Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > ცომეულ-ფქვილეულობა


Posted by: ShadowCat 9 Dec 2006, 17:03
პიცა
© Breaky

მოზილავთ საფუვარიან ცომს ან იყიდით საცხობში, თუმცა სახლში მოზელილი უკეთესია. მოდით, ჩემებური ცომის რეცეპტსაც დავწერ:
700 გრ ფქვილი
15გრ მარილი
20გრ შაქარი
20გრ საფუარი
300მლ თბილი წყალი
4ს/კ ზეითუნის ზეთი

ცომი რომ ამოვა კარგად, გაყოფთ შუაზე. ამ ცომით 2 ჟარონა პიცა გამოდის.
გააბრტყელებთ ცომს და გადაიტანთ ჟარონაზე. ზემოდან წაუსმევთ დაჭყლეტილი პომიდვრისა და კეტჩუპის ნარევს. პომიდორს სასურველია დაჭყლეტამდე რბილობი გააცალოთ(ნუ, სულ არა, მაგრამ ძირითადი ნაწილი მაინც ანუ თესლები), თორემ ისე ძალიან თხევადი გამოვა და კეტჩუპიც იმიტომ უნდა, რომ ცოტათი გაასქელოს, რომ სულ წყლად არ წავიდეს. თუ პომიდორი არ გაქვთ, მაშინ მის მაგივრად ტომატიც წავა.
ამის შემდეგ დაახეხავთ ზემოდან სულგუნს. შემდეგი ფენა მოდის წინასწარ ტაფაზე მოშუშული სოკო, წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა(რათქმაუნდა, თუ სეზონია, თუ არადა, ამ პუნქტს გამოტოვებთ smile.gif) და პატარა ნაჭრებად დაჭრილი ბეკონი (პიცას ყველაზე ძალიან უხდება იცით რომელი ბეკონი? გრძელ, თხელ, გამჭვირვალე, მოწითალო შეფუთვაში როა, ძალიან თხელი ბეკონები). მერე ზემოდან სასურველია დაახეხოთ ცოტა შვეიცარული ან ჰოლანდიური ყველი (თუ არ გაქვთ, ისევ სულგუნი წავა. მე ვიყენებ ხოლმე ყველს - გაუდა). და ბოლოს უნდა დააყაროთ პიცის სუნელი (იყიდება ასეთი სახელით ზუსტად და რომ იცოდეთ, რა არომატს აძლევს პიცას). შეაგდეთ ცხელ ღუმელში საშუალო ცეცხლზე და დაახლოებით ნახევარ საათში მზადაა.

[NOTE: პიცაში მთავარია ცომი, ტომატი და ყველი, დანარჩენი ფანტაზიაზეა. ეს ცომი, რომელიც მე მიწერია ზემოთ, ყველაზე საუკეთესო ცომია, რაც კი წამიკითხავს ან მისწავლია ვინმესგან, ან გამიკეთებია. გამოდის საკმაოდ თხელი და თან ფაფუკიც და ხო, კიდევ ერთი, რაც უფრო ბევრჯერ ამოვა და ჩაზილავ, მით უკეთესი, მე დაახლოებით 4-ჯერ ამომყავს-ვზილავ და მხოლოდ მერე ვიწყებ გაბრტყელებას.
ისე, თანმიმდევრობასაც თუ ისე დაიცავთ, როგორც მე მიწერია, კარგი იქნება, ხოდა თუ პიცის სუნელებსაც იყიდით და დააყრით, ხომ საერთოდ მაგარია, ვერ გაძღებით.]

* * *
იტალიური ნიოკკი
© tata-naka
ბავშვები ვისაც გტყავთ ძალიან მოეწონებათ, ასევე სამარხვოც არის

გააკეთეთ ჩვეულებრივი პიურე, სასურველია კარტოფილს კანიანათ თუ მოხარშავთ და ისე გააკეთებთ თქვენს პიურეს.
შამდეგ მარილი უქენით და შეაზილეთ ქვილი, ანუ ცომი უნდა მოზილოთ, (ზოგი გახეხილ ყველსაც ურევს).
შემდგომ დაამრგვალეთ რომ გამოგივიდეთ გრძელი მრგვალი ფორმის ცომი და დაჭერით პატარა მრგვალ დაწილებათ, თუ რამე ფორმიანი საჭრელი გაქვთ უფრო ლამაზი გამოდის.
შEმდეგ ხარშავთ როგორც მაკარონს 2-3 წუთი, სანამ არ ამოტივტივდებიან
შეგიძლიათ მიირთვათ როგორც არაჟანთან ან ზეითუნის ზეთთან ასევე როგორც გარნირი.

დამატება: ნიოკკისათვის კარტოფილი უბრალოდ კარგათ უნდა ჩაჭყლიტო, უქნა მარილი, პილპილი.
თუ ყველით გინდა გააკეთო აირჩიე მაგარი ყველი, მაგ. შებოლილი სულგუნუ და გადაურიე კართოფილს სანამ ფქვილს შეაზელ.
შემდეგ გადმოიღე რაიმე განიერ ფიცარზე და ნელ-ნელა ფქვილი მოაყარე და მოზილე, სანამ არ მიიღებ რბილ და ერთგვაროვან მასას.
შემდეგ დაამრგვალე გრძლად და დაჭერი პატარა მრგვალ ნაჭრებათ, თუ ფორმიანი დანით დაჭრი კიდევ უკეტესი.
შემდგომ იხარშება როგორც მაკარონი, როგორც კი ამოტივტივდება ამოიღე.

ნიოკკის ბევრი ვარიანტი არსებობს, მაგ, მანის ფქვილით ან კარტოფილით და გოგრით. ძალიან გემრიელია ასევე ტომატის სოუსით ღუმელში გამომცხვარი და ა.შ.


user posted image

* * *
ბურიტოს შესახვევი "ლავაში"
© tukula

ამისათვის დაგჭირდებათ 3 ჭიქა ფქვილი, 2 ჩ.კ. სოდა (ძმრით), ნახევარი ჩ.კ. მარილი, 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი, და 1 ჭიქაზე ოდნავ მეტი თბილი წყალი.
ფქვილი, სოდა და მარილი მოათავსეთ ჯამში და ნელ ნელა დაუმატეთ ზეთიანი წყალი. მასა უნდა გამთლიანდეს. შემდეგ გადმოიღეთ ფქვილიან ფიცარზე და მოზილეთ ხელით მანამ სანამ ცომი წებვადი აღარ იქნება.
ცომი დაყავით პატარა გუნდებად, დაახლოებით გოლფის ბურთის ოდენა. (ამ მასალით დაახლოებით 12 ცალი გამოდის). ბურთულები ამოავლეთ ფქვილში და გააჩერეთ მინიმუმ 10 წუთი (სასურველია ცოტა მეტიც).
ბურთულა გააბტრყელეთ კარგად, ძალიან თხელ ფენად და გამოაცხვეთ ორივე მხრიდან ცხელ ტაფაზე ზეთის გარეშე.

* * *
ხორციანი ბლინები
© Kesi

მასალა: 7 კვერცხი, ერთი ლიტრა წყალი, სამი ჭიქა ფქვილი, მარილი
კვერცხს ათქვიფავ მიქსერით, დაუმატებ წყალს და მარილს, გამოდის თხელი მასა.
აიღებს საშუალო ზომის ტაფას (ადრე იყო ე.წ. ბლინების ტაფები (ზომის ვარიანტში ვამბობ) გრძელი სახელურით, თუ გაქვს ხო კაი)ტაფაზე პირველ პირზე მოასხავ ცოტა ზეთს, მოავლებს რომ მთლიანად კარგად მოედოს და გადაასხავ, ზეთის მოსხმა მეტი აღარ უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლია გამეორება, თუ ნახავ რომ უკვე იკრავს ფენას, მაშინ მარლა დაასველე ზეთში და მოუსვი ტაფას.ამის შემდეგ კარგად გააცხელებ ტაფას, ჩამჩით დაასხავ მომზადებულ მასას, ეგრევე მოავლებ და ჩაასხავ უკან, რაც დარჩება ტაფაზე იმას დადგავ ნელ ცეცხლზე (ფენა უნდა იყოს თხელი), სისველე რომ აღარ იქნება, მზადაა, (ყოველი ფენის მერე ტაფა გააცხელე კარგად), მზა ფენას გადმოიღებ და მოზრდილ ხის დაფაზე დადებ პირით ქვემოთ, ესე გააგრძელე სანამ არ დამთავრდება მასალა.
როცა გაცივდება გადაახვევ ფარშს.

ფარში 1 პორციაზე: აიღებ 600 გრ. საქონლის რბილ, საშუალოდ ცხიმიან ხორცს და 400გრ. ღორის ხორცს. მოხარშავ, გააციებ და გაატარებ. ნახარში წყალი არ გადაასხა. გაცხელებულ ტაფაზე დაასხი ნახარშის ზემოდან მოდებული ცხიმი, თუ არ იქნება საკმარისი, შეგიძლია დაუმატო ერბო, ან ზეთი, მოშუშავ წვრილად დაჭრილ დაახლოებით 3 საშუალო ზომის ხახვს, რომ მოიშუშება, დაუმატებ გატარებულ ხორცს, წითელ წიწაკას (ცოტა მსხვილად დაფქვილი თუ იქნება, უკეთესია) პერიოდულად დაუმატებ ხორცის ნახარშ წყალს, რომ ფარში გამოვიდეს უფრო ფაფუკი, დაამატე წვრილად დაჭრილი ნახევარი კონა კამა, ხმელი ქონდარი, შავი პილპილი, მარილი, გააგრძელებ შუშვას, ნახარშის დამატება ცოტა არ მოგივიდეს, თორემ ფარში გამოვა მშრალი. ცოტა ხანი კიდე შუშე და გამორთე, დაუმატე წვრილად დაჭრილი 1-2 საშუალო ზომის კბილი ნიორი, დარჩენილი ნახევარი კონა კამა და შემდეგ უკვე ცოტა შეგრილებულზე წვრილად დაჭრილი კვერცხი (საერთოდ 2 ცალი მოხარშული კვერცხიც ჭირდება, მარა ეხლანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, თუ გეშინია არ გაუკეთო).
როცა გაცივდება, გადაახვიე.
* * *
სოკოს პეროგი
© Breaky

შიგთავსის მომზადება:
1 ქილა სოკო გადავწუროთ და წამოვადუღოთ. შემდეგ გავწუროთ და დავჭრათ ძალიან წვრილად. მოვშუშოთ ზეთში. ვისაც ხახვი არ გეზიზღებათ, ხახვში მოშუშეთ. შემდეგ დავუმათოთ 1 ჭიქა ზეთიან მარილწყალში მოხარშული ბრინჯი, მარილი, პილპილი. კარგად ამოვურიოთ და გადავდოთ გასაგრილებლად.

ცომის მომზადება(ფენოვანი ცომი):
80 გრამი მარგარინი ONA გავადნოთ. დავუმატოთ 200მლ წყალი და 3.5 ჭიქა ფქვილი. მოვზილოთ ცომი. გავაბრტყელოთ, გადავკეც-გადმოვკეცოთ და ისევ გავაბრტყელოთ. ასე გავიმეოროთ 2-3-ჯერ. გადავკეცოთ და შევდოთ მაცივარში 30წთ-ით. 1 მთლიანი გაყინული მარგარინი გავჭრათ 3 ნაწილად და ისევ საყინულეში დავაბრუნოთ . ცომს მაცივრიდან რომ გამოვიღებთ, გავაბრტყელოთ ოთხკუთხედის ფორმაზე და დავახეხოთ ზედ(თანაბრად გავანაწილოთ) მარგარინის ერთი ნაწილი. მოვკეცოთ ცომი ორი მხრიდან და მოვიტანოთ ორივე მხარე შუამდე, ანუ ნაპირებით ერთმანეთთან და შემდეგ რულეტივით დავახვიოთ (უფ, რა ძნელია დაწერო ზუსტად, როცა არ მაქვს საშუალება, გაჩვენოთ). თუ ვერ გაიგეთ როგორ ვკეცავ, დამიწერეთ.
შემდეგ შევდოთ მაცივარში ისევ ცოტა ხნით, 15 წუთით მაინც და მაქსიმუმ 30წთ-ით. რომ გამოვიღებთ, ისევ გავაბრტყელოთ ოთხკუთხედად, დავახეხოთ მეორე
ნაწილი მარგარინი და გავიმეოროთ იგივე მარგარინის სამივე წილისთვის.
ბოლოს გამოვიღებთ მაცივრიდან, გავაბრტყელოთ, გადავხვევიოთ რულეტივით და გავჭრათ 2 ტოლ ნაწილად.
ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ, დავდოთ ჟარონაზე, დავყაროთ ზედ შიგთავსი და თანაბრად გავანაწილოთ. გავაბრტყელოთმეორე ნაწილი ცომი და დავადოთ ზემოდან. ნაპირები შევუკეცოთ ან შეძლებისდაგვარად მივაწებოთ ერთმანეთზე, რომ შიგთავსი არ გამოვარდეს.
ვაცხოთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 40-60 წთ.

* * *
© BEKO
მე ისპანახით ვაკეთებ პეროგს.
მოვწალოთ 2 კონა ისპანახი. გავწუროთ, დავჭრათ, დავუმატოთ მოხარსული ბრინჯი. მწვანილი, მწვანე ხახვი და მოვთუშოთ ზეთში. უხდება ცოტა შავი პილპილიც.
მერე ვდებ ფენოვან ცომში და ჰაიდა....

როცა მარხვა არ არის, ბრინჯის მაგივრად ვუმატებ ჭყინტ ყველს.

Posted by: ShadowCat 11 Dec 2006, 01:53
Рецепт Блинчики на пиве
© Kesi

Необходимые продукты:
Для теста:
мука пшеничная - 2 стакана
пиво светлое - 2 стакана
сметана - 1 ст. ложка
молоко - 2 ст. ложки
яйца - 2 шт.
Для начинки:
ветчина - 300 г.
сыр голландский - 100 г.
зелень петрушки рубленая - 1 ст. ложка
сухари панировочные - 2 ст. ложки
сахар - 1 ч. ложка
соль по вкусу
Способ приготовления рецепта:У 1 яйца отделите желток от белка. Взбейте желток со сметаной, введите сахар, соль, добавьте муку, 1 стакан пива, перемешайте. Затем добавьте еще 1 стакан пива и взбитый яичный белок.
Обжарьте блинчики на масле с одной стороны.

Ветчину и сыр нарежьте соломкой, соедините с рубленой зеленью. Для льезона взбейте 1 яйцо и молоко.

На обжаренную сторону блинчика выложите начинку, сверните конвертиком, смочите в льезоне и запанируйте в сухарях. Затем обжарьте на масле, прогрейте в духовке.

user posted image
* * *
პიცის ცომი
© tata-naka

250 გრ. ფქვილი+ ოდნავ კიდე ცომის გაბრტყელების პროცესისათვის
10 გრ საფუარი, ან 1/3 მშრალი საფუარის პაკეტის
ოდნავ შაქარი, მარილს რომ ვყრით ხელით დაახლოვებით მაგდენი
1/4 ჩაის კოვზი მარილი
ზეითუნის ზეთი ფორმისთვის

1. ჯერ ვამზადებთ საფუარიან მასას- საფუარი+შაქარი+2 სუფრის კოვზი თბილი წყალი
ამას აურევთ ერთმანეთში და დაუმატებთ 2 სუფრის კოვზ ფქვილს, გადაურევთ ერთმანეთსი, დავაფარებთ ოირსახოცს და 30 წუთით თბილ ადგილას შევინახავთ
2. დარჩენილ ფქვილს ვათავსებთ მაგიდაზე ვაკეთებთ პატარა ორმოს და შიგ ვასხავთ საფუარის მასას., მარილს 125 მლ თბილ წყალს და ვზილავთ 10-15 ცუთი. ცომი არ უნდა ეკრობოდეს ხელს
3. მოზელილ ცომს ვაფარებთ პირსახოცს და ვათავსებტ 1 საათით თბილ ადგილას. ცომი უნდა გაორმაგდეს. ეს რაოდენობა ყოფნის 2 მოზრდილ პიცას.

* * *
პიცა ''კლასიკური''
© sharla IX

300 გრ ცომი (რეცეპტი : პიცის ცომი), 500 გრ პომიდორი, 150 გრ ყველი, 100 მლ ზეითუნის ზეთი, მდოგვი.
ცომი გავაბრტყელოთ 0,5-1 სმ სისქის ფენად, დავდოთ ტაფაზე, წავუსვათ მდოგვი, ზეთი; მასზე თანაბრად დავალაგოთ რგოლებად დაჭრილი პომიდორი და ყველის პატარ-პატარა ნაჭრები. მოვასხუროთ ზეთი, შევდგათ ქურაში და ვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში 215-2350ჩ ტემპერატურაზე.


* * *
Расстегаи с мясом (ღვეზელი ხორცით)
© DODI

Вам потребуются:
для теста: мука - 400г; сухие дрожжи - 1 ч.л.; сахар - 1 ст. л.; сливочное масло - 2 ст. л.; яйцо - 1 шт.; соль - 1/4 ч.л.; вода - около 130 мл;
для начинки: свинина - 600-700г; яйцо вареное - 1 шт.; соль, перец - по вкусу; масло сливочное - 50г; мясной бульон; масло растительное для обжаривания
Приготовить тесто на опаре. Муку несколько раз просеять. Развести дрожжи в теплой воде, добавить 1 ст. л. сахара и 1 ст. л. муки, размешать и дать постоять 30 минут, пока опара не вспениться. Добавить оставшуюся муку, растопленное (но не горячее!) сливочное масло, чуть взбитое яйцо, соль. Вымесить тесто до однородности и уложить в миску, накрыв салфеткой. Оставить в теплом месте на 2-3 часа. Когда тесто поднимется, обмять его и снова поставить в теплое место еще на час. Когда тесто опять поднимется, еще раз обмять его. Для начинки мясо порезать кусочками 1х1 см, обжарить до образования корочки. Пропустить мясо через мясорубку, добавить рубленое вареное яйцо и приправить по вкусу солью и перцем.
Тесто скатать в толстый жгут, разделить его на 15-18 кусочков. Из каждого кусочка скатать шарик и дать ему расстояться примерно 10-15 минут. Руками сформировать из шариков круглые лепешки толщиной 4-5 мм.
На лепешку уложить порцию начинки, предварительно слепив ее в небольшой валик. Начинка не должна быть сыпучей.
Соединить края лепешки к центру расстегайчика.
Защипнуть края, оставив середину открытой. Противень смазать маслом, уложить на него расстегаи на расстоянии 5 см друг от друга, дать постоять 15 минут. Смазать расстегаи яйцом и выпекать при 200С примерно 15-20 минут. Готовые расстегаи вынуть из духовки, накрыть салфеткой и дать постоять несколько минут. Затем в каждый пирожок положить по кусочку сливочного масла и влить по 1 ст. л. бульона.

* * *
"პონჩიკები"
© auau

ცომისთვის: 2 ჭიქა თბილ რძეში გახსენი 2 არასავსე სუფრის კოვზი საფუარი (თუ "პაკმაიათი" აკეთებ, საფუარი ჩაყარე და ცოტა ხანში თვითონ გაიხსნება,არის კიდევ მეორენაირები და ის ფქვილში უნდა აერიოს)
1-2 კვერცხი ათქვიფე 6 სუფრის კოვზ შაქართან, + 0.5 ჩაის კოვზი მარილი + 4 სუფრის კოვზი ზეთი და ეს ყველაფერი საფუვრიან რძესთან ერთად აურიე. ზეთიანი ხელებით მოზილე ცომი და დადგი თბილადგილას ასაფუებლად. როცა ამოვა,ერთხელ ჩაზილე და მეორე ამოსვლაზე უკვე გააკეთე.

კრემი: 1ჭიქა ფქვილი + 2ჭიქა შაქარი,ამას დავასხათ 3ჭიქა ქაფქაფა რძე და მოვხარშოთ. შეგრილებულს +ვანილი და ცოტა მარილი.
მომზადებით ძალიან Hგავს ხინკალს, მაგრამ ცომი ძალიან არ უნდა გაათხელო და ჭიპებიც არ უნდა. კარგად შეუკარი გვერდები. პატარა ქვაბში ან ძალიან ღრმა ტაფაზე აადუღე 0.5 ლ ზეთი, მოკლედ იმდენი, რომ პონჩიკები დაიმალოს. რომ აადუღებ, ცოტა ხანს გამორთე ცეცხლი და ასე 10 წუთის შემDეგ საშუალო ცეცხლზე მოხარშე.
გამოცდილი რეცეპტია. სხვათა შორის, თუ შაქარს მარტო 1ჩკოვზს დაუტოვებ, პიცაც ცხვება ამ ცომით და
პერაშკებს და ბელიაშებსაც უხდება.

* * *
კუბდარი
© forever`s_NEVER

სანამ შიგთავსს გაამზადებ, თონე-საცხობი იქნება სადმე და ამოიტანე 1-2 გუნდა ცომი.

ნახევარი კგ ღორის ხორცი და ამდენივე საქონლის ხორცი წვრილ კუბიკებად დაჭერით (ხორცს ასევე კეპავენ-ბეგვავენ, მაგრამ მე არა). დაჭერით 1 თავი ხახვი, დაჭყლიტეთ 4-5 მოზრდილი კბილი ნიორი (უხდება!), წითელი წიწაკა, ძირა, უცხოსუნელი, ქინძი, კამა, მარილი და კაარგად შეურიეთ ერთმანეთში (ზოგჯერ ბროწეულსაც ამატებენ). კუბდარი წვნიანი რომ იყოს აუცილებელია ცხიმიანი ნაჭრებიც.

ეს შიგთავსი ცომში ისე მოათავსეთ, როგორც ხაჭაპური. გააბრტყელეთ და ორივე მხრიდან ჯერ გამოაცხვეთ უცხიმო ტაფაზე, და მერე 5-6 წუთი ჰაერღუმელში. ეცადეთ რომ ცომი არ "გაიხეს" და ცხიმი/წვენი არ მოადგმოვიდეს. ხორცი კარგად შეკრულ ცომში იხარშება წუთებში.

გემრიელად მიირთვით.

* * *
პიცა
© unicode

2 პიცას უნა ცომი 1 კგ ( მე 2 თონის პურის ცომს ვყიდულობ ხოლმე.ან, შეგიძლია მაშინვე 1 ქილა მაჭონი და 1კგ ფქვილით მოზილო).
კვერცხი 7ცალი,
ძეხვი( 'კაპჩონი' (ყველაზე გემრიელი გამოდის),ან მოხარშული)იმდენი, რომ ფენებად დაჭრილი მთელ პიცის ზედაპირს ეყოს.
ყველი დაახლოებით 300გრ,მარილიანობას გააჩნია.
პომიდორი -4 მოზრდილი
მაიონეზი პროვანსალი 2 ცალი
ოხრახუში.
პილპილი.

ესე, იგი, მოხარშე კვერცხი მაგრად, დაჭერი თხელ ფენებად.ყველი გახეხე.ძეხვი დაჭერი თხელ ფირფიტებად.პომიდორიც თხელ ნაჭრებად დაჭერი.
მწვანილიც წვრილად დავჭრათ.

გავახუროთ ღუმელი, მერე გამოვიღოთ მისი სინი(ჟარონა) და ზედ გავაბრტყელოთ ცომი.პროდუქტები 2 ნაწილად გავყოთ,და ფენებად დავალაგოთ.ჯერ ძეხვი, მერე კვერცხი, პომიდორი,ყველი.მოვასხათ მაიონეზი. შევდგათ ღუმელში. მაიონეზი დაბრაწვას რომ დაიწყებს, გამოვიღოთ, მოვაყაროთ ოხრახუში,პილპილი და ისევ 5 წუთით შევდგათ.
აი ასე.

ხო, აქ 2 პიცა იმიტომ მაქვს დაწერილი, რომ მე მასე ზუსტად ვიცი, რომ 5 კაცისთვისაა,(საკუთარი გმოცდილებიდან)

გეამოთ!

Posted by: ShadowCat 12 Dec 2006, 12:44
შპროტის პეროგი
© tata-naka

საფუარიანი ცომი ფორმაში ჩავდოთ თხელ ფენად ზემოდან ოდნავ ზეთი მოვასხუროთ
შემდეგ დავალაგოთ შპროტები, დაჭრილი ხახვი "ალყა-ალყაო" რომ ამბობენ
შემდეგ პომიდორი მაიონეზი და ყველი.

შემდგომ გამოვაცხოთ.
* * *
ხინკლის ცომი
© SnowFlakes

თვალის ზომით ჩაყრი ჯამში ფქვილს და ნელ-ნელა დაიწყებ თბილი (უკვე გადადუღებული) წყლის დასხმას. სასურველია პირველ რიგში ჩაამატო ერთ ჩ.ჭ. წყალში 1 კვერცხი და ისე დაიწყო მოზელვა. პირველ ეტაპზე შეწყვეტ წყლის დამატებას ჯერ სანამ ცომი შეკრული არ არის და თითებზე გეწებება,ნაკუწებად უნდა იშლებოდეს ისეთი მასა უნდა გახადო. შემდეგ აიღებ მთლიან ცომს და დადებ ცელოფანზე,მოაყრი ცოტა ფქვილს და ცელოფანს გადააკრავ,ისე რომ ჰაერი არ სჰევიდეს. გააჩერებ ერთი 20-25წთ. შემდეგ გადმოიღებ ფიცარზე და ფქვილთან ერთად გადაზილავ,ამ დროს უკვე ცომი შეიკვრება და გახდება მთლიანი მასა,ოღონდ ძალიან დიდხანს არ გადაზილო და ბევრი ფქვილიც არ შეაზილო. შემდეგ ისევ გადაახვევ ცელოფანში,გააჩერებ კიდევ 20წთ და მესამე ჯერზე მზად იქნება გასაბრტყელებლად,დასაჭრელად და შესახვევად. ცომი გამოდის უძლიერესი,მისი გახევის და გასკდომის შანსი არ არის.
ეცადე შქელი რგოლები არ გააკეთო,ცოტა ძნელად კი ბრტყელდება,მაგრამ შესანიშნავი გამოდის.

ნუ,მარილი თავისთავად და გემოვნებით რა თქმა უნდა.
ამ ცომით ვაკეთებ ხინკალს.
პილმენებსაც და ხაჭოს ხინკლებსაც. მოკლედ მოსახარშად გადასარევია.

* * *
სამარხვო პიცა
© Breaky

ცომი ჩვეულებრივად, როგორც ადრე დავწერე. ზემოდან ვუსვავ სამარხვო მაიონეზისა და კეტჩუპის ნარევს. მერე ვაყრი წვრილად დაჭრილ ბულგარულს, პომიდორს და ცალკე ზეთში მოშუშულ ქილის სოკოს. ბოლოს ვაყრი პიცის სუნელს და ვაცხობ. მართლა ძალიან გემრიელია. პრინციპში, იმ დამუშავებული სოიოს მოყრაც შეიძლება თუ მაინც და მაინც "უხორცო" პიცა არ გინდა

Posted by: maiko_27 18 Dec 2006, 03:50
უი,აჩმა რატომ არ გიწერიათ?მე ძალიან მიყვარს და ასე ვაკეთებ:

აჩმა:
3ც.კვერცხი
2ჭ.თბილი წყალი
ყველი (რამდენის საშუალებაც გაქვთ smile.gif მე სულ თვალზომით ვუკეთებ)
1-1,5მარგარინი ან კარაქი
მარილი თვალზომით
ფქვილი რასაც შეიზელს,ისე,რომ გამოვიდეს ნორმალური სიმაგრის ცომი.

ცომს მოვზელთ (3ც.კვერცხს+2ჭ.თბილი წყალი,მარილი და ფქვილი)და გავყოფთ რვა ნაწილად.გადავაფარებთ სველ ტილოს.ავიღებთ ერთ ნაწილს,გავაბრტყელებთ და გავიყვანთ კარგად ცხიმწასმულ ჟარონაზე.მოვასხამთ გამდნარ კარაქს ან მარგარინს.(პირველ და ბოლო ფენას მოხარშვა არ უნდა)მერე გავაბრტყელებთ მეორე ფენას და ჩავაგდებთ ადუღებულ,მარილიან-წყლიან დიდ ქვაბში smile.gif.დავაფარებთ თავზე და ვაცდით სანამ ცოტა არ მოიხარშება.წყლიდან ზემოთ რომ ამოვა,უკვე მოხარშულია და გადმოვიტანთ ცივ წყლიან ჯამში.თუ ცოტა მიეკრო ერთმანეთს,ხელით გავხსნით,გავწურავთ და დავადებთ პირველ ფენას(თუ ფენები ცოტა გაიხა,არ ინერვიულოთ,პირიქით,უფრო გემრიელი გამოდის).ამაზეც გავანაწილებთ გამდნარ მარგარინს(3-4სუფრის კოვზი დაახლოებით)მეორე ფენის მერე შეგიძლიათ უკვე უყოთ ყველი და ბოლოს წინა ფენაში,თუ ბლომად ყველი გაქვთ,თუ არა და მარტო შუაში.მოკლედ,ასე გააკეთებთ ყველა ფენას,მოხარშავთ,ჩააგდებთ ცივ წყალში,გაწურავთ,დადებთ ჟარონაზე და წაუსმევთ კარაქს.ბოლო ფენასაც აღარ ხარშავთ,ლამაზად გაიყვანთ დაახლოებით ჟარონის სიგრძე-სიგანეზე და ჩაუკეცავთ გვერდებს.თავზე ისევ კარაქი(ან მარგარინი)დაჭრით შეწვის წინ.ვწვავთ საშუალოზე მაღალ პარზე.თავი რომ კარგად მოებრაწება,უკვე მზადაა.

ღმერთმა შეგარგოთ wink.gif

რეცეპტს პირველად ვწერ და თუ ვინმემ რამე ვერ გაიგოთ,მკითხეთ,არ მოგერიდოთ wink.gif

Posted by: Natia_N_N 18 Dec 2006, 11:38
და ჩვეულებრივი ხაჭაპური დაწერეთ რა, აი ისეთი კი არა, იმერული, არამედ დუხოვკაში რომ კეთდება, ერთიანად რომ დავდებ ყველაფერს და მართი გამოცხობა რომ უნდა smile.gif
მიდით რა, ყველის დამუშავებაც მიაწერეთ პლზ

Posted by: miau 18 Dec 2006, 11:42
მე კიდევ ხაჭაპურის რაჭული ვარიანტი მაინტერესებს, ჭარხლის და ისპანახის ფოთლებს რომ ურევენ ყველს და ძალიან მიყვარს, რეცეპტი კიდევ არ ვიცი.

Posted by: BEKO 19 Dec 2006, 09:16
miau
QUOTE
მე კიდევ ხაჭაპურის რაჭული ვარიანტი მაინტერესებს, ჭარხლის და ისპანახის ფოთლებს რომ ურევენ ყველს და ძალიან მიყვარს, რეცეპტი კიდევ არ ვიცი.

რაჭული არ ვიცი, და მთიულური მხლოვანა უგემრიელესია.

ჭარხლის ფხალი - 3 კონა
უმარილო ყველი - 300 გრ.
თითო კონა მწვანე ხახვი და ქინძი.
კარაქი - 200 გრ.
წვრილად ვჭრით წითელი ჭარხლის ფოთოლს, ვაყრით მარილს და ვსრესთ მაგრად. ვაჩერებთ დაახლოვებით ნახევარი საათი. მერე ვწურავთ. ვამატებთ დაჭილ მწვანე ხახავს და ქინძს, ვურევთ ჭყინტ ყველს. მთიულები ერბოს უკეთებენ, მე - გამდნარ კარაქს.

ცომი:
1 კვერცხი
500 გრ. მაწონი
200 გრ. მარგარინი.
სოდა-ძმრით, მარილი, საშუალო სისქის ცომი.
მიცდია იგივე დროჟითაც, და ძალიან კარგი გამოდის.
მერე ხაჭაპურივით ცხვება ღუმელში, თავი ღია უნდა დაუტოვოთ.
ჩვეულებრივი ფენოვანი ცომითაც მშვენიერი გამოდის.

იგივე გამიკეთებია ისპანახითაც და ძალიან გემრიელია.

Posted by: miau 19 Dec 2006, 11:03
BEKO

დიიიდი მადლობა,აუცილებლად გავაკე თებ 2kiss.gif

Posted by: maiko_27 20 Dec 2006, 01:18
ხოდა იქნებ ვინმემ აჭარული ხაჭაპურის გაკეთება მასწავლოს?დაახლოებით კი ვიცი,მარა ცომი როგორ უნდა შევახვიო ეგ ვერ გავიგე.რამდენი ვცადე,ბოლოები ყოველთვის გაეშალა და ყველი გადმომივიდა.ნანახიც არა მაქვს როგორ აკეთებენ,არადა ვგიჟდები,ისე მიყვარს...

Posted by: tu-tuna 20 Dec 2006, 16:37
ლობიანის შიგთავსს როგორ აკეთებთ? რამე დანამატები უნდა? თუ მხოლოდ მოხარშული ლობიო და მარილია?

Posted by: Breaky 20 Dec 2006, 17:28
tu-tuna
QUOTE
ლობიანის შიგთავსს როგორ აკეთებთ? რამე დანამატები უნდა? თუ მხოლოდ მოხარშული ლობიო და მარილია?

მე მოხარშულ ლობიოს ვატარებ ხორცის მანქანაში და ვურევ ზეთში მოხრაკულ წვრილად დაჭრილ ხახვს. მეტს არაფერს ვუშვები.

Posted by: asiko 20 Dec 2006, 18:18
Breaky
QUOTE
ურევ ზეთში მოხრაკულ წვრილად დაჭრილ ხახვს


ROFL ეხლა გასაგებია რატომ დახურე ჩემი თემა ლობიანზე.

tu-tuna
QUOTE
ლობიანის შიგთავსს როგორ აკეთებთ? რამე დანამატები უნდა? თუ მხოლოდ მოხარშული ლობიო და მარილია?


ლობიო, მარილი და ცხიმი შეიძლება მხოლოდ. ცხიმი შეიძლება კარაქი ან ღორის ქონი. მეტი არაფერი არ ეიძლება ლობიანში. ყვე;ა დანარჩენი არის პერაშკი და მსგავსი გოიმობა. მოხრაკული ხახვიო რას აღარ იტყვიან.

Posted by: Solveig 20 Dec 2006, 19:29
QUOTE
ლობიანის შიგთავსს როგორ აკეთებთ? რამე დანამატები უნდა? თუ მხოლოდ მოხარშული ლობიო და მარილია?


ლობიოს ვაზავებ მარილით, ქონდრით და ცოტა ხმელი ქინძით.
ზეთში მოხრაკულ ხახვსაც ვუკეთებ ხანდახან.


Posted by: Vika 20 Dec 2006, 20:00
Solveig
QUOTE
ზეთში მოხრაკულ ხახვსაც ვუკეთებ ხანდახან.

ასიამ თქვა ხახვი და რაღაცეები არ შაიძლებაო. ჰოდა მაშინ საერთოდ არ მინდა ლობიანი. biggrin.gif

Posted by: Breaky 20 Dec 2006, 20:03
Vika
მოდი ჩემთან და მე გაჭმევ გემრიელ ლობიანს biggrin.gif მარა რომ არ ხარ აქ?

Posted by: Vika 20 Dec 2006, 20:20
Breaky
როცა ვიქნები, მოვალ biggrin.gif

Posted by: Solveig 20 Dec 2006, 20:20
QUOTE (Vika @ 20 Dec 2006, 19:00 )
Solveig
QUOTE
ზეთში მოხრაკულ ხახვსაც ვუკეთებ ხანდახან.

ასიამ თქვა ხახვი და რაღაცეები არ შაიძლებაო. ჰოდა მაშინ საერთოდ არ მინდა ლობიანი. biggrin.gif

პარდონ ასიასთან, მაგრამ რაკი მაგან თქვა, ესე იგი არ შეიძლება?

lol.gif

Posted by: BadbadGirl 23 Dec 2006, 00:27
ტაკ ახლა დავდებ ჩემი საყვარელი პიროგების რეცეპტსsmile.gif
შენიშვნა : ცომი სხვადასხვანაირი შეიძლება მაგრამ მე პირადად რადგან ცომის მოზელა მეზარება (რომც არ მეზარებოდეს არ ვიცი როგორ იზილება,(ფენოვანი
მხოლოდ))
მაღაზიაში ვყიდულობ ფენოვან ცომს, თუმცა ვისაც მოზელა არ ეზარება უფრო ჯობია თავად გააკეთოს ბევრად გემრიელი გამოდისsmile.gif (საქართველოში ვინც არ ხართ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფენოვანი ცომი ძალიან თხელი ფირფიტები რომაა და ფირფიტებს შორის აუცცილებლად ცხიმი რო სჭირდება)
ახლა გული როგორი უნდა იყოს:
ვიღებთ 1კგ სოკოს, ვჭრით წვრილათ, და ვყრით ქვაბში რომელშიც წინასწარ ზეთში ჩავხრაკეთ 2 დიდი ზომის წმინდად დაჭრილი ხახვი, მერე ვყრით ამ სოკოს ქვაბში, ვასხავთ ,შემდეგ ვუმატებთ 1ცალ მთლიან კვერცხსა და 1კვერცხის მხოლოდ ცილას (გული თავზე მოსასმელად დაგვჭირდება)ხოდა ისე უნდა აურიოთ კვერცხი სოკოში რომ ერთფეროვანი მასა მივიღოთ ანუ, კვერცხი ცალკე არ ჩაგვეხარშოს და სოკო ცალკე არ დაგვრჩეს . შემდეგ ვუმატებთ =ბევრ შავ პილპილსtongue.gif 1 ცალ მწვანე ბულგარულ წიწაკას, მარილს, დაჭრილ ქინძს და პეტრუშკას, 2 საშუალო კბილ ნიორს. ვურევთ ყველაფერს კარგად ერთმანეთში და ვდგავთ ცეცხლიდან.
ესაა ძირითადი შიგთავსი მაგრამ თქენ გემოვნების მიხედვით შეგიძლია დაამატოთ 2მოხარშული და წვრილად დაჭრილი კვერცხი ან კიდე 100 გრამი შებოლილი ძეხვი, და 100გრ შებოლილი ყველი. გააჩნია რა გემო გინდათ და რისი ჭამის ხასიათზე ხართ.
ხოდა მერე ჩვენ ცომს ვყოფთ ორ ნაწილად,და ვაბრტყელებთ მართკუთხედებს.ზომას თავად შეატყობთ.ჩვენ მასასაც ვყოფთ ორად და ვდებთ ცომის მთელ სიგანეზე.მერე ვახვევთ როგორც ბლინჩიკს და ზემოდან ვუსმევთ კვერცხის გულში ათქვეფილ ზეთს.
ჩვენ პიროგებს ვაწყოფთ ჟარუნაზე და ვდებთ დუხოვკაში 200 გრადუსზე, მანამდე სანამ არ გამოცხვება.


ჩემი აბდაუბდა რეცეპტის გარშემო თუ რამე კითხვა დაგებადათ მომმართეთsmile.gif

Posted by: asiko 23 Dec 2006, 23:46
სათაური: თათარბერაგი.

ეს გახლავთ ჯავახური საჭმელი და გუშIნ ვჭამე. არ მქონდა ერთი ათი წელი ნაჭამი.

მოზილავთ ცომს. იგივე ხინკლის ცომი. გააბტყელებთ ფიცარზე გაცილებით თხლად, ვიდრე ხინკლების დროს იჭრება ცომი.

ამ გაბრტყელებულ ცომს დაჭრით რომბებად, როგორც გოზინაყს ჭრიან ისე.

მანამდე ცეცხლზე დგას წყალი და დუღდება. კარგად რომ ადუღდება, ყრით მარილს და შემდეგ ამ რომბებად დაჭრილ ცომს. და ელოდებით როდის მოიხარშება.

ამასობაში, ცალლკე ამზადებთ:
1) გაფცქვნით ხახვს და მოშუშავთ/ მოხრაკავთ ზეთში კარგად ტაფაზე.
2) ნიორს ჭყლიტავთ და ხსნით წყალში ჭიქაში.
3) მაცივრიდან გამოიღებთ კარგ მაწონს და დადგავთ მაგიდაზე.

ამასობაშI ჩვენი ცომი მოიხარშება და გადმოგვაქვს თეფშებზე.

ცომზე მოვასხავთ ხახვს, ნიორწყალს და მაწონს. ავურევთ ან არ ავურევთ. და მივირთმევთ ჩანგლით. საკაიფოა. განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვისაც არ უყვარს ხინკალი.

Posted by: Doloress 24 Dec 2006, 05:36
asiko
QUOTE
ეს გახლავთ ჯავახური საჭმელი და გუშIნ ვჭამე. არ მქონდა ერთი ათი წელი ნაჭამი.

მოზილავთ ცომს. იგივე ხინკლის ცომი. გააბტყელებთ ფიცარზე გაცილებით თხლად, ვიდრე ხინკლების დროს იჭრება ცომი.

ამ გაბრტყელებულ ცომს დაჭრით რომბებად, როგორც გოზინაყს ჭრიან ისე.

მანამდე ცეცხლზე დგას წყალი და დუღდება. კარგად რომ ადუღდება, ყრით მარილს და შემდეგ ამ რომბებად დაჭრილ ცომს. და ელოდებით როდის მოიხარშება.

ამასობაში, ცალლკე ამზადებთ:
1) გაფცქვნით ხახვს და მოშუშავთ/ მოხრაკავთ ზეთში კარგად ტაფაზე.
2) ნიორს ჭყლიტავთ და ხსნით წყალში ჭიქაში.
3) მაცივრიდან გამოიღებთ კარგ მაწონს და დადგავთ მაგიდაზე.

ამასობაშI ჩვენი ცომი მოიხარშება და გადმოგვაქვს თეფშებზე.

ცომზე მოვასხავთ ხახვს, ნიორწყალს და მაწონს. ავურევთ ან არ ავურევთ. და მივირთმევთ ჩანგლით. საკაიფოა. განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვისაც არ უყვარს ხინკალი.


ეს დაახლოებით იგივეა, რაც მაკარონი, ნივრიანი მაწვნით.. wink.gif

***
მე კი თვით "თოლიას" რეკომენდაციით გირჩევთ: თუ ჩემსავით ნახევარფაბრიკატებით იკვებებით, შეიძინეთ მხოლოდ ლურჯ (და არა ცისფერ) ცელოფანში შეფუთული პილმენი.. ნამდვილად ხორცია შიგ.. biggrin.gif

Posted by: pudelblack 24 Dec 2006, 07:18
asiko
მართლა კაი რამეა .წინ ვამზადებდი სულ ,მაგრამ ეხლა ნხევრად ფაბრიკატზე ვარ გადასული და მაკარონს უფრო ვამზადებ sad.gif ისე კიდე რა ჯობი შენით გაკეთებულ ცომს და მის პრიპას სოუზსsmile.gif .

Posted by: Solveig 24 Dec 2006, 10:29
QUOTE
სათაური: თათარბერაგი.

ეს გახლავთ ჯავახური საჭმელი


yes.gif ოღონდ თათარბერაკი ჰქვია.

ჩემი ბავშვობის კოშმარი. დღემდე ვერ ვიტან biggrin.gif

ასევე ჯავახური საჭმელია, მაგრამ სახელი არ ვიცი: ცომი მზადდება ზემოთაღწერილი წესით, ოღონდ ძალიან მკვრივი უნდა იყოს. ბრტყელდება ძალიან თხლად და იჭრება პატარა მართკუთხედებად. მერე ყრება ადუღებულ რძეში და იხარშება, ზავდება მარილით.

Posted by: asiko 24 Dec 2006, 10:38
Solveig
კიდევ არის ერთი ჯავახური საჭმელი, ცომით და მაწვნით რომ კეთდება, ხომ არ იცი? დაჭრილი ცომები იხარშება მაწვნიან წვენში და მერე თეფშზე როცა დაასხავ, უნდა ჩაყარო ტაფაში მოხალული ცომები და გაუდის კნატუნი ჭამისას.

თავიდან მაწონი რომ ერია წვენში, გასინჯვა არ მინდოდა. მერე მაინც გავსინჯე და მახსოვს ძალიან მომეწონა. მაგრამ ეს იყო ძალიან ბევრი წლის წინ. smile.gif

Posted by: ShadowCat 26 Dec 2006, 16:55
asiko
QUOTE
თათარბერაგი.

უი, მე მეგონა, მაგას "სომხური ხინკალი" ერქვა biggrin.gif
ჯავახელი კლასელი მყავდა და იმან მასწავლა yes.gif კაი რამე გამახსენე ისე wink.gif

Posted by: August 2 Jan 2007, 20:48
იმერული ხაჭაპური

თასში მოვათავსოთ 500 გრამი პურის ფქვილი +2 ცალი კვერცხი (ცილაც და გულიც) +0,5 ლიტრი მაწონი (ნატურალური იოგურტი, აჭრილი რძე, არაჟანი, ან უბრალოდ რძე) + 1 ჩაის კოვზი სოდა +1 სუფრის კოვზი ძმარი + 200 გრამი გამდნარი კარაქი ან მარგარინი (ზეთიც შეიძლება) დანის წვერით მარილი. მოვზილოთ რბილი (არაჟნის სისქის) ცომი.

მოვამზადოთ ყველი:

დავფშვნათ 800 გრ. ყველი ( საუკეთესოა მოცარელასა და ფეტას ნარევი, მაგრამ პოლონეთის შემთხვევაში შეიძლება ser twarogowy tłusty, ან twaróg ასევე tłusty-იც არაა ცუდი) დავახალოთ ორი კვერცხი, ცოტა მარილი და ცოტა ცხიმი (100 გრ კარაქი ან მარგარინი). კარგად ავურიოთ.

დიდ დაფაზე მოვაყაროთ 200 გრამამდე ფქვილი და მომზადებული ცომი ამ ფქვილზე გადმოვიღოთ და კარგად სევაზილოთ ეს ფქვილი. ოდნავ გავაბრტყელოთ და მომზადებული ყველი ჩავდოთ შუაში.მოვუკრათ თავი და გადავიტანოთ ცხელ ცხიმწასმულ ტაფაზე. ახლა უკვე გავაბრტყელოთ მტელი ტაფის ზომაზე და შევდგათ კატგად გახურებულ ღუმელში. გამოვაცხოთ 200 - 220 გრადუს ტემპერატურაზე კარგად დაბრაწვამდე. გამოღებამდე 2-3 წუთით ადრე გადავუსვათ კარაქი.

ცხლადვე მიიტანეთ სუფრაზე.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ყველს წარმატებით სცვლიან ლობიოთი, კარტოფილით, ისპანახიოთა და სხვა ბოსტნეულით. ამ შემთხვევაში ცომი იგივეა, მხოლოდ შიგთავსი იკაზმება ხახვით, ნივრით, წიწაკითა და სხვადასხვა სუნელით.

აჭარული ხაჭაპურის ცომიც იგივეა, მხოლოდ ხაჭაპურს აძლევენ ნავის ფორმას და ყველს კვერცხს არ უმატებენ რადგან კვერცხი თითოეულ ხაჭაპურს თითო - თითო უნდა ჩაეხალოს.

ცომი შეიძლება საფუვრიანიც მოიზილოს.

უფრო მარტივი ხერხიც არსებობს - სუპერმარკეტებში ფრანგული (ჩვენებურად ფენოვანი) ცომის ყიდვა და ფენოვანი ხაჭაპურის გამოცხობა. ასევე შეიძლება გამოცხვეს კვადრატები თითო - თითო სტუმრისათვის.ამ შემთხვევაში ცომი უნდა დაიჭრას დაახლოებით 15X15 სანტიმეტრებიან კვადეატებად, რომლის შუაში ჩაიდება გამზადებული ყველი და მერე კუთხეები შეიკვრება დიაგონალზე.

Posted by: Natia_N_N 4 Jan 2007, 12:56
August
QUOTE
იმერული ხაჭაპური

გაიხარე! ძლივს არ ვეღირსე ხაჭაპურის რეცეპტს?

Posted by: August 4 Jan 2007, 14:25
Natia_N_N, ეგ ორი ტაფის ზომაა. ჩემ სამ "მოზვერს" ერთი კი არა ეგ ორი არ ჰყოფნით ერთ ჭამაზე. ასე რომ შეგიძლია ნახევარ-ნახევარი აიღო ყველაფერი.

ახლა ჩემი აქაური მჭადი.
აქ, პოლონეთში, სუპერმარკეტში იყიდება "სიმინდის ბურღული" და ეს მშვენიერი ღერღილია, მაგრამ რასად "სიმინდის ფქვილი" აწერია - არაფრად არ ვარგა. ამიტომ ასეთი ხერხი ვიხმარე:
500გრ. სიმინდის ფქვილი + 1კვერცხი + 50 გრ ზეთი + 400 გრ serek wiejski (cottage cheese) + ცოტა მარილი. კარგად მოზილავთ და გამოვაცხობ მჭადივით ან მთლიანად ან კოკრებად, ან ტაფაზე, ან ღუმელში.
უგემრიელესია! გამოცდილია! ბევრმა ქართველმა მისცა შეფასება "საუცხოო".

Posted by: taso 4 Jan 2007, 19:22
ღვეზელები როგორ გამოვაცხო, ეგებ ვინმე მადლიანმ დამიწეროს...
ხოდა კიდე ერთი კითხვა ღვეზელი რო გამოვაცხო, წელიწადის ნებისმიერ დროს, შეილება? ანუ რელიგია თუ რთავს მაგის ნებას?

Posted by: ShadowCat 4 Jan 2007, 19:26
taso
სოკოს პეროგის რეცეპტი პირველივე გვერდზე წერია.
სხვა რეცეპტებს თუ დადებს ვინმე, კარგი იქნება.
მე ერთხელ გავაკეთე კარტოფილის ღვეზელი.. ოღონდ არ მახსოვს ცომი როგორ გავუკეთე (ნადო პოდუმატ' biggrin.gif)

რაც შეეხება რელიგია, გააჩნია, რისგანაა დამზადებული ეს ღვეზელი - თუ მასში არასამარხვო არაფერია, რატომ უნდა კრძალავდეს! smile.gif

(და თუ მძიმე მარხვას არ იცავ - ანუ, როცა ცხიმიანსაც არაფერს ჭამ, მაშინ rolleyes.gif)

Posted by: taso 4 Jan 2007, 19:33
ShadowCat
QUOTE
სოკოს პეროგის რეცეპტი პირველივე გვერდზე წერია.

ეგ არ მინდოდა მე user.gif

ShadowCat
QUOTE
მე ერთხელ გავაკეთე კარტოფილის ღვეზელი.. ოღონდ არ მახსოვს ცომი როგორ გავუკეთე (ნადო პოდუმატ' )

პადუმაი, პადუმაიი, ოჩენ პრაშუუუ 2kiss.gif

QUOTE
რაც შეეხება რელიგია, გააჩნია, რისგანაა დამზადებული ეს ღვეზელი - თუ მასში არასამარხვო არაფერია, რატომ უნდა კრძალავდეს!

ზუსტად ის ღვეზელი მინდა როგორსაც აკეთებენ შობაზე... მოხარშული კვერცხი და ყველი როა შიგ ისა... smile.gif

Posted by: ShadowCat 4 Jan 2007, 19:37
taso
ააა! გაგიგე რაშიც ყოფილა საქმე.
"ღვეზელი" ქვია ქართულად "პერაშკებსაც" smile.gif
მე ეგ ვიგულისხმე კარტოფილის ღვეზელში.
და არის "სხვანაირი" ღვეზელი, რომელსაც ინგლისურად pie ქვია, მარა რუსულად - პეროგი (მგონი baby.gif)
ჰოდა, შენ რომელი გინდა? biggrin.gif

Posted by: Breaky 4 Jan 2007, 19:41
taso
შენ გურული საშობაო ღვეზელი გინდა, როგორც ვატყობ. თუ მოვიძიე ცომის რეცეპტი, დაგიწერ.
პრინციპში, ალბათ ჩვეულებრივი საფუარიანი ცომით შეგიძლია გააკეთო. ყველი მოამზადე ისე, როგორც ხაჭაპურისთვის და ცომში გახვევისას ჩააყოლე მაგრად მოხარშული და შუაზე გაჭრილი კვერცხები.
მოკლედ, იქნებ მოგიძებნო წესიერი და სრული რეცეპტი.

Posted by: taso 4 Jan 2007, 19:43
ShadowCat
QUOTE
"ღვეზელი" ქვია ქართულად "პერაშკებსაც"

ოი... რა ცუდია რო არც ქართული ვიცი წესიერად, და არც რუსული smile.gif

QUOTE
ჰოდა, შენ რომელი გინდა? 

აი ეს:
QUOTE
ზუსტად ის ღვეზელი მინდა როგორსაც აკეთებენ შობაზე... მოხარშული კვერცხი და ყველი როა შიგ ისა... 

მარხვა რო დამთავრდება და აკეთებენ ის მინდა.... იმდენი უნდა გამოაცხო რამდენი წევრიცაა ოჯახში. წაგრძელებული ფორმებისაა...
დედა მიცხობდა და არ მახსოვს, ამათ გარდა მეტი არაფერი user.gif
* * *
Breaky
QUOTE
შენ გურული საშობაო ღვეზელი გინდა, როგორც ვატყობ. თუ მოვიძიე ცომის რეცეპტი, დაგიწერ.
პრინციპში, ალბათ ჩვეულებრივი საფუარიანი ცომით შეგიძლია გააკეთო. ყველი მოამზადე ისე, როგორც ხაჭაპურისთვის და ცომში გახვევისას ჩააყოლე მაგრად მოხარშული და შუაზე გაჭრილი კვერცხები.
მოკლედ, იქნებ მოგიძებნო წესიერი და სრული რეცეპტი.

ხო ზუსტად ეგ მინდა.... დაწრილი მოხარშული კვერცხით რო ცხვება ... yes.gif
მიპოვე რა ზუსტი რეცეპტი შენ გახარებას user.gif

Posted by: jinchvel 5 Jan 2007, 16:33
asiko
QUOTE
სათაური: თათარბერაგი.

ეს გახლავთ ჯავახური საჭმელი და გუშIნ ვჭამე. არ მქონდა ერთი ათი წელი ნაჭამი.

მოზილავთ ცომს. იგივე ხინკლის ცომი. გააბტყელებთ ფიცარზე გაცილებით თხლად, ვიდრე ხინკლების დროს იჭრება ცომი.
ამ გაბრტყელებულ ცომს დაჭრით რომბებად, როგორც გოზინაყს ჭრიან ისე.
მანამდე ცეცხლზე დგას წყალი და დუღდება. კარგად რომ ადუღდება, ყრით მარილს და შემდეგ ამ რომბებად დაჭრილ ცომს. და ელოდებით როდის მოიხარშება.
ამასობაში, ცალლკე ამზადებთ:
1) გაფცქვნით ხახვს და მოშუშავთ/ მოხრაკავთ ზეთში კარგად ტაფაზე.
2) ნიორს ჭყლიტავთ და ხსნით წყალში ჭიქაში.
3) მაცივრიდან გამოიღებთ კარგ მაწონს და დადგავთ მაგიდაზე.
ამასობაშI ჩვენი ცომი მოიხარშება და გადმოგვაქვს თეფშებზე.
ცომზე მოვასხავთ ხახვს, ნიორწყალს და მაწონს. ავურევთ ან არ ავურევთ. და მივირთმევთ ჩანგლით. საკაიფოა. განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვისაც არ უყვარს ხინკალი.

ამ რეცეპტს არ ველოდებოდი ნამდვილად აქ და ძაან გამიხარდა...

Solveig
QUOTE
QUOTE
სათაური: თათარბერაგი.

ეს გახლავთ ჯავახური საჭმელი

ოღონდ თათარბერაკი ჰქვია.

ჩემი ბავშვობის კოშმარი. დღემდე ვერ ვიტან 

მართალი ხარ "თათარბერაკი" ქვია ნამდვილად, მხოლოდ ეგაა რომ მესხეთშიც ძალიან ხშირად შეხვდები ამ კერძს..

dolores
QUOTE
ეს დაახლოებით იგივეა, რაც მაკარონი, ნივრიანი მაწვნით..

აქ კი ძალიან ცდები ჩემო კარგო! მაკარონის ძალიან დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ "თათარბერაკი" სულ სხვა რამაა...

asiko
QUOTE
კიდევ არის ერთი ჯავახური საჭმელი, ცომით და მაწვნით რომ კეთდება, ხომ არ იცი? დაჭრილი ცომები იხარშება მაწვნიან წვენში და მერე თეფშზე როცა დაასხავ, უნდა ჩაყარო ტაფაში მოხალული ცომები და გაუდის კნატუნი ჭამისას.

თავიდან მაწონი რომ ერია წვენში, გასინჯვა არ მინდოდა. მერე მაინც გავსინჯე და მახსოვს ძალიან მომეწონა. მაგრამ ეს იყო ძალიან ბევრი წლის წინ. 

ამას ჩემო კარგო ცომისმოყვარულებო "თუთმაჯი" ჰქვია..
შემიძლია ვთქვა რომ ვარ ამ კერძის უზომოდ მჭამელი. 3 დიდ ჯამს ვაგდებ ზურგზე...
კნატუნა ცომებს კი "ლუღუმს" უძახიან ჩვენში (მესხეთი..)

Posted by: ShadowCat 5 Jan 2007, 16:38
jinchvel
QUOTE
ამას ჩემო კარგო ცომისმოყვარულებო "თუთმაჯი" ჰქვია..
შემიძლია ვთქვა რომ ვარ ამ კერძის უზომოდ მჭამელი. 3 დიდ ჯამს ვაგდებ ზურგზე...
კნატუნა ცომებს კი "ლუღუმს" უძახიან ჩვენში (მესხეთი..)

და ეგებ რეცეპტიც დაგეწერა ბარემ - დაინტერესებული ხალხი ვართ smile.gif

Posted by: DODI 5 Jan 2007, 17:37
თუშური გორდილა: სოდით მოზელილი ცომი (პურის ფქვილით რა თქმა უნდა) მარილი როგორც ჩვეულებრივ პურს იმდენი. ადუღებულ მარილიან წყალში იხარშება გუნდებად. ერბო უხდება ცხელ-ცხელს.
სურათს ვერ ვდებ რაღაც ჭირს მერე დავამატებ

Posted by: kudracha 5 Jan 2007, 17:47
აჰა ესეც შეგიძლიათ უცნაური ჭადის მსგავსად გამოაცხოთ: საკმაოდ ადვილია

ნახევარი ლიტრი მაწონი დაასხით ჯამში, მიუმატეთ ნახევარი კოვზი სოდა, ერთი კვერცხი, ერთი სუფრის კოვზი ზეთი, მანანის ბურღული იმდენი, რომ საშუალოზე თხელი მასა გამოვიდეს, ჩაახეხეთ ყველი, 200-300 გრამი, დაასხით გაცხელებულ და ზეთმოსხმულ ტაფაზე და გამოაცხვეთ დუხოვკაში (უნდა შეწითლდეს)

Posted by: jinchvel 5 Jan 2007, 21:32
ShadowCat
QUOTE
და ეგებ რეცეპტიც დაგეწერა ბარემ - დაინტერესებული ხალხი ვართ 

აუცილებლად დავდებ რამოდენიმე დღეში სურათებთან ერთად.. მარხვის დამთავრებას ველდები და... smile.gif

Posted by: natali kalandadze 11 Feb 2007, 04:04
maiko_27
შენი რეცეპტით გავაკეთე აჩმა, გემრიელი გამოვიდა ძალიან,მაგრამ ცოტა ულამაზო smile.gif ნელნელა დავხვეწავ smile.gif

Posted by: natali kalandadze 13 Feb 2007, 00:46
ესეც ჩემი დაწყებული და owl-ის დამთავრებული ფენოვანი ხაჭაპური რომელიც იყო ძალიან გემრიელი..

და ისა... ცომი სულაც არ შეგვიდია მაცივარში 40-40 წუთი ყოველ გაბრტყელებაზე

Posted by: ShadowCat 13 Feb 2007, 00:55
natali kalandadze
კაცო, ამ სურათებს რეცეპტებიც მოაყოლეთ ხოლმე, ვა! biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 13 Feb 2007, 00:59
რუსული თხელი ბლინების რეცეპტი დადეთ რა, მასლენიცაზე რომ აცხობენ ხოლმე.

Posted by: Mrs Spieler 13 Feb 2007, 01:04
WOMAN IN LOVE
QUOTE
რუსული თხელი ბლინების რეცეპტი დადეთ რა, მასლენიცაზე რომ აცხობენ ხოლმე.

ვაიმეე ზუსტად შაბათს გავაკეთე ეგ.


სურათიც მაქვს მაგრამ მობილიდან ვერ ვტვირთავ...
არაფერი არ უნდა:

8 კვერცხი ათქვიფე კარგად + რძე 1 ლიტრი (ან წყალი) + ცოტა მარილი (ან შაქარი გააჩნია რისთვის აკეთებ)
როცა კარგად აქაფდება დაუმატებ ფქვილს ისე რომ ცომი ძაააააააააალიან თხელი უნდა გამოვიდეს. წურწურით უნდა ჩამოდიოდეს კოვზიდან. და ძალიან ცხელ ტაფაზე გამოაცხობ (ზეთი უნდა და ნელი ცეცხლი რომ არ დაიწვას).

თუ არაჟნით ან მურაბით აპირებ მირთმევას მაშინ ორივე მხრიდან უნდა გამოაცხო. თუ ხორციანი ფარშისთვის ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან გახვევის მერე, სუფრაზე მიტანის წინ შეწვავ smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 13 Feb 2007, 01:13
Mrs Spieler
QUOTE
ორივე მხრიდან უნდა გამოაცხო

მაგ ბლინების გადაბრუნება ძალიან რთულად მესახება rolleyes.gif

Posted by: natali kalandadze 13 Feb 2007, 01:24
Mrs Spieler
ცომში აუცილებლად უნდა ზეთი, თორემ მართლა გაგიჭირდებათ ამობრუნება
* * *
ხო, რაც შეეხება რეცეპტებს, აჩმა გავაკეთე
http://forum.ge/?showtopic=33695604&view=findpost&p=4381472
აი ამ რეცეპტის მიხედვით.


რაც შეეხება ფენოვანს.
ერთი კვერცხი, ზეთი, ძმარი, 1 ჩაის ჭიქა წყალი შევურიე ერთმანეთს, და დავამატე ფქვილი, იმდენი რომ გამოვიდეს მაგარი ცომი. მერე გააგრძელა ლაშამ
ცომი გააბრტყელ, წაუსვა ზედ 130 გრამი მარგარინი, გადაკეცა კონვერტისებურად, (აქ წესით უნდა 30-40 წუთით მაცივარში შეიდოს), მერე ეგრევე გააბრტყელა ისევ, კიდევ წაუსვა იმდენივე მარგარინი და ისევ გადაკეცა (აქაც ისევ უნდა შეიდოს მაცივარში წესით), მერე კიდევ ერთხელ გააბრტყელა, წაუსვა მარგარინი და გადაკეცა ისევ კონვერტისებურად.


მერე გავაბრტყელეთ, დავჭერით პატარა ნაწილებად, ეს პატარა ნაწილებიც გავაბრტყელეთ, ერთ ნაწილზე დავადეთ ყველი, მეორე ნაწილი დავახურეთ თავზე, გვერდები შევუკარით და ზემოდან წავუსვით ცოტა რძეში (შეიძლება წყალიც) ათქვეფილი კვერცხი.
წინასწარ გაცხელებულ გაზქურაში შევდგით "ჟარონით"

ეგ იყო სულ, უი, მერე შევჭამეთ smile.gif

Posted by: Mrs Spieler 13 Feb 2007, 01:46
natali kalandadze
QUOTE
ცომში აუცილებლად უნდა ზეთი, თორემ მართლა გაგიჭირდებათ ამობრუნება

QUOTE
მაგ ბლინების გადაბრუნება ძალიან რთულად მესახება

რას ამბობთ???

მე ტაფის აქნევით ვატრიალებsmile.gif
როგორც პეპი ატრიალებდა მაჭკატებს. დავამუღამე კაკ რაზ შაბათს. ცომში ზეთი არ მიქნია.
უბრალოდ ტაფა ავიქნიე და ამობრუნდება თვითონsmile.gif

Posted by: natali kalandadze 13 Feb 2007, 02:05
Mrs Spieler
ზეთს თუ არ ვუშვრები ყოველთვის იკრავს... რატომღაც smile.gif

ზოგი ძმარსაც უშვრება, ჩემი დედამთილი მაგალითად. და გემრიელი გამოდის, არაჟნითაა კარგი


მე შოკოლადით მიყვარს

Posted by: Mrs Spieler 13 Feb 2007, 02:41
natali kalandadze
QUOTE
არაჟნითაა კარგი

yes.gif მე არაჟნით მომინდა და იმდენი არაჟანი წავუსვი კინაღამ გულიც ამერია biggrin.gif

მარა მ,აგარი იყო...

არ მიიკრავს თუ ტაფა საკმარისად ზეთიანი იქნება...
აიქნიე და ჰოპლა თვითონ ტრიალებს smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 13 Feb 2007, 02:45
QUOTE
ამობრუნდება თვითონ

რომ არ ამობრუნდეს? მერე მე ამოვბრუნდები ნამდვილად lol.gif
QUOTE
ზოგი ძმარსაც უშვრება

მარტო ძმარს? თუ სოდასთან ერთად? დამაბნიეთ...

Posted by: დოდკა 13 Feb 2007, 02:49
natali kalandadze

ფენოვანი love.gif

ზოგადად არ მიყვარს, მაგრამ დღეს აღმაფრთოვანეთ შენ და ლაშამ love.gif

Mrs Spieler
ნწ ზეთს მეც ცომში ვუშვები და სამაგიეროდ ტაფაზე მარტო ერთხელ ვუსმევ სულ თავიდან, და მერე აღარა.
ასევე ვაკეთებ ალაძიკებზე.

პ.ს: ხო,დ ა ძმარი და მსგავსი სასტიკობები არ მიცდია... biggrin.gif

პ.პ.ს" მეც "ვიქნევ". ლაშამ მასწავლა biggrin.gif

Posted by: natali kalandadze 13 Feb 2007, 03:06
WOMAN IN LOVE
მოკლედ, წყალი (ან რძე), კვერცხი, ზეთი, სოდა, ფქვილი. (მე ძმარს არ ვუშვები)
ეგაა სულ

შაქარი არ უნდა არაფრით კიდე მგონი, ისევ იმიტომ რომ არ მიიწვას

Posted by: დოდკა 13 Feb 2007, 04:10
natali kalandadze

მე ვუშვები ცოტა შაქარს, მარა არ იკრავს.


და ისა... ხალხო იყიდეთ ტეFალის ტაფები biggrin.gif არ იკრავს და ადვილად ირეცხება. უჰ

Posted by: ShadowCat 13 Feb 2007, 11:00
დოდკა
QUOTE
და ისა... ხალხო იყიდეთ ტეFალის ტაფები

ეგ უნდა მეთქვა biggrin.gif
ტეFალის ტაფაზე არ მიიკრავს, მაგრამ ჩვეულებრივ ტაფაზე ცომი ზეთის გარეშე.... rolleyes.gif
რევიცი, მგონია უფრო, რომ მიიკრავს.

თანაც, როცა ცხიმს ტაფაზევე ასხავ (თან ამბობ, Mrs Spieler, ტაფა საკმარისად ზეთიანი უნდა იყოსო),
მასე ცომი გარედან ძალიან ცხიმიანი იქნება user.gif
ხოლო თუ ცომშივე უზამ ცხიმს, არც მიიკრავს და არც ზედმეტად ცხიმიანი იქნება rolleyes.gif

natali kalandadze
რაცხა ძაან მომანდომე ეგ ხაჭაპური user.gif
ცომის მოზელვა-გაბრტყელება სასტიკად მეზარება, არადა შენი ფენოვანი რა გემრიელად ჭღერს! biggrin.gif

Posted by: Springchild 13 Feb 2007, 11:19
QUOTE
ხოლო თუ ცომშივე უზამ ცხიმს, არც მიიკრავს და არც ზედმეტად ცხიმიანი იქნება


მართალი ხარ!
საერთოდ, ზეთის მაგივრად ცომში მარგარინი შეიძლება და უკეთესი გამოდის... ia tak dumaiu.. smile.gif

QUOTE
რაცხა ძაან მომანდომე ეგ ხაჭაპური


ეჰ, კალორიები, კალორიები.. smile.gif


Posted by: დოდკა 13 Feb 2007, 12:57
ShadowCat
QUOTE
რაცხა ძაან მომანდომე ეგ ხაჭაპური

იცი რა მაგარი იყო?
საშინლად ვამაყობ ჩემი კაცით და ნატალითი love.gif

QUOTE
ცომის მოზელვა-გაბრტყელება სასტიკად მეზარება

რეა ვქნა გამოგიგზავნიდი ლაშას სახლში, მუშაობს პროსტა ახლა user.gif

Posted by: Owl 13 Feb 2007, 12:59
დოდკა
QUOTE
იცი რა მაგარი იყო?

smile.gif
QUOTE
საშინლად ვამაყობ ჩემი კაცით და ნატალითი

love.gif 2kiss.gif აი ლავ იუ
QUOTE
რეა ვქნა გამოგიგზავნიდი ლაშას სახლში, მუშაობს პროსტა ახლა

lol.gif lol.gif


ისე, არ მეგონა ეგეთი კაი თუ გამოვიდოდა. ვიზუალურადაც და გემოთიც. მარა გამოვიდა smile.gif

Posted by: Mrs Spieler 13 Feb 2007, 14:51
ShadowCat
QUOTE
თანაც, როცა ცხიმს ტაფაზევე ასხავ (თან ამბობ, Mrs Spieler, ტაფა საკმარისად ზეთიანი უნდა იყოსო), მასე ცომი გარედან ძალიან ცხიმიანი იქნება user.gif ხოლო თუ ცომშივე უზამ ცხიმს, არც მიიკრავს და არც ზედმეტად ცხიმიანი იქნება

მოკლედ თქვენ როგორც გინდათ ისე ქენით. მე გავაკეთე და არც ზეთიანი ბლინი გამომივიდა და არაფერი...
იმდენი ზეთი კი არ უნდა უყო რომ იტივტივოს biggrin.gif

ხოდა... ერთხელ გავაკეთებ ბევრ ბლინს და დაგპატიჟებთ და ნახეთ როგორ ვატრიალებ ჰაერში biggrin.gif

Posted by: Mrs Spieler 21 Feb 2007, 22:26
Springchild
ShadowCat
b]დოდკა[/b]
natali kalandadze


ანდე ჩემი ბლინები. ახლა გადმოვტვირთე მობილურიდან user.gif

Posted by: natali kalandadze 21 Feb 2007, 23:37
Mrs Spieler
კარგად გამოიყურება, მაგრამ გვერდი რატომ აქვს აყირავებული??

და როგორ ახერხებ რომ ამდენი მოაგროვო?? მე ამოღებული არ მაქვს რომ უკვე აქრობენ...

Posted by: დოდკა 21 Feb 2007, 23:58
Mrs Spieler
ჩემი ცოტა უფრო სქელია ხოლმე

natali kalandadze
QUOTE
გვერდი რატომ აქვს აყირავებული??

ეტყობა ზედმეტს ტაფიდან ასხამს smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 22 Feb 2007, 00:13
ფენოვანი გავაკეთე, პატარა კვადრატებში ჩავდე თითო-თითო ნაჭერი ყველი და ლორი, გადავკეცე გვერდზე, მაგრამ სტანდარტული ოთხკუთხედი ფენოვანი ხაჭაპური, გახეხილი ყველით, არაფრით არ გამომივიდა. დიაგონალებზე კი შევკარი, მაგრამ ცხობისას დააღო პირი rolleyes.gif მოკლედ, საცხობის ხაჭაპური როგორ კეთდება, მაინც ვერ გავიგე...

Posted by: VAR 22 Feb 2007, 01:39
ვარენიკი ბლით

ბალს ვაცლით კურკებს, ვაყრით შაქარს, ვდგამთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში და ვათავისუფლებთ წვენისგან.

ცომისთვის საჭიროა ძალიან ცივი (მაცივარში ნადგამი) წყალი.
ფქვილს ვურევთ მარილს, ვამატებთ გათქვეფილ კვერცხს და ვზელთ სანამ ხელზე გვეკრობა. მოზელილ ცომს დავაფაროთ სველი ხელსახოცი და დავდგათ 30 წთ. განმალობაში.
ცომი ბრტყელდება დაახლოებით 3 მმ. სისქეზე და იჭრება დაახლ. 6 სმ. დიამეტრზე.
თითო მოჭრილ ცომში თავსდება ერთი ჩაის კოვზის ოდენობის ბლის მასა.
ვახვევთ ცალი მხრიდან.

პროდუქტს სამშობლოში მიირთმევენ არაჟნით.

user posted image user posted image

Posted by: Mrs Spieler 22 Feb 2007, 14:32
natali kalandadze
დოდკა
QUOTE
ეტყობა ზედმეტს ტაფიდან ასხამს

yes.gif
თხელი გამოდის და თან რამეს გახვევა უფრო ადვილია... yes.gif

Posted by: დოდკა 22 Feb 2007, 14:50
Mrs Spieler

მე მასე ძაან თხელს ხორცისთვის თუ ვაკეთებ, მხოლოდ მაშინ.

და ისე არ მევასება, ოდნავ ფუმფულა ნდა იყოს smile.gif

და ხორციანი ვაბშე არასდროს გამიკეთებია ჯერ biggrin.gif

Posted by: Springchild 22 Feb 2007, 14:53
QUOTE
მე მასე ძაან თხელს ხორცისთვის თუ ვაკეთებ, მხოლოდ მაშინ.

QUOTE
და ხორციანი ვაბშე არასდროს გამიკეთებია ჯერ


biggrin.gif

აუ, ბლინები მე მიყვარს თხელი, ხრაშუნაა მაშIნ, სანამ ცხელია... smile.gif


Posted by: miau 22 Feb 2007, 17:00
თხელი, სიფრიფანა ბლინები ნიგოზში არეული ბეზეს კრემის გულით და ზემოდან გამდნარი შოკოლადით - იფ...იფ... smile.gif

ძალიან მიყვარს


Posted by: Solveig 23 Feb 2007, 00:08
QUOTE (WOMAN IN LOVE @ 21 Feb 2007, 23:13 )
ფენოვანი გავაკეთე, პატარა კვადრატებში ჩავდე თითო-თითო ნაჭერი ყველი და ლორი, გადავკეცე გვერდზე, მაგრამ სტანდარტული ოთხკუთხედი ფენოვანი ხაჭაპური, გახეხილი ყველით, არაფრით არ გამომივიდა. დიაგონალებზე კი შევკარი, მაგრამ ცხობისას დააღო პირი rolleyes.gif მოკლედ, საცხობის ხაჭაპური როგორ კეთდება, მაინც ვერ გავიგე...

სჯობს, ყველი დაფხვნა. ნაჭერი ყველი რეზინივით გაამოდის ხოლმე

ცომი თუ იხსნება-ესე იგი ძალიან რბილია, კიდეები კარგად არ შეუერთე ან ზემეტად ფიცხი ცეცხლი მიეცი..

Posted by: XAO 23 Feb 2007, 01:55
Mrs Spieler
ეგ ბლინები ტკბილია? თუ მერე უნდა დააყარო შაქარი smile.gif

Posted by: Mrs Spieler 23 Feb 2007, 15:41
XAO
QUOTE
ეგ ბლინები ტკბილია? თუ მერე უნდა დააყარო შაქარი smile.gif

მერე უნდა დააყარო. smile.gif

Posted by: XAO 24 Feb 2007, 15:44
Mrs Spieler
QUOTE
მერე უნდა დააყარო.

და ეგრევე ტკბილი რო გამოაცხო არ მოსულა? smile.gif

Posted by: Mrs Spieler 24 Feb 2007, 18:10
XAO
QUOTE
და ეგრევე ტკბილი რო გამოაცხო არ მოსულა?

კი ცომში შაქარს თუ დაუმატებ მარილის მაგივრად biggrin.gif

Posted by: Springchild 24 Feb 2007, 19:51
QUOTE
კი ცომში შაქარს თუ დაუმატებ მარილის მაგივრად


biggrin.gif

ისე, ბლინებს ტკბილიც უხდება და ხორციანი ბლინებიც კაია.. ბევრისგან გამიგია, უბრალოდ შაქარსაც აყრიან ზემოდან მერე... მაგრამ ესეძთი მე არ მომწონს..

ისე, ბლინები რა აქტუალური თემაა... smile.gif

Posted by: killer 24 Feb 2007, 20:03
რა მაინტერესებს.
ცხიმს ყოველი დასხმის წინ ასხავთ ტაფაზე?

მე დასაწყისში ზეთიანი ბამბას ვუსმევდი, მაგრამ მერე მომბეზრდა და დასხმა დავიწყე.

Posted by: Springchild 24 Feb 2007, 20:07
QUOTE
ცხიმს ყოველი დასხმის წინ ასხავთ ტაფაზე?


მე პირადად არა..

QUOTE
მე დასაწყისში ზეთიანი ბამბას ვუსმევდი

yes.gif

მგონია, რომ უფრო ცხიმიანი გამოვა თუ დაავსხამ ზეთს.. და ბამბით ოდნავ მოუსვამ, რომ არ აიკრას ბლინი და მორჩა.. smile.gif

Posted by: ShadowCat 24 Feb 2007, 21:08
killer
QUOTE
მე დასაწყისში ზეთიანი ბამბას ვუსმევდი, მაგრამ მერე მომბეზრდა და დასხმა დავიწყე.

ზეთს როცა ასხამ პირდაპირ, შეიძლება ზედმეტად ცხიმიანი გამოვიდეს yes.gif
ბამბით არა, მარა დედაჩემი, მახსოვს, მარლით უსვამდა ხოლმე - "პუწუწები" ნაკლებად დარჩება ტაფაზე biggrin.gif
მერე ვიღაცამ იცი რა ასწავლა?
იღებ პატარა ხახვის ნახევარს (გაფრცქვნილ-გარეცხილს, ოF ქორზ) ჩანგალზე წამოცმულს, ზეთიან "ფიალაში" ან ფინჯანში ჩააწობ და ისე მოუსვამ ტაფას. არც ბევრი მოგივა და უფრო მოსახერხებელიც არის.
იმაზე არ იდარდო, რომ გემოს მისცემს რამეს no.gif

Posted by: Breaky 24 Feb 2007, 21:10
მე ფუნჯით ვუსმევ ხოლმე ზეთს ტაფაზე, ყოველი დასხმის წინ.

Posted by: Mrs Spieler 25 Feb 2007, 15:48
killer
QUOTE
რა მაინტერესებს. ცხიმს ყოველი დასხმის წინ ასხავთ ტაფაზე?

მე დასაწყისში ზეთიანი ბამბას ვუსმევდი, მაგრამ მერე მომბეზრდა და დასხმა დავიწყე.

კიდე როგორ შეიძლება იცი? ზედმეტი ზეთი გადმოასხა თეფშზე და მერე ისევ გამოიყენო... არც დამწვარია ზეთი და არც ტყუილად გადაღვრი...

მე ასე ვაკეთებ და კიდევ მარლით ...

Posted by: Solveig 25 Feb 2007, 16:35
QUOTE (Breaky @ 24 Feb 2007, 20:10 )
მე ფუნჯით ვუსმევ ხოლმე ზეთს ტაფაზე, ყოველი დასხმის წინ.

პირველზე მეც ეგრე ვაკეთებ, მაგრამ საერთოდ ცომში ვუმატებ ზეთს და თუ ტაფა კარგადაა გაცხელებული, ზეთის ზედმეტად დამატება აღარ სჭირდება.

1ლ თხევად ცომზე 2 სუფრის კოვზი ზეთი.

Posted by: 024 25 Feb 2007, 17:52
ხ ო რ ხ ე
QUOTE
ტკბილი ვარენიკები გიყვარს?


უ ძაან თან და გუშინ ჩასკდა ჩემი მუცელი შოკოლადიანი და სმეტანიანი ბლინებით, არად დიეტაზემ ვარ რომ მკითხოს კაცმა!

Breaky
QUOTE
შენი დიეტა როგორ მიდის?


პურს არ ვჭამ, სამაგიეროდ ბლინებით და ხაჭაპურით ვსკდები smile.gif 8ის მერე არ ვჭამ სემიჩკის და ხილის გარდა არაფერს, ჰაჰაჰ ყავა smile.gif

Posted by: kudracha 25 Feb 2007, 19:12
ShadowCat
QUOTE
მერე ვიღაცამ იცი რა ასწავლა?
იღებ პატარა ხახვის ნახევარს (გაფრცქვნილ-გარეცხილს, ოF ქორზ) ჩანგალზე წამოცმულს, ზეთიან "ფიალაში" ან ფინჯანში ჩააწობ და ისე მოუსვამ ტაფას. არც ბევრი მოგივა და უფრო მოსახერხებელიც არის.

მე გათლილი კარტოფილის თხელი ნაჭერი მასწავლეს

Posted by: BadbadGirl 7 Mar 2007, 14:54
პერაშკები უკრაინულად (თუ ვენგრულად ვერ დავადგინე smile.gif )
მოკლთე პერაშკის ეს ვარიანტი არ საჭიროებს ზეთს.
მოზილავთ ჩვეულებრივ საფუარიან ცომს, დააცდით მომწიფებას და ჩვეულებრივ შეუდგებით პერაშკის "შექმნის ოპერაციას" ანუ ჩადებთ ტკბილ შიგთავს => გადაკეცავთ=> მოჭრით. მატავარია რომ პერაშკი არ უნდა იყოს ძალინ დიდი , საშუალო ზომის.
ახლა ავიღებთ მოზრდილ ქვაბს, ცავასხავთ წყალს ისე რომ ნახევარზე შეივსოს და ტავზე მჭიდროდ თავსახურის მსგავსად მოვაკრავთ რამოდენიმე (5-6) პირად გადაკეცილ მარლას. წყალი რომ ადუღდება დავდებთ ჩვენს პერაშჰკებს ამ მარლაზე, დავახურავთ ქვაბს თავსახურს და ვხარშავრ აუცილებლად 7-8 წუთი (ნაკლები არაფრით არ შეიძლება თორემ ცომი არ იქნება მოხარშული). დროის გასვლის შემდეგ, გადმოვიღებთ პერაშკებს ლანგარზე და მოვაყრით ნიგოზს smile.gif (თუ გინდათ ოდნავ შაქრის პუდრა აურიეთ) და მერე ცაახრამუნებთ თბილ თბილს smile.gif თუ გინდათ ცივს smile.gif
მოკლეთ ძალინ ძალიან გემრიელია, წვალება კი უნდა მაგრამ ამად ღირს smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 9 Mar 2007, 23:09
BadbadGirl
ანუ ორთქლზე იხარშება ეს პერაშკები? და მარლაზე განა რამდენი დაეტევა?

Posted by: BadbadGirl 9 Mar 2007, 23:53
WOMAN IN LOVEკი ნამდვილად ორთქლზე იხარშება, აუცილებლად 7 წუთზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ქვაბს გააჩნია, მე ჩემი თვალით რაც ვნახე 4 ცალი ეტეოდა, (დიდ ქვაბს თუ აიღებ მარლის დიდ საფენს გაუკეთებ თავზე დ უფრო ბევრი დაგეტევა) ერთ მოხარშვაზე.
ნეტა იცოდე რა გემრიელი რამაა smile.gif
ჩემმა დიასახლისმა მარწყვის ჯემით გააკეთა, ვფიქრობ მალინით, ალუბალით და ქლიავითაც მშვენიერი იქნებოდა.

Posted by: natali kalandadze 1 Apr 2007, 23:43
ShadowCat
Breaky
ისა და... ხინკალი ხორცისგან მომზადებულ კერძებში ითვლება თუ ცომეულში?????
* * *
miau
QUOTE
ნიგოზში არეული ბეზეს კრემის გულით

ეს როგორია???? იქნებ დაწერო უფრო ზუსტად??
* * *
Mrs Spieler
XAO
ნწუ, შაქარს თუ უზავ ცომში მასე ადვილად კი აღარ აძვრება ტაფიდან, მიიწვავს smile.gif

Posted by: miau 1 Apr 2007, 23:55
natali kalandadze
QUOTE
ეს როგორია???? იქნებ დაწერო უფრო ზუსტად??


4 ცილას ვთქვეფთ კარგად, სანამ ღრუბელივით არ გახდება, ვუმატებთ 1 ჭიქა შაქარს სანამ არ ჩადნება კარგად შაქარი, შეიძლება შაქრის პუდრაც... უნდა ვთქვიფოთ მანამ, სანამ ჯამს რომ გადმოვატრიალებთ, მასა ძუძრავად არ იქნება და ძირს არ ჩამოვარდება, დანით უნდა იჭრებოდეს, შემდეგ ვუმატებთ ერთ ჭიქა დაფქვილ ნიგოზს. smile.gif
ესაა სულ

Posted by: ShadowCat 1 Apr 2007, 23:55
natali kalandadze
QUOTE
ისა და... ხინკალი ხორცისგან მომზადებულ კერძებში ითვლება თუ ცომეულში?????

ჰმ.. ვფიქრობ, ხორცეულში უფრო არის მაგის ადგილი smile.gif
თუმცა, ხინკლის "სფეშალ" ცომის რეცეპტი ცომეულში წერია snowflakes-ის მიერ შემოთავაზებული, თუ არ ვცდები smile.gif

Posted by: SnowFlakes 2 Apr 2007, 00:12
ShadowCat


იმ დღეს გავაკეთე ბოლო 3 წლის ნამძილზე ალბათ პირველად ხინკალი და მაგ "სფეშლ" ცომზე რიგი დამიდგა ისეთი გამოდის boli.gif


Posted by: miau 2 Apr 2007, 12:02
QUOTE
ისა და... ხინკალი ხორცისგან მომზადებულ კერძებში ითვლება თუ ცომეულში?????


საერთოდ ცომეულს მიეკუთვნება. smile.gif
მარტო ხორცისგან ხომ არ მზადდება? - ხაჭოსიც არის და კიდევ სხვა შიგთავსებსაც უკეთებენ. smile.gif
პირადად მე ხაჭოს ხინკალი მიყვარს დამდნარი ერბოთი. smile.gif

Posted by: saliha 6 Apr 2007, 11:55
QUOTE
ცომს მოვზელთ (3ც.კვერცხს+2ჭ.თბილი წყალი,მარილი და ფქვილი)და გავყოფთ რვა ნაწილად.გადავაფარებთ სველ ტილოს.ავიღებთ ერთ ნაწილს,გავაბრტყელებთ და გავიყვანთ კარგად ცხიმწასმულ ჟარონაზე.მოვასხამთ გამდნარ კარაქს ან მარგარინს.(პირველ და ბოლო ფენას მოხარშვა არ უნდა)მერე გავაბრტყელებთ მეორე ფენას და ჩავაგდებთ ადუღებულ,მარილიან-წყლიან დიდ ქვაბში .დავაფარებთ თავზე და ვაცდით სანამ ცოტა არ მოიხარშება.წყლიდან ზემოთ რომ ამოვა,უკვე მოხარშულია და გადმოვიტანთ ცივ წყლიან ჯამში.თუ ცოტა მიეკრო ერთმანეთს,ხელით გავხსნით,გავწურავთ და დავადებთ პირველ ფენას(თუ ფენები ცოტა გაიხა,არ ინერვიულოთ,პირიქით,უფრო გემრიელი გამოდის).ამაზეც გავანაწილებთ გამდნარ მარგარინს(3-4სუფრის კოვზი დაახლოებით)მეორე ფენის მერე შეგიძლიათ უკვე უყოთ ყველი და ბოლოს წინა ფენაში,თუ ბლომად ყველი გაქვთ,თუ არა და მარტო შუაში.მოკლედ,ასე გააკეთებთ ყველა ფენას,მოხარშავთ,ჩააგდებთ ცივ წყალში,გაწურავთ,დადებთ ჟარონაზე და წაუსმევთ კარაქს.ბოლო ფენასაც აღარ ხარშავთ,ლამაზად გაიყვანთ დაახლოებით ჟარონის სიგრძე-სიგანეზე და ჩაუკეცავთ გვერდებს.თავზე ისევ კარაქი(ან მარგარინი)დაჭრით შეწვის წინ.ვწვავთ საშუალოზე მაღალ პარზე.თავი რომ კარგად მოებრაწება,უკვე მზადაა.

ვერ გავიგე ტილოს რაზე აფარებ და კიდე ვერაფრით ვერ ვაბრტყელებ ცომს თხლად და დიდად

Posted by: Zia 13 Apr 2007, 17:01
აქ სადღაც იპანახით მომზადებული ღვეზელის რეცეპტი ეწერა... ისე კარგი იქნებოდა სხვა ვარიანტიც თუ აქვს ვინმეს...
მაინტერესებს კონკრეტულად რა სახის ყველი უნდა, რა სახის არ უნდა ან უნდა თუ არა ყველი საერთოდ ....
მე მაქვს ერთი ჩემებური ვარიანტი მაგრამ მაინტერესებს არის თუ არა უკეთსი ვარიანტებიც....
მადლობთ..

Posted by: pucci 14 Apr 2007, 23:51
ვაშლის პეროგი
მოვზილოტ ფენოვანი ცომი ( მე ვყიდულობ ხოლმე)
შემდეგ გავფრცქვნათ მწვანე ვაშლი( ან ნებისმიერი, გემოვნებით) ამოვაცალოთ გული, ისე რომ ვაშლი მთლიანი დარჩეს და
ჩავუშვათ მდუღარე წყალში, რომელშიც ჩამატებულია ცოტა ტაფლი, ვანილი და შაქარი და სანამ არ მოიხარშება მანამდე იდუღოს, ოღონდ არ უნდა დაიშალოს
შემდეგ ცომს გავაბრტყელებთ და დავჭრით, ნაჭრებათ ( ისე რომ შიგნით ვაშლი დაიდოს და თავი მოეკრას) თითო ნაჭერში დავდებთ ვაშლს და თავს მოვუკრავთ
მერე ღუმელში გაუშვებთ და ეგაა biggrin.gif

Posted by: კორდელია 27 Apr 2007, 23:17

ShadowCat
QUOTE
700 გრ ფქვილი
15გრ მარილი
20გრ შაქარი
20გრ საფუარი
300მლ თბილი წყალი
4ს/კ ზეითუნის ზეთი

ცომი ზუსტად ესე გავაკეთე 2kiss.gif

უგემრიელესი იყოოოოო... alk.gif bis.gif alk.gif bis.gif


Posted by: Breaky 27 Apr 2007, 23:19
KORDELLIA
ეგა ჩემი რეცეპტია givi.gif
ხო მართლა ძალიან გემრიელი ცომი გამოდის??? თან თხელია და თან რბილი, ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს!!!

Posted by: კორდელია 27 Apr 2007, 23:26
Breaky
QUOTE
ეგა ჩემი რეცეპტია

2kiss.gif შენც გაკოცებ კაცო, რა პრობლემაა biggrin.gif

QUOTE
ხო მართლა ძალიან გემრიელი ცომი გამოდის??? თან თხელია და თან რბილი, ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს!!!

yes.gif yes.gif yes.gif


gigi.gif givi.gif უი ეხლა შევხედე სურათზე თარიღს, აპარატმა აურია აშკარად, არადა ეხლა ვჭამე user.gif user.gif user.gif


Posted by: nanka_iuristka 15 May 2007, 23:05
არგენტინული პიცა აინტერესებდათ ზოგიერთებს - ანუ "მარგარიტა"

აი ასე გამოიყურება smile.gif ეს გუშინწინ გავაკეთე...

Posted by: ShadowCat 15 May 2007, 23:09
nanka_iuristka
კაცო, სურათს თან რეცეპტიც მოაყოლე ხოლმე, ვაა! givi.gif

Posted by: nanka_iuristka 16 May 2007, 00:26
ShadowCat

კაცო,ჯერ რეცეპტით უნდა მოიხიბლოს საზოგადოება და შესაბამისად სურათზეა დამოკიდებული მოითხოვენ თუ არა მის რეცეპტს....


მე მაგალითად ხახვმოყრილ პიცას რომ დავინახავ, ყველაფერი მჭირდება მისი რეცეპტის გარდა smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 16 May 2007, 08:47
QUOTE (nanka_iuristka @ 15 May 2007, 21:05 )
არგენტინული პიცა აინტერესებდათ ზოგიერთებს - ანუ "მარგარიტა"

აი ასე გამოიყურება  smile.gif ეს გუშინწინ გავაკეთე...

ჰმმმ, პიცცა "მარგარიტა" არგენტინასთან რა კავშირშია?
"მარგარიტა" არის ერთ-ერთი ტრადიციული, კლასიკური პიცაა, რომლის ინგრედიენტები მხოლოდ პომიდორი, მოცარელლა, ბაზილიკა, ზეითუნის ზეთი, მარილი და ცომია.

Posted by: ShadowCat 16 May 2007, 11:53
nanka_iuristka
ჰოო... სად ხახვი და სად - პიცა biggrin.gif
რაც შეეხება რეცეპტს, სურათმა მომხიბლა, ტაკ ჩტო, განი რეცეპტ! biggrin.gif
(და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს "მარგარიტა" არგენტინულია თუ მოზამბიური - პიცა პიცაა რა! იტალიურიც მიყვარს და ქუთეისურიც biggrin.gif)

Posted by: Doloress 16 May 2007, 22:17
ShadowCat
vik.gif
გაგიხმა ცეპლენია biggrin.gif
360 წამი ნანკა-იურისტკას ავატარივით ვზივარ ყბაზე ხელშემოდებული და დაბოღმილი biggrin.gif

კაპრიჩოზა
მასალა:
ცომი(უახლოეს საცხობში იყიდეთ ჩვეულებრივი პურის ცომი biggrin.gif)
ყველი(ისეთი, როგორიც ხაჭაპურს უნდა)
ლორი(ნიკორასი biggrin.gif)
სოკო(მე ბაზარში ნაყიდი ქამა სოკო მირჩევნია, მარინადს არაფრის გემო არა აქვს, მაგრამ ზატო უფრო მოსახერხებელია)
პამიდორი(მარტო კანი)
პიცის სუნელები.

მომზადება:
ყველს გახეხავთ ან დაჭყლიტავთ. სოკოს გადაავლებთ ადუღებულ წყალს და გაშლით საწურზე, რომ წყალი ჩავიდეს.
პამიდორს გააცლით კანს და ამოაცლით გულს, ანუ მარტო გარეთა მკვრივი ნაწილია საწირო. მერე დაჭრით პაწაწუნა კუბიკებად.
ლორიც უნდა დაიჭრას კუბიკებად.
შეიძლება უცხიმო ტაფაზე შეწვათ ლორიც და სოკოც, უფრო გემრიელია tongue.gif
თუ შეწვავთ, ტაფაზევე დაამატეთ პიცის სუნელები და ცოტა მარილი.
ეს ყველაფერი ერთმანეთში უნდა აურიოთ(ყველი უნდა იყოს ძირითადი მასა), მოაყაროთ პიცის სუნელები, ცოტა მარილი და მოასხათ ზეთი.
კარგად აურიეთ და ცომში ჩააწყვეთ, ჩვეულებრივი ღვეზელივით უნდა იყოს.
გამოაცხვეთ ტაფაზე, ან უფრო უკეთესია, თუ ღუმელში გამოცხვება...

ძააალიან გემრიელიააა! yes.gif

Posted by: nanka_iuristka 19 May 2007, 18:35
არგენტინული "მარგარიტა" (პიცა) ნანკასებურად smile.gif


ინგრედიენტები:

ცომისთვის:
600 გრამი ფქვილი
15 გრამი მარილი
25 გრამი საფუარი
300 მლ ანადუღარი წყალი
5 ს/კ ზეთი

ზემოდან:
200 გრ ნიკორას ჩალაღაჯი
300 გრ მარილიანი სულგუნი
ტომატი პასტა
1 ჩ/კ მზესუმზირის ზეთი
სოკო ( თუ გიყვართ)

ესეიგი ცომის მოზელა მემგონი არავისთვის რთული საქმე არ უნდა იყოს smile.gif ანუ ხდება ამ ინგრედიენტების შეჯამებით smile.gif არგენტინულ პიცას 3 სპეციფიკა ახასიათებს - ცომი უნდა იყოს აუცილებლად ძალიან თხელი, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ვიჩინით(ჩალაღაჯით) იმიტომ რომ არგენტინელები აბოდებენ "ხამონზე" ანუ ვიჩინაზე და მესამე, არ უნდა იყოს გადატვირთული პიცა რასაც სრულიად ვემხრობი, ანუ სულ რამოდენიმე სახის ბოსტნეულს ამატებენ - პომიდორი, პაპრიკა და სოკო. სხვა არვერთ ბოსტნეულს და არანაირი მაიონეზი.

ესიეგი მას შემდეგ რაც ცომს მოზილავთ და უკვე გაფუების შემდეგ გააბრტყელებთ, ტომატში(თქვენი გემოვნებით - ზოგს ძალიან ტომატიანი უყვარს, ზოგს კი ოდნავ) ტომატში შეურევთ 1 კოვზ ზეთს, წაუსმევთ გაბრტყელებულ ცომს, ცომს ზემოთ "ბარაქიანად" მოაყრით გახეხილ სულგუნს, სულგუნს კი ზემოდან რომელი ბოსტნეულიც გნებავთ ამ სამიდან - სოკო, პაპრიკა(ბულგარული) ან პომიდორი....

მე ბოლოს რომ გავაკეთე მხოლოდ სოკო მოვაყარე მარა ხან ვაკეთებ ხოლმე ისე რომ ერთ მხარეს ვაკეთებ პომიდორით მეორე მხარეს სოკოთი... ხო კიდევ ეს 3 სახის ბოსტნეული რაც პიცაში დაიშვება პლზ არ მოაყაროთ ერთ ადგილას ანუ იქ სადაც სოკოა არ მოაყაროთ პაპრიკა და ასე შემდეგ.... ნუ არგენტინელებს მასეთი წესი აქვთ...

ესეიგი სულგუნოყრილ პიცაზე მოაყრით სოკოს,ან პომიდორს ან ბიულგარულს და ზემოდან დაჭრილ ჩალაღაჯს smile.gif იმასაც უკვად და გააქანებთ ღუმელში smile.gif

აი მე ბოლოს სოკოთი გავაკეთე და ასეთი გამობრძანდა ღუმელიდან smile.gif

Posted by: ჰერმიონ 20 May 2007, 02:17
:ნერწყვისყლაპვისსმაილიკი:

არა რა არ ვვარგივარ ქალად cry.gif

Posted by: ratom86 22 May 2007, 22:20
ეეეჰ,მე გავაკეთე პიცა პირველად და ძალიან უგემური გამოვიდა,ტომატის გემო ქონდა,sad.gif

Posted by: Doloress 24 May 2007, 14:43
დიაცებო!

ხაჟაპური მინდა გავაკეთო. არ ვიცი, როგორი გამოვა, ცოტა ძველი ყველი მაქვს.. sad.gif

მაგრამ იდეა მომივიდა, - მაიონეზი რომ შევურიო გახეხილ ყველს და ისე გამოვაცხო, არ იქნება გემრიელი?! baby.gif

სასტიკად არ მიყვარს, რაღაც რომ არ გამომდის და თან ექსპერიმენტები მიზიდავს, ამიტომ ვკითხულობ smile.gif

ოპერატიულად მიპასუხეთ - უკვე მაღაზიაში მივდივააარ .... tongue.gif

Posted by: BadbadGirl 24 May 2007, 18:38
dolores
მემგონი კაი გამოვა smile.gif
თუმცა ჯობია სმეტანა დაამატო და არა მაიონეზი (სმეტანას უფრო აქვს ყველის გემო ვიდრე მაიონეზს რომელიც შეიცავს ზეთს კვერცხს და საერთოდ გემო აქვს განსხვავებული, არა - ყველური biggrin.gif biggrin.gif )
მე ასე მოვიქცეოდი შენს ადგილას

Posted by: Doloress 24 May 2007, 20:37
BadbadGirl
მადლობა wink.gif

გავაკეთე ნაწილი ჩვეულებრივი(უბრალოდ კვერცხი დავამატე, რომ შეკრულიყო) და ნაწილი მწვანე ხახვით და მაიონეზით(შენი პოსტი მერე ვნახე), მშვენიერი გამოვიდა და არც ისე მარილიანი, როგორც მეგონა smile.gif

კმაყოფილია ქმარ-ძაღლი! bis.gif

Posted by: BadbadGirl 24 May 2007, 20:46
dolores
QUOTE
კმაყოფილია ქმარ-ძაღლი! bis.gif

ეს განსაკუტრებით მთავარია

ისე მინდა ხაჩაპური სიამოვნებით შეუერთდებოდი შენი კმაყოფილი ქმა-ძაღლის რიგებს

Posted by: Doloress 24 May 2007, 21:31
BadbadGirl
QUOTE
ისე მინდა ხაჩაპური სიამოვნებით შეუერთდებოდი შენი კმაყოფილი ქმა-ძაღლის რიგებს

welcome თუ საქართველოში ხარ tongue.gif

Posted by: BadbadGirl 24 May 2007, 21:56
dolores
QUOTE
welcome თუ საქართველოში ხარ
დიდი მადლობა, მაგრამ
დამერცმუნე საქართველოში რომ ვიყო ასე არ დავმშევდი თავს ხაჭაპურით


ლოლ არადა მეზარება გაკეთება , კი არ მეზარება არამედ ცომის მოზილვა არ ვიცი კარგად, არ გამომდის არაფრად sad.gif sad.gif

Posted by: Vika 24 May 2007, 22:14
BadbadGirl
მზა ცომი არ იყიდება თქვენთან?

Posted by: BadbadGirl 24 May 2007, 22:21
Vika
კი იყიდება მაგრამ ხაცჰაპური რომ ვცადე არ გამოვიდა
რაღაც ფენოვანივითაა ერთი ვარიანტი და მეორე ძალიან თხელი ფენებია გამჭრვალე და გამოცხობამდე ზეტი უნდა გადაუსვა.
მოკლეთ ორივეტი ვხადე და უგემური გამომივიდა

Posted by: Vika 24 May 2007, 22:24
BadbadGirl
ფენები phyllo ცომია, ნაპოლეონისთვის, etc. ერთხელ მეც ავიღე, მეგონა გამიადვილდებოდა, მაგრამ მეტი ვიწვალე.

ვოლოს ვიყიდე ჩვეულებრივი pie crust, მაგით ვაკეთებ (როცა მაწვებიან მეგობრები არიქა ხაჭაპურიო biggrin.gif).

Posted by: BadbadGirl 24 May 2007, 22:26
აქ არავინ არ მაცვება ხაჭაპურიო ტორემ ვინ იცის იქნებ მესცავლა ადამიანური ცომის მოზილვა biggrin.gif biggrin.gif

ბოლო ჩემი ცომის მოზილვის გამოცდილება იყო " ნაზუქი "
"მოვზილე ცომი " გამოვაცხვე და მერე რომ დავჭერი სულ ფქვილის თეთრი ლაქები მხვდებოდა, ჩემმა ქმარმა როგორ ჭამა ის საზიზღრობა დღემდე არ ვიცი biggrin.gif gigi.gif

Posted by: Vika 24 May 2007, 22:32
BadbadGirl
ტრიუკს გასწავლი biggrin.gif
ქმარმა მოზილოს. მუჟსკიე სილ'ნიე რუკი, მაშ. biggrin.gif

Posted by: BadbadGirl 24 May 2007, 22:37
QUOTE
BadbadGirl ტრიუკს გასწავლი biggrin.gif ქმარმა მოზილოს. მუჟსკიე სილ'ნიე რუკი, მაშ.

biggrin.gif
ჩემი ქმარი ფქვილს კი არა ნორმალურმა ადამიანმა სამზარეულოს საერთოდ არ უნდა გააკაროს ისეთებს სჩადის smile.gif smile.gif

Posted by: Antigone 24 May 2007, 22:41
BadbadGirl
მე არ გამიკეთებია არასდროს, მაგრამ რაღაც ცომს ყიდულობენ ხოლმე ჩემი ფლეთმეითები - ფენოვანს. ხაჭაპურსაც აკეთებდა ქართველი ფლეთმეითი. ვკითხავ, რა ერქვა იმ ცომს. მაგრამ, პრინციპში, ეგეთი თხელი ცომია რა ეგეც...

Posted by: BadbadGirl 24 May 2007, 22:44
Antigone
QUOTE
მე არ გამიკეთებია არასდროს, მაგრამ რაღაც ცომს ყიდულობენ ხოლმე ჩემი ფლეთმეითები - ფენოვანს. ხაჭაპურსაც აკეთებდა ქართველი ფლეთმეითი. ვკითხავ, რა ერქვა იმ ცომს.

კითხე ძალაინ დამავალებ smile.gif smile.gif
იმდია ის ცომი არ აღმოჩნდება რომელსაც მე ვიყენებ პიროგების გასაკეთებლად და ხაჩაპურისთვის არ გამომადგა ახლა ვანახე და ცომს ქვია - "ლეველეში "

Posted by: Antigone 24 May 2007, 23:13
BadbadGirl

უკრაინელის ვარიანტი - რ-ზე იწყება, ტესტოზე მთავრდება.
ჩეხის ვარიანტი - liszt რაღაც biggrin.gif და საერთოდ, ცომს გააჩნია, ზოგით გამოდის, ზოგით არაო. ხაჭაპურზეა ლაპარაკი, ამათაც იციან biggrin.gif
მაგრამ სასარგებლო ინფორმაცია ისაა, რომ ჩვეულებრივი ცომიც იყიდება იქვეო. მაგრამ ჩვეულებრივი ცომისგან მე როგორც ვიცი, არ გამოდის ხაჭაპური, მაწონი უნდა smile.gif

Posted by: Doloress 24 May 2007, 23:18
BadbadGirl
QUOTE
ლოლ არადა მეზარება გაკეთება , კი არ მეზარება არამედ ცომის მოზილვა არ ვიცი კარგად, არ გამომდის არაფრად 

მეც არ ვიცი biggrin.gif ძალიან გავწვალდი, რამდენჯერაც დავაპირე.
მივდივარ უახლოეს საცხობში და ცომს ვყიდულობ წონით, საკმაოდ იაფია - 600გრ. 50 თეთრი, ნამდვილად ანაზღაურებს ჩემს ნერვებს და დროს wink.gif
მშვენიერი მამა-პაპური ხაჭაპურები და ღვეზელები გამომდის wink.gif

Posted by: BadbadGirl 24 May 2007, 23:21
Antigone
QUOTE
ჩეხის ვარიანტი - liszt რაღაც biggrin.gif და საერთოდ, ცომს გააჩნია, ზოგით გამოდის, ზოგით არაო. ხაჭაპურზეა ლაპარაკი, ამათაც იციან biggrin.gif

მეც ავღნიშნე ზევით რომ ორით ვცადე და არ გამომივიდა
თუმცა რუსული პეროგები გამოდის უმნია მნიაესი smile.gif smile.gif


დოლორეს - სად ვეძებო მე აქ საცხობი ა ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Antigone 24 May 2007, 23:25
BadbadGirl
მეტროს "პრინცესებში" იკითხე, იქნებ მოგყიდონ givi.gif

Posted by: BadbadGirl 24 May 2007, 23:27
Antigone
QUOTE
BadbadGirl მეტროს "პრინცესებში" იკითხე, იქნებ მოგყიდონ givi.gif

:დ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Guardian 30 May 2007, 09:57
თბილისში სად შეიძლება ხორბლის კარგი ნამდვილი შავი პურის ყიდვა?
შეღებილ ნაგავს რომ ყიდიან, იმას არ ვგულისხმობ.
კიდევ მაინტერესებს, თბილისში სადმე თუ იყიდება ისეთი შავი პური, რომელსაც მზესუმზირას მთელ-მთელი მარცვლები აქვს გარეული?
ძალიან გემრიელია ეგეთი.

Posted by: ShadowCat 30 May 2007, 10:51
guardian
QUOTE
თბილისში სადმე თუ იყიდება ისეთი შავი პური, რომელსაც მზესუმზირას მთელ-მთელი მარცვლები აქვს გარეული?

კი, იყიდება (თითქმის ყველა მარკეტში), რაღაც ლიტვური საცხობი უშვებს მგონი, და ძალიან გემრიელია.
მაგრამ:
QUOTE
შეღებილ ნაგავს რომ ყიდიან, იმას არ ვგულისხმობ

ამ კატეგორიაში გადის თუ არა, ვერ გეტყვი baby.gif

Posted by: Solveig 31 May 2007, 00:25
QUOTE
კი, იყიდება (თითქმის ყველა მარკეტში), რაღაც ლიტვური საცხობი უშვებს მგონი, და ძალიან გემრიელია.

yes.gif

მგონი სამნაირია-ერთი ჩვეულებრივი შავი, მეორე ე. წ. 0% (უსაფუვრო) და მესამე-მზესუმზირას მარცვლებიანი. მე ყველას ჩვეულებრივი მირჩევნია..
QUOTE
ხორბლის კარგი ნამდვილი შავი პურის ყიდვა

ხორბლისგან შავი პური არ ცხვება/..თუ ქატო გაურიე, რუხი გამოვა. შავი პური ცხვება ჭვავის ფქვილისაგან.

Posted by: nanka_iuristka 1 Jun 2007, 07:47
მასეთ მზესუმზირა ნარევ პურებს ისრაელში ეწერა "მხოლოდ ქალებისთვის" smile.gif

დღესაც ვერ გამიგია რატომ smile.gif ჰმ spy.gif

Posted by: ვეძმა 12 Jul 2007, 17:12
ILG
QUOTE
მგონი შერეული უნდა იყოსო საქონლის და ღორის

მე რვაფეხას ხორცისგანაც მომზადებული ხინკალი მიჭამია ჩინურ რესტორანში. რაღაცნაირად ნაზი და ტკბილი იყო....
არ ვკაიფობ, მართლა ჰქონდათ ეს კერძი, ოღონდ ჩემი პირადი შეკვეთით.
dolores
QUOTE
მშვენიერი მამა-პაპური ხაჭაპურები და ღვეზელები გამომდის

მამაპაპური როგორ?

Posted by: babble 16 Jul 2007, 02:31
ე.ი. ყველაზე & ყველაფერზე მეტად მიყვარს აჩმა & რა ვქნა ???love.gif yes.gif love.gif ხო, კიდევ "ონიაშვილზე" აცხობენ მაგარ ლობიანების & ხაჭაპურებს yes.gif smile.gif

Posted by: gabarzgaleba 18 Jul 2007, 16:09
ხალხო, ვისაც მჭადიც გიყვართ და ლობიანიც, გირჩევთ ლობიანი მჭადი გააკეთოთ, თუკი კეცზე გააკეთებთ, კიდე უკეთესი გამოვა.

Posted by: killer 18 Jul 2007, 16:36
gabarzgaleba
ლობიანი მჭადი როგორ?

Posted by: Gerard 18 Jul 2007, 17:10
gabarzgaleba
გემრიელი რამეა მამიდაჩემი აკეტებს ხოლმე, კიდევ ფენოვანი ლობიანი იფ იფ chups.gif

Posted by: Solveig 21 Jul 2007, 18:49
QUOTE (gabarzgaleba @ 18 Jul 2007, 15:09 )
ხალხო, ვისაც მჭადიც გიყვართ და ლობიანიც, გირჩევთ ლობიანი მჭადი გააკეთოთ, თუკი კეცზე გააკეთებთ, კიდე უკეთესი გამოვა.

სხვათა შორის, ვცადე და არ მომეწონა.

ცალ-ცალკე სჯობს მჭადი და ლობიო (იმერეთი მრავალჟამიერ biggrin.gif) კაი ჭყინტი ყველიც თუ იქნა, მთლად უკეთესი biggrin.gif

Posted by: kato-kato 22 Jul 2007, 10:18
QUOTE
თუ ნახავ რომ უკვე იკრავს ფენას

ტაფამ რო არ დაიკრას ბლინების გამოცხობის დროს, მაცაში უნდა ჩაასხა 200 გრ ზეთი.

Posted by: Solveig 23 Jul 2007, 23:29
QUOTE
200 გრ ზეთი



რა ამბავიაააა spy.gif

ერთ ლიტრ თხევად ცომზე 2 სუფრის კოვზს ვიღებ.

Posted by: Peppi 24 Jul 2007, 11:35
QUOTE
ტაფამ რო არ დაიკრას ბლინების გამოცხობის დროს, მაცაში უნდა ჩაასხა 200 გრ ზეთი

QUOTE
რა ამბავიაააა

აბაა, 20 გრამი უნდა იყვეს ალბათ.

მეც სუფრის კოვზით ვასხამ, 1 ან 2 კოვზს, გააჩნია ცომის რაოდენობას

Posted by: 2PAC 16 Oct 2007, 11:37
ოფტოპიკში ნუ ჩამომრთმევთ მაგრამ ეხლა გეახლებით ლობიანს!
მოკლედ ძალიან მაგარი რამეა რა! აი ალაგ ალაგ ლობიო რომ შეგხვდება მთლიანი როგორ მიყვარს და ცომიც რომ ფაფუკია! აუ მოკლედ ლობიანს მივირთმევ უზომოდ! და ძალიან მოხარული ვარ რომ ამ ბოლო დროს შეინინება ლობიანის ნაირსახეობები... ჩვეულებრივი ლობიანი, ლობიანის ღვეზელი, ფენოვანი ლობიანი... აი ეს უკანასკნელი ძალიან კარგი მიგნებაა მოკლედ მაგარია რა! კაი რაჭული ლობიანი ლორის ნახარშით გაკეთებული! პალჩიკი აბლიჟეშ!

ვინმემ კიდევ სხვა სახით ხომ არიცით....

Posted by: BadbadGirl 18 Oct 2007, 23:01
უნგრული ნაციონალური " ლანგოში " ( "ხაჭაპური "-ის სახეცვლილი ვარიანტი tongue.gif )
ესაა უნგრული ნაციონალური კერძი, ვინც უნგრეთში ყოფილა და ეს არ გაუსინჯავს იგივეა რაც საქართველოში იყო და ხინკალი და ხაჭაპური არ გასინჯო smile.gif

მომზადების წესი:
1.ვაკთებთ ცომს: 1 კგ ფქვილს ვამატებთ 100მგ თბილ რძეს რომელშიც წინასწარ ჩაყრილი და ამოფუებულია 30-40 გრ დროჟი . ვამატებთ მწიკვ მარილს, 1 ცალს კვერცხს, 1 კბილ დაჭყლეტილ ნიორს. დავიწყებთ ცომის მოზილვას, თბილ წყალს დავამატებთ იმდენს რომ პურის ცომის მაგვარი მოიზილოს . დავდებთ თბილ ადგილას და დაველოდებით ცომის ამოსვლას.

2.ვაკეთებთ სოუსს: მაწონს ან სმეტანას ავთქვიფავთ და დავუმატებთ ნიორს გემოვნების მიხედვით ისე რომ გემო ქონდეს, მაგრამ მთლად ძლიერი არა.

3. ვიღებთ ქვაბს, ვასხავთ შიგ ზეთს . ისე რომ მე-4-ე პუნქტში ნახსენებ ცომის ფირფიტას რომ ჩავუშვებთ მთლიანად დაიფაროს ზეთში და შეიწვას.

4. ამოსული ცომისაგან ვაკეთებთ სულ პაწია გუნდებს, შემდეგ მათ ვაბრტყელებთ დაახლოებით საშუალო ზომის თეფშის სისქეზე (პრინციპში ქვაბის ზომის მიხედვით გათვალეთ, რამხელაც ჩაეტევა ისე გააბრტყელეთ, Mთავარია დაახლოებიტ 3-4 მმ სისქის იყოს. ) და ვდებთ ადუღებულ ზეთიან ქვაბში,ჯერ ვწვავთ ერთ მხაეს, მერე მეორე მხარეს.

5 ამოვიღებთ ქვაბიდან ჩვენ შემწვარ ცომს და ცხელ ცხელს მოვუსმევთ ჩვენ სოუსს, იმდენს რამდენიც გინდათ. შემდეგ მოვაყრით დაფხშვნილ უმარილო ყველს, ამასაც რამდენიც გინდათ.

ბოლოს დაჯდებით და გემრიელად მიირთმევთ smile.gif


Posted by: ShadowCat 18 Oct 2007, 23:17
BadbadGirl
QUOTE
30-40 გრ დროჟი

აუ, დროჟის წონა როგორ უნდა გაიგოთ, გამაგებინეთ რა! user.gif
რაცხა გერმანული დროჟი მაქვს ნაყიდი.. შეკვრაში არის 3 თუ 4 პაკეტი და წონა არ აწერია ზედ no.gif
ერთხელ პიცა გავაკეთე, ერთხელაც - ხაჭაპური biggrin.gif
კი კარგი გამოვიდა მაგრამ.. მაინც - სიზუსტე მიყვარს biggrin.gif

პ.ს. ეგ შენი უნგრული ეროვნული "ხაჭაპური" მეტისმეტად ცხიმიანი არაა? spy.gif

Posted by: BadbadGirl 18 Oct 2007, 23:21
ShadowCat
QUOTE
გ შენი უნგრული ეროვნული "ხაჭაპური" მეტისმეტად ცხიმიანი არაა? spy.gif

კი, მაგრამ რომ ამოიღებ შემცვარ ლანგოშს დადე სალფტკის ქარალდზე და შეიწოვს.
თან შანსი არაა ბევრს ვერ შეჭამ ჰაჰა 2 ცალი, ძალიან მსუყუა და გემრიელი smile.gif
წონას რაც შეეხება თავად შეკვრაზე უნდა ექეროს რამდენი გრამია, ან როგორც იცი ცომის გაკეთება ისე გააკეთე ოღონდ 1 კილოზე გათვალე ყველაფერი .

ჩემი ქმარია ლანგოშის დიდიიი კლიენტი, კიდე პოგაჩები უყვარს, (ერთგვარი მარილიანი ცომეულია სუპებთან მისატანებლად. პურის მაგივრად ჭამენ გულიაჟთან და სხვა სუპებთან ერთად smile.gif )
მათ რეცეპტსაც მალე დავწერ, smile.gif ახლა ცხვება კაკრას biggrin.gif

Posted by: ShadowCat 18 Oct 2007, 23:24
BadbadGirl
QUOTE
თავად შეკვრაზე უნდა ექეროს რამდენი გრამია

მთელი უბედურებაც მაგაშია, რომ არ წერია biggrin.gif
ტოისტ, ასეთი რაღაც წერია (რამდენადაც ჩემი გერმანულიდან მივხვდი), 500 გრ ფქვილზე 25 გრამი საფუარიო..
ჰოდა.. იმედი მაქვს, რომ 25 გრამია ეს "პაკეტიკი" biggrin.gif

Posted by: BadbadGirl 18 Oct 2007, 23:26
ShadowCat
ნამდვილად 25გრამია. ხოდა 1 კილო ფქვილზე უქენი ეგ 25 და მეორეს ნახევარი smile.gif

Posted by: BadbadGirl 25 Oct 2007, 18:57
ახლა ვაკეთებ ხინკალს tongue.gif
ცომი შემდეგნაირად მოვზილე :
700გრ ფქვილს დავასხი 250მლ წყალი + მასში კარგად ათქვეფილი კვერცხი. + მარილი გემოცნებით.
გადავზილე ეს მასა კრგად, და შემდეგ მოვახვიე ცელოფანი, დავდე 30 წუთით , მერე ისევ გადავზილე და ისევ დავდე 30 წუთით . (აი ახლა დეს ზუსტად მეორედ გადაზელილი ცომი ცელოფანში)
ფარში ავიღე ძროხის და ღორის გარეული . დავამატე ძალიან წვრილად დაკეპილი ხახვი + ბაზილიკა მარილი და შავი წიწაკა. მართლა კარგი სურნელი აქვს.
რო მოვხარშავ ხინკლებს ჩავაკარტოჩკებ და დავდებ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 25 Oct 2007, 20:04
BadbadGirl
QUOTE
ახლა ვაკეთებ ხინკალს
ცომი შემდეგნაირად მოვზილე :
700გრ ფქვილს დავასხი 250მლ წყალი + მასში კარგად ათქვეფილი კვერცხი. + მარილი გემოცნებით.
გადავზილე ეს მასა კრგად, და შემდეგ მოვახვიე ცელოფანი, დავდე 30 წუთით , მერე ისევ გადავზილე და ისევ დავდე 30 წუთით . (აი ახლა დეს ზუსტად მეორედ გადაზელილი ცომი ცელოფანში)
ფარში ავიღე ძროხის და ღორის გარეული . დავამატე ძალიან წვრილად დაკეპილი ხახვი + ბაზილიკა მარილი და შავი წიწაკა. მართლა კარგი სურნელი აქვს.
რო მოვხარშავ ხინკლებს ჩავაკარტოჩკებ და დავდებ 


ისე, ბოლო დროს, ცოტა გულგრილი გავხდი ხინკლის მიმართ. მარა კაი ყველაფერი კაია. მამენტ ჯობდა დაგეკეპა ხორცი, ეგრე უფრო გემრიელია. როგორც კუბდარს არ უხდება გატარებული ხორცი, ასევე ხინკალიც ვერ იტანს რკინებში ნაჟღვლემ ხორცს.

Posted by: BadbadGirl 25 Oct 2007, 21:02
gabarzgaleba
ხინკალი არ მიჭამია ალბათ ორი წელია biggrin.gif biggrin.gif ,ხორცის დაკეპვა როგორ უნდა არ ვიცი biggrin.gif
ისე მართლა კაი ხინკალი გამოვიდა, მოგვეწონა არ ვიცი რატომ, იმიტომ რომ დამავიწყდა ნამდვილი ხინკალის გემო , თუ იმიტომ რომ მართლა კაი გავაკეთე biggrin.gif
ჰმ ვერ გადავიღე კარგი სურათი sad.gif

Posted by: ShadowCat 25 Oct 2007, 22:55
gabarzgaleba
QUOTE
როგორც კუბდარს არ უხდება გატარებული ხორცი, ასევე ხინკალიც ვერ იტანს რკინებში ნაჟღვლემ ხორცს

ვერ დაგეთანხმები..
კუბდარი კუბდარია და ხინკალი - ხინკალი yes.gif

BadbadGirl
მშვენიერია! up.gif
good job!

Posted by: gabarzgaleba 25 Oct 2007, 23:02
ShadowCat
QUOTE
ვერ დაგეთანხმები..
კუბდარი კუბდარია და ხინკალი - ხინკალი


მენდე, გატარებული ხორცი არც ერთს არ უხდება (ისე, მართალი ხარ, კუბდარი კუბდარია, ხინკალი ხინკალი biggrin.gif)

Posted by: ShadowCat 10 Nov 2007, 00:49
მმმმმ! ამასწინათ გავაკეთე პიცა და გამოვიდა ძალიან, ძალიან კარგი! bis.gif
ცომი იყო ფანტასტიური! (მადლობა auau-ს 2kiss.gif)
პიცაში კი, მოგეხსენებათ, მთავარია ცომი და "პასტა", დანარჩენი უკვე ფანტაზიის საქმეა wink.gif

ზნაჩიტ ტაკ..

