#54503338 · 13 Apr 2019, 01:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა! ამ ქვეყანაში მსგავს სიტუაციაში რომ ბევრი აღმოჩენილა ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ხომ უნდა არსებობდეს რაღაც გამოსავალი?
მოკლედ, სამშენებლო კომპანიასა და მიწის ნაკვეთის მფლობელს შორის რამოდენიმე წლის წინ მოხდა გარიგება და დაიდო ხელშეკრულება,რომლის საფუძველზეც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენების შემდეგ ნაკვეთის მფლობელს გადაეცემოდა გარკვეული საცხოვრებელი ფართი იმავე შენობაში, რამოდენიმე ბინის სახით. შემდეგ მოხდა წინასწარი უფლების რეგისტრაცია შერჩეულ ბინებზე (განშლაც). კორპუსი აშენდა, მიმდინარეობს გადახურვითი სამუშაოები, მერიას ჯერ არ ჩაუბარებია, თუმცა გაცემული მშენებლობის ნებართვა რამოდენიმე კვირაში იწურება.
საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე მეორე მხარემ უარი მიიღო რეესტრისგან, მისთვის მოულოდნელად, მთლიანი შენობა დაყადაღებული აღმოჩნდა. როგორც შემდეგ გაირკვა, კორპუსის მშენებელ კომპანიასა და სხვა დეველოპერულ კომპანიას შორის წარმოქმნილი დავის საფუძველზე მოსამართლემ მთლიანი კორპუსი დააყადაღა.
ჯერ სად ხართ, სასამართლოებში სირბილის, სტრესისა და ბევრი თვის შემდეგ განცხადების საფუძველზე მოსამართლემ ყადაღა მოხსნა მხოლოდ მეორე მხარისთვის გადასაცემი ბინების ნაწილში. ამის შემდეგ, მეორე მხარემ ხელმეორედ შეიტანა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე განცხადება იმ იმედით, რომ აღარ შეიქმნებოდა პრობლემა და ისედაც ხანშიშესული საკუთარ სახლში მოისვენებდა, მაგრამ ისევ უარი მიიღო რეესტრისგან, ამჯერად აღმოჩნდა, რომ სამშენებლო კომპანიას აქვს შემოსავლების სამსახურის გადაუხდელი ვალი და ამის საფუძველზე მთლიან კორპუსზე ფიქსირდება გირავნობა/იპოთეკის უფლება.
რას მოიმოქმედებდით თქვენ?
|