Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > გოგოებო თქვენს პაკლონიკებს


Posted by: brutala 8 Oct 2017, 21:05
ბიჭების იმ კატეგორიას რომლებსაც პაკლოებად თვლით მისცემდით სერიოზული უერთიერთობის შანსს? აქ იმაზე არ მაქვს აქცენტი როცა ბიჭს მოსწონხართ და ადექვატურად ცდილობს თქვნთან ურთიერთობის აწყობას, ეს სხვა შემთხვევაა.

ვგულისხმობ იმენა თაყვანისმცემელს ანუ თქვენთვის გამოთაყვანებულებს, აი თქვენზე რომ ტირიან, ღამეებს ათენებენ და უპარაშუტოდ რომ გადახტებიან კლდიდან თქვენს გამო

Posted by: kalekalebind 8 Oct 2017, 21:12
გოგო კარგია

ოღონდ შეყვარებული არა


ძმაკაცი და ყარაული-მორიგე wink.gif wink.gif

https://attach.forum.ge/post-29-1473717487.jpg

Posted by: Miss_sinaze711 8 Oct 2017, 21:50
თუ გამოთაყვანებულია, არ მისცემ შანსს : ))))
საინტერესო თაყვანისმცემლები, როგორც წესი, ისედაც გადიან პაკლონიკის ზონიდან
: )) ნუ, თუ სხვა სახის დაბრკოლება არ არსებობს : )

Posted by: brutala 8 Oct 2017, 21:58
Miss_sinaze711
QUOTE
თუ გამოთაყვანებულია

ნუ გონებაჩამორჩენილზე არ ვამბობ, უბრალოდ გოგო რომ იმდენად მოსწონს მის გამო სისულელეებს აკეთებს

Posted by: Miss_sinaze711 8 Oct 2017, 22:10
brutala

არ იყო ახსნა საჭირო : ))))) სამედიცინო თვალსაზრისით გონებასიჩლუნგე არც მე არ მიგულისხმია.

მაგრამ ზოგი ისეთ გამოთაყვანებულ სისულელეებს აკეთებს, რომ გირჩევნია სამედიცინო კატეგორიას მიეკუთვნებოდეს.... სერიოზული გასამართლებელი არგუმენტი მაინც ექნება და ისე არ გამოვა, რომ თვითონ არის გამოთაყვანებული, რასაც "სიყვარულმა გამოასულელა" ვერ გაამართლებს : )))))

* * *
მოკლედ, გააჩნია სისულელეს.... გააჩნია სიხშირეს და შესრულებას + თუ ქალს სხვა მიზეზები არ უშლის ხელს, შესაძლებელია შანსის მიცემა : )))

Posted by: ladylike 8 Oct 2017, 23:48
brutala
QUOTE
ვგულისხმობ იმენა თაყვანისმცემელს ანუ თქვენთვის გამოთაყვანებულებს, აი თქვენზე რომ ტირიან, ღამეებს ათენებენ



მარტო ნესტან-დარეჯანებმა დაპოსტონ ? : )


ძალიან ზოგადი პოსტია

ისე, გოგოს გააჩნია. ზოგს შეიძლება მოსწონს ექსცენტრიული ტიპები


Posted by: don gajetino 8 Oct 2017, 23:50
QUOTE
პაკლონიკებს



როგორ ვერ ვიტან ამ სიტყვას :დ

Posted by: klubnika 9 Oct 2017, 08:41
brutala
QUOTE
ბიჭების იმ კატეგორიას რომლებსაც პაკლოებად თვლით მისცემდით სერიოზული უერთიერთობის შანსს? აქ იმაზე არ მაქვს აქცენტი როცა ბიჭს მოსწონხართ და ადექვატურად ცდილობს თქვნთან ურთიერთობის აწყობას, ეს სხვა შემთხვევაა.

