Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > კიბოს მკურნალობის უტყუარი მეთოდი იპოვესო


Posted by: datu 20 Dec 2013, 13:04
3-5 წელში კიბოს გრიპივით დაამარცხებენ?!
კიბოს წინააღმდეგ მკურნალობის ახალი მეთოდი ნაპოვნია. უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით, მეცნიერებმა უკვე განკურნეს კიბოთი დაავადებული, სასიკვდილოდ განწირული ადამიანი - გამოცდილი უახლესი მეთოდი, სიმსივნური დაავადებების გარდა, ადამიანის სხვადასხვა ინფექციური ავადმყოფობებისგან განკურნების საშუალებაც იქნება. ექიმები პროგნოზირებენ, რომ დაახლოებით 3-5 წელში, ახალი მეთოდი სამედიცინო პრაქტიკაში ოფიციალურად დაინერგება და ბევრი ავადმყოფი სრულად გამოჯანმრთელდება.

კიბოს მკურნალობის თანამედროვე საშუალებები ძალიან საიმედო ნამდვილად არაა და ამას მსოფლიო მეცნიერებიც აღიარებენ, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში, სპეციალისტებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ონკოდაავადებების მკურნალობის უნიკალურ და მეტად ეფექტურ მეთოდს მიაგნეს, რომელიც ბევრ სხვა ტიპის ავადმყოფობასაც განკურნავს.

ახალი ტექნოლოგიის არსი ისაა, პაციენტის იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედებთან ბრძოლა "ასწავლონ". კიბოთი დაავადებული და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მკურნალობის პირველი წარმატებული ცდები უკვე ჩატარდა - ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ახალი მეთოდი იმაზე ეფექტურია, ვიდრე ექიმები ელოდნენ.

ნიკ უილკინსს ლეიკემიის დიაგნოზი 4 წლის ასაკში დაუსვეს, სამწუხაროდ, ბიჭუნას ვერც ქიმითოერაპიამ უშველა და ვერც დონორი დის ძვლის ტვინის გადანერგვამ. 14 წლის ასაკში გაირკვა, რომ მკურნალობის ყველა არსებული საშუალება ავადმყოფობის წინააღმდეგ უძლური იყო, ექიმებმა ფარ-ხმალი დაყარეს და ნიკის მშობლები გააფრთხილეს, რომ ბიჭს მხოლოდ რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩენოდა. რადგან ბიჭი სასიკვდილოდ იყო განწირული, დედ-მამამ გადაწყვიტა, უკანასკნელი შანსი გამოეყენებინა და ნიკი პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ მკურნალობის ექსპერიმენტულ პროგრამაში ჩაერთოთ. ექსპერიმენტში, ნიკის გარდა, 20 ახალგაზრდა პაციენტი მონაწილეობდა. ნიკმა მათთან ერთად მკურნალობის ექსპერიმენტული კურსი ფილადელფიის ბავშვთა კლინიკაში გაიარა. მკურნალობის შემდეგ, ექიმების ანგარიშში კი წერია: "ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა. საოცარია - 21 პაციენტიდან 18 სრულად განიკურნა მკურნალობის ერთი კურსის მერე. ნიკ უილკინსი კი, სრულად განიკურნა კლინიკაში დაწვენიდან 2 თვის თავზე". ახალი თერაპია დაფუძნებულია პაციენტის იმუნურ სისტემის T-უჯრედებზე. ექიმების შესაბამისი კვალიფიკაციის შედეგად, მეთოდი შეიძლება დაინერგოს ნებისმიერ სამედიცინო ცენტრში, მკურნალობის არსი კი შემდეგია: ექიმები პაციენტის ორგანიზმიდან იმუნურ თ-უჯრედებს იღებენ და მათ ახალი გენების შეყვანით აპროგრამებენ, მოფიდიცირებული უჯრედები კი "ეძებენ" კიბოს უჯრედებს ანუ პაციენტის იმუნური T-უჯრედები იძენენ თვისებას - აღმოაჩინონ და თავს დაესხან სიმსივნურ უჯრედებს. დაპროგრამების შემდეგ, T-უჯრედებს კვლავ პაციენტის ორგანიზმში ნერგავენ, სადაც ყოველი დაპროგრამებული T-უჯრედი ახალ გენეტიკურ თვისებას 10 000 სხვა უჯრედს ანიჭებს და ამგვარად პაციენტის ორგანიზმში წარმოიშობა დიდი რაოდენობის "მონადირე უჯრედები", რომლებიც ანადგურებენ კიბოს უჯრედებს. ფაქტობრივად, მეცნიერებმა იმუნიტეტს "ასწავლეს" სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლა ისე, როგორც გაციებასა თუ გრიპთან... პაციენტების მკურნალობა განსაკუთრებული სიმპტომების ფონზე წარიმართა: ორგანიზმში მოდიფიცირებული T-უჯრედების შეყვანის შემდეგ, კიბოს უჯრედებთან აქტიური ბრძოლისას, მოხალისეებს ახასიათებდათ მაღალი ტემპერატურა, სისუსტე... ამ დროს ისინი მოთავსებულნი იყვნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში - ნიკუილკინსმა იქ სრული დღე-ღამე გაატარა; ექიმების თქმით კი, ეს ნიშნები არაფერია იმ გვერდით მოვლენებთან შედარებით, რაც ონკოდაავადებულებს ქიმიოთერაპიის დროს აღენიშნებათ ან ძვლის ტვინის გადანერგვას ახლავს.

თეორიულად, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ახალი მეთოდი შეიძლება გამოიყენებოდეს ყველა სახეობის კიბოს წინააღმდეგ, თანაც ნებისმიერ სტადიაზე, ასევე ინფექციური დაავადებებისა და მძიმე ინტოქსიკაციის სამკურნალოდაც. ახალი მეთოდის ეფექტურობა კიდევ ერთი ფაქტით დამტკიცდა: გარდა
იმისა, რომ ნიკ უილკინსს მკურნალობის 2 თვის თავზე სისხლში კიბოს არც ერთი უჯრედი არ აღმოაჩნდა, დადგინდა, რომ: სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლის შემდეგ, გენეტიკურად მოდიფიცირებული T-უჯრედები გადარჩნენ და მათ შეუძლიათ იარსებონ პაციენტის სისხლში მინიმუმ 3 წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში პაციენტი დაცულია დაავადების რეციდივისგან (ავადმყოფობის გამეორება). კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ტექნოლოგიაზე კლინიკური ექსპერიმენტები მხოლოდ 2010 წლიდან ტარდება და მას შემდეგ "ჩამქრალმა" დაავადებამ თითზეჩამოსათვლელ შემთხვევებში გაიღვიძა, სტატისტიკა კი ასეთია: 12 სრულიად განკურნებული ზრდასრული ადამიანიდან, მხოლოდ ერთს ჰქონდა ავადმყოფობის რეციდივი; აღსანიშნავია ისიც, რომ მოდიფიცირებული თ-უჯრედების თერაპიის შემდეგ "შებრუნებული" დაავადება მკურნალობას გაცილებით ადვილად ექვემდებარება და ამ ფონზე, რა გასაკვირია, მსოფლიო მეცნიერების აღფრთოვანება.

დოქტორი რენე ბრენტენი ყვება: "15 წლის წინ, ლაბორატორიაში, მიკროსკოპში ვაკვირდებოდი, როგორ ხოცავდა მოდიფიცირებული თ-უჯრედები კიბოს უჯრედებს. ეს ნამდვილი სასწაული იყო, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტიც წარმატებით დასრულდა... არასოდეს დამავიწყდება პაციენტი, რომელსაც ძვლის ტვინში კიბოს უამრავი უჯრედი ჰქონდა - იგი სასიკვდილოდ იყო განწირული, დაავადებას ვერაფრით ვამარცხებდით და ერთ-ერთი პირველი ჩავრთეთ ექსპერიმენტში... რამდენიმე თვის შემდეგ კი, როდესაც მიკროსკოპით დავაკვირდი, თვალებს ვერ დავუჯერე - ათასჯერ გადავამოწმე და ძვლის ტვინში კიბოს ვერც ერთი უჯრედი ვერ აღმოვაჩინე. აღფრთოვანებისგან შევკივლე - ღმერთო, ეს ხომ ფანტასტიკაა! არ დამავიწყდება მისი აცრემლებული თვალები - სიკვდილს შეგუებულს ვუთხარით რომ სრულიად ჯანმრთელი იყო და შეეძლო ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაბრუნებოდა. ეს ნამდვილი სასწაული იყო!"

კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი დღეს ნებადართულია მხოლოდ ექსპერიმენტული პროგრამების სახით, სადაც სულ უფრო მეტი პაციენტი ერთვება და ექსპერიმენტის ეფექტურობაც დღითიდღე სარწმუნო ხდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 3-5 წლის შემდეგ ეს უნიკალური მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, არაერთ კლინიკაში, ჩვეულებრივ, წარმატებულ პრაქტიკად დაინერგება.


http://www.ambebi.ge/sazogadoeba/92991-3-5-tselshi-kibos-gripivith-daamarckheben.html

Posted by: Trump 20 Dec 2013, 13:05
------------------


Posted by: ბეჟანბეჟანი 20 Dec 2013, 13:15

განცხადებები კიბოს დამარცხების შესახებ ხშირია, თუმცა ძალიან სამწუხაროდ არ მართლდება ხოლმე.

აი კიდევ ერთი ნიუსი კიბოს წარმატებული მკურნალობის შესახებ.

http://news.ge/ge/news/story/73558-kibo-ganikurna?fb_action_ids=760934253924064&fb_action_types=og.recommends&fb_source=other_multiline&action_object_map=%7B"760934253924064"%3A498146130298685%7D&action_type_map=%7B"760934253924064"%3A"og.recommends"%7D&action_ref_map=%5B%5D

QUOTE
კიბო განიკურნა?
13 დეკემბერი 13:4415876
ექიმებმა და მეცნიერებმა ახალი ტექნოლოგიის საშუალებით განკურნეს სასიკვდილოდ განწირული ადამიანი. ახალი მეთოდიკა შეიძლება გახდეს იქცეს უძლიერეს იარაღად კიბოსა და სხვა რთულ დაავადებებთან ბრძოლაში.

ახალი ტექნოლოგია იძლევა საშუალებას “ასწავლოს“ ტ-უჯრედების იმუნურ სისტემას გაანადგუროს  სიმსივნის უჯრედები. ასეთ მეთოდს თეორიულად შეუძლია ებრძოლოს კიბოს უჯრედს ნებისმიერი განვითარების სტადიაზე, ასევე სხვა რთულ ინფექციურ დაავადებებს.

ახალი თერაპია დაფუძნებულია პაციენტის იმუნური სისტემის ტ-უჯრედების გამოყენებაზე და ექიმის სათანადო კვალიფიკაციის შემთხვევაში მისი ჩატარება შესაძლებელი იქნება თავისუფლად, ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში.

მკურნალობა მიმდინარეობს შემდეგნაერად: თავიდან ექიმები იღებენ პაციენტის ტ-უჯრედებს და გადააპროგრამირებენ ახალ გენებში გადასაცემად. მოდიფიცირებული უჯრედები “მიმართულია“ გარკვეულ კიბოს უჯრედებზე, ამის შედეგად ტ-უჯრედები იძენენ ახალ ფუნქციას - აღმოჩენა და განადგურება დაავადებული უჯრედების. გადაპროგრამირების შემდეგ, ტ-უჯრდები შეყავთ პაციენტის სხეულში, საიდანაც იყო აღებული ეს უჯრედები. ყველა ადამიანის სხეულში გადაპროგრამირების შემთხვევაში უჯრედი გადასცემს 10 000 სხვა უჯრედს საკუთარ ახალ გენეტიკურ მოდიფიკაციას. ამის შედეგად ადამიანის ორგანიზმში ჩნდება დიდი რაოდენობის “მონადირე“, რომელიც იწყებს კიბოს უჯრედების განადგურებას. მეცნიერებმა “ასწავლეს“ იმუნიტეტს ებრძოლოს დაავადებას ისე, როგორც ებრძვის გაციებას. 

მკურნალობას აქვს თავისებურებები. მოდიფიცირებული უჯრედების შეყვანის შემდეგ იწყება აქტიური ბრძოლა კიბოსთან და ვლინდება ჩვეულებრივი სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, სისუსტე.

ნიკ უილკინს 4 წლის ასაკში დაუდგინეს ლეიკემიის დიაგნოზი. 14 წლის რომ გახდა, ყველა ცდის შემდეგ გაირკვა, რომ ნიკის მდგომარეობა უიმედო იყო. ბიჭი ჩართეს სხვა 20 პაციენტთან ერთად აღნიშნულ ექსპერიმენტულ მკურნალობაში. გასაოცარია, 2თვის შემდეგ ნიკი სრულად განიკურნა კიბოსგან. მკურნალობის ერთი კურსის შემდეგ 21 პაციენტიდან 18 სრულად განიკურნა.

ახალი მეთოდიკა იმითაცაა ეფექტური, რომ ტ-უჯრედები სისხლში მინიმუმ 3 წლის მანძილზე რჩებიან. რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტი დაცულია საკუთარი იმუნური სისტემის  რეციდივებისაგან. დღეს ასეთი მკურნალობა შესაძლებელა მხოლოდ ექსპერიმენტულ კლინიკურ პრაქტიკაში, თუმცა ექიმები იმედოვნებენ, რომ 3-5 წლის შემდეგ შესაძლებელი იქნება ჩვეულებრივ კლინიკებშიც.


Posted by: Solveig 20 Dec 2013, 13:17
QUOTE
ახალი ტექნოლოგიის არსი ისაა, პაციენტის იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედებთან ბრძოლა "ასწავლონ".

ამაში ახალი არაფერია. უკვე ათწლეულებს ითვლის მაგ მიდგომა. უბრალოდ, დროთა განმავლობაში გროვდება ახალი შედეგები, ამის გამო იხვეწება მეთოდიკა და ცხადია, წარმატებების შანსიც იზრდება.

ძნელი სათქმელია, რამდენად გახდება კიბო იოლადმოსარჩენი დაავადება. მე არ მაქვს მაგის ილუზია, რადგან გააჩნია ორგანოს, სიმსივნის ხასიათს, დაზიანების ხარისხს და ა. შ. შორსწასული სტადიის სრულად განიკურნება შორეულ მომავალშიც ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ვფიქრობ, პროფილაქტიკით და ქიმიო- რადიო- იმუნოთერაპიების სხვადასხვა კომბინაციებით შესაძლებელი იქნება ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება.

QUOTE
3-5 წელში კიბოს გრიპივით დაამარცხებენ?!



გრიპი დამარცხებულია ვითომ? ეჭვი მეპარება. ყოველ წელიწადს გადაივლის თითო ტალღა "ცივ" სეზონზე და ეგ რა დამარცხებაა.

Posted by: ბეჟანბეჟანი 20 Dec 2013, 13:18
და აი ესეც.
http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=7675&lang=ge&Title=ჩვეულებრივი+სოდა+კიბოს+წინააღმდეგ%3F-+კიბოს+სიმსივნე%2C+ეს+არის+კანდიდას+განტოტვილი+სოკო&fb_action_ids=10201402471443439&fb_action_types=og.likes&fb_ref=.UqslvjFZonZ.like&fb_source=other_multiline&action_object_map=%7B"10201402471443439"%3A545854468831744%7D&action_type_map=%7B"10201402471443439"%3A"og.likes"%7D&action_ref_map=%7B"10201402471443439"%3A".UqslvjFZonZ.like"%7D
QUOTE
კიბოს სიმსივნე, ეს არის კანდიდას განტოტვილი სოკო (საფუარას მსგავსი სოკო, რომელსაც გააჩნია პარაზიტარული ბუნება, ცოცხლობს ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმშიც; ძლიერი იმუნიტეტი არ აძლევს კანდიდას გავრცელების შესაძლებლობას, მაგრამ თუ ორგანიზმი დაუძლურდება, სოკო ვრცელდება მთელს სხეულში და იწვევს ავთვისებიან სნეულებებს).


აი, რას ამბობს მაიკ ლამბერტი, შენის კლინიკიდან, კანდიდას შესახებ: "სოკოები და განსაკუთრებით კანდიდა არსებობენ პატრონის სხეულის ხარჯზე. ამ ორგანიზმს, როგორც სხვა პარაზიტს, კვლავწარმოებისთვის სჭირდება პატრონი. კანდიდას ცხოველმყოფელობის პროდუქტები აუძლურებენ იმუნურ სისტემას და საქმე იქამდე მიდის, რომ ადამიანი თავს ცუდად გრძნობს როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიკურადაც".

