#53603552 · 16 Oct 2018, 16:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
shuma89
QUOTE | მე ბოდიში, მაგრამ მაგას თუ ეტყვით კლიენტს რომ სახურავიდან წყლის ჩამოსვლის გარანტია 5 წელზე მეტიაო მე პირადად და საღადმოაზროვნე ადამიანი მაგაზე არ წამოვა. სახურავს რო ვაკეთებ 30 წელი მაინც უნბდა მემსახუროს, ბოლოსდაბოლოს კომუნისტური შიფერი ძლებდა 50 წელიწადს, ახლაც ეგაა ჩემი სოფლის სახლზე, კორპუსებზე კიდევ 40 წლის წინანდე კორპუსზე ჟეშტი მუშაობს და დღეს რო კაცი გადახურვას გააკეთებს ცეცხლის ფასად და 5 წელიწადშI წყლის ჩასვლის იმედს მისცემთ ეგ უკვე . . . ..
|
ველოდი ამ შეკითხვას, გმადლობთ,
5 წელი, ეს არის სერვისის მომსახურების გარანტია, და არის მინიმალური, ეს ერთი, მეორეც, თვითონ მასალას აქვს 50 წლიანი გარანტია მწარმოებლისგან,ასე რომ კლიენტი ჩვენი შეთავაზებით და ჩვენი გარანტიებით კმაყოფილი დარჩება, და მესამე, გკითხავთ, როცა ტელევიზორს ან მაცივარს (ან სხვა რაიმე ტექნიკას, თუ მასალას) ყიდულობთ, და როცა მწარმოებელი (პირობითად) 10 წლიან გარანტიას იძლევა, გამყიდველი კომპანია თუ გაძლევთ 10 წლიან გარანტიას? რა თქმა უნდა არა! ისინი გაძლევენ ერთვიან ან მაქსიმუმ ერთ წლიან გარანტიას, ასე რომ, სერვისის გარანტია სხვაა და მასალის გარანტია სხვა, ისე, ჰიდროიზოლაციაზე მაქსიმუმ 3 წლიანი გარანტიები გაიცემა, ტენდერებში ტოლით გადახურვაზე ერთ წლიან გარანტიებს ითხოვენ, მეტს არა, ჩვენს შემთხვევაში სერვისს რადგან გთავაზობთ, გავცემთ სერვისის გარანტიას(სერვისში შედის შესრულება და მთელი სისტემის აწყობა, თავისი მწვანე ნარგავებით), მასალას გაცილებით მეტი გარანტია გააჩნია, თანაც, ეს არ არის მარტო ჰიდროიზოლაცია, ეს არის მწვანე გადახურვა, და ეს არის გარკვეულწილად ზამთარში სითბოს შენარჩუნება, ხოლო ზაფხულში სიგრილისა,
ფოტოზე: თბილისთან ახლოს, კოჯრის სარეკრეაციო ზონაში, სამედიცინო ველნეს კურორტის BIOLI "ბიოლი" * * * shuma89
QUOTE | 5 წელიწადში წყალი არ ჩამომივა |
ვინაიდან კითხვა ასე იყო დასმული, შესაბამისად მეც 5 წელი დავაფიქსირე, რომ გარანტია 5 წელზე მეტია თქო, რაც შეეხება კონკრეტულ წინადადებაზე და ობიექტზე, რასაკვირველია სერვისის გარანტიაც 5 წელზე გაცილებით მეტია, გრძელვადიანი გარანტიის სითამამეს გვაძლევს საქართველოში 15 წლიანი და კომპანიის საუკუნოვანი გამოცდილება, მოგეხსენებათ FIRE STONE ეს არის ამერიკული ბრენდი და მისი ისტორია იწყება 1900 წლიდან, კომპანია აწარმოებდა საბურავებს, და სწორედ ამ მასალის მოდიფიცირებაა Firestone EPDM მემბრანა, ჩვენს სწორედ ამ მსოფლიო ბრენდ კომპანიას წარმოვადგენთ, საქართველოში This post has been edited by anaila on 16 Oct 2018, 16:49
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
|