forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (9) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კანონი ცივი იარაღის შესახებ, რისი ტარება შეიძლება
ekaterina I
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 87
წევრი No.: 99509
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 17 Sep 2009, 10:17  #15559202      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ვერც შენ და ჯერჯერობით ვერც სხვამ ვერ მოიყვანეთ ნორმა, რომელიც ითვალისწინებს 21 წლის და მეტი ასაკის პირის კონკრეტულ პასუხისმგებლობას ცივი იარაღის ტარებისათვის.


სსკ -ში ეგეთი ნორმა არ არის. (იმედია სისხლის სამართლის სპეციალისტი თუ ვინმეა აქ დააზუსტებს ამას, მე არა ვარ სს სპეციალისტი).

მაგრამ რაც აკრძალული არ არის არ ნიშნავს, რომ დაშვებულია. მე გითხარი , რომ 21 წლამდე განსაზღვრავს სასჯელის ზომას 238 პრიმა მუხლი და შესაძლოა მეტი ასაკის ადამიანის მიმართ უფრო მკაცრი ზომები იქნას მიღებული.

ერთი კითხვა მაქვს შენთან. იურისტი ხარ?
მერე გეტყვი რატომ შეგეკითხე wink.gif



--------------------
,,მე არ ვარ სხეული, რომელშიც სულია ჩასახული, მე ვარ სული, რომლის ნაწილი
ხილულია და მას სხეული ჰქვია"
levan777888
LFC


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6618
წევრი No.: 95206
რეგისტრ.: 6-July 09

გამოგზავნილია: 17 Sep 2009, 10:46  #15559509      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე როგორც ვიცი 21 წელზე ზევით ცივი იარაღის ტარება არაა დასჯადი..

ამ ქმედების დანაშაულებრიობა გაუქმდა, რადგან პოლიციელების მხრიდან ხშირად ხდებოდა ხოლმე მაგ. დანის ჩადება და ამ გზით ანგარიშსწორება

spy.gif
1717
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 686
წევრი No.: 74155
რეგისტრ.: 10-November 08

გამოგზავნილია: 17 Sep 2009, 18:21  #15566610      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (levan777888 @ 17 Sep 2009, 10:46 )
მე როგორც ვიცი 21 წელზე ზევით ცივი იარაღის ტარება არაა დასჯადი..

ამ ქმედების დანაშაულებრიობა გაუქმდა, რადგან პოლიციელების მხრიდან ხშირად ხდებოდა ხოლმე მაგ. დანის ჩადება და ამ გზით ანგარიშსწორება

spy.gif

კარგი რამ თქვი ახლა შენ, ლევან.
ე.ი. "ამ ქმედების დანაშაულებრიობა გაუქმდა?" (21 წელზე მეტი ასაკის ფიზიკური პირის მიერ ცივი იარაღის ტარების), ანუ უწინ ყოფილა დასჯადი?
ახლა თუ ცოტა მეტს გვეტყვი ამის შესახებ, ძალიან კარგი იქნება.
ანუ, როგორ იყო მანამდე ეს ნორმები ჩამოყალიბებული?
თუ გაქვს სადმე, რა წყაროთი სარგებლობ, დადე ის ძველი ნორმა/ები.

ეკა, "თუ გინდა", რომ იურისტი ვიყო - ვიქნები, რა პრობლემაა gigi.gif
ისე, მათემატიკა უფრო მაინტერესებს wink.gif
ekaterina I
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 87
წევრი No.: 99509
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 18 Sep 2009, 12:06  #15577161      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ეკა, "თუ გინდა", რომ იურისტი ვიყო - ვიქნები, რა პრობლემაა 


არა, მე რა მინდა ეგ სხვა რამეა. უბრალოდ იურიდიული განათლების მქონდე ადამიანი კანონებს სხვანაირად კითხულობს და სხვანაირად განმარტავს wink.gif შენც რომ იურიდიული განათლება გქონდეს , ასეთ შემთხვევაში მე და შენს შორის საუბარი უფრო იოლი იქნებოდა და შენთვისაც ადვილად გასაგები მემგონი. სამწუხაროდ ემ მათემატიკური (ნუ ტექნიკური განათლება არა მაქვს smile.gif)

