forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (87) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ლიტერატურული კლუბი,, VI I ნაწილი
holden kolpildi
პკთ


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22275
წევრი No.: 136294
რეგისტრ.: 25-September 11

  გამოგზავნილია: 22 Oct 2018, 13:41  #53638045      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლიტერატურული თამაშის შინაარსი ასეთია: კლუბის წევრები წინასწარ შეთანხმებულ დროს ვასახელებთ წიგნებს, შესაბამისად დგება წიგნების სია. ამის შემდეგ ხმათა უმრავლესობით წყდება, რომელი წიგნი უნდა წაიკითხოს კლუბმა, ერთად ვსაზღვრავთ ამ წიგნის წასაკითხად საჭირო დროს და წაკითხვის შემდეგ ვუზიარებთ ერთმანეთს აზრს, განვიხილავთ, ვკამათობთ. შემდეგ ტარდება ახალი "არჩევნები" და ა. შ.

გთხოვთ დაიცვათ კლუბის წესები:
1. ვინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვალდებულია წაიკითხოს ის წიგნი, რომელიც იქნება არჩეული. თუ წიგნი უკვე წაკითხული აქვს, კითხულობს მას მეორედ. (წინააღმდეგ შემთხვევაში გამოტოვებს მომდევნო არჩევნებს, ანუ არ ექნება თავის წიგნის დასახელების და არც ხმის მიცემის უფლება)
2. არჩევნების დროს არ შეიძლება ხმა მივცეთ ჩვენივე დასახელებულ წიგნს.
3. წიგნის წაკითხვისთვის დრო განისაზღვრება წინასწარ და ყველა უნდა ჩავეტიოთ დასახელებულ დროში. (საშუალოდ 2 კვირა, საჭიროების შემთხვევაში დრო შეიძლება შეთანხმების საფუძველზე გაიზარდოს). უკვე დასახელებულ დრო აღარ გადაიწევა.
4. ვეცადოთ დავასახელოთ ისეთი წიგნი, რომელიც უმრავლესობას არ ექნება უკვე წაკითხული და მეტ-ნაკლებად ადვილად საშოვნელი იქნება ყველასთვის.
5. სიხარულით მივიღებთ ახალი წევრებსაც. ამისათვის უნდა გაეცნოთ კლუბის წესებს, წაიკითხოთ დასახელებული წიგნი, რომელსაც კლუბის წევრები იმ პერიოდში კითხულობენ, მიიღოთ განხილვაში მონაწილეობა და კეთილი იყოს თქვენი წევრობა ჩვენს ლიტერატურულ კლუბში!

წინა თემებში წაკითხული წიგნები:
I

1. ჯ.სელინჯერი_ კლდის პირზე ჭვავის ყანაში
2. ა.კამიუ_უცხო
3. ფ.კაფკა_პროცესი
4. ჯ.ქარჩხაძე_ანტონიო და დავითი
5. კ.ჰამსუნი_მისტერიები
6. ჯ.კერუაკი_გზაზე
7. უ.ფოლკნერი_დროშები მტვერში
8. ჯ.ორუელი_1984
9. ჯ.სტაინბეკი_ზამთარი ჩვენი მღელვარებისა
10. ჰ.ბიოლი_კლოუნის თვალთახედვა
11. უ.ფოლკნერი_სული რომ ამომდიოდა
12. ჯ.ქარჩხაძე_ქარავანი

II

1. ჰენრი მილერი - ,,კირჩხიბის ტროპიკი"
2. ბორის ვიანი - ,,გულსაგლეჯი"
3. ჰერტა მიულერი - ,,მეფე დაიხრება და კლავს"
4. მარკესი - ,,სიყვარული ქოლერის დროს"
5. ალფრედ დობლინი - ,,ბერლინი, ალექსანდერპლაცი"
6. ჩეხოვი - ,,პალატა #6"
7. კამიუ - ,,დაცემა"
8. ფოლკნერი - ,,ხმაური და მძვინვარება"
9. დოსტოევსკი - ,,ორეული"
10. ერიკ ემანუელ შმიტი - ,,ნოეს შვილი"
11. ჰარპერ ლი - ,,ნუ მოკლავ ჯაფარას"
12. ჯონ კუტზეე - ,,სირცხვილი"
13. ბორხესის მოთხრობები
14. მარკუს ზუზაკი - ,,წიგნის ქურდი"
15. ენდი უირი - ,,მარსელი"
16. ძმები სტრუგაცკები - ,,ორშაბათი იწყება შაბათს"
17. სარამაგუ - ,,სიბრმავე"