ტულიო სიმონჩინი მიიჩნევს, რომ კიბო ეს არის კანდიდას განვრცობილი სოკო და რომ კიბოს ტრადიციული განმარტება სრულიად არასწორია. როგორც ონკოლოგიისა და მეტაბოლური დარღვევების სპეციალისტი, ტულიო სიმონჩინი წავიდა ტრადიციული მედიცინის ინტელექტუალური კონფორმიზმის წინააღმდეგ, კიბოს გლობალური ეპიდემიის ტრადიციული მეთოდებით "მკურნალობის" წინააღმდეგ. მან გადაწყვიტა სიმართლე ეთქვა თავისი პაციენტებისთვის, და არ ელაპარაკა მათთან სამედიცინო ინსტიტუტში დაზუთხული ფრაზებით.

იმ დღიდან მოყოლებული, რაც სიმონჩინი სწავლობს მედიცინას, ის მიხვდა, რომ კიბოს მკურნალობენ არასწორად: "მე ვხედავდი როგორ იტანჯებოდნენ ადამიანები. ბავშვთა ონკოლოგიურ განყოფილებებში, სადაც მე ვმუშაობდი, ყველა პატარა კვდებოდა. ამ უმწეო და ქიმიოთერაპიითა და რადიაციით დასხივებულ ადამიანთა შემხედვარეს გული მეკუმშებოდა". პაციენტთა დახმარების სურვილმა მიიყვანა ის ამ დაავადების ახალი გზების ძიებამდე. სიმონჩინიმ გადაწყვიტა უარეყო ყოველივე რაც კი იცოდა ონკოლოგიის შესახებ და დაეწყო საკუთარი, დამოუკიდებელი გამოკვლევა.

მან აღმოაჩინა, რომ კიბოს ყველა სახეობა ერთნაირად ავლენდა თავს, დამოუკიდებლად იმისა, რომელ ორგანოში ან ქსოვილში ყალიბდებოდა სნეულება. ყველა სიმსივნური წარმონაქმნი იყო თეთრი ფერის. სიმონჩინიმ დაიწყო იმაზე ფიქრი თუ რას წააგავს კიბოს სიმსივნე. კანდიდას სოკოს? ნუთუ ის, რასაც ტრადიციული მედიცინა უჯრედების დაყოფის გაუკონტროლებელ პროცესად მიიჩნევს, სინამდვილეში არის თვით ორგანიზმის მიერ კანდიდოზისგან (რძიანასგან) თავდაცვის მექანიზმის გამოვლენა?


კანდიდას სოკო, რომელსაც ჩვეულებისამებრ აკონტროლებს ძლიერი იმუნიტეტი, გამრავლებას იწყებს დაუძლურებულ ორგანიზმში და წარმოქმნის თავისებურ "კოლონიას". როდესაც რომელიმე ორგანო რძიანათი დასნებოვნდება, იმუნიტეტი ცდილობს დაიცვას ორგანო უცხო ელემენტთა შემოჭრისგან. იმუნური უჯრედები წარმოქმნიან დამცავ ბარიერეს ორგანიზმის უჯრედებისგან. სწორედ ამას უწოდებს კიბოს ტრადიციული მედიცინა.

მიიჩნევა, რომ ორგანიზმში მეტასტაზების გავრცელება ეს არის "ავთვისებიანი" უჯრედების განვრცობა ორგანოებსა და ქსოვილებში. მაგრამ სიმონიჩი ამტკიცებს, რომ მეტასტაზები ორგანიზმში კანდიდას სოკოს გავრცელებით არის გამოწვეული. სოკოები კი ანადგურებენ მხოლოდ ნორმალურად ფუნქციონირებადი იმუნიტეტის უჯრედებს. იმუნური სისტემა - აი კიბოსგან განკურნების გასაღები.

კიბოთი დაავადებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ხომ არ არის ეს კარგად დაგეგმილი ომი ადამიანის იმუნური სისტემის წინააღმდეგ, ომი, რომელიც სულ უფრო და უფრო სასტიკი და დაუნდობელი ხდება?

იმუნიტეტს აუძლურებს: კვების პროდუქტების ზოგიერთი სახეობა, საკვები დანამატები, პესტიციდები და ჰერბიციდები, ვაქცინაციები, ელექტრომაგნიტური და მიკროტალღური ტექნოლოგიები, ფარმაცევტული პრეპარატები, თანამედროვე ცხოვრებისეული სტრესები და სხვა.

ორ წლამდე პატარებს უკეთდება 25-მდე სხვადასხვა სახის აცრა. არადა სწორედ ამ დროს ყალიბდება ადამიანის იმუნიტეტი!
რა აუძლურებს იმუნიტეტს ყველაზე მეტად? ქიმიოთერაპია. დაუმატეთ ამას კიდევ რადიოთერაპია. სადღეისოდ, ესენი წარმოადგენენ ორგანიზმის უჯრედთა განადგურების ყველაზე ქმედით მეთოდებს.

ყველაზე თანამედროვე და "მკურნალობის" საყოველთაოდ აღიარებული მეთოდი ეყრდნობა პოსტულატს (პოსტულატი - მდგომარეობა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული, მაგრამ ჭეშმარიტებად მიიჩნევა თეორული ან პრაქტიკული აუცილებლობის გამო), რომ კიბოს უჯრედები პაციენტის ჯანმრთელ უჯრედებზე ადრე ნადგურდება. ქიმიოთერაპიის შხამიანი შენაერთები კლავენ იმუნური სისტემის უჯრედებს. მაგრამ თვით კანდიდა იქვე რჩება და არ ქრება.

იმუნური სისტემის ნაფლეთებს ძალა არ შესწევთ წინააღმდეგობა გაუწიონ კანდიდას უჯრედებს. სოკო მოედება სხვა ორგანოებსა და ქსოვილებს. კიბო თანდათანობით ასნებოვნებს მთელს ორგანიზმს. მათ, ვინც თითოქსდა გამოჯანმრთელდნენ ქირურგული ჩარევისა და ქიმიოთერაპიის შედეგად, სინამდვილეში საკუთარ ორგანიზმში ჩაინერგეს საათის მექანიზმზე მომართული ბომბი.

იმუნიტეტი განადგურებულია. რეციდივების გამოჩენა კი, ასეთ შემთხვევაში, დროის საკითხია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ქიმიოთერაპია, რომელიც თითქოსდა უნდა კურნავდეს ადამიანს, სინამდვილეში კლავს მას.

ქიმიოთერაპია კურნავს მხოლოდ ინფექციურ დაავადებებს, რომლებიც ადამიანს სასქესო ორგანოთა გზით გადაედება. ხოლო იმისთვის, რათა ადამიანი განიკურნოს კიბოსგან, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ იმუნიტეტი, და არა პირიქით, - დავაუძლუროთ იგი.

როდესაც სიმონჩინი მიხვდა, რომ კიბოს აქვს სოკოვანი ბუნება, მან დაიწყო ეფექტური ფუნგიციდის ძიებს. მაგრამ სწორედ მაშინ გახდა მისთვის ცხადი, რომ აქ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები არ მოქმედებენ. კანდიდა სწრაფად იცვლება და იმდენად ეგუება ამ პრეპარატებს, რომ მათით იკვებება კიდეც.

დარჩა მხოლოდ ძველთაძველი, დროით გამოცდილი, იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალება - ნატრიუმის ბიკარბონატი. ეს არის საკვები სოდის ძირითადი ინგრედიენტი. რატომღაც სოკოს არ შეუძლია ნატრიუმის ბიკარბონატისადმი ადაპტირება. სიმონიჩის პაციენტები სვამენ სოდის ხსნარს ან ნატრიუმის ბიკარბონატი პირდაპირ შეჰყავთ სიმსივნეში სპეციალური მოწყობილობის დახმარებით, რომელიც ენდოსკოპს (გრძელი მილი, რომელსაც შინაგანი ორგანოების დასათვალიერებლად იყენებენ) მოგვაგონებს.


ეს ექიმი სასწაულებს ახდენს და კურნავს ყველაზე მძიმე ონკოლოგიურ შემთხვევებს უბრალო და იაფი პრეპარატით - ნატრიუმის ბიკარბონატით. ზოგიერთ შემთხვევაში პროცედურები გრძელდება თვეობით, ზოგიერთ (მაგალითად, მკერდის კიბოს) შემთხვევაში კი - მხოლოდ რამოდენიმე დღე. ხშირად სიმონჩინი უბრალოდ ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით უყვება ადამიანებს, თუ რა უნდა გააკეთონ. ზოგიერთის მკურნალობას პირადადაც კი არ ესწრება და მაინც, შედეგი არის განმაცვიფრებელი.


