Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > პრეტენზიების თემა


Posted by: Did_Giorgi 29 Nov 2011, 23:38
მოკლედ ეს იქნება წინა თემის გაგრძელება.
სათაური ცოტა რთული ჰქონდა წინა თემას http://forum.ge/?f=41&showtopic=33824381
არადა დანიშნულება იყო იგივე:

ეს არის პრეტენზიებისა და შენიშვნების თემა, სადაც იუზერებს ექნებათ საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა განყოფილებაში არსებული მდგომარეობისა და სიტუაციის შესახებ, ასევე თუ გექნებათ გარკვეული წინადადებები და შეთავაზებები მოდერატორებთან, შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი აზრი აქ.. ამ თემაშივე შეეძლებათ იუზერებს გაასაჩივრონ მიღებული სასჯელები. თუ შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, მაშინ შეუძლიათ გახსნან თემა http://forum.ge/?showforum=33 -ში / ან http://forum.ge/?showforum=3 -ში

ესაა და ეს.

აქვე ყველას მინდა მოგილოცოთ: განყოფილებას ჰყავს ახალი, ვგონებ ყველასთვის პატივსაცემი მოდერატორი - http://forum.ge/?showuser=33556

წინა თემის ლინკი: http://forum.ge/?f=41&showtopic=33824381


Posted by: ჯიმი ლევი 29 Nov 2011, 23:47
Did_Giorgi

QUOTE
აქვე ყველას მინდა მოგილოცოთ: განყოფილებას ჰყავს ახალი, ვგონებ ყველასთვის პატივსაცემი მოდერატორი - ჯიმი ლევი

მადლობა წარდგენისთვის . smile.gif

მეც მოგესალმებით ყველას .
სიამოვნებით გავეცნობი თქვენს აქ გამოქვეყნებულ პრეტენზიებს და წინადადებებს .

Posted by: ilolashxi 8 Dec 2011, 03:27
არაპერი წერია ამ გვერძე კაია ესეგი პრეტენზიები არ არსებობს biggrin.gif

Posted by: revazpivazi 7 Jan 2012, 16:13
http://www.gadmoqache.com


Warning:
ბანი 30 დღე

Posted by: ekonomika 8 Jan 2012, 00:39
QUOTE
ვყიდი საიტს ფასი შეთანხმებით Gadmoqache.Com

QUOTE
არაპერი წერია ამ გვერძე კაია ესეგი პრეტენზიები არ არსებობს biggrin.gif

lol.giflol.gif გაიხსნა ანგარიში lol.gif

Posted by: dzleviskedeli 22 Jan 2012, 00:43
ჯიმი ლევი
Did_Giorgi

სოფლის მეურნეობას ქვე განყოფილება რო გამოეყოს თხოვეთ რა ტიმს კაცურად!!!!


Posted by: Did_Giorgi 22 Jan 2012, 01:22
dzleviskedeli
QUOTE
თხოვეთ რა ტიმს

ვთხოვეთ, მაგრამ არაო

Posted by: dzleviskedeli 26 Jan 2012, 18:35
Did_Giorgi

მიზეზი? რაო რას ამბობს?რატო არ ვართ ღირსები?

Posted by: ekonomika 27 Jan 2012, 08:39
dzleviskedeli
QUOTE
მიზეზი? რაო რას ამბობს?რატო არ ვართ ღირსები?

ვეთანხმები ამ ადამინს.....


განყოფილების ტემა უნდა იყოს გაყოფული როგორც არის ბანკების თემა ასევე ქვეგანყოფილება უნდა იყოს მიძღვნილი სოფლის მეურნეობას.....
დახარისხება და წესრიგი +1

თორემ იმდენი თემებია რომ უკვე ირევა ყველაფერი ერთმანეთში

Posted by: ჯიმი ლევი 27 Jan 2012, 11:14
ekonomika
კი , მეც ასე ვფიქრობ .
მაგრამ ადმინმა ( რომელსაც სხვათა შორის ეკუთვნის ეს ფორუმი ) გადაწყვიტა , რომ არაა საჭირო .
ასე რომ ...

