Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი > გეოინფორმაციული სისტემები


Posted by: underlinden 31 Jan 2008, 13:44
გამარჯობათ
ვფიქრობ საჭირო თემა გეოინფორმაციული სისტემების გამოყენებასთან დაკავშირებით.
გავუზიაროთ ცოდნა ერთმანეთს.

Posted by: mr-001 31 Jan 2008, 15:36
underlinden
ჯერ შენ შემოგვთავაზე რაიმე იმ ცოდნის ნაწილი რაც უკვე გაქვს...

Posted by: tikine_tikine 4 Feb 2008, 15:47
underlinden

[quote]გავუზიაროთ ცოდნა ერთმანეთს.

შემიძლია გაგიზიარო.

აბა?!

რა გაინტერესებს?


* * *
underlinden
QUOTE
გავუზიაროთ ცოდნა ერთმანეთს.


შემიძლია გაგიზიარო.

აბა?!

რა გაინტერესებს?

Posted by: დელფინი 4 Feb 2008, 17:24
მეგობრებო!
საინტერესო თემა გაიხსნა ფრიად!
ხომ არ იცით ვინმემ, საქართველოში სად შეიძლება გუგლის ხარისის მსგავსი თბილისის რუკის შეძენა? და თუ შესაძლებელია, დაახლოებით რა ეღირება?
მე ძალიან კარგად არ ვერკვევი და თუ არა ვცდები ვექტორულებია არა ეგეთი რუკები?

Posted by: tikine_tikine 4 Feb 2008, 17:33
დელფი


www.geographic.ge
www.geoland.ge
www.geoscope.ge

Posted by: დელფინი 4 Feb 2008, 17:39
tikine_tikine
ო! დიდი მადლობა! ვნახავ აუცილებლად!

Posted by: nosperato 4 Feb 2008, 19:12
მინდა მე თვითონ გავაკეთო გეოინფორმაციული სისტემა (უფრო სწორად მჭირდება გაკეთება). და რამე უფასო პროგრამებს ან რამე ეგეთს ვერ მირჩევთ (თუ არსებობს საერთოდ ეგეთი რამე). ან ინფორმაცია სად ვნახო როგორ კეთდება რომ ვისწავლო

Posted by: tikine_tikine 4 Feb 2008, 21:56
nosperato

უფასოდ არამგონია იშოვო პროგრამა, ლიცენზირებული ძალიან ძვირი ღირს,
თუმცა როგორც ვიცი არსებობს გატეხილი ვერსია.
რაც შეეხება გეოინფორმაციული სისტემების შექმნას, ჯერ უნდა შეისწავლო ზემოთაღნიშნული პროგრამები.
რაც არც თუ ისე მარტივი შესასწავლია.

www.geographic.ge
www.geoland.ge
www.geoscope.ge

Posted by: nosperato 4 Feb 2008, 22:58
"მაპინფო" ეს პროგი ვიშოვე, რაგაც აქვს მაგრამ ძალიან მარტივია, ალბათ არ გამომადგება. "არცგის" მინდა მაგაზე გავიგე კარგიაო

Posted by: CDMA 7 Feb 2008, 09:00
კაი სოფტია მარა უდონოდ ძვირია, სადღაც 40000$ ღირს ხო?

Posted by: gantenbain 8 Feb 2008, 03:33
CDMA
QUOTE
, სადღაც 40000$ ღირს


თუ მოინდომებ თბილისში უფრო იაფადაც იშოვი smile.gif

თბილისის მაღალი ხარისხის ვექტორული რუკა თუ აინტერესებს ვინმეს შემომეხმიანოს პმ-ში.....

Posted by: Gurji 12 Feb 2008, 11:45
მე ვმუშაობ არც გის-ში.
მამა არ ვარ, მარა ნორმალურად ვიცი.


