Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > დღეს გავაკეთე XII, კულინართა დღიური


Posted by: rtuli 27 Mar 2010, 21:25
წინა თემამ ელვისებრი სიჩქარით მიაღწია მე-100 გვერდს.
ეს იმის ნიშანია რომ,ბევრი ადამიანი შემოემატა ჩვენს განყოფილებას და თან დიდი ინტერესით სარგებლობს.

იმედი მაქვს ასე ტკბილად და გემრიელად გავაგრძელებთ რეცეპტების და აზრის გაზიარებას smile.gif


http://www.radikal.ru

Posted by: Peppi 27 Mar 2010, 21:55
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=207&Itemid=55

რამდენიმე დღის წინ ჩემს იტალიელ მეგობრებთან გავსინჯე - ძალიან მომეწონა, მერე მეც გავაკეთე და მომზადებითაც მართივად კეთდება,
ვარიაციები კი - უაბრავია და მხოლოდ თქვენი ფანტაზიის "სიგრძე-სიგანეზეა" დამოკიდებულიsmile.gif

Posted by: rtuli 27 Mar 2010, 22:10
mamalo
QUOTE
ქათმის რბილი ხორცით+შებოლილი სოსისით+პერლოვკით+პამიდვრის და კიტრის მწნილით



რეცეპტი თუ შეიძლება QUOTE

დავწერე რეცეპტი,აი აქ იხილეთ
http://forum.ge/?f=82&showtopic=33695832&st=435



პ.ს. перловая крупа ქართულად როგორ არის?
ქერისგან მზადდება ოღონდ რა სახელი აქვს ქართულად rolleyes.gif


Peppi
QUOTE
აქ უდა დავდო, სალათი "სიცილია", თინუსით

ველოდები smile.gif

Posted by: Peppi 27 Mar 2010, 22:57
rtuli
დავდე უკვე, პმ-ყუთი სავსე გაქვს მესიჯებით?

QUOTE
ქათმის რბილი ხორცით+შებოლილი სოსისით+პერლოვკით+პამიდვრის და კიტრის მწნილით


"სბორნი სალიანკა" როგორ მიყვარს, მაგრამ იმდენი წვალება უნდა და დრო, რომ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ვამზადებsmile.gif

პერლოვკით არ მიცდია ისე, არასოდეს.

***

ეს ზემოთ აჭარული პიცაა? რა ლამაზი და საინტერესო იდეააsmile.gif

Posted by: Person123 27 Mar 2010, 23:00
rtuli

QUOTE
ვერ მივხვდი რის?კრემის ტუ ნაღების?
თუ ნაღებს გულისხმობ ამას ან ძალიან ბევრი რძე უნდა+ სეპარატორი(ან კოვზით უნდა მოხადო რზეს მომდგარი ნაღები),ან ცოტცოტა დაგროვება რძის+მოხდა და დრო,თორე შესაძლებელია+უფრო გემრიელია


აი ვთქვათ http://forum.ge/?showtopic=33695527&view=findpost&p=10155589 უწერია რომ ჭირდება ნაღები, კრემითაც თუა შესაძლებელი იგივე ეფექტის მიღება (ან მსგავსი მაინც) მაშინ იქნებ კრემის გაკეთება მასწავლოთ.

Posted by: rockataka 27 Mar 2010, 23:10
rtuli
Peppi
ვაჰჰჰ... თქვენ რა გითხარით!!
ეს რა სურათები დადეთ?! მაგათ დანახვაზე(და ნინომ რაც დადო წვნიან კერძებში) ისე მომშივდა, რომ ლამი კომპიუტრის კლავიატურას მოვაკბიჩო offtopic.gif

Posted by: rtuli 27 Mar 2010, 23:15
Peppi
QUOTE
დავდე უკვე, პმ-ყუთი სავსე გაქვს მესიჯებით?

გავწმინდე,თუმცა არც ისე იყო სავსე,ჩემი იმეილი გამოგიგზავნე yes.gif

QUOTE
"სბორნი სალიანკა" როგორ მიყვარს, მაგრამ იმდენი წვალება უნდა

ეს ძალიან სწრაფად მოვამზადე yes.gif
პერლოვკაც მოუხდა+სასარგებლოა .

Person123
QUOTE
აი ვთქვათ ამ ნამცხვარს უწერია რომ ჭირდება ნაღები, კრემითაც თუა შესაძლებელი იგივე ეფექტის მიღება (ან მსგავსი მაინც) მაშინ იქნებ კრემის გაკეთება მასწავლოთ.

სხვა კრემი არამგონია ნაღების კრემი შეცვალოს.
ნაღების კრემი ძალიან ჰაეროვანია+არა მსუყე.
ნაღების გათქვეფას არაფერი უნდა:
შეიძინე 35-38 % ნაღები და გათქვიფე ჰაეროვანი მასის მიღებამდე,როგორც კი მგრადი მასა დადგება გაჩერდი,ანუ მერე გადაგივა კარაქში smile.gif
ძალიან მარტივია yes.gif

Posted by: Person123 27 Mar 2010, 23:23
rtuli

დიდი მადლობა. უბრალოდ მაინტერესებდა რადგანაც ყველაზე იაფიანი ნაღები რაც ვნახე 8 ლარი ღირდა. მაგრამ ესე იგი მაინც ის უნდა ვიყიდო.

Posted by: kukuni27 28 Mar 2010, 00:11
ახალი თინუსი მაქვს, არვიცი რა გავაკეთო, ტომატში ვცადე,მაგრამ რაღაცნაირი მშრალია,ვფიქრობ, იქნებ რამე სალათი შეიძლებოდეს,კულინარიული წარმოსახვის უნარი არ მაქვს და თუ დამეხმარებით

Posted by: Peppi 28 Mar 2010, 01:15
kukuni27
QUOTE
ახალი თინუსი მაქვს, არვიცი რა გავაკეთო, ტომატში ვცადე,მაგრამ რაღაცნაირი მშრალია

ტომატში მშრალი როგორ გამოიყვანე?smile.gif

ერთი რეცეპტის ლინკი ამ გვერდზეც დევს, ზემოთ, ოღონდ ქილის გამოვიყენე . .
აი, კიდევ "პეროგად" ვრინჯთან ერთად, ძალიან გემრიელია http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=172&Itemid=55 მე თინუსით გამიკეთებია და ძალიან გემრიელიაsmile.gif
თუ ფენოვანი ცომი არ გინდა, აი ღვეზელის ცომი აქ დევს - http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=465&#entry14579530

Posted by: faustina 28 Mar 2010, 01:18
QUOTE
აი, კიდევ "პეროგად" ვრინჯთან ერთად, ძალიან გემრიელია "ორაგულის კულიბიაკი" მე თინუსით გამიკეთებია და ძალიან გემრიელია
თუ ფენოვანი ცომი არ გინდა, აი ღვეზელის ცომი აქ დევს - ცომეულ-ფქვილეულობა

მეც ხშირად მასე ვაკეთებ, ბულგარული წიწაკითა და ხახვით, შეიძლება მოხარშული კვერცხითაც შენელებული და ძალიან გემრიელია smile.gif

Posted by: MAQSIMALISTKA 28 Mar 2010, 06:29
rtuli
ninoma
მადლობა smile.gif

Posted by: ბესიკის26 28 Mar 2010, 09:36
გუშინ გავაკეთე ფორთოხლის ამობრუნებული ნამცხვარი.ძალიან გემრიელი გამოვიდა,ისე მომეწონა ალბათ ხშირად გავაკეთებ.თან ოჯახში უყვართ სასუსნავები.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
მადლობა რთულის ასეთი გემრიელობის რეცეპტისთვის 2kiss.gif

Posted by: kukurukuku 28 Mar 2010, 11:58
ხალნო, მითხარით რა ნაღები რომ იყიდება ფხვნილის სახით, როგორ კეთდება, რა დოზებით და კრემათ თუ შემიძლია რომ ვიხმარო. აი ისეთ კრემად rtuli შენ რომ ტორტში გააკეთე smile.gif

Posted by: Johnnie Walker 28 Mar 2010, 13:16
ამ ბოლო დოს იმდენი მელაპარაკთ ჩაქაფულზე, რომ................... ჰა, წავედი დღეს სისხამ დილით და ვიყიდე თოხლის ბარკალი, თავის ყველაფრიანა smile.gif

ახლა ჩემს საკუთარ რეცეპტს უნდა ჩავხედო, რომ გავიხსენო, როგორ ვაკეთებ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

სკლეროზ..... lol.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 28 Mar 2010, 13:35
მე კი, მოვმწიფდი ფრანგული "პატე´ს" გამოსაცხობი ფორმის ყიდვისათვის. სამშაბათს მივდივარ საყიდლად. პირველივე "პატე´ს" სურათს დავდებ

Posted by: cheshire cat 28 Mar 2010, 14:12
ფარში
როგორ ვაქციო რამე ნოყიერ და კარგ სადილად თუკი გუფთას და კატლეტს გამოვრიცხავ?
მინდა რამე ვარიაცია პიურესთAნ ერთად, მაგრამ თAნმიმდევრობა მეშინია არ შემეშალოს.
ანუ პიურე+ფარში და უბრალოდ შევდო დუხოვკაში??

Posted by: GIMME 28 Mar 2010, 16:14
QUOTE
ფარში
როგორ ვაქციო რამე ნოყიერ და კარგ სადილად თუკი გუფთას და კატლეტს გამოვრიცხავ?


biggrin.gif

სწორედ ახლა მოვამზადე

კატლეტი
http://www.radikal.ru

გუფთა
http://www.radikal.ru

თევზი
http://www.radikal.ru

Posted by: Peppi 28 Mar 2010, 16:39
cheshire cat
QUOTE
ანუ პიურე+ფარში და უბრალოდ შევდო დუხოვკაში??


აი, დაგიდე რეცეპტი, მე როგორ ვაკეთებ:
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=210&Itemid=55

Posted by: August 28 Mar 2010, 17:11
ბზობა თევზის გარეშე არ არსებობს ...

Posted by: cheshire cat 28 Mar 2010, 17:17
Peppi
დიდი მადლობა.
სწორედ ეგ მინდოდა.
ანუ რაღაცით გასაინტერესოება.
smile.gif

Posted by: Peppi 28 Mar 2010, 17:20
დღეს ბადრიჯნის პიურეს ვამზადებ, ხამსით, (ანჩოუსით);
და შიტაკა სოკოსა+მისოს წვნიანს;
. . თუ ეს არ ეყოთ პილმენებიც მაქვს მაცივარში -
და კი გამოვა - ინტერნაციონალიsmile.gif


***
August
QUOTE
ბზობა თევზის გარეშე არ არსებობს ...

ვინც არ მარხულობს (და არც რელიგიურია) იმისთვის რა მნიშვნელობა აქვს? - სერიოზულად, რიტორიკის გარეშე . .

ლამაზი სურათიაsmile.gif

***
cheshire cat

QUOTE
სწორედ ეგ მინდოდა.

ძალიან კარგი, თუ ეგ არისsmile.gif

Posted by: August 28 Mar 2010, 17:23
Peppi
დავწერე უკვე ადრე, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ... ბებიების ხსოვნას ვინახავ ასე ...

QUOTE
ანჩოუსი

ხამსაა ქართულად ...

Posted by: bell 28 Mar 2010, 17:26
დღეს გავაკეთე ბრინჯის სალათი
http://www.radikal.ru

Posted by: Peppi 28 Mar 2010, 17:28
August
QUOTE
ხამსაა ქართულად ...

დიდი მადლობაsmile.gif
QUOTE
ბებიების ხსოვნას ვინახავ ასე ...

smile.gif

ბებიამაც იცოდა თქმა: - "აუცილებელია"-ო და ყველას თითო ლუკმას მაინც აჭმევდა, ძალის დატანებით . .

პ.ს. ეს კითხვა ზოგაგად რელიგიის თემაში უნდა დამესვა, პრინციპშიsmile.gif

Posted by: tikunia-teiko 28 Mar 2010, 17:52
http://www.radikal.ru

ეს ჩემი დღევანდელი სადილი. შემწვარი თევზი ბრინჯის გარნირით.

ბზობას გილოცავთ ყველას!!!

Posted by: dali19 28 Mar 2010, 17:57
ყველას გილოცავთ ბზობას და ახალი გემრიელობების გახსნას

Posted by: n_j 28 Mar 2010, 20:14
შოკოლადის ნამცხვარი ხილით და შავი პილპილით
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

აჯაფსანდალი
http://www.radikal.ru
ქათმის ხარჩო
http://www.radikal.ru



ფოტოები კიდევ მაქვს, მაგრაამ დავიტანჯე, ვერ ვტვირთავ, 2 საათი უნდება, ამიტომ ხვალ გამოვფენ

Posted by: August 28 Mar 2010, 20:16
მარწყვის ტორტი ჯერ კიდევ მაცივარშია და ცოტა უფრო გვიან გამობრძანდება

Posted by: rtuli 28 Mar 2010, 21:06
ბესიკის26
QUOTE
ძალიან გემრიელი გამოვიდა,ისე მომეწონა ალბათ ხშირად გავაკეთებ.თან ოჯახში უყვართ სასუსნავები.

სასიამოვნოა რომ მოწონება დაიმსახურა +კარგათ ამოსულიც არის up.gif

Johnnie Walker
QUOTE
ახლა ჩემს საკუთარ რეცეპტს უნდა ჩავხედო, რომ გავიხსენო, როგორ ვაკეთებ 

სკლეროზ..... 

მეც ეგ მომენტი მჭირს უკვე,ჩემივე რეცეპტებს აქ ვეძებ და ვიწერ biggrin.gif
QUOTE
ამ ბოლო დოს იმდენი მელაპარაკთ ჩაქაფულზე

გუშინაც რადიოში გოგოებმა გაგიხსენეთ და თავები დავიპატიჯეთ თქვენთან ჩაქაფულზე მაგრამ,რას მოვიფიქრებდით რომ ასე დაჩქარებული ტემპით მომზადებას გადაწყვეტავდით givi.gif

kukurukuku
QUOTE
ხალნო, მითხარით რა ნაღები რომ იყიდება ფხვნილის სახით, როგორ კეთდება, რა დოზებით და კრემათ თუ შემიძლია რომ ვიხმარო. აი ისეთ კრემად rtuli შენ რომ ტორტში გააკეთე 

აი აქ არის ტოსკას დადებული რეცეპტი,წარმატებით იყენებს.
მე არასოდეს მომიმზადებია,ანუ ძალიან მარტივი+იაფიც არის თხევად ნაღებთან შედარებით მაგრამ,გემოთი ცოტათი აგებს smile.gif
http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=300&#entry13840892

Posted by: ele7 28 Mar 2010, 21:13
n_j
Happy





შოკოლადის ნამცხვარი ხილით და შავი პილპილით ამის რეცეპტი დადე რა

Posted by: rtuli 28 Mar 2010, 21:23
n_j
QUOTE
შოკოლადის ნამცხვარი ხილით და შავი პილპილით

ვა რა საინტერესო შეხამებაა smile.gif
რეცეპტს დაველოდები yes.gif


დღეს Pancakes მოვამზადე ოჯახში,ძალიან გემრიელები გამოვიდნენ კენკრის აკოპონიმენტით smile.gif
http://www.radikal.ru
ასეც მზად
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: faustina 28 Mar 2010, 21:30
rtuli
QUOTE
ძალიან გემრიელები გამოვიდნენ

ეჭვი არ მეპარებაა smile.gif


პასკის რეცეპტი ვერ ვნახე და იქნებ დამეხმაროტ და მაჩვენოტ სად დევს???

Posted by: rtuli 28 Mar 2010, 21:39
faustina
QUOTE
პასკის რეცეპტი ვერ ვნახე და იქნებ დამეხმაროტ და მაჩვენოტ სად დევს???

ხაჭოს პასკას გულისხმობ?
მე ერთი რეცეპტი ვნახე მოხარშული შესქელებული რძით(სგუშონით)და ძალიან მოვიხიბლე,წელს ეკსპერემენტათ უნდა მოვამზადო yes.gif
მგონი გემრიელი კარამელის გემო ექნება.

Posted by: trendy 28 Mar 2010, 21:49
rtuli
ყავისფერი შაქარი ხომ არ იცი, მიიღეს დოლარსთორიში?
არსად იშოვებაsad.gif

Posted by: tarsha 28 Mar 2010, 21:56
QUOTE (rtuli @ 28 Mar 2010, 21:23 )



დღეს Pancakes მოვამზადე ოჯახში,ძალიან გემრიელები გამოვიდნენ კენკრის აკოპონიმენტით smile.gif

რეცეპტი დევს ამათი სადმე? ძალიან გემრიელად გამოიყურება.
აღფრთოვანებული ვარ თქვენი კულინარიული შესაძლებლობებით და იმითი რომ არ იზარებთ და უზიარებთ ხალხს რეცეპტებს.

Posted by: rtuli 28 Mar 2010, 22:09
trendy
QUOTE
ყავისფერი შაქარი ხომ არ იცი, მიიღეს დოლარსთორიში?
არსად იშოვება

no.gif
პრობლემები შეგვექმნაო და ზაფხულში გვექნებაო.
მოკლედ როგორც მიიღებენ უნდა ვიყიდო ერთი 5 კილო და დავაგდო biggrin.gif
მაგათთან ძალიან ყავისფერი იყო,აი ნამდვილი კარამელივით yes.gif

არც ჯორჯიტაშია და არც გუდვილში sad.gif

tarsha
QUOTE
რეცეპტი დევს ამათი სადმე?

კი ორი სხვადასხვა რეცეპტია თუმცა ორივეს გამოყენება შეიძლება ცომის სახით და კენკრა მე ისე დავაყარე ზემოდან,თუ არ გაქვს ვაშლიც მშვენივრად წავა,თხელი ფირფიტებით.
http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=645&#entry17365021
http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=720&#entry18194652

მადლობა smile.gif

Posted by: faustina 28 Mar 2010, 22:10
rtuli
QUOTE
ხაჭოს პასკას გულისხმობ

არა,
ჩვეულებრივი სააღდგომო პასის რეცეპტი მაინტერესებს....

შარშან , თუ არ ვცდები შენ გქონდა დადებული სურათები ფორმებში რომ დებდი და აცხობდი...

მაინტერესებს სურათებიც, ეს ქაღალდი როგორ შემოვახვიო და რამხელაზე....

Posted by: baby-bobo 28 Mar 2010, 22:26
ჩემი პირველი პოსტი და პირველი შედევრი ამ განყოფილებაში biggrin.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


smile.gif

Posted by: BadbadGirl 28 Mar 2010, 22:29
დღეს გავაკეთე პიცა.
ბევრი სოუსი მომივიდა და რომ არ გადმომსვლოდა მომიწია გერდების ამოკეცვა biggrin.gif დამავიწყდა ზეითუნის ზეთის მოსმა გვერდებზე და არ დაიბრაწა smile.gif
user posted image

Posted by: tarsha 28 Mar 2010, 22:32
rtuli

დიდი მადლობა smile.gif


..............................

Posted by: shumeri 28 Mar 2010, 22:43
Peppi
QUOTE
ვინც არ მარხულობს (და არც რელიგიურია) იმისთვის რა მნიშვნელობა აქვს? - სერიოზულად, რიტორიკის გარეშე . .

მართალია...
მაგრამ ასეთ შემთხვევაში ბზობასაც არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა,ალბათ.... smile.gif
* * *
n_j
QUOTE
შოკოლადის ნამცხვარი ხილით და შავი პილპილით

ამის რეცეპტი შეიძლება?

Posted by: tavadze 28 Mar 2010, 22:53
baby-bobo
QUOTE
ჩემი პირველი პოსტი და პირველი შედევრი ამ განყოფილებაში

ბევრი გაგეზიარებინოს. wink.gif
rtuli
QUOTE
დღეს Pancakes მოვამზადე ოჯახში,ძალიან გემრიელები გამოვიდნენ კენკრის აკოპონიმენტით

რა გემრიელობა ჩანს. tongue.gif
n_j
QUOTE
შოკოლადის ნამცხვარი ხილით და შავი პილპილით

ეუფ! rolleyes.gif rolleyes.gif დონე რაღაც ჩანს.
თუმცა შავი პილპილი შოკოლადსაც თუ მოუხდებოდა, ვერ ვიფიქრებდი. biggrin.gif

Posted by: rockataka 28 Mar 2010, 23:04
GIMME
QUOTE
თევზი

უხხხხ!!! "ცოცხალი" !!!!!! love.gif love.gif
ზეგ, მეც მივდივარ სამ დღიან თევზაობაში გოლანის მთებში smile.gif

Posted by: n_j 28 Mar 2010, 23:46
ele7
rtuli
shumeri
tavadze

მართლა მაგარი შეხამებაა, საინტერესო და გემრიელი
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=212&Itemid=55

ესეც შოკოლადის კვერცხები ჩემი პატარასთვის
http://www.radikal.ru

Posted by: Peppi 29 Mar 2010, 00:09
n_j
QUOTE
ესეც შოკოლადის კვერცხები ჩემი პატარასთვის

აა, რა მაგარიააsmile.gif

პ.ს. ეს რა კარგი რაღაც გამახსენე, შარშან ასე ნაჭუჭში ლაბუ (ხალადეცი) გავაკეთე, ძალიან ლამაზი იყოოsmile.gif

***

ესეც დღევანდელი საუზმეული - http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=211&Itemid=55

მისო აღმოვაჩინე მაღაზიაში და წვნიანი მოვამზადე - ქმარმა შემიქო . .
აწი, იაპონური რესტორნის კარიც დაიკეტა ჩემთვის(:

Posted by: faustina 29 Mar 2010, 00:15

შერეული სალათა...
რაც მქონდა სახლში..:
სხვადასხვა სალატის ფურცლები,
ხახვი,
სიმინდი,
ტუნესი,
გონგრეხოს შიგთავსი,
ანჩოა,
კვერცხი,
ყველი ფეტა,
ესპარაგო,
სოიო,
ზეითუნის ზეთი,
ძმარი
და სხვადასხვა სუნელები სოუსის შესანელებლად....
მშვენიერი გამოვიდა smile.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
* * *
Peppi
QUOTE
ხამსა და ბადრიჯანი დაძმობილდნენ

გაუდგნენ გზას და იარეს და იარეეეს ......


ხამსა და ანჩოა ერთი და იგივეა???

Posted by: shumeri 29 Mar 2010, 00:38
დღეს გავაკეთე ორაგულის ღვეზელი და კიდევ ოკუნის ფილე ლიმნით და ქინძით----ფოლგაში......
ძალიან გემრიელობა გამოვიდა, თუმცა სურათი არ არის მისი გემოს შესაბამისი....
[URL=http://www.radikal.ru]user posted image[/URL

Posted by: Peppi 29 Mar 2010, 00:59
faustina
QUOTE
ხამსა და ანჩოა ერთი და იგივეა???

კი, გახლავთsmile.gif



shumeri
QUOTE
თუმცა სურათი არ არის მისი გემოს შესაბამისი....

რატო, მშვენიერი სურათიაsmile.gif
ხარისხიან კულინარიულ წიგნშც კი მინახია ამის მსგავსი, ძალიან მსგავსი სურათიsmile.gif

Posted by: faustina 29 Mar 2010, 01:12
Peppi
QUOTE
კი, გახლავთ

ხოოოდა დღეს ორივეს ხამსა ანჩოა მოგვირთმევია wink.gif
smile.gif

Posted by: აღასპერი 29 Mar 2010, 10:27
http://tekanderoga.blogspot.com/2010/03/mrs.html

Posted by: Angelopulosi 29 Mar 2010, 10:28
trendy
QUOTE
არსად იშოვება

ცუდ დღეში ვარ sad.gif


მე კაი, ჩაიმანიაში ნაყიდი კუბიკები მაქვს, ცოტა დარიჩინის პრივკუსით, მაგრამ ბავშვს რა ვუყო? დავრჩი ასე cry.gif

Posted by: August 29 Mar 2010, 11:18
.................................................................................................................................

Posted by: წკაპო 29 Mar 2010, 11:26
August, რეცეპტი სადაა? ერთობ მადისაღმძვრელად გამოიყურება.

Posted by: n_j 29 Mar 2010, 11:56
faustina
QUOTE
გონგრეხოს შიგთავსი,

ეს რა არის?

Posted by: taktakuna 29 Mar 2010, 12:31
დღეს მცდელობა მქონდა გამეკეთებინა სოიოს კატლეტები,მაგრამ არ იკვრება იშლება,არადა თითქოს ყველაფერს ისე ვაკეთებ როგორც უნდა, ხომ ვერ მეტყვით ვინმე თუ ამზადებთ და როგორ?

Posted by: fermina 29 Mar 2010, 12:58
QUOTE (taktakuna @ 29 Mar 2010, 12:31 )
დღეს მცდელობა მქონდა გამეკეთებინა სოიოს კატლეტები,მაგრამ არ იკვრება იშლება,არადა თითქოს ყველაფერს ისე ვაკეთებ როგორც უნდა, ხომ ვერ მეტყვით ვინმე თუ ამზადებთ და როგორ?

არ ვიცი, მე არასოდეს დამშლია, თუმცა კვერცხს ბუნებრივია ვერ ვუკეთებ. სოიოს ფარშს ვალბობ მდუღარეში ერთი საათით მაინც, მერე ვრეცხავ ცივ წყალში, ვწურავ კიდეც, ვატარებ ხორცსაკეპ მანქანაში, და ჩVვეულებრივად კატლეტის ინგრედიენტებს ვუმატებ, ანუ კარტოფილს, ხახვს, სტაფილოსაც, მწვანილებს, ცოტა პურს, ნიორს და კარგადგადავზელ ერთმანეთში. მერე ფქვილში ვავლებ და მშვენიერი გამოდის.

Posted by: taktakuna 29 Mar 2010, 13:25
მეც ეგრე გავაკეტე მაგრამ მაინც ვერ გამოვიდა ისეთი, ფხვიერი იყო და არც გუნდავდებოდა კარგად, დღეის მერე აღარ ვცდი მაინც არ გამომდის წესივრები smile.gif

Posted by: shumeri 29 Mar 2010, 15:06
Peppi
QUOTE
რატო, მშვენიერი სურათია
ხარისხიან კულინარიულ წიგნშც კი მინახია ამის მსგავსი, ძალიან მსგავსი სურათი

ვაი, დიდი მადლობა.....
ტელეფონით გადავიღე და ხარისხი ისეთი არა აქვს, როგორც აპარატით გდაღებულს.

Posted by: nite 29 Mar 2010, 15:34
მე გუშინ გავაკეთე სგუშონის კექსი ორნაირად, ანუ რომ გამოვაცხე შუაზე გავჭერი, ნახევარს შოკოლადის მინანქარი მოვასხი, მეორე ნახევარი გავჟღინთე რძეში, გაჟღენთილი უკეთესი გამოვიდა.

Posted by: rtuli 29 Mar 2010, 15:45
shumeri
QUOTE
ოკუნის ფილე

ძალიან ნაზი თევზია love.gif up.gif

faustina
QUOTE
მშვენიერი გამოვიდა

ეჭვი არმეპაება,ვიზუალურად დავიშოკე user.gif

აღასპერი
QUOTE
აი, ეს 

რამდენი გიშრომია და მჭადის ორიგინალურმა ფორმამ მომხიბლა smile.gif


დღეს მოვამზადე Fusilli alla napoletana ,ძალიან კარგი პამიდვრის საწებლით ღვინის დამატებით+ხაჭოს და ფეტას ნარევით(რიკოტა არმქონდა) და ზაპეკანკის მოყვარულებს ვთავაზობ აი ამ გოგრის შედევრს+შავი ქისმიშით smile.gif
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: katunia 29 Mar 2010, 15:54
n_j
QUOTE
ესეც შოკოლადის კვერცხები ჩემი პატარასთვის



--------------------

რა მაგარიაააა, როგორ მოამზადე?

Posted by: max-14 29 Mar 2010, 15:58
მოგესალმებით! საუკეთესო რეცეპტებს ვხედავ ყოველდღე up.gif მაგრები ხართ ძალიან, ზოგი ფოტოზე აღბეჭდილი რეცეპტი ხომ შოკის მომგვრელია bis.gif

Posted by: faustina 29 Mar 2010, 16:59
n_j
QUOTE
QUOTE
გონგრეხოს შიგთავსი,


ეს რა არის?

ასეტია კანგრეხო smile.gif
http://www.radikal.ru

ეს კი კონსერვში
http://www.radikal.ru

Posted by: აღასპერი 29 Mar 2010, 17:16
rtuli


smile.gif)
სულ ვცდილობ ხოლმე, ასეთი ფორმები გავაკეთო, ხან შენობები, ხან ძაღლები, ანჯერად ქათამი იყო..
შემდეგზე ციყვი იქნება- თხილით biggrin.gif

Posted by: nite 29 Mar 2010, 17:54
rtuli
QUOTE
ზაპეკანკის მოყვარულებს ვთავაზობ აი ამ გოგრის შედევრს+შავი ქისმიშით

გოგრის ნამცხვრის რეცეპტი შეიძლება??........

Posted by: n_j 29 Mar 2010, 17:55
faustina
მე რაღაც საოცრება მეგონა biggrin.gif
katunia
შოკოლადი კვერცხები
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=213&Itemid=55

Posted by: August 29 Mar 2010, 18:37
ორი კვერცხი, ცოტა შაქარი, ცოტა მაწონი, მჭადის ფქვილი, ზეთი, მუსლი, კარმელიზირებული ლიმონის ქერქი, ბლომად ალკოჰოლი ...

ცომს არც "დაუსვენია" და არც მაცივარში "გაგრილებულა" ... ეგრევე შებრძანდა გახურებულ ღუმელში ... ამოვიდა ზღაპრულად და ფაფუკი და ფხვიერია ერთდროულად ...
დრო სჭირდება იმდენი რაც მიქსერში დაბზრიალებას და მერე საშუალო ცეცხლზე გამოცხობას ... ზუსტად 1 სთ-ში გამოვიტანე

ხო დამავიწყდა სანელებლებიდან ჯავზი და ვანილი , დარიჩინი და წითელი წიწაკა ...
მინანქარი: შოკოლადი + ნიგოზი ...

Posted by: Romina 29 Mar 2010, 19:34
მე კი გული გავაწყალე ამ შვრიის ორცხობილებით, მაგრამ ჩემებს ძალიან მოსწონთ. ამჯერად შავი შოკოლადი დავუმატე smile.gif
* * *
მინდა ავღნიშნო რომ rtuli-ის ფანი ვარ, სიცოცხლის ბოლომდე biggrin.gif

Posted by: rtuli 29 Mar 2010, 21:45
nite
QUOTE
გოგრის ნამცხვრის რეცეპტი შეიძლება??........

http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=214&Itemid=55
თუ დარიჩინი მოგწონს გოგრას უხდება და შეგიძლია დაამატო ცოტა.

Romina
QUOTE
მე კი გული გავაწყალე ამ შვრიის ორცხობილებით

მეც მიყვარს ძალიან და ნაყიდისგან რადიკალურად განსხვავდება გემო.

QUOTE
სიცოცხლის ბოლომდე 

biggrin.gif 2kiss.gif

ფინური პურის რეცეპტი მაქვს ძალიან ადვილი+შვრიით არის,ჰოდა მინდა მოვსინჯო რამდენად გაამართლებს მისი ქება- დიდება yes.gif

Posted by: meluzi 29 Mar 2010, 21:47
ძალიან გთხოვთ იქნებ რამე პეჩენიების რეცეპტი იცოდეთ დიბეტიკებისთვის.??? თეთრი პურის ცომი არ შეიძლება... თუ რამე არსებობს და იცით იქნებ მითXრათ tongue.gif

Posted by: oshi 29 Mar 2010, 22:59
Romina

რა გემრიელად გამოიყურება ეგ შვრიის ორცხობილა user.gif
რეცეპტს ხომ ვერ დადებთ? თან მანდ ცილებიც უნდა იყოს კარგადsmile.gif

და კიდევ, იცით რა მაინტერესებს? ჩემი უსაყვარლესი ნამცხვრის, გერმანული "käsekuchen"ის -ყველის ნამცხვრის რეცეპტი და გამოცხობის ტექნოლოგია..იქნებ ვინმემ იცოდეთ ეგ როგორ კეთდება? უუუგემრიელესია და მაგრად მომენატრა. war.gif

Posted by: rtuli 29 Mar 2010, 23:15
oshi
QUOTE
käsekuchen

ჩიზქეიქების რამოდენიმე ვერსია გვაქვს აქ ფორუმზე და მოგიძებნი smile.gif

Posted by: oshi 29 Mar 2010, 23:23
rtuli
უღრმესი მადლობაsmile.gif

ძალიან ყურადღებიანი ადამიანი ხართ და რა თქმა უნდა დიადი კულინარი! bis.gif

დაველოდები მაშინsmile.gif

Posted by: tarsha 29 Mar 2010, 23:38
QUOTE (rtuli @ 29 Mar 2010, 15:45 )

დღეს მოვამზადე Fusilli alla napoletana ,ძალიან კარგი პამიდვრის საწებლით ღვინის დამატებით+ხაჭოს და ფეტას ნარევით(რიკოტა არმქონდა)

ამ გემრიელობის რეცეპტი გაგვიზიარეთ რა. rolleyes.gif

Posted by: Neno_ 30 Mar 2010, 00:02
Romina
QUOTE
შვრიის ორცხობილებით

აუ რეცეფტის ლინკი იდადე რა?

Posted by: aranormaluri 30 Mar 2010, 00:02
August
ესე იგი დაგაკვირდი და შენი ხელწერა გაქვს მზადებისას: ხო გემრიელად ამზადებ და ლამაზად. თან ზედ რომ რამე ბალახი არ დაადო ისე არ შეგიძლია biggrin.gif პლიუს შვრია. მაგარი ხარ.

Posted by: Solveig 30 Mar 2010, 00:25
დღეს ისევ ბორშის დღე მქონდა.

მე რომ ამ სახლიდან გადავალ, რა ეშველებათ ჩემს მათხოვარ მეზობლებს, ვისღა მოპარავენ ხილს და ბოსტნეულს.

Posted by: rtuli 30 Mar 2010, 00:43
oshi
QUOTE
დაველოდები მაშინ

ცოტა შემაგვიანდა sad.gif
აი რამოდენიმე რეცეპტი:
http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=1200&#entry16571368
http://forum.ge/?f=82&showtopic=33937461&st=60
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=30&Itemid=55
http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=15&#entry13160012

Solveig
QUOTE
ვისღა მოპარავენ ხილს და ბოსტნეულს.

ისევ გპარავენ ეგ უნამუსოები mad.gif

Posted by: CZ88 30 Mar 2010, 01:03
meluzi
QUOTE
ძალიან გთხოვთ იქნებ რამე პეჩენიების რეცეპტი იცოდეთ დიბეტიკებისთვის.??? თეთრი პურის ცომი არ შეიძლება... თუ რამე არსებობს და იცით იქნებ მითXრათ

ნახე აბა ეს თუ მოგეწონება:

100 გ დიეტური მარგარინი ან კარაქი, 1 კვერცხი, 2 ს/კ დიაბეტიანებისათვის განკუთვნილი 'შაქარი', 1 ს/კ თხევადი დიაბ. 'შაქარი', ოდნავ მარილი, ვანილი გემოვნებით, 100 გ სერი ფქვილი, 100 გ დაფქვილი თხილი.

ეს ყველაფერი მოვათავსოთ თასში და სათქვეფით კარგად ავთქვიფოთ, სანამ ერთგვაროვან ცომს არ მივიღებთ. ნამცხვრის ქაღალდზე გავაბრტყელოთ ეს ცომი 3-4 სმ სისქეზე და რულეტივით მოვახვიოთ. 15 წუთით გავაცეროთ მაცივარში გასაცივებლად. შემდეგ დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დაახლოებით 20 ცალი გამოვა. დავაგორგალოთ ხელით თითოეული მათგანი და შემდეგ ოდნავ გავაბრტყელოთ, დისკოებივით. ნამცხვრის ქაღალდიან ფორმაზე ან ცხიმწასმულ ფორმაზე დავალაგოთ და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ გამოსაცხობად. დაახლოებით 15 წუთში მზადაა.

http://img132.imageshack.us/i/haselnusstaler.jpg/

Posted by: Solveig 30 Mar 2010, 01:04
rtuli
QUOTE
ისევ გპარავენ ეგ უნამუსოები 

დღეს "ისინდისეს" biggrin.gif და 1 ხახვი დაუტოვებიათ...თორემ საჭმელს ვერ გავაკეთებდი ალბათ.

ჯერ-როგორი იაფია...1 ევროიან ხახვს რომ ადამიანი მოიპარავს, ის მათხოვარია, აბა რა არის. მაგრამ ზარალი არაა პრიბლემა..ჩემთვის პრობლემაა ყიდვა, რადგან ხანდახან სამასხურიდან ისეთ დროს მოვდივარ, მაღაზიები დაკეტილია და ამასთან, ბევრი რომ ვიყიდო და დავაწყო, ეგეც არ გამოდის-ერთი, რომ გაფუჭდება და მეორე-ადგილი არაა. ჰოდა, ძლივს ნაყიდ პროდუქტს რომ მოჰპარავ ადამიანს, ამას უკვე უნამუსობა ჰქვია..

არაბების ან ჩინელების ნახელავია აშკარად..უფრო ამ უკანასკნელების, რადგან არაბები მუშაობენ მთელ დღეს და შინ ხანდახან ჩემზე გვიან მოდიან.

Posted by: rtuli 30 Mar 2010, 01:23
tarsha
QUOTE
ამ გემრიელობის რეცეპტი გაგვიზიარეთ რა. 

მართლა გემრიელია smile.gif
ვიზუალურად შეიზლება არც ისე მაგრამ......
აი აქ დავდე რეცეპტი:
http://forum.ge/?act=ST&f=82&t=33708123&st=255#entry18757603

მიყვარს მაკარონი yes.gif



ისე სულ მაინტერესებდა, ქართულად ითარგმნება მაკარონი rolleyes.gif

Solveig
QUOTE
უფრო ამ უკანასკნელების

სხვა დროს თაგვის ხაფანგიც ჩადე პარკში ,იქნებ გამოიჭირო biggrin.gif
* * *
CZ88
QUOTE
სერი ფქვილი

საინტერესოა ისე,სხვა პეჩენიების რეცეპტებში რომ შეცვალოს ადამიანმა თეთრი ფქვილი რუხის ფქვილზე ,არც არაფერი დაშავდება rolleyes.gif
ანუ წებოვნება რომელიც ახასიათებს თეთრ ფქვილს დიდათ არსჭირდება პეჩენიების ცომს.
მე გერკულესის პეჩენიებსაც ვურჩევდი მაგალითად,ოღონდ ცოტა მეტ რუხის ფქვილს დავამატებდი yes.gif

Posted by: CZ88 30 Mar 2010, 01:34
QUOTE
მე გერკულესის პეჩენიებსაც ვურჩევდი მაგალითად,ოღონდ ცოტა მეტ რუხის ფქვილს დავამატებდი

rtuli
მე ვფიქრობ , მჭადის ფქვილიც გამოდგება smile.gif ჩემი დედამთილი აკეთებს მჭადის ფქვილით 'კოლაჩებს' და ძალიან მომწონს, სადღაც რეცეპტიც მიწერია, მე პირადად არ გამიკეთებია. რძით ასველებს მერე.

Posted by: aranormaluri 30 Mar 2010, 01:46
ეხლა ისე მომინდა ბრინჯის ფლავი რძიანი. ბავშვობის მერე აღარ მიჭამია. აი დარიჩინით და შაქრით რომ იჭმევა. sad.gif ხო არ იცით როგორ კეთდება?

Posted by: rtuli 30 Mar 2010, 01:47
CZ88
QUOTE
მჭადის ფქვილიც გამოდგება

არის ბევრი რეცეპტი მჭადის ფქვილის ან მანანის ბურღულით yes.gif
ეხლა დიაბეტიანებისთვის მარკეტებში შოკოლადი,შაქარი და ა.შ. იშოვება.შეიძლება ადვილად დიეტის ხელის შეწყობა .

Posted by: Solveig 30 Mar 2010, 01:48
CZ88
QUOTE
მე ვფიქრობ , მჭადის ფქვილიც გამოდგება 

მე მიცდია პურის და მჭადის არევა და კარგი გამოდის.


ისე, მაგ რეცეპტით მზადდებოდა 90-იანი წლების ლეგენდარული ნამცხვარი "სიგუა". biggrin.gif


Posted by: rtuli 30 Mar 2010, 01:56
aranormaluri
QUOTE
ბავშვობის მერე აღარ მიჭამია. აი დარიჩინით და შაქრით რომ იჭმევა.  ხო არ იცით როგორ კეთდება?

ვიცით biggrin.gif რაჭველებისგაგზავნილიდეპეშისპასუხი

მოკლედ:
ხარშავ ბრინჯს ჯერ წყალში 10 წუთით,მერე გადაწურავ.
აადუღებ რძეს და ჩაყრი ისევ ბრინჯს გააგრძელებ ხარშვას,დაამატებ მარილს გემოვნებით.
როცა მოიხარშება და მოგეწონება სისქე გამორთე,დაამატე შაქარი+დარიჩინი,დაასვენე 10 წუთი.
გადმოიღე თეფშზე ფაფა, ჩააგდე კარაქი და მიირთვი.

1 ჩ.ჭ. ბრინჯზე უნდა 3,5-4 ჩ.ჭ. რძე.

პ.ს. ამ გემრიელ ფაფას ამატებენ ქიშმიშს და გულამოღებულ ვაშლებში ტენიან.ღუმელში დებენ და აგრძელებენ მომზადებას smile.gif
ოღონდ ეს ცოტა სველი კონსისტენციის არის,ის მასა ,ვაშლისთვის ,ცოტა უფრო მშრალი yes.gif

Posted by: CZ88 30 Mar 2010, 02:01
rtuli
QUOTE
ეხლა დიაბეტიანებისთვის მარკეტებში შოკოლადი,შაქარი და ა.შ. იშოვება.შეიძლება ადვილად დიეტის ხელის შეწყობა .

კარგია, გამიხარდა smile.gif მაინც გამრავალფეროვნდება მათი მენიუ.
Solveig
QUOTE
ისე, მაგ რეცეპტით მზადდებოდა 90-იანი წლების ლეგენდარული ნამცხვარი "სიგუა".

მე არ ვიცი smile.gif

Posted by: tavadze 30 Mar 2010, 03:13
rtuli
QUOTE
სხვა დროს თაგვის ხაფანგიც ჩადე პარკში ,იქნებ გამოიჭირო

აჯობებს, თაგვის შაქარი მოაყაროს იმ პროდუქტს ცოტა, რომ ვერ შეამჩნიონ. biggrin.gif
CZ88
QUOTE
კარგია, გამიხარდა  მაინც გამრავალფეროვნდება მათი მენიუ.

ეგ კია, მაგრამ ისიც ზომა-წონით უნდა ჭამონ და მაინც ძნელია. თუმცა სულ არარაობას ბევრად ჯობია.

Posted by: Solveig 30 Mar 2010, 03:38
tavadze
QUOTE
თაგვის შაქარი

მაგ საცოდავების ცოდვას ნუ ამაკიდებინებ ოღონდ. biggrin.gif

ვერაფერს ვერ ვუზამ, გარდა იმისა, რომ დროზე ავახვიო მანდედან.

Posted by: Romina 30 Mar 2010, 09:03
oshi
Neno_

სამახვო პეჩენია
© BEKO

2 ჭიქა ჰარკულესი. უმჯობესია გემანული. 250 გრამი სამარხვო მარგარინი, (მე დაჩას ვხმარობ), 100 გრ.წყალი, სოდა, ძმარი, ვანილი, ქიშმიში, დაჭრილი ნიგოზი. ფქვილი იმდენი რომ ნაზი ცომი გამოვიდეს. სველი ხელით ვაძლევთ მრგვალ ფორმას და ვაცხობთ ჰაერღუმელში.

ლინკის დადებას პირდაპირ ასე დავდებ. უბრალოდ აქ შაქარი არ აქვს და მე 3 სუფრის კოვზს ვამატებ, ძალიან ტკბილი მაინც არ გამოდის. ბოლოს შავი შოკოლადის ნატეხები შევურიე და კარგი იყო, თუმცა უშოკოლადოდაც ძალიან კარგია. დაახლოებით 30 წუთში ცხვება.

ძალიან ჯანსაღი და გემრიელი ორცხობილა გამოდის (ოღონდ კაკალიც და ქიშმიშიც ბლომად უხდება) yes.gif

Posted by: nite 30 Mar 2010, 11:16
rtuli
QUOTE
http://perfectcook.org/index.php?option=co...d=214&Itemid=55
თუ დარიჩინი მოგწონს გოგრას უხდება და შეგიძლია დაამატო ცოტა.

მადლობა, ვცდი როდისმე, შენი რეცეპტებით მომზადებული თითქმის ყველაფერი კარგი გამომდის.

Posted by: oshi 30 Mar 2010, 11:23
rtuli
QUOTE
ცოტა შემაგვიანდა
აი რამოდენიმე რეცეპტი:


დიდი მადლობა ესეთი გულისხმიერებისთვისsmile.gif

ძაან მაგრებიაsmile.gif war.gif

Posted by: CZ88 30 Mar 2010, 11:55
Solveig
QUOTE
ვერაფერს ვერ ვუზამ, გარდა იმისა, რომ დროზე ავახვიო მანდედან.

რომც უქნა რა, დაეტყობათ თუ user.gif ყველა ერთმანეთს გავს და რაოდენობაზე არაფერს ვამბობ.

Posted by: BadbadGirl 30 Mar 2010, 13:26
Solveig
მეეჭვება არაბების ნახელავი რომ იყოს, რელიგია უკრძალავთ biggrin.gif:D biggrin.gif
ტეხავს ისე.

Posted by: meluzi 30 Mar 2010, 15:48
CZ88
გაიხარეეეეე.. დიდი მადლობააააააა smile.gif))))) სავსებით მისაღები რეცეპტი დადეე smile.gif მადლოობ

Posted by: CZ88 30 Mar 2010, 16:07
meluzi
იცოცხლე smile.gif არაფერია სამადლობელო.

Posted by: August 30 Mar 2010, 17:50
ეს ცომი არ გახლავთ საფუარზე მოზელილი ... მაწვნიანი ცომია ცხიმად ზეთია გამოყენებული ...
მიაქციეთ ყურადღება რა სიფრიფანაა და ერთი ნახვრეტიც არსად გასცენია ...

ფარშიც ჩემი ნოუ ჰაუა ... ღორის ხორცი გატარებული _ კატლეტის სანელებელი + კვერცხი + ქატო (!!!) + თბილის წყალი

უგემრიელესი გამოვიდა ...

Posted by: Solveig 30 Mar 2010, 18:03
August
QUOTE
მაწვნიანი ცომია ცხიმად ზეთია გამოყენებული ...

მიცდია და უგემრიელესი გამოდის smile.gif მარტო ხორციანი კი არა, ლობიოიანიც, ყველიანიც, ვაშლიანიც.
ოღონდ ქატო არ გამომიყენებია ფარშში არასსდროს....

Posted by: August 30 Mar 2010, 18:53
Solveig
QUOTE
მიცდია და უგემრიელესი გამოდისმარტო ხორციანი კი არა, ლობიოიანიც, ყველიანიც, ვაშლიანიც.

თან არც დაყოვნება უნდა და არც გაგრილება ეგრევე ზელ და აბრტყელებ...


მართალი ხარ ძალიან გემრიელია როგორც მარილიანი ისევე ტკბილი ღვეზელებისათვის ...

QUOTE
ქატო არ გამომიყენებია ფარშში არასსდროს....

სცადე ღორის ხორცი მთლად ჯანსაღი რომ არ არის ეგ შენ ჩემზე უკეთ იცი და ქატო ერთგვარი გამანეიტრალებელია ...

მოკლედ ჩემგან კონვეირისტ-სტახანოველი არ გამოვა ... ვ სმისლე ხინკალ-პილმენ-პერაშკების ამბავში ... მაინტერესებს სანამ შედეგს დავინახავ და მერე დავჯდე და ერთი და იგივე "ვახუჭუჭო" ამის ნერვები არა მაქვს ... ამიტომ დარჩენილი ცომი გავყავი სამად. გავაბრტყელე კერამიკის ფორმაში ჩავაფიმე ჯერ I ფენა და ფარში გავშალე ზედ. მერე დავაფინე II ფენა ცომი და აქ დაფხვნილი ყველი, კვერცხი და გოგრა გავშალე დავახურე III ფენა ცომი დავჩხვლიტე და შევუძახე ღუმელში ...
აი, ეს გამოვიდა


Posted by: levanovna 30 Mar 2010, 20:48
გუშინდელი გაკეთებული რომ დავწერო შეიძლება?smile.gifშემწვარი ორაგულის ფილე და გარნირად. ხოო, ეს თან უნდა მოვყვე და თან ვიკითხო, quinoa მოვხარშე და გავაკეთე თაბული, მოკლედ აკამდე არც ერთი გამეგონა და არც მეორე.http://en.wikipedia.org/wiki/Quinoa ბრინჯივით მარცვლეულია,მალე იხარშება და სასიამოვნო გემო აქვს+ ძალიან სასარგებლო ყოფილა.მოხარშულ და გაცივებულ მარცვლეულს,(რომლის სახელი ქართულად არ ვიცი)დავუმატებთ დაჭრილ ოხრახუშს, ბაზილს, პიტნას, ნიორი დაჭ###ტილი, ლიმონის ცვენი და ზეითუნის ზეთი, ხო მწვანე ხახვი და მარილი...ხოდა ახლა ჩემი კითხვაც, რა ქვია ამას ან ჩვენთან თუ იყენებენ?თითქოა ღომის მარცვლებს წააგავს .

Posted by: August 30 Mar 2010, 20:55
....................................................................................................................................

Posted by: rtuli 30 Mar 2010, 21:01
nite
oshi
QUOTE
მადლობა

არაფერს smile.gif

levanovna
QUOTE
quinoa

მე აქ გაყიდვაში არშემხვედრია no.gif


დღეს ტოლმა მოვამზადე,ისეთი როგორიც ჩვენ გვიყვარს,კომბოსტო ლამაზ მოყვითალო მოწითალო ფერში არის smile.gif
იმდენად პოპულარული ბლიუდაა რომ სურათის გადაღება არაა საჭირო.

Posted by: faustina 30 Mar 2010, 21:04
თეთრი მინანქარი
© auau

თეთრი მინანქარი შეგიძლია გააკეთო ჩვეულებრივ შაქრის პომადისაგან.ანუ ხარშავ ძალიან სქელ სიროპს, აწვეთებ ლიმონს, რომ არ დაკრისტალდეს, კარგად რომ იდუღებს, ცოტა შეაგრილე და მიქსერით გათქვიფე. გამჭვირვალე მასა გაცივდება თუ არა,
თეთრდება. სხვათა შორის ეს პომადა შეგიძლია შეინახო ფოლგაში. როცა დაგჭირდება, ჩადე პატარა ქვაბში, დაჰკარ სულ ცოტა წყალი, რომ ადუღდება, მოასხი ნამცხვარს.

auau

დაახლოებით შაქარი და წყალი რამდენი უნდა?
მიქსერით გათქვეფის შემდეგ თბილივე ნამცხვარზე უნდა წავუსვატხოომ?

Posted by: svani67 30 Mar 2010, 21:55
QUOTE (August @ 30 Mar 2010, 18:53 )
Solveig
QUOTE
მიცდია და უგემრიელესი გამოდისმარტო ხორციანი კი არა, ლობიოიანიც, ყველიანიც, ვაშლიანიც.

თან არც დაყოვნება უნდა და არც გაგრილება ეგრევე ზელ და აბრტყელებ...


მართალი ხარ ძალიან გემრიელია როგორც მარილიანი ისევე ტკბილი ღვეზელებისათვის ...

QUOTE
ქატო არ გამომიყენებია ფარშში არასსდროს....

სცადე ღორის ხორცი მთლად ჯანსაღი რომ არ არის ეგ შენ ჩემზე უკეთ იცი და ქატო ერთგვარი გამანეიტრალებელია ...

მოკლედ ჩემგან კონვეირისტ-სტახანოველი არ გამოვა ... ვ სმისლე ხინკალ-პილმენ-პერაშკების ამბავში ... მაინტერესებს სანამ შედეგს დავინახავ და მერე დავჯდე და ერთი და იგივე "ვახუჭუჭო" ამის ნერვები არა მაქვს ... ამიტომ დარჩენილი ცომი გავყავი სამად. გავაბრტყელე კერამიკის ფორმაში ჩავაფიმე ჯერ I ფენა და ფარში გავშალე ზედ. მერე დავაფინე II ფენა ცომი და აქ დაფხვნილი ყველი, კვერცხი და გოგრა გავშალე დავახურე III ფენა ცომი დავჩხვლიტე და შევუძახე ღუმელში ...
აი, ეს გამოვიდა

ომგ............................

ქალბატონო ავგუსტა, მიშვილეთ რააააა

თქვენ და რთულმა, ორივემ ერთად 2kiss.gif


Posted by: in_visible 30 Mar 2010, 22:44
რა მაინტერესებს და სამარხვო ტორტის ბისკვიტს რითი აცხობთ ხოლმე თუ ვინმე აცხობთ? წინასწარ დიდი მადლობა.
(ერთმა მითხრა მაგარ ჩაის ფერში ამომყავსო და ვითომ ამოვა ისე კარგად? sad.gif )

Posted by: aranormaluri 30 Mar 2010, 23:05
rtuli
QUOTE
ვიცით  რაჭველებისგაგზავნილიდეპეშისპასუხი


ვიცოდი რომ გეცოდინებოდა 2kiss.gif ჯიგარიონოკ!

ხვალ გავაკეთებ.
* * *
Romina
QUOTE
სამახვო პეჩენია


შვრიისგან მინდოდა მეც გამომეცხო რამე.. ძმრის და სოდის მაგივრად საფუარი გამოდგება?
და კიდევ ერთი რაღაც მაინტერესებს: შოკოლადი არ დნება ხოლმე ცხობისას? ის მომწონს მთელ-მთელი ნატეხები რომ არის გამომცხვარში და როგორ ხერხდება ეს?

Posted by: Romina 30 Mar 2010, 23:16
aranormaluri
QUOTE
ძმრის და სოდის მაგივრად საფუარი გამოდგება?

ვაი smile.gif ეს გამოცდილ კულინარებს კითხე რა, მე არ ვიცი user.gif

QUOTE
შოკოლადი არ დნება ხოლმე ცხობისას? ის მომწონს მთელ-მთელი ნატეხები რომ არის გამომცხვარში და როგორ ხერხდება ეს?

მე ოდნავ მსხვილ ნაწილებად დავჭერი შოკოლადი და სულ ბოლოს დავამატე ცომს, ანუ შოკოლადიანი დიდხანს არ მიზელია. არ გადნა საერთოდ.

Posted by: aranormaluri 31 Mar 2010, 00:18
Romina
ახ. ესე იგი მთავარია არ ზილო. არადა რა უცნაურია. 200 გრადუსზე როგორ არ დნება.
ჰამ ჰამ მინდა.

Posted by: Neno_ 31 Mar 2010, 00:42
aranormaluri
QUOTE
200 გრადუსზე როგორ არ დნება

შოკოლადი ფილა კი არ დატეხო, ღილები იყიდე და უფრო მაგრებია ისინი მგონი, უფრო მედეგი იქნება biggrin.gif

Posted by: aranormaluri 31 Mar 2010, 01:50
Neno_
QUOTE
ღილები იყიდე


კარგი რა biggrin.gif მე ისეთი სულსწრაფი ვარ. რამეს მოვაბოდიალებ და შევჭამ. კმაყოფილი დავრჩები მაინც biggrin.gif

Posted by: nite 31 Mar 2010, 11:27
QUOTE
aranormaluri

QUOTE
ძმრის და სოდის მაგივრად საფუარი გამოდგება?

დიდი გამოცდილება არ მაქვს ცხობაში, მაგრამ მგონი არ გამოდგება

Posted by: mariaa 31 Mar 2010, 12:19
კოლოკოტეს ანუ გოგრის ღვეზელი
http://www.radikal.ru
ზემოდან უკეთესი ფერისთვის შემეძლო კვერცხი+რძე ან კვერცხი+ნაღები გადამესვა,მაგრამ ამჯერად გამოვაკელი..

Posted by: წკაპო 31 Mar 2010, 12:21
QUOTE (mariaa @ 31 Mar 2010, 10:19 )
კოლოკოტეს ანუ გოგრის ღვეზელი

ოღონდ ეს ამიხსენი, კოლოკოტე რაღა შუაშია, გოგრა არ კმაროდა? baby.gif

Posted by: svani67 31 Mar 2010, 12:22
QUOTE (mariaa @ 31 Mar 2010, 12:19 )
კოლოკოტეს ანუ გოგრის ღვეზელი
http://www.radikal.ru
ზემოდან უკეთესი ფერისთვის შემეძლო კვერცხი+რძე ან კვერცხი+ნაღები გადამესვა,მაგრამ ამჯერად გამოვაკელი..

რეცეპტი პლიიზ

და კიდევ

ცოტა მაღალ ტაფაში (თAვსახურიანში) არ გამოცხვება ?

ანუ ღუმელი არ მაქვს.

და გაზზე ტაფაში რომ გამოვაცხო

Posted by: mariaa 31 Mar 2010, 12:46
წკაპო
ორიგინალი სახელი დავწერე...

svani67
QUOTE
ცოტა მაღალ ტაფაში (თAვსახურიანში) არ გამოცხვება ?

ზუსტად ვერ გეტყვი,მაგრამ თავდახურულში კი გამოცხვება,მითუმეტეს რომ შიგთავსი თითქმის მზა თავსდება..
მოგვიანებით მოვაყოლებ რეცეპტსაც smile.gif

Posted by: მაკ-კი 31 Mar 2010, 12:49
Johnnie Walker
QUOTE
თოხლის ბარკალი

ეგ რა არის?

Posted by: ინფინიტი 31 Mar 2010, 12:55
მაკ-კი
მოზრდილი ბატკანი .

Posted by: nite 31 Mar 2010, 13:10
mariaa
QUOTE
გოგრის ღვეზელი

ამის რეცეპტი მეც მინდა, და იმის ინსტრუქციაც მოაყოლეთ ფლზ როგორ ახვევთ კიდეებს ასე ლამაზად.

Posted by: keto22 31 Mar 2010, 13:11
n_j
QUOTE
ესეც შოკოლადის კვერცხები ჩემი პატარასთვის

როგორი რეცეპტით გააკეთე ეს შოკოლადები?

Posted by: ბესიკის26 31 Mar 2010, 13:17
რაჭული ლორი ჩამომიტანეს.მაგისი ხათრით ვაპირებ ლობიოს გაკეთებას .ლორით ჯერ არ გამიკეთებია,მხოლოდ ნაჭამი მაქვს.ლორი ლობოისთან ერთად უნდა ჩავახარშო?ხახვის მოხრაკვისდროს ხომ არ უნდა? აბა გამოცდილო კულინარებო,ველი თქვენგან დარიგებას love.gif

Posted by: August 31 Mar 2010, 13:21
nite
QUOTE
იმის ინსტრუქციაც მოაყოლეთ ფლზ როგორ ახვევთ კიდეებს ასე ლამაზად.


ფორმებია სპეციალური ...

Posted by: n_j 31 Mar 2010, 13:27
keto22
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=213&Itemid=55

Posted by: nite 31 Mar 2010, 13:47
August
QUOTE
ფორმებია სპეციალური ...

აი თურმე რა ყოფილა biggrin.gif მადლობა, შევიძენ.

Posted by: mariaa 31 Mar 2010, 13:58
nite
QUOTE
იმის ინსტრუქციაც მოაყოლეთ ფლზ როგორ ახვევთ კიდეებს ასე ლამაზად.

აი ზუსტად როგორ აგიხსნა თითებით ვახვევ smile.gif რთული ნამდვილად არ არის..
შეგიძლია ჩანგლითაც yes.gif

Posted by: Peppi 31 Mar 2010, 17:17
დღეს ელენეს პატარა ხაჭაპურები გამოვუცხვე, სკოლისთვისsmile.gif
ბებია აცხობდა ასეთ პატარებს და კვერებს ეძახდა, მხოლოდ აღდგომის და საკურთხის სუფრისთვის აკეთებდა ამათ.
დილა ადრიანად დგებოდა და იწყებდა მზადებასsmile.gif

მეც ასე მომიწია, "წამოვფრინდი" ალიონზე wink.gif

Posted by: ბესიკის26 31 Mar 2010, 19:25
Peppi
აფერუმ შენს ქალობას smile.gif
რა გემრიელდაა დაბრაწული.მეც ძალიან მიყვარს მასეთი ხაჭაპური.ყველი არაა შორს გაბნეული და კარგადაც ემჩნევა yes.gif

Posted by: Peppi 31 Mar 2010, 19:47
ბესიკის26
დიდი მადლობაsmile.gif

გახარებული მოვიდა სკოლიდან, ყველა შეიჭამაოsmile.gif

Posted by: nanana 31 Mar 2010, 19:49
Peppi
QUOTE
ბებია აცხობდა ასეთ პატარებს და კვერებს ეძახდა, მხოლოდ აღდგომის და საკურთხის სუფრისთვის აკეთებდა ამათ.

ვაიმეეე, ბებიაჩემიც აკეთებდა ზუსტად ასეთებს გოჩა-ჯიხაიშში bis.gif chups.gif love.gif ერთ ას ცალს და ყველა მიცვალებულის მოსახსენიებლად თითოს. უიმე რამდენი მიცვალებული გვყოლიაbiggrin.gif

Posted by: MAQSIMALISTKA 31 Mar 2010, 20:03
ხინკალი გავაკეტე პირველად და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გამომივიდა smile.gif, დიდი წვლილი რა ტქმა უნდა კულინარიის განყოფიელბას მიუძღვის.

პ.ს. 95 ცალიდან მარტო 2 ჩამეშალა smile.gif



http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: frida_kahlo 31 Mar 2010, 22:31
ბესიკის26
QUOTE
რაჭული ლორი ჩამომიტანეს.მაგისი ხათრით ვაპირებ ლობიოს გაკეთებას .ლორით ჯერ არ გამიკეთებია,მხოლოდ ნაჭამი მაქვს.ლორი ლობოისთან ერთად უნდა ჩავახარშო?ხახვის მოხრაკვისდროს ხომ არ უნდა? აბა გამოცდილო კულინარებო,ველი თქვენგან დარიგებას 


კი ლობიოსთან ერთად უნდა ჩახარშო. ხახვის მოხრაკვა ცალკეც შეგიძლია. მერე ჩვეულებრივად შეანელო. მე ბევრი ქინძით და სუნელებით მომწონს ოღონდ მადამდე მოხარშული ლორი ამოიღე და დაჭერი. (მე ასე ვაკეთებ)

Posted by: aranormaluri 31 Mar 2010, 22:45
nite
QUOTE
QUOTE
ძმრის და სოდის მაგივრად საფუარი გამოდგება?


დიდი გამოცდილება არ მაქვს ცხობაში, მაგრამ მგონი არ გამოდგება


დროჟი კი არა რაზრიხლიწელი თუ რაღაცა? sad.gif

Posted by: ბურზო 31 Mar 2010, 22:49
QUOTE (GIMME @ 28 Mar 2010, 16:14 )



თევზი
http://www.radikal.ru

ხრამულიაა?? user.gif user.gif

Posted by: Baltimore 31 Mar 2010, 22:53
faustina
QUOTE
ესპარაგო,


ქართულად სატაცურია, არა?

Posted by: S_H_I_N_Y 31 Mar 2010, 23:01
aranormaluri
QUOTE
QUOTE QUOTE ძმრის და სოდის მაგივრად საფუარი გამოდგება?

დიდი გამოცდილება არ მაქვს ცხობაში, მაგრამ მგონი არ გამოდგება

დროჟი კი არა რაზრიხლიწელი თუ რაღაცა? sad.gif


კიი, ეგ გამოდგება smile.gif გამოდგება კი არა გამაფხვიერებელი ზუსტად მაგისთვისაა yes.gif

Posted by: Did_Giorgi 31 Mar 2010, 23:19
MAQSIMALISTKA
QUOTE
ხინკალი გავაკეტე

chups.gif


ბურზო
QUOTE
ხრამულიაა??

არ
მტკვრის ცოცხალი იქნება
yes.gif

Posted by: Johnnie Walker 31 Mar 2010, 23:26

QUOTE
Johnnie Walker

QUOTE
თოხლის ბარკალი


ეგ რა არის?

თუ არ იცი, რა არის, ე.ი. არც ყოფილა საჭირო, რომ იცოდე, relax biggrin.gif

Posted by: CZ88 31 Mar 2010, 23:44
MAQSIMALISTKA
QUOTE
ხინკალი გავაკეტე პირველად და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გამომივიდა , დიდი წვლილი რა ტქმა უნდა კულინარიის განყოფიელბას მიუძღვის.

პ.ს. 95 ცალიდან მარტო 2 ჩამეშალა

ძალიან ლამაზებია და მჯერავს, გემრიელებიც იყო smile.gif

Posted by: aranormaluri 31 Mar 2010, 23:44
S_H_I_N_Y
QUOTE
გამოდგება კი არა გამაფხვიერებელი ზუსტად მაგისთვისაა 


მადლობა. ვცდი. wink.gif

Posted by: Snow Crash 31 Mar 2010, 23:55
გავაკეთე პასკა. გავაკეთე რა, ახლა შევდე გამოსაცხობად.
ძალიან იოლად მოვზილე, თითქმის სულ მიქსერით. მაგრამ ზურგი მტეხს. მაჯა მღრღნის და ნერვები მაქვს მოშლილი: ამოვა-არ ამოვა და
ტელეფონებზე ლაპარაკით - ნახევარი თბილისი ერთად ვაცხობდით.

Posted by: rtuli 1 Apr 2010, 01:12
Peppi
QUOTE
დღეს ელენეს პატარა ხაჭაპურები გამოვუცხვე, სკოლისთვის

რა ლამაზებია და წარმომიდგენია ელენეს გახარებული სახე smile.gif.

MAQSIMALISTKA
QUOTE
ხინკალი გავაკეტე პირველად და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გამომივიდა

მომინდა ,ისე კარგათ გამოიყურებიან მოხარშულები up.gif

Posted by: MAQSIMALISTKA 1 Apr 2010, 01:44
rtuli
CZ88
Did_Giorgi
მადლობა smile.gif

აქაური რჩევები ისეთი კარგები აღმოჩნდა კიდევ უნდა მოგმართოთ smile.gif


ძალიან მინდა გავაკეთო ქამა სოკო კეცზე სულგუნით, მაგრამ რადგან აქ ვერც სულგუნს ვიშოვი და ვერც კეცს. შესაძლებელია რომ რამე მიმსგავსებული ტაფაზე გავაკეთო მაცარელათი? თუ კი, რეცეპტიც ხომ არ გეგულებათ?

Posted by: rtuli 1 Apr 2010, 01:53
MAQSIMALISTKA
QUOTE
ტაფაზე გავაკეთო მაცარელათი? თუ კი, რეცეპტიც ხომ არ გეგულებათ?

მარტივია:
ტაფაზე დააგდე კარაქი!და თავით მაღლა დაალაგე ქამა სოკოები ცოტა ჩააყარე თავებში მარილი,მოახეხე Mozzarella და ღუმელში შედგი მაღალ ტემპერატურაზე 240 გრადუსზე 15-20 წუთის მერე ჩაურთე გრილი რომ ყველი დაწითლდეს.

Posted by: faustina 1 Apr 2010, 02:11
Baltimore
QUOTE
ესპარაგო,



ქართულად სატაცურია, არა?

უიი, არ ვიცი...
cry.gif

გოგოები ვგეტკვიან ...
smile.gif

Posted by: rtuli 1 Apr 2010, 02:17
faustina
QUOTE
ესპარაგო,



ქართულად სატაცურია, არა?


უიი, არ ვიცი...

Asparagus-სატაცური

Posted by: faustina 1 Apr 2010, 02:31
rtuli
QUOTE
Asparagus-სატაცური

2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: natali kalandadze 1 Apr 2010, 04:50
დღეს ვიქალე და ბორში და მაწვნის სუპი გავაკეთე
წვნიანის ხასიათზე იყვნენ ბიჭები smile.gif

რა სატრაბახო ახლა ესაა, მარა პირველად გავაკეთე, აჩმიან-ფენოვანიან-ათასსხვაგემრიელობებიანად რა არ მაქვს ნაკეთები, მარა აი წვნიანები ჩემი საქმე არაა biggrin.gif

გემრიელი გამოვიდა ისე, დაჟე ქმარმა ჭამა smile.gif
პ.ს. და წითელი smile.gif

Posted by: lelukaa 1 Apr 2010, 09:56
ნამდივილი იტალიური პასტა ჩამომიტანა ქმარმა ფლორენციიდან და ამ განყოფილების ჯადოქრებს მინდა ვთხოვო მასწავლონ როგორ მოვამზადო smile.gif

Posted by: forever`s_NEVER 1 Apr 2010, 10:14
QUOTE (Peppi @ 31 Mar 2010, 17:17 )
...
ბებია აცხობდა ასეთ პატარებს და კვერებს ეძახდა, მხოლოდ აღდგომის და საკურთხის სუფრისთვის აკეთებდა ამათ.
დილა ადრიანად დგებოდა და იწყებდა მზადებასsmile.gif

ჩემს ბავშვობაში, დიდ დღესასწაულებზე, სააღდგომოდ და საკურთხი სუფრისთვის ბიცოლაჩემი გამოაცხობდა პატარა ხაჭაპურებს, სამ ნიშნულს გაუკეთებდა სამების აღსანიშნავად, და "ლემზირი" ერქვა (სალოცავი პური). ღვთის სადიდებელ და სავედრებელ პურად ითვლება და შესაბამისად, გამოცხობისთანავე არ გვაჭმევდნენ. სალემზირე ხორბალი/ფქვილი ცალკე ჰქონდა ყოველთვის.


ეს კვირა რითი გავდივართ მართლა არ ვიცი, არაფერი გაგვიკეთებია. გუშინ სააღდგომო ყვავილები გამოვაცხვეთ. ზოგი ალუბლის და ზოგიც ანანასის ჩირით გამოვტენე smile.gif

Posted by: Johnnie Walker 1 Apr 2010, 10:39
lelukaa
QUOTE
ნამდივილი იტალიური პასტა ჩამომიტანა ქმარმა ფლორენციიდან და ამ განყოფილების ჯადოქრებს მინდა ვთხოვო მასწავლონ როგორ მოვამზადო 

პასტა თვითონ არაფერი - მოხარშავ და ეგ არის.

გააჩნია სოუსს... biggrin.gif

rtuli, მოუყევი, სპაგეტი როგორ კეთდება, შენზე უკეთ ეგ მაინც არავინ არ იცის smile.gif

არა, იქნებ იცის კიდეც ვინმე როზალიამ, სადმე, რომის შემოგარენში, მაგრამ საქართველოში შენზე დიდი მხეცი მაგ ამბის არ არსებობს.

ასე რომ, მოუყევი, პასტას სოუსი როგორ კეთდება, ქენი კეთილი საქმე: მეუღლემ გოგოს ფლორენციიდან პასტა ჩამოუტანა smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 1 Apr 2010, 11:03
გამხმარი პასტა, ძირითადად "Barilla":ს - ჭამს იტალიის დიდი ნაწილი მგონი. აქაც ბარილლა არის მთავარი ბრენდი. რამდენადაც ვიცი საქართველოშიც არის შემოტანილი და "ნამდვილი" რას ჰქვია?

ნამდვილი არის ნედლი- მოხარშვამდე მოზელილი და დაჭრილი პასტა.
არის ნახევრად ნედლიც- მაღაზიებში ყიდიან- ხმელს კი ჯობია, მაგრამ ახლად მოზელილს მაინც ვერ შეედრება

Posted by: nite 1 Apr 2010, 11:20
aranormaluri
QUOTE
დროჟი კი არა რაზრიხლიწელი თუ რაღაცა? 

ეგ რა თქმა უნდა, baking powder გააჩნია ნამცხვარს, სოდაზე თითქმის ორჯერ მეტი უნდა გაუკეთო. და ზოგი ნამცხვრისთვის ეგ უკეთესია ვიდრე სოდა.

Posted by: natali kalandadze 1 Apr 2010, 11:50
Johnnie Walker
QUOTE
rtuli, მოუყევი, სპაგეტი როგორ კეთდება, შენზე უკეთ ეგ მაინც არავინ არ იცის

სანამ მთელი საქართველოს მოსახლეობის დამზადებულ სპაგეტის არ გასინჯავ (ან მინიმუმ ჩემსას მაინც), ასეთ ხმამაღალ განცხადებებს ნუ გააკეთებ თუ შეიძლება


პ.ს. რათქმაუნდა ქ-ნი რთულის კულინარობით მეც აღფრთოვანებული ვარ და სულ მინდოდა მეკითხა რა წონის ხალხი ყავს სახლში ამ გემრიელობების გადამკიდე smile.gif

Posted by: rtuli 1 Apr 2010, 12:02
natali kalandadze
QUOTE
rtuli, მოუყევი, სპაგეტი როგორ კეთდება, შენზე უკეთ ეგ მაინც არავინ არ იცის


სანამ მთელი საქართველოს მოსახლეობის დამზადებულ სპაგეტის არ გასინჯავ (ან მინიმუმ ჩემსას მაინც), ასეთ ხმამაღალ განცხადებებს ნუ გააკეთებ თუ შეიძლება

იხუმრა ჯონიმ 2kiss.gif

სპაგეტის მომზადება მხოლოდ ნამდვილმა იტალიელმა იცის,თან ისეთმა რომელიც საკუთარი ხელით ცომს ზელავს და რაღაც ნიუანსები მხოლოდ თვითონ იცის,მაგ პროცესის.
ნამდვილი სოფლის პამიდვრით მომზადებული საწებელი-სოუსი+ცოცხალი ბაზილიკოთი+გემრიელი პარმეჟანოთი love.gif

პ.ს. რატომღაც იქ იტალიის პატარა სოფელში მომინდა ყოფნა და ყურება მაგ პროცესის+ბოლოს დეგუსტაციით დაგვირგვინება smile.gif

Posted by: Solveig 1 Apr 2010, 12:03
forever`s_NEVER
QUOTE
ჩემს ბავშვობაში, დიდ დღესასწაულებზე, სააღდგომოდ და საკურთხი სუფრისთვის ბიცოლაჩემი გამოაცხობდა პატარა ხაჭაპურებს, სამ ნიშნულს გაუკეთებდა სამების აღსანიშნავად, და "ლემზირი" ერქვა (სალოცავი პური). ღვთის სადიდებელ და სავედრებელ პურად ითვლება და შესაბამისად, გამოცხობისთანავე არ გვაჭმევდნენ. სალემზირე ხორბალი/ფქვილი ცალკე ჰქონდა ყოველთვის.

შალვა დადიანის "თეთნულდი" გამახსენდა-[ცუდ ხასიათზე იმიტომაა, რომ] ლემზირმა აწყინა, უდროო დროს რომ ჭამაო smile.gif

Posted by: annak 1 Apr 2010, 12:07
Peppi
QUOTE
პატარა ხაჭაპურები

ძალიან ლამაზებია
ბავშვებს მართლა ძალიან მოეწონებათ ასეთი ზომის ხაჭაპურები.

Posted by: Dr_Zuzumbo 1 Apr 2010, 12:11
კარგით ახლა, არაფერი განსაკუთრებული პასტის მოზილვაში არაა. მთავრია- დურუმის ჯიშის ხორბლის ფქვილი, ეზოში თავისუფლად მორბენალი ქათმის კვერცხი, თითებით გამოწურული ზეითუნის ზეთი და წკრილა მთის წყაროს წყალი. საწებელაში პატარა, მოგრძო პომიდვრები, რომელიც აკიდოებად არის ჯერ ცივად შებოლილი და მერმე სხვენში გამოკიდებული.
სულ ესაა biggrin.gif

Posted by: rtuli 1 Apr 2010, 12:22
Dr_Zuzumbo
QUOTE
სულ ესაა

რა ცოტა ,,სდომებია,, სრული ბედნიერებისთვის biggrin.gif
ყველი გამოგრჩათ yes.gif

უი მართლა მაგ გემრიელობას,ანუ სპაგეტის დასაყოლებლად, კარგი+გემრიელი ღვინოც ჭირდება,ალბათ სახლში დაწურული და დაყენებული smile.gif

Posted by: lelukaa 1 Apr 2010, 12:27
Johnnie Walker
მაშინ დიდი მოწიწებით გთხოვთ სოუსი მასწავლოთ smile.gif

Posted by: natali kalandadze 1 Apr 2010, 12:33
lelukaa
ტაკს, მე რასაც ვუკეთებ ყველაზე ხშირად:

ხახვი ზეთში მოშუშული, ტომატპასტა + ადუღებული წყალი რომ გათხელდეს, რომ წამოდუღდება მაიონეზი დაამატე ოდნავ ფერი რომ შეუცვალოს ისე. მარილი, პილპილი.

ცალკე ტაფაში წვრილად დაჭრილ ხახვს ვშუშავ, ვაყრი ფარშს, ფარში რომ კარგად მოიშუშება ვურევ ზემოთ მომზადებულ სოუსში...

ძალიან გემრიელია.

Posted by: Solveig 1 Apr 2010, 12:41
Dr_Zuzumbo
QUOTE
თითებით გამოწურული ზეითუნის ზეთი და წკრილა მთის წყაროს წყალი. საწებელაში პატარა, მოგრძო პომიდვრები, რომელიც აკიდოებად არის ჯერ ცივად შებოლილი და მერმე სხვენში გამოკიდებული.

QUOTE
არგით ახლა, არაფერი განსაკუთრებული პასტის მოზილვაში არაა.

up.gif biggrin.gif


Posted by: rtuli 1 Apr 2010, 12:43
lelukaa
QUOTE
მაშინ დიდი მოწიწებით გთხოვთ სოუსი მასწავლოთ 

აი ძალიან კარგი რეცეპტებია და აირჩიე:
http://forum.ge/?showtopic=33927685&f=&st=105&#entry7280375
http://forum.ge/?showtopic=33699464&f=&st=90&#entry5083224

მე მეორე ვარიანტი მიყვარს ძალიან Maccheroni alla bolognese

Posted by: lelukaa 1 Apr 2010, 12:44
natali kalandadze
rtuli
გაიხარეთ ხალხო!

Posted by: mariaa 1 Apr 2010, 12:44
svani67
nite
აი რეცეპტი

კოლოკოტეს-გოგრის ღვეზელი

ცომი:
4ჭ ფქვილი
ცოტა მარილი
2ჩ/კ baking powder
1/2ჭ ზეთი
1ჭ წყალი

შიგთავსი:
5-6 ჭიქა პატარა კუბიკებად დაჭრილი გოგრა
1ჭ ბურგული
1/2ჭ ზეთი+ცოთა ზეითუნის ზეთი
1ჩ/კ დარიჩინი
1ჩ/კ მარილი
ცოტა პილპილი
1-2ჩ/კ შაქარი
1ჭ ქიშმიში

მომზადება:
შიგთავსის მასალას ურევთ ერთმანეთში,2-3ჯერ ამოურევთ და თავდახურულს აჩერებთ მთელი ღამის განმავლობაში,ქიშმიშის გარდა.
ცომის მოსაზილად ათავსებთ ფქვილს,მარილს,baking powder_ს და ზეთს.მერე კი წყალს რამდენსაც შეიზელს,1ჭიქა დაჭირდება.
ცომს ნახევარი საათით გააჩერებთ გადაფარებულს.
სანამ ცომს გაშლით,მანამდე ქიშმიში ჩაუმატეთ შიგთავსში.
გაშლით ცომს ძალიან თხელი არ უნდა იყოს.გამოჭრით მრგვალ ფორმებად და 2ს/კ შიგთავსს ჩადებთ ერთ მხარეს,მეორეს კი გადაკეცავთ.დააჭერთ გვერდებს რომ კარგად დაეკრონ ერთმანეთს.
შიგთავს რამოდენიმეჯერ ამოურევთ რომ ზეთი ძირზე არ დაჯდეს.
გახურებულ ღუმელში(როგორც ყოველთვის)ვდებთ 150გრადუსზე 35-45წუთი ან სანამ ფერს არ მიიღებს.
ამ რეცეპტით გამოდის დაახლოებით 20-25ცალი კოლოკოტეს.
1/2ჭიქა ვერმიშელიც შეგიძლიათ დაუმატოდ..უხდება.
ცომის გასაშლელად სპეციალური პასტა-დანადგარის გამოყენებაც შეიძლება.
enjoy...
* * *
ეს კი წინა დღეებში მომზადებული ვაშლის მუსი
http://www.radikal.ru

Posted by: Dr_Zuzumbo 1 Apr 2010, 13:06
იტალიაში პირველად 1983 წელს ვიყავი, "კაკრაზ" პარმას მიდამოებში. ჰოდა "სუვენირები", რაც ხელს წამოვაყოლე იყო: პარმეჯანოს დიდი ნაჭერი, პარმული შაშხის დიდი ნაჭერი და ხელით დამზადებული თოჯინა, რომელსაც ხელითვე შეკერილი ტანისამოსი მოსავდა.
ყველის მაღაზია, სადა პარმეჯანო შევიძინე, ძველი შენობის პირველ სართულზე იყო, ჭერი ისეთი მაღალი, რომ პარმეჯანოს უზარმაზარი თავებით დახუნძლული თაროები სადღაც სიბნელეში იკარგებოდენ- მოკლედ, სამოთხე biggrin.gif

გამყიდველმა აგვიხსნა, რომ შაშხსა და ყველს მათი შეფი ყიდულობს სოფლებში, ადგილობრივი გლეხებისაგან- თავისი ფეხით ჩამოუვლის ხოლმე.

ესპანური შაშხიც არაა ცუდი- განსაკუთრებით იმაზე ვკაეფობ ხოლმე- პატარა რესტორნებში ჭერზე როა ჩამოკიდებული და ქვეშ ცხიმის საწვეთი ჭურჭელი რომ ჰკიდია biggrin.gif

Posted by: nite 1 Apr 2010, 13:09
mariaa
მადლობა. ძალიან ადვილი ჩანს,

Posted by: lelukaa 1 Apr 2010, 13:34
Dr_Zuzumbo
ჩემმა ქმარმაც მთელი ბიუჯეტი პარმეჯანოს, შაშხს, პასკებს და პასტას მიაფშვნა biggrin.gif

Posted by: Solveig 1 Apr 2010, 14:19
ვაიმე, რომ არ დამწერა, არ შემეძლო biggrin.gif

1957 წელს ბი-ბი-სის ტელეშოუში გამოცხადდა, რომ არნახულად თბილი ზამთრისა და ახალი ქიმიკატის წყალობით, რომელმაც მავნებლები გაანადგურა, შვედმა ფერმერმა მაკარონის ჩინებული მოსავალი მიიღო. ტელევიზიაში უამრავმა დარეკა კითხვით, როგორ მოეყვანათ შინაურ პირობებში სპაგეტი.

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/18552-yvelaze-cnobili-sapirvelaprilo-khumrobebi.html

Posted by: nite 1 Apr 2010, 14:48
Solveig
QUOTE
ვაიმე, რომ არ დამწერა, არ შემეძლო

1957 წელს ბი-ბი-სის ტელეშოუში გამოცხადდა, რომ არნახულად თბილი ზამთრისა და ახალი ქიმიკატის წყალობით, რომელმაც მავნებლები გაანადგურა, შვედმა ფერმერმა მაკარონის ჩინებული მოსავალი მიიღო. ტელევიზიაში უამრავმა დარეკა კითხვით, როგორ მოეყვანათ შინაურ პირობებში სპაგეტი.

biggrin.gif სხვათა შორის არა მარტო გამოაცხადა არამედ აჩვენა კიდეც შვედი გლეხი ქალები როგორ კრეფდნენ ხეებიდან გრძელ სპაგეტებს.

http://www.youtube.com/watch?v=27ugSKW4-QQ&feature=related


Posted by: Solveig 1 Apr 2010, 15:00
nite
ვაიმეეე biggrin.gif biggrin.gif ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: BadbadGirl 1 Apr 2010, 15:41
QUOTE
შვედმა ფერმერმა

შვეიცარიაა.
შვედები არ არიან მასეთი ჩაინიკები biggrin.gif

:შვედების დაცვის სმაილიკი:

Posted by: nite 1 Apr 2010, 15:47
BadbadGirl
QUOTE
შვეიცარიაა.
შვედები არ არიან მასეთი ჩაინიკები 

:შვედების დაცვის სმაილიკი:

ბიბისი რომ გაჩვენებს ძნელია არ გაჩაინიკდე biggrin.gif

Posted by: Girl From Villa Villekulla 1 Apr 2010, 15:52
QUOTE
ვაიმე, რომ არ დამწერა, არ შემეძლო

1957 წელს ბი-ბი-სის ტელეშოუში გამოცხადდა, რომ არნახულად თბილი ზამთრისა და ახალი ქიმიკატის წყალობით, რომელმაც მავნებლები გაანადგურა, შვედმა ფერმერმა მაკარონის ჩინებული მოსავალი მიიღო. ტელევიზიაში უამრავმა დარეკა კითხვით, როგორ მოეყვანათ შინაურ პირობებში სპაგეტი.



საპირველაპრილო ხუმრობა იყო, როგორც ვიცი biggrin.gif

Posted by: nite 1 Apr 2010, 15:57
Girl From Villa Villekulla
QUOTE
საპირველაპრილო ხუმრობა იყო, როგორც ვიცი 

კი, ნამდვილად biggrin.gif

Posted by: ბურზო 1 Apr 2010, 16:07
QUOTE (Did_Giorgi @ 31 Mar 2010, 23:19 )
ბურზო
QUOTE
ხრამულიაა??

არ
მტკვრის ცოცხალი იქნება
yes.gif

yes.gif yes.gif

შენკსენ გაცილებით სუფთა მოდის მტკვარი, თუ ტოჟე ზოოპარკის სუნი ასდის ზაფხულობით?

Posted by: sofia_bad 1 Apr 2010, 16:25
QUOTE
ვაიმე, რომ არ დამწერა, არ შემეძლო

1957 წელს ბი-ბი-სის ტელეშოუში გამოცხადდა, რომ არნახულად თბილი ზამთრისა და ახალი ქიმიკატის წყალობით, რომელმაც მავნებლები გაანადგურა, შვედმა ფერმერმა მაკარონის ჩინებული მოსავალი მიიღო. ტელევიზიაში უამრავმა დარეკა კითხვით, როგორ მოეყვანათ შინაურ პირობებში სპაგეტი.


შენ გაიხარე,რა გულიანად ვიცინეე lol.gif lol.gif

Posted by: Did_Giorgi 1 Apr 2010, 16:43
ბურზო
QUOTE
შენკსენ გაცილებით სუფთა მოდის მტკვარი, თუ ტოჟე ზოოპარკის სუნი ასდის ზაფხულობით?

QUOTE
ტოჟე ზოოპარკის სუნი ასდის ზაფხულობით

mo.gif sad.gif


Posted by: Peppi 1 Apr 2010, 18:02
ვინამუსე და ცხოვრებაში პირველად შევუდექი "პასკის" მზადებასsmile.gif

რა გამოვა ვნახოთ, ცომად გებრიელია . . რამდენიმე რეცეპტი ავურიე ერთმანეთში+მეც რაღაც ჩავაკვეხე და იმედია "არ შემარცხვენს" ...


პ.ს. პასტა-ბოლონეზე მოვამზადე კიდევ, თან ისე, როგორც მხოლოდ იტალიის რჩეული შეფ-მზარეულები ამზადებენsmile.gif

Posted by: August 1 Apr 2010, 19:19
...............................................................................................................................................

Posted by: svani67 1 Apr 2010, 20:32
mariaa
მადლობა

არ ყოფილა რთული გასაკეთებელი.

Posted by: kukurukuku 1 Apr 2010, 21:12
mariaa

QUOTE
ვაშლის მუსი

help.gif help.gif help.gif რეცეპტი რაააა

Posted by: Peppi 1 Apr 2010, 22:50
kukurukuku
აი, www.perfectcook.org-ზეsmile.gif
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=206&Itemid=55

Posted by: UK_addicted 1 Apr 2010, 23:27
გამარჯობათ

საქონლის ხორცის და ბოლოკის სალათა რომ არის, იმას ამ 2 ინგრედიეტის გარდა რა უნდა? მადლობა წინასწარ

Posted by: Peppi 1 Apr 2010, 23:54
UK_addicted
QUOTE
საქონლის ხორცის და ბოლოკის სალათა რომ არის, იმას ამ 2 ინგრედიეტის გარდა რა უნდა? მადლობა წინასწარ



აი, n_j-ის რეცეპტით
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=201&Itemid=55

Posted by: WOMAN IN LOVE 2 Apr 2010, 00:15
ცომი მოვზილე – ჯერჯერობით ყოველგავრი გართულების გარეშე rolleyes.gif
როგორც ვხვდები, ლეგენდები პასკის მოზელვის სიძნელეებთან დაკავშირებით ჰიპერბოლიზირებულია და არ შეესაბამება სინამდვილეს smile.gif
საბოლოო დასკვნას ხვალ დავდებ

Posted by: Peppi 2 Apr 2010, 00:43
WOMAN IN LOVE
QUOTE
როგორც ვხვდები, ლეგენდები პასკის მოზელვის სიძნელეებთან დაკავშირებით ჰიპერბოლიზირებულია

მე მიქსერით ავთქვიფე ყველაფერი, მერე ფქვილი შევაზილე მხოლოდ ხელით, უფაფუკესი ცომი იყო . .

მემგონი, მე და შენ სხვა რაღაცას ვაცხობთ ..


Posted by: tamuna_mpt 2 Apr 2010, 01:10
დღეს გავაკეთე ბანანის კექსი პირველად . ისე არ ამოვიდა როგორც მინდოდა .. არადა თითქოს არაფერი არ დავაკელი : (

მაინც ძალიან გემრიელი გამოვიდა love.gif

Posted by: nite 2 Apr 2010, 13:13
tamuna_mpt
QUOTE
დღეს გავაკეთე ბანანის კექსი პირველად . ისე არ ამოვიდა როგორც მინდოდა .. არადა თითქოს არაფერი არ დავაკელი : (

ძალიან არც ამოდის, მკვრივი ფაქტურის კექსია, ნუ მე რა რეცეპტითაც გამოვაცხე მკვრივი იყო, მაგრამ გემრიელი. და ნიგოზი უხდება სასწაულად

დღეს ვაპირებ შევება პასკას, მართალია პატარა ფორმები არ მაქვს. მაგრამ დიდი ნამცხვრის ფორმებში გამოვაცხობ biggrin.gif თანაც ბევრს არც ვაკეთებ

Posted by: tavadze 2 Apr 2010, 14:18
nite
QUOTE
მართალია პატარა ფორმები არ მაქვს.

პასკის ფორმები დღეს დავინახე ვაგზალზე. ყვავილებს რომ ჰყიდიან, იქ იყო ეგეც. პირდაპირ ყვავილების გამყიდველებში ედგა ვიღაცას მაგიდა და მაგგვარ რამეებს ჰყიდდა.

Posted by: tasikuna-taso 2 Apr 2010, 17:57
ასეთი სიწყნარე და ამხელა პაუზა ამ განყოფილებაში ჯერ არ ყოფილა.

ჩვენი გოგოები სადღესასწაულოდ ფუსფუსებენ ალბათ საამზარეულოებში და სიამოვნებით ველოდები მათი შედევრების ხილვას.

Posted by: WOMAN IN LOVE 2 Apr 2010, 23:33
აქაც დავდო ჩემი პასკუნიები smile.gif მორჩა! ამიერიდან პასკას აღარ ვიყიდი smile.gif ამ სიამოვნებას არ მოვიკლებ smile.gif


http://www.radikal.ru

love.gif

Posted by: ბესიკის26 2 Apr 2010, 23:48
WOMAN IN LOVE
QUOTE
ამ სიამოვნებას არ მოვიკლებ

სავსებით მართალი ხარ.ნამდვილი სიამოვნებაა პასკების ცხობა.მე მაგისთვის 1კვირით ადრე ვემზადები და განვიცდი მაგ სიამოვნებას.

Posted by: miau 2 Apr 2010, 23:56
WOMAN IN LOVE
QUOTE
ორჩა! ამიერიდან პასკას აღარ ვიყიდიამ სიამოვნებას არ მოვიკლებ


აბა რააა smile.gif
auau - ს ნაშრომი :
ნიგვზის გულსართიანი პასკა.


* * *
WOMAN IN LOVE
მშვენივრები გამოსულა! ბრავო ვუმენ!

Posted by: აღასპერი 3 Apr 2010, 00:07
ჩემი უნიკალური რეცეპტით

კარტოფილის საშობაო ინდოური, ანუ სტაფილოს იმპერია:

http://www.zur.ge/2010/04/mrs.html

user posted image

Posted by: WOMAN IN LOVE 3 Apr 2010, 00:25
ბესიკის26
შენ რომ ნახო ჩემთან რა ჟრიამულია smile.gif ახლა უკვე იმას ვფიქრობ, სად დავმალო პასკები აღდგომამდე smile.gif

miau
ეგ რანაირია, ქეთი? ტორტს უფრო გავს up.gif

აღასპერი
ზურიკო, შენ სულ აიწყვიტე ამ ბოლო დროს smile.gif RESTAURANT CITY -ს გამოცდილება მაინც თავისას შვრება რა boli.gif

Posted by: ბესიკის26 3 Apr 2010, 00:29
WOMAN IN LOVE
QUOTE
შენ რომ ნახო ჩემთან რა ჟრიამულია  ახლა უკვე იმას ვფიქრობ, სად დავმალო პასკები აღდგომამდე

ჰმ,მე კარადის თავზე მიწყვია პარკებში ჩაწყობილი და ბავშვები უყურებენ "მელია და ყურძენივით" smile.gif
კვერცხები ხომ ძლივს გადავარჩინე.

Posted by: აღასპერი 3 Apr 2010, 01:14
WOMAN IN LOVE


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif :*

აბაა biggrin.gif

Posted by: rtuli 3 Apr 2010, 01:18
აღასპერი
QUOTE
ჩემი უნიკალური რეცეპტით

lol.gif up.gif
ნაშრომს რესპეკტი!
აი გემრიელად მაცინა ბოლო სურათმა შენს ბლოგზე smile.gif,არმოველოდი biggrin.gif
გაიხარე!
დღეს იმდენი ვირბინე+გადავიღალე sad.gif და შენმა სურათმა გამომაფხიზლა smile.gif.

miau
QUOTE
auau - ს ნაშრომი :
ნიგვზის გულსართიანი პასკა.

რა საინტერესოა და სიმპატიჩნი smile.gif

WOMAN IN LOVE
QUOTE
ახლა უკვე იმას ვფიქრობ, სად დავმალო პასკები აღდგომამდე

კაი გოგო,მიეცი მიირთვან ბავშვებმა,კიდევ გამოუცხობ smile.gif
აი მე სამი საშვალო ზომის გამოვაცხე პასკა და ხვალ ნიგვზის რულეტს ან ყვავილს მოვამზადებ,თიკოს უყვარს ძალიან yes.gif


დღეს კი აი ეს თევზი მოვამზადე ბოსნეულის მარინადით:
http://www.radikal.ru

Posted by: აღასპერი 3 Apr 2010, 01:21
rtuli


biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: nanana 3 Apr 2010, 12:25
rtuli
QUOTE
დღეს კი აი ეს თევზი მოვამზადე ბოსნეულის მარინადით:


ძAლიან უხდება თევზს სტაფილოს მარინადი chups.gif

დღეს შევუდექი შენი რჩევით შუებიანი ტორტის ცხობას. 2 ბრაუნის ფენა გამოვაცხვე უხვად მარილიანი ფისტაშკებით. შუებს ალუბლით გამოვტენი, თეთრი შოკოლადი გაწყდა ქალაქში. ეხლა გაშვებული მყავს მსტოვრები biggrin.gif სურათს დავდებ ხვალ

Posted by: elizaveta 3 Apr 2010, 12:33
არ ვიცი სად ვიკითხო და ბარემ აქ დავწერ
სალათისთვის სოუსი ცოტა სქელი რომ გამოვიდეს, მაიონეზი-არაჟანი რა პროპორციებით უნდა აირიოს? smile.gif

Posted by: rtuli 3 Apr 2010, 13:01
nanana
QUOTE
2 ბრაუნის ფენა გამოვაცხვე უხვად მარილიანი ფისტაშკებით

როგორ უხდება მარილი შოკოლადს love.gif
გემოს 100-ჯერ უმძაფრებს.
სარათებსაც სიამოვნებით ვნახავ smile.gif


elizaveta
QUOTE
სალათისთვის სოუსი ცოტა სქელი რომ გამოვიდეს, მაიონეზი-არაჟანი რა პროპორციებით უნდა აირიოს?

