კაი იქნება მორიგი დაბოლება თუ არაა
ვაგონშმენებელთა ჰოლდინგი საერთაშორისო ლიცენზიის მისაღებად ემზადება
თბილისი (GBC) – საქართველოს ვაგონშმენებელთა ჰოლდინგი წარმოების გაფართოების გეგმაზე აცხადებს.
კომპანიის მფლობელი ბადრი წილოსანი ახალი მიმართულებების ათვისებას აანონსებს, მათ შორის, სატვირთო ვაგონებისათვის საჭირო ყველა დიდი და საშუალო სხმული დეტალის წარმოების საერთაშორისო ლიცენზიის მიღებას.
„ეს მართლაც უპრეცედენტო მოვლენა იქნება საქართველოს მასშტაბის მქონე ქვეყნისთვის. აღნიშნული პროდუქცია დღესდღეობით დეფიციტურია თავად მათსავე მწარმოებელ რუსეთსა და უკრაინაშიც და შემოაქვთ დამატებით ჩინეთიდან და ინდოეთიდან. დასახელებული ლიცენზიის მიღებით საშუალება მოგვეცემა შევამციროთ ვაგონების მშენებლობის და მათი შეკეთების ღირებულება, რაც საერთაშორისო დონეზე ჩვენი კომპანიის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს“, - ამბობს ბადრი წილოსანი.
კომპანიას ასევე დაწყებული აქვს ახალი თაობის მძიმეტონაჟიანი ვაგონების (ღერძზე 25ტ დაწოლის მქონე) ვაგონების მშენებლობისთვის ლიცენზიის მოპოვების პროცესი, რის დასრულებაც უახლოეს მომავალში იგეგმება.
„დღეისათვის, საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი აქტიურად თანამშრომლობს ყაზახურ კომპანიებთან, გვაქვს მნიშვნელოვანი საერთო პროექტები. ჩვენი კომპანია ყოველთვის განსაკუთრებით მიმზიდველი იყო და არის პოსტ საბჭოთა ქვეყნებისათვის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი პროდუქციის ხარისხი და დაინტერესება ამ რეგიონიდან“, - აცხადებს ბიზნესმენი.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=98517&lang=geoსა ეს 23-ე ბიურო კიდე რა აუღებელი ციხე სიმაგრეა თუ რაა
ხარაგაულში „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" 60-მდე თანამშრომელმა მუშაობა შეწყვიტა
ხარაგაულში, ბეჟათუბანში კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" 60-მდე თანამშრომელმა სარკინიგზო ხაზისა და გვირაბის მშენებლობა შეაჩერა. მუშები კომპანიაში შრომითი პირობების დარღვევას აპროტესტებენ.
„ლიბერალი" გიორგი კინაძეს ესაუბრა, რომელიც გაფიცულ მუშებს შორისაა. ის ჰყვება, რომ რამდენიმე დღის წინ გვირაბში ორმა მისმა თანამშრომელმა თავზე დაზიანება მიიღო, მაგრამ არავის გაუხმაურებია და ახლა სხვა დანარჩენ, 60-მდე მუშასთან ერთად, კომპანიის მხრიდან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ:
„გვირაბში მუშაობა უამრავ რისკს შეიცავს. არ გვინდა ამ პირობებში მუშაობის გაგრძელება. მოვითხოვთ სახელმწიფოსგან ადეკვატურ რეაგირებას. ჩამოვიდნენ და ნახონ, რა მდგომარეობაა".
რკინიგზის ახალი პროფესიული კავშირების ინფორმაციით, მათ 2017 წლის ოქტომბერში აღნიშნულ უბანზე განახორციელეს ინსპექტირებისა და მონიტორინგი და გამოვლინდა, რომ კომპანია შრომის კოდექსს უხეშად არღვევს.
„ადგილობრივი დასაქმებულების მხრიდან მიღებულმა გადაწყვეტილება, რის შედეგადაც სამუშაო პროცესი შეჩერდა, ვფიქრობთ, უკავშირდება დამსაქმებლის მხრიდან აღებული ვალდებულებების ნაწილობრივ შეუსრულებლობას, გამომდინარე აქედან, მოუწოდებს სს „საქართველოს რკინიგზას“ და ააიპ „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლობას საქართველოში, დროულად იქნას უზრუნველყოფილი მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო გარემო", - წერია პროფკავშირის განცხადებაში.
http://liberali.ge/news/view/33682/kharaga...aoba-shetsyvita