forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> პრობლემები თამაშების გაშვებისას, ყველა ტექნიკური საკითხი აქ
Obey
Clive Bixby


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 8197
წევრი No.: 98887
რეგისტრ.: 2-September 09

გამოგზავნილია: 26 Jan 2018, 17:25  #52066278      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წინა თემები:

პრობლემები თამაშების გაშვებისას
პრობლემები თამაშების გაშვებისას II
პრობლემები თამაშების გაშვებისას III
პრობლემები თამაშების გაშვებისას IV
პრობლემები თამაშების გაშვებისას V

გამოიკვეთა ტენდენცია, რომ თემა "ინტერნეტიდან მოქაჩული თამაშების დაინსტალირება" მალე ივსება უკვე დაინსტალირებული თამაშების გაშვების ტექნიკური პრობლემებით, რაც ცდება იმ თემის დანიშნულებას. გარდა ამისა, იხსნება უამრავი ცალკე თემა ამა თუ იმ თამაშის ვერგაშვება-არგაშვება-გამიშვითმოვკლავ შინაარსით.

ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ერთიანი თემა, სადაც ვისაუბრებთ ყველა წამოჭრილ ტექნიკურ პრობლემაზე, ილუსტრირებული ტუტორიალის თანხლებით, რომელშიც შესაძლო პრობლემები და მათთან ბრძოლის მეთოდებია განხილული.

მაშ ასე -- ვქოქავთ თამაშებს ერთიანი ძალებით! user posted image


პრობლემები თამაშების გაშვებისას (და მათთან ბრძოლის გზები)

პრობლემები თამაშების გაშვებისას უამრავი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული და ყოველ მათგანზე აქ ვერ შევჩერდებით. მაგრამ არსებობს რამდენიმე უნივერსალური მეთოდი ამ პრობლემების გამოსავლენად და გადასაჭრელად. ამას კომპიუტერულ ენაზე troubleshooting ეწოდება, ანუ ხარვეზების გამოვლენა სხვადასხვა შესაძლო მიზეზების თანმიმდევრული გამოკვლევის გზით.

რა თქმა უნდა, ეს ტუტორიალი ვერ გადაჭრის ყველა პრობლემას, მაგრამ მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ მათი გამომწვევი სავარაუდო მიზეზების გრძელი ნუსხის შემცირებაში.


ვიდეოკარტის დრაივერები

სტატისტიკის მიხედვით, თამაშებთან დაკავშირებული პრობლემების ყველაზე გავრცელებული მიზეზი ვიდეოკარტის მოძველებული ან ცუდად მომუშავე დრაივერებია. ამიტომ პირველი, რაც უნდა გააკეთოთ მსგავსი პრობლემების შემთხვევაში, არის განახლებული დრაივერების მოქაჩვა და დაინსტალირება. კომპაქტ–დისკზე, რომელიც თქვენს ვიდეოკარტას მოყვა, როგორც წესი, უკვე მოძველებული დრაივერია ჩაწერილი, რადგან მათი განახლება ძალიან ხშირად ხდება. ამიტომ, განახლებული დრაივერი უნდა გადმოწეროთ მწარმოებლის საიტიდან.

ვიდრე დრაივერის ძებნას შეუდგებით, უნდა გაარკვიოთ თქვენი ვიდეოკარტის ჩიპსეტის მწარმოებელი ფირმა და ზუსტი მოდელი. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Windows–ის ინსტრუმენტი სახელწოდებით DirectX Diagnostic Tool. გამოიძახეთ Start > Run (კლავიატურიდან Win+R), გამოსულ ფანჯარაში აკრიფეთ dxdiag და დააჭირეთ OK.

user posted image

ახალ ფანჯარაში გადადით ტაბზე Display და წაიკითხეთ, რა წერია Name–ისა და Manufacturer–ის გასწვრივ. იქვე ნახავთ ვიდეოკარტის დრაივერის მიმდინარე ვერსიას, რომელიც მოცემული იქნება ე. წ. "გრძელ ფორმატში" (მაგ.: 6.14.0011.8122). დრაივერის ინტერნეტში მოსაძებნად ფირმის სახელწოდება და კარტის მოდელი სრულიად საკმარისია, მაგრამ თუ ვერსიების შედარება გაინტერესებთ, გაითვალისწინეთ, რომ დრაივერების საინსტალაციო პაკეტებს, როგორც წესი, "მოკლე ვერსიები" აქვთ, რომლებიც "გრძელი ვერსიის" ბოლო ხუთი ციფრისგან გამოითვლება (ანუ, მოცემული მაგალითის შემთხვევაში ეს იქნება 181.22).