კიდევ კარგი, "შეშლილი" სიმონჩინი აგრძელებს ადამიანთა მკურნალობას, რადგან, მსოფლიოში მილიონობით "ნორმალური" პაციენტი კვდება არასწორი მკურნალობის შედეგად, რომელიც, თავის მხრივ, არასწორ პოსტულატს ეფუძნება.
თუ სიმსივნე 4-5 სანტიმეტრზე დიდია, მაგ შემთხვევაში ხშირად საჭიროა ქირურგიული ჩარევა (მხოლოდ სიმსივნეს კვეთენ, ორგანოებს ადგილზე ტოვებენ) და ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ სოდიუმის ბიკარბონატით ახდენენ ადგილის სტერილიზებას, შემდეგ კი ტოვებენ კათეტერს ოპერაციის ადგილას, რათა ჩატარდეს გამორეცხვები ბიკარბონატით - ყოველდღე, დაახლოებით 2 კვირიდან 1 თვემდე (ალბათ საჭიროების მიხედვით).

არავითარი ქიმიოთერაპია ან რადიოთერაპია არ არის მიზანშეწონილი, და სიმონჩინი გირჩევთ რომ თავი აარიდოთ მსგავს "მკურნალობას"


სიმონჩინი ის იყენებს საჭმელ სოდას ( არა მარტო სიმონჩინი, სხვა მეცნიერებიც ამ გზით მიდიან) რაც მჟავე გარემოს ცვლის ტუტე გარემოთი, სადაც კიბოს უჯრედებს უჭირთ გავრცელება,

"კიბო" ნამდვილად სოკოვანი ინფექციის ნაირსახეობაა, რაც იმით დასტურდება, რომ მასზე სოდიუმის ბიკარბონატი - სოკოს საწინააღმდეგო ყველაზე მძლავრი ნივთიერება მოქმედებს.

იმუნურ სისტემას რაც შეეხება-ო, ამბობს სიმონჩინი, ეს ტერმინი მეტაფიზიკური მნიშვნელობის მქონე არ არის და არასწორედ გამოიყენება ექიმების მიერო - იმიტომ რომ იმუნური სისტემა არის ის, თუ როგორ გრძნობთ თავს, სხეულის სუბსტანცია, თქვენი ენერგია, გონება - ამეებისგან განცალკევებული იმუნური სისტემა არ არსებობსო.
* * *
ქიმიოთერაპიასა და რადიაციას რაც შეეხება - ეგეთი "თერაპია" სპობს ორგანიზმის დაცვით რეაქციას კანდიდაზე, ამგვარად, კიბოს კი არ მკურნალობს, მხოლოდ დაცვით რეაქციას აჩერებს ცოტა ხნით. ასე რომ, ვერანაირი ქიმიოთერაპია და რადიაცია კიბოს ვერ განკურნავს - იმიტომ რომ ეგენი დაცვითი რეაქციის მოხსნაზეა მიმართული, და არა თვითონ ინფექციის მკურნალობაზე.

http://aianews.ge/index.php?newsid=683

user posted image
* * *
Solveig
QUOTE
გრიპი დამარცხებულია ვითომ? ეჭვი მეპარება. ყოველ წელიწადს გადაივლის თითო ტალღა "ცივ" სეზონზე და ეგ რა დამარცხებაა.

სულ ცოტა განსხვავებაა: გრიპს, როგორც წესი, ორგანიზმის იმუნიტეტი ამარცხებს ჩარევების გარეშე. კიბოს - ჩარევითაც ვერა.

Posted by: თუნგი 20 Dec 2013, 13:23
რამდარიროო რიმდარიროოო..
კარგია, თუ მართალია, მაგრამ ერთობ მეეჭვება

Posted by: nini gogo 20 Dec 2013, 13:26
QUOTE
"მონადირე უჯრედები", რომლებიც ანადგურებენ კიბოს უჯრედებს. ფაქტობრივად, მეცნიერებმა იმუნიტეტს "ასწავლეს" სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლა ისე, როგორც გაციებასა თუ გრიპთან..

რა კარგია ,, სულ მქონდა იმედი რომ ეს ორგანიზმის დამანგრეველი დამარცხდებოდა )))))

Posted by: ზღარბიბი 20 Dec 2013, 13:29
QUOTE
მართალია ეს????????????

არა.

Solveig-ის პოსტი გადაიკითხეთ, სულ ეგაა.

Posted by: datu 20 Dec 2013, 13:30
ბეჟანბეჟანი
მეც ზუსტად ეგ ინფო დავდე, რაც შენ პირველ პოსტში გიწერია. წერენ, რომ სისხლის გათეთრებას უკვე ვარჩენთ და, იდეაში, სხვა სახის კიბოს მორჩენაჩ შეიზლება ასეო.

რავი აბა, ვნახოთ, რამდენად რეალური ამბავია.
მე მართლა არარეალურად მეჩვენება, უკვე გაჩენილ და გავრცელებულ კიბოს უჯრედებს ასე ადვილად და უმტკივნეულოდ სპობდეს რამე.

Posted by: Solveig 20 Dec 2013, 13:36
ბეჟანბეჟანი
QUOTE
სულ ცოტა განსხვავებაა: გრიპს, როგორც წესი, ორგანიზმის იმუნიტეტი ამარცხებს ჩარევების გარეშე.

რას მელაპარაკები. ისპანკამ, აზიურმა გრიპმა და ბოლო წლების ფრინველის გრიპმა რომ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა, იმათ არ ჰქონდათ იმუნური სისტემა, შენი აზრით? ჰქონდათ და მერე როგორი. პარადოქსია, მაგრამ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო იმუნური პასუხი შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს ორგანიზმისათვის..გარდა მაგისა, გრიპის ფონზე ადამიანი იოლად ავადდება ბაქტერიული ინფექციებით.


ჭკუას მასწავლი და თან ამის გჯერა
QUOTE
http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=7675&la...Z.like"%7D


კანდიდა სოკო vis.gif

Posted by: Mateo Falcone 20 Dec 2013, 13:40
Solveig
QUOTE
ისპანკამ, აზიურმა გრიპმა და ბოლო წლების ფრინველის გრიპმა

ეგენი იყო ღმერთის სასჯელი, იმიტომ ვერ ძლევდა იმუნური სისტემა. yes.gif

Posted by: ბეჟანბეჟანი 20 Dec 2013, 13:50
Solveig
QUOTE
ჭკუას მასწავლი და თან ამის გჯერა

ინფორმაცია მოგაწოდეთ გეთაყვა, რა შუაშია "გასწავლი და მჯერა"? facepalm.gif
Solveig
QUOTE
რას მელაპარაკები. ისპანკამ, აზიურმა გრიპმა და ბოლო წლების ფრინველის გრიპმა რომ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა, იმათ არ ჰქონდათ იმუნური სისტემა, შენი აზრით? ჰქონდათ და მერე როგორი. პარადოქსია, მაგრამ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო იმუნური პასუხი შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს ორგანიზმისათვის..გარდა მაგისა, გრიპის ფონზე ადამიანი იოლად ავადდება ბაქტერიული ინფექციებით.

ლეტალურობა დათვალე ჯერ გრიპის და მერე კიბოსი (ან პირიქით) biggrin.gif

Posted by: Walter 20 Dec 2013, 13:56
QUOTE (Trump @ 20 Dec 2013, 13:05 )
------------------


http://www.collective-evolution.com/2013/08/23/20-medical-studies-that-prove-cannabis-can-cure-cancer/



Cannabis has been making a lot of noise lately. Multiple states across the United States and countries around the world have successfully legalized medical Marijuana, and the Uruguay parliament recently voted to create the world’s first legal marijuana market. This is good news as the health benefits of Cannabis are vast, with multiple medical and scientific studies that confirm them. On the other hand, arguments against the use of marijuana is usually published in Psychiatric journals, which show no scientific evidence that Cannabis is harmful to human health. All psychological evаluations from the intake of cannabis are largely based on assumptions, suggestions and observations (1). When we look at the actual science behind Cannabis, the health benefits can be overwhelming. So what does one who opposes the use of cannabis base their belief on? Nothing, not scientific evidence anyways. The negative stigmatism attached to marijuana is due to it’s supposed psychotropic effects, yet again, there is no scientific evidence to show that marijuana has any psychotropic effects. Nonetheless, cannabis has recently been the focus of medical research and considered as a potential therapeutic treatment and cure for cancer.

