forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (92) « პირველი ... 90 91 [92]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კაპანაძის გამოგონება(კაპაგენი) VOL2, დაემატა გამოკითხვა!......
 
გჯერათ კაპაგენის არსებობისა?!
მჯერავს [ 74 ]  [24.18%]
არ მჯერავს [ 109 ]  [35.62%]
არ ვიცი, არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი [ 123 ]  [40.20%]
Total Votes: 306
Guests cannot vote 
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3020
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 23 Sep 2019, 10:32  #55281432      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://jnaudin.free.fr/lifters/main.htm

http://jnaudin.free.fr/advpmnu.htm

ეს კარგი საიტი დაგიდია Amper.
იქნებ უცებ ამიხსნათ ვინმემ, რა ხდება ამ ჩემს დადებულ ლინკებზე. ინგლისური რომ არ ვიცი, ვერ გამოვიტანე აზრი კარგად, (თან დროც არ მქონდა)
ანუ მაინტერესებს, თუ არის დედამიწის მაგნიტური ველი საჭირო, რომ აფრინდეს ის მოდელები?

This post has been edited by Komponent on 23 Sep 2019, 10:35


--------------------
პირველად იყო სიტყვა
Amper
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 221
წევრი No.: 245643
რეგისტრ.: 25-September 18

გამოგზავნილია: 23 Sep 2019, 16:35  #55283226      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ეს არ არის კაპანაძის გენერატორი, ვინმე ნაუდინმა გააკეთა ვითომ კაპაგენი და იმაზეა ბაზარი. არ გამოვა შენგან ექსპერტი

ხო მართალი ხარ.......ხოლო რაც შეეხება ექსპერტობას, მიმიშვით ვინმეს გენერატორთან თუნდაც კაპანაძის გენერატორთან და დაგიდგენთ მის მ.ქ.კ-ს wink.gif
მაგრამ თუ კაპანაძის გენერატორი მართლა მუშაობს მაშინ შედარებით უნდა დადვას რეალური ვიდოები და არა ის გადაღებული უაზრო სცენარებით დადგმულები რომლიც დევს ათობით რაოდენობით იუთუბზე და ყველა არის უაზროდ გადაღებული, პატარა ბავშვიც კი უკეთეს გადაღებას გააკეთებდა ვიდრე ეგ ვიდოებია, აღარეფერს ვლაპარაკობ იმ საუბრებზე რაც ისმის ვიდეოში... ყველა დიალოგი და თუნდაც სცენარი ყველა ვიდეოსი არით თითქმის ერთნაირი და საბავშო ბაღის დონეზე შედგენილი. ვიდეოს ხარისხზე აღარაფერს ვამბობ....

გარდა ამისა კაპანაძეს არაფერი შეუქმნია, ეგ იგივე ტესლას ცდებზე დამყარებული ვარიანტებია რომელიც თავის დროზე ტესლა აკეთებდა, ... 90-იან წლებში ასევე ატარებდა ერთი ამერიკელი რომელიც Donald Smith-ის სახელით არის ცნობილი, დონალდა ამბობს კაპანაძემ გადაიღო ჩემგან სქემაო, კაპანაძე ამბობს ჩემიაო და კაპაგენი დაარქვა. gigi.gif კაპანაძისგან განსხვავებით დონალდას არ უთქვამს მე შევქმენიო, მან თქვა ტესლას პატენტმა დამაინტერესა და მასზე დამყარებით დავიწყე მეც მუშაობაო, თუმცა ის გენერატორი რაც დონალდმა ააწყო მარტო კაპანაძეს რატომ გამოუვიდა და მეტი არავის გამოსვლია gigi.gif თანაც კაპანაძემაც 90-იან წლებში საქართველოში დაიწყო და დონალდმა ამერიკაში ამ გენერატორის შესახებ პრეზენტაციები.
არა და სინამდვილეში შეიძლება მსგავსი რამ შესაძლებელიც იყოს ან არა, მაგრამ თუნდაც კაპანაძეს ნაღდად არ ექნება რეალურად მუშა სქემა, ამიტომ ნამდვილად მეც არ მჯერა რომ მას რეალურად აქვს იმის შესაძლებობა ან რომ მსგავსი მუშა გენერატორი გააჩნდეს. დონალდის საქმეც მიჩქმარულია ეხლა მას ნაღდად გამოუვიდა თუ მანაც გაითამაშა რამე ნამდვილად არ ვიცით რადგან დღეს დღეობთ ეს კაცი ცოცხალი არ არის, ტარიელა იმედია ცოცხალია და შეიზლება ან რეალურად მოაკეტინეს ან უბრალოდ მიიმალა და ეს ყველაფერი აფიორა გაითამაშა 90-იან და შემდგომ წლებშიდაც.
მსგავსი სქემები მეც ამიწყვია ტელას ტრანსფორმატორი და თუნდა ისეთი როგორც დონალდას ჰქონდა და დავწერ მხოლოდ და მხოლოდ იმას რომ ეს სქემები მუშაობს თუმცა ის რომ რაღაც კოეფიციენტი ჰქონდეს მაღალი არსად არც მე დამიფიქსირებია და რავი ვისაც უცხოურ ფორუმზე მქონია შეხება არსად დაუფიქსირებიათ.... რაღა მარტო კაპანაძეს გამოუვიდა? ან თუნდაც დონალდას?
მუშაობს თუმცა რამე დიდი მ,ქ,კ ნაღდად არ აქვს უბრალოდ აქვს ეს ეფექტი მეტი არაფერი...
სურათზე ჩანს,