III

1. დენიელ კიზი - ,,ბილი მილიგანის მრავალი გონება"
2. რობერტ ჰაინლაინი "კარი ზაფხულში"
3. თომას მანი - ,,დოქტორი ფაუსტუსი"
4. კურტ ვონეგუტი - ,,სარწეველა ფისოსთვის"
5. ედით უორტონი - ,,უმანკოების ხანა"
6. რეი ბრედბერი - ,,ბაბუაწვერას ღვინო"
7. ვლადიმერ ნაბოკოვი - ,,ლუჟინის დაცვა"
8. ჩეხოვი - ,,ალუბლის ბაღი"
9. სიუ ტაუნსენდი - ,,ედრიან მოულის საიდუმლო დღიური"
10. იტალო კალვინო - ,,უხილავი ქალაქები"

IV

1. ჯეინ ოსტინი - ,,ემა".
2. ჯოჯო მოიესი - ,,მე შენამდე".
3. პატრიკ როტფუსი - ,,ქარის სახელი".
4. უმბერტო ეკო - ,,ვარდის სახელი".
5. ალეკო შუღლაძე - ,,გადამალვა".
6. ფილიპ როთი - ,,ამერიკული პასტორალი".

V

1.მიხეილ ბულგაკოვი - " ოსტატი და მარგარიტა"
2.გურამ დოჩანაშვილი -" სამოსელი პირველი"
3.უილიამ ფოლკნერი - "აგვისტოს ნათელი"
4.ჯონ სტეინბეკი- " თაგვებსა და ადამიანებზე"
5.მარჯან სატრაპი- "პერსეპოლისი"
6.ხუან რულფო - "პედრო პარამო"
7.პოლა ჰოუკინსი- "გოგონა მატარებელში"
8.ტონი მორისონი -" საყვარელი"
9.აკა მორჩილაძე- "სანტა ესპერანსა "
10.დენიელ კიზი - " ყვავილები ელჯერნონისთვის"
11.მაქს ფრიში - " ჰომო ფაბერი"
12.ჯეინ ოსტინი - "სიამაყე და ცრურწმენა"

VI

1. ჯეინ ოსტინი "სიამაყე და ცრურწმენა"
2 ჯონ სტეინბეკი "ედემის აღმოსავლეთით"
3. უნბერტო ეკო "პრაღის სასაფლაო"
4. ჰაინრიხ ბიოლი "კატარინა ბლუმის შელახული ღირსება"
5.ესტივენ კინგი "მწვანე გზა"
6 ფრენკ ჰერბერტი "დიუნი"
7 მარიო ვარსგას ლიოსა "ვაცის ნადიმი"
8 ბოსის პასტერნაკი '' ექიმი ჟივაგო"
9იუკიო მიშიმა "ოქოს ტაზარი"
10.ჟოზე სარამაგუ "კაენი"
11.ჩაკ პალანიკი "ხრჩობა"
12. გუსტავ მაირინიკი "გოლემი"
13.ჯოზეფ კონრადი "წყვდიადის გულში"
14.ერიხ მარია რემარკი "ტრიუმფალური თაღი"
15.იბრაჰიმ ალ-ქუნი "ქვიდან ნაჟური სისხლი"
16.ბრუნო შულცი ''დარიჩინის ქულბაქები"
17. უილიამ ფოლკნერი "სოფელი"
18.ნიკოს კაზანძაკისი "ალექსის ზორბასის ცხოვრება"



წინა თემები:
ლიტერატურული კლუბი
ლიტერატურული კლუბი_ნაწილი II
ლიტერატურული კლუბი
ლიტერატურული კლუბი
ლიტერატურული კლუბი
ლიტერატურული კლუბი

წინა თემის ტოპ მპოსტავები:
Ezekia 249
B l a c k J a c k 165
BELLA-DONNA 127
holden kolpildi 98
Moby-Dick 86
senpai 74
marimarita 62
Mazarin 45
chicharito12 43
Dr.Kostava 35

This post has been edited by Ras_al_Ghul on 11 Nov 2018, 18:11


--------------------

ორი დღის მოთრეულებო
senpai
хранитель слов


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15633
წევრი No.: 107164
რეგისტრ.: 10-December 09

გამოგზავნილია: 22 Oct 2018, 14:13  #53638250      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ახალი თემის სურვილები.