ცომი:
15 გრ საფუარი
1/2 ჩ.კ. შაქრის ფხვნილი
180 მლ თბილი წყალი
225 გრ ფქვილი
ცოტაოდენი მარილი
2 ჩ.კ. ზეთი

საფუარსა და შაქრის ფხვნილს პატარა ჯამში ვურევთ ერთმანეთს, ვამატებთ თბილ წყალს და ცოტა ხნით (დაახლოებით 10 წუთი) ვაჩერებთ. მასა "მზად იქნება", როცა ზედაპირზე პატარა ბუშტები გაუჩნდება.

ვიღებთ ფქვილს, ვურევთ მარილს; შუაში ვაკეთებთ პატარა "ორმოს" და ვამატებთ ზეთსა და საფუარის მასას.
ხის კოვზით ნელ-ნელა თან ვურევთ და თან კიდეებიდან თანდათანობით ცენტრში ჩამოგვაქვს ფქვილი.
საბოლოოდ ფქვილს და სითხეს კარგად ვურევთ ერთმანეთში და ვზილავთ ცომს.

ცომი გადმოგვაქვს ფქვილ-მოყრილ ზედაპირზე და ვზილავთ მანამ, სანამ ის არ გახდება რბილი და "წელვადი", "კურკუშელების" გარეშე (აუ, საოცრად ფაფუკია! smile.gif )

მზა ცომი გადაგვაქვს ოდნავ შეზეთილ ჯამში (მარლა დაასველეთ ზეთში და ჯამის ფსკერსა და კედლებზე წაუსვით), თავზე ვახურავთ და ვდგამთ თბილ ადგილზე მანამდე, სანამ ცომის მოცულობა 2-ჯერ არ გაიზრდება.

შემდეგ ამოვიღებთ და გავაბრტყელებთ ფქვილ-მოყრილ ზედაპირზე.

1 შენიშვნა:
რეცეპტის თანახმად ეს არის 1 პიცის პორცია, რომელიც უნდა გაბრტყელდეს მრგვლად, 25 სმ-იანი დიამეტრით. მე ავიღე 2 პორციის მასალა და ვინაიდან თხელი პიცა უფრო მომწონს...
მოკლედ, გამოვიდა ისე, რომ მივიღე 3 პიცა, თანაც გათვალისწინებულზე დიდი biggrin.gif
ასე რომ, ვისაც ჩემსავით თხელი პიცა მოსწონს, გაითვალისწინეთ yes.gif

პასტა:
ავიღოთ ხახვის 1 პატარა თავი და 1-2 კბილი (ზომას გააჩნია) ნიორი.
ხახვი დავჭრათ რაც შეიძლება წვრილად, ნიორი - გავხეხოთ (ჩემი აზრით, გაჭყლეტილს ისევ წვრილ სახეხზე გახეხილი ჯობია).
ქვაბში/ტაფაში ჩავასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და მოვშუშოთ ხახვი და ნიორი დარბილებამდე.
ჩავასხათ 400-450 გრ პამიდორი (დაკუწულ-დაკონსევრებული რომაა), 1 ს.კ. ტომატი, ცოტა მარილი, 1 ჩ.კ. (ბევრი არ მოგივიდეთ smile.gif ) შაქრის ფხვნილი, მარილ-პილპილი (გემოვნებით) და სუნელები (ასევე სურვილისა და გემოს მიხედვით)..

ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ არ გასქელდება (თითქმის უნდა განახევრდეს).

ცხადია, ცომზე გაგრილებული "პასტა" უნდა წავუსვათ smile.gif

პიცა გამოაცხეთ მაღალ ცეცხლზე, ქურის შუა ან ზედა განყოფილებაში.
15-20 წუთში მზადაა yes.gif

გემრიელად მიირთვით wink.gif

Posted by: didi bege 14 Nov 2007, 12:29
ხაჭაპურის ჭამის იმერული ტექნოლოგია

ვართ სტუმრად
ვიღებთ სუფრაზე ახალ შემოტანილ ცხელ ხაჭაპურს და მისი სიცხელის საბაბით ვათამაშებთ თითებით თითქოს და გაგრილება გვინდა, როდესაც შეგრილდება კიდეც და ყველის ძირითადი მასა ხაჭაპურის ქვედა ნაწილში დაგროვდება , ზედა ნახევარს მოვახევთ და მივივიწყებთ
დარჩენილ ქვედა ნაწილს კი გამოპენტილს ყველით გემრიელად შევექცევით.

პ.ს. რას არ ისწავლი სამტრედიაში კაცი

Posted by: erekle III 7 Dec 2007, 00:10
ხინკალი თელავური(ერეკლესაგან)biggrin.gif
ინგრედიენტები:
1კგ ფარში(საქონელი და ღორი, შეიძლება ცხვარიც დაემატოს!)
1,2კგ ფქვილი(სასურეველია შინაური რუხი ფქვილი. თუ ვერ იშოვნით, მაშინ "მზეკაბანი")
დაახლოებით 200 გ ხახვი, 2 კბილი ნიორი(მხოლოდ არომატისათვის), შავი პილპილი(ფარშში შეიძლება შავთან ერთად დაფქვილი წითელი წიწაკაც გამოვიყენოთ), ძირა, მარილი.
მომზადების წესი:
1.ცომი: "ძარღვიანი" (მაგარი) ცომი იზილება მარილიან თბილ წყალში!!! მოზელვის შემდეგ ცომს მოვაყრით ფქვილს, გადავაფარებთ ჩაის ტილოს და დაახლოებით ნახევარ საათს "დავასვენებთ". შემდეგ კიდევ ერთხელ გადავზილავთ და ცომი მზადაა!
2. ფარში: თანაბარი რაოდენობით ვიღებთ საქონლის და ღორის ხორცს. ხინკალი რომ წვნიანი გამოვიდეს, სასურველია ღორის მსუქანი ხორცი (არც მთლად ქონი). დავამატოთ ხახვი, ნიორი, ძირა, პილპილი და გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში.
ფარშს აუცილებლად დავასხათ ადუღებული წყალი (ეს ჩემი საიდუმლოა)!!! დავდგათ 5 წუთი და ფარშიც მზადაა...
ხინკლის "მოხვევა" კი თქვენთვის მომინდვია tongue.gif

Posted by: marta007 8 Dec 2007, 00:36
didi bege
QUOTE
ხაჭაპურის ჭამის იმერული ტექნოლოგია

ვართ სტუმრად
ვიღებთ სუფრაზე ახალ შემოტანილ ცხელ ხაჭაპურს და მისი სიცხელის საბაბით ვათამაშებთ თითებით თითქოს და გაგრილება გვინდა, როდესაც შეგრილდება კიდეც და ყველის ძირითადი მასა ხაჭაპურის ქვედა ნაწილში დაგროვდება , ზედა ნახევარს მოვახევთ და მივივიწყებთ
დარჩენილ ქვედა ნაწილს კი გამოპენტილს ყველით გემრიელად შევექცევით.

პ.ს. რას არ ისწავლი სამტრედიაში კაცი

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ვართ სტუმრად მომეწონა.

Posted by: BadbadGirl 9 Dec 2007, 17:58
ხალხო , გურული საშობაო ღვეზელი როგორ გამოვაცხო ???

Posted by: gabarzgaleba 9 Dec 2007, 18:23
BadbadGirl
QUOTE
ხალხო , გურული საშობაო ღვეზელი როგორ გამოვაცხო ???


ხაჭაპური თუ გაგიკეთებია როდისმე, არ გაგიჭირდება. მთავარია ფორმა ქონდეს ნახევარმთვარის, და შიგნით შუაზე გაჭრილი კვერცხი უნდა იყოს ორივე ნახევარი. ჭამის წინ სამჯერ უნდა შემოიტარო თავის გარშემო. მისაყოლებლად არაყია კაი, ხილის არაყი. smile.gif უფრო კონკრეტულად თუ გინდა მითხარი...

Posted by: BadbadGirl 9 Dec 2007, 18:28
gabarzgaleba
კი გამიკეთებია .... მაგრამ ცომი რაღაც არ გამომდის კარგი sad.gif
შეგიძლია მასწავლო კარგი ცომი როგორ გავაკეთო ხაჭაპურისათვის?

Posted by: gabarzgaleba 9 Dec 2007, 18:44
BadbadGirl
QUOTE
შეგიძლია მასწავლო კარგი ცომი როგორ გავაკეთო ხაჭაპურისათვის?


ცომში ვერც მე ვარ მაგარი, უფრო ხორცისტი ვარ, მარა დედაჩემი ასე აკეთებდა, ჩემმა დამ როგორც მითხრა (ალბათ ყველა ეგრე აკეთებს): ნახევარ ლიტრ წყალში ხსნი ერთ ჩაის კოვზ საფუარს, ერთ მწიკვ მარილს უზამ, ერთი სადილის კოვზი ზეთი და მერე ფქვილი რა თქმა უნდა (მოზელვის მოძრაობებს ნუ მომთხოვ, ეგ მარტო რეალში შემიძლია გასწავლო biggrin.gif). ხო კიდე, ხაჭაპული სიფარფატითა და სითხელით ფასდება. გულრულისთვის მემგონი არარი აუცილებელი ეგეტი გამჭვირვალობა biggrin.gif

Posted by: waiter 9 Dec 2007, 18:46
ბლინებზე იყო ლაპარაკი, და ტაფაზე რო არ მიეკრას ერთ ხრიკს გასწავლით, რომელიც ბებიაჩემმა მასწავლა, რუსია. ხოდა ყოველი ბლინის დასხმის ცინ ტაფა ცივ წყალში უნდა ჩაყოთ. მოიმზადეთ დიდი ჯამი წყლით სავსე და რო გადმოიღებთ ხოლმე ბლინს ჯერ ტაფის ძირი წყალში ჩააწეთ და შემდეგ დაასხით ახალი ცომი. გარანტიას გაძლევთ რომ არცერთი ბლინი აღარ მიიწვავს.
მე პირადად ტეფალის ტაფას ვიყენებ და ისედაც აღარ იწვავს, ვისაც ასეთი ტაფა არა აქვს, კარგი გამოსავალია წყალი.
ხოდა თუ ბევრ ბლინებს აცხობთ, ყალი შეიძლება გაცხელდეს და მოგიწევთ ერთი-ორჯერ გამოცვლა.

Posted by: Dr_Zuzumbo 9 Dec 2007, 19:25
QUOTE (waiter @ 9 Dec 2007, 18:46 )
ბლინებზე იყო ლაპარაკი, და ტაფაზე რო არ მიეკრას ერთ ხრიკს გასწავლით, რომელიც ბებიაჩემმა მასწავლა, რუსია. ხოდა ყოველი ბლინის დასხმის ცინ ტაფა ცივ წყალში უნდა ჩაყოთ. მოიმზადეთ დიდი ჯამი წყლით სავსე და რო გადმოიღებთ ხოლმე ბლინს ჯერ ტაფის ძირი წყალში ჩააწეთ და შემდეგ დაასხით ახალი ცომი. გარანტიას გაძლევთ რომ არცერთი ბლინი აღარ მიიწვავს.
მე პირადად ტეფალის ტაფას ვიყენებ და ისედაც აღარ იწვავს, ვისაც ასეთი ტაფა არა აქვს, კარგი გამოსავალია წყალი.
ხოდა თუ ბევრ ბლინებს აცხობთ, ყალი შეიძლება გაცხელდეს და მოგიწევთ ერთი-ორჯერ გამოცვლა.

მე ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით: მრავალი შეცდომისა და ლანძღვა-გინების შემდეგ მივაღწიე ბლინის კეთების ოპტიმალურ ხერხს.
პირველ რიგში საჭიროა თუჯის სქელი ტაფა. არსებობს ბლინისა და "სირნიკის" ზომის, სპეციალური ტაფები, რომელიც ჩვენც შევიძინეთ ამ 2 წლის წინ. სანამ მასას მოასხავდეთ ტაჶა კარგად გაახურეთ. შემდეგ კი ცხიმის ტაფაზე დაგდების სანაცვლოთ, აიღეთ სუფთა ბამბას და ცხიმში ჩაწობილი სწრაფად მოუსვით ტაფას ისე, რომ ცხიმმა მხოლოდ შეასველოს ტაფის ზედაპირი. ამის შემდეგ კი ასხავთ ბლინის მასას და ისე ამოძრავებთ აქეთ-იქეთ, რომ თანაბრად მოეფინოს. თუ ხორცის ბლინჩიკებისათვის აკეთებთ ბლინებს, მაშინ მხოლოდ ერთი მხარიდანა წვავთ და ხორცს, გახვევისას შემწვარ მხარეზე აგცევთ(შემდეგ რა თქმა უნდა უკვე გახვეულს კარგად ბრაწავთ კარაქში.
ყოველი ახალი ბლინის მასის დასხმის წინ ცხიმიანი ბამბა მოავლეთ ხოლმე ტაფას.
გარწმუნებთ, რომ პირველი ბლინიც კი "კომომ" არ გამოვა.

Posted by: waiter 9 Dec 2007, 20:06
Dr_Zuzumbo
მაგ ხერხი უკვე დაწერეს, მაგრამ ცხიმიანი გამოვა ალბათ ყოველ ბლინს თუ ზეთს წაუსმევ, თან თითების დაწვის საშიშროება არ არის? მე საერთოდ ძალიან ხიფათიანი ვარ



Posted by: ShadowCat 9 Dec 2007, 20:29
waiter
QUOTE
მაგრამ ცხიმიანი გამოვა ალბათ ყოველ ბლინს თუ ზეთს წაუსმევ

ამიტომაც, უნდა წაუსვა არა ბამბით (რომელიც კარგი "შემწოვია"), არამედ ხახვით biggrin.gif
(გაჭრი პატარა ხახვს შუაზე, წამოაცმევ ჩანგალზე, ჩააწობ ზეთში და წაუსვამ ტაფაზე).
და კიდევ - შენც ადექი და როგორც ცხიმიანობა "გაქაჩავს", ისე წაუსვი ზეთი.
ანუ, სანამ ტაფაზე წასმული ზეთი არ "დაიხარჯება", მანამდე არ წაუსვა.

რევიცი, ჩესნად რომ გითხრა, ცივ წყალში ჩადება-ამოღებაზე მოსახერხებელი კი უნდა იყოს smile.gif

Dr_Zuzumbo
QUOTE
არსებობს ბლინისა და "სირნიკის" ზომის, სპეციალური ტაფები, რომელიც ჩვენც შევიძინეთ ამ 2 წლის წინ

ფოტო ხომ არ შეგიძლია დადო? (შენ გეხერხება ეგეთები wink.gif )

Posted by: BadbadGirl 9 Dec 2007, 20:46
ShadowCat ზუზუმბო რომ ამბობს იცი რა სიმძიმე რაღაცაა ?? საშინლად არ მიყვარს მაგ მატერიალის ქვაბები და ტაფები... ჯერ ვიდზე არ მომწონან biggrin.gif მერე კი ძააააააააალიან მძიმეა . არადა ხორცს თუ აზადებ დუხოვკაში, მაგ თუჯის ქვაბს ვერ გაექცევი, თუ გინდა რომ გემრიელი კერძი გამოვიდეს.... უფ ხბოს ხორცი მაიონეზითა და ბოსტნეულით, ისეთი გამოდის , მნია biggrin.gif

ოფტოპოკი რომ არ გამოვიდეს დავწერ პოგაჩას რეცეპტს კომპოსტოთი. (უნგრული რეცეპტია)
გვინდა :
500გრ კომპოსტო
1 ცალი კვერცხი
20 გრამი საფუარი (მშრალი არა ოღონდ, მეორე)
100მლ რძე
სმეტანა
250 გრ ფქვილი.
100გრ მარგარინი
მარილი

1.ჩაალბობთ საფუარს თბილ რძეში, ისე რომ კარგად გაიხსნას.
აიღებთ მოზრდილ ჯამს ჩაყრით ფქვიილს, დაასხავთ გამდნარ მარგარინს და კვერცხის გულს, დააყრით მარილს, ჩაასხავთ საფუარიან რძეს, მოზილავთ ცომს, თუ ცომი სქელია მაშინ უნდა ჩაამატოთ სმეტანა, ისე რომ დაახლოებით პურის ცომის კონსისტენციის გამოვიდეს. მოკლეთ კარგად ამიზილავთ ცომს დადგავთ სადმე თბილ ადგილას და დაელოებით ამოსვლას.

2.მოამზადებთ კომბოსტოს შემდეგნაირად: დაჭრით ძალიან წვრილად. მერე აიღებთ ღრმა ტაფას, ჩაასხავთ ზეთს და ჩაყრით კომპოსტოს, მოშუშავთ მომზადებამდე, დარბილებამდე .

3.როცა ცომი ამოვა, გააბრტყელებთ ძაააალიან თხლად, (ძალიან დიდი ფირფიტა გამოდის , ამიტომ მაგიდა წინასწარ გაანთავისუფლეთ ) გადაუსმევთ კომბოსტოს მესამედს, გადაკეცავთ, კიდევ გადაუსმევთ კომპოსტოს მეორე მესამედ ნაწილს, კიდევ გადაკეცავთ და გადაუსმევთ დარჩენილ მესამედს, ამასაც გადაკეცავთ შუაზე და დადებთ 30 წუთი რომ ამოვიდეს. (მე პირადად მხოლოდ ორჯერ ვუსმევ კომბოსტოს და კაი გამოდის) . როცა ცომი ამოვა. დაჭრით მრგვალი ფორმით, დააწყობთ ჟარუნაზე და გადაუსმევთ კვერცხის გულს. (თუ მრგვალი ფორმა არ გაქვთ მაშინ ოთკუთხედებად ) გამოაცხობთ ღუმელში 220 გრადუსზე 25 წუთის გამავლობაში.

ეს პოგაჩები როგორც წესი იჭმევა სუფებთან, პურის ნაცვლად. თუმცა მე ჩაისაც გემრიელად ვაყოლებ tongue.gif tongue.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 9 Dec 2007, 20:49
waiter,
არა, ცხიმიანი არ გამოდის- უბრალოდ უნდა მოუსვა ბამბა ისე რომ მხოლოდცხიმისგან აპრიალდეს.

ShadowCat,
აჰა, მშრომელების თხოვნით, ჩემი ბლინჩიკების ტაფების სურათი gigi.gif

Posted by: Tikk 9 Dec 2007, 20:51
QUOTE
შემდეგ კი ცხიმის ტაფაზე დაგდების სანაცვლოთ, აიღეთ სუფთა ბამბას და ცხიმში ჩაწობილი სწრაფად მოუსვით ტაფას ისე, რომ ცხიმმა მხოლოდ შეასველოს ტაფის ზედაპირი

waiter
QUOTE
მაგ ხერხი უკვე დაწერეს, მაგრამ ცხიმიანი გამოვა ალბათ ყოველ ბლინს თუ ზეთს წაუსმევ, თან თითების დაწვის საშიშროება არ არის? მე საერთოდ ძალიან ხიფათიანი ვარ

საშინლად მიყვარს ბლინები ბავშვობიდან და დედაჩემი სულ ასე მიმზადებდა ხოლმე, არაფერია გასარისკი. smile.gif ცხიმიანიც არ გამოდის ბლინი, ბამბას რომ მოუსვამ, ბევრ ზეთს არ ტოვებს ტაფაზე.

Posted by: ShadowCat 9 Dec 2007, 23:29
Dr_Zuzumbo
უი, მე რატომღაც მეგონა, რომ სერნიკებისთვის და ბლინებისთვის ერთი ტაფა იყო და გამიკვირდა biggrin.gif
(იმიტომ, რომ სერნიკის და ბლინის სისქე აშკარად განსხვავდება, სხვა რომ არაფერი gigi.gif )

მართლა ისეთი მძიმეა, BadbadGirl-ი როგორც ამბობს?
ალბათ თუჯისაა, ჰო? rolleyes.gif

მადლობა თვალსაჩინოებისთვის smile.gif

BadbadGirl
უნგრეთში კომბოსტო მაგრად ევასებათ, თუ მე მეჩვენება? gigi.gif

Posted by: BadbadGirl 9 Dec 2007, 23:32
ShadowCat
უნგრეთში ყველანაირი ბოსტნეული უყვართ და ძალიან დიდი რაოდენობით იყენებენ ... იტალილებივით არიან biggrin.gif biggrin.gif , რა ბალახიც შეუძლიათ შეჭამონ , ყველაფერს ჭამენ biggrin.gif biggrin.gif


Posted by: gabarzgaleba 9 Dec 2007, 23:36
BadbadGirl
QUOTE
უნგრეთში ყველანაირი ბოსტნეული უყვართ და ძალიან დიდი რაოდენობით იყენებენ ... იტალილებივით არიან   , რა ბალახიც შეუძლიათ შეჭამონ , ყველაფერს ჭამენ  


რაის იტალიელები და უნგრელები, შენ რაჭველი ნათესავები არა გყავს როგორც ვატყობ biggrin.gif აი რაჭველები მართლა ყველაფერ მწვანეს ჭამენ. ისეთი მცენარის ფხალს მოგიმზადებენ (რათქმაუნდა ნიგვზით), ფიტოაფთიაქში გეგონება თავი.

Posted by: BadbadGirl 9 Dec 2007, 23:51
gabarzgaleba
ნამდვილად არ მყავს არავინ რაჭველი და რაჭული შებოლილი ლორისა და ლობიანის გარდა არაფერი მიჭამია smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 9 Dec 2007, 23:52
QUOTE (ShadowCat @ 9 Dec 2007, 23:29 )
მართლა ისეთი მძიმეა, BadbadGirl-ი როგორც ამბობს?
ალბათ თუჯისაა, ჰო? rolleyes.gif


თუჯია, ნამდვილად.
მძიმე კია, როგორც თუჯს შეჰფერის, მაგრამ თუ მაინც და მაინც დისტროფია არა სჭირს ადამიანს, ხელში დაჭერა არ უნდა გაუჭირდეს- მითუმეტეს, რომ ზომაში ჩვეულებრივ ტაფაზე პატარაა.

Posted by: natali kalandadze 18 Dec 2007, 16:26
ესეიგი როგორც იქნა ვისწავლე მაღალი, მოჭმუჭნული და დიკებიანი აჩმის გაკეთება..
ნუ ვიდზე მაინც მთლად ისეთი ვერაა, მარა გემრიელია როგორც მითხრეს smile.gif

მეტკა: ლილიანი
ეს კეთების პროცესში

Posted by: natali kalandadze 18 Dec 2007, 16:27
ესეც მზა...
მომინდა რაღაც...
შეიკრიბეთ რა smile.gif
2 ჟარონა ჩემზე იყოს

Posted by: auau 19 Dec 2007, 12:26
ხაჭაპურისთვის, ლობიანისთვის,აჭარული ხაჭაპურისა და პიცისთვის გთავაზობთ კარგ ცომს:
2 ჭიქა თბილი წყალი ან რძე + 2 სუფრის კოვზი საფუარი და დავტოვოთ რამდენიმე წუთი, სანამ თვითონ ჩადნება.
ცალკე გავთქვიფოთ 1-2 კვერცხი, 1/2 ს/კოვზი შაქარი, 1/2 ს/კოვზი მარილი და ჩავასხათ საფუვრიან მასაში. არაჟნის კონსისტენციის ცომი რომ მოიზილება, დავუმატოთ 6 ს/კოვზი ზეთი და ზეთიანი ზელებით მოვზილოთ ნაზი ცომი.
დავდოთ თბილ ადგილას ასაფუებლად. ერთხელ ჩავზილოთ და მერე რომ აფუვდება, გადმოვიტანოთ ფიცარზე ან მაგიდაზე.
გავყოთ 6-7 ნაწილად (გააჩნია რიგორ ტაფაზე აცხობთ ). თითოეულ ნაწილს დაახლოებით თითის სისქეზე ხელით აბრტყელებთ,
ფუნჯით უსვებთ ზეთს ან დამდნარ კარაქს თხლად, კეცავთ 3-ად, მერე იგივეს იმეორებთ, მესამედ აღარ უსვებთ ცხიმს, ისე კეცავთ და დადეთ დასასვენებლად. აი ამ ცომით გადასარევი გამოდის ყველაფერი.
სხვათა შორის, თუ ამ ცომში შაქარს გაზრდით 6-8 ს/კოვზამდე, ძალიან კარგი ე.წ."სოფლური ტკბილი ქადები "გამოდის, ხაჭაპურივით რომ ცხვება ზემოდან. ამ ქადის გული მზადდება ჩვეულებრივი წესით - ერბო და ფქვილი ერთად მოხალული+ შაქარი.

Posted by: ლილიანი 19 Dec 2007, 14:11
natali kalandadze
ფანტსტიკა იყო !!
ისეთი ნოყიერი და გვარიანი ნაჭერი შემხვდა ვერ მოვერიე!!

ნაღდად რაცხა ფენომენლნი აჩმა მოამზადე ამ ჯერზე!!!!

Posted by: maiko_27 6 Jan 2008, 23:51
მაინტერესებს,საშობაო ღვეზელს თუ აკეთებთ ვინმე?თუ ეგ მარტო გურიაში კეთდება? (ანუ,ხაჭაპური როა,მოხარშული კვერცხით,მიხვდით ალბათ,ხო? smile.gif )

Posted by: BEKO 7 Jan 2008, 04:48
natali kalandadze

მე ხელი დავიბანეsmile.gif


maiko_27
გამოვაცხვე გურული, კვერცხიანი ღვეზლები, ძალიან, ძალიან მიყვარს.
კიდევ ხავიწის ქადებს ვაცხობ და მეტი რომ არ შეიძლება, ისეთი კმაყოფილი ვარ საკუთარი პერსონის gigi.gif

Posted by: fiesta_eterna 11 Jan 2008, 19:23
ხალხო, გამაგებინეთ აცხობენ საქართველოშო ნორმალურ შავ პურს?!! მე ჯერ არსად მინახავს! ყველა შავ პურში რაღაც საშინელებებს ურევენ, საფუარის გარდა კიდევ რაღაც დანამატებს, აღარ ვლაპარაკობ იმ რაღაც ფერზე, რომელსაც გასაშავებლად იყენებენ. საზღვარგარეთ, ყველამ იცით, რომ ყველაზე ძვირი არის ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა ( ორგანიკ, ასე ეძახიან) შავი პური და გემოც ისეთი აქვს, მარტო პურსაც სიამოვნებით შეჭამ. ასეთი კარგი პური შარშან მოსკოვში გავსინჯე, სუნიც და გემოც ნამდვილი კარგი, ნატურალური პურის ჰქონდა. აქ რა ჯანდაბა ხდება და საერთოდ რას გვაჭმევენ პურის მაგივრად რას?!!!

Posted by: Blue Note 13 Jan 2008, 04:01
fiesta_eterna
QUOTE
ხალხო, გამაგებინეთ აცხობენ საქართველოშო ნორმალურ შავ პურს?!!

მეც მაინტერესებს. როცა თბილისში ჩამოვდივარ, სულ მაგას დავეძებ. გერმანიაზე უკეთესი პური არსად არ მიჭამია. მრავალფეროვნებითაც ჩემპიონები არიან, 300-ზე მეტი სახეობა აქვთ. მადლობელი ვიქნები ინფორმაციისთვის, თბილისში სად იყიდება აგურის ფორმის, უხეშად დაღერღილი მუქი ფქვილის პური. რამდენიმე წლის წინ შემხვდა ერთ-ერთ ჩამოსვლაზე. მერე ვეღარ ვიპოვე. პარკებში იყო და ზედ ეწერა, რომ საგანგებო ჯანმრთელი პურია.

Posted by: BadbadGirl 22 Feb 2008, 23:19
ხალხო, მასცავლეთ ღვეზელის ცომი როგორ გავაკეთო, ისე რომ გამოვიდეს გემრიელი და მომზადებას დაჭირდეს ცოტა დრო, მაქსიმუმ 1 საათი.
წინასწარ მადლობა smile.gif

Posted by: Solveig 23 Feb 2008, 21:47
QUOTE
გერმანიაზე უკეთესი პური არსად არ მიჭამია

ხუმრობ ალბათ smile.gif))

Posted by: Blue Note 24 Feb 2008, 00:48
Solveig
QUOTE
ხუმრობ ალბათ ))

რატომ უნდა ვხუმრობდე? სრულიად სერიოზულად ვამბობ.

Posted by: BadbadGirl 24 Feb 2008, 14:54
BAUSHKE_
გუშინ 2 მაღაზიაში ვეძებე და ვერ ვნახე ვერაფერი. დღეს კიდევ ერთგან მივდივარ და კიდევ ვნახაავ თუ არადა მომიწევს მოზელვა sad.gif

Posted by: BAUSHKE_ 24 Feb 2008, 15:02
BadbadGirl

მაღაზიაში ფენოვანი და კიდე მეორეა, ქართულად რა ქვია იმ ცომს არ ვიცი, ბევრი ცხიმით და ფხვიერი.
მშვენიერი ხაჭაპურები გამოდის ფენოვანით.

პურის მაღაზიაში იყიდე ჩვეულებრივი საფუარიანი ცომი. ეგეც წავა მე მგონი smile.gif

Posted by: Solveig 24 Feb 2008, 19:53
QUOTE (Blue Note @ 23 Feb 2008, 23:48 )
Solveig
QUOTE
ხუმრობ ალბათ ))

რატომ უნდა ვხუმრობდე? სრულიად სერიოზულად ვამბობ.

რა ვიცი, გემრიელი პური აქ თითქმის არ მინახავს..ერთი, ჭვავის ღერღილის პურია კარგი, დანარჩენი-დიდი არაფერი.

წესიერად გამომცხვარ ქართულ პურს გერ,მანული ვერაფრით ვერ სჯობს..


QUOTE
ღვეზელის ცომი


მე საფუვრიანი ცომით ვაკეთებ ხოლმე (გულად ვდებ ლობიოს, კომბოსტოს, კომბოსტოს კვერცხით და ყველით, ტარხუნას ხახვით, ყველით და კვერცხით)..თუმცა, თუ ტკბილ ან ისპანახიან გულს უკეთებ, მაშინ ფენოვანი ცომი სჯობს.

Posted by: BadbadGirl 24 Feb 2008, 20:41
Solveig
საფუარიანს დიდი დრო უნდა, სანამ ამოვა.
ხორციანი ღვეზელი უნდა გავაკეთო და ცომს ამაღამ მოვზილავ და შევდებ მაცივარში.

ხორციანი ღვეზელის ცომის ერთ ერთი სახეობა:
400გრ დარბილებული მარგარინი
1 ცალი კვერცხი
1 ჩაის ჭიქა თბილი წყალი
4 ჭიქა ფქვილი
მარილი

ფქვილი და დარბილებული მარგარინი კარგად აზილეთ ერთმანეთში, დაამატეთ კვერცხი , წყალი, მწიკვი მარილი და მოზილეთ კარგად ცომი. შემდეგ გაყეთ 3 ნაწილად და შედგით მაცივარში , მინ 2 საათით.
დროის გასვლის შემდეგ გამოიღეთ ცომი, გააბრტყელეთ კარგად , გამოჭერით მრგვალი ფორმებით, ჩადედ შიგნით ხორცი და გადაკეცეთ. ნახევარმთვარეები გამოვა.

გამოაცხვეთ აირღუმელში 200 გრ. ზემოდან წაუსვი კვერცხის გილი რომ ლამაზად მოპრიალდეს.


Posted by: Blue Note 25 Feb 2008, 01:44
Solveig
QUOTE
რა ვიცი, გემრიელი პური აქ თითქმის არ მინახავს..ერთი, ჭვავის ღერღილის პურია კარგი, დანარჩენი-დიდი არაფერი.

წესიერად გამომცხვარ ქართულ პურს გერ,მანული ვერაფრით ვერ სჯობს..

კარგ პურს სუპერმარკეტში ან ჩვეულებრივ პურის მაღაზიებში იშვიათად იპოვი. ბიომაღაზიაში ან ბაზარში უნდა ნახო. თანაც გააჩნია, რა რეგიონში ხარ. გერმანიაში დაახლოებით 300 სახეობის პური ცხვება. შენს მოსაწონს ნამდვილად იპოვი, თუ მოძებნი. ჩემი საყვარელი პურია Dinkelbrot თავისი ნაირსახეობებით. სახლშიც ვაცხობთ ხოლმე. თეთრ პურს თუ გულისხმობ, გერმანიაში თეთრი პური ძალიან იშვიათად მომწონებია. იტალიაში და საფრანგეთში ბევრად უკეთესია თეთრი პური. თუმცა იქ, როგორც წესი, მუქი და შერეული პურების კარგი არჩევანი არა აქვთ. ქართულ პურს რაც შეეხება, რუხი თონის პური ბევრად მირჩევნია თეთრს. ჩემს ბავშვობაში აცხობდნენ ზოგჯერ. ახლა არ ვიცი.

Posted by: n_j 28 Feb 2008, 15:36
QUOTE
ბლინებზე იყო ლაპარაკი, და ტაფაზე რო არ მიეკრას ერთ ხრიკს გასწავლით, რომელიც ბებიაჩემმა მასწავლა, რუსია. ხოდა ყოველი ბლინის დასხმის ცინ ტაფა ცივ წყალში უნდა ჩაყოთ. მოიმზადეთ დიდი ჯამი წყლით სავსე და რო გადმოიღებთ ხოლმე ბლინს ჯერ ტაფის ძირი წყალში ჩააწეთ და შემდეგ დაასხით ახალი ცომი. გარანტიას გაძლევთ რომ არცერთი ბლინი აღარ მიიწვავს.
მე პირადად ტეფალის ტაფას ვიყენებ და ისედაც აღარ იწვავს, ვისაც ასეთი ტაფა არა აქვს, კარგი გამოსავალია წყალი.
ხოდა თუ ბევრ ბლინებს აცხობთ, ყალი შეიძლება გაცხელდეს და მოგიწევთ ერთი-ორჯერ გამოცვლა.


მე ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით: მრავალი შეცდომისა და ლანძღვა-გინების შემდეგ მივაღწიე ბლინის კეთების ოპტიმალურ ხერხს.
პირველ რიგში საჭიროა თუჯის სქელი ტაფა. არსებობს ბლინისა და "სირნიკის" ზომის, სპეციალური ტაფები, რომელიც ჩვენც შევიძინეთ ამ 2 წლის წინ. სანამ მასას მოასხავდეთ ტაჶა კარგად გაახურეთ. შემდეგ კი ცხიმის ტაფაზე დაგდების სანაცვლოთ, აიღეთ სუფთა ბამბას და ცხიმში ჩაწობილი სწრაფად მოუსვით ტაფას ისე, რომ ცხიმმა მხოლოდ შეასველოს ტაფის ზედაპირი. ამის შემდეგ კი ასხავთ ბლინის მასას და ისე ამოძრავებთ აქეთ-იქეთ, რომ თანაბრად მოეფინოს.

მე ვაკეთებ გადასარევ ბლინებს, თხელს და არასოდეს არცერთი არ მიფუჭდება, არანაირ სპეციალურ ტაფას და ხრიკებს არ ვიყენებ, ცვეულებრივი ლილოში ნაყიდი ტაფა მაქვს პატარა და ზეთს ვურევ თვითონ ცომს, ტაფას არ ვუსმევ პირველივე ბლინს ვასხავ მრალ ცხელ ტაფაზე

Posted by: MPay 24 Mar 2008, 21:28
იქნებ ვინმემ იცით როგორ კეთდება ნახევარფენოვანი ხაჭაპური? თუ იცით გთხოვთ მომწეროთ... idea.gif

Posted by: n@tia 21 Apr 2008, 22:13
MPay
QUOTE
იქნებ ვინმემ იცით როგორ კეთდება ნახევარფენოვანი ხაჭაპური? თუ იცით გთხოვთ მომწეროთ... 

მე ვიციიიი...

იღებ მაღალი ხარისხის,თეთრ ფქვილს, ცრი და ყრი დიიიდ თასში... უმატებ ამას ორ ცალ მარგარინს, აუცილებლად დარბირებულს, და აზელ ფქვილს სანამ კვლავ ფქვილისნაირი არ გახდება... შემდეგ აიღებ მაწონს ჩაყრი სოდას, და მოურევ... მაწონი რო აფუვდება გადაასხავ ფქვილზე და მოზილავ ჩვეულებრივ... მაგარი ცომი გამოდის.

ეს ცომი შეგიძლია გამოიყენო ტკბილიქადებისთვის, ხაჭაპურისთვის, ლობიანისთვის...

ხო მართლა, თუ ცელოფანში ჩადებ ამისი შენახვაც შესაძლებელია, გარკვეული ვადით

Posted by: MPay 25 Apr 2008, 16:46
დიდი მადლობა, ხომ არ იცი ნახევარფენოვანის გაკეთება თუ შეიძლება დროჯით?

Posted by: n@tia 25 Apr 2008, 21:59
MPay მაგდენი არ ვიცი... ეს ძაააან მაგარი ცომი გამოდის...

n_j
QUOTE
მე ვაკეთებ გადასარევ ბლინებს, თხელს და არასოდეს არცერთი არ მიფუჭდება, არანაირ სპეციალურ ტაფას და ხრიკებს არ ვიყენებ, ცვეულებრივი ლილოში ნაყიდი ტაფა მაქვს პატარა და ზეთს ვურევ თვითონ ცომს, ტაფას არ ვუსმევ პირველივე ბლინს ვასხავ მრალ ცხელ ტაფაზე
მეც მასე ვაკეთებ არც ერთი არ მეწვება და არც იკრავს... თან პირიქით ჩქარ ჩქარა ვასხამ.. მით უმეტეს რო სიფრიფანა ბლინებს ვაცხობ.. ესე წყალში რო იწუწაო სულ შხეფებს გადაისვრის აქეთ-იქით , და მაგარს იწვალებ და დროც დიდი დასჭირდება sad.gif

Posted by: pleita 5 May 2008, 13:12
ნახევრად ფენოვანი ცომის რეცეპტი მჭირდება , იქნებ.... თუ არ შეწუხდებით rolleyes.gif გმადლობთ წინასწარ ,

Posted by: Peppi 5 May 2008, 13:31
dzuku21
QUOTE
გასაკვირია ხაჭაპური სხვა ხალხს რატომ არ აქვს

მოლდაველებს აქვთ ვიცი, სხვებსაც ექნებათ, უბრალოდ ჩვენ "ვაფანატებთ" და კარგსაც ვშვებითwink.gif

Posted by: auau 5 May 2008, 18:31
QUOTE
გასაკვირია ხაჭაპური სხვა ხალხს რატომ არ აქვს

ამას წინათ რუსეთის ერთ საიტზე აღმოვაჩინე ვიღაც ირინას აღმოჩენილი "ახალი ამერიკა". ასე ერქვა - ყველიანი პური და აღწერილი იყო ჩვეულებრივი ხაჭაპური. გამოხმაურება ჰქონდა, მოკლედ ძლივს რაღაც მოგვეწონა ახალი გამოგონილიო!
ასეც ხდებაsmile.gif
QUOTE
ნახევრად ფენოვანი ცომის რეცეპტი მჭირდება , იქნებ.... თუ არ შეწუხდებით rolleyes.gif გმადლობთ წინასწარ ,

გააკეთე საფუვრიანი ცომი ასეთი რეცეპტით;
0.5 ლ რძე + 2 ს/კ საფუარი.
ბუშტების გაჩენის შემდეგ + 1ს/კ შაქარი,1 კვერცხი, 1ჩ/კ მარილი, 4ს/კ ზეთი
ფქვილს მე მხოლოდ "მზეკაბანს" ვხმარობ.
მოზილეთ ნაზი ცომი და დადგით ასაფუებლად.
როცა ამოფუვდება, ჩაზილეთ და 3-4 გუნდა გააკეთეთ.
გააბრტყელეთ ხელით ცომი დაწაუსვით არაჟანივით დარბილებული მარგარინი დაახლოებოთ 1-2 ს/კოვზი. გადაკეცეთ 3-ად,გააბრტყელეთ და იგივე გაიმეორეთ. მესამედ გადაკეცეთ ცხიმის გარეშე და დადეთ ასაფუებლად.ყველა გუნდა ასე დაამუშავეთ. მერე გამოაცხეთ.
ეს ყველაზე მარტივი და უტყუარი ცომია, რომელსაც განსაკუთრებული რეცეპტურა არ სჭირდება.






Posted by: pleita 5 May 2008, 19:07
auau
გმადლობ მაგრამ იმედი გადამეწურა რომ ვინმე დაწერდა და ერთ ერთი იუზერის რეცეპტით ვაცხობ იმერულ ხაჭაპურს, ამას შემდეგში გამოვიყენებ, yes.gif
ნეტავ რა გამოვააა rolleyes.gif
პირველად და ბოლოს რომ გამოვაცხვე ძაღლებმაც არ შეჭამეს sad.gif
* * *
სიედობნო bis.gif ნუ ცოტა ბოლომდე არ გამოცხვა და ცოტა სოდის სუნი და გემო აქვს მაგრამ გემრიელია jump.gif ვ კონცე კონცოვ ჩემი გამომცხვარია chups.gif

Posted by: kokogorgo 6 May 2008, 17:05
დასაწკიში წავიკითხე ვიღაცას აინტერესებდა ქურაში გამოსაცხობი ხაჭაპურის ცომი. გამოცდილი მაქვს ძალიან კარგია: 1კვერცხი, 0.5ლ მაწონი, 1 ჩ. კოვზი შაქრის ფხვნილი, 1ჩ.კოვზი ზეთი, ცოტა მარილი. მოვზელთ რბილ ცომს გადავიტანთ ფქვილიან დაფაზე . გავაბრტყელებთ {ხელით} და მოვაყრით 1ჩ.კ. სოდას {სოდას ცოტას რომ დავაყრით , ცომი უნდა გადავზილოთ , ისევ გავაპრტყელოთ და დავაყაროთ დარჩნილი სოდა. ეს საჭიროა , იმისათვის რომ , სოდა ერთ ადგილზე არ დავაყაროთ,} შევდებთ მაცივარში და 3 საათის შემდეგ მზად იქნება გამოსაყენებლად. ცომი ინახება მაცივარში 2-3დღე . უკეთესია თუ შესანახ ცომს სოდას გამოყენების წინ გავუკეთებთ. {ცომი რომ არ გაშავდეს] ეს ცომი კარგია პეროგებისთვისაც.
* * *
pleita
იმერული ხაჭაპურის მარტივი ცომია: 0.5ლ მწონი, 1 კვერცხი , 1ჩ.კ სოდა,{ სოდა გახსნილი მაწონში} მოზილეთ რბილი ცომი.
* * *
ბოდიში, დამავიწყდა მეთქვა , ქურაში გამოსაცხობი ხაჭაპურის ცომში მაწონის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ არაჟანი, ან ნახევარი არაჟანი და ნახევარი მაწონი. უხდება 100გრ. გამგნარი კარაქიც. მოკლედ იმის მიხედვით რაც გაქვთ

Posted by: TomWaits 30 May 2008, 14:23
ღრმა ბავშობაში როცა არც შუქი იყო არც გაზი არც პური და არც არაფერი. ოჯახში იყო კერძი სახელად ატრია. იმის მერე მიჭამია კი არა აღარც გამიგია. მარა ხანდახან, როგორც ეხლა, გამახსენდება ხოლმე და მომენატრება კი არა მენატრება user.gif


თქვენ რა იცით ატრიის შესახებ, ვინ მოიგონა რა უბედურებაა და ა.შ.

Posted by: chaPPek 30 May 2008, 14:25
მე არაფერიარ ვიცი ატრისს შესახებ , მაგრამ ამ თემასაც დაგიხურავენ და დაგვორნავენ კიდეც, აი ნახ ეთუ არა/

Posted by: Tikk 30 May 2008, 14:28
წყალში ან რძეში მოხარშული ცომის ნაჭრებია, აქამდე არ უნდა ყოფილიყო თემა ატრიაზე?! spy.gif

biggrin.gif

Posted by: TomWaits 30 May 2008, 14:47
Tikk
QUOTE
წყალში ან რძეში მოხარშული ცომის ნაჭრებია, აქამდე არ უნდა ყოფილიყო თემა ატრიაზე



მახსოვს რო კვერცხიც ფიგურირებდა კერძში. კლასიკური რეცეპტი მოითხოვს ამას?

Posted by: Tikk 30 May 2008, 14:50
TomWaits
QUOTE
კლასიკური რეცეპტი მოითხოვს ამას?

მთლად მასეთ ღრმა ცოდნასაც ნუ მომთხოვ smile.gif

Posted by: amadeus 30 May 2008, 15:04
ჯერ მუჟუჟიო ახლა ატრიაო რაღაც ქართლელი მგონიხარ და მომკალი biggrin.gif

Posted by: TomWaits 30 May 2008, 15:25
amadeus


და ხინკალი ?





Posted by: amadeus 30 May 2008, 15:30
TomWaits
QUOTE
და ხინკალი ?

უკაცრავად

და ხინკალიო biggrin.gif

ხო ატრია მე მაქვს ნაჭამი თან იცი სად?
ვარჯაანის მთაზე
იქ უფრო გემრიელია smile.gif

Posted by: TomWaits 30 May 2008, 15:32
amadeus

სად არი ეგ მთა? ქართლში იქნება გული მიგრძნობს

Posted by: amadeus 30 May 2008, 16:07
TomWaits
QUOTE
სად არი ეგ მთა? ქართლში იქნება გული მიგრძნობს

შემეშალა ვარჯააანი ის სოფელია რომელიც
ქსილისის მთაზეა განთავსებული, სამწუხაროდ იქ უკვე აქა იქ ცხოვრობს
ხალხი და მხოლოდ ზაფხულობით ადის მოსახლეობა და საქონელი მიჰყავთ.
სულ მთიულები ცხოვრობდნენ,
ბუთხუზები, ბურდულები და სხვ. მთიული გვარის წარმომადგენლები smile.gif

მოკლედ ქსილისის მთააა yes.gif

Posted by: nu_nuka 30 May 2008, 17:18
Tikk
QUOTE
წყალში ან რძეში მოხარშული ცომის ნაჭრებია

და იჭმევა ნივრიანი მაწონით

Posted by: TomWaits 30 May 2008, 17:22
ეს მთა გასაგებია მარა ისე თუ იცით რამე საზ.კვების ობიექტი სადაც ატრიას აკეთებენ?

Posted by: ლილიანი 30 May 2008, 17:26
TomWaits
ატრია არის ცომის გრძლად დაჭრილი ნაჭრები რომელსაც ხარშავენ რზეში ან წყალში შემდეგ კი ხხრაკავენ სხვადასხვანაირად, ხახვით, სუნელებით ყველით და რავიც ატასნაირად ფანტაზიის მიხედვით

Posted by: amadeus 30 May 2008, 18:16
TomWaits
QUOTE
ეს მთა გასაგებია მარა ისე თუ იცით რამე საზ.კვების ობიექტი სადაც ატრიას აკეთებენ?

gigi.gif

შენ თუ იცი ისეთი საზ. კვების ობიექტი სადაც შილაფლავს აკეთებენ? ;D

Posted by: katedudu 30 May 2008, 18:24
ატრია smile.gif ეს რა გამახსენეთ.

მოკლედ პირველად და მგონი უკანასკნელადაც ბავშვობაში მთიულეთში - ქვეშეთში ვჭამე ატრია.

როდესაც ხინკალს აკეთებენ და ცომის ნაწიბურები რჩება ამ ცომს ყრიან ხინკლის ნახარშიან წყალში და იხარშება და შესაბამისად ცომს აქვს ხინკლის გემო ოღონდ ხორცის გარეშე, როგორც წესი ატრია მოაქვთ მთიულებს ერბოსთან ერთად უმეტეს შემთხვევაში და ნივრიანი მაწვნით არავის მოუტანია ეს ეტყობა ისეთივე გაქალაქებული წესია როგორც ხინკლის ხორცში მწვანილი smile.gif

პ.ს. გამომდინარე იქიდან რომ მე ხორცი არ მიყვარს და მთიულეთში ხინკალი თითქმის ყოველდღე კეთდებოდა მოუთმენლად ველოდებოდი ატრიას smile.gif

Posted by: EKIKULI 2 Jun 2008, 18:28
QUOTE
ერბოსთან ერთად უმეტეს შემთხვევაში და ნივრიანი მაწვნით

ნიგვზიანი საწებელიც უხდება ატრიას.

Posted by: Artgeo 17 Oct 2008, 11:12
მჭადისთან ერთად ყველის გარდა რა შეიძლება კიდე დადო მაგიდაზე?

Posted by: masha 17 Oct 2008, 11:22
QUOTE
მჭადისთან ერთად ყველის გარდა რა შეიძლება კიდე დადო მაგიდაზე?



ძალიან უხდება "მარინოვანი" სოკო.

Posted by: Artgeo 17 Oct 2008, 14:37
masha
ეგ რომელია? spy.gif

30000000

Posted by: masha 17 Oct 2008, 17:05
QUOTE
ეგ რომელია?

ქართულად ვერ ვთარგმნე, ანუ სოკოს რომ ამარილებ, რა მაგრამ უფრო მარინადში დებ.
ერთხელ სოფელში შევატანე, დუმასოკო (მასლიატა)"დამარინადებული''
და უგემრიელესია.

Posted by: Artgeo 18 Oct 2008, 17:23
masha
იყიდება სადმე? smile.gif მე ვერ გავაკეთებ smile.gif

Posted by: abelo 20 Oct 2008, 15:37
Artgeo
კონსერვებში და მარინადებში დაგიწერე სოკოს მარინადის რეცეპტი:
http://forum.ge/?showtopic=33697964&st=225&#entry11245629

Posted by: chocolate123 29 Oct 2008, 00:38
ვინმემ კარგი ფენოვანი ცომი თუ იცით მომწერეთ პლიიიიიზ

Posted by: miau 29 Oct 2008, 02:08
QUOTE
ყოველი ბლინის დასხმის ცინ ტაფა ცივ წყალში უნდა ჩაყოთ. მოიმზადეთ დიდი ჯამი წყლით სავსე და რო გადმოიღებთ ხოლმე ბლინს ჯერ ტაფის ძირი წყალში ჩააწეთ და შემდეგ დაასხით ახალი ცომი. გარანტიას გაძლევთ რომ არცერთი ბლინი აღარ მიიწვავს.


ბებიაჩემის მამისგან ისეთი ჯადოსნური თუჯის ტაფა მერგო წილად მემკვიდრეობად, რომ მთლა დებილი თუ არ ხარ, აუცილებლად გამოაცხობ მშვენიერ ბლინს biggrin.gif

Artgeo
QUOTE
მჭადისთან ერთად ყველის გარდა რა შეიძლება კიდე დადო მაგიდაზე?


ნიგვზიანი ფხალეულობა, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ლობიო, უხდება ასევე ერბო-კვერცხი, სალა, ლორი, წნილეობა, პიტნიანი ნადუღი smile.gif
. chocolate123
tos-ka -სეს არის ფენოვანი ცომის რეცეპტი:
მასალა: კვერცხი -1 ცალი, თბილი წყალი - დაახლ 400 გრამი (2 თლილი ჭიქა), მარილი, ფქვილი - რამდენსაც შეიზელს, მარგარინი (ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული) -2 შეკვრა
კვერცხი, წყალი, მარილი ღრმა ჯამში მოათავსე და გაქენი, შემდეგ ჩაუმატე ფქვილი. ცომი ხელზე არ უნდა მიგეკრას და არც ძალიან რბილი უნდა იყოს. შემდეგ ცომი გადაიტანე ფიცარზე, თითის სისქეზე გააბრტყელე და საკონდიტრო ნიჩაბის დახმარებით მის ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილე ერთი შეკვრა დარბილებული მარგარინი. გადაკეცე (კონვერტივით, ოთხივე მხრიდან. ოღონდ პირები ერთმანეთს არ მიუდო, კიდეები ერთმანეთზე უნდა გადავიდეს), ფოლგა ან ცელოფანი შემოახვიე და 5 წუთით შედგი საყინულეში. შემდეგ ისევ ფიცარზე მოათავსე, ოდნავ გადაატარე ცომის გასაბრტყელებელი და 2 ნაწილად გაყავი. სანამ ერთ ნაწილს დაამუშავებ, მეორე შეგიძლია ისევ მაცივარში მიაბრუნო. იგივე პროცედურა დაგჭირდება, რაც მთლიან ცომზე - გააბრტყელებ (თითის სისქეზე, დაახლ 1 სმ), გადაუსმევ მარგარინს, გადაკეცავ, მაცივარში. ეს ნაწილი მაცივარში, მეორე გასაბრტყელებლად. დარჩენილი მარგარინი 4-ად უნდა გაყო. ანუ თითო ცომი მთლიანობაში სამჯერ უნდა გადაიკეცოს. საბოლოოდ მიღებულ ცომს გააბრტყელებ, სასურველ ზომაზე დაჭრი, ჩადებ სახაჭაპურედ დაფხვნილ და კვერცხარეულ ყველს, ზემოდან მოუსმევ გულს, დადებ გახურებულ თუნუქის ფურცელზე და გამოაცხობ. წინასწარ უნდა გაახურო, მაღალ ცეცხლზე. რაც უფრო სქელძირიანია ტაფა ან "ჟარონა", მით უკეთესია. თუ შესაძლებელია ტაფა მოათავსე ღუმელის შუაში, ისე, რომ ზედა და ქვედა "სპირალებისგან" თანაბრად იყოს დაშორებული. როგორც კი ხაჭაპური "გაფუვდება", ფორმას მიიღებს და ზედაპირი ოდნავ შეუვარდისფრდება, ცეცხლს ცოტა უნდა დაუწიო და ფენებს გამოშრობა დააცადო. ასე ძალიან მსუბუქი და ხრაშუნა გამოცხვება. თუ ელექტროღუმელი გაქვს, თავიდან მაქსიმუმზე (ჩემთან 250 გრადუსია) უნდა დააყენო, მერე ჩამოწიო (ჩემთან 210-ზე ვაყენებ).

პატარა კოეკტირება გავუკეთე რეცეპტს ხაჭაპურზე რომ გადამეკეთებინა biggrin.gif
რაც მთავარია, ცომი იგივეა და არაჩვეულებრივი ცომია smile.gif


Posted by: Solveig 29 Oct 2008, 16:01
QUOTE
ყოველი ბლინის დასხმის ცინ ტაფა ცივ წყალში უნდა ჩაყოთ. მოიმზადეთ დიდი ჯამი წყლით სავსე და რო გადმოიღებთ ხოლმე ბლინს ჯერ ტაფის ძირი წყალში ჩააწეთ და შემდეგ დაასხით ახალი ცომი. გარანტიას გაძლევთ რომ არცერთი ბლინი აღარ მიიწვავს.



მე ტაფას ძალიან ვახურებდი ხოლმე, თანაბარ ცეცხლზე. ცომი იყო საშუალო სისქის (კისელივით) და შიგ ცომში ვამატებდი ზეთს. 1 ლიტრ ცომზე სადღაც 2-3 სუფრის კოვზს. არასდროს არ იწვებოდა.

Posted by: chaPPek 29 Oct 2008, 20:05
QUOTE
მე ტაფას ძალიან ვახურებდი ხოლმე, თანაბარ ცეცხლზე. ცომი იყო საშუალო სისქის (კისელივით) და შიგ ცომში ვამატებდი ზეთს. 1 ლიტრ ცომზე სადღაც 2-3 სუფრის კოვზს. არასდროს არ იწვებოდა.



ზუსტად. თან ზეთიანი ცომი უფრო რბილი და ნაზი გამოდის smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 5 Nov 2008, 22:40
ადრე სადღაც ქე დავწერე, მარა მაინც გავიმეორებ. ტაფა უნდა იყოს თუჯის და მაგრად გახურებული. რბილი ნაჭერს, ან ქაღალდ შეასველებთ ზეთით და სწრაფად ისე მოუსვავთ ტაფას, რომ მხოლოდ დაინამოს და მხოლოდ ახლა მოასხავთ საბლინე მასას- არასოდეს არ მიიკრავს ბლინს.
რა თქმა უნდა ყოველ ჯერზე უნდა მოუსვათ ზეთიანი ნაჭერი

Posted by: Solveig 5 Nov 2008, 22:58
Dr_Zuzumbo
QUOTE
რა თქმა უნდა ყოველ ჯერზე უნდა მოუსვათ ზეთიანი ნაჭერი

კი, ეგრეც მიცდია და მართლა კარგად გამოდის, უბრალოდ ზეთიანი ცომი უფრო სწრაფია smile.gif

Posted by: mtvareuli 6 Nov 2008, 00:33
აჩმა აჩმაააა jump.gif

გუშინ მეორედ გავაკეთე სრულიად დამოუკიდებლად.... და ისე მოეწონათ, ერთი ნაჭერიც არ დარჩა bis.gif

^^

Posted by: gabarzgaleba 19 Nov 2008, 12:46
http://vinoge.com/samzareulo/fqvileuli/burRuleuli/falustaki

ფალუსტაკი 19–ე ქართული ლიტერატურიდან გეცნობათ, ნაღდი ქართული კერძია (ცხადია შესაბამისის აღმოსავლური წარმოშობით).

http://vinoge.com/samzareulo/fqvileuli/burRuleuli/Cemqva

ჩემქვა კი ნაკლებადაა ცნობილი smile.gif

Posted by: miau 19 Nov 2008, 12:55
gabarzgaleba
QUOTE
ფალუსტაკი


ლინკზე ვერ შევდივარ sad.gif

QUOTE
ჩემქვა


რაღაც, ელარჯს უნდა გავდეს გემოთი, ასე მგონია smile.gif

Posted by: gabarzgaleba 19 Nov 2008, 13:09
Peppi
QUOTE
მოვკვდი ინტერესით . . არადა არ მიხსნის ამ ლინკებს (:


რავი, ორივეს ხსნის smile.gif თუ არადა შედი http://vinoge.com ზე და მარცხნივ სამზარეულოში ფქვილეულში ნახავ... (სამზარეულოში შენი რეცეპტებიცაა).

Posted by: Peppi 19 Nov 2008, 13:20
gabarzgaleba
ხოო, ცოტა გვიან დავპოსტე - ბევრჯერ ცდის მერე smile.gif

QUOTE
სამზარეულოში შენი რეცეპტებიცაა

აი, ეს რაღაც ახალიაsmile.gif
2kiss.gif

თუ კიდევ მოიფიქრებ რაიმე ცემი "შემოქმედების" დადებას - დიდი ფორმატის სურათი შემიძლია გამოგიგზავნო და შენ დააფორმატო მერე - საიტის "სტანდარტიდან" გამომდინარეsmile.gif

Posted by: gabarzgaleba 19 Nov 2008, 13:29
Peppi
QUOTE
თუ კიდევ მოიფიქრებ რაიმე ცემი "შემოქმედების" დადებას - დიდი ფორმატის სურათი შემიძლია გამოგიგზავნო და შენ დააფორმატო მერე - საიტის "სტანდარტიდან" გამომდინარეsmile.gif


დიდი მადლობა. მთავარია გამოსახულება იყოს მკვეთრი, ზომებს მაინც 500-მდე ვაპატარავებ smile.gif

Posted by: Peppi 24 Nov 2008, 12:03
აი, ჩემი აჩმაცsmile.gif

"აჩმა".

პ.ს. "აჩმის პორტრეტ"-ს კი "დღეს გავაკეთე"-ში დავდებ (გამიხსენით ისე ცალკე თემა - კულინარიული სურათებისთვის wink.gif )

Posted by: ARTEMM CHACHANIDZE 24 Nov 2008, 12:16
gabarzgaleba

1 გირვანქა რამდენია ხო არ იცი??


..............................................................

Posted by: ქეთუ 27 Nov 2008, 14:56
ხოო მე ჩემს რეცეპტ პიცას გეტყვით გემრიელია სხვათაშორის. . . .

http://www.radikal.ru
ცომს ვყიდულობ ასე რომ არ ვცი. . . .


ცომს ვუსმევთ კეტჩუპს ცოტას და ვალაგებთ დაჩრილ საასისკს (მრგვლად დაჭრილს)
ვაყრი დაჭრილს კვერცხს და გახეხილ ყველს ბლომად. . . .

შემდეგ პამიდორს ვალაგებ მრგვლად დაჭრილს ამ ყველს ზევიდან.
შემდეგ ცვრილად ვასხავ მაიონეზს და ისევ ყველს ვაყრი. . . .


ხოდა რავიცი ისეთი გემრიელია მართლა. . . . cry.gif


ხო რას გავს მაარააა ამაზე ამბებია ხოლმეეე ორს ვაკეთებ სულ. . . . vik.gif

Posted by: Unfinished_Sympathy 27 Nov 2008, 17:18
ქეთუ


რატომ რას გავს? smile.gif კარგად გამოიყურება biggrin.gif მე კიდე ხახვსაც და მწავნილსაც ვაყრი smile.gif და სოსისის მაგივრად ძეხვს ვაკეთებ, ვოტ. ხო, კგვერცხს არ ვუშვრები.

ცომს კიდე არაჟნით კვერცხით და დროჟით ვაკეთებ, თხელი ფხვიერი და გემრიელი გამოდის smile.gif

Posted by: ქეთუ 27 Nov 2008, 18:10
Unfinished_Sympathy
ცომის გამოცხობა არ ვიცი ერთი უნდა ვცადო. . . .



ისეთი გემრიელია მართლა... biggrin.gif

კვერცხი უხდება. . .
და ვიჩინის თხელი ფენებით უნდა გავაკეთო და სულგუნით +პამიდორი ძაან თხელი და ცვრილი დაჭრილი. . . .


ეს წინა გასინჯულია ბევრი ადამიანის მიერ და დაწუნება არ ყოფილა ჯერ. . . biggrin.gif

Posted by: cheshire cat 2 Dec 2008, 16:04
გავაკეთე მაწვნიანი და კვერცხიანი ცომი.
რთულის რეცეპტით

იკრავდა კაი ხანს , თითებზე მეკვრებოდა, იმაზე მეტი ფქვილი სანამ არ ვუყავი რამდენიც ეწერა, ვერ მოვზილე.
ხო არ გამაგრდება მერე გამომცხვარი?
ჩავშუშე კომბოსტო ხახვში და სვანურ მარილში.
და კიდე პიურეც გავაკეთე.
ნახევარს კომბოსტოთი შევკრაც ნახევარს პიურეთი.


ჯერ არ დამიცხვია.
პირველად ვაკეთებ და იმედია კარგი გამომივა.

Posted by: miau 2 Dec 2008, 17:36
ქეთუ
QUOTE
ცომს ვყიდულობ ასე რომ არ ვცი. . . .


საცხობიდან თუ ამოგაქვს, ზეთში გადაზილე და უკეთესი იქნება, გულსართს რაც შეეხება- მგონი ბულგარული წიწაკაც უნდა ჰქონდეს smile.gif

Posted by: rtuli 2 Dec 2008, 18:02
cheshire cat
QUOTE
იკრავდა კაი ხანს , თითებზე მეკვრებოდა, იმაზე მეტი ფქვილი სანამ არ ვუყავი რამდენიც ეწერა, ვერ მოვზილე.
ხო არ გამაგრდება მერე გამომცხვარი?

არინერვიულო ძალიან ნაზი ცომია და ფქვილის დამატებას იტანს smile.gif
ცხობაში ნახავ როგორი ფაფუკი გამოვა.

პ.ს. ეხა უნდა ველოდო სედეგს war.gif ,არდაიკარგო და ღამე არგამათენებინო biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: cheshire cat 2 Dec 2008, 18:33
rtuli
დიდი მადლობა ასეთი კეთილგანწყობისთვის.
უკვე დავაცხვე და ანასაც მოეწონა(ჩემი 6 წლის შვილია. მისი შეკვეთა იყო პერაშკები)

ზოგიერთი დასაწყისში გვერდებზე ჩამეცომა.
ეტყობა ცეცხლი ვერ დავარეგულირე.მერე გვერდულად ჩავაწყვე და გვერდებიც დაუბრაწე.

ცომი ძალიან ელასტიურია.
დამწყებისთვის ვ სამი რაზ.
ანუ ნაპრალებს არ იკეთებს და შიგთავსიც არ გადმოსულა.

გემრიელია ძაააალიან.
მე ოდნავ მარილი დავაკელი ეტყობა.
აწი ან პიურეში ვუზამ მეტს ან თვითონ ცომს.

ისე თავზე დახურვა ჯობია თუ დაუხურავად უნდა ვბრაწო?
მე დაუხურავად ვქენი,.
აუცილებლად ვიყიდი ელ.დუხოვკას.
გამიგონია რომ იქ სულ უცხიმოდ ცხვება ძალიან გემრიელად.
და აქაური ნამცხვრებიც უნდა დავამუღამო.smile.gif



Posted by: rtuli 2 Dec 2008, 18:43
cheshire cat
QUOTE
მე ოდნავ მარილი დავაკელი ეტყობა.
აწი ან პიურეში ვუზამ მეტს ან თვითონ ცომს.

საერტოდ პირველად როცა ამზადებ ცომს,გასინჯვის მერე ხვდები გემოვნებით,რისი დაკლება ან მომატება შესაძლოა.
ამ პერაჯკების ღუმელში გამოცხობა შესაძლებელია,ოღონდ ზემოდან მაწონი+კვერცხის გულით გათქვეფილს უსმევენ და ისე აცხობენ.

სახურავს არვხმარობ,უბრალოდ ძალიან ცხარე ცეცხლზე არშეწვა,მეც გვერდებზე ვაბრუნებ და ისე ვაწითლებ.
ღმერთმა შეგარგოთ 2kiss.gif

Posted by: miau 10 Dec 2008, 15:52
ფენოვანი ცომი rtuli ქალბატონის რეცეპტით smile.gif

QUOTE
350 გრ. მარგარინი
1 ჩ.ჭ წყალი
1 ს.კ ძმარი
1 კვერცხის გული
1 ჩ.K. მარილი
400-500 გრ.ფქვილი

300 გრ.მარგარინი+1 ჭ.ფქვილი,აურიოთ და მივცეთ მართკუთხედი ფორმა.
მოვზილოთ ცომი წყალი+ძმარი+მარილი+50 გრ.მარგარინი+კვერცხის გული და ფქვილი იმდენი რომ,საშუალო სიმაგრის გამოვიდეს.დავასვენოთ 20 წუთი.
გავშალოთ ცომი ჩავდოთ მარგარინის მასა და გადავკეცოთ კონვერტისებურად.შევდოთ მაცივარში 30 წუთით.
გამოვიღოთ,გავშალოთ და გადავკეცოთ სამ ფენად,ისევ დავაბრუნოდ მაცივარში 30 წუთით.გავიმეოროთ გაშლა, დაკეცვა ,მაცივარში დასვენება კიდევ ორჯერ.
მზად არის გამოსაყენებლად.


Posted by: Tobuldar 11 Dec 2008, 12:25


სვანური ხაჭაპური ანუ "ლუშნუ ქუთ"-ის შიგთავსი smile.gif




http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img380/qutod9.jpg/1/

Posted by: rtuli 11 Dec 2008, 19:45
Tobuldar
QUOTE
"ლუშნუ ქუთ"-ის შიგთავსი

მარტო ყველია?თუ? rolleyes.gif

Posted by: Tobuldar 11 Dec 2008, 21:25
rtuli
QUOTE
მარტო ყველია?თუ?


არა კარტოფილთან ერთად smile.gif

Posted by: faustina 12 Dec 2008, 18:13
აჭარული როგორ გავაკეტო ???

ცომის შეხვევა როგორ ხდება ? იქნებ ვინმემ იცოდეტ???


Posted by: POMPADOUR MADAM DE 12 Dec 2008, 20:45
miau
rtuli
QUOTE
გავშალოთ ცომი ჩავდოთ მარგარინის მასა და გადავკეცოთ კონვერტისებურად.შევდოთ მაცივარში 30 წუთით.
გამოვიღოთ,გავშალოთ და გადავკეცოთ სამ ფენად,ისევ დავაბრუნოდ მაცივარში 30 წუთით.გავიმეოროთ გაშლა


აი ეს მარგარინის მასა ცალკე უნდა გავაკეთო და ზემოთ რომ წერია ის ცალკე? მერე ეს მარგარინის მასა უნდა ჩავდოთ იმ პირველში
და გადავკეცოთ და მაცივარში და მერე ის მარგარინი იქ თუ იქნება გაუნძრევლად როგორ შეერევა ცომს?
user posted image

Posted by: Peppi 12 Dec 2008, 20:53
faustina
QUOTE
ცომის შეხვევა როგორ ხდება ? იქნებ ვინმემ იცოდეტ???


მეც დაგიწერ სანამ ვინმე მოსულა:

1. რბილ, ხაჭაპურისთვის მოზელილ დროჟიან ცომს დაყოფ გუნდებად და გააჩერებ 10-15 წუთი;
2.გუნდას გააბრტყელებ და მისცემ ოვალურ, მოგრძო ფორმას;
3. ცომის შუაში ჩადებ ყველს (მე გახეხილ, მშრალ მოცარელას - 200 გრ, ფეტას - 150 გრ, ხაჭოს 100 გრ, კვერცხს 1 ცალი და კარაქს 50 გრ. ვურევ ერთმანეთში ეს არის ერთი "ჟარონის" ზომის ხაჭაპურისთვის - 3-4 ცალ აჭარულს ყოფნის) ვიცი შენც უცხოეთში ხარ და ამიტომ დაგიწერე ყველის გულსართის რეცეპტი;
4. ყველი ცომზე ისე უნდა გაანაწილო, რომ კიდეები 2-4 სმ არ დაფაროს ყველმა, ცომის ამ ზოლივით მასას გადმოაფენ ყველზე და გვერდები შეიძლება დაუგრძელო - ნავისებურად, ნუ თუ გინდა ოვალური დატოვეsmile.gif
5. გააჩერე კიდევ 10 წუთი, რომ ეს ზედა ცომის ფენა (კანტი) ამოფუმფულდეს და შედგი ღუმელში . .
6. შენი ღუმელის ამბავი შენ უკეთ იცი, მე ისევე ვწვავ როგორ რეჟიმშიც ხაჭაპურს, ოღონდ მარტო ქვევიდან ვუნთებ ცეცხლს;
7. როცა შეატყობ, რომ მომზადდა ზემოდანაც შებრაზე - ცოტა ხნით, რომ ყველი არ "გამოცხვეს" ძალიან .
8. გამორთავ და უზავ კვერცხს.

პ.ს. ზოგი ყველს ათხელებს წყლით ან რძით, რომ ყველის მასა არ გამაგრდეს . . .
* * *
POMPADOUR MADAM DE
QUOTE
აი ეს მარგარინის მასა ცალკე უნდა გავაკეთო და ზემოთ რომ წერია ის ცალკე?

ორი მასაა:
1. ერთი ცომია ჩვეულებრივი - ცოტა მარგარინით 50გრ;
2. მეორე "მარგარინის მასა" არის მარგარინი ბევრი ანუ დარჩენილი 300 გრ;
"გაშლაში" - გულისხმობს ავტორი - "გაბრტყელებას";

მე პირველად რომ ჩავდებ მარგარინს, მაშინაც ვაბრტყელებ და მერე ვკეცავ კონვერტისებურად . . დანარჩენი როგორც ტექსტშია . .

პ.ს. ეს ცნობისმოყვარეობა დაგიკმაყოფილეwink.gif იმედია არც ადრესატები გამიბრაზდებიანsmile.gif

Posted by: rtuli 12 Dec 2008, 21:08
POMPADOUR MADAM DE
QUOTE
და გადავკეცოთ და მაცივარში და მერე ის მარგარინი იქ თუ იქნება გაუნძრევლად როგორ შეერევა ცომს?

აუ რა გვიან შემოვედი,ამწუთას გავაკეთე ეს ცომი,ვემზადები საახალწლოდ ,ვინახავ საყინულეში.რამდენიმე პორჩიას ვაკეთებ yes.gif .
დაგიდებდი სურათს როგორ კეთდება.
მარტივია,გაშლი ოთკუთხედათ და დაადებ პატარა მარგარინიან ოთკუთხედს და კონვერტივიდ გადაკეცავ.მერე სამად,ოთხად გადაკეცავ ,თან მაცივარში გამოატარებ 30 წუთის ინტერვალით.
ფენოვანი იმიტომ ხდებარომ,მარგარინის მასა არერევა ცომში და ფენებს ქმნის. 2kiss.gif

Posted by: POMPADOUR MADAM DE 12 Dec 2008, 21:17
rtuli

სპორტული ინტერესი მაქვს მაგ ცომის
"ერთი" აკეთებს გულისწასვლა ხაჭაპურს მაგ ცომით,
ზაფხულში ვცადე გაკეთება და ჟარუნას ძლივს ავაფხიკე ისეთი დაბალი გამოვიდა

Posted by: rtuli 12 Dec 2008, 21:30
POMPADOUR MADAM DE
QUOTE
სპორტული ინტერესი მაქვს მაგ ცომის

გასწავლი yes.gif 2kiss.gif
QUOTE
ხაჭაპურს მაგ ცომით

ორაგული არის მაგ ცომში კიდე გემრიელი.

პ.ს. ბრაუნის რეცეპტი ვნახე უმარტივესი და ნუ ყიდულობ მაგ ქიმია ნარევ ამერიკულ ბრაუნის ნარევს
biggrin.gif

Posted by: niki_ niki 12 Dec 2008, 23:18
rtuli

ეგ ფენოვანი არ არის? biggrin.gif

მარტო ფენოვანი ცომით გამომდის ყველაფერი, ხაჭაპური, ხორციანი და ნაპოლეონი biggrin.gif

დანარჩენს ვერაფერი ვერ გავუგე აშკარად ..............
აღარ ვიტყვი lol.gif

Posted by: nanana 13 Dec 2008, 00:18
QUOTE
პ.ს. ბრაუნის რეცეპტი ვნახე უმარტივესი და ნუ ყიდულობ მაგ ქიმია ნარევ ამერიკულ ბრაუნის ნარევს

ბრაუნი ყველაზე უმარტივესი ნამცხვარია და წუთებში ცხვება. ნაყინთან ერთად love.gif

Posted by: POMPADOUR MADAM DE 17 Dec 2008, 03:23
მოკლედ
ეხლა აქ ჩემს უსაყვარლეს კულინარებს რომ სძინავთ და ტკბილ სიზმრებს ხედავენ დროს ვიხელთებ და მოგილოცავთ ყველას ბარბარობას
მრავალს დაგასწროთ ღმერთმა
მხიარულება ჯანმრთელობა დაგბედებოდეთ
ბედნიერები იყავით და ყოველი დღის გათენება გიხაროდეთ bis.gif 2kiss.gif

ეხლა საქმე:

ლობიანებზე იქნება ხვალ საუბარი დღის წესრიგში ეს საკითხი გვაქვს
გამომდინარე აქედან მოვითხოვ კატეგორიულად დაიდოს ცომის თქვენეული ვარიანტები და ლობიანის შიგთავსის ანუ ლობიოს შეკმაზვის ასევე თქვენეულ ვარიანტებს ველოდები smile.gif
მე წელს პირველად ვაცხობ ლობიანებს და შესაბამისად ფაქტებიც განლაგდება აქ რეცეპტითურთ lol.gif

პ.ს. ლობიანი, ლობიანი და ისევ ლობიანი - ხვალ სხვა თემში შესულები არ დაგინახოთ თორემ აიტ sa.gif





2kiss.gif biggrin.gif jump.gif ძალიან მიყვარს ეს დღე მართლა jump.gif

Posted by: rtuli 17 Dec 2008, 11:02
ყველას გილოცავთ ბარბარობას!ყოველივე კარგი დაგვბედებოდეს!!!


POMPADOUR MADAM DE

QUOTE
დაიდოს ცომის თქვენეული ვარიანტები და ლობიანის შიგთავსის

გენაცვალე შენ რომ გიყვარს ფენოვანი ცომი ის მქონდა გამზადებული(რეცეპტი დევს აქ)

ლობიოს შიგთავს რაც შეეხება,მე მინდვრის ლობიო მოვხარშე,ამოვზილე,მოვთუშე კბილანა ხახვი(საერთოდ ამ ხახვს მგონი შალოტი ქვია,და ძალიან გემრიელია,თან წვრილია დაჭრილი,არიგრძნობა კერძში)+მარილი+შავი პილპილი+ქონდარი გამხმარი სახით+პიტნა გამხმარი სახით+ხმელი ქინძი.

სურათს როცა გამოვაცხობ დავდებ,ჯერ შიგთავსი ცივდება სუფთა ჰაერზე
wink.gif

Posted by: natka-q 17 Dec 2008, 11:17
პიცა, რომლის გახსენებაზეც დღის ნებისმიერ დროს ნერწყვი ღვარად მომდის user.gif
ნელ-თბილი, პრინციპში, ცივითაც შეიძლება, წყალი, მარილი, ზეითუნის ზეთი-ორი სუფრის კოვზი, ერთი სუფრის კოვზი შაქარი, საFუარი და ფქვილი-მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი. ცომი უნდა ამოფუვდეს.
ამასობაში, ვიჩინა დავჭრათ დზალიან თხელ ფირფიტებად, წითელი ბულგარული ჩხირებად, მწვანე წიწაკა-ერთი ცალი ძალიან დავაქუცმაცოთ და რაც მთავარია-ანანასი დავჭრათ პაატარა კუბიკებად. გავხეხოთ ბლომად ყველი.
ტომატში ( მე ქიქნოსის ტომატი გამოვიYენე) ავურიოთ ორეგანო, დაახლოებით ერთ ჭიქა ტომატს ერთი ჩAის კოვზი ორეგანო.
ცომი უნდა გავაბრტYელოდ ისე, რომ ძააალიან სიფრიფანა გახდეს ( ამაშია მთელო მუღAმი yes.gif ), მაღლიდან წავუსვათ ტომატი, მჭიდროდ დავაწყოთ ლორის სიფრიფანა ნაჭრები, რომელსაც მაGლიდან ბულგარულის ჩხირებს დავადებთ, მოვაყრით მწარე წიწაკას, დავაწყობთ ანანასის კუბიკებს და ბოლოს ყველს მოვაყრით. ამ ყველაფერს ოოოდნავ მოვაფრქვიოთ ორეგანო. შევდოთ გახურებულ ღუმელში.
მერწმუნეთ, წარმოუდგენლად გემრიელი პიცაა. wink.gif

ესეც ასე, როგორც იქნა, კიდევ ერთი რეცეპტი დავაგდე მეც. ურააა.

Posted by: POMPADOUR MADAM DE 17 Dec 2008, 12:10
rtuli

ოო გემრიელი იქნება როგორც ყველაფერი რასაც შენი მადლიანი ხელები აკეთებენ
მივხვდი რომ გულით რასაც აკეთებ და სიყვარულით ყველაფერი გემრიელი გამოდის 2kiss.gif

მოკლედ ცომის მოზელა დედაჩემმა დამასწრო სანამ მე მეძინა და მე მხოლოდ დავაცხვე და თან პირველად მოუკარი ლობიანი და მიხარია რომ გამომივიდა bis.gif

http://www.radikal.ru

Posted by: n_j 17 Dec 2008, 13:18
ბოსტნეულის ღვეზელი ფენოვან ცომში

მარილწყალში რამდენიმე წუთით მოვხარშოთ ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი, გადავწუროთ და გავაგრილოთ
დავალაგოთ ეს ბოსტნეული შესაბამის ფორმაში ან ტაფასი ჩაფენილ გაბრტყელებულ ცომზე ცოტა პილპილი მოვაYაროთ და ბლომად ყველი დავახეხოთ, შეიძლება როგორც ადგილობრივი ისე უცხოური წარმოების ყველი, თუ ძალიან მარილიანია ბოსტნეული უმარილოდ მოხარშეთ.დავადოტ ცომის მეორე ფენა და გვერდები კარგად სემოვუკეცოთ, შესაძლებელია მოხარშული კერცხის დამატებაც შიგთავსში, ზემოდანაც კვერცხი გადაუსვით.აცხვეთ დაახლ.190 გრადუსზე.არის ძალიან მსუბუქი და თქვენ წარმოიდგინეტ გემრიელიც
http://www.radikal.ru

POMPADOUR MADAM DE
QUOTE
ლობიანი


აუ მომინდა!
მე კი არ გამომიცხვია

Posted by: chaPPek 17 Dec 2008, 14:52
მე ვერანაირ ლობიანს ვერ ვჭამ თუ გაფრცქვნილი ლობიოთი არ არის გაკეთბეული. დამიჯერეთ, ბევრად უფრო ფაფუკი და გემრიელია. თანაც, ლობიოს კანი ასე თუ ისე მავნებელია, გაფრცქვნილი ლობიო კი არაsmile.gif


მე მაინც არაფერს გამოვაცხობ, დღეს დედა დაკავდება მაგ საქმით, მე კიდე მივალ, შევჭამ და სურათითაც მოგამარაგებთ smile.gif

Posted by: rtuli 17 Dec 2008, 15:24
POMPADOUR MADAM DE
რა ლამაზებია და გემრიელიც იქნება უდაოთ!

ესეც ჩემი ნახელავი ლობიანები,იცინიან რატომღაც smile.gif

Posted by: niki_ niki 17 Dec 2008, 17:12
ესეც ლობიანები: ცომი ვიყიდე biggrin.gif გული: მოხარშული მინდვის ლობიო, ზეთში მოხრაკული ხახვი და პილპილი

Posted by: rtuli 19 Dec 2008, 18:35
პოლენტა

900 მლ.წყალი(უკეთესია ბოსტნეულის ბულიონებით შეკმაზული)
300 გრ. სიმინდის ფქვილი(სამჭადეთ)
2 კვერცხის გული

ბოსტნეულის კრებული:
ხახვი 1 თავი
2 ცალი ცუკინი(ნაცრისფერი ყაბაყი)
2 ბულგარული
3 ცალი პამიდორი

ყველი მოსაყრელად გემოვნების მიხედვით.

მოვამზადოთ სქელი ფაფა სიმინდის ფქვილის+წყლის,5 წუთის განმავლობაში ვხარშოთ და გადავDგათ გასაციებლად,თავ დახურული უნდა იყოს ქვაბი.
გაციებულ სიმინდის ფაფას შეურიოთ კვერცხის გულები და ლანგარძე მოვათავსოთ.

მოვთუშოთ ბოსტნეული,შევანელოთ პილპილით +პაპრიკით+მარილით+ნივრის FირFიტებით,მოვათავსოდ სიმინდის ცომის ზემოდან და მოვაყაროთ ყველი.ღუმელში შევდგათ დასაწითლებლად.

პ.ს. ეს საშვალო პორციაა

Posted by: DrDrDrmultihonoriscausa 24 Dec 2008, 01:24
უკაცრავად და ,,ბლინს'' რა ჰქვია ქართულად?

Posted by: Armonida 24 Dec 2008, 10:35
DrDrDrmultihonoriscausa
QUOTE
უკაცრავად და ,,ბლინს'' რა ჰქვია ქართულად?

ბლითი თუ არ ვცდები.

Posted by: DrDrDrmultihonoriscausa 24 Dec 2008, 13:31
მდაააა, არ ვიცოდი....................................

Posted by: POMPADOUR MADAM DE 24 Dec 2008, 13:35
Armonida
QUOTE
ბლითი თუ არ ვცდები.


ბლითი არის "ბუბლიკი"

და "ბლინი" არ ვიცი და ვნახავ ლომიძის წიგნში იქნება და დავწერ

Posted by: nanana 24 Dec 2008, 14:25
DrDrDrmultihonoriscausa

POMPADOUR MADAM DE
QUOTE
და "ბლინი


მაჭკატი yes.gif


მიყვარს მაჭკატები givi.gif

Posted by: DrDrDrmultihonoriscausa 24 Dec 2008, 14:44
აი მესმის ოპერატიულობა!! ნამდწილად ასეა!!!
გმადლობ, გმადლობ...
ეხლა მეც გამახსენდასავით, მარა ვერ გავიხსენებდი საუკუნე რომ მეფიქრაsmile.gif)))

Posted by: Armonida 25 Dec 2008, 14:11
POMPADOUR MADAM DE
მართალი ხარ smile.gif მაჭკატია მაჭკატიიიიიიიი biggrin.gif პეპი რო აცხობდა სულ biggrin.gif

Posted by: KAM_M_MILA 25 Dec 2008, 22:30
rtuli
QUOTE
ამწუთას გავაკეთე ეს ცომი,ვემზადები საახალწლოდ ,ვინახავ საყინულეში

საყინულეში ცელოფნით ინახავ, პაკეტით, თუ რითი ჯობია? რამდენ ხანს ინახება და რამდენი ხნით ადრე უნდა გამოვიღოთ გამოცხობამდე?

Posted by: rtuli 25 Dec 2008, 22:59
KAM_M_MILA
QUOTE
საყინულეში ცელოფნით ინახავ, პაკეტით, თუ რითი ჯობია? რამდენ ხანს ინახება და რამდენი ხნით ადრე უნდა გამოვიღოთ გამოცხობამდე

ცომს მოაყრი ცოტათი ფქვილს და ჩადებ ცელოფანში,ან იყიდება ,,პიშევოი პლიონკა,,.,ცომი ინახება მაქსიმუმ 6 თვე.
უნდა გამოიღო საყინულედან წინა დღისით(მე ღამე ვიღებ)და შედო მაცივარში(არავითარ შემთხვევაში არგააჩერო ოთახის ტემპერატურაზე,კარაქი და ცომი შეერთდება და ფენებად აღარ დაიყოფა) ნელა გასალღობად.

Posted by: そソふいイあア だダ 好 25 Dec 2008, 23:11
ერთი პაწაწუნა რჩევა დიასახლისებს განსაკუთრებით კი ცომეულის მოყვარულებს. თუ იყიდით ხაჭაპურისთვის ან ლობიანისთვის საცხობებში პურისთვის გამზადებულ ცომს ცოტაოდენ ზეთში გადაზილეთ ფაფუკი და ძალზედ გემრიელი გამოვა ხოლო ლობიანის გულში შეურიეთ ერთი მუჭა გატარებული ნიგოზი უგემრიელესი იქნება : )))))

Posted by: DrDrDrmultihonoriscausa 26 Dec 2008, 19:32
ცოტა ზეითუნის ზეთს თუ გაიმეტებთ, ხაჭაპურისთვის რა გითხრათ და პიცასთვის აუცილებელიც კია user.gif

Posted by: Solveig 26 Dec 2008, 19:58
QUOTE
ლობიანის გულში შეურიეთ ერთი მუჭა გატარებული ნიგოზი უგემრიელესი იქნება

ეგ გემოვნებაზეა..მე არ მომწონს.
DrDrDrmultihonoriscausa
QUOTE
ცოტა ზეითუნის ზეთს თუ გაიმეტებთ, ხაჭაპურისთვის რა გითხრათ და პიცასთვის აუცილებელიც კია

კი, ეგრეა.

გუშინ გავაკეთე რაღაც პიცისმაგვარი..მქონდა ძველი მაწონი და პურიც გამხმარიყო..დავანამცეცე პური, დავასხი მაწონი ცოტა სოდით, დავუმატე 1 კვერცხი, ავურიე კარგად (არაჟნის კონსისტენცია ჰქონდა) და დავასხი ფურცელზე. შემდგი ღუმელში, თავზე რომ შეშრა, მოვალაგე დაჭრილი ყველი და შევაბრუნე უკან-სანამ ყველი არ დალღვა და ოდნავ შეწითლდა..

Posted by: DrDrDrmultihonoriscausa 31 Dec 2008, 18:08
მაწონზე უფრო მარტივს გეტყვი: 300 გრ ფქვილზე, 150 მლ რძეს შეურიე ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, თუ სიცივეა მაშინ ერთი მეოთხედი კვადრატის ფორმის მშრალი საფუარისა, აურიე სპირალის ფორმის მიქსერით ან უფრო კაია ხელით! და შედე ღუმელში 50 გრადუსზე, ნახევარი საათით ან ცოტა მეტით. რომ ამოვა დაადე რაც გაგიხარდება და გექნება ჰაეროვანი თხელი პიცის ცომი wink.gif

Posted by: ninobeka 6 Jan 2009, 12:41
იქნებ მასწავლოთ როგორ კეთდება საშობაო ღვეზელები?

Posted by: miau 6 Jan 2009, 13:49
ninobeka
QUOTE
იქნებ მასწავლოთ როგორ კეთდება საშობაო ღვეზელები?


საფუარიანი ხაჭაპურის ცომში უნდა ჩადო ჩვეულებრივ ხაჭაპურისთვის მომზადებული ყველი და დაჭრილი მოხარშული კვერცხი - სულ ესაა. smile.gif

Posted by: ninobeka 6 Jan 2009, 14:31
miau
QUOTE
საფუარიანი ხაჭაპურის ცომში უნდა ჩადო ჩვეულებრივ ხაჭაპურისთვის მომზადებული ყველი და დაჭრილი მოხარშული კვერცხი - სულ ესაა.

კვერცხი წვრილად უნდა დავჭრათ?

ე.ი ღვეზელის ფორმას მივცემ და უზეთოდ გამოვაცხო?

Posted by: miau 6 Jan 2009, 14:42
ninobeka
QUOTE
კვერცხი წვრილად უნდა დავჭრათ?

ძალიან წვრილად არა, მთლად ფაფასავით არ უნდა იყოს, ვინიგრეტისთვის მსხვილად რომ იჭრება, ისე smile.gif

QUOTE
.ი ღვეზელის ფორმას მივცემ და უზეთოდ გამოვაცხო?


ზუსტად ასე უნდა მოიქცე smile.gif

მეც რაღაც განსხვავებული მეგონა და გაბარძგალებამ დამაკვალიანა თავის დროზე smile.gif

Posted by: rtuli 6 Jan 2009, 16:59
ნაზუქი

რძე 750მლ.
კარაქი 250 გრ.
შაქრის ფხვნილი 500 გრ.
ქიშმიში 0,5 ჩ.ჭ
კვერცხი 5 ცალი
შესქელებული რძე 0,5 ჩ.ჭ
საფუარი 25 გრ.
ვანილი,მიხაკი,დარიჩინი და მარილი - გემოვნებით

გავხსნათ თბილ რძეში (ნახევარში) საფუარი(ნახევარში) და დავდგად გასაფუებლად.
დანარჩენ რძეში გავხსნათ დანარჩენი საფუარი,დავამატოდ გაფუებული რძე და დანარჩენი მასალა.მოვზილოთ ნაზი ცომი და დავდგათ გასაფუებლად.
ერთხელ გადავზელავთ,გავაფუებდ და ამოვიღებთ გუნდებს.
მივცემთ მოგრძო ფორმას,გავაჩერებთ ამოსასვლელედ კიდევ 1 საათს,წაუსმევთ კვერცხის გულს+ცოტა რძეს და გამოვაცხობთ ნაზუქებს.

Posted by: MiXaKo 6 Jan 2009, 21:17
rtuli
QUOTE
რძე 750მლ.
კარაქი 250 გრ.
შაქრის ფხვნილი 500 გრ.
ქიშმიში 0,5 ჩ.ჭ
კვერცხი 5 ცალი
შესქელებული რძე 0,5 ჩ.ჭ
საფუარი 25 გრ.
ვანილი,მიხაკი,დარიჩინი და მარილი - გემოვნებით

მოიც-მოიც, რაღაც ვერ გავიგე biggrin.gif ფქვილი არ უნდა საერთოდ? biggrin.gif

QUOTE
გავხსნათ თბილ რძეში (ნახევარში) საფუარი(ნახევარში) და დავდგად გასაფუებლად

რა უნდა გაფუვდეს, რზე და საფუარი?

QUOTE
შესქელებული რძე 0,5 ჩ.ჭ

ეს რომელია? "სგუშონოე მოლოკო" ? biggrin.gif

Posted by: rtuli 6 Jan 2009, 21:25
MiXaKo
QUOTE
მოიც-მოიც, რაღაც ვერ გავიგე  ფქვილი არ უნდა საერთოდ?

საშვალო სიმაგრის ცომიო ,უნდა გამოვიდეს და შენ როგორც გამოცდილი კულინარი უნდა იგრძნო საშვალო სიმაგრე biggrin.gif
QUOTE
რა უნდა გაფუვდეს, რზე და საფუარი?

ამას ქვია საფუვრის გაღვიძება wink.gif

QUOTE
ეს რომელია? "სგუშონოე მოლოკო" ? 

უჰუ,ქართული სულ დაგავიწყდა
პ.ს. პეტერბურგში ხომ არცხოვრობ biggrin.gif

Posted by: BEKO 7 Jan 2009, 09:02
miau
QUOTE
საფუარიანი ხაჭაპურის ცომში უნდა ჩადო ჩვეულებრივ ხაჭაპურისთვის მომზადებული ყველი და დაჭრილი მოხარშული კვერცხი - სულ ესაა.

და შუაში მთელი კვერცხი უნდა ჩაუდოთ და მთვარისებური ფორმა მისცეთ.

ჰოდა, მთავარი კიდევ, შელოცვაა. ღვეზელი მუცელზე უნდა შემოივლოთ და თქვათ: ჩემი მუცლის ტკივილი აღმა ქარს მიჰქონდა, დაბლა - წყალს. სამჯერ! biggrin.gif
ამ ღვეზლებს გურიაში "მუცლის სალოცავებს" ეძახიან.

პ.ს. ღვეზელს მაწვნიან-მარგარინიანი ცომი უფრო უხდება.

Posted by: addicted 9 Jan 2009, 19:37
ოსური ხაჭაპური

სჭირდება ჩვეულებრივი საფუარიანი ცომი. გული მზადდება შემდეგნაირად. საჭიროა მარილიანი ყველი, შეიძლება მარილწყალში ჩადებული ყველის გამოყენებაც, ოღონდ ძალიან გამაგრებული არ უნდა იყოს. დავფხვნით და გადავურევთ მოხარშულ კარტოფილს (კარტოფილის რაოდენობა დამოკიდებულიაყველის მარილიანობაზე) მასას ჩავზილავთ ერბოში ან არაჟანში (თუ მოხდილი ყველია აუცილებელია ერბო). სულ ეს არის გამოვაცხობთ ტაფაზე უცხიმოდ, ან აირ ღუმელში. როდესაც გამოვაცხობთ ზემოდან წავუსვამთ ერბოს smile.gif უუუგემრიელესიაა smile.gif

Posted by: BadbadGirl 12 Jan 2009, 00:33
ხინკლის ცომი . გამოცდილი და ადვილი

ვიღებთ თასს და ვყრით მასში სასურველი რაოდენობის ფქვილს. ფქვილში ვურევთ მარილს , ვუკეთებთ ჩაღრმავებას და ვასხავთ ნელ ნელა ოთახის ტემპერატურის წყალს თან ვზილავთ, ცომი უნდა მოიზილოს მაგარი , ისე რო ხელზე არ გვეკვრებოდეს. გადმოიღეთ თასიდან და დაფაზე დაზილეთ კიდე კარგად. რომ მორჩებით (უფრო სწორად ზელვით დაიღლებით biggrin.gif ) დადეთ ცომი, გადააფარეთ ტილო ან საჭმლის პარკი რომაა და დატოვეთ ასე 30 წუთი. ასე გააკეთეთ კიდევ ერთხელ. გადაზილეთ ცომი და კიდე დატოვეთ 30 წუთი. მთავარია ცომს რომ დანით დასერავთ ერთგვაროვანი მასა იყოს და არა ფენებად დაწყობილი. აი მაშინ მიხვდებით რომ ცომი მზადაა.

ხოდა ასე.

Posted by: Peppi 12 Jan 2009, 13:54
"ჩებურეკი"

ცხიმში მოხარშული ცომი ხორცის ცხარე გულსართით.

ითარგმნება როგორც "უმი გულსართი", წარმომავლობა, კი სავარაუდოდ არის ყირიმიდან, ყირიმელი თათრების ნაციონალური კერძია. (სავარაუდოდ ასევე გავრცელებულია ბალკანეთშიც).


ფარში: უმი ცხვრის ან საქონლის ხორცი (შეიძლება ღორიც) 500 გრ, ხახვი - 2-3 საშუალო ზომის თავი, გავატაროთ ხორც-საკეპ მანქანაში, ან დავკეპოთ ბლენდერით, დავამატოთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. შეიძლება მწვანილიც (გემოვნებით).
ხორცის მასა უნდა იყვეს ცხიმიანი და წვნიანი, შეიძლება გათხელდეს თბილი წყლით ან მაწონ-კეფირით (ეს გემოვნებაზეა).
ერთი სიტყვით, ხინკლის ფარშის მსგავსია.

ცომი: 1 კგ. ფქვილი, წყალი, მარილი 1 ჩაის კოვზი, შაქარი 1 ჩაის კოვზი, კვერცხი 1-2 ცალი.
ცომის მომზარების რამდენიმე მეთოდი არსებობს:
1. ფქვილში გავაკეთოთ ჩაღრმავება და ჩავუშვათ მდუღარე წყალი (იმდენად ცხელი, რასაც ხელი გაუძლებს), თუ ვზილავთ კვერცხზე, მაშინ კვერცხი, მარილი და შაქარი გავხსნათ ცოტა-ოდენ წყალში და ისიც დავამატოთ ფქვილისა და ცხელი წყლის მასას და ვზილოთ ელასტიური, რბილი ცომის მიღებამდე. ცომი უნდა იყვეს გაცილებით რბილი, ვიდრე ხინკლის ან პილმენის ცომია.

2. ტრადიციული, ყირიმული წესი - წყალი, მარილი შაქარი, კვერცხი ერთად გავაცხელოთ და ამ მასით მოვზილოთ რბილი, ელასტიური ცომი. ასევე უშვებიან 2 ჩაის კოვს არაყსაც, თუმცა ეს მეთოდი და ეფექტი არ მიცდია და არც არგუმენტაცია ვიცი, თუ რატომ არის საჭირო.

თუ ფარში უკვე მზად გაქვთ, მაშინ იწყებთ ცომის გაბრყტელებას; თუ არა, სანამ ფარშს მოამზადებთ, ცომი შეინახეთ გრილ ადგილას, ან მაცივარში.

ცომი ბრტყელდება და იჭრება თხელ 2-3 მმ, მრგვალ 10-12 სმ დიამეტრის წრეებად, 1 სუფრის კოვზი ფარში იდება ცომის ერთ ნახევარზე და ეფარება მეორე ნახევარი, ეკვრება გვერდები, რომელიც შეგიძლიათ მოაჭრათ ფიგურულად , სპეციალური კულინარიული საჭრელით, ან დააფიქსიროთ ჩანგლის კბილანებით.
შეკრულ, დახურულ ცომს მიეცით მოგრძო, ნახევარ მთვარისებული ფორმა. ეს მარტივად კეთდება - ცომის კიდეების ონდავი გაწელვით.

მოხარშეთ ფრიტიურნიცაში, ან ბლომად ზეთ-მოსხმულ ტაფაში, ისე რომ მთლიანად იფარებოდეს ჩებურეკი.

მიირთვით გემრიელად.

Posted by: rtuli 12 Jan 2009, 22:08
Peppi
[quote]"ჩებურეკი"[/quote]

მე ცოტათი განსხვავებულად ვაკეთებ ჩებურეკის ცომს და ყველაზე გამართლებულად და გემრიელს ვთვლი yes.gif

ცომი: 4 ჩ.ჭ. ფქვილი
-------1,5 ჩ,ჭ წყალი
-------1 ს.კ. ცხიმი (ნებისმიერი)
-------ნახევარი ჩ.კ. მარილი

ვადუღებ წყალს+მარილი+ცხიმი და შევათქვეფავ 1 ჩ.ჭ ფქვილს,კარგად უნდა გაიხსნას ფქვილი.
გავაციოთ ცომი და დაუმატოდ კვერცხი და დანარჩენი ფქვილი.კარგად გადავზილოთ ცომი,ხელებს არუნდა ეკვრებოდეს(თუ ფქვილის დამატებას ითხოვს ცომი,დაუმატოდ ცოტა).დავდოთ ცომი და 1-2 საათით დავასვენოთ.მზად არის გამოსაყენებლად.

1.ცხიმს ვამატებთ ცომში იმიტომ რომ,გამოცხობისას აძლებს დამახასიათებელ ბურთულების ეფეკტს ,ცომის ზედაპირზე.
2.ფქვილის ნაწილის ჩახარშვით ცომი უფრო ელასტიური და რბილი ხდება.

Posted by: Peppi 13 Jan 2009, 00:43
miau
პატარა შენიშვნებს დავამატებ წინა რეცეპტს:
1. სტანდარტულად სისქე 2-3 მმ უნდა, მაგრამ რადგან დეგუსტატორებს უფრო სქელი ცომით უნდოდათ - 5 მმ-მდე გავზარდე სისქე, ასე უფრო გავდა კაფეებში რომ იყიდება ისეთს;
2. ცომის მოსაზელი სითხე - ათქვეფილი კვერცხი, მარილი და შაქარი ერთად გავხსენი ცოტა წყალში და მერე მდუღარე ვამატე ნელ-ნელა - კვერცხი რომ არ აჭრილიყო. ეს მასა იმდენად ცხელია, რომ ცომი კოვზით უნდა მოზილო თავიდან, უკვე მოზელილი ცომიც კი თბილი და რბილია იმდენად ცხელ წყალში იზილება;
3. თავიდან ჯობია ფარში მოამზადო, რომელსაც მარილისა და წიწაკის გარდა - ადგილობრივი "სტანდარტების" გათვალიწინებით ცოტა ხმელი ქინძი და ოხრახუში შეიძლება შეურიო, ეს მხოლოდ გემოვნების მიხედვით;
4. თუ ტაფაში ხარშავ, წვავ და ზეთი არ ფარავს ბოლომდე - ტაფა ფრთხილად ატრიალე, რომ ზეთის "ტალღებმა" მთლიანად დაფაროს ცომის ზედაპირი, ან კოვზით ასხი ზემოდან ზეთი, რომ მთლიანად ფარავდეს, ბურთულები და ბუშტები გარანტირებული ექნება ცომს - ლოდინის გარეშეც;
5. ჩებურეკი გამოვიდა - გარედან შემწვარი, შიგნიდან მოხარშული ცომით;
ხორცი თანაბრად განაწილებული და წვნიანი, თან ისე არ ემართება, როგორც ნაყიდს - ფარში რომ ერთ კუთხეში მოექცევა ხოლმე, თუმცა ეს იმაზეც არის დამოკიდებული - ზეთში როგორ ჩადებ, ანუ ჰორიზონტალურად უნდა ჩაუშვა ზეთში და არა ერთი ბოლოთი - ვერტიკალურად.



rtuli
QUOTE
მე ცოტათი განსხვავებულად ვაკეთებ ჩებურეკის ცომს და ყველაზე გამართლებულად და გემრიელს ვთვლი


ჩემი ვარიანტი ვისაც გაუსინჯია - იგივეს ამტკიცებენ ისინიც yes.gif
თუმცა, პირადად აუცილებლად ვცდი შენს რეცეპტს შემდეგი გაკეთებისასsmile.gif

ესეც მოსამზარებელი დაფა "ოპერაცია - ჩებურეკი"

Posted by: Peppi 13 Jan 2009, 01:11
აი მზა ჩებურეკიც

:)303030303030

Posted by: rtuli 13 Jan 2009, 01:12
Peppi
QUOTE
"ოპერაცია - ჩებურეკი"


ნერწყვი წამომივიდა და ამაღამ ჩებურეკი დამესიზმრება biggrin.gif
უკვე წარმოვიდგინე ზეთში როგორ აშიშხინდება და დაწითლდება smile.gif
მერე გემრიელად ჩაკბიჩავ და წვენს დააგემოვნებ!!!


პ.ს. არა რა, სახლში გაკეთებულს არაფერი ჯობია!



გოგო!!!!!!!!!!! ეს უკვე სადომაზოხიზმია vik.gif 2kiss.gif

წავალ ,სიზმარში მაინც დავაგემოვნებ ამ შედევრს gigi.gif

Posted by: Peppi 13 Jan 2009, 11:59
rtuli
QUOTE
წავალ ,სიზმარში მაინც დავაგემოვნებ ამ შედევრს


მობრძანდი გენაცვალეsmile.gif 2kiss.gif

QUOTE
.ს. არა რა, სახლში გაკეთებულს არაფერი ჯობია!

100%

smile.gif

Posted by: Peppi 20 Jan 2009, 21:25
"ხაჭოს ცომი" rtuli-სგანsmile.gif

QUOTE
ეს ხაჭოს ცომია  ანუ ხაჭო 300გრ.+300გრ.გაყინული მარგარინი+300გრ.ფქვილი.
დახეხავ მარგარინს და ფქვილში აურევ (მარცვლოვანი ცომი გამოგივა)შეაზელ სწრაფად ხაჭოს და მაცივარში 1 საათით შეაგდებ(მე საღამოთი მოვზილე დილისთვის).გაშალე ცომი ნახევარი თითის სისქეზე და ცომის ნახევარზე დაახეხე ყველი(მე რუსული ყველი ვიხმარე,კალბასს რომ გავს),მოაყარე დაჭრილი ვიჩინა,გადაკეცე ცომი,წაუსვი კვერცხს გული+ცოტა რძე ან მაწონი,დაჭერი ზოლებად და გამოაცხე.მარტივი და გემრიელია მართლა.


სურათი იხილეთ აქ:

პოსტი N - #12279947
http://forum.ge/?f=82&showtopic=33912726&st=435

Posted by: rtuli 9 Feb 2009, 19:15
ბლინებით მომზადებული იმპროვიზირებული ლაზანია.
დაგვჭირდება 12-14 ბლინი(ჩვეულებრივი ბლინებზე ცოტა სქელი გამოაცხეთ).

გულსართის მასალა:
1 ჩ.ჭ ბრინჯი(მოვხარშოთ და კამა მოვაყაროთ)
500გრ. ქამა სოკო(მოვშუშოთ ხახვში და ნივრის ფირფიტებთან ერთად)
5-6 კვერცხი(მოვხარშოთ და დავჭრათ)
500გრ. ქათმის ხორცი(მოვხარშოთ და დავჭრათ,ბულიონში მე ბრინჯი მოვხარშე)

სოუსი ბეშამელის მაგვარი : 30 გრ.კარაქში მოვშუშოთ 0,5 ჩ,ჭ ფქვილი,დავამატოდ თბილი ნაღები(დაბალ პროცენტული) ან რძე,მარილი+პილპილი+მუსკატის კაკალი.ავადუღოთ და გადმოვდგათ.თუ სქელი გამოვიდა დაამატეთ ადუღებული ნაღები.

შუშის ან სხვა ფორმაში(კარაქ წასმული) ჩავაფინოთ ბლინები გარშემო ისე რომ,ბოლოები კედლებზე გადმოკიდებული ქონდეს ბლინებს(მერე უნდა გადავკეცოთ).ჩავდოთ ბრინჯის მასა,ზემოდან დავადოთ ბლინი(მარტო ბრინჯი რომ დაიფაროს),დავაყაროთ კვერცხი და სოუზი მოვასხათ ცოტათი,ისევ ბლინი დავაფაროთ,ქათმის ხორცი მოვაყაროთ,ისევ ბლინით დავაფაროთ,ბოლოს სოკო მოვაყაროთ ,სოუსი მოვასხათ ცოტა ,გადმოვკეცოთ ბლინების დატოვებული ბოლოები,დავადოთ ისევ ბლინი,დავასხათ ცოტა ერბო,დავაფაროთ სახურავი ან ფოლგა და ღუმელში შევდგათ ,220 გრადუსზე 30 წუთით,მერე მოვხადოთ ფოლგა და გავაგრძელოთ ღუმელში მზადება კიდევ 15 წუთით.

გამოვიღოთ ღუმელიდან,ამოვაპირქვავოთ,ცოტა შეგრილების მერე დავჭრათ,მოვასხათ სოუსი და მივირთვად.

პ.ს. მე სოკოს კიდე დამარინადებული სოკო დავამატე ცოტა,მოუხდა ძალიან.

Posted by: niki_ niki 9 Feb 2009, 22:19
rtuli

ამასაც ვცდი და ესეც რომ ვერ გადმოვაბრუნე გავგიჟდები sad.gif მე ჩვეულებრივ კექსაც როცა ვაცხობ და მერე ვაბრუნებ,
მგონი კარგად ვხსნი, ისიც შუაში მიტყდება, შუაში ამოღრუტნული რომ არის იმ ფორმაზე ვამბობ, ალბათ ცხობას ვაკლებ yes.gif

Posted by: rtuli 9 Feb 2009, 22:35
niki19m
QUOTE
ისიც შუაში მიტყდება, შუაში ამოღრუტნული რომ არის იმ ფორმაზე ვამბობ, ალბათ ცხობას ვაკლებ 

ცხობას როგორ აკლებ,ჩხირით არსინჯავ!?თუ ყვება ცომი აკლია ცხობა თუ არა მზად არის,მერე ხელი თუ დაადე შუაში ოდნავ კარგმა გამომცხვარმა უკან გასწორება იცის,ანუ ნათითურს არტოვებს.
ძირზე ყალიბს კარაქი წაუსვი და საფანელი მოუყარე ცოტა,გვერდებს არუნდა,უფრო ექნება ცომს მოსაკიდებელი და ამოვა კარგად,ერთი ცოტათი მერე დანით შემოუტარე მერე გვერდებზე რომ,კატასტროფისგან თავი დაიზღვიო,ნნახევრად შეგრილებული უნდა ამოიღო ყალიბიდან და არა ცხელი,არც გააციო შიგნით ჩაცომდება.

Posted by: niki_ niki 9 Feb 2009, 23:57
yes.gif rtuli
QUOTE
,მერე ხელი თუ დაადე შუაში ოდნავ კარგმა გამომცხვარმა უკან გასწორება იცის,ანუ ნათითურს არტოვებს.


ამას ვერ ვხვდები, სულ მგონია რომ დამეწვება smile.gif მე პირველი ვარ ჩემ ოჯახში ვინც ნამცხვრების ცხობა დავიწყე და არ მინახია როგორი უნდა იყოს yes.gif მიხსნიან მაგ ყველაფერს, ვაკეთებ და მე ხომ ვგრძნობ რომ არ ვარგა, ჩემი მეუღლე და სხვებიც კი ამბობენ რომ კარგია, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს sad.gif

ამასწინათ გავაკეთე "ყარაყუმი", აქაც დავწერე, ყველამ მითხრა რომ კარგია, მაგრამ მე მივხვდი რომ ვერ იყო ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო smile.gif რამდენი ვილაპარაკე

უფროსმა შვილმა მესამე დღეს მომთხოვა აღარ გაქვსო ძალიან მომეწონაო და ეს ჩემი გულის გასაკეთებლად გააკეთა, მაგრამ მაინც დიდი მადლობელი ვარ yes.gif


Posted by: Breaky 10 Feb 2009, 00:51
niki19m

თავიდან მე მიფუჭდებოდასავით, ვერ ვიღებდი ფორმიდან კარგად. მერე მეთვითონ მივხვდი, რომ ცომი არ იყო კარგად გამომშრალი.
მიუხედავად იმისა, რომ ცხიმსაც ვუსმევდი ფორმას და ჩხირითაც ვსინჯავდი, გამომცხვარი იყო თუ არა, მაინც იკრავდა.
აი, რომ გამოცხვება და ჩხირით ნანახი რომ მაქვს, რომ ვსო, მზადაა, ძალიან დაბალ ცეცხლზე (ქვემოდან მიმართულებით) ვაჩერებ კიდევ
ღუმელში ცოტა ხანი, რომ გარეთა კანი გამოშრეს კარგად. და მერე ძალიან ადვილად გამოდის ფორმიდან.
ხო, რომ გამოიღებ ღუმელიდან, ეგრევე არ ამოიღო, 5 წუთი დააცადე, მეტი არ უნდა.

სადღაც წავიკითხე კიდევ, რომ ფორმას გარედან სველი ტილო უნდა შემოახვიოთ და ადვილად გამოვაო. ერთხელ ვცადე და მაინცდამაინც
არ დამეხმარა ეგ მეთოდი, მაინც აძვრა კანი ერთ ადგილას.


Posted by: kokogorgo 10 Feb 2009, 16:57
rtuli

არაჩვეულებრივი ლამაზი რამეა.

rtuli , დაჭრის დროს არ იშლება ეგ სილამაზე, თუ ბლი8ნების ფენები კრავს?

საინტერესოა თეფშზე როგორ გამოიყურება დაჭრილი?



Posted by: rtuli 10 Feb 2009, 17:20
kokogorgo
QUOTE
დაჭრის დროს არ იშლება ეგ სილამაზე, თუ ბლი8ნების ფენები კრავს?

დაჭრის დროს არდაიშლება თუ:
1. ბრინჯი არუნდა მოიხარშოს ფანტელა
2. კვერცხს და სოკოს კრავს ის სოუსი რომელსაც ვასხავთ ზემოდან ,აწყობის დროს.
3. ბლინებიც თავისთავად.
QUOTE
საინტერესოა თეფშზე როგორ გამოიყურება დაჭრილი?

აქ ზემოთ, უკვე თეფშზე მოჭრილი ნაჭერია smile.gif ,მთლიანად კი ასე გამოიყურებოდა

ამ სურათზე ფაკტიურად ჩანს ბლინები როგორ უნდა ჩააფინო ყალიბში.

Posted by: kokogorgo 10 Feb 2009, 17:53
rtuli
QUOTE
1. ბრინჯი არუნდა მოიხარშოს ფანტელა


ანუ, მოხარშვის მერე ,ბრინჯი არ უნდა გავრეცხოთ?,
* * *
QUOTE
სოუსი ბეშამელის მაგვარი : 30 გრ.კარაქში მოვშუშოთ 0,5 ჩ,ჭ ფქვილი,დავამატოდ თბილი ნაღები(დაბალ პროცენტული) ან რძე,მარილი+პილპილი+მუსკატის კაკალი.ავადუღოთ და გადმოვდგათ.თუ სქელი გამოვიდა დაამატეთ ადუღებული ნაღები.


აქ რძის რაოდენობა არაა მითითებული. დაახლოებით რამდენი?
* * *

2. სოუსს რაიმე სანელი არ უნდა? მაგ. პილპილი.

3.შეიძლება მხოლოდ ქათმის ფილე გამოვიYენოთ?
* * *

ბოდიში, მეორე კითხვა მოხსნილია.
* * *
4. რა ზომის ფორმაში აკეთებთ. დაწვრილებით ვკითხულობ, ძალიან მომეწონა.

Posted by: rtuli 10 Feb 2009, 19:16
kokogorgo
[quote]აქ რძის რაოდენობა არაა მითითებული. დაახლოებით რამდენი?

დაახლოვებით 500 მლ.დაასხი და მერე როცა შესქელდება მიხვდები უნდა დამატება თუ არა,ანუ სოუსი უნდა გამოვიდეს საშვალო სისქის,შეგიძლია დარჩენილი ბულიონით გაათხელო
.
[quote]შეიძლება მხოლოდ ქათმის ფილე გამოვიYენოთ?
* * *[/quote]

ცოტა მშრალი ხორცია და მაშინ ქათმის ფენასაც მოასხი ოდნავ სოუსი.მე მენჯები გამოვიყენე.

[quote]ანუ, მოხარშვის მერე ,ბრინჯი არ უნდა გავრეცხოთ?, [/quote]

მრგვალი ბრინჯი გამოიყენე,უფრო წებოვანია და 1 ჭიქა ბრინჯზე 2 ჭიქა წყლის(ბულიონი უკეთესია,ანუ ქათმის ხორცის ნახარში გამოიყენე) მაგივრად 2,5 ჭიქა გამოიყენე.მარილიც დაამატე ხარშვის დროს.
არავითარ შემთხვევაში არგარეცხო,როცა შეგრილდება დაჭრილი კამა გადაურიე.

[quote]რა ზომის ფორმაში აკეთებთ.[/quote]

ჩემი არის შუშის ქვაბი,დაბალი კედლები აქვს დაახლოვებით 26 სანტიმეტრია დიამეტრში და სიმაღლეში 10 სმ..მაგრამ შეგიძლია ოთკუთხედიც და ოვალურიც გამოიყენო,უბრალოთ ძალიან დიდი არიყოს და მთავარია კედელი ქონდეს მინიმუმ 8 სანტიმეტრის.


ისე მთავარია იდეა მოწოდებულია და დანარჩენი შეგიძლია შენი გემოვნებით რამე დაამატო.

Posted by: kokogorgo 10 Feb 2009, 20:18
rtuli

დიდი მადლობა. 2kiss.gif

Posted by: POMPADOUR MADAM DE 10 Feb 2009, 20:36
rtuli
რომელ ფორმაში გააკეთე?
შუშის თუ ?

Posted by: rtuli 10 Feb 2009, 21:40
POMPADOUR MADAM DE
QUOTE
რომელ ფორმაში გააკეთე?
შუშის თუ

შენც რომ გაქვს სახურავიანი შუშის ფორმა ,სახურავი უფრო დაბალ კედლიანია მე ტორტის დასადებათ რომ ვხმარობ wink.gif ,აი მეორე ნაწილი კი გამოვიყენე,უფრო ღრმაა.

Posted by: POMPADOUR MADAM DE 10 Feb 2009, 21:56
rtuli

კარგადაა შებრაწული და იმიტომ გკითხე wink.gif

Posted by: kokogorgo 11 Feb 2009, 18:40


დრო მაქვს და შემოგთავაზებთ ბლინებს [ ხორციანი " ბლინჩიკებისათვის"]

ბლინები გამოდის სიფრიფანა.
ამ ბლინებს ვაცხობ 10 წელია


10 კვერცხი

1,5 [ერთნახევარი] ჩაის კოვზი მარილი

3-4 ჩაის ჭიქა ფქვილი

1 ლიტრი ცივი წყალი.

100გრამი მზესუმზირის ზეთი

ცომი

10 კვერცხს დავუმატოთ მარილი და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით.
დავამატოთ 3 ჭიქა ფქვილი, ნელნელა მუდმივი რევით.
შემდეგ ნელა დავამატოტ წყალი
დავამაროთ ზეთი
ყველაფერს ვაკეთებთ მიქსერით

ცხელ ჟარონზე დავასხათ ზეთი გადავწუროთ.

დავასხათ ცომი.[ ბლინი მეორე მხრიდან აღარ გამოვაცხოთ.]
გამოდის 60 ბლინი.
ცომი, ცხობის პროცესში ,თუ ჩაგისქელდათ დაამატეთ ცივი წყალი

ცომი უნდა იყოს თხელი

* * *


ხორციანი პეროგი

1კგ. საქონლის ხორცი
200 გრე. კარაქი
6 კვერცხი
0.5 ლიტრი მაწონი
ფქვილი

ცომი
200გრ. კარაქი + 3 კვერცხი + 0.5 მაწონი + 1ცაის კოვზი სოდა + მარილი+
1ცაის კოვზი მზესუმზირის ზეთი + ფქვილი იმდენი , რომ გამოვიდეს რბილი ფაფუკი ცომი[ ხაჭაპურის]

გული

1კგ. ხორცი მოვხარშოთ , გავატაროთ. ცალკე კარაქში მოვთუშოთ დიდი ხახვი[ არ დავაწითლოთ]
გადავურიოთ გატარებული ხორცი. და მოვთუშოთ დახურულ ჭურჭელში.
თუ ხორცი მშრალია დავამატოთ ბულიონი.
გავაციოთ და გადავურიოთ 3-4 მოხარშული და წინასწარ წვრილად დაჭრილი კვერცხი
დავამატოთ წვრილად დაჭრილი კამა, პილპილი, მარილი, მუსკატის კაკალი.

ცომი გავყოთ ორ მაწილად. ერთი შედარებით დიდი უნდა იყოს

ვაბრტყელებთ. [ დიდ ცომს]. ვაცხობთ ოთხ კამფორიან გაზის ღუმელის სინზე.
სინს წინასწარ წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი
ცომზე გადავანაწილოთ გული.
ზემოდან გადავაფაროთ ცომის მეორე ნაწილი. გვერდები კარგად შევაერთოთ
ზევიდან გადავუსვათ კვერცხის გული ან რომ გამოცხვება გადავუსვათ კარაქი.
უკეთესია კვერცხი

შევდოთ წინასწარ გაცხელებულ ჰაერღუმელში და გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე




Posted by: rtuli 20 Feb 2009, 21:27
საფუვრიანი ცომი ხაჭაპურისთვის:
2 ჩ.ჭ რძე(წყალი)
3 ს.კ. ზეთი (ხელებზე წაისვიტ და ცომი უკეტ გადაიზილება+უფრო ფაფუკი ხდება ცომი)
ცოტა მარილი
1 კგ. ფქვილი
1 ს.კ. საფუარი(მშრალი)

გავხსნად რძეში(თბილში) საფუარი და 15 წუთის მერე დავამატოდ ფქვილი,მარილი და კარგად მოვზილოთ.
დავაფაროთ ტილო და 3 სათით გავაჩეროთ გასაფუებლად.

გულსართი :
1 კგ. თითქმის უმარილო ყველი+ 100 გრ. კარაქი კარგად დავზილოთ.შესაძლებელია ხაჭოს დამატებაც.



მეორე ვარიანტი ცომის:
500 მლ. მაწონი
2 ცალი კვერცხი
1 ჩ.კ. სოდა ან რაზრიხლიტელი
მარილი მეოთხედი ჩაის კოვზის.

მოზილავთ ცომს და ხუთ გუნდად დაყოფთ.
ეს ცომი 600 გრ. ყველზეა გათვლილი+ 2 ცალი კვერცხი+100გრ. კარაქი.


აჭარულის დამზადების პროცესი: მოვჭრათ ცომი, დაახლოებით 200 გრ., გავაბრტყელოთ 2–3 სმ–ს სისქემდე, მივცეთ ოდნავ მოგრძო ფორმა, დავდოთ ყველის გულსართი ისე, რომ ირგვლივ სამი სანტიმეტრი ცარიელი დარჩეს. შემდეგ გადავაფაროთ ნაპირები ყველის გულსართს და ასეთნაირად მომზადებული დავდოთ თუნუქის ფურცელზე, ნაპირებზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად. როდესაც შეწითლდება, ხაჭაპურის შუაგულში ჩავახალოდ მთლიანი კვერცხი და კიდევ გავაჩეროთ ღუმელში 2–3 წუთი. შემდეგ დავადოთ კარაქის ნაჭერი .

Posted by: Peppi 22 Feb 2009, 01:15
სახლში მომზადებული პასტა (მაკარონის ნაწარმი)

საჭიროა ფქვილი ხორბლის (თეთრი, რუხი, შავი), კვერცხი, მარილი . . (წყალი საჭირო არ არის, ერთი შემთხვევის გარდა - თუ კვერცხს წყალით ჩაანაცვლებთ - ანუ 20-30 გრამი წყალი - 1 კვერცხის სანაცვლოდ).
ინვენტარიდან საჭიროა - ბლენდერი, სასურველია პასტა-მანქანა, არ არსებობისას სამზარეულოს დაფა და გასაბრტყელებელიც გამოდგება +დანა ან რაიმე კულინარიული საჭრელი.

1. სურათზე მოცემულ ბლენდერის მაგვარში (სურათზე ბრაუნის საოჯახო კომბაინია - 800 მლ.ლიტრიანი - ორიენტაციისათვის) ჩავყაროთ ფქვილი 500 გრ. ნიშნულამდე. ერთი-ორჯერ დავატრიალოთ ფქვილი 1 ჩაის კოვზ მარილთად ერთად (ვითომ ასე გავცერით) და ჩავახალოთ 2 ცალი კვერცხი რიგ-რიგობით, ანუ ერთი რომ გაიხსნება, შემდეგ მეორე დავუმატოთ. მიიღება გრანულირებული, ნესტიანი მასა და არანაირი ცომის კონსისტენცია.