მეც ავაწყვე ცოტა გავერთე და დავშალე ისე. popcorn.gif
* * *
Komponent
QUOTE
ეს კარგი საიტი დაგიდია Amper.

საიტებიო იცოცხლე იმდენია ინტერნეტ სივრცეში მაგას რა გამლევს, მთავარია რამდენად ზუსტ ინფორმაციებს ამოიკითხ თორემ განა რაც წერია ყველა ას პროცენტიანი კი არ არის.



P:S პროცესორა ჩემი უბნელია ვიცნობ მაგ ადამიანს. ტექნიკაში საკმაოდ კარგად ერკვევა. შეიძლება ეხლა ფიზიკის კანონები თეორიურად ეხლა ფურცელზე პასტით ვერ ჩამოგიწეროს და არც იმას ამბობს რომ ძაან კარგად ერკვევა თეორიაში, თუმცა მცოდნე არის. ძაან უყვარს ცდები და ექსპერიმენტები ფიზიკის სფეროში ეგ არის მაგის ჰობი smile.gif

This post has been edited by Amper on 23 Sep 2019, 16:39

მიმაგრებული სურათი
tesla.jpg
psyxo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5226
წევრი No.: 7763
რეგისტრ.: 13-December 04

გამოგზავნილია: 24 Sep 2019, 00:05  #55285232      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
viqtorich
QUOTE
გეტყობა ფსიხოზე მაგარი ექსპერტი ხარ შენ ელექტრობაში

ნი პიზდი რა?! ...
ამ ვიდეოს "სეკრეტს" ნახაზებით რო დაგიდებ მერე ნახე... wink.gif არ მინდოდა მარა... მაიძულებ... მგონია მანდ შენცა ხარ spy.gif
https://www.youtube.com/watch?v=ceDEIg9ETbA&feature=youtu.be
არ გინდოოდათ ორი კაპიკი?!... ხო ნახე ისედაც გაჭედეს ეგ შენი კაპანაძე! ..
.....
სიტყვა "ბიფილიარი" ხომ იცი რაარი.. (ეკრანირებული "პროვოდიც") ალბათ ... დნარჩენი კონსტრუქციაა
და ისაც ადვილად დაიხაზება და
არც კლეშა აჩვენებს ვითომ "დამიწებაში" გამავალ დენს და არც ენაზე დაარტყავს...
მეუთხარი!!!
მაააშ gigi.gif


This post has been edited by psyxo on 24 Sep 2019, 00:11


--------------------
გაღმა გავალ გუთნითვინა............ ;) !
http://izvestia.ru/news/541857
Amper
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 221
წევრი No.: 245643
რეგისტრ.: 25-September 18

გამოგზავნილია: 24 Sep 2019, 03:52  #55285750      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
........მოკლედ აბოლებს კიდე ვინმე ვინმეს ამ კაპანაძის ვიდეოებით?.......