QUOTE
თუ მოინდომებ თბილისში უფრო იაფადაც იშოვი

კი, გატეხილ ვერსიას ისე შემოგაპარებენ რო ვერც გაიგებ biggrin.gif

Posted by: kwawI 12 Feb 2008, 14:32
ArcGIS ს მეც ვსწავლობდი. . . 9.1 ვერსია ეხლაც მაქვს თავისი კრეკით და წიგნებიც მქონდა და ვეღარ ვპოულობ ეხლა წამეშალა ალბათ. www.natahaus.ru დან გადმოვიწერე რამდენადაც მახსოვს კარგად რო დაძებნოთ იშოვება წიგნებიც. ისე რატომღაც ამ პროგით რო დავინტერესდი ვისაც კი შეხება ქონდა Yველა ცდილობდა ინფორმაცია დაემალა. . . სწავლა კი 1 გაკვეთილი 40 ლარი ყო

Posted by: levan_zg 13 Feb 2008, 12:29
სალამი ხალხს smile.gif

გეოინფ სფეროში ერთი რაღაცა მაინტერესებს, blk გაფართოების ფაილების რომელ პროგში იქმნება?

Posted by: gulua1 24 Mar 2011, 14:26
არქ გის -ს მამებო

არქ გის 9.3 ის დაკრეკვაში ვერ დამეხმარებით? რა არარ ვცადე და არ გამომდის ეგ ოხერი vik.gif vik.gif vik.gif

Posted by: Quest_3D 24 Mar 2011, 19:01
QUOTE
 გეოინფორმაციული სისტემები, ESRI PRODUCTS ARC GIS, INFO, VIEW, EDITOR


ვააახ ე სის არის რაზეც მე ვფიქრობ? (http://forum.ge/?f=91&showtopic=34234814)

გამარკვიეთ საერთოდ რაზე მიდის საუბარი რა gis? რარის გისი?

რაიმე რელიეფურია ? არმცოდნე კიარა პირველად მესმის და ტავიდან მეგონა თემა შეეშალათმეთქი რაზეა საუბარი საერთოდ biggrin.gif

Posted by: Quest_3D 28 Mar 2011, 11:31
gantenbain
QUOTE
თუ მოინდომებ თბილისში უფრო იაფადაც იშოვი

თბილისის მაღალი ხარისხის ვექტორული რუკა თუ აინტერესებს ვინმეს შემომეხმიანოს პმ-ში.....


ვახ გაიხარეთ მოგწერ პირადში და როგორ კეთდება რ აპროგრმაში კეთდება ეს gis რაღაა??
* * *



http://www.arcgis.com/home/

user posted image

Posted by: MERLIN7 29 Mar 2011, 13:54
underlinden
mr-001
tikine_tikine
დელფინი
nosperato
CDMA
gantenbain
Gurji
kwawI
levan_zg
gulua1


ხალხო სად დაიკარგეთ smile.gif ასეთი საინტერესო თემაა და რა ჩუმად ხართ?

Posted by: underlinden 29 Mar 2011, 19:04
აგერ ვარsmile.gif
გამოვჩნდი
ARCGIS არის გეოინფორმაციულ სისტემებზე მომუშავე პროგრამა.
კითხვები შეგიძლიათ დამისვათ

Posted by: millionpixel 29 Mar 2011, 19:23
MAP INFO-ს ვიყენებდი ადრე smile.gif

You must enter a message to post! Minimum 30 chars!

Posted by: MERLIN7 29 Mar 2011, 20:32
underlinden
ვაახ სრულ ვაკუუმშI ვარ smile.gif

გასაგებია რომ გეოინფორმაციულ სისტემებზე მუშაობს მაგრამ კონკრეტუალდ რა ხდება? smile.gif

აი ავიღე დავაყენე პროგრამა სიტყვაზე მერე? რას ვაკეთებ? რაში მეხმარება და რა გამოდის ბოლოს?


გადმოსაწერი მისამართი დადეთ რა

millionpixel
გადამაწერინე რა რაღაც არ ჩანს ინტერნეტში

Posted by: dragendo 30 Mar 2011, 11:16
kfw ს პროექტში რომელიმე აქ მპოსტავი მუშაობდა?

Posted by: MERLIN7 30 Mar 2011, 12:12


ეს თემა რისთვის შექმენით? გაიმარიაჟეთ და მორჩა?