user posted image

ვიდეოკარტის ჩიპსეტის შესახებ ინფორმაციის მოპოვების შემდეგ უნდა ეწვიოთ მისი მწარმოებლის საიტს, სადაც უნდა მოძებნოთ თქვენი მოდელის შესაბამისი დრაივერი. დღესდღეობით სათამაშო ინდუსტრიაში ვიდეოკარტის ჩიპსეტების, ანუ გრაფიკული პროცესორების (GPU) ორი ძირითადი მწარმოებელი დარჩა. აი მათი საიტების ლინკები:

NVIDIA
ATI

ეს კი გახლავთ NVIDIA-ს და ATI-ის ჩიპსეტებზე აწყობილი ვიდეოკარტების ყველაზე მსხვილი მწარმოებლების სია:

ASUS
MSI
EVGA
Gigabyte
Sapphire

შენიშვნა: დრაივერები შეგიძლიათ დაქაჩოთ ვიდეოკარტების მწარმოებლების საიტებიდანაც, მაგრამ ამის გაკეთება უმჯობესია თვითონ ჩიპსეტების (გრაფიკული პროცესორების) მწარმოებლის საიტებიდან.

ასევე, არსებობს ვიდეოკარტები, რომლებიც დედაპლატებშია ინტეგრირებული. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ დედაპლატის მწარმოებლის საიტს.

თქვენი დრაივერი შესაძლოა ბოლო ვერსიის იყოს, მაგრამ ეს არ წარმოადგენს 100%–იან გარანტიას, რომ ის ხარვეზების გარეშე მუშაობს. ყოველი შემთხვევისათვის, წაშალეთ არსებული დრაივერი კონტროლ პანელიდან (Add or Remove Programs), გადატვირთეთ სისტემა და ხელახლა დააყენეთ დრაივერი.


ხმის კარტის დრაივერები

პრობლემები თამაშების გაშვებისას ხმის კარტის გაუმართავმა დრაივერებმაც შეიძლება გამოიწვიოს. დარწმუნდით, რომ თქვენი ხმის კარტა გამართულად მუშაობს. ამისათვის შეგიძლიათ ჩაატაროთ DirectSound–ის ტესტი იგივე DirectX Diagnostic Tool–ის მეშვეობით, რომელზეც წინა პარაგრაფში გვქონდა საუბარი. ოღონდ მისი გამოძახებისას ამჯერად Display–ს ნაცვლად გადადით ტაბზე Sound. იქვე ნახავთ ხმის აპარატურული აქსელერაციის დონის გადამრთველსაც (Hardware Sound Acceleration Level), რომელიც თავდაპირველად მაქსიმუმზეა დაყენებული. ზოგიერთ შემთხვევაში ამ გადამრთველის უფრო დაბალ მაჩვენებელზე დაწევამ ან საერთოდ გამორთვამ შესაძლოა უშველოს ხმასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემებს.

user posted image

ამავე ფანჯარაში შეგიძლიათ დაადგინოთ ხმის კარტის მოდელი და დრაივერის ვერსია. ისევე როგორც ვიდეოკარტის შემთხვევაში, განახლებული დრაივერის მოსაქაჩად ეწვიეთ მწარმოებლის საიტს. აი ხმის კარტების მწარმოებელი რამდენიმე მსხვილი კომპანიის საიტები:

Creative Labs
Realtek
C-Media
M-Audio
Turtle Beach

ვიდეოკარტების მსგავსად, არსებობს დედაპლატებში ინტეგრირებული ხმის კარტებიც. ასეთ შემთხვევაში განახლებული დრაივერები უნდა მოიძიოთ დედაპლატის მწარმოებელი ფირმის საიტზე.