ვგულისხმობ იმენა თაყვანისმცემელს ანუ თქვენთვის გამოთაყვანებულებს, აი თქვენზე რომ ტირიან, ღამეებს ათენებენ და უპარაშუტოდ რომ გადახტებიან კლდიდან თქვენს გამო

ასაკს გააჩნია
18-25 წლის რომ ვიყავი არ ვაძლევდი შანსს, რაც გავიზარდე მივხვდი რომ უნდა დააფასო ეგეთი ტიპები biggrin.gif

Posted by: sაlოmეa 9 Oct 2017, 11:23
QUOTE
აი თქვენზე რომ ტირიან, ღამეებს ათენებენ და უპარაშუტოდ რომ გადახტებიან კლდიდან თქვენს გამო

QUOTE
მივხვდი რომ უნდა დააფასო ეგეთი ტიპები

როგორ უნდა დავაფასო ადამიანი, რომელიც თავის სიცოცხლეს არ აფასებს
ეგეთი ტიპები უბრალოდ სამკურნალოები არიან მარტივად

Posted by: Ferlador 9 Oct 2017, 12:13
რა ცუდია თაყვანისმცემელი რომ ჰქვია და ამ სტატუსის ტარებას ეგუება...

Posted by: sაlოmეa 9 Oct 2017, 12:42
Ferlador
არ
QUOTE
ეგუება...

ღამეებს ათენებს და კლდიდან ხტება

Posted by: brutala 9 Oct 2017, 12:47
QUOTE (Ferlador @ 9 Oct 2017, 12:13 )
რა ცუდია თაყვანისმცემელი რომ ჰქვია და ამ სტატუსის ტარებას ეგუება...

+1

არად ადრე როგორ ეამაყებოდათ თვითონ ბიჭებს რომ ვიღაცის თაყვანისმცემლები იყვნენ user.gif

Posted by: Escapist 9 Oct 2017, 13:33
რატომ უდნა იყო მსგავს მომლოდინე რეჟიმში . ადექი ფეხის ბორძიკის გარეშე და ცადე თუ არა და დაიკიდე
თუ თავი დაიფასა და რამე, დაუგდე ფასი და დატოვე გაიაფებულზე :დ
მეტი თვითშეფასება. ქალზე იმდენი დრო გამოყე მარტო სარგებელს იღემდე დანარჩენი სისულელეა :დ

Posted by: ladylike 9 Oct 2017, 14:05
QUOTE
იმდენი დრო გამოყე მარტო სარგებელს იღემდე


აბა რაა




ქალები გამართულად დაწერილ ფრაზებსაც კი არ იმსახურებენ... chups.gif

Posted by: Statham 9 Oct 2017, 17:01
brutala
QUOTE
ვგულისხმობ იმენა თაყვანისმცემელს ანუ თქვენთვის გამოთაყვანებულებს, აი თქვენზე რომ ტირიან, ღამეებს ათენებენ და უპარაშუტოდ რომ გადახტებიან კლდიდან თქვენს გამო

"რაძი ვსივო სვიტოვა" რა ძმი

Posted by: ვივიანა 9 Oct 2017, 17:02
Escapist
მოხვალ სახლში biggrin.gif

Posted by: Escapist 9 Oct 2017, 17:44
ladylike
QUOTE
ქალები გამართულად დაწერილ ფრაზებსაც კი არ იმსახურებენ... 

ქალსაც გააჩნია rolleyes.gif
ვივიანა
სად მეპატიჟები biggrin.gif

Posted by: ვივიანა 9 Oct 2017, 17:51
Escapist
ჩვენთან სახლში, ვითომ არ იცი :დ

Posted by: bigmaster 9 Oct 2017, 17:54
QUOTE
ვგულისხმობ იმენა თაყვანისმცემელს ანუ თქვენთვის გამოთაყვანებულებს, აი თქვენზე რომ ტირიან, ღამეებს ათენებენ და უპარაშუტოდ რომ გადახტებიან კლდიდან თქვენს გამო

facepalm.gif

Posted by: Marusha 9 Oct 2017, 18:00
QUOTE (Ferlador @ 9 Oct 2017, 12:13 )
რა ცუდია თაყვანისმცემელი რომ ჰქვია და ამ სტატუსის ტარებას ეგუება...

რატო ლაპარაკობ ეგრე იქნებ რა უჭირთtongue.gif შენ არ ყოფილხარ პაკლონიკი თუ რაtongue.gif biggrin.gif

Posted by: Ferlador 10 Oct 2017, 14:02
sაlოmეa
QUOTE
არ

ეგუება...

ღამეებს ათენებს და კლდიდან ხტება

კეე, აუცილებლად yes.gif

Marusha
QUOTE
რატო ლაპარაკობ ეგრე იქნებ რა უჭირთ

თავიანთი პრობლემაა smile.gif
QUOTE
შენ არ ყოფილხარ პაკლონიკი თუ რა

მეე? არასოდეს no.gif
პავლოვის ძაღლის ფუნქცია არ შედის ჩემს properties-ში...

