საფეხბურთო კლუბი მიუნხენის ბაიერნიდაარსების თარიღი: 27 თებერვალი, 1900 წელი
სტადიონი: ალიანს არენა
ფერები: წითელი-თეთრი
მეტსახელები: Der FCB, FC Hollywood(ჰოლივუდი), Die Bayern(ბაიერნი), Stern des Südens(ვარსკვლავი სამხრეთიდან), Die Roten(წითლები).
მისამართი: ზაბენერ შტრასე 51, მიუნხენი 81547
ტელეფონი: (089) 699310
ოფიციალური ვებ-გვერდი:
http://Fcbayern.deკლუბის ხელმძღვანელობა:პრეზიდენტი - ული ჰიონესი
საპატიო პრეზიდენტი - ფრანც ბეკენბაუერი
მმართველი საბჭოს თავმჯდომარე - კარლ-ჰაინც რუმენიგე
სპორტული დირექტორი - ჰასან სალიჰამიჯიჩი
ვიცე-პრეზიდენტები - დიტერ მაიერი, ვალტერ მენეკესი
კლუბის პარტნიორები:მთავარი პარტნიორები: Deutsche Telekom, Adidas, Allianz, Audi
ასევე: The Coca-Cola Company, DHL, goodyear, hamad international airport, Paulaner, Lufthansa, SAP, tipico, giorgio armani, MAN, P and G, philips, adelholzener, aral, bayern3 radio, beatsbydre, bodyandsoul, easports, hublot, nestle Schöller, siemens, thomassabo, veuve-clicquot, HypoVereinsbank, gigaset
ისტორია» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ადრეული წლები (1900-1965)
მიუნხენში პირველი სპორტული კლუბი 1860 წელს დაარსდა. ის დღესაც არსებობს მიუნხენ 1860-ის სახელით თამაშობს მეორე ბუნდესლიგაში. ბაიერნის დაარსება ბერლინერ ფრანც იონისა და მისი მეგობრების სახელს უკავშირდება. პირველი თამაში ახალმა გუნდმა 1900 წლის 4 აპრილს გამართა MTV79-ის წინააღმდეგ და 7:1 იმარჯვა. მთავარი მწვრთნელი ინგლისელი ტეილორი იყო. კლუბში მაშინ ძირითადად სტუდენტები იყვნენ გაწევრიანებულები.
დებიური საერთაშორისო არენაზე წარუმატებელი გამოდგა - პრაღის დფკ-სთან ბაიერნმა 0:8 წააგო. ამის შემდეგ საკლუბო საწევრო 3 მარკიდან 40-მდე გაიზარდა. ბიუჯეტის გაზრდამ მიუნხენელებს საშუალება მისცა 1903 წელს პირველი ლეგიონერი აეყვანათ. ეს იყო ჰოლანდიელი ვილემ ჰესელინკი. ის პარალელურად მწვრთნელიც გახლდათ. ამის გამო ბაიერნი არაპოპულარული გახდა.
პირველი წარმატებას ბაიერნმა მხოლოდ 1925/26 წლების სეზონში მიაღწია, გაიმარჯვა რა სამხრეთი რეგიონალლიგაში, მაგრამ გერმანიის ჩემპიონისთვის ბრძოლაში მათ ლაიპციგის ფორტუნასთან წააგეს. 2 წლის მერე გუნდმა ისევ მოიგო სამხრეთის პირველობა, მაგრამ ½-ფინალში ისევ დამარცხდა. ამჯერად მომავალ ჩემპიონ ჰამბურგთან - 2:8. ამ გუნდში ბრწყინავდა იოზეფ პიოტინგერი, თავდამსხმელი, ვინც გერმანიის ნაკრებში 14 მატჩი ჩაატარა.
პირველი საჩემპიონო ტიტული ბაიერნმა 1932 წელს მოიპოვა, როცა ფინალში ფრანკფურტის აინტრახტი დაამარცხა. გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იმჟამად ნახევარმცველი ლუდვიგ გოლდბრუნერი იყო, ამას გარდა გამოირჩეოდნენ ჰარინგერი, ჰოფმანი, ბერგმაიერი, რორი და კრუმი. ხელისუფლების სათავეში ნაციონალ-სოციალისტების მოსვლის შმედეგ ბაიერნის პრეზიდენტი ლანდაუერი და მთავარი მწვრთნელი რიჩარდ დომბი ქვეყნიდან გაიქცნენ. წამყვან პოზიციებზე ადოლფ ჰიტლერის საყვარელი კლუბი შალკე 04 გავიდა.
