#10469122 · 18 Jul 2008, 23:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ჭრიჭინა (1954), წარმატებული საბჭოთა კინოკომედია |
ფილმი ძალიან მიყვარს, სასიამოვნო კომედიაა, თუმცა მასში ფანტასტიკის ელემენტებიც შეინიშნება. კერძოდ, ატირებული ჭრიჭინა ახალი მანქანით (იმ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საბჭოური წარმოების ტრანსპორტი) სოფელში მიყავს ბიჭიკოს (კი არ მიყავს ქარივით მიაქროლებს მანქანას), ამ დროს კი ჰოი საოცრებავ! ჭრიჭინას ნათესაობის კულტურული წარმომადგენლები, არქიტექტორი ნამორაძე და ძმანი მისნი ასწრებენ ყვავილების შეკვეთას და სოფელში ჭრიჭინაზე უფრო ადრე ჩასვლას, რომ არ მენახა სოფლის რკინიგზის სადგური ვიფიქრებდი კონკორდით ჩაფრინდნენო.
--------------------
"თუ ჩემი მტერი შეჭამა ნიანგმა, ეს არ ნიშნავს რომ ნიანგი ჩემი მეგობარია" (აფრიკული ანდაზა)
"Any girl can be glamorous. All you have to do is stand still and look stupid" Hedy Lamarr
|