გამარჯობათ თანაფორუმელებო ცოტა არ იყოს ვიყოყმანე ამ პოსტის დაწერის დროს, რადგან ზოგადად ცხოვრებაში არავისთვის რაიმეს თხოვნა არ მიყვარს ( ყოველთვის ვცდილობ ჩემით მივაღწიო რაისმეს ) , უბრალოდ ავდექი და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გადავწყვიტე თქვენი ჩემთვის უცნობი ადამიანების შეწუხება ...
მოკლედ გეტყვით ჩემს შესახებ პატარა რეზიუმეს და თუ კი ვინმე გულისხმიერისთვის საჭირო კანდიდატი ავღმოჩნდები , კეთილსინდისიერების და შრომისმოყვარეობის გაუტეხელი ფიცი ჩემგან გარანტირებულია !
მე, 25 წლის ( სქესი: მამრობითი ) დაოჯახებული, ერთი წელია ჩამბუმლი ვარ სამსახურის დღემდე უშედეგო ძიების პროცესში, სავარუდოდ ეს ბოლო ან ბოლოს წინა ცდაა რაიმე ხელჩასაჭიდი პრესპექტივა ვიპოვო ჩემსავე ქვეყანაში, ამიტომ განვიხილავ ყველანაირ შემოთავაზებებს თქვენი მხრიდან ...
ვარ კომუნიკაბელური ( საუბარში გაწაფული ) , მიზანსწრაფული და შრომისმოყვარე , პროფესიით ისტორიკოსი, ვფლობ რუსულ და ინგლისურ ენებს ( საშუალო დონეზე ) , ვერკვევი კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და საოფისე პროგრამებში ( Photoshop ,Adobe Premiere Pro ,windows ) ( საშუალო დონეზე) , კარგად მესმის სოციალური მედიის და ზოგადად ინტერნეტ სფერო, მაქვს სამუშაო გამოცდილება სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში ... მოკლედ სულ ეს არის ჩემი მცირე ზოგადი ავლადიდება , თუ ვინმეს თვალში მოგხვდეთ და გადაწყვიტოთ დამხარების ხელის გამოწვდენა დიდი ენთუზიაზმით მზად ვარ ჩავერთო კარგი საქმეების კეთება აღორძინებაში ...