ომის შემდეგ პირველი ტიტული ბაიერნმა 1957 წელს მოიგო - გერმანიის თასის ფინალში დიუსელდორფის ფორტუნა 1:0 დაამარცხა.
ოქროს ხანა (1963-1979)
1963 წელს შექმნილ ბუნდესლიგაში ბაიერნი ვერ მოხვდა. პრეზიდენტმა ვილჰელმ ნოიდეკერმა მწვრთნელად იუგოსლაველი ზლატკო ჩაიკოვსკი მიიწვია, ვინც ერთი წლით ადრე კიოლნს ჩემპიონის ტიტული მოუტანა. გუნდმა ნელ-ნელა დაიწყო ჩამოყალიბება. მასში უკვე ირიცხებოდნენ ფრანც ბეკენბაუერი და ზეპ მაიერი. 1964 წელს ჩაირიცხა გერჰარდ მიულერი. 1965 წელს ბაიერნი ბუნდესლიგაში აღზევდა. მიუნხენელებმა სადებიუტო სეზონში მესამე ადგილი დაიკავეს და გერმანიის თასი მოიგეს. წარმატებული გამოდგა ევროპული დებიუტიც. 1967 წლის 31 მაისს გუნდმა თასების თასის ფინალში რეინჯერსი 1:0 დაამარცხა. პირველი ევროპული გოლი ფრანც როტმა გაიტანა. მალე ჩაიკოვსკის ადგილას მალე მეორე იუგოსლაველი ბრანკო ზებეჩი დაინიშნა.
1969 წელს ბაიერნმა პირველი დუბლი შეასრულა - მოიგო რა ჩემპიონატი და თასი. გუნდს მოკლე სათადარიგოთა სკამი ჰქონდა. თითქმის მთელი პირველი წრე გუნდმა 11 ფეხბურთელით ჩაატარა. ესენი იყვნენ: მაიერნი, კუპფერშმიდტი, ბეკენბაუერი, შვარცენბეკი, პუმი, ოლკი, შტარეკი, როტი, ოლჰაუერი, მიულერი, ბრენინგერი. ჩემპიონთა თასზე გუდმა წარუმატებლად ითამაშა და სენტ ეტიენთან გამოვარდა. ახალ მთავარ მწვრთნელად უდო ლატეკი დაინიშნა. ლატეკმა გუნდში ული ჰიონესი და პაულ ბრაიტნერი მიიწვია.
1974 წელი ტრიმფალური აღმოჩნდა. ჩემპიონთა თასის ფინალში ატლეტიკოსთან დამატებითი დროი დაინიშნა, სადაც ესპანელებმა ანგარიში გახსნეს. საფინალო სასტვენამდე 7 წამით ადრე გათანაბრება გეორგ შვარცენბეკმა შეძლო. გადათამაშება მეორე დღეს დაინიშნა, სადაც ბაიერნმა მეტოქე 4:0 დაამარცხა. სწორედ ბაიერნი იყო გერმანიის ყველა დროის უძლიერესი ნაკრების ხერხემალი 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ფინალში ორივე ბურთი ბაიერნელებმა გაიტანეს - პაულ ბრაიტნერმა და გერდ მიულერმა. წარმატებებით გათამამებულმა ფეხბურთელებმა მეორე წელს ბუნდესლიგა სულ დაივიწყეს - შედეგად გუნდმა მე-10 ადგილი დაიკავა, მაგრამ ჩემპიონთა თასზე გუნდი მაინც დაუმარცხებელი იყო. ფინალი ლიდსთან 2:0 დასრულდა. ამ დროს გუნდთან დიტმარ კრამერი მუშაობდა. მან 1976 წელსაც შეძლო მიჯრით მესამედ ჩემპიონთა თასის მოგება. გადამწყვეტ მატჩში სენტ ეტიენი 1:0 დაამარცხა (გოლის ავტორი ფრანც როტი), აი, ბუნდესლიგაში კი კიდევ ერთხელ მოეცარა ხელი.