დადეთ რა გადმოსაწერი ლინკები რას ღადაობთ

Posted by: juzeppe1 30 Mar 2011, 21:21
arcgis win7ზე აქვს ვინმეს დაყენებული?

Posted by: badzudzu 17 Apr 2011, 22:53
სოფტს რაც შეეხება
http://www.demonoid.me/files/details/2580666/19040562/
http://www.demonoid.me/files/details/2405369/28560843/

http://www.demonoid.me/files/details/2101874/12693708/


ეს კიდე რუსული ტრეკერიდან
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3475664
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=2559175
9.3 და 10.0 იც ვინდ 7 ზე 64/86 ყენდება..
ეს რაც შეეხება სოფტს, მარა შეგახსენებთ რომ rutracker ზეც და demonoid ზეც მოგიწევთ დარეგისტრირება დაკეტილი ტორრენტ საიტებია.

ესეც ლიტერტურა
http://web-facstaff.sas.upenn.edu/~dromano//classes/gis/files/Getting_Started_with_ArcGIS.pdf
http://www.esri.com/library/whitepapers/pdfs/what_is_arcgis.pdf
http://www.esri.com/library/brochures/pdfs/arcgis.pdf
http://webhelp.esri.com/arcgisdesktop/9.3/pdf/Whats_New_In_ArcGIS_93.pdf
http://www.dur.ac.uk/resources/its/info/guides/37GIS.pdf

Posted by: Gasartobi 14 May 2011, 16:32
ვინდ 7 ზე ვერ ვაყენებ sad.gif










sad.gif


Posted by: inteleqtman 15 May 2011, 10:34


http://mikheil85.wordpress.com/arcgis/

ვინმემ ამ პროგრამაში გაკეთებული რუკა გამოაქვეყნეთ რა

ან 1 პატარა ვიდეო გაკვეთილი ჩაწერეთ

და ხომ ვერ მეტყვით nasa-ს პროგრამის "google earth" ის საშუალებით 3დ კომპიუტერული რუკის მოდელი როგორ ამოვიღო როგორ შევქმნა?

ან ეს არქგისი აკეთებს 3დ რუკებს?

Posted by: badzudzu 19 May 2011, 23:15
ArcGis არის კომპანია Esri ის პროდუქტი, შესაბამისა მისი ოფიციალური საიტი არის www.esri.com
საიტზე ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოიძიებთ არქგისის შესახებ, მათ შორის რა კეთდება და რისი გაკეთება შეიძლება.

ესრის ოფიციალური წარმომადგნელი საქართველოში http://www.geographic.ge/

Posted by: inteleqtman 13 Jun 2011, 22:45



ეს პროგრამა არც ადვილია არც საინტერესო არც მოსახერხებელი!!!!!!!!!!!!!!!

ეს რა უბედურებაა?!!!!!

ფანქრით თუ უკეთესად არ გავაკეთო ა4-ზე იმის დედა ვატირე რა!!!!!!!!!!

Posted by: mike d 2 Jan 2012, 13:34
ამ პროგრამით დავინტერესდი და ვინმეს თუ შეგიძლიათ პატარა კონსულტაცია მჭირდება: დაახლოებით რა დაჯდება სრულად შესწავლა, რა დრო დაჭირდება საშუალოდ ამის ათვისებას(ძაან აბსტრაქტული კითხვაა, მარა მაინც ვინც უკვე ისწავლეთ იცით რა დრო დაგჭირდათ არქგისის შესასწავლად), რა საბაზისო ცოდნაა საჭირო იმისთვის რომ არქგისი შეისწავლოს კაცმა და დამატებით კიდევ რა პროგრამებია საჭირო იმისთვის, რომ გეოინფორმაციული სისტემები კარგად შევისწავლო???

Posted by: davit727 11 Jan 2012, 15:11
გააჩნია რისთვის გჭირდება ეგ პროგრამა და გეოსაინფორმაციო სისიტემები ბერ რამეს მოიცასვ ზოგადად!

