forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (62) « პირველი ... 60 61 [62]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საკუთარი მოთხრობები II, I ნაწილი აქაა: http://forum.ge/?showtopic=33561654&st=0
Finwelir
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 41
წევრი No.: 254960
რეგისტრ.: 28-January 20

გამოგზავნილია: 26 Mar 2020, 03:56  #56049819      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
аnderson
მორწმუნეობას მოგანდომებს ისეთია love.gif
კიდევ გაგვიზიარე თუ გაქვს. ძალიან მომეწონა
аnderson
(Re)tired Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 304
წევრი No.: 66423
რეგისტრ.: 3-July 08

გამოგზავნილია: 26 Mar 2020, 12:00  #56050458      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Finwelir



მადლობა. უბრალოდ განსხვავებული პერსპექტივები მიყვარს. სხვა მოთხრობები უფრო სხვა ჟანრში მაქვს, გადავხედავ მერე.


--------------------
My middle finger won't go down, how do I wave?

თიბონდრყეიმ უნ

ყ*ეზე მაღლა ნურავინ ნუ დაფრინავთ (C) DEMEDA
аnderson
(Re)tired Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 304
წევრი No.: 66423
რეგისტრ.: 3-July 08

გამოგზავნილია: 2 Apr 2020, 01:49  #56087450      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არაპროფესიონალი მწერალი

