http://sendvid.com/i4moxqzmჩავეძიოთ რამოდენიმე დეტალს...
პროდუქციის ფასები...
განხილული თემებიდან გამომდინარე ნათლად სჩანს, რომ დაბოლებულების ძირითად მასას სთავაზობენ/თავს ახვევენ "საგზურის ყიდვას", რისი მიზეზიც არის კომპანიის კოლოსალური მოგების კიდევ უფრო გაზრდა, რადგან "საგზურების" გამოყენება ფაქტობრივად გამორიცხულია კაბალური პირობების გამო და გადახდილი თანხა სრულად, მომსახურების გაწევის გარეშე, რჩება კომპანიას...
მოკლედ ავიღოთ სტანდარტული ვარიანტი - 1 810 დოლარი საგზური + 30 დოლარი უსაფრთხოების გადასახადი, დღევანდელი კურსით 1 840*2.7 = 4 968 ლარს... დაანგარიშების ვალუტა იქნება ლარში, რადგან ჩვენს ქვეყანაში ხდება ამ ფინანსური პირამიდის განვითარება და მასში ჩართული საზოგადოების ნაწილის მიერ გასაწევრიანებლად გადახდილი დოლარის ვალუტის შეძენა თავისთავად ხდება იმ ვალუტით, რომელშიც აქვს შემოსავალი მოსახლეობის 95%...
ახლა ავიღოთ პირველი სქემა....
პირველი დონის ტიპმა (ილიამ) ამ სქემით მიიღო 200 დოლარი 2 ცალი რეკომენდაციის და 9 ბალანსის 9*200=1 800 დოლარი = 2 000 დოლარი = 2 000 * 2.7 = 5 400 ლარს. ილიამ აიღო მოგება 5 400 ლარს - 4 968 ლარი = 432 ლარი
მეორე დონის ტიპებმა ანალოგიური სქემით: "გიამ" მიიღო 200 დოლარს + 3 ბალანსის 600 დოლარი = 800 დოლარი = 2 160 ლარს. "გია" არის წაგებაში 4 968 ლარს - 2 160 ლარი = 2 808 ლარი...
ხოლო "ნინომ" მიიღო 200 დოლარს + 4 ბალანსის 800 დოლარი = 1 000 დოლარი = 2 700 ლარს. "ნინო" არის წაგებაში 4 968 ლარს - 2 700 ლარი = 2 268 ლარი
მესამე დონის ტიპებიდან მხოლოდ "გიას" ქვეშ მყოფმა ერთმა პირმა მიიღო 200 დოლარს + 3 ბალანსის 600 დოლარი = 800 დოლარი = 2 160 ლარს. ეს პირი არის წაგებაში 4 968 ლარს - 2 160 ლარი = 2 808 ლარი...
დანარჩენებმა "გიას" ქვეშ მყოფმა კიდევ ერთმა პირმა მიიღო 100 დოლარი რეკომენდაციის, და "ნინოს" ქვეშ მყოფმა ორივე პირმა მიიღეს 100 - 100 დოლარი რეკომენდაციების, შესაბამისად ეს სამივე პირი ცალ-ცალკე არიან წაგებაში 4 968 ლარს - 270 ლარი = 4 698 ლარი...
მეოთხე დონის ტიპებიდან ერთმა კაცმა მიიღო 200 დოლარს + 1 ბალანსი 200 დოლარი = 400 დოლარი = 1 080 ლარი. ეს პირი არის წაგებაში 4 968 ლარს - 1 080 ლარი = 3 888 ლარი...
დანარჩენებმა მიიღეს 100 - 100 დოლარი რეკომენდაციების, შესაბამისად ეს ოთხივე პირი ცალ-ცალკე არიან წაგებაში 4 968 ლარს - 270 ლარი = 4 698 ლარი...
მეხუთე დონის ტიპებიდან ერთმა კაცმა მიიღო 200 დოლარს + 1 ბალანსი 200 დოლარი = 400 დოლარი = 1 080 ლარი. ეს პირი არის წაგებაში 4 968 ლარს - 1 080 ლარი = 3 888 ლარი...
დანარჩენებიდან ორმა კაცმა მიიღო 100 - 100 დოლარი რეკომენდაციების, შესაბამისად ეს ორივე პირი ცალ-ცალკე არიან წაგებაში 4 968 ლარს - 270 ლარი = 4 698 ლარი...
და კიდევ დარჩენილმა სამმა კაცმა ვერაფერი მიიღო და არიან სუფთა წაგებაში ცალ-ცალკე 4 968 ლარით.
მეექვსე დონის ოთხი ტიპიდან ვერავინ ვერაფერი მიიღო და არიან სუფთა წაგებაში ცალ-ცალკე 4 968 ლარით.