Posted by: dzleviskedeli 27 Jan 2012, 12:31
ჯიმი ლევი

უბრალოდ მიზეზი რო თქვას არ შეილება?

გასაგებია რო თავის ფორუმია ეგ ყველამ ვიცით smile.gif

სხვა განყოფილებები რო ნახოთ 1000 უაზრობებეზეა გახსნილი ქვეთავები და ცალკე განყოფილებას ხო არ ვთხოვთ უბრალოდ ქვეგანყოფილება რო იყოს თორე ბევრი საინტერესო თემა იძირება სოფლის მეურნეობასთან დაკავსირებით sad.gif

Posted by: ekonomika 27 Jan 2012, 14:40
ჯიმი ლევი
QUOTE
რომელსაც სხვათა შორის ეკუთვნის ეს ფორუმი

მერე ძალაინ ძელია რომ ტექნიკურად გააკეთოს პატრა ჩანართის გაკეთება არ უნდა მაგას? ?

ნახეტ აგერაც თემები:http://forum.ge/?act=idx
პროგრამირება
Games
ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა
WWW
კომუნიკაციები
ავტომობილები
სპორტი
მეცნიერება და განათლება

ნახეთ ....

Posted by: mavina 1 Mar 2012, 10:48
საინტერესო გვერდებიაფორუმზე .ბევრ საინტერესოს გაიგებ

Posted by: Did_Giorgi 1 Mar 2012, 20:21
mavina
QUOTE
საინტერესო გვერდებიაფორუმზე .ბევრ საინტერესოს გაიგებ

ნამდვილად biggrin.gif

Posted by: Buendia Irakli 16 Dec 2012, 18:53
გამარჯობათ
პრეზენტაცია მაქვს გასაკეთებელი კომანდიტურ საზოგადოების სუსტი და ძლიერი მხარების შესახებ..შეგიძლიათ მირჩიოთ რამე???

Posted by: ჯიმი ლევი 17 Dec 2012, 03:11
Buendia Irakli
ვწუხვარ, მაგრამ თემა შეგეშალათ.


Posted by: Kate789 10 Jan 2013, 22:50
ალოო, მოდერი მინდოდა? rolleyes.gif

Posted by: ჯიმი ლევი 11 Jan 2013, 18:02
Kate789
რა გინდა გოგო. rolleyes.gif

Posted by: Kate789 11 Jan 2013, 19:51
"მაკნატუნა" არის ყველაზე კარგი მზესუმზირა მთელი თბილისის მასშტაბით.
კარგი ბიზნესია ფრიად.
წავედი ახლა ვიყიდო. თორემ მერე დაცვაზე ამიყვანენ და კარგად მეყოლე. mo.gif

Posted by: apoloni13 20 Feb 2013, 17:44
ჩემი დიდი პროტესტი არის ის რომ ამ ქვეყანაში ფასები არის "გატყავება" ისეთ პროდუქტზე ... მაგ: გიტარის ტუნერი ვაგზალზე 50 ლარი ღირს ხოლო ამაზონიდან 12დოლარი დამიჯდა რა მარაზმია. ანტი მონოპოლიური საპჭო სანამ არ გაჩნდება ჩვენს რეალობაში. ჩვენი კალათა შაგრენის ტყავს დაემსგავსება

Posted by: moneymovers 18 Mar 2013, 15:54
მალე ახალი თემა ელექტრონული კომერციის შესახებ
* * *
ახალი სიტყვა თანამედროვე ცხოვრებაში ელექტრონული კომერცია


Warning:
სამუდამო ბანი

Posted by: ekonomika 15 Apr 2013, 09:02
ჯიმი ლევი
http://forum.ge/?f=41&showtopic=34478113&st=0

რაიყო უკვე ოფიციალურადაა ფორუმზე კომპანიების რეკლამირება????

პოსტი აღარა დაწერილი რომ რომლიმე კომპანიიის პოსტი არ მოყვეს, თავისი ფირმის რეკლამირებისატვის...