ნაკლები გაოფება.
მეტი საუბარი კონკრეტულ წიგნებზე.
ურთიერთპატივისცემა.
John-obi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1068
წევრი No.: 213013
რეგისტრ.: 20-January 16

გამოგზავნილია: 22 Oct 2018, 16:12  #53638951      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დავფიქსირდე აბა.

მომწონს კლუბის იდეა და წესები, მაგრამ, როგორც წინა თემაში აღინიშნა, ცოტა თუ ემორჩილება ამ წესებს biggrin.gif

დიოგენემ რომ გამოსცა ზებალდი, მაშინ დადო უფასოდ კრებულის პირველი მოთხრობა, ძალიან მომეწონა და დღემდე მიკვირს რატომ არ ვიყიდე იმის მერე ეს წიგნი. მით უმეტეს, ამას წინათ ვნახე რიდერსლენდზე ფასდაკლებით და ბოლოს მაინც სხვა წიგნზე შევაჩერე არჩევანი sleep.gif

ახლა ძაან სქელტანიან ფენტეზს ვარ შეჭიდებული და შემდეგ წიგნზე ვეცდები შემოგიერთდეთ.
B l a c k J a c k
Джентелмен Удачи


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8655
წევრი No.: 89070
რეგისტრ.: 16-April 09

გამოგზავნილია: 22 Oct 2018, 16:17  #53638995      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვა ვა უნო ახალი თემა დე ლა პაროლე.
რას ვკითხულობთ? biggrin.gif


--------------------
Smile man . . . God loves you . . . .

Don't want to die? Don't be born . . .

If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .

"De Woch fangt scho guat o "
Adur
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2056
წევრი No.: 222704
რეგისტრ.: 11-August 16

გამოგზავნილია: 22 Oct 2018, 18:58  #53640007      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რამდენი წაგიკითხავთ ბოლო თვეში :დდ
სად მოასწარით

Moby-Dick

QUOTE

შენ სად ხარ მოტივაციების გარეშე არ ჩნდები?


რა ხდება რა ეტაპზე ხართ? :დდ
აირჩიეთ უკვე რამე თუ ახლა ირჩევთ?
შემრცხვა და უმოტივაციოდაც შემოგიერთდებით biggrin.gif
Ezekia
ეზეკია


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3135
წევრი No.: 200822
რეგისტრ.: 9-April 15

გამოგზავნილია: 22 Oct 2018, 20:10  #53640393      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
holden kolpildi
ჰოლდენ, "ორი ქალაქი" არ წაგვიკითხავს არავის, კი ვთქვით. სამაგიეროდ, მობი დიკმა წაიკითხა "მე, კლავიდიუსი".

კიდევ იყო
წყვდიადის გულში
ტრიუმფალური თაღი
ქვიდან ნაჟური სისხლი
დარიჩინის ქულბაქები
სოფელი
ალექსის ზორბასის ცხოვრება

ახალი თემისთვის დიდი მადლობა))


ეხლა ვკითხულობთ ზებალდის "ემიგრანტებს".
ალექსანდრა91
ღარიბი shopaholic


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3065
წევრი No.: 166444
რეგისტრ.: 1-May 13

გამოგზავნილია: 22 Oct 2018, 22:26  #53641208      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვადა რამდენია? ორი კვირა არის რომ საკმარისი?! მე როგორც მახსოვს ჯერ წიგნის შოვნას მიჰქონდა დრო, მერე წაკითხვას. ისე რომ მართლა ნორმალურად და შედარებით მეტმა წაიკითხოს. როგორც ადრე.