Posted by: sაlოmეa 10 Oct 2017, 14:22
Ferlador
QUOTE
კეე, აუცილებლად

პოსტში წერია
user.gif

Posted by: brutala 10 Oct 2017, 14:41
QUOTE (sაlოmეa @ 10 Oct 2017, 14:22 )
Ferlador
QUOTE
კეე, აუცილებლად

პოსტში წერია
user.gif

რამდენიმე შემთხვევა ვიცი უიმედო სიყვარულის გამო თავი მოიკლა ბიჭმა, ოღონდ კლდიდან არ გადამხტარან user.gif

Posted by: Jessica Rabitt 10 Oct 2017, 14:42
რაღაც მსაგავსე ვფიქრობი გუშინ
აი იმ გოგოების კატეგორია რომლებიც ზიან და ელოდებიან ვინმე როდის დაეჩალიჩება, შესაბამისად კაცს არჩევენ იმით თუ რამდენად კარგად შეუძლია დაჩალიჩება

მე არასდროს არ ვიცოდი ვის როგორ შეეძლო ჩემი დაკერვა , მეთვითონ ვირჩევდი უმეტესად და ალბათ ისე რო ყოფილიყო რაც ზევით დავწერე ვერ დამკერავდნენ მე რო ინტერესი არ გამომეჩინა

შესაბამისად მაგ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდნენ, დაჩალიჩების ნიჭის.......... ასე რომ ამ თემის პასუხია კი და ეს კი ნიშნავს იმას რომ თუ კი ვერ გეჩალიჩება ეს სულაც არ ნიშნავს რო არ მოგწონს ან არ შეიძლება მოგეწონოს

Posted by: mofefero_Finda 10 Oct 2017, 14:51
QUOTE
ვგულისხმობ იმენა თაყვანისმცემელს ანუ თქვენთვის გამოთაყვანებულებს, აი თქვენზე რომ ტირიან, ღამეებს ათენებენ და უპარაშუტოდ რომ გადახტებიან კლდიდან თქვენს გამო


ვრეკავთ პატრულში ეგრევე.


Posted by: Marusha 10 Oct 2017, 14:53
QUOTE (Ferlador @ 10 Oct 2017, 14:02 )
Marusha
QUOTE
რატო ლაპარაკობ ეგრე იქნებ რა უჭირთ

თავიანთი პრობლემაა smile.gif
QUOTE
შენ არ ყოფილხარ პაკლონიკი თუ რა

მეე? არასოდეს no.gif
პავლოვის ძაღლის ფუნქცია არ შედის ჩემს properties-ში...

რიოოგორი სიმკაცრეაgivi.gif



პავლოვის ძაღლიი ააააlol.gif

Posted by: ______ 10 Oct 2017, 15:01
ადრე მაქვს დაწერილი და გამეორება ცოდნის დედააო. biggrin.gif
"პაკლონიკების" ანუ თავით ყანისა მცემლების ეტაპი და ეპოქა დავასრულე 21 წლისკენ, გძეტა!
აი, ახლა რომ ვინმე დამეპაკლონიკოს, შემაწუხებს, გამაკვირვებს და გამაცინებს.
და არც დავიპაკლონიკებ ტიპს, არც იმას სჭირდება ეგ რამეში და მე მით უმეტეს.
თუ ვატყობ ამისკენ მიდრეკილებას ადამიანს, კაცურად ვიქცევი ანუ სინაზეს არ ვამჟღავნებ და ხოხმა პასუხებს ვცემ. lol.gif


:უპ: :ოპ-ოპ-ოპ:

Posted by: პითონი 10 Oct 2017, 15:04
რა საყვარლები ხართ

user posted image



Posted by: sაlოmეa 10 Oct 2017, 15:04
brutala
QUOTE
რამდენიმე შემთხვევა ვიცი უიმედო სიყვარულის გამო თავი მოიკლა ბიჭმა, ოღონდ კლდიდან არ გადამხტარან

მე გოგოზეც ვიცი, არც ის გადამხტარა კლდიდან
idea.gif

Posted by: ჯიმი ლევი 10 Oct 2017, 15:14
ეგეთი რომ ვიყო და შანსი მომცენ, მაგრად გამიტყდება :დ
არ გაძლევენ შანსს? ჩაალაგე ჩემოდანი და გოუ ჰოუმ.
აქეთ გეჩალიჩოს შანსზე.

