forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (101) « პირველი ... 99 100 [101]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქართული ენის სახელოსნო ჟურნალისტებისთვის, გასატეხი არაფერია, სწავლა ხომ სიბერემდეა
სპორტი
SPLIYVI კი არა, wossapy ვარ


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 37371
წევრი No.: 10549
რეგისტრ.: 1-June 05

გამოგზავნილია: 21 Jun 2010, 20:59  #20282557      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ballack13
QUOTE
"ქვეყნის პრეზიდენტი"

smile.gif

43–ივე აშშ–ის პრეზიდენტი თუ აშშ–ის 43–ივე პრეზიდენტი?
(თუ გინდა, აშშ–ის ნაცვლად ქვეყანა ჩავსვათ).

ერთმანეთს 2 კორეის პრეზიდენტი შეხვდა – ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის მეთაურები შეხვდნენ.

ერთმანეთს კორეის 2 პრეზიდენტი შეხვდა – ეს კი იმას ნიშნავს, რომ კორეას ორი პრეზიდენტი ჰყავს და ერთმანეთს შეხვდნენ.


ომის ვეტერანებზე აქ დავწერ და მერე იქაც biggrin.gif


1. ინტერვიუს ჩასაწერად ვესტუმრეთ 2 სამამულო ომის ვეტერანს. რა იგულისხმება 2 სამამულო ომის ვეტერანში? მე პირადად მგონია, რომ საუბარია ერთ ადამიანზე და არანაირად 2 ადამიანზე.

2. რთული წინადადებაა, მაგრამ ქართულში რთული წინადადება ჩვეულებრივი რამაა: ჩვენს ოჯახში ორი ომის (აფხაზეთის და სამაჩაბლოს) სამი ვეტერანი ცხოვრობს. თუკი რიცხვითი სახელი სამი (ვეტერანთა რაოდენობა) თავში გადავა, მაშინ გამოვა ჩვენს ოჯახში სამი ორი ომის (აფხაზეთის და სამაჩაბლოს) ვეტერანი ცხოვრობს.

რა ვიცი...



--------------------
SPLIYVI კი არა, wossapy ვარ
სპორტი
SPLIYVI კი არა, wossapy ვარ


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 37371
წევრი No.: 10549
რეგისტრ.: 1-June 05

გამოგზავნილია: 21 Jun 2010, 21:04  #20282650      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Geronti
QUOTE
ისინი გეტყოდნენ, რომ სპორტის ოსტატი და ომის ვეტერანი - ორსიტყვიანი განსაზღვრებებია და მათი გაყოფა აუცილებელი არ არის.

მეც ვთქვი, რომ გამონაკლისები იქნება-მეთქი.
საახალწლო ნაძვის ხე (და არა ნაძვის საახალწლო ხე).
ცხელი დედას პური (დედას ცხელი პურის ნაცვლად).

თუმცა, როგორც იტყვიან, გამონაკლისი წესს ამტკიცებსო თუ როგორაა biggrin.gif
პ.ს. არ მიყვარს სოფიზმი და ზოგჯერ მგონია, რომ წავუსოფისტებ.

cor
QUOTE
იგივეს დავწერ

იმავეს, cor wink.gif

This post has been edited by სპორტი on 21 Jun 2010, 21:38
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24699
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 21 Jun 2010, 21:52  #20283493      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოდერებო, გთხოვთ იხილოთ P.S. აქ:
ქართული ენის სახელოსნო ჟურნალისტებისთვის (post #20279324)

სპორტი
QUOTE
მეც ვთქვი, რომ გამონაკლისები იქნება-მეთქი.
საახალწლო ნაძვის ხე (და არა ნაძვის საახალწლო ხე).
ცხელი დედას პური (დედას ცხელი პურის ნაცვლად).

ჰო, მეც ვთქვი, სუბიექტურ ველზე მოვხვდით-მეთქი და ხელიც დავიბანე biggrin.gif

This post has been edited by Geronti on 21 Jun 2010, 21:54


--------------------
ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
cor
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 967
წევრი No.: 113940
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 21 Jun 2010, 21:53  #20283511      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სპორტი
პირდაპირ, გამოვიფიტე!
QUOTE
იმავეს

ერთი ალილუიაო...
მართალი ხარ!