დასკვნა პირველი სქემიდან: იმისთვის, რომ "ილიას" კომპანიისგან ენახა სარგებელი 432 ლარი
, მან თავისი და საახლობლო-სანათესაო-საძმაკაცო-სამეგობროს ფულადი სასხსრები 22*4 968 ლარი = 109 296 ლარი გადაურიცხა კომპანიას
, საიდანაც კომპანიამ დააბრუნა უკან სქემაში რეკომენდაცია-ხელფასებისთვის 5 400 + 2 160 + 2 700 + 2 160 + 270 + 270 + 270 +1 080 + 270 + 270 + 270 + 270 + 1 080 + 270 + 270 = 17 010 ლარი და შესაბამისად სუფთა მოგება დარჩა 109 296 ლარს - 17 010 ლარი = 92 286 ლარი
(კომპანიამ სქემაში დააბრუნა 15.56 %, შესაბამისად დაიტოვა 84.44 %)
გილოცავთ "ილია" იმისთვის რომ თქვენ 432 ლარის მოგება გენახათ, გააღარიბეთ თქვენი საახლობლო-სანათესაო-საძმაკაცო-სამეგობროს წრე 92 286 ლარით
ახლა განვიხილოთ მეორე სქემაც...
პირველი დონის ტიპი არის წაგებაში 4 968 ლარს - 270 ლარი = 4 698 ლარი...
მეორე დონის ტიპი არის წაგებაში 4 968 ლარს - 270 ლარი = 4 698 ლარი...
მესამე დონის ტიპი "მე" არის წაგებაში 4 968 ლარს - 4 860 ლარი (8 ბალანსი + 200 დოლარი 2 რეკომენდაციის) = 108 ლარი...
მეოთხე დონის ტიპმა (მიშამ) ამ სქემით მიიღო 200 დოლარი 2 ცალი რეკომენდაციის და 11 ბალანსის 11*200=2 200 დოლარი = 2 400 დოლარი = 2 400 * 2.7 = 6 480 ლარს. "მიშამ" აიღო მოგება 6 480 ლარს - 4 968 ლარი = 1 512 ლარი...
აგრეთვე მეოთხე დონის ტიპი (და) არის წაგებაში 4 968 ლარს - 270 ლარი = 4 698 ლარი...
მეხუთე დონის ტიპებიდან: ერთი არის წაგებაში 3 ბალანსი 2 რეკომენდაცია = 4 968 ლარს - 2 160 ლარი = 2 808 ლარი...
მეორე არის წაგებაში 4 ბალანსი 2 რეკომენდაცია = 4 968 ლარს - 2 700 ლარი = 2 268 ლარი...
მესამე არის წაგებაში 3 ბალანსი 2 რეკომენდაცია = 4 968 ლარს - 2 160 ლარი = 2 808 ლარი...
მეექვსე დონის ტიპებიდან: ერთი არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეკომენდაცია = 4 968 ლარს - 1 080 ლარი = 3 888 ლარი...
მეორე არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეკომენდაცია = 4 968 ლარს - 1 080 ლარი = 3 888 ლარი...
მესამე არის წაგებაში 2 ბალანსი 2 რეკომენდაცია = 4 968 ლარს - 1 620 = 3348 ლარი...
მეოთხე არის წაგებაში 1 რეკომენდაცია = 4 968 ლარს - 270 ლარი = 4 698 ლარი...
მეხუთე არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეკომენდაცია = 4 968 ლარს - 1 080 ლარი = 3 888 ლარი...
მეექვსე არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეკომენდაცია = 4 968 ლარს - 1 080 ლარი = 3 888 ლარი...
მეშვიდე დონის ტიპებიდან: ერთი არის წაგებაში 1 რეკომენდაცია = 4 968 ლარს - 270 ლარი = 4 698 ლარი...
მეორე არის წაგებაში სუფთა წაგებაში 4 968 ლარით...
მესამე არის წაგებაში სუფთა წაგებაში 4 968 ლარით...
მეოთხე არის წაგებაში სუფთა წაგებაში 4 968 ლარით...
მეხუთე არის წაგებაში 1 რეკომენდაცია = 4 968 ლარს - 270 ლარი = 4 698 ლარი...
მეექვსე არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეკომენდაცია = 4 968 ლარს - 1 080 ლარი = 3 888 ლარი...
მეშვიდე არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეკომენდაცია = 4 968 ლარს - 1 080 ლარი = 3 888 ლარი...
მერვე არის სუფთა წაგებაში 4 968 ლარით...
მეცხრე არის სუფთა წაგებაში 4 968 ლარით...
მეათე არის სუფთა წაგებაში 4 968 ლარით...
მეთერთმეტე არის სუფთა წაგებაში 4 968 ლარით...
მერვე დონის ტიპებიდან: ერთი არის წაგებაში 3 ბალანსი 2 რეკომენდაცია = 4 968 ლარს - 2 160 ლარი = 2 808 ლარი...
მეორე არის სუფთა წაგებაში 4 968 ლარით...
მესამე არის სუფთა წაგებაში 4 968 ლარით...
მეოთხე არის სუფთა წაგებაში 4 968 ლარით...
მეხუთე არის სუფთა წაგებაში 4 968 ლარით...
მეექვსე არის არის სუფთა წაგებაში 4 968 ლარით...
მეცხრე დონის ტიპებიდან: ერთი არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეკომენდაცია = 4 968 ლარს - 1 080 ლარი = 3 888 ლარი...
