Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მოგზაურთა კლუბი > მაჩუ-პიკჩუ


Posted by: SpiriT In DarKnesS 8 Sep 2009, 00:48
Warning:
ფორუმის ენა არის ქართული

user posted image
user posted image
user posted image

Posted by: LENUS 8 Sep 2009, 01:15
კაცობრიობის ერთერთი სასწაული მიღწევათაგანი.

არ მინდა ისე მოვკვდე რომ ეგ ადგილი არ მოვინახულო smile.gif ძალიან მაგარია.

Posted by: PANTALONE 8 Sep 2009, 01:17
ეგ ის არ არის... შატილი ?

Posted by: LENUS 8 Sep 2009, 03:10
PANTALONE

არა, ეს პერუშია, ანდებზე,
ძველი ინდიელების წინაპრების ქალაქიაო...

Posted by: SpiriT In DarKnesS 8 Sep 2009, 10:56
უძველესი ამერიკის ქალაქი, მდებარეობს პერუს ტერიტორიაზე. ეს ქალაქი დაარსდა 1441 წელს და ფუნქციონირებდა 1532 წლამდე, როდესაც ესპანელები შეიჭრდნენ ინკების იმპერიაში 1532 წელს ყველა ამ ქალაქის მაცხოვრებელი საეჭვოთ გაქრნენ.
ქალაქი მდებარეობს მთის წვერზე, სიმაღლეზე 2057 მდინარე ურუმბაბუს დონიდან.
400 წელზე მეტი ეს ქალაქი დავიწყებული იყო. ის იპოვა ამერიკელმა არქეოლოგმა უელის უნივერსიტეტიდან, პროფესორი ხაირემ ბინგხემმა 1911 წელს. ესპანელებმა ვერ მოახერხეს ამ ქალაქამდე მიხწევა და მისი დანგრევა, მაგრამ ჩვენ ცოტა რამ ვიცით ამ ქალაქის შესახებ. რაში დაჭირდათ ინკებს ამ ქალაქის აშენება 2057 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დნიდან? ეგრე შორს სახელმწიფოს ცენტრიზგან. ჩვენ არ ვიცით არც მცოხვრებთა რიცხვი და არსც მისი ნამდვილი სახელი.

პ.ს ეგრი ნაწერი წამიშალე ნამიშალე კაი სურათები რაღაზე წამიშალე?
Warning:
იმიტომ, რომ "წელავს" გვერდს.

user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: maklay 8 Sep 2009, 11:05
ვინმე ღვთისნიერმა ხომ არ იცით, ჩვეულებრივი ქართველი მოკვდავი როგორ უნდა მოხვდეს მაჩუ-პიკჩუში? რაც ცნობიერება ჩამომიყალიბდა, იმის მერე ვოცნებობ ამ ადგილის ნახვას smile.gif

Posted by: Jgenti` 8 Sep 2009, 11:17
maklay
როგორ და ანგარიშზე უნდა ქონდეს ბევრი $$$ biggrin.gif მთავარია პერუში მოხვდე თორე მაჩუპიკჩუ ისეა როგორც ჩვენთან ზოოპარკი -ფ

Posted by: LENUS 8 Sep 2009, 11:46
QUOTE (maklay @ 8 Sep 2009, 10:05 )
ვინმე ღვთისნიერმა ხომ არ იცით, ჩვეულებრივი ქართველი მოკვდავი როგორ უნდა მოხვდეს მაჩუ-პიკჩუში? რაც ცნობიერება ჩამომიყალიბდა, იმის მერე ვოცნებობ ამ ადგილის ნახვას smile.gif

gigi.gif

ისე, სადაა პერუს საკონსულო ჩვენში? თუ რუსეთშია ისევ და მაშინ მართლა გვერხევა...