1.1. მეორე - ასეთივე რაოდენობა ფქვილს ვუქენი 1 ცალი კვერცხი და 20 გრამი წყალი, რადგან პირველი - კვერცხის ძალიან ყვითელი გულის გამო ზედმეტად ყვითელი გამოვიდა. მეორე ვარიანტიც მშვენიერი იყო . . ერთი ფერით განსხვავდებოდა წინა ცომისაგან.

2. ეს ფხვიერი მასა გადმოვაპირქვავოთ სამზარეულოს დაფაზე და ხელით გადავზილოთ - რამდენიმე წამში მიიღებთ მკვრივ ცომს, რომელიც უნდა შეახვით ცელოფანში და დაივიწყოთ 20-30 წუთით.

3. შემდეგი ეტაპია ცომის გუნდებად/პორციებად დაყოფა და გაბრტყელება-დაჭრა.

4. გახმობა, ანუ სანამ ცომს ცხელ, მარილიან წყალში ჩაყრით - ცოტა შეაშრეთ. (პასტის მოსახარშ წყალს მარილის გარდა არ დაუმატოთ არაფერი, განსაკუთრებით ზეთი, ჯერ ერთი მავნებელია, მეორეც - პასტის ხარისხს აფუჭებს, ზეთი ან ნებისმიერი სხვა ცხიმი უნდა დაემატოს მას შემდეგ, რაც მოიხარშება და წყალს გადავუწურავთ, არც ცივი წყალი არ უნდა გადაევლოს წყალ გადაწურულს, თუ მიწებების გეშინიათ - ზეთი ან კარაქი ამ პრობლემას უადვილესად ხსნის, რომელსაც გადაწურვის შემდეგ დაუმატებთ).

5. თუ მოგვიანებით გინდათ გამოიყენეთ - გააშრეთ და შეინახეთ მაცივარში, ოდნავ ნესტიანს არა უშავს რა., მთავარია მწებავი ცომი არ იყვეს.

სურათზე - ფქვილისა და კვერცხის შერევის შემდეგ მირებული მასა.

Posted by: Peppi 22 Feb 2009, 01:24
ესეც უკვე გასაბრტყელებლად და დასაჭრელად მომზადებული ცომი . .

Posted by: Peppi 22 Feb 2009, 01:42
ესეც კიდევ უკვე გაბრტყელებულ-დაჭრილი ცომის გაშრობა . . . .

Posted by: Maykuna 22 Feb 2009, 11:21
პეპი იცი რა მაინტერესებს აი ეს ცომი ლაზანიის ფირფიტებად თუ წავა ანუ ფორმა რომ მივცეთ ფირფიტის და დაუმატოთ ისპანახის ფურცლები

Posted by: Dr_Zuzumbo 22 Feb 2009, 11:46
მეგობრებო, რამოდენიმეჯერ დავწერე და კიდევ შეგახსებთ: Grano Duro ხორბლის ფქვილის გარეშე ერზაცი გამოგივათ პასტა. ჩვეულებრივი ხორბლის ჯიშები უვარგისია პასტისათვის!!!


სურათზე: დურუმის ჯიშის ფქვილის პაკეტი

Posted by: Peppi 22 Feb 2009, 12:18
Maykuna
QUOTE
პეპი იცი რა მაინტერესებს აი ეს ცომი ლაზანიის ფირფიტებად თუ წავა ანუ ფორმა რომ მივცეთ ფირფიტის და დაუმატოთ ისპანახის ფურცლები


კი, წავა; მარტო გააბრტყელებ და არ დაჭრი წვრილად. აი, მე-2 სურათზე რომ თეთრი, წითელ-ბურთულებიანი - აი, ეგ არის ლაზანიის ფურცლებად საჭრელი. ის შეა რგოლი ზომის სარეგულირებელია.

Iსლანახის ფურცლები" რას ნიშნავს? ლაზანიის ფირფიტები გინდა - მწვანე, ისპანახით, თუ ლაზანიის გაკეთება - ისპანახის ფოთლებით?

* * *
Dr_Zuzumbo
QUOTE
მეგობრებო, რამოდენიმეჯერ დავწერე და კიდევ შეგახსებთ: Grano Duro ხორბლის ფქვილის გარეშე ერზაცი გამოგივათ პასტა. ჩვეულებრივი ხორბლის ჯიშები უვარგისია პასტისათვის!!!


ნამდვილად გეთანხმებით - "დურუმ"-ის ხორბლის ჯიშის პასტა საუკეთესოა მისი სიმკვრივის და მდიდარი გლუტენის გამო, მაგრამ არა ერთადერთი . . .


პ.ს. ეს დამატებითი ინფო - მაკარონის ნაწარმისთვის საჭირო და ვარგისიანი ფქვილის შესახებ:
http://www.recipetips.com/kitchen-tips/t--540/ingredients-for-homemade-pasta.asp

Posted by: Maykuna 22 Feb 2009, 22:48
QUOTE
Iსლანახის ფურცლები" რას ნიშნავს? ლაზანიის ფირფიტები გინდა - მწვანე, ისპანახით, თუ ლაზანიის გაკეთება - ისპანახის ფოთლებით?

ჰო
QUOTE
ლაზანიის ფირფიტები გინდა - მწვანე, ისპანახით
მწვანე ფირფიტები რომ გამოვიდეს

Posted by: rtuli 22 Feb 2009, 23:10
Maykuna
QUOTE
მწვანე ფირფიტები რომ გამოვიდეს

ეგ მწვანე ცომი გამოდის ისპანახის წვენის დამატებით.ანუ ისპანახს დააბლენდერებ,გაწურავ და ცომის მოზელვისას დაამატებ smile.gif

Posted by: Maykuna 23 Feb 2009, 11:17
QUOTE
ეგ მწვანე ცომი გამოდის ისპანახის წვენის დამატებით.ანუ ისპანახს დააბლენდერებ,გაწურავ და ცომის მოზელვისას დაამატებ

კი ზუსტად მაგას ვგულისხმობდი

Posted by: Peppi 23 Feb 2009, 15:18
Maykuna
QUOTE
მწვანე ფირფიტები რომ გამოვიდეს

ამომწურავად გიპასუხა უკვე რთულმა

rtuli
2kiss.gif

Posted by: allegro 27 Feb 2009, 20:16
QUOTE (Peppi @ 22 Feb 2009, 01:42 )
ესეც კიდევ უკვე გაბრტყელებულ-დაჭრილი ცომის გაშრობა . . . .

ასეთ მდგომარეობაში ცომი არ წყდება???

Posted by: Peppi 27 Feb 2009, 20:44
allegro
QUOTE
ასეთ მდგომარეობაში ცომი არ წყდება???


ჩამოკიდებამდე თუ არ დაწყდა - მერე აღარ წყდება . . და არც იწელება . . თუმცა, ამისთვის მაგარი ცომი უნდა იყვეს და სასურველია მაღალი წებვადობის . .

Posted by: giogiorgi12 1 Mar 2009, 16:33
რაცეპრი მომეცით რა როგორ გავაკეთო ბლინი 5 წუთში კომი მერთვება და სასწრსფოდ მჭირდება

Posted by: bachi24 1 Mar 2009, 16:57
giogiorgi12
წყალი, ზეთი, კვერცხი და ფქვილიsmile.gif ეს ინგრდიენტები გჭირდება

Posted by: Gio100 1 Mar 2009, 17:11
giogiorgi12

აი, "ინსტრუქცია" სურათებით! gigi.gif "ბლინი" მაინც
რუსულია, ამიტმ რუსულ საიტებს დავდებ....

http://www.say7.info/cook/recipe/262-Blinyi.html up.gif

http://domsovetof.ru/publ/29-1-0-807 up.gif

http://otvet.mail.ru/question/3241894/

sa.gif


Posted by: A_I 1 Mar 2009, 17:55
QUOTE
წყალი, ზეთი, კვერცხი და ფქვილიsmile.gif ეს ინგრდიენტები გჭირდება


+ შაქარი, ცოტა მარილი, ცოტა სოდა. წყლის ჩენაცვლება კარგია რძით.

Posted by: irinol-ka 1 Mar 2009, 19:08
rtuli
დიდი მადლობა რეცეპტისათვის, არაჩვეულებრივი აჭარული ხაჭაპური გამომივიდა! საერთოდ ასეთ ცომთან არც თუ ისეთი კარგი დამოკიდებულება მაქვს (უფრო სწორედ არ დამჭირვებია არასდროს-ჩემი დედამთილი არაჩვეულებრივად აცხობს) აქ კი ცომი გამომივიდა სუპერ up.gif up.gif up.gif
ოჯახისგან შექება დავიმსახურე smile.gif

Posted by: rtuli 1 Mar 2009, 21:08
ვიცი რომ ამ თემას დახურავენ მაგრამ, წეღან რეცეპტს ვკითხულობდი საფუვრიან ცომზე დამზადებულ ბლინებზე და აი სურათს დავდებ რა სილამაზეა love.gif .

ოცნება!!! : ვინმე მიცხობდეს აი ასეთ ბლინებს და მე ცხელცხელს მივირთმევდე smile.gif biggrin.gif

პ.ს. მეჩტატ ნივრედნა biggrin.gif
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: rtuli 1 Mar 2009, 21:14
irinol-ka
დიდი მადლობა რეცეპტისათვის



ღმერთმა შეგარგოთ!

საფუვრიანი ცომით მოამზადე ალბათ!?

Posted by: irinol-ka 2 Mar 2009, 11:27
rtuli
QUOTE
საფუვრიანი ცომით მოამზადე ალბათ!?

yes.gif yes.gif რძის მაგივრად წყალზე მოვზილე და ძალიან ვისიამოვნეთ მთელმა ოჯახმა ყველიერის ბოლო დღეს, და ეჭვი მაქვს მარხვის გასვლისთანავე რეპეტე იქნება wink.gif 2kiss.gif

Posted by: Peppi 2 Mar 2009, 12:22
ხინკლის ცომის ახალი ვარიანტი დავამუღამე . . და ისეთი გამომივოდა როგორც სახინკლეებში . . smile.gif


პ.ს. სახლშI მომზადებული მაკარონის (პასტის) ცომის რეცეპტით . .


Posted by: nini_blini 3 Mar 2009, 00:06
იქნებ დაწერო როგორ?? მეც ზუსტად სახინკლის ხინკლის ცომზე ვგიჟდები და ვერ გავიგე როგორ მზადდება tongue.gif

Posted by: kosheen 3 Mar 2009, 00:25
არასოდეს გამისინჯავს ბლინი და ხიზილალა ერთად, კარგი იდეაა, აუცილებლად დავაგემოვნებ

Posted by: limona 3 Mar 2009, 10:20
kosheen
QUOTE
არასოდეს გამისინჯავს ბლინი და ხიზილალა ერთად, კარგი იდეაა, აუცილებლად დავაგემოვნებ

რას ამბობ? eek.gif ბლინი ყველაზე გემრიელი არის ხიზილალასთან და თევზეულთან...user.gif აი ძალიან გემრიელია...smile.gif

Posted by: Johnnie Walker 3 Mar 2009, 11:27
kosheen
QUOTE
არასოდეს გამისინჯავს ბლინი და ხიზილალა ერთად

ოოოოოოო......... მშურს შენი კულინარიული გამოვნების სიხალასის.....

მაგან შეჩვევა იცის, მერე სულ ხიზილალის ბლინებს მოითხოვ და ოჯახის ბიუჯეტს ტვირთად დააწვება biggrin.gif

user posted image

Posted by: Peppi 3 Mar 2009, 11:38
nini_blini
QUOTE
იქნებ დაწერო როგორ?? მეც ზუსტად სახინკლის ხინკლის ცომზე ვგიჟდები და ვერ გავიგე როგორ მზადდება


არაფერი განსაკუთრებული .. აქაც იდო ეს რეცეპტი - მემგონი სულ თავიდან . . .

მოკლედ, ცომი იზილება ბლენდერში . . . ანუ ფქვილისა და კვერცხისგან (შეიძლება წყლით ჩანაცვლება, განსაკუთრებით მარხვისას) მზადდება ფხვიერი მასა, ისეთი რომ ცომი ნაკუწებად იყვეს . . შემდეგ ამ მასას ბლენდერიდან გადმოიტან დაფაზე და ხელით შეკრავ გუნდად . . ჩადებ ცელოფანში და დააცდი 20-30 წუთს . . შემდეგ გააბრტყელებ, თუ გაქვს სპეციალური გასაბრტყელებელი მანქანა კარგია . . ანუ, ცომი ძალიან მაგარია და ხელით ცოტა ნელია გაბრტყელება . .

ადრე ამავე მანქანით ვაბრტყელებდი (წინა გვერდზეა სურათი), მაგრამ ცომს არ ვზელდი ბლენდერში, ხელით ვწყვალობდი და ისეთი მაგარი ვერ გამომყავდა . .

დოზები არის - 1 კგ. ფქვილზე - 3 ცალი კვერცხი ცალ-ცალკე უნდა შეურიო და იმით მიხვდები კიდევ ჭირდება თუ არა დამატება და 1 ჩ/კ მარილი . .

თუ გამოიყენებ "მძიმე" ხორბლის ფქვილს, ანუ მაღალი წებვადობის - უკეთესია . . თუმცა არ მგონია საქართველოში მაგას აქცევდნენ ყურადღებას სახინკლეებში . . .

Posted by: allegro 4 Mar 2009, 16:23
QUOTE (Peppi @ 22 Feb 2009, 01:42 )
ესეც კიდევ უკვე გაბრტყელებულ-დაჭრილი ცომის გაშრობა . . . .

შენ გაიხარე, ეს რა კარგი რამე მასწავლე yes.gif ისე მომწონს მომზადების პროცედურა,განსაკუთრებულად დაჭრა და გაშრობა,რომ თითქმის დღე ჩაგდებით ვაკეთებ და ვიმარაგებ yes.gif war.gif

Posted by: Peppi 5 Mar 2009, 12:20
allegro
QUOTE
თითქმის დღე ჩაგდებით ვაკეთებ და ვიმარა

მართლა ნამეტნავად გყვარებიაsmile.gif
2kiss.gif

Posted by: rtuli 5 Mar 2009, 18:39
მაროკოული პონჩიკები

1 კგ.ფქვილი
3 ს.კ მშრალი დროჟი
2 ჩ.ჭ. რძე
2 პაჩკა ვანილის შაქარი
დაგვჭირდება ზეთი შესაწველად და სეროფი მოსასხმელად,ან შაქრის პუდრი.

მოვზილოთ ცომი დავდგატ გასაფუებლად.

ცომი გამოდის ძალიან რბილი,ხელებზე ეკრობა!

ხელები დავისველოთ ზეთით და ისე ამოვიღოთ გუნდები ,გაუკეთოთ სიცარიელე შუაში და გამოვაცხოთ ზეთში.

პ.ს. თუ სეროფის რეცეპტია საჭირო მაგასაც დავდებ yes.gif

Posted by: Peppi 5 Mar 2009, 19:49
rtuli
თუ ვინმეს ეცოდინება "პირველი შენახარ იცოდეე" - (რამ გამახსენა ეს სიმღერა LOL)

წიწიბურას ფქვილის გამოყენაბის პრაქტიკა თუ გაქვს და განსაკუთრებით ბლინებში? smile.gif
დაკვალიანება მჭირდება . . .

Posted by: rtuli 6 Mar 2009, 02:51
Peppi
QUOTE
წიწიბურას ფქვილის გამოყენაბის პრაქტიკა თუ გაქვს და განსაკუთრებით ბლინებში?
დაკვალიანება მჭირდება . . .

გამისინჯავს და გემრიელია ზალიან განსაკუთრებით კრემ -ჩიზ+ სიომგის მალასოლნი ნაჭრით baby.gif
და კიდე უხდება ძალიან ხორცის+სოკოს გულსართი.

არმოგატყუებ და არგამიკეთებია არასოდეს,აქ არაგვაქვს წიწიბურას ფქვილი sad.gif .
ნუ ალბათ რომ მომენდომა დავფქვავდი საფქვავში,გავცრიდი და გამოვაცხობდი. პ.ს. დამეზარა biggrin.gif

ისე ხვალ უნდა დავაცხო ბლინები კრაბის ჩხირების გულსართით,მე მიყვარს ძალიან yes.gif

Posted by: Peppi 6 Mar 2009, 11:48
rtuli
დიდი მადლობაsmile.gif

smile.gif

Posted by: AnAnChO 8 Mar 2009, 23:04
rtuli
QUOTE
ესეც ჩემი ნახელავი ლობიანები,იცინიან რატომღაც

სასაცილო არაპერია ძალიან კარგად და მადის აღმძვრელად გამოიყურება
მემგონი საერტო ჯამსში კარგი გამოგივიდა up.gif up.gif up.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: miau 9 Mar 2009, 00:25
rtuli
QUOTE
ვიცი რომ ამ თემას დახურავენ მაგრამ, წეღან რეცეპტს ვკითხულობდი საფუვრიან ცომზე დამზადებულ ბლინებზე და აი სურათს დავდებ რა სილამაზეა.


ბლინი ჰოოოოო, მაგრამ, რა ვქნა, რომ ეს ოხერი ხიზილალა ძალიან, ძალიან მიყვარს sad.gif

Posted by: rtuli 3 Apr 2009, 22:12
ფოკაჩა ყველით

1 ჩ.ჭ ბორჯომი(ლიკანი,ნაბეღლავი)
2 ს.კ. შაქარი
1ჩ.კ. მარილი
2 ს.კ. ზეთი(მე დაჩა ვარჩიე)
3 ჭიქა ფქვილი(450 გრ.)
1 ს.კ. დროჭი(მშრალი)

დროჯი გახსენით მინერალურ წყალში(მე ორთქლის აბაზანაზე შევათბე ბორჭომი),გააჩარეთ 10 წუთი და დაამატეთ დანარჩენი მასალა ცომისთვის,მოზილეთ და დადგით გასაფუებლად ერთი 2საათით.

ამოიღეთ ცომი გააბრტყელეთ 28-30 სმ. დიამეტრით,ჩაარჭეთ ყველს ნაჭრები(მაგალითად შებოლილი),გადააფარეთ ჩაის ტილო,გააჩერეთ 20 წუთი ამოსაფუებლად.
გაახურეთ ღუმელი 230 გრადუსზე,შედგით ამოსული ფოკაჩა და გამოაცხეთ 15 წუთის განმავლობაში ,შეწითლებამდე.
http://www.radikal.ru

Posted by: irinol-ka 4 Apr 2009, 10:07
rtuli
მადლობთ, მარხვა რომ დამთავრდება აუცილებლად გავაკეთებ smile.gif

QUOTE
ამოიღეთ ცომი გააბრტყელეთ 28-30 სმ. დიამეტრით,ჩაარჭეთ ყველს ნაჭრები(მაგალითად შებოლილი),გადააფარეთ ჩაის ტილო,გააჩერეთ 20 წუთი ამოსაფუებლად.

ანუ უკვე ჟარონზე უნდა დავდო ცომი? baby.gif

Posted by: rtuli 4 Apr 2009, 11:05
irinol-ka
QUOTE
ანუ უკვე ჟარონზე უნდა დავდო ცომი? 

yes.gif
QUOTE
მარხვა რომ დამთავრდება აუცილებლად გავაკეთებ 

შეგიძლია მარხვას არდაელოდო და ზემოდან აი ეს ორი ვარიანტი გამოიყენო:
1.-------------75 გრ. აიღო სამარხვო მარგარინი(მგონი დაჩაც სამარხვოა)+3-4კბილი ნიორი (დაჭყლიტილი),გადაუსვი ცომს კარაქიანი მასა და მოაყარე კამის ნარევი( 2 ს.კ. დაჭრილი კამა + მსხვილი მარილი(გემოვნებით))
2------------- გადაუსვი მცენაეული კარაქი და მოაყარე გოგრის თესლები+ მარილი

Posted by: irinol-ka 4 Apr 2009, 11:12
rtuli
კიდევ ერთხელ მადლობა გავაკეთებ და მოგახსენებთ შთაბეჭდილებას 2kiss.gif

ოღონდ მე შებოლილი ყველით უფრო "მეგემრიელება" smile.gif

Posted by: dariala 5 Apr 2009, 20:17
გამარჯობა smile.gif ამ განყოფილებაში პირველად ვპოსტავ ასე რომ კეთილი იყოს ჩემი ფეხი smile.gif
სამარხვო პიცა მასწავლეს ამ დღეებში და ისეთი გემრიელი რამეა, რომ...
ე.ი. ჯერ უნდა მოვამზადოთ პიცის სოუსი - მოვწვათ ტაფაში ხახვი, მერე დავამატოთ ნიორი, გახეხილი პომიდორი ან წყალში გახსნილი ტომატი, მერე სუნელები, ცოტა შაქარი, მარილი და პილპილი და კარგად ვადუღოთ, სანამ სასურველ დონემდე არ გასქელდება. შემდეგ ცალკე ტაფაში ხახვში მოვხრაკოთ სოკო, ცალკე უნდა მოვხარშოთ ბრინჯი. გავაბრტყელოთ პიცის ცომი ერთ სანტიმეტრ სისქემდე, დავდოთ ცხიმწასმულ ყალიბზე, ისე, რომ ნაპირები ამოვუწიოთ, რათა მასა არ გადმოვიდეს. შემდეგ წავუსვათ მომზადებული პომიდვრის სოუსი, გავანაწილოთ ბრინჯი, შემდეგ სოკო, ზემოდან მოვრთოთ ისევ სოუსითა და მაიონეზით. შევდგათ ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე და ვაცხოთ 25 წუთის განმავლობაში. როცა მაიონეზე ზემოდან კარგად დაიბრაწება გამოიღეთ ღUმელიდან და გემრიელად მიირთვით smile.gif

Posted by: la cioccolata calda 8 Apr 2009, 21:42
ხვალ პიცას ვაპირებ და ვნერვიულობ ძალიან ცომზე

ნეტა როგორ რა გამომიივა smile.gif

დაახლ. რამდენი ხანი ჭირდება ცომს ასაფუებლაD?

ყოველ შემთხვევაში შევეცდები და i'll do my best smile.gif

აქ პირველ გვერდებზე არსებული რეცეპტით ვაპირებ
რამე რჩევებს და განსაკუთრებულ მითითებებს ხო ვერ მომცემთ დიიდ კულინარებო? smile.gif

Posted by: Breaky 8 Apr 2009, 22:02
la cioccolata calda

თუ ჩემი რეცეპტით აპირებ, ანუ სუუუუულ პირველ პოსტში როა, ძალიან კარგი ცომი გამოდის ხოლმე.
მეთვითონ მწყრალად ვარ ხოლმე ცომთან, არ გამომდის ხოლმე, როგორც წესი, მაგრამ მაგ პიცის
ცომი ყოველთვის კარგი გამომსვლია.
რჩევა რავი, ფქვილში აურიე შაქარი და მარილი. საფუარი კარგად გახსენი თბილ წყალში, მე შიშველი
ხელებით ვსხნი ხოლმე, არ მიყვარს კოვზით. ხოდა მერე ნელ-ნელა დაასხი ეს საფუვრიანი წყალი ფქვილის მასას.
მიზილე-მოზილე, ერთიანი მასაა მიიღე და ბოლოს დაასხი ზეთი და კიდევ ერთი კარგად ჩაზილე biggrin.gif
დააფარე თავზე "ცელოფანის" პარკი და დადგი თბილ ადგილას. რომ ამოვა, 1-2-ჯერ უთავაზე მუშტი და
ამოზილე (ბევრი ზელვა არ უნდა). ისევ დააფარე და დადგი ამოსასვლელად.
რომ ამოვა, შეგიძლია კიდევ ერთხელ ჩაზილო და ამოფუვდეს, შეგიძლია პირდაპირ გამოიყენო.

სავარაუდოდ პირველ ჩაზელვამდე 2 საათი ხელს არ ვახლებ ხოლმე. ხოლო ყოველ შემდგომ ჩაზელვებს შორის (ამ ჩაზელვების რაოდენობა დამოკიდებულია ხოლმე იმაზე, თუ რამდენი დრო მაქვს) 40-45 წუთს ვაცდი.
ანუ თუ არ დამეზარა და დილით ადრე მოვზილე ცომი, მაშინ ბევრჯერ უწევს ჩაზელვა და თუ ცოტა მოგვიანებით, შეიძლება მარტო ერთხელ ჩავზილო ხოლმე.

Posted by: la cioccolata calda 8 Apr 2009, 22:25
Breaky
QUOTE
თუ ჩემი რეცეპტით აპირებ, ანუ სუუუუულ პირველ პოსტში როა

ხო მაგას ვაპირებ ზუსტად ამოვბეჭდე უკვე tongue.gif

კარგია, დიდი მადლობა, გავითვალისწინებ რჩევებს და ემოციებს ხვალ დავწერ (თუ კარგი მექნა რა თქმა უნდა ) smile.gif)))

გაიხარე!

Posted by: dariala 9 Apr 2009, 20:06
ისე შეიძლება აქ უკვე ითქვა, მაგრამ მე არ წამიკითხავს ამიტომ როგორც ჩემი ბებო მასწავლიდა ძალიან კარგია ცომის ჩაზელვა ზეთიანი ხელით. დაისველეთ ხელები ზეთში და ისე ჩაზილეთ რა, ფაფუკი და რბილი ცომი გამოვა უფრო smile.gif

Posted by: rtuli 9 Apr 2009, 20:58
la cioccolata calda
QUOTE
საფუარი კარგად გახსენი თბილ წყალში, მე შიშველი
ხელებით ვსხნი ხოლმე,

საფუარს (მშრალს)განსაკუთრებით გაღვიძება ჭირდება აუცილებლად.

უბრალოდ თბილ წყალში ჩაყარე გარკვეული რაოდენობის საფუარი ორი მწიკვი ფქვილი ჩაყარე და დადგი 15-20 წუთით.

ასე გაღვიძებული საფუარი ყოველთვის კარგათ ამოიყვანს ცომს.


Posted by: la cioccolata calda 9 Apr 2009, 21:16
la cioccolata calda
გამოვიდა ძალიან გემრიელი
და ლამაზი
და ძალაინ ლამაზი პიცა-საღამო მოვიწყვეთ მეგობრებმა smile.gif
ცომიც ძალიან კარგი იყო, ტყვილა ვნერვიულობდი, ძალიან კარგად გამოცხვა დდა სულაც არ იყო მაგარი ფიცარივიტ და დანით გაუტეხელი,მოკლედ ძალიან კარგი იყო

თან
QUOTE
Breaky
-ს რეცეპტს დავამატე _ზეთის ხილი, კიტრის მწნილი წვრილად დაჩრილი, მაიონზეი
ერთდროულად ლამაზი, მადის აღმძვრელი და რაც მტავარია გემრიელი გამოვიდა

ესე რომ პიცის კეთებაში მოვინათლე აწი ტამამად შემიძლია smile.gif))
ჰოდა მივიდეს და დამცინოს ეხლა იტალიელმა მეგობარმა
(დღეს პიცას ვაკეთებ-მეთქი და გასდკა სიცილით) smile.gif)
http://img186.imageshack.us/my.php?image=dsc06012.jpg
ეს პირველი

ეს კიდე მეორე---ნახევარი უხორცოა და მეორე ნახევარი საერთოდ სამარხვო (წთელ-თეთრი)
http://img186.imageshack.us/my.php?image=dsc06014.jpg

Posted by: nanana 9 Apr 2009, 21:34
QUOTE
დამცინოს ეხლა იტალიელმა მეგობარმა

smile.gif არ უთხრა მაიონეზი რომ დაუმატე და არ დაგცინებს 2kiss.gif

Posted by: la cioccolata calda 9 Apr 2009, 23:17
nanana
QUOTE
არ უთხრა მაიონეზი რომ დაუმატე და არ დაგცინებს 

smile.gif)))))))))))0
ოკ
კი გემრიელი იყო მაიონეზით და tongue.gif

Posted by: Breaky 9 Apr 2009, 23:38
la cioccolata calda
QUOTE
გამოვიდა ძალიან გემრიელი


მაგარია!!! მიხარია bis.gif

Posted by: (c)TG 9 Apr 2009, 23:57
la cioccolata calda
QUOTE
მაიონზეი

ეს რაღად უნდოდა

კიდევ ძალიან უხდება (თვას უფლებას მივცემ ჩავეჩხირო რადგან თითქმის დღეგამოშვებით ვაკეთებ პიცას) ცოტა ზეითუნის ზეთი მოაწუწე ყველაზე ზემოდან აქა-იქ და მოაყარე გამხმარი ბაზილიკი (სად იყიდება და ვაგზალზე სუნელების კაცთან და კიდევ სხვაგანაც, ზემოთ სადაც პროდუქტებს ყიდიან), ისეთი არომატი დატრიალდებააააა მნიააა........... დღეს საღამოს მივირთვით და ეხლა კიდევ მომინდა. აბა სცადე up.gif მერე გაგახსენდები როცა მოგეწონება biggrin.gif ანუ მოაპკურე ზეითუნის ზეთი და მოაყარე ბაზილიკი

Posted by: Breaky 10 Apr 2009, 02:10
©TG

მაიონეზით სამარხვო ვარიანტი კეთდება smile.gif

მე რომ სუნელს ვაყრი ხოლმე, იმაში ბაზილიკიცაა და კიდევ სხვა რაღაცეები და მართლა უძლიერესი არომატი აქვს.

Posted by: (c)TG 10 Apr 2009, 02:20
Breaky
აააა, მაგრამ იმდენად უგემურობად მიმაჩნია (ჩემი სუბიექტური აზრია) და ჯანმრთელობისთვის მავნებლად (ვითომ სულ ჯანსაღად ვიკვებები), რომ საერთოდ არ ვხმარობ მაიონეზს და ყველას ვაძულებ biggrin.gif აქ მოდის შენიდან მოპარული ფრაზა:
გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ © მარკ ტვენიდღეს სამარხვო პიცა გავაკეთე (უმაიონეზოდ), გადასარევი გამოვიდა და სულ არ იყო მაიონეზის საჭიროება ანუ ჯერ კახას დედის მოახრშული ტომატის სოუსი (უგემრიელესი) წავუსვი, მერე ხახვის რგოლები უმად, წინასწარ ცოტა ჩაშუშული სოკო მოვაყარე (ოღონდ ცოტა ჩაშუშვას ეხებოდა და არა სოკოს რაოდენობას, სოკო ბლომად იყო), აქა-იქ წიწაკა, ზეთისხილები (ხან ვჭრი რგოლუშკებად, ხან არა. დღეს მთელები დავაწყე), მერე ისევ ტომატის სოუსი გადავუსვი, რაღაც მეცოტავა ერთი ფენა givi.gif ჰოო....... სოკო მარილით და პილპილით იყო ჩაშუშული, ბოლოს ბაზილიკები მოვაპნიე და ზეითუნის ზეთი მოვაწუწე (ზედმეტი კი მომივიდა, მაგრამ არ გააფუჭა მაინც) და 180 გრადუსზე ვაცხე, მერე ცოტა რომ გამოცხვა, გრილი ჩავრთე (ამ ბოლო დროს გრილზე ჩავიციკლე და სულ მაგას ვრთავ), ხოდა ისე შEსანსლეს მარხულებმა და უმარხვოებმა, რომ ნამცეციც არ დარჩა რომ სურათი დამედო. გემოს გასინჯვა ძლივს მოვასწარი. კარგი გოგო ვარ, გემრიელი გამოვიდა. ნუ სხვა დროსაც ეგ ამბავაი ემართება ჩემს პიცას bis.gif

Posted by: nanana 10 Apr 2009, 02:22
Breaky
QUOTE
მაიონეზით სამარხვო ვარიანტი კეთდება

მაიონეზი არის პიცის რუსული იმპროვიზაცია . პიცა აღარ არის უბრალოდ, პეროგია.
ბოლო ბოლო პიცის სამშობლოში პიცის მასტერ კლასს დავესწარი. ღუმელს აქვს უდიდესი მნიშვნელობა და ნამდვილ იტალიურ პიცას ინგრედიენტებიც არ უნდა ბევრი.

პიცაში მაიონეზი იგივეა როგორც საცივში მაიონეზი user.gif .

Posted by: (c)TG 10 Apr 2009, 02:24
Breaky
QUOTE
მე რომ სუნელს ვაყრი ხოლმე, იმაში ბაზილიკიცაა და კიდევ სხვა რაღაცეები და მართლა უძლიერესი არომატი აქვს.

ვეღარ ვიყიდე ეგ პიცის სუნელი, სულ მავიწყდება, იმდენნაირს ვყიდულობ, რომ პიცის აზრად არ მოდის და მერე მახსენდება ხოლმე, როცა სახლში ვახარისხებ ნავაჭრს biggrin.gif ფარშის სუნელი დავამატე კატლეტს და ისეთი უცნაური და სხვანაირი და გემრიელი იყო, გეგონება კატლეტი არც იყო, მაგრამ მწვადის სუნელმა მწვადი გაგვიფუჭა (დლია შაშლიკა აწერია), გემო სულ დაუკარგა. (ეგ ამბები მარხვამდე მოხდა, არ გაცდუნებთ tongue.gif)

Posted by: Breaky 10 Apr 2009, 02:31
nanana
QUOTE
პიცაში მაიონეზი იგივეა როგორც საცივში მაიონეზი


ვიცი და გეთანხმები biggrin.gif

QUOTE
ნამდვილ იტალიურ პიცას ინგრედიენტებიც არ უნდა ბევრი.


აქაც გეთანხმები, ჩემი საყვარელი პიცა მხოლოდ ტომატიან-ყველიანი იყო ხოლმე.
აქ, სახლში ეგეთს ვერ გავაკეთებ ხოდა ამიტომ ვუმატებ ხოლმე სხვ რაღაცეებსაც.
რატომღაც პეპერონიანი პიცა არ მიყვარდა, არადა ამერიკაში უმრავლესობის საყვარელი პიცაა ეგაა.
აი პიცის სამშობლოში რომ მოვხვდე, ალბათ +100 კილო ჩამოვალ იქიდან biggrin.gif

©TG
QUOTE
მაგრამ მწვადის სუნელმა მწვადი გაგვიფუჭა (დლია შაშლიკა აწერია)


უი ეგ მაქვს, მაგრამ მწვადზე არასოდეს მომიყრია, უფრო "ზაპეკანკებში" ვხმარობ ხოლმე და მომწონს.
ფარშის სუნელი არ მიყიდია.
თევზის სუნელი ვიყიდე და უხდება შემწვარ თევზს, საფანელში ვურევ ხოლმე ამ სუნელს, რომელშიც მერე თევზი უნდა ამოვავლო.

Posted by: (c)TG 10 Apr 2009, 02:38
Breaky
QUOTE
თევზის სუნელი ვიყიდე და უხდება შემწვარ თევზს, საფანელში ვურევ ხოლმე ამ სუნელს, რომელშიც მერე თევზი უნდა ამოვავლო.

რა კარგი გოგო ხარ იდეა რომ მომაწოდე მპუა, თევზის სუნელს ვუტრიალე და ვერ გადავწყვიტე ყიდვა, თევზზე არ ვგიჟდებით ოჯახში და იშვიათად ვწვავ ხოლმე, ეხლა მასე ვცდი (ადრე საფანელში ან ფქვილში ვავლებდი ხოლმე) ანუ საფანელ + სუნელი = იქნებ ქე შეგვიყვარდეს
QUOTE
აი პიცის სამშობლოში რომ მოვხვდე, ალბათ +100 კილო ჩამოვალ იქიდან

თქვენთან მიგულეთ მადამ, 100 კილო ჩამოვიდოდი თუ ცოცხალი დავრჩებოდი ამდენი პიცის ჭამით
nanana
QUOTE
ღუმელს აქვს უდიდესი მნიშვნელობა

ეეეეეეჰ........... გაზის ღუმელს უნდა დავჯერდეთ
la cioccolata calda
ეს პატარა ფორმა თუ რაც ქვია (რაზეც პიცა გამოაცხე) იყიდება თუ გაზქურას მოყვა?

Posted by: nanana 10 Apr 2009, 02:39
Breaky
QUOTE
აი პიცის სამშობლოში რომ მოვხვდე, ალბათ +100 კილო ჩამოვალ იქიდან

აუ კიიი, პიცა შეიძლება არც გაგახსენდეს სხვა საჭმელების გადამკიდე. მე +4 კგ დამშვენებული ჩამოველ biggrin.gif

Posted by: (c)TG 10 Apr 2009, 02:42
nanana
QUOTE
მე +4 კგ დამშვენებული ჩამოველ

კარგად გადარჩენილხარ biggrin.gif

Posted by: Breaky 10 Apr 2009, 02:44
nanana

QUOTE
პიცა შეიძლება არც გაგახსენდეს სხვა საჭმელების გადამკიდე


აბაა, შენ ეგა თქვი, იტალიურ რესტორანში რომ შევდიოდი ხოლმე, არ ვიცოდი, რომელი ერთი შემეკვეთა,
ძალიან მიყვარს. ისე, ლაზანიას გაკეთება დავამუღამე აქ და მაგარია. ნუ, რათქმაუნდა, ისეთი არაა, როგორიც უნდა
იყოს, მაგრა, სულ არაფერს ხომ ჯობია biggrin.gif

+4 კიდევ ცოტა აგიკრეფია, ყოჩაღ შენ biggrin.gif

©TG
QUOTE
საფანელ + სუნელი


ნამდვილად. საახალწლოდ კალმახები შევწვი ეგრე. თან შეწვისას ტაფაში ლიმონი დავაწურე ზემოდან და
up.gif up.gif up.gif მუსრი გავავლეთ biggrin.gif

Posted by: nanana 10 Apr 2009, 02:55
©TG
Breaky
რავი 2 კვირის პირობაზე 4 კგ ცოტა არ არის. თან მე საშინლად მიჭირს დაკლება


Breaky
აუ ლაზანიას ისპანახით ვაკეთებ, ცომში ოღონდ. ცომი მწვანეა და რაგუში 3 ნაირ ხორცს ვდებ. მერე დავწერ რეცეპტს თუ დაგაინტერესებთ. ოღონდ მე ბეშამელიანი ლაზანია არ მიყვარს, ძალიან სველი როა და იტყლიზნება.

Posted by: Breaky 10 Apr 2009, 11:25
nanana

დაწერე აუცილებლად bis.gif


აუ არა, მე ბეშამელით მიყვარს. ეგ მწვანე ფირფიტები იყიდება? მე გუდვილში ვყიდულობ ხოლმე barilla-ს (მგონი ასე ქვია) ფირფიტებს.

Posted by: (c)TG 10 Apr 2009, 11:48
nanana
Breaky
გოგოებო, სანამ გუდვილამდე გავაღწევ, 2 თვე გავა და სახლის პირობებში ლაზანიას ცომი ვერა? თუ იცით რეცეპტი, გამანდეთ რა

Posted by: Peppi 10 Apr 2009, 12:04
©TG
QUOTE
პირობებში ლაზანიას ცომი ვერა? თუ იცით რეცეპტი, გამანდეთ რა


სადღაც მეწერა . . მოგიძებნი


* * *
24-ე გვერდზეა, #12693578

smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: (c)TG 10 Apr 2009, 12:20
Peppi
მადლობა ვნახავ აბა და ამოვიპრინტავ

Posted by: la cioccolata calda 10 Apr 2009, 12:22
©TG
QUOTE
ეს პატარა ფორმა თუ რაც ქვია (რაზეც პიცა გამოაცხე) იყიდება თუ გაზქურას მოყვა?


გაზქურას მოყვა tongue.gif

ჩემს მაიონეზს რა გამოხმაურება მოყვა tongue.gif
მე მაპატიეთ ყურადღებას ნუ მომაქცევთ რა კულინარი მე ვარ წელიწადში ერთხელ რაღაცის კეთების მუზა მომივა ხოლმე, დაჟე გაზქურა ძლივს ავანთე გუშინ (ადრე არასდროს ჩამირთავს smile.gif)))))))

პ.ს. მაგრამ მაინც კი მომეწონა მაიონეზი,ალბათ იმიტომ რომ მაიონეზიანი მიყვარს, tongue.gif და იტალიურ პიცა-მეიქერობაზე პრეტენზია არა მაქვს biggrin.gif tongue.gif tongue.gif

Posted by: nanana 10 Apr 2009, 14:52
©TG
მე სახლის პირობებში ვამზადებ. პასტა ვერდე ქვია 2 კვერცხი 200 - 300 გრ მდუღარე გადავლებული და და გაწურული ისპანახი, მარილი, შაქარი და ფქვილი. ეს ყველაფერი უნდა მოზილო სპეც მანქანაში, რომელიც მე არ მაქვს ან ხელით. მერე დავდებ დეტალურ რეცეპტს


Breaky
ალბატ იყიდება, აქ სულ ერთხელ გავაკეთე და ისიც ჩემით.

Posted by: pipa 10 Apr 2009, 15:01
აი როგორ კეთდება ნამდვილი იტალიური პიცა, ამ ქალს იმისთანა იტალიური რეცეპტები აქვს, მმმ
დედამთილი ყავს იტალიელი და იტალიაში ცხოვრობს, რამოდენიმე წესი

Замес:

соль (морская мелкая)
свежие дрожжи (сухие не подойдут!)
вода (минеральная, в случае, если вы в России; водопроводная вода у вас содержит много хлора)
мука (смесь типо 0 и типо 00, подсыпать понемногу!)
1.Соль нужно смешать предварительно с мукой. И потом хорошо просеять муку.

Мука не должна быть влажной.

2.Дрожжи должны быть разведены в тёплой воде, и они должны быть РАБОЧИМИ, иначе тесто просто не поднимется и вам придётся выкинуть ВСЁ.

3.Замешивать руками по часовой стрелке. Замешивать минут 20. Замесили,сформировали шары, оставьте тесто подходить в кастрюле, очень чистой, сухой.
Оптимальная температура расстойки +25°С. Eсли в квартире высокая влажность и холод тесто реагировать будет очень медленно.И вам потребуется больше времени, если вообще удасться что-то. Мой совет: если у вас температура не более +20°С, делайте шары маленьких размеров.

4.Когда сформируете диски, смажьте их обильно оливковым маслом.

5.Не вздумайте расскатывать тесто, у вас получится лепёшка, жёсткая и невкусная. Тесто нужно тянуть, как я показывала на фото. Старайтесь этому научится. Скалке здесь не место.

Имейте в виду, что пиццы, настоящие НЕАПОЛИТАНСКИЕ требуют жёсткой технологии и приспособлений. И расстаивают их 72 часа, при костантной температуре 25°С. На 1,700 кг муки, кладут 3 гр. дрожжей и 1 литр воды. Печи у них только на дровах, профессиональные, где температура достигает 485°С!Поэтому в домашних условиях пиццу как в неаполитанской пиццерии сделать НЕВОЗМОЖНО.

6.Что касается температуры духовки, повторюсь, что она должна быть не менее 250°С. Если ваша духовка не нагревается до такой температуры, оставьте эту затею.

7.Какой должна быть пицца?Пицца в итоге должна быть влажной, эластичной, со вкусом хорошо пропечёного и ароматного хлеба.
ამ მისამართზე კიდევ ბევრნაირი პიცის რეცეპტია
http://elladkin.livejournal.com/tag/Пицца

Posted by: la cioccolata calda 10 Apr 2009, 16:50
pipa
ჯერ 1) -- ეს სახელი ძალიან მიყვარს, დაახლ. 8 წლის წინ ჩემს თუთიყუშს დავარქვი "(პიპა უშიშარაიზის მიხედვით )))) ჰოდა ზლიან მიყვარს ჩემი პიპა ! smile.gif, ანუ ქათინაურის თქმა მინდოდა შენს ნიკთან დაკავშირებით smile.gif
2) კარგი რეცეპტია გაიხარე, რო მცოდნოდა რომ მინერალური წყლით შეიძლებოდა დ ა კარგი გამოვიდოდა აფსუს!
და კიდე სვეჟიე დროჟიო, ანუ მშრალიო არაო, ჰმმ მე მარტო მშრალი ვიცი, სვეჟი არც გამიგია და არც მნახია,
რამდენი რამე არ ვიცი კიდე! smile.gif
საინტერესო ლინკია, მეღსი smile.gif

Posted by: pipa 10 Apr 2009, 16:58
la cioccolata calda
QUOTE
სვეჟიე დროჟიო,

იყიდება პასაჟში, სუნელები და სატორტე საშუალებები რომ არის იქ

QUOTE
ქათინაურის თქმა მინდოდა შენს ნიკთან დაკავშირებით

დიდი მადლობა smile.gif

Posted by: nanana 10 Apr 2009, 18:18
ლაზანია ვერდე. დაახლოებით ასეთი გამოდის


პასტა ვერდე

2 კვერცხი + მარილი + შაქარი+ ისპანახი 200-300 გრ ( მდუღარეგადასხმული, გაწურული, დაკეპილი) 3.5 ჭიქა ან მეტი ფქვილი + 3 სუფრის კოვზი ზეთი. მოვზილოთ მაგარი ცომი. დავდოთ 1/2 საათით რომ შედგეს. გავაბრტყელოთ სასურველი ზომის ფირფიტებად და ჩავყაროთ ( ცალცალკე ) მარილიან ადუღებულ წყალში, 2 წუთით. ამოვიღოთ, საწურზე დავწრიტოთ.


ხორცის რაგუ ( სოფლური givi.gif )
50 გრ ზეთი
2 - 3 დიდი კბილი ნიორი
1 დიდი თავი დაჭრილი ხახვი
ნიახური
პატარა სტაფილო
250 გრ გატარებული ღორის ხორცი
250 გრ გატარებული საქონლის ხორცი
100 გრ შებოლილი შაშხი
150 მლ. წითელი ღვინო
350 გრ ბულიონი ( ქათმის ან საქონლის ) მე კუბიკის გამოვიყენე
2 ჭიქა რძე
300 გრ მოშუშული პომიდორი ან პომიდვრის კონსერვი
მარილი
შავი წიწაკა
ასეთი თანამიმდევრობით უნდა მოიშუშოს ყველაფერი, ვიდრე სითხე არ ჩაშრება


ბეშამელი ( მიყვარს ბეშამელი , მაგრამ ლაზანიაში ვტოვებ ამას და გახეხილ პარმეზანს ვუკეთებ იმიტომ რომ ძალიან სველი გამოდის ბეშამელით )

60 გრ კარაქი
60 გრ ფქვილი
2 ჭიქა რძე
მუსკატის კაკალი
მარილი
შავი წიწაკა

ფქვილი მოვშუშოთ + კარაქი და ტაფაზე ვე ვასხამთ რძეს და ვაგრძელებთ მორევას და სხვა ინგრედიენტების დამატებას.

ლაზანიას აწყობა

ლაზანიას ყალიბში ვაწუწავთ ზეითუნის ზეთს ან რამე ცხიმს ერთი ფენა პასტა ვერდე + რაგუ + ბეშამელი ან გახეხილი პარმეზანი + პასტა + რაგუ + ბეშამელი ან ყველი . ბოლო ფენას ოდნავ ბეშამელი და პარმეზანი. ცხვება დაახლ 40 - 45 წთ ძალიან მაღალ ცეცხლზე ( 350გრ)



Posted by: Moreira 11 Apr 2009, 03:17
ხალხნო, ალადების რეცეპტი შეგიძლიათ გამახსენოთ ?

user.gif მომნატრდა

Posted by: rtuli 11 Apr 2009, 11:17
Moreira
QUOTE
ალადების რეცეპტი

გახსენებ biggrin.gif

3 ცალი კვერცხი გათქვიფე+ 1 ქილა მაწონი(კეფირი)+შაქარი გემოვნებით+მარილი+ფქვილი იმდენი რომ არაჯნის სისქის ცომი გამოვიდეს+ცოტა ვანილი თუ მოგწონს.
ცომი მზად არის და ბოლოს 1 ჩ.კ. სოდა (არა თავმობმული)მოაყარე, აურიე ცომში და ხელი აღარ ახლო.
სუფრის კოვზით ამოიღე ცომი(შეგიძლია ზეთში ჩააწო კოვზი,ასე ადვილად ჩააგდებ ტაფაში ცომს).ეცადე ცომის ამოღებაზე არმოურიო მთლიან მასას,ასე უფრო ფუმფულა ოლადები გამოგივა.
ტაფაში ზეთის ჩასხმა არდაგავიწყდეს wink.gif

Posted by: taknatuna 15 Apr 2009, 19:07
გოგოებო ყველაზე გემრიელი პიცის რეცეპტი რომელია?
* * *
პიცის ცომში კეჩუპი ტკბილი თუ მწარე
* * *
ფენოვანი ხაჭაპურის ცომი როგორ უნა გავაკეთოდ აწერეთ რა
აიი ჯიხურებში რო იყიდება ისეთი ")

Posted by: rtuli 16 Apr 2009, 02:36
taknatuna
QUOTE
ყველაზე გემრიელი

ყველა რეცეპტი აქ რომ დევს გემრიელია და აპრობირებული,გადაათვალიერე და ამოარჩიე yes.gif

Posted by: taknatuna 16 Apr 2009, 08:19
rtuli
მაშინ ფენოვანი ხაჭაპურის ცომი ადეთ რა:შ

Posted by: rtuli 16 Apr 2009, 11:26
taknatuna
18 გვერძე ამ ცომით ლობიანები მაქვს გაკეთებული,ნახე სურათი.

აი რეცეპტიც
350 გრ. მარგარინი
1 ჩ.ჭ წყალი
1 ს.კ ძმარი
1 კვერცხის გული
1 ჩ.K. მარილი
400-500 გრ.ფქვილი

300 გრ.მარგარინი+1 ჭ.ფქვილი,აურიოთ და მივცეთ მართკუთხედი ფორმა.
მოვზილოთ ცომი წყალი+ძმარი+მარილი+50 გრ.მარგარინი+კვერცხის გული და ფქვილი იმდენი რომ,საშუალო სიმაგრის გამოვიდეს.დავასვენოთ 20 წუთი.
გავშალოთ ცომი ჩავდოთ მარგარინის მასა და გადავკეცოთ კონვერტისებურად.შევდოთ მაცივარში 30 წუთით.
გამოვიღოთ,გავშალოთ და გადავკეცოთ სამ ფენად,ისევ დავაბრუნოდ მაცივარში 30 წუთით.გავიმეოროთ გაშლა, დაკეცვა ,მაცივარში დასვენება კიდევ ორჯერ.
მზად არის გამოსაყენებლად.

Posted by: Unfinished_Sympathy 17 Apr 2009, 10:54
ჩემო ლამაზებოო 2kiss.gif იქნებ ტარხუნის პეროგის რეცეპტი დამიწეროთ? user.gif არ ვიცი როგორ კეთდება, და მგონი ამ თემაშიც არ არის რეცეპტი.

Posted by: taknatuna 17 Apr 2009, 11:23
http://www.radikal.ru ნახეთ პიცის გაზქურა

Posted by: pompaduri 18 Apr 2009, 13:05
ცომეულის დიდი სპეციალისტი არ ვარ, მარა ექსპერიმენტები მიყვარს. ხვალ ვაპირებ ტარხუნის ბლინჩიკების გაკეთებას. ცომი ამომაქვს საცხობიდან. ცოტას გავათხელებ ნაბეღლავით და გამოვაცხობ ისე, როგორც ხორციანი ბლინჩიკებისთვის აცხობენ.
მერე გავუკეთებ შიგთავსს; მოშუშული ხახვი, არეული წვრილად დაჭრილ ცოცხალ ქინძთან და ტარხუნასთან. მა მასას ვამატებ მოხარშულ ბრინჯს და მაგრად მოხარშულ გახეხილ კვერცხს. ვამატებ ცოტა მარილს და პილპილს. მგონი ცუდი არ უნდა იყოს.
* * *
Unfinished_Sympathy
პეროგის ცომის რეცეპტბი წინა გვერდებზე შგიძლია ნახო. შიგთავსად კი ჩემი ვარიანტიც გამომაგდება.

Posted by: Unfinished_Sympathy 18 Apr 2009, 13:16
pompaduri
მოვძებნი კიდევ ერთხელ, ალბათ გამომრჩა sad.gif

აჰა, სულ პირველ გვერდზე დევს, პირველივე პოსტში smile.gif ოღონდ ეგ ფენოვანი ხაჭაპურის ცომია. მე ვიფიქრე, ცოტა უფრო ადვილი გასაკეთებელი იქნებოდა.

საფუვრიანი ცომით არ შეიძლება გაკეთდეს?

Posted by: pompaduri 18 Apr 2009, 13:44
თუ რბილი გამოვა რა პრობლემაა?Unfinished_Sympathy
* * *
miau

ვცდილობ, მუსიე rolleyes.gif

Posted by: pompaduri 18 Apr 2009, 14:28
ოკ, გაიხარე. მით უმეტეს ეს განყოფილება მაინც ყველაზე მეტად მომწონს smile.gif

Posted by: Moreira 18 Apr 2009, 14:50
rtuli - ს

შეხსნებული რეცპტით გაკეთებული ალადები,
რომლებიც ჩემი დალმატინელი ჩარლის ხათრით,
ტყემლის ჯემით გავაფორმე ))


Posted by: euroslutfucker 19 Apr 2009, 19:18
პასკის რეცეპტი იყო აქ სადმე? ვეძებე და ვერ ვიპოვეsad.gif

Posted by: irinol-ka 19 Apr 2009, 19:20
euroslutfucker
QUOTE
პასკის რეცეპტი იყო აქ სადმე? ვეძებე და ვერ ვიპოვე

კი იყო და ნახეთ სააღდგომო სუფრის თემაში

Posted by: SummerLove 20 Apr 2009, 10:16
აუ ნამცხვრის გაკეთება მინდა ნაღებით და ვინმემ არ იცით რეცეპტი? ნუ ძაან ძნელიც რო არ იყოს

Posted by: westsider 21 Apr 2009, 03:41
ესე იგი ქართულ რამეებში ოსტატები ხართ
მაგრამ პიცის შეურაცხყოფა ვნახე რამდენჯერმე უკანა გვერდებზე
და ან მოეშვით ამის წვალებას ან ნამდვილს მაინც დაამსგავსეთ

ეგაა ცომზე დალაგებული MIX და გამომცხვარი
პიცა ცოტა სხვა რამეა

Posted by: BadbadGirl 5 May 2009, 00:14
http://tomushka.blogspot.com/2009/05/blog-post_04.html

Posted by: makarena 9 May 2009, 15:02
westsider
მაშინ იქნებ გაგვანდო როგორ კეთდება ნამდვილი პიცა? wink.gif wink.gif

Posted by: westsider 10 May 2009, 00:31
makarena
მე ვიცი როგორ იჭმევა ნამდვილი პიცა

თხელი ცომი უნდა და ჯამში სისქე ჰა ჰა 0.5 სანტიმეტრი
რა უბედურებაა ჭადივითაა ეგ

Posted by: faustina 10 May 2009, 13:26
rtuli
გუშინ გადავწყვიტე ლიმის ღვეზელი გამეკეტებინა, წავით როგორც გქონდა აღნიშნული, გავაკეთე ცომი, გულსართI და ბოლოს დამეზარა იმ ნაწნავების გაკეთება და ბულკები დავაცხვე biggrin.gif biggrin.gif

http://www.radikal.ru

Posted by: rtuli 10 May 2009, 18:44
faustina
QUOTE
ბოლოს დამეზარა

ხდება ხოლმე biggrin.gif

რა ლამაზი ყვავილი გამოგივიდა jump.gif

როგორ მოგეწონა ღვეზელყვავილი rolleyes.gif

Posted by: faustina 10 May 2009, 20:21
rtuli
QUOTE
როგორ მოგეწონა ღვეზელყვავილი

smile.gif გემრიელი გამოვიდა smile.gif


Posted by: ekageo 10 May 2009, 23:58
გოგოებო, ამდენი გვერდის კითხვა მეზარება და მასწავლეთ, რა უმარტივესი პიცა, პირველ გაკეთებაზე რომ არ შევრცხვე ოჯახში და თან არ შემზიზღდეს პიცის კეტება, ისედაც მტელი ფილოსოფია მგონია

Posted by: cheshire cat 15 May 2009, 07:54
ნიკორაში ვნახე გაყინული ფენოვანი ცომი.
მაცივარში მიფუჭდება ძეხვეული.
შეიძლება თუ არა იმ ცომით პიცის მაგვარი რაღAცის გაკეთEბა?
საეერთოდ, როგორ მოვექცე ასეთ ცომს?
ანუ ეგრევე ცივს ვამუშავებ თუ ლღვბა და მერე?
არასდროს მქონია შეხება გაყინულ ცომთან და თუ არ დამზარდებით, იქნებ დაწვრილებით ამიხსნათ?
არადა მოსახერხებელი უნდა იყოს.
გამოიღებ - გააკეთEბ .
გმადლობ წინასწარ

Posted by: rtuli 15 May 2009, 09:47
cheshire cat
QUOTE
საეერთოდ, როგორ მოვექცე ასეთ ცომს?
ანუ ეგრევე ცივს ვამუშავებ თუ ლღვბა და მერე?

გაყინული ფენოვანი ცომი უნდა გაალღვო მაცივარში,ღამე გამოიღებ საყინულედან და მაცივარში დადე.
სახლში არშეიძლება გალღვობა კარაქი დნება და ცომი აღარ გამოვა ფენოვანი.

ისეთი პრაკტიკული ცომია ფაკტიურად ყველაფრის გაკეთება შეიძლება.
QUOTE
მაცივარში მიფუჭდება ძეხვეული.

დააწვრილე ძეხვეული,დახეხე ნაკლებ მარილიანი ყველი.
ფენოვანი გაშალე ორმაგი თუნუქის ფურცლის(ჟარონის biggrin.gif )ზომის.
ერთ ცომის ნახევარზე მოაყარე ძეხვი+ყველი,გადაკეცე,ბოლოები ჩანგლით მიუჭყლიტე biggrin.gif ,დანით დაჭერი ჩხირებივით,გადაუსვი კვერცხის გული+1 ჩ.კ. რძე და ცხარე ღუმელში დააწითლე.
ასე მე ხაჭოს ცომის ჩხირები მოვამზადე yes.gif

აი სურათიც ამოვიღე ძველ თემიდან,ასეთები გამოგივა yes.gif

Posted by: Jia 15 May 2009, 10:43
rtuli
ვააა შენ რა მაგარი ყოფილხარ კულინარიაში

Posted by: cheshire cat 16 May 2009, 00:56
rtuli
დიდი მადლობა.
გისურვებ ყველა შენი სურვილის ასევე ოპერატიულად ასრულებას.
ვცდი და შეგატყობინებთ. smile.gif)

Posted by: Nuci44 19 May 2009, 20:00
ძალიან გთხოვთ დაწეროთ აჭარულის რეცეპტი

Posted by: rtuli 19 May 2009, 20:12
Nuci44
QUOTE
ძალიან გთხოვთ დაწეროთ აჭარულის რეცეპტი

აქ 23 გვერდზე შეიხედე.

Posted by: Nuci44 20 May 2009, 18:43
QUOTE (rtuli @ 19 May 2009, 20:12 )
Nuci44
QUOTE
ძალიან გთხოვთ დაწეროთ აჭარულის რეცეპტი

აქ 23 გვერდზე შეიხედე.

მადლობა

Posted by: bubu1234 20 May 2009, 19:56
rtuli
მეც გავკეთე ეს ჩხირები და უგემრიელესია.
აქამდე არფერს ვაკეთებდი და ოჯახის წევრებმა დიდი მადლობა შემოგითვალათ. biggrin.gif

Posted by: SummerLove 21 May 2009, 00:53
QUOTE (rtuli @ 15 May 2009, 09:47 )
cheshire cat
QUOTE
საეერთოდ, როგორ მოვექცე ასეთ ცომს?
ანუ ეგრევე ცივს ვამუშავებ თუ ლღვბა და მერე?

გაყინული ფენოვანი ცომი უნდა გაალღვო მაცივარში,ღამე გამოიღებ საყინულედან და მაცივარში დადე.
სახლში არშეიძლება გალღვობა კარაქი დნება და ცომი აღარ გამოვა ფენოვანი.

ისეთი პრაკტიკული ცომია ფაკტიურად ყველაფრის გაკეთება შეიძლება.
QUOTE
მაცივარში მიფუჭდება ძეხვეული.

დააწვრილე ძეხვეული,დახეხე ნაკლებ მარილიანი ყველი.
ფენოვანი გაშალე ორმაგი თუნუქის ფურცლის(ჟარონის biggrin.gif )ზომის.
ერთ ცომის ნახევარზე მოაყარე ძეხვი+ყველი,გადაკეცე,ბოლოები ჩანგლით მიუჭყლიტე biggrin.gif ,დანით დაჭერი ჩხირებივით,გადაუსვი კვერცხის გული+1 ჩ.კ. რძე და ცხარე ღუმელში დააწითლე.
ასე მე ხაჭოს ცომის ჩხირები მოვამზადე yes.gif

აი სურათიც ამოვიღე ძველ თემიდან,ასეთები გამოგივა yes.gif

ამის გარდა ფენოვანის ცომში რა შეიძლება გავაკეთო? მაცივარში მიდევს და არ ვიცი რა ვუყო ... spy.gif

Posted by: BadbadGirl 21 May 2009, 01:06
westsider
მართლა თხელი უნდა იყოს პიცის ცომი და ამავე დროს რბილი და არა გახევებული (ისეYი როქორც აქამდე მე გამომდიოდა)
მაგრამ სიმართლე რომ ვქვა მე ოდნავ "ცომიანი" პიცა უფრო მიყვარს smile.gif

Posted by: rtuli 21 May 2009, 02:00
SummerLove
QUOTE
ამის გარდა ფენოვანის ცომში რა შეიძლება გავაკეთო? მაცივარში მიდევს და არ ვიცი რა ვუყო ... 

იდეა!

მოხარშე სიომგა(ორაგული),გააცალე ფხები და შეანელე მაონეზით და ცოტა კამით.
კვერცხი მოხარშე,გახეხე და შეანელე მაონეზით.
ყველი გახეხე და შეანელე მაონეზით.
გამოაცხვე სამი ფირფიტა ფენოვანი ცომის და ააწყე ნაპოლეონივით.
ნუ დანარჩენი შენთვის მომინდია,რაოდენობა მასალის და საკმაზების.
უფრო მსუბუქი გამოვა თუ,მაიონეზს და არაჯანს სანახევროდ იხმარ yes.gif .

თუ გეზარება ცომის გაშლა და ცალკე გამოცხობა,ერთი სქელი 1 სმ. სისქის გაშალე ცომი ფენოვანი,დაჭერი ოთხკუთხედებათ,გამოაცხვე.
მერე დანით ფენებად დაყავი და გულსართით ააწყე smile.gif .

Posted by: MEEEE 23 May 2009, 11:26
pica minda movamzado am dila adrianad da coms rogor aketebt an sad weria rom vnaxo?


tan martivi rom ikos da tan tkveni praqtikidan

Posted by: POMPADOUR MADAM DE 23 May 2009, 11:59
MEEEE

http://forum.ge/?f=82&showtopic=33790052&st=15

http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=0&#entry4322619

Posted by: ia_Baggins 23 May 2009, 16:43
MEEEE

ცომი:
15 გრ საფუარი
1/2 ჩ.კ. შაქრის ფხვნილი
180 მლ თბილი წყალი
225 გრ ფქვილი
ცოტაოდენი მარილი
2 ჩ.კ. ზეთი

საფუარსა და შაქრის ფხვნილს პატარა ჯამში ვურევთ ერთმანეთს, ვამატებთ თბილ წყალს და ცოტა ხნით (დაახლოებით 10 წუთი) ვაჩერებთ. მასა "მზად იქნება", როცა ზედაპირზე პატარა ბუშტები გაუჩნდება.

ვიღებთ ფქვილს, ვურევთ მარილს; შუაში ვაკეთებთ პატარა "ორმოს" და ვამატებთ ზეთსა და საფუარის მასას.
ხის კოვზით ნელ-ნელა თან ვურევთ და თან კიდეებიდან თანდათანობით ცენტრში ჩამოგვაქვს ფქვილი.
საბოლოოდ ფქვილს და სითხეს კარგად ვურევთ ერთმანეთში და ვზილავთ ცომს.

ცომი გადმოგვაქვს ფქვილ-მოყრილ ზედაპირზე და ვზილავთ მანამ, სანამ ის არ გახდება რბილი და "წელვადი", "კურკუშელების" გარეშე (აუ, საოცრად ფაფუკია! )

მზა ცომი გადაგვაქვს ოდნავ შეზეთილ ჯამში (მარლა დაასველეთ ზეთში და ჯამის ფსკერსა და კედლებზე წაუსვით), თავზე ვახურავთ და ვდგამთ თბილ ადგილზე მანამდე, სანამ ცომის მოცულობა 2-ჯერ არ გაიზრდება.

შემდეგ ამოვიღებთ და გავაბრტყელებთ ფქვილ-მოყრილ ზედაპირზე.

1 შენიშვნა:
რეცეპტის თანახმად ეს არის 1 პიცის პორცია, რომელიც უნდა გაბრტყელდეს მრგვლად, 25 სმ-იანი დიამეტრით. მე ავიღე 2 პორციის მასალა და ვინაიდან თხელი პიცა უფრო მომწონს...
მოკლედ, გამოვიდა ისე, რომ მივიღე 3 პიცა, თანაც გათვალისწინებულზე დიდი
ასე რომ, ვისაც ჩემსავით თხელი პიცა მოსწონს, გაითვალისწინეთ

პასტა:
ავიღოთ ხახვის 1 პატარა თავი და 1-2 კბილი (ზომას გააჩნია) ნიორი.
ხახვი დავჭრათ რაც შეიძლება წვრილად, ნიორი - გავხეხოთ (ჩემი აზრით, გაჭ###ტილს ისევ წვრილ სახეხზე გახეხილი ჯობია).
ქვაბში/ტაფაში ჩავასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და მოვშუშოთ ხახვი და ნიორი დარბილებამდე.
ჩავასხათ 400-450 გრ პამიდორი (დაკუწულ-დაკონსევრებული რომაა), 1 ს.კ. ტომატი, ცოტა მარილი, 1 ჩ.კ. (ბევრი არ მოგივიდეთ ) შაქრის ფხვნილი, მარილ-პილპილი (გემოვნებით) და სუნელები (ასევე სურვილისა და გემოს მიხედვით)..

ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ არ გასქელდება (თითქმის უნდა განახევრდეს).

ცხადია, ცომზე გაგრილებული "პასტა" უნდა წავუსვათ

პიცა გამოაცხეთ მაღალ ცეცხლზე, ქურის შუა ან ზედა განყოფილებაში.
15-20 წუთში მზადაა


პს. წორდში მქონდა ეს მარა აღარ მახსოვს საიდან გადმოვწერე

Posted by: faustina 26 May 2009, 20:56
გოგოებო...

აჭარული ხაჭაპური რომ გავაკეთო ნახევად შევწვა, და გავყინო საყინულეშI, ხომ ივარგებს სახელდახელოდ რომ გამოვიღო, ისევ ცოტა დავბრაწო და კვერცხი რომ მოვასხა ???

რას იტყვიით ???

Posted by: BadbadGirl 26 May 2009, 21:16
faustina
მე ყველაფერს ვყინავ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: faustina 26 May 2009, 22:23
BadbadGirl
QUOTE
მე ყველაფერს ვყინავ 

მეც ადრე გავყინე ყაურმა, ბლინჩიკები, მწვანილები biggrin.gif:D

ხაჭაპურსაც ვსინჯავ smile.gif
* * *
აქ საქონლის ფილტვებსა და გულს არ ყიდიან.. აგდებენ....

მე კი დავაბარე , მარტო ღვიძლი ვიყიდე და ასე იაფად გამომივიდა ყაურმა biggrin.gif

მერე საყინულეში მთელი 3 თვე მქონდა შენახული, biggrin.gif

Posted by: rtuli 30 May 2009, 00:25
ღვეზელი ჟულიენით

ცომი შეიძლება საფუვრიანი ან ფენოვანი გამოვიყენოთ.
ეს ჩემი ვარიანტია:

125 გრ. კარაქი(მარგარინი)
1 ჩ,ჭ. წყალი
1 ჩ.კ.შაქარი
1 ჩ.კ. მარილი
3 ცალი კვერცხი
1,5 ჩ.ჭ ფქვილი

ავადუღოთ წყალი+მარილი+შაქარი+კარაქი და ცხელშივე ჩავყაროთ ფქვილი,კარგათ მოვზილოთ ელასტიური ცომი(ხის კოვზით).ცომი გუნდასავით უნდა შეიკრას.

დავამატოთ სათითაოთ კვერცხები და ცომი შევაგრილოთ.

მოვამზადოთ გულსართი:

800 გრ. სოკო
1 ცალი ხახვი
პრასი თუ არის ცოტა
კამა.პილპილი,მარილი
სულგუნი 400 გრ.
არაჟანი და ნაღები სულ 200 გრ.

მოვშუშოთ ხახვი და პრასი და ჩავყაროთ დაჭრილი სოკო,ვშუშოთ სრულ წვენის ამოშრობამდე.შევანელოთ და დავამატოთ არაჟანი.
გავხეხოთ ყველი.

ფორმასჩაუფინოთ ცხიმ წასმული ქაღალდი და ჩავდოთ ცომი,დავახეხოთ ყველის ნახევარი,დავადოთ სოკოს გულსართი,მოვაყაროთ ყველი და ღუმელში გამოვაცხოთ 240 გრადუსზე დაწითლებამდე.

შეგიძლიათ სოკოს მაგივრად ქათმის ხორცი გამოიყენოთ,როგორც ვარიანტი.

http://www.radikal.ru

Posted by: nite 30 May 2009, 12:51
rtuli
სოკო კონსერვის არ შეიძლება? თუ ცოცხალი უნდა იყოს?

Posted by: rtuli 30 May 2009, 16:19
nite
QUOTE
სოკო კონსერვის არ შეიძლება? თუ ცოცხალი უნდა იყოს?

შეიძლება რატომ არა მაგრამ,მე არმიყვარს დაკონსერვებული სოკო,არანაირი გემო და არომატი არააქვს.

Posted by: Solveig 31 May 2009, 14:19
QUOTE
მოხარშე სიომგა(ორაგული),გააცალე ფხები და შეანელე მაონეზით და ცოტა კამით.

მოუხდება ვითომ? თან ფენოვან ცომს?

მე მგონი, ძეხვს და ყველს და კვერცხს ალტერნატივა არ აქვს smile.gif

მომენატრა ფენოვანი ხაჭაპური sad.gif

Posted by: l.s.d 31 May 2009, 14:22
rtuli
QUOTE
ღვეზელი ჟულიენით


ძაან გემრიელი ჩანს. ფრანგები ამ ღვეზელს კიშს ეძახიან.

Posted by: SummerLove 31 May 2009, 19:28
QUOTE (rtuli @ 30 May 2009, 00:25 )
ღვეზელი ჟულიენით

ცომი შეიძლება საფუვრიანი ან ფენოვანი გამოვიყენოთ.
ეს ჩემი ვარიანტია:

125 გრ. კარაქი(მარგარინი)
1 ჩ.კ.შაქარი
1 ჩ.კ. მარილი
3 ცალი კვერცხი
1,5 ჩ.ჭ ფქვილი

ავადუღოთ წყალი+მარილი+შაქარი+კარაქი და ცხელშივე ჩავყაროთ ფქვილი,კარგათ მოვზილოთ ელასტიური ცომი(ხის კოვზით).ცომი გუნდასავით უნდა შეიკრას.

დავამატოთ სათითაოთ კვერცხები და ცომი შევაგრილოთ.

მოვამზადოთ გულსართი:

800 გრ. სოკო
1 ცალი ხახვი
პრასი თუ არის ცოტა
კამა.პილპილი,მარილი
სულგუნი 400 გრ.
არაჟანი და ნაღები სულ 200 გრ.

მოვშუშოთ ხახვი და პრასი და ჩავყაროთ დაჭრილი სოკო,ვშუშოთ სრულ წვენის ამოშრობამდე.შევანელოთ და დავამატოთ არაჟანი.
გავხეხოთ ყველი.

ფორმასჩაუფინოთ ცხიმ წასმული ქაღალდი და ჩავდოთ ცომი,დავახეხოთ ყველის ნახევარი,დავადოთ სოკოს გულსართი,მოვაყაროთ ყველი და ღუმელში გამოვაცხოთ 240 გრადუსზე დაწითლებამდე.

შეგიძლიათ სოკოს მაგივრად ქათმის ხორცი გამოიყენოთ,როგორც ვარიანტი.

http://www.radikal.ru

ხვალ მინდა გავაკეთო ძალიან კარგად გამოიყურება user.gif

იცი რა მაინტერესებს, ამ ცომისთვის კარაქი ჯობია თუ მარგარინი? და წყალი დაახლოებით რამდენი უნდა იყოს? არასდროს გამიკეთებია ესეთი ცომი ... რო ადუღდება მერე ვყრით ყველაფერს?

Posted by: rtuli 31 May 2009, 20:17
SummerLove
QUOTE
იცი რა მაინტერესებს, ამ ცომისთვის კარაქი ჯობია თუ მარგარინი?

მე მარგარინი ვიხმარე
QUOTE
და წყალი დაახლოებით რამდენი უნდა იყოს

დამავიწყდა და 1ჩ.ჭ წყალი
QUOTE
რო ადუღდება მერე ვყრით ყველაფერს?

ერთად წამოადუღე წყალი+შაქარი+მარილი+ცხიმი(მარგარინი), წინასწარ გაცრილი ფქვილი სწარაფად ჩავყარე და ასევე სწრაფად მოურიე, ისე რომ ფქვილი არ დაკუშტდეს. ცეცხლს დაუწიე და დაბალ ცეცხლზე ვურიოთ და ვხარშოთ სანამ ცომი არ გახდება გლუვი, კრიალა და ქვაბის კედლებს აღარ მიეკრობა.
.გადმოდგი და შეაგრილე ცოტა.მერე სათითაოდ შეურიე კვერცხები ერთგვაროვან მასამდე.

Posted by: faustina 2 Jun 2009, 14:52
გოგოებო, კუბდარის შიგთავსი როგორ ნელდბა ???

Posted by: rtuli 2 Jun 2009, 17:51
faustina
QUOTE
კუბდარის შიგთავსი როგორ ნელდბა ???

დაკეპილი ხორცი ,დაკეპილი მუცლის ქონი(კარაქიც წავა),დაკეპილი ხახვი,ცოტა მწვანილები, ხმელი და უცხო სუნელები,პილპილი.

მთავარია გუბდარში ბევრი შიგთავსი და ცოტა ცომი wink.gif

Posted by: faustina 2 Jun 2009, 18:37
rtuli
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif დიდი მადლობა, კარგი გოგო ხარ smile.gif

მოკლედ ამ კუბდარს მერე გავაკეთებ, იმიტომ რომ სხვა რაღაც გავაკეთე იმ ხორცისგან და ცომისგან smile.gif
თან სვანური მარილით შევანელე და უცხო სუნელით smile.gif
კაი რაღაც გამოვიდა smile.gif
აი ესენიც ბარსას თეფშებზე biggrin.gif



http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: Neli 7 Jun 2009, 09:05
დიეტაზე მინდა გადავიდე და ხომ არა გაქვტ რომელიმეს საინტერესო რეცეპტი?გმადლობთ წინასწარ.

Posted by: chaPPek 7 Jun 2009, 10:38
Neli

QUOTE
დიეტაზე მინდა გადავიდე და ხომ არა გაქვტ რომელიმეს საინტერესო რეცეპტი?გმადლობთ წინასწარ.


დიეტაზე ცომეულ ფქვილეულობის?? ააარ არსებობს მასეთი რეცეპტი smile.gif

ისე, დიეტური თუ გინდა, მაგაზე ადვილი რაარის, იყიდე ქათამი, მოხარშე, გააცალე კანი (ქვეშ ცხომიც) და მიირთვი

კომბოსტოს და სტაფილოს სალათი მწვანილით ლიმნით და ხახვით

კიტრისა და პომიდვრის სალათი მწვანილით და მოხდილი ყველის კუბიკებით ( აქ შეგიძლია ჩაამატო სალათის ფოთლები, ბულგარული, მწვანე წიწაკა)

მოხარშული საქონლის ხორცი

მოხარშული კარტოფილი კამით (უმარილოდ და უცხიმოდ)

მოხარშული წიწიბურა მაწვნით

გერკულესი ვაშლით

ყავა, ჩაი უშაქროდ, ნებისმიერი ხილის ფრეშიsmile.gif

აბა, შენ იცი bis.gif


Posted by: n_j 7 Jun 2009, 10:40
Neli
აქ დიეტას რა უნდა? აქ სმა-ჭამის მოყვარული ხალხი იკრიბება

Posted by: rtuli 7 Jun 2009, 23:16
კარტოფილის ბლინები

5 ცალი კარტოფილი(საშვალო ზომის)
250-300 გრ. ფქვილი
250-300 მლ. რძე
2-3 კბილი ნიორი
4 ცალი კვერცხი
მარილი
ოდნავ გამაფხვიერებელი,ან სოდა
მწვანე ხახვი,კამა,ოხრახუში
ზეთი 5-6 ს.კ

გათლილი,თხლად დაჭრილი კარტოფილი მოვათავსოთ ქვაბში და დავასხათ იმდენი წყალი რომ ზემოდან დაფაროს მხოლოდ.მოვხარშოთ და დავაბლენდეროთ თავისივე ნახარსში.დავასხათ თბილი რძე,კარგათ გათქვეფილი კვერცხები და დანარჩენი ინგრიდიენტები.
ნიორი დავნაყოთ,მწვანილი დავჭრათ და ცომს დავამატოთ.
გამოვა საშვალო სისქის მასა(თუ სქელი გამოვიდა რძედაამატეთ,თუ თხელი ფქვილი).გავაჩეროთ 30 წუთით და მერე გამოვაცხოთ ბლინები ტაფაზე.

მე უცხიმოთ ვაცხობდი,რადგან ზეთი ცომში უყავი.თუ ზეთს ტაფაზედაასხავთ მაშინ ცომს არუნდა.
ფრთხილად გადააბრუნეთ ბლინები,ძალიან ნაზები გამოდიან.
მივირთვათ არაჟანთან ერთად, ან სალათასთან ერთად.

http://www.radikal.ru

Posted by: faustina 10 Jun 2009, 21:52
http://community.livejournal.com/foodclub_ru/110749.html
ამ საიტზე არის ჩებურეკის რეცეპტი .
ჩემთან ვერ ხსნის რუსულ შიპტს და თუ არ შეწუხდებით , იქნებ დამიწეროოთ ???

Posted by: Solveig 11 Jun 2009, 20:31
QUOTE
გათლილი,თხლად დაჭრილი კარტოფილი მოვათავსოთ ქვაბში და დავასხათ იმდენი წყალი რომ ზემოდან დაფაროს მხოლოდ.მოვხარშოთ და დავაბლენდეროთ თავისივე ნახარსში.დავასხათ თბილი რძე,კარგათ გათქვეფილი კვერცხები და დანარჩენი ინგრიდიენტები.
ნიორი დავნაყოთ,მწვანილი დავჭრათ და ცომს დავამატოთ.
გამოვა საშვალო სისქის მასა(თუ სქელი გამოვიდა რძედაამატეთ,თუ თხელი ფქვილი).გავაჩეროთ 30 წუთით და მერე გამოვაცხოთ ბლინები ტაფაზე.

როგორ მიყვარს ეგ sad.gif ოღონდ ნივრის გარეშე.

QUOTE
მწვანე ხახვი,კამა,ოხრახუში

ნიახურიც უხდება.

Posted by: rtuli 11 Jun 2009, 22:10
სარდელები ცომში

4-5 ცალი სარდელი(ან 7-8 ცალი სოსისი)
1-2 თავი ხახვი
2-3ს.კ ზეთი
ცომისათვის:
100გრ. ფქვილი
2 ცალი კვერცხი
300მლ.რძე
2 ს.კ. მარცვლოვანი მდოგვი
1 ს.კ.ქონდარი(ცოცხალი)

სარდელები გავჭრათ შუაზე.
ხახვი დავჭრათ ნახევარ რგოლებად და მოვშუშოთ სარდელებთან ერთად.

მოვამზადოთ ცომი:გავთქვიფოთ კვერცხი მარილთან ერთად,დავასხათ რძე,დავამატოთ მდოგვი,მწვანილი და მოუკიდოთ ფქვილი.

გადავიტანოთ შუშის ფორმაში მოშუშული სარდელები და მოვასხათ ცომი.
http://www.radikal.ru

გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 20-30 წუთის განმავლობაში.
გარნირად მოთუშული ბოსტნეული უხდება.
http://www.radikal.ru

Posted by: MEEEE 20 Jun 2009, 18:40
xorcis perogi rogor gamovacxo?




.....

Posted by: WOMAN IN LOVE 20 Jun 2009, 20:44
MEEEE
აქაა ბოლოში, ნახე

http://forum.ge/?showtopic=33790052&view=findpost&p=7416402

Posted by: faustina 21 Jun 2009, 00:00
გოგოებო , აჩმა დაწერეთ რაა smile.gif

იქნებ გავაკეთოო smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 21 Jun 2009, 00:24
faustina
აჩმის ერთი რეცეპტი კი დევს აქ
http://forum.ge/?showtopic=33695604&view=findpost&p=4381472
შეიძლება სხვა ვარიანტიც არსებობს, ვერ გეტყვი

Posted by: faustina 21 Jun 2009, 00:36
WOMAN IN LOVE
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: faustina 22 Jun 2009, 14:30
ვერ გავიგე ...
ამ გვერდზე აჩმა წერია მაწვნით http://www.gurman.ge/1056/რეცეპტი/აჩმა

და აქ http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=0&#entry4381472 უმაწვნოთ...


რომელია ნამდვილი ???

Posted by: BadbadGirl 22 Jun 2009, 15:07
faustina
სხვისი არ ვიცი მაგრამ აჩმა მაწონით არასდროს გამიკეთებია, არც მინახია სხვას გაეკეთებინოს და არც გამიგია.

Posted by: Peppi 22 Jun 2009, 15:15
faustina
მშვენიერი რეცეპტი დევს პირველ გვერდზე ამავე თემაში, მაიკო 27-ს უწერია, მეც მასე ვაკეთებ.
ერთია,ცომს რომ მოზელ, მერე გაყოფისას გაითვალისწინე რა ზომის "ჯარონაზე" აცხობ . . ფენები რაც უფრო თხელი იქნება მით უკეთესია. თან ფენები იმაზე უფრო ფართედ გააბრტყელე ვიდრე ის ფორმაა რაშიც უნდა ჩააფინო, რადგან ჯერ ერთი იკეცება უფრო და მეორეც, როცა ნაკეცებადაა ცომი უფრო ლამაზიცაა და გემრიელიც.

აი, ჩემი გაკეთებული აჩმის სურათI . .

ხო, ყველს აქ ვურევ გახეხილ მოცარელას (წყლის გარეშ რომ იყიდება ის) და ფეტას, ყველის რაოდენობაშI შეზღუდული არ ხარ, რაც ბევრი - მით უკეთესი

Posted by: faustina 22 Jun 2009, 15:28
BadbadGirl
Peppi
მადლობა გოგოებო smile.gif

და ზევით კვერცხის გული და კარაქი წავუსვა ???

Posted by: Peppi 22 Jun 2009, 16:02
faustina
QUOTE
და ზევით კვერცხის გული და კარაქი წავუსვა ???


მე კარაქს ვუსმევ მარტო, ან იმ სხიმს რითაც აკეთებ, მაგ: მარგარინი ...

კვერცხი მარტო ცომში.

Posted by: faustina 22 Jun 2009, 22:00


Peppi
ჩემი აჩმა ისე თივე ლამაზი არ გამოვიდა , როგორც შენი, მაგრამ მონატრბულ გულზე, ძალიან მეგემრიელა smile.gif





http://www.radikal.ru

Posted by: Peppi 23 Jun 2009, 11:35
faustina
QUOTE
ჩემი აჩმა  . .  ძალიან მეგემრიელა


აბაა, თან როცა ამ წვალებას მორჩები და უნაზესი აჩმის ოხშივარიანი ლუკმა ჩაცურდება პირში . . უუფ, მაშინ ხვდები, რომ ღირდა წვალებად და დათუთქულ ხელებად wink.gif


პს. იქ ფოტოგრაფის "ჯადოქრობაცაა" . . .smile.gif

Posted by: Solveig 23 Jun 2009, 11:42
მიუხედავად ჩემი და აჩმის შეუთავსებლობისა biggrin.gif არ შემიძლია , არ დავეთანხმო ფაქტს, რომ სამძღვარგარეთ მყოფებისათვის ეს:
QUOTE
ყველს აქ ვურევ გახეხილ მოცარელას (წყლის გარეშ რომ იყიდება ის) და ფეტას,

საუკეთესო ვარიანტია სახაჭაპურე მასალად.

ისე, მე რასაც ვნახულობ აქ, ფეტაც და მოცარელაც (თუ წყალში დევს) ცოტა ხანს მაცივრიდან უნდა გამოიღო და ოთახის ტემპერატურაზე ამყოფო, რომ კიდევ გამოუშვას ზედმეტი წვენი.

ჰოდა ამაზე გამახსენდა, თანამესუფრენო smile.gif ფენოვანი ხაჭაპურის გამოცხობა მინდა და საფუვრიანი ცომით გისინჯავთ ვინმეს? თუ ჩვეულებრივი "ხმიადი" ცომის გარდა არცერთი არ გამოდგება?

Posted by: n_j 23 Jun 2009, 15:17
Solveig
QUOTE
ფენოვანი ხაჭაპურის გამოცხობა მინდა და საფუვრიანი ცომით გისინჯავთ ვინმეს? თუ ჩვეულებრივი "ხმიადი" ცომის გარდა არცერთი არ გამოდგება?

დედაჩემი აკეთებდა ხოლმე საფუვრიანი ცომით.გამოდის და თან ძალიან გემრიელიც

Posted by: Solveig 23 Jun 2009, 21:42
n_j
QUOTE
დედაჩემი აკეთებდა ხოლმე საფუვრიანი ცომით.გამოდის და თან ძალიან გემრიელიც

მადლობა smile.gif

მე ქადებს (იმასაც ხომ ფენოვანი ცომი უნდა) საფუვრიანით ვაცხობდი, მაგრმა იქ ღორის ქონს ვიყენებდი და ვიფიქრე, იქნებ მარგარინის შემთხვევაში არ გამოდგეს-მეთქი.

Posted by: cheshire cat 26 Jun 2009, 08:08
QUOTE (August @ 2 Jan 2007, 20:48 )
იმერული ხაჭაპური

თასში მოვათავსოთ 500 გრამი პურის ფქვილი +2 ცალი კვერცხი (ცილაც და გულიც) +0,5 ლიტრი მაწონი (ნატურალური იოგურტი, აჭრილი რძე, არაჟანი, ან უბრალოდ რძე) + 1 ჩაის კოვზი სოდა +1 სუფრის კოვზი ძმარი + 200 გრამი გამდნარი კარაქი ან მარგარინი (ზეთიც შეიძლება) დანის წვერით მარილი. მოვზილოთ რბილი (არაჟნის სისქის) ცომი.

მოვამზადოთ ყველი:

დავფშვნათ 800 გრ. ყველი ( საუკეთესოა მოცარელასა და ფეტას ნარევი, მაგრამ პოლონეთის შემთხვევაში შეიძლება ser twarogowy tłusty, ან twaróg ასევე tłusty-იც არაა ცუდი) დავახალოთ ორი კვერცხი, ცოტა მარილი და ცოტა ცხიმი (100 გრ კარაქი ან მარგარინი). კარგად ავურიოთ.

დიდ დაფაზე მოვაყაროთ 200 გრამამდე ფქვილი და მომზადებული ცომი ამ ფქვილზე გადმოვიღოთ და კარგად სევაზილოთ ეს ფქვილი. ოდნავ გავაბრტყელოთ და მომზადებული ყველი ჩავდოთ შუაში.მოვუკრათ თავი და გადავიტანოთ ცხელ ცხიმწასმულ ტაფაზე. ახლა უკვე გავაბრტყელოთ მტელი ტაფის ზომაზე და შევდგათ კატგად გახურებულ ღუმელში. გამოვაცხოთ 200 - 220 გრადუს ტემპერატურაზე კარგად დაბრაწვამდე. გამოღებამდე 2-3 წუთით ადრე გადავუსვათ კარაქი.

ცხლადვე მიიტანეთ სუფრაზე.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ყველს წარმატებით სცვლიან ლობიოთი, კარტოფილით, ისპანახიოთა და სხვა ბოსტნეულით. ამ შემთხვევაში ცომი იგივეა, მხოლოდ შიგთავსი იკაზმება ხახვით, ნივრით, წიწაკითა და სხვადასხვა სუნელით.

აჭარული ხაჭაპურის ცომიც იგივეა, მხოლოდ ხაჭაპურს აძლევენ ნავის ფორმას და ყველს კვერცხს არ უმატებენ რადგან კვერცხი თითოეულ ხაჭაპურს თითო - თითო უნდა ჩაეხალოს.

ცომი შეიძლება საფუვრიანიც მოიზილოს.

უფრო მარტივი ხერხიც არსებობს -  სუპერმარკეტებში ფრანგული (ჩვენებურად ფენოვანი) ცომის ყიდვა და ფენოვანი ხაჭაპურის გამოცხობა.  ასევე შეიძლება გამოცხვეს კვადრატები თითო - თითო სტუმრისათვის.ამ შემთხვევაში ცომი უნდა დაიჭრას დაახლოებით 15X15 სანტიმეტრებიან კვადეატებად, რომლის შუაში ჩაიდება გამზადებული ყველი და მერე კუთხეები შეიკვრება დიაგონალზე.

ამ ცომით გავაკეთE ძალიან გემრიერლი ხაჭაპურები.
ფხვიერი, უგემრიელესი ცომია, როგორც ჩემმა სტუმარმა აღნიშნა, ნამცხვარივით.
ოღონდ ერთ რამეს დავაზუსტებ თუ შეიძლება
იმდენად წელვადი და წებოვანი ცომი გამომივიდა, რომ ძლიავს შევახვიე.
ანუ ჩვეულებრივად ხაჭაპურივით ვერც შევახვიე,
ყველი ამომეპარა ზოგან
რას შეიძლება ვერ ვაკეთEბდე სწორად?
მინდა ვიზუალეურადაც ეფექტური იყოს.
გფუშინ რომ გამოვაცხვე სარეპეტიციო ვარიანტი, იმაზეც ასე დამემართა - პროპორციები გავანახევრე
და დღეს უკვე შედებული მაქვს " ვიხადნოი" ვარიანტი - შვილს აქვს ბაღში ყვავილების ზეიმი - ასრულებენ სემესტრს და ხაჭაპურები დამავალეს
ზევიდან კვერცხის გუილი მოვასხი და ყველი დავახეხე.
იმედია იმ ნაპრალებს გადამალავს.
ანუ
შეკითხვა:
ასეც უნდა იყოს?ცომი ასეთი წებოვანი და ხელებიოდან რო ვერ იშორებ ისეთია თუ ფქვილი ვაზილო მეტი?
პრინციპში 200 გრამზე მეტი ნამდვილად შევაზილე.
მე ეს რეცეპტი სათვისტომოს საიტზეც რო ვნახე დასურათEბული იქ ჩვეულებრივ ხაჭაპურს გავს ვიზუალეურად.
ჩემი კი პეროგს გავს.
იმედია ბავშვები არ იუცხოვებენ და მოეწონებათ.

Posted by: faustina 26 Jun 2009, 18:51
cheshire catტი
ცომო ისე უნდა მოუზილოს რომ ხელზებზე არ ეკრობოდეს.... მაშინ უკვე მზადაა ტიტქმის ცომი...smile.gif

Posted by: cheshire cat 26 Jun 2009, 19:05
ანუ დიდხანს ვზილო უნდა და აღარ მიმეკროიბა?
დღეს ბავშვს ქონდა ყვავილების ზეიმი ბაღღში
გაუკეთEს ყვავილების გვირგვინი
და ქონდათ თოჯინებით პატრა წარმოდგენა
ძალიან საყვარელი გამოსამშვიდებებელი ზეიმი იყო.
როგორც მასწავლებელმა მითხრა ხაჭაპურები მოეწონათ ბავშვებს.
მე წინასწარ გავაფრთხილ;ე რო ფხვიერია თქო ცომი.
მარა რავიცი, მგონი მართლა გემრიელი იყო.
უბრალოდ ეგაა, რომ ცხობისას ფორმის მიცემაა ძნელი, წყდება ადვილად ცომი.
ალბათ დროთA განმავლობაშიც დავხელოვნდებიsmile.gif

Posted by: August 26 Jun 2009, 19:13
cheshire cat
ან ეს არ გაგიკეთებია
QUOTE
დიდ დაფაზე მოვაყაროთ 200 გრამამდე ფქვილი და მომზადებული ცომი ამ ფქვილზე გადმოვიღოთ და კარგად სევაზილოთ ეს ფქვილი.

ან თავიდან ცოტა თხელი იყო ცომი... პრინციპში ფქვილზეცაა დამოკიდებული
არაა პრობლემა იყოს თავიდან როგორიც გამოვა მაგრამ მერე შეაზილე მაშინ ცოტა მეტი ფქვილი და მხოლოდ ტაფაზე გააბრტყელე...
QUOTE
მე ეს რეცეპტი სათვისტომოს საიტზეც რო ვნახე დასურათEბული იქ ჩვეულებრივ ხაჭაპურს გავს ვიზუალეურად.

არა პეროგს არ უნდა გავდეს... ცოტა მეტი ფქვილი შაზილე და მაშინ კარგად გაბრტყელდება და ძალიან ცხელ ღუმელში გამოაცხვე მაღალ ცეცხლზე სულ ზედა "თაროზე".


Posted by: cheshire cat 26 Jun 2009, 19:18
გასაგებია.
გმადლობ.
მე ფქვილი კი არ დავიშურე მაგრამ შეილება ზელვა დავაკელი.
ან შეიძლება კიდევ მეტიც იყო საჭირო.
შემდეგს ამეების გათვალისწინებით გავაკეთებ.smile.gif

Posted by: rtuli 30 Jun 2009, 00:01
თევზის ღვეზელი ლუდის ცომით(ნახევრად ფენოვანი).

250გრ. ფქვილი
1 ცალი კვერცხი
1 ჩ.კ. მარილი(არათავმობმული)
200 გრ. მარგარინი(გაყინული)
0,5 ჩ.ჭ ლუდი

დავჭრათ გაყინული მარგარინი კუბიკებათ(ან დავხეხოთ) და დავკეპოთ ფქვილთან ერთად.
გავთქვიფოთ კვერცხი+მარილი,ლუდი დავამატოთ ფქვილში და მოვზილოთ ნაზი ცომი.შევინახოთ მაცივარში 2 საათით.
მთავარია სწრაფად მოზელვა რომ ,მარგარინი არ დადნეს.

გულსართი:
თევზის ფილე 800გრ.დავჭრათ მოგრძო ნაჭრებათ
250 გრ. იმერული ნაკლებ მარილიანი ყველი,დავჭრათ კუბიკებათ.
100-150 გრ. სულგუნი ,გახეხილი.
მწვანე ხახვი ,დაჭრილი.
ცოტა პიტნა.

გავშალოთ ცომი მრგვლადდა ჩავაფინოთ ფორმაში.
http://www.radikal.ru

დავალაგოთ დაჭრილი იმერული ყველი+დაჭრილი მწვანე ხახვი.
ზემოდან მოვათავსოთ თევზი,მოვაყაროთ პიტნა,ცოტა მარილი,პილპილი.
მოვაყაროთ გახეხილი სულგუნი და გამოვაცხოთ 240 გრადუსზე 30-40 წუთის განმავლობაში.
კარგათ დააწითლეთ და მზადებასცომით მიუხვდებით ,ფორმის კედელს იქნება მოცილებული.

http://www.radikal.ru

საინტერესო ცომია და ძალიან გემრიელი.

Posted by: abelo 30 Jun 2009, 18:16
სარჩევში ვერ ვიპოვე,

ტარხუნის ღვეზელის რეცეპტს ვინ მიწილადებთ? smile.gif

თან ისეთი ცომით მაინტერესებს მაწვნით რომ იზილება.




Posted by: KAM_M_MILA 30 Jun 2009, 18:54
abelo
QUOTE
ტარხუნის ღვეზელის რეცეპტს ვინ მიწილადებთ?

თან ისეთი ცომით მაინტერესებს მაწვნით რომ იზილება.

ტარხუნის ღვეზელი:
ცომი- 2 კვერცხს ავთქვეფთ, შევურევთ 0.5ლ. მაწონს(ან 250 გრ. არაჟანი, 250 გრ. მაწონი) , 200 გრ. გამდნარ ცხიმს, მარილი, მოვზელთ რბილ ცომს. გავაბრტყელებთ და ზემოდან მოვაყრით ძალიან ცოტა სოდას, შემდეგ გადავკეცავთ კონვერტივით, გავაბრტყელებთ და ისევ მოვაყრით სოდას და ა.შ. სანამ საბოლოო ჯამში 1 ჩ.კ. სოდას არ გადავანაწილებთ. შემდეგ შევდგათ მაცივარში მინიმუმ 3სთ. ასე მოზელილი ცომი მაცივარში ინახება 4-5 დღესაც.
გული- მწვანე ხახვი, 3 კონა ტარხუნა, 3ც. მოხარშული კვერცხი, 100 გრ. კარაქი.


Posted by: abelo 30 Jun 2009, 19:00
KAM_M_MILA
დიდი მადლობა smile.gif

ეგ ცომი ფენოვანი ხომ არა არის?

Posted by: KAM_M_MILA 30 Jun 2009, 19:01
abelo
QUOTE
ეგ ცომი ფენოვანი ხომ არა არის?


არა, ფუმფულა ცომია.

Posted by: kokogorgo 30 Jun 2009, 21:23
KAM_M_MILA
abelo

მაგ ცომს უხდება 1 დესერტის კოვზი ზეთი.

თუ ცომის შენახვა გინდათ რამოდენიმე დღე, მაშინ სოდას ნუ გაუკეთებთ[ცომი შავდება]

სოდა გაუკეთეთ ღვეზელის მომზადების წინ.[ 15-21 წუთით ადრე]

ეს ცომი ხაჭაპურის გამოსაცხობადაც გამოიყნება.

Posted by: nite 1 Jul 2009, 11:13
KAM_M_MILA
QUOTE
ტარხუნის ღვეზელი:
ცომი- 2 კვერცხს ავთქვეფთ, შევურევთ 0.5ლ. მაწონს(ან 250 გრ. არაჟანი, 250 გრ. მაწონი) , 200 გრ. გამდნარ ცხიმს, მარილი, მოვზელთ რბილ ცომს. გავაბრტყელებთ და ზემოდან მოვაყრით ძალიან ცოტა სოდას, შემდეგ გადავკეცავთ კონვერტივით, გავაბრტყელებთ და ისევ მოვაყრით სოდას და ა.შ. სანამ საბოლოო ჯამში 1 ჩ.კ. სოდას არ გადავანაწილებთ. შემდეგ შევდგათ მაცივარში მინიმუმ 3სთ. ასე მოზელილი ცომი მაცივარში ინახება 4-5 დღესაც.
გული- მწვანე ხახვი, 3 კონა ტარხუნა, 3ც. მოხარშული კვერცხი, 100 გრ. კარაქი.

გულს ცოტა ბრინჯი არ უნდა?

Posted by: August 1 Jul 2009, 14:45
cheshire cat
ეს არის იმ რეცეპტით გამოცხობილი ხაჭაპური... გუშინდელი "შემოქმედებაა" biggrin.gif

Posted by: KAM_M_MILA 1 Jul 2009, 23:27
nite
QUOTE
გულს ცოტა ბრინჯი არ უნდა?

გემოვნების ამბავია. მე ბრინჯს მაშინ ვამატებ, თუ შევატყვე, რომ გული ცოტაა.

Posted by: abelo 3 Jul 2009, 01:00
KAM_M_MILA

გავაკეთე smile.gif
უგემრიელესი გამოვიდა.

პირველი ცდისთვის მხოლოდ ნახევარი პორცია გავაკეთე და უცებ გადასანსლა ოჯახმა.

ღუმელიდან სანამ გამოვიღებდი (10 წუთით ადრე,) კვერცხის გული გადავუსვი და ლამაზად დაიბრაწა.

ბოდიში შეპირებული ფოტო რომ ვერ დავდე, უბრალოდ ვერ მოვასწარი გადაღება biggrin.gif

დიდი მადლობა 2kiss.gif

* * *

ჩემს მეგობარს გადაუღია სანამ შესანსლავდნენ biggrin.gif

ესეც ტარხუნის ღვეზელი:

http://www.radikal.ru


Posted by: KAM_M_MILA 3 Jul 2009, 22:06
abelo
ყოჩაღ ძალიან ლამაზი გამოგსვლია. ხო, კვერცხის გადასმა უნდოდა, უბრალოდ, ჩავთვალე, რომ არ იყავი დამწყები კულინარი.

Posted by: faustina 4 Jul 2009, 02:30
ტუნესის ღვეზელი

მოვზილოთ ჩვეულებრივი ფენოვანი ცომი

გულსართისათვის:

დავდაღვოთ ხახვი, დაახლოებით 3 თავი ან 2 დიდი ხახვი

http://www.radikal.ru

ჩავაყაროთ ბულგარული წითელი წიწაკა და ვშუშოთ...

http://www.radikal.ru

დავამატოთ ტომათ პასტა

http://www.radikal.ru

ცოტა მოშუშვის შემდეგ ბულგარული წიწაკა კონსერვის (ამას მეტი არომათი აქვს . სურვილის მიხედვითაც შეიძლება...)

http://www.radikal.ru

ბოლოს ვუმატებთ წვრილად დაქუცმაცებულ ტუნესს, მოვშუშოთ ცოტა და თან კოვზის დაწოლით ჩავჭყლითოთ...

http://www.radikal.ru

გავაბრტყელოთ ფენოვანი ცომი დაახლოებით 5 მმ ზე
და გავფინოთ ქაღალდ დაფენილ ცივ ჟარონაზე

http://www.radikal.ru

ზევიდან თანაბრად გავანაწილოთ უკვე გაციებული გული

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

დარჩენილი ცომის მეორე ნახევარიც გავაბრტყელოთ და გადავაფაროთ ზემოდან,
ჩეგვიძლია რაიმე უზორები გავუკეთოთ... (ცოტა ცომო გამეხა, მაგრამ არ ვიმჩნევთ და ვაგრძელებტ მუშაობას wink.gif )

http://www.radikal.ru

გადავუკეცოთ გვერდები, წავუსვათ კვერცხის გულისა და ცოოოტა რძის ნარევი და ჩანგლით დავჩხვლიტოთ,
შევდგათ უკვე გაცხელებულ ღუმელში 180-200 გრ. ზე.

http://www.radikal.ru

როცა ზევიდან დაიბრაწება , დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ გამოვიღოთ, გავაციოთ ცოტა და მივირთვად smile.gif

http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru


Posted by: LUCIANA 4 Jul 2009, 21:26
KAM_M_MILA
QUOTE
ტარხუნის ღვეზელი:
ცომი- 2 კვერცხს ავთქვეფთ, შევურევთ 0.5ლ. მაწონს(ან 250 გრ. არაჟანი, 250 გრ. მაწონი) , 200 გრ. გამდნარ ცხიმს, მარილი, მოვზელთ რბილ ცომს. გავაბრტყელებთ და ზემოდან მოვაყრით ძალიან ცოტა სოდას, შემდეგ გადავკეცავთ კონვერტივით, გავაბრტყელებთ და ისევ მოვაყრით სოდას და ა.შ. სანამ საბოლოო ჯამში 1 ჩ.კ. სოდას არ გადავანაწილებთ. შემდეგ შევდგათ მაცივარში მინიმუმ 3სთ. ასე მოზელილი ცომი მაცივარში ინახება 4-5 დღესაც.



ზუსტად მაგ რეცეპტით ვაკეთებ მეც ხორცის პეროგს smile.gif

Posted by: KAM_M_MILA 5 Jul 2009, 17:48
LUCIANA
QUOTE
ზუსტად მაგ რეცეპტით ვაკეთებ მეც ხორცის პეროგს

yes.gif ამ ცომით ნებისმიერი ღვეზელი შეგიძლია გააკეთო, ხაჭაპურიც. up.gif

Posted by: auau 6 Jul 2009, 10:55
ფენოვანი ცომი
1.მემარხულეებისთვის
4 ჭიქა ფქვილი დავკეპოთ კარგად გაციებულ 500გ კარაქთან (ან მარგარინთან) ერთად.
1ჩ/კ მარილი (ძალიან სავსე ნუ იქნება), 1 სუფრის კოვზი ძმარი და ამდენივე არაყი ან სპირტი გავხსნათ 250მლ ცივ წყალში. ეს სითხე ნელნელა შევაკეპოთ ცომს. მერე ცომი ხელით შევაერთოთ. შეიძლება ცოტა ფქვილის დამატება მოუწიოს, მაგრამ ბევრი ზელა არ უნდა. ვიმუშაოთ ფქვილიანი ხელებით.
ცომი გავყოთ 4 ნაწილად.
150 გდარბილებული კარაქი გავყოთ 4 ნაწილად.
ცომის ერთი ნაწილი ავიღოთ, თითის სისქეზე გავაბრტყელოთ,კარაქის ერთი ნაწილის 1/3 წავუსვათ ცომს და სამად გადავკეცოთ.
გავაბრტყელოთ და იგივე გავიმეოროთ.მესამედაც ვუსვებთ კარაქს, ვკეცავთ და 20 წუთით ვდებთ მაცივარში.
ანალოგიურად ვაფენოვანებთ ცომის დანარჩენ 3 ნაწილსაც.
2. არასამარხვო ვარიანტი
აბსოლუტურად ყველაფერი ისევე, როგორც სამარხვოზე, ოღონდ 1/2 ჭიქა წყალს ჩაენაცვლება 2-3 კვერცხი

ეს არის სახელდახელო ფენოვანი, რომლითაც ცხვება გადასარევი ქადები, ღვეზელები და ათასი რამე...
თუ ნაპოლეონს აპირებთ, შეგიძლიათ ფირფიტებად გამოაცხოთ და შეგიძლიათ დაჭრილი სახით. გემრიელი ცომია.



Posted by: BadbadGirl 6 Jul 2009, 11:52
რა უცნაურები ვართ ადამიანები.
მარხვის პერიოდშიც კი არ გვინდა უარი ვტქვათ კუჭის სიამოვნებაზე. მაშ რაღაა მარხვის არსი?

Posted by: Baltimore 6 Jul 2009, 12:57
auau
აბსოლუტურად ყველაფერი ისევე, როგორც სამარხვოზე, ოღონდ 1/2 ჭიქა წყალს ჩაენაცვლება 2-3 კვერცხი


ზემოთ რომ წყალზე არაფერი წერია?
არაყი რას უკეთებს ცომს?
500-150 გრ. კარაქი, 650 გრამი კარაქი ძალიან ბევრი არ არის? ვისაც წონაში არ უჭირს, ბედნიერები არიან, მაგრამ დანარჩენებმა რა ვქნათ? როგორ გგონიათ, მინიმუმი რამდენი გრამი შეიძლება გამოვიყენო? მთლად უგემურიც რომ არ იყოს, და არც გადასარევი, მაგრამ ცხიმით სავსე, მით უფრო, თუ სახაჭაპურედ გვინდა და ყველიც ემატება?
წინასწარ მადლობა!

Posted by: Peppi 6 Jul 2009, 13:19
ღვეზელი KAM_M_MILA-სა რეცეპტით


ჩემი დაკვირვებით რაღაც ნიუანსებს დავამატებ, რომ ახალბედებისთვისაც მარტივი გახდეს)
გათვალისწინებულია kokogorgo-ს და abelo-ს შენიშვნებიც.

ცომი- 2 კვერცხს ავთქვეფთ, შევურევთ 0.5ლ. მაწონს(ან 250 გრ. არაჟანი, 250 გრ. მაწონი) , 200 გრ. გამდნარ ცხიმს, მარილი, მოვზელთ რბილ ცომს. გავაბრტყელებთ და ზემოდან მოვაყრით ძალიან ცოტა სოდას, შემდეგ გადავკეცავთ კონვერტივით, გავაბრტყელებთ და ისევ მოვაყრით სოდას და ა.შ. სანამ საბოლოო ჯამში 1 ჩ.კ. სოდას არ გადავანაწილებთ. შემდეგ შევდგათ მაცივარში მინიმუმ 3სთ. ასე მოზელილი ცომი მაცივარში ინახება 4-5 დღესაც.


დამატება:
1. 1 ჩაის კოვზი ზეთი მართლაც უხდება, მე ცომს ზემოდანაც გადავუსვი, რომ არ გამომშრალიყო მაცივარში;
2. ფქვილი საჭიროა დაახლოებიტ 1 კგ. ეს დამოკიდებული მაწვნის სისქეზე, ან მაქვნისა და სმეტანის ნაზავზე;
3. ცხვება წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე, 20 წუთი;
4. თითქმის გამომცხვარს, თავის მოწითლების მიზნით გადაუსვით 1 ცალი კვერცხის გული.
5. თუ ცომის შენახვა გინდათ რამოდენიმე დღე, მაშინ სოდას ნუ გაუკეთებთ, რადგან ცომი შავდება. სოდა გაუკეთეთ ღვეზელის მომზადების წინ.
6. ცომი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად, ერთი გააბრტყელეთ და გადაიტანეთ ფქვილ მოყრილ თუნუქის ფურცელზე (წინასწარ გახურება არ ჭირდება). შემდეგ დაადევით გულსართი და გადააფარეთ მეორე ფენა. გვერდები კარგად გადაუკეცეთ.
7. შეგიძლიათ ცომი ცოტა მოიტოვოთ და გააფორმოთ ზემოდან. (სურათი 2)

ასეთი ცომის გულსართი შეიძლება იყვეს ნებისმიერი ხორცეული, თევზეული და ბოსტნეული.

სურათზე მოცემულია 4 სხვადასხვა ყველის გულსართით.

Posted by: Peppi 6 Jul 2009, 13:29
ესეც მთლიანი სურათჳ ამ ღვეზელის

Posted by: faustina 6 Jul 2009, 13:54
Peppi
QUOTE
შემდეგ გადავკეცავთ კონვერტივით, გავაბრტყელებთ და ისევ მოვაყრით სოდას და ა.შ. სანამ საბოლოო ჯამში 1 ჩ.კ. სოდას არ გადავანაწილებთ

მერე უნდა აფუვდეს ცომი თუ მაშინვე გვინდა გამოცხობა ტუ მაინც მაცივარშI უნდა შევდოოტ?

Posted by: auau 6 Jul 2009, 14:13
Baltimore

QUOTE
ზემოთ რომ წყალზე არაფერი წერია?

როგორ არ წერია?
QUOTE
1 სუფრის კოვზი ძმარი და ამდენივე არაყი ან სპირტი გავხსნათ 250მლ ცივ წყალში

QUOTE
500-150 გრ. კარაქი, 650 გრამი კარაქი ძალიან ბევრი არ არის? ვისაც წონაში არ უჭირს, ბედნიერები არიან, მაგრამ დანარჩენებმა რა ვქნათ? როგორ გგონიათ, მინიმუმი რამდენი გრამი შეიძლება გამოვიყენო? მთლად უგემურიც რომ არ იყოს, და არც გადასარევი,

ჯერ ერთი, ეს ცომი საკმაოდ ბევრია და სეგიძლია ნახევარი ნორმა გააკეთო.
მეორე - ფენოვანი ცომი ცოტა კაპრიზნია და რეცეპტის დარღვევა მაინცადამაინც არ უყყვარს. ამიტომ ამ განყოფილებაში წინა გვერდებზე
მოძებნე სხვა რეცეპტები.
ჰო, კიდევ ერთი რჩევა: საჭმელს თუ აკეთებ, უნდა ეცადო, სწორედაც რომ გადასარევი გამოვიდეს. უგემური გინდა გიჭამია და გინდა არა! ვალდებულებისთვის უგულოდ გაკეთებული საჭმელი ძალიან უგემურია...http://smajliki.ru/smilie-738236199.html





Posted by: Peppi 6 Jul 2009, 14:55
faustina
QUOTE
მერე უნდა აფუვდეს ცომი თუ მაშინვე გვინდა გამოცხობა ტუ მაინც მაცივარშI უნდა შევდოოტ?


მაშინვე არ მიცდია გამოცხობა და არ მაქვს გამოცდილება.
ისე არ აფუვებულა არც 4 საათიანი მაცივარში დების შემდეგ, ნუ შიძლება ოდნავ აფუვდა . . განსხვავება ის იყო, რომ უფრო ადვილად სამუშაო იყო ”ჩაციებულ” ცომთან . . .

Posted by: miau 6 Jul 2009, 14:56
KAM_M_MILA
Peppi

ნახევრად ფენოვან ცომს რომ ეძახიან ქართულ რეალობაში ეგ არის? smile.gif

Posted by: Peppi 6 Jul 2009, 15:38
miau
QUOTE
ნახევრად ფენოვან ცომს რომ ეძახიან ქართულ რეალობაში ეგ არის?

მზა რომ ვნახე, აი ეს გავიფიქრე:
”ნახევრად ფენოვან ცომს რომ ეძახიან - ალბათ ეს არის-თქო” wink.gif


პ.ს. ისე, რავი აბა, ერთი ნაცნობი მყავს - ხორცი და ბადრიჯანი თუ რამეში ურევია, ყველაფერს ჩანახს ეძახის და . . ისე, არ გამომივიდეს მეც smile.gif

Posted by: rtuli 6 Jul 2009, 18:16
Baltimore
ფენოვანი ცომი:
აი რეცეპტიც
350 გრ. მარგარინი
1 ჩ.ჭ წყალი
1 ს.კ ძმარი
1 კვერცხის გული
1 ჩ.K. მარილი
400-500 გრ.ფქვილი

300 გრ.მარგარინი+1 ჭ.ფქვილი,აურიოთ და მივცეთ მართკუთხედი ფორმა.შევდოთ მაცივარში.
მოვზილოთ ცომი წყალი+ძმარი+მარილი+50 გრ.მარგარინი+კვერცხის გული და ფქვილი იმდენი რომ,საშუალო სიმაგრის გამოვიდეს.დავასვენოთ 20 წუთი.
გავშალოთ ცომი ჩავდოთ მარგარინის მასა და გადავკეცოთ კონვერტისებურად.შევდოთ მაცივარში 30 წუთით.
გამოვიღოთ,გავშალოთ და გადავკეცოთ 4 ფენად,ისევ დავაბრუნოდ მაცივარში 30 წუთით.გავიმეოროთ გაშლა, დაკეცვა ,მაცივარში დასვენება კიდევ ორჯერ.
მზად არის გამოსაყენებლად. მე სულ ამ ცომით ვაცხობ,ხაჭაპურებს,ლობიანებს და ნაპოლეონსაც.

პ.ს. ძმარი ცომს აუმჯობესებს,ანუ წებოვნებას ანვითარებს და ფენები მდგრადი კონსისტენციის არიან(ანუ არბრტყელდებიან,პირიქით შეკრულებია),მეტი თუ მოგივიდა ძმარი ცომშიი ,გემოს უცვლის yes.gif .


სურათების მიხედვით უფრო გაგიადვილდება ცომის მომზადება,მიხვდები როგორ არის

http://www.radikal.ru

კარაქს როცა მოათავსებ,მარდკუთხედათ გაშალე ცომი,ვიზუალურად! შუაზე გაყავი და მარჯვენა ცომის ბოლო გადაუკეცე ვიზუალურადშუა ზოლამდე,იგივე მარცხენა ბოლო მოიტანე ვიზუალურ ზოლამდე,მერე წიგნივით დახურე wink.gif. ეს გამოგივა მეხუთე სურათის მაგვარი ცომი.შედებ მაცივარში(არა საყინულეში!)გამოიღებ და შეატრიალებ ცომს ,როგორც მეექვსესურათზეა ნაჩვენები, გაშლი ისევ სიგრძეზე და გაიმეორებ იგივე დაკეცვის პროცედურას(2 ჯერ).გამოგივა 64 ფირფიტიანი ცომი bis.gif

პ.ს. დამავიწყდა მეთქვა ცხიმთან დაკავშირებულ პრობლემაზე,ფენოვანი ცომი რაც უფრო ცხიმიანია უფრო გემრიელია და ხრაშუნა yes.gif
გირჩევნია პატარა ნაჭრით ისიამოვნო,ვიდრე უხარისხო ფენოვანი ჭამო yes.gif 2kiss.gif

Posted by: ninoma 6 Jul 2009, 19:47
ფენოვანი ცომი
1 ჭ. ცივი წყალი
1 კვერცხი
2,5 ფქვილი, ცოტა მარილი
გული: 250გრ. კარაქი ან მარგარინი, 1 ჭ. ფქვილი
კვერცხი ავთქვიფოთ წყალთან ერთად კარგად, ჩავაყაროთ მარილი და მოვზილოთ ცომი. როცა კვერცხით არ ვაკეთებ, ვუმატებ 1 ს.კ. არაყს.
ცომს ვაბრტყელებ ხაჭაპურის ცომივით და შიგ ვდებ (200 გრ. კარაქს+1 ჭ. ფქვილი) ამ მასას, მოვუკრავ თავს და ვაბრტყელებ თხლად. გაბრტყელებულ ცომს თანდათან ვახვევ რულეტივით, ამ რულეტს ვახვევ ლოკოკინასავით, ვაძლევ მრგვალ ფორმას, ვახვევ ცელოფანში და ვდებ მაცივარში. თუ სასწრაფოდ გჭირდებათ10 წუთით მოათავსეთ საყინულეში, თუ არა და მაცივრის ზედა თაროზე. ამ ცომით შეგიძლიათ გამოაცხოთ ხაჭაპური, ნაპოლეონის ფირფიტები და ა.შ. არის ძალიან ადვილი და სწრაფი გასაკეთებელი. გამოდის გემრიელი ხაჭაპური

Posted by: KAM_M_MILA 6 Jul 2009, 22:20
miau
QUOTE
ნახევრად ფენოვან ცომს რომ ეძახიან ქართულ რეალობაში ეგ არის?

არა, ნახევრად ფენოვანს ეძახიან საფუარიან , ან სოდიან, ან გამაფხვიერებლიან ცომს რომ მარგარინით გაუკეთებენ ე.წ. გაფენოვნებას: წასმა, გადაკეცვა, 30წთ. მაცივარში და ა.შ....

Posted by: miau 7 Jul 2009, 00:46
KAM_M_MILA
QUOTE
არა, ნახევრად ფენოვანს ეძახიან საფუარიან , ან სოდიან, ან გამაფხვიერებლიან ცომს რომ მარგარინით გაუკეთებენ ე.წ. გაფენოვნებას: წასმა, გადაკეცვა, 30წთ. მაცივარში და ა.შ....

საფუარიანი ვიცი, მაგრამ საცხობებში სოდასაც უკეთებე საფუარის მაგივრად და იმიტომ შემეპარა ეჭვი smile.gif
პრინციპში, გულსართი ტკბილი რომ გაუკეთო და ცომშიც ცოტა შაქარი დაუმატო, ტკბილი ღვეზელიც მშვენიერი გამოვა smile.gif შეიძლება ცომში არც დაჭირდეს სოდა.

Posted by: natka-q 7 Jul 2009, 11:01
auau
რამდენი ხანი შეიძლება დავტოვო მაცივარში? ანუ, დილით ადრე რომ გავამზადო ცომი და საღამომდე მაცივარში დავტოვო შეიძლება?
ხო, კიდევ, ფენოვან ნამცხვრებს სამკუთხედის ფორმას როგორ აძლევენ ხოლმე? ვერაფრით მივხვდი.
და... შემიზლია თუ არა ფენოვან ცომში შტრუდელის შიგთავსი (ოგონდ ჯერ არ ვიცი როგორ კეთდება, რომელიღAცას ეწერა რეცეპტი შტრუდელის,ამოვაპრინტერე , მაგრამ მერე ვერ ვიპოვე ხოდა გულმოდგინეთ უნდა დავძებნო) ჩAვდო და ისე გამოვაცხო? და ჩემი აზრით დიდი ხანი არ უნდა არა გამოცხობა?!

პ.ს. ბევრი და ცოტა უაზრო კითხვისთვის მაპატიეთ

Posted by: Peppi 7 Jul 2009, 11:14
miau
QUOTE
პრინციპში, გულსართი ტკბილი რომ გაუკეთო და ცომშიც ცოტა შაქარი დაუმატო, ტკბილი ღვეზელიც მშვენიერი გამოვა

მაგ ვარიანტიც გავსინჯე . . . ელენემ გამომიცხო გარგარის ჯემით, არ იყო ცუდი ნამდვილადsmile.gif

ასე იცის, მე რომ მოვრჩები ცხობას, ცოტა ცომს იტოვებს და მერე თვითნ ასხობს რაღაცეებს . . . მომესწრო ქალიშვილი smile.gif

Posted by: KAM_M_MILA 7 Jul 2009, 23:01
natka-q
QUOTE
ფენოვან ნამცხვრებს სამკუთხედის ფორმას როგორ აძლევენ ხოლმე? ვერაფრით მივხვდი.

ოთხკუთხედად გააბრტყელე და დიაგონალზე გადაკეცე, გამოვა სამკუთხედი. სანამ გადაკეცავ, შეგიძლია ჩაუდო გულსართი, კრემი, ჯემი...
QUOTE
შემიზლია თუ არა ფენოვან ცომში შტრუდელის შიგთავსი (ოგონდ ჯერ არ ვიცი როგორ კეთდება, რომელიღAცას ეწერა რეცეპტი შტრუდელის,ამოვაპრინტერე , მაგრამ მერე ვერ ვიპოვე ხოდა გულმოდგინეთ უნდა დავძებნო) ჩAვდო და ისე გამოვაცხო?

შენი ნებაა, იმპროვიზაცია მისასალმებელია.
QUOTE
და ჩემი აზრით დიდი ხანი არ უნდა არა გამოცხობა?!

ფენოვანი მალე ცხვება
givi.gif

Posted by: miau 7 Jul 2009, 23:32
natka-q
QUOTE
რამდენი ხანი შეიძლება დავტოვო მაცივარში? ანუ, დილით ადრე რომ გავამზადო ცომი და საღამომდე მაცივარში დავტოვო შეიძლება?


შეგიძლია, ფენოვანი ცომი იტანს, ეგ კი არა, გამზადებული ცომი მშვენივრად იყინება და შემდეგ შეიძლება გამოყენება smile.gif
მაცივარშიც მშვენივრად ძლებს smile.gif

Posted by: natka-q 8 Jul 2009, 10:21
KAM_M_MILA
miau
დიდი მადლობა.
უნდა ვცადო და გამოვაცხო ფენოვანი ცომით რამე.

QUOTE
ოთხკუთხედად გააბრტყელე და დიაგონალზე გადაკეცე, გამოვა სამკუთხედი.

ეეხ, რა მუდო ვარ. თვითონ რატომ ვერ მოვხვდიიიიი

Posted by: miau 8 Jul 2009, 19:25
natka-q
QUOTE
უნდა ვცადო და გამოვაცხო ფენოვანი ცომით რამე.