მარტო ამ კაპანაძეს ვიდოებს რომ გადაეკიდეთ ამ იუთუბიზე ზოგიერთები ჩაწერეთ იუთუბეში Руслана Кулабухова -ს გენერატორი ან უსტანოვკა ან რამე ან მარტო სახელი და გვარი და კაპანაძე იმასთან შედარებით ბავშვურია... biggrin.gif რუსლანას ისეთი ვიდოები აქვს ისეთი დახვეწილი საუბრებით და ახსნა განმარტებებით და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ყიდიდდა ამ დანადგარებ, ისეთი აპარატურაა რაც კაპანაძეს აქვს ნაჩვენები ვიდეოში, ზოგ ვიდეოებში კაპანაძესაც ახსენებს, თუმცა რუსლანა უფრო დახვეწილად მოქმედობს. ბევრი რომ არ გამომმივიდეს ერთ-ერთმა იყიდა ეს დანადგარი Sergej Panov-მა და ლამის საფლავში ჩაყვა ამ რუსლანას წლები არ მოეშვა არ ჩაიქნია ხელი არ შეარჩინა 5000 ევრო (5K ევრო გადაუხადა ) უჩივლა სასამართლოში ზდია წლები და ბოლოს ამოიღო ის თანხაც მოიგო სასამართლოც და ბოლო-ბოლო გახსნა საიდუმლოც..... უფასო ენერგია არა ზღაპარი. დადვა ვიდოები ამ კაცმა სერგეიმ რუსლანას საწინააღმდეგოდ, მიტუმეტეს იმისა რომ აქეთ რუსლანა ემუქრებოდა. მოუგო სერგეიმ ყველანაირად აი ვიდეო სერგეისი ბოლო ვიდეოს დავდებ რადგან ბოლო ვიდეო ობზორში ამბობს რაშიც არის საქმე, რუსულად საუბრობს. არა და ეს რუსლანა წლების განმავლობაში მეც როგორც მახსოვს კაპანაძესავით დაჟე უფრო მეტ ვიდოებს დებდა და ისეთი ახსნა განმარტებებით, ვახ ხანდახან ეჭვიც კი მეპარებოდა მაგრამ ვფიქრობდი რომ სადღაც ექნებოდა ძაღლის თავი დამარხული, ნუ ეხლა ვის არ აინტერესებს მსგავსი დანადგარი და ამ free ენერგიაზე იმდენ სისულელეს ამოყრი რავი მგონი ეს ვიდოები უფრო არის სავსე იუთუბე ვიდრე სხვა რამით.
და აი ვიდეოც, უყურეთ გულდასმით და მიხვდებით რაშიც არის საქმე, ბოლო-ბოლო გაასწორა სერგიამ რუსლანა მიწასთან biggrin.gif

ასე არის კაპანაძის საქმეც, დაიწყო 90-იანებში დააბოლა ზოგიერთები, შეიძლება გადაყარა ხალხიც და აიღო ფულებიც biggrin.gif
მოკლედ არ მინდოდა დამეწერა რავი მაინც არ მინდა ამ კაცზე ტარიელაზე ცუდი ვთქვა არც ვიცნობ ვინ არის და არც მაინტერესებს თუმცა შეიზლება მას მარტო სახელი აინტერესებდა პოპურიზირება და მანაც ზოგიერთებივით დაიმკვიდრა სახელი თუმცა აფირისტობის.... wink.gif აქ კიდე იძახის ზოგიერთი სად დაიმალა და სქემა დადვასო და რა დადვას კაცმა რაც არ არსებობს?...gigi.gif
ასე რომ ეს უაზრო თემა რომელიც გაიხსნა და წლებია აქ პოსტავს ხალხი, არ ვაპირებდი მსგავს თემებში და მსგავს საკითხებში შევიდე ვინმესთან საუბარში მაგრამ მაინც დავპოსტე და დავაგდებ ამ სერგის ვიდეოსაც. მოკლედ უყურეთ და მიხვდებით რაშიც არის საქმე ზუსტად ანალოგია კაპაგენის დანადგარისა
https://www.youtube.com/watch?v=Gy5za1r5gCw

ასევე ვახსენე ამერიკელი დონალდაც ზედა პოსტში, მისი დანადგარი წააგავს ამათ აპარატს, თუმცა არც დონალდას მსგავსად არ გამოუვიდა არავის მისი აწყობა მაგრამ დონალდ სმიტმა ამეებს და მათნაირებს ტვინით აჯობა მან უბრალოდ შოუ მოაწყო პრეზენტაციის სახით და არც დანადგარების აწყობაში აუღია ფული და არც ვინმეს შეპირებია აგიწყობო.
მოკლედ: ამ თემაში მე პირადად აღარ დავპოსტავ. არ იმსახურებს ეს თემა გაგრძელებას. ვისაც ჯერავს და პოსტეთ ბატონებო.