სქელი არაჟანი+მაიონეზი 50/50-ზე აურიე

Posted by: Peppi 3 Apr 2010, 13:27
აღასპერი
ამას ვის ვხედავsmile.gif
სად დაგვეკარგე?smile.gif

nanana
QUOTE
შუებიანი ტორტის ცხობას

სურათები გადაუღე და რეცეპტი მოაყოლეsmile.gif
ჩემთვის პლზsmile.gif

შენ გაიხარე შოკოლადის ლავისთვის - გაყინული მიდევს თითქმის სულ და ვინმე რომ მოდის სულ გემრიელი ნამცხვარი მაქვს სახლშიsmile.gif
თან სილიკონის პატარა ჭიქები ვუყიდე და ისე მარტივად ცხვება - გადმოდის, რომ ცხობაც კი უმარტივესი გახდაsmile.gif

Posted by: nanana 3 Apr 2010, 13:30
Peppi
QUOTE
გაყინული მიდევს თითქმის სულ და ვინმე რომ მოდის სულ გემრიელი ნამცხვარი მაქვს სახლში
თან სილიკონის პატარა ჭიქები ვუყიდე და ისე მარტივად ცხვება - გადმოდის, რომ ცხობაც კი უმარტივესი გახდა

მიხარია ძალიან 2kiss.gif
rtuli
QUOTE
სარათებსაც სიამოვნებით ვნახავ


კი კი აუცილებლადsmile.gif) მადლობა შთაგონებისთვის 2kiss.gif

Posted by: WALLON 3 Apr 2010, 14:14
აღდგომისთვის ვემზადებით და დღეს სოუზზე გადავიარეთ, მაგრამ კაი ცხარე მე რომ მიყვარს ისეთი wink.gif

http://www.radikal.ru

Posted by: tasikuna-taso 3 Apr 2010, 14:57
QUOTE
შენ გაიხარე შოკოლადის ლავისთვის -



ეს რა არის? რაღაც პრაქტიკული ჩანს

Posted by: Johnnie Walker 3 Apr 2010, 14:59
lelukaa
QUOTE
მაშინ დიდი მოწიწებით გთხოვთ სოუსი მასწავლოთ 

მოკლედ, საქონლის ფარში უნდა შეწვა წვრილად დაჭრილ ხახვში, სასურველია - ზეითუნის ზეთში, ცოტა შავი პილპილით. რომ შეიწვება და გემოს რომ გაუსინჯავ, გემრიელი უნდა იყოს.

მერე უნდა დაუმატო კანგაცლილი დაჭრილი პომიდორი და იმასთან ერთად თუთქო, თან დაუმატე ზეითუნის ზეთი, არ დაზოგო smile.gif, ასე 15-20 წუთი. ბოლოს, შენთვის სასურველ კონსისტენციას რომ მიიღებს, უმატებ peperoni-ს (ჩვენ პირობებში - გრძელ, რგოლებად დაჭრილ კახურ წიწაკას), მარილს, დანაყულ ქინძს, ნიორს, მამაპაპურად, მაგრამ ეს ყველაფერი სულ ბოლოს, ფარში პომიდორში რომ ამოიღვენთება ("ამოღვენთვაში" ვგულისხმობ პომიდორის წვენის ისეთ ამოშრობას, როდესაც ყველაფერი "საწებელის" დონემდე შედედდება და აღარ იქნება წყალივით თხელი) biggrin.gif

სოუსი უნდა გამოვიდეს ცხარე. თუ აკლია (ცხადია, შენი წარმოდგენით) წიწაკა ან მარილი - დაუმატე. პარმიჯანოც უყავი, მაგრამ თუ არა გაქვს - ქვეყანა არ დაიქცევა, გამოყვანილი სულუგუნი დაახეხე smile.gif

ხო, თუ გაქვს მონტეპულჩანო ანდა კიანტი, 2-3 სუფრის კოვზი მოუხდება ისე, რომ მეუღლე იგრძნობს ნეტარებას biggrin.gif

ისე, ნახევარი ჭიქა მუკუზანიც იგივეს აგრძნობინებს, პრობლემა არ არის lol.gif

ხოდა ეგაა შენი სოუსი.

მოხარშე Grandi Molini Italiani მარილიან წყალში და თეფშზე რომ გადმოიღებ ქაფქირით, ეს ყველაფერი ზემოდან დაასხი.

ყველა პროპორცია გემოზე. მიირთვი ბედნიერად, თუ გასუქების არ გეშინიათ - ღმერთმა შეგარგოთ ორივეს biggrin.gif
* * *
და თუ ამას ყველაფერს სადილისას 1 ჭიქა იტალიურ წითელ ღვინოსაც დააყოლებთ, გამიხსენეთ მე, Johnnie Walker, რომელსაც ძალიან უყვარს იტალიური სამზარეულო biggrin.gif
* * *
natali kalandadze
QUOTE
სანამ მთელი საქართველოს მოსახლეობის დამზადებულ სპაგეტის არ გასინჯავ (ან მინიმუმ ჩემსას მაინც), ასეთ ხმამაღალ განცხადებებს ნუ გააკეთებ თუ შეიძლება

biggrin.gif
მე ხომ ჩემი საკუთარი სახელით ვაკეთებ ამ განცხადებებს და ობიექტური ჭეშმარიტების პრეტენზია ხომ არ მაქვს?

ასე რომ ქ-ნო natali kalandadze, ნება მიბოძეთ, ჩემი საკუთარი სახელით ის განცხადებები ვაკეთო, რაც მომესურვება, OK? biggrin.gif

Posted by: kukurukuku 3 Apr 2010, 17:16
rtuli
შენ რომ ტორტი გააკეთე ისევ იმას ვაკეთებ, ალუბლებით და გათქვეფილი ნაღებით, ოღონდ ამჯერად ბისკვიტი მაქვს თეთრი და ვიფიქრე კრემი გავაკეთო ყავისფერი და მაინტერესებს კაკაო რომ შევურიო თქვეფის დროს ნაღებს ხომ არ გააფუჭებს?

წინასწარ დიდი მადლობაააააა პასუხისთვის და გილოცავ აღდგომის დღესასწაულს 2kiss.gif

Posted by: ბესიკის26 3 Apr 2010, 18:32
kukurukuku
რტულიც გიპასუხებს ამაზე,მაგრამ მე ასე ვიცი და გამიგონია ნაღების "გაშოკოლადება".საჭირო რაიდენობა ნაღებს გაათბობენ და შიგ ნელნელა ჩაადნობენ შავ შოკოლადს.მერე ეს მინიმუმ 6 საათი მაცივარში უნდა შედგა და მერე ჩვეულებრივ გათქვიფო +პუდრა.

Posted by: WOMAN IN LOVE 3 Apr 2010, 18:37
rtuli
QUOTE
კაი გოგო,მიეცი მიირთვან ბავშვებმა,კიდევ გამოუცხობ

ქმარი უფრო ემტერებაbiggrin.gif
მაგარი პასკები გამოგსვლია, და საერთოდ, ვამაყობ ჩვენი კულგანყის იუზერებით 2kiss.gif bis.gif

Posted by: The_Man 3 Apr 2010, 18:41
კექსის გამოცხობას ვაპირებ და ერთი კაი რეცეპტი მომეცით რაა biggrin.gif


მეუღლეს მინდა სიურპრიზი გავუკეთო wink.gif

Posted by: rtuli 3 Apr 2010, 18:46
kukurukuku
kukurukuku
QUOTE
გავაკეთო ყავისფერი და მაინტერესებს კაკაო რომ შევურიო თქვეფის დროს ნაღებს ხომ არ გააფუჭებს?

კაკაო არა მაგრამ ორი მეტოდია:
პირველი
QUOTE
ბესიკის26

დაგიწერა smile.gif
მეორე უფრო სწრაფიაsmile.gif
გაადნობ ორთქლის აბაზანაზე შოკოლადის ფილას და როცა სეგრილდება და ჯერ კიდევ გამდნარ მდგომარეობაშია ,ათქვეფილ ნაღების მასას შეურევ სწრაფად smile.gif

WOMAN IN LOVE
QUOTE
მაგარი პასკები გამოგსვლია, და საერთოდ, ვამაყობ ჩვენი კულგანყის იუზერებით 

შარშანდელთან შედარებით ,წელს ბევრმა იყოჩარა+ბევრი საინტერესოც გავიგეთ.

პ.ს. წეღან ნათესავი შემხვადა და მეუბნევა რადიოსი შენი ხმა გავიგე,ბოლომდე ვუსმინე გადაცემას და როცა გვარი ამოიკითხეს დავრწმუნდი ჩემს ვარაუდშიო smile.gif
მესიამოვნა რომ, ხმა ისევ ისეთი მქონია როგორც რეალში biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 3 Apr 2010, 18:52
The_Man
გამოცდილი რეცეპტია
http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=1440&#entry12721134
სხვა რეცეპტებს კი აქ ნახავ და აარჩიე
http://forum.ge/?showtopic=33790052&view=findpost&p=7416246

rtuli
წარმომიდგენია ნათესავის რეაქცია wink.gif

Posted by: The_Man 3 Apr 2010, 18:55
WOMAN IN LOVE
QUOTE
The_Man გამოცდილი რეცეპტია საკონდიტრო ნაწარმი - ბისკვიტი, კრემი, გაფორმება სხვა რეცეპტებს კი აქ ნახავ და აარჩიე კულინარიის განყოფილების სრული სარჩევი (post #7416246)

დიდი მადლობა ყურადღებისთვის smile.gif

კარგი გოგო(ქალბატონი) ხარ,გაიხარე smile.gif

Posted by: აღასპერი 3 Apr 2010, 22:00
Peppi


აქ ვარ, აქ, შორიდან გიყურებთ
და მოცლილობის ჟამს ვკულინარობ biggrin.gif

როგორ ხარ? 2kiss.gif

Posted by: Romina 3 Apr 2010, 22:20
გამოვაცხვე სააღდგომო გვირგვინი smile.gif გაბრტყელდა ძალიან და უშნო გამოვიდა, მაგრამ პირველ ჯერზე არა უშავს smile.gif იმედი მაქვს გემრიელი მაინც იქნება.
* * *
კიდევ აღმოვაჩინე რომ სიმეტრიის დაცვის უნარი არ მაქვს gigi.gif

Posted by: rockataka 3 Apr 2010, 22:36
rtuli
QUOTE
დღეს კი აი ეს თევზი მოვამზადე ბოსნეულის მარინადით:

მიმზიდველია! up.gif მომეცი აბა რეცეპტი და დავაჭაშნიკებ chups.gif

WALLON
QUOTE
აღდგომისთვის ვემზადებით და დღეს სოუზზე გადავიარეთ, მაგრამ კაი ცხარე მე რომ მიყვარს ისეთი 

გაროხი ძალიან უხდება love.gif

Romina
QUOTE
კიდევ აღმოვაჩინე რომ სიმეტრიის დაცვის უნარი არ მაქვს 

მეტი დარდი არ მოგცეს ღმერთმა!
მშვენივრად გამოიყურება! up.gif

Posted by: auau 3 Apr 2010, 22:56
WOMAN IN LOVE
QUOTE
ეგ რანაირია, ქეთი? ტორტს უფრო გავს

იმდენნაირი ფორმის გამოვაცხე, რამდენზეც ფანტაზია გამწვდა. გამოვაცხე ტრადიციული ფორმის კულიჩები მინანქრით და უმინანქროდ, ნიგვზისა და ნუშის გულსართიანი სხვადასხვა ფორმისები - ზოგი ღვეზელის, ზოგი კულიჩის, ზოგიც ფუნთუშების ფორმის... მოკლედ 2 დღე შევწირე ცხობას და საშინლად დავიღალე. რეცეპტმა ზალიან გაამართლა. ეს არის უკვე დიდი ხნის აპრობირებული რეცეპტი, რომელიც ერთმა მაგარმა კულინარმა მასწავლა, თავად უკვე მობეზრდა და არ აცხობს biggrin.gif მეც მალე ეგ მელოდება biggrin.gif
გამოვიყენე სოფლის რძე, კუმისის კვერცხი, ირანული მშრალი საფუარი, მარგარინისა და ერბოს ნაზავი, ილი, მუსკატი და რაც მთავარია, შეუცვლელი "მზეკაბანი" ! ტოსკა, გესმის? lol.gif
რეცეპტი ვისაც დააინტერესებს, სიამოვნებით გავუზიარებ ყველა ნიუანსს

ისე, რაც ვნახე, ყველას კარგად გიმუშავიათ 2kiss.gif

Posted by: upwave 3 Apr 2010, 23:28
Romina
biggrin.gif მე კიდევ ძალიან გრძელი და შესაბამისად დიდი რკალი გამომივიდა biggrin.gif
გემო ჯერ არ ვიცი, ველოდები აღდგომას smile.gif

Posted by: klubnika 3 Apr 2010, 23:30
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru

Posted by: meluzi 3 Apr 2010, 23:42
აქაც დავდებ ჩემს ყვავილს.. მიხარიიიაა დაა biggrin.gif

სიმხურვალე ვერ მოვზომეე ცოტა დასკდა მაგრამ მაინც ლამაზიაა smile.gif


user posted image



Posted by: ბესიკის26 3 Apr 2010, 23:57
auau
მომეწონა შენი პასკა.ფუმფულა ჩანს.თან რა მრავალფეროვანი სახეობები გაგიკეტებია, up.gif up.gif
მაინტერესებს შემადგენლობა და მსვლელობა თუა რამე განსაკუთრებული 2kiss.gif

Posted by: rtuli 4 Apr 2010, 00:11
Romina
QUOTE
მაგრამ პირველ ჯერზე არა უშავს

არაუშავს ნამდვილად,მთავარია გემრიელი იყოს yes.gif
ისე,დააცადე 30 წუთი რომ ამოსულიყო და მერე გამოაცხე?

upwave
QUOTE
მე კიდევ ძალიან გრძელი და შესაბამისად დიდი რკალი გამომივიდა

ბევრი კვერცხი დაეტევა biggrin.gif 2kiss.gif

meluzi
QUOTE
მიხარიიიაა დაა 

მეც 2kiss.gif

მოკლედ თქვენი ყვავილით შთაგონებულმა მეც გამოვაცხე smile.gif
ცომი იგივე რეცეპტით გულსართი სხვადასხვაა ყველგან+ფორმაზეც ვიზრუნე wink.gif

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ამის გარდა მოვამზადე კორკოტი თაფლით+ნიგვზით ,შვილის შეკვეთით.
საცივი,ფხალი,სოკო.
ბაზარში შევიძინე სუპერ ბატკნის ხორცი და ხვალ გემრიელ ჩაქაფულს მოვამზადებ smile.gif


ქრისტე აღსდგა bis.gif

იხარეთ იბედნიერეთ!!!

Posted by: ბესიკის26 4 Apr 2010, 00:36
rtuli
აი ნახელავი!!!!გაიხარე 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: faustina 4 Apr 2010, 01:05
rtuli
QUOTE
ქრისტე აღსდგა 

ჭეშმარიტააად!!!!




მოკლედ შენს ნახელავზე უკომენტაროდ!!!
love.gif love.gif love.gif love.gif





მე კი შემოგტავაზებთ პატარა გამოფენა აღდგომის თემაზე smile.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: rtuli 4 Apr 2010, 01:22
faustina
QUOTE
მე კი შემოგტავაზებთ პატარა გამოფენა აღდგომის თემაზე

ზგინ კონკურენტნაია სილა biggrin.gif 2kiss.gif

რა სილამაზეა love.gif

love.gif love.gif

Posted by: CZ88 4 Apr 2010, 01:27
faustina
ყოჩაღ, ძალიან ლამაზებია smile.gif

ზემოდან მე-4 სურათმა მომხიბლა განსაკუთრებით. მაგის შესახებ გიწერია სადმე? ძალიან საინტერესო რაღაც ჩანს.

Posted by: tikunia-teiko 4 Apr 2010, 03:27
faustina

ვაუ... რა ძალიან ლამაზებია. აი მეოთხე სურათზე რომ გალზური აქვს მოსხმული, როგორაა გაკეთებული? ძალიან სქელი და ბრწყინავია wink.gif
* * *
rtuli

არც კი ვიცი რა ვთქვა? ხელი გაქვთ ნუ....... სუპერ 2kiss.gif

P.S. ზემოდა ასე რანაირად არის შებრაწული და პრიალა? კვერცხი უსვია?rtuli

Posted by: shumeri 4 Apr 2010, 04:23
ქრისტე აღსდგა.....
ჭეშმარიტად აღსდგა.
გილოცავთ ყველას.....
დღეს და გუშინ დავაცხვე პასკები რთულის და აუგუსტას რეცეპტებით და ორივე რეცეპტმა მოლოდინს გადააჭარბა, კიდევ ხაჭოს პასხა გავაკეთე და ბატკნის უგემრიელესი ჩაქაფულიც...
ახლა კი ეკლესიიდან მოვედი და მოსალოცად შემოვირბინე ფორუმში, რომ გათენდება და კარგად გამოვიძინებ, სურათებსაც დავდებ....
კიდევ ერთხელ გილოცავთ და მრავალ აღდგომას დაესწარით....

Posted by: natali kalandadze 4 Apr 2010, 06:37
OMG.. რთულის სურათები ვნახე და გამოვშტერდი ესეიგი, მეგონა სადღაც 50 პლიუს ასაკის წინსაფარაფარებული, თავწაკრული ქალბატონი და თურმე...

რისპექტ up.gif up.gif

Posted by: sofia_bad 4 Apr 2010, 11:51
ქრისტე აღსდგა!!!

უფალი იყოს ყველა თვენთაგანის მფარველი!

ეს კი ჩემი პირველი ნახელავი

http://www.radikal.ru

Posted by: faustina 4 Apr 2010, 12:16
rtuli
CZ88
tikunia-teiko
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
დიდი მადლობა smile.gif

QUOTE
აი მეოთხე სურათზე რომ გალზური აქვს მოსხმული, როგორაა გაკეთებული? ძალიან სქელი და ბრწყინავია 

პეჩენიებზე ამბოობ?
ტუ პასკის გლაზურზე?


QUOTE
ზემოდან მე-4 სურათმა მომხიბლა განსაკუთრებით. მაგის შესახებ გიწერია სადმე? ძალიან საინტერესო რაღაც ჩანს.

პეჩენიებია, გამომცხვარი კი კვემოტ რომ სურათია ის არის,
ძალიან გემრიელია smile.gif
რეცეპტსაც მოგვიანებით დავდებ smile.gif

Posted by: Addict 4 Apr 2010, 13:35
სურათი არ გადამიღია. გავაკეთე კრაბის სალათა რომელიც ძალიან ძალიან მიყვარს <3

Posted by: faustina 4 Apr 2010, 14:57
tikunia-teiko
CZ88

http://forum.ge/?showtopic=34069529&view=findpost&p=18855222

Posted by: tos-ka 4 Apr 2010, 15:18
http://www.radikal.ru
ეს ჩემი პირველი ცდაა. არაუშავს გამომივიდა. ჯერჯერობით საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ smile.gif
ესეც პასკა
http://www.radikal.ru

Posted by: faustina 4 Apr 2010, 15:30
tos-ka
ძალიან ლამაზია smile.gif
სპეციალური დანებია ხომ ხილის დასაჭრელად?



დღევანდელი სადილი
რისოტო ქათმის მკერდითა და ბოსთნეულით...
http://www.radikal.ru

ტყუილი ჩაქაფული ტყემისა და ახალი ტარხუნისა და ხახვის ფოჩების გარეშე sad.gif

Posted by: tikunia-teiko 4 Apr 2010, 19:15
QUOTE
პეჩენიებზე ამბოობ?
ტუ პასკის გლაზურზე?


პასკაზე ვამბობ

Posted by: MAQSIMALISTKA 4 Apr 2010, 19:17
ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!



rtuli
მადლობა smile.gif
და მორიდებით კიდევ ერთი შეკითხვა 240 გრადუს ცელსიუსზე თუ ფარენგეიტზე?

Posted by: faustina 4 Apr 2010, 19:27
tikunia-teiko
QUOTE
პასკაზე ვამბობ

smile.gif
შოკოლადის ""ღილები"" შევიძინე და წყლის ორთქლზე გავადნე მორევით, დავუმატე ცოტა რძე და კარაქი. გააჩნია რა სისქის გლაზური გინდა , იმის მიხედვით ამატებ რძეს და კარაქს smile.gif
მოვასხავთ და დავაცდით რომ გამაგრდეს smile.gif

Posted by: tikunia-teiko 4 Apr 2010, 19:57
შოკოლადის ""ღილები"" შევიძინე და წყლის ორთქლზე გავადნე მორევით, დავუმატე ცოტა რძე და კარაქი. გააჩნია რა სისქის გლაზური გინდა , იმის მიხედვით ამატებ რძეს და კარაქს მოვასხავთ და დავაცდით რომ გამაგრდეს

დიდი მადლობა



* * *
http://www.radikal.ru

ეს ჩემი დღევანდელი ბლომანჟე smile.gif

Posted by: Girl From Villa Villekulla 4 Apr 2010, 20:11
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!

მრავალს დაესწარით, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი 2kiss.gif

დღეს ბევრი რამე გავაკეთე, ჩაქაფული Johnnie Walker -ის რეცეპტით , ოღონდ თეთრი ღვინო არ მქონდა,
წითელი იყო მარტო sad.gif ხოდა წყალი გავუკეთე sad.gif მარა, მაინც გემრიელი გამოვიდა yes.gif

კიდე გავაკეთე ტოლმა, ჩახოხბილი, დამატებით კვერცხები შევღებე, ჭარხალი ტყემალში, სომხურ ლამავში გახვეული ქათმის
სალათა სტაფილოთი და შემდეგ შემწვარი ტაფაში (ბლინჩიკებივით)

ახლა ფენოვანი ცომის მოზელვას ვაპირებ, ტარხუნის პეროგი უნდა გავაკეთო, ოღონდ ნახევარ პორციას გავაკეთებ, მეორე ნახევარში
ტოლმისგან მორჩენილ ფარშს ჩავდებ. yes.gif

ხო ყოჩაღი გოგო ვარ user.gif

სურათები არ გადამიღია, იმდენად ბანალურია ყველაფერი, თქვენს მიერ დადებულ სილამაზესთან, მაგათ როგორ გამოვაჭენებდი
2kiss.gif

Posted by: CZ88 4 Apr 2010, 20:15
Girl From Villa Villekulla
QUOTE
ხო ყოჩაღი გოგო ვარ

ნამდვილად ხარ და ამ სუფრის გარეშეც იყავი 2kiss.gif

ყოჩაღი გოგონები ხართ. ულამაზესი სუფრები გაგიწყვიათ smile.gif

Posted by: aranormaluri 4 Apr 2010, 21:05
დღეს გავაკეთე შვრიის ნამცხვარი, აქაური რეცეპტით. ძალიან ტკბილები და გემრიელებია.
თან სულ თვალის ზომით ვაკეთე. ცოტა ბაბაჯანებია მაგრამ გემრიელია biggrin.gif
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: cheshire cat 4 Apr 2010, 21:13
QUOTE (The_Man @ 3 Apr 2010, 18:41 )
კექსის გამოცხობას ვაპირებ და ერთი კაი რეცეპტი მომეცით რაა biggrin.gif


მეუღლეს მინდა სიურპრიზი გავუკეთო wink.gif

http://gotovim-doma.ru/view.php?r=351-recept-Keks-SHokoladnyi

აი ეს რეცეპტიც გამოცდილი მაქვს.
ძალიან მარტივია, გამოუცდელი ხელიც იოლად გაართმევს თAვს, გასარეცხიც სულ ერთი ქვაბია, +ერთი თEფში(მეუღლეს სუფთა სამზარეულო რომ დაახვედროთ)
ნამდვილად გააოცებთ და ასიამოვნებთ smile.gif

Posted by: miau 4 Apr 2010, 23:39
ჩვენი დღევანდელი მენიუ:

ქათამი არაჟანსა და რძეში;
ბატკნის ჩაქაფული;
ტოლმა წითელი და თეთრი კომბოსტოს ბოთოლში;
ნიგვზიანი ლობიო;
ნიგვზიანი კომბოსტოს რულეტი;
ორნაირი სალათა;
ჭარხალი ტყემალში;
მოხარშული ღორის ხორცი;
კარგი გუდის ყველი (ვიღაცეებს თათრულ მარაზმში რომ ერევათ, ეგ არა wink.gif biggrin.gif )
კექსი ქიშმიშით,მდნარი ყველით და ხაჭოთი;
პასკები და წითელი კვერცხები.
Girl From Villa Villekulla
QUOTE
სურათები არ გადამიღია, იმდენად ბანალურია ყველაფერი

+1 smile.gif

Posted by: CZ88 4 Apr 2010, 23:59
QUOTE
ჭარხალი ტყემალში;

miau
ყველაზე მეტად ეს მინდა sad.gif 6 წლის წინ გეახელით ბოლოს ტყემალს, მეგობარს გამოუგზავნეს sad.gif

Posted by: rockataka 5 Apr 2010, 01:22
QUOTE
დღეს გავაკეთე

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ჭეშმარიტად!
გილოცავთ!! 2kiss.gif

Posted by: SeNioRiTa* 5 Apr 2010, 03:31
rtuli
ვაიმე რა მაგრებიაააააააააააააააააააააა



cry.gif


faustina
რა ლამაზი პასკაა, მომინდა baby.gif

Posted by: tos-ka 5 Apr 2010, 08:24
faustina
QUOTE
tos-ka
ძალიან ლამაზია
სპეციალური დანებია ხომ ხილის დასაჭრელად?


ეჰ, ეგ დანები ჩემი ტკივილია sad.gif
ჩვეულებრვი სამზარეულოს თხელი დანით "ვიჯადოქრე" smile.gif

Posted by: BadbadGirl 5 Apr 2010, 14:25
ვაკეთებ პასკაააააააააას smile.gif
პირველად ყოველგვარი რეცეპტის გარეშე, ინტუიციით smile.gif
თუ გამოვა ხო გამიხარდება, თუ არ გამოვა და კიდევ ერთხელ გავაკეთებ smile.gif

ხოდა დროჟი რომ მოვამზადე აფუვდა მალე და გადმომივიდა biggrin.gif
ახლა ცომი უკვე მოზელილია, თხელი კონსისტენცია აქვს კექსივით და არა პურივით smile.gif
დაველოდები პირველ ამოსვლას და მერე გადავზილავ გამხმარ ხილში smile.gif

პ.ს. პერგამენტი გავმაზო? თუ ისე რომ ჩავუფინო ქვაბში არაფერი მოუვა?

Posted by: nite 5 Apr 2010, 14:55
BadbadGirl
QUOTE
პ.ს. პერგამენტი გავმაზო? თუ ისე რომ ჩავუფინო ქვაბში არაფერი მოუვა?

მე მარტო ძირზე ჩავუფინე, გვერდდებზეც და ძირზეც ბლომად მოვუსვი კარაქი და ისე გამოვაცხე, არ მიკვრია საერთოდ.

Posted by: BadbadGirl 5 Apr 2010, 15:02
მასე ვიზავ. გვერდებზე დასჭირდება ჩაფენა იმიტომ რომ დაბალი ქვაბებია და არ მინდა გადმოვიდეს biggrin.gif
ჯერ თუ ამოვიდა საერთოდ ცომი.

Posted by: nite 5 Apr 2010, 15:04
BadbadGirl
QUOTE
მასე ვიზავ. გვერდებზე დასჭირდება ჩაფენა იმიტომ რომ დაბალი ქვაბებია და არ მინდა გადმოვიდეს 
ჯერ თუ ამოვიდა საერთოდ ცომი.

მე საცხობი ფორმის მესამედი ჩავდე თითოში და არ გადმოსულა, თან პატარა ფორმები იყო და ბევრი სEვყარე ერთ ჯერზე. აქამდე სულ მაშინებდნენ პასკის ცხობას ერთი ამბავი უნდაო და მარტივი ყოფილა, ამიერიდან მე გამოვაცხობ ხოლმე

Posted by: BadbadGirl 5 Apr 2010, 15:09
nite

აბა როგორი გამოგივიდაააააა? smile.gif


პირველად არ ვაცხობ smile.gif
რამდენჯერ მაქვს გამომცხავრი არც კი ვიცი, მაგრამ ყოველთვის სხვადასხვანაირად ვაცხობ. საცხობ ფორმებს ვიყენებდიაქამდე, ახლა პირველად ვიყენებ ქვაბს, იმიტომ რომ ცოტა პატარა ზომის მინდა, აქეთ იქით წასაღებად smile.gif

Posted by: nite 5 Apr 2010, 15:19
BadbadGirl
QUOTE
აბა როგორი გამოგივიდაააააა?

მე ბევრი ფორმა მქონდა, წვრილები და მაღლები biggrin.gif, ამიტომ იმის პრობლემაც არ იყო რომ გადმოსულიყო, მიუხედავად იმისა რომ კარგად ამოფუვდნენ.

Posted by: n_j 5 Apr 2010, 16:05
დღევანდელი არ არის მაგრამ მაინც:
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ყველას გილოცავთ აღდგომას!

Posted by: BadbadGirl 5 Apr 2010, 17:17
nite
QUOTE
მე ბევრი ფორმა მქონდა, წვრილები და მაღლები biggrin.gif,

აააააააააააა, ახლა მივხვდი რომელ ფორმებზე ამბობ.
არ მასეთი რომები არ მაქვს, ჩვეულებრივ ნამცხვრის (ტორტის) ფორმებში ვაცხობდი ხოლმე smile.gif

Posted by: WALLON 5 Apr 2010, 17:39
ყველაზე მეტად სააღდგომო სუფრიდან მომეწონა თოხლის ბარკალი, რომელიც ჩადნა პირში biggrin.gif

http://www.radikal.ru

Posted by: nite 5 Apr 2010, 17:47
BadbadGirl
QUOTE
აააააააააააა, ახლა მივხვდი რომელ ფორმებზე ამბობ.

რკინის კონსერვის ქილებში აკეთებს ჩემი მეზობელი და კარგი გამოსდის biggrin.gif ამ იდეას ნაწილობრივ მივმართე მეც და რამდენიმე პასკა ასე გამოვაცხე biggrin.gif

Posted by: BadbadGirl 5 Apr 2010, 17:57
nite
უნდა ვიშოვო ეგ რკინის კონსერვები.
დიდი 5 ლიტრიანი სიმინდის, სოკოს, გაროხის და ანანასის კონსერვები მეგულება მაღაზიაში და ვიყიდი აუცილებლად!!!!

Posted by: rtuli 5 Apr 2010, 18:12
n_j
შენს კულიჩს რა კარგი სტრუკტურა აქვს up.gif

BadbadGirl
QUOTE
დიდი 5 ლიტრიანი

ეგ ძალიან დიდია,შუაგულს დიდი დრო დასჭირდება+გაჭრილი როცა დევს სუნთქავს და ნელნელა შრება,პატარები გექნება,ერთს გაწრი შეჭამ,მეორე ისევ ისეტი+უფრო გაგემრიელებული დაგელოდება smile.gif

სუფრა სოფელსი გავსალე და სურათისთვის არმეცალა.
ტკბილეულის ნაწილი სახლში დავიტოვე და ,,შინაგან სამყაროს,, სურათები გადავუღე smile.gif

ჩემი შვილის საყვარელი გრეხილი,ნიგვზის გულსართით
http://www.radikal.ru
ეს ისე კომბინირებული გულსართით დაჭრილი რულეტი
http://www.radikal.ru
ეს კი ნაწნავის ფორმის გვირგვინი მოვამზადე 3 გულსართით:ნიგოზი ,ჩირები+ცუკატები და შოკოლადი
http://www.radikal.ru

Posted by: kartveli gogo 5 Apr 2010, 18:15
BadbadGirl
QUOTE
დიდი 5 ლიტრიანი

smile.gif რამხელა პასკა იქნება წარმომიდგენია.
თუ მოსაკითხად გინდა ,ჩემი რჩევა იქნება 800 გრამიანი ქილები შეიძინე.კარგი ზომის კულიჩი გამოდის .

Posted by: BadbadGirl 5 Apr 2010, 18:21
kartveli gogo
rtuli
პატარები მართლა არ ვიცი, ეგ დიდები იმიტომ მახსოვს რომ ვფიქრობდი რომ მეყიდა რა უნდა მექნა ამდენი პროდუქტისათვის biggrin.gif biggrin.gif
კარგად შევათვალიერებ!!!
QUOTE
ჩემი შვილის საყვარელი გრეხილი,ნიგვზის გულსართით


რაღაც მაგდაგვარ გულსართიანს უნგრეთშიც აკეთებენ საშობაოდ, და ჩემების ნათესავები ჩვენ რომ ჩავდივართ მაშინ biggrin.gif იციან მე რომ მიყვარს. ახლაც გამოგვატანეს biggrin.gif

აი ასე გამოიყურება, ოღონდ ესენი ყაყაჩოთია.

Posted by: rtuli 5 Apr 2010, 18:34
BadbadGirl
QUOTE
იციან მე რომ მიყვარს

smile.gif
მე კი ყაყაჩოზე მაბოდებს,ისე მიყვარს მაგრამ...........ნარკუშების წყალობით დავრჩით გაღიმებულები sad.gif mad.gif



tikunia-teiko
QUOTE
ზემოდა ასე რანაირად არის შებრაწული და პრიალა? კვერცხი უსვია?

კვერცხის გული+ცოტა რძე 1 ჩ.კ.
შუა სართულზე ვაცხობ 180 გრადუსზე და ასე კარგათ იბრაწება smile.gif

MAQSIMALISTKA
QUOTE
მორიდებით კიდევ ერთი შეკითხვა 240 გრადუს ცელსიუსზე თუ ფარენგეიტზე?

ცელსიუმზე,ფარინგეიტებში იქნება 464 smile.gif
აი გადამყვანიც:
http://fahrenheit-celsius.info/

tos-ka
რა ლამაზი ხილის ბუკეტია love.gif

natali kalandadze
QUOTE
OMG.. რთულის სურათები ვნახე და გამოვშტერდი ესეიგი, მეგონა სადღაც 50 პლიუს ასაკის წინსაფარაფარებული, თავწაკრული ქალბატონი და თურმე...

რისპექტ 

smile.gif
თავწაკრულზე იმერლები გამახსენდნენ yes.gif smile.gif
* * *
natali kalandadze
QUOTE
OMG.. რთულის სურათები ვნახე და გამოვშტერდი ესეიგი, მეგონა სადღაც 50 პლიუს ასაკის წინსაფარაფარებული, თავწაკრული ქალბატონი და თურმე...

რისპექტ 

smile.gif
თავწაკრულზე იმერლები გამახსენდნენ yes.gif smile.gif

Posted by: faustina 5 Apr 2010, 19:31
რა კარგი და ლამაზი რაღაცეები დაგიდიატ ყველას smile.gif

დრეს კი ჩემი ვაშლის პეროგი გავაკეტე smile.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: merkantil 5 Apr 2010, 19:32
დღეს არა, მაგრამ გუშინ გავაკეთე chups.gif
http://www.radikal.ru

Posted by: mariaa 5 Apr 2010, 19:39
აღდგომას გილოცავთ!! smile.gif
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: ninoma 5 Apr 2010, 21:23
ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!
რა ყოჩაღები ხართ ყველანი.
კარგად და ლამაზად გიფუსფუსიათ.
მეც გემრიელად დავიღალე და სურათების გადაღება დამავიწყდა sad.gif
rtuli
შენებურად თუ არ გაართულე და გაალამაზე რაღაცეები არ შეგიძლია 2kiss.gif
QUOTE
მე კი ყაყაჩოზე მაბოდებს,ისე მიყვარს მაგრამ

იქნებ მირჩიო რაში გამოვიყენო, იმდენი მომიტანა მეუღლემ, სად წავიღო და რა მოვუხერხო არ ვიცი.
poppy seedsასე აწერია და მგონი ყაყაჩოა ხომ?

ეს რომ არ ავღნიშნო არ შემიძლია.
გავაკეთე პასკა(ხაჭოთი) აღდგომის სუფრაში იყო ლინკი ვეღარ ვპოულობ("გრაფი რაზუმოვსკის" პასხა)
ძალიან, ძალიან გემრიელი გამოვიდა
ნახევარი პასკის შინაგანი სამყარო, ( როგორც რთული ეძახის)
http://www.radikal.ru
გააკეთეთ, არ ინანებთ


Posted by: BadbadGirl 5 Apr 2010, 21:30
ninoma
ძალიან გემრიელი ჩანს. არასდროს მისინჯია.
QUOTE
იქნებ მირჩიო რაში გამოვიყენო

ტიტუ, რაში გამოვიყენოოოო? biggrin.gif biggrin.gif
აგერ გენაცვალე ტრადიციული, გემრილეი და სუპერ პუპერი
http://en.wikipedia.org/wiki/Kal%C3%A1cs
* * *
ხოდა, რამოდენიმე კვირიანი დაგვიანების შემდეგ smile.gif
მივიღე ჩემი დაბადების დრის საჩუქარი smile.gif
მიხარიააა smile.gif რათქმაუნდა საჩუქარი სამზარეულოსთან და ძალიან ტრადიციულ უნგრულ ფაიბურის ფაბრიკასთან არის დაკავშირებული smile.gif
ესა ფაბრიკა http://en.wikipedia.org/wiki/Zsolnay
ესეც ჩემი ჩაის სერვისი smile.gif სულ ხელის კანკალით ვსვამ ჩაის biggrin.gif

user posted image

Posted by: n_j 5 Apr 2010, 21:39
rtuli
QUOTE
შენს კულიჩს რა კარგი სტრუკტურა აქვს 

გმადლობ smile.gif ალბათ იმიტომ რომ მივაკვდი, იმდენი ვზილე ცომი smile.gif
faustina
რა ლამაზია! ამ ყვავილებს სპეციალური ფორმით ახატავ ხომ?

Posted by: hirondelle 5 Apr 2010, 23:09
დღეს დასვენებიხ დღეა აქ, აღდგომის ორშაბათი, გადავწყვიტე ღუმელი დამესვარა biggrin.gif
მეორე სართულზე ხორცი შევწვი, პირველზე მის წვენში პარალელულად კარტოფილი
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: tikunia-teiko 5 Apr 2010, 23:17
hirondelle

QUOTE
დღეს დასვენებიხ დღეა აქ, აღდგომის ორშაბათი, გადავწყვიტე ღუმელი დამესვარა
მეორე სართულზე ხორცი შევწვი, პირველზე მის წვენში პარალელულად კარტოფილი


რა ჭკვიანური მოფიქრებაა.
bis.gif wink.gif

Posted by: faustina 6 Apr 2010, 00:08
n_j
QUOTE
რა ლამაზია! ამ ყვავილებს სპეციალური ფორმით ახატავ ხომ?

თხელი ლამინებია სხვადასხვა ფორმებიტ smile.gif
ადრე რომ არ მკონდა, მე ტვიტონ ვაკეტებდი ლამინებს smile.gif

Posted by: rtuli 6 Apr 2010, 01:00
merkantil
QUOTE
დღეს არა, მაგრამ გუშინ გავაკეთე

რა სასიამოვნო-საზაფხულო გარეგნობის არის და ნაზიც იქნება ალბათ love.gif up.gif

ninoma
QUOTE
იქნებ მირჩიო რაში გამოვიყენო, იმდენი მომიტანა მეუღლემ, სად წავიღო და რა მოვუხერხო არ ვიცი.

მაგისგან პავიდლოსაც ამზადებენ love.gif
პირველად ნიუორკში გავსინჯე ფუნთუშები ყაყაჩოთი ,50 ცენტი ღირდა smile.gif,მის მერე სპეციალურად ჩავდიოდი თვეში ერთხელ რომ შემეძინა yes.gif ,როცა ვკბეჩავდი ყაყაჩოს გულსართი იმდენად ბევრი ქონდა შიგნით სულ გარეთ გამოდიოდა,ჩემს სიამოვნებას საზღვარი არქონდა.
კიდევ კარგი იმ საცხობიდან შორს ვცხოვრობდი,თორე გავხდებოდი კვადრატული ერთ მშვენიერ დღეს biggrin.gif

მაპატიე თარგმანის გარეშე დაგილინკავ მაგრამ რეცეპტებია ძალიან კარგი ,მე ვენდობი თვალდახუჭული smile.gif
http://sarsmis.livejournal.com/55056.html
http://community.livejournal.com/foodclub_ru/279532.html
აქ კი რულეტით იწყება და ბოლოში შედევრით მთავრდება,მე ბოლოს რაც არის იმას შევერკინებოდი:
http://belonika.livejournal.com/64405.html?page=4

BadbadGirl
QUOTE
მივიღე ჩემი დაბადების დრის საჩუქარი
მიხარიააა

ლამაზი საჩუქარია!
სულ გემრიელად გაგეცვითოს biggrin.gif 2kiss.gif
* * *
hirondelle
QUOTE
გადავწყვიტე ღუმელი დამესვარა

მშვენივრად დაგისვრია yes.gif

პ.ს. სად დაიკარგე?კულინარიულმა მუზამ მიგატოვა boli.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 6 Apr 2010, 01:05
ninoma
QUOTE
იქნებ მირჩიო რაში გამოვიყენო, იმდენი მომიტანა მეუღლემ, სად წავიღო და რა მოვუხერხო არ ვიცი. poppy seedsასე აწერია და მგონი ყაყაჩოა ხომ?

საქართველოში თუ ხარ, გავგიჟდები sad.gif აქ აკრძალეს, ვიტომ ნარკომანიას ებრძვიან, სამაგიეროდ აფთიაქში იყიდება ნარკოტიკი mad.gif
BadbadGirl
QUOTE
აბადების დრის საჩუქარი

up.gif

Posted by: rtuli 6 Apr 2010, 01:12
ninoma
QUOTE
ძალიან, ძალიან გემრიელი გამოვიდა
ნახევარი პასკის შინაგანი სამყარო, ( როგორც რთული ეძახის)

ძალიან მადისაღმძვრელი შინაგანი სამყარო აქვს yes.gif

Posted by: miau 6 Apr 2010, 01:21
ninoma

ხაშხაში? cry.gif
მთელი ბავშვობა დედა ხაშხაშიან ფუნთუშებს და ათასგვარ ნამცხვარს აცხობდა... დესერტებსაც ძალიან უხდება ყაყაჩო love.gif ერთხელაც, აკრძალეს - ვიღაც იდიოტი ყიდულობს, ხარშავს, იკეთებს და არ შეიძლებაოოოოოოოოო! sad.gif

Posted by: BadbadGirl 6 Apr 2010, 01:45
QUOTE
სულ გემრიელად გაგეცვითოს biggrin.gif 2kiss.gif

გაცვეთამდე თუ მიაღწიეს smile.gif
ცუდი ხელი მაქვს, ხელიდან მიცვივა საგნები.

შევალაგე პასკუნიები ღუმელში და ისე იყურებიააანნნ, ლამაზად!!
გამოვიღებ ალბათ ერთ საათში smile.gif

Posted by: faustina 6 Apr 2010, 01:53
miau
QUOTE
ერთხელაც, აკრძალეს - ვიღაც იდიოტი ყიდულობს, ხარშავს, იკეთებს და არ შეიძლებაოოოოოოოოო!


ერთხელ ვაგზალზე ვიკიტხე და ძლივს ვიპოვე, იმ კალმა კი მოგზავნილი ხომ არ ხაროო?
აგვიკრზალეს გაყიდვა და სანდო ხალხს ვაზლევტოოო
biggrin.gif

Posted by: hirondelle 6 Apr 2010, 02:07
tikunia-teiko
QUOTE
რა ჭკვიანური მოფიქრებაა.

ჩემი აღმოჩენა არ არის, მარა მაინც ჭკვიანურია biggrin.gif

rtuli
QUOTE
სად დაიკარგე?კულინარიულმა მუზამ მიგატოვა

არა, მუზა სულ თან მდევს, მაგრამ როცა სახლში ვარ მაშინ ვახორციელებ, გერმანიაში და დანიაში მომიწია ვოიაჟი smile.gif

Posted by: hirondelle 6 Apr 2010, 03:10
QUOTE (rtuli @ 6 Apr 2010, 02:39 )
hirondelle
QUOTE
გერმანიაში და დანიაში მომიწია ვოიაჟი

ცუდათ ცხოვრობ biggrin.gif smile.gif

ეჰ, ემიგრანტის ცხოვრებას რა ვუთხარი მე, სიცოცხლე რომ გაუთავებელ მოგზაურობად გადაგექცევა და სახლი გენატრება პერმანანტულად, მაგაზე დიდი ღვთის სასჯელი არ არსებობს

Posted by: ninoma 6 Apr 2010, 06:44
rtuli
მადლობ რეცეპტებისთვის. 2kiss.gif
თარგმნა პრობლემა არ არის.
სააღდგომოდ გაკეთებულ კულიჩ, პასკა, ნამცხვრებს რომ მორჩებიან აუცილებლად გავაკეთებ.
გვირგვინი უკვე მოსპეს. ძალიან მოეწონათ.
მიყვარს ეს განყოფილება, თავის წევრებიანად.love.gif

Posted by: ბესიკის26 6 Apr 2010, 09:08
rtuli
იყიდება ცელოფნის პაკეტებში კრემისებური ყაყაჩო.ისისც ისეტი კარGია და გამოსაყენებელი როგორიც მარცვლები?ვიკითხე და პოვიდლოაო მითხრეს

Posted by: sofia_bad 6 Apr 2010, 13:21
http://www.radikal.ru

ეს კი შოკოლადის კვერცხი წითელ კვერცხებთან ერთად.წელს პირველად გავაკეთე და ოჯახს ძალიან მოეწონა.

Posted by: Peppi 6 Apr 2010, 13:35
ეს დღეები სულ ქართული კერძები გვქონდაsmile.gif
საცივი, ქაბაბი და მწვადი, თავიანთი სალათებით და საწებლებითsmile.gif
ქაბაბი პირველად შევწვით შამფურზე . .

სტუმრებიც ქართველები და ფორუმელები გვყავდა, აბააsmile.gif

Posted by: nite 6 Apr 2010, 13:36
sofia_bad
QUOTE
შოკოლადის კვერცხი

როგორ გააკეთე და გული რითი შეავსე? ჟელატინით ალბათ ხო?

Posted by: merkantil 6 Apr 2010, 13:37
rtuli

QUOTE
რა სასიამოვნო-საზაფხულო გარეგნობის არის და ნაზიც იქნება ალბათ 


გმადლობ smile.gifმართლა ძალიან ჰაეროვანი და ნაზი გამოვიდა war.gif

Posted by: ბურზო 6 Apr 2010, 14:33
QUOTE (hirondelle @ 5 Apr 2010, 23:09 )
დღეს დასვენებიხ დღეა აქ, აღდგომის ორშაბათი, გადავწყვიტე ღუმელი დამესვარა biggrin.gif
მეორე სართულზე ხორცი შევწვი, პირველზე მის წვენში პარალელულად კარტოფილი
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ჰირონდელჯან, შენ როგორც გატყობ, ხორცის მოყვარული ყოფილხარ ჩემი არ იყოს yes.gif

შეგიქე ნამუშევარი და აქვე შემშურდა კიდეც რაღათქმაუნდა yes.gif

user.gif user.gif

Posted by: euroslutfucker 6 Apr 2010, 14:55
QUOTE
კარგი გუდის ყველი (ვიღაცეებს თათრულ მარაზმში რომ ერევათ, ეგ არა  )



ნწ ნწ ნწ სესთრა აბიჟაეშ და, ქაქ ნიხარაშო lol.gif

Posted by: djindjidrinji 6 Apr 2010, 15:08
ninoma
QUOTE
იქნებ მირჩიო რაში გამოვიყენო, იმდენი მომიტანა მეუღლემ, სად წავიღო და რა მოვუხერხო არ ვიცი. poppy seedsასე აწერია და მგონი ყაყაჩოა ხომ?


საქართველოში ხდება ეს ბედნიერება?

rtuli

ამბობენ მაინც იყიდებაო, პოდპოლნად...

რამდენი ხაშხაშზე ვფიქრობ, იმდენი ნერვები მეშელბა რა... მაგის აკრძალვა რომ მარაზმია არ ვიცი ეგეთი მეორე ... ხერხი ჯობია ღონესა, ყველაფერს უშვებენ ვენებში. მაშინ ადგნენ და პირველ რიგში "რასტვარიწელი" აკრძალონ, ეგაა ალფა და ომეგა.

Posted by: ხორხე 6 Apr 2010, 15:22
djindjidrinji
QUOTE
იმდენი ნერვები მეშელბა რა...

ნერვებს ნუ აყვებით

ორგანიზმს ავნებთ

Posted by: djindjidrinji 6 Apr 2010, 16:00
ხორხე
QUOTE
ნერვებს ნუ აყვებით

ორგანიზმს ავნებთ


ორგანიზმისგან მესმის rolleyes.gif

Posted by: Johnnie Walker 6 Apr 2010, 16:03
QUOTE
იქნებ მირჩიო რაში გამოვიყენო, იმდენი მომიტანა მეუღლემ, სად წავიღო და რა მოვუხერხო არ ვიცი. poppy seedsასე აწერია და მგონი ყაყაჩოა ხომ?

დათესე biggrin.gif lol.gif

Posted by: sofia_bad 6 Apr 2010, 16:19
nite
არა საყვარელო გამდნარი შოკოლადი+შაქარი+კარაქი და წინასწარ გარეცხილ და გამშრალ კვერცხის ნაჭუჭში ჩავასხი და გავაციე.სულ ესაა smile.gif

აქ ვნახე ეს რეცეპტი.

Posted by: miau 6 Apr 2010, 16:23
Johnnie Walker
QUOTE
QUOTE
იქნებ მირჩიო რაში გამოვიყენო, იმდენი მომიტანა მეუღლემ, სად წავიღო და რა მოვუხერხო არ ვიცი. poppy seedsასე აწერია და მგონი ყაყაჩოა ხომ?


დათესე


lol.gif

Posted by: cesdeba 6 Apr 2010, 16:47
ყოჩაღ, თქვენ კიდევ აკეთებთ. მე ნაყროვანების თუ ორი ნაჭერი ხორცის მსხვერპლი გავხდი ამ მარხვის მერე და მაცივრის შეხედვაც კი მზარავს, ორი დღეა ნაბეღლავზე ვარ vis.gif ახია ჩემზე. sad.gif

Posted by: August 6 Apr 2010, 16:59
QUOTE
იქნებ მირჩიო რაში გამოვიყენო, იმდენი მომიტანა მეუღლემ, სად წავიღო და რა მოვუხერხო არ ვიცი. poppy seedsასე აწერია და მგონი ყაყაჩოა ხომ?


ხაშხაში ქვია ქართულად და ძალიან გემრიელ რულეტს აკეთებენ პოლონელები...
ნებისმიერი ცომი შეგიძლია გამოიყენო...
გულსართად კი ეგ ხაშხაში გადაურიე შაქარი + ათქვეფილი კვერცხის ცილა ფრთხილად შეაზილე კარაქი დაახვიე რულეტად და გამოაცხვე

Posted by: Romina 6 Apr 2010, 17:05
rtuli
QUOTE
არაუშავს ნამდვილად,მთავარია გემრიელი იყოს 
ისე,დააცადე 30 წუთი რომ ამოსულიყო და მერე გამოაცხე?


გემრიელი იყო ნამდვილად. თან თქვენი რამეების ფონზე გამოიყურება ცუდად, თორე სუფრაზე მარტო რო იდო საწყლად, არაუშავდა biggrin.gif

მგონი იმიტომ გაიშალა, რომ საფუარი წყალში გავაზავე.

Posted by: August 6 Apr 2010, 17:07
ასეც შეგიძლია გამოაცხო და ნიგოზიც დაუმატო ...

Posted by: djindjidrinji 6 Apr 2010, 17:26
August
QUOTE
გულსართად კი ეგ ხაშხაში გადაურიე შაქარი + ათქვეფილი კვერცხის ცილა ფრთხილად შეაზილე კარაქი დაახვიე რულეტად და გამოაცხვე


უნდა გაატაროს ჯერ და მერე. ისე, კვერცხის ცილას არასოდეს არ ვუკეთებთ.

Posted by: August 6 Apr 2010, 17:41
djindjidrinji
აქ უკვე გატარებული იყიდება ქილებში ...
კიდევ პოლონელებს აქვთ ჩვენი წანდილ-კორკოტის მსგავსი საშობაოდ აუცილებელია სუფრაზე და ისიც ხაშხაშისგან მზადდება კუტია ჰქვია
300 გრ ხორბალი წინა დღით დალბობილი
200 გრ ხაშხაში ჯერ მოხალული და მერე მოხარშული
ნიგოზი
ქიშმიში
თაფლი

Posted by: rtuli 6 Apr 2010, 17:45
ბესიკის26
QUOTE
იყიდება ცელოფნის პაკეტებში კრემისებური ყაყაჩო.

სერიოზულად?სად.მე არშემხვედრია?
თუ კრემისებრია,შეიძლება უკვე მზა პროდუკტია,ანუ შეიძლება პირდაპირ გამოიყენო ნამცხვარში.

djindjidrinji
QUOTE
ამბობენ მაინც იყიდებაო, პოდპოლნად...

ვერაფრით მიუდექი და ვერავინ გამოვტეხე biggrin.gif

საციხე საქმეა და არც შემოაქვთ და არც ყიდიან.

QUOTE
უნდა გაატაროს ჯერ და მერე. ისე, კვერცხის ცილას არასოდეს არ ვუკეთებთ.

ნამდვილად ეგრეა.
ყაყაჩოს თესლი მშრალ მდგომარეობაში არავინ იყენებს კულინარიაში,ანუ გულსართი უნდა მომზადდეს აუცილებლად.
ან ადუღებული რძით ან წყლით მზადდება.

Posted by: djindjidrinji 6 Apr 2010, 18:00
rtuli
QUOTE
თუ კრემისებრია,შეიძლება უკვე მზა პროდუკტია,ანუ შეიძლება პირდაპირ გამოიყენო ნამცხვარში.


ხო, მაგას ვენებში ვერ გაუშვებენ, მარა ალბათ არც მანდამაინც გემო ექნება...

Posted by: n_j 6 Apr 2010, 18:01
http://pix.ge/
http://pix.ge/

www.pix.ge-ს ვტესტავ და ზომები ვერ დავაყენე ჯერ

Posted by: rtuli 6 Apr 2010, 18:13
djindjidrinji
QUOTE
ხო, მაგას ვენებში ვერ გაუშვებენ, მარა ალბათ არც მანდამაინც გემო ექნება...

დაველოდები რას მიპასუხებს და შევიძენ სასინჯათ smile.gif

Posted by: likaterine 6 Apr 2010, 18:16
ninoma
QUOTE
გავაკეთე პასკა(ხაჭოთი) აღდგომის სუფრაში იყო ლინკი ვეღარ ვპოულობ("გრაფი რაზუმოვსკის" პასხა) ძალიან, ძალიან გემრიელი გამოვიდა


გეხვეწები ამის რეცეპტი თუ გახსოვს დამიდე რა, ხაჭოს ისე ვერ ვჭამ და ამ ფორმით იქნებ მომეწონოს. რთული გასაკეთებელია? კარგად კი გამოიყურებაsmile.gif

Posted by: djindjidrinji 6 Apr 2010, 18:18
likaterine
QUOTE
გეხვეწები ამის რეცეპტი თუ გახსოვს დამიდე რა, ხაჭოს ისე ვერ ვჭამ და ამ ფორმით იქნებ მომეწონოს. რთული გასაკეთებელია? კარგად კი გამოიყურება


ჩუდო-ს ჩირებიანი ხაჭო სინჯე, გემრიელია love.gif


Posted by: August 6 Apr 2010, 18:32
makowiec
http://en.wikipedia.org/wiki/Makowiec_(pastry)

Кутья, коливо ... — ритуальное поминальное блюдо славян, каша, сваренная из целых зёрен пшеницы ... Кутью носят в церковь и на кладбище; едят сами и раздают соседям и нищим за помин души. Обычно кутью едят в начале трапезы или в конце её, оставляют на ночь на столе «для душ умерших». К кутье принято подавать в отдельном соуснике постное молоко, которое делается из мака, грецких или лесных орехов, или из их смеси, или из миндаля. Соответственно получается маковое, ореховое или миндальное молоко... Также кутья благословляется в церкви и подается на стол в пятницу первой недели Великого поста ...

user posted image

კოლივო როგორ ჰგავს ჩვენს კოლიოს biggrin.gif



Posted by: auau 6 Apr 2010, 19:04
ხორხე
QUOTE
თევზი მშია

შენ რა სულ გშია, კაცო!

არ მეგონა თუ ამდენი კულიჩი შეიჭმებოდა ჩემს ოჯახში. ეს მიაუ სადაც დაინახავს, ნამცეცებსაც კი არ ტოვებს. დილას ვისაუზმეთ ნააღდგომევის ტრადიციული საუზმით - კვერცხი, კულიჩი, ჩაი, კაი თონის პური და თუშური ყველის თანხლებით. არც არაფერი მინდა სხვა!

QUOTE
მთელი ბავშვობა დედა ხაშხაშიან ფუნთუშებს და ათასგვარ ნამცხვარს აცხობდა... დესერტებსაც ძალიან უხდება ყაყაჩო

კი, ნამდვილად ვაცხობდი. ყოველთვის ჩამომქონდა მივლინებებიდან. ერთხელ კიდევ ჩემმა ვილნიუსელმა მეგობარმა ამანათით გამომიგზავნა 10 კგ biggrin.gif ან საიდან მოუვიდა აზრად მაგისი გამოგზავნა, ვინმეს რომ დავეჭირე, ბარიგობას დამაბრალებდნენ, თუმცა ხაშხაში ოფიციალურად აფთიაქებში იყიდებოდა და ჩვილ ბავშვებს უძილობის დროს უნიშნავდნენbiggrin.gif არ დამავიწყდება, იმდენ რამეს ვაკეთებდი მაშინ, რულეტი ძალიან კარგია, მაგრამ ერთგვარ ტორტს ვაკეთებდი მაგით, რაღაც არაჩვეულებრივი გამოდიოდა. რერცეპტს დავდებ საკონდიტროში.

Posted by: rtuli 6 Apr 2010, 20:07
likaterine
QUOTE
გეხვეწები ამის რეცეპტი თუ გახსოვს დამიდე რა, ხაჭოს ისე ვერ ვჭამ და ამ ფორმით იქნებ მომეწონოს. რთული გასაკეთებელია? კარგად კი გამოიყურება

აი ლინკი:
http://www.u-mama.ru/read/article.php?id=3350

ძალიან გემრიელი გამოდის და თუ ხაჭოს საცერში გაატარებ უფრო გემრიელი გამოვა.
ხაჭოს გემო საერთოდ არ აქვს smile.gif

Posted by: shumeri 6 Apr 2010, 20:14
likaterine
QUOTE
გეხვეწები ამის რეცეპტი თუ გახსოვს დამიდე რა, ხაჭოს ისე ვერ ვჭამ და ამ ფორმით იქნებ მომეწონოს. რთული გასაკეთებელია

საკმაოდ ადვილია, მიქსერი და ეგაა, თან ძალიან გემრიელია, მეც გავაკეთე და გეტყვით რეცეპტს.....
1.1 კილოგრამი ხაჭო ორჯერ გავქნათ საცერში, გამოდის ფაფუკი მასა.....
2. 200 გრამი კარაქი და 300 გრამი შაქრის პუდრა კარგად ავთქვიფოთ, სათითაოდ ჩავუმატოთ 3 კვერცხის გული, ვთქვეფთ კარგად გათეთრებამდე და კრენისებრი მასის მიღებამდე...
3. მიღებულ მასას + ლიმნის და ფორთოხლის ცედრა+1 ს.კ. კონიაკი და შევურიოთ ხაჭოს მასა,ისევ ავთქვიფოთ კარგად.
4. შემდეგ დავუმატოთ გარეცხილი და გამშრალი ქიშმიში(100 გრამი), +200გრამი ცუკატები(ძალიან მოუხდა ალუბლის), +100 გრამი ნუში, თუმცა მე არ მიქნია და მაინც უგემრიელესი იყო...
მერე გასინჯეთ და თუ უფრო ტკბილი გინდათ კიდევ დაუმატეთ 100 გრამი პუდრა.
5. ცალკე ავთქვეფოთ 33-35% ნაღები და ფრთხილად გადავურიოთ მიღებულ ხაჭოს მასას....
შემდეგ მიღებული მასა ჩავდოთ რაიმე ფორმაში, რომელსაც ნახვრეტები ექნება და რომელშიც ჩაფენილი იქნება ნესტიანი მარლის სამმაგი ან ხუთმაგი ფენა, გადავკეცოთ მარლის ბოლოები და ზემოდან სიმძიმე დავადოთ.....
12 სათით მაცივარში.

Posted by: saba444 6 Apr 2010, 20:48
shumeri
ძალიან გემრიელად ჟღერს ეს რეცეპტი,ნაღების მაგივრად არაჟანი არ წავა?თუ არ გიცდია??

Posted by: shumeri 6 Apr 2010, 21:29
saba444
QUOTE
ძალიან გემრიელად ჟღერს ეს რეცეპტი,ნაღების მაგივრად არაჟანი არ წავა?თუ არ გიცდია??

ნამდვილად არ მიცდია, როგორც რეცეპტში ეწერა ისე გავაკეთე....
არაჟანმა შეიძლება ცოტა შეამჟავოს.

Posted by: ninoma 6 Apr 2010, 21:40
likaterine
ჩვენს დაუზარელ და ყურადღებიან გოგოებს უკვე დაუკვალიანებიხარ.
გავაკეთე ,რთულიმ რომ ლინკი დადო მაგ რეცეპტით.
არ არის რთული გასაკეთებელი და უგემრიელესი გამოდის.
რეცეპტში წერია, რომ ხაჭო ორჯერ გაატარეთ საწურშიო, მე ერთხელ გავატარე და მშვენიერი გამოვიდა.
თუ ძალიან ტკბილი არ გიყვარს, ერთდროულად არ ჩააყარო შაქრის ფხვნილი(მე დავფქვი შაქარი)
გემო გაუსინჯე და ისე დაამატე. რაც რეცეპტში წერია იმაზე ცოტა ვუყავი და ჩემთვის ძალიან ტკბილი გამოვიდა.
კარაქი და კვერცხი გათეთრებამდე ვთქვიფე, რომ კვერცხის გემო არ ჰქონოდა.
მარლა ორად მოვკეცე და ისე ჩავაფინე.
გავაკეთე მოუხარშავი , შენ თუ ასეთი არ გინდა, მანდ მოხარშული ვარიანტიც არის და ის შეგიძლია გააკეთო.
კიდევ ერთი ამ პორციით გამოდის საკმაოდ ბევრი, შეგიძლია გაანახევრო.
QUOTE
ხაჭოს გემო საერთოდ არ აქვს

yes.gif
August
დიდი მადლობა ყურადღებისთვის, უნდა ვცადო ყველანაირი რეცეპტი.
თუ არ დავბოლდით biggrin.gif , შედეგებს მოგახსენებთ.

Posted by: forever`s_NEVER 7 Apr 2010, 01:16
კუბდარი რომ გაგაოცებს ადამიანს. რამოდენიმე საათია აღფრთოვანებას არ გაუვლია. საშინლად, ამაზრზენად გემრიელი იყო!

Posted by: rtuli 7 Apr 2010, 02:32
არმეძინებოდა და სოკო შევწვი.
გემრიელად სევანელე პილპილით და მწვანილებით+ცოტა ძმარი დავასხი+ოდნავ ნიორი,დილამდე გაუჯდება ყველაფერი და გაგემრიელდება smile.gif

Posted by: Baltimore 7 Apr 2010, 02:39
QUOTE (rtuli @ 7 Apr 2010, 02:32 )
არმეძინებოდა და სოკო შევწვი.
გემრიელად სევანელე პილპილით და მწვანილებით+ცოტა ძმარი დავასხი+ოდნავ ნიორი,დილამდე გაუჯდება ყველაფერი და გაგემრიელდება smile.gif

ქინძის გარდა სოკოს მწვანილებიდან რა უხდება?

Posted by: rtuli 7 Apr 2010, 02:47
Baltimore
QUOTE
ქინძის გარდა სოკოს მწვანილებიდან რა უხდება?

კამა უხდება.

Posted by: likaberaia 7 Apr 2010, 10:51
QUOTE (rtuli @ 7 Apr 2010, 02:47 )
Baltimore
QUOTE
ქინძის გარდა სოკოს მწვანილებიდან რა უხდება?

კამა უხდება.

გააჩნია სოკოს.ხის სოკოს ძალიან უხდება ნედლი(ძველიც შეიძლება)ქონდარი დანაყული ნიორთან ერთად.კუჭმაჭის გემოს აძლევს,უგემრიელესი გამოდის.ბლომად ქინძი და ცოტა უკროპი...

Posted by: tasikuna-taso 7 Apr 2010, 17:13
QUOTE
1.1 კილოგრამი ხაჭო ორჯერ გავქნათ საცერში, გამოდის ფაფუკი მასა.....


ეს ვერ გავიგე რომელ საცერში უნდა გავატაროთ, რომელშიც ფქვილს ვცრით?
* * *
QUOTE
5. ცალკე ავთქვეფოთ 33-35% ნაღები და ფრთხილად გადავურიოთ მიღებულ ხაჭოს მასას....

კიდე ერთი თუ არ შეწუხდებით ნაღების სხვა რამით ჩანაცვლება შეიძლება?

Posted by: annak 7 Apr 2010, 17:32
tasikuna-taso
QUOTE
ეს ვერ გავიგე რომელ საცერში უნდა გავატაროთ, რომელშიც ფქვილს ვცრით

მაგაშიც შეიძლება
მაგრამ პირადად მე რკინის საწურში გავატარე

Posted by: rtuli 7 Apr 2010, 18:22
წკაპო
QUOTE
ან საერთოდ რაში გვჭირდება ქართული ენა?

ქართული ენის მამა ხარ smile.gif

tasikuna-taso
QUOTE
რომელშიც ფქვილს ვცრით?
* * *

ფქვილის საცერში ძალიან გაგირთულდება გატარება,იყიდება რკინის საცერი ცოტა მოზრდილი ბადით.

QUOTE
კიდე ერთი თუ არ შეწუხდებით ნაღების სხვა რამით ჩანაცვლება შეიძლება?

მაღალ ცხიმიანი არაჟანი გამოიყენე.

Posted by: rtuli 7 Apr 2010, 19:33
faustina
QUOTE
წუხელ სიზმარში სულ შენი გამომცხვარი პუნთუშები და ტკბილეული მესიზმრებოდა

უნდა გავაკეტოოო ერთხეელ

დროზე გამოაცხე თორე არ მოგასვენებენ biggrin.gif 2kiss.gif

ძალიან მარტივია,საფუარი+ფქვილი 30 წუთში ამოდის,ცომს მოზელავ და სანამ ის ამოდის შენ რაც გინდა ის აკეთე.
გულსართი მზად გექნება,გაშლი მოახვევ,გამოაცხობ და ბოლოს შენი ნახელავით ისიამოვნებ smile.gif

Posted by: rockataka 7 Apr 2010, 22:51
QUOTE
დღეს გავაკეთე

http://www.radikal.ru
დიდი ფეხბურთია და მანჩესტერს ვბალეშიკობთ chups.gif

Posted by: faustina 7 Apr 2010, 23:41
rtuli
QUOTE
დროზე გამოაცხე თორე არ მოგასვენებენ 

მასე გავაკეტებ smile.gif

საფუარს ველოდები, რომ მოიტანენ, გავაკეტებ smile.gif
ხაშხაში მაქვს შეკვეტილი და გულსართატ მაგი რომ დავუდო???
* * *
წინა დღეებში გაკეტებული პასტა ძალიან მოეწონატ ჩემებს და დრეს კი ოდნავ შეცვლილი რეცეპტით გავაკეთე...
ასე მეთად შეინარჩუნა თავისი ფორმა smile.gif

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: faustina 8 Apr 2010, 00:28
QUOTE
ძალიან მარტივია,საფუარი+ფქვილი 30 წუთში ამოდის,ცომს მოზელავ და

რძე არ უნდა???

ისე ჩვეულებრივი პუნტუშის ცომიტ რომ გავაკეტო????

Posted by: miau 8 Apr 2010, 00:59
faustina
სკაიპში შემო wink.gif

ამ გემრიელი რაღაცის რეცეპტი დევს? smile.gif
* * *
likaberaia
QUOTE
აჩნია სოკოს.ხის სოკოს ძალიან უხდება ნედლი(ძველიც შეიძლება)ქონდარი დანაყული ნიორთან ერთად.კუჭმაჭის გემოს აძლევს,უგემრიელესი გამოდის.ბლომად ქინძი და ცოტა უკროპი...


ბებია ხის სოკოს წიწმატით და ქინძით ამზადებს - უგენრიელესი გამოდის smile.gif

Posted by: shumeri 8 Apr 2010, 01:30
tasikuna-taso
QUOTE
ეს ვერ გავიგე რომელ საცერში უნდა გავატაროთ, რომელშიც ფქვილს ვცრით?

მე ფქვილისაში გავატარე, ძალიან წმინდაად გატარდა.....

Posted by: faustina 8 Apr 2010, 02:11
miau
QUOTE
ამ გემრიელი რაღაცის რეცეპტი დევს?

კი, კი, დევს, საკონდიტროში smile.gif
მაგრამ ეს ცოტა შეცვლილია, დავწერ და დავდებ აუცილებლად smile.gif

Posted by: dali19 8 Apr 2010, 12:04
მოგვიანებით გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ხარებას, იდღეგრძელეთ და იხარეთ მრავალ წელს.

rtuli გრეხილების დამზადების პროცესი იქნებ აღწერო, არაჩვეულებრივი ნახელავია.
faustina პეჩენიების რეცეპტი დამიწერე ან მიმითითე სად დევს.
გმადლობთ.

Posted by: n_j 8 Apr 2010, 15:59
ჩემი საყვარელი საგაზაფხულო სალათი
http://pix.ge/

ბრინჯის სალათი თევზით
http://pix.ge/

კალმახი პეპის რეცეპტის მიხედვით, თუმცა ცვლილებების შეტანა მომიხდა.

http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: tasikuna-taso 8 Apr 2010, 17:42
n_j


ოქროს ხელები გაქვს.

პირველ სურათზე სალათს თეთრ წინწკლებად რა აყრია.

Posted by: n_j 8 Apr 2010, 17:53
tasikuna-taso
გმადლობ smile.gif

კუნჟუტი ანუ სეზამი აყრია

Posted by: amadeus 8 Apr 2010, 18:11
მაინც ვერ გავიგე სად იყიდება ეს ალიბაბას ჯადოსნური სიტყვა

Posted by: tikunia-teiko 8 Apr 2010, 18:30
დღეს გავაკეთე "ტიფტელები" (ქართულად როგორაა არ ვიცი, მაპატიეთ) და ბრინჯი გარნირად

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

უხარისხო სურათებისთვის ბოდიშს გიხდით

Posted by: WALLON 8 Apr 2010, 18:38
n_j
ვახ რა მაგარი სალათია, თან მე რომ მომწოს ზუსტად იმ შემადგენლობის, ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე (ბულგარულის, სტაფილოს, ჭარხლის და აშ) smile.gif

Posted by: 15steps 8 Apr 2010, 19:05
კულინარებო მასწავლეთ როგორ კეთდება მანი ფაფა.. არ დამცინოთ wink.gif

Posted by: faustina 8 Apr 2010, 19:37
miau
QUOTE
ამ გემრიელი რაღაცის რეცეპტი დევს? 
* * *



dali19
QUOTE
პეჩენიების რეცეპტი დამიწერე ან მიმითითე სად დევს.





http://forum.ge/?showtopic=34069529&view=findpost&p=18931238
smile.gif

Posted by: ბესიკის26 8 Apr 2010, 22:14


დღეს გავაკეთე ფენოვან ცომში სოსისები და ე.წ."ღორის ყურები",
კარგად იხალისეს ბავშვებმა.მხოლოდ სურათებიღა შემორჩა biggrin.gif


http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru

Posted by: giobio 9 Apr 2010, 02:03
QUOTE (rockataka @ 7 Apr 2010, 21:51 )
QUOTE
დღეს გავაკეთე

http://www.radikal.ru
დიდი ფეხბურთია და მანჩესტერს ვბალეშიკობთ chups.gif

ძალიან გთხოვ იქნებ დაწერო სად იყიდე ეგ კრაბები და რაღირს და როგორ უნდა გავამზადო

Posted by: rockataka 9 Apr 2010, 02:49
giobio
QUOTE
ძალიან გთხოვ იქნებ დაწერო სად იყიდე ეგ კრაბები

თელავივის ბაზარში chups.gif კილოგრამი ღირს 20$.
gigi.gif

Posted by: giobio 9 Apr 2010, 07:14
QUOTE (rockataka @ 9 Apr 2010, 01:49 )
giobio
QUOTE
ძალიან გთხოვ იქნებ დაწერო სად იყიდე ეგ კრაბები

თელავივის ბაზარში chups.gif კილოგრამი ღირს 20$.
gigi.gif

gigi.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: Sikvdila 9 Apr 2010, 09:20
რა მინდოდა ამ თემაში რომ შემოვიხედე, ჩემს დიეტას კიდევ ეს უნდა ? smile.gif

Posted by: ele7 9 Apr 2010, 10:14
QUOTE
ძალიან გთხოვ იქნებ დაწერო სად იყიდე ეგ კრაბები და რაღირს და როგორ უნდა გავამზადო

პოპულში იყიდება. აადუღებულ წყალში ჩაყრი გაზის გამორთავ თავზე დაახურავ და 10წთ და მზადაა .

Posted by: WALLON 9 Apr 2010, 11:26
ele7
შემწვარი უფრო გემრიელია yes.gif

.......................................................

Posted by: Peppi 9 Apr 2010, 12:26
giobio
ele7
QUOTE
ეგ კრაბები და რაღირს და როგორ უნდა გავამზადო


ეს შრიმპებია (ინგლისურიდან), ან კრევეტები (რუსულიდან) ან ღორტაო (ქართულად), კრაბი კიდევ სხვაა
დიდი ბოდიში ამ ლექციისათვის.

ცხელ წყალში მოხარშვას, თან 10 წუთით კი არ გირჩევთ, გემოს ფაქტიურად კარგავს . .
2-4 წუთI საკმარისია, ანუ როცა გავარდისფერდება (აგურისფერიც დაკრავს ხოლმე)

აი, რეცეპტები რამდენიმე - http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=197
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=195
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=234&Itemid=55


ქვაბში ჩაყრას ჯობია - ტაფა, მიკროტალღური ან გრილი (შამფური)

Posted by: tamuna_mpt 9 Apr 2010, 12:31
ჩემი მახინჯუკა მაგრამ გემრიელი პეჩენიები ჩაისთან მისაყოლებლად. მე 2 ჯერ გავაკეთე და ცოტა დაემსგავსა პეჩენიას. პირველად გაერთიანდა და ერთი დიდი პეჩენია გამოვიდა : )))

პ.ს ფოტოზე ბოდიში : ( მობილურით გადავიღე და თან ღამე



punch.gif

Posted by: mariaa 9 Apr 2010, 12:33
http://www.radikal.ru

Posted by: WALLON 9 Apr 2010, 12:52
Peppi
QUOTE
ღორტაო (ქართულად),

ეს არ ვიცოდი, რა კარგი რამე მასწავლე, ბელგიელები როცა მეკითხებიან რა ქვია ქართულადო და კრევეტს რომ ვეუბნები, უკვირთ ფრანგულად რატომ ეძახით თქვენთან ზღვა არ არისო?

ახლა ამაყად გავცემ პასუხს...

აწი ღორტაოს დავუძახებ, ძალიან ეგზოტიკურად ჟღერს smile.gif

Posted by: Peppi 9 Apr 2010, 13:00
WALLON
QUOTE
რატომ ეძახით თქვენთან ზღვა არ არისო?

ეჰ, ზღვა კი არის, მაგრამ შიგნით რაა ეგ არის საქმე ..
რამდენი გამახსენდება - რაებს შეიძლება ეცურა-ეფოფხა შიგ, გული მწყდება.

ხო, მეც ძვლივს დავიმახსოვრე, სამაგიეროდ ეხლა ამაყად ვამბობsmile.gif


Posted by: trendy 9 Apr 2010, 13:25
ვაკეთებ ჟულიენს, NJ-ის წიწაკის ნამცხვარს წიწაკის გარეშეsmile.gifუკვე გამოცხვა, ეხლა მინანქარს გავუკეთებ და ტარხუნის ღვეზელს, ოღონდ ცომს რთულის რეცეპტით.

Posted by: Peppi 9 Apr 2010, 13:36
trendy
QUOTE
NJ-ის წიწაკის ნამცხვარს წიწაკის გარეშე

წითელი წიწაკა -ძლიან უხდება, მენდეsmile.gif
მექსიკელების საუკეთესო გამოგონებაა შოკოლადი ჩილითsmile.gif
ნახევარი ან მესამედი ჩაის კოვზი ერთ პორციას აგემრიელებს და იმაზე ცხარეს არ ხდის, ვიდრე მუსკატის კაკალი მაგალითადsmile.gif

QUOTE
ვაკეთებ ჟულიენს

როგორს? იმედი ჟულიენი გამიგია, ხორციდან - პამიდორის სალათამდე, რომ დავიბენი უკვეsmile.gif

Posted by: n_j 9 Apr 2010, 13:42
trendy
მწარე კი არ გამოვა, უბრალოდ, შოკოლადის გემოს უფრო პიკანტურს ხდის. ვინც არ იცის რომ შიგ წიწაკა აქვს, ვერც მიხვდება, თუმცა უცხო არომატს იგრძნობს, სეგიძლია დოზა გაანახევრო წიწაკის, საცდელად

Posted by: nite 9 Apr 2010, 16:23
WALLON
QUOTE
აწი ღორტაოს დავუძახებ, ძალიან ეგზოტიკურად ჟღერს 

ლოოოლ

QUOTE
trendy

QUOTE
NJ-ის წიწაკის ნამცხვარს წიწაკის გარეშე


წითელი წიწაკა -ძლიან უხდება, მენდე
მექსიკელების საუკეთესო გამოგონებაა შოკოლადი ჩილით


მართლა ძAლიან უხდება, ამას წინათ გამოვაცხე პატარა შოკოლადის ნამცხვარი კარამელიზებული ფორთოხლით და წითელი წიწაკით და მნიამ. სიცხარე საერთოდ არ ეტყობოდა. რამდენადაც ვიცი წიწაკის სიცხარე მისი მეტისმეტი "სიტკბოს" ბრალია

Posted by: წკაპო 9 Apr 2010, 16:28
QUOTE (nite @ 9 Apr 2010, 14:23 )
რამდენადაც ვიცი წიწაკის სიცხარე მისი მეტისმეტი "სიტკბოს" ბრალია

აბა http://en.wikipedia.org/wiki/Capsaicin კუთხეში ზის თავისთვის და მაწონს შეექცევა? baby.gif

Posted by: trendy 9 Apr 2010, 16:30
Peppi
n_j
ბავშვებმა უნდა დააგემოვნონ და ვერ გავრისკე, წითელი მოცხარით და ალუბალით გავალეთე, ჯერ არ გამიჭრია

ჟულიენს ვაკეთებ ქათმის ფილთი, შამპინიონით, ნაღებით და ზემოდან მოხეხილი გაუდათი

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: წკაპო 9 Apr 2010, 16:33
QUOTE (trendy @ 9 Apr 2010, 14:30 )
შამპინიონით

შამპინიონში რას გულისხმობთ? ქამას თუ ზოგადად სოკოს?

Posted by: mixeilius 9 Apr 2010, 16:36
ჩახობილი მივეცი დღეს მაგარი ტოო smile.gif

Posted by: giobio 9 Apr 2010, 16:41
Peppi
პირიქით დიდი მადლობააააააააააააააააააააა
ხომარიცით სად იყიდება და რაღირს

Posted by: trendy 9 Apr 2010, 17:12
წკაპო
QUOTE
შამპინიონში რას გულისხმობთ? ქამას თუ ზოგადად სოკოს?

ქამას
ამომიჩემე? biggrin.gif

მაპატიეთ

Posted by: წკაპო 9 Apr 2010, 17:37
QUOTE (trendy @ 9 Apr 2010, 15:12 )
წკაპო
QUOTE
შამპინიონში რას გულისხმობთ? ქამას თუ ზოგადად სოკოს?

ქამას
ამომიჩემე? biggrin.gif

ნწუ. საერთოდ მაქვს ამოჩემებული ჩიქორთული ქართული.

QUOTE (trendy @ 9 Apr 2010, 15:12 )
მაპატიეთ

ვეცდები. gigi.gif

Posted by: rtuli 9 Apr 2010, 17:55
trendy
QUOTE
წითელი მოცხარით და ალუბალით გავალეთე, ჯერ არ გამიჭრია

რა საინტერესო იქნება გაჭრილი+გემრიელი იქნება უდაოთ,NJ-რეცეპტები გემრიელია smile.gif

QUOTE
ტარხუნის ღვეზელს

გულებით მორთე smile.gif
mariaa
რა მადისამღძვრელად გამოიყურება სედვიჩი,პური არაჩეულებრივი ჩანს love.gif


დღეს ვერაფერი მოვამზადე.
გუშინ ჯავახეთში ვიყავი და იქიდან გამომატანეს მომზადებული კალმახი,ეკალა,ჩეჩილი ყველი და უგემრიელესი შილა ფლავი,რომელსაც მხოლოდ მაგ კუთხეში ამზადებენ ჩაზელილი ხორცით love.gif

Posted by: Peppi 9 Apr 2010, 18:31
giobio
გაიხარეsmile.gif
QUOTE
ხომარიცით სად იყიდება და რაღირს

არა, საქართველოში არ ვარ . . ნიკორაში იყიდებაო, ახსენებდნენ ისე.

trendy
QUOTE
ამომიჩემე?

ვინ გაბედავს?smile.gif

პ.ს. მე გაგაფრთხილეთ wink.gif

Posted by: ბესიკის26 9 Apr 2010, 19:34
დამიდეთ რა ლინკი სად დევს წიწაკიანი შოკოლადის ნამცხვარი? baby.gif
გადავქექე საკონდიტრო განყოფილება და ვერ ვიპოვე.

Posted by: WALLON 9 Apr 2010, 19:56
დღეს დაპაიჟებული ვართ და ამიტომ სახლში ჭიაყელებით დავკმაყოფილდით ბოლონეზეს სოუსით biggrin.gif alk.gif

http://www.radikal.ru

Posted by: ziriro 9 Apr 2010, 20:38
ეს მართლა ჭიაყელებია?
ფუF
------------------------

Posted by: DUPONT 9 Apr 2010, 21:06
QUOTE (ziriro @ 9 Apr 2010, 20:38 )
ეს მართლა ჭიაყელებია?
ფუF
------------------------

საჭმელზე მაგის თქმა როგორ შეიძლება?! givi.gif

Posted by: trendy 9 Apr 2010, 23:01
rtuli
QUOTE
რა საინტერესო იქნება გაჭრილი+გემრიელი იქნება უდაოთ,NJ-რეცეპტები გემრიელია

ძალიან გემრიელი იყო, აი საოცრად, გაჭრილის ფოტო არ მაქვს, ნამცეცი არ დარჩა smile.gif

QUOTE
გულებით მორთე

დარჩენილი ცომი მივაწებე biggrin.gif

Posted by: Baltimore 9 Apr 2010, 23:08
QUOTE (WALLON @ 9 Apr 2010, 19:56 )
დღეს დაპაიჟებული ვართ და ამიტომ სახლში ჭიაყელებით დავკმაყოფილდით ბოლონეზეს სოუსით biggrin.gif alk.gif

http://www.radikal.ru

ამაზე მეტი რაღა გინდა, შე კაცო?

Posted by: Romina 9 Apr 2010, 23:25
დღეს სტუმრები მყავდა და პირველად გავაკეთე ყველაფერი მე, ძირითადი კერძიდან დესერტის ჩათვლით. ყველას ძალიან მოეწონა. მე კი საშინლად დავიღალე smile.gif smile.gif
ეს პრელუდია იყო, სასმელი და ე.წ. "აპეტაიზერები"

Posted by: Romina 9 Apr 2010, 23:30
თავიდანვე მინდა ავღნიშნო, რომ ყველაფერი აქ დადებული რეცეპტებით გავაკეთე, უბრალოდ რაღაცეები შევცვალე, იმის მიხედვით თუ რა მქონდა სახლში smile.gif

Posted by: trendy 9 Apr 2010, 23:33
ბესიკის26
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=212&Itemid=55

Posted by: Romina 9 Apr 2010, 23:34
ხბოს ხორცში სულგუნი გავახვიე, ძაფით გავკოჭე და ღვინის და ნაღების სოუსში შევწვი.

Posted by: Romina 9 Apr 2010, 23:37
გარნირად ჰქონდა პიურე ყველით და წითელი ღვინო მისაყოლებლად smile.gif

Posted by: Romina 9 Apr 2010, 23:41
და ბოლოს დესერტი იყო ბრაუნივით ნამცხვარი, ზემოდან ცხელი შოკოლადი და ნაყინი smile.gif

Posted by: Miss_Nata 9 Apr 2010, 23:58
Romina
რა სერიოზულად და ლამაზად გიშრომიათ,მოვიხიბლეsmile.gif

Posted by: tikunia-teiko 10 Apr 2010, 00:04
ბესიკის26

QUOTE
დღეს გავაკეთე ფენოვან ცომში სოსისები და ე.წ."ღორის ყურები",
კარგად იხალისეს ბავშვებმა.მხოლოდ სურათებიღა შემორჩა


ე.წ. "ღორის ყურები როგორ კეთდება? მე მარკეტში ვყიდულობ ხოლმე და ძალიან მომწონს, წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: ele7 10 Apr 2010, 00:10
QUOTE
და ბოლოს დესერტი იყო ბრაუნივით ნამცხვარი

ამ ნამცხვრის რეცეპტი დადე რა

Posted by: Romina 10 Apr 2010, 00:21
Miss_Nata
მადლობა 2kiss.gif ამ განყოფილებამ ძალიან გამიტაცა და თან როცა ჯერ თვითონ აკეთებენ კულინარიის აქაური ჯადოქრები ყველაფერს და რეცეპტს მერე დებენ, რაღაცნაირად მეც თამამად ვაკეთებ და გამომდის ხოლმე. ტელე-შოუებიდან და წიგნებიდან გაკეთებული თითქმის არასდროს გამომდიოდა smile.gif

ele7
http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=0&#entry4322530
Breaky-ის კექსის რეცეპტია. უბრალოდ მე ბევრი კაკაო დავუმატე (3 სუფრის კოვზი), კექსის პატარა ფორმებში გამოვაცხვე და ზემოდან ნაღებში ათქვეფილი გამდნარი შოკოლადი მოვასხი.

Posted by: ele7 10 Apr 2010, 00:34
Romina დიდი მადლობა............

Posted by: faustina 10 Apr 2010, 02:05
Romina
ყოჩაღ, მშვენივრად გამოგსვლია ყველაფერი პირველ ჯერზე smile.gif

mariaa
რა ლამაზია smile.gif
დარცმუნებული ვარ ისეტივე გემრიელი იქნება smile.gif


Sikvdila
როგორ ხაარ ?
სად დაიკარგეე smile.gif

დიეტაზე ხაარ ?

Posted by: CZ88 10 Apr 2010, 02:10
trendy
Romina
tamuna_mpt
ძალიან მომეწონა თქვენი ნახელავები chest.gif

პ.ს. "ძველ იუზერებს" აღარ ჩამოვთვლი, ისედაც იციან ჩემი აზრი მათი კულინარიული ხელოვნების შესახებ smile.gif

Posted by: ბესიკის26 10 Apr 2010, 08:03
trendy
მადლობა.
ლინკის დადება მასწავლეთ რაა.
* * *
tikunia-teiko
ეგ "ღორის ყურები " ფენოვანი ცომისგან კათდება.მე ნიკირაში ვყიდულობ ცომს და მომწონს ძალიან. "ტრუბოჩკებიც"კარგი გამოვიდა.ტვითონ ცომი როგორ უნდა გაახვიო და დაჭრა მაგაზე ლინკს დაგიდებ.
უკვე გავაკეთე განცხადება მასწავლეთ ლინკის დადება მეთქი. biggrin.gif

Posted by: ninoma 10 Apr 2010, 08:32
Romina
ლამაზად და გემრიელად გამოიყურება.
up.gif up.gif up.gif





* * *
ბესიკის26
შევეცდები აგიხსნა.
იმ ლინკის მისამართი უნდა დააკოპირო და დააპეისტო იქ სადაც ტექსტს წერ.
მგონი აქ ხარ და თუ კარგად არ ავხსენი შემეხმიანე

Posted by: nite 10 Apr 2010, 12:33
მე გუშინ გამოვაცხე შოკოლადის კექსი წითელი პილპილით. გემრიელია ძალიან, მე მომეწონა,, თუმცა დედაჩემმა მიტხრა ცოტა მშრალიაო. კრემი მაინც არ გავუკეთე. მამაჩემს მშრალი უყვარს biggrin.gif.
ჩემი პირველი კულინარული სურათი ამ გამყოფილებაში biggrin.gif მობილურითაა გადაღებული და ხარისხი ცუდია,

user posted image

* * *
ამასაც დავდებ, მართალია ადრე გაკეთებულია, მარა ფოტოების სერიას გავაგრძელებ უბრალოდ biggrin.gif

user posted image

Posted by: tasikuna-taso 10 Apr 2010, 15:07
QUOTE
ხბოს ხორცში სულგუნი გავახვიე, ძაფით გავკოჭე და ღვინის და ნაღების სოუსში შევწვი.

ძალიან მომეწონა.

კითხვები გამიჩნდა.
ხორცი წინასწარ დაბეგვე? თუ არა და როგორ მოახერხე სულგუნზეს შემოხვევა.
და კიდე ნაღების ჩანაცვლება რითი შეიძლება.(არ იშოვება ქუთაისში)

წინასწარ დიდი მადლობა


* * *
nite

ღვეზელის რეცეპტი დევს სადმე?

მომეწონა.

Posted by: nite 10 Apr 2010, 15:33
tasikuna-taso
QUOTE
ღვეზელის რეცეპტი დევს სადმე?

ჩვეულებრივი ტარხუნის ღვეზელია, რთულის ცომის რეცეპტით, გულსართად ტარხუნა, ყველი და კვერცხი აქვს.

Posted by: tikunia-teiko 10 Apr 2010, 15:55
ბესიკის26

დიდი მადლობა. ველოდები ლინკს 2kiss.gif

Posted by: mariaa 10 Apr 2010, 16:01
nite
up.gif

Posted by: ბურზო 10 Apr 2010, 16:06





* * *
QUOTE (WALLON @ 9 Apr 2010, 19:56 )
დღეს დაპაიჟებული ვართ და ამიტომ სახლში ჭიაყელებით დავკმაყოფილდით ბოლონეზეს სოუსით biggrin.gif  alk.gif

http://www.radikal.ru

მართლა ჭიაყელებია? :|

Posted by: tikunia-teiko 10 Apr 2010, 16:18
QUOTE
მართლა ჭიაყელებია? :|


smile.gif არა, მაკარონის სახეობა იქნება ასეთი ფორმის

Posted by: nite 10 Apr 2010, 16:26
ბურზო
QUOTE
მართლა ჭიაყელებია? :|

lol.gif

mariaa
2kiss.gif

Posted by: S_H_I_N_Y 10 Apr 2010, 17:19
დღეს ქათმის წვნიანი გავაკეთე ისპანახით, ძალიან გემრიელი გამოვიდა smile.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: ბესიკის26 10 Apr 2010, 17:32
tikunia-teiko
აბა ნახე
http://www.videojug.com/tag/desserts?page=6
იმდენ საინტერესო რამეს ნახავ ამ საიტზე ვერ მოსცილდები
* * *
ninoma
მაადლოობაა! რა მარტივი Yოფილა და მე კიდე მთელი ფილოსოფია მეგონა 2kiss.gif

Posted by: mariaa 10 Apr 2010, 17:58
http://www.radikal.ru

Posted by: rockataka 10 Apr 2010, 18:10
nite
QUOTE
ამასაც დავდებ, მართალია ადრე გაკეთებულია, მარა ფოტოების სერიას გავაგრძელებ უბრალოდ

რეცეპტ ვ სტუდიუ smile.gif

ბურზო
კაიფობ?

Posted by: tavadze 10 Apr 2010, 19:09
დღეს ისევ შემაწუხა ექსპერიმენტის სურვილმა და განვახორციელე კიდეც. იქნებ კიდეც იყენებთ ამას, მაგრამ სად მე - დამწყები და სად თქვენ! rolleyes.gif ამიტომ თუ რამე, მომიტევეთ და გადავწყვიტე, პომიდორში ჩაშუშული მწვანე ლობიოს კონსერვი (პრაქტიკულად, აჯაფსანდალია, ოღონდ ბადრიჯანის გარეშე) კარტოფილთან ერთად მომეხარშა. მოკლედ, ამ აჯაფსანდალში ჩავახარშე კარტოფილი, ჩემი გემოვნებით დავამატე მარილი, მწვანილები, ნიორი და წყალი, ცოტა სითხე რომ მიმეცა, ოღონდ არა სუპივით (ნუ, სუპებისადმი ჩემი დამოკიდებულება ბევრმა იცის, დანით გასაჭრელი რომ გამომდის ზოგჯერ biggrin.gif biggrin.gif). არ დამიწყოთ ახლა, თავს ნუ იქებო, ნუ ტრაბახობო და ამგვარები, რადგან მართლა არ ვტრაბახობ, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოვიდა. უკაცრავად გამოთქმისთვის და სანამ კუჭმა ტყუპი წიხლი არ ამომცხო სტომაქში - "ბეზრაზმერა" ხომ არ გგონივარ, შე ღორტუჩა, გავსკდები მალეო, მანამ ვერ შევეშვი ჭამას. lol.gif lol.gif

Posted by: ninoma 10 Apr 2010, 19:50
tavadze
ძალიან მიყვარს შენი პოსტების კითხვა.
ალალი და არა გულბოროტი ადამიანის ნაწერი. 2kiss.gif
QUOTE
კუჭმა ტყუპი წიხლი არ ამომცხო სტომაქში - "ბეზრაზმერა" ხომ არ გგონივარ, შე ღორტუჩა, გავსკდები მალეო, მანამ ვერ შევეშვი ჭამას.

ღმერთმა შეგარგოს.

Posted by: Romina 10 Apr 2010, 20:23
faustina
CZ88
ninoma

დიდი მადლობა bis.gif bis.gif
* * *
nite
QUOTE
მე გუშინ გამოვაცხე შოკოლადის კექსი წითელი პილპილით. გემრიელია ძალიან, მე მომეწონა,, თუმცა დედაჩემმა მიტხრა ცოტა მშრალიაო. კრემი მაინც არ გავუკეთე. მამაჩემს მშრალი უყვარს .


ძალიან გემრიელად გამოიყურება up.gif up.gif მეც მშრალი ნამცხვრები მიყვარს, კიდე თბილი ან ცხელი biggrin.gif ამიტომაც მიყვარს "ბრაუნი" და სხვადასხვანაირი კექსი smile.gif

Posted by: aerztin 10 Apr 2010, 21:07
Romina
QUOTE
დღეს სტუმრები მყავდა და პირველად გავაკეთე ყველაფერი მე, ძირითადი კერძიდან დესერტის ჩათვლით. ყველას ძალიან მოეწონა. მე კი საშინლად დავიღალე  
ეს პრელუდია იყო, სასმელი და ე.წ. "აპეტაიზერები"

ძალიან გემრიელი იყო ყველაფერიsmile.gif)), უუუგემრიელესი!!!

სტუმარიsmile.gif

Posted by: Carmen13 10 Apr 2010, 21:57
QUOTE (nite @ 10 Apr 2010, 12:33 )
მე გუშინ გამოვაცხე შოკოლადის კექსი წითელი პილპილით. გემრიელია ძალიან,

კექსი მომეწონა. განსაკუთრებით კი შოკოლადი. როგორ მოამზადე?

Posted by: svani67 10 Apr 2010, 22:11
QUOTE (mariaa @ 10 Apr 2010, 17:58 )
http://www.radikal.ru

აუუუ

ეგ მაკარონებით რა არის??

