#55750659 · 24 Jan 2020, 00:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შენს თვალებს - როშკის ტბებს, შენს ხელებს.. შენს თითებს - ნაწვეთარს გუროსას.. მე მხოლოდ სიზმარში შევეხე - შენს სხეულს - ნედლ ყვავილს, სუროსას.. შენს ნეკნებს, შენს მკლავებს, შენს ხალებს, შენს წარბებს, წამწამებს - თავშავას, მე მხოლოდ სიზმარში გიხილე და მერე სიზმარმაც წამშალა.. შენს თვალებს, შენს სუნთქვას.. ვიგონებ შენს ფრაზებს, შენს სიტყვებს - ავკარგებს.. მე მხოლოდ სიზმარში გიპოვე და მერე სიზმარიც დავგკარგე.
|