Posted by: mainc 8 Sep 2009, 11:50
აუ ამაზე დისქავერიზე ვუყურე ფილმს
და მას მერე ოცნებათაგანია mo.gif

როგორც მახსოვს, ბურთით თამაშობები აქ გამოიგონეს პირველად

Posted by: Argishi 8 Sep 2009, 20:49
აუ ეს ძაააან მაგარი ადგილია, ჩემი ნატვრაა მანდ მოხვედრა, არც თუ ისე შორსა ჩემგან, პერუმდე ჩაღწევას უნდა დიდი ფული თორე მერე ადგილობრივი "დვიჟენიები" იაფი ჯდება.

სასწაულია მაჩუ პიჩუ user.gif

Posted by: Kobalty 8 Sep 2009, 21:26
QUOTE
ეგ ის არ არის... შატილი ?

lol.gif lol.gif
უნიკალური ადგილია მარა მოიას ქანდაკებების ნახვა მირჩევნია.

Posted by: Natia_N_N 8 Sep 2009, 21:31
ინკების შედევრი. მინდა ნახვა
პენსიაში ვიმოგზაურებ

Posted by: Takeda Shingen 8 Sep 2009, 21:48
იმედია, ისე არ მოვკვდები, რომ მანდ არ მოვხვდე smile.gif

Posted by: giorgitab 9 Sep 2009, 09:45
ინფო ვიკიპედიიდან:

მაჩუ პიკჩუ (კეჩუას ენაზე: ძველი მთა, ხშირად: „ინკების დაკარგული ქალაქი“) — ჩვენ დრომდე კარგად შემონახული ინკების კოლუმბამდელი ნანგრევები მაღალი მთის ფერდობებზე, დაახ. 2 350 მ სიმაღლეზე. მდებარეობს პერუში, მდინარე ურუბამბას ხეობის თავზე, დაახ. 80 კმ-ში კუსკოდან ჩდრილოდასავლეთით. გარე სამყაროსგან მივიწყებული, ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა იელის უნივერსიტეტის არქეოლოგის ჰირაიმ ბინგემის მიერ 1911 წელს მისი ხელახალი აღმოჩენით. ამჟამად პერუს მთავრობა აქტიურად ცდილობს დაიბრუნოს ათასობით ისტორიული ნივთი, რომელიც ბინგემმა ამ არემარიდან გაიტანა.

მაჩუ პიკჩუს მშენებლობა დაიწყო დაახლოებით 1430 წელს და სავარაუდოდ დასრულდა 1462 წელს, ქვიანი მთაგრეხილის ერთ-ერთ მთაზე – მაჩუ პიკჩუზე და უაინა პიგჩუზე, ცენტრალური ანდების აღმოსავლეთით, პერუს სამხრეთით. მისი ნამდვილი სახელია პიკჩუ ან პიჩო. ქალაქის მშენებლობის დასრულებიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ, ესპანელი დამპყრობლების გამოჩენის პერიოდში, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო, ინკებმა ქალაქი მიატოვეს. მას შემდეგ ის საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო, სანამ 1911 წელს იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰირამ ბინგემმა ხელახლა აღმოაჩინა ის. უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა მოსაზრება, რომ ქალაქი ბინგემამდე რამოდენიმე წლით ადრე, 1867 წელს იქნა აღმოჩენილი გერმანელი ბიზნესმენის, ავგუსტო ბერნსის მიერ. გარდა ამისა, არსებობს ნივთმტკიცება, რომ მაჩუ პიკჩუ ბინგემამდე იხილა ბრიტანელმა მისონერმა თომას პეინმა და გერმანელმა ინჟინერმა ჯ.მ. ვონ ჰასელმა. ნაპოვნი რუქები ადასტურებს, რომ ქალაქი 1874 წლისათვის უკვე ცნობილი იყო პირველი ევროპელებისათვის.

დოკუმენტური წყაროების მიხედვით მე-16 საუკუნის შუა ხანებში, მაჩუ პიკჩუ იყო პაჩაკუტეკის(პირველი იმპერატორის 1438-1470) ერთ-ერთი მოსასვენებელი რეზიდენცია. მიუხედავად ამისა, მისი არქიტექტურა და ძირითადი გზა ხაზს უსვამს მის წმინდა რელიგიურ ხასიათს.

