Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > General Discussion > წყალი დაგვალევინეთ


Posted by: Opizar 20 Jun 2008, 01:17
საქართველოში(!) თბილისი სამგზის სახურავ ახდილ და ოთხგზის გამოწვიმებულ საერთაშორისო აეროპორტში,
200 გრამი დასალევი წყალი 3 ლარი და 50 თეთრი ღირს.


ახალციხისა და გარდაბანის თვითაღიარებული რეპუბლიკების დე-ფაქტო პრეზიდენტი, ვინმე - მ. სააკაშვილი, მაგარია.




რა უნდა ღირდეს წყალი საქართველოში ?



Posted by: SERJ 20 Jun 2008, 01:23
Opizar
QUOTE
200 გრამი დასალევი წყალი 3 ლარი და 50 თეთრი ღირს.

მაგათი დდშვც მე vik.gif

Posted by: Opizar 20 Jun 2008, 01:24
QUOTE
მაგათი დდშვც მე

BTA. Catering Company.

made in TURKEY!




წყალი მოგვყიდეთ, თურქებო....

Posted by: kalebind 20 Jun 2008, 01:28
Opizar
დაიცა და ჰაერის ჩასუნთქვაზე არ მოგთხოვეს ფული?ჩატლახები არიან,რა უნდა ელაპარაკო,ყველას უნდა ამოუვიდნენ ყელში,რაც უნდა უსაზღვრო მოთმინებით აღიჭურვო,გამოგილევენ. puke.gif
პ.ს.გემო მაინც აქვს იმ წყალს?

Posted by: Opizar 20 Jun 2008, 01:34
QUOTE
პ.ს.გემო მაინც აქვს იმ წყალს?

ბახმაროშია ჩამოსხმული.


* * *
წყალი რა ღირს საქართველოში ბატონო მიხეილ ათა-თურქ ?

Posted by: ცუგა 20 Jun 2008, 01:36
სახლიდან წაიღე ხოლმე წყალი yes.gif


და კრანი არ გაქვთ იქ? spy.gif

Posted by: Opizar 20 Jun 2008, 01:37
კრანს გველეშაპი დაეუფლა.


მიხუილ, წყალი დაგვალევინე....

Posted by: Natosha 20 Jun 2008, 01:39
"გახსოვდეს როოოომ,
არაფერი განსაკუთრებული არ ხდეეებაააა, არ გაბრაზდეეეე..
ყველაფერი რასაც ხედავ,
შენი სახლი, შენი სამშობლოააააა.
საქართველოოოო.
დილდილადაააა...."

© დარდუბალა.. ( ჩვ.წ.აღ-მდე XX წელი)

Posted by: inspeqtori 20 Jun 2008, 01:41
თქვენც ნუ იყიდით, ეგ წყალი უცხოელებზეა გათვლილი, ბიზნესია თავისებური yes.gif

ქართველმა წყალი რატომ უნდა იყიდოს? spy.gif

სახლში
QUOTE
კრანი არ გაქვთ spy.gif

?






























lol.gif

Posted by: Opizar 20 Jun 2008, 01:41
მიხეილ აღმაშენებელი - ძმები გრიმების ზღაპრის გმირი.


წყალი მოგვყიდე, ძმაო...... სამნახევრად.

Posted by: psyxo 20 Jun 2008, 01:41
Opizar
QUOTE
200 გრამი დასალევი წყალი 3 ლარი და 50 თეთრი ღირს.

ეგრე კარებზე მომდგარმა მათხოვარმაც ამახია 5ლარი რამე ჯიგრ დაწვით....
ეგ ფასი სადაა დამკვიდრებულ გაცხადებული, თქვი ბარემ. იმიტომ რომ გადასახადი ხომ უნდა გადაიხადოს მაგ ახვარმა....ჰააა მეთქი...?!!? მეუთხარი.....200 გრამი ტყვია მაგას და მაგის ოჯახს მეუთხარი!!...


Posted by: UTUFURS 20 Jun 2008, 01:46
Opizar

ეს თემა ჩვენსას რატომ არ გახსენი? biggrin.gif

Posted by: Opizar 20 Jun 2008, 01:49
UTUFURS
არ მინდა სოციალური პრობლემების პოლიტიზირება.
თან მერე გამოხტებიან ვიღაც ლოთები, და იტყვიან. რა დროს წყალია წამო სხვა სითხე დავლიოთო და მინდა ეხლა მე ეგ ?