თუ გინდა რომ arcgis-ი დაამხეცო მაშინ გეოგრაფიკში გადაემზადე http://www.geographic.ge/article.php?lang=ge&cat=6&id=86
შედარებით იაფი დაგიჯდება ინტელექ-ცენტრში სწავლება http://www.intelc.ge/IntellectCenter/index.php?cat_id=27&sub_id=29&lang=geo

დღესდღეობით მოთხოვნადი პროფესიაა ,,უძრავი ქონების ამგეგმავი” GPS/GIS ტექნოლოგიები და კადასტრი მე პირადათ ამ კუთხით მომზადებას გირჩევდი! GIPA-ს აქვს შესაბამისი კარგი კურსი http://www.gipa.ge/gipa/index.php?option=com_content&view=article&id=325&Itemid=177&lang=ka
თუ კი ამ სფეროში სახელმწიფო სერთიფიკატის აღებას გადაწყვიტავ აუცილებლად APLR პროფესიული სერთიფიკაციის ორგანოს მიმართე http://certification.org.ge/

Posted by: millionpixel 11 Jan 2012, 18:21
davit727

QUOTE
გეოსაინფორმაციო


სწორი მიმართებაა გეოინფორმაციული


Posted by: davit727 13 Jan 2012, 14:29
აქ ვინმე თუ არის ისეთი მსგავსი რაიმე ასეთი კურსი რომ ქონდეს გავლილი?

Posted by: millionpixel 14 Jan 2012, 02:37
სავარაუდოდ იქნებიან)

ზოგი სასწავლებელში გადის ზოგიც კერძოდ

Posted by: davit727 16 Jan 2012, 12:11
მე მაქვს გაკეთებული facebook-ზე GIS სისტემები და ტექნოლოგიები-ს ჯგუფი, მსურველები შემოგვიერთდით მოხარული ვიქნები....
http://www.facebook.com/groups/168778526534142/

Posted by: davit727 20 Jan 2012, 14:41
გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები (GIS) წარმოადგენენ დედამიწაზე არსებული ობიექტების და მასზე მიმდინარე მოვლენების გაანალიზების კომპიუტერული საშუალებას. GIS ტექნოლოგიები მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებულ ჩვეულებრივ ოპერაციებს, როგორებიცაა ძიება და სტატისტიკური ანალიზი, გეოგრაფიული რუკის ისეთ უნიკალური უპირატესობებთან აერთიანებენ, როგორიცაა, მაგალითად, ვიზულიზაცია და სხვა.
ეს შესაძლებლობები GIS-ს ყველა სხვა საინფორმაციო სისტემებისაგან განასხვავებს და კერძო და საჯარო ორგანიზაციების ფართო სპექტრისთვის სასარგებლოს ხდის. მისი გამოყენება შეიძლება მოვლენების ახსნისას, შედეგების პროგნოზირებისას და სტრატეგიების დაგეგმვისას.
კარტოგრაფია და გეოგრაფიული ანალიზი საიხლეს არ წარმოადგენენ, მაგრამ GIS ამ ამოცანებს უკეთესად და უფრო სწრაფად ახორციელებს, ვიდრე სხვა, მანუალური მეთოდები. სანამ GIშ შეიქმნებოდა, გეოგრაფიული ინფომაციის გადაწყვეტილებების მიღებაში და პრობლემების გადაწყვეტაში გამოსაყენებლად აუცილებელი უნარები შეზღუდული რაოდენობის ადამიანებს გააჩნდათ.
დღესდღეობით GIS მრავალმილიარდ დოლარიანი ინდუსტრიაა, რომელშიც მთელს მსოფლიოში ათასობით ადამიანი არის დასაქმებული. GIS ასწავლიან სკოლებში, კოლეჯებში და უნივერსიტეტებში. ყველა სფეროში პროფესიონალები სულ უფრო მეტად აცნონბიერებენ, რომ გეოგრაფიული მიდგომებით აზროვნება და მოქმედება უფრო ხელსაყრელია.
ვეძებთ ახალი ოფისის ცასადგმელ ადგილს, ბანანების გასაზრდელად საუკეთესო ნიადაგს, თუ სასწრაფო დახმარების მანქანის ოპტიმალურ მარშრუტს, აუცილებლად გვიწევს გეოგრაფიული კომპონენტის გათვალისწინება. GIS თქვენ რუკების შექმნის, ინფორმაციის ინტეგრირების, სხვადასხვა სცენარების ვიზუალიზაციის, კომპლექსური პრობლემების გადაჭრის, ახალი იდეების წარდგენის, და ეფექტური გადაწყვეტილებების მოძებნის ისეთ შესაძლებლობებს მოგცემთ, როგორიც მანამდე არასოდეს გქონიათ.