Posted by: Mr-Banks 15 Apr 2013, 10:21
ekonomika


მხოლოდ წვრილმან დარღვევებს ხედავს მოდერაცია biggrin.gif

Posted by: ekonomika 15 Apr 2013, 12:19
QUOTE
მხოლოდ წვრილმან დარღვევებს ხედავს მოდერაცია biggrin.gif

biggrin.gif ამას წინებზე კი შემოტევა გულიაშვილზე (მემგონი გვარი სწორედ ამხსოვს) სპამერი იმენა smile.gif) ყველა თემაში მხოლოდ იმას წერდა ტუ როგორ გენიალური სქემებით იყო დაკავებული და ინვესტირება ჭირდებოდა smile.gif))

მასე დაფინანსებაზე მეც არ ვიტყოდი უარს

Posted by: ჯიმი ლევი 16 Apr 2013, 04:08
ekonomika
Mr-Banks
სადმე სხვაგან რომ გაერთოთ, ვერა?

Posted by: ultrapercenthood 13 May 2013, 21:08
ჩემი პროტესტია და სხვათაშორის ამ ფორუმთან დაკავშირებით, რომ პოსტში თუ მუშაობს BB კოდები, ჩართეთ ხელმოწერაშიც. არადა, აკრძალული არაა, ტექნიკური შეცდომაა მგონი პარამეტრებში დაშვებული. შეატყობინეთ რა ვინმემ ადმინს. დააწესეთ შეზღუდვები, მაგრამ იმუშაოს გამართულად smile.gif

Posted by: ჯიმი ლევი 18 May 2013, 02:36
ultrapercenthood
http://forum.ge/?showforum=33

Posted by: abes777 5 Jun 2013, 13:39
http://forum.ge/?act=ST&f=41&t=34536813&st=0#entry36720968
გთხოვთ, წაშალოთ მომხმარებელ TATA79 პოსტი- #36720485
ნებისმიერ იუზერს შეუძლია დაპოსტოს "ბიზნესისა და ეკონომიკის" განყოფილებაში გახსნილ ნებისმიერი თემაში, თუ:

2.1. წერილში გადმოცემული აზრი შეესაბამება და პასუხობს თემის სათაურს (ნებისმიერი OFF, მხოლოდ სმაილები, მხოლოდ დაქვოთილი ციტატა ან მათი კომბინაციები დაუშვებელია). ასევე იკრძალება ერთი კომპანიის თემაში, სხვა რომელიმე კომპანიის პროდუქტზე საუბარი და მისი გაპიარება. OFF ტოპიკები დასაშვებია მხოლოდ არა-მნიშვნელოვან თემებში (მაგალითად: კურიოზები საქმიან ცხოვრებაში, აქ შეგვიძლია განვიტვირთოთ და მსგავს თემებში);

Posted by: Presidental 3 Nov 2013, 08:13
ჯიმი ლევი
ჩინეთიდან ქარხნების ჩამოტანაზე აზრიანი თემა ბევრი დევს მაგ გვერდზე? თუ აუცილებელია უაზრო ხალხზე გათვლილი არაფრის მომცემი თემების წამოწევა, რომელიც მრავლადაა ამ გვერდზე? კომერციული თვალსაზრისის გარდა, შემიძლია მრავალი რჩევა მივცე დაინტერესებულ პირებს, რომლებიც არ დაუშვებენ ისეთ შეცდომებს, რომელსაც უშვებენ ჩინეთიდან პროდუქციის იმპორტის დროს. მეორე მხარეა კიდევ ინფორამციის დეფიციტი და საზოგადოების დარჩენა იმ დონეზე, რომ ჩინეთი მხოლოდ გადამგდები, უხარისხო პროდუქციის ქვეყანაა smile.gif შეკვეთები არ გვაკლია ისე რომ ფორუმზე ვეძებოთ კლიენტები, ეს ისე ინფორმაციისთვის wink.gif

თუ რამეა გადასახდელი სარეკლამო განცხადებაზე, ინვოისი გამოუშვი, რა პონტია თემის დახურვა?

