#53480859 · 24 Sep 2018, 15:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა,
პატარა სამუშაო მაქვს სახლში და მე თვითონ ვაკეთებ. აივანზე ძველი ფილებია ამოყრილი და პლიუს კაფელი. ორივე ამძვრალია, დაწებება მინდა ცემენტით, რადგან ვეცადე წებოთი (ფილების წებო-ცემენტით) დაწებებას, თავიდან კი დაიჭირა, მაგრამ წვიმის შემდეგ ისევ მოირყა. წებო ცემენტი ძალიან მყიფეა და იფშხვნება, ალბათ მისი ფუნქცია ხელმეორე დასველებას არ ითვალისწინებს - განსხვავებით ჩვეულებრივი ცემენტისგან, რომელსაც ქვიშა ურევია და ფაქტიურად ბეტონად იქცევა. ასეთი ჩვეულებრივი ცემენტით მინდა ფილების დამაგრება.
შეკითხვა მაქვს, ჰაიდელბერგის ჩვეულებრივ ცემენტთან რა პროპორციაში შეიძლება ვიხმარო ყვითელი ქვიშა აივანზე ფილების დასაწებებლად? სასურველია სამი ქვიშა ან ნაკლები და ერთი წილი ცემენტი. მარტო ცემენტი რომ ვიხმარო, ან ერთი ერთზე, დაიჭრს? არ მინდა წებო-ცემენტი, რომ ამოცვივდეს წვიმის მერე, ადრე ხომ ცემენტზე სვავდნენ პირდაპირ და ასე მინდა ახლაც, ვერ გავუგე ამ ფილების წებოს ვერაფერი. ასევე კაფელი, რამდენი ნაწილი ქვიშა აურიო ერთ ნაწილ ჩვეულებრივ ჰაიდელბერგის ცემენტზე კაფელის დასაწებებლად, რომ მაგრად დაიჭიროს.
წინასწარ გმადლობთ ინფორმაციისთვის!
--------------------
www.oreganoclay.wix.com/logo
|