Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > აგრობიზნესი > ვაზის ნერგი


Posted by: /George/ 3 Oct 2017, 15:16
ვაწარმოებთ ვაზის ნერგის შემდეგ ჯიშებს:

საფერავი
ქისი
კახური მწვანე
რქაწითელი
წითელი თითა (დამსკი პალეცი)

ნერგი არის 1 წლიანი, უმაღლესი ხარისხის.

დამყნობის დროს გამოყენებულია BB5-ის საძირე (მწარე), კვირტი აღებულია საკუთარი ვენახებიდან, დაცულია ჯიშთა სიწმინდე.
ნერგი წარმოებულია კახეთში, გურჯაანის რაიონში.

შესაძლებელია საბუთის გაცემაც.

თუ ვინმე იქნება ყიდვით დაინტერესებული დამიკავშირდით ნომერზე: 555 00 80 40 (გიორგი)

Posted by: severuss 11 Oct 2017, 09:00
/George/

ფასებიც მიგეწერა ბარემ

Posted by: /George/ 11 Oct 2017, 17:04
severuss

ფასების დაწერა ჯერ ცოტა ადრეა, რომ ამოვიღებთ ნიადაგიდან, სავარაუდოდ 1 თვეში დაალაგებს ფასებს ბაზარი და ზუსტად გვეცოდინება.
+ გააჩნია რაოდენობასაც.

Posted by: axlguns 13 Oct 2017, 13:59
/George/
მცირე ოდენობით და სად შეიძლება ყიდვა??

Posted by: /George/ 13 Oct 2017, 17:16
axlguns

დამირეკეთ და თბილისში შემიძლია მოგაწოდოთ.

Posted by: dvt333 18 Oct 2017, 18:59
/George/
მაინც რა ეღირება დაახლოებით 1000ძირი საფერავი?

Posted by: /George/ 22 Oct 2017, 00:36
dvt333
ეხლანდელი ფასი დაახლოებით 2 ლარია ცალი პირველი ხარისხის.

Posted by: kaxaberski66 22 Oct 2017, 23:04
/George/
სურათი კარგი და ლამაზი სანახავია.
წარმატებებს გისურვებ ღვთისნიერ საქმეში.

Posted by: SoSeLa 23 Oct 2017, 11:51
/George/
ღმერთმა ხელი მოგიმართოს მეგობარო, საშვილიშვილო საქმეს აკეთებ !!

Posted by: /George/ 23 Oct 2017, 17:25
kaxaberski66
SoSeLa

გაიხარეთ მეგობრებო!

ამ საქმეს ჩვენ ოჯახში საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს, თავის დროზე პაპამ დაიწყო, ეხლა მამა აგრძელებს და მე დაახლოებით 10 წელია ჯერ რაც ჩართული ვარ მეურნეობის წარმართვაში.
საინტერესო საქმეა ყველა სიკეთესთან ერთად smile.gif

ბოლოსდაბოლოს ვაზის სამშობლოა საქართველო.

მალე ბოთლის ბრენდირებულ ღვინოს გამოვიტანთ ქართულ ბაზარზე, ქვევრის საფერავს და გირჩევთ გასინჯოთ smile.gif alk.gif

Posted by: vixn 23 Oct 2017, 19:52
/George/
აბა შენ იცი. წარმატებები.

Posted by: /George/ 24 Oct 2017, 19:32
vixn
გაიხარე
მადლობა!

Posted by: dvt333 25 Oct 2017, 14:11
/George/
რქაწითელი 4000 ძირი რა დამიჯდება იქნება ეგეც მითხრა

Posted by: /George/ 25 Oct 2017, 20:43
dvt333
ჯერჯერობით დაახლოებით 1.5 ლარზეა საუბარი პირველი ხარისხის ნერგზე და წინასწარ ამ ფასებში იყიდება.
ვნახოთ 2-3 კვირაში, რომ ამოვიღებთ ნერგს და რეალურად დაიწყება გაყიდვები რა ფასი იქნება, ან მოიმატებს, ან დაიკლებს.
მოთხოვნა-მიწოდების მიხედვით.

წინასწარი შეთანხმებითაც შეგვიძლია ფასზე დალაპარაკება ბეს გადახდის შემთხვევაში, ან ხელშეკრულებით, თუ გინდა საბუთით თუ კომპანია გაქვს.

მთავარი რაც შემიძლია გითხრა ისაა, რომ როცა ყიდვას დააპირებ და საბაზრო ფასებს მოიძიებ მე დამატებით ფასდაკლებით მოგყიდი მაგ რაოდენობას.
ამას პლუს გაჩვენებ მეურნეობას (ვენახებს, საიდანაც ვიღებთ საკვირტე მასალას) მეტი სანდოობისთვის.
და პლუს თუ გაზაფხულზე აპირებ დარგვას, შემიძლია მანამდე შეგინახო ნერგი, რომ არ გაშრეს, საჭირო პირობებში (ვგულისხმობ შენობას სადაც ვინახავთ ხოლმე ნერგს გაზაფხულამდე, ფენა-ფენა შავ სილაში ჩაფვლით და ტენიანობის შექმნით, ანუ მორწყვით).