--------------------
YNWA
Red hair, sir, in my opinion, is dangerous.
(Jeeves)
“All that is gold does not glitter,
Not all those who wander are lost.
(LOTR)
Life is not a song, sweetling.
Someday you may learn that, to your sorrow.
(GOT)
TheAnswer
ბიბლიოფობი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 485
წევრი No.: 186446
რეგისტრ.: 21-May 14

გამოგზავნილია: 22 Oct 2018, 22:41  #53641322      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვავავა საინტერესო რაღაცებიც ხდება აქ თურმე


შემოგიერთდებით

რას ვკითხულობ და როდემდე იქნებ დამაკვალიანოთ alk.gif
chicharito12
Face To Face!!!!!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9893
წევრი No.: 169619
რეგისტრ.: 30-June 13

გამოგზავნილია: 22 Oct 2018, 23:14  #53641560      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
წყვდიადის გულში
ტრიუმფალური თაღი
ქვიდან ნაჟური სისხლი
დარიჩინის ქულბაქები
სოფელი
ალექსის ზორბასის ცხოვრება


საიდან მოგაქვტ ეს წიგნები?

რამე ტოპებს არ კითხულობთ? ტოპ თრილერებს?


--------------------
"One Monkey Looked at The sun and told the other monkey, "He said for you to give your fucking share." People so goddamn frail they'd rather put a coin in a wishing well than buy dinner. "
B l a c k J a c k
Джентелмен Удачи


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8655
წევრი No.: 89070
რეგისტრ.: 16-April 09

გამოგზავნილია: 22 Oct 2018, 23:51  #53641815      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
chicharito12
QUOTE
საიდან მოგაქვტ ეს წიგნები?

რამე ტოპებს არ კითხულობთ? ტოპ თრილერებს?

თუ მარტო ის წაიკითხე რასაც სხვები კითხულობენ, ნუ რა გითხრა biggrin.gif
წიგნზე ტოპებით არ მსჯელობენ biggrin.gif

გადმოვიღე მე კლავდიუსი
holden kolpildi
პკთ


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22275
წევრი No.: 136294
რეგისტრ.: 25-September 11

გამოგზავნილია: 23 Oct 2018, 12:20  #53643504      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Ezekia
მოდერს მივწერ და ჩაამატებს


ელ ვერსია თუ გაქვთ ვინმეს
მეც სიამოვნებით შემოგიერთდებოდით
Ezekia
ეზეკია


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3135
წევრი No.: 200822
რეგისტრ.: 9-April 15

გამოგზავნილია: 23 Oct 2018, 21:00  #53646346      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ელვერსია მეც ძალიან გამახარებს-ქართულიც, რუსულიც, თუ შემომაშველებთ.


holden აქ დევს პირველი თავი

https://travelsdocbox.com/Theme_Parks/66284...migrantebi.html

გასაცნობად ატვირთეს ალბათ. ჩამოტვირთვაც შეგიძლია

ჯიმ"მორისონი
გეთამაშება!!!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4453
წევრი No.: 244415
რეგისტრ.: 27-July 18

გამოგზავნილია: 23 Oct 2018, 21:06  #53646391      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რომელი წიგნი აირჩიეთ ?
lol.gif
Heart_of_Darkness
ツンデレ


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3297
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 23 Oct 2018, 22:14  #53646926      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩაბარების ვადა როდისაა?
გადმოვიღე თაროდან, 200 გვერდზე ოდნავ მეტია... ერთი შეხედვით, 2-3 დღეში წასაკითხ წიგნს ჰგავს.
ახლა დავიწყებ კითხვას, ვნახოთ როგორ მომეწონება.
_Moxuci_
ქრონონავტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5528
წევრი No.: 144216
რეგისტრ.: 11-March 12

გამოგზავნილია: 23 Oct 2018, 22:17  #53646960      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Heart_of_Darkness
QUOTE
გადმოვიღე თაროდან, 200 გვერდზე ოდნავ მეტია...

გვერდებზე ფოტოების გადაღება თუ არ დაგეზარება ელ. ვერსიას გავაკეთებ PDF ფაილად ან word-ის ფორმატში

ვისაც წიგნზე ხელი არ მიგვიწვდება სხვებიც წავიკითხავდით...

This post has been edited by _Moxuci_ on 23 Oct 2018, 22:19


--------------------
+-(mc²)ф(√)

---------------------------

A lonely soldier in a dubious battle
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (87) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0273 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]