ძვ.წ. 586 წელს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა ისრაელის სამეფო გაანადგურა და ებრაელები აჰყარა, ხოლო ნაბუქოდონოსორის მოკავშირე კიაქსარმა კაბადოკიაში მესხების სამეფო დასცა. მესხებისა და ებრაელების ნაწილი დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე მოვიდნენ და დაარსეს ქალაქი-მცხეთა სადაც არმაზი მესხთა, ხოლო ციხედიდი-ისრაელიანთა რეზიდენციად იქცა.
წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალუხი და უფლის კვართი მცხეთაში ებრაელებმა მოიტანეს. IV საუკუნიდან ებრაელთა ერთი ნაწილი გაქრისტიანდა და კვართის მცველ აზნაურთა სახელებად იქცა. მაგ:ელიოზიშვილთა, გედევანიშვილთა და გაბაშვილთა გვარებად.
ისრაელიანთა მეფის დავითის შრთამომავალი ბაგრატიონები კი VI საუკუნიდან საქართველოს ხელმწიფენი ხდებიან.
ებრაელთა მეორე ნაწილი იუდაურ სარწმუნოებაზე დარჩა, მათ უძველესი დროიდან ჰურიანი ქართველნი ეწოდებოდათ.
ქართულ-ებრაული ძმობის გამოვლინებაა ოლთისის ბრძოლა სადაც ებრაელები ბრძოლით დაეხმარნენ ქართველებს ამირ-გუნა ერევნის ხანის დამარცხებაში და საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს საქართველოს დედოფალი.
http://www.youtube.com/watch?v=H60_NYOtQhw -იხ. ოლთისის ბრძოლა.
მოდით ვისაუბროთ ამ მოძმე ხალხზე და მათ ისტორიაზე
ამ ფორუმზეც არიან ქართველი ებრაელები
P.S. წინასწარ ვაცხადებ ებრაელთა მოძულეებმა არ დაიწყოთ აქ პოსტვა!
მე ქართველი ებრაელები ძალიან მიყვარს. მხოლოდ მასონ ებრაელებს ვერვიტან.
This post has been edited by ivery on 15 May 2013, 00:48