადავარდნილი - ეს სუნამო შთაგონებულია ცოდნის არსის ფრაგმენტული ბუნებითო smile.gif


ვუ ლე ვუს საიტზე ეგ ხაზი არ დევს.

ვუ ლე ვუში იყიდეთ თუ ლუტეციაში?

Posted by: Arien 4 Mar 2019, 13:38
Lapustak
QUOTE
ქალისკენ იხრება თუ მამაკაცისკენ?


მგონი უფრო ქალისკენ,მაინც ნახვა ჯობია

QUOTE
ამუაჟის საიტზე ძალიან ლირიკაში არიან გადავარდნილი - ეს სუნამო შთაგონებულია ცოდნის არსის ფრაგრმენტული ბუნებითო 


რამხელა ფილოსოფიის მატარებელი ყოფილა და მსგავსიც ვერაფერი ვიგრძენი smile.gif)

Posted by: rezi0881 5 Mar 2019, 18:07
Arien
QUOTE
90-მდე.
მაგრამ კოლექცია არ არის,მავნე ჩვევაა 

მეც მიფიქრია მაგაზე მაგრამ თავს ვიმშვიდებ კოლექციონერობით user.gif biggrin.gif
Tangier Memories ეს რაღაც სისუფთავის შეგრძნებას რო ტოვებს, მსუბუქი, სასიამოვნი იოლად სატარებელი რაღაც ასეთია ხო? სემფლიდან გემახსოვრება, მგონი უფრო სეიფ სცენთ სუნამოში გავა..

ვიდიანის შავი კოლექციიდან ესე ვერ გამოვყოფ რომელიმეს, ერთხელ ისე დავათვალიერე ზედაპირულად. ყველა კარგია და ძვირფასი. მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა ქალისები უფროა.

ლივა მომწონს მე, ყველაზე ძაან.. ბაკარატ რუჟს რომ ამსგავსებენ, მეინსტრიმი და განსაკუთრებული ლიმიტედ 71 ია, ლივასთან აქვს ბევრი საერთო, მაგრამ ლივაზე ბევრად კომპლექსური და მრავალმხრივია.


Posted by: oshi 5 Mar 2019, 21:34
მილანის ყველაზე შთამბეჭდავი სუნამოების მაღაზია, რომელსაც არ ვიცნობდი . მშვენიერი სურნელები, მაგრამ მდგრადობით ვერცერთი ვერ.


user posted image

———————————————-
user posted image

Posted by: 4L3X 5 Mar 2019, 21:44
გავერიე მაღალ პარფიუმერიაში.

user posted image

ჯერ ციტრუსები და მერე ლავანდა და ირისი

რო დათბება ეს იქნება კ ა მ ფ ე ტ ი!!!

რაღაცით Calvin Klein Crave ვამსგავსებ.

Fiero-ც გავსინჯე ან ნეროლი არ მომეწონა ან ვეტივერი (ჯერ ეგეთი მაგარიც არ ვარ) smile.gif. მაგრამ ცუდიათქო ენა არ მომიტრიალდება.


Posted by: oshi 5 Mar 2019, 21:49
4L3X
მშვენიერი არჩევანია გაზაფხული-ზაფხულისთვის.

Posted by: senpai 5 Mar 2019, 22:27
ჩემი მოკრძალებული სუნამოები საგაზაფხულოდ.

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

4L3X
მშვენიერია, ნამდვილად კარგად იხმარ ამ დროს.

Posted by: 4L3X 5 Mar 2019, 22:31
oshi
senpai
დიდი მადლობა. smile.gif

Wind Wood მაინტერესებს როგორ მოგწონთ და როგორი მდგრადობა და სიმძაფრე აქვს?
მანსერას 2 სუნამო მაქვს უკვე და მაინტერესებს ესეც ხომ არ დავამატო.

Posted by: senpai 5 Mar 2019, 22:46
4L3X
QUOTE
Wind Wood მაინტერესებს

შენ მანსერას მოყვარული ხარ და მოგეწონება ესეც ალბათ. ზუსტად ისაა, რაც შეიძლება იხმარო საგაზაფხულოდ(ცოტა რომ დათბება მერე)

იის ნოტა თუ გაგისინჯავს და თუ მოგწონს, წესით კარგად იხმარ. დომინანტი ია და ხის ნოტები.

QUOTE
მდგრადობა და სიმძაფრე

საკმაოდ კარგი, მთელი სამუშაო დღე იგრძნობა და თან მხნეობას გმატებს ისეთია.




Posted by: 4L3X 5 Mar 2019, 22:49
senpai
მადლობა დიდი. და ბოლოს გკითხავ Wave Musk ხომ არ გიცდია როგორგია?

Posted by: senpai 5 Mar 2019, 22:58
4L3X
QUOTE
მადლობა დიდი

არაფრის, ნებისმიერ თემაზე შეგიძლია მკითხო აქ ან პმ-ში. დაგეხმარები რითიც შემეძლება.

QUOTE
Wave Musk

უცნაური და არასასურველი biggrin.gif

მუშკის მოყვარულისთვისაც კი.

Posted by: Arien 6 Mar 2019, 14:05
rezi0881
QUOTE
მეც მიფიქრია მაგაზე მაგრამ თავს ვიმშვიდებ კოლექციონერობით 


თქვენ ერკვევით,არჩევთ,ფიქრობთ და მართლა კოლექცია გაქვთ.
ჩემები უბრალოდ ბევრი სუნამოა ერთად და დრო და დრო ეს ამბავი მაშფოთებს user.gif

QUOTE
Tangier Memories ეს რაღაც სისუფთავის შეგრძნებას რო ტოვებს, მსუბუქი, სასიამოვნი იოლად სატარებელი რაღაც ასეთია ხო


ტყავის და ჟოლოს სუნამოა,მიჭირს აღწერა,დასაწყისში აი დაახლოებით ტყავზე აცეტონი რომ დაასხა ალბათ მსგავსი შეგრძნება მექნება,ძალიან ფრეში თუ ცხარე,მერე ტკბილი ჟოლოა.ჩემთან ასეა ყოველშემთხვევაში.სხვანაირია,საინტერესო.

WIDIAN-ის შავი კოლექციიდან ვფიქრობ პირველს და ძმიშვილი მეუბნება მაგას მთვრალი კაცის სუნი აქვსო,ლივას მაძალებს biggrin.gif

Posted by: rezi0881 7 Mar 2019, 02:51
Arien
QUOTE
თქვენ ერკვევით,არჩევთ,ფიქრობთ და მართლა კოლექცია გაქვთ.
ჩემები უბრალოდ ბევრი სუნამოა ერთად და დრო და დრო ეს ამბავი მაშფოთებს 

არაა მასე მართლა, როგორი შერჩეულიც არ უნდა მქონდეს რაღაც პერიოდის მერე კარგავს აქტუალურობას და ისეთი საინტერესო აღარაა როგორც თავიდან.. (აქ მიჩნდება ხოლმე რაღაც იმედგაცრუებისმაგვარი შეგრძნება) მაგრამ ისევ რაღაც პერიოდის მერე ვუბრუნდები და შიეძლება იმაზე მეტად მომეწონოს ვიდრე თავიდან მომწონდა.. ვცდილობ რაოდენობაზე აღარ ვიყო ორიენტირებული, თუ რამე გადავწყვიტე რაღაც დროის და კარგად გაანალიზების შემდეგ.. ბლომად საინტერესო სემპლი მქონდა ბოლო პერიოდში თან ისეთები რაც დიდი ხანი მაინტერესებდა და მეგონა ყველა ძალიან მომეწონებოდა.. Monsieur Frederic Malle რო ვაანალიზებ ყველაზე უფრო ეს მომწონს, დამჭირდა რაღაც დრო აზრის ჩამოსაყალიბებლად...
კარგი განწყობით, თავიდან დაკვირვებით smile.gif თავიდან აღმოჩენით მიუდექი და, მიხვდები რო ძალიან კარგი კოლექცია გაქვს მართლაც smile.gif

Posted by: FromTime 7 Mar 2019, 14:19
ბოლო ნახევარი წელია სუნამოს დავანებე თავი. ცნობილმა სახელებმა ცოტა თავი მომაბეზრეს. ახლა მარტო "ნივეას" პროდუქტებს ვხმარობ, დეოდორანტებს etc. ამბობენ "ივ როშეც" კარგიაო, ვნახოტ, მერე მოვიცლი ამისთვისაც.

Posted by: Lapustak 8 Mar 2019, 23:02
დღეს გავსინჯე Carlisle, რომელიც თურმე მართლა გავს ტომ ფორდის ნუარ იქსტრიმ ფემ და არაფრით არ ჯობია ჩემი აზრით. საერთოდ არ მომინდებოდა ყიდვა, სულ სხვა ფასი რომ იყოს მაინც.
ჩემთვის გაუგებარია ამ სუნამოს გაფეტიშების მიზეზ

ამუაჟის Opus I არის სასიამოვნო, საპნისებრი სურნელი. წარმოიდგინეთ მომწარო საპონი ბანანის არომატით, ფემინურობისკენ იხრება


ოპუს V არ ლუტეციაში აქვთ და არც ვუ ლე ვუში. არადა ყველაზე უფრო მაინტერესებს

Posted by: anano_991 9 Mar 2019, 16:18
რჩევა მჭირდება! მქონდა Burberry body რომელიც ისი პარს აღარ აქვს sad.gif თუ იცით ეს სუნამო, მსგავსი არომატის რომელ სურნელს მირჩევთ? rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: billy*jack 9 Mar 2019, 16:43
QUOTE (senpai @ 25 Feb 2019, 14:15 )
billy*jack
იბეის სამ დიდ სელერს გირჩევ და ნახე თუ ექნებათ შენთვის სასურველი სუნამო. (ბოლო თვეებია კარგი გამოცდილება მაქვს ამათთან)

perfume-empire, ehsence და maxaroma.

senpai

perfume empire-სგან ჩამომივიდა დღეს სუნამო..