GIS-ს იყენებენ როგორც ინდივიდები, ასევე ორგანიზაციები, სკოლები, მთავრობები და საწარმოები, რომლებსაც პრობლემების გადაჭრის ინოვაციური გზების პოვნა სჭირდებათ.

GIS მუშაობის პრინციპი
GIS ინფორმაციას მსოფლიოს შესახებ თემატური ფენების კოლექცის სახით ინახავს და ამ ფენების ერთმანეთთან დაკავშირება გეოგრაფიის მეშვეობით არის შესაძლებელი. ამ მარტივმა, მაგრამ ძალიან მრავალფეორვანმა კონცეფციამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუცვლელია მრავალი რეალური პრობლემის გადაჭრისას, იქნება ეს ავტომანქანების მოძრაობისთვის თვალყურის დევნება, თუ დაგეგმარების დეტალების სათანადოდ დაფიქსირება ან გლობალური ატმოსფერული ცირკულაციების მოდელირება.

გეოგრაფიული მონაცემები
ნებისმიერი გეოგრაფიული ინფორმაცია შეიცავს კონკრეტულ გეოგრაფიულ მონაცემებს (მაგალითად, განედი და გრძედი ან კოორდინატთა სისტემა) ან უფრო ზოგად მითითებებს, როგორებიცაა მისამართი, საფოსტო ინდექსი, აღწერის რაიონის სახელი, ტყის ადგილმდებარეობა ან გზის დასახელება. ავტომატური პროცესი, რომელსაც გეოკოდირება ეწოდება ზოგადი გეოგრაფიული მონაცემებიდან (მაგალითად მისამართი) კონკრეტული გეოგრაფიული მონაცემების (მრავალი ადგილისთვის) გამოყვანის შესაძლებლობას გვაძლევს. ეს გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ ტყის ან საწარმოს ზუსტი, ან თუნდაც რაიმე მოვლენის (მაგალითად, მიწისძვრის) დედამიწის ზედაპირზე ზუსტი მდებარეობა, და შემდეგ გავაანალიზოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია.

ვექტორული და რასტრული მოდელები
გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები გეოგრაფიული მოდელების ორ ფუნდამენტალურად განსხვავებულ ტიპს იყენებნ. ესენია ‘ვექტორული’ და ‘რასტრული’ მოდელები.
ვექტორულ მოდელში ინფორმაცია წერტილების, ხაზების და პოლიგინების შესახებ ინახება X და Y კოორდინატების სახით ინახება. წერტილოვანი ობიექტის (მაგალითად, ჭაბურღილის) ადგილმდებარეობის განსაზღვრა ასეთი კოორდინატებსი ერთი წყვილის მეშვეობით არის შესაძლებელი. ხაზობრივი ობიექტების განსაზღვრა (მაგალითად, გზების და მდინარეების) განსაზღვრა წერტილოვანი კოორდინატების ნაკრების მეშვეობით არის შესაძლებელი. პოლიგონური ობიექტები, მაგალითად რეალიზაციის არეალები, შიძლება ასეთი კოორდინატების მარყუჟების მეშვეობით განისაზღვროს.

ვექტორული მოდელი განსაკუთრებით წარმატებულად გამოიყენება უცვლელი ობიექტების განსაზღვრისას. მაგრამ, ცვლადი ობიექტების (მაგალითად, ნიადაგის ტიპის, ან საავადმყოფოში მკურნალობის ფასების) განსაზღვრისას, მისი გამოყენება შეზღუდულია. ასეთი დროში ცვალებადი ობიექტების განსაზღვრისას რასტრული ოდელი გამოიყენება. რასტრული გამოსახულება ქსელური უჯრედების ნაკრებია და ძალიან ჰგავს დასკანირებულ რუკას ან ნახატს.