სცადე, ყველას გამოსდის ჩემს გარდა, თან დამცინიან... biggrin.gif
ამ შემთხვევაში საყოველთაო გამოცდილებას გიზიარებ, რომელიც ჩემი ოჯახის წევრებს, კერძოდ დედას და ბებიასაც აქვთ smile.gif ყ7ველაფერი გამომდის ამ ცომის გარდა და ლამისაა, ხელი ჩავიქნიო sad.gif

Posted by: ninoma 8 Jul 2009, 19:51
miau
ყ7ველაფერი გამომდის ამ ცომის გარდა


აბა ის ცომი სცადეთ ზემოთ რომ მაქვს დაპოსტილი.ადვილია, მალე მზადდება და კარგიც გამოდის. ვისაც კი ვასწავლე ყველა კმაყოფილია.
იქ ვეღარ ვასწორებ და აქ დავწერ,რომ მიწერია(250გრ კარაქს+1ჭ. ფქვილი) ეს უნდა იყოს კარგად აზელილი ერთგვაროვანი მასა.

Posted by: nat_nat777 9 Jul 2009, 13:05
ჟულიენის რეცეპტი დაწერეთ რა თუ შეიძლება. სარჩევში ვნახე რამდენიმე მაგრამ არ ხსნის sad.gif დიდი მადლობა ...

Posted by: miau 10 Jul 2009, 00:46

ninoma
QUOTE
იქ ვეღარ ვასწორებ და აქ დავწერ,რომ მიწერია(250გრ კარაქს+1ჭ. ფქვილი) ეს უნდა იყოს კარგად აზელილი ერთგვაროვანი მასა.


ჩავასწორებ 2kiss.gif


Posted by: natka-q 10 Jul 2009, 12:16
miau
არაფერიც არ გამომივიდა, ფენოვანის გარდა ყველაფერს გავდა, სამწუხაროდ.
ისიც კარგი, ნახევარი დოზით გავაკეთე. bis.gif

Posted by: rtuli 10 Jul 2009, 13:06
natka-q
QUOTE
სამწუხაროდ.

მე დასურათებული ფენოვანიის მომზადება დავდე წინა გვერდზე ,ძალიან მარტივი მოსამზადებელია და ნახავ რა გემრიელი ფენოვანი გამოგივა up.gif .

ისე დაკეპილს თავისი მუღამი აქვს,ანუ ყველაფერი ცივი მასალა უნდა გამოიყენო+ დიდხანს ზელვა არუნდა ცომს და გამოგივიდოდა yes.gif

Posted by: Solveig 12 Jul 2009, 15:08
აქ რამდენიმე ვარიანტი დაიდო და ცოტა არ იყოს, გამაოცა იმ ფაქტმა, რომ ცომსაც ცხიმით ზელენ და მერე ზედაც უსვამენ.

მე ნაპოლეონის ცომს ასე ვაკეთებდი:

2 კვერცხი, თითო კოვზი არაყი, ზეთი, ძმარი. მწიკვი მარილი.

ცომი უნდა იყოს მაგარი...ესმება 250გ დარბილებული მარგარინი 3-ჯერ (ანუ, თითო ჯერზე მესამედი). თითოეულ წასმაზე იდგმება მაცივარში ნახევარი საათით და მერე ცხვება.

ასეთი ცომით ძალიან კარგი სიგარეტები გამოდიოდა (ნიგვზის გულით). აი, ყველით კი არასოდეს მისინჯავს.



Posted by: August 12 Jul 2009, 18:30
Solveig
ასეთი ცომით ვაცხობდი მეც და აცხობდა თურმე ჩემი დიდი ბებია ( დედაჩემის ბებია). არაყი სიფხვიერეს აძლევს.

Posted by: rtuli 12 Jul 2009, 19:14
Solveig
QUOTE
გამაოცა იმ ფაქტმა, რომ ცომსაც ცხიმით ზელენ და მერე ზედაც უსვამენ.

რაც უფრო მეტი ცხიმი აქვს ფენოვან ცომს უფო ნაზი და გემრიელი გამოდის!
August
QUOTE
არაყი სიფხვიერეს აძლევს.

არაყი ზედმეტია როცა სიმჟავეს აძლებ ცომს,ანუ ლიმონის მჟავას ან ძმარს.
სიმჟავე კი ცომის გემოს აუმჯობესებს და ელასტიურს ხდის.
ზედმეტი სიმჟავე კი გამომცხვარ ნაწარმს გემოს უფუჭებს.

Posted by: Solveig 12 Jul 2009, 19:14
August
მე დეიდაჩემისგან ვიცი smile.gif

ხაჭაპური გამოდის მაგით? მე არ მისინჯავს არასდროს და...

Posted by: August 12 Jul 2009, 19:42
Solveig
ძალიან კარგი გამოდის ხაჭაპურიც და "არდაგანსკი პეროგი" ცხვებოდა კიდევ ჩვენთან მაგ ცომით ...

ისე აგერ მაქვს წიგნი " ცომის 7 სახეობა" ...
ახლა არ მცალია ... პეტრე-პავლობას გილოცავთ ყველას (ჩემი უფროსი ხომ პეტრეა) და ხვალ თუ მოვიცალე ჩამოვწერე ამ ცომებს ...

Posted by: Baltimore 15 Jul 2009, 01:54
QUOTE (rtuli @ 6 Jul 2009, 18:16 )
Baltimore
ფენოვანი ცომი:
აი რეცეპტიც
350 გრ. მარგარინი
1 ჩ.ჭ წყალი
1 ს.კ ძმარი
1 კვერცხის გული
1 ჩ.k. მარილი
400-500 გრ.ფქვილი

300 გრ.მარგარინი+1 ჭ.ფქვილი,აურიოთ და მივცეთ მართკუთხედი ფორმა.შევდოთ მაცივარში.
მოვზილოთ ცომი წყალი+ძმარი+მარილი+50 გრ.მარგარინი+კვერცხის გული და ფქვილი იმდენი რომ,საშუალო სიმაგრის გამოვიდეს.დავასვენოთ 20 წუთი.
გავშალოთ ცომი ჩავდოთ მარგარინის მასა და გადავკეცოთ კონვერტისებურად.შევდოთ მაცივარში 30 წუთით.
გამოვიღოთ,გავშალოთ და გადავკეცოთ 4 ფენად,ისევ დავაბრუნოდ მაცივარში 30 წუთით.გავიმეოროთ გაშლა, დაკეცვა ,მაცივარში დასვენება კიდევ ორჯერ.
მზად არის გამოსაყენებლად. მე სულ ამ ცომით ვაცხობ,ხაჭაპურებს,ლობიანებს და ნაპოლეონსაც.

სურათების მიხედვით უფრო გაგიადვილდება ცომის მომზადება,მიხვდები როგორ არის

http://www.radikal.ru

კარაქს როცა მოათავსებ,მარდკუთხედათ გაშალე ცომი,ვიზუალურად! შუაზე გაყავი და მარჯვენა ცომის ბოლო გადაუკეცე ვიზუალურადშუა ზოლამდე,იგივე მარცხენა ბოლო მოიტანე ვიზუალურ ზოლამდე,მერე წიგნივით დახურე wink.gif. ეს გამოგივა მეხუთე სურათის მაგვარი ცომი.შედებ მაცივარში(არა საყინულეში!)გამოიღებ და შეატრიალებ ცომს ,როგორც მეექვსესურათზეა ნაჩვენები, გაშლი ისევ სიგრძეზე და გაიმეორებ იგივე დაკეცვის პროცედურას(2 ჯერ).გამოგივა 64 ფირფიტიანი ცომი bis.gif

rtuli,

თქვენი რექცპტის მიხედვით ვაპირებ ფენოვანი ხაჭაპურის გამოცხობას და თუ არ დაგეზარებათ იქნება მიპასუხოთ რამდენიმე კითხვაზე, რაც თქვენი რეცეპტის წაკითხვის მერე გამიჩნდა.

1. კარაქით ვაკეთებ. მარგარინი თუ 350 გრ. უნდოდა, კარაქიც ამდენივე უნდა თუ კარაქს განსხვავებული დოზირება ჭირდება?

2. "300 გრ.მარგარინი+1 ჭ.ფქვილი,აურიოთ და მივცეთ მართკუთხედი ფორმა.შევდოთ მაცივარში." სწორად გავიგე? ეს ის მასაა, რაც ცომში უნდა ჩავდო? ცივი უნდა იყოს და არა გამდნარი?

3. ახლა წარმოვიდგინე მთელი პროცედურა. გამოდის, რომ ამ “მარგარინის მასას” მხოლოდ ერთხელ, მთლიანად ვდებ ცომში თუ ეს მასა უნდა გადავანაწილო და რამდენჯერმე გავიმეორო?

4. “გამოვიღოთ,გავშალოთ და გადავკეცოთ 4 ფენად,ისევ დავაბრუნოდ მაცივარში 30 წუთით.გავიმეოროთ გაშლა, დაკეცვა ,მაცივარში დასვენება კიდევ ორჯერ”. გავშალოთში გაბრტყელებას გულისხმობთ?

5. გულში მარგარინ ჩადებულ ცომს, სწორად დავთვალე? 4-ჯერ ვასვებენთ?

6. ცომს არც სოდა უნდა, არც გამაფხიერებელი და არც საფუარი?

7. მეორე, მესამე და მეოთხე სურათები ცოტა მეძნელება. არა მგონია მოვახერხო და ცომი მასე, ჯვრის ფორმაზე შევძლო გავშალო და გავაბრტყელო. ცომი რომ საერთოდ კვადრატზე ან მართკუთხედზე გავშალო, გადაკეცვა-გადმოკეცვა არ გამომივა?

8. საშუალოდ რამდენი ყველი უნდა ჩავუდო თითოეულ ხაჭაპურს და მარტო ყველი უნდა თუ კარაქის დამატებაც ჭირდება შიგნით?

9. ცომის ამ დოზით საშუალოდ რამდენი ხაჭაპური გამოვა?

10. ღუმელში უნდა გამოვაცხო. რამდენი გრადუსი მივცე და რამდენი დრო ჭირდება?

11. კვერცხის, ცხიმის არ სხვა რაიმეს წასმა უნდა, რომ ზემოდანაც დაბრაწული იყოს?

Posted by: დღნაჩვი 15 Jul 2009, 08:26





რა პრობლემაა, უმი კარტოფილის 1 სმ სისქის ნაჭერი ჩანგლის დახმარებით ჩააწეთ ზეთში და მოუსვით ტაფას მაშინ, როცა ბლინის ცომი მიკრობას დაიწყებს. ისე ,უკეთესის ,ცომს თავიდანვე დავუმატოთ 1-2 სუფრის კოვზი ზეთი.

Posted by: rtuli 15 Jul 2009, 13:03
Baltimore
აბა ამ საიტზეშედი და ვიდეო რეცეპტი დევს ძალიან კარგათ ნაჩვენებია როგორ მზადდება ფენოვანი ცომი და რეცეპტიც კარგია,მაგითაც გამიკეთებია ფენოანი.დამწყებისთვის ძალიან მარტივია

moikompas.ru/compas/bluda_iz_sloenogo_testa

აუ ამ საიტზე ქარხნული მეთოდიც დევს,ფენოვანი ცომისდა რა საინტერესოა!
* * *
QUOTE
ცომს არც სოდა უნდა, არც გამაფხიერებელი და არც საფუარი?

no.gif
QUOTE
საშუალოდ რამდენი ყველი უნდა ჩავუდო თითოეულ ხაჭაპურს და მარტო ყველი უნდა თუ კარაქის დამატებაც ჭირდება შიგნით?

თუ ჭყინტი ყველია კვერცხისდამატებას გირჩევ,ასე ბევრ სითხეს არგამოყობს,თუ მლაშე ყველია ხაჭოს ვამატებ ნახევარს და კვერცხსაც.შეანელე და გემო გაუსინჯე,კვერცხისრაოდენობა ყველზეა დამოკიდებული,დაახლოებით 500 გრ. ყველზე 1-2 ცალი კვერცხი.
QUOTE
ცომის ამ დოზით საშუალოდ რამდენი ხაჭაპური გამოვა?

თუ პირველად ამზადებ,გირჩევ მთლიან თუნუქის ფურცელზე გაშალო ცომი(ანუ ორად გაყავი ცომი,ერთი ოდნავ დიდი ზომის პირველი გაშალე და დააფინე თუნუქის ფურცელზე,გვერდები 5 სანტიმეტრით დიდი ქონდეს გადმოკიდებული),დააყარე ყველს გულსართი(ნუ აქ შენ მიხვდები რამდენი დაგჭირდება გულსართი,თუ ბევრი გიყვარს ბევრი დააყარე,ისე თითის სისქეზე საკმარისია).
გაშალე მეორე ნახევარი ცომის(ისეთი ზომის რომ გულსართი სრულად დაფარო).
გათქვიფე კვერცხის გული+1 ჩ.კ. რძე და ზემოდან გადაუსვი.
ახლა გადაკიდებული ნაპირები(პირველი ცომის) გადმოუკეცე,ნაპირებსაც წაუსვი კვერცხის მასა და გამოაცხე.
220-240 გრადუსზე,ღუმელის საშვალო სიმაღლეზე.დაწითლდება თუ არა მზადარის.

Posted by: Baltimore 17 Jul 2009, 09:28
იცით რისი გაკეთების მინდა?
რა ქვია არ ვიცი, მაგრამ ალბათ ყველას გინახავთ:
სოსისი ფენოვან ცომშია შეხვეული და ასეა ღუმელში შებრაწული. მგონი, ჰოლანიელები აკეთებენ განსაკუთრებიულად გემრიელად. ხომ არ იცით რა ქვია და როგორ მზადდება?
ეს პოსტი თუ არასწორ ადგილას განვათავსე, მოდერს ვთხოვ, სწორ ადგილას გადაიტანოს პოსტი.
* * *
აი, ამაზე გეკუთხებიდით, ოღონდ ასე დაჭრილები კი არ მინდა, სოსისი მთელ სიგრძეზე რომ იყოს. მაინტერესებს, შიგნით ოირდაპირ სოსისი უნდა ჩავდო თუ რაიმე სანელებელი ან სოუსი ჭირდება

რა ქვია, იცით?
http://img193.imageshack.us/i/normalimg0040.jpg/
http://img404.imageshack.us/i/normalimg0041.jpg/
http://img404.imageshack.us/i/wurstelinsfoglia.jpg/
* * *
როგორ გგონიათ, ცომში პირდაპირ უმი სოსისი უნდა ჩანდო თუ ჯერ შევწვა, გავაციო და მერე?

Posted by: Solveig 20 Jul 2009, 23:30
ამასწინათ ვცადე:

2 საშუალო ზომის პომიდორი
100-150გრ. ყველი
100-150გ. მოხარშული ქათმის ხორცი (ფილე)
2 ს/კ მაწონი (იოგურთი)
1 კვერცხი
სოდა+ძმარი
ნახევარი ჭიქა ფქვილი

მარილი-გემოვნებით biggrin.gif (სუნელიც შეიძლება, მაგალითად, ყვითელი ყვავილი, ხმალი ქინძი და უცხო სუნელი მოუხდება ან მარტო რეჰანიც შეიძლება სცადოს კაცმა).

დაჭერით წვრილად ყველი, პომიდორი, ქათმის ხორცი, აურიეთ კარგად.
ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ მაწონი, სოდა/ძმარი, მერე ზემოხსენებული მასა და ბოლოს ფქვილი (იმდენი, რომ არაჟნის სისქე გამოვიდეს).

ჩაასხით ცხიმწასმულ ყალიბში (მე პირდაპირ საცხობ ქაღალდზე დავასხი, სად არის ყალიბი და კაი ცხოვრება) და გამოაცხვეთ.

სურათს ვერ ვდებ, თვითონ კერძი კი ლამაზი გამოვიდა, მაგრამ გარემო იყო ისეთი, ამ განყოფილებაში რომ არ მოიხსენიება.

Posted by: BadbadGirl 20 Jul 2009, 23:36
Baltimore
უადვილესი რამეა.
მე ვაკეთებ საკმაოდ ხშირად.
ფენოვანი ცომი უნდა გააბრტყელო და დაჭრა გრძელ და ასე 1 სმ ზოლად. მერე გადაახვიე უმი სოსისი და შედე ღუმელში და შეწვი.

კიდე მეორე ვარიანტია.
ციმი ისე გაავრტყელე რომ ოთკუთხედი ფორმა მიეცეს. სოსისი სიგრძეზე 1 სმ ნაკლები უნდა იყოს გაბრტყელებული ცომისსიგრძე, სიგანე 4-5 სმ. მერე ცომს გადაუსვი მაიონეზი, პილპილი, ოდნავ მარილი, ოდნავ კამა. ჩადე მთლიანი სოსისი და გადაახვიე. (ამს რომ შედებ ღუმელში გვერდებიდან გამოვა სითხე smile.gif )


Posted by: n_j 21 Jul 2009, 14:38
1კგ ფქვილი 2,5 ჭ რძე, 2 კვერცხი,3/4 ჭ შაქარი 150-200გრ კარაქი, ვანილი

თბილი რძე, ფქვილის ნაწილი და 30 გრ საფუარი კარგად ავურიოტ და ვაცალოთ აფუება, შემდეგ დავამატოტ დანარჩენი ინგრედიენტები(კარაქი გამდნარი უნდა იყოს) და მოვზილოთ ცომი. ისევ დავდგათ ასაფუებლად . შემდეგ ცომისგან ვაკეთებთ პატარა ბირთებს და შიგნიტ ჩავუდოთ უკურკო ალუბალი(გარგარი ატამი და ა.შ), + ცოტა შაქარი, ჩავალაგოთ გამოსაცხობ ფორმაში ახლო-ახლოს და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.თავზე წავუსვათ კვერცხი ღუმელში შედგმამდე
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


Posted by: Baltimore 22 Jul 2009, 23:14
BadbadGirl
მადლობა! სულ ტყუილად აგირჩევია ეგ ნიკი! არ ჩანხარ ეგეთი ცუდი smile.gif

n_j
გულსართად ჯემი რომ ჩავუდო, გამოვა?

Posted by: n_j 23 Jul 2009, 14:02
Baltimore
QUOTE
გულსართად ჯემი რომ ჩავუდო, გამოვა?

სიმარტლე გითხრა ჯემით არასდროს გამიკეტებია, ცოცხალ ან გაყინულ ხილს ვიყენებ ხოლმე

Posted by: სოფი 26 Jul 2009, 15:11
ხაჭაპური

200გრ. დარბილებული კარაქი ავკეპოთ დანით, დავამატოთ 5ჭ.(1კგ.) ფქვილი, კარგად ავურიოთ ერთმანეთში, გამოვა ფხვიერი მასა. 1 ქილა მაწონში ჩავყაროთ 1 ჩ.კ სოდა, ავურიოთ და დავამატოთ იმ მასას, მოვზილავთ ცომს, გავჭრით 4 ნაწილად (გამოდის 2 პორცია). საშუალო ზომის თუნუქის ფურცელზე გავაბრტყელებთ ცომის 1 ნაწილს, მოვაყრით ბლომად გახეხილ ყველს, ზემოდან დავადებთ ისევ გაბრტყელებულ ცომს, გვერდებს შევუკრავთ, ზემოდან დანით დავჩხვლიტავთ რამდენიმე ადგილას, წავუსვამთ კვერცხის გულს და გამოვაცხობთ ღუმელში.
2 პორციაზე უნდა დაახლოებით 1 კგ. ყველი.
აი ასეთი გამოდის smile.gif

http://www.radikal.ru

Posted by: chaPPek 27 Jul 2009, 20:42
სოფი
QUOTE
ხაჭაპური

200გრ. დარბილებული კარაქი ავკეპოთ დანით, დავამატოთ 5ჭ.(1კგ.) ფქვილი, კარგად ავურიოთ ერთმანეთში, გამოვა ფხვიერი მასა. 1 ქილა მაწონში ჩავყაროთ 1 ჩ.კ სოდა, ავურიოთ და დავამატოთ იმ მასას, მოვზილავთ ცომს, გავჭრით 4 ნაწილად (გამოდის 2 პორცია). საშუალო ზომის თუნუქის ფურცელზე გავაბრტყელებთ ცომის 1 ნაწილს, მოვაყრით ბლომად გახეხილ ყველს, ზემოდან დავადებთ ისევ გაბრტყელებულ ცომს, გვერდებს შევუკრავთ, ზემოდან დანით დავჩხვლიტავთ რამდენიმე ადგილას, წავუსვამთ კვერცხის გულს და გამოვაცხობთ ღუმელში. 2 პორციაზე უნდა დაახლოებით 1 კგ. ყველი. აი ასეთი გამოდის



ცომში კვერცხი არ უნდა?>?? დედაჩემი რაღაც ას მახსოვს რო უშვება ... და ახლა ვაკეთებ და ვერგადავწყვიტერა ვქნაbiggrin.gif

Posted by: rtuli 27 Jul 2009, 20:46
chaPPek
QUOTE
ცომში კვერცხი არ უნდა?>?? დედაჩემი რაღაც ას მახსოვს რო უშვება ... და ახლა ვაკეთებ და ვერგადავწყვიტერა ვქნა

აბა პეპინოს რეცეპტი ნახე 32 გვერდზე.

Posted by: chaPPek 27 Jul 2009, 21:08
rtuli

QUOTE
აბა პეპინოს რეცეპტი ნახე 32 გვერდზე.


მადლობა, ანუ კვერცხი უნდა ხო?? უკვე მოზელილ ცომს ორი ცალი ჩავაზილო?? sad.gif
დედაჩემს ვურეკავდიუ და ყურმილს არ იღებდა რა, უF... mad.gif თორე, ხოარ გავაკეთებდი ახლა უკვერცხო ცომს, კიდე კაი ცხობა არდავიწყე smile.gif

კვერცხი ყველსაც ხო?
user.gif


Posted by: rtuli 27 Jul 2009, 21:19
chaPPek
QUOTE
კვერცხი ყველსაც ხო?

yes.gif 2kiss.gif

Posted by: nanana 27 Jul 2009, 21:31
ამ საღამოს იმპულსურად გამოვაცხვე აფსაიდ დაუნ ქეიქი. ესეიგი... შაქრისგანდა კარაქისგან ტაფაზე კარამელი გავაკეთე და დაჭილი ზაფხულის ვაშლი, ატამი და მთვრალი ალუბლები ცოტა ხანს ვშუშე. ოთხუთხედ ფორმაში გადავიტანე ხილის და კარამელის მასა და წინასწარ გამზადებული კექსის ცომი დავასხი. საშუალო სიმხურვალის ღუმელში გამოვაცხვე. გამომცხვარი გადმოვატრიალე და ნაყინთან ერთად მივართვი ხალხს. მე არ მიჭამია sad.gif

Posted by: rtuli 28 Jul 2009, 00:08
ჩებურეკები

ცომისათვის:
4 ჩ.ჭ ფქვილი
1,3 ჩ.ჭ წყალი
1 ცალი კვერცხი
0,5 ჩ.კ. მარილი
1_2 ს.კ. კარაქი
წყალი ავადუღოთ კარაქთან და მარილთან ერთად,გადმოვდგათ.
0,5 ჩ.ჭ ფქვილი შევაზილოთ წყლს(ცხელს!).დავდგათ გასაციებლად.
http://www.radikal.ru

გავთქვიფოთ კვერცხი და ცივ,მოხარშულ ცომს შეურიოთ.დავამატოთ დანარცენი ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
http://www.radikal.ru
გადავახვიოთ საკვებ პარკში და დავასვენოთ მაცივარში 1 საათით.

გულსართი:
700გრ. ხორცი(უმჭობესია ცხვრის და ძროხის ხორცის ნარევი,სანახევროდ),დავკეპოთ ცვრილად(მსხვილად გავატაროთ ხორცსაკებ მანქანაში).
2-3 თავი ხახვი წვრილად დავჭრათ.
0,5 ჩ.ჭ წყალი.
ცოტა ოხრახუში და ძირა+მარილი.
მოვამზადოთ გულსართი.

ცომისგან გავშალოთ როგორც ხინკლისთვის,მრგვალი ფორმის,თხელი ფირფიტები,დავადოთ გულსართი,მოვუკრათ პირი და ფრიტიურში შევწვათ.
ანუ მე ჩავასხი პატარა ქვაბში ბევრი ზეთი და ჩავყარე ჩებურეკები.
http://www.radikal.ru

Posted by: rockataka 28 Jul 2009, 00:58
QUOTE
ჩავასხი პატარა ქვაბში ბევრი ზეთი და ჩავყარე ჩებურეკები

უნდა დაიფაროს ჩებურეკები ზეთში? როგორც ჩიპსებს რომ წვავენ მაკდონალდში?

Posted by: rtuli 28 Jul 2009, 01:24
rockataka
QUOTE
უნდა დაიფაროს ჩებურეკები ზეთში? როგორც ჩიპსებს რომ წვავენ მაკდონალდში?

ნახევარზე მაინც და მერე გადააბრუნებ,მეორე გვერდს დაუწითლებ.

მანდ პიპამ დადო ლინკი,უფრო მარტივი ცომი კეთდება + ვიდეო მასტერ კლასსია ნაჩვენები,შეიხედე smile.gif.

აი ამ განყოფილებაშიც დაუდიათ :
კულინარიის ინტერნეტ-რესურსების ბიბლიოთეკა.

Posted by: mzi 31 Jul 2009, 17:57
ძალიან გთხოვთ, ნაპოლეონის რეცეპტი დამიწერეთ jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: auau 31 Jul 2009, 20:38
mzi
http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=210&#entry11333837
აქაა ტოს-კას რეცეპტი ფენოვანი ცომისა და კრემი კი ან მოხარშული, ან რაც გაგიხარდება smile.gif

Posted by: Argishi 1 Aug 2009, 04:25
სალამი კულინარიელებს შორეული ქვეყნიდან,

კულინარიით დიდი ხანი ვარ გატაცებული, უკვე ჰობად მექცა.

მინდა გავაკეთო რაიმე მარტივი პეროგი, ჩემს განკარგულებაშია ვოლმარტი და სმიტის მთელი დივიზია.
და რას მირჩევდით პირველს? მთლა რთული რომ არ იყოს ეგეთი მინდა smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 1 Aug 2009, 10:23
Argishi
კეთილი იყოს შენი მობრძანება smile.gif
აი, რამხელა არჩევანია:
http://forum.ge/?showtopic=33790052&view=findpost&p=7416246

Posted by: Argishi 2 Aug 2009, 02:53
WOMAN IN LOVE

გმადლობ. გადავხედავ smile.gif

Posted by: chaPPek 4 Aug 2009, 21:38
კიში

ცომი:
ერთი პაჩკა კარაქი
500 გრ. ფქვილი
ორი სუფრის კოვზი ზეთი
2 ჩ.კ. მარილი
1 ჩ.კ. შაქარი
3 ცალი კვერცხი.

გულსართი:
ნებისმიერი სახის გულსართი. კლასიკური ფრანგული კიში ტკბილი არ არის, ანუ გულსართად იყენებენ მაგალითად წვრილად დაჭრილი ლორი+ მოხეხილი სულგუნი, ან ყველი+ ბაზილიკო, ან ჩემთვის ყველაზე გემრიელია ხახვის კიში, ხახვით არაჟნით და ფქვილის გულსართით, მოკლედ, აქ იფანტაზიორეთ იმით რაც გაქვთ მაცივარში.


კიში ფრანგული საუზმეულია, ძალიან გემრიელი, ხრაშუნა და მმმმ..... ძალიან მიყვარს. აქ ჯერ არ მინახავს ვინმეს გაეკეთებინოს, ამიტომ გავრისკავ და ჩემ რეცეპტს დავდებ.
დარბილებული კარაქი + ფქვილი ხელით უნდა მოსრისოთ, რომ მიიღო ფხვიერი მასა, თანაბარი ზომის და ერთნაირი კონსისტენციის მასას რომ მიიღებთ, ჩაამატეთ შაქარი, მარილი და სამივე კვერცხი. მოიზილება მაგარი ცომი, იმდენად მაგარი, რო ცოტათი ძნელიც კია ხოლმე ზელვა. ზელვისას უმატეთ ზეთი. ეს ცომს ოოდნავ დაარბილებს, გაანაზებს და მოკლედ, აუცილებელია biggrin.gif ცომი, საბოლოო ჯამში არის ყვითელი, მაგარი ცომი. ცხიმიანი.

აიღებთ ცომის პატარა გუნდას და ჩადებთ ტარტალეტკის მსგავს ფორმაში. თუ ფორმები არ გაქვთ, შეიძლება ამგვარი "ჭიქის" ხელით გაკეთება და შიგ გულსართის ჩადება.

http://www.radikal.ru

ამ ჭიქებს შეალაგებთ გახურებულ ღუმელში და 5 წუთში მზადარის. შეიძლება გამზადებული კიშის მაცივარში შენახვა, (არა საყინულეში), შემდეგ გამორება და საუზმეზე დაცხობა.

მოკლედ, უგემრიელესია.



Posted by: miau 4 Aug 2009, 23:10
chaPPek
QUOTE
კიში


ძალიან გავს ცომს ფენოვანი+ფხვიერი. დაახლოებით ხაჭოიანი ცომი რომ მზადდება, ისეთი შესახედაობა აქვს smile.gif
ძალიან საინტერესოა, ხვალვე შევუდგები ამის მომზადებას.

Posted by: rtuli 4 Aug 2009, 23:29
chaPPek
QUOTE
კიში

ცომი:

უკვე ვგრძნობ რა გემრიელი ხრაშუნა ცომია up.gif

ცოტასარ ასვენებ?
მერე უფრო მორჩილია ცომი punch.gif smile.gif



Posted by: chaPPek 5 Aug 2009, 01:34
miau
rtuli


კარგია რომ მოგეწონათ smile.gif

QUOTE
ცოტასარ ასვენებ? მერე უფრო მორჩილია ცომი

სანამ გულსართისთვის მასალებს ვამზადებ, ცომიც სვენდება yes.gif

ბარემ ვიტყვი, რომ ჩემი საყვარელია ხახვის და ყველის კიში

ყველის კიში კეთდება ტომატით, წითელი წიწაკით, + ბაზილიკო (აქ ქონდარიც არაჩვეულებრივია) და ზემოდან მოხეხილი ყველი
ხახვის უკვე დავწერე: მობრაწულ ხახვი+მოხალული ფქვილი+არაჟანი


და ამ ყველაფერს ვაკეთებ და მერე ვერ ვჭამ weep.gif

Posted by: nite 5 Aug 2009, 10:57
chaPPek
QUOTE
და ამ ყველაფერს ვაკეთებ და მერე ვერ ვჭამ 

წარმომიდგენია რა ტანჯვა იქნება, რეცეპტი ამოვიპრინტე და ერთ დღეს მოვამზადებ მეც,

Posted by: LionDark 5 Aug 2009, 13:07
დედაჩემი აკეთებს ძალიან გემრიელ პიცას.
რავიცი მე ეგეთი გემრიელი არცერთ პიცერიაში არ მიჭამია..

Posted by: Solveig 6 Aug 2009, 21:07
nanana
QUOTE
შაქრისგანდა კარაქისგან ტაფაზე კარამელი გავაკეთე

შეგიძლია, თანაფარდობა დაწერო?

მე ერთხელ ვცადე ("რაბოტნიცაში" ვნახე ჰალვის რეცეპტი) და რაღაც საშინელება გამოვიდა. საინტერესოა, ვინ იყო იმ რეცეპტის ავტორი.

ისე, ერთი თემა არ უნდა გაიხსნას "ტრუხა" რეცეპტებზე? biggrin.gif ერთხელ იყო კიდევ, "საქართველოს ქალში"-ვაშლის ნამცხვრის რეცეპტი. ავტორიც ეწერა, მაგრმა არ დავასახელებ, ემანდ ფორუმელი არ აღმოჩნდეს biggrin.gif ჰოდა, გამოცხობა ვცადე და რეზინი გამოვიდა რაღაც.


Posted by: waiter 6 Aug 2009, 21:22
ესეიგი მაინტერესებს როგორ აკეთებთ ხაჭოს ალადიებს
ძალიან მოიყვარს მაგრამ ჩემით ვერაფრით კარგი ვერ გამომდის,
ჯერ ხო 2 პაჩკა ხაჭოთი სულ რაღაც 1 ტაფა გამოდის და ხელებზე ისე მეკრობა რო ნახევარი ცომი ხელებზე მაქვს, არადა რო ვიფქვილიანებ ხელებს, მერე არ მომწონს ძალიან ფქვილიანიsad.gif((

Posted by: rtuli 6 Aug 2009, 21:36
waiter
აი ჩემი ერთერთი პოსტი დაგიკოპირე

იქნებ მითხრათ რეცეპტი.


სირნიკები:

500გრ. ხაჭო
6-7 კვერცხი
5-6 ს.კ. ფქვილი
1-2 ს.კ. არაჟანი
მარილი,შაქარი,ვანილი გემოვნებით.

კოვზით უნდა ამოიღო ცომი და შეწვა ტაფაში.
ეს ძალიან ნაზი და გემრიელი სირნიკებია.
ფქვილი თუ გინდა ოდნავ კიდე დაამატე.

QUOTE
სულ სხვადასხვანაირად ვაკეთებ (ხილით,შოკოლადით,ლიქიორით


ხილის დამატება თუ გინდა მაშინ ფქვილის რაოდენობა უნდა გაიზარდოს


Posted by: waiter 7 Aug 2009, 09:38
rtuli
ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ გუშინ გამომივიდა საშინელებაsad.gif((

Posted by: nanana 7 Aug 2009, 15:06
Solveig
QUOTE
შაქრისგანდა კარაქისგან ტაფაზე კარამელი გავაკეთე


შეგიძლია, თანაფარდობა დაწერო?



ხილისთვის რომ კარამელს ვაკეთებ ტაფაზე დაახლოებით 50 გრამ კარაქს ვალღვობ და 1 ან 2 სუფრის კოვზ შაქარს, ცოტა ვანილს ვაყრი და ერთ წუთში სადღაც, დაჭრილ ხილთან ერთად ვურევ. ცოტა ალკოჰოლიც შეიძლება ბოლოს.

ისე არასდროს არ მყოფნის ნებისყოფა რეცეპტის მიხედვით გავაკეთო რამე, ან საერთოდ რეცეპტი ბოლომდე ჩავიკითხო თუ ძალიან განსხვავებული და ჩემთვის უცხო არ არის და ინტერპრეტაციებს მივმართავ პროპორციებში

Posted by: anatoreli 8 Aug 2009, 12:08
ტაფაზე გამომცხვარი იმერული ხაჭაპურის რეცეპტი არის სადმე?...რაღაც ვერ მივაგენი biggrin.gif

არ მაქვს ვთქვათ "დუხოვკა" და "ფეჩი".....

Posted by: Space_Boots 14 Aug 2009, 23:36
anatoreli
QUOTE
ტაფაზე გამომცხვარი იმერული ხაჭაპურის რეცეპტი არის სადმე?...რაღაც ვერ მივაგენი

არ მაქვს ვთქვათ "დუხოვკა" და "ფეჩი".....



მე პირადად გამიფუჭდა დუხოვკა ( weep.gif ) და მიწევს ეხა ტაფაზე გაკეთება


(დღეს გავაკეთე სხვათაშორის)



ხოდა რაღაც მგონი სტრანნი რეცეპტია მაგრამ აი ძალიან მაგარი ცომია, ნახევრად ფენოვანია იდეაში

ესეიგიი

აუ მაგრამ მე ყოველთვის თვალზე ვაკეთებ და საშუალო ზომის 2 ცალი ხაჭაპური გამოდის ..

დაახლოებით 700 გრამი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი საფუარი, ცოტა მარილი, 2 ს.კ. ზეთი, 1 კვერცხი ..

ცომს მოზელ, გააჩერებ აფუებამდე, მერე რო აფუვდება გაშლი, ოღონდ თხლად არა, სადღაც 1სმ მდე ან ცოტა მეტი კიდე.

მანამდე უნდა გქონდეს მარგარინი (ნუ კარაქი თუ იქნება მთლად უკეთესი, მე სულ მარგარინით ვაკეთებ და კაი გამოდის.) დარბილებული და თხლად დაჭრა ეს მარგარინი და ამ ცომზე დააწყო რო მთელი ზედაპირი დაიფაროს.

მერე ამ მარგარინიან ხომს რულეტივით დაკეცავ და ცოტახანს დატოვებ. ამასობაში დაახლოებიტ 500 გრამი ყველი გაამზადე და ნუ მერე ჩვეულებრივად .. ის ცომი გაშალე (ცომიდან გამომძვრალმა მარგარინის ნაწილებმა არ შეგაშინოს smile.gif ) და ნუ ყველი და მერე ჩვეულებრივად. გაცხელებულ ტაფაზე. ჯერ ძალიან ნელ ცეცხლზე, მერე რო დაიხრუკება ოდნავ, გადააბრუნებ, ისევ ნელ ცეცხლზე და ბოლოს 3-4 წუთი მაღალ ცეცხლზე.

ძალიან გემრიელია, რბილი და ფაფუკი გამოდის .. თან ის მარგარინი მერე რო გამოდის, დამზადებულს ცხიმის წასმაც აღარ უნდა ..


დღეს 6 ხაჭაპური გამოვაცხვე jump.gif

Posted by: anatoreli 17 Aug 2009, 02:26
Space_Boots
2kiss.gif

ვერაფერი ვერ გავიგე მარა მაინც დიდი მადლობა....



















გეხუმრები givi.gif

Posted by: kokogorgo 17 Aug 2009, 15:31
anatoreli
QUOTE
ტაფაზე გამომცხვარი იმერული ხაჭაპურის რეცეპტი არის სადმე?...რაღაც ვერ მივაგენი 



1 კვერცხი

0,5 ლიტრი მაწონი

100 გრამი გამდნარი კარაქი[ შეგიძლია არაჯანით შეცვალო]

ცოტა მარილი

O.5ჩაის კოვზი შაქარი

მოზელ რბილ ცომს

გაშლი ფქვილ მოყრილ დაფაზე და მოაყრი 1ჩ.კ. სოდას[ ცოტას რომ მოაყრი, გადაზელ და მერე მეორედ სევ ხელით გაში ცომს და კიდევ მოაYრი.]

გეცოდინება, შეგახსენებ, ხჭაპურში ყველი თანაბრად რომ გადანაწილდეს,ხაჭაპური ორივე მხარიდან უნდა გადააპრტყელო.

ცომი ორი-სამი საათით შედგი მაცივარში და მზად არის

ამ ცომის შენახვა შეიძლება მაცივარში 2-3 დღე[ მხოლოდ სოდის გარეშე. სოდა აშავებს ცომს. თავდახურულ წურწელში]





Posted by: anatoreli 17 Aug 2009, 16:18
kokogorgo
2kiss.gif გაიხარე...

Posted by: unknown lady 30 Aug 2009, 23:04
კითხვა მაქვს , ვეღარ მივხვდი სად დავწერო biggrin.gif

აჩმას მოუხარშავი ცომი მარტო თავში და ბოლოში აქვს? (ანუ პირველი და ბოლო ფენა)

Posted by: miau 31 Aug 2009, 00:03
unknown lady
QUOTE
აჩმას მოუხარშავი ცომი მარტო თავში და ბოლოში აქვს? (ანუ პირველი და ბოლო ფენა)

კი smile.gif

Posted by: tasikuna-taso 31 Aug 2009, 15:15
QUOTE
ტაფაზე გამომცხვარი იმერული ხაჭაპურის რეცეპტი არის სადმე?...რაღაც ვერ მივაგენი biggrin.gif


ჩვეულაბრივ იმერულ ხაჭაპურს როგორსაც აკეათებ. რაც შეიძლება თხლად გააბრტყელე. დადე ცხელ ტაფაზე დაბალ პარზე.
თავზე დახურვა არ უნდა. როცა ძირი დაებრაწება გადააბრუნე.

ცხვება ძალიან სწრაფად.

ბლომად ყველი არ დაგავიწყდეს

Posted by: unknown lady 31 Aug 2009, 18:39
miau
QUOTE
კი



მადლობა smile.gif

Posted by: GABRIELA 2 Sep 2009, 12:49
ვგიჟდები ხაჭაპურზე. გოგოებო ,ხომ არ იცით ნახევრად ფენოვანი ცომი როგორ კეთდება?

Posted by: rtuli 2 Sep 2009, 13:14
GABRIELA
QUOTE
ვგიჟდები ხაჭაპურზე. გოგოებო ,ხომ არ იცით ნახევრად ფენოვანი ცომი როგორ კეთდება?

მოზილავ საფუვრიან ცომს,როცა ამოფუვდება გადაზილავ,გაშლი ,წაუსმევ კარაქსს(მე ვახეხავ გაყინულ მარგარინს)კადაკეცავ კონვერტივით,გააბრტყელებ ისევწაუსმევ კარაქს,გადაკეცევ კჯიდევ(როგორც ფენოვანს ვაკეთებთ ისეთი წესით).სულ3 ჯერგაციება დაგადაკეცვა ეყოფა.
მერე გამოიყენე ხაჭაპურის გამოსაცხობათ.

Posted by: emigranti 46 2 Sep 2009, 17:33
lam.gif თქვენ გენაცვალეთ თქვენა bis.gif alk.gif ეს სად მოვხვდი კაცოოო.............. baby.gif კითხვით ვერ გავმძღარვარ gigi.gif ვეცდები გავაკეთო, ბავშვებს უყვართ. ცოტა სუნელები შემომრჩა ცაქართველოდან, ქართული ღვინო კარგა ხანია მაღაზიებში იყიდება თიხის ბოთლებში............... ჰოდა........... alk.gif alk.gif alk.gif alk.gif ჩვენს დაჭმუჭნილ (თუ დაჭმუჭნულ...როგორც არი) საქართველოს გაუმარჯოს

Posted by: xashlama 2 Sep 2009, 21:45
QUOTE
ტაფაზე გამომცხვარი იმერული ხაჭაპურის რეცეპტი არის სადმე?...რაღაც ვერ მივაგენი 

არ მაქვს ვთქვათ "დუხოვკა" და "ფეჩი".....

0.5 ლიტრი მაწონი, 2 ს.კ ზეთი. 2 ს.კ შაქარი. 1 ჩ.კ სოდა. მარილი და გავაჩერიტ 10 -15 სუტი..... ფქვილი ერტი კილომდე..... მოვზილოთ რბილი ცომი, ყველი 800 1000 გრ. აქედან გამოვა 5 ცალი ხაჭაპური ტაფის,,, შევწვატ ორივე მხრიდან.... მოუსვათ ცხიმი. დზალიან გემრიელიაა. bis.gif wink.gif yes.gif

Posted by: BadbadGirl 2 Sep 2009, 21:49
xashlama
იმერულ ხაჭაპურს მაწონი რათ უნდა?
იმერელი ვარ, და არასდროს მახსოვს ვინმეს ჩვენთან მაწონი გამოეყენებინოს ხაჭაპურისათვის.

Posted by: rtuli 2 Sep 2009, 22:11
BadbadGirl
QUOTE
იმერულ ხაჭაპურს მაწონი რათ უნდა?

მაწონზე მოზელილი სახაჭაპურედცომი გამოირჩევა განსაკუთრებული სინაზით yes.gif +არიპოხება მეორე დღისთვის+უცებ სტუმრების გამასპინძლების საუკეთესო ვარიანტია wink.gif smile.gif

გირჩევ!
მე ღვეზელებსაც ვაცხობ მაგ ცომით,კარტოფილის,სოკოს,ხორცის ან კომბოსტოს გულსართით smile.gif


ოღონდ მეცომს სოდის გარეშე ვზილავ,ვშლი და ვაყრი ოდნავ ,ვკეცავ, ისევ სოდას ვაყრი და ვკეცავ,სულ სამჯერ ვკეცავ და ვასვენებ.

emigranti 46
QUOTE
ჩვენს დაჭმუჭნილ (თუ დაჭმუჭნულ...როგორც არი) საქართველოს გაუმარჯოს

biggrin.gif smile.gif

Posted by: BadbadGirl 2 Sep 2009, 22:15
rtuli
ხაჭაპურს ძალიან იშვიათად ვაცხობ, თუ გავაკეთე ისიც აჭარული. აჭარულითვისაც მასეთი ცომი უნდა?


rtuli
კი საფუარიანს ვაცხობ ყოველთვის და მაგიტომ გკითხე.

ფენოვანზე ჭკუა მეკეთება მაგრამ არ ვაცხობ. ჯერ კიდევ შემიძლია თავის შეკავება და უარის თქმა ისეთ რამეზე რაც ცელულიტებს მომიმატებს. (ვაიმე უკვე მანია მჭირს რასაც ქვია sad.gif )

Posted by: rtuli 2 Sep 2009, 22:18
BadbadGirl
QUOTE
აჭარულითვისაც მასეთი ცომი უნდა?

no.gif
საფუვრიანი ცომი უნდა.
ჩემი უფროსი შვილის ფავორიტი ხაჭაპურია აჭარული.
უმცროსს კი ფენოვანი ხაჭაპური უყვარს+ცოტა ყველით biggrin.gif

Posted by: tasikuna-taso 5 Sep 2009, 16:56
[quote]ვგიჟდები ხაჭაპურზე. გოგოებო ,ხომ არ იცით ნახევრად ფენოვანი ცომი როგორ კეთდება? [/quote

მე ვაკეთებ ძალიან მარტივად და გამოდის არაჩვეულებრივი

ჩვეულებრივ საფუვრიან ცომს გააბრტყელებ დაახლოებით 1 სმ სისქეზე. გადაუსობ წინასწარ დარბილებულ მარგარინს ან კარაქს.
(ერთ მოდიდო ხაჭაპურს ჭირდება დაახლოებით ნახევარი პაჭკა მარგარინი).
გადაკეცავ ნაპოლეონის ცომივით. გააჩერებ 8-10 წუთი მაცივრის გარეშე. შემდეგ გააბრტყელებ, ჩადებ გულსართს და გამოაცხობ.
არაჩვეულებრივია ხაჭაპურის და ლობიანისთვის.

ასეთი სახით მომზადებული ცომი ინახება საყინულეში. ერთი თვის შემდეგაც გამომიყენებია.

Posted by: gotti 14 Sep 2009, 01:18



ოცდაერთინაოჭიოცდაერთინაოჭიოცდაერთინაოჭიოცდაერთინაოჭი

Posted by: WOMAN IN LOVE 16 Sep 2009, 19:50
აბა ეს უცნაურობები ნახეთ tongue.gif

http://www.eblog.ru/index.php?newsid=934

Posted by: pouet 16 Sep 2009, 23:39
ხაჭაპურის გამოცხობა ვცადე .... ნეტა არ მეცადა. ცომი გავაკეთე იოგურტით, ყველაფერი ზუსტად დოზებით ჩავათხლიშე. და როცა მიდგა საქმე ყველის ჩადებაზე, ცოტა დავიბენი, მაგრამ არ დავნებდი და ჩავტენე ყველი, თAვის მოკვრაზე ბევრი ვიწვალე, საბოლოოდ როცა ვაბრტყელებდი, ადგილებსი გაიხსნა ცომი და გადმოდიოდა ყველი, ეს ხვრელები პატარა ცომებით შევავსე. გამოვაცხვე ღუმელში, გამოვიღე , შევჭამე და ვაი...... puke.gif სქელი ცომი, უგემური , მაგარი... ყველს არა უშავს, მაგრამ ამდენ ცომში ყველის გემო არც იგრძნობა... მოკლედ
IM A LOOზEრsad.gif
რა ვქნა? შევეშვა ხაჭაპურს.?

Posted by: kukurukuku 22 Sep 2009, 14:45
მოგესალმებით

მაინტერესებს აჭარულის გამოსაცხობად, დაფშხვნილ ყველს რამე უნდა შევურიო? და კვერცხს რომ დავახლი მას მერე კიდევ უნდა გამოცხობა თუ სულ უმი უნდა იყოს კვერცხი?

Posted by: rtuli 22 Sep 2009, 14:55
kukurukuku
QUOTE
დაფშხვნილ ყველს რამე უნდა შევურიო?

მე არაფერს ვამატებ,მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველს აშკარად ეტყობა მარილის ზედმეტობა მაშინ ცოტა ხაჭოს ვაშველებ.
QUOTE
და კვერცხს რომ დავახლი მას მერე კიდევ უნდა გამოცხობა თუ სულ უმი უნდა იყოს კვერცხი?

აწარული ხაჭაპური უნდა გამოცხვეს ძალიან მხურვალე ღუმელში,ზედაპირი როცა შეუწითლდება ,კვერცხს ჩაახლი და ისევ შედგავ ღუმელში.როგორც კი კვერცხის ცილა სითეთრეს მოიკიდებს,ხაჭაპური მზად არის.ანუ თოხლო კვერცხი უნდა იყოს ,რომ მერე კარგათ გაქნა ყველთან ერთად და ხაჭაპურის გვერდებში ჩაუცურო.

Posted by: August 22 Sep 2009, 15:00
ჩემი აჭარული ... კვირას გამოვაცხვე
ძალიან "ხმელები" არ უყვართ ჩემებს და ყველადაც cottage cheese ვხმარობ, რადგან თავისი ბუნებრივი სისველე აქვს, ანუ უფრო "ნედლია", ცომსაც უხდება და კვერცხსაც ...

Posted by: kukurukuku 22 Sep 2009, 15:10
rtuli
დიდი მადლობაა, ბარემ ისიც მითხარი რა, ფორმას როგორ აძლევ რომ არ გადმოვიდეს ყველი ცომიდან ? :დამწყებიმზარეული:

Posted by: Solveig 22 Sep 2009, 15:23
August
QUOTE
ყველადაც cottage cheese ვხმარობ, რადგან თავისი ბუნებრივი სისველე აქვს, ანუ უფრო "ნედლია", ცომსაც უხდება

და, ცომი კარგად შუშდება?

მეც მინდა sad.gif((((((((((((

Posted by: rtuli 22 Sep 2009, 15:26
kukurukuku
აი აქ მიდევს ლინკი ცომის რეცეპტის http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=300&#entry12677898
მერე უმარილო ყველი,კარგი ცხიმიანი ,ხელით დაწყლიტე.
მოაჭერი ცომს გუნდა ,მოგრძო ფორმა მიეცი,ჩაუდე ყველი ,მიეცი ნავის ფორმა(სხვანაირად ვერ აგიხსნი როგორ ),გადაუსვი ცომს კვერცხი (გათქვეფილი) და ღუმელში მაღალ ცეცხლზე დააწითლე, როცა შეატყობ სიწითლეს დაახალე კვერცხი და ისევ ღუმელში შეაბრუნე,ცოტა ცილას სითეთრე რომ მოეკიდება,მზად არის ხაჭაპური.გამოიღე და კარაქის ნაჭერიც ჩაუდე.
წარმატებები!


ესეც ჩემი აჭარულები love.gif

http://www.radikal.ru

Posted by: kukurukuku 22 Sep 2009, 15:38
rtuli
დიდი მადლობა იმედია გამომივა რამე smile.gif

Posted by: August 22 Sep 2009, 15:45
Solveig
ჩვენ აქ ჭყინტი ყველი არა გვაქვს. ასე რომ თუ ეგ cottage cheese ზუსტად ისაა რაც აჭარულს უხდება. ძალიან კარგად ფუმფულდება ცომი და სიხმელე სენზეა დამოკიდებული. ჩემებს არ უყვართ ძალიან ხმალი და არც ზემოდან ვუსმევ კვერცხს ... ისედაცაა კვერცხი ჩახლილი და ამიტომ მხოლოდ როცა უკვე მზას კარაქს ჩავუდებ ხოლმე მაშინ იმ გამდნარ კარაქს სულ ცოტას გადავუსმევ ხოლმე გვერდებზე
ცხიმიც ნალკები აქვს და კვერცხიც wink.gif
შენ კი ცოტა მსუყე და კალორიული არ გაწყენდა ისე ... მე თუ მკითხავ 2kiss.gif

Posted by: auau 6 Oct 2009, 23:11
"ბაჭიები"
340გ ფქვილი+ ცოტა მარილი, + 165 გ კარაქი ხელით კარგად ავსრისოთ. დავუმატოთ 12 ს/კ წყალი და მოვზილოთ კარგი ცომი. გავაბრტყელოთ თითის სისქეზე და ჭიქებით დავჭრათ დიდ და პატარა რგოლებად. ერთ რგოლზე დავაწყოთ წვრილად დაჭრილი ძეხვი, დავაფაროთ მეორე, ნაპირები შევუკრათ და პატარა რგოლებით დავამსგავსოთ ბაჭიებს აი ასე, როგორც ამ სურათზეა:

Posted by: BadbadGirl 6 Oct 2009, 23:21
August
rtuli
auau
ვაიმე ცუდად ვარ.
ვაიჰ, გული მიმდის სული მეხუთება თუ ეს საჭმელები არ ჩამეხუტება biggrin.gif biggrin.gif

Posted by: macaco-fast65 7 Oct 2009, 00:23
auau
ყოჩაღ პატარა კულინარს. 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: წკაპო 7 Oct 2009, 01:00
August,

მე ასეთ ნარევს ვამზადებ სააჭარულე ყველად:
მოცარელა და ახალგაზრდა კანტალი (
http://en.wikipedia.org/wiki/Cantal_(cheese)), 2 ულუფა 1-ზე. ერთმანეთში ვურევ და სულ ოდნავ ვამატებ მარილს გამოყენებამდე ერთი დღით ადრე. უგემრიელესი აჭარულები გამოდის.

Posted by: August 7 Oct 2009, 09:41
წკაპო
ეს
QUOTE
ახალგაზრდა კანტალი (Cantal Jeune)

იქნებ ეს დამიხასიათო, რომ შესაბამისი შევურჩიო, თუ ეგ არ იქნა ჩემს სუპერმარკეტში .უნდა ვცადო აუცილებლად.

და კიდევ ეს გულსართი წინა დღით უნდა მომზადდეს? მე იმერული ხაჭაპურის გულსართ ვაკეთებდი ხოლმე თბილისში წინა დღით, მაგრამ ეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და მაშინ ერთმანეთში ვურევდი იმერულ ჭყინტ ყველს, კარაქს და კვერცხს , ცოტა მარილიც და ამას მთელი ღამე ვაჩერებდი. ჩემი მეგობრის "დესერტაცია" ასეთი ხაჭაპურებით ჩატარდა და მერე ეხუმრებოდნენ ამ ხაჭაპურისთვის მარტო ღირდა შენი გაკანდიდატებაო biggrin.gif



Posted by: Solveig 8 Oct 2009, 17:39
QUOTE (August @ 22 Sep 2009, 14:45 )
Solveig
ჩვენ აქ ჭყინტი ყველი არა გვაქვს. ასე რომ თუ ეგ cottage cheese ზუსტად ისაა რაც აჭარულს უხდება. ძალიან კარგად ფუმფულდება ცომი და სიხმელე სენზეა დამოკიდებული. ჩემებს არ უყვართ ძალიან ხმალი და არც ზემოდან ვუსმევ კვერცხს ... ისედაცაა კვერცხი ჩახლილი და ამიტომ მხოლოდ როცა უკვე მზას კარაქს ჩავუდებ ხოლმე მაშინ იმ გამდნარ კარაქს სულ ცოტას გადავუსმევ ხოლმე გვერდებზე
ცხიმიც ნალკები აქვს და კვერცხიც wink.gif
შენ კი ცოტა მსუყე და კალორიული არ გაწყენდა ისე ... მე თუ მკითხავ 2kiss.gif

smile.gif)) უი, ეგ არ მითხრათ smile.gif არ მინდა გასუქება..მეშინია კიდეც biggrin.gif

დიდი მადლობა რეცეპტისათვის.

მე ხაჭაპურისათვის მოცარელას და ფეტას ან ფეტას წესით დამზადებულ hirtenkäse-ს ვიყენებდი, ძალიან კარგი გამოდიოდა. აქაური cottage cheese (frischkäse) ხაჭოს კვერების გასაკეთებლად მიცდია, მაგრამ სახაჭაპურედ-არა (ერთი ორჯერ ჩავაყოლე ყველს, მაგრამ იქ მეტი წილი მაინც ეს უკანასკნელიიყო).

წკაპო

ანუ, ჯერ ერთმანეთში ურევ და მერე ამატებ მარილს? სველი არ გამოდის ემრე (მარილი ხომ წვენს გამოაცლის).

მე მანამ ვაკეთებ მაგას, სანამ ერთმანეთში ავურევდე smile.gif

კანტალი რა ყველია, არ გამიგია cry.gif აქ არსად შემხვედრია. ფრანგული ყველეულობა არის, მაგრამ ეგეთი სახელი არ მახსოვს...

Posted by: kukuruku 8 Oct 2009, 18:00
ჩემი ნიკის მსგავსი ნიკი შევამჩნიე რამდენიმე დღეს წინ , ახლა კი აგერ ზემოთ ვნახე მისი პოსტი.
ოღონდ მის ნიკი ერთი ku-თი მეტია. smile.gif

ხო, ახლა რაც შეეხება აჭარულს.სულ ერთხელ გავაკეთე და არ გამომივიდა, ყველა გადმოვიდა, დაიწვა... მოკლედ შევეშვი.. biggrin.gif
სამაგიეროდ ჩვეულებრივ ხაჭაპურს ვაკეთებ, ძალიან მაგარი გამომდის! up.gif : )

Posted by: Peppi 8 Oct 2009, 18:06
kukuruku
QUOTE
ჩემი ნიკის მსგავსი ნიკი შევამჩნიე რამდენიმე დღეს წინ

უი, მე კიდევ შენ მეგონე . .
აწი გადავითვლი "კუ"-ებს wink.gif


* * *

აჭარულის რეცეპტით აღარ შეგაწუხებთ, ბევრჯერ დამიწერია,
ეხლა მხოლოდ ნატურმორტი იყვესsmile.gif


Posted by: August 8 Oct 2009, 20:46
პიცა გავაკეთე დღეს ძალიან კარგი გამოვიდა და ერთი აქაური იდეა გამოვიყენე გაფორმებაში wink.gif

Posted by: August 9 Oct 2009, 14:31
QUOTE (August @ 8 Oct 2009, 18:46 )
პიცა გავაკეთე დღეს ძალიან კარგი გამოვიდა და ერთი აქაური იდეა გამოვიყენე გაფორმებაში wink.gif

ასეთი შევდგი ღუმელში და ...

Posted by: August 9 Oct 2009, 14:35
ასეთი გამოვიდა ღუმელიდან და უნდა გითხრათ, რომ უგემრიელესი რამე იყო ...

Posted by: sofia24 11 Oct 2009, 04:35
QUOTE (pouet @ 16 Sep 2009, 23:39 )
ხაჭაპურის გამოცხობა ვცადე .... ნეტა არ მეცადა. ცომი გავაკეთე იოგურტით, ყველაფერი ზუსტად დოზებით ჩავათხლიშე. და როცა მიდგა საქმე ყველის ჩადებაზე, ცოტა დავიბენი, მაგრამ არ დავნებდი და ჩავტენე ყველი, თAვის მოკვრაზე ბევრი ვიწვალე, საბოლოოდ როცა ვაბრტყელებდი, ადგილებსი გაიხსნა ცომი და გადმოდიოდა ყველი, ეს ხვრელები პატარა ცომებით შევავსე. გამოვაცხვე ღუმელში, გამოვიღე , შევჭამე და ვაი...... puke.gif სქელი ცომი, უგემური , მაგარი... ყველს არა უშავს, მაგრამ ამდენ ცომში ყველის გემო არც იგრძნობა... მოკლედ
IM A LOOზEრsad.gif
რა ვქნა? შევეშვა ხაჭაპურს.?

user.gif user.gif მე ერთხელ არა, ბევრჯერ ვცადე და ზუსტად იგივე შედეგით ვასრულებ

Posted by: ninoma 11 Oct 2009, 10:18
sofia24
ადრე, როცა ბევრ ხაჭაპურს ვაცხობდი ერთ ჯერზე, ასე ვაკეთებდი. ვატარებდი ან ვხეხავდი ყველს და ვაკეთებდი გუნდებს (როგორც თოვლის გუნდა). რამდენი გუნდაც გამოვიდოდა, იმდენი ჭიქა ფქვილით ვზელდი ცომს. გამოდიოდა ისე,რომ ზუსტად მყოფნიდა ცომი.იშვიათად რო დამრჩენოდა . აბა ასეთი მეთოდით სცადეთ. უნდა გამოგივიდეთ. ( ჭიქა არ უნდა იყოს თავმობმული. რომ ამოიღებთ ფქვილს, ჭიქის პირს ხელი გადუსვით და ზედმეტი ფქვილი მოაშორეთ)
[რა ვქნა? შევეშვა ხაჭაპურს.? ] არასოდეს.

Posted by: taktakuna 11 Oct 2009, 14:45
ცომის მოზელვაზე რომ არ ვიწვალო ხოლმე ჩვეულებრივ თონეში ვყიდულობ ხოლმე გუნდას,გადავზილავ და ისე ვაკეთებთ ხოლმე ოჯახში ლობიანსაც და ხაჭაპურსაც. ცომის ამოფუების ლოდინის ნერვები არ მყოფნის sad.gif

Posted by: წკაპო 12 Oct 2009, 13:37
August,
QUOTE (August @ 7 Oct 2009, 07:41 )
წკაპო
ეს
QUOTE
ახალგაზრდა კანტალი (Cantal Jeune)

იქნებ ეს დამიხასიათო, რომ შესაბამისი შევურჩიო, თუ ეგ არ იქნა ჩემს სუპერმარკეტში .უნდა ვცადო აუცილებლად.

ბევრი, ვიფიქრე და დახასიათება მაინც მიჭირს. კანტალი არის საკმაოდ მკვრივრბილობიანი ახალგაზრდა ყველა, მსუბუქად მარილიანი და კარგად ცხიმიანი.
QUOTE (August @ 7 Oct 2009, 07:41 )
და კიდევ ეს გულსართი წინა დღით უნდა მომზადდეს?

წინა დღეს მომზადებული სჯობია. ყველები ერთმანეთში ერევა და მარილიანობა თანაბრდება, ამასთანავე მოცარელაც გარკვეულწილად ჰკარგავს თავის ტენიანობას.

Solveigt,
QUOTE (Solveig @ 8 Oct 2009, 15:39 )
წკაპო

ანუ, ჯერ ერთმანეთში ურევ და მერე ამატებ მარილს? სველი არ გამოდის ემრე (მარილი ხომ წვენს გამოაცლის).

მორევის წინ ვაყრი მარილს. სველის გამოსვლაში სითხის გამოსვლას გულისხმობ?

Posted by: Solveig 13 Oct 2009, 21:52
წკაპო
QUOTE
სველის გამოსვლაში სითხის გამოსვლას გულისხმობ?

ჰო.

მე ყველს გარეთ ვდებ ხოლმე რამდენიმე საათით, მერე ვწურავ და ისე ვაზავებ ფეტას და მოცარელას..მაგრამ აქ ისეთი ფეტა იყიდება, რომ არანაირი მარილი აღარაა საჭირო. პირიქით-მოცარელა იმისათვის ემატება, რომ გაანეიტრალოს ზედმეტი მარილი.

Posted by: August 14 Oct 2009, 16:14
დღეს ვიყიდე ერთი კულინარული ჟურნალი და იქ ჩემი ძველი "ნაცნობი" აღმოვაჩინე
http://forum.ge/?f=82&showtopic=33695527&st=135
QUOTE
"უხსოვარ დროში"  როდესაც "ხეები დიდები იყვნენ"  ანუ მე პატარა, დედაჩემს ასწავლეს ერთი ცომი. მერე რეცეპტი დაეკარგა. სახელის მეტი ვერაფერი გაიხსენა. სახელი კი ფრიად ორიგინალური ქონდა - "უტოპლენნიკ" - რადგან ცომი რომ მოიზილებოდა მას მერე იგი წყლიან ვედროში უნდა ჩაგეგდო და გარკვეული დროის შემდეგ თავისით ამოტივტივდებოდა.

ბევრი ეცადა დედა, მაგრამ ვერც რეცეპტი გაიხსენა და ვერც ის ადამიანი ვინც ეს ცომი ასწავლა.

ახლა დედაზე ვფიქრობდი  და ეს უტოპლენნიკი რამ გამახსენა არ ვიცი  , მაგრამ დავგუგლე და ვიპოვე  . დიდი ხნის უნახავი ნათესავის ნახვა, რომ გაუხარდება ადამიანს ისე გამიხარდა.

ალბათ კარგი ცომი იყო, რადგანაც დედა ასე ძალიან განიცდიდა ამ რეცეპტის დაკარგვას, ამიტომ აქაც ჩავწერ თქვენთვის.

ცომი "Утопленник"

4 ჭიქა ფქვილი, 1ცალი მარგარინი, 1 ჭიქა რძე, 3 კვერცხი, 2 ს.კ შაქარი, 50გრ.საფუარი,1 ჩ.კ. მარილი.

50 გრ საფუარი გავხსნათ 1 ჭიქა თბილ რძეში, ისე რომ არ დაიკუშტოს, დავუმატოტ 3 კვერცხი, 2 ს.კოვზი შაქარი, 1 ჩ.კ. მარილი, წინასწარ დაკეპილი და გალღობილი მარგარინი და 4 ჭიქა ფქვილი. მოვზილოთ და გამოვკრათ ნაჭრის ხელსახოცში. ჩავაყურყუმელავოთ ოთახის ტემპერატურის წყლიან დიდი მოცულობის ქვაბში ისე რომ ფსკერამდე ჩაიძიროს. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ თქვენ გექნებათ შესანიშნავი ჰაეროვანი ცომი. არ ინერვიულოთ იგი თავისით ამოტივტივდება. ამ ცომისაგან შეიძლება ღვეზელების, ნაზუქების, ფუნთუშების დამზადება და თუ შაქარს არ გაუკეთებთ - ხაჭაპურისაც. ვაშლის ღვეზელის შემთხვევაში დაჭრილ ვაშლს ცოტაოდენი შაქარი და დარიჩინი დაუმატეთ.


საინტერესო ის არის რომ მითითებულია საფუვრიანი ცომისთვის, თუ მასში ცხიმის შემცველობა მაღალია (500 გრ ფქვილზე 100 გრ ცხიმი და ზემოთ), არის რეკომენდირებული ეს მეთოდიო.
და კიდევ "წყლის პროცედურას" გადის რეცეპტში მითითებული ფქვილის 3/4-ით, წყალში/რძეში გახსნილი საფუვრითა და ცხიმით მოზელილი ცომი, რომელიც 30-45 წთ-ის შემდეგ ამოტივტივდება, ხოლო დარჩენილი 1/4 ფქვილი და სხვა ინგრედიენტები ( კვერცხები, შაქარი, ვანილი, ნიგოზი თუ ქიშმიში) მერე შეეზილებაო ... მოკლედ ხაჭაპურის შემთხვევაში მარილის მეტი ხომ ისედაც არაფერი დასჭირდება და ფუნთუშებისთვის კი რაც რეცეპტში აქვს ის "ამოყვინთულს" შეაზილეთო.

Posted by: omertaforte 14 Oct 2009, 21:50
გოგონებო ძალიან მაინტერესებს ფენოვანი ცომის რეცეპტი გამოცდილი რა თქმა უნდა. დიდი მადლობელი დაგრჩებით. წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: rtuli 15 Oct 2009, 22:17
omertaforte
QUOTE
გოგონებო ძალიან მაინტერესებს ფენოვანი ცომის რეცეპტი გამოცდილი რა თქმა უნდა. დიდი მადლობელი დაგრჩებით. წინასწარ დიდი მადლობა

http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=465&#entry14584121

აი შედეგიც
http://www.radikal.ru

Posted by: August 16 Oct 2009, 15:27
ეს არის ჩემი "ზანური" სიმინდის ფქვილი, მარილი, წიწაკა, ხმელი კამა, სერ ვეისკი, კვერცხი, ზეთი
უგემრიელესია ცხელი, თბილი თუ ცივიც კი ...

Posted by: tikoroma 17 Oct 2009, 17:04
QUOTE
სერ ვეისკი

ეს რა არის?
* * *
ჭვიშტარის რეცეპტს ვერ მასწავლით?

Posted by: August 17 Oct 2009, 21:41
tikoroma
QUOTE
სერ ვეისკი

არის cottage cheese

Posted by: rtuli 17 Oct 2009, 22:12
tikoroma
QUOTE
ჭვიშტარის რეცეპტს ვერ მასწავლით?

მე ასე ვამზადებ:
2 მუჭა სიმინდის ფქვილი+1 მუჭა დაფხვნილი ,ნახევრად მარილიანი ყველი+ცოტა სოდას ვაფქვევ,ვზელავ თბილი წყლით.გავაჩერებ 15 წუთს ,ვაკეთებ გუნდებს და ზეთში ვწვავ.ფაკტიურად მოზელილი მასა კატლეტის მასასავით,სქელი სისქის უნდა იყოს.

Posted by: tikoroma 18 Oct 2009, 01:37
rtuli
გმადლობ. ადრე მეწერა, მაგრამ დავკარგე. მახსოვდა თითქოს კვერცხიც სჭირდებოდა

Posted by: Solveig 18 Oct 2009, 04:20
rtuli
QUOTE
მე ასე ვამზადებ:
2 მუჭა სიმინდის ფქვილი+1 მუჭა დაფხვნილი ,ნახევრად მარილიანი ყველი+ცოტა სოდას ვაფქვევ,ვზელავ თბილი წყლით.გავაჩერებ 15 წუთს ,ვაკეთებ გუნდებს და ზეთში ვწვავ.ფაკტიურად მოზელილი მასა კატლეტის მასასავით,სქელი სისქის უნდა იყოს.

მე კვერცხსაც ვუშვრები ხოლმე.

Posted by: kudracha 18 Oct 2009, 09:48
აი კიდევ ერთი გამრიელი რეცეპტი:
1 ქილა მაწონს+მანანას ბურღული (იმდენი, რომ ოდნავ შესქელდეს მაწონი) + ზეთი 1 ს/კ, +1 ცალი კვერცხი,+ სოდა და ბოლოს+ ჩახეხილი ყველი. მარილს ვუმატებთ იმის მიხედვით, თუ როგორი ყველია, მარილიანი თუ უმარილო. ვასხამთ წინასწარ გახურებულ, ზეთმოსხმულ ტაფაზე (სასურველია სქელლძირიანი) და ვაცხობთ ღუმელში.

Posted by: rtuli 18 Oct 2009, 12:39
Solveig
QUOTE
მე კვერცხსაც ვუშვრები ხოლმე.

არასოდეს დამიმატებია,არც ვიცი რათ უნდა,თუმცა მე როცა მაწონი,ან რძე,ან შრატი(სოფელში) მაქვს მორჩენილი,წყლის 50% ვახმარ+მორჩენილი რძის ნაწარმი და ასეთები გამომდის
http://www.radikal.ru

Posted by: WOMAN IN LOVE 19 Oct 2009, 18:09
უნგრული კალაჩები... საინტერესოა...

http://bonappetit.com.ua/sladkoe/1223-k252rt337skal225cs-vengerskij-kruchenyj-kalach.html

http://www.radikal.ru

Posted by: hirondelle 19 Oct 2009, 20:54
სიმინდის შემოსვლამდე თურმე მჭადს ფეტვისგან აკეთებდნენ, ნეტა როგორი იქნებოდა? rolleyes.gif

Posted by: BadbadGirl 19 Oct 2009, 21:00
WOMAN IN LOVE
არაა ცუდი მაგ კალაჩები Ö=

Posted by: Alpinistka123 20 Oct 2009, 18:07

გამარჯობატ! ყველიანი პილმენები გავაკეტე და საშინელება გამომივიდა, იქნებ ვინმემ მომაწოდოს დაწვრილებიტი
ინპორმაცია ამის შესახებ.
დიდი მადლობა წინასწარ tongue.gif

Posted by: World maps 22 Oct 2009, 11:50
ლიტვური საცხობი სად არის ვინ იცის? დიეტისთვის მინდა ნაGდი შავი პური

Posted by: rtuli 22 Oct 2009, 12:51
Alpinistka123
QUOTE
გამარჯობატ! ყველიანი პილმენები გავაკეტე და საშინელება გამომივიდა, იქნებ ვინმემ მომაწოდოს დაწვრილებიტი
ინპორმაცია ამის შესახებ.

რა გაინტერესებს?ცომის დამზადება,თუ გულსართი?

Posted by: teamiho 22 Oct 2009, 14:33
გამარჯობათ, იქნებ მასწავლოთ როგორ გავაკეთო სვანური ხაჭაპური ლობიოთი და ყველით რომ კეთდება? წინასწარ დიდ მადლობას გიხდით,

Posted by: MEZGVAURI 22 Oct 2009, 14:41
World maps
დიეტისთვის ვყიდულობ საპატრიარქოს უსაფუარო შავ პურს. ლიტვური არ ვიცი მაგრამ ეგ მაინც მოგწერე ეგებ გამოგადგეს.smile.gif

kudracha
QUOTE
აი კიდევ ერთი გამრიელი რეცეპტი:
1 ქილა მაწონს+მანანას ბურღული (იმდენი, რომ ოდნავ შესქელდეს მაწონი) + ზეთი 1 ს/კ, +1 ცალი კვერცხი,+ სოდა და ბოლოს+ ჩახეხილი ყველი. მარილს ვუმატებთ იმის მიხედვით, თუ როგორი ყველია, მარილიანი თუ უმარილო. ვასხამთ წინასწარ გახურებულ, ზეთმოსხმულ ტაფაზე (სასურველია სქელლძირიანი) და ვაცხობთ ღუმელში.

ეგ ძალიან გემრიელია, მიყვარს და რო ვნახე გამახსენდა-უნდა გავაკეთო smile.gif

Posted by: lola_keta 22 Oct 2009, 14:48
QUOTE (World maps @ 22 Oct 2009, 11:50 )
ლიტვური საცხობი სად არის ვინ იცის? დიეტისთვის მინდა ნაGდი შავი პური

თორნიკე ერისთავის პირველ ნომერშია (ყოფილი ჩარხმშენებლის ეზოში)


პ.ს. მეც სულ მაგ პურს ვჭამ yes.gif yes.gif

Posted by: tikoroma 22 Oct 2009, 17:27
August
Solveig
გავაფუჭე ჭვიშტარი mad.gif
რაღაც საძაგლობა გავაკეთე...
გასაგდები ვარ სახლიდან rolleyes.gif


Posted by: kudracha 23 Oct 2009, 13:28
Alpinistka123
QUOTE
გამარჯობატ! ყველიანი პილმენები გავაკეტე და საშინელება გამომივიდა, იქნებ ვინმემ მომაწოდოს დაწვრილებიტი

რაში გამოიხატება საშIნელება? biggrin.gif
ცომი მაგარი უნდა, იზილება ჩვეულებრივ: ფქვილი+მარილი+წყალი
მთავარია ყველი, კაი ჭყინტი ყველი უნდა იყოს, რომ შიგნით ქვასავით არ დარჩეს მოხარშვის მერე. თუ ისე რა ჭყინტი გაქვს, მაშინ ხაჭო გადაურიე. მოუკარი გვერდები და ჩაყარე მარილიან ადუღებყლ წყალში. სულ ესაა biggrin.gif
MEZGVAURI
მეც მიყვარს, თად ადვილი გასაკეთებელია, როცა ვინმე შინაური სტუმარი მომდის უცებ-უცებ გამოვაცხობ ხოლმე

Posted by: Romina 24 Oct 2009, 21:22
[b]kudracha[/b
[quote]1 ქილა მაწონს+მანანას ბურღული (იმდენი, რომ ოდნავ შესქელდეს მაწონი) + ზეთი 1 ს/კ, +1 ცალი კვერცხი,+ სოდა და ბოლოს+ ჩახეხილი ყველი. მარილს ვუმატებთ იმის მიხედვით, თუ როგორი ყველია, მარილიანი თუ უმარილო. ვასხამთ წინასწარ გახურებულ, ზეთმოსხმულ ტაფაზე (სასურველია სქელლძირიანი) და ვაცხობთ ღუმელში.

აუ ეს უნდა გავაკეთო smile.gif ყველი რამდენი უნდა?

Posted by: kudracha 25 Oct 2009, 19:23
Romina
QUOTE
ყველი რამდენი უნდა?

რავი, თვალის ზომით ვაკეთებ biggrin.gif ანუ თუ პატარა თავი ყველი მავქვს, შუაზე ვყოფ biggrin.gif ცოტა მარტივად რომ გითხრა, ერთ საშუალო ზომის ხაჭაპურს რამდენსაც უზამდი იმდენი

Posted by: emigranti 46 27 Oct 2009, 19:13
QUOTE

Natia_N_N, ეგ ორი ტაფის ზომაა. ჩემ სამ "მოზვერს" ერთი კი არა ეგ ორი არ ჰყოფნით ერთ ჭამაზე. ასე რომ შეგიძლია ნახევარ-ნახევარი აიღო ყველაფერი.

ახლა ჩემი აქაური მჭადი.
აქ, პოლონეთში, სუპერმარკეტში იყიდება "სიმინდის ბურღული" და ეს მშვენიერი ღერღილია, მაგრამ რასად "სიმინდის ფქვილი" აწერია - არაფრად არ ვარგა. ამიტომ ასეთი ხერხი ვიხმარე:
500გრ. სიმინდის ფქვილი + 1კვერცხი + 50 გრ ზეთი + 400 გრ serek wiejski (cottage cheese) + ცოტა მარილი. კარგად მოზილავთ და გამოვაცხობ მჭადივით ან მთლიანად ან კოკრებად, ან ტაფაზე, ან ღუმელში.
უგემრიელესია! გამოცდილია! ბევრმა ქართველმა მისცა შეფასება "საუცხოო".

მოგესალმები, რომელ ქალაქში ცხოვრობ, მეც პოლინეთში ვცხოვრობ უკვე კარგა ხანია

Posted by: fermina 28 Oct 2009, 12:21
QUOTE (Guardian @ 30 May 2007, 09:57 )
თბილისში სად შეიძლება ხორბლის კარგი ნამდვილი შავი პურის ყიდვა?
შეღებილ ნაგავს რომ ყიდიან, იმას არ ვგულისხმობ.
კიდევ მაინტერესებს, თბილისში სადმე თუ იყიდება ისეთი შავი პური, რომელსაც მზესუმზირას მთელ-მთელი მარცვლები აქვს გარეული?
ძალიან გემრიელია ეგეთი.

პლატოზე, პანეტერიაშია კარგი შავი პური, უსაფუვრო და მზესუმზირებით.

Posted by: nuca 28 Oct 2009, 20:12
ვინმემ თუ იცით როგორ გაკეთდეს ხაჭაპური ოღონდ ევროპული მასალებით მასწავლეთ რა , ოღონდ ცომს ცერ მოვზილავ, ვცადე ერთხელ და კოშმარი იყო biggrin.gif ხოდა იქნებ ვინმემ მომწეროთ PM ში რომელი ცომი ვიყიდო და გული როგორ გავაკეთო, ანუ რომელი ყველით. მადლობთ.

Posted by: Peppi 28 Oct 2009, 20:34
nuca
ცომი რომელი იყიდო - ეს იმ ქვეყანას და ქალაქს გააჩნია სადაც ცხოვრობ;
თუმცა პიცის ცომი თუ იყიდება - გუნდებად, ის წავა. გაბრტყელებული და ნახევრად გამომცხვარი არა;

ასევე, ფენოვანი ცომი იკითხე, ესენი გაყონული სექციის დახლებზე ყოველთვის არის;

ყველი - ნახევარი ფეტა და ნახევარი უკვე გახრხილი და მშრალი მოცარელა, 150-150 გრ. ორივე, + 1 ცალი კვერცხი და ცოტა კარაქი, აურიე ერთმანეთში. ეს არის ერთი დიდი ხაჭაპურის დოზა.

თ რაიმე ვ\შეკითხვა გაქვს, მომწერე PM და სურათებს დაგიდებ, ნუ მოგერიდებაsmile.gif

აღარ მახლის ბავშვი წერას . .

Posted by: Doloress 1 Nov 2009, 13:07
პიცის ფქვილს რომ ახსენებთ ხოლმე, განმიმარტეთ რა არის რაა.. და სად ვიყიდო და როგორ გამოვიყენო..
დეტალურად, პლზ..

და კიდევ,
რამე მარტივი პიცის ცომის რეცეპტი მინდა, მეთვითონ რომ მოვამზადო სახლში და თხელი რომ იყოს, რომ ამოდის ძაან და ხაჭაპურის სისქის როა, არ მიყვარს.

და კიდევ,
იმ ყველს რა ქვია, პიცას რომ აქვს ხოლმე? baby.gif

Posted by: miau 1 Nov 2009, 16:16
Doloress

ჩვეულებრივი ხაჭაპურის საფუვრიანი ცომი (ზეთით და რძეზე მოზელილი ოღონდ) ძალიან თხლად უნბდა ჩადო ფორმაში, ძალიან თხლად და შედეგს ნახავ smile.gif ამის წინ გავაკეთე და ზუსტად ისეთი იყო, რესტორნებსა და პიცერიებში რომ აცხობვენ. biggrin.gif

Posted by: MEZGVAURI 4 Nov 2009, 14:08
Doloress
QUOTE
იმ ყველს რა ქვია, პიცას რომ აქვს ხოლმე? 

მე როგორც ვიცი პარმეზანს და ხან (ან ერთად) მაცარელასაც უკეთებენ. მაგრამ მე მარკეტებში რო ყველის ოთხკუთხედი ფირფიტებია ხო იცი?აი მაგას ვუკეთებ პიცას და ძალიან უხდება. სხვათაშორის დაჭრილი ზეთისხილიც ძალიან არომატულია პიცაზე. პარდონ ძაან გავუტიე, ვგიჟდები პიცაზე smile.gif

Posted by: SkitterZ 5 Nov 2009, 23:50
August
QUOTE
ეს არის ჩემი "ზანური" სიმინდის ფქვილი, მარილი, წიწაკა, ხმელი კამა, სერ ვეისკი, კვერცხი, ზეთი
უგემრიელესია ცხელი, თბილი თუ ცივიც კი ...

შეგიძლია ეს უფრო დაწვრილებით დაწერო?

სერ ვეისკი რა არის? smile.gif


Posted by: fighter 6 Nov 2009, 08:28
მე ამის მიხედვით გავაკეთე და კარგი გამოვიდა
http://gurman.ge/1129/რეცეპტი/ნამდვილი-პიცის-ცომი

Posted by: komsi_komsa 9 Nov 2009, 23:42
ნახეთ აჭარულის ნახევარ ფაბრიკატები იყიდება ქალაქში?

Posted by: Peppi 10 Nov 2009, 00:29
fighter
QUOTE
მე ამის მიხედვით გავაკეთე და კარგი გამოვიდა
ნამდვილი პიცის ცომი


ცოტა სადავოა ნამდვილი რომელია . . საცივივით არის - ყველას თავისი რეცეპტი აქვს . .

აი, მე პიცერია "დომინო"-ს პიცის ცომის რეცეპტს შემოგთვაზებთ აქ -

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=57&Itemid=55

miau
QUOTE
ზუსტად ისეთი იყო, რესტორნებსა და პიცერიებში რომ აცხობვენ

მე პიცას რომ ვაცხობ სხვადასხვა რეცეპტით, მერე ვიხსენებთ რომელი პიცერიის პიცას გავდა, თბილისშიც კი . . . ამ დროს 5 წელია უკვე თბილისში პიცა არ მიჭამია . .

Posted by: 15steps 10 Nov 2009, 21:11
rtuli
შენელებული ცომი როგორ მზადდება? მომწერე რა..

Posted by: Peppi 10 Nov 2009, 22:41
როგორც იქნა მოვაბი თავი ამ რეცეპტის დაწერას . . .

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=60&Itemid=55

შეიძლება ძალიან დაწვრილებით მოგეჩვენოთ, მაგრამ სულ ახალბედებისთვისაც გავითვალისწინე

Posted by: Miss_Nata 10 Nov 2009, 23:34
QUOTE
როგორც იქნა მოვაბი თავი ამ რეცეპტის დაწერას . . .

აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი სურათებში

შეიძლება ძალიან დაწვრილებით მოგეჩვენოთ, მაგრამ სულ ახალბედებისთვისაც გავითვალისწინე

მიმაგრებული სურათი

მე ჯერ ასე საგულდაგულოდ დასურათებულ აღწერილი არაფერი მინახავს,დიდი მადლობა.მე ადამიანი,რომელიც საერთოდ ვერ ვარ ცომთან,მხოლოდ ჭამამა მიყვარს,გამიჩნდა სურვილი რომ თავად გავაკეთოsmile.gif\
respect

Posted by: rtuli 10 Nov 2009, 23:58
15steps
QUOTE
შენელებული ცომი როგორ მზადდება?

ვერ მივხვდი,რას ეძახი შენელებულს?

Peppi
QUOTE
როგორც იქნა მოვაბი თავი ამ რეცეპტის დაწერას . . .

2kiss.gif

Posted by: Peppi 11 Nov 2009, 14:16
Miss_Nata
დიდი მადლობაsmile.gif

rtuli
2kiss.gif

Posted by: BUFALO 11 Nov 2009, 15:03
QUOTE
"პონჩიკები"
© auau

ცომისთვის: 2 ჭიქა თბილ რძეში გახსენი 2 არასავსე სუფრის კოვზი საფუარი (თუ "პაკმაიათი" აკეთებ, საფუარი ჩაყარე და ცოტა ხანში თვითონ გაიხსნება,არის კიდევ მეორენაირები და ის ფქვილში უნდა აერიოს)
1-2 კვერცხი ათქვიფე 6 სუფრის კოვზ შაქართან, + 0.5 ჩაის კოვზი მარილი + 4 სუფრის კოვზი ზეთი და ეს ყველაფერი საფუვრიან რძესთან ერთად აურიე. ზეთიანი ხელებით მოზილე ცომი და დადგი თბილადგილას ასაფუებლად. როცა ამოვა,ერთხელ ჩაზილე და მეორე ამოსვლაზე უკვე გააკეთე.

კრემი: 1ჭიქა ფქვილი + 2ჭიქა შაქარი,ამას დავასხათ 3ჭიქა ქაფქაფა რძე და მოვხარშოთ. შეგრილებულს +ვანილი და ცოტა მარილი.
მომზადებით ძალიან Hგავს ხინკალს, მაგრამ ცომი ძალიან არ უნდა გაათხელო და ჭიპებიც არ უნდა. კარგად შეუკარი გვერდები. პატარა ქვაბში ან ძალიან ღრმა ტაფაზე აადუღე 0.5 ლ ზეთი, მოკლედ იმდენი, რომ პონჩიკები დაიმალოს. რომ აადუღებ, ცოტა ხანს გამორთე ცეცხლი და ასე 10 წუთის შემDეგ საშუალო ცეცხლზე მოხარშე.
გამოცდილი რეცეპტია. სხვათა შორის, თუ შაქარს მარტო 1ჩკოვზს დაუტოვებ, პიცაც ცხვება ამ ცომით და
პერაშკებს და ბელიაშებსაც უხდება.




კარგი რაღაცაა.

Posted by: 15steps 11 Nov 2009, 19:46
rtuli
შენ გიწერია ეგრე ცომეულის თემაში დავდებ რეცეპტსო.. ყალიბში ცომი რომ გაქვს მერე ყველი მერე სოკო მოტუშული არაჭნით ისევ ყველი და მოსხმული შენელებული ცომიო ესე გიწერია ..რავი ალბად ინგრედიენტებს გულისხმობდი თხელ გაწყალებული ცომი მოსხმული და მერე გამომცხვარი smile.gif

Posted by: tikunia-teiko 16 Nov 2009, 15:45
გოგნებო ხომ არ იცით ვინმემ მეგრული ხაჭაპურის რეცეპტი? ყველი რომ აკვს ზემოდან მოყრილი?

Posted by: naina25 17 Nov 2009, 01:04
იმერული ხაჭაპური.... ( პორციებს ვწერ მიახლოებით. მე თვალის ზომით ვაკეთებ ხოლმე)

ესეიგი 1 კილო ფქვილს , მოვაყრით ერთ კოვზ სოდას, მარილს გემოვნებით და ერთ კოვზ საფუარს და კარგად ავურეთ ხელით, თანაბრად რომ განაწილდეს მთელ ფქვილში. შემდეგ, 200-250 მარგარინს ავზილავთ ფქვილში, ისე რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა, (ანუ მარგარინი ისე უნდა აირიოს ფქვილში არ რტყობოდეს არაფერი) შემდეგ ავიღებთ ერთ ქილა მაწონს, თუ არ ეყო ცომის მოზელვას დავუმატებთ წყალს ან მაწონს. (მე წყალს ვუმატებ ხოლმე) კარგად მოვზილავთ და დაველოდებით ამოსვლას. ცომიც მზადაა. ერთ ხაჭაპურს უნდა დაახლოებით 300 გრამი ყველი ან ცოტა მეტი. ყველს ვუმატებთ მარილს გემოვნებით და ვახლი 1 კვერცხს, ხაჭაპურს ზემოდან მოვუსვამ ან კვერცხის გულს ან კარაქს smile.gif
თუ კარგი ყველი არ გაქვთ ))) მაინც არ გამოვა კარგი, რაცარუნდა გადასარევი ცომი იყოს.
ესეც ჩემი ხაჭაპური :
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: juliaroberts 17 Nov 2009, 01:10
tikunia-teiko
გოგნებო ხომ არ იცით ვინმემ მეგრული ხაჭაპურის რეცეპტი? ყველი რომ აკვს ზემოდან მოყრილი?


მასალა: 1კგ ფქვილი, 30-50გ საფუარი, 2 ჩაის ჭიქა წყალი ან რძე, 5 სუფრის კოვზი ცხიმი, 3-4 ცალი კვერცხი ცომისთვის, 1კგ ყველი, 2-3 ცალი კვერცხი შიგთავსისთვის.
მომზადება: გაათბეთ წყალი ან რძე, გახსენით შიგ საფუარი, დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი და მოზილეთ ცომი, შეაზილეთ ცხიმი შემდეგ მოაყარეთ ცოტა ფქვილი და დადგით თბილ ადგილას 3-4 საათი. დაფშვენით ყველი დაუმატეთ კვერცხი და ცოტაოდენი ცხიმი. გააბრტყელეთ ცომი მიეცით მრგვალი ფორმა,მოათავსეთ ზედ ყველის მასა მოუკარით პირი ზემოდან წაუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული და მოაყარეთ გახეხილი ან წვრილად დაფშვნილი ყველი. შედგით გასქურაში და გამოაცხვეთ.

ესეც მეგრული ხაჭაპური smile.gif

Posted by: Peppi 17 Nov 2009, 01:31
juliaroberts
QUOTE
მასალა: 1კგ ფქვილი


რამდენ "მეგრულ" ხაჭაპურს აკეთებინებ ? smile.gif


Posted by: juliaroberts 17 Nov 2009, 13:49
Peppi


QUOTE
რამდენ "მეგრულ" ხაჭაპურს აკეთებინებ ?



მე 3 ცალს ვაკეთებ, სხვისი არ ვიცი wink.gif

Posted by: tikunia-teiko 17 Nov 2009, 14:06
juliaroberts

გაიხარე! დიდი, დიდი მადლობა. უნდა გავაკეთო აუცილებლად

Posted by: Peppi 17 Nov 2009, 17:07
juliaroberts
QUOTE
მე 3 ცალს ვაკეთებ, სხვისი არ ვიცი

ხო, მასეა 3-4 ცალი . . (მაგრამ ვინც არ იცის - ერთი რომ გააკეთოს? wink.gif )
ყველის რაოდენობასაც თუ მიაწერ - სრულყოფილი და კარგი რეცეპტი გვექნება შენგან მეგრული ხაჭაპურის 2kiss.gif
ხო, მართლა, რომელი ცხიმია უკეთესი?


პ.ს. თუმცა რატოა მეგრული მაინც ვერავინ ვერ მპასუხობს wink.gif

Posted by: miau 17 Nov 2009, 17:24
Peppi
QUOTE
. თუმცა რატოა მეგრული მაინც ვერავინ ვერ მპასუხობს


მეგრულ ხაჭაპურს ზემოდან კვერცხში არეული ყველი უნდა წაუსვა - მე როგორც ვიცი, განსხვავებაც ესაა biggrin.gif

Posted by: Peppi 17 Nov 2009, 17:55
miau
QUOTE
მეგრულ ხაჭაპურს ზემოდან კვერცხში არეული ყველი უნდა წაუსვა - მე როგორც ვიცი, განსხვავებაც ესაა

იმერეთში გავიზარდე და გურიაში დედდულეთი მაქვს და
სულ მასეთ ხაჭაპურს აცხობდნენ . . . და აცხობენ დღესაცsmile.gif

აი, იმერული რასაც ქვია ვითომ, იმას არ ვისი იმერეთის რა ნაწილში აკეთებენ wink.gif

ისე, გურული ხაჭაპურიც - კვერცხიანი, მხოლოდ 24 დეკემბერს, უნდა ყოფილიყო სუფრაზე (სხვა დროს იშვიათად) ალილოც მაგ დროს ქონდათ, ლანჩხუთში ყოველ შემთხვევაში . .
სხვა დროს ისინიც სულ ე.წ. მეფრულს აცხობდნენ

Posted by: juliaroberts 17 Nov 2009, 19:10
Peppi
QUOTE
ხო, მასეა 3-4 ცალი . . (მაგრამ ვინც არ იცის - ერთი რომ გააკეთოს?)
ყველის რაოდენობასაც თუ მიაწერ - სრულყოფილი და კარგი რეცეპტი გვექნება შენგან მეგრული ხაჭაპურის
ხო, მართლა, რომელი ცხიმია უკეთესი?




კარგი საყვარელო 2kiss.gif

1 კგ ყველი, ცხიმს კი ონას ვხმარობ chups.gif

Posted by: pleita 17 Nov 2009, 19:31
ლიუძი გამარჯობა, ე.ი მინდა რაიმე სფეშალ, ცომით და ხორცით, წიპა ღვეზელი, ოგონდ მთელ ჟარუნას რომ მოიცავდეს, ლამაზი ვიზუალით, გემრიელი სუნებით და ა.შ. განსაკუთრებული სტუმრისთვის, love.gif
რას მირჩევთ?

მადლობა წინასწარ

Posted by: Peppi 17 Nov 2009, 20:39
pleita
QUOTE
ლიუძი გამარჯობა, ე.ი მინდა რაიმე სფეშალ, ცომით და ხორცით, წიპა ღვეზელი, ოგონდ მთელ ჟარუნას რომ მოიცავდეს, ლამაზი ვიზუალით, გემრიელი სუნებით და ა.შ. განსაკუთრებული სტუმრისთვის



გამარჯობა ..

აი, ეს ნახე -
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=59&Itemid=55

თუ ფენოვანი არ მოგწონს, ჩვეულებრივ ღვეზელის ცომშიც შეიძლება, ასევე არ ხარ შეზღუდული ბოსტნეულის ვარიაციებშიsmile.gif
ხორცს, კი მე პირადად შემდეგ გაკეთებაზე კუბრადის გულსართს ჩავდებ - უფრო გემრიელი იქნება, მგონიაsmile.gif
* * *
juliaroberts
QUOTE
ცხიმს კი ონას ვხმარობ

აჰა, კიდევ კარგი გკითხე -
მე ზეთს ვუზავდი . .

Posted by: pleita 17 Nov 2009, 21:24
Peppi
უმმმ რაღაც გემრიელი ჩანს chups.gif
მგონი შაბათ-კვირას ვცდი

კიდევ?კიდევ ხომ არ გაქვთ იდეები?

Posted by: rtuli 17 Nov 2009, 21:34
pleita
QUOTE
კიდევ?

ცომით მხოლოდ ენა მაქვს მომზადებული
და ხორცი აი ეს ,ოღონდ ცომის გარეშე
სურათი ცოტა ცუდათ გამომივიდა,ზემოთ დასაწყისი პროცესია სურათზე დაფიქსირებული
http://forum.ge/?showtopic=34007985&f=&st=15&#entry15362790

Posted by: juliaroberts 17 Nov 2009, 22:51
Peppi

QUOTE
იმერეთში გავიზარდე და გურიაში დედდულეთი მაქვს და
სულ მასეთ ხაჭაპურს აცხობდნენ . . . და აცხობენ დღესაც


QUOTE
აჰა, კიდევ კარგი გკითხე -
მე ზეთს ვუზავდი . .


ვითომ?! biggrin.gif

Posted by: Peppi 18 Nov 2009, 15:07
juliaroberts
ვერ მივხვდი . .

ზეთს ვუშვემი ყველა მასეთ ცომში, ფენვანის გარდა, და ავტომატურად ნამდვილად ზეთს ვუზავდი . .

აი, ხაჭაპურებს რაც შეეხება მასეა ნამდვილად . . . სამეგრელოში ხაჭაპური არასდროს არ მიჭამია . . . 33 წლის ვარ უკვე

პ.ს. ისე, ეგ დასახელებები და დაყოფები მემგონი უფრო "მარკეტინგული სხვა" იყო რომელიმე სახაჭაპურის . .(ეჭვად კი ვიცი ვისიც wink.gif)



Posted by: juliaroberts 18 Nov 2009, 18:53
Peppi


QUOTE
ზეთს ვუშვემი ყველა მასეთ ცომში, ფენვანის გარდა, და ავტომატურად ნამდვილად ზეთს ვუზავდი


მე კიდე პირიქით, ზეთით არსდროს გამიკეთებია, smile.gif მოვსინჯავ ერთხელ chups.gif 2kiss.gif

Posted by: tasikuna-taso 20 Nov 2009, 17:27
QUOTE
იმერული ხაჭაპური....


საინტერესო ცომია. ხაჭაპურსაც ეტყობა, მაგრამ კითხვა დამებადა

სოდა ცომს ყვითელ შეფერილობას და სპეციფიკურ გემოს არ აძლევს?

Posted by: everesti 25 Nov 2009, 03:32
დიდი მადლობა ფენოვანი ცომის რეცეპტისათვის, ძალიან გულისხმიერი ადამიანი ბრძანდებით.

Posted by: jgarksona 25 Nov 2009, 20:14
ისე მომშივდა როგორც მგონი არასდროს user.gif

Posted by: rtuli 28 Nov 2009, 14:50
მაჭყატები კომშით

2 ცალი კვერცხი
1 ს.კ. საფუარი
1 ჩ.ჭ. რძე
მარილი მწიკვი
3-4 ს.კ. შაქარი
1ჩ.ჭ. ფქვილი
0,5 ჩ.ჭ სიმინდის ფქვილი

1 ცალი წმინდათ გახეხილი კომში+ქიშმიში გემოვნებით.

თბილ რძეში ვხსნით საფუარს,ვამატებთ შაქარს,გათქვეფილ კვერცხებს+მარილით,ვამატებთ ფქვილს და მჭადის ფქვილს.
ვდგავთ ცომს გასაფუებლად,თბილ ადგილას.(ცომი სქელ არაჟანზე უფრო თხელი გამოდის).

როცა ამოვა ცომი გაურიოთ გახეხილი ხილი და გამოვაცხოთ ზეთმოსხმულ ტაფაზე.მივირთვათ არაჟანთან ერთად.
სურათების ნაწილი იხილეთ აქ
http://forum.ge/?f=82&showtopic=34040442&st=255
http://www.radikal.ru

Posted by: nikusha123 1 Dec 2009, 22:19
ფუნთუშები ქიშმიშით და ალუბლით


შემადგენლობა
საფუარი - 14 გრ
შაქარი - 100 გრ
კარდამონი - 1 ჩ/კ
ფქვილი - 700 გრ
კარაქი - 125 გრ
კვერცხი - 2 ცალი
ქიშმიში - 75 გრ
ალუბალი - 75 გრ
წყალი - 225 მლ

მომზადება

გავხსნათ საფუარი, კარდამონი, შაქარი. 10 კოვზი ფქვილი (225 გრ).
ქვაბში დავასხათ 225 მლ წყალი, ჩავდოთ კარაქი და დავდგათ გაზზე და გავადნოთ.სითხე არ უნდა იყოს ძალიან ცხელი.
მიკსერით ავთქვიფოთ ეს სითხე ფქვილთან ერთად. დავამატოთ 1 მთლიანი კვერცხი და მეორე კვერცხის გული დავამატოთ 75 გრ ფქვილი და ვთქვიფავთ 2 წუთის განმავლობაში. დავამატოთ კიდევ 375 გრ ფქვილი და მოვზილოთ ცომი ისე რომ რბილი იყოს.
დავდოთ ცომი მაგიდაზე, დავაყაროთ ფქვილი და ვზილოთ 10 წუთი, სანამ ცომი არ გახედბა ელასტიური. თუ დაჭირდა ვამატებთ 35 გრ ფქვილს.
ცომისგან გავაკეთოთ ბურთი,
ჩავდოთ კარაქით წასმულ ჯამში და დავდგათ თბილ ადგილას , რომ ამოვიდეს. (დაახლოებით 1 საათით). ცომი უნდა 2-ჯერ გაიზარდოს.
როცა ცომი ამოვა შევაზილოთ ქიშმიში და ალუბლის ჩირი.
ცომი გავყოთ 25 ნაწილად და დავტოვოთ 15 წუთით.
ცომისგან გავაკეთოთ პატარა ბურთები, დავაწყოთ ფორმაზე (ჟაროვნაზე)და გავაჩეროთ 40 წუთი.( ფუნთუშები უნდა ამოვიდეს).
ფუნთუშებს წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის ცილა და გამოვაცხოთ ღუმელში 190 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში.
როცა ფუნთუშები გამოცხვება დავაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!
* * *
ბანანის კექსი


შემადგენლობა

კვერცხი - 2 ცალი
შაქარი - 1 1/2 ჭიქა
კარაქი - 150 გრ (დამდნარი)
რძე - 1/5 ჭიქა
ბანანი - 2 ცალი (რძესთან ერთად ადვილად ბლენდერდება ძალიან)
ნიგოზი - 3/4 ჭიქა გატარებული (შეგიძლიათ ნიგოზი არ გაუკეთოთ)
ვანილი - 1 ჩ/კ
სოდა - 1 ჩ/კ
ძმარი - 1 ს/კ
ფქვილი - 2 ჭიქა

მომზადება

ათქვიფეთ ერთმანეთში:
2 კვერცხი
1 1/2 ჭიქა შაქარი
150 გრ დამდნარი კარაქი ან მარგარინი
1/5 ჭიქა რძე
2 ცალი ბანანი დააბლენდერეთ,(რძესთან ერთად ადვილად ბლენდერდება ძალიან)
3/4 ჭიქა გატარებული ნიგოზი (შეგიძლიათ ნიგოზი არ გაუკეთოთ)
ვანილი, სოდა, ძმარი
2 ჭიქა ფქვილი
ფორმას წაუსმევთ რაიმე ცხიმს, ჩაასხამთ ამ მასას და გამოაცხობთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში

ესეც მარტივი ნამცხვარი

Posted by: Solveig 1 Dec 2009, 23:08
nikusha123
შენ რა ყოჩაღი ბავშვი ყოფილხარ smile.gif))

უნდა ვცადო. დამ,აინტერესა..

Posted by: dariala 2 Dec 2009, 02:22
rtuli
ვაიმე, რთული დეიდა რა საოცარ რაღაცეებს აკეთებთ. ალბათ თქვენს ოჯახში ყველანი პუტკუნები არიან biggrin.gif :*

Posted by: tasikuna-taso 2 Dec 2009, 16:51
QUOTE
ყველანი პუტკუნები


პუტკუნები არა მაგრამ ლამაზები კი არიან (ფოტოები ვნახე).

Posted by: tos-ka 3 Dec 2009, 12:40
miau
QUOTE
მეგრულ ხაჭაპურს ზემოდან კვერცხში არეული ყველი უნდა წაუსვა - მე როგორც ვიცი, განსხვავებაც ესაა 


ცოტათი შეგისწორებ - თითქმის იგივე ოდენობის ყველი უნდა დაადო, რაც გულში გაუკეთე, ოღონდ კვერცხში არეული

Posted by: auau 4 Dec 2009, 11:51
პონჩიკები
2 ჩ/ჭიქა ფქვილში ავურიოთ 2 ს/კოვზი საფუარი (მე ირანულს ვხმარობ, ვარკეთილში ვყიდულობ და ძალიან კმაყოფილი ვარ.)2 ჭიქა თბილ რძეში გავხსნათ 4-5 ს/კოვზი შაქარი, 0.5 ჩ/კ მარილი, დავასხათ საფუვრიან ფქვილს და ვამატოთ თანდათან ფქვილი. როცა სქელი არაჟნის სისქეს მიიღებს, 4-5 ს/კ ზეთი დავამატოთ და მოვზილოთ საშუალო ცომი ზეთიანი ხელებით. დააცადეთ კარგად აფუება. ერთხელ თუ ჩაზილავთ, უკეთესია. მე კვერცხს აღარ ვუკეთებ. ასეც ძალიან კარგი გამოდის. ამ ცომში თუ ქადის გულს ჩადებთ და ღუმელში გამოაცხობთ, არ ინანებთ! ცხვება არაჩვეულებრივი ე.წ. "სოფლური ქადები"
კრემი - ნებისმიერი მოხარშული.
ამ შემთხვევაში იყო ქოქოსის რძეზე დამზადებული კრემი. 1 ჭიქა ფქვილი+ 2 ჭიქა შაქარი, ფორთოხლის ცედრა და კარგად რომ ავურევთ ერთმანეთში დავასხათ მდუღარე 3 ჭიქა რძე. მოვხარშოთ კრემი.

გავაკეთოთ პატარა გუნდები, ჩავდოთ კრემი, კარგად შევკრათ და ფრიტიურში მოვხარშოთ.
თუ არ გაქვთ სპეციალური მოწყობილობა, მაშინ უმჯობესია, სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ ზეთი, რომ ადუღდება, 1-2 წუთით გამოვრთატ, მერე ისევ დავდგათ ცეცხლზე და ჩავუშვათ პონჩიკები სრულ დაბრაწვამდე. ძალიან დიდ ცეცხლს ნუ მისცემთ, რომ შიგნით ცომი არ დარჩეს, არც ძალიან დაბალი ვარგა, იზეთება ძალიან. საშუალო მონახეთ.

ამ ცომის წყალზე დამზადებაც შეიძლება და ამ შემთხვევაში სამარხო იქნება.
თუ შაქარს მხოლოდ 1 კოვზს გაუკეთებთ და მარილს 2/3 ჩაის კოვზს, მაშინ ნებისმიერი ღვეზელისთვის გადასარევი ცომია. პიცაც კარგი გამოდის.

სამარხო ქადებიც შეგიძლიათ გამოაცხოთ, ოღონდ გული "ტექსუნის"ერბოზე გააკეთეთ





Posted by: tavadze 4 Dec 2009, 12:11
Peppi
QUOTE
პ.ს. თუმცა რატოა მეგრული მაინც ვერავინ ვერ მპასუხობს

ვერც მე მპასუხობენ, რადგან გურიაში ჩვენსკენაც აცხობენ მსგავს ხაჭაპურს.

Posted by: fermina 14 Dec 2009, 18:06
მინდა გკითხოთ ერთი შეხედვით მარტივი რამ - ლობიანის რეცეპტი, უფრო სწორად შიგთავსის - ანუ ლობიო რით ზავდება? მე როგორც ვიცი ბევრი არაფერი უნდა, მითუმეტეს სამარხოს - თორემ ისე რაჭველები ლორზე აკეთებენ როგორც გამიგია.

Posted by: S_H_I_N_Y 14 Dec 2009, 19:34
fermina

ჩვენ როგორც ვაცხობთ გეტყვი smile.gif
რაც ყველაზე მთავარი და აუცილებელია - ვიყენებთ დიდიზომის, ღია ფერის ლობიოს, რა ქვია არ ვიცი. მოხარშულს ვაზავებთ მარტო მარილით და საკმაოდ ბევრი ცხიმით (კარაქი ან მარგარინი), რაჭული ლორი ჩვენ როგორც წესი არ გვაქვს ხოლმე user.gif . სულ ესაა. არაა საჭირო არავითარი წიწაკა, სუნელები, ხახვი და მწვანილები, თორემ ლობიანის გემო საერთოდ ქრება.
სულ ესაა smile.gif

Posted by: Solveig 14 Dec 2009, 19:38
S_H_I_N_Y
QUOTE
რაჭული ლორი ჩვენ როგორც წესი არ გვაქვს ხოლმე

რაჭველი მაინც არ გყავდეთ ოჯახში biggrin.gif

QUOTE
ოხარშულს ვაზავებთ მარტო მარილით და საკმაოდ ბევრი ცხიმით (კარაქი ან მარგარინი),

მე აუცილებლად ვაზავებ ქონდრით.

ქონდარი და მარილი..ერთი მწიკვი ხმელი ქინძიც უხდება.
ცხიმს გულში საერთოდ არ ვუკეთებ..ხანდახან ზეთში მოხრაკული ხახვიც დამიმატებია,მაგრამ ეგ ყველა ლობიოს არ უხდება...მაგალითად წითელს-არ უნდა.

და რაც მთავარია-ლობიო კარგად უნდა იყოს გატარებული საკეპ მანქანაში, რომ ჩენჩოები არ ეტყობიდეს.

Posted by: S_H_I_N_Y 14 Dec 2009, 21:06
Solveig

QUOTE
მე აუცილებლად ვაზავებ ქონდრით.

ქონდარი და მარილი..ერთი მწიკვი ხმელი ქინძიც უხდება.
ცხიმს გულში საერთოდ არ ვუკეთებ..ხანდახან ზეთში მოხრაკული ხახვიც დამიმატებია


ეგეთ ლობიანებს აცხობენ დედაჩემისკენ, ქართლში smile.gif
გემრიელია, მაგრამ მე მაგას ლობიანად ვერ აღვიქვავ, რაღაც ისეთია ლობიოს ღვეზელი დავარქვათ თუ გინდა smile.gif.
რაჭულ ლობიანზე ვგიჟდები და იმას მარილის და ცხიმის მერი არაფერი არ უნდა, სულ სხვა გემო აქვს chups.gif

QUOTE
QUOTE
რაჭული ლორი ჩვენ როგორც წესი არ გვაქვს ხოლმე


რაჭველი მაინც არ გყავდეთ ოჯახში


ეეხ, სადაა რაჭული ლორი და კაი ცხოვრება biggrin.gif

Posted by: EKIKULI 14 Dec 2009, 21:10
Solveig
QUOTE
ქონდარი და მარილი..ერთი მწიკვი ხმელი ქინძიც უხდება.

მხოლოდ მარილით და ლორით აზავებენ ლობიოს, ლორის არ ქონის შემთხვევაში კარაქით ან ზეთით.
ასე მზადდება რაჭული ლობიანი.

Posted by: Solveig 15 Dec 2009, 04:03
EKIKULI
QUOTE
ასე მზადდება რაჭული ლობიანი.

ვიცი, ცხონებული დეიდაჩემიც ეგრე აცხობდა (რაჭაში იყო გათხოვილი)..ის კი არა, ფცქვნიდა ლობიოს მარცვლებს.

უბრალოდ, მე უქონდრო ლობიოს არ ვცნობ smile.gif

Posted by: fermina 15 Dec 2009, 12:05
QUOTE (S_H_I_N_Y @ 14 Dec 2009, 19:34 )
fermina

ჩვენ როგორც ვაცხობთ გეტყვი smile.gif
რაც ყველაზე მთავარი და აუცილებელია - ვიყენებთ დიდიზომის, ღია ფერის ლობიოს, რა ქვია არ ვიცი. მოხარშულს ვაზავებთ მარტო მარილით და საკმაოდ ბევრი ცხიმით (კარაქი ან მარგარინი), რაჭული ლორი ჩვენ როგორც წესი არ გვაქვს ხოლმე user.gif . სულ ესაა. არაა საჭირო არავითარი წიწაკა, სუნელები, ხახვი და მწვანილები, თორემ ლობიანის გემო საერთოდ ქრება.
სულ ესაა smile.gif

დიდი მადლობა 2kiss.gif , მეც ასე მახსოვდა, მეგობარმა დამიჩემა ხახვიც უნდაო და... მე მგონი დიდმარცვლებიანი გემრიელი ლობიო "ბათუმელა" მოუხდება smile.gif

Posted by: elloellonatia 19 Dec 2009, 21:26
პიცის რეცეპტი მჭირდება,ოღონდ რომ იყოს სოკოს და ბეკონის გარეშე(ბეკონის მაგივრად კალბასი იყოს თუნდაც)

ცომი როგორ გავაკეთო ეგეც რომ დამიწეროთ თუ შეიძლება,თან ზუსტად ერთი ჟარონისთვის...

ადრე გავაკეთე ჩვეულებრივ პურის ცომით და ყველაფერი ზალაინ გემრიელი გამოვიდა,ოღონდ ცომი იყო გახრეკილი რარაცნაირად,კბილს მოიტეხავდი ჭამისას და ეგეთი რომ აღარ გამომივიდეს კარგი ცომი მასწავლეთ biggrin.gif

Posted by: shtori 22 Dec 2009, 19:54
elloellonatia
მიაგნებდი უკვე რეცეპტს ალბათ, მაგრამ იქნებ ჯერ არ გინახია და... მოკლედ რა
აი, პირველივე, პიცის რეცეპტია, კარგი ცომია ძალიან
http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=0&#entry4322619

Posted by: rtuli 25 Dec 2009, 21:59
ლავაშის რულეტი

ლავაში თხელი.მგონი 4 ცალი დევს ერთ შეკვრაში.
ფარში შერეული 400გრ.მოშუშეთ ხახვთან ერთად+დაახეხეთ ერთი უმი კარტოფილი.
სოკო(400გრ.) თუ გიყვართ,მოშუშეთ და პილპილით+ხმელი ქინძით შეანელეთ.
ყველი დაახეხეთ(სულგუნი).
ლავაში გაშალეთ, გადაუსვით მაიონეზი+ცოტა უცხიმო არაჟანი+აჯიკა.დაალაგეთ ფენებად გულსართი (ნაპირზე) და გადაახვიეთ რულეტივით,თუ გინდათ მოახვიეთ(ლოკოკინასავით)თუ გინდათ პირდაპირ(რულეტივით) შედგით ღუმელში.
ზემოდან გათქვეფილი კვერცხი გადაუსვით,შედგით ღუმელში და დააწითლეთ.

ეს მასალა 2 რულეტისთვის არის განკუთვნილი.
თუ 2 ცალ ლავაშის ნაჭერს ერთად გადააბავთ, დაადებთ გულსართს, უფრო კარგათ მოიხვევა და ლამაზიც გამოგივათ.
შიგთავსის შეცვლაც შესაძლებელია .

http://www.radikal.ru

Posted by: pleita 30 Dec 2009, 04:32
kokogorgo
თქვენი რეცეპტით ვაცხობ ახლა ბლინებს, ისსეთი გერმეილი და ჰაეროვანია, ისსეთი, რომ აღფრთოვანებული ვარ love.gif

Posted by: 15steps 9 Jan 2010, 00:53
პიცის რეცეპტი მინდა და დადეთ რა ძალიან გთხოვთ smile.gif

Posted by: rtuli 11 Jan 2010, 00:14
Pancakes

1ჩ.ჭ ფქვილი
1 ცალი კვერცხი(დიდი)
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი(ან 0,5 ჩ.კ. სოდა)
1/4 ჩ.კ. მარილი
2-3 ს.კ.შაქარი
1 ჩ.ჭ. კეფირი
3 ს.კ. ზეთი


მშრალი ინგრიდიენტები გადაურიეთ ერთმანეთში და დაამატეთ სველი ინგრიდიენტები ,ერთმანეთში გადარეული.
ეცადეთ ცომის მასა ძალიან დიდხანს არ ურიოთ,თორე ცომი არცისე ფაფუკი გამოგივათ.
ქაფქირით ამოიღეთ ცომი და ზეთ მოსხმულ ტაფაზე დაასხით,გამოაცხეთ საშვალოზე ცოტა დაბალ სიმხურვალეზე.
ცომი საშვალო არაჯნის სისქის უნდა იყოს.

http://www.radikal.ru

Posted by: Baltimore 13 Jan 2010, 09:44
ესეც ბლინები:

http://img197.imageshack.us/i/333ke.jpg/

http://img197.imageshack.us/i/83514190.jpg/

http://img695.imageshack.us/i/67615106.jpg/

Posted by: Baltimore 16 Jan 2010, 09:07
ინტერნეტში საინტერესო ვიდეოს გადავაწყდი:
ფენოვან ხაჭაპურს აკეთებს დიასახლისი. ფენოვანი ცომის ასე ხელით გაშლა მე არასდროს მინახავს. თქვენ?
მგონი ისრაელი უნდა იყოს. ვიდეოც საინტერესოა: დიასახლისი, ხაჭაპური, ფისო და ბოლოს ერთი ლამაზი ბიჭიც

Posted by: rtuli 18 Jan 2010, 20:18
Baltimore
QUOTE
ფენოვანი ცომის ასე ხელით გაშლა მე არასდროს მინახავს. თქვენ?

მე მინახავსsmile.gif
ჩვენთან ჯავახეთში ასე ამზადებდნენ ფენოვან ხაჭაპურებს,ეს ქალბატონი ზის და ,,ეფერება,, მაგ ცომს,აი სენ უნდა გენახა საქორწილოთ 400 კაცზე როგორ მიმზადებდნენ ხაჭაპურებს,რა ტემპებით,ვენაცვალე ჩემს მამიდებს ხელებშიsmile.gif.

ასევე აჯარული ბაქლავა მსგავსი წელვადი ცომით მზადდება+ასევე სწრაფად yes.gif
ქალბატონმა აუაუმ დამპატიჟა და ერთერთმა ფორუმელმა მასტერ კლასი ჩაგვიტარა,როცა ერთ ციცქნა ცომს ვწელავდით,თვალებს არ ვუჯერებდი,ისეთი სიფრიფანა ფენები გამოდიოდა yes.gif



ეხლა ნივრის ფუნთუშები:

1 1/4 ჩ.ჭ 50/50ზე რძე და წყალი
30გრ. ცოცხალი საფუარი (ან მშრალი მისი ნახევარი)
1 ჩ.K. მარილი
100გრ. გადამდნარი მარგარინი,ან კარაქი
2-3 ს.კ. შაქარი
2-3 ცალი კვერცხი
5-51/2 ჩ.ჭ. ფქვილი

გავხსნათ საფუარი სითხეში+შაქარი+მარილი.
დავამატოთ გათქვეფილი კვერცხები+კარაქი,დავაცრათ ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი.
გავახვიოთ პარკში და მაცივარში მთელი ღამით დავივიწყოთ,ან დავდგათ ამოსასვლელად(თუ იმ დღეს გვინდა გამოცხობა).

როგორც კი ამოვა ცომი,მოვაწყვიტოთ პატარა ნაჭრები,მოვაგუნდაოთ და ამოვავლოთ კარაქის ნაზავში:
100-150 გრ. კარაქი გამდნარი+ოდნავ მარილი+დანაყილი3-4 კბილი ნიორი+დაჭრილი კამა,ოხრახუში.

ცავალაგოთ ცხიმ წასმულ ყალიბში,გავაჩეროთ ამოსასვლელად 30-40 წუთის განმავლობაში და გამოვაცხოთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შეწითლებამდე.
ძალიან უხდება წვნიან კერძებსsmile.gif
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru


Posted by: somnambuli 18 Jan 2010, 21:13
ხალხო, ალბათ აქ უნდა დავწერო,

http://forum.ge/?f=82&showtopic=34063698


აი ესეთი რამეა, ფიშკები ქვია, რომლისთვისაც ცომი იზილება, ხოდა მერე ზეთში ცხვება. ხოდა მაინტერესებს ვინმემ ხომ არ იცით რამე?? მაგ გვერდების გარდა რაც მანდ მითითებულია... sad.gif

Posted by: ninoma 19 Jan 2010, 02:04
rtuli
ხაჭოს რომ გავაკეთებთ და სითხე რომ რჩება (რა ჰქვია?) .
ამ სითხით რომ მოვზილო ნივრის ფუნთუშების ცომი, კარგი გამოვა?
სუპერ ქალი ხარ. 2kiss.gif

Posted by: Remk@ 19 Jan 2010, 20:27
ხალხო, ერთი კარგი კულინარული გადაცემა არ გვაქვს ქართველებს.. დილის გადაცემაში გვერდს არ ვგულისხმობ.. სრულფასოვანი რა... ლამაზი და მაგარი..

Posted by: rtuli 19 Jan 2010, 21:13
ninoma
QUOTE
ხაჭოს რომ გავაკეთებთ და სითხე რომ რჩება (რა ჰქვია?) .

შრატია მე მგონი და მაგით გამოვა, რატომ არა yes.gif

Posted by: tasikuna-taso 20 Jan 2010, 17:09
QUOTE
ხალხო, ერთი კარგი კულინარული გადაცემა არ გვაქვს ქართველებს.. დილის გადაცემაში გვერდს არ ვგულისხმობ.. სრულფასოვანი რა... ლამაზი და მაგარი..



ვაააააა. სხვა გადაცემები ხოა რა....

მასმედიის თემაში დაწერე ინებ ვინმეს მოეწონოს აზრი, მაგრამ მაგათ თავიანთი გადაცემები მოწონთ ძალიან

Posted by: JaNPooL 21 Jan 2010, 14:09
QUOTE
ფენოვანი ცომის ასე ხელით გაშლა მე არასდროს მინახავს

თუ შეიძლება ასეთი ცომის რეცეპტი დადეთ. მადლობა წინასწარ!

Posted by: mariaa 21 Jan 2010, 21:45
ისპანახის ღვეზელი

ცომი
2,5 ჩ/ჭ ფქვილი
ნახევარი ჭიქა vegetable shortening(სპეციალური საკონდიტრო ცხიმი)
1 ჩ/ჭ მაწონი
1 კვერცხი

ამ ყველაპერს ერთად მოზილავ(შეიძლება ცოტა ფქვილის დამატება დაჭირდეს)და გაყოფ ორ ნაწილად.

შიგთავსი:
4 დიდი კონა ისპანახი
1 კონა მწვანე ხახვი
ცოტა კამა,პიტნა
1ჩ/ჭ ჰალუმი ყველი(აქაურია)რამე სხვა ყველით შეცვალე
250გ Fეტა
300გ ანარი ყველი
4 კვერცხი
1/4 ჩ/ჭ ზეთი
ერთი კვერცხის ცილა ზემოდან წასასმელას

ცოტათი შუშავ ხახვს მოხარშულ,გაწურულ ისპანახთან ერთად..გადმოდგამ ცეცლიდან ამატებ კამას,პიტნას.მერე ჩააფშვნი ჩამოთვლილ ყველს.ამატებ კვერცხს და ურევ ერთმანეთში.ცოტა მარილი,რადგან Fეტა და ჰალუმი საკმაოდ მარილიანია.
აბრტყელებ ორ ფენას..აფენ ფორმაში ისე რომ გვერდებიც ამოვიდეს,ათავსებ შიგთავსს და ადებ მეორე ფენას,გვერდებს კი აერთებ.
ზემოდან გადაუსვი ცილა 1კოვზ წყალთან ერთად.
40-50წუთი 160გრადუსზე.
enjoy....

http://www.radikal.ru

Posted by: ele_sofi 22 Jan 2010, 15:48
დუხოვკაში რომ ცხვება ხაჭაპური და ნამცხვარივით ბისკვითი რომ აქვს ,ხომ ვერ დამიწერდით რეცეპტს?რა თქმა უნდა თუ მიმიხვდით რას ვგულისხმობ,მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: kokogorgo 22 Jan 2010, 18:52
ele_sofi


1კვერცხი+ 0.5 ლ მაწონი + 1სადილის კოვზი ზეთი+ 100გრ კარაქი[ ან არაჟანი]

მოვზილოთ ძალიან რბილი ცომი. გადავიტანოთ ფქვილიან დაფაზე. ხელით გავაბრტYელოთ და მოვაყაროთ სოდა. გადავზილოთ[ ძალიან არა] კიდევ გავაბრტყენოთ და კიდევ მოვაყაროთ სოდა.[სულ 1ჩაის კოვზი ]

ცომი უნდა იყოს ფაფუკი.
ცომი 2 საათით შევდოთ მაცივარში. მერე გამოვიყენოთ.

