Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > სამართალი > საჯარო რეესტრი |
Posted by: Suleluka 7 Jul 2007, 16:53 |
მაინტერესებს, ბინის რეესტრში გადარება რა პროცედურაა, ანუ რა საფეხურებია გასავლელი და თანხა რამდენი საჭირო, თუ ვინმემ იცით მომწერეთ. |
Posted by: nanka_iuristka 7 Jul 2007, 17:17 |
Suleluka დეტალურად გეტყვი. 2 კვირის წინ თავად გამიყვანეს კედლებზე. ვინც არ იცის იქ რა ელოდება, ძალიან გაწვალდება... სწორი ქენი თემა რომ გახსენი... ესეიგი გესაჭიროება: 1. პირადობის მოწმობის ასლი 2. ბინის შენობა ნაგებობის ცნობა(ამას გასცემენ საჯარო რეესტრის 6-ე სართულზე. პირველი ეს აიღე რომ მიხვალ) 3. ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი დამოწმებული ნოტარიულად 4. 50 ლარიანი ქვითარი ბინის გასატარებლად (ამას იქვე აიღებ) და თუ მინდობილობით ატარებ, მინდობილობის ასლი დამოწმებული ნოტარიულად... გადაიღე ასლები, დამოწმებინე ნოტარიუსში და ადი რეესტრში. ჯერ მიდი 6-ე სართულზე მთელი დოკუმენტებით(ქვითარი არ გექნება მხოლოდ, იმას მერე აიღებ, მაგ ცნობისათვის ქვიტარი არც გინდა), მანდ მოგცემენ იმ ცნობას, შემდეგ ჩამოხვალ 5-ე სართულზე, სადაც შესასვლელს ნახავ, სულ ხალხი გადი გამოდის იქ რომ შეხვალ მარჯვენა მხარეს ჩადგები რიგში და რომ მიხვალ ერთ ერთ მომსახურე პერსონალთან, მის გვერდით იქნება საქართველოს ბანკის სალარო, ყველა ოპერატორის გვერდითაა და აიღებ 50 ლარიან ქვითარს და დანარჩენს თავად გააკეთებენ რეესტრის მომსახურენი. შემდეგ დაგიბარებენ 4 დღის მერე, მოდი და წაიღეო ცნობაო. ანუ ნოტარიულ დამოწმებას და ასლების გადაღებას თუ არ ჩავთვლით, 50 ლარის ამბავია თუ რაიმე კითხვა გაქვს, აქ ვარ.... |
Posted by: Suleluka 7 Jul 2007, 21:49 |
nanka_iuristka გაიხარე. ერთ ბინა საერთოდ არა მაქვს რეესტრში გატარებული რაც ვიყიდე და მეორე 4 წლის წინანდელი რეესტრი არ გამოდგება მგონი ხო? ანუ მეორეც გასაკეთებელია და რა მაინტერესებს, შენ კორუსის ბინაზე გააკეთე რეესტრი? აზომვები და ეგეთები არ დასჭირდა? ისე ეგ 50 ლარიანი ქვითარი 25 ღირდა ადრე 1 თვეა თუ ცოტა მეტი რაც გააძვირეს, ბევრი ხალხი აკეთებს რეესტრს და გინდა არ გინდა იხდიან |
Posted by: nanka_iuristka 7 Jul 2007, 21:58 |
Suleluka კი დაჭირდება ხელახლა იმიტომ რომ ძველი არქივები დაიკარგაო და მოკლედ მთელი ამბები აქვთ... ანუ ყველა ვარიანტში ახლიდან უნდა გაატარო... კი მე კორპუსის ბინა გავატარე რეესტრში... არა აზომვები დამატებით არაფერი დაჭირვებია, რაც დოკუმენტები გაქვს მაგ ბინასთან დაკავშირებული ყველაფერი წაიღე და მანდედან გამომდინარე გაგიკეთებენ იმ აზომვით მონაცემებს... ადრე არ ვიცი რა ღირდა, მე რომ ავიღე 30 ღირდა - იმ დღისით შარები მომიდეს და შემდეგ კვირას ყველა დოკუმენტით შეიარაღებული მივედი და უკვე 50 ლარიაო დამახვედრეს. არა და 30 ლარიანი ქვითარი აღებული მქონდა მაგრამ უბრალოდ დავამატე 20 ლარი... ანუ ყველა ვარიანტში 50 ლარიანი ქვითარი... მემგონი ყოველ კვირა ძვირდება.... ხო ისეთი რიგებია...... მარჯვენა მხარესაა სარეგისტრაციო, და მარცხენა მხარესაა ცნობის ასაღები განყოფილება... დაიჯერებ რომ ცნობის ასაღებ განყოფილებაში საერთოდ რიგები არაა? და სარეგისტრაციოში კიდევ ხალხი ერთამენეთს ჭამს? ეს იმიტომ რომ ცნობის აღებამდე ბევრი ვერ აღწევს... იმდენ შარებს დებენ საწყლებს... ხალხი მეოთხედ და მეხუთედ იდგა რიგში.... |
Posted by: Suleluka 7 Jul 2007, 22:14 |
nanka_iuristka მე იმხელა ღიპითა ვარ ალბათ გამიშვებენ ურიგოთ http://www.sestrenka.ru/lines/ ისე რა მაინტერესებს ეგ რეესტრის ფურცელი რაში მჭირდება? მემგონი მარტო გაყიდვის დროს გამოადგება ხო? |
Posted by: Feria 7 Jul 2007, 22:43 | ||
Suleluka
თუ გაყიდვისას გაატერებ რეესრტში,მაშინ ,ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულობის გაფორმების დროს ,იხდი 12%-ს ბინის საფასურიდან. თუ რეესტრში გატარებიდან ბინას გაყიდი ორი წლის შემდეგ--არ იხდი 12 %-ს . ა ნ უ , ,რეესტრში გატარებიდან ორი წლის განმავლობაში არ უნდა გაყიდო ბინა,თუ არ გინდა 12 %-ის გადახდა. მგონი ,გასაგებად ავხსენი? |
Posted by: Suleluka 7 Jul 2007, 22:54 |
Feria გასაგებია, ანუ იმ ერთს არ განვაახლებ, ჩემსას კი ვუპირებ 1-2 წელში გაყიდვას და ამას ნამდვილად სჭირდება რეესტრი. მადლობ |
Posted by: შევარდენი1906 7 Jul 2007, 23:33 |
Suleluka შენი მუცლიანად მოდი რეესტრის შენობაში მეხუთე სართულზე და დაცვას უთხარი ჩემი სახელი და გვარი (პმ-ით მოგწერ) ისე გარწმუნებ რიგში არავინ დაგაყენებს შენს მდგომარეობაში და საერთოდ რიგები თითქმის აღარაა!!! nanka_iuristka პანიკას ნუ თესავ საზოგადოებაში ერთხელაც შემოიარე და დარწმუნდები თანაც მე მგონი ორი კვირის წინ კი ერთი თვის წინ ხარ ნამყოფი, რადგან 6 ივნისიდან ცნობა-დახასიათება 5 ლარი ღირს და თანაც მეექვსეზე კი არა მეხუთე სართულზე გაიცემა!!! Suleluka ხო კიდევ თან გქონდეს მხოლოდ პირადობის მოწმობა და ფული ქვითრის ასაღებად. ქვითარი გჭირდება ორი - 5 ლარიანი და 50 ლარიანი იქაც საკომისიო თითო ლარი და გზის ფულის გარეშე დაგიჯდება 57 ლარი არავითარი ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი არ გჭირდება იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება შენს სახელზეა გაფორმებული!!! |
Posted by: Skulls & Bones 7 Jul 2007, 23:38 | ||
http://www.reestri.gov.ge |
Posted by: შევარდენი1906 7 Jul 2007, 23:41 | ||
Skulls & Bones
+ www.napr.gov.ge |
Posted by: Suleluka 8 Jul 2007, 11:54 |
შევარდენი1906 გაიხარეე იქნებ იმაზეც გამიგო რამე რაც PM-ში მოგწერე |
Posted by: nanka_iuristka 8 Jul 2007, 14:47 |
შევარდენი1906 რა შუაშია პანიკას ვთესავ.... კაცი შვილ ირომ მანდ პატრონი არაა, რა ჩემი ბრალია? და ანარქია სუფევს... და შენობა ნაგებობის ცნობა კიდევ კაი ხსნის წინ ავიღე, უბრალოდ რამოდენიმე კვირის უკან გავატარე ბინა.... ხო ნუ მეხუთე სართულზე რომ ჩამოვიდნენ ეგ დამავიწყდა - მანდ ხომ ყოველ დღე რარაც იცვლება..... ფასიდან დაწყებული პროცედურებით დამთავრებული.... კიდევ მოსვლის სურვილი კიდევ არანაირად არ მაქვს |
Posted by: Suleluka 8 Jul 2007, 17:55 |
ხო და კიდევ კითხვა, კერძო ბინაზეც ეგრე უპრობლემოდაა რეესტრის არება თუ რამე ამბები უნდა მაგას? |
Posted by: nanka_iuristka 8 Jul 2007, 18:00 |
Suleluka არა რა ამბები უნდა უნდოდეს.... ეგ ხომ სენი პირადი საკუთრებაა... საზიარო რომ იყოს მეზობლებთან რაიმე ფართი ვინაიდან მრავალბინიანი შენობაა ხო, მარა, შენ ხომ არავის არაფერში ედავები და არეგისტრირებ იმას რაც უშუალოდ შენ გეკუთვნის.... არანაირი პრობლემა არ გექნება თუ რამე აქ ვართ |
Posted by: Suleluka 8 Jul 2007, 18:07 |
nanka_iuristka კერძო საკუთრებაა, მარა ეზოში 2ნი ვცხოვრობთ, თავის დროზე ბაბუაჩემის მშობლებს ეკუთვნოდა, მერე ბინა გაიყო ორ ძმაზე ერთი ნაწილი ჩვენ გვეკუთვნის მეორე გაიყიდა. ჩვეულებრივად დავარეგისტრირებ ხო? და რა მაინტერესებს აბა აზომვები რისთვისაა მაშინ საერთოდ? |
Posted by: nanka_iuristka 8 Jul 2007, 18:23 |
Suleluka თუ საცილო და სადავო არაა რა პრობლემა უნდა იყოს? ვერ ვხვდები... რომ არ მოგატყუო იმ აზომვით ნახაზს თუ ცნობას არც დავკვირვებივარ მარა ალბათ სავარაუდოდ სახლის ფართი შედის და აღწერილობა... ხომ გეუბნები თუ სადავო არ გაქვთ და გაყოფილია და ორივე კმაყოფილი ხართ იმით რაც გაქვთ, რა პრობლემა უნდა შეგექმნას რეგისტრაციისას არ მესმის... ----------------------------------------------------- |
Posted by: Suleluka 8 Jul 2007, 18:28 |
nanka_iuristka საცხოვრებელი ფართი გაყოფილია და სადაო არაფერია, მაგრამ ეზო არაა გაყოფილი და რეესტრი მარტო საცხოვრებელ ფართზე კეთდება თუ ეზოზეც? |
Posted by: nanka_iuristka 8 Jul 2007, 18:39 |
Suleluka არა მთლიანობაში.... ერთ ფართად მოიაზრება.... მემგონი მასეა... თუ ვცდები(კი მეეჭვება) ცივილისტები(სამოქალაქოს სპეციალისტები) შემოვლენ და გიპასუხებენ მე, სისხლში რაც არ უნდა დაგჭირდეს აქ ვარ |
Posted by: შევარდენი1906 8 Jul 2007, 19:20 |
Suleluka ცნობა-დახასიათებასტან ერთად აუცილებლად დაგჭირდება საინვენტარიზაციო გეგმის აღება (+ 5 ლარიანი ქვითარი) პარალელურად გააკეთებინებ საკადასტროსტო აზომვას ნაბისმიერ ფირმაში და მოიტან აზომვით ნახაზს მთლიანი ეზოსი.. გაითვალისწინე, რომ აზომვითი ნახაზი აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს საინვენტარიზაციო გეგმას რაც იმას ნიშნავს, რომ თვითნებურად არ უნდა გქონდეს მომატებული რაიმე ფართი!!!დანარჩენი პროცედურა იგივეა! |
Posted by: Blaugraner 9 Jul 2007, 11:20 | ||
Suleluka nanka_iuristka შევარდენი1906
უკაცრავად, მაგრამ თუ სწორად გავიგე ბინა 4 წლის ნაყიდია და საჯაროში არ დაგირეგისტრირებია. ჯარიმა იქნება გადასახდელი დაგვიანებით რეგისტრაციისთვის. ია ტაკ დუმაიუ |
Posted by: nanka_iuristka 9 Jul 2007, 11:35 |
Blaugraner მეც 4 წლის წინ ვიყიდე ეს ბინა მაგრამ ეხლა გავატარე რეესტრში და არაფერი უთქვამთ.... რა ჯარიმა, საერთოდ ადამიანურად თავის დროზე ხალხს ხომ ქონდა პრივატიზება გაკეთებული? მერე გადაეტანათ ის მონაცემები რეესტრში. ვისი რა ბრალია მაგათი უთავბოლობა.... მე არა მგონია ვინმეს აჯარიმებდნენ მარა თუ ვინმე იმ ჯარიმას იხდის, ძანააც მიუქარია... მაგათ თავი ვერაფრისთვის მოუბიათ და ხალხმა რა ქნას.... |
Posted by: Blaugraner 9 Jul 2007, 12:54 | ||||
nanka_iuristka
პრივატიზაციაგაკეთებულ ბინებზე არ ვამბობ
მხედველობაში მქონდა სიტუაცია, როდესაც ხელშეკრულებას ნოტარიულად ამოწმებდნენ და საჯაროში არ მიჰქონდათ დასარეგისტრირებლად. ადრე თუ არ ვცდები 2თვე იყო ვადა. დღეს თუ შესაბამისი ხელშეკრულების (მაგ. ნასყიდობის) გაფორმებიდან 15 დღის განმავლობაში არ დაარეგისტრირე ეს ხელშეკრულება საჯარო რეესტრში, დაგვიანებით რეგისტრაციისას დამატებით უნდა გადაიხადო რეგისტრაციის საფასურის სამმაგი ოდენობა. (ინსტრუქციაში ასე უწერიათ) |
Posted by: piccolina 9 Jul 2007, 15:26 | ||
შემოვიხედე, მარა აქ არ არის რეესტრი მატყუარებო |
Posted by: შევარდენი1906 9 Jul 2007, 19:50 | ||
Blaugraner
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ (22 ივნისი 2007) ჯარიმა რეგისტრაციის საფასურის სამმაგი ოდენობით გაუქმებულია, ასე რომ, სრულიად დამშვიდებულ;ად შეგიძლია მიხვიდე რეესტრში და 50 ლარიანი ქვითრით მოახდინოპ ძველი ხელშეკრულ;ების რეგისტრაცია !!! თუმცა მე შენს ადგილზე მთლად დამშვიდებული ვერ ვიქნებოდი< რადგან ბინა კვლავ ძველი მესაკუთრის სახელზეა და ამ ოთხი წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეეძლო ხელმეორედ გაეყიდა! |
Posted by: ge-nia 10 Jul 2007, 11:50 | ||||
არავითარი ჯარიმაა და სამმაგი ოდენობა აღარ არის დასარეგისტრირებლად, მხოლოდ სარეგისტრაციო საფასური - 50 ლარი. თუ 4 წლის წინ შეიძინეთ ბინა ე.ი. პირველადი რეგისტრაცია გავლილი იყო, ეხლა მხოლოდ მიიტანეთ ჩამოთვლილი საბუტები და დაირეგისტრირეთ 4 სამუშაო დღეში,,,სარეგისტრაციო ნომერი მიირეთ და შემდეგ შეამოწმეთ თქვენიო განცახდების მდგომარეობა რეესტრის ინტერნეტ-გვერდზე,,, |
Posted by: chaPPek 13 Jul 2007, 23:33 |
უკაცრავად შემოჭრისთვის, მაინტერესებს ერთი რაღაც..., ვთქვათ ბინა მაქვს გადმოსაფორმებელი ( ნუ პრივატიზებული იყო დედის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 12 წლის წინ, მაინტერესებს პირდაპირი მემკვიდრეობის ხაზით ბინის გადმოფორმების სემთხვევაში არის თუ არა რაიმე ნოტარუიალური გადასახადი ბინის ფართის მიხედვით) და თუ არის რა რაიოდენობით?? მადლობთ. |
Posted by: valporg 31 Jul 2007, 14:37 |
აუ, ეს საჯარო რეესტრის სამსახური რო ნერვებს მისშლის, ტყუილია! ამდენი ხალხი, ამდენი რიგები, საგიჟეთია რა |
Posted by: spana84 31 Jul 2007, 15:08 |
Suleluka მიიტანე სახალხო ბანკში ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, 51 ლარი და 1 კვირაში ჩაგაბარებენ გამზადებულს. მე ეგრე გავაკეთე არც რიგებში გიწევს დგომა და თანხასაც ზოგავ. 3 ლარს იღებს სულ მომსახურების საფასურს ანუ 50 ლარს +3 ლარი. შეგიძლია უახლოეს ფილიალში მიხვიდე სახალხო ბანკის. 555500 ეს არის მაგათი ცნობათა ბიუროს ნომერი და დარეკე და გაარკვევ დეტალურად ყველაფერს. |
Posted by: mond 11 Aug 2007, 19:08 | ||||
ეგეთი რეესტრის ფურცელი რომ ქონოდათ ხალხს, ბინებს და მიწის ნაკვეთებს კი ვერ წაართმევდნენ. ვგულისხმობ ადვილად ვერ წაართმევდნენ!!! მანდ გიწერია, რომ შენი საკუთრებაა ბინა თუ სხვა უძრავი ქონება. ეგეთი ფურცელი ძალიან საჭიროა. |
Posted by: kala 12 Aug 2007, 00:29 |
არ დამცინოთ რა გთხოვთ ერთი რაღაც უნდა გკითხოთ... ხალხო კი ვარ იურისტი მაგრამ ეს მართალა არ ვიცი როგორ ხდება და იქნებ დამეხმაროდ? რადგან ეს სფერო ზერელედ გაირეთ ლექციებზე (თან საბაჟო სამართლის ფაკულტეტზე ვარ) და ვერ ვერკვევი ისე როგორც საჭიღოა (დეტალურად) ბინების დაკანონების და გადაფორმების საკითხებში მოკლედ კერძო სახლი მაქვს ეს სახლი არის მამამჩემის პაპის პაპაზე ნუ რა თქმა უნდა არც ერთი აღარაა ცოცხალი მამაჩემის მამის მამაც 15 წელია გარდაიცვალა მაინტერესებს რა პროცედურებია ზუსტად (დეტალურად თუ იცით) გასავლელი რა დოკუმენტებია საჭირო და დაახოლოებით რა ჯდება ამ ყველაფრის გაკეთება? (ამ გადაუფორმებლობის გამო უამრავი დაბრკოლებაა) და კიდევ რახან სახლის მფრობელი აღარაა ცოცხარი შეიძლება რომ იქ მცხოვერებს არ ჩაუწერონ პირადობაში საცხოვრებელი მისამართI? (ჩემმა დამ წელს პირადობა რომ აიღო არ ჩაუწერეს პირადობა მისამართი რადგან სახლი არაა გადაფორმებული ცოცხალ მემკვიდრეზე) ნამდვილად ასეა???? დიდი მადლობა წინასწარ... და კიდევ კანონი შეგიძლიათ დამიდოთ ამ ყოველივესი???? ვერ ვნახე ინეტში ვერსად რო გამერკვია მე თვითონ... და მერე აქ გადავწყვიტე მეკითხა |
Posted by: kudracha 12 Aug 2007, 07:55 | ||
kala
ვისი საკურება იყო ეს სახლი და არსებობს თუ არა რამე საბუთი ამ სახლზე? ესე იგი რას შვები, 1.თუ შენ უნდა ირბინო ამ სახლის საბუთებზე, იმას ვინც არის მფლობელი ძველი საბუთების მიხედვით უახლოეს ნოტარიუსთან აკეთებინებ მინდობილობას. 2. იღებ მინდობილობას, სახლის საბუთს (რაც გაქვს ხელთ), შენს პირადობას და მიდიხარ რეესტრში. 3. მეექვსე სართულზე ავსებ განცხადებას. და შენს დოკუმენტებს მიუმატებ 4. იხდი 37 ლარს რეესტრისთვის 5. ამ ყველაფერს აბარებ 6 სართულზე. (მაინც გადაამოწმე კონსულტანტებთან, რადგან ყოველ წუთს იცვლება ყველაფერი) 6. იქვე მოითხოვ ამზომველებს, რომ მოვიდნენ და ნახაზი შეადგინონ სახლის. იხდი კვადრატულზე 1 ლარს 7. ერთ კვირაში 6 საართულზე იღებ პასუხს. 8. ორ კვირაში ნახაზე მზადდება 9. ყველა შენს ხელთ არსებული საბუთით მიდიხარ მეხუთეზე და აბარებ მარჯვნივ ოპერატორებთან. 10. ორ კვირაში მიდიხარ და იღებ საბუთს მარცხნივ ოპერატორებთან. 11. მერე მიდიხარ ნოტარიუსთან და იფორმებ |
Posted by: kala 12 Aug 2007, 11:19 |
kudracha დიდი მადლობა... და ერთი კითხვაც მიწის დაკანონება (გადაფორმება იგივე სახლის მიწაზეა საუბარი) დიდუბე ჩუღურეთის რაინში როგორ ხდება? რა ჯდება მიახოებით თუ ესეც კვადრატულობაზეა დამოკიდებული? |
Posted by: kudracha 12 Aug 2007, 16:28 |
kala მე რაც გითხარი ეგ აზომვითი სამუშაოებია, რომ საბუთი მოამზადო რეესტრისთვის. დაკანონების ფასები არ ვიცი |
Posted by: kala 12 Aug 2007, 17:41 | ||
OK დიდი მადლობა რეესტრში რომ მივალ იქ გავიგწებ ალბათ ეცოდინებათ... მადლობ კიდევ ერთხელ... |
Posted by: new 17 Aug 2007, 14:23 |
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, ბოლო პერიოდში, შენობა-ნაგებობაზე არსებული მიშენების დარეგისტრირების მსურველთა ვიზიტი გახშირდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საჯარო რეესტრის სააგენტოში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მათ კუთვნილ შენობა-ნაგებობაზე არსებული მიშენების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება, შესაბამის ტერიტორიულ ოფისში მისვლისას თან უნდა იქონიონ: მიშენებული ფართის ექსპულატაციაში მიღების აქტი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის მიერ იქნება გაცემული; სათანადო წესით შედგენილი პროექტი; საკადასტრო აზომვითი ნახაზი; პირადობის მოწმობის ასლი; სარეგისტრაციო მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ქვითარი. სწორედ ამ დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელდება საჯარო რეესტრში აღნიშნულ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. როგორც სააგენტოში აცხადებენ, თუ მოქალაქეს არ აქვს მიშენების ექსპულატაციაში მიღების აქტი, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება მხოლოდ "საკუთრებაზე სამომავლო უფლება (საჯარო რეესტრის ამონაწერში ჩაიწერება "მშენებარე"). ხოლო ამ საბუთის წარმოდგენის შემდეგ, საჯარო რეესტრის ამონაწერში სიტყვა "მშენებარე" აღარ მიეთითება და საკუთრების უფლება აღნიშნულ ფართზე დარეგისტრირდება. მოქალაქეებს, რომელთაც უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გარკვევა სურთ ან სარეგისტრაციო სამსახურებში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა აინტერესებთ, შეუძლიათ, ინფორმაცია მიიღონ შემედეგ ტელეფონებზე - 48 12 48, 48 12 49. |
Posted by: Suleluka 17 Aug 2007, 15:43 |
kala ეგრე ადვილი ნამდვილად არაა როგორც მოგწერეს, უამრავი საბუთი დაგჭირდება კიდე, მამაშენის მამის მამაზე თუა გაფორმებული ბინა, მოგთხოვენ მის გარდაცვალების მოწმობას, შემდეგ მისი ცოლის გარდაცვალების მოწმობას, ამის შემდეგ მემკვიდრე/მემკვიდრეები არის/არიან, მამაშენის მამა და მისი დედ-მამიშვილები, ნუ თუ არ ჰყავდა და ძმა, უფრო მარტივათაა სიტუაცია, მერე იმის გარდაცვალების მოწმობასაც მოგთხოვენ, მერე ბინა გადადის მამაშენის დედაზე, თუ ცოცხალია პირველი მემკვიდრე ეგაა, თუ არა და მერე გადადის მამაშენზე და მის დედ-მამიშვილებზე. საკმაოდ ბევრი საბოდიალოა, ჩვენც დაახლოებით ეგეთ სიტუაციაში ვართ და სადრაც შუა პროცესში ვართ, ბევრი მემკვიდრეები არიან ძაან და ზოგი საქართველოში არაა და ველოდებით როდის მოგვცემენ ყველანი წერილობით უარებს... |
Posted by: kudracha 17 Aug 2007, 16:21 |
მაგდენი არ ვიცი. ჩვენს შემთხვევაში, მამამთილის იყო სახლი, ის ცოცხალია და ერთადერთი მემკვიდრე ჩემი ქმარია, ამიტომ არ დაგვჭირდა ბევრი სირბილი |
Posted by: ივანიჩ 17 Aug 2007, 16:35 | ||
ძალიან გაგიმართლა ესე იგი მე საკუთარი სახლის რეესტრის ამონაწერის ასაღებად 3 თვე დამჭირდა...........ჯერ საგადასახადო გირავნობა ედო, სანამ ის მოვხსენით, მერე მიწის ნაკვეთის ფართობი არასწორად ეწერა, მერე ხელახალი აზომვითი ნახაზი დამჭირდა, მერე ამ აზომვითი ნახაზის გადაყვანა სხვა პროგრამაში, იმიტომ რომ რეესტრში რაღაც ახალი პროგრამებით მუშაობენ და კაროჩე რაააააააა.............. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ: სულ არსებოობს ოთხი ჯოჯოხეთი: 1. საგადასახადო, 2. საჯარო რეესტრი და 3.საბაჟო........................... ერთიც ნაღდი............ |
Posted by: *hedgehog* 17 Aug 2007, 16:48 | ||
ადრე 3 იყო იზრდება ჯოჯოხეთების რიცხვი ნოტ ა გუდ საინ |
Posted by: otucho 17 Aug 2007, 16:53 |
ისე მე საბლატაო მაქვს რეესტრის ამონაწერი მისვლიდან 15 წუთში მაქვს აღებული 2007 წლის ინავარში ოღონდ არ მკითხოთ როგორ მოვახერხე ეს |
Posted by: Suleluka 17 Aug 2007, 16:55 | ||
kala
ხო + არ გეგონოს ყველაფერი გარდაცვალების მოწმობეით შემოიფარგლოს, დაბადების მოწმობებს მოგთხოვენ მგონი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პიროვნებებზე + ქორწინების მოწმობებს. ეგ ყველაფერი მოიპოვება წერეთელზე, მგონი წერეთლის 8 და პეკინის 17, გარბებინებენ იქით აქეთ. უჟასს!!! რა საშინელებაა ეს გადაფორმება გადმოფორმების და რეესტრის ამბები |
Posted by: *hedgehog* 17 Aug 2007, 16:55 | ||
otucho
დიდო მოდერო, აქ უბრალო მოკვდავებზეა ლაპარაკი |
Posted by: otucho 17 Aug 2007, 16:57 | ||
*hedgehog*
მაშინ მოდერი არ ვიყავი |
Posted by: *hedgehog* 17 Aug 2007, 17:20 | ||
otucho
მაშინ მათ იცოდნენ, რომ შენ გახდებოდი მოდერი |
Posted by: otucho 17 Aug 2007, 17:25 | ||
ისე ნეტა ვინმე რეესტრიდან შემოდის ფორუმზე |
Posted by: Suleluka 17 Aug 2007, 17:52 |
otucho მემგონი ამ ფორუმზე ყველა შემოდის, შეიძლება თვით მიშაც კი |
Posted by: *hedgehog* 17 Aug 2007, 18:34 | ||
otucho
ისინი ჯერ საკუთარ პროგრამებს სწავლობენ, მხოლოდ ამის შემდეგ შემოვლენ |
Posted by: otucho 17 Aug 2007, 18:51 |
*hedgehog* პროგრამის სწავლაზე გამახსენდა აუ ერთი 5-6 თვის უკან რეესრტში მივედი და მივტანე ერთობლივი განცხადება (გადახდის განვადებით ნასყიდობა იყო და შეზღუდვა უნდა მოეხსნათ) ხოდა კაროჩე ვიდექი ნახევარი საათ რიგში და როგორც იქნა დადგა ჩემი ჯერი მივაწოდე საბუთები ერთ თხუთმეტი წუთი იკითხა მერე გვერდით მჯდომთან გაირა კონსულტაციები და მეუბნება ასეთ რაღაცას საჯარო რეესტრი არ არეგისტრებსოოო... ნუ კაი ვიფიქრე ახალი თანამშრომელია და რამე... და ვუხსნი რომ აი იქ ამონაწერის მარცხენა კუთხეში რომ ოთკუთხედია იმაში წერია ვალდებულება და ის უნდა მოხსნაs ამ დოკუმნეტმა მეთქი ნუ შევაგნებინე და დაიწყო ინფორმაციის კომპში შეყრა ნუ ნახევარი საათი პირადობის მონაცემები და მისამართებს კრეფდა ,და ბოლოს როგორც იქნა მივიდა იქმდე რომ მიუთითოს რას აკეთებს (რა ოპერაცია ხორციელდება ასე ვთქვათ) და ვერ პოულობს ჩამონათვალში "შეზღუდვის მოხსნას" და მიტრიალდება საბუთებს მიბრუნებს და მეუბნება აუ პროგრამაში არ არის ეგეთი რაღაც და ვერ მივიღებ თქვენს საბუთებსო აუ 5 ჯერ ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე მაგრამ მაინც არ მიშველა დედა მამა ყველა მოვუკითხე ისინიც მოვიკითხე ვინც იქ დააჯინა და ბოლოს ვუთხარ აი იქ ჩამონათვალში სულ ბოლოში რომ "სხვა" წერია იმით უნდა გააკეთო მეთქი ნუ დიდხანს არ იჯერებდა სანამ ძველმა კადრებამ არ აუხსნეს რაში იყო საქმე ნუ ვოტ არამგონია უახლოესი 3 წლის განმავლობაში ეგენი ფორუმზე შემოვიდნენ |
Posted by: შევარდენი1906 17 Aug 2007, 19:50 | ||||
otucho
არც მთლად მასეა საქმე თუმცა მე ალბათ არ ვითვლები, რადგან ფორუმიდან მივედი რეესტრში ისე გვარს თუ მეტყვი იმ მიმღების პმ-შI კარგი იქნება !! |
Posted by: lucia 17 Aug 2007, 22:14 |
შევარდენი1906 აუ რეესტრში მუშაობ? რომელი ხარ?ყველას ვიცნობ მანდ |
Posted by: ივანიჩ 18 Aug 2007, 13:56 | ||
გშველის ეგ ნაცნობობა მერე? თუ შენც იტანჯები მაგ ჯოჯოხეთში? |
Posted by: lucia 18 Aug 2007, 15:26 | ||
IVANICHA
უკვე იმდენს ვიცნობ, რომ მშველის თუმცა ახალი თანამშრომლები ნერვებს ყველას უშიან |
Posted by: შევარდენი1906 18 Aug 2007, 15:57 | ||
lucia ლაშა შოშიტაშვილი მიცნობ? შენ რომელი ხარ? * * *
აბა ახლა ეგეთები არ იყოს |
Posted by: otucho 18 Aug 2007, 17:34 |
შევარდენი1906 გვარი არ მახსოვს და არც დავინეტერესებულვარ სიმართლე გითხრა მაშინ. ისე ახალგაზრდა გოგო იყო მარა მანდ ბევრია ეგეთი lucia შენც რეესტრში მუშაობ? |
Posted by: n-i-c-k 18 Aug 2007, 19:52 |
დღეს გავიგე და ჭორი არაა რომ მესაფლავეები საფლავს აღარ თხრიან, თუ რეესტრში არ მიხვედი არ გაატარე და იქიდან ცნობა არ მიიტანე ! ... |
Posted by: barrister 18 Aug 2007, 21:44 | ||
ანუ ნასყიდობის ხელშეკრულების დარეგისტრირება გინდა ? |
Posted by: Suleluka 18 Aug 2007, 23:07 | ||
barrister
მარა აქ უკვე გამცეს პასუხი, მარა ჯერ ვერ მოვიცალე რეესტრში მისასვლელად |
Posted by: otucho 19 Aug 2007, 12:34 |
ტე სტ |
Posted by: შევარდენი1906 19 Aug 2007, 13:51 |
სულ ახალი ინფორმაცია შენობა-ნაგებობაზე არსებული მიშენების რეგისტრაცია შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენისას არის შესაძლებელი.>> საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში ბოლო პერიოდში გახშირდა შენობა-ნაგებობაზე არსებული მიშენების დარეგისტრირების მსურველთა ვიზიტი. მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას მიშენების რეგისტრაციის პროცედურის შესახებ. მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მათ კუთვნილ შენობა-ნაგებობაზე არსებული მიშენების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება, შესაბამის ტერიტორიულ ოფისში მისვლისას თან უნდა იქონიონ: 1. მიშენებული ფართის ექსპულატაციაში მიღების აქტი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის მიერ იქნება გაცემული; 2. სათანადო წესით შედგენილი პროექტი; 3. საკადასტრო აზომვითი ნახაზი; 4. პირადობის მოწმობის ასლი; 5. სარეგისტრაციო მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ქვითარი. სწორედ ამ დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელდება საჯარო რეესტრში აღნიშნულ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. თუ მოქალაქეს არ აქვს მიშენების ექსპულატაციაში მიღების აქტი, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება მხოლოდ „საკუთრებაზე სამომავლო უფლება (საჯარო რეესტრის ამონაწერში ჩაიწერება „მშენებარე“). ხოლო ამ საბუთის წარმოდგენის შემდეგ საჯარო რეესტრის ამონაწერში სიტყვა „მშენებარე” აღარ მიეთითება და საკუთრების უფლება აღნიშნულ ფართზე დარეგისტრირდება. მოქალაქეებს, რომელთაც უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გარკვევა სურთ ან სარეგისტრაციო სამსახურებში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა აინტერესებთ, შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ტელეფონის ნომრებზე: 48 12 48, 48 12 49, მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. |
Posted by: new 19 Aug 2007, 15:19 | ||
შევარდენი1906
ეგ ახალი აღარაა. სულ რაღაც ორი დღით დააგვიანე ინფორმაციის დადება http://forum.ge/?f=77&showtopic=33751382&st=30 მე რეესტრში არ ვმუშაობ |
Posted by: შევარდენი1906 19 Aug 2007, 17:36 |
new არ წამიკითხავს შენი პოსტი |
Posted by: lucia 19 Aug 2007, 19:08 | ||||
otucho
ღმერთმა დამიფაროს. არ მემეტება ჩემი თავი მაგ საგიჟეთისთვის შევარდენი1906
ხოდა მასეთ თანამშრომლებს ხელის დაფარება კი არ უნდათ, უნდა დასვათ და ასწავლოთ. ადამიანთან ურთიერთობიდან დაწყებული თავისი საქმით დამთავრებული. ყველაზე ცუდი მდგომარეობაა ჩაბარებებზე. დანარჩენგან კიდე გააგებინებ ადამიანს რამეს. მანდ კი......... |
Posted by: aladini 31 Aug 2007, 13:24 |
ვერ გავიგე, რაღაცა ხდება სახალხო ბანკში არის რიგებიო 2000 წლამდე პრივატიზებულ ბინებს თავიდან ჭირდება პრივატიზებაო თუ რაღაც ასეტი თანაც 15-ის მერე ამის ფასი საგრძნობლად იმატებსო (ჯერ არ ახმაურებენო) და მოკლედ ხალხი ერთმანეთს ახტება სახალხო ბანკში . რა ხდება რეალურად, ვინმემ იცით? |
Posted by: control 31 Aug 2007, 16:54 |
თხუტმეტში გამოდის კანონი მიტაცებული მიტების და მასზე უკანონო ნაგებობების შესახებ. ანუ კერძო ნაკვეთების და სახლების უმეტესობა თბილისში არის უკანონო ხოდა ეგ გადაწყდება როგორ უნდა მოხდეს ამის ლეგალიზაცია |
Posted by: tlg 31 Aug 2007, 17:25 | ||||
ნეტა ტარიფები იცვლება რეგისტრაციის? ეხლაც ძალიან ძვირია! 50 ლარი რა ამბავია. aladini
პრივატიზება კი არ ჭIრდება, საჯარო რეესტრში გატარება ჭირდება, რადგან მაგ დროს რეესტრი არ არსებობდა. ეგ გატარება ღირს 50 ლარი და არის დიდი რიგები. სოფლებში გაგიჟებულია ხალხი, ერთი ნაკვეთი სხვაგან აქვთ, ვენახი სხვაგან, სათიბი სხვაგან, სახლი ცალკე. და ყველა ამ ნაწილზე 50-50 ლარი უდა იხადონ. * * *
საჯარო რეესტრის შეფი ლაპარაკობდა გუშინ სიუჟეტი იყო, მაგრამ ვერ ვუყურე ბოლომდე. მე როგორც გავიგე ასეა: ვთქვათ, გქონდა ოროთახიანი ბინა და მერე გაუკეთე მოშენება 40 კვადრატული. ეს 40 კვადრატი ხო არსად არ არსებობს საბუთებში. ამის ლეგალიზაცია რომ გააკეთO, მიგყავს სახლში არქიტექტორი, აკეთებს ნახაზს, რომ ამდენი და ამდენი კვადრატი გაქვს, ამადაამ ფორმის. გიწერს ხელს, არტყავს ბეჭედს. ეს საბუთი მიგაქვს რეესტრში, იხდი 50 ლარს და იქ გატარდება, როგორც შენი საკუთრება ის ორიანი +40იანი მიშენება. |
Posted by: aladini 31 Aug 2007, 17:33 |
ეგ გასაგებია, მარა ჩვეულებრივი ბინა თუ გაქვს ჩვეულებრივი სტანდარტული ლოჯიით და 2002 წლამდე გაქვს რეესტრში გატარებული, ტავიდან უნდა გაატარო მაინც? |
Posted by: tlg 31 Aug 2007, 17:40 | ||
aladini
ბინაზე კითხულობ? თუ მაგ დროს არსებობდა რეესტრი და გატარებული გაქვს საკუთრება, მერე აღარ უნდა. მაგრამ ასეთი რაღაც გავიგე, რომ აი ეს ახალი კანონი რაც გამოდის, იქ ეწერება რომ ვისაც ედიკას დროს კაპიკებში აქვს მიწები ნაყიდი, ხელახლა გადაახდევინებენ იმ მინიმალურ ფასს, რაც იმ მიწაზეა კანონით დადგენილიო. მოტივი თურმე ისაა, რომ ედიკას დროს კუპონებში იაფად ჩაიგდო ხალხმა მიწებიო. ზუსტად არვიცი ამაზე. * * * aladini აი რა ინფოს ავრცელებს საჯარო რეესტრი: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სასწრაფო და სავალდებულოა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხელახალი რეგისტრაცია. სააგენტოს ხელმძღვანელობა აცხადებს: გავრცელებული ხმები ყოვლად უსაფუძვლოა. მოსახლეობაში ატეხილი აჟიოტაჟი ცალკეული კერძო პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შედეგია. მათი მიზანია ისარგებლონ მოსახლეობის დაბნეულობით, რაც შეიძლება მეტი კლიენტურა მოიზიდონ და საკუთარი მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესონ. სააგენტოს ხელმძღვანელობა მიმართავს მოსახლეობას: ნუ აჰყვებიან გავრცელებულ ჭორებს. პანიკის საფუძველი არ არსებობს. 1. არ იგეგმება სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გაზრდა; 2. თუ კი საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მისი ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის; 3. თუ სასწრაფოდ არ გჭირდებათ უძრავი ქონების გაყიდვა, იპოთეკით დატვირთვა ან სხვა რაიმე გარიგების დადება, ქონების რეგისტრაცია აუცილებელი და სასწრაფო არ არის. |
Posted by: orientalisty 31 Aug 2007, 18:22 |
ვთქვათ მაქ სახლში რომელიც 1930 წელსაა აშენებული მარა არ არის დამტკიცებული/პრივატიზებული ჩაწერილი ვარ და გაკეთებულია გეგმა სახლის და მიწის გადასახადიც გარდაცვლილ ბაბუაზე მოდიოდა 15 სექტემბერს გამოსული კანონი დაარეგულირებს ასეთ სახლების დამტკიცების ამბავს? |
Posted by: otucho 31 Aug 2007, 18:35 |
ეს სახალხო რეესტრიი რააა ჩემამდე არ დადის ეს სიგმა და მისნაირების და სახალხო ბანკიs გაშვებული მატყუარა ვისაც გაქვთ პრივატიზებული ბინა არაფერია საშიში * * * მივუერთებ რეესტრის თემას |
Posted by: orientalisty 31 Aug 2007, 19:27 | ||
უპ ხო მოკლედ გადასახადებს იხდიდნენ რა ყოველთვის როცა მოდიოდა, ეზოც აქვს სახლს, ეხლა სამი სხვადასხვა ოჯახი ცხოვრობს მარა მემკვიდრე ცხოვრობს კიდევ და როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი |
Posted by: tlg 31 Aug 2007, 19:38 |
orientalisty სხვა ოჯახები თუ ცხოვრობენ, ისინი დაიმტკიცებენ. |
Posted by: orientalisty 31 Aug 2007, 19:49 | ||
tlg
ცხოვრობს: 1 მემკვიდრე იმის ვისზეც იყო ეს სახლი 2. გაყიდვით შემოსული ერთი ოჯახი (ნოტარიუსის საბუთი არ არის გაყიდვაზე) 3. მემკვიდრის ნათესავი სესაძლებელია თუ არა რომ მემკვიდრეზე დამტკიცდეს და მერე თავიანთი წილები გადაუმტკიცოს სხვებს? და როგორ მოხდება მარტივად მოხდება და ეს 15 სექტემბრის კანონი ამას დაარეგულირებს? |
Posted by: tlg 31 Aug 2007, 19:53 |
orientalisty არვიცი სამწუხაროდ. |
Posted by: new 31 Aug 2007, 20:50 |
და საერთოდ, საჯარო რეესტრის ერთერთი ხელმძღვანელი, დარეგისტრირებულია ამ ფორუმზე და იქნება გვიპასუხოს ხოლმე თორემ გავცემ რომელია და მერე ნახოს |
Posted by: შევარდენი1906 1 Sep 2007, 19:59 | ||||
new ეკონომისტი
ნამეტანი ხმამაღლა ნათქვამია
ნეტავ ვინ არის? |
Posted by: giorgitab 1 Sep 2007, 22:55 | ||
თუ ეს 1930 წლიდან ხდება ტექბიუროში მაინც იქნება აღრიცხული მესაკუთრედ თუ არა მოსარგებლედ მაინც |
Posted by: შევარდენი1906 2 Sep 2007, 09:27 | ||
giorgitab
გიო 1930 რატომ? 1940-დან არ არის მონაცემები? მე ერთადერთი დოკუმენტი შემხვდა 40 წლის ქვევით რომელიც ასე იწყებოდა: 1938-სა წელსა თებერვლის თვესა... დავასკანერებ და დავდებ ფოტოს Liverpool Derby County 6 : 0 Fernando Torres 56 Fernando Torres 78 |
Posted by: new 2 Sep 2007, 11:41 |
შევარდენი1906 შენზე არ ვამბობ ვიცი ვინც არის და ამოიღოს ხმა ურჩევნია.. |
Posted by: desejo da noite 2 Sep 2007, 13:42 |
შეიძლება გავიგო კერძო საკუთრება ვის მფლობელობაშია ? ან ვინ იყიდა, როდის და ა.შ. ? |
Posted by: შევარდენი1906 2 Sep 2007, 19:52 |
new ააააა მივხვდი ვისაც გულისხმობ არადა სხვა განყოფილებებში აქტიურად პოსტავს არა? ვეტყვი ხვალ რომ შემოიხედოს!!! ისე მაინც იქნებ მეშლება და თუ შგიძლია დამიპიემე ვიზე უბნობ |
Posted by: lucia 2 Sep 2007, 20:20 | ||
desejo da noite
კი. ზუსტი მისამართი უნდა იცოდე. + დაგჭირდება შენი პირადობის ასლი და 16 ლარი. |
Posted by: შევარდენი1906 2 Sep 2007, 21:34 | ||||
lucia
საიდან მოგაქვს ეს საფასურები
10 ლარს + 1 ლარი ბანკის საკომისიო = 11 (თერთმეტ) ლარს!!! |
Posted by: lucia 2 Sep 2007, 21:44 |
შევარდენი1906 აბა მე 15 ლარს რატო მახდევინებენ? არაერთხელ ამიღია სხვის მისამართზე ამონაწერი. 10 ლარი ღირს კანცელარიიდან თუ გინდა ცნობა არის თუ არა რეგისტრირებული საერთოდ აღნიშნული შენობა/მიწა საჯარო რეესტრში. 15 ლარი კი ამონაწერი, 5 ლარი გეგმა.... და ა.შ. |
Posted by: Doloress 3 Sep 2007, 12:51 |
ვინმემ თუ იცით, რა დამიჯდება მზომავების მომსახურება?? აი აზომვითი ნახაზი თუ რაღაც რომ გააკეთონ... მიღება-ჩაბარების აქტით რომ მივიდე იმ რაიონში სადაც მიწაა, ხომ მომცემენ ამონაწერს, რომ ნამდვილად დარეგისტრირებულია ჩემზე? ეს რა ღირს თუ იცით.. და კიდევ, საჯარო რეესტრში ხელახლა გატარება რა ჯდება... |
Posted by: შევარდენი1906 3 Sep 2007, 21:39 | ||||||||||||
dolores
ნებისმიერი აზომვითი ფირმის ტელოფონზე დარეკე და იკითხე!! ფასები სტანდარტულია!!
მიღება-ჩაბარების აქტი და 50 ლარიანი ქვითარია საჭირო დასარეგისტრირებლად!! აზომვითი ნახაზი არ ვიცი დაგჭირდება თუ არა, ეგ იმაზეა დამოკიდებული რომელ რაიონში ხარ ..
ეგეთი რამ ბუნებაში არ არსებობს!!!! საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სასწრაფო და სავალდებულოა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხელახალი რეგისტრაცია. სააგენტოს ხელმძღვანელობა აცხადებს: გავრცელებული ხმები ყოვლად უსაფუძვლოა. მოსახლეობაში ატეხილი აჟიოტაჟი ცალკეული კერძო პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შედეგია. მათი მიზანია ისარგებლონ მოსახლეობის დაბნეულობით, რაც შეიძლება მეტი კლიენტურა მოიზიდონ და საკუთარი მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესონ. სააგენტოს ხელმძღვანელობა მიმართავს მოსახლეობას: ნუ აჰყვებიან გავრცელებულ ჭორებს. პანიკის საფუძველი არ არსებობს. 1. არ იგეგმება სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გაზრდა; 2. თუ კი საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მისი ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის; 3. თუ სასწრაფოდ არ გჭირდებათ უძრავი ქონების გაყიდვა, იპოთეკით დატვირთვა ან სხვა რაიმე გარიგების დადება, ქონების რეგისტრაცია აუცილებელი და სასწრაფო არ არის. ... lucia
ამონაწერის აღება სსულ სხვაა და ის რაც desejo da noite ამ კაცს აინტერესებდა
სულ სხავა მაგას ზუსტად
ეს ინფორმაცია ჭირდება |
Posted by: zazabichi 3 Sep 2007, 21:44 |
შევარდენი1906 თქვენ, ხართ ხალხის მტრები, მყვლეფავები და პარაზიტები. : D |
Posted by: შევარდენი1906 3 Sep 2007, 21:59 |
zazabichi ისთი მძაფრი არომატი დატრიალდა, რომ მინიმუმ ორ მოდერატორს უქეიფია დღეს არადა ნა სლუჯბე პიტ ზაპრესჰენო მეორე სად არის ნეტავ? |
Posted by: zazabichi 3 Sep 2007, 22:07 | ||
შევარდენი1906 თბილი სიტყვებით და მომქრთამავთ!!! რატომ ატყავებთ ჩვენს მოქალაქეებს?