Posted by: Boker 20 Jun 2008, 01:55
მართალია ეს ადამიანი, ჩვენც ირგვლივ ჭაობები არ გვქონდეს ან უდაბნო, რომ ერთი ჭიქა წყალი 3,5ლ -ად არ გავყიდოთ. მე ვფიქრობ რომ აეროპორტში წყალი უფასო უნდა იყოს. უცხოელი რომ ჩამოვა, უნდა ხედავდეს ჩვენს ძირითად წიაღისეულს.

Posted by: UTUFURS 20 Jun 2008, 01:55
Opizar
QUOTE
თან მერე გამოხტებიან ვიღაც ლოთები, და იტყვიან. რა დროს წყალია წამო სხვა სითხე დავლიოთო და მინდა ეხლა მე ეგ ?

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Summer 20 Jun 2008, 01:57
QUOTE
200 გრამი დასალევი წყალი 3 ლარი და 50 თეთრი ღირს.

ეგ უკვე ზენაგლობაა sad.gif

Posted by: Opizar 20 Jun 2008, 01:58
Boker
QUOTE
მე ვფიქრობ რომ აეროპორტში წყალი უფასო უნდა იყოს. უცხოელი რომ ჩამოვა, უნდა ხედავდეს ჩვენს ძირითად წიაღისეულს.

უცხოელი რომ ჩამოვა, ნახავს ქუდმოხდილ აეროპორტს და შავ თურქებს.
მერე კაფე "კაბადოკია"-ში (ხაშური მაინც დაერქვათ, ედრენომატ) წყალს იყიდის 3.5 ლარად. მერე ტაქსი გამორთმევს 30 ლარს თავისუფლების მოედნამდე და ქვყანაც აშენდება.


"ნურავის ნუ ექმნება ილუზია, საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა" © ახალციხისა და გარდაბანის თვითაღიარებული რეპუბლიკების დე-ფაქტო (უპრეცენდენტო) პრეზიდენტი, ვინმე - მ. სააკაშვილი

Posted by: ცუგა 20 Jun 2008, 01:58
QUOTE
1 წევრი: კორდელია

cry.gif

Posted by: LUCKYMAN 20 Jun 2008, 10:17
QUOTE
200 გრამი დასალევი წყალი 3 ლარი და 50 თეთრი ღირს.


ამ ფასში წყალი რომ ვყიდოთ

კუვეიტს ჯიბეში ჩავიღვრით.
biggrin.gif

Posted by: Doloress 20 Jun 2008, 10:38
Opizar
QUOTE
წყალი დაგვალევინეთ, თქვენ წარგღვნათ წყალმა!

QUOTE
საქართველოში(!) თბილისი სამგზის სახურავ ახდილ და ოთხგზის გამოწვიმებულ საერთაშორისო აეროპორტში,
200 გრამი დასალევი წყალი 3 ლარი და 50 თეთრი ღირს.


ახალციხისა და გარდაბანის თვითაღიარებული რეპუბლიკების დე-ფაქტო პრეზიდენტი, ვინმე - მ. სააკაშვილი, მაგარია.

lol.gif
შენ გეიხარე, რავარც მე გამომაფხიზლე ამ დილაუთენია biggrin.gif

ამასწინათ მეგობარს ველოდებოდით აეროპორტში, დილის 4 საათზე. დავჯექით, ყავა დავლიეთ და 1 ჰამბურგერი ავიღეთ. (რბილად რომ დაგვედო თავი თეფშზე) - 34 ქართული ლარი გადავიხადე ამ ყველაფერში.. war.gif

მარა რას იზამ. კერძო ბიზნესია. რა ფასადაც უნდა, იმ ფასად ყიდის. არ გინდა - ნუ იყიდი. წერტილი.

Posted by: შაბეშა 20 Jun 2008, 10:41
აეროპორტში როა რაღაც კაფესავით ლუდზე ნატახტარის 18 ლარი გადახაზულია და 14 წერიაsmile.gif 1 ბაკალზე:

Posted by: SinnerWoman 20 Jun 2008, 10:43
წყალსაც არ გალევინებენ ესეიგი რომ მოვკვდეთ რა. სახლში კი გვაქვს ონკანები მაგრამ იქნებ იქ მომწყურდა? ფუ რას გვიშვება ეს მიხუილი biggrin.gif

Posted by: სხვანაირა 20 Jun 2008, 10:47
ამ ქვეყანაში ქართველისთვის აღარაფერი დარჩა. საზღვაო კურორტებზე ფასებია ისეთი, კარგად დასვენება თუ გინდა (და არა სულ კაპიკების თვლა, გზის ფული დამრჩესო), ერთი თვის ხელფასი არ გეყოფა ერთ დღეში.