Cannabis is a great example of how the human mind is programmed and conditioned to believe something. Growing up, we are told drugs are bad, which is very true, however not all substances that have been labelled as “drugs” by the government are harmful. Multiple substances are labelled as a “drug” in order to protect corporate interests. One example is the automobile and energy industry, a car made from hemp is stronger than steel, and can be fuelled from hemp alone. Henry Ford demonstrated this many years ago. Hemp actually has over 50,000 uses!

Posted by: musha_boquladze 20 Dec 2013, 13:57
ეს ამბები ჯი ხო არ დადებს წყაროს ნორმალურად

აი: http://edition.cnn.com/2013/12/07/health/cohen-cancer-study/

Posted by: Vancho 20 Dec 2013, 13:59
ორიგინალი: http://www.cnn.com/2013/12/07/health/cohen-cancer-study/

Posted by: მამაო ენუქი 20 Dec 2013, 13:59
კანაფით მკურნალობენ yes.gif

Posted by: გუბაზიანი 20 Dec 2013, 14:01
QUOTE
უტყუარი მეთოდი

უტყუარი მეთოდი არცერთი არაონკოლოგიური დაავადების მკურნალობისთვისაც არ არსებობს.
ფაქტი ერთია, კიბოს მკურნალობაში ბოლო 20 წლის განმავლობაში , მკურნალობის (მათ შორის იმუნოთერაპიის) და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების დანერგვით და ძველის გაუმჯობესებით, ასევე მოსახლეობის თვითშეგნების ამაღლებით, სერიოზული პროგრესია მიღწეული, მაგრამ სრულად დამარცხებაზე საუბარი ნაადრევია...

Posted by: Vancho 20 Dec 2013, 14:03
ძალიან კარგი სტატიაა.

თუმცა როგორც სტატიაში ეს „იმუნოთერაპიაა“ აღწერილი, წარმომიდგენია რამე ვერ გაითვალისწინონ და ცუდად წავიდეს საქმე — კიბოს ნაცვლად იმუნოდეფიციტი დაგმართონ ან რამე მასეთი საშინელება.

Posted by: temotab 20 Dec 2013, 14:10
სხვათა შორის წლის ყველაზე დიდ აღმოჩენად დასახელდა ეგ კვლევა

Every year, the editors of Science huddle together and pick an outstanding scientific achievement as the Breakthrough of the Year. This year’s winner is CANCER IMMUNOTHERAPY

http://news.sciencemag.org/people-events/2013/12/sciences-top-10-breakthroughs-2013

Posted by: datu 20 Dec 2013, 14:18
temotab
QUOTE
სხვათა შორის წლის ყველაზე დიდ აღმოჩენად დასახელდა ეგ კვლევაEvery year, the editors of Science huddle together and pick an outstanding scientific achievement as the Breakthrough of the Year. This year’s winner is CANCER IMMUNOTHERAPY

ვაა, აბა ეს უკვე სერიოზული არგუმენტია, რომ რაღაც შარლატანობის გაპიარებასთან არ გვაქვს საქმე და მართლა მიიღო მაგ ხალხმა სერიოზული შედეგები.

Posted by: Solveig 20 Dec 2013, 14:19
Mateo Falcone
QUOTE
ეგენი იყო ღმერთის სასჯელი,

up.gif biggrin.gif

ბეჟანბეჟანი

ზოგადად, სიმსივნის და გრიპის (ან რომელიმე ინფექციური დაავადების) შედარება იგივეა, ლობიო რომ დათვს შეადარო. ასე რომ, ტყუილად ნუ კამათობ.

დაავადება მაშინ ითვლება დამარცხებულად, როცა შეიქმნება ეფექტური აცრა და ამის გამო ამ დავადებით ადამიანები აღარ დაავადდებიან (მაგალითად, ყვავილი).
გრიპის დამარცხება ვაქცინაციით არ ხერხდება-ერთ ტიპზე აიცრი, მეორე მაინც დაგემართება.

Posted by: Vancho 20 Dec 2013, 14:21
QUOTE (datu @ 20 Dec 2013, 03:18 )
temotab
QUOTE
სხვათა შორის წლის ყველაზე დიდ აღმოჩენად დასახელდა ეგ კვლევაEvery year, the editors of Science huddle together and pick an outstanding scientific achievement as the Breakthrough of the Year. This year’s winner is CANCER IMMUNOTHERAPY

ვაა, აბა ეს უკვე სერიოზული არგუმენტია, რომ რაღაც შარლატანობის გაპიარებასთან არ გვაქვს საქმე და მართლა მიიღო მაგ ხალხმა სერიოზული შედეგები.

თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, Science Mag სარისკო სტატიებს არასდროს ერიდებოდა — პირიქით wink.gif

Science Mag-ში გამოქვეყნება ალბათ შორსაა სამეცნიერო საზოგადოების დასტურისგან yes.gif

Posted by: kvarkvare 20 Dec 2013, 14:25



სირცვხილია რომ დიაბეტე , სიმსივნე და კიდევ ბევრი დაავადება დაავადება ჯერაც ვერ ინკურნება ინტერნეტის, მობილურის და მარსზე გაფრენის ეპოქაში....

Posted by: 2012 20 Dec 2013, 14:32
QUOTE
სირცვხილია რომ დიაბეტე , სიმსივნე და კიდევ ბევრი დაავადება დაავადება ჯერაც ვერ ინკურნება ინტერნეტის, მობილურის და მარსზე გაფრენის ეპოქაში....

მაფიაა მაფია smile.gif


Posted by: ქელბექ 20 Dec 2013, 14:37
kvarkvare
QUOTE
            სირცვხილია რომ  დიაბეტე ,  სიმსივნე  და კიდევ ბევრი დაავადება  დაავადება ჯერაც ვერ ინკურნება  ინტერნეტის, მობილურის და მარსზე გაფრენის ეპოქაში....

მაიცა რა...
შეადარა ახლა ამან...

ერთია კაცის აწყობილი რობოტით თამაში ან მარსზე გაშვება და მეორეა ისეთი რთული რობოტის კონსტრუქციაში გარკვევა როგორიც ადამიანია. სამწუხაროდ ღმერთმა შეკეთების ინსტრუქცია არ დაგვიტოვა და ჩვენით ვხლაფორთობთ რაღაცას.



Posted by: temotab 20 Dec 2013, 14:52
QUOTE
სირცვხილია რომ  დიაბეტე ,  სიმსივნე  და კიდევ ბევრი დაავადება  დაავადება ჯერაც ვერ ინკურნება  ინტერნეტის, მობილურის და მარსზე გაფრენის ეპოქაში....


მანამდე არ განიკურნება ყველა დაავადება ვიდრე არ გადაწყდება დედამიწაზე დასახლების, გამოკვების, გადაადგილების და ა.შ. პრობლემები

Posted by: Christian Cullen 20 Dec 2013, 14:55
რაო სოდამ, ტელომერებს ვამოკლებო? ))))))

დარეჯანის და ლამაზისეულის დიალოგი გამახსენდა ))

Posted by: The13thFloor 20 Dec 2013, 15:01
ვინც ამ იდიოტობებს იგონებს კანდიდაზე და ათას სისულელეზე პასუხისგებაშია მისაცემი

Posted by: Nostalgia34 20 Dec 2013, 15:05
QUOTE
კიბოს მკურნალობაში ბოლო 20 წლის განმავლობაში , მკურნალობის (მათ შორის იმუნოთერაპიის) და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების დანერგვით და ძველის გაუმჯობესებით, ასევე მოსახლეობის თვითშეგნების ამაღლებით, აგრამ სრულად დამარცხებაზე საუბარი ნაადრევია...

დიახ!და იზრდება გეომეტრიული პროგრესიით......საბოლოოდ დამარცხდება კიდევაც.
რაც არ უნდა გააფთრებული წინააღმდეგობით ხვდებოდეს ტრადიციული მედიცინა(არსებობენ გამონაკლისები) იმ ფაქტს,
რომ ნებისმიერი დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზი ფსიქოლოგიური პრობლემებია.

აი.მაგ სიმსივნის გამომწვევი შეიძლება იყოს ადამიანის ასეთი ფსიქოლოგიური განწყობა-ღრმა,დიდი ხნის დროინდელი წყენა.
ღრმად ჩამალული ფარული სევდა.მუდმივი მიუღებლობა ვიღაცის/რაღაცის.მდგომარეობის გამოუვალობის შეგრძნება.

