გავერთდე
მაინცდამაინც ჭეშმარიტ კატეგორიზაციაზე და აღწერაზე არ მაქვს პრეტენზია. უბრალოდ მცდელობაა. მოტოციკლეტები დანიშნულების მიხედვით გადანაწილებულია სხვადასხვა კატეგორიებში. ჯერჯერობით არ არსებობს მოტოციკლეტების სტანდარტული კატეგორიზაცია, სხვადასხვა ბრენდს სხვადასხვანაირად აქვს კატეგორიზაცია გაკეთებული.
Sport motorcycle - გათვალისწინებულია სპორტული ტრეკებისთვის, ორიენტირებულია სისწრაფეზე და მანევრირებაზე, სპორტ ბაიკის პოპულარული მოდელებია: იამაჰა R1, სუზუკი GSXR, ჰონდა CBR1000, დუკატი Panigale
Standard naked ეწოდება ბაიკს, რომელსაც სტანდარტული ჯდომა აქვს და არ არის შეფუთული პლასმასის ან მეტალის საშუალებებით; პოპლულარული მოდელებია Suzuki bandit, Honda hornet, Kawasaki r650n; Yamaha MT7, Yamaha MT9, Suzuki GSR600, Triumph triple, Ducati moster; სტანდარტ ბაიკი ყველაზე გავრცელებული სტილია სტრიტ ბაიკებში; ასეთი მოტოციკლეტი, როგორც წესი უნივერსალურია, მაგრამ უმეტესწილად მოსახერხებელია ყოველდღიური ტრანპორტირებისთვის და მოკლე დისტანციებზე სამოგზაუროთ. თუმცა მძლავრ მოტორიანი სტანდარტული მოტოები უნივერსალური მოტოებს წარმოადგენენ, მათ Allrounder- საც ეძახიან. ასეთი ბაიკებია Yamahas მაღალი კუბადურის ფეიზერები და ჰონდას მაღალი კუბადურის CB მოდელები (600-ის ზევით);
Dual Sport - გათვალისწინებულია უზროობისთვისაც და ტრასაზე სპორტული მანევრირებისთვისაც. პოპულარული მოდელებია Suzuki's V-Strom 650, Kawasaki klr650; Honda's XR650L; დუალ სპორტები გამოირჩევიან გამძლეობით, ასეთი მოტო ხელსაყრელია მგზავრის გარეშე უმეტესწილად გრუნტის და უგზოობის პირობებში სამოგზაუროდ.
Cross, Enduro - ასეთი მოტოები არ არის სტრიტები, ანუ არსებითად გათვალისწინებულია არა გზებისთვის არამედ სრულიად უგზო პირობებისთვის;
Cruiser - ამ სტილის მშობელი ამერიკაა. ჯდომის სტილი სპორტულისგან ძალიან განსხვავებულია, მხედარი უკანაა გადახრილი, საჭე მაღლა არის წამოწეული, ფეხის სატერფულები ისეა განთავსებული, რომ მუხლში ფეხი ოდნავ იხრება. ძალიან ხელსაყრელია ასაკში შესული და მზიმე წონიანი რაიდერებისთვის. ასეთი ჯდომის სტილი მათთვის არადამღლელია. ყველაზე პოპულარული მოდელები ამ სტილში ჰარლი დევიდსონს ჰყავს, თუმცა ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სეგმენტია მოტოებში და ჰარლის ამ მიზეზით ბევრი კონკურენტი ჰყავს იაპონური ოთხეულიდან და ევროპელი სამეულიდან (BMW, Triumph, Ducati); საქართველოში კრუიზერი სპორტის მერე ყველაზე პოპულარული სტილია. საქართველოში კრუიზერებს ჩოპერებს უძახიან რატომღაც, ჩოპერი კი კასტომ (გადაკეთებული) ბაიკის ერთერთი სტილია.