ყველაფრის უცხოელებზე გათვლა არ შეიძლება, სქართველოა ეს პირველ რიგში. ჩვენ თუ არაფერი დაგვრჩა, რა ფეხებად გვინდა უცხოელების ნავარდი.

ახლა წყალიო cry.gif


რას გვიშვრება სააკაშვილი cry.gif

Posted by: Irakli.B 20 Jun 2008, 10:50
ეეე ეგ კაფეში ღირს მაგდენი? მე ბორჯომის წყალი 1.5 ად ვიყიდე აეროპორტში.

Posted by: გამვლელი 20 Jun 2008, 10:59
ჯერ ეს იყო:

QUOTE
ახალციხისა და გარდაბანის თვითაღიარებული რეპუბლიკების დე-ფაქტო პრეზიდენტი, ვინმე - მ. სააკაშვილი, მაგარია.




რა უნდა ღირდეს წყალი საქართველოში ?


მერე ეს..


QUOTE
წყალი რა ღირს საქართველოში ბატონო მიხეილ ათა-თურქ ?


მერეც ეს:

QUOTE
მიხეილ აღმაშენებელი - ძმები გრიმების ზღაპრის გმირი.


წყალი მოგვყიდე, ძმაო...... სამნახევრად.


და ბოლოს ეს:

QUOTE
არ მინდა სოციალური პრობლემების პოლიტიზირება.


აბა სხვა რა არის თუ არა ბანალური ე.წ. "ოციალური პრობლემის" პოლიტიზირება?

ისე აქ ერთი უზერი პოსტავდა ხოლმე და მომეწონა..

თვალები გადმოქაჩე და ღრიალით დაამატე:

მიშა გაგათავეეეეეეეეეეეეებ!!!, მიშა მოვდივააააააააააააააააააააააარ!!!, მიშა დაგამთავრეეეეეეეეეეეეეებ!!!

უფრო ეფექტურად გამოგივა..

ვთპუ..

Posted by: ეგრი 20 Jun 2008, 11:05
შაბეშა
QUOTE
აეროპორტში როა რაღაც კაფესავით ლუდზე ნატახტარის 18 ლარი გადახაზულია და 14 წერიაsmile.gif 1 ბაკალზე:

ეგ ლუდის ფასია, თუ ჭურჭლის?

Posted by: შაბეშა 20 Jun 2008, 11:58
ეგრი
ხო ჭურჭელს და ძიძას გაკოლებენ სახლში ბავშვისთვისsmile.gif ბონუსიაsmile.gif

Posted by: gattus2 20 Jun 2008, 12:08
კაცო ტვაალეტშიც ყიდიან ხელის დასაბან წყალს? ისე წესით სუფთა უნდა მოდიოდეს...

Posted by: kalebind 20 Jun 2008, 23:10
QUOTE
საზღვაო კურორტებზე ფასებია ისეთი, კარგად დასვენება თუ გინდა (და არა სულ კაპიკების თვლა, გზის ფული დამრჩესო), ერთი თვის ხელფასი არ გეყოფა ერთ დღეში.

ტელევიზორში აჩვენეს დღეს,ვიღაც კაცი ამბობდა,დღეში ორასოცდაათი(არ მომესმა,ძალიან ახლოს ვიჯექი იმ დროს "შავ ყუთთან") ლარი დაჯდება დასვენება კვარიათში მდებარე კოტეჯში ოჯახთან ერთადო,ამ დროს ბევრს ეს შემოსავალი ერთ თვეში აქვს.მეცოდება ძალიან ეს ხალხი,პროფესორები და მეცნიერები,კარტოფილს და ვაშლს რომ ყიდიან,მრავალშვილიანი დედები,ბავშვებს რომ არ იციან რა აჭამონ და ა.შ.არადა ეს ხალხი ჩვენი სისხლი და ხორცია,ისევე როგორც ვანო ჩხარტიშვილი-არადა არის მნიშვნელოვანი განსხვავება მათ შორის,არა?თფუი . puke.gif
სხვანაირა
გაიხარე,ზოგს გულის მაგივრად ეტყობა რიყის დიდი ქვა უდევს მკერდში,მსაჯულად არ გამოვდგები,ჩემი მოსაზრებაა.კარგი წერილი იყო.