გამაჯანსაღებელი ფსიქო /ფიზიკური ტრენინგებით შესაძლებელია ასეთი განწყობების პოზიტივით შეცვლა.
http://forum.ge/?showtopic=34409921&view=findpost&p=32253056


"Good doctors use both individual clinical expertise and the best available external evidence, and neither alone is enough. Without clinical expertise,
practice risks becoming tyrannised by evidence, for even excellent external evidence may be inapplicable to or inappropriate for an individual patient.
Without current best evidence, practice risks becoming rapidly out of date, to the detriment of patients."Evidence-based medicine (EBM)

Posted by: aladini 20 Dec 2013, 15:30
http://news.sciencemag.org/people-events/2013/12/sciences-top-10-breakthroughs-2013

Posted by: kvarkvare 20 Dec 2013, 15:36
Nostalgia34
QUOTE
დიახ!და იზრდება გეომეტრიული პროგრესიით......საბოლოოდ დამარცხდება კიდევაც.რაც არ უნდა გააფთრებული წინააღმდეგობით ხვდებოდეს ტრადიციული მედიცინა(არსებობენ გამონაკლისები) იმ ფაქტს,რომ ნებისმიერი დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზი ფსიქოლოგიური პრობლემებია.აი.მაგ სიმსივნის გამომწვევი შეიძლება იყოს ადამიანის ასეთი ფსიქოლოგიური განწყობა-ღრმა,დიდი ხნის დროინდელი წყენა.ღრმად ჩამალული ფარული სევდა.მუდმივი მიუღებლობა ვიღაცის/რაღაცის.მდგომარეობის გამოუვალობის შეგრძნება. გამაჯანსაღებელი ფსიქო /ფიზიკური ტრენინგებით  შესაძლებელია ასეთი განწყობების პოზიტივით  შეცვლა.


რწმენით სიმსივნის განკურნების არაერთიი მაგალითია...
ადამიანი თვითონ აპროგრამებს მთელ თავის ცხოვრებას...უბრალოდ პრობლემა იმაშია , რომ დაპროგრამების პროცესი ხშირად ქვეცნობიერად მიდის და ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ მისთვის საბედისწერო პროგრამას დებს ფსიქიკაში.....
ლოცვები სწორედ ამას ემსახურება რომ რაც შეიძლება გაიფილტროს პროგრამა ნეგატიური ელემენტებისგან.....

Posted by: Old City 20 Dec 2013, 15:38
მართალია ბერჯერ დაწერილა სტატია კიბოს მკურნალი რაღაც ჯადოსნური პრეპარატების შესახებ, მაგრამ ამ სტატიაში აღწერილი მეთოდი ძალიან ლოგიკური ჩანს და ახალიც არაა, უბრალოდ აქამდე ვერ ხერხდებოდა გენების ასეთ ფილიგრანულ დონეზე მოდიფიცირება. მგონი რომ მოსალოცი ამბავია.


QUOTE
თუმცა როგორც სტატიაში ეს „იმუნოთერაპიაა“ აღწერილი, წარმომიდგენია რამე ვერ გაითვალისწინონ და ცუდად წავიდეს საქმე — კიბოს ნაცვლად იმუნოდეფიციტი დაგმართონ ან რამე მასეთი საშინელება.


მეტი საშინელება რაღა უნდა დაგმართონ კიბო თუ გჭირს.

Posted by: ბეჟანბეჟანი 20 Dec 2013, 15:48
ერთი ვიცი რომ საქართველოში ონკოლოგია სავალალო მდგომარეობაშია. არ არის სათანადო აპარატურა, არ ტარდება პროფილაქტიკური კვლევები...
როგორც მთლიანი კომერციული მედიცინა, მთლიანად ფულის კეთებაზე არიან გადასულები.
ძალიან რომ იმანჭებოდა წინა მთავრობა (ამ მთავრობაზე ჯერ აზრი არ მაქვს), რატომ უნდა მიდიოდეს სიმსივნეზე ოპერაციების ჩასატარებლად ავადმყოფი სტამბოლში და უჯდებოდეს გვარიანი თანხა, როცა შესაძლებელია აქაც შეიძინონ თანამედროვე აპარატურა?

კიბოსთან კავშირში არაა, მაგრამ საინტერესოა, რა ფასად გადაეცა ბიზნესმენ დავით კოდუას ე.წ. ქავთარაძის ლეჩკომბინატი (დღევანდელი DKC - დავით კოდუას კლინიკა) , დღეს რომ ყველა სახელმწიფო დაზღვევას მაგასთან აქვს ხელშეკრულება?

Posted by: masai11 20 Dec 2013, 16:00
ღმეთმა ქნას და მართლა ეგრე იყოს.
რასაც ჩევენი ცივილიზაცია სამხედრო მიმართულებით ხარჯავს, იმის 25% რომ ყოველწლიურად ამ მიმართლებით კვლევებზე დაეხარჯა დარწმუნებული ვარ რომ ახლა, ან უფრო ადრეც შედეგი გვექნებოდა.
თუმცა, ამობობენ რომ ონკოთერაპია ძალიან სარფიანი ბიზნესია მავათა ხელში და ამ მიზეზითაც ფერხდება ეფექტური პრეპარატების გამოსვლა ბაზარზე.
კიდევ, როგორც ვიცი ნანო ტექნოლოგიების გამოყენებით სიმსივნური უჯრედების ბლოკირებაზეც მუშაობენ ზოგიერთებიო (მგონი რუსები).
მოკლედ მე იმედი მაქვს, რომ თუ მართლა იქნება ნება დამარცხდეს ეს დაავადება შედეგიც აუცილებლად იქნება.

Posted by: maxvili 20 Dec 2013, 16:36
5 წელი ,ძალიან ოპტიმისტური პროგნოზია,მაგრამ არცთუ ახლო მომავალში ალბათ შეძლებენ განკურნებას. ჩემი დილეტანტური აზრით ,თუ სისტემატიურად ჩაიტარებს ადამიანი პროფილაქტიკურ მკურნალობას , ადრეულ სტადიაშივე აღმოაჩენენ და მკურნალობაც ეფექტური იქნება.

Posted by: Nostalgia34 20 Dec 2013, 17:07
kvarkvare
QUOTE
რწმენით სიმსივნის განკურნების არაერთიი მაგალითია...
ადამიანი თვითონ აპროგრამებს მთელ თავის ცხოვრებას..უბრალოდ პრობლემა იმაშია , რომ დაპროგრამების პროცესი ხშირად ქვეცნობიერად მიდის და ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ მისთვის საბედისწერო პროგრამას დებს ფსიქიკაში.....
ლოცვები სწორედ ამას ემსახურება რომ რაც შეიძლება გაიფილტროს პროგრამა ნეგატიური ელემენტებისგან.....


ლოცვა,მედიტაცია პრინციპში ერთი და იგივეა- ურთიერთობა უმაღლეს გონთან,ქვეცნობიერებასთან,ღმერთთან.....

...ამ დროს მენტალურად ეხებით თქვენს მაღალ "მე"-ს.

...განიცდით სიმშვიდეს,თავდაჯერებულობას...

...თითოეული ადამიანი საკუთარი თავის გადამრჩენია.....ეს კოდი დევს ადამიანში...თუ სწორად გამოიყენებს!

Posted by: კოლუმბიელი 20 Dec 2013, 17:11
Solveig
QUOTE
კანდიდა სოკო

ადრე ერთი სტატია მაქვს წაკითხული, სადაც ნათქვამი იყო, რომ კიბო მეოოთხე სტადიის შემდეგ სოკოს მაგვარ რაღაცად გარდაიქმნებაო. ექსპერიმენტი ჩაატარეს და ხელოვნურად შეუქმნეს კიბოს ისეთი გარემო, რომელშიც შესაძლებელი გახდა მისი უფრო მაღალ სტადიებში განვითარება და აღმოჩნდა, რომ სოკოაო. უბრალოდ ადამიანი მეოთხე სტადიას ვეღარ უძლებსო, თორემ თუ მოვახერხეთ და მეხუთე სტადიამდე იცოცხლა ადამიანმაო, მერე ადვილად (როგორც სოკოს, ისე) ვუმკურნალებთო.

ტრუხა ბაზარია ეგეც?

Posted by: pilo772 20 Dec 2013, 17:12
ამ სტატიას რომ ვკითხულობ ძალუნებურად ის ფილმი მახსენდება უილ სმიტი როა, მე ვარ ლეგენდა biggrin.gif
იქაც კიბო დაამარცხეს რაღაც ვირუსით

Posted by: kvarkvare 20 Dec 2013, 17:17
Nostalgia34
QUOTE
ლოცვა,მედიტაცია პრინციპში  ერთი და იგივეა- ურთიერთობა უმაღლეს გონთან,ქვეცნობიერებასთან,ღმერთთან.....