დიდი მადლობა კაი სელერის რჩევისთვის wink.gif ესეთ სუნამოში 3 ჯერ მეტს ვიხდიდი ხოლმე აქ biggrin.gif

Kenzo ჩამოვიდა , სხვა რაღაცეებიც მონიშნული მაქ მაგ ტიპთან და წამოვა ესენიც 2kiss.gif

Posted by: senpai 9 Mar 2019, 17:14
billy*jack
up.gif

ესე მალე ? biggrin.gif მაგარია.

მე ჯერ კიდევ ველოდები ჩემ ახალ სუნამოს, სამშაბათს იქნება ალბათ.

Posted by: billy*jack 9 Mar 2019, 17:37
senpai

კი წესით 11 მარტს ჩამოდიოდა რეისი , მაგრამ ამ დილით მივიღე ამანათი ვაჟაზე biggrin.gif

რა მოდის შენთან ? wink.gif

Posted by: senpai 9 Mar 2019, 17:56
billy*jack
რომელი გადამზიდი აღმოჩნდა ესეთი სწრაფი ?


ჩემთან ჩამოდის მოკრძალებული
user posted image






Posted by: billy*jack 9 Mar 2019, 18:02
senpai

Usa2geo.. 25 თებერვალს შევუკვეთე სელერს. 2 მარტს მიიტანა ამერიკაში ამათ ფილიალში.. და დღეს უკვე თბილისში გაეძრო biggrin.gif

Z zegna ეგ სხვა ზენიაა? თუ ერმენეჯილდოოა ჩვენი ბრატი :დდდ

Posted by: senpai 9 Mar 2019, 18:13
billy*jack
კი ეგაა, ლეღვის ნოტის გულისთვის არის გამოწერილი. გაზაფხულს უხდება ეგეთი ტიპის სუნამოები.


QUOTE
25 თებერვალს შევუკვეთე სელერს. 2 მარტს მიიტანა ამერიკაში ამათ ფილიალში.. და დღეს უკვე თბილისში გაეძრო

up.gif

მშურს user.gif

Posted by: rezi0881 9 Mar 2019, 21:26
senpai

Imitation For Man Amouage for men ეს ამუაჟი ხო არ გამოგიწერია? საინტერესო პირამიდა აქვს ვფიქრობ რომ კარგი იქნება..

ლეღვის ნოტა ძალიან მეუცნაურებოდა, ამაში მომეწონა ციტრუსი აქუათიკ და ლეღვი იგრძნობა, Aqua Sextius Jul et Mad

ესეც მაინტერესებს ალბათ კარგი იქნება ძალიან ბევრი მოწონება აქვს მაგრამ არამდგრადია როგორც ეს ლურჯი ხაზი Fico di Amalfi Acqua di Parma

დღეს დავისხი ისევ საცდელად Decimo Gritti ესეც რა კარგია ძალიან ბუნებრივად აღსაქმელი და კარგად დაბალანსებული სუნამოა

Posted by: senpai 9 Mar 2019, 22:05
rezi0881
QUOTE
ეს ამუაჟი ხო არ გამოგიწერია?

არა, არ ვიცი ეგ ჯერჯერობით. არც შემხვედრია არსად ესე რომ დავინტერესებულიყავი.

QUOTE
ლეღვის ნოტა ძალიან მეუცნაურებოდა,

yes.gif მეც თავიდან ეგრე ვიყავი. მარა რატომღაც მივეჩვიე ადვილად.

საწყის ეტაპზე რეებიც ვნახე მომეწონა მოლინარდის ფიგი, როგორც ტოპ დიზაინერი(60$ად არვიცი ამაზე უკეთესი ხარისხი მაგ ნოტისთვის ჯერჯერობით)

ეხლა ეგეც ჩამოვა და ვნახავ, მერე მინდა ახალი ფორმულა ვნახო ამის
user posted image

QUOTE
Aqua Sextius Jul et Mad

არვიცი, არ მქონია შეხება. არის აქ დასატესტად ხელმისაწვდომი ?


ბევრი არ მინდა რომ მომივიდეს ეგ ნოტა, არაა საყვარელი და დაკოლექციოდ სამი ცალიც მეყოფა მთლიანობაში.

Posted by: rezi0881 9 Mar 2019, 23:02
senpai

3-5 მლ მაინტერესებს ეგ ამუჟი სანდო სელერი თუ ყიდის ვინმე, გაზავებული და გაბევრებული არ მინდა.

აი ეგ ფილოსიკოსია ეგ ვნახე და იმის მერე აღარც გამჩენია მსგავსი რამის ნახვის სურვილი biggrin.gif
Aqua Sextius Jul et Mad - აქ თავიდან ვერც ვიგრძენი უფრო ფრეშ/აქუათიკ არის მაგრამ იგრძნობა მსუბუქად.. არომაბუტიკს აქვს და მგონი ვულევუს ჭავჭავაძეზე.

ისე მოლინარდის სუნამოებს მაგრად აქებენ მგონი პაჩული აქვს კარგი.

Posted by: senpai 10 Mar 2019, 00:04
rezi0881
QUOTE
გაზავებული და გაბევრებული არ მინდა.

სხვათაშორის აზერებმა დაიწყეს სერიოზული ბიზნესი იბეიზე მაგეების biggrin.gif


QUOTE
Aqua Sextius Jul et Mad - აქ თავიდან ვერც ვიგრძენი უფრო ფრეშ/აქუათიკ არის მაგრამ იგრძნობა მსუბუქად.. არომაბუტიკს აქვს და მგონი ვულევუს ჭავჭავაძეზე.

მადლობა, ვნახავ მერე. ჯერ რიგში მაქვს რამდენიმე დიზაინერი და ერთი ნიშე.

QUOTE
ისე მოლინარდის სუნამოებს მაგრად აქებენ მგონი პაჩული აქვს კარგი.

კი, ცდად ღირს ნაღდად, მიდგომაც სხვანაირი აქვთ და ცდილობენ თავიანთი სიტყვა თქვან. მე რაც მინახავს არავის კოპირებულს არ უგავთ.



Posted by: 4L3X 11 Mar 2019, 15:06
user posted image

აუ აი ამას ველოდები მაგრა jump.gif

ჯერჯერობით პარიზის ბუტიკის ექსკლუზივია sad.gif

Posted by: billy*jack 11 Mar 2019, 15:42
ტოპ 10 ყველაზე ხანგრძლივად გამყოლი მამაკაცის არატკბილი სუნამოების ჩამოწერა შეგიძლიათ ? 2kiss.gif

Posted by: Arien 11 Mar 2019, 18:55
rezi0881
QUOTE
კარგი განწყობით, თავიდან დაკვირვებით  თავიდან აღმოჩენით მიუდექი და, მიხვდები რო ძალიან კარგი კოლექცია გაქვს მართლაც 


ჰო,ალბათ მთავარი განწყობაა 2kiss.gif

ახლა რაღაც ვერ აღვიქვამ სერიოზულად ჩემს 86 სუნამოს.სითხეა,აორთქლდება,გაქრება...


Posted by: AgvirchaxsniliMachvi 11 Mar 2019, 20:25
მოგესალმებით,

ახალგაზრდა კაცისთვის სასაჩუქრედ რა სუნამოს მირჩევდით? ძალიან მძაფრი სუნი რომ არ ჰქონდეს...

და ფასიც შედარებით მისაღები რომ იყოს (100 ლარამდე)

Posted by: rezi0881 11 Mar 2019, 22:28
billy*jack

რთული შეკითხვა დასვი, ცოტა გააიოლე biggrin.gif საერთოდ ტკბილი სუნამოებია უფრო მდგრადი აღმოსავლური მიმართულების
არატკბილები კოლონები, ციტრუსები, ფრეშები დიდად არ გამოირჩევა მდგრადობით,
რამოდენიმეს დავწერ რაც ვიცი

ავენტუსი
აქუა სექსტიუს
ამუაჟის სილვერი
პდმ პერცივალ

ბევრია რა ესე მაგას ვერ დაახარისხებ..


Arien
QUOTE
ჰო,ალბათ მთავარი განწყობაა 

კი ნამდვილად მასეა 2kiss.gif გამოიკეთე განწყობა old.gif biggrin.gif

გუშინ ვიყავი არომაბუტიკში, ფორუმიდან ბოლოს არიენი გვყავდაო ასე მითხრეს, გაშიფრულები ვართ ყველა .. boli.gif

Posted by: billy*jack 11 Mar 2019, 23:11
rezi0881

ტკბილები არ მიყვარს და მაგიტო ვეძებ არატკბილს და გამძლეს biggrin.gif

მანსერების დასატესტად უნდა გავიდე ხვალ და გამძლე როჟები არიან ?

+ issey miyake ამეებშიც მომეწონა რამდენიმე და ესენი გამძლეებია ? პროსტა სუნზე დავტესტე, გამძლეობაზე ვერა.

როცა გამძლეობის დატესტვა მინდამაქსიმუმ ორი სუნამო დავისხა მაჯებზე. აი სურნელის დასატესტად კი ქაღალდზე ვტესტავ ხოლმე.