კიდევ ერთხელ ვიმეორებ. კანონში იარაღის შესახებ არანაირ ასაკზე საუბარი არ არის. ყველასთვის ერთი ნორმაა, ის, რომ ცივი იარაღის ტარება აკრძალულია
1717
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 686
წევრი No.: 74155
რეგისტრ.: 10-November 08

გამოგზავნილია: 18 Sep 2009, 13:48  #15578634      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (ekaterina I @ 18 Sep 2009, 12:06 )
QUOTE
ეკა, "თუ გინდა", რომ იურისტი ვიყო - ვიქნები, რა პრობლემაა 


არა, მე რა მინდა ეგ სხვა რამეა. უბრალოდ იურიდიული განათლების მქონდე ადამიანი კანონებს სხვანაირად კითხულობს და სხვანაირად განმარტავს wink.gif შენც რომ იურიდიული განათლება გქონდეს , ასეთ შემთხვევაში მე და შენს შორის საუბარი უფრო იოლი იქნებოდა და შენთვისაც ადვილად გასაგები მემგონი. სამწუხაროდ ემ მათემატიკური (ნუ ტექნიკური განათლება არა მაქვს smile.gif)

კიდევ ერთხელ ვიმეორებ. კანონში იარაღის შესახებ არანაირ ასაკზე საუბარი არ არის. ყველასთვის ერთი ნორმაა, ის, რომ ცივი იარაღის ტარება აკრძალულია

"იურიდიული განათლების" მოხმობა იმის დასადასტრუებლად, რაც ობიექტურად და კანონმდებლობით არ დასტურდება - ზედმეტი და უსარგებლოა smile.gif .
ნებისმიერ იურისტს (რომლიც შენთვის ავტორიტეტს წარმოადგენს - შემიძლია მეც გირჩიო ავტორიტეტული იურისტი) წააკითხე ეს თემა (ან აუხსენი არსი საკითხის) და მოუსმინე, რას გეტყვის.
ვშიშობ, შენი პოზიცია ამ საკითხისადმი არ შეეფერება "იურიდიული განათლების" მქონე პირის "სტატუსს".

მეც გავიმეორებ კიდევ ერთხელ smile.gif (და ბოლოჯერ) - კანონი იარაღის შესახებ კრძალავს ცივი იარაღის ტარებას ფიზიკური პირის მიერ მიუხედავად ასაკისა, მაგრამ ამ კანონის მოთხოვნათა (აკრძალვების ამ შემთხვევაში) რეალიზაციის მიზნით ნორმატიულ აქტებში შეტანილ ცვლილებებში კანონმდებელი ცივი იარაღის ტარებასთან მიმართებით "ალაპარაკდა" ასაკობრივ შეზღუდვაზე და სსკ-ით (გაითვალისწინეთ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი გარემოება - სსკ- ში შეტანილი ცვლილებები უფრო ახალია ვიდრე კანონი იარაღის შესახებ ) პასუხისმგებლობა გაითვალისწინა 21 წლის ასაკს მიუღწეველ პირებზე თანაბრად ნასამართლევი და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირებისა. ანუ 21 წელს ასაკს მიუღწევლობა ცივი იარაღის ტარებისას ჩაითვალა მომეტებულ საფრთხედ (ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით (!) და ისჯება ნასამართლევი (!) და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელიან პირებთან ერტად ).
ამას (რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებეთ) ქვია კანონის არაოფიციალური განმარტება (ფუნქციონალური, ისტორიული, სისტემური), იმედია იცით.
სავარაუდოდ კანონმდებელმა 21 წლის და მეტი ასაკის პირებისათვის ადმინისტრაციული კოდექსით გადაწყვიტა პასუხისმგებლობის დაწესება (ცივი იარაღის შესახებ კანონის მოთხოვნათა რეალიზაციის მიზნით), მაგრამ, "როგორც ამბობენ" (უკაცრავად, მე ეს საკითხი იმდენად არ მაინეტერესესბ, რომ თავად დავიწყო ძებნა), ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც არ ყოფილა გათვალისწინებული 21 და მეტი ასაკის პირების პასუხისმგებლობა ცივი იარაღის ტარებისათვის.

ზემოთქმულიდან გამომდინარე:
გვაქვს გარკვეული კოლიზია, როცა კანონი კრძალავს, მაგრამ ვერ სჯის (ზოგიერთის გასაგონად - საუბარია კანონზე ფართო გაგებით), რაც, კიდევ ვიმეორებ, ნორმალური იურისდიქციის ქვეყნებში (იმედი მაქვს, რომ ასეთია საქართველოც) მოქალაქის სასარგებლოდ წყდება.