DirectX–ის პრობლემები

ზოგი პრობლემა, შესაძლოა, DirectX–ის გაუმართავ კომპონენტებს უკავშირდებოდეს. ზოგიერთი თამაში ინსტალაციის დროს თვითონ შემოგთავაზებთ DirectX–ის განახლებას. თუ თამაში ახალი გამოსულია, ნება დართეთ გააკეთოს ეს განახლება –– DirectX–ის დისტრიბუტივები ყოველთვიურად უმჯობესდება და მსგავსი განახლება არავის აწყენს, ზოგ შემთხვევაში კი მან, შესაძლოა, სერიოზული სისტემური ხარვეზებიც გამოასწოროს.


დაკარგული D3D ბიბლიოთეკები

ზოგჯერ თამაშმა შეიძლება გამოიტანოს შეტყობინება Couldn't find d3dx9_xx.dll (სადაც xx-ის ნაცვლად სხვადასხვა ციფრები იქნება). ეს ნიშნავს, რომ სისტემაში არაა კონკრეტული D3D ბიბლიოთეკა (.dll), რომელიც თამაშს გასაშვებად სჭირდება. სად იკარგება ეგ ბიბლიოთეკები, ან რატომ არ აყოლებენ საჭირო ფაილებს დეველოპერები თამაშებს, ეს ცალკე თემაა. მთავარი ისაა, რომ ეს პრობლემა ადვილი გადასაჭრელია -- უბრალოდ ჩაიწერეთ თქვენთვის საჭირო ფაილის ზუსტი სახელწოდება და მოძებნეთ იგი ინტერნეტის მეშვეობით. ეს საიტი დაგეხმარებათ:

http://www.dll-files.com/

ამოიღეთ გადმოწერილი ფაილი არქივიდან და ჩააგდეთ ფოლდერში C:\Windows\System32. ამის შემდეგ, წესით, თამაში უნდა ჩაირთოს.


კოდეკების გაუმართაობა

ზოგიერთი თამაში ვიდეორგოლების საჩვენებლად გარეშე კოდეკებს იყენებს და, შესაბამისად, დამოკიდებულია ოპერაციულ სისტემაში არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე. თუ თამაში ირთვება, მაგრამ ვიდეორგოლების გაშვებისას აქვს პრობლემები (დამახინჯებული გამოსახულება, ხმის არქონა და სხვა) ან საერთოდ დესკტოპზე გამოდის, შესაძლოა პრობლემა საჭირო ვიდეო–კოდეკების არარსებობაში ან მათ გაუმართაობაში იყოს.

კოდეკების განახლება, დრაივერების მსგავსად, ინტერნეტის მეშვეობით ხდება. ვინაიდან ხშირად ძნელია იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რომელი კოდეკი იწვევს პრობლემას, ამიტომ გირჩევთ კოდეკების სრული პაკეტის გადმოწერას. ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული პაკეტია K-Lite Codec Pack.

ზოგიერთი ძველი თამაშის შემთხვევაში შესაძლოა დაგჭირდეთ სპეციფიური კოდეკი, რომელიც უკვე აღარ გამოიყენება. თუ ასეთი კოდეკი თამაშს არ მოყვა საინსტალაციო პაკეტში, მაშინ ის უნდა მოიძიოთ ინტერნეტის მეშვეობით.


ძველი თამაშები ახალ ოპერაციულ სისტემებზე

თუ თამაში უფრო ადრეა გამოსული, ვიდრე თქვენი ოპერაციული სისტემა, შესაძლოა მისი გაშვებისას წარმოქმნილი პრობლემები პროგრამულ შეუთავსებლობასთან იყოს დაკავშირებული. მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად ხშირად საკმარისია თამაშის გაშვება ე. წ. "თავსებადობის რეჟიმში" (Compatibility Mode). ამისათვის თაგვის მარჯვენა ღილაკით მეშვეობით შედით თამაშის გამშვები ფაილის თვისებებში (Properties), გადადით ტაბზე Compatibility და მიუთითეთ ოპერაციული სისტემის ის ვერსია, რომელზეც მოცემული თამაში იყო გათვლილი.

user posted image

თუ ეს მეთოდი პრობლემას ვერ შველის, ინტერნეტში უნდა მოიძიოთ ინფორმაცია სპეციალური პატჩების შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ თამაშის ახალ ოპერაციულ სისტემებთან თავსებადობას უზრუნველყოფს.