ჩემი მოთხრობები აუტისტი ბავშვივითაა - მათი არავის ესმის. მაგრამ შინაგანად კარგები არიან.
პირველად რომ მოთხრობა დავწერე, ახლობლებს არ სჯეროდათ: ეს შენი დაწერილი არ არისო. სწორედ ასე მივხვდი, რომ გარშემო ყველას დებილი ვეგონე. მაგრამ მერე მეორე, მესამე და მეოთხეც მივამატე. მეხუთე და მეექვსეც. ჩემით რომ ვწერდი დაიჯერეს, სხვა არ ვიცი.
ჩემმა პირველმა მოთხრობამ დიდი ქართველი გამომცემლის ყურადღებაც კი მიიქცია და ჯერ სულ ღლაპი ვიყავი, როცა გასაუბრება/გაცნობაზე დამიბარა. არ ვიცი, ჩემგან რას ელოდა, მაგრამ საუბარი რაც უფრო წინ მიდიოდა, რედაქტორი სულ უფრო უკან უკან იხევდა ჩემგან. როგორც შემდეგ სხვა რედაქტორებმა მითხრეს, ლიტერატურას რომ ვკითხულობთ რეალობის დანახვა გვინდაო... რეალობის დანახვა თუ გინდა შე ###ო, თვალები გაახილე.
გავიდა დრო და ჩემი მოთხრობით სხვა რედაქტორებიც დაინტერესდნენ. პირველად რომ დამბეჭდეს, საკმაოდ დიდი ჰონორარი ავიღე (მაშინ ასე მეგონა), და ძალიან გამიხარდა. ასე დაიწყო ჩემი მოთხრობების სხვადასხვა ლიტერატურულ ქრონიკებში ბეჭდვა. ყველა მეუბნებოდა, რომ ამ ჟურნალ-გაზეთებში ჩემი გამოჩენა ძალიან ბევრს ნიშნავდა. მე ეს მნიშვნელობა არასოდეს მიგრძვნია. მაგრამ ჰონორარი საოცრად ტკბილი იყო. მე თითქოს არაფრიდან ვქმნიდი რაღაცას, მხოლოდ ჩემი ცნობიერით, და ამაში ფულს მაძლევდნენ, თუნდაც ცოტას, მაგრამ შეგრძნება საოცრად კარგი იყო.
ახლაც ერთი მოთხრობა ბოტასები მაცვია ფეხზე. ალბათ, „ლედი ინტეგრა“ საკმაოდ შეცბუნებული იქნებოდა ამ ამბის გაგებით, მაგრამ მისმა სასიყვარულო რომანმა საოცრად რბილი და კომფორტული ბოტასები მაყიდინა. დიდი მადლობა!
მართალია, რედაქტორებს ძალიან აინტერესებდათ ჩემი მოთხრობები, და თითქმის ყველა ნაშრომი სადღაც გამოქვეყნებულა, მაგრამ ლიტერატურული კონკრუსები სრულიად უარმყოფდნენ.
წლების განმავლობაში, მხოლოდ ორი მარგინალური ადგილი ავიღე თბილისის ერთსა და იმავე მარგინალურ კონკურსში. მესამედ იქიდანაც დამითხოვეს. გეყო უკვე, ორი წელია გბეჭდავთო. ასე არ უთქვამთ, მაგრამ მაინც. არ ვემდური. პირიქით!
როცა საკუთარი მუზები მღლიდნენ, მაშინ სხვებისაზე გადავდიოდი ხოლმე: ვთარგმნიდი. ჩემი ლიტერატურული თარგმანები, არც თუ ისე ბევრია და ყველა გამოქვეყნებულა სადმე. მაგრამ კვლავაც, კონკურსები მითვალწუნებდნენ. ერთ-ერთი თარგმანის კონკურსშიც ასევე მარგინალური ადგილი ავიღე და ბევრი წიგნები მაჩუქეს.
წიგნებს ვერ ვიტან. ალბათ ყველაზე უწიგნურ მწერლად თუ დამიმახსოვრებს ისტორია. ეს ნიშა მაინც უნდა დავიჭირო როგორმე.
მიუხედავად ამისა, შეძლებისდაგვარად, ვცდილობ წიგნები ვიკითხო. მაგრამ კლასიკური ლიტერატურა ჩემი წაკითხული წიგნების სიაში იშვიათად ხვდება. ამასწინათ, მახსოვს, ოსტატი და მარგარიტა ავიღე ხელში, მაგრამ ავტორის ამპარტავნებამ გული შემიწუხა და ისე შორს მოვისროლე, რომ დღესაც არ ვიცი სადაა.
როცა თავადაც იცი მოთხრობების წერა, მგონი უკვე ყველა წიგნი დასპოილერებულია შენთვის. კითხვისას მაშინვე ხვდები, ავტორი რა ხერხებს იყენებს, რით ნუსხავს ან აინტრიგებს მკითხველს, და თუ მართლაც საოცარ ოსტატთან არ გაქვს საქმე, რიგითი მკითხველივით ვერ ჩაგითრევს თავის ამბავში. მეც ასე, შინაგანად ვხედავ ხოლმე ავტორის ჩანაფიქრს და მისი მონაყოლის გლუვი ზედაპირი ვეღარაფრით ვეღარ მნუსხავს.
მე ყველაფერი ნაღდი მიყვარს. ადამიანები. ფილმები. მუსიკა. ცხოვრება. თუ რომელიმეს სიყალბე შევატყე, დამთავრებულია საქმე. ამგვარად, ბევრი კლასიკად აღიარებული ლიტერატურა, სამწუხაროდ, ჩემზე სიყალბის შეგრძნებას ტოვებს.
ჩემი მთარგმნელობითი და მწერლური ნიჭი ვცადე უფრო პრაქტიკულად გამომეყენებინა. საბოლოოდ, ბრუტალური ძალისხმევით, ფილმების მთარგმნელად და ერთ-ერთი კომპანიის უუმცროეს სარეკლამო აგენტად მოვეწყვე. კომპანიამ შანსი მომცა, რომ დავწინაურებულიყავი და მათი სამომავლო ბლოგისთვის რამდენიმე სტატია მომემზადებინა.
სტატიები არ უნდა ყოფილიყო პროდუქტზე, ოღონდ პროდუქტზე უნდა ყოფილიყო. ნახსენები არ უნდა ყოფილიყო ყიდვა, ოღონდ შესყიდვის მარტივ მეთოდზე უნდა დამეწერა. კიდევ რამდენიმე რთული და ურთიერთსაპირისპირო პირობა იყო დასახელებული. ძალიან ვეცადე, მაგრამ ვერაფერი დავწერე. მერე სხვა მსგავსი შემოთავაზებებიც მომივიდა, ამ პროფესიას პიარში „კონტენტ ვრაითერი“ ჰქვია. მაგრამ არა, ვერაფერიც ვერ დავწერე.
ასე გავიგე, რომ არაპროფესიონალი მწერალი ვყოფილვარ.
kriketi-1985
შენ თუ თმას მოიკვეც, ჩემი სახელი აღარ ახსენო, თამარ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5375
წევრი No.: 88593
რეგისტრ.: 11-April 09

