მოგესალმებით ფორუმელებო.
მაქვს ერთი კითხვა. რის დაწერასაც ვაპირებ ნახსენები იქნება კონკრეტული კომპანიები და იმედია მათ რეკლამირებაში არ ჩამეთვლება პოსტი და სადამსჯელო ღონისძიებები არ გატარდება ადმინისტრაციის ან მოდერაციიოს ჯგუფებისგან. უბრალოდ მაითლა ინტერესი მაქვს და მინდა რომ ვინც ამ საკითხში გარკვეულია მან მიპასუხოს.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ რამდენიმე ხნის წინ ვნახე ტერიაკის სოუსის გაკეთების რეცეპტი. სადაც ეწერა დაახლოებით როგორი გემო უნდა ჰქონდეს, რა ინგრედიენტებისგან უნდა მომზადდეს და ა.შ. ანუ ეწერა რომ სოუსი უნდა იყოს მოტკბო მომწარო გემოსი, უნდა ჰქონდეს კარამელიზირებული შაქარი და თაფლი. რამდენიმე ხნის წინ ვიყიდე HEINZ-ის ფირმის ტერიაკი. რომელიც დაახლოებით მსგავსი გემოსი და კონსისტენციის იყო... მაგრამ...
მაღაზიათა ქსელები გუდვილი და კარფური ყიდიან ჩინური ან იაპონური წარმოების რაღაც სოუსს, რომელზეც უწერიათ რომ არის ეს ტერიაკი, მაგრამ... ეს არ არის მოტკბო მომწარო გემოს მქონე სოუსი, ეს არის ძალიან მუქი ფერის წყალივით სითხე, რომელიც იმდენად მუქია, ტანსაცმელზე ან სადმე რომ მოხვდეს მაგ ლაქას ვერ ამოიყვანს ვერაფერი.
და გემოს რაც შეეხება, არის მეტისმეტად მლაშე, რაღაც მძაფრი უცნობი გემოს მქონე... სამწუხაროდ არ ვიცი ჩინური და იაპონური ენები რომ წავიკითხო რეალურად რა არის და რა აწერია. გვაბოლებენ ეს მაღაზიები და სხვა რამეს გვასაღებენ თუ რა ხდება?
გმადლობთ ყურადღებისთვის!
This post has been edited by ლუიზა on 10 Sep 2018, 11:54