მაჩუ პიკჩუ ითვლება ინკების იმპერიის ერთ–ერთ ყველაზე ცნობად ღირსშესანიშნაობად და ასევე არის ტურისტებს შორის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი სამხრეთ ამერიკაში. იგი მილიონიბით ტურისტს იზიდავს. მაჩუ პიკჩუ შედის "კაცობრიობის დაცული საგანძურების სიაში"– იუნესკოს 1983 წლის გადაწყვეტილებით, როგორც კულტურულ–ეკოლოგიური სიმდიდრე და ერთიანდება შემდეგი სახელწოდების ქვეშ: "მაჩუ პიკჩუს ისტორუილი სიწმინდე." 2007 წლის 7 ივლისს მაჩუ პიკჩუ შევიდა სამყაროს საოცრებათა სიაში, ლისაბონში გამართულ ცერემონიაზე.

მაჩუ პიკჩუ მდებარეობს პერუში, ურუბამბას პროვინციაში, კუსკოს რეგიონის დედაქალაქ კუსკოდან ჩრდილო–დასავლეთით, 80 კილომეტრის მოშორებით. მაჩუ პიკჩუს თავზე დაჰყურებს 600 მეტრის სიმაღლის კლდე. ქალაქთან ახლოს, მდინარე ურუბამბაზე გადებულია ინკების ხიდი, რომელიც არმიის საიდუმლო შესასვლელს წარმოადგენდა. მაჩუ პიკჩუ მოქცეულია ორ მთას შორის – მაჩუ პიკჩუსა და ჰუაინა პიკჩუს. ეს მთები არიან ნაწილები ბატოლიტო ვილკაბამბას ფორმაციისა, პერუს ანდების ცენტრში. მდინარე ურუბამბას მარცხენა სანაპიროზე აღმოჩენილია ურუბამბას კანიონი, ძველად ცნობილი , როგორც პიკჩუს კებრადა. გარემო პირობებისა და მდებარეობის გამო, ქალაქი წყლით მუდმივად მარაგდებოდა წყაროების საშუალებით. ასევე, აქ იყო საკმარისი სასოფლო–სამეურნეო სავარგული, სადაც სხვადასხვა საკვებად ვარგისი მცენარე მოჰყავდათ.

მაჩუ პიკჩუ გამოირჩევა პეიზაჟური არქიტექტურით. მისი კედლები აგებულია კლასიკურ ინკურ არქიტექტურულ სტილში. ინკები ფლობდნენ ტექნიკას, რომლის საშუალებითაც კედლების აგებისას ბლოკებს ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებდნენ კირის გარეშე. ინკები კირ–ხსნარს იშვიათად იყენებდნენ. ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც მაჩუ–პიკჩუ მდებარეობს სეისმურად არამდგრად ტერიტორიაზე და მიწისძვრის შემთხვევაში ერთმანეთთან კირის გარეშე დაკავშირებული ბლოკებით აგებული კედელი უფრო გამძლე იქნებოდა. ინკები მუშაობის პროცესში არასოდეს იყენებდნენ ბორბალს, თუმცა, ეს მათთვის კარგად ნაცნობი იყო, რაც მათ მიერ შექმნილი სათამაშოებიდანაც კარგად ჩანს. ამის მიზეზი ალბათ ის გახლდათ, რომ გარშემო გაუვალი ტყეები იყო და ასევე, ინკებს არ ჰყავდათ ძლიერი გადამზიდი ცხოველები. ინჟინერიაში ბორბლის გამოყენების სანაცვლოდ ინკებს დიდი შრომა უხდებოდათ მძიმე ბლოკების გადასატანად. ამას ერთდროულად ასობით მამაკაცი აკეთებდა.