თუ გინდა ერთად გავარჩიოთ, რომელია ამ ფორუმზე რეალურ საქმეზე და წარმოსახვით, უაზრო "ბიზნესზე" გათვლილი თემები. რჩევა იქნება იზრუნო ფორუმის სერიოზულობაზე და შედეგის მოტანაზე, ვიდრე ........არ ვიცი რა დავარქვა. კი ვიცი მეტყვი, რომ სარეკლამო განცხადებაა და წესდება კრძალავს....ჩაამატეთ მაგ წესდებაში, რომ "გააჩნია თემის შინაარსს" smile.gif თუ არა და charge us Mr. Moderator

წარმატებები!!!

Posted by: takusa 4 Nov 2013, 11:41
მოგესალმებით თანაფორუმელებო)),
ე.ი რა მაინტერესებს შეგიძლიათ დამისახელოთ ორი სხვადასხვა კომპანია რომლებსაც აქვთ ე.წ რბილი მიდგომა(HRM) და ხისტი მიდგომა(HRM) ???

Posted by: safety 11 Feb 2014, 01:16
Did_Giorgi
ჯიმი ლევი
Kate789
აუცილებლად უნდა რაიმე ცუდი უნდ აგავკეთო რომ მე ბანი დამადონ ?????????

ან ელემენტარულად ვინმე იქნებ ვინემმ მიაქციოთ ყურადღება ??????????

არავინ ყიდულობს აქ მილიონიან სტამბას . და არა რა არუცილებელი რომ ყველა პოსტის ბოლოს იყოს სტამბის რეკლამა .

დავიღალეთ რა მართლა ......

Posted by: ჯიმი ლევი 12 Feb 2014, 05:11
safety
1. რა შუაშია კატე789?
2. დაარეპორტე, თორემ აქ დაწერილიდან ბევრს ვერაფერს ვიგებ.

Posted by: safety 12 Feb 2014, 09:33
ყველა მოვნიშნე ვინც ისე ვანხე..........
კაი კონკრეტულად დავწერ რაზე მაქვს პრტენზია .
რომ არ არსებობს კონტროლი იმისა რომ ადამინი ყველა თემაშI აკეთებს რეკლამირებას სტამბის გაყიდვის შესახებ . კი მესმის რომ უნდა მილიონ ნახევრიანნი სტამბის გაყიდვა ფორუმზე???!!!

მაგრამ დამღლელია . სპამია ..... თემაშI პასუხს ელეოდები ხოლემე და შედიხარ და მხოლოდ სტამბის რეკლამა ყოველი მე2 პოსტი ...

დავიღალეთ

სიტყვეიერი გაფრთხილებით რეაგირება არ აქვს . და რა ვქათ ასე ყველას კიდევ მაშინ მოვიწვევ სანაცნობოს ვისაც რაიმის გაყიდვა უნდა .
აგერ მეც მინდა მანქნაის გაყიდვა და ავდექი და სადაც იყო გამოყოფილი სპეციალური ადგილი იქ გავხსენი . რავქნა დავიწყო ლინკის დადება ყოველ ტემაში ???
http://forum.ge/?showtopic=34613786&hl=
????????
ან გახსნას მაშIნ სპეციალური თემა სადაც მხოლოდ ბიზნესისი ყიდვა გაყიდვა იქნება და არა სპამი ყველა თემაში....
აი ესა ჩემი კომენტარი smile.gif (კოხორა)

Posted by: ჯიმი ლევი 12 Feb 2014, 09:58
safety
QUOTE
მაგრამ დამღლელია . სპამია ..... თემაშI პასუხს ელეოდები ხოლემე და შედიხარ და მხოლოდ სტამბის რეკლამა ყოველი მე2 პოსტი ...

ან დაარეპორტე ეგ სპამები, ან დამილინკე აქ და მივხედავ.
QUOTE
იყიდება E 320 მერსედესი

რას აფასებ?

