forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (16) « პირველი ... 14 15 [16]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ბინის გადმოფორმება, დამეხმარეთ იურისტებო
tavani
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 13
წევრი No.: 191501
რეგისტრ.: 20-September 14

გამოგზავნილია: 9 Oct 2019, 15:19  #55348199      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (smailo551 @ 30 Sep 2019, 12:34 )
QUOTE
tavani მოგესალმებით, გთხოვთ დამეხმაროთ. თუ არის შესაძლებელი ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება? მითუმეტეს თუ მყიდველმა გაფორმებისთანავე გააჩუქა ნასყიდობით მიღებული ქონება, თანხა ჯერჯერობით არ აქვს გადახდილი. ეს პროცესი ახლახანს მოხდა, ანუ წარსულ სიტუაციას არ ვგულისხმობ.


შესაძლებელია, პირველ რიგში სასწრაფოდ უნდა გააკეთო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სარჩელის აღძვრამდე, ანუ დააყადაღო მანამ სანამ დავას დაიწყებ, რომ კიდევ არ გასხვისდეს ეგ ქონება. შემდეგ უნდა დაიწყო დავა, თუ თანხას არ იხდის და გაჩუქდა, ნათელია, რომ ქონება გაჩუქდა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი მიზანია უძრავ ქონებით პასუხისმგებლობა აიცილოს თავიდან და სასამართლოში დავის წაგებისას უძრავი ქონება მაინც მას დარჩეს საკუთრებაში. (სამოქალაქო კოდექსის 56–ე მუხლი)
მთავარია გაითვალისწინო, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყო აღნიშნული საქმე, თუ ჩუქების ნაცვლად დაიდება ნასყიდობის ხელშეკრულება და ქონება გაიყიდება, უკან ვეღარ დაიბრუნებ (კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი დაიცავს მყიდველს)

QUOTE
nestora_1 სალამი მეგობრებო, მოკლედ აქტიური თემაა და ცალაკე კიდე გახსნას აქ ვიკითხავ იქნებ დამეხმაროთ. ე.ი რა ხდება.

მიწაზე სადაც არის კერძო სახლი და სადაც ვცხოვრობთ არის 1019 კვადრატი. საჯარო რეესტრის მონაცემებში პირველად 2011 წელს დაფიქსირდა ამ მონაცემებით . მაშინ ოჯახის უფროსი გარდაცვლილი იყო ჩვენ პატარები ვიყავით და მოკლედ ვერ ვიდავეთ ამ საკიტხზე. არადა წესით უნდა ყოფილიყო 200 კვადრატით მეტი. ეს 200 კვადრატი მითვისებული აქვს მეზობელს. ხოდა ეხლა მინდა დავიწყო ამ საქმის მოძიება. ვნახო პირველადი ჩანაწერები რამდენი ფიქსირდებოდა ჩვენ ოჯახზე და ასე შემდეგ რო დავიბრუნო მიტაცებული მიწის ნაკვეთი.

მჭირდება რჩევა საიდან დავიწყო სად იქნება ის პირველადი ჩანაწერები და ასე შემდეგ. მარტო ჩემი ძალებით თუ შევძლებ ამ ინფორმაციის მოპოვებას ?


შეძლებ. 3 განცხადება უნდა გააკეთო რეესტრში. 1. გამოითხოვო შენი უძრავი ქონების უდდ (უფლების დამდგენი დოკუმენტები) 2. გამოითხოვო მეზობლის ქონების უდდ. 3. დაწერო განცხადება, კითხვა, მე–2 განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციაში იქნება ნახაზიც, მონიშნე შენთვის საინტერესო 200 კვადრატი (დაშტრიხე) და დასვი კითხვა, არის თუ არა დაშტრიხული შენი მეზობლის საკუთრებაში და თუ არის რის საფუძველზე დაურეგისტრირდა მას.
სავარაუდოდ შიდა აზომვითი ნახაზით ექნება რეგისტრირებული შესაბამისი უდდ–ს გარეშე და მოგიწევს დავა საჯარო რეესტრის წინააღმდეგ გადაწყვეტილების (რომელსაც მოგწერენ მე–3 კითხვის პასუხად, თუ რომელი გადაწყვეტილებით დაურეგისტრიდა საკუთრებაში სადაო 200 კვადრატი მეზობელს) ნაწილობრივ, 200 კვადრატის ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით.

წარმატებები.

სარჩელის უზრუნველოყოფა წინასწარ როგორ მოვახდინო სარჩელის აღძვრამდე? აღარ არის ეგ პრაქტიკა. ან რამე გზა თუ იცით, გთხოვთ! help.gif


--------------------
T.V.N.
AgeraR
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1348
წევრი No.: 148256
რეგისტრ.: 5-May 12

გამოგზავნილია: 9 Oct 2019, 21:08  #55349534      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა მეგობრებო, მაინტერესებს ასეთი რამ. რო ვიგირავო სახლი, გირაოს ვადის გასვლის შემდეგ დამგირავებელმა რომ არ მომცეს ფული, რეალურად მააქვს რამე შანსი რომ ან თანხა დავიბრუნო ან სახლი?
smailo551
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 63
წევრი No.: 246631
რეგისტრ.: 13-November 18

გამოგზავნილია: 14 Oct 2019, 13:56  #55365346      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (tavani @ 9 Oct 2019, 15:19 )
QUOTE (smailo551 @ 30 Sep 2019, 12:34 )
QUOTE
tavani მოგესალმებით, გთხოვთ დამეხმაროთ. თუ არის შესაძლებელი ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება? მითუმეტეს თუ მყიდველმა გაფორმებისთანავე გააჩუქა ნასყიდობით მიღებული ქონება, თანხა ჯერჯერობით არ აქვს გადახდილი. ეს პროცესი ახლახანს მოხდა, ანუ წარსულ სიტუაციას არ ვგულისხმობ.