საინტერესო საიტია და საინტერესო რარაცეები წერია აქ: http://incamusic.narod.ru/abt.htm

პ.ს. მე ხანდახან მეეჭვება ხოლმე რომ ეს ყველაფერი ინკებმა, აცტეკებმა, მაიას ტომებმა თავისით შეძლე ს და ხანდახან ვფიქრობ რომ მართლა გარეშე ძალის ხელი ურევია, არადა რამდენადაც მახსოვს ამ ვერსიასაც სერიოზულად ამუშავებენ.

http://www.radikal.ru


Posted by: Takeda Shingen 9 Sep 2009, 15:23
giorgitab
QUOTE
მე ხანდახან მეეჭვება ხოლმე რომ ეს ყველაფერი ინკებმა, აცტეკებმა, მაიას ტომებმა თავისით შეძლე .


ნამდვილად ძალიან საეჭვოა
QUOTE
ხანდახან ვფიქრობ რომ მართლა გარეშე ძალის ხელი ურევია,
.


მაგ გარეშე ძალას სხვა ცივილიზაცია ჰქვია სახელად smile.gif
სკლიაროვის ფილმები ნანახი გაქვთ? ძალიან საინტერესოა.საიტიც ძალიან კარგი აქვთ http://www.lah.ru/

Posted by: გიარია 10 Sep 2009, 01:50
ერთ-ერთი რასაც ვნანობ ცხოვრებაში ის არის, რომ კუსკოში ვიყავი და მანდ ვერ ავედი sad.gif

Posted by: SpiriT In DarKnesS 10 Sep 2009, 23:44
QUOTE (mainc @ 8 Sep 2009, 11:50 )
როგორც მახსოვს, ბურთით თამაშობები აქ გამოიგონეს პირველად

როგორც მე მახსოვს მაიას ტომებმა გამოიგონეს ბურთით თამაში

Posted by: esselte 8 Oct 2009, 21:20
QUOTE
ერთ-ერთი რასაც ვნანობ ცხოვრებაში ის არის, რომ კუსკოში ვიყავი და მანდ ვერ ავედი 

wow.gif არ გეპატიება.....

იმედია ისე არ მოვკვდები, რომ მაჩუ-პიქჩუ, ნაზკა, ტეოტიჰუაკანი, ჩიჩენ-იცა, აღდგომის კუნძული, ანასაზი, კინკაკუჯი, საკურა, ტაჯ-მაჰალი და ჩინეთის დიდი კედელი არ ვნახო biggrin.gif

საქართველოს რომელიმე ტურისტულ სააგენტოს აქვს ტურები სამხ. და ცენტრალურ ამერიკაში? (თუ ვიოცნებო?biggrin.gif )

Posted by: მამაო ენუქი 8 Oct 2009, 21:28
კაი ადგილია , რაც მანდ მე და პიცაკუტეკს დალეული გვაქვს ....... biggrin.gif

Posted by: pibe 9 Oct 2009, 10:20
შარშან ვიყავი პერუში, მაგრამ ვერ ავედი აქ.

ვერც ტიტიკაკაზე და ვერც ნასკაში დროის უკმარუისობის გამო

Posted by: kompasa mio 1 May 2010, 22:29
pibe
რომელი ქვეყნიდან წახვედი?
რა დაგიჯდა მანდ მოხვედრა?

Posted by: kokako7 2 May 2010, 07:31
ძააან მაგარია და ჩემი ოცნებაც არი მანდ მოხვედრა, მაგრამ ვინც ნამყოფია მითხრა რო ძალიან "ტურისტული" ადგილია

Posted by: tavadze 3 May 2010, 00:43
Jgenti`
QUOTE
maklay
როგორ და ანგარიშზე უნდა ქონდეს ბევრი $$$