ჩემი მსჯელობა არანაირად არ ემსახურება ცივი იარაღის ტარების "აგიტაციას", ეს მსჯელობა მხოლოდდამხოლოდ ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით კანონის მოტXოვნათა განმარტების (არაოფიციალური განმარტების!) მოკრძალებული მცდელობაა.

კამათის გაგრძელებას აღარ ვაპირებ ასეთ მარტივ საკითხზე, ჩემთვის ეს საკითხი დახურულია (თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე 1-ლ კურსზე ისწავლებოდა სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია - რამდენადაც მახსოვს, იმ კურსში კანონის განმარტების ძირითადი ხერხები მოცემული იყო - სრულიად საკმარისი ამ სიტუაციასთან "გასამკლავებლად" smile.gif )

This post has been edited by 1717 on 18 Sep 2009, 14:58
levanti
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 211
წევრი No.: 100156
რეგისტრ.: 17-September 09

გამოგზავნილია: 18 Sep 2009, 14:51  #15579587      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აქ ისეთი შემთხვევაა როდესაც ორივე მართალია ანუ როცაlevan777888-ს მიერ მოყვანილი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია ხოლო
ekaterina I-ს მოყვანილი მუხლით კი ტარდება შემდეგი სანქცია:

მუხლი 28. იარაღის ჩამორთმევა
1. იარაღის ჩამორთმევა ხდება:
ა) ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) არარსებობისას;

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლს აქ თან ჩამოგართმევენ თან დაგაჯარიმებენ თან ნასამართლეობასაც აიკიდებ პირველი შემთვევისგან განსხვავებით.

ანუ ცივი იარაღის ტარება აკრძალულია და მორჩა


* * *
ჩამორთმევის შესახებ მუხლი 28 მოყვანილია იარაღის შესახებ კანონიდან


--------------------
ო, მშვენიერნო, თქვენდა მიმართ
არ შეიცვლება ჩემი აზრები . . .
lasha_mrisxane
Viva Georgia!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6771
წევრი No.: 21180
რეგისტრ.: 27-June 06

გამოგზავნილია: 18 Sep 2009, 15:55  #15580543      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მუხლი 2381. 21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე
ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი
იარაღის ტარება (29.12.2006 N 4213)
1. 21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, –
ისჯება ჯარიმით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვინც ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ეს გავიგე, რომ 21წლამდე პირისთვის ცივი იარაღის ტარება ისჯება ჯარიმით. მაგრამ მე მაინტერესებს, როგორ განისაზღვრება ჯარიმა, ასევე ცივი იარაღი - ადმინისტრაციული წესით? კანონს თუ დადებთ აქ, სადაც ეს არის განსაზღვრული?
* * *
მინდა დავამატო.
მე ვნახე კანონი იარაღის შესახებ.
http://www.parliament.ge/index.php?lang_id...=det&kan_id=286
მუხლი 3 ნაწილი 3 "3. იარაღი ცივ ან ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება, თუ იგი შეესაბამება იარაღის სახელმწიფო კადასტრით განსაზღვრულ შესაბამისი სახის იარაღის პარამეტრებს. "
ვერსად ვიპოვე ნეტში როგორ განსაზღვრავს სახელმწიფოს კადასტრა იარაღის პარამეტრებს.
ekaterina I
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 87
წევრი No.: 99509
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 21 Sep 2009, 11:21  #15622961      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
"იურიდიული განათლების" მოხმობა იმის დასადასტრუებლად, რაც ობიექტურად და კანონმდებლობით არ დასტურდება - ზედმეტი და უსარგებლოა  .
ნებისმიერ იურისტს (რომლიც შენთვის ავტორიტეტს წარმოადგენს - შემიძლია მეც გირჩიო ავტორიტეტული იურისტი) წააკითხე ეს თემა (ან აუხსენი არსი საკითხის) და მოუსმინე, რას გეტყვის.
ვშიშობ, შენი პოზიცია ამ საკითხისადმი არ შეეფერება "იურიდიული განათლების" მქონე პირის "სტატუსს".