P:S....................და ბოლოს ჩემი კომენტარი: არც მჯეროდა მსგავსი დანადგარის და თუ მართლა არსებობს სინამდვილეში, მისი რეალური აღწერილობა და მუშაობის პრინციპი არც კაპანაძეს ექნება და არც ვინმეს უბრალო მოქალაქეს, ერთადერთი მარტო ტესლას ნაშრომები იყო საიდუმლოებით მოცული და ისიც სრულად სად არის ვინ იცის ან თუ არსებობს საერთოდ ეგეც საკითხავია.


აღარც ეხლა გაჩერდებით ვისაც კაპანაძისნაირების გჯერავთ??????........................
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
აბა კარგად.

This post has been edited by Amper on 24 Sep 2019, 04:24
viqtorich
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2173
წევრი No.: 146050
რეგისტრ.: 3-April 12

გამოგზავნილია: 25 Sep 2019, 20:42  #55292386      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
.და ბოლოს ჩემი კომენტარი: არც მჯეროდა მსგავსი დანადგარის და თუ მართლა არსებობს სინამდვილეში, მისი რეალური აღწერილობა და მუშაობის პრინციპი არც კაპანაძეს ექნება და არც ვინმეს უბრალო მოქალაქეს, ერთადერთი მარტო ტესლას ნაშრომები იყო საიდუმლოებით მოცული და ისიც სრულად სად არის ვინ იცის ან თუ არსებობს საერთოდ ეგეც საკითხავია.

რომ დაიჯერო, შენ თვითონ უნდა გაერკვე ეგრეთ წოდებულ ბტგ-ს მუშაობის პრინციპში. პრინციპი კი ერთია, ამაზე მიუთითებს კაპანაძე და წერდა ტესლაც. ეს არის სითბური ტუმბოს მუშაობის პრინციპი, დამატებითი ენერგია მიიღება გარემოდან. თუ რუსული გესმით ამ ვიდეოში 49 წუთიდან, ტომ ბერდენი გარკვევით ხსნის სითბური ტუმბოს მუშაობის პრინციპს. ამ პრინციპით მუშაობს კაპანაძის გენერატორიც და სხვა ნებისმიერი ანალოგიური დანადგარი... https://www.youtube.com/watch?v=hqc-BFh7FZE



procesora
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5929
წევრი No.: 14200
რეგისტრ.: 3-November 05

გამოგზავნილია: 27 Sep 2019, 11:48  #55298066      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
თუ რუსული გესმით ამ ვიდეოში 49 წუთიდან, ტომ ბერდენი გარკვევით ხსნის სითბური ტუმბოს მუშაობის პრინციპს. ამ პრინციპით მუშაობს კაპანაძის გენერატორიც და სხვა ნებისმიერი ანალოგიური დანადგარი... https://www.youtube.com/watch?v=hqc-BFh7FZE

იცი მსგავსი ვიდოები იმდენი მინახავს და ვიღაც ვიღაცეების თუნდაც პასტა ფურცლით დაწერილი მსგავსი ახსნა განმარტებები................... მასე რომ ცადო შეიძლება ვინმეს მარსზე ცივილიზაციის არსებობაც დაუმტკიცო და უცხოპლანეტელები, თუმცა ეს უცხოპლანეტელები რაღა თითო ოროლა ადამიანს ყავს ნანახი, მიტუმეტეს ამხელა ტექნოლოგიას თუ ფლობენ კიდე ჩუმ-ჩუმდად მოფრინავენ ნახავენ ვიღაც ვიღაცას და მერე იკარგებიან?... wink.gif არალოგიკურია.

