Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რელიგია > რატომ უყვართ ქრისტიანებს ნატანჯი და მკვდარი წმინდანები


Posted by: ZAZAi 20 Jan 2010, 14:17
პირველი ქრისტე იყო. აწამეს და მოკლეს. მერე გააღმერთეს. არც ერთი მოციქული თავისი სიკვდილით არ მომკვდარა იოანეს გარდა. ყველა წამებით მოკლეს. შემდგომში წამებულობა უკვე გარანტია იყო რომ წმინდანად შეგრაცხავდნენ. ზოგი უკვე ოცნებობდა, რომ წამებით მოეკლათ. ხო, და კიდევ ერთი პირობა: მკვდარი უნდა იყო. ცოცხალი წმინდანობას ვერ ეღირსები.
ისმის კითხვა რატომ? თუ ადამიანი ღვთის სულიერია, თუ მისგან ღმერთი ლაპარაკობს და მოქმედებს, განა სიცოცხლეში უფრო მეტი სარგებლობის მოტანა არ შეუძლია? ვიდრე რომ მოკვდება, იმისი ხატი გააკეთო,ძვლები ექსპონატებად გამოფინო, ხსენების დღე დააწესო და რაიმე ფუნქცია დააკისრო. მაგალითად ფორუმის მოდერატორთა მფარველი წმინდანის ?
ქრისტემ თქვა: -ილოცეთ და იფხიზლეთ რათა არ შეხვიდეთ განსაცდელში. შესაბამისად ვინც ბევრს ლოცულობს და ფხიზლობს,ანუ მეტად სულიერია, განსაცდელში არ შევა.
განა წამებით სიკვდილი განსაცდელი არ არის? მაშ რაღატო ვიკვეხნით განსაცდელებით და ავადმყოფობით?
ღმერთი სადისტია და ჩვენ მაზოხისტები?

არ მჯერა.

იქნებ ბრბოს სიამოვნებს სისხლიანი სცენები? ქრისტეს დროს ძალიან პოპულარული იყო გლადიატორების ბრძოლები, ადამიანების მხეცებით დაგლეჯა. ახლაც "უჟასები" და ბოევიკები ყველაზე პოპულარული სანახაობაა. vik.gif
რატომ უნდა იყოს წმინდანი მკვდარი, ეს გასაგებია. ადამიანების შურის გამო. ცოცხალს ასეთ პოპულარობას ვერ აპატიებენ.
გაიხსენეთ რა უქნეს ორიგენეს,რომელსაც ამხელა დამსახურება აქვს ქრისტიანობის წინაშე- ერეტიკოსად გამოაცხადეს. ახია მაგაზე, დატეულიყო თავის ქერქში smile.gif ვინც ორიგენე "გააფუჭა", მერე ისიც ერეტიკოსად გამოაცხადეს და ასე. ვის შერჩენია კაი ცხოვრება. აი, თუ გაწამებენ და მოგკლავენ, უკვე კაი ტიპი ხარ, შესაშური არაფერი გაქვს და შეიძლება შენი გაწმინდანება.
აბა, თქვენ იცით ახლა, სასიამოვნო აღშფოთებას გისურვებთ wink.gif

Posted by: zazagaba 20 Jan 2010, 14:43
ZAZAi
გიჟი ხარ ბიძია ვიღაცა ხარ,

მეზარება ეხლა შენთან ლაპარაკი და კამათი

Posted by: gurabe 20 Jan 2010, 14:45
ZAZAi
ქრისტე ხალხს არ გაუღმერთებია ის სულ ღმერთი იყო.
ადამიანის გარგაცვალებიდან დიიდ ხანი სჭირდება იმას რომ აკურთხონ წმინდანად,რადგან ჯერ იკვლევენ მის ცხოვრებას,მის საქმეებს და თუ მართლაც ,,წმინდად" ცხოვრობდა ამის შენდეგ შერაცხავენ წმინდანად.
ღმერთი სადისტი არ არის,მაგრამ მისთვის წამება ნიშნავს,რომ უფალი ისე უყვარს იმ ადამიანს რომ საკუთარ სიცოცხლეს ურჩევნია.
ორიგენე ჰქონდა ისეთი ნაშრომები რის გამოც გამოაცხადეს ერეტიკოსად,თუ არ ვცდები ეს მოხდა მეორე მსოფლიო კრებაზე.
მაგრამ მისი ყველა ნაშრომი არ უარყვეს,კაბადოკიელებმა,გრიგოლ ნოსელმა,ბასილი დიდიმა და გრიგოლ ღვთის მეტყველმა აიღეს მისგან ყველაფერი კარგი და ცუდი უარყვეს.ამ წიგნს ეწოდა ფილოკაბი.

Posted by: ZAZAi 20 Jan 2010, 16:21
QUOTE
ღმერთი სადისტი არ არის,მაგრამ მისთვის წამება ნიშნავს,რომ უფალი ისე უყვარს იმ ადამიანს რომ საკუთარ სიცოცხლეს ურჩევნია.
აი შენ როდესაც ვინმე გეტყვის მიყვარხარო, უთხარი სანამ არ ეწამები და არ მოკვდები ჩემი გულისთვის, არ დაგიჯერებ თქო. მერე როცა მოკვდება, ჩასვი მისი სურათი ოქრო-ვერცხლით და მარგალიტებით მოკაზმულ ჩარჩოში და ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს wink.gif
ღმერთი რისი ღმერთია თუ ადამიანის გულს ვერ ხედავს და რაიმეს მტკიცება ჭირდება ადამიანისგან?
QUOTE
ორიგენე ჰქონდა ისეთი ნაშრომები რის გამოც გამოაცხადეს ერეტიკოსად
ვინ განსაჯა ორიგენე? იმპერატორის დანიშნულმა ლაქია ეპისკოპოსებმა. კარგად შეისწავლე ისტორია.
რა კარგია არა? კაცი სანაგვეზე მოისროლეს, იმის ნაშრომებს კი კარგად იყენებენ

Posted by: gurabe 20 Jan 2010, 16:38
ZAZAi
მე და უფალს გვადარებ ერთმანეთს? რაღაც ცუდი შედარებაა....უფალი არავის ეუბნება ჩემთვის ეწმეთო,უფლის რწმენა და მისი დიდება ჩვენ გვჭირდება და არა მას....
ვინ განასაჯა არა უბრალდო ერეტიკოსად გამოაცხადეს 2 მსიფლიო კრებაზე,რაც ცუდი იყო უარყვეს და რაც არა რატომ უნდა ,,მოესროლათ სანაგვეზე"?

Posted by: tamti1 20 Jan 2010, 17:45
ZAZAi

ფორუმზე ამ კითხვის დასმას რა აზრი აქვს? მიბრძანდი ეკლესიაში და მოძღვარს კითხე თუ მართლა გაინტერესებს და თუ არა და რა გაწუხებს? mad.gif


Posted by: რეჟისორი 20 Jan 2010, 17:49
მაგ ლოგიკით ზორგე ახლა ქრისტეს გვერდით ზის ეტყობა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: lady belle 20 Jan 2010, 18:59
QUOTE (ZAZAi @ 20 Jan 2010, 14:17 )
პირველი ქრისტე იყო. აწამეს და მოკლეს. მერე გააღმერთეს.
თუ ადამიანი ღვთის სულიერია, თუ მისგან ღმერთი ლაპარაკობს და მოქმედებს, განა სიცოცხლეში უფრო მეტი სარგებლობის მოტანა არ შეუძლია? ვიდრე რომ მოკვდება, იმისი ხატი გააკეთო,ძვლები ექსპონატებად გამოფინო,

ქრისტემ თქვა: -ილოცეთ და იფხიზლეთ რათა არ შეხვიდეთ განსაცდელში. შესაბამისად ვინც ბევრს ლოცულობს და ფხიზლობს,ანუ მეტად სულიერია, განსაცდელში არ შევა.
განა წამებით სიკვდილი განსაცდელი არ არის? მაშ რაღატო ვიკვეხნით განსაცდელებით და ავადმყოფობით?

აი, თუ გაწამებენ და მოგკლავენ, უკვე კაი ტიპი ხარ, შესაშური არაფერი გაქვს და შეიძლება შენი გაწმინდანება.

ქრისტე უბრალოდ არ აწამეს და მოკლეს, ასე მარტივად და ორ სიტყვაში ვერ ჩავატევთ ამ მოვლენას რადგან ბევრად ღრმა და დიდ ხედვას მოითხოვს, ასევე განათლებას რომ დაინახო ქრისტემ რა მისია შეასრულა დედამიწაზე განკაცებისას, მაგრამ ეს სხვა თემაა. რაც შეეხებათ წმინდანებს, მათ თავისთავად სიცოცხლეში მოაქვთ უდიდესი სარგებელი და დანიშნულებასაც დედამიწაზე ცხოვრების ციკლის გავლისას ასრულებენ. კაცთაგან ადრე ან გვიან აღიარება კი არ განსაზღვრავს იმას, რომ ეს პიროვნება შერაცხული არ არის წმინდანდად ღვთისგან. წმინდანში თავიდანვე (დაბადებიდანვე) დებს უფალი იმ სულს, რასაც ის ატარებს და მისი სულიერი მისია დაბადებიდანვე არის განსაზღვრული. ხოლო ადამიანები (სინოდს ვგულისხმობ პირველ რიგში) აღიარებენ თუ არა მას წმინდანად არაფერს წარმოადგენს ღვთის თვალში, რადგან ღმერთი ცნობს და რაცხავს წმინდანს წმინდანად და არა სინოდი. მამა გაბრიელის წმინდანობა რატომღაც ვერ მოახერხეს და აღიარეს საქართველოში, მაგრამ ის თავისი ცხოვრებით და ღვაწლით არ სათნოეყო უფალს და წმინდანი არ არის? სამწუხაროდ დღეს საქართველოში ხალხს აბრკოლებენ მოქმედი და ცოცხალი წმინდანების არსებობის საკითხში, უმტკიცებენ რა რომ წმინდანები არსებობდნენ მხოლოდ წინა საუკუნეებში და არა ეხლა, სადღაც სხვაგან და არა საქართველოში, რადგან ამ მოღვაწე წმინდანების აღიარებით ბევრი იერარქის უწმინდურობა გამოიკვეთება და ბევრის ზნედაცემულობას აეხდება ფარდა. ამდენად აღიარებენ თუ არა ისინი წმინდანს წმინდანად, მათი პრობლემაა, ხოლო ღვთისთვის ყოველივე წინასწარ განსაზღვრულ არს სიბრძნით. ხატები კი საჭიროა, და წმინდა ნაწილების პატივის მიგება, რადგან ხატი არის ცოცხალი და სახიერი. რატომ არ უნდა ქონდეთ ის ადამიანებს თავიანთი საყვარელი წმინდანის თაყვანსაცემად, მითუმეტეს როცა წმინდანი უკვე ტოვებს დედამიწას?
რაც შეეხება წამებით სიკვდილს, მანდ არასწორ დეფინიციას ახდენ განსაცდელთან მიმართებაში.მოწამებრივი ღვაწლი კიარ არის განსაცდელი, არამედ გამოსაცდელი და სულიერი წინსვლის წარსამატებელი მოვლენაა, რომელიც ასევე უფლისგან არის დაშვებული წმინდანის გამოსაწრთობად, რადგან განსაცდელი აწრთობს სულს ხორცთან, ბოროტთან და სოფელთან ბრძოლაში. გარდა მაგისა, წმინდანთა მოწამებრივობა ახდენს გარკვეულ ბალანსს სამყაროში, რადგან ამ ღვაწლით ხდება ბოროტებით გამოწვეული დისბალანსის კომპენსაცია, თვით ქრისტეს ღვაწლი და აღსასრული არის მაგალითი ამისა.
აი მესამე აბზაცში ვეთანხმები შენს აზრს, შურიანი ადამიანების თვალთახედვა და დაცემული ბუნება მაგგვარად აღიქვამს და უდგება სწორედ წმინდანის ცნებას

Posted by: Augusto Pinochet 20 Jan 2010, 19:42
QUOTE
განა წამებით სიკვდილი განსაცდელი არ არის?

არა ამაზე ბევრად დიდი განსაცდელები არსებობს...

Posted by: Mr Adam 20 Jan 2010, 21:53
gurabe
QUOTE
ადამიანის გარგაცვალებიდან დიიდ ხანი სჭირდება იმას რომ აკურთხონ წმინდანად,რადგან ჯერ იკვლევენ მის ცხოვრებას,მის საქმეებს და თუ მართლაც ,,წმინდად" ცხოვრობდა ამის შენდეგ შერაცხავენ წმინდანად.


ეგეც , მაგრამ მთავარი დაგავიწყდა და კიდევ წარსულს არა აქვს დიდი მნიშვნელობა ..
გაიხსენე მარიამ მაგდალინელი ვინ იყო wink.gif



Posted by: mariami4575 20 Jan 2010, 21:59
Mr Adam
QUOTE
ეგეც , მაგრამ მთავარი დაგავიწყდა და კიდევ წარსულს არა აქვს დიდი მნიშვნელობა ..
გაიხსენე მარიამ მაგდალინელი ვინ იყო

წარსულში მთელი სიცოცხლე იგულისხმება,მარიამ მაგდალინელმა სიცოცხლეში მოასწრო ცოდვების მონანიება.

Posted by: Mr Adam 20 Jan 2010, 22:01
mariami4575

კაი ბატონო, მაშინ ასე ვთქვათ წარსულის რაღაც ნაწილი smile.gif

Posted by: mariami4575 20 Jan 2010, 22:09
Mr Adam
QUOTE
კაი ბატონო, მაშინ ასე ვთქვათ წარსულის რაღაც ნაწილი

ვერ გავიგე რა იგულისხმე ამაში. ნაწილი კი არა,მთელი ცხოვრება იგულისხმება და შეფასება იმის მიხედვით ხდება როგორ დაასრულა ცხოვრება ადამიანმა. ანუ ცხოვრების ბოლოს როგორი იყო. ანუ მარიამ მაგდალინელი ცოდვების მონანიებამდე, რომ გასულიყო ამ ქვეყნიდან, ვეღარ შეირაცხებოდა წმინდანად.

Posted by: Mr Adam 20 Jan 2010, 22:19
mariami4575

QUOTE
შეფასება იმის მიხედვით ხდება როგორ დაასრულა ცხოვრება ადამიანმა


ალილუია bis.gif
მართალი ხარ და მეც ასე ვფიქრობ.
მაგრამ როდესაც წარსულის რაღაც ნაწილს ვამბობ , ამაში რატომ ვერ მიგებ?.. : /
ანუ მე იმის თქმა მინდა ამით , რომ წარსულის რაღაც პერიოდს, არ განიხილავენ, მთავარია ბოლოს რა ჰქნა?
გამიგე ახლა?
და არა როგორც gurabe-მ თქვა;
QUOTE
ადამიანის გარგაცვალებიდან დიიდ ხანი სჭირდება იმას რომ აკურთხონ წმინდანად,რადგან ჯერ იკვლევენ მის ცხოვრებას,მის საქმეებს


Posted by: mariami4575 20 Jan 2010, 22:25
Mr Adam

QUOTE
ანუ მე იმის თქმა მინდა ამით , რომ წარსულის რაღაც პერიოდს, არ განიხილავენ, მთავარია ბოლოს რა ჰქნა?


მთელი ცხოვრების განხილვაში შედის ისიც ბოლოს როგორი იყო. ანუ უფლისთვის კი თავიდანვე გაცხადებულია ყველაფერი,მაგრამ ადამიანებისთვის არა. მარიამ მაგდალინელი ვინ იყო და ვინ გახდებოდა ეს უფალმა რა თქმა უნდა იცოდა,მაგრამ ხომ ვერ შეირაცხებოდა ის სიცოცხლეშივე წმინდანად?

Posted by: Mr Adam 20 Jan 2010, 22:48
mariami4575

QUOTE
ანუ უფლისთვის კი თავიდანვე გაცხადებულია ყველაფერი,მაგრამ ადამიანებისთვის არა.


ახალი ამბავი biggrin.gif

QUOTE
მთელი ცხოვრების განხილვაში შედის ისიც ბოლოს როგორი იყო


ხო ბოლოს როგორი იყო მაგას აქვს მნიშვნელობა smile.gif


Posted by: mariami4575 20 Jan 2010, 23:48
Mr Adam
QUOTE
ხო ბოლოს როგორი იყო მაგას აქვს მნიშვნელობა

მაგრამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ წარსულ დროშია უკვე დასაწყისიც და ბოლოც.
ტყუილად ედავებოდი ამაზე gurabe-ს,არაფერი არ უთქვამს არა სწორად.

Posted by: Mr Adam 20 Jan 2010, 23:54
mariami4575

QUOTE
მაგრამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ წარსულ დროშია უკვე დასაწყისიც და ბოლოც.


შენ სულ გავიწყდება , რომ არსებობს სიტყვა მაგრამ wink.gif
რა თქმა უნდა არ გეთანხმები და არც იმაში რომ ტყუილად ვედავებოდი თურმე gurabe-ს..
ჩემი სათქმელი მე წინა პოსტებში ამოვწურე smile.gif


Posted by: mariami4575 20 Jan 2010, 23:58
Mr Adam
QUOTE
რა თქმა უნდა არ გეთანხმები და არც იმაში რომ ტყუილად ვედავებოდი თურმე gurabe-ს..

არაა აუცილებელი დამეთანხმოwink.gif

Posted by: gurabe 21 Jan 2010, 00:14
Mr Adam
მარიამ მაგდალინელმა თავისი ცოდვები გამოისყიდა,უფალი მიუტევებს ადამიანს და ჩვენ რა უფლება გვაქვს მისი განსჯის,ისე მის ცხოვრებაში კარგად არის მოთხრობილი როგორი იყო შემდგომ.
* * *
Mr Adam
დიახ მთელ ცხოვრებას იკვლევენ და შემდეგ იმას რაც შეცოდება ჰქონდა მოინანია თუ არა.

Posted by: A-G-A-P-E 21 Jan 2010, 01:37
Warning:
ნუ პროვოკატორობ, მაგ პოსტის ადრესატს თავად არ გამოუთქვამს პრეტენზია, რადგან არ იყო ეგ პოსტი შეურაცმყოფელი და ნუ ცდილობ მოდერატორის ფუნქციები შეითავსო. პოსტის ავტორი, ადრესატი და მოდერატორები გადაწყვეტენ რამდენად შეურაცმყოფელია და საერთოდ არის თუ არა ამგვარი ეგ პოსტი

Posted by: HELPme_ 21 Jan 2010, 14:31
გაბრიელს არ აღიარებენ წმინდანათ არაა?? gigi.gif



Posted by: A-G-A-P-E 21 Jan 2010, 14:55
QUOTE (A-G-A-P-E @ 21 Jan 2010, 01:37 )
[w]ნუ პროვოკატორობ, მაგ პოსტის ადრესატს თავად არ გამოუთქვამს პრეტენზია, რადგან არ იყო ეგ პოსტი შეურაცმყოფელი და ნუ ცდილობ მოდერატორის ფუნქციები შეითავსო. პოსტის ავტორი, ადრესატი და მოდერატორები გადაწყვეტენ რამდენად შეურაცმყოფელია და საერთოდ არის თუ არა ამგვარი ეგ პოსტი [/w]

დათიკო

შენ პროვოკატორობ.
რატომ წაშალე ჩემი პოსტი და რატომ ჩაასწორე ახსენი. როდემდე უნდა მოიქცე ასე უსამართლოდ?

მე რომ დამეწერა შენთვის ან რომელიმე მართლმადიდებლისთვის ის სიტყვები რაც შენ წაშალე აქ, შეურაცხყოფად მიიღებდი და ვორნს მომცემდი. შენი ასეთი საქციელი მხოლოდ მიკერძოებული მოდერატორობის დასტურს წარმოადგენს! გარდა ამისა, მოგახსენებ, რომ მოდერატორის ფუნქციების აღებას არანაირად არ ვცდილობ და როცა ადამიანი შენს თვითნებობას და მიკერძოებულობას აღნიშნავს, პროვოკატორობას ნუ არქმევ და ნუ მიაწერ რაღაც რაღაცეებს. სიტყვები:
QUOTE (zazagaba @ 20 Jan 2010, 14:43 )
ZAZAi
გიჟი ხარ ბიძია ვიღაცა ხარ,

მეზარება ეხლა შენთან ლაპარაკი და კამათი
არის შეურაცხმყოფელი და შენ ამას არაფრად მიიჩნევ რადგან შენთვის არ მოუწერიათ და შენი თანამორწმუნე მართლმადიდებლებისთვის. აბა მსგავსი რამ დაგიწერო თუ არ მიიღებ შეურაცხყოფად!

Posted by: თამარ 21 Jan 2010, 15:10
ZAZAi
კიდევ გამარჯობა, ზაზა, გუშინ ცოტა მკვახედ მომივიდა შენს პოსტზე პასუხი.
ზაზა, ქრისტემდეც (ამ ქვეყნად შობამდე, თორემ ქრისტე დასაბამიდანვე იყო, სიტყვა, ნათელი) დახოცეს წინასწარმეტყველები. მათეს 23-თავში პირდაპირ ეუბნება ებრაულ სამღვდელოებას - თქვენმა მამებმა დახოცეს წინასწარმეტყველებიო. მაგარია მათეს სახარების 23-ე თავი, თუ გადახედავ ახლიდან, კარგ რამეებს შეამჩნევ smile.gif.
* * *
lady belle
QUOTE
სამწუხაროდ დღეს საქართველოში ხალხს აბრკოლებენ მოქმედი და ცოცხალი წმინდანების არსებობის საკითხში, უმტკიცებენ რა რომ წმინდანები არსებობდნენ მხოლოდ წინა საუკუნეებში და არა ეხლა, სადღაც სხვაგან და არა საქართველოში, რადგან ამ მოღვაწე წმინდანების აღიარებით ბევრი იერარქის უწმინდურობა გამოიკვეთება და ბევრის ზნედაცემულობას აეხდება ფარდა. ამდენად აღიარებენ თუ არა ისინი წმინდანს წმინდანად, მათი პრობლემაა, ხოლო ღვთისთვის ყოველივე წინასწარ განსაზღვრულ არს სიბრძნით.

გაიხარეთ. ძალიან გამახარა თქვენმა წერილმა. ყველაფერში გეთანხმებით.

ZAZAi
იცი, ყველას მაინც ნუ მოაქცევ ერთ ტაშტში, თვალებახილულიც ბევრია. შეკითხვას რომ სვამ,
QUOTE
რატომ უყვართ ქრისტიანებს ნატანჯი და მკვდარი წმინდანები, ფილოსოფიური შეკითხვა
, აქ ქრისტიანებში ვის გულისხმობ? ნამდვილი ქრისტიანი არც ისე ბევრია. ხოლო წმიდანი ნატანჯიც უყვართ და არანატანჯიც. ახლა ვისაც ჰგონია, რომ მხოლოდ წამების ხარჯზე ხდება ადამიანი წმიდანი და კანონიზაციის შემდეგ აღსრულდება ზეცაშიც ეს საიდუმლო, უკაცრავად და მისი პრობლემაა. ისე, ყველას ქედმაღლურად ნუ დავუწყებთ კრიტიკას, არც ჩვენ გაგვეგება ბევრი რამე და რა მოხდა, თუ ადამიანებს რაღაცა არ ესმით?
წმიდანთა ღვაწლი არის მრავალგვარი, ზოგი მოწამეობრივად გადის ამ ქვეყნიდან, ზოგიც ტანჯვას გულში დაითმენს, გარშემომყოფთათვის შეუმჩნევლად, ყოველ შემთხვევაში ორივე მოწამეობაა. ტანჯვის გარეშე ადამიანი ვერ იწმინდება. მაგალითად, წმიდა ნიკოლოზის მაგალითი რომ ავიღოთ, ის დედის მუცლიდანვე გამორჩეული იყო, და ერთი შეხედვით ისე არ უწამებიათ, როგორც წმიდა გიორგი, სიტყვაზე, მაგრამ ვიცით კი, რა ტანჯვა გაიარა მან შინაგანად? ასე რომ, ჩვენ ვიცით მეტისმეტად ცოტა, მაგრამ ვიმსჯელოთ, თანდათან მეტს შევიტყობთ smile.gif.
2kiss.gif

Posted by: ZAZAi 21 Jan 2010, 16:27
მითხარით გეთაყვა, რომელი დღეა მარიამ მაგდალინელის ხსენების დღე, სადაა საქართველოში მარიამ მაგდალინელის სახელობის ტაძარი და ვის გაქვთ სახლში მისი ხატი?

Posted by: Mr Adam 21 Jan 2010, 16:39
QUOTE
ნუ პროვოკატორობ, მაგ პოსტის ადრესატს თავად არ გამოუთქვამს პრეტენზია, რადგან არ იყო ეგ პოსტი შეურაცმყოფელი და ნუ ცდილობ მოდერატორის ფუნქციები შეითავსო. პოსტის ავტორი, ადრესატი და მოდერატორები გადაწყვეტენ რამდენად შეურაცმყოფელია და საერთოდ არის თუ არა ამგვარი ეგ პოსტი


მდააა..

gurabe
QUOTE
მარიამ მაგდალინელმა თავისი ცოდვები გამოისყიდა,უფალი მიუტევებს ადამიანს და ჩვენ რა უფლება გვაქვს მისი განსჯის,ისე მის ცხოვრებაში კარგად არის მოთხრობილი როგორი იყო შემდგომ.


ძლივს რაღაცაში დაგეთანხმე bis.gif

ZAZAi

4 აგვისტოა მისი ხსენების დღე smile.gif

Posted by: Green Girl 21 Jan 2010, 16:41
ნეტარ არს კაცი რომელიც უფლისთვის ეწამება......

Posted by: mariami4575 21 Jan 2010, 16:46

ZAZAi
QUOTE
მითხარით გეთაყვა, რომელი დღეა მარიამ მაგდალინელის ხსენების დღე, სადაა საქართველოში მარიამ მაგდალინელის სახელობის ტაძარი და ვის გაქვთ სახლში მისი ხატი?

მე მაქვს სახლში მარიამ მაგდალინელის ხატი. რატომ დაინტერესდი?

Posted by: DLG-VIP 21 Jan 2010, 17:09
ZAZAi

შენი პოსტები წავიკითხე.... ერთს გეტყვი: მართლმადიდებლობაში საერთოდ ვერ ერკვევი... რაღაცას წერ თითქოს პროვოკციულს ხალხის ასაყოლიებელს ვითომ... უაზრო თემაა... ყველას ერთს ვურჩევ: ხალხო ვიღაცის მიერ ნათქვამს, ვიღაცის მიერ გაგონილს და ინტერპრეტირებულს კი ნუ ყვებით და ამბობთ, გამოხატეთ თქვენი აზრი. როცა ადამიანს რაღაც კითხვა დაებადება წიგნები უნდა გადაშალოს და დაიწყოს თავისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება. ZAZAi შენ თუ ნამდვილად ხარ ამ საითხით დაინტერესებული მაშინ ბიბლია გულდასმით წაიკითხე, მაგრამ სანამ ბიბლიას წაიკითხავ მანამდე საჭიროა გარკვეული ცოდნის მარაგი გქონდეს რათა მიხვდე იმ დიდ სიბრძნეს რაც ბიბლიაში წერია. (ნუ გარკვეულწილად. ბიბლიის სიბრძნეს ალბათ კაცობრიობამ კიდევ მილიარდი წელი რომ იარსებოს ვერ ამოხსნის) ხალხო დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ადამიანი განვითარების პიკს აღწევს, კოსმოსში უპრობლემოდ აგზავნის თანამგზავრებს, იყო მთვარეზე, შექმნა თვითმფრინავები რომლებიც თვალის მოძრაობაზე ისვრიან რაკეტებს და ბევრი სხვა... ბიბლიის ამოხსნას და შეცნობას კი ვერ ვახერხებთ... რატომ? იმიტომ, რომ იგი მართლა უფლის შთაგონებითაა დაწერილი, მაში მართლა უფლის სიტყვებია...

აქ ბევრი ათეისტია და მათ გასაგონამ მინდა ვთქვა: ჩემი აზრით სრული ათეისტი არ არსებობს... ყველამ გულის სიღრმეში ჩაიხედეთ. ჩემი აზრით ათეიზმი განვითარებამ მოიტანა ამ ქვეყანაზე. ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იშრომოს , იმოძრაოს, იფიქროს... ათეიზმიც სწორედ სიზარმაცის შედეგია...

Posted by: ZAZAi 21 Jan 2010, 17:23
QUOTE
შენი პოსტები წავიკითხე.... ერთს გეტყვი: მართლმადიდებლობაში საერთოდ ვერ ერკვევი...
იმისათვის, რომ გაარჩიო ერთმანეთისაგან ყალბი და ნამდვილილი მონეტა,
საკმარისია შეისწავლო მხოლოდ ნამდვილი მონეტა, მისი აგებულობა და დამცავი ნიშნები. ნამდვილი რომ გეცოდინება, ყალბს ნებისმიერს გამოარჩევ. თუ ყალბი მონეტების შესწავლა დაიწყე, მთელი სიცოცხლე არ გეყოფა.