--------------------
vaa! ra kaia!!
სპორტი
SPLIYVI კი არა, wossapy ვარ


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 37371
წევრი No.: 10549
რეგისტრ.: 1-June 05

გამოგზავნილია: 21 Jun 2010, 22:11  #20283828      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Geronti
QUOTE
მოდერებო, გთხოვთ იხილოთ P.S. აქ: ქართული ენის სახელოსნო ჟურნალისტებისთვის (post #20279324)

იმედია, მოგვხედავს მოდერი smile.gif

ისე, აქაცაა მსგავსი თემა.
ქართული ენა




პ.ს. თან საქმეც:
გათავისუფლება/განთავისუფლება. განთავისუფლება ძველი ფორმაა, მაგრამ მისი გამოყენება შეცდომად არ ითვლება.
ამიტომ როცა მისი უღლება ხდება, მახინჯდება, მაგრამ თითქმის არავინ ამჩნევს.
მაგალითად, დამახინჯებული ფორმაა გაანთავისუფლა.
მის ნაცვლად, თუკი მაინცდამაინც ძველი ფორმის გამოყენება გვინდა, უნდა იყოს განათავისუფლა.
რადგანაც გან გახლავთ ზმნისწინი, მისი გახლეჩვა არ შეიძლება.

თუმცა უმჯობესია, გამოვიყენოთ გაათავისუფლა.

This post has been edited by სპორტი on 21 Jun 2010, 22:12
ballack13
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13215
წევრი No.: 37602
რეგისტრ.: 3-July 07

გამოგზავნილია: 22 Jun 2010, 09:19  #20289881      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სპორტი
QUOTE
მეც ვთქვი, რომ გამონაკლისები იქნება-მეთქი.
საახალწლო ნაძვის ხე (და არა ნაძვის საახალწლო ხე).
ცხელი დედას პური (დედას ცხელი პურის ნაცვლად).

თუმცა, როგორც იტყვიან, გამონაკლისი წესს ამტკიცებსო თუ როგორაა
პ.ს. არ მიყვარს სოფიზმი და ზოგჯერ მგონია, რომ წავუსოფისტებ.

აბა მე სხვა რამე ვთქვი კაცო? smile.gif

ეგრეა ეგრე. არ არსებობს ამ საკითხში ერთიანი წესი-თქო. და კიდევ, არ ვამტკიცებ, რომ ომის ვეტერანი არ უნდა გაიყოს! smile.gif

ეს ყველაფერი დაიწყო კარის დარაჯიდან. კარის დარაჯზე მქონდა პირველი რეაქცია და მერე იქ სხვა არასწორი მაგალითები მოჰყვა, რასაც ცხადია, ყველას არ ვეთანხმები, ისევე, როგორც შენ smile.gif


--------------------
www.soccerway.com
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8028
წევრი No.: 46065
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 22 Jun 2010, 09:47  #20290076      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (Geronti @ 21 Jun 2010, 17:54 )
იუზერი cor-ი თქვენს კომპეტენტურ აზრს ითხოვს:
ქართული ენის სახელოსნო ჟურნალისტებისთვის (post #20277663)
ოოო, დიდი პატივია, დიდი biggrin.gif (მხოლოდ ნახევრად ხუმრობით wink.gif )
* * *
QUOTE (cor @ 21 Jun 2010, 16:42 )
Geronti
როგორაა სწორი?
სპორტის ხუთი ოსტატი, ომის ხუთი ვეტერანი, თუ
ხუთი სპორტის ოსტატი, ხუთი ომის ვეტერანი.

ფერმის ასი ქათამი, თსსუ-ს ასი სტუდენტი, მუხის ასი რკო, გამომცემლობის ასი ფილოლოგი და სპორტის ასი ოსტატი. - ეს ჩემი ვარიანტებია.

"მთელი დღე ვერ ვისვენებდი, სანამ კორექტორები არ მოვიდნენ და მხოლოდ ამ ვარიანტს მისცეს გამართლება საქართველოს 100 მოქალაქე, დანარჩენ შემთხვევაში, სიტყვის გატეხვა არასწორად მიიჩნიეს...
პ.ს. სხვათა შორის ფილოლოგები არიან... "  - ეს - ოპონენტის აზრია.
გრამატიკულად ალბათ ორივე სწორია. აზრობრივად, ერთი ვარიანტი შეიცავს ორაზროვნებას, მეორე კი - არა. როცა ორაზროვნება ცალსახად გაშიფრვადია, ალბათ სულ ერთია, როცა არა და არაორაზროვანი ვარიანტი ჯობია. ისე კი ალბათ ყოველთვის არაორაზროვნებას უნდა მიეცეს უპირატესობა. ბოლოს და ბოლოს სალაპარაკო ენის უპირველესი დანიშნულება აზრის ზუსტად გადმოცემა არაა?
* * *
QUOTE (ballack13 @ 22 Jun 2010, 09:19 )
სპორტი
QUOTE
მეც ვთქვი, რომ გამონაკლისები იქნება-მეთქი.
საახალწლო ნაძვის ხე (და არა ნაძვის საახალწლო ხე).
ცხელი დედას პური (დედას ცხელი პურის ნაცვლად).