რაღაცა დებილი გადაცემა შემომეყურა.
რუსეთში ვიღაც ტიპს ქალი შეუყვარდა, იმან კიდევ დაიკიდა.
ჰოდა ეს დასდევდა თვეობით, ეხვეწებოდა. ბოლოს ადგა და იმ ქალის სახლის კართან თავი მოიკლა.
თურმე შიზოფრენია ჰქონია.

* * *
სიყვარული...
სიყვარული არა ყველი.
არ უყვარხარ და კიდიხარ, შენ როგორ უნდა გიყვარდეს?

Posted by: brutala 10 Oct 2017, 15:20
QUOTE (ჯიმი ლევი @ 10 Oct 2017, 15:14 )
ეგეთი რომ ვიყო და შანსი მომცენ, მაგრად გამიტყდება :დ
არ გაძლევენ შანსს? ჩაალაგე ჩემოდანი და გოუ ჰოუმ.
აქეთ გეჩალიჩოს შანსზე.

რაღაცა დებილი გადაცემა შემომეყურა.
რუსეთში ვიღაც ტიპს ქალი შეუყვარდა, იმან კიდევ დაიკიდა.
ჰოდა ეს დასდევდა თვეობით, ეხვეწებოდა. ბოლოს ადგა და იმ ქალის სახლის კართან თავი მოიკლა.
თურმე შიზოფრენია ჰქონია.

* * *
სიყვარული...
სიყვარული არა ყველი.
არ უყვარხარ და კიდიხარ, შენ როგორ უნდა გიყვარდეს?

ჩემი დაკვირვებით სლაბი ხასიათის ხალხს ახასიათებს უკან დევნა და "კართან დგომა" იმის იმედით რომ ერთ დღესაც გაუღებენ კარებს

Posted by: ______ 10 Oct 2017, 15:27
brutala
QUOTE
სლაბი ხასიათის ხალხს

რა შუაშია სისლაბე.

ხომ არიან გოგოები, რომლებიც მიდრეკილები არიან ადამიანში ბუდის მოწყობისკენ, ეჩვევეიან და მის გარეშე ეშინიათ, თითქოს მარტონი არიან.
ასევეა ბიჭების შემთხვევაშიც, რამ განასხვავა? და ასე განპირობებულია სხვა და სხვა შინაგანი თუ გარეგანი კომპლექსური მიზეზებით.

კაცი თუ ტყიურივით ან ბოსსივით არ იქცევა ეგრევე სლაბის და სუსტის იარლიყს რომ ააკრავენ ხოლმე, კაციც ადამიანია, ძმატ. boli.gif


პ.ს. brutala
უი, რაღაც ისტორიაზე მოგიყოლებია.
თუმცა, მაგ შემთხვევას უფრო მეტად ესადაგება რაც დავწერე და უფრო განვრცობაც შეიძლება, მაგრამ იყოს ეგრე.

Posted by: ჯიმი ლევი 10 Oct 2017, 15:30
______
და იმ ბუდეს თუ კიდიხარ, რატომ უნდა გრძნობდე მაინც ბუდეში თავს?

Posted by: ______ 10 Oct 2017, 15:32
ჯიმი ლევი
QUOTE
და იმ ბუდეს თუ კიდიხარ, რატომ უნდა გრძნობდე მაინც ბუდეში თავს?

ჰო, ლოგიკურია, რომ არ უნდა გრძნობდე.
მაგრამ ფაქტი ესაა და ალბათ, სხვანაირად ვერაა. პასუხიც მაგ კითხვის ალბათ იქნება ----> იმიტომ

ყველას აქვს პოტენციალი გაცნობიერების, მაგრამ ყველა ვერ ახერხებს და როგორც შეუძლია ისე არის, რა ქნას.
ეგ იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ სუსტი კაცია, ეგ არის სექსისზმი და ჩაგვრა მამაკაცოზავრების. biggrin.gif

Posted by: kalekalebind 12 Oct 2017, 17:35
ჯიმი ლევი
რაც არ უნდა ხისტი უგრძნობი და გულქვა ითამაშო ზოგი ადამიანი ნარკოტიკივით არის და ვინ ვინ და ისეთმა ხალხმა ვისაც ზღვარზე უწევს ხოლმე გავლა ეს ამბავი ზUსტად იცის


ამიტომ საჭიროა გქონდეს მიზანი რომელიც სიცოცხლეზე მეტია!