Retro bike სტილი, როგორც სერიული წარმოების სტილი ახალია - ეს ხაზი თავიდან ძალიან გააძლიერა ტრიუმფმა და მის მიერ წარმატების მიღწევის მერე სხვებმაც არ დააყოვნეს, რეტრო სტილი ძალიან ჰგავს სტანდარტულ naked ბაიკს, თუმცა უფრო ხაზგასმულია დიზაინში რეტრო შტრიხები. რაც ეს კატეგორია სტანდარტული ბაიკების კატეგორიას გამოეყო, სტანდარტულებმა უფრო ალღო აიღეს სტრიტფაიტერულ სტილზე. რეტრო სტილის საუკეთესო ნიმუშებია: triumph boneville, Triumph Scrambler, Ducati Scrambler, Triumph T100, BMW nineT, Yamaha XSR900, Honda CB1000r
Adventure bike, ანუ ე.წ. სათავგადასავლო ბაიკი - ეს არის სტანდარტ ბაიკი დუალ სპორტ ბაიკის სპეციფიკაციებით და სპორტ ტურინგის კომფორტით. ედვენჩერი გათვალისწინებულია შორი დისტანციებისთვი და უგზოობისთვის, მას როგორც წესი მაღალი თვირთგამწეობა და კომფორტის კარგი სპეციფიკაციები აქვს. ედვენჩერის კლასიკური ნიმუშია BMW GS1200r. მას ჰყავს მეტოქეები დუკატის მხრიდან: Ducati Multistrada, Triump Tiger, Honda Africa Twin, არის უფრო იაფი კონკურენტებიც მაგალითად Kawasaki Versus650, Suzuki V-storm;
Touring - ტურინგი ამერიკული კრუზერის ტიპის დიდი მოტოციკლეტია, რომელსაც დამატებული აქვს დიდ დისტანციაზე მოგზაურების სპეციფიკაციები. ტურინგებს დიდი ძალიან კომფორტული სავაძლები აქვთ, საბაზისო კომპლექტაციაში აქვთ დიდი საბარგულები, უკანა სავარძელი ისეთივე კომფორტულია, ზოგჯერ უფრო კომფორტულიც ვიდრე მხედარის, აქვს დიდი ქარს საწინააღმდეგო მინა, რადიო კავშირი, ხმის გამაძლიერებელი დინამიკები,საჭის სახელურების გათბობა; როგორც წესი ასეთი მოტოებს აქვს მძლავრი მოტორები. ედვენჩერებისგან განსხვავებით გათვალისწინებული არაა უგზოობისთვის. ყველაზე პოპულარული მოდელი ამ კლასში ჰარლი დევიდსონს ჰყავს, ასევე პოპულარულია Honda Gold wing, ამ კლასში მოდელები ჰყავს სხვა ბრენდებსაც BMW, Triumph, Yamaha;
Sport Touring - თუ ტურინგ სტილი უფრო ამერიკული მოგზაურობის სტილია, სპორტ ტურინგი უფრო ევროპულია. Sport ტურინგის მოტო სპორტული მოტოა, რომელიც გადაკეთებულია მეტი კომფორტული მგზავრობისთვის: საჭე აწეული აქვს, როგორც სტანდარტ ბაიკებს, ფეხის მოხრილობა ისეთი მახვილი არაა, როგორც სპორტ ბაიკებზე, მაგრამ არც ისე მოშვებული როგორც სტანდარტებზე ან კრუიზერებზე, მგზავრიც სავარძელი სპორტ ბაიკისგან განსხვავებით ბევრად კომფორტულია. ზოგადად ბაიკი ხასიათდება სპორტული სპეციფიკაციით: სწრაფი აღებით, მანევრირებით, სიმსუბუქით, მაგრამ უმეტესწილად ეს დიდ მანძილებზე სამგზავრო სტანდარტული მოტოა ძლიერი ძრავით, დამატებითი კომფორტით და ქარსაწინააღმდეგო პლასმასებით. ამ კლასში ძალიან პოპულარულია Honda VFR800, BMW F800ST.
Scooter - სკუტერი ურბანული ტრანსპორტია, არსებითად მოსახერხებელია შიდა საქალაქო გადაადგილებისთვის და ამისთვისაც არის შექმნილი. მას აქვს მოტოებიდან სრულიად სხვანაირი ჯდომის სტილი, ამიტომ მასზე კაბითაც შეიძლება მოთავსდე და ატარო. როგორც წესი არ აქვს გადაცემათა კოლოფი და თუ აქვს ავტომატურია. სკუტერი ფასითაც და ტარების სტილითაც უფრო დემოკრატიულია. ყველა ცნობილ დიდ ბრენდს აქვს თითქმის სკუტერის მოდელები (ჰარლის, დუკატის, ტრიუმფის გარდა)