საქართველოს ჯარისკაცის, ავთანდილ კემულარიას მიმართვა საქართველოს პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარსარდალს მიხეილ სააკაშვილს:
„მოგესალმებით ბატონო მიხეილ, მეამაყება, რომ საქართველოს ჰყავს თქვენნაირი შვილები. მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ ღვაწლისა და ყველაფრისათვის, რას გაიღეთ საქართველოსთვის.თქვენ და თქვენს ოჯახს გისურვებთ დღეგრძელობასა და წარმატებებს, პირად და საქართველოს საქმეში. მიგულეთ თქვენს გვერდით, როგორც ერთი რიგითი ჯარისკაცი, ერთი რიგითი ქართველი,მაშინაც კი, თუ ჩათვლით, რომ ყველამ მიგატოვათ და გიღალატათ, რადგანმე თქვენთან არ ვიქნები რაიმე თანამდებობისადა პრივილეგიებისათვის.
თქვენ შეძელით ის, რაც ვერ შეძლო თქვენმა წინამორბედმა, ვერ შეძლო ზვიადმა (ხოლო ამ უკანასკნელმა პირიქით უარესი, გადაიმტერა კიდეც ყველა), ვერ შეძლო ნოე ჟორდანიამ, ერეკლე მეორემ, ვახტანგ მეექვსემ, სულხან-საბამ და თქვენ დაიყენეთგვერდით დასავლეთი და მთელი ცივილიზებული სამყარო. რამაც გადაარჩინა საქართველო. მიუხედავად გმირების თავგანწირვისა 2008-ში, რომ არა ეს, ქართული არმია დიდხანს ვერ შეაკავებდა ცბიერ და უთვალავ მტერს. სამწუხაროდ ამის განიავება უნდათ დღეს, მოიმდურეს და გადაიმტერეს ამათაც ყველა…
მართალია ჩვენში ყოველთვის სჭარბობდნენ შადიმანები, ფარსადანები, ედუარდ შევარდნაძეები, თენგის კიტოვანები, ჯაბაიოსელიანები, ასლან აბაშიძეები, სერგო ორჯონიკიძეები, სოსო ჯუღაშვილები, ხალხი, რომელმაც ,,გრეჩიხა’’ პრეზიდენტად აირჩია, 9 აპრილის შემდგომ გაკომუნისტებულებს პარლამენტის თავმჯდომარედ ისვავს, ხოლო მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას მიწაში უშვებს, თქვენსმიერ აყვავებული ბათუმიდა თბილისი, რომელმაც გამჯობინათ კაცი, რომელსაც ჩვენს სახლში შემოჭრილი მტერი მართალი ჰგონია (ანუ ამბობს ლეგალურად შემოვიდნენო), კაცი, რომლის განათლებაც მეორე კლასელი გოიმის განათლებას არ აღემატება და თქვენსას ვერც შეედრება…
მაგრამ მაინც, ნუ გაიტეხთ გულს, რადგან საქართველოში ასევე ყოველთვის იყვნენ ქუჯი ერისთავი და ფარნავაზი, ცოტნე დადიანიდა დემეტრე თავდადებული, გიორგი სააკაძე და 9 ძმა ხერხეულიძე, 7 ძმა ჩოლოყაშვილი, 300 არაგველი, მერაბ კოსტავა და ასე შემდეგ. და ამიტომაც მინდა იმედი გამოვთქვა, რომ არასოდეს ჩაიქნევთ ხელს, არასოდეს დაანებებთ უკვე აშენებულის დანგრევას და მთელს თქვენს ახალგაზრდულ ენერგიას, დაგროვილ უამრავ ცოდნასა და გამოცდილებას კვლავ საქართველოს მოახმართ. მაშ წინ, საქართველოს ერთიანობისა და განვითარებისთვის, წინ ხომ თქვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის მომავალია.
მივმართავ საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ბატონ ირაკლი ალასანიას:
ვიმედოვნებ, რომთქვენ ძალ-ღონეს არ დაიშურებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებისთვის. რათა უფრო დაცული იყოს ჩვენი ქვეყანა, რაც უპირველეს ყოვლისა მხოლოდ ჩვენი ერთიანობით, ურთიერთპატივიცემითა და თანადგომით მიიღწევა და განმტკიცდება. აქვე მინდა მოვიტანო ერთი მაგალითი საქართველოს ისტორიიდან - მაშინ, როცა გიორგი სააკაძემ და თეიმურაზ პირველმა გაანადგურეს ირანის მძვინვარე შაჰის, აბას პირველის არმიის ნახევარი, მაშინ როდესაც მთელ აღმოსავლეთ საქართველოს განაგებდნენ, ხოლო თვითონ გიორგის კი დასავლეთ საქართველოშიც კი დიდი მხარდაჭერადა გავლენა ჰქონდა, ირანს კი ქართველი ძმები უნდილაძეები, ხოლო ოდნავ მოგვიანებით ხოსრო-მირზა ბაგრატიონი (შემდგომში ქართლის მეფე როსტომი) განაგებდნენ, ერთიანობა რომ შეენარჩუნბინათ და ბაზალეთამდე არ მისულიყვნენ, დარწმუნებული ვარ, მაშინ საქართველო გაერთიანდებოდა და უფრო გაძლიერდებოდა და დღესაც საქართველო უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა. მე, როგორც ერთი რიგითი ქართველი, ერთი რიგითი ჯარისკაცი, მოგიწოდებთ, რომ ითანამშრომლოთ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. წინ თქვენი შილების და ჩვენი ქვეყნის მომავალია.
პ.ს. აქვე დავძენ, რომ შეიარაღებული ძალების ძლიერება, მხოლოდმათი ხელფასებით, ფორმა-ჩაცმულობით, კვებით ან წვრთნებით არ მიიღწევა, მთავარი მაინც მე უფრო მათი (ჯარისკაცების) ღირსება და თავისუფლება მგონია. რისთვისაც იბრძოდა ადამიანის მოდგმაათადან და ბაბადან მოყოლებული.
პტივისცემით, ავთანდილ კემულარია“.
http://presa.ge/new/?m=society&AID=21332ბიძინიე შედი ბიჭო ბუტკაში
This post has been edited by DIDGORI-GEO on 15 Apr 2013, 12:42