ხოდა როცა რამდენიმე სუნამოს დატესტვა გინდა გამძლეობაზე ერთდროულად მაგისთვის რა მეთოდები არსებობს ? biggrin.gif

მაჯებზე და მუხლებზე დატესტე და 4 სხვადასხვა გამოვაო არ მითხრათ ოღონდ biggrin.gif

Posted by: rezi0881 11 Mar 2019, 23:24
billy*jack

მანსერას ძალიან კარგი მდგრადობა აქვს, ისევე როგორც მონტალს,
Cedrat Boise ეს თუ არ იც ნახე კარგია, ამის სეზონია ეხლა უკვე.
თუ მასე გინდა დააკვირდე გამძლეობას, უნდა დაისხა მარტო ერთი სუნამო და დააკვირდე დღის განმავლობაში.
მაჯებზე მაქსიმუმ 2 სხვადასხვა სუნამო და დააკვირდე დღის განმავლობაში, რომელი უფრო დიდხანს გაძლებს. მეტი არ ღირს აგერევა ერთმანეთში.
ბლოტერზე დიდხანს რჩება ყოველთვის მაგით ვერ განსაზღვრავ კანზე უნდა დატესტო.

Posted by: billy*jack 11 Mar 2019, 23:28
rezi0881

გასაგებია მადლობა alk.gif

Posted by: oshi 12 Mar 2019, 22:07
მომწონს ეს ორი სუნამო.

user posted image


user posted image


ტომ ფორდის ეს სუნამო ბევრად რბილი, მსუბუქი და სასიამოვნოდ სატარებელია, ვიდრე მისი კლასიკად ქცეული ტყავი.

რენესანსი კიდევ კარგი ხასიათია, ციტრუსები:ლაიმი, ლიმონი, ყვავილებიც ხის ნოტებთან მსუბუქი ბალანსით..



Posted by: akako78 13 Mar 2019, 16:05
გუშინ მეხსა ავენტუსი ქრიდის-გასვენებაში ვიყავი ხონში და 4 კომპლიმენტი მივიღე 3 საათში!!!!????ისეთი ნაბახუსევი ვიყავი რაიმე რომ სხვა მძიმე დამესხა უეჭველი"აბაროტს" მომცემდაsmile.gif

პ.ს.კიდევ ერთხელ მადლობა ქრიდს:)2000 წელში გრინ აირიშ ტვიდი რომ დავტესტე მაშინაც გაღიმებული დავრჩიsmile.gifქულ ვოთერ დავიდოვს რომ ამგვანებენ კი გასაგებია,მაგრამ ახლოს ვერ მივა ვერანაირად..შევადარე ხელდახელ..ავენტუსზე მართლა ბაზარი არაა-რა კლონი რის კლონი-აშკარად უდიდესი ქმნილებააsmile.gif
* * *
oshi

ქსეჯოფი არ ვიცი და ეგ ომბრე რომ დავისხი დავიშოკეsmile.gifმაგარია ძალიან

Posted by: oshi 14 Mar 2019, 00:58
akako78
კარგია კი. მეც დღეს კანზე მოვსინჯე და ნამდვილად კარგია ტყავების კატეგორიაში. :-)



ქრიდის Royal Mayfair-იც მომწონს. გახსნა ვერ აქვს კარგი, მაგრამ ასე ნახევარ საათში სხვანაირი ხდება. თან კანმაც თუ ხელი შეუწყო ძაან სასიამოვნოა,

Posted by: rezi0881 16 Mar 2019, 00:44
Green Irish Tweed

გიტარებიათ ვინმეს? პირველად ვერ რა, ესეთი წარმოდგენა დამრჩა.. მაგრამ მერე და მერე შემეცვალა აზრი,

1985 წელს გამოშვებული სუნამო.. Spring scent, (გაზაფხულის შეგრძნებების, ბუნების გამოღვიძების, სიმწვანის) ამ სუნამოზე მრჩება ისეთი წარმოდგენა რომელიც დროს კიდევ ძალიან დიდი ხანი გაუძლებს..

user posted image

oshi

Creed Royal Mayfair - საინტერესო რამეა.. Creed windsor ქრიდის ერთერთი ყველაზე ძვირფასი და ექსკლუზიური (რიმეიქი თუ ფლანკერი) სუანმო, რომელმაც ვინდსორი ჩაანაცვლა, გამორჩეულობა და ინდივიდუალიზმი არ აკლია ამ სუნამოს, მაგრამ Too mature, 50+ ალბათ, ასე მგონია.


Posted by: პიანისტი 16 Mar 2019, 00:48
გრინ ირიში მქონდა და გავაჩუქე, ვერაფერი განსაკუთრებული ვერ იყო

Posted by: akako78 16 Mar 2019, 04:43
პიანისტი
განსაკუთრებულის რა გითხრა ძმობილო-აი ნაღდი კლასიკა რომ არის ეგ კი ვიცი..კლინტ ისტვუდის საყვარელი სუნამოა როგორც მახსოვს და არამარტო მაგისsmile.gifმე პირადად ავენტუსზე ნაკლებად არ მომწონს ეგეც და "კაკლის ლებნის ძმა" მილისიმ იმპერიალიsmile.gifვეტივერიც მაგარი აქვთ ძალიან-რეზი დამეთანხმება..როიალ მაიფაირიც მაგარი აქვთ..ჰიმალაიცsmile.gif

rezi0881

საკოლექციო ექსპონანტია ეს აირიშ ტვიდი-ნაღდი ბრიტანელი ჯელტმენის სუნამოა ჩემის აზრით-კი მათურეა აშკარად მაგრამ მე პირადად მომწონს მათურე სუნამოები..

პ.ს. უბრალოდ რეზი აი ამ 100მლ-იან ბოთლებს ვერ ვიტანsmile.gifაი 120მლ-იანები სულ სხვა დონეაsmile.gif

Posted by: senpai 16 Mar 2019, 09:18
QUOTE
გრინ ირიში მქონდა და გავაჩუქე, ვერაფერი განსაკუთრებული ვერ იყო

+1



საგაზაფხულოდ როგორი მშვენიერი ყოველდღიური ნოტა ყოფილა ლეღვი. განსხვავებული, ზოგჯერ მძაფრი, ზოგჯერ მოტკბო და მიწისებრი.

შემდეგი მინდა ეს ვცადო.

user posted image

Posted by: rezi0881 16 Mar 2019, 10:50
პიანისტი
QUOTE
გრინ ირიში მქონდა და გავაჩუქე, ვერაფერი განსაკუთრებული ვერ იყო

ეეჰ, გაგიცვლიდი კაი რამეში შე კაი კაცო..

akako78
QUOTE
საკოლექციო ექსპონანტია ეს აირიშ ტვიდი-ნაღდი ბრიტანელი ჯელტმენის სუნამოა ჩემის აზრით-კი მათურეა აშკარად მაგრამ მე პირადად მომწონს მათურე სუნამოები..

ხო, კლასიკაა რომელიც დროს უძლებს, კარგად დაახასიათე, ვეტივერი და ტვიდი ეს ორი სუნამოა რომელიც ყველა ძაან მინდა ეხლა, N1 ვეტივერია ჩემთვის ქრიდის ვეტივერი.
Perfume rating: 4.35 out of 5 with 3904 votes. ტვიდის სტატისტიკაა, გასაგებია რომ დიდი ხანი გავიდა ამ სუნამოს გამოსვლის შემდეგ, მაგრამ ამდენ ხმაში და დროში ძალიან მაღალი შეფასებაა..
ნამდვილად საკოლექციოა..

senpai
QUOTE
საგაზაფხულოდ როგორი მშვენიერი ყოველდღიური ნოტა ყოფილა ლეღვი. განსხვავებული, ზოგჯერ მძაფრი, ზოგჯერ მოტკბო და მიწისებრი.

ნელნელა მომწონს, ფიკო დი ამალფი მაინტერესებს.. მგონი ბესთსელერია ეგ ლეღვის სუნამოებში
მაგრამ რაღაცნაირად სულ მეცინება ლეღვის ნოტაზე, biggrin.gif ნახარშის სეზონიც მოდის.. რამდენი სარგებელი მოაქვს ააა .. მურაბაც მაგარია..

Posted by: akako78 16 Mar 2019, 11:06
rezi0881

ვიკინგი არ გაინტერესებს?კი შენს ისედაც შესანიშნავ კოლექციას მართლა მოუხდებაsmile.gifბოისში კი მომეწონასავით ლეღვი აი დავითს რომ აქვს,მაგრამ დი ჯიორნო არაა საჩემო რა..ლეღვს მე ალუბალის ნოტი მირჩევნია..ჩემის ცხვირისთვის ძალიან ფემინურია ეგ ნოტი..კარგი დამუშავებული ვანილიც მომწონს..კარდამონიც ძალიან მიყვარს..მარიხუანის ხის ქერქის დამწვრის სუნი..რასაც ნასიმოტოს "ცხვირი" იყენებს ხშირად და არც ტომ ფორდი აკლებს(უბრალოდ არ ამჟღავნებენsmile.gif)ციტრუსები და თეთრი ყვავილიბის ნოტიც,ტყავიც კარგად გადმოცემული და არა როგორც გუჩის რომ აქვს-ბაბუაჩემი მამის ნაქონარ ტყვავის სალდათის რუქის ჩასადებს ჰქონდა და აქვს მასეთი სუნი ზუსტად..აი სულ სხვაა ოაკ მოსი და გინდ კარგი შეფუთული ვეტივერი("ჩერნილებშიც" მეც კი მემძიმება-აი ეგ არის თავის ახდის ოპერაცია რასაც ჰქვიაsmile.gif..მე უფრო მკაცრს ნოტებისკენ ვიხრები..ომბრე ლეზერი მინდა ზამთრისთვის..მაგრად მომეწონა..ლიპსტიკისმაგვარი ხომ არის ირისი,მაგრამ მე პირადად ლეღვის ნოტს ბევრად მირჩევნია..თავს მხდის-მაწუხებს ეგ მოდაში შემოსული ლეღვიsmile.gifარადა მურაბას წუხელ გეახელით და ვგიჟდები რასაც ჰქვიაsmile.gif
პ.ს.მუში და ანანასი,მანდარინი,ბერგამოტი-ლიმონი(ფორთოხალი მაღიზიანებსsmile.gifნესვი,საზამთრო ყველა მისაღებია კი არადა ძალიან მიყვარს..

