კახეთში გრემი იყო ადრე.
ტაო-კლარჯეთის დედაქალაქია არტანუჯი, დღევანდელი არდანუჯი, რომელიც მდებარეობს კლარჯეთში.
ტაოში ოლთისი, ეხლანდელი ოლთუ იყო ყველაზე დიდი ქალაქი, მაგრამ ორივე კუთხის დედაქალაქი არტანუჯი იყო.
შედარებით დიდი ქალაქებია ასევე:
ერუშეთი - პოსოფი.
კოლა-არტაანის მხარე - არდაჰანი (არტაანი), გოლე (კოლა), შავშეთი - შავშატი (შავშეთი), ართვინი.
ტაო - იუსუფელი (იქაურები ჭოროხს ეძახიან).
ტაო-კლარჯეთში სულ ხრიოკი, მიუვალი და უზარმაზარი კლდეებია. ტაო განსაკუთრებით ხრიოკია (ხახულის ხეობის გამოკლებით).
ტაოში, სხვათაშორის, იშხანია საოცრება თავისი ადგილმდებარეობით.
დაბლიდან წავედით და სულ ხრიოკ კლდეებზე ვიარეთ მიკრო-ავტობუსით. გარშემო არავითარი სიმწვანე არ ჩანდა და დაახლოებით 10 კილომეტრი რომ ვიარეთ აღმართ-აღმართ, უცებ წალკოტში ამოვყავით თავი. ეგეთი ლამაზი ბუნება ჯერ არ მინახავს. ზედ მთის წვერზე იყო ეს წალკოტი, თავისი წყაროებით, ჩიტების ჭიკჭიკითა და დიდი ტაძრით. დაბლიდან არსაიდან არ ჩანდა, რომ იქ, ზემოთ წალკოტი იქნებოდა.
უდაბნოს მერე უცებ ზღაპარში აღმოვჩნდით.
ვაა! მაგარი საოცარი მხარეა.
აი აქ შედით და ზემოდან დაათვალიერეთ ეს კუთხე დეტალურად:
http://wikimapia.org/#y=41017211&x=42330322&z=8&l=0&m=sშეგიძლიათ გაზარდოთ და დააპატარავოთ.
This post has been edited by veshapo on 2 Oct 2006, 01:26