აი ეს კაი მაგალითია, მაგრამ რატომ ვერ ვზომავთ?
იქნებ ეს ჩვენი დაბალი ტექნოლოგიური დონის პრობლემაა და არა კვანტური მექანიკის?
ეხლა იმიტომ ვერ ვზომავთ, რომ ნებისმიერი დაკვირვება, რა მეთოდებიც ეხლა გვაქვს, მოქმედებს დასაკვირვებელ ობიექტზე. გინდა მაკროზე, გინდა მიკროზე.
მაკრო ობიექტებზე ამ დაკვირვებით მიღებული ცდომილება დასაშვებია, რადგანაც დაკვირების მეთოდი ძალიან მცირე გავლენას ახდენს დასაკვირვებელ ობიექტზე.
მაგრამ სურათი იცვლება მიკროს დროს.
ანუ, როგორ ვაკვირდებით ობიექტს? რამოდენიმე მეთოდია, პასიური და აქტიური. პასიური არის, როცა ჩვენ არანაირად არ ვმოქმედებთ ობიექტზე და მხოლოდ მისგან მოღებული ინფორმაციით ვსაზღვრავთ მის პარამეტრებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ობიექტზე არაფერი მოქმედებს. იგივე მთვარის ტელესკოპში დაკვირვებისას, ჩვენ უბრალოდ უკვე მასზე მომხდარ ზემოქმედებას ვაფიქსირებთ პასიურად, ანუ მთვარეს მოხვდა ფოტონი, აირეკლა და მერე ჩვენს ტელესკოპში მოხდა.
აქტიურია მაგალითად დავაყენეთ დიდი რადიოლოკატორი, დავასხივეთ მთვარე და მივიღეთ ანარეკლი, რასაც ვაანალიზებთ და ვაფიქსირებთ მთვარის პარამეტრებს.
ანუ, მაკრო ობიექტებზე დაკვირება მარტივია, მნიშვნელოვან გავლენას მის პარამეტრებზე ვერ ვახდენთ დაკვირვებით.
აი როგორაა საქმე მიკრო ობიექტებზე, ეგ უკვე პრობლემაა
ვთქვათ ვხედავთ ბურთებით, ანუ წამში მაგალითად ყველა მიმართულებით ათასობით ბურთს ვისვრით და უკან დაბრუნებულ ბურთებს ვაანალიზებთ. როცა მაგალითად მთა მინდა ამ მეთოდით გავაანალიზო, ოკ, რაღაც სიზუსტით მოვახერხებ ამას, მაგრამ როცა მინდა სხვა ბურთი გავაანალიზო, აი მაშინაა პრობლემა
ჩემი ბურთი ხვდება იმ ბურთს და ისე უცვლის პარამეტრებს და მე უკვე მისი მხოლოდ ერთი პარამტერის გაანალიზება შემიძლია და ისიც მიახლოებით