რავი დღეს ჩამოვიდა და განმიცხადა აწი იოგურტებზე თუ დამპატიჟებ თორემ ისე დამლევი აღარ ვარო : ( |
Posted by: შევარდენი1906 3 Sep 2007, 22:12 |
zazabichi მეტი არაა ჩემი მტერი ისე როგორ დავიჯერო თქვე ცუდო ხალხო რომ ან ერთს ან მეორეს რამე არ გაქვთ დასარეგისტრირებელი, რომ იქ მაინც გნახოთ თუმცა სოროსმა ალბათ სულ მზა-მზა მიწები და ბინები ჩაგაბარათ |
Posted by: Doloress 4 Sep 2007, 10:02 | ||||
შევარდენი1906
არც ტელეფონი რომ არ ვიცი და არც სტანდარტული ფასები? მიახლოებით არ შეგიძლია მითხრა?
აჰა.. ეხლა მე მოვყვები მოკლე შინაარსს - ავიღებ ამ მიღება ჩაბარების აქტს, წავალ მცხეთაში და გამგეობაში(???) მივალ, ვეტყვი, ამის დარეგისტრირება მინდა-თქოოო.... (იმ 50 ლარს ალბათ ადგილზე გადავიხდი).. თუ ნახაზის გარეშე დაარეგისტრირებენ, ხო კაი, თუ არა და მოვძებნი მერე მზომავებს, წავლენ, აზომავენ და მერე დაარეგისტრირებენ. სწორად გავიგე?? ხო, და ასე გავიმეორებ მეორე ნაკვეთზე გარდაბანში.. (თუ უკვე თბილისს ეკუთვნის თბილისის ზვა, ვარკეთილის მხარეს... ) |
Posted by: koko008 5 Sep 2007, 18:24 |
მაინტერესებს რა საბუთებია საჭირო ბინის და მიწის პრივატიზაციისტვის.რეესტრში მისატანად |
Posted by: giorgitab 7 Sep 2007, 22:36 | ||
პრივატიზაციისთვის თუ რეგისტრაციისთვის? |
Posted by: vaho19 8 Sep 2007, 01:07 |
dolores koko008 http://www.aplr.org/?lang=geo&id=295 აღწერილია ყველაფერი რაც საჭიროა, რაგაც დეტალები კი აკლია მარა, ენივეი საკმარისი ინფოა. პ.ს. აზომვითი ნახაზი ყველა ვარიანტში გინდათ, თუ ძველი გაქვთ ხო კაი, თუ არა და იმ რაიონის საჯარო რეესტრში იკითხეთ ვინც აკეთებს ნახაზს, მაგით დაიწყეთ! |
Posted by: Doloress 8 Sep 2007, 09:02 | ||
vaho19
|
Posted by: _SisterofNight_ 14 Sep 2007, 11:50 |
რა მაინტერესებს სხვენების პრივატიზაცია ისევ შეჩერებულია? იქნებ ვინმემ იცოდეს.... |
Posted by: grafinia 14 Sep 2007, 20:59 | ||
შევარდენი1906
ეგეთ ტყვილს როგორ ამბობ? ! რიგიცაა და მაგარი ქაოსიც. * * * _SisterofNight_ მაგ კითხვაზე საჯარო რეესტრის ყველა თანამშრომელი თავისებურ პასუხს გაქცემს, ერთ კონკრეტულ პასუხს ვერ მიიღებ თუმცა დღეს თბილისის მოსახლეობის უმრავლესობას ეგ აინტერესებს ყველაზე მეტად. ამასწინად ერთი საჯარო რეესტრის თანამშრომელი მოვიდა ჩვენს სამსახურში და მეც ეგ კითხვა დავუსვი. მიპასუხა რომ განახლდა და მიმდინარეობსო. მეორე დღეს სხვა თანამშრომელი მოვიდა და მასაც შევეკითხე, მან მითხრა რომ ჯერ შეჩერებულიაო ისე ეხლა ახალი კანონი შემოვიდა ძალაში ,,ბინათმესაკუტრეთა ამხანაგობის შესახებ" სადაც ეგ საკითხი უკვე მოგვარებულია ( ანუ რა საბუთებია საჭირო და როგრო უნდა მოხდეს პრივატიზაცია) და ამ კანონის გარდამავლ დებულებაში წერია რომ საჯარო რეესტრმა შესაბამისობასი უნდა მოიყვანოს თავისი კანონი ამ კანონთან 6 თვის ვადაში. ეს ახალი კანონი კი 1 აგვისტოს შევიდა ძალაში. მეც ძალიან მაინტერესებს მიმდინარეობს თუ არა არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზება? |
Posted by: შევარდენი1906 14 Sep 2007, 23:07 | ||||
grafinia
დავიწყოთ იმით, რომ ოდნავ მეტი კორექტულობა რომ გამოგეჩინა უკეთესი იქნებოდა ბოლოს და ბოლოს რეესტრის გარეთ და რეესტრის შიგნით მყოფნი ხომ ორთავე ბედკრული ფორუმის შვილები ვართ შემდგომ ამისა, გეტყვი, რომ როდესაც რიგების შესახებ დავწერე, რეესტრში რიგები თითქმის აღარ იყო, თუმცა საკუთარი ჯიბის გასქელების მოსურნე ერთობ საეჭვო რეპუტაციის მქონე საშუამავლო ფირმებმა სასწრაფოდ გაავრცელეს ჭორები რეგისტაციის სავალდებულოებისა და ფასების კატასტროფულად მომატების საშიშროების შესახებ და ხალხი შვებულებებიდან დაბრუნდნენ რათა საკუთარი უძრავი ქონება სასწრაფოდ დაერეგისტრირებინათ! მარტო მე დღეში ასობით ნაცნობისთვით ტელეფონით მიწევდა ახსნა რომ მსგავსი არაფერი არ ხდებოდა !!! თუმცა ახლა ნელ-ნელა ჩადგა ყველაფერი კალაპოტში და შეგიძლიათ მობრძანდეთ და თქვენი თვალით ნახოთ ყოველივე
ამასთან საჯარო რეესტრს არავითარი შეხება არა აქვს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! და რასაც შენ გულისხმობ ანუ არასაცხოვრებელი ფართის რეგისტრაციას ამაზე ერთხელ უკვე დავწერე და გაგიმეორებ: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბინების გამარტივებული წესით რეგისტრაცია დაიწყო. საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობამ გამოსცა სახელმძღვანელო მითითება, რომელიც მოქალაქეს უფლებას აძლევს, ბინების საერთო ფართი შიდა აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაარეგისტრიროს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ჯაბა ებანოიძის განცხადებით, 2007 წლის 22 მაისს ძალაში შევიდა "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები და დამატებები, რომლის თანახმად, ბინაზე რეგისტრაცია ხორციელდება საერთო (როგორც საცხოვრებელი, ასევე არასაცხოვრებელი) ფართის მიხედვით. სწორედ ამიტომ საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობამ გამოსცა მითითება, სადაც საერთო ფართზე მოქალაქის საკუთრების უფლების დარეგისტრების წესია განსაზღვრული. კერძოდ, ამ მითითების თანახმად, საერთო ფართი შიდა აზომვითი ნახაზის საფუძველზე უნდა მოხდეს. ამ ცვლილების მიღების აუცილებლობა შემდეგმა ფაქტორმა განაპირობა: ადრე გაცემულ საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტებში ხშირად მითითებული იყო მხოლოდ საცხოვრებელი ფართი (ოთახები), ხოლო არასაცხოვრებელი ფართი (აბაზანა, ტუალეტი, დერეფანი, ლოჯია, აივანი და სხვ.) არსად ფიქსირდებოდა. ბინის ასეთი დაყოფის გამო მოქალაქეები ვერ ახდენდნენ საერთო ფართის დარეგისტრირებას, რაც მათ სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. (მაგალითად, ინვესტორი, როგორც წესი, თანხას მხოლოდ რეგისტრირებული და არა საერთო ფართის მიხედვით იხდის). ამ ხარვეზის გამოსასწორებლად მოქალაქეს მრავალი ბიუროკრატიული ბარიერის გადალახვა და არაერთ ადმინისტრაციულ ორგანოში მისვლა უხდებოდა. ამავე დროს, ჯაბა ებანოიძის თქმით, “საჯარო რეესტრი არეგისტრირებს ფართის ფაქტობრივ მდგომარეობას. ეს მიდგომა არ ვრცელდება მშენებარე ან ახალაშენებულ მრავალბინიან შენობებზე მათი რეგისტრაცია დამტკიცებული საპროექტო ნახაზებისა და ექსპუატაციაში მიღების აქტების საფუძველზე ხდება”. მისი განცხადებით, “საჯარო რეესტრი ახორცილებს მხოლოდ მასზე კანონით დაკისრებულ ფუნქციას საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ხოლო მესაკუთრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შედარება შენობა-ნაგებობების პროექტებთან, ასევე ბინის ცალკეული ნაწილების კანონიერება-უკანონობის საკითხის შესწავლა შესაბამისი უფლებამოსილების ორგანოების პრეროგატივაა”. ამ გამარტივებული პროცედურებით უკვე ასეულობით მოქალაქემ ისარგებლა. www.napr.gov.ge |
Posted by: _SisterofNight_ 17 Sep 2007, 12:34 |
grafinia ვერ გავიგე ანუ მაგ კანონში წერია ყველაფერი? კანონი ვნახე მაგრამ ბევრი ვერაფერი გავიგე, აუცილებელია ახმანაგობის შექმნა რომ სხვენის პრივატიზაცია გაკეთდეს?... |
Posted by: grafinia 17 Sep 2007, 12:57 | ||
შევარდენი1906 უკაცრავად, მაგრამ დიდ შეცდომას უშვებთ, როდესაც არასცხოვრებელ ფართად მიიჩნევთ აბაზანას, ტუალეტი და ა. შ. ეს არის დამხმარე ფართი. ჯერ უნდა გაარკვიოთ რა არის არასაცხოვრებელი ფართი. არასაცხოვრბელი ფართია სარდაფი, სხვენი, კორპუსის ქვემოთ მდებარე კომერციული ფართები და ა.შ. როგორ თუ არ გეხებათ ეს საკითხი, ბოლოს მაინც თქვენ უნდა გაატაროთ რეგისტრაციაში, და ვაი დედასა თუ ისე არ იქნეა როგროც თქვენ გინდათ. თქვენ ხომ თქვენი კანონები გაქვთ და ერთი წერტილი ზედმეტი რომ დასვან თუნდაც რამე საბუთში, მაშინვე უკან გამოაბუნძულებთ ყველას. იცი რა არის, ცოტა საჯარო რეესტრი გამაგიზიანებლად იქცევა, რადგან ყველაზე ჭკვიანად მიაჩნია თავი და არასდროს კონსულტაციაზე სხვა სამსახურებთან არ მოდის და არც უნდა არავის მოსმენა . ამის მომსწრე ჩვენი სამსახურია.
მაგაში გეთანხმები. ამ კერძო კომპანიებმა ჩვენც შეგვიწუხეს გული. გეთანხმები,რომ ხალხის დაბნევა უნდატ თავიანტი ჯიბის გასქელების მიზნით და ყოველთვის არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. ისე რა არის რა, თქვენი სამსახურის შესავლელში რამდენი გოგონები დგანან , რომელებიც გაიძახიან ,, საჯარო რეესტრის ფუნქციებს ჩვენ შეგისრულებთო". თქვენს ადგილას რომ ვიყო მანდ მაგათ არ გავაჩერებდი. ეს თქვენი უფელების დარღვევაა. რატომ ითმენთ ვერ ვგებულობ? ეგ კი არადა ერთი ჩემი ნაცნობი მეკითხება, თურმე საჯარო რეესტრის მსაგვსი სამსახური შექმნილაო და იქ უფრო ადვილი ყოფილაო დარეგისტრირებაო) * * * _SisterofNight_ კი აუციელებლია, რადგან ამხანაგობამ უნდა დაგრთოთ ნება და მან უნდა გადმოგცეთ თქვენ საკუთრებაში. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ კრებაზე, ხმათა 2/3 -ით ( შეიძლება ამხანაგობამ თავისი წესდებით სხვა კვორუმი დაადგინოს, ამგრამ 2/3ზე ნაკლებს ვერ დაადგენს) უნდა გადაწყვიტონ სარდაფის, სხვენის საკითხი, გადმოგცემენ თქვენ თუ არა. თუ გადმოგცათ, მერეუნდა დაარეგისტრიროთ საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში, სადაც მესაკუთრემ უნდა წარადგინოს ამხანაგობის ოქმი და ნახაზი, როემლის მეშვეობითაც დგინდება სათავსის ადგილმდებარეობა. ნუ კანონი ასე განსაზღვრავას, ამგრამ შეიძლება რამე სხვა დამატებითი დოკუმენტებიცაა საჭირო , ეს დოკუმენტები კი სწორედ საჯარო რეესტრმა უნდა გითხრათ.ეხლა მათ ფუნქციებში ხომ არ შვიჭრები )) |
Posted by: _SisterofNight_ 17 Sep 2007, 13:53 |
grafinia აჰა მეც ეგრე მივხვდი, დიდი მადლობა |
Posted by: grafinia 17 Sep 2007, 14:34 |
_SisterofNight_ ხო წეღან დამავიწყდა მეთქვა, გამგეობას აუცილებლად მიაკითხე |
Posted by: _SisterofNight_ 17 Sep 2007, 16:07 |
grafinia გამგეობას რიღასთვის უნდა მივაკითხო? შენ ისიც გეცოდინება ეს ნახაზი საიდანღა უნდა მოვიტანო ვინმეს უნდა დავახაზინო? |
Posted by: A10 17 Sep 2007, 16:19 |
ხალხნო და ჯამაათნო, 2005 წელს ნაყიდ კორპუსის ბინას (რეესტრში მაშინვე გავატარე) კიდევ უნდა დარეესტრება? |
Posted by: *hedgehog* 17 Sep 2007, 16:25 | ||
A10
ნტუ |
Posted by: GT.ge 17 Sep 2007, 16:59 |
25 წლის წინ ნაყიდი კორპუსის ბინაა. პრივატიზებულია. უნდა რეესტრში გატარება? თუ კი, - რატომ? |
Posted by: შევარდენი1906 17 Sep 2007, 20:29 | ||||||||||||
grafinia
და ვინ გითხრა რომ არსაცხოვრებელ და საცხოვრებელ ფართებს ვერ ვარჩევთ უბრალოდ არასაცხოვრებელი გაინტერესებდა და მე ზოგადი წესი დაგიწერე
რაც შეეხება ამას :
ვერანაირად ვერ დაგეთანხმები პრივატიზება მხოლოდ და მხოლოდ გამგეობის პრეროგატივაა!! რეესტრი უბრალოდ დაარეგისტრირებს (ანუ ერთ დიდ სიაში ჩაწერს ) გამგეობის მიერ დამოწმებულ საკუთრების მოწმობას!!!!
თუ საიდუმლო არ არის იქნებ გამიმხილო სად მუშაობ საჯარო რეესტრს 500-მდე იურიდიულ და ფიზიკურ პირთან გაფორმებული აქვს მემორანდუმი და არც ერთ მემორანდუმის მხარეს უკმაყოფილობა არ გამოუთქვამს A10 GT.ge კიდევ ერთხელ დავდებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ განცხადებას: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სასწრაფო და სავალდებულოა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხელახალი რეგისტრაცია. სააგენტოს ხელმძღვანელობა აცხადებს: გავრცელებული ხმები ყოვლად უსაფუძვლოა. მოსახლეობაში ატეხილი აჟიოტაჟი ცალკეული კერძო პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შედეგია. მათი მიზანია ისარგებლონ მოსახლეობის დაბნეულობით, რაც შეიძლება მეტი კლიენტურა მოიზიდონ და საკუთარი მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესონ. სააგენტოს ხელმძღვანელობა მიმართავს მოსახლეობას: ნუ აჰყვებიან გავრცელებულ ჭორებს. პანიკის საფუძველი არ არსებობს. 1. არ იგეგმება სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გაზრდა; A10
2. თუ კი საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მისი ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის; GT.ge
3. თუ სასწრაფოდ არ გჭირდებათ უძრავი ქონების გაყიდვა, იპოთეკით დატვირთვა ან სხვა რაიმე გარიგების დადება, ქონების რეგისტრაცია აუცილებელი და სასწრაფო არ არის. უუf დავიღალე |
Posted by: ninno 17 Sep 2007, 21:34 |
შევარდენი1906 შენა და რა მაინტერესებს, როცა ბინა პრივატიზებულია ოჯახის ერთი წევრის სახელზე და ოჯახის სხვა წევრს (რომელიც პრივატიზაციის დროს ორდერში იყო ჩაწერილი) სურს თავისი წილის მესაკუთრედ დარეგისტრირდეს რეესტრში, პრივატიზაციის დოკუმენტების საფუძველზე უპრობლემოდ ურეგისტრირებენ ხოლმე თავის წილზე საკუთრების უფლებას თუ ქმნიან რამე პრობლემებს? მოკლედ ამ მხრივ საჯარო რეესტრის პრაქტიკა მაინტერესებს |
Posted by: Tikk 17 Sep 2007, 22:04 |
ერთი რამე მეც მაინტერესებს - ბინა გატარებულია რეესტრში, ეხლა მინდა ამონაწერის ამოღება რეესტრიდან და გადაფორმება ჩემს სახელზე, მერე ამ გადაფორმებული ბინის დარეგისტრირება. ვერ მეტყვით რა დამიჯდება ამონაწერის აღება და მერე ახალი დარეგისტრირება? |
Posted by: _SisterofNight_ 17 Sep 2007, 23:02 |
Tix საფასურები ზუსტად აქ ნახე http://www.napr.gov.ge/laws/index.html კანონში მომსახურეობის გაწევისათვის დაწესებული საფასურების შესახებ, აქ წესით ყველაფერი უნდა ეწეროს. |
Posted by: grafinia 18 Sep 2007, 10:39 |
შევარდენი1906 ხოდა ჩემო აკრგო არასაცხხოვრებელი ფართის და არა დამხამარე ფართის რეგისტრაციის შესახებ მაინტერესებდა. კარგად წაიკითხე, რაც დავწერე. საჯარო რეესტრამ უნდა გაატაროსთქო, და თუ რამე ზედმეტი წერტილი ან იქნება ან ეკლება, ვაი მერე თქვენს ყბაში ჩავარდა ვინე ) ნუ გწყინს რა ასე რომ გწერ. ხალხი ჩვენთან მოდის და აქ ჩივის. საბედნიეროდ საჯაროო რეესთრთან უშვალო სამსახურებრივი ურთიერთობა არ გამაჩნია, არც მემორანდუმით და არც უმემორანდუმოთ. უბრალოდ ხშირად ჩვენი სამსახურების ურთიერთობა იკვეთება და როდესაც რაგაცას სწორად ვერ გაიგებდა თქვენი თანამშრომლები და რომ მოვდიოდით თქვენთან კონსულტაციებზე, რომ ეს ესე კი არა ესა თქო, თქვენი უფროსობა და (ადრინდელი ყოველშემთხვევაში და თანამშრომლებიც) მაინც თქვენებურად აკეთებდით ყველაფერს. ხალხი კი იჭკლიტებოდა ამ ყველაფერში. ბოლოს მივხვდით, თქვენ რომ ვერაფერს შეგაგენებიებდით, და ბოლოს ხალხს ვაფრთხილებთ როდესაც ჩვენთან მოვლენ, ჩვენ ამას და ამას ასე არ ვითხოვთ, მაგრამ თუ საჯარო რეესტრთან მოგინდებათ ურთიერთობა ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთქო, თორემ ხმასაც არ გაგაქცემენ იქთო. |
Posted by: masha 18 Sep 2007, 10:42 | ||
მგონი ეგ სსრკს დროს იყო რომ სველი წერტილები ფართში არ შედიოდა. |
Posted by: grafinia 18 Sep 2007, 10:58 |
შევარდენი1906 ეხლაც, ამ წუთას მოვიდა მოქალაქე, რომელსაც სურს არასაცხოვრებელი ფარსთIს ( დარა დამხამრე ფართის), პრივატიზება და დარეგისტრირება. იყვნენ გამგეობაში და უარი უტხრეს, ეს საკითხი ჩვენ აღარ გვეხებაო, საჯარო რეესტრს მიაკითხეთო. მოკლედ კარგად წაიკითხეთ თხოვთ კანონი,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ " , ძალიან გთხოვთ უთხარი თქვენს უფროსობას. მართალს ამბობს გამგეობა, მას ეს აღარ უნდა ეხებოდეს. რადგან ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი უკვე ყველაფერს აწესრიგებს. ამხანაგობამ უნდა გადასაცსეს კრების ოქმით რომელიმე მესაკუთრეს ( ვისაც სურს) ეს სამეურნეო სათავსები მფლობელობაში, და საჯარო რეესტრმა პირდაპირ უნდა დაარეგისტრიროს ამ კრების ოქმისა და ნახაზის მეშვეობით. ნახაზი, რომელითაც დგინდება სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობა. |
Posted by: Gogona_sterva 18 Sep 2007, 11:07 |
აქ არის ვინმე რეესტრის თანამშრომელი? რაღაც კონსულტაცია მჭირდება და რჩევა თუ ვინმე არის ესეთი შემეხმიანეთ რააა გთხოვთ |
Posted by: GT.ge 18 Sep 2007, 13:39 | ||
შევარდენი1906
მაიცა, პრივატიზაცია რომ გავაკეთე, რეესტრშიდაც გაატარონ და იმის აქეთაც! რას არ მოიგონებენ ბუჯეტის შასავსებად! გა გა გი ჟე ბენ!!! გმადლობ პ.ს. ამასწინათ მომივიდა წერილი - გთხოვთ გამოცხადდეთ ამავე რაიონის რეესტრში, თან იქონიეთ პირადობის მოწმობა. გავიგე 09-ში ტელ ნომერი, დავრეკე - მეთქი, რა გინდათ? - რეესტრში უნდა გაგატაროთო. პირ. მოწმობა რომ დაკარგო, ვეღარ აღადგენო. - სულ კარგად ბრძანდებოდეთთქო! ახალი გამოცვლილი მაქვს პირ მოწმობა. საპასპორტოს რატომ არ უკავშირდებიან და ერთიან ბაზას რატომ არ გადაიწერენ?!!! მაინცდამაინც ყველა იქ უნდა მიიყვანონ და თითო ლარი უნდა აწაპნონ?! |
Posted by: valporg 18 Sep 2007, 19:50 |
ბავშვებო, ბევრი კი გაქვთ ნასაუბრები ამ თემაზე, მაგრამ კიდევ გამიჩნდა კითხვა და აქ ვიკითხო მირჩევნია, ვიდრე მანდ სულთამხუთავებს ვეღრიჯო: 1. როცა მინდობილობით ვაკეთებ რაგისტრაციას ბინისას, მიმნდობის პირადობის ასლი მინდა? თუ მარტო ჩემი? 2. განაცხადის ფორმა მანდ აქვთ? თუ მე უნდა წარვადგინო ჩემი ინიციატივით ტექსტი? |
Posted by: შევარდენი1906 18 Sep 2007, 20:50 | ||||||
valporg
ჩემი ბავშვები უკვე იძინებენ და ისევ მე მომიწევს პასუხის გაცემა
მხოლოდ შენი!!!!
არანაირი განაცხადის ფორმა საჭირო არ არის!! მიმღებს წარუდგენ საჭირო დოკუმენტაციას და ამოგიბეჭდავენ გამზადებულ განაცხადს ანუ მიღების ბარათს!! |
Posted by: Tikk 18 Sep 2007, 20:51 |
_SisterofNight_ გმადლობ |
Posted by: ninno 18 Sep 2007, 22:04 |
შევარდენი1906 მძიმე-წერტილი ვერ იყო თავის ადგილზე თუ რა დაუწუნე ჩემს კითხვას? |
Posted by: შევარდენი1906 19 Sep 2007, 08:15 | ||||
ninno
ბოდიში არ წამიკითხავს... ახლა გავრბივარ სამსახურში და ვერ ვასწრებ პაუხის გაცემას შუადღეზე დაგიწერ ისე გეტყვი რომ თუ ბინა უკვე პრივატიზებულია, ორდერი შეგიძლია დახიო და გადააგდო უძრავი ნივთი აუკვე არის იმ ადამიანის საკუთრება ვის სახელზეცაა მომხდარი პრივატიზაცია......... * * * Tix
ამონაწერის აღება ანუ განახლება დაგიჯდება 15 ლარი + 1 ლარი საკომისიო და მესამე დღეს აიღებ. ხო რაც შეეხება გადმოფორმებას, არ ვიცი რას გულისხმობ ამაში.. თუ ვინმემ უნდა გადმოქცეს შეადგენთ ჩუქების ან ყიდვა-გაყიდვეის ხელშეკრულებას, თუ არ დაიზარებ და თუ ელემენტარული იურიდიული განათლება გაქვს (შეიძლება არც დაგჭირდეს ) შეგიძლია შენ თვითონ შეადგინო სტანდარტული ხელშეკრულება და შემდეგ ორივე მხარე მიხვალთ რეესტრში სადაც წარადგენთ ხელშეკრულებას, ახალ აღებულ ამონაწერს და საკუთარ პირადობის მოწმობებს, გადაიხდით საფასურს 50 ლარის ოდენობით + 1 ლარი საკომისიო და ზუსტად მეშვიდე კალენდარულ დღეს აიღებ ამონაწერს შენს სახელზე, იყიდი ერთ ბოთლ შამპანურს, მიამსხვრევ სახლის კედელზე და იცხოვრებ მშვიდად და ბედნიერად |
Posted by: otucho 19 Sep 2007, 11:29 |
შევარდენი1906 ისა და მე ერთი კითხვა მაქვს შეიძლება საჯარო რეესტრში დამოწმდეს ერთობლივი განცხადება შეზღუდვის მოხსნის შესახებ? ან იპოთეკის მოხსნის შესახებ? |
Posted by: valporg 19 Sep 2007, 14:02 |
შევარდენი1906 გმადლობ. გაიხარე ჭირივით მეზიზრება მანდ მისვლა |
Posted by: ninno 19 Sep 2007, 14:43 | ||
შევარდენი1906
ნტ, ნტ, უზენაეს სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება აქვს უკვე მაგაზე მიღებული, სადაც განმარტა, რომ პრივატიზაციის დროს ბინა თანაბარი უფლებით გადაეცემა ოჯახს და არა მარტო იმ პირს ვის სახელზეც პრივატიზება ხდება (თუ გაინტერესებს გადაწყვეტილებასაც აგიტვირთავ). ანუ საერთო საკუთრების უფლებაზეა საუბარი. მაგრამ მეც სწორედ მაგის მეშინოდა, რომ როგორც შენ თქვი ეგრე განმარტავენ მაგ საკითხს საჯარო რეესტრში და ალბათ პირდაპირ არ დაარეგისტრირებენ წილზე საკუთრებას, არადა რატო უნდა იყოს ეგრე? ტყუილად რატო უნდა ირბინოს ადამიანმა სასამართლოში, როცა ბინის პრივატიზებით უფლება ბინაზე შეიძინა მთელმა ოჯახმა და შესაბამისად საჯაროში თავისი წილის დარეგისტრირების უფლებაც აქვთ. მაგრამ თუ მართლა ეგრე უარით ისტუმრებს საჯარო რეესტრი ხალხს ვერ მოსვლიათ კარგად მაი ამბავი ეჰ, რა გაეწყობა, სასამართლო და მისი ჯანი |
Posted by: *hedgehog* 19 Sep 2007, 15:24 |
ლაშა შოშიტიშვილის შიდა ნომერი მითხარით რა ვინმემ ურჯენტ * * * ვსო გავიგე. თხოვნას ვაუქმებ |
Posted by: amirani1986 19 Sep 2007, 18:30 |
პრივატიზაციიდან 2 წლის განმავლობაში ბინის გაყიდვის შემთხვევაში რამე გადასახადია დაწესებული? |
Posted by: otucho 19 Sep 2007, 18:58 | ||
amirani1986
კი ღირებულების 12 % |
Posted by: ninno 19 Sep 2007, 19:01 | ||||
otucho
ღირებულების რათა? ფასთა სხვაობის amirani1986
2 წლის განმავლობაში თუ ყიდი, პრივატიზაციის დროს ბინის საბაზრო ფასსა და მისი რეალიზაციის ფასს შორის სხვაობა დაიბეგრება 12%-იანი საშემოსავლოთი ანუ როცა ბინის პრივატიზება მოხდა თუ ეგ ბინა ღირდა ვთქვათ 30000 და ახლა ყიდი 70000-ად, გადაიხდი 40000-ის (70000-30000) 12%-ს (2008 წლის 1 იანვრიდან უკვე 25%-მდე იზრდება საშემოსავლო) და თუ 2 წლის მერე გაყიდი, საშემოსავლოს აღარ გადაიხდი. |
Posted by: otucho 19 Sep 2007, 19:17 | ||
ninno
სახელმწიფო ისეც გამდიდრდება იმიტომ რომ რეალურ საბაზრო ღირებულებას არ წერენ ხელშეკრულებაში და მერე საგადასახადოს აყავს საბაზრო ღირებულებამდე ლოლ |
Posted by: ninno 19 Sep 2007, 19:30 | ||
otucho
ისე ეგ მართლა მაინტერესებს. ვთქვათ ბინის საბაზრო ღირებულებაა 100000 და მე გავყიდე 70000-ად. არ დამიჯერებენ რომ ამ ფასად გავყიდე? რათა? იქნებ მე სასწრაფოდ მჭირდებოდა ფული? რეალიზაციის ფასი ისაა რასაც მე ვუთითებ და არა საბაზრო ღირებულება, არა მოდერ ბატონო? ხოდა მაშინ ჯერ უნდა დამიმტკიცონ, რომ არასწორი ფასი მიწერია ხელშეკრულებაში და მერე დამბეგრონ საბაზრო ფასიდან. რომელი ნორმა მიკრძალავს, რომ საბაზრო ფასს დაბლა ვერ გავყიდი ჩემს საკუთრებას? |
Posted by: otucho 19 Sep 2007, 21:19 | ||
ninno
ოოო საერთოდ ეგ ეხლა შენ რაზეც ლაპარაკობ ძალიან საინტერესო თემააა ზოგადად აი უყურე საგადასახადო მიზნები გეცოდინება შენ აი ამ ტერმინიდან გამოდიან ან ჩევენ კანონმდებლობაში საგადასახადო კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ერთმანეთის საწინააღმდეგო რამეებს ქადაგეს რაც ხშირ შემთხვევაში პრობლემებს იწვევს და სამოქალაქო კოდექსი ნორმები ჰაერში რჩება გამოკიდებული აი მაგალითად სესხის პროცენტი სამოქალაქოს მიხედვით ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოდენეობის გონივრულ შესაბამისობაში უნდა მერყეობდეს საგადასახადო კოდექსი კიდევ საბაზრო ღირებულებას იყენებს აი ვთქვათ ეროვნულის მიერ დადგენილია წლიური 16 პროცენტი გონივრული 14% ი და 13 % იცაა მაგრამ საბაზრო 18 % საგადასახადო შენ 18მდე აგიწევს ანუ იმ 2-3 % შემოსავალში აგიღებს |
Posted by: ninno 19 Sep 2007, 22:09 |
otucho ეგ იმას ნიშნავს არარსებული შემოსავალი დაბეგრო, მე თუ ბინის გაყიდვით ვთქვათ 30000 ლარიანი სარგებელი ვნახე და მიბეგრავენ 50000-დან ე.ი. 20000-ის ფულს ისე ვიხდი რომ რეალურად შემოსავალი არ მიმიღია. სახელმწიფოს არ უნდა თვითონ "ზარალში" მოვიდეს და კერძო პირს იმაზე მეტს ახდევინებს ვიდრე მიღებული შემოსავლიდან ეკუთვნოდა. სამართალია ეგა? ისე გმადლობ ოთო. გასაგებია ყველაფერი ცოტა კი გავაოფეთ, აქ სალაპარაკო იყო მგონი ეს http://forum.ge/?f=77&showtopic=33719557&st=0 |
Posted by: otucho 19 Sep 2007, 22:12 |
ninno საქმიანი ოფფტოპიკი იყო ასე რომ არაუშავს ამ თემაში შემოსულსაც გამოადგება ის რაზეც ვისაუბრეთ |
Posted by: zazabichi 20 Sep 2007, 00:41 |
otucho წინა გვერდზე ჩემი პოსტი რომ იყო სად წავიდა? |
Posted by: otucho 20 Sep 2007, 00:46 |
zazabichi არ ვიციო რომ გითხრა დამიჯერებ? |
Posted by: zazabichi 20 Sep 2007, 00:48 | ||
otucho
ხოდა რომ არ გიჯერებ იმიტომაც გეკითხები. ნიუჟელი მარტო ჩემი პოსტი იყო ამხელა თემაში ოფტოპიკი? |
Posted by: otucho 20 Sep 2007, 00:50 | ||
zazabichi
სხვა ოფფებს მიყვა შენი ოფტოპიკი |
Posted by: შევარდენი1906 21 Sep 2007, 08:27 | ||
ninno
მაჩვენე ერთი რა გაქვს მხედველობაში!! |
Posted by: ninno 23 Sep 2007, 16:57 | ||
შევარდენი1906
უი ახლა ვნახე ეს პოსტი. მოვძებნი და ავტვირთავ ახლავე * * * სამი გადაწყვეტილება ავტვირთე. თუ ბოლომდე წაკითხვა დაგეზარება, მნიშვნელოვანი ადგილები გავამუქე და იქედანაც მიხვდები http://www.link.ge/file/176476/privatizacia1.doc.html http://www.link.ge/file/176477/privatizacia2.doc.html http://www.link.ge/file/176478/privatizacia3.doc.html |
Posted by: შევარდენი1906 25 Sep 2007, 07:59 |
ninno მდააას მეც გვიან ვნახე პასუხი... საიტერესოა ძალიან!!! დღეს გავარჩევ მაგ გადაწყვეტილებებს საგულდაგულოდ!!! |
Posted by: grafinia 25 Sep 2007, 12:49 |
_SisterofNight_ მართალია აქ საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა ზუსტად არ გაქვცა ამ კიტხვაზე პასუხი და ყოველთვსი თავი აარიდა, მაგრამ გუშინ მე თავდ ვიყავი საჯარო რესტრის ერთ-ერთ კომპეტენტურ წარმომადგნელთან და გავარკვიე. დავინტერესდი იქედან გამომდინარე რომ ამ საკითხზე სულ ჩვენთან მოდიოდნენ დაინტერესებული მოქალაქეები. მოკლედ ასე ხდება: უნდა წარადგინო შემდეგი დოკუმენტები : 1. ტექ.ბიუროში უნდა დაწერო განცხადება. განცხადებაში უნდა ეწეროს, არის თუ არა აღრიცხვაზე ამა და ამ კორპუსის ესა და ეს სარდაფი (სხვენი) აღრიცხვაზე და იმყოფება თუ არა ამჯერად ესა და ეს სარდაფი (სხვენი) ვინმეს მფლობელობასი ან საგებლობაში. პასუხი შემდეგ უნდა წარუდგინო საჯარო რეესტრს. 2. ამხანაგობის კრების ოქმი. სადაც უნდა ჩანდეს ამხანაგობის წევრთა ნება რომ ამხანაგობა ამა და ამ ამხანაგობის წევრს გადასცემს ამა და ამ სარდაფს (სვენს) ინდივიდუალურ საკუთრებაში. 3. ამხანაგობის წევრთა 2/3 -ის ხელმოწერები. 4. სარდაფის (სხვენის0 ნახაზი. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის სწორედ უნდ ამიაკითხო მხოლოდ და მხოლოდ საჯარო ერესტრს. გამგეობასთან უკვე არვაითარი ურთიერთობა არ არის საჭირო. ამასთან, საჯარო რეეესტრს შევახსენებ, რომ საიტზე ამ საკითხთან დაკავშირებით მოზვლებული ინფორმაცია დევს და გთხოვთ შეცვალოთ ახლი კანონმდებლობის მიხედვით, თOრემ ხალხი შეცომაში შედის და მერე იბნევიან. |
Posted by: შევარდენი1906 25 Sep 2007, 18:41 | ||
otucho
დაწვრილებით სხოდკაზე |
Posted by: Skulls & Bones 25 Sep 2007, 21:49 | ||||
მანდ საქმე უფრო რთულადაა ვიდრე ერთი წაკითხვით ჩანს !
ჩათვალე რომ მსგავს ფართებზე (90%) ყოველთვის ჩანაწერი სახელმწიფო საკუთრებაა - აი მანდაა ძაღლის თავი დამარხული |
Posted by: grafinia 26 Sep 2007, 12:52 |
Skulls & Bones როგორც მითხრეს ეგ პრობლემას არ ქმნისო, მთავარია აღრიცხვაზე იყოსო, რადგან არსებობს ზოგიერთI მრავალსართულიანი ბინები, სადაც მაცხოვრებლებმა სარდაფები თვითნებუურად გამოჩრეს და პროექტით კი არ იყო გატVალისწინებულიო. აი ამის შემოწმება გვინდაო. ეხლა შენ ნამეტანს ნუ ართულებ |
Posted by: Skulls & Bones 26 Sep 2007, 16:07 | ||
ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს ! დამიჯერე ყველა რეგისტრატორი არ აკეთებს, მაინც ჭედავენ ხალხს და ათასს სისულელეს ეუბნებიან !!!! |
Posted by: grafinia 26 Sep 2007, 18:31 | ||
Skulls & Bones
დამიჯერე ვიღაც რეგისტრატორთან არ მისაუბრია. და საერთოდ რეგისტრატორთან არ მქონია შეხება. უფრო მაღალ თანამდებობის პირთან მკონდა საუბარი. და რაც მითხრეს და რაც მაჩვენეს იმას ვწერ. |
Posted by: *hedgehog* 26 Sep 2007, 18:39 |
დღეს დაუნიზმის შეტევა ქონდა რეესტრს. რო ვიფიქრებ ხოლმე გამოსწორდნენ და საქმე ისწავლეს-დაამუღამესთქო ეგრევე ურევენ feel sorry for them all |
Posted by: sofo-fofo 26 Sep 2007, 19:27 |
ოჰო, აქ რა საინტერესო ამბებია აბა დღეს რა ხდებოდა რეესტრში? |
Posted by: PoderShileno 1 Oct 2007, 17:19 |
შევარდენი1906 როდესაც საჯარო რეესტრში ვაპირებდი ბინის დარეგისრირებას, 1992 წელს დადებულ პრივატიაზაციის ხელშეკრულებაში აღმოვაჩინე სერიოზული შეცდომა (მისამართია არასწორად მითითებული). ვიყავი საჯარო რეესტრში, რომელმაც გამიშვა ნოტარიუსთა პალატაში, აქედან თავი მიკრეს გამგეობაში, რომელიც უარს აცხადებს ყოფილი სახლმმართველობის სამართალმემკვიდრეობაზე და არ მაყოლებს თავის წარმომადგენელს ნოტარიუსთან მხარედ. მოკლედ, არცერთი სტრუქტურა არ იღებს თავისთავზე ამ შეცდომის გასწორებას. ლამისაა გადავდგე ჭკუიდან!!!! რას მირჩევდი? |
Posted by: ნაიადა 1 Oct 2007, 22:36 | ||||
PoderShileno
რა კარგი საკითხი დადე; ეგეთი შემთხვევები ძალიან ხშირია და ვინც კომპეტენტურია, პასუხი დადოს, რა? |
Posted by: Skulls & Bones 1 Oct 2007, 23:17 |
ქ. თბილისის ტერიტორიაზე ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე "მუხლი 5. ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერებისა და ბულვარების ნუმერაციის საფუძველი 1. ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერებისა და ბულვარების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა; ბ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა; გ) სხვა ხდომიელება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა;" აღნიშნული დეფინიციის საფუძველზე გამგეობას შეუძლია დაადგინოს აქვს თუ არა ადგილი ნუმერაციის აღრევას. თუ სახეზეა შეცდომა ან სხვა ხდომილება გამგეობას აქვს უფლება ჩამოაყალიბოს ახალი მისამართი ! ისე რომელი რაიონი გიქმნის პრობლემას ??? |
Posted by: Loesje 2 Oct 2007, 04:22 |
საჯარო რეესტრი გუშინ ანუ მე რიგში - მომსახურების დონე კარგია რაც ძალიან გამიკვირდა, ის კი არა ერთ-ერთი როკ-ჯგუფის ვოკალისტიც კი აღმოვაჩინე როგორც თანამშრომელი პ.ს. ხო ცოტა დაცვის სამსახური მოიკოჭლებს თორემ ეს სურათი არ უნდა გადამეღო ისინი რომ მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყვნენ |
Posted by: PoderShileno 2 Oct 2007, 13:11 |
Skulls & Bones სწორედ შენს მიერ მოწოდეული ეს ინფო გამოვიყენე გამგეობასთან ურთიერთობისას. მაგრამ ამ დადგენილებას და მუხლს სულ სხვა ინტერპრეტაციას უკეთებენ. მაგრამ ძირითადი მიზეზი, რის გამოც გამგეობამ თავიდან მომიშორა არის ის, რომ გამგეობა არ ითვლება სახლმმართველობის სამართალმემკვიდრედო (რაშიც ძალიან დიდი ეჭვი მეპარება). ლაპარაკი მაქვს ძველი თბილისის გამგეობაზე. სატელეფონო საუბარი მქონდა ინფრასტრუქტურისა და განვითარების განყოფილებასთან. |
Posted by: Skulls & Bones 2 Oct 2007, 14:21 | ||
PoderShileno
და რა შემთხვევას აქვს ადგილი შეგიძლია დააკონკრეტო...??? |
Posted by: PoderShileno 3 Oct 2007, 11:36 | ||
აი ამას:
ეს ძალიან მოკლედ ამ დავიდარაბის შესახებ... |
Posted by: ნაიადა 8 Oct 2007, 01:24 | ||||||
Skulls & Bones
გასაგებია დიდი მადლობა მისახედი მექნება ეგ საქმე, რომ ჩამოვალ.