Posted by: safety 12 Feb 2014, 10:47
ჯიმი ლევი
ბიზნესის 50% -იანი წილი

იყიდება აწყობილი ბიზნესის 50%-იანი წილი.გამომცემლობა+სტამბა, 1000 კვ კაპიტალური შენობით.თანამედროვე გერმანული მაღალხარისხიანი დანადგარებით.საგამომცემლო უფლებებით.საბავშვო და მხატვრული ლიტერატურით.საკუთარი სასკოლო სახელმძღვანელოების დიდი ტირაჟით.10 წლიანი გამოცდილებით.მუდმივი შემკვეთებით. შესაძლებელია მთლიანად გაყიდვა და სხვა...
ფასი 1 200 000 $
ტელ:570501289
599926282
mpaata@gmail.com

http://forum.ge/?f=41&showtopic=34604784

თუნდაც ეს ტემა აიღე 3 ჯერ წერია

რავი ერთი smile.gif უკვე აღარ ვიცი მაგის ფასი smile.gif))) რაც მეტი უკეტეის smile.gif)) 8500 ის ფარგელბშI მინდაა. დალაპარაკება შIაძLება smile.gif PM ში

Posted by: ჯიმი ლევი 12 Feb 2014, 12:23
safety
სამუდამო ბანი მივეცი.

QUOTE
8500 ის ფარგელბშI მინდაა

და თემაში რატომ არ გიწერია ფასი?

Posted by: safety 12 Feb 2014, 12:31
ჯიმი ლევი
QUOTE
8700 მინდა განბაჯების გარეშე და რავი ცოტა შიაძლება კიდევ დააკლდეს 

ფასი ამგი მეწერა რადგან მხოლოდ პმ ში მხოლოდ ფასს მეკიტხებოდნენ smile.gif და კიდევ დააკლდებათქო მოლაპარაკების ამბავი იყო smile.gif

Posted by: Did_Giorgi 12 Feb 2014, 20:07
ჯიმი ლევი
QUOTE
სამუდამო ბანი მივეცი.

რა სასტიკი გაგხადა პოლიტიკამ
გუშინ ასე 20 პოსტი წავუშალე მაგას, თურმე რას ვწვალობ - ბან!

Posted by: ჯიმი ლევი 13 Feb 2014, 02:02
safety
არა უბრალოდ მიკვირს, რატომ არჩევს ყველა პმ-ში საუბარს, როცა საქმე ფულს ეხება ან ბიზნესიდეას.
მე პირადად რისი თქმაც შეიძლება, თემაშიც ვიტყვი (არა და დანარჩენი ფორუმელებისგან განსხვავებით ვფიქრობ ბევრი რამის თქმა შეიძლება). რისი თქმაც არ შეიძლება, რატომ გავუმხელ პმ-ში უცხო ადამიანს?!
უბრალოდ ეს პმ მიმოწერა ჯერ ერთი რომ ფორუმს უინტერესოს ხდის, მეორეც თვითონ დაინტერესებული იუზერისთვის არ უნდა იყოს მომგებიანი.

Did_Giorgi
ნიკი მხოლოდ მაგ მიზნით ჰქონდა.
ერთხელ უკვე მისცა ნაპსტერამ ერთთვიანი.
მხოლოდ სამუდამო უშველიდა მაგ საქმეს.
განცხადების გამოქვეყნება თუ უნდა, სიტყვა და საქმეში განათავსოს.
ან განცხადებების განყოფილებაში.

Posted by: safety 13 Feb 2014, 09:34
ჯიმი ლევი
QUOTE
safety
არა უბრალოდ მიკვირს, რატომ არჩევს ყველა პმ-ში საუბარს, როცა საქმე ფულს ეხება ან ბიზნესიდეას.
მე პირადად რისი თქმაც შეიძლება, თემაშიც ვიტყვი (არა და დანარჩენი ფორუმელებისგან განსხვავებით ვფიქრობ ბევრი რამის თქმა შეიძლება). რისი თქმაც არ შეიძლება, რატომ გავუმხელ პმ-ში უცხო ადამიანს?!
უბრალოდ ეს პმ მიმოწერა ჯერ ერთი რომ ფორუმს უინტერესოს ხდის, მეორეც თვითონ დაინტერესებული იუზერისთვის არ უნდა იყოს მომგებიანი.