თუმცა, როგორც იტყვიან, გამონაკლისი წესს ამტკიცებსო თუ როგორაა
პ.ს. არ მიყვარს სოფიზმი და ზოგჯერ მგონია, რომ წავუსოფისტებ.

აბა მე სხვა რამე ვთქვი კაცო? smile.gif

ეგრეა ეგრე. არ არსებობს ამ საკითხში ერთიანი წესი-თქო. და კიდევ, არ ვამტკიცებ, რომ ომის ვეტერანი არ უნდა გაიყოს! smile.gif

ეს ყველაფერი დაიწყო კარის დარაჯიდან. კარის დარაჯზე მქონდა პირველი რეაქცია და მერე იქ სხვა არასწორი მაგალითები მოჰყვა, რასაც ცხადია, ყველას არ ვეთანხმები, ისევე, როგორც შენ smile.gif
არაა ეგ გამონაკლისები. "ნაძვის ხე" და "დედას პური" ცნებებია, რომელთა დასახელება ორი სიტყვის ერთმანეთის მიყოლებით ხმარებას საჭიროებს, რო დააცილო ერთმანეთს წინადადებაში, ცნება დაგეკარგება.
ballack13
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13215
წევრი No.: 37602
რეგისტრ.: 3-July 07

გამოგზავნილია: 22 Jun 2010, 11:31  #20291153      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯიბ
QUOTE
არაა ეგ გამონაკლისები. "ნაძვის ხე" და "დედას პური" ცნებებია, რომელთა დასახელება ორი სიტყვის ერთმანეთის მიყოლებით ხმარებას საჭიროებს, რო დააცილო ერთმანეთს წინადადებაში, ცნება დაგეკარგება.

აგაშენა ღმერთმა. ამას ვამტკიცებ ამდენი ხანია და ვერ დავუმტკიცე. ვეუბნები, რო ცნების გაწყვეტა არ შეიძლება-თქო. შეიძლება ზოგმა ვარიანტმა უხერხულობა გამოიწვიოს, ანუ კარგად არ გამოითქმოდეს და ამის გამო მკვიდრდება ნელ-ნელა გადასხვაფერებული ვარიანტები, მაგრამ ორი, გინდაც სამი სიტყვის შემცველი ერთი ცნების გაწყვეტა დაუშვებელია!!!

This post has been edited by ballack13 on 22 Jun 2010, 11:32
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24699
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 22 Jun 2010, 11:50  #20291469      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სპორტი
QUOTE
იმედია, მოგვხედავს მოდერი

მეც მინდა დავიტოვო იმედი tongue.gif
QUOTE
ისე, აქაცაა მსგავსი თემა.
ქართული ენა

ვიცი, მანდაც ვფოსტავ.
მაგრამ ასე პირდაპირ მასმედიის განყოფილებაში მორთმეული არაა biggrin.gif

თანაც, იქ მხოლოდ მსჯელობაა, ამ თემაში კი, მსჯელობის გარდა, საწყის ფოსტებშივეა მოცემული რამდენიმე დაძიბაო, და ადამიანს მხოლოდ 100 გვერდში რაღაცების ძებნა არ დარჩენია.
war.gif

ჯიბ
QUOTE
ოოო, დიდი პატივია, დიდი  (მხოლოდ ნახევრად ხუმრობით  )

wink.gif

This post has been edited by Geronti on 22 Jun 2010, 11:51
სპორტი
SPLIYVI კი არა, wossapy ვარ


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 37371
წევრი No.: 10549
რეგისტრ.: 1-June 05

გამოგზავნილია: 22 Jun 2010, 17:09  #20297018      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯიბ
QUOTE
გრამატიკულად ალბათ ორივე სწორია.

smile.gif
ანუ, სიტყვაზე, სწორია სამი სახლის სადარბაზო?
(როცა საუბარია სამ სადარბაზოზე)

QUOTE
არაა ეგ გამონაკლისები. "ნაძვის ხე" და "დედას პური" ცნებებია, რომელთა დასახელება ორი სიტყვის ერთმანეთის მიყოლებით ხმარებას საჭიროებს, რო დააცილო ერთმანეთს წინადადებაში, ცნება დაგეკარგება.

იქით თემაში სხვა ნიკით ვიკითხე და აქაც გადმოვიტან:
და როგორ განვსაზღროთ "ერთი ცნება"? smile.gif
ომის ვეტერანი, მსოფლიოს ჩემპიონი, საქართველოს მოქალაქე, დედას პური, ნატვრის ხე, კარის დარაჯი, ნაძვის ხე... აქ რომელია ერთი ცნება და რომელი - არა?