DOS–ის თამაშების გასაშვებად შეგიძლიათ გამოიყენოთ პროგრამა DOSBox, რომელიც MS-DOS–ის სრულ ემულაციას ანხორციელებს XP–ზე და სხვა თანამედროვე ოპერაციულ სისტემებზე.


თამაშების განახლებული ვერსიები (პატჩები)

ზოგჯერ თამაშის წარმატებით გაშვებას ხელს უშლის სპეციფიური პროგრამული ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრა მხოლოდ თავად თამაშის განახლებით შეიძლება. ამისათვის თამაშის გამომცემელი კომპანიის საიტიდან (ან სხვა წყაროებიდან) უნდა მოქაჩოთ პატჩი, რომელიც თქვენს თამაშს განაახლებს. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი თამაში შეტეხილია ე. წ. No-CD/DVD კრეკის მეშვეობით, შესაძლოა დაგჭირდეთ ახალი პატჩის შესაბამისი კრეკის მოძიებაც.


პროგრამული დაცვის სისტემები

თანამედროვე თამაშების დიდი უმეტესობა იყენებს პროგრამული დაცვის სხვადასხვა სისტემებს, რომლებიც სწორედ იმისთვისაა მოწოდებული, რომ არალეგალური გზით მოპოვებული თამაშების გაშვების საშუალება არ მოგცეთ. ამიტომ, ვიდრე ამ თემაში დაპოსტავთ, დარწმუნდით, რომ პრობლემა, რომელიც თამაშის გაშვებისას შეგექმნათ, დაცვის სისტემასთან არაა დაკავშირებული. ეს ადვილი დასადგენია –– დაცული თამაში სპეციფიურ შეტყობინებას იძლევა, რომელშიც ორიგინალური დისკის ჩადებას მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა მოიპოვოთ შესაბამისი კრეკი (Crack). ეს შეიძლება იყოს გამშვები ფაილის შეტეხილი ვერსია, დაცვის მოსახსნელი პატჩი და ა. შ. კრეკი, როგორც წესი, პირატულ რელიზს მოყვება თან. ის შეიძლება ცალკე ფაილის სახით ახლავდეს ISO იმიჯს, ან პირდაპირ თამაშის დისკზე იყოს ჩაწერილი ფოლდერში Crack –– თუმცა, ამ ფოლდერს შეიძლება ერქვას თვითონ იმ ხაკერული ჯგუფის სახელიც, რომელმაც თამაში დაარელიზა: DEVIANCE, HATRED, HOODLUM და სხვა. თუ კრეკი არ მოყვა რელიზს, მაშინ ის უნდა მოიძიოთ ინტერნეტის მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თემა "სერიული ნომრები, კრეკები ..."


უვარგისი ან შეუსაბამო კრეკის მიერ გამოწვეული პრობლემები

თამაშის გაშვებისას (ან უშუალოდ თამაშის პროცესში) სხვადასხვა სახის პრობლემებს შეიძლება იწვევდეს უვარგისი, ნაჩქარევად გაკეთებული კრეკი. ასეთ შემთხვევაში უნდა მოიძიოთ კრეკის ალტერნატიული, გასწორებული ვერსია (ე. წ. Crackfix). გარდა ამისა, უნდა დარწმუნდეთ, რომ კრეკი ზუსტად შეესაბამება თამაშის ვერსიას.


Google!

არის უამრავი სპეციფიური პრობლემა, რომელიც ამა თუ იმ კონკრეტულ თამაშს უკავშირდება. მათ გადაჭრაში ეს ტუტორიალი, სამწუხაროდ, ვერ დაგეხმარებათ. სამაგიეროდ, არსებობს მძლავრი ინსტრუმენტი, რომელსაც პრაქტიკულად ნებისმიერი სათამაშო პრობლემის გადაჭრა შეუძლია -- Google. გისურვებთ წარმატებებს!