ასევეა მსგავსი დანადგარები, ვიღაცას გამოაქვს აკეთებს პრეზენტაციას და მერე მიდის ბლა-ბლა.... არ არსებობს მსგავსი მუშა დანადგარი. ...... მსგავსი რამ რომ არსებობდეს, ამ ნავთობზე ამხელა ამბავი კი არ იქნება მსოფლიოში, ერთმანეთს არ ინდობენ მონოპოლიზაციის დაპყრობაზე...... ჯერ ელექტრომობილის აკუმულიატორის პრობლემები ვერ გადაუწყვეტიათ და მსგავსი რამ თუნდა რომ ჰქონდეს კაპანაძეს იცი რა ფულს იშოვიდა?... biggrin.gif
შენ თუ მართლა გჯერა რომ კაპანაძის დანადგარი რეალურია რავი რა ვთქვა.... ძაან შორს ხარ ტექნიკის სფეროდან....
ტესლაზე არაფერს ვამბობ, ტესლა ალბათ ლეგენდად დარჩება, მგონი ვერც ტესლას ნაშრომები ვერ გაშიფრეს ბოლომდე ან არ შეიძლება ვერ მოასწრო ბოლომდე რამის დაწერა.... მან ბევრი რამე გაუმჯობესა და დანერგა კიდეც, მოკლედ ასეთი რამ რომ არსებობდეს ასეთი პატარა ზომის და ასეთი ადვილი ასაწყობი, ამდენ ხანს მოხდებოდა მისი დანერგვა.... ბოლო-ბოლო ელექტრო მობილებში მაინც...გამოდიან ვიღაც ვიღაცეები წერე რაღაც რაღაცეებს ლაპარაკობენ უაზროდ ამტკიცებენ რაღაცას და მიდი და მერე იმტვრიე შენ თაავი, შეეკითხები და იგივე პასუხს ამბობს.... ადგეს თუნდაც მაგ ვიდეოს ავტორი და ააწყოს თვითონ თუ ასე ესმის საკითხი და ვიდეოდან რომ მარტო უსაფუძვლო ლექციას კითხულობს...


ხო ეგ ვიცი და მეც ვხვდები რომ მსგავსი ტექნოლოგიებს ძაან ჩქმალავენ და მალავენ, ტესლასაც კი ყავდა მტრები.... ეხლაც არ აწყობს შეიზლება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ვიღაც-ვიღაც გავლენიან ფულიან ბიძიებს თუმცა უბრალოდ დაფიქდი:............. კაპანაძეს არ გააჩნია და არც აქვს, მისი ყველა ვიდეო არის ფეიკი....


Amper

რა კაცი რა კაცი გაიჩითა ამ თემაში..... გიორგი შენც ჩაგითრიესს ამ თემაში..?...biggrin.gif

This post has been edited by procesora on 27 Sep 2019, 11:53
viqtorich
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2173
წევრი No.: 146050
რეგისტრ.: 3-April 12

გამოგზავნილია: 27 Sep 2019, 12:45  #55298296      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
არ არსებობს მსგავსი მუშა დანადგარი

შენ შეიძლება უამრავი ვიდეო ნახო, მაგრამ აზრი ვერ გამოიტანო... იმიტომ რომ სულ სხვა დონეზე განიხილავ და აღითქვამ თავისუფალი ენერგიის საკითხს, ანუ არ იცი რას წარმოადგენს თავისუფალი ენერგიის წყაროები. მაგალითად, წვალობ უნიპოლარულ გენერატორზე, გინდა დაატრიალო და მიიღო ენერგიის მატება. მაგრამ წარმოდგენა არა გაქვს საიდან გაჩნდება ის დამატებითი ენერგია და არც გაინტერესებს როგორც ვხედავ... ის რასაც ტომ ბერდენი გიხსნის სითბურ ტუმბოზე, არი ფართოდ გავრცელებული მუშა დანადგარი, ზიმა-ლეტოს რომ ვეძახით. მისი მქკ 300-500 პროცენტზე მეტია. ანუ, ქსელიდან მიაქვს 1კილოვატ. საათი ენერგია და გამოყოფს 3-5 კილოვატ. სთ. სითბურ ენერგიას. ამ დამატებით ენერგიას (ჯოულებს) გარემოდან იღებს, კერძოდ ატმოსფეროდან... სამწუხაროდ შენ ვერ გაერკვიე მუშაობის პრინციპში, ან რუსულად ახსნილი ვერ გაიგეsmile.gif
* * *
QUOTE
კაპანაძეს არ გააჩნია და არც აქვს, მისი ყველა ვიდეო არის ფეიკი

მე ხომ გითხარი, სანამ არ გადახტები. ჰოპლა არ დაიძახო მეთქი... შენ თუ ფეიკი გგონია, მაგასაც არგუმენტებით უნდა დასაბუთება და დამტკიცება. მარტო ხელის აქნევა არ შველის მაგას....