მეორე არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეკომენდაცია = 4 968 ლარს - 1 080 ლარი = 3 888 ლარი...
მეათე დონის ტიპებიდან ოთხივე არის სუფთა წაგებაში თითო 4 968 ლარით...
დასკვნა მეორე სქემიდან: ამ სქემაში კვლავ მხოლოდ ერთი სარგებლიანი ტიპი გვყავს "მიშა" და იმისთვის, რომ "მიშას" კომპანიისგან ენახა სარგებელი 1 512 ლარი
, მან თავისი და საახლობლო-სანათესაო-საძმაკაცო-სამეგობროს ფულადი სასხსრები 37*4 968 ლარი = 183 816 ლარი გადაურიცხა კომპანიას
, საიდანაც კომპანიამ დააბრუნა უკან სქემაში რეკომენდაცია-ხელფასებისთვის 270 + 270 + 4 860 + 6 480 + 270 + 2 160 + 2 700 + 2 160 + 1 080 + 1 080 + 1 620 + 270 + 1 080 + 1 080 + 270 + 270 + 1 080 + 1 080 + 2 160 + 1 080 + 1 080 = 32 400 ლარი და შესაბამისად სუფთა მოგება დარჩა 183 816 ლარს - 32 400 ლარი = 151 416 ლარი
(კომპანიამ სქემაში დააბრუნა 17.63 %, შესაბამისად დაიტოვა 82.37 %)
გილოცავთ "მიშა" იმისთვის რომ თქვენ 1 512 ლარის მოგება გენახათ, გააღარიბეთ თქვენი საახლობლო-სანათესაო-საძმაკაცო-სამეგობროს წრე 151 416 ლარით
ამ ორი სქემის საფუძველზე ბარემ განვიხილოთ შემდეგი დეტალიც...
ის ბოდვა რომ 40% უკან გიბრუნდება ორივე სქემის შემთხვევაში დარჩა ბოდვად, რადგან პირველ შემთხვევაში კომპანიამ დააბრუნა 15.56 %, ხოლო მეორე შემთხვევაში 17.63 %... იმას თავი დავანებოთ, რომ ზოგადად არცერთი პროდუქტის ფასი, არცერთ სფეროში მწარმოებლიდან მაღაზიამდე არ იმატებს 80 %-ით და საშუალო მარჟა არის 5-15%, მიზანმიმართულად არ ვთვლი საბაჟო გადასახადს ან დღგ-ს, რადგან ამას სექტანეტის მომხმარებელი დამატებით თვითონ იხდის "2 დოლარიანი საათის" ან რამე მსგავსის გამოწერის შემთხვევაში.
ბარემ კიდევ ერთი დეტალიც...
ამ მომენტში სექტანეტელი ცდილობს მოახვიოს თავს სამომავლო მსხვერპლს სქემის სავარაუდო განვითარების სისწრაფე... 1 თვეში 2 კაცი ყოველი კაცის ქვეშ... ანუ როგორ გამოიყურება სქემაში ჩართული ხალხის საერთო ოდენობა თვეების მიხედვით:
1 თვე - 1 კაცი
2 თვე - 1 კაცი + მისი მოყვანილი 2 კაცი
3 თვე - 1 კაცი + მისი მოყვანილი 2 კაცი + ამ 2 კაცის მოყვანილი 2-2 კაცი = 7 კაცს
4 თვე - 1 კაცი + მისი მოყვანილი 2 კაცი + ამ 2 კაცის მოყვანილი 2-2 კაცი + ამ 2-2 კაცის მოყვანილი 2-2-2-2 კაცი = 15 კაცს
5 თვე = 31 კაცი
6 თვე = 63 კაცი
7 თვე = 127 კაცი
8 თვე = 255 კაცი
9 თვე = 511 კაცი
33 თვე = 8 589 934 591 კაცი (აჭარბებს ჩვენი პლანეტის მოსახლეობას)
მოკლედ ამ ბოდვის შესაბამისად, რომ ვითარდებოდეს სქემა პლანეტა მოცული იქნებოდა 2 წელიწადსა და 9 თვეში, ანუ 2001 წელს...
რეალურის განვითარების სისწრაფე კი ძალზედ ჩამორჩება მოსალოდნელს და სექტანეტელის მიერ სასურველ სიჩქარეს, რადგან კომპანიის დაფუძნებიდან 19 წლის შემდეგ ჯერ მხოლოდ 1 000 000 კაცი არის მსოფლიო მასშტაბით მოცული (მსმენია ალტერნატიული ვარიანტიც, რომ 14 მლნ არიან... თუნდაც 150 მლნ იყვნენ, მაინც ლოკოკინას უფრო ჩქარია)... ამის გათვალისწინებით კიდევ საინტერესოა ის გარემოება, რომ არსებობენ ტიპები, რომლებიც უცებ 30 კაცს ჩართავენ ხოლმე თავის ქვეშ და გაიჭედებიან, ყოველი ასეთი უცებ "30 კაცის ჩართვა" კიდევ უფრო აფერხებს ახალი პირების სქემაში ჩართვის საშუალო სიჩქარეს...
პ.ს.
მადლობა ყურადღებისთვის