როგორ გავაკეთოო
* * *
QUOTE (ninoma @ 5 Apr 2010, 21:23 )
ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!
რა ყოჩაღები ხართ ყველანი.
კარგად და ლამაზად გიფუსფუსიათ.
მეც გემრიელად დავიღალე და სურათების გადაღება დამავიწყდა sad.gif
rtuli
შენებურად თუ არ გაართულე და გაალამაზე რაღაცეები არ შეგიძლია 2kiss.gif
QUOTE
მე კი ყაყაჩოზე მაბოდებს,ისე მიყვარს მაგრამ

იქნებ მირჩიო რაში გამოვიყენო, იმდენი მომიტანა მეუღლემ, სად წავიღო და რა მოვუხერხო არ ვიცი.
poppy seedsასე აწერია და მგონი ყაყაჩოა ხომ?

ეს რომ არ ავღნიშნო არ შემიძლია.
გავაკეთე პასკა(ხაჭოთი) აღდგომის სუფრაში იყო ლინკი ვეღარ ვპოულობ("გრაფი რაზუმოვსკის" პასხა)
ძალიან, ძალიან გემრიელი გამოვიდა
ნახევარი პასკის შინაგანი სამყარო, ( როგორც რთული ეძახის)
http://www.radikal.ru
გააკეთეთ, არ ინანებთ

ამ სურათზე რა არის ვერ მივხვდი

ხაჭოიანია ??

რაღაც მაგარი გემრიელი სჩანს

რეცეპტს არ მეტყვი?

Posted by: rockataka 10 Apr 2010, 22:29
svani67
QUOTE
ეგ მაკარონებით რა არის??

"ლაზანია" - ს გავს.

Posted by: ninoma 10 Apr 2010, 22:33
svani67
QUOTE
ამ სურათზე რა არის ვერ მივხვდი

პასკა.
QUOTE
ხაჭოიანია ??

yes.gif
QUOTE
რეცეპტს არ მეტყვი?

http://www.u-mama.ru/read/article.php?id=3350
უგემრიელესია.

Posted by: trendy 10 Apr 2010, 22:45
დღეს ისევ გავაკეთე შოკოლადის ნამცხვარი წიწაკით, ამჯერად წიწაკა გავუკეთე, ძალიან გემრიელი გამოვიდა.
ამას მიავაყოლე ვაშლის ღვეზელი, რომელიც უფუმფულესიაsmile.gif

საღამო მშვიდობისა წკაპო yes.gif

Posted by: rockataka 10 Apr 2010, 22:51
QUOTE
საღამო მშვიდობისა წკაპო 

biggrin.gif gigi.gif givi.gif

Posted by: svani67 10 Apr 2010, 22:52
ninoma


მადლობა. აუცილებლად გავაკეთებ. მსუბუქი საჭმელიც იქნება და გემრიელიც

Posted by: წკაპო 10 Apr 2010, 22:55
QUOTE (trendy @ 10 Apr 2010, 20:45 )
საღამო მშვიდობისა წკაპო yes.gif

2kiss.gif

საღამო მშვიდობისა, კეთილო.

წიწაკიან კოკოლატის ნამცხვარს გამასინჯებ?

Posted by: tavadze 10 Apr 2010, 22:56
ninoma
QUOTE
tavadze
ძალიან მიყვარს შენი პოსტების კითხვა.
ალალი და არა გულბოროტი ადამიანის ნაწერი.

biggrin.gif გაიხარე. დიდი მადლობა. 2kiss.gif 2kiss.gif
იყო დრო, ღლონტები ჩასაფრებულები იყვნენ ჩემს პოსტებზე და მერე ატეხავდნენ ერთ ამბავს, მაგრამ ახლა შეეჩვივნენ და აღარ ვარდებიან. biggrin.gif
ეჰ, კაი იყო ახალგაზრდობა, კაი. biggrin.gif

Posted by: usaqmurologi 10 Apr 2010, 23:12

trendy


QUOTE
ამას მიავაყოლე ვაშლის ღვეზელი, რომელიც უფუმფულესია



საღამო მშვიდობისა trendy, იქნებ უფუმფულესი ღვეზელის რეცეპტი დაგვიწერო.. smile.gif

Posted by: auau 10 Apr 2010, 23:14
tavadze
QUOTE
იყო დრო, ღლონტები ჩასაფრებულები იყვნენ ჩემს პოსტებზე და მერე ატეხავდნენ ერთ ამბავს,

ეეეეეეეეეეეეეეეეეეჰ, აღარ სცალიათ ღლონტებს და რა ქნან!

დღეს გავაკეთე ბატკნის ჩიხირთმა.
საღამოს კი სულ ცოტა კარაქწასმულ სომხურ ლავაშს მოვაბნიე თუშური ყველის ნამცეცები, ტარხუნა, ახალი ნიორი და გავხვიე.

სხვათაშორის, ძალიან მაღალი დონის დიეტოლოგები ყველას ურჩევენ ბატკნის მოხარშულ ხორცს...
მწყემსებიც ალბათ ამიტომ დიდ ხანს ცოცხლობენ ჯანმრთელად..........

Posted by: trendy 10 Apr 2010, 23:19
წკაპო
QUOTE
წიწაკიან კოკოლატის ნამცხვარს გამასინჯებ?

მე უკვე მყავს დეგუსტატორი yes.gif

usaqmurologi
http://kuking.net/my/viewtopic.php?p=234922#234922

იუზერი ირკას რეცეპტი

Posted by: n_j 10 Apr 2010, 23:25
დღეს შოკოლადის ტორტი გავაკეთე, ხვალ გავჭრი და ფოტოებსაც დავდებ.

კრემი ჭირდებოდა ნაღები თეთრი შოკოლადით, ჯერ თეთრი შოკოლადი ძლივს ვიშოვე, მერე ნაღებთან ერთად რომ გავადნე კრემი აღარ გაკეთდა, კინაღამ მიქსერი გადავწვი იმდენი ვთქვიფე, მაგრამ არ გასქელდა. ნერვი მომეშალა და მარტო ნაღების კრემი გავაკეთე. თეთრი შოკოლადი სულ მღალატობს, ვერ დავამუღამე sad.gif

Posted by: lelukaa 10 Apr 2010, 23:35
QUOTE (rockataka @ 10 Apr 2010, 22:29 )
svani67
QUOTE
ეგ მაკარონებით რა არის??

"ლაზანია" - ს გავს.

ბერძნული პასტიჩიოა, უგემრიელესი!
მნიამ!

Posted by: faustina 10 Apr 2010, 23:56
ვაშლის გემრიელი პეროგი

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: mariaa 11 Apr 2010, 00:18
svani67
QUOTE
ეგ მაკარონებით რა არის??

პასტიციო
აი აქ დევს რეცეპტი თავის სურათებიანად smile.gif
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=170&Itemid=55
http://www.radikal.ru
* * *
faustina
QUOTE
ვაშლის გემრიელი პეროგი

up.gif
ვაშლი+დარიჩინი love.gif

Posted by: faustina 11 Apr 2010, 00:29
mariaa
ლამაზია შენი მაკარონები smile.gif
QUOTE
ვაშლი+დარიჩინი 

კი, უხდება, სხვა პეროგი ვიცი ხილის, დარიჩინით,smile.gif
გავაკეტებ იმასაც smile.gif
* * *
ესეც იყოს smile.gif



http://www.radikal.ru


Posted by: tikunia-teiko 11 Apr 2010, 00:44
ბესიკის26

გმადლობ! რა ადვილად კეთდება თურმე smile.gif თვითონვე იშლება

Posted by: rtuli 11 Apr 2010, 01:12
Romina
QUOTE
სტუმრები მყავდა და პირველად გავაკეთე ყველაფერი მე

up.gif
ხბოს ხორცმა მომხიბლა smile.gif



tavadze
QUOTE
პომიდორში ჩაშუშული მწვანე ლობიოს კონსერვი (პრაქტიკულად, აჯაფსანდალია, ოღონდ ბადრიჯანის გარეშე) კარტოფილთან ერთად მომეხარშა. მოკლედ, ამ აჯაფსანდალში ჩავახარშე კარტოფილი, ჩემი გემოვნებით დავამატე მარილი, მწვანილები, ნიორი და წყალი, ცოტა სითხე რომ მიმეცა, ოღონდ არა სუპივით (ნუ, სუპებისადმი ჩემი დამოკიდებულება ბევრმა იცის, დანით გასაჭრელი რომ გამომდის ზოგჯერ  ). არ დამიწყოთ ახლა, თავს ნუ იქებო, ნუ ტრაბახობო და ამგვარები, რადგან მართლა არ ვტრაბახობ, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოვიდა.

ძალიან გემრიელი გამოდის ნამდვილად smile.gif
მე მწვანე ლობიოს მხოლოდ ეგრე ვამზადებ,ოღონდ ჯერ კარტოფილს ვაწითლებ ცოტათი,მერე ლობიოს ვაყრი+ხახვს და ვაგრძელებ შუშვას,ბოლოს დაჭრილ პამიდორს ვასხავ და კარტოფილის სრულ მომზადებამდე,დაბალ ცეცხლზე ვამზადებ,ვაჭრი ბოლოს მწვანილებს+ცოტა ნიორს+წიწაკას და გამოვრთავ yes.gif
* * *
faustina
mariaa
უკომენტაროდ up.gif

n_j
QUOTE
მერე ნაღებთან ერთად რომ გავადნე კრემი აღარ გაკეთდა, კინაღამ მიქსერი გადავწვი იმდენი ვთქვიფე,

sad.gif,რატომ რა საინტერესოა?
როცა გაადნე გამოატარე მაცივარში 6 საათის განმავლობაში?

Posted by: marilis 11 Apr 2010, 01:53
faustina
QUOTE
ვაშლის გემრიელი პეროგი

შევწუხდი help.gif
ვგიჟდები ვაშლის ღვეზელზე და ეს ისე გამოიყრურება, ცუდად ვარ!
ძალიან მაგარია!

Posted by: faustina 11 Apr 2010, 02:19
marilis
QUOTE
ვგიჟდები ვაშლის ღვეზელზე და ეს ისე გამოიყრურება, ცუდად ვარ

მერე მოამზადე wink.gif
ადვი-ლია ცალიან -smile.gif

Posted by: marilis 11 Apr 2010, 02:23
faustina
QUOTE
მერე მოამზადე wink.gif

სახლში დავბრუნდები და მოვამზადებ! ეხლა ფაქტობრივად სასტუმროში ვცხოვრობ 2kiss.gif

Posted by: levanovna 11 Apr 2010, 07:36
ესეიგი შემოვალ, ვიფიქრებ ახლა ამას დავწერ, მერე იმას,ამასობაში თვალი ხან იქეტ გამექცევა რთულის სურათებისკენ ,ხან აკეთ მარიასთან და ვალონტან და სხვებთან და სხვებთან. ამასობაში მომშივდება, იდეა მომივა და ჰაიდა სამზარეულოში smile.gif)))ხოდა დაპოსტვა კი მავიწყდება....და დიეტაც lol.gif დგეს ავოკადოს მსუბუქი სალათა პომიდვრით დაქინძით მოვამზადე. ამასწინათ წავიკითხე ავოკადო თბილისში 16 ლარიო და მართლა?აქ ერტი დოლარი ღირს ერთ ცალი :yes
პ.ს: 2kiss.gif გადასარევ რაგაცეებს აკეთებთ ყველანი და რაც გამოვიყენე რეცეპტი ყველა up.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: mariaa 11 Apr 2010, 11:25
faustina
QUOTE
ესეც იყოს

up.gif
ბეკონში გადახვეულია თუ ?
ხრაშუნაა ეტყობა..დავინტერესდი smile.gif

levanovna
QUOTE
ამასწინათ წავიკითხე ავოკადო თბილისში 16 ლარიო და მართლა?აქ ერტი დოლარი ღირს ერთ ცალი :yes

მეც წავიკითხე და მართლაც ძვირი გამოდის..აქაც არც ისე იაფია(როგორც ყველაფერი)5-6ევრო ღირს..წინა კვირაში 2-3ევრო ღირდა და რა თქმა უნდა გამიკვირდა და ვიყიდე biggrin.gif
* * *
გუშინ უბრალოდ მთლიანი ქათამი გავაკეთე ღუმელში..შიგნით რამოდენიმე დაფნის ფოთოლს ვუდებ და კარგ გემრიელ არომატს აძლევს..უკვე მზა კი ხელითვე დავტეხე..მიყვარს როდესაც იშლება smile.gif
http://www.radikal.ru

Posted by: rtuli 11 Apr 2010, 12:06
mariaa
QUOTE
ქათამი გავაკეთე ღუმელში

რა დაწითლებულია smile.gif


ცომი მოვზილე ღორის ქონზე და უნაზესი გამოვიდა yes.gif
http://www.radikal.ru

Posted by: mariaa 11 Apr 2010, 12:37
rtuli
QUOTE
ცომი მოვზილე ღორის ქონზე და უნაზესი გამოვიდა

მაგარი კრუასანები გაგიკეთებიააა up.gif
ისე დაკვირვებული ვარ,რომ ქონზე მართლაც განსაკუთრებული ცომი გამოდის..თითქმის იგივეა საკონდიტრო ცხიმი..

Posted by: svani67 11 Apr 2010, 12:59
rtuli
ქალბატონმა ავგუსტამ ცივი უარი მტკიცა, შენ მაინც მიშვილე რააა

ვერ წარმოიდგენ, რა მსუნაგი და სუსნია ვარ, მაგრამ პატრონი არ მყავს , ამიტომაც სულ მშიაsad.gif

Posted by: faustina 11 Apr 2010, 13:54
mariaa
QUOTE
ბეკონში გადახვეულია თუ

ქათმის თეძო ხამონში და ყველშI გადახვეული smile.gif

Posted by: rtuli 11 Apr 2010, 14:23
svani67
QUOTE
შენ მაინც მიშვილე რააა

QUOTE
მაგრამ პატრონი არ მყავს , ამიტომაც სულ მშია

გიშვილო boli.gif smile.gif

mariaa
QUOTE
რომ ქონზე მართლაც განსაკუთრებული ცომი გამოდის

პიცის ცომი მაქვს ღორის ქონზე და ის გამოვიყენე smile.gif

Posted by: faustina 11 Apr 2010, 14:26
rtuli
QUOTE
ცომი მოვზილე ღორის ქონზე და უნაზესი გამოვიდა

როგოორ?

და რისი გაკეთება შეიძლება მაგ ცომიით?

Posted by: rtuli 11 Apr 2010, 14:48
faustina
QUOTE
როგოორ?

და რისი გაკეთება შეიძლება მაგ ცომიით?

პიცის ცომია smile.gif
გამოდის ხრაშუნა და გემრიელი ცომი:
250მლ. თბილი წყალი(ან შრატი)
2 ჩ.კ.მშრალი საფუარი
0,5 ჩ.კ. მარილი
400-450 გრ. ფქვილი
2-3 ს.კ. ღორის ქონი

გახსნი საფუარს თბილ წყალში და გააჩერებ 5 წუთს,დაამატებ ფქვილს+მარილს მოზილავ ცომს და მერე დაამატებ ქონს,ზილე იქამდე სანამ ელასტიური და ნაზი ცომი არმოიზილება.დადგი ამოსაფუებლად,მერე გამოიყენე.

მე უბრალოდ მოვახვიე ლორთან+ ყველთან ერთად და გამოვაცხე.

Posted by: svani67 11 Apr 2010, 15:27
ეეეეეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ sad.gif cry.gif .......................

Posted by: faustina 11 Apr 2010, 15:28
rtuli
QUOTE
პიცის ცომია

ააჰ, მე ზეთს ვუშვრები ქონის მაგივრად smile.gif
აბა ღორის ქონით ვსინჯავ smile.gif
2kiss.gif 2kiss.gif

svani67
QUOTE
ეეეეეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ  .......................

რატომ მოგიწყენიაატ?

Posted by: ბესიკის26 11 Apr 2010, 15:49
დღეს გავაკეთე უთხელესი და ხრაშუნა პიცცა.ჩემი სისუსტეა,არც დიეთა მაკავებს და არც მარხვა.(მაგ დროს ჩემთვის ცალკე ვიკეთებ)


http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: Moreira 11 Apr 2010, 16:13
ბესიკის26
მაგ პიცის ცომის რეცეპტი დამიწერე რა

Posted by: svani67 11 Apr 2010, 16:16
faustina
QUOTE
რატომ მოგიწყენიაატ?


რთულის და ავგუსტას ვთხოვე მიშვილეთ თქო და სასტიკი უარი მითხრეს.

ამ განყოფილეაში რომ შემოვდივარ, მერე გულის მსუბუქი შეტევა მემაართება ხოლმე . მათ კი სულ არ ვეცოდები

Posted by: ბესიკის26 11 Apr 2010, 17:00
Moreira
0.5ლ.თბილი წყალი+1სავსე ჩ/კ მშრალი საფუარი,გააჩერე სრულ გახსნამდე.100მლ ზეთი( 2ყავის ჭიქა),მარილი1ჩ/კ არასავსე,ფქვილი იმდენი რომ იყოს ელასტიური,რბილი ცომი.რომ შეხედავ ცომის სისქე საკმარისია მერე ზეთიანი ხელებით ზილე კარგად,გახდება ელასტიური,ნაზი,მორჩილი.
შეფუთე ამოსასვლელად.რომ გაორმაგდება ცომი,გადაზილე.მოაწყვიტე გუნდა და გაიყვანე მეგიდაზე(ფქვილიანზე) საგორავებლით სასურველ ზომამდე.დააფინე ჟარუნაზე,დაჩხვლიტე ჩანგლით.ამითი 3 მოზრდილი ჟარუნა გამოდის

Posted by: faustina 11 Apr 2010, 17:02
svani67
QUOTE
რთულის და ავგუსტას ვთხოვე მიშვილეთ თქო და სასტიკი უარი მითხრეს.

არამგონია უარი რომ გიტხრეს, ალბატ ვერ გაიგე პასუხი wink.gif
ესენი უარს არავის არ ეუბნებიან დახმარებისტვის smile.gif
* * *
დღევანდელი სუპი smile.gif
სქელი გავაკეთე სპეციალურად ბავშვისთვის smile.gif
საქონლის ნულიონში მოხარშული კარტოპილი, სტაფილო, ვერმიშელი , ხორცი წვრილად დაჭრილი და ცალკე ხახვი მოშუშული....

http://www.radikal.ru

Posted by: natali kalandadze 11 Apr 2010, 17:14
საშინელი სურათები გამოვიდა biggrin.gif

სპაგეტი "ჩემი სოუსით
http://pix.ge/

უადვილესი და უგემრიელესი ნამცხვარი
http://pix.ge/

ბლომანჟე რომ უნდა ყოფილიყო ის, რომელიც არ გამოვიდა biggrin.gif
http://pix.ge/

Posted by: svani67 11 Apr 2010, 17:22
natali kalandadze
QUOTE
უადვილესი და უგემრიელესი ნამცხვარი


საჩEმო ყოფილა, რეცეპტი ??

Posted by: natali kalandadze 11 Apr 2010, 17:28
svani67
4 კვერცხის გული გათქვეფილი შაქართან (100გრ) და კარაქთან (200გრ)
+
ამ 4 კვერცხის ცილა გათქვეფილი შაქართან
+
ფქვილი, სოდა (ძმრით ან ლიმნით), კაკაო, დარიჩინი

ვსიო smile.gif
ოღონდ ეს არ გეყოფა დიდი პორციისთვის, აი ამ შუშაში ვაკეთებ
http://pix.ge/

ზემოდან მე შოკოლადს ვასხავ და ეხლა მოყრილი აქვს ქოქოსი.
ალუბლის ვაჟინი უხდება ძაალიან smile.gif

Posted by: volli35 11 Apr 2010, 17:33
http://www.radikal.ru
პირველად ვპოსტავ აქ და გავბედავ ჩემი პიცით გავაკეთო პრეზენტაცია ...

Posted by: n_j 11 Apr 2010, 18:25
rtuli
QUOTE
მერე ნაღებთან ერთად რომ გავადნე კრემი აღარ გაკეთდა, კინაღამ მიქსერი გადავწვი იმდენი ვთქვიფე,


,რატომ რა საინტერესოა?
როცა გაადნე გამოატარე მაცივარში 6 საათის განმავლობაში?

კი, თუმცა რეცეპტში 1 საათი ეწერა. გამოვიყენე ნესტლეს ქოქოსიანი თეთრი სოკოლადი, სხვა ვერ ვიშოვე. ეხლა ვფიქრობ ეს მასა სხვა რამეში მაინც გამოვიყენო
* * *
ალუბალი არ ჭირდებოდა მაგრამ მე დავამატე, მიყვარს smile.gif ძალიან შოკოლადიანი და გემრიელია
http://pix.ge/
http://pix.ge/

გარგრის და შავი ქლიავის ჩირი შოკოლადში, ნუშის გულით
http://pix.ge/

Posted by: WOMAN IN LOVE 11 Apr 2010, 19:57
svani67
ხაჭოს პასკას თუ ეძებ, აქაა რეცეპტი
http://forum.ge/?showtopic=34095664&view=findpost&p=18890971

Posted by: sofia_bad 11 Apr 2010, 20:19
volli35
QUOTE
პირველად ვპოსტავ აქ და გავბედავ ჩემი პიცით გავაკეთო პრეზენტაცია ...

WELCOME jump.gif

Posted by: volli35 11 Apr 2010, 20:25
sofia_bad
მადლობა bis.gif



აუ ვინმეები დამეხმარეთ რა ... იმ რაღაცის რეცეპტი მინდა ნამცხვრებში რომ დებენ შუაში ფენად .... მგონი კრემია ჟელატინით თუ რაღაც ესეთი და დამეხმარეთ რა .... მჭირდება კატასტროფულად ....

ისე დიდი ხანია აქ მკითხველის როლში ვარ და ამიერიდან მეც შემოგთავაზებთ გემრიელობებს ....

Posted by: svani67 11 Apr 2010, 21:30
WOMAN IN LOVE
მადლობა,

მგონი "მოხარშული" უფრო გემრიელი იქნება. თანაც დუხოვკა არ სჭირდება

Posted by: WOMAN IN LOVE 11 Apr 2010, 21:40
svani67
მოხარშული არასოდეს გამიკეთებია, ვერაფერს გეტყვი, ამ რეცეპტით ვაკეთებ ხოლმე და ძალიან კარგი გამოდის yes.gif

Posted by: tikunia-teiko 11 Apr 2010, 21:44
n_j

[quote]გარგრის და შავი ქლიავის ჩირი შოკოლადში, ნუშის გული

ამის რეცეპტი რომ არ გამიმხილოთ გავგიჟდები, გადავირევი.
bis.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 11 Apr 2010, 21:44
volli35
QUOTE
აუ ვინმეები დამეხმარეთ რა ... იმ რაღაცის რეცეპტი მინდა ნამცხვრებში რომ დებენ შუაში ფენად .... მგონი კრემია ჟელატინით თუ რაღაც ესეთი და დამეხმარეთ რა .... მჭირდება კატასტროფულად ....

შენ ალბათ სუფლეს გულისხმობ?
თუ ასეა, ამ პოსტებს გადახედე
http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=795&#entry10056532

Posted by: volli35 11 Apr 2010, 22:05
WOMAN IN LOVE
მადლობა გადავხედავ ეხლა .... ხო ალბატ სუფლეა ... ვნახავ

Posted by: rtuli 11 Apr 2010, 22:05
ბესიკის26
QUOTE
დღეს გავაკეთე უთხელესი და ხრაშუნა პიცცა

volli35
QUOTE
ჩემი პიცით


მეც პიცა მომამზადებინეს შვილებმა+მათმა მეგობრებმა smile.gif
ლორით+ქამა სოკოთი და პამიდვრის საწებლით:
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: svani67 11 Apr 2010, 22:13
WOMAN IN LOVE
QUOTE
მოხარშული არასოდეს გამიკეთებია, ვერაფერს გეტყვი, ამ რეცეპტით ვაკეთებ ხოლმე და ძალიან კარგი გამოდის


ცოცხალი კვერცხი რომაა მიტომ ვთქვი

მერე კვერცხის სუნი არა აქვს?

Posted by: volli35 11 Apr 2010, 22:14
rtuli
ნუ ჩემთან მარტო პიცა აღარ ყოფნით .... უკვე სავადასხვა ფორმის პიცა უნდათ .... ისე შენს პიცზე პომიდორიც ჩანს ხო საწებლის გარდა და ჩემსას ეგრე პომიდორი არ ხიბლავს ...
* * *
აუ ისე არასოდეს არ გამიკეთებია ხაჭოს პასკა და არასააღდგომი დღეებში რომ გავაკეთო რა მოხდება???

Posted by: n_j 11 Apr 2010, 22:26
tikunia-teiko
QUOTE
quote]გარგრის და შავი ქლიავის ჩირი შოკოლადში, ნუშის გული

ამის რეცეპტი რომ არ გამიმხილოთ გავგიჟდები, გადავირევი.

ამაზე მარტივი მგონი არაფერია smile.gif ჩირი უნდა იყოს ქარხნული, ასე ვთქვათ უფრო "ხორციანია"(განსაკუთრებით შავ ქლიავს ეხება ეს) გულში ვუდებთ კანგაცლილ ნუშს, თხილს, ან ნიგოზს, რომელიც გიყვართ, 10-15 ჩირისთვის ორთქლზე ვადნობთ დაახლოებით 100-150 გრამ შოკოლადს+20გრ კარაქი +2ჩ.კ წყალი ან რძე, ავლებთ ჩხირზე წამოცმულ ჩირს და დებთ გასაშრობად ოდნავ გაცხიმულ ფოლგაზე. გლაზურში ბევრი კარაქის ან რძის ნაცვლად ნაღების დამატება გამოიწვევს მის დარბილებას, ანუ კი არ გამაგრდება გაშრობისას, არამედ დარჩება წებვადი, ხელებზე მიგეკრობათ.

ასეთი კამფეტები მზა საკმაოდ ძვირი ღირს, შეგიძლიათ ლამაზ ქაღალდებში შეფუთო და მშვენიერი საჩუქარია

Posted by: rtuli 11 Apr 2010, 22:26
volli35
QUOTE
უკვე სავადასხვა ფორმის პიცა უნდათ

smile.gif
QUOTE
ისე შენს პიცზე პომიდორიც ჩანს ხო საწებლის გარდა

no.gif

ცოცხალი პამიდვრის სოუსი მოვამზადე,ანუ დავმდუღრე ,კანი გავაცალე დავკეპე წვრილად,ვადუღე ცოტათი+ნიორი+ბაზილიკით შევანელე.

svani67
QUOTE
მერე კვერცხის სუნი არა აქვს?

ხვალ საღამოთი(ზეგისთვის)მინდა მოვამზადო პასკა(ხაჭოსგან),ძალიან ორიგინალური+მოხარშული კრემის მაგვარი მასის დამატებით.
ჯერ დავტესტავ და აქ აუცილებლად დაგიწერ რა გამომივიდა და როგორია yes.gif

პ.ს. საბუთები შეაგროვე ,გიშვილებ smile.gif

Posted by: n_j 11 Apr 2010, 22:30
rtuli
QUOTE
მეც პიცა მომამზადებინეს

აუ, იმ გაწელილ ყველზე სუნთქვა შემეკრა! ხვალ არ მცალია და ზეგ აუცილებლად უნდა გავაკეთო, თან როგორ მიყვარს ბეევრი სოკოთI

Posted by: volli35 11 Apr 2010, 22:32
rtuli
QUOTE
ცოცხალი პამიდვრის სოუსი მოვამზადე,ანუ დავმდუღრე ,კანი გავაცალე დავკეპე წვრილად,ვადუღე ცოტათი+ნიორი+ბაზილიკით შევანელე.

ხო ხო სორრი დავაკვირდი ფოტოს და ვნახე ცოცხლები რომ არაა .... ანუ ცომზე ჯერ საწებელა წაუსვი და მერე დანარჩენი ხო????
QUOTE
ჯერ დავტესტავ და აქ აუცილებლად დაგიწერ რა გამომივიდა და როგორია

აუ აუცილებლად დადე რა რეცეპტი .... პირველად უნდა გავაკეთო და მინდა იყოს უძლიერეს-განუმეორებელი


Posted by: svani67 11 Apr 2010, 22:32
rtuli
QUOTE
ხვალ საღამოთი(ზეგისთვის)მინდა მოვამზადო პასკა(ხაჭოსგან),ძალიან ორიგინალური+მოხარშული კრემის მაგვარი მასის დამატებით.
ჯერ დავტესტავ და აქ აუცილებლად დაგიწერ რა გამომივიდა და როგორია


კარგიიიი
ჩემს სახელზე ერთI ნაჭერიც მიირთვი


QUOTE
საბუთები შეაგროვე ,გიშვილებ


ვაშააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

დაერხა ჩემს დედიკო დოლორესს და მამიკო გიმმეს. დედიკო სულ ხოაკინების, ხოლო მამიკო სულ ტიოტია ვალიების ძებნაში რომ ხაარჯავენ დროს და მე კიდევ უპატრონოდ მიმაგდეს.

Posted by: rtuli 11 Apr 2010, 22:44
n_j
QUOTE
აუ, იმ გაწელილ ყველზე სუნთქვა შემეკრა! ხვალ არ მცალია და ზეგ აუცილებლად უნდა გავაკეთო, თან როგორ მიყვარს ბეევრი სოკოთI

ჩემნაირი გემოვნე ბა გაქვს,მეც სოკო+ყველზე სული მეკვრება smile.gif
კარგი სულგუნი შევიძინე+ფაკტიურად უმარილო და ზუსტად მაგის დამსახურებაა ასე რომ გაიწელა .
აი კიდევ ჯასტ სურათი გაწელილი ყველით
http://pix.ge/




volli35
QUOTE
ანუ ცომზე ჯერ საწებელა წაუსვი და მერე დანარჩენი ხო????

yes.gif

QUOTE
პირველად უნდა გავაკეთო და მინდა იყოს უძლიერეს-განუმეორებელი

აქ ფორუმზე ყველა ხაჭოს პასკის რეცეპტია კარგი,მე შარშან რაზუმოვსკის რეცეპტით მოვამზადე+შოკოლადი დავახეხე,ძალიან გემრიელი იყო.
წელს ჩემი უფროსი შვილი არმყავდა სააღდგომოთ სახლში,ეხლა ჩამომივიდა და უნდა მოუმზადო+მეც მიყვარს.
svani67
QUOTE
დაერხა ჩემს დედიკო დოლორესს და მამიკო გიმმეს

სასამართლოში თუ მიჩივლეს, მორალური კომპენსაცია შენ დაგეკისრება biggrin.gif

Posted by: n_j 11 Apr 2010, 22:50
rtuli
QUOTE
აი კიდევ ჯასტ სურათი გაწელილი ყველით

მმმმმ... ამას ჰქვია მორალური ზიანის მიყენება

ქამა სოკო მაქვს, ლორი, პამიდორი, რეჰანიც... ეხლა ვიგრძენი რომ პიცა მომნატრებია

Posted by: volli35 11 Apr 2010, 22:54
rtuli
ისე არ შეიძლება ასეთი ფოტოების დადება 6 საათის მერე .... ფსიქიკას აზიანებს yes.gif cry.gif

Posted by: rtuli 11 Apr 2010, 22:57
n_j
QUOTE
ამას ჰქვია მორალური ზიანის მიყენება

biggrin.gif 2kiss.gif

შენს ტორტზე ფანტელი ძალიან მომეწონა,სად შეიძინე?

ალუბალი მაქვს,ჟოლო,მოცხარი წითელი და შავიც,მაყვალი ,დროა გამოვიყენო smile.gif


volli35
QUOTE
ასეთი ფოტოების დადება 6 საათის მერე

აღარ ჩავიდენ მსგავს სისასტიკეს no.gif

Posted by: volli35 11 Apr 2010, 23:07
n_j
QUOTE
შენს ტორტზე ფანტელი ძალიან მომეწონა,სად შეიძინე?

მე მთლიანად ტორტით ვარ მოხიბლული .... ვგიჟდები ყავისფერ ნამცხვრებზე და რატომღაც ეგეთი არასოდეს გამომიცხია ..... ბისკვიტის რეცეპტი მითხარი რა

Posted by: ბესიკის26 12 Apr 2010, 00:02
rtuli
სულგუნის თხელ ნაჭრებს ადებ ხო პიცას და ფარავ ალბათ კარგად? ვგიჟდები პიცაზე.სხვათაშორის სოკო ჩემს პიცაზე ჩემი ეზოსი იყო(მორებზე გაზრდილი კალმახა სოკო)

Posted by: nanana 12 Apr 2010, 01:06
rtuli
pepi

აი ის ტორტი. ხალხი ხარხარებდა რომ შევიტანე. biggrin.gif:D:D რამდენადაც გონჯი და დაბრეცილია, იმდენად გემრიელი იყო bis.gif chups.gif ბრაუნის ფენები დატენილი ფისტაშკებით. ნუშის პუდინგი და ნაღებიანი კრემი თეთრი შოკოლადით. შოკოლადის ტრუფელის ფენა და ალუბლებით დატენილი შუები. chups.gif მართლა უგემრიელესი იყო

თან რა გენიალური ფოტოა givi.gif

Posted by: marilis 12 Apr 2010, 01:14
rtuli
QUOTE
ჩემნაირი გემოვნე ბა გაქვს,მეც სოკო+ყველზე სული მეკვრება smile.gif კარგი სულგუნი შევიძინე+ფაკტიურად უმარილო და ზუსტად მაგის დამსახურებაა ასე რომ გაიწელა . აი კიდევ ჯასტ სურათი გაწელილი ყველით

ვაიმე, იტალიაში ვარ, პიცა უკვე შემზიზღდა, ისე ვარ და ამ ფოტოზე მაინც გავჭედე!
help.gif help.gif help.gif

Posted by: nanana 12 Apr 2010, 01:16
marilis
პიცის გარდა მილიონი საჭმელია იტალიაში biggrin.gif

Posted by: likaterine 12 Apr 2010, 01:34
მოკლედ ჩემი პირველი პოსტი ფოტოს თანხლებით ამ თემაში, დღეს არა მაგრამ გუშინ გავაკეთე შვრიის ორცხობილები ნიგვზით და შოკოლადით, მეორე ჯერზე გამომივიდა, არც გაბრტყელდა და არც გახმა ცხობისას. ცომი მთელი რამით მაცივარში გავაჩერე და ალბად მაგის დამსახურებააsmile.gif
აი ასეთები გამოვიდა

Posted by: volli35 12 Apr 2010, 01:46
marilis
აუ რა მაგარია იტალიაში რომ ხარ .... რამდენიც ვიმოგზაურე იტალიაში იმდენი ისევ მანდ მინდა მოგზაურობა .... ისე მე მანდ პიცაზე არ გავგიჟდი ... აი სპაგეტტიზე და მაგის სოუსებზე კი .... და კიდე ნუ რა ვიცი ნაყინზე ... ვაიმე რა უმაგრესი და უგემრიელესი ნაყინი იყოოოოოო

Posted by: Moreira 12 Apr 2010, 02:36
rtuli
ბესიკის26
თქვენი პიცის მერე ცოტა კი მეუხერხულება, მაგრამ ამ შუაღამე მომიარა მეც : ))

http://www.radikal.ru

Posted by: tikunia-teiko 12 Apr 2010, 03:17
n_j

დიდი მადლობააააა 2kiss.gif

Posted by: ninoma 12 Apr 2010, 05:53
svani67
QUOTE
ცოცხალი კვერცხი რომაა მიტომ ვთქვი

მერე კვერცხის სუნი არა აქვს?


გათეთრებამდე ათქვიფე კვერცხი და შაქრის ფხვნილი და არ ექნება კვერცხის გემო.
მე გავაკეთე მოუხარშავი ვარიანტი და ძალიან გემრიელი გამოვიდა.
ამ პასკის ლინკი უკვე დაგიდე წინა გვერდზე.
volli35
QUOTE
აუ ისე არასოდეს არ გამიკეთებია ხაჭოს პასკა და არასააღდგომი დღეებში რომ გავაკეთო რა მოხდება???

ნებისმიერ დროს შეგიძლია რომ გააკეთო.
უბრალოდ რაშია იცი საქმე , პასკა უდა წაუსვა კულიჩს და ისე მიირთვა.
ასე მასწავლეს ჩემმა რუსმა სტუმრებმა
უბრალოდ რა

Posted by: n_j 12 Apr 2010, 10:46
rtuli
QUOTE
შენს ტორტზე ფანტელი ძალიან მომეწონა,სად შეიძინე?

აქ არ მიყიდია, მოსკოვიდან მარციპანის ფიგურები გამოუგზავნეს ჩემს შვილს და იმ ყუთში ეყარა ბლომად ეს ფანტელებიც, შემორჩენილი მქონდა

volli35
http://forum.ge/?act=ST&f=82&t=34069529&st=360#entry18996551

Posted by: Peppi 12 Apr 2010, 10:54
nanana
QUOTE
აი ის ტორტი

რა გემრიელი იქნებოდა მართლაცsmile.gif


გუშIნ ისევ შენი "შოკოლადის ლავით" მოვხიბლე ოჯახიsmile.gif

Posted by: faustina 12 Apr 2010, 11:21
marilis
QUOTE
ვაიმე, იტალიაში ვარ, პიცა უკვე შემზიზღდა,

მაშინ პასტა, ლასანია, მოცარელა და სხვა ტიპიკური იტალიური საჭმელებიც შეგზიზღდებოდა wink.gif
biggrin.gif

volli35
QUOTE
ვაიმე რა უმაგრესი და უგემრიელესი ნაყინი იყოოოოოო

გეთანხმები, გერმანიაში ძალიან ბევრი იტალიური სანაYინეებია და სუუულ იქ დავდიოდით smile.gif

Posted by: nite 12 Apr 2010, 11:58
Carmen13
QUOTE
კექსი მომეწონა. განსაკუთრებით კი შოკოლადი. როგორ მოამზადე?

რეცეპტი მოგწერე 2kiss.gif ადვილი და გემრიელი

Posted by: rtuli 12 Apr 2010, 12:09
ბესიკის26
QUOTE
სულგუნის თხელ ნაჭრებს ადებ ხო პიცას და ფარავ ალბათ კარგად?

no.gif
დავახეხე და კარგათ დავფარე.
QUOTE
ჩემს პიცაზე ჩემი ეზოსი იყო(მორებზე გაზრდილი კალმახა სოკო)

ალბათ თესავთ არა?
წარმომიდგენია რა გემრიელი სურნელი ექნებოდაsmile.gif
პარნიკის სოკოს არ აქვს მძაფრი სურნელი.


nanana
QUOTE
იმდენად გემრიელი იყო  ბრაუნის ფენები დატენილი ფისტაშკებით. ნუშის პუდინგი და ნაღებიანი კრემი თეთრი შოკოლადით. შოკოლადის ტრუფელის ფენა და ალუბლებით დატენილი შუები.  მართლა უგემრიელესი იყო

იმდენი გემრიელი ინგრიდიენტები ჩამოთვალე რომ,არშეიძლებოდა არყოფილიყო გემრიელი.
ვიზუალური მხარე კი დაიხვეწება smile.gif

marilis
2kiss.gif

Moreira
QUOTE
მაგრამ ამ შუაღამე მომიარა მეც

up.gif
პიცა გენიალურია,ანუ შეიძლება მომზადდეს იმით რაც გაქვს სახლში,მთავარია გემრიელი ცომი გაკეთდეს yes.gif

ninoma
QUOTE
უბრალოდ რაშია იცი საქმე , პასკა უდა წაუსვა კულიჩს და ისე მიირთვა.

მეც ასე ვიცი და სხვათაშორის ძალიან უხდებიან ერთმანეთს,კულიჩი და პასკა smile.gif

Posted by: marilis 12 Apr 2010, 12:13
nanana
QUOTE
პიცის გარდა მილიონი საჭმელია იტალიაში biggrin.gif

როდესაც 2 წლის განმავლობაში სახლში სამზარეულო არა გაქვს და ხშირად, სადილობისას ბარში თუ ახერხებ 10 წუთით შერბენას, იმ მილიონი საჭმელიდან ამოსარჩევად ბევრი არ გრჩება, დამერწმუნე biggrin.gif
volli35
QUOTE
უ რა ვიცი ნაყინზე ... ვაიმე რა უმაგრესი და უგემრიელესი ნაყინი იყოოოოოო

ჰო, ნაყინი ნამდვილად ვერ მოგბეზრდება biggrin.gif 2kiss.gif
faustina
QUOTE
მაშინ პასტა, ლასანია, მოცარელა და სხვა ტიპიკური იტალიური საჭმელებიც შეგზიზღდებოდა wink.gif

ლაზანია ჯანდაბას და დანარჩენები help.gif
* * *
Moreira
QUOTE
თქვენი პიცის მერე ცოტა კი მეუხერხულება, მაგრამ ამ შუაღამე მომიარა მეც : ))

ცომი ცოტა შეათხელე, მწვანილები, მაიონეზი და კიტრი მოაშორე, ტომატი ოდნავ მეტი და მერწმუნე, უკეთესი თუ არ იყოს! 2kiss.gif

Posted by: nite 12 Apr 2010, 12:18
rockataka
QUOTE
რეცეპტ ვ სტუდიუ 

ეს ცომი, რთულის რეცეპტით პირდაპირ დავაკოპირე

ცომი ღვეზელებისთვის:
3 ცალი კვერცხი
1 ჩ.კ.შაქარი
500მლ.მაწონი
0,5 ჩ.კ.მარილი
100გრ.მარგარინი
ფქვილს რამდენსაც შეიზელს დაახლოებით 700გრამამდე,
ფქვილის რაოდენობა კვერცხის ზომაზეა დამოკიდებული და მაწვნის სისქელეზე,ამიტომ სავარაუდო წონაა.

გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე მარგარინი.
გავთქვიფოთ კვერცხი+შაქარი+მარილი.
დავამატოთ მაწონი,მოურიოთ და თბილი მარგარინი ჩავასხათ.
ფქვილის დამატებით მოვზილოთ ნაზი ცომი.
სოდას რაც შეეხება 2 ვარიანტია დამატების:
1 ფქვილთან ერთად დააცერით და ისე მოზილეთ.
2. მოზილეთ ცომი სოდის გარეშე,მერე ცოტათი გასალეთ მოაყარეტ სოდა,მოახვიეთ რულეტივით.

ორივე ვარიანტი გამომიცდია და ორივე კარგია.მე ძირითადატ მეორე ვარიანტს ვიყენებ.
ცომს დავაფაროთ ტილო და თბილ ადგილას გავაჩეროთ 2 საათის განმავლობაში.
გამოვიყენოთ რვეზელებში.ეს პორცია არის ერთ თუნუქის ფურცელზე გათვლილი.

გულსართს რაც სეეხება, 2 არც თუ ისე დიდი შეკვრა ტარხუნა, 2 კვერცხი და ბლომად ყველი, ცომს ორ ნაწილად გავყოფთ, გავშლით ერთს დავაფენთ ტაფაზე, მერე გულსართი და ზემოდან მეორე ცომი, შემოვუკედავთ გვერდებს, ზემოდან გადავუსვამთ კვერცხის გული+ცოტა რძე და გამოვაცხობთ.

Posted by: annak 12 Apr 2010, 12:19
გავაკეთე "ჩიზქეიქი" ფორთოხლით
უმარტივესი რეცეპტია, ფოტოა "ჯღანი" მაგრამ დავდებ მაინც"


http://www.radikal.ru

Posted by: rtuli 12 Apr 2010, 12:40
nite
QUOTE
ცომი ღვეზელებისთვის:

გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ცომია yes.gif

annak
QUOTE
გავაკეთე "ჩიზქეიქი" ფორთოხლით
უმარტივესი რეცეპტია

მიყვარს ციტრუსის და შოკოლადის ბისვიტის შეხამება up.gif
რეცეპტიც საკონდიტრო განყოფილებაში დადე,მითუმეტეს თუ მარტივად მოსამზადებელია smile.gif

Posted by: nite 12 Apr 2010, 12:46
rtuli
QUOTE
გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ცომია 

yes.gif თან ყველა ღვეზელზე მიდის

Posted by: likaterine 12 Apr 2010, 13:56
rtuli

შენი პიცის ცომის რეცეფტი მიმითითე რა გთხოვ სადაა თუ არ დაგეზარება.

მადლობა წინასწარ

Posted by: Peppi 12 Apr 2010, 14:05
ეს ისევ შოკოლადის ლავაsmile.gif

კიდევ შოკოლადის კექსი გავაკეთე (ზეთით, ძალიან ფუმფულა), რომელიც ბარტერში მადრიდიდან ჩამოტანილ ჩორიზოში და ყველში გავცალეsmile.gif

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=181&Itemid=55

Posted by: svani67 12 Apr 2010, 14:11
მე თურქული სამჭელი მომწონს

ძალიან გემრიელია

სასუსნავები ხომ საერთოდ.


არავინ აკეთებთ თურქულ სასუსნავებს?

აი, რაღაც ფელამუშის მაგვარი საჭმელი აქვთ,

Posted by: keto22 12 Apr 2010, 14:40
კითხვა მაქვს იქნებ დამეხმაროოთ
რძე მომიტანა მამთილმა გუშინ საღამოს დილის მონაწველი ალბათ და მაცივარში მედო
ამ დილით რომ ავადუღე აიჭრა და გამოვიდა ხაჭო
მაინტერესებს ესე აჭრილი თუ ვარგა ან რაში გამოვიყენოოოო?
მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: Peppi 12 Apr 2010, 14:45
keto22
QUOTE
მაინტერესებს ესე აჭრილი თუ ვარგა ან რაში გამოვიყენოოოო?

ეს ხაჭო ვარგა კიsmile.gif
და ჩვეულებრივად შეგიძLია გამოიყენო - ანუ, ჭამო, აჭამო ბავშვს . .(თუ მაწონს აჭმევ მაგ ძროხის რძისას, არც ხაჭო აწყენს) ..
ან "ვარენიკებნი" გააკეთო, ან ხაჭაპურში გამოიყენო . .

იმ დარჩენილი სითხისგან "სველისგან" კი საუკეთესო ცომი იზილება ხაჭაპურისთვის

Posted by: keto22 12 Apr 2010, 15:13
Peppi
ბავშს კი ვაჭმევ ჩემით მომზადებულ ხაჭოს
მაწვნით ვჭრი
და ახან ესე აიჭრა მისით ვიფიქრე გაფუჭებული ხომ არ იქნებათოო
დიდი მადლობა 2kiss.gif
ვარენიკებს გაუკეთებ

Posted by: rtuli 12 Apr 2010, 16:13
likaterine
QUOTE
პიცის ცომის რეცეფტი

პიცის ცომია
გამოდის ხრაშუნა და გემრიელი ცომი:
250მლ. თბილი წყალი(ან შრატი)
2 ჩ.კ.მშრალი საფუარი
0,5 ჩ.კ. მარილი
400-450 გრ. ფქვილი
2-3 ს.კ. ღორის ქონი

გახსნი საფუარს თბილ წყალში და გააჩერებ 5 წუთს,დაამატებ ფქვილს+მარილს მოზილავ ცომს და მერე დაამატებ ქონს,ზილე იქამდე სანამ ელასტიური და ნაზი ცომი არმოიზილება.დადგი ამოსაფუებლად,მერე გამოიყენე.


მე ქონი გამოვიყენე,შეგიძლია ზეთით ჩაანაცვლო.

Peppi
QUOTE

შოკოლადის ლავა

სადისტი ხარ biggrin.gif baby.gif

QUOTE
კიდევ შოკოლადის კექსი გავაკეთე (ზეთით, ძალიან ფუმფულა), რომელიც ბარტერში მადრიდიდან ჩამოტანილ ჩორიზოში და ყველში გავცალე

smile.gif, მშვენიერი ბარტერული გაცვლა გამოგივიდა,მეც იგივეს ვიზავდი,ისე მიყვარს ყველი,ჩორიზოც კარგი რამეა up.gif

Posted by: ხორხე 12 Apr 2010, 16:14
svani67
QUOTE
მე თურქული სამჭელი მომწონს

ძალიან გემრიელია

სასუსნავები ხომ საერთოდ.

არავინ აკეთებთ თურქულ სასუსნავებს?

აი, რაღაც ფელამუშის მაგვარი საჭმელი აქვთ,

ახლა მიდევს გვერძე სასუსნავები და საშინლად ცხიმიანია


წვენი გასდის .... biggrin.gif


Posted by: annak 12 Apr 2010, 16:16
rtuli
QUOTE
რეცეპტიც საკონდიტრო განყოფილებაში დადე,მითუმეტეს თუ მარტივად მოსამზადებელია 

აუცილებლად smile.gif
ხორხე
QUOTE
საშინლად ცხიმიანია

მეც მაგიტომ არ მიყვარს smile.gif

თურქეთში ხარ?

Posted by: rtuli 12 Apr 2010, 16:18
svani67
QUOTE
არავინ აკეთებთ თურქულ სასუსნავებს?

ისეთი შრომატევადია ფახლავა,რომელზეც ჭკუა მეკეტება და პატარა ნატეხს თუ შევჭამ და 1 ლიტრა უშაქრო ჩაის დავაყოლებ მხოლოდ,ისეთი ტკბილია.ყიდვა ჯობია ან სურათით დატკბობა wink.gif
http://www.radikal.ru

Posted by: svani67 12 Apr 2010, 17:25
ხორხე
QUOTE
ხლა მიდევს გვერძე სასუსნავები და საშინლად ცხიმიანია


წვენი გასდის ....


შენ ფახლავაზე ამბობ. მე კიდევ სხვა სასუსნავებს ვგულისხმობ

რაღაცნაირი, ფელამუშის მაგვარი მასაა, სხვადასხვა ინგრედიენტებით< უგემრიელესია, ასევე მგონი მანისგან გაკეთებული პატარ-პატარ ნამცხვრებია.

თUმცა აქ მასეთEბი არ მინახავს. ნუ რახათ-ლუხუმზე ხომ არაფერს ვამბობ

და კიდევ ის მომწონს, ბრინჯის ფაფას მერე რომ წვავენ ხოლმე, დამტკბარ ვერმიშელს კიდევ.



rtuli

ჰო ძნელია ძალიან და უგემრიელესია. მაგრამ სხვაც ბევრი აქვთ. ამდენი სასუსნავი მაგათ რომ აქვთ, არ ვიცი.

ამბობენ კიდევ, რომ იტალიელებს აქვთ გასაგიჟEბელი სასუსნავები


პ.ს. ღორის ქონს რომ ხმარობ ხშირად, მანდ (Mგონი უცხოეთში ხარ ხომ) სად შოულობ და კიდევ, არ შეიძლება მაგ ქონის სხვა რამით შეცვლა ისე, რომ ეფექტი იგივე იყოს ?

შენმა გამომცხვარმა კრუასანებმა გულში დამჭრა

Posted by: t e o n a 12 Apr 2010, 17:55
QUOTE
დღეს გავაკეთე





სატაცური, კვერცხით და ამბებით... რაღაცნაირი, გემრიელი იყო.

http://www.radikal.ru

Posted by: faustina 12 Apr 2010, 17:59
Peppi
QUOTE
შოკოლადის ლავა

love.gif love.gif

QUOTE
,ჩორიზოც კარგი რამეა 

ვპიკრობ რა არის ჩორიზო ტკოო და გამახსენდა რომ ჩორისოა wink.gif
ლობიოს და ბარდეულს ანელებენ აქ ჩორისოთი smile.gif

QUOTE
ისეთი შრომატევადია ფახლავა

აქ იყიდება ძაააალიან თხელი ფენები და ყოველთვის მინდოდა ფახლავა გამეკეტებინა...
მაგრამ არ ვიციც sad.gif

ისე სიმართლე რომ გითხრათ არც გამისინჯია....

Posted by: forumeli007 12 Apr 2010, 18:06
Peppi

როგორ მოწოოონს შენი ლავააააა, სულ ლურწკები მომდის yes.gif yes.gif yes.gif ერთი სული მაქვს როდის გავაკეთებ, მაგრამ ფორმები ვერ ვიშოვე... sad.gif ლილოს ბაზრობაზე რაღაც უცნაური ტიპის ფირმები იყო, ძირი სხვანაირი ქონდა, რაღაც ფორმებიანი, და არ მომეწონა... თან კიბეებივით იყო ქვევით ძირისკენ... sad.gif ალბეთ ის ფორმები უფრო პეჩენიებისთვის გამოდგება არა???

Posted by: ხორხე 12 Apr 2010, 18:07
annak
QUOTE
მეც მაგიტომ არ მიყვარს smile.gif

თურქეთში ხარ?

არა

გუშინ ჩამოვეთრიე და ჩამოვათრიე და მეზიზღება ჩემი თავი

ქონიანია lol.gif

Posted by: tavadze 12 Apr 2010, 18:16
volli35
QUOTE
ვაიმე რა უმაგრესი და უგემრიელესი ნაყინი იყოოოოოო

მართლაც უმაგრესი ნაყინები აქვთ. up.gif
keto22
QUOTE
რძე მომიტანა მამთილმა გუშინ საღამოს დილის მონაწველი ალბათ და მაცივარში მედო
ამ დილით რომ ავადუღე აიჭრა და გამოვიდა ხაჭო

ვერ დავიჩემებ, მაგრამ, შესაძლოა, მაგისი აჭრის მიზეზი სულ სხვა იყოს, წარმოდგენაც რომ გაგვიჭირდეს, ისეთი! შესაძლოა, რძე ბუნებრივადაა ძალიან ცხიმიანი და ადუღებისას აიჭრა... baby.gif baby.gif ვერ აგიხსნი, რატომ შეიძლება ასე ხდებოდეს, მაგრამ გამოცდილებით გეუბნები.
გუშინ სიცხე კი იყო, მაგრამ არც ისეთი, დილის ნაწველს საღამომდე ვერ გაეძლო.
t e o n a
QUOTE
სატაცური, კვერცხით და ამბებით... რაღაცნაირი, გემრიელი იყო.

tongue.gif tongue.gif love.gif


Posted by: WOMAN IN LOVE 12 Apr 2010, 18:35
svani67
QUOTE
ბრინჯის ფაფას მერე რომ წვავენ ხოლმე

სუთლაჩი smile.gif
http://www.radikal.ru

Posted by: rtuli 12 Apr 2010, 18:46
svani67
QUOTE
(Mგონი უცხოეთში ხარ ხომ

ჯერ აქ ვარ smile.gif
QUOTE
არ შეიძლება მაგ ქონის სხვა რამით შეცვლა ისე, რომ ეფექტი იგივე იყოს ?

ჩვეულებრივად ზეითუნის ზეთით შეცვალე რა პრობლემაა.

t e o n a
QUOTE
სატაცური, კვერცხით და ამბებით

რა სასარგებლოა და გემრიელი up.gif

ასეთ ამინდში მხოლოდ წვნიანს თუ მოამზადებდა ადამიანი.
ბარდის წვნიანი შებოლილი შაშხის ნაჭრებით და მოხალული ნიგვზით+ალუჩაც დავამატე(დაკონსერვებული მქონდა)
http://www.radikal.ru


WOMAN IN LOVE
QUOTE
ბრინჯის ფაფას მერე რომ წვავენ ხოლმე


სუთლაჩი

არგამისინჯია.
მაგის მოსაწვავად ფარსუნკა ენდომება smile.gif

Posted by: ხორხე 12 Apr 2010, 18:53
rtuli
QUOTE
ასეთ ამინდში მხოლოდ წვნიანს თუ მოამზადებდა ადამიანი. ბარდის წვნიანი შებოლილი შაშხის ნაჭრებით და მოხალული ნიგვზით+ალუჩაც დავამატე(დაკონსერვებული მქონდა)

user.gif

ეუფ

Posted by: rtuli 12 Apr 2010, 18:56
ხორხე
QUOTE
ეუფ

თურქულ ცხიმიან სასუსნავებს შეეშვი და მოიმზადე ცხელი წვნიანი,ვოტ smile.gif

Posted by: svani67 12 Apr 2010, 18:58
QUOTE (WOMAN IN LOVE @ 12 Apr 2010, 18:35 )
svani67
QUOTE
ბრინჯის ფაფას მერე რომ წვავენ ხოლმე

სუთლაჩი smile.gif
http://www.radikal.ru

აუუუ როგორ მიყვარს


მარა ერთხელ ვიკითხე როგორ აკეთEბთ მეთქი და თურქის გამყიდველმა დამტვრეული ქართულით მითხრა:

ქანიმ შენ ოღოდნ აქ მოდი ხოლმე და მე სულ ახალ-ახალს გაგიკეთEბო lol.gif user.gif

Posted by: ხორხე 12 Apr 2010, 19:05
rtuli
QUOTE
თურქულ ცხიმიან სასუსნავებს შეეშვი და მოიმზადე ცხელი წვნიანი,ვოტ smile.gif

სამსახურში უნდა ვეგდო ათამდე

თან გადამყვებიან user.gif

Posted by: rockataka 12 Apr 2010, 19:12
nite
QUOTE
ეს ცომი, რთულის რეცეპტით პირდაპირ დავაკოპირე

მადლობა, შენც და რთულსაც! 2kiss.gif

t e o n a
QUOTE
სატაცური, კვერცხით და ამბებით... რაღაცნაირი, გემრიელი იყო.

ეჭვიც არ მეპარება smile.gif

rtuli
QUOTE
ისეთი შრომატევადია ფახლავა

up.gif

QUOTE
ბარდის წვნიანი შებოლილი შაშხის ნაჭრებით და მოხალული ნიგვზით+ალუჩაც დავამატე(დაკონსერვებული მქონდა)

უხხხ

QUOTE
ასეთ ამინდში მხოლოდ წვნიანს თუ მოამზადებდა ადამიანი.

ცივა? smile.gif

Posted by: n_j 12 Apr 2010, 19:21
Peppi
QUOTE
ეს ისევ შოკოლადის ლავა

ძალიან შთამბეჭდავია! მეც ვგეგმავ და ვერ განვახორციელე ჯერ

Posted by: WOMAN IN LOVE 12 Apr 2010, 20:16
svani67
ნახევარ ჭიქა ბრინჯს მოხარშავ 2 ჭიქა წყალში, წყალს რომ დაიშრობს, დაამატე 1 ლ. რძე, 1 ჭიქა შაქარი, ვანილი და კიდევ კარგად ხარშე დაბალ ცეცხლზე (ასე 20 წუთი). ამასობაში ცალკე ცოტაოდენ წყალში გახსენი 2-3 სუფრის კოვზი სახამებელი და დაუმატე ბრინჯს, თან 5 წუთის განმავლობაში ურიე. შემდეგ ამ მასას გადაიტან თიხის ცეცხლგამძლე ჯამებში და შედგამ ღუმელში smile.gif შეგიძლია ცივადაც მიირთვა, ღუმლის გარეშე. თავს სპეციალური ხელსაწყოთი უბრაწავენ, მაგრამ ამისთვის გრილის ჩართვაც გამოდგება.

Posted by: svani67 12 Apr 2010, 20:20
WOMAN IN LOVE


მადლობა smile.gif

პრინციპშI ბრინჯის ფაფა ყოფილა, ოღOნდ ეგაა, სახამებელს არ ვუკეთEბ ხოლმე

მაცივარში ვდგამ და მაგრად გაციებულს კარგი გემო აქვს, ნაყინივითაა


აბა ასეთი სასუსნავის მოყვარული ვინ ხართ??

მეტად უბრალოა,მაგრამ მე ძალიან მიყვარს

მაკარონის ფაფას ვაკეთებ სგუშონით, ოღOნდ სქელს

და მერე კარაქში ვწვავ.

ძალიან გემრიელია, ბევრ ნამცხვარს მირჩEვნია


Posted by: ninu_ka 12 Apr 2010, 20:25
annak
ჩიზ ქეიკის რეცეპტი შეგიძლია დაწერო? smile.gif

Posted by: shumeri 12 Apr 2010, 20:36
rtuli
გამარჯობა, როგორ ხარ.....
ერთი შეკითხვა მაქვს სოსისის წვნიანთან დაკავშირებით, მაინტერესებს "მონადირული" ძეხვია თუ სოსისი....
მე ამ სახელწოდების ძეხვი ვიცი და სოსისი არ გამიგია, შენ კი სოსისი გიწერია, რომელი უნდა ვიხმარო?

Posted by: rtuli 12 Apr 2010, 21:02
shumeri
QUOTE
გამარჯობა,

გაგიმარჯოს 2kiss.gif
QUOTE
მაინტერესებს "მონადირული" ძეხვია თუ სოსისი....

თხელებია ეგ ,,მონადირული,, და ჩავთვალე რომ სოსისია smile.gif



rockataka
QUOTE
QUOTE
ასეთ ამინდში მხოლოდ წვნიანს თუ მოამზადებდა ადამიანი.


ცივა?

ცრის და ცივა,სინესტეს ვერ ვიტან user.gif

Posted by: volli35 12 Apr 2010, 22:11
marilis
QUOTE
ცომი ცოტა შეათხელე,

თხელი ცომით კარგია ... მაგრამ მე ასევე გამისინჯავს მალტაზე პიცერიაში სქელ ცომიანი პიცა და ისიც მაგარი იყო ....
* * *
Moreira
მომწონს შენი პიცა ... თუნდაც იმიტომ რომ პიცა მიყვარს ყველა ბრუნვაში გარდა ზღვის პროდუქტიანებისა
n_j
მადლობა რეცეპტისთვის .... გამოვაცხობ მეც და გავიმარიაჟებ თქვენთანmarilis
QUOTE
ჰო, ნაყინი ნამდვილად ვერ მოგბეზრდება

კიიი თან გაგვაფრთხილეს ოჯახის ნაყინი მიირთვითო და ... ნუ ეს იყო დაუვიყყარი რამ ...


Posted by: marilis 12 Apr 2010, 22:24
volli35
QUOTE
თხელი ცომით კარგია ... მაგრამ მე ასევე გამისინჯავს მალტაზე პიცერიაში სქელ ცომიანი პიცა და ისიც მაგარი იყო ....

იგივეა, რაც ხაჭაპური სქელი ცომით, ანუ გასინჯვით ბევრგან გასინჯავ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ კარგია
QUOTE
მადლობა რეცეპტისთვის .... გამოვაცხობ მეც და გავიმარიაჟებ თქვენთანmarilis

ვიქნები გულახდილი, ცხოვრებაშI არ გამომიცხვია პიცა biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: Miss_Nata 12 Apr 2010, 22:34
ჩემო კეთილო კულინარებო,შეკითხვა მაქვს ერთი,ჩიზქეიქის გაკეთება რომელი ყველით შეიძლება?? მგონი ფილადელფიაო ხომ?? კიდევ რომლით გაგიკეთებიათ, ჩვენს ქართულ რეალობაში,იქნებ დამეხმაროთ,.smile.gif

Posted by: lelukaa 12 Apr 2010, 22:53
Miss_Nata
ძირითადად ვალიოს ნაღებით ან უცხიმო არაჟნით ვაკეთებ მე!

აი დღევანდელი ჩიზი
http://www.radikal.ru

Posted by: volli35 12 Apr 2010, 23:10
marilis
QUOTE
იგივეა, რაც ხაჭაპური სქელი ცომით, ანუ გასინჯვით ბევრგან გასინჯავ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ კარგია

არა არა აშკარად არ იყო ეგეთი .... ნუ საკმაოდ მეგემრიელა .... თხელცომიანს რომ არ შევადარებ ეს უდაოა. მაგრამ ნუ ისიც კარგია .... მასე მე აქ Fანტასტიკოს პიცას ვერ მირჩევნია ვერც იტალიაში გასინჯულები და ვერც თბილისის სხვა პიცერიების .... ნუ ისე გემოვნების ამბავია ყველაფერი რა თქმა უნდა





უი და რა მინდა გკითხოთ .... რამისაა ყოველდღე რომ რაღაცას აცხობთ და აგემოვნებთ საკუთარი ზომა-წონის ამბავი როგორ გაქვთ??? .. მე ვეღარ ვBედავ ხშირად ცხობას

Posted by: ბესიკის26 12 Apr 2010, 23:13
rtuli
QUOTE
ალბათ თესავთ არა?
წარმომიდგენია რა გემრიელი სურნელი ექნებოდა

კი,ვთესავთ.წელს იყო I მოსავალი.ეზოში გამოუყენებელი სულ პატარა მიწის ნაკვეთი გვაქვს და ამაზე "დავასაქმეთ".გადაჭრილ ხის მურებზე ითესება ერთხელ და მერე 4,5 წელი მოსავალს იღებ გაზაფხულზე და შემოდგომაზე.მართლა არომათული სოკოა .

Posted by: Miss_Nata 12 Apr 2010, 23:37
lelukaa
დიდი მადლობა.ეს ვალიოს ნაღები ჩვეულებრივად ნაღების სახე აქვს თუ მდნარი ყველი იგულისხმეთ ვალიოს/???

Posted by: rtuli 13 Apr 2010, 00:02
ბესიკის26
QUOTE
მოსავალს იღებ გაზაფხულზე და შემოდგომაზე.მართლა არომათული სოკოა .

მოსავლის ასაღებად გამოგივლი დასახმარებლად biggrin.gif smile.gif




მოვამზადე ხაჭოს პასკა-დესერტი-სურპრიზით bis.gif
სურათები,დეგუსტაცია და შინაგანი სამყარო ხვალ იქნება yes.gifინტრიგანისსმაილიკი wink.gif

Posted by: faustina 13 Apr 2010, 00:04
ვაახ, დღეს ჩისქეიქების დღე გვაქვს smile.gif

ათასნაირი ჩისქეიქი არსებობს და ათასნაირი მომზადების წესით...
დღეს ეს გავაკეთე პირველად, მსვენიერი გამომივიდა smile.gif

სხვა დროს სხვანაირი რეცეპტით მოვამზადებ....


იმედია მოგეწონებათ smile.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


Posted by: rtuli 13 Apr 2010, 00:08
faustina
QUOTE
იმედია მოგეწონებათ

help.gif cry.gif up.gif tuk.gif

Posted by: faustina 13 Apr 2010, 00:32
rtuli
2kiss.gif 2kiss.gif

ninu_ka

http://forum.ge/?showtopic=34069529&view=findpost&p=19012925
smile.gif

Posted by: Moreira 13 Apr 2010, 00:50
faustina
ვსიო... ამოვწყდი sad.gif ვაიმე, ეს რა მაგარი რამე დადე..
ა, უი, დაგიდია რეცეპტი

ამ ნაღებს ვერსად ვშოულობ : ((

სად ვიშოვო ნაღები?

Posted by: djindjidrinji 13 Apr 2010, 01:07
marilis
QUOTE
იგივეა, რაც ხაჭაპური სქელი ცომით, ანუ გასინჯვით ბევრგან გასინჯავ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ კარგია


ვისაც მოსწონს, იმისთვის კარგია smile.gif გემოვნების ამბავია.

Posted by: tikunia-teiko 13 Apr 2010, 01:08
QUOTE
იმედია მოგეწონებათ


მომეწონა კი არა შეჭმა მომინდა, მიყვარს baby.gif 2kiss.gif

Posted by: natali kalandadze 13 Apr 2010, 08:23
დილა მშვიდობისა smile.gif
საუზმე

Posted by: HoNeY 13 Apr 2010, 08:46
natali kalandadze
მუღამზე მოხვედი ხო აქ ფოტოების დადების? tongue.gif


მოკლედ 3დღის უკან მივიღეთ ამანათი ავსტრალიიდან, დედამისმა გამოგვიგზავნა რაღაც იქაური სუნელები, ხო და მომიმზადა ქათამი, რომელიც ძააალიან გემრიელი იყო.

კეთებისას
http://www.radikal.ru

ეს კიდე უკვე მზა
http://www.radikal.ru


ცუხელ კიდე ასევე თავისი დის გამოგზავნილი "რაღაც-რუღაცეებში" იყო ბევრი ნახევრად მზა დანამატებები და მოვამზადეთ "beef stoganoff"-ი, რაზეც იმენო გავაფანატე

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
ნუ რა თქმა უნდა ხორცზე ტვინი შემიჭამა sad.gif ეგეთი მაგარი კუნღიანი კორცი ჯერ არ მინახავსო და 10დან 7ად შეაფასა კერძი, რაც გაცილებით მეტი ქულის ღირსი იყო, მხოლოდ და მხოლოდ კორცის გამო ( ჯერ ხომ დავხოცეთ ერთმანეთი პოპულსი კორცის შერჩევისას, გამყიდველს ტვინი წაუღო

Posted by: sad_lucky 13 Apr 2010, 09:25
Peppi
შოკოლადის ლავა პორციიდან რამდენი გამოდის?

Posted by: natali kalandadze 13 Apr 2010, 10:41
Peppi
და აქვე, ლილოში ვერ წავალ ფორმების საყიდლად და ქალაქში არსად არ იყიდება?

Posted by: mariaa 13 Apr 2010, 11:30
მიყვარს როდესაც ბევრი რამ მხვდება დასათვალიერებელიიი..მაგრები ხართ bis.gif

http://www.radikal.ru
* * *
http://www.radikal.ru

Posted by: annak 13 Apr 2010, 11:41
გუშინ გამოვცადე კექსის ახალი ფორმა და გავაკეთე ჟოლოს იოგურტიანი კექსი smile.gif

http://www.radikal.ru

Posted by: nite 13 Apr 2010, 11:49
mariaa
ეგ შოკოლადისფერი რისი ნამცხვარია?

Posted by: n_j 13 Apr 2010, 11:58
faustina
QUOTE
იმედია მოგეწონებათ

რატომღაც რომ არ მოგვეწონოს! ულამაზეს (და ალბათ უგემრიელესსაც) საჭმელებს აკეთებ!

ჩვენთანაც ვნახე მარწყვი ბაზარში ორი დღის წინ, მაგრამ არ ვყიდულობ ჯერ sad.gif არა და როგორ მიყვარს

დღეს ვგეგმავ კიშ ლორენის და იუზერ მარიას ერთ-ერთი კერძის გაკეთებას, მაკარონით და ფარშით რომაა, სახელი დამავიწყდა, ეხლა მოვძებნი რეცეპტებშI

Posted by: mariaa 13 Apr 2010, 12:02
n_j
QUOTE
ჩვენთანაც ვნახე მარწყვი ბაზარში ორი დღის წინ, მაგრამ არ ვყიდულობ ჯერ

ორჯერ ვიყიდე და შევჩერდი,რადგან გემო არანაირი..ზოგჯერ კარგია როდესაც ძალიან გენატრება..
აი მაისში სულ სხვა გემო ექნება love.gif
* * *
nite
QUOTE
ეგ შოკოლადისფერი რისი ნამცხვარია?

მოსაიკო..მარტივი და სწრაფიი smile.gif
n_j
QUOTE
მაკარონით და ფარშით რომაა, სახელი დამავიწყდა, ეხლა მოვძებნი რეცეპტებშI

პასტიციო ხომ?

Posted by: n_j 13 Apr 2010, 12:07
mariaa
QUOTE
პასტიციო ხომ?

ჰოო, ზუსტად! ეხლა ხორცს ვადნობ მიკროტალღურში და აქ შემოვიხედე მანამდე რეცეპტისთვის smile.gif

Posted by: mariaa 13 Apr 2010, 12:20
n_j
იმედია შეგიყვარდება ჩემსავით biggrin.gif

Posted by: nite 13 Apr 2010, 12:25
mariaa
QUOTE
ეგ შოკოლადისფერი რისი ნამცხვარია?


მოსაიკო..მარტივი და სწრაფიი 

რეცეპტიიიიიი პლზ

Posted by: mariaa 13 Apr 2010, 13:03
nite

მოსაიკო

მასალა:
250გ კარაქი
8ს/კ კაკაო
1 სგუშონი
1ჭიქა ნიგოზი(ქიშმიში)
1 შეკვრა ორცხობილა(http://www.radikal.ru)

ქვაბში ჯერ კარაქს გაადნობ და დაუმატებ სგუშონს,კაკაოს,ნიგოზს.
გადმოდგამ ცეცხლიდან,ხელით ერთიანად ჩაატეხავ ორცხობილებს,აურევ..
გადმოიღებ სამზარეულოს ცელოფანზე თუ რაც ქვია, მიცემ მოგრძო ფორმას..გადაატრიალ-გადმოატრიალებ და ისევ შეახვევ კალკაში მჭიდროდ.4-5საათი მაცივარში და მზად არის დასაჭრელად.
enjoy...

Posted by: ბესიკის26 13 Apr 2010, 13:03
rtuli
tuk.gif love.gif სტუმარი ღვთისაა

Posted by: nite 13 Apr 2010, 13:07
mariaa
QUOTE
გადმოდგამ ცეცხლიდან,ხელით ერთიანად ჩაატეხავ ორცხობილებს,აურევ..

ორცხობილა ალბათ ცივში უნდა ჩავაყარო, თუ ცხელშიც შეიძლება?

Posted by: mariaa 13 Apr 2010, 13:17
nite
QUOTE
ორცხობილა ალბათ ცივში უნდა ჩავაყარო, თუ ცხელშიც შეიძლება?

თუხთუხი არც უნდა უბრალოდ როგორც კი კარაქი გადნება და ყველაფერს ჩაუმატებ,ერთხელ ამოურევ,გამოურთავ ცეცხლს და მაშინვე ჩაატეხავ..














სგუშონი=შესქელებული რძე lol.gif

Posted by: faustina 13 Apr 2010, 13:31
mariaa
პეჩენიების "ძეხვი" smile.gif
აქ მასე ეძახიან smile.gif

n_j
QUOTE
ჩვენთანაც ვნახე მარწყვი ბაზარში ორი დღის წინ, მაგრამ არ ვყიდულობ ჯერ  არა და როგორ მიყვარს

ეს კარგი გამოდგა, ტკბილი და გემოც ქონდა, არა ისეთი როგორც ივლისის მარწყვებია, მაგრამ ამ პერიოდისტვის, მშვენიერი იყო smile.gif



Posted by: mariaa 13 Apr 2010, 13:45
faustina
QUOTE
პეჩენიების "ძეხვი" 
აქ მასე ეძახიან

კი,და საქართველოშიც მგონი smile.gif

Posted by: Peppi 13 Apr 2010, 14:13
sad_lucky
QUOTE
შოკოლადის ლავა პორციიდან რამდენი გამოდის?

ბევრი, ზუსტად არ ვიციsmile.gif
ასე 20 ცალი ალბათ, მე ვყოფ 3-4 ნაწილად, ვდებ კულინარიულ კონტეინერებში და ვდებ საყინულეში . .
მერე დრო და დრო ვაცხობ, ნუ ჯერ ლღვება. ეს ცომი 1 თვის წინ მოვამზადე.

natali kalandadze
QUOTE
და აქვე, ლილოში ვერ წავალ ფორმების საყიდლად და ქალაქში არსად არ იყიდება?

არ ვიცი, მე საქართველოში არ მიყიდია .. .
* * *
faustina
QUOTE
დღეს ეს გავაკეთე პირველად, მსვენიერი გამომივიდა

კლასიკააsmile.gif

შენს საიტზე "ვიკარგები", რომ შევდივარ, ზღაპარში მგონია თავი, ძალიან მომწონსsmile.gif

mariaa
QUOTE
მოსაიკო

ეგ პირველად და უკანასკნელად არტეკში გავსინჯე . .
საერთდ არ ვეკარებოდი ტკბილეულს და ისე ვიყავი დამშეული - კი შევჭამე 1 ნაჭერიsmile.gif

(პ.ს. საჭმელი კი იყო ნაირ-ნაირი) მე არ ვჭამდი რატომღაც(:

Posted by: rtuli 13 Apr 2010, 15:10
ჯასტ ხაჭოს პასკა სურპრიზით smile.gif
http://pix.ge/
ესეც სურპრიზი
http://pix.ge/

პ.ს. შვილმა საუკეთესო დედიკოთ მაღიარა bis.gif

Posted by: trendy 13 Apr 2010, 15:14
rtuli
QUOTE
პ.ს. შვილმა საუკეთესო დედიკოთ მაღიარა

ჩვენც yes.gif

Posted by: tavadze 13 Apr 2010, 15:14
natali kalandadze
QUOTE
Peppi
და აქვე, ლილოში ვერ წავალ ფორმების საყიდლად და ქალაქში არსად არ იყიდება?

გლდანში, ბაზრობა სადაცაა, ზუსტად ხორცის სექციის უკან დიდი მაღაზიაა. ისეთი ფასებია, ლილოში არც ღირს გასვლა იმ სიშორეზე. თან, ყველაფერი კარგი აქვთ. ნუ, მე რაც ვიყიდე, ყველაფრის კმაყოფილი ვარ.
ამას წინათ ვაგზალზეც ვნახე მაღაზია მნართლაც ლიოს ფასებსი, მაგრამ იმათი საქონელი არ ვიცი, არ შემიძენია, ეს კი მართლა კარგია. თან, სამზარეულოს ჭურჭელულის დიდი არჩევანია.
rtuli
QUOTE
პ.ს. შვილმა საუკეთესო დედიკოთ მაღიარა

შენ არ გინდა, საუკეთესო შვილობილად მაღიარო? biggrin.gif მაგ სასუსნავებს ყველას არ შეგიჭამთ - სახალხოდ გპირდებით. biggrin.gif

Posted by: Luchia 13 Apr 2010, 15:20
rtuli
QUOTE
პ.ს. შვილმა საუკეთესო დედიკოთ მაღიარა

საუკეთეზოზე საუკეთესო ხარ up.gif 2kiss.gif



არადა როგორ დიეტაზე ვარ...სასწრაფოდ გავიდე თორე გული წამივა biggrin.gif

Posted by: djindjidrinji 13 Apr 2010, 15:30
rtuli
QUOTE
ჯასტ ხაჭოს პასკა სურპრიზით


კრუნჩხვებში ვარ. რეცეპტი !!

Posted by: annak 13 Apr 2010, 15:33
djindjidrinji
QUOTE
კრუნჩხვებში ვარ

გეთანხმები
მართლა სიურპრიზი იყო- ნამდვილი "შოკი" biggrin.gif
QUOTE
რეცეპტი

+1

Posted by: n_j 13 Apr 2010, 15:40
rtuli
QUOTE
ჯასტ ხაჭოს პასკა სურპრიზით

თამარ ღლონტის თქმისა არ იყოს, საერთოდ რას შემოვდიოდი, ამეშალა ნერვები biggrin.gif

ნუ იქნები ასეთი სასტიკი, აქ მშიერი ხალხი შემოდის biggrin.gif

Posted by: tikunia-teiko 13 Apr 2010, 15:52
QUOTE
ჯასტ ხაჭოს პასკა სურპრიზით



ვაუ, რა მაგარია. თქვენი შვილი აბსოლუტურად მართალია, სუპერ დედიკოოოო ხართ 2kiss.gif

Posted by: rtuli 13 Apr 2010, 15:58
tavadze
QUOTE
შენ არ გინდა, საუკეთესო შვილობილად მაღიარო?

საუკეთესო შვილობილად rolleyes.gif
ჩაგწერე სიაში,ბოლოდან პირველი ხარ biggrin.gif 2kiss.gif


QUOTE
კრუნჩხვებში ვარ. რეცეპტი !!

smile.gif

მარტივი რეცეპტია+საინტერესო.
გულსართი ალუბალი წითელ ღვინოში ჩახარშული და ხაჭო ნაღებიანი მოხარშული კრემის მაგვარი მასით შენელებული yes.gif
არგეტყვით,არა ვერ გეტყვით რა გემო აქვს, ეს უნდა თავად გასინჯოთ smile.gif
რეცეპტი კი აქ დავდე,ნათიას (Peppi) ბლოგზე მინდოდა რამე განსაკუთრებული დამედო yes.gif
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=237&Itemid=55

Posted by: djindjidrinji 13 Apr 2010, 16:02
rtuli

არაო,”ბოდიშით ეს რეცეპტი მიუწვდომელია”-ო.

Posted by: WOMAN IN LOVE 13 Apr 2010, 16:14
rtuli
QUOTE
არგეტყვით,არა ვერ გეტყვით რა გემო აქვს, ეს უნდა თავად გასინჯოთ

ხვალამდე თუ შემინახავ, ასეც მოვიქცევი user.gif

Posted by: nite 13 Apr 2010, 16:15
faustina
QUOTE
პეჩენიების "ძეხვი" 
აქ მასე ეძახიან

მასეთ ძეხვს დედაჩემი ჩემს ბავშვობაში აკეთებდა, ოღონდ მთლიანად გამოტარებული ორცხობილით აკეთებდა, და რამდენადაც მახსოვს კარაქი არ სჭირდება.

Posted by: ninoma 13 Apr 2010, 16:16
rtuli
up.gif up.gif love.gif

Posted by: rtuli 13 Apr 2010, 16:18
djindjidrinji
QUOTE
არაო,”ბოდიშით ეს რეცეპტი მიუწვდომელია”-ო.

ნათია არედაკტირებს და მერე გაიხსნება საიტზე yes.gif
თუ ვერ ითმენ პმით გამოგიგზავნი რეცეპტს 2kiss.gif


WOMAN IN LOVE
QUOTE
ხვალამდე თუ შემინახავ, ასეც მოვიქცევი

rolleyes.gif
ვერ შეკპირდები,დღეს გამოდი+ყავაც მაქვს yes.gif

Posted by: djindjidrinji 13 Apr 2010, 16:32
rtuli
QUOTE
თუ ვერ ითმენ პმით გამოგიგზავნი რეცეპტს


PMით ერთი ნაჭრის გამოგზავნა რომ შეიძლებოდეს, ვიტყოდი ვერ ვითმენ მეთქი biggrin.gif

Posted by: faustina 13 Apr 2010, 16:40
Peppi
QUOTE
შენს საიტზე "ვიკარგები", რომ შევდივარ

უიი, ამ საიტზე ..., აღარ შეხვიდე, biggrin.gif სხვას ვაკეთებ და ეს მიტოვებული მაქვს, რა დღეშია არც ვიცი ... sad.gif
rtuli
QUOTE
ჯასტ ხაჭოს პასკა სურპრიზით

მმმმმმმნია მნიაააააააა ( როგორც ჩემი შვილი იტყოდა გემრიელ საQმელზე ) smile.gif
მაგარია smile.gif

Posted by: bancala 13 Apr 2010, 17:39
rtuli
არ გინდა მიშვილო??? http://www.SmileS.Ge

:დორბლდორბლდორბლდორბლ:


პ.ს. სადაა რეცეპტი?? http://www.SmileS.Ge

Posted by: n_j 13 Apr 2010, 17:40
djindjidrinji
QUOTE
არაო,”ბოდიშით ეს რეცეპტი მიუწვდომელია”-ო.

უკვე მისაწვდომიაsmile.gif

Posted by: Peppi 13 Apr 2010, 18:00
rtuli
ე.ი. სულ არ გეცოდებით ხო?smile.gif

შევძზვერი კომპში, მარა რა ხეირი . . (:

n_j
2kiss.gif

faustina
QUOTE
სხვას ვაკეთებ

უი, მე კიდევ დარეკლამებას ვაპირებდიsmile.gif

მოთხრობისთვის მაინც შევალsmile.gif



Posted by: likaterine 13 Apr 2010, 18:02
rtuli
QUOTE
ჯასტ ხაჭოს პასკა სურპრიზით


ძაან მაგარია, ცუდად გავხდი.

მარა ამჯერად ისევ პიცის ამბავში ვარ smile.gif სოუსი როგორ გავაკეთო გეხვეწები მასწავლე რა და კიდევ ქამა სოკო წინასწარ მომზადებული უნდა დავდო ცომზე თუ უმი, ძაან ჩაინიკი ვარ არასოდეს გამიკეთებია არადა მიყვარს smile.gifცხობას რამდენი ხანი სჭირდება და რამდენ გრადუსზე? ხო ცომი მოვზილე შრატზე, ოღონდ ზეთით, იმედია ამოვა.

Posted by: Peppi 13 Apr 2010, 18:10
likaterine
QUOTE
სოუსი როგორ გავაკეთო გეხვეწები მასწავლე რა

სანამ ნინო მოვა, მეც დავწერ, ყველაზე პოპულარული რეცეპტია ეს ამ საიტზე

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=57&Itemid=55

იქვე წერია, თუ ნივზიან-ზეთიან მასას მოუსმევ ჯერ ცომს და მერე პამიდორის სოუსს, ძალიან გააგემრიელებსsmile.gif

სოკო კი ხახვთან ერთად მოთუშულიც შეგიძლია დადო, ან პირდაპირ კონსერვის ქილიდან ამოიღო, გაწურო და დაადო . .
ან სულაც უმი დაჭრა და დააწყო . . . ბევრ პიცერიაში ასე უმად ადებენ სულ ზემოდან და იბრაწება .. ქამა სოკო უმადაც ხომ იჭმება . .

ხო, ცხვება რაც შეიძლება მაქსიმალურ ტემპერატურაზე, შუაში დადე ან შუას ცოტა ქვემოთ და ორივე პოზიცია ჩართე თუ აქვს, გრილი არა ოღOნდ.


Posted by: likaterine 13 Apr 2010, 18:13
Peppi

დიდი მადლობა გაიხარეე
2kiss.gif

Posted by: faustina 13 Apr 2010, 18:17
Peppi
QUOTE
მოთხრობისთვის მაინც შევალ

უიიი, ეს მოთხრობაც სუულ დამავიწყდა love.gif love.gif
არადა მაგის დავიწყება როგორ შეიძლებოდა... მეგობარმა სიყვარულით მომიძღვნა...
ახალშიც დავდებ smile.gif
დიდი მადლობა რ ომ შემახსენე smile.gif

Posted by: tasikuna-taso 13 Apr 2010, 18:25
QUOTE
მოსაიკო

მასალა:
250გ კარაქი
8ს/კ კაკაო
1 სგუშონი
1ჭიქა ნიგოზი(ქიშმიში)
1 შეკვრა ორცხობილა



ერთი შეკვრა ორცხობილა დაახლოებით რამდენი გრამია, ვერ მეტყვი?

Posted by: rtuli 13 Apr 2010, 18:36
likaterine
პეპიმ დაგიწერა და მე მხოლოდ სოუსის მომზადებას დაგიწერ:
პამიდორს დამდუღრავ,კანს გააცლი+დაჭრი(ზედმეტი წვენი რომ გადაუღვარო აჯობებს,ნაკლები დრო დაგჭირდება დუღილისთვის),ადუღებ ცოტახანს.
ნიორს დანაყავ+ცოტა ხმელი ქინძი უხდება+ბაზილიკი მშრალი(თუ არაგაქვს არაა პრობლემა),ჩაუშვებ პამიდორში და ცოტა ტომატ პასტაც დაამატე,მარილით გააგემრიელე.მზად არის.
ზოგი მოშუშულ ხახვს ამატებს,მე ზედმეტად ვთვლი რატომღაც smile.gif.
ცოცხალი პამიდვრის მაგივრად,პამიდორი დაკონსერვებული წავა.
თუ ეგაც არ გაქვს, ტომატ პასტა შეანელე სოუსის მასამდე მიიყვანე წყლის დამატებით და გამოიყენე smile.gif.

სოკოს მე უმს ვხმარობ,ქამა სოკო და ხის სოკო არაა საშიში,ოღონდ ცოტა სქლად დაჭერი თორე ცხობისას თხელი ნაჭრები შრებიან და გემო ეკარგებათ.



Peppi
QUOTE
შევძზვერი კომპში, მარა რა ხეირი

შენს ბლოგზე სურათების გადიდების მომენტი მომწონს ძალიან,ყველაფერი ისე იშლება და ისე ჩანს, თითქოს ცხვირწინ გედოს.
წარმომიდგენია როგორ შეძვერი კომპში biggrin.gif

Posted by: tikunia-teiko 13 Apr 2010, 18:39
რთული

ხაჭოს პასკის რეცეპტში ნაღები რამდენ პროცენტიანი უნდა?

Posted by: rtuli 13 Apr 2010, 18:42
tikunia-teiko
QUOTE
ხაჭოს პასკის რეცეპტში ნაღები რამდენ პროცენტიანი უნდა?

მე 20 % მქონდა და მშვენივრად გამოვიყენე.
20% და ზევით ყველა ნაღები წავა.
* * *
bancala
QUOTE
არ გინდა მიშვილო???

smile.gif

რა გავიფიქრე იცი,იმდენი დამტირებელი რამდენიც მე მეყოლება არავის ეყოლება biggrin.gif

აქ დავდე რეცეპტი:
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=237&Itemid=55

Posted by: Peppi 13 Apr 2010, 18:57
rtuli
QUOTE
წარმომიდგენია როგორ შეძვერი კომპში

ოხ, რა გეკუთვნის რომ იცოდე. . მინდა, მინდაsmile.gif

ეს "სიროკის" გემოზე იქნება ხო?
ელენე უყვარს, ძვლივს რაღაც მოსწონს და რამდენი ვიყიდეთ აქ - მემგონი იმდენჯერ მოიწამლა . .
გამოვა, ხო? - გამახარეsmile.gif

Posted by: rtuli 13 Apr 2010, 19:04
Peppi
QUOTE
ეს "სიროკის" გემოზე იქნება ხო?
ელენე უყვარს, ძვლივს რაღაც მოსწონს და რამდენი ვიყიდეთ აქ - მემგონი იმდენჯერ მოიწამლა . .
გამოვა, ხო? - გამახარე

გახარებ და ვადასტურებ!
ჩემმა შვილმა როგორც კი გასინჯა ეგრევე იყვირა სიროკიაო smile.gif
ერთი ნაჭერი საყინულეში შემაგდებინა smile.gif ჩაციებული უყვარს.
შენ პატარა ნაჭრები დაჭერი,მერე შოკოლადში ამოავლე და ცოტახნით გააცივე,შოკოლადმა რომ შეკრას.
სიროკი იქნება.
გულსართად კი თუ უყვარს მოხარშული სგუშონიც წავა და კიდევ უამრავი რამ.
შენ არ შეგეშლება,ფანტაზია უსაზღვროა wink.gif


Posted by: Peppi 13 Apr 2010, 19:29
rtuli
ვახ, რა კარგიაsmile.gif

QUOTE
გულსართად კი თუ უყვარს მოხარშული სგუშონიც წავა და კიდევ უამრავი რამ.

დამცინი ხოო?
სასტიკი უარი მტკიცა . .

პს. ეხლა დაიწყო ჭამა, მიას რომ უყურებს - სირცხვილის გრძობამ შეაწუხა და ჭამს რაღაცეებსsmile.gif
საცივი მოსწონს ახალი წლის მერე და საცივის ხათრით ჩიხირთმაც ჭამა . . მოტივაცია - იგივე საცივია, ნიგოზის გარდა-თქო და ასე გავასინჯე . .
აი, გასინჯვითაც კი არ იკადრებს გასინჯვას, თუ გადაწყვიტა რომ არ მოეწონება(:

ჩემი შვლი როგორ არის ასეთი "უჯიშო" ჭამაში არ ვიცი რა . .

Posted by: fermina 13 Apr 2010, 19:35
ქათმის ფილეებით რა მოვამზადო გემრიელი? ერთი ვარიანტია აქვე ნანახი სულგუნისა და მწვანე ხახვის გულსართით, სხვა არ ვიცი....

Posted by: Peppi 13 Apr 2010, 19:59
fermina
QUOTE
ქათმის ფილეებით რა მოვამზადო გემრიელი? ერთი ვარიანტია აქვე ნანახი სულგუნისა და მწვანე ხახვის გულსართით, სხვა არ ვიცი....


აი, აქ ნახე, ბევრიაsmile.gif
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewcategory&category_id=36&Itemid=55

აი, ძალიან მარტივია და გემრიელი - http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=80&Itemid=55

Posted by: fermina 13 Apr 2010, 20:02
QUOTE (Peppi @ 13 Apr 2010, 19:59 )
fermina
QUOTE
ქათმის ფილეებით რა მოვამზადო გემრიელი? ერთი ვარიანტია აქვე ნანახი სულგუნისა და მწვანე ხახვის გულსართით, სხვა არ ვიცი....


აი, აქ ნახე, ბევრიაsmile.gif
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewcategory&category_id=36&Itemid=55

აი, ძალიან მარტივია და გემრიელი - http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=80&Itemid=55

2kiss.gif გაიხარე, დიდი მადლობაააააა...
* * *
ესე იგი კომბინაცია მოვიფიქრე ქათმის ოჯახურის და სულგუნის სატენის, ანუუ ოჯახურის რეცეპტის მიხედვით გავუკეთებ სოუსს, მაიონეზით და ნივრით, ამოვავლებ, ნაჭრებს ჩავჭრი დანით და სულგუნით და მწვანე ხახვის სატენით ამოვავსებ, სოკოც მოუხდება ჩემი აზრით, და ისე შევწვავ smile.gif

Posted by: shumeri 13 Apr 2010, 20:15
rtuli
QUOTE
ჯასტ ხაჭოს პასკა სურპრიზით

ვაუ, მაგარია.......
თუმცა შენგან აღარაფერი მიკვირს, სასწაული გოგო ხარ, სასწაული....

Posted by: წკაპო 13 Apr 2010, 21:02
დღეს არ გაგვიკეთებია, კვირას ვიხინკლავეთ.
პატარა კოლაჟს გთავაზობთ.

თქვენ მონა-მორჩილი 18 ნაოჭის გადაცილებას წარმატებით ცდილობს.
user posted image

ესეც უკვე მოსახარშად გამზადებული ხინკლები.
user posted image

უკვე ამოყრილი, ოხშივარადენილი და ნერწყვდამდენი.
user posted image

ხინკალს აფასებს ბუშტი-ბუშტი
user posted image

ხინკლის გემრიელებაზე შეგიძლიათ იმსჯელოთ ბუშტი-ბუშტის რეაქციით.
user posted image

Posted by: rtuli 13 Apr 2010, 21:08
წკაპო
QUOTE
პატარა კოლაჟს გთავაზობთ.

მშვენიერი კოლაჟია და სუპერ ხინკალი smile.gif

QUOTE
ხინკლის გემრიელებაზე შეგიძლიათ იმსჯელოთ ბუშტი-ბუშტის რეაქციით

ბუშტზე მოვკვდი,რა სიცოცხლეა 2kiss.gif


როცა არიცის ადამიანმა რაუნდა სხვადასხვა აზრებიაწუხებს ,ჰოდა მეც მომივიდა მუზა,რათქმაუნდა გემრიელი მუზა:
ტოსტი კრაბის სალათით,რომელიც შედგება კრაბის ჩხირებით+კვერცხი+შებოლილი ყველით+მაიონეზის და არაჯნის,ოდნავ ნივრის აკომპონემენტით:
http://pix.ge/


ახლა კი ვარ დამშვიდებული რატომღაც,ისეთი გემრიელი იყო......



shumeri
QUOTE
თუმცა შენგან აღარაფერი მიკვირს

smile.gif 2kiss.gif

Posted by: BadbadGirl 13 Apr 2010, 21:44
ვაიმე რა გემრიელობები დაგიდიათ!!!

წკაპო
რა ბუთხუზა და საყვარელია :*


პ.ს. მეც მომინდა რაიმე გემრიელობს მომზადება მაგრამ "მუზა" არ მაქვს.

Posted by: tavadze 13 Apr 2010, 22:25
rtuli
QUOTE
ჩაგწერე სიაში,ბოლოდან პირველი ხარ

ესე იგი, არ ვყოფილვარ საუკეთესო, ჩემს წინ თუ ამხელა რიგია... sad.gif
ურიგოდ - ვერა? aba.gif
კარგი, არ დაგიწერთ, დღეს რა გავაკეთე. baby.gif მაგრამ განსაკუთრებული არაფერი.

Posted by: likaterine 13 Apr 2010, 22:45
Peppi
rtuli

გავაკეთეე, მარა რთული შენი სოუსის რეცეფტს ვეღარ დაველოდე, ცომი უკვე მზად იყო და პეპი დამეხმარა. ძაან გემრიელი გამოვიდა. სოუსიც გემრიელი იყო და ცომიც, მადლობა ორივეს. სურათს მოგვიანებით დავდებ, ოღონდ დაცინვებს არ ვართ smile.gif

Posted by: faustina 13 Apr 2010, 23:12
Peppi
QUOTE
ჩემი შვლი როგორ არის ასეთი "უჯიშო" ჭამაში არ ვიცი რა . .

ჩემიც მასეთია.... sad.gif
კონცერტებს ვდგავხოლმე რომ მაგან ერთი ლუკმა მიირთვას... sad.gif

Posted by: Peppi 13 Apr 2010, 23:40
წკაპო
რა საყვარელი ბუშტია, რატომ გვიმალავდი?smile.gif

პ.ს. ხინკალი "სულ მშია"

likaterine
გაიხარეsmile.gif
QUOTE
სურათს მოგვიანებით დავდებ, ოღონდ დაცინვებს არ ვართ

როდის დაგვიცინია?smile.gif

faustina
QUOTE
ჩემიც მასეთია....