FC ჰოლივუდი (1979-1998)
80-იანები მთლიანად ქაოსის პერიოდი იყო. ბაიერნში ხშირად იცვლებოდნენ წამყვანი თანადებობის პირები, კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, მაგრამ გუნდი მაინც მაღა შედეგებს აჩვენებდა. ამ მხრივ ყველაზე წარმატებული პერიოდი უდო ლატეკის დაბრუნებას დაემთხვა. გუნდმა 6-ჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი და 3-ჯერ თასი. ბაიერნმა ამ პერიოდში ორჯერ, 1981 და 1987 წლებში ჩემპიონთა თასის ფინალები დათმო, სადაც ჯერ ასტონ ვილასთან დამარცხდა (0:1) მერე პორტუსთან (1:2). 90-იანი წლების საწყისი პერიოდი წარუმატებელი იყო, მაგრამ 1994 წელს გარდატეხა მოხდა. გუნდში პრეზიდენტის რანგში ფრანც ბეკენბაუერი დაბრუნდა. ამავე წელს მოახერხა გუნდმა ბუნდესლიგის მოგება. ბაიერნს სათავეში ჯერ ჯოვანი ტრაპატონი ჩაუდგა, შემდეგ ოტო რეჰაგელი, მაგრამ სახელოვანმა მწვრთნელებმა მოლოდინი ვერ გაამართლეს. 1996 წლის გაზაფხულზე კაიზერფრანცმა თანმდებობიდან დაითხოვა მეფე ოტო, გუნდს თავად ჩაუდგა სათავეში და უეფას თასი მოაგებინა. ამ გუნდში მთელი ტურნირის განმავლობაში ბრწყინავდა იურგენ კლინსმანი, ვინც 15 გოლის გატანა შეძლო.
აღორძინების ეპოქა 1998-დან დღემდე
1998 წლიდან ბაიერნში ოტმარ ჰიტცფელდის ეპოქა იწყება. 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბარსელონის კამპ ნოუზე გუნდმა ყველა დროის ყველაზე დრამატულ ფინალში მანჩესტერ იუნაიტედთან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში წააგო - 1:2.
2001 წელს ბაიერნმა 25-წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო მწვერვალზე დაბრუნება. ვალენსიასთან დაძაბულ ფინალში ძირითადი და დამატებითი დროის 1:1-ის დასრულების შემდეგ ოლივერ კანმა ესპანელებს სამი პენალტი აუღო.
2005 და 2006 წლებში ფელიქს მაგათის თავკაცობით გუნდმა ზედიზედ ორჯერ შეასრულა დუბლი, თუმცა ჩემპიონთ ალიგაშ გუნდი წარუმატებლად გამოდიოდა, რის გამოც მაგათს კარისკენ მიუთითეს და ოტმარ ჰიტცფელდი დააბრუნეს. პროფესორმა 2008 წელს ბაიერნი საჩემპიონო ტრიუმფამდე ბუნდესლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მიიყვანა. მიუნხენელებმა თასზეც იმარჯვეს, დაამარცხეს რა დორტმუნდის ბორუსია 3:2. ფინალის გმირი ლუკა ტონი გახდა. იტალიელმა დუბლი შეასრულა.
2008 წელს გუნდში იურგენ კლინსმანი დაინიშნა. ნაკრებში იოახიმ ლიოვის გვერდით წარმატებული მუშაობის შემდეგ მარტოდ დარჩენილმა კლინსიმ სეზონი პირწმინდად ჩააგდო და გაზაფხულზე მის ნაცვლად იუპ ჰაინკესი დაინიშნა. ძალიან არადამაჯერებელი იყო ოლივერ კანის მემკვიდრე მიხაელ რენზინგი, ვის ნაცვლადაც პირველი ნომრობა სეზონის მიწურულს ჰანს იორგ ბუტმა გადაიბარა.
2009 წელს გუნდში ჰოლანდიელი ლუის ვან გაალი დაინიშნა. დებიუტი წარუმატებელი გამოდგა, რის გამოც ბაიერნმა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რეალიდან სასწრაფო წესით არიენ რობენი გადაიბირა. თამაში ერთბშად გამოსწორდა. საბოლოოდ წითლებმა ჩემპიონატიც მოიგეს, გერმანიის თასიც და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდნენ, სადაც ინტერთან პირწმინდად დამარცხდნენ - 0:2.