Posted by: სხვანაირა 20 Jun 2008, 23:22
გამვლელი
რა გაშფოთებს. აეროპორტში რომ მომწყურდეს, წყურვილით უნდა დავიხრჩო? 200 გრამი ღირს 3.5 ლარი და 200 გრამი რას გეყოფა წყურვილის მოსაკლავად.

თუ ვინც დაფრინავს, იმას ფულიც აქვს და წყალს წამლის ფასი რომ დავადოთ, მაინც იყიდისო?

აქ თქვეს, კერძო ბიზნესია და რამდენადაც უნდათ, იმდენად გაყიდიანო. მართალია, მათი ნებაა, მაგრამ ნამუსიც კარგი საქონელია.

იმის მაგივრად, საშუალო ფენას მოარგონ ეკონომიკური ცვლილებები, ყველაფერი მილიონერებზეა გათვლილი.

kalebind

2kiss.gif

Posted by: Mighty 20 Jun 2008, 23:45
აუ არადა ონკანი გამიფუჭდა მოდის მოთქიშინებს მთელი ნაპორით აგერ მეორე კვირაა lol.gif lol.gif

Posted by: minerva 21 Jun 2008, 00:28
ჰოო, აეროპორტში ცუდადაა მართლა საქმე..

რეისი: საქართველო ---- + უსასრულობა
წყალი სჯობს არ მოგწყურდეს, თორემ ყიდვის შანსი არაა იქვე. ვერც ღვინოს იყიდი წასაღებად, მაღაზიიდან გამოაყოლო ის სჯობს. მაგრამ რად გინდა, ჩემოდანი კარგად გამძლე რომც იყოს, ისე ისვრიან აქეთ-იქით რომ დამტვრეული ჩაგაქვს ყველაფერი. გგონია ჩამოვედი, სამშობლოსთან განშორებით გამოწვეულ დარდს ქართული "ხვანჭკარათი" გავიქარვებო.. გახსნი ჩემოდანს და ჰოი საოცრებავ! ქუდები, წიგნები, კაბები, ბაფთები... ყველაფერი წითელია! აფსუს წიგნებოოოო, თორემ ტანსაცმელი ერთფერში სჯობს( მანქანაში ერთად შეყრი). ეს კიდევ არაფრად მიგაჩნია უღვინოდაც გაძლებ, მაგრამ უარესი წინ გელოდება! საჭირო ნივთების ძებნას იწყებ, გგონია ფერი იცვალა და იმიტომ ვეღარ ვპოულობო( თავს იმშვიდებ)..ეძებ, ეძებ... უშედეგოდ. ვერც იპოვი! უეჭველად გაწითლებამდე გააყოლა ვიღაცამ ხელს..ეს ნამდვილად იმ პერიოდში ხდებოდა რეგისტრაციაზე პასპორტი რომ გამოგართვეს და "ცხვირი გაავს? გავს, თვალი გავს? გავს" ტესტი გაგატარეს..რას ვიზამთ! მაპატიეთ ამხანაგებო, წელს ქართული სუვენირები არ იქნება!

დრო გადის...
ახლოვდება(საბედნიეროდ) რეისი: + უსასრულობა---- საქართველო
რეისამდე ბევრი რამ თვითონვე უნდა გაითვალისწინო: ცუდ ამინდში არ ღირს ჩამოფრენა, თორემ სახურავი დაჯდომამდე შეიძლება გზაში შეგეგებოსbiggrin.gif ისე, ჩვენს აეროპორტში ამინდის გამო კიარა და საგანგებო მდგომარეობაში ყოფნის დროსაც კი არ წყდება თვითმფრინავების მიღება..(სახურავი მეორედ რომ აეხადა, სწორედ ასე განაცხადა აეროპორტის უფროსმა).
დაფრენის ეფექტი განსაკუთრებით მიყვარს. არსად არ ჯდება თვითმფრინავი ისე, როგორც ჩვენთან. გეგონება მოზაიკაზე დაჯექიო...ბარგის გატანინება ფასი ღირს, ასე რომ გიჯობს ჩემოდანს ბორბლები დაუმონტაჟო წინასწარ... პასპორტის კონტროლის რიგში ლამის იმდენივე ხანს დგახარ, რამდენსაც ფრენას ანდომებ(უნდა გაითვალისწინონ შენიანებმა და ცოტა გვიან გამოვიდნენ სახლიდან). თან ყველაზე გასაბრაზებელი ისაა, რომ მხოლოდ ერთი კონტროლ-განყოფილებაა ღია. დანარჩენების წინ ლენტია გაბმული და ამ ლენტის უკან( მიღმა)მშვიდი სახეებით და გახამებული პერანგებით სხედან აეროპორტის თანამშრომელ-მაკონტროლებლები.
მაშინვე "გამოფენის" ასოციაცია გიჩნდება.. მაგრამ ეს არ უნდა წამოგცდეს არამცდაარამც, იწყენენ!
როგორც იქნა დგება შენი ჯერი, სწრაფად უწვდი პასპორტს და .......უკვე შეგიძლია ჩამოსულად ჩათვალო თავი, ფორიაქი შეწყდა, უკვე "შენს სახლში" ხარ!! მთავარია პასპორტის გაწვდამდე მიხვიდე! - გამარჯობა( გეუბნება კონტროლიორი ქართულად, საოცარი გრძნობაა), - თქვენ დიდი ხანია არ ყოფილხართ სამშობლოში, პასპორტმა მითხრაsmile.gif ეცინება იმას, გეცინება შენც... რაღაც მშობლიური მალამოდ გხვდება გულზე..უკან გიბრუნებს, ართმევ და გარბიხარ...
მალე აეროპორტზე სულ აღარ იფიქრებ... მხოლოდ შენიანები და ქართული ცაsmile.gif