პრობლემას არა, მაგრამ მაინც.............. |
Posted by: *hedgehog* 12 Oct 2007, 11:37 |
აქ ვინცხები შემოდიან საჯარო რეესტრიდან და იქნებ ამიხსნათ მეომრანდუმის გაფორმება რეესტრთან რას ნიშნავს. საიტზე ინფო რომ იდეს, არ შეგაწუხებდით მადლობა წინასწარ |
Posted by: _SisterofNight_ 13 Oct 2007, 17:22 |
რა მაინტერესებს სხვენის დასარეგისტრირებლად საჭიროა თუ არა პრივატიზაცია ანუ გამგეობაში მისვლა და ასე შემდეგ? ერთმა მითხრა აღარაა საჭიროო და ვერ გავერკვიე რა. |
Posted by: otucho 16 Oct 2007, 23:16 | ||
_SisterofNight_
პრივატიზაცია ყოველშემთხვევაში საჭირო იქნება მგონი მაინც |
Posted by: *hedgehog* 12 Dec 2007, 11:40 |
საჯარო რეესტრის სიახლე: მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.reestri.gov.ge განთავსებული ელექტრონული სახის განცხადება უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლების შესახებ, საჯარო რეესტრში სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად გააგზავნონ. სარეგისტრაციო სამსახურში მომზადებული ამონაწერი ასევე შეუძლიათ მიიღონ ინტერნეტით, ელექტრონული სახით, რეგისტრატორის ხელმოწერისა და საჯარო რეესტრის ბეჭდის გარეშე. ელექტრონულ ამონაწერს და მის ამონაბეჭდს აქვს იურიდიული ძალა და ამ სახით უნდა იქნას გამოყენებული ნებისმიერი ადმინისტრაციული და კერძო უწყების მიერ. (http://www.napr.gov.ge/news/amonac.htm) შოკში არიან ნოტარიუსები და უარს აცხადებენ განახორციელონ ტრანზაქციები უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ჩნდება კითხვა, რას ვაკეთებეთ და რატო ვაკეთებთ? ან რას გვიკეთებენ და რატო გვიკეთებენ |
Posted by: valporg 12 Dec 2007, 11:50 |
*hedgehog* და თანხებზე როგორაა ნეტა? ტოჟე ელ გადახდა? ძალიან საინტერსო პროფესია გვაქვს და დღითი დღე გვიმარტივებენ შრომას.. |
Posted by: otucho 12 Dec 2007, 11:50 | ||
*hedgehog*
დაერხათ 40 + ნოტარიუსებს ხახახა აი შეიძლება ეხლა ითქვას რომ ცოტათი უფრო მოხერხებული გახდა გახდა რეესტრი * * * valporg ინტერნეტ ბანკინგით ხდება გადახდა |
Posted by: valporg 12 Dec 2007, 11:55 | ||
რაღაცას მოიგონებენ ესენი უფრო მოუხერხებელს, არ დატოვებენ მოხერხებულს ასე უყურადღებოდ, არ ზის ეგ მაგათ სტილში.. |
Posted by: ივანიჩ 12 Dec 2007, 11:57 |
ე რაღაც კაი სიახლ ჩანს იქ მისვლა თუარ მომიწევს 2 ჯერ მეტსაც გადავიხდი |
Posted by: otucho 12 Dec 2007, 11:58 | ||||
IVANICHA
მემგონი მარტო განახლებაზე იმიუშავებს ანუ სხვა ირუიდიული მოქმედებას ვერ განახორციელებ მაგრამ მაინც დიდი შეღავათია * * *
ლოლ მაგაშიც მართალი ხარ |
Posted by: *hedgehog* 12 Dec 2007, 12:02 | ||
otucho ნოტარიუსებსაც დაერხათ და ჩვენც რაღაც პონტში. ნოტარიუსები აღარ ამოწმებენ უძრავი ქონების შესახებ ხელშეკრულებებს
აზრზე არ ვარ. მისამართითაც იძებნება ამონაწერები, მესაკუთრითაც და მოკლედ გაამარტივა საჯარო რეესტრმა, მარტო მაშინ მოგიწევს იქ მისვლა, როცა კონკრეტულ მიწაზე ამონაწერი ძველი დევს საიტზე. |
Posted by: valporg 12 Dec 2007, 12:08 |
ისე, დამოწმებული თუ არა და ხელმოწერილი, რაღაც ვერ ჯდება ჩემს თავში ასეთი სახის დოკუმენტი.. ხელმოწერილი არ არის სანდო, თორე ხელმოუწერელი, ეჭვის მომენტი გაიზრდება. |
Posted by: *hedgehog* 12 Dec 2007, 12:10 |
valporg სწორედ მაგიტომ გვიბრაზდებიან ნოტარიუსები. მე ძალიან მაინტერესებს ამ ცვლილების ინიციატორების აზრი, მოტივაცია და გათვლა, როცა ამსეთი ბრძნული აზრი მიიღეს |
Posted by: otucho 12 Dec 2007, 12:16 | ||
*hedgehog*
რატომ აღარ ამოწმებენ? ააა რა პრობლემა მივხვდი რატომაც კი მაგრამ ნოტარიუსებს სხვა გზა არ ექნებათ დაამოწმებენ |
Posted by: *hedgehog* 12 Dec 2007, 12:25 | ||||
otucho
იმიტომ.......................... მოკლედ სიტუაცია შეიქმნა ასეთი. ადრე თუ არსებობდა ამონაწერის 1 ორიგინალი, იმიტომ რომ ერთ აღებაზე 1-ზე მეტს არ გაძლევდნენ, ახლა შეგიძლია ამობეჭდო მილიონი. შესაბამისად, ერთ დღეს შეგიძლია განახორციელო რამდენიმე გარიგება. დავის წარმოშობის შემთხვევაში, როგორც ნოტარიუსმა მითხრა, ნამდვილად ჩაითვლება ის გარიგება, რომელიც პირველი დაიდო (ეს ზოგადი წესია და ყველამ ვიცით). მაგრამ დაუდგენელია წესი, რის მიხედვითად პირველობა დამტკიცდება. მაგალითად, მე თუ ბინა 2 ადამიანს მივყიდე ერთსადაიმავე დღეს, რომელი ჩანაწერი ჩაითვლება პირველად? ნოტარიუსები, როგორც წესი არ უთითებენ რეეგისტრაციის საათს. თუ პირველი მყიდველად მიიჩნევა ის, ვინც მიიტანს რეესტრში პირველი საბუთებს უფლების დასარეგისტრირებლად, მაშინ გამოდის, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა გაიქცე და არა წახვიდე საბუთების ჩასაბარებლად და შეიძლება მაინც არ გაგიმართლოს. მოკლედ, ნოტარიუსების აზრით ზედმეტი შარია ეს ყველაფერი და ურჩევნიათ დროებით ტავი შეიკავნო. მათი ასეთი ქმედება კი ჩვენ, როგორც კლიენტებს პრობლემებს გვიქმნის დროში
ნოტარიული დამოწმება თითქმის არცერთი ხელშეკრულებისთვის აღარაა სავალდებულო, შესაბამისად ნოტარიუსებს უფლება აქვთ არ დაამოწმონ. |
Posted by: valporg 12 Dec 2007, 12:26 |
*hedgehog* მამენტ, რო წარმოვიდგინე მანდ მისვლის გარეშე საქმის გაკეთება, სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, მაგრამ მარტო ჩემი ჟრუანტელი ხომ არაა საქმე? მაინც წინააღმდეგი ვარ ასეთი დაუმოწმებელი დოკუმენტების.. |
Posted by: *hedgehog* 12 Dec 2007, 12:29 |
valporg გეთანხმები, ერთი შეხედვით ზედმეტად სასიამოვნოა |
Posted by: fanqari 12 Dec 2007, 12:52 | ||
+1 |
Posted by: Mrsukho 13 Dec 2007, 02:01 |
3რერეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე |
Posted by: Atheous_Morti 13 Dec 2007, 04:04 |
ხვალ ვარ მისასვლელი 10ზე |
Posted by: Petrre 15 Dec 2007, 20:26 |
პროცედურა იმდენად გამარტივდა, რომ მოგინდება სულ ყიდვა გაყიდვით დაკავდე |
Posted by: mond 22 Dec 2007, 17:12 |
მინდა დავარეგისტრირო სახლზე საკუთრების უფლება. სახლს აქვს საკუთარი ეზო. ფართი სამკვიდრო მოწმობაში მითითებულია როგორც სახლის ისე ეზოსი. მაინტერესებს საჭიროა თუ არა აზომვითი ნახაზი. გთხოვთ, მიპასუხეთ. |
Posted by: tao-tao 22 Dec 2007, 17:27 |
აუ საჯარო რეესტრი არ მიხსენოთ. გადარეული, გაგამწარეს რა? აუტანელი ადგილია. ამობობენ, მას შემდეგო 3 თვის წინ ვტანჯულობდი მე , შეიცვალაო და გამარტივებულია ყველაფერიო. თU ასეა ხო კარგი, თუ არა და გამძლეობა მოგცეთ ღმერტმა. მაგატი |
Posted by: mond 22 Dec 2007, 18:33 |
tao-tao მე მეგონა, კითხვაზე პასუხი გამეცი ხალხო, დაეხმარეთ რა |
Posted by: Suleluka 22 Dec 2007, 23:37 |
mond აზომვა დაჭირდება იმ შემთხვევაში თუ საკადატრო გეგმა არა გაქ თან მგონი ეხლა ელექტრონულ ვერსიასაც ითხოვენ მგონი |
Posted by: Suleluka 28 Dec 2007, 00:11 |
შევარდენი1906 შეიძლება 1 ბინა ისე იყოს სხვა და სხვა ადამიანზე გაყიდული რომ ორივეს ოფიციალურიი საბუთი ჰქონდეს? და ორივეს რეესტრი ჰქონდეს გატარებული? |
Posted by: შევარდენი1906 28 Dec 2007, 00:32 |
Suleluka არა მანდ რაღაც თაღლითობის სუნი ტრიალებს |
Posted by: Suleluka 28 Dec 2007, 10:24 |
შევარდენი1906 მეც მასე მგონია, და რამაინტერესებს ამის გასარკვევად ვის უნდა მივმართო? ანუ იმან თავისი ამონაწერი რომ წამოიღოს და მე ჩემი ვის უნდა მივმართოთ? |
Posted by: შევარდენი1906 2 Jan 2008, 11:53 |
Suleluka მისამართი დამიპიემე დ გავარკვევ რა ხდება ხო მართლა გილოცავთ ახალ წელს შენ და შენს პაწაწას |
Posted by: Suleluka 4 Jan 2008, 19:48 |
შევარდენი1906 მოგწერე |
Posted by: Suleluka 9 Feb 2008, 12:22 |
შევარდენი1906 კეთილო ხალხოო ამონაწერს ველოდები |
Posted by: rezi_barca 11 Feb 2008, 13:32 |
დახმარება მინდა პლზზზ რაგაც ცხრილი მაქვს გადასათარგმნი და იქნება დამეხმაროთ სათაური: " სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი " ინგლისური თარმგანი ხომ არ იცით ვინმემ ??? მოგირავნე, მოვალე მესამე პირი, უზრუნველყოფილი მოთხოვნა, შეტყობინება რეალიზაციის შესახებ, თუ ვინმემ იცით ეს ცხრილი და გააქვთ ინგლისური ვარიანტი იქნებ გამომიგზავნოთ |
Posted by: *hedgehog* 11 Feb 2008, 14:23 | ||||||||||||
rezi_barca
Excerpt from public registry
mortgagee
debtor third person
secured request
notice about realization of smth
აზრზე არ ვარ ეგ რა ცხრილია |
Posted by: new 15 Feb 2008, 13:43 |
ა აბა, ვინ უყურებს თბილისის საჯაროს უფროსს პირდაპირში საზოგადოებრივ არხზე? |
Posted by: შევარდენი1906 17 Feb 2008, 09:51 | ||
Suleluka ??? რა ამონაწერს ელოდები??? გასწორდა?? new
მე ვერ ვუყურე და გული დამწყდა |
Posted by: Suleluka 17 Feb 2008, 19:37 |
შევარდენი1906 უFF უჟას, ვნახე ამონაწერი, არ ვიცოდი თუ შემეძლო სახლიდან მენახა საშინელებაა ყველა მესაკუთრეები ვწერივართ შენი ძალიან ძალიან მადლობელი ვარ ჯერ ის ჯანდაბური მემკვიდრეობა არ მიმიღია, და მერე მომიწევს საჯარო რეესტრის გამოძახება პროცესზე მოპასუხეთ იმის გულიზე რო ის ერთი სახლი ორ კოდზე იყო წასული, ბინა ორზე გაიყიდა და პლიუს ის მეორე ხალხი ვინც სხვა (უცნაურ) კოდზე იყვნენ წასულები, კარგათ აიზომეს თავიანთი ფართები, ერთმანეთს მოუწერეს ხელი, ნოტარიუსით დაამოწმეს და საჯარო რეესტრმა დაურეგისტრირათ, რა არი იცი ის 21 წილი და 12 რო აიზომა მეორემ, არ დააინტერესა იმას ვინც არეგისტრირებდა, 100 წილი რო არ იკვრებოდა? --> სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულია დამატებით წარმოსადგენია ნასყიდობის ხელშეკრულებაში (რეესტ.N1-51;ნოტარიუსი მ.ბრეგვაძე)მითითებული 21/100 წილის შესაბამისი შიდა აზომვითი ნახაზი ეხლა + ამ ყველაფერს ეზოზე მედავებიან და ესე ვატყობ საერთოდ მოუნგრევ ეზოში ჩამოსასვლელ კიბეებს და ფანჯრიდან ივლიან |
Posted by: შევარდენი1906 17 Feb 2008, 20:34 | ||||
Suleluka
მოკლედ ძალიან კი გარკვეულხარ ამ სიარულ-სიარულში რეესტრულ ტერმინოლოგიაში კოლეგობას ხომ არ გვიპირებ? |
Posted by: Suleluka 17 Feb 2008, 20:48 |
შევარდენი1906 სურვილი აშკარად გამიჩნდა, ვნახოთ აბა ხო და რა მაინტერესებს, როცა ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია, საცხოვრებელი სახლის 12 კვ.მ, საცხოვრებელი სახლის 12/100 კვ.მ საჯარო რეესტრს აქვს უფლება გაატაროს რეგისტრაციაში როცა სახლი წილებათაა დაყოფილი, და ესე ახსნას ალბათ წილს გულისხმობდაო. როგორ წერია გარკვევით კვადრატული მეტრი და ალბათო სადაა ეგრე. 12 წილი საცხოვრებელი ფართის 72 კვადრატულია... |
Posted by: შევარდენი1906 17 Feb 2008, 21:02 |
Suleluka კაი ახლა ნუ გაართულე მე აქ დასასვენებლად შემოვდივარ რომ მოხვალ იქ აგიხსნი მაგას |
Posted by: ~Anna 18 Feb 2008, 14:02 |
აუ, ვინმემ ხომ არ იცის, სამოქალაქო რეესტრისთვის რა საბუთები მჭირდება? ოღონდ მაქვს უკვე პასპორტი, უბრალოდ ვადა გაუვიდა და ხელახლა უნდა ავიგო. |
Posted by: _HASAAAN_ 26 Feb 2008, 20:11 |
შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო: 2 დღის წინ მომმართა პიროვნებამ, რომელსაც მცხეთის საჯარო რეესტრში უარი უთხრეს ამონაწერის გაცემაზე, რადგანაც აღმოჩნდა, რომ ჩემი ნაკვეთი ნაწილობრივ ფარავს მისას. რეალურად ჩვენს ნაკვეთებს შორის კიდევ ერთი ნაკვეთია. მე მივყევი ამ პიროვნებას მცხეთის რეესტრში, ჩემი ამონაწერითურთ, შემდეგ ამზომავი წავიყვანეთ ადგილზე. აღმოჩნდა, რომ ნაკვეთების ფიზიკური მდებარეობა აბსოლუტურად არ ემთხვევა რეესტრის რუქას. ამას გარდა, 2005 წელს გაცემული რუქა (ჩემი ნაკვეთის) არ ემთხვევა არც რეესტრის ახლანდელ რუქას, არც ნაკვეთის რეალურ მდებარეობას!!!!! ცდომილება საშუალოდ 23-25 მეტრია. საინტერესოა, რომ ყველა მიმდებარე ნაკვეთი (14 ნაკვეთია ქუჩაზე) გატარებულია რეგისტრაციაში რეესტრში!!!! როგორ უნდა გამოსწორდეს ასეთი სიტუაცია? წინასწარ დიდი მადლობა. |
Posted by: otucho 26 Feb 2008, 20:38 |
_HASAAAN_ ოო მცხეთა ძაან პრობლემური ზონაა მანდ რომ მსგავსი დარღვევებია გაგიჟდები პირდაპირ, 23 -25 მეტრა რაა მე მაქვს საკადასტორ აზომვა რომელიც რელაურად 5 კმ ით იყო დაშორებული ანუ სულ სხვა მონაცემები იყო და ცდომილება ფიზიკურ მდგომარებას და ნახაზში არსებულ მონცემებს შორის ოყო 5 კმ ნაწილობრივ ეგ მცხეთაში არსებული ცუდი ამზოველების ბრალითაა გამოწვეული მაგრამ რეგისტრაციაში მაინც სახელმწიფო ორგანო ატარებს რომელსაც გადამოწმება ევალება UTM ში გადყვანისას აირია ალბათ ყელაფერი თბილისში მდებარე ამზოველ ფირმებს მიმართე იქნებ როგორმე გადჭრან ეგ პრობლემა |
Posted by: _HASAAAN_ 26 Feb 2008, 20:46 |
otucho დიდი მადლობა! ხომ არ შეგიძლია, რომელიმე ასეთი ფირმის კოორდინატები მითხრა? |
Posted by: Goodman 26 Feb 2008, 21:08 |
რეესტრზე გამახსენდა,დრეს ვიყავი ისე და მოუწესრიგებლობამ ნერვები მომიშალა რა მაინტერესებს თუ იცით საპასპორტოები როდის იღება? 9-ზე თუ 10-ზე? |
Posted by: _HASAAAN_ 27 Feb 2008, 16:59 |
otucho და კიდევ ერთი კითხვა: არის თუ არა რეესტრი (თეორიულად) ვალდებული, თვითონვე გამოასწოროს თავისი დაშვებული შეცდომები, თუ ეგ ჩემი თავის ტკივილია? |
Posted by: შევარდენი1906 3 Mar 2008, 14:42 | ||
_HASAAAN_
http://www.reestri.gov.ge/NAPRWEB/resources/amzomvelebi.pdf არჩევანი თავად გააკეთე |
Posted by: katerine 3 Mar 2008, 15:58 | ||
nanka_iuristka
თანამშრომელები დაგავიწყდა... თან მერე როგორი... იურიდიული სამსახურის უფროსი ჰყავთ იმისთანა თავისი ოჯახობა სულ რეესტრში ''მირეკა''.... ამას აქვს ალბათ თავისი სახელი, მარა.... საინტერესოა რამოდენიმე ხნისდროიდნელი ''ამბოხებულების'' სასამართლო პროცესებზე თუ დარბის იურიდიული სამსახურის უფროსი და მისი ხელქვეითები ... ისე მართლა საინტერესოა რა ეტაპზეა ეს საქმეები. ვინმემ იცის? |
Posted by: Suleluka 3 Mar 2008, 17:24 |
_HASAAAN_ otucho შევარდენი1906 ვთვლი რომ საკადატრო აზომვას თითო მესაკუთრე თავისთვის კი არ უნდა აკეთებდეს, არამედ საჯარო რეესტრმა უნდა გააკეთოს მესაკუთრეებთან შეთანხმებით აზომვა (უფასოთო, არ ვამბობ, ფასიანად, ოღონდ ხარისხიანად) შევარდენი1906 მე პირადად, ვითომ ხო გამომისწორეს, ყველა ერთ კოდზე დაგვსვეს, ეხლა ეზო საერტო გამოდის და სახელმწიფო მაღაზიას, რომელსაც საერთოდ არანაირი შეხება არა აქვს ჩემს ეზოსთან, უწერია ჩემი მიწა საერთოაო და გამოსყიდვა რო მომინდეს მაღაზიასაც უნდა ვკითხო |
Posted by: _HASAAAN_ 4 Mar 2008, 10:05 | ||
შევარდენი1906
დიდი მადლობა ! |
Posted by: ninno 4 Mar 2008, 23:48 |
შევარდენი1906 რა მაინტერესებს იცი, ვთქვათ ცოლ-ქმრის ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონება დარეგისტრირებულია ქმრის სახელზე, ხოდა ცოლი რომ მოვიდეს და საჯარო რეესტრში მოითხოვოს მეც თანამესაკუთრედ დამარეგისტრირეთო (მეუღლეთა თანასაკუთრების ამბავში ) და ქმრის თანხმობაც რომ ქონდეს, არ დაარეგისტრირებთ სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე? |
Posted by: ninno 6 Mar 2008, 20:11 |
შევარდენი1906 ნუ გახასიათებს შენ საჯარო რეესტრის ოპერატიულობა თვეში ერთხელ შემოგვიარე ხოლმე ფორუმზე და კითხვებზე გვიპასუხე |
Posted by: Suleluka 6 Mar 2008, 21:43 |
ninno შევარდენი1906 აქ დასასვენებლად შემოდის |
Posted by: ninno 6 Mar 2008, 22:36 | ||
Suleluka
მე ვისვენებ და საჯარო რეესტრის რიგებს შთამომავლობას ვუტოვებო? |
Posted by: შევარდენი1906 6 Mar 2008, 23:36 | ||||||
ninno
მართალია ყოვლად უსამართლო შედარებაა, თუმცა მომეწონა Suleluka
ninno
არა! არა, მაგრამ რატო ხვალ დაგიწერ ან ზეგ რა გთხოვ ისეთი მოვდივარ სახლში რომ მსგავს საკითხებზე მსჯელობის არც თავი და არც სურვილი არ მაქვს ის ანეგდოტი თუ გახსოვს გინეკოლოგმა სადარბაზოში საბრალო მეძავი გოგონა რისთვის გამოასალმა სიცოცხლეს? .. მარა ხანდახან მაინც შემოგივლით ხოლმე |
Posted by: ninno 7 Mar 2008, 00:33 | ||||
შევარდენი1906
ოკ
უი არ ვიცი, ეგეც ხვალ ან ზეგ დამიწერე |
Posted by: otucho 7 Mar 2008, 00:36 | ||
ნულოვანი თვით შემოქმედება შევარდენი1906 და საქორჭინო კონტრაქტი რომ ეჭიროს ხელში? პახოდუ სადაც წერია ნებისმიერი ქონება ქორწინამდელი/ შემდგომი წარმოადგენს საერთო საკუთრებას |
Posted by: Suleluka 7 Mar 2008, 14:21 |
შევარდენი1906 გუშინ ვიყავი რეესტრში მარა აღარ შეგაწუხო ჩემი მინგრეული სახლის პრობლემებით, ვიდექი რიგში ვიდექი და თურმე 4 სამუშაო დღე ჯერ არ გასულა, ორშაბათს კიდე მანდა ვარ ხო და როცა არ იქნები დაღლილი და დასვენების ხასიოათზე იქნებ რამე დაწერო მცხეთაში ნაკვეთების დაკანონებაზე, ვის მივაკჯითხო და რა საბუთებით |
Posted by: ninno 14 Mar 2008, 21:02 | ||||
შევარდენი1906
ხვალ ან ზეგ რამდენ კვირაში უწევს, კოლეგავ? |
Posted by: შევარდენი1906 15 Mar 2008, 16:37 |
ninno მარტივადაა _ ხვალ იქნება ხვალ ანუ მომდევნო დღეს, ხოლო ზეგ - ორი დღის შემდეგ თარიღებს და უმნიშვნელო წვრილმანებს მაინდამაინც ნუ მიაქცევ ყურადღებას |
Posted by: Suleluka 15 Mar 2008, 17:00 |
შევარდენი1906 ლაშ შენ ხომ არ იცი "ას სამოცი ოთხკუთხი საჟენი" რამდენი კვადრატულებში? (ეხლა არა თქვა საიდან მაგდენი კითხვები) |
Posted by: შევარდენი1906 16 Mar 2008, 19:12 | ||
Suleluka ვა მართლა არ ვიცი
საიდან კი არა დარწმუნებული ვარ შენ ერთადერთი ადამიანი ხარ ვისაც ეს შეიძლებოდა დასჭირვებოდა -- სამსახურში ერთი შენნაირი იდეინი მყავს და იმან შეიძლება იცოდეს !! |
Posted by: Suleluka 16 Mar 2008, 19:45 | ||
შევარდენი1906
ის საბუთი ძალიან ძალიან გამომადგა ეხლა კიდე ზაქრაძეზე რო არქივია მანდა ვარ წასასვლელი აშკარად ყველა არქივები ზეპირად ვიცი უკვე და რაც მთავარია ყველგან მცნობენ უკვე ადვოკატი ვგონივარ ხალხს |
Posted by: ninno 22 Mar 2008, 23:55 |
შევარდენი1906 გამოვუძახო პატრულს თუ მეტყვი () რატო არ არეგისტრირებს საჯარო რეესტრი მეუღლის თანხმობით მეორე მეუღლეს თანამესაკუთრედ (ქორწინების დროს შეძენილ ქონებაზე)? ან სხვა სახის თანასაკუთრების დროს რატო არ ხდება თანამესაკუთრედ პირდაპირი დარეგისტრირება საჯაროში როცა რეგისტრირებული მესაკუთრის თანხმობა არსებობს? |
Posted by: შევარდენი1906 24 Mar 2008, 21:32 |
ninno ნინი რა დაგიწერო მითხარი რეესტრი არის საკუთრების უფლებოს მარეგისტრირებელი ორგანო და არა საკუთრების უფლების დამდგენი! კი ბატონო მეუღლის თანხმობის გარეშეც წარმოადგენს ქორწინებისას შეძენილი ქონება თანასაკუთრებას სამოქალაქოში არსად არ წერია, რომ თანასაკუთრებაზე უფლება წარმოიშობა მაინდამაინც გაყრის შემდგომ და შესაბამისად მეუღლის თანხმობას ან უარყოფას არსებითი მნიშვნელობა ამ დროს არ ენიჭება, მაგრამ რეესტრს სჭირდება დოკუმენტი, იგივე საკუთრების მოწმობა, სადაც პირდაპირ ეწერება რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება გააჩნია არა მხოლოდ ადამს, არამედ ევასაც ასე მემკვიდრეობისასაც პირდაპირ განსაზღვრავს კანონი ვის აქვს მემკვიდრეობის მიღების უფლება, მაგრამ სარეგისტრაციოდ საჭიროა სამკვიდრო მოწმობა და არა მთელი რიგი დოკუმენტებისა, რომელიც ადასტურებს რომ სწორედ ამ პიროვნებას აქვს უფლება მიიღოს სამკვიდრო მამკვიდერლისაგან |
Posted by: ninno 25 Mar 2008, 22:36 |
შევარდენი1906 რატო გკითხე იცი, ხშირია შემთხვევები, როცა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მაგ: ქმარი ბინას ყიდის ისე რომ ცოლს არაფერს ეკითხება. ამ დროს ცოლს ისღა დარჩენია სასამართლო გზით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა, მაგრამ თუ ცოლი ვერ დაამტკიცებს, რომ ბინის შემძენი არაკეთილსინდისიერი შემძენია (რისი მტკიცებულებებიც ძალიან ხშირად უბრალოდ არ არსებობს), მაშინ ნასყიდობის ხელშეკრულება ძალაში რჩება და შესაბამისად ცოლი ბინას ნატურით ვეღარ იბრუნებს. უზენაესმა სასამართლომ დაამკვიდრა ასეთი პრაქტიკა და არგუმენტაცია ასეთია: თანამესაკუთრეს ბინის გაყიდვამდე ნებისმიერ დროს ქონდა შესაძლებლობა თავადაც დარეგისტრირებულიყო საჯარო რეესტრში თანამესაკუთრედ, მაგრამ ეს არ გააკეთა და ამით გარკვეული რისკი გაწია საკუთარი თავის საზიანოდ, მაშინ როცა კეთილსინდისიერ შემძენს სხვა საშუალება, გარდა საჯარო რესტრში არსებული ინფორმაციის გადამოწმებისა, არ ქონია და ამიტომ უფრო მეტად უნდა დავიცვათ შემძენიო. ამიტომ საინტერესოა რა შესაძლებლობას არ იყენებს დაურეგისტრირებელი მეუღლე და რის გამო ისჯება ის? ხოდა იცი რას ვფიქრობ, თუ სახელმწიფო (სასამართლო) მესაკუთრეს სჯის იმის გამო,რომ ის არ დარეგისტრირდა თანამესაკუთრედ, მაშინ იგივე სახელმწიფო (ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრი) პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს თანამესაკუთრედ დარეგისტრირებაში მაშინ მაინც, როცა დარეგისტრირებული მეუღლე ამაზე თანახმაა. აქ თანხმობას მხოლოდ იმ ფუნქციის შესრულება შეეძლება რომ დაურეგისტრირებელი მეუღლის უფლება ბინაზე სადაო არაა. თანხმობა რომ არ იყოს მაშინ გასაგები იქნებოდა რეესტრის პოზიცია, რადგან სადაო საკითხები სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ამ შემთხვევაში როცა წარმოდგენილია ქორწინების მოწმობა და ბინის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი (რომელიც ადასტურებს რომ ბინა ქორწინების დროსაა შეძენილი), ბინის მესაკუთრე კი სადაოდ არ ხდის მეუღლის მოთხოვნას, რაღატო უშვებს სახელმწიფო მოქალაქეს სასამართლოში და უბრალოდ ართულებს თანამესაკუთრედ დარეგისტრირების პროცედურას? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სასამართლო გზით დარეგისტრირება ბევრად მეტ სირთულეებთანაა (მათ შორის თანხებთან) დაკავშირებული ვიდრე პირდაპირ საჯარო რეესტრის გზით, დაურეგისტრირებელ მეუღლეთა უმრავლესობა ისევ დაურეგისტრირებელი დარჩება და მერე ისე გაუყიდიან ბინას, რომ შეიძლება ვერც გაიგოს და ერთ დღეს პატრულით მიადგეს ახალი მესაკუთრე, გამობრძანდით ბინა ჩემიაო. ხოდა ასე ცუდად დასრულდება ეს ამბავი და ამაში ჩემი აზრით საჯარო რეესტრსაც ექნება შესრულებული ცუდი როლი. მემკვიდრეობას რაც შეეხება, მანდ ცოტა სხვა სიტუაციაა, შეიძლება სახეზეა ანდერძი და საჯარო რეესტრი ამას ხომ ვერ დაადგენს? ან იქნებ სხვა მემკვიდრეებიც არიან და რეესტრმა რა იცის ვის რა წილი უნდა დაურეგისტრიროს? ის ცხონებული კიდე ცოცხალი აღარ არის რო მივიდეს რეესტრში და თქვას ვის რა დაუტოვა მოკლედ სულ ეს იყო რაც მაინტერესებდა. მადლობა პასუხისთვის |
Posted by: akkai 29 Mar 2008, 16:29 |
ცნობა მინდა რო სახლში მე ვცხოვრობ.... საჯარო რეესტრში უნდა ავიღო???? ოღონდ ამ სახლის მეპატრონეთ ვიგაც ითვლება რომელიც მხოლოდ საბუთების მიხედვით ვიცით რო ამ სახლის მეპატრონეა.... ანუ არც თვითონ და არც მაგის შთამომავალი აქ არ ცხოვრობენ(არიან თუ არა ცოცხლებში ეგეც არავინ იცის)..მინიმუმ 35 წელია ასე და ვიწყებ სახლის გადაფორმების გრძელ გზას და მითხრეს საჯარო რეესტრიდან ცნობა მოიტანე რო მანდ ცხოვრობო... მომცმენ ხო?????? |
Posted by: Suleluka 31 Mar 2008, 12:53 | ||
akkai
არამგონია საჯარო რეესტრი ეგეთ ცნობას არ იძლევა ჩაწერილი თუ ხარ მაგ ბინაში წერეთლის (მგონი) 8 ნომერში, წერეთლის მეტროსთან სამისამართო ბიუროდან უნდა აიღო ცნობა მაგრამ, რა არი იცი, თუ სახლს რეალური მეპატრონე ჰყავს არამგონია იმის თანხმობის გარეშე შენ ვინმემ რამე გადმოგიფორმოს |
Posted by: Olaizola 31 Mar 2008, 14:47 |
ნეტა ვეღირსო რა, რომ რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში იგები არ ვნახო ამის დედაც ვატირე რაა... პირადობის გამოცვლა მინდა რამდენი ხანია მარა იმხელა რიგებია ... ვინმე აქაური ხომ არ მუშაობთ ისანი-სამგორის საჯარო რეესტრში, მეცით პატივი რა |
Posted by: akkai 31 Mar 2008, 21:22 | ||||
Suleluka
კი ყველა წევრი ჩაწერილია......
რეალური მეპატრონე არი მხოლოდ საბუთების მიხედვით ,,, აქ არავინ ცხოვრობს და არც ვიცით ცოცხალი არიან თუა რა..... ანუ ოფიციალური გზა კანონიერად რო გადმოვიფორმო არ არსებობს???? |
Posted by: Skulls & Bones 31 Mar 2008, 22:13 | ||
იურისტთან გაიარე კონსულტაცია აქ წერით ბევრს ვერაფერს გაარკვევ - საბუთები იქნება სანახავი |
Posted by: sofo-fofo 31 Mar 2008, 22:34 | ||||
მაგარია, ისე რეესტრი რეესტრია * * *
შენ მგონი აეც ისე ადვილად გაქვს საქმე აბა დაწერე რა ხდება |
Posted by: Olaizola 31 Mar 2008, 23:30 |
sofo-fofo თუ მანდ მუშაობს ურიგოდ შემიშვი რა |
Posted by: sofo-fofo 31 Mar 2008, 23:58 | ||
კაი მოდი სამგორის რეესტრში და ვნახოთ რამეს მოგიხერხებ |
Posted by: Suleluka 1 Apr 2008, 10:59 | ||
Olaizola
საჯარო რეესტრი არა სამოქალაქო რეესტრი akkai როგორც ვხვდები "ატსტუპნიკი" ხარ არავინ დაგიკანონებს ისეთ სახლს, რომელსაც რეალური მეპატრონე ჰყავს უნდა მონახო ის რეალური მეპატრონე ან მისი შთამომავალი და გამოისყიდო 25%-იანი ან თუ თავის დროზე ხელშეკრულება თუ გქონდა, უნოტარიუსო ყიდვა-გაყიდვის ან იჯარის მაში 10%-იანით ნუ თვითონ თუ დაგითმობს გამოსყიდვის გარეშე ხო მთლად უკეთესი, მარა მეეჭვება... |
Posted by: akkai 1 Apr 2008, 12:15 | ||
sofo-fofo Suleluka Skulls & Bones მოკლედ სახლსპატრონი მხოლოდ საბუტების მიხედვიტ ყავს......(მინიმუმ 35 წელია აქ ვცხოვრობთ და საბუტების მიხედვით ვინც არი პატრონი არც ის და არც მაგის ოჯახის წევრი( თუ ვინმე ყავს ცოცხალი)..აქ არ გამოჩენილა..... ოჯახის ყველა წევრი აქ ვართ ჩაწერილები< ჩვენს სახელზე მოდის ყველანაირი კომუნალური გადასახადი და ასე შემდეგ.....მე არავინ არ მედავება..ერთადერთი პრობლემა ისაა რო სახლის დანგრევაზე რო დაიჭყოს საუბარი არ მინდა პრობლემები შემწქმნას...... საბუთების მიხედვით ბინის მეპატრონე რიონიდანნააა...ხოდა მაგის შთამომავალმა რო გაიგოს ქალაქის ცენტრში 2 სართულიანი (მეორე სართული უკანონო<მაგრამ მაინც) სახლი აქვს და Fეხები გაფშიკოს გამოასახლეთ ცემიაო მერე რა ვქნა...ამიტო არ მინდა მაგათი ძებნა.... მოკლედ შარში ვარ რა...... მითხრეს ხანგრზლივადობის მიხედვით შეილება ამ საქმის მოგებაო რახან მდენი ხანი ის არ გამოცენილაო... * * * Suleluka
მაგრამ სავარაუდოდ ეს მეპატრონე არ არიც ცოცხალი...... ხოლე ვინმემ რო იცოდეს მაგისი სანატესავოდან ამდენი ხანი(მინიმუმ 35 წელი) გამოჩნდებოდა.... |
Posted by: *hedgehog* 1 Apr 2008, 12:36 |
akkai მერიაში შეგიძლია შეიტანო განცხადება, რომ დაგიკანონ ეგ ფართი და შემდეგ იქ აღებული ცნობით დაირეგისტრირებ შენ. მაგრამ დროში საკმაოდ გაგეწელება |
Posted by: akkai 1 Apr 2008, 12:45 | ||
*hedgehog*
ხო მაგრამ ჯერ ხო სახლი უნდა გადმოვიფორმო და მერე უკანონოდ დაშენებული ფართობი?????/ ეს რო დავიკანონო დაშენება და მერე რო ვიგაც სახლის მეპატრონის მეხუტე ხარისხოვანი ნატესავი რო დამადგეს და ცემია რო Mიტხრას ხო ....................................... : |
Posted by: *hedgehog* 1 Apr 2008, 12:47 |
akkai სახლზე მიიტანე საბუთები, უკანონოზეც მიიტანე შესაბამისი საბუთები და ორივეს განიხილავენ. წესით 35 წელი თუ არავის მოუკითხია სახლი და პრეტენზია არ განუცხადებია, ახლა ვეგარ შემოგედავება ხანდაზმულობის ვადის გამო |
Posted by: akkai 1 Apr 2008, 12:55 | ||
*hedgehog*
მინიმუმ 35 წელი (შეილება მეტიც) და მაგ ხანდაზმულობის კანონის ვადა რამდენი ხანია???? |
Posted by: XAO 1 Apr 2008, 13:17 |
akkai არ გაქ გადმოფორმებული? მერე რარას ელოდები სანამ დროა გადმოიფორმე |
Posted by: Suleluka 1 Apr 2008, 13:47 |
akkai ჩემი რჩევაა, პირადი გამოცდილებიდან გეუბნევი აიყვანე იურისტი შენით არაფერი გადაწყვიტო პირიქით საქმეს გაიფუჭებ იგივე სიტუაცია მაქვს მე ოღონდ ვარ იმ მეორეს (მეპატრონის როლში) მარა ეხლა მივაკითხე 40 წელი რო გავიდა ასე რომ მიხედე მანამ დროა მგონი იმაზეცაა დამოკიდებული რომელი პირველი შეიტანს სასამართლოში თუ რამე კონკრეტუ;ლი გაინტერესებს PM და რა საბუთები გაქ ეგეც მომწერე |
Posted by: sofo-fofo 2 Apr 2008, 01:42 | ||
ეგრე არაფერი გამოგივა. მიდი რეესტრში, დაწერე განცხადება და გაიგე ვინ არის მაგ სახლის მესაკუთრე, შენ რომ აზრზე არა ხარ და რეალურად არც გინახავს ისეთი შეიძლება იყოს და მერე იმის მიხედვით იმოქმედე. |
Posted by: Suleluka 2 Apr 2008, 10:22 |
akkai ხო და იმის თქმა დამავიწყდა, გადაფორმებას თუ ვერ მოასწრებ 2010 წლამდე, ყველაფერს დაკარგავ და ვერანაირი სასამართლო ვეღარ გიშველის, ასე რომ სანამ დროა გირჩევ მოძებნო სახლის მეპატრონე sofo-fofo ისნის საპასპორტოში მუშაობ? |
Posted by: akkai 2 Apr 2008, 15:18 | ||
sofo-fofo
მესაკუთრე მხოლოდ საბუტების მიხედვით ვიცი ვინც არი (და მინიმუმ 35 ცელია არც ეგ და არც მაგის შთამომავალი არ გამოჩენილა...... ამ ხანდაზმულობის კანონზე რამე იცით??? იქნებ ეს მოერგოს ჩემ საქმეს |
Posted by: *hedgehog* 2 Apr 2008, 15:35 | ||
akkai მესაკუთრე რა საბუთების მიხედვით არის?
ხანდაზმულობის კანონის მიხედვით, თუ უძრავ ქონებას ფლობ 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და მასზე პრეტენზიას არავინ აცხადებს შეგიძლია მოითხოვო მისი დაკანონება (მარტივი ახსნა ) |
Posted by: akkai 2 Apr 2008, 15:43 | ||
*hedgehog*
საბინაო წიგნის მიხედვით......მარა პიროვნება მინიმუმ 35 წელია არ გამოჩენილა |
Posted by: *hedgehog* 2 Apr 2008, 16:10 |
akkai მოდი საჯარო რეესტრის ტექაღრიცხვის ბიუროდან აიღე საბუთები, თუ ვისზე ირიცხება ბინა. ქვითრები ვის სახელზე მოდის? ძველი მეპატრონის თუ ახლის? ჯობია, შეაგროვო ყველა საბუთი და შეიტანო კომისიაში (მერიაში). საერთოდ 2 გზა გაქვს, რომ დაიკანონო: სასამართლო ან მერია. სასამართლო ყველა ვარიანტში შეატყობინებს (შეეცდება მაინც) მოპასუხეს და მერე შეიძლება პრეტენზიები გაუჩნდეს, მერია კი გადახედავს შენს წარდგენილ დოკუმენტებს და ან ასე იტყვის ან ისე. სასამართლოში მერეც მოასწრებ შეტანას. სავარაუდოდ იცი ვინ არიან მესაკუთრის მემკვიდრეები და ა.შ.? |
Posted by: akkai 2 Apr 2008, 16:25 | ||||
*hedgehog*
ყველანაირი გადასახადი ჩვენ სახელზე მოდის... და არა მეპატრონის...
არა გონზე არ ვარ..ისიც კი არ ვიცი საერთოდ ვინმე არის თუა რა..... მხოლოს საბინაო წიგნშია დაფისირებული...... მოკლედ ჯობია ადვოკატი ვეზებო...მე ამდენ ტერმინებში ვერ ვერკვევი |
Posted by: *hedgehog* 2 Apr 2008, 16:34 | ||
akkai აუ ეს საბინაო წიგნი რა არის არ ვიცი საერთოდ, თავიდან, რომ დაიწყეთ მაგ სახლში ცხოვრება რა სტატუსით ცხოვრობდით? რამე ხელშეკრულება ან მისი მსგავსი არ გაგიფორმებიათ მესაკუთრესთან?
თქვენ სახელზე რატომ მოდის? თქვენ შეაცვლევინეთ ქვითრებში? პირადობაში საცხოვრებელი მისამართი რა გიწერიათ? |
Posted by: შევარდენი1906 27 Apr 2008, 20:16 |
როგორც ჩანს ამუშავდა რეესტრი როგორც საჭიროა აღარ ისმის მაწვალესო და მსგავსი რამე-რუმენი |
Posted by: ივანიჩ 28 Apr 2008, 02:01 | ||
სხვათაშორის ძაან მაგრად... ისე ვერ ვიტანდი მაგათ ამას წინათ დავჯექი, შევედი მაგათ საიტზე ვნახე რომ ჩემი სახლის მონაცემები ისევ ძველი იყო... ავღშფოთდი დავუწერე განცხადება მეთქი გაასწორეთ შეცდომა და ახალი ამონაწერიც მაიტათქო, 16 ლარიც გადავიხადე პლასტიკურით ხოდა 2 დღე არ იყო გასული იდო ახალი ამონაწერი მააშ! ჯიგრები არიან მეთქი ეს ვიფიქრე მაშინ |
Posted by: camomle 28 Apr 2008, 09:56 |
1.ჩემი ბინის რეესტრის ამონაწერში მხოლოდ ოთახის ფართია მითითებული და დამხმარე ფართისა არა. რა საბუთები დამჭირდება ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად? 2.სარდაფის პრივატიზებისათვის რა დამჭირდება. 3.ქუჩის მხრიდან სარდაფში ჩასასვლელის გასაკეთებლად რა დამჭირდება?კორპუსის საერტო ფართი დაუზუსტებელია ასე წერია საჯარო რეესტრის ამონაწერში ნუ 2006 წლის მონაცემი მაქვს რა. 4.თუ არის რაიმე ფირმა,რომელიც ამ ყველაფერს მომიგვარებს.მე რომ არ ვირბინო და საფასურიც დამიწერეთ რა. სპს. |
Posted by: Suleluka 30 Apr 2008, 22:42 | ||||||||||
შევარდენი1906
მე არაფერი მეშველა და () camomle
შიდა აზომვითი ნახაზი უნდა გააკეთებინო და დაარეგისტრირო საჯარო რეესტრში (თუ მეზობლები გყავს, ანუ საერთო ეზო თუა, მეზობლების ხელმოწერა დაგჭირდება)
კეთდება თანამეგობრობა და ბლა ბლაა ბლააა... რაღაც პროცედურაა, და მერე იხდი რაღაც გადასახადს, გამოისყიდა მაგ მიწას და დაირეგისტრირებ
შეიძლება არ გაგაკეთებინონ ქუჩის მხრიდან სარდაფში ჩასასვლელი, მაგისთვის ინიშნება რაღაც კომისია და მოკლედ ეგეც ცალკე პროცესია, ნუ უფრო მემგონი იმაზეა დამოკიდებული როგორი მეზობლები გყავს
მაგ ფირმების მეტი რა არსებობს, მარა ფიქსირებული გადასახადი არაა, საბუთებს უნდა ნახვა |
Posted by: camomle 30 Apr 2008, 22:52 |
Suleluka კორპუსის სტანდარტული ბინა მაქვს.მაგასაც უნდა შიდა აზომვითი სამუშაოები? თანამეგობრობაა თუ რაღაცა ამხანაგობა არის კი კორპუსში. აუფ კომისია მინდა მე ეხლა? |
Posted by: Suleluka 1 May 2008, 17:50 | ||||
camomle რა ვიცი კორპუსის ბინას რა მნიშვნელობა აქვს რამდენი კვადრატულია დაფიქსირებული? ნუ თუ ხრუშოვკა არაა და თუ არ ანგრევენ
ხო და ეგ თუ არი უპრობლემოდ დაიკანონებ სარდაფს, ოღონდ გადასახადია, კვადრატულობით უნდა გამოისყიდო მიწა, ჩვენთან როგორც მახსოვს 150-200 ლარი ჯდებოდა 1 სარდაფი
მთავარია როგორი მეზობლები გყავს, კომისია შეიძლება არც დაგჭირდეს |
Posted by: irasokh 7 May 2008, 01:39 | ||
ამას წინათ ძალიან მაწვალეს. შევიტანე განაცხადი კრწანისის რეზიდენციის რეგისტრაციაზე, და აღმოჩნდა, რომ ვინმე ედუარდ შევარდნაძის ყოფილა. ეგ შევარდნაძე შევარდენთან ხომ არ არის კავშირში? |
Posted by: შევარდენი1906 7 May 2008, 09:19 | ||
მოკლედ დამალვა რომ გინდოდეს კაცს არაფერი გამოგივა რა irasokh
ეგ რომელი ედუარდია იცი? ევგრაფის ძმა.. მაგ ევგრაფიმ ჩოხატაურის ’’დვაბზუს’’ და ’’შევარდენი-სპი’’ -ს უპრინციპულეს დაპირისპირებისას მარცხენა ბაკავოი მოისყიდა და მაგიტომ ვიდექი ორი კვირა წვიმაში |
Posted by: Esthet-X 7 May 2008, 09:31 |
ისა დეიდებო ბიძიებო რა მაინეტერსებს იცით მაქვს ბინა რომელსაც უწერია 72თუ რაღაც კვადრატული ტან მაქვს ძველი დროიდან მოყოლებული ადრე პატარა შემოსასვლელებივით იყო ხოლმე ის მოერთებული და გაყიდვისას ეგ ფართი შედის საერთო მოცულობაში ბინის? |
Posted by: Sokha 7 May 2008, 10:05 |
შევარდენი1906 მაქვს ასაზომი ნაკვეთი და ბინა, რომელ საამზომველო კომპანია მირჩევდი? |
Posted by: camomle 7 May 2008, 10:28 |
მე გირჩევ ერთ გოგოს.. მე კმაყოფილი ვარ ძალიან.. |
Posted by: Esthet-X 7 May 2008, 10:33 |
მცხეთის რეესტრში არავინ არ გყავთ ნაცნობი ან ახლობელი რო დამეხმაროს? |
Posted by: otucho 7 May 2008, 10:51 | ||
Esthet-X
რა გინდა მცხეთის რეესტრში? |
Posted by: Esthet-X 7 May 2008, 10:55 |
otucho რაცხა მაქვს გადასაფორმებელი, უფრო სწორედ გაფორმებული მქონდა და ამ ჩემისებმა ნახაზი არასწორედ გააკეთეს და ახლა ჩემი ნაკვეთი არის ჩემ გვერძე ვისაც ააქვს იმის ადგილზე და ნუ ტვინს ბურღავენ რა აჯანჯლებენ მაგრად |
Posted by: otucho 7 May 2008, 12:13 |
Esthet-X ახალი აზომვა გააკეთებინე |
Posted by: Esthet-X 7 May 2008, 12:51 |
otucho ჰოდა მაგაზეა რა ტვინის ბურღვები და მთელი ამბავი აზომვის გაკეთება არაა პრობლემა გაკეთებულია უბრალოდ იქ ბურრავენ ტვინს ამ გადაფორმებებზე და ამბებზე |
Posted by: aranormaluri 7 May 2008, 15:11 |
მოკლედ იქნებ დამეხმაროთ. მჭირდება რეესტრიდან ამონაწერი უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. სად უნდა მივიდე ტერიტორიულად??? მარჯანიშვილზე ვითომ? და რამდენ ხანში კეთდება ეს? |
Posted by: *hedgehog* 7 May 2008, 15:13 |
aranormaluri მარჯანიშვილზე ან სახალხო ბანკში. 2 ან 3 სამუშაო დღე უნდა ზუსტად არ მახსოვს |
Posted by: aranormaluri 7 May 2008, 15:18 |
*hedgehog* დიდი დიდი მადლობა. |
Posted by: Suleluka 7 May 2008, 16:26 |
Esthet-X თუ კორპუსის ბინაა არანაირი მნიშვნელობა არ ექნება მაგას და თუ კერძო აუცილებლად ჩაეთვლება საერთო ფართს Sokha თუ დიდი ფართი გაქ ასაზომი კარგ შეღავათებს აკეთებენ ტელ: 74-68-00 |
Posted by: camomle 7 May 2008, 17:46 |
Sokha მოკლედ თათია გალოგრე. 899675600 შ.პ.ს. "თაგმა ლაინი" tagmaline@yahoo.com ძალიან სწრაფად და ხარისხიანად მომემსახურა .სასიამოვნო გოგოა დაარაფერი მაქვს მეტი ასახაზი თორე |
Posted by: შევარდენი1906 7 May 2008, 22:26 | ||
Sokha
არ მაქვს უფლება კორუფციაში ჩამეთვლება ისევ სჯობს ან ნაცნობებების რეკომენდაციებს ენდო ანდა http://www.napr.gov.ge/index.php?m=156&newsid=43 აი აქედან რამდენიმეს დაუკავშირდე და საუკეთესო პირობებს ვინც შემოგთავაზებს იმას ანდო აზომვა Esthet-X PM |
Posted by: Keso 8 May 2008, 02:14 |
შევარდენი1906 უ თე გენათალეეეე ხო მოგენატრე? ხოდა ხვალ მოვალ ! |
Posted by: შევარდენი1906 8 May 2008, 09:44 | ||
Keso
ვოტ იშო ადინ პატერპევში |
Posted by: Sokha 8 May 2008, 12:43 |
შევარდენი1906 მეც მინდა მოსვლა, როდის გაქვთ მიღება? |
Posted by: camomle 8 May 2008, 18:20 |
ვიყავი დღეს რეესტრში და რაღაც ყოლიფერი მოწესრიგებული დამხვდა და როგორც კაი ხასიათზე შევედი ისე კაი ხასითზე გამოვედი.. პერსონალიც რაცხა თაფლივით იყო ,ალბათ მე რომ ვიყავი ეგეთი,ნუ არ ვიცი..მოკლედ არ დავღლილვარ და ეგაა რა |
Posted by: შევარდენი1906 8 May 2008, 19:40 |
camomle ვმუშაობთ ბატონო, ვმუშაობთ Sokha სულ ღია კარის დღე არ გვაქვს? |
Posted by: Keso 9 May 2008, 16:20 | ||||
camomle
დარწმუნებული ხარ რომ რეესტრში იყავი???
თაფლივით კი არიან ამათ ვენაცვალე, მაგრამ გაგებაში არ არიან არაფრის არც მე არ ვიღლები ხოლმე - საერთოდ I love "Reestri" |
Posted by: irasokh 9 May 2008, 23:44 |
შევარდენი1906 ლიფტში 10 თეთრს რომ მახდევინებ?? |
Posted by: Skulls & Bones 10 May 2008, 00:11 |
საიტიდან რატომ გაქრა ამონაწერების ელექტრონული ვერსია, მარტო ავტორიზებულს აჩვენებს |
Posted by: Suleluka 10 May 2008, 09:10 | ||
Keso
|
Posted by: შევარდენი1906 10 May 2008, 11:07 | ||||||
Keso
ეს არ გიშველის irasokh
შენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ ხო სხვათა შორის აქ არ მოდიხარ? http://www.napr.gov.ge/index.php?m=8&newsid=283 10 მაისს, 12:00 საათზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფეხბურთელთა გუნდი მონაწილეობას მიიღებს იუსტიციის სამინისტროს სახელობის თასზე გამართულ მინი ფეხბურთის ტურნირში. 10 მაისს, 13 საათზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის იუსტიციის სამინისტროს სახელობის თასზე მინი ფეხბურთის ტურნირი დაიწყება. აღნიშნულ ტურნირში, სხვა სამსახურებთან ერთად მონაწილეობას იღებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფეხბურთის გუნდი შემდეგი შემადგენლობით: მურმან ცერცვაძე _ იურიდიული სამსახური. ალექსანდრე მესხი _ საფინანსო-ეკონომიკური სამსახური. ჯაბა როგოავა _ სამეურნეო სამსახური. ზურაბ ფესვიანიძე _ შესყიდვების სამსახური. ირაკლი გოგოლაძე _ თბილისის სარეგისტრაციო სამსახური. ლაშა შოშიტაშვილი _ თბილისის სარეგისტრაციო სამსახური. გიორგი ესებუა _ თბილისის სარეგისტრაციო სამსახური. ლაშა ცუხიშვილი _ თბილისის სარეგისტრაციო სამსახური. ვასილ ამონაშვილი _ თბილისის სარეგისტრაციო სამსახური. გურამი ოქროაშვილი _ თბილისის სარეგისტრაციო სამსახური. ედუარდ ჯანოაშვილი _ თბილისის სარეგისტრაციო სამსახური. გელა შათირიშვილი _ თბილისის სარეგისტრაციო სამსახური. ლევან მერაბიშვილი _ თბილისის სარეგისტრაციო სამსახური. ალექსანდრე დეისაძე _ თბილისის სარეგისტრაციო სამსახური. იაგო ხვიჩია _ იურიდიული სამსახური. საჯარო რეესტრის ფეხბურთელთა გუნდი იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფეხბურთელთა გუნდს შეხვდება. |
Posted by: Keso 11 May 2008, 17:51 | ||
შევარდენი1906
კიდევ რამდენჯერ მომიწევს მოსვლა? |
Posted by: შევარდენი1906 11 May 2008, 22:58 | ||
Keso
თოთხმეტჯერ |
Posted by: marika_vshl 14 May 2008, 02:14 |
აქ ამოვიკითხე ძველი რეესტრის საბუთები დაკარგულიაო და ეხლა როგორ გავერკვე ამაში თუ ვთქვატ ბინის გაყიდვა მინდა? კიდე რა მაინტერესებს ჩემი ახლობელი მაგრა დაზარალდა მიკლენ საზღვარგარეტ იყო სამუშაოდ წასული რამოდენიმე წელი არ ყოფილა აქ ხოდა რო ჩამოვიდა თავისა ბინა გაყიდული დახვდა. ანუ ვინ გაყიდა დაჯე მაფი ვერ გაარკვია ნოტარიუსმა რეესტრის ამონაწერი მომიტანესო . მოკლედ ვერავის ვერაფერს ვერ უმტკიცებს ეს ქალი და მაგარი ცოდოა იქნებ მიპასუხოთ ვინმეს შეუძლია ამონაწერი აიღოს რეესტრიდან პატრონის გარეშე???? დარამე ეშველება ამ ქალს??? |
Posted by: შევარდენი1906 14 May 2008, 08:47 | ||||||
marika_vshl
რა არის დაკარგული??? დააკონკრეტე ზუსტად რა გაინტერესებს და გიპასუხებ
ამონაწერის აღება შეუძლია ნებისმიერ პირს!!