Posted by: rezi0881 16 Mar 2019, 11:19
akako78

ვიკინგს დიდი ინტერესით ველოდებოდი, მიუხედავად ბევრი ნეგატიური შეფასებისა მეგონა რომ მაინც მომეწონებოდა, მაგრამ არა რა, არ მომეწონა, კიდევ უნდა ვცადო დავტესტო თბილ ამინდში.. ალუბალი მეც მიყვარს მაგრამ გურმანულია, ლეღვი კი უფრო ხასიათით ფრეშისკენ მიდის სუნამოში და მაგიტომ უყვართ მართალი დაწერა სენპაიმ
QUOTE
საგაზაფხულოდ როგორი მშვენიერი ყოველდღიური ნოტა ყოფილა ლეღვი. განსხვავებული, ზოგჯერ მძაფრი, ზოგჯერ მოტკბო და მიწისებრი.

მესმის უცნაურია ლეღვის ნოტა სუნამოში, დიდი ხანი არ მომწონდა, ნერვები მეშლებოდა რაშიც მხვდებოდა,
ომბრე ლეზერი მართლა მაგარი გამოუვიდა ფორდს, მეც მომწონს, ტუსკანურს მირჩევნია.

Posted by: akako78 16 Mar 2019, 11:23
rezi0881

ხო შეიძლება მეც მომეწონოს შემდგომში..ისე ადრე ალუბალიც არ მომწონდა მაინცდამაინცsmile.gifკარგი ლეღვები ჩამომიწერე თუ არ შეწუხდები და ერთი უნდა შემოვურბინოsmile.gif

Posted by: senpai 16 Mar 2019, 11:34
rezi0881
QUOTE
ლეღვი კი უფრო ხასიათით ფრეშისკენ მიდის სუნამოში

yes.gif

თან გააჩნია ლეღვის რა ნაწილია სუნამოში, თვითონ ნაყოფი, ფოთოლი თუ ხე მთლიანად.

QUOTE
ნელნელა მომწონს, ფიკო დი ამალფი მაინტერესებს

შედარებით უწყინარი სუნამოა წესით.

QUOTE
ვიკინგი

ერთი საყვარელი ნოტა შედის დიდი რაოდენობით ამ სუნამოში და მჭირდება კარგად დატესტვა.

user posted image


Posted by: rezi0881 16 Mar 2019, 11:40
akako78

ჩვენთან რასაც ნახავ..

Premier Figuier Extreme L'Artisan Parfumeur
diptyque philosykos
Aqua Sextius Jul et Mad Paris
Lothair Penhaligon's
Oudmazing Montale
Fusion Sacrée Clair Majda Bekkali

senpai

QUOTE
ერთი საყვარელი ნოტა შედის დიდი რაოდენობით ამ სუნამოში და მჭირდება კარგად დატესტვა.


მეც მომწონს მსუბუქად პეპპერი ნოტა, პირამიდა საერთოდ ისეთი აქვს პირდაპირ ჩემი უნდა ყოფილიყო..
მაგის ნდობა არ შეიძლება დავრწმუნდი, სანამ არ ნახავ, სხვაგან რო შემხვედროდა შეიძლება ჩვეულებრივ რიგით სუნამოდ ჩამეთვალა ნეიტრალური შეფასებით
მაგრამ ქრიდის ესეთი ექსკლუზივი, ესეთი ფასი, ესეთი მოლოდინი, no.gif

Posted by: akako78 16 Mar 2019, 11:43
rezi0881

გაიხარე ჩავინიშნავsmile.gif

Posted by: პიანისტი 16 Mar 2019, 12:08
akako78
ისტვუდის ერთერთი ფილმია ჩემთვის ყველა დროის პირველი ფილმი და ისეც ზოგადად ეგ ადამიანი მართლა გენიაა, სუნამოს რაც შეეხება ავენტუსს ნამდვილად არ ჩამოუვარდება , მე მირჩევნია კიდეც , ირიშს დავუბრუნდები რამდენიმე წელიწადში აუცილებლად, ამ მომენტში არ იყო საჩემო.

rezi0881
ვისაც ვაჩუქე ძალიან გაუხარდა და ღირდა.



ნუარ ექსტრიმზე რას იტყვით? წლების წინ მქონდა და შემოდგომით მინდა ყიდვა ისევ, ძალიან დახვეწილი სურნელია ყველა ფაზაში.

Posted by: akako78 16 Mar 2019, 12:14
პიანისტი
ძალიან მაგარი ჩემთვის..მე მომწონს ნუარის პარფიუმიც და ექსტრიმ ვერსიაც..

Posted by: senpai 16 Mar 2019, 12:15
rezi0881
QUOTE
მეც მომწონს მსუბუქად პეპპერი ნოტა, პირამიდა საერთოდ ისეთი აქვს პირდაპირ ჩემი უნდა ყოფილიყო..

მესმის, მაგრამ იქნებ ამინდმა შეცვალოს ჩვენი დამოკიდებულება. იქნებ უფრო სითბოს სუნამოა.




პიანისტი
QUOTE
ნუარ ექსტრიმზე რას იტყვით?

up.gif

ერთ-ერთი საუკეთესო ტომ ფორდის დაბალბიუჯეტიანი ხაზიდან.


ხო მართლა, ტომ ფორდის გახსენებაზე. გაზაფხულისთვის.

user posted image

Posted by: პიანისტი 17 Mar 2019, 00:57
akako78
რა ჯობია მაგას თუ მოგწონს alk.gif
სანთლით დავეძებ რომელიმე სუნამო რო მომეწონოს მაგრად და დაჯდეს კანზე ბოლომდე;დ
senpai
არც მაღალ ბიუჯეტიანებს ჩამოუვარდება biggrin.gif

Posted by: akako78 17 Mar 2019, 01:21
პიანისტი

დღეს დავტესტე დე მარლის რამოდენიმე სუნამო..ლეიტონ ექსკლუზივი და ახალი რომ არის ის..ექსკლუზივი მომეწონა ისევ..მამაკაცურია და მათურეცაა..ისიც არ არის ცუდი..ატკისონის უდი და ტერენზის ლაუდანო ნერო არ მოეწონათ ჩემთან ოჯახში..აი რეფლექშენი და ჯუბილეიშენი კი მოეწონათ ორივე..ისე დავამუღამე უდი ქალებს მაინცდამაინც არ მოსწონთsmile.gif

Posted by: პიანისტი 17 Mar 2019, 16:03
akako78
მარლის ცხელი ამინდის სუნამო რომელი აქვს? რაც ჩვენთან დევს ყველა ცივის არის მგონი, ამუაჟის რეფლექშენი?

Posted by: oshi 17 Mar 2019, 16:18
პიანისტი
დე მარლის Percival-ი

user posted image

Posted by: პიანისტი 17 Mar 2019, 16:29
oshi
უნისექსი ყოფილა, დაგიტესტავს? სექტემბერს გამოსულა, ადრე გამოსულებიც აქვს ზაფხულის?

Posted by: oshi 17 Mar 2019, 17:24
პიანისტი
კი დამიტესტავს და უპრეტენზიო, ფრეში სუნამოა. კარგია.


პეგასუსი მსუბუქია კიდევ, მაგრამ ჩვენი ზაფხული გაზაფხულისთვის რამდენად კარგად სატარებელია არ ვიცი. ეს percival-ი ყველაზე ფრეშია ხაზში

Posted by: senpai 17 Mar 2019, 17:42
პიანისტი
QUOTE
მარლის ცხელი ამინდის სუნამო რომელი აქვს?

Galloway



Posted by: rezi0881 17 Mar 2019, 18:51
პიანისტი

კი, პერცივალი ყველაზე ფრეშია, უნისექსად კია დაანონსებული მაგრამ იმენა მამაკაცის სუნამოა, შეიძლება ბევრი ნაცნობი კარგი სუნამო გაგახსენოს მაგრამ მაღალი ხარისხის სუნამოა,

გალოვეი უფრო მუსკუსია კანზე მოსინჯე როგორ გაიხსნება, ეგეაც ფრეშ ვარიანტია,


Posted by: პიანისტი 17 Mar 2019, 20:28
oshi
პეგასი მაქვს და ცხელ ამინდში ვერ გამოდგება, თუ გრილი ნიავი არაა კარგავს მთავარს.
+ ეს დაბინძურებული ჰაერი ცემენტის მტვრისგან და მანქანის გამონაბოლქვისგან biggrin.gif

ისე რამხელა განსხვავებას აძლევს სურნელს ცენტრალურ უბანს და მოშორებით, სადაც ნაკლები მანქანა დადის და ნაკლები მშენებლობაა.

rezi0881
senpai
oshi
დავტესტავ ორივეს მადლობა.

Posted by: oshi 17 Mar 2019, 20:33
პიანისტი
ჰო გრილი ამინდებისაა უფრო, თბილისში კიდევ ჰაერი გაზაფხულ-ზაფხულზე ძალიან ცხელია და მძიმეც. მაგ ქალაქს აბჯრიანი სუნამო ჭირდება, C2-ს და ათას სხვა გამონაბოლქვს რომ გაუმკლავდეს:-) გეთანხმები. ჰაერისდამიხედვით სუნამოს გაშლა თუ აღქმაც სხვადასხვაა.

Posted by: Arien 18 Mar 2019, 07:32
პიანისტი
QUOTE
ისტვუდის ერთერთი ფილმია ჩემთვის ყველა დროის პირველი ფილმი


რომელი?