Posted by: ele_sofi 23 Jan 2010, 16:31
kokogorgo
დიდი მადლობა wink.gif

Posted by: tasikuna-taso 23 Jan 2010, 18:33
kokogorgo

რა საინტერესო ცომია

Posted by: kokogorgo 23 Jan 2010, 21:28
tasikuna-taso
QUOTE
რა საინტერესო ცომია


ეს ცომი მაცივარში 2-3 დღე ინახება. მხოლოდ სოდის გარეშე. სოდა გამოცხობის წინ გაუკეთეთ.

Posted by: tasikuna-taso 24 Jan 2010, 12:48
QUOTE
ეს ცომი მაცივარში 2-3 დღე ინახება. მხოლოდ სოდის გარეშე. სოდა გამოცხობის წინ გაუკეთეთ.



დიდი მადლობა

Posted by: tamuna55 27 Jan 2010, 00:11
Peppy

"ჩებურეკი"

ცხიმში მოხარშული ცომი ხორცის ცხარე გულსართით.

ითარგმნება როგორც "უმი გულსართი", წარმომავლობა, კი სავარაუდოდ არის ყირიმიდან, ყირიმელი თათრების ნაციონალური კერძია. (სავარაუდოდ ასევე გავრცელებულია ბალკანეთშიც).

ფარში: უმი ცხვრის ან საქონლის ხორცი (შეიძლება ღორიც) 500 გრ, ხახვი - 2-3 საშუალო ზომის თავი, გავატაროთ ხორც-საკეპ მანქანაში, ან დავკეპოთ ბლენდერით, დავამატოთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. შეიძლება მწვანილიც (გემოვნებით). ხორცის მასა უნდა იყვეს ცხიმიანი და წვნიანი, შეიძლება გათხელდეს თბილი წყლით ან მაწონ-კეფირით (ეს გემოვნებაზეა). ერთი სიტყვით, ხინკლის ფარშის მსგავსია.

ცომი: 1 კგ. ფქვილი, წყალი, მარილი 1 ჩაის კოვზი, შაქარი 1 ჩაის კოვზი, კვერცხი 1-2 ცალი. ცომის მომზარების რამდენიმე მეთოდი არსებობს: 1. ფქვილში გავაკეთოთ ჩაღრმავება და ჩავუშვათ მდუღარე წყალი (იმდენად ცხელი, რასაც ხელი გაუძლებს), თუ ვზილავთ კვერცხზე, მაშინ კვერცხი, მარილი და შაქარი გავხსნათ ცოტა-ოდენ წყალში და ისიც დავამატოთ ფქვილისა და ცხელი წყლის მასას და ვზილოთ ელასტიური, რბილი ცომის მიღებამდე. ცომი უნდა იყვეს გაცილებით რბილი, ვიდრე ხინკლის ან პილმენის ცომია. [/quote]

დღეს გავაკეთე და ძალიან კარგი გამოვიდა. არ მეგონა . დიდი მადლობა

Posted by: sexi-bicola 28 Jan 2010, 01:10
ხალხნო პიცის სუნელები რომელბია და სად იყიდება ??????

Posted by: Peppi 28 Jan 2010, 02:12
tamuna55
QUOTE
დღეს გავაკეთე და ძალიან კარგი გამოვიდა. არ მეგონა . დიდი მადლობა


როგორ გამახარეsmile.gif
ჩემს ბლოგზეც მივაწერ ამ რეცეპტის კომენტარს, თუ წინააღმდეგი არ იქნები.

sexi-bicola
QUOTE
ხალხნო პიცის სუნელები რომელბია და სად იყიდება ??????

სუნელებში

ისე, თუ მენდობი, მარტო ბაზილი ან მაქაურ პირობებში ხმელი რეჰანი (ნედლი არ იქნება ეხლა) მოაყარე ზემოდან შესაწვავად მზა პიცას;

გემრილე "ხრიკს" გასწავლი - მანამ, სანამ ცომს პომიდვრის სოუსს გადაუსმევდე - ნიორი და ქინძი დანაყე და ის გადაუსვი გაბრტყელებულ ცომს, შემდეგ უკვე სოუსი, ყველი და ზემოდან რაც გინდა .. სალამი, სოსისი, ლორი, სოკო და ა.შ.
ისეთი არომატი ექნება შენს პიცას - ოო, რევიუს დაველოდები wink.gif

Posted by: sexi-bicola 28 Jan 2010, 02:24
Peppi
გმადლობ მომდებნო მცდელობა ეგეთი მექნება smile.gif

Posted by: n_j 28 Jan 2010, 11:29
sexi-bicola
დაფასოებულები იყიდება ყველგან სადაც სუნელებია, ზედ პიცა ახატია და აწერია კიდეც პიცის სუნელი

Posted by: sexi-bicola 28 Jan 2010, 19:54
Peppi
ისადა პროსტა გადაუსვა თუ ზედვე დავტოვო კიდეც
n_j
გმადლობ ხოდა რა მაინტერესებს ეგ სუნელები სუ ყველაზე ბოლოს უნდა დავაყარო?



მოკლედ სულ 2 ჯერ გავაკეთე პიცა და მაქვს ერთი პრობლემადა ხან დაბრაწული გამომდის და ხან კიდევ ცოდა მოუბრაწავის დროს ისეთი გემო მრჩება რომ ცომს ცოტა აკლია გამოცხობა და რაღაც ნელა აცხობს ჩემი ღუმელ 30 წუთი ვუნდები

Posted by: keto22 30 Jan 2010, 11:44
ხაჭაპურის ჩემეული ვერსია
ცომი:
მაწონი ერთი ბანკა
250 გ.გამდნარი მარგარინი
ორი კვერცხი
ნახევარი ჩაის კოვზი სოდა
ფქვილი რასაც შეიზელს ისე რომ ცომი გამოვიდეს ძალიან რბილი

შიგთავსი : ყველი ნაკლებ მარილიანი და ერთი კვერცხი
მომზადების წესი
მაწონი ჩავასხათ თასში დავამათოთ გამდნარი მარგარინი და მოურიოთ ერთიანი მასა გავხადოთ
დავამატოთ ერთი კვერცხი
მარილი ცოტა
და ფქვილი ვამატოთ კოვზობით
ცომსაც კოვზით ურევთ ხელით არა
ფქვილთან ერთად სოდაც
ძალიან ნაზად მოურიოთ ცომს რომდაატყობთ რო შეიკრა ოდნავ მოვაგუნდაოთ და შევდგათ მაცივარში მინიმუმ ნახევარი საათით
რაც უფრო დიდი ხანი იქნება უკეთესია
ცომიუნდა იყოს წებოვანი ხელებზე ეწებებოდეს
რომ გამოვიღებთ გავაბრტყელოთ ისე რომ ოთხკუთხედის ფორმა მიიღოს ცომმა
მერე ყველს დავდებთ ისე რომ ამ ოთხკუთხედში მეორე ოთხკუთხედი გამოვიდეს
და დავკეცავთ კონვერტივითოთხიე კუთხეს შეაერთებთ
გადაუსმევთ კვერცხის გულს და ვაცხობთ 180 ზე თავიდან მერე მოუმატოთ
და ბოლოს ზევიდან ჩაურთოთ გრილი ერთი 10 წუთით
ესეც შედეგი
აქ სურათზე ჩანს დაკევცის პრინციპი
კეთების პროცესში არ გადამიღია სურათი
http://www.radikal.ru

Posted by: sexi-bicola 11 Feb 2010, 20:41
rtuli
კეფირის მაგიერ მაწონი რომ გავაკეთო არ წავა?
და კიდე რა მოვასხვა?

Posted by: rtuli 11 Feb 2010, 20:49
sexi-bicola
QUOTE
კეფირის მაგიერ მაწონი რომ გავაკეთო არ წავა?

კეფირზე უფრო ნაზები გამოდის,თუმცა მაწვნითაც გამოგივა ოღონდ ცოტა სხვა ცომი იქნება smile.gif

Posted by: sexi-bicola 12 Feb 2010, 02:55
rtuli
და რას მირჩევ რომ მოვასხა
აქ ერთი ვარიანტი წავიკითხე არაჟანი და მაგის გარდა?

Posted by: rtuli 12 Feb 2010, 11:00
sexi-bicola
QUOTE
და რას მირჩევ რომ მოვასხა
აქ ერთი ვარიანტი წავიკითხე არაჟანი და მაგის გარდა?

კარაქის ნაჭერი დაადე და გემრიელი მურაბა მოასხი smile.gif

Posted by: Dancer 12 Feb 2010, 15:42
keto22
QUOTE
ხაჭაპურის ჩემეული ვერსია ცომი:


ამ ცომით ხორციანი ღვეზელი გამოგიხვია ??
თუ მარტო ხაჭაპურისთვისაა ?

Posted by: Peppi 12 Feb 2010, 16:08
sexi-bicola
QUOTE
ისადა პროსტა გადაუსვა თუ ზედვე დავტოვო კიდეც


დატოვე, აი რაოდენობა:
1 კბილი ნიორი, 2 ტოტი ქინძი და ცოტა მარილი დანაყე, აურიე 1 სადილის კოვზი ზეთი და გადაუსვი, თანაბრად, ალაგ-ალააგ ეყოფა მაინც;

QUOTE
მოკლედ სულ 2 ჯერ გავაკეთე პიცა და მაქვს ერთი პრობლემადა ხან დაბრაწული გამომდის და ხან კიდევ ცოდა მოუბრაწავის დროს ისეთი გემო მრჩება რომ ცომს ცოტა აკლია გამოცხობა


პიცა ცხვება მაქსიმალურ ტემპერატურაზე, რაც შეიძლება დაბალ პოზიციაზე შედგი და თნ მხოლოდ ქვედა მხრიდან აანთე/ჩართე ღუმელი . . 220 მაინც უნდა იყვეს (მე 285-ზე ვაცხობ)
ხო. მზად არის თუ არა, ცომი აწიე და ისე შეამოწმე ... მე ყოველთვის ასე ვაკეთებ, ზედა "ვიდს" არ ვენდობი

Posted by: rtuli 12 Feb 2010, 16:11
Peppi
QUOTE
უნდა იყვეს (მე 285-ზე ვაცხობ)

ჩემსაზე 270 გრადუსი აქვს მაქსიმუმი მაგაზე ვაცხობ+ყველაზე დაბალ დონეზე ვდებ თუნუქის ფურცელს yes.gif

Dancer
QUOTE
ამ ცომით ხორციანი ღვეზელი გამოგიხვია ??

გამოდის ძალიან კარგი ხორცის ღვეზელიც.
გამოაცხე.
ოღონდ ცომი სოდა ნარევი დიდხანს არდაგრჩეს,ფერს იცვლის ცომი,მონაცისფრო დაკრავს მერე.

Posted by: rockataka 16 Feb 2010, 18:41
პაშტიდა(ბროკოლით და სოკოთი)

შემადგენლობა:

1. 5 კვერცხი
2. 450 გრამი ხაჭო
3. 100 გრამი არაჟანი
4. 200 გრამი ფქვილი(უმჯობესია სოდიანი, მაგრამ თუ არ გაქვთ 1ს კოვზი სოდა)
5. ერთი თავი ხახვი
6. 400 - 500 გრამი ბროკოლი
7. 200 გრამი ცოცხალი სოკო, ან ერთი ყუთი კონსრვირებული
8. მარილი გემოვნებით

მომზადების პროცესი:

ვიღებთ ღრმა ჭურჭელს. ჩავყრით მასში: კვერცხს, არაჟანს, ხაჭოს, ფქვილს, მარილს და ავთქვიფავთ.

http://www.radikal.ru

პარალელურად ტაფაზე ცოტა ზეთში, ვშუშავთ პატარა ნაჭრებად დაჭრილ ბოსტნეულს: ბროკოლი, სოკო, ხახვი.

http://www.radikal.ru

როცა მოიშუშება ბოსტნეული, ჩავყრით გამზადებულ/ათქვეფილ მასაში და ვურევთ

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

შემდეგ ვიღებთ ფორმას (შეგიძლიათ ვერცხლის ქაღალდის - ერთჯერადი). წავუსვამთ ძირზე ცოტა ცხიმს და ვასხავთ შიგ ათქვეფილ მასას

http://www.radikal.ru

ღუმელს ვაყენებთ 200 გრადუსზე და გამზადებულ ფორმას ვდებთ ღუმელში.

ესეც, რეზულტატი smile.gif

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: nite 17 Feb 2010, 11:21
rockataka
QUOTE
პაშტიდა(ბროკოლით და სოკოთი)

დაახლოებით რამდენი ხანი ცხვება?

Posted by: rockataka 17 Feb 2010, 12:07
QUOTE
დაახლოებით რამდენი ხანი ცხვება?

30-40 წუთი. შეხედავ, როცა აიწევს და დაიბრაწება კარგად, მზად არის smile.gif

Posted by: tasikuna-taso 17 Feb 2010, 15:57
QUOTE
ბროკოლით


ეს რა არის?

Posted by: mariaa 17 Feb 2010, 16:19
tasikuna-taso
QUOTE
ბროკოლით

ეს რა არის?


აი ეს არისhttp://www.radikal.ru

Posted by: tasikuna-taso 17 Feb 2010, 16:42


აი ეს არის[/quote]


ვაააა. სურათი რას მიშველის. ჩვენთან იყიდება?

Posted by: HoNeY 17 Feb 2010, 16:49
tasikuna-taso
QUOTE
ვაააა. სურათი რას მიშველის. ჩვენთან იყიდება?

კი იყიდება თითქმის ყველგან სადაც ბოსტნეულის დიდი არჩევანია.. პოპულში და იოლში და ეგეთ ფოი ფოი მარკეტებში ხომ არის და არის smile.gif gigi.gif

Posted by: Sunny_Lovely 17 Feb 2010, 16:55
ნამდვილი იტალიური პიზის რეცეპტი არ გაქვთ?

ისეთის არა, საქართველოში რომ აკეთებენ და ტორტის სისქე რომ აქვს.

Posted by: Breaky 17 Feb 2010, 17:01
Sunny_Lovely
სარჩევში დევს ეგეთი ცომების რეცეპტები.

Posted by: Sunny_Lovely 17 Feb 2010, 17:02
Breaky

მადლობა, ვნახავ, იქნებ ეხლა მაინც გამომივიდეს რამე პიცის მსგავსი, გარეგნობით მაინც რომ გავდეს biggrin.gif

Posted by: mariaa 17 Feb 2010, 18:52
tasikuna-taso
QUOTE
სურათი რას მიშველის

გიშველის გიშველის biggrin.gif რომ იცოდე რას დაადო ხელი wink.gif

Posted by: ketula 17 Feb 2010, 18:55
მე ვეძებ მცხობელს და იქნებ დამეხმაროთ, თუ ვინმეს გყავთ სანაცნობოში ან ისე გაგიგიათ ვინმე, დამეხმარეეეეეეთ....!!!!!!!!!!

Posted by: მამა-ჯეMალი 18 Feb 2010, 17:37
user.gif baby.gif

მგონი "ატრია" ქვია ცომით და ყველითაა...

იქნებ დაწეროთ თუ გაგიგიათ ამის შესახებ როგორ კეთდება user.gif

Posted by: WALLON 18 Feb 2010, 17:40
მამა-ჯეMალი
ატრია არის ინგლისურად ნუუდლ რუსულად მგონი ლაფშა და ცომისგან კეთდება მაკარონის სტილში ოღონდ ბრტყელი

Posted by: nanana 18 Feb 2010, 17:50
მამა-ჯეMალი
QUOTE
მგონი "ატრია" ქვია ცომით და ყველითაა



ეგ რავიოლია. ცომით, ყველით, ლორით, ხორცით, ისპანახით

ატრია ლაფშაა სუპებში და ბულიონებში რომ იტყლიზნება

Posted by: Dr_Zuzumbo 18 Feb 2010, 19:43
რამდენადაც ვიცი, "ატრია" არის ფინური ფირმა და სახელი არის მათი თრეიდ მარკი. საკვები პროდუქტების წარმოებით არიან დაკავებულები.
მანდ რას ეძახიან ატრიას, ჩემთვის გაუგებარია.

http://www.atria.fi/Sivut/default.aspx

Posted by: rtuli 18 Feb 2010, 21:19
მამა-ჯეMალი
QUOTE
მგონი "ატრია" ქვია ცომით და ყველითაა...

ყველით არა.
მხოლოდ ცომი(ხინკლის ცომს ვზელავ და ვჭრი მართკუთხედებად),ვხარშავ მარილ წყალში,ამოვყრი.
მშუშავ ბევრ ხახვს(წვრილად დაჭრილს)სასურველია ერბოში.
ვნაყავ ნიორს ვაზავებ მაწონში.
ატრიას ვასხავ მაწონს+მოშუშულ ხახვს.

Posted by: xachapuridze 18 Feb 2010, 22:37
QUOTE
მანდ რას ეძახიან ატრიას, ჩემთვის გაუგებარია.

ატრია - ხმელი ცომის შეჭამადი (სულხან-საბა ორბელიანი).

Posted by: Dr_Zuzumbo 18 Feb 2010, 22:54
xachapuridze
ვაჰ, ეგ არ ვიცოდი- ერთი კარგი ადვოკატი და მივადგეთ ფინურ ფირმას biggrin.gif

Posted by: aranormaluri 18 Feb 2010, 23:07
WALLON
QUOTE
ატრია არის ინგლისურად ნუუდლ


მაკარონს ეძახიან ნუდელს გერმანიაში. და ატრიას -ბუნთ ნუდელს.

Posted by: Dr_Zuzumbo 18 Feb 2010, 23:45
QUOTE (aranormaluri @ 18 Feb 2010, 23:07 )
WALLON
QUOTE
ატრია არის ინგლისურად ნუუდლ


მაკარონს ეძახიან ნუდელს გერმანიაში. და ატრიას -ბუნთ ნუდელს.

ნუდელები ძირითადად კეთდება ბრინჯის ფქვილისაგან. მაკარონი და სხვა სახის იტალიური პასტა კი მხოლოდ დურუმის ჯიშის ხორბლის ფქვისგან.

Posted by: aranormaluri 19 Feb 2010, 00:49
Dr_Zuzumbo
QUOTE
ნუდელები ძირითადად კეთდება ბრინჯის ფქვილისაგან. მაკარონი და სხვა სახის იტალიური პასტა კი მხოლოდ დურუმის ჯიშის ხორბლის ფქვისგან.


საინტერესო ინფორმაციაა.
მე ყველაფერს მაკარონს ვეძახდი. სპაგეტი, ნუდელი და ა.შ. სულ ერთია ჩემთვის biggrin.gif

Posted by: miau 19 Feb 2010, 01:38
xachapuridze
QUOTE
ატრია - ხმელი ცომის შეჭამადი (სულხან-საბა ორბელიანი).

smile.gif

rtuli
QUOTE
მხოლოდ ცომი(ხინკლის ცომს ვზელავ და ვჭრი მართკუთხედებად),ვხარშავ მარილ წყალში,ამოვყრი.
მშუშავ ბევრ ხახვს(წვრილად დაჭრილს)სასურველია ერბოში.


yes.gif
ხინკლის ცომი რომ მორჩებოდა ხოლმე, ბებია სწორედ მასე აკეთებდა და მაგას ეძახდა ატრიას. smile.gif

Posted by: BEKO 19 Feb 2010, 02:54
miau
QUOTE
ხინკლის ცომი რომ მორჩებოდა ხოლმე, ბებია სწორედ მასე აკეთებდა და მაგას ეძახდა ატრიას

ბებიაჩემიც:)

Posted by: Johnnie Walker 19 Feb 2010, 09:32
ატრია = noodles = лапша, რავი, მე ეგრე ვიცი... ეგრე არ არის?

Posted by: nite 19 Feb 2010, 11:00
rtuli
QUOTE
მხოლოდ ცომი(ხინკლის ცომს ვზელავ და ვჭრი მართკუთხედებად),ვხარშავ მარილ წყალში,ამოვყრი.
მშუშავ ბევრ ხახვს(წვრილად დაჭრილს)სასურველია ერბოში.
ვნაყავ ნიორს ვაზავებ მაწონში.
ატრიას ვასხავ მაწონს+მოშუშულ ხახვს.

love.gif მიყვარს, ჩემს კუთხეში აკეთებენ ხშირად. თათარ ბერაკსაც... მნიამ

Posted by: tasikuna-taso 21 Feb 2010, 18:16
QUOTE
თათარ ბერაკსაც


ეს რა არის

QUOTE
ჩემს კუთხეში


რომელ კუთთხეში

Posted by: rtuli 21 Feb 2010, 20:01
tasikuna-taso
QUOTE
თათარ ბერაკსაც



ეს რა არის

იგივე დაჭრილი ხინკალია,ან ატრიას ეძახიან.
QUOTE
ჩემს კუთხეში



რომელ კუთთხეში

+1
ჯავახეთში smile.gif

Posted by: (c)TG 22 Feb 2010, 01:48
miau
BEKO
+1 ბებია biggrin.gif

Posted by: nite 22 Feb 2010, 10:51
tasikuna-taso
QUOTE
თათარ ბერაკსაც



ეს რა არის


QUOTE
ჩემს კუთხეში



რომელ კუთთხეში


მესხეთ ჯავახეთში, თათარ ბერაკიც იგივეა როგორც ატრია, უბრალოდ კვადრატული ფორმებით ჭრიან. განსხვაება მეტი არაფერია smile.gif

Posted by: mariaa 22 Feb 2010, 11:56
4სახის ყველის ღვეზელი

ცომი:
1/2კგ ფქვილი
1ჩ/ჭ ზეთი(ყოველთვის დაბალ ჭიქას ვგულისხმობ და არა ორმაგს)
1ჩ/ჭ წყალი
მარილი
ამ ყველაფერს ვზილავთ ერთად და ვასვენებთ 30წუთი.მერე კი ვჭრით ოთხზე.


შიგთავსი:
300გ კრემ ყველი
300გ Fეტა
300გ რეგატო
300გ კასერი
2კვერცხი
250გ ნაღები
ხმელი პიტნა

სოსი:ნაღებს+2კვერცხი+კრემ ყველი+ხმელი პიტნა,კარგად ავთქვიფავთ ერთმანეთში.
ოთხად გაჭრილ ცომს სათითაოდ ვაბრტყელებთ.ვდებთ ერთ ფენას ფორმაში,ვაყრით კასერი+მოვასხავთ ცოტა სოსს(სამი ფენაა ღვეზელი და თანაბრად ვანაწილებთ).
დავადებთ მეორე გაბრტყელებულ ფენას+Fეტა+სოსი.მესამე ფენას ვაყრით რეგატოს+სოსს და მეოთხე ფენით ვასრულებთ.
ვჭრით 4 ან 6 ნაჭრად და შემდეგ ვდებთ ღუმელში 45წუთი 180 გრადუსზე.

enjoy...

http://www.radikal.ru

Posted by: rtuli 26 Feb 2010, 16:00
Pancakes ლიმონის კარაქით

200გრ. ხაჭო
0,5 ჩ.ჭ. კეფირი
1/4 ჩ.კ. მარილი
0,5 ჩ.K. სოდა
1,5 ჩ.ჭ. ფქვილი (შეიძლება ცოტა ნაკლებიც)
ლიმონის ცედრა
4 ს.კ. შაქარი
2 ცალი კვერცხი

მოვზილოთ სქელი არაჯნის სისქის ცომი და 5-10 წუთით დავასვენოთ.აღარ მოურიოთ და ფრთხილად დიდი კოვზით ამოვიღოთ ცომი და გამოვაცხოთ ფუმფულა ოლადები(ზეთში).გადავიღოთ თეფშზე და გადავუსვათ ლიმონიანი კარაქი:

ნახევარი ლიმონის წვენი
1 ჩ.კ. შაქრის პუდრი
60-70 გრ. კარაქი(ან დაჩა)
კარგათ გავთქვიფოთ ერთგვაროვან მასამდე.

http://www.radikal.ru

Posted by: dariala 26 Feb 2010, 17:10
rtuli
გადამრევთ რაა smile.gif თქვენ იგონებთ ამ რეცეპტებს? ცალკე მე ვარ აღფრთოვანებული, ცალკე ჩემი ოჯახის წევრები smile.gif
პ.ს. ვინმემ სამარხო "პონჩიკების" რეცეპტი თU იცით? მგონი საერთოდაც სამარხოა ხო?

Posted by: rtuli 26 Feb 2010, 17:24
dariala
QUOTE
თქვენ იგონებთ ამ რეცეპტებს?

ზოგს ვიგონებ რაღაცის ბაზაზე,ზოგს ჟურნალებიდან ვიღებ და ვაქართულებ biggrin.gif და ა.შ.

პონჩიკები:
500გრ. ფქვილი
საფუარი 1,5 ს.კ. მშრალი
350 მლ. წყალი
50-80 გრ. მარგარინი გამდნარი
70-80 გრ. შაქარი
0,5 ს.კ. მარილი

მოამზადე ვანილიანი შაქრის პუდრი.

მოზილე ცომი,სლაბი კონსისტენციის(ანუ ძალიან რბილია).დადგი ამოსასვლელად 4 საათით +თან 3 ჯერ გადაზილე.

მერე დაყავი ცომი პატარა ბურთულებად(რგოლებად),გააჩერე ამოსასვლელად და ცხელ ცხიმში შეწვი,მოაყარე ბოლოს შაქრის პუდრი.

Posted by: dariala 26 Feb 2010, 20:16
დიდი მადლობაააა, ეხლავე ვიწყებ ზელვას smile.gif
და მაგისი კრემიანი ვარიანტიც იგივე ცომით მზადდება? იქნებ მირჩიო კრემი როგორ მოვამზადო?

Posted by: rtuli 26 Feb 2010, 20:46
dariala
QUOTE
დიდი მადლობაააა, ეხლავე ვიწყებ ზელვას
და მაგისი კრემიანი ვარიანტიც იგივე ცომით მზადდება? იქნებ მირჩიო კრემი როგორ მოვამზადო?

არაფერს,ჰვეულებრივი მოხარშული კრემი მოამზადე,კვერცხის და რძის გარეშე,წყალზე.


საპონჩიკეებში სულ ასეთ მოხარშულ კრემს უდებდნენ,მონაცისფრო ფერი დაკრავდა,ანუ წყალზე მოხარშული იყო smile.gif

Posted by: nanana 26 Feb 2010, 20:48
mariaa
QUOTE
4სახის ყველის ღვეზელი

chups.gif

კალორიების ბომბი კია, მაგრამ ყველა კერძი მიყვარს სადაც რამოდენიმე სახის ყველია არეული

Posted by: dariala 26 Feb 2010, 21:19
rtuli
მადლობა, გაიხარე smile.gif :*

Posted by: mariko19 3 Mar 2010, 21:03
ნაპოლეონის რეცეპტი მჭირდება იქნებ დამიწეროთ

Posted by: mamalo 4 Mar 2010, 14:01
mariaa
QUOTE
შიგთავსი:
300გ კრემ ყველი
300გ Fეტა
300გ რეგატო
300გ კასერი


ჩემო კარგო, ამ ჩამონათვალიდან მხოლოდ ფეტა ვიცი და იქნებ დანარჩენები გამიშიფროტ, რა რომელია და აქ თუ იშოვება და თუ არადა რომელი ქართული ყველი შეესატყვისება?
დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: rtuli 6 Mar 2010, 15:30
ვაშლის ნეტარება
3 ცალი მომჟავო-მოტკბო ჯიშის ვაშლი(გათლილი და დაჭრილი)
2 ს.კ. კარაქი
3 ს.კ.ყავისფერი საქარი(ან ჩვეულებრივი+დანის წვერზე კაკაო)
გავახუროთ 230 გრადუსამდე ღუმელი,ტაფაზე ან შუშის ყალიბში ცავაგდოთ კარაქი და შევდგათ ღუმელში.
როგორც კი დადნება კარაქი დავაყაროთ ვაშლი და ზემოდან შაქარი მოვაყაროთ.იყოს ღუმელში(მოითუსება ცოტათი) სანამ ცომს მოვამზადებთ.

ცომი:
3 ცალი კვერცხი
2 ს.კ. კარაქი(გამდნარი)
1/4 ჩ.კ.დარიჩინი
1/4 ჩ.კ. მარილი
1 ს.კ.შაქარი
3/4 ჩ.ჭ. რძე
0,5 ჩ.ჭ. ფქვილი
ვანილი

გავტქვიფოთ კვერცხი და დავასხათ,გამდნარ კარაქს+ცავამატოთ დანარჩენი ინგრიდიენტები.ეს თხელი ცომი დავასხათ ვაშლს და გამოვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში,სანამ შეწითლდება და ფუმფულა ამოვა.
გამოვიღოთ ყალიბიდან ოდნავ შევაგრილოთ(დაიწევს ,არშეგწშინდეთ ,ასე უნდა იყოს) მოვაყაროთ შაქარის პუდრი და ვისიამოვნოთ.
სურათების სრული ვერსია იხილით აქ
http://forum.ge/?f=82&showtopic=34081583&st=510

http://www.radikal.ru

Posted by: lizapeta 9 Mar 2010, 12:16
უკაცრავად
QUOTE
3/4 ჩ.ჭ. რძე
ეს რამდენი გრამია? სოდა არ უნდა?
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: rtuli 9 Mar 2010, 12:52
lizapeta
QUOTE
ეს რამდენი გრამია? სოდა არ უნდა?

დაახლოებით 190 მლ.სოდა არუნდა 2kiss.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 10 Mar 2010, 17:39
სტალინი
დავიღალე შენი პოსტების დევნით!


Posted by: lelukaa 11 Mar 2010, 11:59
rtuli
თქვენი ისპანახის ღვეზელის ცომი როგორ კეთდებაა?

Posted by: mariaa 11 Mar 2010, 12:14
mamalo
სუპერმარკეტებში არის და თუ ვერ ნახავ რომელიმეს ქართული ყველიც წავა რა თქმა უნდა..
ხმელიც უნდა იყოს,რბილიც..
კრემყველი და ნაღებისგან მოსასხმელი კი აუცილებლად უქენი,რადგან მთავარი გემო მაინს ამაშია smile.gif

Posted by: rtuli 11 Mar 2010, 12:49
lelukaa
QUOTE
თქვენი ისპანახის ღვეზელის ცომი როგორ კეთდებაა?


ცომი ღვეზელებისთვის:
3 ცალი კვერცხი
1 ჩ.კ.შაქარი
500მლ.მაწონი
0,5 ჩ.კ.მარილი
100გრ.მარგარინი
ფქვილს რამდენსაც შეიზელს დაახლოებით 700გრამამდე,
ფქვილის რაოდენობა კვერცხის ზომაზეა დამოკიდებული და მაწვნის სისქელეზე,ამიტომ სავარაუდო წონაა.

გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე მარგარინი.
გავთქვიფოთ კვერცხი+შაქარი+მარილი.
დავამატოთ მაწონი,მოურიოთ და თბილი მარგარინი ჩავასხათ.
ფქვილის დამატებით მოვზილოთ ნაზი ცომი.
სოდას რაც შეეხება 2 ვარიანტია დამატების:
1 ფქვილთან ერთად დააცერით და ისე მოზილეთ.
2. მოზილეთ ცომი სოდის გარეშე,მერე ცოტათი გასალეთ მოაყარეტ სოდა,მოახვიეთ რულეტივით.

ორივე ვარიანტი გამომიცდია და ორივე კარგია.მე ძირითადატ მეორე ვარიანტს ვიყენებ.
ცომს დავაფაროთ ტილო და თბილ ადგილას გავაჩეროთ 2 საათის განმავლობაში.
გამოვიყენოთ რვეზელებში.ეს პორცია არის ერთ თუნუქის ფურცელზე გათვლილი.

მოვამზადე ისპანახის ღვეზელი მაგ ცომით,ზემოდან ცომს გადავუსვი კვერცხის გული+ოდნავ რძე.
http://www.radikal.ru

Posted by: mariaa 11 Mar 2010, 13:03
rtuli
QUOTE
ისპანახის ღვეზელი

up.gif

მეც ხშირად ვაკეთებ ისე love.gif


Posted by: Baltimore 12 Mar 2010, 00:58
rtuli

ისპანახის ღვეზელის ცომში მარგარინის მაგივად კარაქი რომ ვიხმარო, შეიძლება? თუ მაშინ სხვა ინგრედიენტების დოზირებაც იქნება შესაცვლელი?
მარგარინს საერთოდ არ ვხმარობ, არ მიყვარს, უფრო ზეთისტი ვარ და სხვა არჩევანი თუ არ მაქვს - კარაქისტი.

ცხობას დაახლებით რა დრო ჭირდება და რა ტემპერატურა?

Posted by: rtuli 12 Mar 2010, 01:59
Baltimore
QUOTE
ცომში მარგარინის მაგივად კარაქი რომ ვიხმარო, შეიძლება?

კი რატომ არა.
ერთს გასწავლი:
თუ რეცეპტით მითითებულია კარაქის რაოდენობა შენ ზეთზე ასეთი პროპორციით უნდა შეცვალო:
100 გრ. კარაქი=80მლ. ზეთს
იმედია გამოგადგება smile.gif

QUOTE
ცხობას დაახლებით რა დრო ჭირდება და რა ტემპერატურა?

ვაცხობთ 180-200 გრადუსზე,ზედაპირის ფერის შეცვლამდე.თუნუქის ფურცელს გადაუსვი ცხიმი მერე დაადე ღვეზელის ცომი.

Posted by: mariaa 13 Mar 2010, 10:49
გოგრის ღვეზელი
ცომი
400გ. ფქვილი
250გ. კარაქი(ან მარგარინი)
1 კვერცხი
1ჩ/კ შაქარი
1ს/კ მარილი
ძალიან ცოტა წყალი

ვზილოთ ცომი სანამ მაგარ მასას არ მივიღებთ და გავაჩეროთ მაცივარში 30 წუთი.

შიგთავსი
1 პატარა თავი გოგრა
300გ. Fეტა
2 კვერცხი
3-4 ცალი ბატკანი ხახვი
ცოტა პრასი
კამა
პილპილი

გოგრას,პრასს და ბატკან ხახვს ვშუშავთ 10-15 წუთი.
ბოლოსკენ ვამატებთ პილპილს,Fეტას და კამას.
ცეცხლიდან გადმოდგის შემდეგ ვამატებთ კვერცხს და ამოვურევთ.

ცომს ვყოფთ ორ ნაწილად და ვშლით ორ ფენად.
პირველ ფენას ვდებთ ფორმაში(28სმ)და ვასხამთ შიგთავსს.
ვაფარებთ მეორე ფენას.(შეგვიძლია კვერცხს+რძე ან ნაღები გადავუსვათ)
180 გრადუსზე 30-45წუთი

enjoy...

http://www.radikal.ru



Posted by: ხორხე 13 Mar 2010, 11:38
დღეს ხაჭო გავაკეთე, მერე ბისტროგანოფს გავაკეთებ და მერე კვერცხს მოვიხარშავ bis.gif

Posted by: bachi24 13 Mar 2010, 11:44
ხორხე
QUOTE
დღეს ხაჭო გავაკეთე

რეცეპტი დაიდოს boli.gif

Posted by: nite 13 Mar 2010, 12:00
mariaa
დიდი მადლობა
...................................................................

Posted by: ხორხე 13 Mar 2010, 15:09
bachi24
QUOTE
რეცეპტი დაიდოს

საიდუმლოა


ტაკ, დღეს კიდე გავაკეთე ისპანახის ფხალი 150 გრამი, ყველი გავაკეთე 30 გრამი და ნახევარ მჭადი, ახლა ვაკეთებ უშაქრო ყავას


როგორ გესმით?
* * *
WOMAN IN LOVE
QUOTE
დავიღალე შენი პოსტების დევნით!

ჩამოჯექი, დაისვენე

Posted by: twitchy 13 Mar 2010, 19:40
tu-tuna
QUOTE
ლობიანის შიგთავსს როგორ აკეთებთ? რამე დანამატები უნდა? თუ მხოლოდ მოხარშული ლობიო და მარილია?


ლობიანი როგორც მოგეხსენებათ რაჭულია გემრიელი და საერთოდაც თუ აკეთებ რაჭულად უნდა გააკეთო,ამიტომ:ლობიოს ვხარშავთ რაჭული ლორის პატარა ნაჭერთან ერთად,მოვტუკავთ(ასე ქვია რაჭულადsmile.gif),მარილს დავამატებთ გემოვნებით,არანაირი ქონდარი,მოხრაკული ხახვი და პილპილი არ უნდა,გამოაცხვეთ და მიირთვით გემრიელად!ისე თონეში თჲ ამოაპიწკინებთ,კიდევ უფრო გემრიელი იქნება biggrin.gif

თუ არა და ჭამეთ ისეთი ყოველ მეორე საცხობში რო იყიდება biggrin.gif
ლობიანი თუ ქვია საერთოდ ?

Posted by: rtuli 13 Mar 2010, 19:48
twitchy
QUOTE
ლობიანი როგორც მოგეხსენებათ რაჭულია გემრიელი და საერთოდაც თუ აკეთებ რაჭულად უნდა გააკეთო

QUOTE
თუ არა და ჭამეთ ისეთი ყოველ მეორე საცხობში რო იყიდება 
ლობიანი თუ ქვია საერთოდ ?

ანუ, თუ რაჭულად არმოვამზადებ სახლში, ის ლობიანი არ არის,არის რაღაცა რაც საცხობებში ცხვება boli.gif
საინტერესო მოსაზრებაა ძალიან smile.gif

ჰო დამავიწყდა,რაჭულ ლორს თქვენ მოგვართმევთ არა rolleyes.gif

Posted by: twitchy 14 Mar 2010, 20:45
rtuli
QUOTE
საინტერესო მოსაზრებაა ძალიან

რაც მე მოგწერეთ,მოსაზრება არ იყო,ესაა ლობიანის რეცეპტი,და თუ გაითვალისწინებთ კარგს იზამთ!

ლორი არაა აუცილებელი smile.gif შენ შეგიძლია დაამზადო ხაჭაპური მაკარონით და ის ჭამო თუ ასეთი რაღაცეები მოგწონს smile.gifან ჭადის ფქვილს თბილი წყალი დაასხი და ღომი მიირთვი biggrin.gif რაც იგივეა ლობიანს ქონდარი უქნა biggrin.gif მე უბრალოდ აგიხსენით რას ნიშნავს ლობიანი და რას გააკეთებთ ეგ უკვე თქვენი საქმეა

იმედი მაქვს რჩევას გამოიყენებთ biggrin.gif და მიირთმევთ "ლობიანს"



QUOTE
ჰო დამავიწყდა,რაჭულ ლორს თქვენ მოგვართმევთ არა

არც ესაა პრობლემა გვესტუმრეთ რაჭაში!:)

Posted by: rtuli 14 Mar 2010, 21:13
twitchy
QUOTE
იმედი მაქვს რჩევას გამოიყენებთ  და მიირთმევთ "ლობიანს"

მადლობთ რჩევისთვის და აუცილებლად მოვიწყობ საღამოს რაჭულად,გაქმუშვნულ ლობიანს მოვამზადებ smile.gif+ჯერ შევიძენ აუცილებელ ატრიბუტს ლობიანისთვის ,ხის ,ლამაზად გამოჭრილ ,მრგვალ ,,სახურავის,,მაგვარ რაღაცას (სამწუხაროდ სახელი არვიცი sad.gif)
ასეთ სილამაზეს გამოვიცხობ yes.gif
http://www.radikal.ru

QUOTE
არც ესაა პრობლემა გვესტუმრეთ რაჭაში!:)

არვარ ნამყოფი და ვიღებ მოპატიჯებას smile.gif

Posted by: twitchy 14 Mar 2010, 21:17
QUOTE
+ჯერ შევიძენ აუცილებელ ატრიბუტს ლობიანისთვის ,ხის ,ლამაზად გამოჭრილ ,მრგვალ ,,სახურავის,,მაგვარ რაღაცას (სამწუხაროდ სახელი არვიცი )


ეჰჰჰ რაც გინდა ის გიქნია... რატომღაც ეხლა გამახსენდა გურამ დოჩანაშვილის ”ერთი რამის სიყვარული დაფარვა რომ ჭირდება” ..............................

QUOTE
QUOTE
არც ესაა პრობლემა გვესტუმრეთ რაჭაში!:)

არვარ ნამყოფი და ვიღებ მოპატიჯებას

ეს კარგი გადაწყვეტილებაა smile.gif
* * *
ყველას ბოდიშს გიხდით ლობიანის რეცეპტის გამო baby.gif და ჩემი უტაქტობის გამო ... : D

Posted by: me_var_marita 3 Apr 2010, 17:02
გამარჯობა.

ძალიან მჭირდება ხაჭაპურის სრულყოფილი რეცეპტი ინგლისურ ენაზე და შეგიძლიათ დამეხმაროთ? მეზარება ამის გადათარგმნა sad.gif

Posted by: tekle555 16 Apr 2010, 10:59
გთხოვთ მომწერეთ ხორცის პეროგის რეცეპტი არ ვიცი და არც გამიკეთებია და მინდა მაგრად გმადლობთ წინასწარ

Posted by: Peppi 16 Apr 2010, 13:42
me_var_marita
QUOTE
ძალიან მჭირდება ხაჭაპურის სრულყოფილი რეცეპტი ინგლისურ ენაზე და შეგიძლიათ დამეხმაროთ? მეზარება ამის გადათარგმნა 

ეხლა ვნახე . . აი, რეცეპტი http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=79&Itemid=55

tekle555
QUOTE
გთხოვთ მომწერეთ ხორცის პეროგის რეცეპტი არ ვიცი და არც გამიკეთებია და მინდა მაგრად გმადლობთ წინასწარ


ეს http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=208

ეს http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=241&Itemid=55

ეხლა, აწყობას რა შეეხება - ცომის ყბრო დიდი ნაწილი გაშალე ასე 1 ან 1.5 სმ-ზე და დააფარე ფარშით,
ცომის გვერდები ამოკეცე ცოტაზე, გადაუსვი კვერცხის გული და დაადევი მეორე ცომი, ამასაც კვერცხი გადაუსვი;
შედგი ღუმელში საშუალო სიმაღლეზე და გამოაცხვე, იმ ტემპერატურაზე და ისე როგორც ხაჭაპურს აცხობ.

ამის, სრათებსაც დავდებ და დავწერ

Posted by: n_j 16 Apr 2010, 14:10
Peppi
აუ, რა მადისაღმძვრელი ღვეზელია!

Posted by: tekle555 16 Apr 2010, 23:21
დიდი მადლობა ....
ძალიან გთხოვთ ვინმემ ამიხსნათ ხაჭაპურთან დაკავშირებით ერტი პრობლემა მაქ და ვერაფრით ვერ მოვაგვარეsad.gif(((
როგორი ცომიც არ უნდა გავაკეთო ყველი მაინც გამოდის ხაჭაპურიდან ყველანაირი ყველი როგორ არ ვცადე მაგრამ ეს ხაჭაპური არ გამომდის არადა მაგრად მინდა რომ ვიცოდე გთხოვთ მირჩიოთ რამე რა როგორ მოვიქცე გმადლობთ

* * *
დიდი მადლობა რეცეპტისთვის და გავაკეთებ და ვნახოთ თუ გამომივა

Posted by: ninoma 17 Apr 2010, 00:24
tekle555
QUOTE
ყველი მაინც გამოდის ხაჭაპურიდან

პირველ რიგში, ყველი გაწურე ნაწილ-ნაწილ კარგად და გახეხე.
ერთ თავ ყველს(დაახლოებით 1კგ-ს) ჩაახალე 1ც.კვერცხი, ჩააყარე 1ს.კ მანი(ცოტა მეტიც შეიძლება, გემოს არ უცვლის)
გააკეთე გუნდები (დაახლოებით თოვლის გუნდის ხელა) და ჩააწყე საწურში.
თუ ყველში შრატი დარჩა, აუცილებლად გამოვა გუნდებიდან.
როდესაც ხაჭაპური ერთი მხრიდან გამოცხვება და გადააბრუნებ,
როგორც კი ამოიბურცება მაშინვე წვეტიანი დანით ჩაჩხვლიტე, რომ ორთქლი გამოვიდეს და ცომი არ გახეთქოს.
ჩემი გამოცდილებიდნ ამას გირჩევ.
იქნებ სხვებმა უკეთესი რჩევა მოგცენ.

Posted by: Peppi 17 Apr 2010, 01:06
tekle555
QUOTE
ყველი მაინც გამოდის ხაჭაპურიდან ყველანაირი ყველი


1. ყველის მასა გუნდად შეკრული უნდა იყვეს , , მე ყველს, სულგუნს, კვერცხს და კარაქს ვურევ ერთმანეთს;
2. ცომს ცოტაზე ვწევ, გულში ამ ყველს ვუდებ და ისე ვკრავ ამ ცომის კიდეებს ერთად, რომ ყველს და ცომს შორის ჰაერი არ შეყვეს;
3. ამ თავს კარგად ვკრავ, ვაბრუნებ, ცომიან ზედაპირზე ვდებ პირქვე და ისე ვაბრტყელებ "ჟარონის" ფორმაზე;
4. ცომი და გამოსაცხობი ხაჭაპურიც აუცილებლად გაწიე საბრყყელებელით, ასე თანაბრად გაიწევა ცომიც და ყველიც და ნაკლებად გაიხევა.

არ იხევა, თუ მაინც გაიხა სადმე, ესეც შეცხობამდე და ცომის პატარა ნაწილით ვაწებებ, ანუ "ლატკას" ვადებ.

პ.ს. ტაფაზე არ მიყვარს ხაჭაპურის ცხობა, ამიტომ გადაბრუნება არ მიწევს,

Posted by: tekle555 17 Apr 2010, 15:55
დიდი მადლობა რჩევებისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ და იმედია გამოვა არად აჩმა ზაან მაგარი გამომდის ეს იმერული ხაჩაპური არაsmile.gif))

Posted by: tasikuna-taso 17 Apr 2010, 19:05
QUOTE
დიდი მადლობა რჩევებისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ და იმედია გამოვა არად აჩმა ზაან მაგარი გამომდის ეს იმერული ხაჩაპური არა))


აბა ცადე და ერთ კილოგრამ ყველს ერთი სუფრის კოვზი სიმინდის ან კარტოფილის კრახმალი(ფხვნილი) დაუმატე.

Posted by: rtuli 17 Apr 2010, 20:21
tekle555
გოგოებმა იდეალური რჩევები მოგცეს და მხოლოდ ორს დავამატებ,რომელიც მემგონი მიზეზია იმის რომ ყველი გადმოდის,ანუ ცომი იხევა:
აუცილებლად ისე გაშალე ხელის თითებით ცომი რომ,ნაპირებზე მეტი სისქის ცომი იყოს,ანუ გუნდას როცა კრავ ეგ ნაპირები იწელება და თხელდება.
ის შეკრული გუნდა გადააბრუნე ნაკერით ქვემოთ და დაასვენე 10 წუთი მაინც,ეს იმიტომ რომ ,დამუშავებული საფუვრიანი ცომი ელასტიურობას კარგავს,როცა ცოტახანს გააჩერებ ის ისევ გახდება მორჩილი და კარგათ გაბრტყელდება.

Posted by: rtuli 25 Apr 2010, 14:56
უნივერსალური ცომი ღვეზელებისთვის
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=258&Itemid=55

http://pix.ge/


Posted by: ბესიკის26 25 Apr 2010, 14:58
rtuli
მადლობაააა!!! 2kiss.gif

Posted by: volli35 25 Apr 2010, 15:18
rtuli
QUOTE
უნივერსალური ცომი ღვეზელებისთვის

კარგია

ესეც ჩემი ცომი

0.5 ლიტრი წყალი
1 სუფრის კოვზი ფხვიერი საფუარი
1 სუფრის კოვზი შაქარი
3-4 სუფრის-კოვზი ზეთი
ფქვილი იმდენი რომ შეიზილოს და შეიკრას რბილი ცომი (მთავარია ადვილად სცილდებოდეს ჭურჭლის კედლებს რაშიც ცომი იზილება)

პ.ს. რაც მთავარია ეს ცომი სამარხოა

Posted by: tasikuna-taso 25 Apr 2010, 15:22
QUOTE
უნივერსალური ცომი ღვეზელებისთვის



ეს ცომი საყინულეში რამდენი დღე შეინახება.

Posted by: rtuli 25 Apr 2010, 15:26
tasikuna-taso
QUOTE
ეს ცომი საყინულეში რამდენი დღე შეინახება.

არმიცდია გაყინვა, რადგან მერე უნდა ელოდო როდის გალღვება და ამ ლოდინის დრო ზუსტად უტოლდება იმ დროს რომ ახალი მოზილო უცბათ +გამოიყენო.

volli35
QUOTE
ესეც ჩემი ცომი

პიცის ცომს გავს ძალიან smile.gif

Posted by: volli35 25 Apr 2010, 15:27
tasikuna-taso
QUOTE
ეს ცომი საყინულეში რამდენი დღე შეინახება.

ჩემი ცომი მაცივარში ინახება მინიმუმ 1 კვირა .... საყინულეში კი არ მიცდია
* * *
rtuli
QUOTE
პიცის ცომს გავს ძალიან

კი პიცასაც ვაკეთებ ამით .... აჭარულ ხაჭაპურსაც ..... მაგრამ ყველაზე ძალიან ღვეზელს უხდება ......

Posted by: Meguna 28 Apr 2010, 01:45

გამარჯობა!
ჩემი პირველი პოსტია ამ განწყოფილებაში : )
ესე იგი, ეს არის ბებიასგან ნასწავლი ცომის რეცეპტი, რომელიც არის უმარტივესი და მისგან კეთდება ხაჭაპური, ლობიანი
და ყველანაირი შიგთავსის ღვეზელი.

მასალა:

1 ქილა (500 გრ.) მაწონი
2 კვერცხი
2 ს.კ. ზეთი
1 ჩ.კ. სოდა
ფქვილი
მარილი

საშუალო ზომის ფრიალა თასში ვასხამთ მაწონს და კარგად ვთქვეფთ. შემდეგ ვახლით ორ კვერცხს და
ისევ კარგად ვურევთ. ამის მერე ვამატებთ 2 ს.კ. ზეთს, ისევ მოვურევთ.
ვამატებთ მარილს, გემოვნებით. შემდეგ ვყრით 1 ჩ.ჭ. ფქვილს და კარგად
შეურევთ. მერე მეორე ჭიქასაც. ფქვილის დამატება ხდება გემოვნების მიხედვით, მაგრამ მინიმუმ 3 ჩ.ჭ. სჭირდება ხოლმე.
როდესაც ფქვილი ხელზე თითქმის აღარ აგეკრობათ, ხელით ამოვზელთ. 1 ჩ.კ. სოდას 2-3 ნაწილად ვყოფთ.
პირველ ნაწილს ვაფრქვევთ მთელს ცომზე, შემდეგ გადავზელთ. მერე მეორე ნაწილს მოვაყრით ასევე მთელს ფართობზე, ისევ გადავზელთ.
ბოლოს მესამესაც და კიდევ გადავზელთ. შემდეგ გადავაფარებთ ჩაის ტილოს და გასაფუებლად 1 საათით თბილ ადგილას დავდებთ.
ეს ცომი დიდხანს არ ინახება მაცივარში, საყინულეში შენახვა არასოდეს მიცდია. უმჯობესია, მაცივარში 1 დღეზე მეტი არ გააჩეროთ და საუკეთესოა, მომზადებისდა გაფუებისთანავე თუ იხმართ smile.gif

იმედია, გამოგადგებათ და კმაყოფილები დარჩებით chups.gif

Posted by: aks75 28 Apr 2010, 16:17
QUOTE (Meguna @ 28 Apr 2010, 01:45 )
გამარჯობა!
ჩემი პირველი პოსტია ამ განწყოფილებაში : )
ესე იგი, ეს არის ბებიასგან ნასწავლი ცომის რეცეპტი, რომელიც არის უმარტივესი და მისგან კეთდება ხაჭაპური, ლობიანი
და ყველანაირი შიგთავსის ღვეზელი.

მასალა:

1 ქილა (500 გრ.) მაწონი
2 კვერცხი
2 ს.კ. ზეთი
1 ჩ.კ. სოდა
ფქვილი
მარილი

საშუალო ზომის ფრიალა თასში ვასხამთ მაწონს და კარგად ვთქვეფთ. შემდეგ ვახლით ორ კვერცხს და
ისევ კარგად ვურევთ. ამის მერე ვამატებთ 2 ს.კ. ზეთს, ისევ მოვურევთ.
ვამატებთ მარილს, გემოვნებით. შემდეგ ვყრით 1 ჩ.ჭ. ფქვილს და კარგად
შეურევთ. მერე მეორე ჭიქასაც. ფქვილის დამატება ხდება გემოვნების მიხედვით, მაგრამ მინიმუმ 3 ჩ.ჭ. სჭირდება ხოლმე.
როდესაც ფქვილი ხელზე თითქმის აღარ აგეკრობათ, ხელით ამოვზელთ. 1 ჩ.კ. სოდას 2-3 ნაწილად ვყოფთ.
პირველ ნაწილს ვაფრქვევთ მთელს ცომზე, შემდეგ გადავზელთ. მერე მეორე ნაწილს მოვაყრით ასევე მთელს ფართობზე, ისევ გადავზელთ.
ბოლოს მესამესაც და კიდევ გადავზელთ. შემდეგ გადავაფარებთ ჩაის ტილოს და გასაფუებლად 1 საათით თბილ ადგილას დავდებთ.
ეს ცომი დიდხანს არ ინახება მაცივარში, საყინულეში შენახვა არასოდეს მიცდია. უმჯობესია, მაცივარში 1 დღეზე მეტი არ გააჩეროთ და საუკეთესოა, მომზადებისდა გაფუებისთანავე თუ იხმართ smile.gif

იმედია, გამოგადგებათ და კმაყოფილები დარჩებით chups.gif

პიცა სახლში
\
user posted image


ინგრედიენტები:
5-6 კარტოფილი
2-3 პომიდორი
100 გრამი ყველი
ნახევარი ძეხვი
ფქვილი და წყალი

5-6 კარტოფილი გავფცქვნათ და დავჭრათ ოვალურად. დავალაგოთ ზეთიან "ჟარონზე" და ორივე მხრიდან შევწვათ.
ფქვილს დავასხათ წაყალი ისე, რომ მიღებული სითხე იყოს ბლანტი. ეს მასა კარტოფილს მოვასხათ, ზედ დავალაგოთ 2-3 მრგვლად დაჭრილი პომიდორი, ნახევარი ძეხვიც ასე დაჭრილი და ზემოდან
მოვახეხოთ ყველი და გაზქურაში 20 წუთი შევდგათ


http://mzareuli.ucoz.com/publ/tsomeuli/4

Posted by: rtuli 28 Apr 2010, 16:32
aks75
მინდათ გკითხოთ ეგ საიტი თქვენია?

Posted by: WALLON 29 Apr 2010, 06:45
http://www.radikal.ru

მარილიანი კუგელჰოპი ელზასურად

-400გ ფქვილი
-12გ საცხობის საფუარი
-150გ დარბილებული კარაქი
-2ც კვერცხი
-10გ მარილი
-200მლ თბილი რძე (არაცხელი)
-2თ ხახვი
-100გ ნიგოზი ლებნებად
-100გ მსხვილად დაჭრილი ნიგოზი
-150გ შებოლილი ლორი ან შაშხი

შეურიეთ და გადაზილეთ მოსაზელი მიქსერით ინგრედიენტები (ნიგვზის, ხახვის და შაშხის გარდა), დადგით დახურული თბილ ადგილას (მაგ. რადიატორთან) სანამ მასა არ გაორმაგდება
ამასობაში მოშუშეთ მორძოდ დაჭრილი ლორი ხახვში, ცხიმის დამატების გარეშე, გაოქროსფერებამდე
დაელოდეთ გაციებას და შეურიეთ, დაჭრილ ნიგოზთან ერთად მომზადებულ ცომში
კექსის მრგვალ ყალიბს წაუსვით კარაქი ქვემოთ ჩაუწყვეთ ნიგვზის ლებნები და ჩაასხით ცომი, დაელოდეთ სანამ არ ამოვა ყალიბის პირამდე (დაახლ. 45 წთ)
შედგით 210°-ზე გახურებულ ღუმელში 45 წუთით
გამოღების შემდეგ ამოაპირქვავეთ ყალიბიდან ცხაურიან ქვესადგამზე და აცალეთ გაგრილება
გაიტანეთ სუფრასთან როგორც აპერიტივი

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: tikunia-teiko 29 Apr 2010, 14:59
WALLON

მარილიანი კუგელჰოპი ელზასურად

გაიხარეთ, როგორ ველოდებოდი. smile.gif

P.S. საცხობის საფუარი რას ნიშნავს? დაპრესილი? ცოცხალი?

Posted by: WALLON 29 Apr 2010, 18:09
tikunia-teiko
QUOTE
საცხობის საფუარი რას ნიშნავს? დაპრესილი? ცოცხალი?

არ ვიცი აქ levure de boulanger-ს ეძახიან, რითაც პურს აცხობენ, ფხვნილივითაა, საცხობიდან ახალი აღებული საფუარი ჯობიაო რა თქმა უნდა
ასევე ხმარობენ ლუდის საფუარსაც მაგრამ ორჯერ მეტი 25გ იქნება საჭირო

Posted by: n_j 29 Apr 2010, 18:23
QUOTE
levure de boulanger

თბილისშიც იყიდება, ჯორჯიტაში, ეგეც და levure chimique-იც

Posted by: glamour23 29 Apr 2010, 19:19
natsu
პმ წაიკითხეეთ.....

Posted by: tikunia-teiko 30 Apr 2010, 02:18
WALLON
n_j

დიდი მადლობა! –––––––––––––––––––––––––

Posted by: WALLON 30 Apr 2010, 06:15
QUOTE (tikunia-teiko @ 30 Apr 2010, 02:18 )
WALLON
n_j

დიდი მადლობა! –––––––––––––––––––––––––

გაითვალიწინე რომ ეს არის სტანდარტული რეცეპტი რაც მწირ ევროპულ გემოვნებას აკმაყოფილებს
მეორე გაკეთებაზე შეგიძლია შეიტანო საკუთარი კორექტივები და დანამატები

Posted by: n_j 30 Apr 2010, 10:04
QUOTE
მწირ ევროპულ გემოვნებას აკმაყოფილებს

გაასწორა მიწასთან ევროპული სამზარეულო biggrin.gif

Posted by: sefora 4 May 2010, 13:40
QUOTE
ლობიო, მარილი და ცხიმი შეიძლება მხოლოდ. ცხიმი შეიძლება კარაქი ან ღორის ქონი. მეტი არაფერი არ ეიძლება ლობიანში. ყვე;ა დანარჩენი არის პერაშკი და მსგავსი გოიმობა. მოხრაკული ხახვიო რას აღარ იტყვიან.

ცხიმი ზეთიც შეიძლება,ყველაზე გემრიელი კი ღორის მუცლის ქონით არის,მარილი და მორჩა სხვა ყველაფერი ზედმეტია,მაშინ ლობიანიც აღარ ჰქვიაsmile.gif

Posted by: tasikuna-taso 4 May 2010, 14:51
QUOTE
ცხიმი ზეთიც შეიძლება,ყველაზე გემრიელი კი ღორის მუცლის ქონით არის,მარილი და მორჩა სხვა ყველაფერი ზედმეტია,მაშინ ლობიანიც აღარ ჰქვია


გეთანხმები.

მუცლის ქონიანი თონის ლობიანები ძალიან მაგარია. ამ ბოლო დროს სოფლებშიც იშვიათად აცხობენ სამწუხაროდ.

Posted by: twitchy 4 May 2010, 17:44
sefora
QUOTE
QUOTE
ლობიო, მარილი და ცხიმი შეიძლება მხოლოდ. ცხიმი შეიძლება კარაქი ან ღორის ქონი. მეტი არაფერი არ ეიძლება ლობიანში. ყვე;ა დანარჩენი არის პერაშკი და მსგავსი გოიმობა. მოხრაკული ხახვიო რას აღარ იტყვიან.

ცხიმი ზეთიც შეიძლება,ყველაზე გემრიელი კი ღორის მუცლის ქონით არის,მარილი და მორჩა სხვა ყველაფერი ზედმეტია,მაშინ ლობიანიც აღარ ჰქვია


აჰააა biggrin.gif ამის თქმა მინდოდა ადრეც ... ლამის წიხლით გამაგდეს ვიღაც ვიღაცეებმა biggrin.gif sad.gif პატალა ვალ და მაგიტო ალბათ biggrin.gif

ვეღარ გაურკვევია უკვე ხალხს რაა ლობიანი biggrin.gif

Posted by: rtuli 4 May 2010, 18:03
twitchy
QUOTE
ლამის წიხლით გამაგდეს ვიღაც ვიღაცეებმა  პატალა ვალ და მაგიტო ალბათ

ვეღარ გაურკვევია უკვე ხალხს რაა ლობიანი 

წიხლით არავის გაუგდიხარ,კარგათ გადახედე შენს პოსტებს!
კორეკტულობაა საჭიროა საუბარში!

QUOTE
პატალა ვალ

ენის ჩლიფინით აქ არავინ საუბრობს yes.gif

პ.ს.ეს ფორუმია გასაგებია,რაც გინდა იმას წერ მაგრამ განყოფილებას გააჩნია!

Posted by: twitchy 4 May 2010, 18:40
rtuli
QUOTE
QUOTE
ლამის წიხლით გამაგდეს ვიღაც ვიღაცეებმა  პატალა ვალ და მაგიტო ალბათ

ვეღარ გაურკვევია უკვე ხალხს რაა ლობიანი 

წიხლით არავის გაუგდიხარ,კარგათ გადახედე შენს პოსტებს!
კორეკტულობაა საჭიროა საუბარში!

QUOTE
პატალა ვალ

ენის ჩლიფინით აქ არავინ საუბრობს 

პ.ს.ეს ფორუმია გასაგებია,რაც გინდა იმას წერ მაგრამ განყოფილებას გააჩნია!




რა შუაში იყო? : ))))))))))

p.s მე ცლიფინით ვლაპალაკოობ user.gif ალ იცოდით აქამდე? user.gif

QUOTE
პ.ს.ეს ფორუმია გასაგებია,რაც გინდა იმას წერ მაგრამ განყოფილებას გააჩნია!

არა ხო ვამბობ მაგდებენთქო biggrin.gif

ხოდა ზუსტად განყოფილების შესაფერისი რამ დავწერე biggrin.gif როდესაც ლობიანის რეცეპტი გაჩვენეთ : ))) მაგრამ მგონი ამ განყოფილებაში ლობიანი არ შეიძლებოდა... ვუაიჰჰ

ოკ bye !

მე მაინც მაგდებენ და sefora იქნებ შენ დაწერო ხოლმე რამე

Posted by: MPG 4 May 2010, 21:41
ხაჭაპურისთვის მაწვნით როგორ გავაკეთო ცომი? user.gif

თვქენ კიდევ მართლა კულინარიის ჯადოქრები ხართ bis.gif

Posted by: sefora 5 May 2010, 17:01
rtuli
გადავხედე აქაურობას და მივხვდი,თქვენ უნდა გკითხოთ,თუ არ შგაწუხებთ,რაღა თქმა უნდაsmile.gif)))
რატომ არ მაგრდება ჯელტინი,როცა მე ვაკეთებ?smile.gif)))როგორც პაკეტზე წერია ისე ვაკეთებ და მაინც არაფერი გამომდისsad.gifარადა ძალიან მიყვარს ხაჭოს ნამცხვარი ჯელატინითsad.gif(((
* * *
twitchy
თქვენ ხატეთ ჯობია,კარგად გამოგდით!:)

Posted by: rtuli 5 May 2010, 21:41
sefora
QUOTE
რატომ არ მაგრდება ჯელტინი,როცა მე ვაკეთებ?)))როგორც პაკეტზე წერია ისე ვაკეთებ და მაინც არაფერი გამომდისარადა ძალიან მიყვარს ხაჭოს ნამცხვარი ჯელატინით(((

ვა რატომ ?
მე ასე ვაკეთებ ანადუღარ ოთახის ტემპერატურის წყალში ვხსნი და ვაჩერებ ჟელატინის სრულ აფუებამდე,თუ წყალი ზედმეტი მოგივიდა იმის გადაწურვა შეიძლება.მერე ძალიან დაბალ ცეცხლზე ვათბობ იქამდე სანამ ჟელატინი არგათხელდება და ერთგვაროვან სითხემდე არ მივა.
მთავარია ჟელატინი არაგიდუღდეს და დანარჩენი მასა ან სითხე,რომელსაც ამატებ ძალიან ბევრი არ იყოს.ანუ ჟელატინის რაოდენობა ცოტა არ მოგივიდეს.
მე როცა ვამზადებ რეცეპტს არ ვღალატობ და თავის დაზღვევით+5 გრამს მეტ ჟელატინს ვხმარობ,მაინც რავიცი რა ხარისხის ჟელატინია smile.gif

Posted by: ბესიკის26 5 May 2010, 22:05
sefora
ყველაზე მეტად მაინტერესებს საქართველოში თუ ხარ რომელ ჟელატინს ხმარობ.მე მაქვს მწარე გამოცდილებები მაგაზე.განსაკუთრებით აქ რომ ყვითელ პაკეტებში იყიდება.ჟელატინის ფურცლები იდეალური ვარიანტია.მაიკუნამ დაგიწერა მაგის გამოყენება მაგრამ აქ ზვირი სიამოვნებაა და თან არც იშოვება შენს გემოზე(გუდვილში იყო ადრე).მოკლედ დარწმუნდე უნდა ჟელატინის ვარგისიანობაში და მერე მიყევი ინსტრუქციას.რთულიმ დაგიწერა.მთავარია სითხის (მასის რაოდენობა შეესაბამებოდეს ჟელატინის რაოდენობას.

Posted by: volli35 5 May 2010, 22:22
აუ ხალხ გამახსენეთ რა რომელიღაც ფირმის ჟელატინი მირჩია რომელიღაცამ ადრე ..... არც ის მახსოვს რომელმა მირჩია და არც ის მიახლოვებით ის რამდენი ხნის წინ იყო ეს ...... არადა მჭირდება საშინლად .....

Posted by: rtuli 5 May 2010, 22:39
volli35
QUOTE
არც ის მახსოვს რომელმა მირჩია და არც ის მიახლოვებით ის რამდენი ხნის წინ იყო ეს ...... არადა მჭირდება საშინლად .....

გიპოვე smile.gif
აი აქ ნახე :
http://forum.ge/?f=82&showtopic=34095664&st=1125

Posted by: volli35 5 May 2010, 22:43
rtuli
QUOTE
გიპოვე

აუ გაიხარე .... ოღონდ მართლა 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: sefora 5 May 2010, 22:50
rtuli

დიდი მადლობა 2kiss.gif
ბესიკის26
ყვითელ პაკეტებში რომ არის იმ ჟელატინს ვხმარობ ზუსტად,ეგ არის ალბათ მიზეზიც biggrin.gif
2kiss.gif

Posted by: ბესიკის26 5 May 2010, 23:14
sefora
QUOTE
ზუსტად,ეგ არის ალბათ მიზეზიც

yes.gif
ანუ.თვითონ მაგი ჟელატინი არა არის ცუდი.პატენტებია ოხრობა გამოსული და ისაა უბედურება.ყალბი პაკეტი სედარებიტ პატარაა და გარკვევიტ არ აწერია არც ვადა(რაღაც უაზრო ციფრები აწერია.ხან აბსურდული შეცდომით)არც გამომშვები.რას დააკვირდი იცი?სადაც იყიდი ყალბი პაკეტები რომ უდევს ზომები მატი არაა სტანდარტული.ზოგი პატარა პაკეტია ზოგი დიდი.თან ღია ყვიტელია.ნამდვილი ერთი ზომისაა,შედარებით ოდნავ მუქია და ვადაც და წარწერებიც აწერია ნორმალურად.(ქართულია წარმოება biggrin.gif )
ისე იყიდება კიდე "ბისტრო რასტვარიმი ჟელატინებიც)რუსული და უკრაინული ფირმის ისინი ჯობია.
კარგი ჟელატინი რომ დაალბობ წყალში უკვე უნდა შეიკრას სქელ მასად.იმიტომ უნდა მერე შეთბობა რომ გათხელდეს და ადვილად დაამატო
მოკლედ ისე გამამწარა ჟელატინებმა დისერტაცია დავცერე და ხარისხი დავიცავი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: tasikuna-taso 6 May 2010, 15:54

QUOTE
ყალბი პაკეტი სედარებიტ პატარაა და გარკვევიტ არ აწერია არც ვადა(რაღაც უაზრო ციფრები აწერია.ხან აბსურდული შეცდომით)არც გამომშვები.რას დააკვირდი იცი?სადაც იყიდი ყალბი პაკეტები რომ უდევს ზომები მატი არაა სტანდარტული.ზოგი პატარა პაკეტია ზოგი დიდი.თან ღია ყვიტელია.ნამდვილი ერთი ზომისაა,შედარებით ოდნავ მუქია და ვადაც და წარწერებიც აწერია ნორმალურად.(ქართულია


გეთანხმები, ასეა.

სუნელების გამყიდველები ყიდიან ასაწონ ჟელატინს და პაკეტებში დაფასოებულს ბევრად ჯობია.

Posted by: cheese1 6 May 2010, 16:34
user posted image

user posted image

Posted by: *tamtam* 6 May 2010, 17:10
ვარენიკის ცომი როგორ მოვამზადო?? user.gif ყველით უნდა გავაკეთო

Posted by: tasikuna-taso 6 May 2010, 17:28
QUOTE
ვარენიკის ცომი როგორ მოვამზადო??  ყველით უნდა გავაკეთო


ფქვილი, მარილი, თბილი წყალი. კვერცხსაც თუ დაამატებ, კარგია.

ცოტა მაგარი ცომი მოზილე. დაასვენე 5-10 წუთი და გამოიყენე.

Posted by: natukat 7 May 2010, 22:20
სოკოს პეროგი:
ცომი:
250გრ.მარგარინი ან კარაქი
250გრამი არაჟანი
ორნახევარი ჭიქა ფქვილი,პლიუს ნახევარი ჭიქა მოსაზელად.
1ჩ.კ. გამაფხვიერებელი ან სოდა.(სოდა ცოტა ნაკლები)
მწიკვი მარილი.
მარგარინი სახეხით დავახეხოთ ფქვილს,დავამატოთ მარილი,სოდა და ავზილოთ.
შემდეგ დავამატოთ არაჟანი და მოვზილოთ ცომი.გამოვიყენოთ დარჩენილი ნახევარი ჭიქა ფქვილიც.
ეს ცომი გავყოთ ორ ნაწილად.ნახევარი ჩავაფინოთ ქაღალდჩაფენილ,ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში,დავაწყოთ შიგთავსი და მეორე დავაფინოთ ზემოდან. დავჩხვლიტოთ ჩანგლით და წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლ. 40 წუთი.
შიგთავსი:
1კგ სოკო
ერთი დიდი თავი ხახვი
ქათმის ფილე 250გრამი
ქინძი
გახეხილი ყველი(მოცარელა)
პილპილი
მარილი
ერთი ცალი გათქვეფილი კვერცხი.
სოკო და ხორცი მოვშუშოთ ზეთში,დავამატოთ ხახვი,რომ მოიშუშება უკვე ბოლოს დავამატოთ ყველი და ქინძი. გადმოვდგათ და შეგრილებულს შევურიოთ კვერცხი.

სურათებს დავდებ დღეს,ფოტოაპარატი მაქვს დამჯდარი
smile.gif

Posted by: natukat 8 May 2010, 15:08
სოკოს პეროგი :

Posted by: sali_17 9 May 2010, 21:55
გამარჯობათ
ძალიან გთხოვთ აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი მითხარით ვინმემ chups.gif

Posted by: volli35 9 May 2010, 22:07
sali_17
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=60&Itemid=55
აი

Posted by: sali_17 9 May 2010, 22:30
volli35
გაიხარე 2kiss.gif

Posted by: sefora 10 May 2010, 10:14
ბესიკის26
უღრმესი მადლობა!გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს და იქნებ გამომივიდეს(იმედი მაქვს რომ გამომივა)smile.gif

Posted by: miau 10 May 2010, 11:02
twitchy

ტაქტი თუ შეიძლება!

კამათი წიხლების რტყმას არ ნიშნავს!
ლობიანზე მე პირადად იმაში გეთანხმები, რომ ტრადიციუი რაჭული ლობიანი სანელებლებს არ საჭიროებს- ჩემი რაჭველი ახლობლები (არაერთი ) სანელებლად მხოლოდ მარილს უკეთებენ და ცხიმი კი კლასიკა ღორის ქონია. - დანარჩენი იმპროვიზაციაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმპროვიზაციას არსებობის უფლება არა აქვს, მეტიც - ამ იმპროვიზაციით ვითარდება კერძებიც და მთლიანად კულინარიაც.

Posted by: twitchy 11 May 2010, 10:17
miau
QUOTE
ტაქტი თუ შეიძლება!

კამათი წიხლების რტყმას არ ნიშნავს!
ლობიანზე მე პირადად იმაში გეთანხმები, რომ ტრადიციუი რაჭული ლობიანი სანელებლებს არ საჭიროებს- ჩემი რაჭველი ახლობლები (არაერთი ) სანელებლად მხოლოდ მარილს უკეთებენ და ცხიმი კი კლასიკა ღორის ქონია. - დანარჩენი იმპროვიზაციაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმპროვიზაციას არსებობის უფლება არა აქვს, მეტიც - ამ იმპროვიზაციით ვითარდება კერძებიც და მთლიანად კულინარიაც.


არა მე არსებობის უფლებას ვკრძალავ ! wink.gif
biggrin.gif

მგონი რეცეპტის ნაცვლად რაღაც სხვა დავწერე და არ მახსოვს............... ჰმმმ..........
QUOTE
მეტიც - ამ იმპროვიზაციით ვითარდება კერძებიც და მთლიანად კულინარიაც.


ლობიანის განვითარებას თუ აპირებთ არ ვიცი biggrin.gif და ეგრეც რომ იყოს მე არაფერს ვამბობ (ვისაც რა უნდა იმას გააკეთებს) მე უბრალოდ ნამდვილი ლობიანი როგორია ეგ დავწერე (რაც ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის)
QUOTE
კამათი წიხლების რტყმას არ ნიშნავს!

მე კამათსაც არ ვაპირებდი wink.gif

პ.ს
QUOTE
ლობიანზე მე პირადად იმაში გეთანხმები,


დათანხმება ან არ დათანხმება რა შუაშია biggrin.gif

Posted by: tekle555 11 May 2010, 13:29
გთხოვთ მითხრათ კარგი ფენოვანი ცომის რეცეპტი თუ შეილება მალე მიპასუხეთ გმადლობთ წინასწარ
* * *
ფენოვანი ცომისგან მინდა მოვამზადო სოკოს პეროგი და ხაჭაპური ფენოვანი ცომისგან და თუ იცით გთხოვთ მითხრათ გმადლობთ

Posted by: rtuli 11 May 2010, 14:54
tekle555
QUOTE
გთხოვთ მითხრათ კარგი ფენოვანი ცომის რეცეპტი თუ შეილება მალე მიპასუხეთ გმადლობთ წინასწარ

ყველაზე მარტივი+დასურათებულია
http://forum.ge/?f=82&showtopic=34068562&st=1080

Posted by: tasikuna-taso 11 May 2010, 16:09
QUOTE
ყველაზე მარტივი+დასურათებულია


მართლაც კარგი ცომია.
ერთხელ ცომის ნახევარი მომრჩა და საყინულეში შევინახე. დაახლოებით ორი თვის შემდეგ გამოვიყენე. არაჩვეულებრივი ხაჭაპური გამომივიდა. ის კი არა და ვფიფრობ, რომ ახალმოზელილსაც კი აჯობა.

Posted by: ninoma 11 May 2010, 16:14
rtuli
QUOTE
ყველაზე მარტივი

შენ ამ რაცეპტით გიცდია გაკეთება?
თუ კი, რა აზრის ხარ?
ისეთი ხომ არ არის ზოგს გამოუვიდეს და ზოგს -არა?
მე ყოველთვის კმაყოფილი ვარ.

Posted by: viko 11 May 2010, 16:39

ninoma
რა საიტერესოდ ახვევ ცომს. ჩემთვის ახალია აუცილებლად გავსინჯავ. yes.gif

Posted by: rtuli 11 May 2010, 17:05
ninoma
QUOTE
შენ ამ რაცეპტით გიცდია გაკეთება?
თუ კი, რა აზრის ხარ?

ამ რეცეპტს ვიყენებ ,ტყუილი რომ არგითხრა მინიმუმ 20 წელიწადია smile.gif
პირველად როცა მოვზილე,მე ძმარზე მოვზილე და შიგნით ცომსაც ოდნავ ცხიმს ვუშვრები,ჩემმა უფროსმა დამ ცხვირი ჩამაყოფინა biggrin.gif
ის ჩემზე 15 წლით უფროსია, ნამცხვრებში და ცომეულში სუპერია,ჰოდა ძმრის სურნელი სდიოდა ცომს,ეს რა გაგიკეთებია ტყუილად გააფუჭე მასალაო....მე მეწყინა sad.gif ,მაგრამ ჯიუტად(ჯავახელი ჯიუტი ვარ smile.gif)გავაგრძელე მზადება ცომის,გადაკეცვის! მეთოდით........
მოკლედ რომ ვთქვა ,ჩემმა დამ რეცეპტი ამახია biggrin.gif და დღესაც მაგ ცომით აცხობს და სულ იხსენებს ჩემს ჩაყოფილ ცხვირს ცომში love.gif

ეს ცოტა ლირიკული გადახვევა იყო.....
ასე რულეტივით მოხვევა და ლოკოკინასავით ფორმის მიცემა მე 5 წლის უკან ვნახე ერთერთ ოჯახში და მის მერე სულ ასე ვამზადებ,მარტივად.
თუმცა გადაკეცვაც არაა ჩემთვის რთული smile.gif

QUOTE
ისეთი ხომ არ არის ზოგს გამოუვიდეს და ზოგს -არა?

ზოგს საჭმლის ჭამაც არ გამოსდის biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: ninoma 11 May 2010, 20:06
rtuli
QUOTE
ზოგს საჭმლის ჭამაც არ გამოსდის

რთული შემთხვევაა. biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: tekle555 13 May 2010, 12:38
დიდი მადლობა ესეთი კარგი რეცეპცისთვის გავაკეთე და ზაან გემრიელი გამომივიდა. თუ შეგიძლით მითხრათ კარგი მარწყვის ტორტის რეცეპტი არასდროს არ გამიკერთებია და ზალიან მინდა მომწერეთ რა გმადლობთ წინასწრ

Posted by: Peppi 14 May 2010, 17:39
ბრინჯულა გახსოვთ? რომელ კუთხესმიეკუთვნება ისე, თუ იცით?

აი, ისიც - http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=299&Itemid=55

პ.ს. მიამ და მე გემრიელად გეახელით ... ელენემ სტანდარტულად ცხვირი აუბზუა cry.gif

Posted by: Bella Moretta9 14 May 2010, 17:59
rtuli
QUOTE
tekle555
QUOTE
გთხოვთ მითხრათ კარგი ფენოვანი ცომის რეცეპტი თუ შეილება მალე მიპასუხეთ გმადლობთ წინასწარ


ყველაზე მარტივი+დასურათებულია
დღეს გავაკეთე X



ამ რეცეპტში კარაქი ან მარგარინი გამდნარი უნდა იყოს თუ დარბილებული უბრალოდ? smile.gif

Posted by: TomWaits 14 May 2010, 18:15
Peppi
QUOTE
ბრინჯულა გახსოვთ? რომელ კუთხესმიეკუთვნება ისე, თუ იცით?



გურულია.yes.gif

Posted by: მაკ-კი 14 May 2010, 18:16
TomWaits
QUOTE
გურულია.

smile.gif

Posted by: tasikuna-taso 14 May 2010, 18:36
QUOTE
ამ რეცეპტში კარაქი ან მარგარინი გამდნარი უნდა იყოს თუ დარბილებული უბრალოდ? 



გამდნარი არა. დარბილებულია საჭირო.

Posted by: ninoma 14 May 2010, 19:02
Bella Moretta9
QUOTE
ამ რეცეპტში კარაქი ან მარგარინი გამდნარი უნდა იყოს თუ დარბილებული უბრალოდ?

ძალიან არ უნდა იყოს დარბილებული.
ფქვილს და კარაქს რომ ვურევ ერთმანეთში, ცოტა მიჭირს, იმდენად მაგარია კარაქი.
შეგიძლია გაყინული კარაქი გახეხო მსხვილ სახეხზე და მერე შეურიო ფქვილს.
მთავარი, კარაქიანი მასა იმდენად ცივი იყოს, რომ გაბრტყელების დროს არ შეეზილოს ცომს.
ამ დროს უფრო კარგად არის ფენები გამოყოფილი ერთმანეთისაგან.

Posted by: tasikuna-taso 14 May 2010, 19:06
QUOTE
მთავარი, კარაქიანი მასა იმდენად ცივი იყოს, რომ გაბრტყელების დროს არ შეეზილოს ცომს.


უი. ეს არ ვიცოდი.

Posted by: fermina 14 May 2010, 19:41
QUOTE (Peppi @ 14 May 2010, 17:39 )
ბრინჯულა გახსოვთ? რომელ კუთხესმიეკუთვნება ისე, თუ იცით?


გაიხარე, ბებიაჩემის გამომცხვარი ბრინჯულები გამახსენდა smile.gif

Posted by: Bella Moretta9 15 May 2010, 23:26
ninoma
QUOTE
ძალიან არ უნდა იყოს დარბილებული.
ფქვილს და კარაქს რომ ვურევ ერთმანეთში, ცოტა მიჭირს, იმდენად მაგარია კარაქი.
შეგიძლია გაყინული კარაქი გახეხო მსხვილ სახეხზე და მერე შეურიო ფქვილს.
მთავარი, კარაქიანი მასა იმდენად ცივი იყოს, რომ გაბრტყელების დროს არ შეეზილოს ცომს.
ამ დროს უფრო კარგად არის ფენები გამოყოფილი ერთმანეთისაგან. 


დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: mariaa 19 May 2010, 17:17
ისპანახის სამარხვო ღვეზელი

ცომი:
1 დაბალი ჭიქა ზეითუნის ზეთი
1 იგივე ზომის ჭიქა თეთრი ღვინო
ცოტა მარილი
ფქვილს რამდენსაც შეიზელს,დაახლოებით 400-500გ.
მოზელილ ცომს ვასვენებთ 30წთ.მერე ვყობთ შუაზე.

შიგთავსი
2დიდი კონა ისპანახი
1ჭ მოხარშული ბრინჯი
პრასი
ბატკანი ხახვი
კამა
პილპილი
მარილი

ვშუშავთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებს ცოტა ზეითუნის ზეთში და ბოლოს ვამატებთ მოხარშულ ბრინჯს.
გაშლილ ცომის ფენას ვაყრით შიგთავსს და ვაფარებთ მეორე გაშლილ ფენას.ვჭრით ნაჭრებად და ვდებთ უკვე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30-45წთ,180 გრადუსზე.

enjoy...

http://www.radikal.ru

Posted by: mata4 21 May 2010, 15:02
რა მადის აღმძვრელია.....
ფენოვანი დადეთ რააა

Posted by: gvido_bombadze 21 May 2010, 15:06
QUOTE (maiko_27 @ 20 Dec 2006, 01:18 )
იფფფფ

ხოდა იქნებ ვინმემ აჭარული ხაჭაპურის გაკეთება მასწავლოს?დაახლოებით კი ვიცი,მარა ცომი როგორ უნდა შევახვიო ეგ ვერ გავიგე.რამდენი ვცადე,ბოლოები ყოველთვის გაეშალა და ყველი გადმომივიდა.ნანახიც არა მაქვს როგორ აკეთებენ,არადა ვგიჟდები,ისე მიყვარს...

Posted by: მაკ-კი 21 May 2010, 15:24
gvido_bombadze
კარგად დააწებე ბოლოები და არ უნდა გაიშალოს.
მე პირველად და ბოლოჯერაც (ჯერ-ჯერობით) რომ გავაკეთე, ფორმა ძალიან კარგი გამოვიდა.
გულს რაც შეეხება, როგორც ვიცი ყველს კვერცხიც უნდა შეურიო და ისე ჩადო ცომში. როცა თითქმის გამოცხვება, ზემოდან კიდევ დაახლი კვერცხს და კარაქის ნაჭერს დაამატებ და ისევ შეაბრუნებ ცოტა ხნით ღუმელშI

Posted by: tasikuna-taso 21 May 2010, 15:57
QUOTE
ხოდა იქნებ ვინმემ აჭარული ხაჭაპურის გაკეთება მასწავლოს?


აგერ რთულის აქვს ახსნილი. სადღაც სურათებიც ედო, მაგრამ ვერ მივაგენი.


http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=300&#entry12677898


Posted by: nite 21 May 2010, 18:01
gvido_bombadze
QUOTE
მარა ცომი როგორ უნდა შევახვიო ეგ ვერ გავიგე.

რთულის რეცეპტით გავაკეთე მეც, აგერ ლინკი დაუდიათ უკვე, ცომის შეხვევა კი უადვილესია შუაში ჩაყრი ყველს და კიდეებს დაუტოვებ თავისუფალს მერე აქეთ იქიდან ბოლოებში ნავივით შეკრავ ცომს და ეგაა. სანამ გავაკეთებდი მეც დიდი ფილოსოფია მეგონა biggrin.gif

Posted by: aranormaluri 21 May 2010, 23:02
mariaa
QUOTE
ისპანახის სამარხვო ღვეზელი

ცომი:
1 დაბალი ჭიქა ზეითუნის ზეთი
1 იგივე ზომის ჭიქა თეთრი ღვინო
ცოტა მარილი
ფქვილს რამდენსაც შეიზელს,დაახლოებით 400-500გ.
მოზელილ ცომს ვასვენებთ 30წთ.მერე ვყობთ შუაზე.


საფუარი უნდა? sad.gif ეხლა ვაპირებდი გაკეთებას მაგრამ საფუარი არ მაქვს. (დროჟი მაქვს. გამაფხვიერებელი არა. ) ხვალ ვიყიდი გამაფხვიერებელს, მაგრამ ეხლა მქონდა ცხობის ხალისი.

Posted by: volli35 21 May 2010, 23:37
aranormaluri
QUOTE
საფუარი არ მაქვს. (დროჟი მაქვს. გამაფხვიერებელი არა.

საფუარსა და დროჯს შორის რა განსხვავებაა???? ერთი და იგივეა ..... საფუარი და გამაფხვიერებელი კი სხვადასხვაა .... და მარიაას ცომს ჩემი აზრით არ უნდა გამაფხვიერებელი

Posted by: aranormaluri 22 May 2010, 00:27
volli35
QUOTE
საფუარსა და დროჯს შორის რა განსხვავებაა????


ხო არც არაფერი. მეც მასე ვიცი რომ არსებობს დროჟი და არსებობს გამაფხვიერებელი.
ხოდა წავალ და გავაკეთებ ეხლა. მადლობა. wink.gif თან მგონია რომ მარიას არ გამორჩებოდა რომ სჭირდებოდეს.

Posted by: volli35 22 May 2010, 00:30
aranormaluri
QUOTE
ხო არც არაფერი.

ხო ნუ საფუარი რუსულადაა дрожи .....
QUOTE
თან მგონია რომ მარიას არ გამორჩებოდა რომ სჭირდებოდეს.

100000%

Posted by: mariaa 22 May 2010, 14:35
aranormaluri
QUOTE
საფუარი უნდა?

არა smile.gif

Posted by: ninavia 22 May 2010, 16:37
rtuli
გამარჯობა, დიდი მადლობა ფენოვანი ცომის რეცეპტისთვის ძალიან კარგია, თანაც ადვილი და უგემრიელესი ხაჭაპური გამოვიდაა....... 2kiss.gif

Posted by: selena380 23 May 2010, 18:21
miau
twitchy
იცით მე ლობიანში გატარებული ნიგოზიც შემირევია..ლობიო გატარებული, ზეთში მოშუშული ხახვი, გატარებული ნიგოზი ხმელი ქინძი და მარილი. მე ძალიან მომწონს მასე

Posted by: rtuli 23 May 2010, 19:59
ninavia
QUOTE
rtuli
გამარჯობა, დიდი მადლობა ფენოვანი ცომის რეცეპტისთვის ძალიან კარგია

გაგიმარჯოს smile.gif
არაფერს,სასიამოვნოა რომ მოგეწონა yes.gif

Posted by: sefora 23 May 2010, 20:18
selena380
QUOTE
იცით მე ლობიანში გატარებული ნიგოზიც შემირევია..ლობიო გატარებული, ზეთში მოშუშული ხახვი, გატარებული ნიგოზი ხმელი ქინძი და მარილი. მე ძალიან მომწონს მასე

გასაგებია რომ მოგწონთ,ისე ამბობენ ნიგოზი ყველაფერს აგემრიელებსო,მაგრამ ეს აღარაა კლასიკური ლობიანი,თორემ ვისი რა საქმე ა რას შევურევ მე ფარშში,ან კარტოფილს რაში შევწვავsmile.gifმთავარია მე მომწონდეს,მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვი კიევური კატლეტიათქო თუ წიწიბურას დავუმატებsmile.gifლობიანს არ სჭირდება ბევრი რამე,ღორის ქონი და მარილი...smile.gif

Posted by: twitchy 24 May 2010, 11:16
selena380

QUOTE
გასაგებია რომ მოგწონთ,ისე ამბობენ ნიგოზი ყველაფერს აგემრიელებსო,მაგრამ ეს აღარაა კლასიკური ლობიანი,თორემ ვისი რა საქმე ა რას შევურევ მე ფარშში,ან კარტოფილს რაში შევწვავმთავარია მე მომწონდეს,მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვი კიევური კატლეტიათქო თუ წიწიბურას დავუმატებლობიანს არ სჭირდება ბევრი რამე,ღორის ქონი და მარილი...


+1

Posted by: viko 25 May 2010, 10:45

ღვეზელი

200 გრ ნივრიანი ძეხვი
200 გრ სერვილადი
200 გრ-მდე ყველი
1 წითელი ბულგარული
1 პამიდორი( მხოლოდ მკვრივი ნაწილი)
1 მჟავე კიტრი
დავჭრათ და დავალაგოთ ქაღალდ ჩაფენილ ფორმაში(30/25) მოვასხათ ცომი

ცომი 3 კვერცხი,1 ჭ მაწონი,1ჭ ფქვილი, 2ს/კ ზეთი. მარილი, შავი პიმპილი კარგად, როზმარინი გამხმარი 1ჩ/კ . 0/5 ჩ/კ სოდა-ძმრით
ყველაფერს ერთად ავთქვიფავთ 2-3 წთ.


http://image.geotorrents.com/







Posted by: nite 25 May 2010, 12:02
ფახლავა (დედაჩემის ძველისძველი ფურცლებდაცვეთილი რვეულიდან მისი გურული დაქალის მოტივების მიხედვით biggrin.gif )

მასალა:
300 გრ კარგად დარბილებული კარაქი
5 ჭ ფქვილი, (კიდევ ცოტა გასაშლელად დაგჭირდებათ)
3-4 კვერცხის გული და ცილა გაცალკევებული
2 ჭიქამდე შაქარი
1 1/2 ჭ მაწონი (ეს ამდენივე არაჟნით რომ ჩაანაცვლოთ უფრო რბილი ცომი გამოგივათ)
სოდა ძმრით.
2 ჭ ნიგოზი
ქიშმიში სურვილისამებრ.

300 გრ კარგად დარბილებული კარაქი გავურიოთ 5 ჭ ფქვილში, კარგად დავზილოთ, ცალკე თასში სოდა+ძმრიანი მაწონი ჩავასხათ შევურიოთ 3-4 კვერცხის გული და ავთქვიფოთ. ეს ორი მასა შევურიოთ ერთმანეთს, კარგად გადავზილოთ, ცომი უნდა იყოს ისეთი რომ თხლად იშლებოდეს. მე ცოტა მარილი და 3 სკ შაქარი დავამატე (რა ვიცი რატომ, მომეპრიანა, ამის დამატება-არდამატებით პრინციპში არაფერი არ დაშავდება, უბრალოდ მომეჩვენა რომ ცომი უფრო გემრიელი იყო) ცომი გავაჩეროთ 20 წთ, მანამდე გავაკეთოთ გულსართი.

კვერცხის ცილები გავთქვიფოთ ისე რომ ამოვიყვანოთ ფაფუკი მასა შევურიოთ 2 ჭ შაქარი ცოტ-ცოტა, და ვთქვიფოთ, ნაზად ხის კოვზით შევურიოთ 2 ჭ გამოტარებული ნიგოზი

ცომი გავყოთ 3-4 ნაწილად (ეს თქვენ გადაწყვიტეთ მაღალი გინდათ თუ დაბალი იმის მიხედვით, შეგიძლიათ მეტ ნაწილადაც გაყოთ, პატარა და მაღალი გამოვა) თითო გუნდა გავაბრტყელოთ თხლად. მერე დავაფინოთ ჯერ ერთი ფენა გადავუსვათ გულსართი (მოვაყაროთ ქიშმიში სურვილისამებრ) მერე დავაფინოთ მეორე ფენა გადავუსვათ გულსართი და დავაფინოთ მესამე ფენა და შემოვუკეცოთ ქვემოდან ბოლოები(ბოლო ფენაზე გულსართს აღრ ვუსვამთ, შეგვიძლია ნიგვზის ლებნებით გაფორმება). შემდეგ ტაფაზევე დავჭრათ რა ზომაზეც გვინდა, ოღონდ ნაზად რადგან რბილია ძალიან, და შევუძახოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

ცხობის დრო დაახლოებით 30 წთ-ია თუმცა მე მეტი დამჭირდა ჩემი ცუდი ღუმელის გადამკიდე, რომ გამოცხვება გამოვიღოთ. ასე 2-3 სკ ან მეტი თაფლი გავხსნათ ცოტა წყალში, თაფლის სისქეზეა დამოკიდებული, თუ სქელია მეტი წყალი უნდა, უნდა იყოს ბლანტი ოღონდ ისეთი რომ ადვილად ესმებოდეს ცომს, გადავუსვათ ჩვენს ფახლავას, თუ დაგვრჩა ცოტა ნაჭრებს შორისაც ჩავასხათ, მოკლედ კაშუ ნი ისპორწიშ-ო ეს პონტია biggrin.gif ჩAვრთოთ ზედა გრილი და ზემოდან თAვი მოვუწითლოთ. სჭირდება 5-15 წთ.

(ცხობის დრო დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი ფახლავა გიყვართ ოდნავ სველი თუ გამომშრალი, ორივე გემრიელია)

მივირთვათ გემრელად....



ესეც badbadgirl -ის რეცეპტი, ერთხელ გამოვაცხე ჩემი და ამ რეცეპტის ნაზავით biggrin.gif მეგონა დომხალი იქნებოდა მაგრამ გამოვიდა ძალიან გემრიელი,

ცომი:
5 კვერცხის გული , 200 მლ არაჟნი + 200 გრ ძალიან დარბილებული კარაქი და მწიკვი მარილი ავურიეოთ ერთმანეთში. დავამატოთ იმდენი ფქვილი რომ მოიზილოს ნაზი ცომი რომლის თხლად გაბრტყელებაც შეგვეძლება.

გულთავსი:
5 კვერცხის ცილისაგან და 2 ჭიქა შაქრისაგან გავაკეთოთ ძაალიან კარგი ბეზე დავამატოთ 300-400 გრამი მანქანაში გადატარებული ნიგოზი ვანილი, 3-4 ს.კ კონიაკი.

სიროფი:
200 მლ თაფლი + 50 მლ წყალი.

მომზადება:
გავაცხელო ღუმელი (მხოლოდ დაბლა ნაწილზე შეუნთეტ ცეცხლი) 180 გრადუსზე.
გავყოთ ცომი 6 ნაწილად. გავაბრტყელოთ ერთი ნაწილი, დავდოთ საშუალო ზომის ჟარუნაზე, გადავუსვათ ბეზეიანი ნიგოზი მოვყაროთ ცოტა ქიშიმიში (აუცილებელი არაა, მაგრამ მე მიყვარს). და ასე მანამ სანამ ბოლო ფირფიტამდე არ მივალთ. ბოლო ფირფიტა უფრო დიდი ზომის გავაკეტოთ რომ ნამცხვარს გვერდებზე ჩავუკეცოთ. დავჭრათ ჩვენი ნამცხვარი და შევდოთ ღუმელის შუა დონეზე გამოსაცხობად.

რომ გამოცხვება, ავიღოთ ჩვენი მომზადებული სიროფი და კოვზით კარგად მოვასხათ ნამცხვარს. დანით კიდევ ერთხელ გადავსეროთ და ნაპრალებშიც ჩავასხათ. მერე ისევ შევდოთ ღუმელში სულ 5 წუთით.

ესაა და ეს. გემრიელად მიირთვით

Posted by: <<დოლორეს>> 1 Jun 2010, 22:47
QUOTE (rtuli @ 11 May 2010, 14:54 )
tekle555
QUOTE
გთხოვთ მითხრათ კარგი ფენოვანი ცომის რეცეპტი თუ შეილება მალე მიპასუხეთ გმადლობთ წინასწარ

ყველაზე მარტივი+დასურათებულია
http://forum.ge/?f=82&showtopic=34068562&st=1080

მეც ვიცი მასე მომიმზადებია კიდეც ცომი.მაგრამ მე 2-3-ჯერ გამომაქვს მაცივრიდან და ვაბრტყელებ.არ საჭიროებს ერთხელს მეტად და მე ტყუილად ვიკლავ თავს? baby.gif


2kiss.gif user.gif

Posted by: mariaa 1 Jun 2010, 23:12
viko
QUOTE
200 გრ სერვილადი

??? smile.gif

Posted by: Solveig 2 Jun 2010, 06:11
mariaa
ეგ არის სალამის ტიპის ძეხვი.

Posted by: mariaa 2 Jun 2010, 10:39
Solveig
ok,thanks smile.gif

Posted by: volli35 2 Jun 2010, 11:12
<<დოლორეს>>
QUOTE
მეც ვიცი მასე მომიმზადებია კიდეც ცომი.მაგრამ მე 2-3-ჯერ გამომაქვს მაცივრიდან და ვაბრტყელებ.არ საჭიროებს ერთხელს მეტად და მე ტყუილად ვიკლავ თავს?

კი კი საჭიროებს .... უბრალოდ ვიადვილებთსავით ცხოვრებას და ესაა .... რაც მეტჯერ გააბრტყელებ ჯობია ..... მეც მეზარება მაგრამ ესეააა

Posted by: viko 4 Jun 2010, 22:33
QUOTE (mariaa @ 1 Jun 2010, 23:12 )
viko
QUOTE
200 გრ სერვილადი

??? smile.gif

mariaa



შენი გემოვნებით შებოლილი რაც გინდა ის შეგიძლია დაამატო,
შენ 2kiss.gif პრინცესას და პრინცს 2kiss.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 5 Jun 2010, 11:57
აქაურ დიდ გაზეთში, მთელი გვერდი მიეძღვნა სტატიას პურის ცხობაზე და ამ სტატიამ, აგრეთვე პურის შესანიშნავმა რეცეფტმა, "დედას პურის" სახელის წარმოშობაზე "ევრიკა" დამაძახებია.

აბა, ვის რა ვერსია გაქვთ, საიდან მოდის სახელი- "დედას პური"?
მერე ჩემს ვერსიას დავწერ და იტალიიდან რომ ჩამოვალ რეცეფტსაც მოვთარგმნი, რომელიც ისეთი მრავალეტაპიანი და მრავალწახნაგიანია, რომ დრო ესაჭიროება.

Posted by: Peppi 10 Jun 2010, 23:04
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=361&Itemid=55

Posted by: BaBajanka 12 Jun 2010, 23:20
Peppi

კაი რააა. სადაც წავედი ეს დამხვდა და მინდება გულისწასვლამდე smile.gif))

არ ვიცი სად ვიკითხო, აქ ვიკითხავ, ფქვილი როგორ უნდა შევინახო, რაში, რომ არ გაფუჭდეს? თუ რისი ფქვილია, მაგასაც აქვს მნიშვნელობა??
მადლობა წინასწარ

Posted by: tasikuna-taso 13 Jun 2010, 19:18
QUOTE
თუ რისი ფქვილია, მაგასაც აქვს მნიშვნელობა??


ამ დღეებში შევნიშნე, დედაჩემს მაცივარში უდევს სიმინდის ფქვილი.

Posted by: Peppi 14 Jun 2010, 15:05
BaBajanka
smile.gif

რისი ფქვილია? აქ ნაყიდი არაფერი არ ფუჭდება იმავე ყუთში (ქაღალდი, ცელოფანი) რაშიც არის..
აი, საქართველოდან ჩამოტანილი სიმინდის ფქვილი კი დროთა განმავლობაში მაინც გაფუჭდება.. დროზე გამოუყვანე წირვაsmile.gif

Posted by: volli35 14 Jun 2010, 15:12
Peppi
QUOTE
რისი ფქვილია? აქ ნაყიდი არაფერი არ ფუჭდება იმავე ყუთში (ქაღალდი, ცელოფანი) რაშიც არის..
აი, საქართველოდან ჩამოტანილი სიმინდის ფქვილი კი დროთა განმავლობაში მაინც გაფუჭდება.. დროზე გამოუყვანე წირვა


არადა წესით ნებისმიერი ქვეყნის ფქვილს აქვს ვადა და ხანგრძლივობა ...... უბრალოდ ქაღალდის ან ნაჭრის ტომარა უკეთ ინახავს და უფრო დიდი ხნით .... ცელოფანი მალე აფუჭებს რადგან არ სუნთქავს ფქვილი მაგ დროს .....

Posted by: viko 14 Jun 2010, 18:17
ბელიაშები

ცომი

1ჭ წყალი
1 კვერცხი
4-5 ს/კ ზეთი
1 ს/კ დროჟი
თითო ჩ/კ მარილი და შაქარი.
მოვზილოთ ცომი და ვადროვოთ ამოსვლა. ამოსული ცომიდან გავაკეთოთ პატარა ბურთულები 10 წთ ისევ ვადროვოთ, შემდეგ გავაბრტყელოთ,შუაში ჩავდოთ 1ს/კ-მდე ფარში და მოვუკრათ თავი(არაბოლომდე)

ფარში საქონლის ხორცის , ცხიმიანია უმჯობესი. ვუმატებთ წვრილად დაჭრილ ხახვს, მარილს, შავ წიწაკას.
შევწვათ ბლომად ზეთში, პირველად ვწვათ ღია მხრიდან. შეწვისას მნიშვნელოვანია ხორცი არც უმი დარჩეს და არც გამოშრეს, ხორცის წვენით რომ იჟღინთება ცომი გემოს ეს აძლევს.

http://image.geotorrents.com/

Posted by: selena380 14 Jun 2010, 18:42
viko
QUOTE
ბელიაშები

აუუუ ძალიან გემრიელი რაღაც ჩანს უნდა გავაკეთო. შემწვარი ხინკლის ვარიანტია... და ძალიან მიყვარს შემწვარი ხინკალი

Posted by: S_H_I_N_Y 14 Jun 2010, 19:22
viko
ძალიან კარგი ხარ, დიდი მადლობა ბელიაშებისთვის 2kiss.gif

Posted by: viko 14 Jun 2010, 21:13
selena380

გააკეთე არ ინანებ




S_H_I_N_Y

არაფრის 2kiss.gif

Posted by: BaBajanka 16 Jun 2010, 00:12
tasikuna-taso

მართლა? რა საინტერესოა. რატომ ნეტა?

Peppi

გოგო, ხო, იმ ქაღალდშივე მაქვს ჩატოვებული და ვფიქრობ, იქნებ უნდა გადავიტანო-თქო. smile.gif



Posted by: aranormaluri 19 Jun 2010, 00:45
didi bege
QUOTE
ხაჭაპურის ჭამის იმერული ტექნოლოგია

ვართ სტუმრად
ვიღებთ სუფრაზე ახალ შემოტანილ ცხელ ხაჭაპურს და მისი სიცხელის საბაბით ვათამაშებთ თითებით თითქოს და გაგრილება გვინდა, როდესაც შეგრილდება კიდეც და ყველის ძირითადი მასა ხაჭაპურის ქვედა ნაწილში დაგროვდება , ზედა ნახევარს მოვახევთ და მივივიწყებთ
დარჩენილ ქვედა ნაწილს კი გამოპენტილს ყველით გემრიელად შევექცევით.

პ.ს. რას არ ისწავლი სამტრედიაში კაცი



ვაიმე ეს რა წავიკითხეეეეე biggrin.gif საყვარელიიიიი "გამოპენტილს ყველით გემრიელად შევექცევით"

Posted by: nanana 19 Jun 2010, 00:56
ერთხელ მაქვს ბავშვობაში ნაჭამი კლასელლის დაბადების დღეზე ქაღალდის ფურცელივით თხელი ხაჭაპური. არც ყველი ჰქონდა მგონი მაინცდამაინც ბევრი მაგრამ იყო უგემრიელესი. ეხლლა ტელევიზორში ვუსმენდი რომ ემ გრუფი თუ ვიღაც აღდგენს ძველ რეცეპტებს და ერთ ერთი არის კოტორიო რომელიც არის თხელი ხაჭაპურიო და ეგ ხომ არ იყო? დედაჩემს და ბებიაჩემს ამაოდ ვამუშავებდი იმ ეფექტის მისაღწევად. ორივეს ძაან მაგარი ხაჭაპური გამოსდიოდა, მაგრამ ის არ იყო რა. ის რა იყო ნეტა?


აი დაახლოებით ბლინის სისქის user.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 19 Jun 2010, 14:34
იტალიაში მიღებული ინფორმაციითა და გამოცდილებით. სიმინდის ღომის(პოლენტა) საუკეთესო სიმინდის ფქვილად სტორო ითვლება. მართლაც ძალიან გემრიელია

Posted by: t e o n a 21 Jun 2010, 13:51
სამარხვო ფენოვანი ცომის რეცეპტი დადეთ რაა...

: ((
მე ვერ ვპოულობ .

Posted by: nat_nat777 20 Jul 2010, 17:12
viko

აუუუ, ეს ბელიაში, როგორ მიყვააარს. ვგიჟდები. http://www.SmileS.Ge
ქობულეთში გავსინჯე პირველად, რუსი ქალები აკეთებდნენ. უგემრიელესია.
ოღონდ იმათ თავი მოკრული აქვთ და სამკუთხედის ფორმა აქვთ მიცემული. ხოო და კიდე... ჩებურეკივით წვნიანია...

Posted by: nite 20 Jul 2010, 17:27
t e o n a
QUOTE
სამარხვო ფენოვანი ცომის რეცეპტი დადეთ რაა...

სამარხვო მარგარინით ან კარაქით გააკეთე შენც და იგივეა.

Posted by: t e o n a 20 Jul 2010, 22:38
nite
QUOTE
QUOTE
სამარხვო ფენოვანი ცომის რეცეპტი დადეთ რაა...


სამარხვო მარგარინით ან კარაქით გააკეთე შენც და იგივეა.


ეგ გასაგებია და მაგას ვიზამ, მაგრამ ცომის მოზელისას ხომ იყენებენ კვერცხს და ეგ მაინტერესებს.... ანუ ზუსტი რეცეპრი რაა. მე ძალიან ჩაინიკი ვარ ამ საკითხში და ჩემით ვერ ვახერხებ რომ რაღაც ინგრედიენტი ამოვაკლო და სხვა ჩავუმატო... smile.gif

ხო, ეს კითხვა დიდი ხნის წინ დავსვი, ჯერ კიდევ მარხვა რომ იყო , მაგრამ ეხლაც მაინტერესებს.

და კიდევ, ბევრგან მინახავს, ძალიან ფხვიერი, ხრაშუნა ამოსულია ცომი და რომ გააჩერებენ 15-20 წუთს ცომი ეგრევე იწევს და რაგაც 1 სანტიმეტრის სიგრძის ხაჩაპურისნაირი რჩება....

Posted by: ninoma 21 Jul 2010, 07:43
t e o n a
აბა ეს ნახე.
http://forum.ge/?showtopic=34068562&f=&st=1080&#entry17969839

Posted by: t e o n a 21 Jul 2010, 11:36
ninoma
QUOTE
t e o n a
აბა ეს ნახე.
დღეს გავაკეთე X


ძალიან დიდი მადლობა. 2kiss.gif

Posted by: nite 21 Jul 2010, 13:03
t e o n a
ფენოვანს კვერცხი არ სჭირდება.

Posted by: t e o n a 21 Jul 2010, 23:14
nite
http://forum.ge/?showtopic=34068562&f=&st=1080&#entry17969839

აი, ამ რეცეპტშიც უწერია. ამიტომ ვიკითხე მე. არ ვიცი, როგორ კეთდება smile.gif

Posted by: nite 22 Jul 2010, 13:01
t e o n a
QUOTE
აი, ამ რეცეპტშიც უწერია. ამიტომ ვიკითხე მე. არ ვიცი, როგორ კეთდება 

რავი, რასაც ჩვენ სახლში ფენოვანს ვამზადებთ.... არასდროს არ გაგვიკეთებია კვერცხი, მგონი მაგის გაკეთება - არ გაკეთება არაფერს არ ცვლის.,

Posted by: ciyvi77 24 Jul 2010, 10:06
გამარჯობათ გოგოებო,

თუ არ დამზარდებით ერთი კარგი, გამოცდილი ფენოვანის ცომი იქნებ მომწეროთ.
სხვადასხვა რეცეპტი წამიკითხია მეც მაქვს მაგრამ ისეთი არ გამოდის როგორც საჭიროა. უხეში და ცომივით გამომდის უფრო.
ზოგ რეცეპრსჰი მარგარინი ან ზეთი წერია, ზოგან ძმარი, არაყი და ლიმონის მჟავა, კვერცხი ან კვერცხის გარეშე, ცივი ან ცხელი წყალი.

აღარ მინდა ამდენი ექსპერიმენტები.
ვისაც უტყუარი რეცეპტი გაქვთ მომწერეთ. ხაჭაპურისთვის და ღვეზელებისთვის მინდა.


წინასწარ გიხდით მადლობას.

Posted by: rtuli 24 Jul 2010, 11:57
ciyvi77
QUOTE
თუ არ დამზარდებით ერთი კარგი, გამოცდილი ფენოვანის ცომი იქნებ მომწეროთ.

ეს ყველაზე მარტივად მოსამზადებელი რეცეპტია+ნამდვილად გამოცდილი და უტყუარი
http://forum.ge/?showtopic=34068562&f=&st=1080&#entry17969839

ეს ჩემი ვარიანტია,ცოტა რტულია
http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=465&#entry14584121

Posted by: ciyvi77 24 Jul 2010, 12:28
rtuli

ძალიან დიდი მადლობა.
ბალტიმორული ვარიანტი საინტერესოა.

ჩემი ცომი მაცივარში ჩადების მერე უფრო რბილდება ხოლმე. არა და მაგარ ცომს ვზილავდი თავიდან. (თუმცა რეცეპტში რბილი წერია)
მოკლედ გადაკეცვის დროს კიდევ უფრო დუნდება.
რისი ბრალი უნდა იყოს?


Posted by: rtuli 24 Jul 2010, 12:40
ciyvi77
QUOTE
ჩემი ცომი მაცივარში ჩადების მერე უფრო რბილდება ხოლმე. არა და მაგარ ცომს ვზილავდი თავიდან. (თუმცა რეცეპტში რბილი წერია)
მოკლედ გადაკეცვის დროს კიდევ უფრო დუნდება.
რისი ბრალი უნდა იყოს?

ბევრი რამ მოქმედებ....ისე ცომი ეშვება დასვენების მერე.....თავად ფქვილზეა დამოკიდებული,მაცივრის ნესტიანობაზეც....
მსგავსს პრობლემასთან არმქონია შეხება no.gif

Posted by: mariaa 28 Jul 2010, 13:42
ჰავაიან პიცა

ცომი:
175გ ფქვილს ვუმატებთ 1ჩ/კ დროჟს,1ჩ/კ მარილს,ნახევარ ჩ/კ შაქარს(ცოტა შაქარს ყოველთვის ვამატებთ ცომეულობას),1ს/კ ზეითუნის ზეთს და 120მლ თბილ რძეს(ან წყალს).3-4 წუთი ვზილავთ,2 საათი ვასვენებთ და მზადაა გასაშლელად.

საწებელი:
250გ დაჭრილი ცოცხალი პომიდორი(ან გახეხილი)(ან კონსერვის)
1ს/კ ტომატ პასტა
2ს/კ კარაქი
3ს/კ ზეითუნის ზეთი
1 ხახვი
1 კბილი ნიორი
ორიგანო
პილპილი
მარილი

კარაქში ვშუშავთ დაჭრილ ხახვს ან გახეხილს,ვამატებთ გახეხილ ნიორს,ტომატ პასტას,მარილს,ორიგანოს,პილპილს და ვაჩერებთ თავ დახურულს ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში.

400-500გ მოცარელა
200გ ლორი
5-6ც კონსერვის რგოლი ანანასი

გავშლით ამოსულ ცომს წავუსმევთ საწებელს მოვაყრით დაჭრილ ან გახეხილ ნახევარ მოცარელას,დაჭრილ ლორს,ანანასს და დარჩენილ მოცარელას ისევ მოვაყრით ზემოდან.
15-20წ 180გრადუსზე.

http://www.radikal.ru
enjoy...

Posted by: selena380 29 Jul 2010, 01:00
mariaa
QUOTE
ორიგანო

ორიგანოს ქვია ქონდარი

Posted by: Gregori Kafka 29 Jul 2010, 02:16
QUOTE
ორიგანოს ქვია ქონდარ

"ორიგანო" კი არა- ორიგენი! ორიგენი!..... ქონდარი

Posted by: ciyvi77 29 Jul 2010, 14:53
rtuli

გუშინ კავაკეთე ფენოვანი.
შესახედავად არაჩვეულებრივი, თითქოს აფუვდა კიდეც, ზედა ფენა და ძირიც კარგი გამომცხვარი და ხრაშუნა, მაგრამ გული ისევ ცომივითაა.ხრაშუნა არაა. შრეები ეტყობა მაგრამ აშკარად ცომია. ნუთუ ღუმლის ტემპერატურის ბრალია?


იქნებ ცომი რომ უფრო თხელი ყოფილიყო მეტად აფუვდებოდა?

მარგარინი და ფქვილი ავურიე ცომზე წასასმელად, ეს ფქვილი ხომ არ უშლის ხელს ცომის კარგად აშრევებას? კიდევ უნდა ვცადო მხოლოდ მარგარინით.
ვინმეს თუ მსგავსი გამოცდილება ან შენიშვნები გაქვთ გამიზიარეთ. რაში მდგომარეობს ფენოვანი ცომის საიდუმლო.

მადლობთ ყურადღებისთვის

Posted by: rtuli 29 Jul 2010, 16:39
ciyvi77
QUOTE
ზედა ფენა და ძირიც კარგი გამომცხვარი და ხრაშუნა, მაგრამ გული ისევ ცომივითაა.ხრაშუნა არაა. შრეები ეტყობა მაგრამ აშკარად ცომია. ნუთუ ღუმლის ტემპერატურის ბრალია?

გააჩნია გულსართს...რა გამოაცხე?
ტემპერატურული რეჟიმი რათქმაუნდა მთავარია...შეიძლება მაღალია და გული გამოშრობას ვერ ასწრებს?
აბა სცადე მხოლოდ ცომის ფირფიტის გამოცხობა,რა გამოგივა!?მერე დაკრემავ და შეიჭმევა smile.gif

მე მსგავს პრობლემასთან არმქონია საქმე,თუმცა ხაწაპურს როცა ვაცხობ შიგნითა ფირფიტები აშრევებულია და არა ჩაცომებული yes.gif
აი ნახე როგორებია
http://pix.ge/
ესეც ლობიანებია,უბრალოდ კვერცხი არამაქვს ზემოდან გადასმული
http://pix.ge/

Posted by: ciyvi77 29 Jul 2010, 17:02
მადლობთ გამოხმაურებისთვის.
უჰ რა მადის აღმძვრელი სურათები დადეთ2kiss.gif

მე ხაჭაპური გამოვაცხვე დიდ მრგვალ ჟარუნაზე. ყველი მშრალი იყო.

რამდენადაც ვიცი ფენოვან ცომს სიმხურვალე სჭირდება. აუცილებლად ვცდი კიდევ და შედარებით დაბალ ტემპერატურაზე.

Posted by: selena380 30 Jul 2010, 18:02
Gregori Kafka
QUOTE
"ორიგანო" კი არა- ორიგენი! ორიგენი!..... ქონდარი

მრავლობითი ფორმაა ორიგენი wink.gif

Posted by: volli35 30 Jul 2010, 21:33
ciyvi77
QUOTE
რამდენადაც ვიცი ფენოვან ცომს სიმხურვალე სჭირდება. აუცილებლად ვცდი კიდევ და შედარებით დაბალ ტემპერატურაზე.

დაბალი ტემპერატურა არ უნდა ფენოვანს ... აუცილებლად მაღალისკენ უნდა იყოს ცეცხლი

Posted by: nanana 31 Jul 2010, 10:04
ciyvi77
QUOTE
მარგარინი და ფქვილი ავურიე ცომზე წასასმელად, ეს ფქვილი ხომ არ უშლის ხელს ცომის კარგად აშრევებას?


კი, თუ ბევრი ფქვილია. მაქს 1-2 სუფრის კოვზი უნდა. და იმაზეც არის დამოკიდებული რამდენჯერ გადაკეცავ. ანუ რამდენი ფენა კეთდება

Posted by: ciyvi77 2 Aug 2010, 20:19
volli35
nanana

ძალიან დიდი მადლობა რჩევებისთვის. არ მოვეშვები სანამ სუპერ ხარისხის არ გამოვა yes.gif

Posted by: IkaMac 12 Aug 2010, 13:51
იმერული არაფელია აქანა? biggrin.gif






>......................

Posted by: Snow Crash 15 Sep 2010, 18:20
http://www.radikal.ru
თინუსის ღვეზელი :
ცომი - ჩვეულებრივი, მაწვნით.
წესით ნებისმიერი დროჟიანი ცომი უნდა. მაგრამ მე დროჟის ცომს არ ვხმარობ.
გული:
3 ცალი თინუსის კონსერვი (170-200 გრამიანი)
100 გრ. მაიონეზი
1 თავი ხახვი
100 გრამი მაგარი ყველი.
მომზადება:
თინუსის სითხეს გადავუწურავთ, დაჭყლიტავთ ჩანგლით და ავურევთ მაიონეზს. 100 გრამზე მეტიც შეიძლება, ოღონდ ძალიან
არ დასველდეს. დავამატებთ წვრილად დაჭრილ ხახვს და მსხვილად გახეხილ ყველს.
კარგად გადავურევთ და ჩავდებთ.
თავზე კვერცხი ან რამე გასაწითლებელი დასჭირდება.
--------------------------------
არის უგემრიელესი, მართლა.
ფუმფულა და უცნაური ზღვის გემო აქვს. სიამოვნებაა როცა კბეჩ biggrin.gif

Posted by: mariaa 15 Sep 2010, 23:29
Snow Crash
QUOTE
არის უგემრიელესი, მართლა.

მჯერა up.gif
QUOTE
ფუმფულა და უცნაური ზღვის გემო აქვს.

ტუნა love.gif
ცხობის დრო 180გრადუსზე 40-45წუთი იქნება..

Posted by: Snow Crash 15 Sep 2010, 23:52
mariaa
გამეხარდა ქება biggrin.gif
QUOTE
ცხობის დრო 180გრადუსზე 40-45წუთი იქნება..

ზუსტად! 45 წუთში თავი გაუწითლდა და გამზადდა.
ოღონდ ტრადიციულებმა არ ჭამეს - "კონსერვის პეროგი ნენაო?"

Posted by: mariaa 16 Sep 2010, 14:39
Snow Crash
QUOTE
ოღონდ ტრადიციულებმა არ ჭამეს

ოხ ეს ტრადიციულებიი biggrin.gif ერთი და იგიგვე არ ბეზრდებათ..
* * *
მაკარონის სუფლე

1.5ლ რძე
1/2ლ წყალი
1 შეკვრა(500გ)პასტა
6 კვერცხი
500გ Fეტა
1 მწვანე ბულგარული წიწაკა(ან ნებისმიერი ფერის)
შავი პილპილი
1/2 ჩ/კ nutmeg http://www.radikal.ru(კარგ გემოს აძლევს.ბესამელს უხდება ძალიან)
1 ს/კ კარაქი

ღრმა ფორმაში ათქვიფეთ კვერცხი.
ჩაატეხეთ Fეტა,ჩააჭერით ბულგარული,დაასხით რძე,წყალი,პილპილი,nutmeg .
შემდეგ დაამატეთ მოუხარშავი პასტა,მოურიეთ და ზემოდან დაადეთ კარაქი.
მოათავსეთ გახურებულ ღუმელში 45წთ 180 გრადუსზე..

ხომ მარტივია smile.gif ერთი ჩანგლით და ერთი ჭურჭელით გაკეთებული მარტივი სასწრაფო გემრიელი სადილი smile.gif

http://www.radikal.ru



enjoy...

Posted by: volli35 16 Sep 2010, 23:14
mariaa
QUOTE
nutmeg

გაუნათლებლებისთვის ახსენი რა რა არის???

პ.ს. ჩემმა ნოუთმა ტურქეთში კოქტეილი დალია და მიეძინა სამუდამოდ .... ამიტომ ვიპაუზე თქვენგან http://www.SmileS.Ge

Posted by: mariaa 16 Sep 2010, 23:19
volli35
QUOTE
ახსენი რა რა არის???