2010/11 სეზონი ბაიერნმა საშინლად დაიწყო. პირველ 7 ტურში გუნდმა 3 მარცხი იწვნია. სამაგიეროდ, ვადამდე გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა ჩემპიონთა ლიგაში. სეზონის ბოლოს გუნდი მშრალზე დარჩა. დამარცხდა გერმანიის თასის ½-ფინალში შალკესთან, დათმო ბუნდესლიგის ტიტული დორტმუნდთან (მესამე ადგილზე გავიდა) და მოულოდნელად გამოვარდა ლიგის 1/8-ფინალში ინტერთან გასვლაზე1:0-ის მოგების შემდეგ, მით უფრო, რომ შინ გუნდი 2:1-ს იგებდა.
2011/12 წლების სეზონში ბაიერნმა უკვე იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთი მშრალი სეზონი ჩაატარა. პირველად ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის შანსს გამოეთხოვა უშუალო კონკურენტ დორტმუნდთან ბრძოლაში, მერე იმავე ბორუსიასთან თასის ფინალშიც განადგურდა - 2:5. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ბაიერნმა საშინაო სტადიონზე ჩელსისთან 1:1 დაამთავრა, მაგრამ პენალტების სერიაში ვერაფერი მოუხერხა.
სამაგიეროდ 2012/2013 წლების სეზონში, ბაიერნს ბადალი არ ჰყავდა ევროპაში. ჰაინკესის გუნდი წარმოუდგენლად ძლიერად ათამაშდა, სეზონი სტაბილურად განვლო ჩავარდნების გარეშე და აჩვენა სუპერ-შემტევი ფეხბურთი. ბუნდესლიგისა და პოკალის მოგება არავის გაჰკვირვებია, ჩემპიონთა ლიგაზე კი გზად ფინალისკენ "არსენალს", "იუვენტუსს" და განსაკუთრებით "ბარსელონას" უშანსოდ მოუგო. გერმანულ ფინალში, რომელიც უემბლიზე გაიმართა დორტმუნდის "ბორუსიასთან" თანაბარ ბრძოლაში, ბოლო წუთზე არიენ რობენის გოლის წყალობით იმარჯვა და სანუკვარ ტიტულს მეხუთედ დაეუფლა.
2013 წელს გუნდს სათავეში პეპ გუარდიოლა ჩაუდგა, ის გუნდში 3 წელი გაჩერდა და ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო მისი მოღვაწეობა, ყველას ძალიან დიდი იმედი ჰქონდა მისი წარმატებული სეზონის მაგრამ მხოლოდ ლოკალური ტურნირების მოგება შეძლო, ევრო სარბიელზე კი ესპანელი მწვრთნელი სამჯერ დამარცხდა ესპანურ კლუბებთან ჩემპიონთა ლიგის 1/2, საბოლოოდ კი არ ისურვა გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივება და ინგლისში გადაბარგდა.
2016 წლის ზაფხულიდან კლუბს სათავეში იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი ჩაუდგა, მისი პირველი სეზონი მთლიანობაში წარუმატებელი გამოდგა. მართალია, ბაიერნმა შეძლო ბუნდესლიგის ტიტულის შენარჩუნება, თუმცა ლიგიდან ადრეულ ეტაპზე, 1/4 ფინალიდან გამოვარდა, ხოლო თასის 1/2 ფინალში კი დორტმუნდთან დამარცხდა. ამავე სეზონში გუნდი დატოვეს და პენსიაზე გავიდნენ ბაიერნის ლეგენდა ფილიპ ლამი და ესპანელმა ნახევარმცველი ხაბი ალონსო.
ანჩელოტიმ პოსტი შეინარჩუნა და 2017-18 წლების სეზონშიც ბავარიას ის დამოძღვრავს. გუნდს რამდენიმე ახალწვეული ჰყავს - ჰოფენჰაიმიდან ბაიერნს შეუერთდნენ ნიკლას ზულე და სებასტიან რუდი, მადრიდის რეალიდან - ხამეს როდრიგესი, ხოლო ლიონიდან - კორენტინ ტოლისო. კლუბს ახალი კაპიტანი ეყოლება, მანუელ ნოიერის სახით, ხოლო ვიცე-კაპიტანი თომას მიულერი იქნება.
