მექსიკურ-ამერიკული სერიალი ძალიან კარგი მსახიობების შესრულებით.
სცენარი და დიალოგები - საუკეთსოდ დაწერილი. ფილმი ესპანურად და ინგლისურად მიდის, მაგრამ ორივე ენაზე ძალაინ ზუსტად დაწერილი დიალოგებით, ისე რომ გმირის სახასიათო სახეს იძლევა ლამის ყოველი სიტყვა.
ჭადრაკის პრინციპით აგებული პოლიტიკური თამაში და ორი ქვეყნის ბითერ-სვით ურთიერთობების ფონზე გამოუცხადებელი ომი ნარკოკარტელებს შორის.
როგორც ყოველთვის, ასეთი სერიალი იწყება ახალი გმირების გამოჩენით, სიტუაციები განსხვავებულია, ამიტომ პირველივე სერიიდან ეცადეთ ზუსტად დაიჭიროთ გმირების ხასიათი, მეორე სერიიდან უკვე ვერ მოწყდებით ისე გადის ათივე სერია და ათი სერიიდან მხოლოდ ერთი სცენარის განვითრება გამოვიცანი.
და იმედია მომავალ სეზონებსაც მოაყოლებენ.
მსახიობები მხოლოდ ჯეიმს პურიფოი მეცნო, ზე-სიმპატიური მარკუს ანტონიუსი რომიდან, მაგრამ, მექსიკის მხრიდან არის უფანტასტიურესი ქასთი.
ვისაც გიყვართ ანტიტერორიზმი, პოლიტიკა, სი-აი-ეის შიდა ურთიერთობები, მექსიკური ესთეტიკა - ყველაფერი ერთად არის,
პ.ს. ლოსთფილმზე დევს რუსული თარგმანით
This post has been edited by kanonika on 5 Jan 2021, 16:26