მეორე იქნება საპირისპიროდ, კარგი მჭამელიsmile.gif

Posted by: Int3lig3nt 13 Apr 2010, 23:43
ცოლს რომ მოვიყვან, ამ თემაში დავაბუდებ biggrin.gif.

ისე, ძველი თემების ბმულები რატომ არ გაქვთ შენახული?

Posted by: ნათია 13 Apr 2010, 23:45
rtuli
QUOTE
ნათია არედაკტირებს და მერე გაიხსნება საიტზე 

რა საიტია?

Posted by: rtuli 13 Apr 2010, 23:59
ნათია
QUOTE
რა საიტია?

http://perfectcook.org/

Int3lig3nt
QUOTE
ისე, ძველი თემების ბმულები რატომ არ გაქვთ შენახული?

დავამატებ smile.gif

likaterine
QUOTE
ძაან გემრიელი გამოვიდა

ღმერთმა შეგარგოთ.

Posted by: n_j 14 Apr 2010, 00:12
Peppi
QUOTE
აი, გასინჯვითაც კი არ იკადრებს გასინჯვას, თუ გადაწყვიტა რომ არ მოეწონება(:

მეც ასეთი ვიყავი ბავშვობაში biggrin.gif საზამთრო სანამ ძალით არ ჩამიტენეს პირში, არ ვჭამდი, არ მომეწონება მეთქი, ხორციანი ბლინჩიკის გასინჯვა პირველად მე-9 კლასში გავრისკე და მომეწონაbiggrin.gif არასდროს მიჭამია სალა და საერთოდ ჩასაკბეჩი ცხიმები, ასევე აჯაფსანდალი, კეფირიც პირველად შარშან დავლიე
მოკლედ, გამაცანი შენი ელენიკო, გავუგებთ ერთმანეთსbiggrin.gif

Posted by: ბესიკის26 14 Apr 2010, 00:15
დღეს გავაკეთე ისპანახის ღვეზელი კვერცხით.
http://www.radikal.ru

Posted by: blblbl 14 Apr 2010, 00:25
n_j
QUOTE
არასდროს მიჭამია სალა

QUOTE
ასევე აჯაფსანდალი

ვერ წარმოიდგენ რამდენს კარგავ biggrin.gif მიტუმეტეს სალა love.gif love.gif love.gif ყველა კერძს ვატან biggrin.gif

Posted by: tavadze 14 Apr 2010, 00:25
Int3lig3nt
QUOTE
ცოლს რომ მოვიყვან, ამ თემაში დავაბუდებ

მოყვანამდე დააბუდე, წინდაწინვე რომ დაამუღამოს, თორემ მერე, ლოდინი არ გეზარება? biggrin.gif
ბუჯო, ძეგვის სამებაში წასვლაზე არ ვიფიქროთ მშობელთა კრების თანხლებით? არ გინდა, ისევ ვნახოთ იქაურობა, თუნტი, ის ბერი? rolleyes.gif

Posted by: Int3lig3nt 14 Apr 2010, 00:32
tavadze
QUOTE
მოყვანამდე დააბუდე, წინდაწინვე რომ დაამუღამოს, თორემ მერე, ლოდინი არ გეზარება?

მართალი ხარ, ხომ იცი.
ხვალვე შემოვაბრძანებ biggrin.gif.

QUOTE
ბუჯო, ძეგვის სამებაში წასვლაზე არ ვიფიქროთ მშობელთა კრების თანხლებით? არ გინდა, ისევ ვნახოთ იქაურობა, თუნტი, ის ბერი? rolleyes.gif

მშობელთა ლაშქრობა კი ვქნათ, მაგრამ ისევ მანდ? აღმართები იყო დიდი და მგონი ცოტა გაუჭირდათსავით.
ავენისივით რამე მსუბუქი ჯობია ალბათ.
ცოტაც კიდევ ჩამოთბეს და smile.gif...

Posted by: ნათია 14 Apr 2010, 00:34
Int3lig3nt
alive? smile.gif hi

rtuli
ok

Posted by: tavadze 14 Apr 2010, 00:37
Int3lig3nt
QUOTE
აღმართები იყო დიდი და მგონი ცოტა გაუჭირდათსავით.

მაშინ ჩვეულებრივი კარაველები გავშპეთ მაქეთ და დედაციხეც ვნახოთ, მაგრამ ახლა აქ დავამტავროთ ჩეთაობა, თვარა - ხო, ხო, ხო, წავა ღლონტის არიები. biggrin.gif
მშობელთა ლაშქრობა ხადაში ვერა? rolleyes.gif ის ხიდი თუ გააკეთეს - ნო პრობლემ!

Posted by: Peppi 14 Apr 2010, 00:48
n_j
QUOTE
მეც ასეთი ვიყავი ბავშვობაშ

ჩაგახუტებsmile.gif
მეც კი ვიყავი თქვენნაირი, მაგრამ . . ეს მე მჯობნის, მამამისს დაემსგავსა. .

მახსოვს შოკოლადი პირველად 11 წლისამ ვჭამე,
ოლივიე 6 წლისამ შევიძულე, ძალიან მიყვარდა ამ დროს და მხოლოდ 18 რომ ვიყავი მაშIნ გავიხსენე . .

ეხლა არ არსებობს კერძI, რომელიც ინტერესის გამო მაინც არ გავსინჯო (ერთი ცოცხალი მატლების ჭამის მეშIნია, მაგრამ მაგასაც გადავლახავsmile.gif)

პ.ს. რაღაც ნამცხვრის გაკეთებას მოვკარი თვალი ტეპევიზორში, ფენოვანი ცომით, უნდა ვცადო . .რეცეპტი არ თქვეს საზიზღებმა "კიბოს კუდი" ქვია

Posted by: ხორხე 14 Apr 2010, 00:49
დღეს მოვხარშეთ მოვხარშეთ მაკარონი

ომლეტები გავაკეთეთ ზღარბით

ძალიან კმაყოფილია

თქვენთან რა ზღარბებია, ჩვენთან უნდა ნახოთო ზღარბის ომლეტებიო, მაგრამ მერე მაინც გემრიელად მიირთვა

ნათია

QUOTE
Natia__V


ვა

კატლეტი : ))))))

Posted by: წკაპო 14 Apr 2010, 01:01
Peppi, ჩემი არაა ბუშტი. სხვისი ბუშტია, მაგრამ კარგი ბუშტია.
bis.gif

Posted by: Peppi 14 Apr 2010, 01:12
წკაპო
ხოო, მართლა კარგიაsmile.gif

ოხ, ჩემსას როდის ვაჭმევ ხინკალსsmile.gif

Posted by: BEKO 14 Apr 2010, 01:20
მ შ ი ა
....................................................

Posted by: marilis 14 Apr 2010, 01:22
BEKO
QUOTE
მ შ ი ა

მეც,
ხაჭაპური მინდა

Posted by: Int3lig3nt 14 Apr 2010, 01:27
ნათია
ვაა, შენ ის ნათია ხარ smile.gif?
მეგონა დაიკარგე smile.gif.

tavadze
QUOTE
მშობელთა ლაშქრობა ხადაში ვერა? rolleyes.gif ის ხიდი თუ გააკეთეს - ნო პრობლემ!

კი, სრულიად შესაძლებელია smile.gif.

ახლა კი ოffტოპიკი რომ არ გამომივიდეს, ჩემს ნამუშევარს წარმოგიდგენთ biggrin.gif.

მხოლოდ ჩვეულებრივი ფირფიტები ვიყიდე, დანარჩენი მთლიანად ჩემი და მხოლოდ ჩემი ხელობაა bis.gif.
(თუ რადგან ფირფიტები ნაყიდია, არ ჩაითვლება ჩემს განაკეთებში?)

წესით უნდა ყოფილიყო წითელი ჯიპი, რომელიც ფორუმელ ამიგოს მივართვით დაბადების დღეზე.
წითელმა საღებავმა ფხვნილმა საბოლოოდ ვარდისფერი მიიღო და აი შედეგიც biggrin.gif


Posted by: tavadze 14 Apr 2010, 01:36
Int3lig3nt
QUOTE
მხოლოდ ჩვეულებრივი ფირფიტები ვიყიდე, დანარჩენი მთლიანად ჩემი და მხოლოდ ჩემი ხელობაა

ვაა - ყოჩაღ შენ!!! biggrin.gif
QUOTE
ფორუმელ ამიგოს მივართვით დაბადების დღეზე

როდის ჰქონდა?
ეგ კარაველი ამიგოა, ხომ?

Posted by: volli35 14 Apr 2010, 01:38
rtuli
ვაიმე დღეს საერთოდ გამისკდა გული .... საბოლოოდ შემიყვარდა კულინარიის განყოფილება და შენი პასკა ხო საერთოდ .....

ნუ ეხლა მითხარით-მირჩიეთ ,,,, ეს პასკა ხომაა ძალიან მსუბუქი და განუმეორებელი რამ????? ჰოდა კვირას რაღაც Fართივით მაქვს ოჯახში და ეს რომ მივართვა როგორც სიახლე მგონი გაამართლებს ხო??????

Posted by: ნათია 14 Apr 2010, 01:45
ხორხე
QUOTE
კატლეტი : ))))))

biggrin.gif პრივეტ

Int3lig3nt
QUOTE
ის ნათია ხარ ?

yes.gif

Posted by: tikunia-teiko 14 Apr 2010, 02:41
რთული

QUOTE
tikunia-teikoQUOTE
ხაჭოს პასკის რეცეპტში ნაღები რამდენ პროცენტიანი უნდა?


მე 20 % მქონდა და მშვენივრად გამოვიყენე.
20% და ზევით ყველა ნაღები წავა.

პირველ რიგში დიდი მადლობა 2kiss.gif ყოველთვის ასეთ ყურადღებას რომ იჩენთ

მეორე - იქნებ მირჩიოთ რომელი ფირმის ხაჭო გამოვიყენო? მე თვითონ ხაჭო არ მიყვარს და ამიტომ არ ვიცი ვინ უშვებს შედარებით გემრილეს. დიდი მადლობა

Posted by: rockataka 14 Apr 2010, 09:01
HoNeY
QUOTE
მომიმზადა ქათამი, რომელიც ძააალიან გემრიელი იყო.

up.gif გინდა გასწავლო მაგის მაგარი მომზადება? ისეთი, რომ გადარიო ეგ პიროვნება gigi.gif

წკაპო
QUOTE
კვირას ვიხინკლავეთ

Fანტასტიკ!! up.gif up.gif

Posted by: annak 14 Apr 2010, 09:55
Int3lig3nt
QUOTE
მხოლოდ ჩვეულებრივი ფირფიტები ვიყიდე, დანარჩენი მთლიანად ჩემი და მხოლოდ ჩემი ხელობაა .
(თუ რადგან ფირფიტები ნაყიდია, არ ჩაითვლება ჩემს განაკეთებში?)

ძალიან მომეწონა, გაფორმებაც საქმეა smile.gif
დარწმუნებული ვარ "ამიგოს" ძალიან მოეწონა
up.gif
წკაპო
QUOTE
მაგრამ კარგი ბუშტია.

ძალიან საყვარელია smile.gif
უბუშტესი ბუშტია 2kiss.gif
ხორხე
QUOTE
ძალიან კმაყოფილია

თქვენთან რა ზღარბებია, ჩვენთან უნდა ნახოთო ზღარბის ომლეტებიო, მაგრამ მერე მაინც გემრიელად მიირთვა

ხორხე up.gif თუ იმას გულისხმობ რაც მე მგონია biggrin.gif wink.gif



დღეისთვის გავაკეთე "იდეალის" ფირფიტები და "ტარტალეტების" (ასე ეძახის თომიტო) ფორმები
დღეს დავასრულებ, "დავკრემავ და მოვრთავ .

Posted by: HoNeY 14 Apr 2010, 10:01
rockataka
მიდი აბა რამე ისეთი მასწავლე როპმ.... აი ძააან გემრიელი იყოს..... tongue.gif

QUOTE
კვირას ვიხინკლავეთ

ვიხინკლაოთ კი არა და
არ გინდატ შევიკრიბოთ და ჩვენი გაკეთებული რაღაცეები გავცითოთ და ჩავუსხდეთ და ა.შ ? gigi.gif

სადმე რა ვი ან ვინმესთან სადაც არის პონტი, კარგი იქნება

დიიდ სიამოვნებით გავსინჯავდი რაღაც რუღაცეებს თქვენს მომზადებულებს

Posted by: rtuli 14 Apr 2010, 11:08
volli35
QUOTE
ჰოდა კვირას რაღაც Fართივით მაქვს ოჯახში და ეს რომ მივართვა როგორც სიახლე მგონი გაამართლებს ხო??????

მე არშემრცხვებოდა სუფრაზე მიტანა+თან ორიგინალურია და გემრიელიც.
ხაჭო ასაწონი იყიდე,ეცადე ახალი იყოს და მშრალი,გემოგაუსინჯე თუ არდაგეზარება smile.gif

tikunia-teiko
QUOTE
პირველ რიგში დიდი მადლობა

არაფერს 2kiss.gif

QUOTE
იქნებ მირჩიოთ რომელი ფირმის ხაჭო გამოვიყენო? მე თვითონ ხაჭო არ მიყვარს და ამიტომ არ ვიცი ვინ უშვებს შედარებით გემრილეს

მაღაზიაში ასაწონ ხაჭოს ვყიდულობ,არმიკითხია არასოდეს მწარმოებლის ვინაობა.
ახალი უნდა იყოს და მშრალი.

Posted by: natali kalandadze 14 Apr 2010, 11:31
QUOTE
არ გინდატ შევიკრიბოთ და ჩვენი გაკეთებული რაღაცეები გავცითოთ და ჩავუსხდეთ და ა.შ ?

ია ზა, საკუთარი სახლის დათმობითურთ smile.gif

მაგრამ ამ განყოფილების ნახევარი საქართველოში არაა და sad.gif

Posted by: HoNeY 14 Apr 2010, 11:47
natali kalandadze
ნუ ეხლა დარწმუნებული ვარ ბევრი ვერ/არ წამოვა რა... პროსტა ჩვენივე გაკეთებულებები მოვიტანოთ რაღაცეები და ჩავუსხდეთ. ვფიქორბ კარგი იდეაა.... ვინ შემოგვიერთდება ( რა კერძისთურთ )

Posted by: ele7 14 Apr 2010, 12:14
QUOTE
მოსაიკო

მასალა:
250გ კარაქი
8ს/კ კაკაო
1 სგუშონი
1ჭიქა ნიგოზი(ქიშმიში)
1 შეკვრა ორცხობილა(

ორცხობილა რამდენ გრამიანი უნდა მიპასუხეთ რა

Posted by: volli35 14 Apr 2010, 12:22
rtuli
QUOTE
მე არშემრცხვებოდა სუფრაზე მიტანა+თან ორიგინალურია და გემრიელიც.

ხო ხო მეც ვფიქრობ რომ გაამართლებს ......

აუ ისე მეც კი ვითვლებოდი კულინარიის დედად სამეგობრო-სანატესაოში, მაგრამ აქ რომ შემოვედი ცოტა არ იყოს და დავკომპლექსდი ..... drug.gif drug.gif

Posted by: n_j 14 Apr 2010, 12:22
გუშინ გავაკეთე ფრანგული გასტრონომიის კლასიკა, კიშ ლორენი quiche lorraine , მცირე ქართული ინტერპრეტაციით. მოვამზადე ცომი, ეგრეთწოდებული pâte brisée
http://pix.ge/
შემდეგ სოუსი, არაჟანი(ისე ნაღები უნდა)+ კვერცხი+ მუსკატი, შავი პილპილი და მარილი
http://pix.ge/
ნახევრად გამომცხვარ ცომზე მოვათავსე სოკო და ლორი
http://pix.ge/
მოვასხი სოუსი+ყველი
http://pix.ge/
და გამოვაცხე
http://pix.ge/
http://pix.ge/


ამას გარდა გავაკეთე მარიას რეცეპტით პასტიციო, რომელიც მასავით ლამაზი არ გამომივიდა, ზუსტად ისეთი მაკარონი არ მქონდა
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: ele7 14 Apr 2010, 12:25
QUOTE
მოსაიკო

მასალა:
250გ კარაქი
8ს/კ კაკაო
1 სგუშონი
1ჭიქა ნიგოზი(ქიშმიში)
1 შეკვრა ორცხობილა(


ორცხობილა რამდენ გრამიანი უნდა მიპასუხეთ რა
მეჩქარება

Posted by: forumeli007 14 Apr 2010, 12:46
n_j , პეპპი და რთული.... თქვენ ხართ ჯადოქრებიიიიიი!!!!!!! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

n_j
ცუდად გავხდი.... დღეს ჭამა ვერ მოვასწარი და გული მიმდის შენი წყალობით 2kiss.gif დარწმუნებული ვარ უგემრიელესი იქნებოდა... აუ მინდააააააააააა sad.gif

n_j
ცომი როგორ მოამზადე??? ჩვეულებრივი ცომი უნდა თუ ფენოვანი???

Posted by: volli35 14 Apr 2010, 12:49
n_j
ვაიმე ცუდად ვარ ....... უმაგრესი ხარ ......

რა მინდოდა აქ????? ვცხოვრობდი წყნარად

QUOTE
მოვამზადე ცომი, ეგრეთწოდებული pâte brisée

ამაში გამანათლე რა ძალიან გთხოვ .....
* * *
QUOTE
n_j , პეპპი და რთული.... თქვენ ხართ ჯადოქრებიიიიიი!!!!!!!

+1
+1
+1

10000000%%%%%%

Posted by: HoNeY 14 Apr 2010, 12:58
n_j
დაიდოს დეტალები gigi.gif

მაგარ ვიდზეა მომინდა
მეც მინდა გავაკეთო

Posted by: amadeus 14 Apr 2010, 13:02
n_j
QUOTE
კიშ ლორენი

აუ რა მაგარია, საღოლ up.gif

Posted by: Peppi 14 Apr 2010, 13:20
QUOTE
გუშინ გავაკეთე ფრანგული გასტრონომიის კლასიკა, კიშ ლორენი quiche lorraine

ე.ი. როგორ მიყვარს რომ იცოდეsmile.gif
წავალ ეხლა და ვიყიდი .. ნაირ-ნაირი კიშების და უგემრიელესი ბაქლავების საცხობი მაქვს სახლის წინsmile.gif
არ გაახარეთ ხო ჩემი დიეტა (:

HoNeY
შენი კაცი ავსტრალიელია, ხოო როგორც მივხვდი?smile.gif

მაგარი კულინარიული პერიონიკა აქვს, Australian women's weekly . . გამოგიგზავნონ, მარტივი და უგემრიელესი რეცეპტებიაsmile.gif

forumeli007
2kiss.gif

კარგი ეხლა, ნუ მაწითლებ . . არ ვარ მე ისsmile.gif

Posted by: fermina 14 Apr 2010, 13:22
QUOTE (HoNeY @ 14 Apr 2010, 12:58 )
n_j
დაიდოს დეტალები gigi.gif

მაგარ ვიდზეა მომინდა
მეც მინდა გავაკეთო

მეც მინდა... პრინციპში ყველაფერი დევს გარდა ცომი როგორ უნდა მოიზილოს და ... ცოტა ხახვი ან მწვანე ხახვი ხომ არ მოუხდებოდა? rolleyes.gif

Posted by: mariaa 14 Apr 2010, 13:31
ele7
225გ
* * *
n_j
up.gif ......ღუმელის სადილები love.gif

QUOTE
პასტიციო

არაუშავს მეც მაქვს ესე პატარა მაკარონჩიკებითაც გაკეთებული..გემო იგივე,უბრალოდ ბესამელს იწოვს რადგან პატარებია smile.gif
მოგეწონა?

Posted by: HoNeY 14 Apr 2010, 13:49
Peppi
QUOTE
მაგარი კულინარიული პერიონიკა აქვს, Australian women's weekly . . გამოგიგზავნონ, მარტივი და უგემრიელესი რეცეპტებია

შენ გაიხარეე... გამომოგზავნე ხო და ჩემი ენტონი ძეგლს დაგიდგამს 2kiss.gif


Posted by: tasikuna-taso 14 Apr 2010, 13:59
QUOTE
აუ ისე მეც კი ვითვლებოდი კულინარიის დედად სამეგობრო-სანატესაოში, მაგრამ აქ რომ შემოვედი ცოტა არ იყოს და დავკომპლექსდი ..... 



ჩემს დღეში ყოფილხარ.

Posted by: n_j 14 Apr 2010, 14:13
ფრანგული სამზარეულოს თემა ვეღარ ვიპოვე რეცეპტის დასაწერად, ამიტომ აქ დავწერ და მოდერს ვტხოვ გადაიტანოს . პეპის ბლოგზე ვწერე, ვწერე, და ატვირთვისას ნეტი გამეთიშა და წამეშალა sad.gif. მაშ ასე: ცომის (pâte brisée) ორი ვარიანტია,
1) 200 გრ ფქვილი, 100 გრ კარაქი, 1/2 ჩ.კ მარილი და 60 მლ წყალი.
2) 200 გრ ფქვილი, 125 გრ კარაქი, მარილი
ეს რაოდენობა განკუთვნილია 26-28 სმ დიამეტრის ფორმისთვის

სოუსი: 200მლ ნაღები(მე არაჟანი გამოვიყენე) 2 კვერცხი, მარილი, პილპილი, ცოტა მუსკატის კაკალი

გულსართი: 250 გრ სოკო, უმჯობესია არა დაკონსერვებული, 250-300 გრ ლორი (ან დაბრაწული ბეკონის ნაჭრები), 1 ხახვი, 200 გრ ყველი
თუ ცომს ხელით აკეთებთ, კარაქი უნდა იყოს დარბილებული, ხელით კარგად აურიეთ და მიიღებთ ფხვიერ მასას, შემდეგ დამატებთ წყალს და კარგად დაზილავთ ცომს, სანამ არ გახდება ელასტიური. ცელოფანში გაახვიეთ და მინიმუმ ერთი საათით შედგით მაცივარში.

ხახვი და სოკო სწრაფ ცეცხლზე მოშუშეთ სანახევროდ(შეგიძლიათ პირდაპირ გამოიყენოთ , მოშუშვის გარეშე), ლორი დაჭერით კუბიკებად, ყველი გახეხეტ.

ცომი გააბრტყელეთ და ჩადეტ ფორმაში, ამოუყვანეთ გვერდები, დაჩხვლიტეთ, ზედ დააფინეთ ქაღალდი, რომელზეც დააყრით რამე მარცვლეულს, ლობიო, ბარდა და სხვ. (ეს საჭიროა იმისთვის რომ ცხობისას ცომი არ ამოიბურცოს. 180გრადუსზე აცხვეთ 20 წუთი, შემდეგ გამოიღეთ და დააყარეთ სოკო და ლორი, დაასხით სოუსი, სემდეგ ყველი და შეაბრუნეტ ღუმელში დაახლოებით 30 წუთი. ხომი რომ გაოქროსფერდება, ე.ი. გამოცხვა, ზედაპირი დაუბრაწეთ გრილზე.

თუ ლორი არ გიყვართ სეცვალეთ თევზის ფილეთი ან ქათმის ხორცით

mariaa

მოწონება ნამდვილად დაიმსახურაsmile.gif
fermina
QUOTE
ცოტა ხახვი ან მწვანე ხახვი ხომ არ მოუხდებოდა?

რაც გიყვარს, ყველაფერი მოუხდება

Posted by: tikunia-teiko 14 Apr 2010, 14:20
QUOTE
გუშინ გავაკეთე ფრანგული გასტრონომიის კლასიკა, კიშ ლორენი quiche lorraine , მცირე ქართული ინტერპრეტაციით. მოვამზადე ცომი, ეგრეთწოდებული pâte brisée

ვაი რა მაგარია? რეცეპტს დადაებთ ხომ? 2kiss.gif

უი, ვნახე რეცეპტი.

Posted by: ele7 14 Apr 2010, 14:55
QUOTE
mariaa

დიდი მადლობა

Posted by: nite 14 Apr 2010, 15:11
Int3lig3nt
QUOTE
წითელმა საღებავმა ფხვნილმა

ეს საღებავი სად შეიძინეთ? ჩემს პატარას მინდა დაბადების დღეზე ფერადი ტორტიკი გამოვუცხო

Posted by: n_j 14 Apr 2010, 15:14
nite
საკონდიტრო მასალები სადაც იყიდება, ყველგან არის საკვები საღებავები, ფერად-ფერადი

Posted by: Peppi 14 Apr 2010, 15:18
n_j
QUOTE
გამეთიშა და წამეშალა

არ წაშლილა, აი დასტურsmile.gif

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=238&Itemid=55
* * *
HoNeY
QUOTE
შენ გაიხარეე... გამომოგზავნე ხო და ჩემი ენტონი ძეგლს დაგიდგამს

აი, ლინკი http://aww.ninemsn.com.au/cookbooks/.. ჟურნალი ენტონის დას და დედას გამოაგზავნინე-თქო, მემგონი ესიამოვნებათ, რომ დაინტერესდიsmile.gif

ისე, მე ამაზონიდან ვიწერ და ისე მომდისsmile.gif
შემთხვევით, ერთხელ ლონდონში ვიყიდე ერთ ცალი და მის მერე ვაფანატებ, ეხლა დიდი კოლექცია მაქვს უკვეsmile.gif

Posted by: n_j 14 Apr 2010, 15:25
Peppi
QUOTE
არ წაშლილა, აი დასტურ

n_j-ის კიშ-ლოენი

მეორეჯერ დავწერე biggrin.gif

Posted by: nite 14 Apr 2010, 16:21
n_j
QUOTE
საკონდიტრო მასალები სადაც იყიდება, ყველგან არის საკვები საღებავები, ფერად-ფერადი

მადლობა smile.gif

Posted by: ხორხე 14 Apr 2010, 16:22
annak
QUOTE
ხორხე up.gif თუ იმას გულისხმობ რაც მე მგონია biggrin.gif wink.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


Posted by: faustina 14 Apr 2010, 16:54
n_j
QUOTE
გუშინ გავაკეთე ფრანგული გასტრონომიის კლასიკა

მმმ, ძალიან გემრიელად გამოიყურება .)

Posted by: rtuli 14 Apr 2010, 19:04
volli35
QUOTE
აუ ისე მეც კი ვითვლებოდი კულინარიის დედად სამეგობრო-სანატესაოში, მაგრამ აქ რომ შემოვედი ცოტა არ იყოს და დავკომპლექსდი

ყველა დიასახლისი თავის დოზით კულინარიის დედაა და ჯადოქარიც,უბრალოდ (ჩემზე ვიტყვი) ხობით მექცა და თან სიახლის შეტანა მიყვარს მენიუში smile.gif



n_j
QUOTE
გუშინ გავაკეთე ფრანგული გასტრონომიის კლასიკა, კიშ ლორენი quiche lorraine

ჩვენთან როგორც ხაჭაპურია კლასიკა ისე ფრანგებს კიშ ლორენი smile.gif
უმარტივესი და უგემრიელესი ცომია +გულსართის ვარიაციები სესაძლებელია იმდენი სადამდეც ფანტაზია გაწვდება ადამიანს+გემოვნება.
ძალიან კარგი შეხამება გაქვს სერცეული და სურათები სუპერ up.gif


დღეს კლასიკური ჩახოხბილი მოვამზადე, რომელზეც ჩემი ამერიკელი შვილობილი გიჟდებოდა ისე მოსწონდა user.gif
როცა ვამზადებ სულ ეგ ბავშვი მახსენდება.

აჭარულებისთვის ცომი მოვზილე,ცოტახანში დაუცხობ შვილს და მის მეგობრებს smile.gif



Posted by: Peppi 14 Apr 2010, 19:36
rtuli
QUOTE
კლასიკური ჩახოხბილი მოვამზადე,

რეცეპტი დამიწერე რაიაsmile.gif


Posted by: jgarksona 14 Apr 2010, 19:55
თემას გადავხედე biggrin.gif

და წავედი ვჭამე რა biggrin.gif
* * *
QUOTE (rtuli @ 13 Apr 2010, 21:08 )
წკაპო
QUOTE
პატარა კოლაჟს გთავაზობთ.

მშვენიერი კოლაჟია და სუპერ ხინკალი smile.gif

QUOTE
ხინკლის გემრიელებაზე შეგიძლიათ იმსჯელოთ ბუშტი-ბუშტის რეაქციით

ბუშტზე მოვკვდი,რა სიცოცხლეა 2kiss.gif


როცა არიცის ადამიანმა რაუნდა სხვადასხვა აზრებიაწუხებს ,ჰოდა მეც მომივიდა მუზა,რათქმაუნდა გემრიელი მუზა:
ტოსტი კრაბის სალათით,რომელიც შედგება კრაბის ჩხირებით+კვერცხი+შებოლილი ყველით+მაიონეზის და არაჯნის,ოდნავ ნივრის აკომპონემენტით:
http://pix.ge/


ახლა კი ვარ დამშვიდებული რატომღაც,ისეთი გემრიელი იყო......



shumeri
QUOTE
თუმცა შენგან აღარაფერი მიკვირს

smile.gif 2kiss.gif

ვაიმე რაღაც ძალიან გემრიელი ჩანს

რეცეპტი შეიძლება? http://www.SmileS.Ge http://www.SmileS.Ge

Posted by: volli35 14 Apr 2010, 20:04
rtuli
QUOTE
ყველა დიასახლისი თავის დოზით კულინარიის დედაა და ჯადოქარიც,უბრალოდ (ჩემზე ვიტყვი) ხობით მექცა და თან სიახლის შეტანა მიყვარს მენიუში

მართალი ხარ, მაგრამ ჩემთვისაც ბავშვობიდან სამზარეულოში ჯადოქრობაა ყველაზე დიდი ჰობი, ნუ ბებია მყავდა აი მართლა უძლიერესი კულინარი და მიყვარდა ყურება რას როგორ აკეთებდა ხოლმე .... მაგრამ ნუ აქ სხვა სილამაზე და გემრიელობებია .... მოკლედ მოხიბლული ვარ რაღა დაგიმალო

Posted by: rtuli 14 Apr 2010, 20:15
jgarksona
QUOTE
ვაიმე რაღაც ძალიან გემრიელი ჩანს

რეცეპტი შეიძლება?

yes.gif
1 შეკვრა კრაბის ჩხირები-მგონი 200გრამიანია
1 ცალი კვერცხი-მაგრად მოხარშული
100 გრ. შებოლილი მდნარი ყველი(აი ძეხვივით რომ არის ისეთი)
50/50ზე მაიონეზი და არაჟანი+ცოტა შავი პილპილი+1 კბილი ნიორი(ეს აუცილებელია)
ჭრი კრაბის ჩხირებს,კვერცხს,დაახეხავ ყველს და შეანელებ მაიონეზით+არაჟნით.
გახუხავ პურის ნაჭრებს,ან ზეთი დაასხი ტაფაზე და დააწითლე,დაადე სალათა და მოაყარე ცოტა მწვანილი,მე რეჰანი მქონდა და მიირთვი up.gif

Peppi
QUOTE
რეცეპტი დამიწერე რაია

ოკ ბლოგზე დაგიწერ smile.gif

Posted by: Peppi 14 Apr 2010, 20:25
ყველიანი მაკარონი გავაკეთე, ოღონდ ნაღები და ტარხუნა დავუმატეsmile.gif
რა მარტივი და გემრიელია რომ იცოდეთsmile.gif

rtuli
გაიხარე :კისკის:


Posted by: Peppi 14 Apr 2010, 20:33
კიდევ ეს გავაკეთე - ხაჭაპურის ცომი, ცხიმით გადახვეული

Posted by: jgarksona 14 Apr 2010, 20:35
rtuli
QUOTE
1 შეკვრა კრაბის ჩხირები-მგონი 200გრამიანია 1 ცალი კვერცხი-მაგრად მოხარშული 100 გრ. შებოლილი მდნარი ყველი(აი ძეხვივით რომ არის ისეთი) 50/50ზე მაიონეზი და არაჟანი+ცოტა შავი პილპილი+1 კბილი ნიორი(ეს აუცილებელია) ჭრი კრაბის ჩხირებს,კვერცხს,დაახეხავ ყველს და შეანელებ მაიონეზით+არაჟნით. გახუხავ პურის ნაჭრებს,ან ზეთი დაასხი ტაფაზე და დააწითლე,დაადე სალათა და მოაყარე ცოტა მწვანილი,მე რეჰანი მქონდა და მიირთვი up.gif


ძალიან დიდი მადლობა 2kiss.gif


Posted by: Ctrl 14 Apr 2010, 20:39
Peppi
დორბლები წამომივიდა ეხლა ეგ გაწელილი ყველირო დავინახე. ეგ ყველზეა დამოკიდებული ასე რო გაიწელოს? ანდახან საერთოდ არ იწელება ხოლმე sad.gif

Posted by: faustina 14 Apr 2010, 20:48
Peppi
QUOTE
ყველიანი მაკარონი

მმმ, მომინდაააა smile.gif

QUOTE
კიდევ ეს გავაკეთე - ხაჭაპურის ცომი, ცხიმით გადახვეული

მშვენიერია smile.gif


დღეს კი მე ეს გავაკეთე smile.gif

ხაშხაშისა და ქიშმიშის შიგთავსით...
http://www.radikal.ru

ეს კი ნუშის შიგთავსით არის, მხოლოდ არ ჩანს biggrin.gif

http://www.radikal.ru

Posted by: Peppi 14 Apr 2010, 21:04
Ctrl
QUOTE
ეგ ყველზეა დამოკიდებული ასე რო გაიწელოს? ანდახან საერთოდ არ იწელება ხოლმე

რავი, მემგონი სულგუნი იწელება ასეsmile.gif

მე გახეხილ მოცარელას ვხმარობ აქ, დავაყრი მაკარონს და 30 წამი მიკროტალღურში ვდებ, მერე ვურებ და ასე დნება.
ქვაბში უკეტესია ალბათ, მაგრამ მერე იმდენი რჩება ქვაბის კიდეებზე + გარეცხვა, რომ ასე გავამარტივეsmile.gif

faustina
QUOTE
ხაშხაშისა და ქიშმიშის შიგთავსით...

როგორ მიყვარს და რა კარგიაwink.gif

შენს პატარას არ იხმარ ცომთან მუშაობისას?smile.gif

Posted by: წკაპო 14 Apr 2010, 21:15
faustina, ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება შენი ფუნთუშები.
რეცეპტს ვერ მივაგენი, ხომ ვერ მიმასწავლიდი?

Posted by: Carmen13 14 Apr 2010, 21:25
QUOTE (faustina @ 14 Apr 2010, 20:48 )



დღეს კი მე ეს გავაკეთე smile.gif

ხაშხაშისა და ქიშმიშის შიგთავსით...

არაჩვეულებრივი სტრუქტურა აქვს. თუ შეიძლება რეცეპტი დადეთ... და აქვე დავურთავ რომ აღფრთოვანებული ვარ თქვენი კულინარიული შედევრებით love.gif

Posted by: faustina 14 Apr 2010, 22:21
Peppi
QUOTE
შენს პატარას არ იხმარ ცომთან მუშაობისას?

ვაიმეე, არააა, ხომ თავზე დაიმხო ფქვილი და მთლიანი ჯამი biggrin.gif

წკაპო
Carmen13
Peppi
2kiss.gif
მადლობა smile.gif

რეცეპტი ჯერ არ დამიდია....
დავწერ და ავტვირთავ დღეს მოგვიანებით ან ხვალ....
მაგრამ ერთის გაკეთება დავიწყე და სხვა რამე გამოვიდა, biggrin.gif
ჩემით დავამატე სხვა ინგრედიენტები...
რაც მთავარია ჩემს მეუღლეს და დედამთილსა და მის დაქალსაც მოეწონა biggrin.gif

ჩემს ბავშვი კი ქიშმიშებს დასდევდა შიგნით smile.gif

Posted by: n_j 14 Apr 2010, 22:47
faustina
მნიამ, მნიამ, რა გემრიელობებია!


ხალხო, ყველას გმადლობთ კომპლიმენტებისთვის smile.gif

Posted by: ninoma 14 Apr 2010, 23:06
Peppi
faustina
n_j
თქვენს ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს.
კარგები ხართ. love.gif

Posted by: keto22 15 Apr 2010, 00:10
rtuli
ვაიმე გული გამიჩერდა
ეს რა დადეეე
სანამ ბოლოში ჩავალ გეტყვი რომ ჯადოქარი ხარ
და დადე რა რეცეპტი იქნებ მივამსგავსო მაინც
შეიძლება დადებულიც გაქვს არ ჩავსულვარ ბოლოში
პ.ს. ხაჭოს პასკას ვგულისხმობ

Posted by: BadbadGirl 15 Apr 2010, 00:20
QUOTE (Peppi @ 14 Apr 2010, 20:25 )
ყველიანი მაკარონი გავაკეთე, ოღონდ ნაღები და ტარხუნა დავუმატეsmile.gif
რა მარტივი და გემრიელია რომ იცოდეთsmile.gif

rtuli
გაიხარე :კისკის:

პეპი, რომელ ყველს იყენებ ეგრე ლამაზად რომ იწელება?

Posted by: tikunia-teiko 15 Apr 2010, 00:30
გოგოებო ხომ ვერ მასწავლით სახლის პირობებში ბატი-ბუტი როგორ მოვხალო? პირველად,რომ ვყრი ტაფაზე კარგად იბატება და მერე მეწვება თვითონ მარცვალი, sad.gif მირჩიეთ რამეეეეეეეეეეეე wink.gif

Posted by: faustina 15 Apr 2010, 00:42
წკაპო
Carmen13
http://forum.ge/?showtopic=34069529&view=findpost&p=19045433

n_j
ninoma
2kiss.gif

Posted by: rtuli 15 Apr 2010, 00:43
tikunia-teiko
QUOTE
გოგოებო ხომ ვერ მასწავლით სახლის პირობებში ბატი-ბუტი როგორ მოვხალო? პირველად,რომ ვყრი ტაფაზე კარგად იბატება და მერე მეწვება თვითონ მარცვალი,  მირჩიეთ რამეეეეეეეეეეეე 

ჩემი შვილები თვითონ ამზადებენ ბატიბუტს ასე:
ქვაბში ერბოს აგდებენ,კარაქი იწვის,გაახურებენ საშვალო ცეცხლზე,ყრიან მარცვლებს +სახურავს აფარებენ და ელოდებიან სანამ ბატიბუტი აფეთქებას დაამთავრებს,ანუ უფროსწორედ როცა უკვე ნელდება გასკდომის სისწრაფე უნდა გამორთო ცეცხლი, ცოტათი დაიცადო სხვებმაც ბოლომდე გაიშალონ.
ყრიან ჯამში და მარილს აყრიან smile.gif


faustina
QUOTE
ხაშხაშისა და ქიშმიშის შიგთავსით...

როგორ მიყვარს და რა მშვენივრად გამოიყურება yes.gif love.gif
ხაშხაში მეცოტავა chups.gif


keto22
QUOTE
დადე რა რეცეპტი იქნებ მივამსგავსო მაინც

აქ არის რეცეპტი :
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=237&Itemid=55

Posted by: faustina 15 Apr 2010, 00:57
rtuli
QUOTE
როგორ მიყვარს და რა მშვენივრად გამოიყურება 
ხაშხაში მეცოტავა

smile.gif

ორიგინლში 50 გრამი ეწერა, ,მე მეცოტავა და კიდევ 50 დავაყარე,,,,
მერე უკვე პროცესის დროს, ვიპიკრე იქნებ არ მომეწონოსთქო და ისევ მოვაკელი და მგონი ორიგინალში მითითებულზე ნაკლები ვიყავი smile.gif

Posted by: tikunia-teiko 15 Apr 2010, 01:46
რთული

QUOTE
ჩემი შვილები თვითონ ამზადებენ ბატიბუტს ასე:
ქვაბში ერბოს აგდებენ,კარაქი იწვის,გაახურებენ საშვალო ცეცხლზე,ყრიან მარცვლებს +სახურავს აფარებენ და ელოდებიან სანამ ბატიბუტი აფეთქებას დაამთავრებს,ანუ უფროსწორედ როცა უკვე ნელდება გასკდომის სისწრაფე უნდა გამორთო ცეცხლი, ცოტათი დაიცადო სხვებმაც ბოლომდე გაიშალონ.
ყრიან ჯამში და მარილს აყრიან


გაჭირვების ტალკვესი ხართ. 2kiss.gif უნდა ვცადო ხვალვე. იქნებ გამომივიდეს? არადა როგორ მიყვარს wink.gif

Posted by: Gogona_sterva 15 Apr 2010, 10:15
Dr_Zuzumbo-ს რეცეპტით გავაკეთე - ბოლონიეზე smile.gif
და უგემრიელესიიიი გამოვიდააა love.gif


Posted by: annak 15 Apr 2010, 10:24
დღეს დილაადრიან მოვრთე ჩემი "ტარტალეტები"
http://www.radikal.ru
შუაგულში მაყვლის ტკბილი, შესქელებული წვენი
შემდეგ "კრემი" ნაღებით და შოკოლადით
http://www.radikal.ru
და ბოლოს ბეზე
1 "ტარტალეტა"
http://www.radikal.ru

Posted by: nite 15 Apr 2010, 10:44
annak
QUOTE
"ტარტალეტები"

მაგარია, მე არასდროს გამომდის ტარტალეტკები, ალბათ იმიტომ რომ ნერვები არ მყოფნის რომ ცომი სათითაოდ მივაკრა ფორმებს, ერთი-ორჯერ მაქვს ნაცადი და მახინჯები გამომივიდა ამიტომაც ჩავიქნიე ხელი,

Posted by: mzi 15 Apr 2010, 11:25
annak

ტარტალეტკის ცომის რეცეპტს არ დამიწერთ, ჩემი ტარტალეტკები ხშირად ფორმას ვერ ინარჩუნებს, რისი ბრალი იქნება? tongue.gif tongue.gif tongue.gif

Posted by: natali kalandadze 15 Apr 2010, 11:49
გუშინ პირველად დავაპირე ტორტის გაკეთება
ისე ვეფერებოდი სათითაო კვერცხის ცილას და გულს და მერე სათითაო კოვზ შაქარს რომ ფქვილის დამატებაზე რომ მივედი მიქსერი გადამეწვა mad.gif
რათქმაუნდა ჩავარდა ცომი, ოდნავ მაგარი გამოვიდა, შოკოლადი მოვასხი ბლომად, ოთომ ალუბლის ვაჟინით დაასველა და გამოვიდა მაინც რაცხა...


მიქსერი user.gif

Posted by: annak 15 Apr 2010, 12:24
mzi
QUOTE
ტარტალეტკის ცომის რეცეპტს არ დამიწერთ, ჩემი ტარტალეტკები ხშირად ფორმას ვერ ინარჩუნებს, რისი ბრალი იქნება?

დავწერ რა თქმა უნდა smile.gif შესაბამის განყოფილებაში smile.gif

nite
QUOTE
მაგარია

მადლობა smile.gif

QUOTE
ერთი-ორჯერ მაქვს ნაცადი და მახინჯები გამომივიდა ამიტომაც ჩავიქნიე ხელი,

"ხელს ნუ ჩაიქნევ" wink.gif smile.gif

Posted by: Maykuna 15 Apr 2010, 12:57
QUOTE
ტარტალეტკები ხშირად ფორმას ვერ ინარჩუნებ


ალბათ ფქვილს აკლებ

Posted by: tasikuna-taso 15 Apr 2010, 14:49
QUOTE
მიქსერი გადამეწვა


მართლა გადაგეწვა?

ზედმეტი თქვეფა არ უხდება ტორტს.

სიზარმაცეს რა ვუთხარი, თორე ხელის სათქვეფით ათქვეფილი ტორტი საუკეთესოა.

Posted by: natali kalandadze 15 Apr 2010, 15:11
tasikuna-taso
მართლა, ჯერ შიგნიდან ანათებდა, მერე ბოლი გაუშვა sad.gif

QUOTE
ზედმეტი თქვეფა არ უხდება ტორტს.

თქვენი ვეღარაფერი გავიგე ისე კულინარების biggrin.gif
ჯერ ცილა, მერე სათითაოდ გულები, შაქარი და ფქვილი
თითო ინგრედიენტის დამატებაზე თითო წუთი თქვიფეო და 40 წუთიან მუშაობას ვეღარ გაუძლო sad.gif

Posted by: tasikuna-taso 15 Apr 2010, 15:31
QUOTE
40 წუთიან მუშაობას ვეღარ გაუძლო


40 წუთი შეუსვენებლად თუ ამუშავე ბევრია. დროდადრო უნდა შეასვენო.
ისე მიქსერსაც გააჩნია. გერმანული მიქსერები არაჩვეულებრივია.

Posted by: ninoma 15 Apr 2010, 16:22
natali kalandadze
ადრე ასე ვაცხობდი: ჯერ გულებს ვთქვეფდი ყველას ერთად კარგად(თითქმის გათეთრებამდე)
შემდეგ ცილას ამოვიყვანდი, ჩავაყრიდი ცოტ-ცოტა შაქრის ფხვნილს,
დავამატებდი წვრილ ნაკადათ ათქვეფილ კვერცხის გულს და ხის კოვზით ვამატებდი ფქვილს.
ფქვილის დამატება მიქსერით არ შეიძლება.
ეხლა ასე ვაკეთებ და მაინც კარგი გამოდის:
ცილიან გულიანად ვთქვეფ კვერცხს, ჩავამატებ შაქრის ფხვნილს, კარგად რომ გათეთრდება და მოიმატებს მასაში,
შემდექ ვამატებ ფქვილს ხის კოვზით.

Posted by: blblbl 15 Apr 2010, 16:37
tikunia-teiko
ქვაბში იხლება ბატიბუტი თავდახურულში,ტაფა არ უნდა

Posted by: Fenix Fire Bird 15 Apr 2010, 16:38
გამარჯობათ.

კექსის გამოცხობა მინდა ან ქადის.

ვინმემ არ იცის რაიმე რეცეპტი?


ისეთი მინდა - თან ადვილად რომ ცხვებოდეს, თან გემრიელი რომ იყოს, თან ბევრი წვალება რომ არ ჭირდებოდეს?...... smile.gif

Posted by: mariaa 15 Apr 2010, 16:40
ქათამი ბურგულით და ძაძიკით
http://www.radikal.ru
და საყვარელი ჩვეული ვაშლის ღვეზელი
http://www.radikal.ru
* * *
ზემოდან ვაშლის ღვეზელს მხოლოდ ნაღები გადავუსვი და იგივეა რაც კვერც რძე წასმული ან კვერცხ ნაღებ წასმული...

Posted by: what 15 Apr 2010, 16:56
QUOTE
ჯასტ ხაჭოს პასკა სურპრიზით smile.gif user posted image


რეცეპტიიიი მინდაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: nite 15 Apr 2010, 17:04
natali kalandadze
QUOTE
თითო ინგრედიენტის დამატებაზე თითო წუთი თქვიფეო და 40 წუთიან მუშაობას ვეღარ გაუძლო 

ყოველ 5 წუთში უნდა დაასვენო, მასე ნებისმიერი გადაიწვება. ტორტსაც უხდება ხანმოკლე შესვენებები, ფქვილის დამატებას რაც შეეხება მაგ დროს მიქსერი გამორთული მაქვს ხოლმე მე პირადად, ხის კოვზით ნაზად ამორევა სჭირდება ქვემოდან ზემოთ, მე ასე ვაკეთებ და არასდროს არ ჩამვარდნია, თან უმჯობესია შაქრის პუდრა ჩააყარო რომ ჩვეულებრივმა შაქარმა არ ჩააგდოს.
* * *
ninoma
QUOTE
ცილიან გულიანად ვთქვეფ კვერცხს, ჩავამატებ შაქრის ფხვნილს, კარგად რომ გათეთრდება

გულიანად თქვეფ და თეთრდება და ამოდის??? გულის ერთი წვეთიც რომ მეპარება ცილაში, ვეღარ ამომყავს ცილა სულ თხევადია ხოლმე.
* * *
what
QUOTE
რეცეპტიიიი მინდაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=237&Itemid=55

ამ კვირას ვაპირებ ამის გაკეთებას, თუ მოვაბი თავი.

Posted by: djindjidrinji 15 Apr 2010, 17:33
mariaa

ვაიმე, ამ ვაშლის ღვეზელის რეცეპტი დადე რაა, ფლიიზ love.gif

Posted by: Ctrl 15 Apr 2010, 17:43
mariaa
QUOTE
ძაძიკით

ძაძიკი? რაარის?

Posted by: ბესიკის26 15 Apr 2010, 17:59
QUOTE
გუშინ პირველად დავაპირე ტორტის გაკეთება
ისე ვეფერებოდი სათითაო კვერცხის ცილას და გულს და მერე სათითაო კოვზ შაქარს რომ ფქვილის დამატებაზე რომ მივედი მიქსერი გადამეწვა

natali kalandadze
ნატალია, კი ბატონო,მიქსერით ქენი ყველაფერი Fქვილამდე,არაა პრობლემა,მაგრამ ფქვილი თითო კოვზობით,ფრთხილად ხის კოვზით გადაურიე ზედმეტი მოზრაობების გარეშე, ქვემოდან ზემოთ,აი,კოვზზე რომ ამოყვება ცომი და ზემოდან ფქვილია, ხელს მსუბუქად "ვაკანკალებ" და ზედვე იხსნება შიგ ფქვილი,მოკლედ ზალიან ფრთხილად.ისე ჩავარდება და ჭადივით გამოვა.
biggrin.gif

Posted by: natali kalandadze 15 Apr 2010, 18:03
ბესიკის26
ჰო, შაქრის ჩამატებისას ამიფეთქდა biggrin.gif
ფქვილი ხის კოვზით ვურიე, მაგრამ რომ გავბრაზდი შიგნით ალუბლიდან დაწყებული, დარიჩინ, შოკოლადიან ნიგვზიანად ყველაფერი ჩავყარე და რათქმაუნდა აღარ იქნებოდა ტორტის ბისკვიტი biggrin.gif

Posted by: ბესიკის26 15 Apr 2010, 18:08
natali kalandadze
ხოო, ალუბლის წვენიც ჩააგდებდა, მაგ დროს გამაფხვიერებელი გეხმარა ფქვილთან ერთად და კარგად ამოვიდოდა. ისე საუკეთესო და ფუმფულა ბისკვიტი ხელით ტქვეფისას გამოდის და გაზზე ძძალიამ დაბალ ცეცხლზე ტილოამოფარებულ სახურავიან ფოტმაში(ისე როგორც ფლავზე შვებიან.)თუმცა მე მასე ვერასდროს ვერ ვქენი,დიდი დრო უნდა და ელ,ღუმელშიც კარგად გამოდის.

Posted by: ex_tunc 15 Apr 2010, 18:39
შეგიძლიათ მასწავლოთ გაზის ქურაზე ზემოდან როგორ ცხვება ტორტის ბისკვიტი? ჩემს ღუმელში კექსის გამოცხობა გამოდის მაგრამ ბისკვიტს ვერ გავრისკავ, პატარა ღუმელია და ან ზემოდან დაწვავს ან ქვემოდან.
ქურის ზემოდან რომ აცხობთ, ბისკვიტის ზედა ნაწილი არ უნდა გამოცხვეს??
თუ გამოგიცხვიათ ვინმეს ასე, გთხოვთ, გამიზიარეთ გამოცდილება smile.gif

Posted by: fermina 15 Apr 2010, 19:15
QUOTE (ex_tunc @ 15 Apr 2010, 18:39 )
შეგიძლიათ მასწავლოთ გაზის ქურაზე ზემოდან როგორ ცხვება ტორტის ბისკვიტი? ჩემს ღუმელში კექსის გამოცხობა გამოდის მაგრამ ბისკვიტს ვერ გავრისკავ, პატარა ღუმელია და ან ზემოდან დაწვავს ან ქვემოდან.
ქურის ზემოდან რომ აცხობთ, ბისკვიტის ზედა ნაწილი არ უნდა გამოცხვეს??
თუ გამოგიცხვიათ ვინმეს ასე, გთხოვთ, გამიზიარეთ გამოცდილება smile.gif

მე სულ მასე ვაცხობ, არასოდეს გამიკეთებია ღუმელში. მარტივია, ბისკვიტი ყოველთვის ხელით ამომყავს და არა მიქსერით, ანუ ხელის სათქვეფით, და ძალიან დაბალ გაზზე (თუ გამანაწილებელი გაქვს მთლად უკეთესი) ოდნავ შემთბარ ფორმაში (მე თუჯის თუ რაც ქვია ტაფას ვხმარობდი ხოლმე, სქელს) მოუსვამ ცოტა კარაქს, ჩაასხამ ბისკვიტის კარგად ამოსულ მასას, დაახურავ მჭიდროდ თავსახურს ან ზემოთ როგორ წერია, დასველებულ და კარგად გაწურულ სველ ტილოშემოხვეულ თავსახურს და ეგ არის.

Posted by: ninoma 15 Apr 2010, 20:11
nite
QUOTE
გულიანად თქვეფ და თეთრდება და ამოდის???

yes.gif
ცილიან გულიანად ვთქვეფ კვერცხებს ალბათ ასე 5 წთ., შემდეგ ვამატებ შაქრის ფხვნილს,
და ითქვიფება კარგად გათეთრებამდე და რამის მასის გასამებამდე.
ფქვილს კი ხის კოვზით ვამატებ ნაზად.
ოღონდ მე ვიყენებ Kitchen Aid ის კომბაინს და ამას დასვენება არ სჭირდება,
თქვიფე რამდენიც გინდა.
http://images.google.de/images?q=kitchen%20aid&oe=utf-8&rls=org.mozilla:de:official&client=firefox-a&um=1&ie=UTF-8&sa=N&hl=de&tab=wi
გამოდის მშვენიერი ბისკვიტი.
მშვენიერი მოწყობილობაა, დიასახლისის მარჯვენა ხელი..

Posted by: volli35 15 Apr 2010, 20:28
ex_tunc
QUOTE
QUOTE (ex_tunc @ 15 Apr 2010, 18:39 )
შეგიძლიათ მასწავლოთ გაზის ქურაზე ზემოდან როგორ ცხვება ტორტის ბისკვიტი? ჩემს ღუმელში კექსის გამოცხობა გამოდის მაგრამ ბისკვიტს ვერ გავრისკავ, პატარა ღუმელია და ან ზემოდან დაწვავს ან ქვემოდან.
ქურის ზემოდან რომ აცხობთ, ბისკვიტის ზედა ნაწილი არ უნდა გამოცხვეს??
თუ გამოგიცხვიათ ვინმეს ასე, გთხოვთ, გამიზიარეთ გამოცდილება


მე სულ მასე ვაცხობ, არასოდეს გამიკეთებია ღუმელში. მარტივია, ბისკვიტი ყოველთვის ხელით ამომყავს და არა მიქსერით, ანუ ხელის სათქვეფით, და ძალიან დაბალ გაზზე (თუ გამანაწილებელი გაქვს მთლად უკეთესი) ოდნავ შემთბარ ფორმაში (მე თუჯის თუ რაც ქვია ტაფას ვხმარობდი ხოლმე, სქელს) მოუსვამ ცოტა კარაქს, ჩაასხამ ბისკვიტის კარგად ამოსულ მასას, დაახურავ მჭიდროდ თავსახურს ან ზემოთ როგორ წერია, დასველებულ და კარგად გაწურულ სველ ტილოშემოხვეულ თავსახურს და ეგ არის.

აი ამას კი მე მოგიყვებით ..... ამაში ვარ ჩემპიონი ..... აი ასე
გამანაწილებელი აუცილებელია .... ცეცხლიც უნდა იყოს დაბალი, მაგრამ არც ძალიან დაბალი (დაბალსა და საშუალოს შორის)....
ეხლა ქვაბის შესახებ ..... ქვაბი უნდა იყოს ჩვეულებრივი ალუმინის ..... სასურველია ქვაბს ჰქონდეს სწორი ძირი და არა ოდნავ მომრგვალებული .... უნდა ჩააფინოთ 21-24 ფენა გაზეთი და მერე რა თქა უნდა კალკა ან პერგამენტის ქაღალდი ... ამაში ჩაასხავ ტორტის ცომს (ნუ ბისკვიტს) ..... ამას გადააფარებთ სამზარეულოსთვის განკუთვნილ პირსახოცს, მერე თავსახურს და შემოუკეცავთ პირსახოცს კარგად თავსახურის ზემოდან .... და ამას დაადებთ ბალიშს (ეს აუცილებელი პუნქტია)

ნუ ცომი კარგია ხელით თუ ამოიყვან მაგრამ შეიძლება მიქსერითაც ... მაგრამ ფქვილი (აუცილებელია გაცრილი, შეგიძლია გამაფრხვიელებელი ან სოდა მოაყარო გაცრამდე) აუცილებელია რომ მოურიო ძალიან ნაზად და ფრთხილად ხელით და აუცილებლად ხის კოვზით, ნუუუუუ ბისკვიტის ცომი ქვაბში ჩასხმამდე უნდა სუნთქავდეს (ანუ ბუშტუკები უნდა ამოდიოდეს ცომიდან) .... ნუუუუუუ ის პირსახოცი კიდე არაა აუცილებელი კი არადა არ უნდა იყოს სველი .... უნდა დაუფინო ჩვეულებრივად მშრალი

მე მაქვს 33სმ დიამეტრიანი ქვაბი (ნუ ერთ ერთი) და ამ ქვაბში ბისკვიტი ცხვება მიახლოვებით საათნახევარი ან საათი და 40 წუთი , ნუ მე მაგალითად სუნს რომ გაუშვებს კარგად სულ ოდნავ ბალიშის აუხდელად ვწევ თავსახურს და ჩავიჭყიტები ხოლმე , თუ ზედაპირი მშრალია ე.ი მზადაა, თუ ოდნავ სველია უცბად დაახურავ ისევ და დააცდი კიდე ცოტა ხანს .... ბისკვიტის სიმაღლე მიახლოვებით 12-13 სმ არის ხოლმე ... ამ სახით ჩემი ოჯახი ბისკვიტს აცხობს უკვე მინიმუმ 35 წელია (დედაჩემი ბევრი წლების მანძილზე შეკვეთებით აცხობდა ტორტებს და ნამცხვრებს, ჰოდა ოჯახის ისტორიას არ ახსოვს რომ ბისკვიტი ჩავარდნილიყოს

ამ ბისკვიტის ფოტოს მოგართმევთ ხვალ .....

Posted by: perfectstranger 15 Apr 2010, 20:32
აუ ხაჭოიანი პასკის სურათები ვნახე აქ , მაგრად მომინდა cry.gif

Posted by: volli35 15 Apr 2010, 20:35
nite
QUOTE
ყოველ 5 წუთში უნდა დაასვენო, მასე ნებისმიერი გადაიწვება. ტორტსაც უხდება ხანმოკლე შესვენებები,

არა არანაირად არ უხდება ცომის ბოლომდე გაკეთებამდე მიქსერის გაჩერება (ვგულისხმობ ფქვილამდე) და მერე ფქვილი კი ნამდვილად ცოტ-ცოტა ხის კოვზით უნდა მოირიოს .....

Posted by: rtuli 15 Apr 2010, 20:42
perfectstranger
QUOTE
აუ ხაჭოიანი პასკის სურათები ვნახე აქ , მაგრად მომინდა

მოამზადე smile.gif


უკომენტაროდ love.gif :
http://pix.ge/

Posted by: volli35 15 Apr 2010, 20:46
rtuli
უმაგრესია ..... მეც დავდებ როცა დიეტას დავამთავრებ .... უი ისე ჩემი ფორმით ოდნავ განსხვავდება (ასე ვთქვათ "გოფრირებულია" biggrin.gif .... აუ თან ეხლა ჰოტო რომ ვნახე მივხვდი როგორ მომნატრებია აჭარული wink.gif

Posted by: perfectstranger 15 Apr 2010, 21:09
rtuli
რო არ მეხერხება?

არ იყიდება სადმე?

Posted by: ninoma 15 Apr 2010, 21:27
rtuli
ძალიან გემრიელი ხელი გაქვს.
შენს მიერ დადებული ყველა სურათი მადისამღძვრელად გამოიყურება. love.gif

Posted by: faustina 15 Apr 2010, 22:40
rtuli
QUOTE
უკომენტაროდ  :

მმ,

როგორ მომინდააა, თანაც გაციებულზე, ცხლ ცხელი აჭარულით პირის ჩატკბარუნება smile.gif



ეს კი ჩემი აჭარულია smile.gif

http://www.radikal.ru

Posted by: rtuli 15 Apr 2010, 22:49
QUOTE
არ იყიდება სადმე?

no.gif

volli35
QUOTE
უი ისე ჩემი ფორმით ოდნავ განსხვავდება (ასე ვთქვათ "გოფრირებულია"

გოფრირებულის ფორმის აჭარულს ფენოვანი ცომით ვამზადებ,უგემრიელესია+ლამაზიც,ვარდს ემსგავსება smile.gif

ninoma
QUOTE
ძალიან გემრიელი ხელი გაქვს.

ალბათ,ჩემებს მოსწონთ smile.gif
მადლობა 2kiss.gif

faustina
QUOTE
თანაც გაციებულზე

უიsad.gif,გამოჯამრთელებას გისურვებ!
QUOTE
ეს კი ჩემი აჭარულია

up.gif
იმერულ ხაჭაპურზე მეტად მიყვარს აჭარული ხაჭაპური user.gif

Posted by: volli35 16 Apr 2010, 00:22
faustina
rtuli
თქვენ შეიწირეთ ჩემი დღევანდელი მშვიდი ძილი .... vis.gif vis.gif weep.gif

Posted by: faustina 16 Apr 2010, 00:25
rtuli
QUOTE
უი,გამოჯამრთელებას გისურვებ!

გაიხარე smile.gif

QUOTE
იმერულ ხაჭაპურზე მეტად მიყვარს აჭარული ხაჭაპური 

მე კი.... რავიცი, ყველა მენატრება და არცერთზე უარს არ ვიტყოდი....


volli35
QUOTE
თქვენ შეიწირეთ ჩემი დღევანდელი მშვიდი ძილი ....

შენც ასევე... ბუენას ნოჩეს smile.gif

Posted by: volli35 16 Apr 2010, 00:25

QUOTE
გოფრირებულის ფორმის აჭარულს ფენოვანი ცომით ვამზადებ,უგემრიელესია+ლამაზიც,ვარდს ემსგავსება

არასოდეს მისინჯავს აჭარული ფენოვანით, დაჟე ვერ წარმომიდგენია .... მე უმეტესად საფუარიანი ცომით ვაკეთებ .... ნუ რა ვიცი
* * *
faustina
QUOTE
შენც ასევე... ბუენას ნოჩეს

მეც იგივე ჩავიდინე???? რითი და რატომ?????

Posted by: rtuli 16 Apr 2010, 00:31
volli35
QUOTE
მე უმეტესად საფუარიანი ცომით ვაკეთებ

წესით ასეა მაგრამ,ნოუხაუც მხიბლავს smile.gif

QUOTE
თქვენ შეიწირეთ ჩემი დღევანდელი მშვიდი ძილი

დაგინდობ და აღარ დავდებ რაც ეხლა ჩავიდინე,თორე მართლა არდაგეძინება
2kiss.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 16 Apr 2010, 00:34
rtuli
QUOTE
აღარ დავდებ რაც ეხლა ჩავიდინე

მრეკეთ, ქალბატონო მარგალიტა sad.gif

Posted by: volli35 16 Apr 2010, 00:37
rtuli
QUOTE
დაგინდობ და აღარ დავდებ რაც ეხლა ჩავიდინე,თორე მართლა არდაგეძინება

2kiss.gif
შენ გაიხარე ....

QUOTE
წესით ასეა მაგრამ,ნოუხაუც მხიბლავს

ხო მეც მიყვარს ნოუჰაუ, მაგრამ აი ესეთებში როგორიცაა ფერადი ხინკლები ვერ ვქაჩავ ..... ასევე მგონია ფენოვან აჭარულ ხაჭაპურზეც .... ალბათ და დარწმუნებული ვარ კარგი გამოგდის, მაგრამ მე რაღაც ვერ წარმოვიდგინე ჯერჯერობით....




უი უნდა ვაღიარო და ტექნოლოგიურად ასეთი ლამაზები არ გამომივიდა აჭარული თავიდანვე და იმიტომ ჩავგოფრე ..... თუ არ დაგეზაროს ორი სიტყვიტ მომიყევი რა ცომს რომ გააბრტყელებ და ყველს დაადებ მერე როგორ უნდა გადმოკეცო რომ ესეთი იყოს??? ..... შევცხვი ეხლა შუაგულ ფორუმზე მაგრამ რა ვქნა მინდა ვიცოდე

Posted by: rtuli 16 Apr 2010, 00:57
WOMAN IN LOVE
QUOTE
მრეკეთ, ქალბატონო მარგალიტა 

ნაწილს დავდებ და დაბოლოებას დილით შემოგთავაზებ:
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

ეხლა შენ არდაგეძინება biggrin.gif



volli35
QUOTE
თუ არ დაგეზაროს ორი სიტყვიტ მომიყევი რა ცომს რომ გააბრტყელებ და ყველს დაადებ მერე როგორ უნდა გადმოკეცო რომ ესეთი იყოს??? ..... შევცხვი ეხლა შუაგულ ფორუმზე მაგრამ რა ვქნა მინდა ვიცოდე

რა შერცხვენაზეა ლაპარაკი,ყველა იწყებს და მერე იდიალურამდე მიდის smile.gif
მგონი პეპის აქვს კარგათ ახსნილი და დასურათებული აი ნახე:
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=60&Itemid=55

Posted by: Peppi 16 Apr 2010, 01:03
rtuli
QUOTE
ნაწილს დავდებ და დაბოლოებას დილით შემოგთავაზებ:

წელს არ ვიცი მოესწრება თუ არა და გაისად ჩემი ეზოს კენკრით გავაკეთოთ, დაგეგმეsmile.gif

რაღაცეები უკვე დავრგეთ, ამ შაბათს კი ჩემს უსაყვარლეს და ძალიან სასარგებლო "ცისფერ მოცხარსაც" მივარგავთ სადმეsmile.gif

QUOTE
გპირდები,პირდაპირი რეისით წამოვალ+კალათსაც წამოვიღებ 


შენ გელი და რეცეპტს ველიsmile.gif

Posted by: rtuli 16 Apr 2010, 01:07
Peppi
QUOTE
წელს არ ვიცი მოესწრება თუ არა და გაისად ჩემი ეზოს კენკრით გავაკეთოთ, დაგეგმე

გპირდები,პირდაპირი რეისით წამოვალ+კალათსაც წამოვიღებ yes.gif 2kiss.gif

ეხლა დავასრულებ ნამცხვარს და ხვალ გაგინდობ საიდუმლოებს smile.gif

Posted by: tavadze 16 Apr 2010, 01:14
rtuli - ვსო ხვალ შენთან მოვდივართ სტუმრად, გაისად Peppi-ს ვეხმარებით კენკროვანების მოკრეფაში.
jump.gif jump.gif jump.gif
დღეს აქანე ვიქეიფოთ,/ ხვალე - იქინეო, /ზეგე ვინცხა დაგვპატიჟებს,/მისი ჭირიმეო, ისე გამომივიდა. lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: volli35 16 Apr 2010, 01:16
rtuli
ეს უკვე იყო ”სმერწელნი ნომერ” ..... ვსიო რამოდენიმე დღე აღარ შემოვალ, ნერვებს დავიწყნარებ, ძილს მოვიწესრიგებ ..... drug.gif drug.gif

მადლობა ლინკისთვის შენ და საკაიფო ახსნისთვის პეპის ..... 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: ninoma 16 Apr 2010, 01:47
rtuli
შენთან თხოვნა მაქვს.
როცა გააკეთებ ფენოვან პატარა ოთხკუთხედ ხაჭაპურებს, იქნებ დეტალურად დაასურათო.
მაინტერესებს გაბრტყელებული ცომის სისქე, ცომის ფორმა და გადაკეცვის საფეხურები.
ისეთი ლამაზები არ გამომდის როგორც შენ.
2kiss.gif 2kiss.gif
რა კარგია, რომ ჩემს დაძინებამდე ნახევარი დღეა დარჩენილი.
მშვიდად დავიძინებ. biggrin.gif

Posted by: rockataka 16 Apr 2010, 09:31
faustina
rtuli
შეგიძლიათ, დაწვრილებით და სურათებით ამიხსნათ: თუ როგორ მზადდება და იხვევა აჭარული ხაჭაპური? baby.gif

Posted by: volli35 16 Apr 2010, 10:36
rockataka
QUOTE
მგონი პეპის აქვს კარგათ ახსნილი და დასურათებული აი ნახე:
http://perfectcook.org/index.php?option=co...id=60&Itemid=55

აი მეც ვიკითხე და რა მომაწოდა rtuliმა .... ააზე დაწვრილებით უკვე აღარ ვიცი რა .....

Posted by: nite 16 Apr 2010, 10:44
ninoma
QUOTE
ცილიან გულიანად ვთქვეფ კვერცხებს ალბათ ასე 5 წთ., შემდეგ ვამატებ შაქრის ფხვნილს,
და ითქვიფება კარგად გათეთრებამდე და რამის მასის გასამებამდე.
ფქვილს კი ხის კოვზით ვამატებ ნაზად.
ოღონდ მე ვიყენებ Kitchen Aid ის კომბაინს და ამას დასვენება არ სჭირდება,
თქვიფე რამდენიც გინდა.
http://images.google.de/images?q=kitchen%2...=N&hl=de&tab=wi
გამოდის მშვენიერი ბისკვიტი.
მშვენიერი მოწყობილობაა, დიასახლისის მარჯვენა ხელი..

უნდა ვცადო ეს მეთოდიც, მე ბეზეს ამოყვანას ველოლიავები ფაქტიურად და ვნახავ ერთი ეს მარტივი მეთოდი როგორ გამომივა. 5 წუთი გადაბმით ჩემი მიქსერიც გაქაჩავს მიუხედავად იმისა რომ ლილოს ბაზრობაზეა ნაყიდი biggrin.gif აგერ უკვე მერამდენე წელია პატიოსნად მემსახურება

Posted by: Peppi 16 Apr 2010, 10:51
tavadze
QUOTE
გაისად Peppi-ს ვეხმარებით კენკროვანების მოკრეფაში.

გელით, გელითsmile.gif

პ.ს. დღეს სიროკების გაკეთებას უნდა "შევეჭიდო", ნინოს რეცეპტითsmile.gif

Posted by: rtuli 16 Apr 2010, 11:04
tavadze
QUOTE
rtuli - ვსო ხვალ შენთან მოვდივართ სტუმრად

მოი,შენი ბრაზილიური ყავაც მოაყოლე,მე არმეშინია დავლევ და ჩემს სახლში მაინც მოვკვდები biggrin.gif

ninoma
QUOTE
როცა გააკეთებ ფენოვან პატარა ოთხკუთხედ ხაჭაპურებს, იქნებ დეტალურად დაასურათო.

yes.gif

rockataka
QUOTE
თუ როგორ მზადდება და იხვევა აჭარული ხაჭაპური? 

პეპის ბლოგზეა კარგათ ახსნილი
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=60&Itemid=55


დილა მშვიდობისა smile.gif
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: forumeli007 16 Apr 2010, 11:12
rtuli

რა მაგარი ხაააააააააააარ!!!!! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif სუუუუ ცოტა ხნით რომ მიშვილი არ გინდა??? უცებ გავაქრობ შენ სამზარეულოში რაც რამე მზადდება alk.gif alk.gif alk.gif

არა მართლა! უმაგრესი ხარ!!! მეც მინდა მასეთი კარგი მზარეული ვიყო, პრინციპში შენი წყალობით (შენი რეცეპტებით მომზადებული კერძები მაქვს მხედველობაში) ოჯახში ვაღწევ ცოოოტათი მაგ სტატუს biggrin.gif მაგრამ ისიც იციან რომ ეს შენი დამსახურებაა biggrin.gif:D:D


პ.ს. რეცეპტს ხომ გაგვანდობ??? და ნინი რა მაინტერესებს იცი?? მასეთი ფორმები ლილოზე იყიდება და ვარგა??? ან შენ სად შეიძინე? ძალიან მინდა ახალი ფორმები შევიძინო და ლილოს გარდა მე ფორმები ვერსად ვერ ვნახე.... sad.gif

Posted by: Peppi 16 Apr 2010, 11:39
თალგამსა და თავგამურას (მიწამხალა) შორის გემოთი დიდი განსხვავებაა?
და ბოლოკის გემოს თუ წააგავს? არ გამისინჯია არასდროს

უნგრული ჩორბა უნდა გავაკეთო yes.gif


rtuli
QUOTE
დილა მშვიდობის

დილა მშვიდობისაsmile.gif
უი, ამას ბეზეც მოყვება? რა მაგარია, როგორ მიყვარს . . დედა აკეთებს "ყველა ნახტომში" და "მაკოცეს" ეძახისsmile.gif
მე ისეთი კარგი და ლამაზი არ გამომდის (:

Posted by: nite 16 Apr 2010, 11:55
Peppi
QUOTE
დედა აკეთებს "ყველა ნახტომში" და "მაკოცეს" ეძახის

თუ არ ვცდები ბეზე ფრანგულად კოცნას ნიშნავს, თუ ადრე ნიშნავდა და ახლა მოსიყვარულების biggrin.gif მნიშვნელობა შეიძინა მგონი,

Posted by: trendy 16 Apr 2010, 12:07
ტრიუფელები , ძალიან საინტერესო ინფორმაცია
http://belonika.livejournal.com/151659.html#cutid1

Posted by: n_j 16 Apr 2010, 13:17
trendy
QUOTE
ტრიუფელები , ძალიან საინტერესო ინფორმაცია
http://belonika.livejournal.com/151659.html#cutid1

სწორედ, გუშინ ვუყურებდი თრეველ ჩენელზე, ტრიუფელების მოპოვებისა და მირთმევის ისტორიას smile.gif

ესეც ჩემი გუინდელი ნამოღვაწარი, სოკოს სუპი მდნარი ყველით. მახსოვდა რომ აქ რეცეპტი იდო, მაგრამ ინტერნეტი არ მქონდა მთელი დღე და ვერ მოვძებნე, ამიტომ ჩემი ფანტაზიით გავაკეთე, რაც მახსოვდა, ისე
მოვშუშე სოკო და ხახვი
http://pix.ge/
დავამატე სანელებლები და კარტოფილი(ძალიან წყალ-წყალა რომ არ ყოფილიყო)
http://pix.ge/
დავაბლენდერე კამასთან ერთად, დავამატე ცოტა ფქვილი, მდნარი ყველი და ცოტა არაჟანი, წამოვადუღე
http://pix.ge/
და მივირთვი,
http://pix.ge/
ექსპერიმენტმა გაამართლა, ძალიან გემრიელი იყო. სხვა დროს ქათმის ხორცსაც დავუმატებ, მიყვარს ეს კომბინაცია, მაგრამ ამ მომენტში არ აღმომაჩნდა მაცივარში

ესეც დესერტი
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: rtuli 16 Apr 2010, 13:30
Peppi

QUOTE
თალგამსა

[ქუოტე] ბოლოკის გემოს თუ წააგავს?[/ქუოტე]
თალგამი უფრო ნაზია+სიმწარე როგორიც ბოლოკს დაკრავს, არ აქვს.
ძალიან უხდება წვნიანებში+თინა დეიდასთან(აუაუ) მაქვს გასინჯული შემწვარ ხორცთან და კარტოფილთან ერთად ძალიან უხდება და გემრიელია.
ხშირად ბულიონის მოსამზადებლად ხმარობენ.
მეც ვხმარობ როგორც სალათებში ასევე ბოსტნეულის+ხორცის შეხამებაში.

მეორე რა არის არვიცი

forumeli007
QUOTE
რეცეპტს ხომ გაგვანდობ??? და ნინი რა მაინტერესებს იცი?? მასეთი ფორმები ლილოზე იყიდება და ვარგა??? ან შენ სად შეიძინე? ძალიან მინდა ახალი ფორმები შევიძინო და ლილოს გარდა მე ფორმები ვერსად ვერ ვნახე.... 

აუცილებლად დავწერ რეცეპტს.
ლილოში უფრო იაფია შეგიძლია შეიძინო.
მე ნაწილი მანდ მაქვს ნაყიდი,ნაწილი სუპერში და გუდვილში.


n_j
QUOTE
სოკოს სუპი მდნარი ყველით

მე მქონდა მომზადებული და ნაღების დამატებას მდნარი ყველის დამატება ვამჯობინე ,ძალიან მომწონს .

QUOTE
ესეც დესერტი

თვალით მაინც დავტკბე up.gif

Posted by: n_j 16 Apr 2010, 13:37
rtuli
QUOTE
მე მქონდა მომზადებული და ნაღების დამატებას მდნარი ყველის დამატება ვამჯობინე ,ძალიან მომწონს

ჰოდა ვერაფრით გავიხსენე რეცეპტი, რაღაც რუსულ საიტზეც იდო მახსოვს, მგონი იუზერ პიპასაც ჰქონდა გაკეთებული, ეხლა ვიპოვი და ვნახავ ნაიც, პოსტ-ფაქტუმ

Posted by: trendy 16 Apr 2010, 13:56
n_j
QUOTE
მგონი იუზერ პიპასაც ჰქონდა

აქ ვარ smile.gifდავდებ ეხლა
http://www.say7.info/cook/recipe/246-Syirnyiy-sup.html

Posted by: rtuli 16 Apr 2010, 13:59
trendy
no.gif
სოკოს წვნიანი მდნარი ყველით smile.gif
http://forum.ge/?showtopic=33695832&f=&st=330&#entry14729347

Posted by: Peppi 16 Apr 2010, 14:00
rtuli
მადლობაsmile.gif

n_j
ასეთი სოკოს წვნიანი ყველა დღე შემიძლია ვჭამოsmile.gif
მე გახეხილ ყველს და გახუხულ პურს ვამატებ სულ ბოლოს, თეფშზეsmile.gif
კალორიების ბომბია (:

Posted by: n_j 16 Apr 2010, 14:06
trendy
QUOTE
აქ ვარ დავდებ ეხლა
http://www.say7.info/cook/recipe/246-Syirnyiy-sup.html

ამაზე ვამბობდი, მაგრამ ეს კიდევ განსხვავებული ყოფილა
rtuli
QUOTE
სოკოს წვნიანი მდნარი ყველით
წვნიანი კერძები

ჰო, ეს იყო, მაგრამ მე გამომრჩენია რარაც ინგრედიენტები, თუმცა მაინც კარგი იყო, ლიმონი არ მომაფიქრდა, სტაფილო არ მოვინდომე და შემრჩა კარტოფილი smile.gif და სოკო
Peppi
QUOTE
მე გახეხილ ყველს და გახუხულ პურს ვამატებ სულ ბოლოს, თეფშზე
კალორიების ბომბია (:


კი ვიფიქრე სუხარიკების გაკეთება, მაგრამ ტორტიც შესაჭმელი მქონდა და დავზოგე თავიbiggrin.gif

Posted by: forumeli007 16 Apr 2010, 14:11
n_j
უუუუუუუუუუუუუუუუმაგრეეეეეეეეეეეს!!! რას მერჩით ხალხო რა დაგიშავეთ??? დილით rtuli-ის ნამცხვარზე და ახლა შუადღისკენ შენ დესრტზე კინაღამ მართლა გული წამივიდა biggrin.gif:D:D:D ძალიან კარგი რამ ჩანს, რეცეპს შენც ხომ დაწერ??? მოუთმენლად ველიიიიიი 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif


rtuli
უდიდესი მადლობა, გავითვალისწინებ აუცილებლად!!! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Peppi 16 Apr 2010, 14:19
forumeli007
QUOTE
ძალიან კარგი რამ ჩანს, რეცეპს შენც ხომ დაწერ??? მოუთმენლად ველიიიიიი   

აი დევს უკვე http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=243&Itemid=55

Posted by: forumeli007 16 Apr 2010, 14:37
Peppi
რა კარგი გოგო ხარ შენ ხომ ვერც კი წარმოიდგენ!!!! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

ორცხობილა ნებისმიერი წავა???

Posted by: fermina 16 Apr 2010, 15:40
QUOTE (volli35 @ 15 Apr 2010, 20:28 )
ნუუუუუუ ის პირსახოცი კიდე არაა აუცილებელი კი არადა არ უნდა იყოს სველი .... უნდა დაუფინო ჩვეულებრივად მშრალი


მართალია, საიდან მოვიტანე სველი, ეტყობა ბრინჯის ფლავის რეცეპტში ამერია, მე თვითონ სველი ტილოთი ბისკვიტი არასოდეს მომიმზადებია smile.gif

Posted by: Peppi 16 Apr 2010, 15:40
forumeli007
QUOTE
ორცხობილა ნებისმიერი წავა???


ნჯ-ის, ანუ რეცეპტის ავტორს ვკითხოთ მაინც,

მე როცა ვაკეთებ, უფრო მშრალ-ფშვნად, ანუ ფხვიერ ორცხობილებს ვარჩევ, გემრიელს თან,

Posted by: volli35 16 Apr 2010, 15:56
fermina
QUOTE
მართალია, საიდან მოვიტანე სველი, ეტყობა ბრინჯის ფლავის რეცეპტში ამერია, მე თვითონ სველი ტილოთი ბისკვიტი არასოდეს მომიმზადებია

ხო მართალია ალბათ ფლავის ვარიანტში აგერია ...... და აბა სცადე და ბალიშიც დაადე ნახავ როგორი ბისკვიტი გამოვა

მე დღეს უნდა გამოვაცხო აუცილებლად დედის დაბგღე მაქვს 2 დღეში და დავდებ ფოტოს დღეს მოგვიანებით აუცილებლად

Posted by: natali kalandadze 16 Apr 2010, 16:17
n_j
მოიცა, ამ შენს დესერტს გამოცხობა არ ჭირდება?


Posted by: ninoma 16 Apr 2010, 16:17
nite
QUOTE
5 წუთი გადაბმით ჩემი მიქსერიც გაქაჩავს

5წთ არ ეყოფა. შაქრის დამატების შემდეგ დაახლოებით 10-15წთ-ი უნდა შეუჩერებელი თქვეფა.
n_j
გემრიელი დესერტი ჩანს. თან რა ადვილი ყოფილაა.


Posted by: mariaa 16 Apr 2010, 17:43
djindjidrinji
ვაშლის ღვეზელი

ცომი:
495გ ფქვილი
360გ კარაქი
2ჩ/კ მარილი
3ს/კ შაქარი
150 ცივი წყალი
ურევ მიქსერით ან ხელით,ახვევ 30 წუთით მაცივარში

შიგთავსი:
6 დიდი ვაშლი,გათლილი,კუბიკებად დაჭრილი
65გ შავი შაქარი
65გ თეთრი შაქარი
1ჩ/კ დარიჩინი
1ს/კ ფქვილი ან corn flower
50გ გამღვალი კარაქი
1ჩ/კ ლიმნის წვენი
1 კვერცხი ათქვეფილი 1ს/კ ნაღებთან ერთად(მარტო კვერხიც წავა ან მარტო ნაღები)ზემოდან წასასმელად

ამ ყველაფერს ურევ ერთმანეთში,მერე გაციებულ ცომს ჩამოაჭრი პატარა ნაჭერს,რომ ზემოდან დასაკლეტკად გამოიყენო(ან მთლიანად გადააფარო და ჩანგლით დაჩხვლიტო).
გაბრტყელებულს ჩადებ ფორმაში,მოათავსებ შიგთავსს და მე-2 გაბრტყელებულ ნაწილ ცომს გრძლად დაჭრილს,ზემოდან ადებ კლეტკებად.ბოლოს უსმევ კვერცხს. 180გრადუსზე 45 წუთი

enjoy...
* * *
Ctrl
QUOTE
ძაძიკი? რაარის?

სალათაა..
მაწონი,კიტრი,ნიორი,ცოტა ზეითუნის ზეთი და მარილი.ხმელი პიტნაც ძალიან უხდება smile.gif

Posted by: Nensi_1988 16 Apr 2010, 18:31
ვაიმე აქ რა გემრიელობები გაიჩითა ცუდად გავხდიიიიიიიიიიიიიი biggrin.gif

Posted by: ex_tunc 16 Apr 2010, 19:24
QUOTE
fermina


QUOTE
volli35


დიდი მადლობა

Posted by: n_j 16 Apr 2010, 19:34
forumeli007
ორცხობილა მე გამოვიყენე ქართული, ჯორჯიან ბეიკერს ჰქვია, ,,იუბილენოეს"მსგავსია
natali kalandadze
გამოცხობა არ უნდა

Posted by: djindjidrinji 16 Apr 2010, 20:21
mariaa

გაიხარე, ხვალ ვცდი love.gif

Posted by: Maykuna 16 Apr 2010, 21:37
აქაც შეგეკითხებით რჩევებშიც დავწერე:
ჩამომიტანეს სტამბულიდან ორეგანოს სუნელი ვიცი რომ პიცას აყრიან კიდევ რა კერძზე შეიძლება გამოვიყენო ძალიან მძაფრი სუნი და გემო აქვს როზმარინზე მძაფრი და კიდევ მეორე სუნელია რომელსაც აწერია არიფოგლუ ეს საერთოდ არ ვიცი რაზე გამოვიყენო
ეს ორეგანო პიცას მძაფრ გემოს აძლევს მაინც დამაინც არ მომეწონა

Posted by: ხორხე 16 Apr 2010, 21:43
djindjidrinji
QUOTE
გაიხარე, ხვალ ვცდი



შენ გოგო ხარ? wow.gif

Posted by: natsu 16 Apr 2010, 22:55
QUOTE (Maykuna @ 16 Apr 2010, 21:37 )
აქაც შეგეკითხებით რჩევებშიც დავწერე:
ჩამომიტანეს სტამბულიდან ორეგანოს სუნელი ვიცი რომ პიცას აყრიან კიდევ რა კერძზე შეიძლება გამოვიყენო ძალიან მძაფრი სუნი და გემო აქვს როზმარინზე მძაფრი და კიდევ მეორე სუნელია რომელსაც აწერია არიფოგლუ ეს საერთოდ არ ვიცი რაზე გამოვიყენო
ეს ორეგანო პიცას მძაფრ გემოს აძლევს მაინც დამაინც არ მომეწონა

ღუმელში როცა წვავთ თევზს,კარტოფილს,პომიდორს,სტეიკს მოასხურეთ ზეითუნის ზეთი,ლიმონის წვენი და მოაყერეთ 1/3 ჩ/კ ორეგანო.პიცაშიც ამდენივე გამოიყენეთ.

Posted by: rtuli 16 Apr 2010, 23:15
Maykuna
QUOTE
ჩამომიტანეს სტამბულიდან ორეგანოს სუნელი ვიცი რომ პიცას აყრიან კიდევ რა კერძზე შეიძლება გამოვიყენო ძალიან მძაფრი სუნი და გემო აქვს

ცოტა უნდა გამოიყენო პიცაში,უფრო საწებელში პიცის.
ხორცს და ღვიძლს უხდება .
QUOTE
მეორე სუნელია რომელსაც აწერია არიფოგლუ

ეს არის კომპანიის სახელი რომელიც მუშაობს სუნელების,ჩაის და ა.შ. გამოშვებაში smile.gif
სხვა არაფერი აწერია?

Posted by: volli35 16 Apr 2010, 23:50
პრივეტ ყველას ...

ესეც ჩემი ტორტის ფოტოები ...

აი ქვაბი თავისი პირსახოცით
http://www.radikal.ru
ესეც უკვე ცხობის პროცესში .... მე მაპატიეთ სახლში რომ მოვედი ბისკვიტი გაზზე შემდგარი დამხვდა და ამიტომ ცომის ფოტოებს ვერ ვდებ
http://www.radikal.ru
ესეც უკვე გამომცხვარი ბისკვიტი პროფილში ... boli.gif
http://www.radikal.ru
ესეც ანფაზში ... boli.gif
http://www.radikal.ru

Posted by: n_j 16 Apr 2010, 23:54
კარგი ბისკვიტი ჩანს ძალიან. მე ქვაბში არასდროს გამომიცხვია, აბა უფრო დეტალურად დაწერე, ტექნიკური საკითხები smile.gif

Posted by: salome_salo_pooh 16 Apr 2010, 23:55
გამარჯობა =) რა მაინტერესებს, ვინმემ ხომ არ იცით როგორ უნდა გავაკეთო შოკოლადის მინანქარი ტორტისთვის? =) წინასწარ მადლობთ =)

Posted by: n_j 17 Apr 2010, 00:07
salome_salo_pooh
100 გრ შოკოლადი და ამდენივე ნაღები გაადნე ორთქლზე, შეაგრილე და მოასხი ტორტს. ეს რბილი გლაზური გამოვა. ან კიდევ შეგიძლია შოკოლადს დაამატო 50 გრ კარაქი 2ს.კ რძე ან წყალი

Posted by: salome_salo_pooh 17 Apr 2010, 00:09
QUOTE (n_j @ 17 Apr 2010, 00:07 )
salome_salo_pooh
100 გრ შოკოლადი და ამდენივე ნაღები გაადნე ორთქლზე, შეაგრილე და მოასხი ტორტს. ეს რბილი გლაზური გამოვა. ან კიდევ შეგიძლია შოკოლადს დაამატო 50 გრ კარაქი 2ს.კ რძე ან წყალი

დიიიიდიიი დიიიდიიი მადლობაა =) 2kiss.gif

Posted by: n_j 17 Apr 2010, 00:11
შოკოლადის რაოდენობა დამოკიდებულია ტორტის ზომაზე, გაითვალისწინეsmile.gif

Posted by: rtuli 17 Apr 2010, 00:12
volli35
QUOTE
ესეც უკვე გამომცხვარი ბისკვიტი პროფილში

დავკომპლექსდი smile.gif 2kiss.gif

Posted by: ხორხე 17 Apr 2010, 00:24
rtuli
QUOTE
დავკომპლექსდი

განდიდების მანია


სმაილიკი გაღიმებული მიანიშნებს

Posted by: WOMAN IN LOVE 17 Apr 2010, 00:25
ხორხე
თქვენ ფსქოანალიზის სპეციალისტი ხართ, თუ სწორად მახსოვს? rolleyes.gif

Posted by: volli35 17 Apr 2010, 00:26
მოდით მეც დავწერ შოკოლადის გლაზურს რა ....... კი მომცონს თქვენები მაგრა მეც გაგიზიარებთ .....

1 სუფრის კოვზი კაკაო
1 სუფრის კოვზი შაქარი
1 სუფრის კოვზი წყალი (ნუ ან წვეთებით მეტი).... ამეებს რომ გადაურევთ მასა უნდა გამოვიდეს მაგარი, ანუ შეიკრას კარგად ....
კარაქი 0.5 ჩაისს კოვზი

ამას ვდგავ ძალიან დაბალ ცეცხლზე, აუცილებლად გამანაწილებელზე და ვურევ ხის კოვზუნათი

მზადაა როცა წყნარად დუღს და შაქარი გადნება მთლიანად

ნუ პორციებს ვზრდი სურვილის მიხედვით ..... 4 კოვზზე ნაკლები არასოდეს გამიკეთებია მე

პ.ს. ინფო ცნობისთვის ..... შაქრის ვხვნილი ამაგრებს და გამოვა მინანქარი თხევადი. კარაქი კი სირბილეს და ბზინვარებას მატებს ...
ნუ მაგალითად ეკლერებისთვის ჯობია იყოს მეტი კარაქიანი ....

Posted by: ხორხე 17 Apr 2010, 00:26
WOMAN IN LOVE
არა

მე პრარაბი ვარ

Posted by: volli35 17 Apr 2010, 00:32
n_j
QUOTE
კარგი ბისკვიტი ჩანს ძალიან. მე ქვაბში არასდროს გამომიცხვია, აბა უფრო დეტალურად დაწერე, ტექნიკური საკითხები

მიმანიშნე ტექნიკურ საკითხებში რა შედის აბა .... ?????

ცომის თქვეფიდან ფქვილის დამატებიანად მიახლოვებით საჭიროა 10 წუთი
კვერცხი აუცილებლად უნდა გამოღო მაცივრიდან ბისკვიტის დაწყების წინ ..... ცილა უნდა იყოს აუცილებლად ცივი რომ ძალიან კარგად აითქვიფოს
ფქვილი აუცილებლად უნდა გაიცრას (გაცრამდე ვაყრი 1 შეკვრა გამავრხვიელებელს)..... თუ ყავის ტორტი გინდა უნდა გაცრილ ფქვილს დააყარო მიახლოვებით 1 ს.კოვზი ყავა
დღევანდელი ბისკვიტი არის 16 კვერცხიანი, ამის ცხობას დაწირდა ზუსტად 1 საათი და 15 წუთი

უაუცილებელესი ინფო: ცეცხლი თავიდანვე უნდა დააყენო სასურველ ზომაზე, უკვე ცხობის პროცესში ალის დაწევა არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში

Posted by: WOMAN IN LOVE 17 Apr 2010, 00:32
ხორხე
მეთქი საიდან მეცნობა smile.gif
გმირთა მოედანზე გხედავთ ხოლმე ხშირად
http://www.radikal.ru

Posted by: volli35 17 Apr 2010, 00:35
rtuli
QUOTE
დავკომპლექსდი

რა თემასთან დაკავშირებით????

Posted by: tavadze 17 Apr 2010, 00:51
WOMAN IN LOVE
ხორხე
მოდერები ნუ ჩეთაობთ! mad.gif mad.gif offtopic.gif

Posted by: ხორხე 17 Apr 2010, 00:52
WOMAN IN LOVE
QUOTE
მეთქი საიდან მეცნობა
გმირთა მოედანზე გხედავთ ხოლმე ხშირად

ძველი ფოტოა

ახლები იხილეთ პირწიგნაკში


ID გელაპრარაბი2012

Posted by: Peppi 17 Apr 2010, 00:54
დღეს აი ეს საწებელი გავაკეთე ხვალისთვისsmile.gif

კიდევ ქაბაბის ფარში მოვამზადე და
მეუღლემ მწვადისთვის ჩააბასტურმა ხორცი . .

კიდევ მინდოდა რაღაცეების გაკეთება და ვერ მოვასწარი, გადაიდო ხვალსითვის (:

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=233&Itemid=55

ეს მზადების პროცესი

Posted by: rtuli 17 Apr 2010, 00:54
volli35
QUOTE
რა თემასთან დაკავშირებით????

ბისკვიტთან,მე გაზქურის ზემოდან არასოდეს გამომიცხვია და ალბათ ვერც გამოვაცხობ ალბათ,ანუ ძალიან კარგი ბისკვიტი ჩანს ,ფაკტიურად 2ჯერ მეტი გახდა+სწორია,ანუ არაა ჩავარდნილი,თანაბრად ამოსულია და ფუმფულაც ჩანს. yes.gif

ხორხე
QUOTE
განდიდების მანია

რას ნიშნავს user.gif


Posted by: Peppi 17 Apr 2010, 00:58
volli35
მაგარიაsmile.gif
აი, ბისკვიტი არ გამკეტებია არადროს . .

სამაგიეროდ, დეიდა მყავს სპეცი, ის აცხობდა ქვაბშ, ბახმაროში, სხვა ალტერნატივა რომ არ ქონდაsmile.gif

rtuli
უფ, მე საერთოდ არ გამომიცხვია, ნუ ბავარიუსის, ნახტომში 1 სანტიმეტრიან ბისკვიტს თუ არ ჩავთვლითsmile.gif

შენზე უარეს დღეში ვარsmile.gif

Posted by: ninoma 17 Apr 2010, 01:00
ფარშის რულეტი, ვიჩინით და ყველით.

http://www.radikal.ru
გემრიელი იყო.

Posted by: rtuli 17 Apr 2010, 01:03
Peppi
ვა რა კარგი საწებელია,ხვალ ქაბაბს მოამზადებ ალბათ?

ninoma
QUOTE
ფარშის რულეტი, ვიჩინით და ყველით.

up.gif

რეცეპტიც მოაყოლე,პლიზ yes.gif


Posted by: volli35 17 Apr 2010, 01:05
rtuli
QUOTE
ბისკვიტთან

მაშინ მე უკვე თავი უნდა მწონდეს მოლული შენს და პეპის და კიდე სხვების ნახელავებს რომ ვუყურებ და ნერწყვს ვყლაპავ ხო????

გამოაცხობ ზემოდან ...... რა უნდა???? ასე არაფერი მეადვილება ცხოვრებაში ისეტი მარტივობაა .... ნუ ოღონდ გაითვალისწინეთ რაც ადრე დავწერე .....
ბისკვიტი გამოდიდ მინიმუმ 3-ჯერ მეტი, სწორი და ფუმფულა .... და გაზქურის ზემოდან თუ გამოაცხობ ჩავარდნის შანსი არის -100%..... ნუ თუ გაზეთს, ბალიშს, ალუმინის ქვაბს და გამანაწილებელს გამოიყენებ ..... და ნუ ცეცხლის ალი უნდა იყოს დაბალზე ოდნავ მაღალი, საშუალოზე საკმაოდ დაბალი ...... Peppi
QUOTE
მაგარია
აი, ბისკვიტი არ გამკეტებია არადროს . .