Posted by: mariami4575 21 Jan 2010, 17:26
ZAZAi
QUOTE
იმისათვის, რომ გაარჩიო ერთმანეთისაგან ყალბი და ნამდვილილი მონეტა,
საკმარისია შეისწავლო მხოლოდ ნამდვილი მონეტა, მისი აგებულობა და დამცავი ნიშნები. ნამდვილი რომ გეცოდინება, ყალბს ნებისმიერს გამოარჩევ. თუ ყალბი მონეტების შესწავლა დაიწყე, მთელი სიცოცხლე არ გეყოფა.

მერე დაგეწყო დალოცვილო, ნამდვილით.

Posted by: nika asatiany 21 Jan 2010, 17:36
ZAZAi
ხომ ვამბობდი იეღოველი არის თქო biggrin.gif:D:D:D არ გეწყინოს ეს ისე ვიხუმრე .
რაც შეეხება თემას ეს იმიტომ ხდება ესე რომ ადამიანის გონებაში უფრო კარგად იბეჭდება შეწირულის და წამებულის სახე .
ფსიქოლოგიური მომენტია შუშანიკიც ეგრე გააწმინდანეს წაიკითხეთ ობიექტურად მიუდეგით და ნახავთ რომ შუშანიკი შექმნეს როგორც წმინდანი.

Posted by: ZAZAi 21 Jan 2010, 17:47
mariami4575 საქართველოში მაგალითად, ძალიან ბევრი ყალბი ხურდა ფული იყო მიმოქცევაში. ბევრმა იცოდა, რომ ყალბია, მაგრამ მარშუტკებში გადიოდა და შეეგუენ ამას.

Posted by: mariami4575 21 Jan 2010, 17:53
ZAZAi
QUOTE
საქართველოში მაგალითად, ძალიან ბევრი ყალბი ხურდა ფული იყო მიმოქცევაში. ბევრმა იცოდა, რომ ყალბია, მაგრამ მარშუტკებში გადიოდა და შეეგუენ ამას.

რატომ იყო? ახლაც ბევრია,ზოგი მარშუტკებში გადის და ზოგი კიდევ უფრო კაი პონტში,იმიტომაც ეგუებიან.ზოგს კი უბრალოდ შეაჩეჩეს და რადგან ყალბის და ნამდვილის გარჩევა არ იცის ღრმად ჩამარხა მიწაში.ბოლო კატეგორია ყველაზე მეტ თანაგრძნობას იწვევს,მაგრამ პატივისცემას მხოლოდ ის ვინც ფეხით ივლის,მაგრამ არ იკადრებს ყალბი მონატა გადაუხადოს მძღოლს.

Posted by: zanneti 21 Jan 2010, 19:53
წმიდანები მხოლოდ მკვდრები არიან ანუ გარდაცვლილნი?

Posted by: mamuka90 21 Jan 2010, 20:43
QUOTE (zanneti @ 21 Jan 2010, 19:53 )
წმიდანები მხოლოდ მკვდრები არიან ანუ გარდაცვლილნი?

yes.gif

Posted by: Mr Adam 21 Jan 2010, 20:49
QUOTE (mamuka90 @ 21 Jan 2010, 20:43 )
QUOTE (zanneti @ 21 Jan 2010, 19:53 )
წმიდანები მხოლოდ მკვდრები არიან ანუ გარდაცვლილნი?

yes.gif

რატომ ატყუებ ?.. პატრიარქზე რომ იძახიან ცოცხლად მოსიარულე წმინდანიაო?..


Posted by: mamuka90 21 Jan 2010, 20:50
Mr Adam
QUOTE
რატომ ატყუებ ?.. პატრიარქზე რომ იძახიან ცოცხლად მოსიარულე წმინდანიაო?..

spy.gif

Posted by: mariami4575 21 Jan 2010, 21:00
Mr Adam
QUOTE
რატომ ატყუებ ?.. პატრიარქზე რომ იძახიან ცოცხლად მოსიარულე წმინდანიაო?..

ვინ იძახის? სიკვდილის შემდეგ შერაცხავენ ხოლმე წმინდანად. ადამიანმა იკითხა სინამდვილეში როგორ ხდება და არა ვინ რას იძახის.

Posted by: aka 21 Jan 2010, 21:19
ფსიქოფატები და ფანატები ნუ შემომესევით ეხლა. smile.gif

ეგ იმისთვის, რომ გარდაცვლილებზე და ტანჯულებზე ზედმეტ შეკითხვებს არ სვამენ.
ვიღაცაზე რომ გეტყვიან, პლოცკოთი ფრჩხილები დააძრეს, მერე ცხენებს მოაბეს და შუაზე გაგლიჯესო, შიშის და სიბრალურის გრძნობა გეუფლება, წვრილმან დეტალებს აღარ ეძიები.

ხოდა აბა წარმოიდგინე, ვიღაც ცოცხალზე რომ გითხრან, წმინდანიაო, ეგრევე დაიწყებ, პატეკ ფილიპის 20 000$ საათი რატო უკეთიაო, 100 000$ მანქანით
რატო დადისო, თრიაქს რატო ეწევაო და ა.შ.

Posted by: Mr Adam 21 Jan 2010, 21:19
mariami4575

QUOTE
ვინ იძახის?


რამდენიც გინდა იმდენი yes.gif

Posted by: mariami4575 21 Jan 2010, 21:24
Mr Adam
QUOTE
რამდენიც გინდა იმდენი 

მე არ გამიგია,მაგრამ არა აქვს ამას მნიშვნელობა ვინ რას იძახის,ასე რომ მამუკას არაფერი მოუტყუებია. როცა ადამიანი ასეთი საკითხით ინტერესდება და კითხვას გვისვამს,მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო,რათა ცრუ ინფორმაციის გავრცელების მზეზი არ გახდეს ჩვენი ნათქვამი.

Posted by: zanneti 21 Jan 2010, 21:40
არ მინდა კამათი გამოვიწვიო მაგრამ პავლე წმიდანეს უწოდებდა ცოცხლებს და იქ როგორ იყო საქმე??? ოღონდ მართლა მიპასუხეთ ყოველგვარი დავის გარეშე

Posted by: mariami4575 21 Jan 2010, 21:48
zanneti
QUOTE
პავლე წმიდანეს უწოდებდა ცოცხლებს და იქ როგორ იყო საქმე??? ოღონდ მართლა მიპასუხეთ ყოველგვარი დავის გარეშე

ციტატა დაწერე და ვიმსჯელოთ და უკვე იცი პასუხი,მაშინ ეგეც დაწერე ბარემ yes.gif

Posted by: zanneti 21 Jan 2010, 21:53
რადგანაც მესმის შენი სიყვარული და რწმენა, რომელიც გაქვს უფალ იესოსა და ყველა წმიდის მიმართ.
კიდევ არის და მოვძებნი და დავდებ... პასუხი რისი?? რატომ არ არიან ცოცხლები წმიდები??? არ ვიცი ნამდვილად

2. რათა შეიწყნაროთ იგი უფლის მიერ, როგორც შეჰფერის წმიდათ, და შეეწიოთ ყველაფერში, რაც შეიძლება თქვენგან დასჭირდეს, ვინაიდან თვითონაც ბევრს შეეწია და, მათ შორის, მეც.

პავლე, ღვთის ნებით მოციქული იესო ქრისტესი, და ძმა ტიმოთე - ღვთის ეკლესიას, რომელიც არის კორინთოში, მთელს აქაიაში მყოფ ყველა წმიდასთან ერთად:


ანუ წმიდა და წმიდანი ერთი და იგივე არ არის თუ აქ სიტყვებში რამე გასხვავებაა??? ცინიკურად არ ვამბობ ნამდვილად ვკითხულობ
1. პავლე და ტიმოთე, იესო ქრისტეს მონები, - ყველა წმიდას ქრისტე იესოში, რომელნიც არიან ფილიპეში, ეპისკოპოსებითა და დიაკვნებითურთ:



Posted by: Dr-Rock 21 Jan 2010, 22:18
ZAZAi
მე მგონია ეგ იმიტომ ხდება ეგრე რომ
წარმოიდგინე
ცოცხალი ადამიანი რომ შერაცხონ წმინდანად, ადამიანიას ხომ იცი 9 პარასკევი აქვსო თუ როგორცაა ნათქვამი
ხომ შეიძლება ერთდღEსაც შეუწყნარებელი ცოდვა ჩაიდინოს ადამიანმა(მაგ. თავი მოიკლას) ? ან საერთოდ რელიგია რომ შეიცვალოს (უარყოს)?
ხომაა თეორიული შანსი მაგის
ხომ შერცხვა და დაიღუპა მერე ის რელიგია სამუდამოდ?!
ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით ჯობია ჯერ მოკვდეს ადამიანი და მერე შერაცხონ წმინდანად, და ეს ამბავი კარგად იციან წმინდანად შემმრაცხველებმა როგორც ჩანს. wink.gif

Posted by: zanneti 21 Jan 2010, 22:30
კიარავინ მიპასუხა ჩემს კითხვაზე ხმ.....

Posted by: mariami4575 21 Jan 2010, 22:33
zanneti
QUOTE
კიარავინ მიპასუხა ჩემს კითხვაზე ხმ.....

გიპასუხებენ,ვინც არა მხოლოდ ვარაუდის დონეზე იცის ეგ საკითხი. მე მხოლოდ ვარაუდი მაქვს და მე მგონი არ ღირს ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა.

Posted by: Unico 22 Jan 2010, 18:34
ცხოვრება ისედაც ტანჯვაა, რა არა?

Posted by: Green Girl 22 Jan 2010, 19:00
http://www.youtube.com/watch?v=dto3mB__0Io&feature=related
ამას უყურეთ.... საინტერესოა ბოლოში კიდე უფრო.... არ დაგეზაროთ

http://www.youtube.com/watch?v=y8iVE8f0XHc&NR=1



Posted by: დათიკო 22 Jan 2010, 19:23
Green Girl
QUOTE
ამას უყურეთ.... საინტერესოა ბოლოში კიდე უფრო.... არ დაგეზაროთ


ვარსკვლავმა და სამკუთხედმა დაგლიჯა up.gif

Posted by: ZAZAi 22 Jan 2010, 20:08
zanneti მე გიპასუხებ
პავლე მორწმუნეებს წმინდებს უწოდებდა რადგან ქრისტეს მორწმუნეები არიან უკვე განწმენდილები, გადარჩენილები, ანუ ცოდვებისგან თავისუფლები, ანუ კარმული ვალებისგან დახსნილები არა საქმეებით(რაც ისედაც შეუძლებელია) არამედ მადლით, რომელსაც რწმენით ღებულობ.
ეს უნიკალური მოვლენაა!
ანუ ღმერთი აღარ გაშინებს ჯოჯოხეთით, ავანსად გაგანთავისუფლა, რადგან მას შენგან სიყვარული ჭირდება და შეშინებულ მონას არ შეუძლია სიყვარული.
აი ეს არის ჭეშმარიტად თავისუფალი არჩევანი.
ჯერ ქრისტე ერთიანად გწმენდს, როცა ირწმუნებ და მოინათლები.
აი ნამდვილი მადლი და სასწაული!
ბუნებით ისევ ცოდვილი ხარ, მაგრამ მადლით წმინდანი. და იმის გამო რომ კვლავ აგრძელებ ცოდვების კეთებას, რადგან ჯერ ბუნებით მაინც ცოდვლილი ხარ, ქრისტე კვლავ და კვლავ გწმენდს ცოდვების დამანგრეველი გავლენისგან, როცა შენ ცოდვებს აღიარებ ქრისტეს, საკუთარი თავის და ადამიანების წინაშე.
ამის წყალობით, რახან წმინდა ხარ, უკვე დაუბრკოლებლად შეგიძლია წმინდა ღმერთთან ურთიერთობა ლოცვით, გალობით და ზიარებით. ამ ურთიერთობის შედეგად ღმერთის წმინდა ბუნება გადმოდის შენში და შენს ბუნებას ცვლის. შენ აღარ გსურს ცოდვები და ივსები ღვთაებრივი სიყვარულით. აი ასე იბადება ახალი ადამიანი .
ეს არაა სრული ქრისტიანული ცოდნა,
მაგრამ
რომელმა ეკლესიამაც ან სექტამ(სულერთია) ეს იცის და ამაზეა დაფუძნებული, ის ცოცხალია და აქვს ცოცხალ ქრისტესთან რეალური ურთიერთობა

Posted by: zanneti 22 Jan 2010, 20:17
ZAZAi
ანუ გამოდის რომ ცხოვრებაშიც წმიდანები ვყოფილვართ მორწმუნეები... აბა არაო და მარტო მკვდრები არიანო კაცო?? biggrin.gif რა თქმა უნდა ვინც ქრისტიანია ის წმიდანია და არა სვანი smile.gif

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 20:24
zanneti
QUOTE
აბა არაო და მარტო მკვდრები არიანო კაცო?? 

ჩვენ ვთქვით,რომ მართლმადიდებლობაში გარდაცვალების შემდეგ შერაცხავენ წმინდანად.

Posted by: ZAZAi 22 Jan 2010, 20:34
QUOTE
ჩვენ ვთქვით,რომ მართლმადიდებლობაში გარდაცვალების შემდეგ შერაცხავენ წმინდანად.

mariami4575 ვიცით, ვიცით, ჯერ მოკლავენ და მერე წმინდანად გამოაცხადებენ. მერე ლამაზ ჩარჩოში ჩასმულ ხატს გაუკეთებენ და თავიანთი ყოფითი სურვილების ასრულებას თხოვენ. ვითომ მეტი საქმე არ ქონდეს smile.gif

Posted by: gurabe 22 Jan 2010, 20:38
წამებით სიკვდილი არ არის ერთდერთი პირობა იმისთვის,რომ წმინდანად შეირაცხოს გარდაცვლილი.

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 20:46
ZAZAi
QUOTE
mariami4575 ვიცით, ვიცით, ჯერ მოკლავენ და მერე წმინდანად გამოაცხადებენ. მერე ლამაზ ჩარჩოში ჩასმულ ხატს გაუკეთებენ და თავიანთი ყოფითი სურვილების ასრულებას თხოვენ. ვითომ მეტი საქმე არ ქონდეს 

რაებს წერ? არ ვარ ასეთი ნიჭიერი ამ ღვარძლის შესაფერისი ღვარძლით,რომ გიპასუხო.

Posted by: zanneti 22 Jan 2010, 20:51
QUOTE (mariami4575 @ 22 Jan 2010, 20:46 )
ZAZAi
QUOTE
mariami4575 ვიცით, ვიცით, ჯერ მოკლავენ და მერე წმინდანად გამოაცხადებენ. მერე ლამაზ ჩარჩოში ჩასმულ ხატს გაუკეთებენ და თავიანთი ყოფითი სურვილების ასრულებას თხოვენ. ვითომ მეტი საქმე არ ქონდეს 

რაებს წერ? არ ვარ ასეთი ნიჭიერი ამ ღვარძლის შესაფერისი ღვარძლით,რომ გიპასუხო.

მაშინ ვინ არის თქვენთან დღეს დღეობით წმიდანი?? რომელი ადამიანი??? და თუ არის ჩარჩოში რატომ არ არის??

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 20:53
zanneti
QUOTE
მაშინ ვინ არის თქვენთან დღეს დღეობით წმიდანი?? რომელი ადამიანი??? და თუ არის ჩარჩოში რატომ არ არის??

შენ ზაზას პოსტში მარტო ჩარჩო წაიკითხე ხო და მართლა ვერ მიხვდი რაზე ვუთხარი?

Posted by: airlift7 22 Jan 2010, 20:55
zanneti
მაშინ?
QUOTE
მაშინ ვინ არის თქვენთან დღეს დღეობით წმიდანი?? რომელი ადამიანი??? და თუ არის ჩარჩოში რატომ არ არის??

ეს არ ნიშნავს რომ ცოცხალი წმინდანი ყოველთვის უნდა იყოს!

Posted by: ZAZAi 22 Jan 2010, 20:58
mariami4575 შენ გგონია, მე წმინდანების საწინააღმდეგო მაქვს რამე? მე იმაზე მწყდება გული, რომ ვინც ნამდვილი წმინდანია, იმას სიცოცხლეში იგნორირება, დევნა, წამება და სიკვდილი ხვდება ხოლმე წილად და სიკვდილის შემდეგ კი გაკერპება

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 21:07
ZAZAi
QUOTE
შენ გგონია, მე წმინდანების საწინააღმდეგო მაქვს რამე?

არა,ეგ არ მგონია და კარგია ძალიან,
მაგრამ ჩემი საწინააღმდეგო,რომ გაქვს ეგ ცოტა უცნაურია.
ცხოვრებაში არ მითხოვია ღმერთისთვის ყოფითი
პრობლემების მოგვარებაში დახმარება,
თუმცა ისეთი და იმდენი მაქვს ყოფითი პრობლემაც,რომ
ვერ წარმოიდგენ.
ვთხოვ მომცეს ის რაც ჩემი სულისთვის სასარგებლოდ
მიაჩნია,ეს ავადმყოფობა იქნება თუ ჯანმრთელობა,
სიმდიდრე თუ სიღარიბე ,
უფალმა ჩემზე კარგად იცის.
არაა წამებით სიკვდილი წმინდანად შერაცხვისთვის
აუცილებელი პირობა და არც არავის ვაკერპებთ.

Posted by: zanneti 22 Jan 2010, 21:08
QUOTE (ZAZAi @ 22 Jan 2010, 20:58 )
mariami4575 შენ გგონია, მე წმინდანების საწინააღმდეგო მაქვს რამე? მე იმაზე მწყდება გული, რომ ვინც ნამდვილი წმინდანია, იმას სიცოცხლეში იგნორირება, დევნა, წამება და სიკვდილი ხვდება ხოლმე წილად და სიკვდილის შემდეგ კი გაკერპება

წმიდანებმა თავიანთი საქმე გააკეთეს მაგრამ ნუთუ დღეს არ არიან წმიდანები?? კი მაგრამ ვისაც თქვენ წმიდანებად რაცხავთ ქალბატონო მარიამ თქვენ გეუბნებით, კი მაგრამ ისინი ცოდვილები არ იყვნენ ჩვენ სავით თუ?? და კიდევ როგო წარმოგიდგენიათ ვინც აღსარების ჩაბარებას ვერ მოასწრებს რა ემართება ანუ თქვენებურად რო ვიმსჯელოთ...აი დავუშვათ ადამიანმა ჩააბარა აღსარება "მამაოს" და გამოვიდა გარეთ შესცოდა ისევ და მოკვდა რა ემართება იმ ადამიანს თქვენი აზრით??

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 21:15
zanneti
QUOTE
წმიდანებმა თავიანთი საქმე გააკეთეს მაგრამ ნუთუ დღეს არ არიან წმიდანები??

იქნებიან,უფალმა ადამიანის დაბადებიდან იცის ვინ იქნება ის.
QUOTE
კი მაგრამ ვისაც თქვენ წმიდანებად რაცხავთ ქალბატონო მარიამ თქვენ გეუბნებით, კი მაგრამ ისინი ცოდვილები არ იყვნენ ჩვენ სავით თუ?

ყველა ცოდვილია ერთის გარდა.
QUOTE
აი დავუშვათ ადამიანმა ჩააბარა აღსარება "მამაოს" და გამოვიდა გარეთ შესცოდა ისევ და მოკვდა რა ემართება იმ ადამიანს თქვენი აზრით??

ცოდვას გააჩნია.

Posted by: zanneti 22 Jan 2010, 21:30
ცოდვას არ გააჩნია გინდა კაცი მოკალი გინდა სიგარეტი მოწიაე ცოდვის საზღაური სიკვდილია და ნუ ნეგავთ ადამიანებში დიდ და პატარა ცოდვებსბ ეს სიცრუეა ამას ბიბლია არ ამბობს და ნუ უმატებთ თუ შეიძლება ნურაფერს მას

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 21:36
zanneti
QUOTE
ცოდვას არ გააჩნია გინდა კაცი მოკალი გინდა სიგარეტი მოწიაე ცოდვის საზღაური სიკვდილია და ნუ ნეგავთ ადამიანებში დიდ და პატარა ცოდვებსბ ეს სიცრუეა ამას ბიბლია არ ამბობს და ნუ უმატებთ თუ შეიძლება ნურაფერს მას

მაშინ გკითხავ თუ შეიძლება,თავს რომ იკლავს ადამიანი იმას რა ბედი ეწევა? ღმერთმა მტერიც დაიფაროს ამისგან.

Posted by: zanneti 22 Jan 2010, 21:39
QUOTE (mariami4575 @ 22 Jan 2010, 21:36 )
zanneti
QUOTE
ცოდვას არ გააჩნია გინდა კაცი მოკალი გინდა სიგარეტი მოწიაე ცოდვის საზღაური სიკვდილია და ნუ ნეგავთ ადამიანებში დიდ და პატარა ცოდვებსბ ეს სიცრუეა ამას ბიბლია არ ამბობს და ნუ უმატებთ თუ შეიძლება ნურაფერს მას

მაშინ გკითხავ თუ შეიძლება,თავს რომ იკლავს ადამიანი იმას რა ბედი ეწევა? ღმერთმა მტერიც დაიფაროს ამისგან.

ჯოჯხეთი რა ეწევა და...და სხვათა შორის თუ არ მოინანიე ჭორიკნობაც ცოდვაა და ჯოჯოხეთში მოხვდება ადამიანი აქ ყველაფერი კარგი და

Posted by: airlift7 22 Jan 2010, 21:40
QUOTE
ცოდვას არ გააჩნია გინდა კაცი მოკალი გინდა სიგარეტი მოწიაე ცოდვის საზღაური სიკვდილია და ნუ ნეგავთ ადამიანებში დიდ და პატარა ცოდვებსბ ეს სიცრუეა ამას ბიბლია არ ამბობს და ნუ უმატებთ თუ შეიძლება ნურაფერს მას

ერრიჰაააა.

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 21:43
zanneti
QUOTE
ჯოჯხეთი რა ეწევა და...და სხვათა შორის თუ არ მოინანიე ჭორიკნობაც ცოდვაა და ჯოჯოხეთში მოხვდება ადამიანი აქ ყველაფერი კარგი და

მაშინ რა ლოგიკით არის ყველა ადამიანი ვინც ქრისტე აღიარა წმინდანი?
QUOTE
თუ არ მოინანიე ჭორიკნობაც ცოდვაა და ჯოჯოხეთში მოხვდება ადამიანი

მერე,ვინ თქვა არაა ცოდვაო,მაგრამ ეს რა შუაში იყო ახლა?

Posted by: ივერიელი 22 Jan 2010, 21:46
დათიკო, მნათე ორსულად არის და არ ცალია. biggrin.gif

ამ თემაში რამდენიმე ადგილას თვალი მოვკარი რომ ხდება შეურაცხყოფა წმინდანების და ხატების და საერთოდ ამ უძველესი ტრადიციისა რომელიც ქრისტიანულ ეკლესიაში არსებობს, ხოდა როგორ ფიქრობ ახლა აღარაა დრო ინკვიზიციისათვის? biggrin.gif

Posted by: zanneti 22 Jan 2010, 21:51
მადლი მადლი და მადლი რომელიც გვწმენდ ცოდვებისგან არა დამსახურებით არამედ მადლით.. იესომ ვინც მიიღო ის განიბანა ცოდვებისგან ერთი და სამუდამოდ, ცოდვის ბორკილები დამსხვრეულია და მორჩა თუ შევდცოდავთ გვყავს მეოხი ქრისტე იესო და მივდივართ და ვინანიებთ და ასე ნელ ნელა ვიწმიდებით და ვემსგავსებით მას

Posted by: ZAZAi 22 Jan 2010, 22:18
ივერიელი
პიჯვარი გადაიწერე არა მოგელანდოს რა

მე ამ თემაში წმინდანების დამცველი ვარ მათგან, ვინც მათ აწამებს და ხოცავს. ან საკუთარი სტერეოტიპებით აიძულებს მათ წამებით მოკვდნენ რადგან სხვანაირად არ აქცევენ ყურადრებას. შენც მათ რიცხვს ხომ არ განეკუთვნები ინკვიზიტორების შთამომავალო?

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 22:20
ZAZAi
QUOTE
ვინც მათ აწამებს და ხოცავს.

მერე აქ ვინმეზე გაქვს ეჭვი თუ როგორაა საქმე? შენ გგონია რომელიმე წმინდანი იმისთვის ეწამა,რომ ყურადღების მიქცევა უნდოდა?

Posted by: ივერიელი 22 Jan 2010, 23:15
ZAZAi

QUOTE
პიჯვარი გადაიწერე არა მოგელანდოს რა

მე ამ თემაში წმინდანების დამცველი ვარ მათგან, ვინც მათ აწამებს და ხოცავს. ან საკუთარი სტერეოტიპებით აიძულებს მათ წამებით მოკვდნენ რადგან სხვანაირად არ აქცევენ ყურადრებას. შენც მათ რიცხვს ხომ არ განეკუთვნები ინკვიზიტორების შთამომავალო?


ხომ არ გეჩვენება რომ აგრესიული ხარ? რა ხდება მიქარე ამ თემაში რამე და აგეწვა? keh.gif

ანდა ასეთი ზნედაცემული როგორ უნდა იყო ადამიანი რომ ქრისტიანებს დააბრალო ვისიმე წამების სურვილი და სტერეოტიპები. თუმცა შენთან კამათი რომ მსურდეს დავწერდი აქ, მაგრამ არანაირად არ მიმაჩნია გამართლებულად ჩემი დრო დავკარგო უსაგნო კამათში.

Posted by: Xterra 23 Jan 2010, 00:03
QUOTE (zanneti @ 22 Jan 2010, 21:30 )
ცოდვას არ გააჩნია გინდა კაცი მოკალი გინდა სიგარეტი მოწიაე ცოდვის საზღაური სიკვდილია და ნუ ნეგავთ ადამიანებში დიდ და პატარა ცოდვებსბ ეს სიცრუეა ამას ბიბლია არ ამბობს და ნუ უმატებთ თუ შეიძლება ნურაფერს მას

I იოვანე 5:16 უკუეთუ ვინმე იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელი ცოდვიდეს ცოდვასა არა სასიკუდინესა, ითხოვოს და მოსცეს მას ცხორებაჲ, რომელნი-იგი ცოდვიდენ არა სასიკუდინედ; არს ცოდვაჲ სასიკუდინე, არა მისთჳს ვიტყჳ, რაჲთა ითხოოს.

Posted by: mariami4575 23 Jan 2010, 00:06
Xterra
QUOTE
I იოვანე 5:16 უკუეთუ ვინმე იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელი ცოდვიდეს ცოდვასა არა სასიკუდინესა, ითხოვოს და მოსცეს მას ცხორებაჲ, რომელნი-იგი ცოდვიდენ არა სასიკუდინედ; არს ცოდვაჲ სასიკუდინე, არა მისთჳს ვიტყჳ, რაჲთა ითხოოს.

ახლა გეტყვის თAნამედროვე ქართულით დამიწერეო.

Posted by: ZAZAi 23 Jan 2010, 00:24
ივერიელი
რამდენი ინდულგენცია უნდა ვიყიდო და რამდენი კაცი უნდა ვაწამო და შევხრუკო კოცონზე რომ კათოლიკებმა წმინდანად შემრაცხონ?

აბა ერთ კითხვაზე მიპასუხე: ინკვიზიტორები და კონკისკადორები იყვნენ ქრისტიანები თუ არა?
თუ მეტყვი რომ არა, ვაღიარებ რომ ქრისტიანებს არავინ დაუხოცავთ და უწამებიათ

Posted by: tamti1 23 Jan 2010, 00:32
QUOTE
აბა ერთ კითხვაზე მიპასუხე: ინკვიზიტორები და კონკისკადორები იყვნენ ქრისტიანები თუ არა?
თუ მეტყვი რომ არა, ვაღიარებ რომ ქრისტიანებს არავინ დაუხოცავთ და უწამებიათ


ბევრი უვარგისი საქმე გაკეთდა და ბევრი სისხლი დაიღვარა იესოს სახელით, უვარგისი ადამიანების მიერ. ეს ასეა. და რაა? სარწმუნოების ბრალია თუ ადამიანების?

Posted by: aka 23 Jan 2010, 00:45
tamti1

"I like your Christ, I do not like your Christians. Your Christians are so unlike your Christ." © Mahatma Gandhi

Posted by: ივერიელი 23 Jan 2010, 00:47
ZAZAi

QUOTE
რამდენი ინდულგენცია უნდა ვიყიდო და რამდენი კაცი უნდა ვაწამო და შევხრუკო კოცონზე რომ კათოლიკებმა წმინდანად შემრაცხონ?


რა იყო, კიდევ უფრო დაიბოღმე? biggrin.gif

კათოლიკურ ეკლესიას ადამიანის წმინდანად შერაცხვისათვის ძალიან მკაცრი წესები აქვს. ერთ-ერთი და აუცილებელი არის სასწაული.

QUOTE
აბა ერთ კითხვაზე მიპასუხე: ინკვიზიტორები და კონკისკადორები იყვნენ ქრისტიანები თუ არა?