This post has been edited by viqtorich on 27 Sep 2019, 13:16
procesora
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5929
წევრი No.: 14200
რეგისტრ.: 3-November 05

გამოგზავნილია: 27 Sep 2019, 14:38  #55298752      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ის რასაც ტომ ბერდენი გიხსნის სითბურ ტუმბოზე, არი ფართოდ გავრცელებული მუშა დანადგარი, ზიმა-ლეტოს რომ ვეძახით.

კონდიციონერებშიც საკმაოდ კარგად ვერკვევი, მანდ ფრეონის შვრება მაგას რომ მ.ქ.კ ჰქონდეს მაღალი.... მაგრამ ეგ არ ნიშნავს მსგავსი სისტემით თვით კვების პრობლემა გადაწყვიტო.....
QUOTE
მისი მქკ 300-500 პროცენტზე მეტია. ანუ, ქსელიდან მიაქვს 1კილოვატ. საათი ენერგია და გამოყოფს 3-5 კილოვატ. სთ. სითბურ ენერგიას. ამ დამატებით ენერგიას (ჯოულებს) გარემოდან იღებს,

გარემოდან კი არ იღებს შენ კაი ადამიანო ფრეონის ხარჯზე ხდება .... თუ ხარ კარგად ჩახედული კონდიციონერებში მიხვდები მაგას და სულ არ ჭირდება რაღაც ახალი ველოსიპედის გამოგონება.
QUOTE
მე ხომ გითხარი, სანამ არ გადახტები. ჰოპლა არ დაიძახო მეთქი... შენ თუ ფეიკი გგონია, მაგასაც არგუმენტებით უნდა დასაბუთება და დამტკიცება. მარტო ხელის აქნევა არ შველის მაგას....

არ ვიძახი შენ კაი ადამიანო ჰოპლას.... მინიმუმ 20 წელი იქნება ვმუშაობს მსგავს თემებზე მეც და სხვა მრავალიც... wink.gif ჯერ-ჯერობით ჩემი ექსპერიმენტებიდან ყველაზე მეტად გაამართლა უნიპოლარურმა გენერატორმა თუმცა აღარ გავიმეორებ რაც უკვე დავწერე. მინუსებიც გააცნია საკმაოდ.
ეხლა გლავიტაციურ ენერგიაზე ვმუშაობ.... ამ ენერგიაზე საუკუნეების უკანაც მუშაობდნენ ასე რომ ახალი ხილი არ არის, აქ შესაძლებელია თვითბრუნვის დაფიქსირება თუმცა რამე ენერგია მოხსნა იქედან სასარგებლო სხვა რამის გამოსაყენებლად რავი ჯერ-ჯერობით ვერც მე დავაფიქსირე თუმცა არის შესაძლებელი....
ყველაფერს წინასწარ ხომ არ დავწერ, ხომ მითხარი ჰოპლა მერე გააკეთეო და მეც რომ დავამთავრებ გრავიტაციაზე მუშაობას და თუ არ გამოვიდა არაფერი მერე დავუბრუნდები უნიპოლარულს და დავდებ მოდელსაც მეთქი..... მაცადეთ ცოტა მუშაობა.. boli.gif