მეც იმედია დამიწერენ ზუსტად არ ვიცი ქართულად როგორ ეწოდება smile.gif
QUOTE
პ.ს. ჩემმა ნოუთმა ტურქეთში კოქტეილი დალია და მიეძინა სამუდამოდ

აუ ცუდია sad.gif

Posted by: BEKO 16 Sep 2010, 23:22
selena380
QUOTE
მრავლობითი ფორმაა ორიგენი

ორობითი - დიოგენი და ასეsmile.gif))

Posted by: volli35 16 Sep 2010, 23:25
mariaa
QUOTE
მეც იმედია დამიწერენ ზუსტად არ ვიცი ქართულად როგორ ეწოდება

ჯავზი ყოფილა (ანუ мускатный орех) .... ლექსიკონში შევძვერი და ამოვთხარე http://www.SmileS.Ge

Posted by: mariaa 16 Sep 2010, 23:27
volli35
QUOTE
ჯავზი ყოფილა

გმადლობ smile.gif ჩავასწორებ biggrin.gif


ვა ჩასწორება უკვე აღარ შემიძლია არადა 2სთ არ გასულა..

Posted by: volli35 16 Sep 2010, 23:39
mariaa
QUOTE
ვა ჩასწორება უკვე აღარ შემიძლია არადა 2სთ არ გასულა..

14.39 ის პოსტია და ვეღარ ჩაასწორებ .... არაუშავს მთავარია უკვე გავერკვიეთ რაც არის http://www.SmileS.Ge

Posted by: mariaa 16 Sep 2010, 23:57
volli35
QUOTE
14.39 ის პოსტია და ვეღარ ჩაასწორებ

ა ხომ წინა პოსტი ადრე დავწერე..რეცეპტი კი ახლა და შეერთდნენ biggrin.gif

Posted by: Solveig 16 Sep 2010, 23:59
mariaa
QUOTE
nutmeg

მუსკატის კაკალი, ჯავზი smile.gif

წუხელ სახელდახელო პიცა გავაკეთე პიტათი და შენ გამახსენდი smile.gif)

Posted by: mariaa 17 Sep 2010, 00:18
Solveig
QUOTE
მუსკატის კაკალი, ჯავზი

გმადლობ.. კარგია ე.ი. ორივე ვარიანტი სწორია და არჩევანის გაკეთება შემიძლია biggrin.gif
QUOTE
წუხელ სახელდახელო პიცა გავაკეთე პიტათი და შენ გამახსენდი )

პიტას მოყვარული არა? biggrin.gif

Posted by: Solveig 17 Sep 2010, 00:21
Gregori Kafka
QUOTE
ქონდარი

ქონდარი არაა ეგ..თავშავას მსგავსი მცენარეა.
ტუჩოსანთა ოჯახიდანაა ყველა, მაგრამ ორეგანო რეჰანს უფრო მიაგავს, ვიდრე ქონდარს..თუმცა, როგორც ვთქვი, სხვაა.

მე დიდად არ მომწონს..ერთხელ გავსინჯე და განსაკუთრებული არაფერია, არც მიყიდია მას შემდეგ.
სადაც რეჰანი და შაშკვლავი არსებობს...

mariaa
QUOTE
პიტას მოყვარული არა

ჰო, შენ არ გეწერა რეცეპტი? smile.gif

მაგრამ ჩემი "პიცა" ამჟამად განსაკუთრებულს არაფერს შეიცავდა..biggrin.gif

Posted by: upwave 17 Sep 2010, 11:19
mariaa
ხო, ეგ მუსკატია, დედაჩემს ჰქონდა სანელებლების პატარა ყუთი (ანუ ესე გვაჩუქეს), შიგნით ილი, ჯანჯაფილი და რა ვიცი ყველაფერი იყო+მუსკატიც (ანუ ჯავზი) და რახან კაკალი ერქვა, შეჭმა მოვუნდომე, მახსოვს biggrin.gif
მერე უკვე საჭმელში რომ ვხეხავდით, შიგნით ეგეთი იყო ზუსტად.

Posted by: mariaa 17 Sep 2010, 13:17
Solveig
QUOTE
ჰო, შენ არ გეწერა რეცეპტი?

კი,ჩემი ერთ-ერთი საყვარელი biggrin.gif
upwave
QUOTE
ხო, ეგ მუსკატია

QUOTE
და რახან კაკალი ერქვა, შეჭმა მოვუნდომე, მახსოვს

biggrin.gif
მომწონს კარგი არომატი აქვს..
პირდაპირ დაფქულ დაფესოებულსაც ვიყენებ..
QUOTE
ილი

ეს რომელია?

Posted by: volli35 17 Sep 2010, 13:35
mariaa
QUOTE
ილი


ეს რომელია?

кардамон

Posted by: mariaa 17 Sep 2010, 13:40
volli35
რა კარგია რომ ასეთ უცნაურ დასახელებებს ვიგებ..ილი თუ ერქვა არ ვიცოდი smile.gif

Posted by: volli35 17 Sep 2010, 13:47
mariaa
QUOTE
რა კარგია რომ ასეთ უცნაურ დასახელებებს ვიგებ..ილი თუ ერქვა არ ვიცოდი

ეგეთები დედიმ იცის ... პრაფესორაა სპეციებში ... ოღონდ რუსულ-ქართულ ვარიანტში biggrin.gif
თან ეხლა ვიყიდეთ კიდევაც ილიც და კიდე უამრავი სხვადასხვა სპეციები თურქეთში ... ეს ხო აუცილებელია გურმანი ოჯახისთვის tongue.gif

Posted by: upwave 17 Sep 2010, 13:50
mariaa
ფეტა იმერულით ჩავანაცვლო??

Posted by: mariaa 17 Sep 2010, 14:00
volli35
QUOTE
აუცილებელია გურმანი ოჯახისთვის

აბა რაა..სუნელების გარეშე სადილს რაღაც აკლია ყოველთვის smile.gif
upwave
QUOTE
ფეტა იმერულით ჩავანაცვლო??

აი მინდოდა დამეწერა და დამავიწყდა რომ სხვა თეთრი ყველით ჩანაცვლება შეიძლებათქო..ასე რომ თამამად უქენი..
მანდ რომ ვიქნები ერთ დღეს მეც იმერულით ვცდი love.gif

Posted by: ladywin 20 Sep 2010, 11:29
მედოკი

6 კვერცხი და 4 ჭიქა შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ 2ჩ.კსოდა ძმრით, 200გრ. კარაქი, 6 კოვზი თაფლი და დავდგათ ორთქლზე 40წთ. თან ვურიოთ. შემდეგ გადმოვდგათ და შევაზილოთ ფქვილი რამდენსაც შეიზელს. გავყოთ სამ ნაწილად და გამოვაცხოთ. კრემი: 4ცალი მოხარშული სგუშონი, 300გრ. კარაქი გავთქვიფოთ კარგად ვანილთან და ცოტა კონიაკთან ერთად.
* * *
QUOTE (ladywin @ 20 Sep 2010, 11:29 )
მედოკი

6 კვერცხი და 4 ჭიქა შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ 2ჩ.კსოდა ძმრით, 200გრ. კარაქი, 6 კოვზი თაფლი და დავდგათ ორთქლზე 40წთ. თან ვურიოთ. შემდეგ გადმოვდგათ და შევაზილოთ ფქვილი რამდენსაც შეიზელს. გავყოთ 6 ნაწილად და გამოვაცხოთ. კრემი: 4ცალი მოხარშული სგუშონი, 300გრ. კარაქი გავთქვიფოთ კარგად ვანილთან და ცოტა კონიაკთან ერთად.

შემეშალა 6-ის მაგივრად სამი დამიწერია, 6 ნაწილად ვყოფთ ცომს

Posted by: mariastella 24 Sep 2010, 00:44
გამარჯობა

პიცის ცომი მხოლოდ წყალზე ფქვილზე და მარილზე რომ მოვამზადო არ შეიძლება?
საფუარის გარეშე, მერე უცებ ამოდის ხოლმე და რბილდება ცომი, არადა ტკაცუნა და მაგარ მინდა რომ იყოს. biggrin.gif

Posted by: ბესიკის26 24 Sep 2010, 17:37
mariastella
QUOTE
პიცის ცომი მხოლოდ წყალზე ფქვილზე და მარილზე რომ მოვამზადო არ შეიძლება?

QUOTE
საფუარის გარეშე

მე მგონი არაფერი გამოგივა საფუარის გარეშე.
ხრაშუნა ღომ იყოს ოდნავ სქელი მოზილე და საცხობ ფირფიტაზე თხლად გაიყვანე.(მე ფქვილიან მაგიდაზე საბრტყელებლით გამყავს და მერე ვდებ ფორმაზე. ძალიანაც ხრაშუნები გამოდის)

Posted by: iren765 24 Sep 2010, 18:15
QUOTE (mariastella @ 24 Sep 2010, 00:44 )
გამარჯობა

პიცის ცომი მხოლოდ წყალზე ფქვილზე და მარილზე რომ მოვამზადო არ შეიძლება?
საფუარის გარეშე, მერე უცებ ამოდის ხოლმე და რბილდება ცომი, არადა ტკაცუნა და მაგარ მინდა რომ იყოს. biggrin.gif

მაწონი თუ გაქვთ,შიგ ფქვილი,მარილი მოზილეთ.ცომს მოაყარეთ1/2 ჩ/კ სოდა და შეაზილეთ.გამზადებული ცომი მოაგუნდეთ 3ს/კ ზეთით. პიცას უხდება ასეთი ცომი.

Posted by: ladywin 1 Oct 2010, 23:17

500 გრამი ხორცი დავდგათ და მოვხარშოთ ჩავუმატოთ 1 თავი გატარებული ხახვი და ცხიმი, რომ მოიხარშება შევაზავოთ მარილით და შავი წიწაკით. ნებისმიერი ცომი გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცელზე მთლიან სიგრძეზე დავაფინოთ ხორცი მოვაყაროთ ბულგარული და მოხარშული მაკარონი, გადმოვწიოტ ცომი აქეთ-იქედან და შევაერთოთ, წავუსვათ ზევიდან არაჟნიანი კვერცხის გული და გამოვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე.

Posted by: mariaa 18 Nov 2010, 15:11
ხაჭაპური

http://www.radikal.ru


6 Fილო
500გ Fეტა
200გ მაწონი (არაჟნის სისქის)
1/2ჩ.ჭ. რძე
4კვერცხი
1/2ჩ.ჭ. ზეითუნის ზეთი Fილოზე წასასმელად
2ს.კ. ხმელი ან ცოცხალი პიტნა

Fეტას დავტეხავთ ჩანგლით დავუმატებთ მაწონს და ცალკე ათქვეფილ კვერცხებს რძესთან ერთად.
ნებისმიერ ფორმის ფორმაში წავუსმევთ ზეთს.ჩევაფენთ 3Fილოს ისე რომ გვერდები გარეთ გადმოდიოდეს.ყველას წავუსმევთ ზეთს ფუნჯით აქა-იქ.
მოვასხავთ მიღებულ შიგთავსს და გადავაფარებთ გვერდებიდან დარჩენილ Fილოს.
მერე ისევ დავფარავთ დარჩენილი 3ზეთ წასმულ Fილოთი და დარჩენილ Fილოს ზემოდან ქვემოთ ჩავკეცავთ გვერდებით(ან როგორც თქვენ გაგიადვილდებათ).
ზემოდან დავსერავთ დანით ოთხად ან მეტად.ხელით მოვასხავთ ცოტა წყლის წვეთებს და შევდგავთ გახურებულ ღუმელში 180გრადუსზე დაახლოებით 50'.

http://www.radikal.ru


enjoy...


* * *
თუ მანდ Fილო არ არის,მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფენოვანი ცომი ან სოფლური ხრაშუნა ცომი.
დავწერ ამ ორი ცომის რეცეპტსაც თუ დაგაინტერესათ smile.gif

Posted by: Carmen 18 Nov 2010, 16:12
mariaa
QUOTE
6 Fილო
500გ Fეტა

სულ არ ვიცი რა არის ეს ორი biggrin.gif

QUOTE
თუ მანდ Fილო არ არის,მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფენოვანი ცომი ან სოფლური ხრაშუნა ცომი.
დავწერ ამ ორი ცომის რეცეპტსაც თუ დაგაინტერესათ

კარგი იქნება smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 18 Nov 2010, 16:15
Carmen
QUOTE
Fილო

ბერძნული სახელია, თხელი, ფენოვანი ცომია, აქ არც მინახავს

QUOTE
Fეტა

ასევე ბერძნული ყველი love.gif

Posted by: Carmen 18 Nov 2010, 16:51
WOMAN IN LOVE
აუ აქ სად ვიშოვო sad.gif არ მგონია ამათ ქონდეთ მარა ვიკიტხავ მაინც მარკეტში.
QUOTE
ასევე ბერძნული ყველი

ან ეს.
რა კარგად გამოიყურება მარიას ხაჭაპური love.gif

Posted by: mariaa 18 Nov 2010, 17:28
Carmen
QUOTE
კარგი იქნება 

დაგიწერ მოგვიანებით smile.gif

Posted by: Baltimore 18 Nov 2010, 22:23
WOMAN IN LOVE
QUOTE
ბერძნული სახელია, თხელი, ფენოვანი ცომია, აქ არც მინახავს


ნამდვილი აღმოსავლური ბაქლავასათვის სწორედ ეს ცომია საჭირო.

Posted by: orchidea 18 Nov 2010, 22:31
Carmen
QUOTE
აუ აქ სად ვიშოვ

Fეტა აქ იყიდება და არც ისე ძვირი ღირს

Posted by: gloneli 19 Nov 2010, 22:10
Carmen

QUOTE
6 Fილო
500გ Fეტა


სულ არ ვიცი რა არის ეს ორი

თუ საქართველოში ხარ,ფეტა რატომ უნდა იყიდო.ქართულ ყველს არაფერი ჯობია ხაჭაპურში.

Posted by: volli35 19 Nov 2010, 22:14
gloneli
QUOTE
თუ საქართველოში ხარ,ფეტა რატომ უნდა იყიდო.ქართულ ყველს არაფერი ჯობია ხაჭაპურში.

ვოტ ვოტ .... მართალია

Posted by: mariaa 20 Nov 2010, 22:19
QUOTE (volli35 @ 19 Nov 2010, 22:14 )
gloneli
QUOTE
თუ საქართველოში ხარ,ფეტა რატომ უნდა იყიდო.ქართულ ყველს არაფერი ჯობია ხაჭაპურში.

ვოტ ვოტ .... მართალია

სხვა ქვეყნის ხაჭაპური უნდა რომ გასინჯოს..ამჯერად ბერძნულის smile.gif

* * *
Carmen
QUOTE
კარგი იქნება

არ დამვიწყებია დაგიწერ ხრაშუნა ცომს smile.gif

Posted by: Solveig 21 Nov 2010, 01:57
ისე, ფეტა ახალციხურ ყველს გავს ყველაზე მეტად smile.gif გემოთიც, კონსისტენციითაც.

განსხვავება არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მსგავსებაც აშკარაა.

მარია, შენც, ჩემი არ იყოს, ხაჭაპურში მეტი ყველი დ ანკლები ცომი გყვარებია smile.gif))))))) მაგრამ ერთი კითხვა მაქვს: 500გ ყველს ძალიან არ ათხევადებს 1 ჭიქა მაწონი და ნახევარი ჭიქა რძე> თუ კვერცხი კრავს მერე?



მომინდა ახლა ფენოვანი smile.gif) ვიფიქრებ მომავლისთვის...

Posted by: mariaa 22 Nov 2010, 15:11
Carmen
აი ninoma_ს კარგი რეცეპტი
http://forum.ge/?showtopic=34068562&f=&st=1080&#entry17969839

WOMAN IN LOVE
გთხოვ გამარკვიო შენ შეიძლება იცოდე..Fილო კრუსტა(ზემოთა ტიროპიტა კრუსტათი გავაკეთე)გამოდის ფენოვანი ე.ი. და აი Fილო სFოლიატა როგორ არის ქართულად?

Solveig
QUOTE
მარია, შენც, ჩემი არ იყოს, ხაჭაპურში მეტი ყველი დ ანკლები ცომი გყვარებია

კი ასეა smile.gif
აი შემდეგში კი 6-6 ფენას ჩავუფენ უკეთესად მოიწონებენ ოჯახში.
QUOTE
მაგრამ ერთი კითხვა მაქვს: 500გ ყველს ძალიან არ ათხევადებს 1 ჭიქა მაწონი და ნახევარი ჭიქა რძე> თუ კვერცხი კრავს მერე?

ცომზე რომ დაასხავ უკვე შეკრული მასაა(არც ძაან სქელია და არც თხელი).
კარგია როდესაც გამზადებულს კიდევ 30' ვაჩერებთ გამორთულ ღუმელში.იჭრება კარგად და თხელიც არ არის smile.gif
* * *
Carmen
ამ ცომის რეცეპტებით შეგიძლია გააკეთო არა მარტო ყველის შიგთავსი.

სოფლური ცომი

750გ. ფქვილი
1ს.კ. ძმარი
1ს.კ. მარილი
1ჩ.კ. შაქარი
ნელთბილი წყალი რამდენსაც შეიზელს(დაახლოებით 1.5ჭ)

მოზელიდან ცომს გავაჩერებთ 30' დასასვენებლად.
გავყოფთ ორ ნაწილად.
ერთ ცომის ნაჭერს გავშლით თითის ზომაზე.წავუსმევთ თეთრ ცხიმს(vegetable shortening).გადავახვევთ რულეტივით,გადავკეცავთ სამათ და გავაჩერებთ 1 სთ. მაცივარში.იგივეს ვაკეთებთ მეორე ცომის გაშლისას.
მერე ვშლით ორ თხელ ფენას.ზეთ წასმულ ფორმაში ჩავაფენთ დავამატებთ შიგთავსს და ვაფარებთ მეორე თხელ ფენას.
გვერდებს ზემოდან ქვემოთ ჩავუდებთ.ისევ გავაჩერებთ მაცივარში 1სთ.
ღუმელში შედგმამდე ვუსმევთ თავზე ათქვეფილ კვერცხს ზეთით.დავჩხვლიტავთ ჩანგლით ან დავსერავთ დანით.




ისევ ხრაშუნა ცომი

750.ფქვილი
1ჭ ზეითუნის ზეთი
2ს.კ. თეთრი ღვინო ან ძმარი
დააზლოებით 1.5ჭ ნელთბილი წყალი
1ჩ.კ. მარილი
ზეითუნის ზეთი ცომის ფურცლებზე წასასმელად და
ფქვილი


ყველაფერს რომ ავზილავთ ერთმანეთში(ხელზე არ უნდა გვეკრობოდეს)მერე თავდახურულს გავაჩერებთ 30'.
ოთხად გავყოფთ და ფქვილ მოყრილ დაფაზე ვშლით თხელ ცომის ფურცლებს(ისე რომ ლანდი გადიოდეს).
უფრო კარგი ხრაშუნა შედეგისთვის გაშლილ ცომს ვაცადოთ კარგად გამოშრეს.
ზეთ წასმულ ფორმაში ჩავაფენთ ცომის თხელ ფურცლებს აჩეჩილად.ყველა ფურცელს ვუსმევთ ზეთს ყოველთვის.

Posted by: falestra 13 Dec 2010, 23:52
ხალხო. მაღაზიებში რომ იყიდება პაკეტებში ატრია (ლაპშა), როგორ უნდა მომზადდეს? რამე კარგი რეცეპტი თუ იცის ვინმემ მირჩიეთ რა

Posted by: SuperGirl 14 Dec 2010, 00:11
პიცა უნდა გავაკეთო ხვაააააააააალ jump.gif
ერთი სული მაქვს გათენდეს biggrin.gif

კარგი აპრობირებული პიცის რეცეპტი არის აქ? biggrin.gif თავისი სურათით? biggrin.gif
62 გვერდის წაკითხვა მეზარებასავით user.gif

Posted by: unknown lady 17 Dec 2010, 17:40
mariaa
QUOTE
მაკარონის სუფლე

QUOTE
ღრმა ფორმაში ათქვიფეთ კვერცხი. ჩაატეხეთ Fეტა,ჩააჭერით ბულგარული,დაასხით რძე,წყალი,პილპილი,nutmeg . შემდეგ დაამატეთ მოუხარშავი პასტა,მოურიეთ და ზემოდან დაადეთ კარაქი. მოათავსეთ გახურებულ ღუმელში 45წთ 180 გრადუსზე..



ეს განმიმარტე რაა, გეხვეწები
სურათზე როა ის არის ხო?

ვერ გავიგე ვერაფერი :|

QUOTE
ხომ მარტივია smile.gif ერთი ჩანგლით და ერთი ჭურჭელით გაკეთებული მარტივი სასწრაფო გემრიელი სადილი smile.gif


კი აბა
cry.gif

დაწვრილებით თუ ამიხსნი მადლობელი ვიქნები smile.gif

Posted by: sexi-bicola 26 Dec 2010, 03:20
კრეპები გაგიკეტებიათ?
გამოცდილება მინდა რომ გამიზიაროთ გთხოვთ

Posted by: mariaa 5 Jan 2011, 17:07
unknown lady
QUOTE
ეს განმიმარტე რაა, გეხვეწები
სურათზე როა ის არის ხო?

QUOTE
ვერ გავიგე ვერაფერი :|

კი მაკარონის სუფლეა..
ოკ,კიდევ დაგიწერ smile.gif

http://www.radikal.ru

მაკარონის სუფლე

1.5ლ რძე
1/2ლ წყალი
1 შეკვრა(500გ)პასტა მოუხარშავი
6 კვერცხი
500გ Fეტა
1 მწვანე ბულგარული წიწაკა(ან ნებისმიერი ფერის)
შავი პილპილი
1/2ჩ.კ. მუსკატის კაკალი
1ს.კ. კარაქი

ღუმელის ღრმა ტაფაში ათქვიფავ კვერცხებს და რძეს ერთად დაუმატებ ყველს და ჩანგლითვე დატეხავ.
დაამატებ დაჭრილ ბულგარულს,მოუხარშავ პასტას(ხვრიტილებიანი მოკლე მაკარონები).დაამატებ დანარჩენ მასალას კარგად მოურევ რომ განაწილდეს აქეთ იქით და ზემოდან აქა იქ დაადებ კარაქის პატარა ნაჭრებს.
გახურებულ ღუმელში 45' 180 გრადუსზე გააჩერე.

QUOTE
კი აბა

მარტივია მარტივი smile.gif

Posted by: unknown lady 5 Jan 2011, 21:06
mariaa


ძალიან დიდი მადლობა 2kiss.gif
ახლა გავიგე გაკეთება

უბრალოდ ასე ლამაზი როგორ გამოდის ვეღარ ჩავწვდი biggrin.gif

გავაკეთებ და დავწერ რა გამოვა

Posted by: marilis_ 6 Jan 2011, 13:24
ხალხო, დამეხმარეთ რა.
ვაშლის ღვეზელის გამოცხობა მინდა ამ საღამოს.
ადრე მქონდა რეცეპტი, ძალიან მარტივი: კვერცხი, კარაქი, შაქარი, ფქვილი, არაჯანი და დაჭრილი ვაშლი უნდოდა მგონი მარტო.
ჯერ ცომს ვასხამდი ხოლმე ტაფაზე, მერე ვაშლის ნაჭრებს ვადებდი ზემოდან და ისე ვაცხობდი.
ამასწინად ურეცეპტოდ შევეცადე და აშკარად არ გამომივიდა, ცომი მომივიდა სქელი და
თუ ვინმეს გაგიკეთებიათ ან გსმენიათ ეს ღვეზელი, ეგება და ზუსტი რეცეპტი დამიდოთ რა.
რთულ რამეებს ვერ ვაკეთებ და ეს მინდოდა user.gif

Posted by: volli35 6 Jan 2011, 13:29
marilis_
QUOTE
ვაშლის ღვეზელის გამოცხობა მინდა ამ საღამოს.

QUOTE
რთულ რამეებს ვერ ვაკეთებ და ეს მინდოდა

შარლოტკა გააკეთე ... მაგაზე ადვილი იაფი იორღა და გემრიელი აღარ ვიცი რომელია ვაშლიან ნამცხვრებში

Posted by: marilis_ 6 Jan 2011, 14:25
volli35
QUOTE
შარლოტკა

რეცეპტს ხომ ვერ მასწავლით smile.gif
მოვიძიე თქვენი "შარლოტკა" და გარეგნულად ძალიან მომეწონა smile.gif

http://forum.ge/?f=82&showtopic=34108380&st=1455

Posted by: volli35 6 Jan 2011, 14:45
marilis_
QUOTE
რეცეპტს ხომ ვერ მასწავლით
მოვიძიე თქვენი "შარლოტკა" და გარეგნულად ძალიან მომეწონა

ბოდიში შენობით მოგმართეთ
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=527&Itemid=55
აი ჩემი შარლოტკა ... პროპორციების გაზრდა შეგიძლიათ გამოსაცხობი ფორმის სიდიდის მიხედვით

Posted by: marilis_ 6 Jan 2011, 19:35
volli35
QUOTE
ბოდიში შენობით მოგმართეთ

კარგი რა biggrin.gif 2kiss.gif
ასაკი რომ არ ვიცი, მერიდება ხოლმე შენობით biggrin.gif

მადლობა დიდი,
ეხლა მოვედი, დავისვენებ და შევუდგები, თუ გამოვიდა, ფოტოს დავდებ biggrin.gif 2kiss.gif
* * *
volli35
ისა, მაწონი და კარაქი არ უნდა? sleep.gif
(ამოვიტანე და... biggrin.gif )

Posted by: volli35 6 Jan 2011, 20:36
marilis_
QUOTE
კარგი რა

ნუ მაშ მეც კარგი http://www.SmileS.ge ... ჰოდა ახლა გადავედით საქმეზე
QUOTE
ისა, მაწონი და კარაქი არ უნდა?
(ამოვიტანე და...)

არა არ უნდა არანაირი მაწონ-კარაქები
tongue.gif ჩაიტანე ისევ უკან http://www.SmileS.ge ... ან შეინახე რამეში გამოგაყენებინებ არაა პრობლემა

Posted by: marilis_ 6 Jan 2011, 21:52
volli35
QUOTE
ჩაიტანე ისევ უკან

biggrin.gif biggrin.gif
გამოვაცხე,
ფოტოს მეორე გამოცხობაზე დავდებ მაინც lol.gif
გვერდებში მიმეწვა და user.gif
მადლობა გულისხმიერებისთვის 2kiss.gif

Posted by: volli35 6 Jan 2011, 21:58
marilis_
QUOTE
ფოტოს მეორე გამოცხობაზე დავდებ მაინც

დაველოდები http://www.SmileS.ge
QUOTE
გვერდებში მიმეწვა და

ესეიგი 180 გრადუსზე მეტი ცეცხლი მიგიცია
QUOTE
მადლობა გულისხმიერებისთვის

გადაგეხადოს http://www.SmileS.ge

პ.ს. გამიხარდა თუ მოგეწონა .... ეს უკვე სერიოზულად ვთქვი http://www.SmileS.ge

Posted by: selena380 6 Jan 2011, 21:58
marilis_
QUOTE
ფოტოს მეორე გამოცხობაზე დავდებ მაინც 
გვერდებში მიმეწვა და 

გვერდებში მიგეწვა თუ სანამ ფოტოაპარატი მოიმარჯვე ის აღარ იყო? lol.gif lol.gif

Posted by: marilis_ 6 Jan 2011, 22:30
selena380
QUOTE
გვერდებში მიგეწვა თუ სანამ ფოტოაპარატი მოიმარჯვე ის აღარ იყო? lol.gif lol.gif


არა, არავის უჭამია. მე მეოთხედი ნაჭერი გავსინჯე ( რომ ვიღლები მადა მეკარგება biggrin.gif)
დედაჩემი ხვალამდე მარხვაზეა და მეტი არც არავინ მყავს სახლში biggrin.gif
მართლა მიმეწვა და თან აქ ისეთებს დებენ, აქაური ფოტოების ხარისხის დაცემას ვერ ავიტან biggrin.gif

volli35
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: volli35 6 Jan 2011, 22:53
marilis_
http://www.SmileS.ge დღეს გეპატიება უფოტოობა ... შემდეგს ვერ გამომაპარებ
QUOTE
( რომ ვიღლები მადა მეკარგება )

ვინმემ ხომ არ იცით ეს მე რატომ არ მემართება არასოდეს????
http://www.SmileS.ge

Posted by: marilis_ 6 Jan 2011, 23:39
volli35
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცით ეს მე რატომ არ მემართება არასოდეს???? user posted image

რა ბედნიერი ხარ yes.gif

Posted by: volli35 6 Jan 2011, 23:41
marilis_
QUOTE
რა ბედნიერი ხარ

ხო მაგ ბედნიერების შედეგია "კოლობოკივით" რომ გავხდები მალე
http://www.SmileS.ge

Posted by: Peppi 7 Jan 2011, 13:56
sexi-bicola
QUOTE
კრეპები გაგიკეტებიათ?
გამოცდილება მინდა რომ გამიზიაროთ გთხოვთ


კონკრეტულად, რა გაინტერესებს? (რეცეპტი, ფორმა და შიგთავსი, ზომაც - უამრავია, რეგიონების და გემოვნების მიხედვით)

ერთი, ცხელი ტაფა ან სპეციალური ელექტრო საცხობია ყველასთვის საჭირო და მნიშვნელოვანი.

Posted by: niniaa 13 Jan 2011, 12:48
სვანური კუპდარის რეცეპტი ფორუმზე არ დევს თუ მე ვერ ვიპოვე?

Posted by: gloneli 13 Jan 2011, 14:33
niniaa

QUOTE
სვანური კუპდარის რეცეპტი ფორუმზე არ დევს თუ მე ვერ ვიპოვე?

მე ვაკეთებ ასე,სვანებმა მასწავლეს:
უმი ცხიმიანი ღორის და სახონლის ხორცი დავჭრათ ზომაზე წვრილად(მე ვჭრი იმაზე უფრო პატარად,ვიდრე ოსტრისთვის).
დავაჭრათ ხახვი და ნიორი+სვანური მარილი.(სვანური თუ არ გაქვს,ხმელი სუნელები მარილთან და წიწაკასთან ერთად აურიე ერთმანეთში და გამოიყენეეურიო9)).ცო0ტა ღVინო ისე,რომ წვენი არ შეიყენოს.(მე ლუდიც გამომიყენებია ღვინის მაგივრად,სვანების რჩევით რა თქმა უნდა).გამოცხობამდე ცოტა ხნით ადრე გაამზადებ ამ მასალას,ისე რომ გაჩერება მოუწიოს,
ცომი ხაჭაპურის ცომზე სქელი უნდა იყოს.
გუნდას რომ გააკეთებ და პირის მოკვრას დაიწყებ,ბოლომდე ნუ შეკრავ,გული ცოტათი ღია უნდა დარჩეს გამზადებულს,რადგან ცხობის დროს ცხიმი გამოიყოფა,დუღს და ცომს არ გახეთქავს.
დაბალ ცეცხლზე გამოაცხვე ჰაერღუმელში

Posted by: niniaa 13 Jan 2011, 14:48
gloneli
დიდი მადლობა.სვანური მარილი იმდენი უნდა ვუქნა, რომ ჩეულებრივი მარილი არ დაჭირდეს?რბილი ხორცი უნდა, რასაკვირველია, მაგრამ რომელი ნაწილიდან აღებული ჯობია, რომ გამოვიყენოთ? დამატებით ძირა და ქინძის დაფქული თესლის დამატებაც ხომ არ უნდა?ამასწინათ გოგოტიშვილი აცხობდა სვანეთში სვანი ქალბატონის დახმარებით რუსთავი 2-ის ეთერში და ვერ მოვასწარი ჩაწერა. დამამახსოვრდა, რომ თქვა: სვანური მარილი უნდა დავამატოთ, ისე მარილიც, ძირაც ,დაფქული ქინძიცო, თუარადა ვიცი რომ ყველაფერ ამას შეიცავს სვანური მარილიც...მოკლედ დავიბენი...
ცომს როგორ აკეთებთ/ხაჭაპურის ცომს ზოგი მაწვნით, ზოგი ბორჯომით.../? იქნებ დაწვრილებით ცომის რეცეპტიც დამიწეროთ,გეთაყვა...

Posted by: gloneli 13 Jan 2011, 15:07
niniaa
შენს გემოვნებაზეა დამოკიდებული,როგორ შEკმაზავ.თუ ფიქრობ რომ მაინცადამაინც არ ხარ კმაყოფილი სვანური მარილით,მაშინ ცოტ-ცოტა დაამატე.

ცომს რაც შეეხება,დროჟიანი მოზილე,მარილი დაამატე და ზეთი ცოტა.გამოცხობის მერე შეინარჩუნებს სირბილეს.
მაწონი რომ უქნა,ძალიან ფაფუკი გამოვა,შენ კიდე ხაჭაპურის ცომზე სქელი უნდა მოზილო.


Posted by: LA FEMME 24 Jan 2011, 02:20


ფენოვანი ხაჭაპურის გაკეთება მინდა და მაინტერესებს ნაპოლეონის ცომით თუ გამოვა კარგი.. rolleyes.gif

Posted by: Housewife 30 Jan 2011, 22:48
QUOTE (mariaa @ 18 Nov 2010, 15:11 )
ხაჭაპური

http://www.radikal.ru


6 Fილო
500გ Fეტა
200გ მაწონი (არაჟნის სისქის)
1/2ჩ.ჭ. რძე
4კვერცხი
1/2ჩ.ჭ. ზეითუნის ზეთი Fილოზე წასასმელად
2ს.კ. ხმელი ან ცოცხალი პიტნა

Fეტას დავტეხავთ ჩანგლით დავუმატებთ მაწონს და ცალკე ათქვეფილ კვერცხებს რძესთან ერთად.
ნებისმიერ ფორმის ფორმაში წავუსმევთ ზეთს.ჩევაფენთ 3Fილოს ისე რომ გვერდები გარეთ გადმოდიოდეს.ყველას წავუსმევთ ზეთს ფუნჯით აქა-იქ.
მოვასხავთ მიღებულ შიგთავსს და გადავაფარებთ გვერდებიდან დარჩენილ Fილოს.
მერე ისევ დავფარავთ დარჩენილი 3ზეთ წასმულ Fილოთი და დარჩენილ Fილოს ზემოდან ქვემოთ ჩავკეცავთ გვერდებით(ან როგორც თქვენ გაგიადვილდებათ).
ზემოდან დავსერავთ დანით ოთხად ან მეტად.ხელით მოვასხავთ ცოტა წყლის წვეთებს და შევდგავთ გახურებულ ღუმელში 180გრადუსზე დაახლოებით 50'.

http://www.radikal.ru


enjoy...


* * *
თუ მანდ Fილო არ არის,მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფენოვანი ცომი ან სოფლური ხრაშუნა ცომი.
დავწერ ამ ორი ცომის რეცეპტსაც თუ დაგაინტერესათ smile.gif

Fილო როგორ გამოიყურება? იქნებ იყიდება თბილისში?

Posted by: guruliqali 31 Jan 2011, 11:22
გუშინ ჩემი დის დაბადების დღის წვეულებაზე გავაკეთე მარიას ამ რეცეპტით ხაჭაპური, უფრო სწორად როცა ეს რეცეპტი დადო, იქვე ცომის გაკეთების მეორე ე. წ. "სოფლური რეცეპტი"-ც იყო, ძმრით იზილება, მერე "დასვენება", მაცივარი და ა. შ. გულისთვის გამოვიყენე ჩვეულებრივი სახაჭაპურე იმერული ყველი+კვერცხი, არაჩვეულებრივი გამოვიდა, თავი სასიამოვნოდ ხრაშუნა იყო. ყველამ მომიწონა, ჩემთვის ექსპერიმენტი იყო და ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა smile.gif

Posted by: GATO 31 Jan 2011, 19:18
ადრე მაქვს აქ ნანახი კექსი ლორით და ზეთისხილით თუ არ ვცდები ვერ მივაგენი რეცეპტს და ეგებ მომაწოდოთ 2kiss.gif

Posted by: rtuli 31 Jan 2011, 21:22
GATO
QUOTE
ადრე მაქვს აქ ნანახი კექსი ლორით და ზეთისხილით თუ არ ვცდები ვერ მივაგენი რეცეპტს და ეგებ მომაწოდოთ 

გადავაბრუნე განყოფილება და ვიპოვე smile.gif:
http://forum.ge/?f=82&showtopic=33937461&st=1380

აქ ორი რეცეპტია smile.gif

Posted by: Tkilian 1 Feb 2011, 02:41
გამარჯობათ ყველას,
ერთი ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, ვინც იცით სომხური ქადის რეცეპტი მეც მასწავლეთ, ძალიან გულით მინდა გამოცხობა. მადლობა წინასწარ

Posted by: GATO 1 Feb 2011, 15:17
rtuli
მადლობა 2kiss.gif მეც იმდენი ვეძებე....პეპის ბლოგიც ამოვატრიალე biggrin.gif კექსებში არ იყო თავისთავად არც ცომეულში არც ძეხვეულში თან ყველა ინგრედიენტიც არ მახსოვდა

Posted by: LA FEMME 1 Feb 2011, 15:33
Tkilian
QUOTE
გამარჯობათ ყველას, ერთი ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, ვინც იცით სომხური ქადის რეცეპტი მეც მასწავლეთ, ძალიან გულით მინდა გამოცხობა. მადლობა წინასწარ


ცომი: 1,5 მარგარინი დავკეპოთ დანით (მე სპეციაულური დიდი დანა მაქვს მაგისთვის), დავუმატოთ 3 ჭიქა ფქვილი და მარილი , (თან ვკეპავთ), მერე გავაკეთოთ ორმო და ჩავასხათ 1 მაწონი+1ჩ.კ სოდა+2ს.კ ძმარი+2კვერცხი ავურიოთ ეს ყველაფერი და გავგრძელოთ კეპვა. ბოლოს თუ საჭიროა დავამატოთ ფქვილი. (ცომი ისეთი უნდა იყოს რომ ხელიდან ცილდებოდეს). გავაკეთოტ 4 გუნდა.
გული: 3 ჭიქა ფქვილი ჩავყაროთ კვაბში და ცოტა მოვხალოთ, დავამატოთ ნახევარი მარგარინი და ნახევარი კარაქი და რომ გადნება გადმოვდგათ და ავურიოთ 1,5 შაქარი,3 ვანილი. გული გავყოთ 4 ნაწილად ცომის შესაბამისად.
გუნდა გავაბრტყელოთ მართკუთხედად და მთელ ხედაპირზე მოვაყაროთ გული, გადავახვიოთ, ბოლოები შევუკეცოთ, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გულში არეული ზეთი და დავჭრათ ფიგურული დანით. დავაცკოთ ჟარუნაზე და გამოაცხოთ smile.gif
p.s. თუ რამეს ვერ გაიგებ მკითხე და გეტყვი smile.gif

http://www.radikal.ru
აი ასეთი გამოდის smile.gif

Posted by: GATO 1 Feb 2011, 15:51
rtuli
უი კიდევ რა მაინტერესებს ,კექსის ფორმაში რომ გამოვაცხო ვეღარ ამოვიღებ? და ორი პორცია ხომ არ დაჭირდება? მე 5 კვერცხიან კექსს რომ ვაცხობ ფორმა თითქმის ბოლომდე ივსება ....

Posted by: Tkilian 1 Feb 2011, 16:41
LA FEMME
ვააა გაიხარეე ძალიან გემრიელი ჩანს, დგესვე გავაკეთებ ჰეჰ


2kiss.gif

გულში რომ წერ რომ დავამატოთ ნახევარი კარაქი და მარგარინინიო ანუ კარიქიც და მარგარინიც 250 გრ ერთად?

Posted by: LA FEMME 1 Feb 2011, 16:56
QUOTE
გულში რომ წერ რომ დავამატოთ ნახევარი კარაქი და მარგარინინიო ანუ კარიქიც და მარგარინიც 250 გრ ერთად?



yes.gif

აბა შენ იცი smile.gif

Posted by: rtuli 1 Feb 2011, 17:30
GATO
QUOTE
უი კიდევ რა მაინტერესებს ,კექსის ფორმაში რომ გამოვაცხო ვეღარ ამოვიღებ? და ორი პორცია ხომ არ დაჭირდება?

როგორ არ ამოიღებ smile.gif
უბრალოდ დაიზღვიე თავი და კარაქი მოუსვი+მოაყარე საფანელი.
ეს ერთი პორცია საკმარისია smile.gif

Posted by: GATO 1 Feb 2011, 18:29
rtuli
კიდევ მადლობა 2kiss.gif თუ გამომივა დავდებ შედეგს :დ

Posted by: Housewife 2 Feb 2011, 13:12
QUOTE (rtuli @ 31 Jan 2011, 21:22 )
GATO
QUOTE
ადრე მაქვს აქ ნანახი კექსი ლორით და ზეთისხილით თუ არ ვცდები ვერ მივაგენი რეცეპტს და ეგებ მომაწოდოთ 

გადავაბრუნე განყოფილება და ვიპოვე smile.gif:
http://forum.ge/?f=82&showtopic=33937461&st=1380

აქ ორი რეცეპტია smile.gif

რთული,

ძალიან ხრაშუნა ფენოვანი ცომის რეცეპტი მჭირდება, ხომ არ გეგულება სადმე?

Posted by: rtuli 2 Feb 2011, 15:28
Housewife
QUOTE
ძალიან ხრაშუნა ფენოვანი ცომის რეცეპტი მჭირდება, ხომ არ გეგულება სადმე?

ძალიან ხრაშუნას ცომის მიზეზი არის:
კარაქის ან მარგარინის ხარისხი ...
ღუმელის ტემპერატურა...
ცხობის პერიოდი....
ეს სამივე ფაკტიურად ინტუიციაზე+პრაკტიკაზე არის დამოკიდებული smile.gif
კარგ რეცეპტების ლინკებს დაგიდებ,სამივე სუპე კარგი ცომი გამოდის :
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=526&Itemid=55
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=619&Itemid=55
http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=465&#entry14584121

Posted by: Peppi 2 Feb 2011, 16:50
კიდევ უკეთესი ფენოვანი ცომის რეცეპტით მოვედი.. მაგრამ იმათგან განსხვავებით უფრო რთული და უფრო ძვირიც არის..

აქვე ნახავთ ცომის გაბრტყელება/გადაკეცვის წესებსsmile.gif

"ფენოვანი ცომი მასკარპონეთი".. და გადაკეცვის წესები
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=708&Itemid=55

Posted by: UK_addicted 2 Feb 2011, 18:29
გოგოებო გამარჯობათ. ძალიან მჭირდება გერკულესის პეჩენიების რეცეპტი და მიშველეთ რა პლს

Posted by: Peppi 2 Feb 2011, 18:42
UK_addicted
გერკულესი შვრიაა ხო?

აი, rtuli-ის შევრიის პეჩენიები
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=268

Posted by: UK_addicted 2 Feb 2011, 20:23
Peppi
კი შვრიაა. დიიიდი მადლობა შენ და რთულის smile.gif

Posted by: viko 8 Mar 2011, 18:38
http://image.geotorrents.com/



http://image.geotorrents.com/

600გრ ფქვილი
350 მლ თბილი რძე
100მლ თბილი წყალი
1 ს/კ დროჟი
1 1/2 ჩ/კ მარილი
1ჩ/ კ შაქარი
5-6 კოვზი გამდნარი კარაქი

მოზილეთ ცომი, გაყავით 6 თანაბარ ნაწილად.
სამუშაო მაგიდას გადაუსვით ზეთი, გაიყვანეთ ერთი ფენა ძალიან თხლად (აჩმის ფენასავით).
მოასხით გამდნარი კარაქი, დააფინეთ მეორე ფენა, ამ ფენაზე მოათავსეთ თქვენ რაც გსურთ: ყველი, სოკო, ფარში....
დააფარეთ მე 3 ფენა, გადაკეცეთ ფენოვანი ცომის მსგავსად, ამოაბრუნეთ ისე, რომ ნაკეცები ქვემოთ მოექცეს. დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და ადროვეთ ამოსვლა 40 წთ.
გადაუსვით კვერცხის გული, გამოაცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე.

ცომის ამ რაოდენობით 2 მოზრდილი ღვეზელი გამოვა.
ცომის ნაწილს შეგიძლიათ დაუმატოთ დარიჩინი. გაააბრტყელეთ,
მოაყარეთ 2 ს/კ შაქარი, დაახლოებით 2 ს/კ ქიშმიში, რამდენიმე ლებანი ნიგოზი.
დაახვივთ რულეტივით, დაჭერით და დაალაგეთ საცხობ ზედაპირზე.
ფქვილის რაოდენობა +-50გრ , ცომის ამოსვლის ზუსტი დრო, ღუმელის ტემპერატურა თავად უნდა არეგულიროთ.

Posted by: liongirl 21 Mar 2011, 16:12
გოგოებო, ძლიან გთხოვთ პასკის რეცეპტი დამიდეთ რაა, ისეთი მინდა რომ გამოცდილი გქონდეთ yes.gif თან ეს ჩემი პირველი მცდელობაა და არ მინდა ცუდი გამომივიდეს და მთლად ხელი ავიღო ცხობაზე biggrin.gif

Posted by: ninoma 21 Mar 2011, 16:57
liongirl
QUOTE
გოგოებო, ძლიან გთხოვთ პასკის რეცეპტი დამიდეთ რაა, ისეთი მინდა რომ გამოცდილი გქონდეთ yes.gif თან ეს ჩემი პირველი მცდელობაა და არ მინდა ცუდი გამომივიდეს და მთლად ხელი ავიღო ცხობაზე

პასკა კეთდება ხაჭოთი და თუ კულიჩს გულისხმობთ,
მაშინ ეს არის ძალიან კარგი რეცეპტი. შარშან გავაკეთე და კმაყოფილი დავრჩი.
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=196&Itemid=55


Posted by: liongirl 22 Mar 2011, 00:12
QUOTE
ninoma

პასკას ვგულისხმობდი

Posted by: ninoma 22 Mar 2011, 02:29
liongirl
პასკას ცხობა არ უნდა.
ეს ნახე
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=237&Itemid=55

Posted by: gloneli 22 Mar 2011, 18:10
ninoma
კი მაგრამ ბავშვობიდან მოყოლებული სააღდგომო პასკა მსმენია და კულიჩი როდიდან დაერქვა?
კულიჩი სულ სხვანაირი იყო,დიდი ფუნთუშის ფორმის,შუაში ცომის ზოლით.მაღაზიებში იყიდებოდა ხოლმე,მაშინ,კომუნისტების დროს.ეტყობა ძალიან ძველი ვარ.gigi.gif

Posted by: guruliqali 22 Mar 2011, 18:53
gloneli
QUOTE
მაღაზიებში იყიდებოდა ხოლმე,მაშინ,კომუნისტების დროს

ეხლაც იყიდება ზუსტად მასეთი, შუაში ცომის ზოლით yes.gif

Posted by: gloneli 22 Mar 2011, 19:01
guruliqali
QUOTE
ეხლაც იყიდება ზუსტად მასეთი, შუაში ცომის ზოლით
და კულიჩი ხომ ერქვა მაგას?თუ მე სხვა სამყაროში ვცხოვრობდი?!
გაფიცებ,სააღდგომოდ რომ ცხვება პასკა ხომაა ის?

Posted by: ninoma 22 Mar 2011, 20:10
gloneli
QUOTE
კი მაგრამ ბავშვობიდან მოყოლებული სააღდგომო პასკა მსმენია და კულიჩი როდიდან დაერქვა?

მეც მასე ვიცოდი და მაგ სახელით ჩემს ბელორუსელ მეზობელს რომ მივუკითხე, გამანათლა,
ორივე სახელი მოდის რუსულიდან, პასკა კეთდება ხაჭოთი, გამოცხობის გარეშე და რასაც ჩვენ პასკას ვეძახდით,
ყოფილა კულიჩი. ქართული სახელწოდება სამწუხაროდ არცერთის არ ვიცი.
შარშან გავაკეთე პირველად პასკა და ყველას მოგვეწონა.
სტუმარმა კი მასწავლა, პასკა კარაქივით უნდა გადაუსვა კულიჩის ნაჭერს და ისე მიირთვაო.
მე არ ვიცოდი და ცალკე დესერტად გამოვიყენებდი.
ასე კი ძალიან გემრიელი გამოვიდა.

Posted by: guruliqali 22 Mar 2011, 21:01
gloneli
QUOTE
და კულიჩი ხომ ერქვა მაგას?

კი, მე დღესაც კულიჩად ვყიდულობ yes.gif
ninoma
დღემდე არ ვიცოდი ეს ყველაფერი, მე პოლონელი ძიძა მყავდა, ჩემი საყვარელი "ბაბა ლენა" და მახსოვს, საუკეთესო პასკებს, სააღდგომო რულეტებს და კულიჩებს აკეთებდა ძველ რუსულ ღუმელში. მემგონი პასკას ისიც გამომცხვარს ეძახდა.
ისე, რა მაგის პასუხია და, თუ არის "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო...", მაშინ შეიძლება ათეულის, ორმოცდაათეულის ან ოცდახუთეული სიის გაკეთება " 10 ან - - - კერძი, რომელიც უნდა გააკეთო, სანამ ცოცხალი ხარ" თუ რაღაც ეგეთი, და ამ სიის თავში მე სააღდგომო პასკას დავსვამდი.

yes.gif

Posted by: orchidea 22 Mar 2011, 23:25
ninoma
guruliqali
gloneli
ქართველები პასკას ვეძახით გამომცხვარს მთელი ცხოვრება და კულიჩი რუსული სიტყვაა, ხაჭოს პასკაკიდო ეგრეა ქარტულად
მე ასე ვიცი

Posted by: gloneli 23 Mar 2011, 00:33
guruliqali
QUOTE
მე პოლონელი ძიძა მყავდა,

QUOTE
მემგონი პასკას ისიც გამომცხვარს ეძახდა.

კი,პასკაა სააღდგომო,პოლონელებიც მასე ეძახიან და აცხობენ,მიუხედავად კათოლიკობისა.

Posted by: liongirl 23 Mar 2011, 13:57
ninoma
მადლობაninoma

Posted by: ekageo 23 Mar 2011, 18:46
ფენოვანი ლობიანის რეცეპტი თუ ვინმემ იცით დადეთ რაააააააააააააა

მადლობა წინასწარ

Posted by: Solveig 30 Mar 2011, 09:46
მეც შევუერთდები ეკაგეოს წამოჭრილ თემას: ზეთით ვინმეს გაგიკეთებიათ ფენოვანი ცომი? გამოდის?


ninoma
QUOTE
ორივე სახელი მოდის რუსულიდან, პასკა კეთდება ხაჭოთი, გამოცხობის გარეშე და რასაც ჩვენ პასკას ვეძახდით,
ყოფილა კულიჩი.

უკრაინაში ხაჭოიანსაც და გამომცხვარსაც-ორივეს პასკას ეძახდნენ...ყოველ შემთხვევაში, ოდესაში ნამდვილად.

სე ხაჭოიანს ვერ დავუჭირე გემო რაღაც...შეიძლება, იმიტომ, რომ ცარიელი ხაჭო მიყვარს, უყველაფრო.

Posted by: Dr_Zuzumbo 30 Mar 2011, 10:36
აეუფ, ახალ წრეზე წავიდა "პასხის" "პრობლემა".
პირველ რიგში- პასკა კი არა, პასხა- "კრაოტი" კი არა, "კრავაწ"
მეორე "ჩვენთან ასე ვუწოდებთ", სუსტი არგუმენტია. უფრო სწორად არგუმენტიც არაა. "ჩვენთან" სპორტულ ფეხსაცმელს "ბოტასებს" ეძახიან.
საშობაო "პასხა" კეთდება ხაჭოსაგან. კულიჩიცა და ბაბაც სააღდგომო ნუგბარია.

აგერ წერია ნათლად და ამას კამათიც არ უნდა
http://en.wikipedia.org/wiki/Paskha_(dish)

Posted by: rtuli 30 Mar 2011, 13:03
Solveig
QUOTE
ზეთით ვინმეს გაგიკეთებიათ ფენოვანი ცომი? გამოდის?

არგამოვა...
მხოლოდ ფილოს თუ შეიძენ და იმას გადაუსმევ ზეთს,ფენებ შორის.

Dr_Zuzumbo
QUOTE
პირველ რიგში- პასკა კი არა, პასხა- "კრაოტი" კი არა, "კრავაწ"
მეორე "ჩვენთან ასე ვუწოდებთ", სუსტი არგუმენტია. უფრო სწორად არგუმენტიც არაა. "ჩვენთან" სპორტულ ფეხსაცმელს "ბოტასებს" ეძახიან.
საშობაო "პასხა" კეთდება ხაჭოსაგან. კულიჩიცა და ბაბაც სააღდგომო ნუგბარია.

+1

დროა თავისი სახელის დარქმევა ვისწავლოთ ნაწარმზე.

Posted by: lala 30 Mar 2011, 15:34
rtuli
Peppi
ადრე ვისაც გახსოვთ ძველი ბატონები იქ იყიდებოდა ბრიოში,. ვინმემ ხომ არ იუცით რეცეპტი?
viko
ეს ბრიოში ხო არაა შემთხვევით? რაღაცა მაგდაგვარი იყო უბრალოდ შოკოლადი ქონდა ზემოდან

Posted by: Peppi 1 Apr 2011, 11:52
ეს "ასფურცელა სიურპრიზი"

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=953&Itemid=55

Posted by: GloriaGloria 1 Apr 2011, 14:07
გამარჯობა ფორუმელებოო..
მარციპანი სად ვიყიდო,ხომ ვერ დამაკვალიანებთ?

Posted by: lavandula_vulgare 1 Apr 2011, 14:53
ხინკლის ცომი

ხომ არ იცით, რესტორანში რა "საიდუმლო" აქვთ ხინკლის ცომის მომზადებისას? დედაჩემი შესანიშნავად ამზადებს ფქვილოვან ნაწარმს, უგემრიელეს ხინკალსაც აკეთებს, ხინკლის ცომიც შესანიშნავია, მაგრამ მოხარშვის შემდეგ ისეთი მაგარი და კარგი, პრიალა ზედაპირის მქონე აღარაა, რესტორანში რომ არის ხოლმე.

Posted by: rtuli 1 Apr 2011, 15:09
lavandula_vulgare
QUOTE
ხინკლის ცომი

ხომ არ იცით, რესტორანში რა "საიდუმლო" აქვთ ხინკლის ცომის მომზადებისას? დედაჩემი შესანიშნავად ამზადებს ფქვილოვან ნაწარმს, უგემრიელეს ხინკალსაც აკეთებს, ხინკლის ცომიც შესანიშნავია, მაგრამ მოხარშვის შემდეგ ისეთი მაგარი და კარგი, პრიალა ზედაპირის მქონე აღარაა, რესტორანში რომ არის ხოლმე.

აბა შეხედე ასეთი გინდა რომ იყოს?
http://forum.ge/?showtopic=34007985&f=&st=150&#entry15446082

GloriaGloria
QUOTE
მარციპანი სად ვიყიდო,ხომ ვერ დამაკვალიანებთ?

ყველაზე მარტივად მისაგნები ადგილი,წერეთელზეა,შინჰოფერის მაღაზიის მარცხენა მხარეს,კორპუსის ქვეშ,თურქული მაღაზიაა საკონდიტრო.
მაგრამ,100% მარციპანის მასა არ არსებობს აქ.ანუ ნუში ღირს ძვირი ძალიან+შაქრის პუდრი უნდა და მისი თვით ღირებულება ძალიან ძვირი ჯდება.
იმიტაციები გიყვარდეს,სავსეა+ქიმიური არასასიამოვნო გემოთი sad.gif...ნუ მე ასე აღვითქვი როცა დავაგემოვნე.
სახლის პირობებში შეგიძლია მოზილო და გამოიყენო.

Posted by: lavandula_vulgare 1 Apr 2011, 15:25
rtuli
QUOTE
აბა შეხედე ასეთი გინდა რომ იყოს?  http://forum.ge/?showtopic=34007985&f=&st=150&#entry15446082



კი, სწორედ ასეთი. და ამას 2 კილო ფქვილზე ერთი კვერცხი შვრება?

Posted by: rtuli 1 Apr 2011, 15:33
lavandula_vulgare
QUOTE
კი, სწორედ ასეთი. და ამას 2 კილო ფქვილზე ერთი კვერცხი შვრება?

2 უყავი არაწყენს smile.gif...თუმცა ხინკლის ცომის აუცილებლობა არის მაგარი ცომის მოზელვა,კვერცხის გარეშეც კი გამოდის პრიალა,ოღონდ ეგ უკვე ძნელად გასაშლელი ხდება,სახლის პირობებში sad.gif,სახინკლეებში კი მანქანა შლის მაგ ცომს.

მე მეორე დღეს მაჯები მტკივა smile.gif მაგრამ,ღირს წვალებად....

Posted by: orchidea 5 May 2011, 16:03
სოკოს ღვეზელი ბეკონით
http://www.radikal.ru
საჭიროა;
ცომი: 2 ჭ. ფქვილი
200გრ.კარაქი
2 კვერცხის გული
მარილი 0,5 ჩ.კ.
გულსართი :300გრ. ქამა სოკო
300 გრ. ბეკონი
2 თავი ხახვი
დასასხმელად:
300გრ. არაჟანი
200გრ. დახეხილი ყველი სულგუნი
მარილი
პილპილი
2 კვერცხი

მომზადება:
გაცერით ფქვილი და აზილეტ კარაქთან + კვერცხის გული +მარილი და სწრაფად მოზილეთ . თუ კარგად არ შეიკრა ცოტა წყალი მიახმარეთ . შედგით მაცივარში.
მანამდე მოამზადეთ გულსართი . ბეკონი დაჭერიტ და შეწვით ტაფაზე .მიუმატეთ ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი მობრაწეთ და დააყარაეთ გასუფთავებული და გარეცხილი სოკო . მოაყარეტ მარილი ,პილპილი გემოვნრბის მიხედვით და შებრაწეტ ეს სანამ სითხე არ დაშრება
ცომი გამოიღეთ ,გააბრთყელეთ და დააფინეთ ტარტის ცხიმწასმულ ყალიბში . დაადეთ და გაანაწილეთ ზემოდან სოკოს გულსართი და ზემოდან გადასხით არაჟანი+კვრცხი +ყველის ნარევი .
გამოაცხვეთ 180-200 გრ. 30-40 წ.

Posted by: keto22 5 May 2011, 16:49
rtuli
მეც ასე ვაკეთებ ხინკლის ცომს
და პრიალა გამოდის
http://www.radikal.ru

Posted by: Grdzneuli 19 May 2011, 18:31
ვინმე ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება მოვიძიო ინფორმაცია ჭვავის ფქვილის შესახებ? ანუ ფასი, საიდან შემოდის სად იყიდება და ასე შემდეგ?
წინასწარ დიდ მადლობას გიხდით wink.gif

Posted by: rtuli 19 May 2011, 21:15
keto22
QUOTE
მეც ასე ვაკეთებ ხინკლის ცომს
და პრიალა გამოდის

რა კარგი ხინკლებია tan.gif
ჭიპები კარგი აქვს ძალიან,ხელს მოკიდებს ადამიანი....ჩემები კიდე ჭამენ,რატომღაც უყვართ ჭიპების ჭამა rolleyes.gif

Posted by: shilaida 20 May 2011, 09:20
rtuli
QUOTE
ჩემები კიდე ჭამენ,რატომღაც უყვართ ჭიპების ჭამა 

მას შEმდეგ რაც თქვენი მოხვეული ხინკლის ფოტოები ვნახე,მეც ისე ვამზადებ,ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო,ბავშვები,კუჭებს უფრო ეტანებიან მხოლმე მგონი,ამიტომაც სათანადოდ ვაბრტყელებ,რომ მთლიანად მოიხარშოს!!!:)

Posted by: _qaloba_ 27 May 2011, 23:09
პიცის ცომის რეცეპტი იქნება დამიდოთ ვინმემ smile.gif

Posted by: volli35 27 May 2011, 23:27
rtuli
QUOTE
ჩემები კიდე ჭამენ,რატომღაც უყვართ ჭიპების ჭამა

ჭიპები თუ კუჭები ... მადამ??? http://smiles.33b.ru/smile.169308.html

Posted by: keto22 28 May 2011, 01:22
rtuli
QUOTE
.ჩემები კიდე ჭამენ,რატომღაც უყვართ ჭიპების ჭამ

ჩემი შვილის მაგითი იწყებს ჭამას : ))))

Posted by: rtuli 28 May 2011, 02:32
volli35
QUOTE
ჭიპები თუ კუჭები ... მადამ???

ჭიპი ზემოდან არის...აი კუჭი შინაგანი ორგანოა biggrin.gif

ისე ლოგიკურად რატომ არა ჭიპი და რატომ კუჭი!? rolleyes.gif

_qaloba_
QUOTE
პიცის ცომის რეცეპტი იქნება დამიდოთ ვინმემ 

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=57&Itemid=55
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=828&Itemid=55

Posted by: guruliqali 28 May 2011, 06:53
_qaloba_
QUOTE
პიცის ცომის რეცეპტი იქნება დამიდოთ ვინმემ

მე ასე ვაკეთებ - 2 და 1/4 ჭ. ფქვილი + 1 ჩ.კ. საფუარი + 0.5 ჩ.კ. მარილი აურიე ერთმანეთში, ცალკე 240 მლ-იან ჭიქაში ჩაასხი 1 ს. კ. ზეთი (ზეითუნის ან მზესუმზირის) და შეავსე თბილი წყლით ბოლომდე, ამ სითხით მოზილე ცომი. გარედან ცომი "მოაბურთავე" ზეთიანი ხელით და დადგი ამოსასვლელად 1 სთ. ამ ცომით გამოდის ორი მოზრდილი ზომის პიცა.

Posted by: _qaloba_ 28 May 2011, 10:13
მადლობა ყველას გაიხარეეეთთ smile.gif

Posted by: volli35 28 May 2011, 10:25
rtuli
QUOTE
ჭიპი ზემოდან არის...აი კუჭი შინაგანი ორგანოა

ისე ლოგიკურად რატომ არა ჭიპი და რატომ კუჭი!?

ესეა და ვსიო .... ამ კითხვით მიმართე მთის ხალხს ...

რა დროს ლოგიკაა როდესაც ქაფქაფა უგემრიელეს ხინკალთან გვაქვს საქმე biggrin.gif

Posted by: ciyvi77 28 May 2011, 16:04
ხალხნო იქნებ ქართულიპურისთვის მასალის პროპორციები მომწეროთ ანუ, რამდენ ლიტრ წყალს ზე რამდენი საფუარი და მარილია საჭირო? უნდა თუ არა ზეთში გადაზელვა და რამდენში?
მადლობთ წინასწარ.

Posted by: **DIMMU*** 29 May 2011, 20:15
შეიძლება ამ თემაში ბევრია აჩმის რეცეპტები მაგრამ მე დიდი ხანია მას ვამზადებ და გამოცდილი მაქვს და ძალიან გემრიელი გამოდის

ა ჩ მ ა

ცომის ინგრედიენტები:
კვრეცხი 5 ც
წყალი 1 ჭ
მარილი 1 ჩ.კ
ფქვილს რამდენსაც შეიზელს , მოვზილოთ მაგარი ცომი
ცომი გაყოთ 6 ტოლ ნაწილა დამოვათავსოთ მაცივარში მინიმუმ ნახევარი საათი


აქ 4 უკვე გაპრტყელებული მაქვს და ამ ორს გადავუგე სურათი
http://pix.ge/x/b/y/2xsnj/

წყლით სავსე ემალის თასში ჩავყაროთ მარილი და ავადუღოთ , დავახუროთ სახურავი რომ მალე ადუღდეს,
გამოვიღოთ მაცივრიდან ცომის გუნდები და 5 წუთი შევაყოვნოთ ოთახის ტემეპერატურაზე.

აჩმის ფორმა გავპოხოთ კარაქით
პარალელურად გავადნოთ 300გრ კარაქი და 1,300 გრ მსხვილ სახეხზე გახეხილი ყველი მოვიმარაგოთ

1-ფენა:გუნდა გავაბრტყელოთ აჩმის ფორმის ზომაზე და მოუხარშავად ჩავაფინოთ და წავუსვათ გამდნარი კარაქი
http://pix.ge/x/a/t/1ox0g/

2-ფენა: უფრო მეტად გავაბრტყელოთ, ხელით გავშალოთ ,და მოვხარშოთ
http://pix.ge/x/b/m/ncydv/
http://pix.ge/x/a/k/0ae2m/

ხის ჯოხისა და თუშფალანგის დახმარებით ამოვიღოთ ცომი ადუღებული წყლიდან, მოვათავსოთ ცივ წყალში, გავაციოთ ,გავწუროთ
http://pix.ge/x/b/t/8ucxh/
და ჩავფონოთ აჩმის ფორმაში(მოხარშული ცომი გაცილებით დიდია ვიდრე ფორმა, ამიტომ სასურველია ავგოფროტ ცომი და ისე მოვათავსოთ)
http://pix.ge/x/b/j/nailt/

გახეხილი ყველი გავყოთ ორ ნაწილად
ნახევარი ყველი დავაყაროთ მე-2 ფენას ისე, რომ სრულიად დაფაროს ცომი და მოვასხათ კარაქი
http://pix.ge/x/a/j/m9xhm/
3-ფენა, გავაბტყელოთ,მოვხარშოთ , გავაციოთ, გავწუროთ და დავაფინოთ, ზემოდან წავუსვათ კარაქი
4-ფენა:გავაბრტყელოთ, მოვხარშოთ, გავაციოთ, გავწუროთ და დავაფინოთ, მოვაყაროთ დარჩენილი ყველი და მოვასხათ კარაქი
5-ფენა:გავაბტყელოთ,მოვხარშოთ , გავაციოთ, გავწუროთ და დავაფინოთ, ზემოდან წავუსვათ კარაქი
6-ფენა: გავბრტყელოთ და მოუხარშავი დავაფინოთდ , გვერდები კარგად ჩავუკეცოთ
http://pix.ge/x/b/n/7y68h/
ხელით კარგად უნდა გავაბრტყელოთ და გავასწოროთ ზედაპირი
http://pix.ge/x/a/h/wn5an/

და კარგად წავუსვათ კარაქი,კიდეებზეც და ზადაპირზეც
http://pix.ge/x/b/x/m17qf/

და შევდოთ მაცოვარში, მინიმუმ 30წუთი
შეუმწვარ მდგომარეობაში, ერთი კვირა ინახება მაცივარში

შეწვამდე აუცილებლად უნდა დავჭრათ და 180გრადუსზე შევწვათ სანამ ზედაპირი არ დაიბრაქწება!
აუცილებელია, ზედა და ქვედა წვის რეჯიმის გამოყენება!

ჯერ არ შემიწვავს biggrin.gif და სურათს მოგვიანებით მოგართმევთ!

Posted by: Angel1 2 Jun 2011, 14:01
QUOTE
**DIMMU***

დიდი მადლობა ასეთი დაწვრილებითი რეცეპტისთვის love.gif

Posted by: Housewife 2 Jun 2011, 16:11
ვინმემ იცი ფილოს ცომი სად იყიდება?

Posted by: shilaida 2 Jun 2011, 16:19
Housewife
თურქულ მარკეტებში ძირითადად,როგორც გოგოები ამბობენ(მე არ მიყიდია)
დიღომში,წითელქუდას გვერდით და დიდუბე პლაზაში)

Posted by: ELE_ne 2 Jun 2011, 16:28
QUOTE (Peppi @ 1 Apr 2011, 11:52 )
ეს "ასფურცელა სიურპრიზი"

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=953&Itemid=55

ვაიმე რა გემრიელობა ჩანსსსსს chups.gif .........ყველი ბრი პოპულიში ექნებათ ხო?............და კიდევ, ფილო ცომი რა არის? მზა იყიდება თუ როგორ?

Posted by: Peppi 3 Jun 2011, 01:38
ELE_ne
QUOTE
ვაიმე რა გემრიელობა ჩანსსსსს 

მართლა ძალიან გემრიელია, თან თბილიsmile.gif

აი, ცომი სად იყიდება ზემოთ დაწერა shilaida-მ, დავაკოპირებ

QUOTE
თურქულ მარკეტებში ძირითადად,როგორც გოგოები ამბობენ(მე არ მიყიდია)
დიღომში,წითელქუდას გვერდით და დიდუბე პლაზაში)


Posted by: **DIMMU*** 3 Jun 2011, 12:53
Angel1
QUOTE
დიდი მადლობა ასეთი დაწვრილებითი რეცეპტისთვის

არაფრის , ტუ კიდე რამე გაინტერესებს , ალვეიზ ველკომbiggrin.gif:

Posted by: LTB1948 6 Jun 2011, 13:42
ბარემ აქაც დავდებsmile.gif))
ბოსტნეულის მობრაწულა-ქიში (vegetable quiche)

ცომი

1 და1/3 ჭ ფქვილი
მარილი ნახევრაი ჩ.კ.
70 გრამი მარგარინი
3 ს.კ ყინულივით ცივი წყალი

ცომი იზილება შემდგებნარად:
არავითAრ შემთხვევაშI არ გამოიყენოთ ხელი, რადგანაც ხელის სითბო ცომის კონსისტენციაზე იმოქმედებს!!!!!!!

აიღეთ თAსი და მოათAვსეთ ფქვილი, მარილი და მარგარინი, შემდეგ კოვზით და ნიჩაბით (მე სპეციალური საზელი ნიჩაბს წააგავს ისეთი მაქვს) შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი და მარგარინი, იმდენი უნდა ურიოთ რომ წვრილმარცვლოვან კონსისტენციად ჩAმოყალიბდეს....

შემდეგ დაუმატეთ ყინულივით ცივი წყალი 3 ს.კ. და ჩანგლით!!!!!! დაიწყეთ მოზელა... თავიდან მოგეჩვენებათ რომ სითხე ცოტაა, მაგრამ არ დაამატოთ!! ნელ-ნელა ცომი შეიკვრება და მოზილება სიმპათიურ გუნდად)) შრომატევადია, მაგრამ ღირს

ეს მიპათიური გუნდა შეახვიეთ ცელობაფში და შეაბრძანეთ მაცივარში, მინიმუმ ნახევარი საათით....


ეს არის ღვეზელის ცომი, უგემრიელესი, სხვა რეცეპტებისთვისაც გამოგადგებათ!!!!

გული:
2 ჭიქა დაჭრილი ბოსტნეული (სოკო, ყაბაყი, ყვავილოვანი კომპოსტო, კანგაცლილი პომიდორი)
3 ს.კ. ფქვილი
ორეგანო, ქონდარის ღერები, შეიძლება როზმარინიც....
1 საშუალო ხახვი
2 ს.კ. კარაქი
3 კვერცხი
1 ჭ რძე
200 გრამი გახეხილი ედამარი, გაუდა, მოუხდება მოცარელაც ალბათ.... ალბათ კი არა ძალიან მოუხდება))

რა ბოსტნეულიც გაქვთ, მე მქონდა ყვავილოვანი კომბოსტო, ყაბაყი, ქამა სოკო და პომიდორი

ეს ბოსტნეული დავკეპე წვრილად (3-4 სმ კუბიკენად), ნუ ყვავილოვანი კომბოსტო დავშალე წვრილ ყვავილებად...

ავიღე 1 საშუალო ხახვი და მოვხრაკე 2 სკ კარაქთAნ ერთად, მერე ჩავყარე ბოსტნეული და ცოტა რომ დარბილდა (ბოლომდე არ უნდა მომზადდეს, თორემ ღვეზელში ჩAიშლება და უგემური იქნება) გადმოვდგი ქვაბიდან და დავუმატე ორეგანო და ასევ 3 ტოტი ცოცხალი ქონდარ.... ალბათ როზმარინი და ბაზილიკოც მოუხდება... მარილი, პილპილი....

ბოსტნეული რომ შეგრილდა, დავუმატე 3 ს.კ ფქვილი და 200 გრამი გახეხილი ედამარი...


ცომი დავიტანე ყალიბზე (ტარტალეტკის ფორმას გავს, თუმცა დიდია, მგონი 23 სანტიმეტია დიამეტრი), ყალიბი წინასწარ კარგად გავპოხე მარგარინით... ცომი წინასწარ გავაბრყელე და ზედმეტი ლამაზად წავაჭერი.... შეიძლება ცომი გაუნრტყელებლადაც, ფორმაზე პირდაპირ "მივაძერწოთ" ლამაზად... ზედმეტ ფქვილს მოირიდებთ და უფრო ჰაეროვანი გამოვა....

ყველის, ფქვილის და ბოსტნეულის მასა დავიტანე ცომზე

ცალკე ავიღე 1 ჭ რძე (შეიძლებაა ნაღEბიც და ალბათ არაჟAნიც, მაგრამ მე არ მქონდა) და შიგნით გავთქვიფე 3 კვერცხი...

მასა მოვასხი ბოსტნეულს, ზემოდან მოვრთე დაჭრილი სოკოთი და ყაბაყის ნაჭრებით და ღვეზელი შევუძახე ჰაერღუმელშI (180 გრადუსზე გაცხელებული)


ღვეზელი ცხვებოდა დააცხლოებით 50 წუთი, რომ დარწმუნდებით რომ გამოცხვა (გულში შიძლება დანის დატაკება და ნახვა, სისველე აღAრ უნდა იყოს)

გამოვდგი ჰაერღუმელიდა, 12 წუთი დავაცადე და უპრობლემოდ გადმოვაბრძანე ლანგარზე....

სანამ ფოტოაპარატი მოვიფიქრე რომ მომეტანა და სურათი გადამეღო, ნახევარი უკვე შეჭმული ქონდათ ოჯახის წევრებს)) ასე რომ სურათს სხვა დროს დავდებ))

ძალიან გემირელი იწნება ალბათ ისპანახისა და ყველი ნაზავთან ან სხვა რაიმე ბოსტნეულთAნ ერთადაც... ყვავილოვანი კი მოუხდა, ალბათ ბროკოლით უფრო გემრიელი იქნება... შეიძლებ გაყინული ბოსტნეულითაც მომზადდეს...



Posted by: LTB1948 8 Jun 2011, 15:52
პიცა გავაკეთე მარგარიტა და თინუსით....

ცომი:

1 და 1/3 ჭ თვილ წყალში გავხსენი 1 პატარა პაკეტი საფუარი (პოპულში ვიყიდე, ჰოლამდიური საფუარი, სადღაც 3 კოვზი იყო და ეწერა 500 გრამ ფქვილზეა გათვალისწინებულიო, ნუ იმდენი აიღეთ საფუარი 500 გრ ფქვილს რომ ეყოს), საფუარი გააჩერეთ 5 წუთი ან ისე როგორც მომზადების წესია .... ჩემს საფუარს ეწერა რომ დაცდა არ უნდაო....

500 გრამ ფქვილს გადავურიე ნახევარი ჩ.კ. მარილი

ჩავასხნი საფუარიანი წყალი და დავამატე 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი....

მოვზილე ცომის გუნდა და მოვათAვსე ლანგარზე....

იმისთვის რომ ცომი არ საკდეს, მთელ სიგრძე-სიგანაზე ჩავჭერი ნახევრამდე და ნაპრალშიც ცოტა ზიეთუნი ჩავასხი... ჩაის ტილო გადავაფარე და დავდგი თბილ ადგილას 2 საათით...
ცომი ორ დიდ ან სამ საშUალო ზომის პიცას ეყოფა, მე დიდები გავაკეთე....

სოუსი

გუდვილში იყიდება ბოთლით დენტამაროს ტომატი... მარტო ტომატის პიურეა დანამატების გარეშე და უგემრიელესია სპაგეტისთვის და სპუსებისთვის

ავიღე 200 გრამი ეს პიურე, დავუმათე 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, ცოტა ორეგანო, როზმარინი, თეთრი პილპილი და მარილი.... წამოვადუღე....

პიცის აწყობა, მარგარიტა....

სანამ ცომი ამოვიდოდა, გავიქეცი მაღაზიაში მოცარელას საყდლად, ნუ რძეში შენახულ მოცარელას არ ველოდი, მაგრამ ასეთ დღEში თუ ვიყავით არ მეგონა....

ჯერ სახლთან შევირბინე პოპულში (საბურთალოზე).... გამყოდველმა გვაქვს მოცარელაო და დიდი ძებნის მერე გამომიძრო ნაჭერი პარკში დაფასოებუკლი, დავხედე ჰოლანდიური ყველი აწერია... მოცარელა მინდა მეთქი.... ესააო, კოდი მოცარელასი აქვსო...
დავგოიმდი
მოვიტანე სახლში და გავხსენი და მოყვითAლო ფერი რომ დავინახე ეგრევე მივხვდი რომ მაგარი დამაგოიმეს) გაშინჯვაც არ ჭირდებოდა....გემოთიც არ იყო მოცარელა....
შმოვირბინე ნახცევარი საბურთAლო და ბოლოს პავლოვზე რომ პოპული XLია იქ მივაგენი... დიდ ორთხკუთხედ ბრიკეთში იყო და წავიკითხე, მოცარელა ეწერა... მოვაჭრევინე 300 გრამი და წამოვედი კამყოფილი....
სახლშI მოვედი და გავუშინჯე გემო.... ნუ რაც აქამდე თბილისში მოცარელა მიყიდია, ყველა გაბრიგინებულ-გაფშიკინებული ყოფილა, რძეში შენახულს არც ველოდი, მაგრამ ნუ პიცისთვის წავა მეთქი და თAნ სხვა რა გზა გაქვს, როდესაც ინგრედიენტების შეიმშიალია.... გემო ქონდა სასწაული, ყველაფერი მოცარელას გარდა..... წააგავდა ედამარს მაგრამ ისიც ცუდ ვარიანტს.... არა და ფაქტია, რომ რასაც ჩამოაჭრეს, ზედ მოცარელა ეწერა და ფერიც თითქოსდა მოცარელასი ქონდა.... მოკლედ საქართველოში საუკეთესო მოცარელა გუდვილში იყიდება, ისიც "პადოშივითაა" და ოდნავ გადაკრავს მოცარელას არომატი, პოპულში რასაც მოცარელად ასაღებენ კარცმა არ იცის რა არის.....

რაღA უნდა მექნა და რაც მქონდა იმითი გავედი იოლას

მარგარიტა:

პიცის ცომი გავანრტყელე თხლად, სქელი პიცა არ მიყვარს.... ძირითAდად ხელში ვატრიალე და ვწელე, ასე უფრო გემრიელი და ჰაეროვანი ცომი გამოდის

მოვათAვსე ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე (წინასწარ ზეთი გადავუსვი)

ზედ წავუსვი ნახევარი სოუსი, რომლის მომზადებაც ზემოტ დავწერე...

ასევე ორი საშუალო კანგაცლილი პომიდორი თხლად დაჭრილი გავანაწილე დავალაგე მოცარელას ნაჭრები, მოვაყარე ცოტა ორეგანო და დავაყარე შაშკულავის ფოთლები (შემოვიდა უკვე და ნაზია ჯერ, კარგია ვისაც ბაზილიკო უყვარს კერძებში)

ცოტა მარილი და პილპილი

გავაქანე ჰაერღუმეში და გამოცხვა სადღაც 15იოდე წუთში.... ჰო, რომ გამოვღე გამომცხვარს ცოტა გახეხილი პარმიჯანო დავაყარე, პარმიჯანო რეჯიანოს ნაჭრები იყიდება გუდვილში და ნორმალური გემო აქვს....

უგემრიელესი გამოვიდა ხრატუნა


პიცა თინუსით...

ცომზე ისევ მომზადებული სოუსი გადავუსვი და დავალაგე დაკონსერვებული თინუსის ნაჭრები (იყიდება თინუსი თავისსავე წვენში)... დავალაგე დაჭრილი სოკო (შემორჩენილი მქონდა 4 ცალი ქამა სოკო მაცივარში)
ცოტა ზეთისხილი დავაჭერი, ასევე ცოტა კაპერსები დავალაგე (შინჰოფერში იყიდება, გუდვიოლზე იაფია)

მოვაყარე ორეგანო, შაშკულავის ფურცლები, პარმიზანი და ცოტა დაჭრილი ცოცხალი ქონდარი (ეგეც შემთხვევით აღმომაჩნდა)

ესეც ძალიან გემრიელი გამოვდა) თხელი, სურნელოვანი და ხრატუნა.... მნიამ)


Posted by: laci 8 Jun 2011, 18:09
Peppi

ბრწყინვალე რეცეპტია აჭარულის...
თან ზუსტად საჩემოდ წერია biggrin.gif


Posted by: mia_nano 14 Jun 2011, 14:09
ნიგვზიანი კომბოსტოს ხაჭაპური
ბასრი დანით წვრილად დავჭრათ ერთი დიდი თავი კომბოსტო, დავასხათ ერთი ჭიქა წყალი და დაბალ ცეცხლზე ჩავთუთქოთ ორთქლში, გადავავლოთ გაცივებულს წყალი და გავწუროთ ისე, რომ წვენი არ შეყვეს. 4-5 დიდი თავი ხახვი მოვშუშოთ ოქროსფრად კარაქში ან ზეთში, ნიგოზი გავატაროთ წმინდად და ავსრისოთ მარილთან და ნახევარ ჩ.კ. უცხო სუნელთან ერთად კარგად( სურვილის მიხედვით შეგიძლიათ წიწაკის დამატება), შევურიოთ ყველაფერი ერთმანეთს და ვზილოთ რომ კარგად გაუჯდეს საანელებლები კომბოსტოს, ნიგოზი კარგად უნდა ეტყობოდეს. ჩავდებთ გულსართს ცომის პატარა გუნდებში და გამოვაცხობთ ორივე მხრიდან, ცხელსვე წავუსვავთ კარაქს. გემრიელად მიირთვით

პ.ს. მარხვის დროს კარაქს ვანაცვლებთ სამარხვო კარაქით

Posted by: agentivar 22 Jun 2011, 20:03
LTB1948
რა კარგი რეცეპტებია მადლობაsmile.gif




ეხლა ვაკეთებ პიცას, მინდა ცომი იყოს მიახლოებული ფენოვანთან,
არ ვიცი სად ვეძებო, ეგებ დამეხმაროთ
შოთენინგ საკმარისია, თუ baking margarine ჯობია
და ცვლის თუ არა დროჟჟი-ს baking powder
sundried tomatoes სოუსში გადავურიო თუ ცალკე ჯობია?



პს ვნახე უკვე ფენოვანი, რთულის პოსტი 64 გვერდზე
მადლობა რთული
Kudesnica

Posted by: orchidea 28 Jun 2011, 15:23
ნივრიანი-აჯიკიანი პამპუშკები
http://www.radikal.ru
საჭიროა
3.5ჭ. ფქვილი
300მლ. რძე ან წყალი (მე რძის შრატი მქონდა ნადურის შემდეგ)
1.5 ჩ.კ. საფუარი
2 ს.კ. აჯიკა წიწაკის მეგრული
50 გრ. კარაქი გამღვალი
ზემოდან :
ნახევარ-ნახევარი კონა წვეილად დაჭრილი მწვანილი(ქინზი,კამა რეჰანი ოხრახუში)
50 გრ. კარაქი
4-5 კბილი ნიორი
1 კვერცხის გული
მომზადება:
ფქვილი გაცერით ტასში,თბილ სითხეში (რძე ან წყალი) გახსენით საფუარი და დაასხით ფქვილს დაამატედ აჯიკა და მოზილეთ რბილი ელასტიური ცომი.
ბოლოს ზეთით დაისველეთ ხელი მოაგუნდავეთ და დატოვეთ დასასვენებლად თბილ ადგილას ტილო გადაფარეთ.
მწვანილი წვრილად დაჭერიტ ნიორი დაჭყლიტედ და აურიეთ დარბილებულ კარაქთან .
ცომი რომ ამოვა დაყავით გუნდებად ( ამ რაოდენობიდან 9 გუნდა გამოვიდა კარგი ზომის) და დაალაგეთ ზეთ წასმულ; თუნუქის ფურცელზე .
აცალეთ კიდე ამოსვლა კარგად და გადაუსვით კვერცხის გული , ზემოდან გაუკეთედ ჭრილი ბასრი დანით და ამ ჭრილძი სიგრძეზე
დასვით ეს ნივრიან -მწვანილიანი კარაქი( მე ქაღალდის კორნეტიტ დავსვი).გამოაცხეთ 180-190 გრ. 20-25 წ.
ძალიან გემრიელია სიპებთან ერთად მისაყოლებლად

Posted by: mia_nano 28 Jun 2011, 17:06
orchidea
ისედაც კარგი იქნება, სახალისო, სუპებსაც და ალბათ მაწონსაც ხომ მოუხდება? ხვალ მომიტანს მემაწვნე და ვცდი თუ მიუშვეს მანამდე. დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: agentivar 30 Jun 2011, 16:50
ჩემი კომპილატივნი გამოცდილება ფენოვანის გაკეტების smile.gif
დამატყვევა Peppi ს დადებულმა რეცეპტმა http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=708&Itemid=55, თან Gordon Ramsay rulz
6 საათიანი გამაცივრების განმავლობაში perelopatila vse, ნა პრედმეტ ისევ და ისევ ფენოვანი (რამდენი საინტერესო რამ ვნახე მნიამ smile.gif

Solveig ს http://forum.ge/?showtopic=33695604&view=findpost&p=14665258მომეწონა, თან კულინარიის გურუ August ც ამ რეცეპტს იყენებს
-- აჰ ვ სლედუიუშჩი რაზ ავითვისებ მეთქი

ტექნოლოგიის სანახავად ქალბატონ rtuli ს მივყევი ფეხდაფეხ http://moikompas.ru/compas/bluda_iz_sloenogo_testa , და http://www.millionmenu.ru/rus/recipes/collection/drecip1217/ ოდინ ვ ოდინ Solveig-August ის რეცეპტი კრასოვალსა!
ანუ +ალკოჰოლი -ცხიმი ცომში;
მოკლედ
ზაგაჟნიკში თვლემდა Reyka Vodka, რამაც სპონტანურად სპოდვიგლო ნა სუმოსბროდსტვო და August-Solveig-millionmenu-s რეცეპტიც მივახლაფორტე
Bezumstvu xrabrix poem mi pesnu!

ტექნიკა ცოტა http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=708&Itemid=55, ცოტა http://www.millionmenu.ru/rus/recipes/collection/drecip1217/

იტოგ - ნე პლაჩევნი bis.gif
მთვრალი ფენოვანი გამოვიდა yummy
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=708&Itemid=55 - სთან შევრცხვი cry.gif


დიდი მადლობა ჯადოქრებოsmile.gif
ჩემისტანა ჩაინიკისთვის ტქვენი აპრობირებული რეცეპტები პრაქტიკულად იგივეა, რაც ადაპტირებული ტექსტი.

Posted by: anushka_anushka 24 Jul 2011, 11:40
მარწყვის ღვეზელი

საჭირო მასალა: 200 გ კარაქი, 3 ცალი კვერცხი, 3 ს.კ. შესქელებული რძე, 0,5 ჭიქა არაჟანი, 300 გ შაქარი, 1 ჩ.კ. სოდა, 1 ს.კ. ძმარი, 10 გ ვანილის შაქარი, 3 ჭიქა ფქვილი, 2 ჭიქა გარჩეული მარწყვი, შაქრის პუდრა – მოსართავად.
მომზადება: შაქარი და კარაქი ავთქვიფოთ, დავამატოთ კვერცხი, შესქელებული რძე, არაჟანი, ძმარში გახსნილი სოდა, ვანილის შაქარი და ფქვილი. ცომს ბოლოს ავურიოთ მარწყვი, მოვათავსოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში და გამოვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე.

Posted by: anushka_anushka 1 Aug 2011, 11:03
ვაშლის მოწნული ღვეზელი
მასალა ცომისთვის:200-250გრ.დარბილებულ​ი(ან დამდნარი) მარგარინი(ან კარაქი),1ჩ.ჭ.არაჟანი,სოდა 0,5ჩ.კ,ვანილი,ფქვილი რასაც შეიზელს.(დაახლოებით 2-3ჩ.ჭ.).მოვზილოთ .ცომი უნდა გამოვიდეს რბილი,ხელზე ოდნავ გეკრობოდეს. მასალა გულსართისთვის:3-4ც.ვაშლი,ფორთო​ხალი 1ც.(წვენი 2ჩ.კ. და 1ჩ.კ. გახეხილი ცედრა),ქიშმიში 0,5ჩ.ჭ,ნუში 0,5ჩ.ჭ,კარტოფილის ფქვილი 2ს.კ.(უთაო კოვზი),შაქრის ფხვნილი 1ჩ.ჭ.(ან გემოვნებით),შაქრის პუდრა მოსაყრელად.

Posted by: viko 2 Aug 2011, 19:40
ყველიანი ჩხირები
http://image.geotorrents.com/


http://image.geotorrents.com/

60 გრ ცივი მარგარინი
220 გრ ფქვილი
75 გრ მშრალი ყველი
50გრ ხაჭო
1კვერცხი
მარილი
პილპილი
სეზამის მარცვლები.
ცივი მარგარინი და ფქვილი აკეპეთ, დაუმატეთ ოდნავ მარილი,.1/3 ჩაის კოვზი პილპილი.
ცომს დაუმატეთ დახეხილი ყველი, ხაჭო. ½ კვერცხი.
სწრაფად გადაურიეთ ერთმანეთში, გაახვიეთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში მინიმუმ 30 წთ.
ცომი გააბრტყელეთ მართკუთხედის ფორმაზე და დაჭერით.
გადაუსვით დარჩენილი კვერცხი, მოაყარეთ სეზამის მარცვლები.
გადაიტანეთ ჩხირები საცხობ ზედაპირზე.
t 220 * 10-15წთ-ში ცხვება.


Posted by: cqnafo77 3 Aug 2011, 23:19
ესეც ჩემი აჩმის რეცეპტი:
8 კვერცხი, 1/2 სუფრის კოვზი მარილისა და ფქვილისგან მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა იყოს რბილი, რომ ხელზე არ მიგვეკროს. ვზილოთ დიდხანს. ცომის მზად ყოფნა ისინჯება შემდეგნაირად, დანით ჩავჭრით, თუ ფორებივით ექნება, ესე იგი ეყოფა ზელა.
ცომი გავყოთ 8 ნაწილად (1 ნაწილი მათ შორის შედარებით დიდი უნდა იყოს აჩმის ზედა ფენისათვის), გავაკეთოთ გუნდები და თითოეული გავიყვანოთ სინის დონეზე. (აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ აჩმას ვამზადებთ სინებზე და არა ჟარუნაზე, ვიყენებთ ორ სინს).
ცალკე გავადნოთ 400 გრ კარაქი.
დავხეხოთ ან დავჭყლიტოთ (მე ეს უკანასკნელი მირჩევნია) 1 კგ ყველი.
მდუღარე წყალში (წყალი + 1/2 სუფრის კოვზი მარილი + 1 ს/კ კარაქი) მოვხარშოთ თითოეული ცომის ფენა შემდეგნაირად: ჩავდოთ წყალში ისე,რომ არ მიეკროს ერთმანეთს, შემდეგ ამოვიღოთ ,,ტრუშლაგით", გავავლოთ ცივ წყალში და დავაფინოთ სინზე (უნდა იყოს ნაოჭებით). თითოეულ ფენას მოვასხათ კოვზით გამდნარი კარაქი. მეოთხე ფენას კი მოვაყაროთ ყველი.
ზედა ფენა, რომელიც დიდია, დავაფინოთ ისე, რომ გვერდები შემოვუკეცოთ ქვევით. ზედა ფენაც უნდა მოიხარშოს. დავასხათ დარჩენილი კარაქი.
შევწვათ ზევიდან დაბალ ცეცხლზე, სინი ნელ-ნელა ვატრიალოთ და ყველა ნაწილი შეიწვება (დანის წვერის მეშვეობით აწევით ვნახავთ შეიწვა თუ არა). შემდეგ დავახუროთ მეორე სინი და თავს ზევით ამოვატრიალოთ. შევწვათ იგივე მეთოდით მეორე მხარეც.
ასეთი აჩმა გამოდის უფრო რბილი და გემრიელი.

Posted by: დიაბლო 7 Aug 2011, 01:00
სენდვიჩის გაკეთებას ვერ მასწავლით? მარტო ვარ სახლში და მშია :შ

Posted by: **DIMMU*** 19 Aug 2011, 19:48

QUOTE
viko

ყველიან ჩხირებს სოდა არ უნდა ცომში? ღომ დავაცხვე ძაან გახმა და მაგარი გამოვიდა

Posted by: tasikuna-taso 19 Aug 2011, 22:00
QUOTE
შევწვათ ზევიდან დაბალ ცეცხლზე, სინი ნელ-ნელა ვატრიალოთ და ყველა ნაწილი შეიწვება (დანის წვერის მეშვეობით აწევით ვნახავთ შეიწვა თუ არა). შემდეგ დავახუროთ მეორე სინი და თავს ზევით ამოვატრიალოთ. შევწვათ იგივე მეთოდით მეორე


ეს პროცესი საინტერესოა.

რომელ სინზეა საუბარი.

Posted by: gloneli 19 Aug 2011, 23:53
cqnafo77
QUOTE
ეს  პროცესი საინტერესოა.რომელ სინზეა საუბარი.

ეს კითხვა მეც გამიჩნდა.და გვერდები უწითლდება?სინი რა სიმაღლისაა?
აჩმა მეც კარგი გამომდის,მაგრამ ყველა ფენას არ უნდა მოხარშვა ჩემი რეცეპტით.
ისე დაგვპირდი სურათსაც დავდებო და რას შვები?

Posted by: viko 20 Aug 2011, 10:30
**DIMMU***
QUOTE
სოდა არ უნდა ცომში?
no.gif
QUOTE
ძაან გახმა და მაგარი გამოვიდა

შეიძლება ზედმეტად მოუწია ღუმელში ყოფნა ან ყველი არ იყო მშრალი(სისველე გაამაგრებდა ცომს)
ზუსტად დაიცავი რაოდენობა?
ამ რეცეპტში დარწმუნებული ვარ.
ორმა მეგობარმა და ერთმა მეზობელმა მოამზადეს.
სტატისტიკას ვაწარმოებ gigi.gif
სოდაზეც დამირეკეს და 1/2 კვერცხზეც.

Posted by: **DIMMU*** 21 Aug 2011, 11:43
QUOTE
viko

მადლობა ვიკო კიდევ ვცდი და ალბად გამმოვა. ისე ხრასშუნაც ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ მე თქვენი გამომცხვარი უფრო მომეწონა

Posted by: drozera 30 Aug 2011, 17:59
ერთი კითხვა მაქვს, ჩვეულებრივ საფუარიან ცომს ნახევრადფენოვანად ვერ ვაქცევ? ანუ თონეში რომ ვიყიდო ცომი და მერე ნახევრადფენოვანად ვაქციო, ღვეზელების გამოცხობა მინდა smile.gif
წინასწარ დიდი მადლობა!

Posted by: cqnafo77 30 Aug 2011, 18:57
tasikuna-taso
gloneli


ბოდიშით გოგოებო, დასასვენებლად ვიყავი და ინტერნეტთან შეხება არ მქონდა. აპარატს რაღაც დაემართა, ამ დღეებში გამიკეთებენ და მაშინვე დავდებ ჩემი სინების სურათს

Posted by: ninoma 30 Aug 2011, 19:28
drozera
QUOTE
ერთი კითხვა მაქვს, ჩვეულებრივ საფუარიან ცომს ნახევრადფენოვანად ვერ ვაქცევ?

yes.gif
თუ არ დავაგვიანე გეტყვი.
გაფუებული ცომი გააბრტყელე კარგად, წაუსვი დარბილებული კარაქი, ან მარგარინი(მარგარინი უკეტესია)
გადაკეცე შუაზე, ანუ ნახევარ მთვარისებურად, ისევ წაუსვი მარგარინი, კიდევ გადაკეცე, მიიღებ სექტორს ანუ პიცის ნაჭერივით,
წაუსვი ისევ მარგარინი და მოაგუნდავე მრგვალად.
დააცადე ამოფუება და გამოიყენე სურვილისამებრ.

Posted by: viko 31 Aug 2011, 09:36
http://image.geotorrents.com/

http://image.geotorrents.com/
ფენოვანი ცომი
600 მლ წყალი .
½ ჩაის კოვზი მარილი
1 ს/კ ძმარი(ძლიერი)
1 კვერცხი ან უკვერცხოდ.
800 -1000 გრ ფქვილი.
500გრ მარგარინი.
მოზილეთ მკვრივი ცომი, დაასვენეთ 10-15 წთ, გადაზილეთ ცომი, გაიყვანეთ და მიეცით მართკუთხა ფორმა.


1.http://image.geotorrents.com/ ცომს მიეცით მართკუთხედის ფორმა ,ნახევარს გადაუსვით მარგარინი
2.http://image.geotorrents.com/ გადაკეცეთ შუაზე.
3.http://image.geotorrents.com/ ისევ გაიყვანეთ მართკუთხედის ფორმაზე.
4.http://image.geotorrents.com/ ნაპირები გადაკეცეთ შუა ხაზისკენ.
5.http://image.geotorrents.com/ გადაკეცილი ნაწილები დააადეთ ერთმანეთს,ცომი
მოათავსეთ მაცივარში მინ.30 წთ

6.http://image.geotorrents.com/ ცომი ოდნავ გაიყვანეთ სიფართეში

7.http://image.geotorrents.com/ გავკეცოთ შუაზე

8.http://image.geotorrents.com/ ერთი ბოლოდან თანაბარ ზომაზე დაიწყეთ ცომის გადაკეცვა.

9[URL=http://image.geotorrents.com/]
user posted image[/URL]. ბოლო ნაწილი ზემოდან გადმოაფარეთ უკვე დაკეცილ ცომს.მოათავსეთ მაცივარში მინ. 2საათით.უმჯობესია მთელი ღამით.

ფქვილი რაოდენობის უფრო ზუსტად განსაზღვრა მიჭირს,სხვადასხვა ფქვილი სხვადასხვა რაოდენობით დამჭირდა. ცომი მკვრივია.
ცხობის t 200გრ.20- 25 წთ.
ესეც ინდივიდუალურია, ღუმელი რას ,როგორ და რა დროში აცხობს.
წარმატებებს გისურვებთ.


Posted by: drozera 31 Aug 2011, 13:19
ninoma
ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა, ნამდვილად არ დაგიგივიანიათ, შაბათ-კვირას ველოდები სტუმრებს და გავაკეთებ აუცილებლად.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის smile.gif

viko
დიდი მადლობა, მაგრამ მოზელის ჯერ მეშინია ცოტა, ვფიქრობ მოზელილს გადავაკეთებ უკეთესად, თუმცა დავაკოპირებ ამ რეცეპტსაც ჩემს რეცეპტებში, მადლობა smile.gif

Posted by: viko 31 Aug 2011, 14:11
drozera
არაფრის.
QUOTE
მაგრამ მოზელის ჯერ მეშინია ცოტა

შენ გგონია მე არ მეშინოდა smile.gif
სცადე, იქნებ ძალიან კარგი გამოგდის smile.gif

Posted by: gloneli 31 Aug 2011, 15:47
viko
ესეიგი გამოდის რომ 500 გრ(ცივი) მარგარინი მთლიანად მხოლოდ ერთხელ უნდა წაესვას ცომს?

Posted by: viko 31 Aug 2011, 16:56
gloneli



QUOTE
მარგარინი მთლიანად მხოლოდ ერთხელ უნდა წაესვას ცომს?

yes.gif
ოთახის ტემპერატურის,ცომს რომ გადააუსვა.

Posted by: ninoma 31 Aug 2011, 17:23
viko
შენი ნახელავი, როგორც ყოველთვის ანათებს.love.gif
drozera
არაფერს, იმედია კარგი გამოგივა.

Posted by: viko 31 Aug 2011, 17:29
ninoma
მადლობა ჩემო კარგო.
გუშინ მივხვდი რა შრომა გაგიწევია, ისე კარგად დასურათებული რეცეპტი რომ დადევი.

Posted by: Torwika 31 Aug 2011, 18:54
ძალიან გთხოვთ მასწავლეთ ნახევრად ფენოვანი ხაჭაპურის ცომის გაკეთება .

Posted by: cqnafo77 31 Aug 2011, 19:36
viko

დიდი მადლობა ფენოვანის ასეთი დეტალური სწავლებისათვის. ვცდი აუცილებლად ამ შაბათ-კვირას, რადგან წინა მცდელობისას შენნაირი ფენებად ლამაზად მომზიმარი ხაჭაპური არ გამომივიდა

Posted by: rtuli 31 Aug 2011, 22:51
Torwika
QUOTE
ძალიან გთხოვთ მასწავლეთ ნახევრად ფენოვანი ხაჭაპურის ცომის გაკეთება .

smile.gif
250მლ.რძე ან წყალი
1 ჩ.კ. საფუარი მშრალი
1 ცალი კვერცხი
1 ს.კ.შაქარი
0,5 ჩ.კ. მარილი
1 ს.კ.ლიმონის წვენი ან ძმარი
3 ჩ.ჭ. ფქვილი

მოზილე ცომი smile.gif...გაშალე და წაუსვი 180გრ.კარაქი ან მარგარინი .
როცა მზა ცომი გექნება შეაგდე მაცივარში 1 საათით.

აი ასეთი პროცედურა ჩაუტარე:

ცომი:

http://pix.ge/
გაშალე და წაუსვი ცხიმი,მოახვიე რულეტივით:

http://pix.ge/

მოგრიხე smile.gif
http://pix.ge/
მოახვიე ლოკოკინასავით და მაცივარში შეუძახე:
http://pix.ge/


viko
ოქროსხელება 2kiss.gif

Posted by: ninicool 1 Sep 2011, 08:56
rtuli
QUOTE
მოზილე ცომი ...გაშალე და წაუსვი 180გრ.კარაქი ან მარგარინი .
როცა მზა ცომი გექნება შეაგდე მაცივარში 1 საათით.

ამ ცომს აფუება არ სჭირდება, პირდაპირ ესმევა ცხიმი?

Posted by: rtuli 1 Sep 2011, 13:36
ninicool
QUOTE
ამ ცომს აფუება არ სჭირდება, პირდაპირ ესმევა ცხიმი?

არუნდა გაფუება...მაცივარში 1 საათის დებით გაფუვდება საკმარისად.

Posted by: viko 1 Sep 2011, 15:50
cqnafo77
არაფრის.
აბა წაემატებები შაბათ-კვირას.
rtuli
რთულის შექება bis.gif 2kiss.gif
ეს ცომის მოგრეხა არ ვიცოდი,ვცადო უნდა.

უახლოესი დღეები ინტერნეტს ვიქნევი მოწყვეტილი, თუ ვერ გიპასუხოთ უყურადღებობაში ნუ ჩამომართმევთ.

Posted by: mzi 1 Sep 2011, 15:53
QUOTE
ეს ცომის მოგრეხა არ ვიცოდი,ვცადო უნდა.


გამოცხობის დროს ეს მოგრეხილი ცომი ასე უნდა გავაბრტყელო თუ, უნდა გავშალო ისევ სიგრძეზე

Posted by: ninicool 2 Sep 2011, 02:19
rtuli
QUOTE
არუნდა გაფუება...მაცივარში 1 საათის დებით გაფუვდება საკმარისად.

საჩემო ცომი ყოფილა smile.gif

Posted by: irmushela 10 Sep 2011, 22:13
რა კარგია აქ რომ არ მასუქებდეს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: rtuli 10 Sep 2011, 22:29
mzi
QUOTE
გამოცხობის დროს ეს მოგრეხილი ცომი ასე უნდა გავაბრტყელო თუ, უნდა გავშალო ისევ სიგრძეზე

გვიან ვნახე sad.gif
პირდაპირ იშლება ასე ლოკოკინის ფორმით yes.gif

Posted by: natka-q 12 Sep 2011, 12:34
rtuli

QUOTE
გამოცხობის დროს ეს მოგრეხილი ცომი ასე უნდა გავაბრტყელო თუ, უნდა გავშალო ისევ სიგრძეზე


გვიან ვნახე
პირდაპირ იშლება ასე ლოკოკინის ფორმით

მაპატიე, მაგრამ ისევ უნდა დაგაკონკრეტებინო, მგონია, რომ ვერ გავიგე კარგად.
ანუ, ლოკოკინის ფორმის ცომი პირდაპირ გავაბრტყელოთ და მერე დავჭრათ ნაჭრებად არა?!

Posted by: upwave 12 Sep 2011, 14:07
natka-q
მაგ დამრგვალებულს პირდაპირ გააბრტყელებ და გამოაცხობ, მაგრამ მე როგორც მგონია,თავიდანვე კი არ უნდა დაჭრა, უკვე გამომცხვარი, ცხელი უნდა დაჭრა ზედ ფირფიტაზევე.

Posted by: gloneli 12 Sep 2011, 15:26
natka-q
QUOTE
ანუ, ლოკოკინის ფორმის ცომი პირდაპირ გავაბრტყელოთ და მერე დავჭრათ ნაჭრებად არა?!

გააჩნია ალბათ რას გამოაცხობ.ზოგ რამეს წინასწარ ცომის მდგომარეობაში უნდა დაჭრა,ზოგს უკვე გამომცხვარს.

Posted by: natka-q 13 Sep 2011, 10:37
upwave
QUOTE
მაგ დამრგვალებულს პირდაპირ გააბრტყელებ და გამოაცხობ

ზუსტად ამისი დაზუსტება მინდოდა, ანუ დამრგვალებული უნდა გაბრტყელდეს. მე ვიფიქრე, რომ ჯერ უნდა გავშალო ( ანუ კი არ გავაბრტყელო, უბრალოდ დახვეული მილის ფორმის სტადიაზე დავაბრუნოთქო) და მერე ესმილი უნდა გავაბრტყელოთქო.

gloneli
QUOTE
გააჩნია ალბათ რას გამოაცხობ.ზოგ რამეს წინასწარ ცომის მდგომარეობაში უნდა დაჭრა,ზოგს უკვე გამომცხვარს.

პრინციპში, ამას უკვე ადვილად მოევლება,მთავარია ცომი გამომივიდეს კარგი.

Posted by: liongirl 16 Sep 2011, 14:45
QUOTE
viko

ამ ფოტო ისე ჩანს თითქოს დაჭრილ ცომშია ჩადებული გულსართი და შემდეგ გამომცხვარი, ასე როგორ უნდა გავაკეთო?

Posted by: cqnafo77 17 Sep 2011, 12:29
tasikuna-taso
gloneli

გოგოებო, ესეც ჩემი აჩმა..... სურათი ვეცადე ისე გადამეგო, რომ სინებიც გამოჩენილიყო. ეს აჩმა შემწვარია ზევიდან გაზზე და უფრო რბილია, პირში დნება...
http://www.radikal.ru

Posted by: gloneli 18 Sep 2011, 03:14
cqnafo77
იმდენად საინტერესოდ არწერდი,რომ დიდი სურვილი მქონდა მენახა.მადლობა რომ დადე სურათი 2kiss.gif
რამდენ ფენოვანია?

Posted by: tekle555 28 Sep 2011, 14:20
გამარჯობატ თუ იცით ბროკოლი რა მცენარეა და კარდამინი რა არის?? და სად შEიძლება ესენი შEვიძინო?? აქ ვნახე თქვენს რეცეპტებში მიპასუხეთ რა მალეეეეეეეეე

Posted by: S_H_I_N_Y 28 Sep 2011, 15:22
tekle555
QUOTE
გამარჯობატ თუ იცით ბროკოლი რა მცენარეა და კარდამინი რა არის?? და სად შEიძლება ესენი შEვიძინო?? აქ ვნახე თქვენს რეცეპტებში მიპასუხეთ რა მალეეეეეეეეე


ბროკოლი კომბოსტოს ნაირსახეობაა და ძალიან სასარგებლოა. ყვავილოვან კომბოსტოს გავს, ოღონდ მწვანეა smile.gif. შეიძლება იყიდო ბაზარში ან მაღაზიებში სადაც ბოსტნეულია. ისე მე ამ ბოლო დროს არ დამინახია smile.gif

კარდამონი არის მცენარის თესლი რომელიც სუნელად გამოიყენება... ნეტა სწორედ ვამბობ? biggrin.gif სუნელები სადაც იყიდება წესით ყველგან ექნებათ smile.gif
http://imageshack.us/photo/my-images/10/cardamom.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

Posted by: GVIMRA 28 Sep 2011, 15:57
უფ,ეს სად შემოვიხედე,წავედი ავიფარო ფარტუკი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: თბილი_სი 8 Oct 2011, 13:59
სახლში გაკეთებული პელმენი რამდენი ხანი შეიძლება შეინახო საყინულეში?

Posted by: _sofa_ 9 Oct 2011, 21:45
QUOTE (თბილი_სი @ 8 Oct 2011, 13:59 )
სახლში გაკეთებული პელმენი რამდენი ხანი შეიძლება შეინახო საყინულეში?

რამდენ ხანსაც გაგეხარდება ჩემო კარგო, მთავარია საყინულე არ გაალღო და გაყინო.

Posted by: თბილი_სი 10 Oct 2011, 02:22
_sofa_


დიდი მადლობა რომ მიპასუხეთ.

Posted by: მონიკა 10 Oct 2011, 18:06
_sofa_
QUOTE
რამდენ ხანსაც გაგეხარდება ჩემო კარგო, მთავარია საყინულე არ გაალღო და გაყინო.

მთლად მასეც არ არის smile.gif

თბილი_სი
-18-დან ქვემოთ ასე 3-4 თვე. შედარებით "მაღალ" ტემპერატურაზე (-5 ვთქვათ) მაქსიმუმ ერთი კვირა.

Posted by: Natia_N_N 13 Oct 2011, 16:37
ფუნთუშები
პორციას გააჩნია, მაგრამ ამ პორციის საკმაოდ გამოდის და თუ ნორმალური მჭამელები გყავთ ოჯახში (და არა ჩემი ქმარივით ერთდროულად 11 ფუნთუშას რომ მიირთმევს smile.gif), მაშინ 2 დღე გასიამოვნებთ

ინგრედიენტები: 1,5 ჭიქა რძე
2 კვერცხი
80-100გრამი მარგარინი ან კარაქი
მწიკვი მარილი
1 ჭიქა შაქარი
2 ს.კ. საფუარი
ქიშმიში, შოკოლადის წვეთები, ვანილი, ლიმნის ან ფორთოხლის ცედრა
ფქვილი - ამას თვალის ზომით ვუშვები, ცომი უნდა გამოვიდეს ნაზი, მაგრამ ხელზე არ უნდა მიგეკროს

მოკლედ რძეს გავათბობთ და ჩავყრით მასში საფუარს, ამ მასას დავამატებთ კვერცხს, გამდნარ ცხიმს ქიშმიშეულობას და ფქვილს და ვზელთ კარგად. მერე გადავაფარებთ და თბილ ადგილას დავდგამთ 1-2 საათით, მეტიც შეიძლება. ამის მერე მივცემთ ფორმებს, ან ბურთებს გავაკეთებთ, ან დახვეულ ცომს - სიგრძეზე დავაგორგოლავებთ ცომს და მოვახვევთ, დავდებთ ჟარონაზე ერთამნეთთან ახლოს და კიდევ 30 წუთი ან 1 საათი ვაცდით ამოსვლას და მერე შევდგამთ 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. მალე ცხვება. გამოვიღებთ და ან მიმაქარს, ან შაქრის პუდრას, ან კაკაო-კორიცის ნარევს მოვაყრით.
მე საერთოდ არ მიყვარს რეცეპტების წერა, იმიტომ, რომ ხშირად არ ვიცავ. თვალზომით მუშაობა მირჩევნია, ამიტომ ეს ფუნთუშები 1 კვერცხითაც მაქვს გაკეთებული და უკვერცხოდაც smile.gif
ესეც ფოტოები
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: RakhmAnna 13 Oct 2011, 17:12
Natia_N_N
QUOTE
ფქვილი - ამას თვალის ზომით ვუშვები, ცომი უნდა გამოვიდეს ნაზი, მაგრამ ხელზე არ უნდა მიგეკროს

აი მანდ ვიჭედებიcry.gif ...ანუ იქვე,როცა უკვე ხელზე აღარ გეკრობა,მაშინვე შევწყვიტო ფქვილის დამატება?
და კიდევ ..მნიშვნელობა აქვს როგორ საფუარს უმატებ ?
p.s.
მშვენიერი ფუნთუშებია.. love.gif

Posted by: Natia_N_N 13 Oct 2011, 17:30
RakhmAnna
კი, როგორც კი ხელზე აღარ გეკრობა, მაშინვე წყვეტ ფქვილის დამატებას. საფუარს მე მშრალს ვიყენებ - აი თურქულები რომაა პაკმაია და გუდვილში ვყიდულობ დრ. ოტკინს (მგონი ასეა)

Posted by: RakhmAnna 13 Oct 2011, 18:16
Natia_N_N
მადლობა..smile.gif ეს 1 კვირა სახლში ვარ და უნდა ვცადო...იმედია გამომივა

Posted by: natinastia 13 Oct 2011, 19:17
აუ რა კარგი რაღაცეები ვნახე ამდენი ხანი სად ვიყავი

Posted by: _sofa_ 13 Oct 2011, 19:56
QUOTE (მონიკა @ 10 Oct 2011, 18:06 )
_sofa_
QUOTE
რამდენ ხანსაც გაგეხარდება ჩემო კარგო, მთავარია საყინულე არ გაალღო და გაყინო.

მთლად მასეც არ არის smile.gif

თბილი_სი
-18-დან ქვემოთ ასე 3-4 თვე. შედარებით "მაღალ" ტემპერატურაზე (-5 ვთქვათ) მაქსიმუმ ერთი კვირა.

მე ყველაფერი მაქვს გაყინული, კუპატიდან და ხინკალ-პილმენიდან დაწყებული ხილით დამთავრებული და მშვენივრად ვგრძნობთ მეც და ჩემი ქმარშვილიც თავს.

Posted by: მონიკა 13 Oct 2011, 21:11
_sofa_
QUOTE
მე ყველაფერი მაქვს გაყინული, კუპატიდან და ხინკალ-პილმენიდან დაწყებული ხილით დამთავრებული და მშვენივრად ვგრძნობთ მეც და ჩემი ქმარშვილიც თავს.

მეც ბევრ რამეს ვყინავ. კვების პროდუქტების ტექნოლოგია თავის დროზე ვისწავლე კიდევაც.
არის გარკვეული სტანდარტები პროდუქტების გაყინვასთან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ვიზუალურად დაეტყობა.
ისე სპეციალურ გასაყინ პაკეტებს საკმაოდ ხშირად აქვს დართული ცხრილი რომელი პროდუქტი რამდენ ხანს ინახება.

Posted by: rtuli 13 Oct 2011, 22:18
მონიკა
QUOTE
მეც ბევრ რამეს ვყინავ. კვების პროდუქტების ტექნოლოგია თავის დროზე ვისწავლე კიდევაც.
არის გარკვეული სტანდარტები პროდუქტების გაყინვასთან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ვიზუალურად დაეტყობა.
ისე სპეციალურ გასაყინ პაკეტებს საკმაოდ ხშირად აქვს დართული ცხრილი რომელი პროდუქტი რამდენ ხანს ინახება.

+1
ჩემს მაცივარს მოყვა ინსტრუქცია,რა როგორ და რამდენი ხნით შემიძლია შევინახო +სწრაფი გაყინვის ფუნქცია აქვს საყინულეს,რომელიც ხელს უწყობს პროდუკტის ხარისხიანად გაყინვას yes.gif

Posted by: volli35 13 Oct 2011, 22:46
QUOTE
ჟარონაზე


პ.ს. კითხვა მიჩნდება ბევრთან .... ასეთ რაღაცეებს აღარ ვიმჩნევთ???? .... მახსოვს ამის გამო ნერვები გაუფუჭდა აქ ზოგიერთებს

Posted by: rtuli 13 Oct 2011, 23:06
volli35
QUOTE
პ.ს. კითხვა მიჩნდება ბევრთან .... ასეთ რაღაცეებს აღარ ვიმჩნევთ???? .... მახსოვს ამის გამო ნერვები გაუფუჭდა აქ ზოგიერთებს

გეტყობა რომ აკტიური მკითხველი ხარ smile.gif

მე როცა მჭირდება რეცეპტი მხოლოდ მაშინ ვკითხულობ smile.gif

პ.ს. მაღაზიაში ვნახე ყიდიდნენ აჩმის ყალიბებს და ასე ეწერათ:
ჟარონები ნებისმიერი ზომის აჩმებისთვის biggrin.gif

Posted by: volli35 13 Oct 2011, 23:13
rtuli
QUOTE
პ.ს. მაღაზიაში ვნახე ყიდიდნენ აჩმის ყალიბებს და ასე ეწერათ:
ჟარონები ნებისმიერი ზომის აჩმებისთვის

ამას უკვე მეორეჯერ ყვები აქ ... tongue.gif .... სკლეროზი ხო არ შემოგეპარა ჭაღარაში?? biggrin.gif

QUOTE
გეტყობა რომ აკტიური მკითხველი ხარ

უაკტიურესი ვარ ..... და ამიტომ კიდე ერთხელ ვხვდები თუ როგორ აკლია წკაპო აქაურობას sad.gif

QUOTE
მე როცა მჭირდება რეცეპტი მხოლოდ მაშინ ვკითხულობ

ყველაფერი არ უნდა დაწერო ხოლმე smile.gif

Posted by: rtuli 13 Oct 2011, 23:18
volli35
QUOTE
ყველაფერი არ უნდა დაწერო ხოლმე 

რატომ user.gif

მთავარია ინგრიდიენტების ჩამონათვალს გადავხედო და უკვე ვხვდები პროცესს...ამიტომ დაწვრილებით იშვიათად ვკითხულობ რატომღაც user.gif

ჰმ...გამახსენდა ჩემი უკუღმართი თავი...ჟურნალებს ბოლოდან ვკითხულობ კიდე biggrin.gif

QUOTE
და ამიტომ კიდე ერთხელ ვხვდები თუ როგორ აკლია წკაპო აქაურობას

100%


QUOTE
ამას უკვე მეორეჯერ ყვები აქ ...  .... სკლეროზი ხო არ შემოგეპარა ჭაღარაში??

rolleyes.gif
რატომ ჭაღარაში..!?
ქერა ვარ tongue.gif

Posted by: volli35 13 Oct 2011, 23:23
rtuli
QUOTE
რატომ ჭაღარაში..!?
ქერა ვარ

უიჰ ... მაპატიე .... ქერა-ჭაღარა უნდა მეთქო tongue.gif

QUOTE
რატომ

მთავარია ინგრიდიენტების ჩამონათვალს გადავხედო და უკვე ვხვდები პროცესს...ამიტომ დაწვრილებით იშვიათად ვკითხულობ რატომღაც

ნარცისიზმს ვვგრძნობ .... მაგრამ არაუშავს .... у всех свои недостатки .... გადაგივლის

პ.ს. რაღაცნაირად საკაიფო ხასიათზე ვარ ..... მე მაპატიეთ .... smile.gif



















პ.ს.ს. წკაპო მოდიიიიიიიიიიი

Posted by: rtuli 13 Oct 2011, 23:29
volli35
QUOTE
ნარცისიზმს ვვგრძნობ .... მაგრამ არაუშავს .... у всех свои недостатки .... გადაგივლის

ჰმ....ვითომ...
ძალიან დაწვრილებით ვკითხულობ ახალ რამეს ნინ...
მაგალითად ეს დღეებია კომპთან ვზივარ და შოკოლადით აპლიკაციებს ვსწავლობ...ტექნოლოგიას და ა.შ.
თან ეს უნდა ეზიო,ყველგან ერთნაირად არაა ახსნილი...
მოკლედ რაც მაინტერესებს შემიძლია დავაკვდე და დავწვრილმანდე user.gif


პ.ს. მეც რაღაც კარგ ხასიათზე ვარ დღეს smile.gif

Posted by: volli35 13 Oct 2011, 23:37
rtuli
QUOTE
პ.ს. მეც რაღაც კარგ ხასიათზე ვარ დღეს

მიხარია ... smile.gif


QUOTE
ჰმ....ვითომ...

ვითომ კი არა .... მართლა 100000%



პ.ს. გავჩერდები მე ..... ვინაიდან სულ სხვა რამე ვიკითხე და სულ სხვაგან გადავიჭერით



Posted by: _sofa_ 14 Oct 2011, 01:16
QUOTE (მონიკა @ 13 Oct 2011, 21:11 )
_sofa_
QUOTE
მე ყველაფერი მაქვს გაყინული, კუპატიდან და ხინკალ-პილმენიდან დაწყებული ხილით დამთავრებული და მშვენივრად ვგრძნობთ მეც და ჩემი ქმარშვილიც თავს.

მეც ბევრ რამეს ვყინავ. კვების პროდუქტების ტექნოლოგია თავის დროზე ვისწავლე კიდევაც.
არის გარკვეული სტანდარტები პროდუქტების გაყინვასთან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ვიზუალურად დაეტყობა.
ისე სპეციალურ გასაყინ პაკეტებს საკმაოდ ხშირად აქვს დართული ცხრილი რომელი პროდუქტი რამდენ ხანს ინახება.

ხო რა ვიცი, ყველა თავისებურად აკეთებს ყველაფერს. კვების პროდუქტების ტექნოლოგიას ვერ შევისწავლი ეხლა ხორცის და ცომის გასაყინად, მასე თუ ვიმსჯელებთ ნახევარი საქართველო დახოცილი უნდა იყოს, დღესდღეობით ყველაფერი გაყინული იყიდება, მაღაზიებს რომ თავი დავანებოთ რესტორნებში მოხარშული ლობიოც კი გაყინული აქვთ და მაგის ცხრილებს ნამდვილად არავინ არ უყურებს....

Posted by: david_pipo 15 Oct 2011, 01:24
user654, naxav PM-s adamiano? biggrin.gif

Posted by: pepela15 18 Oct 2011, 18:07
.......................................................................................

