დღეს კარგად არის ცნობილი, რომ კვალიფიციური საადვოკატო მომსახურება საკმაოდ ძვირად ღირებულ სფეროს განეკუთვნება, შესაბამისად ბევრ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ამ სერვისით. ხშირად მათი ინტერესების დაცვა ვერ ხერხდება სრულყოფილად, განსაკუთრებით კი, როცა პირს ედავებიან დანაშაულის ჩადენას და აკავებენ.
როგორც ცნობილი გახდა, პროექტი "ჩემი ადვოკატი" სთავაზობს მათ, ვისაც ბრალი აქვს წარდგენილი და შეფარდებული აქვს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა, გაუწიოს უფასო იურიდიული/ საადვოკატო მომსახურება სრულიად უსასყიდლოთ, ამასთან შერჩეულ სისხლის სამართლის საქმეზე იმუშავებენ სხვადასხვა ადამიანებისგან შემდგარი გუნდი, ხოლო ამ გუნდს კი ხელმძღვანელობას გაუწევს, მრავალწლიანი საადვოკატო გამოცდილებით, სისხლის სამართლის სპეციალიზირებული, მათ შორის დამატებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სპეციალიზირებული ადვოკატი - ნინო ლომინაძე.
აღნიშნულ პროექტის ფარგლებში, ადვოკატი ნინო ლომინაძე გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებს წინა სასამართლო სხდომასა და არსებით განხილვაში, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში. იშუამდგომლებს სასამართოსთან საჭიროების მიხედვით და ჩაატარებს საგამოძიებო მოქმედებებს.
პროექტით მიერ შეთავაზებული სერვისით სარგებლობისთვის, როგორც პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარიამ კურტანიძემ განგვიცხადა, საჭიროა ფეისბუქ გვერდზე დაკავშირება და შეხვედრის ორგანიზება ადვოკატებთან. საქმის გაცნობისა და შეფასების შემდგომ შეირჩევა სამი საქმე.
საადვოკატო მომსახურება არის სრულიად უფასო და არა კომერციული.
სურვილის მხიედვით შეგიძლიათ დაეკონტაქტოთ და შეარჩიოთ შესაბამისი დრო და ადგილი შეხვედრისთვის.
593 33 03 02 ნინო ლომინაძე
557 217 686 მარიამ კურტანიძე
http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1...94%E1%83%91/57/https://www.facebook.com/%E1%83%90%E1%83%93...834953563477266 This post has been edited by niana on 10 Sep 2020, 15:50