თამბაქო,ალუბალი და ყავა

Posted by: პიანისტი 18 Mar 2019, 12:50
oshi
ზუსტად biggrin.gif

Arien
Unforgiven 1992 - ჩემთვის ბევრი რამ არის ამ ფილმში რაც დიდებულს და პირველს ხდის, დაუფასეს კიდეც, თან მაშინ ოსკარები ნაკლები ფარსი იყო,ვიდრე დღეს.



1985 წელს გამოსულა გრინ ირიში, შეიძლება ოსკარებზეც გრინ ირიშით იყო ისტვუდი biggrin.gif

Posted by: akako78 18 Mar 2019, 19:21
პიანისტი

საკოლექციოა აშკარად რა..მაგარია..ისე ვიკინგიც დავტესტე დღეს და რა გითხრათ-რით გაგახაროთო ეგაა რა..ბუშერონს ედპ-ს და ედტ-ს მივამგვანე ვაიბით და სტილისტიკით..არადეკვატურია ასეთი სუნამოს გამოშვება-ქრიდის მენეჯმენტი ასეთი სუსტია დავიჯერო?..მარტო გაზავებაში არიან გადასული ძველი არომატების?მეტს მოველოდებოდი..შლეიფობს აშკარად ეხლაც ბლოტერი , 5 საათი გავიდა..გახსნა არ მომეწონა-რომ დაჯდა კი წაიღო მაგრამ არა მაგ ფასის სუნომოს კატეგორიისთვის..მანსერას ბუასე ბლოტერზე ეხლა გახდა საშინელება..არადა ადრე ბევრად უკეთ მომეჩვენა ეხლა რაღაცა საშინელებად აღვიქვი-გახსნას არაუშავდა მხოლოდ..ავენტუსზე 17 წლის ბატჩი იყო და შოკში ვარ:ერთი ხელით ვწერ და მეორეთი ლოყას ვიცემsmile.gifეს რა გვიქნეს ხალხოოოოsmile.gifსირცხვილია რა 911 ლარი?ვინც მაგაში 911 ლარს იხდის ღმერთმა 1000 აყიდინოსsmile.gifრა უქნიათ დაუსაჭურისებიათ,დაუცვედანებიათ!!!???აი კაცისმაგვარია რა ჰარამხანაში რომ არის ოსმალეთის სულთნის,მაგრამ ნერწყვები რომ მოსდის და ვერაფერს რომ ვერ ახერხებსsmile.gif

Posted by: senpai 18 Mar 2019, 22:04
ამერიკული ბრენდი იაპონური სულით.

ფაქტიურად მწერების საკლავ სითხეს ყიდიან სუნამოს ფლაკონში. biggrin.gif

user posted image


უნიკალური და ზედმეტად ექსპერიმენტული რამეა, ერთდროულად ბალახის, მიწის, სიმწარის(თითქოს მწარე ბოსტნეული გასინჯე)სურნელი, რომელიც გადადის ზღვის მარილის ტიპის სურნელში, ვანილის ნოტა დაყვება მთელი ეს პერიოდი.




Posted by: DaviD Davidson 18 Mar 2019, 22:15
როგორ ხართ პარფიუმერებო? smile.gif

Merchant of Venice შემოუტანია ისი პარის. ვინც მოახერხებთ დატესტვას, დაწერეთ შთაბეჭდილებები. Murano collection მაინტერესებს ყველაზე მეტად მაგ ხაზიდან.



Arien
QUOTE
თამბაქო,ალუბალი და ყავა


დაამატე? გილოცავ!
ეგრე თუ გააგრძელე, მალე საკუთარი მაღაზიის გახსნასაც შეძლებ. biggrin.gif

მომწონს ძალიან. რაღაცას მაგონებს და ვერ ვიხსნებ, მგონი ჰეროდის და ლეიტონის ნაზავს წააგავს.
ეგ და woody mood ჩემი ფავორიტებია მაგ ხაზიდან.
* * *
rezi0881
QUOTE
ნელნელა მომწონს, ფიკო დი ამალფი მაინტერესებს.. მგონი ბესთსელერია ეგ ლეღვის სუნამოებში
მაგრამ რაღაცნაირად სულ მეცინება ლეღვის ნოტაზე,  ნახარშის სეზონიც მოდის.. რამდენი სარგებელი მოაქვს ააა .. მურაბაც მაგარია..


ლეღვის ნოტა თუ მოგწონს, მოგეწონება ფიკო დი ამალფი. ძალიან ნატურალურადაა გადმოცემული ლეღვის არომატი, ოღონდ ფოთლების, ნაყოფის არა. ფრეშია და კარგი სატარებელი. მე არ ვგიჟდები ლეღვის ნოტაზე, თან pulp-იც ხო მაქვს და საკმარისია ერთი სუნამო დომინატი ლეღვით ჩემთვის. ძალიან განსხვავდება ეგ ორი სუნამო ერთმანეთისგან, მაგრამ მაინც. smile.gif

Posted by: rezi0881 19 Mar 2019, 00:05
senpai

ფაროსანა ახატია? biggrin.gif ფლაკონი ნამდვილად ვერ მიგიზიდავს, სურნელი არ ვიცი..

DaviD Davidson

არა სიმართლე რო გითხრა უმეტეს სუნამოებში არ მომწონს, ფრეშში უფრო საინტერესოა, ჩემ სუნამოში იგრძნობა მსუბუქად, ციტრუს/აქუათიქ ნოტებთან და აქ მომწონს,
ფიკო დი ამალფიში კარგი იქნება ეგ ლურჯი ხაზი რაც ვნახე ყველაფერი მომეწონა, თან ფრეშ ვარიანტი როა,
პალპ რა საინეტერესო სუნამო ჩანს, არ დამიტესტავს რაღაც გემრიელი სურნელი უნდა იყოს პირამიდას თუ ვენდობით.


Posted by: Arien 19 Mar 2019, 12:46
პიანისტი
QUOTE
Unforgiven 1992 - ჩემთვის ბევრი რამ არის ამ ფილმში რაც დიდებულს და პირველს ხდის, დაუფასეს კიდეც, თან მაშინ ოსკარები ნაკლები ფარსი იყო,ვიდრე დღეს.


გეთანხმებით ასეა.
Mystic River იყო კიდევ ჩემთვის გამორჩეული და შთამბეჭდავი.

DaviD Davidson
QUOTE
დაამატე? გილოცავ!
ეგრე თუ გააგრძელე, მალე საკუთარი მაღაზიის გახსნასაც შეძლებ.


მადლობა smile.gif)
მომიწია დამატება,ლუტეციას ვაუჩერები მქონდა და ეგ სუნამოც მომწონდა,საბედნიეროდ სხვა აღარაფერი მაქვს მანდ აკვიატებული.
ეგრე გაგრძელება კიდევ მართლა არ მინდა,ოღონდ ჯერ თეორიულად,პრაქტიკულად ძნელად გამომდის.
ამაზე ჯობია ხვალ ვიფიქრო biggrin.gif

Posted by: Arien 19 Mar 2019, 13:03
akako78
QUOTE
ავენტუსზე 17 წლის ბატჩი იყო და შოკში ვარ:ერთი ხელით ვწერ და მეორეთი ლოყას ვიცემეს რა გვიქნეს ხალხოოოოსირცხვილია რა 911 ლარი?ვინც მაგაში 911 ლარს იხდის ღმერთმა 1000 აყიდინოსრა უქნიათ დაუსაჭურისებიათ,დაუცვედანებიათ!!!???აი კაცისმაგვარია რა ჰარამხანაში რომ არის ოსმალეთის სულთნის,მაგრამ ნერწყვები რომ მოსდის და ვერაფერს რომ ვერ ახერხებს


ოსმალეთზე გამახსენდა, ნაპოლეონი და თურქი კომედიანტი
პარფიუმერიაშიც პოლიტიკაა biggrin.gif

Posted by: oshi 19 Mar 2019, 13:52
DaviD Davidson
QUOTE
ძალიან ნატურალურადაა გადმოცემული ლეღვის არომატი, ოღონდ ფოთლების, ნაყოფის არა. ფრეშია და კარგი სატარებელი.


ეგრეა ზუსტად. ჩემთვის ყველაზე დახვეწილია სხვებთან შედარებით. ლეღვი არასდროს მყვარებია, მაგრამ ფარმაში სხვაგვარი ტრანსფორმაციაა და მაგიტომაც სიამოვნებით ვატარებ. მდგრადობითაც კარგია.


Arien

ლანკომეს ეს ხაზი იცი?

user posted image

არ ვიცი არის თუ არა თბილისში, მაგრამ საინტერესო და მაღალი ხარისხის პარფიუმერიაა. შემქმნელებიც კარგად შერჩეული..უდი მომწონს ამ ხაზში და ეს ვარდი მომეწონა ძალიან. მგონი ეძებდი ვარდს.. ალბათ მოგეწონება...

Parfait de Roses- შემქმნელიც ვარდივით ქალი ნატალი ლორსონიაsmile.gif საკმაოდ ცნობილი დიზაინერული ხაზის სუნამოებში.. ნახე თუ მოახერხებ და არის თბილისში.

user posted image

Posted by: senpai 19 Mar 2019, 15:26
rezi0881
QUOTE
ფაროსანა ახატია?

ალბათ, სერიოზული ხალხის დასაფრთხობი სუნამოა. მიტინგებს დაშლი ეგეთი სურნელით ჰაერში biggrin.gif




ჩემი შემდეგი პარფიუმერული მოგზაურობა მიდის ამ სუნამოებისკენ. (ვარჩევ ჯერ კიდევ რომელი გამომადგება ამ სეზონზე)

user posted image

იდეალურია ესეთი 12მლ-იანი ფლაკონები როცა არ გინდა(არც გჭირდება) მთლიანი ბოთლი.

