რამდენიმე საათის წინ, დიდ დიღომში ერთდროულად რამდენიმე ოჯახში გაჩნდა ხანძარი. სოციალური ქსელის მომხმარებლები, რომლებიც დიდი დიღმის მაცხოვრებლები არიან, ინციდენტს გაზის მაღალი წნევით მიწოდებას აბრალებენ და ერთმანეთს გადარჩენას ულოცავენ.
როგორც ,,ფოსტალიონს” შპს ,,დიდი დიღომი გაზის” დირექტორმა ჯემალ წერეთელმა განუცხადა, ყაზტრანსგაზში მოხდა გაზმარეგულირებელი პუნქტის შეფერხება, რამაც მოსახლეობის მცირე ნაწილთან გამოიწვია გაზის მაღალი წნევით მიწოდება.
– მოსახლეობა შეშფოთებულია მომხდარის გამო და აღნიშნავენ რომ სიკვდილს თვალებში უყურებდნენ…..
-რასაკვირველია შეშინდა მოსახლეობა და არის ზარალიც, მაგრამ არ არიან დაშავებულები. ბრიგადების მობილური ჯგუფები იყვნენ აღნიშნულ მისამართებზე და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
– ხომ არ იყო ეს გამოწვეული უყურადღებობით და მომხდართან დაკავშირებით ხომ არ დაწყებულა გამოძიება?
-რა შუაშია გამოძიება….რას ვიზამთ ყველაფერი ხდება, ქუჩაშიც რომ მიდიხართ შეიძლება მანქანა დაგეჯახოთ.
-ბატონო ჯემალ! ქუჩაში მანქანის დაჯახების დროს საქმე იმ წუთიდან აღიძვრება და მიდის გამოძიება.
-ხო…რა ვიცი. კარგად ბრძანდებოდეთ!
ამის შემდეგ ერთ-ერთ დაზარალებულს დავუკავშირდით რომელმაც მომხდარის დეტალებზე გვესაუბრა და გვითხრა, რომ კორპუსში რამდენიმე ოჯახი ერთდროულად ებრძოდა ცეცხლს.
,,ვაიმეეეე…..უცებ გაჩნდა ცეცხლი, მე და ჩემი შვილი ვებრძოდით და გველეშაპივით ორჯერ მეტი ამოდიოდა….მერე მეზობელი ამოვარდა და გადაგვიკეტა გაზი…წამებში მოხდა ეს ყველაფერი…აფეთქებას გადავრჩი…სამზარეულო დამეწვა….შუა ნაწილი, გაზქურა, გაყვანილობა, გამწოვი….თითები დამეწვა. მეზობელს ხანძარი გაუჩნდა სახანძრომ ჩააქრო…მოკლედ ბევრ ოჯახში საშინელება დატრიალდა…..მადლობა ღმერთს გადავრჩით”-გვითხრა მან.
,,,ფოსტალიონი” ყაზტრანს-გაზის თბილისის ცენტრს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ჯგუფი გასულია შემთხვევის ადგილზე და ზუსტ მიზეზს ამ ეტაპზე ვერ აგვიხსნიან. სავარაუდოდ მალე გაირკვევა მიზეზი შემთხვევის, რომლის მსხვერპლი შეიძლება რამდენიმე ოჯახი ყოფილიყო.
საინტერესოა როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მოსახლეობა და არსებობს თუ არა თავის დაცვის რაიმე მექანიზმი როცა თურმე ,, რას ვიზამთ,ყველაფერი ხდება”?
http://www.postalioni.com/2017/01/%e1%83%a...83%a1%e1%83%90/