შესაძლებელია, პირველ რიგში სასწრაფოდ უნდა გააკეთო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სარჩელის აღძვრამდე, ანუ დააყადაღო მანამ სანამ დავას დაიწყებ, რომ კიდევ არ გასხვისდეს ეგ ქონება. შემდეგ უნდა დაიწყო დავა, თუ თანხას არ იხდის და გაჩუქდა, ნათელია, რომ ქონება გაჩუქდა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი მიზანია უძრავ ქონებით პასუხისმგებლობა აიცილოს თავიდან და სასამართლოში დავის წაგებისას უძრავი ქონება მაინც მას დარჩეს საკუთრებაში. (სამოქალაქო კოდექსის 56–ე მუხლი)
მთავარია გაითვალისწინო, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყო აღნიშნული საქმე, თუ ჩუქების ნაცვლად დაიდება ნასყიდობის ხელშეკრულება და ქონება გაიყიდება, უკან ვეღარ დაიბრუნებ (კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი დაიცავს მყიდველს)

QUOTE
nestora_1 სალამი მეგობრებო, მოკლედ აქტიური თემაა და ცალაკე კიდე გახსნას აქ ვიკითხავ იქნებ დამეხმაროთ. ე.ი რა ხდება.

მიწაზე სადაც არის კერძო სახლი და სადაც ვცხოვრობთ არის 1019 კვადრატი. საჯარო რეესტრის მონაცემებში პირველად 2011 წელს დაფიქსირდა ამ მონაცემებით . მაშინ ოჯახის უფროსი გარდაცვლილი იყო ჩვენ პატარები ვიყავით და მოკლედ ვერ ვიდავეთ ამ საკიტხზე. არადა წესით უნდა ყოფილიყო 200 კვადრატით მეტი. ეს 200 კვადრატი მითვისებული აქვს მეზობელს. ხოდა ეხლა მინდა დავიწყო ამ საქმის მოძიება. ვნახო პირველადი ჩანაწერები რამდენი ფიქსირდებოდა ჩვენ ოჯახზე და ასე შემდეგ რო დავიბრუნო მიტაცებული მიწის ნაკვეთი.

მჭირდება რჩევა საიდან დავიწყო სად იქნება ის პირველადი ჩანაწერები და ასე შემდეგ. მარტო ჩემი ძალებით თუ შევძლებ ამ ინფორმაციის მოპოვებას ?


შეძლებ. 3 განცხადება უნდა გააკეთო რეესტრში. 1. გამოითხოვო შენი უძრავი ქონების უდდ (უფლების დამდგენი დოკუმენტები) 2. გამოითხოვო მეზობლის ქონების უდდ. 3. დაწერო განცხადება, კითხვა, მე–2 განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციაში იქნება ნახაზიც, მონიშნე შენთვის საინტერესო 200 კვადრატი (დაშტრიხე) და დასვი კითხვა, არის თუ არა დაშტრიხული შენი მეზობლის საკუთრებაში და თუ არის რის საფუძველზე დაურეგისტრირდა მას.
სავარაუდოდ შიდა აზომვითი ნახაზით ექნება რეგისტრირებული შესაბამისი უდდ–ს გარეშე და მოგიწევს დავა საჯარო რეესტრის წინააღმდეგ გადაწყვეტილების (რომელსაც მოგწერენ მე–3 კითხვის პასუხად, თუ რომელი გადაწყვეტილებით დაურეგისტრიდა საკუთრებაში სადაო 200 კვადრატი მეზობელს) ნაწილობრივ, 200 კვადრატის ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით.

წარმატებები.

სარჩელის უზრუნველოყოფა წინასწარ როგორ მოვახდინო სარჩელის აღძვრამდე? აღარ არის ეგ პრაქტიკა. ან რამე გზა თუ იცით, გთხოვთ! help.gif

რა პრაქტიკა აღარ არის, ან პრაქტიკა რა შუაშია, როცა კანონში გიწერია, რომ შეგიძლია მოითხოვო სარჩელის უზრუნველყოფა სარჩელის აღძვრამდე?!

განცხადება უნდა დაწერო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სარჩელის აღძვრამდე, დაასაბუთო მისი გამოყენების აუცილებლობა.
თუმცა, ჩემს მიერ მოხსენებული სარჩელსი აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიება ეფუძნებოდა იმ ვარაუდს, რომ დროის მოკლე მონაკვეთში სარჩელის დაწერამდე უზრუნველყოფის ღონისძიება დაგეწერათ, მაგრამ თი კიამდენი ხნის განმავლობაში არ დაგიწყია აქტიური მოქმედებები საკუთარი უფლებების დასაცავად, შეგიძლია სარჩელთან ერთად მოითხოვო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

უფრო მარტივად რომ აგიხსნა, აიყვანე ადვოკატი, გადაუხადე თანხა ან მოურიგდი გადახდის პირობებზე და დაიწყე საქმე.
1 თვის წინანდელ თემაზე, როცა უზრუნველყოფა იყო საჩქარო, ისევ იგივე კითხვა გაქვს.. არ ვიცი რა გირჩიო

This post has been edited by smailo551 on 14 Oct 2019, 13:59
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (16) « პირველი ... 14 15 [16]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0226 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]