გეოგრაფიული მონაცემების შენახვის როგორც ვექტორულ, ასევე რასტრულ მოდელებს თავიანთი უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნიათ. თანამედრობე GIS-ები ორივე მოდელს წარმატებით იყენებენ.

Posted by: kao-mebu 28 Jan 2012, 19:45
აბა მცოდნეეობ გამოჩნდით კითვები ამქვს


აქ ხართ ვინმე ამ პროგრამაში მომუშავე?

Posted by: davit727 29 Jan 2012, 12:36

QUOTE
აბა მცოდნეეობ გამოჩნდით კითვები ამქვს


აქ ხართ ვინმე ამ პროგრამაში მომუშავე?


კი, ელემენტალური გამეგება smile.gif

Posted by: kao-mebu 29 Jan 2012, 13:03
პროგრამამ ლიცენზია თავიდან მმთხოვა და ეხლა გაავააქტირუებ ხელთავიდან და დავპოსტავ სქრინებს.. იმედია გამოძებნი დროს და დამხარები smile.gif)
* * *
http://www.radikal.ru

აი მაგალითად ამ შეიპ ფაილებიდან რა რას ნიშნავს? გასაგბეია ზოგი სახლია ზოგი ქუჩა მაგრამ აქ იმედნია რამეა ვერ გავიგე სხვები რა არის?sad.gif

Posted by: Anfield13 23 Apr 2012, 16:40
ArcGIS-ის სწავლა მინდა ვერ მირჩევთ რამეს?

Posted by: juzeppe1 23 Apr 2012, 22:48
Anfield13
geoland-ს მიმართე, იქ გაგარკვევენ. http://geoland.ge/en/index.html

kao-mebu
გვიან გპასუხობ მაგრამ მაინც, ყველა ფაილი ერთი ნახაზია, თუ გამოყენებულია რა თქმა უნდა, საერთოდ ქმნიან ერთ მთავარ ფაილს და ის აერთიანებს ხოლმე ყველა ჩართულს ფენას.

Posted by: Anfield13 23 Apr 2012, 22:51
juzeppe1
მადლობა დახმარებისთვის.
GIPA სექდემბრიდან იწყებს მიღებას და ალბათ სავარაუდოთ მანდ ვისწავლი.

Posted by: trance_man 25 Apr 2012, 03:19
topic (Y) ar velodi, sad mogvacebt zogadad mainc ro agjerot tqveni projectebi

es cheemtvis gavakete jer kidev bevri rame maqvs dasamatebeli DB sql shi da dinamiuri ruqebi php-ti smile.gif

user posted image

Posted by: vako767 27 Apr 2012, 19:52
სულ ესაა მთელი თემა? დაწერეთ რამე

Posted by: JQJ-276 24 Jun 2012, 22:46
გისზე მაქვს შეკითხვა, დავაყენე და საკადასტრო ნახაზს რო ვაკეთებ ხო უნდა დავადო ბადზე სადაც კორდინატები წერია დამკვეთი და ფართობი მისმართით, რო ვიღებ მაგ ბადეს ცარიელია ყველაფერი და როგორ შევქმნა თუ რაუნდა?

Posted by: Mohikan 25 Jun 2012, 20:25
მშვენიარული თემაა... bis.gif

ისე მე როგორც ვიცი საქართველოში არაა დიდი მოთხოვნა გის სპეციალისტებზე...

ამას წინათ ვნახე დიდ ბრიტანეთში საშუალო ხელფასი თვეში 5000 $ აქ კიდე ან არ იშოვება სამსახური ან 1000-1200... )))


პ.ს. არკკადი არატო არავინ არ ახსენა? spy.gif

პ.პ.ს. ალბათ 2 წლის მერე დაპოსტავს ვინმე biggrin.gif

Posted by: shuma89 18 Nov 2017, 13:34
------------------------------
-----------------------------
-------------------------------

Posted by: shuma89 30 Nov 2017, 00:16
ანდროიდიან პლანშეტზე თუ შეიძლება გის 9.3-ის ჩაწერა? არსებობს ანდროიდის ვერსიები? ძირითადად გპს ის გამოყენება მინდა ადგილზევე რო მოვხაზო ნაკვეთი, ვიცი ის გპს არ იქნება ზუსტი, უბრალოდ ადგილს ხო მოვინიშნავ, ეგ მინდა, თან ირთოს შევაგდებ და ნაკვეთის ფორმას მოვხაზავ.

