Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სერიალები > Y: უკანასკნელი მამაკაცი / Y: The Last Man


Posted by: DARKnodo 4 Aug 2021, 00:47
სახელწოდება: Y: უკანასკნელი მამაკაცი / Y: The Last Man
ჟანრი: პოსტ-აპოკალიპტური სამეცნიერო ფანტასტიკა / post-apocalyptic sci-fi

https://www.imdb.com/title/tt8042500/

13 სექტემბერს გამოდის ცნობილი კომიქსის ეკრანიზაცია.
ეპიდემია მთელ პლანეტაზე გავრცელდა და უცნობი ჭირი უმალ კლავს ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელ ძუძუმწოვარს. თუმცა იორიკ ბრაუნი და მისი თანმხლები მოთვინიერებული კაპუცინის ჯიშის მაიმუნი სახელად ამპერსანდი სასწაულებრივ გადარურჩებიან დაავადებას. სამყაროს ახალ წყობაში და ქაოსში ისინი გადარჩენისთვის იბრძვიან.



Posted by: ქაფქიანა 4 Aug 2021, 09:59
დამაინტერესა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მორიგი ლეღვობა არ არის.

Posted by: _GHOST_ 4 Aug 2021, 10:43
მახსოვს, კომიქსი მომეწონა, თავის დროზე რომ წავიკითხე, ვნახოთ, რა გამოვა. :დ

Posted by: Joiner 5 Aug 2021, 22:37


Posted by: illuminatiQUEEN 12 Sep 2021, 00:06
13ში გამოდის? ძალიან დამაინტერესა . ერთიანად დაიდება თუ ნაწილ-ნაწილ?

Posted by: ZAZAi 14 Sep 2021, 13:39
იმდენი იძახეს ქალებმა. კაცების სინსილა გაწყდაო, რომ აჰა, აუხდათ ალტერნეტიულ რეალობაში

იმედია

Posted by: FixYou 14 Sep 2021, 23:41
იმ უკანასკნელსაც გაისტუმრებენ იმედია

Posted by: ZAZAi 15 Sep 2021, 00:55
არის ერთი ფილმი, სადაც ყველა ქალი ამოწყდა ერთს გარდა. ალბად გენდერული ბალანსის მიზნით ახლა ეს გადაიღეს, სადაც ყვალა კაცი ამოწყდა ერთის გარდა..
მაგრამ ყველა ამ ფილმ-კატასტროფაში ხალხი ასეთი ჩლუნგი რატომ არის? თუ ამერიკელები არიან ჩლუნგები?
აგერ მეზობელ სერიალში ხალხი მზეს გაურბიან, მხოლოდ ღამღამობით გამოდიან გარეთ, ყოველი წუთი აქვთ დათვლილი და ტიპები ატრაკებენ, მიცვალებულები დავმარხოთ და პანაშვიდები მოვუწყოთო, ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ. სამაგიეროდ ჭკუიდან გადასული ქალი მიყავთ თან ბუნკერში თავისი ნების წინააღმდეგ. სად მიყავთ, რისთვის მიყავთ?
აქ კიდე ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი მამაკაცი ქალაჩუნურად იქცევა და პოპვარსკვლავივით ჭირვეულობს. მაიმუნის გულისთვის თავს საფრთხეში იგდებს და კაცობრიობა კი ფეხებზე კიდია. სამყარო დაქლიავდა თუ ნეტფლიქსის სცენარისტები?

Posted by: Fed 15 Sep 2021, 01:23
QUOTE
იმ უკანასკნელსაც გაისტუმრებენ იმედია

lol.gif lol.gif lol.gif


სისულელე ჩანს მაგრამ სხვაც რო არაფერია ახალი sad.gif

Posted by: ქაფქიანა 15 Sep 2021, 12:16
სირობა, არარეალურობა, ხელოვნურობა და სიყალბე.

იდეა კარგი, შესრულება პლინტუსქვემოთ.

პირველ სერიას როგორღაც ვუყურე, მეორეს გადახვევებით და ორი მესამედი. დალშე ნახუი.

Posted by: Pepper_Crowley 17 Sep 2021, 20:18
QUOTE
ეპიდემია მთელ პლანეტაზე გავრცელდა და უცნობი ჭირი უმალ კლავს ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელ ძუძუმწოვარს. თუმცა იორიკ ბრაუნი და მისი თანმხლები მოთვინიერებული კაპუცინის ჯიშის მაიმუნი სახელად ამპერსანდი სასწაულებრივ გადაურჩებიან დაავადებას.



და ამათი სპერმისთვის მიდის ბრძოლა, სახელმწიფოებს შორის?

Posted by: 4L3X 17 Sep 2021, 22:23
SJW agenda in action :puke:

Posted by: ქაფქიანა 18 Sep 2021, 18:24
4L3X

QUOTE
SJW agenda in action :puke:


ზუსტადაც.

სულ იმას ვამბობ, რომ მსგავსი სიმახინჯე გამოიწვია ჰედონისტურმა ჭაობმა. ერთი გრანდიოზული კატასტროფა, ასტეროიდი, ბირთვული ომი ან უკიდურესად სასიკვდილო პანდემია და ყველაფერი თავის ადგილზე მოჯდება.

Posted by: ZAZAi 23 Sep 2021, 08:55
ერთადერთი მამაკაცი გადარჩა და ისიც იდიოტია. თუმცა არა, მეორე მამაკაციც გადარჩენილა. ის ნაკლებად იდიოტია. სექსში თავს იფასებს, ან რაღაც პრობლემები აქვს.
ქალები კი წიოკის ნაცვლად ბრუტალურად იქცევიან.
ფემინისტური ფილმია. რომელიღაცა პარალელური სამყაროდან

Posted by: _GHOST_ 23 Sep 2021, 13:44
ვინ მეორე მამაკაცი? givi.gif

ორი მამრია გადარჩენილი, ეს და ამის მაიმუნი.

Posted by: ZAZAi 23 Sep 2021, 22:53
_GHOST_
4 ე სერია ნახე?

Posted by: _GHOST_ 24 Sep 2021, 10:19
ZAZAi
მე4 არ მინახავს, მაგრამ, როგორც ვხვდები, ტრანსს გულისხმობ. :დ


Posted by: ZAZAi 24 Sep 2021, 16:08
_GHOST_
QUOTE
როგორც ვხვდები, ტრანსს გულისხმობ.

აა, ანუ მხოლოდ იმიტომ არის ნაკლებად იდიოტი, რომ ტრანსია? smile.gif

Posted by: FixYou 19 Oct 2021, 23:36
კაი ამბავის სათქმელად შემოვედი.... დააქენსელეს old.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)