Posted by: 4L3X 19 Mar 2019, 15:31
QUOTE (DaviD Davidson @ 18 Mar 2019, 22:15 )
Merchant of Venice

ფასი გავიგე...ხელი ჩავიქნიე. 800 ლარი 100 მლ user.gif

Posted by: DaviD Davidson 19 Mar 2019, 21:12
4L3X
QUOTE
ფასი გავიგე...ხელი ჩავიქნიე. 800 ლარი 100 მლ

კი, ძვირიანი ბრენდია, მაგრამ მწარმოებლის ფასებს თუ გავითვალისწინებთ, ნორმალურ ფასად არის.
20%-ან სეილზე და პლიუს ვაუჩერებიც თუ იქნება ყოველ 100 ლარზე, ღირს დაფიქრება.

მე ის უფრო გამიკვირდა, ისი პარიმ რომ შემოიტანა ეგ ბრენდი. საერთოდ არ აქვს ისი პარის ნიშ პარფიუმერია და მითუმეტეს ეგ ბრენდი ჯერ არც არომატეკას და არომა ბუტიკებს არ აქვთ.

Posted by: 4L3X 19 Mar 2019, 21:39
DaviD Davidson
მე კიდევ სულ ის მიკვირდა ისი პარი ნიშასკენ რატომ არ იყურებოდა როდესაც ვულევუშიც არის ლუტეცია ხომ ცურავს ნიშებში.

Posted by: senpai 19 Mar 2019, 21:47
4L3X
ისი პარის თანანშმრომელმა მითხრა მარტო შანელის ბრენდში იმაზე მეტს ვაკეთებთ ვიდრე მთელი ლუტეცია ნიშებშიო biggrin.gif არვიცი გამეღადავა თუ მართლა ეგეთი გაყიდვადია ჩვენთან.

Posted by: 4L3X 19 Mar 2019, 21:52
senpai
დასაჯერებელია. მასს მარკეტი ყოველთვის უფრო შემოსავლიანია ვიდრე ლუქს კლასი. ნიშური პარფიუმერიის ქონა უბრალოდ პრესტიჟის საქმეა IMHO

Posted by: senpai 19 Mar 2019, 21:58
4L3X
რავიცი აბა, ნაკლებად ცნობადობის ბრალიც შეიძლება იყოს, ფასი თავისთავად, მაგრამ სურნელით ბევრი ნიშ ბრენდი გადავიდა საყოველთაოდ მოსაწონ სურნელებზე, ასე რომ ეგ დამაბრკოლებელი ვეღარ იქნება.


Posted by: akako78 19 Mar 2019, 22:31
4L3X
senpai

კი მასეა ერთგვარად.მაგრამ შეიძლება ნიშეც კი ბევრად იაფად შეიძინო ვიდრე ლუქსი..შანელი და დიორის არა ექსკლუზივის ხაზი მაქვს მხედველობაში..გინდ ლუტანი,გინდ ტერენზი ფრაგზე მათზე იაფი ღირს..აცქუა დი პარმა და პენაჰლიგონსი რავიცი რომელი ჩამოვთვალო..იღებ ხარისხს და ნატურალ ინგრედიენტებს მეტ ნაკლებად-ეხლა თვითონ სუნამო რომ ყველა ინგრედიენტების და ქიმიის ერთობლიობაა ეგეც ფაქტია..მაგრამ ლუქსშიც არის ბევრად ძლიერი სუნამოები რომ დაუდგება ნიშეებსაც და გადაასწრებს კიდეც ბევრს..

ზოგადად ფასები საქართველოსთვის საშინლად მაღალია..(მაგალითად ვთვათ საშუალოზე დაბალი გამომუშავების ამერიკელი და იღებს იქაურ ძალინ დაბალ ხელფასს 7-8 ათასსს დოლარს თვეში..მიდის და ყიდულობს 400 დოლარიან ნიშე სუნამოს..და ეს ეძვირებათ იმათაც ხომ წარმოგიდგენიათ?smile.gif აქ გვაქვს საშუალოდ 600-900 ლარი ხელფასი და მიდიხარ აქ მაღაზიაში და აძლევ სუნამოში 900 ლარსsmile.gif)აბა რამდენჯერაა აქ ძვირი ჩვენთვის ეს ყველაფერი?ზუსტად 200-ჯერ!!!???აბა როგორ მოგწონთ ეს ყოველივე?

ისედაც გაბერეს ფასები პარფიუმერის სახლებმა და რაღაც მართლაც რომ მოდის ტრენდი გახადეს..დააკვირდით-ბევრ ცნობილ ფილმში უკვე სუნამოებზე დაიწყეს ლაპარაკი..როგორც ყველა გმირი პერსონაჟი რომ ეწევა და სიგარეტს რომ ამარიაჟებენ..ეს ყველაფერი ფარული რეკლამაა და იმ ახლების წამოკიდება ვინც ჯერ არ "მოწამლულა" smile.gif

* * *
Arien

ხო ეგ თურქული ბრენდი მაინტერესებს და ეგ ჰაცივატი ყველაზე მეტადsmile.gifარც მაგათ აკლიათ მადა ფასებზეsmile.gif
==========================================================================================================================================


პ.ს.კიდევ ერთხელ +1 ტომ ფორდ ომბრე ლეზერს,ძალიან გამყოლი და შლეიფიანია ჩემს კანზე..დავისხი 12:30 და ეხლაც ვგრძნობ შლეიფსაც და სურნელსაც!!!ბრავო ტომ!!!ეს სუნამო ცივი ამინდებისაა აშკარად და ძალიან მოუხდება ტყავის ქურთუკი,ისედაც რაიმე კარგ სპორტულ სტილში ჩაცმული მძღოლი რომელსაც თანამგზავრი ჰყავს ასევე ავტომობილის მოყვარული..ჩემს კანზე აშკარად ტყავის,რეზინის და ბენზოინის დომინანტია!!!

Posted by: პიანისტი 20 Mar 2019, 00:53
Arien
მაგარი ფილმია ეგეც, Wind river ნანახი გაქვს?
akako78
ბევრი სუნამო დაამსგავსეს ერთმანეთს , ბოლო წლებში გამოშვებულები განსაკუთრებით, რამდენი სუნამოა და მაინც ძალიან რთულია არჩევანის გაკეთება, არჩევანში იმას ვგულისხმობ 100% ით შენი როა, ნიშ პარფიუმზე მაქვს ლაპარაკი, კიდევ კარგად ვერ ვხსნი რისი თქმაც მინდა biggrin.gif

დიდი მუღამი კი აქვს ძიებას და ჩათრეული ვარ givi.gif

Posted by: Arien 20 Mar 2019, 13:08
oshi

ჩვენთან არ შემიმჩნევია ლანკომის ეგ სუნამოები,თუმცა ლუტეციას უდევს საიტზე.
მოვიკითხავ,მთელი ხაზი საინტერესო ჩანს, მადლობა smile.gif

მილანის მაღაზიაც მომეწონა - ბევრი კარგი არომატი რომლებიც მდგრადობით არ გამოირჩევიან.
რამდენჯერმე ისეთი სუნამო მესხა,მთელი დღე ხელი განზე მეჭირა,არ მიყვარს მოუშორებელი არომატები,მირჩევნია მალე გაქრეს და დავიმატო

პიანისტი
QUOTE
Wind river ნანახი გაქვს?


კი,ნანახი მაქვს,მძიმე ფილმია.რაღაცით გოლდინგის "ბუზთა ბატონი" გამახსენა,თითქოს გაიზარდნენ ის ბიჭები...

Posted by: rezi0881 20 Mar 2019, 13:24
Arien

ლანკომის ეგ სუნამოები პეკინის ლუტეციას აქვს,

უნისექსად არის დაანონსებული მაგრამ, ქალის სუნამოები უფროა.

Posted by: Lapustak 20 Mar 2019, 13:35
პიანისტი
QUOTE
ბევრი სუნამო დაამსგავსეს ერთმანეთს


Dior Fahrenheit, YSL La Nuit De L'homme და კიდევ რამდენიმე სწორწედ იმის გამო მიიჩნევა შედევრებად, რომ 1000 სურნელში გამოარჩევ.

Amouage - ის შარშანდელი ქმნილება Beach Hut Man, ყველაზე დახვეწილი ვეტერივერის ნოტი რაც კი გამისინჯავს.
სუნამო ჩაფიქრებული იყო როგორც ჩილ აუთ არომატი, მაგრამ ხის და თივის ნოტები დასაწყისში ოდნავ შემაწუხებელია. ბოლო ფაზა აქვს გადასარევი
თუ ფრეშ სუნამო მინდა ზაფხულისთვის, ამას უფრო ვიყიდი ვიდრე პერსივალს და მით უმეტეს სხვა მარინისტულ სუნამოებს.
ბიჩ ჰატს გააჩნია ხასიათი

user posted image

Posted by: rezi0881 20 Mar 2019, 13:44
Lapustak

კარგია, მეორე ნახევარში იცვლება არმოატი და უფრო რბილი აქუათიკ ხდება, დასაწყისში მინთი და ვეტივერი ცოტა მძაფრად ისმის მაგრამ მალე ნელდება,

ლუტეციას ძალიან დაბალ ფასში ჰქონდა ამ 50% იანის პერიოდში, კიდევ თუა დარჩენილი არ ვიცი.. Aqua Sextius ამ სუნამოსთან აქვს მსგავსება.