Posted by: benito- 18 Oct 2017, 17:01
არ მესმის ურტერთობის გარეშე როგორ უნდა შეგიყვარდეს ესე, შორიდან?

მით უფრო კუდში სდიო და ბოლოს ტავი მოიკლა

წტფ

Posted by: BESTER 18 Oct 2017, 17:12
ყველაფერი ორმხვრივია მაგარი, ერთდროულად რომ გრძნობ, ერთდროულად განიცდი, ერთდროულად გიჟდები, ერთდრუულად რომ იწყება ყველაფერი და ერთდრულად როცა მთავრდება. სხვა ვერაფერს ვერასოდეს ვერ ვგრძნობ, სულ რომ სამყარო გადამიტრიალონ

Posted by: maiako_mao 18 Oct 2017, 17:18
BESTER

QUOTE
ერთდრუულად რომ იწყება ყველაფერი და ერთდრულად როცა მთავრდება


ეს იშვიათია ძალიან. სიყვარულის განცდაში ინდივიდუალურია ორივე სუბიექტისთვის და ერთდროულად ან როგორ უნდა დაიწყო და მითუმეტეს დაამთავრო. ჩემთვის ცოტა უჩვეულოა. მე სხვა ემოციები და გრძნობები მაქვს იმას სხვა. სადღაც შეხვდა და შეერთდა ეს ყველაფერი, მაგრამ ერთდროულად დაიწყო და დამთავრდა თქო ცოტა ძნელი სათქმელია, თუმცა შენი აზრი არგუმენტირებული საინეტერსო იქნება smile.gif

Posted by: BESTER 18 Oct 2017, 17:31
maiako_mao
QUOTE
ეს იშვიათია ძალიან. სიყვარულის განცდაში ინდივიდუალურია ორივე სუბიექტისთვის და ერთდროულად ან როგორ უნდა დაიწყო და მითუმეტეს დაამთავრო. ჩემთვის ცოტა უჩვეულოა. მე სხვა ემოციები და გრძნობები მაქვს იმას სხვა. სადღაც შეხვდა და შეერთდა ეს ყველაფერი, მაგრამ ერთდროულად დაიწყო და დამთავრდა თქო ცოტა ძნელი სათქმელია, თუმცა შენი აზრი არგუმენტირებული საინეტერსო იქნება

მარტივად გეტყვი არაა პრობლემა, არ დაგზარდები smile.gif
აი მაგალითად, მომეწონა ვიღაც ხო, შედგა გარკევული სახის კომუნიკაცია იქნება თუ რაც იქნება, რითიც იწყება ურთიერთობა, თუ მისგანაც იგივე არ წამოვა და არ ვიგრძენი, რომ მასაც მოვეწონე, ეგრევე მოკვდება ჩემი ყოველგვარი განცდა და გრძნობაც მისდამი, არ მივდივარ ოცნებებში და დროს ვერ დავუთმობ მომავლის იმედით. მართალი ხარ, იშვიათად ხდება ასე ლამაზად და ამაღლებულად გრძნობებში თანხვედრა, მაგრამ მირჩევნია მარტო ჩემთვის საყვარლად ვიყო, ვიდრე ვუყურო ვიღაცას როდის "შემიწყალებს".

Posted by: Lilian 18 Oct 2017, 17:37
ორივე მხარეს ესე მაგრად დაერთნაირად არ უყვარს..... : )))) ერთ მხარეს უყვარს მეორე ეთანხმება. : ))))
რომელიღაც მხარეს ყოველთვის მეტად უყვარსს biggrin.gif
წკაააპ და ესეე ორივეს დაეცააა დიდი სიყვარული ეგეთი არ არსებობს . : )))))


Posted by: BESTER 18 Oct 2017, 17:41
Lilian
QUOTE
ერთ მხარეს უყვარს მეორე  ეთანხმება. : ))))

იმიტო იკლავენ მერე თავს, ზოგი გადატანითი და ზოგიც პირდაპირი მნიშვნელობით)))))))))))))))))

Posted by: maiako_mao 19 Oct 2017, 09:36
BESTER

QUOTE
იმიტო იკლავენ მერე თავს, ზოგი გადატანითი და ზოგიც პირდაპირი მნიშვნელობით)))