This post has been edited by Obey on 26 Jan 2018, 17:29
misterius
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 55
წევრი No.: 202060
რეგისტრ.: 7-May 15

გამოგზავნილია: 4 Feb 2018, 19:54  #52119378      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

ასასინი გადმოვწერე პირველი და რო ვრთავ სულ შავდება ეკრანი მარა ხმა ისმის რო ვაჭერ რეაქციაც აქვს და რა უნდა მონაცემები ნორმალური აქვს კომპს ვიბდოუსი იქსპი მიყენია და ამის ბრალია ვითომ თუ რატო აკეთებს ასე მითხარით რა
overlord
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 132
წევრი No.: 188028
რეგისტრ.: 26-June 14

გამოგზავნილია: 5 Feb 2018, 15:55  #52123860      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სიდ მეიერის ცივილიზაცია არ გამოსულა ჯერ ხო????
აი ის ნაწილი თამარი როა შეყვანილი???

მინდა დაყენება ვნახოთ კომპი უ გამიქაჩავს smile.gif
ვახტანგი
Знаешь, почему твоя мечта не сбылась? Ты выбрал не ту мечту


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12517
წევრი No.: 32602
რეგისტრ.: 6-April 07

გამოგზავნილია: 6 Feb 2018, 22:47  #52132770      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
overlord
http://new-rutor.org/torrent/592724/sid-me...t-r-g-catalyst/

თამარის ჯერ არ გამოსულა მაგრამ თამაშის შემოწმება შეგიძლია


--------------------
Однажды, во время съёмок фильма "Пятый элемент" Брюс Уиллис подошёл к Люку Бессону и спросил: -"Почему в фильме есть летающие машины, люди бороздят космос, днк могут воссоздать человека, но мой герой до сих пор пользуется спичками?"
На что Люк Бессон ему ответил:
- Иди нах..., Брюс
severuss
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4358
წევრი No.: 132155
რეგისტრ.: 6-June 11

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 22:05  #52171267      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სალამი

თამაშებს რომ ვრთავ მსგავს ერორებს მიგდებს.
მერე ირთვება თამაში, ვთამაშობ და რამდენიმე წუთში შეშდება ეკრანი, ჭედავს და ვთიშავ.


user posted image

რა ვუშველო?
chuvak_lexo
ზეპ ვოლცოვი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8093
წევრი No.: 52291
რეგისტრ.: 24-January 08

გამოგზავნილია: 23 Feb 2018, 12:58  #52237720      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ, ანდროიდზე ვცდილობ გრიმ სოულის გაშვებას და ფეიმენთ ერორს მიგდებს, აპკ გადმოვწერე ჩვენ რეგიონზე არაა ხელმისაწვდომი :/


--------------------
- ###ზე დაიკიდე
- რა დავიკიდო 25 წელი მომისაჯეს

გინდა სურათი გადაგიღო? © კახა
https://www.youtube.com/watch?v=1ERP54s7-2Y#t=43


ადმინ პირში აღებით მელაპარაკე
beso
Super Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 1297
წევრი No.: 380
რეგისტრ.: 12-October 01

გამოგზავნილია: 3 Apr 2018, 18:22  #52465402      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჰალფ ლიფე 2 გადმოვწერე რეპაკი და სეივ ფაილები სად უნდა ჩავაგდო არიცით ? არსად არ არის
alexander22
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 549
წევრი No.: 208745
რეგისტრ.: 10-October 15

გამოგზავნილია: 11 Apr 2018, 17:59  #52510462      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Radical Heights რო ვრთავ ამას მიგდებს 64 ბიტიანი ვინდოუსი მაქ და შესაბამისი dll ფაილი გადმოვწერე და Syswow ში ჩავაგდე არ უშველა SYSTem 32 ში ჩავაგდე არც მაგან უშველა და რა მოვუხერხო?
user posted image


--------------------
CPU: i5 3470 @ 3.2Ghz
RAM: 8GB 1600Mhz
HDD: 500GB
MOB: Dell Q77 1155
GPU: Zotac GTX 1050 OC
PSU: 450 Watt
chokoi
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 22
წევრი No.: 242115
რეგისტრ.: 12-April 18

გამოგზავნილია: 17 Apr 2018, 14:42  #52548369      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მომიტევეთ თემის გადახვევისთვის

Mu Online Server (GE)

WWW.S2-OLDMU.COM - დღეს საქართველოში ყველაზე სტაბილური სეზონი 2. 1.02n.