ინკვიზიტორები და კონკისტადორები იყვნენ ქრისტიანები, მაგრამ მათი საქციელი არა ქრისტიანობა, არამედ სიველურე იყო. მკვლელობა უფლისა სახელით კიდევ უფრო დიდი მკრეხელობა და კრიმინალია ვიდრე ჩვეულებრივი, ძალადობრივი მკვლელობა.

Posted by: barakobama 23 Jan 2010, 00:49
QUOTE
Mahatma Gandhi


ეგაც კარგად უქშუტუნებდა რა
biggrin.gif

Posted by: zanneti 23 Jan 2010, 00:57
QUOTE (Xterra @ 23 Jan 2010, 00:03 )
QUOTE (zanneti @ 22 Jan 2010, 21:30 )
ცოდვას არ გააჩნია გინდა კაცი მოკალი გინდა სიგარეტი მოწიაე ცოდვის საზღაური სიკვდილია და ნუ ნეგავთ ადამიანებში დიდ და პატარა ცოდვებსბ ეს სიცრუეა ამას ბიბლია არ ამბობს და ნუ უმატებთ თუ შეიძლება ნურაფერს მას

I იოვანე 5:16 უკუეთუ ვინმე იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელი ცოდვიდეს ცოდვასა არა სასიკუდინესა, ითხოვოს და მოსცეს მას ცხორებაჲ, რომელნი-იგი ცოდვიდენ არა სასიკუდინედ; არს ცოდვაჲ სასიკუდინე, არა მისთჳს ვიტყჳ, რაჲთა ითხოოს.

ხო მარიამმა სწორად შენიშნა მომავალში აუცილებლად ქართულად დაწერე კი ვერ ვარჩევ ამ დაკლაკნილ ასოებს ჩინეთში ხო არ ვარ რა გაჭირვებაა... ამიხსენით რაზე ლაპარაკობს აქ იოანე?? თუ ვინმე ხედავს, რომ მისი ძმა სცოდავს, მაგრამ ეს არ არის ცოდვა, რომელსაც სიკვდილი მოსდევს, ილოცოს და ღმერთი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს; არის მომაკვდინებელი ცოდვაც; მასზე როდი ვამბობ, ილოცოს-მეთქი.

17. ყოველგვარი უსამართლობა ცოდვაა, მაგრამ ყოველი ცოდვა როდია მომაკვდინებელი.

რომელია მომაკვდინებელი???

18. ვიცით, რომ ღვთის მიერ შობილთაგან არავინ სცოდავს, რადგანაც ღვთის მხოლოდშობილი ძე იცავს და ბოროტი ვერ ეხება მას.

19. ვიცით, რომ ღვთისაგან ვართ, და მთელი ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული.

Posted by: tamti1 23 Jan 2010, 01:02
QUOTE
რომელია მომაკვდინებელი???


ათი მცნების დარღვევაა
QUOTE
ვიცით, რომ ღვთის მიერ შობილთაგან არავინ სცოდავს, რადგანაც ღვთის მხოლოდშობილი ძე იცავს და ბოროტი ვერ ეხება მას.

ადამი? კაენი? გავაგრძელო?
QUOTE
ვიცით, რომ ღვთისაგან ვართ, და მთელი ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული.

მთელი ჯერ არა, მადლობა უფალს!

Posted by: mariami4575 23 Jan 2010, 01:07
zanneti
QUOTE
ხო მარიამმა სწორად შენიშნა მომავალში აუცილებლად ქართულად დაწერე კი ვერ ვარჩევ ამ დაკლაკნილ ასოებს ჩინეთში ხო არ ვარ რა გაჭირვებაა...

შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ ქართულ ენას.
QUOTE
18. ვიცით, რომ ღვთის მიერ შობილთაგან არავინ სცოდავს, რადგანაც ღვთის მხოლოდშობილი ძე იცავს და ბოროტი ვერ ეხება მას.

შენ როგორ ახსნი ამას?

Posted by: zanneti 23 Jan 2010, 01:20
tamti1
შენ იცავ ათ მცნებას??? ან ვინემ შეუძლია დაცვა მისი??? არა არა და არა მაშინ რა გამოდის ყველანი მომაკვდინებლად ვცოდავთ??? და კაენს რომ მოენანიებინა არ აპატიებდა უფალი?????

ვიცით, რომ ღვთისაგან ვართ, და მთელი ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული.


მთელი ჯერ არა, მადლობა უფალს!

ისე აქ აშკარად არ ეთანხმები ღმერთის სიტყვას ხო???
თუ იქ მთელი წერია შენ რატომ ამბობ არაო???






იქ ქვენიერების ხალხზეა ლაპარაკიsmile.gif
mariami4575

მე ბიბლიის კომენტატორი არ ვარ სხვათაშორის biggrin.gif მაგრამ შევეცდები განვმარტო... ის ვინც ქრისტეშია მას ბოროტი ვერ ეკარება ანუ ქრისტეს ვერ ეკარება და ჩვენ თუ მასში ვართ ჩვენ ვერ გვეკარება შესაბამისად და არ ცოდავს იმიტომ რომ უფალი იცავს მას ის ადამაინი არის უფლით შემოსილი და ეშმაკის ცეცხლოვანი ისრები ვერ აღწევენ მიზანს ანუ ჩვენ ეშმაკი შიგნიტ ხო არ გვყავს არამედ ის გვესვრის ისრებს და გვადენინებს ბოროტებას მაგრამ ვინც უფალშია მას ვერ ეკარება იმიტომ რომ მთლიანად უფლითაა გარემოცული...სახარებაში წერია პავლე ამბობს "შეიმოსეთო უფლით" დაახლოეიბთ ასე წერია...სადაც უფალია იქ სიწმიდეა ჩვენ თუ ვართ უფალში მას ვემსგავსებით ყველაფერში ანუ ვიწმიდებით ცოდვებისგან... როდესაც ქრისტე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ამან მოიტანა ცვლილებები მივატოვე ბევრი რამ მე მოყოლილი მაქ რაც ესეიგი ნელ ნელა ხდება რეპორმაცია და უკვე ცოდვა კარგავს ძალას შენზე ეს რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ არ გამოყობ თავს ჯავშნიდან და არ მიატოვებ ქირსტეს და ნელნელა უფრო და უფრო იწმიდები... ღმერთმა თქვა: იყავითო წმიდები იმიტომ რომ მე ვარო წმიდა

ღმერთმა ქნას ყველანი ამ ჯავშნით ვიყოთ შემოსილნი smile.gif

Posted by: mariami4575 23 Jan 2010, 01:27
zanneti
ძალიან წინააღმდეგობაში მოდის შენი პოსტები ერთმანეთთან.

Posted by: aka 23 Jan 2010, 01:34
არადა თემის პასუხია, უყვართ და რა ქნან...

ეხლა წავა რელიგიებზე განზოგადება, ვისი რელიგია მოერევა და ა.შ.


Posted by: tamti1 23 Jan 2010, 11:57
QUOTE
შენ იცავ ათ მცნებას??? ან ვინემ შეუძლია დაცვა მისი??? არა არა და არა მაშინ რა გამოდის ყველანი მომაკვდინებლად ვცოდავთ??? და კაენს რომ მოენანიებინა არ აპატიებდა უფალი?????


არა, გენაცვალე, როდის ვთქვი ანგელოზი ვარ მეთქი? ყველანი ვცოდავთ, აბა რა, განსხვავება ის არის, რომ მე ვეცდები აღსარებაში მოვინანიო, ზოგი კი არა და ამ ცოდვით გავა იმ ქვეყნად... სამწუხაროდ.

QUOTE
კაენს რომ მოენანიებინა არ აპატიებდა უფალი


ვერაფერს ვერ, გეტყვი...თუმცა, მაგ დროს როგორც მახსოვს ჯერ არც ქრისტე იყო განკაცებული და არც აღსარება-ზიარების საიდუმლო სრულდებოდა დედამიწაზე....
sad.gif

Posted by: zanneti 23 Jan 2010, 12:37

mariami4575
სად არი წინააღმდეგობა???
tamti1
თქვენ მონანიება იცით რა არის??? კი მაგრამ ძველ აღთქმაში როგორ ინანიებდა ხალხი?? მაშინაც არ იყო ზიარება და აღსარება (ეს ორი ერთმანეთთან რა კავშირშია მაცოდნია ერთი) ამომწყდარა ახალხი და ეგაა... ანგელოზები არავინ ვართ ყველანი ვინანიებთ მაგრამ იმასაც გააჩნია ვისთან... წერია ბიბლიაში ქრისტე არის მვდელმთავარი და საერთოდ დავდებ და წაიკითხე ებრაელთა 7 თავი და საერთოდ აქ ყველაფერია ნათქვამი ებრაელთა წერილში 16. რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულისამებრ კი არ გახდა მღვდელი, არამედ წარუვალი სიცოცხლის ძალით.

17. რადგანაც გვაქვს მოწმობა: „შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა“.

18. უწინდელი აღთქმა კი მისი უმწეობისა და უსარგებლობის გამო უქმდება,

19. რადგანაც ვერარა სრულყო რჯულმა; მაგრამ შემოდის უმჯობესი სასოება, რომლის მეოხებითაც მივეახლებით ღმერთს.

20. და რამდენადაც ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე,

21. (ვინაიდან ისინი ფიცის გარეშე გახდნენ მღვდლები, ხოლო ეს - ფიცით მის მიერ, ვინც უთხრა: „დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა)“, -

22. იმდენადვე უმჯობესი აღთქმის თავმდები გახდა იესო.

23. ეგეც არ იყოს, ვინ მოსთვლის, რამდენნი იყვნენ ის მღვდლები, რადგან სიკვდილი გამორიცხავდა ერთის მღვდლობას,

24. ხოლო მას, როგორც მარადის მყოფს, მღვდლობაც წარუვალი აქვს.

25. ამიტომაც ძალუძს სრულიად იხსნას ყველა, ვინც მისი მეოხებით მიეახლება ღმერთს, რადგანაც მარად ცოცხალია მათდა მეოხად.

26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი,

27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი.

28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, - ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.

1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას.

2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.

3. რადგანაც ყველა მღვდელმთავარი მსხვერპლისა და შესაწირავის მისართმევადაა დადგენილი; ამიტომ აუცილებელია, რომ მასაც რაიმე ჰქონდეს მისართმევი.

4. მიწაზე რომ დარჩენილიყო, მღვდელიც აღარ იქნებოდა, რადგანაც აქ არიან მღვდღები, რჯულისამებრ რომ სწირავენ შესაწირავს,

5. და მსახურებენ ზეციერის ხატსა და ჩრდილს, როგორც ებრძანა მოსეს კარვის დასრულებისას: „იცოდე, - იყო თქმული, - ყველაფერი გააკეთე იმ ნიმუშის მსგავსად, მთაზე რომ გიჩვენე შენ“.

6. ხოლო აწ ჩვენმა მღვდელმთავარმა მით უკეთესი მსახურება მიიღო, რამდენადაც შუამავალია უკეთესი აღთქმის, რომელიც უკეთეს დაპირებებზეა დაფუძნებული.

7. რადგანაც პირველი აღთქმა რომ უნაკლო ყოფილიყო, ვინღა დაუწყებდა ძებნას მეორის ადგილს?

8. ვინაიდან ყვედრებით ეუბნება მათ: „აჰა, მოვლენ დღენი, - ამბობს უფალი, - როცა ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს.

9. იმნაირ აღთქმას კი არა, მათ მამებს რომ დავუდე იმ დღეს, როცა ხელი ჩავკიდე მათ ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსაყვანად; მაგრამ რაკი ჩემს აღთქმაში არ დამკვიდრდნენ, მეც უგულებელვყავ ისინი, ამბობს უფალი.

10. აი, ეს იქნება აღთქმა, იმ დღეთა შემდგომ რომ აღვუთქვამ ისრაელის სახლს, ამბობს უფალი: ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში, და მათ გულებზე დავაწერ მას; და ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.

11. აღარავინ ასწავლის თვისტომს და აღარ ეტყვის თავის ძმას: იცან უფალი, რადგანაც ყოველი მათგანისთვის, დიდიან-პატარიანად, ცნობილი ვიქნები.

12. ვინაიდან შევიწყალებ მათ უსამართლობას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს.

13. ხოლო „ახალიო“ რომ თქვა, ამით პირველის სიძველე გვიჩვენა, მაგრამ რაც ძველდება და ბერდება, გასაქრობად განწირულია.

Posted by: airlift7 23 Jan 2010, 12:45
zanneti
მასეტ კლასებს გვიტარებ?

Posted by: დათიკო 23 Jan 2010, 12:49
ივერიელი
QUOTE
დათიკო, მნათე ორსულად არის და არ ცალია. biggrin.gif

ამ თემაში რამდენიმე ადგილას თვალი მოვკარი რომ ხდება შეურაცხყოფა წმინდანების და ხატების და საერთოდ ამ უძველესი ტრადიციისა რომელიც ქრისტიანულ ეკლესიაში არსებობს, ხოდა როგორ ფიქრობ ახლა აღარაა დრო ინკვიზიციისათვის?

კონკრეტული პოსტები დამილინკე და მივიღებ ზომებს smile.gif

Posted by: zanneti 23 Jan 2010, 12:52
airlift7
ეს ღმერთის სიტყვაა და კითხე მას რას გიტარებს... ასეთი კითხვებით მე არ მომმართოთ თუ შეიძლება....

ტიმოთე 2:5 მადლობა ამ აბზაცებისთვის რომელმაც თქვალები ამიხილა და მანახა თუ ვინ არის მხსნელი

ამიტომაც ძალუძს სრულიად იხსნას ყველა, ვინც მისი მეოხებით მიეახლება ღმერთს, რადგანაც მარად ცოცხალია მათდა მეოხად.

კი მაგრამ იესო თუ არის შუამავალი კაცი რათ მინდა ვერ გავიგე ხმ

Posted by: დათიკო 23 Jan 2010, 12:54
ყველა თემაში ოფტოპიკებია!

თემას დაუბრუნდით!

Posted by: tamti1 23 Jan 2010, 13:00
QUOTE
ყველა თემაში ოფტოპიკებია!

თემას დაუბრუნდით!


ეს ერთიღა მაპატიე და მეტს აღარ ვიზამ
biggrin.gif
zanneti

ერთი კითხვა მაქვს, ასე კარგად იცი ბიბლია შე კაცო და რა გინდა?

Posted by: გიუშა 23 Jan 2010, 13:02
QUOTE
მკვდარი წმინდანები

user posted image

ცოცხალი წმინდანები:
ნეტარი ჩეფჩიკა
ძიძიგური
ღლონტი

Posted by: zanneti 23 Jan 2010, 13:13
QUOTE (tamti1 @ 23 Jan 2010, 13:00 )
QUOTE
ყველა თემაში ოფტოპიკებია!

თემას დაუბრუნდით!


ეს ერთიღა მაპატიე და მეტს აღარ ვიზამ
biggrin.gif
zanneti

ერთი კითხვა მაქვს, ასე კარგად იცი ბიბლია შე კაცო და რა გინდა?

თუ მისთვის ერთი შეიძლება მაშინ მეც ერთI და მორჩაsmile.gif იმედია არ დამჩაგრავ დათIკო....
ბიბლია კი არ ვიცი და საერთოდ თუ გინდა გეტყვი საერთOდ ძველი აღთმა წაკითხული არ მაქვს მაგრამ იმდენი მართლა მანახა ღმერთმა რომ იესოა შუამავალი და რომ ის სულია და რომ სულში უნდა ვცეთ თაყვანი და რომ ის საუკეთესო მეგობარია და ნებისმიერ დროს შემიძლია ველაპარაკო მას აი ამაშია საქმე.... და მე ის მინდა რომ განდიდდეს უფლის სახელი და ნახოთ რა ქადაგებს ბიბლია და არა წითელქუდა.... და კიდე მინდა რომ ადამიანები გადარჩნენ ისევე როგორც მე აი რა მინდა...და ნუ დამისვავთ კითხვებ მე ვიღუპები შენ გადარჩები ჩვენ არ ვკითხულობთ ბიბლიას მარტო შენ კითხულობ ასეთებს მოვეშვათ და ჯობია გავიგოთ თუ რა წერია ბიბლიაში და არ ვეურჩოთ მას... და გვახსოვდეს რომ ის ღმერთის სიტყვაა და არა პაპა კარლოსი რომ ცვალო ცაღმა უკუღმა როგროც გინდა.... გინდა გადარჩენა??? აი აბზაცი

10. აი, ეს იქნება აღთქმა, იმ დღეთა შემდგომ რომ აღვუთქვამ ისრაელის სახლს, ამბობს უფალი: ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში, და მათ გულებზე დავაწერ მას; და ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.

ასე რომ რჯული ჩვენს გულებშია და თვენ ვართ ტაძარი სული წმიდისა
6. ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ, და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში?

17. ვინც ღვთის ტაძარს დააქცევს, დააქცევს მას ღმერთი, რადგანაც ღვთის ტაძარი წმიდაა, და ესა ხართ თქვენ.

ხალხო სული წმიდის ტაძარი ვართ თქვენ წარმოიდგიენეტ ღმერთია ჩვენში ვინ გავცვალო ღმერთში უბრალო მოკვდავი ადამაინი??? ვინ დამოხსნით უკეთ ადამიანი თუ მერთი??? ვინ შემინდობს ცოდვებს და ვინ უფრო კარგათ იცის რაში ვცოდავ მე თუ ღმერთმა რომელიც ჩემშია??ვინ უფრო გამიგებს ადამიანი თუ ღმერთი????? ის ხომ ჩემშია მე ხომ მას ვეკუთვნი... მაპატიეთ რა უფალმა გაკურთხოთ

Posted by: airlift7 23 Jan 2010, 13:17
zanneti
და რას თვლი ამ განყოფილების მომხმარებლებმა არ იცის რა წერია ბიბლიაში?

Posted by: machabelius 23 Jan 2010, 13:19
ერთი სიცოცხლე გაწირე რელიგიისთვის და მერე იქნებ მიხვდე რას ნიშნავს
თუ რა თქმა უნდა აქამდე ვერ მიხვდი რატომ ეწამებოდნენ წმინდანები.

Posted by: tamti1 23 Jan 2010, 13:23

zanneti


დავპირდი ადამიანს, მეტს აღარ ვიზამ-მეთქი და პასუხს არ გაგცემ ამ პოსტზე გენაცვალე, თორემ კი მინდოდა კიდევ მეკითხა რაღაც biggrin.gif

ჩვენ თემას ავცდით და მოდი ვისაუბროთ რას ნიშნავს აქ დასმული კითხვა
QUOTE
რატომ უყვართ ქრისტიანებს ნატანჯი და მკვდარი წმინდანები, ფილოსოფიური შეკითხვა

როგორ წერია აღთქმაში? მკვდრების ღმერთი ვარო ეს გვითხრა ღმერთმა?


Posted by: ZAZAi 23 Jan 2010, 14:25
ჩვენს დროში მრწამსისთვის სიცოცხლეს წირავენ იეღოვას მოწმეები, რომლებიც შეგნებულად უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე, რათა არ შეურიონ საკუთარ იეღოვასმოწმურ სისხლს ურჯულოს სისხლი და არ დაიბინძურონ აურა.(ასე მგონია) სხვა რწმენის ხალხი განიკითხავს მათ ამის გამო, მაგრამ ვისი რა საქმეა? რითია ეს ვითომ უარესი ვთქვათ იმაზე, რომ ხატს არ დააბიჯო ფეხი და სიკვდილი ამჯობინო? ან ღმერთს ეხვეწებოდე ღმერთო რაიმე მძიმე ავადმყოფობა გამომიგზავნე, თორემ ჯანმრთელი რომ ვარ ესეიგი შენი მადლი გამშორდაო? ასეთი ფენომენი ხდება საქართველოს მართლმადიდებლურ მონასტრებში და ამაზე სიამაყით ლაპარაკობენ საპატრიარქოს რადიოში. რას იტყვით ამაზე?

Posted by: Xterra 23 Jan 2010, 14:27
QUOTE
რომელია მომაკვდინებელი???

პირველი კორინთელთა.
6:9 ანუ არა უწყითა, რამეთუ ცრუთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ? ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანგაჰრთა,
6:10 არცა მპარავთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკჳდრონ.

6:11 და ესრეთ ოდესმე იყვენით, არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით, არამედ განჰმართლდით სახელითა უფლისა იესუჲსითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა.

Posted by: gurabe 23 Jan 2010, 14:32
ZAZAi
სად სისიხლის გადასხმა და სად ხატზე ფეხის არ დაბიჯება?
ხატს რომ ფეხს აბიჯებს ადამიანი ამით ის უფალს შეურაწყოფს.
სისხის გადასხმით კიდევ ადამიანსი სიციცხლეს არჩენ,თუნად იყოს ურჯულო,იქნებ მოჯნანიოს თავისი ცოდვები და გადაირჩინოს თავი.

Posted by: airlift7 23 Jan 2010, 14:39
ZAZAi
QUOTE
ჩვენს დროში მრწამსისთვის სიცოცხლეს წირავენ იეღოვას მოწმეები, რომლებიც შეგნებულად უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე, რათა არ შეურიონ საკუთარ იეღოვასმოწმურ სისხლს ურჯულოს სისხლი და არ დაიბინძურონ აურა.(ასე მგონია) სხვა რწმენის ხალხი განიკითხავს მათ ამის გამო, მაგრამ ვისი რა საქმეა? რითია ეს ვითომ უარესი ვთქვათ იმაზე, რომ ხატს არ დააბიჯო ფეხი და სიკვდილი ამჯობინო? ან ღმერთს ეხვეწებოდე ღმერთო რაიმე მძიმე ავადმყოფობა გამომიგზავნე, თორემ ჯანმრთელი რომ ვარ ესეიგი შენი მადლი გამშორდაო? ასეთი ფენომენი ხდება საქართველოს მართლმადიდებლურ მონასტრებში და ამაზე სიამაყით ლაპარაკობენ საპატრიარქოს რადიოში. რას იტყვით ამაზე?

პირველ რიგში ეს თავგანწირვა კი არა უგნურებაა (რომ არაფერი ვთქვათ სიბოროტეზე) შემდეგ არასწორად აყალიბებ ამ ყველაფერს კონკრეტულად:
QUOTE
რომლებიც შეგნებულად უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე, რათა არ შეურიონ საკუთარ იეღოვასმოწმურ სისხლს ურჯულოს სისხლი და არ დაიბინძურონ აურა.

ცნობისტვის სისხლის გადასხმაზე უარს ამბობენ თუნდაც საკუთარი სარწმუნეობის ადამიანი იყოს(გახსოვს ალბათ გახმაურებული ფაქტი იაჰოვის მოწმე დედა რომ მომაკვდავი შვილის სისხლის გადასხმაზე კატეგორიული წინააღმდეგი იყო) შენი აზრით ამდენ იაჰოვას მოწმეებში არავინ მოიძებნებოდა იგივე ჯგუფის სისხლით?ესეთი ფაქტები უამრავია სამწუხაროდ

Posted by: aviaciis moyvaruli 23 Jan 2010, 14:41

ZAZAi
QUOTE
ჩვენს დროში მრწამსისთვის სიცოცხლეს წირავენ იეღოვას მოწმეები, რომლებიც შეგნებულად უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე, რათა არ შეურიონ საკუთარ იეღოვასმოწმურ სისხლს ურჯულოს სისხლი


რატოოომ იმიტომ რომ
QUOTE
არ დაიბინძურონ აურა.
ეს მათი გაგებით smile.gif


QUOTE
სხვა რწმენის ხალხი განიკითხავს მათ ამის გამო, მაგრამ ვისი რა საქმეა?
განკითხვა ცუდად გიწერია, ადამიანის განკითხვის უფლება მხოლოდ უფალს აქვს რომელიც ერთია ქვეყანაზედა smile.gif.

QUOTE
რითია ეს ვითომ უარესი ვთქვათ იმაზე, რომ ხატს არ დააბიჯო ფეხი და სიკვდილი ამჯობინო?
ხატს რომ არ აბიჯებ მაშასადამე შენ არ შეურაწყობ მამაღმერთს ძეღმერთს და სულიწმინდას smile.gif და შენი სული ცხონდება smile.gif.

QUOTE
ან ღმერთს ეხვეწებოდე ღმერთო რაიმე მძიმე ავადმყოფობა გამომიგზავნე, თორემ ჯანმრთელი რომ ვარ ესეიგი შენი მადლი გამშორდაო?


რაღაც ცუდი ნათქვამია არავინ არ ეხვეწება ღმერთს რომ განსაცდელი მოვულინოს, განსაცდელი თვითონ მოდის უბრალოდ მადლობას უხდიან ამ განსაცდელისთვის უფალს რომ მას ახალი რაღაც ასწავლა smile.gif. მოთმინება, გამძლეობა, ...

QUOTE
ასეთი ფენომენი ხდება საქართველოს მართლმადიდებლურ მონასტრებში და ამაზე სიამაყით ლაპარაკობენ საპატრიარქოს რადიოში.


ჯერ მარტო საამაყოა ესეთ ქვეყანაში რო ვცხოვრობთ smile.gif

Posted by: ZAZAi 23 Jan 2010, 14:43
აი ახლა გამოჩნდა რაოდენ ძნელია გაუგო სხვა რელიგიის ადამიანს. საკუთარს ადიდებ და სხვისას არარად მიიჩნევ

Posted by: airlift7 23 Jan 2010, 14:49
ZAZAi
დასკვნები გაქვს მაგარი !(არ ღირს შენთან კამათი)

Posted by: მუშნი 23 Jan 2010, 14:50
ZAZAi
QUOTE
აი ახლა გამოჩნდა რაოდენ ძნელია გაუგო სხვა რელიგიის ადამიანს. საკუთარს ადიდებ და სხვისას არარად მიიჩნევ

და რატომ უნდა გაუგო სხვა რელიგიას? "გაუგო ნიშნავს ლოგიკა ეძებო უცხო რელიგიაში, მაშინ როცა საკუთარ რელიგიაში გაქვს უარყოფილი ლოგიკა - რწმენაა გადამწყვეტი. ხოდა საკუთარი რელიგია ირწმუნო და სხვისი ლოგიკურად გაიაზრო - ვერ ჯდება ერთმანეთში.

Posted by: tamti1 23 Jan 2010, 14:51
QUOTE
რითია ეს ვითომ უარესი ვთქვათ იმაზე, რომ ხატს არ დააბიჯო ფეხი და სიკვდილი ამჯობინო?


როგორც ვიცი, ბიბლიაში წერია რომ სულიწმინდის შეურაწყოფა არის ცოდვა, რომელიც ადამიანს არასდროს არ მიეტევება, ხომ არ მეშლება?


Posted by: ZAZAi 23 Jan 2010, 15:00
tamti1 და რა გინდა თქვა, რომ ხატზე დაბიჯება სულიწმინდის შეურაცყოფაა?
ცოცხალი ღმერთის მაგივრად მკვდარ ნახატებს რომ ცემ თაყვანს და ათი მცნების პირველივე მცნებას არღვევ, ეს არაა სულიწმინდის შეურაცყოფა?



მუშნიროდესაც ივიწყებ მიმტევებლობას, სიყვარულს და იტოვებ მხოლოდ რწმენას, ყველაფერი ღებულობს ძალიან მახინჯ ფორმებს. ამას ქვია ფანატიზმი

Posted by: გიუშა 23 Jan 2010, 15:07
იმიტომ არ მიყვარს ამ განყოფილებაში შემოსვლა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ყოველგვარი არგუმენტის გარეშე მოჩმახავს რაღაც სისულელეს და როდესაც ამაზე არაადეკვატურ პასუხს მიიღებს თვლის რომ იგი იდევნება.

QUOTE (ZAZAi @ 23 Jan 2010, 15:00 )
tamti1 და რა გინდა თქვა, რომ ხატზე დაბიჯება სულიწმინდის შეურაცყოფაა?
ცოცხალი ღმერთის მაგივრად მკვდარ ნახატებს რომ ცემ თაყვანს და ათი მცნების პირველივე მცნებას არღვევ, ეს არაა სულიწმინდის შეურაცყოფა?

ნაწყვეტი იოანე დამასკელის წერილიდან:
ღმერთსა და მის გამომხატველ ხატს შორის არსებობს საიდუმლო მოქმედი კავშირი. ხატის მზერისას, ადამიანი ამ კავშირს ეზიარება, ხატის თაყვანისცემა ადამიანს ღმერთთან აახლოებს.

რაც შეეხება თუ რატომ სცემენ თაყვანს ტანჯულ წმინდანებს
იმიტომ რომ ეს წმინდანები თავიანთი რელიგიის დაცვის გამო ეწამნენ

Posted by: tamti1 23 Jan 2010, 15:11
ZAZAi
მკვდარი ნახატების თაყვანისცემისგან ღმერთმა დაგვიფაროს, ზაზაი, შენი აზრით ხატზე ზეთსა და საღებავებს ვცემთ თაყვანს მართლმადიდებლები? რაღა გვიჭირს აბა, კიდე რას დაგვაბრალებთ?