QUOTE
შენ თუ ფეიკი გგონია, მაგასაც არგუმენტებით უნდა დასაბუთება

მე არ მჭირდება არგუმენტების მოყვანა კაპანაძის გენერატორზე, თავად კაპანაძებ მოიყვანოს რეალურად არგუმენტები თორემ თეორიურად მასე ყველაფერია შესაძლებელი, და თუ არ არის ფეიკი და რეალურია..... პრეზენტაცია იცი როგორ ხდება?.... პრეზენტაციის დროს უნდა იყვნენ მიწვეულები იმ დარგის სპეციალისტების ჯგუფი რომლებიც გარკვეულია მსგავს საკითხებში და არა სადმე გარაჟში ორი სამი კაცის თანდასწრებით ან ეზოში ნაცნობ მეგობრების წრეში.... უცხო სპეციალისტებით თანდასწრებით.... აი თუნდაც ვიდეო გრავიტაციურ ენერგიაზე გერმანელებიც ჩალიცობენ გადაავლე როგორ ხდება პრეზენტაციების დაგეგმა და დასწრება ხალხის...
ისწავლოს კაპანაძემ.
https://www.youtube.com/watch?v=7-5qd7bEiqA
https://www.youtube.com/watch?v=ePddD_1IHNY
https://www.youtube.com/watch?v=1Uepu2CpwRo
დაჟე დააშლევინეს და დაანახეს ხალხს რომ არაფერი საიდუმლო მანდ არაფერია და არც დამალური ფაზა და არც რამე აკუმულიატორები....
აი ასე ხდება პრეზენტაცია და არა ისე რაღაც კამერის უკან რა ხდება ეხლა ეგ არკვიე, ტელევიზიაშიც მიმუშავია და გადაღებებშიც და სცენარებშიც საკმაოდ ვერკვევი... wink.gif

აგერ ჩემზე მეტად ერკვევა ამპერა თეორიაშიც და თუ რამე გამოთვლა მინდა ფორმულები მაგან ჩემზე მეტად იცის, ლექტორად არის კაცი ნამუშევარი... gigi.gif
არც მაგას ჯერავს მსგავსი დანადგარების თუმცა ძაან მბალეშიკობს... ეგეც მაგას მეუბნება ჰოპლა მერე გააკეთეო.... popcorn.gif

This post has been edited by procesora on 27 Sep 2019, 14:47
viqtorich
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2173
წევრი No.: 146050
რეგისტრ.: 3-April 12

გამოგზავნილია: 27 Sep 2019, 15:26  #55299000      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
გარემოდან კი არ იღებს შენ კაი ადამიანო ფრეონის ხარჯზე ხდება .... თუ ხარ კარგად ჩახედული კონდიციონერებში მიხვდები მაგას და სულ არ ჭირდება რაღაც ახალი ველოსიპედის გამოგონება.

biggrin.gif კარგად მაცინე რა... როდის აქეთ გახდა ფრეონი საწვავი და ენერგიის წყარო? თუ ენერგიის აღება გარემოდან არ ხდება, მაშინ რატომ ამონტაჟებენ "ისპარიტელს" თავის ვენტილიატორით შენობის გარეთ? თუ კარგად ერკვევი კონდენციონერებში, მაშინ გეცოდინება რატომ ცხელდება მაცივრის უკანა მხარეს მოთავსებული რადიატორი...
QUOTE
მაგრამ ეგ არ ნიშნავს მსგავსი სისტემით თვით კვების პრობლემა გადაწყვიტო.....

სითბური ტუმბო იძლევა სითბური ენერგიის მატებას და არა ელექტრო ენერგიას. მაღალეფექტური გარდამქმნელის (სითბო-ელექტრობა) გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია თვითკვების განხორციელებაც...

This post has been edited by viqtorich on 27 Sep 2019, 15:28
procesora
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5929
წევრი No.: 14200
რეგისტრ.: 3-November 05

გამოგზავნილია: 27 Sep 2019, 15:50  #55299119      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
კარგად მაცინე რა... როდის აქეთ გახდა ფრეონი საწვავი და ენერგიის წყარო? თუ ენერგიის აღება გარემოდან არ ხდება, მაშინ რატომ ამონტაჟებენ "ისპარიტელს" თავის ვენტილიატორით შენობის გარეთ? თუ კარგად ერკვევი კონდენციონერებში, მაშინ გეცოდინება რატომ ცხელდება მაცივრის უკანა მხარეს მოთავსებული რადიატორი...

მერე რატომ არ აწყობენ ?....დაიწყონ მერე მსგავს პრონციპზე დამოკიდებული გენერატორების აწყობა...... biggrin.gif


QUOTE
კარგად მაცინე რა... როდის აქეთ გახდა ფრეონი საწვავი და ენერგიის წყარო?