გამოგზავნილია: 2 Apr 2020, 02:31  #56087603      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან დიდი გამბედაობა უნდა წერას, ძალიან, ასეთი რთული კიდევ რა უნდა იყოს, არ მახსენდება ახლა, ჯერ საკუთარ თავთან რა ძნელია გახსნა და მერე ამას სხვებს აჩვენებ, ახლობლებსა და უცნობებს, მოკეთეებსა და მოშურნეებს.... ნაწარმოები რომ იმედგაცრუება გამოვიდეს, მაინც რამხელა წინგადადგმული ნაბიჯია საკუთარ თავში.

This post has been edited by kriketi-1985 on 2 Apr 2020, 02:33


--------------------
Yo lloré porque no tenía zapatos, hasta que ví a un niño que no tenía pies.
аnderson
(Re)tired Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 304
წევრი No.: 66423
რეგისტრ.: 3-July 08

გამოგზავნილია: 2 Apr 2020, 14:00  #56089104      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kriketi-1985
QUOTE
ძალიან დიდი გამბედაობა უნდა წერას, ძალიან, ასეთი რთული კიდევ რა უნდა იყოს, არ მახსენდება ახლა, ჯერ საკუთარ თავთან რა ძნელია გახსნა და მერე ამას სხვებს აჩვენებ, ახლობლებსა და უცნობებს, მოკეთეებსა და მოშურნეებს.... ნაწარმოები რომ იმედგაცრუება გამოვიდეს, მაინც რამხელა წინგადადგმული ნაბიჯია საკუთარ თავში.



ახალბედა მწერლებს ეგ უჭირთ ხოლმე ძალიან, და სულ ვეუბნები, ნუ ნერვიულობთ, პირველი 30 მოთხრობა სრული ნაგავი იქნება-მეთქი givi.gif
მამა
მოძღვარი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1522
წევრი No.: 234354
რეგისტრ.: 4-August 17

გამოგზავნილია: 2 Apr 2020, 19:57  #56091307      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
аnderson
აცდი შენ 30-ს?


--------------------
უფლისა მიმართ ვილოცოთ
аnderson
(Re)tired Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 304
წევრი No.: 66423
რეგისტრ.: 3-July 08

გამოგზავნილია: 3 Apr 2020, 12:46  #56094474      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მამა
QUOTE
აცდი შენ 30-ს?



ასაკს მეკითხებით? არა, ჯერ ოცდაათამდე დროა
მამა
მოძღვარი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1522
წევრი No.: 234354
რეგისტრ.: 4-August 17

გამოგზავნილია: 3 Apr 2020, 15:22  #56095156      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
аnderson
30 მოთხრობას ვგულისხმობ
аnderson
(Re)tired Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 304
წევრი No.: 66423
რეგისტრ.: 3-July 08

გამოგზავნილია: 3 Apr 2020, 17:38  #56095832      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მამა
QUOTE
30 მოთხრობას ვგულისხმობ



ა, უჰ კი კაცო. ბევრი უაზრობა დამიწერია givi.gif


მაგრამ ცოტა არ იყოს ნიჭიერი ვარ და რასაც ვწერ ხშირად კარგია yes.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (62) « პირველი ... 60 61 [62]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0377 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]