Posted by: მუშნი 23 Jan 2010, 15:13
ZAZAi
QUOTE
როდესაც ივიწყებ მიმტევებლობას, სიყვარულს და იტოვებ მხოლოდ რწმენას, ყველაფერი ღებულობს ძალიან მახინჯ ფორმებს. ამას ქვია ფანატიზმი

კი, მართალია, მარა მიტევება და სიყვარული ისედაც შეიძლება, ანუ "გაგების" ან/და "რწმენის" გარეშეც biggrin.gif თუმცა ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას ყველაფერი მაინც ამ ორ ცნებაზე დაჰყავს
არანაირად არ მაინტერესებს და არგუმენტებს არ მოვითხოვ ("გაგება"), რატომ სცემენ იეზიდები მზეს თაყვანს, არც მათი "რწმენის" ვარ, თუმცა ჩემი მხრიდან პატივს ვცემ მათ რელიგიას, იმიტომ რომ ის იგივეა მათთვის, რაც ჩემთვის ჩემი რელიგია თუ რწმენა.
შენ თუ შეგიძლია სცე პატივი სხვის რელიგიას არგუმენტების, გაგების ან რწმენის გარეშე? smile.gif

Posted by: გიუშა 23 Jan 2010, 15:16
ზოგიერთ ადამიანს რაღაც ეჭვები და კითხვები მოსდის თავში
მაგრამ ისინი კი არ ცდილობენ ამ კითხვებზე პასუხი ინფორმაციის მოძიებით გაიგონ
არამედ თვლიან რომ რახან ეს კითხვა გაუჩნდათ რაღაც არასწორია.
სანამ რაიმეში დაადანაშაულებ ადამიანს, მანამდე ამ საკითხში კარგად უნდა გაერკვიო.

Posted by: ZAZAi 23 Jan 2010, 15:23
QUOTE
შენი აზრით ხატზე ზეთსა და საღებავებს ვცემთ თაყვანს მართლმადიდებლები?
თუ შენთვის ის ზეთი და საღებავებია, დააბიჯებ ფეხს, რათა იხსნა სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა გიბოძა. თუ არა, უკვე გაკერპებული გაქვს.

Posted by: tamti1 23 Jan 2010, 15:31
QUOTE
თუ შენთვის ის ზეთი და საღებავებია, დააბიჯებ ფეხს, რათა იხსნა სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა გიბოძა. თუ არა, უკვე გაკერპებული გაქვს.


სხვა ალტერნატივას არ გვიტოვებ არა? აბა კარგად დაფიქრდი?
ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანო, --
წარმოიდგინე შვილმკვდარ დედას რომ უყვარს თავისი შვილის სურათი და როცა კოცნის, ქაღალდს კოცნის თუ გაკერპებული აქვს ნახატი?

Posted by: barakobama 23 Jan 2010, 16:23
tamti1
QUOTE
წარმოიდგინე შვილმკვდარ დედას რომ უყვარს თავისი შვილის სურათი და როცა კოცნის, ქაღალდს კოცნის თუ გაკერპებული აქვს ნახატი

ზაზაის მაგივრად ხმას გავიწყვეტავდი. bis.gif

Posted by: airlift7 23 Jan 2010, 16:41
tamti1
barakobama
მსგავსი სახის უამრავი თემა გაიხსნა და კითხვა დაისვა ფორუმზე დიდი ალბათობაა რომ ზაზიამ ამ კითხვებზე გაცემული პასუხები წაიკითხა მაგრამ კვლავ იმეორებს იგივე კითხვებს არ ვიცი მომხმარებელთა ცოდნას ამოწმებს თუ სხვა რაიმე მიზანი აქვს

Posted by: barakobama 23 Jan 2010, 16:46
airlift7
QUOTE
თუ სხვა რაიმე მიზანი აქვს

ზუსტად ეგ მაინტერესებს მეც. თან მარტო არ არის, ბრიგადა ჰყავს მოყვანილი.

Posted by: tamti1 23 Jan 2010, 17:10
barakobama
airlift7
არ ვიცი მე მეჩვენება თუ ასეა, მაგრამ მგონია რაღაცას რომ ვერ პასუხობენ ეს ხალხი დროებით თვალსაწიერიდან გაჰქრებიან ხოლმე და მერე სასწაული პასუხებით ბრუნდებიან. დავიჯერო ახლა რომ მაგათ ვინმე სხვა არიგებს ჭკუაზე?

Posted by: zanneti 23 Jan 2010, 18:16
tamti1
ისე მაგარი შედარებაა biggrin.gif სასტაულია რა ისე ჩაგჭრიან ბიბლიიდან ნაწყვეტსაც არ გეტყვიან biggrin.gif:D ადამიანიც შეიძლება გაიკერპო ცოცხალი დიახ თუ უფალზე ემტად გიყვარს და თაყვანს სცემ და აშკარა კერპმტაყვანისცემლობაა ის რომ ღმერთის გამოსახულებას კოცნიან და მასთან მიდიან როდესაც ის სულია და არა მატეია დახატული.... ბიბლია რატომ ამბობს რომ ღმერთი ხელთქმნილი არ არისო???
15. ხალხთა კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი.

16. პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.

17. ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, არც აქვთ სუნთქვა მათ პირებს.

18. მათი მსგავსნი იქნებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.

19. ისრაელის სახლო, აკურთხეთ უფალი; აარონის სახლო, აკურთხეთ უფალი!

არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ.

5. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში.


განმიმარტეტ ეს აბზაცები???? და ნუ მეტყვით ხელთუქმნელიც არისო ხატი და თუ არის კიდივაც დანარჩენი ხომ ხელთქმნილია??

Posted by: tamti1 23 Jan 2010, 18:32
zanneti
ადამიანო, მე შენ მოძღვარი გგონივარ? ჩემს თავს იმის უფლებას როგორ მივცემ ვინმეს ბიბლია განვუმარტო? ღმერთმა იმდენი ჭკუა მომცეს ნეტავ რომ მე თვითონ გავიგო სწორედ რას მეუბნებიან.... და რა არის ახლა რომ ამ აბზაცებს მიწერ ბიბლიიდან. მოგეხსენება, ქალი ვარ და აღარ ვიცი ახლა რა ვქნა, მოვიხურო თავზე , ფეხზე ავდგე და ისე ვიკითხო შენი პოსტები? წაკითხული მაქვს ეგენი შემოგევლე, წაკითხული! და კიდევ გიმეორებ რომ ხატს და ნახატს არა ვცემთო თაყვანს და რა ენაზე გითხრა ახლა ეს აღარ ვიცი.....

Posted by: mariami4575 23 Jan 2010, 18:40
zanneti
QUOTE
tamti1
ისე მაგარი შედარებაა 

ამ ქალმა ისეთი მაგალითი მოიყვანა,ნორმალურ ადამიანს გული ეტკინებოდა,შენ კი ეს გაღრეჭილი სმაილი დაწერე. სირცხვილია უბრალოდ ასეთი დამოკიდებულება.

Posted by: zanneti 23 Jan 2010, 18:41
tamti1
ღმერთო ჩემო ასე უნდა იკითხოთ ბიბლია და მისი აბზაცები???? ყველანაირად როგრო უნდა გაურთულო კაცს საქმე..... იესომ ყველაფერი გააადვილა და ესენი ხელოვნურად ართულებენ......გაოცებული ვარ.... და პირდაპირ რო ცაიკითხოთ ლოცვებს მოგისჯიან??? ასეთიც არ გამიგია--ლოცვა არის დიალოგი ღმერთთან და ეს როგორ უნდა დაგაძალაოს ადამიანმა??? ეს ნამდვილი სასტაულია როგროც ზაზა წერს ხოლმე... ბიბლია მოძღვრებისთვის მარტო არ დაწერილა ჩვენ რა დავაშავეთ??? და მან რით დაიმსახურა???? კი მაგრამ ბიბლია არის სიცოცხლის სიტყვა ის სულ უნდა იკითხო და მე ვის უნდა ვკითხო ჩემი ღმერთთან ურთიერთობა??? მე მამაჩემტან მინდა ვილაპარაკებ და მინდა ვიცეკვებ ის ჩემი მეგობარია მას ყველაზე უფრო უყვარვარ და ვინ ერევა ამაში ჰა?? ბიბლიაში რაც წერია ის არის ღმერთის სიტყვა ანუ ბიბლიიდან ჩვენ ვუახლოვდებით უფალს... და მე რომ არ წავიკითხო ბიბლია ეს მხოლოდ სატანას და მის მოციქულებს უნდათ ასე რომ არ ჩაუვა ფეხი კალოშში


mariami4575
მე შედარებაზე გავიცინე და არა იმაზე რომ ქალს შვილი ყავს მკვდარი.... რა მოსატანი იყო ეს მაგალითი ვერ გავიგე

Posted by: mariami4575 23 Jan 2010, 18:45
zanneti
შე კაცო,რას გაილექსე? მართლმადიდებლები კითხულობენ ბიბლიას და დროა შეიგნო ეს. შეჩერდი ხოლმე ზოგჯერ,რომ შენდა უნებურად ტკივილი არ მიაყენო ვინმეს. ადამიანმა გარდაცვლილი შვილის სურათზე თქვა და შენ გაღრეჭილი სმაილი დაუწერე.

Posted by: tamti1 23 Jan 2010, 18:48
zanneti
QUOTE
ღმერთო ჩემო ასე უნდა იკითხოთ ბიბლია და მისი აბზაცები???? ყველანაირად როგრო უნდა გაურთულო კაცს საქმე..... იესომ ყველაფერი გააადვილა და ესენი ხელოვნურად ართულებენ......გაოცებული ვარ.... და პირდაპირ რო ცაიკითხოთ ლოცვებს მოგისჯიან??? ასეთიც არ გამიგია--ლოცვა არის დიალოგი ღმერთთან და ეს როგორ უნდა დაგაძალაოს ადამიანმა??? ეს ნამდვილი სასტაულია როგროც ზაზა წერს ხოლმე... ბიბლია მოძღვრებისთვის მარტო არ დაწერილა ჩვენ რა დავაშავეთ??? და მან რით დაიმსახურა???? კი მაგრამ ბიბლია არის სიცოცხლის სიტყვა ის სულ უნდა იკითხო და მე ვის უნდა ვკითხო ჩემი ღმერთთან ურთიერთობა??? მე მამაჩემტან მინდა ვილაპარაკებ და მინდა ვიცეკვებ ის ჩემი მეგობარია მას ყველაზე უფრო უყვარვარ და ვინ ერევა ამაში ჰა?? ბიბლიაში რაც წერია ის არის ღმერთის სიტყვა ანუ ბიბლიიდან ჩვენ ვუახლოვდებით უფალს... და მე რომ არ წავიკითხო ბიბლია ეს მხოლოდ სატანას და მის მოციქულებს უნდათ ასე რომ არ ჩაუვა ფეხი კალოშში


შენ როგორც გინდა ისე წაიკითხე, შემოგევლე, არავინ დაგიშლის და არც არავინ დაგახევს კალთებს სიწმინდეებს პატივისცემით მოეპყრო.....

Posted by: airlift7 23 Jan 2010, 18:52
zanneti
ხოდა შეიგნე ხატებს არ ვცემთ პატივს მასზე გამოსახულთ ვცემთ პატივს!!!

Posted by: zanneti 23 Jan 2010, 18:52
QUOTE (tamti1 @ 23 Jan 2010, 18:48 )
zanneti
QUOTE
ღმერთო ჩემო ასე უნდა იკითხოთ ბიბლია და მისი აბზაცები???? ყველანაირად როგრო უნდა გაურთულო კაცს საქმე..... იესომ ყველაფერი გააადვილა და ესენი ხელოვნურად ართულებენ......გაოცებული ვარ.... და პირდაპირ რო ცაიკითხოთ ლოცვებს მოგისჯიან??? ასეთიც არ გამიგია--ლოცვა არის დიალოგი ღმერთთან და ეს როგორ უნდა დაგაძალაოს ადამიანმა??? ეს ნამდვილი სასტაულია როგროც ზაზა წერს ხოლმე... ბიბლია მოძღვრებისთვის მარტო არ დაწერილა ჩვენ რა დავაშავეთ??? და მან რით დაიმსახურა???? კი მაგრამ ბიბლია არის სიცოცხლის სიტყვა ის სულ უნდა იკითხო და მე ვის უნდა ვკითხო ჩემი ღმერთთან ურთიერთობა??? მე მამაჩემტან მინდა ვილაპარაკებ და მინდა ვიცეკვებ ის ჩემი მეგობარია მას ყველაზე უფრო უყვარვარ და ვინ ერევა ამაში ჰა?? ბიბლიაში რაც წერია ის არის ღმერთის სიტყვა ანუ ბიბლიიდან ჩვენ ვუახლოვდებით უფალს... და მე რომ არ წავიკითხო ბიბლია ეს მხოლოდ სატანას და მის მოციქულებს უნდათ ასე რომ არ ჩაუვა ფეხი კალოშში


შენ როგორც გინდა ისე წაიკითხე, შემოგევლე, არავინ დაგიშლის და არც არავინ დაგახევს კალთებს სიწმინდეებს პატივისცემით მოეპყრო.....

მე ვკითხულობ და ამაში კურთხევა ადამიანის არ მჭირდება..... ქალბატონო მარიამ მე არ გამიცინია იმაზე გაიგეთ არამედ გავიცინე შედარებაზე........

Posted by: mariami4575 23 Jan 2010, 18:58
zanneti
QUOTE
მე ვკითხულობ და ამაში კურთხევა ადამიანის არ მჭირდება..... ქალბატონო მარიამ მე არ გამიცინია იმაზე გაიგეთ არამედ გავიცინე შედარებაზე

ცუდად გამოგივიდა, ნუთუ ასე ძნელია ამის აღიარება?

Posted by: zanneti 23 Jan 2010, 18:59
airlift7
airlift7
იმ ხატებზე ვინაა გამოსახულიი??

Posted by: tamti1 23 Jan 2010, 19:13
QUOTE
მე ვკითხულობ და ამაში კურთხევა ადამიანის არ მჭირდება....


ეს ისედაც ჩანს, რად უნდა ლაპარაკი? smile.gif
QUOTE
ქალბატონო მარიამ მე არ გამიცინია იმაზე გაიგეთ არამედ გავიცინე შედარებაზე...

არა უშავს, ყველაფერი რიგზეა . ალბათ ვერ წაიკითხა როცა დავწერე რომ ნუ გამეხუმრები-თქო ამაზე, რადგან წავშალე ეგ პოსტი... დედაჩემია შვილგარდაცვლილი დედა....

Posted by: mariami4575 23 Jan 2010, 19:15
tamti1
QUOTE
დედაჩემია შვილგარდაცვლილი დედა....

სამწუხაროაsad.gif შენ კი ჯვარი გწერია 2kiss.gif

Posted by: ZAZAi 23 Jan 2010, 21:48
QUOTE
ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანო, --
წარმოიდგინე შვილმკვდარ დედას რომ უყვარს თავისი შვილის სურათი და როცა კოცნის, ქაღალდს კოცნის თუ გაკერპებული აქვს ნახატი?

შენი ღმერთი მკვდარია? ესე იგი იმ სურათის (ხატის) მეტი არაფერი დაგრჩენია? თუ ასეა, არაა პრობლემა

Posted by: airlift7 23 Jan 2010, 21:56
zanneti
QUOTE
იმ ხატებზე ვინაა გამოსახულიი??

როდესაც შენ მეუბნები რომ ქრისტიანი ხარ დადიხარ ეკლესიაში (უბრალოთ აღმსარებლობით არა ხარ მართლმადიდებელი , მაგრამ შენი მშობლები მართმადიდებლები არიან ) ამდენი ინფორმაცია უნდა გაგაჩნდეს იმაზე თუ ხატებზე ვინ არიან გამოსახულები .

Posted by: tamti1 23 Jan 2010, 22:00
QUOTE
შენი ღმერთი მკვდარია? ესე იგი იმ სურათის (ხატის) მეტი არაფერი დაგრჩენია? თუ ასეა, არაა პრობლემ


რას გვეუბნები, თუ ფიქრობ? საიდან დაასკვენი ეხლა ეს?
eek.gif

Posted by: airlift7 23 Jan 2010, 22:09
- და თუკი ზოგ-ზოგნი წმიდა ხატებისადმი თაყვანისცემის გამო გვაბრალებენ კერპთაყვანისმცემლობას, ჩვენ ამგვარ ბრალდებას ვუწოდებთ უსაფუძვლოს და უმართებულოს, ვინაიდან ჩვენ სხვას არავის ვემსახურებით გარდა მხოლოისა ღმერთისა, რომელიც ერთადერთია სამებაში. წმინდანთ პატივსვცემთ ორკეც: პირველ რიგში - ღმრთისადმი მიმართებით, რამეთუ სწორედ მის (ღმრთის) გამო შევნატრით წმინდანთ, მეორედ - საკუთრივ წმინდანებისადმი მიმართებით, რამდენადაც ისინი არიან ღვთის ცხოველი ხატტნი. ამასთანავე, პატივსვცემთ რა წმინდანთ, ვითარცა ღვთის მონებს, ამის შესაბამისად ვეთაყვანებით წმინდა ხატებს. ხატთაყვანი დაკავშირებულია პირველსახესთან, ვინც თაყვანსსცემს ხატს, სწორედ ამ ხატის მეშვეობით სცემს თაყვანს პირველსახეს. ასე რომ, ყოვლად დაუშვებელია ხატთაყვანი გავმიჯნოთ იმისადმი თაყვანისცემისაგან, ვინც მასზეა გამოსახული - ისინი ჰგიებენ ერთობით ანუ ამგვარად: პატივი, რომელსაც მიაგებენ მეფის დესპანს, განუყოფელია დიდებისაგან, თავად ხელმწიფეს რომ აღუვლენენ.

ბიბლიის ის მონაკვეთები, რითაც ჩვენი მოწინააღმდეგენი თავიანთ ცდომილებათა დასაბუთებას ლამობენ, მათთვის არცთუ ისე ხელსაყრელია, როგორც ფიქრობენ. პირიქით - სავსებით ეთანხმებიან ჩვენს აზრს, ვინაიდან: როდესაც ვეცნობით საღმრთო წერილს, ჩვენ განვიცდით დროს, სახეს, მაგალიტებსა და მიზეზებს. ამიტომაც, მართალია, ვკითხულობთ, რომ ერთი და იგივე ღმერთი გარკვეულ ალაგას ამბობს: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, არცა თაყვანისცე მათ და არც მსახურებდე მათ, სხვაგან კი ბრძანებს ქერუბიმების შექმნას და ჩვენც, ამასთანავე, ვხედავთ ტაძრებში კუროებსა და ლომების გამოსახულებებს, მაგრამ ყოველივე ამას არ აღვიქვამთ ისე, როგორც ცრუმორწმუნეები (რამეთუ ცრუმორწმუნეობა არ არის რწმენა), არამედ, როგორც ვთქვით, დროისა და სხვა გარემოებათა შესაბამისად, ვაღწევთ მართებულ შემეცნებას. სიტყვები: არა ქმნა თავისა შენისა კერპი და არცა ყოველივე მსგავსი, ჩვენი თვალსაზრისით, იმასვე აღნიშნავს, რასაც სიტყვები: არა თაყვანისცე უცხო ღმერთებს, ნუ ემსახურები კერპებს. ამრიგად, წეს-ჩვეულება წმიდა ხატთადმი თაყვანებისა, რომელიც უპყრია ეკლესიას მოციქულთა დროიდან, და მსახურება, მხოლოსა ღმერთსა რომ შეჰფერის, ჰგიებს განუხრელად. თანაც, ღმერთი წინააღმდეგობაში როდია საკუთარ სიტყვებთან. და ჩვენი მოწინააღმდეგეები თუმცა იმოწმებენ წმინდა მამებს, რომლებიც თითქოს ამბობენ: უმართებულოაო ხატებისადმი თაყვანისცემა, სინამდვილეში კი სწორედ ისინი - წმიდა კაცნი - ჩვენ მეტად გვიმართავენ ხელს, ვინაიდან თავიანთი სიტყვისგებებში წინაღუდგებიან მათ, რომლებიც წმიდა ხატებს მიაგებსნ ღვთის სადარ თაყვანს, ანდა ჰკიდებენ ტაძრებში თავიანთი მიცვალებული ნათესავების გამოსახულებებს. ამგვარ თაყვანისმცემლებს ანათემაქმნილყოფენ, მაგრამ როდი გმობენ მართებულ პატივგებას წმინდანებისა თუ წმიდა ხატებისადმი, პატიოსანი ჯვრისადმი და ყოველივე ზემოჩამოთვლილთადმი. და რომ წმიდა ხატები ტაძრებში თვით მოციქულთა დროიდან არსებობენ და მორწმუნენი თაყვანსსცემდნენ მათ, დიახაც მრავალი ფაქტით დასტურდება. მათ შორის თვით მე-7 მსოფლიო კრება არცხვინებს ერეტიკულ ლიზღობას.

სწორედ ეს კრება შთაგვაგონებს ყველაზე ცხადად, თუ როგორ უნდა ვცემდეთ თაყვანს წმიდა ხატებს. სწორედ იგი შეაჩვენებს და განკვეთს მათ, რომლებიც მიაგებენ ხატებს ღვთის დარ პატივს და მათაც, რომლებიც მართლმადიდებლურ ხატთაყვანს უწოდებენ კერპთმსახურებას. ამის გამო ჩვენს ანათემაქმნილვყოფთ მათ, რომლებიც ან წმინდანს, ან ანგელოზს, ან ხატს, ან ჯვარს, ან პატიოსან ჭურჭელს, ან სახარებას, ანდა ყოველს, რაოდენი არს ცათა შინა ზე და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა და ზღვათა შინა ქვე, მიაგებენ იმგვარ პატივს, როგორიც მართებს მხოლოსა ერთარსებასამება ღმერთსა. ასევე შევაჩვენებთ მათ, რომლებიც ხატთადმი თაყვანისცემას ხატმსახურებას უწოდებენ. ამიტომაც არა თაყვანისსცემენ მათ და არცა პატივდებენ ჯვარსა და წმინდანებსა ისე, როგორც გვამცნობს ეკლესია.

როგორც აღვნიშნეთ, წმინდანებსა და წმიდა ხატებს თაყვანსა ვცემთ და გამოვსახავთ შესამკობლად ტაძართა, რათა გაუმართონ ხელი უწიგნურებს წიგნის მაგიერ, ჰყონ მიმბაძველნი წმინდანთა სათნოებათა, მომხსენებელნი მათი, შეეწიონ განსადიდებლად სიყვარულისა, განამხნეონ მარადის მოსახმობელად უფალისა, ვით მეუფისა და მამისა, და წმინდანებისა, როგორც ღვთის მონა-მსახურთა, ჩვენდა შემწეთა და შუამდგომელთა.

მაგრამ, ერეტიკოსები უარყოფენ თვით იმ ლოცვასაც, რომელსაც ღვთისმსახურნი აღუვლენენ ღმერთს. არ გვესმის, რატომ ჰგმობენ ისინი განსაკუთრებით ბერმონაზონთა ლოცვებს. ჩვენ კი - პირიქით, - დარწმუნებულნი ვართ, რომ ლოცვა არის საუბარი ღმერთთან, სათანადო მადლის გამოთხოვა მისგან, ვისდამიც გვივის სასოება, რათა მოგვანიჭოს მადლი. ლოცვა არსებობს ორგვარი: ან ოდენ გონებისმიერი, ან, ერთდროულად, გონებისმიერიცა და ბაგისმიერიც. ლოცვისას ჩვენ ვჭვრეტთ ღვთის მადლსა და წყალობას, ვგრძნობთ ჩვენს შეურაცხადებას, ვიმსჭვალებით მადლიერების გრძნობით, ვდებთ აღთქმას ღვთის წინაშემორჩილებისა. ლოცვა განამტკიცებს რწმენას და იმედს, გვასწავლის მოთმინებას, მცნებათა აღსრულებას, განსაკუთრებით კი ზეციური მადლის გამოთხოვას. იგი გამოიღებს მრავალ ნაყოფს, რომელთა აღნუსხვა ზედმეტია. ლოცვა უნდა აღესრულოს მარადჟამს ზედგომით ან მუხლმოდრეკით. იმდენად დიდია სარგებელი ლოცვისა, რომ იგი შეადგენს სულის საზრდოსა და ცხოვრებას.

ყოველივე ზემოთქმული დაფუძნებულია საღმრთო წერილზე, ამიტომაც: ვინც მოითხოვს ამა ყოველის დამტკიცებას, მსგავსია უგუნურისა ანუ ბრმისა, თვით ნათელ დღესაც რომ ეეჭვება მზის სხივების რეალობა.

მაგრამ მწვალებლები, რომელთა სურთ, გადააფასონ ყოველივე ნამცნები, ეხებიან ლოცვასაც. თუმცა, რცხვენიათ რა ასე აშკარად თავიანთი ურჯულობის გამოვლენა, მთლიანად როდი უარყოფენ ლოცვას. სამაგიეროდ გამოდიან ბერმონაზვნური ლოცვის წინააღმდეგ. ყოველივე ამას კი ჩადიან იმ მიზნით, რომ გულუბრყვილოთა შორის გააღვივონ სიძულვილი ბერებისადმი, წარმოსახონ ისინი აუტანელ ადამიანებად, ლამის უვარგის და რაღაც ახლის შემომღებლებადაც კი, რათა არავის გაუჩნდეს სურვილი, ისწავლოს მათგან მართლმადიდებლური სარწმუნოების ღვთისმსახურებრივი დოგმატები.

ვინაიდან წინააღმდგომი მტერი ზაკულია ბოროტსა ზედა და გამობრძმედილი ამაო საქმეებში, ამიტომაც მის მიმდევრებს (ხოლო ერეტიკოსები ნამდვილად მისი მიმდევრები არიან) არა აქვთ სურვილი იქმოდნენ ღვთისმსახურებრივ საქმეებს იმგვარი თავგამოდებით, რაოდენი ერთგულებითაც მიისწრაფვიან სიბოროტის უფსკრულისაკენ და დაინთქმებიან იმ ადგილებში, სადაც არ გარდამოიხილავს ღმერთი.

ამის შემდეგ უნდა ვკითხოთ ერეტიკოსებს, რას იტყვიან ისინი ბერების ლოცვის შესახებ? თუკი დაამტკიცებენ, რომ ბერები მართლაც წარმოადგენენ რაღაც შეუსაბამობას ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებასთან, მაშინ ჩვენ დავეთანხმებით მათ: ასეთ შემთხვევაში ბერებს არამცთუ ბერები არ უნდა ვუწოდოთ, არამედ - ქრისტიანებიც კი. მაგრამ თუ ბერები თავიანთი თავის სრული უარყოფით გვამცნობენ ღვთის დიდებულებასა და საკვირველებას, წარსთქვამენ წერილის სიტყვებს, ანუ სათანადო ჰიმნებს საღმრთო წერილისა, რომელთაც შეარჩევენ თავად წერილსა შინა, ანდა თვითონ სრულჰყოფენ შესაბამისად იმავე წერილისა, მაშინ ისინი, ჩვენი აზრით, აღასრულებენ მოციქულთა, წინასწარმეტყველთა და, უკეთ, - თვით ღვთის საქმეს.

ამიტომ ჩვენც, როდესაც ტრიოდიონსა და თვენიდან ვგალობთ ნუგეშინისმცემელ საგალობლებს, არა ვიქმთ არაფერს ისეთს, რაც არ შეჰფერით ქრისტიანებს, ვინაიდან ყველა ამგვარი წიგნი შეიცავს საღსა და ჭეშმარიტ ღვთისმეტყველებას და აერთიანებს ჰიმნებს, რომლებიც ან გამოკრებილნი არიან საღმრთო წერილიდან, ანდა შექმნილნი სულიწმიდის შთაგონებით. ასე რომ, ჩვენი საგალობლები მხოლოდ სხვა სიტყვებით გვამცნობს იმას, რასაც თავად საღმრთო წერილი, და ჩვენც ფაქტიურად იგივეს ვგალობთ, რასაც - წერილი. ჩვენი ჰიმნები რომ შედგენილნი არიან წერილის სიტყვათაგან, ცხადყოფს შემდეგი: ყოველი, ეგრეთ წოდებული, ტროპარი შეიცავს ბიბლიის მუხლებს. თუკი ჩვენ ამათ გარდა წარვთქვამთ ძველ მამათაგან შედგენილ ლოცვებს. დაე, ერეტიოსებმა გვიბრძანონ: შეუმჩნევიათ კი რამ ღვთისგმობა და უკეთურება ხსენებული მამებისათვის? მაშინ ერეტიკოსებთან ერთად ჩვენც წინააღვუდგებით მათ. და თუ ერეტიკოსები, გარდა ამისა, უთითებენ მარადისსა და მოუკლებელ ლოცვაზე, - მოაქვს კი ვნება ამგვარ ლოცვას ან მათთვის, ან ჩვენთვის? დაე, ისინი წინააღუდგნენ (როგორც იქცევიან სინამდვილეშიც) ქრისტეს, რომელმაც იგავი უსამართლო მსაჯულის შესახებ სწორედ იმისთვის თქვა, რომ დაედასტურებინა აუცილებლობა მოუკლებლად ლოცვისა. სწორედ ამ იგავით გვამცნო მან სიმხნე და ლოცვა, რათა თავიდან ავიშოროთ წარწყმედა, ხოლო წარვდგეთ წინაშე ძისა კაცისა. დაე, წინააღუდგნენ ისინი პავლე მოციქულის სიტყვებს, წარმოთქმულთ თესალონიკელთა მიმართ პირველ ეპისტოლის მე-5 თავში და საღმრთო წერილის ბევრ სხვა მონაკვეთს. არ მიგვაჩნია საჭიროდ, რომ ყოველივე ამისა დასამტკიცებლად მივმართოთ მოწმობებს კათოლიკე ეკლესიის საღმრთო მასწავლებელთა, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქრისტეს დროიდან ვიდრე ჩვენამდე, ვინაიდან შესარცხვენელად ერეტიკოსებისა საკმარისია დავიმოწმო პატრიარქთა, მოციქულთა და წინასწარმეტყველთა მძლეთამძლე ლოცვები.

