აზიური ფაროსანააზიური ფაროსანა (ლათ. Halyomorpha halys) — მწერი კუსებურასებრთა (ფაროსანასებრთა) ოჯახისა.
გავრცელება
გავრცელებულია ჩინეთში, იაპონიაში, კორეასა და ტაივანში. იგი შემთხვევით იქნა ინტროდუცირებული აშშ-ში, სადაც პირველად 1998 წლის
სექტემბერში შენიშნეს. აზიური ფაროსანა ითვლება სოფლის მეურნეობის პარაზიტად. იგი 2010-2011 წლებში აშშ-ის ხეხილის ბაღების გრძელ-სეზონური
მავნებელი გახდა. ამჟამად გავრცელებულია ევროპაში (მათ შორის საქართველოშიც) და ახლახანს აღმოაჩინეს სამხრეთ ამერიკაში.
საქართველოში
ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.
თხილის გარდა, იგი აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ
ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს
ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.
საწინააღმდეგო ზომები
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 მარტის განკარგულებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის სოფლის
მეურნეობის სამინისტროს 7 574 400 ლარი გამოეყო, დამატებით სურსათის ეროვნულ სააგენტოს თხილის ფართობების დამუშავებისთვის საჭირო
მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის 4 854 400 ლარი გადაერიცხა, აქედან 1 421 300 ლარი მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 14 ათას
ჰექტარზე თხილის ფართობის დასამუშავებლად. მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით უწამლავს, 5 ჰექტრამდე
ფართობის მფლობელებს კი, პრეპარატი უფასოდ გადაეცემა.
2018 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად 14 მილიონი ლარი დახარჯა. 2018 წლის ბიუჯეტის
პირველად პროექტთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 10 მილიონი ლარით მეტი მიიღო.
სიცოცხლის ციკლი
ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა აპრილის ბოლოდან-მაისში იწყებს დამატებით კვებას (რომელსაც გვიან შემოდგომამდე აგრძელებს) და
კვერცხდებას ფოთლის ქვედა მხარეზე ჯგუფებად. 4-5 დღეში ჩნდებიან მოწითალო ნიმფები (მატლები), რომლებიც ფერს თანდათან იცვლიან (მეორე ასაკში
მოშავო, ხოლო შემდგომ — მოთეთრო-ყავისფერი ხდებიან), 5 ასაკის გავლის შემდეგ გადაიქცევიან ზრდასრულ მწერებად — იმაგოებად. ზრდასრული
ფაროსანას ზომა 12-17 მმ-ია, განიერი, ყავისფერი, მარმარილოს შეფერილობით — ფეხებზე, მუცლის გვერდებსა და ულვაშებზე თეთრი ზოლები.
მწერი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით; ძლიერი ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის
შიგთავსს, წოვს და მასში წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს. ზამთარში გადარჩენის მიზნით ფაროსანა სახლებში და სათავსოებში გადაადგილდება.
გადაადგილებას იწყებს შემოდგომის ბოლოს, როდესაც თანდათან აცივდება. ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარადებში, საწოლებში, კარებისა და ფანჯრის
ღრიჭოებში; ასევე ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. ერთ სახლში შესაძლოა 26 000-მა მწერმა
მოიყაროს თავი. იძინებს აპრილამდე.
This post has been edited by Катеньки on 13 Mar 2021, 18:20
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.