ანჩელოტი და დიდი იმედგაცრუება: მისმა გუნდში მოსვლამ გულშემატკივრებს და ხელმძღვანელობას დიდი იმედი ჩაუსახა რადგან 3 ჩემპიონთა ლიგის მომგებ მწვრთნელს დიდი გამოცდილება და თამაშის წაკითხვის კარგი უნარი უნდა ქონოდა, მაგრამ ყველაფერი უკუღმა დატრიალდა ანჩელოტი ვადაზე ადრე მოხსნეს მწვრთნელობის კანდიდატურიდან, გარდა საშინელი სეზონის სტარტისა ფეხბურთელებშიც დაკარგული ქონდა ავტორიტეტი და ხელმძღვანელ პირებთანაც, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა იგი ვადაზე ადრე დაეთხოვა მწვრთნელის პოსტიდან, ხელმძღვანელობის თხოვნით 6 ოქტომბრინდან გუნდს სათავეში კვლავ ჩაუდგა იუპ ჰაინკესი,
ჰაინკესი და დიდი იმედები: მან შეძლო გუნდის ფეხზე დაყენება, აპრილში გუნდმა შეძლო ბუნდესლიგის სასალათის გაფორმება, პოკალის ნახევარფინალში პიწრმინდად დაჯაბნა მეტქე და გაინაღდა ფინალის საგზური, ფინალში კი აინტრახტს შეხვდებიან,
ევრო ტურნირებზე ბაიერნს საკმაოდ მძიმე განსაცდელი ელის, რეალის მადრიდთან 6 ფეხბურთელის დანაკლისის გამო გუნდში კადრობრივი პრობლემები შეიქმნა, მაგრამ მიუხედავად ამისა გუნდმა რეალელების წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ მომენტების გამოუყენებლობის და მსაჯის შეცდომების შედეგად დამარცხდნენ საშინაო თმაშში, 1 მაისს კი საკმაოდ რთული გამოცდის ჩაბარება უწევს გასვლაზე რეალელებთან. საბოლოოდ კი მსაჯის შეცდომებისა და რამოდენიმე ფეხბურთელის თამაშის არ სურვილმა ბაიერნი ჩემპიონთა ლიგას გამოთიშა გარდა ამისა ბაიერნი ფინალში აინტრახტთან დამარცხდა და მიუნხენურ გრანდში აი ასე დასრულდა ეპოქა დიდი მწვრთნელისა სახელად იუპ ჰაინკესისა.
აი დაიწყო ახალი სეზონიც და ნიკო კოვაჩმა უკვე მოახერხა გერმანიის სუპერ თასის მოგება, გარდა ამისა მის მიერ დარიგებული მიუნხენური კლუბი ჩინებული ხარისხის ფეხბურთს აჩვენებს ბუნდესლიგაში და ოთხი მოგებული თამაშით ის უკვე ცხრილის სათავეშია, ასევე გუნდმა ჩინებული ფეხბურთი აჩვენა ჩემპიონთა ლიგაზეც სადაც ლისაბონის ბენფიკას 2-0 სძლია....საბოლოოდ 2018-2019 წლის სეზონი კოვაჩმა დუბლით დაამთავრა მოიგო რა პოკალი და ბუნდესი ერთად, მაგრამ კოვაჩს 2019 შემოდგომის მიწურულს სადავეები გაექცა და მიუხედავად გუნდის ევრო სარბიელზე წარმატებული გამოსვლისა შიდა სარბიელზე კატასტროფული შედეგი ქონდა, კლუბი აინტრახტთან განადგურდა და სატურნირო ცხრილში 7 ადგილს იკავებდა, ხელმძღვანელობა იძულებული გახდა ხორვატი დაეთხოვათ, კლუბი ჩაიბარა 54 წლის გერმანელმა სპეციალისტმა ჰანს დიტერ ფლიკმა რომელიც იოჰაიმ ლიოვის თანაშემწე იყო ვადა მიეცა პირველი წრის დასრულებამდე მაგრამ გუნდი იმდენად ლამაზ ხარისხიან და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა სეზონის ბოლომდე გაუხანგრძლივეს კონტრაქტი,
