მოდი ეხლა კარგად განვმარტოთ და თან მარტივად ორ სიტყვაში რა ხდება.
1. 5 თაობის ქსელები ხუმრობა ნუ გგონიათ. მომავლის ტექნოლოგიაა და მასზე იქნება მიერთებული ინტერნეტში მყოფი მოწყობილებების ნახევარზე მეტი.
2. ჩინეთი არის ქარხანა, რომელსაც კიდია მისი მოსახლეობა და დღეში მიზერულ ანაზღაურებაზე ამუშავებს. თან დედას უკითხავს ეკოლოგიას თავის ქვეყანაში. რადგან ყველამ მანდ შეტენა ქარხანა სიიაფის გამო და გუგუნებს. ასევე არავის უნდა ეკოლოგია გააფუჭოს თავისთან. მზა პროდუქტს ეზიდება იაფად. ამიტომაც არის ჰუავეის მოწყობილობები უფრო იაფი ვიდრე ამერიკული და ეზიდებიან მათ.
3. თუ საკუთარ ქვეყანაში მომავლის ტექნოლოგიას ნერგავ და ამაზე იქნება დამოკიდებული შუქი, წყალი, სასწრაფო დახმარება, პოლიცია, ჯარი და ა.შ მაშინ გინდა რომ ეს იყოს შენი ტექნოლოგია და არა შენი მოწინააღმდეგის. როცა ამის ძალა შეგწევს, რატომაც არა?
4. ჩინეთში არის კომუნისტური წყობა. შესაბამისად მანდ შანსი არაა ვინმემ თქვას ვინმე თუ არღვევს პრივატული ინფორმაციის დაცულობას.
ჩინური კომპანიები გამოჭერილია ბევრჯერ მონაცემების გადაცემაში.
5. ქსელებიდან ინფორმაციის გაჟონვის შესაძლებლობის გამო ამბობს უარს ამერიკა ჰუავეის აპარატურაზე და არა იმიტომ, რომ ჩინეთი გაყიდიდა ბევრს და ამერიკას გაუსწრებდა
ნუ დაგავიწყდებათ ჩინეთს ამერიკიდან გააქვს ძალიან მნიშვნელოვანი ჩიპსეტები და მათ გარეშე ნაგავია ჩინური ტექნოლოგია.
ეხლა ბოლო და ბმვ ვს მერსედესის ფანებივით რომ არიან მათთვის.
1. ჰუავეის ტელეფონს ნუ ადარებთ აიფონს.
2. უბრალოდ აიოსი რომ არ მოგწონთ მაგიტომ
ნუ ამბობთ ჩინური ტელეფონი ჯობიაო
3. ჩინურ ტელეფონი მართლა ჩინური არაა სრულად. ამერიკული და ა.შ ჩიპსეტები უყენია. რამე ექსკლუზივი არ აქვთ ჩინელებს.
4. ამოიღეთ ამერიკული ჩიპსეტები ჩინური ტელეფონებიდან და მერე შეადარეთ ამერიკული ჩინურს.