123gia123 გააჩნია რა გაქვს მიზნად. თუ შეჯიბრებებისთვის გინდა დრონი, ჯობია რომ შენთვითონ ააწყო. გასართობად შეიძლება აწყობილის ყიდვაც. მათ მინუსი ის აქვთ რომ ყველაფერი მინიმალური დონის უყენიათ. რათქმაუნდა არის ძალიან ძვირი დრონებიც, მაგრამ 98 პროცენტი ხალხის მაინც თვითონ აწყობს. კონფიგურაცია შეიძლება განსხვავდებოდეს. აი მაგალითად ჩემი დრონი
მისი კონფიგურაცია არის შემდეგნაირი:
ჩარჩო: ZMR250 3K CARBON FIBER - $24.98
მიმღები/გადამცემი: TURNIGY 9x - $60.35
ფრენის კონტროლერი: FLIP32 + PPM Encoder module HKPilot 32 - $34.99
უკოლექტორო ელექტროძრავი: DYS BE1806 - $48.92
უკოლექტორო ძრავის სიჩქარის კონტროლერი: DYS SN16A 16А SIMONK FIRMWARE - $29.15
პროპელერები: Gemfan 5030 Multirotor ABS - $6.99
ვიდეო მიმღები/გადამცემი: RANGEVIDEO 1.2Ghz 800MW - $120
FPV სათვალეები: Quanum DIY FPV Goggle Set with Monitor - $29.99
ელემენტები: Turnigy nano-tech 1300mAh 3S 45~90C Lipo - $14.49
სულ: $339,86
მე პირადად მიმღები/გადამცემი, ვიდეო მიმღები/გადამცემი და ელემენტები სხვა პროექტებიდან მქონდა ასე რომ თვითონ დრონის ნაწილები იაფი დამიჯდა. ეს კომპლექტი ითვლება საკმარისად, რომ 250 კლასის დრონმა კარგად იფრინოს.
მე ვწერ ვიდეო გაკვეთილებს
youtube-ს კანალზე, სადაც დაწვრილებით და ქართულ გასაგებ ენაზე ვხსნი ყველა წვრილმან დეტალებს. ეს კანალი ახალი გახსნილია და ნელნელა ვამატებ ვიდეოებს.
ასევე თუ დაინტერესდი შემოგვიერთდი აი
აქ.