გააკეთე უადვილესია
* * *
ninoma
QUOTE
ფარშის რულეტი, ვიჩინით და ყველით.

აბა მასწავლე რა რა და როგორ???

rtuli
ძალიან გთხოვ რომ აქ მომწერო ორი სიტყვით ხაჭოს პასკაში ალუბალი რომ ჩადე როგორ მოამზადე????? გადავხედე და ვერ ვიპოვე .... ჩიჩქვნა მეზარება წინა გვერდებზე .... არადა ხვალ დილას მინდა გავაკეთო ...... ზეგისთვის ხო ნორმალური დროა ხვალ დილას მომზადება????

Posted by: tikunia-teiko 17 Apr 2010, 01:13
გოგოებო რა მაინტერესებს იცით? კულიჩებისთვის და რულეტებისთვის რომელ საფუარს ხმარობთ? (მშრალი მაქვს მხედველობაში), მე ოლონურ საფუარს ვყიდულობდი და ძალიან მომწონდა და რატომგაც გაქრა.

Posted by: Peppi 17 Apr 2010, 01:16
rtuli
QUOTE
,ხვალ ქაბაბს მოამზადებ ალბათ?


აბააა, ქაბაბი, მწვადი, სოკო, სხვა ბოსტნეული . უფ, უფsmile.gif
სანამ კარგი ამინდებია მანამ გრილს არ ვაჩერებთsmile.gif

მოიცა, წინა კვირის სურათები დავდოsmile.gif

volli35
QUOTE
გააკეთე უადვილესია
* * *

ხო, აი, უადვილესისია რ ვიცი, მაგრამ კი გამოვაცხობsmile.gif

ტორტებს კი ვრთავდი ისე, საქორწილოსაც კი, მაგრამ ეგ სულ სხვა რამააsmile.gif


სურათს ნუ დამიწუნებთ, საერთოდ რომ მოვასწარი გადაღება . . აა, ისე, მართლა ნახევარი შამფურზევე შემიჭამეს (:

Posted by: rtuli 17 Apr 2010, 01:21
volli35
QUOTE
მაშინ მე უკვე თავი უნდა მწონდეს მოლული შენს და პეპის და კიდე სხვების ნახელავებს რომ ვუყურებ და ნერწყვს ვყლაპავ ხო????

ერთმანეთისგან ვწავლობთ რაც მთავარია.ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია.


ალუბლის გულსართი:
0,5.ჩ.ჭ.ღვინო აადუღე(შავი ღვინო)+6-7 ს.კ. შაქართან ერთად ,5 წუთი ადუღე.
ჩაყარე 200გრ.ალუბალი და ძალიან დაბალ ცეცხლზე კიდე ადუღე 5-8 წუთი,დაამატე ბოლოს 1 ჩ.კ. კრახმალი,შესქელდება თუ არა გადმოდგი,გააცივე.

მოამზადე ხვალ,ზუსტად ზეგისთვის მზად იქნება ,სიმძიმე ხომ უნდა დაადო რომ ზედმეტი სითხისგან დაიცალოს+შეიკვრას.

ლინკი:
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=237&Itemid=55

Posted by: Peppi 17 Apr 2010, 01:24
ninoma
QUOTE
ფარშის რულეტი, ვიჩინით და ყველით.

ვა, ეს რა გემრიელი რამ დადეsmile.gif

Posted by: rtuli 17 Apr 2010, 01:29
tikunia-teiko
QUOTE
(მშრალი მაქვს მხედველობაში)

fariman-instant yeast(სწრაფად იხსნება)ავსტრიული ტექნოლოგიით არის დამზადებული,მგონი ირანულია.
თურქულიც კარგია პაკმაია.

Posted by: volli35 17 Apr 2010, 01:29
rtuli
QUOTE
ალუბლის გულსართი:
0,5.ჩ.ჭ.ღვინო აადუღე(შავი ღვინო)+6-7 ს.კ. შაქართან ერთად ,5 წუთი ადუღე.
ჩაყარე 200გრ.ალუბალი და ძალიან დაბალ ცეცხლზე კიდე ადუღე 5-8 წუთი,დაამატე ბოლოს 1 ჩ.კ. კრახმალი,შესქელდება თუ არა გადმოდგი,გააცივე.

შენ გაიხარე ......

Peppi
გაგიკვირდება ისეთი კმაყოფილი დარჩები ...

აუ მე 13 წლის ვიყავი პირველად შეკვეთით ტორტი რომ გამოვაცხე ..... და მოგზაურობიდან დაბრუნებულ მშობლებს ფული დავახვედრე ... bis.gif .... ამას იმიტომ ვამბობ რომ მიხვდე თუ რამდენად ადვილი და უპრობლემოა ესე გამოცხობა .... მთავარია ცეცხლის ალი დააყენო სწორ სიმაღლეზე

Posted by: tikunia-teiko 17 Apr 2010, 01:35
rtuli
დიდი მადლობა 2kiss.gif ძალიან კეთილი და სყვარელი ხარ 2kiss.gif

Posted by: volli35 17 Apr 2010, 01:37
tikunia-teiko
QUOTE
კულიჩებისთვის და რულეტებისთვის რომელ საფუარს ხმარობთ? (მშრალი მაქვს მხედველობაში)

http://www.radikal.ru
აი საფუარი რომელიც წელს ვიყიდე, და რომელმაც აღმაფრთოვანა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა, კულიჩები გამოვიდა ძალიან მაგრები და ამითომაც ფოტოს გადაღება ვერ მოვასწარი (უკვე აღარ დარჩა აქ რომ შემოვიჭყიტე, ამიტომ არ მაქვს ფოტოები) ..... რეკომენდუიუ
და რაც მთავარია ეს საფუარი მართლაც 6 - ჯერ მალე მუშაობს ....

Peppi
QUOTE
სურათს ნუ დამიწუნებთ, საერთოდ რომ მოვასწარი გადაღება . . აა,

შენ მე ამ ფოტოთი საბოლოოდ დამიკარგე ძილი .... ხორცი მიყვარს კველა ბრუნვაში, დაწყებული უმიდან (კატლეტ-ქაბაბ-ხინკლის Fარშიდან) და დამთავრებული დამწვრამდე ......

Posted by: ninoma 17 Apr 2010, 01:42
Peppi
QUOTE
ტორტებს კი ვრთავდი ისე, საქორწილოსაც კი

ყველაფერი კარგი გამოგდის და რაღა ეგ გაგიჭირდებოდა. 2kiss.gif
volli35
ბისკვიტი მართლაც კარგია.
ისე ზემოდან გამომცხვარი ბისკვიტი უფრო ჰაეროვანი გამოდის, ვიდრე ქურაში გამომცხვარი.

ფარში შეაზავეთ თქვენი გემოვნებით.
საკონდიტრო ცელოფანზე(მგონი ასე ქვია) გავშალე ოთხკუთხედად ფარში, დაახლოებით15სმ. 10 სმ ზე
მოვაყარე დაჭრილი ოხრახუში( ცოტა), წვრილად დაჭრილი ვიჩინა და გახეხილი ყველი.
ცელოფნის საშუალებით გადავახვიე ქაბაბივით.
ამოვავლე ჯერ კვერცხში, შემდეგ საფანელში და დავაწითლე ტაფაში საშუალოზე მაღალ ცეცხლზე.
შემდეგ დავაწყე გაზქურის ტაფაზე და შევდგი ქურაში 180გრ.-ზე 15- 20 წუთით.(იმის მიხედვით, რამხელა ზომისაა ქაბაბი )



Posted by: tikunia-teiko 17 Apr 2010, 01:42
volli35

სწორედ ამ საფუარს ვხმარობდი მეც აქამდე, ძალიან, ძალიან მომწონს. დღეს მთელი ვაგზალი შემოვიარე და ვერსად ვნახე.მიტხრეს აგარ შემოსულაო. არადა მე რაც მკონდა სულ პასკებზე დავხარჯე. ეხლა რულეტი მინდა გავაკეტო და ვეგარ ვიშოვე

Posted by: volli35 17 Apr 2010, 01:45
tikunia-teiko
შემიძლია დაგასაჩუქრო ამ ორით ..... თუ არ დაიზარებ და გამოხვალ

Posted by: Peppi 17 Apr 2010, 01:47
volli35
QUOTE
ხორცი მიყვარს კველა ბრუნვაში, დაწყებული უმიდან

უი, მეცsmile.gif

ninoma
2kiss.gif ვაიმე, შევიფერეsmile.gif
კარგი, აღარ ვიტყვი, რამდენი რამ გადამიყრია ნაგვის ყუთში, ან სხვას ვაკეთებდი და სხვა გამომსვლიაsmile.gif

პ.ს. ღამე მშვიდობისა, წავედი ეხლა, ხვალ სანამ ქაბაბს მივირთმევ, მანამდე კორტზე უნდა დავწვა კალორიებიsmile.gif

Posted by: volli35 17 Apr 2010, 01:48
ninoma
QUOTE
ამოვავლე ჯერ კვერცხში, შემდეგ საფანელში და დავაწითლე ტაფაში საშუალოზე მაღალ ცეცხლზე.
შემდეგ დავაწყე გაზქურის ტაფაზე და შევდგი ქურაში 180გრ.-ზე 15- 20 წუთით.(იმის მიხედვით, რამხელა ზომისაა ქაბაბი )

ამოავლე მთლიანი რულეტი ხო??????
და გაზქურის ტაფაზე დაჭრილი დაალაგე????

რაღაც ვერ მივხვდისავით მგონი

ხორცეულის დიდი ფანი ვარ .... მაინტერესებს ყველაფერი

Posted by: ninoma 17 Apr 2010, 01:48
Peppi
QUOTE
კიდევ ქაბაბის ფარში მოვამზადე და

აბა ცოტა სცადე. გრილზე შეწვა ძალიან მოუხდება.
დიეტური გამოვა.
* * *
volli35
QUOTE
ამოავლე მთლიანი რულეთი ხო

ცოტა ფარში დამრჩა და ეხლავე გავაკეთებ და დავდებ სურათს
ასე გაშლი ფარშს და მოაყრი მწვანილს, ვიჩინას და ყველს.
http://www.radikal.ru
გადაახვევ ასე
http://www.radikal.ru
ვჩქარობდი ეხლა და არ გამომივიდა კარგად, მაგრამ არაუშავს შენ როცა გააკეთებ ,შეალამაზე.
http://www.radikal.ru
ამათ ამოავლებ კვერცხში და საფანელში და დააწითლებ ტაფაზე(დიდხანს არ გააჩერო)
შემდეგ დაწითლებულ ქაბაბებს დააწყობ ქურის ტაფაზე(მთლიანებს) და შეწვავ 180გრ.ზე
ამ ზომებისთვის საკმარისია 15წთ.
რომ გამზადდება დაჭრი სასურველ ზომად.

Posted by: volli35 17 Apr 2010, 01:58
ninoma
გელოდები მაშინ ...

Posted by: tikunia-teiko 17 Apr 2010, 02:04
volli35

QUOTE
შემიძლია დაგასაჩუქრო ამ ორით ..... თუ არ დაიზარებ და გამოხვალ


2kiss.gif 2kiss.gif დიდი, ძალიან დიდი მადლობა. ამდენს ვერ შეგაწუხებ. ერთი მივირბენ-მოვირბენ მაღაზიებსაც, იქნებ სადმე წავაწყდე თუ არა და გამოვიყენებ პაკმაიას, ვნახოტ როგორი იქნება და აზრს გაგიზიარებ wink.gif 2kiss.gif

Posted by: volli35 17 Apr 2010, 02:14
tikunia-teiko
ნუუუუუუ შეწუხებაზე საუბარი უადგილოა ...... რა ვიცი მოიფიქრე ..... მე მართლა შემოგთავაზე .... yes.gif yes.gif 2kiss.gif

Posted by: ninoma 17 Apr 2010, 02:32
volli35
ფოტოაპარატის ელემენტი დამჯდარა და სანამ ცოტათი მაინც დავტენე და გადავიღე სურათები კი დამაგვიანდა.
ბოდიში რომ გალოდინე.

Posted by: tikunia-teiko 17 Apr 2010, 02:44
volli35

2kiss.gif

--------------------------------------------------------------------

Posted by: Makulatura 17 Apr 2010, 03:06
კატლეტი ყველით და პამიდვრით

http://www.radikal.ru

Posted by: nanana 17 Apr 2010, 03:10
Makulatura
QUOTE
კატლეტი ყველით და პამიდვრით

პამიდორი ქალის დაჭრილია biggrin.gif

Posted by: ხორხე 17 Apr 2010, 07:40
rtuli
QUOTE
რას ნიშნავს

მანია ველიჩია sad.gif

წკაპო დამინდე

QUOTE
დავკომპლექსდი

ანუ ისეთი ბისკვიტია, რომ მეც კი დავომპლექსდიო ....

Posted by: n_j 17 Apr 2010, 09:41
volli35
QUOTE
მიმანიშნე ტექნიკურ საკითხებში რა შედის აბა .... ?????

ანუ თვითონ ქვაბში ცხობის პროცესი რას მოითხოვს? ქაღალდის ჩაფენა უნდა? პირდაპირ დავდგამ ცეცხლზე და მორჩა? ტემპერატურა როგორ გამოვთვალო? სახურავი ავხადო და ჩავიხედო თუ არა ცხობის დროს?


ისე ერთხელ პიცა გავაკეტე ტაფაზე, ძალიან ცხელოდა და ღუმელის ანთება დამეზარა biggrin.gif

Posted by: წკაპო 17 Apr 2010, 09:42
QUOTE (ხორხე @ 17 Apr 2010, 05:40 )
წკაპო დამინდე

დაგინდობ alk.gif

მაგრამ volli35-ს ვერ დავინდობ:
QUOTE (volli35 @ 16 Apr 2010, 22:26 )
გლაზურს

ქართულად მინანქარი ეწოდება.

QUOTE (volli35 @ 16 Apr 2010, 22:26 )
ნუ პორციებს ვზრდი სურვილის მიხედვით

„ნუ“ პარაზიტი სიტყვაა თანაც ღრუსულია, პორცია კიდევ ულუფაა ქართულად.


წავედი ახლა სამზარეულოში, დღეს სტუმრები მყავს, სურათებს არ გამოვდებ, აჭარულები შემიკვეთეს და შოკოლადის ასოთხმოცურა „კიდო“.
მარწყვიანი საბაიონი მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ ფეხები გაფშიკეს კოკოლატი გვირჩევნიაო. baby.gif

Posted by: Maykuna 17 Apr 2010, 09:44
QUOTE
მეორე სუნელია რომელსაც აწერია არიფოგლუ


ეს არის კომპანიის სახელი რომელიც მუშაობს სუნელების,ჩაის და ა.შ. გამოშვებაში
სხვა არაფერი აწერია?


ეს არიფოგლუ აწერია მსხვილად და ამიტომ თვალში მომხვდა, ძალიან მკრთალად აწერია "kekikli baharat karisimi" და "italian herb mix"

Posted by: S_H_I_N_Y 17 Apr 2010, 12:05
n_j
QUOTE
ანუ თვითონ ქვაბში ცხობის პროცესი რას მოითხოვს? ქაღალდის ჩაფენა უნდა? პირდაპირ დავდგამ ცეცხლზე და მორჩა? ტემპერატურა როგორ გამოვთვალო? სახურავი ავხადო და ჩავიხედო თუ არა ცხობის დროს?


სანამ volli35 გიპასუხებს მე გეტყვი smile.gif წავიკთხე რაც დაწერა და დედაჩემიც ზუსტად ასე აცხობს ხოლმე ბისკვიტს ბალიშის გამოკლებით wink.gif ეგ აშკარად მაგარი აღმოჩენაა. დსარწმუნებული ვარ ტემპერატურა კარგად განაწილდება.
ქაღალდები უნდა ჩააფინო და საკმაოდ ბევრი ფენა. უნდა დადო გამანაწილებელზე. და არავითარ შემთხვევაში არ ახადო თავსახური ცხობის დროს smile.gif. ტემპერატურის გამოთვლა იოლია, დაბალზე უნდა დააყენო, მაგრამ სულ ბოლომდე არ დაუწიო. მართლა მაგარი ბისკვიტი გამოდის. მაგრამ დედაცემი გამაფხვიერებელ არ ამატებს და მაინც არაჩვეულებრივად ამოდის smile.gif

Posted by: saba444 17 Apr 2010, 12:11
მე კიდევ გარედან ფორმაზე ,ზემოთ,ბისკვიტის ცომს მივაცხებ ხოლმე , და კარგად გამოშრება
ვვარაუდობ რომ ბისკვიტიც მზადაა.ნუ კიდევ ცოტა ხანს ვაჩერებ.

Posted by: volli35 17 Apr 2010, 12:20
n_j
QUOTE
ანუ თვითონ ქვაბში ცხობის პროცესი რას მოითხოვს? ქაღალდის ჩაფენა უნდა? პირდაპირ დავდგამ ცეცხლზე და მორჩა? ტემპერატურა როგორ გამოვთვალო? სახურავი ავხადო და ჩავიხედო თუ არა ცხობის დროს?


გამანაწილებელი აუცილებელია .... ცეცხლიც უნდა იყოს დაბალი, მაგრამ არც ძალიან დაბალი (დაბალსა და საშუალოს შორის)....
ეხლა ქვაბის შესახებ ..... ქვაბი უნდა იყოს ჩვეულებრივი ალუმინის ..... სასურველია ქვაბს ჰქონდეს სწორი ძირი და არა ოდნავ მომრგვალებული .... უნდა ჩააფინოთ 21-24 ფენა გაზეთი და მერე რა თქა უნდა "კალკა ან პერგამენტის" ქაღალდი ... ამაში ჩაასხავ ტორტის ცომს (ნუ ბისკვიტს) ..... ამას გადააფარებთ სამზარეულოსთვის განკუთვნილ პირსახოცს, მერე თავსახურს და შემოუკეცავთ პირსახოცს კარგად თავსახურის ზემოდან .... და ამას დაადებთ ბალიშს (ეს აუცილებელი პუნქტია)

ნუ ცომი კარგია ხელით თუ ამოიყვან მაგრამ შეიძლება მიქსერითაც ... მაგრამ ფქვილი (აუცილებელია გაცრილი, შეგიძლია გამაფრხვიელებელი ან სოდა მოაყარო გაცრამდე) აუცილებელია რომ მოურიო ძალიან ნაზად და ფრთხილად ხელით და აუცილებლად ხის კოვზით, ნუუუუუ ბისკვიტის ცომი ქვაბში ჩასხმამდე უნდა სუნთქავდეს (ანუ ბუშტუკები უნდა ამოდიოდეს ცომიდან) .... პირსახოცი უნდა დაუფინო ჩვეულებრივად მშრალი

მე მაქვს 33სმ დიამეტრიანი ქვაბი (ნუ ერთ ერთი) და ამ ქვაბში ბისკვიტი ცხვება მიახლოვებით საათნახევარი , ნუ მე მაგალითად სუნს რომ გაუშვებს კარგად სულ ოდნავ ბალიშის აუხდელად ვწევ თავსახურს და ჩავიჭყიტები ხოლმე , თუ ზედაპირი მშრალია ე.ი მზადაა, თუ ოდნავ სველია უცბად დაახურავ ისევ და დააცდი კიდე ცოტა ხანს .... ბისკვიტის სიმაღლე მიახლოვებით 12-13 სმ არის ხოლმე ... ამ სახით ჩემი ოჯახი ბისკვიტს აცხობს უკვე მინიმუმ 35 წელია (დედაჩემი ბევრი წლების მანძილზე შეკვეთებით აცხობდა ტორტებს და ნამცხვრებს, ჰოდა ოჯახის ისტორიას არ ახსოვს რომ ბისკვიტი ჩავარდნილიყოს)


S_H_I_N_Y
QUOTE
მაგრამ დედაცემი გამაფხვიერებელ არ ამატებს და მაინც არაჩვეულებრივად ამოდის

გამაფხვიერებელი და სოდა აშკარად არ სჭირდება და არც არასოდეს ვიყენებდით ბევრი წლების მანძილზე, როდესაც დარწმუნებულები ვიყავით კვერცხის სიახლეში, მაგრამ ეხლა ვერ ვენდობი ჩვენს მაღაზიებს, ამითომ მხოლოდ ტავის დაზღვევის მიზნით ვაყრი ცოტა გამაფრხვიელებელს ..... სულ ესაა

წკაპო
QUOTE
„ნუ“ პარაზიტი სიტყვაა თანაც ღრუსულია,

აი ეს "ნუ" გადამიქართულე რა, თორემ თუ არ გამოვიყენე ისე ვერ ვმეტყველებ ....
* * *
saba444
QUOTE
მე კიდევ გარედან ფორმაზე ,ზემოთ,ბისკვიტის ცომს მივაცხებ ხოლმე , და კარგად გამოშრება
ვვარაუდობ რომ ბისკვიტიც მზადაა.ნუ კიდევ ცოტა ხანს ვაჩერებ.

უი ესეთი რამ პირველად გავიგე ...

Posted by: n_j 17 Apr 2010, 12:26
volli35
S_H_I_N_Y
გმადლობთ, ერთხელ უნდა ვცადო smile.gif

Posted by: volli35 17 Apr 2010, 12:45
n_j
მგონი ყველაფერი გარკვევით დავწერე ხოოო???? ....... რამე ხო არ გამომჩა????

Posted by: წკაპო 17 Apr 2010, 12:50
QUOTE (volli35 @ 17 Apr 2010, 10:20 )
წკაპო
QUOTE
„ნუ“ პარაზიტი სიტყვაა თანაც ღრუსულია,

აი ეს "ნუ" გადამიქართულე რა, თორემ თუ არ გამოვიყენე ისე ვერ ვმეტყველებ ....

მაგას რად უნდა გაქართულება, მავნე ჩვევაა. უნდა მოიშორო თავიდან.
თუ მაინცადამინც ქართული შესატყვისი გინდა, „ჰოდა“ ან „აი ისა“ შესანიშნავად ართმევენ თავს პაუზის როლის აზრისათვის თავის მოსაყრელად.

Posted by: volli35 17 Apr 2010, 13:06
წკაპო
ჰოდააააა http://smajliki.ru/smilie-473846535.html


OK მადლობა

Posted by: frida_kahlo 17 Apr 2010, 13:30
n_j

შენი დესერტი შესანიშნვია რეცეპტი დამიწერე თუ არ დაგეზარება, წინასწარ მადლობას გიხდი

Posted by: წკაპო 17 Apr 2010, 14:03
QUOTE (volli35 @ 17 Apr 2010, 11:06 )
წკაპო
ჰოდააააა http://smajliki.ru/smilie-473846535.html


OK მადლობა

2kiss.gif

Posted by: rtuli 17 Apr 2010, 14:32
ხორხე
QUOTE
მანია ველიჩია

ღმერთმა დამიფაროს ეგ მანია,მე არმახასიათებს no.gif

სიმართლე დავწერე,მე ასეთს ბისკვიტს ვერ გამოვაცხობ ისეთი მეთოდით,. როგორც მაგ გოგონამ გამოაცხო.

ყოვლად შემძლე ხომ არავარ,მეც მიკვირს რაღაცეები+ვერ ან არ გამომდის user.gif

Posted by: rockataka 17 Apr 2010, 14:40
rtuli
QUOTE
მეც მიკვირს რაღაცეები+ვერ ან არ გამომდის

ნუ გვატყუებ!! boli.gif 2kiss.gif

Posted by: ბესიკის26 17 Apr 2010, 14:48
rtuli
მიშველე რთული.შენ გქონდა "დღეს გავაკეთეში "სადღაც სომხური ლავაშის რულეტი,დახვეული და კარგად დაბრაწული.მიმანიშნე რა სად არის? ფლიიზ.წინასწარ მადლობა

Posted by: rtuli 17 Apr 2010, 14:57
ბესიკის26
QUOTE
მიშველე რთული.შენ გქონდა "დღეს გავაკეთეში "სადღაც სომხური ლავაშის რულეტი

http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=645&#entry17124555

2kiss.gif

Posted by: BadbadGirl 17 Apr 2010, 15:23
volli35
ზუსტად მასე ვაცხობდით ბისკვიტებს smile.gif
ისე ცოცხლად მახოსვს 10-12 წლისანი ვიქნებოდით, ბებია ექიმთან წაიყვანეს თბილისში და ჩვენ მარტო დაგვტოვეს სოფელში. ბისკვიტებზე შეყვარებული მე და ჩემი ყოველ დღე ახალ ახალ ბისკვიტებს ვაცხობდით, თან კერასინკაზე biggrin.gif biggrin.gif
ბებიაჩემს სულ გავუნადგურეთ კვერცხი biggrin.gif

ახლა აღარ ვაცხობ მასე, ღუმელში ცხვება ადვილად, კვერცხის გულს და ცილასაც კი აღარ ვაცალკევებ smile.gif
არ ვიცი რატომ მაგრამ ყოველთვის კარგი გამოდის smile.gif

Posted by: Peppi 17 Apr 2010, 15:24
რაღაც ტორტი წამოვიწყე, ნეტავ რა გამოვა .. თU დამიწუნეს იმასაც დავწერ . .
არ დავინდობ თავს wink.gif

ninoma
QUOTE
აბა ცოტა სცადე. გრილზე შეწვა ძალიან მოუხდება.
დიეტური გამოვა.


დღეს მაყალზე ვწვავ, შამფურ-გაყრილსsmile.gif

ისეც, გრილის ტაფაზე ვწვავ, ქურაზე როცა ვაკეტებ, ან აირღუმელში (კატლეტი და გუფთა), არ ჭირდება ცხიმი ასე, თან უფრო გემრიელია.


მივხვდი? თU რაიმე სხვა მირჩიე?

Posted by: n_j 17 Apr 2010, 15:57
frida_kahlo
QUOTE
შენი დესერტი შესანიშნვია რეცეპტი დამიწერე თუ არ დაგეზარება, წინასწარ მადლობას გიხდი

ამას გულისხმობ?
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=243&Itemid=55

Posted by: ბესიკის26 17 Apr 2010, 16:50
rtuli
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: rtuli 17 Apr 2010, 17:06
Maykuna
QUOTE
"italian herb mix"

იდეალურია სპაგეტის საწებლის მოსამზადებლად.
უხდება ასევე თევზს,ღორის ხორცს,ქათმის ხორცს.
მეც მაქვს სახლში და გამოვიყენებ სპაგეტის საწებლის მოსამზადებლად ან ხორცის გუფთებისთვის.თევზს როცა ვამზადებ პამიდორში მაშინ ვამატებ.
შედგება ძირითადათ Marjoram, Rosemary, Thyme, Basil, Oregano,Sage .
ქართულად რა დასახელებები აქვს იხილე აქ:
http://forum.ge/?f=82&showtopic=34089657

Posted by: volli35 17 Apr 2010, 17:46
rtuli
QUOTE
სიმართლე დავწერე,მე ასეთს ბისკვიტს ვერ გამოვაცხობ ისეთი მეთოდით,. როგორც მაგ გოგონამ გამოაცხო.

ვაიმე რატომ???? როცა ეს უადვილესია ..... ოღონდ მართლა

Posted by: faustina 17 Apr 2010, 17:53
Peppi
QUOTE
რაღაც ტორტი წამოვიწყე, ნეტავ რა გამოვა .. თU დამიწუნეს იმასაც დავწერ .

დარცმნებული ვარ კარგ იქნება smile.gif
გელოდებიტ ყველა smile.gif

Posted by: rtuli 17 Apr 2010, 17:54
volli35
QUOTE
როცა ეს უადვილესია

მჯერა მაგრამ,ღუმელში უფრო ადვილია yes.gif
თუმცა თუ დამჭირდა მაგ მეთოდს აუცილებლად გამოვიყენებ.

პ.ს. ხაჭოს პასკაზე რაქენი?

Posted by: volli35 17 Apr 2010, 17:55
BadbadGirl
QUOTE
ზუსტად მასე ვაცხობდით ბისკვიტებს
ისე ცოცხლად მახოსვს 10-12 წლისანი ვიქნებოდით, ბებია ექიმთან წაიყვანეს თბილისში და ჩვენ მარტო დაგვტოვეს სოფელში. ბისკვიტებზე შეყვარებული მე და ჩემი ყოველ დღე ახალ ახალ ბისკვიტებს ვაცხობდით, თან კერასინკაზე
ბებიაჩემს სულ გავუნადგურეთ კვერცხი


ხო ხო ნავთქურაზე (აი რა კარგი გოგო ვარ, გადავაქართულე) საერტOდ უმაგრესი გამოდის ...... ომიანობის პერიოდში სულ ეგრე ვაცხობდი .... და ზემოთაც დავწერე რომ 13 წლისამ ამ მეთოდით გავაკეთე ტორტი თავის ბისკვიტ-მორთვიანად და შეკვეთაც გავუშვი .... ანუ ამას ვამბობ იმიტომაც რომ დავარწმუნო ხალხი რამდენად ადვილია ასე ცხობა

QUOTE
ხლა აღარ ვაცხობ მასე, ღუმელში ცხვება ადვილად, კვერცხის გულს და ცილასაც კი აღარ ვაცალკევებ
არ ვიცი რატომ მაგრამ ყოველთვის კარგი გამოდის

არადა ღუმელშიც კი გამოდის ნორმალური, მაგრამ ასეთი ფაფუკი არ გამოდის .... და კიდე ღუმელის ბისკვიტს აქვს შანსი ჩავარდეს, ზემოდან გამომცხვარს კიდე არა ..... თან არანაირად ......

Posted by: tasikuna-taso 17 Apr 2010, 18:16
QUOTE
აი საფუარი რომელიც წელს ვიყიდე, და რომელმაც აღმაფრთოვანა,


ქენი სიკეთე და ისიც დაწერე დაუშვათ 10 კვერცხიან პასკას რამდენი ჭირდება.

ალბათ მომავალი აღდგომისთვის ქუთაისშიც ჩამოაღწევს, ჟერ არსად მინახია.

Posted by: BadbadGirl 17 Apr 2010, 18:22

QUOTE
ფაფუკი არ გამოდის .... და კიდე ღუმელის ბისკვიტს აქვს შანსი ჩავარდეს, ზემოდან გამომცხვარს კიდე არა ..... თან არანაირად ......

გამოდის smile.gif
ჩავარდება თუ ადრე გამოაღე კარი smile.gif ისე არა smile.gif

Posted by: volli35 17 Apr 2010, 18:23
rtuli
QUOTE
მჯერა მაგრამ,ღუმელში უფრო ადვილია

ვაიმე გამაგებინეთ რა რას ქვია უფრო ადვილია???? და რითია ის ვარიანტი უფრო რთული???

QUOTE
პ.ს. ხაჭოს პასკაზე რაქენი?

ხაჭოზე სანამ მოვამზადე ბევრი ვინერვიულე .... მაგრამ გავაკეთე და იმედია კარგი გამოვიდა .... ეხლა მაცივარშია და ხვალამდე ვერ ვნახავ .... ჯერ კიდე ვნერვიულობ

* * *
BadbadGirl
არა ისეთი ვერცერთ ვარიანტში ვერ გამოდის ...... კარგი გამოდის ნამდვილად მაგრამ ზემოდან გამომცხვარი სულ სხვაა ....
rtuli
კითხვები უნდა მოგაყარო

პასკის მასა სანამ ფორმაში ჩავდე ოდნავ თხელი იყო .... ასე უნდა????
* * *
tasikuna-taso
ჩემი პასკის რეცეპტში ეწერა 3 სუფრის კოვზი ..... და ეს რამდენი შეკვრა იყო აღარ მახსოვს ...

Posted by: tasikuna-taso 17 Apr 2010, 18:36
QUOTE
სიმართლე დავწერე,მე ასეთს ბისკვიტს ვერ გამოვაცხობ ისეთი მეთოდით,. როგორც მაგ გოგონამ გამოაცხო.

ყოვლად შემძლე ხომ არავარ,მეც მიკვირს რაღაცეები+ვერ ან არ გამომდის 


კარგი რა rtuli
შენ როგორ ვერ გამოაცხობ. უმარტივესია.

QUOTE
.... უნდა ჩააფინოთ 21-24 ფენა გაზეთი


ეს გაზეთები რატო ჭირდება?
მე ვაფენ ორმაგად საცხობ ქაღალდს.
16 კვერცხიანი ბისკვიტი ცხვება 2 საათი ან მეტი. შეიძლება მე ძალიან დაბალ ცეცხლზე ვაცხობ და მაგიტომ.
გეთანხმებით იმაში, რომ ღუმელში გამომცხვარზე უფრო მაღალი და ფუმფულა გამოდის.



* * *
volli35

ტორტებთან გქონია შეხება და იქნებ იცოდე.
ზემოდან გასაფორმებლად რომ ასხამენ ზოლებად ჟელესებური მასაა სხვადასხვა ფერით და არომატით რა არის იცი?
ძალიან მაინტერესებს.

Posted by: volli35 17 Apr 2010, 18:50
tasikuna-taso
გაზეთი ეტყობა უფრო თხელი ქაღალდია .... ან არ ვიცი რატომ ..... ფაქტია რომ რაც თავი მახსოვს ეგრე ვაცხობთ .... ანუ 21-24 ფენაო რა .... მერე კი აუცილებლად პერგამენტი და ესაა სულ ...
აი ჩემი გუშინდელი ბისკვიტი გამოცხვა 1 საათსა და 15 წუთში .... 2 საათი ჩემთან სჭირდება 24 კვერცხიან ბისკვიტს ..

ისე ერთს დავაკვირდი, თუ ცეცხლი ძალიან დაბალი მომსვლია ხანდახან ბისკვიტი ქვემოდან რაღაც წებოვან ფენას იკეთებდა ხოლმე ....

Posted by: tasikuna-taso 17 Apr 2010, 19:00
QUOTE
ისე ერთს დავაკვირდი, თუ ცეცხლი ძალიან დაბალი მომსვლია ხანდახან ბისკვიტი ქვემოდან რაღაც წებოვან ფენას იკეთებდა ხოლმე ....


ხედავ? ზოგჟერ ჩემთანაც იკეთებდა. ე.ი. დაბალი ცეცხლის ბრალია.

Posted by: volli35 17 Apr 2010, 19:15
tasikuna-taso
კი კი ეს ზუსტია და ამიტომ ვარჩევ რომ ოდნავ მაღალი მომივიდეს ცეცხლი ვიდრე დაბალი

Posted by: rtuli 17 Apr 2010, 20:00
volli35
QUOTE
პასკის მასა სანამ ფორმაში ჩავდე ოდნავ თხელი იყო .... ასე უნდა????

კი ოდნავ თხელი,რადგან ხაჭო და დანარცენი ინგრიდიენტები სითხეს შეიცავენ,ამიტომ სჭირდება სიმძიმის დადება,რომ დაიწუროს და შეიკრას.

tasikuna-taso
QUOTE
შენ როგორ ვერ გამოაცხობ. უმარტივესია.

მჯერა,უბრალოდ ბისკვიტის ტორტი ბოლოს როდის მოვამზადე აღარ მახსოვს,ანუ გადავედი ნავაროტკებიან ტორტებზე smile.gif
მიყვარს ორიგინალურობა yes.gif
თუმცა, როცა სტუმრად ვარ არასოდეს ვიძახი უარს კარგ დანამულ ბისკვიტიან ტორტზე+მოხარშული ბეზეთი გაწყობილზე,ვაიმე ნოსტალგიამ შემომიტია smile.gif,გამახსენდა საქორწილო გედებიანი ტორტი user.gif


დღეს მოვამზადე მწვანე სალათა ბალზამიკოს დრესინგით და სოკო+ქათმის ხორცით+ყველის ღვეზელები love.gif
თხელი ცომი და ბევრი გულსართი:
http://pix.ge/

Posted by: saba444 17 Apr 2010, 20:25
rtuli
გავაკეთ ხაჭოს პასკა და გამოვიდა თხელი,შემეშინდა ალბათ რაგაც შემეშალა-თქო,მარა გავაგრძელე მაინც
აბა რა მექნა,მაგრამ გამოვიდა....დიდი მადლობა რეცეპტისთვის.გემრიელია ძალიან.ოღონდ ჭურჭელი მომივიდა განიერი
და ცოტა დაბალია.ფოტოს მაინც დავდებ,სხვა დროს ცუკატებს ცოტა ს გამოვიყენებ. ნუში და ნიგოზი უფრო მომეწონა,
ძალიან მოუხდება კიდევ კენკრა.მომჟავო=მოტკბო ხილის არომატები

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: BadbadGirl 17 Apr 2010, 20:27
QUOTE
სოკო+ქათმის ხორცით+ყველის ღვეზელები

ძალიან მიყვარს!!!!
რუსეთში ვჭამდი ბევრს. აქ არ არის.


დღევანდელი ვახშამი, ორაგული ბრინჯის სალათით და ბოსტნეულით.
http://tomushka.blogspot.com/2010/04/fish-la-tomushka.html
user posted image


Posted by: naka 17 Apr 2010, 20:28
QUOTE (nanana @ 17 Apr 2010, 03:10 )
Makulatura
QUOTE
კატლეტი ყველით და პამიდვრით
http://www.radikal.ru

პამიდორი ქალის დაჭრილია biggrin.gif

პომიდორიც ჩემი დაჭრილია და კატლეტიც ჩემი გაკეთებულია
თვალსაჩინოებისთვის იხილეთ

http://nakrina.wordpress.com/2010/02/04/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%97/

Makulatura

უბრალოდ გრცხვენოდეთ!!!

Posted by: Romina 17 Apr 2010, 20:36
დღეს rtuli-ს რეცეპტით შოკოლადის ნამცხვარი გავაკეთე. ოღონდ გადავწყვიტე ზემოდან თეთრი და შავი შოკოლადი ერთად დამესხა და სასაცილო გამომივიდა, დალმატინის ლეკვივით :-) :-)

Posted by: nanana 17 Apr 2010, 20:36
naka
QUOTE
პომიდორიც ჩემი დაჭრილია და კატლეტიც ჩემი გაკეთებულია
თვალსაჩინოებისთვის იხილეთ


wow.gif lol.gif lol.gif

Posted by: saba444 17 Apr 2010, 20:41
დღეს გავაკეთე კიდევ ქათამი ესპანურად.სახელი არვიცი......

600-700 გრ.ქათმის ხორცი დავაწითლოთ ბლომად ცხიმში,დავუმატოთ ტომატ-პასტა 3კოვზი.შეგიძლიათ მეტიც თუ სურვილია
4-5 საშუალო ზომის კარტოფილი დავჭრათ და დავაყაროთ,,,2-2ც წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა დაჭრილი, მწვანე ლობიო 300-350 გრ,
1 ქილა ბარდა,მე დაკონსერვებულს ვხმარობ ხოლმე,ან წინა დღით დამბალს და მოხარშულს,დავაყაროთ დაფქული წითელი წიწაკა, მარილი, 1ჭიქა თეთრი ღვინო
დავასხათ იმდენი წყალი რომ დაიფაროს კარგათ (თუ მეტად წვნიანი გენდომებათ დაუმატეთ კიდევ წყალი) და მოვხარშოთ.ძალიან გემრიელია

Posted by: tasikuna-taso 17 Apr 2010, 20:57
QUOTE
და სასაცილო გამომივიდა


რატო სასაცილო, ძალიან ლამაზია და ალბათ გემრიელიც იქნება.

Posted by: volli35 17 Apr 2010, 20:58
სენატორის ტორტი
1 http://www.radikal.ru
2 http://www.radikal.ru
3 http://www.radikal.ru
უგემრიელესი ნამცხვარი ჩემთვის .... ნუ ეხლა ახალი წასმულია კრემი და ჯერ უნდა გაუჯდეს, ანუ ხვალამდე არ დაიჭრება

Posted by: rtuli 17 Apr 2010, 21:11
saba444
QUOTE
გავაკეთ ხაჭოს პასკა და გამოვიდა თხელი

კარგია რომ არშეშინდი,ეგრე იცის ხაჭოს პასკამ ,გათხელება და შეშინება biggrin.gif
მთავარია შედეგით კმაყოფილი დარჩი და შემდეგისთვის უკვე შენს გემოზე დაამატებ დანამატებს.
მეც მომჟავო ხილის შეხამება მომწონს პასკაში,შარშან ანანასის, კივის ჩირის და შოკოლადის ნატეხების დამატებით შევანელე პასკა, ძალიან მოუხდა.

Romina
QUOTE
დალმატინის ლეკვივით

მშვენიერი შოკოლადის დალმანტინელი გამოგსვლია smile.gif
ისე, ხის ჩხირით ან უბრალოდ კოვზის უკანა მხარით რომ აგერია შოკოლადები, გამოგივიდოდა მარმარილოს ფაკტურით yes.gif

BadbadGirl
QUOTE
დღევანდელი ვახშამი, ორაგული ბრინჯის სალათით და ბოსტნეულით.

ორაგულიიიიი love.gif

naka
QUOTE

ჩემი ბლოგი

Makulatura

უბრალოდ გრცხვენოდეთ!!!

მოგპარეს სურათი და დაიბრალეს მომზადება boli.gif mad.gif

Posted by: BadbadGirl 17 Apr 2010, 21:28
rtuli
მეც მიყვარს. ყველანაირად.
ყოველდღე რომ ვჭამო არ მომბეზრდება.

Posted by: Shevchenko andrei 17 Apr 2010, 21:48
QUOTE (BadbadGirl @ 17 Apr 2010, 20:27 )
QUOTE
სოკო+ქათმის ხორცით+ყველის ღვეზელები

ძალიან მიყვარს!!!!
რუსეთში ვჭამდი ბევრს. აქ არ არის.


დღევანდელი ვახშამი, ორაგული ბრინჯის სალათით და ბოსტნეულით.
http://tomushka.blogspot.com/2010/04/fish-la-tomushka.html
user posted image

http://www.SmileS.ge აუ ძაან მაგარია რა http://www.SmileS.Ge http://www.SmileS.Ge

Posted by: frida_kahlo 17 Apr 2010, 22:06
n_j

კი და გმადლობთ 2kiss.gif

Posted by: Romina 17 Apr 2010, 22:07
rtuli

QUOTE
მშვენიერი შოკოლადის დალმანტინელი გამოგსვლია
ისე, ხის ჩხირით ან უბრალოდ კოვზის უკანა მხარით რომ აგერია შოკოლადები, გამოგივიდოდა მარმარილოს ფაკტურით 



smile.gif დედაჩემმაც ეგ მითხრა, მაგრამ უკვე ცოტათი გაციებული იყო და ვეღარ ავურიე sad.gif მადლობა სიტყვის გასწორებისთვის. ადრე მეგონა დალმატინელი ერქვა, მერე ფლორა და ფაუნაში ეწერა დალმატინიო და მეთქი ასეა სწორი. თურმე დალმანტინელი ყოფილა biggrin.gif
* * *
tasikuna-taso
QUOTE
რატო სასაცილო, ძალიან ლამაზია და ალბათ გემრიელიც იქნება.


მადლობა 2kiss.gif ნამდვილად გემრიელი იყო. დილით ჩაისთან და ყავასთან ძაან კარგია smile.gif

Posted by: natsu 17 Apr 2010, 22:27
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

დღეს რთულის რეცეპტით ჩიტის რძე გავაკეთე.ყველას მოეწონა...დიდი მადლობა!!! ასევე გავაკეთე ხაჭოს ტორტი.

Posted by: BadbadGirl 17 Apr 2010, 23:12
QUOTE
დღეს რთულის რეცეპტით ჩიტის რძე გავაკეთე.ყველას მოეწონა

იშ, მეც კი მომწონს.
რა ვქნა ახლა გესტუმროთ? tongue.gif tongue.gif

Posted by: rtuli 17 Apr 2010, 23:24
Romina
QUOTE
თურმე დალმანტინელი ყოფილა

Dalmatian
მე მიწერია შეცდომით sad.gif biggrin.gif

natsu
QUOTE
...დიდი მადლობა!!! ასევე გავაკეთე ხაჭოს ტორტი

არაფერს,სასიამოვნოა რომ მოწონება დაიმსახურა.
ხაჭოს ტორტზე დაგვიწერე როგორია,ანუ რეცეპტი.
თუ ჩიზქექია ტრადიციული და ზემოდან ხილის ჟელე აქვს?


პ.ს. მე ხომ ვამბობდი ყველაზე ტკბილი განყოფილება გვაქვს bis.gif

Posted by: natsu 18 Apr 2010, 00:21
ხაჭოს ტორტი. მასალა- 1 კგ.ხაჭო/სანტე/,200 გრამი სქელი არაჟანი,2 ჭიქა შაქარი,200 გრამი დაჭრილი ნიგოზი ან ქიშმიში. მასა მიქსერით ამოიყვანეთ. ა/ 3 პაკეტი ჟელატინი 1 ჭიქა წყალში 30-40 წუთი გააჩერეთ,რომ შეიკვრება, ნელ ცეცხლზე,გაალღვეთ,არ აადუღოთ! გადმოდგით,გააგრილეთ ხის კოვზის მორევით, შეურიეთ ხაჭოს მასას. გადაიტანეთ მინის 2, ლამაზ ჭურჭელში,შედგით მაცივარში,გასამაგრებლად. ბ/ 3 პაკეტი ჟელატინი გახსენით,თქვენთვის სასურველ 1 ჭიქა ხილის წვენში.გააჩერეთ 40 წუთი,როცა გამაგრდება.გაალღვეთ ნელ ცეცხლზე/არ აადუღოთ/ ცხელსავე დაამატეთ 700 გრამი წვენი და თანაბრად მოასხით ხაჭოს გამაგრებულ მასას ორივე ჭურჭელში .ისევ შედგით მაცივარში გასაცივებლად. მე მთელი ღამით ვტოვებ მაცივარში. /შეგიძლიათ წვენის მოსხმამდე დაჭრილი ხილით მორთოთ./ გაამოთ!!!!!
* * *
http://www.radikal.ru
ხაჭოს ტორტი.

Posted by: volli35 18 Apr 2010, 00:36
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: ninoma 18 Apr 2010, 01:42
volli35
მშვენიერი ტორტია.
გილოცავ დედის დაბადების დღეს!(მგონი სწორედ მახსოვს)

Posted by: volli35 18 Apr 2010, 01:47
ninoma
დიდი მადლობა .... სწორედ დედისაა .... და ამ დღეს ვხსნით ხოლმე მარწყვის ტორტის სეზონს ....

Posted by: tikunia-teiko 18 Apr 2010, 01:48
volli35

მნია,მნია... ულამზესი ტორტია, დარწმუნებული ვარ გემრიელიც იქნება..თან როგორ მაცდურად სხედან მარწყვები? wink.gif 2kiss.gif

Posted by: rtuli 18 Apr 2010, 01:58
volli35
მარწყვის სურნელი შევიგრძენი,ძალიან ეფეკტური ტორტია up.gif
გილოცავ დედის დაბადების დღეს!

natsu
QUOTE
ხაჭოს ტორტი.

მადლობა რეცეპტისთვის 2kiss.gif

Posted by: volli35 18 Apr 2010, 02:05
სიამოვნებით გეპატიჟებით ყველას ... (ოღონდ მართლა)
rtuli
მადლობა მოლოცვისთვის

ვაიმე როგორ ველოდები ჩემს ხაჭოს პასკას არ იცი .... ერთი ზუსტად ვიცი რომ დაბალი იქნება .... სხვა იმედია ყველაფერი სწორედ გავაკეთე .... ისე ვნერვიულობდი მზადების პროცესში ითქოს ცხოვრებაში პირველად შევედი ჩემს სამფლობელოში ...
* * *
tasikuna-taso
QUOTE
ტორტებთან გქონია შეხება და იქნებ იცოდე.
ზემოდან გასაფორმებლად რომ ასხამენ ზოლებად ჟელესებური მასაა სხვადასხვა ფერით და არომატით რა არის იცი?
ძალიან მაინტერესებს.

მოგვიანებით მაგრამ მაინც გპასუხობ, რომ არ ვიცი ნამდვილად ეგეტების არაფერი .... არ მხიბლავდა რატომღაც და არ დავინტერესდი

Posted by: rtuli 18 Apr 2010, 02:10
volli35
QUOTE
ერთი ზუსტად ვიცი რომ დაბალი იქნება

ეგ არაუშავს,ტორტივით იქნება smile.gif

სულ ვფიქრობ რა შევიძინო ისეთი რომ პასკის მოსამზადებლად გამოვიყენო.
ალბათ პლასტმასის შესანახ კონტეინერს დავხვრეტავ საცერივით და მაგაში ჩავდებ პასკას,ფორმაც კარგი ექნება და სიმაღლეც rolleyes.gif

QUOTE
სიამოვნებით გეპატიჟებით ყველას ... (ოღონდ მართლა)

2kiss.gif

Posted by: volli35 18 Apr 2010, 02:12
rtuli
QUOTE
სულ ვფიქრობ რა შევიძინო ისეთი რომ პასკის მოსამზადებლად გამოვიყენო.
ალბათ პლასტმასის შესანახ კონტეინერს დავხვრეტავ საცერივით და მაგაში ჩავდებ პასკას,ფორმაც კარგი ექნება და სიმაღლეც

სოჩაში მაქვს ნანახი სპეც-ფორმები და რომ არ ვაკეთებდი არც მიფიქრია ყიდვა .... ეხლა იქით აღარ მიშვებენ რომ შევიძინო ...

ისე როგორც ვიცი რაღაც პირამიდისებული ფორმის უნდა იყოს წესით .... ასე მახსოვს

Posted by: rtuli 18 Apr 2010, 02:25
volli35
QUOTE
ისე როგორც ვიცი რაღაც პირამიდისებული ფორმის უნდა იყოს წესით .... ასე მახსოვს

yes.gif
მე უფრო გემრიელ დესერტად მიმაჩნია და ყოველთვის მაგ ფორმას,ანუ ტრადიციულს,ვერ გამოვიყენებ.


პ.ს. გვიანია და არგძინავს,ხვალ კიდე ალბათ სტუმრებიც გეყოლება,უნდა დაისვენო yes.gif

Posted by: volli35 18 Apr 2010, 02:27
rtuli
QUOTE
პ.ს. გვიანია და არგძინავს,ხვალ კიდე ალბათ სტუმრებიც გეყოლება,უნდა დაისვენო

ხოოო ეხლა თუ არ დავიძინე ხვალ მთვარეულივით ვივლი ... არადა ხორცის პეროგი და ხაჭაპურები უნდა გავაკეთო .... და კიდე ქაბაბი


აბა ძილინებისა

2kiss.gif

Posted by: tavadze 18 Apr 2010, 02:32
volli35 - გილოცავ დედის დაბადების დღეს.
რა მაგარი ტორტია!!! up.gif up.gif up.gif თუმცა ამ ბოლო ორ გვერდზე რომელი ტორტია ცუდი!
ამ განთქმულ მეტორტესაც კი შემახარბეთ. biggrin.gif ბარაქალა თქვენს ქალობას!
რას შემოვდიოდი ამ შუაღამეზე, წავსულიყავი წყნარად, მშვიდად და დამეძინა, შარზე თუ არ ვარ. biggrin.gif

Posted by: ხორხე 18 Apr 2010, 07:13
rtuli
QUOTE
ღმერთმა დამიფაროს ეგ მანია,მე არმახასიათებს

სიმართლე დავწერე,მე ასეთს ბისკვიტს ვერ გამოვაცხობ ისეთი მეთოდით,. როგორც მაგ გოგონამ გამოაცხო.

ყოვლად შემძლე ხომ არავარ,მეც მიკვირს რაღაცეები+ვერ ან არ გამომდის

ვიხუმრე sad.gif

Posted by: n_j 18 Apr 2010, 09:01
მარწყვის ტორტმა მომხიბლა !

მეც ვუერთდები მილოცვებსsmile.gif

ეს კი გუშინდელია
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: rockataka 18 Apr 2010, 09:17
n_j
QUOTE
ეს კი გუშინდელია

ეგ ხორცის ფარშია? baby.gif

Posted by: n_j 18 Apr 2010, 09:37
rockataka
კი, ფარშის რულეტია

Posted by: volli35 18 Apr 2010, 11:16
n_j
უმაგრესი სპაგეტი და რულეტია .... ანუ მე რომ მიკვარს ისეთები

tavadze
n_j
მადლობები თქვენ

Posted by: kartveli gogo 18 Apr 2010, 12:17
volli35
ჩემი ფარცქვალა ცაა.2kiss.gif love.gif
თავაძე გაახარე,უთხარი რომ გადარეული გურული ხარ.

Posted by: volli35 18 Apr 2010, 12:28
kartveli gogo
ისე ვერ შემატყობდა ვითომ????????
მომენატრე ქალიიი 2kiss.gif 2kiss.gif


ვაიმეეეეე ხაჭოს ტორტმა გაამართლა მგონი .... ელემენტი დამიჯდა კამერაში და ამიტომ ფოტოს ცოტა ხანში დავდებ ....



Posted by: rtuli 18 Apr 2010, 12:42
volli35
QUOTE
ვაიმეეეეე ხაჭოს ტორტმა გაამართლა მგონი

შოკოლადის მინანქარი გადაასხი,ძალიან უხდება yes.gif

Posted by: volli35 18 Apr 2010, 12:51
rtuli
QUOTE
შოკოლადის მინანქარი გადაასხი,ძალიან უხდება


yes.gif უკვე yes.gif

Posted by: tasikuna-taso 18 Apr 2010, 12:52
QUOTE
სულ ვფიქრობ რა შევიძინო ისეთი რომ პასკის მოსამზადებლად გამოვიყენო.


მეც სულ ვფიქრობ.
სოფელში მამიდასთან მინახია ალუმინის სხრილი თავისივე სადგამით. ზუსტად პასკის ფორმა აქვს.
მგონი გამოდგება, მაგრამ ალუმინი ხო არ შეუშლის ხელს, შეიძლება გამოვიყენო?
* * *
volli35

ლამაზი ტორტია. მიყვარს მარწყვის ტორტი.

შენს დედიკოს ვულოცავ დაბადების დღეს.

Posted by: volli35 18 Apr 2010, 13:04
tasikuna-taso
QUOTE
მაგრამ ალუმინი ხო არ შეუშლის ხელს, შეიძლება გამოვიყენო?

მე ვერ გავრისკავდი ალუმინს .... რა ვიცი
QUOTE
ლამაზი ტორტია. მიყვარს მარწყვის ტორტი.

დაპატიჟებული ხარ .... ჩემი კარი სულ ღიაა ყველასთვის და ყოველთვის yes.gif

მადლობა მოლოცვისტვის 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: temotemuka 18 Apr 2010, 13:38
თქვენი დახმარება მჭირდება 1 კვირის წინ ჩამომივიდა ბერძენი მეგობარი და რა ხდება ეხლა ჩამოსვლის დღიდანვე კითხულობს რაღაცა საჭმელს ინგლისურათ არ იცის რა ქვია მარტო იძახის კრემაღალაქტოსიო სადაც ვიკითხე ვერსად ვერ მიხვდნენ და ვინმეს ხო არ გეცოდინებათ რა ქვია ქართულად? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: mariaa 18 Apr 2010, 14:05
temotemuka
QUOTE
ინგლისურათ არ იცის რა ქვია მარტო იძახის კრემაღალაქტოსიო

ნაღებს ნიშნვს..fresh cream
* * *
n_j
ბრავოოოო up.gif

Posted by: natsu 18 Apr 2010, 14:35
QUOTE (volli35 @ 18 Apr 2010, 00:36 )
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ძალიან ლამაზი ტორტია! გილოცავთ დედის დაბადების დღეს!

Posted by: tavadze 18 Apr 2010, 14:40
volli35
QUOTE
kartveli gogo
ისე ვერ შემატყობდა ვითომ????????

biggrin.gif biggrin.gif კულინარობაზე შეგეტყო. კიდევ იტყვიან, გურულებს რა კერძები გაქვთო.
როცა ჩემგანაც კი დადგა კულინარი რაღაც დოზით, გურული ქალები რა იქნებიან სამზარეულოში! up.gif

Posted by: sofia-jio 18 Apr 2010, 14:41
volli35
ვააუუუ მარწყვი სად იYიდეეეე?

Posted by: sofia_bad 18 Apr 2010, 15:15
ამას წინათ ფორუმზე ვნახე ვაშლის პეროგის რეცეპტი (ზუსტად არ მახსოვს ვისი)და გამოვაცხე.გადამერია ოჯახი. წუხელ მეხუთედ გამაკეთებინეს. biggrin.gif

2 დღეა არ შემოვსულვარ და იF რა გემრიელობები დამხვდა!!! ეხლა ვზივარ და ვფიქრობ რა გავაკეთო კიდევ. smile.gif

Posted by: temotemuka 18 Apr 2010, 15:19
mariaa
მადლობა biggrin.gif biggrin.gif დავისვენე

Posted by: ESCADA 18 Apr 2010, 15:29
ჩემ ქმარმა გააკეთა - დიდი კულინარია ჩემგან განსხვავებით
ეს მიასო პო გავაისკი smile.gif ანანასთან ერთად
http://www.radikal.ru

Posted by: miau 18 Apr 2010, 15:30
natsu
QUOTE
ხაჭოს ტორტი.


რა მარტივი და რა გემრიელი ჩანს smile.gif
მაგიოსდამაგვარი ტორტის რეცეპტი დედაჩემის რეცეპტების არსენალშიც არის, მაგგრამ ეს უფრო მარტივი ჩანს smile.gif up.gif
volli35

ლამაზი ტორტია ძალიან!
გილოცავ დედის დაბადების დღეს smile.gif
n_j

შენ როგორც ყოველთვის ბრწყინავ biggrin.gif up.gif

Posted by: ESCADA 18 Apr 2010, 15:42
http://www.radikal.ru

Posted by: faustina 18 Apr 2010, 16:19
ძალიან გემრიელი კერძები გაგიკეთებიათ გოგოებო smile.gif

რთული, როგორ აკეთებ ასეთ ტხელ კანს?
მე თუ ვაკეთებ, მერე ცხობის დ როს ტაფაზე, იხევა sad.gif


დღევანდელი საუზმე
შერეული ხორცის ფარში სალიამიტ, ხამონით და ისპანახით smile.gif


http://www.radikal.ru

Posted by: WOMAN IN LOVE 18 Apr 2010, 16:49
temotemuka
QUOTE
კრემაღალაქტოსიო

Κρεμα γαλακτος biggrin.gif
ნაღებია, უთქვამთ უკვე smile.gif
* * *
tavadze
QUOTE
როცა ჩემგანაც კი დადგა კულინარი რაღაც დოზით

რა თავმდაბლობაა, ღმერთო ჩემო, მეტრ!

Posted by: mariaa 18 Apr 2010, 16:59
rtuli
QUOTE
სოკო+ქათმის ხორცით+ყველის ღვეზელები

ვაა,ეს ეხლა ვნახე love.gif



ტაიატელეს.. ქათმის,ნაღების და ლიმნის ცედრის სოსით
http://www.radikal.ru
* * *
faustina
QUOTE
შერეული ხორცის ფარში სალიამიტ, ხამონით და ისპანახით

რა ლამაზია..გემრიელიც რა თქმა უნდა up.gif

Posted by: faustina 18 Apr 2010, 17:28
mariaa
QUOTE
რა ლამაზია..გემრიელიც რა თქმა უნდა 

კი, გემრიელია, დედამთილს მოეწონა biggrin.gif

QUOTE
ტაიატელეს.. ქათმის,ნაღების და ლიმნის ცედრის სოსით

დღეს ასეთი პასტა უნდა გამეკეთებინა მეც ნაღებითა და ზღვის პროდუქთებით, მაგრამ შევცვალე დღის მენიუ smile.gif

მომავალში მოვამზადებ smile.gif

Posted by: mariaa 18 Apr 2010, 17:36
faustina
QUOTE
კი, გემრიელია, დედამთილს მოეწონა 

biggrin.gif
up.gif

აჯო love.gif
http://www.radikal.ru

Posted by: tavadze 18 Apr 2010, 17:36
WOMAN IN LOVE
QUOTE
რა თავმდაბლობაა, ღმერთო ჩემო, მეტრ!

თუ არაა, მაშინ გაუკეთე ანდრიკოს ის ტორტი, მაშინ რომ ხელები გაასავსავე, ეგ თავაძემ გაგიკეთოსო.
ან - ჩემნაირი ყვავილოვანი. biggrin.gif biggrin.gif

Posted by: tikunia-teiko 18 Apr 2010, 17:44
faustina

QUOTE
დღევანდელი საუზმე
შერეული ხორცის ფარში სალიამიტ, ხამონით და ისპანახით






რა გემრიელი რულეტია, რეცეტს და მომზადების წესს ვერ მეტყვით?

Posted by: nanana 18 Apr 2010, 17:47
mariaa

შენი და ქბ ავგუსტას კერძების პრეზენტაცია მომწონსsmile.gif

სხვებისაც, მაგრამ ეხლა თქვენს მიერ გა- fusion -ებული ქართული კერძები მახსენდეbაsmile.gif

Posted by: ESCADA 18 Apr 2010, 18:01
http://www.radikal.ru

* * *
http://www.radikal.ru

ესენი ჩემ ქმარმა გააკეთა გუშინ სტუმრები ყავდა smile.gif
სოკოს, კარტოფილი და სულგუნი არაჯანთან უგემრიელესი იყო, ქათმის და სოკოს სალათა და ხორცი ანანასით
http://www.radikal.ru

Posted by: faustina 18 Apr 2010, 18:06
tikunia-teiko
QUOTE
რა გემრიელი რულეტია, რეცეტს და მომზადების წესს ვერ მეტყვით?

ხორცეულშია რეცეპტი smile.gif

Posted by: ESCADA 18 Apr 2010, 18:09
http://www.radikal.ru
* * *
ისეთი ლამაზი სურათები არ გამომივიდა მაგრამ ძალიან გემრიელი იყო smile.gif ყველაფერი
http://www.radikal.ru
ეს აჩმა დღეს დეიდაჩემმა გამომიგზავნა biggrin.gif ამ თემაში მე ვერ ვყოჩაღობ
სუფის ფრიკადელკები მე გავაკეთე და მწვანილი მე ჩავაჭერი დანარჩენი სუფის ინგრედიენტები გიგამ მოამზადა

Posted by: nanana 18 Apr 2010, 18:20
ESCADA
QUOTE
ესენი ჩემ ქმარმა გააკეთა გუშინ სტუმრები ყავდა 

აკოცე შენს ქმარს ჩვენგან biggrin.gif

Posted by: ESCADA 18 Apr 2010, 18:24
http://www.radikal.ru

Posted by: bachi24 18 Apr 2010, 18:24
ESCADA
კომპლიმენტები ქმარს, ბრავო, ყველაფერი ძაან გამრიელი ჩანს yes.gif

Posted by: ESCADA 18 Apr 2010, 18:35
დიდი მადლობა გოგოებო smile.gif მე არაფერს არ ვაკეთებ ხოლმე მეზარება ძალიან, ბუტერბროდებზე შემიძლია კვირები გავატარო - სულ მაგაზე გვქონდა ოჯახში კამათი ჩემებთან შენ მეორე დღეს გამოგაგდებს ქმარიო biggrin.gif და აღმოჩნდა ჩემ ქმარს ძალიან ყვარებია რაღაცეების კეთება და ძალიან უმტკივნეულოდ გადავიტანეთ ჩემი უნუჭობა სამზარეულოში smile.gif smile.gif
ესე კარტოფილის დაჭრაც გიგას გამოგონებაა biggrin.gif
http://www.radikal.ru

Posted by: natsu 18 Apr 2010, 19:15
კომპლიმენტები! იდეალური ადამიანი გიპოვნიათ. ჩემი ქმარი მშიერი დარჩება,თუ სახლში ვინმე არ დახვდა. ყველაზე დიდი რაც გაუკეთებია-ჩაი დაუსხმია.

Posted by: rockataka 18 Apr 2010, 19:22
natsu
QUOTE
ჩემი ქმარი მშიერი დარჩება,თუ სახლში ვინმე არ დახვდა

ვარიანტი არ არსაებობს no.gif თუ არ გჯერათ, დატოვეთ მარტო და ნახავთ smile.gif

Posted by: BadbadGirl 18 Apr 2010, 19:31
ხრაშუნა გულები smile.gif
http://tomushka.blogspot.com/2010/03/cookies.html

user posted image

პ.ს. დაბადების დღის საჩუქარი ჯერ კიდევ ვერ მოვინელე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: natsu 18 Apr 2010, 19:34
მარტოც დაგვიტოვებია,ბარათი,მინიშნება,მისი საყვარელი კერძით,მაგრამ არ დაურიგებია. მიდის სადმე და ჭამს. თავიდან ასე მიაჩვიეს. კიდევ კარგი,მხოლოდ ესაა მისი ნაკლი. სამაგიეროდ,ბიჭი მყავს დამოუკიდებელი.მეშვიდე კლასელი 8 თვე ჩვენგან შორს,ბაბუასთან ცხოვრობდა და უვლიდა.

Posted by: BadbadGirl 18 Apr 2010, 19:41
ESCADA
ძალიან მაგარია!!!
კომპლიმენტები შენ ქმარს.

QUOTE
ჩემი ქმარი მშიერი დარჩება,თუ სახლში ვინმე არ დახვდა

ვარიანტი არ არსაებობს no.gif თუ არ გჯერათ, დატოვეთ მარტო და ნახავთ smile.gif

ნამდვილად არ დარჩება!!
პირველად რომ დავტოვე მარტო, (სამი კვირით, მე მანდ წამოვედი) მოვუმზადე ბევრი საჭმელი და გავუყინე. ეს საჭმელი რომ შემოეჭამა, გადავიდა პიცებზე, პიტიპანაზე და სენდვიჩებზე.

მშიერი არ დარჩენილა, მაგრამ ზემოთდასახელებული კერძების ღამ ღამობით მირთმევა, მართებულად არ მიმაჩნია.

Posted by: faustina 18 Apr 2010, 19:58

ESCADA
QUOTE
ესე კარტოფილის დაჭრაც გიგას გამოგონებაა

ასეთ დაჭრილ კართოფილს ჩვენტან პატატა ბრავას ეცახიან wink.gif

Posted by: ESCADA 18 Apr 2010, 20:00
nanana
QUOTE
აკოცე შენს ქმარს ჩვენგან 

bachi24
QUOTE
კომპლიმენტები ქმარს, ბრავო, ყველაფერი ძაან გამრიელი ჩანს 

natsu
QUOTE
კომპლიმენტები! იდეალური ადამიანი გიპოვნიათ. ჩემი ქმარი მშიერი დარჩება,თუ სახლში ვინმე არ დახვდა. ყველაზე დიდი რაც გაუკეთებია-ჩაი დაუსხმია.



გმადლობთ გადავცემ აუცილებლად ძალიან გაუხარდება smile.gif ძალიან ამაყია ხოლმე რამეს რომ მოამზადებს
გუშინ ვუთხარი სურათები ფორუმზე რომ უნდა დავდო თქო ჩაეცინა biggrin.gif ვაქებ ხოლმე ძალიან და უხარია კიდევ მეტის გაკეთება უნდება biggrin.gif ოჰოჰ რა გემრიელიაააააააა

Posted by: rockataka 18 Apr 2010, 20:22
ESCADA
QUOTE
გმადლობთ გადავცემ აუცილებლად ძალიან გაუხარდება

ჩემგანაც გადაეცით yes.gif კოლეგები ვყოფილვართ tongue.gif

Posted by: UK_addicted 18 Apr 2010, 20:25
კუსკუსი ვიყიდე დღეს და ვინმეს რაიმე იდეა თუ აქვს, რას უხდება ან საერთოდ როგორ მოვამზადო? მადლობა წინასწარ

Posted by: saba444 18 Apr 2010, 21:04
დღეს გავაკეტე უზბეკური ფლავი. ქათმის ხორცით მომწონს ძალიან,გემრიელი გამოდის ყოველთვის.. up.gif up.gif up.gif
ესეც ფოტო

http://www.radikal.ru

Posted by: nanana 18 Apr 2010, 21:21
ESCADA
QUOTE
გმადლობთ გადავცემ აუცილებლად ძალიან გაუხარდება  ძალიან ამაყია ხოლმე რამეს რომ მოამზადებს


კიდევ რაშია იცი საქმე . . . ქართველი კაცი, რომელსაც ხორცის და ანანასის კომბინაცია უაზობად და უჯიშობად არ მიაჩნია, დახსნილია კონსერვატიზმის სულისშემხუთველი მარწუხებისგან. ასე რომ კიდევ ერთხელ ყოჩაღ biggrin.gif:D:D

Posted by: volli35 18 Apr 2010, 21:40
მადლობა ყველას მოლოცვისთვის ..... ჩაგკოცნეთ 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
ხორცის პეროგი ტარხუნით
http://www.radikal.ru
ქამა სოკო არაჟნის სოუსით და სულგუნით
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
დღის სიახლე .... ხაჭოს ტორტი ..... მადლობა რთულს
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
და ესეც ტორტი
http://www.radikal.ru
* * *
tavadze
QUOTE
გურული ქალები რა იქნებიან სამზარეულოში!

bis.gif bis.gif
sofia-jio
QUOTE
ვააუუუ მარწყვი სად იYიდეეეე?

ბაზრში .... და ღირდა გუშინ 6 ლარი

Posted by: S_H_I_N_Y 18 Apr 2010, 21:44
volli35
ეეხ, რა სიამოვნებით გავსიჯავდი ყველაფერს... მნიამ chups.gif

Posted by: volli35 18 Apr 2010, 21:52
S_H_I_N_Y
jump.gif jump.gif

Posted by: Person123 18 Apr 2010, 22:00
volli35

ხაჭოს ტორტის რეცეპტი დევს სადმე?
* * *
rtuli

http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=1425&#entry12577353 ასაწონის გარდა რომელი კაკაო შეიძლება გამოვიყენოთ? და კიდე გამაფხვიერებელი ყველა მაღაზიაში იყიდება?

Posted by: Miss_Nata 18 Apr 2010, 22:11
QUOTE
ეეხ, რა სიამოვნებით გავსიჯავდი ყველაფერს... მნიამ

+1
შემოგიერთდებოდი სიამოვნებით...ფანტასტიური ნამუშევრებია

Posted by: tikunia-teiko 18 Apr 2010, 22:17
გოგოებო, გემრიელი პიურე მასწავლეთ რა. ჰაეროვანი და ფუმფულა რომ იყოს. ალბათ, კარტოფილზეცაა დამოკიდებული არა?

Posted by: faustina 18 Apr 2010, 22:22
UK_addicted
QUOTE
კუსკუსი ვიყიდე დღეს და ვინმეს რაიმე იდეა თუ აქვს, რას უხდება ან საერთოდ როგორ მოვამზადო? მადლობა წინასწარ

მომზადების წესი ყუტზევე უნდა ეწეროს...
თუ არ აწერია მაშინ ასე მოამზადე :

რამდენსაც აიღებ კუსკუსს, იმდენივე მდუღარე მარილიანი წყალს ვამატებთ , ვაფარებტ ტავზე და ვაჩერებთ 5 წთ, სანამ არ აფუვდება, შემდეგ ვუმათებთ სასურველ ცხიმს...

თითქმის ნებისმიერად გაკეთებული ჩახრაკუ-მოშუშულ-შემწვარი ხორცი და ბოსტნელული უხდება smile.gif

მე წვრილად ვჭრი ხორცს+ბოსტნეულს, ვშუშავ და კუსკუსთან ერთად მივირთმევ smile.gif

წარმატებები smile.gif

volli35
QUOTE
მადლობა ყველას მოლოცვისთვის .....

მეც გილოცავ, თუმცა ვერ ვნახე ლინკი რას აღნისნავდი რომ გამეგო, მაგრამ რადგან გილოცავენ, ე ი სასიხარულო ამბავია smile.gif
გილოცავ, გილოცაავ!!!
smile.gif


tikunia-teiko
QUOTE
გოგოებო, გემრიელი პიურე მასწავლეთ რა. ჰაეროვანი და ფუმფულა რომ იყოს. ალბათ, კარტოფილზეცაა დამოკიდებული არა?

გაფცკვები კარტოფილი, მოხარშე ცოოტა მარილში კარგაად, შემდეგ გადაცურე წყალი მთლიანად, ჩაამატე კარაქი, ჩაყლიტავ კარგაად და დაუმატებ რძეს , რაოდენობა სურვილისამებრ, გააჩნია რა სისქის პიურე გინდა...
მარილი გემოვნებიტ...
smile.gif

Posted by: n_j 18 Apr 2010, 22:51
tikunia-teiko
QUOTE
გემრიელი პიურე მასწავლეთ

მე კარაქის მაგივრად ყოველტვის ზეითუნის ზეტს ვამატებ და ცოტა შავ პილპილს, ძალიან მეგემრიელება. იქნებ შენც მოგეწონოს

Posted by: volli35 18 Apr 2010, 22:52
Person123
QUOTE
ხაჭოს ტორტის რეცეპტი დევს სადმე?

კი დევს .... ვიპოვი და მოგაწვდი ....
faustina
მადლობა ... დედის დაBდღე მაქვს ....
tikunia-teiko

QUOTE
გოგოებო, გემრიელი პიურე მასწავლეთ რა. ჰაეროვანი და ფუმფულა რომ იყოს. ალბათ, კარტოფილზეცაა დამოკიდებული არა?

მე იცი როგორ ვაკეთებ .... ვფცქვნი კარტოფილს .... ვხარშავ ორთქლზე ..... მერე კარგად ჩავწყლიტავ და ვამატებ ან თბილ რძეს ან იმ წყალს რომლის ორთქლითაც მოიხარშა კარტოფილი .... + მარილი გემოვნებით ..... და თუ ბავშვისთვის არ გინდა და უფროსებმა უნდა დააგემოვნოთ დაუმატე ბოლოს ცოტა მდოგვი .... უძლიერესი და უგემრიელესი გამოდის
* * *
Miss_Nata
QUOTE
შემოგიერთდებოდი სიამოვნებით...ფანტასტიური ნამუშევრებია

მე ყველას მოსვლა მოსვლა მესიამოვნებოდა .... 2kiss.gif

Posted by: kartveli gogo 18 Apr 2010, 23:04
volli35
ვაი როგორ მინდა შენთან!!!!:cry:
მე რომ ჩამოვალ მაგ ყველაფერს ხომ გამასინჯებ? 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif ია
რა გემრიელობებია.თან როგორ მშია ხომ გითხარი ,დღესაც ვერ ვჭამე.

Posted by: volli35 18 Apr 2010, 23:24
kartveli gogo
შენ ჩამოდი დააააააააა ..... ვაიმე რა ამბებს ჩავატარებ სამზარეულოში ..... ვაიმეეეეეეე 2kiss.gif 2kiss.gif

მეც მინდა შენთან და არ იცი როგორ ..... cry.gif cry.gif

Posted by: tikunia-teiko 19 Apr 2010, 00:41
faustina
n_j
volli35

დიდი მადლობა გოგოებო 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: rtuli 19 Apr 2010, 00:50
volli35
რა სუფრა გაგიწყვია up.gif

პ.ს. სულ ვფიქრობდი შენი ნიკი ნაცნობია ჩემთვის და ეხლა გამახსენდა სახლის ყვავილების თემაში მყავხარ ნანახი smile.gif


Person123
QUOTE
ასაწონის გარდა რომელი კაკაო შეიძლება გამოვიყენოთ? და კიდე გამაფხვიერებელი ყველა მაღაზიაში იყიდება?

ნაბისმიერი კაკაო პაჩკებში რომ იყიდება.
გამაფხვიერებელი სოდით შეცვალე ანუ 0,5 ჩ.კ. სოდა+1 ჩ.კ. ძმარი.
ისე მე პასაჟში ვყიდულობ კაკაოსაც და გამაფხვიერებელს,პირველ რიგში ,სადაც საკონდიტრო ნახევარ ფაბრიკატები იყიდება ან კუთხეში სუნელების ბუტიკში.
იმ ძველ რეცეპტში ფქვილი გამომრჩა და აი ახალი რეცეპტი აქ არის:
http://forum.ge/?f=82&showtopic=34069529&st=60

QUOTE
ხაჭოს ტორტის რეცეპტი დევს სადმე?

http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=237&Itemid=55

Posted by: Luchia 19 Apr 2010, 01:02
ვაიმე ეს განყოფილება ბოლოს მომიღებს... არადა დიეტაზე ვარ biggrin.gif რას შემოვდიოდი დამახრჩო ნერწყვებმა .... sad.gifარადა ყველას ძინავს და ვინაა ჩემი დამხმარე biggrin.gif

Posted by: rtuli 19 Apr 2010, 01:03
ESCADA
QUOTE
ესენი ჩემ ქმარმა გააკეთა

რესპეკტ!
ბედნიერი ხარ yes.gif

faustina
QUOTE
რთული, როგორ აკეთებ ასეთ ტხელ კანს?
მე თუ ვაკეთებ, მერე ცხობის დ როს ტაფაზე, იხევა

დავწერე ცომეულის განყოფილებაში და აქაც ავღნიშნავ,როცა ცომის გუნდის თითებით ოდნავ გაშლას იწყებ ,ისე უნდა გაშალო რომ ბოლოებში ცომი უფრო სქლად იყოს.
გულს ჩაუდებ და მოუკრავ (სქელი ნაპირები იწელება და აღარ გაიხევა).
მერე უნდა დაასვენო შეკრული გუნდა+გულსართიანი,ამას იმიტომ ასვენებ რომ,ცომი უფრო მორჩილი გახდეს და როცა გააბრტყელებ, ადვილად გაიწევს ცომი.გამოაცხობისას არმეხევა.
დღეს 25 ხაჭაპური დამაცხობინეს კახეთში,ისეთი თხელები გავაკეთე გაკვირვებულები დარჩნენ smile.gif


forumeli007
კენკრის ტარტის რეცეპტი აქ იხილე:
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=246&Itemid=55

Posted by: Person123 19 Apr 2010, 01:03
rtuli

დიდი მადლობა. smile.gif

Posted by: faustina 19 Apr 2010, 01:37
rtuli
QUOTE
დავწერე ცომეულის განყოფილებაში და აქაც ავღნიშნავ,როცა ცომის გუნდის თითებით ოდნავ გაშლას იწყებ ,ისე უნდა გაშალო რომ ბოლოებში ცომი უფრო სქლად იყოს.
გულს ჩაუდებ და მოუკრავ (სქელი ნაპირები იწელება და აღარ გაიხევა).
მერე უნდა დაასვენო შეკრული გუნდა+გულსართიანი,ამას იმიტომ ასვენებ რომ,ცომი უფრო მორჩილი გახდეს და როცა გააბრტყელებ, ადვილად გაიწევს ცომი.გამოაცხობისას არმეხევა.

2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: ESCADA 19 Apr 2010, 03:40
nanana
QUOTE
კიდევ რაშია იცი საქმე . . . ქართველი კაცი, რომელსაც ხორცის და ანანასის კომბინაცია უაზობად და უჯიშობად არ მიაჩნია, დახსნილია კონსერვატიზმის სულისშემხუთველი მარწუხებისგან. ასე რომ კიდევ ერთხელ ყოჩაღ biggrin.gif:D

აბა biggrin.gif ჩვენს შემთხვევაში ერთი ნიუანსია ჩემი ქმარი მეზღვაურია და ხშირად წასულია ხან სად და ხან სად და სადაც რა მოეწონება იმახსოვრებს, აი ეს ანანასებით ხორცი სადღაც უჭამია და მოეწონა. ხო ნუ რა თქმა უნდა გრუზინები რომ არიან ტიპიური ეგეთი ნამდვილად არ არის - ძან გავაოფე მგონი და ვსე წავედი - ისე შემოგხედავთ ხოლმე მე მაინც არაფრის გამკეთებელი არ ვარ biggrin.gif ყავა კი კაი ვიცი
* * *
faustina
QUOTE
ასეთ დაჭრილ კართოფილს ჩვენტან პატატა ბრავას ეცახიან 

მაგდენი სად ვიცი biggrin.gif
* * *
rtuli
QUOTE
რესპეკტ!
ბედნიერი ხარ 

შენ ვის ოჯახშიც ხარ ისაა ბედნიერიი რომ გიყურებ ხოლმე ან ამდენი რეცეპტი საიდან იცი ან როგორ არ გეზარება ამხენი ყოველდღე ამდენი რარაცის კეთება თან ყველაფერი ისეთი ლამაზია და ნუ გემრიელი ხომ იქნება დარწმუნებული ვარ - მაგარი ხარ! ქალი ვარო შენ უნდა თქვა. 2kiss.gif
* * *
rockataka
QUOTE
ჩემგანაც გადაეცით  კოლეგები ვყოფილვართ 

biggrin.gif ხო არა კაიააააააა

Posted by: წკაპო 19 Apr 2010, 09:22
QUOTE (nanana @ 18 Apr 2010, 19:21 )
ESCADA
QUOTE
გმადლობთ გადავცემ აუცილებლად ძალიან გაუხარდება  ძალიან ამაყია ხოლმე რამეს რომ მოამზადებს


კიდევ რაშია იცი საქმე . . . ქართველი კაცი, რომელსაც ხორცის და ანანასის კომბინაცია უაზობად და უჯიშობად არ მიაჩნია, დახსნილია კონსერვატიზმის სულისშემხუთველი მარწუხებისგან. ასე რომ კიდევ ერთხელ ყოჩაღ biggrin.gif:D:D

ქართველი კაცი რომელსაც ანანასიანი ხორცის (უფრო ზოგადად კი ტკბილ-მარილიანი საჭმლის) ჭამის მერე ნაღვლის ბუშტის შეტევა ემართება, კონსერვატიზმის სულისშემხუთველ მარწუხებშია მოქცეული?

მე საერთოდ ვთვლი, რომ ხორცს სიტკბო არ უხდება.
სიტკბო იმდენად ძლიერი გემოა (ფიზიოლოგიურად), რომ ყველა სხვა გემოს ნიღბავს და ხშირად სწორედ ამ თვისების გამო ამატებენ შაქარს ნახევარფაბრიკატებში, საჭმელი რომ სულ ლუყურტი არ იყოს.

Posted by: forumeli007 19 Apr 2010, 09:34
rtuli
2kiss.gif 2kiss.gif დიდი მადლობა!!!!!

Posted by: svani67 19 Apr 2010, 09:46
UK_addicted
faustina

QUOTE
კუსკუსი ვიყიდე დღეს


კუსკუსი ჩრდილოაფრიკელების (ბერბერ-არაბების) ეროვნულ საჭმელს არ ჰქვია? სალიანკას ჰგავს მე მგონი < ხორციანია

აბა ცალკე კუსკუსი რაღაა ??

Posted by: n_j 19 Apr 2010, 10:51
svani67
ბურღულეულია, ხორბლისგან მზადდება, აგერ პეპის უწერია როგორ
http://perfectcook.org/index.php?option=com_content&view=article&id=51:-45-&catid=36:2009-09-30-19-47-35&Itemid=65

ეს კი გუშინდელი ბარდის სუპი,
http://pix.ge/

დეკორი არ გამომივიდა, biggrin.gif

Posted by: GATO 19 Apr 2010, 11:07
გუშინ საღამოთი ვიფუსფუსე smile.gif ..........................

user posted image

Posted by: volli35 19 Apr 2010, 11:21
GATO
ზებრას გავს ხო????? .... საკაიფო მინანქარია

Posted by: GATO 19 Apr 2010, 11:36
volli35
ზებრაა yes.gif მინანქარი აქ მასწავლეს smile.gif

უი სულ დამავიწყდა დამეწერა ...სულ მაინტერესებდა თუ იქნებოდა ეფექტური კექსში შოკოლადის ფილის ნატეხები ...და ჩავატარე ექსპერიმენტი , გაფუჭების შემეშინდა და მხოლოდ ერთ ადგილას ჩავდე რამდენიმე ნატეხი ყვითელი ალპენ გოულდი... ის ადგილი შემხვდა და ძაან მაგარი გამოვიდა როგორც ვვარაუდობდი შოკოლადი ჩადნა და არ გამომხმარა არც გემო შეცვლია, ერთი სიტყვით მოლოდინი გაამართლა უბრალოდ მინანქარს სულ სხვანაირი გემო აქვს და როდესაც შოკოლადის ნატეხებით გავაკეთებ მინანქარს აღარ გავუკეთებ yes.gif
შემდეგი კექსი აუცილებლად შოკოლადის ნატეხებით უნდა გავაკეთო jump.gif

Posted by: nite 19 Apr 2010, 11:41
გუშინ როგორც ყოველთვის...

1. ბორში
2. შემწვარი ყვავილოვანი
3, კიტრის და პამიდვრის სალათა
4. სტაფილოს სალათა (დიეტური sad.gif )
5. გამოვაცხე ვაშლის პეროგი, ყველაზე დაბალკალორიული რაც აღმოჩნდა ჩემი რეცეპტების ცნობარში. და ორი ნაჭერიც შემომეჭამა. ოღონდ პატარები biggrin.gif


GATO
კარგი მინანქარი ჩანს.

Posted by: kozet 19 Apr 2010, 11:59
დღეს არა, მაგრამ გუშინ გავაკეთე ბადრიჯანი სოკოთი კეცზე

ეს პირველი ეტაპი


http://www.radikal.ru

და ესეც უკვე მზა

http://www.radikal.ru

Posted by: rtuli 19 Apr 2010, 14:07
კარტოფილის მაჭყატები ჩინურად smile.gif
http://pix.ge/

kozet
QUOTE
ბადრიჯანი სოკოთი კეცზე

მთლიანი ბადრიჯანია კეცზე?
აბა მოგვიყევი რახდება მაგ კეცზე და ყველის შიგნით smile.gif

Posted by: volli35 19 Apr 2010, 14:12
დღEს ვისვენებ .... მოვკვდი გუშინ მზადება მომსახურებით

Posted by: MaryElla 19 Apr 2010, 14:18
rtuli
კარტოფილის მაჭკატების რეცეპტს ხომ დადებთ? wink.gif

Posted by: saba444 19 Apr 2010, 14:19
rtuli
ვაიმე რა გემრიელი ჩანს......როგორ გააკეთე?ძალიამ მაგარი ხარ 2kiss.gif

Posted by: volli35 19 Apr 2010, 14:29
rtuli
ანუ კარტოფილში რა არის დამატებული???? მასწავლე პლზ

Posted by: alouette 19 Apr 2010, 14:59
დღეს შესვენებაზეც ვერ გავდივარ
და თუ რაიმე მომკლავს აი ეს კარტოფილის მაჭყატების თვალიერება იქნება sad.gif

Posted by: mariastella 19 Apr 2010, 15:16
alouette

მიდი მოვდივარ gigi.gif

Posted by: rtuli 19 Apr 2010, 15:17
QUOTE
კარტოფილის მაჭკატების რეცეპტს ხომ დადებთ

რეცეპტი მარტივი და გემრიელია smile.gif
იხილეთ აქ:
http://forum.ge/?showtopic=33695824&st=270&#entry19126652

Posted by: nanana 19 Apr 2010, 16:03
წკაპო
QUOTE
ქართველი კაცი რომელსაც ანანასიანი ხორცის (უფრო ზოგადად კი ტკბილ-მარილიანი საჭმლის) ჭამის მერე ნაღვლის ბუშტის შეტევა ემართება, კონსერვატიზმის სულისშემხუთველ მარწუხებშია მოქცეული?


არა biggrin.gif

მე საერთოდ ვთვლი, რომ ხორცს სიტკბო არ უხდება.

გემოვნებაზე არ გედავებით. ტკბილ ხორცზე არც მე ვგიჟდები, მაგრამ ვაფასებ როდესაც ადამიანს ახალი გემო არ აშინებს, ექსპერიმენტებს მიმართავს და ერთი და იგივეს არ ჭამს მთელი ცხოვრება.
სხვათაშორის ეხლახანს გავსინჯე უგემრიელესი ზღვის პროდუქტების კერძი და აღმოჩნდა რომ სოუსი თაფლით იყო მომზადებული. სიტკბო არ დომინირებდა, უფრო არომატი და მაგარი იყო ძალიან.

Posted by: წკაპო 19 Apr 2010, 16:21
nanana,
QUOTE (nanana @ 19 Apr 2010, 14:03 )
წკაპო
QUOTE
ქართველი კაცი რომელსაც ანანასიანი ხორცის (უფრო ზოგადად კი ტკბილ-მარილიანი საჭმლის) ჭამის მერე ნაღვლის ბუშტის შეტევა ემართება, კონსერვატიზმის სულისშემხუთველ მარწუხებშია მოქცეული?


არა biggrin.gif

მე საერთოდ ვთვლი, რომ ხორცს სიტკბო არ უხდება.

გემოვნებაზე არ გედავებით. ტკბილ ხორცზე არც მე ვგიჟდები, მაგრამ ვაფასებ როდესაც ადამიანს ახალი გემო არ აშინებს, ექსპერიმენტებს მიმართავს და ერთი და იგივეს არ ჭამს მთელი ცხოვრება.
სხვათაშორის ეხლახანს გავსინჯე უგემრიელესი ზღვის პროდუქტების კერძი და აღმოჩნდა რომ სოუსი თაფლით იყო მომზადებული. სიტკბო არ დომინირებდა, უფრო არომატი და მაგარი იყო ძალიან.

მე კიდევ ორი კვირის წინ ვჭამე ბატკნის ბარკალი, მენიუში არსად იყო მინიშნებული, მაგრამ აღმოჩნდა რომ ბალზამური ჟოლოიანი ძმრით გაზავებული თაფლისაგან დამზადებული საწებლით იყო მომინანქრებული. არ შევუშინდი „ახალ გემოს“ (თქვენ დაგესესხებით გამოთქმას) და მაინც შევჭამე, თან ჭარბი საწებელი დანითა და კოვზით სათუთად მოვაცილე.

უგემრიელესი ხორცი იყო გაფუჭებული იმ ე.წ. საწებლით. მე კიდევ მთელი ღამე უნიტაზჩახუტებული ჩანჩქეროს ვმღეროდი და სამი დღე ნაღვლის ბუშტი მწიწკნიდა.

ზოგადად შენიშნული მაქვს, რომ ტკბილ ხორციან საჭმელებს ე.წ. „სვეტურ“ (ფრანგული branché) რესტორნებში მიმართავენ, როგორც თვითონ ამბობენ „შეფ-მზარეულის ხელოვნებისა და წარმოსახვის წარმოსაჩენად“ (ჩემის აზრით კი, მისი უბადრუკობის მისაჩქმალად). საინტერესო ისაა კიდევ, რომ ვარსკვლავიანი მზარეულები როგორც წესი ასეთ რესტორნებში არ მუშაობენ. საკმაოდ საგულისხმო სტატისტიკაა.

Posted by: kozet 19 Apr 2010, 16:43
rtuli
QUOTE
მთლიანი ბადრიჯანია კეცზე?
აბა მოგვიყევი რახდება მაგ კეცზე და ყველის შიგნით

თვით კულინარიის ჯადოქარი დაინტერესდა ჩემი კერძით bis.gif

ე.ი. მთელი Eსხი და მუღამიც მაგაშია, რომ მთლიანი უნდა ეგონოს ყველას ეგ ბადრიჯანი.
მოკლედ მთლიან ბადრიჯანს ყუნწიანად ვრეცხავთ კარგად და ყინწიდან 3-4 სანტიმეტრის მოშორებით ვიწყებს ბადრიჯნის სიგრძეზე დაჭრას ბოლომდე მაქსიმალურად თხელ ნაჭრებად. იმედია გასაგებია. ანუ ყუნწთან მთლიანი უნდა იყოს და შემდეგ იყოფოდეს. ასე დაჭრილს ბადრიჯანს ვდებთ ღრმა ტაფაში ბევრ ზეთში, ისე რომ ზეთი ფარავდეს მთლიანად ბადრიჯანს, თან ეს ნაჭრები მაქსიმალურად უნდა გავშალოთ მარაოსებურად თაფაზე, რომ თითოეული ნაჭერი კარგად შეიწვას. იმავე ზეთში ვწვავთ 2 ცალ ბულგარულს წიწაკას (ესეც მთლიანი, ყუნწისა და შიგთავსის გარეშე) და უკვე სემწვარს, ვჭრით მრგვლად. შემდეგ ამავე ზეთში ვთუშავთ დაჭრისლ ქამა სოკოს ხახვთან, მარილთან და სუნელებთან ერთად. ამასობაში ვხეხავტ ყველს (მე სულგუნი გავუკეთე და ძალიან მომეწონა) დაახლოებით 300 გრამს და ვჭრით პომიდორს მრგვალ ტხელ ნაჭრებად.
შემდეგ ვიღებთ კეცს, ვდებთ ზედ ბადრიჯანს, ისე, რომ ყუნწი თავისი გაუჭრელი ნაწილით დარჩეს კეცის ზემო, ხოლო იმ დაჭრილ ნაწილებს მარაოსებურად ვშლით მთლიან კეცზე. მეორე ფენად ვაყრით მოთუშულ სოკოს, მესამე ფენაა შემწვარი და დაჭრილი ბულგარული, სემდეგ პომიდორი, შემდეგ მაიონეზს ვასხამთ და სულ ბოლოს მოვაყრით გახეხილ ყველს.
შევდგამტ ღუმელში, დრო არ დამინიშნია, უბრალოდ ყველი რომ დაადნება და გადაიბრაწება ზემოდან უკვე მზადაა.
ერთი სეხედვით ჩანს, რომ მთლიანი ბადრიჯანია ჩაძირული ამ ყველში. იჭრება როგორც პიცა და არის უუუუუუუუუუუუუუუუუუგემრიელესი.

ჯობდა თვითონ მზადების პროცესიც გადამეღო, რომ კარგად გამოჩენილიყო ბადრიჯნის დაჭრის ტექნოლოგია biggrin.gif მაგრამ იმედი მაქვს ისედაც გასაგებად ავხსენი smile.gif

Posted by: nanana 19 Apr 2010, 16:51
წკაპო

[თუ თქვენზე ასე სავალალოდ მოქმედებს
QUOTE
მე კიდევ ორი კვირის წინ ვჭამე ბატკნის ბარკალი, მენიუში არსად იყო მინიშნებული, მაგრამ აღმოჩნდა რომ ბალზამური ჟოლოიანი ძმრით გაზავებული თაფლისაგან დამზადებული საწებლით იყო მომინანქრებული. არ შევუშინდი „ახალ გემოს“ (თქვენ დაგესესხებით გამოთქმას) და მაინც შევჭამე, თან ჭარბი საწებელი დანითა და კოვზით სათუთად მოვაცილე.

უგემრიელესი ხორცი იყო გაფუჭებული იმ ე.წ. საწებლით. მე კიდევ მთელი ღამე უნიტაზჩახუტებული ჩანჩქეროს ვმღეროდი და სამი დღე ნაღვლის ბუშტი მწიწკნიდა.


მაშინ ვიეტნამური სამზარეულოს გასინჯვას არ გირჩევთ, თორემ შესაძლოა რეანიმაციაში აღმოჩნდეთ biggrin.gif


ზოგადად შენიშნული მაქვს, რომ ტკბილ ხორციან საჭმელებს ე.წ. „სვეტურ“ (ფრანგული branché) რესტორნებში მიმართავენ, როგორც თვითონ ამბობენ „შეფ-მზარეულის ხელოვნებისა და წარმოსახვის წარმოსაჩენად“ (ჩემის აზრით კი, მისი უბადრუკობის მისაჩქმალად). საინტერესო ისაა კიდევ, რომ ვარსკვლავიანი მზარეულები როგორც წესი ასეთ რესტორნებში არ მუშაობენ. საკმაოდ საგულისხმო სტატისტიკაა.


ტკბილის და მჟავეს ან ცხარეს კომბინაცია მარილიან საკვებთან, ხორცი იქნება ეს თუ ბოსტნეული, პირიქით რეცეპტორების გახსნას და საჭმლის ან სასმელის გემოს უკეთ დაგემოვნებას უწყობს ხელს. აი მაგ. ვისკის დეგუსტაციის წინ ასინჯებენ შავ წიწაკაში ამოვლებულ შოკოლადს ან ზღვის მარილში ან წიწაკაში ამოვლებულ მარწყვს. ამ უცნაური კომბინაციის მეშვეობით პირში გემოს რეცეპტორები "ცოცხლდება" და მომხმარებელი ადვილად ამჩნევს ბუკეტს, რომელიც სხვა შემთხვევაში რთული შესამჩნევია.