არც ისე ბევრი, როგორც აქედან ჩანს. სამი წლის წინ 1-კვირიანი მივლინებით ვიყავი ბრაზილიაში, რაც ჩემს სამსახურს დაუჯდა სულ რაღაც 2400$-მდე. ოღონდ ეს ძაან დონე მივლინება იყო თავისი 5* სასტუმროთი, ჩარტერით და კომფორტით, რადგან იმ დელეგაციაში ლამის ნახევარი პარლამენტი შედიოდა და მაგათ როგორ ეკადრებათ რამე ოდნავ ნაკლები, ყველაფერი უმაღლესი დონის უნდა იყოს. დელეგაციაში 75 კაცი შედიოდა და აქედან ნახევარზე მეტი პარლამენტარი ან მაგათი საახლობლო იყო. ჩემი დაკვირვებით, შენით რომ წახვიდე კაცი (ვთქვათ, სტამბულიდან ან სადღაც ახლოდან გადაფრინდე) და იქაც მთლად 5*-იანში თუ არ გაჩერდები, ბევრად იაფი დაგიჯდება. პერუ ბრაზილიაზე ცოტა შორს კია, მაგრამ არც იმდენად. ჩვენ რიოში ვიყავით, მე პირადად "ინტერკონტინენტალში" ვცხოვრობდი, სადაც დღე-ღამე თავის საუზმით 120 $ ღირდა, დელეგაციის ნაწილი 4*-იანში იყო და ის, მგონი, 100$ იყო. მაგ ქვეყნებში კვება ძალიან იაფია, მაგრამ უსაფრთხოებაა დიდი პრობლემა - რიოში ყოფნის ერთადერთი უსიამოვნო შეგრძნება მსხვერპლის როლში ყოფნა იყო იმის მიუხედავად, რომ არც ერთ ჩვენგანს არაფერი დაშავებია და არც ინციდენტი შემთხვევია. უბრალოდ, როცა ირგვლივ ყველა გაფრთხილებს, ძალაუნებურად ითრგუნები.
giaure
QUOTE
ერთ-ერთი რასაც ვნანობ ცხოვრებაში ის არის, რომ კუსკოში ვიყავი და მანდ ვერ ავედი

pibe
QUOTE
შარშან ვიყავი პერუში, მაგრამ ვერ ავედი აქ.

ვერც ტიტიკაკაზე და ვერც ნასკაში დროის უკმარუისობის გამო

biggrin.gif ესე იგი, თანაგრძნობის ღირსებიც არ ხართ, მაქამდე თუ ჩადით და იქ არ ახვედით. biggrin.gif
ჩემი ოცნებაა მაგის ნახვა. იმედია, ისე არ წავალ იმ ქვეყანას. biggrin.gif
esselte
QUOTE
საქართველოს რომელიმე ტურისტულ სააგენტოს აქვს ტურები სამხ. და ცენტრალურ ამერიკაში? (თუ ვიოცნებო?

არა მგონია. ყოველ შემთხვევაში, მე როცა ვიყავი, მაშინ არც ერთს არ ჰქონდა და მერე პარლამენტიდან რომელიღაც ტურ-სააგენტოს დაუკვეთეს ტურის მოწყობა.
kompasa mio
QUOTE
pibe
რომელი ქვეყნიდან წახვედი?

+1 - მეც მაინტერესებს.
აი, ბრაზილიის ვიზა კი... ერევანში გააკეთეს!

Posted by: akkai 3 May 2010, 01:25
ოცნებად მაქვს..


არ მინდა ოცნება,ოცნებას დამრცეს sad.gif

Posted by: მამაო თამაზი 3 May 2010, 08:28
ორი წლის მერე მივდივარ givi.gif givi.gif givi.gif

Posted by: thug 3 May 2010, 08:57
მაგარი ადგილია ძაან!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: გიარია 3 May 2010, 13:14
tavadze
QUOTE
ესე იგი, თანაგრძნობის ღირსებიც არ ხართ, მაქამდე თუ ჩადით და იქ არ ახვედით.
ჩემი ოცნებაა მაგის ნახვა. იმედია, ისე არ წავალ იმ ქვეყანას.