Posted by: Opizar 21 Jun 2008, 02:06
QUOTE (Doloress @ 20 Jun 2008, 10:38 )
Opizar
QUOTE
წყალი დაგვალევინეთ, თქვენ წარგღვნათ წყალმა!

QUOTE
საქართველოში(!) თბილისი სამგზის სახურავ ახდილ და ოთხგზის გამოწვიმებულ საერთაშორისო აეროპორტში,
200 გრამი დასალევი წყალი 3 ლარი და 50 თეთრი ღირს.


ახალციხისა და გარდაბანის თვითაღიარებული რეპუბლიკების დე-ფაქტო პრეზიდენტი, ვინმე - მ. სააკაშვილი, მაგარია.

lol.gif
შენ გეიხარე, რავარც მე გამომაფხიზლე ამ დილაუთენია biggrin.gif

ამასწინათ მეგობარს ველოდებოდით აეროპორტში, დილის 4 საათზე. დავჯექით, ყავა დავლიეთ და 1 ჰამბურგერი ავიღეთ. (რბილად რომ დაგვედო თავი თეფშზე) - 34 ქართული ლარი გადავიხადე ამ ყველაფერში.. war.gif

მარა რას იზამ. კერძო ბიზნესია. რა ფასადაც უნდა, იმ ფასად ყიდის. არ გინდა - ნუ იყიდი. წერტილი.

მიშა მაგარია ...






* * *
სომეხო, სწალი მწყურია.. დმალავინე.

გარდაბანის პრეზიდენტი შადრევანს ხსნის გორში....

Posted by: Agathodaimon 21 Jun 2008, 15:17
QUOTE
BTA. Catering Company.

made in TURKEY!


წყალსაც თურქებისგან ვყიდულობთ?
არაფერი არღარ გვეშველება.

Posted by: mtvareuli 21 Jun 2008, 15:59
Opizar

აეროპორტი და მიშა არ ვიცი, მაგრამ

ორწელიწადნახევრისწინ, საახალწლო კარნავალზე რომ ვიყავით Fორუმელები

და ბევრი რო ვიცეკვე და დავიღალე და მომწყურდა

ბართან რომ მივედი და წყალი ვითხოვე

ორი ლარი ერთი ჭიქაო, მითხრეს yes.gif


ოდა მერე ავდექით მე და ნატალია და პირდაპირ იმ კლუბის წინ რო წყლის დასალევი Fანტანჩიკი იყო, იქიდან დავლიეთ წყალი

მერე რა, რომ შუაღამე იყო, თან ზამთარი და ჩვენ საკარნავალო კოსტუმებში გამოწყობილები ვიყავით chups.gif

Posted by: NAVARA 21 Jun 2008, 16:03
QUOTE
200 გრამი დასალევი წყალი
ვენაში მაგის მომფიქრებელს.

Posted by: Makulatura 21 Jun 2008, 16:39
იყიდება საქართველო! .

Posted by: ქართლოსი 12 Sep 2017, 23:44
https://www.ebay.com/sch/i.html?_nkw=water%20tester&rt=nc&LH_PrefLoc=1&_trksid=p2045573.m1684

ეს წყალს როგორ ამოწმებს?

მარტო მარილის შემცველობას ამოწმებს?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)