This post has been edited by სპორტი on 22 Jun 2010, 17:51
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8028
წევრი No.: 46065
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 22 Jun 2010, 18:01  #20298068      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (სპორტი @ 22 Jun 2010, 17:09 )
QUOTE
გრამატიკულად ალბათ ორივე სწორია.

smile.gif
ანუ, სიტყვაზე, სწორია სამი სახლის სადარბაზო?
(როცა საუბარია სამ სადარბაზოზე)
გრამატიკის რაიმე წესის დარღვევა არაა თუნდაც იმიტომ, რომ ორი შესაძლო წაკითხვიდან ერთი მაინც ხომ სწორია. ესე იგი გრამატიკულად დასაშვები კონსტრუქციაა.
QUOTE
QUOTE
არაა ეგ გამონაკლისები. "ნაძვის ხე" და "დედას პური" ცნებებია, რომელთა დასახელება ორი სიტყვის ერთმანეთის მიყოლებით ხმარებას საჭიროებს, რო დააცილო ერთმანეთს წინადადებაში, ცნება დაგეკარგება.

იქით ვემაში სხვა ნიკით ვიკითხე და აქაცა გადმოვიტან:
და როგორ განვსაზღროთ "ერთი ცნება"? smile.gif
ომის ვეტერანი, მსოფლიოს ჩემპიონი, საქართველოს მოქალაქე, დედას პური, ნატვრის ხე, კარის დარაჯი, ნაძვის ხე... აქ რომელია ერთი ცნება და რომელი - არა?
დედას პური, ნატვრის ხე და ნაძვის ხე აშკარად ვერაა წყვეტაგამძლე კონსტრუქციები. დანარჩენები მე მგონი არის. არა მგონია მაგას წიგნში წესის ნახვა ჭირდებოდეს, თუ ხედავ რომ წყვეტისას აზრი იკარგება, ესე იგი ერთი ცნებაა, თუ არა და - არა.
სპორტი
SPLIYVI კი არა, wossapy ვარ


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 37371
წევრი No.: 10549
რეგისტრ.: 1-June 05

გამოგზავნილია: 22 Jun 2010, 18:08  #20298174      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯიბ
QUOTE
გრამატიკის რაიმე წესის დარღვევა არაა თუნდაც იმიტომ, რომ ორი შესაძლო წაკითხვიდან ერთი მაინც ხომ სწორია. ესე იგი გრამატიკულად დასაშვები კონსტრუქციაა.

გასაგებია, რასაც გულისხმობ smile.gif

QUOTE
დედას პური, ნატვრის ხე და ნაძვის ხე აშკარად ვერაა წყვეტაგამძლე კონსტრუქციები. დანარჩენები მე მგონი არის. არა მგონია მაგას წიგნში წესის ნახვა ჭირდებოდეს, თუ ხედავ რომ წყვეტისას აზრი იკარგება, ესე იგი ერთი ცნებაა, თუ არა და - არა.

აი, ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი მეც.
ნაძვის ხე, დედას პური და ნატვრის ხე იმდენადაა შერწყმული, რომ მათ ვერ გაწყვეტ. smile.gif

პარალელურ თემაში ომის ვეტერანი, სპორტის ოსტატი და კარის დარაჯი ერთიან ცნებებად დასახელდა. ვთვლი, რომ საკამათოა. smile.gif

This post has been edited by სპორტი on 22 Jun 2010, 18:09
cor
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 967
წევრი No.: 113940
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 22 Jun 2010, 18:53  #20299007      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სპორტი
ჯიბ
QUOTE
ნაძვის ხე, დედას პური და ნატვრის ხე იმდენადაა შერწყმული, რომ მათ ვერ გაწყვეტ. smile.gif

პარალელურ თემაში ომის ვეტერანი, სპორტის ოსტატი და კარის დარაჯი ერთიან ცნებებად დასახელდა. ვთვლი, რომ საკამათოა.


აბსოლუტურად გეთანხმებით.
მაგალითად, ნაძვის მწვანე ხე და დედას ცხელი პური ნამდვილად მიუღებელია,
მაგრამ სპორტის დამსახურებული ოსტატი (თუ "დამსახურებულს" შეუძლია გაჰყოს, მაშინ სხვა სიტყვისთვისაც შესაძლებელია), ომის ბებერი ვეტერანი და კარის ბოთე დარაჯი ხომ არ ჭრის ისე ყურს?

* * *
ballack13
ომის ვეტერანზე არ მიწყინო, სხვების მოწოდებული "გაუხლეჩავი" ფრაზაა.
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24699
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 22 Jun 2010, 19:14  #20299418      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იხურება, რადგან თემა გასცდა 100 გვერდს.

აქ განვაგრძოთ:
ქართული ენის სახელოსნო ჟურნალისტებისთვის II

მოდერებო, ეს ჩამოპინეთ და ის აპინეთ რა user.gif

This post has been edited by Geronti on 22 Jun 2010, 19:14
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (101) « პირველი ... 99 100 [101]  Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0499 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]