სულ სხვა მიმაართულებით მიდიხარ, მასე არც თხევადი აზოტია საწვავი თუმცა მასში რომ ჩადვა 1 კვადრატი კვეთის მავრთული ას ამპერ დენსაც თავისუფლად გაატარებ ისე რომ კვეთს არაფერი მოუვა..... მაქნიტურნაკადსაც ახშოვს თხევად აზოტით გაციებული მეტალი და რა მერე მსგავსი ექსპერიმენტებით ბევრი რამ გააკეთეს თუმცა ეს სხვა მიმართულებაა და უფრო რთული დანადგარ აპარატურა არის საჭირო და სახლის პირობებში ამ ცდებს ვერავინ ჩაატარებს.... wink.gif


და რაც შეეხება ფრეონს, ფრეონი რომ არ იყოს კონდიციონის სისტემაში მასინ არ ექნებოდა ის მატება რაც რეალურად აქვს ეხლა....ასე რომ ეგ ფრეონის დამსახურებაა.

This post has been edited by procesora on 27 Sep 2019, 15:55
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3020
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 27 Sep 2019, 16:14  #55299234      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
procesora
QUOTE
არც თხევადი აზოტია საწვავი თუმცა მასში რომ ჩადვა 1 კვადრატი კვეთის მავრთული ას ამპერ დენსაც თავისუფლად გაატარებ ისე რომ კვეთს არაფერი მოუვა..... მაქნიტურნაკადსაც ახშოვს თხევად აზოტით გაციებული მეტალი და რა მერე მსგავსი ექსპერიმენტებით ბევრი რამ გააკეთეს თუმცა ეს სხვა მიმართულებაა და უფრო რთული დანადგარ აპარატურა არის საჭირო და სახლის პირობებში ამ ცდებს ვერავინ ჩაატარებს....

ამაზე გამახსენდა ისევ.
წინათ ვიკითხე და არავინ მიპასუხა.
საიდანღაც ვიცი, რომ გამტარს თუ მაგნიტურ ველში მოვათავსებთ, მისი წინაღობა გაიზრდებაო და რა დამოკიდებულებით ხდება ეს? ფორმულა ხომარავინ იცით?

This post has been edited by Komponent on 27 Sep 2019, 16:32
viqtorich
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2173
წევრი No.: 146050
რეგისტრ.: 3-April 12

გამოგზავნილია: 27 Sep 2019, 18:34  #55299779      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE

და რაც შეეხება ფრეონს, ფრეონი რომ არ იყოს კონდიციონის სისტემაში მაშინ არ ექნებოდა ის მატება რაც რეალურად აქვს ეხლა....ასე რომ ეგ ფრეონის დამსახურებაა.

ხოდა გეკითხები, რა პრინციპით ხდება ენერგიის მატება მარტო ფრეონის საშუალებით, გარემოს ზემოქმედების გარეშე? ხომ წაიტრაბახე კონდენციონერებში საკმაოდ კარგად ვერკვევიოsmile.gif
procesora
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5929
წევრი No.: 14200
რეგისტრ.: 3-November 05

გამოგზავნილია: 27 Sep 2019, 21:48  #55300389      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE

ხოდა გეკითხები, რა პრინციპით ხდება ენერგიის მატება მარტო ფრეონის საშუალებით, გარემოს ზემოქმედების გარეშე? ხომ წაიტრაბახე კონდენციონერებში საკმაოდ კარგად ვერკვევიო

აუ კაი რა მართლა ვერ ერკვევი თუ მეღადავები?....

წნევის საფუძველზე რა თქმაუნდა...................არც ის მეზარება კონდიციონერის მუშაობის
პრინციპი დავწერო თუმცა ეს საუბარი სხვაგან წაგვიყვანს...
viqtorich
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2173
წევრი No.: 146050
რეგისტრ.: 3-April 12

გამოგზავნილია: 27 Sep 2019, 23:05  #55300696      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
აუ კაი რა მართლა ვერ ერკვევი თუ მეღადავები?....

წნევის საფუძველზე რა თქმაუნდა..........

ხოოო... ეხლა კი გავიგე როგორც იქნა რა.... biggrin.gif
psyxo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5226
წევრი No.: 7763
რეგისტრ.: 13-December 04

გამოგზავნილია: 29 Sep 2019, 16:47  #55307190      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
მაგადია რაა...?!..
wink.gif givi.gif

დიაგნოზს მერე დავდებ
რაც ანალიზები გადამოწმდება
old.gif

This post has been edited by psyxo on 29 Sep 2019, 16:48
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (92) « პირველი ... 90 91 [92]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0592 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]