და ამრიგად: თუკი ბერმონაზვნები მიბაძავენ მოციქულებს, წინასწარმეტყველებს, წმიდა მამებსა და მამამთავრებს - თვით ქრისტეს წინაპრებს, მაშინ, რა თქმა უნდა, მათი ლოცვები იქნება ნაყოფი სულიწმიდის ნიჭისა. რაც შეეხება ერეტიკოსებს: რადგან ისინი თხზავენ საგმობელს ღმრთისა და ყოველივე ღვთაებრივისა, ყალბად განმარტავენ, ამახინჯებენ და შეურაცხყოფენ საღმრთო წერილს, ცხადია მათი შენათხზი არის ზაკვა და მანქანება ეშმაკისა. უსუსურია ის აზრიც, რომ თითქოს შეუძლებელია ვუბრძანოთ ეკლესიას (იგულისხმება: მორწმუნეებს) მარხვა ამა თუ იმ საჭმლისაგან იძულებისა და ძალდატანების გარეშე. და ეკლესიამაც ერთობ კარგი გააკეთა, როდესაც ხორცისა და ვნებების მოკვდინებისათვის ყოვლადვე გულმოდგინებით დააკანონა ლოცვა და მარხვა, რომლის დამცველად და მაგალიტებად მოგვევლინენ წმინდანები. სწორედ მათი მეოხებით, ზეციური მადლის თანადგომით შეიმუსრა ჩვენი მტერი და მოძულე ეშმაკი ყოველი მისი ლეგიონითა და ძალით, ხოლო ღვთისმოსავებს სავალი გზა გაუადვილდებათ.

ამგვარად, მსოფლიო ეკლესია, გულისხმობს რა ყოველივე ამას, ძალდატანებისა და ძალადობის გარეშე, მოგვიხმობს, შეგვაგონებს, გვიქადაგებს და სულიწმიდის მადლით გვარწმუნებს იმას, რაც საღმრთო წერილისმიერია.
კონსტანტინოპოლი
ქრისტეს აქეთ 1723 წელი
თვე სექტემბერი

Posted by: ZAZAi 23 Jan 2010, 22:10
tamti1 შვილმკვდარ დედას იმ სურათის მეტი არაფერი დარჩენია. იმიტომაც იქცევა ასე. თუ შენ გყავს ცოცხალი შვილი. შვილს დატოვებ უყურადღებოდ და მის სურათს დაუწყებ ლაპარაკს?
ასევე ვისაც ცოცხალ ღმერთთან არა არქვს ურთიერთობა, მას სხვა არა დარჩენია რა სურათს ელაპარაკოს, მაგრამ სურათი ღმერთს ვერასდროს შეუცვლის.
ამიტომ ხატთმოყვარეების მიერ გამოგონილი ეს სენტიმენტალური შედარებები უსუსურია და სახარებას ვერ შეცვლის.
შენ რომ დღეს ხატებს ელაპარაკები და არა ღმერთს, ამას დედოფალ ირინეს უნდა უმადლოდე, რომელმაც თვალები დათხარა და დილეგში ჩაამწყვდია საკუთარი ძმა. ირინემ გააბატონა ხატები ეკლესიაში და არა ღმერთმა

Posted by: დათიკო 23 Jan 2010, 22:14
ZAZAi
QUOTE
შენ რომ დღეს ხატებს ელაპარაკები და არა ღმერთს, ამას დედოფალ ირინეს უნდა უმადლოდე

მოციქულები თავად წერდნენ ხატებს. ცოტა ასცდი ისტორიულ სინამდვილეს smile.gif

Posted by: airlift7 23 Jan 2010, 22:17
ZAZAi
QUOTE
შვილმკვდარ დედას იმ სურათის მეტი არაფერი დარჩენია.

რა უგნურებაა რა არ დარჩენია მოგონებები შვილზე იმედი რომ მისი სული განათლდება(თუ მორწმუნეა)
* * *

Posted by: ZAZAi 23 Jan 2010, 22:25
QUOTE
მოციქულები თავად წერდნენ ხატებს. ცოტა ასცდი ისტორიულ სინამდვილეს
უსუსური სიცრუეა!

სახარებაში, რომელშიც ვრცლად არის აღწერილი მოციქულთა საქმეები. ასევე მოციქულთა წერილებში გაკვრითაც კი არ არის ნახსენები ხატები და მით უმეტეს რომ მოციქულები ან ვინმე წერდეს მათ.
ბიბლია და მით უმეტეს ახალი აღთქმა არის აღიარებული დოკუმენტი, რასაც შეიძლება დაეყრდნო.
ხოლო ხატთმოყვარეთა მიერ გამოგონილი ლეგენდები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს
და რას დაიხვიეთ ხელზე ეს ქერუბიმები? ქერუბიმები თავისთვის იდგა. მათ არც თაყვანს ცემდა ვინმე და არც ელაპარაკებოდა.არც არაფერს თხოვდა. ის ვინც ათი მცნების პირველ ცნებას ქერუბიმებით აბათილებს, ის შეურაცყოფას აყენებს ღმერთს და ორპირად სახავს მას.

Posted by: დათიკო 23 Jan 2010, 22:34
ZAZAi
QUOTE
სახარებაში, რომელშიც ვრცლად არის აღწერილი მოციქულთა საქმეები.

სახარების გარდა სხვა წიგნებიც რომ წაიკითხო არ გაწყენს.

Posted by: ZAZAi 23 Jan 2010, 22:37
QUOTE
სახარების გარდა სხვა წიგნებიც რომ წაიკითხო არ გაწყენს.

შენ იმდენი სიტყვა არ გაქვს წაკითხული,რამდენიც მე წიგნი. და არა მარტო წაკითხული, არამედ გააზრებული და პრაქტიკულად გამოცდილი. ამიტომ შემიძლია გავარჩიო ერთმანეთისგან ტყუილ-მართალი

Posted by: დათიკო 23 Jan 2010, 22:39
ZAZAi
QUOTE
შენ იმდენი სიტყვა არ გაქვს წაკითხული,რამდენიც მე წიგნი. და არა მარტო წაკითხული, არამედ გააზრებული და პრაქტიკულად გამოცდილი. ამიტომ შემიძლია გავარჩიო ერთმანეთისგან ტყუილ-მართალი

შენ არ იცი რამდენი წიგნი მაქვს წაკითხული.
და გინდა ბევრი გქონდეს წაკითხული, ის ტომები გამოგრჩენია სადაც ხატის ისტორიაზე არის დაწერილი.

Posted by: airlift7 23 Jan 2010, 22:42
ZAZAi
QUOTE
შენ იმდენი სიტყვა არ გაქვს წაკითხული,რამდენიც მე წიგნი. და არა მარტო წაკითხული, არამედ გააზრებული და პრაქტიკულად გამოცდილი. ამიტომ შემიძლია გავარჩიო ერთმანეთისგან ტყუილ-მართალი

თავხედი ხარ მატრაკვეცა!! (დავით ვორნი გამოუშვი ჩემთან )

Posted by: tamti1 23 Jan 2010, 22:43
QUOTE
tamti1 შვილმკვდარ დედას იმ სურათის მეტი არაფერი დარჩენია.

ცდები, და ამიხსენი რა არის სიკვდილი?


QUOTE
ასევე ვისაც ცოცხალ ღმერთთან არა არქვს ურთიერთობა

გინდა თქვა რომ რიგით მოკვდავს შეუძლია ღმერთთან ისევე ცოცხლად ურთიერთობა, როგორც დედას შვილთან?

Posted by: ZAZAi 23 Jan 2010, 22:54
tamti1 შენ მომიყვანე შედარება და ახლა შენსავე შედარებას უარყოფ? მოიცა, შენ იყავი თუ სხვა? ყოველ შემთხვევაში ხატმოყვარე იყო smile.gif
QUOTE
გინდა თქვა რომ რიგით მოკვდავს შეუძლია ღმერთთან ისევე ცოცხლად ურთიერთობა, როგორც დედას შვილთან?
შეუძლია, ოღონდ როგორც შვილს მამასთან. და ეს მე არ მომიგონია, სახარება წაიკითხე ყურადღებით. თუ მთლიან სახარების წაკითხვა გეზარება, ზანნეტს თხოვე და შეგირჩევს ადგილებს wink.gif

Posted by: gurabe 23 Jan 2010, 22:57
ხელთუქმნელ ხატერბზე რას იტყვით? მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი,ასევე ღვთისმშობლის.

Posted by: tamti1 23 Jan 2010, 22:58
QUOTE
mti1 შენ მომიყვანე შედარება და ახლა შენსავე შედარებას უარყოფ?

რას ვუარყოფ კაცო?
eek.gif იძახით მეტი არაფერი დარჩენიაო და მე გითხარით ცდები მეთქი და რა უარვყავი?
თქვენ ამიხსენით თქვენი აზრით რა არის სიკვდილი!

QUOTE
შეუძლია, ოღონდ როგორც შვილს მამასთან. და ეს მე არ მომიგონია, სახარება წაიკითხე ყურადღებით. თუ მთლიან სახარების წაკითხვა გეზარება, ზანნეტს თხოვე და შეგირჩევს ადგილებს


მოდი ნუ შევაწუხებთ ნურავის და ჩამომითვალეთ ადამიანები ჯერ ძველი აღთქმიდან ღმერთთან რომ ქონდათ ცოცხლად ურთიერთობა, დანარჩენი მერე გავაგრძელოთ

Posted by: დათიკო 23 Jan 2010, 22:59
airlift7
QUOTE
თავხედი ხარ მატრაკვეცა!! (დავით ვორნი გამოუშვი ჩემთან )

კაი ახლა არ გინდა ეგეთები smile.gif

Posted by: ZAZAi 23 Jan 2010, 23:02
QUOTE
და გინდა ბევრი გქონდეს წაკითხული, ის ტომები გამოგრჩენია სადაც ხატის ისტორიაზე არის დაწერილი.
რაც წავიკითხე ყველაფერი უნდა გადავყლაპო შოშიას ბარტყივით? ვინც ის ტომები დაწერა, მივხვდი რამაც დააწერინა, რადგან სხვა წიგნებიც მქონდა წაკითხული.
airlift7
QUOTE
თავხედი ხარ მატრაკვეცა!!
ერთი სცენა გამახსენდა: მეზობელმა გოშია ძაღლს წიხლი ამოკრა და ის ღრენა-ღრენით გაიქცა. ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ძაღლში შენ არ მიგულისხმიხარ ( მოდერის საყურადღებოდ)

gurabe
QUOTE
ხელთუქმნელ ხატერბზე რას იტყვით? მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი,ასევე ღვთისმშობლის.
უჩინმაჩინის ქუდზე რას იტყვით? ჯადოსნურ ხალიჩაზე? დევებზე?

Posted by: gurabe 23 Jan 2010, 23:11
ZAZAi
QUOTE
უჩინმაჩინის ქუდზე რას იტყვით? ჯადოსნურ ხალიჩაზე? დევებზე?

პირდაპირ საოცრებაა biggrin.gif

Posted by: zanneti 23 Jan 2010, 23:21
QUOTE (gurabe @ 23 Jan 2010, 23:11 )
ZAZAi
QUOTE
უჩინმაჩინის ქუდზე რას იტყვით? ჯადოსნურ ხალიჩაზე? დევებზე?

პირდაპირ საოცრებაა biggrin.gif

გამარჯობა თქვენი! ორი ხატის გარდა დანარჩენი ხო ხელთქმნილია რატომ ცემთ თაყვანს მაშინ??? (ეს ისე თორე რა დადებითი აზრი აქ ხელითნაკეთია თუ ქვესკნელიდან ამოსული)

Posted by: ZAZAi 23 Jan 2010, 23:26
tamti1
QUOTE
თქვენ ამიხსენით თქვენი აზრით რა არის სიკვდილი!
გესაუბრებოდი ამ თემაზე, მაგრამ ამ განყოფილების თემა არაა. გავაოფებთ. თან სიტყვებით ახსნა ძნელია, უნდა გამოსცადო smile.gif

Posted by: tamti1 23 Jan 2010, 23:27
QUOTE
რა დადებითი აზრი აქ ხელითნაკეთია თუ ქვესკნელიდან ამოსული)

ვისთვის როგორ
zanneti
ვისთვის როგორ!

Posted by: zanneti 23 Jan 2010, 23:29
QUOTE (tamti1 @ 23 Jan 2010, 23:27 )
QUOTE
რა დადებითი აზრი აქ ხელითნაკეთია თუ ქვესკნელიდან ამოსული)

ვისთვის როგორ
zanneti
ვისთვის როგორ!

ღმერთის სიტყვისთვის ასეა და სხვა არ მაინტერესებს smile.gif

Posted by: gurabe 23 Jan 2010, 23:33
zanneti
არა ორი ხატის გარდა არა,ძალიან ბევრია ხელთუქმნელი ხატი.ჩვენ იმ მასალას არ ცემთ თაყვანს რითიც არის ხატი დაწერილი,არამედ იმას რაც არის დაწერილი

Posted by: tamti1 23 Jan 2010, 23:37
QUOTE
ღმერთის სიტყვისთვის ასეა და სხვა არ მაინტერესებს

აბსოლიტურად ცდები, მაგრამ ალბათ ესეც არ გაინტერესებს sad.gif

Posted by: ZAZAi 23 Jan 2010, 23:38
ხატებს და ფრესკებს ერთი დადებითი მხარე აქვთ:რომ არა ხატები, ქრისტიანულ სამყაროში სახვითი ხელოვნება საერთოდ ჩაკვდებოდა. თუმცა საწყალ მხატვრებს საუკუნეების განმავობაში მხოლოდ ბიბლიურ თემაზე შეეძლოთ ხატვა. შიშველ სხეულებს მხოლოდ ადამ და ევას უხატავდნენ. ისიც ხელ და თმა აფარებულებს. ხო, კიდევ ჯოჯოხეთში მყოფ ხალხს ხატავდნენ შიშვლებს smile.gif
აი რენესანსის დროს უკვე შიშველი წმინდანების ხატვაც დაიწყეს smile.gif

Posted by: tamti1 23 Jan 2010, 23:40
QUOTE
ხატებს და ფრესკებს ერთი დადებითი მხარე აქვთ:რომ არა ხატები, ქრისტიანულ სამყაროში სახვითი ხელოვნება საერთოდ ჩაკვდებოდა. თუმცა საწყალ მხატვრებს საუკუნეების განმავობაში მხოლოდ ბიბლიურ თემაზე შეეძლოთ ხატვა. შიშველ სხეულებს მხოლოდ ადამ და ევას უხატავდნენ. ისიც ხელ და თმა აფარებულებს. ხო, კიდევ ჯოჯოხეთში მყოფ ხალხს ხატავდნენ შიშვლებს
აი რენესანსის დროს უკვე შიშველი წმინდანების ხატვაც დაიწყეს


ეს არ არის არგუმენტი, ეს ირონიაა ბატონო ზაზაი

Posted by: zanneti 23 Jan 2010, 23:41
gurabe
მე არ მითქვამს მასალას ცემთ მეთქი მე ვამბობ ხელთქმნილს ცემთ ანუ ვითომ ღმერთი ჩასვა ჩარჩოში თითქოს ასე პატარა იყოს! რა გიშლის ხელს რომ არ მიხვიდე მასთან ან რა მიზეზით მიდიხარ... თუ ისედაც ესმის შენი რა რატომ აი რატომ მაინცდამაინც იქ??? არაფერს ვამბობ წმიდანების გამოსახულებაზე.......... მე დავიღალე ერთი და იგივეს ლაპარაკით.... იმდენი აბზაცია ბიბლიაში ამაზე რომ ყველა რო დაიმახსოვრო ტვინის მეხხსიერება გადაიტვირთება და გადასატვირთი მექნება biggrin.gif ვღადაობ რა ჩემი ჭკუით......

Posted by: ZAZAi 23 Jan 2010, 23:45
QUOTE
ჩვენ იმ მასალას არ ცემთ თაყვანს რითიც არის ხატი დაწერილი,არამედ იმას რაც არის დაწერილი
ასევე გავრცელებული ტყუილი:
თუ მასალას არ ცემთ თაყვანს და მთავარი ის პიროვნებაა, ვინც მასზეა გამოსახული, მაშ რატომაა ერთი და იგივე პიროვნების სხვადასხვა ხატი ზოგი მეტად პოპულარული და ზოგი ნაკლებად?რატომ ამბობთ რომ ხატმა მოახდინა სასწაული და არა პიროვნებამ? რატომ ამბობთ რომ ხატის უნდა და არა პიროვნებას? ხატმა უთხრა და არა პიროვნებამ?
ხედავთ როგორ შემოიპარა ეშმაკი?

Posted by: airlift7 23 Jan 2010, 23:51
ZAZAi
QUOTE
ერთი სცენა გამახსენდა: მეზობელმა გოშია ძაღლს წიხლი ამოკრა და ის ღრენა-ღრენით გაიქცა. ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ძაღლში შენ არ მიგულისხმიხარ ( მოდერის საყურადღებოდ)

ვიცი მე რომ მეზობელში მიგულისხმე biggrin.gif

Posted by: tamti1 23 Jan 2010, 23:52
QUOTE
ხედავთ როგორ შემოიპარა ეშმაკი?


ვხედავთ ზაზაი, ფუი ეშმაკს biggrin.gif

Posted by: gurabe 23 Jan 2010, 23:54
zanneti
ბიბლიაში იმიტომ წერია,რომ ისინი კერპების ტაყვანისცემით უფალს ივიწყებდნენ.ჩვენთვის კი პირიქით არის,როდესაც ხატს ვხდევა უფალი მახსენდება.(როგორც იმ დროს მოხდა როდესაც მოსე სინას მთაზე იყო და მათ ისრაელიანებმა კერპი გააკეთეს,ასევე მეFეების და წინასწარმეტტველთა დროს)

Posted by: airlift7 23 Jan 2010, 23:57
ZAZAi
QUOTE
ერთი სცენა გამახსენდა: მეზობელმა გოშია ძაღლს წიხლი ამოკრა და ის ღრენა-ღრენით გაიქცა. ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ძაღლში შენ არ მიგულისხმიხარ ( მოდერის საყურადღებოდ)

ვიცი მე რომ მეზობელში მიგულისხმე biggrin.gif
შენ ხატის მნიშვნელობაც არ იცი კარგათ ხატი--- εἰκών «образ» და არა ჩარჩო ხოლო ხელოვნებაში εἰκόνα «рисунок»

Posted by: ZAZAi 23 Jan 2010, 23:58
საზოგადოდ ცნობილი ფაქტია, რომ მუზეუმებში გამოფენილ სურათებში არაწმინდა სულები (პოლტერგეისტი ) სახლდებიან, რომ ის ყურადღება და ემოციები მიიღონ, რასაც დამთვალიერებლები ასხივებენ ამ სურათების თვალიერების დროს. სულების საკვები სწორედ ყურადღება და ემოციებია. დროთა განმავლობაში ამ სულების ენერგია ისე იზრდება, რომ უკვე აქტიურობას იწყებენ და ხალხს აშინებენ, რათა ამ შიშით კიდევ უფრო მეტი ენერგია მიიღონ.
წარმოიდგინეთ, რამხელა ენერგიას იღებს სული სურათში, რომლის წინ უამრავი ხალხი ლოცულობს,სანთელს უნთებს და კოცნის? უზარმაზარს! ბუნებრივია ამხელა ენერგიის წყალობით ის იწყებს სასწაულების მოხდებას, რომ უფრო მეტი ხალხი მიიზიდოს და უფრო მეტი ენერგია მიიღოს. ხალხიც კიდევ უფრო ადვილად ტყუვდება.
სწორედ ამისგან გვაფრთხილებდა ღმერთი ათ მცნებაში

Posted by: gurabe 23 Jan 2010, 23:59
ZAZAi
იმ ხატის საშვალებით წმინდანმა მოახდინა სასაწაული,ვინმე საპირისპიროს ამბოობს? უბრალოდ ხატში წმინანს და უფალს ვგულისხმობთ.
* * *
ZAZAi
ახლადადწერილი ხატებიც ახდენენ სასწაულებს. თუნდაც მირონის გადმოსვლა,ჩემი თვალით მინახავს ბევრი მირონმდინარე ხატი.

Posted by: zanneti 24 Jan 2010, 00:02
QUOTE (gurabe @ 23 Jan 2010, 23:54 )
zanneti
ბიბლიაში იმიტომ წერია,რომ ისინი კერპების ტაყვანისცემით უფალს ივიწყებდნენ.ჩვენთვის კი პირიქით არის,როდესაც ხატს ვხდევა უფალი მახსენდება.(როგორც იმ დროს მოხდა როდესაც მოსე სინას მთაზე იყო და მათ ისრაელიანებმა კერპი გააკეთეს,ასევე მეFეების და წინასწარმეტტველთა დროს)

რაო რაო კაცო მე მაშინ ავიღებ და დავხატავ ხატს და ვატარებ თან და რო დამავიწყდება ღმერთის არსებობა მაშინ ამოვიღებ და გავხედავ.... ისე მროგორი მორწმუნე უნდა იყო რომ უფალი დაგავიწყდეს ხმ საკვირველია რა პირდაპირ..... ჩერეზ ჩერეზ თაყვანისცემა მაგადი მიზეზი მოიგონეს ისე ...

Posted by: tamti1 24 Jan 2010, 00:02
QUOTE
საზოგადოდ ცნობილი ფაქტია, რომ მუზეუმებში გამოფენილ სურათებში არაწმინდა სულები (პოლტერგეისტი ) სახლდებიან, რომ ის ყურადღება და ემოციები მიიღონ, რასაც დამთვალიერებლები ასხივებენ ამ სურათების თვალიერების დროს. სულების საკვები სწორედ ყურადღება და ემოციებია. დროთა განმავლობაში ამ სულების ენერგია ისე იზრდება, რომ უკვე აქტიურობას იწყებენ და ხალხს აშინებენ, რათა ამ შიშით კიდევ უფრო მეტი ენერგია მიიღონ.
წარმოიდგინეთ, რამხელა ენერგიას იღებს სული სურათში, რომლის წინ უამრავი ხალხი ლოცულობს,სანთელს უნთებს და კოცნის? უზარმაზარს! ბუნებრივია ამხელა ენერგიის წყალობით ის იწყებს სასწაულების მოხდებას


გცოდნია ყველაფერი და რად წყდება შენში ჭეშმარიტების ძაფი, ვერ ვიგებ რა, გულწრფელად გეუბნები smile.gif
ის თუ იცი რომ ხატებს აკურთხებენ ეკლესიაში და ის უფლის მადლს იძენს?

Posted by: gurabe 24 Jan 2010, 00:04
zanneti
სხვანაირად ნუ გებ ჩემს პოსტებს, შენ არ იცი ხატის დაწერა,ხატში ასევე უამრავი სიმბოლოა.

Posted by: tamti1 24 Jan 2010, 00:06
QUOTE
რაო რაო კაცო მე მაშინ ავიღებ და დავხატავ ხატს და ვატარებ თან და რო დამავიწყდება ღმერთის არსებობა მაშინ ამოვიღებ და გავხედავ.... ისე მროგორი მორწმუნე უნდა იყო რომ უფალი დაგავიწყდეს ხმ საკვირველია რა პირდაპირ..... ჩერეზ ჩერეზ თაყვანისცემა მაგადი მიზეზი მოიგონეს ისე ..


რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ვერცერთი ვერ დავიკვეხავთ რომ სულ ყოველთვის გვახსოვს უფალი.... მე ამის თქმას ვერ გავბედავდი sad.gif
თან უფლამდე მისასვლელი გზა ყველასთვის სხვადასხვაა, ზოგს ხატებთან ლოცვა ჭირდება, ზოგი კი იბადება წმინდანად wink.gif

Posted by: zanneti 24 Jan 2010, 00:08
ZAZAi
ზაზა იცი რა აი სადაც მე ვმუშაობ აქ კიდია ხატები და როდესაც აქ ვლოცულობ ზოგჯერ ისეთი არადადებითი აურააა რომ არ ვიცი ვერ ავღწერ ისეთი..ოღონდ ეს ზოგჯერ ხდება... რა აზრის ხართ სულიერად მოქმედებენ ჩემზე ხო??? მეც გამიგია ეს რომ იქ ჩერტონკები ზიან და იქიდან დაგვცინიან როდესაც ხატტან მივდივართ.....

Posted by: airlift7 24 Jan 2010, 00:12
zanneti
ტრანსის დროს რომ ენებზე საუბრობ ამაზეც გეტქვა ორი სიტყვა (ჩერტონკები lol.gif )

Posted by: zanneti 24 Jan 2010, 00:21
QUOTE (airlift7 @ 24 Jan 2010, 00:12 )
zanneti
ტრანსის დროს რომ ენებზე საუბრობ ამაზეც გეტქვა ორი სიტყვა (ჩერტონკები lol.gif )

. რადგან ვინც უცხო ენაზე მეტყველებს, კაცთა მიმართ კი არა, ღვთის მიმართ მეტყველებს, და არავის ესმის მისი, ვინაიდან სულით აცხადებს საიდუმლოს.
. მე მინდა ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი - წინასწარმეტყველებდეთ, რადგანაც წინასწარმეტყველი ენებით მეტყველზე უმეტესია, თუკი ეს უკანასკნელი კიდევაც არ განმარტავს თავის სიტყვებს ეკლესიის ასაშენებლად.
9. მაშ, წინასწარმეტყველებას ესწრაფეთ, ძმანო, მაგრამ ნურც ენებით ლაპარაკს აიკრძალავთ.

40. მხოლოდ ყველაფერი ისე იყოს, როგორც წესი და რიგია.
შენ მიდი და ეს პავლეს უთხარი ანუ ღმერთს უთხარი რომელიც პავლესგან ლაპარაკობს ამას....და შენ ამას ტრანს უძახი ხა და კიდე მე ვარ ტრანსში

პისე პავლე ყველაზე მეტჯერ იყო ტრანსში იცოდით???? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: airlift7 24 Jan 2010, 00:26
zanneti
მეტი არ აგიდგა გვერდები ეგ ტრანსის გალუცინაციების და ბოდვის გარდა რამე იყოს რასაც შენ აკეთებ რასაც შენ აკეთებ და ენებით მეტყველება გგონია წმინდა პენსილვანიის პირმშო (ენებით მოციქულნი საუბრობდნენ)

Posted by: zanneti 24 Jan 2010, 00:30
QUOTE (airlift7 @ 24 Jan 2010, 00:26 )
zanneti
მეტი არ აგიდგა გვერდები ეგ ტრანსის გალუცინაციების და ბოდვის გარდა რამე იყოს რასაც შენ აკეთებ რასაც შენ აკეთებ და ენებით მეტყველება გგონია წმინდა პენსილვანიის პირმშო (ენებით მოციქულნი საუბრობდნენ)

აბა მინდა ყველანი ლაპარაკობდეთო...ტრანსიო ხმ ვისთვის ტრანსი ვისთვის ენებზე ლაპარაკი ისე შენ ციტატები თუ წაიკითხე???? აი ო არ გჯეროდათ ხო ვთქვი ყველაზე მეტს ლაპარაკობს მეთქი . ვმადლობ ღმერთს ჩემსას, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით. კი მაგრამ ვიცზე მეტს ლოცულობდა პავლე??? ვის გულისხმობს აქ???და შენ მოციქულებში ვის გულისხმობ??? პავლეს და კიდე ვის?......

Posted by: tamti1 24 Jan 2010, 00:33
QUOTE
ზაზა იცი რა აი სადაც მე ვმუშაობ აქ კიდია ხატები და როდესაც აქ ვლოცულობ ზოგჯერ ისეთი არადადებითი აურააა რომ არ ვიცი ვერ ავღწერ ისეთი..ოღონდ ეს ზოგჯერ ხდება... რა აზრის ხართ სულიერად მოქმედებენ ჩემზე ხო??? მეც გამიგია ეს რომ იქ ჩერტონკები ზიან და იქიდან დაგვცინიან როდესაც ხატტან მივდივართ....


ხდება ხოლმე, რას იზავ?
მე როცა პრაქტიკებს გავდიოდი ფსიქიატრიულში, ერთხელ შემოგვიყვანეს პაციენტი მანიაკალურ-დეპრესიული ჰქონდა. ხოდა აგრესიული იყო საკმაოდ და გაგვაფრთხილეს სტუდენტები, რომ ჯვრები დაგვემალა( ყელზე ვისაც გვება) საშინლად ღიზიანდებაო! ვფიქრობ იმასაც ეშმაკუნები აწუხებდა, თორე რას ერჩოდა მაინდამაინც ჯვრებს?