Online - 24/7
Exp - 80
Drop - 40
VIP - სისტემა
DONATE
განვადების სისტემა
სხვა ინფორმაციის და სიახლეების სანახავად ეწვიეთ ვებ-გვერდს ! WWW.S2-OLDMU.COM user posted image
Dostoyevsky
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 188
წევრი No.: 203858
რეგისტრ.: 19-June 15

გამოგზავნილია: 4 May 2018, 11:53  #52647687      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image ესე მიგდებს დაინსტალირების მერე ჩართვას რო ვცდილობ ფარ ქრაი პრიმალზე და მაფია 3 ზე რისი ბრალი იქნება?
* * *
QUOTE (Dostoyevsky @ 4 May 2018, 11:53 )
user posted image ესე მიგდებს დაინსტალირების მერე ჩართვას რო ვცდილობ ფარ ქრაი პრიმალზე და მაფია 3 ზე რისი ბრალი იქნება?

მიშველეეთ ვინცხაამ რაცხაააა))))))
Dostoyevsky
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 188
წევრი No.: 203858
რეგისტრ.: 19-June 15

გამოგზავნილია: 5 May 2018, 16:02  #52653968      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Dostoyevsky @ 4 May 2018, 11:53 )
user posted image ესე მიგდებს დაინსტალირების მერე ჩართვას რო ვცდილობ ფარ ქრაი პრიმალზე და მაფია 3 ზე რისი ბრალი იქნება?
* * *
QUOTE (Dostoyevsky @ 4 May 2018, 11:53 )
user posted image ესე მიგდებს დაინსტალირების მერე ჩართვას რო ვცდილობ ფარ ქრაი პრიმალზე და მაფია 3 ზე რისი ბრალი იქნება?

მიშველეეთ ვინცხაამ რაცხაააა))))))

__________________________________________________________________________________
Dostoyevsky
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 188
წევრი No.: 203858
რეგისტრ.: 19-June 15

გამოგზავნილია: 6 May 2018, 19:39  #52660183      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Dostoyevsky @ 5 May 2018, 16:02 )
QUOTE (Dostoyevsky @ 4 May 2018, 11:53 )
user posted image ესე მიგდებს დაინსტალირების მერე ჩართვას რო ვცდილობ ფარ ქრაი პრიმალზე და მაფია 3 ზე რისი ბრალი იქნება?
* * *
QUOTE (Dostoyevsky @ 4 May 2018, 11:53 )
user posted image ესე მიგდებს დაინსტალირების მერე ჩართვას რო ვცდილობ ფარ ქრაი პრიმალზე და მაფია 3 ზე რისი ბრალი იქნება?

მიშველეეთ ვინცხაამ რაცხაააა))))))

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
JvijjiWWioQj.jpg
Doktor Niemand
2020 together again


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9773
წევრი No.: 136963
რეგისტრ.: 14-October 11

გამოგზავნილია: 11 May 2018, 00:57  #52686366      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dostoyevsky
რა პროცესორი გაქ?


--------------------
Немцы и Инопланетяне, Немцы и Тибет, Немцы и динозавры, Немцы и машина времени....Надо создать министерство по изучению немцев....ибо НЕМЦЫ это что то темное и таинственное....

-гендальф, а мордор ето направо или налево?
-налево

Dostoyevsky
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 188
წევრი No.: 203858
რეგისტრ.: 19-June 15

გამოგზავნილია: 11 May 2018, 01:22  #52686504      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Doktor Niemand @ 11 May 2018, 00:57 )
Dostoyevsky
რა პროცესორი გაქ?

Intel® Core™2 Quad Processor Q9550 (12M Cache, 2.83 GHz, 1333 MHz FSB)

Palit Gts 250 1 GB

Ram 2X4 GB
ჩოვიჩა
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 527
წევრი No.: 173785
რეგისტრ.: 22-September 13

გამოგზავნილია: 11 May 2018, 20:38  #52691163      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dostoyevsky
C დისკზე თუ წერ ახლა D-ზე დაინსტალირე.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0292 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]