უნდა მიმართოს სამრთალდამცავ ორგანოებს !!! დამიჯერე უადვილესი გამოსაძიებელია ვინ სად და რა ითაღლითა და ჩასვამენ ვირის აბანოში იმ შენი ახლობლის გამამწარებლებს |
Posted by: Suleluka 14 May 2008, 14:12 | ||
შევარდენი1906
რა არი უადვილესი, ნუ ატყუებ მე ძლივს გამოვიძიე როგორ გაიყიდა, მარა დაბრუნება ცალკე საკიტხია, თან ხანდაზმულობის ვადა აქვს, ანუ 5 წელი თუა რაც გაიყიდა... PM-ზე მიპასუხე რა |
Posted by: ninno 15 May 2008, 00:36 | ||||
შევარდენი1906
ერთი ეგ არი სიმართლე და მეორე პუტინის კასპიდან წარმოშობის ისტორია. დაახლოებით ერთი კვირის წინ ვიყავი რეესტრში, ხოდა კაი დრო ვატარე მეოთხე სართულის კიბეებიდან იწყებოდა მეხუთესკენ მიმავალი რიგი არა მგონია შლიმანს ისე გახარებოდა ტროას აღმოჩენა, როგორც მე რეესტრიდან წამოსვლა მოპოვებული დოკუმენტით ხელში (2 საათიანი ცდის შემდეგ)
კი, მეც შევატყვე რა ბედნიერი იყო ხალხი ხო მართლა რა უნდა მეკითხა, შაბათს ან კვირას მუშაობს რეესტრი? და თუ მუშაობს, რომელ საათამდე? |
Posted by: შევარდენი1906 15 May 2008, 22:50 | ||||
ninno მოკლედ ამ გოგოს გული ვერ მოვიგეთ რა
რა დოკუმენტი იყო ეგეთი რეესტრში მოუსვლელად რომ ვერ აიღე?
არა არა არ მუშაობს ჩვენ კი ვმუშაობთ, მაგრამ იმიტომ, რომ ორშაბათს მოსულ ხალხს ყველაფერი მზად დახვდეს |
Posted by: ninno 16 May 2008, 10:47 | ||
შევარდენი1906 არა, შენ კი არაფერს გერჩი, მაგრამ საჯარო რეესტრმა ლიფტთან გამოაკრას გულმოგებული ადამიანების სია და დავითვლი რამდენია
მარტო ერთი დოკუმენტისთვის არ ვყოფილვარ. პრივატიზაციის ხელშეკრულება ავიღე და კიდე საჯაროს ამონაწერში იყო რაღაც შეუსაბამობები ქორწინების და გარდაცვალების მოწმობებთან (თარიღები) და ეგენიც უნდა გამერკვია არაავტორიზებულთათვის უფლებების და ა.შ. წიგნი თუ რაღაც მსგავსი რომ იყო საიტზე აღარ არის თუ მე ვერ ვპოულობ? პ.ს. საიტი გვამცნობს ფეხბურთში მოგიგიათ, ხოდა გილოცავ |
Posted by: შევარდენი1906 17 May 2008, 19:44 | ||||
ninno
http://public.reestri.gov.ge/NAPRWEB/ აქ არის უბრალოდ არაავტორიზებულის ნაცვლად მოქალაქეებისათვის აწერია
გაიხარე |
Posted by: ninno 18 May 2008, 01:47 | ||
შევარდენი1906
გაიხარე ზუსტად ამ შაბათ-კვირას მჭირდებოდა |
Posted by: Suleluka 21 May 2008, 18:51 |
შევარდენი1906 YOU ARE THE BEST გაიხარეე |
Posted by: შევარდენი1906 31 May 2008, 12:55 |
Keso http://public.reestri.gov.ge/NAPRWEB/loaders/showdocument.php?doc_id=757054&mime=application/pdf ამობეჭდე ოპერაში არ გაგიხსნის ... ან ექსპლოვერი ან ფაირფოქსი |
Posted by: Soldier 9 Jun 2008, 22:14 |
ვისაც რამე კონკრეტული კითხვა დაებადება პმ მომწეროს , მანდ ვმუშაობ ან დარეკოს 91 03 74 იურიდიული სამსახურია, ან კიდე კონსულტაციისთვის 48 12 48... |
Posted by: *hedgehog* 10 Jun 2008, 10:26 | ||
ერთი წუთით დამელოდეთ, მოქალაქეს ველაპარაკები კონსულტანტები რო დაამატონ არ უფიქრიათ? |
Posted by: Soldier 10 Jun 2008, 11:30 |
*hedgehog* 91 03 74 ზე დარეკე თუ მანდ გეზარება ლოდინი ან მე გიპასუხებ ან თანამშრომელი , ყველას სცემენ პასუხს , უამრავი მოქალაქე რეკავს კონსულტანტი 3 ია ყოფნის. * * * შევარდენი1906 შენ თბილისში ხარ ? |
Posted by: შევარდენი1906 11 Jun 2008, 22:33 | ||
Soldier
რომელი ხარ??? პმ მომწერე |
Posted by: Sokha 10 Jul 2008, 15:52 |
შევარდენი1906 მოკალით ეგ თემა? |
Posted by: heaven_eyes 10 Jul 2008, 17:53 |
გამარჯობა,მე იურისტ-კონსულტანტი, ავტორიზებული მომხმარებელი ვარ.12ნიშნა კოდით ვარეგისტრირებ. კარგია რომ საჯარო რეესტრის მომსახურება იხვეწება, მაგრამ ვარეგისტრირებდი მცხეთის საკადასტრო კოდით მიწის ნაკვეთს და მცხეთის და თბილისის საჯარო რეესტრის რეგისტრატორებმა ვერ გაარკვიეს " ავშნინი" მცეთაში განეხილათ თუ თბილისში. თან თბილისის რეგისტრატორები დარწმუნებით მეუბნებოდნენ არა ავშნიანი გადავწყვიტეთ მცხეთის ტერიტორიად დარჩენილიყოო. ხან მცხეთაში გადაგზავნიდნენ, ხან თბილისში აბრუნებდნენ.გარდა ამისა მოხდა ბევრი ხარვეზი და შეცდომა საჯარო რეესტრის მხრიდან.უკეთესი იქნება თუ საჯარო რეესტრის რეგისტრატორები უკეთ მოემზადებიან და კომპეტენტურად მიუდგებიან საქმეს. ისე არ მოხდეს რომ საჯარო რეესტრის შეცდომების გამო ავტორიზებულ მომხმარებლებს შეხვდეთ პრეტენზია დაინტერესებული პირებისაგან. |
Posted by: შევარდენი1906 10 Jul 2008, 20:06 |
რომელი ავტორიზებული ხარ?? ყურში (პმ) მითხარი |
Posted by: heaven_eyes 10 Jul 2008, 21:05 |
ჩუმად ჩუმად საჯარო რეესტრმა არ გაგვიგოს? |
Posted by: შევარდენი1906 10 Jul 2008, 21:21 |
heaven_eyes ეგ სმაილი არ მიყვარს .. მართლა... თუ წაშლი აჯობებს..... --- 09.07.2008: ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ინფორმაციის მიღება ინტერნეტის მეშვეობით არის შესაძლებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთ ახალ, გამარტივებულ მომსახურებას თავაზობს მოსახლეობას _ ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ინფორმაციის მიღებას ინტერნეტის მეშვეობით. სააგენტოს ვებ გვერდზე (www.napr.gov.ge), მოქალაქეებს შეუძლიათ გამარტივებული წესით, საჯარო რეესტრში მისვლის გარეშე მოიძიოn ინფორმაცია ტექნიკური აღრიცხვის არქივში შემოსული განცხადებების შესახებ, კერძოდ: განცხადების შინაარსი, განცხადების განხილვის ეტაპი, განცხადების განხილვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, განცხადების განხილვის შედეგად მომზადებული დოკუმენტები: ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა, ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტის ასლი. ელექტრონულ მიღებულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს, რომელსაც რეგისტრატორის ხელმოწერა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბეჭედი არ აქვს, გააჩნია იურიდიული ძალა და ამ სახით გამოიყენება ნებისმიერი ადმინისტრაციული და კერძო უწყების მიერ. 2004 წლიდან ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა და სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსდა. © www.napr.gov.ge |
Posted by: heaven_eyes 10 Jul 2008, 21:26 |
რაც უფრომეტი სიახლე იქნება და ელექტრონულად შეეძლებათ დაინტერესებულ პირებს გაეცნონ სასურველ დოკუმენტაციას მით უკეთესი იქნება. |
Posted by: giorgitab 18 Jul 2008, 15:29 | ||
საზღვარი შუაზეა გატარებული ნაწილი თბილისია ნაწილი მცხეთა |
Posted by: megre 1 Aug 2008, 22:55 |
თუ შეიძლება ერთი კითხვა მაქვს და მიპასუხეთ კომპენტენტურებმა, კორპუსებში გვაქვს ბინა, ბინა საკუთრაბშია და მისი მფლობელია მამაჩემი, თავად მე დროებით ვცხოვრობ და ვმუშაობ საზღვარგარეთ, მამაჩემს უნდა ბინა გადმომიფორმოს ერთი სიტყვით მე გადმომცეს როგორც მესაკუთრე და ბინის მფლობლი, კითხვა : რადგან მე ვმუშაობ და ძალზედ შეზღუდული მაქვს დრო, შემიძლია მხლოდ 25 დღე დავყო საქართველოში, და ამ დროში მოვასწრებ ბინის გადმოფორმებას? და კიდევ თუ შეგიძლიათ ვინმემ მითხრათ რა საბუთებია ამ ყველაფრისთვის საჭირო? წნასწარ გიხდით მადლობას |
Posted by: Feria 2 Aug 2008, 11:47 |
შევარდენი1906 გთხოვთ ,მიპასუხოთ. ახლა ბინის მთლიანი ფართის სარეგისტრაციოთ რომ ითხოვენ ამხანაგობის კრების ოქმს,საჭიროა თუ არა,რომ ოქმს თან ერთვოდეს მეზობლების ხელმოწერები? თუ მხოლოდ ოქმი ნოტარიულად დამოწმებული საკმარისია, კრებაზე ხომ იყო თანხმობა და ამის საფუძველზე დაიწერა ოქმი? წინასწარ გიხდით მადლობას. |
Posted by: შევარდენი1906 2 Aug 2008, 12:46 | ||
Feria
ოქმს უნდა ჰქონდეს მხოლოდ თავმჯდომარის და მდივნის ხელმოწერები და დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად!!! მეზობლების ხელმოწერები საჭირო არ არის !!! |
Posted by: Gurji 2 Aug 2008, 13:20 | ||
აბა შიდა აზომვაბი იაფაად საკადასტრო რუქები. ტოპო გეგმები. ორთო-ფოთო სურათები მე მაპატიეთ.... ამ საჯარო რეესტრში რო ქაოსია ეგეთი მემგონი არცერთ საჯარო უწყებაში არ არის ამ მომენტისთვის... ისე მალე ალბათ დალაგდება ცოტა სიტუაცია. მალე ალბათ საჯარო რეესტრი აღარ მიიღებს კერძო პირებს... და რეგიტრაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ საჯარო რეესტრის ავტორიზებული მომზმარებლების შუამავლობით |
Posted by: mari_555 2 Aug 2008, 14:49 | ||||
* * *
მაინც რამდენად? * * * ნუ რეკლამაც ფორუმზე?! OK ბითუმად თუ პარა პიტნაციცტ....... * * * ნუ რეკლამაც ფორუმზე?! OK ბითუმად თუ პარა პიტნაციცტ....... |
Posted by: ninno 2 Aug 2008, 14:58 | ||
გურჯი mari_555
მერიის ქაოსს რას უწუნებთ ვითომ? მჯობნის მჯობნი რამ დალიაო, როგორაა ეგა? |
Posted by: mari_555 2 Aug 2008, 14:59 | ||||
ისე ამან შეიძლება ცოტა განტვირთოს ვიღაც ვიღაცეებს შემოსავალი შეუმცირედებათ უძრავი ქონების სააგენტოებს, ადვოკატებს და ა.შ. * * * ninno
მართალი ხარ. სადაც არ უნდა მიხვიდე არეულობააა. ამასწინათ ვიყავი რეესტრში პასპორტის თაობაზე... ნუ მე იქ სიტუააციაა დამმხვდა, ისე მანამდეც კი ვიცოდი ახლობლისაგან, მაგრამ .... ერთი სიტყვით საჯარო სამსახური საქართველოში..... გაგრძელება იქნება |
Posted by: შევარდენი1906 2 Aug 2008, 16:27 | ||
გურჯი
რას ეძახი ქაოსს ძალიან მაინტერესებს!!!! |
Posted by: Gurji 2 Aug 2008, 22:04 | ||
შევარდენი1906
რა ვეძახი და მომსახურება 0-ია საერთოდ. მერე რო მიიტან ნახაზს რამდენი ნახი განიხილავენ?! (იმას აღარ ვიტყვი რომ ყოველი მეხუთე ნახაზის დისკი ეკარგებათ და ადამიანს უწევს ისევ იმ ფორმაში მიბრუნება სადაც გაუკეთეს ეს ნახაზი და ახალი დისკის ჩაწერა.. და ვაი და იმ ფირმაში უკვე წაშალეს მისი ნახაზი მაშინ საერთოდ მოუწევს თავიდან აზომვითი ნახაზის გაკეთება და ფულის გადახდა) შეიძლება 3 თვე განიხილონ და 3 თვის მერე დაგიბარაბენ და გეტყვიან რომ რაღაცა გადაფარვაა ნახაზში... იმას ან გეტყვიან ან არა სადაა გადაფარვა ან შეცდომა. და 80% ვინც ცდილოს დაარეგისტრიროს ნაკვეთი უწევს 3 ჯერ მინც თავიდან შეტანა ამ ნახაზის. მოკლედ ხალხს მაგრა აწვალებენ |
Posted by: შევარდენი1906 3 Aug 2008, 04:44 | ||||||
ერთ დღეში!!!
ერთი შემთხვევა მაინც მითხარი მისამართით!!!!!!!
ერთი შემთხვევა მაინც მითხარი (პმ) მოკლედ ერთი ჩემი ძმაკაცივით მოგდის აზრზე არაა მაგ საქმის და სულ იმას იძახის მაგრა აწვალებთ ხალხსო |
Posted by: Feria 3 Aug 2008, 20:27 |
შევარდენი1906 დიდი მადლობა კონსულტაციისათვის. |
Posted by: Soldier 4 Aug 2008, 02:19 | ||
აბა აბა შემთხვევა გვითხარი 3 თვე არც ერთი წარმობა არ გრძელდება ჯერ ინსტრუქციას გადახედე და მერე მიპოვე ელეკტრონულ წიგნში რომელიმე წარმობა 30 დღეს გადაცილებული , შენ უფრო პროვოკატორი გქვია ვიდრე რეესტრის სამზარეულოს მცოდნე... ხალხი ყოველთვის უკმაყოფილო იქნება, პროსტა ბევრი უმადურია რაც არ უნდა გაუკეთო მაინც , რიგებიც მოწესრიგდა და მომსახურეობაც ,თანაც კაი ხანია! აი ჩივილი კი არ ეზარებათ ! ვიღაცას საბუთები არ ქონდეს წესრიგში რეესტრია დამნაშავე, მერია აწამებს, მაინც რეესტრია დამნაშავე, ოჯახის წევრი გალოთდა აქაც რეესტრია დამნაშავე .... მემგონი ამ ნაწილში ტუპოი მენტალიტეტია დამნაშავე , ვიღაც ხო უნდა იყოს დამნაშავე და თუ ეგ დამნაშავე თავად მოქალაქეა თავად ხო არ დაიბრალებს რეესტრი რისთვისაა - კაზიოლ ატპუშენია შევარდენი1906 არ აყვე , მემგონი ვაფშემც თბილისის სარეგისტრაციოში Fაის კონტროლია დასაყენებელი |
Posted by: შევარდენი1906 4 Aug 2008, 08:50 | ||
Soldier
; |
Posted by: sandroia 5 Aug 2008, 09:38 |
მოკლედ ეს საჯარო რეესტრი მხოლოდ შენობის რემონტით გააპიარეს რაააა მომიწია ბინის გადაფორმება ჩემზე, იმენნა დამტანჯეს, ცნობები რომ ავიღე და მერე ნოტარიუსთან მივედი თურმე აღმოჩნდა რომ ყადაღის ცნობას 24 საათი ჰქონია ვადა არადა არც ცნობაზე არ წერია და არც არავინ არ მითხრა რომ ესე ცოტა ხანი აქვს ვადა შიგნით მომსახურებაა იმენნა იტირებ რააა, ჩემს გვერდით ქალი გალანძღა ოპერატორმა რასაც ჰქვია საქმე გაურჩია ქურდულად, პროსტა უნდა ჩამეწერა ის ყვირილი რასაც ეს ოპერატორი ყვიროდა, ტიპს ქალოებით ელაპარაკა |
Posted by: lashadzia 5 Aug 2008, 09:51 |
შევარდენი1906 შენ რა იცი რა ხდება საჯარო რეესტრში? ნამყოფიც კი არ ხარ იქ და მსჯელობ რეესტრს რას ერჩით? რაც იყო კარგად მახსოვს მაგრამ დღეს მართლა ვერ ვიტყვი ცუდს ვერაფერს, |
Posted by: *WTF* 5 Aug 2008, 16:40 |
მე ნამყოფი არა ვარ მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩემ ნაცნობს ვირივით ამუშავებენ, შაბათ-კვირასაც კი... |
Posted by: Suleluka 11 Aug 2008, 00:18 |
megre ბინა აუცილებლად უნდა იყოს გატარებული საჯარო რეესტრში, თუ არა აქვს გატარებული არც ეგ არაა პრობლემა მიიტან უფლება დამდგენ საბუთს საჯარო რეესტრში (ან ბანკში) + 51 ლარიანი ქვითარი 2-3-დღეში მზად იქნება და ნასყიდობის ხელშეკრულებასაც მაქსიმუმ 24 საათი + ეგეც რეესტრში უნდა გაატარო |
Posted by: qetquta82 11 Aug 2008, 13:06 |
ხომ ვერ მასწავლით როგორ შევიდე რეესტრის ვებ-გვერდზე???? ამაზე ვერაფრით შევდივარ http://public.reestri.gov.ge/NAPRWEB/ არადა სასწრაფო საქმე მქონდა |
Posted by: შევარდენი1906 11 Aug 2008, 13:28 |
qetquta82 http://napr.gov.ge/ |
Posted by: giorgitab 4 Sep 2008, 18:22 | ||
ეგ იმიტომ რომ ვისაც არ დაეზარა და ფული მოუნდა ყველამ საამზომლო გახსნა, რომლებიც აზრზე არ არიან რომ XXI საუკუნეა და ხელით ნახაზი დებილობები არავის არ ჭირდება, გონზე არ არიან პროგრამის, ადგილზე გაუსვლელად აკეთებს აზომვას და რომ აღმოჩნდება სისულელე აქვს გაკეთებული გემრიელად აბოლებს კლიენტს საჯარო რეესტრის (ამ შემთხვევაში რას გვიშვება ეს მთავრობას პონტია რა) სიდებილეზე, არაპროფესიონალიზმზე და ასე შემდეგ. და მაგ 80 პროცენტს მაგაათთან აქვს საქმე, თუმცა რა თქმა უნდა რეესტრია დამნაშავე. |
Posted by: Ninuka82 7 Sep 2008, 20:35 |
ხალხო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესახებ ვეძებ ინფორმაციას, მაგრამ კანონში "სახელმწიფო რეესტრის შესახებ" საჯარო რეესტრი ცალკეა ნახსენები და ეროვნული სააგენტო ცალკე. რამე კანონი მიმითითეთ, სადაც ორივე ერთად იქნება, გთხოვთ, რომ დავაკავშირო. |
Posted by: შევარდენი1906 8 Sep 2008, 14:41 |
http://www.napr.gov.ge/index.php?m=144 თუ მანდ ვერ გაერკვევი კონკრეტულად რა გაინტერესებს მომწერე |
Posted by: Gogona_sterva 8 Sep 2008, 14:57 |
შევარდენი1906 როგორ ვერ მოვაღწიე მაგ რეესტრში რაა |
Posted by: შევარდენი1906 10 Sep 2008, 08:39 | ||||||
lashadzia
*WTF*
მითხარი ერთი იმ შენი ნაცნობის გვარი პმ-ში იქნებ პრემია მისცენ Gogona_sterva
რატომ მერე? ყველა მოვიდა შენს მეტი -- ხო კიდევ დღეიდან ვეღარავინ იწუწუნებთ ლიფტში უკანასკნელი ათთეთრიანი გადავიხადეო |
Posted by: *hedgehog* 10 Sep 2008, 11:07 | ||
შევარდენი1906
რატომ გააძვირეთ? |
Posted by: შევარდენი1906 10 Sep 2008, 12:14 | ||
ნუ შეგყავს ხალხი შეცდომაში ხალხო უფასოა უფასო |
Posted by: Gogona_sterva 10 Sep 2008, 12:26 | ||
შევარდენი1906
მოვალ მეც, მაგრამ როდის არა არა მალე მოვალ აწი |
Posted by: *hedgehog* 10 Sep 2008, 12:39 | ||
ლიფტი უფასო ყოფილა და |
Posted by: ninno 10 Sep 2008, 22:46 | ||||
შევარდენი1906
ამასწინათ მაგ ლიფტის ცოლ-შვილი შემხვდა და წუწუნებდნენ, კაპიკი აღარ შემოაქვს ოჯახშიო თურმე რაში ყოფილა საქმე ისე მართლა, ეგ არ ვიცოდი, კაია უფასოდ მგზავრობა |
Posted by: Mr-President 10 Sep 2008, 22:53 | ||
სამოქალაქო და საჯარო რეესტრი არ მწყალობს რა... ადრე რომ პრივატიზომანია იყო, ეგ რომ გაკეთდა, არ ნიშნავს რეესტრში მის გატარებას? |
Posted by: otucho 10 Sep 2008, 23:49 |
აი რამდენი ხანია საჯარო რეესტრში არ ვყოფილვარ და რა ბედნიერად ვგრძნობ თავს კიდე ისეთი არეულობააა? |
Posted by: შევარდენი1906 11 Sep 2008, 08:56 | ||||
Mr-President
ესე იგი გვექნება ბანკების მეფის ხილვის ბედნიერება otucho ახლა ისეთ სიწყნარეს ვერ შეგპირდებით, როგორიც სამართლის განყოფილებაშია ninno
როგორ იცვლება ყველაფერი მახსოვს შენი პოსტები ნერვებს მიშლიდა |
Posted by: Mr-President 11 Sep 2008, 09:57 | ||
შევარდენი1906
მაშინ საბუთები დამიწერე, რაც რეესტრში კორპუსის ბინის გასატარებლად არის საჭირო. ოხ რა! |
Posted by: Soldier 11 Sep 2008, 10:23 | ||||
Gogona_sterva
შენ კი არა მე ვერ მოვაღწიე, სარდაფი მაქვს დასარეგისტრირებელი და ვერ მოვაბი თავი, მოქალაქენო ნუღარ ჩივიხართ რა გეხვეწებით გუსჰინ 68 საჩივრიდან 32 ჩამოვედი , წასვლის წინ რეფრეში ვქენი და 42 გახდა Ninuka82
დაკონკრეტდით აბა რა გინდათ , პმ -შიც ბუნდოვანია თქვენი მოთხოვნა ქბ-ნო, დაგიბარებთ იცოდეთ პირადად სააგენტოში |
Posted by: შევარდენი1906 11 Sep 2008, 10:55 | ||
Mr-President
პირადობის მოწმობა და ორი ქვითარი ერთი 5 ლარიანი და ერთი 50 ლარიანი |
Posted by: *hedgehog* 11 Sep 2008, 11:02 | ||
შევარდენი1906
ეს რისთვისაო? |
Posted by: შევარდენი1906 11 Sep 2008, 11:04 | ||
*hedgehog*
ცნობა-დახასიათებისთვის |
Posted by: Mr-President 11 Sep 2008, 13:33 | ||
შევარდენი1906
და პრივატიზაციაში იმაზე ნაკლები ფართი წერია, ვიდრე რეალურად არის. დღეს ვიყავი რეესტრში მარჯანიშვილზე და აზომვითი ნახაზი სჭირდება კიდე 1 კვ.მ 1 ლარიო.... პრივატიზაციის საბუთი, ქვითარი და პირადობის მოწმობა და გატარდებაო. ეაფად არავინ იცით, რომ ნახაზს აკეთებდეს? |
Posted by: ninno 11 Sep 2008, 16:55 | ||||
შევარდენი1906
მე ხო, რას ამბობ, რეესტრის ხსენებაც კი ნერვებს მიწყნარებს ახლაც შევშფოთდი, რომ გავიგე, საჯარო რეესტრის ყველაზე პატიოსან თანამშრომელს (ლიფტს) უფასოდ ამუშავებენ მაგრამ უფასოდ მგზავრობაც რო კაია Mr-President
ისევე ლიფტს თუ დაელაპარაკები |
Posted by: შევარდენი1906 11 Sep 2008, 18:18 | ||||
Mr-President
და მაგას + ამხანაგობის ოქმი 2/3-ის თანხმობით არ დაგავიწყდეს!!!
მაგაზე ვერ გიპასუხებ მართლა არვიცი მაგასთან რეესტრს შეხება არა აქვს სულ კერძო ფირმებია .. ისე სტანდარტული ფასია როგორც მითხრეს და ჩამონათვალს მოგცემ თუ გინდა ავტორიზებული მომხმარებლების სია და აარჩიე http://www.napr.gov.ge/index.php?m=156&newsid=43 |
Posted by: Mr-President 11 Sep 2008, 18:44 | ||
შევარდენი1906
ვრცლად გაშალე აბა, ეს რას ნიშნავს.... OMG რა დავაშავე... |
Posted by: ninno 11 Sep 2008, 18:53 |
რაღაც უნდა მეკითხა და დამავიწყდა |
Posted by: შევარდენი1906 12 Sep 2008, 19:47 | ||||||
Mr-President
აუ მოდი ორშაბათს და გეტყვი რა ან თუ გინდა დამიპიემე და ტელეფონს დაგიწერ... ახლა მეზარება საშინლად ninno
|
Posted by: შევარდენი1906 5 Oct 2008, 11:01 | ||
ninno
გაიხსენე თორემ მოვიწყინე |
Posted by: ninno 5 Oct 2008, 22:59 | ||||
შევარდენი1906
მაგაზე რავა გაწყენინებ, აჰა შენ კითხვა ნახე აბა ეს http://laws.codexserver.com/3207.DOC მანდ მე-4 მუხლში წერია
მოკლედ, როგორც ვხვდები, ამ კანონის მიხედვით, კრების ოქმში მეზობლებმა უნდა დააფიქსირონ ერთ-ერთი მეზობლის მიერ სარდაფის ფლობის ფაქტი (კანონის ძალაში შესვლამდე). მაგრამ რა ხდება ამ მხრივ საჯაროში რეგისტრაციის დროს? მართლა ასეთი შინაარსის ოქმებით არეგისტრირებთ საკუთრების უფლებას? თუ ოქმში უნდა ჩაიწეროს, რომ მეზობლები თანახმა არიან საკუთრებაში გადაცენ ამა და ამ პირს სარდაფი? ადრე ერთმა მითხრა, რომ მარტო ფლობის ფაქტზე მითითებით ვერ დაარეგისტრირებენ საჯაროშიო. ოქმში პირდაპირ უნდა ეწეროსო, რომ მეზობლები საკუთრებაში გადაცემენ სარდაფს ამა და ამ პირსო. აუცილებელია ვითომ ეს? მოკლედ, თუ გასაგებად ჩამოვაყალიბე, იქნებ გამარკვიო ამაში |
Posted by: ninno 8 Oct 2008, 20:25 |
შევარდენი1906 არ იყო მთლად მხიარული კითხვა? |
Posted by: შევარდენი1906 11 Oct 2008, 04:15 | ||||
ninno ახლა ვნახე მაგრამ ვერ გიპასუხებ
ეგრეა!!
არ ვიცი |
Posted by: ninno 11 Oct 2008, 14:22 |
შევარდენი1906 აჰა, ე.ი. საკუთრებაში გადაცემენო ეს თუ არ ჩაიწერა, ისე არ დაარეგისტრირებს რეესტრი? ცუდია კიდე თუ განმეორდა მიწისძვრა, შეიძლება აღარ გახდეს დაკანონება საჭირო |
Posted by: შევარდენი1906 11 Oct 2008, 14:28 | ||||
ninno
და ცუდი რატომაა?
მე ვერ ვიგრძენი არადა ყველა განყოფილებაში ერთდროულად გაიხსნეა თემები |
Posted by: ninno 11 Oct 2008, 14:44 | ||||
შევარდენი1906
წარმოიდგინე ასეთი შემთხვევა, წყლით და ნაგვით სავსე სარდაფი გააკეთა ერთმა ადამიანმა და იყენებდა თავის დროზე მეზობლების თანხმობით წლების განმავლობაში. გამოვიდა კანონი, რომელიც ამ სარდაფს მფლობელის საკუთრებად მიიჩნევს და გაძლევს უფლებას მფლობელობის საფუძველზე დაირეგისტრირო, მაგრამ ნამდვილად რომ მფლობელი ხარ მაგ უნდა დაადასტურო. ამ დროს საჯარო რეესტრი ითხოვს, მეზობლებმა საკუთრებაში გადაცემაზე მოაწერონ ხელიო ანუ ხო ხვდები ამას როგორ აღიქვამენ მეზობლები, თუ ჩემგან (მეზობლებისგან) ითხოვ საკუთრებაში გადაცემის თანხმობას ე.ი. ჩემი ყოფილა ეგ სარდაფი და უნდა გაჩუქო ფაქტიურად, მაგრამ როცა მთხოვ, რომ ფაქტობრივი ფლობა დაგიდასტურო, ეს არის მხოლოდ ფაქტის დადასტურება და არ აღიქმება ისე, თითქოს ვინმეს რამეზე უფლებას თხოვ. ასეთი სარდაფის ამბები ხშირ შემთხვევაში გამოიწვევს სასამართლომდე საქმის მისვლას, ასე ვფიქრობ მე
თავიდან ვერც მე ვიგრძენი, მაგრამ მერე კარგა ხანს რო გაგრძელდა.... უჰ, გამისკდა გული |
Posted by: შევარდენი1906 11 Oct 2008, 15:04 | ||
ninno
გეთანხმები, მაგრამ რეალურად ეს ფართი იმდენად იყო ამ ადამიანის რამდენაც ყველა სხვა მეზობლის და რატომ აკეთებდა და აწყობდა თავისთვის?? |
Posted by: ninno 11 Oct 2008, 15:22 |
შევარდენი1906 როგორც წესი, ასე ხდება ხოლმე: წყლით და ნაგვით სავსე სარდაფი საფრთხეს უქმნის მთელ კორპუსს, ასეთ დროს სარდაფის გასაკეთებლად მეზობლები ხშირად არ დებენ ფულს, იმიტომ რომ ეს საერთო საკუთრებაა და რადგან პირადად მარტო ერთი ადამიანის არაა, არავის აინტერესებს, ნუ ეს პრობლემა ბევრ ბინაშია. ასეთ დროს როცა ერთ ადამიანს უნდა სრულიად გამოუყენებელი სარდაფი თვითონ გამოიყენოს, მეზობლებისგან ითხოვს წერილობით თანხმობას, რომ გააკეთებს თავისი ხარჯით ამ სარდაფს და გამოიყენებს თავისთვის. მეზობლები რათქმა უნდა თანახმა არიან, რადგან მთელი კორპუსის გასაკეთებელ საქმეს გააკეთებს ერთი ადამიანი, თან არც არაფერი შეიცვლება: ვერც მანამდე იყენებდნენ მეზობლები სარდაფს და ვერც ახლა გამოიყენებენ, უბრალოდ განსხვავება ის იქნება რომ სარდაფი ახლა იქნება მოწესრიგებული, რაც მთელი კორპუსის ინტერესშია. მაგრამ უკვე გაკეთებულ სარდაფზე ყველას უჩნდება პრეტენზიები და ასე ადვილად აღარ იძლევიან თანხმობას. ანუ საჯარო რეესტრი ფაქტობრივად ამბობს, რომ თავის დროზე კი მიეცით მეზობლებმა ამ ადამიანს თანხმობა და გააღებიეთ ამდენი ხარჯიო, მაგრამ ახლა მაინც თქვენიაო და თქვენს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ეს ადამიანი დაირეგისტრირებს თუ არა ამ სარდაფს თავის სახელზეო. ხოდა აბა რაღას ემსახურება კანონში ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილი ჩანაწერი სარდაფის ფაქტოპბრივი ფლობის საფუძველზე ინდ. საკუთრების წარმოშობასთან დაკავშირებით? ერთ კონკრეტულ პრობლემაზე კი არ ვწერ, ზოგადად თბილისში ბევრ კორპუსშია ასეთი პრობლემები, როცა მეზობლებმა თავის დროზე გაცეს თანხმობა და მერე უკვე გაკეთებულ (ერთი ადამიანის მიერ) სარდაფზე გაუჩნდათ პრეტენზიები. |
Posted by: Robizon_Kruzo 28 Oct 2008, 10:53 |
მაინტერესებს, პიროვნებას ჰყავს თუ არა მემკვიდრე? და სად გევიგო ეს ინფორმაცია? |
Posted by: შევარდენი1906 5 Nov 2008, 02:06 | ||
Robizon_Kruzo
უნდა შეეკითხო და დააფიცო რომ არ მოგატყუოს სხვა შანსი არ გაქვს |
Posted by: ა ნ ი 12 Nov 2008, 15:39 |
ამ საჯარო რეესტრში ვერაფერს იგებენ ტვიტონ იქ მომუშავე ხალხი |
Posted by: შევარდენი1906 12 Nov 2008, 22:15 | ||
ა ნ ი
ვინ რა ვერ გაიგო მითხარით და შევეცდები გაგაგებინოთ |
Posted by: bebeka 20 Nov 2008, 22:06 |
შევარდენი1906 PM ნახე რა პლზ |
Posted by: Soldier 13 Jan 2009, 16:06 | ||
უი უი უი შევარდენი 1906 რა დღეში ყოფილა , ამიერიდან მარტო არ დაგტოვებ ძმა ურჩ და თუნდაც არაურჩ მოქალაქეების საჯიჯგნად * * * ა ნ ი
"კაი მთქმელს კაი გამგონე უნდაო " გაიგე გოგო ?! მსოფლიოში ქართული საჯარო რეესტრის ვარიაცია მეორე ადგილზეა რეგისტრაციის სიმარტივის მხრივ, პირველზე არის საუდის არაბეთი აგრეთვე, მინდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ მოქალაქეებს რეესტრში ასე ვთქვათ უღეჭავენ მათ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას და ისე აწვდიან , შენ კი ჩემო ანი ვერ დაგეთანხმები შენს მიერ წამოსროლილ უსაფუძვლო ბრალდებაში. მეგობრული რჩევა - ავარჯიშე IQ პატივისცემით სოლჯერ(ი) |
Posted by: 2110 13 Jan 2009, 18:59 |
ხომ არავინ იცის რა ღირს სასოფლოსამეურნეო ფართის გადარეგისტრირება რომ მშენებლობის დაწყება შევძლო? |
Posted by: revolution 14 Jan 2009, 14:16 |
ამ თემაში საჯარო რეესტრის "ადვოკაცია" მიდის? ყველაზე უცნაური ის არის რომ საჯარო რეესტრი ზოგჯერ გარდაცვლილებზე არეგისტრირებს უძრავ ქონებას... |
Posted by: zesxo 16 Jan 2009, 23:20 |
ამ თემაში საჯარო რეესტრის "ადვოკაცია" მიდის? მიდის აბა არ მიდის?მუნდირის ღირსება ხომ უნდა დაიცვას ხალხმა. ისე სინამდვილეშიც უზარმაზარი პროგრესია, ადრე თუ ყოფილხართ მაშინ უფრო დააფასებთ. |
Posted by: sofo-fofo 17 Jan 2009, 18:20 | ||
ზოგჯერ????????? ეგ დიდი ხნის წინანდელი ამბავია |
Posted by: revolution 17 Jan 2009, 20:22 | ||||
კი ვიყავი ორი წლის წინ... კიდევ რამე შეიცვალა?
ხოდა მეც მაგას ვამბობ - ფაქტიურად კურიოზია რა გარდაცვლილზე დარეგისტრირება უძრავი ქონების, მაგრამ მეტი გამოსავალი არ არის სამკვიდროს ვეღარ იღებს ხალხი და... |
Posted by: sofo-fofo 18 Jan 2009, 19:05 | ||||
არა!!!! გარდაცვლილზე დარეგისტრირება არ არსებობს ეგ გამორიცხულია არ დაიჯერო ეგ თუ ვინმემ გითხრა მსგავსი რამ ხდებოდა წლების წინ მაგრამ ახლა არ არსებულია
რას ქვია ვეღარ იღებს მივიდეს ნოტარიუსთან და დააკვალიანებს რა ეგ არასერიოზული განცხადებებია |
Posted by: revolution 18 Jan 2009, 21:04 | ||
იმდენი სერიოზულად დაკვალიანებული მინახია მაგ შენი ნოტარიუსებისგან რომ იცოცხლე |
Posted by: natukat 18 Jan 2009, 21:19 |
თუ შეიძლება მითხარით რაარის საჭირო მემკვიდრეობის მისაღებად?და რამდენიხანი ჭირდება ამ პროცედურას? მაქვს ასეთი შემთხვევა რომ პაპაჩემის დაბადების გარდაცვალების და პრივატიზაციის ცნობაში გვარში სხვადასხვა ასოებია შეცდომით,თუკი ნოტარიუსი დამიმოწმებს რომ ეს ერთი პიროვნებაა მივიგებთ თუ არა მემკვიდრეობას ამის საფუძველზე? პ.ს.პაპა გარდაცვლილია |
Posted by: ninasox 18 Jan 2009, 21:22 |
ესეიგი ბინის რეგისტრაციისთვის რა არის საჭირო : თუ კოოპერატიული ბინაა, წარმოსადგენია ბინის ორდერი, ცნობა დახასიათება ტექბიუროდან(სადაც ბინა ადრე იყო დარეგისტრირებული), უფლების დამდგენი დოკუმენტი (ამ შემთხვევაში ბინის ორდერი) და გადახდის ქვითარი. ხო ნუ პირადობის მოწმობა თავისთავად. თუ საქმე ეხება სახელმწიფო ბინას წარმოსადგენია პრივატიზების ხელშეკრულება (ბინის ორდერის მაგივრად) და დანარჩენი იგივე ყველაფერი. საფასურს რაც შეეხება თუ ამოინაწერის აღება გსურთ იმავე დღეს-200 ლარი (დაჩქარებული), მეორე სამუშაო დღეს - 150 ლარი და ერთ კვირაში -50 ლარი )) აბა წარმატებები |
Posted by: natukat 18 Jan 2009, 21:30 |
გეხვეწებით მიპასუხეთ ვინმემ რა! |
Posted by: ninasox 18 Jan 2009, 21:36 | ||
ნოტარიუსმა თუ დაამოწმა რომ ნამდვილად ერთი და იგივე პიროვნებაა, მაშინ არა მგონია რაიმე პრობლემა შეგექმნას. თუ მემკვიდრეობა გაიხსნა (ბაბუის გარდაცვალების ადგილის სანოტარო ბიუროში) გავიდა 6 თვე და ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა, ამ სამკვიდრო მოწმობას წარმოადგენ საჯარო რეესტრში (მე-5 სართულზე), ასევე პრივატიზების ხელსეკრულებას და ნოტარიუსის ცნობას რომ ხელსეკრულებასი მოხსენებული ადამიანი და მამკვიდრებელი ერთი და იგივე პიროვნებაა. შესაბამისად უძრავი წონება გადაფორმდება სენს სახელზე, ასევე თუ წონება უკვე რეგისტრირებული იყო რეესტრში ბაბუაშენის სახელზე, წარმოსადგენია ძველი ამონაწერი სადაც მესაკუთრედ ბაბუა წერია. |
Posted by: sofo-fofo 18 Jan 2009, 21:43 | ||
ნოტარიუსთან წადი და იქ გაგარკვევენ ეგ რეესტრის თემაა რეესტრიდან უნდა წაიღო ცნობა ე.წ. სამკვიდროს მისაღებად ანუ ცნობა ერთიანობაში შეიცავს ინფორმაციას ტექ. ბიუროდან, საჯარო რეესტრიდან მათ შორის ყადაღა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის შესახებ. ინფორმაციის მიღება ფასიანია. /იხდი 17 ლარს 4 სამუშაო დღე ან დაჩქარებული მომსახურება იმავე დღეს 60 ლარი, მომდევნო დღეს - 40 ლარი/ და მიგაქვს ნოტარიუსთან. შენი პრობლემა არ არის ერთადერთი ეგეთი ბევრი შემთხვევაა და მოგვარებადია დამიჯერე. სამკვიდროს გახნის შემდეგ მოდიხარ რეესტრში და არეგისტრირებ ქონებას მაგრამ თუ არ დაიწყებ გაკეთებას სულ ეგრე იქნება. |
Posted by: giorgitab 19 Jan 2009, 18:49 | ||||||
2110
მიწის კატეგორიის შეცვლას გარემოს დაცვის სამინისტრო აკეთებს მშენებლობის ნებართვას ურბანული დაგეგმარების და არქიტექტურის სამსახური revolution
ადვოკაცია არა. უფრო ინტერესის დაკმაყოფილება
www.napr.gov.ge |
Posted by: Soldier 26 Jan 2009, 21:19 | ||||
მოდი გავმაზოთ ადრე ხდებოდა , თანაც კანონის ნორმებიდან გამომდინარე ეტო რას
მოსასვლელი ხარ ჯიგარო გელოდებით, თუ ცვლილება არ დაგხვდეს მე ვიყო თხა შევარდენი1906 ეხლა მოვეთერ მივლინებიდან სახე მაქვს ახეული და კიდე რეესტრს ვიცავ |
Posted by: Elcorason 28 Jan 2009, 21:47 |
ასეთი შეკითხვა მაქვს, ბინის გაატრება მინდა რეესტრში, მაქვს პრივატიზაციის ცნობა სადაც შეცდმოთ არის დაფიქსირებული ბინის ნომერი. (21-ის ნაცვლად არის 23) ასევე არეული აქვთ მეზობლებს. ანუ თავიდანვე შეცდმომით იყო დაფიქსირებული ტეხბიუროში. როგორ უნდა გამოვასწორო ეს ხარვეზი სანამ რეეტრში გავატარებ? |
Posted by: revolution 28 Jan 2009, 22:07 | ||
ეხლა არ ხდება? ხოდა მეც მაგას არ ვიძახი რომ კანონის ნორმებიდან გამომდინარე მეთქი - ფაქტიურად კურიოზია თქო |
Posted by: TAMADA 29 Jan 2009, 18:58 |
აზომვები საჭიროა ფართის დაზუსტებისათვის. * * * ნომრის მინიჭებას ახდენს თვითმართველი ერთეულები, კონკრეტულად კი თქვენი რაიონის გამგეობა. ასევე დამატებით გჭირდებათ ცნობა საჯარო რეესტრიდან იმ ნომრის არ არსებობის შესახებ რომლის მინიჭებაც გსურთ. |
Posted by: giorgitab 30 Jan 2009, 18:26 | ||
revolution
არაააა! პირდაპირ კეთდება მემკვიდრეობა და მერე რეგისტრირდება |
Posted by: Human 30 Jan 2009, 19:26 |
............................................................................................................ |
Posted by: შევარდენი1906 1 Feb 2009, 20:40 | ||
TAMADA
ისა....... რომელი ხარ? |
Posted by: TAMADA 5 Feb 2009, 20:58 |
ზოგადად იურისტი , ასეტი ტიპის საკიტხებზე მაქვს გამოცდილება. |
Posted by: datom2003 6 Feb 2009, 00:05 |
თუ იცით... მოკლედ, ადრე სადაც ვცხოვრობდი იქ მაქ ავტოფარეხი აშენებული, რომელიც გაფორმებული არ მაქ... ნებართვა მაქ მარტო მშენებლობაზე აღებული თავის დროზე. ეს ავტოფარეხი კორპუსის წითელ ნახაზში არ არის იმიტომ რომ ჯერ არ ააქვს სახლის ამხანაგობას ეზო ნაყიდი (როგორც ამხანაგობის თავჯდომარემ მითხრა)....და ამ შემთხვევაში არ მჭირდება მეზობლების თანხმობა გაფორმებაზე. მოკლედ მინდა გავიფორმო ავტოფარეხი სანამ წითელ ნახაზს გააკეთებენ... ამისთვის მემგონი უნდა ვიყიდო მიწა რომელზეც ავტოფარეხი დგას და შემდეგ შევძლებ გაფორმებას... ?! მაინტერესებს : როგორ უნდა გავიგო მიწის ფასი და როგორ უნდა მოხდეს მისი შეძენა. რა პროცედურები არის გასავლელი ავტოფარეხის გასაფორმებლად |
Posted by: KIRILE-11 6 Feb 2009, 10:13 | ||
ძმობილო, ავტოფარეხზე საკუთრების უფლების დასარეგისტრირებლად ყველაზე ადვილი გზა წითლ ხაზებში მოქცევა და ამხანაგობის (ანუ მეზობლების) თანხმობაა. ყველაზე ნაკლებად იწვალებ. ანუ პირველ ეტაპზე ჯერ ამხანაგობა ირეგისტრირებს საჯარო რეესტრში მთლიან ფართს, რომელიც წითელ ხაზებში ექცევა, მერე კი შენ გაძლევს უფლებას ავტოფარეხის დაირეგისტრირო... იაფიც დაგიჯდება რას ქვია ეზო არ აქვს ნაყიდი? ახალი აშენებულია თუ? თუ ძველი კორპუსია, ტექ. ბიუროდან საინვენტარიზაციო გეგმა აიღე და გაარკვევ, ექცევა თუ არა კორპუსის ფართში შენი ავტოფარეხი, თუ ტექ.ბიურო გეგმას ვერ მოგცემს, მაშინ წითელ ხაზებს მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახური ადგენს და მერიაში უნდა მიხვიდე... და ხო, ხომ გაქვს ბინა მანდ, სადაც ადრე ცხოვრობდი, თუ არ გაქვს ეს გზა არ გამოვა გარდა ამისა კიდევ ერთი გზა არსებობს: ლეგალიზება. ნუ როგორც შენ ამბობ, თუ ნებართვა გაქვს მშენებლობაზე, სავარაუდოდ მართლზომიერ მფლობელად ჩაითვლები და ამ შემთხვევაში სჯარო რეესტრს უნდა მიმართო საკუთრების უფლების აღიარებისთვის და დარეგისტრირებისთვის. ისე პირდაპირ მიწის ყიდვა ეგრე ადვილი არ არის, ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს აუქციონი ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით უნდა იყიდო. პირველს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო აკეთებს, მეორეს პრეზიდენტი, მგონი არ გაწყობს თანაც შენს ავტოფარეხზე ეგეთი რაღაც გამორიცხულია. ნუ იდეაში კიდევ ერთი რამ შეილება - ეგ ავტოფარეხი საცხოვრებელ სახლად გაასაღო და როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარებისთვის ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართო - თვითნებურად რომ მიწას დაიკავებ, თუ საცხოვრებელი სახლის მაგვარი არ ჩადგი, ვერ დაირეგისტრირებ. ეს გზა ბოლოს მოიტოვე, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოვიდეს |
Posted by: datom2003 6 Feb 2009, 22:30 | ||
დღეს 3 ჯერ ვიყავი რეესტრში და 3 ჯერ მერიაში... ზოგი ამბობს გაკეთდებაო ზოგი ამბობს არ კეთდებაო... მოკლედ, რეესტრში დავტოვე 1992 წლის ნებართა ავტოფარეხის მოწყობაზე... და მითხრეს რომ ამის საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს. თუ რეესტრში არ მოხერხდება ძველი ნებართვის საფუძველზე, მერიაში დამპირდნენ გაკეთებას... გამიჯვნის ნახაზი მაქ მისატანი, მერიაშივე ურბანული დაგეგმარების სამსახურს მოვთხოვე და ვნახოთ რა იქნება. KIRILE-11
თუ სახლის ამხანაგობას არ აქვს გაკეთებული სახლის წითელი ხაზები, მერია ამბობს რომ ვერ მოგცემს. |
Posted by: KIRILE-11 9 Feb 2009, 09:45 | ||
datom2003 ერთ რამეს აქვს პრინციპული მნიშვნელობა, თუ ბინა გაქვს მაგ კორპუსში, ამხანაგობის წევრად ითვლები და შესაბამისად ამხანაგობასაც უფლება აქვს ამხანაგობის წევრს გადასცეს საკუთრების უფლება. თუ არ გაქვს, მაშინ ის ფაქტი, რომ წითელი ხაზები დადგენილი არ არის, გაწყობს. გაწყობს იმიტომ, რომ არ არის გარკვეული შენი ავტოფარეხის ტერიტორია კორპუსს/ამხანაგობას ეკუთვნის თუ არა. შესაბამისად, რეესტრში საკუთრების უფლების აღიარება შენი, როგორც მართლზომიერი მფლობელისა რეალურია.