Posted by: S_H_I_N_Y 19 Apr 2010, 17:37
kozet

ძალიან ეფექტურია შენი კეცზე შემწვარი ბადრიჯანი, საოცრად მიყვარს ეგეთი შეხამება smile.gif
ვეცდები მეც გავაკეთო yes.gif chups.gif

Posted by: faustina 19 Apr 2010, 18:04
svani67
QUOTE
აბა ცალკე კუსკუსი რაღაა ??

smile.gif
http://www.radikal.ru

Posted by: rtuli 19 Apr 2010, 18:05
kozet
QUOTE
ჯობდა თვითონ მზადების პროცესიც გადამეღო, რომ კარგად გამოჩენილიყო ბადრიჯნის დაჭრის ტექნოლოგია  მაგრამ იმედი მაქვს ისედაც გასაგებად ავხსენი

ძალიან კარგათ ახსენი და გემოც კი შევიგრძენი,კარგი შეხამებაა და ორიგინალურია ბადრიჯნის ასე დადება კეცზე.
მადლობა რეცეპტისთვის 2kiss.gif
მე მხოლოდ მაიონეზში დავამატებ ქინძს და ცოტა ნიორს,ისე მაგარი კალორიული კერძია yes.gif

Posted by: natali kalandadze 19 Apr 2010, 19:34
ქმრების გაკეთებულ საჭმელზე იყო ლაპარაკი და ჩემი ქმარი იშვიათად, მაგრამ მაინც აკეთებს ხოლმე, მაგრამ რასაც აკეთებს მნიამ მნიამ...


ამასწინათ დამახვედრა ეს, სამსახურიდან მოსულს

Posted by: kozet 19 Apr 2010, 19:46
rtuli
QUOTE
მე მხოლოდ მაიონეზში დავამატებ ქინძს და ცოტა ნიორს,ისე მაგარი კალორიული კერძია

მე, როგორც არაკულინარი არ ვიღებ ხოლმე ჩემს თავზე რეცეპტებში იმპრივიზაციების შეტანას, თორე ისე კი მოუხდება ნიორი და ქინძი მაიონეზში smile.gif
კალორიული ნამდვილადაააა

Posted by: rtuli 19 Apr 2010, 21:20
ხახვის და ლუდის წვნიანი ქათმის ხორცით მოვამზადე.
ქათმის რბილი ხორცი
http://www.radikal.ru
მოშუშული ხახვი პაპრიკით და ლუდში
http://www.radikal.ru
მოვამზადე და ჩავასხი ჯამებში,დავადე პურის ნაჭრები და ჰოლანდიური ყველი
http://www.radikal.ru
ღუმელიდან 5 წუთის მერე
http://www.radikal.ru

Posted by: წკაპო 19 Apr 2010, 21:41
rtuli, რამდენი სული ხართ ოჯახში?

Posted by: rtuli 19 Apr 2010, 21:44
წკაპო
QUOTE
rtuli, რამდენი სული ხართ ოჯახში?

ოთხი+ძაღლი biggrin.gif
რატომ იკითხე rolleyes.gif


svani67
QUOTE
მეხუთე მე ვააააააააააააააარრრრრრრრრრრრრრრ

yes.gif 2kiss.gif

ბოდიში გამომჩი sad.gif
აღარ გამომრჩები გპირდები yes.gif

Posted by: svani67 19 Apr 2010, 21:46
rtuli

QUOTE
ოთხი


მეხუთე მე ვააააააააააააააარრრრრრრრრრრრრრრ


რატო დაგავიწყდი cry.gif

Posted by: tikunia-teiko 19 Apr 2010, 21:57
QUOTE
ოთხი+ძაღლი



ვაიმე, რა ძაღლია? ძაღლები ჩემი სუსტი წერტილია. ძალიან, ძალია მიყვარს ძაღლები yes.gif smile.gif

Posted by: sofia_bad 19 Apr 2010, 22:23
მე დღეს აი ეს კექსი გამოვაცხე. love.gif

http://www.radikal.ru

ეს კი მისი შინაგანი სამყარო

http://www.radikal.ru




* * *
http://www.radikal.ru

ეს კი ის პეროგია ჩემი ოჯახი რომ გადარია. jump.gif jump.gif

Posted by: rtuli 19 Apr 2010, 23:12
tikunia-teiko
QUOTE
ვაიმე, რა ძაღლია? ძაღლები ჩემი სუსტი წერტილია. ძალიან, ძალია მიყვარს ძაღლები

აი ჩემი მესამე შვილი smile.gif
http://www.radikal.ru

sofia_bad
QUOTE
ეს კი ის პეროგია ჩემი ოჯახი რომ გადარია. 

მოგვიყევი აბა რისგან შედგება boli.gif

Posted by: faustina 19 Apr 2010, 23:28
rtuli
QUOTE
აი ჩემი მესამე შვილი

ძაან საყვარელი კუსი აა,მეც ძალინ მიყვარს ცხოველები, ერთ დროს იმდენი რაღაცა მყავდა სახლში რომ, მეზობლები ტავიაანთ შვილებს ეუბნებოდნენ, წამოდი, ზოოპარკშრათი უნდა წაგიყვანოთოოო biggrin.gif



Posted by: Bella Moretta9 20 Apr 2010, 00:06
rtuli

QUOTE
აი ჩემი მესამე შვილი



რა საყვარელია 2kiss.gif ამას როგორ უძლებთ help.gif

Posted by: volli35 20 Apr 2010, 00:19
rtuli
ვაიმე გავგიჟდიი ..... ეს რომ მყავდეს ..... ვაიმეეეეეეეეე

sofia_bad
QUOTE
ეს კი ის პეროგია ჩემი ოჯახი რომ გადარია.

ძალიან გემრიელობა ჩანს ..... დამაინტერესა ძლიერ ...

პ.ს. ეჰ ჩემი დიეტა "ყინულზე დაიწერა" საბოლოოდ cry.gif cry.gif

Posted by: kartveli gogo 20 Apr 2010, 00:58
volli35
ფლორაში და ფაუნაში მეცი პატივი დამაკვალიანე!!!!
გფლუდავ, გფლუდავ მარა სად ხარ?სულ გემრიელობებში ზიხარ! vik.gif






2kiss.gif
rtuli

ვაი რა ჩასაბურჯგნი პასკო გყავს,რა ქვია?
მეც მყავს ეგეთი შვილი,ყველაზე დამჯერი და ყველაზე კარგად აღზრდილი.

Posted by: tikunia-teiko 20 Apr 2010, 01:01
რთული

QUOTE
აი ჩემი მესამე შვილი


რა საყვარელია, როგორ მიყვარს ძღლები, ძალიან ჭკვიანი თვალები აქვს.
ჩემი ოცნება ბავშვობიდან დიდი ძაღლსაშენის გაკეთებაა, რომ გარეთ არცერთი მაწანწალა ძაღლი არ დადიოდეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როდისმე სამაგისო თანხები მექნება smile.gif

Posted by: volli35 20 Apr 2010, 01:25
kartveli gogo 2kiss.gif 2kiss.gif
სინდის აკოცე ცხვირზე ...
QUOTE
გფლუდავ, გფლუდავ მარა სად ხარ?სულ გემრიელობებში ზიხარ!

ეჰ უნდა გადავერთო ისევ ფლორა-ფაუნასკენ თორემ გამასუქეს აქ ....

Posted by: წკაპო 20 Apr 2010, 01:40
QUOTE (rtuli @ 19 Apr 2010, 19:44 )
წკაპო
QUOTE
rtuli, რამდენი სული ხართ ოჯახში?

ოთხი+ძაღლი biggrin.gif
რატომ იკითხე rolleyes.gif

რა ვიცი, აბა, იმდენს მზარეულობ, რომ ვიფიქრე ერთი ჯარი ხალხი ჰყავს დასაპურებელი-მეთქი. smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 20 Apr 2010, 01:49
rtuli
QUOTE
აი ჩემი მესამე შვილი

ჩარლი love.gif

წკაპო
QUOTE
რამდენი სული ხართ ოჯახში?

იქ მიმსვლელ–მომსვლელიც (მაგალითად, მე wink.gif ) მიათვალე

პ.ს. დღეს გავაკეთე ბლინები სოკოს გულსართით და ტკბილი ხაჭოს გულსართით, ლობიოს წვნიანი და სალათა. ფოტოები არ მაქვს sad.gif სამწუხაროდ sad.gif

Posted by: nanana 20 Apr 2010, 01:49
rtuli
QUOTE
აი ჩემი მესამე შვილი

biggrin.gif love.gif love.gif

Posted by: perfectstranger 20 Apr 2010, 10:48
ჩაბასტურმებული ხორცი რო იყიდება პოპულში , კარგია?

Posted by: volli35 20 Apr 2010, 11:32
გოგოებოო "კარბონარა"ს სოუსის რეცეპტი მასწავლეთ რა ...... ძალიან ძალიან მჭირდება

Posted by: rtuli 20 Apr 2010, 11:39
volli35
QUOTE
გოგოებოო "კარბონარა"ს სოუსის რეცეპტი მასწავლეთ რა ...... ძალიან ძალიან მჭირდება

http://forum.ge/?showtopic=33927685&f=&st=105&#entry7280375

Posted by: BadbadGirl 20 Apr 2010, 12:36
rtuli
ჩაბურჯგნე შენი ძაღლი ჩემგან smile.gif

მეც მინდა ძაღლი მაგრამ ჩემმა ქმარმა არაო სანამ ეზოიან სახლში არ გადავალთო vik.gif

Posted by: tamuna_mpt 20 Apr 2010, 12:49
rtuli
QUOTE
აი ჩემი მესამე შვილი


ვაი რა საყვარელიააა 2kiss.gif


Posted by: Peppi 20 Apr 2010, 13:03
როგორ ხართ? ვერ შემოვიხედე ამდენი დღე . . ეხლა გადავხედავ წინა გვერდებს - თვითგვემას მივეცემი gigi.gif

ესეც ის ექსპერიმენტი http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=249&Itemid=55

პ.ს. ეს ფრენები თუ არ აღსდგა 1 კვირაში - მიტირეთ, დეპრესიაში მყავს უკვე ქმარ-შვილი (:

Posted by: rtuli 20 Apr 2010, 13:03
წკაპო
QUOTE
რა ვიცი, აბა, იმდენს მზარეულობ, რომ ვიფიქრე ერთი ჯარი ხალხი ჰყავს დასაპურებელი-მეთქი. 

საინტერესო შენიშვნაა smile.gif
მე კიდე მიკვირს იმ ოჯახების სადაც ბავშვები ყველ და პურზე გადადიან,ნუ მაკარონი და ,,კარტოშკა,, მაქსიმუმ იმის გამო რომ, დედას რატომღაც მიაჩნია :ჩემი შვილები ცუდი მჭამელები არიან და იმიტომ არაფაერს ვამზადებ.......
და ამ დროს ცხელი წვნიანის გარეშე ბავშვი არუნდა გაიზარდოს!მე ძალით ვაჭმევდი ჩემებს.
ნუ მაგათ მეუღლეებზე აღარ მაქვს საუბარი პურს სად ტეხავენ.....
რათქმაუნდა ეს ყველას არ ეხება.
ვთვლი რომ დავიღალე(ანუ სამსახურში ვიყავი) არ არის გასამართლებელი საბუთი ქალისთვის.
მე 2 სამსახურში ვმუშაობდი და მერე მხოლოდ მეუღლეს ვუმზადებდი საჭმელს,მეორე დღეს სამსახურიდან მოსულს რომ დახვედროდა.არადა ამ დროს შეგვეძლო შეგვეკვეთა საჭმელი ან სადმე გვევახშმა.
თავს არვიქებ და ამით ხაზს არაფერს ვუსმევ უბრალოდ მე ვარ ასეთი yes.gif ,შეიძლება როცა ვეღარ შევძლებ მაშინ მოვრჯულდები.

ცოტას ვამზადებ ყოველდღე და აუცილებლად პირველ მეორეს,ასე გამზარდეს და ასე ვარ yes.gif









ყველას მადლობა ჩემს ჩარლის მიმართ სიმპატიების გამოხატვისთვის !
ჩემი დამაწყნარე და დამამშვიდეა,ოღონდ მართლა.

* * *
Peppi
QUOTE
ესეც ის ექსპერიმენტი "ლიბერალი"

ძალიან ლიბერალური ნაწარმია და მადიაღმძვრელი yes.gif
QUOTE
ეს ფრენები თუ არ აღსდგა 1 კვირაში - მიტირეთ, დეპრესიაში მყავს უკვე ქმარ-შვილი (:

რატომ მიდიოდნენ სადმე?
სანამ ჰაერი არგაიწმინდება ,ფრენები არიქნება.
საინტერესო მომენტია როგორ მივეჩვიეთ კომფორტს smile.gif
მე სიამოვნებით ეტლით ვიმგზავრებდი შენს სახლამდე,თუ არდავიშალე გზაში კაჭრეტის რაიონივით givi.gif

Posted by: Peppi 20 Apr 2010, 13:18
rtuli
QUOTE
ძალიან ლიბერალური ნაწარმია

ხო, მარტივია, თან შეიძლება ინგრედიენტების ცვლა;

QUOTE
მე სიამოვნებით ეტლით ვიმგზავრებდი შენს სახლამდე

უიმე დედა, მანქანაც კი რთული იქნებოდა ჩემთვის . .
მაგრამ შენ რისი "რტული" იქნეობი მერე.

ხო, ერთად მივდივართ, მაგრამ მე მხნედ ვარ ჯერ,

Posted by: volli35 20 Apr 2010, 13:24
rtuli
დიიიდიიიიიიიი მადლობა .... ბავშვი გიჟდება და მინდა დავახვედრო
* * *
QUOTE
მე კიდე მიკვირს იმ ოჯახების სადაც ბავშვები ყველ და პურზე გადადიან,ნუ მაკარონი და ,,კარტოშკა,, მაქსიმუმ იმის გამო რომ, დედას რატომღაც მიაჩნია :ჩემი შვილები ცუდი მჭამელები არიან და იმიტომ არაფაერს ვამზადებ.......
და ამ დროს ცხელი წვნიანის გარეშე ბავშვი არუნდა გაიზარდოს!მე ძალით ვაჭმევდი ჩემებს.

ყველაფერში გეთანხმები ერთის გარდა ..... ჩემი წვნიანს ბავშვობიდან კარგად ჭამს, მაგრამ მაინც ჰამბურგერ-ბიგმაკებზე აბოდებს .... ვერ გადავაჩვიე რა

Posted by: n_j 20 Apr 2010, 14:03
Peppi
ბლოგზე უკვე გამოვხატე ჩემი აღფრთოვანება, მაგრამ აქაც აღვფრთოვანდები, თქვენის ნებართვით biggrin.gif

Posted by: nanana 20 Apr 2010, 14:09
Peppi
ააააააააააააააააააააააააააააააააა გავგიჟდები ეხლა cry.gif chups.gif chups.gif chups.gif

Posted by: Peppi 20 Apr 2010, 14:21
n_j
nanana
2kiss.gif

***

დღეს მაფინები მაქვს საქველმოქმედოდ გასაკეთებელი ან საყიდელი, ელენეს სკოლისთვის. .
ეხლა ვფიქრობ, ცომიც მოვამზადო, თუ მარტივს დავჯერდე და ფხვნილი ვიყიდო (:

ფრთებს ვერ გავშლი .. ბევრი ინგრედიენტი "შავ სიაშია", რადგან ბავშვებმა უნდა ჭამონ.

Posted by: forumeli007 20 Apr 2010, 14:30
Peppi
აღფრთოვანებუუუუუუუუუუუუუულ!!!!! უმაგრესი ხარ!!!! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: likaterine 20 Apr 2010, 16:55
n_j

სჰენი პასტის სოუსის რეცეფტი დადე რა გთხოოვ

Posted by: n_j 20 Apr 2010, 17:36
სპაგეტის რომ აქვს მოსხმული ის?

ძალიან ადვილია, ხახვთან ერთად მოთუშე ფარში, წყალი არ დაამატო ისე, დაბალ ცეცხლზე, მერე დაასხი პამიდვრის საწებელი(სახლში გაკეთებული მქონდა) ან ცოცხალი გახეხილი ან დაჭრილი პამიდორი, ან სულაც წყალში გაზავებული ტომატ-პასტა. დაფნის ფოთოლიც დაამატე წამოადუღე რამდენიმე წუთი, შეაზავე ქინძით , ნივრით, მარილით, პილპილით, ცოცხალი რეჰანიც უხდება ან ხმელი ბაზილიკი. მოასხი სპაგეტის და გემრიელად მიირთვი smile.gif

Posted by: nanana 20 Apr 2010, 18:04
პეპი, შემს ლიბერალზე ვფიქრობდი და ეგეთი უნდა გავაკეთო ოღონდ შოკოლადის ნაცვლად პაშტეტით. და კივის და მარწყვის ნაცვლად ბოსტნეულით

Posted by: likaterine 20 Apr 2010, 18:36
n_j

მადლობაა, გაიხარე 2kiss.gif

Posted by: Peppi 20 Apr 2010, 19:15
nanana
QUOTE
პეპი, შემს ლიბერალზე ვფიქრობდი და ეგეთი უნდა გავაკეთო ოღონდ შოკოლადის ნაცვლად პაშტეტით. და კივის და მარწყვის ნაცვლად ბოსტნეულით


ღენიალ'ნოsmile.gif

ვახ, რა მაგარიაwink.gif
მერე რგოლში ჩააფინე ეგ ფენა-ფენა და ის რგოლი მოხსენი, ფორმას გეუბნები, ხომ ხვდები რომელიც?smile.gif

ვაა . . და კიბორჩხალას ხორციც . . აა, მომინდაsmile.gif

Posted by: sofia_bad 20 Apr 2010, 19:41
volli35
rtuli
აქ ვნახე რეცეპტი,მაგრამ ეხლა ვერ ვპოულობ.ჩვეულებრივი ვაშლის პეროგის ცომი, განსაკუთრებულ გემოს კი აძლევს კრემი: კვერცხი+შაქარი+არაჟანი+ფქვილი.

თუ ვინმეს გინდათ დაწვრილებითაც დავდებ რეცეპტს. ისე მე ყველაფერი თვალის ზომით გავაკეთე და ყველაზე გემრიელი გამოვიდა იმათ შორის რაც კი რამე გამომიცხვია.

QUOTE
აი ჩემი მესამე შვილი

ძალიან საყვარელია love.gif


Posted by: WOO 20 Apr 2010, 20:35
QUOTE (rtuli @ 19 Apr 2010, 14:07 )
კარტოფილის მაჭყატები ჩინურად smile.gif
http://pix.ge/


ეგ კარტოფილის ისინი როგორ გააკეთე? user.gif

Posted by: rtuli 20 Apr 2010, 20:36
წელს პირველად ვიყიდე ღანძილი და ძალიან გემრიელად შევანელე:
ნიგოზი+ქინძი+მწვანე ნიორი+პრასი დავაჭერი,ძმრიც დავამატე და მივირთვი yes.gif

nanana
QUOTE
შოკოლადის ნაცვლად პაშტეტით. და კივის და მარწყვის ნაცვლად ბოსტნეულით

ბისკვიტის სანაცვლოდ კარტოფილ ფრის დაუგებდი ან პურის ცომით ერთ მრგვალ ფირფიტას დავაწითლებდი ზეთიან ტაფაში smile.gif


WOO
QUOTE
ეგ კარტოფილის ისინი როგორ გააკეთე?

აი ისინიც:

http://forum.ge/?f=82&showtopic=33695824&st=270

Posted by: WOO 20 Apr 2010, 21:02
QUOTE (rtuli @ 20 Apr 2010, 20:36 )
WOO
QUOTE
ეგ კარტოფილის ისინი როგორ გააკეთე?

აი ისინიც:

http://forum.ge/?f=82&showtopic=33695824&st=270

bis.gif მადლობა.

Posted by: nanana 20 Apr 2010, 22:01
rtuli
QUOTE
ბისკვიტის სანაცვლოდ კარტოფილ ფრის დაუგებდი ან პურის ცომით ერთ მრგვალ ფირფიტას დავაწითლებდი ზეთიან ტაფაში


ან დახეხილ-დაბრაწულს, როგორც შენს მაჭკატებსPeppi
QUOTE
მერე რგოლში ჩააფინე ეგ ფენა-ფენა და ის რგოლი მოხსენი, ფორმას გეუბნები, ხომ ხვდები რომელიც?

ვაა . . და კიბორჩხალას ხორციც . . აა, მომინდა

yes.gif chups.gif chups.gif chups.gif

Posted by: viko 20 Apr 2010, 23:17
გამარჯობათ ! მეც შემოგიერთდებით smile.gif

Posted by: MaryElla 20 Apr 2010, 23:42
rtuli
დიიიიდი მადლობა რეცეპტისათვის. კარტოფილის მაჭკატებს ავითვისებთ :-)

Posted by: chaPPek 20 Apr 2010, 23:45
rtuli


მეც მითელშნაუცერი მყავს love.gif

აი თურმე რა გაძლევთ გემრიელობების გაკეთების სტიმულს smile.gif ეგ ძაღლი კი არა ბედნიერებაა love.gif

Posted by: tavadze 21 Apr 2010, 00:20
rtuli
QUOTE
წელს პირველად ვიყიდე ღანძილი და ძალიან გემრიელად შევანელე:

ღანძილი არა და ისპანახი კი გავაკეთე ამ შუაღამეზე, კვერცხით.
ახლა რომ ივახშმებ, გასუქდები, აბა, რა ჯანდაბა მოგივა! mad.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 21 Apr 2010, 00:31
tavadze
არადა, რა ტანზე იდექი, ბოლოს რომ გნახე?!

Posted by: მაკ-კი 21 Apr 2010, 00:33
tavadze
ნახევარი ჭამე მომზადებულის

Posted by: Princess-coco 21 Apr 2010, 00:43
დღეს იცით რა ვქენი? ქათმის ჩხირები მიკროვალოვკაში გავათბე და შემდეგ ტაფაში შევწვი და გამხმარი ერთ მხარეზე ნახშირი დამხვდა sad.gif

Posted by: volli35 21 Apr 2010, 00:45
Princess-coco
და პირდაპირ რატომ არ შებრაწე თაფაზე??? მაგეებს არ სჭირდება გამოდნობა ...

Posted by: Princess-coco 21 Apr 2010, 00:50
volli35
რავი ყინულები ჰქონდა. ანუ პირდაპირ შევწვა ხოლმე?

Posted by: volli35 21 Apr 2010, 00:54
Princess-coco
ხო ხო თავისთავად ექნებოდა საყინულეში შენახულს ყინული ...... საშუალოზე მაღალ ცეცხლზე ვწვავ ხოლმე და თანაც წამებში იწვება რამისაა ...

Posted by: WALLON 21 Apr 2010, 01:32
რამდენი გემრიელი რაღაცეები გიკეთებიათ ჩემს არყოფნაში smile.gif
დღეს თევზი მომენატრა და შევწვით, ხრუტუნაკანიანი მიყვარს

http://www.radikal.ru

Posted by: tavadze 21 Apr 2010, 01:55
WOMAN IN LOVE
QUOTE
tavadze
არადა, რა ტანზე იდექი, ბოლოს რომ გნახე?!

მისტერ მსოფლიოზე გავდიოდი! tongue.gif
მაკ-კი
QUOTE
tavadze
ნახევარი ჭამე მომზადებულის

დილიდან შუაღამემდე რომ არ მოგიწევს ჭამა, მაინც მასე გამომდის ბოლოს. biggrin.gif
ღლონტის ქალს ჰგონია, დამეზარა ადრე გაკეთება და ის კი არ იცის, მაგ პოსტის დაწერამდე ნახევარი საათიტ ადრე რომ დავამთავრე სამუშაო და ვერ მივიცალე მზარეულობისთვის. sad.gif
WALLON - მოი? როის მიხვალ (ტრადიციულიგურულიშეკითხვა)? biggrin.gif biggrin.gif
აქ ყოფნა არ ჯობია იმ საგიჟეთში ყოფნას და ბანების აკიდებას?

Posted by: volli35 21 Apr 2010, 02:10
რაღაც მომინდა ამ შუაღამისას

Posted by: WALLON 21 Apr 2010, 03:26
tavadze
QUOTE
აქ ყოფნა არ ჯობია იმ საგიჟეთში ყოფნას და ბანების აკიდებას?

ქე ჯობია, მარა არ მასვენებს გურული სისხლი biggrin.gif

Posted by: marilis 21 Apr 2010, 03:49
n_j
QUOTE
შეაზავე ქინძით , ნივრით, მარილით, პილპილით, ცოცხალი რეჰანიც უხდება ან ხმელი ბაზილიკი. მოასხი სპაგეტის და გემრიელად მიირთვი smile.gif

ეგ ქართული პასტის რეცეპტია,
იტალიაში ქინძის სუნზე უმეტესობას გული უწუხდება biggrin.gif

Posted by: WALLON 21 Apr 2010, 04:09
marilis
QUOTE
იტალიაში ქინძის სუნზე უმეტესობას გული უწუხდება

როგორც მე ბაზილიკის და როზმარინის biggrin.gif

Posted by: marilis 21 Apr 2010, 04:14
WALLON
QUOTE
როგორც მე ბაზილიკის და როზმარინის biggrin.gif

მე კიდევ ისე მიყვარს კარტოფილი როზმარით
საქართველოში იყიდება როზმარინი?

Posted by: WALLON 21 Apr 2010, 05:32
marilis
QUOTE
მე კიდევ ისე მიყვარს კარტოფილი როზმარით

მე კამით ან ოხრახუშით

QUOTE
საქართველოში იყიდება როზმარინი?

არ ვიცი, კაი ხანია არ ვყოფილვარ

ისე იტალიელებმა საჭმლის შეკმაზვა საერთოდ არ იციან

Posted by: forumeli007 21 Apr 2010, 09:13
rtuli

ჩემი დედამთილი მთიულია, შესაბამისად ძალიან ხშირად ვყიდულობთ ღანძილს, ოღონდ ნაყიდ ღანძილს (მოხარშულს) კიდევ ყრილს ქვაბში და კიდევ წამოადუღებს ხოლმე, შემდეგ უკვე გაგრილებულს კახურ ზეთში ანელებს და ნედლ ქინძს აჭრის, ღანძილის ხინკალიც ძალიან ხშირად გვაქვს ოჯახში, მართლაც რომ ძალიან კარგიდა გემრიელია ღანძილის ხინკალი, ოღონდ აუცილებლად ერბოში უნდა ამოავლო smile.gif

Posted by: tavadze 21 Apr 2010, 09:41
marilis
QUOTE
მე კიდევ ისე მიყვარს კარტოფილი როზმარით

იტალიელები მაგას ქათამზეც ხომ არ იყენებენ? rolleyes.gif შემწვარი ქათმის ხორცი როცა მოჰქონდათ, იმას ედო რაღაც მცენარე, რომელიც კარგ გემოს აძლევდა. მაგის გემოს კი მაგონებდა, მაგრამ მაინც არ ვარ დარწმუნებული... rolleyes.gif

Posted by: rockataka 21 Apr 2010, 09:44
tavadze
QUOTE
იტალიელები მაგას ქათამზეც ხომ არ იყენებენ?

ქართველი ვარ და მეც ვამატებ ქათამსაც და კიდევ ბევრ რამეს yes.gif ძალიან აგემრიელებს ხორცს up.gif
აქ, ქუჩებშია გაშენებული დეკორაციის პონტში gigi.gif

Posted by: klubnika 21 Apr 2010, 10:25
http://www.radikal.ru


gigi.gif

Posted by: volli35 21 Apr 2010, 10:51
ვაიიიიიიი მომნატრებია ბლინები.... ხორციან-ტარხუნიანი

Posted by: Peppi 21 Apr 2010, 12:40
გუშინდელი:
ყველის საწებელი სოკოთი;
ქათმის ფილე სეზამის "ქურქში"
ცომის ხვეულები +სალათა

Posted by: n_j 21 Apr 2010, 12:41
marilis
QUOTE
ეგ ქართული პასტის რეცეპტია,
იტალიაში ქინძის სუნზე უმეტესობას გული უწუხდება 

მე დავუწერე რაც ფოტოზე მქონდა, ჩემი გაკეთებული, ის და არ მითქვამს რომ წმინდა იტალიურია. თვითონ შეცვლის რასაც საჭიროდ მიიჩნევს. მე მიყვარს ხორცთან ახალია ქინძი და არ მანაღვლებს იტალიელის გულის შეწუხება smile.gif

Posted by: Peppi 21 Apr 2010, 12:45
ესეც მაფინები სილიკონის ჭიქებშიsmile.gif

(შემიყვარდა ეს ჭიქები, ლავა და მაფინები ხომ გამოდის, ამ დღეებშI ღვეზელსაც ვცდი)

Posted by: n_j 21 Apr 2010, 13:06
Peppi
თავზე ზოლები როგორ გაუკეთე, ცომი შიგნიდან სულ თეთრი რომაა? გულში ხილია თუ გამდნარი შოკოლადი?

Posted by: marilis 21 Apr 2010, 13:41
tavadze
QUOTE
იტალიელები მაგას ქათამზეც ხომ არ იყენებენ? rolleyes.gif შემწვარი ქათმის ხორცი როცა მოჰქონდათ, იმას ედო რაღაც მცენარე, რომელიც კარგ გემოს აძლევდა. მაგის გემოს კი მაგონებდა, მაგრამ მაინც არ ვარ დარწმუნებული... rolleyes.gif

კი, ნამდვილად და მართლა ძალიან გემრიელი გამოდის

Posted by: Girl From Villa Villekulla 21 Apr 2010, 14:30
klubnika
შენ იცინე და ლამის შემომეჭამოს მონიტორი , ჰო user.gif

მე დღეს მჭადები გავაკეთე, ოღონდ ტარხუნის და კვერცხის (მწვანილებით და მოშუშული ხახვით) გულისართი ჩავუდე და ისე შევწვი. გამოვიდა ტარხუნიანი პეროგები მჭადის ფქვილისგან. bis.gif გემრიელი იყო yes.gif

volli35
რა მაგარი ტორტიაა, თან მარწყვიიიის , მოომმმმიიინნნდაა love.gif

მოგვიანებით გილოცავ დედიკოს დაბადების დღეს 2kiss.gif

rtuli
რა საყვარელი "ფეთი" გყავთ love.gif როგორი ჭკვიანი და ერგული თვალებით გიყურებთ 2kiss.gif ვგიჟდები ძაღლებზე, ნათლიაჩემს ყავდა პატარა ლეკვი, მასაც ჩარლი ერქვა biggrin.gif ძალიან საყვარელი იყო.

ეზოიანი სახლი რომ მექნება, მეც შევმატებ ოჯახს ერთ მასეთ წევრს , აუცილებლად jump.gif

Posted by: volli35 21 Apr 2010, 14:48
Girl From Villa Villekulla
დიდი მადლობაა .... 2kiss.gif

QUOTE
ეზოიანი სახლი რომ მექნება, მეც შევმატებ ოჯახს ერთ მასეთ წევრს , აუცილებლად

ეჰ როცა ეზო მქონდა მაშინ პატარა ვიყავი და ვერ მოვიყვანე ძაღლი ...... ეხლა მეუბნებიან ეზო რომ გვქონოდა კიო .... არაა ჩემი საშველი cry.gif cry.gif

Posted by: Girl From Villa Villekulla 21 Apr 2010, 14:50
volli35
მასე იციან დიდებმა sad.gif ყოველთვის პოულობენ გამოსავალს mo.gif

Posted by: Peppi 21 Apr 2010, 15:31
n_j
QUOTE
გულში ხილია თუ გამდნარი შოკოლადი?

შოკოლადი, თავიდან სხვა ნახატის გაკეთებას ვაპირებდი, ის არ გამოვიდა და მერე ზემოდან მოვჩხაპნე შოკოლადი ზოლებად ...
ის პირველი მცდელობაა ეტყობა გადაღებულიsmile.gif

Posted by: marilis 21 Apr 2010, 15:31
დღეს , ანუ ახლა გაყინულ გაროხს ვხარშავ, სურათი მოგვიანებით givi.gif

Posted by: natali kalandadze 21 Apr 2010, 17:03
Peppi
შეგიძლია სილიკონის ჭიქების სურათი დადო?
რაღაც მაქვს და ეგეთია თუ არა მაინტერესებს, არ დამიდნეს biggrin.gif

Posted by: tarsha 21 Apr 2010, 17:45
rtuli

კართოფილის მაჭკატებში რომ გიწერიათ, რო კრახმალის მაგივრად მჭადისფქვილის გამოყენებაც შეიძლებაო, იგივე რაოდენობით უნდა როგორც კრახმალი?

Posted by: Peppi 21 Apr 2010, 17:59
natali kalandadze
QUOTE
შეგიძლია სილიკონის ჭიქების სურათი დადო?

კი, აი ასეთია, მა სურათზე საყინულიდან ახალ გამოღებულია, რამდენიმე დღე ასე იყო "შოკოლადის ლავით", მერე როცა შელღვა, პირდაპირ გამოვაცხვე, ის სურატები კი გაქვს ნანახიsmile.gif

Posted by: Ctrl 21 Apr 2010, 18:08
natali kalandadze
გუდვილში იყიდება ბევრი თუ რამე, სხვადასხვა ფორმის და ზომის

Posted by: nanana 21 Apr 2010, 18:09
Peppi

უი რა ჭკვიანი ხარ პირდაპირ ფორმით რომ ყინავ. უფრო მაღალი რომ იყოს ისე ფორმა მეტი ლავა ექნება და უფრო დიდი სიხარულის მომნიჭებელია biggrin.gif


როდის დავაყენებ საშველს პაშტეტის ტორტს . მმმმმმმმ. . .

Posted by: Peppi 21 Apr 2010, 18:32
nanana
QUOTE
უფრო მაღალი რომ იყოს ისე ფორმა მეტი ლავა ექნება და

ეს არის ჩვეულებრივი მაფინის ფორმების ხელა, აი ისეთი გამოვიდა, როგორიც შენს დროსsmile.gif

აქ ნახევარი ესხა, ლავას ცომი ხომ ორმაგდებაsmile.gif

Posted by: rtuli 21 Apr 2010, 19:21
tarsha
QUOTE
იგივე რაოდენობით უნდა როგორც კრახმალი?

yes.gif
Peppi
QUOTE
სილიკონის ჭიქების

უი რა კარგი ჭიქებია smile.gif

forumeli007
QUOTE
ღანძილის ხინკალი, ოღონდ აუცილებლად ერბოში უნდა ამოავლო

პირველად გავიგე ღანძილის ხინკლის შესახებ,საინტერესოა ძალიან.

* * *
Girl From Villa Villekulla
volli35
QUOTE
ეზოიანი სახლი რომ მექნება

რავიცი მე სახლში მყავს,არც ძაღლის სურნელი ტრიალებს სახლში და არც ბეწვი სცვივა(ძალიან გამიმართლა ამ მხრივ).

Posted by: marilis 21 Apr 2010, 20:04
WALLON
QUOTE
ისე იტალიელებმა საჭმლის შეკმაზვა საერთოდ არ იციან

გეთანხმები,
ანუ, სააერთოდ არ იციან biggrin.gif
ბოსტნეულის გარნირები კატასტროფაა ამ მხრივ biggrin.gif

Posted by: volli35 21 Apr 2010, 20:08
rtuli
QUOTE
რავიცი მე სახლში მყავს,არც ძაღლის სურნელი ტრიალებს სახლში და არც ბეწვი სცვივა(ძალიან გამიმართლა ამ მხრივ).

აი ეს ვერ გავაგებინე დედაჩემს ..... ნუ ეხლა ნერვს ვერ ვუშლი ამის გამო და მე მომიწია ჩემს "უბედურებასთან" შეგუება .... ამიტომაა რომ ვზივარ ფლორა და ფაუნაში და მონიტორიდან ვეფერები ყველას ძაღლებს .....

rtuli შენმა სულ გადამრია... ცოცხალი სათამაშოა 2kiss.gif

Posted by: Peppi 21 Apr 2010, 20:08
rtuli
QUOTE
უი რა კარგი ჭიქებია

ხო, მართლა კარგია და მის მერე ვეძემ კიდევ რომ ვიყიდო - გაწყდა . . .

ამათ ხომ მაღაზიაში თითო-ოროლა უდევთ . .
სურსათიც კი და ბავშვის კვებაც - უცებ გაწყდება ყველა მაღაზიაში ერთდროულად .. ახალ პარტიას ელოდებიან . .

ამათი მენეჯმენტის დედაც . . მთელს მსოფლიოში აწობილი აქვთ საუპერმარკეტებში ნაშთის მართვა, ამათ არაა . . . მაგრამ მაინც ყველაზე საუკეთესო აქვთ თურმე ყველაფერი LOL

Posted by: natsu 21 Apr 2010, 20:20
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: volli35 21 Apr 2010, 20:37
natsu
შუაში ბეზეა ხო გამომცხვარი?

Posted by: BadbadGirl 21 Apr 2010, 20:49
marilis, WALLON
ოხ თქვე ოხრებო, როგორ მილანძღავთ ჩემს საყვარელ იტალიურ სამზარეულოს!
გემოვნებაზე არ დაობენ, მე ყველაფერიც მომწონს! დიახაც.

natsu
მინდა ეგ შენი ნამცხვარი sad.gif

Posted by: natsu 21 Apr 2010, 21:20
QUOTE (volli35 @ 21 Apr 2010, 20:37 )
natsu
შუაში ბეზეა ხო გამომცხვარი?

2 დღის წინ რთულის რეცეპტით ჩიტის რძე გამოვაცხვე.ძალიან მოეწონათ. რისთვისაც მილიონი მადლობა მას!!!! დღეს კრემის მუსში თეთრი შედედებული რძე, მოხარშული შედედებული რძით შევცვალე.ექსპერიმენტმა გაამართლა. თუ ბათუმში ბრძანდებით სიამოვნებით გაგიმასპინძლდებით.

Posted by: Peppi 21 Apr 2010, 21:30
natsu
QUOTE
მოხარშული შედედებული რძით შევცვალე

უფ, გაიხარე გამნარტებისთვისwink.gif

დავიტანჯე, გერ ამ გემრიელი ნამცხვრის ყურებით და მერე იმაზე ფიქრით - რა, რა იყოsmile.gif

Posted by: Maykuna 21 Apr 2010, 21:43
QUOTE
კრემის მუსში


ეს რა არის ?

Posted by: natsu 21 Apr 2010, 21:50
QUOTE (Maykuna @ 21 Apr 2010, 21:43 )
QUOTE
კრემის მუსში


ეს რა არის ?

. კრემი 1. 200 გრამი კარაქი ამოიყვანეთ 1 ქილა შესქელებულ რძესთან ერთად. 2. ამოიყვანეთ 4 კვერცხის ცილა,ჩააყარეთ 4 ს/კ შაქარი, გააკეთეთ ბეზე. 3. 30 გრამი ჟელატინს დაასხით 0,5 ჩ/ჭ ცივი წყალი,გააჩერეთ 30 წუთი,რომ გაფუვდება,დაამატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი და დანის წვერით ლიმონმჟავა ,შედგით ნელ ცეცხლზე,შაქრის გალღვობამდე,არ აადუღოთ!!! .გადმოდგით.,რომ გაცივდება,ბეზეს ჩაამატეთ ჟელატინიანი მასა და კრემი.

Posted by: volli35 21 Apr 2010, 21:53
natsu
QUOTE
დღეს კრემის მუსში თეთრი შედედებული რძე, მოხარშული შედედებული რძით შევცვალე.

უი ანუ ეს როგორ??? კრემის მუსში ..... როგორ??? მასწავლეთ ....პლზ



QUOTE
თუ ბათუმში ბრძანდებით სიამოვნებით გაგიმასპინძლდებით.

არა არ ვარ ბათუმში თორემ სიამოვნებით მივიღებდი მოწვევას ..... მადლობა
* * *
QUOTE
. კრემი 1. 200 გრამი კარაქი ამოიყვანეთ 1 ქილა შესქელებულ რძესთან ერთად. 2. ამოიყვანეთ 4 კვერცხის ცილა,ჩააყარეთ 4 ს/კ შაქარი, გააკეთეთ ბეზე. 3. 30 გრამი ჟელატინს დაასხით 0,5 ჩ/ჭ ცივი წყალი,გააჩერეთ 30 წუთი,რომ გაფუვდება,დაამატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი და დანის წვერით ლიმონმჟავა ,შედგით ნელ ცეცხლზე,შაქრის გალღვობამდე,არ აადუღოთ!!! .გადმოდგით.,რომ გაცივდება,ბეზეს ჩაამატეთ ჟელატინიანი მასა და კრემი.

აუ ესაა რასაც ვეძებ უკვე რამდენი ხანია .... მადლობები natsu

Posted by: rtuli 21 Apr 2010, 22:11
volli35
QUOTE
შენმა სულ გადამრია... ცოცხალი სათამაშოა 

პირადათ გაგაცნობ გპირდები yes.gif

natsu
QUOTE
ძალიან მოეწონათ

მესიამოვნა ,ღმერთმა შეგარგოთ !
QUOTE
დღეს კრემის მუსში თეთრი შედედებული რძე, მოხარშული შედედებული რძით შევცვალე.ექსპერიმენტმა გაამართლა.

როგორ მომწონს როცა არ ეშინიათ ეკსპერიმენტების .
ძალიან კარგი ჩიტის რძე გამოგივიდა up.gif
ფერების გადარმავალმა(მოკლედ ენა მომემტვრა რა სიტყვაა biggrin.gif )ეფეკტმა მომხიბლა .

Posted by: natsu 21 Apr 2010, 22:22
მადლობა თქვენ! იმედი მაქვს,კიდევ ბევრ რამეს ვისწავლი თქვენგან.

Posted by: nanana 21 Apr 2010, 22:26
rtuli
QUOTE
როგორ მომწონს როცა არ ეშინიათ ეკსპერიმენტების .


+ მრავალიმილიონი

Posted by: volli35 21 Apr 2010, 22:53
rtuli
QUOTE
პირადათ გაგაცნობ გპირდები

ვაიმეეეეე არ მჯერა .... ხო მართლა და თანაც მალე????? რაც შეიძლება მალეეეეე ...


აუ მეც უნდა გავაკეთო რამე ნამცხვარი ამ მუსით ..... იმედია გამომივა ..... ჯელატინს პირველად გამოვიყენებ კრემში და ცოტას ვშიშობ ..... თუმცაღა ესევე მეშინოდა ხაჭოს ტორტის (მადლობა rtuli 2kiss.gif ) და კი გამომივიდა მთელი ჩვენი სტუმრების საქებ-სალაპარაკო .... იმის შემდეგ ვპრინტავ რეცეპტს და ვარიგებ ისტერიულად ...

Posted by: n_j 21 Apr 2010, 23:03
გვერდით თემაში ფაუსტინას ხორცის რულეტმა მომკლა sad.gif

Posted by: Girl From Villa Villekulla 21 Apr 2010, 23:45
rtuli
QUOTE
რავიცი მე სახლში მყავს,არც ძაღლის სურნელი ტრიალებს სახლში და არც ბეწვი სცვივა(ძალიან გამიმართლა ამ მხრივ).

ნწ no.gif ჩემს ოროთახიანში სენბერნარი ვერ დაეტევა gigi.gif

Posted by: klubnika 22 Apr 2010, 00:00
Girl From Villa Villekulla
QUOTE
შენ იცინე და ლამის შემომეჭამოს მონიტორი , ჰო

biggrin.gif
http://www.radikal.ru


Posted by: Girl From Villa Villekulla 22 Apr 2010, 00:11
klubnika
აა, ნახე, კიდე biggrin.gif givi.gif

თან ამ შუაღამეს user.gif

თან დილიდან უჭმელს sad.gif

Posted by: miau 22 Apr 2010, 00:16
Peppi

დაგიმუღამებია სილიკონი smile.gif

ანუ, ნამცხვრის ცომს ყინავ ფორმიანად და მერე აცხობ?

Posted by: miau 22 Apr 2010, 00:30
აი, ჩემი ამის წინანდელი შემოქმედება - ატმის ტორტი, რომელიც 15 წუთში გაქრა biggrin.gif (ვცადე და ცოტა აღმოჩნდა 10 კვერცხიანი ბისკვიტი ჩვენი კოლმეურნეობისათვის)

Posted by: ninoma 22 Apr 2010, 00:34
miau
რა გემრიელიააა.
ჩვეულებრივი ბისკვიტია? კრემი ნაღების არის?

Posted by: klubnika 22 Apr 2010, 00:39
Girl From Villa Villekulla
QUOTE
აა, ნახე, კიდე biggrin.gif givi.gif

თან ამ შუაღამეს user.gif

თან დილიდან უჭმელს

biggrin.gif
gigi.gif
http://www.radikal.ru:

Posted by: miau 22 Apr 2010, 00:46
ninoma
QUOTE
რა გემრიელიააა.
ჩვეულებრივი ბისკვიტია? კრემი ნაღების არის?

ბისკვიტი - ჩვეულებრივი.
კრემი - ექსპერიმენტ! biggrin.gif

საჭიროა ან დაბალპროცენტიანი ნაღები, ან ძალიან მსუქანი, ნაღებიანი რძე, კარაქი და ნაღების შემადედებელი ფხვნილი, მაგრამ ამ ფხვნილის ნაცვლად ნაღების ფხვნილი რომაა, ის ვიხმარე. - მშვენიერ! biggrin.gif

ატმის მურაბასთან ტანდემში ძალიან გაამართლა wink.gif
klubnika
უფ... :დიიიდი ნერწყვის გადაყლაპვა:

Posted by: dariala 22 Apr 2010, 01:06
ამას წინათ აღარ მახსოვს ვისი რეცეპტი იყო ვნახე კიბოს ჩხირების კატლეტები. მოკლედ არ მომითმინა გულმა და დღეს მოვამზადე. ოღონდ მე ჩვეულებრივი ყველი გავუკეთე და წყალი რომ არ გასვლოდა ცოტა მანანის ბურღული დავუმატე. შევწვი ერბოსა და ზეთის ნარევში და გულისწასვლამდე გემრიელი და ხრაშუნა გამოვიდა biggrin.gif
http://www.radikal.ru

მადლობააააა smile.gif

Posted by: rtuli 22 Apr 2010, 01:12
dariala
QUOTE
კიბოს ჩხირების კატლეტები

ალბათ ამას გულისხმობ
http://forum.ge/?showtopic=33695689&f=&st=810&#entry14707432


რა კარგები გამოგივიდა love.gif up.gif

Posted by: ბესიკის26 22 Apr 2010, 10:48
დღეს გავაკეთე ბანანის ჩიზქეიქი.ძაალიან გემრიელი დესერტია.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: Maykuna 22 Apr 2010, 10:51
ეს ჩიზქეიკი გამოცხობის გარეშე გააკეთე

Posted by: ბესიკის26 22 Apr 2010, 10:52
Maykuna
ხო, დამავიწყდა მეთქვა.ცხობის გარეშეა .ხაჭო,ნაღები(ჩემს შემტხვევაში არაჟანი),ჟელატინი უნდა.

Posted by: sofo taba 22 Apr 2010, 12:02
ბესიკის26
ჩიზქეიქის რეცეპტი დაგვიდე რა და იმ თანმიმდევრობით როგორც შენ გააკეთე..მეც ნაბიჯ-ნაბიჯ გამოგყვები.. 2kiss.gif რამდენი ხანია მინდა გავაკეთო და ყველა რეცეპტი მაშინებს

Posted by: volli35 22 Apr 2010, 12:24
ბესიკის26
ვაიმე შოკი დამემართა .....

Posted by: ბესიკის26 22 Apr 2010, 13:17
გოგოებო დავდებ მოგვიანებით რეცეპტს ნაბიჯ ნაბიჯ.

Posted by: natsu 22 Apr 2010, 13:32
http://www.radikal.ru

Posted by: tamuna_mpt 22 Apr 2010, 13:54
დღეს პირველად გავაკეთე ბლინებიიი .. თავისი ჰაერში ამობრუნებებით .. (მარტო ერთი გადამივარდა სადღაც შორს biggrin.gif)
ყოველთვის მეგონა რომ ვერ გავაკეთებდი მაგრამ ძალიან ადვილი ყოფილაა jump.gif jump.gif

Posted by: Peppi 22 Apr 2010, 14:42
miau
QUOTE
ანუ, ნამცხვრის ცომს ყინავ ფორმიანად და მერე აცხობ?

სილიკონის ჭიქაშივე ვყინავ, ოღონდ მხოლოდ იმ ცომს, რომელსაც გაყინვა/გაცივება ჭირდება რეცეპტის მიხედვით.

Posted by: ბესიკის26 22 Apr 2010, 15:33


ბანანის ჩიზქეიქი (24-26სმ დიამეტრის გვერდებ მოსახსნელი ფორმა)

ძირისთვის:250გრ რაცშეიძლება ხრაშუნა და გემრიელი პეჩენია,
100გრ გამდნარი კარაქი,
50გრ ნუში ან თხილი(ნიგოზი)დაფქვილი.
1ს/კ რომი ან მისი ესენციის წვეთები.
სუფლე: 500გრხაჭო(საცერში გაცხრილული)
250გრ ნაღები(არაჟანიც შეიძლება მაღალ%,იოგურთიც,დასალევი რომაა სხვადასხვა ხილით, აქ:ატმის)
2ცალი მწიფე ბანანი
150გრ შაქარი,ვანილი
20გრ ჟელატინი
შოკოლადის მინანქარი:300გრ მუქი შოკოლადი,
1/2ს/კ ჟელატინი
135მლ ნაღები ან 3ს/კ არაჟანი.

მომზადება:პეჩენია დავაბლენდეროთ,ვაქციოთ ფხვნილად+თხილი+დამდნარიკარაქი +რომი(თან დათან ვაბლენდერებთ) ეს ფორმაში ჩაუშვათ და კარგად გავასწოროთ და დავტკეპნოთ!.გავაქანოთ მაცივარში 1სთით.შეუდგეთ სუფლეს.
100მლ წყალში დავალბოთ ჟელატინი.ცალკე დავსრისოთ ბანანი,ბლენდერში ხაჭო და ნახევარი დოზა საქარი ავთქვიფოთ ერთგვაროვან მასამდე.+ გათქვეფილი ნაღები შაქრის მეორე ნახევართან ერთან(აქ ეს საქარი პუდრად უნდა აქციოთ)
თუ არაჟანს უშვებით შაქარი თავიდანვე ყველა ხაჭოს ჩააყარეთ,+ ბანანი.ჩვენი კარგად დამბალი ჟელატინი ან წყლის აბაზანაზე ან ძაალიაან დაბალ ცეცხლზე გავდნოთ გავათხელოთ.(არ აგვიდუღდეს!)შეთბობაც საკმარისია და გაგრილებული გადაურიოთ ხის კოვზით ხაჭოიან მასას.დავასხათ კარგად გაციებულ ძირს.მაცივარში 3-4 საათი.
მინანქარი:ჟელატინი დავალბოთ ყავის ჭიქის რაოდენობა წყალში.
ნაღები (არაჟანი ) გავათბოთ დაბალ ცეცხლზე.არაფრით არ ადუღდეს.უბრალოდ მოცხელო გახდეს,გადმოვდგათ ცეცხლიდან და+პატარებად დატეხილი შოკოლადი და ურიოთ სანამ ერთგვაროვანი არ გახდება.ცოტა დროს მოითხოვს მაგრამ გადნება აუცილებლად არ შეგეშინდეთ.თუ გაგრილდა ისევ შეათბე ...და თან სრისე და ურიე განიწყვეთლივ.
რომ გახდება ერთგვაროვანი+ დამბალი და შემთბარი ჟელატინი.აურიოთ და მოვასხათ გაციებულ სუფლეს.მაცივარში მთელი ღამით.
შენიშვნა,ჟელათინის ავკარგიანობაში ტუ არ ხართ დარწმუნებული საერთოდ არ გააკეთო.(მე მაქვს ბევრჯერ მწარედ გამონაცადი)კარგი ჟელატინი რომ დალბება უკვე მკვრივდება.ამიტომ უნდა მერე გათბობა რომ გათხელდეს.შოკოლადის მინანქარი(განაში) კი მართლა მაგარია თუ ინსტრუქციიას ზუსტად დაიცავ.სწორი და მკვრივი და რბილი ზედაპირი,არ ტყდება დაჭრისას.(სურათზე უბრალო მინანქარი აქვს,ამითი ადრე გავაკეთე და იყო უსუპერესი!)
Yველას მოაწონებთ თავს ამ დესერტით.
შეკითხვები თუ გაჩნდება აგერ ვარ...
smile.gif smile.gif

Posted by: rtuli 22 Apr 2010, 15:33
ბესიკის26
QUOTE
დღეს გავაკეთე ბანანის ჩიზქეიქი.ძაალიან გემრიელი დესერტია.

რა კარგი დესერტი მოგიმზადებია up.gif

miau
QUOTE
ბისკვიტი - ჩვეულებრივი.
კრემი - ექსპერიმენტ!

რა დანამულია user.gif love.gif

დღეს შევიძინე ქორფა სატაცური და ვფიქრობ რა მოვამზადო,წვნიანი ვიცი უგემრიელესი მაგრამ,ბორში მქონდა მომზადებული გუშინ.
რამეს მოვძებდი საინტერესოს.

ესეც ჩემი პეჩენიები,ნიგოზში ამოვლებული, ჟოლოს და გარგლის კონფიტიურის გულსართით
ღუმელამდე
http://pix.ge/
შუა ცხობაში კონფიტიური დავამატე
http://pix.ge/
ესეც გამომცხვარი
http://pix.ge/

Posted by: tos-ka 22 Apr 2010, 15:37
rtuli
QUOTE
ესეც ჩემი პეჩენიები,ნიგოზში ამოვლებული, ჟოლოს და გარგლის კონფიტიურის გულსართით


რა მინდოდა აქ?
სამსახურში ვარ და მშიააააა
ცუდო, შენ! 2kiss.gif

Posted by: Ctrl 22 Apr 2010, 15:39
http://www.radikal.ru

უშნოთ გამოიყურება მარა გემრიელი იყო. მთავარი აქ საწებელია რომელიც მე გავაკეთე ბევრი მწვანილებით და რამერუმებით

Posted by: ბესიკის26 22 Apr 2010, 15:39
rtuli
არაჩვეულებრივი პეჩენიებია,ნამდვილი ნუგბარი>ნერწყვები მომადგა.კონფიტიურის მომჟაო გემო რომ წარმოვიდგინე up.gif love.gif

Posted by: BadbadGirl 22 Apr 2010, 15:41
rtuli, klubnika[
გინდა ეგ სურათები დაგედოთ და გინდა მოგეკალით sad.gif

Posted by: rtuli 22 Apr 2010, 15:46
tos-ka
QUOTE
ცუდო, შენ!

user.gif kiss.gif

Ctrl
QUOTE
მთავარი აქ საწებელია

აბა გისმენ boli.gif

ბესიკის26
QUOTE
კონფიტიურის მომჟაო გემო რომ წარმოვიდგინე

ყველა მომჟავო ხილი მიყვარს+საზამთრო smile.gif

რაღაცა მინდოდა რატომღაც და უცებ პეჩენიები გამახსენდა,ყიდვას მომზადება ვამჯობინე.

რეცეპტს მოგვიანებით პეპის ბლოგზე დავდებ yes.gif

ისე შენი რეცეპტი საკონდიტრო განყოფილებაში მოათავსე,ასე ადვილად მივაგნებთ smile.gif

Posted by: Ctrl 22 Apr 2010, 15:56
rtuli
საწებელს ქვია "ჩემი რა მიდის" biggrin.gif რაც მქონდა ჩაუშვი ჩოპერში : ქინძი, კამა, მწვანე ხახვი, მწვანე ნიორი, ცოტა ბულგარული მწვანე, წიწაკა (სიმწარის მიხედვით) შავი პილპილი, მარილი, ხმელი ქინძი ცოტა, ერთი კოვზი ზეთი, ტომატის პასტა, (წყალი სისქე როგორიც გინდა) და ცოტა ცოცხალი პამიდორი გემსო ახალისებს.

კარტოფილ ფრის უხედება ძალიან. განსაკუთრებული არაფერი მარა გაზაფხულზე კეტჩუპის შემცვლელად ვიყენებ ცოცხალი როა მსოამოვნებს


უი ეს სოკო შევდე მიკროტალღურში, აქამდე უმი პროდუქტი არ გამიკეთებია ესე, მარტო ვაცხელებდი, და 3 წუთზე დავაყენე და მეტი მომივიდა, ასე მალე ამზადებს გამოვშტერდი...

Posted by: ninoma 22 Apr 2010, 16:29
rtuli
სად ხარ? პმ. ნახე რა, გთხოვ.
სუპერ ნამცხვრებია.

ბესიკის26
up.gif up.gif up.gif

Posted by: nino_sh 22 Apr 2010, 16:59
rtuli
QUOTE
ესეც ჩემი პეჩენიები,ნიგოზში ამოვლებული, ჟოლოს და გარგლის კონფიტიურის გულსართით

რეცეპტი თუ შეიძლება რააააა, ვყლაპავ ნერწყვეეეეეებს. ეს რ ავნახე. მინდააააააააა jump.gif jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: rtuli 22 Apr 2010, 17:48
nino_sh
QUOTE
რეცეპტი თუ შეიძლება რააააა

იქნება ცოტახანში yes.gif

მოვამზადე სატაცური,სრული ინპროვიზაციით და რა გემრიელი გამომივიდა baby.gif
დავწერ რაც ხდებოდა სანამ გამოვაცხე ,ბოსტნეულის განყოფილებაში,მოვასხი კვერცხის+რძის+სუნელების და ყველის ნარევი smile.gif
http://pix.ge/
http://pix.ge/



Ctrl
QUOTE
საწებელს ქვია "ჩემი რა მიდის"  რაც მქონდა ჩაუშვი ჩოპერში : ქინძი, კამა, მწვანე ხახვი, მწვანე ნიორი, ცოტა ბულგარული მწვანე, წიწაკა (სიმწარის მიხედვით) შავი პილპილი, მარილი, ხმელი ქინძი ცოტა, ერთი კოვზი ზეთი, ტომატის პასტა, (წყალი სისქე როგორიც გინდა) და ცოტა ცოცხალი პამიდორი გემსო ახალისებს.

მეც ვამზადებ მსგავს საწებელს და გემოს გამოსამკვეთრებლად 1 ჩ.კ. შაქარს ვაყრი yes.gif

Posted by: dali19 22 Apr 2010, 17:51
QUOTE
მე 2 სამსახურში ვმუშაობდი და მერე მხოლოდ მეუღლეს ვუმზადებდი საჭმელს,მეორე დღეს სამსახურიდან მოსულს რომ დახვედროდა.არადა ამ დროს შეგვეძლო შეგვეკვეთა საჭმელი ან სადმე გვევახშმა.
თავს არვიქებ და ამით ხაზს არაფერს ვუსმევ უბრალოდ მე ვარ ასეთი  ,შეიძლება როცა ვეღარ შევძლებ მაშინ მოვრჯულდები.

ცოტას ვამზადებ ყოველდღე და აუცილებლად პირველ მეორეს,ასე გამზარდეს და ასე ვარ 


ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ასეტი ხასიათისთვის, (თუ როგორ ვთქვა არვიცი) ხარ ძალიან საყვარელი და პატივსაცემი. გაიხარე.

Posted by: ბესიკის26 22 Apr 2010, 17:57
rtuli
QUOTE
მე 2 სამსახურში ვმუშაობდი და მერე მხოლოდ მეუღლეს ვუმზადებდი საჭმელს,მეორე დღეს სამსახურიდან მოსულს რომ დახვედროდა.არადა ამ დროს შეგვეძლო შეგვეკვეთა საჭმელი ან სადმე გვევახშმა.
თავს არვიქებ და ამით ხაზს არაფერს ვუსმევ უბრალოდ მე ვარ ასეთი ,შეიძლება როცა ვეღარ შევძლებ მაშინ მოვრჯულდები.

ცოტას ვამზადებ ყოველდღე და აუცილებლად პირველ მეორეს,ასე გამზარდეს და ასე ვარ


მარტო ამიტომ არა!ვირტუალურად თუ შეიძლებოდა ასე ადამიანის შეყვარება და ასე პატივისცემის გრძნობით გამსჭვალვა მის მიმართ არ მეგონა. 2kiss.gif love.gif love.gif

Posted by: rtuli 22 Apr 2010, 18:06
dali19
ბესიკის26
მადლობთ თბილი სიტყვებისთვის გოგოებო 2kiss.gif

ჩემი მინუსები არჩამომითვლია ჯერ,თორე ასე კიარ შემაქებდით smile.gif,თუმცა ყველას ყავს თავის მაჯლაჯუნები თავში,იდიალური არავინ არის yes.gif

Posted by: ninoma 22 Apr 2010, 18:12
rtuli
ორჯერ წამოდუღება რას ნიშნავს?
ერთხელ რომ წამოდუღდება, უნდა გავაციო და ხელახლა წამოვადუღო, თუ ცოტა დიდხანს ვადუღო? rolleyes.gif
ამიტანე რა, გთხოვ 2kiss.gif
გოგოები ტყუილად არ გაქებენ.
ძალიან ყურადღებიანი ხარ და თბილი.

Posted by: Ctrl 22 Apr 2010, 18:18
rtuli
აქ შეილება რჩევების კითხვა?
იცი რა მაინცტერესებს შოკოლადს რომ ვადმობ მინანქრისთვის, თავიდან იწყებს დნობას მერე ტაფაზე ეკრობა და შრება თითქოს და იკმურტლება. აი დნობას რო დაიწყებს ეგრევე ემართება ჯერ ბოლომდე რო არც არსი დამდნარი, მორევა და ასე შემდეგ არ შველის. სულ ასე მემართება . ზედმეტად ვაცხელებ თუ რატო ნეტა? sad.gif

Posted by: rtuli 22 Apr 2010, 18:29
ninoma
QUOTE
ერთხელ რომ წამოდუღდება, უნდა გავაციო და ხელახლა წამოვადუღო, თუ ცოტა დიდხანს ვადუღო? 

კვერცხს დაამატებ ბოლოს!
მიიყვანე ადუღებამდე ის მასა კვერცხის გარეშე,გადმოდგი,ისევ მიიყვანე და გადმოდგი ასე 2 წუთის შუალედით,მერე კვერცხს ამატებ,გააციებ და გამოიყენებ.
გემრიელი გულსართია+არიფშხვნება.სიტკბო შენ გააკონტროლე თვითონ ,იქნებ უფრო ტკბილი გიყვარს smile.gif

Ctrl
QUOTE
იცი რა მაინცტერესებს შოკოლადს რომ ვადმობ მინანქრისთვის, თავიდან იწყებს დნობას მერე ტაფაზე ეკრობა და შრება თითქოს და იკმურტლება. აი დნობას რო დაიწყებს ეგრევე ემართება ჯერ ბოლომდე რო არც არსი დამდნარი, მორევა და ასე შემდეგ არ შველის. სულ ასე მემართება . ზედმეტად ვაცხელებ თუ რატო ნეტა? 

არასწორედ ამზადებ sad.gif
ანუ უშვალოთ ტაფა ცეცხლს არუნდა ეხებოდეს,მე ჰაერში მიჭირავს biggrin.gif ,მხოლოდ სიმხურვალე ადნობს შოკოლადს ამ სემთხვევაში smile.gif.
ან ზოგჯერ ორთქლის აბაზანაზე ვადნობ,როცა არმეზარება yes.gif

Posted by: Ctrl 22 Apr 2010, 18:36
rtuli
ორთქლზეც ვცადე და მაიოცნ ამეკმურტლა გავგიჯდი , არადა სპეციალურად ვყიდულობ დასადმობ საცხობ შოკოლადს. მარა მგონი მაშინაც მაგრა გახურდა ტაფა , უნდა ვცადო რო უბრალდო გავათბო და არ გავახურო ხო?

არადა კაკაოთი რო ვაკეთებ მინაანქასრ გამომდის sad.gif

Posted by: ბესიკის26 22 Apr 2010, 18:47
Ctrl
ორთქლზე არ უნდა კურკუტდებოდეს,რაშიც შოკოლადია ის ჭურჭელი ხომ ტივტივებს წყალზე?ძირს ხომ არ ეხება?მე უჟანგავი ყავის მადუღარები როა იმაში ვაკეთებ.

Posted by: Ctrl 22 Apr 2010, 18:50
ბესიკის26
წყალს საერთოდ არ ეხებოდა, ორთქლი მიდიოდა იმსი ძირამდე მარტო... ვახ , რას ვაკეთებ ნეტა არასწორად. რძე რო დავამატე ვაფშე რაღაც ხაჭო გაკეთდა

Posted by: rtuli 22 Apr 2010, 18:52
Ctrl
QUOTE
რძე რო დავამატე ვაფშე რაღაც ხაჭო გაკეთდა

ასე დაემართა თეთრ შოკოლადს,ანუ უხარისხო იყო sad.gif
ღილებს ხომ არ იყენებ შემთხვევით?

Posted by: taknatuna 22 Apr 2010, 18:54
biggrin.gif ეხლა მოვედი მასწავლებლიდან, სახლში მარტო ვიყავი, მაცივარში ხინკლის გული დამხვდა ავდექი და პაწია ხინკლები გავაკეთე biggrin.gif
http://www.radikal.ru

Posted by: rockataka 22 Apr 2010, 19:01
taknatuna
QUOTE
ეხლა მოვედი მასწავლებლიდან, სახლში მარტო ვიყავი, მაცივარში ხინკლის გული დამხვდა ავდექი და პაწია ხინკლები გავაკეთე

help.gif help.gif chups.gif ლამაზებია!! მეც ხინკლის ფარში გავამზადე და ვნახოთ აბა რა გამომივა - მოხვევა მკლავს vis.gif

Posted by: nanana 22 Apr 2010, 19:20
rockataka
QUOTE
მოხვევა მკლავს


ათასშვიდას ცალს აკეთებ? biggrin.gif


მე მასე მკლავს ლოგინის დალაგება. მაგას ნოხების დარეცხვა მირჩEვნია givi.gif

Posted by: ბესიკის26 22 Apr 2010, 19:23


QUOTE
ათასშვიდას ცალს აკეთებ?


მე მასე მკლავს ლოგინის დალაგება. მაგას ნოხების დარეცხვა მირჩEვნია 

nanana
lol.gif lol.gif lol.gif
ჩაგეთვალა

Posted by: viko 22 Apr 2010, 19:57

rtulli


რა საოცარი ხელი გაქვთ, რა ლამაზებია

Posted by: frontushka 22 Apr 2010, 20:09
ეკალა ნიგვზის გარდა რით შეიძლება რომ გავაკეთო?

Posted by: volli35 22 Apr 2010, 20:11
QUOTE
ეკალა ნიგვზის გარდა რით შეიძლება რომ გავაკეთო?

ტყემლით+ ომბალო+ქინძი+კამა+ნიორი+ მარილი გემოვნებით

ეკალა მოვხარშე, გადმოიტანე სხვა ჭურჭელში და დაასხი ჭყალი ისე რომ დაიხაროს. ასე გააჩერე 1 საათი. მერე გაწურე და დაჭერი.
შეაზავე მწვანილებით, ნივრით და ტყემლით, მარილი წიწაკა გემოვნებით (ტყემალი შეგიძლია ახალი ტყემლისგან გაამზადო.... მოხარშო გახეხო და ეს გამოიყენო ..... ასევე შეგიძლია გამოიყენო ტყემლის საწებელა)

Posted by: rockataka 22 Apr 2010, 20:27
QUOTE
ომბალო

ამის სურათს ვინ დადებთ? და ინგლისურ სახელს?

Posted by: frontushka 22 Apr 2010, 20:33
volli35
დიდი მადლობა 2kiss.gif
დავადგი ეკალა მოსახარშად და მერე გამახსენდა, რომ ნიგოზი აღარ მქონდა smile.gif

Posted by: rtuli 22 Apr 2010, 21:09
taknatuna
QUOTE
პაწია ხინკლები გავაკეთე

როგორი ,,ჭიპები,, აქვთ ხინკლებს smile.gif up.gif

viko
QUOTE
რა საოცარი ხელი გაქვთ, რა ლამაზებია

მადლობა yes.gif

rockataka
QUOTE
ომბალო


ამის სურათს ვინ დადებთ? და ინგლისურ სახელს?

http://en.wikipedia.org/wiki/Pennyroyal

Posted by: viko 22 Apr 2010, 21:26

voli 35
თქვენმა ბისკვიტმა მეც მომანდომა ბისკვიტის გამოცხობა, ბალიშით, ხელის სათქვეფით და გამაფხვიერებლით.
ადრეც გამომიცხვია გაზქყრაზე მაგრამ ეს გაცილებით უკეესია გამოვიდა. სურათებსაც დავდებ მოგვიანებით. ასე რომ უკეთესი ბისკვიტი თქვენი დამსახურებაა.

Posted by: upwave 22 Apr 2010, 21:45
რა მაინტერესებს იცით? ყოველდღე რომ აკეთებთ ამ გემრიელობებს, ერთ დღეში იჭმევა? ანუ, არ გიგროვდებათ ყოველდღიურად გაკეთებული რაღაცეები?

Posted by: blblbl 22 Apr 2010, 22:06
upwave
QUOTE
რა მაინტერესებს იცით? ყოველდღე რომ აკეთებთ ამ გემრიელობებს, ერთ დღეში იჭმევა? ანუ, არ გიგროვდებათ ყოველდღიურად გაკეთებული რაღაცეები?

ეს მეც სულ მანტერესებს,ჩემთან მეორე დღესაც არის ხან მესამე დღესაც biggrin.gif

Posted by: Did_Giorgi 22 Apr 2010, 22:22
blblbl
QUOTE
ჩემთან მეორე დღესაც არის ხან მესამე დღესაც

სუსტები გყოლია ოჯახში tongue.gif
wink.gif

Posted by: frontushka 22 Apr 2010, 22:32
ჩავატარე ექსპერიმენტი და გავაკეთე ეკალა მაინეზით, ოჯახში ყველას მოეწონა chups.gif

Posted by: BadbadGirl 22 Apr 2010, 22:33
rtuli
ჰორეეე. ახლა შევდე 6 ცალი პეჩენია ღუმელში. ნიგოზით და წითელი წვრილი კენკრის ჯემით smile.gif (სმაროდინა არა, რაღაც სხვაა)
ცომი არ ვიცოდი, და უკვე მოზელილი და გაყინული ხრაშუნა პეჩენიის ცომი გამოვიყენე smile.gif

დავაბლოგებ ლამაზები თუ გამოვლენ smile.gif user.gif

Posted by: rtuli 22 Apr 2010, 22:36
blblbl
upwave
QUOTE
რა მაინტერესებს იცით? ყოველდღე რომ აკეთებთ ამ გემრიელობებს, ერთ დღეში იჭმევა? ანუ, არ გიგროვდებათ ყოველდღიურად გაკეთებული რაღაცეები?

smile.gif
გააჩნია რამდენს ამზადებ.
პეჩენიებს მე ვიზოგავ (თუ არშემიჭამეს) ყავასთან მისაყოლებლად თითოს ყოველ დილით,მაქსიმუმ 4 დღე დახმარებით მყოფნის.
სადილს და ვახშამს იმდენს ვამზადებ რომ გვეყოს,ნუ იშვიათად მეორე დღისთვის რჩება ცოტა.

ისე განაცხელებ საჭმელს არ აქვს უკვე ის გემო რაც უნდა ქონდეს,ბორშის გარდა smile.gif

BadbadGirl
QUOTE
ჰორეეე.

tan.gif

QUOTE
ხრაშუნა პეჩენიის ცომი გამოვიყენე

ზუსტად ეგ ცომია,песочное(ქართულად ალბათ ფხვიერი ცომია)
დაგელოდები,მეც დავტკბები ვიზუალით 2kiss.gif


პ.ს. პეპის ბლოგზე ავტვირთე რეცეპტი და მალე იქნება ალბათ.

Posted by: BadbadGirl 22 Apr 2010, 22:45
rtuli

ახლა შევიხედე ღუმელში და გაბრტყელდნენ biggrin.gif biggrin.gif
უნდა დავლოდებოდი, და გაყინულ ცომში არ უნდა გამეკეთებინა ხვრელები. biggrin.gif

გემრიელი კი იქნება, უბრალოდ ფორმა დაკარგეს smile.gif

Posted by: natali kalandadze 22 Apr 2010, 23:08
ამ წამს შევდე დუხოვკაში რაღაც smile.gif
მიქსერის დაწვის მერე გადავედი ცომებზე biggrin.gif

ფენოვან ცომში ჩავდე ბრინჯი (შერეული გახეხილი სტაფილოთი და მდუღარე წყალში გახსნილი გალინაბლანკათი smile.gif ) და შემწვარი დაჩეჩილი ქათამი.
ვნახოთ რა გამოვა, სურათს დავდებ smile.gif

თუ არ გამოვა გემრიელი, დარმჩა ქმარი მშიერი და მომიწევს კარტოფილის და მეორე ქათმის შეწვა biggrin.gif

Posted by: rtuli 22 Apr 2010, 23:10
BadbadGirl
QUOTE
გემრიელი კი იქნება

ეს არის მთავარი yes.gif

QUOTE
ფორმა დაკარგეს

ღეჭვის დროს მაინც ეგ ბედი ეწეოდათ biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: BadbadGirl 22 Apr 2010, 23:24
rtuli
უკვე აღარ გვქვს biggrin.gif biggrin.gif
ჩემ სახლში ყველანაირი ტკბილეული სინათლის სისწრაფით ნადგურდება.

რჩევა მომეცით, მაქვს კენკრის მუსლი (1.კგ), გემოზე არ მომეწონა და ვერ ვჭამ, გადაყრაც მენანება. იქნებ რამე ნამცხვრის გამოცხობა მირჩიოთ? ადვილი რომ იყოს მასეთი smile.gif

Posted by: viko 23 Apr 2010, 00:13
ბისკვიტის ტორტის შეპირებული სურათებიhttp://image.geotorrents.com/
http://image.geotorrents.com/
http://image.geotorrents.com/

Posted by: Person123 23 Apr 2010, 01:11
rtuli

სატაცური სად შეიძლება შევიძინოთ? და როგორი? ცოცხალი თუ დაკონსერვებული (თუ არი ესეთიც) არასოდეს გამისინჯავს, მაგრამ თქვენი მომზადებული კერძი ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება და ვეცდები გავაკეთო.

Posted by: rtuli 23 Apr 2010, 01:13
viko
QUOTE
ბისკვიტის ტორტის შეპირებული სურათები

რა ლამაზია up.gif
მომწონს სადათ გაფორმებული ტორტები yes.gif

ცომი თაფლზეა rolleyes.gif

* * *
Person123
QUOTE
სატაცური სად შეიძლება შევიძინოთ? და როგორი? ცოცხალი თუ დაკონსერვებული

ეხლა სატაცურის სეზონია,მე დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე შევიძინე(გარეთ გზის პირზე გადახურულებში),კონებათ იყო შეკრული და 1 ლარი ღირდა smile.gif,მე 3 კონა გამოვიყენე.
ლამაზი მოიისფერო იყო სატაცური.
დაკონსერვებულზე ვერაფერს გეტყვი.

გასინჯეთ მოგეწონებათ,ჩვენ სალათა დავაყოლეთ გარნირად ძმრით და ზეთით შენელებული yes.gif

Posted by: tikunia-teiko 23 Apr 2010, 01:27
რთული
იმ უგემრიელესი და მადისაღმძვრელი პეჩენიების რეცეპტები სად დევს? ეგ რომ არ გავაკეტოოოოოო.... ფხვიერი ცომით თუა მით უმეტეს .

Posted by: ninoma 23 Apr 2010, 02:10
rtuli
გავაკეთეე bis.gif
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.
რამდენად ლამაზია არ ვიცი. გემრიელი კი გამოვიდა.
მგონი გულსართი მომივიდა მეტი, ან არც არის მეტი და მე მეჩვენება.
არსოდეს გამიკეთებია ხაშხაშის ნამცხვარი და ამიტომ ვმარჩიელობ.
ეს ჭრილში
http://www.radikal.ru
ცოტა გული დამრჩა და ესენი გავაკეთე
http://www.radikal.ru
ესეც ვიფიქრე ბავშვებმა რომ დაიწუნონ, ნამცხვრის გარეშე არ დარჩნენთქო და ნიგვზიანი ნამცხვრები დავუცხე.
http://www.radikal.ru
მგონი პირველ ჯერზე არაუშავს. (რას ვიქებ თავს biggrin.gif )

Posted by: viko 23 Apr 2010, 08:52

rtuli
თაფლი არა აქვს ცომს, მხოლოდ გამაფხვიერებელი დავუმატე, ხელით ავთქვიფე და ბალიში დავაფარე როგოც volii 35-მა გვირჩია.
რაგაც სულ სხვანაირად ნაზი და დიდი გამოვიდა. 5 კვერცხიანია.

Posted by: rockataka 23 Apr 2010, 08:55
ninoma
QUOTE
ნიგვზიანი ნამცხვრები

up.gif up.gif up.gif love.gif

Posted by: volli35 23 Apr 2010, 10:27
viko
QUOTE
5 კვერცხიანია.

პაწუკა მაგრამ ძალიან ლამაზი ..... და დარწმუნებული ვარ ძალიან გემრიელიცაა

Posted by: მაკ-კი 23 Apr 2010, 10:32
rtuli
QUOTE
სადილს და ვახშამს იმდენს ვამზადებ რომ გვეყოს,ნუ იშვიათად მეორე დღისთვის რჩება ცოტა.

ჰო ეს ყველაზე კარგი ვარიანტია
QUOTE
ისე განაცხელებ საჭმელს არ აქვს უკვე ის გემო რაც უნდა ქონდეს,ბორშის გარდა

მართალი ხარ, მეც არ მიყვარს როცა რამდენიმე დღე რჩება საჭმელი

Posted by: წკაპო 23 Apr 2010, 11:06
QUOTE (მაკ-კი @ 23 Apr 2010, 08:32 )
QUOTE
ისე განაცხელებ საჭმელს არ აქვს უკვე ის გემო რაც უნდა ქონდეს,ბორშის გარდა

მართალი ხარ, მეც არ მიყვარს როცა რამდენიმე დღე რჩება საჭმელი

ყაურმა ღამენათევი სჯობია.
სხვაცაა ისეთი საჭმელი გაცხელებული რომ სჯობია, მოხრაკული ფხლები მაგალითად.

Posted by: amadeus 23 Apr 2010, 11:16
viko
ვაი user posted image

Posted by: PoK_O 23 Apr 2010, 11:24
ხალხო სატაცური სად ვიყიდო არავინ იცით? თუ არასწორ თემაში ვიკითხე მე მაპატიეთ.. rolleyes.gif

Posted by: viko 23 Apr 2010, 11:29
rtull, volii-35, amadeus

მადლობთ გამოხმაურებითვის, ჯერჯერობით უცხოსავით ვარ და გამეხარდა თქვენი შეფასებები

Posted by: ბესიკის26 23 Apr 2010, 11:44
rtuli

QUOTE
პ.ს. პეპის ბლოგზე ავტვირთე რეცეპტი და მალე იქნება ალბათ.


არარის ჯერ პეპის ბლოკზე. no.gif

Posted by: saba444 23 Apr 2010, 12:49
ბესიკის26
კი არის ეხლა ვნახე.ახალ რეცეპტებშია

Posted by: Ctrl 23 Apr 2010, 12:54
rtuli
QUOTE
ღილებს ხომ არ იყენებ შემთხვევით?

არაა გუდვილში ვიყიდე ედეკას ფირმის შოკოლადი პსეციალურად მაგისთვის და რავიცი sad.gif ერთი ჩვეულებრივი ფილალ უნდა ვცადო

Posted by: ბესიკის26 23 Apr 2010, 13:15
Ctrl
მეც მაგას ვიყენებ ზუსტად და კარგია.იცი რა ქენი_ წყალი რომ ადუღდება გატიშე და ისე ჩადგი შოკოლადი.და არც შეეხო ,დატოვე ისე ზედ.დადნეს უნდა თავისით.მაგი მაღალ ტემპ.ვერ იტანს

Posted by: rtuli 23 Apr 2010, 13:18
BadbadGirl
QUOTE
რჩევა მომეცით, მაქვს კენკრის მუსლი (1.კგ), გემოზე არ მომეწონა და ვერ ვჭამ,

შვრიის პეჩენიები გამოაცხე+სოკოლადის ნატეხები და ტხილიც დაამატე,მე მიყვარს ყავაზე ან რზესტან ერთად smile.gif

ninoma
QUOTE
მგონი გულსართი მომივიდა მეტი, ან არც არის მეტი და მე მეჩვენება.

ასე ბევრი გულსართიტ მომწონს ზუსტად.
ვაიმე როგორ მომინდა და როგორ მენატრება sad.gif
რა კარგი ფუნთუშებია,ცომი რა ფუმფულაა up.gif
რაო ბავშვებს მოეწონათ?

tikunia-teiko
QUOTE
იმ უგემრიელესი და მადისაღმძვრელი პეჩენიების რეცეპტები სად დევს?

საკონდიტრო განყოფილებაში დავდე ლინკი.

PoK_O
QUOTE
ხალხო სატაცური სად ვიყიდო არავინ იცით?

მე დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე შევიძინე(გარეთ გზის პირზე გადახურულებში),კონებათ იყო შეკრული და 1 ლარი ღირდა ,მე 3 კონა გამოვიყენე.
ლამაზი მოიისფერო იყო სატაცური.

Ctrl
QUOTE
ერთი ჩვეულებრივი ფილალ უნდა ვცადო

მე სულ მაგ ჩვეულებრივებს ვიყენებ:
ალპენ გოლდი,ბარონი,ნესკვიკი კარგებია ძალიან

Posted by: Peppi 23 Apr 2010, 13:48
როგორ ხართ?

თქვენც გათიშული გქონდათ ფორუმი?

აი, იები დავშაქრე და გასაფორმებლად მოვამზადე,
ჩიზქეიქის სურათს კი მოგვიანებით დავდებ . .

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=253&Itemid=55

პ.ს. ფოკუსი ვერ დამიმიზნებია smile.gif

Posted by: BadbadGirl 23 Apr 2010, 13:51
rtuli
მოვნახავ ახლა რეცეპტს. :*
უი ვნახე და რა ადვილი ყოფილა, თან ყველაფერი მაქვს smile.gif


Peppi
ძააალიან, ძააალინ ლამაზია,
კი არადა ულამაზესი!!!


Posted by: tikunia-teiko 23 Apr 2010, 13:58
ninoma
ეს ხაშხაში სად შეიძინეთ?

Posted by: kokogorgo 23 Apr 2010, 14:01
PoK_O
QUOTE
ხალხო სატაცური სად ვიყიდო არავინ იცით? თუ არასწორ თემაში ვიკითხე მე მაპატიეთ.. 


გააჩნია სად ცხოვრობთ. მე დელისის მეტროსთან ვიყიდე. 1>5ლარი ღირდა

Posted by: n_j 23 Apr 2010, 14:15
ninoma
QUOTE
არსოდეს გამიკეთებია ხაშხაშის ნამცხვარი და ამიტომ ვმარჩიელობ.
ეს ჭრილში

შენ ალბათ საქართველოში არ ხარ? თუ ხარ, სად იშოვე ხაშხაში?
Peppi
QUOTE
იები დავშაქრე და გასაფორმებლად მოვამზადე,

როგორც ყოველთვის up.gif

მშია სასტიკად sad.gif

Posted by: Peppi 23 Apr 2010, 14:17
მადლობა გოგოებოsmile.gif

ესეც http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=254&Itemid=55, რომელიც მეზობლის სახურავზე მოვიპარეsmile.gif

ყვავილებიც მივირთვი, თუ გადავრჩი კი დავპოსტავ საღამოსაც lol.gif

პ.ს. სურათებიც მაქვს დეტალური, ნელ-ნელა დავდებ . . გაიღვიძა ველურმა, მუსიკა ხომ ჩამართვევინა, ეხლა ცეკვას მთხოვს. . gigi.gif

Posted by: tikunia-teiko 23 Apr 2010, 14:17
QUOTE
აი, იები დავშაქრე და გასაფორმებლად მოვამზადე, ჩიზქეიქის სურათს კი მოგვიანებით დავდებ . .

დაშაქრული ყვავილები (გასაფორმებლად)


This post has been edited by Peppi on 23 Apr 2010, 13:52

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)


ეს რა საოცრებები გაგიკეთებიათ. აღფრთოვანებს ვერ ვმალავ.

Posted by: ბესიკის26 23 Apr 2010, 14:21
Peppi
QUOTE
ესეც ჩიზქეიქი ყვავილებით

აბა ჩიზქეიქი.
აქაც შეგეკითხები რაა?შოკოლადის ლავა მეტალის ფორმებში და ქაღალდის ფორმებში ცხვება ხო?

Posted by: Peppi 23 Apr 2010, 14:26
ბესიკის26
QUOTE
აქაც შეგეკითხები რაა?შოკოლადის ლავა მეტალის ფორმებში და ქაღალდის ფორმებში ცხვება ხო?


ქაღალდისაში არ მიცდია, მეტალში ცხვება კი . . (არც არანაირ სურათშ არ მინახია ქაღალდით)
შეეცადე ისეთი ფორმა შეარჩიო, რომელსაც ნაკლები ფორმები ექნება, რადგან ძნელად ამოდის ზოგიერთი, აი ტარტალეტკების ფორმებს ვგულისხმობ, ისინი გაგაწვალებს, მე მაფინების ფორმებში ვაცხობ

Posted by: tikunia-teiko 23 Apr 2010, 14:29
Peppi

ჩიზქეიქის რეცეპტი გიდევთ სადმე?

Posted by: ბესიკის26 23 Apr 2010, 14:30
Peppi
მადლობა პეპის. 2kiss.gif
ჩიზქეიქის სურათი ეხლა გაიხსნა,რა მაგარია.ცხობითაა ტუ ცხობის გარეშე? რა მაღალია .რამხელა ფორმაშია გაკეთაბული?

Posted by: forumeli007 23 Apr 2010, 14:34
ბავშვებო ვეძებ მგონი faustina-ს მიერ მომზადებულ კერძს... რატომღაც ასე მახსოვს რომ მისი მომზადებული იყო... დამავიწყდა რა ქვია... ვერმიშელები რომ არის ლამაზად განლაგებული, შემდეგ რაღაც სოუსი, + ფარში + ვერმიშელი ისევ.... იქნებ დამეხმაროთ მის მოძებნაში??? სახელი მახსოვს და მიგახვედრეთ მაინც???

Posted by: Ctrl 23 Apr 2010, 14:40
ბესიკის26
rtuli
მადლობა ორივეს, ვნახოთ დღეს ვაპირებ და რა გამომივა

Posted by: Peppi 23 Apr 2010, 14:43
forumeli007
QUOTE
ვერმიშელები რომ არის ლამაზად განლაგებული, შემდეგ რაღაც სოუსი, + ფარში + ვერმიშელი ისევ


მე ეს ვიცი რომ მარიას რეცეპტია, perfectcook.org-ზე დევს , ლინკსაც დავდებ

აი, პასტიციო, http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=170&Itemid=55

tikunia-teiko
კი, დავდე ლინკიც, ოღონდ ჯერ ბოლომდე არ დამიწერია, უფრო სწურედ სურათები უნდა დავამატოsmile.gif
ბესიკის26
QUOTE
ცხობითაა ტუ ცხობის გარეშე? რა მაღალია .რამხელა ფორმაშია გაკეთაბული?

ცხობის გარეშეა, მე 20 სმ დიამეტრის ფორმაში ვაცხობ და იმ ზომაზეა გათვლილი, აი ყველაზე პატარა, ორი ფორმა ერთად ეტევა ღმელში, როცა რაიმეც ვაცხობ და ძალიან პრაქტიკულია; თ 25 სმ გამოიყენებ მაშინ 1/3-ით გაზარდე რაოდენობა;

სიმაღლე: მთლიანი - 4.5 სმ-ია, მხოლოდ ყველის მასის - 3.5 სმ, რაოდენობით 850-900 მლ.ლ იყო კრემი.

Posted by: BadbadGirl 23 Apr 2010, 14:52
Peppi
იდეა მაქვს შენთვის და თუ მოგეწონება აბა smile.gif smile.gif
მასეთი ტექნიკური რაღაცეებისათვის (როგორც ამ შემთხვევაში ყვავილების დაშაქვრაა) ხომ არ ჯობია ტუტორიალები გააკეთო ხოლმე? ერთია რომ კითხულობ, მაგრამ როცა უყურებ ბევრად გასაგები და ადვილიხ დება ყველაფერი smile.gif

Posted by: Peppi 23 Apr 2010, 14:59
BadbadGirl
QUOTE
ტუტორიალები

ეჰ, იდეა კარგია, მაგრა განხორციელებაა ძნელი . .

ერთი გავაკეთეთ, მე ვიღებდი და ელენემ გააკეთა, თან ხსნიდა (ინგლისურად) რაღაც ნამცხვარი . .
დროის და ორგანიზების პრობლებაა . .
აი, საქართველოში რომ ჩავალთ არდადეგებზე, იქნებ მაშინ მოვაბა თავი

Posted by: forumeli007 23 Apr 2010, 15:03
Peppi
უღრმესი მადლობა დახმარებისათვის!!!!! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

ბოდიში მარიასთან ... 2kiss.gif 2kiss.gif რატომღაც faustina მეგონა.... მრცხვენია მართლა ძალიან, ბოდიში კიდევ ერთხელ მარია !!!

ძალიან მინდა გავაკეთო, მაგრამ მანამდე რაღაც ექსპერიმენტის გაკეთებას ვგეგმავ... თუ გამომივიდა სურათებიანად გაახლებთ ორშაბათს... მეუღლის დაბ. დღეა და სიურპრიზი მინდა გავუკეთო... yes.gif

Posted by: rtuli 23 Apr 2010, 16:15
Peppi
QUOTE
ესეც ჩიზქეიქი ყვავილებით, რომელიც მეზობლის სახურავზე მოვიპარე

რა მადისამღძვრელია+ყვავილები როგორ უხდება up.gif


დღეს წითელი კომბოსტოს სალათა მოვამზადე გრეიფრუტით,სალათა კეფირის+ლიმონის წვენის და ცოტა ზეთის სოუსით შევანელე.
შემწვარ კარტოფილს ძალიან უხდება yes.gif

http://pix.ge/

Posted by: nite 23 Apr 2010, 16:28
Peppi
QUOTE
იები დავშაქრე და გასაფორმებლად მოვამზადე,

რა მაგარი ყვავილებია,

თქვენს საიტს ხშირად ვიყენებ და გემრიელობებს ვაცხობ ხოლმე სახლში.

Posted by: viko 23 Apr 2010, 18:04

Peppi

ჩიზკეიკი აშკარად გასცდა მოყვარულის დონეს, ძალიან ლამაზია და უნაკლო ვიზუალურად.

Posted by: glamour23 23 Apr 2010, 18:40
გოგოები დახმარება მჭირდება რაიმე ძაან გემრიელი და ცოტა დროზე გასაკეთებელი საჭმელი მასწავლეთ რაა, კაცრი და გემრიელი რომ იყოს

Posted by: natsu 23 Apr 2010, 18:53
http://www.radikal.ru

Posted by: Peppi 23 Apr 2010, 19:06
rtuli
QUOTE
დღეს წითელი კომბოსტოს სალათა მოვამზადე გრეიფრუტით,სალათა კეფირის+ლიმონის წვენის და ცოტა ზეთის სოუსით შევანელე.

ვაა,ხვალ მეც მოვამზადებ, კარტოფილს და ხორცს ვგეგმავ . . (რეცეპტი დეევვს?)

nite
QUOTE
თქვენს საიტს ხშირად ვიყენებ და გემრიელობებს ვაცხობ ხოლმე სახლში.

2kiss.gif

ველით შენს რეცეპტებსაც, იმედია შემოგვიერთდებიsmile.gif

viko
2kiss.gif

glamour23
QUOTE
კაცრი

ეს რა არის? ალბათ კაცური ? - ხორციანი გინდა რაიმე?

რაიმე იმგრედიენტი თქვი, ასე უამრავია . .

Posted by: volli35 23 Apr 2010, 19:10
natsu
ვაიმე მშიერზე ამის ნახვა შეიძლებოდა????

* * *
viko
შენ როდის დაგვაფოტოებ შენი ახალი ნახელავებით??????


Posted by: upwave 23 Apr 2010, 20:53
ეჰ, ჩემთანაც 2 და მეტი დღე რჩება საჭმელი, ყველას ახალ-ახალი უნდა. სამწუხაროდ არამჭამელ ოჯახთა რიცხვს მივეკუთვნებით.
მე კი მიყვარს გემრიელობები, მაგრამ ჩემ ქმარს ექსპერიმენტები და უცხო ქვეყნის სამზარეულოები ძალიან აშინებს. სულ მაგაზე ვჩხუბობთ.
თან ძალიან არ უყვარს სამზარეულოში რომ შევდივარ და ბავშვები მაგასთან რჩებიან givi.gif
რომ ვიტყვი ნამცხვარი (და ა. შ.) უნდა გავაკეთო მეთქი, არ გეზარება, წადი და იყიდეო. არა და ნაყიდს გემოს ვერ ვატან
შევედი იმ დღეს მაღაზიაში და ვფიქრობდი რა მეყიდა გემრიელი. ვერაფერი ვნახე და წამოვედი უკან და ჩემი ქმრის წუწუნის მიუხედავად, პიცა გავაკეთე.
ძალიან გემრიელად კი შეახრამუნა biggrin.gif
P.s.
რა მინდა გკითხოთ:
დიდი ხნის წინათ გავაკეთე, როგორც მახსოვს ბერძნული პიტა. ხორცი და კიდევ რაღაცეები იყო ფენოვან ცომში და სოუსად, თუ კარგად მახსოვს, ნივრიანი მაწონი ჰქონდა და ვინმემ ხომ არ იცით?
ძალიან გემრიელი იყო და კიდევ გავიმეორებდი რამდენიმე წლის შემდეგ smile.gif

Posted by: ninoma 23 Apr 2010, 21:12
rtuli
QUOTE
რა კარგი ფუნთუშებია,ცომი რა ფუმფულაა

სააღდგომო გვირგვინის ცომით გავაკეთე.
ეს ის არის , რომ თქვი მე ამას შევეჭიდებოდიო.
QUOTE
რაო ბავშვებს მოეწონათ?

არ ვიცი, არ გაუსინჯავთ, ჯერ ნიგვზიანებს მიირთმევენ. მეუღლეს მოეწონა ძალიან.
tikunia-teiko
QUOTE
ეს ხაშხაში სად შეიძინეთ?

საქართველოში არ ვარ.
Peppi
რა კარგი ჩიზქეიქია, ყვავილებია ხომ საერთოდ, სუპერ. ყოჩაღ შენ.
ნეტავ მე როდის გამომივა ჟელატინიანი ნამცხვარი? sad.gif .
ამას წინათ გავაკეთე მარწყვის შარლოტა ჟელატინით, შვილები მაშაყირებდნენ, ნაყინი გადმოგვიღე რა დედიკოო.
გემრიელი კი იყო, მაგრამ არ გამაგრდა.

Posted by: Peppi 23 Apr 2010, 21:51
ninoma
QUOTE
ჟელატინიანი ნამცხვარი


საწყისად გააორმაგე მაშIნ ჟელატინი . . ეს ხუმრობითsmile.gif
ისე, კი dr, Oetker-ის ჯელატინის ფირფიტები სინჯე აბა, რაოდენობასაც რომ ვაკლებ, მაშინაც მალევე მაგრდება, ამ ჩიზქეიქსაც აკლია.

Posted by: volli35 23 Apr 2010, 23:22
Peppi
QUOTE
dr, Oetker

ეს თბილისში იყიდება???????

Posted by: ბესიკის26 23 Apr 2010, 23:33
დღეს პურები გამოვაცხვე,თავზე ძირა და ქინძის თესლი აქვს და სეზამი მოყრილი.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
გაზაფხული მოვიდა და ბარდა გავაკეთე პარკი,ძალიან მიყვარს.ხორციან საჭმელს მირჩევნია,ყოველდღე რომ ვჭამო არ მომბეზრდება.
http://www.radikal.ru

volli35
QUOTE
QUOTE
dr, Oetker


ეს თბილისში იყიდება???????

იყიდება.მე პირადად ვაკის გუდვილში ვნახე ამას წინათ.სადღაც 6 ლარამდე ღირს.