ან რაიმე პროგრამა, რომელშიც კოორდინატებზე ზუსტად დაჯენილი ორთო იქნება და ნახაზის შექმნის ფუნქცია მექნება, რო შევინახო კუთხეების კოორდინატები სადაც მე დავადებ ხელს იქ დავსვავ წერტილებს, ორთოზე ხო შევხედავ ღობეს დააა . . .



ესენი თუ ვერა, მაშინ იქნებ უბრალიდ კომპის გისისთვის რა ორთოც მაქვს ის გავახსნდვინო ანდროიდს სხვა პროგრამით.

Posted by: zviozvio 5 Mar 2018, 19:56
shuma89
გისი ანდროიდზე არ არის, მეტრული კოორდინატები ანდროიდზე შეგიძლია რაიმე ჯპს პროგრამით აიღო ბევრია მარკეტზე, wgs84 ზონა 38 ან 37 შესაბამისად, შემდეგ კომპზე გისში შეიტან მაგ წერტილებს და დახაზავ რასაც გინდა

Posted by: melika 11 Mar 2018, 12:45
ადრე ვაკეთებდი ეხლა ვეღარ ვიხსენებ, ლეირები რაც მქონდა არკ მეფიდან გადამქონდა გუუგლ ეარზში, xtools აქვს რაღაც ესეთი მარა რო დავაყენე და გოუ თუ გუუგლ ეარზ ვუთხარი იმ ადგილას მიმიყვანა კი ბატონო მარა ფენები არ წაიღო... სად ვცდები ვერ ვხვდები !!!!!!!!!!!! ვის გაგიკეთებიათ იგივე მიტხარით კიდე რა უნდა ? ანუ არც მეფიდან უნდა გადავიტანო ლეირები გუუგლში ისე რო კმლ ან კმზ არ ვაექსპორტირო..

Posted by: zviozvio 11 Mar 2018, 19:26
melika
arctoolbox > conversion tools > to kml > layer to kml

Posted by: melika 12 Mar 2018, 09:37
zviozvio
ეგ ვიცი, უმაგისოდ თუ გამოვა ეგ მაინტერესებს, ერთი ღილაკის თითის დაჭერით ეგრევე გუგლ ეარზზე რო გადავიდე თავისი ფენებით
xtools აქვს რაღაც ეგეთი, ვეძებდი მარა რაღაც ვერ ვქენი, მაინც მივაგნებ smile.gif

Posted by: giosulo 12 Mar 2018, 21:54
melika

გუგლ ეარზი კითხულობს პირდაპირ შეიფფაილს და შეგიძლია პირადაპირ შეიტანო ფენები გუგლში.
ოღონდ პრო ვერსია გჭირდება გუგლ ეარზის

Posted by: melika 13 Mar 2018, 09:08
giosulo
shp არ მიცდია, ვცდი საღამოს, თან მინდა რო როგორც არკ მაფში მაქ აწყობილი ისე იყოს, კატეგორიებად დალაგებული, სხვადასხვა სიმბოლოთი და ლებელიც გამოტანილი

Posted by: giosulo 13 Mar 2018, 11:17
melika

https://www.google.com/earth/outreach/learn/importing-geographic-information-systems-gis-data-in-google-earth/

პრო ვერსია დააყენე და შემოიტანს, უბრალოდ მერე ხელით მოგიწევს ხელახლა აწყობა ყველაფრის თუ გინდა რომ ზუსტად ისე გქონდეს სიმბოლოები და ლებელები როგორც არკმეფშია.

Posted by: machkhana 22 Jun 2020, 21:38
გამარჯობათ, http://maps.napr.gov.ge/ აქედან რუკების დატანა მინდა გისში ხომ ვერ დამეხმარებით WMS Layer ში რომ დავამატო

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)