ეს რა გამიჯვნაა? აზომვით ნახაზს ხომ არ გულისხმობ შენი ავტოფარეხის? |
Posted by: TAMADA 9 Feb 2009, 12:53 |
ავტოფარეხზე ნებართვა რომელ წელს იქნა გაცემული? |
Posted by: datom2003 10 Feb 2009, 11:23 |
KIRILE-11 მაგას თავისთავად რომ მნიშვნელობა აქვს.... გასაგებია რომ ამხანაგობა წითტელ ხაზებს რომ გააკეთებს მერე უფრო ადვილი იქნება, მაგრამ მე მინდა ამ ავტოფარეხის გაფორმება იმიტომ რომ მაქვს 1992 წლის გადაწყვეტილება ავტოფარეხის კეთილმოწყობაზე ... TAMADA 1992 რეესტრში მითხრეს, აზომვითი ნახაზი გამეკეთებინა, 300 ლარიანი ქვითარი ამეღო და მაგ შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა გაკეთება... მაგრამ გარანტიას ვერ მოგცემთო! რას ქვია გარანტიას ვერ... თანხას გადავიხდი, მაგრამ იმ შემთხვევაში როცა მეცოდინება რომ გაკეთდება. კანონი ან ითვალისწინებს ან არა... ''ზუსტად არ ვიცი და 300 ლარიანი ქვითრის აღების შემთხვევაში შევხედოთ''... ეს რა ლაპარაკია, ლატარეა აქვთ რა კანტორაში |
Posted by: Elcorason 10 Feb 2009, 12:59 |
datom2003 მასე იმიტომ გითხრეს, რომ გაგებაში არ არიან კანონების და პროცედურების, თან პასუხისმგებლობის აღებაც არ უნდათ თავის უცოდინრობაზე. სხვა ახსნა არ აქვს |
Posted by: revolution 10 Feb 2009, 15:28 | ||
ბიუჯეტია შესავსები... დაკარგავდით მაგ თანხას |
Posted by: TAMADA 10 Feb 2009, 18:06 |
რადგანაც ასეთი გაურკვეველი მდგომარეობა არის მიბრძანდით საჯარო რეესტრში მე-4 სართულზე და რეგისტრაციის სამსახურის უფროს გაესაუბრეთ(კანცელარიში). |
Posted by: revolution 11 Feb 2009, 15:01 | ||
კონკრეტულ საბუთებს გააჩნია თქვენს საქმეში. ანუ ალბათ იგულისხმეს რომ მართლზომიერება თუ დადგინდა ამ შემთხვევაში დარეგისტრირდება. ისე კანონით საჯარო რეესტრი არ აგებს პასუხს წარდგენილი საბუტების სიყალბეზე. აი ამიტომ არის საჭირო იურისტთან კონსულტაციის გავლა, მაგრამ რაც შეეხება გარანტიას ვერც-ერთი ადვოკატი რაიმე გარანტიას ვერ მოგცემთ - არაეთიკურია... |
Posted by: papashage 21 Feb 2009, 14:55 |
ვინმეს შეუძლია მითხრას როგორ ხდება ბინის თავზე სახურავის გაფორმება....? ამხანაგობა არის ჩვენ კორპუსში უკვე და რითი უნდა დავიწყო? , თანმიმდევრობის მითხარით ვინმემ ვისაც უკვე გაკეთებული აქ ძალიან გთხოვთ...თორე ფირმაში რო მივიდე 200-300 ლარი ტყუილად უნდა გადავუხადო... წინასწარ დიდი მადლობა ამ საჯარო რეესტრის საიტსაც ვერ გავუგე თავი და ბოლო სად აქ ვერ ვნახე ინფორმაცია |
Posted by: marta007 21 Feb 2009, 21:57 |
ერთი რამ მაინტერესებს, კერძო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით ყადაღას რომ ადებენ სახლებს, რეესტრის საიტზე არ უნდა იყოს მითითებული ამ საარბიტრაჟოს მისამართი? მჭირდება და ვერ ვხვდები როგორ ვიპოვო მაგალითად-საარბიტრაჟო სასამართლო ,,მართალი" ხომ არ იცით ვინმემ სად მდებარეობს? |
Posted by: revolution 22 Feb 2009, 20:21 | ||
ადვოკატთან მიდით |
Posted by: papashage 23 Feb 2009, 00:25 |
revolution ადვოკატი რად მინდა??? კი არ ვუჩივი ვინმეს ფართი როგორ დავიკანონო თქო მაგას ვკითხულობ |
Posted by: revolution 23 Feb 2009, 17:51 |
papashage ადვოკატი გინდათ, იმიტომ რომ ფართს ვერ არეგისტრირებთ და ფართის დარეგისტრირება მოიცავს იურიდიულ საკითხებს. იურიდიულ საკითხებში კი ადვოკატი ერკვევა და სწრაფად და დროის დაზოგვით სწორ მიმართულებას მისცემს თქვენი საკუთრების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. შედეგი იქნება ის, რომ გახდებით მესაკუთრე... |
Posted by: HULK1815 26 Feb 2009, 22:09 |
მოკლედ 2 წლის წინ შევიძინე ბინა თბილისში. პირადად მე ჩაწერილი ვარ რაიონში. მინდა რომ ჩემი მეუღლე ჩაეწეროს ამ ბინაში. ვის მივმართო და რა პროცედურები უნდა გავიარო? |
Posted by: revolution 26 Feb 2009, 23:19 | ||
თუ უბრალოდ მეუღლის ჩაწერა გინდათ მაშინ სამოქალაქო რეესტრს (საპასპორტოს) მიაკითხეთ |
Posted by: ninasokh 2 Mar 2009, 20:59 | ||||
ჩაწერის ინსტიტუტს დიდი ხანია არ ენიჭება მნიშვნელობა, თუ თქვენ რეგისტრაციას გულისმობთ, ანუ ბინის მესაკუთრედ თქვენი მეუღლის დარეგისტრირებას , ეს შეგიძლიათ შემდეგნაირად: 1. ჯერ მთავარია ბინა დარეგისტრირებული იყოს რეესტრში ანუ ნასყიდობის ხელშეკრულება რომლითაც თქვენ გახდით მესაკუთრე- უნდა გატარდეს საჯარო რეესტრში(თუ ჯერ არ არის გატარებული), ამოვა ამონაწერი თქვენს სახელზე, როგორც მესაკუთრეზე.2. შემდეგ სურვილისამებრ შეგიძლიათ მეუღლეს აჩუქოთ ან მიყიდოთ ეს ბინა ან ფართის ნაწილი (თქვენი სურვილისამებრ), რისთვისაც უნდა შეადგინოთ შესაბამისი ხელშეკრულება(ნასყიდობის ან ჩუქების..) და ასევე გაატაროთ საჯარო რეესტრში |
Posted by: TAMADA 4 Mar 2009, 12:02 | ||||
ნოტარიულად დამოწმებული გაქვთ ნასყიდობა? |
Posted by: Justiniane 5 Mar 2009, 01:25 | ||
შენი, როგორც მესაკუთრის თანხმობა უნდა, რომ თანახმა ხარ შენს მეუღლეს რეგისტრაციის ადგილი ჰქონეს ამ ბინის მისამართზე. მიიტანთ ამას სამოქალაქო რეესტრში და აიღებს ახალ პირადობის მოწმობას შენი მეუღლე. |
Posted by: შევარდენი1906 11 Mar 2009, 14:49 | ||
ninasokh
რესპექტ |
Posted by: irasokh 28 Mar 2009, 02:38 | ||
შევარდენი1906
აღარავინ აღარაფერს აღარ არეგისტრირებს? თუ ყველა ყველაფერში გაერკვია? |
Posted by: Kobalty 28 Mar 2009, 03:52 |
მაქვს 45ჰა ნაკვეთი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოდა მაინტერესებს ჩემს გარშემო მდებარე 3 სხვადასხვა ნაკვეთი ვის სახელზეა. პრობლემა ისაა რომ ამ ნაკვეთებს მისამართები არ აქვთ. ხოდა როგორ მივმართო საჯარო რეესტრს, მეტყვიან უმისამართოდ ვის სახელზეა? თუ საკადასტრო რუკებს მომთხოვენ მიმდებარე ტერიტორიის? |
Posted by: Nnatulika 28 Mar 2009, 17:21 |
საჯარო რეესტრში უნდა გატარდეს სახლი რაიონში. ნოტარიუსმა დაამოწმა მისი ღირებულება (სავარაუდო)-ანუ მისი შეფასება არ მომხდარა ადგილზე. უნდა ავიღო სახლის ახალი პასპორტი და მაინტერესებს როგორაა წესი... 1. სახლის ნახაზი ცალკეა და ცალკეა მიწის ნაკვეთი-ეს სწორია?-ანუ არ უნდა ეწეროს არსად რომ ეს სახლი კონკრეტულად ამ მიწის ფართობზეა ( ანუ ეზოა და არა დასამუშავებელი რაღაც ნაკვეთი სადღაც ცალკე)? 2. მიწის ნახაზი უნდა შეესასბამებოდეს თუ არა ეზოს რეალურ ფორმას? 3. რეესტში გატარების და სახლის ( და ეზოს) ახალი ნახაზის შედგენის შემდეგ რა გადასადახადი და რა ოდენობით იქნება გადასახადი? 4. სახლის მემკვიდრეს უნდა სახლის გაჩუქება და ისევ რაიონულ საჯარო რეესტრს უნდა მიმართოს?-არ შეიძლება თბილისიდან ამის მოგვარება (მფლობელები თბილისელები არიან სახლი კი საკმაოდ შორსაა)? ისევ ახალი პასპორტი უნდა გაკეთდეს და მთელი ეს პროცედურები ნოტარიუსთან, ნახაზები და გადასახადები თავიდან უნდა გაიწიოს? |
Posted by: irasokh 28 Mar 2009, 18:24 |
koba4ever 45 ჰექტარი გაქვს????? შედი საჯარო რეესტრის საიტზე http://public.reestri.gov.ge:8080/tbilisicadmap/ რუკაზე და ძიებაში მიუთითე შენი ნაკვეთის საკადასტრო კოდი (თუ რეგისტრირებული გაქვს) და ყველა მომიჯნავე ნაკვეთზე მიიღებ ინფორმაციას (თუ ისინიც რეგისტრირებულები არიან). თუ არა და მიმართე საჯარო რეესტრს განცხადებით, რომ მოგცენ შენი ნაკვეთის საკადასტრო რუკა რომელზეც ყველა რეგისტრირებული ნაკვეთები იქნება გამოსახული + მეპატრონეების სახელები. ან და გაამზადე შენი ნაკვეთის სიტუაციური რუკა კოორდინატების მითითებით და იმ ტერიტორიების მონიშვნით, რომლებზეც გაინტერესებს ინფორმაცია და წარუდგინე საჯარო რეესტრის საინფორმაციო სამსახურს. ამ სამუშაოს(-ების) ღირებულებას გაიგებ ადგილზე. |
Posted by: Kobalty 28 Mar 2009, 18:58 | ||||
irasokh
მე არა, სამსახურს. მე რო მქონდეს რა მიჭირდა.
საქმეც ეგაა რო მიმდებარე ტერიტორია ადრე იყო ვაზიანის სამხედრო ბაზის ნაწილი და ეხლა არის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მაგრამ რეესტრში არ აქვთ მგონი დარეგისტრირებული. ეხლა უნდა მივმართო ჯერ თავდაცვის სამინისტროს, ვთხოვო რო დაარეგისტრირონ საჯარო რეესტრში და მერე ავიღებ წესით მე ამონაწერს. მოკლედ ბევრი საჩალიჩოა რა . ისე კი მადლობა დახმარებისთვის. |
Posted by: irasokh 28 Mar 2009, 19:08 | ||
koba4ever
ეგრეა |
Posted by: შევარდენი1906 31 Mar 2009, 19:53 | ||
irasokh
ჰმ : საქმე მაკლია ხომ ისედაც და მომიმატე მომიმატე : D პ.ს. როგორ ხარ? |
Posted by: Ver_Sus 4 Apr 2009, 23:23 |
ერთი ცალი კითხვა აუქციონზე შევიძინეთ მიწა და მასზე დამაგრებული შენობა (მშენებარე). ამონაწერში მითითებლი იყო დაზუსტებული ფართი 100 კვ.მ პირობითად, რომელიც დაფიქსირდა ჩვენი საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ მიღებულ ამონაწერში და საკადასტროშიც. მოგვიანებით, დასრულებული შენობის რეგისტრაცია რომ მოვინდომეთ, აღმოჩნდა, რომ შენობის სამშენებლო ფართი(და შესაბამისად საერთო ფართი) უფრო მეტია, პირობითად 135 კვ.მ.. შევადგენინეთ ახალი აზომვითი და საკადასტროც, რომელიც ამ სხვაობას ადასტურებს. ცუდი ის არის რომ შენობა გადადის სხვის მიწის ნაკვეთზე (სახელმწიფოს საკუთრებაშია). მოძიებულ ძველ ტექნიკურ პასპორტში ზუსტად ეს ოხერი 135 კვ.მ ფიქსირებული. როგორ უნდა დავიკანონო ეს სხვაობა 35 კვ.მ. მიწა და შესაბამისი საერთო ფართი? შეიძლება ტექნიკური ხარვეზის რიგში გატარდეს ეს ამბავი? თუ ამ სხვაობაზე ისევ აუქციონი და მამაძაღლობა უნდა გამოაცხადოს ეკონომიკამ? მადლობა წინასწარ |
Posted by: vibla80 7 Apr 2009, 11:20 |
როდესაც ახალი მომიჯნავე მეზობელი ყიდვისას დროს ძველ ღობეს ანგრევს, იფართოებს ტერიტორიას და ირეგისტრირებს ნაკვეთის იმ ნაწილსაც, რომელიც მიღება-ჩაბარების აქტით შენ გეკუთვნოდა როგორ უნდა მოიქცე? რადგან რეესტრში დარეგისტრირებული არ გქონდა და მეზობელმა დაგასწრო კარგავ მიწას? მე ვაპირებ მივიყვანო ამზომველები და როცა ჩემს აქტში დაფიქსირებული ზომები მეზობლების მიერ უკვე ჩაყლაპული და მირეგისტრირებული აღმოჩნდება ამის საფუძველზე მოვითხოვო სასამართლოსგან მათი რეგისტრაციის გაუქმება. ასეთი წერილით საკმარისი იქნება რომ თავად რეესტრს მივმართო, რომელმაც ალბათ, მიწის ახალშექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით უკვე ათვისებული ბაღი მეზობელს ლეგალური გაუხადა. |
Posted by: M a r a d o n a 7 Apr 2009, 11:42 | ||
არა მგონია რეესტრმა გააბათილოს. გადაფარვას გიჩვენებს და გეტყვის კორექტირებული მოიტანეო. მე საამზომველოში ვმუშაობ და მსგავსი სემთხვევები მქონია. მგონია მაინც სასამართლოში მოგიწევს. ძველი მიღება ჩაბარების აქტებში ჩაწერილი ფარტობები არ სეესაბამება ხშირად რეალობას. |
Posted by: vibla80 9 Apr 2009, 22:32 |
M a r a d o n a მადლობა. ჩვენს შემთხვევაშიც არ შეესაბამება არც ერთი ძველი ციფრი რეალურს და სწორედ მაგას იყენებენ. სასამართლოში ფარგლების დადგენა მაინც ძველი ყალბი ციფრებით მომიწევს თუ რეალურად არსებული ღობეების მიხედვით? დამამტკიცებლად გამოდგება თუ არა სასამათლოში ჩემი ყოფილი მეზობლის მტკიცება, რომელმაც ის ნაკვეთი გაყიდა, რომ არასოდეს არ ფლობდა იმ ნაკვეთს, რომელიც მიისაკუთრეს? |
Posted by: Elcorason 10 Apr 2009, 00:38 | ||
მე ხშირად კვირაში ერტხელ მაინც მიწევს სამსახურიდან საჯარო რეესტრში სიარული და პროგრესი მართლა უდიდესია. 2004-2005 -ში რასაც მანდ ვუყურებდი ეს იყო ჯოჯოხეთი. თითო სართულზე ერთ კაბინეტში კამოკეტილი ორი ქალი იღებდა დღეში ათას კაცს, იყო ჩხუბი, გინება, ცემა-ტყეპა. ინფორმაციის გაგებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, მიიღებდი უხეშ, უზრდელურ პასუხს, ათწუთიან საქმეზე კი გატარებდნენ 2-3 კვირა. მაშინ ნერვოზი დამემართა მანდ, ახლა კი მიხარია რეესტრში სიარული ზრდილობიან, კომპეტენტურ პასუხსაც მიიღებ და საქმესაც უმოკლეს დროში გააკეთებენ. რეესტრის ტექნიკურ აღჭურვილობასა და სხვა ვიზუალურ მხარეებზე აღარაფერს ვამბობ ისე მაინტერესებს ვისი ინიციატივით და როდის განხორციელდა რეესტრის ეს რეფორმა? სახელმწიფომ დააფინანსა? გაზიარებულ იქნა თუ არა სხვა ქვეყნების გამოცდილება და სხვა. |
Posted by: camomle 10 Apr 2009, 07:19 |
Elcorason მანდ ისეთი კაი ბიჭია შეფიიიიიიიიი |
Posted by: kodeqsi 10 Apr 2009, 09:32 | ||
სადაა მანდ აპოლონი ბიჭი-შეფი?... მარჯანიშვილზე თბილისის ბიუროა, რომელსაც ხელმძღვანელობს ერთი ანჩხლი დიაცი დედაკაცი შუბლზე წარწერით _ ჰენრიეტა მუმლაძე ვართ მე და ჩემი ჯანიო და აბა ერთი სცადეთ რამე დამაკელითო თქვენდა კანონიერ ინტერესთა სასიკეთადო, ნახავთ რაც მოგივათო თქვე ინტრიგანო ხალხნოო... მას ერთხელ მისი დესპოტიზმის გამო თანამშრომელმა ქალებმაც კი მოუწყვეს ბუნტ-პუტჩისტური გაფიცვა... მიშასავით უძახეს და რა უძახეს გადადექი-გადადექიო... ჰოდა თვითონ რეესტრის ხელმძღვანელობაც ვერ ეკარება მას, სადღაც საარბრიუკენის მოედნის იქით არის მიყუჟულ-გადაკარგული თავის თლა შეფიანად, რომელიც ლანდ-ელემენტს უფრო წააგავს, თუმცა მის დანახვაზე არც გული წაგივათ შიშისგან (ევროპული ნორმალური კარგად მოვლილი ტიპაჟია) და საკმაოდ რბილი ხასათის პატრონიც კია, მაგრამ რაც მთავარია, N.B. უკვე ცოლ-შვილიანია!!!... მაააშ... ანუ ვიღაც ქალს (აშკარად გენდერო-ფემინისტური მიმართულებისას) დასწრებაზე უკვე უყოჩაღია... p.s. იმედია, ამ ზემოდახატული ვირტუალური პორტრეტული შტრიხებისათვის არცერთი ზემონახსენები პერსონაჟი არ მიწყენს ამ პატარა ჭორ-news-ის გატრანსპარანტებისთვის, თავისი სისუსტით მშვენიერი სქესის წარმომადგენლობა კი მომიტევებს ამ მცირეოდენ წამარიაჟებას... ყველას |
Posted by: kite 10 Apr 2009, 10:35 |
kodeqsi თბილისის სარეგისტრაციოს უფროსი აღარაა გეტა გენც |
Posted by: kodeqsi 10 Apr 2009, 23:01 |
kite კაია თუ წააბრძანეს, მარა შარლ დე გოლივით არ მაბრუნდეს (მააბრუნონ) მერე უკან... |
Posted by: camomle 11 Apr 2009, 08:36 |
kodeqsi ლანდი კი არადა გადასარევი ბიჭია..არაჩვეულებრივი ოჯახით ჩემი ჩერეზ მეგობარია.ასე რომ |
Posted by: შევარდენი1906 11 Apr 2009, 10:37 | ||||
kodeqsi
კოდექს რა გაგამწარეს ეგეთი ? წყენით არ ვიცი მაგრამ ყველა შენს შეფასებულს პირადად ვიცნობ და ... აწი შენს პოსტებს პოლიტიკაში სხვა თვალით შევხედავ ვერ ყოფილხარ მთლა კაი შემფასებელი --- sorry შენ სხვა კოდექსი ყოფილხარ ტყუილად გამიკვირდა აუუუ მე ვიცი ახლა ამ პოსტს ვისაც წავაკითხებ Elcorason
თუ მართლა გაინტერესებს ეგ ყველაფერი პმ მომწერე |
Posted by: kodeqsi 12 Apr 2009, 02:34 | ||
მე კი არა, კანონი გაამწარეს მათ და თანაც არაერთხელ... მოსამართლეებთან ერთადაც კი მიცინია მათ ზოგიერთ პასუხებზე რიგ განცხადებებსა და ადმინისტრაციულ საჩივრებზე... სხვა ყოფით-სამსახურებრივი ჰაიებიც მოსვლიათ აშკარა დაუდევრობით... ერთი მაგალითი _ თაღლითების ჯგუფმა სამ დღეში ოთხი ბინის გაასხვისება მოახერხა რეესტრულ-პროცედურულად ერთი პირის პირადობის მოწმობით, და ისიც გარდაცვლილის... ისა და, ეს პუტანა პუტინის პიონერული ყრმობის (უფრო ზუსტად, ლპობის) ფოტოსესიური სტოპ-კადრი ნეტა სად ამოქექე? |
Posted by: squeaky 12 Apr 2009, 05:03 | ||
სამოქალაქო კოდექსი იცნობს მცნებას კეთილ სინდისიერი შემძნენი, მაგრამ შენ აქდანაც ვერ ამოხვალ, ვინაიდან აუქიონზე შეგტენეს კანონიერ საკუთრებაში არსებული ფართი და რასაც 35 კვადრატული ცუდი მზითვის მოყვა. ერთადერთუ რასაც მე ამ დროს გავაკეთებდი დავამტკიცებდი რომ აუქსიონზე ვიყიდე 100 კვადრატული და არ იცოდი რომ 35 კვადრატული აქედან სახელმწიფოს საკუთრება იყო, ანუ მოგატყუეს, მაგრამ აი პრობლემა აქ იწყება, ვინ აგებს ბასუხს მოტყუებით დადებულ გარიგებაზე, აუქციონი სანამ ტარდება იქ უამრავი პროცედურაა, წერილი იგზავნება საჯარო რეესტრ\სი ვისია და რამდენი კვადრატულია, მერე ედება ყადაღა, მერე ინიშნება აუქციონი, ასევე იუსტიციის კიდევ ერთი სპეციალური სამსახური პარალელურად ამოწმებს ამ საბუთებს, რაც აუქციონზე გადის და ამის მერე იყიდება, ასე რომ თუ მოტყუებული გამოდიხარ. საჯარომ გაატარა 5 წლის უკან რეგისტრაციაში ავტო ფარეხი მიწითურთ რომელიც აღმოჩნდა სახელმწიფო საკუთრება იყო ეს ტერიტორია, 2 წლის უკან სასამართლო მოვიგეთ, და ამჟამად ავტო ფარეხი ჩემ საკუთრებაშია, |
Posted by: შევარდენი1906 13 Apr 2009, 18:48 | ||||
kodeqsi
თუ გინდა გავცვალოთ - ერთი სასაცილო პასუხის წილ 20 არანაკლებ სასაცილო განცხადებასა თუ ადმინისტრაციულ საჩივარს გაჩვენებ ადვოკატების დაწერილს მოქალაქეების განცხადებაზე აღარაფერს ვამბობ შევერკინოთ ფეოლა
კასპის ბავშთა სახლში |
Posted by: kodeqsi 13 Apr 2009, 20:36 |
შევარდენი1906 ეჭვიც არ მეპარება სასაცილო უსტაბაშების ტრიალში ყველა მხრიდან, თუმცა ეს სულაც არ ათეთრებს არცერთ მხარეს... და იმის ფონზე, რომ 2001 თუ 2 წელი იყო და ერთმა რაიონულმა მოსამართლემ სისხლისსამართლებრივი ჯარიმა დააკისრა ოთხ პირს (ოჯახს, კომლს რა) სოლიდარული პასუხისმგებლობის გადახდით, მხოლოდ სასაცილოა და მეტი არაფერი, ეკზეკუცია და მისთანა აუცილებელი სანქცია-რეაქციის ფარგლების გადამეტება იქნებოდა მათ მიმართ, თანაც მე მეტად დობრი ტიპი ვარ... კასპელ სკლინტს რაც შეეხება, კაი იქნებოდა მაგ ფოტოშედევრის რამე რუსულენოვან ბრენდ-საიტზე გამომზიურება, რომ იცოდნენ მათ (დათვების ქვეყნის შვილებმა) თავისი ბედის სტალინურ კრუგზე კატაობის ვერაცდენის შესახებ... |
Posted by: papashage 15 Apr 2009, 14:49 | ||
ფართს ვერ ვარეგისტრირებ კი არა .....როგორ დავარეგისტრირო ის მაინტერესებს....საიდან უნდა დავიწყო რა ინსტანციები გავიარო?...ავაზომინე ფართი , ამხანაგობის თანხმობაც მაქ მერე სად უნდა მივიდე ? მერიაში ? რეესტრში? ბანკში? და ადვოკატი რაში მჭირდება მაინც ვერ ვხვდები რამე პრობლემა კი არ მაქ უბრალოდ არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო...საჯარო რეესტრის საიტზე ვერ ვნახე ვერანაირი ინფორმაცია და აქ ვიკითხე |
Posted by: kite 15 Apr 2009, 20:35 |
papashage ცოტა უფრო დეტალურად დაწერე რა ფართის რეგისტარცია გინდა. ანუ მე როგორც ვივარაუდე შენ მრავალბინიან სახცოვრებელ სახლში ცხოვრობ, და ამ შენობაში არსებული რაღაცა ფართის რეგისტრაცია გინდა. ჰოდა საინტერესოა რა ფართზეა საუბარი, ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზე ხმათა სხვადასხვა კვორუმით ხდება სხვადასხვა ფართის გადაცემა. თუ, პირობითად, ეს სხვენის ან სარდაფის ფართია ამხანაგობის ასაერთო წევრთა 2/3 ხმათა რაოდენობა ამისათვის საკმარია... მოკლედ, დააკონკრეტე ფართი... ისე კი-ზოგადად, ამხანაგობის კრების ოქმი, აზომვითი ნახაზი და პირადობის მოწმობის ასლი სრულიად საკმარისია, ამას დაემატება სარეგისტრაციო მოსაკრებელი 50გელა და ფართი შენს განკარგულებაშია |
Posted by: gia70 20 Apr 2009, 00:00 |
როგორ გადავთარგმნო რუსულ ენაზე? მერიის ზედამხედველობის სამსახური |
Posted by: manchoo 20 Apr 2009, 14:14 |
სახლი არ არის საჯარო რეესტრში გატარებული. სახლი მემკვიდრეობით გადაეცა მამას, რომელიც 6 წელია გარდაცვლილია! როგორ უნდა მოხდეს მისი რეესტრში გატარება? |
Posted by: goldgirl 20 Apr 2009, 18:36 | ||
მემკვიდრეობა მიიღო ვინმემ???? ვინაიდან ეს 6 თვეში უნდა მოხდეს სამკვიდროს გახსნიდან. |
Posted by: Ver_Sus 21 Apr 2009, 23:29 | ||
gia70
Городская служба надзора / http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_id=RUS&sec_id=2279 / |
Posted by: kite 29 Apr 2009, 22:05 |
ფიფლ, სად ვცხოვროოოოოობთ! ძააან მწყდება გული რომ ჩვენი საშველი იმინა არაა. ჩვენშია ჯერ ამოსაძირკვი უგნურობა, ბნელობა, უვიცობა, უკულტურობა რააააა! დღეს უკვე ტრადიციულად არცკიმახსოვს მერამდენედ უკვე დავრჩი გაოგნებული საჯარო რეესტრის თანამშრომლების აპაროფესიონალიზმის, კიარადა - პირველ ყოვლისა მომსახურების უდონობით და უკულტურობით. ბლინ, ვინ მოიყვანა ეს კადრები გაოცებას ვარ რააა. მოკლედ თბილისის სარეგისტრაციოს ერთერთ სამსახურში გამოძახება როგორც კი მივიღე, მივედი რეესტრის თანამშრომელთან და ველოდები როდის მორჩება ფრიად სასიამოვნო ბაასს მეორე თანამშრომელთან და მომაპყრობს ჩემთვის ესოდენ საჭირო ყურადღებას. კაი ხანს რომ ველოდე და ეს ხსენებული ყურადღება ვერ მივიღე ტონკა ვუსაყვედურე - ეგება ჯერ მოქალაქეს მიაქციო ყურადღება და კერძო საუბრებისთვის დრო მერე გამონახოთქო, ამან ვითომც არაფერი, განაგრძო საუბარი, ცოტა მოგვიანებით (ეტყობა გვიან გაჟონა) ცინიკურად ამომხედა და მპასუხობს შენ გირჩევნია ნერვები დაიწყნაროო. გულში გავიფიქრე ეს კიდევ უფრო დიდი ქაჯი ყოფილა ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება დაასკვნათქო. მოკლედ, შენიშვნა რომ ვაკადრე ერთიორად გაჭიმა დრო, ხან ერთ თანამშრომელს გადაწვდა უაზრო კითხვით, ხან მეორეს, მერე როგორც იქნა მოიცალა ჩემთვის გაეწია მომემსახურება... მომიწევს მონიტორინგის სამსახურის ამ ამბავში ჩართვათქო გავიფიქრე, გავახმოვანე და მოგვიანებით შევასრულე კიდეც... ერთხანს მქენჯნიდა რაღაც, მაგრამ უმალ თავი დავიშოშმინე იმით რომ აწი მაინც ისწავლაინ მოქალაქეებს როგორ მოემსახურონ, და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ საქმეს. ძაან ვარ შეშფოთებული და მრცხვენია რომ ჩვენ ქართველები კულტურულად ვერ გავიზარდენით და არაპროფესიონალიზმის გარდა უკულტურო თანამშრომლებით ვაკომპლექტებთ არცთუ უმნიშვნელო ისეთ უწყებებს როგორიც იგივე საჯარო რეესტრია... პროსტო ოოოოჩენ ჯააალ კარგა ხანს ალბათ ვერ გავაღწევთ ამ სიბნელიდან. დიდი დრო დაგვჭირდება ზრდილობიანი და თბილი ღიმილის სასწავლებლად. ეხ! |
Posted by: Ver_Sus 29 Apr 2009, 22:37 |
kite თუ გამოიღებს შედეგს შენი ასეთი "თავგანწირვა" კი. ჩემს შემთხვევაში, არც მონიტორინგის სამსახურმა უშველა, სანამ იოსელიანს(თბილისის სამსახურის უფროსი) არ დავურეკე და ვუთხარი, რაღაცა უქენი შენს თანამშრომლებსთქო, შენც არ მომიკვდე თუმცა უნდა ვაღიარო, ბევრი მათგანი ძალიან კომპეტენტური და ყურადღებიანია. ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდ ერთბაშად არა, ნელ-ნელა |
Posted by: kite 29 Apr 2009, 22:52 |
Ver_Sus მე კერძო სექტორში ვარ დასაქმებული, პატარა კომპანიაა. მერწმუნე ყოველგვარი ზედმეტი ზარებისა და რეკომენდაციების გარესე მოვხვდი-იცი რაღაცა დიდი ხათრი, რიდი პასუხისმგებლობა გვაქვს თანამშრომლებს. ღიმილი და თბილისი ურთიერთობა მოქალაქეებთან ჩვენდაუნებურად ჩვენში გამჯდარი სავიზიტო ბარათიაეს არავის უსწავლებია ჩვენთვის, ეს გარემო ჩვენ თავისთავად შევქმენით. ღიმილი- ჩემი უფროსის სიტყვებით რომ ვთქვა- კარგად შეფუთვაა მომსახურების... ძაან გამიტყდება დამიჯერე რომელიმე ჩემზე განაწყენებული მოქალაქე რომ მივიდეს საჩივრით ჩემს უფროსთან, და ესენი ვინ არიან პროსტო ვერ მესმის იოლკი პალკი რაააააააა არა რიდი არა შიში არა ღიმილი ! - ეგ ამათი ლოზუნგია სირცხვილი პირველ ყოვლისა კოტეს რაა! |
Posted by: goldgirl 29 Apr 2009, 23:27 |
როდესაც საჯარო რეესტრში ან კიდევ ყველგან არ აქვს მნიშვნელობა, იხდი მომსახურების გადასახადს, მომსახურე პერსონალი ვალდებულია ყურადღება მოგაგციოს, მეც კერძო სექტორში ვარ და კლიენტები უკვე 10 წელია ჩვენთან ურთიერთობენ და ვინაიდან ჩვენი საქმის გარდა ვეხმარებით და კონსულტაციას უწევთ ნებისმიერ საკითხში. საჯაროს კი არ აინტერესებს, მაგათ გარდა სად წახვალ??? ვერსად, არ გინდა და გქონდეს დაურეგისტრირებელი |
Posted by: kite 1 May 2009, 12:34 |
goldgirl ჩვენს თანამშრომელთა რიგებში დაგიწყე ძებნა შენი პოსტის მეორე აბსზაცის კითხვა რომ დავასრულე! საჯაროს რომ არ აინტერესებს, ეს ძაან დადებითად აისახება ჩვენი კლიენტების სიმრავლეზე, რადგანს ხალხს ჯერ თბილი გარემო სჭირდება და მხოლოდ ამის მერე, მომსახურების ხარისხი, ჩვენ ერთსაც და მეორესაც ვუზრუნველყოფთ მაშინ, როცა რეესტრი-არცერთს! აუ ძააან ვაფასებ და ვეთაყვანები გულისხმიერ და საკუთარი საქმის მცოდნე ადამიანებს!!! |
Posted by: badzudzu 25 May 2009, 11:44 |
საჯარო რეესტრის თანამშრომელთა რიგებიდან 6 კაცი გაანთავისუფლესოო ? როგორც გავიგე რაღაც თანხების მითვისებისთვის |
Posted by: goldgirl 25 May 2009, 18:21 | ||
|
Posted by: შევარდენი1906 2 Jun 2009, 16:24 |
kite goldgirl სად მუშაობთ იქნებ გაგვიმხილოთ, რათა მოვიდეთ თქვენთან და საკუთარი თვალით ვიხილოთ თბილი გარბო და მომსახურების ხარისხი |
Posted by: bugalteri2 4 Jun 2009, 20:33 |
რა გითხრათ, მე საჯარო რეესტრთან ურთიერთობა ადრეც მქონდა ახლაც მომიწია სხვადასხვა საკითზე მისვლა, შედარებაც არ შეიძლება, ისეთი ცვლილებებია უკეთესობისკენ (ჩემი აზრით, რათქმა უნდა). რიგები მოწესრიგებულია, პრაქტიკულად არც არის, ღიმილით გხვდებიან და პასუხსაც დროულად გცემენ..... |
Posted by: Soldier 26 Jun 2009, 01:49 | ||||
კიტი ნუ პროვოკატორობ (თორე ყავაზე დაგპატიჟებ), ვინაა თქვენი შეფი პმ მომწერე კითხვა მაქვს მასთან , აუცილებლად ოღონდ არ გადამაგდო, შენი (სორრი თქვენი) იმედი მაქვს * * *
კლიენტები საჯარო რეესტრის რჩევებს რომ იყურადებდნენ (არავის შეურაწყოფას არ ვაყენებ, ვისაც ეკუტვნის მხოლოდ იმათზე ვამბობ) თქვენ საქმე არ გექნებოდათ (აზზე არ ვარ ვინ თქვენ, ინფო ფლზ), უბრალოდ მათ ეზარებათ საბუთებზე სირბილი (მეც მეზარება იმ დონეზე რომ სარდაფი დაურეგისტრირებელი მაქვს), ბოდიალი (უხეშად ჟღერს ვგულისხმობ საბუტების შეგროვება ტირი პირი) ასე შემდეგ და შემდეგ - რაშიც ფულს იღებთ (თორე არ იღებთ?!), მე პირადად თქვენი კონსულტაცია არ ვიცი, მაგრამ "ძაან ჭკვიანებს" გთხოვთ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ალაგ ალაგ სამოქალაქო კოდექსი (საპროცესოც მოჟნა), საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონი (ასევე ინსტრუქცია), ამასთან აღიარების შესახებ კანონი, ძველი გამოცხადების , მოკლედ გადაიმეორეთ ყველა გულისხმიერ ადამიანს მივესალმები საჯაროდ, ყველა კითხვას გავცემ პასუხს , უხეშად არ მინდა გამომივიდეს მაგრამ ვინც ბოდიალობს - ნუ ბოდიალობს და თუ რამეს ამბობს ისევ და ისევ ვთხოვ კონკრეტიკას, ვთხოვ დასაბუთებას და არგუმენტს. ეს არის და ეს , თქვენს სამსახურში მიგულეთ , არ მეზარება , გამიხარდება თუ ვინმეს რამით შევძლებ რო დავეხმარო! (უფასოდ!) პატივისცემით soldier * * * შევარდენი1906 აქეთ მოვიდნენ მემგონი ვაკლდი აქაურობას |
Posted by: nesta 26 Jun 2009, 17:31 |
ხალხო ყური მოვკარი პროექტი ყოფილა მომზადებული მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის დაკანონებისთვის 300 ლარიანი ქვითრის 6-ჯერ შემცირების თაობაზე ანუ 50 ლარი უნდა გახდესო ხომ არაფერი იცით ამის შესახებ? |
Posted by: konfuci 26 Jun 2009, 19:17 |
კი მომზადებული და ერტო მოსმენითაც არის გასული, მაგრამ ტბილისზე და ბათუმზე არ ვრცელდება!!!! |
Posted by: badzudzu 27 Jun 2009, 17:33 |
konfuci რამდენიმე დღის წინ ვიყავი რაიონის საჯაროსი და ჯერ არ არისო დაელოდეოო. უეჭველი გასაკეთებელი მაქვს და დრო ან თვე ხომ არ იცით ვინმემ როდის მიიღებენ მაგ კანონს? |
Posted by: di_onise 27 Jun 2009, 20:57 |
მიწის ნაკვეთილ ლეგალიზაციის დროს კვ.მ.-ს ღირებულება რა არის ვარკეთილის დასახლებაში ხომ არ იცით? |
Posted by: cmpt 2 Jul 2009, 11:34 |
ბინა კორპუსში მაქვს ძველი ნაყიდი, ეხლა მინდა საჯარო რეესტრში დავარეგისტრირო, ნუ ნასყიდობა, აზომვა, პირადობის მოწმობის ასლი, 50 ლარი და ა.შ. ეს გასაგებია და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ცნობას თუ ოქმს რა ვუყო, თუ ეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ არსებობს? |
Posted by: ივანიჩ 2 Jul 2009, 12:13 |
di_onise ეგ დამოკიდებულია თუ რომელ ქვეზონაშია შენი ნაკვეთი ნახე http://urban.tbilisi.gov.ge/map/map.phtml , მოძებნე შენი ნაკვეთი, მარჯვენა კუთეში ჩაურთავ შესაბამის ლინკს და ნაკვეთზე თU დაუწკაპუნებ მერე ინფოს ამოგიგდებს |
Posted by: cmpt 2 Jul 2009, 13:40 | ||
იქნებ ვინმე დამეხმაროს რა - ძველი კორპუსია, იზოლირებული ბინა, მე 2 წელი ვიცხოვრე, ეხლა დაკეტილია ბინა, მეზობლებს არ ვიცნობ, მინდა გავყიდო და მანამდე რეესტრში გავატარო. თუ ეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ არსებოს (და ძალიან დიდი შანსია რომ არ არსებობდეს) რა უნდა ვქნა, რეესტრში ვერ გავატარებ? რა სისულე მოიგონეს, ნასყიდობის ხელშეკრულება რისთვის არის აბა, იქ არ წერია რომ ჩემია ეს ბინა და ფართი? თუ 50 ოჯახს უნდა ჩამოვუარო და ხელი მოვაწერინო რომ ბინა ჩემია, ეგრევე მეტყვიან შენ ვინა ხარო არ გიცნობთო... თუ მაინცა და მაინც, რა განცხადება უნდა დავწერო და რაზე უნდა მოვაწერინო ხელი, იქნებ ეგეც მითხრათ... |
Posted by: di_onise 2 Jul 2009, 14:55 |
IVANICHA კი ვნახე ნაკვეთი, მარა რომელი ლინკი უნდა ჩავურთო? |
Posted by: ივანიჩ 2 Jul 2009, 18:10 |
di_onise მარჯვენა მხარეს თბილისის გენგეგმა რომ აწერია ჩამოშლი, მიწის ნორმატიული ფასი იმას პტიჩკას დაუსვამ, მერე ინსტრუმენტები რომ აწერია იქ დააჭერ ისარი და პატარა i რომ აწერია და მერე კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე როცა მიაწკაპუნებ ამოაგდებს ინფოს |
Posted by: di_onise 2 Jul 2009, 21:19 |
IVANICHA ვნახე. გახარე დიდი მადლობა |
Posted by: Soldier 2 Jul 2009, 22:39 | ||
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა პრიჩომ ?! აიღე შენი საბუთები რაც გაქვს და ხვალვე რეესტრში წადი |
Posted by: cmpt 3 Jul 2009, 00:47 | ||
Soldier
მადლობა გამოხმაურებისთვის... საქმე იმაშია რომ საერთო ფართი მინდა დავარეგისტრირო და არა ის რაც ნასყიდობაში წერია, ანუ ძველ დროში სამზარეულო, ლოჯი და ა.შ საერთო ფართში არ იწერებოდა... ანუ რეალური ფართი 2-ჯერ მეტია ვიდრე ნასყიდობაში წერია... ბინა იზოლირებულია, კორპუსში, ანუ სიტყვაზე იტალიური ეზო არ არის და ეზოში საერთო ტუალეტის დაკანონებას არ ვცდილობ... ფირმას დავურეკე ვინც თავიდან ბოლომდე ამ პროცედურებს თავის თავზე იღებს, გარდა სწორედ ამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ოქმისა... მერე გადავრეკე რეესტრშიც, იქაც იგივე მითხრეს - ან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ოქმი ნოტარიულად დამოწმებულიო ან თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ არის 2/3 მობინადრეთა საერთო რაოდენობისა უნდა მოიარო და ხელი მოაწერინოო... მერე მაგათ საიტზეც შევედი და იგივე წერია: http://www.napr.gov.ge/index.php?m=121&newsid=263 მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლებელია საერთო ფართის რეგისტრაცია. ამ ცვლილების მიღების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ ადრე გაცემულ საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტებში ხშირად მითითებული იყო მხოლოდ საცხოვრებელი ფართი (ოთახები), ხოლო არასაცხოვრებელი ფართი (აბაზანა, დერეფანი, ლოჯია, აივანი და სხვ.) არსად ფიქსირდებოდა. სწორედ ამის გამო მოქალაქეები ვერ ახდენდნენ საერთო ფართის მიხედვით რეგისტრაციას. იმისათვის, რომ რეგისტრაციაში გაატაროთ საერთო ფართი (როდესაც უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია მხოლოდ საცხოვრებელი ფართი), დაგჭირდებათ საერთო ფართის შიდა აზომვითი ნახაზის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის წარმოდგენა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში. პირველად იმ ფირმას რომ დავურეკე, თუ ჩვენთან ხელშეკრულებას გააფორმებო სრულ მომსახურებაზეო, ორივე შემთხვევისთვის(ამხანაგობა არსებობს თუ არაო) ბლანკებს გაგატანთო შევსებულსო, ამხანაგობის თავჯდომარემ და მდივანმა ხელი უნდა მოაწერონო, მერე ორივე ნოტარიუსთან უნდა გააქანოო და იქ კიდე ნოტარიუსმა უნდა დაამოწმოს ეგ ამბავიო... მოკლედ ამათ მაგრა ცხელათ რა... უცებ რომ წარმოვიდგინე მეზობელ-თავმჯდომარეს რომ გავეჩითები, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ, აბა ეხლა მდივანი მოძებნე და ორივე ნოტარიუსთან წამომყევით ამ დოკუმენტის დასამოწმებლათ-თქო, თავადაც ხვდებით ალბათ, რომ შეიძლება ტრაგიკულად დამთავრდეს ეს ყველაფერი... თან წესიერად ვერც ამიხსნეს რა იწერება ამ ოქმში, ანუ რა უნდა დაადასტუროს ამ ამხანაგობის კრებამ - რომ მე მართლა ვფლობ ამ ბინას... და არც ერთი მეზობელი რომ არ მიცნობს საიდან იციან რომ მე მართლა ამ ბინის მფლობელი ვარ? |
Posted by: deka136 3 Jul 2009, 00:57 |
უკაცრავად... კორპუსის წინ მიწის ნაკვეთის გაფორმება მინდა და საჯარო რეესტრში არ კეთდება ეგ? თუ შეგიძლიათ, დეტალური ინფორმაცია მომაწოდეთ |