Posted by: @Giorgi@ 18 Oct 2011, 22:19
rtuli
QUOTE
ჰმ...გამახსენდა ჩემი უკუღმართი თავი...ჟურნალებს ბოლოდან ვკითხულობ კიდე biggrin.gif


ეგ ხანდახან მეც მემართება biggrin.gif offtopic.gif

ცომეულზე ვგიჟდები love.gif დავფიქსირდები
* * *
Natia_N_N
QUOTE
მწიკვი მარილი 1 ჭიქა შაქარი


მარილი და შაქარი ერთად ვერ წარმომიდგენია რაც არ უნდა მწიკვი იყოს biggrin.gif

ისე ფუნთუშები კარგად გამოიყურება up.gif

Posted by: shtori 18 Oct 2011, 23:33
თემა არმერია...
--------------------

Posted by: farfallina 3 Nov 2011, 13:21
ფარშევანგის კუდი

ცომი :
250 გრამი ფქვილი
1 კვერცხი
1 კვერცხის გული
8გრამი დაწნეხილი საფუარი
13 გრამი შაქარი
50 გრამი რძე
60 გრამი კარაქი
3 გრამი მარილი

გულსართი
200 გრამი პროშუტო კრუდო (ლორი )
გრანა ან პარმიჯანო (ხმელი ყველი )

ზეთის ხილი

ფქვილი მოვათავსოთ ჯამში დავაფშვნათ საფუარი და დავამტოთ შაქარი და რძე . ( გათბობა შეთბობა არ უნდა) დავუმატოთ ნელ ნელა კვერცხები
ეს ყველაფერი კარგად მოვზილოთ. ბოლოს შევაზილოთ კრემივით დარბილებული კარაქი . გავახვიოთ კულინარიულ ცელოფანში და ერთი ღამით მაცივარში
შევდოთ . მე ბოსტნეულთან ახლოს მედო .
მერე გავაბრტყელოთ ასე
http://www.radikal.ru
დავაფინოთ გულსართი მაგრამ სრულიად არ შევავსოთ. ერთი მხრიდან დავტოვოთ ცარელი ამ ზომაზე

http://www.radikal.ru

სავსე მხრიდან გადავუკეცოთ ოდნავ ცომი
http://www.radikal.ru

ცარიელი მხრიდან დავიწყოთ და გადავკეცოთ სამად
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ცომის ერთ მხარეს დავადოთ 2 თითი და მოვნიშნოთ მკრთალი ხაზი გავავლოთ მრთელ სიგრძეზე . ხოლო მეორე მხრიდან კი დავიწყოთ
ცომის ლენტებად დაჭრა . ცომის ჩაჭრა უნდა მოხდეს მონიშნულ ხაზამდე . ლენტები უნდა იყოს 2 სმ-იანები

მერე ეს ჩაჭრილი ლენტები მაოვაბრუნოთ მოვრთოთ ზეთის ხილით ..ცომი ოდნავ მოვხაროთ და ვაცალოთ გაფუება .
http://www.radikal.ru

გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ . სანამ ლამაზ ფერს არ მიიღებს
http://www.radikal.ru

Posted by: ekaandria 3 Nov 2011, 13:52
მე ამ თემაში ახალბედა ვარ .... მალე ჩემი ქმრის დაბადების დღეა და ხორციანი ბლინები მინდა გავუკეთო მირჩიეთ რააა კარგი რეცეპტი პლიზ smile.gifsmile.gif

Posted by: ვასასი 3 Nov 2011, 14:50
მე ასე ვაკეთებ:
---ბლინები:ბლენდერში ვახლი 1 კვერცხს+ცოტა მარილი+ცოტა ზეთი+დაახლ 2 ჭიქა წყალი,ფქვილი თვალის ზომით, ყველაფერს ვთქვიფავ, უნდა გამოვიდეს თხელი ცომი, როგორ აგიხსნა, კისელისნაირი givi.gif , ძალიან
ვაცხელებ პატარა ტაფას, ზეთს არ ვასხავ(ცომში ხომ ვუქენი) როგორც წესი პირველი ბლინი საზიზღარი და უფორმო გამოდის, დანარჩენები მშვენივრად იბრაწება.ანუ აიღებ წვნიანის ჩამჩას და იმდენს ასხავ ტაფაზე, რომ ტაფა შეივსოს და თხელი ბლინი გამოვიდეს.გამოაცხობ ერთი მხრიდან და ხელის მოხერხებული მოძრაობით გადმოაგდებ თეფშზე, დაბრაწული პირით დაბლა (მე დამხობილ თეფშზე ვდებ)
----ბლინის შიგთავსი. მე ორნაირად ვაკეთებ:1) ვხარშავ ხორცის დიდ ნაჭერს, ცალკე ვხარშავ ბრინჯს, ცალკე ვხრაკავ ხახვს. მოხარშულ ხორცს ვატარებ+მოხარშული ბრინჯი+მოხრაკული ხახვი+შავი პილპილი+ძირა. ესეც შენი შიგთავსი. 2)წინასწარ ვატარებ(მოუხარშავ, უმ) საქონლის და ღორის ხორცს და ვხრაკავ თავდახურულ ტაფაში, ცოტა რომ აკლია შებრაწვას ვამატებ წვრილად დაჭრილ ხახვს და ერთად ვხრაკავ, მერე ვამატებ შავ პილპილს+სხვადასხვა სუნელებიც შემირევია. ცალკე ვხარშავ ბრინჯს და ამ მასას ვურევ.
აიღებ უკვე გამომცხვარ ცივ ბლინს და შებრაწული მხრიდან ჩაუდებ 1 კოვზ გულსართს, შეახვევ და ეგაა.
სხვებიც მოგწერენ ალბათ. alk.gif

Posted by: farfallina 3 Nov 2011, 14:57
ekaandria

აბა ეს ნახე რთულის რეცეპტია

http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=870&Itemid=55

Posted by: laboratoria1918 3 Nov 2011, 16:49
ფარშევანგის კუდს უფრო მეტი ყველი რომ ვუქნა გააფუჭებს?

Posted by: farfallina 3 Nov 2011, 17:37
laboratoria1918
არა რა თქმა უნდა
მე ცოტა მოყრილზე გადავუღე სურათი რომ
ორივე ინგრედიენტი გამოჩენილიყო
რეცეპტში ამიტომაც არ მივუთითე დოზა
ვისაც რამდენი უდნა და უყვარს იმდენს მოაყრის smile.gif

Posted by: kactus 3 Nov 2011, 18:43
deida_vasasi
დაახ. რამდენი ცალი გამოდის შენი რეცეპტით?

Posted by: ვასასი 4 Nov 2011, 10:38
QUOTE (kactus @ 3 Nov 2011, 18:43 )
deida_vasasi
დაახ. რამდენი ცალი გამოდის შენი რეცეპტით?

აუფ არ დამითვლია არასოდეს, ძველებური ემალის ოთხკუთხედი ჯამები რომაა, თავსახურიც რომ მოყვება , აი ეგ მაქვს დიდი და სულ ივსება baby.gif

Posted by: ninoma 4 Nov 2011, 17:15
kactus
ბლინის ცომს ვაკეთებ ასეთი პროპორციით
3კვერცხი,
3ჭიქ წყალი(200გრ),
იმავე ზომის 2ჭიქა ფქვილი,
1ს.კ. ზეთი,
მარილი გემოვნებით და გამოდის 25-28 ცალი ბლინი

Posted by: kactus 4 Nov 2011, 19:39
deida_vasasi
გასაგებია.

ninoma
გმადლობ ყურადღებისთვის!

Posted by: aquiline 6 Nov 2011, 04:12
დიდი მადლობა გოგოებო.
ბისკვიტები ნაყიდია,გულის ფორმაში ავაწყვე

Posted by: ხუხუნა 9 Nov 2011, 12:40
ვისაც აქვს იქნებ კორჯიკის რეცეპტი მომწეროოოთთთთთთთთთთთ გთხოოოვთთთთ

Posted by: madona111 14 Nov 2011, 11:31
ძალიან მიყვარს, ხაჭაპური, შემიძლია მთელი დღე მარტო ეგ ვჭამოოოოო

Posted by: ARIZONA09 14 Nov 2011, 11:36
იქნებ მითხრათ ნაპოლეონის კრემის რეცეპტიი?smile.gif) წინასწარ მადლობაააააააsmile.gif

Posted by: kactus 14 Nov 2011, 12:06
ninoma
QUOTE
ბლინის ცომს ვაკეთებ ასეთი პროპორციით
3კვერცხი,
3ჭიქ წყალი(200გრ),
იმავე ზომის 2ჭიქა ფქვილი,
1ს.კ. ზეთი,
მარილი გემოვნებით და გამოდის 25-28 ცალი ბლინი


შენს გახარებას,მადლს მარილიც მოაყარე და ბარემ შიგთავსის(ხორციანი) შენეული რეცეპტიც დადე რა!

Posted by: rezi-rezi 15 Nov 2011, 13:59
სართოდ შაურმა მაგრად მევასება მაგრამ აჭარული ჯობიააა

Posted by: taliko 15 Nov 2011, 15:27
კუბდარი მიყვარს მაგრამ სად აკეთებენ ნამდვილ სვანურს არ ვიცი sad.gif

Posted by: viko 15 Nov 2011, 20:30
http://www.radikal.ru

თურქული Poğaça
ცომი
1ჭ მაწონი(200გრ)
1ჭ მინერალური წყალი
3/4 ჭ ზეთი
8 გრ მშრალი საფუარი
1 1/2 ჩ/კ შაქარი
1 1/2 ჩ/კ მარილი
500-600გრ ფქვილი.

გულსართი
ძირითადად Beyaz peynir გამოიყენება.
მე იმერული ყველის და სულგუნის ნაზავი გამოვიყენე.
არ ამიწონია sad.gif
რაოდენობას თვალითაც განსაზღვრავთ.
ყველი წვრილად დახეხეთ, დაუმატეთ 1 კვერცხის გული, წვრილად დაჭრილი მაკიდო.

ჯამში ჩააცერით ფქვილი,დაუმატეთ მინერალური წყალი, საფუარი,შაქარი.
ადროვეთ საფუარს გაღვივება 5წთ.
საფუარის გაღვივების შემდეგ დაუმატეთ მაწონი,ზეთი, მარილი.
მოზილეთ ნაზი, ელასტიური ცომი.
30 წთ ადროვეთ ცომს ამოსვალა.
ამოსული ცომი დაყავით თანაბარ ნაწილებად.(22-24)
თითოეული გუნდა ოდნავ გააბრტყელეთ, შუაში მოათავსეთ გულსართი,ცომს თავი მოუკარით.
მომზადებული გუნდებს გადაუსვით კვერცხის გული, მოაყარეთ სეზამის მარცვლები, მოათავსეთ საცხობ ფორმაზე, ადროვეთ 10 წთ.

220 გრ ცხვება 10 -15 წთ.
პს ფქვილის მთლიან რაოდენობას ერთიანად ნუ გამოიყენებთ.
შესაძლოა ნაკლები დასჭირდეს...ან პირიქით მეტი...
ცომი ძალიან ნაზია, მაგრამ ფორმას უნდა იჭერდეს.
თურქულ რეცეპტებში იორგუტია მითითებული.
ზეთი სიმინდის გამოვიყენე.

Posted by: Felisa 15 Nov 2011, 22:19
viko
QUOTE
თურქული Poğaça
ცომი
1ჭ მაწონი(200გრ)
1ჭ მინერალური წყალი
3/4 ჭ ზეთი
8 გრ მშრალი საფუარი
1 1/2 ჩ/კ შაქარი
1 1/2 ჩ/კ მარილი
500-600გრ ფქვილი.

გულსართი
ძირითადად Beyaz peynir გამოიყენება.
მე იმერული ყველის და სულგუნის ნაზავი გამოვიყენე.
არ ამიწონია
რაოდენობას თვალითაც განსაზღვრავთ.
ყველი წვრილად დახეხეთ, დაუმატეთ 1 კვერცხის გული, წვრილად დაჭრილი მაკიდო.

ჯამში ჩააცერით ფქვილი,დაუმატეთ მინერალური წყალი, საფუარი,შაქარი.
ადროვეთ საფუარს გაღვივება 5წთ.
საფუარის გაღვივების შემდეგ დაუმატეთ მაწონი,ზეთი, მარილი.
მოზილეთ ნაზი, ელასტიური ცომი.
30 წთ ადროვეთ ცომს ამოსვალა.
ამოსული ცომი დაყავით თანაბარ ნაწილებად.(22-24)
თითოეული გუნდა ოდნავ გააბრტყელეთ, შუაში მოათავსეთ გულსართი,ცომს თავი მოუკარით.
მომზადებული გუნდებს გადაუსვით კვერცხის გული, მოაყარეთ სეზამის მარცვლები, მოათავსეთ საცხობ ფორმაზე, ადროვეთ 10 წთ.

220 გრ ცხვება 10 -15 წთ.
პს ფქვილის მთლიან რაოდენობას ერთიანად ნუ გამოიყენებთ.
შესაძლოა ნაკლები დასჭირდეს...ან პირიქით მეტი...
ცომი ძალიან ნაზია, მაგრამ ფორმას უნდა იჭერდეს.
თურქულ რეცეპტებში იორგუტია მითითებული.
ზეთი სიმინდის გამოვიყენე.

რა კარგი გოგო ხარ რომ ასე დეტალურად წერ 2kiss.gif

Posted by: saly 16 Nov 2011, 02:24
აჭარულს თბილიშ ი სად აკეტებენ ნორმალურს ?

Posted by: natka-q 16 Nov 2011, 10:53
viko
QUOTE
წვრილად დაჭრილი მაკიდო.

მაკიდო რა არის?

Posted by: viko 16 Nov 2011, 11:44
Felisa
ვცდილობ smile.gif



natka-q
QUOTE
მაკიდო რა არის?

ოხრახუში.....Петрушка

დოლორეს

QUOTE
მშრალი ყველი სჯობს თU უფრო მოცარელა მოუხდება გულშI?

რომელიც გაქვს/მოგწონს შეგიძლია გამოიყენო.
ჩემი აზრით smile.gif
ძალიან სველი ყველი, შეიძლება გამოვიდეს ცომიდან.
ძალიან მშრალ ყველს ბევრს ვერ ჩადებ, ცომი პატარაა.
ნაკლები ყველი დაეტკეპნება ქვედა ფენას, შეუმჩნევნელი იქნება.

Золотая Середина საჭირო smile.gif

Posted by: natka-q 16 Nov 2011, 11:54
viko
smile.gif ოკ. მადლობა. როგორ ვერ მივხვდი...

Posted by: viko 16 Nov 2011, 12:10
natka-q
არაფრის smile.gif
Peppi
შეკითხვებს გავითვალისწინებ.....ყველის რაოდენობას დავაზუსტებ....
და მერეsmile.gif http://perfectcook.org/

Posted by: giogeos gogo 16 Nov 2011, 14:55
ჩემი საყვარელი თემა იქნება ეს დღეიდან love.gif ვგიჟდები ცომეულობაზე love.gif

Posted by: anumbrela 16 Nov 2011, 17:19
ვარენიკები კომბოსტოთი.............

Posted by: gokieli69 16 Nov 2011, 19:21
არ ივარგებს კომბოსტოს ვარენიკები, რამე სხვა არა?

Posted by: viko 20 Nov 2011, 15:50
სოკოს ღვეზელი

user posted image
ცომი
225 გრ ფქვილი
1 კვერცხი
50 მლ ზეთი
50 მლ რძე
1/2 ჩ/კ მარილი

გულსართი

300გრ სოკო
70-100 მდე კარაქი
3 მოხარშული კვერცხი.
მწვანე ხახვი
მარილი
შავი პილპილი

1 კვერცხის გული

მომზადების წესი
ცომი
ჩამოთვლილი ინგრედიენტებიდან მოზილეთ ცომი.
ცომის დიდხანს დამუშავება არ არის საჭირო.
სწრაფად იკვრება. რაც ნაკლებად შეეხებით უკეთესია.
.მზა ცომი მოათავსეთ მაცივარში 1 სთ.
გულსართი
კარაქში შეწვით სოკო.
მზა სოკოს დაუმატეთ დაჭრილი კვერცხი, მწვანე ხახვი, მარილი , შავი პილპილი.
მაცივრიდან გამოტანილი ცომი გაყავით 2 თანაბარ ნაწილად.10 წუთი ადროვეთ.
გაიყვანეთ 24- 26 სმ D
ერთ ფენაზე მოსთავსეთ გაგრილებული გულსართი, ზემოდან დააფარეთ მეორე ფენა.
ცომის ნაპირები მჭიდროდ შეკარით.
ზედაპირს გადაუსვით კვერცხის გული.
T180-200
დრო 15 -20 წთ.



Posted by: Peppi 20 Nov 2011, 23:16
viko
წავიღე ორივეwink.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: kactus 21 Nov 2011, 09:35
viko
QUOTE
ცომი
225 გრ ფქვილი
1 კვერცხი
50 მლ ზეთი
50 მლ რძე
1/2 ჩ/კ მარილი


ამ ცომით ყველანაირი ღვეზელი გამოვა?ხორციანი,მაგ. სოკო ცხოვრებაში არ მიჭამია.

Posted by: viko 21 Nov 2011, 10:29
kactus
QUOTE
ამ ცომით ყველანაირი ღვეზელი გამოვა?ხორციანი

yes.gif

Posted by: kactus 21 Nov 2011, 11:34
viko
0K. ყველაფერი გასაგებია. 2kiss.gif

Posted by: farfallina 21 Nov 2011, 11:44
viko
ძალიან კარგი ცომია
დიდ მადლობა რეცეპტისათვის

2kiss.gif

Posted by: viko 21 Nov 2011, 12:31
farfalina
არაფრის2kiss.gif
Peppi
QUOTE
წავიღე ორივე

ვნახე
ჩემი და გლონელის სურათი.....წარწერით ... LUTA smile.gif
ველოდები მიას love.gif სურათს

Posted by: Peppi 21 Nov 2011, 12:41
viko
QUOTE
ჩემი და გლონელის სურათი.....წარწერით ... LUTA

მარტო ვმუშაობ და...smile.gif

მადლობა მითითებისთვის, გავასწორეsmile.gif

პოგაჩა -
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=1689&Itemid=55

ღვეზელი:
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=1690&Itemid=55


პ..ს თ კიდევ ავურიე რამე - მომწერეთ;
რატომღაც "დაბოლილი ზღარბივით" ვარ დღეს (ეს იოჯიკ ვ ტუმანე ვთარგმნე ასე) ..

ისე, მე-3 დღეა უკვე ნისლია ისეთი, 50 მეტრში არ ჩანს არაფერი..
ნისლი მე მიყვარს ბახმაროში.. აქ სულაც არა..

Posted by: _sofa_ 27 Nov 2011, 19:01
ვაიმე დაბოლილი ზღარბი რა კაი დასანახი იქნება წარმოვიდგინე..... smile.gif up.gif

Posted by: HoNeY 29 Nov 2011, 02:04
ხალხნო იქნებ დამეხმაროთ
ვარ დანიაში და აქ არის რაღაც შეკრება სადაც ყველამ თავისი ქვეყნის რაღაც საჭმელი უნდა მიიტანოს და გადავწყვიტე ხაჭაპური გავაკეთო მაგრამ...ყველი ? რომელი ყველით გამოდის კარგი ? აქ რომ ვერ ვნახავ ქართულ ყველს ეგ იასნია

Posted by: shtori 29 Nov 2011, 02:55
HoNeY
მოცარელა + ფეტა თუ არის...

Posted by: ninoma 29 Nov 2011, 03:52
HoNeY
QUOTE
გადავწყვიტე ხაჭაპური გავაკეთო მაგრამ...ყველი ? რომელი ყველით გამოდის კარგი ?

ამ სამი ყველის კომბინაცია მომწონს, არა მარტო მე.
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=526&Itemid=55
იმედია მანდაც იქნება.
პროპორციაც წერია 1 ცალ დიდ ხაჭაპურს რამდენი ყველი სჭირდება.

Posted by: solomoni84 29 Nov 2011, 13:34
ხალხო გემრიელ ყველის ღვეზელებს სად აცხობენ თბილისში?????

Posted by: bachachuna 2 Dec 2011, 12:41
გამარჯობა გამოცდილო კულინარებო, დახმარება მჭირდება. მაინტერესებს 1 კგ ფქვილისაგ რამდენი ღვეზელი გამოვა, დაახლოებით, გარეთ რომ ყიდიან იმ ზომის, ასევე 1 კგ კარტოფილისაგანაც

Posted by: Summer_Rain 2 Dec 2011, 12:58
გოგოებო გამარჯობა, ვინმემ იცით კრუასანის ცომი როგორ კეთდება, რაღაც ფენოვანიც რომაა და მსუბუქიც.

Posted by: bogart 2 Dec 2011, 21:46
ყოველთვის უნდა გაითვალისწინო ფქვილის რაოდენობა,ანუ ზოგჯერ ოდნავ მეტს იტხოვს...რადგან კვერცხი არის სხვადასხვა ზომის და შეიძლება ცომი ოდნავ თხელი გამოგივიდეს...

Posted by: mimino55 4 Dec 2011, 10:03
გამარჯობათ
შეიძლება ამას აქ არ უნდა ვწერდე მაგრამ მაინც ( sorry თემის ავტორ)....მოკლედ მაქვს კარგი , ახალი, ხარისხიანი მჭადის ფქვილი ასევე ღომის ღერღილი( სოფელში მაქვს წყლის წისქვილი და ყოველ მეორე მესამე დღეს მიგზავნიან საუკეთესო ახალ-ახალ ფქვილს & ღერღილს) თუ ვინმეს დაგაინტერესებთ PM და მისი ჯანი... smile.gif

Posted by: komsi_komsa 5 Dec 2011, 12:41
რამე გემრიელი სამარხვო საჭმლის რეცეპტი დაწერეთ რა

Posted by: upwave 5 Dec 2011, 23:15
komsi_komsa
სამარხვო კერძები აპინულია კულინარიის განყოფილებაში.
იქ მონახავ უამრავს smile.gif

http://forum.ge/?f=82&showtopic=33695330

Posted by: e-terina 6 Dec 2011, 15:41
პიკანტური ბატონი:
მასალა: "ბატონი"(წინა დღის ჯობს) ,100გრ.ყველი, 100გრ.დარბილებული კარაქი, 2-3კბილი ნიორი, ცოტა კამა და ქინძი.

მომზადება:დასერეთ პური ნაჭრებათ ისე,რომ ბოლომდე არ ჩაჭრათ.აურიეთ ერთმანეთში დანაყილი ნიორი,კარაქი,გახეხილი ყველი,წვრილად დაჭრილი კამა და ქინძი.წაუსვით ეს მასა პურს ზემოდანაც და დასერილ ნაჭრებშიც. შეახვიეთ "ფოლგაში"და შედგით ცხელ გაზქურაში 20წთ.შედეგ ზემოდან მოხსენით "ფოლგა"-დაბრაწვამდე.სულ ეს არის.))

Posted by: prokofi1 7 Dec 2011, 16:54
ლობიანი ვიჩინის გემოთი და მეგრული ხაჭაპური.......... ნუცუბიძეზე აკეთებენ ძაან კარგებს........... და აქვე ვიკითხავ მიმასწავლოთ გემრიელ პიცებს სად აცხობენ????

Posted by: _sofa_ 9 Dec 2011, 20:33
1კგ ფქვილისგან გამოდის კილონახევარი ცომი, საცხობებში ღვეზელები არის 80-100 გრამიანი და კარტოფილი უნდა 35-40 გრ, ეხლა შენ თვითონ დაიანგარიშე, ანუ 100 გრამიანი გამოვა15 ცალი.

Posted by: challenger70 13 Dec 2011, 23:04
ხომ ვერ მეტყვით კარგ აჩმას სად აცხობენ?

Posted by: rchin 14 Dec 2011, 01:12
ბლინებს ტკბილიც უხდება და ხორციანი ბლინებიც კაია.

Posted by: miau 23 Dec 2011, 12:08
challenger70

ჩვენი აჭარელი ფორუმელის რეცეპტი:

allegro

აჩმა

1)აჩმის ცომს საერთოდ არ უნდა მაცივარი2) გულს კვერცხი არ უნდა, მხოლოდ ყველი. 3) არც მაწონი და არც არაჟანიც არ სჭირდება.
ცომში: 5 კვერცხი, 1,5 ჭიქა წყალი, ცოტა მარილი და 1,5-2კგ. ფქვილი. მოვზილოთ რბილი ცომი( 20-30 წუთი ვზილოთ). დავანაწილოთ 9 გუნდად და გავაბრტყელოთ. დავასვენოთ 20 წუთით.
ავადუღოთ დიდი ქვაბით წყალი და ჩავყაროდ 4-5 სუფრის კოვზი მარილი .
გადავადნოდ 600გრ.კარაქი
გავხეხოთ 800გრ ყველი
პირველი ფენა ჩავაფინოთ ცხიმ წასმულ ჟარონკაში და მოვაშხუროთ ერბო, შემდეგი ყველა ფენა უნდა მოვხარშოთ.( როცა წყალი კარგად ადუღდება ჩავაგდოთ გაწელილი ფენა და 1 წუთში ამოვიღოდ დრუშლაგის ( ბოდიში რუსული სიტყვისათვის)დახმარებით. ეს ფენა მოვათავსოდ ცივ წყალში და ისევ დრუშლაგის დახმარებით ამოვიღოდ. ყველა ფენის შემდეგ ერბო. მე-5 ფენის შემდეგ ყველი მოვაყაროთ. ბოლო ფენას არ ვხარშავთ, გადავაფენთ და შემოუკეცავთ გვერდებს. 30 წუთი დავასვენოთ და დავჭრად ,შემდეგ მოვათავსოდ ცხელ დუხოვკაში.[/quote]

Posted by: upwave 23 Dec 2011, 15:03
miau
QUOTE
დრუშლაგის ( ბოდიში რუსული სიტყვისათვის)დახმარებით

არ არის რუსული სიტყვა:
რუსები ,,დურშლაგს" ეძახიან ,,цедилка"-ს გერმანული ,,დურხშლაგის" ზეგავლენით (ქართულად: თუშფალანგი) smile.gif

კარგი რეცეპტი ჩანს, მარხვის მერე ვცდი yes.gif

Posted by: miau 23 Dec 2011, 15:27
upwave
QUOTE
რუსები ,,დურშლაგს" ეძახიან ,,цедилка"-ს გერმანული ,,დურხშლაგის" ზეგავლენით (ქართულად: თუშფალანგი)


გადმოვაკოპირე და მაგ ბოდიშებისთვისაც არ მიმიქცევია ყურადღება smile.gif

Posted by: pleita 27 Dec 2011, 02:16
გამარჯობა, ცომის რეცეპტი მინდა , ოღონდ როგორის იცით? "ეისიდის" ციმბირული პილმენები ვინმეს თუ გაქვთ მირთმეული, თავზე რომ აფარია ქოთანს აი ისეთის... თითქოს ნახევრად ფენოვანია, თითქოს არც, მოკლედ ძალიან ფუმფულა და ნოყირეია.. ყვითელია.. ძალიან მინდა ისეთი გავაკეთო user.gif


Posted by: Peppi 27 Dec 2011, 02:20
miau
ის კითხულობს:
QUOTE
ხომ ვერ მეტყვით კარგ აჩმას სად აცხობენ?

და შენ პასუხობ:
QUOTE
ჩვენი აჭარელი ფორუმელის რეცეპტი:


რა ტაქტიანად გინდა კულინარად აქციო და ჩვენს რიგებს შემატოsmile.gif


Posted by: miau 27 Dec 2011, 19:32
Peppi
QUOTE
რა ტაქტიანად გინდა კულინარად აქციო და ჩვენს რიგებს შემატო

biggrin.gif ვაიმე, ახლა დავაკვირდი კითხვას, კარგი ხარ პეპი 2kiss.gif

Posted by: abelo 28 Dec 2011, 19:20
viko
სეზამს თბილისში სად ყიდულობ?

Posted by: viko 28 Dec 2011, 19:51
abelo
არ მიყიდია თბილისში.
თურქეთიდან ჩამომიტანეს.
მგონი ბაზრობაზე იყიდება.

Posted by: abelo 28 Dec 2011, 19:58
viko
მადლობა პასუხისთვის, მიმიწვს ბაზრობაზე სუნელების კაცთან შევლა. smile.gif

Posted by: prokofi1 28 Dec 2011, 20:33
ყველის პილმენები მიყვარს გემრიელია.............

Posted by: WOMAN IN LOVE 28 Dec 2011, 21:32
abelo
QUOTE
სეზამს თბილისში სად ყიდულობ?

თურქულ მარკეტში ვიყიდე ბოლოს, ახლა არ ვიცი, აქვთ თუ არა. წერეთელზე, დიდუბე პლაზას პირველ სართულზე, მარკეტი თურსა.

Posted by: abelo 29 Dec 2011, 01:40
WOMAN IN LOVE
QUOTE
თურქულ მარკეტში ვიყიდე ბოლოს, ახლა არ ვიცი, აქვთ თუ არა. წერეთელზე, დიდუბე პლაზას პირველ სართულზე, მარკეტი თურსა.

რა მაგარი რამე გამახსენე, ხვალვე წავალ.
მადლობა 2kiss.gif

Posted by: LTB1948 5 Jan 2012, 13:59
აბა გამოცდილო ხალხო, საშობაო ღვეზელის კარგი რეცეპტი დადეთ რა, მე საფუარიანი ცომით ვაკეთებ, მაგრამ ახალი იდეა არ მაწყენდა... წინასწარ მადლობა

Posted by: soffka-86 6 Jan 2012, 12:09
LTB1948
+1 მეც მაინტერესებს ძალიან.იქნებ დამაკვალიანოთ

Posted by: shilaida 6 Jan 2012, 12:20
LTB1948
soffka-86
QUOTE
საშობაო ღვეზელის კარგი რეცეპტი

+1

Posted by: LTB1948 9 Jan 2012, 12:48

soffka-86
shilaida
მოკლედ, არავინ შეგვეხმიანაsmile.gif მეც დავქექე და აუაუ-ს ძ|ალიან კარგი რეცეპტი ვიპოვე ცომის და უიგემრიელესი ღვეზელები გამოვიდა...

მოკლედ, აუაუ-ს ცომი:
ნახევარი ლიტრი თბილი რძე და 2 კოვზი საფუარი დავდგი ცოტა ხნით, სანამ არ ჩAდნა საფუარი, მერე ცალკე 2 კვერცხი გავთქვიფე ნახევა-ნახევარი კოვზი შაქრითა და მარილით...
მოვზილე რბილი ცომი და დავუმატე 6 ს.კ ზეთი.... და ზე\თიანი ხელით მოვზილე და დავდგი. რომ ამოვუვდა ჩავზეილე....
მერე ამოვაგუნდავე იმხელებად რომ ღვეზელები გამოსულიყო, სადღAვ 20 გუნდა გმოვიდა... სათითად გავაბრზტყელე და ზეი წავუსვი და ჯერ ვქენი ასე ყველა სათითაოდ, მერე კიდევ გადავკეცე ერთხელ ზეთის გარეშე... ზაან კარგი ცომი გავოდიდა, ხელში მსიანოვნებდა ზელა, ჩვეულებრივი საფუარიანი ცომი ვერ მოვა ამასთან.... ისე კარაქი რომ დამედნი და ის წამესვა ალბათ უფრო ფხვიერი იქნებოდა, მაგრამ ასეც უმაგრესი გამოვდა...

გული გახეხილი ყველი მქონდა, რომელსაც ხაჭო და ჯკვერცხი გავურიე და ცხტა კარაქი.... მოვამზადე ღვეზელები და შიგნით მოხარშული კვერცხი ჩავამატე, ზემოდან კი კვერცხის გული გადავუსვი....
უგემრიელესი იყო, 7ში საღAმომდე ძივს მიაღწიაsmile.gif


Posted by: shilaida 9 Jan 2012, 13:38
LTB1948
ზუსტად იგივე რეცეპტით ვიხელმძღვანელე,ფოტოებიც გადავუღე და როცა მეცლება აქაც დავდებsmile.gif))
ჩემებსაც ძალიან მოეწონათsmile.gif))

Posted by: LTB1948 9 Jan 2012, 13:49
shilaida
ხომ კარგი ცომი გამოვიდა?
მე ვერ მოვასცარი ფოტოების გადაღება, როგორც ყოველთვის ვიპასიურეsmile.gif

Posted by: shilaida 9 Jan 2012, 13:53
LTB1948
QUOTE
ხომ კარგი ცომი გამოვიდა?

კი,ძალიან ნაზი ცომია 2kiss.gif
ყველი იმერეთიდან ჩამომიტანა მამამთილმა,უგემრიელესი,ნაკლებმარილიანი,ცოტა რძეც დავუმატე და მოხარშული კვერცხი გრძლად დაჭრილი
ხორცის ღვეზელებიც გამომიცხვია იგივე ცომით და |ძალიან მომწონსsmile.gif

Posted by: shtori 9 Jan 2012, 19:53
LTB1948
QUOTE
სათითად გავაბრზტყელე და ზეი წავუსვი და ჯერ ვქენი ასე ყველა სათითაოდ, მერე კიდევ გადავკეცე ერთხელ ზეთის გარეშე

ეს ვერ გავიგე... გუნდები გააბრტყელე, გადაუსვი ზეთი. მერე ისევ დააგუნდავე და ისევ გააბრტყელე ზეთის გარეშე ამჯერად?

Posted by: soffka-86 9 Jan 2012, 19:57
LTB1948
ეს პოსტი დღეს ვნახე,მაგრამ ჩავინიშნე მომავლისათვის 2kiss.gif
მე კი მაწვნის ცომით გავაკეთე,ადრე ვოლიმ ჩამაწერინა ხაჭაპურისთვის,საკმაოდ რბილი და გემრიელები გამოვიდა.მოგვიანებით მეც დავდებ სურათს

Posted by: prokofi1 9 Jan 2012, 20:55
პიცერიები ჩამომიწერეთ რა რაც იცით

Posted by: LTB1948 10 Jan 2012, 14:52
shtori
ჰო, ეგრე ვქენი, გავაბრტყელე და გადავუსვი და გადავკეცე და მეორეჯერაც ეგრე გავაკეთე, კარაქით ალბათ უფორ მაგარი იქნება, მესამეჯერ პროსტო გავაბრტყელე და გადავკეცე და მეოთხეჯერ რომ გავაბრტყელე მერე ჩავუდე გული.... მადლობა აუაუ-სsmile.gif
soffka-86
მაწვნის ცომითაც კარგი გამოდის, მარა რაღAცნაირად საფუარიანი ცომით მინდოდაsmile.gif ძაან მაგარი ცომიაsmile.gif
prokofi1
ძალიან კარგი პიცაა აქვთ პიცერია მარკო-ში (დიდი დიღომი, გუდვილი)
პრეგო-ს პიცა არ მომწონს, გააფუჭეს, სუნელი ენანებათ....
სხვა კარგი იტაიური რესტორანი არც კი ვიცი, თავისუფლებაზე მერიის უკან არის კარგი იტალიური რესტორანიო და იქ აქბენ კიდევ....
ჩემს გაკეთებულ პიცას კი არაფერი მირჩევნიაsmile.gif

Posted by: shtori 10 Jan 2012, 16:28
LTB1948
მადლობა smile.gif

ვცდი მეც მასე

Posted by: prokofi1 13 Jan 2012, 13:08
ლტბ მერიის უკან მარცხნიდან თუ მარჯვნიდან ?? რა ქვია არ იცი ??

Posted by: borer 21 Jan 2012, 01:48
გასაგებია, შენ იყავი ამ ბოლო ხანებში მაგ გვერდეზე, მე ვერ შევდივარ,შეცდომას მიჩვენებს.

Posted by: ocneba 22 Jan 2012, 20:09
არასოდეს გამომიცხვია ხაჭაპური და ლობიანი . არ ვიცი როგორ კეთდება. მიყვარს პიცა. იქნებ ვინმემ პიცის კარგი რეცეპტი შემომთავაზოს , აუცილებლად გავაკეთებ. პიცაში სასურველია იყოც ვიჩინა.

Posted by: ladywin 22 Jan 2012, 22:28
ocneba

QUOTE
იქნებ ვინმემ პიცის კარგი რეცეპტი შემომთავაზოს


http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=57

http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=916

http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=916

Posted by: rusudani7 25 Jan 2012, 12:48
,, როცა გშია ზაქარია ცივი მჭადიც შაქაjava[ertad]script:emoticon(':war:')რია"

Posted by: mgeluka14 27 Jan 2012, 17:03
აუ რა ჯობს კეცში გამომცხვარ ხაჭაპურს yes.gif

Posted by: marao111 5 Feb 2012, 23:06
ლობიანის შიგთავს ძალიან უხდება ღორის ქონში მოხრაკული ხახვი, ძალიან გემრიელია.

Posted by: pantera1974 6 Feb 2012, 08:58
QUOTE
მოზილავთ საფუვარიან ცომს ან იყიდით საცხობში, თუმცა სახლში მოზელილი უკეთესია. მოდით, ჩემებური ცომის რეცეპტსაც დავწერ:

ქონდარი უხდება პიცას უხდება კიარა აუცილებელია ანუ როზმარინი. მაოყარეთ სანამ შედგამთ დუხოვკაში
* * *
QUOTE
ლობიანის შიგთავს ძალიან უხდება ღორის ქონში მოხრაკული ხახვი, ძალიან გემრიელია.

ხო მაგრამ გატარება უნდა მაგას ,ჩემთან ხახვი რო შეხვდეთ არ შეჭამენ და ვატარებ გემრიელია!!!!

Posted by: LTB1948 6 Feb 2012, 17:21
pantera1974
QUOTE
ქონდარი უხდება პიცას უხდება კიარა აუცილებელია ანუ როზმარინი. მაოყარეთ სანამ შედგამთ დუხოვკაში


ქონდარი და როზმარინი ერთი და იგივე არ არის, თან ზოგ რეცეპტს არც ქონდარი უხდება და არც როზმარინი

Posted by: pandora85 6 Feb 2012, 21:52
კარგი ფენოვანის ცომი ხომ არ იცის ვინმემ? გმადლობთ.

Posted by: marao111 7 Feb 2012, 15:40
ყოველთვის მინდოდა პიცის გაკეთება მესწავლა, აქ ვნახე რეცეპტი და აუცილებლად გავაკეთებ.

Posted by: viko 7 Feb 2012, 15:50
ცომი პელმენების...ვარენიკებისათვის.

http://image.geotorrents.com/

--
http://image.geotorrents.com/

500გრ ფქვილი
3 გრ მარილი
210 მლ ძალიან ცხელი წყალი
1 ს/კ ზეითუნის ზეთი
ჯამში მოათავსეთ ფქვილი, მარილი, ზეთი.
დაასხით ძალიან ცხელი წყალი.
ადროვეთ შეგრილება 2-3 წუთი.მოზილეთ ცომი..
ეს ცომი საკმაოდ მძიმეა მოსაზელად, ამიტომ ერთხელ მოზილეთ, დაასვენეთ ცელოფანშემოხვეული 20-30 წთ.
ხელმეორედ მოზილეთ.
ცომი მზადაა როცა ერთგვაროვანი და ელასტიურია.
გამოყენებამდე ისევ მოათავსეთ მაცივარში(ცელოფნით).
პს ცომის გაყვანისას 1გრ ფქვილი აღარაა საჭირო.
ფქვილი და წყლის რაოდენობა ზუსტადაა მითითებული , მაგრამ კორექტივების შეტანა შესაძლოა დაგჭირდეთ.

Posted by: gloneli 7 Feb 2012, 16:40
viko
QUOTE
გამოყენებამდე ისევ მოათავსეთ მაცივარში(ცელოფნით).

ისევ,ანუ პირველი მოზელვის შემდეგაც მაცივარში უნდა დავასვენოთ?
QUOTE
ამიტომ ერთხელ მოზილეთ, დაასვენეთ ცელოფანშემოხვეული 20-30 წთ


Posted by: viko 7 Feb 2012, 16:46
gloneli


QUOTE
ისევ,ანუ პირველი მოზელვის შემდეგაც მაცივარში უნდა დავასვენოთ?
yes.gif
მე მიჭირს ასეთი მძიმე ცომის ერთიანად დამუშავება,
ცომსაც ვასვენებ და მეც ვისვენებ smile.gif

Posted by: orchidea 7 Feb 2012, 17:00
viko
QUOTE
ცომი პელმენების...ვარენიკებისათვის.

აუცილებლად უნდა ვცადო ამ დღეებსი პირობას ვდებ ,ისე მომეწონა რომ არ გავაკეთო ვერ მოვისვენებ

Posted by: viko 7 Feb 2012, 17:03
orchidea
ბიჭი დაიხმარე აუცილებლად smile.gif
იქეთ არ შემოვდივარ ხელცარიელი. ვისიამოვნე თქვენი ნახელავის დათვალიერებით yes.gif

Posted by: orchidea 7 Feb 2012, 17:07
viko
2kiss.gif არ დაიკარგო ხოლმე

Posted by: gloneli 7 Feb 2012, 17:07
viko
QUOTE
ცომსაც ვასვენებ და მეც ვისვენებ

არა მხოლოდ ჩვენთვის,ცომისთვისაც აუცილებელია ეს პროცესი-"აკეთილშობილებს",მორჩილი ხდებაsmile.gif)

Posted by: Parabola 7 Feb 2012, 18:21
მოკლედ სარჩევში ვნახე პიცის ცომები და 2 ვარიანტი გავაკეთე, მაგრამ ცომი ცხობისას ძაან ამოფუვდა და დამაღლდა, მე კიდე თხელი ცომი მიყვარს, მირჩიოთ იქნებ რამე, სხვა რეცეპტი მჭირდება, თუ არასათანადოდ ვაბრტყელებ?sad.gif

Posted by: @Giorgi@ 7 Feb 2012, 18:23
ხინკლის ცომს რომ აკეთებენ სახინკლეებში და რესტორნებში ,რო არ სკდება იოლად როგორ კეთდება ხო არ იცით ?

Posted by: pantera1974 7 Feb 2012, 19:32
QUOTE
ხინკლის ცომს რომ აკეთებენ სახინკლეებში და რესტორნებში ,რო არ სკდება იოლად როგორ კეთდება ხო არ იცით ?

მაგას სპეციალურ აპარატში ატარებენ რამოდნიმეჯერ და იმიტომაა პრიალა
* * *
QUOTE
კარგი ფენოვანის ცომი ხომ არ იცის ვინმემ? გმადლობთ.

მე ჩვეულებრივ ცომს ვზილავ ოღონდ ცომში ვუმატებ ნახ. ჭიქა რძეს ოღონდ მეტი არა თორე მაგარი იქნება ცომი, ხოდა მერე გადავზელ ხოლმე ამ ცომს 2-3 ჯერ კარაქში ან უსტამი რომაა მარგარინი ეგ ხო ფენოვანი ცომისაა და დნება ისეთი ცომი გამოდის ფენოვანიცაა და მაგარი რბილი და გემრიელიც!!!!

Posted by: rtuli 7 Feb 2012, 19:45
Parabola
QUOTE
მოკლედ სარჩევში ვნახე პიცის ცომები და 2 ვარიანტი გავაკეთე, მაგრამ ცომი ცხობისას ძაან ამოფუვდა და დამაღლდა, მე კიდე თხელი ცომი მიყვარს, მირჩიოთ იქნებ რამე, სხვა რეცეპტი მჭირდება, თუ არასათანადოდ ვაბრტყელებ?

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=57&Itemid=55
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=1466&Itemid=55

pantera1974
QUOTE
მე ჩვეულებრივ ცომს ვზილავ ოღონდ ცომში ვუმატებ ნახ. ჭიქა რძეს ოღონდ მეტი არა თორე მაგარი იქნება ცომი, ხოდა მერე გადავზელ ხოლმე ამ ცომს 2-3 ჯერ კარაქში ან უსტამი რომაა მარგარინი ეგ ხო ფენოვანი ცომისაა და დნება ისეთი ცომი გამოდის ფენოვანიცაა და მაგარი რბილი და გემრიელიც!!!!

smile.gif

Posted by: pantera1974 8 Feb 2012, 09:13
QUOTE
ქონდარი და როზმარინი ერთი და იგივე არ არის, თან ზოგ რეცეპტს არც ქონდარი უხდება და არც როზმარინი

სადაც ხორცია იქ როზმარინი ანუ ქონდარი უხდება, მარგარიტას არ უნდა გეთანხმებით, ისე გემოვნებაზე არ დაობენ მე ჩემი აზრი ვთქვი უბრალოდ

Posted by: mawerati 8 Feb 2012, 11:57
QUOTE
მოკლედ სარჩევში ვნახე პიცის ცომები და 2 ვარიანტი გავაკეთე, მაგრამ ცომი ცხობისას ძაან ამოფუვდა და დამაღლდა, მე კიდე თხელი ცომი მიყვარს, მირჩიოთ იქნებ რამე, სხვა რეცეპტი მჭირდება, თუ არასათანადოდ ვაბრტყელებ?


საფუარიან ცომს თუ პიცისთვის იყენებ ძალიან უნდა გააბრტყელო. ძირზე ტაფას და ცომსაც ცხიმო უნდა წაუსვა და აღარ ამოგიფუვდება

Posted by: upwave 8 Feb 2012, 11:58
pantera1974
QUOTE
QUOTE
კარგი ფენოვანის ცომი ხომ არ იცის ვინმემ? გმადლობთ.

მე ჩვეულებრივ ცომს ვზილავ ოღონდ ცომში ვუმატებ ნახ. ჭიქა რძეს ოღონდ მეტი არა თორე მაგარი იქნება ცომი, ხოდა მერე გადავზელ ხოლმე ამ ცომს 2-3 ჯერ კარაქში ან უსტამი რომაა მარგარინი ეგ ხო ფენოვანი ცომისაა და დნება ისეთი ცომი გამოდის ფენოვანიცაა და მაგარი რბილი და გემრიელიც!!!!

ფენოვანს როგორ გადაზელ?
ანუ გადაკეცვა და ასეთები არ უნდა და არც მაცივარი?
პირდაპირ აზელ ცომს ცხიმს?
და პროპორციებიც დაწერე, თუ შეძლებ

Posted by: mawerati 8 Feb 2012, 12:05
პიცა
ამ ცომის დადებითი მხარე ის არის, რომ მისგან საუკეთესო ხაჭაპურიც გამოდის, როგორც აირღუმელში გამომცხვარი (მეგრულის სახელით ცნობილი), ასევე აჭარულიც.,
ცომი:
პურის ფქვილი - 200 გრ;
საფუარი მშრალი - 1 ჩაის კოვზი;
შაქარი - ½ ჩაის კოვზი;
ზეთი ზეითუნის - 1 ჩაის კოვზი;
რძე - 70 მლ.ლიტრი;
წყალი - 70 მლ.ლიტრი.
პამიდვრის სოუსი:
ცოცხალი ან დაკონსერვებული პომიდორი - 200 გრ;
ხახვი - 1თავი (თუ ხახვი არ მოგწონთ კერძში, ამის გარეშეც შეიძლება);
ნიორი - 1 კბილი;
ტომატის პასტა - 2 კოვზი;
წითელი ბულგარული - 1 ცალი;
დაფნის ფოთოლი, მარილი, წიწაკა.
1 ჩაის კოვზი შაქარი - თუ სოუსი მჟავეა.
ან შეიძინეთ პასტის მოსამზადებელი მზა ტომატის საწებელა, მაგ: „ბერტოლის“ ფირმის.
ყველი - 200 გრ გახეხილი მოცარელა (ან ნაჭრებად დაჭრილი მშრალი სულგუნით ჩაანაცვლეთ).
სხვა ინგრედიენტები:
ტრადიციულ პიცა არ გამოირჩევა ბევრი პროდუქტის კომბინაციით, ძირითადი - პომიდორის სოუსისა და მოცარელას გარდა, შეიძლება დაემატოს 2 ან მაქსიმუმ 3 სხვა პროდუქტი, ისიც ცოტ-ცოტა. სასურველია ერთი იყვეს ხორცეული (ან თევზეული) მეორე კი ბოსტნეული.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოაყაროთ ბაზილი ან რეჰანი (ხმელი ან ნედლი).

მომზადების წესი
ცომის მომზადება:
1. ფქვილი ჩაყარეთ ღრმა ჭურჭელში, გაუკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით ზეთი, ზემოდან დააყარეთ შაქარი და საფუარი (დროჟი). საფუარი თქვენი შეხედულებისამებრ გამოიყენეთ. მე Dr. Utker-ის მშრალ საფუარს ვხმარობ, რომლის დოზირებაც ზემოთ არის მოცემული.
2. გააცხელეთ წყალი 50 გრ-მდე, ან გაზომეთ მამა-პაპურად თითით, ოდნავ უფრო ცხელი რომ იყვეს, ანუ, როგორც ჩვენი ბებიები იტყოდნენ, თითზე უნდა „გიკბინოს“. საფუარს დაასხით ეს წყალი ზემოდან, დაახლოებით 30 მლ.ლიტრის ოდენობით;
3. აცალეთ 5-10 წუთი, სანამ საფუარი დარბილდება და გაიშლება წყალში. ამასობაში ოდნავ შეათბეთ რძე და წყალი, (რძე განსაკუთრებულ სირბილეს მატებს ცომს).ამ ნაზავის ნახევარი დაასხით საფუარიან სითხეს და მოზილეთ ცომი რბილ მასად. პერიოდულად შეამატეთ სითხე ან ხელი დაისველეთ ამ რძიან-წლიანი სითხით. მოაგუნდავედ ერთიან, რბილ, არამწებავ მასად და ზემოდან მოუსვით ზეთი, გადააფარეთ „ჩაის ტილო“ ან კულინარიული ცელოფანი გადააკარით და დატოვეთ დაახლოებით 40 წუთი (თუ მოსაზელად სითხე საკმარისი არ იყო, დაამატეთ თბილი წყალი, რძე საჭირო აღარ არის);
4. როცა ცომი 2-ჯერ გაიზრდება მოცულობაში, გადაზილეთ;
5. გაახურეთ ღუმელი 200 გრ-მდე;
აწყობა:
6. ცომი, გადაზელიდან 10 წუთში გადაიტანეთ გასაბრტყელებელ დაფაზე და გააბრტყელეთ. სასურველია გაბრტყელება მოხდეს თითების წრიული მოძრაობებით ცენტრიდან კიდეებისკენ, რომ ცომს საბოლოოდ გარეთა, მაღალი რკალი შერჩეს, თუ არა და უბრალოდ გამოიყენეთ ცომის გასაწევი ხელსაწყო. ცომის გარე კრალის სისქე დაახლოებით 1 სმ უნდა იყვეს, შიდა, (შიგთავსიანი ნაწილის) კი 5-7 მმ.;
7. ცომი გაწევის შემდეგ გადაიტანეთ თუნუქის ფურცელზე. დადევით ცომის შუაგულზე მომზადებული პამიდორის სოუსი (რომელიც წინასწარ უნდა მოამზადოთ, რომ ცივი იყვეს, ან იყიდეთ). კოვზის „ძირის“ მეშვეობით, წრიული მოძრაობებით გაანაწილეთ ეს სოუსი მთელ ცომზე, კიდეების გამოკლებით, დაახლოებით 1 სმ დატოვეთ რომ ცომიდან არ გადავიდეს სოუსი. თუ კიდეს გაუკეთებთ ცომს, მაშინ კიდეებამდე წაუსვით. პომიდორის სოუსი კარგად უნდა ფარავდეს ცომს;

7. მოაყარეთ გახეხილი მოცარელა იგივე წესით, რაც პამიდორის სოუსზეა მოცემული, ანუ წრიულად. პირველი ფენა აუცილებლად მიდის მოცარელა ან მისი შემცვლელი სულგუნი, შემდეგ კი ნებისმიერი ყველი ან ყველები შეგიძლიათ მოაწყოთ. (ყველი არ უნდა იყვეს წყლიანი ან სველი);

8. ზემოდან ბოლოს მოაფინეთ (მთლიანად ნუ დაფარავთ ყველს) სალიამი, ან სოსისი, ან ლორი, ან გატარებული ხორცის ბურთულები და ა.შ.
ასევე მოაფინეთ სოკო (თუ კონსერვის არის, პირდაპირ, წყალის გადაწურვის შემდეგ დაალაგეთ პიცაზე), ზეთის ხილი, ბულგარული, ცხარე წიწაკა და ა.შ. (რაოდენობაში ნუ „გადაამლაშებთ“);
9. შედგით ღუმელში საშუალო ან დაბალ სექციაზე. დაახლოებით 8-10 წუთში მზად უნდა იყვეს.
ეს არის პიცა ლორით და სოკოთი, ბაზილის ფოთლებით

სოუსის მომზადება: ქვაბში ჩაასხით ცოტა ზეთი და ჩაყარეთ წვლილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. როცა შერბილდება დაამატეთპატარა კუბებად დაჭრილი ბულგარული (თუ კანს გააცლით მანამ, უკეთესია). შემდეგ ამატებთ ტომატ-პასტას და პამიდორის კონსერვს (ან კანგაცლილი და თესლ-გამოცლილი დაჭრილი პამიდორი), დაფნის ფოთოლს და წიწაკას. შედგით დაბალ ცეცხლზე და თუშეთ 20-25 წუთი, სანამ ერთიან მასად არ იქცევა. მასა უნდა იყვეს საკმაოდ სქელი, წვენის არ უნდა "გასდიოდეს". გასინჯეთ, თუ აკლია მარილი დაამატეთ, თუ პამიდვრის გამო სიმჟავე აქვს ზომაზე მეტი - დაამატეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი, ეს გაანეიტრალებს. შაქარი ყვითელი ან ყავისფერი ჯობია (კარამელიზაციისათვის), თუმცა თეთრიც გამოდგება.
ეს, კი პიცა "პეპერონია", ძეხვით, ზეთისხილით და სოკოთი
კლასიკური პიცისთვის - უშუალოდ ტომატ-პასტის ან კეჩუპის ან კეჩუპის და მაიონეზის მოსხმა არ არის დამახასიათებელი.
დამატებითი ინფორმაცია
თუ პიცის ცომს, სულ თავიდან (პამიდვრის საწებლის წასმამდე) მოუსმებთ დანაყილი 1 ცალი ნივრის, 2-3 ფოთოლი რეჰანის/(ან ბაზილის) და 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთის ნარევს, პიცა განსაკუთრებით არომატული გახდება.[B][/B][B]

Posted by: pantera1974 8 Feb 2012, 23:31
QUOTE
Peppi

გაიხარე ჩემო კარგო და რამდენი გამოდის ერთ პორციაში?

Posted by: ninicool 9 Feb 2012, 00:27
mawerati
QUOTE
საფუარიან ცომს თუ პიცისთვის იყენებ ძალიან უნდა გააბრტყელო. ძირზე ტაფას და ცომსაც ცხიმო უნდა წაუსვა და აღარ ამოგიფუვდება

მგონი ჩანგლით დაჩხვლეტაც არ აწყენდა. თუმცა ეს გამოუცდელი ადამიანის აზრია მხოლოდდამხოლოდ.

ერთ ვიდეორეცეპტში ვნახე, ჯერ ცოტა შეაცხო გოგომ ცომი და მერე დაალაგა ზედ დანარჩენი მასალები

Posted by: elchi 9 Feb 2012, 00:45
ეს რეცეპტი ბევრმა უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა გამოიყენა.

ნახეთ აბა.

ძირითადად, ქალბატონები და საქალბატონეები "შამაიხედავდნენ ხოლმე იქა" და იმიტომაც დავწერე მათი "მიმართულებით". :haha: :haha:
ქართველი ემიგრანტების საითი იყო, ძალიან ბევრს გამოადგა ეს რეცეპტი.

ყველა ხინკლის მოყვარულ და მონატრებულ ქართველს, ჩემებურად გაკეთებული ხინკლის "რეცეპტი"./ცოტა ხელი შემეშლება აბზაცების გამო, მაგრამ მაინც გაგახარებთ/
სხვადასხვანაირადაც ვიცი, მაგრამ ეხლა ამას დაგიწერთ.
თანაბარი რაოდენობით, საქონლის და ღორის გატარებული ხორცი, თითო კოლო ორივე "კატეგორიიდან", გააქვთ უკვე ორი კილო ხორცის მასა, რომელსაც "ქვეყანა რამე-რუმეებს" დაგამატებინებთ.
მე, წითელ ხახვს ვამჯობინებ, 2 ცალი საშუალო ზომისა და 4-5 კბილი ნიორი, ნამეტანი უხდება მაგ ხორცის რაოდენობას. ამასთანავე ნახევარ-ნახევარი კონა, ქინძი და ოხრახუში/"პეტრუშკა"/. ეს ყველაფერი, უკეთესი იქნება, რა ჰქვია ამ "მანქანას" სახელს ვერ ვიხსენებ, მოკლედ ერთად ნაკუც-ნაკუწ აქციეთ. იცით რასაც ვგულისხმობ. გადაურიეთ ხორცში, არ დაიზაროთ მორევა სჭირდება. ვამატებ ხოლმე უცხო სუნელსაც, დაახლოებით სამი თითით რამდენსაც ამოვიღებ, ორჯერ მოვაყრი ხოლმე, უმატებ ძირასაც,/ აქ ამერიკაში ვინც ხართ, ძირა არის CARAWAY, ყველგან იყიდება/, რაც უფრო მეტად გადაზელთ ერთმანეთში უკეთესია.
ეხლა მთლად მთავარი: ხინკალი წვნიანი თუ არ არის, მე მაგას "პერაშკს" ვეძახი. გავხადოთ წვნიანი. იმ რაოდენობას, რომელიც მოგიგროვდათ, თავისუფლად შეგიძლიათ დაასხათ, დაახლოებით 2 ლიტრი წყალი, თანადროულად ურიეთ ნაზავი, როცა შეატყობთ წყალი შეისრუტა ფარშმა და ფაფას დაემსგავსა, შესდექით ქართველნო და მარილზეც იფიქრეთ. მარილი გემოვნებით შეაზავეთ, მწეველებს და ყავის მსმელებს გირჩევთ, სხვას გაასინჯოთ სიმლაშე.
ეხლა, გააქვთ დრო ამოისუნთქოთ.
გადაანაწილეთ ეს ნაზავი რამოდენიმე პატარა ქვაბში და დურთეთ საყინულეში. დიახაც საყინულეში. /მერე გეტყვით რატომ/
სულ რაღაც 5 წუთში ცომის მოზელვა უნდა დაიწყოთ.
წადით გააბოლეთ, ყავა დალიეთ, დაქალს არ დაურეკოთ, თორემ ვიცი თქვენი "5" წუთი მე.
მოხვედით?
ეხლა დიდი შრომა მოგიწევთ.
მაგ ფარშისგან დაახლოებით 120-130 ცალი უნდა გამოგივიდეთ, ეს თქვენთვის თუ აკეთებთ, თუ ვიღაცეებისთვის/ჩაცეცხლონ და წაეთრენო, მაშინ 160-ზე მეტსაც მოახერხებთ./

დაახლოებით 2 კილო ფქვილი, თბილ წყალში მოზილეთ, არავითარი კვერცხი და წებო კიდევ.
მარილიც უქენით ცომს.
დიდხანს უნდა ზილოთ, მანამ სანამ? არ გამაგრდება ცომი, ანუ თითს რომ დააჭერთ, ცომმა უკან უნდა ამოიწიოს "დაჭერილზე".
დაახლოებით 50-ჯერ მოგიწევთ გაბრტყელებულის, ისევ გადაბრტყელება.
უმჯობესია სამად გაყოთ და ისე უფრო გაგიადვილდებათ ფირფიტების გასწორება.
გაქვთ უკვე პირველი ფირფიტა, რომელიც კაი მოზრდილი ლავაშის ხელაა, აიღეთ ჭიქა/სასურველია პლასტმასის იყვეს, არ გატყდება დაჭერისას და მეც შარში არ გავეხვევი თქვენთან ერთად./
მიყევით და დაჭერით ცომი პატარა რგოლებათ. დაახლოებით 35 გამოგივათ, ერთი 20-ლიტრიანი ქვაბისთვის საკმარისია.
დამხმარე გჭირდებათ აუცილებლად, ვინც ამ რგოლების გაბრტყელებას დაიწყებს, დაახლოებით DVD დისკის ზომაზე/შედარება არის უნიკალური და გთხოვთ არ დამიკარგოთ/
ამასობაში, წყლით ნახევრად გავსებული ქვაბი, აუცილებლად სწრაფ ცეცხლზე უნდა შემოდგათ, იქაც
მარილის ჩაყრა მოგიწევთ.
ჰო, ვიცი, გასვლა გინდათ, მოასწრებთ თითო გაბოლებას კიდევ.
უკვე, ლუდის ბოთლსაც გავხსნიდი, თქვენს ადგილზე, რომ ვიყვე.

მზად გვაქვს სიფრიფანა ცომის ნაჭრები.
დავიწყოთ შეხვევა.
რა ადვილია არა, შეხვევა?
დიახთც=lol= ადვილია.
მარცხენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითით, მარჯვენა ხელის იგივე თითებიდან მოწოდებულ ცომის წიბოებს, გამალებით ვასრისავთ ერთმანეთზე.
მერე ისე გავარჯიშდებით, 10-დან 9-ას, 19 ნაოჭიანს გააკეთებთ.
წყალი დუღს უკვე, წავედით ჩავყაროთ.
კუჭის მხარე, ხელისგულზე დავიდოთ და ისე გაუშვათ მდუღარეში, ვეცადოთ ერთ ადგილზე არ მოვაგროვოთ ყველა. ჩაყრა და ქვაბის შემოტრიალება რამოდენიმეჯერ აუცილებელია, ამასთანავე ციცხვით/ხის გრძელი კოვზით/ თუ ისარგებლებთ მოსარევად, უკეთესი იქნება, ნაკლებად დააზიანებთ. მოგიწევთ ქვაბთან ყოფნა, მალ-მალე მორევა სჭირდება, ერთმანეთს და ძირს, რომ არ დაეკრონ.
სულ რაღაც 3-4 წუთში დაიწყებენ ჩვენი ხინკლები ზედაპირზე ამოსვლას თავდაყირა, დააცადეთ დაახლოებით 2 წუთი და მერე ამოკრიფეთ ქაფქირით.
მაცივარში ფარშის შენახვამ, უამრავი დრო დამიზოგა, შეხვევისას-ფარში იყო შეკრული, აღარ ვწვალობდი და ხინკალიც წვნიანი გამოვიდა.

ხინკალისათვის, ლუდზე და ჩვენს ჭაჭაზე საუკეთესო მისაყოლებელს, მე სხვა ვერაფერს შემოგთავაზებთ .

ალალი იყვეს, ეს დახარჯული დრო, რომელიც მე ამის დაწერას მოვანდომე, ყველა ქართველისთვის, ვინც ამას წაიკითხავს.
ეს ყველაფერი, ჩემით ვისწავლე, უამრავი "ექსპერიმენტების" შემდეგ, გავხდი ხინკლის კეთების "პროფესიონალი", იმიტომ რომ ხინკლის გარეშე ვეღარ ვსუნთქავდი.

2006, დეკემბერი.

Posted by: upwave 9 Feb 2012, 11:06
elchi
QUOTE
გადაანაწილეთ ეს ნაზავი რამოდენიმე პატარა ქვაბში და დურთეთ საყინულეში. დიახაც საყინულეში.

კარგი მიგნებაა, ხო იცი biggrin.gif

Posted by: pantera1974 9 Feb 2012, 19:44
QUOTE
ლობიანის შიგთავსს როგორ აკეთებთ?

ზეთში ან ღორის ქონში მოთუშულ ხახვს ვუმატებ უფრო სწორად ვატარებ ხორცის მანქანაში და ძალიან გემრიელი + შავი პილპილი, ხო ლობიოსაც ვატარებ
* * *
QUOTE
ფენოვანს როგორ გადაზელ?

მაგალითად 8-10 ხაჭაპურისთვის ვაკეთებ ცომს : 2 კილო ფქვილი ცოტა მარილი შუა გულში ამ ფქვილს ჩავაყრი: დროჟი 2 სუფრის კოვზი შაქარი 1 სუფრის კოვზი ზეთი ნახ ჭიქა და მოვზელ თბილს წყალში ოღონდ წყალში ვუმატებ ცოტა რძეს თუ მაქვს თუ არადა მარტო წყალშიც მომიზელია, მეტი რძე არ მოგივიდეს თორე მაგარი იქნება ცომი, რო მოვზელ ზემოდან ზეთს მოვასხამ ცოტას, პიშევოი ცელოფანი რომაა მაგას გადავაფარებ და შევფუთავ ალბათ 1-1.5 საათში ამოვა თუ კარგი დროჟია. შემდეგ ამ ცომს გავყოფ 8-10 ნაჭილად ამოვაგუნდავებ რა ესე ქვია და იქვე მაქვს 500გრ კარაქი ან მარგარინი "უსტამი" რბილი . გავაბრტყელებ ცომს ოდნავ ძალიან კი არა ოდნავ და გადავუსვამ ამ კარაქს გადავკეცავ და დავდებ სანამ ბოლოს გადავზელ ამ კარაქში მანამდე პირველი უკვე მზად არის იმისთვის რომ კიდე გადავზილო და ასე გადავზელ 2-3 ჯერ, ხო ამ დროს შეგიძლია ფქვილი საფენელად არ გამოიყენო, ანუ მაგიდაზეც კარაქია რა ფქვილის ნაცვლად. ბოლოს დავტოვებ ამ გადაზელილ გუნდებს 10 წუთით და დავიწყებ გამოცხობს. არ გააწითლო ხაჭაპური ისე უფრო კარგია, რომ გამოცხვება ცხელს გადაუსვი კარაქი ორივე მხრიდან. დნება ისეთია
აბა წარმატებებს გისურვებ
* * *
QUOTE (pandora85 @ 6 Feb 2012, 21:52 )
კარგი ფენოვანის ცომი ხომ არ იცის ვინმემ? გმადლობთ.

დავწერე პანდორა სეგიძლია ნახო ფენოვან ხაჭაპურსაც და ლობიანსაც მასე ვაკეთებ მოგეწონება
* * *
QUOTE
აუ რა ჯობს კეცში გამომცხვარ ხაჭაპურს

მაგას სულ არ უნდა არც კარაქი და არც ზელვა!!!!!

Posted by: likako1305 9 Feb 2012, 20:50
საჭირო ინგრედიენტი:
კვერცხი – 3–4 ცალი
წყალი – 1 ჩაის ჭიქა
ძმარი – 3 სადილის კოვზი
ზეთი – 3 სადილის კოვზი
ფქვილი – 3 ჩაის ჭიქა
მარგარინი – 400 გრამი
ყველი – 1 კილოგრამი

მომზადების წესი:
1 კვერცხი გავთქვიფოთ, დავასხათ თბილი წყალი, დავამატოთ ძმარი, ზეთი და მოვზილოთ მაგარი ცომი. 400 გრამი მარგარინი გავყოთ სამ ნაწილად. ცომი კარგად გავაბრტყელოთ და ხელით წავუსვათ მარგარინის მესამედი ნაწილი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევდგათ მაცივარში 30–40 წუთი; შემდეგ გამოვიღოთ, კარგად გავაბრტყელოთ და წავუსვათ მარგარინის მეორე ნაწილი, დავკეცოთ და კიდევ შვდგათ იმავე დროით მაცივარში. ეს ოპერაცია გავიმეოროთ მესამედაც. ასეთი ცომი შეიძლება 2–3 დღე შევინახოთ მაცივარში და საჭიროებისამებრ გამოვიყენოთ. მომზადებული ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცელზე, დავადოთ ყველის გულსართი, ზემოდან დავადოთ გაბრტყელებული მეორე ცომი, ნაპირები შევუკრათ, ზემოდან წავუსვათ რძეში ან წყალში გახსნილი კვერხის გული და შევდგათ კარგად გაცხელებულ ღუმელში გამოსაცხობად. შუა ცხობის დროს ღუმელში ტემპერატურას მოვუკლოთ.

Posted by: pantera1974 9 Feb 2012, 22:56
QUOTE
ანუ გადაკეცვა და ასეთები არ უნდა და არც მაცივარი?

არ უნდა მაცივარი იფურცლება როგორც ნაპოლეონი, მე ნაპოლეონსაც უმაცივროდ ვაკეთებდი ეხლა წლებია აღარ გამიკეთებია ისიც იფურცლებოდა

Posted by: domina333 9 Feb 2012, 23:23
ხაჭაპურში ყველი რომ იწელება ძაან მომწონს, მაგრამ ასეთი არასდროს გამომდის .რა ვქნა? rolleyes.gif

Posted by: rtuli 9 Feb 2012, 23:58
domina333
QUOTE
ხაჭაპურში ყველი რომ იწელება ძაან მომწონს, მაგრამ ასეთი არასდროს გამომდის .რა ვქნა? 

ყველზეა დამოკიდებული,ანუ მის ხარისხზე...
რაც უფრო ნაკლებ მარილიანია+ახალი, მით უფრო წელვადია...ნუ რათქმაუნდა არუნდა იყოს ჰიპერ გაჟღენთილი შრატით sad.gif,სამწუხაროდ წონაში მოგების მიზნით კარგად არ წურავენ ახალ ამოყვანილ ყველს და გხობისას ნახევრად წყლად გადის yes.gif
მოკლედ აარჩიე კარგი ყველი და აუცილებლად გამოგივა.

Posted by: pantera1974 10 Feb 2012, 00:07
domina333
ყველი უნდა იყოს ჭყინტი და ცხიმიანი ანუ ცხიმმოუხდელი

Posted by: domina333 10 Feb 2012, 01:02
rtuli
pantera1974
მადლობაა 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: beqaG 10 Feb 2012, 10:47
თქვენი გამოცდილებით, ძალიან გემრიელი პიცა სად მიგირთმევიათ? (თბილისის პიცერიებს ვგულისხმობ)

Posted by: pantera1974 10 Feb 2012, 11:06
beqaG
პიცა დი რომაში,დიდი არჩევანია გემრიელი და იაფიც სხვათაშორის

Posted by: beqaG 10 Feb 2012, 11:26
pantera1974
QUOTE
პიცა დი რომაში

ანუ მოგწონთ პიცა დი რომა. ok
გმადლობთ smile.gif

სხვებისგანაც მინდა მოვისმინო ვერსიები smile.gif

Posted by: Peppi 10 Feb 2012, 12:31
mawerati
QUOTE
სხვა ინგრედიენტები:
ტრადიციულ პიცა არ გამოირჩევა ბევრი პროდუქტის კომბინაციით, ძირითადი - პომიდორის სოუსისა და მოცარელას გარდა, შეიძლება დაემატოს 2 ან მაქსიმუმ 3 სხვა პროდუქტი, ისიც ცოტ-ცოტა. სასურველია ერთი იყვეს ხორცეული (ან თევზეული) მეორე კი ბოსტნეული.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოაყაროთ ბაზილი ან რეჰანი (ხმელი ან ნედლი).



ეს რეცეპტი საიდან დააკოპირე იქნებ ესეც მიუწერო?smile.gif
წყარო მაინტერესებსsmile.gif


pantera1974
QUOTE
გაიხარე ჩემო კარგო და რამდენი გამოდის ერთ პორციაში?


smile.gif ერთი დიდი ღუმლის პიცა (სისქე კი ჩანს სურათებზე), ან ორი საშუალო- ძალიან თხელი ცომით...

Posted by: რაპუნცელი 10 Feb 2012, 15:07
პიცას ქართული ხაჭაპური არ სჯობია?

Posted by: upwave 10 Feb 2012, 15:17
რაპუნცელი
სულ სხვადასხვაა smile.gif

Posted by: OtoVon 11 Feb 2012, 00:52
beqaG
QUOTE
სხვებისგანაც მინდა მოვისმინო ვერსიები

კეკელიძის და ფალიაშვილის კუთხეში,
ლიმონჩელო
კაის აკეთებენ

Posted by: volli35 11 Feb 2012, 01:05
beqaG
QUOTE
სხვებისგანაც მინდა მოვისმინო ვერსიები

მე ნაფარეულის პიცერია მომწონს ყველაზე ძალიან

Posted by: OtoVon 11 Feb 2012, 01:19
QUOTE
მე ნაფარეულის პიცერია

კი ეგეც +1

Posted by: beqaG 13 Feb 2012, 21:27
OtoVon
QUOTE
კეკელიძის და ფალიაშვილის კუთხეში,
ლიმონჩელო
კაის აკეთებენ

მადლობა პასუხისთვის smile.gif

volli35
QUOTE
მე ნაფარეულის პიცერია მომწონს ყველაზე ძალიან

მი თუ up.gif

Posted by: volli35 13 Feb 2012, 22:08
beqaG
QUOTE
მი თუ

იქნებდა შევხვედრივარტ კიდეც იქ და არ ვიცით http://smiles.33bru.com/smile.145771.html

Posted by: beqaG 15 Feb 2012, 11:38
volli35
QUOTE
იქნებდა შევხვედრივარტ კიდეც იქ და არ ვიცით

ჰუ ნოუზ smile.gif

Posted by: pandora85 17 Feb 2012, 10:05
QUOTE
ლობიანის შიგთავსს როგორ აკეთებთ?
მოხარშეთ კარგად ლობიო,მერე გაატარეთ,წვრილად ადაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში დავამატოთ შავი პილპილი მარილი და შიგთავსიც მზადაა. მე ესე ვამზადებ და ამბობენ რომ უგემრიელესია.
biggrin.gif

Posted by: ხორხე 17 Feb 2012, 12:58
volli35
QUOTE
მე ნაფარეულის პიცერია მომწონს ყველაზე ძალიან

მეც

თან თუ მომაქ ხოლმე, გზაში ისეთი სუნი დგება რამის ვეცე givi.gif


QUOTE
პიცა დი რომაში,დიდი არჩევანია გემრიელი და იაფიც სხვათაშორის


პიცა დი რომას პიცას არ აქებენ :|

Posted by: chaPPek 17 Feb 2012, 13:10
ხორხე
QUOTE
რამის


არამის , დარტანიან. facepalm.gif

Posted by: natali2012 17 Feb 2012, 14:18
რაპუნცელი
QUOTE
პიცას ქართული ხაჭაპური არ სჯობია?


გემოვნების ამბავია ეგ ყველაფერი მაგრამ ხაჭაპური ისეთი რამეა არასოდეს არ მოწყინდება ადამიანს ცხელ-ცხელი ოღონდ......

Posted by: ხორხე 17 Feb 2012, 14:20
chaPPek
QUOTE
არამის , დარტანიან.

biggrin.gif

ჰაჰა

ლამის ყანები user.gif

ვაბშე "ლამის" რა სიტყვაა?

პ.ს პიცა დი რომას პიცა ვჭამე ამწუთას, იმსისქე ცომი ქონდა და რაღაცა გემოც დიდი ვერაფერი, სამაგიეროდ ფასი აქვს კარგი, 1 ნაჭერი ღირდა 1.6 და ორი ნაჭერი სავსებით საკმარისია ზრდასრული და ნორმალური ადამიანისთვის, მე სამი ნაჭერი შევჭამე givi.gif

Posted by: elee 17 Feb 2012, 15:54
QUOTE
ორი ნაჭერი სავსებით საკმარისია ზრდასრული და ნორმალური ადამიანისთვის, მე სამი ნაჭერი შევჭამე

lol.gif

Posted by: LTB1948 17 Feb 2012, 16:27
OtoVon
სულ არ მომეწონა ლიმონჩელოში პიცა.... დიდის ამბით მიქეს მიდიო, არც პიცა ვარგოდა და არც სპაგეტი.... გამხმარი ბაზილიკიც კი არ გაიმეტეს პიცაზე მოსაყრელად და საკმაოდ უხარისხო პროდუქტებით იყო გაკეთებული....

Posted by: OtoVon 17 Feb 2012, 17:55
LTB1948
QUOTE
სულ არ მომეწონა ლიმონჩელოში პიცა.... დიდის ამბით მიქეს მიდიო, არც პიცა ვარგოდა და არც სპაგეტი.... გამხმარი ბაზილიკიც კი არ გაიმეტეს პიცაზე მოსაყრელად და საკმაოდ უხარისხო პროდუქტებით იყო გაკეთებული....

ხოო? მაისში ვიყავი და თითქოს არ დავრჩი უკმაყოფილო.
რეგრესი განიცადეს?! smile.gif

Posted by: ninicool 17 Feb 2012, 18:26
chaPPek
QUOTE
არამის , დარტანიან.

კინაღამ.

"ლამის"-ს და "რამის"-ს მითუმეტეს არ ვაღიარებ და ამოღებული მაქვს, განსაკუთრებით წერილობითი ლექსიკიდან.

Posted by: Parabellum_ 17 Feb 2012, 18:28
ninicool
და კიღამ? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ninicool 17 Feb 2012, 18:30
Pаrаbellum
QUOTE
და კიღამ

ეგ დიალექტიზმია და თან ვაოფებთ, შემოვა მოდერი და გვცემს. biggrin.gif

Pаrаbellum
QUOTE
ვერას დაგვაკლებს მადერი

არ მოინდომოს, თორემ დაგაკლებს და მეტსაც გიზამს.

Posted by: Parabellum_ 17 Feb 2012, 18:36
ninicool
ვერას დაგვაკლებს მადერი biggrin.gif

Posted by: mavina 19 Feb 2012, 14:08
კარგი პიცის რეცეპტი მომწერეთ რა?

Posted by: natali2012 20 Feb 2012, 11:08
mavina
QUOTE
კარგი პიცის რეცეპტი მომწერეთ რა?

პირველ გვერდზე წერია კარგი პიცის რეცეპტი..მაგარია ძააან... up.gif up.gif up.gif

Posted by: mawerati 20 Feb 2012, 15:14
პიცა ლორით (შაშხით)
300 გრ. ცომი 6 ნაჭერი ლორი (შაშხი), 2 კბილი ნიორი, 50 მლ. ზეითუნის ზეთი, 500 გრ. პომიდორი, 100 გრ. ყველი, მარილი - გემოვნებით.
მომზადების წესი:
ცომი გავაბრტყელოთ, დავდოთ ტაფაზე, წავუსვათ ზეთი; ზემოდან დავალაგოთ რგოლებად დაჭრილი პომიდორი, მოვაყაროთ მარილი და წვრილად დაჭრილი ნიორი, დავალაგოთ ლორის ნაჭრები;
ზემოდან დავაფშვნათ ყველი, მოვასხათ ზეითუნის ზეთი. შევდგათ ცხელ ქურაში და ვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში.
* * *
ფენოვან ცომში გამომცხვარი ხორცი სოკოთი და ბრინჯით
მოსამზადებლად დაგჭირდებთ:
ხორცი (ღორის, საქონლის, ქათმის, ინდაურის). 500 გრ. ფენოვანი ცომი – 250 გრ. სოკო – 300 გრ. მოხარშული ბრინჯი – 200 გრ. ხახვი – 150 გრ. მარილი, პილპილი, ზეთი.
მომზდების წესი:
ხორცს მოაყარეთ მარილი, პილპილი და გადაახვიეთ ფოლგაში. მოათავსეთ ფორმაში და შედგით ჰაერღუმელში, გამოცხვეთ 180 გრ. ტემპერატურაზე ერთი საათის განმავლობაში. ხახვი და სოკო წვრილად დაჭერით. ზეთში მოხრაკეთ ხახვი, დაუმატეთ სოკო და შუშეთ 15-20 წუთი (ვიდრე არ ამაშრება).
დაუმატეთ ბრინჯი, მარილი, პილპილი, გადმოდგით ცეცხლიდან, შეაგრილეთ და ამ ნაზავის 1/3 გადმოალაგეთ გააბრტყელებულ ცომზე. გაბრტყელებული ცომი უნდა იყოს დაახლოებიტ 3 მმ. სისქის.
ზემოდან დაადეთ თბილი ხორცი და მოაყარეთ დარჩენილი შიგთავსი. ხორცი შიგთავსთან ერთად მჭიდროთ გადაახვიეთ ცომში და ჩადეთ ფორმაში, რომელშიც ცხიმწასმული ქაღალდია დაფენილი. შედგით ჰაერღუმელში 180 გრ. ტემპერატურაზე 20-25 წუთით. შემდეგ, ფრთხილად დაჭერით პორციებათ. თუ შიგთავსი ცვივა, შედგით ცოტა ხნით ისევ ჰაერღუმელში.

Posted by: don300 10 Mar 2012, 01:12
გოგონებო ხაჭაპურისთვის მინდა მაწვნიანი ცომი და როგორ მოვზილო????



Posted by: maiami001 15 Mar 2012, 11:27
rtuli
QUOTE
3 ცალი კვერცხი გათქვიფე+ 1 ქილა მაწონი(კეფირი)+შაქარი გემოვნებით+მარილი+ფქვილი იმდენი რომ არაჯნის სისქის ცომი გამოვიდეს+ცოტა ვანილი თუ მოგწონს.
ცომი მზად არის და ბოლოს 1 ჩ.კ. სოდა (არა თავმობმული)მოაყარე, აურიე ცომში და ხელი აღარ ახლო.
სუფრის კოვზით ამოიღე ცომი(შეგიძლია ზეთში ჩააწო კოვზი,ასე ადვილად ჩააგდებ ტაფაში ცომს).ეცადე ცომის ამოღებაზე არმოურიო მთლიან მასას,ასე უფრო ფუმფულა ოლადები გამოგივა.
ტაფაში ზეთის ჩასხმა არდაგავიწყდეს

სამარხო ალადები იცით?

Posted by: Parabola 16 Mar 2012, 13:11
მე ვაკეთეთ ხშირად ლობიანს, მაგრამ ცომით მაინც არ ვარ კმაყოფილი, ხომ ვერ მეტყვით ფაფუკი სამარხო ცომი როგორ გავაკეთო? საერთო ცომი ყოველთვის მჭედავსbiggrin.gif
რაც შეეხება შიგთავსს, თუ რაჭვული ლობიანი გინდა არანაირი მოშუშული ხახვი და სუნელები, მხოლოდ ლობიო და ცხიმი , იდეაში ღორის ქონი, მე მარგარინით ან კარაქიტ ვაკეთებ.
ბაკურიანში ერთ ერთ კაფეში ტყემლის საწებელი ქონდა ლობიანის შიგთავსს გამიგიჟდნენ ბავშვები, არ ჭამეს.

Posted by: teooosh 16 Mar 2012, 13:34
OtoVon


პანეტერიაშია კარგი პიცა up.gif up.gif

Posted by: buka79 17 Mar 2012, 10:44
ამ იმერული ხაჭაპურის რეცეპტი მეც ძალიან მომეწონა აუცილებლად გავაკეთებ.მადლობა !!!!

Posted by: ninicool 19 Mar 2012, 20:11
Parabola
QUOTE
მე ვაკეთეთ ხშირად ლობიანს, მაგრამ ცომით მაინც არ ვარ კმაყოფილი, ხომ ვერ მეტყვით ფაფუკი სამარხო ცომი როგორ გავაკეთო? საერთო ცომი ყოველთვის მჭედავს
რაც შეეხება შიგთავსს, თუ რაჭვული ლობიანი გინდა არანაირი მოშუშული ხახვი და სუნელები, მხოლოდ ლობიო და ცხიმი , იდეაში ღორის ქონი, მე მარგარინით ან კარაქიტ ვაკეთებ.
ბაკურიანში ერთ ერთ კაფეში ტყემლის საწებელი ქონდა ლობიანის შიგთავსს გამიგიჟდნენ ბავშვები, არ ჭამეს.

გემოვნების საკითხია. ფორუმზე გაწიწმატდნენ ძალიან ზოგი ფორუმელი ეგ არ არის ნამდვილი ლობიანიო. მაგრამ ამავე პრონციპით, მაშინ სამარხო ლობიანი საერთოდ არ უნდა ცხვებოდნენ.

Posted by: tekle555 21 Mar 2012, 14:55
თუ შეგიძლათ მითხარით რაკარგი რეცეპტი ხორცის პეროგის და ლობიანის მომწერეთ რააააააააააააააა..................

Posted by: buka79 22 Mar 2012, 13:53
იმდღეს აქედან ამოწერილი რეცეპტით პიცა მოვამზადე და მართლაც გემრიელი გამოვიდა.ცომი მე ცოტა სხვანაირად ვიცოდი და სულ მაინტერესებდა როგორ გამეკეთებინა უფრო კარგი.მადლობა გოგოებო აქ მართლაც კარგი რეცეპტები არის ხოლმე.

Posted by: kitty18 25 Mar 2012, 19:48
ძალიან მიყვარს ტარხუნის ღვეზელი და ვინ როგორ ამზადებთ დაწერეთ smile.gif)))))

Posted by: ქიმერა 26 Mar 2012, 12:39
რეცეპტი მეც მაინტერესებს, იქნებ დაგვეხმაროთ

Posted by: waiter 26 Mar 2012, 14:57
მეც მაინტერესებს არასროს გამიკეთებია და ჩემთანაც ოჯახში არავინ აკეთებს, ეგებ დაწეროთ რეცეფტები

Posted by: gloneli 26 Mar 2012, 15:23
QUOTE
ტარხუნის ღვეზელი

ცომისთვის:500 გრ მაწონი,1 ცალი კვერცხი,სოდა,მარილი,ფქვილი,100 გრ მარგარინი.
500 გრ მაწონი დაასხით ჯამზე,შეურიეთ 1 ცალი ათქვეფილი კვერცხი(არა ამოყვანილი)+მარილი+ფქვილი+1ჩ/კ სოდა და მოზილეთ ფაფუკი ცომი(.ფქვილის რაოდენობა არ მიწერია რეცეპტში).
გააბრტყელეთ ცომი,რადგან მარგარინი გაყინულია,ცომს დაახეხეთ მისი 1/3.გადაკეცეთასე გაიმეორეთ 3 ჯერ.მერე შეახვიეთ კულინარიულ ცელოფანში და შედეთ მაცივარში 30 წთ.
გული:2 შეკვრა მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად და მოშუშეთ ზეთში.გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ 4-5 შეკვრა ტარხუნა,წვრილად დაჭრილი მსხვილი ღეროების გარეშე+5 ცალი მოხარშული კვერცხი წვრილად დაჭრილი,მარილი და შავი წიწაკა.
ცომი გაყავით ორად,ერთი ნაწილი უფრო მოზრდილი,გააბრტყელეთ,დააფინეთ საცხობზე,გადაიტანეთ ზედ გულის მასა და გადააფარეთ ცომის მოზრდილი ნაწილი,გვერდები ამოუკეცეთ.დაჩხვლიტეთ ჩანგლით ან დასერეთ დანით ზედაპირი.თავზე მოუსვით კვერცხი და გამოაცხვეთ.ზალიან გემრიელია.

Posted by: guruliqali 26 Mar 2012, 15:30
gloneli
გულში მოხარშულ ბრინჯს არ ამატებ?

Posted by: gloneli 26 Mar 2012, 15:42
guruliqali
QUOTE
გულში მოხარშულ ბრინჯს არ ამატებ? 

no.gif
იმდენად სრულყოფილი გამოდის,არაფრის დამატება არ მიფიქრია

Posted by: guruliqali 26 Mar 2012, 15:48
gloneli
ძალიან კარგი, მეც არ მომწონს ბრინჯით, კარგი რეცეპტია up.gif , ბრინჯი შეიძლება სამარხვო ვარიანტში გამოიყენო, როცა მოხარშულ კვერცხს არ ამატებ.

Posted by: chaPPek 27 Mar 2012, 09:25
ეს ცომი ტაფაზე გამოცხვება? (ორი მხრიდან, რათქმაუნდა, როგორც თხელ ხაჭაპურებს აცხობენ)

Posted by: miau 27 Mar 2012, 09:37
http://forum.ge/?f=82&showtopic=33695604

აქ ისაუბრეთ smile.gif

Posted by: miau 28 Mar 2012, 12:11
აქ ვწერთ რეცეპტებს, ერთმანეთს ვუზიარებთ გამცდილებას, ვაძლევთ რჩევებს. ჩიხირთმა ჯობია თუ ბოზბაში, ხაჭაპური თუ ლობიანი, ეს წმინდა წყლის გემოვნების საკითხია და ასეთ პოსტებს წავშლი!

Posted by: gloneli 31 Mar 2012, 21:24
chaPPek
QUOTE
ეს ცომი ტაფაზე გამოცხვება? (ორი მხრიდან, რათქმაუნდა, როგორც თხელ ხაჭაპურებს აცხობენ)

გამოცხობით კი გამოცხვება,მაგრამ ტარხუნის პეროგი არ გამოვა ისეთი, ზემოთ სურათზე რომაა.სხვა იერი და ალბათ გემოც სხვა ექნება.

Posted by: TENGIZI87 3 Apr 2012, 19:07
მაკარონის მოხარშვა მასწაწვლეთ რაა არ დაიზაროთ
მგონი სწორად დავპოსტე

Posted by: ninicool 4 Apr 2012, 00:06
TENGIZI87
QUOTE
მაკარონის მოხარშვა მასწაწვლეთ რაა არ დაიზაროთ
მგონი სწორად დავპოსტე

მგონი კულინარები პიკნიკზე არიან წასულები
წყალს აადუღებ და ჩააყრი მარილს. რომ ადუღდება ჩაუშვებ პასტას ანუ მაკარონს და გააჩნია რანაირი მაკარონებია, მაგის მიხედვით უნდა განსაზღვრო ხარშვის დრო, რომ მოიხარშება, წყალი უნდა გადაუწურო

Posted by: viko 7 May 2012, 11:46
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
მარტივი და სწრაფი ცომი ღვეზელისათვის

პირველი ცომი
320გრ ფქვილი
1ჩ/კ გამაფხვიერებელი
2 ს/კ ზეთი
177გრ თბილიწყალი( გრამებში გადმოყვანისას ეს ციფრი მივიღე)
მოზილეთ ცომი, დაასვენეთ 20 წთ.

მეორე ცომი
192 გრ გქვილი
75 გრ კარაქი
3 ს/კ ცივი წყალი
ამ ცომს არ სჭირდება დასვენება.
პირველი ცომი გაიყვანეთ ტაფის ხაჭაპურის ზომაზე, გულში ჩაუდეთ მეორე ცომი. მოუკარით ცომს თავი .
ამჯერად ცომი გაიყვანეთ მართკუთხედის ფორმაზე , დაახლოებით 20/30 სმ.
დაახვიეთ რულეტივით.
ღვეზელის მოსამზადებლად დაჭერით ცომის რულეტი რგოლებად. დაახ. 1 სმ.
ცომის რგოლი გააბრტყელეთ , ჩადევით თქვენთვის სასურველი გულსართი, მოუკარით ნაპირები და შეწვით ცხელ ზეთში.


Posted by: n_j 7 May 2012, 14:41
ვა, რა საინტერესოა! 2 ცომი smile.gif აუცილებლად ვცდი smile.gif შენ რა ჩაუდე გულში? რა უფრო უხდება?

Posted by: Peppi 7 May 2012, 14:53
viko
უი, ეს რაღაც პაუს ცომს გავსsmile.gif (ნუ სწორედ ვერ დავწერე, მაგრამ ასე ჟღერს მიახლოებით)

სურათი მკლავსsmile.gif


დავდებ სურათებს, იქნებ რეცეპტის დაწერასაც მოვაბა თავი
ამ მალააიზიურ ცომშI სათითაოდ ეხვევა ოღონდ, შენი რეცეპტით უბრო მარტივი გამოდის;
ეს ერთI სურათი:

Posted by: Peppi 7 May 2012, 15:00
ეს გაგრძელება, ხო ღUმელში ან ორთქლის აბაზანაზეც ცხვება

ტრადიციულად, კი გულში "უწუ-პუწუ" ღორის ხორცის გულსართი აქვს და არ მიყვარს, უზომოდ ცხიმიანი გამოდის, კალორიებს რომ გადავითვლი - ჭამის სურვილი მეკარგება

Posted by: viko 7 May 2012, 15:11
n_j


QUOTE
შენ რა ჩაუდე გულში? რა უფრო უხდება?

მოხარშული კვერცხი +ყველი
კარტოფილი+ ყველი
ხორცი
ხორცისთვვის ცხიმიანი მგონია.
თუ მოამზადებ დაწერე როგორ მოგეწონება.
Peppi
მგონი ვიცი რომელ ცომს გულისხმობ.
QUOTE
ის მზადდება ,, ცომშI სათითაოდ ეხვევა ოღონდ

ამ ცომის სიმარტივემ მომხიბლა, მომზადებულიც მომეწონა.

Posted by: Peppi 7 May 2012, 15:42
viko
QUOTE
ამ ცომის სიმარტივემ მომხიბლა, მომზადებულიც მომეწონა.

აშკარად, იმ ცომს მეტს აღარ მოვამზადებ, ორჯერ მოვამზადე - რაღაც ბეჭდური გამოცემისთვის, ეს პირველი ცდა დევს აქ.. და მეტს აღარ გავიმეორებ მგონი..

აი, ეს შენი ვერსია გაცილებით ლოიალურია მზარეულის მიმართ და აწი ამას გავაკეთებ smile.gif

Posted by: lukanini 7 May 2012, 17:47
viko
რა კარგი ცომია baby.gif ჩებურეკებს გავაკეთებ მე

Posted by: BaBajanka 7 May 2012, 23:09
viko

რა ულამაზესი ღვეზელია.
ძალიან მომინდა, ვცადე, მაგრამ ეს ბუშტუკები არ გაუჩნდა sad.gif sad.gif sad.gif
რისი ბრალი იქნებოდა?
(გარდა ჩემი უნიათობისა biggrin.gif )

Posted by: viko 7 May 2012, 23:33
BaBajanka
2kiss.gif


QUOTE
რისი ბრალი იქნებოდა?

ზეთი კარგად იყო გაცხელებული?
ზეთში როგორც კი ჩადებ სულ იფარება ბუშტუკებით

Posted by: BaBajanka 7 May 2012, 23:44
viko

ზეთი არ იყო ბევრი, ცოტა ზეთში შევწვი. ესე იგი მანდაა ძაღლის თავი დამარხული? biggrin.gif

Posted by: viko 7 May 2012, 23:50
BaBajanka
კი, მანდაა
პატარა ტაფა ან ქვაბი აიღე ზეთი ნაკლები დაგჭირდება.

ზეთი ნახევრად უნდა ფარავდეს .
lukanini
სერიოზული გამოცდა ელის ცომს smile.gif
შენ, პეპი,ნ.ჯ.

Posted by: BaBajanka 7 May 2012, 23:54
viko
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif დიდი მადლობა, კიდევ ვცდი ამ დღეებში.

Posted by: viko 8 May 2012, 00:01
BaBajanka
არაფრის 2kiss.gif
თუ მთლიანად არ დაგჭირდება, ცელოფანში გადახვეული მაცივარში შეინახე.
QUOTE
კიდევ ვცდი ამ დღეებში.

აუცილებლად ექნება ბუშტუკები smile.gif

Posted by: ciyvi77 8 May 2012, 04:56
viko
რა საინტერესო ცომია.
სიმარტივისთვის იქნებ მასალა გრამების ნაცვლად მიუთითოთ ჭიქით? (250 მლ)
მადლობთ.

Posted by: Peppi 8 May 2012, 13:23
BaBajanka
QUOTE
ზეთი არ იყო ბევრი, ცოტა ზეთში შევწვი. ესე იგი მანდაა ძაღლის თავი დამარხული

თან ცხელ ზეთში უნდა ჩააგდო, თავიდან თუ არ "დაამუშავა" ზეთმა ცომი - შემდეგ არ გეიკეთებს ბუშტუკებს..

ასე შეგიძლია მოსინჯო - ცოტა მარილი ჩააფქვიო, ან ფქვილი - აი ორი თითით რასაც აიღებ - და თU აშიშხინდა, ე.ი. ზეთI მზადაა

Posted by: foruma 8 May 2012, 16:38
ქოთნის პილმენი დაწერეთ რა როგორ კეთდება ვინმემ თუ იცით, ერთ პორციას ანუ ერთ ქოთანს რამდენი პილმენი და სხვა დანარჩენი რამდენი რა უნდა და როგორ კეთდება

Posted by: viko 8 May 2012, 17:21
ciyvi77
რა ვქნა რომ არ მაქვს ეს 250 გრ ჭიქა
3 ჭიქა ავწონეsmile.gif
288. 222. 237
ამათგან თუ რომელიმე გაწყობს ფქვილსაც მივუთითებ.

Posted by: BaBajanka 8 May 2012, 21:18
Peppi

2kiss.gif მადლობა, ნათი!
ძაან მაინტერესებს, ბუშტების მუღამი მაქვს biggrin.gif გავაკეთებ მალე. smile.gif

Posted by: TaTa_TaTuLi 8 May 2012, 21:30
viko
QUOTE
რა ვქნა რომ არ მაქვს ეს 250 გრ ჭიქა
3 ჭიქა ავწონე
288. 222. 237
ამათგან თუ რომელიმე გაწყობს ფქვილსაც მივუთითებ.

biggrin.gif
რა კეთილი და საყვარელი ხარ 2kiss.gif

პ.ს. მართლა საინტერესო ცომი ჩანს. ამას, ალბათ, მეც კი გავართმევ თავს biggrin.gif

Posted by: viko 9 May 2012, 00:43
TaTa_TaTuLi

2kiss.gif

Posted by: ciyvi77 9 May 2012, 02:13
viko

დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისთვის.
ჭიქების აწონა რა საჭირო იყო 2kiss.gif

მე მილილიტრიანი დანაყოფებიანი ჭურჭელი მაქვს, რაც საკმაოდ გავრცელებული და ხელმისაწვდომია.
ინგრედიენტების ასაწონად კი სასწორია საჭირო, რაც ყველას შეიძლება არ ჰქონდეს.

რამდენ კარგ რეცეპტს დებთ აქ და მხოლოდ იმიტომ რომ გრამებშია მითითებული ვერ ვახერხებ დატესტვას:-)

Posted by: viko 9 May 2012, 09:01
ciyvi77
ჭიქების აწონვა წამების საქმეა, სულ არ შევწუხებულვარ smile.gif

QUOTE
მე მილილიტრიანი დანაყოფებიანი ჭურჭელი მაქვს,

ეს მეც მაქვს მაგრამ დანაყოფებში დიდი შუალედია
100- 200მლ 8 - 12- 16oz
შეამჩნევდი რეცეპტებს სადაც oz.cup მითითებული . გრამებში გადმოყვანით და აწონვით მე უფრო ზუსტად ვხვდები , რა რამდენი მჭირდება.
ეს რეცეპტი ჩემთვისაც ახალია.არაფერი არ შემიცვლია.
ხშირად ფქვილის, წყლის რაოდენობა გაუგებრობას იწვევს.ამიტომ ვეცადე ზუსტად მიმეთითებინა .

Posted by: ekageo 10 May 2012, 18:50
auau
QUOTE
გააკეთე საფუვრიანი ცომი ასეთი რეცეპტით;
0.5 ლ რძე + 2 ს/კ საფუარი.
ბუშტების გაჩენის შემდეგ + 1ს/კ შაქარი,1 კვერცხი, 1ჩ/კ მარილი, 4ს/კ ზეთი
ფქვილს მე მხოლოდ "მზეკაბანს" ვხმარობ.
მოზილეთ ნაზი ცომი და დადგით ასაფუებლად.
როცა ამოფუვდება, ჩაზილეთ და 3-4 გუნდა გააკეთეთ.
გააბრტყელეთ ხელით ცომი დაწაუსვით არაჟანივით დარბილებული მარგარინი დაახლოებოთ 1-2 ს/კოვზი. გადაკეცეთ 3-ად,გააბრტყელეთ და იგივე გაიმეორეთ. მესამედ გადაკეცეთ ცხიმის გარეშე და დადეთ ასაფუებლად.ყველა გუნდა ასე დაამუშავეთ. მერე გამოაცხეთ.
ეს ყველაზე მარტივი და უტყუარი ცომია, რომელსაც განსაკუთრებული რეცეპტურა არ სჭირდება.


ფქვილი დაახლოებით რამდენი უნდა????

და როცა ე.წ. ჟარონაზე ვაცხობ???

ორად რომ გავყო მიღებული ცომი და გავაბრტყელო და ფენებს შუა ყველი მოვაყარო კარგი გამოვა???


Posted by: pantera1974 13 May 2012, 23:02
აბა შეაფასეთ თუ მოგეწონებათ,ჩემი ნახელავია

Posted by: bochola 4 Jun 2012, 14:50
მოდერატორს ვთხოვ არ დახუროს თემა , პიცის რეცეპტები დამიდეთ რა , ვინ როგორ აკეთებს , გუშინ გავაკეთე და ცოტა მეტი პამიდორი და კეტჩუპი მომივიდა , გუდვილში ნაყიდი შაშხიც არ მოუხდა მაინც და მაინც , ვინ როგორ აკეთებთ გამიზიარეთ თქვენი საიდუმლო გოგოებო, წინასწარ მადლობა

Posted by: faustina 4 Jun 2012, 14:55
http://forum.ge/?showtopic=33790052&view=findpost&p=7416402

აქ გადახედე , ბევრია smile.gif *

Posted by: ROVER 4 Jun 2012, 15:03
bochola
QUOTE
კეტჩუპი მომივიდა

ეგ იტალიელებს არ უთხრა, რომ პიცას კეტჩუპი უქენი lol.gif

ზოგი მაიონეზსაც ასხამს, მამმა მია mad.gif

Posted by: Cluviel_Dor 4 Jun 2012, 15:19
QUOTE
ეგ იტალიელებს არ უთხრა, რომ პიცას კეტჩუპი უქენი

ხო,ისე ცოდნისათვის,იტალიელები სახლში არ აკეთებენ პიცასsmile.gif

bochola
აგერაა ყველა იტალიური პიცის რეცეპტი http://www.gotovim.ru/recepts/bake/pizza/ http://www.kulina.ru/articles/rec/blyuda_iz_testa/pitstsa/
ჩემი რჩეული მაინც მარგერიტაა

user posted image

Posted by: ROVER 4 Jun 2012, 15:24
Cluviel_Dor
QUOTE
ხო,ისე ცოდნისათვის,იტალიელები სახლში არ აკეთებენ პიცას

მაგას რა მნიშვნელობა აქვს?

QUOTE
აგერაა ყველა იტალიური პიცის რეცეპტი

ისე რუსულ კულინარიულ საიტებს მაინცდამაინც ნუ ენდობი, მაგრად ამახინჯებენ რეცეპტებს yes.gif

Posted by: Cluviel_Dor 4 Jun 2012, 16:36
ROVER
QUOTE
მაგას რა მნიშვნელობა აქვს?

თემის ავტორს დავუწერე ეგ.დიდი მნიშვნელობა აქვს,იმიტომ რომ ნამდვილ იტალიურ პიცას სახლში ვერ გააკეთებ.იტალიაში ვარ და ჩემი თვალით ვუყურებ პიცერიაში როგორ აკეთებენ,ცომს როგორ ზელენ და მერე ხელში აპროწიალებენ.მერე თავისი ღუმელი უნდა(სახლის პირობებში ისეთი ვეღარაა),ყველის თავისი დოზა,თან უმჯობესია ნამდვილი მოცარელა.პატარა წვნიკი პომიდვრები,ბაზილიკო და თავისი ცხობის ზუსტი დრო.

QUOTE
ისე რუსულ კულინარიულ საიტებს მაინცდამაინც ნუ ენდობი, მაგრად ამახინჯებენ რეცეპტებს

ნდობა რა შუაშია,ინგრედიენტები ზუსტი წერია და სულ სხვა საქმეა სქართველოში იშოვი თუ არა biggrin.gif ხო,სხვა საკითხია კიდევ მომზადების ცოდნაwink.gif

Posted by: LUTA 4 Jun 2012, 19:46
Cluviel_Dor
QUOTE
ხო,ისე ცოდნისათვის,იტალიელები სახლში არ აკეთებენ პიცას


ამაში ვერ დაგეთანხმები რომ იტალიელები სახლში არ აკეთებენ პიცას smile.gif

QUOTE
ჩემი რჩეული მაინც მარგერიტაა


ჩემიც love.gif

და საერთოდ იტალიელები ამბობენ რომ ერთადერთი პიცა რომელსაც პიცა ქვია არის მარგერიტა
დანარჩენი პიცის ვარიაციააო smile.gif

QUOTE
.მერე თავისი ღუმელი უნდა

რათქმაუნდა ქვის ღუმელში გამოცხვარი შეშით სულ სხვაა .

ეს კი ჩემი პიცა მარგერიტააა სახლში მომზადებული ქვის ღულემელის გარეშე

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

bochola
აბა აქ გადახედე
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=1466
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=57

აქ კიდევ ნახავ საინტერესო რეცეპტებს თუ დაძებნი

Posted by: Cluviel_Dor 4 Jun 2012, 20:49
LUTA
QUOTE
ამაში ვერ დაგეთანხმები რომ იტალიელები სახლში არ აკეთებენ პიცას smile.gif

ძალიან იშვიათად,უმეტესობა პიცერიიდან მოტანილს მიირთმევს სახლშიwink.gif
QUOTE
ეს კი ჩემი პიცა მარგერიტააა სახლში მომზადებული

ხო ემჩნევა რომ სახლში გაკეთებულია,მასეთი ამოსული ცომით არ ცხვება ქვის ღუმელებშიsmile.gif comunque buon appetito user posted image

Posted by: WOMAN IN LOVE 4 Jun 2012, 20:50
Cluviel_Dor
ეგრე აქაც სახინკლეში მიირთმევს უმეტესობა ხინკალს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახლში არ ვაკეთებთ.

Posted by: LUTA 4 Jun 2012, 20:57
Cluviel_Dor
QUOTE
ხო ემჩნევა რომ სახლში გაკეთებულია,


smile.gif

სისტემატიურად ვაკეთებ პიცას სახლში .

მე არ ვამბობ რომ სახლში ზუსტად იმ გემოსას გააკეთებ როგორაც ქვის ღუმელში . ეს ყევალსათვის ნათელია .

მაგრამ სახლის ღუმელში გამომცხვარმაც კარგი შეფასება დაიმსახურა ყველაზე პიცის საკითხში პრეტენზული ხალხისაგანაც კი biggrin.gif

QUOTE
მასეთი ამოსული ცომით არ ცხვება ქვის ღუმელებში


ქვის ღუმელში რათქმაუნდა სხვანაირი გემო აქვს და სხვანაირად იბრაწება კიდე.



პიცერიაშიც მიჭამია თან ერთ ერთ საუკეთესოში ნეაპოლში .

ჩემებს სახლშიც აქვთ ქვის ღუმელი და იქაც გამოგვიცხვია

ცომი კი ქვის ღუმელშიც ამოსულია smile.gif

QUOTE
comunque buon appetito


grazie mille smile.gif

Posted by: Cluviel_Dor 4 Jun 2012, 21:13
WOMAN IN LOVE
QUOTE
ეგრე აქაც სახინკლეში მიირთმევს უმეტესობა ხინკალს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახლში არ ვაკეთებთ.

ძალიან დიდი განსხვავებაა ხინკალსა და პიცას შორის biggrin.gif როგორც ლავაში სახლში გამოაცხო ისეთი განსხვავებულია სახლის და პიცერიის პიცა.
LUTA
QUOTE
ცომი კი ქვის ღუმელშიც ამოსულია

არანაირად.პიცერიის ცომი ძალიან თხელი უნდა იყოს.

მე იმის თქმა კი არ მინდა სახლში არ უნდა გააკეთოთქო,რაც გეხერხება და გინდა უნდა მოამზადო აბა რა უნდა ქნა.მაგრამ იტალიელებს განა არ შეუძლიათ(ან ეზარებათ) სახლში გაკეთება,უბრალოდ პროფესიონალურად მომზადებულს ამჯობინებს ყველა.


Posted by: LUTA 4 Jun 2012, 21:17
Cluviel_Dor

რათქმაუნდა გეთანხემბი ღუმელში გამოცხვარი კამეჩის მოცარელათი სულ სხვაა smile.gif

QUOTE
იტალიელებს განა არ შეუძლიათ(ან ეზარებათ)


შეძლებით შეუძლიათ უბრალოდ ზოგს ეზარება .

ჩვენთანაც ხომ მოიძებნება ისეთი ხალი ვისაც ხაჭაპურის გამოცხობა ეზარება და სახაჭაპურეში მიირთმევს .


კიდევ ერთი ალტერნატივაა ნუ ზუსტად ისეთი არ გამოვა მაგრამ შედეგი ძალიან უნდა დაუახლოვდეს

ქვის დაფა უნდა ვიყიდო ღუმელში იდება ჩვეულებრივი საცხობი დაფასავით . გაახურებ მერე და კარგ შედეგ იძლევა

რავიცი ვახოთ აბა რა გამოვა smile.gif

Posted by: Cluviel_Dor 4 Jun 2012, 21:36
LUTA
აი ეს გააკეტე კიდევ თუ შეძლებ.რუკოლათი უგემრიელესია.
http://semplicementeinsieme.blogspot.com/2010/06/pizza-con-rucola-e-formaggio-fresco.html?m=1

Posted by: LUTA 4 Jun 2012, 21:44
Cluviel_Dor

ძალიან დიდი მადლობა smile.gif

აუცილებლად გავაკეთებ და განახებ ფოტოებსაც .

რუკოლა აქ ვნახე სუპერმარკეტში .


Posted by: bochola 4 Jun 2012, 21:56
მადლობა გოგოებო smile.gif

Posted by: viko 6 Jun 2012, 23:15
http://image.geotorrents.com/


http://image.geotorrents.com/

Doritos??? smile.gif

ორი კვერცხი
100 მლ წყალი
2 წითელი ბულგარული წიწაკა
2ჩ/კ მარილი
ფქვილი
4 ს/კ გახეხილი ყველი
წითელი ცხარე წიწაკის ფხვნილი (ზემოდან მოსაფრქვევად)
ზეთი შესაწვავად

ბლენდერში მოათავსეთ კვერცხი, 8 ს/ კ ფქვილი,მარილი, ყველი,დაჭრილი ბულგარული წიწაკა და წყალი.
დააბლენდერების შემდეგ მიღებული თხელი ცომი გადაიტანეთ ჯამში.
დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
მზა ცომი ნაზია, ხელებს არ ეკვრება.
ცომი დაყავით თანაბარ გუნდებად.’
ცომის გუნდა გააბრტყელეთ ძალიან თხლად და დანით დაჭერით .
შეეცადეთ მიიღოთ 8 ნანაბარი ზომის ცომის ნაჭერი.
ქვამში გაცხელეთ ზეთი და შეწვით ცომის ნაჭრები.
შემწვარი ცომის ნაჭრები დაალაგეთ ხელსახოცზე და მოაფრქვიეთ წითელი წიწაკის ფხვნილი.
პს
პირველ ფოტოზე ოდნავ სქელია ცომი.
ფქვილი შესაზელად დაახლოებით 300გრ-მდე დამჭირდა.

Posted by: taamo 2 Sep 2012, 14:51
გამარჯობა. რაიმე გემრიელი მინდა გამოვაცხო, ამ დღეებში დაბადების დღე მაქვს და ,იმდოდა ხაჭაპური გამომეცხო, მაგრამ არ გამომივა, იქნებ რამე მასცავლოთ, ცოტა იოლი რომ იყოს, დამწყები კულინარი ვარ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: gloneli 2 Sep 2012, 15:17
taamo
QUOTE
იქნებ რამე მასცავლოთ, ცოტა იოლი რომ იყოს, დამწყები კულინარი ვარ

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=2180&Itemid=55

Posted by: ELARJI* 3 Sep 2012, 16:07
QUOTE
ეგ იტალიელებს არ უთხრა, რომ პიცას კეტჩუპი უქენი

ზოგი მაიონეზსაც ასხამს, მამმა მია

ეგ ვინ ასწავლათ ქართველებს ნეტა მაიონეზს რომ ასხამენ პიცაზე? :|
* * *
gloneli
თბილისში იყიდება ეს "ფილო"?
ფენოვანის ცომი ვიცი რომ არის ,მაგრამ ესენი არ შემინიშნავს.
მაგაში ისპანახის და ყველის გულსართიც გემრიელია yes.gif

Posted by: fusika05 25 Sep 2012, 18:41
კარგი გამასუქებელი თემაა smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: te-amo 15 Oct 2012, 20:02
გამარჯობათ. აქ კი იქნება, მაგრამ ვერ მივაგენი და იქნებ დამეხმაროთ თუ არ დაგეზარებათ. შედარებით მარტივი ვაშლის პეროგის რეცეპტს ხომ ვერ მეტყვით? მაინცდამაინც მოხერხებული ვერ ვარ ჯერ სამზარეულოში და მინდა პეროგის სწავლა rolleyes.gif

Posted by: guruliqali 15 Oct 2012, 21:25
te-amo
QUOTE
შედარებით მარტივი ვაშლის პეროგის რეცეპტს ხომ ვერ მეტყვით?

შარლოტკა გააკეთე ვაშლით, ადვილი და კარგი რეცეპტია,
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=527
ძალიან გემრიელი კექსია - მსხლით უგემრიელესია, მაგრამ შენ თუ გინდა, ვაშლით გააკეთე, რეცეპტი:
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=432
ორივე რეცეპტი საკმაოდ მარტივია, ამავე საიტზე მოიძიებ სხვა რეცეპტებსაც.

Posted by: te-amo 16 Oct 2012, 08:02
QUOTE
შარლოტკა გააკეთე ვაშლით, ადვილი და კარგი რეცეპტია,
http://perfectcook.org/index.php?option=co...5&recipe_id=527
ძალიან გემრიელი კექსია - მსხლით უგემრიელესია, მაგრამ შენ თუ გინდა, ვაშლით გააკეთე, რეცეპტი:
http://perfectcook.org/index.php?option=co...5&recipe_id=432
ორივე რეცეპტი საკმაოდ მარტივია, ამავე საიტზე მოიძიებ სხვა რეცეპტებსაც.

მადლობააა
yes.gif smile.gif

Posted by: nin777 8 Nov 2012, 00:36
......................)))))

Posted by: one_day- 4 Dec 2012, 20:21
QUOTE
სათაური: თათარბერაგი.

ეს გახლავთ ჯავახური საჭმელი და გუშIნ ვჭამე. არ მქონდა ერთი ათი წელი ნაჭამი.

მოზილავთ ცომს. იგივე ხინკლის ცომი. გააბტყელებთ ფიცარზე გაცილებით თხლად, ვიდრე ხინკლების დროს იჭრება ცომი.

ამ გაბრტყელებულ ცომს დაჭრით რომბებად, როგორც გოზინაყს ჭრიან ისე.

მანამდე ცეცხლზე დგას წყალი და დუღდება. კარგად რომ ადუღდება, ყრით მარილს და შემდეგ ამ რომბებად დაჭრილ ცომს. და ელოდებით როდის მოიხარშება.

ამასობაში, ცალლკე ამზადებთ:
1) გაფცქვნით ხახვს და მოშუშავთ/ მოხრაკავთ ზეთში კარგად ტაფაზე.
2) ნიორს ჭყლიტავთ და ხსნით წყალში ჭიქაში.
3) მაცივრიდან გამოიღებთ კარგ მაწონს და დადგავთ მაგიდაზე.

ამასობაშI ჩვენი ცომი მოიხარშება და გადმოგვაქვს თეფშებზე.

ცომზე მოვასხავთ ხახვს, ნიორწყალს და მაწონს. ავურევთ ან არ ავურევთ. და მივირთმევთ ჩანგლით. საკაიფოა. განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვისაც არ უყვარს ხინკალი.


ლობიანის რეცეპტის წასაკითხად შემოვედი და ეს პოსტი ვნახე, ძალიან მიყვარს თათარბერაკი

ჩვენსკენ თათრულ ხინკალსაც ეძახიან, (ბოლნისი)

ცომი იგივენაირად მზადდება

ხახვი იხრაკება კარაქის და ზეტის ნაზავში "ალყა ალყა" დაჭრილი, სოუსად ესხმევა "კურუთი" აზერბაიჯანელები აკეთებენ ამ კურუთს და სასწაულად უხდება თათრულ ხინკალს, მრგვალი მკვრივი მასაა და იხსნება თბილ წყალში...
ამ მოხარშულ ცომს გავშლით რაც შეიძლება ფართო თეფშზე (სინაზე) მოვასხავთ კურუთს,შემდეგ მოვასხავთ ხახვს ცხიმითურთ და უუუF მაგარია რა, ნაბახუსევზეც მაგრად მიდის

კურუთის ნაცვლად ასეც აკეთებენ: მაწონში ურევენ ცოტა თბილ წყალს რომ შეთხელდეს, უმატებენ ნიორს და მარილს ასეც გემრიელია მაგრამ კურუთს ვერ შეედრება smile.gif

Posted by: rtuli 5 Dec 2012, 01:07
one_day-
QUOTE
სოუსად ესხმევა "კურუთი"

smile.gif
მე მყავდა მეზობელი აზერბაიჯანელი და როცა თათარბერაგს ვამზადებედი ამოქონდა კურუთი smile.gif
ხაჭოს გამხმარი მასაა ფაკტიურად smile.gif
უფ მართლაც გემრიელი იყო user.gif

Posted by: nin777 18 Dec 2012, 01:19

...............

Posted by: irina Mirzoeva 27 Dec 2012, 15:11
ლოებიანს მაგრად უხდება ქონდარი.

Posted by: teonateona91 31 Dec 2012, 15:30
ხალხო მედოგის რეცეპტი ხომ არ იცით? ვერსად მივაგენიიი smile.gif

Posted by: pleita 1 Jan 2013, 15:59
გილოცავთ ბავშვებო love.gif


რამე მარტივი ნამცხვრის, ტორწიკის , ან პეროგის გამოცხობა მინდა უცებ უცებ , ნაღები რომ მონაწილეობდეს და რამე იდეები ხომ არ გაქვთ ?? jump.gif

Posted by: guruliqali 1 Jan 2013, 16:23
pleita
წუხელ გავაკეთე ბანოფი პაი, ძალიან გემრიელია და არც ისე რთულია. ფაქტიურად, 3-კვერცხიან ბისკვიტს აცხობ და მერე ნამავ-ალაგებ-რთავ, დიდი დრო არ მიაქვს, თუ ყველა კომპონენტი მოგეპოვება, გააკეთე, არ ინანებ
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=501

Posted by: MumlaDavid 4 Jan 2013, 21:57
ამას რა წაიკითხავს biggrin.gif რამხელაა ტო ოოოოო

Posted by: jeijei 8 Jan 2013, 12:59
ხალხო, ნახევრადფენოვანი ხაჭაპურის ცომის რეცეპტი არ იცით ვინმემ კარგი?

Posted by: guruliqali 8 Jan 2013, 13:16
jeijei

http://forum.ge/?showtopic=33695604&view=findpost&p=9482912

Posted by: Universe 8 Jan 2013, 19:02
guruliqali
მეც გკითხავთ რა...
მაგ ცომისგან მომზადებული ხაჭაპურის ტაფაზე გამოცხობა შეიძლება? ხომ არ დადნება რადგან ფენოვანია მაინც?

Posted by: guruliqali 8 Jan 2013, 21:11
Universe
სამწუხაროდ, პრაქტიკულად ვერაფერს გირჩევთ, მე არ გამიკეთებია, ქალბატონი auau -ს რეცეპტია, მე მხოლოდ მოძებნაში დავეხმარე.

Posted by: Universe 9 Jan 2013, 04:27
guruliqali
კარგით, მადლობა მაინც. მერე ვციდი და ტუ გამოვა რამე დავწერ

Posted by: ladywin 10 Jan 2013, 14:20
ნახევრადფენოვანი ცომის მაცივარში შენახვა შიძლება ერთი დღით?

Posted by: Universe 10 Jan 2013, 16:27
ladywin
საფუვრიანი, ნახევარდ ფენოვანი ცომი მე როგორც ვიცი მაქსიმუმ 4 საათი ინახება (ალბათ + ერთი-ორი საათიც შეიძლება)

Posted by: pleita 11 Jan 2013, 15:12
ბავშვებო სასწრაფოდ მინდა თევზის ღვეზელის (თევზის ფორმის) დასურათებული რეცეპტი, help.gif

Posted by: guruliqali 11 Jan 2013, 15:21
pleita

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=1772&Itemid=55

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=1716&Itemid=55
* * *
Universe
QUOTE
მერე ვციდი და ტუ გამოვა რამე დავწერ

დაწერეთ, სხვებსაც გამოდგება რჩევა smile.gif, ძველ თემებს რომ ვკითხულობ, კომენტარებში ბევრ საინტერესო რჩევას წავაწყდები ხოლმე.

Posted by: pleita 11 Jan 2013, 17:19
guruliqali
2kiss.gif

მადლობა , ველი, ღუმელშია jump.gif

http://www.radikal.ru

Posted by: tasikuna-taso 11 Jan 2013, 22:33
QUOTE
ნახევრადფენოვანი ცომის მაცივარში შენახვა შიძლება ერთი დღით?


კი შეიძლება.

საყინულეში ორი კვირა და მეტიც შემინახია.

Posted by: Melpomene 11 Jan 2013, 22:43
მაგარი რამეა ეგ "ფენოვანი თევზი"!

და, რა მაინტერესებს: ქამა სოკო და სულგუნის ყველი რომ გავუკეთო გულსართად, წყალს ხომ არ გამოყოფს? + ორაგული მაქვს საყინულეში... როგორ ფიქრობთ, მოუხდება ერთმანეთს -- სოკო, ყველი და თევზი?


Posted by: guruliqali 11 Jan 2013, 22:49
Melpomene
სოკო არ ვიცი, ყველი და პომიდორით კი რთულის რეცეპტშიც არის გულსართი.
pleita
ლამაზია up.gif

Posted by: pleita 11 Jan 2013, 22:55
Melpomene

QUOTE
მაგარი რამეა ეგ "ფენოვანი თევზი"!


ვაიმე უგემრიელესი! ნუ ცომი გამოვიდა რაღაც საოცრება <3

QUOTE
და, რა მაინტერესებს: ქამა სოკო და სულგუნის ყველი რომ გავუკეთო გულსართად, წყალს ხომ არ გამოყოფს? + ორაგული მაქვს საყინულეში... როგორ ფიქრობთ, მოუხდება ერთმანეთს -- სოკო, ყველი და თევზი?

რა თქმა უნდა მოუხდება, მე სანამ ჩავდებდი ფილე სოიოს სოუსში ამოვავლე და მაღალ ცეცხლზე ცოოტათი შევაშიშხინე
სოკოც მანამდე საწურზე დადეთ და ცომზე საფანელს თუ დაყრით და შემდეგ გულსართს , საფანელი შეიწოვს სითხეს .

guruliqali
მადლობა, 2kiss.gif

არ მეგონა ასე გემრიელი თუ გამოვიდოდა

Posted by: Melpomene 11 Jan 2013, 23:10
guruliqali
pleita
მადლობა რჩევისათვის, გავითვალისწინებ!

Posted by: pleita 12 Jan 2013, 15:29
Melpomene
წარმატებები 2kiss.gif

guruliqali
QUOTE
ლამაზია

http://www.Smiles.Ge



ე.ი ბავშვებო, მაცივარში მაქვს უგემრიელესი ცომი და არ ვიცი რა გავაკეთო :/ ეს ბანალური ხაჭაპურიც არ მინდა.... პიცა ვითომ??? რამე ღვეზელი მინდა შიგნეულობებით http://www.Smiles.Ge

Posted by: guruliqali 12 Jan 2013, 15:50
pleita
QUOTE
ღვეზელი მინდა შიგნეულობებით

ხორცის?
სოკო + ლორის?
...

Posted by: pleita 12 Jan 2013, 15:53
guruliqali
არაა ხორციც არა, რაიმე ძალიან მსუბუქი :/ აი მეც არ ვიცი რა, რამე ბოსტნეულის rolleyes.gif

Posted by: tavadze 12 Jan 2013, 15:55
pleita
QUOTE
რაიმე ძალიან მსუბუქი :/ აი მეც არ ვიცი რა, რამე ბოსტნეულის

თუ ჩალიჩი არ გეზარება, ისპანახი ჯერ მოშუშე ხახვში და მერე ტუცე მაგ ცომში გულსართათ – მაგარი იქნება. biggrin.gif up.gif

Posted by: pleita 12 Jan 2013, 16:06
tavadze
უიმე ისპანახის რეცხვის ნერვები არ მაქვს biggrin.gif ისევ პიცას გავაკეთებ mo.gif

Posted by: პატარძალი 20 Jan 2013, 13:48
მოგესალმებით კულინარებო,

შეუძლია ვინმეს ხორციანი ბლინების რეცეპტი დამიწეროს ან შესაბამისი ლინკი დადოს? ვეძებ და ვერ ვპოულობ. ინტერნეტშიც ნორმალური ვერაფერი ვნახე. უმეტესგან აქცენტი ცომზეა გაკეთებული, მე კიდევ ფარშიც არანაკლებ მაინტერესებს. დიდი მადლობა წინასწარ!