თითქმის ერთია, მაგრამ არა მთლად...უბრალოდ ლოცვის დროს ახდენის ემოციის და სურვილების ვერბალიზებას, მედიტაციის დროს კი საერთოდ თიშავ გონებას და ასევნებ, ან ერთ რამეზე კონცენტრირდები.....
ასე რომ გააჩნია რის გაწყობაზე ხარ.....თორე საბოლოო ჯამში ორივე შეთხვევაში კავშირს ამყარებ მაღალ მესთან....იგივე არაცნობიერთან...


Posted by: GRIZLY07 20 Dec 2013, 17:24
QUOTE
3-5 წელში კიბოს გრიპივით დაამარცხებენ?!

გრიპი დამარცხებულია რო? wink.gif

Posted by: ბეჟანბეჟანი 20 Dec 2013, 17:41
კიდევ ერთი ცნობა კიბოს პროფილაქტიკისათვის. ვინ იცისმ იქნებ მართალიც იყოს.

http://info9.ge/?l=G&m=108&id=27446

QUOTE
ეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ანტიოქსიდანტები, რომლებიც ტომატშია , მნიშვნელოვნად ამცირებს ფილტვის კიბოს რისკს, მწეველებშიც კი.
ექიმები გვთავაზობენ მარტივ რეცეპტს: ყოველი სიგარეტის მოწევის შემდეგ, მიიღეთ წყლით გაზავებული ერთი ჭიქა ტომატის წვენი. ამ კოქტეილს, მკვლევარები აძლევდნენ ლაბორატორიის თაგვებს, რომლებიც სპეციალურად თამბაქოს კვამლით გაჯერებულ ოთახში ყავდათ. შედეგი დადებითი აღმოჩნდა.
ესეთი ექსპერიმენტი ადამიანებზე ჯერ არ ჩატარებულა. მაგრამ, ექიმების აზრით, ზიანს ასეთი "წამალი" არც ერთ შემთხვევაში არ მოგვიტანს.
მეცნიერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ის, ვისაც ტომატის წვენი არ უყვარს შეიძლება შეცვალოს იგი ტომატის სოუსით, ტომატის პასტით ან ერთი კოვზი კეტჩუპით დღეში.

user posted image

Posted by: Nostalgia34 20 Dec 2013, 17:47
kvarkvare

მიწერია
QUOTE

Nostalgia34
თუ სწორად გამოიყენებს!



QUOTE
kvarkvare
ან ერთ რამეზე კონცენტრირდები.....


აუცილებელია უპირველესი მნიშვნელობის ამოცანაზე კონცენტრირდეთ,
ერთ პრობლემაზე,რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ ამ მომენტში.

ე.ი.მთავარია დაალაგოთ პრიორიტეტები.
გადაწყდება ის,რომელიც დგას პირველ ადგილზე....
იმიტომ,რომ მთავარის გარკვევა ეს იგივეა,იპოვო თოკის ბოლო აბურდულ კვანძში.
რჩება მხოლოდ ერთი-გახსნათ მთელი კვანძი!

Posted by: tintoreto 20 Dec 2013, 19:18
ბეჟანბეჟანი
QUOTE
ერთი ვიცი რომ საქართველოში ონკოლოგია სავალალო მდგომარეობაშია. არ არის სათანადო აპარატურა, არ ტარდება პროფილაქტიკური კვლევები...
როგორც მთლიანი კომერციული მედიცინა, მთლიანად ფულის კეთებაზე არიან გადასულები.

საქართველოში და ასევე ყველგან ონკოლოგიური მაფია არსებობს.უზარმაზარი ფული კეთდება ამ ფსევდომკურნალობის ცენტრებში
ხალხი სახლებს ყიდის,არაფერს იშურებს ახლობლის გადასარჩენად და მაინც ეს ყველაფერი წყალში გადაყრილი ფულებია.
რომ ახლა ვინმემ შექმნას კიბოს წამალი,100 პრონცეტით რო კურნავდეს ავადმყოფს,არ გაახარებენ ასეთ კაცს,მოსპობენ!

Posted by: Solveig 20 Dec 2013, 19:20
კოლუმბიელი
QUOTE
ტრუხა ბაზარია


* * *
masai11
QUOTE
ნანო ტექნოლოგიების გამოყენებით სიმსივნური უჯრედების ბლოკირებაზეც მუშაობენ ზოგიერთებიო (მგონი რუსები).

რუსები რომ არა, ევროპაში, ამერიკასა და ისრაელში ეგ აზრადაც არ მოუვიდოდათ....

Posted by: pilo772 20 Dec 2013, 19:24
ერთი ნათელია, რაღაც არა სწორად მიმდინარეობს კიბოს შემთხვევაში. უბრალოდ ვერ დავიჯრებ რო მარ იყოს სხვა გამოსავალი. გარდა იმისა რომ ადამიანს ქიმიური თერაპია უტარო რომელიც მის იმუნურ სისტემას სრულიად დაანგრევს ადრე თუ გვიან. უბრალოდ არ მჯერა.

ფარმაცევტული კომპანიების პროდუქციის საკმაოდ მსხვილი ნაწილი როგორც ვიცი სწორედ ონკოპაციენტებისთვის არის განკუთვნილი. რომ იტყვიან მსოფლიო მასშტაბის ბიზნესია. ნავთობის პონტშია აქაც. როგორც ნავთობს არ შეცვლიან რაც არ უნდა კარგი ალტერნატივა გამოიგონო, იმის გამო რომ ამ ნავთობისგან დიდი შემოსავალი აქვთ, ისევე ონკოლოგიას არ ეშველება არაფერი

Posted by: Roentgen 20 Dec 2013, 19:25
QUOTE
კიბოს მკურნალობის უტყუარი მეთოდი იპოვესო, მართალია ეს????????????


არა.

Posted by: geo_beo 20 Dec 2013, 19:32
QUOTE
კიბოს მკურნალობის უტყუარი მეთოდი იპოვესო, მართალია


მაგენი დიდი ხანია ქართველებმა მოიგონეს - ,,კატრექსი", ,,მარგალი ", ბურდილაძე, ჩოხატაურელი კაცი, გაგნიძე.... მარა რად გინდა ..... მთელი მსოფლიო გვებრძვის


weep.gif

Posted by: ბეჟანბეჟანი 20 Dec 2013, 19:41
tintoreto
QUOTE
საქართველოში და ასევე ყველგან ონკოლოგიური მაფია არსებობს.უზარმაზარი ფული კეთდება ამ ფსევდომკურნალობის ცენტრებში
ხალხი სახლებს ყიდის,არაფერს იშურებს ახლობლის გადასარჩენად და მაინც ეს ყველაფერი წყალში გადაყრილი ფულებია.
რომ ახლა ვინმემ შექმნას კიბოს წამალი,100 პრონცეტით რო კურნავდეს ავადმყოფს,არ გაახარებენ ასეთ კაცს,მოსპობენ!

კი, მაგრამ, ძლიერნი ამა ქვეყნისანიც რომ იხოცებიან კიბოთი. აგერ უგო ჩავესი, ოდიოზური ფიგურა, კიბომ არ გამოგვაცალა ხელიდან?
ან ცივილიზაციების ქიშპობის პირობებში ერთმა ქვეყანამ რატომ არ გატეხა ნავსი? ვთქვათ, რუსეთს ხომ შეუძლია გაამჟღავნოს კიბოს მკურნალობის მეთოდები და ამერიკა სიკვდილის ფაბრიკად წარმოაჩინოს?

Posted by: The13thFloor 20 Dec 2013, 19:41
QUOTE (tintoreto @ 20 Dec 2013, 19:18 )
ხალხი სახლებს ყიდის,არაფერს იშურებს ახლობლის გადასარჩენად და მაინც ეს ყველაფერი წყალში გადაყრილი ფულებია.
რომ ახლა ვინმემ შექმნას კიბოს წამალი,100 პრონცეტით რო კურნავდეს ავადმყოფს,არ გაახარებენ ასეთ კაცს,მოსპობენ!

გავიხსენოთ უახლოესი წარსული, ასე 10 წლის წინ როცა LCD მონიტორები შემოვიდა ბაზარზე
უზარმაზარი ფული ტრიალებდა კინესკოპურ მონიტორებში, უამრავი ქარხანა იყო და უამრავი ადამიანი დასაქმებული მაგ საფეროში.
რა მივიღეთ შედეგად? რამოდენიმე წელიწადში LCD მონიტორებმა მთლიანად ჩაანაცვლეს კინესკოპური მონიტორები.
მოსპეს LCD მონიტორის გამომგონებელი? არ მოუსპიათ.
გაიხარა უფრო წარმატებულმა ტექნოლოგიამ? გაიხარა.