Posted by: Lapustak 20 Mar 2019, 13:47
rezi0881

აკუატიკს ვერ დავარქმევ, მეორე ნახევარში ვეტივერი და რაღაცები ისმის ძალიან დახვეწილად. გადასარევი დაბოლოება აქვს

კი განახევრებულ ფასად აქვთ მაგრამ ამ ხელფასზე ვეღარ მოვახერხე

Posted by: akako78 20 Mar 2019, 15:55
Lapustak

კი მე მგონი ჰქონდათ ეგ ლუტეციაში..450 ლარი მახსოვს..ისე დარეკე და გეტყვიან სადაცაა..ამოვყიდითო ამუაჟებსო...მე მგონი აღარც შემოიტანენsmile.gif
* * *
პიანისტი

ტომ ფორდის რამოდენიმე და ასევე ქრიდის..დემარლი სუნამოებიც მომწონს ერთი ორი..ნასიმოტო და უამრავი სახლებია რომელებიც შეიძლება ეძებო მთელი ცხოვრება..ერთგვარი გასართობია და თანაც ჰობიაsmile.gifთან ისეთი რომ კოლექცია გინდა არ გინდა გამოგივაsmile.gifადრე სამ სუნამოზე მეტს არ ვხსნიდი და არ ვიყენებდი-ეხლა ნერვები მეშლება ხანდახან რომელი ერთი დავისხათქო-ტვინის საჭყლეტია მაგარიsmile.gif

პ.ს.კი მართალი ხარ..რამდენი დაამგვანეს ავენტუსს-აფგანოს და აქვა დი ჯიოს ვინ მოსთვლის..ტომ ფორდებსაც ისე აკოპირებენ ეს არაბები რომ გეგონება ტომ ფორდი დუბაიში დაიბადაოsmile.gif

Posted by: პიანისტი 20 Mar 2019, 20:48
Lapustak
ივსენის ლანუიტი მაქვს , თუმცა პეგასს შევყევი და 2-3 ჯერ მესხა ამ ზამთარს , ეხლა გავდივარ საქმეზე და დავისხავ ,გრილა გარეთ biggrin.gif
დიორი ვერ წავიდა ბოლომდე როგორც მინდა ხოლმე, ამუაჟს დავტესტავ აუცილებლად, თუ კიდევ იყო.


akako78
გეთანხმები ძალიან მაგარი მუღამია ძიება და შემდეგ აღმოჩენა ჰო საერთოდ , რაც ძალიან მინდა ვერ ვისვენებ თუ არ ავისრულე biggrin.gif
ხასიათიც დიდ ზეგავლენას ახდენს სუნამოს დატესტვის დროს, როგორ ქმნიან და რას ითვალისწინებენ შექმნის დროს მაგრად მაინტერესებს, რამე დოკუმენტური ფილმი არ არის?

Posted by: senpai 20 Mar 2019, 20:58
პიანისტი
QUOTE
რამე დოკუმენტური ფილმი არ არის?

ბბს-ს


Posted by: 4L3X 20 Mar 2019, 21:39
ვა ვა ვა. გუშინ ერთი კარგი ამბავი, დღეს მეორე Voulez-Vous გერლეინის Guerlain Absolus d’Orient ხაზი შემოაგორა.

user posted image

Posted by: Lapustak 21 Mar 2019, 16:29
rezi0881

Amouage Silver შეგიძლია აღწერო? დამაინტერესა და არ აქვთ გასასინჯად. რომელთან არის უფრო ახლოს? Reflection - თან?
თეთრი ყვავილები არის ორივეში.
მუშკი, ქლიავის ნოტი და ყვავილები - გაზაფხულისთვის დავინტერესდი მაგრამ არ გამისინჯავს.

ნეიტრალური სუნამოა, თუ დასამახსოვრებელი? შლეიფიანია?

მადლობა წინასწარ

Posted by: rezi0881 21 Mar 2019, 20:52
Lapustak

სილვერი არის ოლდსქულ ტიპის ოდეკოლონისებური სუნამო, ძალიან კარგი შლეიფით და მდგრადობით, დღეისთვის აღარ ითვლება მოდურად მსგავსი ტიპის სუნამოები, ალბათ მიხვდები რასაც ვგულისხმობ, ისევე როგორც ქრიდის პორტუგალი მაღალი ხარისხის სუნამოა მაგრამ ოლდსქული დაახლოებით ეგ ვარიანტია, არაფერი აქვს საერთო რეფლექშენთან საერთოდ, არც სხვა ამუაჟებთან, უფრო ევროპული ტიპის სუნამოა, ვიდრე აღმოსავლური, ციტრუსი და ძალიან სუფთა მუსკუსი ძირიტადად ამას ვგრძნობ, ფლორალ ნოტები უფრო ლაითად მიყვება, ქლიავს არ ვიცი ვერ ვგრძნობ, სასიამოვნო და ხარისხიანი სუნამოა, მე ბრმად ვიყიდე, პირველი ნიშე სუნამოა, ზუსტად მაგ პირამიდას და კარგ შეფასებებს ვენდე, პრინციპში გაამართლა ნახევარზე მეტი ჩავცალე სიამოვნებით ვატარებ ხოლმე, გაზაფხული-ზაფხულია მაგრამ ზამთარშიც დამისხავს და ცივ ამინდშიც მომწონებია. პეკინის ვულე-ვუში ვნახე ალბათ 3-4 თვის წინ ეხლა არ ვიცი აქვთ თუ არა.


Posted by: akako78 21 Mar 2019, 21:00
rezi0881
მეც ძალიან მომწონს რეზი..ისე შენ რომ ეგ არ დაგებრუნებინა მართლაც დამწყდებოდა რომ არ ვიყიდე მაშინsmile.gifხო მეც ქლიავი საერთოდ არ მიგვრძვნია მანდ..არის ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილება ამუაჟის..წაუმათურებს ცოტა,მაგრამ ძალიან კარგია იმითაც რომ მიმგვანებულია ოლდსქულს თორემ სულაც არაა ოლდსქული როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გამოჩნდესsmile.gifმეც ვგრძნობ ზუსტადაც იმ მუსკუს რომელიც არ შეგაწუხებს-დაგტანჯავს და არ დაგჯღანავსsmile.gifsmile.gifsmile.gifასევე რაც კი არსებობს თეთრი ყვავილი დედამიწაზე იმის აღქმასაც გაძლევს ერთგვარად...

Lapustak

ლევან უნდა დატესტო მაინც როგორმე..შეიძლება პროდუქცია არ ჰქონდეთ,მაგრამ შეიძლება ტესტერს ინახავდნენ უჯრებში-ბერჯერ უნახებიათ სურნელის გულისთვის-არ დამზარებიან ლუტეციაში..

Posted by: rezi0881 21 Mar 2019, 23:58
akako78

QUOTE
მაგრამ ძალიან კარგია იმითაც რომ მიმგვანებულია ოლდსქულს თორემ სულაც არაა ოლდსქული როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გამოჩნდეს

ესეც შეიძლება იყოს სხვანაირად რო შეხედო, მთლიანობაში აქვს ოლდსქულ ვაიბი, თუმცა ისეთიც არა როგორც პორტუგალს ან პენჰალიგონის სარტორიალს,
დიდად მე ვერ ვგრძნობ ფლორალს, უფრო მსუბუქად, მამაკაცის სუნამოს კვალობაზე ძალიან დაბალანსებული ფლორალ ნოტები აქვს smile.gif

Posted by: Arien 22 Mar 2019, 12:22
rezi0881
QUOTE
ლანკომის ეგ სუნამოები პეკინის ლუტეციას აქვს,

უნისექსად არის დაანონსებული მაგრამ, ქალის სუნამოები უფროა


მადლობა,ვნახავ როგორებია smile.gif

არ მიყვარს პეკინის ფილიალი,რაღაც მაღიზიანებს განათება,სივრცის ნაკლებობა... თუ რამე კონკრეტულად მაგ ფილიალში არ მინდა ისე არ მივდივარ.
გალერია და ისთ პოინტი უკეთესია.

Posted by: akako78 22 Mar 2019, 16:40
rezi0881

ხო ეგრეა და რომ არ ყვირის მასე მომწონს მეც ეგ ყვავილებიsmile.gifტომ ფორდის ენთრესაიდი დავისხი კიდევ ერთხელ დღეს და წააგავს ომბრე ლეზერის ფრეშ ვარიანტს რაღაც ნოტით..ასევე აქვს მსგავსება ავენტუსის კლონებთან..ისე მათთან შერევაც კი უნდა გამოვიდეს უფრო უკეთესი სურნელი ვიდრე ცალ-ცალკეა ესენი..აქ არაა ეგ მოდაშიsmile.gifმაინცდამაინც ან ლიმონათის ან ნამცხვრების სუნი უნდა ჰქონდეს თორემ ესეთი რატომღაც არ მოსწონთ(სადაც გუჩის გელთები იყიდება ლიწინ-ლიწინითsmile.gifდიდი სირცხვილია გუჩის სახლისთვის ზოგადად რაშის,ენვის და პურ ომიების მერე))..მე მომწონს-გათანამედროვებული ოლდ სქულია..

Posted by: rezi0881 23 Mar 2019, 00:30
akako78
QUOTE
ტომ ფორდის ენთრესაიდი დავისხი კიდევ ერთხელ დღეს და წააგავს ომბრე ლეზერის ფრეშ ვარიანტს რაღაც ნოტით..ასევე აქვს მსგავსება ავენტუსის კლონებთან.