შეუდარებელი ფლიკი: მწარე უიღბლობის და განსაცდელის შემდეგ, როგორც იქნა შეძლო გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მოგება, ისე რომ ტურნირზე ყველა ჩატარებული თამაში მოიგო და ყოველგვარი კითხვების გარეშე გახდა ჩემპიონი, პლუს მაგას საშინაო ტურნირებიც ორივე გაიფორმა, მეორე წრეში გუნდს წაგება არ ჰქონია ყველა გამარჯვება და მხოლოდ ერთადერთი ფრე ლაიფციგთან, როგორც ჩანს ბაიერნმა იპოვა ჰაინკესის წასვლის შემდგომ შესაბამისი მწვრთნელი..... წინ კიდევ დიდი გამოწვევებია მწვრთნელი ეცდება რომ ტრებლს კიდევ სამი ტიტული მიუმატოს რომელიც 2019-2020 სეზონს მოყვება, სუპერ თასი სევილიასთან, სუპერ თასი დორტმუნდთან და საკონტინენტთაშორისო თასი რომელიც ზამთარში გაიმართება,
კლუბის მიღწევებისტადიონი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1925 წლამდე ბაიერნი ე.წ. ქალაქის პირველ ტრიბუნაზე თამაშობდა. ამ წლიდან კი მან და მიუნხენ 1860-მა ქალაქის მინიციპალური არენა იქირავეს. მას ხალხი შეცჰზგერ-ს (მეექვსეს) უწოდებდა. მეორე მსოფლიოს ომის დროს ის პრაქტიკულად მიწასთან გასწორდა. ომის შემდეგ ის ხელახლა აღადგინეს. მასზე 44 ათასი მაყურებელი ეტეოდა.
1972 წლის მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის სპეციალურად ოლიმპიური სტადიონი აიგო. ბაიერნი ამავე წელს გადაბარგდა ახალ არენაზე. ტავდაპირველად მასზე 79 ათასი გულშემატკივარი ეტეოდა, მაგრამ რიგო რეკონსტრუქციების შემდეგ დღეს მისი ტევადობა 59 ათასამდე დაეცა.
2002 წლის 21 ოქტომბრიდან მიუნხენ 1860-თან ერთად მიუნხენში სუპერთანამედროვე ალიანს არენის მშენებლობა დაიწყო, მშენებლობამ 3 წელს გასტანა და სტადიონზე პირველი თამაში 2005 წლის 31 მაისს გაიმართა მიუნხენის ბაიერნსა და გერმანიის ნაკრებს შორის , სტადიონის ტევადობა 71 000 კაცით განისაზღვრება.
მიუნხენის ბაიერნი არის "ალიანს არენას" ერთადერთი მფლობელი, ხოლო საფეხბურთო კლუბი "მიუნხენ 1860" რომელიც თავდაპირველი მონაწილე იყო სტადიონის მშენებლობაში 2025 წლის 30 ივნისამდე არენდით იქნება.
კლუბის შემადგენლობა:სამწვრთნელო შტაბიბაიერნის მწვრთნელები:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დოქტორი ჰილჰელმ ჰესელინკი 1903
ტეილორი 1907
დოქტორი ჰოერი 1909-1911
ტეილორი 1911
ჩარლზ გრიფიტსო 1911-1912
ბილი ტოუნლი 1914
ბილი ტოუნლი 1919-1921
ისიდორ კიურხნერი 1921-1922
ჯიმ მაკფერსონი 1925 (?)-1927
კონრად უაისი 1927
კალმან კონრადი ?