ჰოდა რატომ შეგვიკიკინეთ ამ შეთქმულების თეორიებით user.gif

Posted by: dreamer@ 20 Dec 2013, 19:45
ადამიანნის ფსიქიკა ისეა მოწყობილი რომ ყველა დაავადებაში პოტენციურ საშიშროებას ხედავს

ასეთი ინფორმაციები კი პოზიტიურ გავლენას ახდენენ მის ცნობიერზე

არაა აუცილებელი (საკუთარი ცოდნის დემონსტრირება ) უარყოფა იმისა რომ დღეს მედიცინაში მართლა მიღწევადია ამ დაავადების დამარცხება

ალბათ ფორუმის მკითხველებშიც არიან (სამწუხაროდ) ადამიანები ვისაც ონკოლოგიური პრობლემები აქვთ ანაც საახლობლოში ჰყავთ ასეთი ადამიანები

რა საჭიროა დეტალებში ჩაღრმავება

ვისაც სჯერა გაატარეთ

დღეს მედიცინას შეუძლია დაამარცხოს ეს დაავადება!

Posted by: ბეჟანბეჟანი 20 Dec 2013, 19:47
QUOTE
დღეს მედიცინას შეუძლია დაამარცხოს ეს დაავადება!

up.gif

Posted by: tintoreto 20 Dec 2013, 19:55
The13thFloor
QUOTE
გავიხსენოთ უახლოესი წარსული, ასე 10 წლის წინ როცა LCD მონიტორები შემოვიდა ბაზარზე
უზარმაზარი ფული ტრიალებდა კინესკოპურ მონიტორებში, უამრავი ქარხანა იყო და უამრავი ადამიანი დასაქმებული მაგ საფეროში.
რა მივიღეთ შედეგად? რამოდენიმე წელიწადში LCD მონიტორებმა მთლიანად ჩაანაცვლეს კინესკოპური მონიტორები.
მოსპეს LCD მონიტორის გამომგონებელი? არ მოუსპიათ.
გაიხარა უფრო წარმატებულმა ტექნოლოგიამ? გაიხარა.

ჰოდა რატომ შეგვიკიკინეთ ამ შეთქმულების თეორიებით

გეთანხმები. მარა ეს იმიტომ მოხდა რომ ახალი მონიტორები მასიურად წამოვიდა,მასიურად წავიდა მათი დამზადების ტექნოლოგია და ძველ კინესკოპიან,ანუ ტრაკ გაშვერილი მონიტორები და ტელევიზორები თანდათან გაქრა წარმოებიდან.
კობოს ახალ წამალს თუ მასიურად გამოუშვებენ,ძველი ონკოლოგიური მაფია უძლური აღმოჩნდება ამ სიახლის მიმართ.
ახლა შენ დღეს წყალზე მომუშავე ავტომობილის ძრავს შექმნი,როგორ ფიქრობ, გაგახარებენ მენავთობე ბოსები?

Posted by: LKLK 20 Dec 2013, 20:25
ცირკია რა. რუსული ყვითელი პრესა რაღაც სტატიას გადათარგმნის, მერე ქართული მედიის წარმომადგენლები იმ სტატიას გადმოაქართულებენ, თან თავის ინტერპრეტაციას დაუმატებენ და მიდის ამ 0 ღირებულების სტატიის სერიოზული განხილვა.
მაგ სტატიაში აღწერილი მეთოდები არაერთი წელია გამოიყენება, მაგრამ ის რომ კიბოს 5 წელიწადში გრიპივით განკურნავენ, არის ბოდვა და შედარებაც მაგარი სისულელეა გრიპის და კიბოსი.

ბოლოს და ბოლოს სტივ ჯობსი მოკვდა კიბოთი ლამის სულ ახლახან. რამე ქმედითი საშუალება რომ ყოფილიყო, ვერ გადარჩებოდა? ისიც სასწაულია თანამედროვე მედიცინის, რომ ამ დიაგნოზით ამდენი წელიწადი იცხოვრა.

Posted by: ლივერმენ 20 Dec 2013, 20:27
იმედია დამარცხდება ეს საშინელება რამდენი გარშემომყოფის სიცოცხლე წაუღია. user.gif

Posted by: პეტრუჩი 20 Dec 2013, 20:29
ის რომ საქართველოში პსევდო ექიმები არიან და 99% ცენტრების გონზე არაა რას აკეთებს, რა ქიმიას ან რა რადიაციას რათ უნდა ლაპარაკი. მარა ეგ რა შუაშია საქართველოს მაგალითიდან გამომდინარე მსოფლიო მედიცინასთან? დმმიჯერეთ თუ მოხდა სასწაული და რამე იპოვეს რაც კიბოს კურნავს, ქიმიაზე და რადიაციზე იმდენად ძვირი ეღრირება რომ სიამოვნებით გამოაჩენენ biggrin.gif

Posted by: levan666 20 Dec 2013, 20:44
QUOTE
ჰოდა რატომ შეგვიკიკინეთ ამ შეთქმულების თეორიებით 

+1

უი თან ვის დავთანხმებივარ წელიწადში ერთხელ ვეთანხმები ამ იუზერს მაგრამ ახლა ის იშვიათი შემთხვევაა... ტვინი წაიღეს ამ შეთქმულების თეორიებით გამოიგონეთ რომელიმემ წყლის ძრავა და მე დავიბრალებ და მე თითონვე ვაწარმოებ მე მომკლან ბენზინის მაფიოზებმა

Posted by: eeelllooo 20 Dec 2013, 21:15
geo_beo
QUOTE
მაგენი დიდი ხანია ქართველებმა მოიგონეს - ,,კატრექსი", ,,მარგალი ", ბურდილაძე, ჩოხატაურელი კაცი, გაგნიძე.... მარა რად გინდა ..... მთელი მსოფლიო გვებრძვის

facepalm.gif

კატრექსმა მე გადამარჩინა.
აი, რასაც ჰქვია, სიცოცხლე მაჩუქა.
კიდევ ექიმებმა სულ რომ ჩაიქნიეს ხელი, 6 თვის ლოგინად ჩავარდნილი ლომიძემ წამომაყენა 4 დღეში.
ღმერთმა აცხონოს!
მარგალმა მამაჩემს უშველა - ღვიძლი ჰქონდა იმხელა, ძლივს ეტეოდა მუცელში.
ხოდა, 3 შეფუთვა მარგალი იხმარა, ღვიძლი ხომ თავის ადგილზე ჩაჯდა, ზედ კიდევ 15 წელზე მეტია გასული და ღვიძლს არ შეუწუხებია.
არადა, მანამდე ექიმები მკურნალობდნენ ლამის მთელი წელი, უამრავი თანხა ჯდებოდა მისი მკურნალობა და შედეგი იყო არაფერი!
მას მერე სამმა ახლობელმა იხმარა. ყველა შემთხვევაში შედეგი საუკეთესო იყო.
ახლა შენ თუ გინდა, ერთმა წამალმა ყველაფერი მოარჩინოს კიბოთი დაწყებული და კბილის ტკივილით დამთავრებული, სხვა საქმეა.
გარდა ამისა, კატრექსიც და მარგალიც ოფიციალურად აღიარებული წამლებია - ლიცენზიაც და ყველაფერი.
ახლა მარგალი ევროპაში დარეგისტრირდა და იქაურ ბაზარზე გავიდა, რაც ძალიან მახარებს - მაგის ავტორი საქართველოს ბაზრისთვის მაგ წამალს აღარ ამზადებდა - მისთვის მომგებიანი არ იყო.
ახლა ვისაც სჭირდება ეს წამალი, იმედია ხელმისაწვდომი გახდება.

Posted by: nina1992 20 Dec 2013, 21:16
ჩვენამდე მაინც ვერ მოაღწევს ერთი ათეული წელი მაინც...
..........................................................................................................

Posted by: კოლუმბიელი 21 Dec 2013, 11:30
pilo772
QUOTE
ნავთობის პონტშია აქაც

ნავთობი, იარაღი, ნარკოტიკები, ფარმაცევტიკა. დიდი ოთხეული ბიზნესების. პრიტომ ფარმაცევტიკა ლეგალური ნარკო ბიზნესია.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)