Posted by: rtuli 23 Apr 2010, 23:34
Peppi
QUOTE
ვაა,ხვალ მეც მოვამზადებ, კარტოფილს და ხორცს ვგეგმავ . . (რეცეპტი დეევვს?)

http://forum.ge/?showtopic=33695360&st=495&#entry19213769
მოუხდება yes.gif
აქ ლამინარიას ეძახიან წითელ კომბოსტოს რატომღაც.
უი დამავიწყდა,ეს წითელი კომბოსტო ქართულია და უფრო ნაზია +სოჩნია,ვიდრე შემოტანილი yes.gif

upwave
QUOTE
არ უყვარს სამზარეულოში რომ შევდივარ და ბავშვები მაგასთან რჩებიან
რომ ვიტყვი ნამცხვარი (და ა. შ.) უნდა გავაკეთო მეთქი, არ გეზარება, წადი და იყიდეო. არა და ნაყიდს გემოს ვერ ვატან

მესმის შენი.
მე ღამე მიყვარს ცხობა,სიმშვიდეა+მხოლოდ მე, სამზარეულო და ნამცხვარი ვართ smile.gif


ninoma
QUOTE
ნეტავ მე როდის გამომივა ჟელატინიანი ნამცხვარი?  .

ჩემი პირველი შეხება იყო ჟელატინთან როცა ჩიტის რძე მოვამზადე და გამიმართლა ,კარგი ჟელატინი შემხვდა.
რატომ არგამოგივიდა საინტერესოა rolleyes.gif
იქ სადაც იმყოფები კარგი ხარისხის ჟელატინებია.
არუყვარს ჟელატინს ზედმეტი სიმხურვალე,ანუ როცა გაფუვდება და გაადნობ ,არუნდა მიიყვანო დუღილამდე,თავის თვისებებს კარგავს.

ბესიკის26
QUOTE
დღეს პურები გამოვაცხვე,თავზე ძირა და ქინძის თესლი აქვს და სეზამი მოყრილი.

ვა, რა კოხტებია jump.gif
საცხობი გაქვს?

Posted by: ბესიკის26 23 Apr 2010, 23:54
rtuli
QUOTE
საცხობი გაქვს?

სპეციალური არა.ოთხკუთხა ფორმაში გავაკეთე გაზის ღუმელში.ხრუტუნა ქერქები სულ აატყავეს ბავშვებმა,მოხალული თესლები ეგემრიელათ

Posted by: natsu 24 Apr 2010, 00:02
ბესიკის26 , მშვენიერი პურები დაგიცხვიათ! მე ძალიან მიყვარს პური...თქვენი პურის სუნიც კი ვიგრძენი. რეცეპტს არ გეკითხებით,ცხობა რომ დავიწყო,ტონა გავხდები.


Posted by: rtuli 24 Apr 2010, 00:07
ბესიკის26
QUOTE
ხრუტუნა ქერქები სულ აატყავეს ბავშვებმა,მოხალული თესლები ეგემრიელათ

biggrin.gif
მეც ყველაზე ძალიან მომწონს დაწითლებული ქერქები+ქინძის თესლი ძალიან უხდება up.gif
აი ჩემს ბავშვებს არმოსწონთ თესლები sad.gif,მე ძირას ვხმარობდი(თესლებს)ფლავში და ამოვიღე ხმარებიდან,მხოლოდ დაფქვილს ვამატებ ეხლა.



Peppi
დღეს ხათოს ვესტუმრე,პატარა მომენატრა ,არგავაფრთხილე წინასწარ ,მეთქი ზედმეტად არშევაწუხო,ჰოდა დამხვდა უგემრიელესი ნავაროჩენი სალათა და ჩიზქეიქი ღუმელში.
მოკლედ ჟურნალ ,,ლიზას,, მანია გადაედო ჩემგან biggrin.gif
ეგ რეცეპტები იქ ამოუკითხია და მოამზადა.
ჩიზქეიქი იყო სუპერ!+პირველად მოამზადა.
პეჩენიები არ გამოიყენა,ცომიც თვითონ მოამზადა up.gif
ჩამიშალა დღის რეჟიმი,6 მერე არვჭამ და ცდუნებას ვერ გაუძელი ,ისეთი სურნელი ტრიალებდა user.gif

Posted by: ბესიკის26 24 Apr 2010, 00:11
rtuli
ნინო რჩევები წაიკითხე რაა?იქ რაღაცას გეკითხები

Posted by: choli 24 Apr 2010, 00:29
ვაიმეეეეეეე, ეს სად შემოვედიიი, არადა დიეტაზეეე ვარრრრრრ sleep.gif sleep.gif sleep.gif

Posted by: volli35 24 Apr 2010, 01:10
ბესიკის26
QUOTE
იყიდება.მე პირადად ვაკის გუდვილში ვნახე ამას წინათ.სადღაც 6 ლარამდე ღირს.

ვაააა მაგარია ..... ხვალვე მივქანდები ..... მაგრამ მერე მეშინია ...... არ გამომიყენებია ჟელატინი არასოდეს .....


დამამშვიდეთ ეხლავე რომ გამომივა რა
* * *
choli
QUOTE
ვაიმეეეეეეე, ეს სად შემოვედიიი, არადა დიეტაზეეე ვარრრრრრ

ეჰჰჰჰჰ დიდი ხანია ჩაყლაპეს ამ თემის "ვეშაპებმა" ჩემი დიეტა ......

Posted by: ninoma 24 Apr 2010, 01:14
volli35
ისეთ კარგ ტორტებს აცხობ, ეგ როგორ არ გამოგივა.
დაგამშვიდე. 2kiss.gif

Posted by: sofo taba 24 Apr 2010, 01:44
დღეს ჩვენთვის ცნობილ "სუნელების კაცის " გვერდით იყიდებოდა კარამელი ჭიქაში(რამდენიმე ფერი) და ვერაფრით ვერ მივხვდი როგორ იყენებენ?

Posted by: volli35 24 Apr 2010, 02:01
ninoma
QUOTE
დაგამშვიდე.

2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: rtuli 24 Apr 2010, 02:06
volli35
QUOTE
..... მაგრამ მერე მეშინია ...... არ გამომიყენებია ჟელატინი არასოდეს .....


დამამშვიდეთ ეხლავე რომ გამომივა რა

გამშვიდებ,ჩემი პირველი შეხება
http://forum.ge/?f=82&showtopic=34069529&st=210

შენ ისეთი ბისკვიტი+ტორტი და ა.შ. გამოგდის რომ,ჟელატინის გამოყენება არაფერია მაგათთან yes.gif 2kiss.gif
* * *
volli35
choli
QUOTE
ვაიმეეეეეეე, ეს სად შემოვედიიი

მე ამას ვიძახი როცა სხვა საიტებზე ვხვდები და აი ასეთ რაღაცეებს ვხედავ sad.gif
ერთი სული მაქვს როდის მოვამზადებ,მარტივია ძალიან,ხვალ ლუდს შევიძენ და უნდა მოვამზადო yes.gif
http://pix.ge/

Posted by: V_E_R_I_K_O 24 Apr 2010, 02:11
დღეს გავაკეთე ტირამისუ რომელიც საშინელი გამომივიდა, ისე ვინერვიულე ცოტა მაკლდა ტირილამდე, მაგარამ თვას იმით ვიმშვიდებ რომ ეს არა მარტო ჩემი პირველი ტირამისუა არამედ პირველი ნამცხავრიც მგონი, მოკლედ როგორც მივხვდი მაინცდამაინც კარგი რეცეპტი არ მქონდა იმიტომ რომ კრემი გამოვიდა ყვითელი, ანუ ვფიქრობ რომ კვრეცხსი გული ცოტა ზედმეტი მომივიდა, მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო იქნებ ვინმეს კარგი რეცეპტი გაქვთ, აი ისეთი რომ თქვენც გაგიკეთებიათ და კარგი გამოგსვლიათ, ძალაინ მონდომებული ვარ smile.gif

Posted by: rtuli 24 Apr 2010, 02:24
V_E_R_I_K_O
QUOTE
ძალაინ მონდომებული ვარ 

smile.gif
აი ეს ნახე,ორი რეცეპტია,ერთი ნაყინი ტირამისუ და ერთი ბოლოშია ჟოლოსი
http://forum.ge/?f=82&showtopic=34069529&st=60

და აქ ბოლოში ლიმნის ტირამისუ
http://forum.ge/?f=82&showtopic=34069529&st=90

Posted by: choli 24 Apr 2010, 02:33
volli35
QUOTE
ეჰჰჰჰჰ დიდი ხანია ჩაყლაპეს ამ თემის "ვეშაპებმა" ჩემი დიეტა ......


ანუ გინდა მითხრა მეც იგივე მელის? biggrin.gif:D:D

Posted by: Neno_ 24 Apr 2010, 02:46
V_E_R_I_K_O
ვაფშე არ უქნა კვერცხი biggrin.gif

ერთადერთი ნამცხვარია რასაც ვაკეთებ და პირველივე ჯერზე უგემრიელესი გამომივიდა biggrin.gif

შეიძლება კლასიკური ტირამისუ არ იყოს, მაგრამ ამ განყოფილებიდან ამოვკრიბე რეცეფტები და ჩემით გადავურიე მერე biggrin.gif


ძაან მარტივია,

იყიდი ნებისმიერ უმარილო მდნარ ყველს (მასკარპონეო ამბობენ, მაგრამ მე ეგ ვერ ვიპოვე და ნებისმიერს დავავლე ხელი და კაი გამოდგა biggrin.gif), რაც შეიძლება ბევრს, მე 500 გრამს ვაკეთებ.
200 მლ ნაღები მაღალპროცენტიანი
შაქარი ძალიან ცოტა (არ უხდება დატკბობა)
ვსო ესაა სულ + "ქალის თითები" პეჩენია

ათქვეფავ ნაღებს, შეურევ ყველს და შაქარს, ჩააწურავ 1 მსუქანა ლიმონს, მერე ქალის თითებს ვავლებ ყავაში (ან ალკოჰოლში biggrin.gif), ვალაგებ ფორმაში და ზემოდან ვასხავ კრემს პლიუს ზემოდან ვაყრი კაკაოს და ვდგავ მაცივარში კაი ხანი, თუ სულმა არ წამძლია..გამოდის up.gif

Posted by: V_E_R_I_K_O 24 Apr 2010, 02:52
rtuli
Neno_

ორივეს დიდი მადლობა , იმედია მომავალში რამე გამომივა biggrin.gif

Posted by: viko 24 Apr 2010, 09:46

მე გუშინ გავაკეთე ტირამისუ ჯერ არ გამისიჯია, მოგვიანებით დავდებ სურათს.
დილა დავიწკე შპინარის სალათით კიდევ ვაპირებ შპინატის მომზადებას დგეს
ალბათ უფრო წვნიანს.

Posted by: n_j 24 Apr 2010, 09:46
Neno_
QUOTE
ნებისმიერ უმარილო მდნარ ყველს (მასკარპონეო ამბობენ, მაგრამ მე ეგ ვერ ვიპოვე და ნებისმიერს დავავლე ხელი და კაი გამოდგა

და რომელი იყო ის ნებისმიერი, არ გახსოვს? ანუ უმარილო რომელია მაინტერესებს, მეც მინდა გაკეთება

Posted by: nite 24 Apr 2010, 11:32
გუშინ კექსი გამოვაცხე, მარტივი და გემრიელი.

Posted by: fermina 24 Apr 2010, 11:50
რთული, შენი "მტევნების" რეცეპტი ვერ ვიპოვე და მომაძებნინე რა... მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: rtuli 24 Apr 2010, 11:56
fermina
QUOTE
რთული, შენი "მტევნების" რეცეპტი ვერ ვიპოვე და მომაძებნინე რა... მადლობა წინა

http://forum.ge/?f=82&showtopic=34007985&st=60

ცომი ჩვეულებრივი საფუვრიანია.

Posted by: BadbadGirl 24 Apr 2010, 11:59
წუხელ და ამ დილას თავი მოვიგიჟიანე. წუხელ მოვამზადე http://tomushka.blogspot.com/2010/04/moussaka.html

ამ დილას კი მუსლის პეჩენიები. უკვე ღუმელში არიან და ცხვებიან. ჩემ სტილს არ ვუღალატე და ბლომად ლიმონიც ცედრა ჩვახეხე smile.gif

ფერმკრთალი მუსაკა (ა ლა მორცხვი მიმოზა biggrin.gif )
user posted image

Posted by: fermina 24 Apr 2010, 12:01
QUOTE (rtuli @ 24 Apr 2010, 11:56 )
fermina
QUOTE
რთული, შენი "მტევნების" რეცეპტი ვერ ვიპოვე და მომაძებნინე რა... მადლობა წინა

http://forum.ge/?f=82&showtopic=34007985&st=60

ცომი ჩვეულებრივი საფუვრიანია.

გაიხარე, და ფენოვანიც წავა ალბათ ჰო?

Posted by: rtuli 24 Apr 2010, 12:07
fermina
QUOTE
გაიხარე, და ფენოვანიც წავა ალბათ ჰო?

კი როგორ არა,მთავარია სოსისი ცელოფნიანი იყოს,მოაცლი და კარგად იჭრება,აი წვრილი სოსისი ნაწლავებში რომ არის ,იმის დაჭრა ჭირს .

BadbadGirl
QUOTE
ფერმკრთალი მუსაკა

შენ ფერმქრთალი ეძახე და ძალიან მაცდური ნაჭერია 2kiss.gif

Posted by: rockataka 24 Apr 2010, 12:14
QUOTE
დღეს გავაკეთე

უფრო სწორად, გუშინ ღამით
http://www.radikal.ru

ეს, კი დილით ნაბახუსევზე წვნიანი - გოგრის სუფი rolleyes.gif gigi.gif

http://www.radikal.ru

Posted by: BadbadGirl 24 Apr 2010, 12:21
rtuli
:*
rockataka
ეგ რომელი თევზია? sad.gif
მეც მინდა და სილიოდკის გარდა ვერაფერი ვნახე მასეთი ზომის.

Posted by: frida_kahlo 24 Apr 2010, 12:33
rtuli
[quote]
აი ჩემი მესამე შვილი


მაგარი ვინმეა და მესმის შენი, ჩემსას ჰგავს უბრალოდ ფერებია სხვა, ცუდი ის არის რომ ჩემი ექიმის მიერ დანიშნულმა წამალმა მომიწამლა და მომიკვდა3 თვის წინ. არადა სამზარეულოში იმის შიშით ვერ შეხვიდოდი და ლუკმას ვერ გადაყლაპავი ხომ წარმოგიდგენია გემრიელ სუნებზე რა დაეწყებოდა. განსაკუთრებით ხორცეულზე ჰქონდა გართულება და ისიც შემწვარზე. ძალიან გვაკლია მთელს ოჯახს

Posted by: rockataka 24 Apr 2010, 12:34
BadbadGirl
QUOTE
ეგ რომელი თევზია?

კარპი და ერთი კარასი smile.gif
QUOTE
მეც მინდა და სილიოდკის გარდა ვერაფერი ვნახე მასეთი ზომის

გადი მდინარეზე ანკესით და ნახავ ყველანაირ ზომისას gigi.gif 2kiss.gif

Posted by: BadbadGirl 24 Apr 2010, 12:39
rockataka
შენ თუ გგონია ჭკუა დამიშლის ძალიან ცდები.
საქმე ისაა რომ ანკესი არ მაქვს, და თან თევზაობისთვის სპეციალური "ლიცენზია" არის საჭირო, ისე დიდი ჯარიმაა (ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა)

Posted by: rockataka 24 Apr 2010, 12:47
BadbadGirl
და, თევზაობა თუ იცი? smile.gif

ლიცენზიას რაც შეეხება! რომელ ქვეყანაში ხარ?
ლიცენზიას იღებენ პროფესიონალი მოთევზავეები. შენ შეგიძლია უბრალოდ, ფასიან ტბაზე მიხვიდე: გადაიხდი რაღაც თანხას. მოგცემენ ანკესს+სატყუარას და იჭირე რამდენიც გინდა smile.gif
თან თევზს დაიჭერ და გაერთობი, და თან ნატურალურ თევზს მიიტან სახლში და დააგემოვნებ love.gif

Posted by: rtuli 24 Apr 2010, 12:51
frida_kahlo
QUOTE
მაგარი ვინმეა და მესმის შენი, ჩემსას ჰგავს უბრალოდ ფერებია სხვა, ცუდი ის არის რომ ჩემი ექიმის მიერ დანიშნულმა წამალმა მომიწამლა და მომიკვდა3 თვის წინ. არადა სამზარეულოში იმის შიშით ვერ შეხვიდოდი და ლუკმას ვერ გადაყლაპავი ხომ წარმოგიდგენია გემრიელ სუნებზე რა დაეწყებოდა. განსაკუთრებით ხორცეულზე ჰქონდა გართულება და ისიც შემწვარზე. ძალიან გვაკლია მთელს ოჯახს

რა სამწუხაროა sad.gif
ძალიან თბილი ჯიშის ძაღლია,ჩემს გარეშე არშეუძლია,სულ კუდში დამდევს smile.gif
მათხოვარია,სულ ითხოვს გემრილ რაღაცეებს smile.gif
ჩემსას ბოსტნეული უყვარს,განსაკუთრებით სტაფილო biggrin.gif

rockataka
QUOTE
კარპი და ერთი კარასი

არგიცდია 4 საათის განმავლობაში პამიდორში+ცოტა ტომატ პასტაში მომზადება,ძალიან დაბალ ცეცხლზე!?
კონსერვივით ხდება,ძვლებიანად იჭმევა smile.gif

Posted by: BadbadGirl 24 Apr 2010, 12:54
QUOTE
და, თევზაობა თუ იცი? smile.gif

არ ვიცი biggrin.gif
ლიზენზიას ყველა იღებს აქ იმიტომ რომ ბუნებრივი რესურსების მოხმარება და განადგურება ხდება.
გარდა ამისა, ეს ლიცენზია არის მხოლოდ ერი რეგიონისათვის და მაგარლითად ჩრდილოეთში რომ წავიდე სხვა ლიცენზია დამჭირდება. (სხვადასხვა ფასები აქვთ ადგილიდან გამომდინარე)
QUOTE
ფასიან ტბაზე მიხვიდე

უი ასეთი ადგილები კი მაქვს ნანახი smile.gif კაი აზრია smile.gif
rtuli
QUOTE
რგიცდია 4 საათის განმავლობაში

სულ არ ჩაიშლება თევზი?

Posted by: rockataka 24 Apr 2010, 13:04
rtuli
QUOTE
არგიცდია 4 საათის განმავლობაში პამიდორში+ცოტა ტომატ პასტაში მომზადება,ძალიან დაბალ ცეცხლზე!?

რეცეპტ ვ სტუდიუ!! sa.gif

Posted by: viko 24 Apr 2010, 13:06
ტირამისუ არ გამოვიდა ცუდი ,
კრემი მოვამზადე მზა ფხვნილით , მეგობარმა მაჩუქა ტირამისუს კრემის ფხვნილი .
http://image.geotorrents.com/

http://image.geotorrents.com/

Posted by: Neno_ 24 Apr 2010, 13:20
n_j
QUOTE
და რომელი იყო ის ნებისმიერი, არ გახსოვს? ანუ უმარილო რომელია მაინტერესებს, მეც მინდა გაკეთება

აუ მე რომ თბილისში არ ვარ? უბრენდო იყო რაღაც, არც ფილადელფია რაღაც სხვა, აქაური biggrin.gif

თუ მიაგნებ თბილისში სადმე აქაც დაწერე კაი?
ზაფხულში მინდა ჩემებს გავუკეთო, ყველიანი ნამცხვარი არ გაუსინჯიათ და ცხვირებს იბზუებენ რა უნდა იყოსო, მარილიანი ნამცხვარი გონიათ ალბათ და უნდა გავასინჯო biggrin.gif


ვიოლას არ ექნება ვითომ უმარილო მდნარები?

Posted by: rtuli 24 Apr 2010, 13:20
rockataka
QUOTE
არგიცდია 4 საათის განმავლობაში პამიდორში+ცოტა ტომატ პასტაში მომზადება,ძალიან დაბალ ცეცხლზე!?


რეცეპტ ვ სტუდიუ!!

თუ დიდი კარპია ანუ კობრი,დაჭრი ნაჭრებათ,ამოავლებ ფქვილში და ზეთში დააწითლებ,მაღალ ტემპერატურაზე.
თუ დაჭრილი დაკონსერვებული პამიდორი გაქვს კარგია,თუ არა მთელი პამიდვრები ღუმელში შეყარე და დააგრილე,კანი ადვილად გაცილდება და დაჭერი.
ალბათ 1 კგ. პამიდორი 1,5კგ. თევზზე.
პამიდორს წვრილად დაჭრი+2-3 ს.კ. ტომატ პასტას დაამატებ+წყალს(იმდენი რომ გამოვიდეს საშვალო სისქის საწებელი), დაამატებ ქინძს+რეჰანს(ბაზილიკს)+პიტნას+დაჭრილი ნიორი+მარილი+შაქარი,ანუ გემრიელად შეანელე საწებელი,პილპილიც ურიგო არ იქნება.ზოგჯერ ძალიან წვრილად დახეხილ სტაფილოსაც ვამატებ(ეს ნა ლიუბიტელია).
ამ სოუსში ჩადებ თევზს,წამოადუღებ და გადაიტანე ღუმელში,ან დატოვე გაზზე ზალიან დაბალ ტემპერატურაზე,დააფარე სახურავი და 4 საათით დაივიწყე(ტუ მანამდე არშემოგეჭამა,ისეთი სურნელი დგება help.gif ).
ზალიან გემრიელი გამოდის და განსაკუთრებულად უხდება ფხიან,წვრილ თევზს.

BadbadGirl
QUOTE
სულ არ ჩაიშლება თევზი?

კონსერვის თევზი ცოტა ცასლილია ,სამაგიეროდ ფხიანად იჭმევა smile.gif


წეღან ვუყურე ,,სმაკს,,-გადაცემას და მიწვეულმა სტუმარმა კალმახი შეწვა,მოვკვდი ნერწყვის ყლაპვით.
გამოტენა დაჭრილი მწვანილებით+ნიორი+ცედრა ლიმონის,შეწვა და ბოლოს კაპარები დააყარა 5 წუთში გამორთო.
ბრინჯის გარნირი მოუმზადა, ეს მომეწონა1
აი დანარჩენი არვიცი ,გემოვნების საკითხია,მაიონეზი საწებლად დააწვეთა თეფშზე და მსხლის დაკონსერვებული ნაჭრები შემოულაგა rolleyes.gif
იძახის ძალიან უხდებაო თევზს,არვიცი მე თუ გავრისკავდი ასე გასინჯვას boli.gif

Posted by: n_j 24 Apr 2010, 14:14
Neno_
QUOTE
აუ მე რომ თბილისში არ ვარ? უბრენდო იყო რაღაც, არც ფილადელფია რაღაც სხვა, აქაური

თუ მიაგნებ თბილისში სადმე აქაც დაწერე კაი

sad.gif თუ რამეს აღმოვაჩენ დავწერ

ეს ჩემი ბოლო დღეების ნაშრომი biggrin.gif
ბანალური ლობიო,
http://pix.ge/
ნაწილით ლობიანები გავაკეთე კეფირიანი ცომით
http://pix.ge/
თევზის კატლეტები
http://pix.ge/
დილანდელი საუზმისთვის ხაჭოს მაჭკატები(მიყვარს ეს სიტყვაsmile.gif)
http://pix.ge/

და ეს უგემრიელესი და არომატული წითელი მოცხარის ნამცხვარი, პირველად გავაკეთე და ძალიან მომეწონა
http://pix.ge/

სადილისთვის ვგეგმავ კალმახს პამიდვრით

Posted by: dali19 24 Apr 2010, 14:15
QUOTE
ალბათ 1 კგ. პამიდორი 1,5 თევზზე.


ნინო აქ ალბათ ერთნახევარი თევზი იგულისხმება და არა კილო ნახევარი. 90-იან წლებში ხამსას აკეთებდა ჩემი თანამშრონელი ასე კონსერვის სიყვარულით.

დღეს სახლში ვარ და გავაკეთე სადილისათვის ხბოს ხორცის ჩაქაფული, სალათა - სტაფილო, კიტრი, სალათის ფურცლები, მწვანე ხახვი, ქინძი, კამა და მაიონეზით, კარგი ჩაი და კექსი.


Posted by: tarsha 24 Apr 2010, 14:22
მეგობრებმა გადავწყვიტეთ გავაკეთოთ http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=243&Itemid=55 ნამცხვარი, და კითხვა მაქვს : შეიძლება ნაღების ნაცვლად სხვა კრემი რო გამოვიყენოთ? და თუ კი როგორ მოვამზადოთ? ახლომახლო ვერ ვნახეთ ნაღები ვერსად.

Posted by: viko 24 Apr 2010, 14:41

n. j.
ბანალური ლობიოა ჩემი შვილი დიდი სიამოვნებით რომ მიითმეს როცა არ უნდა გავაკეთო.
მე სულ მეჩვენება რომ არაა ისეთი ბებია რომ აკეთებდა.

Posted by: rockataka 24 Apr 2010, 14:44
rtuli
საინტერესოდ ჟღერს - მოვამზადებ აუცილებლად და შედეგს მოგახსენებ smile.gif
n_j
მიყვარს შენი პოსტები - მუდამ გემრიელი სურათებია love.gif

Posted by: n_j 24 Apr 2010, 14:49
tarsha
შეიძლება რა თქმა უნდა, თქვენ რომელი კრემიც გიყვართ ის გამოიყენეთ. მე ერთხელ გავაკეთე ასეთი რამ : ჟელატინი დავალბე ძალიან ცოტა წყალში, ცხიმიანი არაჟანი(ეკო ფუდს აქვს 32%იანი, ან ვალიოს არაჟანი, ძალიან კარგია) გავთქვიფე ხაჭოსთან ერთად, დავამატე შაქარი(როგორი სიტკბო გინდა გააჩნია), გამდნარი ჟელატინი შევურიე ამ მასას, ცოტა გავაციე და ნამცხვარში გამოვიყენე. შეგიძლიათ სცადოთ.

პ.ს. ლინკის მაგივრად სხვა სასურველ სიტყვას რომ წერ, მაგას როგორ აკეთებ?
* * *
rockataka
QUOTE
მიყვარს შენი პოსტები - მუდამ გემრიელი სურათებია 

დიდი მადლობაsmile.gif

Posted by: rtuli 24 Apr 2010, 14:53
dali19
QUOTE
ნინო აქ ალბათ ერთნახევარი თევზი იგულისხმება და არა კილო ნახევარი

ისე ვაწკაპუნებდი სწრაფად რომ გამომრჩა,1,5 კგ. თევზია.კარპი დიდი ზომის მიყვარს.
ისე 1კგ. პამიდორს წყალით როცა გააზავებ საკმარისია მაგ თევზის რაოდენობისთვის,შეიძლება თვალის ზომით კიდევ დამატება პამიდვრების.
მე ყოველთვის თვალის ზომით+გემოვნების მიხედვით ვაზავებ,პროპორციები ყოველთვის მერყეობს yes.gif


როგორ მეტყობა რომ დღეს და გუშინ ვისვენებდი smile.gif
ბავშვები არმყავს სახლში და ფაკტიურად არც არაფერს ვამზადებ yes.gif

QUOTE
n_j
მიყვარს შენი პოსტები - მუდამ გემრიელი სურათებია 

+1

Posted by: nanana 24 Apr 2010, 14:58
Neno_
QUOTE
და რომელი იყო ის ნებისმიერი, არ გახსოვს? ანუ უმარილო რომელია მაინტერესებს, მეც მინდა გაკეთება


n_j

ბეკო ქვია ბრენდს რომელიც პოპულში იყიდება ფილადელფიას მსგავსია. მე მაგას ვიყენებ ხოლმე ჩიზქეიქებში და ისე ზოგჯერ "იანტარნი" ეს ყველიც კი გამომიყენებია

Posted by: წკაპო 24 Apr 2010, 15:01
QUOTE (n_j @ 24 Apr 2010, 12:14 )

ბანალური ლობიო,
user posted image


ბანალური რას მიქვია! ლობიოს ასე დაკნინება ვაშინერს!

QUOTE (n_j @ 24 Apr 2010, 12:14 )

ნაწილით ლობიანები გავაკეთე კეფირიანი ცომით
user posted image

რად არ მინდობ? ეს წუთია ვჭამე საჭმელი, მაგრამ მაინც ნერწყვი დამდინდა.
QUOTE (n_j @ 24 Apr 2010, 12:14 )

და ეს უგემრიელესი და არომატული წითელი მოცხარის ნამცხვარი, პირველად გავაკეთე და ძალიან მომეწონა
user posted image

გემრიელად ფხვიერი ბისკვიტი ჩანს, რეცეპტი დევს სადმე?

Posted by: tarsha 24 Apr 2010, 15:08
n_j
დიდი მადლობა,

აქ შევძელი ამ სურათზე ამეხსნა:
http://www.postimage.org/image.php?v=gxl1gzA

Posted by: ხორხე 24 Apr 2010, 15:09
n_j
QUOTE
ბანალური ლობიო,


აიტ mad.gif


ლობიო თუ ბანალურია, მაშინ არაბანალური აღარ ყოფილა არცერთი კერძი


გავერთიანდეთ ლობიოს გარშემო


ნუ მივცემთ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ლობიოს დაკნინების საშუალებას


დღეს მე როგორც არასდროს, ისე ვარ ლობიო !!!!

Posted by: volli35 24 Apr 2010, 15:11
rtuli
QUOTE
შენ ისეთი ბისკვიტი+ტორტი და ა.შ. გამოგდის რომ,ჟელატინის გამოყენება არაფერია მაგათთან

ტორტი რაც დავიბადე იმ დღიდან ვაკეთებ ..... ეს ისეთივე მარტივია ჩემთვის როგორც მჭადის გამოცხობა ..... არა არა შეიძლება მჭადი უფრო "მიძნელდებოდეს" კიდე tongue.gif .... ჰოდა ჯელატინის მეშინია იმიტომ რომ არასოდეს არ გამომიყენებია, თორემ ჟელატინი მომერევა ეხლა მე????? aba.gif aba.gif .... ჰოდა ასევე ვარ ფენოვან ცომზე შეშინებული (მხოლოდ ნაყიდს ვიყენებ), ისიც რომ არ გამიკეთებია იმიტომ ალბათ .... იმედი მაქვს მასწავლით დეტალურად chups.gif

choli
QUOTE
ანუ გინდა მითხრა მეც იგივე მელის? biggrin.gif:D

ზუსტად ეგ მინდა გითხრა lol.gif lol.gif ..... უფ აი გადავწყვეტ ხოლმე არ შემოვიდე და მაუსი თავისით შემოდის ისევ ამ თემებში ..... მგონი ეს დიაგნოზია უკვე

Posted by: n_j 24 Apr 2010, 15:20
nanana
QUOTE
ბეკო ქვია ბრენდს რომელიც პოპულში იყიდება ფილადელფიას მსგავსია. მე მაგას ვიყენებ ხოლმე ჩიზქეიქებში და ისე ზოგჯერ "იანტარნი" ეს ყველიც კი გამომიყენებ

ბეკო მე მარტო ტექნიკა მეგონა, თUრმე იჭმევა კიდეც biggrin.gif
ხორხე
დღეს ჩვენ ყველანი ლობიოები ვართ, ჰო ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
წკაპო
გმადლობ,ნამცხვრის რეცეპტი აქაა

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=255&Itemid=55


tarsha
დიდი მადლობა

Posted by: natali kalandadze 24 Apr 2010, 15:38
ხორხე
QUOTE
დღეს მე როგორც არასდროს, ისე ვარ ლობიო !!!!

OMG, როგორ მიყვარხარ ხორხე smile.gif


კულინარებო:
შოკოლადის ლავის ცომი, მაცივარში რომ არ დავტოვო ერთი ღამე, ისე, დღესვე ვერ გავაკეთებ? არ გამოვა?

Posted by: dali19 24 Apr 2010, 16:05
rtuli
ნინო დიდი მადლობა

Posted by: fermina 24 Apr 2010, 16:10
რთული, კიდევ ერთი კითხვა და შეგეშვები, ადრე გიდევს ნივრიან კარაქში ამოვლებული ფუნთუშები, რომლის ცომი მაცივარში იდო ღამე, რაღაცნაირი ფუმფულა ცომი ჩანს და როგორია?

Posted by: viko 24 Apr 2010, 16:24

n. j.

გავაკეთე ცუკატები შაქარი არ გაიკეთეს გარედან, დგეს წავიკითხე თქვენი რეცეპტი.
შაქარი დამიკლია. არ შეინახება?

Posted by: rtuli 24 Apr 2010, 16:24
fermina
QUOTE
რაღაცნაირი ფუმფულა ცომი ჩანს და როგორია?

აი აქ არის:
http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=660&#entry17498730
შეგიძლია ლორის ნაჭრებიც მოაყარო წვრილად დაჭრილი yes.gif

Posted by: n_j 24 Apr 2010, 17:03
viko
QUOTE
გავაკეთე ცუკატები შაქარი არ გაიკეთეს გარედან, დგეს წავიკითხე თქვენი რეცეპტი.
შაქარი დამიკლია. არ შეინახება?

მე ასე არასდროს მომსვლია, რა პროპორციებით გააკეთე? მშრალად შეინახე , სიგრილეში და პერიოდულად ნახე ხოლმე, როგორ ინახება.

Posted by: Neno_ 24 Apr 2010, 17:06
nanana
QUOTE
ბეკო ქვია ბრენდს რომელიც პოპულში იყიდება ფილადელფიას მსგავსია. მე მაგას ვიყენებ ხოლმე ჩიზქეიქებში და ისე ზოგჯერ "იანტარნი" ეს ყველიც კი გამომიყენებია

დიიდი მადლობა, ადვილი დასამახსოვრებელია biggrin.gif

ისე შემიყვარდა ყველ-ნაღების კრემი, ზუსტად ჩემი გემო აღმოვაჩინე biggrin.gif

Posted by: tasikuna-taso 24 Apr 2010, 17:07
QUOTE
გაზაფხული მოვიდა და ბარდა გავაკეთე პარკი,ძალიან მიყვარს.ხორციან საჭმელს მირჩევნია,ყოველდღე რომ ვჭამო არ მომბეზრდება.

მეც ძალიან მიყვარს. არ ვიცოდი თუ იყო შემოსული.
ეს როგორ გააკეთე?

Posted by: viko 24 Apr 2010, 17:14

n. j.
დიდი მადლობა
. პროპორცია 2: 1-ზე სიროპის, სიროპი და კანების რაოდენობა თვალით.
ნეტა ადრე მენახა თქვენი რეცეპტი

Posted by: ბესიკის26 24 Apr 2010, 17:28
tasikuna-taso
ჯერ ხახვს ვთუშავ ზეთში ქვაბში(მწვანე ლობიოსაც მასე ვაკეთებ,უწყლოდ),+გარეცხილი ბარდა(შეყვეს ცოტა წყალი,ძალიან ნუ დააწდობ).დაახურავ თავს და საშუალო ცეცხლზე ჩათუშავ.ხანდახან ამოურიე.ძალიან არ ჩახარშო.მერე პომიდორი ან შენახული პომიდორის წვენი.დანაყილი ქინძი-ნიორი,მწვანე პილპილი და მორჩა.ბოლოს ოხრახუში.ხო მარილი გემოვნებით.

Posted by: nanana 24 Apr 2010, 17:35
natali kalandadze
QUOTE
შოკოლადის ლავის ცომი, მაცივარში რომ დავტოვო ერთი ღამე, ისე, დღესვე ვერ გავაკეთებ? არ გამოვა?

პირიქით უნდა დატოვო. ლავა ერთი დღით ადრე მზადდება. ერთი თვე შეგიძლია საყინულეში გედოს

Posted by: ბესიკის26 24 Apr 2010, 17:39
nanana
რა უნდა გკითხო,ბრაუნის ბიძაშვილი რომაა,ბლონდი,დაცემა ნამცხვარი-როგორი უნდა იყოს,საღეჭი ნუგასავით?თუნუქის ფურცელზე ბრტყელდება?რა სისქეზე.

Posted by: წკაპო 24 Apr 2010, 17:46
QUOTE (ხორხე @ 24 Apr 2010, 13:09 )
n_j
QUOTE
ბანალური ლობიო,


აიტ mad.gif


ლობიო თუ ბანალურია, მაშინ არაბანალური აღარ ყოფილა არცერთი კერძი


გავერთიანდეთ ლობიოს გარშემო


ნუ მივცემთ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ლობიოს დაკნინების საშუალებას


დღეს მე როგორც არასდროს, ისე ვარ ლობიო !!!!

ich bin ein lobio! ეს იყოს ჩვენი დევიზი. gigi.gif

Posted by: nanana 24 Apr 2010, 17:47
ბესიკის26

QUOTE
რა უნდა გკითხო,ბრაუნის ბიძაშვილი რომაა,ბლონდი,დაცემა ნამცხვარი-როგორი უნდა იყოს,საღეჭი ნუგასავით?თუნუქის ფურცელზე ბრტყელდება?რა სისქეზე.

biggrin.gif

გასაბრტყელებელი ნამცხვარი არ არის. ძალიან ცოტა ფქვილი უნდა. არაჟნის კონსისტენციამდე რომ მივიდეს. ჩვეულებრივ თუნუქის ფურცელზე ან აჩმის ფორმაში ვაცხობ. ცხობაც ძAლიან ცოტა ხანი უნდა, მაქს 10 წუთი. გარედან რომ მოშრება ზედაპირი, შიგნით სველია. ამასობაში კარამელი და შOკოლადი გადნობას ასწრებს და მოხალული ნიგოზი კი დასველებას ვერ ასწრებს . . . chups.gif chups.gif

ნაღების ან ვანილის ნაყინის ბურთთან ერთად უნდა მიირთვა გამოღებისთანავე, ცხელი.

მოკლედ ძააააალიან სექსუალური ნამცხვარია yes.gif

Posted by: ბესიკის26 24 Apr 2010, 18:20
QUOTE
მოკლედ ძააააალიან სექსუალური ნამცხვარია 

lol.gif lol.gif
გაიხარე

Posted by: volli35 24 Apr 2010, 18:36
დღეს რაც გავაკეტე ვერ ვდებ ფოტოებს .... ფოტო-კამერა გავამგზავრე ბავშვთან ერთად სამოგზაუროდ .... ასევე გუშინ და გუშინწინ .... არადა ისეთი ლამაზი და გემრიელი იყო მჟაუნას სუპი (სუფთა ფოტო-მოდელი) .... gigi.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 24 Apr 2010, 19:33
ჯერ არაა დამთავრებული, მაგრამ მალე იქნება cry.gif


user posted image

Posted by: rtuli 24 Apr 2010, 22:33
Dr_Zuzumbo
QUOTE
ჯერ არაა დამთავრებული, მაგრამ მალე იქნება

ხატის მადლი და ძალა შეგეწიოთ!





დღეს დედას შეკვეთით კომბოსტოს გულსართიანი ღვეზელები დავაცხე,ღუმელში და უნიკალურად გემრიელი ცომით yes.gif
არველოდი ასეთ შედეგს ცომისგან,ძალიან ადვილი და მარტივი მოსამზადებელია.
ასეთ ფოტო კოლაჟი:
ღუმელში შებრძანებამდე
http://pix.ge/
ეს უკვე გამომცხვარ დაწითლებულები
http://pix.ge/
ესეც თვითონ ცომის კონსისტენცია
http://pix.ge/

Posted by: viko 24 Apr 2010, 22:50
Dr_Zuzumbo

ღმერთმა დაგლოცოთ.რაღაცნაირი ძლიერი ენერგეტიკა იგრძნობა.

Rtuli

არც ერთი დღე უშედევროდ ალბათ ესაა დევიზი.
ცომის საიდუმლოს გაგვიმხელთ?

Posted by: natali kalandadze 24 Apr 2010, 22:57
აჭარული გავაკეთე ჩემთვის და ოთოსთვის, ნაყიდი ცომით, გემრიელი იყო ძალიან..

და შოკოლადის ნამცხვარი დარიჩინით
პლიუს გავამზადე ხვალისთვის შოკოლადის ლავის ცომი, ხვალ სტუმრები მყავს, პიცა, ჩაი, ნამცხვარზე smile.gif
პიცას ოთო გააკეთებს.
სურათებს ყველას ერთად ავტვირთავ smile.gif

Posted by: rtuli 24 Apr 2010, 23:04
viko
QUOTE
ცომის საიდუმლოს გაგვიმხელთ?

უნივერსალური ცომია რომლის გამოყენების სპეკტრი ძალიან ფორთოა yes.gif
დავწერე რეცეპტი პეპის ბლოგზე და როცა აიტვირთება ლინკს დავდებ.

Posted by: ბესიკის26 24 Apr 2010, 23:08
rtuli
უნაკლო ნახელავი,როგორც ყოველთვის.
რამდენ რამეზე ვცადე მასე ლამაზად კიდეების გაკეთება და არ გამომივიდა არადა თეორიულად თითქოს მივხვდი როგორ უნდა.აი პრაქტიკაში მოვიკოჭლებ.

Posted by: n_j 24 Apr 2010, 23:10
viko
QUOTE
დიდი მადლობა
. პროპორცია 2: 1-ზე სიროპის, სიროპი და კანების რაოდენობა თვალით.
ნეტა ადრე მენახა თქვენი რეცეპტი

ვფიქრობ დიდხანს არ შეინახება, რადგან სწორედ შაქარი(ან მარილი) ინახავს ხოლმე პროდუქტს. ჩემი რეცეპტით 3თვეზე მეტიც შემინახია უპრობლემოდ, კარადაში, ქილით.

გული ნუ დაგწყდება, ეგ მიირთვით გემრიელად და სხვა დროს გააკეთე

Posted by: nanana 24 Apr 2010, 23:19
ინგლისურის პროფესიონალი თარჯიმანი, წიგნის არ გეგულებათ? 5 დღეში 70 გვერდი რომ გადათAრგმნოს cry.gif cry.gif cry.gif cry.gif


მიაუ მაპატიე cry.gif

Posted by: volli35 24 Apr 2010, 23:36
nanana
მე მყავს პროფესიონალი თარჯიმანი .... უძლიერესი ყველა საკითხში .... მაგრამ 5 დღეში 70 გვერდი არ ვიცი .... დღეში 10 გვერდია თარჯიმნების მაქსიმუმი .... ნუ თუ გინდა რომ მაღალი ხარისხის თარგმანი იყოს ....

OFF რომ არ იყოს ........ ესეც ჩემი 3 დღის წინანდელი ღვეზელი ხორცის და ტარხუნის გულსართით ....
http://www.radikal.ru

Posted by: marilis 24 Apr 2010, 23:37
nanana
QUOTE
ინგლისურის პროფესიონალი თარჯიმანი, წიგნის არ გეგულებათ? 5 დღეში 70 გვერდი რომ გადათAრგმნოს cry.gif cry.gif cry.gif cry.gif

რატომ იმეტებ ასე ადამიანს?! cry.gif

Posted by: trendy 24 Apr 2010, 23:40
nanana
პმ-ი ნახე
------------------------------------------

Posted by: nanana 24 Apr 2010, 23:54
QUOTE
მაგრამ 5 დღეში 70 გვერდი არ ვიცი


სრული ტექსტი 40 გვერდი თU იქნება. გრაფები და რაღAცეებია და ის უნდა გამოტოვოს sad.gif(

trendy
ამ შუაღამეზე მიტყდება დარეკვა და ხვალ დილით დავურეკავ. მადლობა

Posted by: volli35 25 Apr 2010, 00:10
nanana
პმ -ში მომწერე აბა

Posted by: Peppi 25 Apr 2010, 00:39
როგორ ხართ?
მთელი დღE არ ვიყავი, სამაგიეროდ, აი . . . ვინ ხართ მშიერი?smile.gif

სახელი ჯერ არ მაქვს . . ხბოს ხორცი ხახვით და პრრასით მადეირაში ჩათუშული, ხო ხის სოკო დამავიწყდაsmile.gif


პ.ს. სალათა "ბრისტოლს" და მასთან დაკავშირებულ პატარა ისტორიას ხვალ შემოგთავაზებთsmile.gif

Posted by: volli35 25 Apr 2010, 01:05
Peppi
თემას რომ სახელი გადავარქვათ და "სადისტების შეკრება" დავარქვათ არ შეიძლება????

Posted by: killer 25 Apr 2010, 01:07
დღეს პირველად გავაკეთე ეს ნამცხვარი, ფრიად წარმატებული გამოდგა smile.gif

http://pix.ge/
* * *
კიდევ მაწვნის სუპი გავაკეთე, მაკარონი ყველით და კრაბების სალათა....
ეხლა ქათამსაც ვწვავ...
smile.gif

Posted by: BadbadGirl 25 Apr 2010, 01:36
QUOTE
მაწვნის სუპი

ძალიან მომინდა.
პიტნის გემოც კი ვიგრძენი ახლა.
ხვალევე გავაკეთებ!!! იოგურტი უნდა ვიყიდო მხოლოდ.

Posted by: volli35 25 Apr 2010, 01:39
killer
ნიკის შესაბამისი ნამცხვარია ..... ანუ KILLER ..... ამ შუაღამისას ასეთები არ შეიძლებოდა

Posted by: natsu 25 Apr 2010, 01:41

კომპლმენტები ყველას!!! აღფრთოვანებული ვარ თქვენი ფანტაზიით და შრომისმოყვარეობით. ბედნიერია თქვენი ოჯახები!

Posted by: viko 25 Apr 2010, 08:20

volii-35

რა ლამაზადაა დაბრაწული ღვეზლები, ტარხუნის არომატით რა გემრიელია ალბათ.
საკმაოდ ,, სადისტური'' გამოგივიდა

მე დღეს მინდა ტარხუნით კალმახის მომზადება



Posted by: ხორხე 25 Apr 2010, 09:00
წკაპო
QUOTE
ich bin ein lobio! ეს იყოს ჩვენი დევიზი.

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif up.gif

ლობიო გვაერთიანებს !!!
* * *
natali kalandadze
QUOTE
OMG, როგორ მიყვარხარ ხორხე

boli.gif

როგორ მიყვარს ამ სიტყვებს რომ მეუბნებიან biggrin.gif

2kiss.gif
* * *
n_j
QUOTE
დღეს ჩვენ ყველანი ლობიოები ვართ, ჰო ?

მე ვარ და თქვენი არვიცი

boli.gif

კარგ ამოზელილ ლობიოს, კარგად შენელებულს რა ჯობია?

Posted by: camomle 25 Apr 2010, 09:38
ესთე იგი,სულ მჟაუნას სუპს ვაკეთებ..სხვას აღარაფერს.

Posted by: rockataka 25 Apr 2010, 09:55
camomle
QUOTE
ესთე იგი,სულ მჟაუნას სუპს ვაკეთებ..სხვას აღარაფერს.

ქრონიკული პახმელია შეგეყარა? gigi.gif

Posted by: volli35 25 Apr 2010, 11:58
viko
QUOTE
რა ლამაზადაა დაბრაწული ღვეზლები, ტარხუნის არომატით რა გემრიელია ალბათ.

მადლობა .... ტარხუნა მიყვარს თითქმის ყველაფერში ..... ძალიან სერიოზულ არომატს აძლევს ხორცს ... ჰოდაააა დაბრაწულობა კი კვერცხის და მაწონის "ბრალია"

QUOTE
კარგ ამოზელილ ლობიოს, კარგად შენელებულს რა ჯობია?

ხორცი ხორცი და ხორცი

Posted by: tarsha 25 Apr 2010, 12:19
გუშინ გავაკეთეთ ნამცხვარი და თუ ფოტოაპარატი დამიბრუნეს სანამ გათავდა, დავდებ სურათსაც, n_j-ს რეცეპტი იყო, დიდი მადლობა.

Posted by: svani67 25 Apr 2010, 12:32
ხაჭოს ალადიკების რეცეპტი არ იცით? ან მაჭკატის? თუ ალადიკი და მაჭკატი ერთი და იგივეა?

ოღონდ ღუმელი რომ არ სჭირდებოდეს?

გაზზე ტაფაზე რომ გამოვაცხო?

ან სხვა რაიმე მსგავსი სასუსნავი, ხაჭოსგან, ოღონდ მაწვნის გარეშე,? და თან ფქვილი რომ ძალიან ცოტა სჭირდებოდეს?

მოკლედ ხაჭო, გერკულესი და გრეჩიხაა ჩემი ერთერთი ძიზრითადი საკვები და ამომივიდა ყელშI

რაიმე სასუსნავი მინდა, თან იოლი გასაკეთებელი რომ იყოს

ნამეტანი მოვინდომე

Posted by: rtuli 25 Apr 2010, 12:49
killer
QUOTE
დღეს პირველად გავაკეთე ეს ნამცხვარი, ფრიად წარმატებული გამოდგა 

დამაინტრიგებლად გამოიყურება,ძალიან სწორი და კარგი სისქის ფირფიტები ჩანს ,ყოჩაღ !
რეცეპტიც დაგვიწერე,თუ შეიძლება.

svani67
QUOTE
ხაჭოს ალადიკების რეცეპტი არ იცით? ან მაჭკატის? თუ ალადიკი და მაჭკატი ერთი და იგივეა?

აი აქ ნახე,მე მაინც სირნიკებს ვეძახი smile.gif
http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=525&#entry14990547

მწიკვი სოდა შეგიძლეა დაამატო

Posted by: n_j 25 Apr 2010, 13:12
გუშინდელი კალმახი ტომატის ცხარე სოუსით, ბრინჯთAნ ერთად
შევწვი კალმახი სანახევროდ
http://pix.ge/
მოვამზადე ტომატის სოუსი
http://pix.ge/
ჩავდე კალმახები
http://pix.ge/

ესეც მზა
http://pix.ge/

Posted by: natali kalandadze 25 Apr 2010, 13:24
თხელი ტაფის ხაჭაპური გამოვუცხვე ახლა ბიჭებს "საუზმედ" სულგუნის და იმერული ყველის ნაზავით.
ვინ გაცადა სურათის გადაღება, აღარაა უკვე user.gif

Posted by: svani67 25 Apr 2010, 13:34
rtuli


დიდი მადლობაა

ვგიჟდები სირნიკებზე. აუცილებლად გავაკეთEბ

მე უკვერცხოდ და უხილოდ ვაკეთებდი რაღაც მსგავსს.

ხილის დამატება აზრადაც არ მომსვლია

მაგ საკითხში ცოტა ფანტაზია მიჭედავს.

Posted by: bachi24 25 Apr 2010, 14:05
კრაბის სალათი გავაკეთე, ყველას მოეწონა bis.gif

1 ქილა სიმინდი
2 პაკეტი კრაბი
1 ქილა ჩაბასტურმებული კრევეტი (სადღაც 180 გრამი)
1 ცალი ვაშლი
100 გრამი მოხარშული ბრინჯი
150 გრამი მაიონეზი
მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
http://www.radikal.ru

Posted by: წკაპო 25 Apr 2010, 14:16
bachi24, მე კი გაპატიებ, მაგრამ ქართული ენა რომ გვიბინძურდება?!
მარინოვანი — მარინებული (მე ჩაბასტურმებას ვეძახი ასეთ პროცესს);
პაჩკა — პაკეტი.

Posted by: bachi24 25 Apr 2010, 14:17
წკაპო
QUOTE
მარინოვანი — მარინებული (მე ჩაბასტურმებას ვეძახი ასეთ პროცესს);
პაჩკა — პაკეტი.

2kiss.gif
აბა ეხლა ნახე ჩემი ზემოთა პოსტიbiggrin.gif

Posted by: ბესიკის26 25 Apr 2010, 14:33
rtuli
QUOTE
დავწერე რეცეპტი პეპის ბლოგზე და როცა აიტვირთება ლინკს დავდებ

არ აიტვირთა ნეტავ? ვერ მივაგენი იქ

Posted by: rtuli 25 Apr 2010, 14:35
წკაპო
QUOTE
პაჩკა — პაკეტი.

მგონი შეკვრაა სწორად user.gif

svani67
QUOTE
დიდი მადლობაა

არაფერს smile.gif

ბესიკის26
QUOTE
არ აიტვირთა ნეტავ? ვერ მივაგენი იქ

გუშინ დავწერე მაგრამ ეტყობა რაცხა არასწორედ ჩავტვირთე,აქ დავწერ ეხლავე 2kiss.gif

Posted by: volli35 25 Apr 2010, 14:46
წკაპო
ისადა მე მართლა მაინტერესებს ერთი რამ (წავიინტრიგნებ ცოტას ეხლა) .... tongue.gif ..... ყველას პოსტებს რატომ არ არედაქტირებ????? .... არ გამიბრაზდე ეს უბრალოდ კითხვაა .... yes.gif

QUOTE
კრაბის სალათი გავაკეთე, ყველას მოეწონა

მოდით მეც დავწერ ჩემს სალათს .... რომელიც სოჩაში მასწავლეს და სასწაულად მეგემრიელება ...

1 შეკვრა კრაბი
1 ქილა სიმინდი (არა მოტკბო)
5 კვერცხი
3 - 4 სუფრის კოვზი მაიონეზი
მარილ-პირპილი

ჰოდა კიდე მინდა გითხრათ მე მაიონეზს თვითონ ვაკეთებ უკვე მინიმუმ 15 წელია.... რაც აბსოლიურურად სხვა გემოსია და ძალიან ახალი და გემრიელია ხოლმე

Posted by: S_H_I_N_Y 25 Apr 2010, 14:55
volli35
QUOTE
ოდა კიდე მინდა გითხრათ მე მაიონეზს თვითონ ვაკეთებ უკვე მინიმუმ 15 წელია.... რაც აბსოლიურურად სხვა გემოსია და ძალიან ახალი და გემრიელია ხოლმე


როგორ აკეთებ დაწერე რა smile.gif
მეც ვცდილობ არ ვჭამო ნაყიდი მაიონეზი და ზეითუნის ზეთით და მარცვლიანი მდოგვით (მგონი ფრანგულია) ვაკეთებ ხოლმე. სალათებს ძალიან უხდება. მიყვარს მდოგვის მარცვლები რომ იგრძნობა chups.gif

Posted by: volli35 25 Apr 2010, 15:08
S_H_I_N_Y
პირველ რიგში უნდა გქონდეს სპეც სათქვეფი ან კიდე გამოდგება გერმანულ მიქსერს რომ აქვს თეთრი პლასტმასის სათქვეფი ..... ხელის ბლენდერის ვარიანტია .... მე ჩემი აპარატის ფოტოს ხვალ გაჩვენებ (დღეს ჩამოვა ფოტო-კამერა) მოგზაურობიდან)

ეხლა მაიონეზი

1 კვერცხი (აუცილებელია კვერცხი იყოს ახალი, თორემ არ შეიკვრება მაიონეზი)
მარილი, პირპილი
ჩაის კოვზზე წყალში გახსნილი მწიკვი ლიმონმჟავა
1 ჩ.კოვზი მდოგვი (მაგრამ არავითარ შემთხვევაში მდოგვის ფხვნილი).... ნუ მე მდოგვსა ვაკეთებ თვითონ
ზეთი --- 3/4 ჭიქა
მე ჭიქას ვხმარობ აი ამას ....
http://www.radikal.ru

ანუ ყველაფერს ჩაყრი ერთად მაღალ და ვიწრო ჭურჭელში და უცბად ათქვეფავ სათქვეფით ..... მთავარია მაიონეზი შეიკრას ..... თუ ცოტა თხელი გამოგივა დაამატებ 1-2 სუფრის კოვზ ზეთს და კიდე ათქვეფავ ..... ნუ სურვილის მიხედვით ვამატებ მერე სხვადასხვა სუნელებს ...

Posted by: წკაპო 25 Apr 2010, 15:31
QUOTE (volli35 @ 25 Apr 2010, 12:46 )
წკაპო
ისადა მე მართლა მაინტერესებს ერთი რამ (წავიინტრიგნებ ცოტას ეხლა) ....  tongue.gif ..... ყველას პოსტებს რატომ არ არედაქტირებ????? .... არ გამიბრაზდე ეს უბრალოდ კითხვაა ....  yes.gif

რატომ უნდა გაგიბრაზდე, ვოლი35.

ყველა უსტარს იმიტომ არ ვპასუხობ, რომ ყველა უსტარს ვერ ვკითხულობ, ხანდახან კი დრო არ მაქვს საპასუხოდ.
ჩემი გამოხმაურება ბარბარიზმის „სიმძიმესა“ და სიხშირეზეცაა დამოკიდებული. 2kiss.gif
QUOTE (volli35 @ 25 Apr 2010, 12:46 )
QUOTE
კრაბის სალათი გავაკეთე, ყველას მოეწონა

მოდით მეც დავწერ ჩემს სალათს .... რომელიც სოჩაში მასწავლეს და სასწაულად მეგემრიელება ...

1 შეკვრა კრაბი

კრაბი არა გეთაყვა, კიბორჩხალა, კიბორჩხალა! baby.gif

Posted by: Peppi 25 Apr 2010, 15:49
ბესიკის26
QUOTE
არ აიტვირთა ნეტავ? ვერ მივაგენი იქ

რომელ რეცეპტს ეძებ?

Posted by: tasikuna-taso 25 Apr 2010, 16:16
წკაპო

მივესალმები და მომწონს თქვენი ჩასწორებები.

Posted by: წკაპო 25 Apr 2010, 16:27
QUOTE (tasikuna-taso @ 25 Apr 2010, 14:16 )
წკაპო

მივესალმები და მომწონს თქვენი ჩასწორებები.

2kiss.gif
ვეცდები მომავალშიც არ გაგაწბილოთ.

Posted by: n_j 25 Apr 2010, 16:31
ბოსტნეულის რაგუ
http://pix.ge/

Posted by: volli35 25 Apr 2010, 16:46
წკაპო
QUOTE
კრაბი არა გეთაყვა, კიბორჩხალა, კიბორჩხალა!

ზუსტად ვიცოდი რომ ჩემი (კრაბი) კიბორჩხალა გადმოქართულდებოდა .....

ისე ხუმრობის გარეშე და მეც მივესალმები ამას
QUOTE
მივესალმები და მომწონს თქვენი ჩასწორებები.


Posted by: natali kalandadze 25 Apr 2010, 18:05
ტაკს, 4 კვერცხით, ერთი ქილა მოხარშული სგუშონკით, შაქრით, ფქვილით და მსგავსი მაიმუნობებით
რა შეიძლება გავაკეთო სასწრაფო წესით?? მონამცხვრო

Posted by: HAG 25 Apr 2010, 18:50
natali kalandadze

მომზადების წესი: 2 ცალი კვერცხი 1 ჭიქა და მეოთხედ შაქართან კარგად ათქვიფე, დაამატე დანის წვერით სუფთა მარილი, მერე 1 ჭიქა მაწონში ნახევარ ჩაის კოვზზე ცოტა მეტი, ნუ ძალიან სავსე კოვზი რომ არ იყოს სოდა შეურიე მაწონს და რომ აქაფდება დაუმატე მასას, 2 ჭიქა ფქვილი დაუმატე, ოღონდ კარგად გახსენი, 1 სუფრის კოვზი კარგად გაფილტრული ზეთი, ამ მასას შეგიძლია დაამატო ვანილი ასევე დანის წვერით, საბოლო მასა უნდა მიიღო არა ცომივით არამედ სქელი, მაგრამ მაინც რომ არ იკვრებოდეს, უფრო სითხისკენ.

"შუალედური" რჩევა: შეგიძლია აქედან შეურიო რომელიმე: ან მურაბის წვენი, ან მშრალი ხილი, ან ჩირი, ან რამე ხილი, მაგალითად ბანანი, ვაშლი, რაც გინდა მოკლედ, მე ხანდახან რომ ჩავასხავ ფორმაში მასის რაღაც ნაწილს, მერე ვალაგებ რომელიმე ხილს და კიდევ ვასხამ ზემოდან, გემრიელი გამოდის ))

ალკოჰოლური სასმელი თუ გაქვს, რამე გემრიელი მოლიკიორო, ან კონიაკი შეგიძლია მასას 1 ჩაის კოვზი თამამად შეურიო )))

გამოცხობის წესი: ღუმელში გააცხელებ ფორმას, წაუსვამ კარაქს, მოაყრი ფქვილს და დაატრიალებ, რომ ფქვილის მტვერი ყველგან თანაბრად განაწილდეს, რაც დარჩება თუ მეტი მოგივა შეგიძლია გადმოყარო ))) ჩაასხი მასა ფორმაში, შედგი ღუმელში 180 გრადუსზე 40-45 წუთით, მოკლედ გასინჯავ და მზადაა...

რომ გადმოიღებ ზემოდან შეგიძლია შაქრის პუდრი მოაყარო, ან მინანქარი გააკეთო შოკოლადის, ან პირდაპირ მიიტანო... ოქროსფერი უნდა იყოს ))

მოკლედ იმედია გამოგადგება, არ ვიცი რამდენად მარტივად დავწერე, მაგრამ გასაკეთებლად რთული არ არის )) წარმატებები

Posted by: volli35 25 Apr 2010, 18:57
HAG
QUOTE
ღუმელში გააცხელებ ფორმას, წაუსვამ კარაქვს, მოაყრი ფქვილს

აი აქ ფქვილის მაგივრად გამოიყენე საფანელი ..... ესეც ჩემი რჩევა

Posted by: HAG 25 Apr 2010, 18:59
volli35
QUOTE
აი აქ ფქვილის მაგივრად გამოიყენე საფანელი ..... ესეც ჩემი რჩევა


აუცილებლად ვცდი )) მადლობა user.gif

Posted by: volli35 25 Apr 2010, 19:08
HAG
QUOTE
აუცილებლად ვცდი )) მადლობა

ნუ უბრალოდ გამომცხვარ ნამცხვარზე შეიძლება აყვეს ფქვილი, რაც არც ისე მოწონებადია.... საფანელი კი უამრავიც რომ მოაყარო არანაირად არ ჩანს ნამცხვარზე .... თან საფანელიანი ნამცხვარი უფრო ადვილად სცილდება ფორმას ან საკონდიტრო ქაღალდს .... ვოტ

Posted by: faustina 26 Apr 2010, 00:03
გოგოებო როგორ ხართ ?
რომ იცოდეთ როგოოორ მშიააა sad.gif ,
ამ დღეებში ვზარმაცობ ძალიან და განსაკუტრებულსა და ახალს არაფერს არ ვაკეთებ, მხოლოდ ვქარგავ და ვკერავ, თუ სურვილი გაქვთ , რომ დავამთავრებ ჩემს ნამუშევარს გაჩვენებთ smile.gif


დღეს გავაკეთე "ჩემი" ალბონდიგები, მეუღლეს შეკვეთით და ჩისკიქი, მხოლოდ ფილადელფიას მაგივრად დავუმატე ცოტა არაჟანი და მასკარპონეს ყველი...
კარგი გამოვიდა, ცოოტა განსხვავებული გემო ჰქონდა, ვიდრე ფილადელფიანს, მეუღლეს კი ეს უფრო მოეწონა smile.gif

ამის გარდა დესერთად ავთქვიფე მასკარპონე, ნაღები და შაქარი, შემდეგ განიერ ჭიქებში ძირს ჯერ დაჭრილი მარწყვები ჩავუფინე, მერე ეს მასა მოვასხი, შუაში ისევ მარწყვები, მერე ისევ კრემი და ბოლოს მარწყვებით დავამთავრე, მაცივარში ჩევდე, და რომ გაცივდაა, უგემრიელესი გახდა smile.gif


ეს იყო დღევანდელი ჩემი შრომა სამზარეულოში, სურათებს კი მოგვიანებით გაჩვენებთ smile.gif



Posted by: Peppi 26 Apr 2010, 00:08
faustina
QUOTE
გარდა დესერთად ავთქვიფე მასკარპონე, ნაღები და შაქარი, შემდეგ განიერ ჭიქებში ძირს ჯერ დაჭრილი მარწყვები


კარგი იქნებოდა, მართლაცsmile.gif

***

ესეც შეპირებული სალათა http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=262&Itemid=55

პ.ს. ისეთი კუთხით გადამიღია, რომ აშკარად დიდი "აურზაურია" აღბეჭდილი . . თUმცა, მშიერი ქმარი თავზე რომ გადგას . .

Posted by: Neno_ 26 Apr 2010, 01:26
faustina
QUOTE
ცოტა არაჟანი

აუ ეს მითხარი ესპანეთში რა სახელითაა ცნობილი და რა ფირმით? მე მგონი არ შემხვედრია...

Posted by: წკაპო 26 Apr 2010, 01:28
Peppi, შენ საფრანგეთში ცხოვრობ?

Posted by: faustina 26 Apr 2010, 01:37
Neno_
QUOTE
აუ ეს მითხარი ესპანეთში რა სახელითაა ცნობილი და რა ფირმით? მე მგონი არ შემხვედრია...

აქ ბერძნულ იოუგურტს ეძახიან იუგურტ გრიეგო ნატურალ .
არის შაქრითაც smile.gif

სადაც იოგურტებია , იქ დევს, თიტქმის ყველა სუპერ მარკეტშია smile.gif

Posted by: Neno_ 26 Apr 2010, 01:43
faustina
QUOTE
ბერძნულ იოუგურტს ეძახიან იუგურტ გრიეგო ნატურალ


დიდი მადლობა, ნაღდად არ ვიცოდი და მე მეგონა აქ არ ჰქონდათ არაჟანი biggrin.gif

Posted by: Peppi 26 Apr 2010, 10:44
წკაპო
QUOTE
შენ საფრანგეთში ცხოვრობ?

მეზობლად, ჰოლანდიაშიsmile.gif

შენ თუ მიშველი: "ფლამბირება" ქართული შესატყვისი რა იქნება?smile.gif

Posted by: nite 26 Apr 2010, 10:50
დღეს არა გუშინ გამოვაცხე ორი სახის პეჩენია, ერთი კრახით დასრულდა მეორე ძალიან მაგრები გამოვიდა. ჯემიანები, და კიდევ ხინკლები გავაკეთეთ ერთობლივად მე ჩემმა დამ და დედაჩემმა. დიეტაც შემომერღვა. მარა რა უშავს, მაინც ბედნიერი ვარ.

Posted by: trendy 26 Apr 2010, 12:25
natali kalandadze
QUOTE
მოხარშული სგუშონკით

მოხარშული შესქელებული რძე

წკაპო Junior biggrin.gif
rtuli
QUOTE
არადა წკაპო მართალია

yes.gif
განსაკუთრებით სიტყვა ჟარუნაზე, მემართება გულყრა(ეს სიტყვაც მცოდნიაbiggrin.gif)

Posted by: rtuli 26 Apr 2010, 12:30
trendy
QUOTE
წკაპო Junior 

lol.gif 2kiss.gif
არადა წკაპო მართალია,ზოგჯერ ნუ ძაან ხვდება ყურზე.
ამას მე რომ ვიტყვი biggrin.gif

Posted by: წკაპო 26 Apr 2010, 12:35
QUOTE (Peppi @ 26 Apr 2010, 08:44 )
წკაპო
QUOTE
შენ საფრანგეთში ცხოვრობ?

მეზობლად, ჰოლანდიაშიsmile.gif

შენ თუ მიშველი: "ფლამბირება" ქართული შესატყვისი რა იქნება?smile.gif

პეპი, „ფლამბირება“ ანუ flamber წარმოშობით სხვა არაფერია თუ არა აალება. თუმც თანამადროვე ფრანგულში მას ოდნავ განსხვავებული მნიშვნელობა აქვს და შეიძლება ითარგმნოს, როგორც აჩირაღდნება, აკაშკაშება. საჭმელთან მიმართებაში, ვგონებ, საუკეთესო თარგმანი იქნება აალება (ცხადია, თუ შეტრუსვაზე არაა საუბარი wink.gif ).
****
trendy, rtuli 2kiss.gif

Posted by: nanana 26 Apr 2010, 12:37
trendy
QUOTE
განსაკუთრებით სიტყვა ჟარუნაზე, მემართება გულყრა(ეს სიტყვაც მცოდნია)


+ მილიონი

და პესოკი? biggrin.gif:D:D

წკაპო

როგორც აჩირაღდნება, აკაშკაშება

biggrin.gif:D:D მაჭკატები აჩირაღდნებული ვაშლით lol.gif

Posted by: nite 26 Apr 2010, 12:37
თემას არ შეესაბამება მაგრამ აქ ვიკიტხავ, ყველაზე მეტად გათვითცნობიერებულები შემოდიან... შავი პური მჟავიანობას მიწევს და არსებობს რამენაირი შAვი ან რუხი პური რომელიც ამ თვისებით არ ხასიათდება?

Posted by: trendy 26 Apr 2010, 12:41
nanana
QUOTE
და პესოკი?

drug.gif
მაჭკატები და ლელანგოები მანერვიულებს, ვერ ვგუობ

წკაპო
QUOTE
აჩირაღდნება, აკაშკაშება.

არ ვთარგმოთ რა, ხომ არის ისეთი სიტყვებიც, რომლებიც ჩვენ არ მოგვეპოვება და ვიხმაროთ ფლამბირებაbiggrin.gif

Posted by: rtuli 26 Apr 2010, 13:02
წკაპო
QUOTE
საუკეთესო თარგმანი იქნება აალება

მოწვა არწავა rolleyes.gif
თუმცა ფლამბირება უფრო კარგათ ჟღერს smile.gif

nite
QUOTE
შავი პური მჟავიანობას მიწევს და არსებობს რამენაირი შAვი ან რუხი პური რომელიც ამ თვისებით არ ხასიათდება?

ძირითადათ უხარისხო ვაი ჭვავის ფქვილით ამზადებენ საქართველოში პურს,განსაკუთრებულად იაფ ფასიანებს,მაგათი მირთმევა არასასურველია.

მე გირჩევდი შინჰოფერში ყიდვას,უგემრიელესი პური აქვთ.
ცოტა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ღირს რა!
2,50 ლარი ღირდა შავი პური+წონაც კარგი ქონდა და გემო სუპერ გემრიელი yes.gif

Posted by: Peppi 26 Apr 2010, 13:34
წკაპო
მადლობაsmile.gif

trendy
QUOTE
არ ვთარგმოთ რა, ხომ არის ისეთი სიტყვებიც, რომლებიც ჩვენ არ მოგვეპოვება და ვიხმაროთ ფლამბირება

სიტყვა "ფლამბირება"-ც გაუგებარია ბევრისთვის და ამის განმარტებაცაა მისაწერი მაშინ, რას ნიშნავს;

***აი, სიტყვის პირდაპირ თარგმანს კი არ ვეძებ ხოლმე, მისი შინაარსობრივი გადმოტანა მჭირდება.

მე "ლელანგო" არ მომწონს (გამსახურდია მომიტევებს იმედია), "ხრაშუნა" შევარქვი


პს. საერთოდ, ქართულ ენაში არ გვაქვს არც ფინანსური და არც კულინარიული ლექსიკონი, თანამედროვე და გამართული . . . საერთოდ, ტერმინოლოგიის სპეციალისტების დეფიციტია ჩემი აზრით (შედარებას რომ ვაკეთებ სხვა ქვეყნებთან და ენებთან).

Posted by: nite 26 Apr 2010, 13:37
rtuli
QUOTE
მე გირჩევდი შინჰოფერში ყიდვას,უგემრიელესი პური აქვთ.
ცოტა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ღირს რა!
2,50 ლარი ღირდა შავი პური+წონაც კარგი ქონდა და გემო სუპერ გემრიელი 

ფასს არ დავეძებ, შინჰოფერის მაღაზია სადმე თუ არის დელისთან ახლოს ხომ არ იცი? მაგათი ძეხვეულობა ყველა სუპერმარკეტშია და პური არ შემიმჩნევია, და ნეტა იქნება?

Posted by: choli 26 Apr 2010, 14:33
nite
QUOTE
ფასს არ დავეძებ, შინჰოფერის მაღაზია სადმე თუ არის დელისთან ახლოს ხომ არ იცი? მაგათი ძეხვეულობა ყველა სუპერმარკეტშია და პური არ შემიმჩნევია, და ნეტა იქნება?



ერთი ოფისია შირნჰოფერის წერეთლის 87 ში, პროდუქცია იქნება ალბათ მარკეტებში

Posted by: mariaa 26 Apr 2010, 15:05
ბოსტნეულის მიქს კრემ-სუფი
http://www.radikal.ru
სპაგეტი ა'ლა პუტანესკა
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: Ctrl 26 Apr 2010, 15:49
mariaa
ორივეს რეცეპტი მინდა.. განსაკუთრებით მაგ პუტანა სპაგეტის biggrin.gif

Posted by: n_j 26 Apr 2010, 15:49
mariaa
როგორც ყოველთვის up.gif

მაგრამ ალა პუტანესკა რას ნიშნავს, საეჭვო ჟღერადობა აქვს biggrin.gif

Posted by: nite 26 Apr 2010, 16:07
choli
QUOTE
ფასს არ დავეძებ, შინჰოფერის მაღაზია სადმე თუ არის დელისთან ახლოს ხომ არ იცი? მაგათი ძეხვეულობა ყველა სუპერმარკეტშია და პური არ შემიმჩნევია, და ნეტა იქნება?




ერთი ოფისია შირნჰოფერის წერეთლის 87 ში, პროდუქცია იქნება ალბათ მარკეტებში

მადლობა, დავძებნი დღეს,

mariaa
ვახ, რა მაგრა გამოიყურება შენი სპაგეტი, ნერწყვი მომადგა

Posted by: natsu 26 Apr 2010, 16:18
ქათმის რულეტი.http://www.radikal.ru

Posted by: rtuli 26 Apr 2010, 16:20
mariaa
QUOTE
სპაგეტი ა'ლა პუტანესკა

მადიაღმზვრელი პუტანესკაა up.gif

პუტანესკას გაქართულება შესაძლებელია ნეტა biggrin.gif




დღეს ვალონის მიერ დადებული რეცეპტით მოვამზადე ღორის ხორცი 3 პილპილში და გარნირად მოუმზადე კარტოფილის ჩიფსები smile.gif
დიდი მადლობა რეცეპტისთვის,ვისიამოვნეთ ძალიან!
დაჭრის პროცესში
http://pix.ge/
ესეც გარნირი
http://pix.ge/

Posted by: volli35 26 Apr 2010, 17:23
bachi24
QUOTE
თბილისში სად შეიძლება ვჭამო სპაგეტი ?

"Fანტასტიკოში" ნაფარეულზე .....

rtuli
ვაიმეეე შენმა ხორცმა მომკლა - გამგმირა ......ჩიფსებიც (თხლად დაჭრილი შემწვარი კარტოფილი biggrin.gif) მაგარია .... მეც ვაკეთებდი როცა მქონდა ის რაშიც ვწვავდი (ქართული სიტყვა არ ვიცი იმას რა შეესაბამება)

* * *
nite
პურებს მიაკითხე "ანტრეში" .... ნუ ფასი იქაც გიკბენს მაგრამ ამბობენ ღირსო (მე საერთოდ არ გეახლებით პურს და ამიტომ ვერ ვიცი)



* * *
mariaa
QUOTE
განსაკუთრებით მაგ პუტანა სპაგეტის

რეცეპტი "ვ სტუდიუ" (ბოდიში) თუ შეიძლება

Posted by: nanana 26 Apr 2010, 17:39
volli35

biggrin.gif:D

QUOTE
როცა მქონდა ის რაშიც ვწვავდი (ქართული სიტყვა არ ვიცი იმას რა შეესაბამება)


ფრიტიურნიცა ანუ - თხლად შესაწვავი კარტოფილის შესაწვავი აგრეგატი givi.gif

Posted by: nite 26 Apr 2010, 17:49
volli35
QUOTE
პურებს მიაკითხე "ანტრეში" .... ნუ ფასი იქაც გიკბენს მაგრამ ამბობენ ღირსო (მე საერთოდ არ გეახლებით პურს და ამიტომ ვერ ვიცი)

მადლობა, არც მე ვარ დიდი მოყვარული პურის, უბრალოდ ამ დიეტის აუცილებელი კომპონენტია და უნდა ვჭამო.

rtuli
ვაიმე გული წამივიდა მაგ ღორის ხორცზე, სად დევს ეგ რეცეპტი?

Posted by: nanana 26 Apr 2010, 17:52
trendy
QUOTE
ორცხობილა?


ორცხობილა სუხოა. ანუ გამომცხვარს რომ ხელახლა გამოაცხობ. საბავშვო წიგნებში ეძახიან პეჩოს ორცხობილას, მაგრამ არასწორი თარგმანია. ხრაშუნა მომწონს სხვათაშორის.

Posted by: n_j 26 Apr 2010, 18:50
rtuli
QUOTE
ღორის ხორცი 3 პილპილში და გარნირად მოუმზადე კარტოფილის ჩიფსები

ბომბი, კალორიების საბადო, მაგრამ წარმომიდგენია რა გემრიელი იქნებოდა

რომელი სამი პილპილი გამოიყენე? აქ მარტო შავი თეთრი და სურნელოვანი იშოვება, წითელ პილპილს ვეძებ, სადმე ხომ არ შეგხვედრია? ან სხვადასხვა პილპილების ნაკრები

Posted by: rtuli 26 Apr 2010, 18:56
natsu
QUOTE
ქათმის რულეტი

კარგი რულეტებია yes.gif
ამოვლებული გაქვს რამეში და ისე შეწვი?
მე ერთხელ ქოქოსის ფანტელში ამოვავლე,ძალიან მოუხდა smile.gif

volli35
QUOTE
მეც ვაკეთებდი როცა მქონდა ის რაშიც ვწვავდი (ქართული სიტყვა არ ვიცი იმას რა შეესაბამება)

თუჯის ქვაბში ცავასხი ზეთი და შევწვი smile.gif

nite
QUOTE
ვაიმე გული წამივიდა მაგ ღორის ხორცზე, სად დევს ეგ რეცეპტი?

http://vinoge.com/samzareulo/xorciani-kerZebi/Roris-mWle-sami-pilpilis-sousSi

ოღონდ მე თეთრი ღვინო გამოვიყენე yes.gif

Posted by: natsu 26 Apr 2010, 19:14
ქათმის რულეტი. ქათმის ფილე დაჩეჩქვეთ,მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი,გულსართად ჩაუდეთ მარილგამოცლილი გახეხილი სულგუნუ=ის,წვრილად დაჭრილი ოხრახუშისა და ქინძის ნარევი.დაახვიეთ რულეტი,დაამაგრეთ.ამოავლეთ კვერცხში და საფანელში.შეწვით ბლომად ზეთში.

Posted by: viko 26 Apr 2010, 19:17
ბადრიჯანი ნიგვზით, მჭადები , ისპანახის რულეტი ...


http://image.geotorrents.com/


http://image.geotorrents.com/


http://image.geotorrents.com/

Posted by: Miss_Nata 26 Apr 2010, 19:21
viko
ისპანახმა მომხიბლა განსაკუთრებით,იქნებ გაგვანდოთ როგორ ამზადებთ?

Posted by: natsu 26 Apr 2010, 19:23
გარდა იმისა,რომ ვიტამინების საბადოა, ვიზუალშიც ულამაზესიააა!

Posted by: viko 26 Apr 2010, 20:15

Miss_Nata, natsu
2kiss.gif
რეცეპტს ბოსტნეულში დავდებ

Posted by: rtuli 26 Apr 2010, 20:31
n_j
QUOTE
ან სხვადასხვა პილპილების ნაკრები

ბერძნულია სხვადასხვა პილპილების ნაკრები,ვარდისფერიც ურევია.
საფვავიანი ქილაა,თავი ვერ მოვხსენი მთელები რომ ამომეღო და ქილას ბოლო მოუღე,გავტეხე biggrin.gif
მოკლედ გუდვილში არვიცი თუ არის,მაგრამ აქ ხილიანზე გვაქვს სუპერმარკეტი და იქ შევიძინე smile.gif



მძიმე დღე გვაქვს ორშაბათი და დღის დატკბობა მოვინდომე smile.gif
ალია პავლოვა,ანუ პირველი ცდაა ჩემს ღუმელში ბეზეს გამოცხობა,რადგან გაზქურის ტემპერატურის მანიშნებელი 170 დან იწყება ,150-თის დაყენებას ვცდილობდი მაგრამ ცოტა მეტი მომივიდა sad.gif
ჰოდა, პავლოვამ თეთრი პაჩკა კრემისფრად შეიცვალა biggrin.gif

აი შედეგიც:
http://pix.ge/
კრემი პუდინგის მოუმზადე მსუბუქი.
ესეც ის რიტიც დავიმსვიდე თავი yes.gif
http://pix.ge/

Posted by: bachi24 26 Apr 2010, 20:33
nanana
დავარღVიე დიეტა, ტორტი ვჭამე bis.gif

Posted by: nanana 26 Apr 2010, 20:36
bachi24
QUOTE
დავარღVიე დიეტა, ტორტი ვჭამე 



უფ. მეზიზღება დიეტა. დღეს-ხვალ-ზეგ-მაზეგ-მიზეგ და მერე ვნახოთbiggrin.gif bis.gif


Posted by: djindjidrinji 26 Apr 2010, 21:04
ხორხე
QUOTE
ლელანგო რა მაგარი სიტყვაა


დასაკრავი ინსტრუმენტის ასოციაციას იწვევს biggrin.gif და ლუგელასი კიდე...

Posted by: marilis 26 Apr 2010, 21:15
დღეს სასადილოში არ წავედი და საკუთარ თავს მწვანე ლობიო და კარტოფილის პიურე გავუკეთე givi.gif

Posted by: PoderShileno 26 Apr 2010, 21:52
ჩქმერული კვება.გე-ზე აღმოჩენილი ვიდეო რეცეპტის მიხედვით:

http://www.radikal.ru

Posted by: WOMAN IN LOVE 26 Apr 2010, 21:54
PoderShileno
QUOTE
ჩქმერული

შქმერული. შქმერი სოფელია ზემო რაჭაში.

Posted by: ხორხე 26 Apr 2010, 22:04
djindjidrinji
QUOTE
დასაკრავი ინსტრუმენტის ასოციაციას იწვევსდა ლუგელასი კიდე...

biggrin.gif

ჰო

ერთი კილო ლელანგო ამიწონეთ გეთაყვა drug.gif

Posted by: volli35 26 Apr 2010, 22:18
nanana
QUOTE
ფრიტიურნიცა

აბა ეხლა ამ სიტყვის დაწერას გავბედავდი???? biggrin.gif 2kiss.gif

rtuli
QUOTE
თუჯის ქვაბში ცავასხი ზეთი და შევწვი

უი ესე არც მიცდია
QUOTE
თხლად შესაწვავი კარტოფილის შესაწვავი აგრეგატი
რაც ეს აგრეგატი აღარ მაქვს .... დარად რომ დავინახე შენი ჩიპსები მივხვდი მომნატრებია

Posted by: rtuli 26 Apr 2010, 22:33
volli35
QUOTE
რაც ეს აგრეგატი აღარ მაქვს .... დარად რომ დავინახე შენი ჩიპსები მივხვდი მომნატრებია

ჰოდა მარტივად შეწვი:
სათლელი თუ გაქვს ბოსტნეულის!?
აი მაგაზე თხლად+სწრაფად დავთალე smile.gif
თუჭის ან სხვა სქელკედლიანი ქვაბი გაახურე+2 თითის სისქეზე ზეთი ჩაასხი.
ჩაყარე ,პორციებათ კარტოფილი და შეწვი,ამოიღე და ბოლოს მარილიც მოაყარე bis.gif

ჩემმა შვილმა ნაყიდს ჯობიაო smile.gif

Posted by: dariala 26 Apr 2010, 22:34
rtuli
რა შეუბრალებლობაა sad.gif((

Posted by: mariaa 26 Apr 2010, 22:38
Ctrl
volli35
დავწერ ცოტა მოგვიანებით smile.gif
n_j
QUOTE
მაგრამ ალა პუტანესკა რას ნიშნავს, საეჭვო ჟღერადობა აქვს 

rtuli
QUOTE
პუტანესკას გაქართულება შესაძლებელია ნეტა

lol.gif
QUOTE
დღეს ვალონის მიერ დადებული რეცეპტით მოვამზადე ღორის ხორცი 3 პილპილში და გარნირად მოუმზადე კარტოფილის ჩიფსები

up.gif
მეც ვცდი მომავალში..

* * *
viko
QUOTE
ბადრიჯანი ნიგვზით, მჭადები , ისპანახის რულეტი ...

up.gif
QUOTE
ისპანახის რულეტი ...

გამახსენდა რომ ერთი კარგი ისპანახის რულეტი მივიწყებული მაქვს..სუპერ გარნირია..

Posted by: volli35 26 Apr 2010, 22:45
rtuli
QUOTE
სათლელი თუ გაქვს ბოსტნეულის!?

ნუ რა თქმა უნდა მაქვს ... ადრე ხო ამით ვჭრიდი კარტოფილს ...... mariaa
QUOTE
დავწერ ცოტა მოგვიანებით

გელოდები მართლა .... ხორცის მერე სპაგეტიში მგონი გავცვლი ყველას baby.gif
QUOTE
პუტანესკას

რაც გინდა ერქვას მთავარია იყოს სპაგეტტი ..... და თანაც უგემრიელესი სოუსით

Posted by: Bella Moretta9 26 Apr 2010, 23:09
QUOTE
ჩქმერული კვება.გე-ზე აღმოჩენილი ვიდეო რეცეპტის მიხედვით:



ეს მართლაც ნახოდკაა smile.gif მეც უნდა მოვიქაჩლო მერე თავი boli.gif

Posted by: viko 26 Apr 2010, 23:14

rtulli

опять море
ისევ ულამაზესი.

Posted by: natali kalandadze 26 Apr 2010, 23:41
დღეს პიურეთი და შპროტით "მოვატყუე" ბიჭები smile.gif
გემრიელი იყო smile.gif

Posted by: killer 26 Apr 2010, 23:42
დღეს გავაკეთე პიცა ორნაირი.
და უგემრიელესი სოუზი smile.gif

Posted by: t e o n a 26 Apr 2010, 23:49
rtuli
QUOTE
მძიმე დღე გვაქვს ორშაბათი და დღის დატკბობა მოვინდომე
ალია პავლოვა,ანუ პირველი ცდაა ჩემს ღუმელში ბეზეს გამოცხობა,რადგან გაზქურის ტემპერატურის მანიშნებელი 170 დან იწყება ,150-თის დაყენებას ვცდილობდი მაგრამ ცოტა მეტი მომივიდა
ჰოდა, პავლოვამ თეთრი პაჩკა კრემისფრად შეიცვალა


დორბლ, დორბ, დოოოოორბლ.... drug.gif


რამე არის ისეთი რასაც თვქენ ვერ აკეთებთ... ? აი, მართლა გულწრფელად მაინტერესებს...

გავგიჟდი, გავოცდი, გადავირიე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


rtuli

უუმაგრეს
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: mariaa 27 Apr 2010, 00:05
Ctrl
QUOTE
ორივეს რეცეპტი მინდა

აი ერთ-ერთი
ბოსტნეულის კრემ-სუფი
1/2კგ გოგრა
2 ყაბაყი
1 ხახვი
1 კარტოფილი
ცოტა ნიახური
1 სტაფილო
მარილი
პილპილი
Fასკომილო
1/2 ლიტრა ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი
100გ კარაქი ან ზეითუნის ზეთი
1 ჭ ნაღები ან არაჟანი

კუბიკებად დაჭრილ ბოსტნეულს მოხარშავ ბულიონში.. დაამატებ მარილს,პილპილს და კარაქს.
დააბლენდერებ და მზად არის.
მიირთვი ნაღებ მოსხმული ან არაჯნით.

enjoy... smile.gif
* * *
ეს ჩემი პატარას ბავშვური მაკარონჩიკები
http://www.radikal.ru

Posted by: upwave 27 Apr 2010, 00:39
მე 2 საათის წინ გავაკეთე აჭარულები და გემრიელად მივირთვი 11 საათზე user.gif
დარჩენილი ცომით კი, ჩემს პაწაწუნებს საკონდიტრო ვარსკვლავებით გალამაზებული კაცუნები და ჩიტუნები გამოვუცხვე (უფრო სწორად თვითონ გამოვაძერწინე). ძალიან ისიამოვნეს smile.gif

Posted by: blblbl 27 Apr 2010, 00:48
დღეს გავაკეთე კექსი,ადრეც რამდენჯერემ გამიკეთებია განსხვავებული არც ეხლა მიქინია არაფერი,ღუმელში რომ იდო და ვუყურებდი იმხელაზე იყო ამოსული მეგონა გადმოვიდოდა,მაგრამ როგორც კი გამოვრთე და გამოვიღე დაიწია და ჩAტენიანდა sad.gif რატომ უნდა მოსვლოდა? sad.gif

Posted by: mariaa 27 Apr 2010, 00:51
Ctrl
volli35
სპაგეტი ა'ლა პუტანესკა

მთლიან პომიდვრების კონსერვს,ტომატ პასტას,კაპარის,ხახვს,ზეთის ხილს,მწვანე ხახვს(რომელიც დღეს გამოვტოვე)5 წუთით მოშუშავთ ცოტა ზეთში ან კარაქში და დაუმატებთ მოხარშულ მაკარონს პირდაპირ ქვაბიდან.
დაამატებთ ანჩოუსებს,ამოურევთ და მზად არის..ბოლოს მოაყრით ოხრახუშს..თუ გინდათ ყველსაც..

enjoy...

Posted by: volli35 27 Apr 2010, 01:35
blblbl
ბისკვიტის ცომი დაწერე აბა??? .......... ისე ალბათ ცხობა დააკელი ....... ან ცეცხლი ქონდა არასწორი ... მაგრამ ცომიც მაინტერესებს
* * *
mariaa
QUOTE
მთლიან პომიდვრების კონსერვს,ტომატ პასტას,კაპარის,ხახვს,ზეთის ხილს,მწვანე ხახვს(რომელიც დღეს გამოვტოვე)5 წუთით მოშუშავთ ცოტა ზეთში ან კარაქში და დაუმატებთ მოხარშულ მაკარონს პირდაპირ ქვაბიდან.
დაამატებთ ანჩოუსებს,ამოურევთ და მზად არის..ბოლოს მოაყრით ოხრახუშს..თუ გინდათ ყველსაც..

აუცილებლად ვი-enjoy-ებ ...... დიიიიიიიდიიიიიიი მადლობა

Posted by: blblbl 27 Apr 2010, 01:39
volli35
http://forum.ge/?showtopic=33695527&view=findpost&p=4322530 აი ამ რეცეპტით გავაკეთე,უბრალოდ ყავის მაგივრად ბანანი ვუქენი.ადრეც გამიკეთებია და არ მოსვლია ასე,ცეცხლი როგორც ადრე ისე ჰქონდა sad.gifგემრილეი კია მარა ჩატენილია ცომი biggrin.gif

Posted by: WALLON 27 Apr 2010, 04:07
rtuli
QUOTE
ვალონის მიერ დადებული რეცეპტით მოვამზადე ღორის ხორცი 3 პილპილში

მაგარი გამოგსვლია up.gif
გაგიჭირდებოდა lol.gif

n_j
QUOTE
რომელი სამი პილპილი გამოიყენე? აქ მარტო შავი თეთრი და სურნელოვანი იშოვება

თეთრი არ უქნა გაუფუჭებს გემოს yes.gif

აქ როგორც იქნა კაი ამინდი გამოვიდა, აჯაფსანდალის დიდი მოყვარული არა ვარ,
მაგრამ უკარტოფილოდ, კაი ცხარე და ცხიმში მოშუშული ყველიან ერბოკვერცხთან გაკეთებული მიყვარს

http://www.radikal.ru

Posted by: forumeli007 27 Apr 2010, 09:57
ეს ჩემი გაკეთებული ანა პავლოვა... პირველ ცდაზე ურიგო ნამდვილად არ ყოფილა... თან ხილის ნაკლებობას განვიცდიდით biggrin.gif მოკლედ რაც ოჯახში იყო ის ხილი ძლივს ვამყოფინე biggrin.gif
http://www.radikal.ru

ეს ცალკე ერთი ცალი, ისე გემრიელი კი იყო....
http://www.radikal.ru

ეს ტორტიკი, რომელიც პირველ ცდაზე ჩავარდნილი ბეზეთი "შემომეკეთა" biggrin.gif:D:D

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ეს კი ტორტის "შინაგანი სამყარო" smile.gif

http://www.radikal.ru

მინდა აღვნიშნო რომ იყო უუუუმაგრესი და ჰაეროვააააააააან, თან ძალიან გემრიელი smile.gif

http://www.radikal.ru

ეს კი პავლოვასგან დარჩენილი კვერცხის გულებისგან გაკეთებული ნაყინი.... მნია, მნია, მნიააა ისეთი ძაააან გემრიელი იყოოოოო

http://www.radikal.ru

ეს დაჭრილ მდგომარეობაში smile.gif

http://www.radikal.ru

აი ასე ვიქალე ოჯახში ჩემ ქმაროს დაბადების დღესთან დაკავშირებით smile.gif ექსპერიმენტმა პავლოვასთან დაკავშირებით კი გაამართლა, მაგრამ მაინც დამრჩა კითხვები ... მოკლედ ბეზე მართლა კარგად ამოვიყვანე, თუნუქის ფურცელზეც კარგად დაჯდა, აერღუმელშიც კარად იყო smile.gif, მაგრამ რამოდენიმე ხანში შევნიშნე რომ გვერდები "ჩამოეტყლარწა"... ანუ არ იყო ისეთივე მაღალი როგორც თავიდან, გვერდებში გაიწელა და დავარდა ცოტათი, ვაცხვე მართო ქვედა წვაზე, 100 გრადუსზე, და 2 საათის მანძილზე, მერე გამოვრთე ღუმელი და მთელი ღამით დავტოვე მასში, კარგად იყო გამომშრალი და მღთლა გემრიელი კი იყო, მაგრამ არ მომეწონა რომ სიმაღლე დაკარგა და გაიტყლარწა... ჩემო ჯადოქრებო გთხოვთ მასწავლოთ რაში დავუშვი შეცდომა კარგი?? რატომ არ დარჩა იგივე სიმაღლის ჩემი ბეზე??? გემახსოვრებათ ჩემი და ბეზეს ჭიდილი ადრე biggrin.gif, ამ შემთხვევაში კი გამომივიდა, მაგრამ სიმაღლე მაინც დაკარგა და გვერდებში გაიწელა... მოვისმენ ნებისმიერ რჩევას ბეზესთან დაკავშირებით, ბოლო-ბოლო მინდა დავამარცხო და მოვიყვანო ჩემ ჭკუაზე biggrin.gif

Posted by: tarsha 27 Apr 2010, 10:59
ესე იგი, ფარში როგორ შევკმაზოთ რო კარგი კატლეტი გამოვიდეს, რა არი საჭირო და რა დოზით? ვთქვათ 1 კგ, ფარშზე,

Posted by: n_j 27 Apr 2010, 11:00
forumeli007
პავლოვას ცომიც უნდა? მე ვიცი მხოლოდ ბეზე, კრემი და ხილი, უმეტესად კენკრა

მე დღეს ტირამისუს გაკეთებას ვგეგმავ

Posted by: fermina 27 Apr 2010, 11:02
QUOTE (tarsha @ 27 Apr 2010, 10:59 )
ესე იგი, ფარში როგორ შევკმაზოთ რო კარგი კატლეტი გამოვიდეს, რა არი საჭირო და რა დოზით? ვთქვათ 1 კგ, ფარშზე,

http://forum.ge/?f=82&showtopic=33848583&st=0

აგერ მთელი თემა ეძღვნება კატლეტს smile.gif

Posted by: forumeli007 27 Apr 2010, 11:04
n_j
არა, ცომი არ უნდა, ბეზეა გამომცხვარი, მაგრამ ეს ბეზე რომ დავდე თუნუქის ფურცელზე გაცილებით მაღალი იყო და მერე გაიწელა... და რატომ არ ვიცი... არადა კარგად გამომშრალი იყო... ზედა და ქვედა წვა ერთიადან უნდა მიმეცა???

Posted by: n_j 27 Apr 2010, 11:24
ფერით გავს ეკლერებს და მეგონა ცომი იყო. მე პავლოვა არ გამიკეთებია და ვერ გეტყვი , იუთუბზე გადახედე ვიდეოებს, რამდენიმე ფრანგულ რეცეპტში ვნახე რომ ცოტა არაყსაც ამატებენ. საერთოდ ახალ რამეს როცა ვაკეთებ ჯერ ბევრ რეცეპტს ვნახულობ და მერე ვარჩევ ხოლმე, ცილა კარგად იყო ათქვეფილი? მკვრივი და ღრუბელივით მასა უნდა იყოს, ეგ ვიცი

Posted by: viko 27 Apr 2010, 11:42
volli 35 ის რეცაპტით გავაკეთე მაიონეზი. გამოვიდა თხელი დავუმატე წყალი, ფქვილი გამოვიდა პიცა
რა დავარქვა?[
URL=http://image.geotorrents.com/]user posted image[/URL]
ეს წავითამაშე
http://image.geotorrents.com/

Posted by: rtuli 27 Apr 2010, 11:46
forumeli007
QUOTE
ეს ჩემი გაკეთებული ანა პავლოვა...