უბრალოდ არაფერს არ გეტყვი smile.gif შენ რას იფიქრებ შენი ნებაა


QUOTE
ამას (რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებეთ) ქვია კანონის არაოფიციალური განმარტება (ფუნქციონალური, ისტორიული, სისტემური), იმედია იცით.



smile.gif ამაზე უბრალოდ გამეცინა
* * *


სისხლის სამართლის კოდექსი:

ბრალის გამომრიცხველი და შემამსუბუქებელი გარემოებანი

მუხლი 33. შეურაცხაობა ასაკის გამო (23.05.2007 N 4785 ამოქმედდეს 2008 წლის 1 ივლისიდან)
ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თოთხმეტი წელი, ხოლო ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 117-ე, 137-ე, 178-ე (გარდა პირველი ნაწილისა), 179-ე და 2381 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება – იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თორმეტი წელი (ეს ბოლო, ანუ 238 ს პრიმა (სამწუხაროდ აქ იწერება როგორც 2381) არის ზუსტად ის მუხლი რომელზეც აქ მიდის კამათი) .
ანუ 12 წლამდე ასაკის ადამიანისათვის ბრალად ცივი იარაღის ტარება არ არის აღიარებული. 12- დან 21 წლამდე განსაზღვრულია 238 ს პრიმა მუხლში (რომელიც 2006 შია დამატებული).
რაც შეეხება კანონის კოლიზიას. კოლიზია არაფერ შუაშუა, არამედ ხარვეზია კანონში. ანუ კანონი იარაღის შესახებ ნებისმიერი ასაკის ფიზიკურ პირს უკრძალავს ცივი იარაღის ტარებას, მაგრამ ვერ სჯის, რადგან შესაბამისი ნორმა ნადვილად არ არსებობს (ეს ნამდვილად ასეა) და ესაა ხარვეზი და არა კოლიზია.


პ.ს. ეს ხუმრობით: თუ ამ კანონდარღვევას ვინმე ჩაიდენს, დამიჯერეთ მოუძებნიან დამსჯელ ნორმას, ეს ხომ ნორმალური ქვეყანა არაა wink.gif





lasha_mrisxane
Viva Georgia!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6771
წევრი No.: 21180
რეგისტრ.: 27-June 06

გამოგზავნილია: 21 Sep 2009, 17:02  #15628458      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ekaterina I
QUOTE
. ანუ კანონი იარაღის შესახებ ნებისმიერი ასაკის ფიზიკურ პირს უკრძალავს ცივი იარაღის ტარებას

რომელი კანონი უკრძალავს იარაღის ტარებას ყველა ადამიანს დაწერე აბა. სსკ-ს 238.1-ე მუხლი კრძალავს 21ს ქვემოთ და მაგის ზემოთ რომელი კრძალავს ტარებას?
ელემენტარული ქართულის ამბავია. (21 წლის ასაკს მიუღწეველი პირი - ანუ აქ ვსო, მოკვდა ბაზარი - არ ეხება 21 და მეტი წლის ხალხს)
QUOTE
არა, მე რა მინდა ეგ სხვა რამეა. უბრალოდ იურიდიული განათლების მქონდე ადამიანი კანონებს სხვანაირად კითხულობს და სხვანაირად განმარტავს wink.gif შენც რომ იურიდიული განათლება გქონდეს , ასეთ შემთხვევაში მე და შენს შორის საუბარი უფრო იოლი იქნებოდა და შენთვისაც ადვილად გასაგები მემგონი. სამწუხაროდ ემ მათემატიკური (ნუ ტექნიკური განათლება არა მაქვს smile.gif)


QUOTE

მაგრამ რაც აკრძალული არ არის არ ნიშნავს, რომ დაშვებულია. მე გითხარი , რომ 21 წლამდე განსაზღვრავს სასჯელის ზომას 238 პრიმა მუხლი და შესაძლოა მეტი ასაკის ადამიანის მიმართ უფრო მკაცრი ზომები იქნას მიღებული.


იმედია გსმენია სუბსუმქციის შესახებ?


ekaterina I
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 87
წევრი No.: 99509
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 21 Sep 2009, 22:37  #15634188      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
რომელი კანონი უკრძალავს იარაღის ტარებას ყველა ადამიანს დაწერე აბა


პირველ რიგში საუბარია ცივ იარაღზე ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
მეორეც, არსებობს კანონი იარაღის შესახებ, რომელიც პირდაპირ კრძალავს ცივი იარაღის ტარებას . შეგიძლია მოიკითხო და წაიკითხო

სხვას არაფერს ვიტყვი, წარმატებებს გისურვებ

თუ სხვა სახის იარაღზეც დაგაინტერესებს სიამოვნებით გიპასუხებ wink.gif
* * *
QUOTE
სსკ-ს 238.1-ე მუხლი კრძალავს 21ს ქვემოთ და მაგის ზემოთ რომელი კრძალავს ტარებას?