Posted by: tamunia891 20 Feb 2013, 15:08
TomWaits
QUOTE
ღრმა ბავშობაში როცა არც შუქი იყო არც გაზი არც პური და არც არაფერი. ოჯახში იყო კერძი სახელად ატრია. იმის მერე მიჭამია კი არა აღარც გამიგია. მარა ხანდახან, როგორც ეხლა, გამახსენდება ხოლმე და მომენატრება კი არა მენატრება 


თქვენ რა იცით ატრიის შესახებ, ვინ მოიგონა რა უბედურებაა და ა.შ.


მე გამიგია და მახსოვს, თუმცა 89_ანი ვარ. biggrin.gif

Posted by: DORABELLA 22 Feb 2013, 00:42
გოგოებო მოგესალმებით.
არასოდეს გამიკეთებია ხაჭაპური და გადავწყვიტე რომ უკვე დროა ვისწავლო.
უფრო კი, ხაბიზგინები მინდა გამოვაცხო, მაგრამ არ ვიცი როგორი ყველი უნდა გავუშვა.
თუ შეიძლება რომ მირჩიოთ, სად ვიყიდო სახაჭაპურე ყველი და როგორი უნდა იყოს იგი?
აიძალიან არიფი ვარ ამ საქმეში და არ მინდა რომ გამაცურონ ყველის გამყიდველებმა...

Posted by: _sofa_ 22 Feb 2013, 16:16
ყველი ხაჭაპურისთვის იმერულზე კარგი არ არსებობს...არ უნდა იყოს ძალიან მაგარი და მარილიანი, ანუ ხელით რომ ნახავ ცოტა რბილი უნდა იყოს........რა ვიცი მაღაზიაში ან ბაზარში შეგიძლია იყიდო, უბრალო მარკეთებში ჩამოაქვთ იმერეთიდან და აბარებენ ...გასინჯე აუცილებლად იქვე და შეამოწმე მარილიც და გემოც....თუ მაინც და მაინც მარილიანი გამოდგება არც ეგაა პრობლემა, დაჭერი, დაასხი წყალი, ცოოოოტა ძმარი და უცებ გამოიღებს მარილს, მერე გადაიტანე საწურზე რომ დაიწრიტოს......მე ეხლა ოსები როგორი რაოდენობით აკეთებენ ვერ გეტყვი, მაგრამ მე როგორც გამიკეთებია და ძალიანაც მომწონებია თუ გინდა გაგიზიარებ....ანუ აიღე 2 წილი ყველი და 1 წილი მოხარშული კარტოფილი,( 1კგ თუ იქნება ყველი, შეურევ 500გრ კარტოფილს)....გააკეთებ პიურეს, დაახეხავ ყველს, მისცემ ერბოს ან კარაქს, ზოგი კვერცხსაც უშვება (2ც ეყოფა), გაუსინჯე მარილი, ჩადე ცომში და დააცხვე, თავზე უკვე გამზადებულს წაუსვი კარაქი.......

Posted by: DORABELLA 22 Feb 2013, 16:50
_sofa_
დიდი მადლობა
QUOTE
მე ეხლა ოსები როგორი რაოდენობით აკეთებენ ვერ გეტყვი

biggrin.gif
QUOTE
აიღე 2 წილი ყველი და 1 წილი მოხარშული კარტოფილი,( 1კგ თუ იქნება ყველი, შეურევ 500გრ კარტოფილს)....გააკეთებ პიურეს, დაახეხავ ყველს, მისცემ ერბოს ან კარაქს, ზოგი კვერცხსაც უშვება (2ც ეყოფა), გაუსინჯე მარილი, ჩადე ცომში და დააცხვე, თავზე უკვე გამზადებულს წაუსვი კარაქი.......

2kiss.gif

Posted by: თბილი_სი 23 Feb 2013, 02:12
ძალიან ცუდი ხალხი ვართ!!!!!!

ისეთი საშინელი რაღაც გავიგე დღეს, რომ მთელი დღეა ვიგინები!

ჭადის ფქვილი რამდენიც ვიყიდეთ მე და ჩემმა ცოლმა, სულ მომწარო გემო ჰქონდა ამ ბოლო დროს.

ჭადის და მითუმეტეს ღომის გემო მომენატრა, გუშინ გაკეთებული ღომი გადაასხა ჩემმა ცოლმა.

ჯერ ნახევარი საათი გარეცხილი, წყალში ედგა, მერე რომ მოხარშა, როგორც კენჭები ისე იყო ღერღილი, არც გემო ქონდა, არც ღომის მასას გავდა, საშინელება იყო, თითქოს საერთოდ სხვა მცენარის ნაყოფი მოგვეხარშოს.

დღეს გავედი მაღაზიაში და გამყიდველ შევჩივლე. მაგ ღერღილს და ფქვილს ჩვენთან არ იყიდიდიო, არა მეთქი ვუთხარი, ისე გეუბნები, რომ მეშინია შენც ისეთი არ მომყიდო,მინდა გავიგო რა ხდება თუ იცი მეთქი და გაეცინა. ეგო აღმოსავლეთ საქართველოში დაიწყეს წელსო, ტაროს მთლიანად ფქვავენო!!!!!!!!!!! ანუ მარცვლებს კი არ არჩევენო, შეაგდებენ მთლიანად ტაროსო და ისე ფქვავენო. ჩვენ დასავლეთიდან მოგვაქვსო, მეგრელებისგან და ისინი ასე არ აკეთებენ, ჯერ-ჯერობითო!

არ ვართ ეხლა გასაჟლეტი ერი?!!!!!!!!!!!!!!! sad.gif sad.gif

Posted by: irmushela 23 Feb 2013, 08:27
QUOTE
დღეს გავედი მაღაზიაში და გამყიდველ შევჩივლე. მაგ ღერღილს და ფქვილს ჩვენთან არ იყიდიდიო, არა მეთქი ვუთხარი, ისე გეუბნები, რომ მეშინია შენც ისეთი არ მომყიდო,მინდა გავიგო რა ხდება თუ იცი მეთქი და გაეცინა. ეგო აღმოსავლეთ საქართველოში დაიწყეს წელსო, ტაროს მთლიანად ფქვავენო!!!!!!!!!!! ანუ მარცვლებს კი არ არჩევენო, შეაგდებენ მთლიანად ტაროსო და ისე ფქვავენო. ჩვენ დასავლეთიდან მოგვაქვსო, მეგრელებისგან და ისინი ასე არ აკეთებენ, ჯერ-ჯერობითო!

ეგ უკვე წლებია ასეა,ბაზარში და ისე არ სეიძლება მაგის ყიდვა...
და რომ იცოდე აღმოსავლეთში არც არის მგონი სიმინდის საფქვავი

Posted by: guruliqali 23 Feb 2013, 09:09
თბილი_სი
არ ვიცოდი sad.gif
ნეტა, დიდ სუპერმარკეტებში რაც იყიდება, არც ის არის შემოწმებული და სანდო?
ყველგან ნაცნობი როგორ უნდა გყავდეს - ნაცნობი მესიმინდე, ნაცნობი მემწვანილე... sad.gif((

Posted by: LUTA 23 Feb 2013, 20:28
თბილი_სი

QUOTE
შეაგდებენ მთლიანად ტაროსო და ისე ფქვავენო.


sad.gif sad.gif

guruliqali
QUOTE
ყველგან ნაცნობი როგორ უნდა გყავდეს - ნაცნობი მესიმინდე, ნაცნობი მემწვანილე.


+1

შენ ეგ თქვი

Posted by: rtuli 23 Feb 2013, 21:48
თბილი_სი
QUOTE
დღეს გავედი მაღაზიაში და გამყიდველ შევჩივლე. მაგ ღერღილს და ფქვილს ჩვენთან არ იყიდიდიო, არა მეთქი ვუთხარი, ისე გეუბნები, რომ მეშინია შენც ისეთი არ მომყიდო,მინდა გავიგო რა ხდება თუ იცი მეთქი და გაეცინა. ეგო აღმოსავლეთ საქართველოში დაიწყეს წელსო, ტაროს მთლიანად ფქვავენო!!!!!!!!!!! ანუ მარცვლებს კი არ არჩევენო, შეაგდებენ მთლიანად ტაროსო და ისე ფქვავენო. ჩვენ დასავლეთიდან მოგვაქვსო, მეგრელებისგან და ისინი ასე არ აკეთებენ, ჯერ-ჯერობითო!

მდა.........
არ ვყიდულობ მაღაზიებში არც ყველს და არც სიმინდის ფქვილს წლებია...
დეზერტირების ბაზარში ვყიდულობ,აგურის შენობის მეორე სართულზე....+თან გემოს ვუსინჯავ ფქვილს,ნაზი და მოტკბო გემო თუ აქვს ვყიდულობ yes.gif

მე 3-ჯერ შევცდი და ყველი შევიძინე მაღაზიაში,3-ჯერ გავაფუჭე ხაჭაპური sad.gif,გამოცხობის შემდეგ შემჩა ყვითელი ამოუცნობი მასა sad.gif

აკადემიისთვის გუდვილიდან მოიტანეს მჭადის ფქვილი,იყო მძაღე +შმორის სურნელით sad.gif

Posted by: თბილი_სი 23 Feb 2013, 23:14
irmushela
QUOTE
ეგ უკვე წლებია ასეა,ბაზარში და ისე არ სეიძლება მაგის ყიდვა...
და რომ იცოდე აღმოსავლეთში არც არის მგონი სიმინდის საფქვავი


ალბათ არის, თორემ რატომ მითხრეს? თუ სიმინდი მოყავთ, ლოგიკურად საფქვავიც იქნება. დარწმუნებული ვარ\, თან არაერთი.

ესე იგი ეს მარაზმი თქვენთვის ცნობილი იყო.

ჩემს ირგვლივ სადაც ვთქვი, არავინ იცოდა sad.gif
აი, rtuli - საც არ სცოდნია, არც ლუტას, არც გურულქალს, ასეთ პროფესიონალებს.
QUOTE
ეტა, დიდ სუპერმარკეტებში რაც იყიდება, არც ის არის შემოწმებული და სანდო?

სუპერმარკეტში ვიყიდე ზუსტად ის საშინელება!
ესე იგი რაღაც ახალი სიმახინჯეა sad.gif ხომ არ გვაკლდა ასეთი დამპლობა და ერთიც დაგვემატა!!!!

სად ჯანდაბაში ვიყიდო წესიერი ღერღილი და ფქვილი, რა ვქნა?sad.gif

Posted by: tavadze 24 Feb 2013, 00:14
irmushela
QUOTE
და რომ იცოდე აღმოსავლეთში არც არის მგონი სიმინდის საფქვავი

ან რა საფქვავი მაგას უნდა, ან - რა ძნელი საშოვნელი ეგაა. ერთი საშუალო ზომის დანადგარია, ჩააგდებ გინდ ტაროიან სიმინდს, გინდ - ჩაკლის რერებსაც და ფქვავს პუდრივით. შენ სინდისი თქვი, მასე დაფქული ბაზარში რომ არ გაიტანო და ხალხს საკვებად არ მოჰყიდო, თორემ დანადგარის სოვნა რა პრობლემაა! დასავლეთში ბევრს აქვს ეგ ოჯახში, საქონლისთვის ფქვავენ ტაროიან სიმინდს.
თბილი_სი
QUOTE
ესე იგი ეს მარაზმი თქვენთვის ცნობილი იყო.

ჩემტვის არა, თუმცა ერთხელ ბაზარში ვიყიდე და ფქვილის გარდა ყველაფერი იყო.
QUOTE
სად ჯანდაბაში ვიყიდო წესიერი ღერღილი და ფქვილი, რა ვქნა?

მაგ შემთხვევაში დიდ სუპერმარკეტებს უბნის წვრილ-წვრილი მაღაზიები ჯობია - სუპერმარკეტებს კლიენტი მაინც ჰყავთ, ერთი ტავარი რომც ჩაუწვეთ, სხვაც ხომ აქვთ, ის პატარა მაღაზიები კი კლიენტის შენარჩუნების მიზნით არ მოგატყუებენ. მით უფრო, თუ გამყიდველსაც იცნობ ან მუდმივი კლიენტი ხარ მისი.

Posted by: თბილი_სი 24 Feb 2013, 00:27
tavadze
ესე იგი ბაზარში არავინ ინდობა?

ან იმ პატარა მაღაზიებმა რა იციან , რას ყიდულობენ ოპტომ?
ჯერ ხო არ ხარშავენ ღომს და მერე ხო არ ყიდიან?
მიდიან, ერთად ყიდულობენ ტავარს და მიაქვთ გასაყიდად.
ისინიც ჩემსავით მოტყუებულები რჩებიან. sad.gif

სიმინდის ყიდვაზე და მერე მის ფქვაზე როგორ გადავიდე კაცო? sad.gif

მაგარი დანძრეული გვაქვს, ბოდიში მომოთხოვია. გადავჯიშდით სულ ქართველები user.gif

Posted by: tavadze 24 Feb 2013, 00:29
თბილი_სი
QUOTE
ან იმ პატარა მაღაზიებმა რა იციან , რას ყიდულობენ ოპტომ?

მაგათაც თავისი მუდმივი კლიენტები ჰყავთ, როცა სოფლებში მიდიან პროდუქტისთვის...

Posted by: LUTA 24 Feb 2013, 00:57
თბილი_სი
QUOTE
ჩემს ირგვლივ სადაც ვთქვი, არავინ იცოდა sad.gif
არ სცოდნია, არც ლუტას,


სამწუხაროდ მე აქაურებისაგნ ან ჩემი მშობლებისგან ვიგებ რა ხდება საქართველოს ბაზარზე . sad.gif

QUOTE
სიმინდის ყიდვაზე და მერე მის ფქვაზე როგორ გადავიდე კაცო? sad.gif


არა და მართლა არაა ცუდი აზრი . ის მაინც გეცოდინება რას ჭამ. ყოველ ჯერზე იმის შიში ხომ არ უნდა გქონდეს ადამიანის
დაფქულ ტაროს ვჭამო . თან თუ გიყვარს და ხშირი მომხამრებელი ხარ მით უმეტეს . ისარგებლე მომენტით სანამ მხოლოდ

დაფქვა უნდა . აი სიმინდის თავად მოყვანაზე რომ მიდგება საქმე მერე ვართ ცოდო sad.gif

ჩემებს ახლობელიბი აძლევენ ფქვილს და ჯერ ჯერობით არ წაწყდომიან მსგავს პრობლემას .

მე აქ ყველზე დამემართ მასე . რომ ვერ ვნახეთ ნორმალური ავდექი და თავად ვამზადებ smile.gif

QUOTE
გადავჯიშდით სულ ქართველები

sad.gif

Posted by: _sofa_ 24 Feb 2013, 04:14
QUOTE
უბნის წვრილ-წვრილი მაღაზიები ჯობია

ამიტომ დავწერე ზემოთ ყველზე უბრალო მარკეთებში იყიდეთქო, ანუ უბნის მაღაზიები ვიგულისხმე, მე პირადად ვიცი რამოდენიმე რომ ჩვენიდან ჩამოაქვს ყველი და აქ აბარებს ....მე ყველსაც და ფქვილსაც ჭიათურაში რომ მივდივარ იქედან მომაქვს ბლომად, მერე ვხუფავ და მე-2 წასვლამდე მყოფნის.......თქვენ წარმოიდგინეთ არც ვსინჯავ, უბრალოდ ფერს შევხედავ ჯერ ყველისას, მერე ქალს ვინც ყიდის და ეგაა....ადრე იქეთაც მაიმუნობდნენ, მაგრამ ეხლა უკვე ძაან იშვიატად რომ არ მოგეწონოს ჩვენთან ნაყიდი ყველი...... უფრო ბებია, სოფლის ქალებს ვარჩევ ხოლმე და იმათიდან ვიღებ, საყვარლად თავსაფარწაკრულები რომ არიან, ნაშრომი საყვარელი ხელებით, ის არ მოგატყუებს არაფრით......მჭადის ფქვილისასაც ფერს უნდა მიაქციო ყურადღება, მომწარო გემო რომ ექნება, იმ ფქვილს აუცილებლად ფერიც მოშავო დაკრავს და სუნიც სხვა აქვს, ღერღილი კიდევ სიმინდი მაჩუქეს ამის წინ და მუხიანში ვიპოვე საფქვავი და დავაფქვევიე, კარგა ხანს მეყოფა იმდენია.......საერთოდ ვცდილობ ყველაფერი დასავლეთში ვიყიდო, წიწილებსაც ბავშვებისთვის იქედან ვაგზავნიებ სოფლისას და მერე საყინულეში მაქვს..აქის მუხრანის ქათმებს ისევე ასე მირჩევნია რომ გავაკეთო.......

Posted by: irmushela 24 Feb 2013, 08:29
[quote]
ალბათ არის, თორემ რატომ მითხრეს? თუ სიმინდი მოყავთ, ლოგიკურად საფქვავიც იქნება. დარწმუნებული ვარ\, თან არაერთი.
[/quote]
საქმეც ეგაა რომ სიმინდი არ მოყავთ,მზესუმზირა,ხორბალი,ქერი,აი ესენი მოყავთ და სიმინდი პატარა ნაკვეთში თუ დათესავენ კარტოფილთან ან ლობიოსთან ერთად შერეული..ოჯახისთვის...

quote]ესე იგი ეს მარაზმი თქვენთვის ცნობილი იყო.
[/quote]
საკუთარი გამოცდილებით ვიცი,ვიყიდე სიმინდის ფქვილ გამოცხობის დროს ვერაფრით ვერ შევკარი სულ იშლებოდა და გადავყარე ...რომ გავიკითხე ეგეთი პასუხი მივიღე რა შენ ანუ ტაროიანათაა დაფქულიო

tavadze
[quote]ან რა საფქვავი მაგას უნდა, ან - რა ძნელი საშოვნელი ეგაა. ერთი საშუალო ზომის დანადგარია, ჩააგდებ გინდ ტაროიან სიმინდს, გინდ - ჩაკლის რერებსაც და ფქვავს პუდრივით. შენ სინდისი თქვი, მასე დაფქული ბაზარში რომ არ გაიტანო და ხალხს საკვებად არ მოჰყიდო, თორემ დანადგარის სოვნა რა პრობლემაა! დასავლეთში ბევრს აქვს ეგ ოჯახში, საქონლისთვის ფქვავენ ტაროიან სიმინდს.[/quote]
ეჰ ადამიანი რომ სინდის დაკარგავს ყველაფერს გააკეთებს

Posted by: ladywin 25 Feb 2013, 11:16
პატარძალი
QUOTE
შეუძლია ვინმეს ხორციანი ბლინების რეცეპტი დამიწეროს ან შესაბამისი ლინკი დადოს? ვეძებ და ვერ ვპოულობ. ინტერნეტშიც ნორმალური ვერაფერი ვნახე. უმეტესგან აქცენტი ცომზეა გაკეთებული, მე კიდევ ფარშიც არანაკლებ მაინტერესებს. დიდი მადლობა წინასწარ!


მე ასე ვაკეთებ და გამოდის არაჩვეუებრი როგორც ცომი ასევე გულსართი smile.gif

ცომი: 5 კვერცხი
500 მლ რძე
250 გრამი ფქვილ
ცოტა მარილი
1ჩ/კ შაქარი
1/4 ჩაის ჭიქა ზეთი
ყველაფერი გათქვიფე კარგად რძის გარდა, და ბოლოს გაათხელე რძით, უნდა იყოს თხელი ცომი, წესით რძის ეს რაოდენობა საკმარისია მაგრამ მერე თუ ოდნავ ჩასქელდა კიდევ დაამატე ცოტა სითხე.
გამოაცხვე უცხიმოდ , ერთი მხრიდან.

ფარში... ბლინების ამ რაოდენობას ყოფნის 1 კგ ფარში, გაატარე ძროხის და ღორის (ცხიმიანი, ან თუნდაც მუცლის ქონი) ხორცი ხორცსაკეპში, საქონლის ხორცი მეტი უნდა იყოს ღორის ხორცზე, 2 თავ ხახვთან , ცოტა ქინძთან და ოხრახუშთან ერთად, მოათავსე ქვაბში და დადგი ძალიან დაბალ ცეცხლზე თავდახურული , შიგადაშიგ ამოურიე ხოლმე, ფარში უნდა მოიხარშოს თავისსავე წვენსა და ცხიმში, რომ მოიხარშება მერე ცოტა აუწიე გადახადე სახურავი და მოშუშე მაგრამ ძალიან არ გამოაშრო ფარში ისე რომ ცოტა სველი იყოს, რაღაცნაირი წვნიანი გამოდის ამ შემთხვევაში ბლინები, ბოლოს დაამატე მარილი, პილპილი, უცხო სუნელი და ცოტა ხმელი ქონდარი., ცოტა რომ შეგრილდება (მაგრამ ძალიან არ გააციო,) შეახვიე ბლინებში და მერე შეწვი ბლომად ზეთში


Posted by: პატარძალი 25 Feb 2013, 22:12
ladywin
გაიხარე, უღრმესი მადლობა 2kiss.gif

Posted by: ქეთუზა 1 Mar 2013, 12:13
გამარჯობაsmile.gif
სტანდარტული ბლინების გამოცხობა კი ვიცი,თხელი რომაა,მაწვნიან-შაქრიანი.
მაგრამ მინდა სხვანაირი გამოვიდეს, აი მსუქანი და ფუმფულა.
როგორ გამოვაცხო ასეთები ხომ არ იცით? user.gif

Posted by: ira-irinola 1 Mar 2013, 12:32
ქეთუზა
მე ვაკეთებ ასე: 2 კვერცხის გულით და 4-5 ს/კ შაქრით ვაკეთებ გოგლი მოგლს, ვუმატებ სოდა/ძმრით(ლიმნის წვენით, რომელიც გაქვს) არაჟანს ან მაწონს 200 გრამს, ვანილს. ფქვილი იმდენი რომ იყოს დასასხმელი, ცალკე ამომყავს ბეზე და ვურევ კოვზით. თუ ცოტახნით გააჩერებ ძალიან კარგია. გამოაცხობ პატარა ზომის ტაფაზე. თავიდან დააწვეთე ზეთი მერე აღარ დაჭირდება. უხდება ნებიმისერი ჯემი, თაფლი, არაჟანი..
აი, ჩემი ასეთია.ატმის ჯემით არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში
http://www.radikal.ru

Posted by: ქეთუზა 1 Mar 2013, 12:59
ira-irinola
ვაიმეეე რა ბუთხუზებია,ხოო აი ასეთები მინდა sad.gif
QUOTE
ბეზე

ისა ბეზე ანუ კვერცხის ცილას+შაქარი?

Posted by: ira-irinola 1 Mar 2013, 14:28
QUOTE (ქეთუზა @ 1 Mar 2013, 12:59 )

ისა ბეზე ანუ კვერცხის ცილას+შაქარი?

არა, მარტო კვერცხის ცილა ამოიყვანე, შაქარი აღარ უნდა, გოგლი მოგლს ხომ წინ ასწარ აკეთებ
* * *

Posted by: ქეთუზა 1 Mar 2013, 14:36
ira-irinola
აჰა,კარგი.
და ფქვილი ვერ მივხვდი რა რაოდენობის უნდა,
QUOTE
იმდენი რომ იყოს დასასხმელი

დასასხმელი თხელი შეილება იყოს და სქელიცuser.gif

Posted by: მაკ-კი 1 Mar 2013, 14:39
ira-irinola
ფქვილიან მასას უნდა შეურიო ბეზე?

Posted by: ninavia 1 Mar 2013, 14:43
თბილი_სი - მე მიგასწავლი სად არის კარგი, ახალი დაფქვილი ფქვილი და ღერღილი, დეზერტირების მეორე მხარეს ქვემოთ სადაც ქათმები იყიდება, დაბლა უნდა ჩახვიდე და არის წისქვილი იქ შეგიძლია იყიდო. მე სულ მად ვყიდულობ და კარგია.

Posted by: ira-irinola 1 Mar 2013, 14:49
მაკ-კი
ქეთუზა

იმდენად ყველაფერზე მიჩვეული ვარ რომ თვალის ზომით ვუკეთებ ეგრე არ ვიცი ახლა როგორ აგიხსნა. ალბათ 1 ჩ/ჭ ფქვილი ეყიოფა.
ანუ ხო ცომს რომ მორჩები მერე შეურევ ბეზეს კოვზით, ზემოთ ცოტა გაუკრვევლად მიწერია. ბოდიში.

Posted by: ქეთუზა 1 Mar 2013, 14:50
ira-irinola
კარგი,დიდი მადლობა,
რომ მოვამზადებ,იმედია პრაქტიკაში მეც მივხვდები biggrin.gif

Posted by: guruliqali 1 Mar 2013, 15:05
ქეთუზა
აი, ამ რეცეპტით ვაკეთებ ხშირად და ძალიან კარგი გამოდის
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=1943
რეცეპტი თითქმის ira-irinola-ს რეცეპტის მსგავსია, როგორც ვხვდები მხოლოდ კვერცხის რაოდენობაშია განსხვავება.
რაც შეეხება ფქვილის რაოდენობას, 200 გრამი ფქვილი დაახლოებით არის 1 მთლიანი ჭიქა (240 მლ-იან ჭიქას ვგულისხმობ) + მეორე ჭიქის მეოთხედი.
მე ყოველთვის არაჟანს ვიყენებ, უკეთესი გამოდის ვიდრე მაწვნით ან კეფირით.

ira-irinola
QUOTE
აი, ჩემი ასეთია.ატმის ჯემით არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში

ძალიან ლამაზებია, ძალიან კარგი ნახელავი გაქვს up.gif

მაკ-კი
QUOTE
ფქვილიან მასას უნდა შეურიო ბეზე?

დიახ, ჯერ გოგლიმოგლს აკეთებ, ამატებ არაჟანს, ფქვილს, სხვა ინგრედიენტებს, ცილას ცალკე ათქვეფ (მე თავიდანვე ვთქვეფ ცილას და მერე გადავდივარ გოგლიმოგლის მასის მომზადებაზე) და ბოლოს ფრთხილად ამატებ ბეზეს მასას,

სხვათა შორის, ეს მეთოდი (ცილის ცალკე ათქვეფა და ბოლოს შერევა გოგლიმოგლის მასაზე) კექსებშიც გამოვიყენე და ძალიან გაამართლა, უფრო ჰაეროვანი გამოდის. ფქვილის რაოდენობას ცოტას ვაკლებ რეცეპტში მითითებულთან შედარებით და უფრო ფაფუკი და ჰაეროვანია.

Posted by: ქეთუზა 1 Mar 2013, 15:16
guruliqali
მე ხელით ათქვეფა დამეზარა,
კვერცხი და შაქარი ავთქვიფე კოქტეილების საკეთებელი ის რომაა,რა ჰქვია კაცოbiggrin.gif
იქვე ჩავასხი მაწონთან არეული სოდა და შევურიე ფქვილი,
ანუ ცომი მოვზილე კოქტეილის სათქვეფში war.gif
რა მოხდება თქვენი რეცეპტებიც იგივენაირად რომ ავთქვიფო,ვითომ ხელით ამოყვანილი ბეზე და გოგლიმოგლი სხვანაირი გამოვა?user.gif

Posted by: guruliqali 1 Mar 2013, 15:22
ქეთუზა
მიქსერით ვთქვეფ, ორივენაირად გამიკეთებია და ცალ-ცალკე ათქვეფილი უკეთესი გამოდის, უფრო მსუქანი და ფუმფულა, როგორც შენ გინდოდა smile.gif , ჯერ ბეზე რომ ათქვიფო, გადმოიტანო რამეზე და მერე გოგლი-მოგლის მასა?..

Posted by: ira-irinola 1 Mar 2013, 15:26
QUOTE (guruliqali @ 1 Mar 2013, 15:05 )


სხვათა შორის, ეს მეთოდი (ცილის ცალკე ათქვეფა და ბოლოს შერევა გოგლიმოგლის მასაზე) კექსებშიც გამოვიყენე და ძალიან გაამართლა, უფრო ჰაეროვანი გამოდის. ფქვილის რაოდენობას ცოტას ვაკლებ რეცეპტში მითითებულთან შედარებით და უფრო ფაფუკი და ჰაეროვანია.

მეც ასე ვაკეთებ კექსებში და ამართლებს, ასევე არაჟანი. მაწვნის მაგივრად არაჩვეულებრივია.

Posted by: ქეთუზა 1 Mar 2013, 15:32
guruliqali
QUOTE
ჯერ ბეზე რომ ათქვიფო, გადმოიტანო რამეზე და მერე გოგლი-მოგლის მასა

ხო,მასე ჯობია ალბათ.idea.gif
გუშინ გამოცხობა არ მინდოდა ტაფაზე ამ ბლინების და ტოსტერში ჩავასხი პირველი კოვზი biggrin.gif
სხვათაშორიიის ყველაზე ფუმფულა ის გამოვიდა! biggrin.gif
მაგრამ 5 წუთი მოუნდა ერთის გამოცხობას და ნერვები არ მეყო,გადავედი ტაფაზეbiggrin.gif

Posted by: nabucodosonori 3 May 2013, 04:50
"ფიჩინი"ს რეცეპტი სად შემიძლია ვნახო?

Posted by: Mateo Falcone 18 Dec 2013, 14:04
მზარეულნო ამა ქვეყნისა


საზღვარგარეთ მოცარელას (და რაღაც რუსული ბრონზა თუ ბრენზა თუ რაღაც ჯანდაბა ყველია) გარდა არაფერზე მიმიწვდება ხელი და აჭარული ხაჭაპური როგორ გავაკეთო, გამოვა რამე მოცარელათი?

Posted by: aninia 18 Dec 2013, 14:47
Mateo Falcone
QUOTE
საზღვარგარეთ მოცარელას (და რაღაც რუსული ბრონზა თუ ბრენზა თუ რაღაც ჯანდაბა ყველია) გარდა არაფერზე მიმიწვდება ხელი და აჭარული ხაჭაპური როგორ გავაკეთო, გამოვა რამე მოცარელათი?


ამ ლინკზე ნახავ აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს. ყველის სახეობებში - უცხოეთში მცხოვრებთათვის მითითებულია ყველა "მარკის" ყველი, რომელიც გამოგადგება და მათი კომბინაცია. http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=60

Posted by: Mateo Falcone 18 Dec 2013, 15:05
aninia
QUOTE
ამ ლინკზე ნახავ აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს. ყველის სახეობებში - უცხოეთში მცხოვრებთათვის მითითებულია ყველა "მარკის" ყველი, რომელიც გამოგადგება და მათი კომბინაცია. http://www.perfectcook.org/index.php?optio...55&recipe_id=60

up.gif

Posted by: caramele 20 Dec 2013, 00:12
რჩევა მჭირდება სასწრაპოდ,, ჰელპ მიიი

მოკლედ ვარ საზღვარგარეთ და ძნ ბუმია საშობაო რაღაცეების...მინდა რამე ნაცხვრის გამოცხობა , და სამსახურში მოტანა...მირჩიერ რამე მარტივი გემრიელი სახალისო და ლამაზი.... ნამცხვრებში დიდად გამოციდლი არ ვარ....პლიიიზ ჰელპ მი

Posted by: Cecy Elliott 20 Dec 2013, 11:21
მცხობელებო გამარკვიეთ ერთ რამეში biggrin.gif
მაფინებს ვაცხობ, გამოდის ფაფუკი, გემრიელი, მაგრამ, ქაღალდის ფორმას არ სცილდება, აი ამობურცულები როა ხოლმე ფოტოებში და რატოოომ...? gigi.gif თხელიც ვცადე, სქელი ცომიც, მაგრამ ერთნაირებია... რას ვაკეთებ არასწორად...?
ზეთზე ვაკეთებ და შეიძლება მაგიტომ..? დანარჩენი ინგრედიენტებს როგორცაა ხოლმე რეცეპტში ისე ვუკეთებ, მაგრამ ბრტყელებია ხოლმე რა.... :/

Posted by: LUTA 25 Dec 2013, 21:49
sesi-eliot
ფორმაში ცომის მასა მეტი უნდა ჩაასხა . ლამის უნდა შეავსო ფორმა და გაიკეთებს გუმბათს .

QUOTE
ზეთზე ვაკეთებ და შეიძლება მაგიტომ.


არა, ზეთის ბრალი არაა . smile.gif

Posted by: Cecy Elliott 27 Dec 2013, 00:45
LUTA
QUOTE
ფორმაში ცომის მასა მეტი უნდა ჩაასხა . ლამის უნდა შეავსო ფორმა

აბა ყველა რეცეპტში რატომ წერია 1/3 ჩაასხითო...?

Posted by: Jonathan Bisht 4 Jan 2014, 20:17
QUOTE
პიცა



დედაჩემი უფრო მაგარს დაამზადებს biggrin.gif biggrin.gif დაჟე ყველაზე კარგს smile.gif

Posted by: MasterJC 21 Jan 2014, 10:44
აქაც დავფიქსირდები










ვაა რამდენი რამე ეძრობა კაცო

Posted by: lasha9 24 Jan 2014, 16:49
დაიღალეთ ბაზრიდან დიდი პარკებით და მეშოკებით მარაგების ტარებით?
მოხარული ვართ შემოგთავაზოთ ჩვენი მომსახურეობა.
http://produqti.myinsales.ru/
https://www.facebook.com/produqti.myinsales.ru

Posted by: viko 4 Feb 2014, 21:24
ყველიანი ჩიპსები
100 გრ ყველი
100 გრ ფქვილი
70 გრ კარაქი
2 ს/კ წყალი
მარილი დანის წვერით(თუ ყველი მარილიანი არ დაუმატოთ)
ყველი და ცივი კარაქი გახეხეთ,დაუმატეთ ფქვილი,წყალი და სწრაფად აურიეთ ერთმანეთში ხელით.
ცომი გაახვიეთ ცელოფანში და მაცივარში მოათავსეთ მინიმუმ 1 საათი.
სამუშაო ზედაპირს ოდნავ მოაპნიეთ ფქვილი.
,ცომი გააბტყელეთ რაც შეიძლება თხლად, დაჩხვლიტეთ ჩანგლით და დაჭერით პატარა ზომის ნაჭრებად.
http://image.geotorrents.com/


http://image.geotorrents.com/

Posted by: tikusha 4 Feb 2014, 21:54
viko
ვაიმე რა კარგი რამე ჩანს, ხვალვე მოვამზადებ, რა ტემპერატურაზე ვაცხო და რამდენ ხანს?

Posted by: viko 4 Feb 2014, 21:58
tikusha
გამომრჩენია
smile.gif
180 გრადუსზე 7- 8 წუთი

Posted by: tikusha 4 Feb 2014, 22:02
viko
მხოლოდ ქვედა წვა?? smile.gif ბოდიში დეტალებს რომ გეკითხები smile.gif მინდა პირველივე მცდელობა წარმატებით დასრულდეს ჩემთვის smile.gif აუ როგორ გავახარებ ბავშვებს smile.gif

Posted by: viko 4 Feb 2014, 22:11
tikusha
QUOTE
მხოლოდ ქვედა წვა??

არა, ორთავე. სწრაფად უნდა გამოცხვეს.
QUOTE
ბოდიში დეტალებს რომ გეკითხები

smile.gif
რისი ბოდიში, მეხმარები რეცეპტის დაზუსტებაში.

Posted by: Jane_L 5 Feb 2014, 15:16
აქაც დავფიქსირდე smile.gif)
რა გემრიელი თემაა

Posted by: marilina 5 Feb 2014, 15:34
ვფიქსირდები....................................................

Posted by: Playful Girl 9 Feb 2014, 18:57
viko
რა სილამაზეა და წარმომიდგენია როგორი გემრიელი , უნდა ვცადო smile.gif

Posted by: viko 9 Feb 2014, 21:01
კარტოფილიანი ჩიფსები
http://image.geotorrents.com/
100 გრ მოხარშული კარტოფილი
100 გრ ფქვილი
70 გრ კარაქი
2 ს/კ წყალი
მარილი .2/ კ Tavuk harci
ყველი და ცივი კარაქი გახეხეთ,დაუმატეთ ფქვილი,წყალი და სწრაფად აურიეთ ერთმანეთში ხელით.
ცომი გაახვიეთ ცელოფანში და მაცივარში მოათავსეთ მინიმუმ 1 საათი.
სამუშაო ზედაპირს ოდნავ მოაპნიეთ ფქვილი.
,ცომი გააბტყელეთ რაც შეიძლება თხლად, დაჩხვლიტეთ ჩანგლით და დაჭერით პატარა ზომის ნაჭრებად.
ნაწილს შავი სეზამი , ნაწილს თეთრი სეზამი აქვს მოყრილი.
170 გრ 8-10 წუთი .
Tavuk harci მიქსიაhttp://image.geotorrents.com/

კარტოფილის შეზავება ამ მიქსით რასაკვირველია სავალდებულო არ არის smile.gif შეაზავეთ გემოვნების მიხედვით

Playful Girl
smile.gif
გემრიელია და მარტივი მოსამზადებელი.

Posted by: tikusha 10 Feb 2014, 10:53
viko
ჩაასწორე კარტოფილის ჩიფსების რეცეპტში ყველიც წერია smile.gif, ისე ყველიან ჩიფსს ნიორიც მოუხდება, ქონდარიც, პაპრიკაც

Posted by: viko 10 Feb 2014, 12:47
tikusha

QUOTE
კარტოფილის ჩიფსების რეცეპტში ყველიც წერია

facepalm.gif

!!!
კარტოფილიანი ჩიფსების რეცეპტში ყველიno.gif კარტოფილი smile.gif

Posted by: mercxala86 12 Feb 2014, 14:03
გეხვეწებით მომწერეთ რა ვინმემ, 1კგ ფქვილით დაახლოებით რამდენი გრამი ცომი კეთდება?

Posted by: ninicool 12 Feb 2014, 22:57
mercxala86
რამდენ გრამ წყალსაც დაასხამ დაახლოებით იმდენი, + საფუარი, მარილი, შაქარი. რეცეპტში შეკრიბეთ ინგრედიენტები და გაიგებთ.

Posted by: viko 16 Feb 2014, 08:55
ვაშლი ცომში
http://image.geotorrents.com/

http://image.geotorrents.com/

200მლ ლუდი
200გრ მარგარინი
420 გრ ფქვილი
დანის წვერით მარილი
შაქრის პუდრა
დარიჩინი
ვაშლი
ნიგოზი
მარგარინი და ფქვილი აკეპეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ მარილი, ლუდი და მოზილეთ ცომი.
ცომი შეახვიეთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში.
1 საათის შემდეგ ცომი გამოიღეთ მაცივრიდან დაყავით გუნდებად .
ცომის გუნდა გააბრტყელეთ იმ ზომამდე რომ თავისუფლად შემოეხვიოს ვაშლს.
გათლილ ვაშლს ამოუღეთ გული, ამოავსეთ ნიგვზით.
ცომში გახვეული ვაშლი შედგით 220 გრ გახურებულ ღუმელში.
10 წუთის შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას 180 გრადუსამდე და გააგრძელეთ ცხობა კიდევ 10 წუთი.
გამომცხვარ ვაშლებს მოაფრქვიეთ დარიჩინიანი შაქრის პუდრა.


* * *
ეს ცომი შეგიძლიათ გამოიყენოთ ღვეზელის მოსამზადებლადაც.
http://image.geotorrents.com/

=
http://image.geotorrents.com/

=
http://image.geotorrents.com/

Posted by: norse 17 Feb 2014, 22:53
viko
ჯადოქარი ხართ? smile.gif)) შოკშI ვარ

Posted by: viko 25 Feb 2014, 13:20
norse
QUOTE
ჯადოქარი ხართ?

smile.gif
ჯადოსნური რეცეპტია ქოქოსი თუ გიყვართ

მინიმალური პროდუქტი, მინიმალური დრო მოსამზადებლად smile.gif
60 გრ ქოქოსის ფანტელი,1 კვერცხის ცილა, 1 ს/კ შაქარი
http://image.geotorrents.com/

http://image.geotorrents.com/

Posted by: ira-irinola 25 Feb 2014, 13:23
viko
რეცეპტი რა პლზ smile.gif ამ ბოლოს გადაგეკიდე და სულ შენ რეცეპტებს ვტესტავ smile.gif)))

Posted by: viko 25 Feb 2014, 14:25
ira-irinola
smile.gif


60გრ ქოქოსის ფანტელი, 1ს/კ შაქარი, 1 კვერცხის ცილა შეურიე ერთმანეთს. ფხვიერ მასას მიიღებ.
დაამზადე ბურთულები.
ზოგჯერ ძალიან მშრალია ქოქოსის ფანტელი (((
ბურთულა თუ ფორმას ვერ ინარჩუნებს ცილა დაუმატე.
180 გრადუსი, 8 - 10 წუთი.

Posted by: Blur 25 Feb 2014, 20:59
viko
დღეს ვცადე შენი რეცეპტით ქოქოსის პეჩენიები. შიგნიდან მშრალი უნდა იყოს? აი ფოტოები, მგონია რომ ისეთი არ გამოვიდა როგორც უნდა ყოფილიყო, აღებისას დამეშალა 2 ცალი sad.gifuser posted imageuser posted image

Posted by: მაკ-კი 25 Feb 2014, 21:08
viko
ცილა არ ავთქვიფოთ?

Posted by: viko 25 Feb 2014, 22:36
Blur

QUOTE
შიგნიდან მშრალი უნდა იყოს?

კი
ფოტო გადავუღე ,,შინაგან სამყაროს,,))) არ იყო მკაფიო და წავშალე.
ფოტოზე
ქოქოსის ფანტელი კარგადაა დასველებული მარჯვნივ , ასეთი მასა უნდა მიიღო . ბურთულად იოლად უნდა შეწებდეს.


სწრაფად შეიწვა ზედაპირი და ვერ მოასწრო გამოცხობა?


ოდნავ დაააკელი ტემპერატურა. 10 წუთი თუ არ ეყო, დროც გაზარდე.

მაკ-კი

არა



Posted by: Blur 26 Feb 2014, 10:10
viko
QUOTE
ქოქოსის ფანტელი კარგადაა დასველებული მარჯვნივ

კი კარგად დასველდა, ცალი მხარე დავტკეპნე სპეციალურად რომ გამოჩენილიყო რომ ეწებება ერთმანეთს. რავიცი ალბათ მაღალი იყო ტემპერატურა 170ზე გამოვაცხვე ზემოთ ქვემოთ და დაბერვით. ძალიან გემრიელი გამოვიდა, უბრალოდ მე დამრჩა ისეთი გრძნობა რომ რაღაც დავაკელი biggrin.gif

ეს კი ჩემი ქოქოსის პეჩენიები. ბავშვებისთვის მინდოდა ქოქოსით გამეკეთებინა პეჩენიები, მაგრამ ისეთი რომ შემადგენლობაც შედარებით მსუყე ქონოდა კარაქით და ა.შ. ძლივს მივაგენი ბოლოს ინტერნეტში და გაამრთლა ნამდვილად. პირველ სურათზეა ცომი როგორი უნდა იყოს, ძლივს მოვურიე კოვზით ბოლოს biggrin.gif პირველი პარტიის გადაღება ვერ მოვასწარი და მეორე პარტია ვიკოს პეჩენიებთან ერთად გადავუღე, მესამე სურათში ჩანს როგორ იშლება და ფუვდება ეგ ბურთები და რადგან ჩემი პატარა გიჟები თავზე მადგნენ და ცალი ხელით მაგათ ვიჭერდი ცალი ხელით ლანგარს მზა სურათი ძველი გაკეთებულის ჩავსვი, ეგეთI ფუმფულა და საყვარელი გამოდის biggrin.gif
http://pix.ge/
ესეც რეცეპტი ინტერნეტიდან არებული:
155 g all-purpose flour
2 g baking soda
2 g salt
115 g butter
110 g packed brown sugar
100 g white sugar
1 egg
3 ml vanilla extract
100 g flaked coconut

Preheat oven to 350 degrees F (175 degrees C.) Combine the flour, baking soda, and salt; set aside.
In a medium bowl, cream the butter, brown sugar, and white sugar until smooth. Beat in the egg and vanilla until light and fluffy. Gradually blend in the flour mixture, then mix in the coconut. Drop dough by teaspoonfuls onto an ungreased cookie sheet. Cookies should be about 3 inches apart.
Bake for 8 to 10 minutes in the preheated oven, or until lightly toasted. Cool on wire racks.

Posted by: tikusha 26 Feb 2014, 11:03
viko
ამ ქოქოსის ბურთულებს ზედა და ქვედა წვა ერთდროულად უნდა ჩაურთო??

და საერთოდ, გოგოებო პეჩენიებს ზედა წვას ურავთ ხოლმე თავიდანვე?

Posted by: viko 26 Feb 2014, 13:27
Blur
QUOTE
ეს კი ჩემი ქოქოსის პეჩენიები

up.gif
tikusha
QUOTE
ამ ქოქოსის ბურთულებს ზედა და ქვედა წვა ერთდროულად უნდა ჩაურთო?

yes.gif
* * *
Blur
შენი რეცეპტით მოვამზადე.
ოდნავ შევცვალე.

http://image.geotorrents.com/

=
http://image.geotorrents.com/
--
http://image.geotorrents.com/
=
http://image.geotorrents.com/

Posted by: Blur 26 Feb 2014, 15:35
viko
ნახელავები ხო სასწაული და სურათები უფრო შოკი biggrin.gif რა ფოტოაპარატით იღებ რომ არ მითხრა არ შეიძლება biggrin.gif

QUOTE
შენი რეცეპტით მოვამზადე.

როგორ მოგეწონა? რა შეცვალე მითხარი აბა, გავითვალისწინო გამოცდილი კულინარის აზრი

Posted by: viko 26 Feb 2014, 20:05
Blur
QUOTE
რა ფოტოაპარატით იღებ რომ არ მითხრა არ შეიძლება

smile.gif 2kiss.gif
Nikon D5000
QUOTE
როგორ მოგეწონა?

ძალიან კარგი რეცეპტია.
QUOTE
რა შეცვალე მითხარი აბა

ყავისფერი შაქარი არ მქონდა.
თეთრი შაქარი უფრო ტკბილია, 150 გრ ვაკმარე.
კარაქი ცივი იყო და არ ამითქვეფია.



Posted by: Blur 27 Feb 2014, 10:44
viko
QUOTE
ყავისფერი შაქარი არ მქონდა.
თეთრი შაქარი უფრო ტკბილია, 150 გრ ვაკმარე.

მეც ყავისფერი როცა არ მაქვს თეთრით ვანაცვლებ, მაგრამ რაოდენობა იგივე დავტოვე და არ იყო ძალიან ტკბილი (მე თან დიდად ტკბილების მოყვარული არ ვარ biggrin.gif )
QUOTE
კარაქი ცივი იყო და არ ამითქვეფია.

ეს რაც რეცეპტში ეწერა ის გადმოვაკოპირე, იდეაში მაგ რეცეპტის მუღამია რომ ყველაფერი ერთმანეთში გადაურიო მეტი დიდი წვალება არ უნდა biggrin.gif:D
QUOTE
Nikon D5000

5200-ის ყიდვას ვაპირებ და ისე გამიხარდა ეხლა შენი პოსტი არ იცი, მეც დავდებ მერე ლამაზ-ლამაზ სურათებს biggrin.gif

Posted by: viko 27 Feb 2014, 13:21
Blur
QUOTE
5200-ის ყიდვას ვაპირებ

up.gif
QUOTE
მეც დავდებ მერე ლამაზ-ლამაზ სურათებს

bis.gif

Posted by: tikusha 28 Feb 2014, 11:35
viko
ისე ქოქოსის ბურთულებში კვერცხის ცილა რომ აგეთქვიფა და მერე შეგერია ქოქოსი უფრო უკეთესი არ გამოვიდოდა ვითომ? შეკრულიც უფრო იქნებოდა და მგონია რომ არ დაიშლება

Posted by: Blur 28 Feb 2014, 14:53
tikusha
QUOTE
ცილა რომ აგეთქვიფა და მერე შეგერია ქოქოსი

იმდენად დიდია სხვაობა კვეცხის ცილის და ქოქოსის რაოდენობას შორის არამგონია დიდი მნიშვნელობა ქონდეს ათქვეფილი იქნება თუ არა. უბრალოდ იმისთვის არის ცილა რო შეაწაბოს ერთმანეთს ფანტელები.

QUOTE
მგონია რომ არ დაიშლება

ეს აშკარად ჩემი ბრალი იყო, ცხელივე ავიღე რა ქვია არ ვიცი იმას დიდი პინცეტივით რომ არის მაგითი biggrin.gif და ეტყობა მაგიტომ დაიშალა. დანარჩენები მეორე დღესაც მშვენივრად იდგა.

Posted by: tikusha 28 Feb 2014, 15:04
Blur
არა, ცილას რომ ათქვიფავ ხომ ღებულობ მყარ ღრუბელს? მგონია რომ ამაში რომ ქოქოსს შეურევ, უფრო შეიკვრება და სამუშაოდ უფრო იოლი იქნება, უფრო იოლად დასვამ კოვზით ბურთებს ლანგარზე

რა ვიცი

Posted by: Blur 28 Feb 2014, 16:12
tikusha
QUOTE
მყარ ღრუბელს?

რამდენად აქვს მაგ მყარ ღრუბელს ისეთივე წებოვნება არ ვიცი, მოდით კულინარებო გაგვანათლეთ biggrin.gif
QUOTE
უფრო იოლად დასვამ კოვზით ბურთებს ლანგარზე

ადვილად კეთდება ბურთები, უბრალოდ აღებისას მე მომეჭირა ეტყობა და გასკდა ორი ცალი შუაზე, თორე დაფხვნით არ დაფხვნილა

Posted by: tikusha 28 Feb 2014, 16:16
Blur
ოკ smile.gif მოვსინჯავ მეც დღესვე smile.gif

Posted by: buburatino 28 Feb 2014, 20:09
გამარჯობა ყველას. ჩვეულებრივი ბლინების რეცეპტი მინდა,გაკეთებას ვა
ორებ და დოზები არ მახსოვსsmile.gif ხო. ვერ მომაწოდენდით.? წინასწარ მადლობა

Posted by: viko 28 Feb 2014, 20:12
http://image.geotorrents.com/
http://image.geotorrents.com/
http://image.geotorrents.com/
http://image.geotorrents.com/
http://image.geotorrents.com/

* * *
Blur
ქოქოსის ფანტელი 20გრ მწვანე პაკეტებში ძალიან მშრალი იყო.
2 კვერცხის ცილა დასჭირდა,
ოდნავ უფრო შემწვარია. 1 წუთი დამიგვიანდა ღუმელიდან გამოღება.
წესრიგი და დისციპლინა კულინარიასაც უყვარს))))
tikusha
არის რეცეპტები ათქვეფილი ცილით, სინჯე.

Posted by: Blur 28 Feb 2014, 21:53
viko
კვერცხსაც გააჩნია ალბათ, პატარა კვერცხი მეც 2 დამჭირდა. შემიფასე მერე აბა თეთრი შოკოლადის ლავა როგორ მოგეწონება. რედ ველვეთი მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ საღებავი არ ქონდათ გუდვილში, მარხვის მერე მოვცდი მაგას smile.gif)user posted image

Posted by: viko 28 Feb 2014, 22:05
Blur
QUOTE
შემიფასე მერე აბა

ძალიან კარგია up.gif
რეცეპტი?
QUOTE
თეთრი შოკოლადის

რომელი შოკოლადი გამოიყენე?

Posted by: Blur 28 Feb 2014, 22:41
viko
რეცეპტი იგივეა რაც შავი შოკოლადით, თეთრი ლუო ბონეს შოკოლადი გამოვიყენე შაქარი ცოტა ნაკლები ვუქენი, რადგან თეთრი შოკოლადი ისედაც უფრო ტკბილია


Posted by: Eirene 1 Mar 2014, 15:57
გავაკეთე ქოქოსის ბურთები, უმარტივესი და გემრიელია
არც დამშლია. კარგად მიეწება
მადლობა ვიკოს ))

Posted by: tikusha 2 Mar 2014, 19:22
მეც გავაკეთე, მაგრამ აი ბურთების შეკვრაზე დავიტანჯე საშინლად, მიუხედავად იმისა რომ 2 კვერცხის ცილა გავურიე

Posted by: likable 2 Mar 2014, 20:36
არასდროს არ გამომდის ყოველთვის მეწვება )) დროს ვერ ვსაზღვარ ვერასდროს.

Posted by: viko 3 Mar 2014, 20:52
Eirene
.
QUOTE
არც დამშლია. კარგად მიეწება

smile.gif
არაფრის 2kiss.gif
tikusha
QUOTE
ბურთების შეკვრაზე დავიტანჯე საშინლად,


smile.gif
სულ 11 გამოდის
სატანჯველი ....თან საშინლად?
აბუქებ)))) 2kiss.gif
likablესe
.
QUOTE
ყოველთვის მეწვება )) დროს ვერ ვსაზღვარ ვერასდროს

sad.gif დაუწიე ტემპერატურას.

Posted by: HIBERNIA 3 Mar 2014, 22:55
(( ))

Posted by: tikusha 4 Mar 2014, 10:55
viko
QUOTE
სატანჯველი ....თან საშინლად?
აბუქებ))))

არა, მართლა დავიტანჯე, საშინლად მშრალი იყო და ვერ ვკრავდი, 2 ცილა გავურიე, მაგრამ მაინც sad.gif

Posted by: delfsma 5 Mar 2014, 14:58
გამარჯობათ, ხაჭაპური პირველად გავაკატე, ცომი გადასარევი გამოვიდა,მაგრამ ტავად ხაჭაპურია ისეტი მაგარი ტავში რომ ჩავარტყა ვინმეს მოკვდება biggrin.gif
რა დავაშავე ეგებ მითხრატ?

ტავის დახურება უნდა მგონი ალბატ ხომ როცა ამზადებ?

ანდა ტემპერატურა ვერ დავიცავი?

მოკლედ , გავარვარებულ ტაფაზე დავდე ხაჭაპური(დენისაა და არა გაზის), შემდეგ დავუწიე, საშუალოზე მქონდა დაყენებული, აშკარადა ტემპერატურის ამბავია? გტხპვტ მირჩიოთ, მადლობა

Posted by: tikusha 5 Mar 2014, 15:31
delfsma
მეც ეგრე გამომივიდა და მერე ზედა თავზე ხომ კარაქი წავუსვი და ცოტა ხანში დარბილდა

იგივე კითხვა მაქვს პიცაზეც, გუშინ წინ მოვამზადე და საშინლად ხრუკუნა იყო, მეორე დღეს კი საკმაოდ რბილი


Posted by: ავგაროზი 5 Mar 2014, 15:58
tikusha
ზეთს ამატებ ცომში?

ისე ხრუკუნა უფრო გემრიელი არაა? chups.gif

Posted by: tikusha 5 Mar 2014, 16:13
ავგაროზი
კი, როგორ არა, ზეთი საკმარისად გავურიე

არა, უხერხული საჭმელია ეს ხრუკუნა, დანით ძლივს დავჭერი, არ უნდა იყოს ასე აშკარად, 20 წუთი ვაცხვე 240 გრ-სზე

Posted by: ავგაროზი 5 Mar 2014, 16:28
tikusha
ბევრი ზეთიც არ უნდა, აშრობს უფრო მგონი. 1-2 ს.კ. ორი პიცისთვის საკმარისია.
როგორც გამიკეთებია იმას მოგწერ აბა, რბილი გამოდიოდა

რამდენჯერმე გადაზილავ ცომს
გაბრტყელებულს ზეტს მოუსმევ, შემდეგ პომიდვრის სოუსს (სადღაც ნახევარ ჭიქას ვასხავდი, პომიდორი+თეთრი ღვინოს მიქსს)
შემდეგ პომიდვრის ნაჭრები დანარჩენი სურვილისამებრ

Posted by: tikusha 5 Mar 2014, 16:32
ავგაროზი
225 გრ ფქვილზე 2 ს-კ გავურიე ზეთი, 1 პიცის ცომია

Posted by: ავგაროზი 5 Mar 2014, 16:40
tikusha
დგეს გამოვაცხობ აბა მეც (დიდი ხანია არ გამიკეთებია) და თუ კარგი გამოვიდა მოგწერ როგორც გავაკეთე (იმედია გამოვა givi.gif )

ისე, რადგან ძირიც მშრალი გამოდის, ვფრიქრობ რომ ზემოდან რა ინგედიენტებსაც იყენებ, იმათ არ აქვთ საკმარისი სინოტივე და ამიტომ ხმება.

Posted by: tikusha 5 Mar 2014, 16:45
ავგაროზი
პამიდვრის სოუსშიც გავურიე ზეთი და ვფიქრობ მაგის დამსახურებაარომ მეორე დღეს უკვე ცომი რბილი იყო

Posted by: ავგაროზი 6 Mar 2014, 01:58
tikusha
QUOTE
პამიდვრის სოუსშიც გავურიე ზეთი

რომელი ტეცეპტიც გამოვიყენე იქაც უნდოდა სოუზში ზეთი.

QUOTE
ბევრი ზეთიც არ უნდა, აშრობს უფრო მგონი. 1-2 ს.კ. ორი პიცისთვის საკმარისია.

აქ კი მცდარი რამ დამიწერია smile.gif

კარგი ცომი გამომივიდა და დავწერ აბა

ერთი პიცის ცომისთვის საჭიროა:
250 გრ. ფქვილი
4 გრ. მშრალი საუფუარი (კარგი ხარისხის)
მარილი
4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
125 მლ თბილი წყალი

გაცრილი ფქვილი მოვათავსოთ ღრმა თასში, შუაგული ჩავაღმავოდ და ჩავასხათ წყალში გახსნილი საფუარი (ერთი ჩ.კ. შაქარიც დავამატე მე). გვერდებიდან ცოტა ფქვილი გადმოვაყაროთ, თავი რომ დაუფაროს ცოტა, გადავაფაროთ რამე და დავტოვოტ 15 წუთით თბილ ადგილას.
15 წუტის შემდეგ დავამატოთ ზეთი, მარილი, დამატებით თბილი წყალი, იმდენი რამდენსაც მოითხოვს (რეცეპტში 100 მლ ეწერა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ძალიან გაათხელა ცომი და ისევ ფქვილის დამატება მომიწია). კარგად მოვზილოთ,მინიმუმ 10 წთ-ს განმავლობაში.
ხელს ეკრობოდა ისევ, ამიტომ 1 ჩ.კ. ზეთი გადავუსვი და ისე დავაგუნდავე. გასაღვივებელი დრო 1 საათი.

აღარ გადამიზელია, რადგან არ ეწერა რეცეპტში. პირდაპირ გავაბრტყელოთ სასურველ ზომაზე (ვეცადე თახელი ძირი გამოსვლოდა) დავტოვოთ 15 წუთი. სანამ გაღვივდება მოვამზადოთ სასურველი ინგრედიენტები.

სოუზს წინასწარ ვამზადებთ, რომ გაგრილება მოასწროს.
საჭიროა:
400გრ პამიდორი
1ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი
პილპილი
1/2 ჩ.კ. შაქარი
1 ჩ.კ. მშრალი ტიმიანი (thymian)
იგივე რაოდენობის მშრალი ორეგანო (oregano) (ან ცალცალკე რომ არ იყიდო პიცის სანელებლები გამოიყენე, ამ სანელებლების გარდა ბაზილიკუმიცაა და რაც უხდება კიდევ რავი...)
2 საშუალო კბილი ნიორი

პამიდორს გავაცალოთ კანი (ცხელი წყლით), გამოვუღოთ თესლი, დავჭრათ კუბიკებად. 1 ს.კ. ზეთთან ერთად მოვთუშოთ 7 წთ-ს განმავლობაში მაღალ ცეცხლზე, თავდახურული (არ დაიწვას). + სანელებლები, დაჭრილი ნიორი.
(მომზადებული პამიდვრის პასტითაც შეიძლება, კეტჩუპი არა, ყველაფრის გარეშე უნდა იყოს, უმარილო)

ცომს წავუსვათ 1ს.კ. ზეთი, შემდეგ სოუზი ( შეიძლება სულ არ დასჭირდეს, ჩემს შემთხვევაში ბევრი გამოვიდა და პიცაც ნამეტანი სველი იყო, უფრო კნატუნა მიყვარს და...)

ვაცხობთ წინასწარ გახურებულ (250 გრადუსზე) ღუმელში 225 გრადუსზე, 15-20 წუთი.

Posted by: tikusha 6 Mar 2014, 10:38
ავგაროზი
მადლობა
smile.gif
მოვსინჯავ ეგრეც

Posted by: ninicool 6 Mar 2014, 14:12
delfsma
ძალიან დაბალი ტემპერატურა აშრობს, ან გულსართი იყო ცოტა

tikusha
ტომატის პორცია ოდნავ გაზარდე

ან შეიძლება ბევრი ზეთი მოუსვი ზედაპირზე და მაგან გაახმო


Posted by: tikusha 6 Mar 2014, 14:28
ninicool
QUOTE
ან შეიძლება ბევრი ზეთი მოუსვი ზედაპირზე და მაგან გაახმო

ზეთი მეგონა პირიქით სირბილეს მისცემდა, პამიდვრის სოუსში ავურიე 1 ს/კ

Posted by: ავგაროზი 6 Mar 2014, 14:44
tikusha
რა სამადლობელია2kiss.gif
მეხხალისებოდა თან წერა smile.gif



QUOTE
ტომატის პორცია ოდნავ გაზარდე

yes.gif უფრო ეს
ვიდრე
QUOTE
ან შეიძლება ბევრი ზეთი მოუსვი ზედაპირზე და მაგან გაახმო

მეც წავუსვი ზეთი, სანამ ტომატს წავუსმევდი და მშვენიერი რბილი გამოვიდა. იმდენი ტომატი წავუსვი, რატომღაც რომ არ გამოსულიყო რბილი givi.gif სუპივით იყო ლამის : )))



Posted by: tikusha 6 Mar 2014, 17:12
ავგაროზი
მე პამიდვრის სოუსი ძალიან გავწურე, მეგონა მშრალი იყო საჭირო, ფაქტიურად წვენი არ გავაყოლე და როგორც ჩანს უნდა გამეყოლებინა smile.gif

Posted by: ავგაროზი 7 Mar 2014, 23:17
tikusha
QUOTE
პამიდვრის სოუსი

კეტჩუპის სისქის იყო, ან შეიძლება ოდნავ თხელი.
სოკოს პიცა იყო და მანაც გაუშვა თავისი წვენი.


Posted by: nin777 7 Mar 2014, 23:20
ხაჭაპური weep.gif
--------------------------------------------

Posted by: GENTLE GIRL 19 Apr 2014, 03:52
გამარჯობა ))
მოკლედ,ძალიან მინდა გავაკეთო რამე სააღდგომოდ ჩემით.
არ მინდა იყოს ტკბილი და კარგი იქნება თუ პატარ-პატარა ნაჭრები გამოვა.
მარტივი და ადვილი მოსამზადებელი,არ შეიცავდეს ცხრა ათას ინგრედიენტს.
რამე ისეთი რეცეპტი თუ არსებობს რის მიხედვითაც შემეძლება გავაკეთო გემრიელი ცომი,შემდეგ დავჭრა და შევწვა.
როგორც მაგალითად ტკბილ ორცხობილას აცხობ,ოღონდ ეს ტკბილი არა,პირიქით,შეკმაზული და პიკანტური მინდა.

მოკლედ თქვენი იმედი მაქვს ცომისტებო ხვალამდე,საღამოსკენ მინდა გავაკეთო.
ინტერნეტში კი შემიძლია ვნახო რეცეპტები,მაგრამ პრაქტიკაში გამოცდილი მირჩევნია,თან ვიკითხავ თუ რამე გაჩნდება საკითხავი.

ბევრი ჩალიჩი და ცოდნა უნდა,თორემ ყველიანი და ტარხუნიანი ღვეზელები იდეალურია.



პ.ს. ან თუ მარტივი და არამშრალი იქნება,იყოს ტკბილიც....

მთავარია იყოს ძალიან ადვილი და არ იყოს მშრალი. smile.gif

Posted by: nia4u 19 Apr 2014, 12:03
GENTLE GIRL
მე ვარ ძალიან ზარმაცი! biggrin.gif
და ყოველთვის ვეძებ მარტივ გამოსავალს biggrin.gif
ხოდა, ეს ლინკი ნახე ჯერ
http://pink.ge/blogs/tamris-receipts-layered-dough/
მერე, თუ მოგეწონება, ფენოვანი მზა ცომი და იფანტაზიორე როგორც გინდა biggrin.gif
ამაზე ადვილი, მარტივი, სწრაფი არატკბილი - არაფერი მახსენდება biggrin.gif

Posted by: GENTLE GIRL 19 Apr 2014, 14:15
nia4u
დიდი მადლობა ჩემო კარგო! :*
აი მხოლოდ ზარმაცი თუ მიხვდებოდა ჩემს გასაჭირს biggrin.gif
ცომეულთან მიჭირს,თორემ სხვა კერძების კეთება მიყვარს,თუ ადვილია ეგეც.
რა საყავრელი რამეებია,ზუსტად ასეთი მინდოდა,სახალისო თან.
თან იმდენად მარტივია შეგიძლია ტკბილი ვარიანტებიც დააცხო.


Posted by: nia4u 19 Apr 2014, 14:17
GENTLE GIRL
2kiss.gif
აბა,შენ იცი!
გააოცე ხალხი!
ზარმაცისგან უფრო გაუკვირდებათ! biggrin.gif
ბედნიერ აღდგომას გისურვებ! smile.gif
* * *
GENTLE GIRL
მანდ კარგად ნახე და ვარდები არის ატმით.
ზუსტად ეგეთი შეგიძლია გააკეთო საექიმო ძეხვით ("დოქტორსკი" ან რომელიმე მსგავსით)
ძაან ლამაზი გამოდის!
http://oblacco.com/post135478064/
ამ ლინკზე ნახე ფოტოები smile.gif
და რადგან ეგ ვარიანტი მოგეწონა, დესერტად აი,ეს შეგიძლია,
დაცხა უკვე და ნაყინის სეზონიც მოვიდა smile.gif
http://www.lollipop.ge/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97-%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C/
კარამელის მაგივრად შესქელებული რძე("სგუშჩონკა") ან რომელიმე ჯემი ან მურაბა შეგიძლია გამოიყენო smile.gif

Posted by: GENTLE GIRL 19 Apr 2014, 17:31
nia4u
მოკლედ იდეები მრავლად მაქვს უკვე,ეს ნაყინიც ძალიან კარგი იქნება.
მთავარია ყოჩაღად მოქცევა და მარჯვე ხელები. ხო და რაც მტავარია ფანტაზია,როგორც უკვე თქვი. smile.gif
მადლობა და შენც ასევე გისურვებ ბედნიერ აღდგომას! 2kiss.gif

პ.ს. ეს პირველი ლინკი არ გაიხსნა,მაგრამ პრინციპს მიახლოებით მივხვდი და არაა პრობლემა.

Posted by: nia4u 19 Apr 2014, 18:30
GENTLE GIRL
ერთ ფოტოს დაგიდებ მანდედან და ეგრევე მიხვდები smile.gif
ისე რატო არ გიხსნის ნეტა?
აი,ასე კეთდება ძეხვისგან smile.gif

Posted by: nia4u 19 Apr 2014, 18:35
/////////////////////////////////////////////////////
GENTLE GIRL
////////////////////////////////////////////////////
ეს ატმისგან smile.gif
და ვაშლისგანაც შეიძლება

Posted by: GENTLE GIRL 19 Apr 2014, 20:44
nia4u
მაგარია და უადვილესი.
ტკბილი ვარდი და მარილიანი ვარდი. ატმები ელასტიურობისთვის ვარდება მდუღარეში სავარაუდოდ,თუმცა ეს უფრო მომავალი სეზონის ხილია.
შენ გიცდია ესენი? რამდენ გრადუსზე აკეთებ? მე მგონია ამათ მაღალი ტემპერატურა მოუნდება უცებ რომ დაბრაწოს?
უნდა გაამზადო და ისეთ დროს გამოაცხო თბილი რომ მიირთვა.

და ცომი თუ მოგწონს კდიევ ნაყიდი,ასე მგონია უხარისხოდ ამზადებენ. არადა მაგის მოზელვას და გაკეთებას თუ აკრგად არ იცი არ უნდა მოკიდო ხელი რა biggrin.gif

არადა,სანამ ფოტო ვნახე ვერაფრიტ წარმოვიდგინე ვარდი,თანაც ძეხვით biggrin.gif

Posted by: nia4u 19 Apr 2014, 21:10
GENTLE GIRL
მე მგონი, უბრალოდ მდუღარე არ არის, შაქრის სიროფია ეგ, ოდნავ ითუშება. მოგიძებნი მაგასაც.
ატმის სეზონი რომ არ არის მაგიტომ გირჩიე ძეხვით, ლამაზი ვარდები გამოდის და დღესასწაულს და გაზაფხულს უხდება smile.gif
კი, ფენოვანს შედარებით მაღალი ტემპერატურა უნდა, სწრაფად უნდა გამოცხვეს და ლამაზი ოქროსფერი მიიღოს, ოდნავ მოიბრაწოს.
ხო, თბილი უკეთესი იქნება smile.gif

ცომს მე ძირითადად ერთ ადგილას ვყიდულობ, სადაც ვიცი, რომ კარგად და სუფთად აკეთებენ, ცომეული და გაყინული ბლინები და ხინკლები და ა.შ. აქვთ.
ისე, მარშეს პროდუქციას აქებენ, მე არ მომისინჯავს.

აი,უკვე გამომცხვარი ძეხვის ვარდები smile.gif

Posted by: GENTLE GIRL 19 Apr 2014, 21:39
QUOTE (nia4u @ 19 Apr 2014, 21:10 )
GENTLE GIRL
მე მგონი, უბრალოდ მდუღარე არ არის, შაქრის სიროფია ეგ, ოდნავ ითუშება. მოგიძებნი მაგასაც.
ატმის სეზონი რომ არ არის მაგიტომ გირჩიე ძეხვით, ლამაზი ვარდები გამოდის და დღესასწაულს და გაზაფხულს უხდება smile.gif
კი, ფენოვანს შედარებით მაღალი ტემპერატურა უნდა, სწრაფად უნდა გამოცხვეს და ლამაზი ოქროსფერი მიიღოს, ოდნავ მოიბრაწოს.
ხო, თბილი უკეთესი იქნება smile.gif

ცომს მე ძირითადად ერთ ადგილას ვყიდულობ, სადაც ვიცი, რომ კარგად და სუფთად აკეთებენ, ცომეული და გაყინული ბლინები და ხინკლები და ა.შ. აქვთ.
ისე, მარშეს პროდუქციას აქებენ, მე არ მომისინჯავს.

აი,უკვე გამომცხვარი ძეხვის ვარდები smile.gif

რა ორიგინალურია და up.gif
სიროფი იქნება კი,არ შეწუხდე,ხვალისთვის მაინც მარილიანს ვაკეთებ. 2kiss.gif
დეტალებშიც გვერკვიე და მოკლედ თეორიულად მზად ვარ.
დიდი ხანია მინდა ცომშიც ვცადო ბედი,ხოდა დებიუტი შედგება და შემდეგ მეც გავერკვევი კაი ცომის ტოჩკებში biggrin.gif


Posted by: Lаki 21 May 2014, 08:57
პონჩიკებისთის, (უფრო სწორად ბლითებისთის), რომელი ფირმის ფქვილი, დროჟი, ზეთი და ა.შ უნდა გამოიყენის კაცმა???

Posted by: nunu1985 25 May 2014, 22:35
მიყვარს ცომეული და დავფიქსირდები თუ არ გეწყინებათ smile.gif))
* * *
მიყვარს ძალიან ცომეულობა და დავფიქსირდები ერთი თუ არ გეწყინებათ
* * *
უი რამდენჯერ დამიწერია, ეგრე ძაანაც არ მიყვარს smile.gifsmile.gif))))smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif smile.gif))))

Posted by: nia4u 6 Jun 2014, 22:31
კარგი იდეაა!
და არამარტო ბავშვიანებისთვის smile.gif

http://pix.ge/

Posted by: pleita 3 Jul 2014, 20:39
ბავშვებო გამარჯობა

კიშის ცომში კარაქის მაგივრად, მარგარინი რომ ვუქნა რა დაშავდება ვითომ?? rolleyes.gif

თუ ფრანგული სამზარეულო დამწყევლის user.gif

Posted by: LUTA 3 Jul 2014, 22:52
pleita
QUOTE
თუ ფრანგული სამზარეულო დამწყევლის


არ დაგწყევლის biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
მარგარინი რომ ვუქნა რა დაშავდება ვითომ?


არაფერი არ დაშავდება smile.gif


Posted by: pleita 7 Jul 2014, 12:19
LUTA
მადლობა 2kiss.gif

მარგარინით გავაკეთე.

მაცივარში ცოტა დიდ ხანს გავაჩერე და გამაგრდა , ცუდი ცომი გამოვიდა user.gif

Posted by: LUTA 7 Jul 2014, 12:35
pleita

გაგეჩერებინა ოთახის ტემპერატურაზე და დარბილდებოდა smile.gif

(ცომი კარგი მოზელილი თუ იყო )

Posted by: ik+so 11 Jul 2014, 11:18
გოგოებოოო 96 გვერდს ნუ წამაკითხინებთ biggrin.gif ნახევრად ფენოვანის ცომი მინდა ხორცის შიგდავსით გავაკეთო დამიდევით რა რეცეპტი...ბლომად რო გამოვიდეს ისეთი biggrin.gif მადლობა წინასწარ

Posted by: annavita 15 Aug 2014, 21:18
ჭიშტვარი (სვანური)

გავცრათ და მოვზილოთ 2 ხელის პეშვით ამოღებული ჭადის ფქვილი (სვანები რძეში ზელავენ) ჩვეულებრივად. დავამატოთ 150გრ. ხაჭო (ან ნადუღი) და შევაზილოთ. დავახეხოთ 150გრ. ყველი როგორიც გაქვთ (იმერული). ავაგუნდაოთ და წიასწარ გაცხელებულ ოდნავ ცხიმიან ტაფაზე გავაბრტყელოთ თხლად. ნაპირები ბრტყელი დანით შემოვუსწიოროთ. საშუალო ცეცხლზე ვაცხობთ 10 წთ. შემდეგ მოვხადოთ სახურავი, 1 წუთი დავაცადოთ შეშრეს და ბრტყელი ხის ნიჩაბით ფრთხილად და სწრაფად გადმოვაბრუნოთ. დავახუროთ და ვაცხოთ 7 წუთი. ცეცხლს ოდნავ დავუწიოთ.


იდეალურია სალათებთან, ფხალეულთან, ბოსტნეულთან, აგრეთვე რძის ნაწარმთან. ლობიოსთან -თავისთავად. ისედაც გემრიელია smile.gif

Posted by: ავგაროზი 17 Aug 2014, 18:08
შოკოლადიანი კროასანი
ინგრედიენტები:
250 გრ. ფქვილი
150 მლ. წყალი
30 გრ. შაქარი
1 ჩ.კ. მშრალი საფუარი
1 ჩ.კ. მარილი
(ჩ.კ. არა თავმოდგმული და არც მთლად სავსე არაა საჭირო)
160 გრ. კარაქი
100 გრ. შოკოლადი (შავი შოკოლადი ჯობია) შიგთავსისთვის

ცომის მომზადება:
ღრმა თასში მოვათავსოთ გაცრილი ფქვილი, შაქარი, საფუარი, მარილი, დავასხათ წყალი და ხის კოვზით ამოვურიოთ/მოვზილოთ. დიდხან არ უნდა, უბრალოდ კარგად რომ გადაერიოს (ხელით მოზელას არ გირჩევთ, რადგან წებოვანი ცომი გამოდის და ხელზე მიგეკრობათ, ფქვილის დამატება კიდევ არაა საჭირო).
გადავაფაროთ საკვები ცელოფანი და შევდგათ მაცივარში მთელი ღამით (ქვედა თაროზე).

დილით გამოვიღოთ ცომი, გადმოვიტანოთ დაფაზე, გავაბრტყელოთ კვადრატის ფორმაზე. შუაზე დავადოთ გაბრტელებული ცივი კარაქი (გირჩევდით რომ კარაქი წინა საღამოს აგეთქვიფოთ ვანილთან ან ვანილის შაქართან ერთად, ამით თავის მძაფრ გემოს დაკარგავს და უფრო არომატული გახდება. გაახვიეთ ცელოფანში, მიეცით ოთხკუთხედი ფორმა და შედეთ მაცივარში დილამდე) ხო, ძალიან მაგარი არ უნდა იყოს და არც დარბილებული, ცომის სიმკვრივის yes.gif
დავკეცოთ ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები
user posted image
user posted image
user posted image
გავაბრტყელოთ სიგრძეზე. ავიღოთ ერთი ბოლო, გადმოვკეცოთ შუამდე, ასევე მეორე ბოლოც და ბოლოს ორივე მხარე, ერთი მეორეზე გადმოვკეცოთ (წიგნივით დაიხურება) ფოტო:
user posted image
user posted image
user posted image
ჩავდებთ ისევ თასში, გადავაფარებთ ცელოფანს, შევდებთ მაცივარში 20 წთ-ით
20 წუთის მერე ისევ იგავაბრტყელებთ (ბოლო ფოტოზე როგორც ხედავთ შემოტრიალებულია ცომი (90გრადუსით : )) ხოდა მაგ მიმართულებით ვაბრტყელებთ სიგრძეზე ).
სულ სამჯერ ვიმეორებთ ამ პროცედურას.

ბოლოს, სანამ დაჭრით ცომს, გირჩევთ ცოტა ხანი საყინულეში გააჩეროთ, რომ გამაგრდეს ცოტა და ადვილად გაბრტყელდეს/დაიჭრას (სხვა შემთხვევაში შეიძლება კარაქი გამოვიდეს)
ეცადეთ დამატებით ფქვილი მინიმალური რაოდენიბით გამოიყენოთ .

ცომს გავშლით მართკუთხედის ფორმაზე (~40/24სმ). დავჭრით ~ 8/12სმ-ს ნაჭრებად
user posted image

დავადებთ შოკოლადს, გადავახვევთ. დავაწყობთ საცხობ ფურცელზე და 2 საათით დავტოვებთ (ისევ მაცივარში ჯობია)
http://www.radikal.ru
user posted image


ღუმელში შედგმის წინ გადავუსმევთ წყალს (შეგიძლიათ კვერცხის გული წაუსვატ, მაგრამ წყლითაც ძალიან კარგია)
ვაცხობთ 20 წთ. წინასწარ (კარგად) გაცხელებულ ღუმელში 210 გრადუსზე.
user posted image

პ.ს. ფოტოები რესეპტის საიტიდანაა.


-

MasterJC აბდაუბდად არ დავწერე იმედია smile.gif

Posted by: Q 7 17 Aug 2014, 18:51
QUOTE (annavita @ 15 Aug 2014, 21:18 )
ჭიშტვარი (სვანური)

გავცრათ და მოვზილოთ  2 ხელის პეშვით ამოღებული ჭადის ფქვილი (სვანები რძეში ზელავენ) ჩვეულებრივად. დავამატოთ  150გრ. ხაჭო (ან ნადუღი) და შევაზილოთ. დავახეხოთ 150გრ. ყველი როგორიც გაქვთ (იმერული). ავაგუნდაოთ და წიასწარ გაცხელებულ ოდნავ ცხიმიან ტაფაზე  გავაბრტყელოთ თხლად. ნაპირები ბრტყელი დანით შემოვუსწიოროთ. საშუალო ცეცხლზე ვაცხობთ 10 წთ. შემდეგ მოვხადოთ სახურავი, 1 წუთი დავაცადოთ შეშრეს და ბრტყელი ხის ნიჩაბით ფრთხილად და სწრაფად გადმოვაბრუნოთ. დავახუროთ და ვაცხოთ 7 წუთი. ცეცხლს ოდნავ დავუწიოთ.


იდეალურია სალათებთან, ფხალეულთან, ბოსტნეულთან, აგრეთვე რძის ნაწარმთან. ლობიოსთან -თავისთავად. ისედაც გემრიელია smile.gif




მაგარია ჭიშტვარი up.gif , უშგულში გეახელით სვანურს იქაური ბუნების ფონზე war.gif

Posted by: annavita 18 Aug 2014, 12:08
Q 7
QUOTE

მაგარია ჭიშტვარი  , უშგულში გეახელით სვანურს იქაური ბუნების ფონზე  

და ძალიან მაგარია კიდევ "ფეტრვალ" -ფეტვიან-ყველიანი ხაჭაპური უგემრიელესია! მაგის რეცეპტსაც დავწერ. თან ძალიან სასარგებლოა. მოკიდე ხელი პასსკოს და გამოჩნდით 2kiss.gif
ავგაროზი
რა კარგი რეცეპტია :* კარაქის მაგივრად მარგარინი შეიძლება?

Posted by: Q 7 18 Aug 2014, 13:23
annavita
QUOTE
და ძალიან მაგარია კიდევ "ფეტრვალ" -ფეტვიან-ყველიანი ხაჭაპური უგემრიელესია!


არ ვიცი ეს ნამდვილად.



Posted by: ავგაროზი 18 Aug 2014, 15:14
annavita
QUOTE
კარაქის მაგივრად მარგარინი შეიძლება?

yes.gif



და 160 გრამი მგონი ბევრია მაინც. შემდეგში 100 გრ-ით ვცდი.

Posted by: MasterJC 18 Aug 2014, 22:54
QUOTE (ავგაროზი @ 17 Aug 2014, 18:08 )
შოკოლადიანი კროასანი
ინგრედიენტები:
250 გრ. ფქვილი
150 მლ. წყალი
30 გრ. შაქარი
1 ჩ.კ. მშრალი საფუარი
1 ჩ.კ. მარილი
(ჩ.კ. არა თავმოდგმული და არც მთლად სავსე არაა საჭირო)
160 გრ. კარაქი
100 გრ. შოკოლადი (შავი შოკოლადი ჯობია) შიგთავსისთვის

ცომის მომზადება:
ღრმა თასში მოვათავსოთ გაცრილი ფქვილი, შაქარი, საფუარი, მარილი, დავასხათ წყალი და ხის კოვზით ამოვურიოთ/მოვზილოთ. დიდხან არ უნდა, უბრალოდ კარგად რომ გადაერიოს (ხელით მოზელას არ გირჩევთ, რადგან წებოვანი ცომი გამოდის და ხელზე მიგეკრობათ, ფქვილის დამატება კიდევ არაა საჭირო).
გადავაფაროთ საკვები ცელოფანი და შევდგათ მაცივარში მთელი ღამით (ქვედა თაროზე).

დილით გამოვიღოთ ცომი, გადმოვიტანოთ დაფაზე, გავაბრტყელოთ კვადრატის ფორმაზე. შუაზე დავადოთ გაბრტელებული ცივი კარაქი (გირჩევდით რომ კარაქი წინა საღამოს აგეთქვიფოთ ვანილთან ან ვანილის შაქართან ერთად, ამით თავის მძაფრ გემოს დაკარგავს და უფრო არომატული გახდება. გაახვიეთ ცელოფანში, მიეცით ოთხკუთხედი ფორმა და შედეთ მაცივარში დილამდე) ხო, ძალიან მაგარი არ უნდა იყოს და არც დარბილებული, ცომის სიმკვრივის yes.gif
დავკეცოთ ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები
user posted image
user posted image
user posted image
გავაბრტყელოთ სიგრძეზე. ავიღოთ ერთი ბოლო, გადმოვკეცოთ შუამდე, ასევე მეორე ბოლოც და ბოლოს ორივე მხარე, ერთი მეორეზე გადმოვკეცოთ (წიგნივით დაიხურება) ფოტო:
user posted image
user posted image
user posted image
ჩავდებთ ისევ თასში, გადავაფარებთ ცელოფანს, შევდებთ მაცივარში 20 წთ-ით
20 წუთის მერე ისევ იგავაბრტყელებთ (ბოლო ფოტოზე როგორც ხედავთ შემოტრიალებულია ცომი (90გრადუსით : )) ხოდა მაგ მიმართულებით ვაბრტყელებთ სიგრძეზე ).
სულ სამჯერ ვიმეორებთ ამ პროცედურას.

ბოლოს, სანამ დაჭრით ცომს, გირჩევთ ცოტა ხანი საყინულეში გააჩეროთ, რომ გამაგრდეს ცოტა და ადვილად გაბრტყელდეს/დაიჭრას (სხვა შემთხვევაში შეიძლება კარაქი გამოვიდეს)
ეცადეთ დამატებით ფქვილი მინიმალური რაოდენიბით გამოიყენოთ .

ცომს გავშლით მართკუთხედის ფორმაზე (~40/24სმ). დავჭრით ~ 8/12სმ-ს ნაჭრებად
user posted image

დავადებთ შოკოლადს, გადავახვევთ. დავაწყობთ საცხობ ფურცელზე და 2 საათით დავტოვებთ (ისევ მაცივარში ჯობია)
http://www.radikal.ru
user posted image


ღუმელში შედგმის წინ გადავუსმევთ წყალს (შეგიძლიათ კვერცხის გული წაუსვატ, მაგრამ წყლითაც ძალიან კარგია)
ვაცხობთ 20 წთ. წინასწარ (კარგად) გაცხელებულ ღუმელში 210 გრადუსზე.
user posted image

პ.ს. ფოტოები რესეპტის საიტიდანაა.


-

MasterJC აბდაუბდად არ დავწერე იმედია smile.gif

უღრმესი მადლობა


ვეცდები გავაკეთო აბა

ფოტოებიც კარგია


Posted by: kea 6 Sep 2014, 00:49
ჭკვიანო და გამოცდილო კულინარებო.
დღეს გავაკეთე იმერული ხაჭაპურები უგლუტენო ფქვილით. Gluten Free რომაა.
და ვაიმე დედა. ნახევარი დამეშალა, ცომი პეჩენიასავით იფშვნებოდა.
საერთოდ შესაძლებელია უგლუტენო ფქვილით ხაჭაპურის გამოცხობა, რაიმე უნდა დავამატო, მოვაკლო?

Posted by: Niinachka 14 Sep 2014, 20:16
bis.gif wink.gif bis.gif wink.gif bis.gif wink.gif bis.gif

Posted by: nuki-nuka 16 Sep 2014, 12:01
ხაჭაპურის ყველაზე მარტივი რეცეპტი რომელია? ანუ ცომის მომზადების ტემა მაინტერესებს

Posted by: ninicool 16 Sep 2014, 14:38
nuki-nuka
QUOTE
ხაჭაპურის ყველაზე მარტივი რეცეპტი რომელია? ანუ ცომის მომზადების ტემა მაინტერესებს

მე დაწებითებში მაწვნის ცომი ყველაზე მეტად მეადვილებოდა.

Posted by: nuki-nuka 16 Sep 2014, 15:51
დაწერეტ რა ვინმემ ზუსტად ან დააკოპირეტ

Posted by: ninicool 16 Sep 2014, 16:10
nuki-nuka
QUOTE
დაწერეტ რა ვინმემ ზუსტად ან დააკოპირეტ


Posted by: nuki-nuka 19 Sep 2014, 22:42
პიცას ვაცხობდი, 8 კოვზი არაჟანი 2 კვერც, 9 კოვზი ფქვილი, ხოდა ყველი რომ დავაყარე გახეხილი ზემოდან, ღუმელში არც დადნა არც არაფერი როგორი ფორმაც ქონდა გახეხვის დროს ისეთივეა


და როგორ გავაკეთო რომ შემდეგში დააადნეს
* * *
ხოდა კიდევ მარგარინი კარგად წავუსვი ტაფას მაგრამ მაინც მიიკრა

Posted by: Ana1975 20 Jan 2015, 10:39
დილა მშვიდობის...მაინტერესებს,სახლის პირობებში თუ შესაძლებელია ისეტი ხინკლის ცომის გაკეთება,როგორიც სახინკლეებშია,თუ ტყუილად ვწვალობ და ვნერვიულობ,რომ ცომის ზელა არ ვიცი?! help.gif

Posted by: kactus 20 Jan 2015, 18:26
nuki-nuka
QUOTE
ხოდა ყველი რომ დავაყარე გახეხილი ზემოდან, ღუმელში არც დადნა არც არაფერი როგორი ფორმაც ქონდა გახეხვის დროს ისეთივეა

lol.gif 2kiss.gif
გააჩნია,რომელი ყველი დაახეხე. biggrin.gif

QUOTE
პიცას ვაცხობდი, 8 კოვზი არაჟანი 2 კვერც, 9 კოვზი ფქვილი,

ეს რანაირი ცომია? პირველად მესმის. boli.gif

QUOTE
ხოდა კიდევ მარგარინი კარგად წავუსვი ტაფას

ესეც არ არის საჭირო. boli.gif

Posted by: ninicool 20 Jan 2015, 21:33
nuki-nuka
QUOTE
და როგორ გავაკეთო რომ შემდეგში დააადნეს

სულგუნი უნდა იყოს, ან რომელიმე წელვადი ყველი უკიდურეს შემთხვევაში. თუ ჭყინტს გადაწყვეტთ, კარგად უნდა გამოწუროთ სითხე. ჰოდა კიდევ, რომ გაიწელოს, სქელ ფენად უნდა დააყაროთ და ძალიან გახურებულ ღუმელში უნდა შედგათ.


Posted by: kimbra 9 Feb 2015, 14:56
აუ ნერწყვი მომადგა

რამე მარტივი და სწრაფი რა შეიძLება რო გავაკეთო მირჩიეეეეთ

აზრზე არვარ არაფრის კეთების ,ცომს ვიყიდი ,დალშე რავქნა rolleyes.gif

Posted by: somnambuli 8 Mar 2015, 17:31
მოგესალმებით, კეთილი იყოს ჩემი პირვლეი პოსტი ამ განყოფილებაშI. მოკლედ ძალიან დიდი სურვილი მაქვს ცომის გაკეთების და ლობიანის დაცხობის. თუ ვინმეს მოგეპოვებათ ტუტორიალი შეგიძLიათ დამაკვალიანოთ. იმდენად მიყვარს ეს საჭმელი, რომ ყოველდღე არ მომბეზრდება რომ ვჭამო.



ასევე მივიღებ რჩვებს რომელი ლობიოთი გავაკეთO, დამცხვარის სიმაღლე მინიმალური არ მიყვარს მაღალი და ცათაბჟენური ლობიანები, ხახვის და შავი პილპილის გარდა რისი დამატება მოსულა კიდევ?

Posted by: taktakuna 9 Mar 2015, 18:44
ყველის ფუნთუშები
http://www.radikal.ru

ნახევარი შეკვრა კარაქი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ, ( მარგარინითაც მიცდია და ასეც კარგი გამოდის) შევურიოთ 300-400 გრამი ფქვილი, ერთი ჩაის კოვზი ან ცოტა მეტი გამაფხვიერებელი, ავსრისოთ კარგად, დავაყაროთ გახეხილი ყველი ან იმერული, ან სულგუნი, ყველი რაც მეტი მით უკეთესი, შემდეგ დავასხათ ცოტა რძე და მოვზილოთ, წებოვანი ცომი უნდა გამოვიდეს. გავაკეთოთ პატარა ბურთხები და ფქვილმოყრილ საცხობ ე.წ ჟარონაზე დავალაგოთ ცოტ-ცოტა დაშორებით. გამოვახცოთ საშუალო ცეცხლზე.

Posted by: nia4u 9 Mar 2015, 18:59
taktakuna
ვაიმე, რა გოგო ხარ!
სუპერ!
2kiss.gif
QUOTE
გავაკეთოთ პატარა ბურთხები

მართლა ბურთხებია! baby.gif

Posted by: taktakuna 9 Mar 2015, 19:45
nia4u
ვაიმე რა დამიწერია biggrin.gif ბავშვი არ მაცლიდა წერას და კიდევ კარგად ამიკრეფია biggrin.gif

Posted by: nia4u 10 Mar 2015, 13:27
ტარხუნის ღვეზელი
თამარ ლომიძის რეცეპტი წიგნიდან "კულინარიის ხელოვნება და ქართული კერძების სამზარეულო"
ცომი:
1,5 ჩაის ჭიქა მაწონი (300-350 გრამი);
2 ცალი კვერცხი+1 კვერცხის ცილა (გული ზემოდან მოსასმელად მოიტოვეთ);
100 გრ.კარაქი;
1 ჩაის კოვზი სოდა;
- მაწვნით, კვერცხით და გამდნარი კარაქით მოვზილოთ რბილი ცომი.
გავაბრტყელოთ და მოვაყაროთ ცოოტა ფქვილში არეული სოდა.
გადავკეცოთ კონვერტივით. ასე გავიმეოროთ სამჯერ.
ანუ 1 ჩაის კოვზი სოდა+ცოტა ფქვილი გადავანაწილოთ სამ მოყრაზე.
მესამედ გადაკეცილ-გადმოკეცილი ცომი დავდოთ სითბოში დაახლოებით 1 საათი,
ხოლო შემდეგ შევდოთ მაცივარში ან გავიტანოთ სიცივეში დაახლოებით 2 საათი.
ამასობაში მოვამზადოთ გულსართი:
-2 კონა მწვანე ხახვი და 3 კონა ტარხუნა გავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ, მოვაცალოთ უხეში ძირები,
დავჭრათ წვრილად და ოდნავ მოვშუშოთ დაახლოებით 50 გრ. კარაქში.
დიდხანს შუშვა არ უნდა, ფერი არ დააკარგვინოთ smile.gif
2-3 ცალი კვერცხი მაგრად მოვხარშოთ, დავჭრათ წვრილად,
შევურიოთ მოშუშულ მასას და შევანელოთ პილპილით და მარილით.

მზა ცომი გავყოთ ორ ნაწილად და გავაბრტყელოთ.
ერთი ნაწილი დავაფინოთ ცხიმმოსმულ და ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე ("ჟარონაზე"),
მოვაყაროთ გულსართი, გადავაფინოთ მეორე გაბრტყელებული ცომი და ნაპირები ამოვუკეცოთ.
ზემოდან გადავუსვათ ცომიდან მორჩენილი 1 კვერცხის გული+შეიძლება 1 სუფრის კოვზი არაჟანი.
გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე,
მივირთვათ დაგემოვნებით biggrin.gif

tikusha
აი, ასე ვაკეთებ მე smile.gif

Posted by: tikusha 10 Mar 2015, 23:57
nia4u
სქელი არ გამოდის ეგ საბოლოო ჯამში?

Posted by: nia4u 11 Mar 2015, 11:56
რა გამოდის სქელი?გული?
თუ მთლიანად ღვეზელი?
ღვეზელი გამოდის, დაახლოებით, "დღეს გავაკეთე-ში" რობიმ რომ ლობიანი დადო, ეგეთი სისქის და ეგეთი ვიზუალის.
https://forum.ge/?f=82&showtopic=34725680&st=360
გულსართი სქელი მასაა, მოსაყრელია რა...

Posted by: robi_robi 16 Mar 2015, 22:08
nia4u
პროპერციები მაქვს მე ცოტა სხვა.1 კვერცხი +250 დარბილებული კარაქი,ან მარგარინი+200 გრ მაწონი სოდა/ძმრით და ფქვილი დაახლოებით 2.5-3 ჭიქა.რასაც შეიზელს.თუ დაჩხვლიტავ ჩანგლით არ ამოვა ცომი ძალიან .მე ლობიანზე დამავიწყდა. ისპანახის ღვეზელიც იგივე ცომითაა გაკეთებული.უსწორ-მასწორო ზედაპირი კიდევ სხვა მიზეზით აქვს smile.gif

Posted by: avelum 31 Mar 2015, 16:20
მოგესალმებით, მჭირდება ინდ მეწარმე პასკების ცხობასთან დაკავშირებით
იქნება შეკვეთები
ან თუ ვინმეს გაქვთ საცხობი
თუ დაგაინტერესებთ მომწერეთ პირადში

Posted by: amoeka 16 Apr 2015, 20:25
გამარჯობათ იცით რა მაინტერესებს? ნამცხვრის ფენები მინდა გამოვაცო მაწვნით და თუ შეგიძლიათ რეცეპტი რომ დამიწეროთ. 1 ფენაზე რამდენი რა დამჭირდება.
იმედია სწორად დავსვი კითხვა smile.gif

Posted by: Jgenti` 10 May 2015, 04:57
QUOTE (Ana1975 @ 20 Jan 2015, 09:39 )
დილა მშვიდობის...მაინტერესებს,სახლის პირობებში თუ შესაძლებელია ისეტი ხინკლის ცომის გაკეთება,როგორიც სახინკლეებშია,თუ ტყუილად ვწვალობ და ვნერვიულობ,რომ ცომის ზელა არ ვიცი?!  help.gif

ხო ეგ მეც მაინტერესებდა და ვერ გავიგე ალბათ ხელით არ ზილავენ და არ აბტყელებენ და მაგიტომ? მარა პრიალა როა ეგ როგორ უნდა?

და კიდე რასაც ვაცხობ სულ მაგარი და ხმელია ღუმელში და რატო? თუუა ადრე გამოვიღე უმია და მერე კიდე ხმება და მაგრდება ცხობის დროს და რაზეა ეგ დამოკიდეუბლი

Posted by: waiter 10 May 2015, 17:18
nia4u
დღეს პრველად გამოვაცხვე ტარხუნის ღვეზელი და შენი რეცეპტი გამოვიყენე.
გადასარევი გამოვიდა, ერთადერთიშემდეგზე მეტ ტარხუნას ვუზავ, გულსართი ცომთან მიმართებაში ცოტა გამოვიდა. ისე ძალიან გემრიელი გამოვიდა.
მადლობა

Posted by: nia4u 10 May 2015, 21:08
waiter
QUOTE
შენი რეცეპტი გამოვიყენე.
გადასარევი გამოვიდა

2kiss.gif

Posted by: tikusha 11 May 2015, 21:45
waiter
ხშირად ვაცხობ ტარხუნას ღვეზელს

ნამეტანი კაი რამეა smile.gif

Posted by: Gadareulli_uzomod 2 Oct 2015, 17:37
----------------------------------------------------------------------

Posted by: Gadareulli_uzomod 2 Oct 2015, 17:37
-----------------------------------------------------------------------------------------
* * *
-----------------------------------------------------------------------------------------------------
* * *
--------------------------------------------------------------------------------
* * *
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Posted by: 2110 28 Oct 2015, 22:34
გამარჯობა გოგოებო და ბიჭებო! იქნებ მითხრათ მოშიებულ ემიგრანტს ხაჭაპური რომელი ყველით გავაკეთო? იმერულის მაგვარი ვერაფერი ვნახე, მოცარელა წაუსულგუნებს, მაგრამ მარტო მაგისგანაც არამგონია რამე გამოვიდეს...

Posted by: Kanski 28 Oct 2015, 22:47
QUOTE (2110 @ 28 Oct 2015, 22:34 )
გამარჯობა გოგოებო და ბიჭებო! იქნებ მითხრათ მოშიებულ ემიგრანტს ხაჭაპური რომელი ყველით გავაკეთო? იმერულის მაგვარი ვერაფერი ვნახე, მოცარელა წაუსულგუნებს, მაგრამ მარტო მაგისგანაც არამგონია რამე გამოვიდეს...

თხის ყველს თუ იშოვი შეურიე მოცარელას და მაგით გააკეთე, მაგარი გამოვა

Posted by: 2110 28 Oct 2015, 22:49
დიდი მადლობააა!!! დღეს მთელი დღეა ხაჭაპური მელანდება : )))

Posted by: elchi 29 Oct 2015, 09:46
2110

სწორი რჩევა მოგცა კანსკიმ.

თხის ყველს FETA ჰქვია, დაუმატე ერთიერთზე მოცარელა, ცოტა რძეც და რამოდენიმე საათი, მინიმუმ ორი, გააჩერე მაცივარში.

ცომი კიდევ, გაყინულები რომ იყიდება, წინა დღისით ჩადე დიდ ჯამში და გადააფარე რამე.
მეორე დილით პარაშუტის ხელა ცომი გექნება.

ღუმელში შეწვი და ფუნჯით გამდნარი კარაქი გადაუსვი როცა დაბრაწვას დაიწყებს, უმაგრესი რამე გამოგივა.

Posted by: taknatuna 25 Nov 2015, 13:02
გოგოებო პიცის ცომი მასწავლეთ თხელი და კრატუნა რომ იყოს. აი ფიორინოში აქვთ ეს პიცა და უზომოდ მიყვარს უგემრიელესია. :-(

Posted by: Nobodys Fault but Mine 26 Nov 2015, 10:13
taknatuna
QUOTE
გოგოებო პიცის ცომი მასწავლეთ თხელი და კრატუნა რომ იყოს. აი ფიორინოში აქვთ ეს პიცა და უზომოდ მიყვარს უგემრიელესია. :-(


ბიჭმა რო გასწავლოს არ შეიძლება? smile.gif

მოკლედ გრამებით არ ვიცი და ნახევარლიტრიანი ბანკით ვზომავ და ისე გეტყვი.

აიღე 1 სავსე ნახევარლიტრიანი ბანკით ფქვილი მოათავსე თასში smile.gif

ნახევარლიტრიან ბანკაში ჩაასხი თბილი წყალი დაახლოებით მესამედზე, დაამატე 1,5 კოვზი მარილი, 1 კოვზი შაქარი, 1 კოვზი ზეთი, 1 კოვზი საფუარი. ეს მასა დადგი სითბოში და როცა ამოფუვდება შეურიე ფქვილს.

მიღებულს მასა დადგი სითბოში და რომ გაიზრდება მზადაა...

შეგიძლია გააბრტყელო უთხელესად.

Posted by: aninia 3 Feb 2017, 09:57

პან ბრიოში - საუკეთესო ცომი ღვეზელების გამოსაცხობად.
(LUTA-ს რეცეპტია, ოდნავ შეცვლილი ჩემ ხელთ არსებული მასალებით, smile.gif )

250 გ ფქვილი.
40 გრამი რძე,
7გრამი დაწნეხილი (კარაქივით როა, ცოცხალი) საფუარი, - (მე მშრალი ავიღე, 1 არასავსე ჩ/კ.)
90 გრამი კვერცხი (მთლიანი)
1 ჩ/კ შაქარი
7 გრამი თაფლი (ესეც 1 ჩ/კ ავიღე)
90 გრამი კარაქი (ეს მარგარინით ჩავანაცვლე)
მწიკვი მარილი.
მოზადება: ფქვილი და შაქარი ჩავყაროთ ჯამში, მოვაყაროთ საფუარი და დავამატოთ რძე. დავიწყოთ ზელვა. ნელ–ნელა დავამატოთ კვერცხი (ნახევარ პორცია კვერცხს რო შევურევთ, მეორე ნახვეარი ცოტ–ცოტა დავამატოთ, რომ ცომი არ გაგვითხელდეს), თაფლი, მარილი და კრემივით დარბილებული კარაქი. (მეორე ინგრედიენტი არ ემატება, სანამ პირველი კარგად არ იქნება შერეული). კარაქი კარგად უნდა იყოს დარბილებული, ნელ–ნელა ხელებზე ისვამდე და თან ცომის ზელვას აგრძელებდე. ცომი უნდა იყოს წებვადი, მაგრამ არა თხელი (პასკის ცომის, დაახლოებით). მოზელილი ცომი გავახვიოთ ცელოფანში და მთელი ღამით დავდოთ მაცივარში. შემდეგ გამოვიღოთ და 2 საათი ოთახის ტემპერატურაზე გავაჩეროთ. გადავზილოთ მსუბუქად. გავაბრტყელოთ და მოვჭრათ პატარა ოთხკუთხედები, გავახვიოთ შიგნით გულსართი (ციცქნა რულეტები) და დავაწყოთ გასაფუებლად. გამოცხობის წინ გადავუსვათ ზევიდან კვერცხის და რძის ნაზავი. ცხვება მაღალ ცეცხლზე–180–200 გრადუსზე.
სულ ეს არის. ხო, სამზარეულოს სასწორი დაგჭირდება. ცომს წინა დღეს მოზელ, მეორე დღისთვის რომ გამოიყენო. აუცილებელი პირობაა, მომზადებულ ღვეზელებს აფუება აცადო და მერე ისე გამოაცხო! ლუტას ისპანახის გულსართი ჰქონდა გამოყენებული და პატარა რულეტის ფორმებად იყო გამომცხვარი.
მე გულსართად ყველი, ხაჭო, სოკო, ფარში, კარტოფილი, ისპანახი, ტარხუნა ბრინჯით და ლობიოც გამომიყენებია.

Posted by: nadya-nadya 4 Feb 2017, 14:52
ხაჭაპურის და ღვეზელის ცომი
1-1.5 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი ჩავყაროთ ჭიქაში, დავუმატოთ 1 ს.კ შაქარი ,დავასხათ მესამედი ჭიქა კარგი თბილი წყალი , ამოვურიოთ კარგად და დავდგათ თავდახურული. კილოიანი ფქვილიდან მოვიტოვოთ დაახლოებით 1 ჭიქა. დანარჩენი ჩავცრათ ჯამში + 1 კარგად სავსე ჩაის კოვზი მარილი + 100 გრამიანი რძის ფხვნილი , ამოვურიოთ და ჩავათალოთ ნახევარი შეკვრა მარგარინი (უსუნო, მე ვიტამს ვხმარობ) .ავსრისოთ კარგად . ამასობაში ჩვენს საფუარს უკე სოკოსავით ქუდი ექნება გაკეთებული , ჩავამატოთ ესეც ფქვილს და თბილი წყლით მოვზილოთ ჩვილი ცომი. წყალი ნელ-ნელა ვამატოთ თვალდათვალ . ცომი უნდა იყოს ისეთი, რომ ამოზელთ და თავს მოუკრავთ -ისევ იშლებოდეს. ბოლოს ვამატებთ ნახევარ ჭიქა ან ცოტათი მეტ ზეთს, კარგად შევაზელთ და დავდგამთ თბილ ადგილას ცელოფანგადაკრულს. მალევე ამოვა. ჩავზილავთ ისევ და დავდგამთ გრილ ადგილას. ( უკეთესია მთელი ღამით) ზამთარში აივანზე გამაქვს, სხვა დროს მაცივარში. იქაც ამოდის და რომ ნახავ (თუ ნახე smile.gif ) ამოსულია, ისევ ჩააბრუნე. გამოცხობას როცა დააპირებ, ამოიღე ცომი ულუფებად (რამდენი ხაჭაპურიც გინდა) ამოაგუნდავე ფქვილმოყრილ ზედაპირზე და დატოვე- გუნდა უნდა გათბეს და გაფუვდეს ( ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ნაწარმის მისაღებად ). როცა ხელს დააჭერ და ადვილად გემორჩილება, მაშინ ჩადე ყველი, მოუკარი თავი, გააბრტყელე შუიდან, რომ ყველი თანაბრად განაწილდეს კიდეებამდე, გადაიტანე ტაფაზე მოხერხებულად - მე შუაში ვკეცავ ფრთხილად, ცოტათი ხელით ,,მივუპარტყუნებ", რომ ზედმეტი ფქვილები გავაცალო . ზევიდან ვუსვამ არაჟანში ან მაწონში არეულ კვერცხის გულს და ვაცხობ წინასწარ გახურებულ ღუმელში 250-300 გრადუსზე . ამ რაოდენობაში გამოდის 3-4 ჩვეულებრივი თუჯის ტაფისხელა ხაჭაპური (26 სმ დიამეტრისაა თუ არ ვცდები). ყველის გუნდა უნდა იყოს არანაკლებ ცომის გუნდისა - ისე, 400 გრამი უნდა , კარგი თუ გინდა გამოგივიდეს. მზა ხაჭაპური გადმოგაქვს ჩაის ტილოდაფარებულ სინზე და ზევიდანაც აფარებ ტილოს. ცხიმმოსმული მე არ მიყვარს და არ ვუკეთებ - არც ჭირდება, ისედაც ფაფუკი და ნაზია. კბილების ოდნავ დაჭერაც საკმარისია მოსაკბეჩად და პირში დნება. ცომის და ყველის ტექსტურა და გემო ჰარმონიაშია. ყველი უნდა არჩიო საუკეთესო ხარისხის, ნაკლებმარილიანი, ან სულაც უმარილო (თვითონვე შეანელებ), კვეთის და სხვა უცხო გემოს და არომატის გარეშე- გემრიელი მოკლედ smile.gif . მარილიანი და მერე წყალში ნადები ყველი არ გამოგადგება ერთმნიშვნელოვნად! ცომში რძის ფხვნილის ნაცვლად რძეც მიხმარია და არაჟანიც ( ამდოს სხვა ცხიმები ცოტა ნაკლები უნდა) და კარგი გამოდის ასეც. ეს ცომი უხდება ხაჭაპურს, გურულ ღვეზელს, ლობიანს. სოკოს, კომბოსტოს და ისპანახს თუ აპირებ, მაშინ ცოტათი უნდა დაატკბო ცომი -1-2 სკ შაქარი უნდა დაამატო ფქვილში. წარმატებები, გამიხარდება თუ მოგეწონება :*

Posted by: MasterJC 10 Feb 2017, 09:49
ცომი - ხაჭაპურისთვის, ლობიანისთვის და ა.შ.
ლობიანის რეცეპტი


უნივერსალური რეცეპტი (რაჭული ცომი): 3კგ ფქვილი, 2ლ წყალი, 15გრ საფუარი
ფქვილი - 3 წილი, წყალი ან რძე - 2 წილი (400 C), საფუარი, შაქარი, მარილი, ზეთი ან კარაქი
გულსართი:
ლობიო, მარილი, ზეთი ან კარაქი, შეიძლება ხახვიც
მომზადება:
ლობიო მოხარშე. გადაუწურე წყალი და კარგად ჩაჭყლიტე. არც ძალიან მშრალი და არც ძალიან წყლიანი არ გამოვიდეს. ამატებ მარილს, პილპილს, შეგიძLია სხვა სანელებელიც სურვილისამებრ დაამატებ ან გამდნარ კარაქს, ან ზეთს.
ასევე შეგიძლია ზეთში მოდაღო ხახვი, მერე გადაწურო და ის ზეთI ჩაამატო, უკეთესი გემო ექნება გულსართს

გაცერით ფქვილი, დაამატეთ მარილი
საფუარი შაქართან ერთად გახსენით ცოტაოდენ თბილ წყალში და დატოვეთ გასაფუებლად
მოზილეთ ცომი და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე ასაფუებლად.
გადაზელისას 1 ს/კ ზეთს ვამატებთ ცომს


ცომი ზედმეტად არ უნდა მოიზილოს. ცოტათ გაშალეთ, მოათავსეთ ზედ გულსართი და მოუკარით თავი
შემდეგ გაასწორეთ ხელთ თანაბრად, ისე რომ გულსართიც თანაბრად გადანაწილდეს და ძალიან თხლად გააბრტყელეთ.
და გამოაცხვეთ

შენიშვნა/რჩევა
გულსართი წონაში იმდენივე უნდა იყოს, რამდენიც ცომია
ცხელი წყალი საფუარს კლავს; შაქარი საფუარს აღვიძებს; ნელა ამოსული ცომი უფრო გემრიელია;

Posted by: udzila1 15 Feb 2017, 00:28
შუაღამე მშვიდობისა საქართველო
თქვენი დახმარება მჭირდება ერთ-ერთი რაიონის სკოლის ბუფეტი წლებია არ ფუნქციონირებს მხოლოდ ვადაგასული უხარისხო ტყბილეულით წამლიან ბაცშვებს ხოდა ჩავიგდე ახლა ხელში იჯარით და მსურს გემრიელი სასუსნავები ვუცხო ყოველ დილას ყველა მოსწავლეს დამეხმარეთ მენიუს ჩამოყალიბებასა და პორციულ ამოყვანაში გმადლობთ წინასწარ თუ ვინმე გამომეხმაურება

Posted by: nia4u 15 Feb 2017, 00:35
udzila1
QUOTE
ხოდა ჩავიგდე ახლა ხელში იჯარით

drug.gif
მე მგონი, ბიზნესის განყში უფრო დაგეხმარებიან...

Posted by: nia4u 2 Mar 2017, 19:11
LIVE-76 შენი ნებართვით აქ გადმოვიტან ამ რეცეპტს smile.gif კომენტარიანად smile.gif

ციმბირელი ცოლის ბლინები

5 კვერცხი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 1/3 ჩაის კოვზი მარილი, აურიოთ კარგად,
დავამატოთ 1 ლიტრი რძე და 10 სუფრის კოვზი ფქვილი, აურიოთ და დავამატოთ, 3 სუფრის კოვზი ზეთი.
შაქარს რაც შეეხება ეგრე ჩამაწერინა, საკმარისიაო, რადგან ისედაც ხომ ან სგუშონით, ან მურაბით და ან შეზავებული ტკბილი ხაჭო სმეტანის ნარევით ავსებს, ხო და მეტი არაა საჭიროო... ნუ ეხლა ვისაც ნამეტანი ტკბილი უყვარს ყველაფერი ცოტა ჩაამატოს კიდევ)) და ისიც მითხრა რომ თუ ხორცის, იკრის ან ამდაგვარი რამეების ჩასადებათ აცხობ ეგ 1 კოვზი შაქარიც არ უნდაო.
ხო თუჯის ტაფაზე აცხობს, მაგრად აცხელებს და ზეთს მხოლოდ თავიდან უსვამს ტაფას, მერე აღარ...


Posted by: LIVE-76 11 Mar 2017, 15:39
nia4u

QUOTE
შენი ნებართვით აქ გადმოვიტან ამ რეცეპტს  კომენტარიანად 


კი ბატონო, რადგან ასე მოგეწონათ... smile.gif სურათიც დავურთოთ ბარემ, ხალხს წარმოდგენა რომ ქონდეს როგორი გამოდის... ჩვენი ძვირფასი თანაფორუმელის ლა რეინის მომზადებული და ძალიან ლამაზად გაფორმებული ნუთელით... love.gif

user posted image

Posted by: nia4u 31 Mar 2017, 21:50
ხაჭაპურის ცომი მარტივად
(თამარ ლომიძის კულინარიული წიგნიდან)
ინგრედიენტები:
0,5 ლიტრი მაწონი;
დაახლოებით 5-6 ჭიქა ფქვილი;
1 ჩ.კ. სოდა;
მარილი;
მომზადება:
მოვზილოთ მაწვნით და ფქვილით ნაზი ცომი,
ნახევარ ლიტრზე დაახლოებით 5 ჭიქამდე ფქვილი დაგჭირდებათ.
შეიძლება ცოტა მეტი,
ცომი უნდა იყოს ძალიან რბილი, ჩვილი, ფაფუკი, მაგრამ ხელზე არ უნდა ეკრობოდეს.
რეცეპტის მიხედვით ცომი უნდა გააბრტყელოთ და მოაყაროთ მესამედი ჩაის კოვზი სოდა,
ხელით გადაანაწილოთ მთელ ზედაპირზე,
შემდეგ გადაკეცოთ კონვერტისებურად და ასე გაიმეოროთ სამჯერ.
მე მაწონში ვურევ სოდას, თუმცა ცომს მაინც ვკეცავ, როგორც დავწერე.
ასე მომზადებულ ცომს გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ სითბოში ცოტა ხანი, ნახევარი ან ერთი საათი.
შემდეგ გამოიყენეთ.

ეს ცომი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში ერთი-ორი დღე და საჭიროებისამებრ გამოიყენოთ.
გამოდგება სხვა გულსართებისთვისაც.
გამოდგება ღუმელშიც და ტაფაზეც გამოაცხობად.

LIVE-76
შენ გინდოდა ხაჭაპურის ცომი და დროულად ვერ დაგიწერე, მაგრამ, იმედია ახლა გამოგადგება smile.gif

Posted by: nia4u 20 May 2017, 15:27
იდეა და შესრულება...
smile.gif
/////
////
//

Posted by: taknatuna 21 May 2017, 11:48
Nobodys Fault but Mine
ეხლა ვნახეე, მადლობაა

მე დავამუღამე თხელი ცომი ბორჯომით ვზილავ, + მარილი +კარაქი+ზეითუნის ზეთი შედეგი საოცარი, ისეთი გემრიელია რო რავი biggrin.gif ვისაც გავასინჯე ყველას უზომოდ მოეწონაა


Posted by: nia4u 21 May 2017, 13:24
taknatuna
QUOTE
ავატარი თაკნატუნური

პიცა თაკნატუნური!!! yes.gif
tan.gif

Posted by: juli_26 21 May 2017, 14:53
taknatuna
დამიწერე რა ზუსტი რეცეპტი პიცის ცომის.
* * *
nia4u
QUOTE
იდეა და შესრულება...


ჩემი ))


Posted by: nia4u 21 May 2017, 16:24
juli_26
QUOTE
ჩემი ))

მზე...
ამ წვიმიან ამინდებს უხდება love.gif

ეს ადრინდელია, ხო? აქ ვიღაცის მახსოვს...
უბრალოდ, ძალიან თვალსაჩინო ინსტრუქციაა იმ ფოტოზე და მაგიტომ დავდე smile.gif

Posted by: juli_26 21 May 2017, 16:52
nia4u
არ მახსოვს თუ დავდე ))

ცომისთვის ღვინო არ მიქნია და მაგარი ცომი იყო sad.gif

Posted by: taknatuna 24 May 2017, 08:36
nia4u
QUOTE


პიცა თაკნატუნური


მართლა თაკნატუნური პიცააა.

ვისაც თხელი პიცა ვიყვართ ყველას გირჩევთ რომ სცადოთ ამ პიცის ცომიიი ერთზელ მაინც.
ვინც პომიდორს იყენებთ პიცაში ჩერი გამოიყენეთ ძააან გემრიელიაა
ამ ვიდეოდან ვისწავლე მე


Posted by: MeBeforeYou 24 May 2017, 21:43
taknatuna
ფანტასტიკური პიცა გამოვიდა, ზუსტად ეგეთი მიყვარს მეც . მადლობ, რომ დადე ლინკი აქ.
2 ცალი გავაკეთე სასინჯად და ხვალ კიდევ ვაპირებ.
ფოტოებს ხვალ დავდებ, დამავიწყდა დღეს გადაღება.


Posted by: taknatuna 25 May 2017, 09:07
MeBeforeYou
გარდა ამისა ეგ სოუსი ძალიან უხდება მაკარონს და სპაგეტს, უგემრიელესი იყო.

მე ცომი თუ მომრცება ვყინავ საყინულეში და გამღვალიც იდეალურია ხოლმე

Posted by: MeBeforeYou 26 May 2017, 19:18
taknatuna

ვცდი მაკარონშიც, მე სხვა სუნელებიც დავუმატე და მომეწონა ძალიან.
მაგრამ აი სოუსზე დიდად არ გამიმახვილებია ყურადღება ცომი იმდენად მომეწონა.
http://www.radikal.ru

Posted by: Blow 1 Jun 2017, 07:09
არ ვიცი ზუსტად ვკითხულობ თუ არა , ბურგერის პური როგორ კეთდება ?

Posted by: John Jolie 1 Jun 2017, 14:32
გამარჯობა

მინდა პურის საცხობის ყიდვა
რომელს მირჩევთ?
გამიგია პანასონიკი კარგია, მაგრამ რომელ მაღაზიაში აქვთ ვერ ვნახე (მეგატექნიკა და ელიტელექტრონიქსიში ვიყავი). სად შემოგხვედრიათ?

და კიდევ, მაინტერსებს, ხაშზე მოზელა შეუძლია. ანუ ფქვილი, წყალი და ხაშI (ცოისგან გაკეთებული შინაურული საფუარი) რომ ჩადო, მოზელს და გამოაცხობს?
არასდროს გვქონია და არ ვიცი როგორ მუშაობს

ხოდა რახან ეს პანასონიკი ვერ ვნახე ვერსად, ვიფიქრე, ეს ავიღო და კაირგა? აქ აქვს მხოლოდ ცხობის ფუნქციაც-ანუ ეტყობა მზა ცომს ჩადებ და გამოაცხობს მხოლოდ
http://ee.ge/?m=268&cat_id=1182&pid=4951&GORENJE+BM1400E


და ეს ჯემი მურაბა და დესერტიო რომ აწერია რას ნიშნავს, ნამცხვრებს აცხობს ამ შიგთავსით?

Posted by: nia4u 2 Jun 2017, 18:08
John Jolie
QUOTE
მინდა პურის საცხობის ყიდვა

https://forum.ge/?f=82&showtopic=34223468
ამ თემას გადახედე, ყველა კითხვის პასუხს ნახავ smile.gif

Posted by: Evaeva 3 Jun 2017, 12:07
Me rogorc vici yvelafers acxobs keqsebivit da paskebis pontshi tkbilsac

Posted by: nia4u 18 Nov 2017, 21:09
ამოვწიოოოოოოოთ
..;.........;'.

Posted by: MyHope 19 Nov 2017, 00:02
სახაჭაპურე გვაქვს,ასე რომ მაგ მხრივ დასვენებული ვარ,ისეთი მაგარი მცხობელი გვყავსwink.gif

Posted by: ia-viola 19 Nov 2017, 16:12
QUOTE
მოზილავთ საფუვარიან ცომს ან იყიდით საცხობში, თუმცა სახლში მოზელილი უკეთესია. მოდით, ჩემებური ცომის რეცეპტსაც დავწერ:
700 გრ ფქვილი
15გრ მარილი
20გრ შაქარი
20გრ საფუარი
300მლ თბილი წყალი
4ს/კ ზეითუნის ზეთი



დღეს შუა დღიდან ვქალობ. ^_^ ამ რეცეპტიც ვამზადებ პიცას. აბა ვნახოთ რა გამომივა.
wink.gif
* * *
მოკლედ, ძალიან მაგარი ცომი გამოვიდა. შემდეგ ჯერზე, სოუსს დავუმუღამებ.
როგორც დილეტანს, არც თუ ისე ცუდი გამომივიდა. გემრიელი კი იყო.

user posted image

Posted by: ia-viola 20 Nov 2017, 16:53
აუ, პიცის სოუსის რეცეპტი ხომ არ იცით ვინმემ?
რაღAც ვერ წავაწყდი ვერსად.

Posted by: mzi 21 Nov 2017, 12:12
QUOTE (ia-viola @ 20 Nov 2017, 16:53 )
აუ, პიცის სოუსის რეცეპტი ხომ არ იცით ვინმემ?
რაღAც ვერ წავაწყდი ვერსად.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=817590648308770&set=oa.378625875655842&type=3&theater ეს მომწონს მე

Posted by: pihtona1 26 Nov 2017, 13:04
სალამი კაი ხალხს. ხინკლის ცომ ვერ მასწავლით თეთრი ცომი რომ გამოვიდეს და რომ არ ჩაიშალოს
მინახია სახინკლებში ცომი თითქოს პრილა არისო და რაღაცნაირად მკვრივია..
წინასწარ დიდი მადობათ..

Posted by: nia4u 29 Nov 2017, 15:59
ia-viola
QUOTE
დღეს შუა დღიდან ვქალობ. ^_^ ამ რეცეპტიც ვამზადებ პიცას. აბა ვნახოთ რა გამომივა.

მშვენიერია!
მიუხედავად იმისა, რომ პიცის მოყვარული, ზოგადად, არ ვარ,
ხაჭაპური მირჩევნია! wink.gif

Posted by: ciyvi77 3 Apr 2018, 21:16
საფუვრიანი ცომის გამოცდილ რეცეპტს თუ მომწერთ ხაჭაპურისთვის? ასევე მაინტერესებს რამდენი ცალი გამოვა და ცომი რამსისქეზე უნდა დავაბრტყელო სანამ გულსართს დავამატებ? დიდი მადლობა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)