lol.gif PM ში იმიტომ რომ მერე აქ პრეტენზიების თემაშI არ დამიწყონ ხოლმე ზოგიერთამ მოდერატორმა რომ რა ა
QUOTE
სადმე სხვაგან რომ გაერთოთ, ვერა?
lol.gif
ჩემთვისვე უკეთესია რომ საჯაროდ იყოს სხვებმაც წაიკითხონ რომ მანქნას ვყიდი smile.gif ლინკი ზემოტანsmile.gif)) კაი მანქანა სხვათაშორის და ფასიც მაგათი თო მოძებნით 10-12000 $ ფარგლებშია .
კაი მაქნაა . პროსტო მე სხვაც მყავს . და მინდა ეს გავყიდო კიდევ მერე (6-7თვის მერე ) ჩემი მეორეც გავუშვა და კაი ვიყიდო სხვა smile.gif

Posted by: ჯიმი ლევი 13 Feb 2014, 21:34
safety
QUOTE
PM ში იმიტომ რომ მერე აქ პრეტენზიების თემაშI არ დამიწყონ ხოლმე ზოგიერთამ მოდერატორმა რომ რა ა

სამუდამო ბანს ერიდები? smile.gif
QUOTE
ჩემთვისვე უკეთესია რომ საჯაროდ იყოს სხვებმაც წაიკითხონ რომ მანქნას ვყიდი  ლინკი ზემოტან)) კაი მანქანა სხვათაშორის და ფასიც მაგათი თო მოძებნით 10-12000 $ ფარგლებშია .
კაი მაქნაა . პროსტო მე სხვაც მყავს . და მინდა ეს გავყიდო კიდევ მერე (6-7თვის მერე ) ჩემი მეორეც გავუშვა და კაი ვიყიდო სხვა 

რა გინდა, მანქანა გინდა შემომასაღო?

Posted by: safety 14 Feb 2014, 09:27
Did_Giorgi
QUOTE
რეგისტრ.: 30-October 08

ჯიმი ლევი
QUOTE
რეგისტრ.: 21-April 07

safety
QUOTE
რეგისტრ.: 18-June 05

lol.gif ხოოოო რაც არ გინდა იყოს ვუფრთხილდები ნიკს smile.gif))))
ჯიმი ლევი
QUOTE

რა გინდა, მანქანა გინდა შემომასაღო?

მაგარი იდეაა რა გინდა smile.gif თუ ბიზნესი და ეკონომიკაა მასე იყოს smile.gif სკიდკას გაგიკეთებ ფორუმელობის მუღამში smile.gif))

Posted by: ჯიმი ლევი 14 Feb 2014, 11:39
safety
QUOTE
მაგარი იდეაა რა გინდა

უმაგრესი...
მებაჟეების გაოგნებული სახეები წარმომიდგენია, გერმანიაში რომ ჩამოვიყვან საქართველოდან მერსედესს.

Posted by: safety 14 Feb 2014, 11:48
QUOTE
გერმანიაში რომ ჩამოვიყვან საქართველოდან მერსედესს.

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
და მანქანში რომ ჩავდებთ ტავარს smile.gif ტყემალი მუთაქით "ძონძები".

Posted by: bublioteka 10 Mar 2014, 20:47
StartUp მარანი!
თუ, თქვენ გაქვთ ინოვაციური ბიზნეს - იდეა ან ,უბრალოდ, ბიზნესის დაწყების სურვილი, მაშინ ეს ღონისძიება თქვენთვისაა. ჩვენ გაძლევთ არაჩვეულებრივ შანსს, აქციოთ თქვენი ჩანაფიქრი რეალობად!

2014 წელს, startup.ge-ისა და Green Capital-ის ორგანიზებით, StartUp მარანი თბილისში პირველად 28-29 მარტს გაიმართება!
როგორი იდეებია მისაღები?
ნებისმიერი იდეა ნებისმიერ სფეროში მისაღებია.
Startup მარანი-ს ნებისმიერ მონაწილეს აქვს უფლება, წარმოადგინოს იდეა, დაამუშავოს და მოამზადოს პრეზენტაციაზე წარსადგენად, რაშიც ჩვენი გუნდი დაეხმარება.
თუ თქვენ არ გაქვთ იდეა, მაგრამ გსურთ, წამოიწყოთ საკუთარი ბიზნესი, ჩვენ გთავაზობთ იდეებს, თქვენ შეგიძლიათ ამოირჩიოთ თქვენთვის სასურველი, დაამუშავოთ და წარუდგინოთ ინვესტორებს!
ღონისძიების დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში ინვესტორებს ექნებათ საშუალება დაუკავშირდნენ მათ მიერ შერჩეულ მონაწილეებს და დაიწყონ მოლაპარაკება დაფინანსებაზე. ხოლო იმ იდეებს, რომლებიც ვერ მიიღებენ დაფინანსებას, მონაწილეთა სურვილის შემთხვევაში, განვათავსებთ ჩვენს ვებ-გვერდზე www.startup.ge , სადაც ნებისმიერ მნახველს შეეძლება დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდეს იდეის ავტორს.