მართალი ხარ, ვერ ვპატიობ ჩემს თავს biggrin.gif
მარა ეს იყო 6 წლის წინ და მაშინ იმდენად არ ვიყავი დაინტერესებული და არ მესმოდა რას ვკარგავდი biggrin.gif

მაშინ როგორც მახსოვს მოსკოვში გააკეთეს ჩვენი ვიზები

Posted by: webdesigner93 5 May 2010, 11:47
აუ აქ რა ველოტურის მოწყობა შეიძლება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif იფ, იფ გაასწორებდა sad.gif(

Posted by: teonala 10 May 2010, 00:45
ფეხით უნდა ახვიდე თურ ამე ტრანსპორტიც ადის ?
აუ ველოსიპედით მართლა რა მაგარი იქნებოდა.

Posted by: akkai 14 May 2010, 18:35
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: ireallydonwtknow 30 Apr 2020, 01:48
წელს შეიძლება ნოემბერში წავიდე აქ თუ კორონას სიტუაცია გამოკეთდა. დავპოსტავ ყველა დეტალებს.
ჩემი მეგობარი იყო შარშან და ასე მითხრა ლიმადან არის ავტობუსიო რაც ადის. ასევე შეგიძლია ახვიდე ფეხით და გრუზჩიკებს გადაუხდი რომ ბარგი აგიტანოს.

Posted by: max-14 21 May 2020, 20:42
QUOTE
მაგრამ უსაფრთხოებაა დიდი პრობლემა

მაგ ქვეყნებში(ბრაზილია,მექსიკა,პერუ,კოლუმბია) სამწუხაროდ უსაფრთხოება არაა მოწოდების სიმაღლეზე

Posted by: lovelock 23 May 2020, 01:12
max-14
ჰო ასეა სამწუხაროდ.
ვენეცუელაზე მითხრეს არ წახვიდე საერთოდ მოგიტაცებენ და ფულს გამოგძალავენო.
ბრაზილიელი უფროსი მყავდა და იქ თუ გახვალ სადმე დატოვე ყველანაერი ძვირი ტექნიკა უკანო.
არგენტინა და კუბაბაზე არავინ არაფერი ცუდი ასე რომ შეიძლება გაცილებით უსაფრთხო იყოს.


მექსიკა,პერუ,კოლუმბია- ამაზე ჯერ არაფერი მსმენია.

Posted by: ღამის_რაფსოდია 23 May 2020, 10:36
QUOTE
 მაჩუ-პიკჩუ, ქალაქი ცაში

ძალიან ლამაზი ადგილია. ფიზიკურად არ ვარ ნამყოფი და იმედია აუცილებლად გამოვასწორებ.

ძილის წინ, gopro-თი გადაღებულ ვიდეოებს ვუყურებდი მაჩუ-პიკჩუზე და სიზმრებში ვმოგზაურობდი... love.gif

ხელშეხებით სანახავია jump.gif

Posted by: lovelock 28 May 2020, 22:37
ღამის_რაფსოდია
პერუში ნამყოფი ხარ ისე? როგორი სიტუაციაა მანდ? მოგეწონა?

Posted by: ღამის_რაფსოდია 29 May 2020, 12:56
lovelock
ნწ, პერუში წავსულიყავი და კუსკოს რეგიონში არ გამევლო

წარმოუდგენელია

user posted image

Posted by: lovelock 29 May 2020, 13:06
ღამის_რაფსოდია
ჩემი კარგი დაქალი იყო კუსკოში (ქალაქში) და ისე რა მოეწონა. ასე მითხრა 3-4 დღით მეტი არ დარჩეო.
მაქვს იდეაში სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობა და პერუთი მინდა დავიწყო.
მაჩუ-პიკჩუ-ზე თურმე ფეხით თუ გინდა ასვლა შეიძლება რომ ვინმე დაიქირავო და ბარგი აგიტანოს.

Posted by: ღამის_რაფსოდია 29 May 2020, 22:11
lovelock
3-4 დღე ნორმალურია. ჰო მანდ მოგზაურობაში თუ იქნები, აქტიურად აჯობებს ყოფნა.

QUOTE
მაჩუ-პიკჩუ-ზე თურმე ფეხით თუ გინდა ასვლა შეიძლება რომ ვინმე დაიქირავო და ბარგი აგიტანოს.

ჰეჰ biggrin.gif ნავარჯიშები წავალ sa.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)