Posted by: kite 3 Jul 2009, 09:57 |
deka136 მაგისთვის აუცილებელია კორპუსს დაზუსტებული ფართი ჰქონდეს (წითელი ხაზები), შემდგომ ამისა გაკეთდება გამიჯვნითი ნახაზი, და ხელშეკრულება დადებულიამხანაგობასთან (ამხანაგობის თავმჯდომარე მოქმედებს ამხანაგობის სახელით) . ამ ყველაფერს კი ამხანაგობის წევრთა 100%-იანი თანხმობა ესაჭიროება. არააა მარტივი პროცედურა მოკლედ |
Posted by: deka136 3 Jul 2009, 11:09 |
kite და საჯარო რეესტრში რომ მივიდე, დამეხმარებიან ამ ყველაფრის გაკეთებაში? |
Posted by: cmpt 3 Jul 2009, 11:58 | ||
ეხლა ერთ ადამიანს ველაპარაკე და უბრალოდ ამხანაგობა რომ არსებობს ანუ რომ დაფუნძდა იმ კრების ოქმის ასლს ითხოვენ და არა იმას რომ ამხანაგობის კრებამ უნდა განიხილოს ბინის ჩემი კუთვნილების საკითხი გუშინ რეესტრმა პირიქით მითხრა... იქნებ გამარკვიოთ რა რა არის ეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი? და კიდე ფირმები ხომ არ იცით ვინც ბინების რეესტრში რეგისტრაციას აკეთებენ 1) მაქვს ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც რეალურზე 2-ჯერ ნაკლები ფართი წერია და მინდა რეესტრში საერთო ფართი დავარეგისტრირო... 2) შიდა აზომვითი ნახაზს გავაკეთებინებ 3) 50 ლარს ვისესხებ კიდე უნდათ რამე ხალხო?! |
Posted by: Elcorason 3 Jul 2009, 23:46 | ||||
მე როგორც ვიცი მეტი არაფერი არ უნდა...(შეიძლება ცნობა-დახასიათება დაგჭირდეს კიდე ტექ-ბიუროდან, მანდვე იძლევიან 5 ლარი ღირს მგონი)
ეს იმ შემთხვევაში უნდა თუ მაგალითად სარდაფის ან სხვენის დაკანონება გსურს, რომლებიც როგორც წესი არც ნასყიდობის და არც პრივატიზების ხელშუკრულებაში არ არის ასახული. დგება ამხანაგობის (თუ რა თქმა უნდა არსებოს ასეთი) კრების ოქმისადაც ყველა მაცხოვრებელი აწერს ხელს რომ ესა თუ ის მანამდე დაუფიქსირებელი ფართი ნამდვილად შენ გეკუთვნის და სხვას მასზე პრეტენზია არ გააჩნია |
Posted by: cmpt 4 Jul 2009, 09:27 |
მადლობა... გავარკვიე, ამხანაგობა არსებობს და კრების ოქმი მაინც საჭიროა, ანუ ხელმოწერები უნდა შევაგროვო 2/3 მობინადრეთა რომ ჩემს იზოლირებულ ე.წ. "ზედმეტ" ფართზე პრეტენზია არა აქვთ... ეს ხელმოწერები ჭირდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავჯდომარეს, როგორც საბუთი მერე ვინმეს პრეტენზიები რომ არ ჰქონდეს... შემდგომ ივსება სპეციალური ფორმა სადაც მითითებულია რომ ნასყიდობაში არსებულის ზევით მინდა ფართის დაკანონება, რომ ჩატარდა ამხანაგობის კრება, რომელსაც 2/3 ესწრებოდა, ეს დოკუმენტი ამხანაგობის თავჯდომარესთან ერთად უნდა წავიდეს ნოტარიუსთან (თავჯდომარის დასწრება აუცილებელი) და დადასტურდეს ნოტარიულად... |
Posted by: papashage 6 Jul 2009, 14:58 |
ვერ ვნახე წინა გვერდებზე და ეგებ მითხრათ ასაზომი მაქ ფართი და სად უნდა ვეძებო ამზომველები? იაფად რო გამიკეთონ ...1ლარიდან 2 ლარამდეა ფასებიო და რაზეა ეგ დამოკიდებული? 110 კვადრატულია დაახლოვებით ასაზომი kite სხვენზეა საუბარი, ჩემი ბინის თავზე რა ფარტიც არი იმაზე |
Posted by: შევარდენი1906 6 Jul 2009, 15:10 |
papashage სერტიფიცირებული ამზომველები N სერტიფიცირებული პირი კომპანიის დასახელება ტელეფონი მისამართი სერტიფიკატის ნომერი 1 ლიანა ერაძე შპს "მეტრი" 822969087 899644113 თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 89/24 S-0011 2 ალექსანდრე ქაჯაია შპს "სერვის ცენტრი +" 899310609 824157504 რუსთავი, რუსთაველის ქ. 20 S-0003 3 ოთარ დვალიძე შპს "სერვის ცენტრი +" 895912314 824157504 რუსთავი, რუსთაველის ქ. 20 S-0004 4 გიორგი ფხალაძე შპს "სააგენტო სერვის ცენტრი ტ.გ.მ" 822273117 822746800 თბილისი, შირაქის ქ. 11 S-0001 5 ზურაბ ტორაძე შპს "გეო" 899909129 898488748 827070263 გორი, სამეფოს ქ. 68 S-0005 6 ედიშერ დუნდუა შპს "მამული 2007" 895793853 821291015 აბაშა, უჩა კაჭარავას ქ. 4 S-0007 7 ზურაბ გამყრელიძე შპს "უძრავი ქონების სარეგისტრაციო მომსახურების ცენტრი" 822426044 898272944 თბილისი, ელბაქიძის ქ. 12 S-0002 8 ვასილ ერემეიშვილი შპს “ტოპოლოგი” 822964394 895767776 893481002 თბილისი, აღმაშენებლის ქ. 38/5 S-0012 9 ვალერი არჩვაძე შპს "მამული 2" 899914324 თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 31 S-0008 10 ირაკლი ბრეგვაძე ი.ს. "თამაზ ბრეგვაძე" 855363035 რუსთავი, მესხიშვილის ქ. 4 S-0010 11 გიორგი ვაჩაძე შპს " საქართველოს უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის კომპანია " 897500111 822508228 822508229 თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 71 S-0013 12 დავით თაყაძე შპს "ჯეოლენდი" 822922553 899616858 თბილისი. ტელეგრაფის ჩიხი 3 S-0009 13 ტარიელ ჭიტაძე შპს "მიტუშა" 895384214 895221011 ბოლნისი, სააკაძის ქ. 156 S-0006 14 ირაკლი ივანიშვილი სსიპ "სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო" 822258484 899613020 თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 84 S-0014 15 ბესარიონ ბარბაქაძე სსიპ "სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო" 822258484 855553386 თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 84 S-0015 16 გიორგი ქისიშვილი შპს "გრაფიკი" 822911032 879 500113 თბილისი, აღმაშენებლის 89/24 ოთახი N 1513 S-0017 17 შოთა გოგიბერიძე შპს "კადასტრი XXI" 893446311 მცხეთა, მუხრანის 14 S-0016 18 მერაბ მუმლაძე შპს "გეოიდი +" 899539648 ზესტაფონი, წერეთლის ქ. 8 S-0019 19 შალვა კაპანაძე ი.მ. "შალვა კაპანაძე" 895778062 თბილისი, დიდი დიღმის მე-3 მ/რ, კ. 37 S-0018 20 ირაკლი ჩიბურდანიძე "მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია" 899110550 822206207 თბილისი, გამსახურდიას გამზ. 28V სართული S-0020 21 ირაკლი თალაკვაძე ტერაგრაფიკი 822382547 899104903 899295103 ქ. თბილისი Gგამსახურდია გამზ 27 S-0021 22 ნიკოლოზ ჭეიშვილი "თბილისი ჯგუფი" 822951653 თბილისი, ზ. ჭავჭავაძის ქ. 8 (ყოფილი შეროზია) S-00 |
Posted by: papashage 6 Jul 2009, 15:20 |
შევარდენი1906 ეუფფფ გაიხარე დიდი მადლობა |
Posted by: შევარდენი1906 6 Jul 2009, 15:35 |
papashage რას ბრძანებთ? მუდამ ხალხის სამსახურში - http://www.napr.gov.ge |
Posted by: papashage 8 Jul 2009, 13:49 |
შევარდენი1906 მოკლედ შიდა აზომვითი ნახაზი მაქ, ეხლა ამხანაგობის კრებაზე ავიღებ ოქმს ნოტარიალურად დამოწმებულს, და მერე რეესტრში მოვდივარ ? თუ სხვაგან სადმე? |
Posted by: Elcorason 8 Jul 2009, 22:05 | ||
საჯარო რეესტრში რომ დავდივარ იმდენი გოგო დგას შესასვლელში აზომვების ფირმების ბუკლეტებით და ისე გთხოვენ რომ აიღო, რომ გულაჩუყებულს ცრემლი მადგება თვალზე კიბეებზე ორი იმდენი დგას და ისინი უკვე ყურში ჩაგყვირიან-აზომვა ხომ არ გინდათ? ჩვენთან მოდით რა არა ისე კარგი გოგოები არიან, ნეტა უხდიან ასეთ ჯაფაში რამეს ან კლიენტს პოულობენ ასეთ კონკურენციაში? |
Posted by: შევარდენი1906 10 Jul 2009, 20:54 | ||||
papashage
ეგრევე რეესტრში Elcorason
თუ არ ვცდები 10 ლარს დღეში |
Posted by: gia70 18 Jul 2009, 17:48 |
მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის რა და რა დოკუმენტებია საჭირო? |
Posted by: PANTALONE 28 Jul 2009, 18:42 |
ეგეთი რამე შესაძლებელია? ამხანაგობაში შევედი/ მივეცი თანხა/ გავიდა 2 წელი / დღეს მშენებელი ამბობს ბინები ეგეთი ნომრით არ არსებობსო/ და საერთოდ ბინები დაყიდულიაო/ ყველა აგური დაყადაღებულია/ ამხანაგობის უმფროსი (თუ ვინცაა/ გლავარი) პაბეგშია მარა მაინც ახერხებს რაღაცნაირად სხვისი ბინების გაყიდვას შენობა დაუმთავრებელია და რეესტრში მაინც გაუტარებია ახალი მყიდველები და თქვენი კრების ოქმით მიბრძანდით პროკურატურაშიო/ ეხა როგორ გავიგო, ვაბშე არსებობს თუ არა ჩემი ბინა იმ ნომრით რაც კრების ოქმის ამონაწერში მიწერია? და თუ არსებობს ხომ არ მიყიდა ვინმეს/ და თუ არ მიყიდა დამირეგისტრირებენ დაუმთავრებელ სახლს? და თუ მიყიდა ... პროკურატურა თუ სოდი? |
Posted by: Natia_N_N 28 Jul 2009, 20:07 |
რაიონში "მაქვს" სახლი, რომელიც წესით ჩემია, მაგრამ ოფიციალურად არაა არც საჯაროში გატარებული და არც გადმოფორმებული. როგორც გავიგე იმ რაიონულ განყოფილებას უნდა მივმართო, მაგრამ ამხელა გზაზე ტყუილად რომ არ ვიარო, იქნებ დამაკვალიანოთ, რა საბუთები დამჭირდება და რამდენდღიანი პროცედურაა? იმ სახლში ეხლა ცხოვრობს მამიდაჩემი და ალბათ მემკვიდრეობის გაკეთება მოგვიწევს |
Posted by: badzudzu 30 Jul 2009, 00:00 |
Natia_N_N მეც შენ დღეში ვარ და რამდენიმე რჩევას მოგცემ. თუ რაიონში ჩასვლას ვერ ახერხებ არის აქ საჯაროს ავტორიზირებული მომხმარებლები ფირმები რომლებიც მაგ საქმეზე ირბენენ მარა საკმაოდ ფულს გამოგართმევენ, შენ დაგჭირდება მაგ მიწის და შენობის ლეგალიზება ანუ საჯაროს ლეგალიზაციის კომისიაზე უნდა გაიტანონ შენი ნაკვეთი და ალბათ დაგიმტკიცებენ. რაიონის არქივიდან უნდა ამოყარო ყველა ცნობა რომელიც მაგ ნაკვეთს და შენ პაპას ან ბებიას აკავშირებს ასევე დაგჭირდება მაგ ნაკვეთის აზომვითი ნახაზის გაკეთება იმის მიხედვით თუ რა ცნობებს მოიპოვებ არქივიდან. მერე ლეგალიზაციაზე წარადგენ. PS: ამ თემაში რამდენჯერმე ვიკითხე და ვერავინ მიპასუხა: ერთი ნაკვეთის ლეგალიზება ღირს ოფიციალურად 300 ლარი და უნდა გახდეს 50 ლარი. პარლამენტმა დაამთკიცა და ველოდებით მიშას ხელმოწერას. მარა როდის იქნება ხუი ივო ზნაეტ * * * ამ თემაში ყურის მგდებელი არავინაა და ისევ http://www.napr.gov.ge/index.php?m=157 ამ საიტზე ნომრებია და მაგათ გაუბურღო ტვინი აჯობებს |
Posted by: SAROKAWA 30 Jul 2009, 11:17 |
რა ხდება ეხლა მიწის ნაკვეთი არის 37 ადამიანის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მაგრამ არაა წილები გამიჯნული არადა სასამართლოში იყო ადრე საქმე და მორიგების აქტში განაწილებული იყო წილები ეხხლა მესაკუთრის გრაფაში წერია პროსტო ტიპები თავისი პირადი ნომრებით და აღწერა როა ესეთი განყოფილება მარტო სახელები და გვარები, წილების გარეშე და რა პონტია? |
Posted by: შევარდენი1906 30 Jul 2009, 13:00 | ||
ეგ არის მოსატანი რეესტრში და ცვლილებით დასარეგისტრირებელი |
Posted by: TROJAN 2 Aug 2009, 14:00 |
თუ რეესტრა 4 დღიან ვადაში არ მიიღო გადაწყვეტუილება არც რეგისტრაციაზე და არც უარზე მაშინ რა ხდება? ავტომატურად ითლება დარეგისტრიებულად? |
Posted by: შევარდენი1906 2 Aug 2009, 14:26 | ||
TROJAN
არა |
Posted by: TROJAN 2 Aug 2009, 15:54 | ||
აბა? ვადასაპატიოდ გეთვლება, რაც გადააცილეს? |
Posted by: შევარდენი1906 2 Aug 2009, 16:20 | ||
TROJAN
ოო არ გირჩევ ვადაგადამცილებელი თანამშრომლის ადგილზე ყოფნას |
Posted by: TROJAN 2 Aug 2009, 16:50 | ||
მე არ ვარ მის ადგილას მერე ვადა მე გადამიცილეს |
Posted by: შევარდენი1906 2 Aug 2009, 20:32 |
TROJAN უძრავი ნივთის მისამართი მომწერე პმ და განაცხადის რეგისტრაციის ნომერი ... მართლა |
Posted by: TROJAN 2 Aug 2009, 21:11 |
შევარდენი1906 მეც ვნახე საიტზე და მდგომარეობა არ შეცვლილა როგორც იყო ისეარის, 4 დღიანი ვადის გასვლის მუხედავად შენ რამე დამატებით იცი? |
Posted by: შევარდენი1906 2 Aug 2009, 21:44 | ||
TROJAN
ვიცი კი არა მივალ ხვალ სამსახურში და გავიგებ |
Posted by: TROJAN 2 Aug 2009, 21:46 | ||
ტეტუუუუ მანდ მუშაობ? მოგწერ ხვალ მე, მარა ისე რატო მოხდა, 4 დღე გავიდა ურეაქციოდ, უარი ან შეჩერება მაინც უნდა მომხდარიყო ხო? |
Posted by: simao0209 3 Aug 2009, 01:35 |
სამოქალაქო რეესტრს არ აქვს საიტი? ++++++++++++++++++++++++++++++++ |
Posted by: შევარდენი1906 3 Aug 2009, 02:30 | ||||
TROJAN
კი გელოდები უნდა მომხდარიყო რაიმე რეაგირება აუცილებლად simao0209
http://www.cra.gov.ge/ |
Posted by: simao0209 3 Aug 2009, 11:09 | ||
შევარდენი1906
დიდი მადლობა |
Posted by: ივანიჩ 3 Aug 2009, 11:15 |
შევარდენი1906 შენ გეცოდინება თუ არის საერთო საკუთრების სახლი (სულ ცხოვრობს 3 კაცი და გამიჯნულია 4 ნაწილად, 1/4 1/4 და 2/4 ნაწილებად), და ამონაწერში 1/4 ის პატრონ აქვს საგადასახადო გირავნობა თელავის საგადახასაადო ინსპექციის 2004 წლის რაღაც წერილით. ეს ხელს შეუშლის მე 2/4 ის პატრონს გამიჯვნა გავაკეთო და დავარეგისტრირო რეესტრში? |
Posted by: შევარდენი1906 3 Aug 2009, 11:57 | ||
IVANICHA
არა გირავნობა გადაყვება იმ 1/4-ს |
Posted by: ივანიჩ 3 Aug 2009, 19:29 |
ზუსტად იცი? ნოტარიუსმა ჯერ იკითხე რეესტრშიო და შენ ხომ იქ მუშაობ ტყუილად არ მინდა ამზომველს ფული მივცე (მეზობლის ყადაღას მე ხოარ მოვხსნი) ისე რა ჯდება აზომვითი ნახაზის გაკეთება ხოარ იცით? სულ 402 კვადრატია თავი ბოლო (2/4 ჩემი, 1/4/ და 1/4 მეზობლების) |
Posted by: შევარდენი1906 9 Aug 2009, 14:48 | ||||
IVANICHA
კი როგორც შენ მითხარი თუ ეგრეა მაშინ ზუსტად ვიცი ყოველ შემთხვევაში რომ მოხვალ რეესტრში მნახე და გავიაროთ ერთად ტელ თუ გინდა პმ მომწერე
აი მაგას კი ნამდვილად ვერ გეტყვი - არ ვიცი :0 არ აქვთ მაგათ ჩვენთან შეხება - სიას მოგცემ ავტორიზებული ამზომველი კომპანიების და დარეკე - სტანდარტული ფასებია |
Posted by: სანდროFCB 10 Aug 2009, 23:29 |
ვინმემ თ იცით .. მაქვს "ამონაწერი საჯარო რეესტრიდან" და მინდა გადავამოწმო http://www.cra.gov.ge/ სად უნდა შევიდე და რა კოდი უნდა ჩავწერო .. მითხარით რაა ვინმემ ..... |
Posted by: Elcorason 11 Aug 2009, 13:40 |
ეგ ლინკი სამოქალაქო რეესტრისაა. შენ უნდა შეხვიდე www.reestri.gov.ge და საკადასტრო კოდით მოძებნო |
Posted by: badzudzu 12 Aug 2009, 17:53 |
ლეგალიზაცია 50 ლარი გახდაოოო ????? |
Posted by: შევარდენი1906 12 Aug 2009, 18:01 | ||||
badzudzu
თბილისის და ბათუმის გარდა 11.08.2009: მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფასური 300-დან 50 ლარამდე შემცირდა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასური 300-დან 50 ლარამდე შემცირდა. “საჯარო რეესტრის შესახებ კანონში” შესული ცვლილება ძირითადად იმ მოსახლეობაზეა გათვლილი, რომლებმაც მაღალი გადასახადის გამო კუთვნილი მიწები ამ დრომდე ვერ დაიკანონეს. წლების წინ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისათვის გამოყოფილი მიწებიდან დღეისათვის მხოლოდ 10-20 % რეგისტრირებული. პრობლემის მოსაგვარებლად, პრეზიდენტის ინიციატივით სარეგისტრაციო თანხა 300-დან 50 ლარამდე შემცირდა. საკანონმდებლო ცვლილება არ ვრცელდება თბილისსა და ბათუმზე. http://napr.gov.ge/index.php?m=8&newsid=438 მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელის საკუთრების უფლების მისაღებად მოქალაქემ საჯარო რეესტრში უნდა წარადგინოს განცხადება, მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია. მოქალაქეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ტელ.: 48 12 48; 48 12 49. სანდროFCB
არა გადაამოწმე აქ https://public.reestri.gov.ge/NAPRWEB/ |
Posted by: TROJAN 12 Aug 2009, 22:18 |
შევარდენი1906 ბათუმში მდებარე ფართები მოწმდება ურპობლემოდ ხო? მარტო სახელიტ ვერა? რეგისტრაციის კოდი უნდა ვიცოდე? |
Posted by: tata_tata96 14 Aug 2009, 14:20 |
ძალიან გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ,მოკლედ ჩემმა მშობლებმა 80-წელს იყიდეს 80კვ ბინა ეზოში სადაც სულ 4 ოჯახი ცხოვრობს,გააფორმეს ნასყიდობა და ბინა მათზე გადავიდა,არ მიაქციეს ყურადღება მაშინ რომ ამ 80კვადრატულიდან 32 კვ არის მეზობელზე ,რომელმაც თავის მხრივ ამ ეზოში სახლი იყიდა 15წლის წინ ,ეს მეზობელი რეალურად ცხოვრობს იქ სადაც ბინის ძველიი მფლობელი ცხოვრობდა ,მაგრამ მასზე არ ყოფილა ესფართი დარეგისტრირებული ,მას ქონია ამ 80კვ-დან 32 კვადრატი რეგისტრირებული და მყიდველზეც შესაბამისად ეს გადავიდა,ანუ ჩემი ბინის 32 კვ.ეხლა ეს ოჯახი ითხოვს ჩემგან 32კვადრატს ,მე შევთავაზე მასიმ ფართის დაკანონება ჩემი ხარჯებით სადაც ეხლა ცხოვრობს ფართები თითქმის თანაბარია ,მაგრამ უარზეა,ამ დროს იმ ბინის ძველი მფლობელი და ყველა ადასტურებს რომ ეს 32კვ კი არა მან იყიდა ის სადაც ეხლაა,მაგრამ უარზეა გამოდის რომ ჩემი 32კვ უნდა მივცე,ისიც დაიკანონოს სადაც 15წელი ცხოვრობდა ,ამ შემთხვევაში რის გაკეთება შემიძლია?? |
Posted by: Elcorason 15 Aug 2009, 19:16 |
ასეთი შეკიტხვა მაქვს: მშობელმა შვილს ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა ბინა. ამის მერე აუცილებლად უნდა გატარდეს რეეტრში თუ როცა მოუნდება? და სანამ რეესტრში არ გაუტარებია ვის სახელზე ითვლება ბინა? |
Posted by: Registration 15 Aug 2009, 19:57 | ||
Elcorason
აუცილებლად უნდა გატარდეს. შვილი ბინაზე საკუთრებას მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ მოიპოვებს. რეგისტრაციამდე ბინის მესაკუთრედ მშობელი ითვლება. |
Posted by: შევარდენი1906 17 Aug 2009, 22:56 | ||||
TROJAN
არ არის აუცილებელი განაცხადის რეგისტრაციის ნომრის ცოდნა ერთ–ერთი პარამეტრიც საკმარისია – ნუ ფილტრისთვის რამდენიმე ჯობია მაგ.: გვერი და მისამართი.. Elcorason
მუხლი 525. ჩუქების ხელშეკრულების დადება. საჩუქრის დაპირება 1. მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან. 2. უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. 3. საჩუქრის დაპირება წარმოშობს ჩუქების ვალდებულებას მხოლოდ მაშინ, თუ იგი წერილობითი ფორმითაა დადებული.(8.12.2006 N 3879 ამოქმედდეს 2007 წლის 15 მარტიდან) |
Posted by: marta007 18 Aug 2009, 22:51 |
შევარდენი1906 როგორც მივხვდი რეესტრში მსახურობ, ფრიად სასიამოვნო, ეხლა მინდა შეკითხვით მოგმართო: წინა ისტორიების მოსმენით აღარ დაგღლი, ბოლო მომენტზე ვამახვილებ ყურადღებას: სასამართლოს მიერ დაყადაღებულ კერძო სახლზე შეიძლება თუ არა იპოტეკის რეგისტრირება(აღდგენა) არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, რომელიც ადრე(დაყადაღებამდე) გააუქმა იგივე არბიტრაჟმა სახლის ახალი მეპატრონის მოთხოვნით? თუ საჭიროა ამ სახლის საკადასტრო კოდსაც მოგაწვდით და ნახეთ, თავიდან რეესტრმა შეაჩერა იპოთეკის აღდგენა და მხოლოდ 150 ლარიანი ქვითრის დამატების შემდეგ აღადგინა იპოთეკა დაყადაღებულ სახლზე. რამდენად კანონზომიერია რეესტრის ეს ქმედება. მიტუმეტესს რომ სასამართლოში პროცესი ჯერ არ გამართულა და ყადაღა წინასწარ დაადეს სხვა აგრეთვე მომჩივანმა გაუქმებულმა( უკანონოდ, ტვიტონ ასე ტვლიან) იპოთეკარებმა. |
Posted by: marta007 21 Aug 2009, 00:53 |
რაღაც ძაან საეჭვოდ დადუმდნენ რეესტრელები ჩემს შეკითხვაზე * * * ნუ ესე იგი რეესტრს ვუჩივლებთ სასამართლოში, როგორც არაკომპეტენტური კადრების და გაყალბების წყაროს. ესეც თქვენი საჯარო რეესტრი. უვიცები და მექრთამეები. * * * შემოოიხედოს ერთი აქ მიშიკომ რა სახელმწიფოს აშენებს და დატკბეს FუF |
Posted by: შევარდენი1906 21 Aug 2009, 13:42 | ||
marta007
ახლა შემოვიხედე ამ ტემაში და რა დაგილანძღივართ ადამიანო მომწერე პმ საკადასტრო კოდი და ვნახავ ისე შვებულებაში ვარ სხვათა შორის და ფორუმის ხათრით თორემ მაგრად მკიდია |
Posted by: marta007 21 Aug 2009, 18:41 |
შევარდენი1906 შენ არ იცი მე რა დღეში ვარ ამ იპოტეკის გადამკიდე, სორი, ძალიან გტხოვ გამარკვიო იმ საკითხებში რაც ჩამოვწერე, პმ-ში საკადასტრო კოდსაც გაახლებ და ჩემს სახელს და გვარსაც. |
Posted by: merabik 26 Aug 2009, 16:12 |
არის ასეტი სიტუაცია: მცხეთაში იყო მიწა, და იქ გავიარე რეგისტრაცია, საკადასტრო აზომვითი ნახაზიც იქ გამიკეთეს და ჩავაბარე მცხეთას. ეხლა მჭირდება საკადასტრო გეგმის აღება, და ასე მითხრეს: მცხეთაში რომ იყო და იქ ჩააბარე ეგ დოკუმენტები მისცეს მცხეთის კოდიო. ეხლა ეგ მიწები თბილისს ეკუთვნის, და საბუთები კი გადმოვიტანეთ, მაგრამ კოდები მცხეთისაა და არ მოგცემთ გეგმას მანამ, სანამ თავიდან არ შემოიტან აზომვით ნახაზსო. თან რეგისტრაციის თანხაც თავიდან უნდა გადაიხადოო. რა ქვია ახლა ამას, ხომ არის ეს ყაჩაღობა სახელმწიფოს მხრიდან. გამოდის, რომ რაც ერთხელ გავაკეთე, იგივე პროცედურა მეორედ უნდა გავაკეთო და კიდევ ფული გადავიხადო? სამართლიანი იქნებოდა ვინც გადაწერა მიწები თბილისში მცხეთიდან, იმას გაესწორებინა თუ რამეა გასასწორებელი. არის რამე სხვა გამოსავალი რომ გამომძალველებს ფული არ გადავუხადო? |
Posted by: konfuci 27 Aug 2009, 11:39 |
marta007 არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ჩვეულებრივად აქვს სასამარტლო გადაწყვეტილების ძალა და სავალდებულოდ შესასრულებელია, ასე რომ რეესტრი მართალია, რაც სეეხება 150 ლარის მოთხოვნას არ ვიცი რატომ მოხდა, შეიზლება პირს დაჩქარებული მომსახურეობა უნდოდა, არბიტრაჯის გადაწყვეტილება რამდენად სამართლიანია სხვა თემაა!!! მაგრამ სავალდებულოდ შესარსულებელი ნამდვილადაა!!!! * * * merabik რაღაც სხვა ამბავია, მიდი და კარგად გაარკვიე ამ მიზეზით თავიდან რ მოგტოვდნენ 50 ლარს!!! თუ გეგმა არსებობს პრობლემა არ არის მოგცემენ!!! |
Posted by: Mr.Giorgi 27 Aug 2009, 12:51 |
თამარაშვილის 10 ნომერში არის "ერთიანი ეროვნული რეესტრი" საჯარო რეესტრის ლიცენზირებული ცენტრია, კომპეტენტური თანამშრომლებით მეტრო დელისიდან რომ ჩაუხვევევ პავლოვისკენ, შუქნიშანზე გადახვალთ თუ არა 50 მეტრშია ხელმარჯვნია, წარწერითაც ადვილათ იპოვით, აზომვებსაც აკეთებენ და სხვა იურიდიულ დახმარებასაც კონსულტაცია უფასოა 899787050 თამთა 311011თამთა თუ რამე პრობლემა გაქვთ ყველაფერში დაგეხმარებიან |
Posted by: marta007 27 Aug 2009, 13:29 | ||
konfuci
სასამართლოს მიერ დადებულ ყადაღას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს? იპოთეკა როცა დაარეგისტრირეს სახლზე ყადაღა იყო უკვე. ნუ მასინ არც ყადაღას ქონია მნისვნელობა ტუკი არბიტრაჟი გადაწყვიტავს, ასეა? |
Posted by: konfuci 2 Sep 2009, 09:47 |
marta007 კანონი ,,საჯარო რეესტრის შესახებ,, ითვალისწინებს უფლების რეგისტრაციას ყადაღის არსებობის შემტხვევასი, თუ უფლება წარმოშობილია სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე!!!! |
Posted by: შევარდენი1906 2 Sep 2009, 09:56 | ||
konfuci
ადრე ამდგარსა კურდღელს ვერ დაეწევა მწევარიო თუ როგორაა? |
Posted by: konfuci 2 Sep 2009, 10:42 | ||
რაღაც წაუაფირისტებს სახელი კი ჰქონია და.... |
Posted by: შევარდენი1906 2 Sep 2009, 20:27 | ||
konfuci
არა ეგ ნამეტანი მკაცრია პაწესწაუაfირისტებს მაინც გეთქვა |
Posted by: I-GOLDGIRL 3 Sep 2009, 00:25 | ||||
რეესტრი ვალდებული რეგისტრაციაში გაატაროს საბუთები და არ არის ვალდებული შეამოწმოს მისი სისწორე, რაც შეეხება ყადაღის დადება ,მოხსნის ამბებს, იპოთეკა მოიხსნა უკანონოდ, ვინაიდან იპოთეკის ხელშეკრულების გასაუქმებლად საჭიროა იპოთეკარის წერილობითი თანხმობა, და ისიც მხოლოდ ნოტარიუსთან, თუ ეს ხელშეკრულება ნოტარიუსთან არის დადებული და არა საჯაროში. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, იპოთეკის აღდგენა რეესტრის მიერ ეს რაღაც ახალია, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა სასამართლოს გზით შეილება ისევე როგორც უკანონო ყადაღის მოხსნა. ყადაღის დადების შემდეგ კი რეესტრში ვერანაირი რეგისტრაცია ვერ მოხდება, ყადაღის მნიშვნელობაც ეგ არის. (გაყიდვა, ჩუქება, ხელახალი იპოთეკა ა.შ.)
კეთილო ადამიანო აქამდე ვეღარ მოვახერხე მაგრამ ახლა გიხდი უღრმეს მადლობას გულისხმიერების და დახმარებისათვის, |
Posted by: marta007 3 Sep 2009, 02:04 | ||||
konfuci
ადრე განვმარტე და ვიმეორებ, იპოთეკის რეგისტრაცია მოხდა სასამარტლოს მიერ დაყადაღებულ სახლზე შემდგომ არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით და სააღმსრულებლოს ფურცლით, სასამართლო გადაწყვეტილება იპოთეკის აღდგენაზე არ ყოფილა. I-GOLDGIRL
სასამართლოს ველოდებით მაგ საკითხზე. არბიტრაჟმა მოხსნა იპოთეკები ისე რომ საერთოდ არ გაგვაგებინა. კი, ნოტარიუსთან იყო ჩვენი ხელსეკრულებები დადებული. მერე ჩვენი სასამართლოში საჩივრის შეტანის გამო დაყადაღებულ სახლზე არბიტრმა აღადგინა მხოლოდ ერთი იპოთეკა ოთხიდან. სამ იგრაეტ სამ პაიოტ, რა. რეესტრმაც გაატარა რეგისტრაციაში. |
Posted by: შევარდენი1906 3 Sep 2009, 09:58 | ||
I-GOLDGIRL
შემრცხვა |
Posted by: konfuci 7 Sep 2009, 15:05 | ||||||
I-GOLDGIRL მაპატიე თუ ცუდად გამომდის, მაგრამ რა ვქნა, პროფესია არ მაძლევს სხვანაირად მოქცევის საშუალებას არც ერთი წინადადება არ არის მარტალი!!! 1.
რეესტრში რეგისტრირდება უფლებები და არა საბუთები, ასევე რეესტრი პასუხს არ აგებს სიყალბეზე და არა სამარტლებრივ გამარტულობაზე, ამ პრინციპით პარლამენტის სენობა გო გაყიდონ ტიპებმა, რეესტრმა რა არ უნდა შეამოწმოს??? 2.
არ არის სწორი იპოტეკის მოხსნის ბევრი შემტხვევა არსებობს მაშინ თუ ტიპი არ ტანხმდება მოხსნაზე, მაგალითად დეპონირების ინსტიტუტი, სასამარტლო გადაწყვეტილება!!! ტან არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება ხელ-ბა დადებული ნოტარიუსტან თუ რეესტრში, კანონმა ამ კუთხით დამოწმება გაათანაბრა და ეს პრაქტიკა არის რეესტრშიც. დსისხლის სამარტლის დანასაულობა კი მგელი მოვა და შეგჭამს უფრო გავს იმიტომ რომ 2. ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები არ არიან არც საჯარო მოსამსახურეები და არც მათთან გათანაბრებული პირები. (სახელმწიფო რეესტრის შესახებ კანონი) 3.
პირვანდელი მდგომარეობის არდგენა ხდება, უკანონო ადმინისტრაციული აქტის გაუქმებითაც, მაგალიტად უკანონოდ რომ დაგაჯარიმონ და მერე თვითონ გააუქმონ არ სეიძლება??? ყადაღის რეგისტრაცია ბუა კი არ არის, დიახაც სეიზლება ყადაღის შემთხვევაშიც ზოგჯერ რეგისტრაცია, მაგალითად კაცს რომ ედავები სასამარტლოში, და მოკვდება მისი შვილი ხომ უნდა ცაერთოს უფლებამონაცვლედ, ასეა ამ დროსაც, სამართალმემკვიდრე ითვლება მართლზომიერ მფლობელად და რეგისტრაცია ნო პრობლემ და კიდევ ყადარა არ აჩერებს რეგისტრაციას, თუ სარეგისტრაციო უფლება წარმოიშვა იღულებითი განკარგვის შედეგად აჰა მუხლიც საჯარო რეესტრის სესახებ კანონიდან: მუხლი 19. 2. ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება: ა) ყადაღადადებული და განკარგვააკრძალული უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის საკუთრების უფლების ან ყადაღადადებული ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებითი განკარგვის შედეგად წარმოშობილი უფლების რეგისტრაციაზე. ამ პუნქტით დადგენილ შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც არის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის საგნის მესაკუთრის უფლებამონაცვლე; marta007 საარბიტრაჟო აქტს სასამართლო გადაწყვეტილევის ზალა აქვს ბო4$344543ლი ვიყო!!!! ნუ მაქექინებ ახლა კანონებსჰი ტორემ ამასაც მოვძებნი იცოდე შევარდენი1906 ეგრე არ არის ძმაო???? |
Posted by: AnnabelLee 8 Sep 2009, 15:54 |
თუ იცით საიტი სადაც შემიძლია გავიგო პიროვნების პირადი ნომერი მისი სახელის გვარისა და დაბადების თარიღის მიხედვით? |
Posted by: marta007 8 Sep 2009, 17:28 | ||||||||
konfuci
ერთი ეს წინადადება ქარტულად გადმომიტარგმნე: პასუხს არ აგებს სიყალბეზე და არა სამარტლებრივ გამარტულობაზე
არაფერი უკანონობა არ არის არბიტრაჟის გადაწყვეტილებაში მითითებული, წერია რომ ასე მოისურვა სახლის ახალმა მეპატრონმაო, ასე მაგის სურვილების გატვალისწინებით გადაწყვიტავს არბიტრი და რეესტრიც დაარეგისტრირებს დაყადაღებულ ბინაზე ახალ იპოტეკებსაც? იქნებ გაყიდვაც მოისურვოს? იიიშ, რა კარგია
მიტოვების რეგისტრაცია რაღას ნიშნავს, ვენაცვალე ქართულში მაგის დამწერს
აქ თუ ვინმე რამეს გაიგებს.... რაო კარტული სულ აგარ გეკერკებატ? გადმოწერეთ მაშინ ბარემც კანონები სრულად ინგლისურად, მთარგმნელს მაინც დავიქირავებ და გაუგებრობაში არ ვიქნები ვა, რა ქვეყანაა..... |
Posted by: KIRILE-11 8 Sep 2009, 17:46 | ||
marta007
ისე რეესტრი ბევრ რანეში სცოდავს, მაგრამ ამ შემთხვევაში არბირაჟის გადაწყვეტილებაა არასწორი, მაგრამ სანამ ეგ გადაწყვეტილება არ გაუქმდება, მანამდე მოქმედია და სავალდებულო შესასრულებლად ყველასთვის. |
Posted by: marta007 8 Sep 2009, 20:38 | ||
KIRILE-11
ნეტა მარტო რეესტრი სცოდავდეს, ფასადების გადაღებვასავითაა ჩვენი კანონმდებლობა, ამოდენა უფლებები მიანიჭეს არბიტრებს და პასუხისმგებლობა ნოლი, სისხლის სამართალშიც ავღძარით საქმე არბიტრის წინააღმდეგ, ხოდა, ჩვენაო დაველოდებითო სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასო, ესაა საქმე? არ მოვეშვებით, ყველგან ვიჩივლებთ და ყველას ვუჩივლებთ, სტრასბურგშიც რომ დაგვჭირდეს, იქაც, ვნახოთ ეს უსამართლობა რა დაუჯდება ამ ქვეყანას, ცოტა რომ გამწარდებიან მერე ხომ დახვეწავენ კანონებს? |
Posted by: KIRILE-11 9 Sep 2009, 09:18 | ||
marta007
კაი, რამ გაგამწარა? იბრძოლე, მაგრამ ჯობია მშვიდად იბრძოლო |
Posted by: შევარდენი1906 9 Sep 2009, 09:27 | ||||||||
konfuci
გლეჯამ რა marta007
რაო წერტილ-მძიმეებს გვიმოწმებ პატივცემულო?
რას უწუნებ? ალტერნატივა შემოგვთავაზე და კანონში ცვლილებების პროექტს მოვამზადებთ
პოლიტიკური განცხადებები შესაბამის განყოფილებაში გეთაყვა ჩვენ მხოლოდ ჩვენს სიკეთეზე ვაგებთ პასუხს |
Posted by: marta007 9 Sep 2009, 18:59 | ||||||||
KIRILE-11
სიმშვიდეს რომ არ ვინარჩუნებდე, აქ ბეჭდვის და ლოდინის უნარს... მაგრამ ზომა აქვს ყველაფერს.... შევარდენი1906
რა წერტილ მძიმე, აზრი ვერ გამოვიტანე, ვა. რას ნიშნავს მაინც მიტოვებული რეგისტრაცია? გაუქმებულს ტუ წაუღებელს?
არც პოლიტიკურს ვაკლებ, შენ არ იდარდო, მეშენ გეტყვი და მიზეზს ვერ იპოვი
კი, კი, თქვენსაზე მარჯვედ ხართ, ვერავინ წაგართმევთ აბა შენ იყო ჩემს ადგილზე |
Posted by: konfuci 10 Sep 2009, 09:17 | ||
marta007
და აქ ჩვენ ან რეესტრი რა შუაში ვართ!!! მეორეჯერ უნდა წაიკითხო და გაიგებ!!! მაგრამ მანამდე მშვიდად გეხვეწები საიდან მოიტანე რომ ეგ კანონი უცხოურიდან არის ნატარგმნი!!!, არც ერთი სიტყვა არ არის უცხოური!!! ეგ ზუსტად ვიცი!!!! წმინდა ქართული შემოქმედებაა და სხვათა შორის წლის ყველაზე ლიბერალურ (სამართლიან) კანონად დასახელდა!!! ეს ისე!!!! მიტოვების რეგისტრაციას რაც შეეხება, საკუთრების უფლება რომ მივატოვო არ შეიძლება??? თუ მიატოვებს პირი არ უნდა დარეგისტრირდეს????, მიტოვებული რეგისტრაცია ნიშნავს იმას რომ საკუტრების უფლებაზე ვამბობ უარს და ამის შედეგედ ქონება ხდება სახელმწიფო საკუთრება!!! ხო კიდევ სიყალბე ნიშნავ იმას რომ პირმა გააყალბა ვთქვათ არბიტრაჟის გადაწყვეტილება რეესტრს არ აქვს შესაბამისი ცოდნა გამოიკვლიოს, ამ სიყალბის არსებობა, ეს არის ექსპერტის საქმე და ამაზე რეესტრი პასუხს არ აგებს, (ხელმოწერის ექსპერტიზა ქარალდის და აშ) მაგრამ რაც შეეხება წარმოდგენილი დოკუმენტის კანონმდებლობასთან შესაბამისობას ცხადია ამის შესწავლის ვალდებულება აქვს ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოს, (გარემოების გამოკვლევის პრინციპი ჰქვია ამას გლეხურ ენაზე) მაგალიტად სისულელეა იმის მტკიცება რომ მე არაფერ შუაში ვარ მომიტანეს და დავარეგისტრირეო, როდესაც ხედავ რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განკარგა პარლამენტის შენობა!!! აი ეგ არის სამართლებრივი გაუმართაობა წარმოდგენილი დოკუმენტაციის!!! ისადა რეესტრს რო უჩივიხარ, მანამდე არ გინდა ქართულის მასწავლებელზე გეჩივლა??? რაღაც ბევრ რამეს ვერ გებულობ არ გეწყინოს, ეგეთი ენა მაქვს მაგრამ გულით ვარ კეთილი!!!, სარეგისტრაციო ნომერი მომწერე პიემში და ვეცდები გავარკვიო!!! შენ საქმეზე რა მოხდა!!! თუ ვერ გიშველე რამეს გირჩევ მაინც, დამიჯერე რაღაც გამეგება ამ დარგში!!! |
Posted by: შევარდენი1906 10 Sep 2009, 09:50 | ||||||
konfuci
ავტორა ნა სცენუ marta007
მიწერე გირჩევ |
Posted by: marta007 11 Sep 2009, 03:23 | ||||||||||||
konfuci
ნო კომენტ.
ვინ ტოვებს თავის ქონებას თავის ნებით? ეს წართმევის ახალი ფორმაა? ადრე მაგას ექსპროპრიაცია და ნაციონალიზაცია ერქვა ანუ ჩამორთმევა. მიტოვებულ ეკლესიას ეშმაკუნები ეპატრონებიანოოო, გამიგია
მასწავლებელ-ზე არა, მასწავლებლისტვის
მადლობელი ვიქნები
არ მწყინს, უკვე იმდენი მეწყინა სხვებისგან შევარდენი1906
კარგი |
Posted by: konfuci 11 Sep 2009, 09:31 | ||||
შენ წარმოიდგინე რომ არა მარტო წართმევის ფორმა ჩუქება იყო!!! ისადა რატომრაც არ მეგონა აქ გამართულად რომ უნდა მეწერა მართა, აწი ვეცდები გამოვასწორო იურისტებს არც გვევალება, გრამატიკა ხელს გვისლის საქმეში, მაგრამ მაინც ვეცდები გადავხედავ შენს საქმეს!!!