ამასთან დაკავშირებით უკვე დავტოვე პოსტი და გამეორებას არ ვაპირებ smile.gif

This post has been edited by ekaterina I on 21 Sep 2009, 22:42
lasha_mrisxane
Viva Georgia!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6771
წევრი No.: 21180
რეგისტრ.: 27-June 06

გამოგზავნილია: 26 Sep 2009, 00:50  #15702785      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ekaterina I
QUOTE
მეორეც, არსებობს კანონი იარაღის შესახებ, რომელიც პირდაპირ კრძალავს ცივი იარაღის ტარებას . შეგიძლია მოიკითხო და წაიკითხო


მე ვერ ვნახე სად კრძალავს. ამიტომაც - დაწერე სად.
სისხლის სამართლის კოდექსი არ კრძალავს ცივი იარაღის ტარებას 21წელს გადაცილებული პირებისათვის.
კანონი იარაღის შესახებ ვიცი და მანახე აბა სად კრძალავს ის ცივი იარაღის ტარებას? ამის მტკიცება შენი ვალდებულებაა, ეს ასეთი პრეზიუმქცია არსებობს.

შენ არ გიპასუხია კითხვაზე იცი თუ არა რა არის სუბსუმქცია, რადგან შენი განმარტებიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ აზრზე არ ხარ! smile.gif
GrigolS
⌚⌚⌚


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5373
წევრი No.: 12976
რეგისტრ.: 21-September 05

გამოგზავნილია: 26 Sep 2009, 03:10  #15704216      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
hatemonger
ყველას კიდია შენ რა გიდევს ჯიბეში. ამის მარტივი მაგალითია ის, რომ სასამართლოში შევდიოდი და დამავიწყდა დანის (საკმაოდ დიდი ვიქტორინოქსი, მარტო ერთი დანის პირით) მაქნანაში დატოვება. დაცვას მივაწოდე და გამოსვლისას დამიბრუნა.

კანონის მაგის შესახებ არ ამომიქექია და არც დავინტერესებულვარ, მაგრამ პონტია, რომ ისჯებოდეს, ჯარიმას მაინც დამიწერდნენ. ან მეტყოდნენ მაინც მოერიდეო. ძალიან ჩვეულებრივ მიიღეს და არც აღშფოთებულან.
lasha_mrisxane
QUOTE
ვერსად ვიპოვე ნეტში როგორ განსაზღვრავს სახელმწიფოს კადასტრა იარაღის პარამეტრებს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ნებისმიერი დანა რაც იყიდება (დასაკეცი, ქარქაშიანი, ფიქსატორიანი, "ბაბოჩკა", მოკლედ პურის დანის გარდა რა) წარმოადგენს ცივ იარაღს. ცივი იარაღია ასევე კასტეტი. თუ ნივთს აქვს რაიმე დანიშნულება ჩვეულებრივ ცხოვრებაშI, მაშინ ის ვერ იქნება ცივი იარღი. ზომა/წონას მნიშვნელობა არ აქვს. ნუ "ბრელოკები" ცივი იარაღი არ არის. ასევე არ არის ცივი იარაღი ვიქტორინოქსის ჩანგალ-მაკრატელ-დაჟედანაცმაქვს ნაბორები.
lasha_mrisxane
QUOTE
სისხლის სამართლის კოდექსი არ კრძალავს ცივი იარაღის ტარებას

ტარებას კრძალავს თუ არა, მაგას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. პონტია რომ სულ რომ პურის დანა გქონდეს, პატრულის თანამშრომელს "დანაშაულის პრევენციის" მიზნით აქვს უფლება ეს დანა ჩამოგართვას

This post has been edited by GrigolS on 26 Sep 2009, 03:11
lasha_mrisxane
Viva Georgia!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6771
წევრი No.: 21180
რეგისტრ.: 27-June 06

გამოგზავნილია: 26 Sep 2009, 13:31  #15707201      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GrigolS
QUOTE
"დანაშაულის პრევენციის" მიზნით აქვს უფლება ეს დანა ჩამოგართვას

კი მაგრამ, რომელი დანაშაულის პრევენციის მიზნით? დანის ჩამორთმევა ალბათ მისი დისკრეციული უფლებამოსილება იქნება, რომელიც უნდა დაასაბუთოს smile.gif

QUOTE
ტარებას კრძალავს თუ არა, მაგას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა.

თქვენთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა რას კრძალავს სისხლის სამართლის კოდექსი და რას - ადმინისტრაციული? biggrin.gif
GrigolS
⌚⌚⌚


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5373
წევრი No.: 12976
რეგისტრ.: 21-September 05

გამოგზავნილია: 26 Sep 2009, 19:27  #15711352      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
lasha_mrisxane
QUOTE
თქვენთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა რას კრძალავს სისხლის სამართლის კოდექსი და რას - ადმინისტრაციული?

რა მნიშვნელობა აქვს თუ არცერთი არ მოქმედებს?

მაქსიმუმი არის რომ ცამოგართვან ეგ დანა თუ კასტეტი და მიზეზს გეტყვიან დანაშაულის პრევენცია. შეიძლება მაგის მერე სახლამდეც მიგაცილონ. ეგაა და ეგ. სხვა ვარიანტში არაფერს არ გეტყვიან. კიდევ ერთი ვარიანტია, რომ ჩამოგართვან, სახლამდე მიგაცილონ და მშობლებს ან ოჯახის რომელიმე წევრს გადასცენ ჩამორთმეული ნივთი.
დანის ქონაზე ჯარიმა ჯერ არ გამიგია ვინმესთვის დაეწეროთ.

ასე რომ რა მნიშვნელობა აქვს რომელი კოდექსი კრძალავს?
lasha_mrisxane
Viva Georgia!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6771
წევრი No.: 21180
რეგისტრ.: 27-June 06

გამოგზავნილია: 26 Sep 2009, 20:01  #15711878      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GrigolS
QUOTE
რა მნიშვნელობა აქვს თუ არცერთი არ მოქმედებს?

მაქსიმუმი არის რომ ცამოგართვან ეგ დანა თუ კასტეტი და მიზეზს გეტყვიან დანაშაულის პრევენცია. შეიძლება მაგის მერე სახლამდეც მიგაცილონ. ეგაა და ეგ. სხვა ვარიანტში არაფერს არ გეტყვიან. კიდევ ერთი ვარიანტია, რომ ჩამოგართვან, სახლამდე მიგაცილონ და მშობლებს ან ოჯახის რომელიმე წევრს გადასცენ ჩამორთმეული ნივთი. დანის ქონაზე ჯარიმა ჯერ არ გამიგია ვინმესთვის დაეწეროთ.


სისხლის სამართლის კოდექსიდან:
მუხლი 2381. 21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე
ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი
იარაღის ტარება (29.12.2006 N 4213)
1. 21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, –
ისჯება ჯარიმით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვინც ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ანუ, სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი მოქმედებს 21 წელს მიუღწეველი პირებისათვის. და სასჯელი ჩამორთმევა კი არა ჯარიმაა. აქ გარკვევით წერია, რომ თუ დაიჭირეს მოც. ასაკს მიუღწეველი პირი მას დააჯარიმებენ, რაც გამოიწვევს ნასამართლეობას. ერთი სიტყვით - შარში ხარ biggrin.gif

ხოლო ადმინისტრაციული ჯარიმა არ იწვევს ნასამართლეობას.
აი რა მნიშვნელობა აქვს, თუ რომელი კოდექსი კრძალავს.

GrigolS
QUOTE
მაქსიმუმი არის რომ ცამოგართვან ეგ დანა თუ კასტეტი და მიზეზს გეტყვიან დანაშაულის პრევენცია. შეიძლება მაგის მერე სახლამდეც მიგაცილონ. ეგაა და ეგ. სხვა ვარიანტში არაფერს არ გეტყვიან. კიდევ ერთი ვარიანტია, რომ ჩამოგართვან, სახლამდე მიგაცილონ და მშობლებს ან ოჯახის რომელიმე წევრს გადასცენ ჩამორთმეული ნივთი.


ეს ყველას ეხება? და სად წერია ამ უფლებამოსილების შესახებ, წყარო შეგიძლია დადო? smile.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (9) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0278 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]