Posted by: gurabe 24 Jan 2010, 00:34
რა ენებზეა საუბარიი? ვერ მივხვდი biggrin.gif
tamti1
ეგეთებს ეშმაკები აწუხებენ,აიიი კვეთებულის დროს რა დღეში არიან ხოლმეე sad.gif

Posted by: zanneti 24 Jan 2010, 00:38
QUOTE (gurabe @ 24 Jan 2010, 00:34 )
რა ენებზეა საუბარიი? ვერ მივხვდი biggrin.gif
tamti1
ეგეთებს ეშმაკები აწუხებენ,აიიი კვეთებულის დროს რა დღეში არიან ხოლმეე sad.gif

ლათინო ამერიკულ ენებზე იცი რამე???? აქ ტრანსზეა საუბარი და თU იცი ტრანსზე რამე ქამონ lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ZAZAi 24 Jan 2010, 00:41
აჰააა, სიტუაცია დაიძაბაა: ერთმანეთს ეჯახება ორი ერთმანეთის მიმართ შეურიგებელი ატრიბუტი: ხატები და ენებზე ლაპარაკი. საინტერესო ახლა იწყება მიუხედავად იმისა, რომ ოფდება თემა smile.gif
ცალკე თემა ხომ არ გაგვეხსნა ენებზე ლაპარაკზე?

Posted by: zanneti 24 Jan 2010, 00:44
gurabe
ეშმაკს ჯვრის რომ ეშინოდეს და ხატების მაშინ უფალი იტყოდა ატარეთ ჯვარი და ხატი ხელში და ეშმაკი ვერ გაგეკარებაო ,აგრამ უფალმა თქვა ეს მოდგმა მხოლოდ მარხვითა და ლოცვით გადავაო.... ხო არ გგონიათ რომ ბიბლიას ეწინააღმდეგებით???? ისე ადამიანმა ხატში შიგ რო იცხოვროს გადარჩება ანუ მთლიანად ხატში რომ შეიმოსოს და ისე იაროს ეშმაკი ვერ მიეკარება??? ის ხომ ისრებს ისვრის და თუ ხატი გვიცავს ესეიგი ისრები ვერ მოვა ჩვენამდე და მორჩა smile.gif

Posted by: tamti1 24 Jan 2010, 00:46

QUOTE
აქ ტრანსზეა საუბარი და თU იცი ტრანსზე რამე ქამონ


შეიძლება შენ რომ გგონია იმაზე მეტი ვიცოდეთ. ასე რომ ნუ გვაშინებ რაა შენი ყოვლისმცოდნეობით.

Posted by: airlift7 24 Jan 2010, 00:46
gurabe
QUOTE
რა ენებზეა საუბარიი? ვერ მივხვდი

ევანგელისტი-ორმოცდაათიანელია და (evangelist-ormocdaaTianelebi yuradRebas im faqtze amaxvileben, rom `enebze
laparakis~ niWi, mociqulebis msgavsad, pirvel qristianebs, kerZod, warmarTobidan
axladmoqceulebsac hqondaT (saq. 10:14). isini Tvlian, rom ucxo enebze laparaki,
mociqulebisa da pirvelqristianebis msgavsad, yvela morwmunes SeuZlia. saWiroa
mxolod Tavdaviwyebuli locva da eqstazi, muxldadreka da xelapyroba, yovelive
amqveyniuris daviwyeba da gonebis zecad amaRleba. maTi locva mkveTrad
paTetikuria. msaxureba simReris, musikis da cekvis fonze mimdinareobs; gamoiyeneba
sxvadasxva instrumenti. xSirad ixseneben daviT winaswarmetyvelis sityvebs:
`aqebdiT RmerTsa wmidaTa Soris misTa.. aqebdiT mas xmiTa nestvisaiTa, aqebdiT
mas fsalmuniTa da ebniTa; aqebdiT mas bobRniTa da mwyobriTa, aqebdiT mas ZnobiTa
da orRanoiTa; aqebdiT mas winwiliTa keTil-xmiTa, aqebdiT mas winwiliTa RaRadebisaiTa...~
(fs. 150). mlocvelebs am dros TiTqos ecxadeba suliwmida, romelic
maT ucxo enebze ametyvelebs, rac gamoixateba ucnauri sityvebis warmoTqmiT. ai,
ramdenime nimuSi: `onari~, `kontari~, `famana~, `tala~, `lata~, `talala~, `silmini~,
`trambaba~, `diri~, `tili~ da a.S. amtkiceben, rom maT, da mxolod maT, ZaluZT
warmonaTqvamTa WeSmariti azris gamocnoba. es azri ki winaswarmetyveluria da
umTavresad esqatologiur Sinaarss Seicavs.) მოკლედ ამათი ტრანსი არაფრით არ განსხვავდება აფრიკელი შამანების ტრანსის მდგომარეობიდან და არაფერი საერთო არა აქვს ქრისტეანობასთან

Posted by: gurabe 24 Jan 2010, 00:49
zanneti
შენ ხომ იცი რას ამბოოობ biggrin.gif
ხომ არ მგონია,რომ ბიბლიას ვეწინააღმდეგები? კი არ მგონია დარწმუნებული ვარ რომ არ ვეწინააღმდეგებიი...
ბოლოში რაღაც ნაბოდიალებია და ვერ გავიგე biggrin.gif რას ქვია ხატში ცხოვრება? ადამიანმა წმინდადა უნდა იცხოვრობ და თვითონ არ მისცეს საშვალება ეშმაკს რომ დაეპატრონოოს.
ZAZAi
აუუჰ ეხლა მაგზე იქნება მერე კამათი,ენებზე მოციქულები ლაპარაკობდნეენ.რაა ვინმეს ჰგონია რომ ხელაც ლაპარაკობეენ ? biggrin.gif

Posted by: tamti1 24 Jan 2010, 00:49
QUOTE
ეს მოდგმა მხოლოდ მარხვითა და ლოცვით გადავაო.

სად გადავაო??
მიდი, კიდევ დააკოპირე ზუსტად ბიბლიიდან ეგ და მერე ვიმსჯელოთ! wink.gif

QUOTE
ის ხომ ისრებს ისვრის და თუ ხატი გვიცავს ესეიგი ისრები ვერ მოვა ჩვენამდე და მორჩა


გარედან რაც მოდის იმისგან კი დაგიცავს მარა რაც ეშმაკები შიგნიდან გაქვს ადამიანს იმისგან?

Posted by: gurabe 24 Jan 2010, 00:53
airlift7
აუუჰ ეგ არ ვიცოდი მათ შესახებ, biggrin.gif გამდლობ რომ გამაგებინეე.
ეგ მარტო მაგათ შეუძლიათ? biggrin.gif ენებზე ადრე ლაპარაკობდნენე,რომელიც საქმე მოციქულთაშია მოთხრობილი,მაგრამ ეხლა....

Posted by: mariami4575 24 Jan 2010, 00:56
zanneti
QUOTE
რაო რაო კაცო მე მაშინ ავიღებ და დავხატავ ხატს და ვატარებ თან და რო დამავიწყდება ღმერთის არსებობა მაშინ ამოვიღებ და გავხედავ.... ისე მროგორი მორწმუნე უნდა იყო რომ უფალი დაგავიწყდეს ხმ საკვირველია რა პირდაპირ..... ჩერეზ ჩერეზ თაყვანისცემა მაგადი მიზეზი მოიგონეს ისე ...

არა გეთაყვა,ასე მარტივად არაა საქმე. მე მხატვარი ვარ,მაგრამ ხატს ვერ დავწერ. გარდა იმისა ,რომ ხატწერის ტექნიკა უნდა იცოდე,აუცილებელია სულიერი მომზადება. ეგრე სადაა? ყველას კი არა აქვს ხატის დაწერის უფლება.

Posted by: zanneti 24 Jan 2010, 00:58
QUOTE (gurabe @ 24 Jan 2010, 00:53 )
airlift7
აუუჰ ეგ არ ვიცოდი მათ შესახებ, biggrin.gif გამდლობ რომ გამაგებინეე.
ეგ მარტო მაგათ შეუძლიათ? biggrin.gif ენებზე ადრე ლაპარაკობდნენე,რომელიც საქმე მოციქულთაშია მოთხრობილი,მაგრამ ეხლა....

9. მაშ, წინასწარმეტყველებას ესწრაფეთ, ძმანო, მაგრამ ნურც ენებით ლაპარაკს აიკრძალავთ.

მემგონი აქ იღაცა კრძალავს ენებზე ლაპარაკს და არ ვიცი რატომ...უფალი არის იყო და იქნება უკუნისამდე ის არ იცვლება და არც მისი სიტყვა იცვლება მაგრამ ძალით ცვლიან როგორც ჩAნს... და ესეც არ არის???
1. რაც შეეხება სულიერ ნიჭს, არ მინდა, ძმანო, უმეცარნი იყოთ.

2. იცით, რომ, ვიდრე წარმართნი იყავით, უტყვი კერპებისაკენ იარებოდით, თიოქოს ვიღაცა გეწეოდათ ძალით.

3. ამიტომაც გაუწყებთ, რომ ვერავინ, ვისაც ღვთის სული ალაპარაკებს, ვერ იტყვის, იესო შეჩვენებულიაო, და ვერც უფალს უწოდებს იესოს, თუ არა სულით წმიდით.

4. ნიჭი სხვადასხვაა, მაგრამ ერთია სული.

5. და მსახურებაც სხვადასხვაა, მაგრამ ერთია უფალი.

6. სხვადასხვაა მოქმედებაც მაგრამ ერთია ღმერთი, ყოვლის მოქმედი ყველაში.

7. ხოლო თვითეულ ჩვენგანს სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლენა.

8. ზოგს სულისაგან ეძლევა სიბრძნის სიტყვა, ზოგს - ცოდნის სიტყვა იმავე სულით;

9. ზოგს - რწმენა იმავე სულისაგან, ზოგს - ნიჭი მკურნალობისა იმავე სულით;

10. ვის - სასწაულთმოქმედება, ვის - წინასწარმეტყველება, ვის - სულთა გარჩევა, ვის - სხვადასხვა ენა, ვის კიდევ - განმარტება სხვადასხვა ენის.

11. ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თვითეულს, რაც თვითონ ნებავს.

ათენა წეკითხით აკა lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif კოხორას გიჩინენთო თქვა???

Posted by: aka 24 Jan 2010, 01:00
zanneti
QUOTE
ატარეთ ჯვარი და ხატი ხელში და ეშმაკი ვერ გაგეკარებაო


ამაზე გამახსენდა, რაღაც ფილმშია, სახელი არ მახსოვს, ტიპს "უჟასი" მოსდევს, ხოდა ეს მიუტრიალდება და ჯვარს დაუხვედრებს, ხოდა "უჟასმა", მაპატიე მეგობარო, ათეისტი ვარო smile.gif

Posted by: airlift7 24 Jan 2010, 01:00
zanneti
QUOTE
ათენა წეკითხით აკაკოხორას გიჩინენთო თქვა???

აააა უკვე ამეტყველდა ენებზე
gurabe
http://www.orthodoxy.ge/apologetika/uaitfordi3.htm

Posted by: zanneti 24 Jan 2010, 01:04
airlift7
ის მეგრულია და ენებზე ლაპარაკი რომ გაიგო ნიჭია საჭირო შეგიძლია წაიკითხო... ამ წითელქუდას კითხვას როდის გაანებებთ თავს....რძე გჭირდებათ თქვენ რძე ჯერ კიდიევ როგორც პავლე ამბობს...ისე იცით რომ ამერიკაში რო ნახავენ მამაოს სურათებს უღებენ თქვენ კიდე არსბებობთო......ენა ნაღდი ამბერე ..... biggrin.gif

Posted by: gurabe 24 Jan 2010, 01:05
zanneti
როგორ მარტო თქვენთან არიან ესეთი მორწმუნეები და არა სხვა რელიგიენში?
არა ბატონო,არაა ენებზე ეხლა ვეღარ ლაპარაკობეენ,

Posted by: mariami4575 24 Jan 2010, 01:06
zanneti
QUOTE
ამ წითელქუდას კითხვას როდის გაანებებთ თავს....

შენ რომ ამას ვინმეზე იტყვი ცოტა ღიმილის მომგვრელია,ნუ თავშეკავების ამბავია,თორემ ვინმეს შეიძლება გადახარხარებაც კი მოუნდეს.

Posted by: zanneti 24 Jan 2010, 01:09
mariami4575
ჩართე ბილაინი და ილაპარაკე რამდენიც გინდა.................................. მე ახალ ღთქმას ვკითხულობ smile.gif

Posted by: mariami4575 24 Jan 2010, 01:12
zanneti
QUOTE
ჩართე ბილაინი და ილაპარაკე რამდენიც გინდა

ზედმეტი ხომ არ მოგდის?
QUOTE
მე ახალ ღთქმას ვკითხულობ 

დარწმუნებული ხარ,რომ მარტო წაკითხვაა საკმარისი?
ან ჩვენ არ ვკითხულობთ თუ როგოორაა საქმე?

Posted by: zanneti 24 Jan 2010, 01:15
18. ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში.


ამით ყველაფერი ნათქვამია........ ისე იქ წერია არ აკრძალოთო ესენი კიდე კრძალავენ... თუ ვერ ლოცულობენ გგონია გურანდა მაშინ მიდი ჩვენს ეკლესიაში და ნახავ თუ არ ლოცულობენ...

Posted by: mariami4575 24 Jan 2010, 01:17
zanneti
QUOTE
თუ ვერ ლოცულობენ გგონია გურანდა მაშინ მიდი ჩვენს ეკლესიაში და ნახავ თუ არ ლოცულობენ...

შენც რომ შეგესწავლა, თავის დროზე, დედა ეკლესიაში რა და როგორ ხდება არ იქნებოდა ურიგო.

Posted by: airlift7 24 Jan 2010, 01:18
zanneti
QUOTE
ის მეგრულია და ენებზე ლაპარაკი რომ გაიგო ნიჭია საჭირო შეგიძლია წაიკითხო... ამ წითელქუდას კითხვას როდის გაანებებთ თავს....რძე გჭირდებათ თქვენ რძე ჯერ კიდიევ როგორც პავლე ამბობს...ისე იცით რომ ამერიკაში რო ნახავენ მამაოს სურათებს უღებენ თქვენ კიდე არსბებობთო......ენა ნაღდი ამბერე .....

gigi.gif gigi.gif
შენ თუ მეგრულად საუბარს ენებზე მეტყველებას ეძახი და ნიჭს ბაბუჩემ სპარტაკისთან მიგამაგრებ 2 კვირით და ცოტა დაიხვეწები.ისე მეგრულის საუბარს ცოტა ქართული გესწავლა გამართულად აჯობებდა(რაიცი რაში გამოგადგება)რაც ამ ხუმრობას მოვკვდი სიცილით
QUOTE
ისე იცით რომ ამერიკაში რო ნახავენ მამაოს სურათებს უღებენ თქვენ კიდე არსბებობთო......ენა ნაღდი ამბერე .....

იჰი იჰი ჰიიიიიიი givi.gif givi.gif ალბათ წარმოდგენაც არა გაქვს რომ აშშ-შიც არის მართლმადიდებლური ეკლესია რომლის მრევლი მილიონამდეა.არაუშავს პატარა ხარ ცოტა გაიზრდები (მალაკასოს) keh.gif

Posted by: zanneti 24 Jan 2010, 01:20
mariami4575
მადლობას ვწირავ ღმერთს რომ არცერთ რელიგიას არ ვიცნობდი ნორმალურად ისე წავიკითხე ბიბლია, დიდი მადლობა ღმერთს რომ წითელქუდების ჩაბეჭდვა რომ ვერ მოასწრეს ჩემში...
* * *
airlift7
შენთვის კი ვარ მალაკასოსი არაუშავს.... შენ რო გეყოფა იმდენი ქართული ვიცი და დანარჩენი არ იდარდო მეგობარო.... და არც მეგრული მაწყენს ისე სხვათაშორის smile.gif მოი როდნიე იაზიკი............ და ახლა მაპატიეთ უნდა გავიდე ხვალ მსახურებაზე მივდივარ ღმერთთან შსახვედრად ასე რომ მაპატიეთ რომ გტოვებთ.... სანამ ზაზა არ არის ბიბლია წაიკითხეთ და რო მოვა დააყარეთ აბზაცები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: mariami4575 24 Jan 2010, 01:26
QUOTE
მადლობას ვწირავ ღმერთს რომ არცერთ რელიგიას არ ვიცნობდი ნორმალურად ისე წავიკითხე ბიბლია, დიდი მადლობა ღმერთს რომ წითელქუდების ჩაბეჭდვა რომ ვერ მოასწრეს ჩემში...

წითელქუდა სადმე სხვაგან ეძებე და ღმერთს სთხოვე სწორ გზაზე გაგიყვანოს,აუცილებლად დაგეხმარება.

Posted by: zanneti 24 Jan 2010, 01:29
QUOTE (mariami4575 @ 24 Jan 2010, 01:26 )
QUOTE
მადლობას ვწირავ ღმერთს რომ არცერთ რელიგიას არ ვიცნობდი ნორმალურად ისე წავიკითხე ბიბლია, დიდი მადლობა ღმერთს რომ წითელქუდების ჩაბეჭდვა რომ ვერ მოასწრეს ჩემში...

წითელქუდა სადმე სხვაგან ეძებე და ღმერთს სთხოვე სწორ გზაზე გაგიყვანოს,აუცილებლად დაგეხმარება.

სანამ ამას სხვას ურჩევდე თქვენსავე პრაკტიკაში გამოიყენეთ და წაგადგებათ წინ smile.gif)


ჯგირო ქომიუნდათ აბა მა მიდავრთი არძო მიორთი "ღორონთის უორთ არძო"
ვინმე მეგრელი შემოვა და გითარგმნით smile.gif

Posted by: mariami4575 24 Jan 2010, 01:30
zanneti
QUOTE
სანამ ამას სხვას ურჩევდე თქვენსავე პრაკტიკაში გამოიყენეთ და წაგადგებათ წინ

რომ გამოვიყენე და ვიყენებ იმიტომ გირჩევ,თორემ მტერი არ ვარ შენი.

Posted by: airlift7 24 Jan 2010, 01:35
zanneti
QUOTE
შენ რო გეყოფა იმდენი ქართული ვიცი და დანარჩენი არ იდარდო მეგობარო

ეტყობა შენ პოსტებს givi.gif
QUOTE
სანამ ზაზა არ არის ბიბლია წაიკითხეთ და რო მოვა დააყარეთ აბზაცები

ნუ გეშინია ციტირებას შევძლებთ keh.gif შენ გააზრებაზე იმუშავე

Posted by: manchoo 24 Jan 2010, 05:14
QUOTE
zanneti
როგორ მარტო თქვენთან არიან ესეთი მორწმუნეები და არა სხვა რელიგიენში?
არა ბატონო,არაა ენებზე ეხლა ვეღარ ლაპარაკობეენ


რა უშლით რომ ვეღარ ლაპარაკობენ? იქნებ ასე დაგვესვა შეკითხვა, მაშინ პასუხიც გაიცემოდა და სინათლეც მოეფინებოდა.
თუკი სახარებისეულად ვიმსჯელებთ და ვიტყვით ეკლესიის თავი ქრისტეა და ეკლესია არის ქრისტეს სხეული, მაშინ რა არის მაცოცხლებელი ქრისტეს სხეულისა თუ არა სულიწმინდა და თუ სულიწმინდა, მაშინ დრო არის გავიგოთ ვინ არის სულიწმინდა, როგორ მოქმედებს, რა ნიჭები და ნაყოფები გააჩნია მას.
უცოდინრობა ბოროტებააო, სადღაც წავიკითხე ბიბლიაში და ეშმაკსაც ეს უნდა არაფერი ვიცოდეთ სულიწმინდაზე და არ მივიღოთ ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის მემკვიდრეობით ღმერთისაგან.
სულიწმინდა , რომლიც მეშვეობითაც დაიბადა ეკლესია დედამიწაზე და რომლის დახმარებითაც მკვიდრდება იესო ჩვენს გულებში, დღესაც იგივეა რაც იყო გუშინ.

ორი ათასი წლის წინ პეტრემ თქვა; მოინანიეთ და იწამეთ სახარება. ეს სიტყვები დღესაც ისევე ძალაშია, როგორც თითოეული სიტყვა ბიბლიისა, იმიტომ რომ ღმერთის სიტყვებია და თუ ღმერთი გუშინ დღეს და უკუნისამდე იგივეა, ასევე მისი სიტყვა.

Posted by: gurabe 24 Jan 2010, 14:53
zanneti
მე კი არ მგონია რომ ვერ ლოცულობენ,დარწმუნებული ვარ biggrin.gif გმადლობ დაპატიჟებისთვის biggrin.gif
* * *
manchoo
ადრე სულიწმინდის გარდამოსვლას ხედავდნენ,იმიტომ რომ მათ მეტი სულიერბა ჰქონდათ,ეხლა გადმოდის მაგრამ უხილავად,რადგან დამძიმებულია ხალხი ცოდვებით,იცვლება ბევრი რამ.ადრე ეს ხდებოდსა ხელდასმით,ახლა ხდება მირონცხება,ასე რომ ენებზე ვეღარ ვსაუბრობთ. თან ერთი კითხვა მიჩნდება და ალბად ლოგიკურია,რატომ საუბრობენ ამ ენებზე მარტო ევანგელისტები,(მგონი მარტო ეგენი) და არა სხვები? მარტო მათთან არიან ჭეშმარიტი მორმუნეები? ენებზე ლოცვა კი არ არის მთვარაი მთავარია გულით ილოცო....

Posted by: airlift7 24 Jan 2010, 15:00
manchoo
ვახ რა მხატვრული გადმოცემა გაქვს მთელი ღამე იმუშავე ალბათ პოსტზე(შენც წმინდა პენსილვანიიდან ხარ ალბათ) user.gif

Posted by: დათიკო 24 Jan 2010, 17:21
ZAZAi
QUOTE
ცალკე თემა ხომ არ გაგვეხსნა ენებზე ლაპარაკზე?

სადღაც იყო მაგის შესახებ თემა.
არ ღირს აქ საუბარი ამაზე, აჯობებს დავძებნოთ და თუ ვერ ვნახავთ ახალი გავხსნათ.

Posted by: ZAZAi 25 Jan 2010, 03:07
QUOTE
ადრე სულიწმინდის გარდამოსვლას ხედავდნენ,იმიტომ რომ მათ მეტი სულიერბა ჰქონდათ,ეხლა გადმოდის მაგრამ უხილავად,რადგან დამძიმებულია ხალხი ცოდვებით,იცვლება ბევრი რამ.ადრე ეს ხდებოდსა ხელდასმით,ახლა ხდება მირონცხება,ასე რომ ენებზე ვეღარ ვსაუბრობთ. თან ერთი კითხვა მიჩნდება და ალბად ლოგიკურია,რატომ საუბრობენ ამ ენებზე მარტო ევანგელისტები,(მგონი მარტო ეგენი) და არა სხვები? მარტო მათთან არიან ჭეშმარიტი მორმუნეები? ენებზე ლოცვა კი არ არის მთვარაი მთავარია გულით ილოცო....

gurabeშენი საზომით ნუ ზომავ ყველას. ნუთუ არც კი შეგიძლია წარმოიდგინო, რომ სადღაც არიან ჭეშმარიტი მორწმუნეები და არ არიან ცოდვებით დამძიმებულები?ესეიგი ყველა დაღუპულია? ამაოა ქრისტიანობა? ვინ თესავს შენში ამ უიმედობას?

ენებზე ლაპარაკობენ ევანგელისტები, ხარიზმატები, ორმიცდაათიანელები, ზოგიერთი ბაპტისტი, ადვენტისტი და ზოგიერთი მართლმადიდებელი ბერიც. აგრეთვე ზოგიერთი ბუდისტი ბერი და აგრეთვე ზოგჯერ ჰოლოტროპული სუნთქვის დროს ვლინდება ეს მოვლენა. ამ მედიტაციას უძველესი ისტორია აქვს და ქვია ლატიხანი ანუ გლოსოლოლია

Posted by: manchoo 25 Jan 2010, 03:36
QUOTE
ადრე სულიწმინდის გარდამოსვლას ხედავდნენ,იმიტომ რომ მათ მეტი სულიერბა ჰქონდათ,ეხლა გადმოდის მაგრამ უხილავად,რადგან დამძიმებულია ხალხი ცოდვებით,იცვლება ბევრი რამ.ადრე ეს ხდებოდსა ხელდასმით,ახლა ხდება მირონცხება,ასე რომ ენებზე ვეღარ ვსაუბრობთ. თან ერთი კითხვა მიჩნდება და ალბად ლოგიკურია,რატომ საუბრობენ ამ ენებზე მარტო ევანგელისტები,(მგონი მარტო ეგენი) და არა სხვები? მარტო მათთან არიან ჭეშმარიტი მორმუნეები? ენებზე ლოცვა კი არ არის მთვარაი მთავარია გულით ილოცო....



თუ თქვენ ფიქრობთ რომ დღეს ცოდვისგან ისეა დამძიმებული ხალხი, რომ სულიწმინდის გამოვლინება აშკარად მხოლოდ ადრე ხდებოდა, მაშინ როგორ ემსახურებიან ღმერთს დღეს, რისთვის ინათლებიან, განა ცოდვილს შეუძლია ემსახუროს ღმერთს? ღმერთი ხომ წმინდაა და ცოდვილისგან მხოლოდ მონანიებას და იესოს რწმენას საჭიროებს.
მაშ როგორ უწოდებთ უფალს იესოს, სახარება ამბობს არავის შეუძლია უფალი უწოდოს იესოს თუ არა სულიწმინდით. და თუ სულიწმინდა ჩვენშია, რატომ გიკვირთ რომ მან გამოავლინოს თავისი თავი სხვასხვა ნიჭების, მსახურებების და ნაყოფების სახით?
მაშ ეკლესია რაღა ყოფილა თქვენი გაგებით.

QUOTE
ვახ რა მხატვრული გადმოცემა გაქვს მთელი ღამე იმუშავე ალბათ პოსტზე(შენც წმინდა პენსილვანიიდან ხარ ალბათ) 


მეკერკება მხატვრული წერა, ადრე ლექსებსაც ვწერდი.
რაც შეეხება ფრჩხილებში რომ გიწერია იმას, გულწრფელად გეუბნებით, რომ პირველად მესმის თქვენგან, ამერიკაში ვცხოვრობ და არაფერი მსმენია ამის შესახებ.

Posted by: lady belle 25 Jan 2010, 13:46
QUOTE (tamti1 @ 23 Jan 2010, 11:57 )
QUOTE
კაენს რომ მოენანიებინა არ აპატიებდა უფალი


ვერაფერს ვერ, გეტყვი...თუმცა, მაგ დროს როგორც მახსოვს ჯერ არც ქრისტე იყო განკაცებული და არც აღსარება-ზიარების საიდუმლო სრულდებოდა დედამიწაზე....
sad.gif

რომ მოენანიებინა აპატიებდა უფალი, ადამ და ევასაც აპატიებდა, რადგან ცოდვის ჩადენის გამო კიარ სჯის ღმერთი, არამედ უნანებლობის გამო, რადგან არსინანული არის ამპარტავნების შედეგი.
სწორედ იმიტომ რომ სინანულის აუცილებლობა ვერ დაინახეს ძველმა ადამიანებმა მოავლინა ძე თვისი მამამ კაცთა სინანულად და ცხონებად. მაგაში მდგომარეობს უფლის მოწყალებაც და სიყვარულიც.