Posted by: dvt333 25 Oct 2017, 21:49
/George/
სავარაუდოდ დამჭირდება მინიმუმ ზემოთ ხსენებული რაოდენობა და დაგიკავშირდები, 3 წლის წინ ვიყიდე 4000 ძირი რქაწითელი ლარად და 95%მა იხარა. წელს ჰექტარზე 10 ტონა გაასწორა უკვე

Posted by: /George/ 25 Oct 2017, 23:23
dvt333
მესამე წელს 10 ტონა კარგი შედეგია, შემდეგ წელს უკვე სრული მოსავალი უნდა მიიღო. მე უხვმოსავლიანი რქაწითელი მიდგას 20 წლის ვენახია და გასულ წელს 25 ტონა მივიღე 1 ჰექტარზე. საკვირტე მასალაც ამ ვენახიდან მაქვს აღებული რქაწითელის ნერგებზე.

Posted by: musha_boquladze 21 Nov 2017, 22:14
/George/
გამარჯობა
არის კიდევ ნერგების საშუალება თბილისში მოწოდებით? იმ პირობით რომ ცოტა მინდა 5-10 ც ქისი, კახური მწვანე და საფერავი

Posted by: /George/ 26 Nov 2017, 22:58
musha_boquladze

გამარჯობა
კი შემიძლია მოგაწოდო 3 დეკემბერს.
დამირეკე ამ ნომერზე 555008040
რომელი ჯიში რამდენი გინდა

Posted by: Kobalty 27 Nov 2017, 16:43
/George/
მოიცა ჰექტარზე 20 ტონა ნორმაა რქაწითელისთვის?
ანუ შემოსავალი დაახლოებით 15000 ლარია ჰექტრიდან? rolleyes.gif

თუ ასეა, დაახლოებით ხარჯი რა აქვს წლიურად ჰექტარ რქაწითელს?

Posted by: /George/ 27 Nov 2017, 18:22
Kobalty

ხო წლევანდელი ფასით (1კგ - 0.75 ლ) 15000 ლარი გამოდის.
გააჩნია, წინა წელს 25 ტონა მივიღე რქაწითელი ჰექტარში და წელს 2 ტონა (5-ჯერ დაისეტყვა).
თუ კარგად უვლი და სტიქიამაც ხელი არ შეგიშალა მინიმუმ 20 ტონა უნდა მიიღო ჰექტარზე.

ვენახის ხარჯი წლიურად ჰექტარზე მე 7000 ლარი მაქვს დათვლილი.

Posted by: /George/ 9 Jan 2018, 20:26
საფერავის ნერგი გაიყიდა

იყიდება დანარჩენი ჯიშები

Posted by: KasperRiters 9 Jan 2018, 21:55
dvt333

ახლა გვიანი არ არის? ვინ იყიდის იანვარში ვაზს?


Posted by: /George/ 10 Jan 2018, 11:24
KasperRiters

ამინდებს თუ გავითვალისწინებთ გვიანი არც ეხლაა. ყინვა არაა, თოვლი არაა, რატომ არ შეიძლება დარგვა?
თუმცა უფრო აქტიურად მარტიდან დაიწყება დარგვა და მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

Posted by: KasperRiters 10 Jan 2018, 23:30
/George/

გასაგებია


---------------------------

Posted by: dvt333 28 Feb 2018, 19:48
/George/
საფერავი აღარ გაქ ხო შენ? ფასზე თუ გაქ რამ ინფორმაცია ან სად შეილება შოვნა იქნება გამაგებინო თუ რამე იცი რა, 400 ძირი მინდა

Posted by: vako500 24 Jan 2019, 14:12
[img]https://c.radikal.ru/c04/1901/f7/1eb7cbc3db8f.jpg[/img]


გამარჯობა იქნებ ვინმემ იცოდეთ მაქვს რამოდენიმე კალმით გახარებული ვაზი მინდა ხეივანი გავაკეთო და რა ვუშველო უჭირთ ცოტა გაზრდა თანაც ნაკვეთი სადაც დარგულია ირგვლივ წყალი არსადაა ხელით უნდა მოირწყას ხოლმე და რაიმე რჩევებს მომცემთ როგორ გავახარო? ნერგები 2 წლისაა მე კიდევ გარტმაში არ ვარ მევენახეობის user.gif ვაზის ჯიშია თეთრი თითა

Posted by: levani169 24 Jan 2019, 17:50
vako500
თუ უკვე გაქვს გახარებული ნერგი ახლიდან რატომ ან როგორ უნდა გაახარო,გადატანა გინდა?
მოკლედ ღრმა ორმო ამოიღე,ორგანული სასუქი,მიწა,ლამი და პერლიტი აურიე იმ ორმოში და ჩარგე ისე რომ ნერგის კვირტი ზედაპირიდან 10 სმ იყოს მაღლა.ნიადაგი კარგად უნდა დაუტკეპნო,საყრდენად ცერის სისქის ორ მეტრიანი ჯოხი შეუდგა და ეგაა.

Posted by: toni33 25 Sep 2020, 09:58
user posted image
user posted image მაინტერესებს ეს ყურძენი რა ჯიშია...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)