დაბადება
თავი პირველი
14. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა;
15. იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე.
პირველივე თავი უზუსტობით (ტყულით ) იწყება თუ მე ვერ გავიგე სწორად? ამდენი ვარსკვლავები იმიტომ შეიქმნა თავის პლანეტარული სისტემით რომ დედამიწაა გაანათონ? მითუმეტეს რომ ვარსკვლავების უმრავლესობა დედამიწაზე ადრეა დაბადებული? თუნდაც მზე რომელიც აქედან ჩანს რომ დედამიწაზე გვიან დაიბადა,არადა ასტრონომიულად პირიქითაა,ჯერ მზე იყო და მერე დედამიწა
16. გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები.
17. დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა,
18. განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.
ღმერთი ხომ ერთია? აქ ჩვენში ვის გულისხმობს ?ვისთან ათანხმებს თავის გადაწყვეტილებას ადამიანის შექმნის თაობაზე?
დაბადება
თავი მეორე
2. გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა.
ღმერთიც იღლება?
8. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა.
15. აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად.
24. განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ.
რატომ არ გაანადგურა ედემის ბაღი იქიდან ადამი და ევას გამოძევების შემდეგ?ედემის ბაღი ხომ ადამისთვის შეიქმნა და თუ ადამი შიგნით ვეღარ შევიდოდა მაგ ბაღის არსებობას რაღა აზრი ქონდა? მცველებიც ხომ აღარ დაჭირდებოდა?
დაბადება
თავი მეოთხე
14. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა.
15. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს.
ვინ იგულისხმება ყოველ შემხვდურში? სხვა ადამიანები? საიდან მოვიდნენ დედამიწაზე სხვა ადამიანები?არადამის შვილები? თუ ცხოველები იგულისხმება ცხოველები როგორ გაარჩევდნენ დასმულ ნიშანს ?ან რატომ დაინდობდნენ კაენს რაღაცა ნიშნის გულისთვის რომელის ცხოველისთვის არაფერს ნიშნავს?
16. გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით.
ნოდის ქვეყანა-რა იგულისხმება სიტყვა ქვეყანაში ? დასახლებული ადგილი? თუ უბრალოდ მხარე?
17. შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი - ენოქი.
ვინ იყო ეს დედაკაცი? სად ნახა კაენმა? თუ თავის და იყო უნდა ეხსენებონათ ისიც როგორც მეორე დასჯილი,რომელიც კაენს გააყოლეს,რადგან ღვთისგან დაწყევლილთან ერთად გადახვეწა და მისი ცოლობა ეგეც სასჯელია,რაში ჭირდებოდათ 3 ადამიანს ქალაქის გაშენება?
ან სამ ადამიან დასახლებას როგორ უნდა ეწოდოს ქალაქი ?
დაბადება
თავი მეექვსე
1. როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ,
2. დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა.
ვინ იყვნენ ეს ღვთის შვილები?ადამიანთა ასულები მოყავდათ ცოლადო,ესეიგი ადამიანთა შვილები რომ არის ნახსენები,თვითონ არ არიან ადამის შთამომავლები,მაშ ვინ არიან ეს ღვთის შვილები?
4. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.
ვინ იყვნენ ეს ბუმბერაზები რომლებიც არ არიან ადამის შთამომავალნი?
8. მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში.
9. ეს არის ამბავი ნოესი: მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთთან დადიოდა ნოე.
რას ნიშნავს ღმერთთან სიარული?პირადად ნახულობდა?
19. ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი, ყველა წყვილ-წყვილად შეიყვანე კიდობანში, რათა შენთან ერთად გადარჩნენ; დედალ-მამალი იყოს.
ქონდა იმხელა ზოოლოგიური განათლება და ხელსაწყოები(მწერის დედალ მამლობის გარკვევას ალბათ მიკროსკოპი დაჭირდება)ნოეს რომ მწერების ,ქვეწარმავლების და რეპტილიების დედალ-მამლობა უშეცდომოდ ამოეცნო? თუ ადამიანები ცოდავდნენ ცხოველ-ფრინველებმა რაღა დააშავეს რომ ისინიც განადგურდნენ?ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი და შეეძლო ერთი სიტყვით გამოერჩია ცოდვილი უცოდველისგან და ისე დაეხოცა,40 დღე მაგის გულისთვის წვიმა სასაცილოა