ამ თემაში როგორ აღარ აქტიურობენ ხალხი.. აკოსტა აღარ ჩანს და სხვებიც ხანდახან ჩანან.. მეც სულ მივივიწყე ეს დიადი თემა ..

მოკლედ ეს დედა აფეთქებული რა გახადეს ამ ფრედის ბიო ფილმის გადაღება.. ეს ბრაიანი სულ ღლევდება რაც წლები ემატება მგონი..

საშა ბარო კოენზე ჯერ არ ვიღებთო მერე გამოაცხადეს სხვებმა აბრუნებენო და ეხლა ამან წავიღადავეთო..
რით ვერ მიხვდნენ რო არაა აუცილებელი ტოპ ვარსკვლავი ათამაშო მაინც და მაინც.. მთავარია ნიჭიერი მსახიობი იყოს თუნდაც ნაკლებად ცნობილი და მთავარია სიმაღლის, წონის და სახის ფორმით მიახლოებული იყოს.. ანუ გრძელი სახე რო ქონდეს.. და დანარჩენი ფერები, თმის ვარცხნილობა და მიმსგავსება აღარაა დღეს უკვე პრობლემა ისეთ მაკიაჟს აკეთებენ.. და იმდე რამე აქვთ სამაგისოდ..
მსახიობი კიდე უკეთესი თუ გეი ან ბისექსუალი იქნება იმისათვის რო გარკვეული სცენარები ფილმში რაც მის პირად ცხოვრებას და ბიჭებს ეხება უფრო ბუნებრივად გამოუვიდეს.. ყველას არ შეუძლია ეგ რადგან ყველა არაა რობი უილიამსისნაირი უნიკალური მსახიობი თუნდაც რო ყველა ჟანრს თუ როლს მოერგოს.. და ასევე ყველა პერსონაჟის ცხოვრება გაითავისოს ფილმში თამაშის დროს..
საშა ბარონ კოენს კიდე რაც შეეხება კიდევ მაგისი თამაში ფრედის როლში დიდი ღლეობა იქნებოდა თავიდანვე ან აზრად როგორ მოუვიდათ ეგ უაზრობა რადგან სიმაღლეში მგონი 190-191 .. ფრედი კიდე 176-177 იყო..
ბრაიან მეი კიდე უფრო და უფრო რო ღლევდება იმაში გამოიხატება რო იძახის საშა ბარონ კოენი არა სერიოზული იქნებოდაო ფრედის როლში ანუ როგორც ბორატის გმირი..
და ტიპს ჯგუფში ყავს სოლისტად ადამ ლამბერტი რომელიც ქუინის ჟანრს და სპეციფიკას რო თავი დაანებო საერთოდ სულ სხვა ტიპია და ფრედისი არაფერი აქვს..
არც ჩაცმულობა/იმიჯი, არც გარეგნობა და არც ქცევა სცენაზე..
არადა კაი მომღერალია პროსტა ვერ ჯდება ქუინში როგორც ტიპაჟი..





This post has been edited by Brock on 21 Sep 2015, 03:05