რადიოსიხშირული სპექტრის უნებართვო გამოყენება კანონით ისჯება და ჯარიმას ითვალისწინებს.
არსებობს რამდენიმე ვარიანტი, იყიდო ისეთი რაცია, რომელიც მუშაობს ე.წ. PMR ან DPMR დიაპაზონზე. - ეს უკანასკნელი ორი აბრევიატურა ნიშნავს სამოქალაქო დიაპაზონს, სადაც რაციის გამოყენება არ საჭიროებს რაიმე სახის ლიცენზიას ან ნებართვას.
მეორე ვარიანტი გაქვს, იყიდო შედარებით მაღალი კლასის რაცია და ვინმეს დააპროგრამირებინო ისე, რომ PMR ან DPMR სიხშირეებზე იმუშაოს.
მესამე ვარიანტია ოფიციალურად დაარეგისტრირდე, გადაიხადო შესაბამისი თანხა (1 წლის) და საქართველოს მარეგულირებელმა კომისიებმა მოგანიჭოს რადიოსიხშირე 1 წლის ვადით. ( ეს ბოლო ცოტა ძვირი სიამოვნება დაგიჯდება, ამიტომ ზედა 2 ვარიანტს გირჩევ
)
ტაობაოზე ნაყიდ ხარისხსს რაც შეეხება, ჩინური ყველა ერთი "ნაგავია" ტაობაოს პლიუსი ის არის, რომ ეს საიტი არის შიდა ბაზრისთვის და აბსოლიტურად იგივე პროდუქცია ოდნავ იაფი ღირს ვიდრე Ebay-ზე ან Amazon-ზე.
სიიაფე თუ გინდა, მე გირჩევ იყიდე BF-888 მოდელის რაციები. ყველაზე მარტივია და დამიჯერე არავინ შემოგედავება
This post has been edited by ZSU-23-4 on 16 Jul 2019, 08:35