კაი იყო!!!! |
Posted by: marta007 11 Sep 2009, 15:09 | ||
konfuci
|
Posted by: vibla80 15 Sep 2009, 13:03 | ||
როდესაც უძრავი ქონების რეგისტრაცია ყალბი დუკუმენტების საფუძველზე ხდება რეესტრი არაფერშუაშია? მაგალითად.: ტერიტორიულმა ორგანომ გასცა ყალბი ცნობა რომ, მოქალაქე მიღება -ჩაბარების აქტის საფუძველზე ფლობს მიწის ნაკვეთს, როცა ის აქტი სინამდვილეში სხვა პირს ეკუთვნოდა . იმ ცნობას მერე ტიპმა გაყალბებული საკადასტრო ნახაზი და აქტიც დაუმატა, რომელზეც მომიჯნევე მეზობლების ხელმოწერებიც თავად გააყალბა ( რეგიონებში ამზომავი ფირმები, თურმე, ასეთ ბეჭედასმულ ნახაზებს ე.წ "დაინტერესებულ პირს" უტოვებენ, რომ მან მეზობლებს ხელი მოაწერინოს. ამიტომ, იოლად შეუძლია ხელიც თვითონვე მოაწეროს და როცა ამ "დოკუმანტაციას" რეესტრში მიიტანს და ადმინისტრაციულ მუშაკებს უფლება აქვთ არც კი ჩაიხედონ დოკუმენტებში, (არც შეამოწმონ, რომ მაგალითად, იმ ცნობასა და მიღება -აქტში სხვადასხვა გვარებია ) და საკუთრების უფლება რომ გასცენ, პასუხისმგებლობასაც არავინ მოსთხოვთ? |
Posted by: Say_or 15 Sep 2009, 16:20 | ||
vibla80
დავიწყოთ იქიდან, რომ უძრავი ქონების რეგისტრაცია არ ხდება - რეგისტრირდება უფლება ამ ქონებაზე. რაც შეეხება რეესტრში წარდგენილ ყალბ დოკუმენტებს, ''საჯარო რეესტრის შესახებ'' კანონში პირდაპირ წერია, რომ საჯარო რეესტრის თანამშრომელი პასუხს არ აგებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, იგი პასუხისმგებელია მხოლოდ უფლების დამდგენი დოკუმენტაციიდან მონაცემების სწორ გადატანაზე ელექტრონულ წიგნში. ამდენად, თუ წარდგენილია ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი, თავისი აზომვითი ნახაზით (რომლის გაყალბება საერთოდ არაა საჭირო) და მის საფუძველზე დარეგისტრირდა უფლება უძრავ ქონებაზე, პასუხისმგებელია არაა რეესტრი, არამედ ამ ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის შემოქმედი. რეესტრს არც იმის საშუალება გააჩნია, რომ წარმოდგენილ დოკუმეტებს ექსპერტიზა ჩაუტაროს, არც ამის უფლებამოსილება და არც ვალდებულება, რაც იდეაში სწორია... პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს მაშინ, როცა წარმოდგენილი დოკუმენტი გარეგნული ფორმით და რეკვიზიტებით არანაირად არ პასუხობს კანონს, მაგალითად აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების მოწმობა გაცემულია არა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ან ადგილობრივი თვითმმართველობის), არამედ ვთქვათ შპს ''დელტაკლინიკის'' მიერ აქ ნათელია, რომ მოწმობა ყალბია და ამას არააირი ექსპერტიზა არ ჭირდება, ანუ აქტი არ პასუხობს დადგენილ რეკვიზიტებს. სხვა შემთხვევაა, როცა დოკუმეტი ფორმალურად სწორადაა შედგენილი, მაგრამ სიყალბე სწორად შეყვანილ რეკვიზიტებშია. იმედია გასაგებად დავწერე |
Posted by: vibla80 16 Sep 2009, 10:56 | ||||
მადლობა. იმ კონკრეტულ შემთხვაში, რომელიც მაინტერესესებს მოხდა ყიდვა -გაყიდვის გარიგება, მაგრამ დარღვევებით განხორციელდა. მიღება-ჩაბარების აქტი ნამდვილია და ეკუთვნოდა გამყიდველს. ოღონდ, სოფლის გამგეობიდან იმ ერთი აქტის საფუძველზე რეესტრში წარსადგენი " ცნობების" აღება, როგორღაც ორივე ტიპმა მოახერხა: პირველმა- სახლის შესახებ და გამყიდველთან კანონიერი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაც გააფორმა, მაგრამ ნაკვეთის შესახებ "ცნობა" რწმუნებულმა პირდაპირ მყიდველს მისცა და იმ ყალბი ცნობის საფუძველზე ყიდვა-გაყიდვილ ხელშეკრულების გარეშE დაირეგისტრირა მყიდველმა ნაყიდ ნაკვეთზე უფლებები. საფეხურის გამოტოვების გამო გადასახადებს რომ თავი აარიდეს, ამაზე არ ვიდარდებდი, რა თქმა უნდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ მყიდველმა იმაზე ორჯერ მეტი ტერიტორია ააზომინა ფირმას, ვიდრე გამყიდველი ფლობდა მიღება- ჩაბარების აქტით და საკადასტრო ნახაზის აქტზეც მომიჯნევე მეზობლების ავტოგრაფებიც თავადვე დასვა და ამ გაბერილი ზომების გამო მის ფარგლებში აღმოჩნდა ჩემი ნაკვეთის მოზრდილი ნაწილიც, რომელსაც ვფლობდი მიღება- ჩაბარების აქტით. ვაპირებ სასამართლოს მივმართო ამ რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ისე, საქმე ერთი მიღება-ჩაბარების აქტის ორ მფლობელთან კი არა მყიდველთან და გამყიდველთან რომ ჰქონდათ , რეესტრის მუშაკები იოლად შეიძლება მიმხვდარიყვნენ, რადგან, სახლის ყიდვა -გაყიდვის ხელშეკრულებაც თავადვე იმავე მომენტში დაარეგისრტირეს . ე.ი შეგვიძლია ნებისმიერი ზომის ფართობზე დავირეგისტრიროთ ხოლმე უფლელბები, ისე რომ აქტშიც კი არავინ ჩაიხედავს? ხომ დახოცა ასე ხალხმა დავებით ერთმანეთი? მოკლედ, ამ მყიდველისა და გამყიდველის გარდა რომელი ადმინისტრაციული ორგანოა ჩემი სარჩელის მოპასუხე მხარე? |
Posted by: Say_or 16 Sep 2009, 11:28 | ||
vibla80
ნუ მე იმას ვამბობ, რასაც კანონი ამბობს, თუმცა თვქნეს შემთხვევაში, ცხადია, რეესტრს არანაირი უფლება არ ქონდა მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ ფათობზე მეტი ფართობი დაერეგისტრირეინა. |
Posted by: Suleluka 19 Sep 2009, 15:05 |
წინა პოსტების წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა ესეთი კითხვა ერთი ეზო იყო დარეგისტრირებული სხვა და სხვა საკადასტრო დოდებით, შეცდომით ჰქონდა მინიჭებული 2 ნომერი ერთ ნაკვეთს როგორ მოხვდა ეგ ნამდვილად არ ვიცი მოკლედ ერთერთ მაცხოვრებელს ჰქონდა სხვა კოდი, ხო და ნასყიდობაში ეწერა რომ იყიდა 12 კვ/მ, მერე 1 მეზობელს მოაწერინა ხელი რომ 72 აქვს და რეესტრმა გაუტარა, მერე ეს კოდები გამოსწორდა ყველა დაგვსვეს ერთ კოდზე, ნუ ეს იმის მერე გამოსწორდა რაც მე მოკითხე რატოა 2 კოდი ერთი და იგივე მიწის ნაკვეთზე, ხოდა რა მაინტერესებს, ეხლა ხომ ჩანს რომ 1 ეზოა და ჩემი ხელმოწერის გარეშე არ შეიძლებოდა იმას რომ მხოლოდ თავის ოთახები აეზომა ცალკე ჩემი თანხმობის გარეშე, წესით ის აზომვა უნდა გაუქმდეს, მასეთ შემთხვევაში სად უნდა მოვითხოვო შიდა აზომვის გაუქმება? |
Posted by: ekuna1 21 Sep 2009, 12:01 |
რა მაინტერესებ იცით, ჩემი ბინის სარდაფში ვიწყებ კომერციულ საქმიანობას და რეესტრსი ცალკე უნდა გატარებაა? და კიდევ ბინა ბებიაჩემზეა და მარტო სარდაფი როგორ შეიძლება ჩემზე გადმოვიფორმოო? |
Posted by: Elcorason 21 Sep 2009, 13:23 |
ekuna1 ბინა და სარდაფი რეეტრში ცალ-ცალკე ტარდება. ვერ გამიგია რატომ. მქონდა პრივატიზების ხელშეკრულება სადაც ორივე ერთად იყო დაფიქსირებული. ალბათ იმიტომ არეგისტრირებენ ცალკე რომ მეტი გადასახადი შეუვიდეთ. |
Posted by: GASPAR 21 Sep 2009, 13:50 |
თანხა არაფერ შუაშია. აქ არის ლაპარაკი სხვადასხვა უძრავ ნივთზე, რომელიც ერთმანეთთან არანაირდ არ არის დაკავშირებული. |
Posted by: ekuna1 22 Sep 2009, 16:43 |
როგორ არ არის დაკავსირებული ბინის სარდაფია ცალკე ჰაერზე კი არ გაჩნდა. |
Posted by: შევარდენი1906 23 Sep 2009, 09:55 | ||
ekuna1
რატომ არის ბინის სარდაფი ? რადგან ორივე ერთი ადამიანისაა? თუ კიბით არის დაკავშირებული ბინასთან, მაშინ გასაგებია ... თუ არა და ცალკე უძრავი ნივთია ... |
Posted by: NAPR 23 Sep 2009, 12:20 |
შევარდენი1906+1 GASPAR+1 * * * შევარდენი1906 მეც შემოგიერთდები და ვეცდები დახმარების გაწევას ნებისმიერისთვის |
Posted by: შევარდენი1906 24 Sep 2009, 09:10 | ||
NAPR
რამე რომ იყოს ნიკს არ გაყიდი? |
Posted by: TAMADA 24 Sep 2009, 12:18 |
გადაფარვის შემთხვევაში ამხანაგობის თანხმობაა საჭირო თუ ინდივიდუალურად ყველა მესაკუთრესი, ნახაზის გასწორებისას? |
Posted by: მაჰათმა განდი 24 Sep 2009, 13:58 |
თუ შეიძლება საჯარო რეესტრის ელექტრონული მეილის მისამართი გამოაქვეყნოთ ამ თემაში? გუშინ, მშენებარე ბინის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით წერილი მივწერე აღნიშნულ მეილზე: info@napr.gov.ge (რომელიც მათ ვებ საიტზე არის მითითებული) სამწუხაროდ, წერილი ადრესატს არ მიუვიდა და დამიბრუნდა უკან, შემდეგი შინაარსის ტექსტით: From: "postmaster@napr.gov.ge" <postmaster@napr.gov.ge> -------------------------------------------------- This is an automatically generated Delivery Status Notification. Delivery to the following recipients failed. info@napr.local პატივისცემით, განდი. |
Posted by: NAPR 24 Sep 2009, 15:10 |
შევარდენი1906 გითხარი მე შენ როცა ვაკეთებდი ნიკს შემეხვერწებითქო |
Posted by: ივანიჩ 24 Sep 2009, 15:30 |
Mr.Giorgi აზომვითი ნახაზის გაკეთება რა ჯდება? სხვენის აზომვა მინდა |
Posted by: შევარდენი1906 24 Sep 2009, 15:53 | ||
NAPR
|
Posted by: GASPAR 24 Sep 2009, 19:09 |
IVANICHA 1 კვ.მ 1 ლარი მაქსიმუმ |
Posted by: ვიღაცაგადარეული 25 Sep 2009, 14:44 |
ნომერი მითხარით რა ვინმემ რეესტრის ვიპოვე უკვე............ |
Posted by: sansli 25 Sep 2009, 15:39 |
საჯარო რეესტრი დგეს რომელ საათამდე მუშაობს |
Posted by: giorgitab 25 Sep 2009, 15:52 | ||
sansli
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის ცხრიდან და საღამოს ექვსამდე |
Posted by: Mr.Giorgi 27 Sep 2009, 14:08 |
IVANICHA შიდა 60 თეთრი საკადასტრო 50 |
Posted by: katika555 7 Oct 2009, 22:00 |
გამარჯობათ, მაინტერესებს რამოდენიმე საკითხი: მიშენებასთან დაკავშირებით: 1. კორპუსი, ან მრავალსაცხოვრებლიანი სახლი რამდენი მაცხოვრებლიდან ზევით ითვლება? 8 ოჯახი ცხოვრობს 2 სართულიან სახლში (4 ქვევით 4 ზევით) კორპუსია? 2. ამ სახლს არ ყავს ამხანაგობა, არც შესაბამისად თავჯდომარე, ვის მივმართო და რამდენად შემაფერხებს ეს 40 კვ,მ მიშენების რეგისტრირებისათვის? მადლობა წინასწარ... |
Posted by: ekuna1 9 Oct 2009, 16:15 |
თუ იცით ვინმემ სახლის სარდაფის გატარება მინდა საჯარო რეესტრჰსი და მე მინდა გადავიფორმო ჩემსს ახელზე, სახლში ჩაწერილი ვარ ჩემ სახელზე არაა უბრალოდ შეიზლება ესეთი რამ თუ სახლის ვიზეც არის იმან ტითონ უნდა გაიფრომოს სარდაფიც? |
Posted by: TAMADA 10 Oct 2009, 01:12 |
სარდაფის გადაფორმება ვერ მოხერხდება , სანამ საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე არ გახდებით პატივცემულო. |
Posted by: შევარდენი1906 10 Oct 2009, 14:58 | ||
TAMADA
რატომ ვითომ რა შეუშლის ხელს ? |
Posted by: TAMADA 10 Oct 2009, 16:52 |
რამ უნდა შეუწყოს ხელი ის მითხარი თორემ შეშლით ბევრი რამ შეუშლის ხელს. |
Posted by: შევარდენი1906 10 Oct 2009, 17:22 | ||
TAMADA
თუ ამხანაგობა კრების ოქმით გადაწყვეტს, რომ სარდაფი გადმომეცეს მე რომელსაც საერთოდ არაფერი შეხება არ მაქვს მაგ კორპუსთან - ძალიან ჩვეულებრივად დავირეგისტრირებ |
Posted by: TAMADA 10 Oct 2009, 19:51 |
კანონს ხომ არ მიმითითებდით? საჯარო რეესტრი განმცხადებელს თხოვს პირველ რიგში საჯარო რეესტრის ამონაწერს, საკადასტრო გეგმას,კრების ოქმს და შემდეგ სხვა დანარჩენს თუ ცვლილებაა ეგებ მიმითითო კანონი შეცდომაში სხვებიც ,რომ არ შევიყვანო. |
Posted by: Say_or 12 Oct 2009, 10:00 | ||||
katika555
''ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ'' კანონის მე-2 მუხლის ''გ'' ქვეპუნქტი: მრავალბინიანი სახლი – სახლი, რომელიც შედგება ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან); ანუ შენი კორპუსი მრავალბინიან სახლად ითვლება. მიშენებისთვის გჭირდება ნებართვაც და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმიც, რისთვისაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნა აუცილებელია. * * * შევარდენი1906
ეგ როგორ, თუ ახსნი კარგს იზავ. ''ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ'' კანონის მე-4 მუხლი: 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). 2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა. ანუ სარდაფი და სხვა სამეურნეო ფართი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგონბის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებას განეკუთვნება და მათზე საკუთრების უფლების დასარეგისტრირებლად ამ მუხლის მე-2 ნაწლში პირდაპირ წერია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს კრების ოქმი და ნახაზი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრად კი ის ითვლება, ვისაც აქვს ინდივიდუალური საკუთრება მრავალბინიან სახლში გარდა ამისა, სარდაფი და მისთ. საერთო საკუთრებაშიც არ გადის, რის გამოც მისი სარგებლობით გადაცემა არ შეუძლია მესამე პირებზე ამხანაგობას, განკარგვაზე ხომ ზედმეტია საუბარი, ამავე კანონის მე-6 მუხლი. |
Posted by: ekuna1 12 Oct 2009, 14:02 |
ნუ მეპატრონე გაატარებს რეესტრსი უბრალოდ ზველ საბუთებში ვერსად ვერ ვნახეთ სარდაფზე ინფორმაცია და როგორ უნდა მოვიქცეთ? საჯარო რეესტრში რო ვრეკავ საინფორმაციო ცენტრმა არაფერი არ იცის და ცხელ ხაზზე უზრდელი ოპერატორი ყავთ ვიღაჩ კაცი. |
Posted by: Say_or 12 Oct 2009, 15:50 | ||
ekuna1
ვერც ნახავთ უფრო სწორად, ჯობია ვერც ნახოთ. სარდაფზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის საჭიროა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ოქმი, აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია და + ამას რეესტრი ითხოვს ტექ.ბიუროს არქივიდან უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფომაციას (ცნობა-დახასიათებაც წავა) ამ სარდაფზე, სადახ ეწერება რომ ეს სარდაფი არავისზე არ არის აღრიცხული. ანუ ყოველშემთხვევისთვის თავს იზღვევს, რომ რომელიმე სხვა მეზობელზე არ იყოს აღრიცხული |
Posted by: ekuna1 12 Oct 2009, 16:09 |
sailor_ ძალიან დიდი მადლობა ესეთი სრულყოფილი პასუხისთვის |
Posted by: ივანიჩ 12 Oct 2009, 18:26 |
დღეს ვიყავი საჯარო რეესტრში მე- 2 სართული მშვენივრადაა გაკეთებული მგონი რევოლუცია მოხდა ეს ხუმრობით და სერიოზულად თუ ვიტყვით დღე ჩავაბარე სხვენის და მანამდე არასწორად დარეგისტრირებული ფართის კორექტირებული ვარიანტი, იმედი მაქვს 4 დღეში ჩემთვის სასურველი პასუხი იქნება, რაც მომთხოვეს ყველაფერი გავაკეთე და მივუტანე |
Posted by: katika555 13 Oct 2009, 11:36 |
sailor_ მადლობა გაიხარე, მაგრამ თუ ამ "კორპუსის" მობინადრეებს არ სურთ ამხანაგობის ჩამოყალიბება.. რეალში არავის არ აინტერესებს, მე როგორც ჩვეულებრივ მოსახლეს ვის დავაძალო ან მოვთხოვო ამხანაგობის ჩამოყალიბება? და რა იურიდიულ სტატუსშია ეხლა კორპუსი თუ არ ყავს "ამხანაგობა" |
Posted by: Say_or 13 Oct 2009, 12:08 | ||
katika555
კანონის ამოქმედებით ამხანაგობა ჩამოყალიბებულად ითვლება, უბრალოდ გარკვეული პორცედურებია გასავლელი ადგილობრივ თვითმმართველობაში და ამას ვერავი დააძალებ უბრალოდ უნდა დაარწმუნო მეზობლები ამხანაგობის შექმნის აუცილებლობაში, უთხარი რომ კორპუსის მიწის საზღვრების დადგენა ხდება, ამ საზღვრებში მოქცეული ავტოფარეხების დაკანონება იქნება შესაძლეელი, ასევე სარდაფების, სხვენის და ა.შ. არანაირი იურიდიული სტატუსი არ აქვს კორპუს |
Posted by: ekuna1 14 Oct 2009, 12:11 |
ვაიმე ნუ შეგაწუხეთ ამ სარდაფით მაგრამ ერთი კითხვა მაქვს კიდევ მფლობელი თანახმაა რო ჩემ სახელზე გადმოაფორმოს სარდაფი მეც ჩაწერილი ვარ ბინაში და ვერც მაგ შემთხვევაში ვერ მოხერხდება? |
Posted by: Say_or 15 Oct 2009, 12:05 |
[quote]ვაიმე ნუ შეგაწუხეთ ამ სარდაფით მაგრამ ერთი კითხვა მაქვს კიდევ მფლობელი თანახმაა რო ჩემ სახელზე გადმოაფორმოს სარდაფი მეც ჩაწერილი ვარ ბინაში და ვერც მაგ შემთხვევაში ვერ მოხერხდება? [/quote ჩაწერა აღარ რსებობს, ანუ მაგ მისამართზე რეგისტრირებას გულისხმობ. ეს არ არის საკმარისი, ბინაზე შენი საკუთრების უფლება უნდა იყოს რეგისტრირებული თითონ გაიფორმოს და მერე განკარგოს შენზე. |
Posted by: QKD 15 Oct 2009, 17:19 |
ტექ. ბიუროდან ცნობა რომელ სართულზე უნდა ავიღო? http://www.ubralo.caucasus.net |
Posted by: SAROKAWA 15 Oct 2009, 18:08 |
რეესტრის საიტი დღეს არ მუშაობს |
Posted by: giorgitab 15 Oct 2009, 18:12 | ||
QKD
2 |
Posted by: QKD 19 Oct 2009, 14:57 |
giorgitab მადლობა http://www.ubralo.caucasus.net |
Posted by: natia1975 20 Oct 2009, 17:37 |
აქ საჯარო რეესტრიდან თუ შემოდის ვინმე? გამცეს თუ შეუძლია პასუხი.... pls დიდ დიღომში მიწის ნაკვეთებზე რა აჯაფსანდალია იცით ალბათ. ხოდა ახლა გადავწყვიტე სახლის აშენება 2-3 თვეში. ავიღე ამონაწერი რეესტრიდან, რუკა, გეგმა. გადავწყვიტე წერტილების დასმა და ჰოი საოცრებავ... აღმოჩნდა რომ ის კოორდინატები რაც მე რეესტრიდან მაქვს ღმერთმა უწყის სწორია თუ არა.. ზოგი მეუბნება ეგ თავის დროზე ძალიან აირია როცა მსოფლიო ბანკის პროექტით რუკები გაკეთდა და შეიძლება შენმა ნაკვეთმა 7 მეტრით ან აიწიოს ან ჩაიწიოსო . რომელი დიდი ადგილმამულის პატონი მე ვარ, თუ მოხვდა აშენებული სახლი იმ აწეულ-ჩაწეულ ადგილზე სად წავიდე მერე?????????? ხოდა მიხრას იქნებ ვიმემ როგორ მოვიქცე? |
Posted by: natia1975 22 Oct 2009, 14:24 |
საჯარო რეესტრის თანამშრომლებს ძინავთ თუ არ იციან ფორუმი რა არის? ვერ ვეღირსე პასუხს მესამე დღეა. |
Posted by: guruu 22 Oct 2009, 14:30 |
natia1975 დარეკე რეესტრის ცხელ ხაზზე, 8800 282828, ფორუმზე წერის ვალდებულება ხომ არ აქვთ რეესტრის თანამშრომლებს |
Posted by: natia1975 22 Oct 2009, 14:56 |
guruu ცხელ ხაზზე უკვე დარეკილი მაქვს. და რახან ფორუმზე დავსვი კითხვა მიხვდები ალბათ, რომ მათ პასუხი არ იციან. შენ მაგთი ცხელი ხაზი რა გგონია. მეტი მეტი ის გაიგო შენი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მზად არის თუ არა, სხვა ინფორმაციაზე დიდი ბოდიში * * * მე ვიგულისხმე ცოტა უფრო გარკვეული თუ შემოდის ვინმე , თორემ ცხელი ხაზის ოპრტორების იმედზე არ ვარ |
Posted by: bisk 22 Oct 2009, 15:02 |
სასწრაფოდ მჭირდება, ყაზბეგის 11ა-ში (პავლოვზე) მცხოვრებლების ზუსტი სია, როგორ ამოვიღო საიტიდან ? მეც მანდ ვცხოვრობ უბრალოდ რაღაცისთვის მჭირდება სასწრაფოდ და დამეხმარეეეეეეეეეეეეთ |
Posted by: ბურზო 22 Oct 2009, 15:12 | ||
bisk ბარევ სძეს, ბარევ სძეს ბისკვიტინიო ! ვონცეს ცავად-ტანემ ?
არავინ არ უთხრათ, კიროვაკანიდან შემოგზავნილი დისიდენტ-დივერსანტია ! |
Posted by: bisk 22 Oct 2009, 15:22 |
ბურზო რუსმა მომაგზავნა ! სად დამეკარგე ? ხოდა ოფფ რო არ გამომივიდეს კიდევ ერთხელ გთხოვთ: დამეხმარეთ : ) |
Posted by: ბურზო 22 Oct 2009, 16:08 | ||||
bisk
სანადიროთ ვიყავ წასული
|
Posted by: natia1975 22 Oct 2009, 16:16 |
მოკლედ სამართლის განყპფილება მკვდარია, რამდენჯერაც კითხვა დავსვი პასუხი ვერ მივიღე |
Posted by: Soldier 23 Oct 2009, 15:13 | ||
natia1975 რავი აბა ნათ , ისე წარმართე საუბარი, რომ რეესტრი ლამის აფრიკელი ბავშვების გენოციდში დაადანაშაულე, ხოდა პო იდეე არც არავის გაუჩნდა სურვილი შენი დახმარების მითხარი სიტყვა "პლიზ" და დაგეხმარები უანგაროდ, face control–ის გავლაც კი არ დაგჭირდება * * * bisk
ვერც საიტიდან ამოიღებ და ვერც რეესტრიდან იმიტომ რომ ეგ სია საჯარო რეესტრში არ ინახება |
Posted by: natia1975 23 Oct 2009, 16:43 | ||
Soldier
ასე დავიწყე ჩემი შეკითხვა სამი დღის წინ რომ დავსვი |
Posted by: Soldier 23 Oct 2009, 16:50 |
დიახ შემოდის გენაცვალე, აბა გისმენ ? |
Posted by: natia1975 23 Oct 2009, 17:23 |
Soldier დიდ დიღომში მიწის ნაკვეთებზე რა აჯაფსანდალია იცით ალბათ. ხოდა ახლა გადავწყვიტე სახლის აშენება 2-3 თვეში. ავიღე ამონაწერი რეესტრიდან, რუკა, გეგმა. გადავწყვიტე წერტილების დასმა და ჰოი საოცრებავ... აღმოჩნდა რომ ის კოორდინატები რაც მე რეესტრიდან მაქვს ღმერთმა უწყის სწორია თუ არა.. ზოგი მეუბნება ეგ თავის დროზე ძალიან აირია როცა მსოფლიო ბანკის პროექტით რუკები გაკეთდა და შეიძლება შენმა ნაკვეთმა 7 მეტრით ან აიწიოს ან ჩაიწიოსო . რომელი დიდი ადგილმამულის პატონი მე ვარ, თუ მოხვდა აშენებული სახლი იმ აწეულ-ჩაწეულ ადგილზე სად წავიდე მერე?????????? ხოდა მიხრას იქნებ ვიმემ როგორ მოვიქცე? |
Posted by: Soldier 23 Oct 2009, 17:40 |
მოკლედ პმ მომწერე რეგისტრაციის ნომერი |
Posted by: ივანიჩ 23 Oct 2009, 18:34 |
natia1975 მომართე არქიტექტურის სამსახურს და ითხოვე განგისაზღვრონ რომელ ზონაშია შენი ნაკვეთი და რისი აშენება შეიძლება ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესაბამისად და ზუსტად გეტყვიან |
Posted by: შევარდენი1906 24 Oct 2009, 13:10 |
IVANICHA შენ რაღაც მომწერე ამას წინათ და თუ არ ვცდები არ მიპასუხია არადა კითხვაც ვერარ ვიპოვე |
Posted by: natia1975 24 Oct 2009, 19:18 |
IVANICHA არა ეგ ეგრე არ არის. ზონაც ვიცი და კოორდინატებიც და წერტილების დამისვა შესაბამისმა სამსახურმა . უბრალოდ საქმე იმაშია რომ რუკებია შეცდომით გაკეტებული და სეიზლება მომავალში ნაკვეთებმა მდებარეობა შეიცვალოს |
Posted by: QKD 26 Oct 2009, 14:12 |
ინტერნეტით შევავსე განაცხადი (ფულიც გადავიხადე) ტექბიუროს არქივიდან მინდოდა საინვენტარიზაციო გეგმის აღება. საიტზე რო შევდივარ მიწერს მოთხოვნა დაკმაყოფილებულიაო, მაგრამ გასაცემ საბუთებში რო შევდივარ გეგმას არ მაჩვენებს, რაღაც უცნაურ ფანჯარას აგრებს. თუ ვინმეს შეგიძლიათ დამეხმარეთ რა. განცხადების ნომერს პმ გამოგიგზავნით. წინასწარ დიდი მადლობა. |
Posted by: Goodman 26 Oct 2009, 15:12 |
აუ ახლობელმა მითხრა მისამართით და სახელით და გავრით რეესტრის საიტზე შეგიძლია ნახო ბინას ყადაღა ადევს თუ არაო მიშველეთ, რა საიტია, როგორ ვნახო და რამე |
Posted by: natia1975 26 Oct 2009, 17:11 |
Goodman http://reestri.gov.ge/index.php?m=163 |
Posted by: Goodman 26 Oct 2009, 18:53 |
natia1975 მადლობა რაღაც ამონაწერის თუ რაღაცის ამობეჭდვა უნდა და იმედია დანარჩენში თვითონ გაერკვევა მისამართით და გვარით ვიპოვე მე |
Posted by: ივანიჩ 26 Oct 2009, 19:24 | ||
თავისით ხოარ შეიცვლის მითხარი აბა კოორდინატები, მეც ვნახავ რუკაზე შევარდენი1906 კი მოგწერე მაგრამ უკვე გავაკეთე და აღარ დამჭირდა შენი დახმარება |
Posted by: QKD 26 Oct 2009, 22:14 |
ინტერნეტით შევავსე განაცხადი (ფულიც გადავიხადე) ტექბიუროს არქივიდან მინდოდა საინვენტარიზაციო გეგმის აღება. საიტზე რო შევდივარ მიწერს მოთხოვნა დაკმაყოფილებულიაო, მაგრამ გასაცემ საბუთებში რო შევდივარ გეგმას არ მაჩვენებს, რაღაც უცნაურ ფანჯარას აგრებს. თუ ვინმეს შეგიძლიათ დამეხმარეთ რა. განცხადების ნომერს პმ გამოგიგზავნით. წინასწარ დიდი მადლობა. |
Posted by: შევარდენი1906 27 Oct 2009, 02:52 | ||
QKD
პმ მითხარი სკუპე და აგიხსნი როგორ უნდა აიღო |
Posted by: შევარდენი1906 27 Oct 2009, 11:09 |
QKD http://up.jeje.ge//download.php?id=6CBCA3C335 - აი აქ არის შენი გეგმა პდფ-ფაილად და პირდაპირ რო გახსნა ვებიდან უნდა დააყენო პროგრამა დეჟავიუ http://www.djvu.org/ - ან პატარა წასკითხი პროგრამებია აქ - http://join.ge/software/9083-djvu-bbbbbbbb-bbbbbbbbb-bbbbbbbbbb-djvureader.html --- |
Posted by: QKD 27 Oct 2009, 17:14 |
შევარდენი1906 შენ აგაშენა ღმერთმა! რაც მე ვიწვალე... მადლობა!!! http://www.ubralo.caucasus.net |
Posted by: chabu 29 Oct 2009, 14:39 |
გამარჯობა. რეესტრში გატარებული მიწის ნაკვეთი რომ შვილმა დედას აჩუქოს, რა საბუთებია ამისთვის საჭირო და რამდენი იქნება გადასახდელი? რეესტრში მოხდება გადაფორმება, თუ ნოტარიუსთან? P.S. ნაკვეთი მდებარეობს რაიონში. მადლობა წინასწარ |
Posted by: შევარდენი1906 29 Oct 2009, 20:06 | ||
chabu
ჩუქების ტიპიური ხელშეკრულება რომელიც შეიძლება დამოწმდეს როგორც ნოტარიუსის ასევე საჯარო რეესტრის მიმღების მიერ - ხელშეკრულების საჯარო რეესტრში დამოწმების ფასია 5 ლარი და აუცილებელია ჩუქების ხელშეკრულების ორივე მხარე - ხელშეკრულების ნოტარიუსთან დამოწმების საფასური გამომდინარეობს უძრავი ნივთის ღირებულებიდან და რა თქმა უნდა გაცილებით მეტია ვნახავ და დაგიკოპირებ საფასურებს -- აჰა ვნახე თავი III გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის გამოანგარიშების წესი მუხლი 22. გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის განაკვეთები 1. ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის განაკვეთებია: N როცა გარიგების ღირებულებაა საზღაურის ოდენობა ლარებით არის გარიგების ღირებულების 1 500 ლარის ჩათვლით 3% 2 501 ლარიდიან 1000 ლარის ჩათვლით 15 ლარი + 500 ლარის ზევით თანხის 2,5 % 3 1001 ლარიდან 2000 ლარის ჩათვლით 27,5 ლარი + 1000 ლარის ზევით თანხის 1,5 % 4 2001 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით 42,5 ლარი + 2000 ლარის ზევით თახის 1 % 5 3001 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით 52,5 ლარი + 3000 ლარის ზევით თანხის 0,5% 6 5001 ლარიდან 20000 ლარის ჩათვლით 62,5 ლარი + 5000 ლარის ზევით თანხის 0,4% 7 20001 ლარიდან 100000 ლარის ჩათვლით 122,5 ლარი + 20000 ლარის ზევით თახის 0,3% 8 100001 ლარიდან 500000 ლარის ჩათვლით 365,5 ლარი + 100000 ლარის ზევით თანხის 0,2% 9 500001 ლარიდან 1000000 ლარის ჩათვლით 1162,5 ლარი + 500000 ლარის ზევით თანხის 0,1% 10 1000000 ლარის ზევით 1662,5 ლარი + 1000000 ლარის ზევით თანხის 0,05% 2. თუ ამ კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ცალმხრივ გარიგებათა დამოწმებისათვის საზღაურია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განაკვეთების ნახევარი ოდენობა. 3. ამ მუხლით განსაზღვრული საზღაური არ უნდა იყოს 10000 ლარზე მეტი. ---------------------- რეგისტრაციის საფასურს რაც შეეხება ა) უძრავ ნივთზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი; ) უძრავ ნივთზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი; |
Posted by: შევარდენი1906 8 Nov 2009, 13:00 |
როგორც ჩანს ავმუშავდით კარგად არავის არაფერი აღარ გაწუხებთ სულ ცოტა ხანში აქ ძალიან კარგი და სასარგებლო რუკა დაიდება http://napr.gov.ge/index.php?m=222 |
Posted by: 1Khati 9 Nov 2009, 11:43 |
რა მაინტერესებს, რეესტრში ვიფორმებ სარდაფს და ამხანაგობის ტავჯდომარე სამწუხაროდ გარდაიცვალა. მოადგილესშეუძლია მისი მოვალეობის შესრულებაა თუ ახლს რო აირჩევენ უნდა დაველოდო? საბუთებს ვადა გასდის და მეჩქარება მაგიტომ. * * * არავინ არ არის კომპეტენტურიიიიიი ამ საკიტხბეშიი? |
Posted by: BeBeRi GrGa 12 Nov 2009, 23:47 |
შევარდენი1906 ა კაცი..... ეხმარება ხალხს...... მალადეც რეესტრი რა...... 3 წლის წინ ფულს ხაპავდნენ და არაფერს არ აკეთებდნენ და დღეს..... მართლაც რომ მალადეც..... კაი რემონტები გააკეთეს.... ნორმალური ხალხი დასვეს - დაელაპარაკები ადამიანურად ისინიც ეგრე გიპასუხებენ...... დაგაკვალიანებენ.... თვალებში შემოგციცინებენ..... ცხელ ხაზზე დავრეკეთ იმ დღეს ხუთიანზე იმუშავეს.... მართლა მალადეც რა.............. შევარდენი1906 ისე რამ გარგოთ? რა წამალმა იმოქმედა ესე თქვენზე? იქნებ ჩემს სამინისტროშიც გამოვიყენო კი არა და მინისტრამდე რამენაირად ავიტანო ინფორმაცია და იმან იზრუნოს მერე..... გამიზიარე ერთი ბრატ.... |
Posted by: D.G. 13 Nov 2009, 00:58 |
რაი ??? ეე კარგით რა შევარდნაძიას დროს რა ჯობდა თუ ძმა ხარ რააა.. ეხლა არ დამიწყოთ რაღაცეები |
Posted by: შევარდენი1906 13 Nov 2009, 10:19 | ||
BeBeRi GrGa
ერთს გეტყვი ინიციატივიანი ადამიანია წამალი |
Posted by: I-GOLDGIRL 13 Nov 2009, 13:05 |
მთლიან რეესტრზე რა გითხრა, მარა შევარდენი ოქროს ადამიანია. ისე ყველგან არიან კარგი, ცუდი და ზარმაცი ადამიანები. საჯარო არ არის გამონაკლისი. |
Posted by: Elcorason 13 Nov 2009, 13:29 | ||
რამ იმოქმედა და ზოგადად ალბათ ძველი დამპალი რეჟიმის შეცვლამ (არ ვარ მიშკაკა ), რეფორმების გატარების სურვილმა და დიდმა შრომამ ამ მიმართულებით სამწუხაროდ ჯერ არ არსებობს კეთილი ნება რომ სამინისტრობშიც მსგავსი რეფორმები გატარდეს ამ თემაში ადრეც მიქია გარდაქმნილი საჯარო რეესტრი და არ დავიღლები ქებით. სამაგალითოდ აწყობილი, საათივით მომუშავე სისტემა შექმნეს |
Posted by: BeBeRi GrGa 13 Nov 2009, 13:29 | ||||
მერე ვინ არის ეგეთი რეესტრში??? |
Posted by: ultraviolet-10 13 Nov 2009, 14:35 |
რეგიონებში როგორ არის რეესტრის საქმე ვერ მეტყვით?დუშეთის რაიონი მაინტერესებს კონკრეტულად.თუ ვინმემ იცით მომაწოდეთ ინფორმაცია ))) |
Posted by: BeBeRi GrGa 13 Nov 2009, 14:37 |
ultraviolet-10 დუშეთია თუ სხვა რა მნიშვნელობა აქვს..... თბილისშივე შეგიძლია კონსულტაცია გაიარო და თბილისშივე ჩააბარო საბუთები |
Posted by: QKD 13 Nov 2009, 14:54 |
ამ გახსენებაზე, ოზურგეთის რაიონში მაქვს სახლი გადმოსაფორმებელი და მეგიც თბილისშია შესაძლებელი? და რა საბუთები მინდა ვინ დამაკვალიანებს? |
Posted by: BeBeRi GrGa 13 Nov 2009, 14:55 | ||
სხვა ვინ უნდა დაგაკვალიანოს თუ არა შევარდენი1906-მა |
Posted by: ultraviolet-10 15 Nov 2009, 02:45 |
ხო, რ თქმა უნდა, კანონი ერთია რეგიონისთვისაც და ცენტრისთვისაც. |
Posted by: I-GOLDGIRL 15 Nov 2009, 12:56 | ||
BeBeRi GrGa
რავიცი რავისი, სახელს და გვარებს ხომ არ დაგიწერ? აი გარდაბენზე შემიძლია დავწერო რომ სრული დებილები არიან 99%. |
Posted by: შევარდენი1906 15 Nov 2009, 19:36 | ||||
I-GOLDGIRL ნუ კარგავ შენ ზომიერების გრძნობას BeBeRi GrGa
მადლობის მეტი რა მეთქმის QKD
ჟილბერტის მადლი გაგიწყრეს თუ არ დამიპიემო და დაგაკვალიანებ |
Posted by: I-GOLDGIRL 15 Nov 2009, 20:54 | ||
რატომ გოონია რომ ზომიერების გრძნობას ვკარგავ??? რატომ გიტყდება რომ საჯაროს ყველა თანამშრომელმა რომ არ იცის იმდენი რაც უნდა იცოდეს?? |
Posted by: შევარდენი1906 16 Nov 2009, 04:26 | ||||
I-GOLDGIRL
აი ამიტომ |
Posted by: QKD 16 Nov 2009, 11:28 | ||
პმ http://www.ubralo.caucasus.net http://www.ubralo.caucasus.net http://www.ubralo.caucasus.net |
Posted by: I-GOLDGIRL 16 Nov 2009, 16:53 | ||
მეც არ გამისკდა გული რა დავაშავე მეთქი. |
Posted by: შევარდენი1906 29 Nov 2009, 12:21 |
მელას თავის მახრჩობელა უყვარსო ეგრე ვარ მომენატრა ეს თემა და არ მომეწონა მეორე გვერზე როა ესეც სიახლე 26.11.2009: მეწარმეთა რეგისტრაციას საგადასახადო ორგანოების ნაცვლად საჯარო რეესტრი აწარმოებს 27 ნოემბერს, საჯარო რეესტრის თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილმა საჯარო რეესტრში საგადასახადო ორგანოებიდან სამეწარმეო რეესტრის გადმოტანასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. 2010 წლის 1 იანვრიდან მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრს, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციის ნაცვლად, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. აღნიშნული სიახლე საინფორმაციო ბაზის მნიშვნელოვან დახვეწას, სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივებას, ინფორმაციის საჯაროობას და „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვას ემსახურება. საკანონმდებლო ცვლილებები ‘’საჯარო რეესტრის შესახებ“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში, სამოქალაქო კოდექსსა და მომიჯნავე საკანონმდებლო აქტებში შევიდა. საკანონმდებლო ცვლილები 2 ეტაპად განხორციელდება: მოსამზადებელ ეტაპზე, ცვლილებების დამოუკიდებელი რეგისტრატორებისა და საწარმოთა დირექტორების მიერ მოხდება შპს–ებში წილების და პარტნიორების შესახებ ინფორმაციის ეტაპობრივი მოწოდება შემდეგი სქემის მიხედვით: პირველ ეტაპზე, 2009 წლის 1 დეკემბრამდე, შპს–ებში წილებსა და პარტნიორებთან დაკავშირებული ინფორმაციის არქივი და ელექტრონული მონაცემთა ბაზა დამოუკიდებელი რეგისტრატორებისა (რომლებიც არეგისტრირებელ წილებს და ფასიან ქაღალდებს) და საწარმოთა დირექტორების მიერ გადმოეცემა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მეორე ეტაპზე, 2010 წლის 1 იანვრიდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის წარმოებას დაიწყებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა, საგადასახადო ორგანოების ნაცვლად საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებს უნდა მიმართონ. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მოიხსნება ტერიტორიული შეზღუდვა. დღემდე, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მსურველ პირებს განცხადებით უნდა მიემართათ საგადასახადო ორგანოს 9 რეგიონული სერვისცენტრიდან ერთ–ერთისთვის, მისი იურიდიული მისამართის მიხედვით. ვინაიდან აღნიშნული სერვისცენტრები განთავსებულია ქვეყნის მხოლოდ დიდ ქალაქებში, მომსახურების ამგვარი ფორმა გარკვეულ დისკომფორტს უქმნის სხვა ქალაქსა თუ რაიონში მაცხოვრებელ პირებს. საკანონმდებლო ცვლილებებით მნიშვნელოვნად მარტივდება სარეგისტრაციო მომსახურების ან ინფორმაციის მიღების პროცედურა. განცხადების წარდგენა და დოკუმენტაციის მიღება უკვე შესაძლებელი იქნება არა ფინანსთა სამინისტროს 9 რეგიონულ სერვისცენტრში, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელიც თავის საქმიანობას 68 ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მეშვეობით ახორციელებს. რეგისტრაცია და ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელი იქნება საჯარო რეესტრის 300–მდე ავტორიზებულ მომხმარებელთან ან ინტერნეტის მეშვეობით. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ამოქმედდება ასევე მომსახურების ახალი ვადები და საფასური. თუკი აქამდე სარეგისტრაციო მომსახურების საფასური 360 ლარამდე მერყეობდა, 1 იანვრიდან ეს გადასახადი შეადგენს 100 ლარს (მომსახურების მიღება განცხადების წარდგენიდან 1 სამუშაო დღეში). ასევე ამოქმედება დაჩქარებული სარეგისტრაციო მომსახურება (ანუ რეგისტრაცია განცხადების წარდგენისთანავე და მისი ღირებულება შეადგენს 200 ლარს ). საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, რეგისტრაციისთვის სავალდებულო ხდება სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა წესდების, როგორც სავალდებულო დოკუმენტის, წარდგენა. წესდება, ისევე, როგორც ყველა სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტი, ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტის მეშვეობით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება სწრაფად და მარტივად მოიპოვოს ინფორმაცია სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა საქმიანობის, მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის, ოფიციალური წარმომადგენლებისა და მათი უფლებამოსილების შესახებ. საკანონმდებლო ცვლილებებით აღდგება ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოებში პარტნიორთა წილების რეგისტრაცია, რაც აისახება სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერში და უზრუნველყოფს შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოებში წილების მიმოქცევის გამჭვირვალობას. აღნიშნული ცვლილებები აგრეთვე ხელს შეუწყობს სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის ერთიანი ელექტრონული ბაზის სრულყოფას და მათი საქმიანობის საჯაროობას. |
Posted by: ghjm 13 Dec 2009, 00:35 |
მაქვს ბინა ნაყიდი 1995 წელს! აუცილებელია თუ არა ეხლაც გავიარო რეგისტრაცია? და რა საბუთებია ამისთვის საჭირო. და მართალია თუ არა ის რომ ვგთქვათ ბინის გაყიდვის შემთხვევაში 12% მათ უნდა გადავუხადო? ვინც არის კომპეტენტური ამ საკითხში ამიხსენით დაწვრილებით |
Posted by: BeBeRi GrGa 13 Dec 2009, 14:01 | ||
1. ტექბიუროს არქივიდან აიღებ ცნობა-დახასიათებას და ხელშეკრულებასთან და 50 ლარიან ქვითართან ერთად ჩააბარებ მე-2 სართულზე....... 1 კვირაში დაგირეგისტრირდება და ინტერნეტით შეგიძლია ამონაწერი ამობეჭდო....... იურიდიულად მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ ხდები ბინის მესაკუთრე..... 2. შენ 12% არ გადაიხდი..... 12% იხდიან იმ შემთხვევაში, თუ ბინის შეძენიდან 2 წელიწადში ხდება მისი გაყიდვა..... 12% იხდება ყიდვის და გაყიდვის ფასს შორის სხვაობიდან...... |
Posted by: ghjm 13 Dec 2009, 20:16 | ||
დიდი დიდი მადლობა ძალიან დამეხმარე გაიხარე
|
Posted by: BeBeRi GrGa 13 Dec 2009, 20:33 |
ghjm ................................................... |
Posted by: baki33 13 Dec 2009, 22:12 |
ესე იგი რა მაინტერესებს დამიტოვეს ბინა ანდერძით ბინის დამტოვებელი არ იყო ჩემი უშუალო ნათესავი ( დედა მამა ძმა და სე შემდეგ). იყო მამაჩემის მამიდაშვილი და მაგის გამო ბინის გადაფორმებისას უნად გადავიხადო ბინის ღირებულების 12% ნოტარიუსში მითხრეს რომ ბინის გადაფორმებას 6 თვის მერე შევძლებ და ეს 12% რა უბედურებაა |
Posted by: Suleluka 14 Dec 2009, 13:15 |
baki33 ეგ 6 თვე ყველა ვარიანტში უნდა გავიდეს, იქამდე სამკვირდოს არ გახსნის ნოტარიუსი, 6 თვის განმავლობაში შეიძლება გამოჩნდეს სხვა მოწილე და 12% ეგ ყველა ვარიანტში, უნდა ეცადო იაფად შეაფასო ბინა |
Posted by: NEWDRIVER 16 Dec 2009, 13:45 |
ეხლა რა მაინტერესებს ცნობა მინდოდა ტექბიუროდან და ესეთი პასუხი მომივიდა: ციტატა გთხოვთ გაეცნოთ დოკუმენტს დედანში და დააზუსტოთ მფლობელი, ვინაიდან წარმოდგენილია **********-ზე უფლების დამდგენი დოკუმენტი რეესტრი #****** სადაც ბინის ნომრად მითითებულია მდებარეს გრაფაში #148, მცხოვრების გრაფაში #147, აღნიშნულიდან გამომდინარე ამა და ამ პუნქტის თანახმად შეჩერდეს განცხადების განხილვაო.............. იქნებ ამიხსნათ,მე თუ მაინტერესებდა ვისზეა რიცხული კონკრეტული ბინა #147, მამაზე თუ შვილზე, და მევე როგორღა დავაზუსტო??? |
Posted by: BeBeRi GrGa 16 Dec 2009, 13:50 |
NEWDRIVER მარჯანიშვილის მეტროს თავზე მიდი და ადგილზე გაგარკვევენ |
Posted by: შევარდენი1906 16 Dec 2009, 17:22 |
NEWDRIVER მოდი და გაგარკვევთ პმ მომწერე თუ გინდა და ნომერს გეტყვი და რომ მოხვალ დამირეკე |
Posted by: konfuci 17 Dec 2009, 16:18 |
შევარდენი1906 არა რა ძმაო დიდად ეროვნულ კი არადა რეესტრულ საქმეს აკეთებ მაგარი ნერვები გაქვს!!! |
Posted by: NEWDRIVER 17 Dec 2009, 16:45 |
ოკ მოვალ უსიკვდილოდ 30 დღე მაქვს ვადა |
Posted by: ჰერმიონ 17 Dec 2009, 16:59 |
შევარდენი1906 საჯარო რეესტში მუშაობ? |
Posted by: შევარდენი1906 17 Dec 2009, 18:12 | ||||||||
konfuci
ეგრეა ძმაო ეგრე
NEWDRIVER
გელოდები ჰერმიონ
ვახ თვით ჰერმიონასაც დავჭირდით |
Posted by: ჰერმიონ 17 Dec 2009, 18:19 | ||
შევარდენი1906
სკარეე გაბრაზებული ვარ თქვენზე დაიცა პმ ს მოგწერ |
Posted by: ni_nia 17 Dec 2009, 18:55 |
iciT ra unda gkiTxoT? italiur ezoebSi xoa ese rom garkveuli farTi ramodenime mezobels aqvs saerTo sakuTrebaSi (magaliTad derefani). es teq biuros cnobaSi da provatizaciis cnobaSI kia dafiqsirebui, magram sajaro reestrSi SeiZleba aseTi raRacis daregistrireba? |
Posted by: I am the one 17 Dec 2009, 19:49 |
გამარჯობათ, მე თვითონ იურისტი ვარ მაგრამ ამ საკითხში ნაკლებად ვერკვევი და იქნებ მირჩიოთ რამე: მაქვს ბინა რომელ არავის სახელზე არა რეგისტრირებული, რეესტრის ამონაწერი ავიღე და არავიზე არააა, მაქვს ბინის ორდერი და პირველადი შენატანი თანხა 3000 მანეთი როა ეგ , კორპუსი არის აშენებული კოოპერატივის მიერ 1984-1886 წლებში როგორ დავარეგისტრირო საკუტრების უფლებით? ამხანაგობის თავმჯდომარემ უნდა დამიდასტუროს ეს ყვაელფერი თუ გამგეობაში უნდა მივიდე და იქიდან ვიჩალიჩო? |
Posted by: BeBeRi GrGa 17 Dec 2009, 20:51 | ||||
ni_nia დერეფანი საერთო სარგებლობის ფართია, მისი კერძო საკუთრებაში გადასვლა შეიძლება თუ მოხდება მისი იზოლირება....... რაც შეეხება სხვა საერთო სარგებლობის ფართებს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის კანონი აწესრიგებს მაგ საკითხებს I am the one
ერთი ეგ ამონაწერი მანახა მესაკუთრის გრაფაში ''არავინ'' წერია????
ცნობა დახასიათება აიღე და წადი ნოტარიუსთან და დანარჩენს ის გეტყვის უფრო დეტალურად შევარდენი გაგარკვევთ........ ისაა ამ საქმის მამა |
Posted by: I am the one 17 Dec 2009, 20:54 |
BeBeRi GrGa არავინ რო არ წერია ხო იცი, და რა ცნობა დახასაითება საიდან ავიღო? |
Posted by: BeBeRi GrGa 17 Dec 2009, 23:29 |
I am the one ტექ ბიუროს არქივიდან |
Posted by: Suleluka 19 Dec 2009, 14:39 | ||
I am the one
მაგას სახალხო ბანკის ფილიალშიც აიღებ როგორც მახსოვს 5 ლარი ღირს + 1 ლარი |
Posted by: შევარდენი1906 19 Dec 2009, 23:39 | ||
Suleluka
სწორად გახსოვს |
Posted by: Suleluka 20 Dec 2009, 16:01 |
შევარდენი1906 ყველაზე კეთილი ადამიანი საჯარო რეესტრში |
Posted by: giorgitab 21 Dec 2009, 11:43 | ||
ვიტირებ ეხლა ................... |
Posted by: I am the one 3 Jan 2010, 19:04 |
შევარდენი1906 პირადად შენ უნდა მოგმართო აქ როგორც მირჩიეს ისე ეხლა რა ხდება მაქვს ბინის ორდერი ნაყიდია 1987 წელს, ასევე რუსულად შევსებული დოკუმენტი ,,აბიაზაწელსწვო" რომელიც შევსებულია მამაჩემის სახელზე და დამოწმებულია თბილისის საბინაო სამშენებლო კოოპერატივის ბეჭდით, და საბინაოო კოოპერატივის უწყება პირველადი შენატანით და საპატიო შესატანის 2 ივეც დამოწმებულია ბეჭდებით, 2008 ში ავიღე ამოანწერი სადაც წერია რომ სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებთ ამადა ამ მისამართზე საკუთრების უფლება აღრიცხული არ არის. როგორ მოვიქცე რო დავარეგისტრირო როგორც გავიგე ამხანაგობის თავმჯდომარემ უნდა მომცეს თანხმობა თუ დასტური რო მე ნამდვილად აქ ვცხოვორობდი თუ პირდაპირ ორდერით უდან მივიდე რეესტრში? და კიდევ მამაჩემმა უნდა იაროს აუცილებლად თუ წარმომადგენლობა დამჭირდება ჩემზე? |
Posted by: 088 5 Jan 2010, 14:11 |
შევარდენი1906 სამეწარმეო რეესტრიც შენ გეხება? |
Posted by: ჰერმიონ 8 Jan 2010, 15:51 |
რას ერჩოდით ამ სამეწარმეო რეესტრს, ა? იყო ხო მშვენივრად |
Posted by: BeBeRi GrGa 8 Jan 2010, 16:18 |
ჰერმიონ და ეხლა არა მშვენიერად არის?????? |
Posted by: ჰერმიონ 8 Jan 2010, 16:55 | ||
BeBeRi GrGa
კი, იმიტომ რომ თავიდან გჭირდება ამონაწერის მომზადება, რომელიც ფული ღირს და რომლის არქონის გამოც გარიგებებს ვერ ვდებთ. დღეს უნდა ყოფილიყო ჩვენი დილით. იდეაში |
Posted by: BeBeRi GrGa 8 Jan 2010, 17:50 | ||||
ჰერმიონ
ყველაფერი კარგი ფული ღირს სამაგიეროდ ფასები რეგისტრაციაზე საგრძნობლად შემცირდა......... ძალზედ საგრძნობლად.........