Posted by: zanneti 25 Jan 2010, 19:12
gurabe
შენი ნათქვამი იცი რას გავს?: დედაჩემს ვაყურებინე განკურნებები თუ როგო0რ ნკურნავდა ღმერთი ხალხს და მეორე დრეს სახამოხზე მსახურებიდან მოვედი და დედაჩემი და სადაც მე ვლმუშაობ იმ კაცის ცოლი ზიან (ის ბუღალტერია) და დამიწყეს დაცინვა რომ ასე გასულელებენო და ასეთები მე ვკითხე: ხო გჯერა რომ იესო ნკურნავდა მეთქი??? კიო მაგრამო მაშIნ ის ცოცხალი იყოოო...........ასეთი გემართება შენ გურანდა..ერთს გეყვი პავლე ჩვენზე ცოდვილი იყო მაგრამ იგი ყველაზე მეტს ლოცულობდა ენებზე და ესეც რა შუაშია ბიბლია ამბობს რომ ერთერთი სული წმიდის ნიჭია ენებზე ლოცვა და არ წერია არსად რომ ეს მხოლოდ მაშIნ იყო ღმერთI ცოცხალია დღესაც და უკუნისამდე და ცოტა გასაკვირია ასე რომ მსჯელობ იმიტომ რომ თუ ის ცოცხალია მისი სიტყვაც ცოცხალია და მოქმედია...თუ შენ გგონია რომ ეს ზღაპრები წერია ბიბლიაში?? რაც წერია ბიბლიაში იმის ყველაფრის შეუძლია ადამიანს განკურნება, მკვდრების აღდგენა, კიბოს განკურნება და ა.შ. ჩვენ მის ჭრიელობებში განვიკურნეთ ყველა სენისგან გამიგე??? ჩვენ გვაქ ძალაუფლება ავამტყოფობაზე და არა პირიქით... იესომ თქვა თუ მთას ეტყვი და არ დაეჭვდები იგი ჩავარდება ზღვაში და ეს სიმართლეა ეს არ არის ზღაპარი იესომ თქვა იმაზე მეტს გააკეთებთ ვიდრე მეო.გგონია ეს ტყუილია??? იესომ იედეაში და სამარეაში იქადაგა მარტო დანარჩენი ივნ გააკეთა??? მოციქულებმა ასე არ არის??? ღმერთი ცოცხალია და ის ყოველ ჩვენთაგანაა... ხალხი იცით რატომ მიდის ჯოჯოხეთში მანჩომ თქვა ეს " უცოდინარობის გამო" ღმერთი რომ არსებობს ეს არ გიშველი რო იცოდე ეს ეშმაკმაც იცის და კანკალებს კიდევაც მაგრამ ჩვენ უნდა შევიცნოთ იგი პირადად მან თქვა მეძებეთ და მიპოვით ის არ ტყუის არასდროს თუ თქვა ასეა ესეიგი და წერტილი. და კიდევ ენებზე ვიტყვი ენები დღესაც არის დასულიერობაც არის უბრალო თქვენ ამას ვერ ხედავთ და არ გაინტერესებთ...თქვეთან ლოცულობენ ავადმყოფებზე??? ან მკვდრებზე??? ანუ ის კია არა რო მოკვდება და მერე რო თხოვენ უფალს ნათელში დაუმკვიდრე ადგილიო არა ეს კია არა რო მოკვდება მკვდრეთით აღდგენენ?? არის ასეთი ფაქტი მომხდარი?? ან ინვალიდის ეტლიდან ამდგარი ხალხი გინახავთ???

Posted by: gurabe 25 Jan 2010, 20:22
ZAZAi
ეხლა ვეღარ ლაპარაკობენ. მარტო მათთარ არიან ჭეშმარიტი მორწმუნეები? და ერთი კითხვა მაქვს კიდევ,თვითნ თუ იგებენ რას ლაპარაკობენ? ანუ თუ იგებ ერთმანეთის საუბარს?ყველა დაღუპული არ არის,მაგრამ ყველა ცოდვილია.(სად დაინხა ჩემში უიმედობა? )
manchoo
ყველა ცოდვილია კაცთაგან არავინ არის უცოდველი,შრნ გგონია რომ ვინმე უცოდველია? ადრე იმიტომ ქადაგებდნენ ენებზე რომ მთელი ხალხისთვის მოეფინათ სარწმუნოება. ეხლა სულიწმინდის გარდამოსვლასაც ვეღარ ვხედავთ ხილულად.ადრე ხედავდნენ,(ანუ იცვლება რაღაცეები)
zanneti
სავლე თუ იცი რატომ გამოარჩია უფალმა?????? თუ გინდა მე გიპასუხებ.იმიტომ,რომ მან უფალი არ ციოდა,მაგრამ თავის რჯულს აღასრულებდა პატიოსნად.მე არასდროს არ დამიწერა,რომ ეხლა არ ინკურნება ხალხი და არც ის,რომ ბიბლიის არ მჯერა,საიდან მოიტანე?რატომ მიქადაგებ ბიბლიას? შენ გგონია არ მაქვს წაკითხული? მე როდის დავწერე რომ არ მჯერა მეთქი? პირიქით სულ იმას ვამტკიცებ,რომ ბიბლია არის სულიწინდის ჩაგონებით დაწერილი.როგორ არ ვლოცულობთ ავადმყოფებზე კაცო,აბა მოსახსენებლებს რომ ვგზავნით და ეგ რა არის? ან კიდევ ბარძიმი რომ გამოაქვს მღვდელს წირვის დროს.განკურნებული მინახავს ძალიან ბევრი ადამიანი.

Posted by: zanneti 25 Jan 2010, 20:56
QUOTE (gurabe @ 25 Jan 2010, 20:22 )
ZAZAi
ეხლა ვეღარ ლაპარაკობენ. მარტო მათთარ არიან ჭეშმარიტი მორწმუნეები? და ერთი კითხვა მაქვს კიდევ,თვითნ თუ იგებენ რას ლაპარაკობენ? ანუ თუ იგებ ერთმანეთის საუბარს?ყველა დაღუპული არ არის,მაგრამ ყველა ცოდვილია.(სად დაინხა ჩემში უიმედობა? )
manchoo
ყველა ცოდვილია კაცთაგან არავინ არის უცოდველი,შრნ გგონია რომ ვინმე უცოდველია? ადრე იმიტომ ქადაგებდნენ ენებზე რომ მთელი ხალხისთვის მოეფინათ სარწმუნოება. ეხლა სულიწმინდის გარდამოსვლასაც ვეღარ ვხედავთ ხილულად.ადრე ხედავდნენ,(ანუ იცვლება რაღაცეები)
zanneti
სავლე თუ იცი რატომ გამოარჩია უფალმა?????? თუ გინდა მე გიპასუხებ.იმიტომ,რომ მან უფალი არ ციოდა,მაგრამ თავის რჯულს აღასრულებდა პატიოსნად.მე არასდროს არ დამიწერა,რომ ეხლა არ ინკურნება ხალხი და არც ის,რომ ბიბლიის არ მჯერა,საიდან მოიტანე?რატომ მიქადაგებ ბიბლიას? შენ გგონია არ მაქვს წაკითხული? მე როდის დავწერე რომ არ მჯერა მეთქი? პირიქით სულ იმას ვამტკიცებ,რომ ბიბლია არის სულიწინდის ჩაგონებით დაწერილი.როგორ არ ვლოცულობთ ავადმყოფებზე კაცო,აბა მოსახსენებლებს რომ ვგზავნით და ეგ რა არის? ან კიდევ ბარძიმი რომ გამოაქვს მღვდელს წირვის დროს.განკურნებული მინახავს ძალიან ბევრი ადამიანი.

გურანდა რო მეუბნები რატომ მიქადაგებ ბიბლიასო ნუთუ დაღეჭილი გაქ ბიბლია და ყველაფრი გაიგე?? სული წმიდა აქ არის და ენებზეც არის ლაპარაკი და ნუ ნიძლაობ ამაზე ღმერთი ამბობს არისო და მორჩა წერტილი აქ. ან საიდან მოიტანე რომ მაშIნ იყო და ახლა არ არის ვინ თქვა ეს სად წერია მანახე ბიბლიაში??? შენ მართლა გჯერა იმის რასაც ახლა ამბობ???ანუ ენებზე ლოცვაზე??? კი მაგრამ ღმერთი ამბობს კიო და თქვენ არაოს რო ამბობთ ეს საიდან და როგორ გავიგოთ????? რატომ ამბობთ თქვენ მაშინ იყოოო ვერ გავიგე ესე თქვა ღმერთმა??? თუ არა შენ ვინ ხარ ამას რო ამბობ და წყვეტ ამას...
2. რადგან ვინც უცხო ენაზე მეტყველებს, კაცთა მიმართ კი არა, ღვთის მიმართ მეტყველებს, და არავის ესმის მისი, ვინაიდან სულით აცხადებს საიდუმლოს.5. მე მინდა ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი - წინასწარმეტყველებდეთ, რადგანაც წინასწარმეტყველი ენებით მეტყველზე უმეტესია, თუკი ეს უკანასკნელი კიდევაც არ განმარტავს თავის სიტყვებს ეკლესიის ასაშენებლად.

6. ახლა კი, ძმანო, რომ მოვიდე თქვენთან და უცხო ენაზე დაგიწყოთ ლაპარაკი, რას გარგებთ, თუკი გამოცხადებით, ცოდნით, წინასწარმეტყველებით ან მოძღვრებით არაფერს გეტყვით?

7. თვით უსულო საგნებიც კი, რომლებიც ხმას გამოსცემენ, ვთქვათ, სალამური ანდა ებანი, თუკი ბგერათა განსხვავებას ვერ გვაძლევენ, როგორ გავიგებთ, რას უკრავს სალამური ანდა ებანი?

8. თუკი საყვირი გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საომრად?

9. ასევე თუ თქვენც გაურკვეველ სიტყვებს წარმოსთქვამთ ენით, როგორ გაიგებენ თქვენს ნათქვამს? ქარს ატანთ სიტყვებს.

10. ასე მაგალითად, რამდენი სხვადასხვა სიტყვაა ამ ქვეყანაზე და არცერთი მათგანი არ არის უმნიშვნელო.

11. მაგრამ თუ სიტყვის მნიშვნელობა არ მესმის, მოლაპარაკისათვის მე უცხო ვარ და მოლაპარაკე უცხოა ჩემთვის.

12. ასევე თქვენც, სულიერ ნიჭთა მიმართ ლტოლვისას, ეცადეთ ეკლესიის ასაშენებლად გამდიდრდეთ მათი წყალობით.

13. ამიტომ ენით მოლაპარაკემ ილოცოს, რომ განმარტებაც შეეძლოს.

14. ვინაიდან როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, გონება კი უნაყოფოა.

15. რა ვქნა? თუ სულით ვლოცულობ, გონებითაც ვილოცებ, ხოლო თუ სულით ვგალობ, გონებითაც ვიგალობებ.

16. რადგანაც თუ სულით აკურთხებ, როგორ თქვას უმეცარმა მსმენელმა შენი კურთხევისას „ამინ“, თუკი არ ესმის, რას ამბობ?

17. კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვას კი ვერ აშენებ.

18. ვმადლობ ღმერთს ჩემსას, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით.

19. მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში მხოლოდ ხუთი სიტყვა ვთქვა გონებით, რათა სხვებსაც გავაგებინო, ვიდრე ურიცხვი სიტყვა წარმოვთქვა ენით.

20. ძმანო, ნუ იქნებით ყრმანი გონებით; ბოროტისათვის ყრმანი იყავით, მაგრამ - სრულწლოვანნი გონებით.

21. რჯულში სწერია: „უცხო ენებითა და უცხო ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს, მაგრამ მაშინაც არ მომისმენენ, ამბობს უფალი“.

22. ამრიგად, ენები მორწმუნეთათვის კი არაა ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის, წინასწარმეტყველება კი - მორწმუნეთათვის და არა ურწმუნოთათვის.

23. მთელი ეკლესია რომ ერთად შეიყაროს და ყველა სხვადასხვა ენაზე მოჰყვეს ლაპარაკს, ამ დროს კი შემოვიდნენ უმეცარნი და ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილანო?

24. მაგრამ როდესაც ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვიდეს ვინმე ურწმუნო, ანდა უვიცი, ყველა მას ამხელს და განიკითხავს.

25. ასე გამჟღავნდება მისი გულის საიდუმლო, პირქვე დაემხობა, თაყვანს სცემს ღმერთს და იტყვის, რომ ჭეშმარიტად თქვენს შორისაა ღმერთი.

26. მაშ, რა ვქნათ, ძმანო? როდესაც იკრიბებით, თვითეულ თქვენგანს თანა აქვს ფსალმუნი, აქვს მოძღვრება, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება, - ყოველივე ეს ასაშენებლად იყოს.

27. თუ ვინმე ლაპარაკობს ენით, ილაპარაკოს ორმა, ან, დიდი-დიდი, სამმა, რიგრიგობით, ერთმა კი განმარტოს.

28. ხოლო თუ არავინაა განმმარტებელი, სიჩუმე იყოს ეკლესიაში და ყველა თავის თავს ან ღმერთს ელაპარაკოს.

29. წინასწარმეტყველთაგან ილაპარაკოს ორმა ან სამმა, დანარჩენებმა კი განსაჯონ.

30. ხოლო თუ მჯდომარეთაგან ვინმეს მიეცემა გამოცხადება, პირველი დადუმდეს.

31. რადგანაც ყველას შეგიძლიათ ერთიმეორის მიყოლებით იწინასწარმეტყველოთ, რათა ყველამ ისწავლოს და ნუგეშცემულ იქნეს.

32. წინასწარმეტყველთა სულები წინასწარმეტყველებს ჰმორჩილებენ.

33. რადგანაც ღმერთი აშლილობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა; ასეა წმიდათა ყველა ეკლესიაში.

34. ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც.

35. ხოლო თუ რისიმე სწავლა სურთ, ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგანაც ქალისთვის საძრახისია ეკლესიაში ლაპარაკი.

36. განა თქვენგან გამოვიდა ღვთის სიტყვა? ან მარტო თქვენამდე მოაღწია?

37. ვისაც წინასწარმეტყველად ან სულიერად მიაჩნია თავი, მიხვდეს, რომ რასაც გწერთ, უფლის მცნებაა.

38. ხოლო ვისაც არ ესმის, ნუ ესმის.

39. მაშ, წინასწარმეტყველებას ესწრაფეთ, ძმანო, მაგრამ ნურც ენებით ლაპარაკს აიკრძალავთ.

40. მხოლოდ ყველაფერი ისე იყოს, როგორც წესი და რიგია. ეს 1 კორინთელთა 14 თავია

Posted by: gurabe 25 Jan 2010, 21:09
zanneti
მე არ მითქვამს გადღეილი მაქვს მეთქი,შენ დაწერე რომ არ გწამს ბიბლიაო?
როგორ ვერ იგებდნენ ენებზე ლაპარაკს,საქმე მოციქულთა,თავი 2
1. და აღსრულებასა მას დღისა მეერგასისასა, იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას, 2. და იყო მეყსეულად ზეცით ოხრაჲ, ვითარცა მოწევნაჲ ქარისა სასტიკისაჲ, და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა-იგი იყვნეს მსხდომარე. 3. და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი, და დაადგრა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა. 4. და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ სიტყუად. 5. ხოლო იყვნეს იერუსალჱმს დამკჳდრებულნი ჰურიანი, კაცნი ღმრთის მოშიშნი ყოველთაგან თესლთა, რომელნი არიან ცასა ქვეშე. 6. და იყო რაჲ ჴმაჲ ესე, შეკრბა სიმრავლე ერისაჲ და შეშფოთნეს, რამეთუ ესმოდა თითოეულსა კაცად-კაცადსა მათსა თჳსი სიტყუაჲ მათი, იტყოდეს რაჲ იგინი. 7. განჰკრთეს ყოველნი და დაუკჳრდა ერთსა-ერთისა თანა და იტყოდეს: ანუ არა ესე ყოველნი არიანა, რომელნი იტყჳან გალილეველ? 8. და ვითარ ჩუენ გუესმის კაცად-კაცადსა თჳსი სიტყუაჲ ჩუენი მათგან, რომელნი ვართ. 9. პართნი და უჟიკნი და ელამიტელნი და მკჳდრნი შუა მდინარისანი ჰურიასტანისანი და კაბადუკიაჲსანი, პონტოჲსანი და ასიაჲსანი, 10. ფრიგჳაჲსანი და პამფჳლიისანი, ეგჳპტისანი და ადგილისა ლუბიისანი, კჳრინით კერძონი და მოსრულნი ჰრომნი, ჰურიანი და მწირნი, 11. კრიტელნი და არაბიელნი, გუესმის, იტყჳან რაჲ ჩუენითა ენითა დიდებასა ღმრთისასა?! 12. ხოლო განჰკრთეს ყოველნი და გამოეძიებდეს ერთი-ერთისა თანა და იტყოდეს: რაჲმე ჰნებავს ამას ყოფად?

Posted by: Artist 25 Jan 2010, 21:25
ZAZAi
QUOTE
რატომ უნდა იყოს წმინდანი მკვდარი

წმინდანები თავისით ვერ კვდებიან, მათ უკვდავება ხელეწიფებათ. smile.gif


Posted by: ZAZAi 25 Jan 2010, 21:33
zannetiმთავარი გამოგრჩა მგონია:
მარკოზის სახარება,16 თავი:
17. ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ.
18. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი.

არ უთქვამს ქრისტეს მხოლოდ მოციქულებს ექნებათო ეს სასწაულები. არამედ ჩემს მორწმუნეებს განუყრელადო. ასე რომ ვისაც არა აქვს ეს ნიჭები და მით უმეტეს თუ უარყოფს მათ, ის არაა ქრისტეს მორწმუნე და თვითმარქვიაა!

Posted by: Aurea_ mediocritas 25 Jan 2010, 21:34
QUOTE
ZAZAi QUOTE რატომ უნდა იყოს წმინდანი მკვდარი



სიტყვის თავისუფლება იმას არ ნიშნავს შენ ჭკუაზე იღადაო სხვის მრწამსზე, ეხლა რო ვინმეს რელიგიაზე გავიხუმრო (ან მათ წმინდანებზე ვწერო მკვდარი და ნატანჯიო) ეგრევე შეუწყნარებელი, არადემოკრატი, ფანატიკოსი და ა.შ. იარლიყები გარანტირებული მაქვს და ამ საქართველოში ან წმინდანებზე იღადაო, ან პატრიარქი ლანძღო მაგ შემთხვევაში თანამედროვედ მოაზროვნე ხარ და "პრადვინუტი" და მიმიფურთხებია ეგეთი დემოკრატიისთვის

Posted by: zanneti 25 Jan 2010, 21:53
QUOTE (ZAZAi @ 25 Jan 2010, 21:33 )
zannetiმთავარი გამოგრჩა მგონია:
მარკოზის სახარება,16 თავი:
17. ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ.
18. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი.

არ უთქვამს ქრისტეს მხოლოდ მოციქულებს ექნებათო ეს სასწაულები. არამედ ჩემს მორწმუნეებს განუყრელადო. ასე რომ ვისაც არა აქვს ეს ნიჭები და მით უმეტეს თუ უარყოფს მათ, ის არაა ქრისტეს მორწმუნე და თვითმარქვიაა!

კი ნამდვილად დამავიწყდა ეს აბზაცი...
gurabe თუ შეგიძლია ქართულად დააკოპირე საიტს მოგცემ თუ არ გაქ http://www.orthodoxy.ge/tsmidatserili.htm ... შენ ახლა იცი რას ამტკიცებ რომ ბიბლია ტყუის და ეწინააღმდეგება ერთმანეთს... შენი ციტატა მართალაია და მე რო დავდე ტყუილი ხო?? ისინი ამეტყველდნენ ენებით და მერე რატომ უთხრეს დათვერითო და გიჯებად რო შერაცხეს რატომ იყო??? ენებზე ლოცვა ადამიანებისთვის კი არაა არამედ ეს არის საუბარი ღმერთთან... 36. განა თქვენგან გამოვიდა ღვთის სიტყვა? ან მარტო თქვენამდე მოაღწია?

37. ვისაც წინასწარმეტყველად ან სულიერად მიაჩნია თავი, მიხვდეს, რომ რასაც გწერთ, უფლის მცნებაა.

38. ხოლო ვისაც არ ესმის, ნუ ესმის.

39. მაშ, წინასწარმეტყველებას ესწრაფეთ, ძმანო, მაგრამ ნურც ენებით ლაპარაკს აიკრძალავთ.

40. მხოლოდ ყველაფერი ისე იყოს, როგორც წესი და რიგია. პავლე წერს ნუ აკრძალავთო

Posted by: mariami4575 25 Jan 2010, 21:59
zanneti
QUOTE
11. მაგრამ თუ სიტყვის მნიშვნელობა არ მესმის, მოლაპარაკისათვის მე უცხო ვარ და მოლაპარაკე უცხოა ჩემთვის.

QUOTE
16. რადგანაც თუ სულით აკურთხებ, როგორ თქვას უმეცარმა მსმენელმა შენი კურთხევისას „ამინ“, თუკი არ ესმის, რას ამბობ?

თუ შეგიძლია დამეხმარე და ამიხსენი რა იგულისხმება აქ?

Posted by: zanneti 25 Jan 2010, 22:22
mariami4575
მხოლოდ შევეცდები: ეს არის ენა რომლებიც ადამიანებს არ ესმით და არც არის მათთვის განკუთვნილი არამედ ეს არის ღმერთთან საუბარი საიდუმლო დიალოგი აი ნახეთ 2. რადგან ვინც უცხო ენაზე მეტყველებს, კაცთა მიმართ კი არა, ღვთის მიმართ მეტყველებს, და არავის ესმის მისი, ვინაიდან სულით აცხადებს საიდუმლოს.
ახლა ნახეთ კიდე რა წერია 27. თუ ვინმე ლაპარაკობს ენით, ილაპარაკოს ორმა, ან, დიდი-დიდი, სამმა, რიგრიგობით, ერთმა კი განმარტოს.

28. ხოლო თუ არავინაა განმმარტებელი, სიჩუმე იყოს ეკლესიაში და ყველა თავის თავს ან ღმერთს ელაპარაკოს... ეს არის დიალოგი ღმერთთან რომლითან საიდუმლოებას ლაპარაკობ.. იქ რომ წერია ენით რო აკურთხო რას გაიგებსო და ამინს როგორ გეტყვისო ესეიგი ეს არის ენა რომელსაც ადამიანი ვერ იგებს და პავლე ამბობს რა აზრი აქო რო აკურთხო ენით თუ მას არ ესმისო და ამინს არ იტყის.. აი ნახეთ კიდე 14. ვინაიდან როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, გონება კი უნაყოფოა.

15. რა ვქნა? თუ სულით ვლოცულობ, გონებითაც ვილოცებ, ხოლო თუ სულით ვგალობ, გონებითაც ვიგალობებ.

ხედავთ რას ამბობს რომ გონება უნაყოფოაო ესეიგი თვითონაც არ ესმის რას ამბობს მაგრამ ამით საიდუმლოებას ლაპარაკობს და აშენებს ტაძარს რომელშიც სული წმიდა ცხოვრობს ანუ ჩვენს სხეულს...

19. მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში მხოლოდ ხუთი სიტყვა ვთქვა გონებით, რათა სხვებსაც გავაგებინო, ვიდრე ურიცხვი სიტყვა წარმოვთქვა ენით. ეს მარტივია გასაგებად ძალიან მარტივი ქალბატონო მარიამ უბრალოდ ამაზე ინფორმაცია გჭირდებათ და თან შეგიძლიათ თხოვოთ უფალს და მოგცემთ ამ ნიჭს ის ხომ კეთილია...ისე მე თვითონ ჯერ არ ვლოცულობ ენებზე.smile.gif

Posted by: mariami4575 25 Jan 2010, 22:26
zanneti
QUOTE
...ისე მე თვითონ ჯერ არ ვლოცულობ ენებზე.

ახლა ხომ არ იფიქრე,რომ აღმსარებლობის შეცვლას ვაპირებ? მინდოდა გაგება როგორ გესმით თქვენ ეს სიტყვები´. გმადლობ ახსნისთვის.

Posted by: navin 25 Jan 2010, 22:28
იმიტომ რომ ტვინი არ ააქვთ.
ნატანჯი წმინდანები კი არ უნდა უყვარდეთ არამედ ქრისტე.

Posted by: tamti1 25 Jan 2010, 22:30
QUOTE
იმიტომ რომ ტვინი არ ააქვთ.

დააკონკრეტე ვის არა აქვს ტვინი
mad.gif

Posted by: mariami4575 25 Jan 2010, 22:30
navin
QUOTE
იმიტომ რომ ტვინი არ ააქვთ.

ეს სიტყვები ქრისტეს სიყვარულმა გათქმევინა? მე მგონი უფრო პირიქით,სიყვარულის ნაკლებობამ.
ქრისტე რომ მიყვარს, იმიტომ მიყვარს მისთვის წამებული წმინდანები.

Posted by: navin 25 Jan 2010, 22:37
tamti1

ორთოდოქსებს და მართლმადიდებლებს.

mariami4575

ბიბლიაში არსად არ წერია შეიყვარეთ ჩემთვის ტანჯულნი.
მაშინ შენ თეოფილე მალაქიაც უნდა გიყვარდეს! 2kiss.gif

Posted by: mamuka90 25 Jan 2010, 22:38
navin
ქრისტე არ იყო წამებული?

Posted by: zanneti 25 Jan 2010, 22:38
mariami4575
ქალბატონო მარიამ მე გითხარით და მართლა მოდით ბავშვობას თავი გავანებოთ ნუ იქნებით ასე განწყობილი მე არავის ვექაჩები არსად და თუ ასეა დამისახელეთ. მე ხომ ვთქვი ერთხელ რატომ იმეორებტ ხელმეორედ ამას??? მე ჩემი არმსარებლობის პროპაგანდისტი კი არ ვარ მე ვციტირებ ბიბლიას და მოგეხსენებათ ბიბლია ჩემს აღმსარებლობას არ მოუგონია... მე ვარ ქრისტიანი და მორჩა აქ. ჩვენ არ გვესმის ის სიტყვები მაგრამ არის ამის გარჩევის ნიჭებიც.. 8. ზოგს სულისაგან ეძლევა სიბრძნის სიტყვა, ზოგს - ცოდნის სიტყვა იმავე სულით;

9. ზოგს - რწმენა იმავე სულისაგან, ზოგს - ნიჭი მკურნალობისა იმავე სულით;

10. ვის - სასწაულთმოქმედება, ვის - წინასწარმეტყველება, ვის - სულთა გარჩევა, ვის - სხვადასხვა ენა, ვის კიდევ - განმარტება სხვადასხვა ენის.

11. ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თვითეულს, რაც თვითონ ნებავს.
აქ ჩამოთვილია ნიჭები რომლებიც ადამიანებს ეძლევათ...smile.gif თუ რამით შემიძლია ქალბატონო მარიამ მზად ვარ გემსახუროთ და კიდე მზად ვარ მოგისმინოთ smile.gif

Posted by: mariami4575 25 Jan 2010, 22:40
zanneti
QUOTE
ქალბატონო მარიამ მე გითხარით და მართლა მოდით ბავშვობას თავი გავანებოთ ნუ იქნებით ასე განწყობილი

ვერ გაიგე შენ,რომ არანაირად არ მაქვს შენს მიმართ ცუდი განწყობა და რა გიყო?

Posted by: Aurea_ mediocritas 25 Jan 2010, 22:40
QUOTE
ბიბლიაში არსად არ წერია შეიყვარეთ ჩემთვის ტანჯულნი. მაშინ შენ თეოფილე მალაქიაც უნდა გიყვარდეს!


არ წერია, უბრალოდ იმ დონეზე სწამდათ ბევრი აქ მპოსტავისაგან განსხვავებით და იმხელა რწმენა და ძალა ჰქონდათ ამ რწმენისაგან მიღებული, რომ სიცოცხლე გაწირეს! ჩემი ქვეყნისთვის დაღუპულს თუ მივაგებ პატივს, ჩემი რწმენისთვის დაღუპულს რატომ არ მივაგებ, თუმცა რაის ქვეყანა და რის რწმენა, მე რასაც ვხედავ აქ ინ დოლარ ვი თრასთის ქადაგება მიდის გაგანია

Posted by: zanneti 25 Jan 2010, 22:45
mamuka90
ნაბეტანი შედარება ხო არ მოგდის??? რამოტ უნდა ვცე მე თაყვანი ადამიანს მითხარი??? მან იტვირთა ჩემი ცოდვები??? მან განმკურნა თავისი ჭრილობებით?? მარტო ქრისტე ეწამა ჩვენთვის და არავინ მეტი ვინც ეწამა ქრისტესთვის ეწამა და არა ჩემთვის და მას ქრისტე მიაგებს პატივს საკადრისს ჩვენ კი უნდა ვიშრომოთ ქრისტესთვის როგორც მათ, მათ შეასრულეს ქრისტეს მცნებანი რასაც ჩვენც უნდა ვაკეთებდეთ თორე შენ ახლა ჯვარს რო გაცვან ამით ჩემს ცოდვებს ვერ გამოისყიდი ..

Posted by: mamuka90 25 Jan 2010, 22:45
zanneti
QUOTE
რამოტ უნდა ვცე მე თაყვანი ადამიანს მითხარი???

და გითხარი რო? biggrin.gif

Posted by: დათიკო 25 Jan 2010, 22:46
zanneti
QUOTE
რამოტ უნდა ვცე მე თაყვანი ადამიანს მითხარი???

თაყვანისცემას ვინ გთხოვს?
პატივი უნდა მიაგო მხოლოდ, თაყვანისცემა კი მხოლოდ ღვთისა შეიძლება.

Posted by: mariami4575 25 Jan 2010, 22:46
mamuka90
QUOTE
და გითხარი რო? 

შენ ეგა თქვი რა

Posted by: zanneti 25 Jan 2010, 22:57
mamuka90
დათიკო
mariami4575
ანუ თქვენ ხატებს არ კოცნით გინდათ მითხრათ??? და არ მიდიხართ მათთან სალოცავად??? ამას არ აკეთებთ?? და რა არის ეს პატივის მიგება??? სად წერია ბიბლიაში ერთი მონაკვეთი მანახეთ სადაც წერია რომ პატივი მიაგეთ მკვდრებს?? მე წმიდანებზე ვთქვი უკვე თუ ვინაა წმიდანი...წმიდანები ცოცხლებიც არიან ასე არ არის???? უარი არ მითხრათ თორე დავდევი ახლა ციტატები

Posted by: tamti1 25 Jan 2010, 22:57
QUOTE
tamti1

ორთოდოქსებს და მართლმადიდებლებს.



navin

ეს თქვენი გამოხტომა რბილად რომ ვთქვა უხეშია!