მშვენიერი პავლოვაა რას ერჩი!?მითუმეტეს ყველას მოეწონათ.
წინა გვერდზე ჩემი სურათი დევს პავლოვასი ,შეხედე აბა.
მეც გამოვაცხე პირველად,ჩემი შენიშვნები მე :
ღუმელს ვერ გაუგე ტემპერატურა,ცოტა ცხარეში მომივიდა.
კვერცხი ძველი უფრო კარგათ ამოსაყვანია.
ძმრის მაგივრად სხვა დროს ლიმონ მჭავას დავამატებ ,ის უცვლის ბეზესაც ფერს.
კრახმალი მხოლოდ სიმინდის უნდა იყოს.
პავლოვას რეცეპტები უამრავია და შაქრის რაოდენობა კვერცხის ცილებთან სხვადასხვაა,ამიტომ ბევრჯერ უნდა გამოაცხო რომ დაიჭირო ის ოქროს შუალედი რომელიც უნდა იყოს.

ჩემი ბეზე ამოვიდა და არიცვალა გვერდები,მე მგონი ცოტა გატყლარჭვის ბრალი შაქრის უკმარისობაა.

Posted by: forumeli007 27 Apr 2010, 12:01
rtuli
მადლობააააა bis.gif bis.gif bis.gif როგორ მიხარია შეფასება შენგააააან 2kiss.gif 2kiss.gif ე.ი. ახლა რა მოხდა... ბეზე იყო საოცრად კარგად ამოსული, ჩავყარე ბოლოში უკვე კრახმალი (კარტოფილის) და ბოლოს ძმარი რომ ჩავასხი ეგრევე დავარდა.... გული კინაღამ გამისკდა.... ვერ ამოვიყვანე, მაგრამ ნერვები არ მოვიშალე და შედეგად ტორტი გამოვაცხვე biggrin.gif იცი რა გემრიელი იყო მართლა??? ავდექი და ხელმეორედ გავაკეთე ბეზე... 4 კვერცხის ცილა + 4 სუფრის კოვზი შაქარი, შაქარი დავფქვი და "პუდრა" (ბოდიში... ქართულად რა ქვია ვერაფრით ვერ მოვიგონე...) ჩავაყარე, რომ უფრო კარგად ამოსულიყო... ბოლოს ისევ კრახმალი, მაგრამ ძმარი უკვე აღარ ვუქენი, რადგან შემეშინდა.... მე მაქვს ელექტრო ღუმელი, ძლაიან კარგად აცხობს, ამ შემთხვევაში მარტო ქვედა წვა გამოვიყენე და ნეტა ზედა წვაც ხომ არ უნდა მიმეცა??? შენი პავლოვა ძალიან მომეწონა love.gif მოყვარს მასე რომ აქვს გვერდები ბეზეს... ჩემ შემთხვევაში ასე არ გამომივიდა... sad.gif მაგრამ ფარ-ხმალს მაინც არ ვყრი!!!! მაინც გავაკეთებ კარგ ბეზეს sa.gif ისე ნინი აქვს მნიშვნელობა კრახმალს კარტოფილის იქნება თუ სიმინდის??? და კიდევ ერთი... კალკას ცხიმი წაუსვი შენ?? მე წავუსვი და იმის ბრალი ხომ არ იქნება რომ გამეტყლარჭა???

Posted by: tarsha 27 Apr 2010, 12:13
აი ეს რეცეპტი ვნახე კატლეტისთვის, კატლეტის თემაში:

გაატარე ხორცი, ხახვი, ოხრახუში, რეჰანი, ნიორი, ცოტა ქინძი. აურიე კარგად, შეაზილე კვერცხი, შეაზავე მარილით და თუ სიცხარე გინდა.წიწაკითაც. მერე დაამრგვალე, ამოგანგლე ორცხობილაში და შეწვი კარაქში, ერბოში ან ზეითუნის ზეთში.

ნახევარ კილოგრამ ხორცზე მოუწევს 1 საშუალლო ზომის ხახვი, ნივრის 3 საშუალო ზომის კბილი, 1 კვერცხი..მწვანილი-თვალზომით (ძალიან მწვანე რომ არ გამოვიდეს).

კარტოფილსაც უშვებიან ხოლმე გამიგია, თუ არა?

Posted by: fermina 27 Apr 2010, 12:32
QUOTE (tarsha @ 27 Apr 2010, 12:13 )
აი ეს რეცეპტი ვნახე კატლეტისთვის, კატლეტის თემაში:

გაატარე ხორცი, ხახვი, ოხრახუში, რეჰანი, ნიორი, ცოტა ქინძი. აურიე კარგად, შეაზილე კვერცხი, შეაზავე მარილით და თუ სიცხარე გინდა.წიწაკითაც. მერე დაამრგვალე, ამოგანგლე ორცხობილაში და შეწვი კარაქში, ერბოში ან ზეითუნის ზეთში.

ნახევარ კილოგრამ ხორცზე მოუწევს 1 საშუალლო ზომის ხახვი, ნივრის 3 საშუალო ზომის კბილი, 1 კვერცხი..მწვანილი-თვალზომით (ძალიან მწვანე რომ არ გამოვიდეს).

კარტოფილსაც უშვებიან ხოლმე გამიგია, თუ არა?

კი, კარტოფილსაც, რძეში ჩამბალ პურსაც, ზოგი ხახვს წვრილად ჭრის, თუშავს ცხიმში და იმას ამატებს, აგემრიელებს ძალიან, მოკლედ ათასნაირად შეიზლება. მე ცოტა სტაფილოსაც ვუკეთებ ხანდახან...
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=16&Itemid=55 აი ეს კარგი რეცეპტი ჩანს. smile.gif

Posted by: volli35 27 Apr 2010, 12:40
forumeli007
QUOTE
მაგრამ ეს ბეზე რომ დავდე თუნუქის ფურცელზე გაცილებით მაღალი იყო და მერე გაიწელა... და რატომ არ ვიცი... არადა კარგად გამომშრალი იყო... ზედა და ქვედა წვა ერთიადან უნდა მიმეცა???

იცი რატომ????? ცეცხლი გექნებოდა მაღალი .... ბეზეს აუცილებლად უნდა ძალიან დაბალი ცეცხლი ..... და როგორც წესი უნდა აცხო მინიმუმ 6 სათი .... და თუ ღუმელის კარებს ოდნავ ღიად დატოვებ გამომცხვარი ბეზე იქნება ქათქათა თეთრი .... იქო დრო ყოველდღე ვაცხობდით ბეზეს სხვადასხვა სახით შეკვეთებისვის ...... და ეხლა ერთი საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ .... ბოლომდე რომ ათქვეფავთ ბეზეს ბოლოს ჯერ კიდე თქვეფის პროცესში დაამატეთ მჭიკვით ლიმონმჟავა .... ეს ხელს უწყობს გამომცხვარ ბეზეს იყოს მკვრივი

viko
QUOTE
რეცაპტით გავაკეთე მაიონეზი. გამოვიდა თხელი დავუმატე წყალი

პირველ რიგში როგორი სიცჰქარით ათქვიფე ესაა მთავარი .... და მეორეც უბდა დაგემატებინა კვერცხი და შეიკვრებოდა .... ცოტა ხანში გადავუღებ ჩემს მაიონეზია აპარატს ფოტოს და დავდებ

Posted by: tarsha 27 Apr 2010, 12:45
fermina

დიდი მადლობა ლინკისთვის.

Posted by: rtuli 27 Apr 2010, 13:03
forumeli007
QUOTE
4 კვერცხის ცილა + 4 სუფრის კოვზი შაქარი, შაქარი დავფქვი და "პუდრა"

1.ცილები სხვადასხვა ზომის არის(ანუ კვერცხები)ამიტომ შაქარი აშკარად დააკელი
120გრ.ცილაზე უნდა 200გრ. შაქრის პუდრი!(უკვე დაფქვილი)
2. შაქრის პუდრი გაცერი?დარწმუნებული ვარ არა smile.gif.
საფქვავი არფქვავს 100%,შენ გაცერი და მიხვდები რომ წმინდა პუდრი არ იყო yes.gif ,რასაც მოყვა შაქრის კრისტალების არა ბოლომდე გახსნა და ა.შ.....
3.ძმარი და კრახმალი არითქვიფება,ამოსულ ბეზეში ხის კოვზით ვაზელთ.

წესით პავლოვას აცხობენ 130-150გრადუსზე 1 საათის განმავლობაში.(შიგნით წელვადი მასაა)
თუ გამომშრალი გინდა ,მაშინ 100გრადუსზე 2 საათის განმავლობაში.(შიგნით მშრალი მასაა)

ზემოდან ჩართვა არუნდა,მხოლოდ ქვემოდან.

ჩაატარე ეკსპერემენტები და დატკბი შენი შედეგებით smile.gif 2kiss.gif

Posted by: ბესიკის26 27 Apr 2010, 13:04
volli35
მეც ვაკეთებ მაიონეზს ხანდახან,ზუსტად მაგ რეცეპტით,მაგრამ იცი რა არ მომწონს?მაქ ხომ ზირითადი მასა მაინც ზეთია,სალათა მაგიტი რომ გავაკეთე მალე გაქრა თეთრი ფერი და დარჩა გამჭვირვალე თითქოს მატთლა მარტო ზეთი უქენი,ვცადე ცოტა კარტოფილის სახამებლის დამატება მაგრამ საშინლად შეუცვალა გემო.შენსასაც მასე ემართება?ისე სისქე მართლა კარგად გამომდის- კოვზით სქლად ვიღებ გაციებულს ,თუ თხელი ე.ი.ზეთი აკლია,დაამატო უნდა და გააგრძელო თქვეფა ,სქელდება ეგრევე,იქნებ მირჩიო რამე თუ შენი არ "ქრება"?

Posted by: n_j 27 Apr 2010, 13:04
ჩემი ტირამისუ უკვე მაცივარში ნებივრობს, კრემი იყო საოცრად გემრიელი. ერთი სული მაქვს გავსინჯო smile.gif

Posted by: tos-ka 27 Apr 2010, 13:20
rtuli
QUOTE
საფვავიანი ქილაა,თავი ვერ მოვხსენი მთელები რომ ამომეღო და ქილას ბოლო მოუღე,გავტეხე


რასაც მე მაგ საფქვავიან ქილას დავეძებ! შენ კიდევ შეუბრალებლად ტეხაავ!
2kiss.gif
ისევდაისევ შეუდარებელი ხარ, ძვირფასო! ბრავო!

Posted by: annak 27 Apr 2010, 13:26
დღეისთვის გავაკეთე ხაჭაპური
http://www.radikal.ru
და პირველად გამოვაცხვე შუები
ნაღების + იოგურტის კრემით
ზემოდან ზოგი წმინდად დაფქვილი შაქრით, ზოგი შოკოლადით მოვრთე.
http://www.radikal.ru

Posted by: Dr_Zuzumbo 27 Apr 2010, 13:26
კიდევ ერთხელ გავიმეორებ ადრე მრავალჯერ ნათქვამს ჭეშმარიტებას: ბეზე არ "ცხვება", ბეზე შრება.
ასეთი პრინციპით როცა მიუდგებით საქმეს, მაშინ აუცილებლად გამოგივათ. ე.ი. ტემპერატურა არაუმეტეს 70 გრადუსისა და კარგი განიავება

Posted by: rtuli 27 Apr 2010, 13:26
tos-ka
QUOTE
რასაც მე მაგ საფქვავიან ქილას დავეძებ! შენ კიდევ შეუბრალებლად ტეხაავ!

biggrin.gif
დიდი სიამოვდებით გავტეხე,სხვა მაქვს სპეციალური,რაშიც პილპილს ვყრი და ვფქვავ(ახალი დაფქვილი მაინც სულ სხვაა),ჰოდა გავიმეტე (თან მაიც ერთჯერადია).
აუცილებლად დაგასაჩუქრებ,შევიძენ დიდ ყუთს და მაგაში სხვა ყუთებს ჩავდებ(მატრიოშკის ეფეკტით),ჰოდა ბოლოს ის საფქვავი შეგრჩება ხელში ფერადი პილპილებით wink.gif

ერთი ვერ გამოვედი და ვერ გნახეთ,მომენატრეთ yes.gif


annak
QUOTE
დღეისთვის გავაკეთე ხაჭაპური

ხაჭაპური ანათებს smile.gif,დღევანდელი უჟმური ამინდის ფონზე .
* * *
QUOTE
forumeli007

ამ ვ ი დ ე ო რეცეპტს თარგმანი არც უნდა,ისედაც გასაგებია.
სიამოვნებით ვუყურე smile.gif
http://www.megatv.com/glykesalximies/page.asp?catid=15523&subid=20531&tag=12801&pubrelid=2069730

აქ 6 ცილაზე არის 200გრ. წმინდა შაქარი და 200გრ. შაქრის პუდრი+1 ჩ.კ. კრახმალი!
გამოაცხო 100გრადუსზე 1-1,5 საათი და მერე გამოაშრო ოთახის ტემპერატურაზე,ანუ დაალაგა და იდო რა.
რა ბეზეები გამოუვიდათ love.gif

Posted by: volli35 27 Apr 2010, 13:36
ბესიკის26
QUOTE
იქნებ მირჩიო რამე თუ შენი არ "ქრება"

არა ჩემი არ ქრება არანაირად და ერტი კვირაც რომ იდოს სალათი მაიონეზი არ კარგავს შემცველობას ... ვააააააააააააა დამაფიქრე
* * *
QUOTE
კიდევ ერთხელ გავიმეორებ ადრე მრავალჯერ ნათქვამს ჭეშმარიტებას: ბეზე არ "ცხვება", ბეზე შრება.
ასეთი პრინციპით როცა მიუდგებით საქმეს, მაშინ აუცილებლად გამოგივათ. ე.ი. ტემპერატურა არაუმეტეს 70 გრადუსისა და კარგი განიავება

+1

და ზუატად ამიტომაა რომ დიდი ხანი უნდა ცხვებოდეს და თან ღუმელის კარი შეღებული უნდა იყოს ..... ნე რამეც ჩავცრი ხოლმე (ასანთის კოლიფის ზომას)

Posted by: tos-ka 27 Apr 2010, 13:54
rtuli
QUOTE
ერთი ვერ გამოვედი და ვერ გნახეთ,მომენატრეთ

ეს ძალიან კარგი აზრია, მით უმეტეს, რომ ჩვენც მოგვენატრე.

დღეისთვის ნამცხვარი ვიფანტაზიორე, სალათი და ხარჩო, კიდევ, (რა თქმა უნდა სტუმრები მყავს smile.gif ) ოღონდ დავტოვე ყველაფერი და სამსახურში მოვქანდი sad.gif საღამოს თუ დამხვდა რამე სასურათე, გადავიღებ.

Posted by: Sikvdila 27 Apr 2010, 14:00
სადისტებო ! smile.gif

Posted by: rtuli 27 Apr 2010, 14:01
volli35
QUOTE
კიდევ ერთხელ გავიმეორებ ადრე მრავალჯერ ნათქვამს ჭეშმარიტებას: ბეზე არ "ცხვება", ბეზე შრება.
ასეთი პრინციპით როცა მიუდგებით საქმეს, მაშინ აუცილებლად გამოგივათ. ე.ი. ტემპერატურა არაუმეტეს 70 გრადუსისა და კარგი განიავება


+1

და ზუატად ამიტომაა რომ დიდი ხანი უნდა ცხვებოდეს და თან ღუმელის კარი შეღებული უნდა იყოს ..... ნე რამეც ჩავცრი ხოლმე (ასანთის კოლიფის ზომას)

ნამდვილად ეგრეა ბეზეს მიმართ მაგრამ,აქ პავლოვაზეა ლაპარაკი yes.gif ,სულ სხვა კონსისტენცია უნდა ქონდეს yes.gif

Posted by: წკაპო 27 Apr 2010, 14:05
თანამზარეულებო, სადაბადებისდღეო მარტივად და სწრაფად გასაკეთებელ გემრიელ მენიუს ხომ ვერ შემიქმნიდ-შემომთავაზებდით?
დღესდღეობით ასეთი გეგმა მაქვს:
  • კიტრი მაწონში
  • ბოლოკისა და ქათმის სალათა
  • ნიგვზიანი ლობიო
  • მჭადი და ყველი
  • შებოლილი ორაგული სენდვიჩად
  • ფენოვანში გახვეული სოსისები
  • კექსი შაშხვლავითა და პარმიჯანოთო

Posted by: volli35 27 Apr 2010, 14:11
rtuli
sleep.gif ხო ხო .... უბრალოდ მეც ვაკეთებდი მაგ ვარიანტის ნამცხვარს .... ნუ უბრალოდ პავლოვა არ ერქვა .... და იმიტომ გავბედე ჩემი აზრი გამომეთქვა baby.gif baby.gif

Posted by: WALLON 27 Apr 2010, 14:12
წკაპო
QUOTE
კექსი შაშხვლავითა და პარმიჯანოთო

კარგად შებოლილი ლორი ჩაამატე

Posted by: mariaa 27 Apr 2010, 14:16
rtuli
QUOTE
ამ ვ ი დ ე ო რეცეპტს თარგმანი არც უნდა,ისედაც გასაგებია.

ამ კაცის ტკბილეულობაზე გიჯდებიან ბერძნები smile.gif
n_j
QUOTE
ჩემი ტირამისუ უკვე მაცივარში ნებივრობს

მალე გამოაბრძანეეე biggrin.gif მაინტერესებს


ლობიანები
http://www.radikal.ru

Posted by: წკაპო 27 Apr 2010, 14:16
QUOTE (WALLON @ 27 Apr 2010, 12:12 )
წკაპო
QUOTE
კექსი შაშხვლავითა და პარმიჯანოთო

ლორი ჩაამატე

WALLON, rolleyes.gif შაშხვლავი და ლორი?
რაღაც ვერ წარმომიდგენია გემო.
მადლობა აზრის მოწოდებისათვის.

Posted by: iko-iko 27 Apr 2010, 14:17
forumeli007
QUOTE
ეს ჩემი გაკეთებული ანა პავლოვა... პირველ ცდაზე ურიგო ნამდვილად არ ყოფილა... თან ხილის ნაკლებობას განვიცდიდით  მოკლედ რაც ოჯახში იყო ის ხილი ძლივს ვამყოფინე


ეს ცალკე ერთი ცალი, ისე გემრიელი კი იყო....


ეს ტორტიკი, რომელიც პირველ ცდაზე ჩავარდნილი ბეზეთი "შემომეკეთა" biggrin.gif:D





ეს კი ტორტის "შინაგანი სამყარო"



მინდა აღვნიშნო რომ იყო უუუუმაგრესი და ჰაეროვააააააააან, თან ძალიან გემრიელი



ეს კი პავლოვასგან დარჩენილი კვერცხის გულებისგან გაკეთებული ნაყინი.... მნია, მნია, მნიააა ისეთი ძაააან გემრიელი იყოოოოო



ეს დაჭრილ მდგომარეობაში



აი ასე ვიქალე ოჯახში ჩემ ქმაროს დაბადების დღესთან დაკავშირებით  ექსპერიმენტმა პავლოვასთან დაკავშირებით კი გაამართლა, მაგრამ მაინც დამრჩა კითხვები ... მოკლედ ბეზე მართლა კარგად ამოვიყვანე, თუნუქის ფურცელზეც კარგად დაჯდა, აერღუმელშიც კარად იყო , მაგრამ რამოდენიმე ხანში შევნიშნე რომ გვერდები "ჩამოეტყლარწა"... ანუ არ იყო ისეთივე მაღალი როგორც თავიდან, გვერდებში გაიწელა და დავარდა ცოტათი, ვაცხვე მართო ქვედა წვაზე, 100 გრადუსზე, და 2 საათის მანძილზე, მერე გამოვრთე ღუმელი და მთელი ღამით დავტოვე მასში, კარგად იყო გამომშრალი და მღთლა გემრიელი კი იყო, მაგრამ არ მომეწონა რომ სიმაღლე დაკარგა და გაიტყლარწა... ჩემო ჯადოქრებო გთხოვთ მასწავლოთ რაში დავუშვი შეცდომა კარგი?? რატომ არ დარჩა იგივე სიმაღლის ჩემი ბეზე??? გემახსოვრებათ ჩემი და ბეზეს ჭიდილი ადრე , ამ შემთხვევაში კი გამომივიდა, მაგრამ სიმაღლე მაინც დაკარგა და გვერდებში გაიწელა... მოვისმენ ნებისმიერ რჩევას ბეზესთან დაკავშირებით, ბოლო-ბოლო მინდა დავამარცხო და მოვიყვანო ჩემ ჭკუაზე 

ტყუილად იძახი რო არ გამომივიდაო, ეს ხომ ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებია smile.gif bis.gif

Posted by: rtuli 27 Apr 2010, 14:17
წკაპო
QUOTE
კიტრი მაწონში
ბოლოკისა და ქათმის სალათა
ნიგვზიანი ლობიო
მჭადი და ყველი
შებოლილი ორაგული სენდვიჩად
ფენოვანში გახვეული სოსისები
კექსი შაშხვლავითა და პარმიჯანოთო

პურ-ცომეული ბევრი გაქვს და თავი კერძი?
რამე ხორცით და ბოსტნეულით rolleyes.gif

volli35
QUOTE
უბრალოდ მეც ვაკეთებდი მაგ ვარიანტის ნამცხვარს .... ნუ უბრალოდ პავლოვა არ ერქვა .

ვიცი რომელსაც გულისხმობ,პირამიდასავით რომ ეწყობა არა?
მანდ ნამდვილად გამომშრალი უნდა ბეზეები.
პავლოვას ბეზე გარედან მშრალია და შიგნით ან სუფლესავით არის ან მოწელვადო მასა,სხვა რამეა.
მე მშრალი ბეზე არმიყვარს sad.gif,ნუ ძალიან ტკბილია .

mariaa
QUOTE
ამ კაცის ტკბილეულობაზე გიჯდებიან ბერძნები 

ტრანსლეიტი მაქვს და რეცეპტებს ისე ვიწერ smile.gif
რასაც ვერ ვთარგმნი ვხვდები როცა ვუყურებ.
ძალიან მომწონს,თან სხვებთან ერთად რომ ამზადებს ესეც მომწონს up.gif

Posted by: mariaa 27 Apr 2010, 14:22
annak
QUOTE
დღეისთვის გავაკეთე ხაჭაპური

love.gif
ეს კი ჩემი "ხაჭაპური" smile.gif
http://www.radikal.ru

Posted by: forumeli007 27 Apr 2010, 14:27
volli35

ვაცხვე თუ ვაშრე 100 გრადუსზე, 2 საათის მანძილზე და მთელი ღამით დავტოვე გამოსაშუშათ smile.gif

rtuli

მართალი ხარ! შაქრის პუდრი არ გამიცრია givi.gif და ძმარი და კრახმალი შევათქვიფე ... sad.gif
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რჩევებისთვის!!! rtuli ძალიან ძალიან კარგი გოგო ხარ!!!! 2kiss.gif 2kiss.gif ახლა მომავალში ჩიტის რძე მაქვს გეგმაში... გახსოვს მაშინდელი ჩემი "ჩაფლავების" ამბავი ???? givi.gif givi.gif givi.gif მაგრამ ახლა ძაააან შემართებით ვარ და ვნახოთ რა გამომივა biggrin.gif smile.gif

Posted by: catherina_10 27 Apr 2010, 14:31
mariaa
ასეთი ფერის რატომ არის ყველი?

Posted by: წკაპო 27 Apr 2010, 14:33
QUOTE (rtuli @ 27 Apr 2010, 12:17 )
წკაპო
QUOTE
კიტრი მაწონში
ბოლოკისა და ქათმის სალათა
ნიგვზიანი ლობიო
მჭადი და ყველი
შებოლილი ორაგული სენდვიჩად
ფენოვანში გახვეული სოსისები
კექსი შაშხვლავითა და პარმიჯანოთო

პურ-ცომეული ბევრი გაქვს და თავი კერძი?
რამე ხორცით და ბოსტნეულით rolleyes.gif

რთული, სუფრას არ ვშლი, ორ-სამ ლუკმიანი კანაპეების გაკეთებას ვაპირებ, „ებროპულათა“.

Posted by: n_j 27 Apr 2010, 14:34
mariaa
QUOTE
მალე გამოაბრძანეეე  მაინტერესებს

მთლიან ღრმა ფორმაში გავაკეტე და ისეთი ნაზი და სათუთი მასაა, არც კი ვიცი ლამაზად დაჭრას და ამოღებას თუ მოვახერხებ. იმედია არ დამეშლება, მინდა რომ ფოტოგენური იყოსbiggrin.gif

პ.ს. შენი სენდვიჩები შორიდან მიყვარს

Posted by: volli35 27 Apr 2010, 14:35
rtuli
QUOTE
ვიცი რომელსაც გულისხმობ,პირამიდასავით რომ ეწყობა არა?
მანდ ნამდვილად გამომშრალი უნდა ბეზეები.
პავლოვას ბეზე გარედან მშრალია და შიგნით ან სუფლესავით არის ან მოწელვადო მასა,სხვა რამეა.
მე მშრალი ბეზე არმიყვარს ,ნუ ძალიან ტკბილია .

არა იგივე სტილის კალათის ფორმისაა ისინი ..... მერე გულში ვყრი მოხალულ და თხლად დაჭრილ ნიგოზს ან თხილს და ზემოდან ვრთავ კრემ "აპარალით" ... აი რასაც ქვია დნება პირში .... ნუ ეს კრემი ხო საერთოდ ჩემპიონია კრემებს შორის

forumeli007
QUOTE
ვაცხვე თუ ვაშრე 100 გრადუსზე, 2 საათის მანძილზე და მთელი ღამით დავტოვე გამოსაშუშათ

ნუ მე ვაცხობ მთელი ღამის განმავლობაში ძალიან დაბალ ცეცხლზე .... გრადუსები არ ვიცი ზუსტად მაგრამ მინიმუმიმს მინიმუმზე .... ისე ვაყენებ რომ იმის მერე უკვე ჩაქრება ცეცხლი ..... არ ვიცი თუ მიგახვედრე ..... და ნუ კარებს ოდნავ გამოღებულს ვტოვებ ...... ვუდებ რამეს მიახლოვებით ერთ სანტიმეტრზე რომ იყოს ღია ...... ასე ქათქათა თეთრიც გამოდის ყველაფერთან ერთად

და ნუ ბეზესაც ეგეთი შეფარდებით არ ვაკეთებ კვერცხს და შაქარს

Posted by: WALLON 27 Apr 2010, 14:38
QUOTE (წკაპო @ 27 Apr 2010, 14:16 )
QUOTE (WALLON @ 27 Apr 2010, 12:12 )
წკაპო
QUOTE
კექსი შაშხვლავითა და პარმიჯანოთო

ლორი ჩაამატე

WALLON, rolleyes.gif შაშხვლავი და ლორი?
რაღაც ვერ წარმომიდგენია გემო.
მადლობა აზრის მოწოდებისათვის.

შაშხვლავი საერთოდ არ უნდა დამიჯერე,
წვრილად დაჭრილი ლორი და შაშხი უქენი,
კარგად დაბლენდერებული ხახვის და ნიორის და ქინძის ნარევი ცოტა კარაქში მოშუშული,
ქვემოთ ფორმაში მთლიანი ნიგვზები ჩაუწყვე და ცხობის დროს ლამაზად მოიწვება,
ყველს თუ უზამ პარმიჯანოს პეკორინო აჯობებს,
ასევე უხდება ცოტა მწვანე ფისტაშები

Posted by: saba444 27 Apr 2010, 14:39
წკაპო
სადაც ხართ,ტარხუნა იშოვება?თუ კი, გემრიელ სალათს შემოგთავაზებთ ქათმის ხორცით.

Posted by: ბესიკის26 27 Apr 2010, 14:43
volli35
QUOTE
ვრთავ კრემ "აპარალით"

gagvande ra kremia please!

Posted by: saba444 27 Apr 2010, 14:48
ნუ მაინც დავწერ: ქათმის სალათა ტარხუნით

მოხარშული ქათმის ხორცი წვრილად დავჭრათ,ვამატებთ დაჭრილ ტარხუნას,რაოდენობა-(მაგ. 500 გრ.-ზე დაახლოებით 4-5 კონა)
ბლომად ჭირდება და თან ძალიან უხდება, დავამატოთ მწვანე ხახვი,შავი პილპილი,მარილი გემოვნებით და მაიონეზი. უგემრიელესიაა up.gif up.gif up.gif

Posted by: წკაპო 27 Apr 2010, 15:16
QUOTE (WALLON @ 27 Apr 2010, 12:38 )
QUOTE (წკაპო @ 27 Apr 2010, 14:16 )
QUOTE (WALLON @ 27 Apr 2010, 12:12 )
წკაპო
QUOTE
კექსი შაშხვლავითა და პარმიჯანოთო

ლორი ჩაამატე

WALLON, rolleyes.gif შაშხვლავი და ლორი?
რაღაც ვერ წარმომიდგენია გემო.
მადლობა აზრის მოწოდებისათვის.

შაშხვლავი საერთოდ არ უნდა დამიჯერე,
წვრილად დაჭრილი ლორი და შაშხი უქენი,
კარგად დაბლენდერებული ხახვის და ნიორის და ქინძის ნარევი ცოტა კარაქში მოშუშული,
ქვემოთ ფორმაში მთლიანი ნიგვზები ჩაუწყვე და ცხობის დროს ლამაზად მოიწვება,
ყველს თუ უზამ პარმიჯანოს პეკორინო აჯობებს,
ასევე უხდება ცოტა მწვანე ფისტაშები

ვალონ, ვიცი, რასაც მეუბნები, თითქმის ჩვეულებრივი მარილიანი კექსია, ისე მაგასაც შევიტან სიაში.
კექსი შაშხვლავით, პარმიჯანოთი და ფიჭვის თხილით გიჭამია? უგემრიელესია.

QUOTE (saba444 @ 27 Apr 2010, 12:39 )
წკაპო
სადაც ხართ,ტარხუნა იშოვება?თუ კი, გემრიელ სალათს შემოგთავაზებთ ქათმის ხორცით.

იშოვება. yes.gif

Posted by: WALLON 27 Apr 2010, 15:29
წკაპო
QUOTE
კექსი შაშხვლავით, პარმიჯანოთი და ფიჭვის თხილით გიჭამია? უგემრიელესია.

არა ეგ არ გამისინჯია

აი ასეთს აკეთებს ჩემი ცოლი, ძალიან მევასება, მაგრამ ამის რეცეპტი არ ვიცი, თვითონ სახლში არ არის რომ ვკითხო

http://www.radikal.ru


Posted by: წკაპო 27 Apr 2010, 15:37
WALLON, დიდი მადლობა. მაქვს მაგის რეცეპტიც (ოღონდ მე ზეთისხილსაც ვამატებ ხოლმე), ჩემი საყვრაელი კერძების სიაშია. smile.gif

Posted by: rockataka 27 Apr 2010, 16:18
mariaa
QUOTE
ლობიანები

up.gif up.gif ხინკალის შემდეგ, ყველაზე ძალიან მიყვარს ლობიანი love.gif love.gif

Posted by: mariaa 27 Apr 2010, 16:50
catherina_10
QUOTE
ასეთი ფერის რატომ არის ყველი?

ჩედარია..არის უფრო ღია ფერის ჩედარიც smile.gif

n_j
QUOTE
პ.ს. შენი სენდვიჩები შორიდან მიყვარს

bis.gif
მათი კეთება მიყვარს და მიყვარს biggrin.gif

* * *
ჩემი პრინცესას ქუქიიიზ..
http://www.radikal.ru
დავამატე კვერცხი,სოდა,მარილი და ფქვილი
მიღებულ ცომს კი შევურიე ფერადი შოკოლადები
http://www.radikal.ru
და ცხვება ღუმელში
* * *
rockataka
QUOTE
ხინკალის შემდეგ, ყველაზე ძალიან მიყვარს ლობიანი

მაგრები არიან..მაინც მამა-პაპურია up.gif
* * *
თხელი ხრაშუნა ქუქიიზ..
http://www.radikal.ru

Posted by: tikunia-teiko 27 Apr 2010, 18:37
WALLON
წკაპო

ამის რეცეპტი მითხარით რა................................... რა გემრიელი რამე ჩანს

Posted by: keto22 27 Apr 2010, 19:02
ვანილი რომ არ ვუქნა რამმე ნამცხვარს დაშავდება რამე?
გამთავებია
ქმარი გვიან მოვა sad.gif

Posted by: volli35 27 Apr 2010, 19:08
QUOTE
ვანილი რომ არ ვუქნა რამმე ნამცხვარს დაშავდება რამე?

დაშავებით რა უნდა დაშავდეს??? უბრალოდ არომატი არ ექნება

Posted by: წკაპო 27 Apr 2010, 19:09
QUOTE (tikunia-teiko @ 27 Apr 2010, 16:37 )
WALLON
წკაპო

ამის რეცეპტი მითხარით რა................................... რა გემრიელი რამე ჩანს

http://forum.ge/?showtopic=33937461&view=findpost&p=17295271

Posted by: Maykuna 27 Apr 2010, 19:22
სადაბადებისდღეო... კიტრი მაწონში
მე მაპატიეთ მაგრამ ეს რამე განსხვავებული კერძია დაბადებისდღისთვის განკუთვნილი?

Posted by: rtuli 27 Apr 2010, 20:12
წკაპო
QUOTE
წკაპო

QUOTE
კიტრი მაწონში
ბოლოკისა და ქათმის სალათა
ნიგვზიანი ლობიო
მჭადი და ყველი
შებოლილი ორაგული სენდვიჩად
ფენოვანში გახვეული სოსისები
კექსი შაშხვლავითა და პარმიჯანოთო

QUOTE
რთული, სუფრას არ ვშლი, ორ-სამ ლუკმიანი კანაპეების გაკეთებას ვაპირებ, „ებროპულათა“.

რაკი აქ იკითხე ზნაჩიტ აზრის გამოხატვა,,მოჟნა,, smile.gif
თუ ,,ებროპულათა,,აკეთებ მაშინ მე ასე ვიზავდი:
ლობიოს+ნიგვზით ამოვაგდებდი.
მჭადებს+ყველით ამოვაგდებდი.
1.ბოლოკს ქათმის ხორცი იმდენად არა როგორც საქონლის უხდება yes.gif
2.კიტრის და მაწვნის სოუსს,ანუ ძაძიკს მოუხდება პატარა მოხვეული ბრინჯის ტოლმები ყურძნის ფოთოლში+მარტივი მოსამზადებელი და ეფეკტურია smile.gif
3.დახეხილ ყველის მასას დაუმატებდი ოოოდნავ ნიორს+მაიონეზს(რომ შეიკრას)პატარა გუნდაში ჩაუდებდი ან ნიგოზს ან ზეთის ხილს და ამოვავლებდი კრაბის ჩხირების ,დახეხილ მასაში.
4.მზა პოპოვერები იყიდება მე მგონი და მზა პაშტეტებიც,თუ არა პაშტეტი მოამზადე და ცოტა ნაღებში გათქვიფე.ამოავსე პოპოვერები(შუები).
თუ არა სულაც კრეკერებს გადავუსმევდი ლამაზად.
5.ძეხვეულის ნაკრებს შევიძენდი და ლამაზ სენდვიჩებს მოვამზადებდი,ან გარშემო შემოულაგებდი ფუნთუშებს+რამე გემრიელს დრესინგს და თვითონ სტუმრებს მივცემდი საშვალებას აეწყოთ თავის გემოზე,ჰო მჟავე კიტრიც ,ყველიც აუცილებლად იქნებოდა.
6. მოხარშული კვერცხებისგან სეგიძლია მოამზადო ლამაზი რაღაცეები,ანუ მაგალითად გულს ამოუღებდი+დანაყილი ნიგოზი+ბროწეულის მარცვლები და გამოვტენიდი,ნუ გემოზე შევანელებდი,წვრილ ინგრიდიენტებს აღარ ჩამოგითვლი,შენ არშეგეშლება smile.gif

თან მენიუ შეარჩიე იმის მიხედვით რა სასმელის დაყოლებას აპირებ ,მოკლედ ვისი დაბ .დღეა ისიც გვითხარი rolleyes.gif 2kiss.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 27 Apr 2010, 20:25
tos-ka
QUOTE
რასაც მე მაგ საფქვავიან ქილას დავეძებ! შენ კიდევ შეუბრალებლად ტეხაავ!

რად გინდა, მეც მაქვს სახლში rolleyes.gif

Posted by: kozet 27 Apr 2010, 20:39
mariaa
შენ მე გადამრევ რაააააა smile.gif
როგორ ასწრებ?
ქალი ვარო შენ უნდა თქვა, აღფრთოვანებული ვარ და + ნერწყვებმომდგარი biggrin.gif

Posted by: upwave 27 Apr 2010, 20:56
fermina
QUOTE
მე ცოტა სტაფილოსაც ვუკეთებ ხანდახან...

ძალიან უხდება. მეც ვუშვები ხოლმე.rtuli
QUOTE
რაკი აქ იკითხე ზნაჩიტ აზრის გამოხატვა,,მოჟნა,,
თუ ,,ებროპულათა,,აკეთებ მაშინ მე ასე ვიზავდი:
ლობიოს+ნიგვზით ამოვაგდებდი.
მჭადებს+ყველით ამოვაგდებდი.
1.ბოლოკს ქათმის ხორცი იმდენად არა როგორც საქონლის უხდება 
2.კიტრის და მაწვნის სოუსს,ანუ ძაძიკს მოუხდება პატარა მოხვეული ბრინჯის ტოლმები ყურძნის ფოთოლში+მარტივი მოსამზადებელი და ეფეკტურია
3.დახეხილ ყველის მასას დაუმატებდი ოოოდნავ ნიორს+მაიონეზს(რომ შეიკრას)პატარა გუნდაში ჩაუდებდი ან ნიგოზს ან ზეთის ხილს და ამოვავლებდი კრაბის ჩხირების ,დახეხილ მასაში.
4.მზა პოპოვერები იყიდება მე მგონი და მზა პაშტეტებიც,თუ არა პაშტეტი მოამზადე და ცოტა ნაღებში გათქვიფე.ამოავსე პოპოვერები(შუები).
თუ არა სულაც კრეკერებს გადავუსმევდი ლამაზად.
5.ძეხვეულის ნაკრებს შევიძენდი და ლამაზ სენდვიჩებს მოვამზადებდი,ან გარშემო შემოულაგებდი ფუნთუშებს+რამე გემრიელს დრესინგს და თვითონ სტუმრებს მივცემდი საშვალებას აეწყოთ თავის გემოზე,ჰო მჟავე კიტრიც ,ყველიც აუცილებლად იქნებოდა.
6. მოხარშული კვერცხებისგან სეგიძლია მოამზადო ლამაზი რაღაცეები,ანუ მაგალითად გულს ამოუღებდი+დანაყილი ნიგოზი+ბროწეულის მარცვლები და გამოვტენიდი,ნუ გემოზე შევანელებდი,წვრილ ინგრიდიენტებს აღარ ჩამოგითვლი,შენ არშეგეშლება 

თან მენიუ შეარჩიე იმის მიხედვით რა სასმელის დაყოლებას აპირებ ,მოკლედ ვისი დაბ .დღეა ისიც გვითხარი   

ვაიმე რა ფანტაზიაა. ეს უნდა ამოვბეჭდო და შევინახო 2kiss.gif

Posted by: djindjidrinji 27 Apr 2010, 21:56
წკაპო
QUOTE
კექსი შაშხვლავით, პარმიჯანოთი და ფიჭვის თხილით გიჭამია?


პარმიჯანოც გადმოაქართულეთ ბერემ რა... biggrin.gif


Posted by: Dr_Zuzumbo 27 Apr 2010, 22:11
QUOTE (წკაპო @ 27 Apr 2010, 15:16 )
QUOTE (WALLON @ 27 Apr 2010, 12:38 )
QUOTE (წკაპო @ 27 Apr 2010, 14:16 )
QUOTE (WALLON @ 27 Apr 2010, 12:12 )
წკაპო
QUOTE
კექსი შაშხვლავითა და პარმიჯანოთო

ლორი ჩაამატე

WALLON, rolleyes.gif შაშხვლავი და ლორი?
რაღაც ვერ წარმომიდგენია გემო.
მადლობა აზრის მოწოდებისათვის.

შაშხვლავი საერთოდ არ უნდა დამიჯერე,
წვრილად დაჭრილი ლორი და შაშხი უქენი,
კარგად დაბლენდერებული ხახვის და ნიორის და ქინძის ნარევი ცოტა კარაქში მოშუშული,
ქვემოთ ფორმაში მთლიანი ნიგვზები ჩაუწყვე და ცხობის დროს ლამაზად მოიწვება,
ყველს თუ უზამ პარმიჯანოს პეკორინო აჯობებს,
ასევე უხდება ცოტა მწვანე ფისტაშები

ვალონ, ვიცი, რასაც მეუბნები, თითქმის ჩვეულებრივი მარილიანი კექსია, ისე მაგასაც შევიტან სიაში.
კექსი შაშხვლავით, პარმიჯანოთი და ფიჭვის თხილით გიჭამია? უგემრიელესია.

QUOTE (saba444 @ 27 Apr 2010, 12:39 )
წკაპო
სადაც ხართ,ტარხუნა იშოვება?თუ კი, გემრიელ სალათს შემოგთავაზებთ ქათმის ხორცით.

იშოვება. yes.gif

წკაპო ჯან,
მაგ ფიჭვის ჯიშს, რომლის თხილიც მართლა ძალიან ნოყიერი და გემრიელია, კედარი ჰქვია user.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 27 Apr 2010, 22:21
QUOTE
შაშხვლავი

rolleyes.gif

შაშკვლავი
* * *
QUOTE
მწვანე ფისტაშები

ფსტა, ბუსტუღის ნუში



პ.ს. რაკიღა მცირე განმარტებები გახდა საჭირო

Posted by: n_j 27 Apr 2010, 22:47
WOMAN IN LOVE
QUOTE
ბუსტუღის ნუში

100 დან რამდენ გამოკითხულს ეცოდინება ამის მნიშვნელობა? biggrin.gif

Posted by: ლიკლიკა 27 Apr 2010, 22:52
Peppi
გავკეთე შენი ბოსტნეულის სალათა ქიშმიშით და ნიგვზით. ერთადერთი რაც შევცვალე ყველის სახეობაა, შემდეგში აუცილებლად ჰოლანდიური ყველით გავაკეთებ, მაგრამ მერწმუნე, ასეც სასწაულად გემრიელი გამოვიდა "პეპის სალათა" smile.gif
მოკლედ, დიდი მადლობა 2kiss.gif

სურათზე უკაცრავად,ტელეფონით გადავიღე biggrin.gif

Posted by: წკაპო 27 Apr 2010, 22:55
QUOTE (rtuli @ 27 Apr 2010, 18:12 )
წკაპო
QUOTE
წკაპო

QUOTE
კიტრი მაწონში
ბოლოკისა და ქათმის სალათა
ნიგვზიანი ლობიო
მჭადი და ყველი
შებოლილი ორაგული სენდვიჩად
ფენოვანში გახვეული სოსისები
კექსი შაშხვლავითა და პარმიჯანოთო

QUOTE
რთული, სუფრას არ ვშლი, ორ-სამ ლუკმიანი კანაპეების გაკეთებას ვაპირებ, „ებროპულათა“.

რაკი აქ იკითხე ზნაჩიტ აზრის გამოხატვა,,მოჟნა,, smile.gif
თუ ,,ებროპულათა,,აკეთებ მაშინ მე ასე ვიზავდი:
. . .

rtuli, დიდი მადლობა მენიუსათვის. 2kiss.gif სწორედ იმიტომ, ვიკითხე აქ, რომ თქვენი აზრი მაინტერესებდა.
აუცილებლად გავითვალისწინებ შენს რჩევებსა და შენიშვნებს.
საბოლოო მენიუს დღეობის მერე გაცნობებთ.

QUOTE (rtuli @ 27 Apr 2010, 18:12 )
ვისი დაბ .დღეა ისიც გვითხარი rolleyes.gif  2kiss.gif

თქვენი მონა-მორჩილი გიბერდებათ. baby.gif
პარიზში ვინმე იქნებით ორ კვირაში? wink.gif

Maykuna,
QUOTE (Maykuna @ 27 Apr 2010, 17:22 )
სადაბადებისდღეო... კიტრი მაწონში
მე მაპატიეთ მაგრამ ეს რამე განსხვავებული კერძია დაბადებისდღისთვის განკუთვნილი?

ძაძიკის ჩემებური სახეობაა.

n_j,
QUOTE (n_j @ 27 Apr 2010, 20:47 )
WOMAN IN LOVE
QUOTE
ბუსტუღის ნუში

100 დან რამდენ გამოკითხულს ეცოდინება ამის მნიშვნელობა? biggrin.gif

არა უშავს, ისწავლიან.
შენ გგონია პისტაშკის მნიშვნელობის ცოდნა დედის მუცლიდან დაგვყვა? war.gif

Posted by: n_j 27 Apr 2010, 23:24
პიცა
http://pix.ge/

ფარშირებული სოკო, საოცრად გემრიელია, მერწმუნეთ
http://pix.ge/

და ტირამისუს ინტერპრეტაცია, ღვთაებრივი დესერტი, მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე ინგრედიენტის შეცვლა მომიხდა(მასკარპონე და მარსალა თბილისში დეფიციტია) მაინც უგემრიელესი რამეა, წარმომიდგენია ნამდვილი იტალიური რა იქნება
http://pix.ge/

Posted by: ბესიკის26 27 Apr 2010, 23:26
წკაპო
QUOTE
არა უშავს, ისწავლიან.
შენ გგონია პისტაშკის მნიშვნელობის ცოდნა დედის მუცლიდან დაგვყვა?

შენ გაიხარე! yes.gif

Posted by: Neno_ 28 Apr 2010, 00:19
n_j
QUOTE
და ტირამისუს ინტერპრეტაცია

რომელი ყველით გააკეთე? იმ ბეკოთი? ბარემ შენი რეცეფტიც დაწერე რა?

mariaa
QUOTE
ჩემი პრინცესას ქუქიიიზ..

იქნებ უფრო დაწვრილებით დამიწერო ამის რეცეფტი და ცხობის ტექნიკა? user.gif

Posted by: djindjidrinji 28 Apr 2010, 00:49
n_j
QUOTE
მასკარპონე და მარსალა თბილისში დეფიციტია


მარსალა არ ვიცი და მასკარპონე გუდვილშია ვედრო მანეთად biggrin.gif (მთლად ვედრო მანეთად არა, მარა სულ არის ხოლმე და ძვირიც არ ღირს).

Posted by: volli35 28 Apr 2010, 00:55
ბესიკის26
QUOTE
gagvande ra kremia please!

ხვალ რა ........ დღეს რაღაც საშინლად ვერ მოვიცალე და ეხლა ისე მეძინება გავითიშE .... თან n_jს პიცა-სოკო-ტირამისუმ სულ ბოლო მომიღო ...
cry.gif cry.gif drug.gif

Posted by: nanana 28 Apr 2010, 01:03
mariaa
QUOTE
ჩემი პრინცესას ქუქიიიზ..



მუსკოვადოს უშვები ჰო? მაგის მერე თეთრ შაქრიან პეჩოებს აღარ ვაკეთებ.

დღეს ძაან შთამბეჭდავი დღე მქონდა და არ შემიძლია არ გაგიზიაროთ biggrin.gif:D. მე18 საუკუნის ვაჭრის სახლში ვიყავი, რომელში მოსახვედრადაც ვიწრო გამოქვაბულში ვიარე სანთლის შუქზე ერთი 5 სართულიbiggrin.gif და ჩემი გვერდების წყალობით კინაღამ გავიჭედეbiggrin.gif:D

ძაან მაგარი სახლი იყო ძველებური ავეჯით , ბუხრით, მოურავით, მოსამსახურეებით, რომლებიც ცეკვავდნე და მღეროდნენ და თან მენიუს გვაცნობდნენ. ელექტრო ენერგია არ იყო. მარტო სანთლები და გრძელი მაგიდები, როგორც ჩვენთან სეფებში biggrin.gif

ზუსტად ის კერძები და ცოცხალი მუსიკა, რომელიც ამ დროს იყო პოპულარული ამ ტერიტორიაზე. კერძები: ველური ტახი ღვინოში, კურღელი სოკოს სოუსით, ირმის სოსისიbiggrin.gif და ეს ყველაფერი მორთმეული კომბოსტოს ჯემთან ერთად givi.gif sad.gif( ბოლოს ვახშამი დასრულდა იოგურტმოსხმული დაშაქრული ვარდებით. ამ უკანასკნელს ჩემს გარდა პირი არავინ არ დააკარა biggrin.gif არადა არ იყო ცუდი. ერთი 3 ბუტონი ვარდი მაქვს ნაჭამი biggrin.gif

Posted by: rtuli 28 Apr 2010, 01:14
nanana
QUOTE
კომბოსტოს ჯემთან ერთად

მდას,რა სუფრა გააფუჭეს .
ნუ მე ხორცეულს ვახდენ ცოტა ტკბილს მაგრამ,კომბოსტოს ჯემი,ეს უკვე სადიზმის ტოლფასია user.gif

QUOTE
ერთი 3 ბუტონი ვარდი მაქვს ნაჭამი 

გილოცავ biggrin.gif

QUOTE
მე18 საუკუნის ვაჭრის სახლში ვიყავი

საინტერესო სანახაობა იქნებოდა ნამდვილად,დიდი სიამოვნებით ვიბოდიალებდი და არც გამახსენდებოდა საჭმელი smile.gif

Posted by: shumeri 28 Apr 2010, 01:22
rtuli
QUOTE
ძმრის მაგივრად სხვა დროს ლიმონ მჭავას დავამატებ ,ის უცვლის ბეზესაც ფერს.

და ნინო, ვიდეოს ვუყურე და ის ბერძენი რომ არ უშვება ძმარს? ან ლიმონმჟავას?

Posted by: djindjidrinji 28 Apr 2010, 01:26
rtuli

გეხვეწები, შენი სირნიკების რეცეპტი მომე რაა, 2 საათია ვეძებ და უშედეგოდ sad.gif

Posted by: rtuli 28 Apr 2010, 01:28
shumeri
QUOTE
და ნინო, ვიდეოს ვუყურე და ის ბერძენი რომ არ უშვება ძმარს? ან ლიმონმჟავას?

საერთოდ სიმჟავე სიმაგრეს სძენს ცილებს იმიტომაც ამატებენ.ანუ ზოგი ამატებს ზოგი არა.
მე ორივე ვარიანტი გამომიყენებია და სიმართლე გითხრა სხვაობა ვერ დავინახე დიდი rolleyes.gif
ასე რომ შეგიძლია გამორიცხო.

Posted by: წკაპო 28 Apr 2010, 09:25
QUOTE (nanana @ 27 Apr 2010, 23:03 )
ერთი 3 ბუტონი ვარდი მაქვს ნაჭამი biggrin.gif

nanana,
ახლა არ მითხრა სიტყვა „კოკორი“ არ გამიგიაო. mad.gif

Posted by: rockataka 28 Apr 2010, 10:22
QUOTE
დღეს გავაკეთე

დილაადრიან ველო სპორტის შემდეგ, სალათი

http://www.radikal.ru

Posted by: nite 28 Apr 2010, 11:14
მე ქათამი მოვხარშე, კიდევ ორი კვერცხი, დავჭერი ჰოლანდიური ყველი, და დღევანდელი სადილისთვის სამსახურში წამოვიღე, დილით კარაქიან პურსაც გეახელით, უშაქრო ყავით, აბა გამოიცანით რომელ დიეტაზე ვარ biggrin.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 28 Apr 2010, 11:33
QUOTE (rtuli @ 28 Apr 2010, 01:28 )
shumeri
QUOTE
და ნინო, ვიდეოს ვუყურე და ის ბერძენი რომ არ უშვება ძმარს? ან ლიმონმჟავას?

საერთოდ სიმჟავე სიმაგრეს სძენს ცილებს იმიტომაც ამატებენ.ანუ ზოგი ამატებს ზოგი არა.
მე ორივე ვარიანტი გამომიყენებია და სიმართლე გითხრა სხვაობა ვერ დავინახე დიდი rolleyes.gif
ასე რომ შეგიძლია გამორიცხო.

ბეზეს ათქვეფის სტიმულაციისათვის საუკეთესო ნივთიერება "ღვინის ქვაა".
აქ, ნებისმიერ აფთიაქში იყიდება.
თუ სპილენძის ჭურჭელში გათქვიფავთ, მაშინ არც არაფერი არ დაგჭირდებათ- სპილენძის ჭურჭლიდან მიიღებს საჭირო ნივთიერებას(ჯანმთელობისათვის უსაფრთხოს)

http://ru.wikipedia.org/wiki/Винный_камень

Posted by: rtuli 28 Apr 2010, 11:42
Dr_Zuzumbo
QUOTE
სპილენძის ჭურჭელში

სად გვაქვს მაგის ბედნიერება sad.gif,თუნდაც რომ ვუყუროთ შორიდან არც მაგის ბედნიერება გვაქვს.
ძალიან ძვირია კარგი ხარისხის სპილენძის ჭურჭელი.

QUOTE
"ღვინის ქვაა".
აქ, ნებისმიერ აფთიაქში იყიდება.

არც ეს იყიდება ჩვენთან,ამიტომ ვიყენებთ იმას რაც გვაქვს smile.gif
მე ვიკითხე აფთიაკებში და თვალები სამკუთხედები გაუხდათ .

მიუხედავათ იმისა რომ,ვცდილობთ გამოვიყენოთ ის რაც გვაქვს, ვთვლი რომ ჩვენთან უფრო გემრიელი ნამცხვრები ცხვება ვიდრე სხვაგან smile.gif
განსაკუთრებულად გამოვყობ ხილის ნამცხვრებს რომლებსაც ნატურალური, გემრიელი გემო აქვთ,რითიც ნამცხვარს ხდიან განუმეორებელს.

Posted by: Dr_Zuzumbo 28 Apr 2010, 11:57
QUOTE (rtuli @ 28 Apr 2010, 11:42 )
სად გვაქვს მაგის ბედნიერება sad.gif,თუნდაც რომ ვუყუროთ შორიდან არც მაგის ბედნიერება გვაქვს.
ძალიან ძვირია კარგი ხარისხის სპილენძის ჭურჭელი.

რავარია, ჰა?
გული არ შეგიწუხდეს gigi.gif

Posted by: tavadze 28 Apr 2010, 12:02
Dr_Zuzumbo
QUOTE
რავარია, ჰა?

ბრწყინვალე.
ჩვენ მართლაც როდის მივალთ მაგ დონეზე!!!

Posted by: Dr_Zuzumbo 28 Apr 2010, 12:09
QUOTE (rtuli @ 28 Apr 2010, 11:42 )
არც ეს იყიდება ჩვენთან,ამიტომ ვიყენებთ იმას რაც გვაქვს smile.gif
მე ვიკითხე აფთიაკებში და თვალები სამკუთხედები გაუხდათ .

უჰ, მაქაურ აფთიაქში პლანი უფრო ექნებათ, ვიდრე ღვინის ქვა.
მეღვინეებსა ჰკითხე- ეგენი იყენებენ და მათი "საბ პროდუქტიცაა"

Posted by: rtuli 28 Apr 2010, 12:11
Dr_Zuzumbo
QUOTE
რავარია, ჰა?

კარგია smile.gif

აბა ჩემი ნიკოლოზის დროინდელი სპილენძის ვედრო რავარია ჰა boli.gif
http://pix.ge/

Posted by: annak 28 Apr 2010, 12:14
Dr_Zuzumbo
QUOTE
რავარია, ჰა?
გული არ შეგიწუხდეს

rtuli
QUOTE
აბა ჩემი ნიკოლოზის დროინდელი სპილენძის ვედრო რავარია ჰა

ძალიან კარგია smile.gif up.gif
QUOTE
შამპანურის ჩასაციებელსა ჰგავს ფორმით

მეც მგონია რო ეგაა smile.gif
QUOTE
მაგრამ თქვენ, თვალს მაინც დაალევიეთ წყალი

მადლობა smile.gif
სამზარეულოს კარგი "აქსესუარების" დათვალიერებაც კი მიყვარს smile.gif

nanana
QUOTE
დღეს ძაან შთამბეჭდავი დღე მქონდა და არ შემიძლია არ გაგიზიაროთ

მართლა შთამბეჭდავია
და სად ხარ?
QUOTE
კომბოსტოს ჯემთან ერთად

baby.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 28 Apr 2010, 12:24
QUOTE (rtuli @ 28 Apr 2010, 12:11 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
რავარია, ჰა?

კარგია smile.gif

აბა ჩემი ნიკოლოზის დროინდელი სპილენძის ვედრო რავარია ჰა boli.gif
http://pix.ge/

მშვენიერი, ოღონდ სარტყელები და სახელური მოგვიანებით მიმაგრებულსა ჰგავს. წესით, ორიგინალში ან ბრინჯაოსი უნდა იყოს , ან უკიდურეს შემთხვევაში თითბერის.
შამპანურის ჩასაციებელსა ჰგავს ფორმით
*****************************
P.S.
მე ქე მაქვს ამათი პროდუქციის ყიდვის ბედნიერება- ტარ ტატენის საცხობი ტაფა დიდი ხანია ჩემს სამზარეულოს ამშვენებს, მაგრამ თქვენ, თვალს მაინც დაალევიეთ წყალი gigi.gif
:ბოროტი კულინარის სიცილაკი:
http://www.mauvielusa.com/

Posted by: rtuli 28 Apr 2010, 12:40
Dr_Zuzumbo
QUOTE
შამპანურის ჩასაციებელსა ჰგავს ფორმით

არა შამპანიურისთვის დიდია 8ლიტრიანია ან ცოტა მეტიც.
სახელურებზე არვიცი არაფერი,მიდგას ასე უქმად მაგრამ ლამაზია smile.gif

QUOTE
საცხობი ტაფა დიდი ხანია ჩემს სამზარეულოს ამშვენებს

გემრიელი ტატენების ცხობას გისურვებთ yes.gif

თუ მშვიდობა იქნა მეც მეღირსება მომოვალ წელს სპილენძის ჭურჭლის შეძენა smile.gif
ისე ეტყობა სპეციალურად დამუშავებულია სამზარეულოს სპილენძი,თორე რამდენადაც ვიცი მწვანდება.

კარგი საიტია და ჭურჭელიც,ბოროტი ხართ biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 28 Apr 2010, 12:49
Dr_Zuzumbo
მარტო თავსახური ღირს

67.00
On Sale 33.50

cry.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 28 Apr 2010, 12:52
QUOTE (rtuli @ 28 Apr 2010, 12:40 )
ისე ეტყობა სპეციალურად დამუშავებულია სამზარეულოს სპილენძი,თორე რამდენადაც ვიცი მწვანდება.

კარგი საიტია და ჭურჭელიც,ბოროტი ხართ biggrin.gif 2kiss.gif

მოუკალავ სპილენძის ჭურჭელში შეწვა, ან მოხარშვა, მოწამლვას ნიშნავს. ამიტომაც კალავდენ ადრე სპილენძს. სხვა საქმეა ბეზეს ათქვეფა- ამ შემთხვევაში არაფერი არც იწვება და არც იხარშება, პირიქით, ცილა ღებულობს ბეზესათვის საჭირო კომპონენტს. თანამედროვე სპილენძის ჭურჭლებში კალის მაგივრად(რომელიც ასევე საზიანოა ჯანმთელობისათვის) ხმარობენ უჟანგავ ფოლადს. ამ საითზე სპილენძის ჭურჭელის სურათებს თუ დაუკვირდებით, ყველა ტაფასა და ქვაბს თხელი უჟანგავი ფოლადი აქვს გამოკრული.
ზოგიერთი იკითხავს: სპილენძი რაღა ჯანდაბად არის საჭიროო. საქმე იმაშია, რომ სპილენძი იდელურად თანაბრად ცხელდება და ამიტომ არის მშვენიერი მასალა სამზარეულოს ჭურჭლისათვის.
* * *
QUOTE (WOMAN IN LOVE @ 28 Apr 2010, 12:49 )
Dr_Zuzumbo
მარტო თავსახური ღირს

67.00
On Sale 33.50

cry.gif

ძვირია, რა თქმა უნდა, მაგრამ სამაგიეროდ შვილებსა და შვილთაშვილებსაც დარჩებათ მოსახმარად და თვალის გასახარად.
ისე, ადამიანს თუ საშუალო დონის შემოსავალი აქვს, მაშინ ჯობს ერთი იყიდო და ხარისხიანი, ვიდრე იაფი და უხარისხო- იაფი პერსპექტივაში უფრო ძვირი დაგიჯდება . მახსოვს, როცა სახლისათვის ავეჯს ვყიდულობდი, გადავწყვიტე, რომ იმდენს შევაგროვებდი, რათა ხარისხიანი და ესთეტურად მოდის ცვალებადობაზე აცრილი მეყიდა. გავიჭირვე, მაგრამ ისეთი ვიყიდე, რომელსაც 3 თაობის გარანტიაც მოჰყვა და თვალსაც ახარებს. თან გარემოსა და ბუნებასაც არ აბინძურებ, რადგან ასეთ ნივთებს სანაგვეზე არა ყრიან- დაიცავით დედაბუნება biggrin.gif

Posted by: rtuli 28 Apr 2010, 13:07
WOMAN IN LOVE
QUOTE
მარტო თავსახური ღირს

http://www1.macys.com/catalog/product/index.ognc?ID=250528&CategoryID=38107
user.gif

Dr_Zuzumbo
QUOTE
ყველა ტაფასა და ქვაბს თხელი უჟანგავი ფოლადი აქვს გამოკრული

მაშინ კარგი ხარისხის არანაკლებ ძვირიანი ორმაგი ძირით ყველაფერს ჯობია smile.gif

Posted by: n_j 28 Apr 2010, 13:12
Neno_
QUOTE
რომელი ყველით გააკეთე? იმ ბეკოთი? ბარემ შენი რეცეფტიც დაწერე რა?


კი, ბუკო რქმევია, ძალიან გემრიელი, ნაზი და ნაღების არომატიანი ყველია, ყველი რატომ ჰქვია ვერ გავიგე, ისეთი არა ყველური მასაა, რეცეპტს დავდებ შესაბამის თემაში, საკონდიტროში
http://pix.ge/
djindjidrinji
QUOTE
მარსალა არ ვიცი და მასკარპონე გუდვილშია ვედრო მანეთად  (მთლად ვედრო მანეთად არა, მარა სულ არის ხოლმე და ძვირიც არ ღირს).

ადრე არ ქონდათ და ეხლა დამეზარა სპეციალურად გასვლა, სხვა დროისთვის გავითვალისწინებ, ის ყველიც მაგარი გემრიელია, რომელიც მე გამოვიყენე

Posted by: likaterine 28 Apr 2010, 13:22
n_j
QUOTE
და ტირამისუს ინტერპრეტაცია, ღვთაებრივი დესერტი, მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე ინგრედიენტის შეცვლა მომიხდა(მასკარპონე და მარსალა თბილისში დეფიციტია) მაინც უგემრიელესი რამეა, წარმომიდგენია ნამდვილი იტალიური რა იქნება



აუუუ მინდა. ნმადვილი მართლაც რომ უძალიანმაგრესია. რამდენი ხანია მაგის პეჩენიები კარადაში მიდევს და ვერ მოვიცალე რომ გავაკეთო. აბა მომიყევი როგორ გააკეთე მასკარპონეს გარეშე?

Posted by: viko 28 Apr 2010, 13:32

n. j.
ძალიან მომეწონა თქვენი ნახელავი...თუ შეიძლება სოკოს რეცეპტიც დაგვიწერეთ
rockataka
რა კარგი სალათი ჩანს... საგაზაფხულო

Posted by: წკაპო 28 Apr 2010, 14:04
QUOTE (Dr_Zuzumbo @ 28 Apr 2010, 09:33 )
ბეზეს ათქვეფის სტიმულაციისათვის საუკეთესო ნივთიერება "ღვინის ქვაა".
...

http://ru.wikipedia.org/wiki/Винный_камень

„ღვინის ქვა“ მთხლის ძირითადი შემადგენელი ნაწილია.

Posted by: n_j 28 Apr 2010, 14:05
likaterine
QUOTE
აბა მომიყევი როგორ გააკეთე მასკარპონეს გარეშე?

აქ დავწერე
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=266&Itemid=55
ზემოთ რომ დავდე ფოტო ის ყველი გამოვიყენე

viko
QUOTE
თუ შეიძლება სოკოს რეცეპტიც დაგვიწერეთ

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=267&Itemid=55

Posted by: viko 28 Apr 2010, 14:20
n. j
ზემოდან რა ალგია ტირამისუს?
იქნებ გამოგადგეთ ტირამისუს ჩალაგებამდე ფორმას ჩავუფინოთ საკვებისათვის განკუთვნილი ცელოფანი. ამოღებას გაგიადვილებთ, ცელოფანს კი ნამცხვრის ქვემოდან იოლად გამოაცურებთ.

Posted by: likaterine 28 Apr 2010, 14:44
n_j
QUOTE
ზემოთ რომ დავდე ფოტო ის ყველი გამოვიყენე


ვიცი ეს ყველი, მიყვარსsmile.gif მადლობაა

Posted by: Miss_Nata 28 Apr 2010, 15:02
n_j
იმდენად გასაგებად და მარტივად გიწერიათ,რომ მგონი შევძლებ მომზადებას 2kiss.gif + ულამაზესი ფოტოა

Posted by: Neno_ 28 Apr 2010, 15:34
n_j
QUOTE
რეცეპტს დავდებ შესაბამის თემაში, საკონდიტროში

ვნახე დიდი მადლობა.. მაგრამ მაგ პორციებისთვის 150 გრამი შაქარი ჩემთვის არის უზომოდ ტკბილი, არ გამოგივდა ძაან ტკბილი?

მე 500 გრამ ყველას და 200 გრამ ნაღებზე ზუსტად 3 სადილის კოვზ (უზომოდ მოწვერილს არა, ნორმალურს) ყავისფერ შაქარს ვაყრი (ანუ დაახლ 50 გრამს) და მაინც ცოტა იკბინება სიტკბო biggrin.gif მარა იქნებ თბილისური შაქარია უტკბილო, ხო ამბობენ მაგას biggrin.gif

Posted by: rtuli 28 Apr 2010, 16:38
კიდევ ერთი ქურდი საიტი გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში!
ყველაზე სასაცილო ის არის რომ ჩვენგან მოპარულ რეცეპტებს აქვეყნებს თავის საიტზე და მერე აქ გვიდევს ვითომ და თავის რეცეპტებს biggrin.gif

ღმერთო ჩემო რა ,,ჭკვიანი,, ადამიანები არიან ჩვენს გარშემო!

მე თვითონ ვიხილე ჩემი რეცეპტები+ჩემივე სურათებით,მოვითხოვ ამოშლას მაგ საიტიდან!
უნამუსოობას საზღვარი არ აქვს მოკლედ
http://mzareuli.ucoz.com/


aks75
თქვენს საიტზე ვიხილე ჩემი რეცეპტები+სურათებიც და უნამუსობას საზღვარი არ აქვს!
მოვითხოვ გაუქმებას!!!
მე თქვენთვის ნებართვა არ მომიცია,ჩემი რეცეპტებით ისარგებლოთ და სურათებით მითუმეტეს!

Posted by: mariaa 28 Apr 2010, 16:57

Neno_
QUOTE
იქნებ უფრო დაწვრილებით დამიწერო ამის რეცეფტი და ცხობის ტექნიკა? 

ფერადი შოკოლადების ქუქიზ

1,5ჭ ფქვილი
1/2 ჭიქა თეთრი შაქარი
1/2 ჭიქა შავი შაქარი
150გ უმარილო კარაქი
1/2ჩ/კ მარილი
1/2ჩ/კ სოდა
1/2ჩ/კ ვანილი
1კვერცხი
125გ ფერადი შოკოლადები

კარაქს და შაქარს თქვიფავ ერთად..ამატებ კვერცხს,მარილს,ვანილს,სოდას,ფქვილს და ისევ თქვიფავ სანამ ცოტა მაგარ ცომს არ მიიღებ.
ამატებ ფერად შოკოლადის ბურთულებს და კოვზით აურევ ერთმანეთში.
წყალში დაისველე ხელები და ისე გააკეთე მრგვალ ფორმებად.ზომა და სისქე როგორიც შენ გინდა..
უკვე გახურებულ ღუმელში(როგორც ყოველთვის)180-200გრადუსზე 7-8წუთი.
გამოდის 10-12ცალი.


enjoy...

nanana
QUOTE
მუსკოვადოს უშვები ჰო? მაგის მერე თეთრ შაქრიან პეჩოებს აღარ ვაკეთებ.

yes.gif ..მეც მეორე გაკეთებაზე თეთრს საერთოდ აღარ შევურევ smile.gif
n_j
მაგარი ხარ up.gif

* * *
ხალადეცი..ხორცსაც ვურევ ყოველთვის და ესე მოგვწონს..
ბალზამიკოს სიროფით მოსხმული კი სუპერ smile.gif
http://www.radikal.ru

Posted by: djindjidrinji 28 Apr 2010, 17:11
rtuli

რთულოო, სირნიკების რეცეპტს ვეძებ შენსას და ვერ ვიპოვე ვერაფრით, ნოსომ ტკნი, გეხვეწები biggrin.gif

Posted by: tuta_tuta 28 Apr 2010, 17:31
მასკაპონე თუ ვერ ვნახე ტირამისუსთვის სხვა რა ყველი შეიძლება გამოვიყენო?

Posted by: BadbadGirl 28 Apr 2010, 17:41
გადარეულები ხართ თქვენ smile.gif 2kiss.gif 2kiss.gif
რეები დაგიმზადებიათ კაცს სულ რომ არ შიოდეს მაინც წასძლევს სული.

Posted by: tasikuna-taso 28 Apr 2010, 17:44
djindjidrinji
http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=525&#entry14990547rtuli-ი გაგვიბრაზეს. გავკადნიერდები და მის ნაცვლად დაგეხმარები.

Posted by: viko 28 Apr 2010, 17:44
mariaa
არაჩვეულებრივია

შოკოლადის ტორტი

http://image.geotorrents.com/

Posted by: mariaa 28 Apr 2010, 17:47
kozet
QUOTE
როგორ ასწრებ?

განწყობაა მთავარი და ყველაფერი მაგრად იქნება smile.gif
QUOTE
ქალი ვარო შენ უნდა თქვა, აღფრთოვანებული ვარ

thaaaaanks kiss.gif kiss.gif
QUOTE
ნერწყვებმომდგარი

თან შენს მდგომარეობაში ორმაგად არა? biggrin.gif

Posted by: Ssalome 28 Apr 2010, 17:47
მიშველეთ რააა კარგებო და საყვარლებო,, შოკოლადის ტორტს ვეძებ, პილპილით როა, ვერსად ვერ მივაგენი და იქნებ ლინკი დაგიგდოთ user.gif

Posted by: mariaa 28 Apr 2010, 17:53
Ssalome
QUOTE
შოკოლადის ტორტს ვეძებ, პილპილით

ალბათ აი ამ რეცეპტს გულისხმობ
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=212&Itemid=55

Posted by: volli35 28 Apr 2010, 17:54
viko
ვაიმე რა ვიდზეა ეს ტორტი .... როგორ მიყვარს თან შოკოლადის .... იF

პ.ს. ისე გეძებე გუშინ ფლორადა ფაუნაში და ვერ ვნახე შენი პოსტი

Posted by: mariaa 28 Apr 2010, 17:56
viko
QUOTE
შოკოლადის ტორტი

ლამაზიააა up.gif

Posted by: viko 28 Apr 2010, 17:59
volli
დღეს მოგწერე... ყვავილებში

Posted by: volli35 28 Apr 2010, 17:59
viko
სახლში მივალ ეხლა და ვნახავ

Posted by: annak 28 Apr 2010, 17:59
viko
QUOTE
შოკოლადის ტორტი

ულამაზესია smile.gif

Posted by: Ssalome 28 Apr 2010, 17:59
QUOTE (mariaa @ 28 Apr 2010, 17:53 )
Ssalome
QUOTE
შოკოლადის ტორტს ვეძებ, პილპილით

ალბათ აი ამ რეცეპტს გულისხმობ
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=212&Itemid=55

ზუუუსტად ეგ bis.gif bis.gif
ძალიან დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: keto22 28 Apr 2010, 18:04
rtuli
დამეხმარეეთ
ამ კრემში შეიძლება მარგარინი ვიხმარო კარაქის მაგივრაად?
იქნებ სხვამ იცოდეს მიპასუხეთ რაა

http://forum.ge/?f=82&showtopic=34069529&st=210

მადლობთ

Posted by: Miss_Nata 28 Apr 2010, 18:05
viko
მნიამ,მნიამ,ალბათ რა გემრიელია love.gif

Posted by: keto22 28 Apr 2010, 18:09
პ.ს დღეს დღეს ესენი გავაკეთე და ძალიან გემრიელია
სურათი ვერ გადავუღე წაიღეს აპარატი sad.gif
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=181

Posted by: tasikuna-taso 28 Apr 2010, 18:41
QUOTE
მ კრემში შეიძლება მარგარინი ვიხმარო კარაქის მაგივრაად?
იქნებ სხვამ იცოდეს მიპასუხეთ რაა


ალბათ "ჩიტის რძე"-ს კრემს გულისხმობ.
კი შეიძლება, რატომაც არა,

Posted by: n_j 28 Apr 2010, 18:54
Neno_
QUOTE
ვნახე დიდი მადლობა.. მაგრამ მაგ პორციებისთვის 150 გრამი შაქარი ჩემთვის არის უზომოდ ტკბილი, არ გამოგივდა ძაან ტკბილი?

მე 500 გრამ ყველას და 200 გრამ ნაღებზე ზუსტად 3 სადილის კოვზ (უზომოდ მოწვერილს არა, ნორმალურს) ყავისფერ შაქარს ვაყრი (ანუ დაახლ 50 გრამს) და მაინც ცოტა იკბინება სიტკბო  მარა იქნებ თბილისური შაქარია უტკბილო, ხო ამბობენ მაგას

შეგიძლია მოაკლო, აქაგური შაქარი მართლა უტკბოა

Posted by: rtuli 28 Apr 2010, 19:00
tasikuna-taso
მადლობა 2kiss.gif
djindjidrinji
გასული ვიყავი და გიპასუხეს უკვე smile.gif

keto22
QUOTE
ამ კრემში შეიძლება მარგარინი ვიხმარო კარაქის მაგივრაად?

მე არვამზადებ მარგარინზე კრემებს,ანუ გემო არ მომწქონსა რატომღაც.
თუ შენ ხმარობ მარგარინს გამოიყენე,მგონი ვიტამია კარგი,ასე ვიცი.

Posted by: faustina 28 Apr 2010, 19:53
ბადრიჯანი ხორცითა და ყველით smile.gif

http://www.radikal.ru

Posted by: nanana 28 Apr 2010, 19:53
წკაპო,

biggrin.gif
ყველა ბუტონი კოკორი არ არის biggrin.gifannak
annak

ტალინში smile.gif

Posted by: Neno_ 28 Apr 2010, 20:00
mariaa
QUOTE
ფერადი შოკოლადების ქუქიზ

სენქ იუ.. 2 კვირაში უნდა გავაკეთო biggrin.gif ეხლა უტკბილო დიეტაზე ვარ biggrin.gif

Posted by: nanana 28 Apr 2010, 20:08
rtuli
QUOTE

მდას,რა სუფრა გააფუჭეს .
ნუ მე ხორცეულს ვახდენ ცოტა ტკბილს მაგრამ,კომბოსტოს ჯემი,ეს უკვე სადიზმის ტოლფასია 


მტერმა ჭამა ისეთი იყო biggrin.gif


კიდევ მაქვს ერთი დესერტი-მიგნებ. ოღOნდ ჩემი მიგნება არა biggrin.gif:D

მოხალული ნუში ყავისფერ შაქარში+ კორიცა+ შავი წიწაკა.

აი საოცარი გემო! საააოცაარიიი biggrin.gif yes.gif

Posted by: BadbadGirl 28 Apr 2010, 20:42
ამ საღამოს ვიყიდე ოსობუკოს ნაჭრები smile.gif
მაგრამ რეცეპტს ვერ ვპოულობ რომ გავაკეთო.
დამეხმარეთ ფლიზ smile.gif

მადლობა წინასწარ.

Posted by: aranormaluri 28 Apr 2010, 21:07
ამ თემაში ყოველ დღე შემოვდივარ და კმაყოფილი გავდივარ up.gif არ ვიცი რატომ.


Posted by: viko 28 Apr 2010, 22:13
faustina
თქვენი ყველა კერძი ორიგინალურია, ფოტოც ძალიან მომწონს
up.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 28 Apr 2010, 22:35
BadbadGirl
QUOTE
ამ საღამოს ვიყიდე ოსობუკოს ნაჭრებიმაგრამ რეცეპტს ვერ ვპოულობ რომ გავაკეთო. დამეხმარეთ ფლიზ

http://forum.ge/?showtopic=33695603&f=&st=570&#entry8762019

Posted by: BadbadGirl 28 Apr 2010, 23:01
WOMAN IN LOVE
2kiss.gif 2kiss.gif bis.gif

ჯერ ორი ნაჭერი ვიყიდე მხოლოდ. თუ კარგი გამომივიდა კიდევ ვიყიდი.

Posted by: tikunia-teiko 28 Apr 2010, 23:17
rtuli
გამარჯობათ. შეკითხვა მაქვს. თქვენი უნივერსალური ცომით ხაჭაური რომ მოვამზადო გამოვა? თუ მხოლოდ ღვეზელებისთვისაა? წინასწარ გმადლობთ 2kiss.gif

Posted by: rtuli 28 Apr 2010, 23:29
tikunia-teiko
QUOTE
გამარჯობათ. შეკითხვა მაქვს. თქვენი უნივერსალური ცომით ხაჭაური რომ მოვამზადო გამოვა? თუ მხოლოდ ღვეზელებისთვისაა? წინასწარ გმადლობთ

გაგიმარჯოს smile.gif
რატომაც არა,გამოვა.
აი კიდევ სხვა მაწვნიანი ესეც გემრიელი და ფაფუკი ცომია
http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=735&#entry18424804

faustina
QUOTE
ბადრიჯანი ხორცითა და ყველით

რა დაწითლებულია love.gif

nanana
QUOTE
მოხალული ნუში ყავისფერ შაქარში+ კორიცა+ შავი წიწაკა.

აი საოცარი გემო! საააოცაარიიი

საოცრად ცხარე და გარბენინა,თუ საოცრად სასიამოვნო და ჩაგაკაიფა biggrin.gif rolleyes.gif

Posted by: faustina 28 Apr 2010, 23:36
rtuli
QUOTE
რა დაწითლებულია

smile.gif კი დაწითლებულია ... გემრიელი გამოვიდა smile.gif
ჩემი ღუმელის ინსტრუქცია დავკარგე და ამერია რომელი რას აკეთებს sad.gif , მართო ნამცხვრის ვიცი და დანარჩენი რომელი გრილია, რომელი თეთრ ხორცსა და წითელ ხორცს წვავს, არ ვიცი, ამითომ დიდი მარჩიელობის შემდეგ რომელიღაცაზე დავაყენე და ალბათ ამის ბრალიზაა, რომ ზევიდან დაიბრაწა ძალიან ...


viko
QUOTE
თქვენი ყველა კერძი ორიგინალურია, ფოტოც ძალიან მომწონს

2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: rtuli 28 Apr 2010, 23:55
faustina
QUOTE
და ალბათ ამის ბრალიზაა, რომ ზევიდან დაიბრაწა ძალიან ...

მე მიყვარს დამწვარი ზედაპირი,ან ქვედა ნაწილი როცა ოდნავ მეტად გადაიბრაწება smile.gif yes.gif

Posted by: BadbadGirl 29 Apr 2010, 00:03
მკვლელი ღვეზელი წაბლის კრემით და კონიაკით. http://tomushka.blogspot.com/2010/04/killer-pie.html

user posted image

Posted by: faustina 29 Apr 2010, 00:23
BadbadGirl
QUOTE
მკვლელი ღვეზელი წაბლის კრემით და კონიაკით

რა მაგარიაააააა,


ამ წუთში მეც ვაკეთებ ვაშლის პეროგს ბეეევრი ვასლებიით smile.gif


Posted by: volli35 29 Apr 2010, 00:28
BadbadGirl
აუუუუ რა გემრიელობაა ........ მინდა

Posted by: nanana 29 Apr 2010, 00:52
rtuli


არა, ოდნავ ცხარე იყო. ძალიან მომეწონა, უნდა გავაკეთო smile.gif

Posted by: rtuli 29 Apr 2010, 01:11
BadbadGirl
QUOTE
მკვლელი ღვეზელი წაბლის კრემით და კონიაკით. რეცეპტი

გეთანხმები მომკლა user.gif რა ლამაზად შემოულაგე ვაშლები up.gif

nanana
QUOTE
უნდა გავაკეთო

რეცეპტიც დამიწერე ერთი მეც გავმწარდე ნეტარებისაგან smile.gif



ეხლა გამოვაცხე,დილით ყავაზე მისაყოლებლად შვრიის პეჩენიები შოკოლადით და ქიშმიშით:
http://pix.ge/

Posted by: BadbadGirl 29 Apr 2010, 01:25
მადლობა გოგოებო, თქვენი მოწონება ბევრს ნიშნავს ჩემთვის smile.gif
მთავარი ამ ნამცხვარში წაბლის კრემია, რომელიც ცხობისას დადნა, და ეს ვაშლის, დარიჩინის და კონიაკის არომატი რომ აერია დმათრობელი გახდა.

შვრიის პეცენიები მეც გამოვაცხვე, მაგრამ მომავალი კვირის პოსტად ვინახავ smile.gif
ძალიან მომეწონა!

Posted by: tikunia-teiko 29 Apr 2010, 01:35
რთული

QUOTE
გაგიმარჯოს
რატომაც არა,გამოვა.
აი კიდევ სხვა მაწვნიანი ესეც გემრიელი და ფაფუკი ცომია
ცომეულ-ფქვილეულობა


დიდი მადლობა რჩევებისთვის. yes.gif 2kiss.gif

Posted by: keto22 29 Apr 2010, 01:39
rtuli
არ მქონდა სკმარისი რაოდენობის კარაქი და იმიტომ ვიკითხე
აღარ გამმიკეთები კარაქვს ვიყიდი ხვალ
კიდევ რა მაინტერესებს იციი
ჩემი ყლიბი 28 სანტიმეტრის დიამეტრი და რეცეპტის დოზებ გვზარდოო?
თუ დვტოვო?
იქნებ ვერ გავზარდო პროპორციულად თუ იცი მასწლე smile.gif

Posted by: rtuli 29 Apr 2010, 02:23
keto22
ბისკვიტს გავზრდიდი 1 ცალი კვერცხით.
ანუ 5 კვერცხი
5 ს.კ. წყალი თბილი
180გრ.შაქარი
1 1/4 ჩ.ჭ.ფქვილი
30 გრ. კაკაო
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი.

სუფლე 1 ცილით მეტს აიტანს,ანუ 7 ცალი კვერცხის ცილა შეგიძლია იხმარო და დანარჩენი რეცეპტის მიხედვით.
თუ ჟელატინს არ ენდობისავით გაზარდე რაოდენობა 35 გრამამდე,მეტი არგინდა რეზინივით გახდება smile.gif
წარმატებები! 2kiss.gif

tikunia-teiko
QUOTE
დიდი მადლობა რჩევებისთვის.  

არაფერს 2kiss.gif

Posted by: WALLON 29 Apr 2010, 07:00
tikunia-teiko
QUOTE
ამის რეცეპტი მითხარით რა...................................

აგერ, ცოტა დამიგვიანდა, საპატიო მიზეზების გამო biggrin.gif

http://forum.ge/?act=ST&f=82&t=33695604&st=765#entry19310664

Posted by: n_j 29 Apr 2010, 09:09
tuta_tuta
QUOTE
მასკაპონე თუ ვერ ვნახე ტირამისუსთვის სხვა რა ყველი შეიძლება გამოვიყენო?

94 გვერდზე დავდე ფოტო, არლას ფირმის ყველია, ბუკო

Posted by: saba444 29 Apr 2010, 10:07
rtuli
ეტყობა შენი შვრიის პეჩენიები მართლაც უგემრიელესია,ხშირად რომ აკეთებ,რეცეპტი სად დევს?
უნდა ვცადო აუცილებლად.კარგად გამოიყურება up.gif up.gif

Posted by: annak 29 Apr 2010, 10:10
nanana
QUOTE
მტერმა ჭამა ისეთი იყო

biggrin.gif
QUOTE
ტალინში

ვიფიქრე სხვათაშორის
ჩემი ნაცნობი იყო ტალინში
და იქაურმა თაყვანისცემელის დედამ რამოდენიმე გოგო დაპატიჟა სახლში, ვახშამზე.
დახვდათ ძალიან ლამაზად გაფორმებული სუფრა, მაგრამ მხოლოდ პური და რაღაც მგონი კომშის ჯემი იდო.
არ მოიწყინოთ ცოტა ხანში შემოვალო
ესენი, მთელი დღე ქალაქში ნაბოდიალები და ისეთი დამშეულები იყვნენ ეს ჯემი შემოეჭამათ
მოგვიანებით, დიასახლისმა დიდის ამბებით შემოიტანა შემწვარი იხვი
აღმოჩნდა რომ ეს იხვი ამ კომშის ჯემით უნდა მიერთვათ... მაგრამ აბა ჯემი? აღარ იყო smile.gif

Posted by: nite 29 Apr 2010, 11:16
QUOTE
მთავარი ამ ნამცხვარში წაბლის კრემია,

BadbadGirl
წაბლის პასტა გიწერია რეცეპტში, და ეს რა არის? მაღაზიებში იყიდება? თუ მე უნდა მოვამზადო?
* * *
viko
QUOTE
შოკოლადის ტორტი

მაგარ!!!!

Posted by: Ctrl 29 Apr 2010, 11:55
http://forum.ge/?showtopic=33695832&st=495&hl=

ხელპ პლზ

Posted by: n_j 29 Apr 2010, 12:42
Ctrl
ეგ არის გასპაჩო, დაგუგლე და უამრავ რეცეპტს ამოგიყრის
* * *
აი ერთი მარტივი რეცეპტი
http://belonika.livejournal.com/4256.html
* * *

Posted by: natsu 29 Apr 2010, 13:44
დღეს ეკალა,ხაჭაპური და ქათამი მოვამზადე. სურათების დადების სენი შემეყარა.http://www.radikal.ru

Posted by: Ctrl 29 Apr 2010, 13:49
n_j
გაიხარე დიდ მადლობა

Posted by: rockataka 29 Apr 2010, 13:56
natsu
QUOTE
დღეს ეკალა,ხაჭაპური და ქათამი მოვამზადე.

help.gif up.gif up.gif მაგარია!! მშია user.gif

Posted by: mariaa 29 Apr 2010, 14:04
natsu
QUOTE
დღეს ეკალა,ხაჭაპური და ქათამი მოვამზადე

up.gif ,მაგრამ განსაკუტრებით ეკალააა love.gif
* * *
გუშინ საღამოს გავაკეთე დღეისთვის..
ერთ-ერთი საყვარელი ვარიანტი სახლის მარწყვის ნაყინის smile.gif
მზადება
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: tuta_tuta 29 Apr 2010, 14:12
ტირამისუ გავაკეთე პირველად

ცოტა ზედმეტად ნაზი გამომივიდა მაგრამ გემრიელი

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

რეცეპტი :
შეიძლება ვინმეს ფასებიც აინტერესენ მასკარპონე გუდვილში 6 ლარი 250 გრ და პეჩენია 4 ლარამდე smile.gif
3 ცალი საშუალო ზომის კვერცხი ( ოთახის ტემპერატურის)
250 გრ მასკარპონე
100 გრ შაქარი
ყავა
ალკოჰოლი
სავოიარდის 1 პაკეტი, პეჩენია

კვერცხს გააცალკევებთ

ცილისგან გააკეთებთ ბეზეს და დროებით დაივიწყებთ.
გულს და შაქარს ათქვიფავთ გათეთრებამდე შემდეგ დიდი ქვაბში გააცხელებთ წყალს და ჩადგავთ მეორე ქვაბით გოგლიმოგლს , ორთქლზე გააჩერებთ ამ მასას თან ურევთ ( შეგიძლიათ ეს გამოტოვით უბრალოდ კარგად იხსნება შაქარი და უფრო წებოვანი ხდება მასა ) სადღაც 5 წუთი ურევთ შემდეგ გადმოდგავთ და გააცივებთ .

აურევთ მასკარპონესთან ერთად და დაამატებთ ბეზეს კოვზით შეაზელთ .

ცალკე გექნებათ მომზადებული სადღაც 300 მლ წყალი და 3 ჩაის კოვზი ყავა + ცოტა ალკოჰოლი+ 1 კოვზი შაქარი ( ცხელში გაამზადებთ შემდეგ გააცივებთ )

ამოიღებთ პეჩენიებს და ამოავლებთ ამ გრილ სითხეში სწრაფად ჩაალაგებთ ერთ ფენად კონტეინერში დაასხამთ კრემს შემდეგ მეორე ფენა პეჩენია და ზემოდან კრემი .

გადააკრავთ ფოლგას ან პარკს და შედგავთ მაცივარში მთელი ღამით
smile.gif

Posted by: mariaa 29 Apr 2010, 14:14
http://www.radikal.ru


Posted by: Ctrl 29 Apr 2010, 14:20
mariaa
tuta_tuta
ვაიმე რეებს სჩადით

Posted by: lelukaa 29 Apr 2010, 14:22
mariaa
მარუს
მარცკვის ნაკინის და ამ ცისარტყელის რეცეპტი გამანდე რა!

ცისარტყელა რა არის ვერც მივხვდი sad.gif

Posted by: natsu 29 Apr 2010, 14:27
mariaa,tuta_tuta. mariaa და ყველას!!!
სასწაულებს ჩადიხართ.!!!!! აქ შემოსვლა ყველაზე მეტად მახარებს! აქ მხვდება შედევრები,კეთილი ადამიანები და დადებითი აურა! გმადლობთ,რომ თუნდაც აქ გაგიცანით!


Posted by: n_j 29 Apr 2010, 14:28
mariaa
შენ აღარ ხუმრობ up.gif up.gif

tuta_tuta
QUOTE
ცოტა ზედმეტად ნაზი გამომივიდა მაგრამ გემრიელი

მთავარია რომ გემრიელია smile.gif მეც ასეთი ნაზი გამომივიდა, მაგრამ მეორე ცდაზე დავხვეწავ

Posted by: tuta_tuta 29 Apr 2010, 14:31
n_j

როგორ გავამაგრო უფრო კრემი?

Posted by: viko 29 Apr 2010, 14:34
mariaa
რა გიჯადოქრია....შემოვედი და გული გამინათდა
natsu
არაჩვეულებრივია .. რა გემრიელი იქნება წარმომიდგენია
tuta_tuta
ძალიან კარგია
მე თუ მკითხავ ერთი ღამე არც ყოფნის შესაკრავად .კიდევ მეტი დრო უნდა. ესაა რომ ვერ ითმენ

Posted by: n_j 29 Apr 2010, 14:49
tuta_tuta
QUOTE
როგორ გავამაგრო უფრო კრემი?

ჩემს შემთხვევაში, დავასკვენი რომ სადაც პეჩენიები უფრო მჭიდროდ ელაგა, იქ ფორმა კარგად შეინარჩუნა და კარგად დაიჭრა შესაბამისად, სადაც ცოტა შორიშორს მომივიდა, ის ადგილი სულ სიგანეში გაიშალა დაჭრისას biggrin.gif თან ყავაში ძალიან სწრაფად უნდა ამოავლო, რომ პეჩენია არ დარბილდეს. ალბათ შენთანაც იგივე პრობლემა იყო ? კრემს ვერ გაამაგრებ, ასეთია, ჰაეროვანი, ბლანტი, მუსის კონსისტენციის და პეჩენიებმა უნდა "დაიჭიროს"

Posted by: მაკ-კი 29 Apr 2010, 14:50
natsu
Qათამი რა რეცეპტით მოამზადე ვერ ვხვდები smile.gif

Posted by: BadbadGirl 29 Apr 2010, 14:50
nite
არ ვიცი მანდ თუ იშოვი. თუ ვერ იშოვი თავად მოამზადე აი ასე : მოხარშე წაბლი ძალიან კარგად, გაფრცქვენი, დააბლენდერე შაქრის პუდრასთან ერთად (გემოვნებით შაქრის პუდრა) მერე გაყინე.

გამოცხობამდე ამ გაყინულ მასას გახეხავ და მოაყრი ნამცხვარს smile.gif


natsu
ვაიმე, ეკალა როგორ მომინდააა. ვაიმეეე
mariaa
:გულის წასლის სმაილიკი:

Posted by: Ctrl 29 Apr 2010, 14:51
n_j
tuta_tuta
ალბათ კრემი რაც უფრო სქელია პეჩენიებსაც ნაკლებად დაალბობს, რა ხერხებით გასქელდეს ეგ აღარ ვიცი smile.gif მე მზა ფხვნილს ვყიდულობ მაგ კრემისას და უბრალდო ნაკლებ რძეში ან ნარებში ვხსნი და უფრო სქელი გამოდის.

Posted by: annak 29 Apr 2010, 14:51
tuta_tuta
n_j
მე ბეზეს ვამატებ ხოლმე ნაღებს და ხანდახან შეგრილებულ გამდნარ შოკოლადსაც ვურევ.
1-2 საათი მაცივარში დევს სანამ გამოვიყენებ.
QUOTE
თან ყავაში ძალიან სწრაფად უნდა ამოავლო,

ადრე ჭიქაში ვავლებდი და თითქმის იშლებოდა პეჩენია და ეხლა ღრმა თეფშზე ვასხავ და ისე უფრო ადვილად და სწრაფად ვავლებ.
"დანაკარგის" გარეშე

Posted by: tuta_tuta 29 Apr 2010, 14:52
n_j

ა მაშინ ჩემს შემთხვევაში პეჩენია იყო ცოტა რბილი უბფრო სწრაფად უნდა ამომევლო smile.gif მაგრამ ძალიან გემრიელი კია smile.gif

Posted by: basu* 29 Apr 2010, 14:53
tuta_tuta
მინდააააააააა

რეცეპტი დადე რა თათა


Posted by: ლიკლიკა 29 Apr 2010, 14:55
lelukaa
QUOTE
ცისარტყელა რა არის ვერც მივხვდი

mariaa
ხილის ბლომანჟე, ხო?
დედიკო მიკეთებდა ბავშვობაში ასეთ ცისარტყელებს user.gif

Posted by: nite 29 Apr 2010, 15:02
BadbadGirl
QUOTE
არ ვიცი მანდ თუ იშოვი. თუ ვერ იშოვი თავად მოამზადე აი ასე : მოხარშე წაბლი ძალიან კარგად, გაფრცქვენი, დააბლენდერე შაქრის პუდრასთან ერთად (გემოვნებით შაქრის პუდრა) მერე გაყინე.

გამოცხობამდე ამ გაყინულ მასას გახეხავ და მოაყრი ნამცხვარს

მადლობა 2kiss.gif

Posted by: rtuli 29 Apr 2010, 15:09
saba444
QUOTE
ეტყობა შენი შვრიის პეჩენიები მართლაც უგემრიელესია,ხშირად რომ აკეთებ,რეცეპტი სად დევს?
უნდა ვცადო აუცილებლად.კარგად გამოიყურება  

ნამდვილად და თან სასარგებლოა smile.gif
აი რამოდენიმე ჩემეული ვარიანტი :
http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=855&#entry15650571
http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=960&#entry15859852
ეს ორი რეცეპტი ისეთია რომ როცა ცხვება ნამცხვარი პრტყელდება გაითვალისწინე,მე მომწონს მაგრამ,შეგიძლია ცოტა ჰერკულესის დამატება და 1 საათით მაცივარში გაჩერება ,მერე გამოცხობა და ძალიან არ გაბრტყელდებიან smile.gif
ეს ბოლო რაც მოვამზადე
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=268&Itemid=55
ეს ფორმას ინარჩუნებს,ოდნავ სიგანეში იმატებს smile.gif

natsu
QUOTE
დღეს ეკალა,ხაჭაპური და ქათამი მოვამზადე

რა გემრიელი მენიუ გაქვს+დასურათებული up.gif
ეკალა მეც შევიძინე და ნიგოზში უნდა მოვამზადო.
შენ რამე განსხვავებულად მოამზადე?

mariaa
tuta_tuta
ენით აუღწერავი, გემრიელი დესერტები მოგიმზადებიათ up.gif love.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)