რიხარდ კონი 1931-1933 (პირველი ჩემპიონი)
დოქტორი მიხალკე 1936-1937
რიხარდ ჰიოგი 1945-1946
იოზეფ პიოტინგერი 1946-1947
ალფ რიმკე 1947
ფრანც დიტლი 1947-1948
ალფ რიმკე 1948-1950
დავიდ დავიდსონი 1950-1951
ალფ რიმკე 1951
მახს შეფერი 1951-1953
გეორგ ბაირერეი 1953-1954
გეორგკნიოფლე 1954
იაკობ შტრაიტლე 1954-1955
ბერტლ მოლი 1955-1956
ვილიბალდ ჰანი 1956-1958 (პირველი თასი)
ბერტლ მოლი 1958
ადოლდ პატეკი 1958-1961
ჰელმუტ შნაიდერი 1961-1963
ზლატკო ჩაიკოვსკი 1962 წლის ი ივლისიდან 1968 წლის 30 ივნისამდე
ბრაკო ზებეჩი 1968 წლის 1 ივლისიდან 1970 წლის 13 მარტამდე
უდო ლატეკი 1970 წლის 14 მარტიდან 1975 წლის 2 იანვრამდე
დიტმარ კრამერი 1975 წლის 16 იანვრიდან 1977 წლის 1 დეკემბრამდე
დიულა ლორანტი 1977 წლის 2 დეკემბრიდან 1979 წლის 28 თებერვლამდე
პალ ჩერნაი 1979 წლის 1 მარტიდან 1983 წლის 16 მაისამდე
რაინჰარდ ზაფტიგი 1983 წლის 17 მაისიდან 1983 წლის 30 ივნისამდე
უდო ლატეკი 1983 წლის 1 ივლისიდან 1987 წლის 30 ივნისამდე
იუპ ჰაინკესი 1987 წლის 1 ივლისიდან 1991 წლის 8 ოქტომბრამდე
სორენ ლერბიუ 1991 წლის 9 ოქტომბრიდან 1992 წლის 11 მარტამდე
ერიხ რიბეკი 1992 წლის 12 მარტიდან 1993 წლის 27 დეკემბრამდე
ფრანც ბეკენბაუერი 1994 წლის 7 იანვრიდან 1994 წლის 30 ივნისამდე
ჯოვანი ტრაპატონი 1994 წლის 1 ივლისიდან 1995 წლის 30 ივნისამდე
ოტო რეჰაგელი 1995 წლის 1 ივლისიდან 1996 წლის 27 აპრილამდე
ფრანც ბეკენბაუერი 1996 წლის 29 აპრილიდან 1996 წლის 30 ივნისამდე
ჯოვანი ტრაპატონი 1996 წლის 1 ივლისიდან 1998 წლის 30 ივნისამდე
ოტმარ ჰიტცფელდი 1998 წლის 1 ივლისიდან 2004 წლის 30 ივნისამდე
ფელიქს მაგათი 2004 წლის 1 ივლისიდან 2007 წლის 31 იანვრამდე
ოტმარ ჰიტცფელდი 2007 წლის 1 თებერვლიდან 2008 წლის 30 ივნისამდე
იურგენ კლინსმანი 2008 წლის 1 ივლისიდან 2009 წლის 27 აპრილამდე
იუპ ჰაინკესი 2009 წლის 28 აპრილიდან 2009 წლის ი ივნისამდე
ლუის ვან გაალი - 2009 წლის 30 ივნისიდან 2011 წლის 9 აპრილამდე
ანდრეას იონკერი - 9 აპრილიდან 2011 წლის 30 ივნისამდე
იუპ ჰაინკესი 2011 წლის 1 ივნისიდან - 2013 წლის 1 ივნისამდე
პეპ გვარდიოლა 2013 წლის 1 ივლისიდან - 2016
კარლო ანჩელოტი 2016-2017 სექტემბერი
იუპ ჰაინკესი 2017 წლის 6 ოქტომბრიდან 2018 წლის 17 მაისამდე
ნიკო კოვაჩი 2018- 2019 ნოემბერი
ჰანს-დიტერ ფლიკი 2019 ნოებერიდან
ბაიერნის კაპიტნები: » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1965 — 1970 ვერნერ ოლკი
1970 — 1977 ფრანც ბეკენბაუერი
1977 — 1979 ზეპ მაიერი
1979 — 1979 გერდ მიულერი
1979 — 1980 გეორგ შვარცენბეკი
1980 — 1983 პაულ ბრაიტნერი
1983 — 1984 კარლ-ჰაინც რუმენიგე
1984 — 1991 კლაუს აუგენტალერი
1991 — 1994 რაიმონდ აუმანი
1994 — 1996 ლოთარ მათეუსი
1997 — 1999 თომა ს ჰელმერი
1999 — 2002 შტეფან ეფენბერგი
2002 — 2008 ოლივერ კანი
2008 — 2011 მარკ ვან ბომელი
2011 - 2017 ფილიპ ლამი
2017 - მანუელ ნოიერი
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
ახლანდელი გეოპოლიტიკური კლიმატი აიძულებს ყველა ევროპულ ქვეყნებს, რომ გაერთიანდნენ მაგრამ იტალიელები არა რა მაგათ ვერ ვიტან :D
ი9ტალიაში კი ყველა ჩემ დანახვაზე გვერდზე იფურთხებოდა ის ეეზიზღებოდათ იუვენტუსი @ GiftCard
ნაცია-ადამიანი?! @ ი. ჭავჭავაძე