აპლიკაციების შევსების ბოლო ვადაა 2014 წლის 6 მარტი. ღონისძიება გაიმართება 28-29 მარტს.
ასევე, საუკეთესო ბიზნეს იდეების ავტორებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სხვა ქვეყნის მსგავსი ტიპის პროექტებში და მოიპოვონ დაფინანსება.

მაშ ასე!
არ გამოტოვოთ უნიკალური შანსი!
შეავსეთ აპლიკაცია დღესვე და მიიღეთ შესაძლებლობა, გახდეთ პროექტის მონაწილე!

იხილეთ თანდართული აპლიკაციის ფორმა

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდებს:
Official Facebook Page
www.startup.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მობ: 598 67 12 48
ტელ: 2 18 38 21
ელ.ფოსტა: marani@startup.ge

Posted by: alekoaleko712 7 Jun 2014, 17:36
გთავაზობთ ბუღალტრულ მომსახურებას დაბალ ფასად

აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება

ყველასათვის ცნობილია, თუ რამდენი დრო, საშუალებები და ძალისხმევა სჭირდებათ ბიზნესმენებს, მეწარმეებს, საწარმოთა ხელმძღვანელებს პრობლემების დასაძლევად, რაც დაკავშირებულია აღრიცხვის წარმოებასთან, დოკუმენტების გაფორმებასთან, სხვადასხვა ანგარიშგების შედგენასთან, გადასახადების გადახდასა და საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობასთან.

ამ ამოცანების გადასაწყვეტად საჭიროა კვალიფიციური კადრების მოძიება, მათი საქმიანობის მართვა და მონიტორინგი და რა თქმა უნდა შიდა კონტროლის გამართული სისტემის არსებობა, რადგან ბუღალტრულ და საგადასახადო აღრიცხვა - ანგარიშგებაში ხარვეზის არსებობა,როგორც ამას პრაქტიკა გვიჩვენებს, მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგების საფუძველი ხდება ხოლმე.

სწორედ ამიტომ, ჩვენ მიზნად დავისახეთ მაქსიმალურად შევამსუბუქოთ თქვენი, როგორც ჩვენი კლიენტების ბიზნეს რისკები და ჩვენს თავზე ავიღოთ აღრიცხვა- ანგარიშგებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა. თქვენ კი საშუალება მოგეცემათ მშვიდად განავითაროთ თქვენი ბიზნესი.
* * *
კონსულტაციები უფასოა
ტელ: 555177521

Posted by: ჯიმი ლევი 8 Jun 2014, 17:09
alekoaleko712
გთავაზობ სამუდამო ბანს.
შემოთავაზება უფასოა.

Posted by: tazo-tazo 16 Mar 2015, 20:17
პირველი ჰიგიენური საშუალება საკვების მისაღებდ.სახელად "თითთათმანი"პირველი სატესტო პროდუქცია მზადაა და წარმატებით გაიარა ექსპერიმენტები.დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით; Tamazi-1974@mail.ru

Posted by: Nika303 7 Jun 2015, 23:09
პრეზენტაციების თემა წავიკითხე გამიხარდა down1.gif
თქვენ ხო ხალხი არ ხართ user.gif

Posted by: banker 26 Oct 2015, 10:33
მოგესალმებით,
ვინაა ეხლა აქ მოდერატორი?

Posted by: ჯიმი ლევი 26 Oct 2015, 12:03
banker
ისევ ის ხალხი, თემის სათაურში ვინც წერია.

Posted by: ripsta 20 Jan 2020, 17:14
dryade მიყვარხარ <3

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)