ყველამ კარგად ვიცით დედამიწის ისტორიაში იყო სხვადასხვა გეოლოგიური ეპოქები, დრეიფობდნენ კონტინენტები, იყო ცხელი და ცივი, ნოტიო და მშრალი ჰავები. იყვნენ დინოზავრები და გიგანტური გვიმრები, იყვნენ ტრილობიტები და სტეგოცეფალები......
ესენი ადრე იყვნენ, მაგრამ საინტერესოა მომავალში რაღა იქნება? დედამიწის რუკა როგორი იქნება ალბათ არაა ძნელი დასადგენი რადგან ჩვენ ვიცით კონტინენტები ახლანდელი მდებარება და მათი მოძრაობის სიჩქარე (საინტერესო ანიმაციას წარსულ გეოლოგიურ ეპოქებში კონტინენტების მოძრაობის შესახებ ნახავთ
აქ). მაგრამ მე უფრო ის მინდა გავიგო სიცოცხლის როგორი ფორმები შეიძლება მომავალში ვიხილოთ? რა უნდა იყოს ყვავილოვან მცენარეებზე და ძუძუმწოვრებზე უფრო მაღალორგანიზებული და განვითარებული სიცოცხლე? არსებობს ამის შესახებ რაიმე მოსაზრებები?