ეს რომელი ფორდია? - გუჩის ენვი და პურ ოუმ ორივე მაინტერესებს ძალიან აფასებენ ამ ორ სუნამოს და ხშირად ახსენებენ ხოლმე, ერთი 50 მლ გილთი ჩავცალე და არაფერი განსაკუთრებული რა მართლა.. ბოლო რაღაც მომწვანო როა ახალი პურ ოუმ კოლონი, საერთოდ არ მომეწონა ძაან სტრანნი რაღაცაა,

Posted by: akako78 23 Mar 2019, 10:00
rezi0881

გამყოლობით და შლეიფითაც ჩამოუვარდება ომბრე ლეზერს,მაგრამ ნაზავი უნდა გამოვიდეს კარგი წესით..ომბრე აშკარად მხეცია.."ბისთს" რომ ეძახიან ფირმაჩები აი მასეთია რა-24 საათი ვგრძნობდი მაგის სურნელს მაჯაზეsmile.gifენვი და რაში საერთოდ მეც ძალიან მენატრება..ბოლოს ენვი მეორე ფლაკონი ვიშოვე და უმოწყალოდ ჩავცალე 2012ში.წარმოიდგინე ის დღეც მახსოვს რაში რომ დავისხი-მაშინდელ დროში უსექსუალესი სუნამო იყო-გიჟდებოდნენ მდედრები..კომპლიმენტების მაგნიტი იყოsmile.gifენვი უფრო დამჯდარი და სერიოზული..მაგრამ ეგეც მაგარი სექსიsmile.gifარადა შემომენახა-ეგ ვეღარ ვიფიქრე რომ მომენატრებოდაsmile.gif

აი ესაა-გეცოდინება


user posted image

Posted by: rezi0881 23 Mar 2019, 11:47
akako78

კი, ვიცი ვერ გავიხსენე რომელი იყო, მასე უმოწყალოდ ჩავცალე ივსენის M7 ძველი ვერსია )) რავიცოდი ესეთი ძვირფასი თუ გახდებოდა, ყველგან და ყველაფერზე ვისხავდი მაგრად მომწონდა,

Posted by: Lapustak 23 Mar 2019, 14:31
rezi0881
მადლობა. დღეს მინდოდა დატესტვა, მაგრამ აღარ აქვთ.

მესამეჯერ გავსინჯე Amouage Journey Man, შემიძლია ვთქვა ძალიან სერიოზული OUTDOOR ანუ გარეთ მოსახმარი სურნელია, როგორც ყოველდღიურად, ისე განსაკუთრებული დღეებისთვის. ეს არის ნამდვილი ყურადღნბის მიმპყრობი და უნიკალური არომატი


პირველად გავსინჯე ქრიდის სანტალი. სისულელეა მონბლანის ინდივიდუელთან გაიგივება.

მარტივად ვიტყვი, Creed Santal არის ნეტარება. ერთ-ერთი საუკეთესო და უპრეტენზიო გაზაფხული ზაფხულისთვის

Posted by: rezi0881 23 Mar 2019, 16:21
Lapustak

არაფრის, Journey Man კარგი სუნამოა უფრო აღმოსავლური ხასიათის, მდიდრული სურნელით, ცივ ამინდში კარგი სატარებელია, მოტკბო თამბაქო და საკმეველი იგრძნობა,

QUOTE
პირველად გავსინჯე ქრიდის სანტალი. სისულელეა მონბლანის ინდივიდუელთან გაიგივება.

მართლაც მასეა სანტალიც ძალიან კარგი სუნამოა, ჩადებული ქრიდის ძვირფასი დნა, ისევე როგორც უმეტეს სუნამოში.. ისე გაზაფხული/ზაფხულის არაა ცივი ამინდის სუნამოა უფრო.


Posted by: akako78 23 Mar 2019, 21:33
rezi0881

ხო ძალიან ძნელად თუ შეხვდები გუჩებს ძველებს...არ არსებობს მასეთნაირი დედამიწაზე..მე დავეძებsmile.gifათასჯერ მაქვს ნათვამი რომ სანტალი და ინდუვიდუალი არის შესადარებლად "დედსკი სადი" რასაც ჰქვია რა ... რა მონ ბლანი ????ქიმიიია საშინელი!!!!

Posted by: rezi0881 24 Mar 2019, 11:29

user posted image

CARNER BARCELONA -ს ახალი სუნამოები - FRESH COLLECTION PERFUMES
საინტერესო სიახლე უნდა იყოს კარნერის ფრეშ სერია, ეს ბრენდი ძალიან მიყვარს, საინტერსო და მართლაც ხარისხიანი სუნამოები აქვს.
სამივე სხვადასხვა მიმართულების ფრეშია.


SALADO - ციტრუსოვანი ვოთერი-ფრეშ აქუათიკ.

user posted image

BO-BO - ციტრუსოვანი ფრეში,

user posted image

FIG MAN - ციტრუსოვანი ფრეში, ლეღვის ფოთლის ნოტებით.

user posted image

Posted by: Lapustak 27 Mar 2019, 16:39
senpai

Joop Homme Wild გამოვიწერე. უკვე ერთ-ორ დღეში ჩამოვა და ვნახოთ რა არის.

შენც შეაქე, მაგრამ უფრო ნოტების სიმცირე მომეწონა - ვისკი და ვარდისფერი წიწაკა. თანამედროვე ტიპაჟი უნდა იყოს

Posted by: samuraisxmali 29 Mar 2019, 11:11
ადრე ფორუმელისგან ვიყიდე და იქლებ ეხლაც გქონდეთ. Bentley for Men Intense. თუ გაქვთ ფასი მომწერეთ პირადში.

Posted by: keen 29 Mar 2019, 11:37
ზაფხულისთვის გერლენის რამე მირჩიეთ... user.gif

Posted by: senpai 29 Mar 2019, 11:55
Lapustak
QUOTE
Joop Homme Wild გამოვიწერე. უკვე ერთ-ორ დღეში ჩამოვა და ვნახოთ რა არის.

ზამთრისაა, ეხლა უკვე ვერ შეაფასებ ისე როგორც ცივ ამინდში.

QUOTE
შენც შეაქე, მაგრამ უფრო ნოტების სიმცირე მომეწონა - ვისკი და ვარდისფერი წიწაკა

თამბაქოც თამაშობს დიდ როლს მაგ კომპოზიციაში.

QUOTE
თანამედროვე ტიპაჟი უნდა იყოს

yes.gif


keen
QUOTE
ზაფხულისთვის გერლენის რამე მირჩიეთ

Terracotta Le Parfum
user posted image

Posted by: keen 29 Mar 2019, 12:50
senpai
QUOTE
Terracotta Le Parfum

მადლობა! smile.gif ქოქოსის გამო უსიტყვოდ ჩავუარე გვერდი, მაგრამ ე.ი. დატესტვად ღირს, აქ თუ აქვთ...

Posted by: senpai 29 Mar 2019, 13:04
keen
არაფრის, თუ ქოქოსი არ გიყვარს მაშინ Aqua Allegoria ხაზიდან ცადე, თუმცა მე რაც ვნახე ძალიან სუსტებია.

Aqua Allegoria Limon Verde
user posted image

Posted by: keen 29 Mar 2019, 20:21
senpai
QUOTE
არაფრის, თუ ქოქოსი არ გიყვარს მაშინ Aqua Allegoria ხაზიდან ცადე, თუმცა მე რაც ვნახე ძალიან სუსტებია.

ოკ yes.gif

Posted by: *LilacWine* 30 Mar 2019, 01:17
fragrancenet-მა amazon pay გააუქმა? sad.gif(((((((((((

სხვა გზა თუ გიცდიათ ბოლო დღეებში, ისევ არ იღებს ქართულ ბარათებს?

ალტერნატივა არის fragrancex , მაგრამ ნაკლებად ვენდობი ...

ჰელპ help.gif

Posted by: keen 30 Mar 2019, 10:19
*LilacWine*
QUOTE
fragrancenet-მა amazon pay გააუქმა? sad.gif

რავიცი, ჩემთან ჩვეულებრივადაა ღილაკი (mozilla firefox) და chrome აღარაა spy.gif

Posted by: Lapustak 30 Mar 2019, 12:00
QUOTE
Joop Homme Wild

არ მომწონს.

ჩვეულებრივი საღეჭი რეზინისებური

Posted by: *LilacWine* 30 Mar 2019, 12:10
keen
QUOTE

რავიცი, ჩემთან ჩვეულებრივადაა ღილაკი (mozilla firefox) და chrome აღარაა  

ჰო, ერთ-ერთ ბრაუზერში ჩემთანაც ჩანდა, მაგრამ აქტიური არ იყო, რეალურად აღარ გადაჰყავდი ამაზონის გადახდის გვერდზე.
Chrome ზე გაქრა, კი sad.gif((((


Mozilla ვცადე და ბოლომდე გამიშვა bis.gif
ცრუგანგაში war.gif

Posted by: keen 30 Mar 2019, 12:25
*LilacWine*
QUOTE
ცრუგანგაში

ცრუგანგაში ეძახე და მეც დავეტაკე, რისი გამოწერაც მინდოდა. მანდაც არ გააქრონ sad.gif

Posted by: 4L3X 30 Mar 2019, 12:45
ახალი თემა გავხსენი შეგვიძლია გადავსახლდეთ

Posted by: Lapustak 1 Apr 2019, 09:19
ამ ბოლო დროს შემდეგი სახის პრობლემას წავაწყდი.

იაფიანი სუნამოები სასტიკად არ მომწონს, მაწუხებს, მაგრამ მეორე მხრივ 700-800 ლარის გადახდა არ მინდა ...

მაგალითად, ტომ ფორდის ზაფხულის ხაზი (მანდარინო, ნეროლი პორტოფინო ფორტე) მარტლა მომწონს, მაგრამ მარტივი არომატებია და 800 ლარის ფარგლებში არ გადავიხდი

4L3X

ვერ შევამჩნიე. აწი იქ დავწერ

Posted by: nat_ura 3 Apr 2019, 17:04
ახალი ჯგუფი გაკეთდა სილამაზის და პარფიუმერიის ფეისბუქზე, გარდა იმისა რომ კარგად განიხილავენ პროდუქტებს უამრავი საჩუქრები აქვთ. ესტედერმის და სებამედის აქცია აქვთ ახლა https://www.facebook.com/groups/956318694757043/

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)