#61236166 · 8 May 2024, 20:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალექსანდრე თოფურია UFC-ში დებიუტისთვის ემზადება “მისი დებიუტი ახლო მომავალში უნდა შემდგარიყო, მაგრამ ოქტაგონზე გასვლაში ხელი გარკვეულმა ფიზიკურმა პრობლემამ შეუშალა. “მას ტრავმა ჰქონდა, რამაც მისი გეგმები შეცვალა და UFC-ში მისი გამოსვლაც შეუძლებელი გახადა”, - ამბობს კოლმენერო.
ამჟამად ქართული წარმომავლობის მქონე ესპანელი მებრძოლი სრულებით ჯანმრთელია და UFC-ისთან ბრძოლის გამართვის შესაძლებლობაზე მოლაპარაკებას მართავს.
"ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ბრძოლა ზაფხულში შედგება, - ამბობს კოლმენერო. - სავარაუდოდ, ეს იქნება ივნისი. ჯერჯერობით არ გვყავს არც მეტოქე, არც ბრძოლის კონტრაქტი, მაგრამ არის იდეა, რომ ალექსანდრე თოფურიამ ზაფხულში იჩხუბოს. არ გამოვრიცხავ, ბრძოლა 20 ივნისს, ლას ვეგასის ქარდზე დაიგეგმოს".
|