თავებს ამის გამო არ იკლავენ სამწუხაროდ sad.gif

Posted by: BESTER 19 Oct 2017, 12:25
იყავით ძლიერი, დედა უტირეთ ყველაფერს და არ მიცეთ საშუალება ვინმემ ან რამემ მოგერიოთ, ნახავთ მერე რა მაგარ მუღამს დაუჭერთ ყველაფერს! smile.gif))))

სტალინი აღსდგა :დდდდდდდდდ

Posted by: Chicky 10 Nov 2017, 10:23
QUOTE (brutala @ 8 Oct 2017, 21:05 )


ვგულისხმობ იმენა თაყვანისმცემელს ანუ თქვენთვის გამოთაყვანებულებს,




ესეთს უნდა მისცე შანსი თუ ჭკვიანი ქალი ხარ

Posted by: AMAZONKAA 15 Nov 2017, 16:27
თუ გრძნობა ორმხრივი არ არის,ეგეთი ურთიერთობა მაინც განწირულია დასანგრევად ადრე თუ გვიან.,,

,,ერთს უყვარს,მეორე ეთანხმება,,
ვაახ! რას ეთანხმება? მე კიარ მიყვარხარ,მარა კაი ჯანდაბასო? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: kalekalebind 17 Jan 2018, 23:43
QUOTE
თავებს ამის გამო არ იკლავენ სამწუხაროდ

https://forum.ge/?showtopic=34986613&view=findpost&p=51975930





may he rest in peace

კირჩხიბი ყოფილა თურმე ისიც...

https://ru.wikipedia.org/wiki/Певцов,...

Posted by: Parabola 18 Jan 2018, 12:57


არა, რა ერთს უყვარს და მეორე ეთანხმება ))) შეიძლება ერთ უფრო უყვარს ან ართი ეგოისტია მეორე არა და ასე შემდეგ.
მეც 2მხრივის მჯერა და მქონია. საერთოდ ჯანსაღად ვერ აღვიქვამ სიყვარულში ცალმხრივობას. ერთი ისაა რომ როცა სრულდება სიყვარული მაშინ შეიძლება რომელიმე მხარეს დარჩეს ცალმხრივად გრძნობა და ძალისხმევა დასჭირდეს დასავიწყებლად თორე სულ ცალმხრივობა ცოტა ვერ ლავესაა ..


Posted by: DORO 18 Jan 2018, 13:49
Parabola
QUOTE
არა, რა ერთს უყვარს და მეორე ეთანხმება

ერთს უყვარს და მეორე აძლევს უფლებას უყვარდეს biggrin.gif
QUOTE
შეიძლება ერთ უფრო უყვარს ან ართი ეგოისტია მეორე არა და ასე შემდეგ.

ვისაც ნაკლებად უყვარს ისაა ხოლმე მომგებიანში --მეტს იღებს და ცოტას კარგავს biggrin.gif



Posted by: Solveig 22 Jan 2018, 11:32
მართლა რაიმე გრძნობა თუ არ გაქვს ადამიანის მიმართ, არ უნდა მისცე შანსი, არც იმედი. უნდა დაელაპარაკო მშვიდად და უთხრა, რომ არ მოგწონს, არ გიყვარს, მის მიმართ არ გაქვს არანაირი მიზიდულობა და ამიტომ , არ გამოვა არანაირი ურთიერთობა.

თავიდან გაუჭირდება, მერე შეეგუება ალბათ.

რასაკვირველია, არიან ზედმეტად მგრძნობიარე ბუნების ადამიანები, რომლებიც, შეიძლება, ტრაგიკულ დასასრულამდე მივიდნენ ამის გამო, მაგრამ, წინასწარ ამის მიხვედრა არავის შეუძლია.

"თუ შანსს არ მომცემ, თავს მოვიკლავ", ჩვეულებრივი შანტაჟია და მეტი არაფერი.

ხოლო, ინტერესის ობიექტის მხრიდან ტყუილი დაპირებების ან იმედის მიცემა "კეკლუცობის" და "თავის დაფასების" მიზნით არის მანიპულატორობა, სხვა ადამიანით თამაში და ჩემთვის მიუღებელია.

Posted by: Night_Princess 3 Feb 2018, 07:40
თუ მეც მომწონს კი,
თუ არ მომწონს არა.
ადამიანს რომ შეხედავ ეგრევე ხვდები მოგწონს თუ არა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)