დღეს დილით თუ უნდა ყოფილიყო იქნებოდა....... თუ არ არის ესეიგი ან შეჩერებულია ან არ უნდა ყოფილიყო |
Posted by: ჰერმიონ 8 Jan 2010, 18:20 |
BeBeRi GrGa მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ იყო მზად მადლობა საჯარო რეესრს, ორშაბათამდე იპოთეკას რომ ვერ გავაკეთებ არა რეგისტრაციის საფასურზე და თვითონ ამონაწერის სტრუქტურაზე ბაზარი არაა, მე ამონაწერის თავიდან მომზადების იდეა არ მომწონს მხოლოდ |
Posted by: BeBeRi GrGa 8 Jan 2010, 23:40 | ||
ჰერმიონ
ამ საკითხზე დიდმა ტვინებმა იფიქრეს და დამერწმუნე რომ ასე სჯობს....... გათვლილია ყველაფერი |
Posted by: ziriro 9 Jan 2010, 03:41 | ||
ოჰოჰოჰოჰო ჰო! |
Posted by: შევარდენი1906 11 Jan 2010, 11:38 |
ჰერმიონ შარზე ხარ ახლა შენ არადა მართლაც საშური საქმე კეთდება სულ რამდენიმე თვეში ისეთი ბაზა შეიქმნება , რომ სახლიდან გაუსვლელად გააკეთებს დაინტერესებული პრი ყველაფერს -- აქ ვიღაცას არ ვუპასუხე მე მგონი და იქნებ კითხვა გამიმეოროთ - არ მაქვს მართლა ძებნის დრო |
Posted by: ჰერმიონ 11 Jan 2010, 11:46 |
შევარდენი1906 კლიენტები რომ გვაგინებნენ, კაი იყო? მისმინე, ყადაღის რეგისტრაციის შემდეგ ცალკე ამონაწერი უნდა მომზადდეს, ხო? ისე არ გამოჩნდება ხო? ვინმე რომ შეცდომაში შევიდეს და ძველი ამონაწერით იპოთეკით დატვირთოს ან რამე მსგავსი? |
Posted by: აღასპერი 12 Jan 2010, 20:26 | ||
BeBeRi GrGa
ვაიმე, შემახვედრეთ მაგ დიდ ტვინებს რა მე ავუხსნი, რას ნიშნავს დიდი ტვინი. ან ის ამიხსნას, რაომ უნდა ვირბინო ამონაწერის გასაკეთებლად რეესტრში და რატო უნდა ვიხადო ფული |
Posted by: BeBeRi GrGa 12 Jan 2010, 21:47 |
აღასპერი მოდი ჩემთან და შეგახვედრებ აუცილებლად.......... და კარგათაც აგიხსნი.......... დეტალები PM-ში |
Posted by: აღასპერი 14 Jan 2010, 04:10 |
BeBeRi GrGa მადლობა აბა PM? |
Posted by: takalo 14 Jan 2010, 14:57 |
ბინის პრივატიზაციისათვის თუ არის აუცილებელი იმის ადგილზე ყოფნა, ვისზეც ორდერია ამოწერილი? ლოგინად ჩავარდნილ გათიშულ მდგომარეობაში ყოფს რა ეშველება. არ შეიძლება შვილმა გააკეთოს დედის სახელზე რეგისტრაცია?? ოჯახის წევრმა, ერთერთმა მესაკუთრემ დედის სახელზე რომ რეგისტრაცია გააკეთოს ვის რა უშავდება?. რატომაა ეს პრობლემა? რა ლოგიკაა ამაში ჩადებული ამიხსენით ვინმემ ვისაც მაგათი გაგება შეგიძლიათ? |
Posted by: BeBeRi GrGa 14 Jan 2010, 15:46 | ||
აღასპერი
გამოგიგზავნე |
Posted by: gvarjila18 21 Jan 2010, 18:03 |
სახლის რეესტრში გატარება მინდა, სახლი გარდაცვლილი მამაჩემის სახელზეა,რეესტრში მითხრეს რაღაც კომლის შემადგენლობის ცნობა უნდა მოძებნოო არქივში,არქივში რომ მივები მითხრეს 42 ლარი გადაიხადეო ბანკში და 10 სამუშაო დღეში თბილისიდა გვეტყვიანო დავიწყოთ ძებნა თუ არა,თუ დაგვიდასტურესო მაშინ დავიწყებთო ძებნას რასაც კიდევ 10 სამუშაო დღე მოუნდებაო(ცნობისთვის ეგ ყველაფერი სამეგრელოში ხდება) მართლა ამდენია საჩალიჩო ვინმე თუ ერკვევით მიპასუხეთ,მადლობთ |
Posted by: koba81 23 Jan 2010, 15:29 |
არქივიდან ცნობა არ ჯდება წესით მაგდენი, მე 12 ლარი გადავიხადე. მთავარია კომლში რამდენი წევრია. აუცილებლად დაგჭირდება არქივის ცნობა, საკრებულოდან გაცემული ცნობა, საგადასახადოს ცნობა, აზომვითი ნახაზი და 50 ლარიანი ქვითარი, პირადობაზე აგარაფერს ვამბობ... გისურვებ წარმატებას |
Posted by: ჰერმიონ 26 Jan 2010, 16:37 |
შევარდენი1906 ჩემს სახელზეა შეტანილი განაცხადი საჯაროში სხვა რომ გავუშვა განაცხადით, ხო მისცემენ ცნობას? |
Posted by: შევარდენი1906 26 Jan 2010, 16:58 | ||
ჰერმიონ
არ გაუშვა არავინ და ამობეჭდე შენით www.napr.gov.ge |
Posted by: ჰერმიონ 26 Jan 2010, 18:33 |
შევარდენი1906 ქონების სამართლებრივ მდგომიარობაზე როგორ ამოვბეჭდო? |
Posted by: alkapone 26 Jan 2010, 21:35 |
მოგესალმებით ფორუმელებო! არ ვიცი უყურეთ თუ არა ამ შაბათს ,,პოსკრიპტუმს"! სადაც, საჯარო რეესტრის თემა იყო:--- ნებისმიერ პიროვნებას, თუგინდ ქუჩაში გამვლელს თუ კთხავთ სახელს და გვარს, ან მისამართს, მერე ამათგან ერთ-ერთ მონაცემს შეიყვანთ საჯარო რეესტრის ამ გვერდზე, რომელიც სურათზეა გამოსახული, შეძლებთ გაიგოთ აღნიშნულ პიროვნების, ან მითითებული უძრავი ნივთის ქონებრივი სტატუსი, აქვს თუ არა ყადაღა, როდიდანაა რეგისტრირებული ეს ქონება და რა ფორმით და ა.შ. არვიცი ვინ როგორ მაგრამ მე არაფერი გამომივიდა, საკადასტრო კოდისა და რეგისტრაციის ნომრის გარეშე არაფერი გამოდის! ვნმემ თუ იცით რა ხდება? |
Posted by: 365 26 Jan 2010, 21:46 |
აუუუუუუუუუუუუუუუ, მაგ ინფორმაციას ვფლობ 2 წელია, მიკვირს რუსტავი 2-მა ახლა რომ გამოაცხადა... რა უნდა სახელი და გვარი აკრიფე და ძებნა მიეცი, მერე თუ ძირფესვიანად გინდა ინფორმაცია კონკრეტულ უძრავ ნივთზე იმის საკადასტრო კოდი მონიშნე და ჩაწერე, და ისევ ძებნა |
Posted by: vano1969 26 Jan 2010, 21:49 | ||
ეს თუ დარეგისტრირებული აქვს ქონება საჯარო რეესტრში. თუ არ აქვს (ასეთი საქართველოში ძალიან ბევრია) ვერაფერსაც ვერ იპოვი. ტყუილად თავს ნუ მოიკლავ ძებნით. |
Posted by: alkapone 26 Jan 2010, 21:58 |
კოდი თუ არ იცი და არც რეგისტრაციის ნომერი? * * * ალბათ არ არის დარეგისტრირებული, რადგან კოდი არ იძებნება... vano1969 მართალი ხარ! |
Posted by: შევარდენი1906 26 Jan 2010, 23:45 | ||
ჰერმიონ
გავიზარდეთ ჩემო კარგო ) ყველაფერს აიღებ სახლიდან გაუსვლელად მითხარი რა ნომრით ჩააბარე და დაგიწერ ლინკს საიდანაც ამობეჭდავ |
Posted by: ჰერმიონ 27 Jan 2010, 00:14 |
შევარდენი1906 ვაიმე არ გადამრიო. სამსახურში მაქ, მოგწერ ხვალ |
Posted by: SAROKAWA 27 Jan 2010, 19:16 |
ანუ მარტო იმ ტიპებს იპოვი ვისაც ან აქვთ დარეგისტრირებული ან აპირებს დარეგისტრირებას და განცხადება აქვს შეტანილი....... ცოლის პოვნა თუ გინდა და ქმარეა რეგისტრირებული ან პირიქით შანსი არაა ვერ იპოვი ფოუნ.ჯიდანაც ეგრეა, ვისზეც რეგისტრირებულია ტელეფონის ნომერი იმას იპოვი მარა მისი ოოჯახის წევრს ვერა და ისიც მარტო 2002 წლის მდგომარეობით, განახლებული ვერსიაც არაა იგივეა მაგთის ან ჯეოსელის ნომრებზეც |
Posted by: I am the one 28 Jan 2010, 09:55 |
ხალხო პრივატიზაციაზე ჩავაბარე საბუთები 50 ლარიც გადავიხადე და მომივა მესიჯი რეგისტრაცია დასრულდაო, ეხლა რო მივიდე ამონაწერზე კიდე 5 ლარი უნდა გადავიხადო და 4 დღე ველოდო? თუ რო შევიტანე პრიცავატიზაციაზე რაც მომცეს იმით მივიდე და მომცმენ ისე ? |
Posted by: arizona dreams 28 Jan 2010, 10:18 |
პრივატიზაციაზე კი არ ჩააბარებდი, ალბათ სავარაუდოდ პრივატიზაციის ხელშეკრულებას და ცნობა დახასიათებას ჩააბარებდი საკუთრებაში ქონების გადმოსასვლელად (პირველად რეგისტრაციას მოითხოვდი), ამას ჭირდება 50 ლარი და თუკი ასეა მაშინ ამონაწერის ასაღებად რომ მიხვალ დამატებითი თანხის გადახდა აღარ მოგიწევს ამონაწერი შედის იმ 50 ლარში. |
Posted by: I am the one 28 Jan 2010, 10:34 |
arizona dreams გაიხარე |
Posted by: BeBeRi GrGa 28 Jan 2010, 19:43 |
I am the one საერთოდ არც კი გინდა მისვლა...... ინტერნეტით შედი და ამობეჭდე........ reestri.gov.ge |
Posted by: koba81 31 Jan 2010, 17:12 |
შევარდენი1906 იქნებ საკომლო საკუტრებაზე მითხრა რამე შენს გახარებას. სამართალში მაქვს გახსნილი ცალკე თემა |
Posted by: koba81 31 Jan 2010, 17:27 |
ისე მარტო გვარი რომ ჩაწერო უფრო იპოვი, გვარსა და სახელზე ერტად შეიძლება მონაცემები არ ამოყაროს |
Posted by: mmm481 31 Jan 2010, 17:36 |
alkapone ხო ეგრეაა უკვე ძალიან დიდი ხანია აბა საჯაროო რისთვის ქვიაა თუ ყველამ ვერ ნახაა ხო ჩაწერე და იმ გვარზე რაც კი რამეს ნახავს ამოგიყრის, მაგრამ მანდ აგდებს ხოლმე იმის მიხედვით ვინ განახორციელა ოპერაციაა. მაგალითად მოქალაქე ჭაჭიამ შეუკვეთა ამონაწერის განახლება ეგ არის და ეგ ძალიან მარტივი მოსაძებნია |
Posted by: moira-88 31 Jan 2010, 21:06 |
ხალხო, საჯარო რეესტრის მისამართი მაინტერესებს, ძალიან გთხოვთ |
Posted by: Foreign Lawyer 31 Jan 2010, 21:21 |
http://www.reestri.gov.ge აქ იქნება |
Posted by: moira-88 31 Jan 2010, 21:25 |
მანდ კი წერია, ნ. ჩხეიძის ქუჩაო, მაგრამ სადაა ეს ქუჩა იცის ვინმემ? |
Posted by: ჰერმიონ 1 Feb 2010, 00:35 |
მარჯანიშვილის მეტროსთან და წმ ნიკოლოზის ეკლესიასთან სხვაგან თუა სადმე არ ვიცი |
Posted by: moira-88 1 Feb 2010, 00:37 |
ჰერმიონ გაიხარე, ძალიან დიდი მადლობა |
Posted by: sknupi 2 Feb 2010, 22:36 |
გამარჯობათ, კითხვა მაქვს იურისტთან და თუ შეგიძლიათ ვინმემ მიპასუხეთ. აბიტურიენტი ვარ და გავთხოვდი 7 თვის წინ, დღეს ხელი მოვაწერე მეუღლესთან და მეუღლის გვარიც დავიმატე ანუ ორი გვარი ჩავიწერე ჩემი და მეუღლის. დავრეკე სკოლაში სადაც საბუთები მაქვს შეტანილი და მითხრეს არ შეიძლება , ვერ მოგცემთ ატესტატსო და რა ვქნა? მირჩჰიეთ რამე. როგორ შეიძლება დავიბრუნო ჩემი გვარი?Gტხოვთ ვინმე გამომეხმაურეთ დამიპასუხეთ. |
Posted by: konfuci 3 Feb 2010, 16:15 |
koba81 რა გაინტერესებს??? |
Posted by: tezevs 4 Feb 2010, 18:36 |
ვინმემ თუ იცით დამეხმარეთ: თბილისის გარე ზოლში მიწის ნაკვეთის შეძენა მინდა (სახელმწიფო საკუთრებაშია). საჯარო რეესტრშიც ვიყავი და მერიის მიწების პრივატიზაციის სამსახურშიც. ვერ დაადგინეს (ვერ იპოვნეს ზუსტად სადაა) თბილისი ამბობს მცხეთაო, მცხეთა ამბობს თბილისს ეკუთვნისო. როგორ მოვაბა თავი ამ პროცედურას შედარებით მარტივად? ანუ, მიწის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა>>>>განაცხადის გაკეთება>>>შესყიდვა>>> და სახლე თავადაც ავაშენებ |
Posted by: Soldier 11 Feb 2010, 17:44 | ||
აიღე პაშპორტი და ბრიტვით (ოღონდ რაპირას ფირმის) ამოშალე შენი ახალი გვარი და მერე დაამოწმე ნოტარიულად, ამის მერე წაუღე შენი სკოლის დირექტორს და დაარტყმევინე პეჩატი, რომ ისიც თანახმაა. |
Posted by: giorgitab 11 Feb 2010, 17:55 | ||
tezevs
აზომვა ან სიტუაციური ნახაზი ამ მიწის ნაკვეთისა, რომელზეც იქნება მითითებული კოორდინატები მერე მერიაშიც ადვილად გეტვიან ვის ადმინისტრაციულ საზღვარშია და საჯარო რეესტრშიც ვისი სარეგისტრაციო ზონაააა |
Posted by: DONNA BARBARA 11 Feb 2010, 22:50 | ||
Soldier
კაი ხუმარა ყოფილხართ |
Posted by: irasokh 12 Feb 2010, 01:49 |
როგორ უნდა მოვიქცე, რომ კონკრეტული საკადასტრო ერთეულის მთელი საარქივო მასალა წამოვიღო ? |
Posted by: datoka888 12 Feb 2010, 20:10 |
irasokh მე უნდა მომწერო ან დამირეკო და მოგიყვები ისე რამფერ ხარ? |
Posted by: irasokh 12 Feb 2010, 21:58 |
datoka888 ვერ გირეკავ _____________ ავადა ვარ ავადა |
Posted by: KREMATORIA 12 Feb 2010, 23:52 |
გადაღებო უნდა შავად)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) |
Posted by: Did_Giorgi 13 Feb 2010, 00:10 |
რა მაინტერესებს იცით არსებობს მიწის ნაკვეთი, ადრე რომელიღაც გეოლოგიურ ინსტიტუტს ეკუთვნოდა ხოდა მაგისი ყიდვა მინდა მაგრამ ინსტიტუტის საკუთრების დოკუმენტები დაკარგულია, რეესტრში არაა გატარებული - საკადასტრო კოდი არ აქვს ტერიტორიას და საკადასტრო რუკაზეც არაა დატანილი. ხოდა როგორ ვიყიდო? ანუ ტენდერი რომ ჩატარდება მე რა საბუტი გადმომეცემა ამ ნაკვეთზე ჩემი უფლებების დასტურად? აბდაუბდა ვთქვი რამე? |
Posted by: KREMATORIA 13 Feb 2010, 01:43 |
არქივიც მკვდარია??????........................................................................................................ |
Posted by: arizona dreams 13 Feb 2010, 13:51 |
საჯარო რეესტრი უბერავსსსსს და თან მაგრა, საქართველოს ერთ კუთხეში ახალი ინსტრუქცია სხვანაირად ესმით, მეორეგან სხვანაირად და მესამეგან ჰო საერთოდ ტყემალზე ზიან. დაინტერესებულ პირებს შემიძლია მაგალითები მოვუყვანო და ძალიან კარგი იქნება რეესტრის თანამშრომელი თუ იქნება აქ ვინმე და დაიცავს რომელიმე პოზიციას |
Posted by: შევარდენი1906 13 Feb 2010, 15:45 | ||
arizona dreams
გისმენთ |
Posted by: Did_Giorgi 13 Feb 2010, 16:02 | ||||
შევარდენი1906
გამარჯობა შევარდენო რეესტრში ხარ? იქნება შენ იცოდე რა, დამეხმარე. . .
ანუ რა საბუთი შეიძლება რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაიცეს, რომელიც ჯერჯერობით სახელმწიფოს საკუთრებაშია... |
Posted by: arizona dreams 13 Feb 2010, 17:18 | ||
შევარდენი1906
მისმინე მესაკუთრე აქვსეტნტიმ იპოთეკით დაიტვირთა ქონება, მერე ადგა ეს შენი კარგად ნაცნობი აქვსენტი და კი მიაყიდა ეს ქონება, ნუ, კანონზიმიერია რომ იპოთეკა გადავიდა ახალ მესაკუთრე დომენტი-ზე. ახლა კი გავიხსენოთ საჯარო რეესტრის ამონაწერი სტრუქტურა: 1. იპოთეკით დატვირთულ ამონაწერს ვიცით რომ იპო-ს გრაფაში უწერია- დატვირთულია "იპოთეკით" და ა.შ. 2. მანამდე ზემოთ გრაფაში კი სადაც მესაკუთრეების ადგილია წერია ვინ არის მესაკუთრე. საჯარო რეესტრი იძლევა შემდეგი შინაარსის ამონაწერს: მესაკუთრე დომენტი, ხოლო ქვემოთ იპოთეკის გრაფაში წერს რომ იპოთეკის ხელშეკრულება ----------- გაფორმებული ამა და ამ დროს ამადა ამას შორის და მესაკუთრე აქვსენტი. ანუ ერთ-ერთი ქალაქის რეესტრმა ორი მესაკუთრე "გამიჩითა" ამონაწერში , ვანახე სხვა მსგავსი პროცედურის შედეგად ამოღებული ამონაწრები, სადაც როგორც ზემოთ ასევე ქვემოთაც ახალი მესაკუთრე უნდა დაფიქსირებულიყო, მაგრა ეს არასწორიაოოოო, რატოთქო და ია ტაკ დუმაიუოო , რაღა დამრჩენია ადმ. საჩივარი ზემდგომს |
Posted by: irasokh 15 Feb 2010, 17:32 | ||
Did_Giorgi
გააკეთე აზომვითი ნახაზი "ე.წ. წითელი ხაზი" და მერიაში შეიტანე დასამტკიცებლად, მერე რეესტრში შევა, როგორც მუნიციპალური ან ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება და შემდეგ ტენდერი იქნება ან აუციონი ამ ობიექტზე |
Posted by: arizona dreams 20 Feb 2010, 12:25 |
შევარდენი1906 სად წახვედი, რატომ არ მპასუხობ |
Posted by: irasokh 21 Feb 2010, 16:12 | ||
arizona dreams
პოლიტიკის განყოფილებაში თუ იპოვი |
Posted by: gia70 21 Feb 2010, 18:09 |
მოგესალმებით ყველას და მაქვს შეკითხვა. როგორ ვთარგმნო რუსულ ენაზე საჯარო რეესტრი. ბაბილონით ვთარგმნე National Agency of Public Registry და პასუხად ესეთი ფრაზა მივიღე Национальное агентство по государственной регистрации როგორია თქვენი აზრით ნათარგნის სისწორე? გმადლობთ |
Posted by: irasokh 22 Feb 2010, 12:13 |
gia70 Национальное Агенство Публичного Реестра |
Posted by: arizona dreams 23 Feb 2010, 20:37 | ||
irasokh
აღარ მინდა შევარდენი ადმ. საჩივარმა უშველა და როგორც ვამტკიცებდი ისე გაკეთდა |
Posted by: შევარდენი1906 24 Feb 2010, 20:45 |
arizona dreams მაპატიეთ პატივცემულო რომ ვერ დაგეხმარეთ გაწამაწია მქონდა ... თუ სხვა დროს კიდევ დამაგვიანდა პასუხი დარეკეთ 895 220814 - მე |
Posted by: GreenWestHam 25 Feb 2010, 20:06 |
Gamarjobat. Mainteresebs arsebobs tu ara tbilisis cnobari an rame amdagvari... magalitad adamianis saxelita gvarit shemidzlia tu ara misi misamartis dadgena... echvi mak rom ar arsebobs eseti ragac magram mainc tu shegidzliat damexmaret... winaswar didi madloba... |
Posted by: ვიღაცაგადარეული 28 Feb 2010, 19:34 |
პასპორტის გაკეთება მინდა რა უნდა მივიტანო რო მივალ ? ანუ დაიწყებენ ეხლა იქ პირადობის მოწმობაო იისო ეესო და ბარემ რო ვიცოდე |
Posted by: BeBeRi GrGa 28 Feb 2010, 20:08 |
ვიღაცაგადარეული მისამართი შეგეშალა პასპორტი სამოქალაქო რეესტრში კეთდება |
Posted by: mmm481 28 Feb 2010, 20:14 |
ისე რა მაინტერესებს ძააან სპეციფიკური რამეა და თუ საჯარო რეესტრის თანამშროემლი იქება ეცოდინება. როცა საჯაროში რეგისტრაცია ხდება რაა (ანუ მანამდე მარტო ტექ ბიუროში იყო) ხოდა ნახაზი წარედგინა მაგრამ როგორც აღმოჩნდა მეზობლის მიწის ნაკვეთი კოორდინატებში გადმომჯდარი იყო ამ ნაკვეთზე. ხოდა მარტო კოორდინატებია არეული ნახაზები სწორად არის დახაზული და როგრო უნდა გასწორდეს ხო არ იცით? მგონი გასაგებად ავხსენი ნახაზები სწორეა მაგრამ ერთი მიწის ნაკვეთი კოორდინატებში აქეთაა გამდმოწეული და გადაფარვა ხდებაა რა |
Posted by: BeBeRi GrGa 28 Feb 2010, 23:12 |
mmm481 ამზომელთან უნდა მიბრუნდე და იმან უნდა გამოგისწოროს ნახაზი |
Posted by: giorgitab 1 Mar 2010, 13:51 |
mmm481 გააჩნია სიტუაციას, როდინდელი აზომვაააა ნუ ყოველ შემთხვევაში თუ მეზობლის ნახაზია შეცდომით მაშინ მეზობელმა უნდა შეიტანოს ცვლილება თავის ნახაზში (თუ ტექბიუროს ნახაზითააა მხოლოდ აზომვააა საჭირო) |
Posted by: dd69 1 Mar 2010, 14:27 |
მაგსაჯარო რეესტრში archmap-ის ნახაზებს ითხოვენ, ვინმეს შაბლონი ხომ არ გაქვთ, რო მეილზე გამომიგზავნოთ? |
Posted by: arizona dreams 1 Mar 2010, 17:29 |
ვისაც მართლა ესმოდა ნახაზების და პროფესიონალები იყვნენ ესენი ყოფილი ტექბიუროს თანამშრომლები გალხდათ, რომლებიც მიივიწყეს და "ახალი კადრებით" გაავსეს რეესტრი, რომლებსაც ნახაზების ყველაზე ნაკლებად ესმით, მე პირადად ჩემი სახლის მიწის ნაკვეთის ნაცვლად მეზობლის საკადასტრო დამიმზადეს. რეესტრის წარმოებაში ხო გლეჯენ კიდევ რაა. |
Posted by: გიუშა 1 Mar 2010, 19:43 |
პირადობის აღება მინდა ხოდა საზღვარგარეთის პასპორტი მაქვს და საჭიროა რეესტრში ჩემი მშობელიც მივიდეს? ან ჩემ მაგივრად სხვა რო მივიდეს და მერე გამოტანისას ხელის მოსაწერად რო მივიდე მარტო არ გამოვა ეგრე? |
Posted by: BeBeRi GrGa 1 Mar 2010, 23:26 | ||
გიუშა
პირადობაც..... |
Posted by: შევარდენი1906 3 Mar 2010, 14:37 |
arizona dreams არიზონაში ხარ ? |
Posted by: konfuci 3 Mar 2010, 17:34 | ||
ამას იმედია ხუმრობ!!! mmm481 თუ მეზობელს საწინააღმდეგო არაფერი აქვს ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია ორივე (იმისიც და შენი) ნახაზის კორექტირება!!!! |
Posted by: შევარდენი1906 3 Mar 2010, 18:44 | ||
konfuci
ან არიზონის შტატის საჯარო რეესტრს გულისხმობს |
Posted by: arizona dreams 3 Mar 2010, 20:55 | ||||||
შევარდენი1906
არა, მაგრამ არც ისე შორს konfuci
წარმოიდგინე და არ ვხუმრობ შევარდენი1906
ცოტა გვიკლია არიზონამდე მეზობლის მიწის ნაკვეთს საკადასტროს რომ მომცემენ ან და რეესტრი რომ მეტყვის "უი შენი იოპოთეკა იყო?, მომეხსნა შეცდომითო "და 300 000 დოლარაინი სესხი ჰაერში რომ დამიკიდა. შევარდენი1906 ნახე აბა იურიდიულ კონსულტაციაში დასმული ჩემი კითხვა და დამაკვალიანე, კარგი? |
Posted by: tezevs 5 Mar 2010, 13:05 |
ხალხო, მაინტერესებს ასეთი რამ: მიწის ნაკვეთის ყიდვა მინდა კერძო პირისგან, გაფორმებული არ აქვს, მაგრამ მისი მამა-პაპისეული მიწაა. რომ შევიძინო ეს ნაკვეთი გაფორმებასთან დაკავშირებული ამბები ადვილა მოგვარებადი იქნება? რა პროცედურებია გასავლელი? |
Posted by: Say_or 5 Mar 2010, 15:48 | ||
tezevs
ჯერ იმან გაიფორმოს, ანუ დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში და მერე იყიდე შენ,სხვანაირად არ გირჩევ და არც გამოვა. |
Posted by: tezevs 5 Mar 2010, 15:57 |
იმან რომ გაიფორმოს და მერე მომყიდოს ფასი მატულობს. უიმისოდ რომ ვირბინო და გავაკეთო ასე ვერა? ნუ ხელისმოსაწერად მივიყვან რა ბოლო ბოლო. |
Posted by: BeBeRi GrGa 5 Mar 2010, 16:00 |
tezevs და მერე რომ აღარ მოგიწეროს ხელი და გითხრას გადავიფიქრეო? |
Posted by: Say_or 5 Mar 2010, 16:15 | ||
tezevs
აბა როგორ? თუ იმის მამაპაპისეული მიწაა, სავარაუდოდ ექნება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც გაცემული იქნება მასზე ან მის მშობლებზე, თუ ეს აქტი არ ქონდა, მაშინ საკრებულოს ცნობით შეიძლება მიწის დარეგისტრრება საჯარო რეესტრში, ეგ ცნობა კი გაიცემა სოფლის საკომლო წიგნიდან, სადაც მისი მამა-პაპა იქნება ჩაწერილი, ხოდა პირდაპირ შენზე გადაფარმობა კანონიერად შეუძლებელია. ასე რომ არ გამოვა. |
Posted by: konfuci 5 Mar 2010, 17:22 |
ერთი ვარიანტია, რომ გააფორმო მინდობილობა და მაგის სახელით აკეთო ყველაფერი (რეგისტრაცია ლეგალიზაცია და ა.შ) , მათ შორის საკუთარ თავთან დადებული გარიგების ჩათვლით! მაგრამ რისკი მაინც რსებობს, რომ ადგეს და ეგ მინდობილობა გაგიუქმოს! |
Posted by: selena380 5 Mar 2010, 19:10 |
შევარდენი1906 გამარჯობათ ერთი ასეთი კითხვა მაქვს...2004 წელს ჩემს არასრულწლოვან შვილზე მემკვიდრეობით გავაფორმეთ ბინა ნოტარიუსში ნოტარიუსმა მოგვცა ცნობა საჯარო რეესტრში წარსადგენად მაგრამ იმ პერიოდისთვის ფული არ გვქონდა და ეს ცნობა არ წაგვიღია საჯაროში...ჩემო შვილი ახლა უკვე სრულწლოვანია ბინა არ არის საჯარო რეესტრში გატარებული გაყიდვას არ ვაპირებთ შესაძლოა თუ არა რაიმე წინააღმდეგობებს წავაწყდეთ? |
Posted by: tezevs 8 Mar 2010, 18:44 |
konfuci sailor_ BeBeRi GrGa გმადლობთ საინტერესო რჩევებისათვის. ერთი კითხვაც მაქვს. გაირკვა რომ ამ მიწის მფლობელი რეალურად არაა ის პიროვნება, არამედ საბუთებში მოხსენიებულია "მაძიელად" თუ რაღაც ამდაგვარი. ნახაზი შედგნილია მიწის, მეზობლების საზღვებიც დაფიქსირებულია. 2008 წელს. გაფორმების პროცედურა ამ პირზე რთული იქნება? |
Posted by: შევარდენი1906 9 Mar 2010, 09:39 | ||
selena380
არა ... მიიტანოს შვილმა ნოტარიულად დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა საჯარო რეესტრში .. 50 ლარიანი ქვითარი და პირადობის მოწმობა .. და 4 სამუშაო დღეში დაირეგისტრირებთ ბინას -- შესაძლოა დაჩქარებული მოსამსუხერებაც ... ერთ სამუშაო დღეში 150 ლარი და იმავე დღეს 200 ლარი .. |
Posted by: konfuci 9 Mar 2010, 10:24 | ||
,,მაძიებელი,, ეგეთი ტერმინი არ არსებობს.... შეიძლება იყოს მართლზომიერი მფლობელი... თუ ასეა მაშინ არც ისე ძნელი იქნება !!! ნახე ტექ ბიუროს მონაცემები თუ 1994 წლამდე არის აღრიცხვა მაშინ თუნდაც უკანონოდ იყოს დაკავებული ეშველება !!! |
Posted by: arizona dreams 9 Mar 2010, 15:26 |
ყოჩაღ საჯაროს! ონლაინ კონსულტაციები ჩაურთავთ ვებ კამერით და მიკროფონით ესაუბრები, აი მესმიიის |
Posted by: შევარდენი1906 9 Mar 2010, 17:48 | ||
arizona dreams
ძლივს არ დაუფასა საჯაროს არიზონელმა მეოცნებემ რაღაც მაგრამ ის წინა ფრაზა ტექბიუროზე თვითონ ტექბიუროს ყოფილ თანამშრომლებშიც კი ანეგდოტათ დადის უკვე ძალიან შორს იყო რეალობისგან |
Posted by: ივანიჩ 9 Mar 2010, 18:22 |
4 სამუშაო დღეზე ადრე ასრულებენ სამუშაოს თქვენი თანამშრომლები? დავიტანჯე ლოდინით თან ამდენი დასვენების დღე დაემთXვა ბლია |
Posted by: შევარდენი1906 9 Mar 2010, 18:40 | ||
IVANICHA
არა რა 4 საათზე მითხარი ან დამიპიემე ხოლმე ეგეთ დროს აუ სხვა რამე წავიკითხე რა ქნეს დაასრულეს უკვე??? |
Posted by: irasokh 9 Mar 2010, 18:56 |
შევარდენი1906 http://livehelp.napr.gov.ge/ მაგრები ხართ!!! გუდ!!! |
Posted by: შევარდენი1906 10 Mar 2010, 09:25 |
irasokh ეგ რა არის http://www.napr.gov.ge/index.php?m=222 ამასთან შედარებით ისეთი პროექტია თვით ჯან კლოდ ბლანსაც გაუკვირდებოდა |
Posted by: arizona dreams 10 Mar 2010, 10:45 |
შევარდენი1906 მე დაუნახავობა მეზიზღება, ასევე არ მიყვარს არაპროფესიონალობა როცა იმ საქმეს აკეთებ რომელშიდაც მოგეთხოვება პასუხი. არის გარკვეული პლიუსები, მაგრამ მე რომ ჩამოთვალო რამდენი და რა მნიშვნელობის შეცდომები არის, ნუ... აღარ გამოვა, არადა რომ იცოდე როგორმიყვარს საჯაროს თანამშრომლები (ხუმრობის გარეშე), ვმეგობრობ და ამ მეგობრობაში გადავკრავ ხოლმე პროფესიულ სახრეს, რომ მეტი დეკლარირებული პასუხისმგებლობა იგრძნონ. |
Posted by: შევარდენი1906 10 Mar 2010, 11:57 | ||||||||
arizona dreams
თუ არ ჩამოთვლი დარჩება შეცდომებად იქნებ გამოვასწოროთ შე კაი კაცო
:უზერ: რომელი ხარ არ გეტყვი?
ეს რომ არ დაგეყოლებინა ისედაც ვიცით უკვე რომ
ხარ |
Posted by: arizona dreams 10 Mar 2010, 12:43 |
შევარდენი1906 შენ იყავი კარგად და შეცდომებსაც ვასწორებინებ და კიდეც მივიწევთ წინ |
Posted by: შევარდენი1906 10 Mar 2010, 19:33 | ||
arizona dreams
შეცდომას მარტო გასწორება არ შველის მიზეზის დადგენა და რეციდივის აღმოფხვრა სჭირდება ასე რომ თუ მეტყვი დამავალებ |
Posted by: Oberon525 10 Mar 2010, 21:07 |
ვინმემ თუ იცით ბინა როგორ უნდა გადავიფორმო? ერთადერთი მემკვიდრე ვარ. რა და როგორ უნდა გავაკეთო? სად მივიდე და რა საბუთები დამჭირდება. ხო და რაც მთავარია რა დაჯდება ასეთი ტიპის გადაფორმება? |
Posted by: BeBeRi GrGa 10 Mar 2010, 21:27 |
Oberon525 თუ შენს მამკვიდრებელს რეგისტრირებული ჰქონდა თავის სახელზე საჯარო რეესტრში მაშინ უნდა განაახლო ამონაწერი და მიიტანო ნოტარიუსთან..... დანარჩენს ის გეტყვის...... ხოლო თუ რეესტრში არ ჰქონდა რეგისტრირებული მაშინ ტექბიუროდან უნდა აიღო ცნობა დახასიათება და ის უნდა მიიტანო ნოტარიუსთან...... |
Posted by: ZEUS 10 Mar 2010, 21:31 |
Oberon525 სამკვიდრო მოწმობაც დაგჭირდება მემგონი... |
Posted by: Oberon525 10 Mar 2010, 22:08 |
გმადლობთ რჩევებისთვის BeBeRi GrGa ცნობა დახასიათება აქ public.reestri.gov.ge შეიძლება ავიღო? ZEUS სამკვიდრო მოწმობაც - ეს რაღაა? სად იღება? |
Posted by: შევარდენი1906 10 Mar 2010, 22:33 | ||
Oberon525
მაგ შემთხვევაში ცნობა-დახასიათება არ გეყოფა - უნდა აიღო კომბინირებული ინფორმაცია საჯარო რეესტრისა და ტექბიუროს მონაცემებით რომელიც ღირს 17 ლარი + 1 ლარი საკომისიო და შეგიძლია განაცხადი შემოიტანო მეორე სართულზე კანცელარიაში ან ვების საშუალებით აქ https://public.reestri.gov.ge/NOM/ მომსახურების ვადა 4 სამუშაო დღე - დაჭქარებული მომსხურება - 1 სამუშაო დღე --- 40 ლარი ... იმავე დღეს --- 60 ლარი და შემდეგ ამ ცნობას მიიტან ნოტარიუსთან - გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ აიღებ სამკვიდრო მოწმობას ... შემდეგ ამას მიიტან რეესტრში დაარეგისტრირებ ჩვეულებრივ : მომსახურების ვადა 4 სამუშაო დღე - 50 ლარი .. დაჩქარებული მომსხურება - 1 სამუშაო დღე --- 150 ლარი ... იმავე დღეს --- 200 ლარი -- ესეც იმ ცნობის ვებიდან შესავსები განაცხადის ნიმუში |
Posted by: Oberon525 10 Mar 2010, 23:35 |
შევარდენი1906 დიდი მადლობა ინფორმაციისთვის. ძალიან მოხერხებულია ამგვარი საბუთების პირდაპირ საიტიდან შეკვეთა და საფასურის გადახდაც განსაკუთრებით მომუშავე ხალხისთვის, ვისაც დრო არ ყოფნის აქეთ-იქით სარბენად და რიგებში სადგომად მაგრები ხართ!!! |
Posted by: jangula 11 Mar 2010, 20:41 |
გამარჯობათ კითხვები მაქვს ბინის საკუთრებასთან დაკავშირებით: 1. ბინა არის ქალბატონის სახელზე. ამ ბინაში ცხოვრობს ამ ქალბატონის და და სიძე მისი შვილებით. რომელთაგან ამ მისამართზე ჩაწერილია მხოლოდ ერთი დისშვილი (უკვე სრულწლოვანი) ქალბატონს სურს რომ ამოეწეროს ბინის მისამართიდან და ჩაეწეროს იქ სადაც ამჟამად ცხოვრობს (დედასთან). ამ დროს ავტომატურად მოხდება ბინის მესაკუთრის შეცვლა ქალბატონიდან ჩაწერილი დისშვილი სახელზე თუ რამე დამატებითი პროცედურები იქნება კიდევ გასავლელი? 2. ბინა არ არის პრივატიზირებული. ბინაში ჩაწერილი არიან ცოლ-ქმარი და მათი შვილი (ქალიშვილი გათხოვილია და ამოწერილია) ბინის მესაკუთრე რა შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს ისე რომ პრივატიზირება არ მოხდეს. სურთ ბინის გაყიდვა და ამის შემდეგ გადაფორმება მყიდველზე. ანი საფეხურები მაინტერსებს. გმადლობთ |
Posted by: irasokh 11 Mar 2010, 20:54 | ||||
სხვა პროცედურები უნდა ჩაატაროს - გადააფორმოს ბინა სხვა მესაკუთრეზე. ჩაწერა-ამოწერას არ აქვს მნიშვნელობა
ჯერ თავის სახელზე უნდა მოხდეს რეგისტრაცია. პრივატიზირებული თუ არაა რაღაც საბუთები ექნებათ მაგ: ბინის ორდერი ან ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დასტურდება ბინის მეპატრონის ვინაობა, მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება ბინის სხვა პიროვნებაზე გადაფორმება |
Posted by: giorgitab 11 Mar 2010, 20:58 | ||||
jangula
ჩაწერის ისნსტიტუტი არ გულისხმობს საკუთრებას ანუ შესაბამისად მესაკუთრედ ისევ ეს ქალბატონი დარჩება, იმისათვის რომ ბინის მესაკუთრე გახდეს დისშვილი უბრალოდ უნდა აჩუქოს, და შემდეგ დაარეგისტრიროს ეს ნაჩუქრობა საჯარო რეესტრში (ეს იმ შემთხვევაში თუ თვითონ უკვე აქვს რეგისტრირებული, თუ თვითონაც არა აქვს რეგისტრირებული მაშინ ჯერ თავის უფლება უნდა დაარეგისტრიროს და შემდეგ აჩუქოს)
ბინის მესაკუთრეა ის ვის სახელზეცააა პრივატიზაცია, ამიტომ თუ რეგისტრირებულია ვიდრე მესაკუთრე არ გაასხვისებს მანამდე ვერავითარ შემთხვევაში მესაკუთრე ვერ შეიცვლება. რაც შეეხება ჩაწერა ალბათ გულისხმობთ როდესაც პირადობის მოწმობაში სწორედ ეს ბინააა მითითებული საცხოვრებელ მისამართში ამ ცვლილებას უკვე პირადობის მოწმობაში სამოქალაქო რეესტრი ახორციელებს |
Posted by: jangula 11 Mar 2010, 22:09 |
irasokh giorgitab გმადლობთ |
Posted by: Oberon525 12 Mar 2010, 11:17 |
კიდე ერთი შეკითხვა ნოტარიუსმა მომთხოვა ცნობა სამისამართო ქუჩიდან გარდაცვლილზე და ინტერნეტით ვერ ავიღებ მაგ ცნობას? |
Posted by: irasokh 12 Mar 2010, 12:04 |
Oberon525 ეს სამოქალაქო რეესტრის საქმეა |
Posted by: otucho 12 Mar 2010, 20:41 |
მოკლედ ამ თემას დავხურავ ეხლა და საჯარო რეესტრის ახალი თემა გაიხსნება ძალიან მალე რომელიც უფრო ინფორმაციული და საინტერესო იქნება |
Posted by: Suleluka 3 Feb 2011, 19:55 |
საჯარო რეესტრის ახალი თემა ვერ ვიპოვე რატომღაც, ამიტომ ვსხნი ძველ თემას. _______________________ მაინტერესებს მიშენება რომელიც გაკეთდა 90-იან წლებში როგორ შეიძლება გავატარო რეესტრში. |
Posted by: Celeborn 30 Mar 2011, 22:14 |
ვასხვისებ ბინას,რომელიც ნაყიდი მაქვს 2003 წელს და გატარებულია მაშინვე საჯარო რეესტრში .ჩავაბარე განცხადება ხელახალი რეგისტრაციისათვის, მზად იქნება 4 სამუშაო დღეშიო. 7 წელია გასული და მაინც უნდა გადავიხადო 12 პროცენტი? და მეორე:მყიდველი აფორმებს თავის ნოტარიუსთან,რომელმაც უთხრა,რომ იმ დღეს უნდა იყოს გამზადებული და გამოსული რეესტრიდან რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთიო,,თუ ვერ მოესწრო იმ საათამდე,სანამდეც ეს ნოტარიუსი მუშაობს,მერე რა უნდა ვქნა? საიდან უნდა გავიგო წინასწარ რომელ საათზე იქნება,რომ იმ ნოტარიუსთან დროში ჩავეტიოთ.ან მერე განახლება რა ჯდება,ან... მეორე დგღეს რო ავიღო,რატომ არ უნდა მიიღოს ნოტარიუსმა? წინასწარ გმადლობთ. სმს რო ექვსის ნახევარზე მომივიდეს იმ მეოთხე დღეს,მომდევნო სამუშაო დღეს რო ავიღო(რადგანაც იმ დგეს აღარ მოესწრება ნოტარიუსთან),აღარ მიიღებს ნოტარიუსი? თუ არადა მერე რას ვაკეთებ? |
Posted by: ilelagi 31 Mar 2011, 12:18 |
გამარჯობათ! იქნებ დამეხმაროთ. ახლა რაშია საქმე. 1.ჩვენ ბაკურიანში გვაქვს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელშიც თითოეულ ოთახს ყავს ცალკე მესაკუთრე. ამ კომპლექსში უკვე მესაკუთრეა დაახლოებით 60 ადამიანი (აღებული აქვთ საჯარო რეესტროდან საკუთრების მოწმობა); ეს მოხდა 2010 წლის ივნის-აგვისტოში და შემდეგ შეწყდა საკუთრების მოწმობების გაცემა. 2. დარჩენილია 50 ადამიანი ვისაც ასეთი საბუთი არა აქვს, რადგანაც ამ კომპლექსს აშენებდა ცენტრ-პოინტის შვილობილი შპს”მზიური ველი”(100% წილი ეკუთვნის მაია რჩეულიშვილს), და რომელიც გასცემდა სათანადო საბუთს, რომ საჯარო რეესტრიდან გაეცათ საკუთრების მოწმობები; ახლა როდესაც ცენტრპოინტის მთელი ქონება სამართავად გადაეცა კომპანია ”დექსუსს” (დაახლოებით 2010 წლის სექტემბერში) ეს პროცესი შეჩერებულია დღემდე. (ხელშეკრულებით (”მზიურ ველთან”) გათვალისწინებული თანხები ყველას დაფარული აქვს 2008 წლის ბოლოსთვის.) 4.ახლა კომპანია ”დექსუსს” მოყავს ათასგვარი მიზეზები(ვითომ ტექნიკური პრობლემებია რეესტრთან დაკავშირებით და ა.შ) და რეესტრს არ ”ხსნიან”. აი ეს არის მთავარი რაც მინდა გკითხოთ: -დარჩენილი( საკუთრების მოწმობების გარეშე ) ”მესაკუთრეების” ქონება ჯერ კიდევ ”მზიური ველისაა” ალბათ, ხომ? თუ ასეა მაშინ ამათზე(ფაქტობრივ მესაკუთრეებზე) გადმოდის გაზის დავალიანების გამო ”მზიურ ველზე” დადებული ყადაღა?(გაზით გათბობის დავალიანება დაგროვდა 2010 წელს). -როგორც ვიცი საკუთრების გადაცემის მომენტში ”მზიური ველი” ვალდებულია გადაიხადოს მშენებლობის დღგ, და ეს ხომ შეიძლება იყოს მათი მხრიდან საკუთრების გადაცემის პროცესის გაჭიანურების მიზეზი?(არა აქვთ ან არ უნდათ ფულის გადახდა). -მე ეს ორი მომენტი მიმაჩნია ამ პროცესის გაჭიანურების მიზეზად და თუ ეს ასეა რას გვირჩევთ? -უკაცრავად დიდი შეკითხვა გამომივიდა -პატივისცემით |
Posted by: beso 10 Apr 2011, 23:06 |
საჯარო რეესტრის სამუშაო გრაფიკი ხომ არ იცით? |
Posted by: შევარდენი1906 12 Apr 2011, 14:02 |
otucho ჰერმიონ საიდან გაჩნდა არქივი? |
Posted by: -eka- 12 Apr 2011, 14:15 | ||||||
Celeborn პასუხი შეიძლება დაგვიანებულია, უბრალოდ ეხლა ვნახე ეს შეკითხვა. მოხარული ვიქნები თუ დაგეხმარები.
რათქმაუნდა არ გადაიხდი.
რა სისულელეა? საიტზე ბოლო ამონაწერი რომელიც დევს ისაა ბოლოს მომზადებული ბოლო მონაცემებით და იმ ამონაწერით შეიძლება გარიგების დადება. დამატებით თუ რაიმე ინფორმაცია აინტერესებს შევიდეს იმავე საიტზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების რეესტრში და პირადი ნომრით ნახავს თუ რამეა.
განახლება ჯდება 15+1 ლარი და იქნება მეორე დღეს. ნოტარიუსმა ყველა შემთხვევაში უნდა მიიღოს ის ამონაწერი რაც დევს საიტზე! რომელმა ჭკვიანმა ნოტარიუსმა გითხრა ეგ რომ არ შეიძლება ძალიან მაინტერესებს. |
Posted by: ჰერმიონ 12 Apr 2011, 14:22 | ||
შევარდენი1906
რა არქივი? |
Posted by: Niku7a 4 May 2011, 16:05 |
ამ მომენტში რა ღირს მიწის ნაკვეთის გადაფორმება? სად ვნახო ინფო? რამე ფორმულა არი ? |
Posted by: lawyer55 4 May 2011, 16:44 | ||
გააჩნია რა ხერხით იფორმებ ბინას? (მემკვიდრეობა, პრივატიზაცია, ნასყიდობა, ჩუქება) |
Posted by: Niku7a 4 May 2011, 17:15 | ||
lawyer55
ბინას არა მიწის ნაკვეთი თავისი სახლით ნასყიდობა |
Posted by: შევარდენი1906 4 May 2011, 17:25 | ||
ჰერმიონ
მიაკეტე ეს თემა ჰერმი ძველია უკვე otucho შენც დაგტაგავ |
Posted by: Niku7a 4 May 2011, 17:55 |
იქეთ თემაში დავსვავ კიტხვას მაშინ ეს დახურეთ |