QUOTE
ბიბლიაში არსად არ წერია შეიყვარეთ ჩემთვის ტანჯულნი.
მაშინ შენ თეოფილე მალაქიაც უნდა გიყვარდეს!


ლოგიკა ისეთი გაქვთ მკვდარს აატირებს!

Posted by: dd69 25 Jan 2010, 22:58
გაუშვით, გა უშ ვიიიიიით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!1111

Posted by: mariami4575 25 Jan 2010, 23:03
zanneti
QUOTE
ანუ თქვენ ხატებს არ კოცნით გინდათ მითხრათ??? და არ მიდიხართ მათთან სალოცავად??? ამას არ აკეთებთ?? და რა არის ეს პატივის მიგება??? სად წერია ბიბლიაში ერთი მონაკვეთი მანახეთ სადაც წერია რომ პატივი მიაგეთ მკვდრებს??

ხო მერე? ეგ გითხრეს სწორედ,რომ პატივის მიგებაა.
QUOTE
მე წმიდანებზე ვთქვი უკვე თუ ვინაა წმიდანი...

გაიმეორე კიდევ ერთხელ.
QUOTE
უარი არ მითხრათ თორე დავდევი ახლა ციტატები

გვაშინებ? smile.gif

Posted by: Aurea_ mediocritas 25 Jan 2010, 23:13
რავა ყველა თავის ინტერპრეტაციას უკეთებს ამ ბიბლიას ჰა? იქ ისე წერიაო... აქ გარდაცვლილებს პატივი არ სცეო... (რახან ზუსტად ეგრე არ წერია არ უნდა სცე ესეიგი).


გეუბნებით,გაერთიანდით ყოჩაღი არტურას სეტქაში და გრანტსაც მიიღებთ თავისი ძალიან თანამედროვე და პრადვინუტის სახელიანად ეკლესია-მონასტრებს ეკლესია-მონსტრებად თუ მოიხსენიებ და პატრიარქს თუ ლანძღავ ხო საერთოდ მაგარი Fეშენი ხარ, მართლმადიდებლობას რუსეთთან თუ გააიგივებ და მტრის ხატს შექმნი, მაშინ ობერ ნავაროტკა ხარ.... help.gif რა განსხვავებაა ამათ და ბოლშევიკებს შორის? რა და ის განსხვავებაა, რომ ესენი გუმბათებზე არ დაბობღავენ (ქვეშიდან უთხრიან ძირს შეფარულად). და საერთოდ ვინ დააყენა აღნიშნული წითელი ეშმაკუნები სარწმუნოების კარიბჭესთან? თუ გეათეისტება ბიძიკო რასაა მე რაც მწამს იმას რო მილანძღავ ად მიქილიკებ?

Posted by: zanneti 25 Jan 2010, 23:20
mariami4575
რატო ღმერთის არ გეშინია??? განა მე ჩემი კუნთებით გაშინებ??? რო იცოდე მაგარი პატარა კუნთები მაქbiggrin.gif ხოდა ხატზე ვამბობ..თუ ქრისტესთან ლოცულობთ ისევე როგორც წმიდანებთან თუ მათაც კოცნით და წმიდანებსაც რა გამოვიდა და საერთოდ რა განსხვავებაა მათ შორის???? ანუ ღმერთთანაც ლოცულობთ და მათთანაც ის ღმერთია მაგარმ ისინი ხომ ადამიანბეი არიან ან კიდე როდის იყო ჭიანჭველა და ადამიანი ერთნაირი იყო..კარგით მოვრჩეთ თორე ამაზე იმდენი ვილაპარაკეთ რომ...


Aurea_ mediocritas
Aurea_ mediocritas
18. ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში.

19. ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში.

ისე საუცრებაა რა "რავა ყველა თავის ინტერპრეტაციას უკეთებს ამ ბიბლიას ჰა? იქ ისე წერიაო... აქ გარდაცვლილებს პატივი არ სცეო... (რახან ზუსტად ეგრე არ წერია არ უნდა სცე ესეიგი)."

გაკვრით სადაც წერია მანხე...................... თუ არადა ის წაიკითხე რაც დავაციტირე..აბა თქვა გიჩქუნა biggrin.gif

Posted by: დათიკო 25 Jan 2010, 23:21
zanneti
QUOTE
ანუ თქვენ ხატებს არ კოცნით გინდათ მითხრათ??? და არ მიდიხართ მათთან სალოცავად??? ამას არ აკეთებთ?? და რა არის ეს პატივის მიგება??? სად წერია ბიბლიაში ერთი მონაკვეთი მანახეთ სადაც წერია რომ პატივი მიაგეთ მკვდრებს?? მე წმიდანებზე ვთქვი უკვე თუ ვინაა წმიდანი...წმიდანები ცოცხლებიც არიან ასე არ არის???? უარი არ მითხრათ თორე დავდევი ახლა ციტატები

ხატზე მთხვევა არ ნიშნავს მის გაღმერთებას. შეიძლება შეყვარებულის ფოტოს აკოცო, მაგრამ კერპად არ გაიხადო.
შენთვის უცხოა მიაგო პატივი წმინდანს? ჩვენთვის არა. ხოდა შენც კარგად იყავი და ჩვენც. smile.gif

Posted by: mariami4575 25 Jan 2010, 23:22
zanneti
QUOTE
რატო ღმერთის არ გეშინია???

ზედმეტი მოგდის აშკარად.

Posted by: Aurea_ mediocritas 25 Jan 2010, 23:25
ტვინისა და სინდისის გამორეცხვის ტრეინინგებზე სწორდით, სმენა! ნაბიჯით იარ!!!

QUOTE
18. ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში.
19. ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში.
ისე საუცრებაა რა "რავა ყველა თავის ინტერპრეტაციას უკეთებს ამ ბიბლიას ჰა? იქ ისე წერიაო... აქ გარდაცვლილებს პატივი არ სცეო... (რახან ზუსტად ეგრე არ წერია არ უნდა სცე ესეიგი)."
გაკვრით სადაც წერია მანხე...................... თუ არადა ის წაიკითხე რაც დავაციტირე..აბა თქვა გიჩქუნა biggrin.gif


ვინ დაგაყენა ბიძიკო შენ ჩემი რწმენის ან იქ ჩემი განსწავლულობის სადარაჯოზე?

Posted by: zanneti 25 Jan 2010, 23:26
დათიკო
დათიკო
დათიკო
მე ტავის ვცემ და ჩემტვის მისაბაძია მათი რწმენა ასეთი მაგრამ მე თაყვანს არ ვცემ მითუმეტეს კერპი არ მყავს..მე თაყვანს არ ვცემ მათ მე მახსოვს ისინი და მათი ქცევა ვსიოოოოოო

Posted by: mariami4575 25 Jan 2010, 23:28
zanneti
QUOTE
მითუმეტეს კერპი არ მყავს..

ჩვენ კერპები არ გვყავს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: zanneti 25 Jan 2010, 23:37
:პიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო" .........................................

Posted by: mariami4575 25 Jan 2010, 23:41
zanneti
QUOTE
:პიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო" .........................................

შენ,რომ გაკვირვებს ეგ იმას არ ნიშნავს,რომ ის ბოლო სწორად აღიქვი.

Posted by: Aurea_ mediocritas 25 Jan 2010, 23:44
რათა შვილო რათა? რამ გაამწარა ეს ხალხი ესე და რამ შეაზიზღა ეს მართლმადიდებლობა ჰა? ზატო Fეშენად ითვლება თუ იღადავებ... და ყური რომ გაქ ამისთვის ასაწევი მაგას არაუშავს?

QUOTE
თუ არადა ის წაიკითხე რაც დავაციტირე..აბა თქვა გიჩქუნა


QUOTE
18. ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში.


ამას რაც შეეხება ვინ დაგაყენა შენ ჩემი რწმენის სადარაჯოზე? თუ "თანამედროვე" ჭინკა უნდა ვიყო აუცილებლად? კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას, რუსეთთან რო აიგივებენ მართლმადიდებლობას და ამით მტრის ხატს ქმნიან რით განსხვავდება ეს ნაროდი ბოლშევიკებისაგან? ვერ დაძვრებიან ჯერ გუმბათებზე დასანგრევად (ვერც ეღირსებიან) და ამით, მაგრამ აქვე დავძენ,რომ ძირს კი უთხრიან

Posted by: airlift7 26 Jan 2010, 05:32
zanneti
QUOTE
:პიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო" ..

იქნებ ამდენი უაზრო ქილიკის მაგივრათ მრწამსი წაგეკითხა

მრწამსი

მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;

და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.

რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.

და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.

და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.

და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.

და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.

და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.

ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.

აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.

მოველი აღდგომასა მკუდრეთით.

და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.

Posted by: Roy 26 Jan 2010, 13:48
QUOTE
თუ ადამიანი ღვთის სულიერია, თუ მისგან ღმერთი ლაპარაკობს და მოქმედებს, განა სიცოცხლეში უფრო მეტი სარგებლობის მოტანა არ შეუძლია?

შეუძლია მაგრამ სწორედ მაგიტომ კლავენ.

Posted by: IPOXONDRIK 26 Jan 2010, 14:34
ქრისტე,ცხოვრებაში არ იყო წმიდანი?მაშადამიანიც შეიძლება ცხოვრებაში იყოს წმიდანი,შერაცხეს თუ არ შერაცხეს,ეს ეკლესიის საქმეა,ისე ძველად ქრისტიანი-ანუ ცოდვასთან მებრძოლი,უკვე წმინდანი იყო,ტაკ ჩტო წმიდანები ერთად ვიყოთ და გავანებოთ თავი ბეტონში თევზაობას!

* * *
ბევრი წმიდნი წასულა ისე სასუფეველში,რომ იგი არავის წმინდანად არ უცვნია და არც შეურაცხავს შეუმჩნევლად იმდენი წმიდანი მიდის და მოდის,რომ ცოდვით დამძიმებულს მისი ცნობა აღარ ძალუძს,ტაკ ჩტო მარანათა!გაიხარეთ ძმებო და დებო!

* * *
რა მესიჯი მივეცი????პირდაპირ გავსქურე რა!ჰოი ცოდვით დამძიმებულო დედამიწა,რამდენჯერ დაგიბნელდა მზე ადამიანების გამო?.....................ვღადაობ .......წინასწარ გილოცავთ ანტონი დიდის ხსენებას...წესდება წაAIKIტXEთ MIსი მმაგარი ბრძოლა დაგეწყებათ........
* * *
თუ კლავენ, ესეიგი მან თავისი გასაკეთებელი ნა ვსე სტო გააკეთა,პახოდუ ზემოდან კიდე ბევრს გააკეთებს,წმიდა გიორგი-ლაშქარს არ მიუძღოდა დიდგორის ბრძოლაში?ტაკ !

Posted by: barakobama 26 Jan 2010, 15:28
zanneti
QUOTE
:პიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო"

ეს ბიბლია რო დაგიზეპირებიათ თუთიყუშებივით, მაგას ხო დისკიც წარმატებით შეასრულებს. ტვინი და აზროვნება იმიტომ მოგცა უფალმა, რო ამუშაო და არა იმეორო ის არ წერია, ეს არ წერიაო. ყველაფერი ეგრე მარტივად რო იყოს, მაგას ხო პავლოვის ძაღლიც ისწავლიდა. სად დაინახე ხატებში კერპები, რომელმა ნიჭიერმა ჩაგინერგათ ეგ თავში?

Posted by: თამარ 26 Jan 2010, 16:23
zanneti
გაუმარჯოს 20 ნოემბერს დარეგისტრირებულს smile.gif. ცოცხალი წმიდანებიც არსებობენ, მაგრამ მათ აღიარებას ძალიან ერიდებიან, ვაიდა ხიბლში გადაგვაგდოს ბოროტმაო? smile.gif
ისე, ცნობილია ბევრი ფაქტი სხვადასხვა წმიდანთა ცხოვრებიდან, რომ ისინი დედის მუცლიდანვე იყვნენ გამორჩეულნი, როგორც წმ. ნიკოლოზი და მაგალითად, პეტრე იბერი, რომელსაც ქართველთა სიქადულს უწოდებდნენ და რომლის წმიდანთა მოსახსენებლიდან ამოღება კათოლიკეყოფილმა ანტონ კათალიკოსმა მოახდინა სომხურ-ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით და პოლიტიკური მიზეზებით (საინტერესოა, ოდესღაც როცა შეხვდებიან მას, რა პასუხს გასცემენ smile.gif); იყო ფაქტები, რომ წმიდანი ახალშობილი ოთხშაბათსა და პარასკევს ძუძუს არ სწოვდა; სიცოცხლეშივე წმიდანს უწოდებდნენ წმ. იოანე კრონშტადტელს, რისთვისაც მაშინდელი იერარქების ნაწილი კიდეც ემტერებოდა; რა გითხრა, გეტყობა, შენც იცი რაღაც-რაღაცეები, ტყუილად არ დაწერდი იმას, რასაც წერ smile.gif.
გაიხარე! smile.gif

Posted by: ივერიელი 26 Jan 2010, 17:08
თამარ

QUOTE
კათოლიკეყოფილმა ანტონ კათალიკოსმა მოახდინა სომხურ-ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით და პოლიტიკური მიზეზებით


რა საჭიროა ეს ტყუილი? ანტონი კათოლიკე დარჩა ბოლომდე.

Posted by: zanneti 26 Jan 2010, 18:12
თამარ
მე მხოლოდ ის ვიცი რასაც ბიბლია ამბობს ჩვენზე ანუ მორწმუნეებზე...
barakobama
მეტი ვერაფერი მოგვდეს შარი და ახლა კიდე ბიბლიის ცოდნაზე გვედავებიან ისე რომ იცოდე ბიბლია თუ არ იცი და ცოდნა თუ არ გაქ და თუ არ კითხულობ ღმერთის სიტყვას მაშინ..........//,/,... როგორც ადამიანს ჭირდება მშვინვიერი საკვები ისე მორწმუნეს ჭირდება სულიერი საკვები ანუ ბიბლიის კითხვა... ადამიანი იმიტომ იღოპება რომ არ იცის და არ უნდა რომ იცოდეს ის ცხოვრობს და ისმენს თავისთვის მაამებელ სიტყვეს და გგონია რომ უნივერსალია და შენიშვნა რომ მისცე გეტყვის ნუ მასწავლიო ეს არის სითამამე "მე" რომელიც არ აძლევს ადგილს იესოს რომ მან იმეფოს არამედ თვითონ მეფობს...ანუ მას რო სიამოვნებს ის უნდა ილაპარაკო წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოუსმენს და გაბოროტდება..
ახლა შენ რომ გითხრა რომ ცუდს შვები მეთქი რა მომისმენ არადა აშკარად ცუდს შვები იმიტომ რომ მე არც დისკი ვარ და არც თუთიყუში და შენ შეურაცყოფას აყენებ ღმერთის შვილს ასე რომ ცოტა ფრთხილად და ცოტაზე კიდევ უფრო მეტი...
უფალმა თქვა ვინ რომელიმე თქვენგანს შეეხება ის ჩემი თვალის გუგას ეხებაო დაახლოებიტ ასე წერია ასე რომ... ცოტა სახიფათოა უფლის თვალის გუგაზე შეხება და ცოტაზაე უფრო მეტიც....მე კი არ გაშინებ, მე გადრთხილებ

Posted by: tamti1 26 Jan 2010, 18:25
QUOTE
უფალმა თქვა ვინ რომელიმე თქვენგანს შეეხება ის ჩემი თვალის გუგას ეხებაო დაახლოებიტ ასე წერია ასე რომ... ცოტა სახიფათოა უფლის თვალის გუგაზე შეხება და ცოტაზაე უფრო მეტიც....მე კი არ გაშინებ, მე გადრთხილებ


მოიცა და წმინდანების შეურაცყოფა მოსული პონტია და zanneti -ისა სახიფათოა ხომ? ვაი ჩვენს პატრონს ჩვენს ხელში
biggrin.gif

Posted by: airlift7 26 Jan 2010, 18:46
tamti1
QUOTE
მოიცა და წმინდანების შეურაცყოფა მოსული პონტია და zanneti -ისა სახიფათოა ხომ? ვაი ჩვენს პატრონს ჩვენს ხელში

მაგს უნივერსალური პასტორ-დჯ ყავს :აბა ყველამ ერთად ვიყვიროთ ალილუა მარცხენა ფრთა გაჩერდა მარჯვენა ყვირის ალილუია ეხლა ორივე ერთად ვყვირივართ ალილუიას ეგ როჯაა რა და წმინდანათ ამიტომ თვლიან(მართავს მასას და სასტაულია ესო სასტაულიო) givi.gif ის ვიდეო თხოვე დადოს პატარა ბავშვი რომ ქადაგებს კარგი არტისტიზმით (მაგეც სასტაულია სასტაული givi.gif )

Posted by: zanneti 26 Jan 2010, 19:51
tamti1
airlift7
წმიდანებს ჯერ ერთი არ ვაყენებ შეურაცყოფას საიდან მოიტანეთ ეს?? ცილისწამებაა და გპატიობთ ამ ცილისწამებას...მეორედა ჩემი შეურაცმყოფელი აგებს პასუხს თუ უსამართლოდ შეურაცმყოფს და უნდა პატიება ითხოვოს და ასევე ყველა ადამიანის მიმართ ასე უნდა იყოს...და ვინ მოგცა შენ უფლება რომ მომაყენო შეურაცყოფა თუნდაც მე შევურაცყოფდე წმიდანებს (რაც სრული აბსურდია) ალილუია არი ბიბლიური სიტყვა და ამის ქილიკით თქმა კიდევ ცოდვაა ეს ღმერთის განსადიდებელია სიტყვაა..კიდევ ის რომ იმ ბავშვიდან ხალხი ინანიებს და მოდის იესოსთან და ახლა შენ მითხარი რა გაგიკეთებია მასზე მეტი ასე რომ იძახი მასზე ან რა ინფორმაციას ფლობ მაგ ბავშვზე??? ესეც მორიგი ცილისწამება..... მოკლედ ვთქვათ იესოს უყვარს გალობა და განდიდება და თქვენ თუ არ მოგწონთ ეს არავის აღელვებს რომ იცოდეთ ჩვენ ხალხს კია არა ღმერთს ვუმღერით და ვუგალობთ... თქვენ როგორი აზროვნება გაქვთ იცით?? რადგან მე ჩვეულებრივი ვარ ვირაცა ჩემზე დიდია არა ეს სიცრუეა, თუ იესომ თავი გასწირა მისთვის არ დაგავიწყდეს ჩემთვისაც ისევე გასწიორა თავი და არც მასზე ნაკლებად ვუყვარვარ მე ასე რომ არავის აქ უფლება მომაყენოს შეურაცყოფა და არც მე მაქ უფლება ვინმეს მივაყენო...

Posted by: airlift7 26 Jan 2010, 20:12
zanneti
QUOTE
წმიდანებს ჯერ ერთი არ ვაყენებ შეურაცყოფას საიდან მოიტანეთ ეს?? ცილისწამებაა და გპატიობთ ამ ცილისწამებას...მეორედა ჩემი შეურაცმყოფელი აგებს პასუხს თუ უსამართლოდ შეურაცმყოფს და უნდა პატიება ითხოვოს და ასევე ყველა ადამიანის მიმართ ასე უნდა იყოს...და ვინ მოგცა შენ უფლება რომ მომაყენო შეურაცყოფა თუნდაც მე შევურაცყოფდე წმიდანებს (რაც სრული აბსურდია) ალილუია არი ბიბლიური სიტყვა და ამის ქილიკით თქმა კიდევ ცოდვაა ეს ღმერთის განსადიდებელია სიტყვაა..კიდევ ის რომ იმ ბავშვიდან ხალხი ინანიებს და მოდის იესოსთან და ახლა შენ მითხარი რა გაგიკეთებია მასზე მეტი ასე რომ იძახი მასზე ან რა ინფორმაციას ფლობ მაგ ბავშვზე??? ესეც მორიგი ცილისწამება..... მოკლედ ვთქვათ იესოს უყვარს გალობა და განდიდება და თქვენ თუ არ მოგწონთ ეს არავის აღელვებს რომ იცოდეთ ჩვენ ხალხს კია არა ღმერთს ვუმღერით და ვუგალობთ... თქვენ როგორი აზროვნება გაქვთ იცით?? რადგან მე ჩვეულებრივი ვარ ვირაცა ჩემზე დიდია არა ეს სიცრუეა, თუ იესომ თავი გასწირა მისთვის არ დაგავიწყდეს ჩემთვისაც ისევე გასწიორა თავი და არც მასზე ნაკლებად ვუყვარვარ მე ასე რომ არავის აქ უფლება მომაყენოს შეურაცყოფა და არც მე მაქ უფლება ვინმეს მივაყენო...

ნუ აბჟუტურდი ეხლა ალულუია შენი აზრით არ ვიცი რა არის? საერთოთ მრწამსი წაგიკითხავს მინიმუმ? რომ იცოდე მართლმადიდებლების რწმენიოს სიმბოლო რა არის. შემდეგ 7 -გზის ლოცვებზე თუ გსმენია რამე? კარგად მოძებნე ალილუია(ფსალმუნებში) .ეს ბავშვი ჩვეულებრივი ადამიანია და არანაირი სასწაული მოვლენა როგორც შენ სადღაც აღნიშნე.გალობა შენ მართლმადიდებლური და კათოლიკური არ მოგისმენია ალბათ (სულში რომ დაგიტკბობს) თუ არა მაგას რასაც თქვენ გალობასდ ეძახით ნებისმიერი ჯაზ-ბენდი შეასრულებს .ჩვეულებრივი გოსპელია .

Posted by: barakobama 26 Jan 2010, 20:38

მე მართლმადიდებლობის შეურაცხყოფას ვერავის ვერ ვაპატიებ! , შენ კი პირად შეურაცხყოფაზე გველაპარაკები.თუმცა თუთიყუში და დისკი თუ შეურაცხყოფა იყო არ ვიცოდი. პავლოვის ძაღლზე გამოხმაურებას უფრო ველოდი. მაგრამ, როგორც მსოფლმხედველობაა სხვადასხვანაირი, ალბათ შეურაცხყოფის აღქმაც სხვადასხვანაირია!

მე რას მაპატიებს ღმერთი და რას არა, ამას როგორმე უშენოდ გადაწყვეტს!

და ერთი სიმართლე მითხარი, კაცურად, მოგზავნილი რომ ხარ ეგ გავიგეთ მაგრამ რა გინდა? რამდენს გიხდიან საზოგადოების გარყვნაში?

Posted by: tamti1 26 Jan 2010, 20:42
QUOTE
ნაბეტანი შედარება ხო არ მოგდის??? რამოტ უნდა ვცე მე თაყვანი ადამიანს მითხარი??? მან იტვირთა ჩემი ცოდვები???


უი მე ეს შეურაწყოფაი მეგონა tongue.gif

როგორც ბარაკობამამ აღნიშნა შეურაწყოფის აღქმაც სხვადასხვანაირი ყოფილა

Posted by: airlift7 26 Jan 2010, 20:44
tamti1
QUOTE
როგორც ბარაკობამამ აღნიშნა შეურაწყოფის აღქმაც სხვადასხვანაირი ყოფილა

წხადია ეს ელემენტარულ კულტურულ ანთროპოლოგიაში ჩანს
* * *
QUOTE
და ერთი სიმართლე მითხარი, კაცურად, მოგზავნილი რომ ხარ ეგ გავიგეთ მაგრამ რა გინდა? რამდენს გიხდიან საზოგადოების გარყვნაში?

რაღაც თემას ამზადებენ არ ჩანან დღეს

Posted by: tamti1 26 Jan 2010, 21:15
QUOTE
რაღაც თემას ამზადებენ არ ჩანან დღეს


არა ალბათ ჩემ ინტერნეტს სწყევლიან. დამტანჯა დღეს sad.gif

Posted by: airlift7 26 Jan 2010, 21:18
tamti1
QUOTE
არა ალბათ ჩემ ინტერნეტს სწყევლიან. დამტანჯა დღეს

შენიც? აუ ჩემი იკითხე ეხლა გამოსწორდა ცოტა (ალბათ მაგათ მაგიას ძალა გაუვიდა gigi.gif )

Posted by: Aurea_ mediocritas 26 Jan 2010, 21:25
QUOTE
ისე მაგარი შედარებაა biggrin.gif სასტაულია რა ისე ჩაგჭრიან ბიბლიიდან ნაწყვეტსაც არ გეტყვიან biggrin.gif:D ადამიანიც შეიძლება გაიკერპო ცოცხალი დიახ თუ უფალზე ემტად გიყვარს და თაყვანს სცემ და აშკარა კერპმტაყვანისცემლობაა ის რომ ღმერთის გამოსახულებას კოცნიან და მასთან მიდიან როდესაც ის სულია და არა მატეია დახატული.... ბიბლია რატომ ამბობს რომ ღმერთი ხელთქმნილი არ არისო???


თქვენ იმიტომ იზეპირებთ ბიბლიას,რომ ფრიად კონკრეტული დავალება გაქვთ ერთ ბრიგადას ბიბლიის მიხედვით თქვენებური ინტერპრეტაცია და მართლმადიდებლობის დისკრედიტაცია,სხვა ინტერესი არ გაქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში რას მივაწერო დილა-შუადღე-საღამოს ახალი თემების გახსნა ანტიმართლმადიდებლობით და ყოველივე მასთან დაკავშირებულთან ზიზღით გაჟღენთილი?

QUOTE
არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ.


რასაც ხედავ იმის ხატი არ გაიკეთოო, ფრინველის, ცხოველის და კმარასი და სოროსის ხომ პირველ რიგში,მიუხედავად იმისა, რომ მათ "აგიხილეს" თვალი და საერთოდ, ვინც სიმართლეს ებრძვის ის აძლიერებს მას

Posted by: zanneti 26 Jan 2010, 21:53
Aurea_ mediocritas
airlift7
tamti1
barakobama

თემა მანახე რომელიც გავხსენი ანტი მართმადიდებლების??? რა სოროსი და რა ფული რამდენი ცილისწამებაა//
მე რას მაპატიებს ღმერთი და რას არა, ამას როგორმე უშენოდ გადაწყვეტს!
ეს ფრაზა ვისაც ეკუთვნის მას ვეტყვი: თუ ჩემს წინაშე შეცოდავ ჯერ ჩემსგან უნდა ითხოვო პატიება და მე თუ გაპატიე კიდე ეს ჩემი საქმეა... ( მე როგორც ქრისტიანი გაპატიებ რადგან მეც მომეტევოს) ასე რომ თუ ზიანი კაცს მიაყენე მას უნდა თხოვო პირველ რიგში პატიება თუ გვერდით არის ანუ ხელი თუ მიგიწვდება....

არა ალბათ ჩემ ინტერნეტს სწყევლიან. დამტანჯა დღეს

მორიგი ცილისწამება

წაიკიღხეთ თქვენი პოსტები რამდენი შურით არის იგი სავსე და ზიზღით და ცილისწამებით... მე ღმერთის მეშIნია და ამაში ფულს ავიღებ გგონიატ რომ ვინმე ვაცდუნო??? თქვენ ვინ გგონივართ ჩვენ??? რატომ ამბობთ ამას??? მე თუ ვწერ ბიბლიიდან ვწერ და რა არის აქ ცუდი ეს ხომ ღმერთის სიტყვაა

Posted by: barakobama 26 Jan 2010, 21:58
QUOTE
მე როგორც ქრისტიანი გაპატიებ რადგან მეც მომეტევოს)


ბეწვზე ვარ გადარჩენილი! შურითა და ზიზღით კი არა და გულწრფელად მეცოდები! იმიტომ რომ შენთვითონ ვერ გაგირკვევია ვინ ყოფილხარ!

Posted by: Aurea_ mediocritas 26 Jan 2010, 22:02
QUOTE
თქვენ ვინ გგონივართ ჩვენ???


ვინ "თქვენ" გეთაყვა???? სად ნახე ჩემს პოსტებში შური და ზიზღი? არ გამოვა ეს იაფფასიანი აგდება და უფლის როგორც გეშინია კი გეტყობა

Posted by: tamti1 26 Jan 2010, 22:05
QUOTE
წაიკიღხეთ თქვენი პოსტები რამდენი შურით არის იგი სავსე და ზიზღით და ცილისწამებით..


მდაა... სერიოზული პრობლემები გვაქვს აქ
sad.gif

მოიცა და შურიანებს, ზიზღიანებს და ცილისმწამებლებს რომ გვეძახი ეგ არ ჩავთვალოთ შეურაცხყოფად თუ ჩვენც ქრისტიანულად გაპატიოთ?

QUOTE
თემა მანახე რომელიც გავხსენი ანტი მართმადიდებლების???


საკუთარი პოსტები გადაიკითხო ჯობია
yes.gif

Posted by: დათიკო 26 Jan 2010, 22:09
მოკლედ ძალიან დიდი ხანია ვაკვირდები ამ თემას და არავინ არ საუბრობს თემის გარშემო.

ხოდა იხურება რა!


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)